Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ცხოვრების აზრს ვერ ვხვდები გარდა . . .


Posted by: Mactavish* 3 Dec 2020, 16:45
მოგესალმებით,ესე სახალხოდ იმიტომ მინდა გამოვფინო ჩემი მოსაზრება რომ იქნებ ვინმე მეთანხმებოდეს და იქნებ იყვნენ ისეთებიც ვინც თვლის რომ არასწორად ვასკვნი.
მაშ ასე,ვერ ვხვდები საერთოდ ცხოვრების და ყოფიერების აზრს გარდა იმისა რომ ყოველდღიურად მოვუსმინო მუსიკას,წავიკითხო ლიტერატურა,ვუყურო ფილმებს,ვითამაშო ვიდეო-თამაშები. ადვილია ეს ყველაფერი,მაგრამ მერე თავი რითი უნდა ირჩინო? ხომ უნდა გამოიმუშაო სარჩო და საბადებელი,ამას უკვე დრო ასე თუ ისე მიაქ,რომ ძალიან შეგიმციროს და არ შეგარგოს ეს ყოველივე ან არც დაგიტოვოს საერთოდ დრო ამისთვის.

ჩემს მიერ გამოტანილი დასკვნა თუ რა არის თვითშემეცნების 4 წახნაგი,რომ წარმოიდგინოთ,ცენტრში არის თქვენი პიროვნება და ამ ოთხი მიმართულებით იყურებით სამყაროში,როგორც თვალსაწიერი აღქმის.მოკლედ ჩავშლი ამ ყოველივეს:

რატომ მუსიკა?
ეს რაღაც საოცრებაა,სიამოვნება,უცნობი ემოციები,შეგრძნებები,სხეულის სხვანაირი აღქმა,რაღაც კოდირებულად უსიტყვოდ გაგება ყველაფრის.
მე ძირითადად ვუსმენ საუნდტრეკებს ფილმებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.

ლიტერატურა და პოეზია
მხატვრულად გადმოცემული ამბები,რომლებშიც რაღაცა გაკვეთილი დევს,რაღაცა სიბრძნე,ეს ყოველივე ხომ გზრდის.სიტყვების რაღაც ერთობლიობა რომელიც აღმოჩენაში გეხმარება,როგორც რაღაცა გარე ობიექტის ასევე საკუთარი თავის.

ფილმები,სერიალები
ვიზუალური ეფექტი,მუსიკალური გაფორმება,ატმოსფეროს აღქმა და ალეგორიულ შინაარსზე წვდომის აზარტი - ასე ავღწერდი უბრალოდ.

ვიდეო-თამაშები
უპირატესობა ენიჭება რაღა თქმა უნდა როლური ტიპის თამაშებს,სადაც საინტერესო სცენარია და არა რუტინული თამაშები. ეს გართობის საშუალება მხოლოდ როდია,ასევე იგივე ეფექტის მომხდენია როგორც ფილმები და სერიალები,იმის დამატებით რომ თავადვე მონაწილეობ,გამოცდი და ვთქვათ რაიმე კონკრეტულ სურვილს დაიკმაყოფილებ უმტკივნეულოდ,მაგალითად მეომრის როლში იქნები და ა.შ

ხოდა რა მაწუხებს ამ ყველაფერზე biggrin.gif ამის დათმობა ძალიან მიჭირს,სამოტივაციო ვიდეოები ვიცი რაზეცაა აგებული "მიდი მიაწექი ცხოვრებას,აღსდექ,ფული გამოიმუშავე,დაწინაურდი,საკუთარ სისუსტეს შეაფურთხე" და ამ არსის რაღაცეები მე ვერ მაძლევს მოტივაციას,თვითშემეცნება ვისთვისაც არის მთავარი მუხტი,რა უნდა ქნან?

Posted by: witcher 3 Dec 2020, 17:16
Mactavish*

ძირითადი სიამოვნება გამოგრჩა..
რამე ახლის შექმნას ან გამოკვლევას რომ მოსდევს.

თუ უბრალო მომხმარებელი ხარ და ეს გრძნობა არ გაქვს, იძულებული იქნები პურის გულისთვის იმუშაო.
თუ შემოქმედი ხარ, პურის ფული თავისით მოვა..


Posted by: Mactavish* 3 Dec 2020, 17:34
witcher
თამაშებზე მიხვდებოდი რომ ვიჩერს აუცილებლად ვიგულისხმებდი biggrin.gif

ანუ გაცემის სიამოვნება კიდევ სხვაა სიამოვნება და აზარტია? მაშინ გამოდის რომ ჩვენ ბედნიერ სამყაროში ვცხოვრობთ სადაც კაცობრიობა ისეთ ყოფა-ცხოვრებას იწყობს რომ აი შევქმნათ სასარგებლო რაღაცეები,ვისიამოვნოთ და სხვებსაც მივანიჭოთ ბედნიერებაო?

Posted by: witcher 3 Dec 2020, 17:39
Mactavish*

ჰმ.. გაცემის სიამოვნება არ მიგულისხმია.
უფრო ეგოისტური, საკუთარი სიამოვნება ვიგულისხმე როცა რაღაც ახალს ქმნი smile.gif

ნუ, თამაშები მაგარია. იმიტომ მოგწონს რომ ცოტა ხნით სხვისი ცხოვრებით (იასნა ურისკოდ) ცხოვრობ. რამდენი თამაშიცაა, რამდენი წიგნიც, იმდენ სხვადასხვა ცხოვრებას ცხოვრობ და ეს კარგია, ერთი ცხოვრებით ცხოვრება მოსაწყენია smile.gif

Posted by: Hawley 3 Dec 2020, 17:41
witcher
ვერ დაგეთანხმები, ამ სამყაროში, მატერიალური ცხოვრება ყველაზე რთული სწორედ შემოქმედებითი ადამიანისთვის არის. ამის ახსნა , თუ რატომ, შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ თუ მაგალითებს გაიხსენებ შენც მიხვდები რომ ასეა. (იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ კი) თუმცა შემქნისა და გამოკვლევის ამბავის საინტერესოობაში გეთანხმები.



Mactavish*
შენ თვითშემეცნებაზე საუბრობ, მაგრამ ყველაფერი რასაც აკეთებ სინამდვილეში გართობაა, იმას აკეთებ რაც გსიამოვნებს, კომფორტის ზონაში ხარ. ხომ იცი რომ კომფორტის ზონა და თვითშემეცნება ძალიან შორს არის ერთმანეთისან.
სამოტივაციო ვიდეოები სულელებისთვის არის, მოტივაციას ბადებს საჭიროება. შენ ზიხარ სახლში, აკეთებ იმ ყველაფერს რაც ჩამოთვალე და მშობლებს ან სხვა ვინმეს კი თეფშით გათლილი ვაშლი მოაქვს შენი კომპიუტერის მაგიდასთან, სადილზე და ვახშამზე გეძახიან, იხდიან კომუნალურებს და ასე შემდეგ. შენ არ გჭირდება იყო უკეთესი იმისთვის რომ მიიღო სიამოვნება, ამას ისედაც აკეთებ, ისედაც იღებ სიამოვნებას იმის კეთებით რაც ზემოთ დაწერე, სად არის აქ საჭიროება? მაგრამ რადგან ეს თემა გახსენი, ესეიგი იმასაც ხვდები, რომ ეს საკმარისი არ არის. რომ ასეთი ცხოვრება, ცხოვრება არაა.
თუ გინდა გქონდეს მოტივაცია, ჯერ საჭიროება შეუქმენი შენს თავს რომ უკეთესი გახდე, (რას ნიშნავს უკეთესი? როდის არის ადამიანი, როგორც ბიულოგიური და სულიერი არსება უკეთესი? მაშინ როცა უფრო რთულ სიტუაციაში შეუძლია გადარჩეს , არამარტო ბიოლოგიურად , არამედ სულიერადაც) გამოდის კომფორტის ზონიდან, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილები, რომელთაკენ აღარ ვისწრაფვით რადგან გვგონია რომ ვერ შევძლებთ, რომელიმე მათგანით დაიწყე, მარტივით. ეს თვითშეცნობის ერთი პატარა საფეხური იქნება, რადგან შენს თავს სხვა სიტუაციაში და ახლიდან გაგაცნობს.
მე ვერ გეტყვი სად იმუშაო ასეთი მისწრაფებით, რადგან არ ვიცი არც შენი შესაძლებლობები და არც შენი პროფესია, მაგრამ ადამიანისთვის , რომელიც საკუთარ თავს იცნობს, რთულია არ არის მუშაობის დაწყება, რადგან ვინც იცნობს საკუთარ თავს, იცნობს სამყაროს.

Posted by: Mactavish* 3 Dec 2020, 18:49
Hawley
ვაახ სადაა მორთმეულები და კაი ცხოვრება biggrin.gif კომფორტის ზონა მაინც არ გამოდის ეს კრიტერიუმები,რადგან ფიქრს მაინც გაიძულებს შემეცნება,კომფორტი და ფიქრი კი როგორ ეთავსება ერთმანეთს biggrin.gif ? პროფესიით დამწყები ვებ-დეველოპერი ვარ,მომწონს ეს საქმიანობა მაგრამ აი იმასთან შედარებით რაც ჩამოვთვალე,მათი დათმბის ხარჯზე ნამდვილად არა

კიდევ ერთ კრიტერიუმს დავამატებ

ფიზიკური ვარჯიში:
მე კონკრეტულად მოვიაზრებ ფიზიკურ ვარჯიშს რომელიც მოიცავს საკუთარი სხეულის დაუფლებას,უფრო მეტად ფუნქციონალური და ნაკლებად კონცენტრირებული გარეგნობაზე(ამას არ გამორიცხავს ვარჯიში მაგრამ მაინც ავღნიშნავ) ანუ: ტანვარჯიში,საბრძოლო ხელოვნება,იოგა და ეგეთები.

witcher
QUOTE
ნუ, თამაშები მაგარია. იმიტომ მოგწონს რომ ცოტა ხნით სხვისი ცხოვრებით (იასნა ურისკოდ) ცხოვრობ. რამდენი თამაშიცაა, რამდენი წიგნიც, იმდენ სხვადასხვა ცხოვრებას ცხოვრობ და ეს კარგია, ერთი ცხოვრებით ცხოვრება მოსაწყენია smile.gif

კი ნამდვილად,აუცილებლად გავუსვი ხაზი მაგაზე რადგან ვიდეო-თამაშები უმეტესად ეგრევე ასოცირდება პაბჯი,ფორტნაიტ და ქენდი ქრაშის მსგავს რუტინულ თამაშებზე,მიჩვევად დროის საკარგავ თამაშებზე.

Posted by: DeveloperX 3 Dec 2020, 18:56
ცხოვრების ობიექტური აზრი არ არსებობს. ყველამ თავისთვის უნდა მოიფიქროს.

Posted by: Artist 4 Dec 2020, 00:20
DeveloperX
QUOTE
ცხოვრების ობიექტური აზრი არ არსებობს. ყველამ თავისთვის უნდა მოიფიქროს.

ცხოვრების აზრია განვითარება... ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირი გზით ასე თუ ისე ვითარდება...

Posted by: alikantura 4 Dec 2020, 11:37
Mactavish*
QUOTE
ხოდა რა მაწუხებს ამ ყველაფერზე  ამის დათმობა ძალიან მიჭირს,სამოტივაციო ვიდეოები ვიცი რაზეცაა აგებული "მიდი მიაწექი ცხოვრებას,აღსდექ,ფული გამოიმუშავე,დაწინაურდი,საკუთარ სისუსტეს შეაფურთხე" და ამ არსის რაღაცეები მე ვერ მაძლევს მოტივაციას,თვითშემეცნება ვისთვისაც არის მთავარი მუხტი,რა უნდა ქნან?

რაც არ უნდა ვთქვათ, ადამიანის ცხოვრება არის კონკურენცია, დაწყებული ჩასახვის ეტაპიდან. არიან ადამიანები, ვისაც ეს კონკურენცია ძალიან აწუხებს და ვიღაცას ნაკლებად. მაგალითად, ადამიანისთვის, ვინც გაიზარდა გარემოში, სადაც უწევდა უბრალოდ ჟანგბადისთვის ბძოლა, მისთვის ეს სამოტივაციო ვიდეოები ზედმეტიცაა, ვინაიდან ბუნებრივად აქვთ გამომუშავებული, რომ უნდა იბრძოლონ და სხვაზე მეტი ქონდეთ.
ხალხისთვის, ვისაც ჭარბი ჟანგბადი არსებობდა, მათთვის ეს არაა საინტერესო. ძირეული მამოძავებელ მოთხოვნილებებს რომ დაიკმაყოფილებ, განვითარებაზე, ესთეტიურ ტკბობაზე და თვითშემეცნებაზე მერე ფიქრობ. უბრალოდ, როდესაც იქმნდება არსებული კომფორტის დაკარგვის საფრთხე ესეთ დროს ვარდება პანიკაში და ყოვლად უუნაროა.
ეს მამოტივირებელი ვიდეოები კი იმ ხალხისთვისაა, ვინც სადღაც შუაში იმყოფება და ვერ გაუგია რა უფრო უნდა. კონკურენცია და მეტის მოპოვება, თუ მოპოვებულით სიამოვნების მიღება.

ის გართობები, რაც შენ ჩამოთვალე ვერ მიგიყვანს თვითშემეცნებამდე. შენ დაასახალე ესთეტიური ტკბობის საშუალებები, რომელთა გარკვეული ნაწილი ზედაპირულად შეიცავს ფილოსოფიურ კითხვებს და მათზეც ზედაპირულ პასუხებს გაძლევს. იმიტომ, რომ მეტზე ბუნებრივია ვერ ექნება პრეტენზია ხელოვნებას. ის პრობლემის დანახვის საწყის ფაზისთვისაა ეფექტური. ე.წ. გამოცოცხლებისთვის.
საკითხების სიღრმისეული გააზრების შემდეგ ადამიანი მოწყენის ფაზაში გადადის და ე.წ. კონკურენციის ნიშანწყალიც რაც ქონდა იმის სურვილი უქრდება. ადამიანი ხდება მოწყენილი სუბიექტი, რომელსაც ხანდახან რაღაცეები უხარია, ნაცვლად იმისა, რომ იყოს მხიარული, რომელიც ხანდახან მოწყენილია.
რაც შეეხება ვიდეო თამაშებს, მათში თუ არსებობს თვითემეცნების ელემენტები, ისინი მხოლოდ მიზებული რაოდენობითაა. ამიტომ, მასზე მსჯელობა როგორც თვიშემეცნების მექანიზმზე ძალიან გადაჭარბებულად მეჩვნება.

Posted by: Parabola 4 Dec 2020, 13:43
Mactavish*
ეს ყველაფერი კარგი ოღონდ თუ ღმერთი გწამთ ,,ავღწერ" არა ,,აღვწერ.
თუ ლიტერატურით , პოეზიით, თამაშებით და ასე შემდეგ კაიფობ და პროსტა სარჩო- საბადებელი გაქვს მოსაპოვებელი, შენ ბედნიერი მოქალაქე ყოფილხარ.
ვისაც ყველაფერი გაგვიტრუხდა იმათმა რა ვქნათ .

Posted by: DeveloperX 4 Dec 2020, 14:28
Artist
QUOTE
ცხოვრების აზრია განვითარება...

ცხოვრების აზრი ობიექტურად არარსებობს, რადგან თავად სიცოცხლე და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შემთხვევითობის შედეგია. სხვა ენაზე რომ ვთქვათ, არარსებობს ყველა ადამიანისთვის ერთიანი, კონკრეტული პასუხი კითხვაზე: "რაშია ცხოვრების აზრი?"
ადამიანს კი ისღა დარჩენია, რომ მოიგონოს. განვითარება კიდევ ძალიან ფართო ცნებაა. სულ რომ დღეები დივანზე იწვე, ეგეც განვითარებაა. დივანზე წოლაში განვითარება. ასე რომ, არარსებობს ადამიანი, რომელიც არ ვითარდება. ყველანი ყოველწუთიერად ვვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით და ეგ ცხოვრების აზრი არ არის, ეგ უბრალოდ ადამიანის ნეიროფსიქიკური მოცემულობაა.

Posted by: witcher 4 Dec 2020, 16:42
Mactavish*

eve online ხომ გითამაშია? პესოჩნიცაა, შენ თვითონ უნდა იპოვო საქმე და გასართობი. აი ეგრეა ცხოვრებაც smile.gif

Posted by: PANTALONE 4 Dec 2020, 22:29
უნდა გაუძლო და მერე ბონუსგეიმში გადაგიყვანს /


Posted by: Melakud 5 Dec 2020, 13:20
PANTALONE

წუხელ დამესიზმრე. სად ვიყავით არ ვიცი, მაგრამ კაცი მოვკალი და ციხეში ვზივარო მეკბნებოდი. კარგად იყავი, კარგ ხასიათზე, უბრალოდ ციხეში იჯექი.

მერე ვიღაცებს ვუყვებოდი, ფორუმელი რომ არის გახსოვთთქო? ბუზს არ ააფრენს ასეთი კაცია. ნახე რა დაემართა, ყველაფერი ხდებათქო smile.gif

Posted by: Artist 5 Dec 2020, 22:54
DeveloperX
QUOTE
ცხოვრების აზრი ობიექტურად არარსებობს, რადგან თავად სიცოცხლე და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შემთხვევითობის შედეგია.

ეს შენი აზრია მხოლოდ.... სიცოცხლე არაა შემთხვევითობის შედეგი, საერთოდ არაფერი არ ხდება შემთხვევით... ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა...
QUOTE
განვითარება კიდევ ძალიან ფართო ცნებაა

დიახ... ისევე როგორც შეკითხვა...

Posted by: Melakud 6 Dec 2020, 01:20
ექიმების ლანძღვა-გინებაში არასოდეს ავყვები ვინმეს,
მაგრამ 19 წლის საყვარელ გოგოზე რომ გააკეთეს სიუჟეტი,

მიცვალებულის ფოტოსთან თეფშზე ბანანი და ვაშლი დავინახე. ისე საყვარლად და მოკრძალებულად იდო, ტირილი ამიტყდა.

საყვარელი გოგო. არა, ცხოვრება რაღაცნაირია, ძალიან რაღაცნაირი.

იმენა იმ კადრზე ვიტირე, გოგოს ფოტოსთან თეფშით ბანან და ვაშლი რომ დავინახ sad.gif

Posted by: PANTALONE 6 Dec 2020, 04:46
Melakud
biggrin.gif ნეტა რა შუაშია

Posted by: frankieisdead 11 Dec 2020, 02:41
QUOTE
მაშ ასე,ვერ ვხვდები საერთოდ ცხოვრების და ყოფიერების აზრს გარდა იმისა რომ ყოველდღიურად მოვუსმინო მუსიკას,წავიკითხო ლიტერატურა,ვუყურო ფილმებს,ვითამაშო ვიდეო-თამაშები.


lol.gif

ლიტერატურა , პოეზია , მუსიკა , კინო , ნებისმიერი სახის თამაში, წარსული, აწმყო, მომავალი, პესიმიზმიდან დაბადებული ოპტიმიმიზმი, ნებისმიერი ღირებულება და ნებისმიერი ემოცია, სიყვარული , სიძულვილი, კარგი და ცუდი შავი და თეთრი ერთი და იგივე ნაგვად რო მოგეჩვენება და გულის რევა რო დაგეწყება ყველაფერზე, მერე შემოდი და თავიდან გახსენი ეს თემა yes.gif

Posted by: Parabola 11 Dec 2020, 16:17
frankieisdead

Posted by: Mactavish* 11 Dec 2020, 17:49
frankieisdead
რეები იბჟოტიალე თუ ძმა ხარ vis.gif drug.gif

Posted by: paaatriick 11 Dec 2020, 21:12
Mactavish*
რაც ჩამოთვალე ეგ თუ აზრი არაა აბა უმაგათოდ რაღა ჰქვიაო - იბჟუტურა

Posted by: Lаki 12 Dec 2020, 12:18
Mactavish*
რა გიკვირს.
ტიპიური (მცონარა) ქართველი ხარ. მმმ-თი.
სამი "ჩ-"-ც დაუმატე და ეგაა რა ცხოვრება lol.gif


პ და ს
ძალიან ნუ ჩაუღრმავდები ცხოვრების არსზე ფიქრებს. იცხოვრე ისე როგორც ცხოვრობენ ჩიტები. გიხაროდეს რომ გაქვს ბუდე და საკვები და დაკმაყოფილდი იმით რაც გაგაჩნია. ეგაა სწორედ სულიერი სიმშვიდის (წონასწორობის) საწნდარი, რაც ჩემი აზრით ბედნიერების უმთავრესი ფორმაა ჯანმრთელობის შემდეგ... smile.gif

Posted by: Mactavish* 12 Dec 2020, 14:21
Lаki
შენ თუ კარგად წაიკითხე რაც დავწერე და ტიპიურ ქართველად წარმოგესახე მაინც,მე მაშინ შენი დასკვნით ის გავიფიქრე რომ ეს კაცი ტრაკის მაგივრად ლოყებს ხომ არ იფხანსთქო rolleyes.gif rolleyes.gif

QUOTE
პ და ს
ძალიან ნუ ჩაუღრმავდები ცხოვრების არსზე ფიქრებს. იცხოვრე ისე როგორც ცხოვრობენ ჩიტები. გიხაროდეს რომ გაქვს ბუდე და საკვები და დაკმაყოფილდი იმით რაც გაგაჩნია. ეგაა სწორედ სულიერი სიმშვიდის (წონასწორობის) საწნდარი, რაც ჩემი აზრით ბედნიერების უმთავრესი ფორმაა ჯანმრთელობის შემდეგ... smile.gif


რამე სხვა დავადგინე?

Posted by: Lаki 12 Dec 2020, 14:32
Mactavish*
დაიკიდე
ნურც იმას ჩაუღრმავდები ვინ რას იფხანს... biggrin.gif

Posted by: Mactavish* 12 Dec 2020, 15:02
Lаki
ჩავუღრმავდი არა ჩავყევი კიდე biggrin.gif
გამეფიქრათქო

Posted by: მამაო ენუქი 12 Dec 2020, 15:04
პირველი და მეორის მეორე კარგია ალკოჰოლთან ერთად old.gif

Posted by: kloden 23 Dec 2020, 20:40
ცხოვრების აზრს შენ კი არა ვერ ხვდება ვერვინ. უაზრო მიზანს ისახავენ და მიილტვიან მისკენ.


ყველაზე ახლოს მქინც სოსო იყო

Posted by: Mactavish* 23 Dec 2020, 21:10
kloden
QUOTE
ყველაზე ახლოს მქინც სოსო იყო

იოსებ ბესარიონოვიჩი? biggrin.gif

Posted by: Melakud 25 Dec 2020, 14:55
DeveloperX
Artist
QUOTE
ცხოვრების ობიექტური აზრი არ არსებობს. ყველამ თავისთვის უნდა მოიფიქროს.

ცხოვრების აზრია განვითარება... ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირი გზით ასე თუ ისე ვითარდება...


QUOTE
ცხოვრების აზრი ობიექტურად არარსებობს, რადგან თავად სიცოცხლე და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შემთხვევითობის შედეგია.

ეს შენი აზრია მხოლოდ.... სიცოცხლე არაა შემთხვევითობის შედეგი, საერთოდ არაფერი არ ხდება შემთხვევით... ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა...
QUOTE
განვითარება კიდევ ძალიან ფართო ცნებაა

დიახ... ისევე როგორც შეკითხვა...


თუ სიტყვა განვითარება ნაკლებად უნივერსალურია, მოძრაობა ვთქვათ. ცხოვრების აზრია მოძრაობა რომელსაც სადღაც მიყავხარ.

ფიზიკური მოძრაობაც და აზრების მოძრაობაც თავის ტვინში.

ყველაზე უფრო ტეხავს როგორც ფიზიკური მოდუნება, ისე ტვინის

Posted by: kloden 27 Dec 2020, 00:42
Mactavish*

არა აი ის, ყველაფერს ორ ორ სახელს რომ არქმევს, ზუსტად თავისივე მაგ ნაწარმოებში ხვდება ცხოვრების აზრს უნდა გადმოგცეს და ხელნაწერიც იკარგება.

დივერისია, აკრძალვა, შეთქმულება, არ აწყობთ რომ ხალხმა გაიგოს ცხოვრების აზრი

Posted by: ნიკიი 22 Jan 2021, 23:08
ამ ცხოვრებას არანაირი აზრი ცალსახად არ გააჩნია.
ჩვენ უნდა შევქმნათ ცხოვრება და მივცეთ მას აზრი.
რაღაც მიზანი უნდა გააჩნდეს შენს ამქვეყნად არსებობას, ისე მოგბეზრდება და მოგწყინდება საკუთარი თავი და გარშემო ყველაფერი.

Posted by: xingqiyi* 22 Jan 2021, 23:55
ცხოვრების აზრია, არ მოვკვდეთ სანამ ცოცხლები ვართ და სიცოცხლე არ გვეზარებოდეს სანამ ცოცხლები ვართ.
თუ ცოცხალები ვართ სიცოცხლის განმავლობაში, სიყვარულიც შეგვიძლია, განვითარებაც, წინსვლაც და ა.შ.აშ. ა.შ bis.gif

Posted by: jjkk 24 Jan 2021, 15:38
ცხოვრების აზრია ექსპანსია.
გავლენის, გენების, იდეების.
თუ ამას ვერ ანხორციელებ - არსებობ, მაგრამ არ ცოცხლობ.

Posted by: კადა 27 Jan 2021, 02:33
წიგნების კითხვაში დანახულ ცხოვრების აზრს რა ვუთხარი

Posted by: nigo 28 Jan 2021, 10:27
ცხოვრების აზრის ძიება საყმაწვილო სენია.სხვაა ფილოსოფოსები,მეცნიერები ,მწერლები და ა.შ.

ისიამოვნე იმით ,რაც მოგწონს და ეცადე მატერიალური მხარე გაიუმჯობესო თუ გჭირდება.

მეც მქონდა ეს მომენტი,ამ დროს უკვე შვილი,საყვარელი და შემოსავლიანი სამსახური.
გადავეშვი ვეფხისტყაოსნის და სხვადასხვა ფილოსოფოსის კითხვაში და ძალიან მალე მოვეშვი.
მივხვდი ,რომ ცხოვრების აზრი მქონდა და მოტივაციაც.

კიდევ ერთი,როდესაც სურვილები და პიროვნების შესაძლებლობები ანუ ნიჭი და პრეტენზიები არ ემთხვევა ერთმანეთს,დიდი დისკომფორტია.
ასე ვიყავი მეც,პლიუს უზარმაცესი,კიდევ კარგი,ობიექტურად შევხედე საკუთარ თავს.

Posted by: Mactavish* 14 Feb 2021, 23:17
გმადლობთ ვინც გამომეხმაურეთ,ამ ვიდეოს საშუალებით ვიპოვე არსებულ საკითხზე გადაწყვეტის მეთოდი yes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)