სხვაგან არ დავკვირვებივარ, კრისტალბეთზე კი ნამდვილად ასე
მაგალითად შევდივარ 5 კარტა ბურის განყოფილებაში და ვხედავ ერთი და იგივე ნიკები (უსერები) სხედან ნებისმიერ დროს
დილას, შუადღეს, საღამოს, შუაღამეს... როცა არ უნდა შეხვიდე, ერთი და იგივე მოთამაშეები სულ იქ არიან
ან არ სძინავთ, ან პურს არ ჭამენ, ან სადმე არ გადიან ? თან ვერც იტყვი სადმე შორს არიან, შესტავაზებ თამაშს და მაშინვე მზად არიან
კიდევ ერთ გონივრულ ეჭვს ის აჩენს, რომ მთელი დღე შეიძლება 2 მოტამაშე იყოს, ორივე ვთქვათ 30 ლარიანი მაგიდით და არაფრის დიდებით ერთმანეთს არ ეთამაშებიან,
ჩნდება კითხვა, რატომ?
იმიტომ ხომ არა რომ თვითონ კომპანიის თანამშრომლები სხედან სხვადასხვა ნიკებით და მსხვერპლს ელოდებიან? მათი თანამშრომელი თუ გეთამაშება "ადმინ" პანელიდან, ალბათ მიხვდებით მოგების შანსები როგორია
დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად ეჭვს აჩენს, რა ხდება?
ჩემნაირ მოთამაშესთან მათამაშებენ პატიოსან თამაშში, თუ თვითონ კრისტალბეთის თანამშრომელს ვეთამაშები?
რას იტყვით, შეგიმჩნევიათ მსგავსი თქვენც ?
This post has been edited by 110iani on 18 Sep 2018, 21:12