Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > WWW > ვერ მოვხოდე იუთუბის არხი


Posted by: mepar 3 Feb 2022, 22:05
https://www.youtube.com/c/VeritasForYou ვერ მოვხოდე, ერთ წელიწადში მაქვს სადღაც 15 ათასი ნახვა და 370 გამომწერი. არ ვიდეოს და ხმის ხარისხიც გავაუმჯობესე მაგრამ საშველი არ არის, ეხლა ვფიქრობ რომ ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი არხები გავაკეთო და ვნახო ერთ წელიწადში რა სხვაობას მომცემს, გამიჩნდა შეგრძნება რომ ქართველი იუზერი სნობია, არ ელოდება იუთუბზე გონიერ კონტენტს და თუ ასეთი აინტერესებს ენდობა მხოლოდ ცნობილ სახეებს როგორიცაა ბერძენიშვილი, გვახარია და მსგავსი... ანუ ეს ინტერესიც მიბაძვითია და არა გაცნობიერებული, გემოვნებიანი არჩევანი.

https://www.facebook.com/VeritasForYouიქაც იგივე, ერთ წელიწადში მხოლოდ 1400 ფოლოვერი, არადა კონტენტი კარგი მაქვს (კარგის და ცუდის გარჩევა ვიცი). ძალიან მიკვირს რომ ქართულ სოციალურ მედიაში ინტელექტუალურ კონტენტზე კომენტარების დაწერა უჭირთ, ან რას მივაწერო დაკლიკებული სმაილიკი და არც ერთი კომენტარი?

კიდევ რაც შევამჩნიე ე.წ. პოპულარულ ექსპერტებს მხოლოდ ეგოს დამაკმაყოფილებელი იუზერები უნდათ,(მაგალითად: "დიდი მადლობა ბატონო..."; თქვენ სამწუხაროდ არ გეკითხებიან და იმიტომ ვართ ასეთ დღეში"...) რაღაც ბრიყვობას თუ დააბრეხვებს და თუ ოპონენტად დავუდგები, ლაჩრულად ყველა გაურბის კამათს (ერთგვარი ინტელექტუალური სნობიზმი), ცოტა ხანში აღმოვაჩენ რომ ჯგუფიდან დაბანილი ვარ, (სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ).

რას ვაკეთებ არასწორად ვერ ვხვდები, კონტენტი კონფრონტაციული არ მაქვს, არც ვინმეს კრიტიკაზეა ორიენტირებული, ვინმე მეტყვის სპეციალიზირებული ნიშა არ გაქვსო, მაგრამ უამრავი იუთუბ არხია ინტელექტუალების სადაც ეს თავისუფლება აქვთ და სოციალურ თემატიკაზე, ხელოვნებაზე საუბრობენ. გასაზირებელი კი ბევრი მაქვს მაგრამ თუ აუდიტორია არ მყავს რათ მინდა?


რა ვქნა?

Posted by: Aunties 3 Feb 2022, 22:39
სიმართლეს ვინ უსმენს უფრო ადვილია საერთოდ ტყუილს დაჯერება რა ანუ არის ეპოქები რომ მაგალითად სისულელეზე იკერება ეგრეთ წოდებული პატარა ღმერთი მარა იმის ეპოქა, რომ სიმართლით გაიმარჯვებ ალბათ უკვდავი უნდა იყო, დიდი ხანია უკვე ეს ყველაფერი იმდენათ მართობს, რომ უკვე სადღაც მომბეზრდა კიდეც ცხოვრება მარა როგორ გინდა ადამიანს უკვდავობა მაინც, მაყუთზე, სექსზე და ადრელალინზე გააკეთე აქცენტი რა მაქსიმუმ რჩევას მოგცემ მინიმუმ აქედან ერთ-ერთი ჯოჯოხეთს ანათებს.

Posted by: mepar 3 Feb 2022, 22:57
Aunties
ხო მაგრამ იმაზე ვერ გავაკეთებ კონტენტს რაც არ მაინტერესებს, შემიძლია პოლიტიკის ანალიტიკური გვერდი გავაკეთო მაგრამ რისკად უნდა მიღირდეს, აუდიტორია თუ არ მყავს საბოლოოდ მარტო პრობლემას ვიპოვი და არავითარ ბენეფიტს.

შემიძლია ისტორიის ანალიტიკა ჩავწერო და სტერეოტიპებს დავუპირისპირდე, შემიძლია ათეისტური ფლაგმანი მოვხოდო და რელიგიურ მრაკობესიას დავუპირისპირდე, შემიძლია სოციოლოგია მივაწვე, მაგრამ მგონია რომ ამით მხოლოდ მტერს გავიჩენ და არც ერთ გულშემატკივარს.

ლიტერატურის ანალიზს ვაკეთებ, და ლიტერატურის ჯგუფებში ნაწარმოებიდან დადებულ ციტატას აქვს 200 კომენტარი და ათასი ლაიქი, დავდე "დანაშაული და სასჯელის ვიდეო რეცენზია" (ხარისხზე პასუხს ვაგებ, არ გჯერათ ნახეთ) ჯგუფში 1000 ნახვა მოაგროვა (ისიც ალბათ 10 წამიანი) და 3 ლაიქი, არც ერთი კომენტარი... იგივე მეორდება დანარჩენ რეცენზიის ვიდეოებზე, მაშინ ხარისხს ვაბრალებდი, ეხლა რას დავაბრალო?


Posted by: Aunties 3 Feb 2022, 23:16
ჩემი არხის არის ოკულტზე და მაგალითად ლუციფერის შესახებ ვბლოგი, რო დავდე ანუ ზოგად ჭრილში დაახლოებით 1000 ნახვა ქონდა და სხვა არხმა იგივე გააკეთა ოღონთ ქრისტიანულ ჭრილში და 10 000 ნახვა მოაგროვა ჩემზე მოკლე ხანში აგრეთვე მოკლე ჭკუის ადამიანებისგან და რა ვიცი უბრალოდ ეხლა კონტენტს ვაკეთებ მაქსიმუმ 10 წუთიანებს ისიც იმ კუთხით, რომ სადმე თუ მომიწია გადაბარგება სიტყვის კონა მქონდეს რა.

Posted by: SabArch 4 Feb 2022, 03:27
მე ვკითხულობ შენ ბლოგებს და ვიდეოებსაც ვუყურებ. ზოგადად, კომენტარებს არ ვწერ ხოლმე იუთუბზე.

მუსიკალური ალბომების მიმოხილვაც გააკეთე გირჩევ. ქართული კონტენტი ფაქტობრივად არ არსებობს მაგ ნიშაში. ფლოიდის ალბომებით დაიწყე. up.gif

Posted by: night-blue 4 Feb 2022, 14:58
mepar

სალამი

https://www.youtube.com/watch?v=VaQ9WD9SIwE

აი ამ ვიდეოს ვუყურე. და მინდა ვთქვა. ისევ და ისევ არასწორი გადაღება გაქვს და მონტაჟი..

უნდა ცვალო კადრები აი შემდეგ ვიდეოს რომ ჩაწერ თუნდაც ტელეფონი დაამაგრე გვერძე რომ ორი ხედიდან ჩანდე. გამომიგზავნე თუგინდა ეგ ვიდე დავარენდერებ და უკან გამოგიგზავნი და თვითონ ნახავ რამხელა სხვაობა იქნება ნახვებშI)||)


წარმატებები

Posted by: mepar 4 Feb 2022, 19:34
SabArch
მადლობა, კარგი რჩევაა მაგრამ მინდა სოციალურ თემატიკას ჩავყვე ბოლომდე, ამაში მცოდნე ვარ და კომპეტენტური... თუმცა მუსიკის სიციოლოგია, ჰმმმ რა მაგარი იდეაა ცალკე არხის რა მოგახსენოთ მაგრამ პლეილისთის გაკეთება შემიძლია 2kiss.gif
night-blue
ესეიგი ჭრა მქონდეს ვიდეოში, ერთ კადრში გადაღებული ვიდეოა, კარგი რჩევაა... მადლობა დახმარების შეთავაზებისთვის.

Posted by: night-blue 4 Feb 2022, 23:10
mepar


თვ პირველშI ვარ 1 კვირაა)) მაგის მეტს კი არაფერს მასწავლიან ობში, სრედნი კრუპნი )) (კადრებთან მუშაობა)


ხვალ ჩაგიგდებ რამოდენიმე ვიდეოს და მიხვდები რაზეც ვიძახი)).




Posted by: ჰიპერმარკეტი 8 Feb 2022, 12:41
QUOTE
არ ელოდება იუთუბზე გონიერ კონტენტს

QUOTE
მინდა სოციალურ თემატიკას ჩავყვე ბოლომდე, ამაში მცოდნე ვარ და კომპეტენტური


შენ თუ მანდაც ისეთივე სიბრძნეებს აფრქვევ რასაც პოლიტიკის განყოფილებაში, ძალიან მაგრა გაგიქაჩია.


Posted by: GURAMI2 8 Feb 2022, 14:20
mepar
ანტივაქსერის ვიდეო დაგიდისლაიქე, და მასე თუ გააგრძელებ მაყურებელი არ დაგრჩება.

რა არ მომწონს
1 დასაწყისი მუსიკა და კლიპი რო ჩართავ ვიდეოს ნეგატიური ენერგია მოდის.
2 მუსიკა დასაწყისი ცოტა მაღალი ხმა აქვს ხმას ვუკლებ და შემდეგ აღარ ისმის არაფერი ბოლომდე უნდა მოვუმატო ხმას რომ გავიგო.
3 ცინიზმი არვიცი ვისი გულის მოგება გინდა, მაგრამ ნიჭიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ თავადაც ამბობ 30% არის აცრილიო და დანარჩენ საზოგადოებას ნარცისებს და ზარმაცებს უწოდებ.
4. იმდენად მონოტონურად საუბრობ და ზოგ ადგილებში ფჰ ისმის სიტყვის მაგივრად. ფორუმზე რომ არ დაგედო ალბად პირველ წუთზევე გავთიშავდი.
5, ვიდეო მონტაჟი, ან საერთოდ არ გაქვს ან ძალიან უხარისხოდ არის გაკეთებული.
დანარჩენს სხვა იტყვის.
პ.ს როუსტი რას ნიშნავს?

Posted by: mepar 9 Feb 2022, 12:48
GURAMI2
ხო ეგ ინტრო საშინელებაა, უნდა მოვაშორო


როუსტი __roast__ ღადაობა

ჰიპერმარკეტი
Hallo Hater 2kiss.gif

Posted by: mepar 12 Feb 2022, 14:53
მოვაშორე ბანძი ინტრო... ველოდები მილიონობით ნახვას bis.gif

Posted by: Vevo 14 Feb 2022, 21:54
QUOTE (mepar @ 3 Feb 2022, 22:05 )
რას ვაკეთებ არასწორად ვერ ვხვდები, კონტენტი კონფრონტაციული არ მაქვს, არც  ვინმეს კრიტიკაზეა ორიენტირებული, ვინმე მეტყვის სპეციალიზირებული ნიშა არ გაქვსო, მაგრამ უამრავი  იუთუბ არხია ინტელექტუალების სადაც ეს თავისუფლება აქვთ და სოციალურ თემატიკაზე, ხელოვნებაზე საუბრობენ.  გასაზირებელი კი ბევრი მაქვს მაგრამ თუ აუდიტორია არ მყავს  რათ მინდა?

ვფიქრობ მართლა გაინტერესებს რას აკეთებ არასწორად ამიტომ რამოდენიმე რჩევას მოგცემ:

1. აუცილებლად გააკეთე ელემენტარული მონტაჟი - რაზეც საუბრობ ვიდეოში დაურთე ფოტო, მიუხედავად იმისა რომ ვიდეოა, სტატიკურ ეფექტს ტოვებს და თუ ჯო კონდა არ ხარ დიდი ხანი ყურადღების ცენტრში ვერ იქნები სტატიკურ მდგომარეობაში.

2. საუბრობ მონოტონურად, რაც იწვევს მოწყენილობას ადამიანებში - რომ წავიკითხე ეს თემა მაგიტომ ვუყურე ვიდეოს თორე მალევე გავთიშავდი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობ, ინფორმაციის მოწოდების საბჭოთა სტილს გავს რაც იუთუბზე არ გამოდგება, გირჩევ ხშირი ჭრები გააკეთო და ინფორმაცია ახალ-ახალი შემართებით მოგვაწოდო.

3. არ წაიკითხო ტექსტი! - ვხედავთ რომ კითხულობ რასაც საუბრობ, რაც შეიძლება იყოს მეორე პუნქტის გამომწვევი მიზეზი. მესმის რომ გინდა დავარცხნილი ტექსტი მიაწოდო მომხმარებელს, მაგრამ იუთუბზე მომხმარებელს გულწრფელობა ურჩევნია, თუნდაც შეცდომებით და გაუმართავი წინადადებებით.

ვფიქრობ ეს სამი რჩევა რომ გაითვალისწინო, მინიმუმ 10კ გამომწერი გეყოლება, რადგან საინტერესო კონტეტი გაქვს.

გისურვებ წარმატებებს

Posted by: mepar 18 Feb 2022, 12:39
Vevo
მესმის რასაც ამბობ, მაგრამ მაგალითად ეს საინტერესო ვიდეო დაზარალდა იმით რომ თავისუფალი ლექციის რეჟიმში ავხსენი

ტექსტი რომ შემექმნა იგივეს ვიტყოდი დაახლოებით 12 წუთში

ან ეს, მიმაჩნია რომ ყველაზე კარგი გარჩევაა სტალკერის

მაგრამ დიდი ვიდეოს გამო დაზარალდა და ნახვები არ აქვს.


Posted by: corbin 15 Mar 2022, 04:45
ჯერ პლიუსებით დავიწყოთ:
1. კარგი ხმის ტემბრი გაქვს(კოტე მახარაძის მოდულაციებით)
2. თემებსაც კარგად არჩევ (ტრენდს მიყვები)
ეხლა მინუსები:
1. საერთოდ, ამ ტიპის ვიდეოებს წამყვანი ფეისი არ სჭირდება - ფონად თემატური გრაფიკა ჯობია რომ ჰქონდეს . აი როგორც Eastory-ის ჩენელს აქვს (https://www.youtube.com/channel/UCElybFZ60Hk1NSjgCf7I2sg) ან
Good Times Bad Times (https://www.youtube.com/channel/UCXW9oUSOwt7mcTT5d_5hQcA)
სხვა შემთხვევაში ტელეგენური უნდა იყო რომ მაყურებელმა არ გადავიდეს სხვა ვიდეოზე.
2. ხმის ტემბრი კარგი გაქვს მაგრამ არტიკულაცია დასახვეწია - სიტყვების ბოლოს ხმას უდაბლებ და ხშირად დაბოლოება თითქმის არ ისმის.
3. მუსიკალური ფონი დაადე ვიდეოს და დინამიკა მოემატება, ოღონდ დაბალ ხმაზე და არა გამაღიზიანებელი.
4. შექმენი ორიგინალი კონტენტი - აი მაგალითად თითქმის არ არსებობს ქართულ იუთუბზე ვიდეოები საქართველოს რეალური ისტორიაზე - ძირითადად სადღეგრძელოებია, ტენდენციური და მიკერძოებული. მოიძიე მასალები სომხეთის,რუსეთის ,აზერბაიჯანის,საბერძნეთის არქივებში. შეუდარე ქართულ წყაროებს.

და ზოგადი რჩევაც - თუ ამას შემოსავლების გამო აკეთებ დიდი ალბათობით ქართულ აუდიტორიაზე გაგიჭირდება თანხის გამომუშავება.
თუ ამბიციების დასაკმაყოფილებლად - ამ შემთხვევაშიც მოგიწევს აუდიტორიის შეცვლა.
თუ არც ერთი გაინტერესებს და არც მეორე , საერთოდ დაიკიდე ნახვები და კომენტარები - გააკეთე ვიდეო საკუთარი თავისთვის. აი თითქოს ვიდეო დღიურს აკეთებ.

Posted by: Hashishi1990 15 Mar 2022, 16:30
mepar
ცუდად არ გამიგო მეოგაბარო მაგრამ რუსეთი ომში მარცხდებაო და მასეთი ''ანალიტიკა'' ეგეთ რამეებზე და პეპლის ეფექტის თეორიებზე დროს არავინ დახარჯავს , rolleyes.gif

Posted by: mepar 30 Mar 2022, 02:10
Hashishi1990
მითხარი ერთი ეპიზოდი რაც არ მართლდება და მერე ერთად ვიცინოთ biggrin.gif

Posted by: Boyarg 26 Apr 2022, 01:02
mepar
მე მომწონს ეგ არხი,, ჯანსაღი აზრები ისმის,, კაი ხანია რაც გამომწერი ვარ

Posted by: mepar 26 Apr 2022, 12:10
Boyarg
მადლობელი ვარ love.gif

corbin
Vevo

მაინც ვერაფერი გავიგე იუთუბის მაგალითად ეს ვიდეო დავდე ფეისბუქზე

და ჰქონდა 100 000 იანი გავრცელება და 38 K ნახვა, იუთუბზე კი მხოლოდ 600... თან ეს ვიდეო სულაც არ იყო ჩემი საუკეთესო, სანქციების თემაზე ბევრად კარგი ანალიტიკა მაქვს, მაგრამ ვერც ფეისზე გავავრცელე და ვერც აქ.


ხარისხი გავაუმჯობესე, ავითვისე VCDC პროგრამა, დარწმუნებული ვარ 1 თვეში ისე მეცოდინება მონტაჟორის პროფესიას ავითვისებbiggrin.gif...


მაინც ვერა, ბოლო ვიდეო დავდე ფილმების რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის და 60 ნახვა აქვს biggrin.gif

Posted by: tatia777 19 Jun 2022, 11:41
22,3 კ გამომწერი მყავს და არაფერს ვაკეთებ. უნდა გავყიდო

Posted by: Just.saying.folks 25 Jun 2022, 11:15
mepar
QUOTE
გამიჩნდა შეგრძნება რომ ქართველი იუზერი სნობია

მე ვფიქრობ რომ ხიხოა და მისი მაქსიმუმი არის შაბათის შოუ და ბუტირკას სიმღერები.
შინაარსს ვერ ხვდებიან, რადგან როგორც კვლევებმა აჩვენეს მოსახლეობის ნეხევარზე მეტს წაკითხულიდან და გაგონილიდან შინაარსი ვერ გამოაქვს


Posted by: mepar 19 Jul 2022, 19:56
Just.saying.folks
უკრაინის კონფლიქტის ანალიზმა უფრო მეტი ნახვა მომიტანა, იუთუბზე მაინც ხოხავს მაგრამ ფეისბუქზე ორ ვიდეოს ჯამში 200 კ ნახვა ქონდა, მაგრამ მართალი ხარ, კომენტარებიც ხო ბევრი იყო, ნახევარზე მეტი ვერ ხვდება ვიდეოს შინაარს.

Posted by: mepar 24 Sep 2022, 15:42
სასტავ ვერ გავიგე, იუთუბი ნახვების საათების რაოდენობას არ ამატებს, უფრო მეტი იყო ჩამომაკლო

Posted by: Cignus 10 Nov 2022, 16:16
გამარჯობა.

ახალი დარეგისტრირებული ვარ და ვერ ვხსნი ახალ თემას. არადა მეც მინდა ჩემს არხზე სხვების აზრის მოსმენა. აქ რომ დავდო ავტორს ხომ არ გავანაწყენებ?

პ.ს. სექტემბრის მერე არ არის აქტივობა ამიტომ მაინც დავდებ. ქვემოთაა არხი. კონცეფცია იყო საქართველოს სილამაზეების ჩვენება/შეხსენება. ორიგინალურობის მიღწევის საშუალება იყო განსხვავებული რაკურსი - დრონის კადრები.

https://www.youtube.com/channel/UCfV9pcDG3xUy9gt0p-Cdf7w/videos

ამისთვის ვისწავლე დრონის მართვა, ვიდეოს მონტაჟი და დავიწყე სიარული. მე კარგად გამართო და მამოგზაურა. ყველაფერს ვაკეთებდი ჩემით - გარდა აუდიოსი.

რამდენიღაც ვიდეო დევს. წინ კიდევ ერთი ამდენი ვიდეოა, რომელიც გამოქვეყნდება ნელნელა. ახლა მივადექი კიდეს, რომლის იქით ასეთი ვიდეოების გადაღება აღარ მინდა. სიახლეს ვეღარ ვიჭერ და იგივეების გამეორება აღარ მინდა. ოღონდ, სხვა რისი და როგორ გაკეთება მინდა, ჯერ არ ვიცი.

აქამდე სტიმულს მაძლევდა დრონის კადრები, რომელიც სიახლე იყო ჩემთვის, ასევე გადასაღები ობიექტის ისტორიულ-კულტურული დატვირთვა, რაც ძალიან მეინტერესებოდა. ახლა ეს ყველაფერი რუტინა გახდა და ინტერესი გაფერმკრთალდა.

ჰოდა ან არსებული როგორ დავხვეწო ის მირჩიეთ ან რანაირი ვიდეოები გადავიღო კიდევ, ამაში შემეწიეთ. ის ძველი ნაპერწკალი მინდა დავიბრუნო, რაც მაიძულებდა შაბათს დილას ადრე ავმდგარიყავი, ჩამეღწია რაღაც ადგილამდე ნებისმიერი საშუალებით, გადამეღო და დამემონტაჟებინა.

მიამიტური სურვილები ბევრი იყო თავიდან - ხალხი აიტაცებს, ტურისტული ობიექტები მოინდომებენ რომ მათზეც გავაკეთო ვიდეო, აქეთ შემეხვეწებიან რომ გავადუღო lol.gif და ა.შ. ლოგიკურია როცა არ ხარ თემაში დიდხანს, გადაჭარბებულად შეიძლება შეაფასო გარემოებები. თუმცა ეგ არაფერი. ამაზე მხოლოდ ვხალისობ. რეალობასთან შეხებამ დაალაგა ყველაფერი თავის ადგილზე. მე მივხვდი რა ვიცოდი და რა - არა. ხალხთან ურთიერთობაში კი ის ჩანს, რომ ფეხზე ჰკიდიათ რეალურად დრონის კადრები. იშვიათად გამოჩნდება 1-2 ჩემნაირი ენთუზიასტი. დანარჩენებს უბრალოდ არ ესმით რას ვიღებ და, რაც მთავარია, რატომ. ყველა თავის რეალობაშია თავჩარგული.

არხის მიზანი იყო ჩემი სტიმულირება რომ სტანდარტული რამეების გარდა კიდევ რამე მეკეთებინა - გასართობი, შემეცნებითი და ჯანსაღი. აქამდე მხოლოდ ფულს ვხარჯავდი ამაში და არც მომავალში ვხედავ ინვესტიციის უკუგების რეალურ პოტენციალს უშუალოდ არხის წარმოებით. 3 თვიანი "მოღვაწეობის" შედეგად 119 გამომწერია და კლებადი ნახვები. პიკი იყო 1900. ახლა 100ს ძლივს სცდება user.gif

Posted by: christafarian 11 Nov 2022, 22:35
Cignus
რას უწუნებ ერთი სიმღერის სიგრძე ვიდეოები გიდევს უბრალოდ არ ჩამირთვია მარა სუბტიტრები რო დაგედო მაგალითად ინგლისურად და თუ ინდოელებს მოვაშლეინებთ ნერვებს ინგლისურათვე დაგეწერა სათაური ჩემი მოკრძალებული აზრით უფრო მეტი მაყურებელია თორე აქ რო აინტერესებდეთ რაიმე მხარე თბილისი ამ დღეში კი არ იქნებოდა ნუ სეზონური რამე უნდა მოხოდა ალბათ ხოლო თემის ავტორი კარგი ავატარია

Posted by: mepar 12 Nov 2022, 21:02
Cignus
პატარა ვიდეოები გააკეთე, არტ გრიდს ანდ სტოკ ვიდეოს დაუკავშირდი თუ 4 k ვიდეოა შეიძლება იყიდონ კიდეც

Posted by: GURAMI2 14 Nov 2022, 11:20
Cignus
რაღაც აკლია მაგ ვიდეოებს, მე როგორც ქართველი ვიცი ქართული შევალ შევხედავ ვაუ რა მაგარი ბუნებაა და ვსო გამოვალ. სხვა არაფერი დევს მაგ ვიდეოში. ვფიქრობ წამყვანი ან ხმა უფრო ყურებადს გახდიდა რომელიც უფრო გაგვაცნობს გაგვარკვევს თუ რას რატომ უნდა ვუყუროთ, მინი სცენარი გჭირდება. ასევე მხოლოდ დრონის კადრები არ ავსებს კონტენტს. ეს კადრები უფრო იმას გავს 4 კ ვიდეო რომ გინდა გაუშვა ტვ ზე ნახე რა კარგი ხარისხის ჩვენება აქვსო.

Posted by: Cignus 14 Nov 2022, 12:02
GURAMI2

აუ ჰო. ხმა საჭიროა. ვცადე ხან ისე, ხან ასე და საინტერესო ვერაფერი გამოვიდა. მივაგნებ მაინც

christafarian

შეიძლება ინგლისურის ჩამატება. მშვენიერი აზრია. ვნახავ, თუ არ გადატვირთავს ტექსტუალურად, გავაკეთებ.

Posted by: mepar 22 Nov 2022, 12:59
პოდკასტების სერია ჩავამატე არხში მაგრამ ქართველი იუზერების რკინის კარს ვერაფერი მოვუხერხე, გათევზვა უნდა მოვხოდო აბა ჭკვიანური საუბარი რათ გვინდა, ყველა ჭკვიანები ვართbiggrin.gif

Posted by: KA927 22 Nov 2022, 13:38
QUOTE
გათევზვა უნდა მოვხოდო

შეენც ბრუტუს? biggrin.gif
მე ის მიკვირს გოგოები რატო არ აკეთებენ არხებს, თითზე ჩამოსათვლელია სულ. rolleyes.gif

Posted by: mepar 22 Nov 2022, 21:59
KA927
ჩემს იუთუბის ანალიტიკაში 95% ბიჭია, ქართველი გოგოები იუთუბის არხებს იმიტომ არ აკეტებენ რომ არც შემოდიან, მათი მოღვაწეობის სივრცე არის ფეისბუქი, ინსტაგრამი (სრულიად საქალეთი იქაა) და ტიკ-ტოკი... facepalm.gif

Posted by: KA927 22 Nov 2022, 22:30
QUOTE (mepar @ 22 Nov 2022, 21:59 )
ჩემს იუთუბის ანალიტიკაში 95% ბიჭია, ქართველი გოგოები იუთუბის არხებს იმიტომ არ აკეტებენ რომ არც შემოდიან, მათი მოღვაწეობის სივრცე არის ფეისბუქი, ინსტაგრამი (სრულიად საქალეთი იქაა) და ტიკ-ტოკი...  facepalm.gif

აუ gigi.gif

გამოუწერავად რა პროცენტი გიყურებს საინტერესოა. არი ეგეთი სექტა, ყველაფერს უყურებენ მარა საბსქრაიბს არ აჭერენ.

Posted by: mepar 6 Feb 2023, 22:44
ამ განყოფილებაში ბოტი შემოდის და ნახვებს აფიქსირებს? 170 000 ჯერ აქ ვინ შემოვიდა, უბრალოდ ხუთიდან ერთი რომ გადმოსულიყო ლინკზე ახლა უკვე იუთუბის პარტნიორი ვიქნებოდი biggrin.gif რაღაც სიაფანდობას აქვს ადგილიbiggrin.gif

Posted by: Muziq 6 Feb 2023, 23:23
პატარა კაცსა ლეგენდასთან როდის გასვლია სიმართლე ის კი არა ქართულ პროდუქტის გაკეთებას შევეშვი რადგან ეს კითხვები თავს მაბეზრებს უბრალოდ ეცადე ალგორიტს გაუგო რო დაავტომატოს აი მე მაგალითად 1000 ნახვა ვიყიდე და მერე 15 000 მოსმენაზე თავად ავიდა არა ყველაფერს მე ვწერ და ძაან დაბნეული ვარ ხოლმე ხანდახან მითუმეტეს ანდაგრაუნშივარ ჯერ

Posted by: mepar 31 Aug 2023, 22:39
Muziq
ყიდვა გაასწრებს ვითომ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)