forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
თარხუჯი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 239463
რეგისტრ.: 6-January 18

გამოგზავნილია: 25 Apr 2018, 12:37  #52594582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორც იყო ფაუსტის მეორე ნაწილიც გამოჩნდა ქართულად. გილოცავთ ყველას!
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1904
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 26 Apr 2018, 13:16  #52601691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
THH
QUOTE
სამწუხაროდ, წერედიანმა, ისევე როგორც ჯორჯანელებმა ფაუსტის მხოლოდ პირველი ნაწილი თარგმნეს. არამგონია მეორე ნაწილი საერთოდ იყოს ნათარგმნი. ვიცი, რომ არსებობდა 20-აინი წლების თარგმანი, არმახსოვს კი ვისი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ის იქნებოდა სრული. სისრულეს რომ თავი დავანებოდ, არსებულ თარგმანებს პოეტური თარგმნის პრეტენზიები აქვთ, რაც თავიდანვე განწირულია, რადგან ფაუსტის ლექსად სრულყოფილად თარგმნა შეუძლებელია. აჯობებს კარგი პროზული თარგმანი გაკეთდეს.


QUOTE
გუგლის დახმარებით გავარკვიე: ქართულად არსებობს ''ფაუსტის'' 4 თარგმანი. აი რა ვიპოვე:

''ქართული "ფაუსტის" მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა "სახელგამმა", რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა "საბჭოთა საქართველომ", დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. დღეს კი, სერიაში "მსოფლიო კლასიკა", დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანიც გამოვიდა''

'ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" დავით წერედიანისეული თარგმანი გამოსცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტრაგედიის მხოლოდ პირველი ნაწილია თარგმნილი, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის გამოსვლით ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ფაქტი მოხდა. ''

ამ ინფორმაციის წყაროა: http://www.radiotavisupleba.ge/content/faust/24660114.html

აი ერთ-ერთი ფორუმელის აზრიც:

aravinac
QUOTE
QUOTE
მაქვს დავით ონიაშვილის ფაუსტის პირველი ნაწილი,
არის ენობრივი პრობლემები,მაგრამ მთლიანობაში მაინც საყვარელია,
რაც მთავარია არ არის პროზა.



თუ aravinac -ს არ ეშლება, მაშინ გამოდის რომ მას ჰქონია ონიაშვილის თარგმანის 1927 წლის გამოცემა, რომელიც სრული არ ყოფილა, როგორც ჩანს ონიაშვილს მერე გაუსრულებია ფაუსტის თარგმან და ის მთლიანად 1962 წელს გამოვიდა (ჯინორია 60-იან წლებში მოღვაწეობდა, მისი წინასიტყავობით 60-იან წლებში გამოვიდა დანტეს ''ახალი ცხოვრებაც'').


ახლა თარგმნის ხარისხი: მე არ მინახავს ონაშვილის და მირიანაშვილის თარგმანები..მაგრამ წამიკითხავს კოსტანტინე გამსახურდიას კრიტიკა ფაუსტის პირველ ორ თარგმამზნე, მისი აზრით არსებული თარგმანები არადამაკმაყოფილებელია, საერთოდაც დიდი პოეზია უთარგმნელია და სჯობია პროზად ითარგმნოს, როგორც ამას ფრანგები აკეთებენო.

ეს აზრი მეც მომწონს, შეადარეთ ''ოდისეას'' პროზაული თარგმანი ჰომეროსის სხვა თარგმნებს. მაგრამ დავუბრუნდეთ ონაშვილის თარგმანს:
http://nataliavarada.blogspot.co.uk/2012/1...og-post_24.html
აი, ერთი პოსტი
თარგმანი და მთარგმნელები
aravinac
QUOTE
QUOTE
საოცარი წიგნია.... დავით ონიაშვილის თარგმანი ძალიან მომწონს.
რა დიდებული წიგნია, მართლაც.
შესანიშნავადაა ადამიანი და მისი მტერის ერთი ალბათ არაერთადერთი შეხვედრა აღწერილი.
და რუსთაველის ბოროტსა სძლია კეთილმა, გერმანელ ჰუმანისტს არაჩვეულებრივად აქვს გაჟღერებული.




წერედიანის თარგმნის წინასიტყვაობაში წერია, რომ საშუალო თარგმანი გოეთესი თარგმანი არააო, და ამის გამო ხელახლა ვთარგმნეო. ცხადია რომ მინიშნებულია ჯორჯანელების თარგმანი.

ბევრმა აქო წერედიანის თარგმანი, მაგრამ ასეთი რამეც დაიდო:
mancunia89

QUOTE
QUOTE
ვიყიდე ფაუსტის წერედიანისეული თარგმანი და იმედაგაცრუებული დავრჩი. დაშვებულია საანეგტოტო შეცდომა: Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...


QUOTE
QUOTE
აი, კიდევ ერთი საანეგტეტო შეცდომა: წერედიანის ფაუსტში მზე წრეზე მოძრაობს:

მზე მიმოგრგვინავს, მჭეხი და ფიცხი
სფეროთა შორის ძმებრივ დაძრული,
რაითა შეკრას, ვითარცა მიწყივ
გზა იგი თვისი, წრედ მოსაზღვრული.

რა თქმა უნდა გოეთესთან სხვანაირადაა:

Die Sonne tönt nach alter Weise
In Brudersphären Wettgesang,
Und ihre vorgeschriebne Reise
Vollendet sie mit Donnergang.

როგორც ხედავთ აქ არა თუ წრეზე მოძრაობაზე არაა ლაპარაკი, არც მზის სიფიცხეზეა ლაპარაკი. წერედიანისეულ თარგმანში გვხდება ხელოვნური და ბუნდოვანი ფრაზა ''ძმებრივ დაძრული''. აი რა კარგადა აქვს იგივე ნაწყვეტი თარგმნილი გიორგი ჯორჯანელს:

დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით,
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწარდათქმულ გზის დამთავრებას.


QUOTE
QUOTE
წერედიანის თარგმნიდან გამოდის, რომ გოეთემ არ იცოდა კეპლერის კანონები, რაც ტყუილია. გოეთე არა მარტო ინფორმირებული იყო კეპლერის კანონებზე, არამედ ნიუტონის შრომებსაც კარგად იცნობდა (რაც კეპლერის შრომათა გენიალური გაგრძელება იყო). უფრო მეტიც ის ცდილობდა ზოგიერტ საკითხში ნიუტონის მოძღვრების ალტერნატივა შეექმნა.

გოეთეს მთარგმნელმა უნდა იცოდეს ეს და ბევრი სხვაც სანამ ამ საქმეს მოკიდებს ხელს. ის პოეტური ფანდები რაც ასე მოუხდა ვიიონის თარგმანს არაა საკმარისი გოეთეს სათარგმნელად.

up.gif up.gif

მოდერ, ჩაამატე ეს ტექსტი პირველ პოსტშკ


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
oqrialeli
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18

გამოგზავნილია: 27 May 2018, 16:46  #52789412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალგაზრდა ვერტერი მახსოვს,დიდი ხანი გავიდა.როგორ შეიგრძნობს ფოთლებს,მიწის სუნს ცამდე ასულ გრძნობას ტკივილს დამათრობელს ერთ მზის სხივში გაერთიანებულს
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) « პირველი ... 7 8 [9]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0195 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]