#49650077 · 7 Jan 2017, 12:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ElGeorgia ჰო, საქართველოსთვის რამე იაფიანი აჯბებს. შეუძლებელი მგონია იმის გამოთვლა თუ რამდენი გაიყიდება, თუნდაც მიახლოებით. იმდენი საწყისი კაპიტალი უნდა იყოს, რომ ხაზი სისტემა მოაწყო და ის არ გადარდებდეს, ვაი თუ არ გაიყიდოს. გაიყიდება, გააკეთებ შემდეგს, არ გაიყიდება იქნები ისე. რას დადებ, იმას აქვს დიდი აზრი, თორემ ელ.ტრანსპორტი უკვე ნაირნაირია. და რასაც დადებ, სულ მალე ისეთივეს (თუ უკეთესს არა) დადებს კონკურენტი. თუმცა პირველობა უპირატესობაა, ამ დროში უნდა მოასწრო სახელის მოხვეჭა და შემდეგ შეძლო კონკურენტებთან თანასწორობა. რამე კარგის გაკეთებას, დიდი ინტელექტუალური მუშაობა სჭირდება და ეს სამუშაო რაც უფრო დიდი იქნება, მით უფრო გვიან გაიმეორებს კონკურენტი. ჰოდა, ერთი ცალის აწყობის თავი გქონდეს და მერე მეორისა აღარ, ეგ ვერ არის კარგი საქმე. ერთ ცალს ჩემთვისაც არ ავიწყობ, იმიტომ რომ ნაკლებ სარგებლიანია ჩემ შემთხვევაში.
|