გუშინ სიზმარი ვნახე, მგონი კოშმარი იყო კი არა და რა დებილობა იყო, მაგრამ ვინმემ ამიხსენით რა ხდება.
მოკლედ მახსოვს ეგეთი სცენა მაცვია შარვალ კოსტუმი და ვდგევარ ნეფე დედოფლის მაგიდასთან, გვერდით მიდგას სადედოფლო კაბაში გამოწყობილი აი ეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სუფრა გაშლილია თამადამ უნდა დაგვლოცოს, იქვე ვიღაც ტიპი დგას საბუთებზე ხელი მომიწერე და დავიწყოთ ქორწილიო.
უკაცრავად თქვენ ვინ ბრძანდებით? მე თქვენი მომავალი მეუღლის მამა ვარ, ამა და ამ კორპორაციის მფლობელი და მოკლედ დაიწყო ფორბსის ჟურნალის რეიტინგებით მარიაჟი, და მაცნობდა კონტრაქტის პირობებს.
მოკლედ შემეძლო ყველაფერი ოღონდ არ უნდა დავშორებოდი ამ გოგოს, გამეჩინა მასთან მინიმუმ ერთი შვილი მაინც. და რასაც მოვისურვებდი ყველაფერი ჩემი იქნებოდა, ფულები, მანქანები, სულ გულავები და ა.შ.
ეხლავე მოვალთქო ამ ძიას ვუთხარი, იშ ვილ ნახ ტუალეტენ გეენთქო, ჰოდა თვალს რომ მოვეფარე პაბეგი ავწიე.
ვიმალებოდი სადღაც მეზობელ სახლში, ჩემი ძმაკაცები და მთელი საახლობლო ძაან მაგრად ილხენდა ყველა ბედნიერი იყო.
მერე დამიწყეს ძებნა, მიპოვეს და აი ყველა ვინც კი ჩემთვის ახლობელი იყო მიმტკიცებდა, რომ ე ბიჯო რა გინდა ფულის ტომარა მისით მოვიდა შენთან და რას იპრანჭები, მეიყვანე ბიჯო ცოლიო.
მერე ჩემს ცოლს ვკითხე და იმანაც, კაი რა გინდა მშვენიერი გოგოა რას ერჩიო
ბოლოს უახლოვესი ძმაკაცი მოვიდა, ერთი მაგის იმედი მქონდა და იმანაც რომ იგივე მითხრა.
მეთქი კაი მოვალ ეხლავეთქო, იტოგში მივედი ამ კაცთან და ვეუბნები გამორიცხულია ამას ხელს ვერ მოვაწერ, უკვე მყავს ცოლშვილითქო. ეგ არ არის პრობლემაო
მეთქი მაშინ პროსტა არ მინდა და არ მოვაწერთქო და წამოვედი.
მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი ეს მთელი ამალა ქორწილი თან დამზდევდა, ბრეგოვიჩის მუსიკის ფონზე
აი ეს მუსიკა იყო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «