Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ქმარმა ცოლი ძილში მოკლა


Posted by: Internet_Contraband 6 Jul 2020, 21:27
QUOTE

სუ­რამ­ში 34 წლის მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე გვი­ან ღა­მით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მძი­ნა­რე მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა და ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გარ­დაც­ვლი­ლი 31 წლის თიკო რუ­სი­აა, რო­მელ­საც 3 შვი­ლი დარ­ჩა.



QUOTE

მოკ­ლუ­ლიც და ბრალ­დე­ბუ­ლიც სუ­რამ­ში ცხოვ­რობ­დნენ. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი "ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 35 წლამ­დე მა­მა­კაც­მა ცოლს გვი­ან ღა­მით 03:00 სა­ა­თის­თვის მე­უღ­ლეს სა­წოლ­ში ეს­რო­ლა.

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, "ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს".



გამტყვრალა ქმარი და მოჩვენებია, რომ ცოლს ვიღაც კაცი ეწვა გვერდზე და ჩაცხრილა საწოლში.

სასმელი ასირებს

Posted by: totenkopf 6 Jul 2020, 21:31
აღარაფერი აღარ მიკვირს უკვე ამ რაღაცაში, ქვეყანა როგორ უნდა უწოდო....

Posted by: kelevralawyer 6 Jul 2020, 21:31
სსკ 109 გაუშვით და მოეჩვენოს კიდე რამეები.

.............................................

ერთმანეთს, რომ აეწყობა ხოლმე ეს უბედურებები facepalm.gif facepalm.gif

Posted by: თუშჩი 6 Jul 2020, 21:32
Internet_Contraband


QUOTE
მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი "ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და


მეზობლებმა გითხრეს ? უკვე სურამელი "მეზობლების" ნათქვამით აქ ფორუმზე თემებს ხსნი და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ედები ?

Ps. 99% დაბოლილი იყო

Posted by: big_V 6 Jul 2020, 21:32
QUOTE
გარ­დაც­ვლი­ლი 31 წლის თიკო რუ­სი­აა

QUOTE
თიკო რუ­სი­აა


ვაა როგორ მოხდა რომ სახელი დაწერეს ა?

Posted by: გიორგი XII 6 Jul 2020, 21:33
სავარაუდოდ პლანაქეშა ევროპელი ლიბერალი მეტრაკე ქვიარი იქნებოდა
აბა მაგას ყანწა და გოდორმუცელა როგორ იკადრებდა?

Posted by: dega 6 Jul 2020, 21:34
დასავლეთი კლავს
............................................................................................

Posted by: Didgori_3 6 Jul 2020, 21:35
QUOTE
დასავლეთი კლავს

სიგარეტია ეგ, გეშლება.

Posted by: anamaria77 6 Jul 2020, 21:37
QUOTE (dega @ 6 Jul 2020, 21:34 )
დასავლეთი კლავს
............................................................................................

...................... რა გეშველებათ facepalm.gif facepalm.gif

Posted by: თუშჩი 6 Jul 2020, 21:43
დაიცა პლანის სეზონი მოვიდეს.

მერე ნახეთ 100 უბედური ამბები "დალევა უყვარდა" კამანდის მიერ..

Posted by: ბუღალტერი 6 Jul 2020, 21:43
მის ფბ-ს პროფილზე შევედი. ჯანსაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მისი ქმარი და რამ გააგიჟა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი შვილების დედა.
ტრაგედიაა, მეცოდება ეგ გოგო და მისი შვილები.
ძაან დავიგრუზე.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 6 Jul 2020, 21:43
იმედია მაგ კუტუს მინიმუმ 20 წლით ჩასვამენ, ხოლო ციხეში კი არ მოაკლდება ცოცხები უკანალში.

ისე, ლოთთან პრინციპულად არ უნდა იცხოვრო და თუ შეამჩნიე რომ ამ გზით წავიდა - უნდა გაცილდე

Posted by: dega 6 Jul 2020, 21:44
QUOTE
სიგარეტია ეგ

დასავლეთიდან შემოტანილია ეგეც
QUOTE
რა გეშველებათ

ქართველი მედასავლეთეები უნდა გაბანძდნენ სამუდამოდ

Posted by: გიორგი XII 6 Jul 2020, 21:44
QUOTE
ჯანსაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მისი ქმარი და რამ გააგიჟა,



Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 21:46
QUOTE (თუშჩი @ 6 Jul 2020, 21:43 )
დაიცა პლანის სეზონი მოვიდეს.

მერე ნახეთ 100 უბედური ამბები "დალევა უყვარდა" კამანდის მიერ..

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


რა საცოდავი "სტრეკლების გადაწევის" მცდელობაა


პ.ს
მეზიზღება პლანი და არ ვეწევი, მაგრამ მაინც ძალიან გამეცინა

ხშირად ვყოფილვარ მოწეულ სასტავში და ასევე ხშირად ნასვამების გარემოცვაში
თამამად მინდა ვთქვა რომ მეორე შემთხვევაში ადამიანი ბევრად უფრო აქტიური და აგრესიულია.

Posted by: tengo9786 6 Jul 2020, 21:46
აუცილებელია იარაღის ლეგალიზაცია იმ ქალსაც რომ ქონოდა თავს დაიცავდა

Posted by: gears 6 Jul 2020, 21:47
პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალადობის შედეგი

პრობლემა უფრო ღრმადაა ჩამარხული


Posted by: ბუღალტერი 6 Jul 2020, 21:49
გიორგი XII
ეგაა რა... sad.gif მახინჯი მენტალიტეტი. სიმთვრალე, ღრეობა, ###ობა.
როცა იცი რომ ###ვდები აღარ უნდა გაეკარო.

Posted by: KERNELWORD 6 Jul 2020, 21:49


გუშინ შტატებში
43 თვითმკვლელობა,
503 ოჯახირუ ძალადობა,
360 მკვლელობა
280 გაუპატიურება
320 ძარცვა
და ა.შ. მოხდა

ეს ყველაფერზე თემების გახსნა რა მაფიაა? მართლა ფულს იხდიან? boli.gif

Posted by: dishosdzisdze 6 Jul 2020, 21:50
ბიო ექნებოდა გაკეთებული...
ბიოი კლაანს...
პლანი კაია...
,,სუფთა წამალი'' თვეში ერთხელ სისხლს ასუფთავებს...















ღმერთო გვიშველე! ! !
help.gif help.gif help.gif

Posted by: anamaria77 6 Jul 2020, 21:50
QUOTE (ბუღალტერი @ 6 Jul 2020, 21:43 )
მის ფბ-ს პროფილზე შევედი. ჯანსაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მისი ქმარი და რამ გააგიჟა,

მეც ვნახე yes.gif გარეგნობით ვერ შეაფასებ ადამიანს . ძალიან ბევრი ცნობილი მანიაკიც ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა

Posted by: levani169 6 Jul 2020, 21:50
რა ზომამდე მიჰყავთ ქმრები დღევანდელ ცოლებს ........ ეგრე იცის ემანსიპაციამ.

Posted by: vaho 6 Jul 2020, 21:54
რამდენი ხანია, გავიძახი, კლიკოს ქვრივის და არმანიაკის იმპორტი უნდა შეწყდეს.

ალღევებს ქართველ კაცს.

მოიტა რა სტალიჩნი, პშენიჩნი, რჟანნი, დედის რძესავით შევირგებთ...

Posted by: В.И. Ленин 6 Jul 2020, 21:56
არ აწვალა.

Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 21:58
იმის მტკიცება რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ნაკლებად აგრესიულია ვიდრე "მოწეული" ადამიანი, არის სკოლაში ელემენტარული ბიოლოგიის გაკვეთილების გაცდენის და ცოტა ნეიროქიმიის არცოდნის შედეგი. მოსაწევი მოქმედებს კანაბინოიდურ რეცეპტორებზე, რომლებიც გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, ვიდრე GABA-A ნეირომედიატორი, რომლების ანტაგონისტიც არის ალკოჰოლი.

GABA-A ინჰიბიციის შედეგად ფაქტობრივად მთლიანად "მუხრუჭდება" ნერვული სისტემა და კრიტიკული აზროვნება (ასევე სხვა ინჰიბიტორული ფუნქციები ტვინში) მთლიანად ითიშება, ამასთან ერთად მოზღვავებულია დოპამინის და სეროტონინის რაოდენობაც, რაც იწვევს აფორიაქებულ მდგომარეობას.

ეს აფორიაქებული მდგომარეობა ორი მიმართულებით შეიძლება წავიდეს. ან სიყვარულში და "უი შენ გენაცვალე მიყვარხარ" მდგომარეობაში ან აგრესიაში. სერიოზული ნეიროქიმიული ბალანსის დარღვევის შედეგად. რთულია ამ მხრივ ისეთივე მძლავრი ნივთიერებების დასახელება როგორიც არის ეთანოლი.

ამიტომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხშირად ხდება ჩხუბები, მკვლელობები და ასე შემდეგ. რა არის აქ გაუგებარი?

P.s

მეორე უკუდირესობაა ყველგან ალკოჰოლის გინება და იმის პროპაგანდა რომ აი ლეგალური რატომ არის ალკოჰოლი და სხვა რაღაცეები რატომ არ არის ლეგალური და ასე შემდეგ.

ამასაც თავისი მეცნიერულ ფილოსოფიური მიზეზები აქვს და ერთი ღლეობის მეორე ღლეობით გაპრავებაც არ არის მაინც და მაინც საღი აზროვნების მაგალითი old.gif

Posted by: anamaria77 6 Jul 2020, 22:05
QUOTE (levani169 @ 6 Jul 2020, 21:50 )
რა ზომამდე მიჰყავთ ქმრები დღევანდელ ცოლებს ........ ეგრე იცის ემანსიპაციამ.

..................... ..........................................
აი ასეთ რაღაცას როგორ წერთ ?! ადამიანი მოკლა ძილში . 3 შვილის დედა yes.gif ჩანს
თქვენც ასეთი ხართ ,რომ ამართლებთ !!! eek.gif ეგრევე ცოლებს ,რომ გადასწვდი პრობლემა ცოლებში კი არა თქვენნაირ განუვითარებელ პაპუასებშია და დამპლურ მენტალიტეტში რომელიც გაქვთ . პ.ს ადამიანის მკვლელობა გაუმართლებელია !!!! საწყალი ცოლი და საცოდავი ბავშვები რამხელა ტრამვა მიაყენა საკუთარ შვილებს დაუნგრია ცხოვრება .

Posted by: big_V 6 Jul 2020, 22:08
gears
QUOTE
პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალადობის შედეგი

პრობლემა უფრო ღრმადაა ჩამარხული


ლიბერალების ბრალია არა?

Posted by: dega 6 Jul 2020, 22:12
QUOTE
ლიბერალების ბრალია არა?

yes.gif
შემოტენილი იდეოლოგიის
იდეოლოგიის რომელიც ანადგურებს ადამიანების ფსიქიკას
იდეოლოგიის რომელიც შემოგვტენა დასავლელმა ღორისშვილებმა
იდეოლოგიის რომელიც იცავს საქართველოში მკვლელებს და ღორებს

Posted by: checkist 6 Jul 2020, 22:12
იქნებ დედა შეაგინა?

Posted by: gears 6 Jul 2020, 22:13
QUOTE
ლიბერალების ბრალია არა?

ქვეყანაში არსებული ფსიქოლოგიური მდგომარეობის

რომელიც ამ პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა

ჩვენი "ელიტის" ალტერნატიურ სამყაროში ცხოვრების და მოსახლეობაზე მათი იდეოლოგიური ექსპერიმენტების


სასმელს შესაძლოა ეთამაშა გარკვეული როლი
მაგრამ არამგონია ამ ტიპს პირველად დაელია

ზოგადად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ქვეყანაში.

Posted by: Thunder88 6 Jul 2020, 22:14
QUOTE (ბიჭური @ 6 Jul 2020, 21:58 )
იმის მტკიცება რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ნაკლებად აგრესიულია ვიდრე "მოწეული" ადამიანი, არის სკოლაში ელემენტარული ბიოლოგიის გაკვეთილების გაცდენის და ცოტა ნეიროქიმიის არცოდნის შედეგი. მოსაწევი მოქმედებს კანაბინოიდურ რეცეპტორებზე, რომლებიც გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, ვიდრე GABA-A ნეირომედიატორი, რომლების ანტაგონისტიც არის ალკოჰოლი.

GABA-A ინჰიბიციის შედეგად ფაქტობრივად მთლიანად "მუხრუჭდება" ნერვული სისტემა და კრიტიკული აზროვნება  (ასევე სხვა ინჰიბიტორული ფუნქციები ტვინში) მთლიანად ითიშება, ამასთან ერთად მოზღვავებულია დოპამინის და სეროტონინის რაოდენობაც, რაც იწვევს აფორიაქებულ მდგომარეობას.

ეს აფორიაქებული მდგომარეობა ორი მიმართულებით შეიძლება წავიდეს. ან სიყვარულში და "უი შენ გენაცვალე მიყვარხარ" მდგომარეობაში ან  აგრესიაში. სერიოზული ნეიროქიმიული ბალანსის დარღვევის შედეგად. რთულია ამ მხრივ ისეთივე მძლავრი ნივთიერებების დასახელება როგორიც არის ეთანოლი.

ამიტომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხშირად ხდება ჩხუბები, მკვლელობები და ასე შემდეგ. რა არის აქ გაუგებარი?

P.s

მეორე უკუდირესობაა ყველგან ალკოჰოლის გინება და იმის პროპაგანდა რომ აი ლეგალური რატომ არის ალკოჰოლი და სხვა რაღაცეები რატომ არ არის ლეგალური და ასე შემდეგ.

ამასაც თავისი მეცნიერულ ფილოსოფიური მიზეზები აქვს და ერთი ღლეობის მეორე ღლეობით გაპრავებაც არ არის მაინც და მაინც საღი აზროვნების მაგალითი  old.gif

მაგდენს რომ კითხულობდნენ ასეთ ###ობებს ხომ არ დაწერდნენ.

Posted by: Saturn 6 Jul 2020, 22:17
QUOTE (Internet_Contraband)
გამტყვრალა ქმარი და მოჩვენებია, რომ ცოლს ვიღაც კაცი ეწვა გვერდზე და ჩაცხრილა საწოლში.

სასმელი ასირებს

yes.gif

მოწეული რომ ჰქონოდა გაეცინებოდა

Posted by: kenj 6 Jul 2020, 22:18
არ ისვენებენ ხო ლიბერალ/სოროსისტები ? ხო გინდოდათ დასავლეთი ? ხოდა მიიღეთ. yes.gif

Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 22:18
Thunder88

სამწუხაროა რომ ადამიანები წარმოდგენებს იქმნიან ელემენტარული ცოდნის გარეშე რაღაც პროპაგანდის/რწმენის საფუძველზე...

ზოგადად ყველაზე საშინელი ფსიქოაქტიური ნივთიერებები როგორც წესი GABA-ს ეხებიან.
აი მაგალითად "ქსანაქსი"

ადამიანები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ მაგის მიღების შემდეგ რომ საერთოდ წარმოუდგენელია მოწეულს ან ფხიზელს ეგ ექნა
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ისეთ დონეზე აქვეითებს ტვინში ყველა ფუნქციის მუშაობას რომ მეორე დღეს საერთოდ არაფერი არ ახსოვთ


დალევის დროს თუ იმ დონემდე მიხვედით რომ არაფერი არ გახსოვთ, ჩათვალეთ კაი დიდი "ქსანაქსის" დოზის რაოდენობით დაგილევიათ და ეგ აღარ გააკეთოთ smile.gif

Posted by: Internet_Contraband 6 Jul 2020, 22:19
ბიჭური
QUOTE
მეორე უკუდირესობაა ყველგან ალკოჰოლის გინება და იმის პროპაგანდა რომ აი ლეგალური რატომ არის ალკოჰოლი და სხვა რაღაცეები რატომ არ არის ლეგალური და ასე შემდეგ.

ამასაც თავისი მეცნიერულ ფილოსოფიური მიზეზები აქვს და ერთი ღლეობის მეორე ღლეობით გაპრავებაც არ არის მაინც და მაინც საღი აზროვნების მაგალითი


საღოლ, იმენა აშშ-რუსეთი ორივე დამპყრობელია და ერთი ###ა იბაზრე.

ის რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მომხდარი გახმაურებული კრიმინალები - ყველა ნასვამ მდგომარეობაში მოხდა, არ არის საკმარისი იმის დასადგენად რა არის საგინებელი და რა არა?

Posted by: aisi77 6 Jul 2020, 22:19
სიზმარში უღალატებდა და "მა რა ექნა"? facepalm.gif

Posted by: dega 6 Jul 2020, 22:20
ისე სტატისტიკა არსებობს მოწეულია მეტი აგრესიული პროცენტობით თუ ნასვამი?
პ.ს
არაა აუცილებელი ან მოწეულში იყოს ან ნასვამი..
გადაუბრუნდა შარიკი იმ დროს და მორჩა

Posted by: vaxo55 6 Jul 2020, 22:25
ტყუილად ცდილობთ პრობლემის ღვინოზე და ანაშაზე შეწმენდას.პიროვნება თუა დასირებული ანაშაც კატალიზატორია მისთვის და ღვინოც.ბევრი მინახავს ლოთიც და კაიფარიკიც-არავის არ ეაბგლებიან და არ ექაჩებიან.უბრალოდ კაიფში ავლენენ თავის თავს.

Posted by: kompasa mio 6 Jul 2020, 22:25
QUOTE (levani169 @ 6 Jul 2020, 21:50 )
რა ზომამდე მიჰყავთ ქმრები დღევანდელ ცოლებს ........ ეგრე იცის ემანსიპაციამ.

აბაა!
ეს კარგად გათვლილი ლიბერალური სტრატეგიაა:
დედას აკვლებინებენ, მამა ციხეში წავა
და ბავშვები ვის დარჩება?
რათქმაუნდა გეებს!
old.gif

აი, სად გათვალეს ქალთა მაემანსიპირებლებმა

Posted by: kea 6 Jul 2020, 22:26
QUOTE
იდეოლოგიის რომელიც შემოგვტენა დასავლელმა ღორისშვილებმა


მაშ.

ჩემი დედა მოვდგან პირველად შანზელიზეზე გაიგო ქართველმა.

ბოისშვილი ვიყო, ვაბშე ლაბარატორიულად გამომუშავებულია ცეერუში.
ბარბარიზმია ორივე

Posted by: iviko18 6 Jul 2020, 22:27
ყველას და ყველაფერს დააბრალეს, მკვლელის გარდა. facepalm.gif

Posted by: CurvaFiesole 6 Jul 2020, 22:27
თუშჩი
გასაგებად წერია რო მთვრალი იყო მარა ბატონი რასაც გიბრძანებს იმას წერ ხო?

იი მოსაწევი კლიავს

Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 22:27
Internet_Contraband

ერთ ყველაზე მარტივ მაგალითს გეტყვი თუ რატომ არის ალკოჰოლი ლეგალური.
იმიტომ რომ საშინელი "ატხადნიაკი" აქვს

იმდენად საშინელი რომ რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც გადაბმულად დალევს და ამას სტაბილურად გააკეთებს და თან ფუნქციონალური იქნება (სამსახურის და სხვა მოვალეობების კუთხით). ასევე ალკოჰოლი და ბენზოდიაზეპინები არის ერთადერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კლასი, რომლების "ატხადნიაკმაც" შეიძლება ფიზიკურად მოგკლას დიდი ხნის განმავლობაში ამ ნივთიერებების მიღების და უეცრად დანებების შემდეგ. ალკოჰოლური დელირიუმი (ბელაია გარიაჩკა) ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიერ გამოწვეულ ფსიქოზზე 10 ჯერ უარესია.

ამიტომ იმის პოტენციალი რომ ალკოჰოლი ბოროტად იქნას გამოყენებული არის მინიმალური. კი არსებობენ ლოთები და "ზაპოიშიკები", მაგრამ ეგ ადამიანები საზოგადოების ძალიან ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ.


იგივე მოსაწევის შემთხვევაში მეორე, მესასმე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და 22-ე დღეს გადაბმულად მოწევაც კი არ იწვევს არანაირ ცუდ შედეგს ისეთს როგორსაც იწვევს ალკოჰოლი, რაც რამდენიმეჯერ ზრდის ამ სუბსტანციის ზედმეტად ხშირად გამოყენების რისკს და გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის დეგრადაციის ალბათობას.

მგონი არ შემედავები იმაში რომ მარიხუანის ხშირი მოხმარების შედეგად სერიოზულად ქვეითდება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები როგორიც არის მეხსიერება (მოკლე მეხსიერება) და სხვა კოგნიტური ფუნქციები. და თავიდან დეპრესიას თუ კურნავს, რამდენიმე კვირის შემდეგ პირიქით მიჩვევას იწვევს და უკვე თუ არ მოწევ დეპრესია მაგისგან გემართება biggrin.gif

TL:DR

მე საერთოდ მკიდია ეს თემა მაგრამ ყველაფერი ისე მარტივი არ არის როგორც თქვენ აქ ფორუმზე წერთ ხოლმე ორივე შემთხვევაში (მოსაწევის) და (ალკოჰოლის) დამცველები და მაგინებლები smile.gif


Posted by: ჰერცოგი_ალბა 6 Jul 2020, 22:29
QUOTE
რა ზომამდე მიჰყავთ ქმრები დღევანდელ ცოლებს

ასეთი ჭეშმარიტება ჯერ არ თქმულა ამ ფორუმზე chups.gif

Posted by: big_V 6 Jul 2020, 22:31
მივიდა შაჰთა შაჰთან ხარკის ამკრები და მოიყარა მუხლი, შეხედა შაჰმა ხარკთამკრიფავს და გაოცდა, უთხრა:
- რა მოგივიდა, ვინ გიქნა ეგ, ვინ გაუბედა შაჰის კაცს ეგეთი რამ, მითხარ ხარკთა მკრიფავო, არ დამიმალო.
შეშინებული ხარკის ამკრეფი, აკანკალებული ხმით ეუბნება შაჰთა შაჰს:
- გურჯისტანში ვიყავ შაჰთა შაჰო, ხარკის ასაკრეფად, ერთ-ერთ სოფელში. მათ სასმელი აქვთ, რომელიც აბრუებს და აკარგვინებს ყოველივე ადამიანობას და გარდასახავს კაცს ვითარცა უშიშარ მხეცად და მას უწოდებენ ღვინოს შაჰთა შაჰო. დაულევიათ ეგ სასმელი და რო გაიგეს რა საქმეზედ ვიყავ მისული გამომაგდეს ცემა-ცემით, მე ძლივს გადავურჩი მათ.
შეიძრა შაჰი ამ ამბით, ბრძანა შეკაზვმა ჯარისა ურიცხვისა და წარმოვიდა დასალაშქრავად გურჯისტანისა. მევიდა ი ოჯახ დანგრეული, დედაზე ადრე გაჩენილი და გოდაუარა დედაბუდიანად ყველა ვენახსა.

პე ეს
არ მახსოვს იმ მღვდლის სახელი, მარა სადღაც შვა საუკუნეებში იცხოვრებდა და დაწერილი აქვს რომ სასმელი მაშინაც კარგად აყლ&)*&)ა ხალხს, სახელი მართლა არ მახსოვს თორე დავწერდი. ამიტომ ნუ მიახტებით დასავლეთს და ჰარი ჰური. კაცს თუ დალევის ტრაკი არ გაქვს, კაცობა უნდა იქონიო და არ დალიო, მარა ქართველის რაღაც ნაწილი (უმრავლესობა) არის "ყ&^&ე მკიდია, მე მინდა დალევა, ჩემი ძმაკაცები სვავენ, მე რატო არ უნდა დავლიო, მერე რა რო ვჭედავ".

პე პე ეს
აჭარიდან თბილისისკენ მოდის "მარშრუტკა", ჩერდება რიკოთთან რა, გადმოდიან საჭმელად. ერთ-ერთი მგზავრი არის პახმელიაზე, ხელები ექავება და იყურება აქეთ-იქით. ბოლოს გადაწყვიტა და მივარდა ერთ-ერთ ადამიანს და მთელი ავლა დიდებით დედის ტრ&*)ი ამოუტრიალა გინებით, იმან გამოხედა ამას და "აუ შენ გენაცვალოს შენი დედა მო&)&%ნ პახმელიაზე ვარ და მაგრა მინდოდა ჩხუბი"-იო და დააყარეს ერთმანეთს, თავ-პირი გაუსწორეს ნაყვაში.
ეგ ისე რეალური ამბავი, იყოს აქ.

Posted by: თუშჩი 6 Jul 2020, 22:33
ბიჭური

QUOTE
თამამად მინდა ვთქვა რომ მეორე შემთხვევაში ადამიანი ბევრად უფრო აქტიური და აგრესიულია.


შენ ხშირად ყოფილხარ და მე მინიმუმ 20 წელი მაგ გარემოში გავიზარდე

დაწყებული მხედრიონისდროინდელი განარკომნებული და გაბანძებული თაობა
შემდგონი ნაკრომანი თუ პლანის მოყვარული სასტავი

და ეს ყველაფერი 3 ეპოქა

"მიშამდელი"
"მიშასდროინდელი"
"მიშას შემდგომი"

შესაბამისად გამოყლევებული თინეიჯერები პლანის კულტივაციაზე "გაშეარებული" ვიდეოს ნარატივით რომ მელაპარაკებიან
ალკოჰოლი აგრესიას იწვევს პლანი პირიქითო ( ეს ზოგად მოცემულობაში ესეა მარა ამაზე არაა საუბარი )


მაიცა რა !!!

ისე როგორც ახლა დედა აქვს #####ული პლანის წევით გარშემო აბსოლიტურ უმრავლესობას
ისე მხედრიონის ნარკაშა სასტავსაც არ ქონდა დედა #####ული


Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 22:35
თუშჩი

მოდი არ გვინდა ეს ემოციებზე თამაში და დემაგოგია. გადაიკითხე წინა გვერდებზე ჩემი პოსტები და მიხვდები რომ ალკოჰოლიც მაგრად მკიდია და მარიხუანაც, თემაში კი შენზე ბევრად უკეთესად ვერკვევი.

წარმატებები შენს რწმენაში.

Posted by: shaqro telavski 6 Jul 2020, 22:37
რაც მე ყანწი და ლამფის შუშა შემისვავს

რამდენჯერ უგუნოდაც მივგრიალებულვარ სახლში

ჩემი ბეჟი ფერის ნოლშესტით

რამდენიმეჯერ ბელაიაც კი მსტუმრებია

ჯერ არცერთი ცოლი არ მამიკლავას

Posted by: გიორგი XII 6 Jul 2020, 22:39
აქაური მოწევა:

ტიპი ფეხების საბან ტაშტში ბულბულატორს აკეთებს და გამწვანებამდე ეწევა სანამ პირისახე კლიტორს არ დაემსგავსება და კრიჭა არ შეეკვრება



ევროპული მოწევა:

კულტურულად ახვევს ჯოინტს, სწორ დოზირებას აკეთებს და სასიამოვნოდ ატარებს დროს სნექებთან ერთად.

Posted by: Internet_Contraband 6 Jul 2020, 22:42
ბიჭური
QUOTE
იმდენად საშინელი რომ რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც გადაბმულად დალევს და ამას სტაბილურად გააკეთებს და თან ფუნქციონალური იქნება (სამსახურის და სხვა მოვალეობების კუთხით).


აქ ორი საკამათო საკითხია - გადაბმულად დალევა არ არის აუცილებელი იმისთვის რომ ფუნქციური ალკოჰოლიკი იყო, ფუნქციური ნარკომანებიც არსებობენ და ალკოჰოლიკები მითუმეტეს.

საქართველოში ზრდასრული მამაკაცებიდან 100 დან 99 გეტყვის რომ სვამს, სტაბილურად.

ეს არის პირველი საკითხი

მეორე:

ფუნქციონალურობა არანაირი აუცილებელი მოთხოვნა არ არის, მაგალითად სახელმწიფო სამსახურში სადაც ასობით ათასია დასაქმებული, მუშა 15% ასრულებს დანარჩენი 85% ის საქმეს, რომელიც ჩვეულებრივ პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა და ცხადია სვამს.

აუცილებელი არ არის შენ ხედავდე როგორ დაბომჟაობს, ალკოჰოლიკი შეიძლება ყოველდღე ლუდს ურახუნებდეს უბანში, მერე სახლში უბერავდეს, მაგას შენ ვერც დაინახავ ვერც გაიგებ, სამაგიეროდ თუ გაესაუბრები ყველა გეტყვის რომ სვამს.

QUOTE
ამიტომ იმის პოტენციალი რომ ალკოჰოლი ბოროტად იქნას გამოყენებული არის მინიმალური. კი არსებობენ ლოთები და "ზაპოიშიკები", მაგრამ ეგ ადამიანები საზოგადოების ძალიან ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ.


ასე რო აუცილებელი არაა ლოთი მაინცდამაინც რუსეთში რომ ბომჟია ისე გამოიყურებოდეს, ბევრი ქართველი დილით ფხიზელია და ყოველ საღამოს ლოთობს.

იმის პოტენციალი რომ ალკოჰოლი ბოროტად იქნას გამოყენებული არის ყოველდღე და ყოველწამს, საკმარისია რამდენიმე ჭიქა და ვიღაცას მანქანით გასრესენ, ესვრიან ახლობლებს, ჩაებმებიან ჩხუბებში, ჩეხვაში, ბრმა ტყვიით გააგორებენ ვიღაცას, ბევრი მაგალითად ზედ შურისძიების წინ სვამს.

არასდროს გსმენია "ერთიც იქნება დავლევ და მივუვარდები"? შენ თვითონვე აღწერე რატომაც აკეთებენ მაგას. ეგ არაა ბოროტად გამოყენება?

QUOTE
მგონი არ შემედავები იმაში რომ მარიხუანის ხშირი მოხმარების შედეგად სერიოზულად ქვეითდება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები როგორიც არის მეხსიერება (მოკლე მეხსიერება) და სხვა კოგნიტური ფუნქციები. და თავიდან დეპრესიას თუ კურნავს, რამდენიმე კვირის შემდეგ პირიქით მიჩვევას იწვევს და უკვე თუ არ მოწევ დეპრესია მაგისგან გემართება

უყურე სხვაობა სადაა: თუ ვიღაცამ თავი გამოიქლიავა მუდმივად დაბოლილობით, წებოს ყნოსვით ან სხვ. ეს მხოლოდ მისი პრობლემაა, მაქსიმუმ რაც ამას მოყვება ისაა რომ სადღაც იდება.

სასმელს რაც მოყვება კი მოყევი.

ჰოდა როგორაა ახლა ეს ორი უკიდურესობა? არაა.

Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 22:42
QUOTE (გიორგი XII @ 6 Jul 2020, 22:39 )
აქაური მოწევა:

ტიპი ფეხების საბან ტაშტში ბულბულატორს აკეთებს და გამწვანებამდე ეწევა სანამ პირისახე კლიტორს არ დაემსგავსება და კრიჭა არ შეეკვრება



ევროპული მოწევა:

კულტურულად ახვევს ჯოინტს, სწორ დოზირებას აკეთებს და სასიამოვნოდ ატარებს დროს სნექებთან ერთად.

user posted image


its just a plant brooooo
smoke it bro


lol.gif

-------------------------------

Posted by: გიორგი XII 6 Jul 2020, 22:44
ბიჭური
QUOTE
its just a plant brooooo
smoke it bro


ცოტა ალკოჰოლს , ცოტა მწვანე სჯობს.

Posted by: dega 6 Jul 2020, 22:45
QUOTE
აქაური მოწევა:

ტიპი ფეხების საბან ტაშტში ბულბულატორს აკეთებს და გამწვანებამდე ეწევა სანამ პირისახე კლიტორს არ დაემსგავსება და კრიჭა არ შეეკვრება

lol.gif lol.gif
არადა
არ იყო ადრე ეგრე

Posted by: big_V 6 Jul 2020, 22:47
გიორგი XII
QUOTE
აქაური მოწევა:

ტიპი ფეხების საბან ტაშტში ბულბულატორს აკეთებს და გამწვანებამდე ეწევა სანამ პირისახე კლიტორს არ დაემსგავსება და კრიჭა არ შეეკვრება



ევროპული მოწევა:

კულტურულად ახვევს ჯოინტს, სწორ დოზირებას აკეთებს და სასიამოვნოდ ატარებს დროს სნექებთან ერთად.



რამოდენიმე წლის წინ ამხანაგები იყვნენ ამსტერდამში, შევიდნენ ბარში დაჯდნენ შესაკვეთად, მათთან მივიდა მიმტანი, ამათ შეუკვეთეს და მერე ბარში დაიწყეს აქეთ იქით ყურება, დაათვალიერეს რა და რას ხედავენ... სადღაც კუთხეში ზის ორი ახალგაზრდა ტიპი და მამისმკვლელი თვალებით იყურებიან, ეგრევე მიხვდნენ რო ქართველები იყვნენ, ამასობაში მიმატანმაც მოუტანა შეკვეთილი და რო მიხვდა ვის უყურებდნენ უთხრა რო, შემოვიდნენ აქ მოწიეს და მის მერე რამოდენიმე საათია ეგრე ზიან კუთხეში, არც არაფერს უკვეთავენო.

Posted by: Realism4Life 6 Jul 2020, 22:49
http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=99256

სავარაუდოდ, მამაკაცმა მეზობლებს თავადვე უთხრა, რომ ცოლი მოკლა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო დროს ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, ის ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და ხშირად სვამდა. სავარაუდოდ, მან დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა. მამაკაცი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.
“სვამდა და ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და ვიღაცეები ესაუბრებოდნენ. რომ გითხრათ, რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენ, ასე ნამდვილად არ არის.

გიჟი თავისუფალიაო რა... facepalm.gif
იყო შესაძლებელი ამის თავიდან აცილება.

Posted by: ბიჭური 6 Jul 2020, 22:52
CODE
სვამდა და ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და ვიღაცეები ესაუბრებოდნენ


user posted image


Posted by: გიორგი XII 6 Jul 2020, 22:58
QUOTE
“სვამდა და ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და ვიღაცეები ესაუბრებოდნენ.


ცოდოა მაშინ, მისახედი ყოფილა

Posted by: oo la la 6 Jul 2020, 23:09
ეს ბავშვები რომლებიც ამ ადამიანების შვილები არიან
მოკლული დედა და მკვლელი მამა
ღმერთო სად ხარ!!!!!

Posted by: KERNELWORD 6 Jul 2020, 23:19
QUOTE (გიორგი XII @ 6 Jul 2020, 22:39 )
აქაური მოწევა:

ტიპი ფეხების საბან ტაშტში ბულბულატორს აკეთებს და გამწვანებამდე ეწევა სანამ პირისახე კლიტორს არ დაემსგავსება და კრიჭა არ შეეკვრება



ევროპული მოწევა:

კულტურულად ახვევს ჯოინტს, სწორ დოზირებას აკეთებს და სასიამოვნოდ ატარებს დროს სნექებთან ერთად.

ზუსტად იგივეა რაც დალევის ამბავში ხდება.

როგორც დალევაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ მეტის დამლევია, მასე ემარიაჟებათ ვის მეტის მოწევა შეუძლია.

ტიპები ხდებიან ცუდად და ამას ეძახიან კაიფს, ეს იქიდანაც ჩანს რომ როდესაც მოსაწვი არ აქვთ ტაბლეტებს და ათას სირობას მოიხმარენ, ისევ და ისევ იმისთვის რომ ცუდად გახდნენ, ამათ ხომ ცუდად გახდომა კაიფი ჰგონიათ biggrin.gif

Posted by: levani169 6 Jul 2020, 23:25
oo la la
QUOTE
ღმერთო სად ხარ!!!!!

ვერ ატყობთ რომ კაი ხანია "გასულია,გასულიიი",ეგ თქვენი ღმერთი (იაღვე)?!

Posted by: big_V 6 Jul 2020, 23:37
გიორგი XII
QUOTE

QUOTE
“სვამდა და ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და ვიღაცეები ესაუბრებოდნენ.


ცოდოა მაშინ, მისახედი ყოფილა


ცოდო კი არა ყ*&ა თან პიტალო.

ცოდო შვილები არიან, რომლებმაც დედა დაკარგეს სამუდამოდ და ღმერთმა იცის რომ გაიზრდებიან (თუ პატარები არიან) ეხსომებათ თუ არა და ყ*ე მამაც დაკარგეს თავისი გამოყ&*&*&*&*&ს გამო, იმიტომ რომ მაგ ყ&*მ სასმელს ვერ გაანება თავი. სულაც გამორიცხული არაა რო შიზოფრენიკიც ყოფილიყო

Posted by: გიორგი XII 6 Jul 2020, 23:42
big_V

კი მარა მე მეორე მხრიდან შევხედე.

რა მაგის ბრალია თუ ელანდებოდა რაღაცები. ემკურნალათ უნდა, მარა აბა გვიანია ეხლა...

Posted by: big_V 6 Jul 2020, 23:44
გიორგი XII
QUOTE
რა მაგის ბრალია თუ ელანდებოდა რაღაცები. ემკურნალათ უნდა, მარა აბა გვიანია ეხლა...


რიავი, რიავი მე ბაღნები მეცოდებიან, იმედია მომვლელი ეყოლებათ.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 6 Jul 2020, 23:44
QUOTE (Realism4Life @ 6 Jul 2020, 22:49 )
მამაკაცი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

ასეთს ან რატომ უნდა გაყვე ცოლად ან თუ ქორწინების მერე მოხდა ეს რატომ უნდა გააგრძელო მასთან ცხოვრება? აი რატომ? ნარკომანი ესაა ლეში! boli.gif

Posted by: lilululu 6 Jul 2020, 23:45
კატასტროფა ხდება უკვე ამ ქვეყანაში

ფემიცის მხრივ

Posted by: daviti35 6 Jul 2020, 23:47
თუ ეს მართალია 34 წლის ასაკში ადამიანს იმდენი რა უნდა დაელია რომ მოჩვენებები დასწყებოდა ალბათ პლანი და სხვა რამესაც სინჯავდა. ეს ყველაფერი კი მართლა იწვევს გალუცინაციებს. ერთი ნაცნობი 20 წლის ბიჭი საგიჯეთში მოათავსეს ამის გამო და ერთი წელი მოუნდა რომ გამოჯანმრთელებულიყო. უკვე მოლანდებები ჰქონდა და ოჯახის წევრებზე იწევდა. ეს გალუცოგენი ნარკოტიკები ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე რამდენიმე ვიცი ვინც თავის დროზე ვერ იმკურნალა გაგიჟდნენ. საგიჟეთში არ არიან მაგრამ ოფიციალურად ყველა გიჟს ეძახიან.

Posted by: totenkopf 7 Jul 2020, 00:16
ალკოჰოლის დედასაც შ....ი და ნარკოტიკისაც.... ორივესგან გამო....ლევებული მინახავს.... დიდი განსხვავება არააა.... რას განიხილავთ საერთოდ...
* * *
ერთ ორ ტიპს ვიცნობ ალკოჰოლს არ ეკარებიან მაგრამ ტაბლეტებმა ისე დაა...ლევათ ხონში არიან ყოველ თვეში....

Posted by: Internet_Contraband 7 Jul 2020, 00:19
oo la la
QUOTE
ღმერთო სად ხარ!!!!!

კორონას გვაყრის

უფრო სწორად სხვებს აყრის. ჩვენ კალთის ქვეშ არაფერი გვემუქრება.

გიორგი XII
QUOTE
რა მაგის ბრალია თუ ელანდებოდა რაღაცები. ემკურნალათ უნდა, მარა აბა გვიანია ეხლა...

მართალი ხარ. ეტყობა ფსიქოზი ნელ ნელა შიზოფრენიაში გადაეზარდა.

რამდენი ეგეთი კიდე ვის სად მოკლავს ვინ იცის?!

მარტო ის შემთხვევა რად ღირდა ქალმა რო ბავშვს დანა ჩაარტყა სახეში - შუა თბილისში.

სერიოზულად მისახდია ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბავი ამ ქვეყანაში. მარა ვინაა პატრონი

Posted by: samisertiwutia 7 Jul 2020, 00:22
მოსაწევის დდშვც, ვიცი რა ნეხვიცაა მარა არც ჰალუცინოგენია და არც აგრესიას არ იწვევს, ალკოჰოლთან ამ მხრივ შედარება ძაან სასაცილოა და თვალებში ნაცრის შეყრა

Posted by: giobio 7 Jul 2020, 00:26
QUOTE (ბიჭური @ 6 Jul 2020, 21:18 )
Thunder88

სამწუხაროა რომ ადამიანები წარმოდგენებს იქმნიან ელემენტარული ცოდნის გარეშე რაღაც პროპაგანდის/რწმენის საფუძველზე...

ზოგადად ყველაზე საშინელი ფსიქოაქტიური ნივთიერებები როგორც წესი GABA-ს ეხებიან.
აი მაგალითად "ქსანაქსი"

ადამიანები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ მაგის მიღების შემდეგ რომ საერთოდ წარმოუდგენელია მოწეულს ან ფხიზელს ეგ ექნა
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ისეთ დონეზე აქვეითებს ტვინში ყველა ფუნქციის მუშაობას რომ მეორე დღეს საერთოდ არაფერი არ ახსოვთ


დალევის დროს თუ იმ დონემდე მიხვედით რომ არაფერი არ გახსოვთ, ჩათვალეთ კაი დიდი "ქსანაქსის" დოზის რაოდენობით დაგილევიათ და ეგ აღარ გააკეთოთ smile.gif

მისმინე მე ვსვავ ქსანაქა 0.25 და 0.50 ვიყიდი აფთიაქში რო მოვხვდები და მიგდია
არანაირი ეფექტი არა აქვს გარდა იმისა რო აი თუ დალებ 1 მგს
აი ლუდი რო დალიო ერთი ქილა
უფრო იმოქმედებს ვიდრე ქსანაქს
და ამ
ზღაპრებს იგონებთ თუ ინტერნეტში კითხულობთ?

Posted by: ბიჭური 7 Jul 2020, 00:28
giobio

CODE
მისმინე


გისმენ smile.gif

CODE
არანაირი ეფექტი არა აქვს


რეკრეაციულ დოზაში იგულისხმება და არა თერაპევტულში.
წარმატებები smile.gif

CODE
მე ვსვავ ქსანაქ


თავის დანებებას გისურვებ


Posted by: dega 7 Jul 2020, 00:42
Internet_Contraband
QUOTE
გამტყვრალა ქმარი და მოჩვენებია, რომ ცოლს ვიღაც კაცი ეწვა გვერდზე და ჩაცხრილა საწოლში.

პირველივე პოსტში რომ სასურველ მიმართულებას აძლევ
მამაკაცი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევიო
აი ეგა ხართ პროპაგანდისტები
სხვა კი არაფერი

Posted by: LOFTY 7 Jul 2020, 00:46
QUOTE (თუშჩი @ 6 Jul 2020, 21:32 )
Internet_Contraband


QUOTE
მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი "ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და


მეზობლებმა გითხრეს ? უკვე სურამელი "მეზობლების" ნათქვამით აქ ფორუმზე თემებს ხსნი და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ედები ?

Ps. 99% დაბოლილი იყო

+++++


გირჩელია უეჭველი ისეთი კლასნი დასკვნა დადო))) მოლანდებებს რა აჩენს ეგ კარგად იცის ყველამ

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 7 Jul 2020, 00:48
QUOTE (tengo9786 @ 6 Jul 2020, 21:46 )
აუცილებელია იარაღის ლეგალიზაცია იმ ქალსაც რომ ქონოდა თავს დაიცავდა

როგორ დაიცავდა, როცა ამბობენ რომ ეძინა ადამიანს, რომც არ ეძინოს, ბალიშის ქვეშ ხომ არ დაიდებ იარაღს, როცა 3 შვილი გყავს სახლში.


სამწუხაროდ ყველაზე დაუცველები სწორედ ოჯახის წევრების წინაშე ვართ, ქალი/კაცი არ აქვს მნიშვნელობა.

მართლა ასი თვალი და ყური უნდა გამოიბა, მაგრამ როგორ გინდა ასე იცხოვრო მუდმივად დაძაბულ რეჟიმში.

Posted by: Internet_Contraband 7 Jul 2020, 00:54
dega
და წარსულში რა იყო რა მნიშვნელობა აქვს, როცა ახლა ნასვამზე ემართებოდა ბელაია?

LOFTY
QUOTE
მოლანდებებს რა აჩენს ეგ კარგად იცის ყველამ

ჰო შეთქმულებაა ალკაშების წინააღგმდეგ რო ფაიზაღი ტრადიციები გააქრონ და ვაზი აგაჩეხინონ

Posted by: Hermosa 7 Jul 2020, 00:56
ღმერთო რა ავადაა აქაური საზოგადოება



დასირდა ერი

Posted by: almaximum 7 Jul 2020, 00:58
პრობლემაც სწორედ იმაშია რომ არც ნარკომანიაზე უმკურნალეს და მკურნალობენ ასეთებს, არც ლოთობაზე და არც არაფერზე, ადამიანი თავისით ამნაირი რაღაცეებიდან რომ ვერ აღწევს თავს აქამდე რით ვერ გაიგო ამ ხალხმა? თან შანსი არაა არ ჰყოლოდა გარემოცვა ისეთი რომ არ გაჰკარებოდნენ არც ერთს და არც მეორეს.
იღუპება ერი, გაჭირვებამ თავისი შრამები დაუტოვა ხალხს, უნამუსო მთავრობები მდიდრდებიან და იცვლებიან, ყურით მოთრეული ფასეულობების განხილვაზე და მოგვარებაზე იმაზე მეტი დრო იხარჯება ვიდრე მას ეს სჭირდება ან ვიდრე უნდა ეთმობოდეს. სამწუხაროა მაგრამ ალბათ მართლები იყვნენ რომ დაგვიდეს 2050 დედლაინი გადაშენებისთვის.

Posted by: თუშჩი 7 Jul 2020, 01:39
QUOTE (CurvaFiesole @ 6 Jul 2020, 22:27 )
თუშჩი
გასაგებად წერია რო მთვრალი იყო მარა ბატონი რასაც გიბრძანებს იმას წერ ხო?

იი მოსაწევი კლიავს

იი ბატონები შენსკენ მოიკითხე, მოგელანდა რამე ?
ამ პოლიტ განყოფილებაში რავა ყველა ვიღაცის სექტის წევრი გგონიათ

არა ამ ქვეყანაში სხვებიც ცხოვრობენ ვისაც საკუთარი აზრი გააჩნია და არა ის რაც "ჩაუდეს"


ალკოჰოლი კლავს
მოსაწევი აყლევებს

პრობლემ ?

Posted by: masai11 7 Jul 2020, 01:51
ღამე ეშამკისაა,
მზე რომ ჩავა, ადამიანი უკვ სახლში უნდა იყოს - წაიკითხა. დაწვა დაიძინა.
მზესთან ერთად უნდა გაიღვიძო და მერე წახვიდე საქმეზე.
ასე, ჯანსაღ მზის რიტმებზე გადასვლა თანდათან დაალაგებს ცხოვრებას კეთილად.


პ.ს. მე მორიგე ვარ ხოლმე და მიწევს ღამე ღვიძილი smile.gif

Posted by: lilululu 7 Jul 2020, 16:42
ბავშვები შესწრებია ამ ამბავს
sad.gif((

იმედია სამუსამოდ ციხეში დალპება

Posted by: shaqro telavski 7 Jul 2020, 16:53
https://www.newposts.ge/?l=G&id=235023-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90

მას შემდეგ, რაც ფრანგმა ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტში ამომსვლელებს სთხოვა, რომ მგზავრობისას პირბადეები გაეკეთებინათ, იგი გამეტებით სცემეს და ტვინში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი უგონოდ იმყოფება. ექიმების განცხადებით, შეუძლებელია მას ცნობიერა დაუბრუნდეს, რადგან თავის ქალა თითქმის სრულიად ჩამსხვრეული აქ.

ფილიპ მანგულო, მას შემდეგ, რაც მან მგზავრებს კოროანვირუსის სავალდებულო წესების დაცვისკენ მოუწოდა, გადმოათრიეს მძღოლის სავარძლიდან და ხელკეტებით სცემეს. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როდესაც ისინი პირბადის და თან ბილეთის გარეშე ამოვიდნენ ავტობუსში, მძღოლმა მოსთხოვა, რომ ტრანსპორტი დაეტოვებინათ, რაც მისი დაუნდობლად ცემის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

-----------

ყანწებით ყოფილან გამაძღრები

ეს დედამოდღნული არაბები

ან მთლად უკეთესი

ქართველები იყვნენ

უფრო კაის შემოგთავაზებთ

მე ვიყავი

alk.gif

Posted by: gige 7 Jul 2020, 17:02
QUOTE (totenkopf @ 6 Jul 2020, 21:31 )
აღარაფერი აღარ მიკვირს უკვე ამ რაღაცაში, ქვეყანა როგორ უნდა უწოდო....

ამერიკაში და ევროპებში ეგეთები არ ხდება?

Posted by: მამა 7 Jul 2020, 17:38
სხვაგან თუ ხდება ეგ თავის გასამართლებელი საშუალებაა?

სხვაგანაც ყოფილა, ახლა დავმშვიდდი ცოტა, თორემ ავნერვიულდი კაცი რამე განსხვავებული და არანორმალური ხომ არ ხდებათქო საქართველოში.

Posted by: ნარდი 7 Jul 2020, 23:50
ალკოჰოლის მიღების მხრივ საქათველო ათეულშიც კი არ არის ევროპაში.

პრობლემა აღზრდაშია, გარემო პირობები მანიაკალურ გადახრებს უნვითარებს ადამიანებს და რომ სვამენ მერე ეხსნებათ...

ამიტომ ხდება მსგავსი დანაშაულები ხშირად, სასმელი ეს საბაბია, მიზეზი კი არაჯანსაღი საზოგადოებაა.

Posted by: Realism4Life 8 Jul 2020, 10:03
ნარდი
QUOTE
ამიტომ ხდება მსგავსი დანაშაულები ხშირად, სასმელი ეს საბაბია, მიზეზი კი არაჯანსაღი საზოგადოებაა.

მიზეზი ისაა რომ სიცოცხლე უჭირთ ნარკომან/ალკოჰოლიკებს.
საზოგადოებისაკენ თითის გაშვერა ყოველთვის მარტივია, მაგრამ ჩვენც და ისინიც შევადგენთ ამ საზოგადოებას და ყველას თავისი პასუხისმგებლობა აკისრია. yes.gif

Posted by: ქართლოსი 8 Jul 2020, 11:09
მანამდე ცუდად იქცეოდა ცოლი ეტყობა

............................

Posted by: Internet_Contraband 11 Jul 2020, 13:37
CODE

სურამში, ქმრის მიერ მოკლული 31 წლის თიკო რუსია გუშინ დაკრძალეს.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული ილია ქურდაძის ადვოკატი „დედა ნინოა“. ის აწ გარდაცვლილი მეუფე ილარიონის მიერ „ნაკურთხი“ „მონაზონი“ დედა ნინო, იგივე ადვოკატი ნათია სირაძეა.

„მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც მათ ოჯახში მოხდა. დიდი უბედურება რომ დატრიალდა, ფაქტია. ამ ყველაფერს კი ახსნაც არ აქვს, ესეც ფაქტია. არავინ იცის სინამდვილეში, ასეთი ბოროტის რა ჩასახლება მოხდა ილიას გონებაში, რა დაემართა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ახალგაზრდა გოგო აღარ არის ამ ქვეყნად.

ილია ქურდაძის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. დაინიშნა ექსპერტიზა, დასკვნა ცნობილი უახლოეს ერთ თვეში გახდება. არის მხოლოდ აღიარებითი განმარტება: „მე მოვკალი დედა“, უთხრა შვილს და ოჯახში მყოფ ნათესავს, რომელსაც პოლიციაში დაარეკინა. საქმეში მხოლოდ ეს ორი ფაქტია, სხვა არაფერი.

ვერაფერს ამბობს, არის აბსოლუტურ აგონიაში. ხან ტირის, ხან ბღავის, ხანაც გაშტერებული სახე აქვს. მე ილიას უკვე წლებია ვიცნობ. სხვანაირს ვიცნობდი და ახლა სულ სხვანაირი დამხვდა.

ილია და მისი ოჯახი, ჩემი შვილის მკვლელობამდე გავიცანი. მეუფე ილარიონს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ასთმური უჰაერობა და ამ ოჯახის თხოვნით, მეუფე და მე მათთან რამდენიმე თვე ვიმყოფებოდით.

– თქვენ სასამართლოზე გირაო მოითხოვეთ?

– მოსამართლეს მოვახსენე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაადეკვატურად იქცევა, არის საშიშროება, რომ მან საკუთარ სიცოცხლეს რაღაც დაუშაოს-მეთქი. ამის თქმის საფუძველს კი მისი ასეთი საქციელი მაძლევდა.

სწორედ ამის საფუძველზე დავაყენე სასამართლოში საკითხი, რომ ილია გადაყვანილი ყოფილიყო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ კანონით სანამ არ იქნება ექსპერტიზის ფსიქიატრიული დასკვნა, შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის, სამართლებრივად ვერ დაკმაყოფილდებოდა.

ამიტომ ვუთხარი მოსამართლეს, გაუშვით გირაოთი, დადგინდეს მისი ფსიქიური მდგომარეობა და იმის მიხედვით, იმოქმედოს გამოძიებამ და სასამართლომ – მეთქი. რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას, ამის საშიშროება არ იყო, რადგან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში გაქვავებული ელოდებოდა სახლში პოლიციას.

მე ვამბობდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა ყოფილიყო მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 14 წლის სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ქმარმა ადგეს და მთელი „აბოიმა“ დააცალოს საყვარელ ცოლს.

მე ილიას არ ვიცნობდი გიჟად, ამას ვერავინ გეტყვით. რაც შეეხება მის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ამაზე მისი მეუღლე ყოველთვის წუხდა. ეს ბევრ ოჯახში ხდება, კაცს აქვს რაღაცა მიდრეკილება და ცოლი ითმენს თუ აქვს რაღაც წყენა, მაგრამ ილია ნასვამი არ ყოფილა, როცა ეს ფაქტი მოხდა. ამას მოწმეები ამბობენ. ძმაკაცებს ესაუბრა იმ დღეს.

– თუ გაქვთ ინფორმაცია მათი სამი შვილების ბედი როგორ გადაწყდება, მეურვეობა ვის მიენიჭება?

– ჩემი აზრით, ბებიებმა ერთობლიობაში უნდა იფიქრონ ბავშვების მომავალზე. არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ვესაუბრე ილიას დედას, რომელიც შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში იმყოფება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ის, ასევე – დანარჩენებიც, ვისაც ვიცნობ და ამ ოჯახთან შეხება ჰქონდა.

– ქალბატონო ნათია, თქვენ მონაზონი ნინო ბრძანდებით?

– მე ეპისკოპოს ილარიონ სამხარაძის მიერ ნაკურთხი მონაზონი ვარ. კაბით შემოსილი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ტვირთი და ეს ჯვარი ნამდვილად მადევს ღვთის წინაშე და მევალება იმაზე ბევრი, ვიდრე ერის ადამიანს. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ მოკლედ

– როგორც მონაზონი, სასულიერო ცხოვრებით ცხოვრობთ?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს. როგორც მევალება ჩემო შვილო, ისე ვცხოვრობ. პასუხი ასეთია, თუ არის ეს თქვენთვის მისაღები მიიღეთ, თუ არ არის ნუ მიიღებთ… ეს დღეები ძალიან ცუდად ვარ.

მე თვითონ შვილმკვდარი დედა ვარ და კარგად ვიცი, თიკო რუსიას დედა რას განიცდის. ჩემზე კარგად მის ტკივილს ნამდვილად ვერავინ ჩაწვდება. “- ამბობს ნათია სირაძე.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. უკვე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილი.

* * *
ნარდი
QUOTE
ალკოჰოლის მიღების მხრივ საქათველო ათეულშიც კი არ არის ევროპაში.


ეგ მონაცემი მოძველდა, თითო მოსახლეზე გადათვლით, ევროპაში პირველზე ხოლო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა,, სადაც ბოლო 3 ადგილოსანი ძალიან მცირედით განსხვავდება, ანუ სადღაც მე-7 ადგილია სინამდვილეში ტყვრომით.

user posted image

Posted by: ტრანსსექსუალკა 11 Jul 2020, 13:55
QUOTE
ვერაფერს ამბობს, არის აბსოლუტურ აგონიაში. ხან ტირის, ხან ბღავის, ხანაც გაშტერებული სახე აქვს

შეუძლია ციხეში გააგრძელოს ეს პრაქტიკა

Posted by: Internet_Contraband 11 Jul 2020, 19:39
ტრანსსექსუალკა
QUOTE
შეუძლია ციხეში გააგრძელოს ეს პრაქტიკა

რათქმაუნდა შეუძლია, მაგრამ

QUOTE
რაც შეეხება მის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ამაზე მისი მეუღლე ყოველთვის წუხდა. ეს ბევრ ოჯახში ხდება, კაცს აქვს რაღაცა მიდრეკილება და ცოლი ითმენს თუ აქვს რაღაც წყენა



ადამიანი დამოკიდებული იყო სასმელზე და გააფრენინა ალკოჰოლმა, სანამ ვიღაცას მოკლავდა მანამე რომ დაენიშნათ ფსიქოლოგიური მკურნალობა, ცოლი ახლაც ცოცხალი იქნებოდა.

დროზე უნდა მიხედვა მსმელებს რომლებიც ადრე თუ გვიან კრიმინალებად ან შიზოფრენიკებად გვიბრუნდებიან.

Posted by: brazzzersx1 11 Jul 2020, 20:02
gige
არა, რა სისულელეა.
shaqro telavski
ისეთი მთვრალი იყავი სულ დაგავიწყდი smile.gif
არადა აკარდიონი ბოლოს მე ჩავარტყი smile.gifთუშჩი
აშკარად აზარტულები ჯობია ამ მძღნერ განყს smile.gif


ისე ჩვენს შორის დარჩეს ინტელექტუალცი და ალკოჰოლი რა შვაშია?

Posted by: dega 11 Jul 2020, 20:56
QUOTE
მას შემდეგ, რაც ფრანგმა ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტში ამომსვლელებს სთხოვა, რომ მგზავრობისას პირბადეები გაეკეთებინათ, იგი გამეტებით სცემეს და ტვინში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი უგონოდ იმყოფება. ექიმების განცხადებით, შეუძლებელია მას ცნობიერა დაუბრუნდეს, რადგან თავის ქალა თითქმის სრულიად ჩამსხვრეული აქ.

ევროპული ღირებულებები


love.gif

Posted by: ტრანსსექსუალკა 12 Jul 2020, 08:35
QUOTE (Internet_Contraband @ 11 Jul 2020, 19:39 )
ტრანსსექსუალკა
QUOTE
შეუძლია ციხეში გააგრძელოს ეს პრაქტიკა

რათქმაუნდა შეუძლია, მაგრამ

QUOTE
რაც შეეხება მის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ამაზე მისი მეუღლე ყოველთვის წუხდა. ეს ბევრ ოჯახში ხდება, კაცს აქვს რაღაცა მიდრეკილება და ცოლი ითმენს თუ აქვს რაღაც წყენა



ადამიანი დამოკიდებული იყო სასმელზე და გააფრენინა ალკოჰოლმა, სანამ ვიღაცას მოკლავდა მანამე რომ დაენიშნათ ფსიქოლოგიური მკურნალობა, ცოლი ახლაც ცოცხალი იქნებოდა.

დროზე უნდა მიხედვა მსმელებს რომლებიც ადრე თუ გვიან კრიმინალებად ან შიზოფრენიკებად გვიბრუნდებიან.

ან ცოლი უნდა გაშორებოდა დროულად

Posted by: არწივი9 24 Oct 2021, 14:24
QUOTE (Internet_Contraband @ 6 Jul 2020, 20:27 )
QUOTE

სუ­რამ­ში 34 წლის მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე გვი­ან ღა­მით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მძი­ნა­რე მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა და ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გარ­დაც­ვლი­ლი 31 წლის თიკო რუ­სი­აა, რო­მელ­საც 3 შვი­ლი დარ­ჩა.



QUOTE

მოკ­ლუ­ლიც და ბრალ­დე­ბუ­ლიც სუ­რამ­ში ცხოვ­რობ­დნენ. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი "ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 35 წლამ­დე მა­მა­კაც­მა ცოლს გვი­ან ღა­მით 03:00 სა­ა­თის­თვის მე­უღ­ლეს სა­წოლ­ში ეს­რო­ლა.

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, "ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს".



გამტყვრალა ქმარი და მოჩვენებია, რომ ცოლს ვიღაც კაცი ეწვა გვერდზე და ჩაცხრილა საწოლში.

სასმელი ასირებს

რამდენი მიუსაჯეს იმ სირს თუა ცნობილი?

Posted by: Internet_Contraband 24 Oct 2021, 14:59
არწივი9
QUOTE
რამდენი მიუსაჯეს იმ სირს თუა ცნობილი?

წარმოდგენა არ მაქვს, ვერსად ვნახე როგორ დამთავრდა, ისე 13-17 მდე ითვალისწინებდა და აღიარებდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)