ახლახანს ვიყავით ვარძიაში...
ალბათ კიდევ დიდხანს მემახსოვრება...
ბავშვობაში ვარ ნამყოფი, მაგრამ არაფერი აღარ მახსოვდა...
ყველას ვურჩევ ნახოს ვისაც არ უნახია...
...ჩვენი მანქანით ვიყავით, ჯერ ვნახეთ
საფარა (ესეც დაუვიწყარია...)
...მერე ჩავედით
ახალციხეში და რადგან უკვე ღამდებოდა სასტუმროში მოგვიწია დარჩენა... არის ასეთი სასტუმრო ახალციხეში - "
მესხეთი"...
... კომუნისტების დროინდელი სასტუმროა, მაგრამ ახალი გარემონტებული, უფრო იაფია ვიდრე otel prestig
...ოთხნი ვიყავით და დიდ, ოროთახიან სუფთა ნომერში (პლიუს ტელევიზორი) ძალიან ნორმალური თანხა გადაგვახდევინეს...
მეორე დილით კი წავედით
ვარძიაში,
ჩავედით...
აქ შესვლისთვის გადაიხდით 70 თეთრს + 5 ლარი გიდის აყვანა და იყავი და ათვალიერე რამდენიც გინდა...
...ახლა კი ყურადღება!!!
აი ამ სურათზე რომ ჩანს შენობა ეს არის სასტუმრო ზუსტად ვარძიის კომპლექსის წინ, რომელიც ადრე ტურისტებს იღებდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით
...იქ გვითხრეს , რომ ახლაც მუშაობსო, მაგრამ ჩვენ არ ავსულვართ და არ გვინახია რა პირობებია, ასე რომ, გაითვალისწინეთ, შეიძლება არც დაგჭირდეთ ახალციხეში დარჩენა და პირდაპირ ჩახვიდეთ ვარძიაში...
ესეც ჩვენი გიდი,
მუხრანა პაპა, ძალიან განათლებული კაცია და ისტორიის კარგად მცოდნე...
P.S.ესეც ჩვენ