მე მაქვს დაგეგმილი დეკემბერში არგენტინაში წასვლა და იქედან უკვე დაახლოებით 2 წელი სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობა
ვიზების მხრივ უვიზოდ რომელ ქვეყანაში რამდენი ხანს შეგვიძლია ქართული პასპორტით:
არგენტინა 3 თვე
ჩილე 3 თვე
ურუგვაი 3 თვე
ბრაზილია 3 თვე
ეკვადორი 3 თვე
კოლუმბია 6! თვე
თავიდან ვფიქრობდი კოლუმბიით დაწყებას და ნელ ნელა სამხრეთისკენ სიარულს - კოლუმბია -> ეკვადორი-> პერუ -> ჩილე -> არგენტინა -> პარაგვაი -> ურუგვაი -> ბრაზილია
მაგრამ პერუ აჩმახებს ძალიან, ვიზა არის საჭირო, რომელსაც მარტო სტამბულში გასცემენ.
ამიტომ ალბათ ეკვადორს და და პერუს დავიკიდებ და არგენტინა/ჩინეთი დავიწყებ და ბრაზილიაში დავამთავრებ.
ბიუჯეტი თვეში 1000-1500 დოლარი
ტრანსპორტის თემაში ღამის ავტობუსებს ვაპირებ, იაფიც ჯდება პლიუს ღამისთევის ხარჯები იზოგება.
Workaway-ს და ქაუჩსარფინგის გამოყენებასაც ვგეგმავ ხშირად, პროფილიც ხელს მიწყობს ქოუჩზე
50მდე კაი ჯიგრული რევიუ მაქვს ^_^
ხარჯების გასაგებად number.com ვეყრდნობი და რავი, წესით არ უნდა მქონდეს პრობლემა თვეში 1500 დოლარიანი ბიუჯეტით