Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან..

Posted by: irusha 7 Jun 2014, 12:09
1 წელი და ახალი თემა..

პირველ რიგში გილოცავთ, სკანდალების.. წივილ-კივილის გარეშე თემის დახურვას..

ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია.. ^^

ნუ ზაფხულს ხო გილოცავთ და გილოცავთ..

ფანტასტიურ დასვენებას.. ზღვით.. მთიდ და გადასარევი ამბებით.. აი, ისეთი ამბებით, უჟმურ ზამთარში რომ გაგვახსენდება და კარგ ხასიათზე დაგვაყენებს.. ))

user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: nforumi 7 Jun 2014, 15:28
irusha
QUOTE
1 წელი და ახალი თემა..

რიგით მეათე თემა ყოფილა

Posted by: nigo 7 Jun 2014, 15:49
რამდენი გვიპოსტია ამ თემაში,რიგით მეათე.

smile.gif

QUOTE
პირველ რიგში გილოცავთ, სკანდალების.. წივილ-კივილის გარეშე თემის დახურვას..

სულ ახლობლები დავრჩით და ვიღას ვესკანდალოთ. biggrin.gif

კარგი დასვენება თუ გინდათ ვიდრე გახვალთ ქალაქიდან, ლისის ტბა.

ახლა მოვედი,სეზონი გახსნილია.კარგი მოწესრიგებული პლიაჟები ფასიანი და უფასო,შხაპები,შეზლონგები,ველოსიპედები,წყლისაც და ისედაც ,ნავები ,კაფერ -ბარები,ბავშვების მოედნები ,მანქანის დასაყენებელი თავისუფლად.

კუს ტბას ვერ გაეკარები უქმეებში.

ვინმე ხომ არ ყოფილხართ თბილისის ზღვაზე ,ახლა აკვა -ცენტრში,როგორია ,ფასები და ა.შ.....

Posted by: nforumi 7 Jun 2014, 15:59
nigo
QUOTE
ვინმე ხომ არ ყოფილხართ თბილისის ზღვაზე ,ახლა აკვა -ცენტრში,როგორია ,ფასები და ა.შ.....

შენ სამივე მიმართულება შეგისწავლია და შენ თუ გვირჩევ ისევ რამეს smile.gif

მე საბანაოდ არ ავსულვარ არცეთგან, სასეირნოდ მხოლოდ smile.gif

Posted by: nigo 7 Jun 2014, 22:14
nforumi
ლისის ტბა ძალიან კარგია.
კუს ტბას ჯობია,ნაკლები ხალხია და ყოველ წუთში არ გვხდება ნაცნობი და ეს თბილისური გადაკოცნა,ვერ ვიტან smile.gif

კუს ტბა კი იცით.

ბევრი ხალხი,ძააალიან მარიაჟი biggrin.gif

თბილისის ზღვის ახალ აკვა პარკში არ ვარ ნამყოფი და ის მაინტერესებს.

არც ჩემი შვილები და მათი მეგობრები ყოფილან და კი მიკვირს ცოტა.

Posted by: t-90 7 Jun 2014, 23:50
კარგი დასვენება არის ზურგჩანთა სპალნიკი პარალონი კარავი, კარგი კამპანია და ჰერი ჰერი ახალი და ძველი ადგილებისკენ.

Posted by: seta 7 Jun 2014, 23:53
. love.gif

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 09:56
დილის ყავა და ნატეხი შოკოლადი - ნამდვილი ცხონებაა...

გამოვიხედე, როგორც იქნა, თვალებში და შევუდგები მუშაობას.
საღამოს დავლაშქრავ მთებს...

როგორ მიყვარს ჩემი ცხოვრება, ღმერთო...

Posted by: nforumi 8 Jun 2014, 10:05
nigo
სასეირნოდ კუს ტბის გარშემოც კარგია, ხალხი კიდე რატომღაც მარტო კუს ტბის გარშემო დაგებულ ასვალტზე დადის, კოშკამდეც კი ისიათად ადის ვინმე.

t-90
QUOTE
კარგი დასვენება არის ზურგჩანთა სპალნიკი პარალონი კარავი, კარგი კამპანია და ჰერი ჰერი ახალი და ძველი ადგილებისკენ.

მაგას ერთი-ორი საათი არ ეყოფა, თორე კარგი კია, რა ჯობია მთაში სიარულს.

nutsiko
QUOTE
დილის ყავა და ნატეხი შოკოლადი - ნამდვილი ცხონებაა...

smile.gif

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 10:51
ფანჯრები ღიაა...
სისხამი დილა...
უკვე ძალიან ცხელა...
მზე მანათებს და ჯიუტად არ ვახელ თვალს, ვცდილობ ძილი შევიბრუნო...
ვინ დაგაძინებს...
ჭიშკრის კარი იღება და ხმაურით იკეტება (ო, როგორ მიყვარს მომსვლელი სახლში)...
ჩემი (ჩვენი) სახლის კარი ხომ ყველასთვის ღიაა, რა დროც არ უნდა იყოს...
ჰო, ასეა, არ აქვს მნიშვნელობა დროს, გვიანობამდე სტუმრიანობა გვაქვს და სისხამ დილასაც ვინ დაგაცლის მოსვენებას, ყავის დასალევად ქვეყნის ამბებზე საჭორაოდ გადმოდიან მეზობლები და უბნელები...
ვგიჟდები, ისე მიყვარს ზაფხული ჩემებთან...
მერედა რა სიყვარული და რა თბილი ურთიერთობებია აქ, აი, ნამდვილი და ადამიანური, თბილი და სათუთი, ყველამ ყველასი ყველაფერი რომ ვიცით და ერთ დიიიიდ და უზარმაზარ ოჯახად ვცხოვრობთ...
მე მაინც ვწევარ, მეზობლის ქალმა ფანჯრიდან შემოიჭყიტა, დილა მშვიდობისაო და გამიღიმა...
აი, ყველაზე ტკბილი ეს მისალმებაა ჩემთვის, თავი ბალიშში ჩავრგე და გადავბრუნდი...
ყავის სურნელი მოდის და ბებიაჩემს სულ ცუხცუხით შემოაქვს ჩემთვის დილის ყავა...
დეიდაჩემი დილიდან თავის საქმეშია ჩაფლული, სარკის წინ კოპწიაობს, ო, როგორ მიყვარს მისი ყურება და ვცდილობ, მისი მოძრაობების გამეორებას... მიყვარს ეს ორი ძვირფასი ადამიანი, მე მათი სიხარული და სუნთქვა ვარ...
მაინც არ ვდგები და ჯიუტად ვწევარ, ყავის სურნელი კი მაცდურად მიღიტინებს ცხვირში და ეს უფრო მახელებს, მაინც არ ვდგები, გვერდით გრაფი მონტე-კრისტოს ტომეულები მიდევს, ერთი ტომი ბალიშის ქვეშ მაქვს ამოდებული. მაინც რა გადარევა იყო ამ სამი წიგნის (მესამე ძლივს ვიშოვე მეზობლობაში, რადგან სწორედ ეს მესამე ტომი არ მქონია სახლში) ორ დღე-ღამეში წაკითხვა. აღარავინ მახსოვდა და სახლიდანაც არ გავდიოდი გრაფის გამო. ხელი მქონდა ჩაკიდებული და აჩრდილივით მას დავდევდი.
ფანჯრიდან გავყავი გაბურძგნული თავი და გავიხედე. საოცარი სურნელებაა ჩემს ეზოში (მერე, რამხელა ეზო მაქვს, უჰჰჰ...). წინ სულ გვირილები, მაისის ვარდები, ყვითელი და ვარდისფერი მინდვრის ყვავილებია და ნამდვილი ედემ-ბაღია ბებიაჩემის წყალობით.
დილის ნობათიც მოვიდა ბებიაჩემის ბოსტნიდან. ჩემი ბოსტნისაა ყველაფერი: ბოსტნეული და ხილი. ახლა მასაუზმებენ კიდეც. პანსიონატში ვარ, გგონიათ?! არა, ბატონო, უკეთეს ადგილას, ეს ,,პანსიონატი” ჩემია, ,,მომსახურე პერსონალი” ჩემები არიან, სიყვარულით მემსახურებიან და ჩემი ნატვრა აქ კანონია, წამის უსწრაფესად შესრულებადი, თან გადასახადს სიყვარულით ვიხდი, სიყვარული სიყვარულის სანაცვლოდ... აბა, ასეა...
დაიც, ავდგე, ახლა დეიდაჩემს ავეტორღიალები სამსახურში... რა გინდა, დეიდა, რა, რა დაგკარგვია ამ პორტში... თან სწრაფად ვიცვამ, გზადაგზა ყავას ვსვამ, წესიერად არც მისაუზმია, ბებიაჩემი თავისი გამომცხვარი ,,პერაშკებით” მომდევს, იქნებ ერთი ლუკმა შეჭამოო, ვის ახსოვს, გავრბივართ დეიდაჩემის სამსახურში...
ვემშვიდობები ჩემს სტუმრებს თუ უკვე მასპინძლებს ვეღარ გავიგე, მე უფრო ვარ ჩემს სახლში სტუმარი, ვიდრე ესენი, რომლებიც დღედაღამ აქ არიან. მიყვარს ეს ხალხი და ჩემი ხმაურიანი ცხოვრება...

ზღვიდან დაბრუნებული საღამოს ისევ ზღვაზე გავრბივარ ხან ფეხით და ხან ტროლეიბუსით (ჩემს ბავშვობაში ტროლეიბუსი დადიოდა). გვიანობამდე ზღვაზე ვართ, ხან ვირუჯებით, ხან ვცურავთ (ჩემს ცურვას თუ ცურვა ჰქვია). უმაგრესია.

... თვალს ვახელ, თბილისში ვარ, დილაა, ახლაც ზაფხულია, მაგრამ აღარ მაქვს არც ის სახლი, რომელიც ქვეყანას მერჩივნა, აღარც ის ყვავილებია ჩემი ფანჯრებიდან, აღარც ბოსტნიდან დილის ნობათია, აღარც ბებიაჩემია სადმე და აღარც დეიდაჩემი, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა თითქოს, არა, ჩემს მოგონებებშია ეს ყველაფერი. ხშირად მესიზმრება ის დრო, მე რომ მიყვარდა... უბედნიერესი ვარ, რომ ეს ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში და იარსებებს იქამდე, სანამ მე ვარ ცოცხალი. მადლობა ღმერთს, განგებას, ჩემს ცხოვრებას, რომ მქონდა ამ ყველაფრის განცდის საშუალება.
... თვალებს ისევ ვხუჭავ და ვცდილობ ის წამი და ის მოგონება დიდხანს შევინარჩუნო... წამო, მშვენიერი ხარ, შეჩერდი!

Posted by: nforumi 8 Jun 2014, 12:52
nutsiko
QUOTE
წამო, მშვენიერი ხარ, შეჩერდი!

სად წავიდა ის სახლი, გაყიდეთ ?

Posted by: Nostalgia34 8 Jun 2014, 13:04
http://www.radikal.ru

DORIS DAY "TEA FOR TWO" (TE PARA DOS)

http://www.youtube.com/watch?v=rxCNIPbC3jo

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 13:44
QUOTE (nforumi @ 8 Jun 2014, 11:52 )
nutsiko
QUOTE
წამო, მშვენიერი ხარ, შეჩერდი!

სად წავიდა ის სახლი, გაყიდეთ ?

აღარაფერი შემორჩა ბავშვობიდან მოგონებების გარდა, აღარაფერი: აღარც სახლი, აღარც ადამიანები, აღარც სურნელი, აღარც სითბო, ყველაფერი დასრულდა და დარჩა ფიქრებად და განცდად, რომ ოდესღაც რა კარგი იყო ეს ყველაფერი.

Posted by: nforumi 8 Jun 2014, 17:10
nutsiko
QUOTE
აღარაფერი შემორჩა ბავშვობიდან მოგონებების გარდა, აღარაფერი: აღარც სახლი, აღარც ადამიანები, აღარც სურნელი, აღარც სითბო, ყველაფერი დასრულდა და დარჩა ფიქრებად და განცდად, რომ ოდესღაც რა კარგი იყო ეს ყველაფერი.

მაგას გეკითხები, სად წავიდა თქო... სოხუმიდან ხარ?

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 17:45
nforumi
სად წავიდა და დაიკარგა, ჩაბარდა წარსულს ისევე, როგორც ბევრის სახლ-კარი და მოგონებებში თუ ვაცოცხლებ და სულს ვუბერავ. სოხუმიდან არ ვარ, ზღვისპირეთის სხვა მზიანი ქალაქიდან.

Posted by: nforumi 8 Jun 2014, 19:17
nutsiko
QUOTE
სად წავიდა და დაიკარგა, ჩაბარდა წარსულს ისევე, როგორც ბევრის სახლ-კარი და მოგონებებში თუ ვაცოცხლებ და სულს ვუბერავ. სოხუმიდან არ ვარ, ზღვისპირეთის სხვა მზიანი ქალაქიდან.

არ გინდა თქმა ეტყობა რატო დაგეკარგა ის მშვენიერება,

მაპატიე თუ ცოტა ზედმეტი ჩაკითხვა მომივიდა

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 19:46
nforumi
საბოდიშო არაფერია, გაინტერესებდა და მკითხე. გიპასუხე, როგორც ბევრმა მოქალაქემ დაკარგა, ისე დავკარგე მეც.

თუმცა რაც იყო, იყო... ახლა ვაგრძელებთ ცხოვრებას.

ყავას მოვიმზადებ და კიდევ მოგიყვებით საინტერესო ამბებს ჩემი მოგონებების სკივრიდან smile.gif

Posted by: nforumi 8 Jun 2014, 19:52
nutsiko
QUOTE
თუმცა რაც იყო, იყო..

ჩემი ოცნებაა მქონდეს კერძო სახლი ლამაზი ეზოთი, დიდი ხეებით და მწვანე ხასხასა ბალახიანი ეზოთი...

იმედია ოდესმე ავიხდენ ამ ოცნებას

ამიტომ დავინტერესდი ასე ძალიან

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 20:17
nforumi
აუცილებლად აიხდენ, მთავარია, რომ გჯეროდეს შენი ოცნების და გააგრძელო მისკენ სიარული 2kiss.gif love.gif

Posted by: nforumi 8 Jun 2014, 20:31
nutsiko
QUOTE
აუცილებლად აიხდენ, მთავარია, რომ გჯეროდეს შენი ოცნების და გააგრძელო მისკენ სიარული   

მაგ დროისთვის იმედია კვლავ ვიქნებით ამ თემელები აქ და დაგპატიჟებთ ყველას smile.gif

Posted by: nutsiko 8 Jun 2014, 23:39
nforumi
იმედია smile.gif იმედი

-------------------------

Posted by: tojina22 9 Jun 2014, 12:03
nutsiko
ძალიან მაგარი იყო .... smile.gif დამაჟრიალა....

Posted by: nutsiko 9 Jun 2014, 12:08
tojina22
მადლობა, ჩემო კარგო, მიხარია, თუ მოგეწონა.

ახლა ყავას ვსვამ და ვიხსენებ გზადაგზა რაღაცეებს.

ფანჯრიდან ვიყურები და ჩემს ქუჩაზე წინ საცხობია, საწყალი ბავშვი დგას და მშიერი თვალებით უყურებს საცხობთან რიგში მდგომ ბიძიას.
გამახსენდა...

სტუდენტობისას, დაახლოებით 10-12 წლის წინ, ლექციებიდან სახლში მივდიოდი, საცხობთან შევჩერდი და ხურდის გადათვლა დავიწყე, რამე საკვების შესაძენად. თანხა არ მეყო (ჰო, იყო ეგ დროც ჩემს ცხოვრებაში და ჩემი დროის სტუდენტებს კარგად ემახსოვრებათ, რას ნიშნავს თანხის გადანაწილება სასწავლო ლიტერატურის ,,დაქსეროქსებას”, გზისა და საკვებს შორის), დავდექი შეწუხებული სახით. ვიღაც კაცმა, რომელიც ჩემ წინ იდგა რიგში, ერთი კი შემომხედა, გაეღიმა და მკითხა, რის შეძენას ვაპირებდი, ჩემ ნაცვლად გადაიხადა თანხა, გამომიწოდა ხაჭაპური, გამიღიმა და წავიდა. მაშინ ისე გამიხარდა, თან ისე მშიოდა დილიდან გამოსულს და ლექციებზე დაღლილს, თან ამ კაცის ერთი შეხედვით უბრალო საქციელმა, მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში ,,დიდმა საქმემ” და მშიერის დაპურებამ, გამახარა, დამაფიქრა და ჩემს ერთ-ერთ ,,ტრადიციას” ჩაუყარა საფუძველი.
მას შემდეგ ჩვევად მექცა, როცა გადარბენებზე მიწევს რამის შეძენა და ქუჩაში ვარ, მიმოვიხედები ხოლმე, ჩემ გვერდით ხომ არავინაა, ვისაც შესაძლოა ან თანხა აკლდებოდეს საკვებზე (ჩემსავით, ერთ დროს) ან უბრალოდ იქვე შემწეობას ითხოვდეს, მორიდებით ვეკითხები, ხომ არ ,,დამეწვევიან სადილზე” და მენიუს ერთად ვარჩევთ. თანაც, ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო” და ასე ერთად ,,ვსადილობთ” ხოლმე.
არ არის აუცილებელი, ვიყოთ კეთილი ნების ელჩები რომელიმე შეჭირვებულ ქვეყანაში ან სულაც დიდი საზოგადო მოღვაწეები, სიკეთის კეთება ყოველთვის და ყველგან შეიძლება, თუ ამის სურვილი გვაქვს და გარშემო კარგად მიმოვიხედებით, ყოველთვის არსებობენ ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა, მცირედი ყურადღება სჭირდება.

Posted by: tojina22 9 Jun 2014, 15:56
...................................................................................

შეუფერებლად ნოემბრისთვის დღეები გაშრნენ, სულში კი სევდა შემეპარა უფრო თბილი თვის, მე მოვდიოდი შენთან ჩუმად, ოცნებით სავსე და უზარმაზარ დარდებს უხმოდ მოვაგორებდი. მინდოდა მეთქვა უფრო მეტი ვიდრე გითხარი, თუმცაღა, როცა მე ჩემს გრძნობებს გიმზეურებდი, ასე მეგონა უსასრულოდ შორს მიდიოდი. ყოველი დილა იწყებოდა შენზე ფიქრებით, მერე კი ღამით უძილობა შემომეჩვია, ყველაფრით დაღლილს მოლოდინი მასულდგუმლებდა , მოლოდინი, რომ შეხვედრისას შენს ღიმილს ვნახავ.

..............................................................................................

გამოვიფიტე, აღარცერთი გრძნობა არ დამჩა შეულახავი, აღარცერთი ნერვი არ დამრჩა მთელი, ჯანმრთელი. თითოეული ჩვენი შეხვედრიდან მომდევნო შეხვედრამდე იმდენი დრო გადის , არ მყოფნი .... გრძნობა განაბული ველოდები მომდევნო ჩახუტებას....

,,I’’

..... ძილში სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი, მივხვდი, რომ სიამოვნებისგან გამეღიმა, ნელა და მშვიდად გავახილე თვალები, რადგან ვხვდებოდი, ეს დილა ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებული იქნებოდა. გავახილე და ... ჩემს წინ , თეთრ ,ქუნქულა ბალიშზე, სათუთად და ლამაზად შეკრული , მინდვრის ყვავილების ულამაზესი თაიგული დამხვდა smile.gif მისკენ მივჩოჩდი და ბალიშიდან ერთდროულად წამოვიდა მისი და ამ ყვავილების სუნი , გავბრუვდი ... ოთახში არ ჩანდა, საათს შევხედე, ჯერ მხოლოდ დილის 9 საათი იყო, მინდოდა ძილი შემებრუნებინა , მაგრამ გადავიფიქრე, ფუჭად დაკარგული დრო იქნებოდა ახლა დაძინება. ავდექი, თეთრი ხალათი მოვიცვი, ფეხები ,,ღუნღულა’’ ჩუსტებში გავყავი და აივანზე გავედი, კი არ გავედი გავნარნარდი. მართლაც, რომ საოცარი დილა იყო, მშვიდი, ლამაზი, ოდნავ გაცრეცილი, სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და არემარეს მოვავლე თვალი. ეზოში ქვის პატარა მაგიდა და სკამები იყო,ხიდან-ხემდე გაკიდული ნაჭრის ჰამაკი, სადღაც იქვე ჩვენი ცუგაც დაბანცალებდა, ხეებს კი ისეთი ლამაზი ფერათა პალიტრა ჰქონდათ, წითელი,ყვითელი და ზოგიერთი ფოთოლი ჯერ ისევ მწვანე. მიყვარს შემოდგომა.... სამზარეულოდან მისი მოძრაობის ხმა მომესმა, მოვჯადოვდი, მივხვდი სასწაულებს ატრიალებდი და ასე თმა გაწეწილი, მხოლოდ ხალათის ამარა გავემართე იქ, სადაცის ის კაცი მეგულებოდა,რომელიც მიყვარდა. არც შევმცდარვარ. მისაღებ ოთახში საუზმე უკვე გამზადებული დამხვდა , ბედნიერებისგან ამ დილით უკვე მესამედ გამეღიმა, და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, უკვე მისი ხმა შემომესმა სამზარეულოდან :

-დილა მშვიდობის, პუსკიი.

-დილა მშვიდობის, ტკბილო.

-როგორ გეძინა?

-გადასარევად, მაგრამ გაღვიძება უფრო , შთამბეჭდავი იყო. მადლობა.

-ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ და ბევრად უფრო მეტს იმსახურებ. ჩაი, ლიმნით, თუ თაფლით ?

- რა პატივია, რით დავიმსახურე ? ლიმნით იყოს.

- დღეს შენი დღეა პუსკუ, მე უნდა მოგემსახურო, ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იქნება შენს ცხოვრებაში, როგორც შეგპირდი. - გამიღიმა და იმ წუთას მივხვდი, რომ მარტო მას შეუძლია ასეთი თბილი ღიმილი , მომიახლოვდა და ყელში მაკოცა :

- უკვე მომენატრა შენი სურნელი.

- მე შენ მომენატრე, თავიდან ფეხებამდე. საწოლში , რომ არ დამხვდი ვიფიქრე დამტოვა და წავიდათქო.

გაეცინა : - ჩემი ჩურჩუტა და საყვარელი გოგო ხარ შენ.

ლიმნიანი ჩაი მომიტანა და სასაუზმოდ დავსხედით , ჩვენს წინ საოცარი ხედი იშლებოდა, მინდორ - ველები , შემოდგომა ბევრი ფერებით , არავისი და არაფრის ხმა, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი, სასწაული იყო. სავარძელში, ჩემს საყვარელ პოზაში მოვკალათდი , ანუ ფეხებაკეცილი, პერიოდულად გარეთ ვიხედებოდი , პერიოდულად მას ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა. მეშინოდა , ისევ ხომ არ მძინავს და ისევ ლამაზ სიზმარს ხომ არ ვხედავთქო. ვცდილობდი თითოეული წამით დავმტკბარიყავი, არც ერთი მისი მოძრაობა,არც ერთი მისი ამოსუნთქვა არ გამომრჩენოდა. ვუყურებდი და მეამაყებოდა, რომ ამ კაცის ქალი მერქვა, რადგან არც ერთი მოძრაობა არ იყო წინდაუხედავი , არც ერთი მოძრაობა არ იყო გაუაზრებელი, მამშვიდებდა მისი ყურება, მახარებდა და მამშვიდებდა . სიჩუმე მან დაარღვია:

- დილით, ადრე გამეღვიძა და დაახლოებით 1 საათი გიყურებდი მძინარეს.

- მერე?

- მერე , მემგონი მძინარე, კიდევ უფრო მეტად ლამაზი ხარ.

- მატყუებ. smile.gif

- მე ჩემს კნუტს, არადროს არაფერს ვატყუებ, არც მომიტყუებია და არც მოვატყუებ . –ამ სიტყვების მოსმენისას მისდამი ნდობა კიდევ უფრო გამიღრმავდა, მისი თვალები არ ცდებოდნენ.

- მამშვიდებ! ასე მშვიდად ძალიან , ძალიან დიდი ხანია აღარ მძინებია.

- მინდა, რომ კიდევ უფრო მეტად დამშვიდდე და ამისთვის საჭიროა, ყველაფერი გადმომიშალო , რასაც გრძნობ , რაც გაწუხებს , შენი გული მინდა გამანდო, შენი ტკივილები მინდა მომცე. გესმის პუსკუ? მე და შენ ხომ პირველ რიგში, საუკეთესო მეგობრები ვართ , მითხარი რა გაწუხებს, ასე მძიმედ, რატომ სუნთქავ პერიოდულად, მინდა, რომ გიშველო...

- გეტყვი , გეტყვი ... მალე აუცილებლად გეტყვი , თუმცა ახლა არა, არ მინდა ეს დღე გაფუჭდეს, არ მინდა დღესაც პრობლემებზე ვილაპარაკოთ. კარგი?

- კარგი, მაშინ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ , რაც შენთვისაც და ჩემთვისაც ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, მაგალითად ჩემზე, შენზე და ჩვენს შვილებზე, არ გინდა? - ამ სიტყვების გაგონებისას, მეგონა მინიმუმ იმ ლიმნის ნაჭერი გადამცდებოდა, ჩემს ჩაის ჭიქაში რომ ტივტივებდა ან მთლიანად ჭიქა . ამ თემაზე ხომ ჩვენ არასოდეს გვისაუბრია, ვიცოდი და ვგრძნობდი ამ კაცს ძალიან ვუყვარდი , მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ მეგონა თუ ამ გადაწყვეტილებას ოდესმე მიიღებდა. თუმცა მე პირადად ამაზე იმდენი ხანი ვოცნებობდი , ვიცოდი, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მაინც იმდენჯერ მიფიქრია ჩვენს თანაცხოვრებაზე, თუ როგორი იქნებოდა ის. როგორ მოვუვლიდი, თვითონ როგორ მომივლიდა, შევუმსუბუქებდით ერთმანეთს ყოველდღიურ ცხოვრებას, გავულამაზებდი და გავუფერადებდი ნაცრისფერ დღეებს. მეყვარებოდა, ვუერთგულებდი და აი შვილები , მერე და როგორ მინდოდა მისგან მყოლოდა შვილები.... ამ ფიქრებში წასული მისმა ხმამ მომიყვანა გონს:

- პუსკიიი,, პუსკუუუუუუ?! რა გჭირს, თუ არც ეს გინდა, ნურც ამაზე ვილაპარაკებთ.

- არა, არა. უბრალოდ დავიბენი, ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ხომ ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია.

- ხომ გითხარი , დღეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება შენს ცხოვრებაშითქო. რასაც მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ, დღეს შენი ვარ.

- მაშინ ტყეში წავიდეთ , ვიბოდიალოთ. ქალაქში ხომ ვერასდროს ვახერხებთ ამას.

- მოსულა.

საუზმეს მოვრჩით, მე თითიც არ გამინძრევია,მისი ბრძანებით გაუნძრევლად ვიჯექი და ვუყურებდი მის თითოეულ მოძრაობას, ყველაფერი თვითონ დააბინავა,ძალიან მშვიდად , ძალიან წყნარად მოძრაობდა და ყველაფერი იდეალური სისუფთავითა და სიწესრიგით გააკეთა. მერე მოვიდა , სავარძლიდან წამომაყენა , ხელი წელზე მომხვია და ერთად ავყევით ძველ ქვის კიბეებს, საძინებელში სიცილ -კისკისით შევედით, ის-ის იყო ხალათი უნდა გამეხადა და ტანსაცმელი ჩამეცვა, რომ უკნიდან მისი სითბო ვიგრძენი.ჯერ თმა გამიშალა, მერე ხელები შემომხვია და ყელში დამიწყო კოცნა, ყელიდან ყურთან მომიტანა ტუჩები და ჩამჩურჩულა:

- რომ იცოდე როგორ მიყვარს შენი სურნელი.

- უკვე მერამდენედ გამეღიმა ამ დილას შენი წყალობით, ჩემო ყველაზე ტკბილო და თბილო.

მერე, მე თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ მივენდე ჩემს გრძნობებს, მის ტუჩებსა და ხელებს. ყელიდან ყურთან , ყურიდან საფეთქლებზე , საფეთქლებიდან შუბლზე, შუბლიდან თვალებზე, თვალებიდან ღაწვებზე,ღაწვებიდან ტუჩის კუთხეში და ტუჩის კუთხიდან ტუჩზე... როდესაც ამ დროს თვალებს ვახელ და ვუყურებ, საოცარ რამეს ვგრძნობ, ვგრძნობ და ვხედავ, რომ ამ ქვეყანას არ არის,მის სახეზე ისეთი გულიდან წამოსული ღიმილია, სადღაც მე-10 ცაზე დაფრინავს ბედნიერებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემზე ბევრად უფრო მაღალია და მე ჩემი ,,ღუნღულა’’ ჩუსტების გადამკიდე , მასთან შედარებით ერთი ციდა ვარ , იქვე ჩემს წინ სავარძელზე ჩამოჯდა, თავისთან მიმაჩოჩა, ფეხები გაშალა, ფეხებს შუა დამაყენა , ხალათი შემიხსნა და თავი მუცელზე მომადო. თითქოს ცდილობდა მთელი ჩემი სხეულის თითოეული ნაკვთი ,ყველა თითით, მთლიანი ხელით , ხელის გულებით, მტევნებით , მთელი ორგანიზმით ეგრძნო. მეფერებოდა, მკოცნიდა , მეხვეოდა, არც ერთი ნაკვთი , სხეულის არც ერთი მოხაზულობა არ დარჩენია ხელუხლებელი, შეუხებელი და შეუსწავლელი. ფეხის ტერფიდან, თმის ღერამდე მკოცნიდა და თითოეულ კოცნას საოცრად განიცდიდა...მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა, სიამოვნებისა და ასეთი მოულოდნელი ბედნიერებისგან, გული რამის საგულედან ამომივარდა. საათის წამზომის ყოველ გადაადგილებაზე, ყოველ მის წიკ-წიკზე , ანუ ყოველ წამს, ვგრძნობდი , რომ უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა, ყოველ მის შეხებაზე ვგრძნობდი,რომ უფრო მეტი შემეძლო მისი სიყვარულისთვის გამეკეთებინა. მერე თითქოს გული იჯერა , სავარძლის საზურგეს მიეყრდნო , ორივე ხელი ჩამკიდა და დაჟინებით დამიწყო ყურება. როცა ასე მიყურებს ვიბნევი, ასე მგონია , ამ მომენტებში ყველა ნაკლს ხედავს ჩემში , თუმცა მას რომ ჰკითხოთ უნაკლო ვარ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. მიყურა, მიყურა და როცა მიხვდა, რომ ნერვები უკვე მღალატობდა , თავისი ჩვეული სიმშვიდით მითხრა :

- ვგიჟდები შენზე.

- მე, შენზე.

- ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ ?

- კი , ვიცი .

- ხომ ხარ ჩემი კნუტი?

- კი, ვარ , მერე ?

- ხო და მოდი მაშინ ჩემთან . - ჯერ ერთი, რომ მისგან ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთ დღეში ვვარდები , სულ მგონია რომ უნდა წავიქცე. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ისე უცებ წამოდგა და ისეთი სისწრაფიდ ამიტაცა ხელში , გონს მოსვლა ვერ მოვასწარი. ხელები მოვხვიე და თავი მკერდზე მივადე, თვითონ კი ისე ბუმბულივით ვეჭირე ხელში, კიდევ ერთხელ ვიგრძენი, როგორი ძლიერია და ისე მიყვარს როდესაც ამას ვგრძნობ, ვგიჟდები, ვგიჟდები , ვგიჟდებიიიიი..... ასეთ მომენტებში ისე დაცულად ვგრძნობ თავს, ასე მგონია ქვეყანა, რომ ჩამოიქცეს იმ მომენტში, მასთან მყოფს, მე , არაფერი დამემართება. ძალიან ნაზად მიმიყვანა საწოლთან და........ გავერთიანდით.......

,,ერთ სულ და ერთ ხორც ! ’’ როცა ასე ვართ გამუდმებით ეს სიტყვები მიტრიალებს გონებაში: ,,ერთ სულ და ერთ ხორც ! ’’ სწორედ ამ დროს ვხვდები ყველაზე მეტად, თუ რა ძლიერია ჩემი მისდამი სიყვარული. უსიყვარულოდ, ადამიანი ვერასდროს იგრძნობ მეორე ადამინს ისე , როგორც ჩვენ ერთმანეთს ვგრძნობთ , ჩვენი სხეულის თითოეული გამოძახილი გვესმის და ზუსტად, ზუსტად ვხვდებით ერთმანეთის უსიტყვო საუბარს. ვიგრძენი მთლიანად, როგორ შემოვიდა ჩემს სულში , და....... გამისულსისხლხორცდა.... მერე ხელები მაგრად ჩამჭიდა და .... კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი სიყვარულის ჩაღვრა ჩემს სხეულში ... ლავიწის ძვალზე დამადო დაცვარული შუბლი, ყურთან კი ყველაზე თბილი სუნთქვა და ყველაზე ტკბილი სიტყვა:

- მიყვარხარ.

- მეც, თან ძალიან.

ისე ჩამეხუტა, ისე , ისე, მეგონა სუნთქვა გამიჩერდებოდა, თვითონ ზურგზე დაწვა, მე ხელი მომკიდა და გულზე დამადებინა თავი . ერთი ხელი ჩემს წელზე ედო , მეორეთი ხელზე მეფერებოდა და დაიწყო ლამაზი ზღაპრების მოყოლა. smile.gif
-იყო და არა იყო რა , იყო ერთი ბიჭი , სახელად დათა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო , ნუ ბიჭი რა , კაცი ... უკვე ისეთ ასაკში კაცებს, რომ ცოლი სჭირდებათ, ცოლი , ოჯახი და შვილები. თუმცა უცოლო. ერთ მშვენიერ, ზაფხულის თბილ დღეს, დათა ტყეში წავიდა სანადიროდ, იარა , იარა , იარა და იქვე მდინარის პირას, ერთი ულამაზესი არსება შენიშნა, რომელიც იჯდა და ჩუმად ტიროდა. ისეთი მშვენიერი , ისეთი ლამაზი იყო , მუქი წაბლისფერი,წელამდე ჩამოშლილი თმა, თეთრი კანი და მარწყვივით ტუჩები ჰქონდა, რომ დათა ამ სილამაზის შემხედვარე კარგა ხანს უძრავად იდგა და მისვლას ვერ ბედავდა. ბოლოს მივიდა და ჰკითხა, - რა გატირებთ მშვენიერო ქალბატონო ? გოგონამ კი მიუგო, რომ დაიკარგა და ძალიან ეშინოდა, მაშინ დათამ ხელი მოკიდა ამ ლამაზ გოგონას და უთხრა : - ნუ გეშინიათ , პატარა ქალბატონო , მე დაგიცავთ . ახლა მე გიპოვნეთ და აღარასდროს აღარ დაგკარგავთო , ლამაზ პრინცესასაც ერთი შეხედვით შეუყვარდა და მას მერე ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად.

- არ გამომივიდა ხო ????

- ............................

- გინდა გითხრა ის პრინცესა ვინ იყო? - მკითხა დათამ.

- ვიცი. smile.gif

- დაიძინე ჩემო პრინცესა, დაიძინე და დაისვენე.

Posted by: tenochtitlan 9 Jun 2014, 17:19

ახალი თემა, ახალი ზაფხული love.gif

Posted by: tojina22 10 Jun 2014, 14:08
ჩემი პატარა ,,მოთხრობა'' თუ დაიმსახურებს ფორუმელების მოწონებას, გაგრძელებაც მოყვება smile.gif

Posted by: dreamer@ 10 Jun 2014, 22:47
ვა ახალი თემა

bis.gif

გილოცავთ ჩემო საყვარლებო

როგორ მომენატრეთ love.gif

Posted by: nforumi 11 Jun 2014, 11:27
შარდენი, შარდენზე, შარდენით :

ქალთან ერთად შევდივარ შარდენის ერთ-ერთ კაფეში. ყავის სასიამოვნო სუნთან ერთად სიგარეტის უსიამოვნო (ჩემთვის) სუნი დგას. აღარ მინდა უკვე, მაგრამ გარეთ ცივა და მერიდება კიდეც ახლა უკან გამობრუნება. ვჯდებით ერთ-ერთ მაგიდასთან. როგორც იქნა მენიუ მოგვიტანეს, ვარჩევთ რომელი ნამცხვარი ავიღოთ.
-აი ეს - დავადეთ ხელი ერთს;
-არ გვაქვს - არის პასუხი.
-მაშინ ეს - ავიჩიეთ მეორე.
-არ გვაქვს
-რა ვიცი, აქ კი წერია და - გამოვხატეთ გაკვირვება.
-მანდ ბევრი რამე წერია - გვპასხობს ისე, თითქოს რამე დავაშავეთ კაფეში რომ შევედით... გადავხედეთ ერთმანეთს მე და ჩემმა სტუმარმა და გამოვედით.

გვეშველება რამე ბატონო კახი ?

Posted by: nutsiko 11 Jun 2014, 11:44
nforumi

,,რეისი ფრანკფურტი - თბილისი"...

ფრანკფურტი:
საათების მაღაზიაში შევირბინე, გამყიდველი ბიჭი მომღიმარი სახით დამხვდა და ყველა საათი, რომელიც მომეწონა, გადმოიღო და თავისი ხელით მიკეთებდა ხელზე. მეხმარებოდა არჩევაში. თან მინდოდა და თან არ მინდოდა ყიდვა. განსაკუთრებული აუცილებლობაც არ იყო, საათების კოლექციისთვის კიდევ ერთი შემემატებინა. კარგა ხანს დავყავი მაღაზიაში და ამ ბიჭის სახიდან თავაზიანი ღიმილი არ გამქრალა, საოცარი მოთმინებითა და ენთუზიაზმით მემსახურებოდა. ბოლოს, ქართველი გამყიდველებისგან შეშინებულმა ხათრის გამო გადავწყვიტე, მეყიდა საათი (დღემდე მაქვს ეს საათი და ძალიან მიყვარს). ამ ბიჭმაც შემიფუთა შეძენილი ნივთი, გამიღიმა ზრდილობიანად და წარმატებული დღე მისურვა, კიდევ გვესტუმრეთო, გულწრფელად გამომაცილა კარამდე.

თბილისი:
გამყიდველს სახეზე აწერია ,,ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ", ყურადღებასაც არ მაქცევს, სამჯერ ვკითხე კონკრეტული ნივთის შესახებ. ბოლოს ისეთი სახით მიყურებს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ის რომ გამყიდველია და მე - კლიენტი. ,,აი, მყიდველი მაინც არ ხარ და რას მეკითხები?!" მიყურებს დაღლილი და ამრეზილი სახით. ვაჰ, მრცხვენია შეკითხვის, თან არ მინდა გავაღიზიანო და შევახსენო ჩემი არსებობით, რომ სულ გამყიდველი კი არ იყო, გაუჭირდა და რა ქნას. ბევრი შევაჭრების თავიც არ მაქვს, არც საუბრის, ვცდილობ თავად მოვძებნო ფასი და თავად გავაკეთო არჩევანი ან საერთოდ არ გავაკეთო. ,,გამყიდველის ზედმეტი შეწუხებისთვის" ბოდიშის მოსახდელად მუდამ მზად ვარ. ასე მორიდება-მოწიწება-რუდუნებით ვიძენთ ნივთებს უმეტესად...

... და.. მართლაც, გვეშველება რამე?!
რ(ი)ა ვიცი, რ(ი)ა ვიცი...

Posted by: nforumi 11 Jun 2014, 12:29
nutsiko
QUOTE
გვეშველება რამე?!

აი, ის შარიკი არის გადასატრიალებელი თავში,

უბრალოდ როგორ უნდა გადატრიალდეს, ეს არის გასარკვევი...

Posted by: anibani18 11 Jun 2014, 12:40
QUOTE (nutsiko @ 9 Jun 2014, 12:08 )

მას შემდეგ ჩვევად მექცა, როცა გადარბენებზე მიწევს რამის შეძენა და ქუჩაში ვარ, მიმოვიხედები ხოლმე, ჩემ გვერდით ხომ არავინაა, ვისაც შესაძლოა ან თანხა აკლდებოდეს საკვებზე (ჩემსავით, ერთ დროს) ან უბრალოდ იქვე შემწეობას ითხოვდეს, მორიდებით ვეკითხები, ხომ არ ,,დამეწვევიან სადილზე” და მენიუს ერთად ვარჩევთ. თანაც, ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო” და ასე ერთად ,,ვსადილობთ” ხოლმე.
არ არის აუცილებელი, ვიყოთ კეთილი ნების ელჩები რომელიმე შეჭირვებულ ქვეყანაში ან სულაც დიდი საზოგადო მოღვაწეები, სიკეთის კეთება ყოველთვის და ყველგან შეიძლება, თუ ამის სურვილი გვაქვს და გარშემო კარგად მიმოვიხედებით, ყოველთვის არსებობენ ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა, მცირედი ყურადღება სჭირდება.

არაჩვეულებრივი და გულითადი ტრადიცია გქონია. რა კარგია რომ არსებობენ ასეთი ხალხი <3

Posted by: nutsiko 11 Jun 2014, 12:47
anibani18
უბრალოდ მივხვდი, რომ თუ მინდა სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ, ეს საკუთარი თავით უნდა დამეწყო.
ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია და არა იმას, რაც მოდაშია ან საზოგადოებაში მიღებულია და პოპულარულია.

Posted by: anibani18 11 Jun 2014, 12:52
nutsiko

მართალი ხარ, სამყაროს შეცვლა საკუთარი თავის შეცვლით უნდა დავიწყოთ smile.gif

ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი სასიამოვნო თემა ვიპოვე, მეც გესტუმრებით ხოლმე smile.gif

Posted by: nutsiko 11 Jun 2014, 13:03
anibani18
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან... საინტერესო ამბებზე სამუსაიფოდ გვესტუმრე ჩვენს წყნარ სახლუკაში.

კაი ხალხი ვიკრიბებით აქ smile.gif

კეთილი იყოს შენი სტუმრობა 2kiss.gif

Posted by: anibani18 11 Jun 2014, 13:31
nutsiko
დიდი მადლობა მასპინძლობისთვის smile.gif სიამოვნებით გესტუმრებით ხოლმე 2kiss.gif

Posted by: tenochtitlan 11 Jun 2014, 18:54
nforumi
QUOTE
აი, ის შარიკი არის გადასატრიალებელი თავში,
უბრალოდ როგორ უნდა გადატრიალდეს, ეს არის გასარკვევი...

ხო, ძალიან მნიშვნელოვანი " შარიკია".
როგორ არ მინდა ხოლმე რაღაცას ან ვიღაცას დავაბრალო, მაგრამ
მგონია, რომ მაინც იმ უკუღმართი სავოკური მენტალობის და ცხოვრების გაგების ამბავია.
განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულების სსრკ-ს, როცა განსაკუთრებით გაიხრწნა ხალხი.
როცა "საერთო-სახალხო" საკუთრების მოპარვა კარგი ბიჭობა იყო,
მოპარვის შანსის ქონა და არმოყენება სიშტერე,
როცა კეთილსინდისიერად მუშაობა მიზერულ ხელფასზე (სხვა არ იყო) ჩმორობა იყო,
არმუშაობაში ხელფასის აღება წესი.
კიდევ ბევრს გავიხსენებ უკუღმართულს,
და ამ ყველაფერს გამოვლილი ადამიანი,
მისი გაზრდილი ახალი თაობა, ხომ ძნელია უცებ გადაეწყოს, ეგრევე სწორედ დაინახოს
პრობლემა, ჩამოუყალიბდეს ფასეულობები, გაიგოს შრომის ფასი და ა.შ.
მაგრამ იმედია ნელნელა შემოტრიალდება" შარიკი".
უბრალოდ აქაც არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცივილიზებულ სამყაროში სამოთხეა
და უკიდეგანო სამართლიანობა სუფევს და რაღაც ნაკლთან თუ სიძნელესთან შეხებისას
ხელი არ ჩავიქნიოთ.

Posted by: nforumi 11 Jun 2014, 21:41
tenochtitlan
QUOTE
გაიგოს შრომის ფასი

შრომის ფასი კი არა, პოლიტიკოსების გამოსვლებს თუ უყურებ, ისე ლაპარაკობენ თითქოს შრომის გარეშე ეკუთვნის ხალხს კამფეტები.

Posted by: nutsiko 12 Jun 2014, 20:51
ცხელი ჩაი და დილის ყავა აღარ ვიცი მე ცოტა ხანს მაინც...

დაიწყო ფეხბურთი დიდ ეკრანზე ცივი ლუდის თანხლებით

Posted by: nforumi 12 Jun 2014, 21:29
nutsiko
QUOTE
დაიწყო ფეხბურთი დიდ ეკრანზე ცივი ლუდის თანხლებით

არ მიყვარს ლუდი

არც ღამის თევა ...

Posted by: nutsiko 12 Jun 2014, 21:58
QUOTE (nforumi @ 12 Jun 2014, 20:29 )
nutsiko
QUOTE
დაიწყო ფეხბურთი დიდ ეკრანზე ცივი ლუდის თანხლებით

არ მიყვარს ლუდი

არც ღამის თევა ...

... და ფეხბურთი??

Posted by: nforumi 12 Jun 2014, 22:08
nutsiko
QUOTE
... და ფეხბურთი??

ადრე ძალიან მიყვარდა,
ახლა ნელ-თბილად smile.gif

Posted by: nforumi 15 Jun 2014, 19:11
რა არავინ არაფერს წერს, ყველა ფეხბურთშია ჩართული ისე, რომ დრო აღარ არის ყავის თემისთვის ?

Posted by: klo-C 16 Jun 2014, 11:42
nutsiko
ჩემი ფავორიტი იუზერი გახდი შენ!

არ მეგონა ზოგადა ფორუმზე ამ სიტყვებს ვინმეს ტუ ვეტყოდი...

და ისედაც ჩემს ირგვლივ ადამიანები უფრო ხშირად ნეგატიურ ემოციას იწვევენ ჩემში, მაგრამ შენ განსაკუთრბული ხარ !

რა კარგია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ...

მეც დავწერ იმას რაც არასდროს მომიყოლია არავისთვის
დილით სკოლაში წასვლის წინ წესად ჩაის დალევა და პოვიდლოიანი პურის ჭამა გვქონდა. მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტანდი "პოვიდლოს"
დედაჩემის მოწოდებულს მაინც ვჭამდი, არ მინდოდა გული ტკენოდა...
ჩაი ცხელი იყო და ცოტა დამეწვა ენა.
ჩვენი ეზოს ჭიშკარი სულ ხმაურით იხებოდა ხოლმე, გაიღო და გამოვედი.
გზაში შევამჩნიე რომ ჩემს ბატინკს, რომელიც ჩემი დისგან მერგო ძირი ლამის სულ შემოსძვრა.
სკოლაში ასე მისვლა ჩემთვის სიკვდილის ფასი იყო, ამიტომ სკოლის ეზოში დავიმალე მთელი დღე. უცნაურია მაგრამ იქ რამდენიმე საატი ისე გავატარე რომ დროის შეგრძნება საერთოდ გამიქრა. არ ვიცი რა უფრო მტკენდა გულს, ის რომ ბავშვები დამცინებდნენ, ან ის რომ მამა იქ არ იყო როცა გვჭირდებოდა თუ ისე რომ ეს ამბავი დედისტვის როგორ მეთქვა, რომ ვიცოტდი როგორ მოიწყენდა და ჩაუდგებოდა თვალებში ცრემლი. მერე უცებ თითქოს რაღაც გამახსენდა , როგორი გაჭირვებით მივაკითხე ბაბუაჩემის მეგობარ "საპოჟნიკს" , და ვთხოვე:
"დამიწებე რა სწოპა ბაბუა ეს ფეხსაცმელი"
"ვისი ბაღანა ხარ შენ ბაბუა?"
"რეზოს შვილიშვილი ვარ !"
"ვინ რეზოს?"
"აი ღვინო რომ მოაქვს ხოლმე შენთვის"
"მერე ბაბუაშენი სადაა?"
"აღარაა ბაბუა..."
...
"მოი დაჯექი მაქანე კუთხეში და მომეცი რაი სჭირს ვნახო"

ეს კაცი სომეხი იყო მაგრამ , რაღაც განსაკუთებული, კილოც კი არ ქონდა , ალბათ მარტო გვარი სომხური.
მომიკერა, ორივე წყვილი...

ისეთი ამაყი მივედი სახლში
ამაყი რომ ავარიდე დედა კიდევ ერთ იმედგაცრუებას

Posted by: nutsiko 16 Jun 2014, 13:21
nforumi
მე დავბრუნდი, მოყვასო, ფეხბურთს თავისი ადგილი აქვს და ამ თემას - სულ სხვა დატვირთვა smile.gif

klo-C
მადლობა ამ სითბოსთვის, ჩემო კარგო 2kiss.gif

-----------------------------
ახლა ჩაის ვსვამ და ბედნიერად ვიღიმები, მაქვს საფუძველი და ამიტომ...

სიხარული და ბედნიერების განცდა საოცრად გადამდებია.
გამთენიისას, სამსახურში მიმავალს, ქუჩის კუთხეში შეძენილი ყვავილებით სიხარულს ანიჭებ ხანში შესულ ბებოს, რომელიც მადლიერი თვალებით გაცილებს და ხმამაღლა გლოცავს.
შეძენილ გაზაფხულის ყვავილებს ჩუქნი იმ ადამიანს, რომელიც ყოველ დღე ზრუნავს ბევრი ადამიანის გამოკვებასა და ფიზიკურ მხნეობაზე. მისი დილაც პოზიტივით იწყება, გულწრფელი ღიმილით, ამაღლებული მოტივაციით, რომ მისი საქმიანობით ბედნიერ(ებ)ი და მადიერ(ებ)ი ვარ(თ), გეხუტება და ერთი-ორი შემართებით აგრძელებს დილაადრიან მუშაობას. სამზარეულოსაც გაზაფხულის სურნელი და განწყობა ემატება.
… და შენ უკან ბრუნდები ამაყად, თავაწეული, ბედნიერი, დადებითად დამუხტული და პოზიტივით აღსავსე. ძალიან მარტივია სიხარულის და ბედნიერების სხვებისთვის მინიჭება და ამით თავადაც ბედნიერების განცდა, მთავარია სურვილი, მონდომება და დიდი გული, დაინახო თითოეულ ადამიანში სიხარულის წყარო.

Posted by: nigo 16 Jun 2014, 22:13
როგორ ხართ?

ძალიან დაკავებული ვარ.

გერმანიამ პორტუგალიას 4 -ით ნოლი მოუგო.ძალიან გახარებული ვარ.

რაც ფრანც ბეკენბაუერი გამოჩნდა ,იმის შემდეგ სულ გერმანიას ვგულშევმატკივრობ. მხოლოდ ერთხელ იტალიას,როცა ჩემპიონები გახდნენ.

გუნდი ჰყავდათ ჰოლივუდის ვარსკვლავებზე უფრო მაგარი ბიჭები და გადავიხარე მათკენ.
ახალგაზრდა ვიყავი და რა მექნა biggrin.gif

Posted by: nforumi 16 Jun 2014, 22:17
nigo
QUOTE
მხოლოდ ერთხელ იტალიას,როცა ჩემპიონები გახდნენ.

ეგ როდის, პაოლო როსი რომ იყო ?

Posted by: nigo 16 Jun 2014, 22:44
nforumi
დინო ძოფი,ალტობელი და სხვები 1982 წელს ესპანეთში .
სწორედ გერმანია დაამარცხეს ფინალში და გამოდის ვუღალატე გერმანიას biggrin.gif

Posted by: elen7 17 Jun 2014, 00:44
სალამი,

ახალი თემა გქონიათ,როგორ ხაართ?
მე ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ
ნეტა როდის გამივლის
არადა დროა უკვე......

Posted by: t-90 17 Jun 2014, 07:21
elen7
QUOTE
მე ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ
ნეტა როდის გამივლის
არადა დროა უკვე......

ცივი ლუდი შველის ამ საქმეს, ან თევზაობა. ან ორივე ერთად იმიტომ რომ თევზი და ლუდი მიდიან ერთად გადასარევად. biggrin.gif
და რაც მთავარია სურვილი გქონდეს აკი ხასიათი. biggrin.gif

Posted by: nutsiko 17 Jun 2014, 10:39
klo-C
დილა მშვიდობის, ეს ფიქრები, რასაც ქვემოთ ვწერ, შენც დაგაფიქრებს, რამდენი მიზეზი გაქვს ბედნიერებისთვის : 2kiss.gif

ყოველ დილით:

- ყოველ დილით ვდგები ბედნიერი, ვიყურები ფანჯარაში და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება დავტკბე მზის სხივების და ადამიანების ყურებით და მომეცა შანსი, ვიყო ბედნიერი
- ყოველ დილით ,,მარშრუტკაში” ვისმენ ერთსადაიმავე ოჯახურ ამბავს მუდმივი თანამგზავრისგან, რომელსაც ყოველ 2 წუთში ურეკავს ქმარი და ესაუბრება. ვხვდები, რომ მათ უყვართ ერთმანეთი და ამ გოგოთი იწყება იმ ბიჭის დილა, ის ახსოვთ და უყვართ
- ყოველ დილით პეკინისა და პავლოვის კუთხეში გადასასვლელთან, შუქნიშანზე დგომისას, ტრადიციულად ვხედავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და მიხარია, რომ ამ ადამიანს შესწევს სულიერი მხნეობა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, დილას შეხვდეს უამრავ ადამიანს და დღე დაიწყოს მომღიმარი სახით
- ყოველ დილით დაცვის ბიჭი ლიფტთან მომღიმარი სახით მესალმება და მეც მიხარია, დადებითი მუხტი ხომ გადამდებია
- ყოველ დილით ვსვამ ჩაის თაფლით და ვივსები დადებითი ენერგიით და ვიცი, რომ დღეს ჩემი დღეა
- ყოველ დილით ვიცი, რომ სასიამოვნო საღამო მელოდება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად

და ბოლოს საინტერესო და სასიამოვნო დილას და შემდეგ წარმატებულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო!

Posted by: elen7 17 Jun 2014, 12:04
t-90
QUOTE
ცივი ლუდი შველის ამ საქმეს, ან თევზაობა. ან ორივე ერთად იმიტომ რომ თევზი და ლუდი მიდიან ერთად გადასარევად. 
და რაც მთავარია სურვილი გქონდეს აკი ხასიათი.

ჯერ ერთი სასმელს საერთოდ არ ვსვამ.არ დაიწყო ახლა როგორც იცით ხოლმე)
სათევზაოთ კიდევ არასდროს წავსულვარ, ცდად ღირს მაგრამ ვერა რაა ვერ, რა გამაჩერებს მთელი დღე ანკესით ხელში გაშეშებული.
მირჩევნია სახლი დავალაგო ))))

nutsiko

რა დადებითი ადამიანი ხარ, ნეტა ყველას შეგვეძლოს ასე მოქცევა .

Posted by: XVTIURI 17 Jun 2014, 12:15
elen7

QUOTE
მე ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ

მე მაშინ ვარ ცუდ ხასიათზე ან მიფუჭდება ხასიათი როდესაც მარტო ვარ boli.gif

Posted by: klo-C 17 Jun 2014, 12:16
nutsiko
მადლობა ნუცა

რა კარგია ასეთი პოზიტივის დანახვა რომ შეგიძლია ასეთ წვრილმანებში

-----

ერთ ერთი რიგითი ჩხუბის შემდეგ , მე თვალებდასიებული და ის გაბრაზებული იყო ...
კარები გაიჯახუნა და წავიდა.

მე ბალიშს ჩავეხუტე

უკვე ვფიქრობდი როგორი იქნება ჩემი ცხოვრება მის გარეშე. რა უნდა ვაკეთო თავისუფალ დროს...
უკვე ვეღარც ვტიროდი, მეძინებოდა ...
და ისევ დაბრუნდა,
ჩAვეხუტე

ნეტავ არ მოსულიყო

ან არ ჩავხუტებოდი

Posted by: elen7 17 Jun 2014, 12:50
XVTIURI

QUOTE
მე მაშინ ვარ ცუდ ხასიათზე ან მიფუჭდება ხასიათი როდესაც მარტო ვარ

ყველა ეგრეა თითქმის.

ამიტომ უნდა წავიდეთ მეგობრებთან ამდროს, ან ვუყუროთ ფილმს, ან ან .... იმდენი რამის მოფიქრება შეიძლება,მაგრამ მაგ დროს არაფერის გაკეთება არ გინდა სამწუხაროდ!

Posted by: XVTIURI 17 Jun 2014, 13:39
elen7
QUOTE
ამიტომ უნდა წავიდეთ მეგობრებთან ამდროს, ან ვუყუროთ ფილმს, ან ან .... იმდენი რამის მოფიქრება შეიძლება,მაგრამ მაგ დროს არაფერის გაკეთება არ გინდა სამწუხაროდ!

ფილმის ყურება დღისით არ მიყვარს, უფრო მეგობრებთან ერთად მაგრამ ამ დროს უკვე ყველანაირად ვიხსნები და არანაირი დაძაბულობა ბევრი ფიქრი, პირიქით უფრო თავისუფალი ვარ ყველანაირი მოხსნით bis.gif

Posted by: nforumi 17 Jun 2014, 13:43
nigo
QUOTE
დინო ძოფი,ალტობელი და სხვები 1982 წელს ესპანეთში .
სწორედ გერმანია დაამარცხეს ფინალში და გამოდის ვუღალატე გერმანიას

ხოო, მახსოვს, 3 გოლი გაიტანა როსიმ.

Posted by: chukius 17 Jun 2014, 13:50
nutsiko
QUOTE
- ყოველ დილით ვდგები ბედნიერი, ვიყურები ფანჯარაში და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება დავტკბე მზის სხივების და ადამიანების ყურებით და მომეცა შანსი, ვიყო ბედნიერი
- ყოველ დილით ,,მარშრუტკაში” ვისმენ ერთსადაიმავე ოჯახურ ამბავს მუდმივი თანამგზავრისგან, რომელსაც ყოველ 2 წუთში ურეკავს ქმარი და ესაუბრება. ვხვდები, რომ მათ უყვართ ერთმანეთი და ამ გოგოთი იწყება იმ ბიჭის დილა, ის ახსოვთ და უყვართ
- ყოველ დილით პეკინისა და პავლოვის კუთხეში გადასასვლელთან, შუქნიშანზე დგომისას, ტრადიციულად ვხედავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და მიხარია, რომ ამ ადამიანს შესწევს სულიერი მხნეობა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, დილას შეხვდეს უამრავ ადამიანს და დღე დაიწყოს მომღიმარი სახით
- ყოველ დილით დაცვის ბიჭი ლიფტთან მომღიმარი სახით მესალმება და მეც მიხარია, დადებითი მუხტი ხომ გადამდებია
- ყოველ დილით ვსვამ ჩაის თაფლით და ვივსები დადებითი ენერგიით და ვიცი, რომ დღეს ჩემი დღეა
- ყოველ დილით ვიცი, რომ სასიამოვნო საღამო მელოდება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად

როგორ გეტყობა, წინა საღამოს 3 ლიტრი ლუდი რომ არ გაქვს დალეული, ტოტალიზატორის ბილეთი წაგებული, არც 3 თვის უხელფასობა გაწუხებს, არც დამატებული სემესტრი უნივერსიტეტში და დილის 9 საათზე ორსული ცოლი არ გაღვიძებს შოკოლადი მინდაო biggrin.gif 21 წლის ასაკში user.gif

Posted by: nutsiko 17 Jun 2014, 13:55
QUOTE (chukius @ 17 Jun 2014, 12:50 )

როგორ გეტყობა, წინა საღამოს 3 ლიტრი ლუდი რომ არ გაქვს დალეული, ტოტალიზატორის ბილეთი წაგებული, არც 3 თვის უხელფასობა გაწუხებს, არც დამატებული სემესტრი უნივერსიტეტში და დილის 9 საათზე ორსული ცოლი არ გაღვიძებს შოკოლადი მინდაო biggrin.gif 21 წლის ასაკში user.gif

წინა საღამოს სამი ჭიქა ყავა მაქვს დალეული მხნეობისა და გამოფხიზლებისთვის, რომ სამუშაო დროულად ჩამებარებინა, რადგან ვერ ვასწრებდი გადატვირთული გრაფიკის გამო.
ბილეთი წაგებული არა, თუმცა გასასტუმრებელი სასწრაფო ვალები - იცოცხლე
მესამე თვეა ხელფასს ველოდები და მაინც იმედით ვარ... ვშრომობ, ვთარგმნი, ვწვალობ და მადლობა შემოქმედს, რომ რაღაცას მაინც ვახერხებ
დილის 7 საათზე (და არა 9ზე შენგან განსხვავებით) ბავშვი მახტება თავზე მულტფილმები ჩამირთეო...
და ეს ბედნიერების ,,კომპოტი" ყველაფერი 25 წლის ასაკში

... ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ smile.gif 2kiss.gif

Posted by: 88888 17 Jun 2014, 13:56
chukius
რას გინდა...კაი ბობოქარი ცხოვრება გქონიაbiggrin.gif

nutsiko

ნათელი მაგალითი ხარ იმის, რომ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის წილ ბედნიერებას)))))))))))))))))))))

Posted by: chukius 17 Jun 2014, 14:07
nutsiko
QUOTE
.. ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ 

2kiss.gif 2kiss.gif ვგონებ, ოპტიმიზმითაც ვგავართ ერთმანეთს wink.gif

88888
QUOTE
რას გინდა...კაი ბობოქარი ცხოვრება გქონია

ხო, არ ვუჩუვი მაგას biggrin.gif

Posted by: nforumi 17 Jun 2014, 14:50
nutsiko
chukius

ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრადცარიელიას ამბავია.

ბედნიერებაა ბედნიერი იყი იმით რაც გაქვს, შეძლო დაინახო რომ გაქვს ეს.

Posted by: nigo 17 Jun 2014, 16:39
chukius
nutsiko
ნუ წუწუნებთ,ახალგაზრდები ხართ და ისიამოვნეთ. biggrin.gif

დრო ისე მიქრის,ვერც მივხვდი ,როდის შევედი ასაკში.
ცოცხალი თავით არ ვამბობ,დავბერდი-მეთქი.

ვმუშაობ განუსაზღვრელი გრაფიკით,ხანდახან ღამის 2-მდე,შემდეგ 6-ზე უკვე სამსახურში უნდა ვიყო.

სამსახურში ყოფნისას სამჯერ მოვქრივარ სახლში,ბავშვი ბაღიდან,კერძო მოწაფეები,სტუმრები თითქმის ყოველდღე,მარტო მე მქონდა ცალკე ბინა.იმ დროს წარმოუდგენელი იყო.ვაძინებ ბავშვს ,ვტოვენ სტუმრებს გაშლილ სუფრასთან.
სად იყო საოჯახო სამზარეულოები.

მშობლებს ვუმტკიცებ, რომ დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად და შესაბამისად ჭკუასაც ნუ მარიგებენ.

ამხანაგებში ყოფნა ,ცეკვა და დროსტარება მირჩევნია ყველაფერს. ვარ 22 წლის.
ხელფას არ მიგვიანებენ.მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ.
მივხვდი რომ საკუთარი ფული თავისუფლებაა და ცხოვრება მიხარია.

ასი წლის წინ იყო
biggrin.gif
დამთავრდება ჩემპიონატი და სემესტრი.მერე ერთად წავიკითხავ ყველაფერს,მიხარია თემა რომ არ იძირება love.gif

Posted by: *january* 17 Jun 2014, 17:40
QUOTE
 ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან..

ეჰჰჰ...

დარჩა მხოლოდ მოგონებები...
ცოტას წავისლუკუნებ და წავალ,არ შეიმჩნიოთ user.gif

Posted by: nforumi 17 Jun 2014, 20:50
nigo
QUOTE
ამხანაგებში ყოფნა ,ცეკვა და დროსტარება მირჩევნია ყველაფერს. ვარ 22 წლის.
ხელფას არ მიგვიანებენ.მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ.
მივხვდი რომ საკუთარი ფული თავისუფლებაა და ცხოვრება მიხარია.

ასი წლის წინ იყო

122 წლის ხარ ?
biggrin.gif

QUOTE
ნუ წუწუნებთ,ახალგაზრდები ხართ და ისიამოვნეთ. 

ახლა ამათ რა, ცოტა წაიწუწუნეს.
ზოგმა მართლა ისეთი წუწუნი იცის, შეუძლებელია მის გვერდით გაჩერება.

Posted by: t-90 17 Jun 2014, 22:13
elen7
QUOTE
ჯერ ერთი სასმელს საერთოდ არ ვსვამ.არ დაიწყო ახლა როგორც იცით ხოლმე)

არ ვიწყებ არაფერს.
არ სვამ და ნუ სვამ. რელაქსაციის კარგი საშუალებაა ისე.
QUOTE
სათევზაოთ კიდევ არასდროს წავსულვარ, ცდად ღირს მაგრამ ვერა რაა ვერ, რა გამაჩერებს მთელი დღე ანკესით ხელში გაშეშებული.

მთელი დღე? biggrin.gif
ღამე უნდა წახვიდე, დილით ჩაყარო ანკესები, დაიჭირო და წამოხვიდე.
რა მთელი დღე? biggrin.gif
დილის რვის მერე თებზი არ იჭირება კარგად.
QUOTE
ამიტომ უნდა წავიდეთ მეგობრებთან ამდროს, ან ვუყუროთ ფილმს, ან ან .... იმდენი რამის მოფიქრება შეიძლება,მაგრამ მაგ დროს არაფერის გაკეთება არ გინდა სამწუხაროდ!

ტიპიური ქალური დეპრესია.
ან ფეხმძიმედ ხარ ან შეყვარებული ან ჯასთ ნერვოზი გჭირს. პირველი მაღალი დონეა, მეორე შედარებით ნაკლებ მაღალი მესამე უფრო ნაკლები. ეხლა ამოირჩიე რომელი ხარ. biggrin.gif
პ.ს. დიაგნოზის დამსმელს ლუდი ეკუთვნის biggrin.gif
nforumi
QUOTE
ბედნიერებაა ბედნიერი იყი იმით რაც გაქვს, შეძლო დაინახო რომ გაქვს ეს.

ბედნიერი ადამიანი არის ზარმაცი ადამიანი.
სამწუხაროდ ჩვენ სამყაროში ზარმაცი ბედნიერი ადამიანები ადრე კვდებიან.
პერიფრაზი დოგენ ზენჯის შობოგენძოდან (ძენ ბუდიზმი და რამე)

Posted by: elen7 17 Jun 2014, 22:45
t-90
QUOTE
არ სვამ და ნუ სვამ. რელაქსაციის კარგი საშუალებაა ისე.

არ ვსაჭიროებ რელაქსაციას.

QUOTE
მთელი დღე? 
ღამე უნდა წახვიდე, დილით ჩაყარო ანკესები, დაიჭირო და წამოხვიდე.
რა მთელი დღე? 
დილის რვის მერე თებზი არ იჭირება კარგად.

მე მეგონა თევზისთვის უნდა დაგეცადა
ასე ვიცი გადმოცემით biggrin.gif

QUOTE
ან ფეხმძიმედ

ღმერთმა დამიფაროს biggrin.gif

QUOTE
ნერვოზი გჭირს

ნევროზი ჯერ ერთი.
QUOTE
პ.ს. დიაგნოზის დამსმელს ლუდი ეკუთვნის

ვერ გამოიცანი, არაფერი არ მჭირს.
აღარც ცუდ ხასიათზე ვარ tongue.gif

Posted by: t-90 17 Jun 2014, 23:04
elen7
QUOTE
არ ვსაჭიროებ რელაქსაციას.

ნორმალური ადამიანი საჭიროებს. biggrin.gif პროსტო შენ ეტყობა სხვა რამით ისვენებ.
QUOTE
ღმერთმა დამიფაროს

რატო რას ერჩი კაია. მე ვიფიქრე ძეობაზე მაინც დამპატიჟებს თქვა biggrin.gif
QUOTE
ნევროზი ჯერ ერთი.

მაპატიეთ მე სოფლელს ერთი მეხანიკური შეცდომაჲ biggrin.gif
QUOTE
მე მეგონა თევზისთვის უნდა დაგეცადა
ასე ვიცი გადმოცემით

ხო უცდი მარა დილით თევზიდან თევზამდე ცდის ინტერვალები საოცრად იკლებს.
QUOTE
ვერ გამოიცანი, არაფერი არ მჭირს.
აღარც ცუდ ხასიათზე ვარ

ჟეზანიჟნავია. biggrin.gif
მარა ისეც ნუ იზამ რო ლუდზე ჩემი არადაპატიჟების გამო თავი მოატყუო biggrin.gif

Posted by: nforumi 18 Jun 2014, 00:20
t-90
QUOTE
ბედნიერი ადამიანი არის ზარმაცი ადამიანი.

არასწორია.

Posted by: elen7 18 Jun 2014, 00:33
t-90
QUOTE
პროსტო შენ ეტყობა სხვა რამით ისვენებ.

კი ნამდვილად,შვებულება მაქვს და ვისვენებ biggrin.gif

QUOTE
ხო უცდი მარა დილით თევზიდან თევზამდე ცდის ინტერვალები საოცრად იკლებს.

ხოო არვიცი,წამიყვანე და გავიგებ biggrin.gif
QUOTE
მარა ისეც ნუ იზამ რო ლუდზე ჩემი არადაპატიჟების გამო თავი მოატყუო

არა რა მეტყობა ეხლამე რომ ვიყო ცუდ ხასიათზე? biggrin.gif

nforumi
მართალია.
მე ვარ ზარმაცი მაგრამ არ ვარ ბედნიერი biggrin.gif

Posted by: Artist 18 Jun 2014, 01:04
elen7
QUOTE
მე ვარ ზარმაცი მაგრამ არ ვარ ბედნიერი

საინტერესო აზრია... smile.gif

Posted by: t-90 18 Jun 2014, 06:26
elen7
QUOTE
კი ნამდვილად,შვებულება მაქვს და ვისვენებ

მშვენიერია. biggrin.gif შვებულება მოსალოცი ამბავია თქვენთვის თანამშრომელი ხალხისთვის.
QUOTE
ხოო არვიცი,წამიყვანე და გავიგებ

წაგიყვან როცა გინდა. biggrin.gif დაგამუღამებინებ. biggrin.gif პროსტო მინიმუმ ზურგჩანთა უნდა გქონდეს რო შენი ბარახლო რაშიც დაიძინებ ათრიო. biggrin.gif კარავს მოგცემ. biggrin.gif
QUOTE
არა რა მეტყობა ეხლამე რომ ვიყო ცუდ ხასიათზე?

არაფერი, მაგრამ ვინ იცის. biggrin.gif
QUOTE
მე ვარ ზარმაცი მაგრამ არ ვარ ბედნიერი

A დან B გამომდინარეობა არ ნიშნავს რო B დან A გამომდინარეობს.
ანუ A და B ტოლფასი სულაც არ არის.
მოკლედ მეზარება ეხლა ლოგიკის ახსნა. biggrin.gif
nforumi
QUOTE
არასწორია.

სწორია სწორია.
უფრო რო გავშალო ბედნიერი არის თვითმკმაყოფილი ადამიანი, საკუთარი თავით კმაყოფილი კიდე არის ზარმაცი იმიტომ რომ საკუთარი თავის სრულყოფას არ ეწევა. ეგეთები კიდე ადრე კვდებიან.

Posted by: nforumi 18 Jun 2014, 09:53
elen7
QUOTE
მე ვარ ზარმაცი მაგრამ არ ვარ ბედნიერი

პირიქითაც შესაძლებელია.

t-90
QUOTE
A დან B გამომდინარეობა არ ნიშნავს რო B დან A გამომდინარეობს.

ნამდვილად.
თუმცა ამ შემთხვევაში არც პირიქით ნათქვამია სწორი, ანუ შენ რასაც ამტკიცებ.

QUOTE
ბედნიერი არის თვითმკმაყოფილი ადამიანი,

აქ უკვე საკითხავია რა არის ბედნიერება, განმარტე მაშინ...

ჩემი აზრით ბედნიერი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ადამიანი, თუ ახერხებს თვითრეალიზებას. ( წინადადებაში მიწერია სიტყვა 'შეიძლება' )

ზარმაცი ადამიანი კი არა მგონია ახერხებდეს თვითრეალიზაციას. (ნუ, თუ მისი თვითრეალიზაცია უქნარობა არ არის smile.gif ).

Posted by: t-90 18 Jun 2014, 13:44
nforumi
QUOTE
ჩემი აზრით ბედნიერი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ადამიანი, თუ ახერხებს თვითრეალიზებას. ( წინადადებაში მიწერია სიტყვა 'შეიძლება' )

ზარმაცი ადამიანი კი არა მგონია ახერხებდეს თვითრეალიზაციას. (ნუ, თუ მისი თვითრეალიზაცია უქნარობა არ არის  ).

თვითრეალიზებას ჩემი მეზობელიც ახერხებს, საპოჟნიკი.
უბრალოდ სიზარმაცე აკ უქნარობას არ ნიშნავს ნიშნავს უკეთესის არ გაკეთების სურვილს.

Posted by: elen7 18 Jun 2014, 14:49
t-90
QUOTE
წაგიყვან როცა გინდა.  დაგამუღამებინებ.  პროსტო მინიმუმ ზურგჩანთა უნდა გქონდეს რო შენი ბარახლო რაშიც დაიძინებ ათრიო.  კარავს მოგცემ. 

მერე სადმე თუ წავიქეცი გული წამივიდა რაღას იზამ ? biggrin.gif

QUOTE
A დან B გამომდინარეობა არ ნიშნავს რო B დან A გამომდინარეობს.
ანუ A და B ტოლფასი სულაც არ არის.
მოკლედ მეზარება ეხლა ლოგიკის ახსნა.

არმინდა შენი ახსნა ლოგიკის,ისედაც ვიცი ლოგიკა tongue.gif

Posted by: t-90 18 Jun 2014, 15:55
elen7
QUOTE
მერე სადმე თუ წავიქეცი გული წამივიდა რაღას იზამ ?

ნუ გეშინია ჩემთან ერთად ჯერ გულის წასვლით არავინ წაქცეულა. არც შენ წაიქცევი. biggrin.gif biggrin.gif წაქცევები და ა.შ. ჩემი პრეროგატივაა. biggrin.gif
ზატო თავგადასავლები იქნება ოხრად. აი მერე რო ტკბილად გაგონდება ხოლმე ადამიანს. biggrin.gif შანსი არააა რო რაღაცა გაუგებრობაში არ მოვყვე პახოდში დაჟე მარტო როცა დავდივარ მაშინაც.
QUOTE
არმინდა შენი ახსნა ლოგიკის,ისედაც ვიცი ლოგიკა

რეავი აბა რეავი. biggrin.gif biggrin.gif
არ იცი რო აქ ამხელა ოკამის სამართებელი ვზივარ? biggrin.gif

Posted by: elen7 18 Jun 2014, 17:35
Artist
QUOTE
საინტერესო აზრია...

რავიცი, დამიწუნეს აქ ჩაის მოყვარულებმა smile.gif

t-90
QUOTE
ნუ გეშინია ჩემთან ერთად ჯერ გულის წასვლით არავინ წაქცეულა. არც შენ წაიქცევი.  წაქცევები და ა.შ. ჩემი პრეროგატივაა. 
ზატო თავგადასავლები იქნება ოხრად. აი მერე რო ტკბილად გაგონდება ხოლმე ადამიანს.  შანსი არააა რო რაღაცა გაუგებრობაში არ მოვყვე პახოდში დაჟე მარტო როცა დავდივარ მაშინაც.

მე კი არა შენ გეშინოდეს, გველებზე და რაღაცეებზე გული მიმდის.
მერე ვინ გითხრა რომ გაუგებრობა და არეულობა მიყვარს, არა გენაცვალე, მე დალაგებული ცხოვრება მირჩევნია biggrin.gif

Posted by: t-90 18 Jun 2014, 17:38
elen7
QUOTE
მე კი არა შენ გეშინოდეს, გველებზე და რაღაცეებზე გული მიმდის.

გველს რა უნდა ტბასთან? biggrin.gif
საქართველოში გველი არის სულ ოთხ ჰა ჰა ხუთ ადგილას. biggrin.gif
QUOTE
მერე ვინ გითხრა რომ გაუგებრობა და არეულობა მიყვარს, არა გენაცვალე, მე დალაგებული ცხოვრება მირჩევნია

ხო არა მესმის ეხლა თებზაობის თან ვიღაც ტანკისტთან ერთად თებზაობის სურვილი არ გექნება biggrin.gif მარა დალაგებული ცხოვრება რა შუაშია ერთობი რა. biggrin.gif არც მე მაქვს არეული ცხოვრება. ძალიან წყნარად მშვიდად ყოველგვარი ექსცესების გარეშე ვცხოვრობ biggrin.gif დაჟე სახლიდანაც იშვიათად გავდივარ თუ რამე საინტერესო არ ხდება.

Posted by: elen7 18 Jun 2014, 17:41
t-90
QUOTE
საქართველოში გველი არის სულ ოთხ ჰა ჰა ხუთ ადგილას.

ხო ვიცი მერე მანდ წამიყვან მაინცდამაინც biggrin.gif
QUOTE
მარა დალაგებული ცხოვრება რა შუაშია ერთობი რა. 

თევზაობა თუ გასართობი იყო არ ვიცოდი biggrin.gif
ნარდის თამაშში ხო არ გეშლება? givi.gif

Posted by: t-90 18 Jun 2014, 17:59
elen7
QUOTE
ხო ვიცი მერე მანდ წამიყვან მაინცდამაინც

არა კი ხარ ღირსი ბაჟის არ ჩაბარებისთვის, მაგრამ მე ხო სულით და გულით ფსევდოარისტოკრატი, მომავალი ნუვორიში ჟენტლმენი ვარ biggrin.gif და მასეთ ცუდ რაღაცეებს არ ვიკადრებ. biggrin.gif biggrin.gif არადა არ ვიკადრებ კი არა რა გათრევს მერე შენ biggrin.gif
QUOTE
თევზაობა თუ გასართობი იყო არ ვიცოდი
ნარდის თამაშში ხო არ გეშლება?

ეგაა გასართობი თუა, ბუნებასთან ჭიდილი და ა.შ. ნარდის წაღებაც მოჟნა biggrin.gif
პ.ს. მგონი შენი სკაიპი ვიცი. biggrin.gif

Posted by: elen7 18 Jun 2014, 18:04
t-90
QUOTE
არა კი ხარ ღირსი ბაჟის არ ჩაბარებისთვის, მაგრამ მე ხო სულით და გულით ფსევდოარისტოკრატი, მომავალი ნუვორიში ჟენტლმენი ვარ  და მასეთ ცუდ რაღაცეებს არ ვიკადრებ.  არადა არ ვიკადრებ კი არა რა გათრევს მერე შენ 

რაიყო 80 კილო კი არ ვარ biggrin.gif
არ დაგამაყოლა ერთ ბაჟს კაცო

QUOTE
ეგაა გასართობი თუა, ბუნებასთან ჭიდილი და ა.შ. ნარდის წაღებაც მოჟნა

მანდ მაინც დაგამარცხებ biggrin.gif
QUOTE
პ.ს. მგონი შენი სკაიპი ვიცი.

ხოოო? მე არ ვიცი და ნეტა შენ საიდან იცი biggrin.gif
თქვი აბა

Posted by: t-90 18 Jun 2014, 18:11
elen7
QUOTE
რაიყო 80 კილო კი არ ვარ

მე რავი აბა. biggrin.gif
თან კიდე ოთხმოცი კილო კი არა ოცკილოსარმიღწეული რუკზაკის თრევა მეზარება biggrin.gif
არ იცი შენ არ გივლია გეტყობა, ლამის ყველაფერი მოისროლო მაგ დროს biggrin.gif
QUOTE
არ დაგამაყოლა ერთ ბაჟს კაცო

რას იზამ ასეთი ბოღმა და გეზლი ვარ მე. biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მანდ მაინც დაგამარცხებ

არც მთლად მასეა საქმე. biggrin.gif
QUOTE
ხოოო? მე არ ვიცი და ნეტა შენ საიდან იცი
თქვი აბა

პიემში მოგწერ ცოტა ხანში.
მე ძაან პოზდნი ვარ და ცოტა გვიან ამოვხსენი რაღაცა. biggrin.gif

Posted by: elen7 18 Jun 2014, 18:14
t-90
QUOTE
მე რავი აბა. 
თან კიდე ოთხმოცი კილო კი არა ოცკილოსარმიღწეული რუკზაკის თრევა მეზარება 
არ იცი შენ არ გივლია გეტყობა, ლამის ყველაფერი მოისროლო მაგ დროს 

ხო ოცი კილოსი რა მოგახსენო biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
პიემში მოგწერ ცოტა ხანში.
მე ძაან პოზდნი ვარ და ცოტა გვიან ამოვხსენი რაღაცა.

რა ამოხსენი ერთი როგორ მაინტერესებს biggrin.gif

არანაირად არ მხიბლავს ლაშქრობა და ზოგადად ისეთი რაღაცეები სადაც ფიზიკურად ვიღლები.მირჩევნია სადმე მშვიდ ადგილას ვიყო,მქონდეს ჰამაკი და საინტერესო წიგნი. ან ველოსიპედით ვისეირნო, ან თხილამურებით ვისრიალო.რატო უნდა დავიღალო არ მესმის

Posted by: t-90 18 Jun 2014, 18:23
elen7
QUOTE
რანაირად არ მხიბლავს ლაშქრობა და ზოგადად ისეთი რაღაცეები სადაც ფიზიკურად ვიღლები.მირჩევნია სადმე მშვიდ ადგილას ვიყო,მქონდეს ჰამაკი და საინტერესო წიგნი. ან ველოსიპედით ვისეირნო, ან თხილამურებით ვისრიალო.რატო უნდა დავიღალო არ მესმის

არადა ფიზიკურად სულაც არ იღლები სუფთა ჰაერზე ნელნელა სეირნობით.
არ ჰყოფილხარ როგორც ჩანს შენ. biggrin.gif biggrin.gif
ფიზიკურად დაღლა კი არა ჩიტივით ვარ.

QUOTE
რა ამოხსენი ერთი როგორ მაინტერესებს

პიემი იხილეთ. biggrin.gif

Posted by: elen7 18 Jun 2014, 18:28
t-90
QUOTE
არადა ფიზიკურად სულაც არ იღლები სუფთა ჰაერზე ნელნელა სეირნობით.
არ ჰყოფილხარ როგორც ჩანს შენ. 
ფიზიკურად დაღლა კი არა ჩიტივით ვარ.

20 კილოიანი ზურგჩანთა კი არა მოცვზე სოფელში კალათა რო მიმქონდა ასავსებად იმით ვიღლებოდი 20 წუთში biggrin.gif

QUOTE
პიემი იხილეთ.

რეები დაგიმახსოვრებია lol.gif lol.gif lol.gif
კი ჩემია ეგ სკაიპი უბრალოდ ჰოი საოცრებავ პაროლი დამავიწყდა biggrin.gif
და ვერ აღვადგინე ((

Posted by: t-90 18 Jun 2014, 18:55
elen7
QUOTE
20 კილოიანი ზურგჩანთა კი არა მოცვზე სოფელში კალათა რო მიმქონდა ასავსებად იმით ვიღლებოდი 20 წუთში

ოცკილოანი ზურგჩანთა დამაქვს ორკვირიან ექსპედიციაზე ან რამე ეგეთ ადგილას.
სათევზაოთ ჰა ჰა ათი კილო.
QUOTE
რეები დაგიმახსოვრებია     
კი ჩემია ეგ სკაიპი უბრალოდ ჰოი საოცრებავ პაროლი დამავიწყდა 
და ვერ აღვადგინე ((

საჭირო რამეები არ მახსენდება საჭირო დროს თორე ეგეთები იცოცხლე biggrin.gif
ე.ი. თურმე სკაიპს არეკლამებდი მომწერეთო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: elen7 18 Jun 2014, 18:59
t-90
QUOTE
ე.ი. თურმე სკაიპს არეკლამებდი მომწერეთო 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
მაგ დროს არ მქონდა ეგ სკაიპი გაკეთებული ჯერ

Posted by: t-90 18 Jun 2014, 19:00
elen7
QUOTE
მაგ დროს არ მქონდა ეგ სკაიპი გაკეთებული ჯერ

ძნელი დასაჯერებელი კია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მარა კაი ჰა დაგიჯერებ ჩემი რა მიდის მაინც ვერ გამატებ სკაიპში და biggrin.gif

Posted by: elen7 18 Jun 2014, 19:05
t-90
QUOTE
ძნელი დასაჯერებელი კია   
მარა კაი ჰა დაგიჯერებ ჩემი რა მიდის მაინც ვერ გამატებ სკაიპში და

ჩემთვისაც ძნელი დასაჯერებელი იყო,რომ მაგ ლოგიკით მიხვედი ჩემს სკაიპამდე მარა დავიჯერე ჰა biggrin.gif

Posted by: t-90 18 Jun 2014, 19:07
elen7
QUOTE
ჩემთვისაც ძნელი დასაჯერებელი იყო,რომ მაგ ლოგიკით მიხვედი ჩემს სკაიპამდე მარა დავიჯერე ჰა

აბა საიდან უნდა მივსულიყავი, შენ კომპიუტერს ხო არ გავტეხავდი. biggrin.gif
ან კიდე მედიუმის, ექსტრასენსის და ა.შ. რამე მეტყობა/? biggrin.gif

Posted by: nutsiko 18 Jun 2014, 20:08
ჰოოოდა, იმას გიყვებოდით, რომ...

... სახლში ახალდაბრუნებული ჩემს ჰამაკში ჩაწოლილი ვუსმენ დოგას ,,გრამაფონს” და ჩემს ე.წ. ფრენდ ლისტს გადავავლე თვალი და საინტერესო რამ აღმოვაჩინე:
1. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პოზიტიურს აზიარებენ, რაც მოტივაციასაც მიმაღლებს და განწყობასაც.
2. არიან ზოგნი, ვინც მხოლოდ უარყოფითს ხედავენ ყველასა და ყველაფერში, მუდამ ცხოვრებაზე დაბოღმილი და არც თუ სასიამოვნო ,,პოსტებით” გამოირჩევიან. ,,ცივი შხაპის” ეფექტი აქვთ ასეთებს, მაფხიზლებენ და რაღაცეებზე დამაფიქრებენ ხოლმე.
3. მყვანან გურმანებიც, რომლებისთვისაც დღე იწყება გემრიელი საკვებით და დღე სრულდება შემწვარ-მოხრაკულებით. თან ისე უყვართ სამზარეულოს ამბების გამოფენა, რომ საკმარისია სადმე ფინჯანი ყავა დალიონ ან სადმე გვარიანად იქეიფონ, ყველა საკვებს ფოტოს უღებენ და მერე აქ თავს იწონებენ (ნუ ესეც ეტყობა ერთგვარი გასართობია)
4. ჩექინისტები: შეხვედრა ისე არ ჩაივლის და გამარჯობას ისე არავის ეტყვიან, რომ არ დაჩექინდნენ, რაც მე ძალიან მამხიარულებს. ყოველთვის ვიცი, ისინი სად და ვისთან არიან და რას აკეთებენ.
5. მხიარულები და მოღადავეები - ისეთ პოსტებსა და ფოტოებს დებენ ხოლმე, მთელი დღე კარგი განწყობა მიმყვება და გულწრფელი მადლობა თქვენ, ვინც ასეთები მყავხართ
6. ,,დაკარგულები” - მარტო ვირტუალური სივრციდან კი არა, ტელეფონი რომც ააფეთქო, ამ სამყაროში არ არიან (ჰოჰოოო, მავანთა გასაგონად ვამბობ, 905-ში რომ იცით შეხმიანება)
7. ,,რამანწიკები” - ძალიან მიყვარხართ და, ამავდროულად, ძალიან ვხალისობ ცნობილი თუ უცნობი მწერლების და ფილოსოფოსების ამონარიდებსა და ციტატებზე სიყვარულსა და მსგავს რამეებზე
8. მოგზაურები - სულ ჩემები, სულ ძვირფასები და გულადები. არ იშურებენ საოცარი ფოტოებისა და ამბების გაზიარებას, რაც კიდევ უფრო მეტი ადგილის ათვისებისკენ და მოგზაურობისკენ მიბიძგებს.
9. აი, ფოტოების გადმოგზავნისთვის რომ ვიმატებთ ხოლმე და ,,უი, დაგამატებ რა მეც ფეისბუქზე” და მერე რომ არ გვახსოვს ერთმანეთი მაინცდამაინც - ასეთი ხალხი. გვყავს ფრენდ ლისტში, ვნაცნობობთ,ისინი იქ არიან და ჩვენ აქ.
10. ფოტოგრაფები - უძვირფასესი ხალხი, გასაოცარი ხედვით, გამჭრიახი თვალით და ყოველთვის რომ ძალიან აღმაფრთოვანებს მათი პოსტების ნახვა და ფოტოების დათვალიერება.

საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ საინტერესო და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საზოგადოება მყავს, რომლის თითოეული წევრი, თითოეული ინდივიდი ერთი ცალკეული საინტერესო სამყაროა, თავისი ისტორიით, თავისი დარდითა და სიხარულით, მე თქვენგან ბევრს ვსწავლობ და მიყვარხართ ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ smile.gif

Posted by: t-90 18 Jun 2014, 20:13
ვიშ რა კარგია ფეისბუქი რო არ მაქვს.
ამდენი ჭრელი ნაროდის ატანა არ მიწევს, ფორუმსაც ვზღუდავ ცოტა (Eხლა ბრაუზერი დავაყენე ახალი და შესაბამისად სანამ ამმის ბლოკერს ჩამოვიწერ ვინუჟდენი ვარ.

Posted by: nforumi 18 Jun 2014, 21:44
t-90
QUOTE
თვითრეალიზებას ჩემი მეზობელიც ახერხებს, საპოჟნიკი.
უბრალოდ სიზარმაცე აკ უქნარობას არ ნიშნავს ნიშნავს უკეთესის არ გაკეთების სურვილს.

ვერ მესმის რაზე მეკამათები.

Posted by: t-90 18 Jun 2014, 22:26
nforumi
QUOTE
ვერ მესმის რაზე მეკამათები.

არაფერს არ გეკამათები, უბრალოდ მიმაჩნია რო თვითსრულყოფა გამორიცხავს ბედნიერებას, იმიტომ რომ გამორიცხავს კმაყოფილებას.

Posted by: elen7 18 Jun 2014, 23:23
საერთოდ არ მაქვს არც მე ფეისბუქი და მადლობა ჩემს თავს, რომ არ ვკარგავ მანდ ჩემს ძვირფას დროს smile.gif

Posted by: nforumi 18 Jun 2014, 23:24
t-90
QUOTE
არაფერს არ გეკამათები, უბრალოდ მიმაჩნია რო თვითსრულყოფა გამორიცხავს ბედნიერებას, იმიტომ რომ გამორიცხავს კმაყოფილებას.

ჯერ ერთი ბედნიერება და კმაყოფილება სხვადასხვაა და კიდე სხვა რამეა თვითკმაყოფილება.

მეორეც, რატომ გამორიცხავს ვერ გავიგე,

პირიქით არის ჩემო ასინეთა, პირიქით smile.gif

Posted by: seta 19 Jun 2014, 01:23
გამარჯობა ხალხო! smile.gif

მომენატრეთ.

გადავიკითხე თემა და... საინტერესო ადამიანები შემოგვმატებია )

Posted by: klo-C 19 Jun 2014, 11:00
მოგელასმებით ისევ

კიდევ დავწერ (ვის რაში აინტერესებს მართალია მაგრამ მაინც)

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე სრუილად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი ვიდრე ველოდი... ირგვლივ ქაოსი და გაუგებრობა იყო,
საგნების სახელებსაც ვერ ვიგებდი რა რას ნიშნავდა . ნორმალურად კითხვაზე პასუხს არავინ გაგხემდა. იყვნენ ისეთები, შედარებით "გარკვეულები" , სხვადასხვა ტექნიკური სკოლებიდან, რომლებაც იცოდნენ სადაც "მოხვდნენ" ისინი ჩვეულებრივად იყვნენ. მე მოწყენილი ვიყავი.

არადა ნებისმიერ ადგილას შემეძლო ჩამებარებინა, თან დაფინანსებით. რატომ ავირჩიე ნეტავ მაინც და მაინც ეს?!

მთელი დღეები ლექციაზე ფანჯარასთან ვჯდებოდი, საერთოდ არ მესმოდა რას ლაპარაკობდა ლექტორი, დრო უაზროდ გადიოდა ხოლმე. მე ხალხს ვაკვირდებოდი მაღილივის მეცხრე საართულიდან.
ერთხელაც ერთ კაბინტში მარტო ვიყავი და საშინლად მომინდა მეტირა.
კონკრეტული მიზეზი არ მქონდა მაგრამ მააინც თავი ჩანთაზე დავდე და უაზროდ ვსლუკუნებდი.
ამ დროს მომეჩვენა რომ ვიღაც შემოვიდა. ავიხედე, არავინ იყო . ცოტა ხანში ისევ, მოვიდა და ერთჯერადი ცხვირსახოცი (ნოვა იყო ზუსტად მახსოვს) მომაწოდა
ახალი გაუხსნელი. (ალბათ დაინახა რო ვტიროდი , გავიდა იყიდა და ისევ შემობრუნდა).
ვაი როგორ მჭირდებოდა ცხვირსახოცი მართლა.

ასე დავმეგობრდით....

Posted by: nforumi 19 Jun 2014, 11:14
klo-C
QUOTE
ვის რაში აინტერესებს მართალია მაგრამ მაინც

როგორ არა.

QUOTE
ასე დავმეგობრდით....

მერე ?

Posted by: klo-C 19 Jun 2014, 11:33
QUOTE
მერე ?

ეს იყო საოცრად კომფორტული ურთიერთობა , მეგობრობა ყოველგვარი შეზღუდვების, ჩარჩოების , ჩაკითხების სულის გაწვრილების გარეშე...

ყოველთვის რატომღაც ბიჭებთან უფრო გამომდიოდა მეგობრობა ვიდრე გოგოებთან.
მერე ერთად ვიჯექით ხოლმე ფანჯრიან ადგილას, არ ვსაუბრობდით ბევრს. ჩუმად ვიყავით ან მუსიკას ვუსმენდით საერთო ნაუშნიკებში. რა თქმა უნდა მძიმე როკს, რომელიც ვიცი რომ მას არც თუ ისე უყვარდა, მაგრამ მაინც უსმენდა.
როცა მქონდა მხიარულობის მომენტები მასწავლიდა ცეკვას უნივერსიტეტის დერეფანში. მახსოვს ბავშვების გაკრვირვებული სახეები. ( smile.gif ).
ხანდახან უბრალოდ ვბოდიალობდით ხოლმე ქუჩაში.

თვითონ მიყვებოდა , თავის ცხოვრებაზე, იმედგაცრუებებზე. მე ცოტას.

მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა "ის". ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს ხშირად.
ვგრძნობდი მის სევდაც და მეც მენატრებოდა.
მერე გადავიდა სხვა უნივერსიტეტში.
რამდენიმეჯერ ვუსაყვედურე რომ აღარ მეხმიანებოდა...
ბოლოს წერილი მომწერა და ყველა შესაძლო ადგილიდან დამბლოკა .

წერილში ეწერა :
" შენ ხარ ყველაზე სუფთა და კეთილი გოგო ვინც კი ოდესმე შემხვედრია. თავს არაკაცად ვგრძნობ ამას ახლა რომ გეუბნები. ვიცი მე თვითონ დავაგვიანე
ახლა კი შენ "ის" გყავს , მაგრამ დამალვასაც არ აქვს აზრი. მინდა იცოდე რატომ აღარ გნახულობ და აღარ გწერ, რომ არ მისაყვედურო . მიყვარხარ . ბედნიერებას გისურვებთ "

რამდენიმე დღე უაზროდ ვიყავი, ვგლოვობდი მეგობრის დაკარგვასა. მერე გავრაზდი საშინლად.
თუმცა ეს გაბრაზება ალბათ ეგოისტური იყო რადგან არ მინდოდა გამეშვა. და როცა თვითონ ასე უცებ "მიმატოვა" ნერვები მომეშალა.
ჰეჰ რა პატარა ვიყავი რომ ვერ ვხვდებოდი რომ სწორად მოიქცა.
რომ მიმხვდარიყავი ალბათ მერე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილს არ ვეტყოდი რომ
"არ გქონდა ასე მოქცევის უფლება მეთქი "
...
ქონდა

Posted by: nforumi 19 Jun 2014, 20:24
klo-C

ძენლია ზღვარი გაავლო მეგობრობასა და სიყვარულს შორის. ზოგჯერ ესენი ერთმანეთს მოიცავს.

კარგია

Posted by: seta 19 Jun 2014, 22:51
klo-C
ხშირად აგვიანებენ. სამწუხაროდ. smile.gif

მეც ყოველთვის
QUOTE
ბიჭებთან უფრო გამომდიოდა მეგობრობა ვიდრე გოგოებთან.

დღესაც ასე ვარ )

Posted by: t-90 19 Jun 2014, 23:03
elen7
QUOTE
საერთოდ არ მაქვს არც მე ფეისბუქი და მადლობა ჩემს თავს, რომ არ ვკარგავ მანდ ჩემს ძვირფას დროს

ვა დროს აფასებ. ეს უკვე მომწონს. biggrin.gif
klo-C
QUOTE
მე ხალხს ვაკვირდებოდი მაღილივის მეცხრე საართულიდან.

ვა კოლეგა. biggrin.gif რომელი დამთავრება ხარ?

Posted by: klo-C 20 Jun 2014, 00:35
t-90
2010

უიმე რა დრო გასულა 4 წელი უკვე.

seta
მაგის მერეც ვერ "ვისწავლე ჭკუა". აბათ იმიტომ რომ ბიჭები მეგობრობაში უფრო ბუნებრივები არიან.
მე არასოდეს შემეძლო მხოლოდ მესაუბრა კაბებზე, ჩანთებზე, თმებზე . ან მეთქვა "ვაიმეეეე რა საყვარელი ხარ დღეს" თუ მართლა გულიდან არ წამოვიდოდა ეს სიტყვები.
ან უბრალოდ "გამეჭორა" სხვა გოგოების ჩაცმა, ქცევა. უბრალოდ არ მაინტერესებდა ასეთი წვრილმანები.
მაშინ კი როცა უცხო გარემოში მოხვდები უნდა ეცადო "გაერიო " ხალხი, შეიძინო დაქალები.
მეზარებოდა.

nforumi
მართალი ხარ. ვხვდები რომ არავის "დანაშაული" აქ არ იყო. მხოლოდ მოგონებები შემომრჩა
სასიამოვნო

Posted by: seta 20 Jun 2014, 00:47
klo-C
QUOTE
მე არასოდეს შემეძლო მხოლოდ მესაუბრა კაბებზე, ჩანთებზე, თმებზე . ან მეთქვა "ვაიმეეეე რა საყვარელი ხარ დღეს" თუ მართლა გულიდან არ წამოვიდოდა ეს სიტყვები.
ან უბრალოდ "გამეჭორა" სხვა გოგოების ჩაცმა, ქცევა. უბრალოდ არ მაინტერესებდა ასეთი წვრილმანები.
მაშინ კი როცა უცხო გარემოში მოხვდები უნდა ეცადო "გაერიო " ხალხი, შეიძინო დაქალები.
მეზარებოდა.

ჩემიანო biggrin.gif

Posted by: elen7 20 Jun 2014, 01:38
t-90
QUOTE
ვა დროს აფასებ. ეს უკვე მომწონს. 

კი,მეც მომწონს biggrin.gif

klo-C
რა გულიანად მოყევი.

-----
ისევ ამიჩუყდა გული sad.gif

Posted by: t-90 20 Jun 2014, 07:10
klo-C
QUOTE
2010

უიმე რა დრო გასულა 4 წელი უკვე.

2009.
ანუ ზნაჩიტ არ ხარ ჩმეი კურსელი და სავარაუდოდ არც გიცნობ. biggrin.gif
თქვენ რო სემოაბიჯეთ მეცხრეზე ფეხი მე უკვე მესამეზე ვიყავი მათემატიკოსებთან ჩასული. biggrin.gif
elen7
QUOTE
კი,მეც მომწონს

რა გეტყობა რო შვებულებაში ხარ და ფორუმზე ხარჯავ დროს biggrin.gif

Posted by: klo-C 20 Jun 2014, 10:21
seta
QUOTE
ჩემიანო biggrin.gif

alk.gif smile.gif

elen7
QUOTE
რა გულიანად მოყევი.

ჰო რაღაც წამოიღო.

t-90
ერთი წლით დიდი ხარ, შენს კურსზე ბევრც ვიცნობდი

----

ჰეჰ რამდენი რამე გამახსენდა მაღლივთან დაკავშირებით smile.gif

Posted by: nforumi 20 Jun 2014, 10:22
klo-C
QUOTE
მხოლოდ მოგონებები შემომრჩა
სასიამოვნო

სასიამოვნო და თან ტკივილიანი ალბათ...

Posted by: norieli 20 Jun 2014, 15:34
მოგესალმებით..
მიხარია რომ ახალი ,სასიამოვნო ხალხი შემატებია ამ თემას..
მოგონებებზე გამახსენდა და აგერ :
მანჩოს სია
ჩემი კლასელი მანჩო სკოლის დირექტორის ქალიშვილი გახლდათ..გარეგნობით-ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული,ცოტათი ჩურჩუტი და გულუბრყვილო.
მერვეკლასელები ვართ,ინგლისურის გაკვეთილზე ყველა თავისთვის ჩუჩუნებს,,მასწავლებელს გამოჭერილი ჰყავს ფრიადოსანი მოსწავლე და მასთან ურთიერთობით (აქცენტის გასწორებით) ტკბება.
მანჩო ჩემს წინა მერხზეა და თვალში მხვდება მისი მოუსვენარი მზერა..თავის ტრიალი ყველა მიმართულებით.მერე ცოტა ხანს გაირინდება და რვეულში რაღაცას წერს ..
ცოტა ხანში მასწავლებელმაც შეამჩნია და ფეხაკრეფით მიუახლოვდა,,გამოსტაცა რვეული და არც არაფერი უთქვამს,არც დაუხედავს, წაიღო და თავის მაგიდაზე დადო.
გაკვეთილის დამთავრებისთანავე ყველანი წამოვიშალეთ და კლასიც აზრიალდა.სულ წინა მერხზე მჯდარი მარი მივარდა მანჩოს რვეულს და გადაფურცლა..სახეალეწილი მანჩო ეცა ,მაგრამ უკვე გვიან იყო.მარიმ წამსვე გაასაჯაროვა ნაწერი.
"ჩემი შეყვარებულების სია"--დიდი ასოებით ეწერა ფურცელზე და ქვემოთ უკვე მომცროდ ჩამოწერილი ათი სახელი და გვარი..
სიაში პირველ ადგილზე ეწერა ჩემი ძმა,მეათეკლასელი,მეორეზე-ლექსო,ჩემი კლასელი..და მესამეზე -თავად მე,თქვენ წარმოიდგინეთ... შემდეგ მოდიოდნენ მეცხრე კლასელები და კიდევ რამდენიმე ჩვენი კლასელი.
და ეს სია ,მანჩოს სია მალევე გახდა მთელ სკოლაში მეტად პოპულარული ..

-წერიხარ მანჩოს სიაში?.
-წადი,რა,,ჯერ მანჩოსთან ჩაეწერე..
-ეს ბიჭი მანჩოს სიაშია?..
-მანჩოს ვეტყვი და დაგამატებს..
სიაში მყოფებიც ცნობილები გავხდით..ხშირად გვესმოდა -ეს ისაა..ეს მეორეა..ეს მეშვიდეა ..
მარი ,როგორც მთავარი მომქმედი პირი, დაიღალა ჩემთვის სიმპატიების გადმოცემით სხვა კლასელი გოგოებისგან და ბოლოს მითხრა,რატო ხელი არ გამიხმა,როცა მოვკიდეო.
მანჩო კი - ვითომც არაფერი... წითლდებოდა.. იცინოდა..ჩხუბობდა..
დიდი ხნის შემდეგ,როცა უკვე ყველანი კაიხნის დაოჯახებული ვიყავით..კლასელების შეხვედრაზე ყოველთვის ერთერთი მთავარი თემა იყო მანჩოს სია და თავად მანჩო;
-გოგო,იმხელა სია გქონდა და კიდევ გასათხოვარი დადიხარ?..

Posted by: t-90 20 Jun 2014, 22:12
klo-C
QUOTE
ერთი წლით დიდი ხარ, შენს კურსზე ბევრც ვიცნობდი

შეიძლება მეც მიცნობ ჩერეზ ჩერეზ. biggrin.gif
არაა გამორიცხული მე ისეთი გათქვეფილი ვიყავი ნახევარი მაღლივი მცნობდა ლამის biggrin.gif
დაცვიდან დაწყებული და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანით დამთავრებული (ძმაკაცს საქმე ჩავუწყე აგდებდნენ) biggrin.gif
QUOTE
ჰეჰ რამდენი რამე გამახსენდა მაღლივთან დაკავშირებით

შენ წარმოიდგინე და მეც.
მაგრად მენატრება ეგ სიტუაცია მიუხედავად სწავლის ჩამყაყებულობისა.
ნეტა კიდე ორი იმდენი მელოთავა, ჯოკერი მეთამაშა, რაღაცა გეობა პროექტებში მიმეღო მონაწილეობა და ნაკლები დრო დამეხარჯა ფორუმებზე და ა.შ. biggrin.gif

Posted by: klo-C 21 Jun 2014, 15:59
nforumi
QUOTE
სასიამოვნო და თან ტკივილიანი ალბათ...

ხო ღაღაცნაირად ტკივილიანიც.

norieli
მაგარია, კარგი გასასხსენებელი ამბავი იქნებოდა ალბათ.

t-90
QUOTE

მაგრად მენატრება ეგ სიტუაცია მიუხედავად სწავლის ჩამყაყებულობისა.

მეც მენატრება..

Posted by: t-90 21 Jun 2014, 22:14
klo-C
QUOTE
მეც მენატრება..

დამიპიემე ვის იცნობ ჩემ კურსელებს, ეგება მეც მიცნობ biggrin.gif

Posted by: glavke 22 Jun 2014, 23:33
ვიფიქრე, ვიფიქრე და მე ის ტიპი ვარ აი ლაშქრობაში რო წაიყვან და ცუდ ხასიათზე მარტო იმიტო დადგება რო მთაში ინტერნეტი არ დაიჭერს და პარტნიორს იმეილს ვერ გაუგზავნის, მინიმუმ 4- ჯერ აღნიშნავს რო კოღომ უკბინა და ამ ციფრს რო გვერდით 8 მიუწერო, დაახლოებით მაგდენჯერ გაიმეორებს რო "აქ არ უნდა წამოსულიყო.." ჰოდა, ასე წარმოიდგინო თავი, დაახლოებით იმას გავს "მძინარე მზეთუნახავში" პრინცესობის მაგივრად ჯადოქრის ყვავობა მოგინდეს.

Posted by: klo-C 23 Jun 2014, 12:01
ზამთარი იყო და ციოდა საშინლად. ჩვენი საკლასო ოთახი პირველ სართულზე იყო, იატაკზე "ლინნოლეუმი" ეფინა . კედლები შეღებილი იყო ჭაობისფერ მწვანედ, ისეტი სარებავით რომელიც მთელი 5 წელი არ გაშრა. (როგორც შემდეგ გაირკვა აგროვებული ფული მხოლოდ ამ საღებავს ეყო, რომელიც გემის ძირის შესაღებად გამოიყენებოდა ხოლმე). ოდნავი შეხება და ტანსაცმლის გაფუჭება ერთი იყო. თან ამ ყველაფერს ემატება ის რომ საშინლად ყარდა. იქვე კუთხეში კვამლს უშვება შეშის ღუმელი. ისტორიის გაკვეთილი იყო, რომელზეც წესრიგი რაღაც წარმოუდგენელი ცნება იყო. ამიტომ ყველა ვზუზუნებს, ვწრიალებს, ზოგი მერც ჩხაპნის და ა.შ.
დამრიგებელი შემოვიდა და შემოიყვანა "ახალი მოსწავლე" , გაგვაცნო. არასდროს დამავიწყდება როგორ იღიმოდა. რაღაცნაირად თბილად, კეთილად. მთელი სახე უნათდებოდა და ემოციას იწვევდა ადამიანში.
ყველას ყურადღება მიიქცია მაშინვე. ვერ გადაეწყვიტათ ბავშვებს ჯერ როგორ მიიღებდნენ. მაგრამ მალე "გაშინაურდა". წყნარი და კეთილი. აი რაც მახსენდება სულ მის შესახებ. ვმეგობრობდით, იმიტომ რომ წყნარი იყო. სკოლის შემდეგ სახლში მაცილებდა ხოლმე. ხან ფიზიკის ამოცანებს ვწეწრდით, ხან "ვეჯიბრებოდით" ერთმანეთს ვინ რა ნიშანს მიიღებდა . მაგრამ არასდროს მწყინდა თუ მაჯობებდა. არც იმას. მეზმარებოდა ხანდახან. მე მათემატიკაში უფრო ძლიერი ვიყავიი ის ფიზიკაში. მახსოვს როგორ მირეკავდა ჩემს ჟანგიან ტეელფონზე და ზოგჯერ იქ გავიხილავდით დასამტკიცებელ თეორემებს .
მართლა ბავშური მეგობრობა....
რამდენიმე ხანში მისი ოჯახი სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და რა თქმა უნდა თან წაიყვანეს . იმიმს შემდეგ წესიერად არც მინახავს. მხოლოდ შემდეგ როცა უკვე საქართველოში დაბრუნდა შემთხვევით შევხვდით. მგონი სადღაც სუფრაზე smile.gif. გავიხსენეთ ფიზიკის ამოცანები .
ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ლამაზ სათნო გოგოზე. გამიხარდა კარგი წყვილი იყო.

დაახლოებით 3 კვირის წინ გავიგე რომ უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. "საშინელი სიკვდილი " უწოდეს.
პირველი მეგობარი რომელიც სიკვდილმა წამართვა, პირველი ბავშობის მოგონება ...

Posted by: anibani18 24 Jun 2014, 14:43
გამარჯობა!
დილის რძიანი ყავა დიდი ხნის დალეული მაქვს უკვე, ეხლა თანამშრომელმა შოკოლადი მომიტანა და პატარა, მშიშარა გული გამიხარა smile.gif წინა კვირის უხასიათობამ და შიშებმა გამიარა, კვლავ იმედებით ავივსე დღეს, ღრუბელი გადაიყარა ჩემს ცაზე და მალე მზეც გამოანათებს. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ პესიმიზმში არ არის გამოსავალი, უკან ვიხედები და ვხედავ დეპრესიაში განვლილ წლებს, რამაც არაფერი მომიტანა. სამაგიეროდ დღეს, საკუთარ თავთან ბევრი ბრძოლის შედეგად (თუმცა ხანდახან ფეხიც მიცდება ხოლმე, რისი ნათელი მაგალითია წინა კვირა) ბევრი სიხარული და დადებითი მხარეები ვიპოვე იქ, სადაც ადრე მხოლოდ შავ კედელს ვხედავდი. ვეძებ ბედნიერებას, ვეძებ პოზიტივს! მონეტას ორი მხარე აქვს, მე ნათელ და ბრწყინვალე მხარეს ვხედავ, ბნელი მხარე სხვამ დაინახოს, თუ ამის სურვილი აქვს. მე მეტი აღარ მაქვს! საღამოს იოგის ერთი საათი მელოდება, რაც თავისთავად პოზიტივია.

Posted by: nforumi 26 Jun 2014, 07:26
anibani18
QUOTE
ვეძებ ბედნიერებას, ვეძებ პოზიტივს! მონეტას ორი მხარე აქვს, მე ნათელ და ბრწყინვალე მხარეს ვხედავ, ბნელი მხარე სხვამ დაინახოს, თუ ამის სურვილი აქვს. მე მეტი აღარ მაქვს!

რა მარტივია თითქოს, მაგრამ რა ძნელია გაგება ხოლმე

Posted by: anibani18 26 Jun 2014, 13:25
nforumi
ორმაგად ძნელია, როცა მთელი ცხოვრება სწორედ ამ ბნელ მხარეს უყურებდი და ეხლა ცდილობ მსოფლმხედველელობა შეიცვალო.

Posted by: nforumi 26 Jun 2014, 13:37
anibani18
QUOTE
ორმაგად ძნელია, როცა მთელი ცხოვრება სწორედ ამ ბნელ მხარეს უყურებდი და ეხლა ცდილობ მსოფლმხედველელობა შეიცვალო.

თუ მაგ აზრამდე მიხვედი რომ უნდა შეიცვალო ეგ დამოკიდებულება, უკვე დაგინახია ნათელი მხარე და ეგ არის smile.gif

Posted by: anibani18 26 Jun 2014, 17:27
nforumi
ჩემი აზრით კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავი ამ ნათელის ნაწილად აღიქვა და არა განცალკევებულად მდგომ დამკვირვებლად smile.gif

Posted by: nforumi 26 Jun 2014, 21:07
anibani18
QUOTE
ჩემი აზრით კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავი ამ ნათელის ნაწილად აღიქვა და არა განცალკევებულად მდგომ დამკვირვებლად

კი და კიდე უფრო მნიშვნელოვანია არასოდეს დაკარგო ეს განწყობა-დამოკიდებულება smile.gif

Posted by: nigo 28 Jun 2014, 12:43
გამარჯობა ყველას love.gif
უზარმაზარი პოსტი დავწერე ,მაგრამ წამეშალა biggrin.gif
ყველა და ყველაფერი წავიკითხე. smile.gif

Posted by: nforumi 28 Jun 2014, 22:35
nigo
QUOTE
უზარმაზარი პოსტი დავწერე ,მაგრამ წამეშალა 

ხდება ხოლმე ეგეთი რამეც.

დაწერე ხელთავიდან, უკეთესად გამოგივა.

Posted by: nforumi 5 Jul 2014, 22:28
ამოვწიოთ თემა:

ხარაგაულის ცენტრში გაიხსნა ევროპული სოლარიუმი.
ფასები:
გარუჯვა - 15ლარი
ნამეტანი გარუჯვა - 25ლარი
გოჭის შეწვა - 10ლარი

biggrin.gif

Posted by: nforumi 7 Jul 2014, 12:28
სად წახვედით ხალხო, ან კაი თქვით, ან გლახა ! ..

Posted by: nigo 7 Jul 2014, 12:52
ორი დღეა გავთავისუფლდით სრულად.

ფორუმის სერიალების განყოფილებაში კი შევდიოდი, კარგი თემები ყოფილა.
დღეს წამიცდა ხელი პოლიტიკაში biggrin.gif

ვინ სად მიდიხართ,გაქვთ უკვე რამე გეგმა???
ძალიან ცხელა,გარეთ გასვლა მეზარება ,არადა ზარას 50%–იან სეილს გულგრილად ვერ ჩავუვლი. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nforumi 7 Jul 2014, 17:42
nigo
QUOTE
ზარას 50%–იან სეილს გულგრილად ვერ ჩავუვლი

საერთოდ არ მესმის რატომ ვერ უნდა ჩაუარო გულგრილად.

მითუმეტეს ზარას, ეს ხომ ის ზარა აღარ არის რო იყო.

Posted by: nigo 7 Jul 2014, 23:03
nforumi
არა, ის იყო ტყუილი ზარა.ვაკეში , ჭავჭავაძეზე.ერევანში შეკერილი ტანსაცმელი.
ეს ნამდვილია,როგორც უცხოეთში.

კარგი ხარისხია და ასატანი ფასები.

თანაც 50% სეილი.
მიყვარს შოპინგი,თუნდაც საკვების მარკეტებში სიარული და საქონლის დათვალიერება შესწავლა.
ისე კი ჩემი ყველაზე საყვარელი მაღაზიაა "კაპა"
ბალიდან და ინდონეზიიდან ჩამოტანილი სახლის დეკორები,ნახევრად ძვირფასი თვლების ორიგინალური სამკაულები და ა.შ...

ვისაც კითხვა გიყვართ,აქაც ვიცი სეილები სახლში მოტანით.
დღეს მომიტანეს 4 საბავშვო ძალიან კარგი წიგნი.
ისე 89 ლარი ღირს და სეილზე 45.

ასევე ბიოგრაფიები ,ძალიან მიყვარს. 10 ლარიანი 5 ლარად.
თუ ვინმეს დაგაინტერესებსთ ტელეფონის ნომერს დავწერ.

Posted by: nforumi 7 Jul 2014, 23:47
nigo
QUOTE
ეს ნამდვილია,როგორც უცხოეთში.

ეგ რომელია ?

Posted by: nigo 8 Jul 2014, 06:35
nforumi
ერთი თბილისი მოლში და მეორე რუსთაველზე.

Posted by: nforumi 8 Jul 2014, 10:58
nigo
QUOTE
ერთი თბილისი მოლში და მეორე რუსთაველზე.

ჰოოო,

დავეკითხები ჩემ ცოლს თუ ვარგა მაგათი საქონელი...

Posted by: nigo 8 Jul 2014, 13:48
nforumi
ფინანსებთან მიმართებაში უნდა განსაზღვრო.
აქ არის კარგი ხარისხის ადეკვატურ ფასები.

ასე მასიმო დუტიში ერთი მაიკა ღირს 600 ლარი.

მარკ ენდ სპენსერიც ძალიან კარგი ბრენდია.თბილისი მოლშია და ევროპაში.

რაც დავწერე ევროპისთის იაფფასიანი ,მაგრამ კარგი ხარისხის ტანსაცმელია.

Posted by: nforumi 8 Jul 2014, 16:11
nigo
QUOTE
ასე მასიმო დუტიში ერთი მაიკა ღირს 600 ლარი.

ოქროსია ?

ისე მესმის, შეიძლება ათასებიც ღირდეს, რადგან არის ხალხი, რომლებიც იხდის მასე და რატომ არა...

QUOTE
რაც დავწერე ევროპისთის იაფფასიანი

რას გულისხმობ ევროპისთვის იაფიანში ?

Posted by: nigo 8 Jul 2014, 17:25
nforumi

ზარა ესპანური ბრენდია,მანგოც.
ზარა უფრო ხარისხიანად ითვ ლება,ვიდრე მანგო.
ზარა არ გადის ძვირიან ბრენდებში,მაგრამ ყველგან არის,ინგლისიდან დაწყებული ისრაელით დამთავრებული.
ესპანეთის ზარაში იგივე საქონელი უფრო იაფია,ვიდრე ჩევნთან.
ის კი არა პალტო ვიყიდე შარშან და გაგიჟდა ჩემი ძმა,ჟენევაში ცხოვრობს,ჩვენთან ზარაში ასეთი მაღალი ფასები არ არისო.თბილისში მაინც უფრო მაღალია.
440 ლარი კარგი პალტოსთვის,კარგი ნაჭრით და დიზაინით არ მეძვირა.
როცა პეკინზე,იგივე ბაზრობაზე,ვითომ ჰაი და რამე ბრენდებში 1000 და ზევით იყო.
მე არც საშუალება მაქვს ძალიან ძვირიანი ბრენდების და არც ვგიჟდები,რომ გითხრა.

"ბომონდში "

biggrin.gif კი ვეძახი ახლანდელებს ქაჯებს,მაგრამ არ ვტრიალებ და ჩემს ახლობლებში სავსებით საკმარისია.
ტანსაცმელში უაზრო ფულის გადაყრას ,მოგზაურობა მირჩევნია.
ვის ვაკვირვებ,რატომ უნდა ვიცხოვრო იმაზე ორი ნაბიჯით წინ,ვიდრე მაქვს.

მე რომ შენსავით ჩინეთში დავდიოდე, იქედან ჩამოვიტანდი ფანტასტიურ,ბუნებრივ ნაჭრებს და შევიკერავდი.
კარგი ხარისხის ჩინური საქონელი მშვენიერია.

სტამბოლში ისტი–კლალზე ერთმანეთის გვერდით არის ფეხსაცმლის ორი მაღაზია.
ერთი ნაღდი იტალიური ბრენდები და ძალიან ძვირი,მეორე ამ ფეხსაცმლის ლიცენზია აქვთ და ასჯერ იაფი.
"პადდელკა" კი არ არის. კონტრაქტია.

ვერ გაარჩევ ვიზუალურად და კომფორტის თვალსაზრისით და ფასი ,უზარმაზარი სხვაობა.
თბილისში ყველაფერი მაინც უფრო ძვირია,იგივე ბატა,იგივე მა ქს ენდ სპენსერი.
და ეს მასიმო დუტები და ნოუნეიმები ხომ საერთოდ,არ შეისვლება. sad.gif
ჯინსის ყველა მაღაზია,ჯობია გამოიწერე,გაცილებით იაფი ჯდება.ალბათ ჩემზე უკეთესად იცი,მეუღლემ ხომ ნამდვილად. smile.gif

Posted by: nforumi 8 Jul 2014, 21:17
nigo
QUOTE
თბილისში ყველაფერი მაინც უფრო ძვირია,

კი, მასეა. იმიტომ რომ მაგ თბილისის მაღაზიების პატრონები მაგ მაღაზიებში ყიდულობენ და მერე უმატებენ თავისას ზემოდან.

QUOTE
ზარა ესპანური ბრენდია,მანგოც.

კი, ოღონდ ახლა უკვე ჩინეთში იკერება ყველაფერი smile.gif , როგორც ვიცი...

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სად იკერება, რა აწერია და სხვა, მთავარია თავი კომფორტულად იგრძნო იმაში რაც გაცვია.

რაც შეეხება ჩინეთს, მე ვერაფერს ვყიდულობ ხოლმე იქ, არ ვარ შენსავით გარკვეული. თან კიდე უნდა იცოდე სად იყიდო, ყველგან კარგი ფასი არც იქ არის.

Posted by: nigo 9 Jul 2014, 10:07
ვაიმე რა იყო ეს გუშინ?
მე კი გერმანიას ვგულშევმატკივრობ ,მაგრამ ბრაზილია დამენანა ასეთი კატასტროფისთვის.
მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო,თავიდან გარდაიცვლებოდა sad.gif
მგონი ჩვენზე მეტად უყვარდა ბრაზილიური ფეხბურთი.
* * *
nforumi
QUOTE
რაც შეეხება ჩინეთს, მე ვერაფერს ვყიდულობ ხოლმე იქ, არ ვარ შენსავით გარკვეული. თან კიდე უნდა იცოდე სად იყიდო, ყველგან კარგი ფასი არც იქ არის.

ჩემი უფროსი ბიჭი ხშირად დადის მივლინებებში.
წარმოდგენა არა აქვს საერთოდ ტანსაცმელზე,ან რა არის მოდაში.
არ აინტერესებს,კომფროტი და მორჩა.უბრალოდ სამსახურში დრესკოდია და ეს კი იცის.
მე თუ რამე ვიცი,ყველაფერი ჩემი რძლისგან.
უყვარს,გემოვნება აქვს .
ინტერნეტში ნახულობს იმ ქვეყნის მაღაზიას,მოდელს,ზომას,ფერს ,ფასს და მერე ყიდულობს ჩემი შვილი.
ასე რომ თუ შენს ცოლს უყვარს კარგი ჩაცმა და რომელ ქალს არ უყვარს,ასეთი გამოსავალიც არის.

რამდენი ვილაპარაკეთ ტანსაცმელზე?
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nforumi 9 Jul 2014, 11:21
nigo
QUOTE
ვაიმე რა იყო ეს გუშინ?
მე კი გერმანიას ვგულშევმატკივრობ ,მაგრამ ბრაზილია დამენანა ასეთი კატასტროფისთვის.
მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო,თავიდან გარდაიცვლებოდა 
მგონი ჩვენზე მეტად უყვარდა ბრაზილიური ფეხბურთი.

დედაა, რა იყო ეს... მართლა
QUOTE
ჩემი უფროსი ბიჭი ხშირად დადის მივლინებებში.
წარმოდგენა არა აქვს საერთოდ ტანსაცმელზე,ან რა არის მოდაში.
არ აინტერესებს,კომფროტი და მორჩა.უბრალოდ სამსახურში დრესკოდია და ეს კი იცის.
მე თუ რამე ვიცი,ყველაფერი ჩემი რძლისგან.
უყვარს,გემოვნება აქვს .
ინტერნეტში ნახულობს იმ ქვეყნის მაღაზიას,მოდელს,ზომას,ფერს ,ფასს და მერე ყიდულობს ჩემი შვილი.
ასე რომ თუ შენს ცოლს უყვარს კარგი ჩაცმა და რომელ ქალს არ უყვარს,ასეთი გამოსავალიც არის.

კარგი მეთოდი გქონია,
მაგრამ არ ვიცი ინტერნეტში როგორ უნდა ნახო კონკრეტული მოდელი რომელ მაღაზიაში უნდა იყიდო...

მე ჩინეთში მაღაზიები მინახია, აქ რომ ღირს იმაზე ძვირი გამოდის ფასები...
QUOTE
რამდენი ვილაპარაკეთ ტანსაცმელზე?

ისე ჩემგან მიკვირს თორე, შენ ქალი ხარ და არ არის გასაკვირი smile.gif

Posted by: nigo 9 Jul 2014, 20:33
nforumi
QUOTE
კარგი მეთოდი გქონია,
მაგრამ არ ვიცი ინტერნეტში როგორ უნდა ნახო კონკრეტული მოდელი რომელ მაღაზიაში უნდა იყიდო...

ცოლებმა იციან,ჩემი ბიჭი მხოლოდ კონკრეტულ დავალებას ასრულებს.
როგორ მინდა ჩინეთის და იაპონიის ნახვა sad.gif

Posted by: nforumi 9 Jul 2014, 23:37
nigo
QUOTE
როგორ მინდა ჩინეთის და იაპონიის ნახვა

სურვილის შემთხვევაში არაფერია მაგაში შეუძლებელი

Posted by: nforumi 12 Jul 2014, 15:15
დღეს მესამე ადგილისათვის თამაშია, ვინ აპირებს უყუროს ?

Posted by: stephanozi 13 Jul 2014, 19:06
glavke
QUOTE
ვიფიქრე, ვიფიქრე და მე ის ტიპი ვარ აი ლაშქრობაში რო წაიყვან და ცუდ ხასიათზე მარტო იმიტო დადგება რო მთაში ინტერნეტი არ დაიჭერს და პარტნიორს იმეილს ვერ გაუგზავნის, მინიმუმ 4- ჯერ აღნიშნავს რო კოღომ უკბინა და ამ ციფრს რო გვერდით 8 მიუწერო, დაახლოებით მაგდენჯერ გაიმეორებს რო "აქ არ უნდა წამოსულიყო.." ჰოდა, ასე წარმოიდგინო თავი, დაახლოებით იმას გავს "მძინარე მზეთუნახავში" პრინცესობის მაგივრად ჯადოქრის ყვავობა მოგინდეს.

რა კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ smile.gif)

Posted by: nigo 13 Jul 2014, 22:07
nforumi

ველოდები ფინალს.

ბიძინასი არ იყოს, მეც ადრე მიყვარს დაძინება biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ახლა ძლიერ ყავას ვსვამ,რომ არ დამეძინოს.
ვგულშევმატკივრობ გერმანიას. love.gif love.gif

Posted by: nforumi 13 Jul 2014, 22:45
nigo
QUOTE
ვგულშევმატკივრობ გერმანიას.   

მეც smile.gif

Posted by: nforumi 15 Jul 2014, 00:17
აქ არავინ ზეიმობს გერმანიის გამარჯვებას ? nigo სადა ხარ ?

Posted by: <<Fxoveli>> 15 Jul 2014, 15:00
ყველაზე რთულია, ადამიანში ბავშვის მოკვლა. უფრო სწორედ ადამიანის სულში მოკვლა იმ ბავშVის რომელიც უმწიკვლობას, უბრალოებას და უბარლო სიყვარულს მართავს.

ყოველთვის ბავშვი გამოირჩევა ოცნებით, ფიქრებით და ფანტაზიებით. მაგრამ რაც დრო გადის და იზრდება ეს ბავშვი, ეს სამი რამ უფრო მძიმე ხდება. დგება მომენტი როდესაც უკვე ოცნებას ფიქრისგან ვეღარ გაარჩევ. ან ფანტაზიას ოცნებისგან. ამ დროს ხდება იმ ბავშVის მოკვლა ადამიანის სულში.

ყველასთვის ბავშობა უდარდელობასთან ასოცირდება. უპრობლემობასთან, სიგიჟესთან. მაგრამ მე ვიცნობდი ადამიანს რომელისთვისაც ბავშვობა იყო, უიმედობა, სიყალბე, ცინიზმი. მხოლოდ მშობლები ყავდა მას გვერდში რომელიც ამ ყველაფერს უქარვებდნენ.
მის მონაყოლს გავიხსენებ.

მე 6 კლასი.

დღეს ერთი გოგონას დაბადების დღეა რომელიც მომწონს. ძალიან ლამაზია მაგრამ მას არ უყვარვარ. ალბათ იმიტომ რომ ყველა დამცინის და მასაც ალბათ ამიტომ არ მოვწონვარ. ბოლო გაკვეთIლზე დედამისი მოვიდა და ყველა დაპატიჟა დაბადების დღეზე. გამიხარდა მაგრამ მერე მხოლოდ მე მითხრა რომ შენ არ ხარ დაპატიჟებულიო. ძალინ ჩამეწვა გული და მუცელი. მეტკინა გული. ძალინ ცუდი სანახავი იყო, იქით მიდოდა მთელი კლასი ჟრიამულით. აქეთ კი მე თვალცრემლიანი. ალბათ ამ დროს მოკვდა ჩემს სულში ბავშვი. რომელიც ზუსტად იმ დროს უნდა ყოფილიყო ბავშვი.

ყოვეთვის ვცდილობ , რომ მე არ ვიყო მიზეზი ვიღაცაში ბავშVის მოკვლის. იმიტომ რომ ყველა ადამიანი იმსახურებას სილაღეს, გინდაც ის არ იყოს სრულფასოვანი, ან უბარლოდ ავად იყოს. smile.gif

პატიეთ თუ თავი მოგაბეზრეთ. პირველად მომეწონა ფორუმზე განყოფილება.

Posted by: nforumi 15 Jul 2014, 22:12
<<Fxoveli>>

მაგისთვის არის ეს თემა რომ დაწერო რაც გაწუხებს, ან რაც გახარებს, რა მოგწონს ან რა არ მოგწონს და ასე შემდეგ.

Posted by: patriciia 15 Jul 2014, 22:37
nutsiko
შენ მთარგმნელი ნუციკო არ ხარ?
შეგიძლია მითხრა, რომელი შრიფტით აბარებ თარგმანს? სიტყვებით ითვლი თუ ასოებით? რამდენი შეადგენს ერთ კომპიუტერულ გვერდს? პრაბელებს გითვლიან თუ არა?! და ბოლოს, ქართულიდან იმგლისურად თარგანში რამდენს იღებ?
რუსულად თუ თარგმნი და რამდენად?
წინასწარ მადლობა პასუხისთვის. smile.gif

Posted by: nutsiko 16 Jul 2014, 10:25
QUOTE (patriciia @ 15 Jul 2014, 21:37 )
nutsiko
შენ მთარგმნელი ნუციკო არ ხარ?
შეგიძლია მითხრა, რომელი შრიფტით აბარებ თარგმანს? სიტყვებით ითვლი თუ ასოებით? რამდენი შეადგენს ერთ კომპიუტერულ გვერდს? პრაბელებს გითვლიან თუ არა?! და ბოლოს, ქართულიდან იმგლისურად თარგანში რამდენს იღებ?
რუსულად თუ თარგმნი და რამდენად?
წინასწარ მადლობა პასუხისთვის. smile.gif

არა მარტო მთარგმნელი,

ი სპარცმენკა, ი კამსამოლკა, ი ნაკანეცტა პროსტა კრასავიცა... gigi.gif

ეს ხუმრობით.

ოფტოპიკი რომ არ გამოგვივიდეს და მოდერმა არ შეგვაჯანჯღაროს მცირედ, პირადად მოგწერ შენს შეკითხვებზე პასუხს, ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: nforumi 16 Jul 2014, 14:44
nutsiko
QUOTE
ოფტოპიკი რომ არ გამოგვივიდეს და მოდერმა არ შეგვაჯანჯღაროს მცირედ, პირადად მოგწერ შენს შეკითხვებზე პასუხს, ჩემო კარგო 

რატო, მეც დამაინტერესა საკითხმა ...

Posted by: nutsiko 16 Jul 2014, 15:21
QUOTE (nforumi @ 16 Jul 2014, 13:44 )
nutsiko
QUOTE
ოფტოპიკი რომ არ გამოგვივიდეს და მოდერმა არ შეგვაჯანჯღაროს მცირედ, პირადად მოგწერ შენს შეკითხვებზე პასუხს, ჩემო კარგო 

რატო, მეც დამაინტერესა საკითხმა ...

ჰოოდა, შენც მოგწერე პირადში smile.gif

ვისაც დაგაინტერესებთ, მოგწერთ პირადად.

Posted by: nforumi 16 Jul 2014, 15:33
nutsiko
QUOTE
ჰოოდა, შენც მოგწერე პირადში

კაი ბატონო, რახან არასაჯარო ინფორმაციაა... smile.gif

Posted by: nigo 16 Jul 2014, 21:54
nforumi
მთელი ღამე გერმანიის გამარჯვება რომ ვიზეიმე,გავათენეთ მე და ჩემმა ოჯახმა.იქ გარჩევა,კამათი.საზიზღარი ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს როგორ ჩაეხუტა და მოკლედ ყველაფერი.
მეორე დღეს საფრანგეთის დღე ვიზეიმეთ.
გუშინ და დღეს საინფორმაციოებს და ფორუმის პოლიტიკას ჩავაკვდი და ასეა.

ერთი წუთი თავისუფალი დრო არ მაქვს.

biggrin.gif :

<<Fxoveli>>

სევდიანია,მერე მეც დავწერ მსგავს.ძალიან ადვილია ბავშვის სათუთი გულის მოკვლა,ხშირად მშობლე ბისგან და ვერც ხვდებიან.
წლების შემდეგ რომ უთხრა,მაინც ვერ გაგიგებენ,ტყუილად წნევა აეწევათ. sad.gif sad.gif

ფანტაზიას და ოცნებას შორის რა განსხვავებაა?

ბავშვობაში კი,ათას რამეს ჰყვებიან,დარწმუნებულები,რომ მართლა გადახდათ.

ჩემს ასაკში ,როცა ვოცნებობ და ისე არ დამეძინება,ჩემი ყველაზე სასიამოვნო გასართობია.
ვერ ვხდები, რა განსხვავებაა ოცნებასა და ფანტაზიას შორის.
biggrin.gif

Posted by: t-90 16 Jul 2014, 21:59
მოკლედ ცოლად უნდა მოვიყვანო მწერალი რა.
ათასი რამე მაქვს დასაწერი და მე მეზარება და ბარემ ცოლმა წეროს და ჰონორარით ლუდი მიყიდოს. biggrin.gif
ხო ე.ი. ჩემი ცოლი უნდა იყოს მწერალი, სვაიაკის წამკითხველი, სნაიპერის მეწყვილე ანუ სფოთერი (ამას ვასწავლით არაა პრობლემა), მოლაშქრე(მოყვარული მაინც), მილიტარისტი (ნუ არა პაციფისტი მაინც) და კიდე რაც მთავარია უდიდესი მოთმინების მქონე(აბა მე გაზლება არ მინდა? ) biggrin.gif

Posted by: nforumi 16 Jul 2014, 22:43
nigo
QUOTE
ერთი წუთი თავისუფალი დრო არ მაქვს.

რა ძალიან დაკავებული ყოფილხარ, როგორ აუდიხარ მაგდენს ?
QUOTE
ძალიან ადვილია ბავშვის სათუთი გულის მოკვლა,ხშირად მშობლე ბისგან და ვერც ხვდებიან.

არა მარტო ბავშვების და არა მარტო მშობლებისგან.

ვერ კი ვხვდები რატომ ვაყენებთ ტკივილს ადამიანები ერთმანეთს.

ისე, ზოგს შეიძლება სიამოვნებს სხვისთვის ტკივილის მიყენება.

Posted by: <<Fxoveli>> 17 Jul 2014, 00:39
nigo
QUOTE
ფანტაზიას და ოცნებას შორის რა განსხვავებაა?

ფანტაზია უფრო არა რეალური რამე არის. smile.gif მაგალითად ნეტა წყლის მართვა შემძლოს. ან ბეთ მენის ძმაკაცი ვიყო biggrin.gif
ოცნება კი არის ის რაც შეიძლება აგისრულდეს.
ოცნება იმედია რომელიც თუ არ გაქვს ესეიგი ვერ ცხოვრობ სრულფასოვნად. smile.gif
იმედია მეთანხმები

Posted by: nigo 17 Jul 2014, 10:46
<<Fxoveli>>

მართალი ხარ.

ღამეც გამახსენდა.
აწი ჩემთვის ოცნება და ფანატაზია ერთი და იგივეა smile.gif
* * *
nforumi
QUOTE
ისე, ზოგს შეიძლება სიამოვნებს სხვისთვის ტკივილის მიყენება.

ბოროტ და სადისტს კი.
აბა,სხვანაირად რატომ უნდა გინდოდეს გული ატკინო.

sad.gif sad.gif
და სულიერი ტკივილი ყველაზე მძიმეა sad.gif
ენით დაკოდილი ,სულხან-საბა ,ბავშვობაში რომ გვასწავლეს.

დღეს მართლა ბევრი საქმე მაქვს.რეალური ,გარეთ,როგორ ცხელა,მეზარება.

ფეისბუქზე აქტიურები ხართ????

Posted by: nforumi 17 Jul 2014, 21:51
nigo
QUOTE
ბოროტ და სადისტს კი.

მაგრამ თავად ბოროტება რომ არ არსებობს ?

Posted by: seta 18 Jul 2014, 00:46
გამარჯობა ხალხო! smile.gif

t-90
QUOTE
ოკლედ ცოლად უნდა მოვიყვანო მწერალი რა.
ათასი რამე მაქვს დასაწერი და მე მეზარება და ბარემ ცოლმა წეროს და ჰონორარით ლუდი მიყიდოს.
ხო ე.ი. ჩემი ცოლი უნდა იყოს მწერალი, სვაიაკის წამკითხველი, სნაიპერის მეწყვილე ანუ სფოთერი (ამას ვასწავლით არაა პრობლემა), მოლაშქრე(მოყვარული მაინც), მილიტარისტი (ნუ არა პაციფისტი მაინც) და კიდე რაც მთავარია უდიდესი მოთმინების მქონე(აბა მე გაზლება არ მინდა? ) 

უფ... )))

Posted by: t-90 18 Jul 2014, 07:54
seta
მაოცნებეთ მაინც biggrin.gif

Posted by: nigo 18 Jul 2014, 14:52
რა საშინელება მოხდა უკრაინაში.
პოლიტიკაში პატარა ბავშვების ფოტოებია sad.gif sad.gif

Posted by: nforumi 19 Jul 2014, 11:21
nigo
QUOTE
რა საშინელება მოხდა უკრაინაში.
პოლიტიკაში პატარა ბავშვების ფოტოებია   

sad.gif

როდის იყო ლენინს, ჰიტლერს, პუტინს და მისთანებს მასეთი რამე ადარდებდა...

რას ერჩოდნენ ნეტა იმ თვითმფრინავს, უკრაინის საჰაერო სივრცე რომ დახურულიყო, მიტო ჩამოაგდეს?

Posted by: Ania 20 Jul 2014, 03:37
<<Fxoveli>>
ეს გამახსენდა: Просто некоторые старятся раньше,
Чем успевают начать взрослеть.

Posted by: <<Fxoveli>> 20 Jul 2014, 12:44
Ania
კარგია.

Posted by: tenochtitlan 21 Jul 2014, 00:00
გამარჯობათ ამთემელებო. 2kiss.gif

სამი დღით მოვახერხე გონიოში წასვლა.
საოცრად მიყვარს ზღვა. წყალი მიყვარს და ცურვა.
კიდევ სუფთა ჰაერი. ფილტვებში რომ ჩადის და გაცოცხლებს.
თბილისში ჰაერი აღარაა. საშინელებაა.

Posted by: nforumi 21 Jul 2014, 12:29
tenochtitlan
QUOTE
თბილისში ჰაერი აღარაა. საშინელებაა.

თბილისში ახლა უფროა ჰაერი, განახევრებულია მანქანების რაოდენობა smile.gif

QUOTE
სამი დღით მოვახერხე გონიოში წასვლა.

სამი დღეც კაია, მე ჯერ ერთი დღით ვიყავი გასული მარტო, ჩარგალში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ დღით!..

Posted by: nigo 21 Jul 2014, 12:45
გამარჯობა ყველას love.gif

მეც ასე თუ მოვახერხებ შაბათ–კვირას გასვლას ზღვაზე.

გზა კი მეზარება ძალიან.

ლოპოტას კატასტროფული ფასი დაადეს და თან გადაჭედილია,დაჯავშნა და ა.შ>..
ვინმე ხომ არ ყოფილხართ,თბილისის ზღვაზე "ჯინო–პარადიზში"?

ვერ გავიგე რა ხდება,ფასები .მიკვირს ,ვეკითხები ახალგაზრდებს და არავინ არ არის ნამყოფი.

Posted by: nforumi 21 Jul 2014, 13:20
nigo
QUOTE
არავინ არ არის ნამყოფი.

მე ვარ გავლილი ერთი-ორჯერ მანქანით smile.gif

კახელმა რომ გაატარა შეყვარებული სახაჭაპურესთან, იმ ვარიანტში smile.gif

Posted by: nigo 21 Jul 2014, 22:39
nforumi
QUOTE
მე ვარ გავლილი ერთი-ორჯერ მანქანით 

კახელმა რომ გაატარა შეყვარებული სახაჭაპურესთან, იმ ვარიანტში 

biggrin.gif

Posted by: nforumi 21 Jul 2014, 23:41
nigo
ხო, ოღონდა მე არავინ გამიტარებია, ჩემი თავი მარტო smile.gif

Posted by: nforumi 25 Jul 2014, 20:40
გიგი უგულავას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესო, მართალია ?

Posted by: nigo 26 Jul 2014, 09:50
nforumi

ჭორია
ჯერ სასამართლო მიდის ,შორია განაჩენამდე და სამუდამოს მაინც არ მიუსჯიან.

ვინც მოგიყვა ,აერია ალბათ.
საქმე ასეა,თუ დაიჭერენ ბოკერიას და დაუმტკიცდება ომის დროს საქართველოსთვის საზიანო შედეგების მომტანი ქმედებები,მაშინ შეეხება სამუდამოს მუხლიო.

ესეც ჭორის დონეზე მითხრეს.
ვინმეს უცხოელი სტუმარი თუ ჩამოგდით და ეროვნული ინტერიერი +ქართულ-ევროპული მაგარი სამზარეულო გინდათ ,ჭავჭავაძეზე წაიყვანეთ "ტაბლაში"

მე ნაციონალური დიზაინის რესტორანი სულ არ მხიბლავს ჩემთვის,მაგრამ იმ დღეს ვიყავი დაპატიჟებული და ძალიან მომეწონა.
ქართული ცეკვებით.არანჟირებული ფოლკლორით.მოკლედ კარგია ,გირჩევთ ,სტუმრებისთვის.

Posted by: nforumi 26 Jul 2014, 12:10
nigo
QUOTE
ვინც მოგიყვა ,აერია ალბათ.

არა, ფეისბუქზე შემხვდა მგონი სადღაც ეს ინფორმაცია და გამიკვირდა, როგორ მეთქი smile.gif

nigo
QUOTE
,ჭავჭავაძეზე წაიყვანეთ "ტაბლაში"

სად არის ეგ, რა ადგილას?

Posted by: nigo 26 Jul 2014, 19:58
nforumi
ჭავჭავაძის 33.კოდუას შენობა,ადრე ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი იყო.

ქალარს ოვ ბენეტონის პირდაპირ.

ინტერიერი ქართულ სტილში ,ძალიან ლამაზი ავეჯით.სტილიზებულით ,სხვადასხვა ნივთები.ფოტოები.
სამი დარბაზია .ბოლო ,დიდია და იქ არის სცენა.
მხოლოდ ქართული ცეკვები და სიმღერები.
დანარჩენ ორ დარბაზში დიდი ეკრანია და ჩანს ,რაც ხდება სცენაზე.

კერძები მე არ გამისინჯავს,მაგრამ კარგმა გურმან-კულინარებმა თქვეს ,მაგარიაო.
გაფორმებით ძალიან ლამაზი იყო.

უცხოელი სტუმრებისთვის ძალიან კარგია.

Posted by: nforumi 26 Jul 2014, 20:22
nigo
QUOTE
კოდუას შენობა,

smile.gif რას ქვია კოდუას შენობა? ვინმეზე წართმეულია ?

Posted by: nigo 26 Jul 2014, 23:02
nforumi
QUOTE
რას ქვია კოდუას შენობა? ვინმეზე წართმეულია ?

სახელმწიფო იყო.ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი და იყიდა.
ქავთარაძეზე მეორე ლეჩკომბინატი რომ იყო,ისიც მაგისია მთლიანად.

ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო თუ ჯანდაცვის სამინისტროსი,ამდენი არ ვიცი.

რამდენად და როგორ ,აღარ ვიცი

ერთერთი უმდიდრესი ოჯახია თბილისში

მთელი "პირიმზის" შენობა ,ლილოს ბაზრობა. ეს რაც ცნობილია ოფიციალურად.სხვა არ ვიცი.

Posted by: nforumi 26 Jul 2014, 23:09
nigo
QUOTE
სახელმწიფო იყო.ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი და იყიდა.
ქავთარაძეზე მეორე ლეჩკომბინატი რომ იყო,ისიც მაგისია მთლიანად.

ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო თუ ჯანდაცვის სამინისტროსი,ამდენი არ ვიცი.

რამდენად და როგორ ,აღარ ვიცი

ერთერთი უმდიდრესი ოჯახია თბილისში

მთელი "პირიმზის" შენობა ,ლილოს ბაზრობა. ეს რაც ცნობილია ოფიციალურად.სხვა არ ვიცი.

ხო, გამიგია მეც,

საკითხავია რამდენად წესიერი გზით...

თუმცა რას ვკითხულობ მეც sad.gif

ჭავჭავაძის 33-ს მოვინახულებ მერე smile.gif

Posted by: t-90 28 Jul 2014, 18:11
nforumi
QUOTE
საკითხავია რამდენად წესიერი გზით...

თუმცა რას ვკითხულობ მეც

ამ ქვეყანაში წესიერი გზით ნაკეთები ბიზნესის პატრონი სანთლითაა საძებნი სამწუხაროდ.

Posted by: nforumi 28 Jul 2014, 19:40
t-90
QUOTE
ამ ქვეყანაში წესიერი გზით ნაკეთები ბიზნესის პატრონი სანთლითაა საძებნი სამწუხაროდ.

ძალიან მკაცრები თუ არ ვიქნებით განსაზღვირისას თუ რა არის წესიერი გზა, მაშინ არაა ეგრე smile.gif

nigo
QUOTE
ჭავჭავაძის 33.

გავიარე დღეს აქ და ტაბლა ვერ შევამჩნიე, თიბისი ბანკი და ისი პარი კი არის მანდ... მისამართი ხომ არ შეგეშალა ?

Posted by: t-90 28 Jul 2014, 19:49
nforumi
QUOTE
ძალიან მკაცრები თუ არ ვიქნებით განსაზღვირისას თუ რა არის წესიერი გზა, მაშინ არაა ეგრე

ძალიან მკაცრად განვსაზღვროთ.
ბიზნესის განვითარება არა კანონის დარღვევით ან მუქარით ან ჩაძირვით ან ორმაგი სტანდარტებით არამედ ინოვაციით, კარგი მომსახურებით, მყარი სტანდარტებით, სხვაზე უკეთესი რაღაცის გაკეთებით და ა.შ. თუნდაც საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნით

Posted by: nigo 29 Jul 2014, 09:43
nforumi
თიბისი და ისის პარი უფრო ქვემოთ არის.(უნივერსიტეტიდან რომ ადიხარ)

აგიხსნი.
ქვემოდან,ჭავჭავაძიდან ადიხარ .გაივლი შუქნიშანს ბაზალეთის ჩამოსახვევთან.მიდიხარ ზემოთ და რიგის ჩამოსახვევიდან იქვეა მარჯვნივ.ჭავჭავაძის 33

ქალარს ოვ ბენეტონის,"ბიგ ბენისა" და 'შემოიხედე გენაცვალეს"ოდნავ ქვევით,ოღონდ მოპირდაპირე მხარეს.

როგორ უძლებთ სიცხეს??? sad.gif sad.gif

მაისი და სექტემბრის ბოლო-ოქტომბერია ჩემი ამინდი.

ნოემებრში ვდეპრესირდები.

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 09:53
t-90
QUOTE
ძალიან მკაცრად განვსაზღვროთ.
ბიზნესის განვითარება არა კანონის დარღვევით ან მუქარით ან ჩაძირვით ან ორმაგი სტანდარტებით არამედ ინოვაციით, კარგი მომსახურებით, მყარი სტანდარტებით, სხვაზე უკეთესი რაღაცის გაკეთებით და ა.შ. თუნდაც საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნით

მასე ნებისმიერი ადამიანი ცოდვილია smile.gif

საერთოდ არაფერი დაურღვევიაო, ასეთ ადამიანს ვერ იპოვი. მე მიმაჩნია რომ თუ ბიზნესი ისე ააწყო კაცმა რომ არავისთვის არაფერი წაურთმევია, მაშინ უნდა ჩათვალო წესიერ ბიზნესად. ახლა, როცა კანონები და ნორმები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და ან ერთი უნდა დარღვეულიყო შენი ქმედებით ან მეორე, და ასეთი კანონის დარღვევისთვის კაცზე არაწესიერის თქმა მე მგონი უსინდისობაა მთქმელი მხრიდან.

nigo
QUOTE
ქვემოდან,ჭავჭავაძიდან ადიხარ .გაივლი შუქნიშანს ბაზალეთის ჩამოსახვევთან.მიდიხარ ზემოთ და რიგის ჩამოსახვევიდან იქვეა მარჯვნივ.ჭავჭავაძის 33

ჭავჭავაძის 33 ვნახე, ტაბლა ვერ დავინახე. ნუ, მანქანიდან ვათვალიერებდი და შეიძლება გამომრჩა, თუ კარგად არ ჩანს გზიდან...
QUOTE
როგორ უძლებთ სიცხეს???   

მაისი და სექტემბრის ბოლო-ოქტომბერია ჩემი ამინდი.

ნოემებრში ვდეპრესირდები.

ყველ დრო კარგია, თავისებურად. არ არის საჭირო დეპრესია, უნდა განეწყო შესაბამისად და პრობლემა არ იქნება. smile.gif

Posted by: annavita 29 Jul 2014, 10:03
nforumi
QUOTE
მე მიმაჩნია რომ თუ ბიზნესი ისე ააწყო კაცმა რომ არავისთვის არაფერი წაურთმევია,

ილუზიაა ეგ. ბიზნესის თანამედროვე მოწყობა ისეთ სისტემაშია ჩართული, რომელიც მორალის უგულვებელყოფით არის გამართული მთლინად. რით დაიწყო იმ ბზნესმენმა? ბანკიდან სესხი აიღო? smile.gif ხოდა ჩაუღრმავდით ამას. ზედაპირი მშვიდია და ლივლივა. აბა ერთი სიღრმეში ჩაიხედეთ.

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 10:43
annavita
QUOTE
ილუზიაა ეგ. ბიზნესის თანამედროვე მოწყობა ისეთ სისტემაშია ჩართული, რომელიც მორალის უგულვებელყოფით არის გამართული მთლინად. რით დაიწყო იმ ბზნესმენმა? ბანკიდან სესხი აიღო?  ხოდა ჩაუღრმავდით ამას. ზედაპირი მშვიდია და ლივლივა. აბა ერთი სიღრმეში ჩაიხედეთ.

არ არის ილუზია

Posted by: annavita 29 Jul 2014, 10:53
nforumi
რა არ არის ილუზია? რომ ამ ქვეყანაში ვინმეს პატიოსანი ბიზნესი ექნება,რომელიც არ დასამარდება და თავსაც არ გადააყოლებს? ეგ დაგვანახა "ცოცხალი დისიდენტი"არ არსებობს (ძველი გამოთქმა) ისე მოქმედი პატიოსანი ბიზნესი არ არსებობს საქართლოში. უბრალოდ, სისტმიდან ამოვარდება და გაიცხრილება. მოკლე დროში გაჩერდება.

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 11:05
annavita
QUOTE
რა არ არის ილუზია? რომ ამ ქვეყანაში ვინმეს პატიოსანი ბიზნესი ექნება,რომელიც არ დასამარდება და თავსაც არ გადააყოლებს? ეგ დაგვანახა "ცოცხალი დისიდენტი"არ არსებობს (ძველი გამოთქმა) ისე მოქმედი პატიოსანი ბიზნესი არ არსებობს საქართლოში. უბრალოდ, სისტმიდან ამოვარდება და გაიცხრილება. მოკლე დროში გაჩერდება.

კაი რა, ეგ უბრალოდ აჩემებული პოზიციაა და მეტი არაფერი.

ვერ ვიტყვი რომ დიდი ბიზნესები აქვთ, მაგრამ ვიცი რომ მართლა პატარა დახლიდან აქვთ დაწყილი და მერე ნელ-ნელა გაზრდილი. შენ კიდე გინდა თქვა რომ ისინი, დღესაც რომ მეტნაკლებად მომჭირნეობით ცხოვრობენ, რათა ბიზნესს არ მოაკლონ, არაწესიერი ხალხია?

არ მესმის რატომ უნდა ამოსვარო ლაფში ყველა ერთიანად?

Posted by: t-90 29 Jul 2014, 11:11
nforumi
QUOTE
მასე ნებისმიერი ადამიანი ცოდვილია

ცოდვილობასა არაცოდვილობას შორის დიდი განსხვავებაა.
QUOTE
საერთოდ არაფერი დაურღვევიაო, ასეთ ადამიანს ვერ იპოვი. მე მიმაჩნია რომ თუ ბიზნესი ისე ააწყო კაცმა რომ არავისთვის არაფერი წაურთმევია, მაშინ უნდა ჩათვალო წესიერ ბიზნესად. ახლა, როცა კანონები და ნორმები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და ან ერთი უნდა დარღვეულიყო შენი ქმედებით ან მეორე, და ასეთი კანონის დარღვევისთვის კაცზე არაწესიერის თქმა მე მგონი უსინდისობაა მთქმელი მხრიდან.

არდარღვევას გააჩნია.
როდესაც რაღაცას არღვევს და ის სხვაზე არ ზემოქმედებს ან ის გამონაკლისი არაა მაშინ ხო.
მარა როდესაც სხვაზე ზემოქმედებს ან კონკრეტულად მისთვისაა კანონი შექმნილი ან როცა ხელიუფლებასთან ახლოს ყოფნით სარგებლობს ეგ მიუღებელია. annavita
QUOTE
რომ ამ ქვეყანაში ვინმეს პატიოსანი ბიზნესი ექნება,რომელიც არ დასამარდება და თავსაც არ გადააყოლებს? ეგ დაგვანახა "ცოცხალი დისიდენტი"არ არსებობს (ძველი გამოთქმა) ისე მოქმედი პატიოსანი ბიზნესი არ არსებობს საქართლოში. უბრალოდ, სისტმიდან ამოვარდება და გაიცხრილება. მოკლე დროში გაჩერდება.

ზოგადად არსებობს. ამ ქვეყანაშიც. ორონდ ძალიან ცოტაა. სანთLით საძებნი თქო ადრეც ვთქვი.

Posted by: annavita 29 Jul 2014, 11:13
nforumi
რა ლაფში...biggrin.gif ბოროტგანზრახვაში მადანაშაულებ? არ ვიცით რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ?
QUOTE
მაგრამ ვიცი რომ მართლა პატარა დახლიდან აქვთ დაწყილი და მერე ნელ-ნელა გაზრდილი.

ეგენი დაასამარეს, ან რაღაც გარიგებებზე მიდიოდნენ, სხვაგვარად ვერ შეინარჩუნებდნენ ვერც "დახლებს" და ვერც დახლიდარებს smile.gif სხვაგვარად გაკოტრება მოელოდებოდათ. რა გარიგებებია ეს? ამას დაუკვირდით- მარტო "უფროსობასთან" გარიგება არა მაქვს მხედველობაში. კლიენტურის მოტყუებაც გარიგებაა. მოხარშულ მაკარონს რომ აზელავ წათხში და ხაჭაპურში ჩადებ, ან 30 გრ.ყველს ხაჭოში შერულს, ეს არაა "გარიგება?" კარგად დაფიქრდით, ეს არის რეალობა და ამ რეალობის პანორამას ვხედავ მე. yes.gif

პს. ლაფშია მთლიანად ქვეყანა, თავისი პოლიტიკიან-ბიზნესიანად და ამის აღიარება არის ამოსვრა? smile.gif
არასწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები კიდევ უფრო ღრმად ძირავს ლაფში ქვეყანას და ვიმიუნჰაუზენოთ და ვიყოთ ასე, კიბატონო.smile.gif

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 11:27
annavita
QUOTE
რა ლაფში... ბოროტგანზრახვაში მადანაშაულებ? არ ვიცით რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ?

არა, ეგ არის განუკითხაობა და განურჩევლობა, რაც სამწუხაროდ ძალიან გვახასიათებს, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

QUOTE
რაღაც გარიგებებზე მიდიოდნენ

გარიგებას გააჩნია, ბიზნესი თავისთავად გარიგებების ერთობლიობაა.

QUOTE
კლიენტურის მოტყუებაც გარიგებაა.

ეს უბედრუებაა ნამდვილად, როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა, ლაგოდეხიდან სარფამდე, სადაც გინდა მანქანა გააჩერე და ნახე რას ყიდიან და როგორ გზაშიო - საერთო ეროვნული პრობლემაა და არა ბიზნესმენების მარტო.

ახლა არა მცალია, გავდივარ და მეტს ვერ დავწერ, თუ მოისურვებთ, მერე გავაგრძელოთ ამ საკითხზე საუბარი.

Posted by: annavita 29 Jul 2014, 11:35
nforumi
QUOTE
არა, ეგ არის განუკითხაობა და განურჩევლობა, რაც სამწუხაროდ ძალიან გვახასიათებს, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

განურჩევლობა კი არა სისტემაა ეს გენაცვალე! სისტემაა ასე აწყობილი, თავისი ანტისამართლებრივი და ანტიჰუმანური ბერკეტებით.
QUOTE
გარიგებას გააჩნია, ბიზნესი თავისთავად გარიგებების ერთობლიობაა.

დიახ! და ეს გარიგებები ამ სისტემაში და ამ სისტემით გახლავს ამორალური, ანტიჰუმანური - მთლიანად!
გამონაკლისი ძევდება სისტემიდან.
QUOTE
დაწყილი

არა, დაწყებული. smile.gif

t-90
QUOTE
ზოგადად არსებობს.
ამ ქვეყანის სიტუაციაზე ვსაუბრობთ.

QUOTE
ორონდ ძალიან ცოტაა. სანთLით საძებნი თქო ადრეც ვთქვი.
ეგ სანთლით საძებარი უკვე მზის შუქითაც ვეღარ იძებნება. თუ იძებნბა, ის მუშაობს ენთუზიაზმზე, ანუ ფაქტიურად შენარჩუნებაზე, რაც მალე წაგებაში გადავა და ბიზნესი დაიხურება. ეგაა რეალობა.

* * *
QUOTE
ეს უბედრუებაა ნამდვილად, როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა, ლაგოდეხიდან სარფამდე, სადაც გინდა მანქანა გააჩერე და ნახე რას ყიდიან და როგორ გზაშიო - საერთო ეროვნული პრობლემაა და არა ბიზნესმენების მარტო.

nforumi
სწორედ ეგ არის სისტემის შემოქმედება. ეგ უბედურებაა ის, რასაც სისტემა ქმნის. ტოტალურ ტყუილზე და ფალსიფიკაციაზე, დაღვევებზე დაფუძნებული სისტემა. ხვდებით ეხლა რაზე ვსაუბრობ? მე ვსაუბრობ სისტემაზე და ამ სისტემის შედეგებზე. ყველა ეგ უბედურება არის სისტემის პროდუქტი!

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 11:50
annavita
შემოვიხედე ცოტა ხნით და გავდივარ ისევ, ამაზე მინდა დავწერო:

QUOTE
სწორედ ეგ არის სისტემის შემოქმედება. ეგ უბედურებაა ის, რასაც სისტემა ქმნის. ტოტალურ ტყუილზე და ფალსიფიკაციაზე, დაღვევებზე დაფუძნებული სისტემა. ხვდებით ეხლა რაზე ვსაუბრობ? მე ვსაუბრობ სისტემაზე და ამ სისტემის შედეგებზე. ყველა ეგ უბედურება არის სისტემის პროდუქტი!

ეს ჩვენი ტვინებიდან იწყება და არა ვინმე ბოროტი ძიასგან.

Posted by: annavita 29 Jul 2014, 12:06
nforumi
"ჩვენს" ტვინებზეც" ანუ ხალხის ტვინებზეც სისტემა ზრუნავს გენაცვალე. ხალხის ტვინები რა გგონია შენ, სისტემის პროდუქტია მთლიანად თავისი შიგთავსით.smile.gif

Posted by: t-90 29 Jul 2014, 12:14
nforumi
QUOTE
ს ჩვენი ტვინებიდან იწყება და არა ვინმე ბოროტი ძიასგან.

ელიტიდან იწყება ეგ ყველაფერი.
თუ ჩემ მეზობლის პერიფრაზს მოვიშველიებ დღეს ერის ელიტა არის "აფერისტები, მარფინისტები და პიდარასტები". ეს უნდა შეიცვბალოს.

Posted by: Tiko 29 Jul 2014, 15:52
ამაზე კარგი თემა არ შემხვედრია რამდენი წელია აქ ვარ და ყვეელაზე მაგარი თემაა მადლობა 2kiss.gif

ეს იყო დიდი ხნის წინ ლვოვში 1978 წლის გაზაფხული იყო და ირგვლივ ყვავილების დამათრობელი სურნნელი იდგა...მე კი ვარ მეორე კუსრსის სტუდენტი კოპწია და ეშხიანი შავტუხა გოგონა... ლექცია გვიტარდებოდა შრომის ეკონომიკაში,მახსოვს მოხუცი სათვალეებიანი ოდნავ სუსტი მაგრამ კეთილი და სათნო სახის მქონე ლექტორი(გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ).ერთ გოგონასთან ვმეგობრობდი სვეტლანა ერქვა და სულ ლექციებს ერთად ვესწრებოდით ისე ჩემ ჯგუფში არ იყო,ჯგუფელები ცოტა უჟმური მყავდა ვერ ვუგებდი.ლექციის დროს მე და სვეტლანა ვჩურჩულებდი მიყვებოდა ათას თემას რუსი იყო,მის მეგობრებზე,ქვეყანაზე,ბუნებაზე,ცხოველებზე და ასე შემდეგ...და უეცრად აუდიტორიაში შემოვიდა ბიჭი 100 კაციან ლექციაზე,თვალი ვერ მოვწყვიტე,ულამაზესი,მასში იყო ყველაფერი სიძლიერეც სილამაზეც,ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება...სვეტლანას გადავულაპარაკე თუ როგორი ლამაზი და კეთილი თვალები აქვს მგონი შემიყვარდა თქო,მართლა მომეწონა მას გაეღიმა მაგრამ არაფერი უთქვამს...ლექციის ბოლოს ის ბიჭი ჩვენსკენ მოდიოდა გული მეგონა საგულედან ამომივარდებოდა,შემდეგ გაირკვა რომ სვეტლანას ძმა იყო და გავწითლდი ისე შემრცხვა...დღეს კი უკვე 24 წელია მე და ის ერთად ვართ 2 შვილის დედა ვარ და ისევ ისეთი სითბო მეღვრება გულში მის დანახვაზე როგორც მაშინ love.gif გისურვებთ ყველას ისეთი სიყვარული გეპოვოთ როგორც მე... 2kiss.gif
ახალგაზრდები ხართ და ყველაფერი წინ გაქვთ ძალიან მიყვარხართ love.gif love.gif love.gif

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 19:44
annavita
QUOTE
"ჩვენს" ტვინებზეც" ანუ ხალხის ტვინებზეც სისტემა ზრუნავს გენაცვალე. ხალხის ტვინები რა გგონია შენ, სისტემის პროდუქტია მთლიანად თავისი შიგთავსით.

ვინ არის ან რა არის ეგ სისტემა? რამე დემონია სადმე გამოქვაბულში? თუ რა არის?

t-90
QUOTE
ელიტიდან იწყება ეგ ყველაფერი.
თუ ჩემ მეზობლის პერიფრაზს მოვიშველიებ დღეს ერის ელიტა არის "აფერისტები, მარფინისტები და პიდარასტები". ეს უნდა შეიცვბალოს.

ელიტა თავისით არ შეიცვლება. საერთოდ, ბიზნესმენებიც, პოლიტიკოსებიც, ადვოკატებიც და რა გინდა რა სფეოროს მუშაკები ზუსტად ისეთები არიან, როგორიც არის ჩვენი საზოგადოება. გამოჩენილ ნაწილში უბრალოდ უფრო მეტად ჩანს ცუდი (და კარგიც).

ერთ ამბავს გავიხსენებ:

გახსოვთ ალბათ ქუჩაში რომ იყიდებოდა ყველაფერი და ყველა რომ წონაში იტყუებოდა. ვითომ იაფად გაძლევდა და ამ დროს 3კგ-ს ნაცვლად 2კგ მიგქონდა სახლში. ვერ ვიტან მოტყუებას, ვერც ჩხუბს და დავას, ამიტომ ვისგანაც ცუდი წონა წავიღე, იმასთან მეორედ აღარ მივდიოდი ხოლმე. ბოლოს შემხვდა ისეთი, რომელმაც ზუსტი წონა გამატანა და იმის მერე სულ იმასთან ვყიდულობდი, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ძვირს აფასებდა. სულ კი ამბობდა მიჭირს ამათ გვერდში მუშაობაო, მაგრამ მაინც მუშაობდა.

რატომ? იმიტომ რომ ყავდა ჩემნაირი კლიენტები, რომლებსაც მოტყუების გარეშე, თუნდაც უფრო ძვირად ყიდვა ურჩევნია.

ახლა თავად უპასუხეთ კითხვას, რას ფიქრობთ, რატომ იყო უფრო მეტი ისეთი გამყიდველი, რომელიც წონაში მოტყუებაზე იყო ორიენტირებული?

მე მგონია პასუხი ძალიან მარტივია.

ჰოდა არასწორია რომელიმე კონკრეტულ ფენას ერჩოდე კაცი, რადგან ის ფენა ზუსტად ისეთი როგორიც არის საზოგადოება საერთო ჯამში.

ფიქრით კი იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოსწორდეს ეს საზოგადოება და არ არის საჭირო ვაი უშველებელი, უარესებიც მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში ალბათ, რომლებიც მერე უკეთესები გამხდარან.

Tiko
კარგია smile.gif

Posted by: nigo 29 Jul 2014, 20:31
Tiko
QUOTE
დღეს კი უკვე 24 წელია მე და ის ერთად ვართ 2 შვილის დედა ვარ და ისევ ისეთი სითბო მეღვრება გულში მის დანახვაზე როგორც მაშინ  გისურვებთ ყველას ისეთი სიყვარული გეპოვოთ როგორც მე.

up.gif up.gif

Posted by: t-90 29 Jul 2014, 20:32
nforumi
ელიტიდან იცვლება საზოგადოება. ასეა ყველგან და ყოველთვის.
საქართველოშიც და სხვაგანაც მიBაძვა მოქმედებს ძალიან. წარმატებული ადამიანი რო იყო ნორმალურ ქვეყანაში უნდა იმUშაო ბევრი საათი, ისწავლო ბევრი და ა.შ. აქ უნდა წაართვა ან მოპარო ან მოატყუო და ა.შ.

Posted by: nforumi 29 Jul 2014, 21:05
t-90
QUOTE
ელიტიდან იცვლება საზოგადოება. ასეა ყველგან და ყოველთვის.
საქართველოშიც და სხვაგანაც მიBაძვა მოქმედებს ძალიან. წარმატებული ადამიანი რო იყო ნორმალურ ქვეყანაში უნდა იმUშაო ბევრი საათი, ისწავლო ბევრი და ა.შ. აქ უნდა წაართვა ან მოპარო ან მოატყუო და ა.შ.

ჯერ ერთი, ზემოთ დავწერე რომ აქაც ყოველთვის მოიძებნებოდა და მოიძებნება ხალხი, ვინც წესიერად მუშაბოდა და მუშაობს, მეორეც ელიტა ციდან არ ჩამოფრინდება, იმ ელიტასაც ხალხიდან გამოსული ადამიანები ქმნიან.

და საერთოდ, ვინ არის ელიტა?

Posted by: annavita 30 Jul 2014, 10:46
QUOTE
კოპწია და ეშხიანი შავტუხა გოგონა...

Tiko
love.gif
იმ ზღაპარს ჰგავს რომელიც სინამდვილეა smile.gif
nforumi
QUOTE

ვინ არის ან რა არის ეგ სისტემა? რამე დემონია სადმე გამოქვაბულში? თუ რა არის?

სისტემა არ იცით რა არის?
სისტემა არის ხალხის მმართველთა და მმართველობითი ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც დაკომპლექტებულია პოლიტიკური ელიტის კადრებით, გარკვეული იერარქიული წყობით. ამ ელიტას სათავეში მდგომ ფიგურებს, მათს ფუნქციებსა და მოქმედებებს განსაზღვრავს ზე სახელმწიფოთა ინტერესების განსაზღვრელი კიდევ უფრო მაღალი "ზეპური" იერარქია. yes.gif
თქვენ რა გგონიათ, არ არიან ადამიანები (ადამიანთა ჯგუფი) ვისაც უხეშად რომ ვთქვათ დედამიწა არა აქვთ ნაყიდი? smile.gif
თქვენ როგორ ფიქრობთ, "უბრალო ადამიანს" რაიმე ეკუთვნის? ან საკუთარ თავს განკარგავს? თუ ასე ფიქრობთ დიდ ილუზიაში ხართ. yes.gif

Posted by: nforumi 30 Jul 2014, 10:51
annavita
QUOTE
სისტემა არის ხალხის მმართველთა და მმართველობითი ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც დაკომპლექტებულია პოლიტიკური ელიტის კადრებით, გარკვეული იერარქიული წყობით. ამ ელიტას სათავეში მდგომ ფიგურებს, მათს ფუნქციებსა და მოქმედებებს განსაზღვრავს ზე სახელმწიფოთა ინტერესების განსაზღვრელი კიდევ უფრო მაღალი "ზეპური" იერარქია. 
თქვენ რა გგონიათ, არ არიან ადამიანები (ადამიანთა ჯგუფი) ვისაც უხეშად რომ ვთქვათ დედამიწა არა აქვთ ნაყიდი?
თქვენ როგორ ფიქრობთ, "უბრალო ადამიანს" რაიმე ეკუთვნის? ან საკუთარ თავს განკარგავს? თუ ასე ფიქრობთ დიდ ილუზიაში ხართ.

მაპატიე მაგრამ ეს მე უბრალოდ სისულელე მგონია.

არ არსებობს მსოფლიო შეთქმულებები და არც შეიძლება არსებობდეს.

Posted by: annavita 30 Jul 2014, 11:07
nforumi
biggrin.gif რა არის სისულელე, კერძოდ? ის რომ პლიტ.ელიტა არსებობს? თუ ის რომ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტელიტას საერთო ინტერესები აქვს? თუ ის რომ ამ პოლიტელიტის შერჩევა ხდება და არა არჩევა?biggrin.gif როგორც დაბოლებულ ხალხს ჰგონია?smile.gif
ან იქნებ ისაა სისულელე რომ არსებობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები რომელთა ხელშია მსოფლიო საბანკო სისტემა? smile.gif
აი მითხარი ამ ჩამოთვლილიდან რომელია სისულელე.
ადამიანი არის პოლიტ. და იდეოლოგიური დამუშავების მსხვერპლი.
facepalm.gif

Posted by: nforumi 30 Jul 2014, 12:32
annavita
QUOTE
რა არის სისულელე, კერძოდ? ის რომ პლიტ.ელიტა არსებობს? თუ ის რომ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტელიტას საერთო ინტერესები აქვს? თუ ის რომ ამ პოლიტელიტის შერჩევა ხდება და არა არჩევა? როგორც დაბოლებულ ხალხს ჰგონია?

სისულელე არის ის რწმენა შეთქმულების თეორიის შესახებ.

არ არსებობს შეთქმულების თეორია, რაც არის კიდე პოლიტ ელიტა, იმიტომ არის რომ ხალხს უნდა იყოს ასეთი. ეს არის სულ.

ხალხის მოთხოვნილებიდან ძალიან განსხვავებულად ყოფნას ვერცერთი პოლიტ ელიტა ვერ შეძლება, მაშინვე გადაატრიალებს ხალხი ხელისუფლებას. ხალხი, თუ მენტალურად მისთვის ეს მიუღებელია, არც პროგრესს დაუშვებს და არც რეგრესს.

რაც შეეეხება იმას რომ არსებობენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც მიაღწიეს რაღაც სიმაღლეებს, ეს იმიტომ კი არ მოხდა ასე რომ ისინი დაბადებიდანვე რაღაც შეთქმულების მონაწილეები იყვნენ (ღმერთო ჩემო, მართლა რა სისულელეა), არამედ იმიტომ რომ მოცემულ სიტუაციაში, მოცემულ განლაგებაში, იპოვეს გზა ასულიყვნენ მაღლა და მიეღწიათ გარკვეულ სიმაღლემდე. ამის პოტენციური შესაძლებლობა ნებისმიერ ჩვენთაგანს ქონდა და აქვს და ის რომ ვერ აღმოვჩნდით საკმარისად უნარიანები არ ნიშნავს რომ ყველაფერი სხვას უნდა დავაბრალოთ.

თუ გაუგებრად დავწერე, ან ბუნდოვნად, ნუ დამარალებ რაღაცეებს ეს იგულისხმე და ისაო, დავაზუსტებ თუ მკითხავ.

Posted by: annavita 30 Jul 2014, 12:38
nforumi
რა შეთქმულება, რის თეორია, მაგაზე არაფერი მსმენია biggrin.gif
მე რეალობაზე გელაპარაკები, რეალურ ფაქტებზე და კონკრეტული კითხვები დაგისვი რომლებსაც არ (ვერ) უპასუხე.smile.gif
შენთან სხვა კითხვები არა მაქვს. smile.gif

Posted by: nforumi 30 Jul 2014, 21:07
annavita

QUOTE
რა შეთქმულება, რის თეორია, მაგაზე არაფერი მსმენია

აბა რა სისტემაზე საუბრობ?

QUOTE
მე რეალობაზე გელაპარაკები, რეალურ ფაქტებზე და კონკრეტული კითხვები დაგისვი რომლებსაც არ (ვერ) უპასუხე.
შენთან სხვა კითხვები არა მაქვს.

ვერ გავიგე ეტყობა კითხვა, რიგრიგობით დასვი საკითხი და განვიხილოთ.

Posted by: Dato-Tolordava 30 Jul 2014, 21:10
........................................................................................

Posted by: nforumi 31 Jul 2014, 23:25
annavita
სად წახვედი კაცო, ველოდები შენს კითხვებს...

Posted by: tenochtitlan 1 Aug 2014, 20:58
Tiko
QUOTE
ეს იყო დიდი ხნის წინ ლვოვში

ფრაზა -ეს იყო პეტერბურგში- გამახსენდა. love.gif

nforumi
როგორი დადებითი აურა მოდის თქვენი პოსტებიდან. 2kiss.gif

Posted by: nforumi 1 Aug 2014, 21:27
tenochtitlan
QUOTE
როგორი დადებითი აურა მოდის თქვენი პოსტებიდან.

მადლობა,

მიხარია თუ მართლა ასეა smile.gif

Posted by: nforumi 4 Aug 2014, 11:47
ამ თემელებო, ერთ საკითხზე მინდა გამოთქვათ თქვენი აზრი.

10-ოდე დღეში მიწევს ლონდონში წასვლა, მირჩიეთ რისი ნახვა უნდა მოვასწრო აუცილებლად?

ვფიქრობ რომ დრო მექნება საამისოდ...

Posted by: patriciia 4 Aug 2014, 23:34
nforumi
QUOTE
10-ოდე დღეში მიწევს ლონდონში წასვლა, მირჩიეთ რისი ნახვა უნდა მოვასწრო აუცილებლად?

აუცილებლად ნახე წმინდა პავლეს კათედრალი.
ყარაულის შეცვლა სასახლის წინ, ბიფიტერები ანუ
ნუ, ბიგ ბენი თავისთავად
ტეიტის გალერეა
ბრიტანული მუზეუმი
მეიფერში, სოჰოში რამე კაბარე საინტერესო
შერლოკ ჰოლმსის სახლი ბეიკერსტრიტზე
რეგენტის პარკი
საერთოდ, იქ არის რაღაც კარტა, რომელიც იაფი ღირს. თუ გინდა ყველაფერი დაათვალიერო, ის კარტა იყიდე, ყველაფერი იაფი დაგ9იჯდება გა და ბილეთები, აქედან მოიძიე, დაგეგმე და ბილეთები შეუკვეთე. თუ იქნა ახლა უკვე.
ძვირი დაგიჯდება ეს ყველაფერი, ფულიანი თუ ხარ, ნახე, მეტი რა შეგრჩება.

* * *

QUOTE
საქმე ასეა,თუ დაიჭერენ ბოკერიას და დაუმტკიცდება ომის დროს საქართველოსთვის საზიანო შედეგების მომტანი ქმედებები,მაშინ შეეხება სამუდამოს მუხლიო.

მერე არ შეგრცხვებათ სამოქალაქო ომის გამჩაღებლები დაუსჯელად რომ ივლიან, იოსელიანი პანთეონში გეყოლებათ, გუგეშაშვილი მაგნოლიას გიმღერებთ და ყველაზე დამნაშავე ბოკერია სამუდამოდ ციხეში იჯდება???

"ომის დროს საქართველოსთვის საზიანო შედეგების მომტანი ქმედებები"

რას ეწევით, ამნაირს ხალხო, მეც გამასინჯეთ.

კაი, იმათმაც მიჰქარეს, ესენიც მიჰქარავენ (ამ დილით თათუხაშვილის დედა მომკვდარა, რაც თქვენ ფეხზე გკიდიათ) და შევარდნაძეც მიჰქარავდა, მაგრამ ცოტა დაფიქრებაც არ გაწყენდათ.

Posted by: nforumi 5 Aug 2014, 12:11
patriciia
მადლობა რჩევისათვის, გავითვალისწინებ.

რაც შეეხება ბოკერიას და არა მარტო მას. არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ თუ ვინმეს რამე აქვს მიქარული, უნდა აგოს პასუხი, სასამართლოს მერე თუ გინდა ეპატიოს.

და არ გავჩერდებოდი მარტო ბოლო ათწლეულზე, გამსახურდიას პერიოდიდან არის დასაწყები და გამოსაკვლევი ყველაფერი, ვინ უნდა გააკეთოს ეს თუ არა...

ეს კი არა, ლუსტრაციის კანონი ვერ მიიღო ვერცერთმა ხელისუფლებამ...

Posted by: t-90 5 Aug 2014, 12:15
patriciia
QUOTE
მერე არ შეგრცხვებათ სამოქალაქო ომის გამჩაღებლები დაუსჯელად რომ ივლიან, იოსელიანი პანთეონში გეყოლებათ, გუგეშაშვილი მაგნოლიას გიმღერებთ და ყველაზე დამნაშავე ბოკერია სამუდამოდ ციხეში იჯდება???

კი მარა თქვენ ხელში არ იყო მთელი ამდენი ხანი ვერ დასაჯეთ რომელიმე? ედო კრწანისში დასვით გუგეშაშვილი პროფილში გამაიყვანეთ ჯაბა დატოვეთ იქ სადაც არის და ა.შ.

Posted by: nforumi 5 Aug 2014, 12:36
t-90
QUOTE
კი მარა თქვენ ხელში არ იყო მთელი ამდენი ხანი ვერ დასაჯეთ რომელიმე? ედო კრწანისში დასვით გუგეშაშვილი პროფილში გამაიყვანეთ ჯაბა დატოვეთ იქ სადაც არის და ა.შ.

ისე მართალი ხარ ხო იცი, პასუხი იმაზეც უნდა მოეთხოვოს წასულ ხელისუფლებას, თავისზე წინას რომ არ აგებინა.

ბოლო-ბოლო ყველა უნდა აგებდეს პასუხს თავის გაკეთებულზე თუ დაშავებულზე და არ გაკეთებულზე.

Posted by: nigo 5 Aug 2014, 19:04
patriciia
როგორ ხარ? მიხარია,რომ გამოჩნდი.
გამიკვირდა შენგან ეს პათოსი.

საუბარი იყო ჭორზე,რომლისთვისაც არანაირი შეფასება არ მიმიცია.არც მიხარია ,არც მწყინს.მეტსაც გეტყვი,არც მიფიქრია.,

QUOTE
ამ დილით თათუხაშვილის დედა მომკვდარა, რაც თქვენ ფეხზე გკიდიათ

ვის ჩვენ?

ნაციონალებს უნდა გამოეძიებინათ 90–91 წლის ამბები.მიეცათ სამართლებრივი შეფასება.კიტოვანიც ,სიგუაც და გუგეშაშვილიც ზედ მიეყოლებინათ.

ვისაც დაუმტკიცდება დანაშაული,ყველა უნდ დაისაჯოს ძველიც,ახლანდელიც და მომავალიც.
ასევე გაებედათ ლუსტრაციის კანონი.
არავის არაფერში არ უწევდნენ ანგარიშს და მარტო ამაში?

ხელს არ აძლევდათ და იმიტომაც არ მიიღეს.

კაგაბეშნიკები შევარდნაძესთანაც,სააკაშვილთანაც(მთლად საკუთარ ოჯახში) ,ივანიშვილთანაც ,იცოცხლე იმდენი იქნება და ამ კანონის გარეშე , ყოველთვის დაემუქრება ქვეყანას საფრთხე.

Posted by: nforumi 5 Aug 2014, 21:10
nigo
QUOTE
ასევე გაებედათ ლუსტრაციის კანონი.
არავის არაფერში არ უწევდნენ ანგარიშს და მარტო ამაში?

ხელს არ აძლევდათ და იმიტომაც არ მიიღეს.

კაგაბეშნიკები შევარდნაძესთანაც,სააკაშვილთანაც(მთლად საკუთარ ოჯახში) ,ივანიშვილთანაც ,იცოცხლე იმდენი იქნება და ამ კანონის გარეშე , ყოველთვის დაემუქრება ქვეყანას საფრთხე.

ეტყობა ნამეტანი ბევრი იყო ასეთი ყველა ხელისფლებაში და ნამეტანი გავლენიანი, რადგან ვერ გაბედა ვერცერთმა ამის მიღება. არადა მქონდა იმედი...

Posted by: patriciia 5 Aug 2014, 21:38
t-90
QUOTE
კი მარა თქვენ ხელში არ იყო მთელი ამდენი ხანი ვერ დასაჯეთ რომელიმე?

შენ, შვილო, ურევ რაღაცებს. 14 წელია სახლში ვზივარ, არსად არ ვმუშაობ. ვამზადებ კერძო მოსწავლეებს და ვთარგმნი კიდე თუ რამეს შემიკვეთავენ. არასოდეს არანაირი პარტიის და დაჯგუფების წევრი არ ვყოფილვარ, რა იყო ჩემს ხელში, მე არ ვიცი და იქნებ შენ მითხრა?

Posted by: t-90 5 Aug 2014, 21:41
patriciia
QUOTE
შენ, შვილო, ურევ რაღაცებს. 14 წელია სახლში ვზივარ, არსად არ ვმუშაობ. ვამზადებ კერძო მოსწავლეებს და ვთარგმნი კიდე თუ რამეს შემიკვეთავენ. არასოდეს არანაირი პარტიის და დაჯგუფების წევრი არ ვყოფილვარ, რა იყო ჩემს ხელში, მე არ ვიცი და იქნებ შენ მითხრა?

როგორც ჩვენ მოგვიხსენიეთ მაგ ყველაფერში დამნაშავეთ ისე თქვენ მოგიხსენიეთ. ბარი ბარშიო რომ იტყოდა თამაზ ტორკვემადიშვილი.

Posted by: patriciia 5 Aug 2014, 21:44
nigo
QUOTE
როგორ ხარ? მიხარია,რომ გამოჩნდი.

ძალიან მოუცლელი ვარ smile.gif
მხატვრულ თარგმანს მოვკიდე ხელი და თავში აზრად მომივიდა, ამ განყში თემას გავხსნი იმ წიგნებზე, რომელბიც ვთარგმნე-მეთქი და შემომეპოსტა.

QUOTE
ვის ჩვენ?

ყველას, ვინც ირინა ენუქიძეს ახსენებთ და თათუხაშვილის დედას არ ახსენებთ იქვე, მაშინვე

QUOTE
ნაციონალებს უნდა გამოეძიებინათ 90–91 წლის ამბები.მიეცათ სამართლებრივი შეფასება.კიტოვანიც ,სიგუაც და გუგეშაშვილიც ზედ მიეყოლებინათ.

მე მგონი, მანდ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი, ვიღაც-ვიღაცებმა მშას მაგათი ხელშეუხებლობა და ამ საქმეების წაყრუება მოსთხოვეს, ტყუილად კი არ იყო ის ივანოვი ჩამოსული თბილისში მაშინ.

Posted by: nigo 5 Aug 2014, 21:52
patriciia
რას თარგმნი? რომელიმე გამომცემლობასთან გაქვს კონტრაქტი?

Posted by: akkai 6 Aug 2014, 11:07
მოვიდა ჩვენი დრო

jump.gif

აგვისტო love.gif

QUOTE
მაგარია თბილისური აგვისტო: მშვიდი, სხივებიანი, ჩუმი და უკაცური. ყოველი დღე ამ თვისა, რომელიც თბილისის გარეთ გამიტარებია, დაკარგული მგონია. აგვისტო ყველაზე თბილისური თვეა, ყველაზე ნაღდი, ნაღდი ქალაქელებით, ნაღდი ჩამოსულებით. გარემოვაჭრეებიც ნაღდები არიან: ადრე თუ გაღლეტვაზე იყვნენ, ახლა კიტრსა და პომიდორს უფასოდ მოაყოლებენ ხოლმე რეჰანსა და მწვანე წიწაკას. ეს გარემოვაჭრე აგვისტოში სულ სხვანაირად გესალმება. აღმოაჩენ, რომ თურმე კარგად გიცნობს, ნესვზე გეტყვის, რომ არ ვარგა და არ ღირს ყიდვა, მერე გკითხავს: “როგორა გყავს ვაჟკაცი?”, შენ ეტყვი, რომ ზღვაზეა, ის: “ზღვა კაია”.

აგვისტოს ზღვას აგვისტოს თბილისი მირჩევნია. ესაა თბილისური აგვისტოს ნათელი, ჩვენ კი თბილისელი ფოლკნერები ვართ. ფოლკნერთან აგვისტო ჩუმია, უხმო, უქარო და ბნელი. ვარსკვლავიანი ან მთრთოლვარე ნათებებით, ღამეული ციმციმით სავსე. ამ ყველაფერს თბილისშიც ვხედავთ. რატომ? იმიტომ, რომ აგვისტოში ყველაფერი გაანკარებულია, თვალიც და სმენაც. აგვისტოში ქალაქის ხმები უკეთ ისმის, თან აგვისტო, სხვა დანარჩენთან ერთად, აივნების თვეცაა. დგახარ აივანზე და ყველაფერი გესმის, მოპირდაპირე სახლიდან გადმოღვრილი სიმღერის ხმა, მანქანის დამუხრუჭება, მოკლე სადღეგრძელოები, ღამის სიმღერა რადიოში, ძაღლის ყეფა, ჩუმი ლაპარაკები.

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/1798323.html

აი ეს არის თბილისი და ის სანამ ველოსიპედებს დაერევა ესენი წაიკითხოს, ცოტა რომ გაერკვეს სად მოხვდა mad.gif mad.gif

Posted by: nigo 6 Aug 2014, 11:26
akkai
გამიხარდა შენი გამოჩენა.

მეც ძალიან მიყვარს გაბარძგალების ეს ჩანახატი.

არ უთქვამს ,მსგავსი არაფერიო.მხოლოდ ავლაბრის ძაბრებზე ვიმსჯელებთო.
ისე ,გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი კი უნდა გადაიტანონ სადმე,გაშლილ ადგილას.
აპატარავებს მოედანს და ძეგლადაც არ ვარგა.

საერთოდ კი, თბილისის მოსახლეობის დაუკითხავად ძეგლების აქეთ-იქით ტარებას უნდა მოეშვან.

ველოსიპედი მშვენივრად არის იქ.
ის კი არა ,ხიდსაც მიეჩვია თვალი.

Posted by: akkai 6 Aug 2014, 11:36
ძეგლებზე გამახსენდა;
მესტიაში ვიყავი და მაშინ როცა თამარ მეფის ქანდაკებას ფოტოს ვუღებდი სვანი მომადგა და "ფოტოს რო უღებ მოგწონსო"? ისეთი ხმით და ტონალობით მითხრა რომ რომც მომწონებოდა უარს ვეტყოდი biggrin.gif biggrin.gif

ხოდა მოგვაშორონ ეს ძეგლი თორე ვიღაცა რაღაც სასწაულს ჩაიდენსო :

მაგრა არ მოწონთ იქ:

მერე მითხრა ეს ძეგლი ახალციხეში უნდა წაეღოთო და მერაბიშვილს არ მოწონებია და აქ გამოუშვაო: ( ნუ საიდან იცის არ ვიცი, მარა ესე თქვა)

ისე ბარძგალას არ იყოს და თუ სადმე წასასვლელ -წამოსასვლელი ვიყავი ივლისის ბოლომდე მოვასწარი,,,აგვისტოში აქ ვარ; ვიხუთები მარა მომწონს აგვისტოს თბილისი:
უკვე ვნახე კიდევ ერთხელ
ჯერ სვანეთი და მერე ხევსურეთი:

აი თუშეთი მაქ სექტემბერში დაგეგმილი;
ჩემი ფავორიტი მხარე საქართველოში:

ეს განწყობისთვის:

ხედი თეთნულდიდან
ზღვის დონიდან 3040 მეტრი

Posted by: nutsiko 6 Aug 2014, 11:50
QUOTE (t-90 @ 16 Jul 2014, 20:59 )
მოკლედ ცოლად უნდა მოვიყვანო მწერალი რა.
ათასი რამე მაქვს დასაწერი და მე მეზარება და ბარემ ცოლმა წეროს და ჰონორარით ლუდი მიყიდოს. biggrin.gif
ხო ე.ი. ჩემი ცოლი უნდა იყოს მწერალი, სვაიაკის წამკითხველი, სნაიპერის მეწყვილე ანუ სფოთერი (ამას ვასწავლით არაა პრობლემა), მოლაშქრე(მოყვარული მაინც), მილიტარისტი (ნუ არა პაციფისტი მაინც) და კიდე რაც მთავარია უდიდესი მოთმინების მქონე(აბა მე გაზლება არ მინდა? ) biggrin.gif

gigi.gif gigi.gif gigi.gif

რა კარგი განცხადებაა, როგორ მომწონს smile.gif

ვწერ, ვმოგზაურობ, ვარ მოლაშქრე, მეკლდეური, მშვიდობისმოყვარე, მოთმინება მაქვს საოცარი (მეც რომ მიკვირს ზოგჯერ ისეთი), გაგიძლებ, იმიტომ რომ არც მე ვარ ,,პადაროკ ჟიზნი", ზოგჯერ აქეთ უნდა გამიძლო.
ჰოოდა კიდევ... სნაიპერის მეწყვილეობა თუ სფოთერობა უნდა მასწავლო.

ლოოლ givi.gif

Posted by: t-90 6 Aug 2014, 12:02
QUOTE (nutsiko @ 6 Aug 2014, 11:50 )

ეხლა ყველაზე ღადაობა იქნებოდა ბოლოში მიგეწერა რო გათხოვილი ხარ biggrin.gif

Posted by: nutsiko 6 Aug 2014, 12:03
t-90
biggrin.gif ჰაჰააააააააააააააააააააა biggrin.gif

არ ვარ, არა! biggrin.gif tongue.gif

Posted by: t-90 6 Aug 2014, 12:14
QUOTE (nutsiko @ 6 Aug 2014, 12:03 )
t-90
biggrin.gif ჰაჰააააააააააააააააააააა biggrin.gif

არ ვარ, არა! biggrin.gif tongue.gif

არა წინადადება არ დაიწუნება.
სვაიაკის წაკითხვას და სპოთერობას გასწავლი. biggrin.gif
ეხლა რა
კითხვა "ამ საღამოს რას აკეთებ გოგონი" -ღა დარჩა. biggrin.gif

Posted by: nigo 6 Aug 2014, 12:19
akkai

რა სილამაზეა.

ჩემდა სამარცხვინოდ,მთაში პრაქტიკულად არ ვარ ნამყოფი.პახოდი და "პალატკა" წარმოუდგენელი .სასტუმროები ნაკლებად იყო.

ჩემთვის მთა გუდაური და ბაკურიანი იყო და სულ ზღვა,ზღვა ,ზღვა..... გაგრაში ვარ პრქატიკულად გაზრდილი ბებიასთან.
ამ შაბათ-კვირასაც ორი დღით მაინც წავედი.

ახლა ვნახე ინტერნეტში კარგი ტურებია და ვფიქრობთ ოჯახები მოგზაურობას .ორი-სამი დღით.

Posted by: nutsiko 6 Aug 2014, 12:22
QUOTE (t-90 @ 6 Aug 2014, 11:14 )
QUOTE (nutsiko @ 6 Aug 2014, 12:03 )
t-90
biggrin.gif ჰაჰააააააააააააააააააააა biggrin.gif

არ ვარ, არა! biggrin.gif tongue.gif

არა წინადადება არ დაიწუნება.
სვაიაკის წაკითხვას და სპოთერობას გასწავლი. biggrin.gif
ეხლა რა
კითხვა "ამ საღამოს რას აკეთებ გოგონი" -ღა დარჩა. biggrin.gif

gigi.gif gigi.gif

შენ გაიხარე, რა კარგად გამახალისე 2kiss.gif

Posted by: akkai 6 Aug 2014, 12:22
nigo
მე გეტყვი:

ყოველწელს დავდივარ;

მესტიაში ადვილად შეარჩევ სასტუმროს , იმ ფასიდან გამომდინარე რისი გადახდაც შეგილია:
+კვებით

ნუ სადღაც 60 ლარიდან იწყება ...სველი წერტილებიტ და კვებით"
ხე3ვსურეთში სასტუმრო არ არის...და რაც არის იქ საკმაოდ ცუდი პირობებია.

აი თუშეთზე ამ ტურს გირჩევ:

http://oldtusheti.travelgeorgia.net/?p=9

Posted by: t-90 6 Aug 2014, 12:29
QUOTE (nutsiko @ 6 Aug 2014, 12:22 )
QUOTE (t-90 @ 6 Aug 2014, 11:14 )
QUOTE (nutsiko @ 6 Aug 2014, 12:03 )
t-90
biggrin.gif ჰაჰააააააააააააააააააააა biggrin.gif

არ ვარ, არა! biggrin.gif tongue.gif

არა წინადადება არ დაიწუნება.
სვაიაკის წაკითხვას და სპოთერობას გასწავლი. biggrin.gif
ეხლა რა
კითხვა "ამ საღამოს რას აკეთებ გოგონი" -ღა დარჩა. biggrin.gif

gigi.gif gigi.gif

შენ გაიხარე, რა კარგად გამახალისე 2kiss.gif

ამ საღამოს რას აკეთებ გოგონი biggrin.gif

Posted by: nigo 6 Aug 2014, 13:04
akkai
ვნახე თუშეთის ტური ,ძალიან კარგი პირობებია და რაც მთავარია დატვირთული სანახაობებით.
ფასიც აბსოლუტურად მისაღები.

დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: nutsiko 6 Aug 2014, 17:32
QUOTE (t-90 @ 6 Aug 2014, 11:29 )

ამ საღამოს რას აკეთებ გოგონი biggrin.gif

ჰმმმმმ..... gigi.gif

.........................................

Posted by: t-90 6 Aug 2014, 17:35
nutsiko
არა ისე ეგეთი შთამბეჭდავი სივი პირველად ვნახე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nutsiko 6 Aug 2014, 17:38
QUOTE (t-90 @ 6 Aug 2014, 16:35 )
nutsiko
არა ისე ეგეთი შთამბეჭდავი სივი პირველად ვნახე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

2kiss.gif ვაჰ, ეს სიყრმე მოკვდეს, შენ ლაივში უნდა მნახო givi.gif

:ყარაჩოხელისონასმაილიკი:

Posted by: t-90 6 Aug 2014, 18:45
QUOTE (nutsiko @ 6 Aug 2014, 17:38 )
QUOTE (t-90 @ 6 Aug 2014, 16:35 )
nutsiko
არა ისე ეგეთი შთამბეჭდავი სივი პირველად ვნახე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

2kiss.gif ვაჰ, ეს სიყრმე მოკვდეს, შენ ლაივში უნდა მნახო givi.gif

:ყარაჩოხელისონასმაილიკი:

სად შეიძლება ნახვა ამ ბროლ-ლალ-ალმასის პირისახისა? biggrin.gif

Posted by: nforumi 8 Aug 2014, 10:25
t-90
nutsiko
ჰე, რა ქენით, შეთანხმდით შეხვედრაზე თუ ვერა ?

Posted by: nutsiko 8 Aug 2014, 12:45
QUOTE (nforumi @ 8 Aug 2014, 09:25 )
t-90
nutsiko
ჰე, რა ქენით, შეთანხმდით შეხვედრაზე თუ ვერა ?

lol.gif lol.gif lol.gif

უიჰ, შენ რა გითხარი lol.gif

კ(ეეე), შევხვდებით 905-ში. ეს კვირა არ გვცალია ორივეს და .... lol.gif

Posted by: t-90 8 Aug 2014, 13:10
QUOTE (nutsiko @ 8 Aug 2014, 12:45 )
QUOTE (nforumi @ 8 Aug 2014, 09:25 )
t-90
nutsiko
ჰე, რა ქენით, შეთანხმდით შეხვედრაზე თუ ვერა ?

lol.gif lol.gif lol.gif

უიჰ, შენ რა გითხარი lol.gif

კ(ეეე), შევხვდებით 905-ში. ეს კვირა არ გვცალია ორივეს და .... lol.gif

მერე იქით კვირაც აგერ ახლა მოვა biggrin.gif გაგვექცევა სადმე თუ?

Posted by: nforumi 8 Aug 2014, 13:21
nutsiko
QUOTE
კ(ეეე), შევხვდებით 905-ში. ეს კვირა არ გვცალია ორივეს და .... 

t-90
QUOTE
მერე იქით კვირაც აგერ ახლა მოვა  გაგვექცევა სადმე თუ?

ხოო, აბა თქვენ იცით, არაფერი გამომაპაროთ smile.gif

Posted by: nutsiko 8 Aug 2014, 15:43
QUOTE (nforumi @ 8 Aug 2014, 12:21 )
nutsiko
QUOTE
კ(ეეე), შევხვდებით 905-ში. ეს კვირა არ გვცალია ორივეს და ....  

t-90
QUOTE
მერე იქით კვირაც აგერ ახლა მოვა  გაგვექცევა სადმე თუ?

ხოო, აბა თქვენ იცით, არაფერი გამომაპაროთ smile.gif

არის უფროსო chest.gif

აქვე წერილობით ,,გიპატაკოთ" თუ პირადად გამცნოთ პმ-ის მეშვეობით? gigi.gif

Posted by: nforumi 8 Aug 2014, 16:40
nutsiko
QUOTE
აქვე წერილობით ,,გიპატაკოთ" თუ პირადად გამცნოთ პმ-ის მეშვეობით? 

პმ რა შუაშია კაცო

smile.gif

Posted by: t-90 8 Aug 2014, 17:38
nutsiko
აქ იცი რამდენი მბალელშიკობს მე? biggrin.gif

Posted by: nutsiko 8 Aug 2014, 17:55
QUOTE (t-90 @ 8 Aug 2014, 16:38 )
nutsiko
აქ იცი რამდენი მბალელშიკობს მე? biggrin.gif

lol.gif კიდევ ვინ?

მეტი ვინ გგულშემატკივრობს?

Posted by: t-90 8 Aug 2014, 19:56
QUOTE (nutsiko @ 8 Aug 2014, 17:55 )
QUOTE (t-90 @ 8 Aug 2014, 16:38 )
nutsiko
აქ იცი რამდენი მბალელშიკობს მე? biggrin.gif

lol.gif კიდევ ვინ?

მეტი ვინ გგულშემატკივრობს?

თითქმის ყველა ძველი წევრი. biggrin.gif
ძველი რა ვინც პოსტავს რეგულარულად.
კსტაწი შენი ძველი მოწერილი პიემი აღმოვაჩინე biggrin.gif რაღაცას სამხედრო საქმეზე მეკითხებოდი და მეც კაი კლაუზევიცივით გპასუხობდი biggrin.gif

Posted by: nforumi 8 Aug 2014, 21:21
t-90
QUOTE
თითქმის ყველა ძველი წევრი. 

აბა რა, სხვანაირად როგორ შეიძლება

QUOTE
შენი ძველი მოწერილი პიემი აღმოვაჩინე

ოოო, ძველი ისტორიაც ამოიწია smile.gif

Posted by: nigo 8 Aug 2014, 21:47
nutsiko
მე ვგულშევმატკივრობ no.gif smile.gif ლაივშიც კი გავიცანით ერთმანეთი.

პირველი გვერდები არ მქონდა ყველა წაკითხული,დაკავებული ვიყავი.
რა კარგი რამეები დაგიწერია ,ნუციკო up.gif :

Posted by: nutsiko 8 Aug 2014, 23:38
t-90
უი, უი, გამახსენდა, მაშინ სამხედრო ლიტერატურას აქტიურად ვკითხულობდი და მახსოვს მომწერე. კაი ძველი ისტორია გვქონია, ჰო. ისღა დავგრჩენია, პირადად გაგიცნო biggrin.gif

სასაუბრო თემა - სამხედრო თემატიკა კი გვქონია smile.gif))) ჰოოოდა, მოვიდა ამასობაში მომავალი კვირაც biggrin.gif

nigo
ლაივში ვიცნობთ ერთმანეთს? აუ, რომელი ხართ? მაპატიეთ, არ მახსოვხართ. იქნებ შემახსენოთ რა smile.gif

ჰო, რაც დავწერე, ვწერ ასე, ჩემთვის ჩემი გამოცდილებიდან. ვბლოგერობ და აქაც რაღაცეებს ვწერ ხოლმე :* მიხარია, თუ მოგეწონათ.

Posted by: t-90 8 Aug 2014, 23:59
nutsiko
QUOTE
ლაივში ვიცნობთ ერთმანეთს? აუ, რომელი ხართ?

მე და ნიგო ვიცნობთ ერთმანეთს.
QUOTE
სასაუბრო თემა - სამხედრო თემატიკა კი გვქონია ))) ჰოოოდა, მოვიდა ამასობაში მომავალი კვირაც

ვააა ფაქტიურად ამდენი დამთხვევაც აღარ შეიძლება biggrin.gif

Posted by: nutsiko 9 Aug 2014, 00:50
QUOTE (t-90 @ 8 Aug 2014, 22:59 )
nutsiko
QUOTE
ლაივში ვიცნობთ ერთმანეთს? აუ, რომელი ხართ?

მე და ნიგო ვიცნობთ ერთმანეთს.
QUOTE
სასაუბრო თემა - სამხედრო თემატიკა კი გვქონია ))) ჰოოოდა, მოვიდა ამასობაში მომავალი კვირაც

ვააა ფაქტიურად ამდენი დამთხვევაც აღარ შეიძლება biggrin.gif

2kiss.gif

------------------------------------------

Posted by: nforumi 9 Aug 2014, 13:50
ერთხელ ერთამ ამერიკელმა დიპლომატმა უთხრა საბჭოთა დიპლომატს:

ჩვენი ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მიაღწია მიზანს, ჩვენ ვებრძოდით სიღატაკეს და დავამარცხეთ სიღატაკე, თქვენ ებრძოდით სიმდიდრეს და დაამარცხეთ სიმდიდრე...

ხომ არ იცის ვინმემ ვინ იყო ეს ამერიკელი დიპლომატი? (თუ არც იყო დიპლომატი, არ მახსოვს)

Posted by: nforumi 11 Aug 2014, 20:20
კაცო, ის მაინც დაწერეთ, თუ არ იცით - ეგეთი არაფერი გაგვიგიაო!...

Posted by: anamch 11 Aug 2014, 22:13
გამარჯობა
როგორ ხართ!
.........................................................

Posted by: nforumi 11 Aug 2014, 23:10
anamch
QUOTE
გამარჯობა
როგორ ხართ!

დაკარგული გამოჩნდა

რავა ხარ ანამჩ ?

Posted by: t-90 11 Aug 2014, 23:29

დღის აღმოჩენა.

Posted by: nutsiko 11 Aug 2014, 23:31
კაი გამარჯობა ყველას!

მემგონი იკრიბება ისევ ხალხი smile.gif bis.gif

Posted by: nforumi 12 Aug 2014, 09:53
nutsiko
QUOTE
მემგონი იკრიბება ისევ ხალხი 

მე იშვიათად რომ დღე გავიდეს ისე აქ არ შემოვიხედო, მაგრამ როცა არვინ მხვდება, უხმოდ გავდივარ ხოლმე ხშირად...

Posted by: nutsiko 12 Aug 2014, 13:57
nforumi
მეც მიყვარს ეს თემა, კარგი ხალხი ვიკრიბებით ხოლმე და საინტერესო თემებს განვიხილავთ ,,ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან".

2kiss.gif love.gif

Posted by: nforumi 12 Aug 2014, 14:43
nutsiko
QUOTE
მეც მიყვარს ეს თემა

smile.gif

QUOTE
კარგი ხალხი ვიკრიბებით ხოლმე

შეიძლება ასე ვფიქრობდე, მაგრამ თავის ქებაო ხომ გაგიგია ...

QUOTE
საინტერესო თემებს განვიხილავთ ,,ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან".

კი,
მაგრამ ახლა ვერავინ მიპასუხა ეს სიტყვები ვისია:
QUOTE
ჩვენი ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მიაღწია მიზანს, ჩვენ ვებრძოდით სიღატაკეს და დავამარცხეთ სიღატაკე, თქვენ ებრძოდით სიმდიდრეს და დაამარცხეთ სიმდიდრე...

ან არ მიპასუხა ... sad.gif

Posted by: Mako Subladze 14 Aug 2014, 09:36
სალამი ყველას.
nforumi
მე ლონდონში ჰაიდ-პარკს ვნახავდი.
იქ დგას თურმე მიკროფონი, რომელშიც შეგიძლია ყველაფერი გააპროტესტო.
ტაუერს ვნახავდი კიდევ და არტურ კონან დოილის ბინას.
რა თბილი ადამიანი ხარ.
* * *
nforumi
QUOTE
მაგრამ ახლა ვერავინ მიპასუხა ეს სიტყვები ვისია:
QUOTE
ჩვენი ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მიაღწია მიზანს, ჩვენ ვებრძოდით სიღატაკეს და დავამარცხეთ სიღატაკე, თქვენ ებრძოდით სიმდიდრეს და დაამარცხეთ სიმდიდრე...

ან არ მიპასუხა ... 

რეიგანისაა ვითომ?

Posted by: nforumi 14 Aug 2014, 15:04
Mako Subladze
QUOTE
რეიგანისაა ვითომ?

შეიძლება, მაგრამ მინდა როგორმე დავრწმუნდე.

QUOTE
რა თბილი ადამიანი ხარ.

მადლობა, მაგრამ საიდან ასკვნი რომ ასეთი ვარ?

Posted by: nforumi 16 Aug 2014, 14:21
ლონდონი .....................................................................

Posted by: nigo 16 Aug 2014, 14:26
nforumi
უკვე იქ ხარ?

კარგ დასვენებას და სიამოვნებას გისურვებ.

აბა აქ ისე ცხელა,დროა ირუშამ" ყინულიან ჩაი და ნაყინიან ყავა " დაარქვას თემას
smile.gif

Posted by: nforumi 16 Aug 2014, 14:26
და აი რა ვნახე აქ:

................................................

Posted by: nforumi 16 Aug 2014, 14:31
nigo
QUOTE
აბა აქ ისე ცხელა,დროა ირუშამ" ყინულიან ჩაი და ნაყინიან ყავა " დაარქვას თემას

აქ კურტკით დავდივარ ...

წინა პოსტში ვერ ავტვირთე სურათი რატომღაც, რამდენია ლიმიტი ზომაზე?
სხვა ვცდი ახლა...

Posted by: nforumi 17 Aug 2014, 23:42
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

* * *
ეს დგას ლონდონის ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში.

მაინტერესებს თუ იცის ვინმემ რა აქვს ამას ჩვენთვის საიტნერესო.

Posted by: nforumi 21 Aug 2014, 00:47
უცნაურია, ყველა აქ შემოსული ამბობს: რა კარგი თემააო... არადა ამდენი ხანი გადის და არავინ პოსტავს. ისიც ვერ გავიგე უნდა დავდო ეს ჩემი გააღებული სურათები, თუ არა...

Posted by: nigo 21 Aug 2014, 10:53
nforumi
დადე , დადე ფოტოები.ვათვალიერებთ.

smile.gif

უბრალოდ ცხელა ძალიან.პოლიტიკის განყოფილებაშიც სულ ცხელ-ცხელი თემები იხსნება და ეგაა. smile.gif

Posted by: nforumi 21 Aug 2014, 11:57
nigo
QUOTE
დადე , დადე ფოტოები.ვათვალიერებთ.

ე მასე კაცო, სულ ცოტა წახალისება მჭირდება

QUOTE
უბრალოდ ცხელა ძალიან.პოლიტიკის განყოფილებაშიც სულ ცხელ-ცხელი თემები იხსნება და ეგაა.

რამე ხდება ?

Posted by: nforumi 21 Aug 2014, 13:12
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: nforumi 21 Aug 2014, 13:21
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: nigo 21 Aug 2014, 23:23
nforumi
QUOTE
ე მასე კაცო, სულ ცოტა წახალისება მჭირდება

smile.gif

QUOTE
რამე ხდება ?

კი ,ხდება პოლიტიკური ამბები,მაგრამ გუშინ კაზანტიპი გაიხსნა და 24 საათიან რეჟიმში პოსტავენ.

უნდა ნახო რა ამბავში არიან.

smile.gif

Posted by: nforumi 22 Aug 2014, 01:52
nigo
QUOTE
კი ,ხდება პოლიტიკური ამბები,მაგრამ გუშინ კაზანტიპი გაიხსნა და 24 საათიან რეჟიმში პოსტავენ.

ვინ პოსტავს 24 საათიან რეჟიმში? რა მოხდა ნეტა ასეთი რო არის ამტყდარი ამხელა ამბავი...

Posted by: nigo 22 Aug 2014, 09:01
nforumi
ისე ცხელა , ადამიანებს ტვინი აქვთ არეული.მეც მათ შორის.

ასეთი ზაფხული 2010-ში მახსოვს ,ზღვაზე ვიყავი აჭარაში და უკან დავბრუნდი სიცხის გამო.წყალში ვერ ჩავდიოდი.

მერე ტელევიზორში თქვეს ,ზუსტად 2010-ში იყო ასეთი სიცხეებიო.

რა გითხრა ,აბა, ისეთი კამათია ამ კაზანტიპის თემაში ,სიძვირეზე, ქართველების გოიმობაზე, სამღვდელოებაზე .
მოკლედ ,გაისად ალბათ არ იქნებაო.

უარესსაც გეტყვი, დარიალის ხეობაში ისევ ჩამოწვა ამჯერად მეწყერი და კაზანტიპის ბრალიაო.
მეც როგორ გიყვები,თითქოს ვერ გადახვალ პოლიტიკაში და ვერ წაიკითხავ.
biggrin.gif

Posted by: nforumi 22 Aug 2014, 14:29
nigo
QUOTE
მეც როგორ გიყვები,თითქოს ვერ გადახვალ პოლიტიკაში და ვერ წაიკითხავ.

შენი მოყოლილი ჯობია smile.gif
რატომღაც არ მაქვს სურვილი იქ შესვლის, ასე მოკლედ რაც მითხარი, ის კმარა ჩემთვის smile.gif

QUOTE
დარიალის ხეობაში ისევ ჩამოწვა ამჯერად მეწყერი და კაზანტიპის ბრალიაო.

biggrin.gif

Posted by: nigo 22 Aug 2014, 23:12
მგონი ჩაეშალათ კაზანტიპი.ახლა ვნახე საინფორმაციოში და ცოტა ხალხი იყო.

პოლიტიკაში ორი ძალიან აქტუალური თემაა .
ერთი რეცეპტების ,მეორე კაზანტიპის.
რეცეპტებში იკლავენ თავს ვიაგრას ვერ ვიყიდით თავისუფლად ,რეცეპტი უნდაო.
კაზანტიპზე კი ათი ქალი ერთად არ ჰყოფნით biggrin.gif

კაზანტიპი რომ პირველი ნიუსია და ელვის სისწრაფით ადის 100 გვერდამდე ,გვეშველება რამე?> sad.gif biggrin.gif

სერიალების თემაში ვარ ჩართული,იმდენი კარგი სერიალი ყოფილა,სულ ემებ-გრემებიანი.
ისვენებ იქ თუ ბიზნესი?
აქ ძალიან ცხელა ,ტვინი ვერ მუშაობს.ყოველ შემთხვევაში ჩემი ნამდვილად. biggrin.gif

Posted by: t-90 22 Aug 2014, 23:20
nforumi
QUOTE
მაინტერესებს თუ იცის ვინმემ რა აქვს ამას ჩვენთვის საიტნერესო.

წერეთელიო აწერია.
ეგ კაცი როდის უნდა შეეშვას ტყაპნას არ ვიცი რა.

Posted by: nforumi 23 Aug 2014, 02:01
nigo
QUOTE
მგონი ჩაეშალათ კაზანტიპი.ახლა ვნახე საინფორმაციოში და ცოტა ხალხი იყო.

ამხელა რეკლამა გაუწია ეკლესიამ, ამხელა სამუშაო შეასრულა და მაინც ცოტა ხალხი იყო ?

QUOTE
კაზანტიპი რომ პირველი ნიუსია და ელვის სისწრაფით ადის 100 გვერდამდე ,გვეშველება რამე?>   

ვაი ...

QUOTE
ისვენებ იქ თუ ბიზნესი?

უფრო დასვენება გამომდის.

QUOTE
აქ ძალიან ცხელა ,ტვინი ვერ მუშაობს.ყოველ შემთხვევაში ჩემი ნამდვილად.

ჩემი ჩამოსვლისთვის აგრილებული იქნება იმედი მაქვს smile.gif

QUOTE
წერეთელიო აწერია.
ეგ კაცი როდის უნდა შეეშვას ტყაპნას არ ვიცი რა.

რა ვიცი, კი აქვს დაკავებული ერთი ადგილი შუაგულ ლონდონში (თუმცა რა ვიცი ეს შუად ითვლება თუ არა..)

Posted by: nforumi 23 Aug 2014, 02:09
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: nigo 23 Aug 2014, 08:30
nforumi
ეს ერთ-ერთი იმ ძეგლთაგანია,წერეთელი მთელ მსოფლიოს რომ ჩუქნის.
ჩაიტანს , მიაყენებს მასპინძლეს,ჩააგდებს უხერხულში და დგამენ. biggrin.gif

გრინვიჩზე ხომ არ წასულხარ?

ჩემი უფროსი ცხოვრობდა მანდ.ადრე იბიარდში მუშაობდა,ფოტოებიდან გამახსენდა .

t-90
QUOTE
ეგ კაცი როდის უნდა შეეშვას ტყაპნას არ ვიცი რა.

თავისუფლების მოედანზე რა ქნა?
ჯერ თითონ ძეგლი არ მომწონს,ძალიან სუროგატი .მერე მასშტაბები , სადმე გაშლილ ადგილას უნდა გადაიტანონ.

არც ძეგლი ჩანს,გინდა ისე გინდა მანქანით ,მოედანი დაპატარავებული .

Posted by: nforumi 23 Aug 2014, 13:29
nigo
QUOTE
გრინვიჩზე ხომ არ წასულხარ?

გრინვიჩზე რა უნდა ვნახო ? მუზეუმია რამე მანდ?

Posted by: t-90 23 Aug 2014, 22:02
nigo
QUOTE
თავისუფლების მოედანზე რა ქნა?
ჯერ თითონ ძეგლი არ მომწონს,ძალიან სუროგატი .მერე მასშტაბები , სადმე გაშლილ ადგილას უნდა გადაიტანონ.

არც ძეგლი ჩანს,გინდა ისე გინდა მანქანით ,მოედანი დაპატარავებული .

ჯერ ლენინის ძეგლი ძლივს მოიცილა მაგ მოედანმა და ეხლა ეს კიდე. ისე ნაცებს ფალოტური წარმონაქმნები ევასებოდათ.

Posted by: nforumi 24 Aug 2014, 01:21
t-90
QUOTE
ჯერ ლენინის ძეგლი ძლივს მოიცილა მაგ მოედანმა

ფაქტიურად ეგეც იგივე არ არის რაც ლენინის ძეგლი ?

Posted by: marta007 24 Aug 2014, 21:50
ამ თემის პატრიოტებს სალამი smile.gif
ვიხედები, გკითხულობთ,
მეც შემოგიერთდებით თავში თუ რამე აზრი გამიჩნდა ამ სიცხეში,
პოლიტიკას უნდა გადავეჩვიო, როდის დადგება ის დღე, რომ იქ არ შევიხედო smile.gif

Posted by: nforumi 25 Aug 2014, 01:22
marta007
QUOTE
პოლიტიკას უნდა გადავეჩვიო, როდის დადგება ის დღე, რომ იქ არ შევიხედო

ჩემთვის ისე მოვიდა თავისთავად, რატომღაც აღარ მომინდა იქით შესვლა და ...

Posted by: marta007 25 Aug 2014, 09:57
nforumi
QUOTE
ჩემთვის ისე მოვიდა თავისთავად, რატომღაც აღარ მომინდა იქით შესვლა და ...

მეც მინდა წამოვიდე იქედან, სხვა თემებს ჩავანაცვლებ,
ვნახოთ თუ გამომივა.

Posted by: nforumi 25 Aug 2014, 13:35
marta007
QUOTE
მეც მინდა წამოვიდე იქედან, სხვა თემებს ჩავანაცვლებ,

ისე რა საჭიროა თავის იძულება. თუ გაქვს ინტერესი იქ შესვლის, უნდა შეხვიდე, რა პრობლემაა.

მე უბრალოდ სურვილი აღარ მაქვს. მერე ოდესმე შეიძლება ისევ შევიდე ხოლმე, არ ვიცი...

Posted by: nforumi 25 Aug 2014, 14:30
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: marta007 25 Aug 2014, 15:21
nforumi
QUOTE
ისე რა საჭიროა თავის იძულება. თუ გაქვს ინტერესი იქ შესვლის, უნდა შეხვიდე, რა პრობლემაა.

მიჩვევა ვიცი ყველაფერზე, მექანიკურობამდე, რეფლექსები მიმყარდება პავლოვის ძაღლივით,
განასხვავე აბა ყოველთვის სურვილი და რეფლექსი, გგონია რომ გსურს და რატომ არ იცი, ამ დროს შეიძლება იყოს რეფლექსი და დამოკიდებულება, მე მგონი ეგ მჭირს და ეგ არ მომწონს.smile.gif

Posted by: nforumi 26 Aug 2014, 00:32
marta007
QUOTE
მიჩვევა ვიცი ყველაფერზე, მექანიკურობამდე, რეფლექსები მიმყარდება პავლოვის ძაღლივით,

biggrin.gif

QUOTE
განასხვავე აბა ყოველთვის სურვილი და რეფლექსი, გგონია რომ გსურს და რატომ არ იცი, ამ დროს შეიძლება იყოს რეფლექსი და დამოკიდებულება, მე მგონი ეგ მჭირს და ეგ არ მომწონს.

რამე სხვით უნდა დაკავდე და გადაგივლის თუ მართლა რეფლექსად გაქვს ქცეული ...

მაგალითად თუნდაც ამ თემით. შენ ყოველთვის საინტერესო და პოსტები გაქვს ხოლმე, მახსოვს.

Posted by: nigo 26 Aug 2014, 07:04
marta007
QUOTE
განასხვავე აბა ყოველთვის სურვილი და რეფლექსი, გგონია რომ გსურს და რატომ არ იცი, ამ დროს შეიძლება იყოს რეფლექსი და დამოკიდებულება, მე მგონი ეგ მჭირს და ეგ არ მომწონს.

მეც ასე ვარ. ცოტა პროგრესი კი მაქვს , ორი კვირაა არ ვპოსტავ ,მაგრამ დილას აუცილებლად ვიხედები.

სერიალებზეც ასე არ დამემართა?

შარშანდლამდე ,დაახლოებით ერთი 6 წელი, არაფერი მენახა.
შემდეგ უტონკესმა და უტანკესმა ატეხა ერთი ამბავი,არიქა სულეიმანზე გადის ფილმიო,გვართმევენ ქართველობასო biggrin.gif დამაინტერესა და მივეჩვიეზე უფრო მეტი დამემართა.
თან დრო გამყავს,თან სიამოვნებას მგვრის,თან განვიცდი რაში ვხარჯავ დროს. biggrin.gif

მოკლედ ვერაფერს ვერ ვირგებ .
ყველას გცხელათ თუ მე მჭირს განსაკუთრებული?

დასიცხული დავდივარ,ვერ ვაზროვნებ.
sad.gif

Posted by: t-90 26 Aug 2014, 08:06
nigo
QUOTE
ყველას გცხელათ თუ მე მჭირს განსაკუთრებული?

დასიცხული დავდივარ,ვერ ვაზროვნებ.
sad.gif

მეც მცხელა და რაღაც პროექტი მივარდება მაგის გამო. პროსტო ვეღარ ვაზროვნებ.
QUOTE
შემდეგ უტონკესმა და უტანკესმა ატეხა ერთი ამბავი,არიქა სულეიმანზე გადის ფილმიო,გვართმევენ ქართველობასო biggrin.gif დამაინტერესა და მივეჩვიეზე უფრო მეტი დამემართა.
თან დრო გამყავს,თან სიამოვნებას მგვრის,თან განვიცდი რაში ვხარჯავ დროს. biggrin.gif

დამიღუპიხართ ფაქტიურად.

Posted by: nforumi 26 Aug 2014, 13:32
nigo
QUOTE
ყველას გცხელათ თუ მე მჭირს განსაკუთრებული?

მე არ მცხელა, აქ 18 გრადუსია ტემპერატურა smile.gif

t-90
QUOTE
დამიღუპიხართ ფაქტიურად.

რას ერჩოდი მერე

Posted by: marta007 26 Aug 2014, 14:11
nforumi
QUOTE
რამე სხვით უნდა დაკავდე და გადაგივლის თუ მართლა რეფლექსად გაქვს ქცეული ...

მაგალითად თუნდაც ამ თემით. შენ ყოველთვის საინტერესო და პოსტები გაქვს ხოლმე, მახსოვს.

შევეცდები თუ გამომივიდა, მადლობა smile.gif

nigo
QUOTE
დასიცხული დავდივარ,ვერ ვაზროვნებ

მეც smile.gif

Posted by: nforumi 26 Aug 2014, 14:56
marta007
QUOTE
შევეცდები თუ გამომივიდა

გამოგივა, გამოგივა smile.gif

QUOTE
nigo
QUOTE
დასიცხული დავდივარ,ვერ ვაზროვნებ

მეც

მე კიდე ვეღარ გავთბი smile.gif

Posted by: seta 26 Aug 2014, 18:14
გამარჯობა ყველას! smile.gif

ვიყავი დასასვენებლად , ეს სიცხეები გადავიდეს და წაგიკითხავთ. love.gif

Posted by: nforumi 26 Aug 2014, 20:15
seta
გამარჯობა

QUOTE
ვიყავი დასასვენებლად

სად იყავი დასასვენებლად, თუ საიდუმლო არ არის?

QUOTE
ეს სიცხეები გადავიდეს და წაგიკითხავთ. 

წაგვიკითხავ თუ დაგვიწერ ?

Posted by: seta 27 Aug 2014, 00:32
nforumi
QUOTE
სად იყავი დასასვენებლად, თუ საიდუმლო არ არის?

მთაში, ბეშუმში )
წაგიკითხავთ და დაგიწერთ )
მომენატრეთ.

Posted by: nforumi 27 Aug 2014, 02:22
seta
QUOTE
მთაში, ბეშუმში )

ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ.

მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 °C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.

სწორია ?

smile.gif

Posted by: keme-keme 27 Aug 2014, 18:12
ყველანი არაჩვეულებრივები ხართ,მართალია არ ვპოსტავ,მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი განყოფილებაა.ყველანი განსხვავებული და ამავდროულად საინტერესო ადამინები ხართ.

Posted by: marta007 27 Aug 2014, 19:24
ვაიმე, დილიდან იქ ვეგდე და ვპოსტე და ვპოსტე.
თითქოს ჩემი თავის ჯიბრზე. მოვცდი მთელი დღე იმ სისულელეების წერაში.
თავი უნდა დავიჯარიმო, გამოვრთავ კომპს და წავალ ქუჩაში.
წავედი....

სეტა გამარჯობა, ნახვამდის smile.gif

Posted by: Cora 27 Aug 2014, 20:42
დავით კაკაბაძის გამოფენა იხსნება პარიზში - გსმენიათ რამე?

Posted by: nutsiko 27 Aug 2014, 21:26
მშვიდობიან საღამო მშვიდობის ყველას!

საღამოს ყავის თანხლებით მოგიყვებით ამბებს გარდასულ დღეთა.

დარიალის ხეობიდან დავბრუნდი, რამდენჯერაც არ უნდა წავიდე იქ, ყოველ ჯერზე სიახლეებს ვაწყდები და ამითაა მოგზაურობაც საინტერესო. ყოველი მოგზაურობის შემდეგ სრულიად ახალი, თავიდან დაბადებულივით ხარ, მოგზაურობა გცვლის უკეთესობისკენ და გაადამიანურებს ადამიანად დაბადებულს.

განსაკუთრებით მიყვარს ტრავერტინებიდან მომდინარე მზით გამთბარ წყალზე ფეხშიშველი ტანტალი.
მიყვარს, ასევე, გზადაგზა მთის ყვავილების შეგროვება, შემდეგ ჩემს ,,მოგზაურის დღიურში" კარგად ჩატკეპვნა და გახმობა, რომ მოგვიანებით წიგნის სანიშნეები გავაკეთო ლამინირებული ყვავილებისგან.
საუკუნეების შემონახულ და მრავალი ამბის მნახველ ანანურის მიძინების ტაძარსა და გერგეთის სამებაში ,,აქა მშვიდობის" თქმა, სანთლის დანთება და იქიდან თავმომწვარი ხატების წინ დანთებული სანთლების შინ წამოღება, საყვარელი მეგობრებისთვის დასარიგებლად და თითო-ოროლა სანთლის სახლში დასანთებად.
მიყვარს და მახარებს სოფელ-სოფელ სიარული, სოფლის ორღობეებში ცხოვრებაზე ჩაფიქრებულ ბებო-ბაბუებთან და აქა-იქ მშობლებს გამოპარულ მზით გარუჯულ ბავშვებთან საათობით მასლაათი, გვარების და ადგილმდებარეობის შესახებ ძველი თქმულებების მათგან მოსმენა და სამუდამოდ მეხსიერებაში ჩაბეჭდვა, ბარში მცხოვრებთათვის გასაზიარებლად.
გზადაგზა ქაცვის, მოცვისა და ველური კენკროვნის კრეფა და ჩანჩქერებთან მთის წვიმით დასველებულს მუჭა-მუჭა ბუნების ნობათით პირის ჩატკბარუნება.
ფეხშიშველა მთის მდინარეში ტანტალი და ხელებით ლამაზ-ლამაზი ქვების მოძიება მეგობრების აკვარიუმებისა და სახლში სახსოვრად წამოსაღებად.
ახალი ადგილების მონიშვნა და შემდგომში მოგზაურობის დაგეგმვა, ხელახლა ამ ადგილებში დასაბრუნებლად.

წამოსვლის წინ მეცხვარეებთან თბილი მასლაათი და მათთან წახემსება / მათი სტუმრობაც რა ტკბილია და თბილი.
შინნახადი ლუდის დაგემოვნება.

ესაა ჩემი შეგრძნებები, ესაა ჩემი ცხოვრება, ესაა ჩემი მოგზაურობისა და ცხოვრების ნაწილი, რითაც ვცოცხლობ და მოვდივარ აქამდე.
მადლობა ყველა კეთილ ადამიანს და მასპინძელს, ვინც დღეს გზად შემომხვდა და თბილად გამარჯობა მითხრა, მადლობა კიდევ ერთხელ smile.gif

Posted by: nforumi 28 Aug 2014, 02:56
ზაფხული იწურება, ვბრუნდებით ნელ-ნელა გაფანტული ხალხი. დარჩენილები რა ამინდს დაგვახვედრებთ? ისევ 40 გრადუსი სიცხეები უნდა იყოს?

smile.gif

Posted by: nigo 28 Aug 2014, 16:57
ყველას გილოცავთ მარიამობას.
ღვთისმშობლის მადლი გფარ ადეთ!!

დღეს მე მგონი ყველაზე უფრო ცხელა.

დილიდან ჩაცმული ვარ მძივ-საყურიანად და გარეთ ვერ გავდივარ.

გუშინ ერთ იუბილეზე ვიყავი იძულების წესით. არ წასვლა დაკარგვას ნიშნავდა. smile.gif დიდათ კი არ ვიდარდებდი,მაგრამ ხანდახან არ გამოდის.საქართველოა და თბილისი.
რატომ არ გადმოიტანეს დღევანდელზე არ ვიცი.

დიდი მრგვალი მაგიდები,დაახლოებით ასი კაცი,შეიძლ ება მეტი.

ადგა თამადა ,ააყენა მთელი სუფრა,წააკითხა მამაო ჩვენო და მიეძალა მერე შემწვარ-მოხრაკულს მარხვაში.
გოიმობის ზეობაა საქართველოში.
sad.gif sad.gif

Posted by: seta 29 Aug 2014, 01:25
marta007
გამარჯობა! როგორ ხარ? smile.gif

nforumi
QUOTE
ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ.

მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 °C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.

სწორია ?

ყველაფერი სწორია ))

nutsiko
QUOTE
დარიალის ხეობიდან დავბრუნდი, რამდენჯერაც არ უნდა წავიდე იქ, ყოველ ჯერზე სიახლეებს ვაწყდები და ამითაა მოგზაურობაც საინტერესო. ყოველი მოგზაურობის შემდეგ სრულიად ახალი, თავიდან დაბადებულივით ხარ, მოგზაურობა გცვლის უკეთესობისკენ და გაადამიანურებს ადამიანად დაბადებულს.

არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა.

ბათუმში ძლივს გაწვიმდა ცოტა, მაგრამ არ აგრილებულა. ძალიან არაბათუმურ არაწვიმიანი სეზონია წელს. გაუმართლათ დამსვენებლებს.
ხალხი იყო უამრავი . სულ ნაირ-ნაირი. ახლა შეხალვათდა ქალაქი ))

Posted by: nforumi 29 Aug 2014, 02:20
nigo
QUOTE
ადგა თამადა ,ააყენა მთელი სუფრა,წააკითხა მამაო ჩვენო და მიეძალა მერე შემწვარ-მოხრაკულს მარხვაში.
გოიმობის ზეობაა საქართველოში.

sad.gif

seta
QUOTE
ყველაფერი სწორია ))

ესე იგი ვიკიპედიაშიც შეიძლება იყოს სიმართლე დაწერილი... smile.gif

QUOTE
ბათუმში ძლივს გაწვიმდა ცოტა

ასეთი საოცრებებიც ხდება ესე იგი?

Posted by: marta007 29 Aug 2014, 10:39
seta
QUOTE
გამარჯობა! როგორ ხარ?

შაბათს ველოდები სულმოუთქმელად, ამბობენ სიცხეები მერე აღარ იქნებაო,

რასაც ქვია ამ ზაფხულს დახუთვა, დავიხუთე. ცალკე ნერვის ანთება მქონდა და ვიყავი ჩაფუთნული,
ძლივს გამიარა, ცალკე ქალაქიდან ვერ გავედი,

ვიყავი გონმიხდილი და სასოწარკვეთილი.
რა სიცხეები იყო მაინც, რა იყო ეს...
შემოდგომაზე უნდა ავინაზღაურო ეს უმოძრაობა smile.gif

შენ როგორ ხარ smile.gif

Posted by: nigo 29 Aug 2014, 12:22
marta007
QUOTE
ძლივს გამიარა

ეს რა კარგი რამე დაწერე,რამდენი თვე გაწუხებდა sad.gif

Posted by: nforumi 29 Aug 2014, 13:11
marta007
QUOTE
ცალკე ნერვის ანთება მქონდა

საშინელი რამეა მაგ. არი ტკივილიანი და არა ტკივილიანიც ისე. შენ რომელი გქონდა? რომელი ნერვის?

Posted by: marta007 29 Aug 2014, 14:07
nforumi
QUOTE
საშინელი რამეა მაგ. არი ტკივილიანი და არა ტკივილიანიც ისე. შენ რომელი გქონდა? რომელი ნერვის?

იშიაზი, ფეხს მიკავებდა, მტკიოდა.
ეტყობა კონდენციონერმა გამირთულა, ძაან დაბალზე მქონდა თავიდან დაყენებული smile.gif

nigo
QUOTE
ეს რა კარგი რამე დაწერე,რამდენი თვე გაწუხებდა

კი, ძაან გამიგრძელდა smile.gif

Posted by: nforumi 29 Aug 2014, 14:43
marta007
QUOTE
ეტყობა კონდენციონერმა გამირთულა, ძაან დაბალზე მქონდა თავიდან დაყენებული

კონდიციონერს არ ვრთავ თუ ძალიან არ გამიჭირდა და როცა ვრთავ, ისე ვჯდები რომ პირდაპირ არ მიბერავდეს.

უნდა მოუფრთხილდე აწი თავს მეტად, უფრო ადვილად დაგემართოს შეიძლება თუ გაგიცივდა...

Posted by: marta007 29 Aug 2014, 14:59
nforumi
QUOTE
კონდიციონერს არ ვრთავ თუ ძალიან არ გამიჭირდა და როცა ვრთავ, ისე ვჯდები რომ პირდაპირ არ მიბერავდეს.

ჩემი ბინა მზის მხარესაა, ამოდის თუ არა ისე აჭერს, წარმოუდგენელია კონდენციონერის გარეშე ზაფხული,
სამაგიეროდ ზამთარი მაქვს თბილი ხოლმე. თავიდან 17 გრადუსზე დავაყენე და მაგან გამიმწვავა, ახლა კი მაქვს 26 გრადუსზე და თბილად მაცვია, მთლად ვერ გამოვრთავ, აფრიკა გარანტირებული მექნება smile.gif

QUOTE
უნდა მოუფრთხილდე აწი თავს მეტად, უფრო ადვილად დაგემართოს შეიძლება თუ გაგიცივდა...

ცურვაზე არ მივლია წლებია და დამეტყო, დავსუსტდი. ადრე ლაგუნა ვერაზე დავდიოდი, ახლა გაუქმებულია. ნეტა დინამოზე ისევ არის თუ იქაც გაუქმებულია? ვივლიდი. ვაკეში და საბურთალოზე უმანქანოდ სისტემატურად ვერ ვივლი, გამიჭირდება.

Posted by: nforumi 29 Aug 2014, 15:15
marta007
QUOTE
ნეტა დინამოზე ისევ არის თუ იქაც გაუქმებულია

დინამოს გვერდით ვცხოვრობ, მაგრამ არ ვიცი sad.gif

QUOTE
აფრიკა გარანტირებული მექნება

ისე აფრიკაშიც ცხოვრობს ხალხი... smile.gif

გეხუმრები... smile.gif

წამოვედი ახლა საქართველოში, ხვალ უკვე თბილისში ვიქნები smile.gif (ვითომ ახლა სხვანაირად გეკონტაქტებით biggrin.gif )

Posted by: marta007 29 Aug 2014, 15:21
nforumi
QUOTE
დინამოს გვერდით ვცხოვრობ, მაგრამ არ ვიცი 

მართლა? მე წერეთელზე კოკა კოლას ოფისი რომაა იქ ახლოს smile.gif
QUOTE
წამოვედი ახლა საქართველოში, ხვალ უკვე თბილისში ვიქნები  (ვითომ ახლა სხვანაირად გეკონტაქტებით  )

ვიკონტაქტოთ მერე ვინ გვიშლის, ყავები ვსვათ სადმე კოლექტიურად smile.gif

ადრე გვქონდა ამ თემელებს კლუბის მოწყობის იდეა და არ გამოვიდა.
ახლაც შეიძლება, რომელიმე კაფე ან ბარი ამოვიჩემოთ და იქ ვიაროთ პერიოდულად.
რავი, როგორც გინდათ, ჩემთვის სულერთია.
ხშირად ბევრ სისულელეებს ვამბობ და ნუ მისმენთ. chups.gif

Posted by: nutsiko 30 Aug 2014, 00:02
QUOTE (marta007 @ 29 Aug 2014, 14:21 )

ადრე გვქონდა ამ თემელებს კლუბის მოწყობის იდეა და არ გამოვიდა.
ახლაც შეიძლება, რომელიმე კაფე ან ბარი ამოვიჩემოთ და იქ ვიაროთ პერიოდულად.
რავი, როგორც გინდათ, ჩემთვის სულერთია.
ხშირად ბევრ სისულელეებს ვამბობ და ნუ მისმენთ. chups.gif

ძალიან კარგი იდეაა ნამდვილად. მეც შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით, თან იმდენი საინტერესო ამბავი მაქვს მოსაყოლი და გასაზიარებელი სხვათათვის.

ჯერ მარტო ჩემი მოგზაურობის ისტორიანი იმდენია, უჰ... smile.gif

Posted by: seta 30 Aug 2014, 01:00
nforumi
QUOTE
ასეთი საოცრებებიც ხდება ესე იგი?

კი, მასეც ხდება. დღეს აგრილდა. მგონი გადავრჩით.
ბეშუმში ცხელოდა დღისით, მაგრამ ღამით საბნის გარეშე ვერ დაიძინებ. ანუ ზაფხულის ერთი თვე კარგად გადავაგორეთ )

marta007
QUOTE
ვიყავი გონმიხდილი და სასოწარკვეთილი.
რა სიცხეები იყო მაინც, რა იყო ეს...
შემოდგომაზე უნდა ავინაზღაურო ეს უმოძრაობა

შენ როგორ ხარ 

არამიშავს, ნორმალურად. smile.gif
რთულია ავადმყოფობა, სიცხეში მითუმეტეს.

Posted by: nforumi 30 Aug 2014, 16:22
seta
QUOTE
კი, მასეც ხდება. დღეს აგრილდა. მგონი გადავრჩით.
ბეშუმში ცხელოდა დღისით, მაგრამ ღამით საბნის გარეშე ვერ დაიძინებ. ანუ ზაფხულის ერთი თვე კარგად გადავაგორეთ )

კაი ყოფილა ბეშუმში, დღე მაინც ცხელოდა ესე იგი smile.gif

marta007
QUOTE
რომელიმე კაფე ან ბარი ამოვიჩემოთ და იქ ვიაროთ პერიოდულად.
რავი, როგორც გინდათ, ჩემთვის სულერთია.
ხშირად ბევრ სისულელეებს ვამბობ და ნუ მისმენთ. 

სისულელე არ არის, მაგრამ როგორ გამოვა არ ვიცი.

აი, გოგოები რომ შეიკრიბოთ, უფრო გამოვა ალბათ smile.gif

Posted by: t-90 30 Aug 2014, 16:24
nforumi
გოგოები არ ვიცი მარა ამ თემაში თუ ჭიკა გარაწკუნდება მეც უნდა ვიყო იქ biggrin.gif

Posted by: tenochtitlan 30 Aug 2014, 16:53
გამარჯობათ!

ეს რა კარგი ხალხი გამოჩენილა ისევ თემაში.

ორი დღე და შემოდომაც მოვა. მიყვარს შემოდგომა თბილისში.

აგვისტოში კი ზღვით ვიჯერე გული. თუმცა მაინც არ მეყო.
ალბათ არცს არასდროს მეყოფა. სეტასავით ბათუმში
უნდა ვცხოვრობდე წესით.
აქ კარგი იყო.

Posted by: nutsiko 30 Aug 2014, 18:12
QUOTE (t-90 @ 30 Aug 2014, 15:24 )
nforumi
გოგოები არ ვიცი მარა ამ თემაში თუ ჭიკა გარაწკუნდება მეც უნდა ვიყო იქ biggrin.gif

lol.gif 2kiss.gif

ჭიქის გარაწკუნებასა და კარგ ჩაციებულ ღვინოზე კი ხარ უკვე დაპატიჟებული.
თუ საქმე კარგად წამივა / წაგვივა ყველას და ერთი ბეჭი ჩემზეა biggrin.gif

ბუ ჰე ჰეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თუ მოახერხო და იცი, რომ ბათუმში ვიქნები, ჩამოი, გამახარებ wink.gif

Posted by: t-90 30 Aug 2014, 21:03
nutsiko
ვოტ.
ზაადნო სეტაც ვნახოთ.
ყაბულსა ხარ seta ?

Posted by: nutsiko 30 Aug 2014, 21:56
t-90
გუთ, გუთ.

მშვენიერი იდეაა.

Posted by: seta 30 Aug 2014, 23:57
t-90
QUOTE
ვოტ.
ზაადნო სეტაც ვნახოთ.
ყაბულსა ხარ seta ?

რა თქმა უნდა )

tenochtitlan
QUOTE
გვისტოში კი ზღვით ვიჯერე გული. თუმცა მაინც არ მეყო.
ალბათ არცს არასდროს მეყოფა. სეტასავით ბათუმში
უნდა ვცხოვრობდე წესით.

ოთხჯერ ჩავედი ზღვაში.
გულაცრუებული ვარ ზღვაზე ოღონდ არ ვიცი რატომ )

Posted by: nforumi 31 Aug 2014, 10:37
t-90
QUOTE
გოგოები არ ვიცი მარა ამ თემაში თუ ჭიკა გარაწკუნდება მეც უნდა ვიყო იქ

biggrin.gif

Posted by: tenochtitlan 31 Aug 2014, 13:38
seta
QUOTE
გულაცრუებული ვარ ზღვაზე ოღონ,
არ ვიცი რატომ

ნეტა რატომ?
მე კი არასდროს მყოფნის ზღვა. წყალში ვარ და იმაზე ვფიქრობ,
რომ ბოლოს ხომ უნდა ამოვიდე და ეს დისკომფორტს მიქმნის.
ჩემები დამცინიან ხოლმე მალე კუდი ამოგივა თევზივითო. wink.gif
ეხლაც ერთ დღეს იახტ-ტურში ვიყავით, ფანტასტიკურ ადგილებში ვიცურავეთ კამკამა ზღვაში,
ერტ_ერთი გაჩერებისას დაგვიძახეს ამოვედით, გამოვიცვალეთ, ვისადილეთ და ვხედავ ჯერ არ მივდივართ,
კაპიტანს ვკითხე რა ხდება-თქო და კიდევ ათი წუთი ვიქნებითო
მოკლედ არ დამეზარა, გამოვიცვალე და ისევ წყალში ჩავედი ამ ათი წუთისთვის.
ჩემი მეგობარი დამცინოდა- გიჟი ხარო.

Posted by: nforumi 31 Aug 2014, 16:08
tenochtitlan
QUOTE
ნეტა რატომ?

მე არ მიკვირს, ძირითადად ასეა, ვინც ზღვასთან ახლოს ცხოვრობს, უმეტესად არ უყვარს ხოლმე ზღვა...

Posted by: nigo 31 Aug 2014, 16:35
ლოპოტაზე ვიყავი ორი დღით
სულ მესმოდა ძალიან მაგარიაო,მაგრამ მთლად ასეთს ვერ წარმოვიდგენდი.

არ მეგონა საქართველოში ასეთ ონ ინქლუზივს თუ გააკეთებდნენ.სამი აუზი,ათასი გასართობი,ყველა ასაკისთვის შესაფერისი სიტუაცია.

თავი უცხოეთში მეგონა ისეთი ნომრებია.

თუმცა იგივე უცხოეთთან შედარებით არადეკვატურად ძვირია.
მეორეს მხრივ 80 ნომერი აქვთ,ყველა დაკავებული იყო დაშემდეგი პერიოდიც წინასწარ დაჯავშნილი ,დღე არ უცდებათ,მიდის ხალხი და რატომ გააიაფებენ.

ბევრი უნდა გაკეთდეს , კონკურენცია უნდა იყოს და შემდეგ გაიაფდება ალბათ.იმედია

smile.gif

Posted by: marta007 31 Aug 2014, 22:40
ზღვა ბუნდოვნად მახსოვს biggrin.gif
გზაში რომ შემხვდეს, ვეღარც ვიცნობ, ვეღარც ის მიცნობს.
ასე ივიწყებენ ერთმანეთს დიდი ხნის უნახავი ძველი კარგი ნაცნობები. sad.gif

nigo
QUOTE
ლოპოტაზე ვიყავი ორი დღით

არ ვყოფილვარ არასდროს, ყველა აქებს.
ადრე ბაზალეთზე დავდიოდი, ჩამოსული სტუმრებიც დამყავდა და მეგობრებიც, ძალიან მომწონდა.
ახლა შემოღობილია და აღარც მე მყავს მანქანა რომ ვიარო.

Posted by: nutsiko 1 Sep 2014, 00:01
საღამო მშვიდობის ყველას,

ახლა ვაპირებ ზღვაზე წასვლას. მთელი დღე საქმეები მაქვს და იქნებ საღამოს მაინც მოვახერხო ზღვის პირას გასვლა და მშვიდად ყოფნა, ზღვის ნაპირას ზღვის ტალღების მოსმენა.

სულ მალეეეეე....

Posted by: nigo 1 Sep 2014, 01:21
marta007
ისეთი ბუნებაა გაგიჟდები,სუნთქვა შეგეკვრება.

მთები ,დაფარული შერეული ტყეებით.

ტერიტორიაზე ტირიფები , ძეწნები.ნაძვები
ულამაზესი ყვავილები .ძალიან მოვლილი. რაც მთავარია ღიმილიანი სახეები, დამსვენებელი თუ მომსახურე პერსონალი.

Posted by: marta007 1 Sep 2014, 02:05
nigo
QUOTE
ისეთი ბუნებაა გაგიჟდები,სუნთქვა შეგეკვრება.

მთები ,დაფარული შერეული ტყეებით.

ტერიტორიაზე ტირიფები , ძეწნები.ნაძვები
ულამაზესი ყვავილები .ძალიან მოვლილი. რაც მთავარია ღიმილიანი სახეები, დამსვენებელი თუ მომსახურე პერსონალი.

ბუნება მართლა იშვიათი გვაქვს,
კარგია თუ ასეთი ადგილია, თან მოვლილი, ვნახავ აუცილებლად, როცა საშუალება მომეცემა.

Posted by: nforumi 1 Sep 2014, 10:13
nigo
QUOTE
რაც მთავარია ღიმილიანი სახეები, დამსვენებელი თუ მომსახურე პერსონალი.

ესეც თუ ასეა, მართლა სასწაულია საქართველოსთვის.

რამდენი ხანია მეც ვაპირებ წასვლას და ვერმოვახერხე.

Posted by: marta007 1 Sep 2014, 19:31
ადრე შემოდგომა ნაკლებად მიყვარდა, უფრო ზაფხული.
არდადეგები, შვებულება, გართობა, ყველაფერი მასთან იყო ასოცირებული და ალბათ ამიტომ.
ერთხელ კახეთში გომბორით გადავედით..ყოფილხართ შემოდგომით გომბორზე?
ასეთი ფერის ფოთლები არსად შემხვედრია-ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ოქროსფერი გზის პირას მაააღალ ხეებზე,
მიმავალი მანქანის ფანჯრებში მზე უჭვრიტინებდა და თვალებში მონაცვლეობით ანთებდა ამ ფერებს. მოკლედ, ჯადოსნური სამყარო...
იმის მერე შემიყვარდა შემოდგომა...კახეთზე და კახელებზე ხომ ჭკუა მეკეტებოდა ყოველთვის, შემოდგომაც კახური შემიყვარდა smile.gif

ესეც შემოდგომას მივუძღვნათ.

Posted by: nigo 1 Sep 2014, 21:01
marta007
ძალიან კარგი გზაა გაკეთებული გომბორზე.
საათნახევარში ჩადიხარ თელავში.

მართლაც ულამაზესია იქაურობა.

მივდიოდი და სულელური აზრები მომდიოდა.რა იქნება ასეთი ლამაზი არ იყოს ეს ჩვენი ქვეყანა - ხრიოკი ან უდაბნო ან ყინულოვანი,მაშინ ასე არ დამწყდებოდა გული ცალკე აფხაზეთზე და ცალკე სამაჩაბლოზე- მეთქი.
გამახსენდა ფაწას ხეობა სამაჩაბლოში,აფხაზეთი ხომ საერთოდ sad.gif sad.gif

სანამ თელავში ჩავედით ,გავჩერდით იოსებას დუქანში.განთქმული ღორის ნეკნის მწვადებით.
მოიტანეს გუდის ყველი,სალათა ,დედის პურები,მწვადები და ყავა.
გამიკვირდა ,ყავა რომ დავინახე.
მე ვუთხარი ამ წვადებთან ერთად პოდნოსზე ყავა ,ვინ შეუკ ვეთა-მეთქი?
რავი თბილისელები ხართ,მაინც ბოლოს ყავაო იტყვით და ბარემ მოვიტანეთო
biggrin.gif

Posted by: nforumi 1 Sep 2014, 21:02
marta007
QUOTE
ერთხელ კახეთში გომბორით გადავედით..ყოფილხართ შემოდგომით გომბორზე?

არამარტო შემოდგომაზე, მაგრამ ზაფხულშიც ლამაზია, თელავისკენ რომ გზა ეშვება ტყეში...

Posted by: marta007 1 Sep 2014, 21:29
nforumi
QUOTE
შემოდგომაზე არა, მაგრამ ზაფხულშიც ლამაზია, თელავისკენ რომ გზა ეშვება ტყეში...

ეგ რაა, შემოდგომაზე უნდა ნახო.smile.gif

nigo
QUOTE
მოიტანეს გუდის ყველი,სალათა ,დედის პურები,მწვადები და ყავა.
გამიკვირდა ,ყავა რომ დავინახე.
მე ვუთხარი ამ წვადებთან ერთად პოდნოსზე ყავა ,ვინ შეუკ ვეთა-მეთქი?
რავი თბილისელები ხართ,მაინც ბოლოს ყავაო იტყვით და ბარემ მოვიტანეთო

gigi.gif
მიყვარს მაგათი ლაპარაკი.
თელავში ადრე ხშირად დავდიოდით, ჩემი უახლოესი მეგობარი ცხოვრობს, სტუდენტობის დროინდელი, გადასარევი ოჯახით..
სულ მირეკავს ჩამოდი, ჩამოდი, რა ვუყო ამ კნუტს, თან რომ წავიყვანო დამცინებენ კახელები, კატით დადისო biggrin.gif
ძაღლით კიდევ გამიგია მოგზაურობა და კატით? თან იქ რომ გაიქცეს და დამეკარგოს, მერე რა ვქნა.
მოვკვდები კიდევაც, ძაან შევეჩვიე. მოკლედ, ასეთ გასაჭირში ვარ smile.gif

Posted by: nforumi 1 Sep 2014, 22:37
marta007
QUOTE
ეგ რაა, შემოდგომაზე უნდა ნახო.

შევეცდები გავითვალისწინო ...

იქნებ დავგეგმოთ მართლა გასვლითი ტური მანდეთ ?

Posted by: nutsiko 1 Sep 2014, 23:15
გომბორზე სულ დავდივარ და დამიჯერეთ ნებისმიერ სეზონზე ულამაზესია. მე ზამთარშიც მივლია გომბორზე, რომ ბარდნის და ერთ მეტრში გზა არ მოჩანს, ზაფხულშიც, როცა თეთრი წყლებისა და შუამთის მონაკვეთი ულამაზეს მწვანე ხეივანს ქმნის და შემოდგომაზეც, როცა ოქროსფერია იქაურობა. ნუ გაზაფხულზე აღარაფერს ვამბობ, როცა მიწისა და ბალახის, ფოთლების სუნი ერთმანეთში ირევა.

ულამაზესია გომბორის გზა, გზად სოფელ ვერონას ჩაუვლი და რაღაცნაირად იტალია გახსენდება. გზად შეგიძლია კაკალიც შეიძინო (მოსახლეობას აქვს გამოტანილი შემოდგომაზე) ან კომში იყიდო. მიყვარს ეს მხარე და ეს გზა.

Posted by: nforumi 1 Sep 2014, 23:18
nutsiko
QUOTE
სოფელ ვერონას ჩაუვლი

საიდან მოდის მაგ სახელი ხომ არ იცი? მართლა იტალიასთან ხომ არ არის კავშირში ნეტა ?

Posted by: t-90 1 Sep 2014, 23:25
თელავში განთქმულები იყო აეროპორტის და წიწმატიანის ხინკალი მარა გულგულას გადასახვევთან რაღაცა პატარა სასაუზმე როა იმის ხინკალი იმენა ტყუილია რა.

Posted by: nutsiko 1 Sep 2014, 23:28
nforumi
ზუსტად არ მახსოვს, რაღაც სიყვარულის ისტორია იყო smile.gif

t-90
რესტორან ნიკალაზე ამბობ? მანდვეა გზაზე და მართლა გემრიელი საჭმელები აქვთ smile.gif

Posted by: nforumi 1 Sep 2014, 23:55
nutsiko
QUOTE
ზუსტად არ მახსოვს, რაღაც სიყვარულის ისტორია იყო

მოვისმენდი თუ ვინიცობაა გაიხსენებ smile.gif

t-90
nutsiko
დავუშვათ სექტემბრის ბოლო შაბათი ან კვირა რომ იყოს ?

Posted by: nutsiko 2 Sep 2014, 01:34
nforumi
თუ გავიხსენე ეგ ამბავი, მოგიყვებით აქ.

სექტემბრის მეორე ნახევრიდან (ჩამოვალ რა ბათუმიდან) მცალია და შემიძლია ერთ-ერთ შაბათს ან კვირას დავიძრათ გომბორისკენ.

t-90
თან შენც გნახავდი (ორი დღეა, რაც არ მინახიხარ და... biggrin.gif biggrin.gif )

Posted by: nigo 2 Sep 2014, 07:11
nutsiko
QUOTE
რესტორან ნიკალაზე ამბობ? მანდვეა გზაზე და მართლა გემრიელი საჭმელები აქვთ

საღამოს ნიკალაში გვქონდა სუფრა, მხოლოდ კახური საჭმელები იყო.
სუფრას რომ გადავხედე ,ვიფიქრე ,ახლა აქ რომ ჩემებური დიეტობანა დავიწყო,მერე დარდს უნდა გადავყვე -მეთქი და .....

მოკლედ, 6 თვის თავის დაჭერა გადავყარე წყალში,მაგრამ ღირდა biggrin.gif

nforumi

კარგი ,გაცადეთ ერთი-ორი დღე აკლიმატიზაციისთვის.აღარ უნდა დაიწყო მოყოლა.
ხალხი 200 მეტრზე გავედით თბილისიდან და წვრილ ანგარიშს ვდებთ. biggrin.gif
* * *
marta007

ასე შენ ვერსად ვეღარ წასულხარ.
წაიყვანე თან,რა უჭირს.

Posted by: nforumi 2 Sep 2014, 10:45
nigo
QUOTE
კარგი ,გაცადეთ ერთი-ორი დღე აკლიმატიზაციისთვის.აღარ უნდა დაიწყო მოყოლა.
ხალხი 200 მეტრზე გავედით თბილისიდან და წვრილ ანგარიშს ვდებთ. 

ვაიჰ

რომ არ მიფიქრია ამჯერად მასეთ რამეზე...

Posted by: t-90 2 Sep 2014, 21:22
nutsiko
QUOTE
რესტორან ნიკალაზე ამბობ? მანდვეა გზაზე და მართლა გემრიელი საჭმელები აქვთ

რესტორანი ნიკალა არა.
სასაუზმეა
ზაბეგალოვკა რა
მარტო ხინკალი და პივა რო არის მეტი არაფერი.

Posted by: tenochtitlan 2 Sep 2014, 22:06

გომბორის გზაზე სოფელია სახელად სასადილო,
ბოჭორმისა და თელავის გზების გასაყარზე.
იქ ადრე მართლა სასადილო იყო, სსრკ-ს ტრადიციებში,
ეხლა გაურემონტებიათ, იმაზე ამბობთ?

marta007
მართლა ზღაპრულია ივრის ხეობა შემოდგომით.
პირველად სტუდენტობისას ვიყავი ამ დროს და
უჯარმიდან რომ გადავიხედე მსუყე ფერების ისეთი სიმრავლე
დამხვდა, დღემდე მახსოვს ეს სურათი.
ფისო გყავს? მიყვარს კატები, მაგრამ ბოლო წლებია ალერგია მაქვს,
თვალები მიწითლდება. ეგ კი არა ჩემს მეგობარს ჩემ მისვლამდე წინა დღეს ყავდა
კატა მხოლოდ ერთი დღე და ჩემმა თვალებმა მაინც "იგრძნო".

Posted by: seta 2 Sep 2014, 22:12
tenochtitlan
QUOTE
მოკლედ არ დამეზარა, გამოვიცვალე და ისევ წყალში ჩავედი ამ ათი წუთისთვის.
ჩემი მეგობარი დამცინოდა- გიჟი ხარო.

smile.gif ორი წლის წინ ალბათ მეც არ დამეზარებოდა.

Posted by: marta007 2 Sep 2014, 23:29
tenochtitlan
QUOTE
ფისო გყავს? მიყვარს კატები, მაგრამ ბოლო წლებია ალერგია მაქვს,
თვალები მიწითლდება. ეგ კი არა ჩემს მეგობარს ჩემ მისვლამდე წინა დღეს ყავდა
კატა მხოლოდ ერთი დღე და ჩემმა თვალებმა მაინც "იგრძნო".

კი. კნუტი 4 თვის,
ბევრს აქვს კატის ბეწვზე ალერგია, ან ვერ იტანს ეშინია,
ერთი მეგობარი დავკარგე უკვე, ამის გამო, აღარ მოდის smile.gif
მე მიყვარს და რა ვქნა, ადამიანებიც კატისებრნი მომწონს, რომ ვაკვირდები მეც კატის ხასიათები მაქვს smile.gif

Posted by: nutsiko 3 Sep 2014, 00:16
nigo
მიყვარს რა ეს დალოცვილი კახეთი ესა... თან ახლა რთველი მოდის და ვისთან ვიშრომო, ვის დავადგე იმას ვფიქრობ ვენახში, რომ მერე დამსახურებულად ქვევრის პირას მაქეიფოს, იიიფ (ახლა ვინმე იფიქრებს, კაი ღიპიანი ხაშლამა დეიდა ვაარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )

t-90
ჩვენ რომ ვსვით ისეთი ლუდი?! კაი იყო ისე... კი მომეწონა, შენ მოიყარე ჩემხელა, მოყვასო smile.gif

Posted by: tenochtitlan 3 Sep 2014, 01:26
seta
QUOTE
  ორი წლის წინ ალბათ მეც არ დამეზარებოდა.

რა ხდება? ხომ კარგად ხარ. შენთვის ადრეა დაზარებები.marta007
marta007
QUOTE
კნუტი 4 თვის,

წარმომიდგენია რა საყვარელი იქნება.
ადრე არ მქონდა ეს ალერგია. კატებსაც ვეფერებოდი.
ეს ბოლო წლებია დამეწყო. sad.gif

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 11:14
tenochtitlan
QUOTE
ადრე არ მქონდა ეს ალერგია.

აუ რა ცუდი რაღაცაა ეგ ალერგია, განსაკუთრებით რომ გიყვარს და ვერ ეკარები...

QUOTE
ეს ბოლო წლებია დამეწყო. 

საინტერესოა რა იწვევს მაგას, არა მგონია ასაკის ბრალი იყოს.

marta007
QUOTE
კნუტი 4 თვის,

დადე სურათი smile.gif

Posted by: t-90 3 Sep 2014, 11:17
nutsiko
ლუდი მანდ მეორეხარისხოვანია.
მთავარია ისეთი ხინკალი რაც არ გინახავს საერთოდ.

Posted by: marta007 3 Sep 2014, 12:23
tenochtitlan
QUOTE
წარმომიდგენია რა საყვარელი იქნება.

ძალიან, სულ თამაშობს, ველოდები როდის გაიზრდება ცოტა რომ დასერიოზულდეს smile.gif
QUOTE
ადრე არ მქონდა ეს ალერგია. კატებსაც ვეფერებოდი.
ეს ბოლო წლებია დამეწყო. 

მეც მქონდა ადრე ალერგია სხვადასხვა რამეზე, ახლა ნაკლებად,
გაწმენდა უხდება პერიოდულად ორგანიზმს, უამრავი ქიმია და შხამები როცა გროვდება,
რეაქციაც მწვავდება გამღიზიანებლებზე.
nforumi
QUOTE
დადე სურათი 

მობილურში მაქვს, გადმოვიტან ნოუთში დავდებ smile.gif

Posted by: tenochtitlan 3 Sep 2014, 12:59
nforumi
QUOTE
საინტერესოა რა იწვევს მაგას, არა მგონია ასაკის ბრალი იყოს.

შეიძლება ასაკის ბრალიცაა და უფრო მეტად კი საერთო
დაბინძურებული ფონის.
კონკრეტულად კატებზე კი მგონია, რომ ადრე რა კატებთანაც
შეხება მქონია ბავშვობაში თუ მერე, სხვანაირი იყო.
ეხლა ჩემს ახლობლებს სულ ჯიშიანი, ფუმფულა, გრძელბეწვიანი კატები ჰყავთ და
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ალერგიაც სწორედ მათზე მაქვს და
არა ჩვეულებრივ, ქუჩაში რომ დარბიან იმ კატებზე.

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 13:11
marta007
QUOTE
გაწმენდა უხდება პერიოდულად ორგანიზმს

ეგ როგორ ?

Posted by: marta007 3 Sep 2014, 13:34
nforumi
QUOTE
ეგ როგორ ?

არის უამრავი ჯანმრთელი კვების კომპლექსი ბუნებრივი პროდუქტებისგან ან მცენარეულობისგან,
რომელიც წმინდავს ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და სხვადასხვა ორგანოებს.
ჩვენს ძველ თემელს თემაც კი აქვს გახსნილი კულინარიაში, ტუტე-მჟავური ბალანსი.
ხანდახან ვიხედები ხოლმე და როცა არ მეზარება, ვანხორციელებ smile.gif

მაგალითად სელის ზეთის ზეგავლენა საკუთარ თავზე გამოვცადე, რას წარმოვიდგენდი ზეთებს თუ ამდენი შეეძლო
და ამდენი ნაირსახეობის თუ იყო, მე მარტო მზესუმზირის ზეთები და ,,ოლეინა" ვიცოდი, ნუ ზეითუნიც biggrin.gif
ახლა უკვე დიდ მარკეტებში რომ შევდივარ პირველ რიგში ზეთების განყოფილებაში გავრბივარ.
ასევეა სხვა საკვები პროდუქტებიც, მაგრამ მე ზარმაცი ვარ და ვიდრე რამე არ შემაწუხებს დიდი ყურადღებას არ ვუთმობ.
http://forum.ge/?f=82&showtopic=34450657

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 13:53
marta007
ვეგანი რა არის, ვეგეტარიანი ?

QUOTE
ასევეა სხვა საკვები პროდუქტებიც, მაგრამ მე ზარმაცი ვარ და ვიდრე რამე არ შემაწუხებს დიდი ყურადღებას არ ვუთმობ.

მე მგონია რომ ეს სწორი მიდგომაა

Posted by: marta007 3 Sep 2014, 13:57
nforumi
QUOTE
ვეგანი რა არის, ვეგეტარიანი ?

კი, მკაცრი ვეგეტარიანელი.
მე არ ვარ ვეგეტარიანელი, მაგრამ დანარჩენში ვეთანხმები smile.gif

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 14:41
marta007
QUOTE
მე არ ვარ ვეგეტარიანელი, მაგრამ დანარჩენში ვეთანხმები

მე მგონია განგებას არ შევუქმნივართ ვეგეტარიანელებად და შესაბამისად ეს არ უნდა იყოს კარგი ორგანიზმისთვის.

დანარჩენში არ ვიცი, თუ არ დამექარა, მერე გადავავლებ თვალს მაგ თემას (ჩეზე ყოფილა ავტორი smile.gif ).

Posted by: marta007 3 Sep 2014, 15:55
nforumi
QUOTE
მე მგონია განგებას არ შევუქმნივართ ვეგეტარიანელებად და შესაბამისად ეს არ უნდა იყოს კარგი ორგანიზმისთვის.

მაგასაც ვერ იტყვი, ზოგი ვერ იტანს დაბადებიდან ცხოველურ საკვებს და ძალით ხომ არ მიიღებს.
მე ყოველდრიურობიდან ამოვიღე, მაგრამ დელიკატესებზე ან ხინკალზე და კარგ მწვადზე უარს ვერ ვამბობ smile.gif

საერთოდ მიმაჩნია, რომ თავს ძალიან ძალა არაფერზე არ უნდა დაატანო, ორგანიზმმა თვითონ უკეთ იცის რა ჭირდება
ყურს თუ მიუგდებ, ხან რა რომ მოგენატრება და ხან რა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ნივთიერება გაკლია და ნიშანს გაძლევს.

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 19:53
marta007
QUOTE
მაგასაც ვერ იტყვი, ზოგი ვერ იტანს დაბადებიდან ცხოველურ საკვებს და ძალით ხომ არ მიიღებს.

ეს გადახრაა და არა ნორმა. ასეთი გადახრები რომ არ არსებობდეს, ევოლუციაც არ იარსებებდა smile.gif

QUOTE
საერთოდ მიმაჩნია, რომ თავს ძალიან ძალა არაფერზე არ უნდა დაატანო, ორგანიზმმა თვითონ უკეთ იცის რა ჭირდება

ეს სწორია გარკვეული თვალსაზრისით მართლა.

Posted by: marta007 3 Sep 2014, 21:08
nforumi
QUOTE
ეს გადახრაა და არა ნორმა. ასეთი გადახრები რომ არ არსებობდეს, ევოლუციაც არ იარსებებდა 

კი, ყველა ნორმაში ან გადახრაში, როგორც ჩვენ ვეძახით, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება მიმდინარეობს,
ვის შეუძლია წინასწარ თქვას რომელი ინფორმაცია უფრო სასარგებლოა კაცობრიობის განვითარებისთვის,
თუკი წვდომა არ იქნა ამ ინფორმაციამდე, აუტისტი ბავშვებისგანაც გამოსულან დიდი მეცნიერები.

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 21:34
marta007
QUOTE
ვის შეუძლია წინასწარ თქვას რომელი ინფორმაცია უფრო სასარგებლოა კაცობრიობის განვითარებისთვის,

მართალია, ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ რომელი ნაბიჯია ევოლუციური წინსვლა, მაგრამ ევოლუცია ნიშნავს რომ გადარჩენის შანსი აქვს უფრო ნაკლებს ვიდრე ათასიდან ერთს.

თუმცა კაცობრიობისათვის უკვე არასწორია ასეთი მეთოდის მიყენება, რადგან თვითგანვითარებასთან გვაქვს ადგილი და არა ბუნერივ გადარჩევასთან. ეს რაღაც სხვაა მე მგონი.

Posted by: t-90 3 Sep 2014, 22:31
გაწმენდაო და გაწმენდისთვის და დეტოქსისთვის კარგია შიმშილობა.
ოღონდ ნუ ერთკვირიანი მაქსიმუმ.

Posted by: nforumi 3 Sep 2014, 22:35
t-90
QUOTE
გაწმენდაო და გაწმენდისთვის და დეტოქსისთვის კარგია შიმშილობა.

გამიგია ეგ, მაგრამ ისიც გამიგია რომ ვნებს რაღაცეებს. შესაბამისად საერთო ჯამში სასარგებლოა თუ არა საკითხავია.

Posted by: t-90 3 Sep 2014, 23:07
nforumi
ორმოცი დღე იყო პითაგორას მოსწავლეებისთვის აუცილებელი.
რას ვნებს არ ვიცი.

Posted by: nforumi 4 Sep 2014, 09:37
t-90
QUOTE
რას ვნებს არ ვიცი.

საკვების ნებისმიერი არადროული მიღება, უფრო სწორად არ მიღება არის სტრესი საჭმლის მომნელებელ-გადამამუშავებელი ორგანოებისთვის...

Posted by: nigo 4 Sep 2014, 09:54
t-90
nforumi

კვირაში ერთი დღე რომ იყოთ მხოლოდ წყალზე და ვაშლზე,ისიც საკმარისია.

პარასკევს გაწმენდის დღე და შაბათ–კვირას დატვირთვის biggrin.gif

Posted by: marta007 4 Sep 2014, 14:28
nforumi
QUOTE
ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ რომელი ნაბიჯია ევოლუციური წინსვლა, მაგრამ ევოლუცია ნიშნავს რომ გადარჩენის შანსი აქვს უფრო ნაკლებს ვიდრე ათასიდან ერთს.

მაგას ვერავინ იტყვის წინასწარ, ვინ გადარჩება და რამდენი, მაგრამ ყველას უნდა ქონდეს უფლება და შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პროგრესის და ევოლუციის პროცესში, ეს მხოლოდ ჰარმონიულ და კეთილმოსურნე საზოგადოებაში შეიძლება...

კარგი ფილმია იმ თემაზე რაზეც ვსაუბრობდით A Beautiful Mind (Игры разума)
http://www.lovekinozal.ru/news/2009-08-06-335

Posted by: wox1997 4 Sep 2014, 15:52
nigo
nforumi
t-90

პოლ ბრეგი წაიკითხეთ. შიმშილით და გამოხდილი წყლით მკურნალობდა. სერფინგის დროს ზღვაში დაიხრჩო ოთხმოც წელს გადაცილებული. რო გაკვეთეს 20 წლის ადამიანის ორგანიზმი ქონდაო

Posted by: nforumi 4 Sep 2014, 16:24
nigo
QUOTE
კვირაში ერთი დღე რომ იყოთ მხოლოდ წყალზე და ვაშლზე,ისიც საკმარისია.

ვის როგორ smile.gif

QUOTE
პარასკევს გაწმენდის დღე და შაბათ–კვირას დატვირთვის 

ეს მე მგონი რომ სწორედ არ უნდა ქნა. განტვირთვის მერე უცბად დიდი დატვირტვა არ მგონია რამენაირად კარგი იყოს... იუმორის ამბავში შეიძლება smile.gif

marta007
QUOTE
მაგას ვერავინ იტყვის წინასწარ, ვინ გადარჩება და რამდენი, მაგრამ ყველას უნდა ქონდეს უფლება და შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პროგრესის და ევოლუციის პროცესში, ეს მხოლოდ ჰარმონიულ და კეთილმოსურნე საზოგადოებაში შეიძლება...

უფლების შEზღუდვაზე არაფერი მითქვამს, რა თქმა უნდა ყველას უნდა ქონდეს უფლება. მე სწორედ მაქსიმალური თავისუფლების მომხრე ვარ, მთავარია სხვის თავისუფლებას არ ზღუდავდეს მისი თავისუფლება.

QUOTE
კარგი ფილმია იმ თემაზე რაზეც ვსაუბრობდით A Beautiful Mind (Игры разума)
http://www.lovekinozal.ru/news/2009-08-06-335

რუსულად... მე პას

wox1997
QUOTE
პოლ ბრეგი წაიკითხეთ. შიმშილით და გამოხდილი წყლით მკურნალობდა. სერფინგის დროს ზღვაში დაიხრჩო ოთხმოც წელს გადაცილებული. რო გაკვეთეს 20 წლის ადამიანის ორგანიზმი ქონდაო

ასე 20 წლის წინ იყო პოპულარული მაგის მეთოდი, მაგრამ ვერ დამკვიდრდა ...

საერთოდ, რაც ბრეგისთვის კარგი იყო სულ არ ნიშნავს რომ ის საზოგადოდ კარგია ადამიანებისთვის (რა თქმა უნდა არც საწინააღმდეგოს ნიშნავს).

Posted by: marta007 4 Sep 2014, 16:40
nforumi
QUOTE
უფლების შEზღუდვაზე არაფერი მითქვამს, რა თქმა უნდა ყველას უნდა ქონდეს უფლება. მე სწორედ მაქსიმალური თავისუფლების მომხრე ვარ, მთავარია სხვის თავისუფლებას არ ზღუდავდეს მისი თავისუფლება.

კონკრეტულად უფლებებზე და მის დაცვაზე, სწორედ რომ არ არის ეგ ფილმი, შიზოფრენიით დაავადებულ მეცნიერზეა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მეგობრების და საზოგადოების კეთილმოსურნე დამოკიდებულების შედეგად. ელემენტარულად, მუშაობის საშუალება მისცეს და არ გარიყეს როგორც არანორმალური.
აქ ან გარიყავდნენ, ან საერთოდ სახელმწიფოს სათავეში მოვიდოდა biggrin.gif
უდიაგნოზო და უკიდურესობების ქვეყანა.
QUOTE
რუსულად... მე პას

ოჰ, რატომ, ოკუპანტის ენაა? biggrin.gif
ინგლისურად თავად მოძებნე.

Posted by: nforumi 4 Sep 2014, 18:21
marta007
QUOTE
ან საერთოდ სახელმწიფოს სათავეში მოვიდოდა

biggrin.gif

QUOTE
უდიაგნოზო და უკიდურესობების ქვეყანა.

კი, ასეა. მაგრამ მაინც ჯობია თუ თავი არ განსაკუთრებული არ გვეგონება.

QUOTE
ოჰ, რატომ, ოკუპანტის ენაა?

არ ვწყალობ რუსულს biggrin.gif

QUOTE
ინგლისურად თავად მოძებნე.

შენ რომ მეტყვი მოკლედ, ის მირჩევნია მე. ახლა თუ ძალიან გამიჭირდა, თუ ძალიან აუცილებელია დეტალების ნახვა, მაშინ კი ვიზამ, მეტი რა გზა მექნება.

Posted by: marta007 4 Sep 2014, 20:16
nforumi
QUOTE
არ ვწყალობ რუსულს

ენას რა ესრჩი?
მე არ ვიცი რუსულივით ინგლისური და მირჩევნია ეგრე ვუყურო.
QUOTE
შენ რომ მეტყვი მოკლედ, ის მირჩევნია მე. ახლა თუ ძალიან გამიჭირდა, თუ ძალიან აუცილებელია დეტალების ნახვა, მაშინ კი ვიზამ, მეტი რა გზა მექნება.

აუცილებელი არაფერია, უბრალოდ კარგი ფილმია.smile.gif

ახლა მოვედი კურაციოდან, რა კარგი კლინიკა ჰქონიათ. რენდგენის გადაღება როგორ წინ წასულა,
ამაყირავეს და ისე გადამიღეს, საუკუნეა არ გადამიღია smile.gif
დანარჩენი გამოკვლევები იმ კვირაშიო.

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 12:10
marta007
QUOTE
ენას რა ესრჩი?

საერთოდ ენას არაფერს, მაგრამ როცა მქონია მაგ ენის მატარებლებთან საუბარი და ისე იქცევიან თითქოს ვალდებული ხარ იცოდე მათი ენა და შენი კი არაფრად მიაჩნიათ (სხვათაშორის ინგლისურენოვნებისთვის არ შემიმჩნევია ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ), აღარ მინდა ხოლმე ვიცოდე საერთოდ.

QUOTE
ახლა მოვედი კურაციოდან, რა კარგი კლინიკა ჰქონიათ. რენდგენის გადაღება როგორ წინ წასულა,
ამაყირავეს და ისე გადამიღეს, საუკუნეა არ გადამიღია
დანარჩენი გამოკვლევები იმ კვირაშიო.

მე როგორც ვიცი ტექნიკა კი შემოვიდა ახალი, მაგრამ ცოდნით ვერ მიყვებიან...

Posted by: t-90 5 Sep 2014, 12:21
wox1997
QUOTE
პოლ ბრეგი წაიკითხეთ. შიმშილით და გამოხდილი წყლით მკურნალობდა. სერფინგის დროს ზღვაში დაიხრჩო ოთხმოც წელს გადაცილებული. რო გაკვეთეს 20 წლის ადამიანის ორგანიზმი ქონდაო

არადა გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
ბრეგი რაღაცეებს კაის სწერს მარა მთლიანობაში მაგის სისტემა არც თუ ისე კარგია.
nforumi
QUOTE
საკვების ნებისმიერი არადროული მიღება, უფრო სწორად არ მიღება არის სტრესი საჭმლის მომნელებელ-გადამამუშავებელი ორგანოებისთვის...

ეგ როცა შიმშილი ხდება, აი შიმშილობის დროს ორგანიზმმა იცის რო ვერ მიიღებს საჭმელს.
ვაბშე ზოგადად ჩინურ ანდაზას თუ დავუჯერებთ რვა მეათედი საჭმლისა ადამიანს შეინახავს, დანაჩენი ორი კიდე ექიმს.

Posted by: nadiri 5 Sep 2014, 12:45
t-90
QUOTE
არადა გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.

არაა მასე
ოკეანის ტალღამ ჩაითრია სერფინგის დროს 93 წლის ასაკში

Posted by: wox1997 5 Sep 2014, 12:51
t-90
QUOTE
არადა გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
ბრეგი რაღაცეებს კაის სწერს მარა მთლიანობაში მაგის სისტემა არც თუ ისე კარგია.

ორჯერ მაქვს მაგის წიგნი წაკითხული და მაგას მაინც ნუ მასწავლი.
ზღვაში დაიხრჩო სერფინგის დროს.

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 13:02
t-90
QUOTE
რვა მეათედი საჭმლისა ადამიანს შეინახავს, დანაჩენი ორი კიდე ექიმს.

არ გამიგია ეგეთი ანდაზა...

Posted by: t-90 5 Sep 2014, 13:06
nadiri
wox1997
This was reported on Friday, December 10, 1976 in The Miami Herald at Page 10-B ("He was stricken at the Crest View Apartments and rushed by rescue squad to the hospital where he died a short time later."), and confirmed by Bragg's Certificate of Death issued by the State of Florida, State File No. 76-084611, Register No. 15075. However, some people who knew the family reported that a surfing accident months before had left him with a lingering infection due to water in the lungs, after collapsing from the effects of the infection he was treated for a suspected heart attack. The strong medications used to rescue him contrasted too severely with his lifestyle and in his weakened state he succumbed
ეს არის ოფიციალური ფაქტი
QUOTE
ორჯერ მაქვს მაგის წიგნი წაკითხული და მაგას მაინც ნუ მასწავლი.
ზღვაში დაიხრჩო სერფინგის დროს.

მაგის წიგნში ეწერა რო სერფინგის დროს დაიხრჩო? წიგნში თითონ დაწერა?

და ვაბშეტა არა 95 წლის არამედ 83 წლის. ძალიან ბევრს იტყუება ვაბშეტა ეგ თქვენი ბრეგი თავის ბიოგრაფიაზე.

Posted by: marta007 5 Sep 2014, 13:33
nforumi
QUOTE
საერთოდ ენას არაფერს, მაგრამ როცა მქონია მაგ ენის მატარებლებთან საუბარი და ისე იქცევიან თითქოს ვალდებული ხარ იცოდე მათი ენა და შენი კი არაფრად მიაჩნიათ (სხვათაშორის ინგლისურენოვნებისთვის არ შემიმჩნევია ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ), აღარ მინდა ხოლმე ვიცოდე საერთოდ.

პერიოდულად მეც მქონდა ხოლმე რუსული ენის მიმართ ანტაგონიზმი, განსაკუთრებით მაშინ აგრესიას როცა განვიცდიდით ამ ქვეყნისგან,
მაგრამ მერე მივხვდი რომ ენას უნდა მოეპყრა როგორც ინფორმაციის მიღების ან საკომუნიკაციო საშუალებას.

კარგი და ცუდი ენა არ არსებობს, არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები ან ქვეყნის მმართველები.
ფილმებს კი ჩვენზე ბევრად უკეთ ახმოვანებენ და ხელსაც მიწყობს რომ საერთოდ არ დამავიწყდეს ეგ ენა.
რუსულ ფილმებს და არხებს კი კაი ხანია აღარ ვუყურებ, არ მაინტერესებს მაგათი ცხოვრება და პრობლემები.
მაგათი ერთადერთი ფილმი მაქვს ამ ბოლო დროს ნანახი ,,კუნძული", ბევრი ქების მოსმენის მერე და უნდა ვაღიარო რომ როცა ვნახე
მეც ძაან მომეწონა.
ვაიმე, მომკლა ამ კატამ, თუ სადმე ქაღალდი ნახა დაბდღვნა, ახლა შპალერზეა მიმდგარი და ვდარაჯობ არ ჩაოხიოს smile.gif

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 14:07
marta007
QUOTE
ვაიმე, მომკლა ამ კატამ, თუ სადმე ქაღალდი ნახა დაბდღვნა,

რამე ჩამოუკიდე თოკზე smile.gif

QUOTE
მერე მივხვდი რომ ენას უნდა მოეპყრა როგორც ინფორმაციის მიღების ან საკომუნიკაციო საშუალებას.

მეც მასე ვაკეთებ, როცა მჭირდება და ჯერ ქართულად ვერ ვიღებ ამ ინფორმაციას, მერე ინგლისურადაც ვერა გარკვეული მიზეზით, შეიძლება რუსულადაც მოვიძიო...

Posted by: marta007 5 Sep 2014, 16:16
nforumi
QUOTE
რამე ჩამოუკიდე თოკზე

თოკი ეყოფა ამ გიჟს? ფარდებზე ადის მაიმუნივით, დავტუქსავ თუ არა წავა და დაიმალება, ფაცხაფუცხით გარბის,
ცოტა ხნის მერე მოვა მორცხვი ღიმილით სავარძელთან, ორ ფეხზე დადგება და თათებს მომითათუნებს,
წამსვე მავიწყდება წყენა ამ ქლესას ხელში smile.gif

ტელეფონზე ლაპარაკს დავიწყებ თუ არა, დაფაცურდება და მკბენს ხელებზე, ძალიან კი არა, ისე, მაგრამ შეუსვენებლად,
ეგოისტი smile.gif

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 17:22
marta007
QUOTE
მოვა მორცხვი ღიმილით

biggrin.gif

QUOTE
ტელეფონზე ლაპარაკს დავიწყებ თუ არა, დაფაცურდება და მკბენს ხელებზე, ძალიან კი არა, ისე, მაგრამ შეუსვენებლად,
ეგოისტი

აბაა, რას ქვია სხვასაც უთმობ ყურადღებას smile.gif

Posted by: nigo 5 Sep 2014, 17:25
marta007
გააფუჭე ბავშვი ხომ biggrin.gif

QUOTE
რუსულ ფილმებს და არხებს კი კაი ხანია აღარ ვუყურებ, არ მაინტერესებს მაგათი ცხოვრება და პრობლემები.

აი,ზუსტად ასე ვარ,მაგრამ ფილმების ნახვა მხოლოდ რუსული გახმოვანებით.

ქართულად აუტანელია.

წიგნებიც ყველა რუსულად მაქვს წაკითხული,ქართველების გარდა.
ადრე ინგლისურადაც ვკითხულობდი ხოლმე,ახლა იშვიათად.
ბიოგრაფიები მიყვარს ძალიან.
ვყიდულობ ბიოგრაფიული გამომცემლობის თარგმანებს.
ზოგი ძალიან კარგია.
დე გოლზე დავამთავრე ახლა,ისე შემშურდა ფრანგების .

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 17:36
nigo
QUOTE
აი,ზუსტად ასე ვარ,მაგრამ ფილმების ნახვა მხოლოდ რუსული გახმოვანებით.

ქართულად აუტანელია.

არ მგონია რუსულზე უარესი იყოს... განსაკუთრებით ის რომ მახსენდება, ენას რომ უკიდებდა ხოლმე თარგმნისას, მართლა აუტანელი იყო.

ეტყობა მიჩვევის საკითხია.

Posted by: marta007 5 Sep 2014, 19:09
nforumi
QUOTE
არ მგონია რუსულზე უარესი იყოს...

რუსებს თარგმანის ძველი კარგი სკოლა აქვთ, ლიტერატურაც უცხოურიდან რუსულად გადმოთარგმნილი
ბევრად ხარისხიანი ქონდათ ვიდრე ჩვენ, ასევეა ფილმების გახმოვანებაც. თუ ჩემი არ გჯერა კითხე აგერ ნიგოს, მაგის სპეციალისტია.smile.gif

ამბობენ ადრე ჩვენი მთარგმნელები ხშირად უკვე რუსულად თარგმნილს ქართულად თარგმნიდნენ და უცხოურიდან თარგმანს აწერდნენ, განსაკუთრებით პოეტები biggrin.gif
გალექსავდნენ მერე და ჰონორარს იწერდნენ, რა ექნათ შიოდათ და ჩალიჩობდნენ.biggrin.gif
მხოლოდ ივანე მაჩაბელი იყო გამორჩეული, მაგის შექსპირის თარგმანები, ამბობენ რუსულ თარგმანზე უკეთესიაო.
პროზა ხომ საერთოდ, კლასიკა არ გვივარგა და უცხოურიდან რა უნდა ეთარგმნათ. ცოტაა ძალიან ხარისხიანი...
ახლანდელები არ ვიცი, რასაც ახლა ახლიდან თარგმნიან უკვე რუსულად მაქვს წაკითხული და ხელმეორედ ხომ არ წავიკითხავ smile.gif

ამ კომპიუტერის ხელში წიგნებს ისედაც ვეღარც ვკითხულობ, ახლა აკა მორჩილაძის ,,ძირს სიმინდის რესპუბლიკა" მიდევს და შუამდეც ვერ მივაღწიე, ადრე ძაან მიყვარდა მაგის ნაწერები, ეს რაღაც არ მომწონს, ჩვენი ფორუმის ზოგიერთი უზერის ნაწერები თუ არ ჯობდეს ამ აბდაუბდა ბოდიალს, თავს დავდებ smile.gif
nigo
QUOTE
გააფუჭე ბავშვი ხომ 

კი, საერთოდ გაფუჭება მეხერხება და ცალი წარბის აწევა ძალიან მიგვიანდება ხოლმე smile.gif

არ დაიჯერებთ და ლაპარაკი ესმის ამ კატას, ძალიან კარგად ხვდება როდის რას ვეუბნები,
მაგრამ ხან და ხან ჯიბრზე აკეთებს იმას, რაც არ მომწონს, თავის ჭკუით მეთამაშება, ამას ქვია კატური გართობა smile.gif
სხვა დროს მოგიყვებით კატურ სევდაზე smile.gif

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 21:00
marta007
QUOTE
რუსებს თარგმანის ძველი კარგი სკოლა აქვთ, ლიტერატურაც უცხოურიდან რუსულად გადმოთარგმნილი
ბევრად ხარისხიანი ქონდათ ვიდრე ჩვენ, ასევეა ფილმების გახმოვანებაც. თუ ჩემი არ გჯერა კითხე აგერ ნიგოს, მაგის სპეციალისტია.

გეთანხმები, ეს გავრცელებული აზრია. გარკვეულწილად მართალია.

QUOTE
მხოლოდ ივანე მაჩაბელი იყო გამორჩეული, მაგის შექსპირის თარგმანები, ამბობენ რუსულ თარგმანზე უკეთესიაო.

მაჩაბელის მოყვანა მინდოდა მეც მაგალითად smile.gif

Posted by: nigo 5 Sep 2014, 21:32
nforumi
QUOTE
განსაკუთრებით ის რომ მახსენდება, ენას რომ უკიდებდა ხოლმე თარგმნისას, მართლა აუტანელი იყო.

შენ როდინდელს ამბობ,პირატულ ფილმებს რომ ახმოვანებდა ვიდეოზე?

marta007

დღეს ძალიან მაგრად თარგმნის ფრანგულიდან ჟორჟ ეკიზაშვილი.
ინგლისურიდან თამუნა ჯაფარიძე
ფრანსუა ვიიონი აქვს ნათარგმნი დათო წერედიანს ,ძალიან მაგარია.
ძმებო გრიმები უთარგმნიაო და არ წამიკითხავს ჯერ.
და თურქულიდან ლია ჩლაიძე.

თუ მენდობით ,იყიდეთ მათი თარგმანები.

smile.gif marta007

ჩემ მეგობარს ჰყავს კატა და მიმტკიცებს ,კატის სიყვარული ისეთი ვირუსიაო,ერთხელ რომ შეგეყრება,ვეღარ გამოდევნი ორგანიზმიდანო . ინტერნეტში წავიკითხეო.
არც ძაღლების,არც ცხენების სიყვარული არ არის ასეთი მძაფრიო და რა ვიცი.

Posted by: nforumi 5 Sep 2014, 21:49
nigo
QUOTE
შენ როდინდელს ამბობ,პირატულ ფილმებს რომ ახმოვანებდა ვიდეოზე?

ასე 20-25 წლის წინანდელს...

აბა ახლა რამდენი წელია ფილმებს აღარ ვუყურებ თითქმის.

nigo
QUOTE
დღეს ძალიან მაგრად თარგმნის ფრანგულიდან ჟორჟ ეკიზაშვილი.
ინგლისურიდან თამუნა ჯაფარიძე
ფრანსუა ვიიონი აქვს ნათარგმნი დათო წერედიანს ,ძალიან მაგარია.
ძმებო გრიმები უთარგმნიაო და არ წამიკითხავს ჯერ.
და თურქულიდან ლია ჩლაიძე.

ორჰან ფამუქის ძველი სახლის ჩანაწარები (მგონი ასე ქვია) წავიკითხე, მგონი სწორედ ლია ჩლაიძის ნათარგმნი იყო... კარგია

დათო წერედიანის ნათარგმნებიც წამიკითხავს,

სხვებიც, უბრალოდ ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე მთარგმნელებს. მაგრამ ფაქტია რომ ქართულად კითხვა შეიძლება თუ გინდა რომ იკითხო.

Posted by: marta007 5 Sep 2014, 22:33
nigo
QUOTE
დღეს ძალიან მაგრად თარგმნის ფრანგულიდან ჟორჟ ეკიზაშვილი.
ინგლისურიდან თამუნა ჯაფარიძე
ფრანსუა ვიიონი აქვს ნათარგმნი დათო წერედიანს ,ძალიან მაგარია.
ძმებო გრიმები უთარგმნიაო და არ წამიკითხავს ჯერ.
და თურქულიდან ლია ჩლაიძე.

თუ მენდობით ,იყიდეთ მათი თარგმანები.

კარგი, გენდობი smile.gif
QUOTE
ჩემ მეგობარს ჰყავს კატა და მიმტკიცებს ,კატის სიყვარული ისეთი ვირუსიაო,ერთხელ რომ შეგეყრება,ვეღარ გამოდევნი ორგანიზმიდანო . ინტერნეტში წავიკითხეო.

ეტყობა მეც ეგ ვირუსი შემეყარა, მაგრამ მეზობელს პატარა ძაღლი ყავს, ისიც მიყვარს, გიჟდება ჩემზე რომ დამინახავს,
კარებს რომ გავუღებდი წასვლა აღარ უნდოდა, ძალით მიყავდა თავის პატრონს. ახლა რაც კატა მყავს, ვერ მივართვით,
კატები არ უყვარს და ესეც იმალება მის ხმას რომ გაიგონებს.

ცხენებიც მიყვარს ოღონდ შორიდან, ადრე იპოდრომზე რამდენჯერმე ვიყავი, ცხენებს საათობით აქირავებდნენ, არ მომეწონა მასზე ჯდომა და ლაყლაყი, მირჩევნია ისე ვუყურო და დავტკბე. ძალიან ლამაზები არიან,
მაგრამ კატის ელეგანტურობასთან, მაინც ვერავინ მივა. თან გარდასახვის უზარმაზარი გრადაცია აქვს,
სინაზიდან ველურობამდე, ხანდახან ნამდვილი ვეფხვია, ბუზს რომ დასდევს, მაგრამ როცა რამე უნდა ისე ნაზად შემომკნავლებს და თვალებს დაახამხამებს, უცოდველი კრავი. smile.gif

nforumi
QUOTE
ასე 20-25 წლის წინანდელს...

უიმე, ეს ადრე იყო, კასეტებით რომ ვრცელდებოდა, მეც ვერ ვიტანდი მის გახმოვანებულს,
ახლა უნდა ნახო რა მშვენივრად ახმოვანებენ. ამერიკულ სერიალებს არ უყურებ ნეტში ეტყობა,
ერთი თუ ჩაგითრია, ვეღარც მოშორდები smile.gif

Posted by: nforumi 6 Sep 2014, 00:07
marta007
QUOTE
კატის ელეგანტურობასთან, მაინც ვერავინ მივა

საერთოდ კატები, ყველაზე გრაციოზული ცხოველები არიან, ნამდვილად.

QUOTE
ახლა უნდა ნახო რა მშვენივრად ახმოვანებენ. ამერიკულ სერიალებს არ უყურებ ნეტში ეტყობა,

არა და არც დრო მაქვს და არც სურვილი smile.gif

Posted by: marta007 6 Sep 2014, 00:27
nforumi
ახლა გავიგე 19 პინგვინი ჩამოუყვანიათ ზოოპარკში, აკვარიუმიც მოუწყიათ,
უნდა წავიდე ერთი მაგათ სანახავდ.smile.gif

Posted by: nforumi 6 Sep 2014, 11:36
marta007
QUOTE
ახლა გავიგე 19 პინგვინი ჩამოუყვანიათ ზოოპარკში, აკვარიუმიც მოუწყიათ,
უნდა წავიდე ერთი მაგათ სანახავდ.

მეც რამდენი ხანია მაინტერესებს რა ხდება ჩვენ ზოოპარკში და მიზეზი ვერ ვნახე რომ წავიდე.

გადატანას რომ აპირებდნენ, აღარ გადააქვთ ნეტა?

Posted by: marta007 6 Sep 2014, 12:19
nforumi
QUOTE
გადატანას რომ აპირებდნენ, აღარ გადააქვთ ნეტა?

რა ვიცი, სულ ამბობენ და თავი ვერ მოაბეს.

ესეც პინგვინებზე და ზოოპარკზე სიუჟეტი
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/26568668.html

Posted by: nforumi 6 Sep 2014, 15:40
marta007
QUOTE
ესეც პინგვინებზე და ზოოპარკზე სიუჟეტი

ძალიან კაი ტიპები არიან პინგვინებიც, მუცელზე რომ მოუღიტინებ, ისეთ სასიამოვნო ხმას გამოსცემს (ვიდეო მაქვს ნანახი)...

Posted by: nforumi 7 Sep 2014, 18:24
მოკლეთ შაბათ-კვირა აქაც დასვენებაა თუ რა ხდება ვერ გავიგე, რომ არავინ არაფერს წერს

დავდებ კიდე ერთ სურათს ლონდონიდან, იმედია ვინმეს მოეწონება.

სამწუხაროდ თითოზე მეტს ვერ ვდებ, ზომის გამო. ის კი არა ვაპატარავებ სურათებს რომ აიტვირთოს.

* * *
ისე, ღრუბლიანში უკეთესი სურათები გამოდის მგონი

Posted by: nforumi 11 Sep 2014, 18:28
სად დაიკარგებით ხოლმე ასე ყველანი ერთად, შემოვიხედავ არავინაა, შემოვიხედავ კიდე არავინაა - ცოცხლები ხართ ?

Posted by: nigo 12 Sep 2014, 08:16
დავწერე დიდი პოსტი და წამეშალა,როგორ ხართ smile.gif

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 08:57
nigo
QUOTE
როგორ ხართ

მშვიდობა შენს გამოჩენას.

ხართ რა, მე მგონი მარტო მე ვარ აქ ერთგულ გუშაგად biggrin.gif

Posted by: nigo 12 Sep 2014, 18:04
არავინ არაფერს აღარ წერთ.
შენც თითო-თითო სურათს დებ, წამლად.

შენც არაფერს არ ჰყვები.რა მოგეწონა,რა არა.

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 18:48
nigo
QUOTE
შენც თითო-თითო სურათს დებ, წამლად.

სურათები ბევრი მაქვს მაგრამ ვერ ვდებ, თუ მასწავლი დავდებ 10-15 ცალს ჯერზე. ის კი არა თითოეულს ვაპატარავებ და ისე ვდებ.. ამით კიდე ხარისხი იკლებს...

QUOTE
შენც არაფერს არ ჰყვები.რა მოგეწონა,რა არა.

თუ დავინახავ ვინმეს აინტერესებს, დავწერ რაღაცეებს... ოღონდ ჯერ ცოტა გაწამაწიაში ვარ ისევ იმდენი საქმე დამხვდა და მერე იმის მიხედვით, დავინახავ თუ არა ინტერესს შენგან და სხვა ჩვენი ამთემელებისგან smile.gif

Posted by: marta007 12 Sep 2014, 20:06
ჩემსკენ არაფერია საინტერესო, გამოკვლევებზე დავდივარ და ეგაა.
ექიმების ხელში თუ ჩავარდი ხომ იცით როგორცაა, მიწერენ და მიწერენ სხვადასხვა რეცეპტებს.smile.gif

Posted by: nigo 12 Sep 2014, 20:17
nforumi
QUOTE
თუ დავინახავ ვინმეს აინტერესებს, დავწერ რაღაცეებს..

ხომ იცი,რომ გვაინტერესებს,ნუ გვახვეწებ biggrin.gif

QUOTE
თუ მასწავლი დავდებ 10-15 ცალს ჯერზე

ჩემთვის ვერ მისწავლია. biggrin.gif

marta007
აბა გამიარა ყველაფერმაო.

რა რეცეპტებს გიწერენ,რისთვის?

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 20:39
marta007
QUOTE
ექიმების ხელში თუ ჩავარდი ხომ იცით როგორცაა

ექიმთან მაშინ უნდა მიხვიდე, თუ სხვა გამოსავალი არაა... და კიდე, სასურველი თუ რამდენიმე ექიმთან გადაიმოწმებ თავს.

Posted by: marta007 12 Sep 2014, 21:03
nigo
QUOTE
აბა გამიარა ყველაფერმაო.

გეგმიური კვლევებია, ხომ დამაზღვიეს, სახლში მირეკავს ექიმი და ახლა ეს გაქვს გამოსაკვლევი, ახლა ის არ მომწონსო,
მერე მიაყოლებენ რეცეპტებს, მოვიტან დავყრი წამლებს, ვინ სვამს smile.gif
QUOTE
რა რეცეპტებს გიწერენ,რისთვის?

უიმე, რა ვიცი, თუ სადმე ლეიკოციტმა, ქოლესტერინმა ან ჰორმონმა გაინავარდა ყველაფერს ითვლიან, ექოც გადამიღეს,
და რაც მინდოდა იმაზე არ გამიშვეს, ჯერ იმკურნალე და მერეო biggrin.gif
ის კი მომირჩა, მაგრამ დიაგნოზი მაინც მაინტერესებდა.

nforumi
QUOTE
ექიმთან მაშინ უნდა მიხვიდე, თუ სხვა გამოსავალი არაა... და კიდე, სასურველი თუ რამდენიმე ექიმთან გადაიმოწმებ თავს.

ზუსტად, მაგრამ ვინ გეშვება smile.gif

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 21:03
nigo
QUOTE
ხომ იცი,რომ გვაინტერესებს,ნუ გვახვეწებ 

არ ვარ მაგაში დარწმუნებული, ისე ცოტა იყო კომენტარები წინაზე, რომ შთაბეჭდილება დამრჩა მოსაწყენი იყო ჩემი ნაწერი და მხოლოდ ზრდილობის გამო მწერდით რასაც მწერდით...

Posted by: nigo 12 Sep 2014, 21:08
nforumi
რატომ,ჩინეთზე ამბობ?
ძალიან საინტერესო იყო.ჩემთვის ნამდვილად. yes.gif yes.gif

Posted by: marta007 12 Sep 2014, 21:11
nforumi
სურათის დადება არ იცი?
აქაა ვიდეო და მიყევი
http://www.youtube.com/watch?v=X8AIAlS1CgY

სურატის ასატვირთი საიტები
pix.ge
radikal.ru

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 21:15
nigo
QUOTE
რატომ,ჩინეთზე ამბობ?
ძალიან საინტერესო იყო.ჩემთვის ნამდვილად. 

კიი ვითომ ?

marta007
QUOTE
სურათის დადება არ იცი?
აქაა ვიდეო და მიყევი
http://www.youtube.com/watch?v=X8AIAlS1CgY

ამ ვიდეოს ვნახავ, მაგრამ ზომაში შეზღუდვა არ არის? ფორუმს რომ აქვს რედაქტირების რეჟიმში მიბმის ფუნქცია, იმით ვდებ და 1000კბ-ზე მეტს არ უშვებს...

Posted by: marta007 12 Sep 2014, 21:23
nforumi
QUOTE
ამ ვიდეოს ვნახავ, მაგრამ ზომაში შეზღუდვა არ არის? ფორუმს რომ აქვს რედაქტირების რეჟიმში მიბმის ფუნქცია, იმით ვდებ და 1000კბ-ზე მეტს არ უშვებს...

მერე გუგლი რისთვისაა, ჩაწერ სურათის დაპატარავებას და გადმოგიშლის ვარიანტებს, აარჩიე
https://www.google.ge/search?es_sm=122&biw=1366&bih=643&q=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&oq=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&gs_l=serp.12...26456.29818.0.37406.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.53.serp..0.0.0.--CvWrDui9Q

აბა ყველაფერს რა დაიხსომებს, მე როგორც კი რამე მჭირდება ეგრევე გუგლი დეიდას ვეძახი smile.gif

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 21:25
marta007
QUOTE
მერე გუგლი რისთვისაა, ჩაწერ სურათის დაპატარავებას და გადმოგიშლის ვარიანტებს, აარჩიე
https://www.google.ge/search?es_sm=122&biw=...0.0.--CvWrDui9Q

მე ფეინთით ვაპატარავებ ხოლმე... :|

Posted by: nigo 12 Sep 2014, 21:43
[b]marta
შევდივარ,დარეგისტრირებული ხარ და პაროლიო.
არცერთი მომენტი არ მახსოვს,ალბათ,ჩემმა შვილმა ამიტვირთა.
ისე ცოტა უნდა მოვინდომო და ვისწავლი.

როგორ ხარ,რა ექიმები,ჯერ სულ არ მიდიოდი და ახლა რა ხდება?

Posted by: marta007 12 Sep 2014, 21:56
nigo
QUOTE
შევდივარ,დარეგისტრირებული ხარ და პაროლიო.

რა პაროლი, ფაილის დამატება-ჯერ იმ ღილაკს აჭერ ხელს, სურათს აარჩევ საკუთარ კომპზე, მერე დააჭერ ქვემოთ ფაილის ატვირთვას, მერე ქვეშ ,,ბბ კოდი ფორუმისთვის" რომ წერია იმას აკოპირებ და აქ დასვამ, ეგაა.

ესეც აბრამიშვილის ნახატი, ძალიან მიყვარს.

http://pix.ge/

უი, 2. ფოტოს პარამეტრების მითითებაც შეიძლება, ანუ დაპატარავება როგორ ზომაზეც გინდა, ეს არის 500-250-ზე

Posted by: nigo 12 Sep 2014, 22:04
nforumi
დამიჯერე ,ნამდვილად. რა ძალა მადგას,რომ ვწერ.
აბა ,ისაა საინტერესო,მე რომ თბილისი მოლში სიარული მიყვარს?ხომ ვწერ ხოლმე ხანდახან.
biggrin.gif

კაი,ახლა მოგიყვებით.4 დღე ისეთ შოკში და დეპრესიაში ვიყავი,მხოლოდ ქმარს დავურეკე და მოვუყევი,მზა საჭმელები რო მოეტანა იმიტომ,არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა. sad.gif sad.gif
ორშაბათს გამთენიისას ჩამოვედი ქობულეთიდან.ღამე წამოვედით,გვეგონა ტრასა თავისუფალი იქნებოდა.
სულ ორი საათი მეძინა და სახლში არანაირი პროდუქტი.
წავედი მარკეტში ,გვერდით ძალიან მაგარ ორმაგ ცივ ესპრესოს აკეთებენ .
ვიფიქრე გამოვფხიზლდები და მერე პროდუქტები,სახლი და სადილი.შევედი მარკეტში,ვიყიდე ყველაფერი .
ბოლოს მახსოვს ამიწონეს კალმახი,მიჭირავს პარკი და უცბად რაღაც მოხდა.
აზრზე რომ მოვედი. ვწევარ(ვგდივარ) იატაკზე და მაწევს ძალიან მძიმე(ასე მომეჩვენა) გაშავებული მოხუცი კაცი.

ყველა ყვირის,თავში ხელს იშენენ ,ვაი-ვაი და არავინ არ მაყენებს,არც იმ კაცს არ აწვენენ გვერდზე.არც სასწრაფოს არ იძახებენ,ყველა დაიბნა.
მეც მინდა ხმა ამოვიღო,მაგრამ სიზმარში რომ ვერ ყვირიხარ,ზუსტად ასე დამემართა.

როდის -როდის კაცი გადააწვინეს,გამოიძახეს სასწრაფო. ძალიან დიდხანს უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვას და ,პირზე ნიღაბით წაიყვანეს,მანამდე კლინიკური სიკვდილი და ციანოზი ჰქონია.
მეც ნელნელა წამოვედი სახლში.დავწექი არსად არ დამირეკავს ქმრის გარდა.არავისთვის არ მითქვამს.
მთელი სამი დღე იმ კაცის სახეს ვხედავდი და სხეულზე მის სიმძიმეს ვგრძნობდი.
საოცარია, ამხელა კაცი დამეცა,არც შემიმჩნევია,გვერდით რომ იდგა . არაფერი არ მომტყდა,ხელები და ფეხები მტკივა ოღონდ.
ვიწექი ასე დეპრესიაში სამი დღე. გაიხაროს სერგეენკომ,არანაირი გასათიში წამალი რ ომ აღარ იყიდება ურეცეპტოდ.
მაინც ვერ გამოვდიოდი ორი-სამი დღე,
არავის ნახვა არ მინდოდა,არც ლაპარაკი,არც წასვლა.
ოთხშაბათს მივადექი აბაზანებს. ერთი 20-25 წელია ,მე არ დამილაგებია.
ვხეხე და ვხეხე ყველაფერი.კედლები,ჭერი,კაფელი -მეტლახი,საშხაპე,აბაზანა,მოკლედ ყველაფერი.ერთი სამი საათი.
ან საიდან ასეთი ენერგია,თან ხელები მტკივა.
როცა დავამთავრე ,კიდევაც გამოვედი მდგომარეობიდან და წავედი ამხანაგებში.
ახლა ძალიან ალერგია მაქვს საწმენდებისგან,მაგრამ არ დავეძებ.
* * *
marta007
დააგრძელა ამ სურათმა ეკრანი,მგონი
* * *
marta007
მართლა რა ლამაზია.
შენებიც დადე რა,არ მეღირსა მოსვლა.

Posted by: marta007 12 Sep 2014, 22:23
nigo
QUOTE
როდის -როდის კაცი გადააწვინეს,გამოიძახეს სასწრაფო. ძალიან დიდხანს უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვას და ,პირზე ნიღაბით წაიყვანეს,მანამდე კლინიკური სიკვდილი და ციანოზი ჰქონია.

საწყალი,sad.gif

QUOTE
შენებიც დადე რა,არ მეღირსა მოსვლა.

მობრძანდი და ნახე თუ გაინტერესებს smile.gif

Posted by: nigo 12 Sep 2014, 22:29
marta007

QUOTE
საწყალი, რაღა შენ აგარჩია?

ნუ იტყვი,ნეტავ გადარჩა??

QUOTE
მობრძანდი და ნახე თუ გაინტერესებს

მოვითავებ ამ ქობულეთებში სიარულს ამ თვის ბოლოს და მერე აუცილებლად.

ისე,შრომითი თერაპია რა მაგარი რამეა.
ხომ იცი,უტრილო დედამისმა,თითონ მხატვარმა ისე ,შრომითი თერაპიის მიზნით მიიყვანა ხატვაზე.

მაგრამ,მე ეს არ მემუქრება biggrin.gif

Posted by: marta007 12 Sep 2014, 22:37
nigo
QUOTE
ნუ იტყვი,ნეტავ გადარჩა??

მე მგონი გადარჩებოდა- თუ ასე იფიქრებდი, მაგრამ შენ თუ პანაშვიდები წარმოიდგინე, არაფერი ეშველებოდა smile.gif

QUOTE
ისე,შრომითი თერაპია რა მაგარი რამეა.
ხომ იცი,უტრილო დედამისმა,თითონ მხატვარმა ისე ,შრომითი თერაპიის მიზნით მიიყვანა ხატვაზე.

მაგარი, მაგრამ რაღა ხატვაზე მიუყვანია, რა არის დედის ინტუიცია.

Posted by: nforumi 12 Sep 2014, 23:29
nigo
QUOTE
დამიჯერე ,ნამდვილად. რა ძალა მადგას,რომ ვწერ.

კარგი, ვნახოთ, რომ მოვიცლი რამეს დავწერ ლონდონზე ...

* * *
http://pix.ge/
<a href="http://pix.ge/" target="_blank"><img src="http://b.pix.ge/r/w0jmc.jpg" alt="" /></a>

ვაექსპერიმენტებ pix.ge-ს smile.gif

* * *
<a href="http://pix.ge/" target="_blank"><img src="http://b.pix.ge/r/w0jmc.jpg" alt="" /></a>

კიდე

<a href="http://pix.ge/" target="_blank"><img src="http://b.pix.ge/o/sxmrl.jpg" alt="" /></a>

Posted by: nforumi 13 Sep 2014, 08:31
ამას ისევ ფორუმის საშუალების გამოყენება ჯობია მგონი:

Posted by: nigo 13 Sep 2014, 09:00
ამ ჯიხურის დიდი პლაკატი არ ჩამოგიტანია?
ძალიან ლამაზია.

Posted by: marta007 13 Sep 2014, 11:01
ცოტა აგრილდა და რა კარგია, სუნთქვა და ვიწყე.

nforumi
QUOTE
ამას ისევ ფორუმის საშუალების გამოყენება ჯობია მგონი:

ვერ აუღე ალღო? ღილაკებია იქ და აწერია რა რის მერე უნდა გააკეთო, 1,2,3....მერე დააკოპირებ ბბ კოდებს და აქ დადებ.
სხვა სურათებზეც ივარჯიშე smile.gif

Posted by: nforumi 13 Sep 2014, 11:24
nigo
QUOTE
ამ ჯიხურის დიდი პლაკატი არ ჩამოგიტანია?
ძალიან ლამაზია.

დიდი პლაკატი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეგზოტიკასავით იყო რომ დავინახე.

მერე კიდე ვნახე ასეთივე ჯიხური wi-fi-ით ...

* * *
marta007
QUOTE
ვერ აუღე ალღო? ღილაკებია იქ და აწერია რა რის მერე უნდა გააკეთო, 1,2,3....მერე დააკოპირებ ბბ კოდებს და აქ დადებ.
სხვა სურათებზეც ივარჯიშე

მივხვდი, მაგრამ სანამ ატვირთავ, მანამდე უნდა გაასწორო, მერე აღარ გასწორებინებს.. ზომაში კიდე მაინც 1000კ-ში უნდა ჩაეტიოს...

Posted by: marta007 13 Sep 2014, 11:34
nforumi
QUOTE
მივხვდი, მაგრამ სანამ ატვირთავ, მანამდე უნდა გაასწორო, მერე აღარ გასწორებინებს.. ზომაში კიდე მაინც 1000კ-ში უნდა ჩაეტიოს...

თვითონ ასწორებს, ჯერ პირველ ღილაკს დააჭირე, მერე მეორეს-სადაც ზომას მიუთითებ და მერე მესამე ღილაკს დააჭირე.
ბოლოს ბბ კოდები დააკოპირე და დადე აქ.
ამასობაში მეც დავიზეპირე smile.gif

Posted by: seta 13 Sep 2014, 18:42
გამარჯობა ! smile.gif
როგორ ხართ?
ნიგო, თრილერში მოხვედრილხარ ))

Posted by: nforumi 13 Sep 2014, 19:38
marta007
QUOTE
თვითონ ასწორებს, ჯერ პირველ ღილაკს დააჭირე, მერე მეორეს-სადაც ზომას მიუთითებ და მერე მესამე ღილაკს დააჭირე.
ბოლოს ბბ კოდები დააკოპირე და დადე აქ.
ამასობაში მეც დავიზეპირე 

მოვიცლი და დავაკვირდები როგორ მუშაობს smile.gif

seta
QUOTE
ნიგო, თრილერში მოხვედრილხარ ))

??
რა თრილერი ?

Posted by: nigo 14 Sep 2014, 06:31
seta

ეს ვინ გამოჩენილა,ჩვენი საყვარელი გოგო
2kiss.gif 2kiss.gif

ნუ იტყვი sad.gif

nforumi
შენ ჩემი პოსტი არ წაიკითხე?
კი გამიკვირდა,ერთი სიტყვა რომ არ დაწერე. smile.gif

Posted by: като тбилисели 14 Sep 2014, 10:52
გილოცავთ (ქართულ-ეკლესიურ) ახალ წელს!

მზიანი დილა ახალი წლის. 1 სექტემბერი. ვენახი მსხალზე. ბეღურა ქურდობს. კვირაა საღი. წითელი ვაშლი. მწვანე კანაფი...
განწირული ხმა - ჯართს ვიბარებ! ჯართს ვიბარებ!
ვინმე მუსიკით მხატვარს შეგიძლიათ ერთი კაი სიმღერა დაუწეროთ მეჯართეებს?

აი ისეთი რომ ჩამოიარონ და "ჯართს ვიბარებ!'-ს მაგივრად იმღერონ... მენახშირე ბიჭი ვარ და რამე ... pls
P.S. მშვიდობა ყველას. პირველად ვარ ამ განყოფილებაში. თუ რამე უცოდინარობით დავარღვიე შემინდეთ. მოდერაციას - პატივისცემა სრული. თხოვნა მოდერატორებთან... თუ სხვაგან მოვხვდი, მადლობელი ვიქნები თემის გადამისამართებისათვის.

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 11:38
nigo
QUOTE
შენ ჩემი პოსტი არ წაიკითხე?
კი გამიკვირდა,ერთი სიტყვა რომ არ დაწერე.

რომელი პოსტი, კაცი რომ დაგეცა ზემოდან ?

Posted by: seta 14 Sep 2014, 12:13

nforumi
QUOTE
რომელი პოსტი, კაცი რომ დაგეცა ზემოდან ?

ახლა გამახსენდა
ბათუმში ღამით სამშობიაროში მიიყვანეს 6 თვის ორსული ნადრევი მშობიარობით.დენით. მეზობელი ქალი ახლდა. ახლობელი იყო მორიგე.
_რა მოუვიდა?.
_სიმძიმე დეეცა ექიმო.
_რა სიმძიმე? ღამის სამ საათზე?
_ადამიანი დეეცა ექიმო. საწოლში.
_სადაა ახლა ქმარი?
_ქმარი , ღმერთმა იცის, ექიმო. სხვა ადამიანი დეეცა .

biggrin.gif

მშვენიერი ფოტოებია. მეც მინდა მოგზაურობა )

nigo
2kiss.gif

marta007
QUOTE
ცოტა აგრილდა და რა კარგია, სუნთქვა და ვიწყე.

ჩვენთანაც. მაგრამ ახლა ვხვდები რომ სიცხე მერჩივნა )

Posted by: marta007 14 Sep 2014, 12:40
seta
QUOTE
ჩვენთანაც. მაგრამ ახლა ვხვდები რომ სიცხე მერჩივნა )

სიგრილეს სიცხე რატომ გირჩევნია? smile.gif

გუშინ ღამე ქალაქში გავედი, წამომივლის ხოლმე ხანდახან კატასავით ღამე ხეტიალი მინდება, ახლო მახლო,
ისეთი კარგი ნიავი იყო, აშმორებული ქუჩის სუნიც კი არ იგრძნობოდა.

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 14:07
seta
QUOTE
_ქმარი , ღმერთმა იცის, ექიმო. სხვა ადამიანი დეეცა .

biggrin.gif

QUOTE
ჩვენთანაც. მაგრამ ახლა ვხვდები რომ სიცხე მერჩივნა )

ვის როგორ

marta007
QUOTE
გუშინ ღამე ქალაქში გავედი, წამომივლის ხოლმე ხანდახან კატასავით ღამე ხეტიალი მინდება

მეც ხანდახან..

QUOTE
აშმორებული ქუჩის სუნიც

რომელიმე კონკრეტულ ქუჩას გულისხმობ თუ ყველა ქუჩა ასეთად გეჩვენება?

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 14:11
ეტყობა რომ ფანჯრიდან მაქვს გადაღებული. ლონდონის მუზეუმის ერთ-ერთი შესასვლელია.

შიგნით რაც გადავიღე, იმასაც დავდებ მერე ნელ-ნელა.

იქვე გვერდით:

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 14:38
ახლა ვცდლობ http://pix.ge/-დან...

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 14:42
გამოვიდა ხო იცი, კიდე დავდებ ახლა რამდენიმეს ლონდონის მუზეუმიდან smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 14:49
marta007
მადლობა დიდი smile.gif

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 14:58
რახან ეს ვისწავლე, უკვე შემიძლია დავდო ხოლმე სურათები, როგორც მინდა, მანამ სანამ დამავიწყდება smile.gif

ეს ისევ მუზეუმიდან:

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: marta007 14 Sep 2014, 15:50
nforumi
QUOTE
რომელიმე კონკრეტულ ქუჩას გულისხმობ თუ ყველა ქუჩა ასეთად გეჩვენება?

ამჟჯერად წერეთლის გამზირს ვგულისხმობ, ალაგ ალაგ ანგრეულია ტროტუარები და ხრეში ყრია,
ძუნძლიანი მტვერი დგება სიცხეში.

QUOTE
რახან ეს ვისწავლე, უკვე შემიძლია დავდო ხოლმე სურათები, როგორც მინდა, მანამ სანამ დამავიწყდება 

აუღე ალღო? მარტივია, მიჩვევა უნდა.

რა კარგი სურათებია, პატარა მოგონებებიც მიაყოლე smile.gif

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 17:16
marta007
QUOTE
რა კარგი სურათებია, პატარა მოგონებებიც მიაყოლე

მოკლე-მოკლედ დავწერ რაღაცეებს, რადგან წინასწარ არ მიფიქრია რამე დამეწერა და შესაბამისად შეკრული სიუჟეტი არ მაქვს...

ჩასვლიდან პირველ დღეს ძველი ფუნტების გადახურდავების საკითხი დაგვიდგა, თურმე ინგლიშ ბანკში უნდა გადაახურდავო.

უშუალოდ ბანკის სურათი ვერ ვნახე, თუმცა არაფერი განსაკუთრებული შენობა არ არის, პირველ სურათზე რომ მარცხნივ კედელია, ბანკის შენობაა, შემდეგზე ბანკის წინა მოედანი. ვისი ძეგლია თქვენ გამოიცანით smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

რადგან ჩემი სასტუმროდან ახლოს იყო ეს ბანკი, ფეხით წავედი. ყურადღება მიიქცია ასეთმა წარწერამ:
http://pix.ge/

http://pix.ge/

გამოიცანით სად ეწერა და რატომ smile.gif

Posted by: marta007 14 Sep 2014, 19:13
nforumi
არ ვარ ნამყოფი და როგორ უნდა გამოვიცნო სად ვისი ძეგლი დგას?
ისევ შენ მოგვიყევი შთაბეჭდილებები, რა მოგეწონა რა არა. smile.gif

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 20:29
marta007
QUOTE
არ ვარ ნამყოფი და როგორ უნდა გამოვიცნო სად ვისი ძეგლი დგას?
ისევ შენ მოგვიყევი შთაბეჭდილებები, რა მოგეწონა რა არა.

ძეგლი შენ თუ არ ხარ ნამყოფი, სხვა იქნება ნამყოფი, მარა ბოლო ორ სურათზე რაც არის, იმის გამოცნობა შეიძლება მიუხედავად იმისა ხარ თუ არა ნამყოფი smile.gif

თუ არადა, ძალას კი არ გატან კაცო smile.gif

Posted by: marta007 14 Sep 2014, 21:26
nforumi
QUOTE
ძეგლი შენ თუ არ ხარ ნამყოფი, სხვა იქნება ნამყოფი, მარა ბოლო ორ სურათზე რაც არის, იმის გამოცნობა შეიძლება მიუხედავად იმისა ხარ თუ არა ნამყოფი 

კარგი, არ შეგიშლი ხელს.smile.gif

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 21:41
marta007
QUOTE
კარგი, არ შეგიშლი ხელს.

რატო მიბრაზდები მართა, ვერ ვხვდები, მგონი რომ არაფერი მითქვამს გასაბრაზებელი...

თუ მაინც კი, მაპატიე
sad.gif

Posted by: marta007 14 Sep 2014, 21:46
nforumi
QUOTE
რატო მიბრაზდები მართა, ვერ ვხვდები, მგონი რომ არაფერი მითქვამს გასაბრაზებელი...

რა მეტყობა გაბრაზების, ყველას თავისებური გართობა უყვარს და გასაგებია,
მე არ მიყვარს კროსვორდები და რა ვქნა. ვისაც უყვარს გავატარებ smile.gif

QUOTE
მთავარია გული არ გწყდებოდეს რამეზე, არ მინდა ისე გამომივიდეს რომ რამე გაწყენინო...

არა, რაზე უნდა დამწყდეს გული, პატარა ბავშვი კი არა ვარsmile.gif

Posted by: nforumi 14 Sep 2014, 22:30
marta007
QUOTE
რა მეტყობა გაბრაზების, ყველას თავისებური გართობა უყვარს და გასაგებია,
მე არ მიყვარს კროსვორდები და რა ვქნა. ვისაც უყვარს გავატარებ

მთავარია გული არ გწყდებოდეს რამეზე, არ მინდა ისე გამომივიდეს რომ რამე გაწყენინო...

Posted by: nforumi 16 Sep 2014, 20:51
უზენაესი სასამართლოს შენობა ლონდონში:

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: imereti 19 Sep 2014, 18:54
ეუფ, რაც აქ ყავა და ჩაის ისმება, ის რომ ამდენი ხანი მესვა, შარდის ბუშტი გამისკდებოდა და ფეხებს დავიმდუღრავდი...

Posted by: nadiri 20 Sep 2014, 03:16

[nforumi
QUOTE]უზენაესი სასამართლოს შენობა ლონდონში[/QUOTE]
იატაკებზე ასე ფერადნახატიანი ხალიჩაა თუ ლინოლიუმი?

Posted by: nigo 20 Sep 2014, 11:34
nforumi
ვათვალიერებ,უბრალოდ არ მქონდა კომენტარის თავი.ერთი კვირა არ გამოვსულვარ ქირურგიის ინსტიტუტიდან.
განსამუხტავად კი სერიალების თემაში შევდიოდი.
ინგრევა პოლიტგანყი,მაგრამ არ შემეძლო.

გამაოცა სასამართლოს შენობის იატაკმა.
რაც არ უნდა მოდერნი იყოს,ძალიან "ლეხკომისლენნად"" მომეჩვენა.
ქართულად ვერ გადმოვეცი.ამჩატებული?

არ მომწონს ზოგადად,მითუმეტეს სასამართლოში, თანაც კონსერვატიულ ინგლისში.

ზუსტად რომ მიხვდეთ, რას ვგულისხმობ.
ლოკომოტივის სტადიონის უაზროდ აჭრელებული ტრიბუნები ნერვებს მიშლის. მერჩივნა სექტორებად ფერებში.ცუდი შედარებაა,ვიცი.
კი მესმის,რომ ინგლისში ალბათ მაგარი დიზაინერი იქნებოდა და ა.შ..ა.შ...

მაგრამ არ მომწონს და რა ვქნა.

Posted by: nforumi 20 Sep 2014, 12:39
nadiri
QUOTE
იატაკებზე ასე ფერადნახატიანი ხალიჩაა თუ ლინოლიუმი?

ხალიჩაა. ფარდებიც მაგ ფერებშია გაფორმებული. სიმბოლური ფერებია ბრიტანესთვის.

nigo
QUOTE
გამაოცა სასამართლოს შენობის იატაკმა.

მაგ ფერებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. აღნიშნეს კიდეც მასპინძლებმა smile.gif

Posted by: nadiri 20 Sep 2014, 17:43
QUOTE
ხალიჩაა. ფარდებიც მაგ ფერებშია გაფორმებული. სიმბოლური ფერებია ბრიტანესთვის.

ნისლიანი ალბიონის გასახალისებელი ფერებია

Posted by: nforumi 20 Sep 2014, 21:54
nadiri
QUOTE
ნისლიანი ალბიონის გასახალისებელი ფერებია

ესეც არის ალბათ.

ისე, როგორც თქვეს, ოთხი ფერის კომბინაციებია და გულისხმობს გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ ნაწილებს.

Posted by: patriciia 21 Sep 2014, 23:18
nigo
QUOTE
ახლა ძალიან ალერგია მაქვს საწმენდებისგან,მაგრამ არ დავეძებ.
* * *

თუ გინდა, შრომითი თერაპიის კარგ წესს გასწავლი, არც ალერგია გექნება

მე კუჭი მტკივდებოდა მაგ დომესტოტსებისგან და საწმენდებისგან, დილით რომ შევიდოდი და უზმოზე ჩავხეხავდი უნიტაზს ან აბაზანას.

მერე მოვსინჯე და ძაან მაგრად გაამართლა,
ერთი მოძულებული ტანის დასაბანი გქენბა, ერთად შეკრული ბადე რომ არის, იყიდება აფთიაქებში, სამი ლარი ღირს მგონი, თუ ექვსი. მე არ ვიცი, სულ ელენე ყიდულობს. მოკლედ, ის რომ დძველდება, არ გადააგდო. აი, იმას გავსაპნავ კარგად სარეცხი საპნით და გადავუვლი კაფელებს, ასევე აბაზანას, ძალიან კარგად ხეხავს, რ არის ტოქსიკური. ხშირად ვწმენდ ხოლმე, მაგრამ იოლია, ძალდაუტანებლად გასაპნავ, ყოველგვარი ხეხვის გარეშე და მერე ჩამოწმენდ ან შხაპით ან სველი ტილოთი. გაპრიალებულ! კაფელებს შორის დაფუგული რომ არის, ისიც გაპრიალებულ! გუშინდელი დაგებული გეგონება. ხშირად და მსუბუქად. აი, ასე.

Posted by: nigo 22 Sep 2014, 08:41
patriciia
დიდი მადლობა,როგორ ხარ? smile.gif

დაწერე რამე,გექნება ათასი ჩანახატი ფიქრებში,. smile.gif

Posted by: annavita 23 Sep 2014, 21:18
като тбилисели
QUOTE
ჯართს ვიბარებ! ჯართს ვიბარებ!

ჩემი მეზობლის 3 წლის ბიჭუნა, კორპუსის კოლორიტი, უაღრესად ინტელიგენტური ოჯახიდან იგინება უაღრესად დახვეწილი და მაღალსრთულიანი ტერმინოლოგიით. საფიძვლიანი საოჯახო განათლება მიიღო დედის წინაპრებთან ხანგრძლივი სტუმრობისას. ხოდა სახლში რომ დაბრუნდა, ვერაფრით ვერ გადააჩვიეს, რა მუქარა, რა დაყავება, დაპირებები, იგნორი, არაფერმა არ გაჭრა. ტიპს ძალიან მოსწონდა ეს ლექსიკური მარაგი და გასაკუთრებით სტუმრების წინაშე და უცხო ადგილებზე სტუმრობისას გამოიდებდა ხოლმე თავს.
ერთხელაც ეზოში შემოვიდა ეს "ჯაართს ვიბარებ". ბავშვმა ყური მოკრა და ძალიან ინტელიგენტ მამიდას ეკითხება- რაო? რას ვიბარებო?
-რასა და ვინც იგინება იმ ბავშვებს იბარებს. ახლა ამოვა აქ და წაგიყვანსო, მიუგო მამიდამ.
ბავშვი აშკარად აღელდა, მაგრამ გგონიათ სააბაზანოში ან საწოლისქვეშ დაიმალა? არა, სკამი მიიდგა, ფაჯრის გისოსებში ცხვირ-პირი გაჰყო და ბოლო ხმაზე დაიყვირა: "მე კარგად ვიბარებ!"
ანუ, კარგად ვიქცევიო უნდოდა ეთქვა მაგრამ მღელვარებისგან ყველაზე საშიში სიტყვა წამოცდა. ვიბარებ! biggrin.gif

ასე რომ ჯართს ვიბარებ კარგ საქმესაც აკეთებს ზოგჯერ lol.gif ჯართის ჩაბარების როლი ბავშვის აღზრდის ხელოვნებაში lol.gif

Posted by: tenochtitlan 24 Sep 2014, 14:32
seta
როგორ ხარ,
ბათუმის ამბებს რომ აცხადებენ სულ
შენზე მეფიქრება.

Posted by: ჯიმი ლევი 25 Sep 2014, 11:55
QUOTE
კახური მრავალჟამიერი

იფ იფ იფ, კარგად ვისიამოვნე.

Posted by: nforumi 25 Sep 2014, 19:58
ჯიმი ლევი
ვაა, ჯიმი ლევი, რამდენი ხანია თვალი აღარ მომიკრავს შენთვის...

Posted by: ჯიმი ლევი 25 Sep 2014, 20:02
nforumi
სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აქ.

Posted by: nforumi 26 Sep 2014, 08:52
ჯიმი ლევი
QUOTE
სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აქ.

ხოო, შენ პოლიტიკაში გხედავდი ხოლმე, მაგრამ მე აღარ შემოვდივარ იქით კაი ხანია და კი მომნატრებიხარ smile.gif

Posted by: ჯიმი ლევი 26 Sep 2014, 10:29
nforumi
რავა ყველას ვევასები.

არ გიცნობ, მაგრამ გამარჯობა, მეც მომნატრებიხარ. chups.gif
რაღაცა სამპოსტიანი თემა შეუერთეს ამ თემას და იქიდან აღმოვჩნდი მე აქ.

Posted by: nforumi 26 Sep 2014, 14:14
ჯიმი ლევი
QUOTE
რაღაცა სამპოსტიანი თემა შეუერთეს ამ თემას და იქიდან აღმოვჩნდი მე აქ.

ხო, შევამჩნიე რაღაც ზედმეტი რომ იყო ზემოთ smile.gif

QUOTE
არ გიცნობ, მაგრამ გამარჯობა

ხო, მე ნაკლებად ვახსოვარ ყველას, რადგან არ ვჩხუბობ, არ ვიგინები, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ... და ალბათ განსაკუთრებით საინტერესოსაც არაფერს ვწერ ხოლმე biggrin.gif

სამაგიეროდ მე მახსოვხარ smile.gif

Posted by: seta 26 Sep 2014, 22:27
tenochtitlan
QUOTE
როგორ ხარ,
ბათუმის ამბებს რომ აცხადებენ სულ
შენზე მეფიქრება.

2kiss.gif

ჩვენს უბანში წყალი არ დგება და სხვაგან დაზარალდა მოსახლეობა.

Posted by: nforumi 26 Sep 2014, 22:59
seta
QUOTE
ჩვენს უბანში წყალი არ დგება და სხვაგან დაზარალდა მოსახლეობა.

შენ გორაზე ცხოვრობ ალბათ smile.gif

Posted by: nigo 27 Sep 2014, 10:12
როგორ ხართ?

ძალიან დაკავებული ვარ,სამწუხაროდ.
არადა მენატრებით. smile.gif nforumi

nforumi
QUOTE
ხო, მე ნაკლებად ვახსოვარ ყველას, რადგან არ ვჩხუბობ, არ ვიგინები, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ... და ალბათ განსაკუთრებით საინტერესოსაც არაფერს ვწერ ხოლმე

ვაიმე, რა გჭირს.
ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება smile.gif
შენზე დგას ეს თემა ამდენი ხანია და სულაც შენი გულისთვის და მოსაკითხად შემოვდივარ ხოლმე ამ თემაში.
biggrin.gif
ოღონდ მართლა. 2kiss.gif

ჩემი უახლოესი ნათესავი წევს საავადმყოფოში. ჩემს მეტი არავინ არ ჰყავს თბილისში .
ის კვირა "სმართში" რაც დამემართა.ზუსტად მეორე კვირას კინაღამ ხელში ჩამაკვდა,მაგრამ გადავარჩინეთ .თუმცა მორალურად და ფიზიკურად აღარ ვარგივარ.

Posted by: 88888 27 Sep 2014, 10:34
ამ თემაში რაღაცნაირი სურნელია...

გაყუჩების ხასიათზე როცა ვარ, შემოვდივარ ხოლმე და გკითხულობთ.

Posted by: tenochtitlan 27 Sep 2014, 12:53
seta
QUOTE
ჩვენს უბანში წყალი არ დგება

ვიცი, ადრეც მითხარი და მახსოვს, მაგრამ ფიქრი ხომ იცი
როგორია, გეფიქრება და მორჩა.
არავინ მყავს ახლობელი ბათუმში, ხოდა ამიტომ შენ
მახსენდები ხოლმე ასეთ დროს.

Posted by: nforumi 27 Sep 2014, 19:22
nigo
QUOTE
შენზე დგას ეს თემა ამდენი ხანია და სულაც შენი გულისთვის და მოსაკითხად შემოვდივარ ხოლმე ამ თემაში

ვა რა გოლიათი ვყოფილვარ, უყურე შენ ?

არ გეშინია მართლა რომ დავიჯერო ?
biggrin.gif

Posted by: burbushela_ 28 Sep 2014, 14:56
ის ამტკიცებდა რომ წუხილების მიზეზი- სიყვარულის ნაკლებობაა. გულწრფელი, მარტივი სითბოსი და სიყვარულის..

ეგრეა.
smile.gif

თემელებო! მოგესალმებით და კარგ დღეებს გისურვებთ. მომიტევეთ ჩემი პატარა შემოჭრა, სხვაგან სად დავწერდიsmile.gif)

2kiss.gif

Posted by: NO-EL 28 Sep 2014, 15:35
მოვალ ხშირად მე აქ და მიმასპინძლეთ ხოლმე ♥

Posted by: nforumi 28 Sep 2014, 19:21
burbushela_
NO-EL
მობრძანდით, ყველა კაი ადამიანს სიამოვნებით მივიღებთ smile.gif

Posted by: NO-EL 29 Sep 2014, 09:31
როგორ მიყვარს შემოდგომა.
ჩემი ხასიათის შესაბამისი ბოლომდე.
თანაც სუნთქვაა შესაძლებელი.
მალე ფოთლებიც დაიყრება.

რას ვამბობდი და მიყვარს შემოდგომა-თქო.

პ.ს ნაყოფიერ კვირას გისურვებთ ყველას'♡

Posted by: seta 29 Sep 2014, 16:35
გამარჯობა ყველას )

tenochtitlan
QUOTE
ვიცი, ადრეც მითხარი და მახსოვს, მაგრამ ფიქრი ხომ იცი
როგორია, გეფიქრება და მორჩა.
არავინ მყავს ახლობელი ბათუმში, ხოდა ამიტომ შენ
მახსენდები ხოლმე ასეთ დროს.

მიხარია ძალიან )) 2kiss.gif

nforumi
გორაზე არა, ცენტრში, ზღვისპირა უბნებში ნაკლებად დგება წყალი )

ერთი მოხუცი ქალის მონაყოლს მოგიყვებით:

ტაქსისტი იყო ჩემი ქმარი. თვალს ვერ მოაშორებდი, ისეთი ბიჭი. მაღალი, ახოვანი, ასკილოიანი. მაგრამ ძუნწიიი... მანეთს ვერ გააგდებინებდი ხელიდან. ვერ გააგდებინებდი კი არა ვერ უპოვიდი. არც მე ვდარდობდი დიდად, ვმუშაობდი და რომ მყოფნიდა იმდენი მქონდა. სილამაზით არც მე ჩამოვუვარდებოდი.
ამოიჩემა ერთ დღეს პიატიგორსკში მივდივარ დასასვენებლადო.
მიდიხარ და წადი-მეთქი. პატარა მყავდა ბავშვი და ვერ დავტოვებდი.
წავიდა და ჩამოვიდა ჩემი ასკილოიანი ქმარი ოც დღეში ოცკილომოკლებული.
გაგიჟდა სანათესაო-სამეზობლო, ავადაა და მიხედეო. არაფერი არ სჭირდა. მე კი ვკვდებოდი ცნობისმოყვარეობით, მაგრამ...
ერთ დღესაც სასადილოში მის პიჯაკს მოვკიდე ხელი და აშრიალდა რაღაცა. ამიფანცქალდა გული სიხარულით, ფული დარჩენია-მეთქი. ჩავყე ხელი ჯიბეში და შემრჩა წერილი. გავხედე ფანჯრიდან დგას ჩემი ზურიკო ბესიკთან ერთად ეზოში და ჩურჩულებენ.
დავხედე წერილს, კიევიდანაა. ახალგამოგზავნილია. ოთხფურცლიანია, არ დაგავიწყდეს. წერს ქალი :
,,შენ ჩემო ზურიო, ეს რა მიყავიო, სიზმრებიდანაც ვერ გიშორებო. აღარ მინდა სიცოცხლე უშენოდო. მოკლედ:,,შემშალე და გადამრიე,, იყო მთელი ოთხი ფურცელი.
გავხედე ისევ ფანჯარაში ახალაღმომჩენებივითა აქვთ სახე გაბრწყინებული ორივეს და მე რის მედიკო ვიქნებოდი არ მივმხვდარიყავი რაში იყო საქმე. საქმე კი იმაში იყო რომ ზურიკომ და არ ბესომ რუსული კითხვა არ იცოდნენ და სანდო თარჯიმანს ეძებდნენ. ჩავიდე ჯიბეში წერილი და წამოვწექი დივანზე. შემოვარდა ზური, დაავლო ხელი პიჯაკს და გავარდა გარეთ. ვწევარ და ვფიქრობ:
_ოჯახს ვერ დავანგრევ მარა... მაშინ ვინ ანგრევდა ოჯახს...
ნახევარი საათი არ იყო გასული, გაჩერდა ჭიშკართან მანქანა. გადმოვიდა ზური მანქანიდან , მარა გადმოსვლა არ ერქვა იმას. გადმოფორთხდა ფერწასული. შემოვიდა. ვწევარ დივანზე. ამიარა , ჩამიარა.
_მომეცი, მედიკო._ჩაიჩურჩულა.
_რა მოგცე?
_მომეცი, გოგო_ ჩაიჩურჩულა და გავარდა გარეთ.
ერთი წუთი არ იყო გასული ბესიკი შემოყვა.
_მოგვეცი, მედიკო?
_რა მოგცეთ? ამოღერღავთ თუ არა რა ჯანდაბა გინდათ?
_მოგვეცი, მედიკო, _თვალს ვერ მისწორებს ბესო. _წერილი, ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა, პლოსკოთიამოგლეჯილივით.
_ააა, წერილი? _წამოვფრინდი დოოინჯშემოყრილი._ავად იყავი და 20 კკილო დეიკელი ხომ? უკვე დავწერე იმ შენი ვალიას ქმართან წერილი, ამასაც ჩავდებ და იმ შენს ვალიას და შენ რომ გადაგაფსკვნის ის კაცი, კაცი თუ ყოფილა, ერთმანეთზე, მერე ნახავ რაფერ უნდა 20 კილოს დაკლება.
_არ დაღუპო , მედიკო.
_ ჩემი ხელით დაგასამარებთ ორივეს.
_არ ქნა მედიკო მაგი და რრასაც გინდა შეგისრულებ/
_შემისრულებ?
_ყველაფერს, გოგო._ცალი თვალი გამოაპარა ჩემსკენ ხომ არ ვხუმრობდი.
_მაშიიინ_დავფიქრდი_ სპეკულიანტი რომაა ლამარა, იმას ჩამოტანილი აქვს შავი ჩექმა და იმის შესაფერი წითელი პალტო. იმას მმიყიდი.
_გიყიდი, აბა არ გიყიდი? _განათდა_ რა ღირს? _თან ხელი ჯიბისკენ გააქანა.
_ხუთასი მანეთი ერთად.
_რაა? ხუთასი მანეთი ნახევარი მანქანის ფასია, ხომ არ შეიშალე? მაგას მირჩევნია ვალიას ქმარმა მომკლას.
_თუ გირჩევნია , კი გავაგზავნი წერილს.
_არ ქნა მაგი. არ მაქვს მაგდენი ფული.
_სალაროში ! ერთი საათი გაქვს . ჩქარა, თუ არა გავგზავნე წერილი.
მოტრიალდა და გავიდა. ერთ საათში ფული ხელში მქონდა. ორ სათში_პალტო და ჩექმა. წერილი კი დავწვი.
ნოემბერი მოდიოდა და ზურის ვუთხარი: _ იმ წერილში ეწერა რომ იმ შენი ვალიას დაქალი ჩამოდის საშვიდნოემბროდ და უნდა დახვდე-მეთქი.
ამომხედა, იფიქრა შეიშალა ჩემი ცოლიო. მეც მოვდივარ-მეთქი და წავედით. ქმარ-შვილით იყო ტანია ჩამოსული. წამოვიყვანე სახლში, გავუშალე სუფრა, ვისეირნეთ, დავდაქალდით . გახარებული წავიდე, ეს რა ქალი ყოფილა მედიკოო. მერე ხან წერილებს ვწერდით ერთმანეთს, ხან ტელეფონით ვკითხულობდით. ერთ დღესაც დამპატიჟა კიევში. ვუთხარი ზურიკოს წავიდეთ-მეთქი.
_არაო_შეუშვირა თავი ქვას.
წავედი მარტო. ვცხოვრობდი ერთი კვირა ტანიასთან დავაპატიჟებინე ვალია. მოვიდა ქმართან ერთად. ქალი იყო... უფ! მეც არ ვიყავი ნაკლები, არ გადავწონიდით ერთმანეთს. გავიყვანე აივანზე და ვკითხე:
_ამიხსენი თუ ქალი ხარ, როგორ დააკლებინე იმ ოხერს-მეთქი.
მომიყვა, როგორ დარბოდა პიატიგორსკში გორაკის ირგვლივ ჩემს ქმართან ერთად და... დავდაქალდით მოკლედ, დავპატიჟე ქმართან ერთად ოჯახში და დადიოდნენ ჩემთან.
მერე კი ... დრო აშორებს ადამიანებს.
რომ იცოდე როგორ მშვენოდა ის პალტო და ჩექმები...

Posted by: nforumi 29 Sep 2014, 17:44
seta
QUOTE
გორაზე არა, ცენტრში, ზღვისპირა უბნებში ნაკლებად დგება წყალი )

ხოო ? დაშორებული უბნები უფრო დაბლაა?

Posted by: seta 29 Sep 2014, 22:44
nforumi
არ ვიცი დაბლაა თუ საწრეტი სისტემაა გაუმართავი.

Posted by: nforumi 29 Sep 2014, 23:54
seta
QUOTE
არ ვიცი დაბლაა თუ საწრეტი სისტემაა გაუმართავი.

ალბათ უფრო ეგ ... ჩვენთან ხომ წესიერად ბოლომდე საქმის გაკეთება არ ხდება.

Posted by: tenochtitlan 30 Sep 2014, 00:42

QUOTE
შავი ჩექმა და იმის შესაფერი წითელი პალტო.

წარმოვიდგინე. biggrin.gif
seta 2kiss.gif

Posted by: nforumi 30 Sep 2014, 11:16
tenochtitlan
QUOTE
წარმოვიდგინე. 

ეს ქალები რა, ჩაცმა და შესაფერობა რომ არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი biggrin.gif

smile.gif

Posted by: nigo 2 Oct 2014, 21:25
nforumi
QUOTE
ეს ქალები რა, ჩაცმა და შესაფერობა რომ არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

ისევ თქვენთვის ,თორემ ვიქნებოდით კომფორტულად,თავისუფალ სამოსში და ბოტასებში. biggrin.gif

Posted by: seta 2 Oct 2014, 22:46
tenochtitlan
QUOTE
შავი ჩექმა და იმის შესაფერი წითელი პალტო.

biggrin.gif

ეს კაცი ფაქტობრივად ცოლმა წითელ პალტოში და შავ ჩექმაში გადაცვალა, მაგრამ ვარიანტი არაა, ქმარი ამას მიმხვდარიყოს ))

nforumi
QUOTE
ეს ქალები რა, ჩაცმა და შესაფერობა რომ არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

QUOTE
ისევ თქვენთვის ,თორემ ვიქნებოდით კომფორტულად,თავისუფალ სამოსში და ბოტასებში.

დასამატებელი არაფერია biggrin.gif

Posted by: nigo 3 Oct 2014, 09:01
seta
QUOTE
ეს კაცი ფაქტობრივად ცოლმა წითელ პალტოში და შავ ჩექმაში გადაცვალა, მაგრამ ვარიანტი არაა, ქმარი ამას მიმხვდარიყოს ))

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nforumi 3 Oct 2014, 19:13
nigo
QUOTE
ისევ თქვენთვის ,თორემ ვიქნებოდით კომფორტულად,თავისუფალ სამოსში და ბოტასებში.

არ მჯერა მაგის მე smile.gif

უფრო სწორად არ არის ეგრე...

Posted by: nigo 3 Oct 2014, 19:45
nforumi
ეგრეა,ასეა.
საკუთარი თავისთვისაც გვინდა,აბა ისე რა ქალი ხარ smile.gif
თუმცა ხანდახან მიფიქრია ,რომ არა ქმარი და ბიჭები ქუსლებს მაინც მოვეშვებოდი.

თუმცა ჩემი დედამთილი, 90 წლის ასაკშიც,სანამ გარდაიცვლებოდა,სახლში ქუსლებზე იდგა.

უაღრესად მოწესრიგებული და მოვლილი იყო.
სულ მასწავლიდა,დილას ადექი ქმარზე ადრე და უკვე ფორმაში დახვდიო smile.gif

ჩემი ქმარი დილის ექვს საათზე კუს ტბაზეა.

მე ვიპოვე გამოსავალი.ვდგები,როცა უკვე სამსახურშია. biggrin.gif

ქობულეთში მივდივარ საქმეზე,ძალიან ცუდი ამინდებია,სამაგიეროდ სერიოზულ წიგნებს წავიკითხავ smile.gif

წლიდან წლამდე ვერ ვკითხულობ ხოლმე.

თუმცა ბიოგრაფიები კი ძალიან მიყვარს.
დე გოლი დავამთავრე.

ავივსე შურით.
რას დაგვხატავდა.

და აკა მორჩილაძე love.gif love.gif

Posted by: nforumi 3 Oct 2014, 20:05
nigo
QUOTE
საკუთარი თავისთვისაც გვინდა,აბა ისე რა ქალი ხარ 

ესაა მთავარი, თორე მე რა მომწონს იმას რომ ითვალისწინებდეს ჩემი ცოლი...

QUOTE
თუმცა ხანდახან მიფიქრია ,რომ არა ქმარი და ბიჭები ქუსლებს მაინც მოვეშვებოდი.

მე სულაც არ მომწონს ოჩოფეხებზე შემდგარი ქალი...

QUOTE
ქობულეთში მივდივარ საქმეზე,ძალიან ცუდი ამინდებია,სამაგიეროდ სერიოზულ წიგნებს წავიკითხავ 

უჰ რა კარგია თუ წიგნების კითხვის დრო გექნება, მე სულ ნაწყვეტებად ვკითხულობ, როდის სად წავიჭერ დროს smile.gif

Posted by: nigo 3 Oct 2014, 21:24
nforumi
QUOTE
ესაა მთავარი, თორე მე რა მომწონს იმას რომ ითვალისწინებდეს ჩემი ცოლი...

მე ძალიან ვითვალისწინებ,ისიც.
აქ რაიმე აკრძალვაზე კი არ არის საუბარი.უბრალოდ ,როცა ერთად მიდიხართ სადმე ,ყოველთვის ცდილობ , დისკომფორტი არ შექმნას არცერთმა.
ერთნაირ სტილში გეცვას.

აი,ბიჭები ,ნუ იტყვი

smile.gif

* * *
nforumi
ოჩოფეხები არა,მაგრამ ქუსლი სიკოხტავეს მატებს.

"ასანკაც" სხვაა.

Posted by: nforumi 3 Oct 2014, 22:23
nigo
QUOTE
ოჩოფეხები არა,მაგრამ ქუსლი სიკოხტავეს მატებს.

ხოდა ვიდაოთ ახლა გემოვნებაზე... მე არ მომწონს და რა ვქნა, არ მგონია რომ ალამაზებს ქალს ასეთი რამე. ვფიქრობ რომ თავისუფლად რომ მოძრაობს, ის უფრო ალამაზებს, ბევრად!..

QUOTE
აქ რაიმე აკრძალვაზე კი არ არის საუბარი.უბრალოდ ,როცა ერთად მიდიხართ სადმე ,ყოველთვის ცდილობ , დისკომფორტი არ შექმნას არცერთმა.

კი, რა თქმა უნდა, გარკვეულ დონემდე smile.gif

Posted by: nforumi 5 Oct 2014, 13:49
ნახეთ, მე მგონი საინტერესოა :
http://www.thetoptens.com/top-military-generals/

smile.gif

Posted by: NO-EL 5 Oct 2014, 15:01
როგორ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი. ♡
არადა კედებშიც, ბოტასებშიც და ბალეტკებშიც რა კომფორტულია biggrin.gif
მაგრამ აი ქუსლებში ქალად ვგრძნობ თავს biggrin.gif

ამ თემამ გამახსენა და....მომენატრა ბუხარიც და სითბოც.
თბილი პლედი და წინ შეშა რომ ტკაცუნობს.
თუ ცუდად ვარ ხოლმე -ტკივილის ხმას გავს და თუ კარგად ვარ ცეცხლის ალები მახსენებს ხოლმე შინაგან თავისუფლებას.
როცა ცუდად ვარ ამას ვერ ვგრძნობ ხოლმე არადა.

კიდევ იმის თქმა მინდოდა...
მიყვარს შემოდგომა-თქო ♥

Posted by: nforumi 5 Oct 2014, 22:30
NO-EL
QUOTE
აი ქუსლებში ქალად ვგრძნობ თავს  ♡

smile.gif

nigo
ხომ ხედავ, მთავარი საკუთარი აღქმაა და არა ის მე რა მომწონს smile.gif

Posted by: NO-EL 6 Oct 2014, 00:17
nforumi
2kiss.gif

....................

P.s ის პალტო და ჩექმა გამახსენდა, წინა გვერდზე რომ წავიკითხე და ვიცინე :დ

Posted by: nforumi 6 Oct 2014, 00:19
NO-EL
QUOTE
პალტო და ჩექმა გამახსენდა, წინა გვერდზე რომ წავიკითხე და ვიცინე

მესმის, გასაგებია smile.gif

სიცილი მარგებელია ჯანმრთელობისთვის smile.gif

Posted by: NO-EL 6 Oct 2014, 00:36
nforumi
სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რა გეწყინა smile.gif
თუ რამე ცუდად და გაუაზრებლად დავწერე,ბოდიში,ნუ მიიღებ შენს თავზე user.gif :*

Posted by: nigo 6 Oct 2014, 10:36
nforumi
QUOTE
მთავარი საკუთარი აღქმაა

ასეა,მაგრამ ქალებისთვის,თითქმის უმრავლესობისთვის,მაინც სხვა რამეა.

როგორც დაწერა იუზერმა,
QUOTE
მაგრამ აი ქუსლებში ქალად ვგრძნობ თავს

ესაა.კაცები მაინც ვერ მიხვდებით,ტყუილად გიხსნით biggrin.gif biggrin.gif

ქობულეთში ვარ.

დღეს კარგი ამინდია,მაგრამ მაინც დეპრესიული განწყობა მაქვს. კურორტს უხდება ხალხი, ხმაური ,ერთი ამბავი,ხმამაღალი მუსიკა,თუნდაც შენი აზრით უგემოვნო,მაგრამ სიცოცხლე smile.gif

ახლა ვუსმენ კომპში ერიკ კლაპტონის შესრულებით autumn leaves-ს.
\\ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა.

Posted by: NO-EL 6 Oct 2014, 10:43
nigo
ზღვა მშვიდია? user.gif

Posted by: ERM0NIA 6 Oct 2014, 10:46
nigo
არც ესაა ნაკლები ვერსია. wink.gif)

Posted by: nigo 6 Oct 2014, 12:04
NO-EL
მშვიდია და ძალიან ლამაზია,მაგრამ სიწყნარეა .

ERM0NIA
QUOTE
არც ესაა ნაკლები ვერსია.

მაგარია ძალიან.
ისე კი ყველაზე უფრო ივ მონტანის და ნინა სიმონეს ვერსიები მომწონს.
ახლა აღარ მინდა დეპრესიულობანა,საქმე მაქვს,ამიტომ andre rieu.

ძალიან გთხოვთ ჩემი ხათრით მოუსმინეთ. biggrin.gif

Posted by: nforumi 6 Oct 2014, 18:54
NO-EL
QUOTE
სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რა გეწყინა

რა მეწყინა? საიდან მოიტანე ?

nigo
QUOTE
ესაა.კაცები მაინც ვერ მიხვდებით,ტყუილად გიხსნით 

ხოო, რა თქმა უნდა, თქვენ უკეთ იცით ჩვენ რა მოგვწონს smile.gif

ERM0NIA
მაგარია smile.gif

* * *
ახლა ასეთ განწყობაზე ვარ :

http://youtu.be/EL8kpj4FJOE

* * *
ესეც რა მაგარია:
https://www.youtube.com/watch?v=ZVe8VOkS4lo

Posted by: nigo 7 Oct 2014, 14:08
nforumi
QUOTE
ხოო, რა თქმა უნდა, თქვენ უკეთ იცით ჩვენ რა მოგვწონს

ეჭვი არ შეგეპაროთ biggrin.gif

Posted by: nforumi 7 Oct 2014, 15:56
nigo
QUOTE
ეჭვი არ შეგეპაროთ

არა კაცო, რას ამბობ, როგორ შეიძლება თქვენს კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა biggrin.gif

ისე, ერთი რამ კი მართალია, ურთიერთობების საკითხში, ქალებს უკეთესი ინტუიცია გაქვთ.

Posted by: nigo 7 Oct 2014, 17:27
nforumi
ეს რა"მუსიკები" დადე,სევდა შემოგპარვია. sad.gif

ისე,ხომ მიმტკიცებდით აქ, სევდა აუცილებელია და რომანტიულიაო smile.gif

მე მიყვარს კარგ ხასიათზე ყოფნა და როკ-ენ-როლები biggrin.gif ,მაგრამ სადაა. sad.gif

QUOTE
ისე, ერთი რამ კი მართალია, ურთიერთობების საკითხში, ქალებს უკეთესი ინტუიცია გაქვთ.

ეს მართლაც ასეა უმეტეს შემთხვევაში,ეგაა რომ ხანდახან არ აქცევ ყურადღებას.

თუ დამიჯერებ,სიზმარში ვნახულობ იმას,რაც შეიძლება მეწყინოს, yes.gif და თუ ყურადღება არ მივაქციე ,აუცილებლად ამიხდება ხოლმე.

Posted by: nforumi 7 Oct 2014, 20:08
nigo
QUOTE
სიზმარში ვნახულობ იმას,რაც შეიძლება მეწყინოს, 

რომელიღაც თემაში შემხვდა მსგავს რაღაცაზე კომენტარი, იგივე შემიძლია გითხრა: ლელა კაკულია ხარ ?

smile.gif

QUOTE
ეს რა"მუსიკები" დადე,სევდა შემოგპარვია. 

ივერია ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა.

პლიუს მერე გარიგების საუნდტრეკი რომ ამომიგდო, მაგასაც მოვუსმინე და კიდე ერთხელ მივხვდი რომ მომწონს smile.gif

Posted by: nigo 7 Oct 2014, 21:03
nforumi
QUOTE
ლელა კაკულია ხარ ?

გაწყენინე რამე? biggrin.gif

Posted by: nforumi 7 Oct 2014, 21:51
nigo
QUOTE
გაწყენინე რამე?

უარყოფით კონტექსტში არ მითქვამს smile.gif

Posted by: NO-EL 8 Oct 2014, 14:38
სიზმარი ჩემი პრობლემა გახდა ბოლო პერიოდია.
ვიღაც მომსდევს და მე გავრბივარ.

დამიჭიროს ბოლოსდაბოლოს, შევწუხდი უკვე sad.gif

nigo
ისევ ზღვაზე ხარ?♡

Posted by: nforumi 8 Oct 2014, 15:29
NO-EL
QUOTE

დამიჭიროს ბოლოსდაბოლოს, შევწუხდი უკვე

დაეჭერინე მერე biggrin.gif

Posted by: NO-EL 8 Oct 2014, 17:09
nforumi
ეგ როგორ მოვახერხო ,თორემ დიდი სიამოვნებით ,, ჩავბარდები,,
biggrin.gif
თან რომ მეღვიძება არ გრძელდება და ნერვებზე მოქმედებს აშკარად :დ

Posted by: nigo 8 Oct 2014, 18:54
NO-EL
თუ გარბიხარ,რა უჭირს.
გაქცევა რომ გინდა და მუხლი გეკვეთება ან ყვირილი და ხმა არ ამოგდის,კოშმარია.

კი ზღვაზე ვარ.
დღეს ბათუმში 2 საათში 4-ჯერ დაგვაჯარიმეს,ათ-ათი ლარით.
თბილისში ნაყიდი მანქანების გაჩერების ბარათი აქ არ გადის.თურმე აჭარისთვის ცალკე უნდა იყიდო,ნორმალურია ახლა ეს?

3 ლარიანი ესპრესო 24 ლარი დამიჯდა.

smile.gif

Posted by: nforumi 8 Oct 2014, 20:09
NO-EL
QUOTE
ეგ როგორ მოვახერხო ,თორემ დიდი სიამოვნებით ,, ჩავბარდები,,

მაინც ვინ მოგდევს სიზმარში? ურჩხული, დრაკონი, მგელი, კაცი, ... ?

nigo
QUOTE
გაქცევა რომ გინდა და მუხლი გეკვეთება ან ყვირილი და ხმა არ ამოგდის,კოშმარია.

აი ეს კი უფრო მძიმე შემთხვევაა ნამდვილად.

nigo
QUOTE
თბილისში ნაყიდი მანქანების გაჩერების ბარათი აქ არ გადის.თურმე აჭარისთვის ცალკე უნდა იყიდო,ნორმალურია ახლა ეს?

თბილისში ნაყიდი მე მგონი მარტო თბილისში გადის...

Posted by: NO-EL 8 Oct 2014, 23:41
nigo
მე რომ გავრბივარ რაღაც გრძელი კაბა ან მოსაცმელი მაცვია და სწრაფად ვერ მივრბივარ ,როცა უნდა დამეწიოს ან დამეწიონ , მეღვიძება.
საშინელებაა, კატასტროფულად მოქმედებს ნერვებზე.

უი,ეს რა ხათაბალში ყოფილხარ, რა უბედურებაა.
ან ოთხჯერ რა მოასწრეს კი მარა?! sad.gif

nforumi
ადამიანი სავარაუდოდ.
რომ გავრბივარ ინსტიქტურად უკან არ ვიხედები, ვერ ვხედავ ვინაა.
შეიძლება არც უნდა ,, მავნოს" , მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც სიბნელის მეშინია და სავარაუდოდ ამიტომ ვთვლი სიზმარში ,რომ რაღაც საფრთხეა.
sad.gif
კი დამღალა და...

Posted by: seta 9 Oct 2014, 01:30
nigo
QUOTE
კი ზღვაზე ვარ.
დღეს ბათუმში 2 საათში 4-ჯერ დაგვაჯარიმეს,ათ-ათი ლარით.
თბილისში ნაყიდი მანქანების გაჩერების ბარათი აქ არ გადის.თურმე აჭარისთვის ცალკე უნდა იყიდო,ნორმალურია ახლა ეს?

ცუდია. (
QUOTE
3 ლარიანი ესპრესო 24 ლარი დამიჯდა.

სად დადიხარ, ნიგო? ))

Posted by: nigo 9 Oct 2014, 06:28
NO-EL
დალიე მსუბუქი დამაწყნარებლები ,ცადე ძილის წინ.

seta
ბათუმის პაპილონში,ახალ ნათებაში , გორგიაში და პუშკინის ქუჩის მაღაზიებში.
ბინას ვარემონტებ ქობულეთში.

Posted by: nforumi 9 Oct 2014, 10:33
NO-EL
QUOTE
ადამიანი სავარაუდოდ.
რომ გავრბივარ ინსტიქტურად უკან არ ვიხედები, ვერ ვხედავ ვინაა.
შეიძლება არც უნდა ,, მავნოს" , მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც სიბნელის მეშინია და სავარაუდოდ ამიტომ ვთვლი სიზმარში ,რომ რაღაც საფრთხეა.

კი დამღალა და...

თუ მართლა რეალური პრობლემაა შენთვის ეგ, უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან. მას შეუძლია მოგცეს ისეთი რჩევა რომ გათავისუფლდე მაგ კოშმარისაგან.

Posted by: NO-EL 11 Oct 2014, 15:04
nigo
გმადლობ ,რომ მირჩიე, ძაან კარგად მეძინა ეს ღამე და ისე გამიხარდა ,რომ გავიღვიძე დილას. bis.gif

Posted by: nforumi 11 Oct 2014, 20:52
QUOTE
გმადლობ ,რომ მირჩიე, ძაან კარგად მეძინა ეს ღამე და ისე გამიხარდა ,რომ გავიღვიძე დილას. 

ვა, დამხვდა ერთი კარგი ამბავი smile.gif

Posted by: NO-EL 11 Oct 2014, 22:03
nforumi
ისეთ კარგ ხასიათზე ვარ თანაც : bis:

რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის და გახარებისთვის user.gif

Posted by: nforumi 12 Oct 2014, 10:06
NO-EL
QUOTE
რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის და გახარებისთვის

კი smile.gif

და უბედურად რომ იგრძნოს თავი ამისთვისაც ხოლმე ...

ამიტომ უნდა მოვფეროთ ერთმანეთს smile.gif

Posted by: NO-EL 12 Oct 2014, 10:33
nforumi

გეთანხმები.
მაგრამ ბედნიერება ხშირად გვიფარავს ამ უბედურების განცდებს, ცხოვრებაა, მაგის გარეშეც წარმოუდგენელია .

რომ არა უბედურება, ვერასდროს დავაფასებდით და ვიგრძნოვდით ბედნიერებას.

ანუ,ვინატროთ ბევრი ძალიან ბევრი ბედნიერი დღე

...

Posted by: nforumi 12 Oct 2014, 14:50
NO-EL
QUOTE
მაგრამ ბედნიერება ხშირად გვიფარავს ამ უბედურების განცდებს, ცხოვრებაა, მაგის გარეშეც წარმოუდგენელია .

რომ არა უბედურება, ვერასდროს დავაფასებდით და ვიგრძნოვდით ბედნიერებას.

ანუ,ვინატროთ ბევრი ძალიან ბევრი ბედნიერი დღე

smile.gif
უარყოფითი განცდები ისედაც მოვა თავისთავად, ჩვენ არ უნდა მივუმატოთ ერთმანეთს მეთქი smile.gif

Posted by: NO-EL 12 Oct 2014, 16:48
nforumi
ნამდვილად.
გეთანხმები სრულიად.

Posted by: nigo 13 Oct 2014, 10:42
როგორ ხართ?
მომენატრეთ love.gif love.gif

ჩამოვედი გუშინ .
ძალიან დაღლილი.
კაპიკის საქმე არ გამიკეთებია სახლში ,ჯერ.აი ვემზადები ,ვსვამ მემილიონე ყავას .ახლა შევუდგები საქმეს ,ახლა და

პოლიტიკაში ვიმუხტები smile.gif

Posted by: seta 13 Oct 2014, 21:42
nigo
QUOTE
ბათუმის პაპილონში,ახალ ნათებაში , გორგიაში და პუშკინის ქუჩის მაღაზიებში.
ბინას ვარემონტებ ქობულეთში.

მშვენიერი საქმე წამოგიწყია smile.gif

Posted by: nigo 13 Oct 2014, 21:47
როგორ ხარ ?

მივწერ ბათუმის უნივერსიტეტს და თუ ჭირდებათ ჩემი სპეცკურსი,სიამოვნებით გადავალ თვეებით. smile.gif

ვგიჟდები ზღვის ყურებაზე ,მთები უფრო მასევდიანებს.

Posted by: NO-EL 13 Oct 2014, 23:50
nigo

ზღვა ზამთარში მარტო მე მიყვარს თუ შენც?
ზაფხულში ვიღლები , ზამთარში ვისვენებ.

Posted by: nforumi 14 Oct 2014, 01:48
NO-EL
QUOTE
ნამდვილად.
გეთანხმები სრულიად.

smile.gif

NO-EL
QUOTE
ზღვა ზამთარში მარტო მე მიყვარს თუ შენც?
ზაფხულში ვიღლები , ზამთარში ვისვენებ.

მეც მიყვარს smile.gif

თუმცა ტყე უფრო მიყვარს...

nigo
რამხელა ბინა გაქვს ?

Posted by: t-90 14 Oct 2014, 15:24
nigo
QUOTE
მივწერ ბათუმის უნივერსიტეტს და თუ ჭირდებათ ჩემი სპეცკურსი,სიამოვნებით გადავალ თვეებით.

რა სპეცკურსზეა საუბარი?

Posted by: nigo 14 Oct 2014, 21:55
t-90

რადიოჟურნალისტიკა და წამყვანის ოსტატობა.

ასევე დამწყები ჟუნალისტების შეცდომები.
* * *
nforumi
პატარა ერთოთახიანი სტუდიო ძალიან კარგი აივნით და ხედით.

კონკრეტულად ამ სახლში ბინის ყიდვა განაპირობა,ქვევით მაგარი პაბია ჩემი საყვარელი ორმაგი ესპრესოთი. biggrin.gif biggrin.gif

ოღონდ მართლა.'ქობულეთში მინდოდა .კლიმატი მიხდება ძალიან .

www.kobuleti-r.ge

შემიფასეთ

biggrin.gif

Posted by: nforumi 15 Oct 2014, 07:38
nigo
QUOTE
პატარა ერთოთახიანი სტუდიო ძალიან კარგი აივნით და ხედით.

კონკრეტულად ამ სახლში ბინის ყიდვა განაპირობა,ქვევით მაგარი პაბია ჩემი საყვარელი ორმაგი ესპრესოთი.   

ოღონდ მართლა.'ქობულეთში მინდოდა .კლიმატი მიხდება ძალიან .

ეგ მართლა კარგი ადგილია ძალიან, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება თქმულიყო, რა უნდოდა ცენტრალურ ტრასას მანდ...

Posted by: nigo 15 Oct 2014, 08:40
nforumi
პარალელური ტრასა გაკეთდა.
ტრაილერები იქ აღარ დადიან.

მე მერჩივნა ზედ ზღვის პირზე,.იყო ამის შესაძლებლობა იგივე ფასში,მაგრამ იქაურებმა ხმაურის და ნესტის და ქარის გამო ეს უფრო მირჩიეს.
ნესტი ყველგან არის,მაგრამ როცა იქ ცხოვრობ მუდმივად ანიავებო და ჩაკეტილისთვის ეს ჯობიაო.

Posted by: nforumi 15 Oct 2014, 15:31
nigo
QUOTE
პარალელური ტრასა გაკეთდა.
ტრაილერები იქ აღარ დადიან.

ვიცი, ეგ ძალიან კარგია მართლა.

ისე, რაც ეგ გზა გაკეთდა, მასუკან არ ვყოფილვარ მანდეთ, ვეღარ მოვახერხე... სამაგიეროდ მოვახერხე და ჩინეთში წავედი...

Posted by: ninc_lfc 15 Oct 2014, 15:32
რა გაქვთ ამდენი მოსაყოლი, ჩატაობთ?
სულ ერთი და იგივე რომ პოსტავთ

Posted by: nforumi 15 Oct 2014, 16:16
ninc_lfc
QUOTE
რა გაქვთ ამდენი მოსაყოლი, ჩატაობთ?
სულ ერთი და იგივე რომ პოსტავთ

შენ რა გაქვს საწინააღმდეგო ?

Posted by: ninc_lfc 15 Oct 2014, 16:24
nforumi
QUOTE
შენ რა გაქვს საწინააღმდეგო ?

არაფერი. იჩატავეთ up.gif

Posted by: nforumi 15 Oct 2014, 17:47
ninc_lfc
QUOTE
არაფერი. იჩატავეთ

მადლობა გენაცვალე რომ მოგვეცი უფლება smile.gif

Posted by: nigo 15 Oct 2014, 20:11
ninc_lfc
ეს ჩვენი ფეისბუქია,ოღონდ უფრო კომფორტული.ნიკები - მეტი თავისუფლება. smile.gif

Posted by: anamch 16 Oct 2014, 21:46
ეჩმიადინის შესასვლელთან ვდგავარ
მარცხნივ - თბილისელი სომეხი მძღოლი მეუბნება-.აქ ქურდის სახლია
სახლი არაა სასახლეა..
სახურავზე არ ვიცი რამდენი ბრინჯაოს ქანდაკება დგას და ალაყაფის დიდრონ კარებთან ლომები..
ქურდი
სასახლე
ეჩმიადინი
გული მეწურება
ყველაზე ცუდი საბჭოტა კავშირია აქ ისევ..
ჩია ქალი დამსდევს,, ლაქირებული ბროწეულის აცმა უჭირავს
შავ თოკზეა დაკიდებული ყველა მათგანი
პაწუკა ბროწეულებია
გახეთქილია ყველა
მარცვალი უნდა ჩანდეს-ეტყობა!
ერთზე მითხრა აქო სიმინდის მარცვლები ჩავაწყვეოო,,
ამიტომ ეს 2000 დარამი ღირსო.
არ მეშვება-
არ მინდა 2000 დრამის გადახდა ამ სისულელეში..
საოცარი რამე მიტხრა--ეს იცი რა არისოოო
რა.. რაა-ვეკიტხები უკიდურესი შარლატანური ანუ ყალბი ცნობისმოყვარეობით
სიმდიდრის და ბარაქისააოო
ახალ ვფიქრობ ვუთხრა ამ ჩია,ბეჩავ ქალბატონს ამდენი რომ გიჭირავს ხელში დ ა დამდევ-სადაა შენი ბარაქის ღემრთი.. შემოგწყრაა?
არაფერიც არ ვუთხარი..
მისი გაჭირვებაც საკმარისად ჰქონდა გადაფენული შინდისფერში ამოვლებულ თითებზე..

******************

შიგნით,, ეზოში სადაც წყაროა..და ტაძარი ხარაჩოებში..ე.წ ბესედკაზე ცალფეხა ,ძალიან ძალიან მსუქანი ქალი ზის..
აშკარად არ მათხოვრობს,,
ყველა სემინარიელი იხრება და კოცნის
ესეც ყველას უცინის...
მზეს ეფიცხება თუ რა
ზის
მე ვმარჩიელობ..სად დაკარგავდა ფეხს..ან აქ რატომ ზის ასეთი მშობლიური პოზით
თითქოს ფესვი უნდა გაიდგას.. აქაურობას შეეზარდოს,,იმ ცალი ფეხით რომელზეც ,ტანთან, ზორბა სხეულთან სრულიად შეუსაბამო პატარა ფეხსაცმელი აცვია!!
ფეხსაცმელს ვაკვდები-ისეტი პატარაა დ ა ცალი..
ვფიქრობ რომ ამის წყვილი სადღაც დამტვერილი გდია..
ტვინს არ ივჭყლეტ დიდხანს ..
ვასკვნი- ყარაბახის გმირია..
ახალთახალი, გახამებულ- გაპიწკინებული ,ცალტოტამოკეცილი სამხედრო შარვალი აცვია
ზედაც დაფოთლილი არმიის პლაშოვკით..

Posted by: nforumi 17 Oct 2014, 05:36
anamch
როდის იყავი ერევანში, როდინდელი ამბავია ?

nigo
QUOTE
ეს ჩვენი ფეისბუქია,ოღონდ უფრო კომფორტული.ნიკები - მეტი თავისუფლება.

მართალია smile.gif

Posted by: nigo 17 Oct 2014, 08:41
anamch

დიდიხანია არ ვყოფილვარ ერევანში.

ადრე სტუდენტობაში დავდიოდით.აბოვიანი იყო უბანი, ემიგრანტები ტანსაცმელს ჰყიდნენ.
მერე ერთ-ორ მივლინებაში მომიწია.
მაგარი გამასპინძლება იციან,არა? smile.gif

Posted by: nforumi 18 Oct 2014, 06:26
nigo
QUOTE
დიდიხანია არ ვყოფილვარ ერევანში.

მე არ ვარ ნამყოფი საერთოდ... ბევრი დავკარგე ?

ისე, ანმჩი არ ამბობს როდინდელი ამბავია, მართლა მაინტერესებს, ახლა ისევ მასეა? ...

Posted by: nigo 18 Oct 2014, 15:30
nforumi

ხაში,ქაბაბი და ტოლმა თუ გიყვარს,მაშინ ძალიან ბევრი smile.gif

Posted by: t-90 18 Oct 2014, 16:36
nigo
QUOTE
ხაში,ქაბაბი და ტოლმა თუ გიყვარს,მაშინ ძალიან ბევრი   

ნუ ეგ ადრე კიდე ხო.
დღეს დაუკარგავს კი არა ფეხი არ ჩადგას.
ჩემთვის ერთადერთი საინტერესო ადგილი მანდ მატენადარანი იყო ისიც იმიტომ რომ რამდენიმე ქართული ხუცური დამწერლობა გავაზრე.

Posted by: U-35 18 Oct 2014, 16:52
ბუხართან მოსაყოლი ამბების მოსმენა და წაკითხვა იქვეა კარგი და მეც მაგ დროს მებადება მუზა, სოფლად ზამთარში გარეთ, რომ ბუქია, ან გვიან შემოდგომას, მთვარიანი ღამე, მგლის ყმუილი და ბუს კივილი, რომ ისმის შორიდან "ყრუდ" ხოლო როდესაც გარეთ გაიხედავ, მთვარის შუქზე "გაძვალტყავებული" ხის ტოტები, შენს ფანტაზიაში "ათასნაირ" ფორმებს, რომ ღებულობენ, თითქოს ჟესტებით რაღაცას განიშნებენო.

Posted by: nforumi 18 Oct 2014, 18:27
nigo
QUOTE
ხაში,ქაბაბი და ტოლმა თუ გიყვარს,მაშინ ძალიან ბევრი

თუ შევჭამ თუ არა, რატო უნდა მიყვარდეს ?... ისე აქ მირთმეული არ წავა?

t-90
QUOTE
მატენადარანი იყო ისიც იმიტომ რომ რამდენიმე ქართული ხუცური დამწერლობა გავაზრე.

ერევანში?

როგორ მოხვდა იქ, რანაირად?

Posted by: t-90 19 Oct 2014, 00:01
nforumi
QUOTE
ერევანში? როგორ მოხვდა იქ, რანაირად?

არაა გასაკვირი. სომხური ისტორიოგრაფია არის ყველაზე კარგი ისტორიოგრაფია რეგიონში.

Posted by: nforumi 19 Oct 2014, 05:36
t-90
QUOTE
მატენადარანი
რას ნიშნავს ?

Posted by: nigo 19 Oct 2014, 17:13
nforumi
QUOTE
05:36

შენ უძილობა გჭირს?

Posted by: nforumi 19 Oct 2014, 18:18
nigo
QUOTE
შენ უძილობა გჭირს?

არა,
უბრალოდ ჩინეთში მაგ დროს 9:36-ია

Posted by: nigo 19 Oct 2014, 19:14
nforumi
ისევ იქ ხარ?
––––––––––––––

Posted by: nforumi 19 Oct 2014, 19:30
nigo
QUOTE
ისევ იქ ხარ?

ჯერ აქა ვარ,

პარასკევს ვიქნები თბილისში...

ისე გეუბნები, თითქოს დამხვდები ყვავილებით smile.gif

Posted by: nigo 20 Oct 2014, 10:56
nforumi

ამ თემაში ყვავილებითაც გხვდებით და love.gif love.gif

მეტი რა ვქნათ ვირტუალურად. biggrin.gif

Posted by: t-90 20 Oct 2014, 10:59
QUOTE (nforumi @ 19 Oct 2014, 05:36 )
t-90
QUOTE
მატენადარანი
რას ნიშნავს ?

ხელნაწერთა მუზეუმია იქაური.
ჩვენზე ბევრად კარგი მინდა ვთქვა.

Posted by: nforumi 20 Oct 2014, 15:07
nigo
QUOTE
ამ თემაში ყვავილებითაც გხვდებით და   

მეტი რა ვქნათ ვირტუალურად.

ამ თემიდან არც არსად წავსულვარ მე მგონი... თუ ვცდები ?

t-90
QUOTE
ხელნაწერთა მუზეუმია იქაური.
ჩვენზე ბევრად კარგი მინდა ვთქვა.

მე არც ჩვენსას ვიცნობ, მაგრამ მაინც, რის მიხედვით არის უკეთესი, მეტი ხელნაწერი აქვთ თუ უკეთ მოვლილი, თუ ორივე?

Posted by: t-90 20 Oct 2014, 15:16
nforumi
მეტი ხელნაწერიც მოვლილიც და ზოგადად უფრო კარგად უვლიან ვიდრე ჩვენ.

Posted by: klo-C 20 Oct 2014, 16:02
სამსახურის მერე მასწავლებელთან დავდიოდი და რა თქმა უნდა სულ მშიერი ვიყავი ხოლმე..
ერთხელაც გამოვედი და იქვე მაღაზიასი შევიხედდე ვიფიქრე რაიმეს უცებ შევჭამ თორემ კიდევ 3-4 საათი ვერ გავძლებდი ასე მშიერი...

გაგიმართლა იყიდებოდა ახლად გამომცვხარი ჯემიანი ფუნთუშა, ისეტი გემრიელი მომეჩვენა , ნაზი, ტკბილი და საოცრად ნოყიერი...

მომდევნო დღეს ისევ შევიარე .. დახლთან სხვა გაყიდველი იდგდა დიდი მსუქანი, ღაბაბიანი და ღაბაზე თმიანი ქალი... თანაც სუნიანი...

ისე უდიერად დაატყლეპა ხელი ფუნთუშას ჩაჩურთა ცელოფნის პარკში და მომაწოდა.. ვერაფერი ვუთხარი, ფული მივაწოდე და გამოვედი. საშინლად იმედგაცრუებულმა იქვე ნაგავის ურნაში მოვისროლე მისი ხელშენარები პარკის ფუნთუშიანად და წავედი..

ღაღაც მომენტები არასდროს მეორდება ცხოვრებასი, ან ისე მეორდება ჯობდა საერთოდ არ გამეორებულიყო

Posted by: nforumi 20 Oct 2014, 16:37
t-90
QUOTE
მეტი ხელნაწერიც მოვლილიც და ზოგადად უფრო კარგად უვლიან ვიდრე ჩვენ.

ჩვენზე უფრო მეტი ნაციონალისტები იყვნენ, არიან და იქნებიან, არა ?

smile.gif
* * *
klo-C
QUOTE
სამსახურის მერე მასწავლებელთან დავდიოდი და რა თქმა უნდა სულ მშიერი ვიყავი ხოლმე..
ერთხელაც გამოვედი და იქვე მაღაზიასი შევიხედდე ვიფიქრე რაიმეს უცებ შევჭამ თორემ კიდევ 3-4 საათი ვერ გავძლებდი ასე მშიერი...

გაგიმართლა იყიდებოდა ახლად გამომცვხარი ჯემიანი ფუნთუშა, ისეტი გემრიელი მომეჩვენა , ნაზი, ტკბილი და საოცრად ნოყიერი...

მომდევნო დღეს ისევ შევიარე .. დახლთან სხვა გაყიდველი იდგდა დიდი მსუქანი, ღაბაბიანი და ღაბაზე თმიანი ქალი... თანაც სუნიანი...

ისე უდიერად დაატყლეპა ხელი ფუნთუშას ჩაჩურთა ცელოფნის პარკში და მომაწოდა.. ვერაფერი ვუთხარი, ფული მივაწოდე და გამოვედი. საშინლად იმედგაცრუებულმა იქვე ნაგავის ურნაში მოვისროლე მისი ხელშენარები პარკის ფუნთუშიანად და წავედი..

ღაღაც მომენტები არასდროს მეორდება ცხოვრებასი, ან ისე მეორდება ჯობდა საერთოდ არ გამეორებულიყო

როგორ გაგმართლებია პირველ დღეს და არ კი დაგიფასებია biggrin.gif

ისე, ჩვენთან ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდის დავეწევით ევროპას... ჩინეთს კი ვუსწრებთ ჯერჯერობით, მაგრამ თუ ყურებს არ გამოვიფხიკავთ, ესენი ამაშიც ამოქაჩავენ და გაგვისწრებენ.

Posted by: t-90 20 Oct 2014, 16:55
nforumi
QUOTE
ჩვენზე უფრო მეტი ნაციონალისტები იყვნენ, არიან და იქნებიან,  არა ?

უფ ძალიან თან.
სერიოზული ნაციონალისტები არიან.
ჩვენ რაც გვაქვს იმის მეასედიც რო ქონდეს ჩვენზე მეტი გამოაჩენს.

Posted by: nforumi 20 Oct 2014, 18:11
t-90
QUOTE
ჩვენ რაც გვაქვს იმის მეასედიც რო ქონდეს ჩვენზე მეტი გამოაჩენს.

მე მაინც მირჩევნია ობიექტურები ვიყოთ თავის შეფასებაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ მინდა ესე ყველაფრის მიმთვისებელ-დამბრალებელ-გამზვიადებელი ვიყო.

Posted by: tenochtitlan 20 Oct 2014, 20:10

klo-C
QUOTE
ღაღაც მომენტები არასდროს მეორდება ცხოვრებასი, ან ისე მეორდება ჯობდა საერთოდ არ გამეორებულიყო

ფუნთUშას რაც ეხება ცხადია, ეგ სხვა თემაა. ხარისხის და სტანდარტის შენარჩუნების, რაშიც
მაგრად მოვიკოჭლებთ. მაგრამ ცხოვრებაში მომენტის განმეოებაზე nforumi -მ ვგონებ
ძალზე სწორედ დაწერა. კარგი მომენტით უნდა დატკბე, ისიამოვნო და განმეორებას კი არა
ახალ კარგს უნდა ესწრაფო. ასე ნაკლები იმედგაცრუება იქნება.
ისე კარგი ჩანახატი იყო, კიდევ დაწერე. 2kiss.gif

nforumi
ჩინეთში რომ ხარ ადამიანი, გაქვს იმის შეგრძნება, რომ ისინი ბევრნი არიან .
თუ ჩვეულებრივი გარემოა?

Posted by: nforumi 20 Oct 2014, 20:14
tenochtitlan
QUOTE
ჩინეთში რომ ხარ ადამიანი, გაქვს იმის შეგრძნება, რომ ისინი ბევრნი არიან .

შენ წარმოიდგინე სულ ჩინელები არიან ირგვლივ biggrin.gif

მართლა მაქვს ეგ შეგრძნება, აქა-იქა არა ჩინური სახის გამოჩენა არ შველის smile.gif
QUOTE
კარგი ჩანახატი იყო, კიდევ დაწერე. 

ვეთანხმები smile.gif

Posted by: niki-biki:) 20 Oct 2014, 20:21
tan.gif ოოო ლა ლაააააააააა
ლა
ლა

ლაააააააააა

ლალალა

user.gif

გამარჯობათ და რამე

Posted by: nforumi 20 Oct 2014, 20:33
tenochtitlan

დილას შეხვედრა მაქვს 9-ზე, უნდა დავიძინო, არადა არც მეძინება ...

დაწერეთ რა რამე კიდე, ცოტა გავერთობი მაინც

Posted by: klo-C 20 Oct 2014, 22:43
tenochtitlan
QUOTE
ისე კარგი ჩანახატი იყო, კიდევ დაწერე. 2kiss.gif

მადლობა :*

nforumi
ჰო ჩავლილს უფრო კარგაად ვაფასებთ ხოლმე ეგ ფაქტია (ბანალრი მაგრამ მაინც)

............................

მათემატიკაში ყოველთვის ძლიერი ვიყავი , აი ის ბავშვი ვიყავი ვისგანაც მთელი თუ არა ნახევარი კლასი მაინც რომ იწერდა და ვის გვერდზე დაჯდომაზეც საკონტროლოს დროს ჩხუბი იყო ხოლმე biggrin.gif

წლების განმავლობასი ჩემს ამ მდგომარეობას ისე ვუყურებდი როგორც არაფერს განსაკუთრებულს. ნუ მერე აბიტურიენტობის დრო მოვიდა და რაიონში ყველაზე მასწავლებელთან მიმიყვანეს რომელმაც ჩაგვიტარა მისაღები გამოცდა (დონეების დასადგენად) და შესაბასაად შედგა ჯგუფები. ნუ 10 ვიყავით 3 გოგო და 7 ბიჭი.
პირველივე გაკვეთილზეც ახსენა მასწავლებელმა რომ მხოლოდ მე მქონდა ყველა სწორი (ასე თქვა ზუსტად, ამას ქონდა მხოლოდ ყველა სწორი რასაც ქვიაო biggrin.gif) და მახსოვს ბიჭების სახეები გაკვირვებულის და ერთის რომელსაც ჩემდა გაუგებრად ირონია დაეხატა ზედ. ხო და წავიდა ჩვეს შორის უთქმელი ომი, თითქმის თანაბარ დონეზე ვიყავით ხოლმე და ეს აგიჟებდა, მაწყვეტინებდა საუბარს უხეშად, მესროდა გაუგებარ რეპლიკებს და კომენტარებს . რომ გენახათ ფიზკურად აი როგორს ჯაყოს აღწერეს ჯავახიშვილი ის ეპითეტები გაოდგება. მოკლედ ჩავაბარეთ გამოცდები და საერთოდ არ გამხსენებია ეს ტიპი და რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვვეით შევხვდი გაჩერებაზე თბილისში და მითხრა "აუ ტო როგორ მაჯობე მათემატიკის გამოცდაში 1 ქულით?" . და რატომღაც შემეცოდა ის ტიპი, მივხვდი რამხელა უფსრული იყო ჩემს და მის შეგებაში და მივხვდი საიდან იბადება აზრი რომ კაცებს მათზე სსტი ქალები მოსწონთ. იმ მომენტში ისე შემზიზღდა ეს შაბლონიზმი რომ სასწრაფოდ გავეცალე და რომელი ავტობუსიც არ მაწყობდა იმას გავყევი

Posted by: nforumi 21 Oct 2014, 03:16
klo-C
პირდაპირ რატომ გაიგე? იქნებ სულაც სიყვარული იდო იმ ბიჭის შენდამი მასეთ დამოკიდებულებაში ?

Posted by: nigo 21 Oct 2014, 09:07
klo-C
QUOTE
მივხვდი საიდან იბადება აზრი რომ კაცებს მათზე სსტი ქალები მოსწონთ

მგონი მოძველდა ეს შაბლონი.

დღეს წარმატებული ქალები უფრო მოსწონთ და სწორიცაა.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.მახსოვს ,ჩემმა ნათლიამ მითხრა,დაიმახსოვრე ,კაცებს არ უყვართ ლიდერი ქალებიო.

ისე გააჩნია,ვისთვის რა არის წარმატებული ,ლიდერი,სუსტი და ა.შ>.

ქალი თავის ბუნებით არ არის სუსტი. ჩემი აზრით.

ქალი მშობიარობს და არა ერთხელ ,რომელ სისუსტეზეა ლაპარაკი

smile.gif

კაცები რომ აჩენდნენ შვილებს,ასე მგონია გადაშენდებოდა კაცობრიობა. biggrin.gif

მეორეს და მესამეს და ა.შ..გადაიტანდნენ კაცები??? biggrin.gif

Posted by: klo-C 21 Oct 2014, 11:05
nforumi
QUOTE
პირდაპირ რატომ გაიგე? იქნებ სულაც სიყვარული იდო იმ ბიჭის შენდამი მასეთ დამოკიდებულებაში ?

არა მგონია... არ ვიცი. ზოგადად ან ძალიან უცნაური მეთოდი ქონდა ამის გამოხატვის, ჩემთვის უცხო და მიუღებელი

nigo
QUOTE

დღეს წარმატებული ქალები უფრო მოსწონთ და სწორიცაა.

მოსწონთ წარმატებულ კაცებს, ხოლო საშუალო დონის მამაკაცს მასზე ჭკვიანი ქალი ახსნებეს მის საშუალოობას და ეს თრგუნავთ

Posted by: nforumi 21 Oct 2014, 15:41
klo-C
QUOTE
არა მგონია... არ ვიცი. ზოგადად ან ძალიან უცნაური მეთოდი ქონდა ამის გამოხატვის, ჩემთვის უცხო და მიუღებელი

მე დაშვებას ვაკეთებ, რა ვიცი...

nigo
QUOTE
მგონი მოძველდა ეს შაბლონი.

ვისთვის როგორ...

Posted by: marta007 21 Oct 2014, 16:34
გავქანდი დღეს მორიგ გამოკვლევაზე ერთ ერთ კლინიკაში,
სახლიდან გამოვედი თუ არა შემომეფეთა ჟიგულის ტაქსი, რაღა დროს ჟიგულის ტაქსია თქო და
ორ ნაბიჯზე გასისინებული მერსედესის ტაქსი გავაჩერე.

უკან დავჯექი, წინ ქამრის გადაჭერა მეზარება ხოლმე.
სახეზე მძღოლისთვის წესიერად არც შემიხედავს მისამართი ისე ვუთხარი.
მკითხა კლინიკაში რა გინდა რა გაგჭირვებიაო, მეც ჩვეულებისამებრ წავიწუწუნე... მივყევით მოვყევით და
ჩამოვარდა ლაპარაკი გახშირებულ ცოლების მკვლელობებზე. მითხრა ისე არ არის საქმე როგორც თქვენ გგონიათო,
არ უნდა მიიყვანო კაცი ბოლო ზომამდეო...გადავირიე, რას ქვია ბოლო ზომა, როგორ უნდა მოკლა ადამიანი, ცოლიც რომ არ იყოს მეთქი?

მე მოვკალი ჩემი ცოლიო და 12 წელი ვიჯექიო...გადამიყვანა ჭკუაზე და გამოვუსვი დანაო....
უცებ ისე შემეშინდა სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი, ერთი კი ამოვღერღე- შვილები მეთქი?
ორი შვილი დამრჩაო და მერე რაო, ახალი დედა მოვუყვანე და იმანაც თუ....

უკვე ყურებში აღარ მესმოდა დანარჩენი რა თქვა...
ამდენი დეტექტიური სერიალები ნანახი მაქვს და ასე მძიმე თუ იქნებოდა რეალში მკვლელთან ახლოს ყოფნა ვერც წარმოვიდგენდი.
სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი...ამასობაში მივაღწიეთ კლინიკამდე და რომ გადმოვედი ამოვისუნთქე,
კარგად რომ გამოვცდი ეტყობა მაინც დამაინტერესა და სახეზე შევხედე, შავი კაცი იყო, ოღონდ სილურჯეში რომ გადადის ისეთი.
გამიღიმა და მე მგონი ეშვებიც დავლანდე....

არ მერჩია ჟიგულის ტაქსს გამოვყოლოდი, ბუნჩულა მოხუცი იჯდა საჭესთან?
ისე შევვარდი კლინიკაში, აღარც მახსოვდა რისთვის მივედი.

Posted by: nadiri 21 Oct 2014, 17:03
marta007
მოგატყუა
30....................................................

Posted by: nforumi 21 Oct 2014, 17:12
marta007

კარგა შეუშინებიხარ...

ზოგი მონადირესავით სპეციალურად იგონებს ეგეთ რაღაცეებს, ეფექტი რომ მოახდინოს მოსაუბრეზე...

ისე, ზოგი ვერც აცნობიერებს შეიძლება

Posted by: nigo 21 Oct 2014, 19:21
marta007

მოგატყუა ?რას გეუბნება პროფესიონალური ალღო??

Posted by: marta007 21 Oct 2014, 20:34
nadiri
nforumi
nigo
ნეტა მოეტყუებინა... დარწმუნებული იყო რომ სწორი პოზიცია ქონდა, არც ნანობდა....

შეიძლება მომატყუა, დავუშვათ, მაგრამ იმ პოზიციით ხვალ შეიძლება ვინმე შემოაკვდეს.
მკვლელი თუ არა, პოტენციური მკვლელი მაინც გამოდის, ან მკვლელობის მომხრე.
ცოლს როცა არ ინდობს ადამიანი, ის სხვას დაინდობს?

Posted by: nadiri 21 Oct 2014, 22:26
marta007
მე მხვდებოდა ბავშვი, ვისაც მამამ თვალწინ მოუკლა დედა
ის ბავშვი გაღიმებული არ მინახავს
გარინდებული დადიოდა

Posted by: marta007 21 Oct 2014, 23:40
nadiri
QUOTE
მე მხვდებოდა ბავშვი, ვისაც მამამ თვალწინ მოუკლა დედა
ის ბავშვი გაღიმებული არ მინახავს
გარინდებული დადიოდა

უმძიმესი ტრამვაა...sad.gif

პ.ს. რა მძიმე თემას შევეხეთ, თუ გინდათ აღარ გავაგრძელოთ.
რეალშიც გვეყოფა ამდენი მკვლელობები და ძალადობა.

QUOTE
ძილი ნებისა
ტკბილ სიზმრებს გისურვებთ ყველას

ძილი ნებისა. smile.gif

Posted by: nadiri 22 Oct 2014, 00:33
marta007
QUOTE
აღარ გავაგრძელოთ

სწორია
OK

ძილი ნებისა
ტკბილ სიზმრებს გისურვებთ ყველას

Posted by: nforumi 22 Oct 2014, 03:51
nadiri
QUOTE
ტკბილ სიზმრებს გისურვებთ ყველას

ალბათ ტკბილ სიზმრებში ხართ ახლა ყველა smile.gif

თემები კი რას იზამ, მძიმე თემებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. აქ შეხებს რა უჭირს, სინამდვილეში რომ არ ხდებოდეს კიდეც...

Posted by: anamch 22 Oct 2014, 07:02
ძალიან დილა მშშვიდობისა,, მეგობრებო ანუ დილა მთლად
სისხამ მშვიდობისა..
შეიძლება ადამიანი, ყოველ ცისმარე, იმაზე ფიქრობდეს როგორი იქნებ ა მისი ტყუპი თხაა.. როგორაა ის გამოთქმა ,, ჯანი გავარდეს ეგება და ტყუპი თხა მაიგოსო....
ეგ იქეტ იყოს და თხაზე სეიოზულად გავრთულდი..
გინახავტ როგორ დადის როგორ იყურება,,როგორ იხდენს ვარცხნილობას..
ერთმა ჩემმმა ნაცნობმა მწყემსმა , ყავისფერი თხა კიკინა გაკრიჭაა,, რაღაც პოლუ-ბოქს მონანნეტო პრიჩო დაუყენა,,
არაფერი მიკეთებია ის დღეეები დაკვირვების გრდაა..
ტავიდან უხერხულად იყოო,, ისე ხოშიანად არ დაბაკუნობდა როგორც გრძელ თმაში,, იმლებოდასავით
მერ რომ შეატყოო მოვწონვარ ხალხსო, იცინიან და აროს ერთი ვაი უშველებელი- მეტიჩარა, შტერუკა(ეს მე ვიყავი შტრუკას თხას ჩემს მეტი ვინ დაუძახებს)
ჰოოდა,, გაიპრანჭა,, მაგრამ რა გაიპრანჭა..
ცოტ ა გაიფხორ-გაბუქასავით აიი ახლადანიშნულმა ,პირველი სდელკა რომ გაჭრა იმ ჩინოვნიკივით..

მიყვარს მე თხაა,,
ის ყავისფერი თხაკიკინა რომელიღაც პრაზდნიკს შეეწირაა, მე რა გული ქავსავით მაქსვ სოფელში ასეტი სენტიმენტებისთვის დაგცინებენ
უბრალოდ ვფიქრობდი დ ა ახლაც ვფიქრობ-
ხომ დადიოდა ბარიშნასვით,,ლამის პოდიუმი მოითხოვაა
ბეზ პიტი მინუტ ნაშა იყოო
რატომ ჭამთ ამ საოცრებას,,
მეშენ გეტყვი არ სუნთქავს , არ ოხრავს და სიყვარული არ შეუძლია!..

Posted by: nforumi 22 Oct 2014, 16:56
anamch
QUOTE
მეშენ გეტყვი არ სუნთქავს , არ ოხრავს და სიყვარული არ შეუძლია!..

ჩემო ანამჩ, რას იზამ, რასაც ვჭამთ ყველაფერს ცოცხალს, სუნთქავს და იკვებება ყველაფერი (მცენარეებიც), რა ვიზამთ, ასეა მოწყობილი ეს სამყარო.

Posted by: NO-EL 22 Oct 2014, 23:13
anamch
თხები როგორ მიყვარს რომ იცოდე smile.gif

4 ან 5 წლის წინ ზაფხულში მოგვიწია სოფელში წასვლა თითქმის 2 თვით. მანამდე არ ვყოფილვართ იქ ,თან მამას გარეშე მივდიოდით ამდენი ხანი.
მოკლედ ,ჩავედით და როგორც მრავალი სხვა სოფელი, სრული ,, გამოყრუება,, ,სად იყო ახალგაზრდობა.მოკლედ რა გვექნება აღარ ვიცოდით. ტელევიზორს საერთოდ ისედაც არ ვუყურებთ.
მოკლედ ,მოვიფიქრეთ ,რომ გასართობი გვჭირდებოდა ,წავედით მეორე დღეს ბაზარში ,2 თხა დედალ-მამალი და 10 ცალი დედალი და 1 მამალი ვიყიდეთ. მოვლაგდით სახლში.
სამწუხაროდ ,საკუთარი სოფელი არ გვაქვს და წარმოდგენა არ მქონდა თუნდაც ცხოველების მოვლაზე.
მოკლედ ქათმები დავამწყვდიეთ გარაჟში ეს თხები ხეზე მივაბით გრძელი თოკით.
მეორე დღეს დედაჩემის ბიძა უნდა მოსულიყო და იდეაში უნდა ესწავლებინა რა უნდა გაგიკეთებინა ამ თხებისთვის და ქათმებისთვის. დავუდგით წყალი და არ სვამენ , ნუ რა ვქნათ თქო და ბრძნულად გადავწყვიტეთ მე და ჩემმა დამ ,ალბათ გამდინარე წყალი სჭირდებათქო და გადავწყვიტეთ ღელესთან გაგვეყვანა ეს თხები. გამოავლიეს თხობა :დ არაფრით მოდიან.სცენაა ესეთი : რქებზე მე ვექაჩები და უკნიდან ჩემი და :დ ძლივს გავათრიეთ ერთი და აკიკინდა მეორე :დ მივაბით ჯერ ერთი ,ვექაჩებით მეორეს .მოკლედ უნდა დალიონ წყალი, მაგრამ არ სვამენ :დ ჯერ ვეხვეწეთ , მერე ლამის ვჩხაოდით :დ არაფრით დალიეს :დ შემოვაფოფხეთ უკან ეს თხები:დ ჯერ მთელი სოფლის ბირჟა კვდებოდა სიცილით :დ ნუ არც გვაინტერესებდა რას იტყოდნენ, ჩვენ ორგანიზმის გაუწყლოებაზე ვდარდობდით :დ
დავარქვით ფისო და ფასო :დ
პირველი თხები იყვნენ სოფელში,რომლებსაც სახელობითი საყელურები ჰქონდათ :დ
ძაან კარგი ტიპები იყვნენ ,სპეციალური სავარცხლით ვვარცხნიდით და ვუვლიდით მთელი გულით და სულით :დ
ერთ კვირაში მოგვეჩვივნენ .
ეზოში რომ ჩავიდოდით მოდიოდნენ და ჰამაკზე ,რომ დავჯდებოდით იქვე რჩებოდნენ სულ.

ძალიან დიდი ეზო ქონდა სახლს. სამ ნაწილად იყო გაყოფილი: სახლის , ანუ ვიჯექით ხოლმე იქ ,მერე ბოსტნეულის ნაწილი და ბოლოში თევზის ტბა იყო.გარშემო ეკალბარდით იყო შემოღობილი. ჩვენი თხები მიდიოდნენ და ამ ეკალბარდებს ჭამდნენ. ვზივართ ეზოში და ფასო მოდის და დგას ჩვენს წინ. კიკინებს რაღაცნაირად. გვეგონა წყუროდა ,არ გაჩერდა მოკლედ .დედაჩემმა რაღაცას გვანიშნებსო. ავდექით ფეხზე და მიდის ეკალბარდის მი.ართულებით .გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი და გავჩერდით.მოიხედა უკან. რომ აღარ მივდიოდით დაიწყო ისევ კიკინი. მოკლედ გავყევით უკან. მიგვიყვანა ამ ბარდებთან ,სადაც ფისო იყო აბურდული და ვერ გამოდიოდა.თან მთელი გზა გვიყურებდა, მმივდიოდით თუ არა.ესე გადაარჩინა თავისი გოგო.

♥♥♥

დანარჩენ ისტორიებს მერე დავწერ.
ისე მიყვარდა ორივე, ამათ ხორცს რა მაჭმევდა sad.gif
საერთოდაც ,ვეგეტარიანელი ვარ მე.

პ.ს რამდენიმე დღეა აქ არ დამიპოსტავს.
გადარბენა მაქვს ყველგან.
ოდესმე თუ დალაგდება ყველაფერი, აღარ ვიცი უკვე. sad.gif

Posted by: tenochtitlan 23 Oct 2014, 00:51
QUOTE
ძილი ნებისატკბილ სიზმრებს გისურვებთ ყველას 

QUOTE
ძალიან დილა მშშვიდობისა,,

ტკბილად დაგიძინიათ, მშვიდობით გაგიღვიძიათ.
მშვენიერია მშვიდი ნავსაყუდელის არსებობა, თუნდაც ვირტუალურის.
ყველას 2kiss.gif

ვირტუალურიო დავწერე, და დავფიქრდი, ეს სიტყვა მოგონილ, არანამდვილთან
იგივდება თითქოს, არადა დღეს უკვე ძალიანაც ნაღდი ხდება.
საქმეშიც კი რეალურთიერთობების გარდა დიდი წილი ვირტუალურზეც მოდის.
გართობა ხომ ბევრ შეთXვევაში ვირტუალური გახდა თამაშებით, სერიალებით,
რეალურ ხალხთანაც კი ხშირად ვირტუალურად ვურთიერთობთ,
აგერ ვირტუალური რამდენიმეწლიანი ნაცნობობაც გვაქვს.

სადაა სეტა, რატომ დაიკარგა?

Posted by: nforumi 23 Oct 2014, 02:52
აგერ გათენდა ჩინეთიდან წამოსვლის დღე, საღამოს მოვდივარ ჩემს ქვეყანაში... დავისვენო იქნებ ცოტა. რაღაცას კომერციულ ფართს აშენებენ სასტუმროს გვერდით და მთელი ღამეები არ წყდება ხმაური: კაკუნი, ბრახუნი, გუგუნი, რკინების თრევის ხმა... წაიღეს ტვინი.

Posted by: klo-C 23 Oct 2014, 11:41

ერთმანეთი უნივერსიტეტის პირველივე დღეს გავიცანით, ბრბოში აშკარად გამოარჩევდით მისი მოსული ფიზიონომიით და აქტიურობით. მე მშვიდი წყნარი სახით ველოდები ჩემს რიგს (რეგისტრაციისთვის) უცებ ხელი დამავლო და წინ გადამათრია, თავიდან გავბრაზდი მაგრამ მერე გამეცინა, მაინც ვერ გავიარეთ რეგისტრაცია იმ დღეს და წამოვედით, ვისაუბრეთ, უნივერსიტეტის ბაღში, გამაცნო მისი მეგობრებიც და ასე უცებ შინაურულად და მეგობრულად მიმიღეს , უშუალოდ.
თავიდანვე მივხვდი რომ რაღაც გაჩნდა გრძნობა მასში , მაგრამ ჩემში საერთოდ არაფერი, გარდა იმისა რომ ჩემი დეპრესიული ხასიათის ფონზე მაინც მეღიმებოდა მის საქციელზე. თანდათან გააქტიურდა და ვატყობდი უკვე არ მყოფნიდა სივრცე მის გვერდით, ამიტომ როცა მითხრა ყველაფერი მე ვუთხარი რომ არაფერი გამოვიდოდა. თითქოს გაიგო მაგრამ აღარც მემეგობრებოდა . მესმოდა ეს ამბავი და მეც შორს მეჭირა ხოლმე თავი.
ერთხელაც აუდიტორიაში ველოდებით ლექტორს, რატომღაც მარტონი დავრჩით, უბრალოდ ვსაუბრობთ ზოგად თემებზე. უცებ თავისი დიდ ტორებში მოიქცია ჩემი სახე და ტუჩებში მაკოცა...
იქამდე არავისთვის მიკოცნია და პირველ კოცნას ძალის და სიგარეტის გემო ქონდა და ამაზრზენი გახდა ირგვლივ ყველაფერი, მხოლოდ ცრემლები წამომივიდა ზღვად და ძალიან ბევრი ვიტირე. გაშეშებული იდგა თავიდან, მერე ბოდიშების მოხდა დამიწყო, რომ შემატყო ვერ ვმშვიდდებოდი თვითონაც აღერლდა არ იცოდა რა ენქა, ბოლოს ვუთხარი შენი დანახვა არ მინდა თქო საერთოდ და სად აორთქლა არ ვიცი.
დღემდე მახსენდება ის საშინელი სიგარეტის გემო, და მეცინება რომ არ ვიჩხუბე და მხოლოდ ვიტირე (საცოდავი )

პ.ს არავის არ აკოცოთ ხოლმე ძალით

Posted by: seta 23 Oct 2014, 13:26
გამარჯობა ჩემთემელებო!

ვერ მოვიცალე და ვერ წაგიკითხეთ, საღამოს შემოვირბენ.

გუშინ მოვედი, გადავხედე ფეისბუქს...
დავდექი სარკესთან და იშვიათი სიტყვებით გავანებივრე საკუთარი თავი:
_რა ჭკვიანი გოგო ხარ, შენ! _ვუთხარი . მოვიცვი ჟაკეტი და გავედი პიერზე, როგორც ყოველთვის.
გადავხედე ზღვას. ამომხედა ზღვამ. ერთნაირ ხასიათზე ვიყავით. აღელვებული და მარტოსული.
მაგრამ ვინ გაცლის მარტოობას, მოვიდა პიერის დაცვის თანამშრომელი და
_ძალიან გთხოვთ თავის მოკვლა არ დააპიროთ და არ გადახტეთო. მერე დააყოლა , ოღონდ არ გადახტეთ და ცხელ ჩაის დაგალევინებთო. გამეღიმა. უარი ვუთხარი ,მადლობა გადავუხადე .გავიდა. შორი-ახლო დადგა და წამოსვლა რომ დავაპირე დამიძახა , იქ ჭოგრიტი დავტოვე ჩართული და დაათვალიერე რაც გინდაო.
დავათვალიერე და წამოვედი. სულ ღიმილ-ღიმილით.
ეს ხალხი ხომ არ გაცლის ცუდ ხასიათზე ყოფნას )))
* * *
რა კარგი რაღაცები დაგიწერიათ ) მართას ტაქსისტს თუ არ ჩავთვლით . იმედია მართლა მოიტყუა . )

Posted by: Clicquot 24 Oct 2014, 13:06
რატომღაც მგონია, რომ ზღვასთან და მთასთან ყოველდღიური შეხება, ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭით და ხედვით აჯილდოვებს. .., რატომღაც კი არა, სეტას ნაწერებიდან გამომდინარე. love.gif

Posted by: nforumi 24 Oct 2014, 17:10
klo-C
QUOTE
არავის არ აკოცოთ ხოლმე ძალით

არამარტო არ უნდა აკოცო ძალით, საერთოდ არავინ არ უნდა აიძულო რამეზე.

seta
QUOTE
ეს ხალხი ხომ არ გაცლის ცუდ ხასიათზე ყოფნას ))

ეს ძალიან მომეწონა smile.gif

Posted by: ninc_lfc 24 Oct 2014, 17:17
seta
QUOTE
დავდექი სარკესთან და იშვიათი სიტყვებით გავანებივრე საკუთარი თავი:
_რა ჭკვიანი გოგო ხარ, შენ!

რატომ ჩათვალე, რომ ჭკვიანი ხარ?
წინა ისტორია მაინტერესებს.

Posted by: seta 25 Oct 2014, 01:17
ninc_lfc
რატომ ჩათვალე, რომ ჭკვიანი ხარ?
წინა ისტორია მაინტერესებს.
ერთი აფერისტის მახეში არ გავები. )

Clicquot
2kiss.gif
* * *
В историю трудно войти, но легко вляпаться.

Удача улыбается смелым… А потом долго ржет над ними!

Алкоголь в малых дозах безвреден в любом количестве.

Все идет хорошо, только мимо.

Счастлив ли? В разное время на этот вопрос отвечал по-разному, но всегда — отрицательно.

Концов счастливых не бывает. Если счастливый, значит не конец.

В каждой крупной личности есть что-то мелким шрифтом.

Если появился кто-то, готовый свернуть горы, за ним обязательно пойдут другие, готовые свернуть ему шею.

Настоящее одиночество — когда вы всю ночь говорите сами с собой — и вас не понимают.

***

დინებას მკვდარი თევზებიც მიჰყვებიან.
როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, როდესაც მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, როდესაც დაიჭერენ უკანასკნელ ფრინველს_მხოლოდ მაშინ მიხვდებით რომ ფული არ იჭმევა.
ნუ განიკითხავთ ადამიანს, სანამ ორ მთვარეს არ გაივლით მის მოკასინებში.
ვერასოდეს გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს გაჩვენებს რომ სძინავს.
თუ შენიშნავ, რომ მკვდარი ცხენით მიჯირითებ_ჩამოდი!
ინდიელები

***

Posted by: tenochtitlan 25 Oct 2014, 14:11
QUOTE
ვერასოდეს გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს გაჩვენებს რომ სძინავს.

up.gif

Posted by: seta 25 Oct 2014, 23:30
გასული ვიყავით ბაზარში, მანქანით.
ვდგავართ ვაშლის ყუთებთან, ველოდებით გამყიდველს. აღარ ეღირსა. მოვიდა ვიღაც ქალი:
_რა ღირს ვაშლი?
_თქვენ 50 თეთრად მოგცემთ.
_უი, ასე იაფად?
_ხო, სანამ გამყიდველი მოვა გაგატანთ.
გაიცინა და წავიდა.
ეტყობა არ იყო ნაღდი მყიდველი.
ორ ლარად ვიყიდეთ. წამოვედით.
ფანჯარა ჩამოვწიე, დამცხა. არა, ჯერ დამცხა და მერე ჩამოვწიე ფანჯარა. გვერდით ვიღაც იდიოტმა ჩამიქროლა და იმდენი წყალი შემოასხა , ვლაპარაკობდი და ნახევარი ჭიქა დამალევინა.
სოფლის ავტობუსის საბურავების გემო ჰქონდა.
))

Posted by: Mako Subladze 26 Oct 2014, 09:01
დილა მშვიდობისა!
თბილისობას გილოცავთ!

Posted by: nforumi 26 Oct 2014, 18:13
seta მობრძანებულა smile.gif
QUOTE
დინებას მკვდარი თევზებიც მიჰყვებიან.

მართალია, რას ერჩი smile.gif

QUOTE
ნუ განიკითხავთ ადამიანს, სანამ ორ მთვარეს არ გაივლით მის მოკასინებში.

ან ერთ ფუთ მარილს არ შეჭამ მასთან ერთად ...

QUOTE
ვერასოდეს გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს გაჩვენებს რომ სძინავს.

tenochtitlan ნამდვილად smile.gif

QUOTE
თუ შენიშნავ, რომ მკვდარი ცხენით მიჯირითებ_ჩამოდი!

ესეც კარგი ნათქვამია!

Posted by: klo-C 26 Oct 2014, 19:24
QUOTE

QUOTE
თუ შენიშნავ, რომ მკვდარი ცხენით მიჯირითებ_ჩამოდი!

ესეც კარგი ნათქვამია!

ჩამოვედი

მაგრამ

მენატრება

Posted by: nforumi 26 Oct 2014, 20:51
klo-C
QUOTE
ჩამოვედი

მაგრამ

მენატრება

რა გენატრება, მკვდარი ცხენი? რომელი ?

Posted by: klo-C 26 Oct 2014, 21:40
nforumi
აქ ხომ მკვდარი ცხენი სიმბოლოა უმოძრაობის , ასევე არაფრის მომტანობის ,
გაიაზრებ ამ ყველაფერს, და ჩამოდიხარ , გამოდიხარ, ტოვებ...
მაგრამ მაინც გენატრება კარგი რაც გახსენდება, სანამ მოკვდებოდა ...

Posted by: nforumi 26 Oct 2014, 22:55
klo-C
QUOTE
აქ ხომ მკვდარი ცხენი სიმბოლოა უმოძრაობის , ასევე არაფრის მომტანობის ,
გაიაზრებ ამ ყველაფერს, და ჩამოდიხარ , გამოდიხარ, ტოვებ...
მაგრამ მაინც გენატრება კარგი რაც გახსენდება, სანამ მოკვდებოდა ...

სანამ მოკვდებოდა.

მაგრამ მაინც მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობაა სიცოცხლის საზრისი.
smile.gif

Posted by: Mako Subladze 27 Oct 2014, 09:11
სალამი, ამთემელებო!
თბილისში წვიმს.
რა ცუდია უმუშევრობა.
დრო აღარ იძვრის.
სწორედ მკვდარ ცხენზე ვზივარ.
როგორ ჩამოვიდე?

Posted by: nigo 27 Oct 2014, 10:43
Mako Subladze
QUOTE
რა ცუდია უმუშევრობა.

ჩემი ცხოვრების მილიონი შეცდომისგან,ყველაზე დიდი და ფაქტიურად გამოუსწორებელი .

როცა დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან ,მაშინ დამეწყო უმძიმესი დეპრესია,ადრე არც მესმოდა სიტყვის მნიშვნელობა.
სხვასავით მეც ვფიქრობდი,აბა მქონდეს დრო და საშუალება მეც ჩავწვებოდი,არაფერს გავაკეთებდი.

facepalm.gif ეს საკუთარ თავს. smile.gif

მორალურად აბსოლუტურად გამართლებული იყო ჩემი წამოსვლა,მაგრამ დღეს ვიღას ახსოვს მორალური ასპექტი.
უმეტესობისთვის,ჰქონდა ამის "ფუფუნება" და წავიდაო. sad.gif

მხოლოდ მამაჩემი მეუბნებოდა,შენ ვერ გაძლებ უსამსახუროდო.
არ შეგიძლია თავისუფალი დროის გამოყენებაო.

9 წლის თავზე ისევ დავიწყე ლექციები.საკუთარ თავს და სხვებსაც დავუმტკიცე,რომ მქონდა უნარი ჩემით მეპოვნა სამსახური.

თუმცა მივხდი,რომ უკვე ძალიან გაზარმაცებული ვიყავი და არც სხვაზე მუშაობა აღარ შემეძლო.
მე ისეთი შეფი მყავდა,სხვა მსგავსი პროფესიონალი ჩემს სფეროში არ მეგულება და გამიჭირდა .

ფსიქიატრები ასე ყოფენ დროს.
24 საათი
8 სამსახური ან მუშაობა
8 ძილი
8 შენი ჰობი,სიამოვნება ,დროს გატარება.

ჩემი შეცდომა ის იყო, არ წარმომედგინა სხვა სფეროში ან სხვა შეფთან მუშაობა .ისიც სულ მეუბნებოდა,ცოტა მოითმინე უკან მივალთ მთელი გუნდიო და გადიოდა წლები.

დროს ნუ დაკარგავ ჩემსავით,იფიქრე რაიმე ახალზე,ეძებე .

სამსახური ,მუშაობის 8 საათი ჩაანაცვლე რაიმეთი.
გინდაც საინტერესო წიგნებით,ფილმებით,გამოფენებით.
არ ჩაჯდე სახლში ,გადი ყოველ დღე გარეთ და სერიალების თემაში შეიხედე.

Posted by: klo-C 27 Oct 2014, 12:52
გაიზარადმა მანძილი ცვენს შორის და გაიზარდა ინტერვალიც დუმილის...

ადრე 3-დან 4 დღემდე ...

ალბათ კიდევ გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიიებრად.

დღითი დღე იზრდება დაშორების დროც...

აქ უკვე ცივა, მანდ მით უმეტეს.
დღეს მაინც ბალეტკები მაცვია და ვიყინები

Posted by: gachumdii 27 Oct 2014, 14:31
ვაიმე ეს რა კარგი ადგილო ვიპოვე love.gif დიდი სიამოვნებით მოვიგონებ მეც ჩემი ცხოვრებიდან რამეს. ცოტა მერე... ცოტა მოგვიანებით

არააქვს ხო მნიშვნელობა ისტორიას რაზე იქნება?

Posted by: nforumi 27 Oct 2014, 17:36
klo-C
QUOTE
აქ უკვე ცივა

სად ხართ ?

Posted by: klo-C 27 Oct 2014, 17:45
nforumi
თბილისში

ციოდა დღეს საგრძნობლად.

Posted by: AnnabelLee 27 Oct 2014, 17:45
მახსოვს ეს თემა smile.gif
მეც ვწერდი ერთ დროს smile.gif
სულ სხვა დროს smile.gif

Posted by: nforumi 27 Oct 2014, 17:58
klo-C
QUOTE
თბილისში

თბილისში ხომ მეც ვარ smile.gif

AnnabelLee
QUOTE
მახსოვს ეს თემა
მეც ვწერდი ერთ დროს
სულ სხვა დროს

მერე დაწერე ისევ, ვინ გიშლის smile.gif

ისე, მეც მახსოვხარ smile.gif

Posted by: klo-C 27 Oct 2014, 18:06
nforumi
ჩინეთში არ იყავი?

თუ ჩამოხვედი

Posted by: nforumi 27 Oct 2014, 21:07
klo-C
QUOTE
ჩინეთში არ იყავი?

ვიყავი

QUOTE
თუ ჩამოხვედი

ჩამოვედი smile.gif

მოკითხვა დამაბარეს ჩინელებმა smile.gif

Posted by: klo-C 27 Oct 2014, 21:44
QUOTE

მოკითხვა დამაბარეს ჩინელებმა smile.gif

smile.gif)

ერთი, ორი, სამი...

აბა შვიდმადე თუ ავალ?!

ავედი და სისხლიანი სამართებელი გვერდზე გადავდე

დღეისთვის საკმარისია გავიფიქრე და სპირტიანი ბამბის მოსატანდ წავედი.
ცხელოდა და შეიძლება დამჩირქებოდა

Posted by: nforumi 27 Oct 2014, 22:10
klo-C
QUOTE
ერთი, ორი, სამი...

რას შვები კაცო ! ..

Posted by: seta 28 Oct 2014, 00:09
მოყევით ამბები smile.gif

nforumi რაო, ჩინელებმა? smile.gif

Posted by: Mako Subladze 28 Oct 2014, 01:36
nigo
QUOTE
ფსიქიატრები ასე ყოფენ დროს.
24 საათი
8 სამსახური ან მუშაობა
8 ძილი
8 შენი ჰობი,სიამოვნება ,დროს გატარება.

QUOTE
იფიქრე რაიმე ახალზე,ეძებე ..

QUOTE

სამსახური ,მუშაობის 8 საათი ჩაანაცვლე რაიმეთი.
გინდაც საინტერესო წიგნებით,ფილმებით,გამოფენებით.
არ ჩაჯდე სახლში ,გადი ყოველ დღე გარეთ და სერიალების თემაში შეიხედე.

მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ.
აუცილებლად.

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 09:10
seta
QUOTE
nforumi რაო, ჩინელებმა?

ჩინელებმა მოგვიკითხეს და დამაბარეს, ბევრ რამეში გისწრებთ და რაშიც ჯერ კიდე არ გისწრებთ, იმაშიც წინ ვიქნებით მალე თუ ყურებს არ გამოიფხიკავთო !..

wink.gif

Posted by: nigo 28 Oct 2014, 10:08
nforumi

ჩინელების ქსოვილების მაღაზიებში არ ყოფილხარ?

მოყევი ცოტა,მაინტერესებს.

ვის რა აინტერესებს
biggrin.gif

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 10:17
nigo
QUOTE
ჩინელების ქსოვილების მაღაზიებში არ ყოფილხარ?

ქსოვილების მაღაზიაში არ ვყოფილვარ, საერთოდ არ ვყოფილვარ მაღაზიაში, თუ სუპერმარკეტს არ ჩავთვლით. სუვენირების ყიდვა მინდოდა და ისიც აეროპორტში ძლივს მოვასწარი ერთი-ორი რაღაც.

რა გაინტერესებდა იმ ქსოვილების მაღაზიაში?

Posted by: klo-C 28 Oct 2014, 11:31
nforumi
QUOTE

რას შვები კაცო ! ..

ბავშობა გამახსენდა

ეხლა არარ ვშვები ეგეთებს

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 11:53
klo-C
QUOTE
ბავშობა გამახსენდა

ეხლა არარ ვშვები ეგეთებს

ბავშვობაში რას შვებოდი, ხელებს ისერავდი? თუ რა დაწერე ზემოთ ?

Posted by: klo-C 28 Oct 2014, 14:48
QUOTE
ბავშვობაში რას შვებოდი, ხელებს ისერავდი? თუ რა დაწერე ზემოთ ?

ჰო მაგაზე

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 15:26
klo-C
QUOTE
ჰო მაგაზე

რა მოთხოვნა გქონდა ასეთი? გსიამოვნებდა თუ აზარტი იყო?

Posted by: klo-C 28 Oct 2014, 15:41
nforumi
დეპრესიული ვიყავი და მსიამოვნება

ტითქოს მეგონა რომ სულიერი ტკივილი გადმომქონდა ფიზიკურზე და შვებას ვგრძნობდი

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 15:51
klo-C
QUOTE
მეგონა რომ სულიერი ტკივილი გადმომქონდა ფიზიკურზე და შვებას ვგრძნობდი

ვაი ...

QUOTE
დეპრესიული ვიყავი

ახლა ? რამ გიშველა ?

Posted by: klo-C 28 Oct 2014, 16:01
nforumi
არაფერმა, ისევ ისეთი ვარ, უბრალოდ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ შვილის გამო და ეგეთებს აღარ ვაკეთებ

Posted by: nigo 28 Oct 2014, 16:45
nforumi

აბრეშუმი.

ძალიან მიყვარს ქსოვილების მაღაზიები.\
შეიძლება არ ვიყიდო,არც ვყიდულობ უმეტესად,მაგრამ მომწონს ფერები,ხარისხი,თავში რომ ათასნაირი დიზაინი მომდის.

მერე მახსენდება, რად გინდა.

ყოველდღე მე არ დავდივარ სამსახურში.
ადრე იცოცხლე ,ამერიკაში გიჟდებოდნენ ჩემს აქაური ჯორჯეტებისგან და შიფონებისგან შეკერილ კაბებზე.

დედაჩემი მიკერავდა.მოსვენება არ ჰქონდა ჩემგან.
ერთხელ ისე მოვაბეზრე თავი,"პაეზდკაში"მივდიოდი,რად გინდა ამდენი ტანსაცმელი მაინც არაფერი გიხდებაო biggrin.gif

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 20:41
nigo
QUOTE
რად გინდა ამდენი ტანსაცმელი მაინც არაფერი გიხდებაო 

biggrin.gif
წიხლი ჩაუზელია ფაქტიურად smile.gif

QUOTE
ძალიან მიყვარს ქსოვილების მაღაზიები.\
შეიძლება არ ვიყიდო,არც ვყიდულობ უმეტესად,მაგრამ მომწონს ფერები,ხარისხი,თავში რომ ათასნაირი დიზაინი მომდის.

რომ გეთქვა შენი ხათრით შევიდოდი სადმე და სურათებსაც გადავიღებდი...
ახლა რაღა დროს, ამ ჯერზე. შემდეგზე თუ გამახსენებ, შევეცდები მაინც.

QUOTE
არაფერმა, ისევ ისეთი ვარ, უბრალოდ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ შვილის გამო და ეგეთებს აღარ ვაკეთებ

გასაგებია, შვილი სერიოზული მოტივაციაა,

მაგრამ მაინც რატომ ემტერები საკუთარ თავს ?

Posted by: klo-C 28 Oct 2014, 21:37
nforumi
QUOTE

მაგრამ მაინც რატომ ემტერები საკუთარ თავს ?

ალბათ არ მიყვარს ან სატანადოდ არ ვაფასებ : )

-----------

ავტობუსები რომ ახალი შემოსულიო იყო ყვითლები მაშინ, ვიჯექი ჩემთვის სადღაც მივდიოდი, მაღლივში ან სახლში, არ მახსოვს,
ამოვიდა ხნიერი კაცი. ხაკისფერი პალტო ეცვა და თავზე შლიაპა ეხურა. მთელი ამ იერით ისე მომაგონა ბაბუაჩემის ძმა , რომელიც პროფესორი იყო და ლექციების წასაკითხად ჩამოდიოდა გურიაში. ძალიან გვიყვარდა ბავშვებს, იმიტომ რომ სულ კანფეტებს გვირიგებდა და საოცარ სითბოს ასხივებდა, ინტელექტს და ერუდიციას (ოღონდ მაშინ ცხადია ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცოდით). და ისე მომაგონდა იმ კანფეტების გემოც ვიგრძენი რომელიც ჩამოქონდა ჩვენთვის ... ადგილი დავუთმე. უარობდა (ისიც ეგრე იზამდა, არ უყვარდა სხვისი შეწუხება), ბოლოს მაინც დაჯდა და რომ ჩადიოდა გზის ფული გადამიხადა "ზრდილობა და თავაზიანობა უნდა დაფასდეს ქალბატონოოო " და ჩავიდა.
გამეღიმა.

ქალბატონი რომ მიწოდა 17 წლის გოგოს მაგაზე, და იმაზეც გზის ფული რომ გადამიხადა.

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 21:45
klo-C
QUOTE
ალბათ არ მიყვარს ან სატანადოდ არ ვაფასებ : )

მე ვფიქრობ უფრო მეორე ...

QUOTE
ქალბატონი რომ მიწოდა 17 წლის გოგოს მაგაზე, და იმაზეც გზის ფული რომ გადამიხადა.

რა სასიამოვნო მოგონებაა არა ?

Posted by: klo-C 28 Oct 2014, 21:54
nforumi
QUOTE
რა სასიამოვნო მოგონებაა არა ?

კი ნამდვილად,

ხანდახან როგორი ადვილია სასიამოვნო მოგონების შექმნა , რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება

Posted by: nforumi 28 Oct 2014, 22:34
klo-C
QUOTE
ხანდახან როგორი ადვილია სასიამოვნო მოგონების შექმნა , რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება

კი, თუ მოახერხებ

და როგორც წესი ასეთი რამ ღიმილით, თავაზიანობით და ურთიერთპატივისცემით მიიღწევა, რაც პრინციპში ყველას შეუძლია.

Posted by: seta 28 Oct 2014, 23:36
nforumi
QUOTE
ჩინელებმა მოგვიკითხეს და დამაბარეს, ბევრ რამეში გისწრებთ და რაშიც ჯერ კიდე არ გისწრებთ, იმაშიც წინ ვიქნებით მალე თუ ყურებს არ გამოიფხიკავთო !..

)))

Posted by: nforumi 29 Oct 2014, 07:43
seta
QUOTE
)))

რას ნიშნავს ეს, ირონიას თუ მრავალწერტილს?

Posted by: nigo 29 Oct 2014, 09:15
nforumi
QUOTE
წიხლი ჩაუზელია ფაქტიურად

რა ექნა მამით ქართლელი იყო,დედით რუსი smile.gif

ხან ის გენი გამოხტებოდა ,ხან ეს biggrin.gif

ძალიან მაგარი ქალი იყო,იმიტომ კი არა რომ დედაჩემი,ბიოგრაფია ჰქონდა საინტერესო და ძალიან ტრაგიკული.

მეც ასე არა ვარ, გაორებული.
ორი ბებიის გაზრდილი,ერთი დარბაისელი ,ნამდვილი იმერელი, ვისაც ესმის,რას ვგულისხმობ.
მეორე რუსი.
ჰოდა გამტანჯეს ბებიებმა დღემდე.

biggrin.gif

ხან იმერული ტრაგიზმი ,სევდა ,თავის დაჭერა,.

მეორე დღეს რუსული,ცხოვრება ხანმოკლეა,არაფერზე არ უნდა იდარდო. biggrin.gif
პოლიტიკაში რომ ვწერდე ამ პოსტს,ბებიებს დავიფიცებდი,არ ვარ რუსეთუმე,ევრაპეისკი ღირებულებები მაქვს-მეთქი. biggrin.gif

Posted by: nforumi 29 Oct 2014, 15:40
nigo
QUOTE
პოლიტიკაში რომ ვწერდე ამ პოსტს,ბებიებს დავიფიცებდი,არ ვარ რუსეთუმე,ევრაპეისკი ღირებულებები მაქვს-მეთქი. 

biggrin.gif

QUOTE
ჰოდა გამტანჯეს ბებიებმა დღემდე.

შენს გარდა არავინ მინახავს, ვინც ბებიებმა დამტანჯესო ამბობს...

QUOTE
რა ექნა მამით ქართლელი იყო,დედით რუსი 

ხან ის გენი გამოხტებოდა ,ხან ეს 

ძალიან მაგარი ქალი იყო,იმიტომ კი არა რომ დედაჩემი,ბიოგრაფია ჰქონდა საინტერესო და ძალიან ტრაგიკული.

ტკბილი სიტყვა რას მიქვიანო არა ?

Posted by: nigo 29 Oct 2014, 17:04
nforumi

დამტანჯეს ნიშნავს, ხან ერთის გენი ამოხტება იქ სადაც მეორისაა საჭირო და პირიქით
biggrin.gif biggrin.gif

რას ამბობ , ერთადერთი გოგო ვიყავი ძალიან დიდი ხანი მთელს სანათესაოში.დანარჩენი, ჩემი ძმებიანად ,სულ ბიჭები. გიჟდებოდნენ ჩემზე და არ უყვარდათ ერთმანეთი,ჰოდა ვსარგებლობდი მაქსიმალურად. biggrin.gif biggrin.gif

რომელთანაც ვიყავი მეორეს ვაქებდი,ერთმანეთის ჯინაზე მისრულებდნენ ყველაფერს,გარდა ოხერი მუსიკალური სკოლისა და ცურვის სპორტული ჯგუფისა.

აი,დამტანჯეს რასაც ჰქვია. sad.gif
* * *
nforumi
QUOTE
ტკბილი სიტყვა რას მიქვიანო არა ?

არა ,ტკბილი კი იყო,მაგრამ ქართლელებმა იციან,რაც ენაზე მოადგებათ და არც უფიქრდებიან.\კახელები სიმართლეს გეუბნებიან ალალად.

Posted by: klo-C 29 Oct 2014, 17:11
ბებიებზე ჩამოვარდა საუბარი და მეც დავწერ

ჩემი უსაყვრალესი ადამიანი <3

უთბილესი , უკარგესი , უკეთილესი

Posted by: nforumi 29 Oct 2014, 18:05
nigo
QUOTE
ქართლელებმა იციან,რაც ენაზე მოადგებათ და არც უფიქრდებიან.

ეგ კი.

QUOTE
\კახელები სიმართლეს გეუბნებიან ალალად.

ხო, რაც ენაზე მოადგებათ smile.gif

QUOTE
გარდა ოხერი მუსიკალური სკოლისა და ცურვის სპორტული ჯგუფისა.

ანუ მანდ არ გატარეს ?

Posted by: marta007 29 Oct 2014, 19:10
ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება ჩემი ბებო და ბაბუ, ქვეშენიჭირიმე რაჭუნიკები.smile.gif
მენატრებიან... დედაც მენატრება....წავიდნენ და მიმატოვესsad.gif

:ლეკვისწკმუტუნისსმაილი:

,,ჩვენც წავალთ და სხვა დარჩება, ოდელიავ რანუნი"
რა სიმღერების ტექსტები გვაქვს მაინც ,,ჟუჟუნა წვიმის" არ იყოს biggrin.gif

Posted by: nigo 29 Oct 2014, 20:21
nforumi

ორივეზე მატარეს-მაწამეს.
იმერელმა მუსიკაზე,რუსმა ცურვაზე.

Posted by: nforumi 29 Oct 2014, 20:41
nigo
QUOTE
ორივეზე მატარეს-მაწამეს.
იმერელმა მუსიკაზე,რუსმა ცურვაზე.

აბა წეღან რას ამბობდი ?

Posted by: klo-C 29 Oct 2014, 21:09
წელს გასაზფხულზზე, სტამბოლში ვისხედით, ორსართია სასადილოს მეორე სარFულზე. მზე ანათებდა მინის გრძელ ფანჯრებზე და ცხელოდა. მაგიდაზე თურქული საჭმელი ელაგა, ბრინჯი ქათამი აირანი. ვჭამდით, ვსაუბრობდით. მე საათზე ვიხედებოდი .

-უკვე ოთხი სააატი დარჩა, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება!
ყველა იქ მყოფი დამეთანხმა რომძალიან მაგარი იქნებოდა ეს კონცერტი. აეროსმიტის, მე ისიც ვთქვი რომ უკვე 3 კვირაა არ მომისმენია მაგათი არც ერთ სიმღერა, უფრო მეტად რომ მიმეღო სიამოვნება ლაივ შესრულებით.

სასტუმროში დავბრუნდი და ჩემმა დამ მახარა "ჩაიშალა კონცერტი".
ურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის და აბაზანისკენ წავედი, შხაპი მივიღე. როცა გამოვედი ვუთხარი , ეხლა ცოტა დავისვენოთ და გავიდეთ, სანამ შევალთ და რაღაც გავა დრო თქო.
მინდა გითხრათ რატომ არ მივაქციე მის პირველ წინადადებას ყურადღებას, რამდენიმე თვის წინ Muse--ს კონცერტის ბილეთები გვქონდა და ვერ წავედით იმიტომ რომ გადაიფიქრა.
შემდეგ Red hot chili pepers-ის და მაგაზეც ვერ წავედით იმიტომ რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრა
და ეხლა როცა გვეღირსა და ჩამოვედით და ამიტომაც ვიფიქრე ნამდვილად მეხუმრება თქო.

კომპთან იჯდა შემობრუნდა და ისეთი სახე ქონდა , მივხვდი არ ხუმრობდა.
იმედგაცრუება არ ერქვა იმ გრძნობას რაც დამეუფლა.
ასეთი "ნეუდაჩნიცა" უნდა დაიბადო უეჭველი მეთქი გავიფიქრე.

პ.ს ეხლა Linkin Park -ზე მივდივარ ბერლინში და იმედია ის მაინც ჩატარდება

Posted by: nigo 29 Oct 2014, 22:16
nforumi

ყველაფერს მისრულებდნენ,მაგრამ მუსიკას და ცურვას მაიძულებდნენ.

klo-C
QUOTE
ასეთი "ნეუდაჩნიცა" უნდა დაიბადო უეჭველი მეთქი გავიფიქრე.

შენმა დამ გადაიფიქრა,შენ ჩაიცვი და წადი,რა პრობლემაა.
თეატრში დაყველა კონცერტზე მარტო დავდივარ და ძალიანაც მსიამოვნებს,არავინ მიშლის ხელს სიამოვნების მიღებაში.

QUOTE
წელს გასაზფხულზზე, სტამბოლში ვისხედით,

ვაიმე,რა მიყვარს love.gif love.gif

ყველა ქალაქს მირჩევნია.

Posted by: nforumi 29 Oct 2014, 22:20
klo-C
QUOTE
ეხლა Linkin Park -ზე მივდივარ ბერლინში და იმედია ის მაინც ჩატარდება

შენი და არ წაიყვანო და ჩატარდება smile.gif

* * *
nigo
QUOTE
ყველაფერს მისრულებდნენ,მაგრამ მუსიკას და ცურვას მაიძულებდნენ.

ააა, მე პირიქით გავიგე smile.gif

QUOTE
ვაიმე,რა მიყვარს   

ყველა ქალაქს მირჩევნია.

ყველა ქალაქს არა, მაგრამ კარგი ქალაქია ნამდვილად, მეც მომწონს.
თურქეთში მაგის გარდა კიდე რამდენიმე ქალაქი მომწონს: იზმირი, ესკიშეჰირი, ალანია,

Posted by: klo-C 29 Oct 2014, 22:37
nforumi
QUOTE
შენი და არ წაიყვანო და ჩატარდება smile.gif

ჰაჰა , მართლად,

რომ ავგე კონცერტი იყო ასე მითხრა მე არ მინდა თორემ ისევ ჩაიშლებაო და ეგ უკვე მეტისმეტი იქნება ჩემთვის.

ოცნების კონრცეტია მოკლედ.\
QUOTE
შენმა დამ გადაიფიქრა,შენ ჩაიცვი და წადი,რა პრობლემაა.

მასე ადვილი არაა სხვა ქვეყანაში წასვლა smile.gif

Posted by: nforumi 29 Oct 2014, 22:41
klo-C
QUOTE
მასე ადვილი არაა სხვა ქვეყანაში წასვლა

არ წაიყვანო მეთქი

smile.gif

Posted by: klo-C 29 Oct 2014, 22:45
nforumi
შენთვის არ მითქვამს ეგ

nigo
QUOTE

შენმა დამ გადაიფიქრა,შენ ჩაიცვი და წადი,რა პრობლემაა.

ნიგოს ვუპასუხე, დატაგვა გამომრჩა. smile.gif

არ მიმყავს ეხლა, მარტო მივდივარ biggrin.gif

Posted by: nforumi 30 Oct 2014, 08:40
klo-C
QUOTE
შენთვის არ მითქვამს ეგ

რა არ გითქვამს ჩემთვის? smile.gif არა უშავს, აქ ხომ დაწერე, მე და ნიგო ძმები ვართ smile.gif

QUOTE
არ მიმყავს ეხლა, მარტო მივდივარ

ხოდა ეგრე smile.gif

Posted by: nigo 30 Oct 2014, 09:11
nforumi

არ ვიცი რატომ,მაგრამ აღმოსავლური ქალაქები უფრო მიზიდავს.

სტამბოლი კი ორივეა და მაგიჟებს.

კონკრეტულად ცისფერი მეჩეთი ასჯერ მირჩევნია აია სოფიას.

* * *
QUOTE
არ მიმყავს ეხლა, მარტო მივდივარ

klo-C
ძალიან კარგი.
მერე თითონ შეგეხვეწება smile.gif

ვინმეს რომ მივყავდე და მეზარებაო.

კონცერტზე შეიძლება დამეზაროს,გააცნია,მაგრამ მოგზაურობა?

ფული მინდა,ბევრი ,სულ მოგზაურობაში ვიქნებოდი.
არანაირი ვილა და ერთ ადგილას მიბმა.
* * *
nforumi
QUOTE
მე და ნიგო ძმები ვართ

biggrin.gif

ჩემი უმცროსი ძმები მეუბნებიან ,ჩვენი და კი არა ,ძმაკაცი ხარო და მწყინს.

ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი სქესის. biggrin.gif

Posted by: nforumi 30 Oct 2014, 09:22
nigo
QUOTE
ჩემი უმცროსი ძმები მეუბნებიან ,ჩვენი და კი არა ,ძმაკაცი ხარო და მწყინს.

ძმაკაცი არა, მე ძმობის ვარიანტში ვთქვი...

კაი, დაძმობა იყოს smile.gif

QUOTE
არ ვიცი რატომ,მაგრამ აღმოსავლური ქალაქები უფრო მიზიდავს.

სტამბოლი კი ორივეა და მაგიჟებს.

კონკრეტულად ცისფერი მეჩეთი ასჯერ მირჩევნია აია სოფიას.

კაცია და გუნებაო ნათქვამია. როგორც ვთქვი, მიყვარს სტამბოლი, მაგრამ სხვა ქალაქებიც მიყვარს თურქეთში. აღმოსავლურ სხვა ქალაქებს კი ნაკლებად ვიცნობ, ჩინეთის გუანჯოუს თუ არ ჩავთვლით.

დასავლეთით კი ბატონო, ძალიან საყვარელი ქალაქებია შვეიცარიაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო: ციურიხი, ბაზელი. ბერნი, ლუცერნი, ...
ძალიან მომეწონა ლონდონი,
ძალიან საყვარელი და თბილი ქალაქია მილანი

და ა. შ.

Posted by: klo-C 30 Oct 2014, 11:18
nigo
რაღაც ისე გამომივიდა რომ არასწორად გაიგეთ, biggrin.gif

ჩემი და გიჟდება მოგზაურობაზე, ძალიან ბევრ ს დადის

აი ნახეთ ბლოგიც აქვს და იქ წერს თავის თავგადასავლებს (და საკმაოდ საინტერესოდ )

http://traveler-red-head.blogspot.com/
უბრალოდ იმ მომენტსი ჩემთან ერთად გადაიფიქრებდა ხოლმე წამოსვლას და აფრიკის რომელიმე გადაკარგულ ქვეყანაში მიდიოდა biggrin.gif

Posted by: nforumi 30 Oct 2014, 13:19
klo-C
QUOTE
რაღაც ისე გამომივიდა რომ არასწორად გაიგეთ,

ჩემი და გიჟდება მოგზაურობაზე, ძალიან ბევრ ს დადის

აი ნახეთ ბლოგიც აქვს და იქ წერს თავის თავგადასავლებს (და საკმაოდ საინტერესოდ )

http://traveler-red-head.blogspot.com/
უბრალოდ იმ მომენტსი ჩემთან ერთად გადაიფიქრებდა ხოლმე წამოსვლას და აფრიკის რომელიმე გადაკარგულ ქვეყანაში მიდიოდა

ესე იგი სხვადასხვანაირი დამოკიდებულების ტიპები ხართ, არ არის სავალდებულო გადაებათ ერთმანეთს, ორივემ თქვენ თქვენის დაკმაყოფილება სცადეთ და ერთმანეთს ხელს ნუ შეუშლით

Posted by: klo-C 30 Oct 2014, 13:53
nforumi
სულ განცხავვებული ტიპები ვართ, აი როგორც ცა და დედამიწაო რომ იტყვიან ისე, ფიზიკურადაც სულ არ ვგავართ ერთმანეთ

QUOTE
ერთმანეთს ხელს ნუ შეუშლით

სევეგუეთ ამას უკვე biggrin.gif

Posted by: nforumi 30 Oct 2014, 14:23
klo-C
QUOTE
სევეგუეთ ამას უკვე

კარგია smile.gif

QUOTE
სულ განცხავვებული ტიპები ვართ, აი როგორც ცა და დედამიწაო რომ იტყვიან ისე, ფიზიკურადაც სულ არ ვგავართ ერთმანეთ

რომელია უფრო ლამაზი, შენ თუ შენი და ?

Posted by: nigo 30 Oct 2014, 14:50
klo-C
QUOTE
აფრიკის რომელიმე გადაკარგულ ქვეყანაში მიდიოდ

მინდა
აფრიკა და აზია.

მაგარი და გყოლია ძალიან.

Posted by: klo-C 30 Oct 2014, 14:58
nforumi
QUOTE
რომელია უფრო ლამაზი, შენ თუ შენი და ?

რა პირდაპირი კითხვაა biggrin.gif თან უხერხული .

არ ვიცი მართლა

ჩემი და საშუალო სიმაღლის არის ეშხიანი , განსხვავებული, წითელი თმით , თაფლისფერი თვალებით

მე, მაღალი, მოქერაო ვარ , გამხდარი და მწვანეთვალება მაგრამ უშნო ცხვირით biggrin.gif

nigo
კი ნამდვილად მაგარი გოგოა, ზემოთ დავდე ბლოგის ლინკი, იქ წერს თავის მოგზაურობებზე, ძალინ უყვარს მასაც აღმოსავლური კულტურა

Posted by: nforumi 30 Oct 2014, 17:37
klo-C
QUOTE
რა პირდაპირი კითხვაა  თან უხერხული .

არ ვიცი მართლა

არა, უხერხულში ჩაგდება არ მიფიქრია, მაგრამ შენი პასუხი შენს დამოკიდებულებაზე მომცემს მეთქი პასუხს, ვიფიქრე და აგერ:

QUOTE
ჩემი და საშუალო სიმაღლის არის ეშხიანი , განსხვავებული, წითელი თმით , თაფლისფერი თვალებით

მე, მაღალი, მოქერაო ვარ , გამხდარი და მწვანეთვალება მაგრამ უშნო ცხვირით

smile.gif

ახლა შენ დას დაუსვი იგივე კითხვა, დაწეროს შენზე და თავის თავზე... საინტერესო იქნება შედარება smile.gif

QUOTE
ნამდვილად მაგარი გოგოა

გეთანხმები.

QUOTE
ზემოთ დავდე ბლოგის ლინკი, იქ წერს თავის მოგზაურობებზე

გადავხედე, ძალიან საინტერესოა. ვისურვებდი ვიცნობდე.

Posted by: klo-C 30 Oct 2014, 22:26
nforumi
მიწერე , თუ შენც გიყვარს მოგზაურობა გაუგებთ ერთმანეთს.

მაგრამ ცოტა ცუდი ხასიათი აქვს biggrin.gif

Posted by: nforumi 31 Oct 2014, 09:05
klo-C
QUOTE
მაგრამ ცოტა ცუდი ხასიათი აქვს

როგორი ცუდი ? მაგალითად?

QUOTE
მიწერე , თუ შენც გიყვარს მოგზაურობა გაუგებთ ერთმანეთს.

როგორ მივწერო ? ბოდიში, შენმა დამ მირჩია შენთვის მომეწერა თქო ?

smile.gif

Posted by: klo-C 31 Oct 2014, 10:56
nforumi
მაგალითად არ დაგელაპარაკება ,ა რ გაგიღიმებს და საერთოდ არაფრად არ ჩაგაგდებს თუ თვითონ არ არის ხასიათზე. ხისტია და ზოგჯერ უხეში. შეიძლება თქვას ისეთი რაღაც რომ ძალიან გატკინოს გული მაგრამ სინადვილეში მასაც არ უნდოდეს ამისი გაკეთება . საშინლად ჯიუტია biggrin.gif

QUOTE
როგორ მივწერო ? ბოდიში, შენმა დამ მირჩია შენთვის მომეწერა თქო ?

მაგას არ გირჩევ , ორივე გავიტისკებით biggrin.gif

რავიცი რამე საინტერესო , ორგინალური, მოგზაურობაზე ან რამეზე . ფოტოგრაფია უყვარს კიდე ძალიან
(მაჭანკლობაში არ ჩამომართმევ იმედია biggrin.gif)

--------------------------

Posted by: nforumi 31 Oct 2014, 12:49
klo-C
QUOTE
მაგალითად არ დაგელაპარაკება ,ა რ გაგიღიმებს და საერთოდ არაფრად არ ჩაგაგდებს თუ თვითონ არ არის ხასიათზე. ხისტია და ზოგჯერ უხეში. შეიძლება თქვას ისეთი რაღაც რომ ძალიან გატკინოს გული მაგრამ სინადვილეში მასაც არ უნდოდეს ამისი გაკეთება . საშინლად ჯიუტია 

ჩემ ძმას მაგონებს...

QUOTE
მაგას არ გირჩევ , ორივე გავიტისკებით

ვაი, არ მინდა პრობლემები...

QUOTE
რავიცი რამე საინტერესო , ორგინალური, მოგზაურობაზე ან რამეზე . ფოტოგრაფია უყვარს კიდე ძალიან

ხოო, ცოტა ძნელია მასე, თუ სადმე შემთხვევით არ შევხვდი რომელიმე საითზე...

QUOTE
მაჭანკლობაში არ ჩამომართმევ იმედია

რა მაჭანკლობა, ცოლიან კაცს გინდა გაურიგო შენი და?

Posted by: klo-C 31 Oct 2014, 13:03
nforumi
QUOTE
რა მაჭანკლობა, ცოლიან კაცს გინდა გაურიგო შენი და?

biggrin.gif biggrin.gif
მაგიტომ გითხარი რომ არ ჩამომართვა თქო მაჭანკლობაში biggrin.gif

Posted by: nforumi 31 Oct 2014, 14:23
klo-C
QUOTE
მაგიტომ გითხარი რომ არ ჩამომართვა თქო მაჭანკლობაში

ხო, კაი smile.gif

ისე, ვნახოთ, იქნებ მართლა გავიცნო როდისმე,

თუმცა მე უფრო ევროპული მოგზაურობები მიზიდავს, ვქირაობ ხოლმე გერმანიაში მანქანას და მთელი ევროპის შემოვლა შეგიძლია, სანამდე დრო გაქვს ადამიანს. წელს ვერ მოვახერხე ეს, გაისად იმედი მაქვს გამოვა.

Posted by: klo-C 31 Oct 2014, 17:59
nforumi
QUOTE
მე უფრო ევროპული მოგზაურობები მიზიდავს, ვქირაობ ხოლმე გერმანიაში მანქანას და მთელი ევროპის შემოვლა შეგიძლია, სანამდე დრო გაქვს ადამიანს. წელს ვერ მოვახერხე ეს, გაისად იმედი მაქვს გამოვა.

იმედია როდესმე მეც მოვახერხებ ამას, ძალიან მინდა , შეიძლება ითქვას ჩემი ოცნებაა

Posted by: nigo 31 Oct 2014, 18:41
დღე არ გავა რამე არ მეწყინოს.
მთელი გულით სულით ვამუშავებდი თემას,კი ციტატაბ ი კი გადმოვიწერე წიგნიდან,მაგრამ ზატო რა ციტატები.

დავამთავრე შევიტანე ჩემების ოთახში,ყველა იქ იჯდა.
და ანიამ თქვა ყველაფერი წიგნიდან აქვს გადაწერილი ,თავისი რა თქვაო.

ნუ ისე მეწყინა,ისე გამიტყდა,იმ წუთას დავკარგე ხალისი.
მთელი გულით,აი რაც შემიძლია მონდომებით ვაკეთებ და ერთი სიტყვით მაშხამებენ.რა უბედური ვარ.
არავის არ ესმის ჩემი.კაცმა ეს ჩემი დღიური რომ წაიკითხოს,ერთი სულელი ,მხოლოდ გართობაზე და ბიჭებზე მოფიქრალი ქარაფშუტა გოგო ვარ.
არადა ,არ მინდა ცხოვრებაზე ფიქრი,ჩაღრმავება,მაშინვე მარტო ვრჩები.
საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ.ძალიან უბედური ადამიანი ვარ,ყველაფერს კარგად ვსწავლობ,ყველაფერში ხუთიანები მყავს და არაფერი არ მაინტერესებს ცეკვის გარდა.
ჩილავეკ ორკესტრში მინდა ცეკვა და ვინ გამიშვებს ,ბალეტიდანაც გა მომიყვანეს ,ციგურებიდანაც.არასოდეს არასოდეს არ დავუკრავ,ერთი დამამთავრებინა
არასოდეს არ გავცურავ ერთი გამომიყვანონ,ნუ ახლა თუ ბიჭებს გავეპრანჭები ბატერფლაი და რამე.

შეყვარებული მაინც ვიყო.
ერთი რინგო სტარი მიყვარს და სად ვნახავ.

ხვალ ჩემების ჯინაზე,სადარბაზოშივე დავიხატები,თმებს გავიშლი,წავალ შატალოზე 24-ე სკოლაში.
და მერე იწუნონ ჩემი თემები.,
აუ, ყველა შეყვარებულია,მეც მინდა.
ხომ მხიარული ვარ,სულ ვცეკვავ ,სულ მეგობრები და რა მარტო ვარ.

სინტაქსი,მორფოლოგია,პუნქტუაცია დაცულია.სულ ხუთებზე სწავლობდა,მაგრამ მაინც მარტო იყო და როგორც უნდა ისე წერდა.

biggrin.gif biggrin.gif
სად იყო სმაილიკები.

აბა,რომელი კლასია?

მუსიკალურად ფორმდება ბითლზების don't let me dawn

Posted by: nforumi 31 Oct 2014, 22:18
klo-C
QUOTE
იმედია როდესმე მეც მოვახერხებ ამას, ძალიან მინდა , შეიძლება ითქვას ჩემი ოცნებაა

მოახერხებ, არაფერია შეუძლებელი. თან არც ისე ძვირია, რომ ვერ შეწვდეს კაცი.

nigo
QUOTE
ანიამ თქვა ყველაფერი წიგნიდან აქვს გადაწერილი ,თავისი რა თქვაო.

ნუ ისე მეწყინა,ისე გამიტყდა,იმ წუთას დავკარგე ხალისი.
მთელი გულით,აი რაც შემიძლია მონდომებით ვაკეთებ და ერთი სიტყვით მაშხამებენ

დარწმუნებული ვარ იმა ანიას არც აქვს გაცნობიერებული რა ძალიან გატკინა.

ისე რა არის ეს ნიგო, დღევანდელის და მე-6 კლასის ჩანაწერების ნარევი ?

biggrin.gif

Posted by: nigo 1 Nov 2014, 08:25
nforumi
თავიდან ბოლომდე მეშვიდე კლასია.
სმაილიკებამდე

ვალაგებდი რაღაცეებს და დღიურს გადავაწყდი.

გამოდის, დიდად არ იცვლება ადამიანის შინაგანი ბუნება.

რინგო რომ უყვარს ,რა ქნას. biggrin.gif

სხვებს ლამაზი პოლ მაკარტნი. biggrin.gif

სამი ასფურცლიანი რვეულია,გაყვითლებული ,ალაგ-ალაგ მელან წაშლილი.

Posted by: nforumi 1 Nov 2014, 09:57
nigo
QUOTE
თავიდან ბოლომდე მეშვიდე კლასია.

ერთი წელი ავაცილე ესე იგი smile.gif

Posted by: seta 4 Nov 2014, 00:57
nforumi
QUOTE
რას ნიშნავს ეს, ირონიას თუ მრავალწერტილს?

უბრალოდ გამეცინა , ჩინელების შემონათვალზე. smile.gif
* * *
nigo
მერვე უნდა დამეწერა.
ჩემი შვილია ახლა პრანჭვა-პროტესტების ასაკში))
ოღონდ მე არაფერს ვაძალებ. ცეკვა გინდა? კი.
აღარ გინდა? კარგი. გიტარა გინდა? კი
აღარ გინდა? კარგი.
ისევ ცეკვა გინდააა? drug.gif კი
კარგიიიიიიიიიი vis.gif

Posted by: nigo 4 Nov 2014, 14:33
seta
ყველაზე ცუდი ის იყო, მერე მე ვაძალე ჩემს შვილს,ყველა ის სპორტი,რომელზეც მე არ მატარეს. smile.gif

უმცროსისთვის არაფერი დამიძალებია,ძალა აღარ მქონდა. biggrin.gif

QUOTE
ჩემი შვილია ახლა პრანჭვა-პროტესტების ასაკში

თან ყველაფერი გულს ტკენს ალბათ და მისი არავის ესმის. smile.gif smile.gif

Posted by: nforumi 4 Nov 2014, 18:22
seta
QUOTE
უბრალოდ გამეცინა , ჩინელების შემონათვალზე. 
* * *

სად ხარ აქამდე, დამავიწყდა რაზე მოგწერე.

ისე, თუ გაგეცინა უკვე კაია smile.gif

Posted by: seta 4 Nov 2014, 19:56
nigo
QUOTE
თან ყველაფერი გულს ტკენს ალბათ და მისი არავის ესმის.

კი, მასეა ))

nforumi
QUOTE
სად ხარ აქამდე, დამავიწყდა რაზე მოგწერე.

2kiss.gif

Posted by: nforumi 4 Nov 2014, 22:33
seta
QUOTE

http://forum.ge/html/emoticons/2kiss.gif 

smile.gif
ხო თავს გვანატრებ ხოლმე...

ხო მართლა, იქით კვირაში ბათუმში მიწევს ჩამოსვლა და რომელ სასტუმროს მირჩევ?

Posted by: pekineli 5 Nov 2014, 10:30
დილამშვიდობისა ყვაილებო 2kiss.gif

ჩაის მიაყოლეთ შეუდარებელი ბახი <3

Posted by: klo-C 5 Nov 2014, 11:17
დიდხანს ვიფიქრე მინდოდა რამე პოზიტიური დამეწერა მაგრამ ზოგჯერ რთულია, მაქვს ეგეთი ბევრი მოგონებები მაგრამ ზოგი იმდენად "ჩვენია" რომ ჯერ არ შემიძლია მათი გაზიარება....

------------------------

ნათესავის დაბადების დღეზე ვიყავით მთელი ოჯახი, 31 დეკემბერი იყო მალე ახალი წელიც გათენდებოდა და იდი ხანი მაინც არ უნდა დავრჩენილიყავით მანდ, უცებ სხვა ნათესავებიც მოვიდნენ და ისიც.
ვეფხისტყაოსანს კი გვასწავლიდნენ სკოლაში ,მაგრამ რეალურად მხოლოდ მაშინ მივხდი რას გულისმობდა შოთა რუსთაველი მანათობელ სილამაზეზე.

თუმცა სამწუხაროდ ადამიანები ბროწეულებივით არიან, ზოგი პრიალებს გარედან მაგრამ რომ გადახსნი , შიგნით დამპალი და ჭიანია..

ეს ის შემთხვევა იყო
ჩემი პირვლი იმედგაცრუება ....

Posted by: seta 5 Nov 2014, 13:09
nforumi
QUOTE
ხო მართლა, იქით კვირაში ბათუმში მიწევს ჩამოსვლა და რომელ სასტუმროს მირჩევ?

სიმართლე გითხრა, არც ვიცი smile.gif

klo-C
QUOTE
ეს ის შემთხვევა იყო
ჩემი პირვლი იმედგაცრუება ....

ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხდება. smile.gif

Posted by: klo-C 5 Nov 2014, 13:24
seta
QUOTE
ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხდება. smile.gif

რა თქმა უნდა.......
თუმცა როცა 16 წლის ხარ ყველაფერს უფრო მძიმედ არიქვამ

Posted by: nforumi 5 Nov 2014, 20:24
klo-C
QUOTE
რას გულისმობდა შოთა რუსთაველი მანათობელ სილამაზეზე.

ბიჭი იყო ასეთი ?

seta
QUOTE
სიმართლე გითხრა, არც ვიცი

ისე მეც ვარ რა, მეც არ გამითევია ღამე თბილისის არცერთ სასტუმროში, შესაბამისად არ ვიცი smile.gif

klo-C
QUOTE
თუმცა როცა 16 წლის ხარ ყველაფერს უფრო მძიმედ არიქვამ

რატომ გაგიცრუვდა იმედი, რა მოხდა?

Posted by: klo-C 6 Nov 2014, 11:03
nforumi
QUOTE
ბიჭი იყო ასეთი ?

კი ბიჭი იყო

QUOTE
რატომ გაგიცრუვდა იმედი, რა მოხდა?

როცა ახლოს გავიცანი მივხვდი როგორი პატარა და ამავდროულად ჩემთვის მიუღებელი შინაგანი სამყარო ქონდა

Posted by: nforumi 6 Nov 2014, 12:13
klo-C
QUOTE
პატარა და ამავდროულად ჩემთვის მიუღებელი შინაგანი სამყარო ქონდა

ხოო, არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა

ისე რუსთაველი მე მგონი მარტო გარეგნულს არ გულისხმობდა...

Posted by: klo-C 6 Nov 2014, 12:26
nforumi
QUOTE
ისე რუსთაველი მე მგონი მარტო გარეგნულს არ გულისხმობდა...

ნუ შინაგან სილამაზეს ვერ შეატყობნენ ნესტან დარეჯანს ქაჯები როცა თავსაბურავი მოსძვრა და სახე დაუნახეს smile.gif

Posted by: nforumi 6 Nov 2014, 13:08
klo-C
QUOTE
შინაგან სილამაზეს ვერ შეატყობნენ ნესტან დარეჯანს ქაჯები როცა თავსაბურავი მოსძვრა და სახე დაუნახეს

აღარ მახსოვს ზუსტად რა დროს და როგორ ამბობს, მაგრამ მარტო ქაჯების შეტყობაზე არ უნდა იყოს ...

Posted by: klo-C 6 Nov 2014, 13:15
nforumi
QUOTE
ღარ მახსოვს ზუსტად რა დროს და როგორ ამბობს, მაგრამ მარტო ქაჯების შეტყობაზე არ უნდა იყოს ...

ჰო ბევრგან ამბობს, მაგრამ მე ეგ მომენტი ვიგულისხმე smile.gif

Posted by: nforumi 6 Nov 2014, 14:25
klo-C
QUOTE
ჰო ბევრგან ამბობს, მაგრამ მე ეგ მომენტი ვიგულისხმე

ხოდა მაგას გეუბენბი მეც. რუსთაველი ამბობს რომ ის იყო მშვენიერი საერთოდ და მერე ქაჯებმა მისი მშვენების რა ნაწილი დაინახეს, ეს მეორე საკითხია.

Posted by: nigo 6 Nov 2014, 18:52
klo-C
QUOTE
ეს ის შემთხვევა იყო
ჩემი პირვლი იმედგაცრუება ....

sad.gif

QUOTE
თუმცა როცა 16 წლის ხარ ყველაფერს უფრო მძიმედ არიქვამ

ასეთი იმედგაცრუებები ძალიან ძნელია ამ ასაკში ,მაგრამ ცხოვრებაა რას იზამ.

დღეს არაფერი მიკვირს,ვიღასათან ხარ დაპატიჟებული,იმიისას ჭამ,იმისას სვამ და კიდევ იმას ჭორავ smile.gif

დაახლოებით 16-17 წლის ვიყავი წიგნების და ფილ მების დადებით გმირებზე გაზრდილი და ერთ-ერთი მხატვრის ოჯახში წამიყვანა დედაჩემმა.
დაახლოებით 5 ადამიანი იყო,მე არ ვითვლებოდი.
ვინც კი წავიდოდა ,დანარჩენები იყებდნენ მის უნიჭOბაზე საუბარს,მანამდე პირში ქება.მახსოვს,ისე იმოქმედა მთელი ღამე არ მიძინია.

ცხოვრება ასე გაწრთობს ნელ-ნელა, გაგულგრილებს და ცინიკურს გხდის,სამწუხაროდ.

sad.gif
nforumi

ინტერნეტში მოძებნე ,შემდეგ დაურეკე და ფასებზე შეუთანხმდი.წესით ახალ ძალიან გაიაფებული უნდა იყოს.ნოემბერია,
მსოფლიოში ასეა .თუმცა ბათუმში შარშან აპრილში ბარსელონაზე ძვირი ფასები იყო.

Posted by: nforumi 7 Nov 2014, 09:13
nigo
QUOTE
ინტერნეტში მოძებნე ,შემდეგ დაურეკე და ფასებზე შეუთანხმდი.წესით ახალ ძალიან გაიაფებული უნდა იყოს.ნოემბერია,
მსოფლიოში ასეა .თუმცა ბათუმში შარშან აპრილში ბარსელონაზე ძვირი ფასები იყო.

მაგ საქმეს ბუქინგ.ქომ -ით ვაკეთებ ხოლმე როცა საზღვარგარეთ მივდივარ. იმედია აქაც გამოვა smile.gif

Posted by: nigo 7 Nov 2014, 10:17
nforumi
აქ პირდაპირ გუგლში აკრიფე სასტუმროები ბათუმში და ამოგიგდებს.

Posted by: klo-C 7 Nov 2014, 11:44
-----

დილიდანვე ცუდად დაიწყო ის დღეს, ჯერ ჩემი შვილი ჩემს ტელეფონს დაახტა და სულ დაფსვნა, ეს საკმარიისი იყო უკვე რომ თავი საშინლად მეგრძნო,
იმიტომ რომ ახალი ტელეფონი მქონდა საყიდელი და მისი თანხები არ გათვალისწინებული თვ ის ბიუჯეტში.
როგორღაც დაანგარიშების შემდეგ გადავწყვიტე რომ იქნებ გაკეთდეს მეთქი (ნუ იმედი ბოლოს რომ კვდება ის მომენტია) და წავედი ვაგზალზე.

3ჯერ შემოვუარე წრე და პარკინგი ვერ ვიპოვე, ამ 3 წრის დარტყმას 1 საათი მოვუნდი და უკვე ისედაც დაძაბული კიდევ უფრო დავიძაბე, დავიჯღანე, ავფორიაქთი.
როგორღაც სადღაც შევაკვეხე მანქანა და გადმოვედი, გადმოვედი თუ არა დასცხო წვიმამ. ქოლგას ისედაც არ ვატარებ და რა თქმა უნდა არც მაშინ არ მქონია. ეს ღა მაკლდა...
ვერ ვიტან როცა თმები მისველდება , საშინლად მოქმედებს...
ამ წვიმაში შემოვირბინე რამდენიმე ჯიხური და ყველგან დამცინავი მზერით მპასუხობნენ მაგას არაფერი ეშველებაო....
ხელი საბოლოოდ ჩავიქნიე და დავბრუნდი მანქანაში, ის ის იყო უნდა მეტირა რომ დავინახე ადამიანი რომელიც მოწყალებას ითხოვდა, ოღონდ არ ქონდა ქვედა კიდურები და ხელების მეშვეობით გადაადგილდებოიდა...
საშინლად შემრცხვა. და მაშინვე დავაფასე ის რაც იმ მომენტში მქონდა, შვილი რომელიც ჯანმრთელია და ხტუნვა შეუძლია, ჩემი თავი რომელის ასევე ჯანმრთელია და შრომისუნარიანი და შეუძლია იყიდოს კიდევ ერთი ტელეფონი
და ღმერთი რომელმაც მომცა ეს ყველაფერი...

Posted by: nforumi 7 Nov 2014, 15:12
nigo
QUOTE
აქ პირდაპირ გუგლში აკრიფე სასტუმროები ბათუმში და ამოგიგდებს.

ეგრე არ მიცდია, მოვსინჯავ მასეც, მადლობა smile.gif

klo-C
QUOTE
დავაფასე ის რაც იმ მომენტში მქონდა

ამას ვინც ვერ ისწავლის, ვერასოდეს იქნება ბედნიერი, რაც არ უნდა ბევრი ქონდეს...

კარგია

Posted by: klo-C 8 Nov 2014, 16:50
nforumi
QUOTE
კარგია

ჩემს ნაწერს გულისხმობ?

Posted by: nforumi 9 Nov 2014, 11:22
klo-C
QUOTE
ჩემს ნაწერს გულისხმობ?

შენი ნაწერიდანაც ეს გამომდინარეობს, თუმცა მე ზოგადად ვამბობ.

Posted by: nigo 11 Nov 2014, 10:03
დღეს ჩვენი საყვარელი,ჭკვიანი,ლამაზი და ძალიან ადამიანი seta–ს

დაბადების დღეა.
გილოცავ,სიხარული, სიყვარული და ულევი ხალისიანი დღეეები და წლები
2kiss.gif 2kiss.gif

bis.gif bis.gif

Posted by: Mako Subladze 11 Nov 2014, 10:07
სალამი, ამთემელებო.
მშვიდობიან და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ.
ირუშა, სად დაიკარგე?
QUOTE
ვინც კი წავიდოდა, დანარჩენები იწყებდნენ მის უნიჭობაზე საუბარს, მანამდე პირში ქება. მახსოვს,ისე იმოქმედა მთელი ღამე არ მიძინია.

პირფერობა მაშინებს.
* * *
სეტა, საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ულევ სიხარულს გისურვებ. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: nforumi 11 Nov 2014, 11:58
nigo
QUOTE
დღეს ჩვენი საყვარელი,ჭკვიანი,ლამაზი და ძალიან ადამიანი seta–ს

დაბადების დღეა.
გილოცავ,სიხარული, სიყვარული და ულევი ხალისიანი დღეეები და წლები
–   

Mako Subladze
QUOTE
სეტა, საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ულევ სიხარულს გისურვებ.   

მე თავად ხომ ვერ მოვიფიქრებ რომ ვინმეს მივულოცო დაბდღე და თქვენ შემოგიერთდებით smile.gif

Posted by: seta 11 Nov 2014, 13:10
nigo
Mako Subladze
nforumi
დიიიიდი მადლობა.
მიყვარხართ თქვენ მე smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: klo-C 11 Nov 2014, 13:14
seta

მეც გილოცავ smile.gif)

სულიერ სიმშვიდეს გისურვებ , ყველასთვის ასე სანატრელი რომააა იმას
(ზოგადი სურვილია რომელშიც ბევრი კონკრეტული რამ იგულისხმება ) :*

Posted by: seta 11 Nov 2014, 19:32
klo-C
QUOTE
სულიერ სიმშვიდეს გისურვებ , ყველასთვის ასე სანატრელი რომააა იმას
(ზოგადი სურვილია რომელშიც ბევრი კონკრეტული რამ იგულისხმება ) :*

მადლობა smile.gif 2kiss.gif

Posted by: nforumi 12 Nov 2014, 20:45
ბათუმო ჩემო ბათუმო ... ხვალ ამ დროს ბათუმში ვიქნები ალბათ უკვე smile.gif

seta
როგორაა საქმე, ნაბახუსევი ხომ არ იყავი დღეს ?

Posted by: Mrs_Priestley 13 Nov 2014, 01:32
არ ვიცი, დილით მოსაყოლია თუ საღამოს, მაგრამ საოცარი ისტორები მხვდება ხოლმე თავს.

.......დღეს სამსახურიდან გამოვედი, მანქანით მინდოდა სეირნობა. სახლში არავინ მელოდებოდა თუთიყუშის გარდა.
.......გავუყევი გზას ალაზნისკენ და ვხედავ, მთვარე ამოდის. სავსე არ იყო. კარალიოკი რომ დამწიფდება და გასკდება, ისე ქონდა მომსკდარი ცალი მხარე წვენგამოწურული. მთვარე იყო იმფერი, როგორიც იქნებოდა მწიფე კარალიოკი, ნაცრისფერი სათვალით რომ შეხედო.
გამახსენდა, პირველად რომ აღმოვაჩინე მთვარე, რომელიც არ არის მთვარისფერი (ეს ხდება ხანდახან, ზუსტად არ ვიცი, როდის). მაშინ ვიყავი 12 ან 13. ბებოს აგარაკზე ვიჯექი სხვენში. რვეული მქონდა ატანილი და ვწერდი ლექსს. მთვარეს ვუყურებდი და ახლა ვერ ვიხსენებ, ვიზე ვფიქრობდი. ერთ-ერთ იმაზე იქნებოდა, რომლებიც მომწონდა და მიყვარდა შორიდან ფიქრებში, რომ მევარჯიშა სიყვარულში, ვიდრე ნამდვილი დადგებოდა, ჩემ თავს ვახსენებდი, რომ არსებობს საპირისპირო სქესი, მაგრამ ჯერ ვერ ვიაზრებდი სქესის არსს.
........ვფიქრობდი სულ ალბათ 3 ან 4 წამის მანძილზე და გამახსენდა იმ ლექსის პირველი სიტყვები.

მე ნარინჯისფერ მთვარეს ვანდობ ოცნებას ყველას
და მონატრება მალე ალბათ მასწავლის ფრენას....

........დანარჩენი ვერ გავიხსენე. ვერ ვიხსენებ, ისიც არ მახსოვს, ის რვეული რა იქნა.

იმ სხვენში მომინდა ყოფნა და ბებოს ხმა მომენატრა ... ქეთო, ჩამოდი, რძეში ჩაყრილი პური გაჭამო - და მე პასუხად, ბე, ხელით მაჭმევ? - კი, შვილო .... - მაშინ ჩამოვალ. და ჩამოვედი და არ ვიცოდი, რომ 12 წლის შემდეგ ასე მომენატრებოდა ის საღამო.

user posted image

Posted by: nigo 13 Nov 2014, 08:44
Mrs_Priestley
ისეთი განცდა მაქვს,თითქოს ჩემი დღიურიდან წავიკითხე smile.gif

* * *
nforumi
QUOTE
ბათუმო ჩემო ბათუმო ... ხვალ ამ დროს ბათუმში ვიქნები ალბათ უკვე

მე ამ კვირის ბოლოს მივდივარ ქობულეთში. ავცდებით,სამწუხაროდ.
ისე რა კარგი იქნებოდა სეტასთან და შენთან ერთად სადმე კარგ კაფეში შეხვედრა. smile.gif

seta -ს ფეისბუქზე ვემეგობრები და ინკოგნიტოოობა მაინც აღარ არის.

Posted by: klo-C 13 Nov 2014, 13:13
QUOTE
ჩემი პირვლი იმედგაცრუება ....

გაგარძელება

... 16 წლის ვიყავი, აბიტურიენტი, რამდნეიმე თვეში გამოცდები უნდა მქონოდა, მე კი თან ცრემლებს ვიმშრალებდი და თან ტრიგონომეტრიის ამოცანებს ვხსნიდი.
ჩემს დღიურში ვწერდი რომ მინდოდა წარმატებული და ძლიერი ვყოფილიყავი "მის ჯინაზე".
მინდოდა ტკენოდა გული , საშინლად დასჯილიყო და ა.შ (როგორც ხდება ხოლმე).
გამოცდები წარმატებით ჩავაბარე , გავიდა კიდევრ ამდენიმე წელი და ეს ტკივილიც სადღაც დაილექა და აორთქლდა.
მერე გავიგე რომ მის ცხოვრებაში ზაილან ცუდი ფაქტი მოხდა და თავი ვერ შევიკავე, დავურეკე ვუთხარი ვწუხვარ მეთქი.
დაბნეული იყო, თითქმის ვერაფერი მიპასუხა, რამდნიმე დღის შემდეგ შეხვედრა მთხოვა. დავთანხმდი.
... ვხედავ მოდის ადამინი, სრუილად განსხვავებული იმისგან რაც მახსოვდა, შინაგანაც გატეხილი, სევდიანი თვალებით და არაცნობიერი ღიმილით.
მხოლოდ სინდისის ქეჯნა ვიგრძენი მის მიმართ, რომ მინდოდა ოდესღაც ასეტი მენახა და ახდა ჩედმი სურვილი.

შემეცოდა ...

ის კი მიყურებდა მონუსხულივით (ო როგორ ვოცნებოდი მის ასეთ მზერაზე).

მერე მეტკინა ეს ყველაფერი, საშინელ ადამიანად ვიგძენი თავი, რომ მე გავიმარჯვე ამ შემთხვევაში, რომ მას ტკიოდა როგორც იქნა....

ვერ გავუძელი და წამოვედი, მთხოვდა დარჩიო, ვხედავდი როგორ უნდდოდა მაგრამ მაინც წამოვედი...
ძალიან ბევრჯერ, დამირეკა და ისევ მთხოვდა რომ კიდევ შევხვდეთო, უარი ვუთხარი...
ჩემი ნიშნობის წინა საღამოს დამირეკა და მთხოვა არ გათხოვდეო... გავუთიშე.

შვილის დაბადება მომილოცა და მეტი არც გამოჩენილა...

Posted by: nforumi 13 Nov 2014, 13:35
nigo
QUOTE
მე ამ კვირის ბოლოს მივდივარ ქობულეთში. ავცდებით,სამწუხაროდ.
ისე რა კარგი იქნებოდა სეტასთან და შენთან ერთად სადმე კარგ კაფეში შეხვედრა. 

seta -ს ფეისბუქზე ვემეგობრები და ინკოგნიტოოობა მაინც აღარ არის.

მე კვირას მოვდივარ ბათუმიდან smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 13 Nov 2014, 14:50
klo-C
გული დამეთუთქა.
რამდენი წლის შემდეგ მოხდა?

Posted by: klo-C 13 Nov 2014, 14:50
Mrs_Priestley
დაახლოებით 3 წლის შემდეგ

Posted by: Mrs_Priestley 13 Nov 2014, 19:56
ორი დღეა, ვფიქრობ ზოგიერთ ადამიანზე.
ისინი ჩნდებიან მაშინ, როცა აღარ გვჯერა, რომ სასწაული მოხდება.
ეს შეიძლება, იყოს კაცი ან ქალი, ბავშვი ან მოხუცი.
რამდენიმე იყო ჩემ ცხოვრებაში.
ერთს გავიხსენებ,
ქუჩაში გამიხდა ბებო ცუდად, ძალიან ცუდად, გონება დაკარგა და კვდებოდა. უფრო სწორად, რკინიგზის სადგურზე, ბაქანზე.
ენის წვერზე მადგას იმ სადგურის სახელი და ვეღარ ვიხსენებ.
სულ მარტო ვიყავი, ძალიან შევშინდი. დედას და მამას დაურეკეს, მაგრამ ჯერ არ ჩანდნენ.
სად იყო და სად არა, აზერბაიჯანელი ქალი გაჩნდა. მწვანილის ან ცოცხების გამყიდველი.
მე ვტიროდი და ის კი მოვიდა, მაწყნარებდა და თმაზე მეფერებოდა.
უსპაკოისია სოლნუშკა, ასე მითხრა. არ მახსოვს, საიდან გაჩნდა, ან შემდეგ სად წავიდა.
ყავის ფერი კანით და კარამელის ფერი თმით იყო. ალბათ 30-35 წლისა, ან უფრო ახალგაზრდა, რადგან ქუჩაში მუშაობა ლახავს ადამიანს, მეტადრე ქალს.
მაშინ ვიფიქრე, ალბათ შვილებს როგორ აწყნარებს ხოლმე, რა თბილია, რატომ მაწყნარებს? არ მიფიქრია, რომ ქალს ქონდა ჭუჭყიანი ხელები და მტვრიანი სახე.

ნავთლუღი ---- ასე ეძახდნენ მაშინ იმ სადგურს.
ბებო ექიმებმა გადაარჩინეს, მაგრამ განცდა მქონდა, რომ იმ ქალმა გვიხსნა ყველანი.

მინდა, რომ მივიდე იმ ბაქანზე, სადაც მოხდა ჩემი ცხოვრების ერთი სასწაული . . . კეთილი ადამიანი მუშაობდა იმ ბაქანზე. ცოცხებს ყიდდა, ან მწვანილს.

* * *
klo-C
QUOTE
თუმცა სამწუხაროდ ადამიანები ბროწეულებივით არიან, ზოგი პრიალებს გარედან მაგრამ რომ გადახსნი , შიგნით დამპალი და ჭიანია..

ეს ის შემთხვევა იყო
ჩემი პირვლი იმედგაცრუება ...

ჩემი უკანასკნელი იმედგაცრუება იყო იდენტური. 26 წლის ასაკში

Posted by: seta 14 Nov 2014, 01:04
nigo
QUOTE
nforumi
QUOTE
ბათუმო ჩემო ბათუმო ... ხვალ ამ დროს ბათუმში ვიქნები ალბათ უკვე

მე ამ კვირის ბოლოს მივდივარ ქობულეთში. ავცდებით,სამწუხაროდ.
ისე რა კარგი იქნებოდა სეტასთან და შენთან ერთად სადმე კარგ კაფეში შეხვედრა. 

seta -ს ფეისბუქზე ვემეგობრები და ინკოგნიტოოობა მაინც აღარ არის.

სიამოვნებით smile.gif
* * *
nforumi
QUOTE
როგორაა საქმე, ნაბახუსევი ხომ არ იყავი დღეს ?

არა, არ ვსვამ )

Mrs_Priestley
QUOTE
იმ სხვენში მომინდა ყოფნა და ბებოს ხმა მომენატრა ... ქეთო, ჩამოდი, რძეში ჩაყრილი პური გაჭამო - და მე პასუხად, ბე, ხელით მაჭმევ? - კი, შვილო .... - მაშინ ჩამოვალ. და ჩამოვედი და არ ვიცოდი, რომ 12 წლის შემდეგ ასე მომენატრებოდა ის საღამო.

რა ლამაზად ყვები... smile.gif

klo-C
QUOTE
ვერ გავუძელი და წამოვედი, მთხოვდა დარჩიო, ვხედავდი როგორ უნდდოდა მაგრამ მაინც წამოვედი...
ძალიან ბევრჯერ, დამირეკა და ისევ მთხოვდა რომ კიდევ შევხვდეთო, უარი ვუთხარი...
ჩემი ნიშნობის წინა საღამოს დამირეკა და მთხოვა არ გათხოვდეო... გავუთიშე.

შვილის დაბადება მომილოცა და მეტი არც გამოჩენილა...

2kiss.gif

Posted by: Mrs_Priestley 14 Nov 2014, 03:29
seta
ჩემთვის კომპლიმენტია. მაგრამ ისეთი ლამაზი საღამო იყო.... როგორც ფილმებში, ფენტეზში

Posted by: sabakvavilashvili 14 Nov 2014, 03:44
QUOTE (klo-C @ 13 Nov 2014, 13:13 )
QUOTE
ჩემი პირვლი იმედგაცრუება ....

გაგარძელება

... 16 წლის ვიყავი, აბიტურიენტი, რამდნეიმე თვეში გამოცდები უნდა მქონოდა, მე კი თან ცრემლებს ვიმშრალებდი და თან ტრიგონომეტრიის ამოცანებს ვხსნიდი.
ჩემს დღიურში ვწერდი რომ მინდოდა წარმატებული და ძლიერი ვყოფილიყავი "მის ჯინაზე".
მინდოდა ტკენოდა გული , საშინლად დასჯილიყო და ა.შ (როგორც ხდება ხოლმე).
გამოცდები წარმატებით ჩავაბარე , გავიდა კიდევრ ამდენიმე წელი და ეს ტკივილიც სადღაც დაილექა და აორთქლდა.
მერე გავიგე რომ მის ცხოვრებაში ზაილან ცუდი ფაქტი მოხდა და თავი ვერ შევიკავე, დავურეკე ვუთხარი ვწუხვარ მეთქი.
დაბნეული იყო, თითქმის ვერაფერი მიპასუხა, რამდნიმე დღის შემდეგ შეხვედრა მთხოვა. დავთანხმდი.
... ვხედავ მოდის ადამინი, სრუილად განსხვავებული იმისგან რაც მახსოვდა, შინაგანაც გატეხილი, სევდიანი თვალებით და არაცნობიერი ღიმილით.
მხოლოდ სინდისის ქეჯნა ვიგრძენი მის მიმართ, რომ მინდოდა ოდესღაც ასეტი მენახა და ახდა ჩედმი სურვილი.

შემეცოდა ...

ის კი მიყურებდა მონუსხულივით (ო როგორ ვოცნებოდი მის ასეთ მზერაზე).

მერე მეტკინა ეს ყველაფერი, საშინელ ადამიანად ვიგძენი თავი, რომ მე გავიმარჯვე ამ შემთხვევაში, რომ მას ტკიოდა როგორც იქნა....

ვერ გავუძელი და წამოვედი, მთხოვდა დარჩიო, ვხედავდი როგორ უნდდოდა მაგრამ მაინც წამოვედი...
ძალიან ბევრჯერ, დამირეკა და ისევ მთხოვდა რომ კიდევ შევხვდეთო, უარი ვუთხარი...
ჩემი ნიშნობის წინა საღამოს დამირეკა და მთხოვა არ გათხოვდეო... გავუთიშე.

შვილის დაბადება მომილოცა და მეტი არც გამოჩენილა...

user.gif user.gif გული მეტკინა sad.gif რაღაც მხრივ საკუთარი თავიც გამახსენდა mo.gif პირველ ნაწილში mo.gif

Posted by: nforumi 14 Nov 2014, 06:47
რა კარგი ამინდია ბათუმში... წელს რაღაც ძალიან ნაკლებად არის წვიმა, ჩააწყო ბათუმის მთავრობამ

biggrin.gif

Posted by: nigo 14 Nov 2014, 08:22
klo-C

QUOTE
მერე მეტკინა ეს ყველაფერი, საშინელ ადამიანად ვიგძენი თავი, რომ მე გავიმარჯვე ამ შემთხვევაში, რომ მას ტკიოდა როგორც იქნა....

ძალიან მძიმე მომენტია,თან იმარჯვებ და სამაგიეროს უხდი,თან დამნაშავის განცდა გაქვს. sad.gif

მე არ ვიცი იმ ადამიანს რა შეემთხვა ,მაგრამ ჩემთვის შურისძიება ტკბილ-მწარე განცდაა . მაინც მრცხვენია ხოლმე მერე საკუთარი თავის.

Mrs_Priestley

ძალიან თბილად ჰყვები. smile.gif
* * *
დავთრები და გავბრიყვდები,სიყვარულზე ვმღერივარ
არც ალუბლის კუნწულა ვარ,არც ნარცისის ღერი ვარ
უბედური არ ვარ,მაგრამ აღარც ბედნიერი ვარ,

მე ლამაზი უკვე ვიყავ,ახლა მშვენიერი ვარ.

ფეისბუქზე დამიდეს .ერთი ჩემი კარგი ნაცნობი პოეტის ლექსია.გარდაიცვალა.

ისეთი უჟმური და ბოღმა იყო და რა თბილი ლექსი დაუწერია..
sad.gif

Posted by: klo-C 14 Nov 2014, 11:01
seta
2kiss.gif
sabakvavilashvili
QUOTE
user.gif user.gif გული მეტკინა sad.gif რაღაც მხრივ საკუთარი თავიც გამახსენდა mo.gif პირველ ნაწილში mo.gif

მოგვიყევი : )
nigo
QUOTE
მაგრამ ჩემთვის შურისძიება ტკბილ-მწარე განცდაა . მაინც მრცხვენია ხოლმე მერე საკუთარი თავის.

იმდენჯერ მიტირია... ისე მტკიოდაა. ისე ვოცნებოდი ამ ყველაფერზე, მაგრამ საბოლოო ჯამში სინდისის ქეჯნა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე რაღაც გამარჯვება.

Mrs_Priestley
QUOTE
ჩემი უკანასკნელი იმედგაცრუება იყო იდენტური. 26 წლის ასაკში

კარგია თუ ბოლო იყო )). საერთოდ იმედგაცრუება ალბათ ყველაზე მრავლის მომცველი და მტკივნეული გრძნობაა

Posted by: nigo 14 Nov 2014, 15:17
QUOTE
საერთოდ იმედგაცრუება ალბათ ყველაზე მრავლის მომცველი და მტკივნეული გრძნობაა

klo-C
მტკივნეული კი არის,ძალიან,მაგრამ ჯობია ახალგაზრდობაში გადაიტანოთ.
ასაკში და ასი წლის ურთიერთობებში უფრო ძნელია.

კი ხდები ნელენლა გულგრილი დაპრაგმატულლი,მაგრამ მაინც ძნელია.

ადამიანს პატივს სცემ,აფასებ და ერთ დღეს... sad.gif sad.gif

Posted by: Mrs_Priestley 14 Nov 2014, 20:57
საინტერესო ისტორიას მოვისმენდი smile.gif
ჩაისთან ერთად
* * *
nigo
QUOTE
ფეისბუქზე დამიდეს .ერთი ჩემი კარგი ნაცნობი პოეტის ლექსია.გარდაიცვალა.

ისეთი უჟმური და ბოღმა იყო და რა თბილი ლექსი დაუწერია..

საფლავში მაინც დააყენე smile.gif

ახლა ისეთ განწყობაზე ვარ, ბავშვობაში ღამით რომ ვდგებოდი.
როცა წესით უნდა მძინებოდა და არ მეძინა,
უცბად ავღელდები, შემდეგ დავწყნარდები, შემდეგ ისევ ავღელდები და ვფიქრობ რომ სიცოცხლე გრძელია, მაგრამ თან მოკლე. წამის მეასედებისგან შედგება და ყველა წამი ძვირფასია.
ყველას ძინავს, მე კი არა.
ჩემ თავს შთავაგონებ, რომ არ უნდა მომერიოს ძილი, არც ერთი წამი არ უნდა დავკარგო. ვიცმევ ტანსაცმელს და გავდივარ აუცილებლად ,,ზალაში" - მაშინ ასე ვეძახდი. სხვა ოთახში არა რადგან მგონია, იქ სულები დაძრწიან (ძირითადად ჩემი გარდაცვლილი პაპის, რომელიც თვალად არასდროს მენახა, მაგრამ მეგონა, იმისი სული იქ დაფრინავდა).
ზალა არის დიდი ოთახი, სადაც დგას ,,სტენკა" - ძალიან ლამაზი და ვიტრინაში აწყვია ფაიფურის და ბროლის ჭურჭელი, ასევე დგას დიდი მაგიდა, დივანი და სავარძლები. ჭერზე კიდია ჭაღი, მტვრიანი მწვანე ფერის შანდლებით, რომელიც ჩემი აზრით ინდოეთიდან არის ჩამოტანილი (ინდურ ძღაპრებზე ვგიჟდებოდი იმჟამად). 6 ნათურა აქვს საიდანაც ერთი ჩამრთველით ინთება 3 ცალი ერთად და მეორითაც ასევე სამი. ორივე ჩამრთველს ვრთავ, მაგრამ 2 ნათურა ინთება მხოლოდ. ექვსივე ერთად მარტო ახალ წელს ბრდღვიალებს ხოლმე. მთელი წელი კი ოთხი ნათურა გადამწვარია.
მე ვჯდები დივანზე საზეიმო პოზაში და ვესაუბრები საკუთარ თავს - ეს ჩვევა იმდენად მქონდა გამჯდარი, ხანდახან ახლაც მახსენებს ხოლმე თავს smile.gif)))
ახლა უნდა გავაკეთო ყველაზე საინტერესო რამ, უნდა წავიკითხო ყველა წიგნი, ვისწავლო ყველა ენა, დავხატო, ფორტეპიანოზე დავუკრა (ამას უმალვე უკუვაგდებ თორემ ჩემებს გაეღვიძებათ და ძალით დამაწვენენ დასაძინებლად).
იმ აზრზე ვრჩები, რომ ჯობს, ავარჩიო ყველაზე საინტერესო წიგნი და წავიკითხო - და ვიღებ ,,სიბრძნის სიმფონიას" - ეს მგონია უნიკალური რამ, რაღაც სადაც ყველაფერი წერია და თუ წაიკითხავ, ყველაზე ჭკვიანი იქნები. ვიწყებ კითხვას და ვნანობ, რომ რვეულის ყიდვა ფრაზების ამოსაწერად ისევ დამავიწყდა.
ასე ხდება შუაღამის სამი საათი და რომელიმეს ეღვიძება ჩემებიდან და მაწვენენ.
თუ მოვახერხე ფარნის კონტრაბანდა ლოგინში, იქ ვაგრძელებ კითხვას.

უჰჰჰჰ, ბავშვობა smile.gif)))

Posted by: nforumi 14 Nov 2014, 23:36
Mrs_Priestley
QUOTE
ფარნის კონტრაბანდა ლოგინში

smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 15 Nov 2014, 03:46
nforumi
ეს ყველა ბავშვს გამოუცდიაsmile.gif ელემენტის დაჯდომამდე საბნის ქვეშ კითხვა ფარნის შუქზე

Posted by: nforumi 15 Nov 2014, 07:44
Mrs_Priestley
QUOTE
ეს ყველა ბავშვს გამოუცდია ელემენტის დაჯდომამდე საბნის ქვეშ კითხვა ფარნის შუქზ

"ყველა" ცოტა გადაჭარბებულია smile.gif

Posted by: nigo 15 Nov 2014, 09:29
მეც ვკითხულობდი ფარნის ქვეშ "კონტრაბანდულ" წიგნებს.
რის წაკითხვასაც გიკრძალავენ და მეგობრები ჩუმად გაძლევენ.

Mrs_Priestley
მე როგორც თემის უხუცესმა,მიგიღე ჩვენს დახურულ კლუბში.
არ დაიკარგო. smile.gif

Posted by: nforumi 15 Nov 2014, 16:20
nigo
QUOTE
რის წაკითხვასაც გიკრძალავენ

აკრძალული ხილი ყველთვის უფრო გემრიალია smile.gif

Posted by: lela_85 15 Nov 2014, 18:57
ჩვენ გვქონდა ხის სახლი 
ხელით ნაგები,
ბუხარით , 
ვერანდაზე რბილი სავარძლით,
რომელიც გაყურებდა,  
მთებს მიფარებულ უთბილეს მზეს,
ის გახსენებდა ადამიანს,
რომელისკენაც მუდამ მიისწრაფოდი, შეუჩერებლად,თბილი წინდებით და ცხელი ჩაით ....
და მაინც არ გვქონდა სახლი, 
რადგან დავტოვეთ....

და მძულს საკუთარი თავი,
და მძულს ყოველი წამი,
და მძულს სიტყვა, შეხება, ოცნება....

როცა ადამიანი უბრალოდ ტყუვდება....
და მზეც ქრება...
არასებულ მთებს მიღმა,
ყელში გაჭერს ,როცა გახსენდება თბილისის ქუჩების მტვერი...

Posted by: sabakvavilashvili 15 Nov 2014, 20:27
klo-C
QUOTE
მოგვიყევი : )

ნაჰ, არ მიყვარს საჯაროდ ჩემი პრობლემების წერა ხოლმე. მითუმეტეს სახელი და გვარი მაწერია იუზერზე rolleyes.gif ანონიმურად კიდევ შეიძლება, დავწერდი სიამოვნებით yes.gif

Posted by: Mrs_Priestley 16 Nov 2014, 02:08
nigo
QUOTE
რის წაკითხვასაც გიკრძალავენ და მეგობრები ჩუმად გაძლევენ.

გი დე მოპასანი, ათას ერთი ღამე, და დეკამერონი - მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქართული ხალხური პოეზია გაცილებიტ ბომბია. ერთი კრებული ჩამივარდა ხელში 12 წლის რომ ვიყავი და რომ წავიკითხე, შემრცხვა smile.gif)
მე მახსენდება, უშუქობა.
სახლში გვედგა შეშის ღუმელი და მის სინათლეზე ვკიტხულობდი, სანთელი რომ არ გვქონდა.
ბებოს და ჩემ უმცროს ძმას ვუკითხავდი ხოლმე. ორივე გასუსული ისმენდა.
ჩემი წყალობით იყო, რომ ჩემმა ძმამ ამ უწყინარი ტრადიციის გამო მხოლოდ მეათე კლასში ისწავლა კითხვა ნორმალურად.
სულ მე მაკითხებდნენ ყველაფერს.
ყველაზე სწრაფად ვკითხულობდი კლასში და უშეცდომოდ.
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ხმამაღლა პირველად ბავშვობის შემდეგ და ისე მომენატრა დაწყებითი კლასების შეჯიბრი გამართულად კითხვაში.

სულ ვფიქრობდი, რომ არაფრით გამორჩეული ბავშვობა მქონდა.
და ახლა, 26 წლის ასაკში ვგრძნობ, რა საოცრებებით იყო აღსავსე, რამდენი ძლიერი განცდა და შთაბეჭდილება დამიტოვა.
ისე მახსენდება ფაქტები, თითქოს ფილმში ვუყურებ.
ციფერი მერხები ჩემ კლასში.
დედა ენის შავთეთრი ქსეროასლი (ასეთი ვიშოვეთ, ფერადი სულ რამდენიმე ბავშვს ქონდა კლასში).
ნავთით მოპრიალებული იატაკი.
ტანსაცმლის საკიდი ზუსტად ჩემი მერხის გვერდით. ბავშვები - ზოგი პუტკუნა, ზოგი გამხდარი, ზოგი კრიალა და ზოგი ჭუჭყიანი. ჩემს უკან იჯდა გოგონა სახელად ნატო, წინ სოფო, გვერდით გიორგი. ნატოს გვერდით იჯდა გიორგი მიქოიანი. მეოთხე კლასის შემდეგ არ მინახავს. სულ ვცდილობდი, არაფერი დამვიწყებოდა, რომ გამეხსენებინა როცა გავიზრდებოდი. და სულ მაინტერესებდა, როგორი ვიქნებოდი 18 წლის, ან 23, ან 26.
ყოველთვის მესმოდა, როგორ დადიოდა ზოგიერთი ბავშვი ცეკვაზე და ვერაფრით ვხსნიდი, რატომ მე არ მატარებდნენ, მაგრამ ვერ ვბედავდი, მშობლებისთვის მეკითხა.
თუ მასწავლებელი მკაცრად მკითხავდა, მოვამზადე თუ არა გაკვეთილი, უხერხულად ვგრძნობდი თავს და ხანდახან ვამბობდი, რომ არ ვიყავი მზად.

ჩვენი საკლასო ოთახის გვერდით კლასში ბავშვი დაიღუპა ვირუსით და ისე მეშინოდა, ვიდრე სხვა ოთახში გადავიდოდით, სულ მეგონა, ერთი ვირუსის ნაწილაკი ცოცხლად იყო გადარჩენილი და მე შემხვდებოდა smile.gif))

ახლაც თვალწინ მიდგას, რა ჩანდა ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრებიდან და ხატვა რომ შემეძლოს, დავხატავდი.
თითოეული ამოვარდნილი პარკეტი მახსოვს.

ერთხელ მომინდა შესვლა სკოლაში და იმ საკლასო ოთახთან მისვლა და ნახვა, მაგრამ შემეშინდა.
შემეშინდა, რომ სკოლის დერეფანი და საკლასო ოთახი ისეთი მაღალი აღარ იქნებოდა ჩემთვის, როგორც ეს 8 და 9 წლისას მეჩვენებოდა.
არ მინდა, წარმოსახვაში განელდეს ის პომპეზურობა, რაც იმ შენობის კედლებს დარჩა ჩემში,

Posted by: nigo 16 Nov 2014, 09:23

Mrs_Priestley
QUOTE
გი დე მოპასანი, ათას ერთი ღამე, და დეკამერონი

ხშირად დამიწერია აქ,როგორ მეჯავრებოდა მუსიკალურ შვიდწლედში სიარული.

ჰოდა გარეგნულად დამჯერი,მამის სიამაყე ვიყავი და შინაგანი პროტესტი უდიდესი და უზარმაზარი.

ვიკეტებოდი ჩემი და ბებიის საერთო ოთხაში,იქ იდგა პიანინო და დავიდებდი ნოტების ნაცვლად სწორედ შენ რომ ჩამოთვალე იმ წიგნებს,კიდევ "ნანა" "იზა" და "ჩოჩარა"

მშობლებზე შურისძიების მწვერვალზე ვიყავი.

ოთახში არ შემოდიოდნენ,ძლივს იგრძნო ბავშვმა დაკვრის სიყვარულიო

biggrin.gif

lela_85
QUOTE
და მძულს საკუთარი თავი,
და მძულს ყოველი წამი,
და მძულს სიტყვა, შეხება, ოცნება....

ძალიან სევდიანი,მაგრამ ნაცნობი განცდაა.

ყველას ჰქონია ცხოვრებაში მსგავსი მომენტი.
აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია.აპატიე საკუთარ თავს,რაც არ უნდა იყოს.ისე გაწვალდები ძალიან.

sabakvavilashvili

მესმის,აქ ინკოგნიტოობა გვაწერინებს ჩვენ პირადულ განცდებს,სასიამოვნოსაც და პირიქით.მხოლოდ საკუთარ თავზე ხომ არ ვწერთ.
ხანდახან ვწერთ,მაგრამ ვითომ სხვას გადახდა. biggrin.gif

Posted by: CortinaDAmpezzo 16 Nov 2014, 09:32
QUOTE
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან..,

კი წაიკითხავდა კაცი ამ დილას
ჭიქა დალოცვილ დაუე ეხბერტსთან ერთად

http://www.radikal.ru

Posted by: lela_85 16 Nov 2014, 10:37
QUOTE (nigo @ 16 Nov 2014, 09:23 )

lela_85
QUOTE
და მძულს საკუთარი თავი,
და მძულს ყოველი წამი,
და მძულს სიტყვა, შეხება, ოცნება....

ძალიან სევდიანი,მაგრამ ნაცნობი განცდაა.

ყველას ჰქონია ცხოვრებაში მსგავსი მომენტი.
აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია.აპატიე საკუთარ თავს,რაც არ უნდა იყოს.ისე გაწვალდები ძალიან.

ზუსტად იმ წუთში,ეს რომ არ მეთქვა,არ დამეწერა. არ შემეძლო,წერა მათავისუფლებს, ბუხარზე და ჩაიზე.....
არც მე მინდა, ყველაზე საზარელი გრძნობაა ყველაფერს,რომ გართმევს, მაგრამ ტყუილი სითბოც უფრო მეტად საზარელია....რომელიც არ გეკუთნოდა....

Posted by: Lyari 16 Nov 2014, 11:20
QUOTE
რის წაკითხვასაც გიკრძალავენ და მეგობრები ჩუმად გაძლევენ

რატომღაც არასდროს მომდომებია ისეთი ჟანრის წაკითხვა, რაც ცილდებოდა ჩემს ასაკს; კარგად მახსოვს, როგორ მომინდა ბურატინოს თავგადასავალი და მალვინა შემიყვარდა, მახსოვს კარლსონი და საოცნებო პროპელერიანი კომბინიზონი, მოგვიანებით შერლოკ ჰოლმსი და შემდგომ მთელი დღე გამადიდებელი შუშით ნაკვალევის თვალიერება და ა. შ. მაგრამ ისიც მახსოვს, როგორ ურცხვად მივატოვე პარიზის ღვთიმშობლის ტაძარი, ვინაიდან არ ვიყავი მისთვის ჯერ მზად. ეროტიკას რაც შეეხება, არასდროს მინდოდა, რომ ის წიგნში მენახა/წამეკითხა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს წიგნის შეურაცხყოფა იქნებოდა... მახსოვს, ჩემი თანატოლი ბიჭი აქტიურად მთავაზობდა ერთ-ერთ წიგნს, მგონი ჭაობი ერქვა და შავ-თეთრად ქონდა ყდა გაფორმებული (აუ, რეები მხსომებია smile.gif)) და ეხატა მუხლებზე პროფილში მჯდომარე ქალი, ეროტიულად გამოკვეთილი სხეულის ფიგურებით, რომელის წაკითხვაზეც უარი განვაცხადე, თითქოს პროტესტის ნიშნად.

Posted by: nigo 16 Nov 2014, 12:33
Lyari
პროტესტი იყო,მეტი კი არაფერი.

მხატვრულ ლიტერატურას პონოგრაფიად აღვიქვამდი და მშობლებს სამაგიეროს ვუხდიდი. biggrin.gif
ისე ტომ სოერის და გეკის კითხვა ახლაც მიყვარს.
ჩუმად,ჯინაზე ვკითხულობდი.თან რომ ეგონათ მუსიკას ვმეცადინეობიდ.ეს როგორ მიმძაფრებდა შურისძიების განცდას.ღიად კიდევაც დაუსკდებოდათ გულები და ძალიან მაგრად მიყვარდნენ,განსაკუთრებით ბებიები.

lela_85

ფსიქიატრმა მასწავლა
ყოველ დილას წერე ,რაც გაწუხებს

ელაპარაკე იმას,ვინც შენი ცუდად ყოფნის მიზეზია
ან მოვლენას.
მარტო ხარ,არ მოერიდო ცუდ,მწარე და ტაბუ სიტყვებს.
წერე ყოველ დილას
მერე დაწვი
ნახავ ,როგორ გაგივლის ნელნელა ბოღმა

კომპიუტერში არ აკრიფო ,ხელით წერე.

Posted by: lela_85 16 Nov 2014, 14:31
QUOTE (nigo @ 16 Nov 2014, 12:33 )

lela_85

ფსიქიატრმა მასწავლა
ყოველ დილას წერე ,რაც გაწუხებს

ელაპარაკე იმას,ვინც შენი ცუდად ყოფნის მიზეზია
ან მოვლენას.
მარტო ხარ,არ მოერიდო ცუდ,მწარე და ტაბუ სიტყვებს.
წერე ყოველ დილას
მერე დაწვი
ნახავ ,როგორ გაგივლის ნელნელა ბოღმა

კომპიუტერში არ აკრიფო ,ხელით წერე.

მადლობაsmile.gif ჩხუბი ისე მირჩევნია. წერისას უფრო ვალამაზებ ყველაფერს. :smile.gif))) და დაწვისთვის დამენნანება, ასე რომ არაფერს აღარ დავწერ..... smile.gif)))სიტყვები მხოლოდ ძვირფას რამეს უნდა ალამაზებდეს.....სიძულვილს არააა.

Posted by: sabakvavilashvili 16 Nov 2014, 14:51
nigo
QUOTE
მესმის,აქ ინკოგნიტოობა გვაწერინებს ჩვენ პირადულ განცდებს,სასიამოვნოსაც და პირიქით.მხოლოდ საკუთარ თავზე ხომ არ ვწერთ.
ხანდახან ვწერთ,მაგრამ ვითომ სხვას გადახდა.

ჰო, ვხვდები, მაგრამ მე საკუთარ თავზე მიწევს biggrin.gif

Posted by: nigo 16 Nov 2014, 14:52
lela_85

აქ წერე,გაგვიხარდება.
მე სულ სხვა რამ ვიგულისმე.
ფსიქოთერაპიული მეთოდია.
იქ რასაც დაწერ და როგორც ,აქ ვერასდროს.

თუ არავიზე ხარ განაწყენებული ,მაგას რა ჯობია. smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 16 Nov 2014, 15:59
nigo
QUOTE

ვიკეტებოდი ჩემი და ბებიის საერთო ოთხაში,იქ იდგა პიანინო და დავიდებდი ნოტების ნაცვლად სწორედ შენ რომ ჩამოთვალე იმ წიგნებს,კიდევ "ნანა" "იზა" და "ჩოჩარა"

biggrin.gif
რა ცუდი ბავშვი ყოფილხარ.

მეც ასე მატარეს ფორტეპიანოზე შვიდი წელი. ვერ ვიტანდი მაგრამ მშობლები რო მემუქრებოდნენ იცოდე გამოგიყვანთო, მეშინოდა, არ გამოვეყვანე smile.gif))

Posted by: lela_85 16 Nov 2014, 16:18
QUOTE (nigo @ 16 Nov 2014, 14:52 )
lela_85

აქ წერე,გაგვიხარდება.
მე სულ სხვა რამ ვიგულისმე.
ფსიქოთერაპიული მეთოდია.
იქ რასაც დაწერ და როგორც ,აქ ვერასდროს.

თუ არავიზე ხარ განაწყენებული ,მაგას რა ჯობია. smile.gif

შეიძლება მართალიცაა,მაგრამ არ მერიდება ჩემი გრძნობების გასაჯაროვება.... ნაწყენი ვარ, მაგრამ მეტად საკუთარ თავზე....

ეგ მეთოდიც გამიგია,მაგრამ უბრალოდ მერე მენანება სიტყვების გაქრობა, ამიტომ მირჩევნია დარჩეს,ალბათ ეგეც ერთგვარი გამოხატულება,იმის რომ არასდროს არაფერს ვპატიობ გულის სიღრმეში საკუთარ თავს...

Posted by: Mrs_Priestley 16 Nov 2014, 17:16
lela_85
თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებ, გირჩევ, ისწავლო, რომ სინანული სპობს ადამიანს,
საკუთარ თავს ყველაფერი უნდა აპატიო.
და თავს დააძალო პოზიტივზე ფიქრი.
თავიდან გაგიჭირდება მაგრამ შემდეგ ისე შეეჩვევი, თავადვე გაგიკვირდება

Posted by: nigo 16 Nov 2014, 18:15
lela_85

მე ზოგადად მიჭირს პატიება.
არც ეკლესია მშველის და არც ის,რომ ბოღმით ისევ საკუთარ თავს ვნებ .
საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და სხვა მითუმეტეს.

ახლა ცოტა შევიცვალე,ასაკიც და უფრო გამიადვილდა ცხოვრება.

Posted by: Mrs_Priestley 16 Nov 2014, 18:18
nigo
ძალიან ცუდ რამეს თუ ჩაიდენ, მერე წვრილმანებს ადვილად აპატიებ ხოლმე საკუტარ თავს smile.gif

Posted by: nigo 16 Nov 2014, 18:19
Mrs_Priestley

რა ცუდი ბავშვი ყოფილხარ.[/quote]

იცი რა კარგი ბავშვი ვიყავი გარედან.
ნაწნავებიანი,ხუთოსანი,მშობლების დამჯერი ,სხვისთვის მაგალითად მოვყავდით
biggrin.gif

ასეთი გავდიოდი სახლიდან ,მესამე სართულიდან -პირველზე, გაშვებული თმები,დახატული თვალები,ჩანთაში პაპიროსი ბტ-მაშინ ძალიან ფირმა(ბულგარული) და შატალო.

biggrin.gif

70-იანების თინეიჯერი biggrin.gif
* * *

QUOTE
ძალიან ცუდ რამეს თუ ჩაიდენ, მერე წვრილმანებს ადვილად აპატიებ ხოლმე საკუტარ თავს

ზედმიწევნით კეთილშობილი და პატიოსანი უნდა იყოს ადამიანი,რომ აღიაროს, ძალიან ცუდი ჩავიდინეო.

მე არ ვარ ასეთი

და კიდევ კარგი.

საკუთარი დანაშაულის გრძნობას და სინდისი ქეჯნას ვერ ვიტან,ძალიან მტანჯავს.

Posted by: Lyari 16 Nov 2014, 20:22
QUOTE
გირჩევ, ისწავლო, რომ სინანული სპობს ადამიანს

Mrs_Priestley
drug.gif
lela_85
იმედია, ამას არ გაითვალისწინებ

Posted by: lela_85 16 Nov 2014, 23:38
QUOTE (Lyari @ 16 Nov 2014, 20:22 )

drug.gif
lela_85
იმედია, ამას არ გაითვალისწინებ

ადამიანი საკუთარ თავს არ უნდა პატიობდეს, სხვებს კი . თუმცა საკუთარ თავს უფრო ვპატიობთ,ვიდრე სხვებს...რა ვქნა თუ არც ერთი შემიძლია და არც მეორე.

Posted by: Lyari 17 Nov 2014, 00:13
lela_85
სინანული ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რაც ადამიანს გამოარჩევს ცხოველისგან და სძენს თავმდაბლობას. შენ ალბათ უტრირებ, როცა ამბობ, რომ პატიება და შენდობა არ შეგიძლია, პატიება ყველას შეუძლია.

Posted by: lela_85 17 Nov 2014, 00:20
QUOTE (Lyari @ 17 Nov 2014, 00:13 )
lela_85
სინანული ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რაც ადამიანს გამოარჩევს ცხოველისგან და სძენს თავმდაბლობას. შენ ალბათ უტრირებ, როცა ამბობ, რომ პატიება და შენდობა არ შეგიძლია, პატიება ყველას შეუძლია.

მძულს და მეზიზღებააააააააა ყველაფერი.
ამ მომენტში. არ შემიძლია. იმედია ოდესმე შევლებ სხვას ვაპატიო და იმედია ჩემ თავს არასდროს ვაპატიებ.
* * *
ქუჩაში მიმავლებს გზა ყვითელ ფოთლებად გვეშლება,
-წავიდეთ სახლში, ყინვა ცუდი ვიღაც ყოფილა....
მინდა ვგავდე ბავშვს ,რომელსაც სიცივის არ სჯერა...
რომელსაც ფოთლები გასაყინად არ ემეტება ,რომელიც მიკოცნის ხელებს და მიდის სახლში,სადაც თბილა..

ალბათ ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს მე და ბავშვები...

მათ ყოველთვის სჯერათ თბილი სახლის და ადამიანების, როცა უბრაზდებიან ქარიშხლებს..
..

..

Posted by: Lyari 17 Nov 2014, 09:36
lela_85
user posted image

Posted by: nigo 17 Nov 2014, 09:57
Lyari
QUOTE
სინანული ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რაც ადამიანს გამოარჩევს ცხოველისგან და სძენს თავმდაბლობას. შენ ალბათ უტრირებ, როცა ამბობ, რომ პატიება და შენდობა არ შეგიძლია, პატიება ყველას შეუძლია.

yes.gif yes.gif

და დრო ყველაფრის მკურნალია.
კი არის გაცვეთილი ფრაზა,მაგრამ ასეა.

Posted by: pekineli 17 Nov 2014, 10:22
სინანულის არვიცი მაგრამ პატიეის უნარი არ გამაჩნია.

სანამ მინიმუმ ისევე არ ვატკლენ ადამიანს როგორც მატკინა არაფრის პატიება არ ძალმიძს.

შურისძიება ჩემი მამოძრავებელი ძალაა.

შეიძლება ცუდია მაგრამ რასვიზამთ!

Posted by: Lyari 17 Nov 2014, 10:57
nigo
უბრალოდ არის ჭრილობები, რომლებიც თავს გვახსენებს ხოლმე პერიოდულად, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მოტეხილი ფეხივით, უამინდობისას რომ წამოგვტკივდება...
pekineli
გაგიჭირდება ეგრე...

Posted by: pekineli 17 Nov 2014, 12:05
Lyari
QUOTE
გაგიჭირდება ეგრე...

ვიცი და მიჭირს კიდეც.

Posted by: კუსკუსა 17 Nov 2014, 12:13
nigo

პირობა შესრულებულია biggrin.gif

მოგესალმებით 2kiss.gif

QUOTE
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან.., ბუხართან მოსაყოლი ისტორიები..

http://www.radikal.ru

Posted by: Alice_ 17 Nov 2014, 12:21
რა ღირს ნეტა? მშრალ ხიდზე არ ექნებათ?

user posted image

Posted by: კუსკუსა 17 Nov 2014, 12:31
pekineli
QUOTE
სინანულის არვიცი მაგრამ პატიეის უნარი არ გამაჩნია.

სანამ მინიმუმ ისევე არ ვატკლენ ადამიანს როგორც მატკინა არაფრის პატიება არ ძალმიძს.

შურისძიება ჩემი მამოძრავებელი ძალაა.

შეიძლება ცუდია მაგრამ რასვიზამთ!

პატიება არ ნიშნავს დავიწყებას...
თუ საშინლად მოგექცევიან, შემდეგ ეცდებიან სიტუაციის გამოსწორებას
არაა პრობლემა, აპატიე, მაგრამ ნუ დაივიწყებ რა გაგიკეთა, რაზეა წამსვლელი
ადამიანები არ იცვლებიან...

შურისძიებას ყოველთვის მოასწრებ, ცხელ გულზე არაა საჭირო
ჩაგივარდება მომენტი და როცა არ ელის , მაშინ ატკენ
მაგრად გაგისწორდება up.gif biggrin.gif

Posted by: klo-C 17 Nov 2014, 12:36
დღეს ღამით მივფრინავ პირველად ევროპაში

რაღაცნაირად აფორიაქებული ვარ
ცოტა მეშინია, იმიტომ რომ მარტო მივდივარ და ინგლისურსაც არ ვსხლავ...

ჩემი სამუშო ადგილიდან ნისლიანი თბილისი მოჩანს,
უფროსი მეხუმრება დღეს ფრენის ამინდი არ არისო და გადაიდებაო....

კაკლის ხეზე ყვავი ზის და ჩხავის

...

Posted by: akkai 17 Nov 2014, 12:36
აქა მშვიდობა:
დრეს აღმოვაჩინე ინტერნეტში ვიდეო, რომლის ისტორიაც მთელი ბავშობა მესმის და ვიდეოს მას შემდეგ ვეძებ რაც ინტერნეტთან და არქივთან მიმიწვდება ხელი:

ადამიანი რომელმაც ჩუქჩებს შეასწავლა მეგრული , ინგლისურის ნაცვლად და ამის გამო 8 წელი ლიუსაჯეს თავად ყვება ამ ისტორიას:

http://intermedia.ge/vid/384401-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-8-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A1/

love.gif love.gif

Posted by: pucukia 17 Nov 2014, 12:44
უი:
მოფიქრება კი უნდა ამას, მაგრამ ნამეტანი რისკია:
წერა რო ვერ ისწავლეს იმათმა, ამაზე ვერ დაფიქრდნენ? smile.gif

Posted by: akkai 17 Nov 2014, 12:47
QUOTE
დღეს ღამით მივფრინავ პირველად ევროპაში

klo-C
საით? ეგებ გირჩიოთ რაიმე:

ფრენას რაც შეეხება.ეცადე დაიძინო . ყველაზე მარტივი ეგაა.
და პანიკას არ აყვე კიდე.
ზედმეტი არაფერი არ აიტანო სალონში, დაიღლები მაგის თრევით :
დიდი ინგლისურის ცოდნა არ არის საჭირო.მარტივ კითხვებს დაგისვავენ:
საიდან ჩამოფრინდი:
სად მიდიხარ?
რამდენი ხნით?
შეიძლება ჩასვლის მიზეზიც გკითხონ:
ნუ არ დაგჭირდება წესით, მაგრამ რახან პირველი ვიზიტია უკან დასაბრუნებელი ბილეთის ელექტრონული ვერსია მაინც ამობეჭდილი გქონდეს, იმის დასტურად რომ იქ დარჩენას არ აპირებ:
ხო კიდე გეიტებს მიაქციე ყურადღება :უკან წამოსვლისას.
წარმატებები და ეცადე არ ინერვიულო:
თუ რაიმე კითხვა გექნა დაწერე აბა. ეგებ გიპასუხოთ;
ადგილზე აუცილებლად შეიძინე ქალაქის ტურისტული რუკა და მოახაზინე ის ადგილი სადაც იცხოვრებ:
თუ სასტუმროში რჩები ვიზიტკა გამოართვი, რო დაიკარგო ბოლო ბოლო ტაქსის მძღოლს აჩვენებ:
დანარჩენი ეხლა დიდად იმგლისურს თუ არ სხლავ არ დაიკარგები.
ხელების და ჟესტების ენა ყველას ესმის:
ხო კიდე აუცილებლად გასინჯე ადგილობრივი სამზარეულოდან რაიმე:

აბა კეთილი მგზავრობა და ველით ევროპიდან ფოტოებს :დ

Posted by: კუსკუსა 17 Nov 2014, 13:29
klo-C
QUOTE
დღეს ღამით მივფრინავ პირველად ევროპაში

ყველაზე მთავარი
ჩაფრინდებით თუ არა, მობილურის ჩართვაზე იზრუნეთ
იყიდეთ ახალი კარტა, რომ კონტაქტი იქონიოთ ახლობლებთან...
ინტერნეტი ყველგანაა , მაგრამ მაინც
დაბნევის შემთხვევაში გადაგარჩენთ smile.gif

Posted by: nforumi 17 Nov 2014, 17:39
nigo
QUOTE
და დრო ყველაფრის მკურნალია.

ისე არ არის ეგ ყოველთვის მართალი

* * *
კუსკუსა
რა მაგარი სახლია... რა კარგი იქნებოდა მართლა რომ გვქონდეს სადმე და კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდეთ ბუხართან ...

klo-C
QUOTE
ცოტა მეშინია, იმიტომ რომ მარტო მივდივარ და ინგლისურსაც არ ვსხლავ...

ნუ გეშინია, გახვალ იოლას, სულ ცოტა თუ მაინც იცი. რომელ ქვეყანაში მიდიხარ?

Posted by: Mrs_Priestley 17 Nov 2014, 18:48
Lyari
QUOTE
იმედია, ამას არ გაითვალისწინებ

არ მინდა, ეს თემა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდოს, მაგრამ წარსულზე განუწყვეტელი სინანული სასოწარკვეთილებამდე მიდის და ეს ნამდვილად დამღუპველია

Posted by: tenochtitlan 17 Nov 2014, 19:46
რაღაც აღარ შემომიხედია კარგა ხანია და რამდენი ხალხი
გამოჩენილა, ზოგი ახალი და ზოგიც იშვიათი სტუმარი.
კარგია, უფრო მხიარულად ვიქნებით. bis.gif

klo-C
კეთილი მგზავრობა. რა სჯობია მოგზაურობას,

მეც წავალ ერთ კვირაში ცოტა ხნით და ერთი სული მაქვს
მალე ჩავჯდე თვითმფრინავში.
მიყვარს ფრენა.
საერთოდ სადგური და აეროპორტი ყოველთვის კარგ ხასიათზე
მაყენებს, რადგან მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.

Posted by: nigo 17 Nov 2014, 19:48
კუსკუსა

biggrin.gif

კეთილი იყოს შენი ფეხი 2kiss.gif

Posted by: seta 17 Nov 2014, 21:06
გამარჯობა თანაბუხრელებო smile.gif

akkai
QUOTE
ადამიანი რომელმაც ჩუქჩებს შეასწავლა მეგრული , ინგლისურის ნაცვლად და ამის გამო 8 წელი ლიუსაჯეს თავად ყვება ამ ისტორიას:

საწყალი ბავშვები smile.gif))
* * *
ვიბოდიალებ ცოტას ))

დღეს შენთან მოვედი და ...
ტყუილს რა აზრი აქვს? გითხარი ყველაფერი და გთხოვე სათხოვარი. ისიც გაგიმხილე, რასაც ვაპირებდი. შემოსასვლელში ჩაგდებული ოცლარიანი დამიდგა თვალწინ და ისე შემრცხვა, თითქოს ქრთამი ჩამეკუჭოს შენთვის ჯიბეში. მინდოდა მეთხოვა პატიება, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რისთვის , იმისთვის რომ ფული შემოგკადრე თუ იმისთვის რომ თხოვნა მივაყოლე. თვითონ გადაწყვიტე. შენ უკეთ იცი
.
დღეს შავ კატას გადავურბინე წინ. ისეთი სახით შემომხედა, აშკარად ფიქრობდა ადამიანთა რომელ კატეგორიას განვეკუთვნებოდი, იმათ, ვის დანახვაზე სამჯერ უნდა გადააფურთხო და პირჯვარი გადაიწერო თუ ჩვეულებრივების, რომელთა გამოც გზის გამრუდება არ ღირს.
_Hi, კატა!_ დავუძახე და ხელი ავუწიე.
_?!_გამომცდელად შემხედა მწვანე თვალებით. ფიქრობდა, იყო თუ არა ჩემს ამღვრეულ თვალებში რაიმე ნათელი და ბოლოს პირდაპირ გადაჭრა ჩემს მიერ გადაკვეთილი გზა. მენდო. ის კი არ იცოდა ის ნათელი, რომელიც ჩემში დაინახა, მისი თვალების ანარეკლი იყო.

დღეს ქალები შემხვდნენ. შავჩადრიანები. უფრო სწორად წყვილთვალიანი მოსიარულე შავი ქსოვილები. ერთმა გამომხედა. შემებრალა. საკუთარი თავი. სულზე სხეული გადამაცვეს როგორც ჰიჯაბი... _ ამეკვიატა. სხეული აშკარად მამძიმებდა. ერთი სული მქონდა ხიდამდე მიმეღწია.

დღეს ხიდთან მათხოვარი შემხვდა. კუზიანი. მარჯვენაგაწვდილი.
შევხედე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი. თვალი თვალში გამიყარა. ხელი გავიწვდინე.მიზეზს ვეძებდი.მიზეზს რომ მეცოცხლა. სითბოს ვმათხოვრობდი და ვიღაც გამვლელმა მის ნაცვლად გაყინული ოცთეთრიანი ჩამიდო. ღიმილს ვნატრობდი და ათთეთრიანმა გაიწკრიალა. თანაგრძნობას ვეძებდი და რკინის ორლარიანი ინდულგენცია მომყვა თითებში. ამევსო პეშვი. ავივსე ჯიბე.
მათხოვარი კი მიყურებდა. ისიც ეძებდა ჩემში რაღაცას. ალბათ სულ ცოტა ადამიანობას. მე კი ავდექი. ავაბიჯე ხიდის მოაჯირზე . დღეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი. მხოლოდ მოაჯირზე დამდგარი მივხვდი, ყველაფერთან ერთად სუიციდმაც თავი მოიკლა ჩემში. სულზე სხეული გადამაცვეს როგორც ჰიჯაბი, არც მოსვლას მკითხეს და არც წასვლის მაძლევენ ნებას.

ჩამოვედი და... ფეხზე წამოდგა . მიყურებდა.მე კი მის კუზში ჩაკეცილი ფრთებისა მშურდა, ოდესმე რომ გაშლიდა და გაფრინდებოდა. მუჭი გავშალე. სულ ერთი წამით გაიბრწყინეს მონეტებმა წყლის ზედაპირზე. მომიახლოვდა და თვალები ამომიწმინდა. დავინახე მისი გაშლილი ხელი . მონეტებმა კი ისევ ისე, სულ ერთი წამით გაიბრწყინეს წყლის ზედაპირზე. დიდი ხანი ვიდექით ხიდზე, ფრთიანი და ფრთებდამსხვრეული.

ახლა კი ვწევარ ,გაუხდელი , ჩემს საწოლზე და ვფიქრობ ჩემს ფრთადაკეცილ მეგობარზე.

ვფიქრობ ჩადრიან ქალზე, რომელსაც ვინ იცის როგორ უნდა თავსაბურავის გადაძრობა, ის კი არ იცის რომ სინამდვილეში სხეულია მთელი სიმძიმე. ან იქნებ სული. მაგრამ მაქამდე ვერ მივედი. სხვა დროს გავიგებ.

ვფიქრობ კატაზე. ვინ იცის როგორი დღე ჰქონდა, მას ხომ პირჯვარიც კი არ გადაუწერია ჩემს დანახვაზე.

ვფიქრობ ღმერთზე, რომელმაც არ ვიცი მაპატია თუ არ მაპატია და თუ მაპატია, რა მაპატია...

ხვალ ადრე ავდგები. იმ ადგილებს მოვივლი, ბავშვობაში რომ მიყვარდა ხეტიალი. ჩემი ფრთების ნამსხვრევები უნდა მოვძებნო. იქნებ ერთი ნატეხი მაინც ვიპოვო და დავიჯერო , რომ ოდესღაც მეც ანგელოზი ვიყავი.

Posted by: lela_85 17 Nov 2014, 22:05
QUOTE (seta @ 17 Nov 2014, 21:06 )

სულ ერთი წუთის წინ...
სიჩუმეში და სიბნელეში მივაბიჯებდი....

სწორედ ისეთი ვიყავი, რაც მხოლოდ მე ვიცი....

არ შემხვედრია კატა სახლის წინ...მას მაინც არ მოვატყებდი ჩემი მომღიმარი და სუფთა სახით, რომელიც არ არსებობს სინადვილეში....

მარტო მივდიოდი სიჩუმეში და სიბნელეში, გზად როგორც კი მზერა ვიგრძენი, ისევ დავუბრუნი ჩემს სახეს..

Posted by: klo-C 17 Nov 2014, 23:00
ყველას მადლობა კეტილი სურვილებისთვის და რჩევებისთვის :*:*

ჯერ ჩავდივარ ბერლინში, რამდენიმე დღე იქ გავჩერდედბი, ჩემი ერთ ერთი ბავშობის ოცნებას ვისრულებ (linkin park -ის ლაივზე მივდივარ).
მერე გადავალ ამსტერდამში და რამდენიმე დღეც იქ გავჩერდები

Posted by: seta 17 Nov 2014, 23:36
lela_85
QUOTE
სწორედ ისეთი ვიყავი, რაც მხოლოდ მე ვიცი....

ყველას გვაქვს სახე, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით smile.gif

Posted by: Lyari 18 Nov 2014, 01:04
Mrs_Priestley
QUOTE
წარსულზე განუწყვეტელი სინანული სასოწარკვეთილებამდე მიდის

როგორც ჩანს ერთმანეთს ვერ გავუგეთ, სინანული სულაც არ გულისხმობს მუდმივ რეჟიმში თვითგვემას...

Posted by: lela_85 18 Nov 2014, 01:26
ამ ბუხართან შემომაღამდა.....
არავინ აღარ შემორჩა ...

Posted by: Lyari 18 Nov 2014, 01:29
lela_85
QUOTE
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან.., ბუხართან მოსაყოლი ისტორიები..

ისე, არც ცხელი ჩაი მიყვარს, ყავა მითუმეტეს, ბუხარს კარგი სვანური ღუმელი მირჩევნია, კუბდარები რომ ცხვება შიგნით, ხოდა აქ რა მინდა? biggrin.gif

Posted by: nigo 18 Nov 2014, 08:34
Alice_

გუშინ ვიყავი ერთ პრეზენტაციაზე(ზოგადად ვერ ვიტან) ბახტრიონზე წიგნის სახლში.ზუსტად ასეთი ასნაირი ზომის ჰქონდათ.,მშრალ ხიდზე და კიევის ქუჩაზე ვიყიდეთო.

akkai

მეგრელების მოგონილი ხუმრობა მეგონა ყოველთვის smile.gif

seta

ხომ ძალიან მაგარი რამე დაწერე,მაგრამ ეს

QUOTE
მხოლოდ მოაჯირზე დამდგარი მივხვდი, ყველაფერთან ერთად სუიციდმაც თავი მოიკლა ჩემში.

რა გითხრა .ძალიან ,ძალიან მაგარია.
სასოწარკვეთილების ასეთი ძლიერი და ასეთი მაღალი განცდის გამოხატვა ,არსად წამიკითხავს up.gif

ხვდები , რა მაგარი ნოველისტი ხარ?
up.gif up.gif

klo-C
QUOTE
დღეს ღამით მივფრინავ პირველად ევროპაში

მშურს biggrin.gif

კეთილი მგზავრობა და კარგი დროს გატარება.შენ დასთან ერთად ხარ? biggrin.gif

QUOTE
მერე გადავალ ამსტერდამში და რამდენიმე დღეც იქ გავჩერდები

შემიცოდეთ რა,ასაკში ვარ და სსრკ-ში დაბადებული,ნახევარი ცხოვრება იქ გატარებული.

რას დავჯდებოდი კოფი შოპში
biggrin.gif

Mrs_Priestley
QUOTE
არ მინდა, ეს თემა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდოს, მაგრამ წარსულზე განუწყვეტელი სინანული სასოწარკვეთილებამდე მიდის და ეს ნამდვილად დამღუპველია

ღმერთმა დაგვიფაროს ურთიერთდაპირისპირება.

ძლივს დავწყნარდით.მარტო დავრჩით.ყველა ბანი და ვორნი ამ თემაში მაქვს მიღებული. biggrin.gif

nforumi

ღმერთმა ყველა დაიფაროს.
შვილის უბედურების გარდა ყველაფერს მოინელებ და საქმე საქმეზე თუ მიდგა.ყველას მოიკვეთ.

Posted by: nforumi 18 Nov 2014, 11:12
klo-C
QUOTE
მერე გადავალ ამსტერდამში და რამდენიმე დღეც იქ გავჩერდები

წითელ ქუჩებზე უნდა გაისეირნო ?

Posted by: lela_85 18 Nov 2014, 13:11
სურათი როგორ ჩავსვა?,............

Posted by: nforumi 18 Nov 2014, 14:13
lela_85
QUOTE
სურათი როგორ ჩავსვა?,............

უნდა შეხვედე Preview Post-ში და იქ იპოვი Choose File, აირჩევ ფაილს (უნდა იყოს 1000კ-ზე ნაკლები) და ეგ არის.

ეს ერთი სურათის ჩასასმელად. თუ ეს არ გყოფნის, მაშინ დანარჩენს მერე გეტყვი smile.gif

Posted by: lela_85 18 Nov 2014, 14:44
......არც მოგინდება ხელი ახლო...
ერთისთვის ისეთი ახლობელია.......................................................................

Posted by: lela_85 18 Nov 2014, 14:53
......................................ზოგიერთი ფიქრობს , რომ ყველაფრის ტრაგედიად ქცევა შეიმიძლია, არა და ეს ისაა, რაც უფრო მეტი ტრაგიზმისგან მანთავისუფლებს, სიტყვებში და გამოსახულებებში გამოხატული....................................

Posted by: nforumi 18 Nov 2014, 15:22
lela_85
მაგარია

და მე მგონი ვხვდები რა შინაარსსაც დებ მაგ სურათებში

Posted by: lela_85 18 Nov 2014, 18:19
აქაურობა რვეულად გადამექცა გზაში თუ სახლში.....
არც ისე ძალიან ცივა გარეთ,მაგრამ თბილისის ქუჩები ისე მძულს,იმედია გზად გავექცევი....

მძულს სამყარო,რადგან ისე აბნელებს და აბიძურებს გონებას,ადამიანი ვერც კი ხვდება მისი აზრები რა საძაგელია და როგორ ამსხვრევს ყველა გძნობას..

დაბნელებულ გონებაში ვერ სულდგმულობს კეთილი აზრი,ისევე როგორც,

თუ კი ჭიქა დაიმსხვრევა და მის შეწებებას შეეცდები სიკეთის სახელით,  ერთ დღეს სიამოვნებით ტკბობისას,როცა გემრიელ ცხელ ჩაის მიირთმევ,  შემოგემსხვრევა და ისე დაგწვავს, მოსაკვეთი გაგიხდება ხელზე წყლულები..... ასევე გონებაში, ვერასდროს ვერ გაჩერდება სხვისი მიერ  გაჩენილი კეთილი აზრი,თუ კი უფლის სასწაულით ახალ კაცად არ დაიბადე...... 
რადგან უჯერო აზრები ჩაიზე მეტად დაგწვავს....
* * *
QUOTE (nforumi @ 18 Nov 2014, 15:22 )
lela_85
მაგარია

და მე მგონი ვხვდები რა შინაარსსაც დებ მაგ სურათებში

მადლობა ყურადღებისთვის..............

Posted by: seta 18 Nov 2014, 18:30
nigo
2kiss.gif

lela_85
ლამაზი ფოტოებია. smile.gif

Posted by: nforumi 18 Nov 2014, 21:41
lela_85
QUOTE
მადლობა ყურადღებისთვის..............

არაფერს smile.gif

Posted by: klo-C 19 Nov 2014, 00:09
ყველაფერი რა ცუდად დაიწყო .....

აეროპორტში დამიკარგეს ჩემოდანი და დავრჩი უტანსაცმლოდ sad.gif(

Posted by: seta 19 Nov 2014, 00:29
klo-C
QUOTE
აეროპორტში დამიკარგეს ჩემოდანი და დავრჩი უტანსაცმლოდ (

ცუდია (

____________________________

დღეს გვიან ავდექი.
მიყვარს საკუთარი თავის მოტყუება
წავედი სოფელში. ბიძას ვესტუმრე.სავარაუდოდ, ჩემი ფრთის პირველი ნამსხვრევი იქ უნდა მომეძებნა. მის სახლში. ტახტთან, რომელიც დგას ბუხართან, რომელიც მიდგმულია კედელზე, რომლის უკანა მხარეს ოჯახის უფროსის უფროსის უფროსია მთელი ტანით წარმოდგენილი... სწორედ ამ ტახტთან ჩავიდინე პირველი ქურდობა. ერთი წლის ვიყავი მამიდაჩემს ბეჭედი რომ მოვპარე და ტრუსიკში დავმალე. მიუხედავად სასტიკი უარისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭიპი მქონდა დამალული, ბეჭედი მაინც მიპოვეს.
დავსხედით ტახტზე. მოვიხსენი ბეჭედი .ვითომ დამივარდა, ტახტის ქვეშ შევაგორე. ბიძაჩემი გამოწევაში დამეხმარა . იქ იყო. ბეჭედი და ნამსხვრევი.
_რა სირცხვილია. გუშინწინ ჭიქა დამემსხვრა , გამოვხვეტე, მაგრამ ნატეხი მაინც დამრჩენია_მივარდა ბიცოლაჩემი. დავასწარი.არ დავანებე.
_თვითონ გადავაგდებ_ მივაძახე და გარეთ გამოვვარდი.
_ძველი ამბები რომ გაინტერესებდა?!_მომესმა ხმა
_სხვა დროს იყოს!
ახლა მე მქონდა ნამსხვრევი, რომელიც არაფერს ადასტურებდა. ნამსხვრევი ,რომელიც ეგდო გამოხვეტილი ტახტის ქვეშ. მქონდა იმედი, რომელიც ადამიანის სიკვდილიდან ერთი წამის შემდეგ სხვა ადამიანში სახლდება და გარდაცვლილის პირთან სარკეს მიატანინებს , ცოცხალი ხომ არ არისო.
იმედები არ კვდებიან.
დღეს ადრე ავდექი. გვიან ავდექი-მეთქი ვთქვი? ადრეც ავდექი და გვიანაც. და საერთოდ ჩემი საქმეა როდის ავდგები და როდის არ ავდგები და საერთოდ ავდგები თუ არა.
დღეს მე ძალიან ადრე ავდექი. ჩაი დავისხი . ეს კუჭი მომინელებს... დიდი ხანია ასე ვარ. ადრე ვდგები რომ რაღაც ვაჭამო. რაღაც შინაური ცხოველივითაა, სულ რომ უნდა სდიო და მის ჭკუაზე იარო. ჩაი დავისხი. ბუტერბროდი გავიმზადე. ჩემს ბავშვობაში ბუტერბროდს რა უბრალო სახელი , ,,კარაქიანი პური ,, ერქვა.
ვიჯექი და ვუყურებდი:მაგიდაზე უკვდავი ყვავილები იდგა. ორი თვის წინანდელი. ჩემი დაკრეფილი. კაცმა , რომელიც თხას აძოვებდა, მითხრა , რომ ეს ყვითელი ყვავილები უკვდავია. უწყლოდ რამდენი ხანიც არ უნდა გედოს გედოს ლარნაკში, არ დაჭკნებაო. ვუყურებდი და ვფიქრობდი.
მახსენდებოდა დედაჩემთან, ისეთივე ლარნაკში ჩაწყობილი, ისეთივე უკვდავი ყვავილები, რომლებიც შვიდი წლის წინ დაკრიფა. გამოდიოდა, რომ დედაჩემის ყვავილების უკვდავება შვიდი წლით უფროსი იყო ჩემი ყვავილების უკვდავებაზე. უკვდავება, რომელსაც აქვს საწყისი წერტილი. წარმოშობის ვადა. რასაც აქვს საწყისი , ნამდვილად ექნება დასასრული. ბიბლია რომ მქონოდა წაკითხული, ალბათ პასუხს გავცემდი . დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კითხვის პასუხი იქ იქნება. არ ვაპირებ ბიბლიის წაკითხვას. არა იმიტომ რომ არ მაინტერესებს, უპასუხო კითხვები გაცილებით საინტერესოა, პასუხგაცემული კი უკვდავებასავით მოსაწყენია.
ბუტერბროდი უკვე შემომეჭამა.
უკვდავი ყვავილები ჩავდე ალუმინის თასში , ასანთი ავანთე და ცეცხლი მოვუკიდე. უცებ აბრიალდა და ჩაქრა. ფანჯარა გავაღე და ფერფლს სული შევუბერე.
_რა მოსაწყენია უკვდავება. იმისთვის რომ არ მოკვდე, არაფერი გაქვს გასაკეთებელი.
დაფერფლილი უკვდავება ეზოს მოეფინა.
რა იდიოტობაა, იფიქრო ათასგვარ სისულელეზე, როცა შეგიძლია უბრალოდ ჭამო.
დღეს ადრე ადგომას და გვიან ადგომას შორის ერთი პირი გამოვიძინე.
***
ახლა კი ვწევარ ჩემს საწოლზე, ვატრიალებ ხელში გაურკვეველი წარმომავლობის შუშის ნატეხს და ვფიქრობ, რომ კიდევ ვარ წასასვლელი შემდეგი ნატეხის საპოვნელად, რათა დავადასტურო, რომ ეს ნატეხი სწორედ ჩემი დამსხვრეული ფრთის ნატეხია. ან დავადასტურო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ანგელოზი.
***
მინდა ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ვფიქრობ სუფრაზე, რომელზეც ერთი თვის წინ შემთხვევით მოვხვდი. ვცდილობ აღვიდგინო დიალოგი:
_ჯერ ჯარიმა!
_მოიცა, მაცადეთ დაჯდომა. რას სვამთ?
_არაყი . ტონიკით.
_რამ გააშავა?
_დაჯექი , კოლაა დამატებული. შემოსწრებულებისთვის კოლას ვსვამთ.
_ისე, სახეზე რომ შეგხედავთ ადამიანი, კი გავხართ კოლადალეულებს. რა სუფრა მოგიწყვიათ... ჯარიმამდე მაცადეთ, საჭმელს გადავიღებ.
_ზეროა?
_ზეროა, აბა რა? ნული კილოკალორია.
_ჰო... ამ ჩაქაფულის შვიდიათას კალორიას ნულს რომ დაამატებ, აბა გამოიცანი რამდენი იქნება?
_შენც , რომ ამატებ, გაამრავლე. ჩვენი დაქალი ხარ თუ ჩაქაფულის? _მათემატიკაში და ლოგიკაში მხეცი ხარ! ნული იქნება.
_ყველა ქარიყლაპია თევზია, მაგრამ ყველა თევზი ქარიყლაპია არაა. ანბანია. ლოგიკის. მათემატიკის და ლოგიკის სადღეგრძელო იყოს!
_არ ემთხვევა ადამიანებზე.
_რატომ? ყველა ლანა ადამიანია, ყველა ადამიანი ლანა არაა.
_გეუბნები, არა-მეთქი! ავიღოთ მაგალითად ჩემი მეზობელი ილონა.
_მაგას რა აიღებს?
_მაგის შემთხვევაში ლოგიკა ექცევა ჩიხში. თან უკანაგზაჩახერგილში. ,,ყველა ადამიანი ილონაა არაა. ყველა ილონა უნდა იყოს ადამიანი. ეს კი არის მუტანტი!
_გენური ინჟინერიის ექსპერიმენტის მსხვერპლი.
_სტოპ!მსხვერპლი არა, ნაყოფი. ამ შემთხვევაში მსხვერპლი ვართ ჩვენ,მეზობლები. დადის, სისინებს. დარწმუნებული ვარ ენაც ორადა აქვს გაყოფილი.
_მე რატომ არ ვიცნობ ილონას?
_ბედნიერო!
_დაასხი! გადავედით შემდეგზე. ბედნიერების სადღეგრძელო იყოს.
_ილონაზე გაჩერება არ შეიძლება, დიდხანს.
_ეს ჩვენი მეორე ნახევრების დღეგრძელობისა იყოს. რომ გაგვახსენდება და თვალები გაგვიბრწყინდება, რომ გაგვახსენდება და გული ამოვარდნაზე გვაქვს, რომ გაგვახსენდება და ტანში ჟრუანტელი გვივლის.
_იყოს! ეხაროთ და ებედნიეროთ ჩვენთან ერთად! სხვის გვერდით ერთი ღამე არ გათენებოდეთ და ...
_თუ გაათენებენ , ღმერთმა არ მოიყვანონ სახლამდე ცოცხლები.
_მშვიდობა, შვილები და ქმრები ჩაატიე ახლა მაგ ჭიქაში.
_ვსვამ.
_მშობლებისა იყოს შემდეგი.
_ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს მშობლებს.
_დედამთილებიც შედის მაგაში?
_აბა...
_ჩვენს დედამთილებს გაუმარჯოთ! მალე მორჩენილიყოს ჩემი, პირადად.
_რა სჭირს?
_ღამე ფეხებს აქნევინებს თურმე.
_ვინ აქნევინებს?
_ვინ არა. რა? წნევა.
_მხოლოდ ღამით?
_ღამის წნევა აქვს. დღისით დაჯდება წნევის აპარატით, მიიღებს შეწუხებულ სახეს, მოკიდებს ხელს იმ ,,მსხალს,, და ბერავს : შ-შ-შ-შ, აიყვანს სამასამდე, დაუშვებს მერე :ფშშშშშშშშშშ...
მერე შ-შ-შ-შ-შ.. მერე ფშშშშშშშ..........
_მაღალს ატარებს?
_130 მაღალია და 120 დაბალი. 125-ზე ვერ იქნა და ვერ დავაყენეთ. შენ რა გიჭირს, შენი ისეთი ღუღუნაა, ხმას არ უწევს.
_ჰო, ღუღუნაა. დო, რე... ჰა-ჰა გაჭირვებით მი, მარა თუ გადაირია სოლ მაჟორს შურით უსკდება გული.
_კარგად იყონ!
_იყონ!
_მეგობრებისა იყოს. ვისაც ჩვენი დანახვა უხარია.
_ვისაც არ უხარია , ღმერთმა არ დაანახოს არაფერი.
_რას ამბობ? ვისაც ჩემი დანახვა არ უხარია , სარკეში, ონკანიდან მოშვებულ წყალში, საყვარელი ძაღლის თვალებში, დილით დასხმულ ჩაიში ელანდებოდეს ჩემი სახე.
_გაუმარჯოთ მეგობრებს!
_დაასხი! ორი ბოთლი მაქვს კიდევ გაზავებული.
_მიილია უკვე სადღეგრძელოები.
_სასმელი არ მიილიოს , თორემ სადღეგრძელოს რა მოლევს.
_ბოლო-ბოლო ნავთის ლამპის სახით წარსულს გაუმარჯოს!
_ილიჩის ნათურის სახით იმ აწმყოს გაუმარჯოს, სიტყვის დასრულებისთანავე წარსულად რომ იქცევა.
_ეკონომ -ნათურის სახით ჩვენს მომავალს დავლოცავ!
_გაგვიმარჯოს, გოგონებო!
***
ვწევარ და ვფიქრობ უკვდავ ყვავილებზე, რომელიც უკვდავებას გადავარჩინე.
და ვფიქრობ შენზე. სულ ვფიქრობ.ფიქრგამოშვებით სხვა რაღაცებზეც ვფიქრობ. ამაზეც დავწერ ოდესმე ჩემი უდღეური დღიურის რომელიმე გვერდზე.
ვფიქრობ. ეს დიალოგი რაღამ გამახსენა?! საფლავზე გაშლილ სუფრასავითაა ჩემს დღევანდელ დღეში. საფლავის სუფრაც ლაგდება. მერე უფრო და უფრო იშვიათად იშლება. მერე კი?! მერე დგება არაფერი.
ახლა შენ ამეკვიატე.
(მე)ფიქრები.
სულ მინდოდა ვყოფილიყავი ზმნა, ზედსართავი და წინადადების ყველა, მთავარი და არამთავარი წევრი ერთად. შენ მასე ხარ ჩემთვის. აბა, ჩემი არსებითი სახელობა ვის დაკარგვია. ვერაფერი არსებითი საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე.
ნატეხი, ნატეხი, ნატეხი. ფრთა. კალეიდოსკოპი. და შენ...

Posted by: tenochtitlan 19 Nov 2014, 01:04
QUOTE
დღეს ადრე ადგომას და გვიან ადგომას შორის

მთელი ცხოვრება ეტევა ზოგჯერ.

seta love.gif

Posted by: Mrs_Priestley 19 Nov 2014, 19:08
seta
ამხწელა სევდას ატარებ თუ რაც გიტარებია ამოკრიბე?

Posted by: marta007 19 Nov 2014, 19:21
seta
QUOTE
სულ მინდოდა ვყოფილიყავი ზმნა, ზედსართავი და წინადადების ყველა, მთავარი და არამთავარი წევრი ერთად. შენ მასე ხარ ჩემთვის. აბა, ჩემი არსებითი სახელობა ვის დაკარგვია. ვერაფერი არსებითი საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე.
ნატეხი, ნატეხი, ნატეხი. ფრთა. კალეიდოსკოპი. და შენ...

up.gif smile.gif

სადღაც პატარა მინის ანგელოზი მქონდა, მოვძებნი და როცა აქ ჩამოხვალ გაჩუქებ.
სეტიკო, კარგი ვინმე ხარ 2kiss.gif

Posted by: Mrs_Priestley 19 Nov 2014, 19:48
სიზმარი ვნახე..
წყლისთვის უნდა მომეყოლა მაგრამ დილას აქეთ მაინც ბევრმა წყალმა ჩაიარა და თქვენთან მოვყვები.
ერთ წამში მეზისმრა, როგორ განადგურდა ჩემთვის სამყარო. როგორ აფეთქდა ატომური ბომბი და აირია მონასტერი.
ოღონდ ჩემი სიზმარი სუვენირი არ არის.
ჩემი სიზმარი ავგაროზია. თითქოს ჯადოქრებმა გამომიგზავნეს. მომეწება ეს სიზმარი და მინდა, მისგან გავთავისუფლდე.
დედა მესიზმრა, რომელმაც მოიკლა თავი. რადგან გაიგო რომ ორსულად ვიყავი. წერილი დამიტოვა, რომ გააჩენ, თქვი, ვითომ ჩემი შვილიაო და ქმარს ვღალატობდიო. ვითომ თავი ამიტომ მოვიკალიო.
მთელი დღე ვფიქრობ, როგორ წარმოიდგინა ჩემმა გონებამ ასეთი საშინელი რამ.
დედას წერილს ვეძებდი რომ გამეღვიძა, ვიდრე გამოვფხიზლდებოდი.
მომეჩვენა, რომ გარშემო ეყარა უამრავი ოქრო, მე მქონდა დიდი მუცელი და მალე უნდა მემშობიარა.
ჩემ სიზმარს ალბათ რაღაც შეეშალა და მეც დილიდან შემშალა.

Posted by: seta 19 Nov 2014, 21:01
tenochtitlan
QUOTE
მთელი ცხოვრება ეტევა ზოგჯერ.

ჩემთანაც ეტევა smile.gif

Mrs_Priestley
QUOTE
ამხწელა სევდას ატარებ თუ რაც გიტარებია ამოკრიბე?

ასეთი რთული კითხვა მგონი არავის დაუსვამს smile.gif)

წარმოიდგინე სევდა მოსახსნელი რომ იყოს. ისე მაქვს, ძირითადად ვყრი გზადაგზა, მაგრამ ხანდახან ამეკიდება-ხოლმე ))

marta007
QUOTE
სადღაც პატარა მინის ანგელოზი მქონდა, მოვძებნი და როცა აქ ჩამოხვალ გაჩუქებ.
სეტიკო, კარგი ვინმე ხარ

სიმოვნებით შეგხვდები. 2kiss.gif მადლობა smile.gif

Mrs_Priestley
QUOTE
ჩემ სიზმარს ალბათ რაღაც შეეშალა და მეც დილიდან შემშალა.

რას გაუგებ სიზმრებს )

Posted by: lela_85 19 Nov 2014, 23:44
გზა მიდიოდა ქუჩისკენ, სადაც სახლობენ ანგელოზები......

არასოდეს მითხოვია ამრიდებოდა განსაცდელი.....
არასოდეს მქონია შიში მარტო სიარულის....
არასოდეს მიფიქრია ქარიშხლებზე .............
არავისთვის მითხოვია გამომყოლოდა სიბნელეში.....
ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ციცინათელები გაქრნენ....

გზას ყოველთვის ანათებდნენ ციცინათელები.....

გზაზე , სადაც სიბნელეში კვლავ გავაგრძელე საკუთარი სინათლით ნათება....
გზაზე, სადაც ვერ ვუმკლავდები ქარიშხლებს....
გზაზე ქარიშხლებია.....

მე ვერ მივდივარ ანგელოსთა ქუჩაზე......
დაღამდა და ველოდები ჩემს ციცინათელებს.....
რწმენას და იმედს.....
* * *
მადლობა თბილი დახვედრისთვის smile.gif

თოვლიც აღარ მოვიდა, რომ გაწმინდოს თბილისის ქუჩები და ჩემი სული მძიმე ჰაერისგან და მოგონებებისგან....

ამიტომ ვტოვებ აქაურობას და გემშვიდობებით :* :* მადლობა ყურადღებისთვის ყველას smile.gif)

Posted by: EmptyRoad1 20 Nov 2014, 22:21
lela_85
მოენატრები ციცინათელებს. წარმატებები და სისულელეების გარეშე ლელა

Posted by: Lyari 21 Nov 2014, 00:08
lela_85
რატომ გვემშვიდობები? საინტერესოდ წერ ხოლმე, განაგრძე smile.gif

Posted by: Freya1 21 Nov 2014, 00:37
რა კარგი სახელი აქვს ამ თემას smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 21 Nov 2014, 01:59
დღეს წვიმდა, 5 საათი ვატარე მანქანა.
ვჩქარობდი, ქორწილში მივდიოდი სხვა ქალაქში.
ჯერ მანქანა გავრეცხე, შემდეგ სალონი, ტანსაცმელი, მერე პატარა საქმე, შემდეგ ეს გარეცხილი ავტომანქანა რაღაცას მივარტყი და გავაფუჭე. შემდეგ ვნახე დედა, ჩემი თუთიყუში პიოპიო და ჩემთან წამოვიყვანე. ვიყავი ქორწილში, სადაც ჩემი დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრები ვნახე და უამრავი მოგონება ამეშალა. ბოლოს დავბრუნდი ჩემ ქალაქში, მოვედი სახლში, შემოვედი, ლეპტოპი ჩავრთე და ფორუმზე შემოვედი, მაგრამ ეს არ ყოფილა დღის სასწაული.
დღეს შემხვდა მათხოვარი, რომელის ფულს არ ითხოვდა.
ხალისიანი, საყვარელი ბიჭუნა წვიმაში დადიოდა ტალახიან ავტომანქანებს შორის. ხატებს აძლევდა მძღოლებს და წერილს,სადაც ეწერა, თითქოს ყრუმუნჯია და 1 ლარი უნდა გადაიხადონ ამ ხატში მის დასახმარებლად. ბავშვი ხატებს არიგებდა და სანაცვლოდ ფულს არავის ართმევდა.
შუქნიშანზე ვიდექი, ზუსტად 25 წამი ვუყურე ამ ბიჭს და მთელი საღამო იმაზე ვფიქრობ, რას ეტყოდა მათხოვრების უფროსი როცა შეიკრიბებოდნენ და ბავშვს არც ხატები ექნებოდა და არც ფული.
მე არ დავიჯერე, რომ ბავშვი ყრუმუნჯია. და არც მისი უფროსი დაიჯერებდა, რომ ხატები უსარგებლოდ დაარიგა ბავშვმა.

Posted by: annavita 21 Nov 2014, 15:52
lela_85
2kiss.gif
ეცადე იფიქრო იმ ფიქრით, მთები რომ ფიქრობენ. "ნისლი ფიქრია მთებისა..."

ნისლიც აიკრიფება, თოვლიც ჩამოიყრება,ჰაერიც გაიწმინდება და "კიდევაც ვნახავთ გაზაფხულს"

ადამიანი ამ ყველაფერთან არის უპირატესი, რადგან მას შეუძლია გაარღვიოს სეზონების წრე, ფიქრის წრე, გრძნობის რკალი და თავისი ძლევამოსილი ნებით თვითონ დაამყაროს ახალი წესრიგი, კლიმატიც, გარემოც და პლანეტაც smile.gif

Posted by: lela_85 22 Nov 2014, 00:11
QUOTE (Lyari @ 21 Nov 2014, 00:08 )
lela_85
რატომ გვემშვიდობები? საინტერესოდ წერ ხოლმე, განაგრძე smile.gif

უბრალოდ დასვენება მინდა,მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებ სადმე წასვლას...

მადლობა ყურადღებისთვის
* * *
annavita
ნამდვილად ასეა. საყვარელი ხარ. ადამიანი მართავს ყველაფერს.:smile.gif

EmptyRoad1
რომელ ციცინათელებს მოვენატრები ვერ გავიგე? საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს,მე რომ სისულელეებს მამჩნევ?

Posted by: Mako Subladze 22 Nov 2014, 00:24
ღამე მშვიდობის, ტკბილი ძილი, ტკბილი სიზმრები.
ხვალ ახალი წინდის ქსოვას დავიწყებ.

Posted by: nigo 22 Nov 2014, 11:00
lela_85
QUOTE
რომელ ციცინათელებს მოვენატრები ვერ გავიგე? საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს,მე რომ სისულელეებს მამჩნევ?

არ იყო ცუდად ნათქვამი,პირიქით smile.gif

ამ თემაში თემაში სამი ვოლის წინ მოვათავეთ ვორნ-ბანები და ახლა მშვიდი ცხოვრებისთვის შემოვდივართ.
რაც მთავარია, აქ - აბსოლუტურად არაპოლიტიკურები ვართ და არც გვაინტერესებს პოლიტსიმპატიები.

ეს თემა სულიერი ნავსაყუდელივით გვაქვს smile.gif

დავისვენოთ ,განვიმუხტოთ.

Posted by: lela_85 22 Nov 2014, 13:52
nigo
ადამიანი , როცა ასე აფასებს სიჩუმე არ მჩვევია. თუმცა უკვე არ მაინტერესებს....

ნავსაყუდელი მშვიდი ადგილია, სითბოს, ნუგეშის,სიყვარულის ...
და არა დიდაქტიკური შენიშვნების... მგონი აქამდე არ ამრევია სხვებთან მიმართებაში...

* * *
სულთქმა..... ვარ.... იქნებ ჩემს ხელებს  ეს სიმძიმე ისე აწუხებს..... იქნებ ჩემს სულს ასე არასდროს  მოწყურებია შენი სიმშვიდე.....  ქუჩებს  უამრავი გრძნობა ამძიმებს.....  ყველა ემოცია ჩემად ვიგულე.... იქ სადღაც ბნელა , ლამპიონების ნათებაზე სწრაფად მივაბიჯებ.... მეჩქარება , მეჩქარება  და სად..... დრო  ისევ აქ არის. მე ისევ აქ ვარ..... დრო ჩემთან ერთად ბადებს სიხარულს და მწუხარებას, რატომ მეჩქარება..... იქნებ ძალა გამომელია და მინდა,  რომ მოგეკედლო შენ...შენ....შენ....  უკვე სულერთია ვინ ხარ....მაგრამ არ მინდა ჩემი ოცნება რამემ მომპაროს ,ოღონდ არ მინდა ჩემი ფიქრები არ ერთოდეს ჩემს ფიქრთა  ულევ აზრს.... ჩემს წინ იმდენი გზა არის, გზა , გზა ,გზა...
გზა ადამიანებისკენ  ხშირად სავალი,  გზა ..... გზა....გზა.......... მე არ მინდა  არაფრის დათმობა.... ასე სულმოუთქმელს, ასე მძებნელს...მე ძალზედ მიიყვარს ჩემი მსუბუქი და  მძიმე გზა, გზა სიყვარულისა და  სიმძიმისა..... ყველა სიტყვა  მენანება  უგზო–უკვლო  უმისამართო, ყველა სიტყვას ისე აქვს თავის სიმართლე  თანდაყოლილი  , ნეტა ვიცოდე მისი სიმართლე....  ისე იცლება გრძნობები სიტყვებად .... ნუთუ ასე უმისამართოდ მეკარგება ხანდახან ჩემი თავი სიტყვებად და მერე კი არსად........

და მაინც ჩემი ოცნება მომპარეს...და მაინც ვდგავარ ასე უმისამართოდ...და მძულს....

Posted by: EmptyRoad1 22 Nov 2014, 15:17
არ მეგონა ჩემს პოსტს ცუდად თუ აღიქვავდი. რა დროს ცუდი განწყობაა, მშვენიერი წვიმიანი ამინდია, მოგიწოდებთ გაიკეთოთ გემრიელი ჩაი ან ყავა და დატკბეთ სადაც არ უნდა იყოთ, სახლში, ოფისში თუ მეგობრებთან.

Posted by: nigo 23 Nov 2014, 06:14
გილოცავთ გიორგობას!!!!!

მისი მადლი ჰფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს.

Posted by: lela_85 23 Nov 2014, 17:13
nigo
მეც გილოცავთ გიორგობას!

წმინდა გიორგი იყოს ჩვენი სულის შემწე ....

***************
დღეს მზე იყო სხვაგვარი....
ცა ნათელი....
ჩემი სახლის კარებთან მოფრინდნენ პატარა ჩიტები, ფეხაკრეფით და წაიღეს ყველა გრძნობა , რაც მაწუხებდა.....
დღეს სიხარულის დღე არის...
დღე განახლების....
დღე პატიების და სიყვარულის......

გულში ვიკრავ იმას ვისაც ვაწყენინე ჩემი სისუსტის გამო, ხანდახნა რომ სიძულვილის ქარიშხლები დატრიალდება სახლის კარებზე...
გულში ვიკრავ და უბრალოდ ვჩუმდები.....

ხვალეც ამოვა მზე..... ...

Posted by: Lyari 23 Nov 2014, 21:43
QUOTE
გილოცავთ გიორგობას

ამინ

Posted by: EmptyRoad1 23 Nov 2014, 23:46
ლიმნიანი ჩაი, შემოდგომის ცივ საღამოს.

Posted by: bodiardi 24 Nov 2014, 19:56
ამ წვიმიან ამინდს ნამდვილად მოუხდება ბუხარი და ჩაი .

Posted by: lela_85 25 Nov 2014, 03:02
აღარ გადაიღო წვიმამ...
დღეს ადამიანმა ბავშვების დასახმარებლად ფული გადარიცხა ფონდში.მას აღარ დარჩა. ერთი პურის ფულიც კი .მე გიჟი დაუძახე ,როცა სახლში დარჩა მარტო,
ალბათ მასთან იყო ანგელოზი...

პატარა ბავშვი და მე ერთნაირად დავაბიჯებდით მოუსვენრად ,ის ელოდა სიხარულს,მე ვიქარვებდი ტკივილს
...
ერთი შოკოლადი ჯიბეში მოათავსა და უფრო გემრიელი საკვების მოლოდინში კვლავ გააგრძელა მოუსვენრად სიარული..

ფინანსური გაჭირვების გამო,დღეს ერთი ადამიანი გაყვა გზას,რომელიც არჩეული არ ქონდა.გული კი დარჩა გზაზე.... ფეხებიც უკან რჩებოდა,მე კი არ დამიქნევია ხელი ფანჯრიდან...
ყველაზე მძიმეა,როცა ტოვებ სახლს....სადაც სიმშვიდეა....

ყველაზე რთულია გზის ბოლომდე მისვლა...
არა და რამდენს დაუწყია,მეც დავიწყე....

დღეს ბავშვი იდგა იმ ადგილას,სადაც დიდი ხანია მიუჩინეს ადგილი. მხოლოდ ერთი წინადადების თქმით,მან ამ ადგილზე სხვა თვალებით დაიწყო ყურება.... ყველაზე სასწაული თვალებით.. სიახლის თვალებით....

Posted by: sashikio198 25 Nov 2014, 14:07
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Mako Subladze 26 Nov 2014, 09:11
სალამი, კეთილო ხალხო.
რატომ არაფერს წერთ?
ნეტა მეც შემეძლოს წერა, რამდენ რამეს მოგიყვებოდით.
წელს ამ ბუხრის პირას უკვე სამი წყვილი წინდა მოვქსოვე.
შემოდით, წერეთ, საინტერესოდ წერთ.
* * *
lela_85
QUOTE
დღეს ადამიანმა ბავშვების დასახმარებლად ფული გადარიცხა ფონდში.მას აღარ დარჩა. ერთი პურის ფულიც კი .მე გიჟი დაუძახე ,როცა სახლში დარჩა მარტო,
ალბათ მასთან იყო ანგელოზი...

ჯობდა პირადად დახმარებოდა ვინმეს.

Posted by: nforumi 26 Nov 2014, 15:54
Mako Subladze
QUOTE
სალამი, კეთილო ხალხო.
რატომ არაფერს წერთ?

თავად რატომ არ წერ?

QUOTE
ნეტა მეც შემეძლოს წერა, რამდენ რამეს მოგიყვებოდით.

არ მჯერა smile.gif

Posted by: Mrs_Priestley 27 Nov 2014, 21:42
წეღან ვფიქრობდი.
ყველა პოსტი ქალის, გოგონას დაწერლს გავს, რასაც ამ თემაში ვკითხულობ.
ბიჭებს არ აქვთ ბუხართან მოსაყოლი ისტორიები?
* * *
მაგალითად, ასეთები
QUOTE
ბიჭებს არ აქვთ ბუხართან მოსაყოლი ისტორიები?

ბიჭს თექვსმეტი შეუსრულდა, მაგრამ უკვე ექვსი წელი იყო, რაც სანადიროდ დადიოდა დიდებთან ერთად. ექვსი წელი იყო, რაც ყურს უგდებდა მონადირეთა საუბრებს, რომელთაც არაფერი სჯობია ამქვეყნად. საუბრები ეხებოდა ვრცელ, უღრან ტყეებს, ყველა ნასყიდობის საბუთზე უფრო ძველსა და უფრო მნიშვნელოვან ტყეებს; სულერთი იყო, ვინ აწერდა ხელს ამ საბუთებს _ თეთრი პლანტატორი, რომელსაც შეცდომით ეგონა, ტყის ამა თუ იმ ნაწილის მფლობელი ვხდებიო თუ ინდიელი, ვინც ულმობლად თვალთმაქცობდა, როცა პლანტატორს ამ ცრუმფლობელობის უფლებას გადასცემდა ხოლმე.
....საუბრები ეხებოდა ადამიანებს _ არა თეთრ, არა შავ, არა წითელკანიანებს, არამედ ადამიანებს, მონადირეებს, მათ მამაცობასა და მომთმენობას, მათი ამტანობისა და გამძლეობის უნარს, ძაღლებს, დათვებს, ირმებს, ტყის მიერ მოხმობილთ და განლაგებულთ თავ-თავიანთ ადგილებზე _ მუდმივი და შეუპოვარი შეჯიბრებისათვის (ამ შეჯიბრებათა ურღვევი წესები არც არავის იწყალებს და არც არავის იბრალებს), თამაშთა შორის საუკეთესო თამაშისათვის, ყველა სხვა სიცოცხლესთან შეუდარებელი სიცოცხლისათვის.

დათვი, უილიამ ფოლკნერი

Posted by: klo-C 28 Nov 2014, 13:16

--- დარბაზი ნელ ნელა ხალხით ივსებოდა , ძალიან ადრე მოგვიწია მისვლა და ველოდებოდით.
ველოდებოდით...
გამოვედი საპირფარეშოში და მესმის მუსიკის ხმა...
დაიწყო მაშინ როცა მე გამოვედი biggrin.gif

სირბილით დავბრუნდი ჩემს ადგილას , ვუსმენ და ვგრძნობ როგორ მიცემს გული, ისე გამალებით და ძლიერად რომ ხელს ვაჭერ, მგონია ეხლა წავიქცევი!
თვალებს ვხუჭავ და ვრძნობ თითოეულ ნოტს, ბგერას , როგორ ეხება ჩემს ყურებს...
მახსენდება ყველა ის მომენტი კადრებად რაც ერთად გადაგვიტანია მე და ჩემს მუსიკას...
ჩემი კასეტიანი პლეერი და პირველი მათი ალბომი
სკოლა და მათი სიმღერები,
იმედგაცრუება და მათი სიმღერები,
სიხარული და მათი სიმღერები,
13 წელი და მათი სიმღერები
და იმ დღეს რამდენიმე ათეულ მეტრში იდგნენ სცენაზე ადამაინები რომელმაც შემაყვარე როკ მუსიკა!
ძალიან ბედნიერი ვიყავი!

Posted by: Lyari 28 Nov 2014, 14:42
klo-C
QUOTE
და იმ დღეს რამდენიმე ათეულ მეტრში იდგნენ სცენაზე ადამაინები რომელმაც შემაყვარე როკ მუსიკა!

ვინ შეგაყვარა როკი თუ საიდუმლო არაა?
Mrs_Priestley
QUOTE
ბიჭებს არ აქვთ ბუხართან მოსაყოლი ისტორიები?

ბიჭებს გვასწავლიდნენ, რომ გრძელი ენა (თითები) არ უნდა გვქონდეს

Posted by: klo-C 28 Nov 2014, 14:49
Lyari

linkin park

...............................

Posted by: Mrs_Priestley 28 Nov 2014, 15:11

klo-C
QUOTE
და იმ დღეს რამდენიმე ათეულ მეტრში იდგნენ სცენაზე ადამაინები რომელმაც შემაყვარე როკ მუსიკა!

QUOTE
linkin park

სად იმყოფებოდი? smile.gif

Posted by: klo-C 28 Nov 2014, 16:40
Mrs_Priestley
QUOTE
სად იმყოფებოდი? smile.gif

ბერლინში

Posted by: Lyari 28 Nov 2014, 16:51
klo-C
ცოტა უცნაურია როკი ამ ჯგუფით შეგიყვარდეს, როცა ბუმბერაზი "კლასიკოსები" გვყავს, მაგრამ მაინც კარგია smile.gif

Posted by: klo-C 28 Nov 2014, 16:55
Lyari
ჰო ვიცი რომ უცნაურია, როკის და რეპის ნაზავი და აშკარად განსხვავებული მიმდინარეობა იყო "ბუბერაზი კლასიკოსების"-საგან ))

Posted by: lela_85 29 Nov 2014, 01:06
როგორ ხართ smile.gif

დღეს არ ანათებდა მზე....
ამიტომ ვერ ვამჩნევ ფერებს....

სიბნელეში ძნელია გაარკვიო, რეალობაში რა ფერების გარემოცვაში იმყოფები....
და სულ ასე....
რამდენიმე დღეა, ყოველ საღამოს ვუცდი გათენებას წინადადებით,
_ნეტავ, რა იქნება ხვალ....

და ასეა სულშიც....
უამრავ ფერებში ტრიალებ.
უამრავ ფერებს უხამებს შენს გამომზეურებულ და გამოუმზერებელ გულს,
და გჯერა სადღაც , ამოვა მზე და დაინახვა სად აფათურებდი ხელებს თუ სულს.....

ზამთრად თუ არა, გაზაფხულზე , ალიონისას....

და მაინც მიყვარს ზამთარი, არა ასეთი, წმინდა და სუფთა, თოვისას....
* * *
მე თუ გაფრენა არ შემიძლია,ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას!"

Posted by: nforumi 29 Nov 2014, 21:22
გამარჯობა ყველას.

ერთი რამ მაქვს დაწერილი და დასაწყისს დავდებ, ცოტას. თუ დავინახავ ინტერესს, გავაგრძელებ, თუ ჩათვლით რომ ამ თემაში მისი ადგილი არ არის, მაშინ მაპატიეთ smile.gif

ამაო საუბრები... ?
20140720. რა რჩება მეწარმეს

- მიმაჩნია რომ უბრალოდ სისულელეა მუშის მიერ ზედმეტი ღირებულების შექმნაზე საუბარიც კი - თქვა ლექტორმა და მსმენელებს გადახედა - ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდებით და ეს ეხება ყველაფერს, მათ შორის სამუშაო ძალასაც.
- აბა მოგება საიდან რჩება მეწარმეს? - იკითხა კიკინებიანმა სათვალიანმა გოგონამ.
- საინტერესო საკითხია და სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ ახლა. ჯერ განვსაზღვროთ თუ ვინ არის მეწარმე. თქვენ რას ფიქრობთ ? - თქვა და მოათვალიერა ჯგუფი, აზრის გამოთქმის მსურველის აღმოჩენის იმედით.
- ბილ გეითსი - თქვა წვერიანმა ახალგაზრდამ, როცა ლექტორმა მზერა მასზე შეაჩერა.
- ჰმ - ჩაიღიმა ლექტორმა - ერთი მეწარმეა მსოფლიოში?
- ნუ, მილიარდელები, მილიონერები - იყო წამოძახილი ჯგუფიდან.
- კიდე ?
- ფერმერი, გლეხი - უპასუხეს მცირე პაუზის მერე.
- კიდე? - სიჩუმის მერე გააგრძელა - არ არის საჭირო ამ ტერმინის მიწებება მხოლოდ გარკვეულ ადამიანებზე. მეწარმე არის ყველა, ვინც რისკავს რა საკუთარ ქონებას, ქმნის რაღაც სიკეთეს სხვა ადამიანებისთვის, ცხადია შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით. ასევე ცხადია ის ცდილობს ეს სარგებელი იყოს რაც შეიძლება დიდი - პაუზის მერე გააგრძელა - ვფიქრობა აქ სადაო არაფერია და ყველანი მეთანხმებით. ახლა საკითხავია შეიძლება თუ არა მეწარმის სარგებელი იყოს ძალიან დიდი და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის ძალიან დიდი.

Posted by: nadiri 30 Nov 2014, 00:25
QUOTE
მეწარმე არის ყველა, ვინც რისკავს რა საკუთარ ქონებას, ქმნის რაღაც სიკეთეს სხვა ადამიანებისთვის, ცხადია შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით.

დავიმახსოვრებ

Posted by: klo-C 30 Nov 2014, 00:32
nforumi
გააგრძელე

...........................

Posted by: Mako Subladze 30 Nov 2014, 00:36
nforumi
მე მიყვარს შენი წაკითხვა. ველი გაგრძელებას.

Posted by: beka13var 30 Nov 2014, 01:08
ეს საუკუნისწინანდელი თემეები როგირრ უწევაა მაღლაა ტოოwink.gif))))

Posted by: Lyari 30 Nov 2014, 01:16
QUOTE
მეწარმე არის ყველა, ვინც რისკავს რა საკუთარ ქონებას, ქმნის რაღაც სიკეთეს სხვა ადამიანებისთვის, ცხადია შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით

შპს-ს დამფუძნებელი არ რისკავს საკუთარი ქონებით, მაგრამ ის მეწარმეა

Posted by: nforumi 30 Nov 2014, 11:08
Lyari
QUOTE
შპს-ს დამფუძნებელი არ რისკავს საკუთარი ქონებით, მაგრამ ის მეწარმეა

შპს ჰაერზე მუშაობს თუ როგორ არის?

შპს-ს დამფუძნებელი რისკავს იმით, რაც ჩადებული აქვს შპს-ში, ასე რომ აქ სადაოს ვერაფერს ვხედავ.

Posted by: Lyari 30 Nov 2014, 11:13
nforumi
QUOTE
შპს-ს დამფუძნებელი რისკავს იმით, რაც ჩადებული აქვს შპს-ში, ასე რომ აქ სადაოს ვერაფერს ვხედავ.

საკუთარი ქონებით არ რისკავს, მას შეუძლია არაფერი ჩადოს გარდა 200 ლარიანი კაპიტალისა, ის თავისი პირადი ქონებით პასუხს არ აგებს, განსხვავებით სხვა სამართლებრივი წარმონაქმნებისა... ეს თემა ვიცი 5 თითივით და ნუ მაწერინებ ტყუილად რა smile.gif)

Posted by: nforumi 30 Nov 2014, 11:16
Lyari
QUOTE
საკუთარი ქონებით არ რისკავს, მას შეუძლია არაფერი ჩადოს გარდა 200 ლარიანი კაპიტალისა, ის თავისი პირადი ქონებით პასუხს არ აგებს, განსხვავებით სხვა სამართლებრივი წარმონაქმნებისა... ეს თემა ვიცი 5 თითივით და ნუ მაწერინებ ტყუილად რა )

მე სხვა რამეს ვამბობ?

200ლარიც კაპიტალია ისე, სულ რომ ინტელექტუალური ფირმა იყოს და სხვა არავითარი სხვა ქონება არ ქონდეს საერთოდ. იმ 200ლარით ხომ რისკავს...

და საერთოდ, მარტო მატერიალურ ქონებაზე რატომ ვამახვილებთ ყურადღებას?

* * *
ისე, შპს-ს საკუთარი კაპიტალი შეიძლება 0-იც იყოს, თუ იცი ეს თემა... უბრალოდ რეგისტრაციის ხარჯები რაც არის, იმას ვერ აცდები smile.gif

Posted by: Lyari 30 Nov 2014, 11:20
nforumi
მოკლედ ალბათ სხვადასხვა კუთხით შევხედეთ, უბრალოდ სწორედ მაგიტომ ქვია შპს-ს შპს, რომ მას შეზღუდული პასუხისმგებლობა აქვს კრედიტორების წინაშე, განსხვავებით ინდ. მეწარმისგან, რომელიც რისკავს თუნდაც საკუთარი ბინით, თუ დადგა ამის საჭიროება... ვაოფებთ ხომ? smile.gif)
offtopic.gif
QUOTE
ისე, შპს-ს საკუთარი კაპიტალი შეიძლება 0-იც იყოს

შეიძლება ახლა ასეცაა, ადრე საერთოდ 5000 ლარი იყო, ბოლო დროს 200 ლარი, მგონი ეგეც მოიცხსნა, მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: nforumi 30 Nov 2014, 11:23
Lyari
QUOTE
მოკლედ ალბათ სხვადასხვა კუთხით შევხედეთ, უბრალოდ სწორედ მაგიტომ ქვია შპს-ს შპს, რომ მას შეზღუდული პასუხისმგებლობა აქვს კრედიტორების წინაშე, განსხვავებით ინდ. მეწარმისგან, რომელიც რისკავს თუნდაც საკუთარი ბინით, თუ დადგა ამის საჭიროება... ვაოფებთ ხომ? )

მასე გამოდის. სადაო არაფერია. ჩემთვის მთავარი იყო იმის აღნიშვნა რომ მეწარმე არის ის, ვინც რისკავს თავის მატერიალურ ქონებას, დროს და ენერგიას იმისთვის რომ რაღაც ისეთი სიკეთე შექმნას, რასაც ადამიანები იყიდიან. ზოგი მეტს რისკავს, ზოგი ნაკლებს, ზოგი სრულად და ზოგი ნაწილობრივ, ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაა არსებითი.

მოდი შევთანხმდეთ ახლა ამაზე და დავდებ შემდეგ ნაწილს smile.gif

Posted by: nforumi 30 Nov 2014, 18:08
20140720. რა რჩება მეწარმეს

- მიმაჩნია რომ უბრალოდ სისულელეა მუშის მიერ ზედმეტი ღირებულების შექმნაზე საუბარიც კი - თქვა ლექტორმა და მსმენელებს გადახედა - ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდებით და ეს ეხება ყველაფერს, მათ შორის სამუშაო ძალასაც.
- აბა მოგება საიდან რჩება მეწარმეს? - იკითხა კიკინებიანმა სათვალიანმა გოგონამ.
- საინტერესო საკითხია და სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ ახლა. ჯერ განვსაზღვროთ თუ ვინ არის მეწარმე. თქვენ რას ფიქრობთ ? - თქვა და მოათვალიერა ჯგუფი, აზრის გამოთქმის მსურველის აღმოჩენის იმედით.
- ბილ გეითსი - თქვა წვერიანმა ახალგაზრდამ, როცა ლექტორმა მზერა მასზე შეაჩერა.
- ჰმ - ჩაიღიმა ლექტორმა - ერთი მეწარმეა მსოფლიოში?
- ნუ, მილიარდელები, მილიონერები - იყო წამოძახილი ჯგუფიდან.
- კიდე ?
- ფერმერი, გლეხი - უპასუხეს მცირე პაუზის მერე.
- კიდე? - სიჩუმის მერე გააგრძელა - არ არის საჭირო ამ ტერმინის მიწებება მხოლოდ გარკვეულ ადამიანებზე. მეწარმე არის ყველა, ვინც რისკავს რა საკუთარ ქონებას, ქმნის რაღაც სიკეთეს სხვა ადამიანებისთვის, ცხადია შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით. ასევე ცხადია ის ცდილობს ეს სარგებელი იყოს რაც შეიძლება დიდი - პაუზის მერე გააგრძელა - ვფიქრობა აქ სადაო არაფერია და ყველანი მეთანხმებით. ახლა საკითხავია შეიძლება თუ არა მეწარმის სარგებელი იყოს ძალიან დიდი და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის ძალიან დიდი.
- თუ მეწარმე მონოპოლისტია, მაშინ - წამოიძახა ბავშვურ სახიანმა სტუდენტმა.
- მართალია, კიდე?
- ბილ გეითსი მონოპოლისტია? - იკითხა კიკინებიანმა გოგონამ.
- რას იტყვი ამაზე? - მიუბრუნდა ლექტორი ბავშვურ სახიანს.
- ბილ გეითსი ინოვატორი იყო, შექმნა ისეთი რამ, რაც არავის ქონდა იმ მომენტში და ფაქტიურად ამით იყო მონოპოლისტი. შემდეგშიც ყოველთვის უსწრებდა კონკურენტებს ერთი ნაბიჯით, რის ხარჯზეც ინარჩუნებდა მონოპოლიურ მდგომარეობას ბაზარზე და ახლაც ასეა ჯერჯერობით.
- ანუ გამოდის მონოპოლურ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს მეწარმემ, რათა შეძლოს სერიოზული მოგების მიღება...
- კი, ასეა, ოღონდ თუ ამას თავისი უნარით აღწევს, სხვების შეზღუდვის გარეშე, მაშინ ეს დასაშვებია და ნორმალური, ხოლო თუკი ვინმე უქმნის ასეთ მდგომარეობას ხელოვნურად, ვთქვათ სახელმწიფო, მაშინ ეს მიუღებელი და განვითრების შემაფერხებელი.
- კარგად მსჯელობთ - შეაქო ლექტორმა - მაგრამ დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს საკითხს და ჩვეულებრივ მოკვდავ მეწარმეებს. მაგალითად ავიღოთ ადამიანი, რომელსაც აქვს პურის საცხობი და აცხობს შოთებს. რომელსაც ყიდის 80 თეთრად ცალს. ამ მაგალითის კარგად გააზრება ნიშნავს რომ გავიგებთ ბაზრის მუშაობის მექანიზმს და რაც არ უნდა დიდი და ყოვლისმომცველი იყოს ბიზნესი, ამ მაგალითიდან ამოსვლით შეგვიძლია გავიგოთ. - პაუზის მერე გააგრძელა - ვინ მეტყვის რაში იხარჯება ეს 80თეთრი?
- მაგით მარილსაც ვერ იყიდის - თქვა ერთმა
- მასე ნუ მივუდგებით, თუ ასი ათას პურს გაყიდის, მაშინ ეს უკვე ოთხმოცი ათასი ლარია. გავყოთ პროპორციულად და ვთქვათ რაში იხარჯება ეს ოთხმოცი თეთრი.
- ნახევარი ალბათ ფქვილში და სხვა საჭირო ნედლეულში - თქვა ბავშვურ სახიანმა სტუდენტმა.
- კი - დაეთანხმა ლექტორი
- ხელფასებში, გადასახადებში - დაამატა ისევ იმ ბიჭმა
- მართალია. პირობითად ვთქვათ, რომ ნახევარი, ანუ 40თეთრი მიდის ფქვილში და სხვა საჭირო ნედლეულში, 20თეთრი გადასახადებში, 10თეთრი ხელფასებში, 5თეთრი კომუნალურ ხარჯებში და 5თეთრი რჩება მეწარმეს. არ ჩათვალოთ რომ ზუსტად ასეა, ეს ძალიან ძალიან მიახლოებითია, თუმცა მსჯელობისათვის ეს მიახლოება საკმარისია. - ჯგუფს გადახედა და შემდეგ თქვა - ცხადია თუ მეპურე პურს გაყიდის უფრო ძვირად, მისი ზოგიერთი გასავალი მოიმატებს, მაგალითად გადასახადი, შეიძლება ხელფასი, მაგრამ მასალები არ უძვირდება. შესაბამისად, თუ 80-ის ნაცვლად 90თეთრად გაყიდის, 5თეთრის ნაცვლად დარჩება 12-13 თეთრი. რას იტყვით, რატომ არ აძვირებს ჩვენი მეპურე პურს?
- ვინღა იყიდის მაშინ - თქვა წვერიანმა.
- სწორია, ვერცერთი მეწარმე თავის პროდუქტს ვერ გაყიდის რეალურ საბარო ფასზე მეტად, თავის პროდუქტის გაძვირებით, კონკურენტს ახეირებს, რადგან იმას მეტი გაეყიდება. გასაგებია? - ჯგუფმა ერთი გადაიჩურჩულა და ყველა დაეთანხმა. - ნაკლები ფასი ნიშნავს რომ მეტ პურს გაყიდის, გასაგებია, რა იქნება ჩვენმა მეპურემ რომ პურის ფასი შეამციროს 75თეთრამდე? ხომ მეტი გაეყიდება?
- თუ 5თეთრი მოგება რჩება 80-დან, 75-დან რაღა დარჩება - თქვა ისევ წვერიანმა.
- სწორია, დაკლებას აზრი არ აქვს და თუ კონკურენტები მოახერხებენ 75თეთრად გაყიდვას, მაშინ ჩვენი მეპურე უბრალოდ შეწყვეტს პურის ცხობას, რადგან ის ვერ მიიღებს თავისი რისკის შესაბამის მოგებას.
- კონკურენტები როგორ შეძლებენ უფრო იაფად გაყიდვას, თუ ჩვენს მეპურეს არ აწყობს 75-ად გაყიდვა, მაშინ არც იმათ მოაწყობთ - თქვა ბავშვურსახიანმა.
- მართალია, ვერ შეძლებენ თუ რამე ტექნოლოგიური სიახლე არ შემოიტანეს ამ ბიზნესში და რადგან პურის ცხობაში ჯერჯერობით რამე განსაკუთრებული სიახლე არ არის, ამიტომ ფასი ერთნაირია თითქმის. შესაბამისად მეწარმეს რჩება ზუსტად იმდენი, რამდენიც უღირს მას თავის მიერ გაწეული რისკი, რადგან თუ არ დარჩა ამდენი, ის თავს დაანებებს მეწარმეობას, ხოლო თუ როგორღაც მოხდა და დარჩა რისკის შესაბამისზე მეტი მოგება, სულ მალე გამოჩნდება სხვა, რომელიც ასევე გააკეთებს იგივე წარმოებას და გაუწევს კონკურენციას, რაც ისევ თავის ნორმაზე დაიყვანს ფასს - შეჩერდა, ჯგუფი შეათვალიერა და დაამატა - ხომ გაიგო ყველამ, როგორ ყალიბდება ფასი თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში?
- ბილ გეითსისთვის არ გამოჩნდა რაღაც კონკურენტი „სულ მალე“ - გაიცინა წვერიანმა ახალგაზრდამ
- რატომ, რას ფიქრობთ? არ მოქმედებს იქ თავისუფალი ბაზრის კანონები?
- მისი ფირმა მუდმივად ინოვაციების შემოთავაზებით არის დაკავებული, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე - თქვა ბავშვურსახიანმა და დაამატა - ალტერნატივები არსებობს, მაგრამ გეითსი უკეთ ახერხებს თავისი პროდუქტის გაყიდვას.
- მართალია - თქვა ლექტორმა - ეს და კიდე ბევრი ნიუანსი მოქმედებს არამარტო მსხვილ ბიზნესებში, მაგრამ არცერთი მათგანი არ ეწინააღმეგება თავისუფალი ბაზრის კანონს. თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში მოგებულია ყველა: მომუშავე იღებს შეთნხმებულ ხელფასს, სახელმწიფო იღებს გადასახადს, მეწარმე იღებს თავისი რისკის შესაბამის მოგებას, საზოგადოება იღებს პურს ოპტიმალურ ფასში. და რომ ოპტიმალური ფასი ჯობია ხელოვნურად დაწესებულ ზღვრულ ფასს, ამას შემდეგი საუბრისას ვნახავთ.

Posted by: nforumi 30 Nov 2014, 18:11
გადავწვიტე მთელი თავი დამედო ცალკე პოსტად, ასე ჯობია ვინმეს რომ არ მოუხდეს წინა გვერდებზე ძებნა, თუ დაინტერესდება.

ბოლოს კიდე ყავასთნ და ნამცხვართან განვიხილოთ საკითხი smile.gif

Posted by: t-90 30 Nov 2014, 18:46
nforumi
არასწორია ბევრი რამ მაგ ნაწერში.
კერძოდ სახელმწიფოს რაც შეეხება.
თუ შენ მონოპოლისტურ გარემოს მიაღწევ და ამავდროულად მომხმარებელს შეტენი მისი ჯანმრთელობისთვის საშიშ (აი როგორც ბურჯანაძემ გვაჭამა ბაღლინჯოიანი პური) ეს უნდა იქნას აღქმული როგორც სტანდარტული დანაშაული და არაფერი სხვა.
მხოლოდ ეს უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ რომ შენ ითამაშო წესებით და არა წესების გარეშე.
ეგერ ცხონებული ბენდუქა ამტკიცებდა წესების გარეშე უნდა ითამაშოსო ბიზნესმაო და კი ახსოვთ ოთხმოცდაათიან წლების რუსეთის ბიზნესწრეებში მაცხოვრებლებს რამდენი კაცი გაგორდა მაგისთვის კონკურენციის გამო.
ანუ თუ შენ მონოპოლისტი ხდები იმის გამო რო რაღაცას ყველაზე კარგად აკეთებ ეგ ერთია და თუ სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენების გამო ხარ მონოპოლისტი ეგ მეორე საქმეა.
რაც შეეხება ბილ გეითს ბილ გეითსმა კაი ხანია ჩეიდჟვა მაგ ბიზნესში და სულ აღარაა პირველი ეპლი სჯობს. გარდა ამისა არსებობს კიდე უამრავი open-source, free-software და ა.შ. ოპერაციული სისტემები რომლებიც ვინდოუსს სჯობია.
და დღეს საქართველოში მეწარმე ფაქტიურად არაფერს რისკავს. მიუხედავად ამისა მაინც იმ დონის სირები და არაპროფესიონალები არიან რო კომპანია კომპანიაზე კოტრდება. მე აიტი სფეროში შემხვედრიან უბადლო სირები და სხვაგან რა ხდება წარმომიდგენია.

Posted by: nforumi 30 Nov 2014, 19:21
t-90
QUOTE
თუ შენ მონოპოლისტურ გარემოს მიაღწევ და ამავდროულად მომხმარებელს შეტენი მისი ჯანმრთელობისთვის საშიშ (აი როგორც ბურჯანაძემ გვაჭამა ბაღლინჯოიანი პური) ეს უნდა იქნას აღქმული როგორც სტანდარტული დანაშაული და არაფერი სხვა.

მე ლაპარაკი მაქვს პატიოსან ურთიერთობებზე და არა თაღლითებზე.

QUOTE
თუ სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენების გამო ხარ მონოპოლისტი ეგ მეორე საქმეა.

კი, ნამდვილად მასეა.

QUOTE
ეპლი სჯობს

ეს მე არ მაწუხებს, არც მაინტერესებს. ბაზარია და მიდის მუდმივი ბრძოლა პირველობისთვის, მთავარია თაღლითობას არ ქონდეს ადგილი, არანაირს.

და გთხოვ რა, არ გვინდა ვიღაცეების ლანძღვა, ეგ არაფერს კარგს არ იძლევა. ჩვენ ვიხილავთ როგორ მუშაობს საბაზრო მექანიზმი და მერე უნდა ვიფიქროთ როგორ მივუსადაგოთ ის ცხოვრებას.

ისევე როგორც ფიზიკის კანონები ადამიანმა შეისწავლა და მერე ამ ცოდნის გამოყენებით შექმნა რაც შექმნა.

ფიზიკას აქვს თავისი კანონები და კორექციას არ ექვემდებარება.

ასევე ეკონომიკის კანონების კორექციას არ მივყავართ კარგ შედეგამდე, სიმახინჯეს ვიღებთ.

Posted by: nadiri 1 Dec 2014, 23:08

nforumi
სად ხარ?
დაწერე

Posted by: lela_85 2 Dec 2014, 01:07
ამ საღამოს ჩემს ფანჯრებში შევამჩნიე მთვარე. რამდენი ხანია არც კი შემიმჩნევია.... smile.gif ეს კი ალბათ სიახლის ნიშანია.. smile.gif 1 დეკემბრის ,გამოფხიზლების
და ბედნიერების. ბავშვობაში იმდენ ამბებს ვუყვებოდი მთვარეს, ისე უცებ გადის დრო ორომტრიალში მთვარეც კი გავიწყდება ადამიანს,ასე რომ ანათებს სიბნელეში.
...მზეზე ხომ საუბარი ზედმეტია, ვერც კი ვამჩნევთ მის სითბოს...იმდენად მივეჩვიეთ როგორც ადამიანებს ,რომლებიც მუდამ მზესავით ანათებენ ჩვენთვის,ჩვენ კი ვითომც არაფერიაო,ეს ხომ ბუნების კანონიაო.. მისი სურვილიაო...და არასდროს ვმზეობთ ჩვენი მზისთვის და ვაგრძელებთ ცხოვრებას გაწამაწია მოძრაობაში, თბილისის ქუჩებში მოძრავ ავტომობილებზე მეტად ვქმნით ავარიულ მდგომარებას ერთმანეთოსთვის და ჯარიმების არც გვჯერა....

Posted by: Mrs_Priestley 2 Dec 2014, 13:24
lela_85
QUOTE
ბავშვობაში იმდენ ამბებს ვუყვებოდი მთვარეს,

მე სულ მაინტერესებდა, მთვარეზე თბილა თუ ცივა

Posted by: nforumi 3 Dec 2014, 18:29
nadiri
ბოდიშს მოვიხდი ყველასთან, ვინც ფიქრობდა რომ უფრო მალე უნდა დამედო შემდეგი ნაწილი, მაგრამ გარკვეული ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო ვერ გამოდის.

ამჯერად მინდა დავდო პურის ფასის შემადგენლობა ცხრილის სახით. თუ ვიმსჯელებთ, აჯობებს ამ მაგალითის მიხედვით გამოვთქვათ მოსაზრება, უფრო ადვილად გასაგები იქნება ყველასთვის. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვცდილობ და ვეცდები smile.gif

Posted by: nadiri 3 Dec 2014, 21:46
nforumi
კარგი
როგორც გინდა
როცა დადებ, მაშინ წავიკითხავ

Posted by: nforumi 4 Dec 2014, 10:35
20140721. როცა სახელმწიფო აწესებს ფასის ლიმიტს
- თქვენ ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ ზოგიერთი პარტიის განცხადება ამა თუ იმ პროდუქტზე ფასის ლიმიტის დაწესების აუცილებლობაზე, იმ მოტივით რომ ხალხს უჭირს მაღალი ფასის გადახდა. მოდი განვიხილოთ შემთხვევა, როცა ლიმიტი დაწესდა პურის ფასზე, რა მოხდება ამ შემთხვევაში? დავუშვათ ლიმიტი დაწესდა 60თეთრი, რა მოყვება ამას?
- რიგები პურზე - თავი წამოწია სავარაუდოდ ყველაზე უფროსმა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა.
- კი, მაგრამ ავხსნათ რატომ.
- ჩვენ ხომ განვიხილეთ წინა საუბრისას, რომ მეწარმეს 5თეთრით ნაკლებად გაყიდვის შემთხვევაშიც კი არაფერი რჩება და თუ 20თეთრით ნაკლებად გაყიდვას ვაიძულებთ, ცხადია ის დახურავს წარმოებას - თქვა ბავშვურსახიანმა.
- მერე?
- ასევე მოიქცევა ყველა სხვა მეწარმე და პური საერთოდ არ იქნება...
- თუ სახელმწიფო პოლიციის ძალით აიძულებს გააგრძელონ წარმოება?
- მაშინ... მეწარმე შეეცდება იპოვოს გზა ზარალის შესამცირებლად, შეამციროს წონა, იყიდოს დაბალხარისხიანი, მაგრამ იაფი მასალა, შეამციროს ხელფასი, დამალოს გადასახადი...
- თითქმის ყველა უგვანი ხერხი გამოიცანი - ჩაიცინა ლექტორმა.
- აბა რას იზამს ადამიანი, თუ ვინმე კუთხეში მიიმწყვდევს, გამოსავალი ხომ უნდა მოძებნოს.
- სწორია და მასეც ხდება, როცა რამე ხელოვნური ბარიერები იქმნება.
- გამოდის ლიმიტის დაწესება უაზრობაა - წამოიძახა კიკინებიანმა გოგონამ - და ესე ცხადი თუ არის ეს, მაშინ ის ზოგიერთი პარტია რატომ აყენებს ხოლმე ამ საკითხს?
- რატომ, ავხსნათ - მიუბრუნდა დანარჩენებს ლექტორი.
- ჩვენი წინა საუბარი არ მოუსმენია იმ ხალხს, ვისაც ისინი მიმართავენ - გაიცინა წვერიანმა სტუდენტმა.
- მართალია - თქვა ბავშვურსახიანმა - ჩვენ კი დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენად სწორი იქნებოდა ისე გაკეთება, როგორც ისინი ამბობენ ხოლმე? მარტო ლიმიტს არ ეხება, ათას დაპირებას იძლევიან ხოლმე და კაციშვილი კრიტიკულად არ აფასებს იმის გაკეთება მართლა კარგი იქნება საზოგადოებისათვის თუ არა.
- ასეა - თქვა ლექტორმა - სარგებლობენ ხალხის გაუთვითცნობიერებლობით და იძლევიან პოპულისტურ დაპირებებს, რომელთა რეალიზაცია ნამდვილად არაფერ კარგს არ მოუტანს საზოგადოებას.
- ყველაზე ხშირად დენის ტარიფის შემცირებაზე აპელირებენ ხოლმე, თუმცა მგონი ეს საკითხი პურის საკითხისაგან განსხვავდება...
- კი, განსხვავდება იმით, რომ მანდ საქმე გვაქვს მონოპოლიასთან, რაც სხვა თემაა და შემდეგი საუბრისათვის გადავდოთ.

* * *
nadiri
QUOTE
კარგი
როგორც გინდა
როცა დადებ, მაშინ წავიკითხავ

მადლობა smile.gif

მაგრამ იქნებ რამე კომენტარიც დაგეწერა, ან კარგი ან ცუდი... ან ვინმეს, თუკი არის საინტერესო.

Posted by: lela_85 5 Dec 2014, 21:43
გუშინ წინ პირველი ავარია მომივიდა და ჩემი რეაქცია იყო ნული smile.gif საბედნიეროდ არ გადავჩეხილვარ დაღმართზე, მაგრამ ვითომც არც არაფერიო , არ ვიცი ასეთი უემოციო ,როგორ გავხდი ....
თუმცა , როცა ძველებური ვერასდროს ვეღარ იქნები....ალბათ ყველაფერი იცვლება....

Posted by: nforumi 7 Dec 2014, 20:11
20140726. მონოპოლია
- დღეს ვისაუბროთ მონოპოლიაზე. ეს ტერმინი ლამის ყოველდღე გვესმის, უფრო სწორად გვესმის მონოპოლიები! შეიძლება თუ არა არსებობდეს მონოპოლიები რომელიმე სფეროში?
- ები არა მასწავლებელო - თქვა ბავშვურსახიანმა - თუ მონოპოლიაა, ერთია ესე იგი. თუ ბევრი, მონოპოლია ვეღარ იქნება.
- ესე იგი მონოპოლია არის როცა ერთი მომწოდებელია ბაზარზე უკონკურენტოდ. მაგრამ დავსვათ კითხვა, რატომ არ არის კონკურენტი, რა შემთხვევაში მოხდება, როცა არავინ მოინდომებს ბაზარს მიაწოდოს იგივე ტიპის საქონელი ?
- თუ არის ვიღაც ვინც ნებისმიერ შესაძლო კონკურენტს არ აძლევს წარმოების დაწყების საშუალებას - თქვა წვერიანმა სტუდენტმა.
- და ეს ვიღაც შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო - დაამატა ბავშვურსახიანმა ბიჭმა
- რატომ, ხომ არსებობს ბუნერივი მონოპოლიაც - თქვა კიკინებიანმა გოგონამ - მაგალითად თელასი ხომ არ შეიძლება იყოს რამდენიმე?
- რატომ არ შეიძლება? რა შეუშლის ხელს?
- ერთ სადენში როგორ გაატარებს სხვადასხვა კომპანია დენს?
- ალტერნატიულ სადენს გაჭიმავდა კონკურენტი - თქვა ბავშვურსახიანმა - მაგრამ ჩვენთან თელასს სახელმწიფოს მხრიდან აქვს მიცემული მონოპოლიური უფლება და შესაბამისად სახელმწიფო არავის აძლევს უფლებას რომ ეს გააკეთოს.
- კარგი, შევწყვიტოთ ახლა თელასზე საუბარი - თქვა ლექტორმა - განვიხილოთ რა მოხდება, თუ პურზე გააკეთებს სახელმწიფო იგივეს რაიმე მიზეზით, პოპულისტური მიზეზის მოფიქრებას რა უნდა, ვთქვათ: ჯანმრთელბის უსაფრთხოების მიზნით, უფრო ადვილად გაკონტროლდება ხარისხი, როცა ერთი მწარმოებელია, ან სხვა რამე. დავუშვათ სახელმწიფომ მართლაც შეარჩია ერთი მწარმოებელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს მთელი ქალაქის მოთხოვნილება. რას ფიქრობთ, რას იზამს პურის ფასი ამ შემთხვევაში?
- ის ერთი მწარმოებელი გააძვირებს ცხადია - თქვა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა - რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება ლიმიტის დაწესება.
- მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ ლიმიტი თუ იქნება 60 თეთრი, პურის წარმოებას აზრი არ ექნება. მიმდინარე მომენტში შეიძლება 80 თეთრი დაწესდეს ლიმიტი, მაგრამ პერიოდულად ეს ლიმიტი უნდა გადაკონტროლდეს, ხომ იცვლება სიტუაცია, ნედლეული ძვირდება-იაფდება, გადასახადები იცვლება და სხვა.
- ესე იგი უნდა შეიქმნას რაღაც კომისია, რომელიც დაადგენს ოპტიმალურ ფასს - იყო პასუხი
- ხელფასები უნდა მიეცეს ალბათ იმ კომისიას, საიდან?
- პურის კომპანია უნდა დაიბეგროს, ანუ გამოვა საბოლოო ჯამში პურის ფასმა უნდა მოიმატოს - თქვა ბავშვურსახიანმა.
- მართალია - დაეთანხმა ლექტორი - მაგრამ ეს არ არის მთავარი უბედურება ამ შემთხვევაში. მთავარია როგორ უნდა დათვალოს ამ კომისიამ პურის ოპტიმალური ფასი. ცხადია მწარმოებლისგან იღებს ინფორმაციას ნედლეულ-მასალებზე, ტექნოლოგიურ ციკლზე, ხელფასებზე, დანადგარების ცვეთაზე, კომუნალურ ხარჯებზე და ყველა იმ წვრილმან-მსხვილმანზე, რაც გავლენას ახდენს პურის ფასზე. ამის მერე აკეთებს კალკულაციას და ადგენს ფასს ფირმის მოგების გათვალისწინებით.
- ამ შემთხვევაში მეწარმე რატომ შეეცდება იპოვოს უფრო იაფი და ეკონომიური გზა? რატომ შეეცდება ხარჯების შემცირებას? მის ინტერესში ხომ პირიქით არის, კომისიას მიაწოდოს რაც შეიძლება გაბერილი ხარჯები, რათა მიაღწიოს რაც შეიძლება დიდი ფასის დადგენას პურზე...
- ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა, როგორც კი რაიმე სფერო მონოპოლიზდება, რეალური ფასების დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია, ვერანაირი კომისია ვერ დაადგენს ზუსტად მოცემული საქონელი მოცემულ ფასზე მეტი უნდა ღირდეს თუ ნაკლები.
- გაბერავენ ხელფასებს, გააფორმებენ მკვდარ სულებს - თქვა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა.
- გახსოვს მაგ პერიოდი?
- ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდე აქტიური თემა იყო - გაიცინა სტუდენტმა.
- ახლა რატომ დაკარგა ამ თემამ აქტუალობა, რას ფიქრობთ?
- ფირმა გააფორმებს ეგეთებს თავისთან და კაი ჩიტს დაიჭერს კონკურენტებთან ჭიდაობაში - თქვა წვერიანმა და ჯგუფს სიცილის ტალღამ გადაუარა.
- მონოპოლიის შემთხვევაში კი პირიქით, ჩნდება მოტივაცია რაც შეიძლება მეტი მკვდარი სული გაფორმდეს და მერე ეს ხარჯი შევიდეს ტარიფში - დაამატა ჭაღარა სტუდენტმა.
- მაშინ ეგეთ სტრუქტურებს არც დაჭირდებათ კანონში სახელფასო მინიმუმზე ეწეროს რამე - თქვა კიკინებიანმა.
- რატომ გგონიათ რომ დაბალი რგოლები დარჩებიან მოგებული ასეთი სქემებით? ზედა რგოლები ეცდებიან თავად მიიღონ მეტი შემოსავალი და არა ქვედა რგოლებმა. რაც შეეხება სახელფასო მინიმუმის არსებობა კარგია თუ არა, შემდეგზე ვისაუბროთ.
- მაშ რა საჭიროა ასეთი უფლების მინიჭება რომელიმე კომპანიისთვის, თუ არაფერი დადებითი არ მოყვება - იკითხა კიკინებიანმა.
- ფული ჩემო კარგო, ფული - თქვა წვერებიანმა.
- კარგად უნდა ინახოს, ვინმეს ფინანსური ინტერესი ხომ არ არის ასეთი გადაწყვეტილების უკან - თქვა ლექტორმა - ძნელი დასაჯერებელია რომ ამ ყველაფრის გაუაზრებლობით მოსდიოდეთ გადაწყვეტილების მიმღებებს.
- და ეს ვიღაცის ‘ფინანსური ინტერესი’ ტარიფშია ჩადებული რა თქმა უნდა - თქვა ისევ წვერიანმა.
- კარგი, ამ თემის ბოლომდე ამოწურვა შეუძლებელი, დღეს ვიკმაროთ და სხვა დროს კიდე დავუბრუნდებით ხოლმე.

Posted by: klo-C 8 Dec 2014, 12:26
nforumi
მომწონს

.........................

ჩვენ ხშირად დავდიოდით იმ ბნელ კაფეში, ქუჩის კუთხეში რომ იყო. ვჯებოდით ოთახის ბოლოში მდგარ პატრა მაგიდასთან რომელიც გველოდა და ვესალმებოდით მიმტან გოგოს რომელიც გვცნობდა და გვიღიმოდა.
იქვე იდგა ძველისძველი მუსიკალური აპარატი რომელიც უსირცხვილოდ ითვისებდა ხურდებს, რომლიც მე თითქმის არასოდეს მქონდა და შენ გართმევდი, რომ ჩამერთო სიმღერა რომელიც მე მიყვარდა .
შენ ირონიულად იღიმოდი, როცა ბებერი აპარატი მე მამარცხებდა , მე დარცხვენილი სახით ვბრუნდებოდი და შენ ისევ მაწვდიდი ხურდას.
როცა იმ პატარა კაფეს გაავსებდა მუსიკალური ნოტები მე თვალებს დავხუჭავდი და რა ვგრძნობდი რომ ბედნიერი ვიყავი , რადგან იმ მომენტში ჩემთან იყო ჩემი მუსიკა და შენ....

Posted by: nforumi 8 Dec 2014, 17:01
klo-C

ისე მაგარი ნაზავი გამოგვდის: ერთი მხრივ ეკონომიკური საკითხები და მეორე მხრივ პოეტური გარემო smile.gif

Posted by: lela_85 8 Dec 2014, 19:54
ძალიან მინდა დასრულდეს ღამე თავის სიბნელით.....მზე მინდა....მზე,რომელიც ანათებს და კურნავს....

მაგრამ მზე ვერასოდეს გამხდის ისეთს როგორიც ვიყავი....ნეტა შემეძლოს პატიება საკუთარი თავის.....ნეტა შემეძლოს....

ადამიანის ნდობა დავკარგე.....ცხოვრებაში ერთხელ ვენდე ადამიანს...
დიდი ხანია ვიმეორებდი ფრაზას, არც კი ვიცი რომელი წლიდან თუ ბავშვობიდა, -თუ არ შეგიძლია განმიმტკიცო ადამიანების რწმენა ნუ დამაკარგინებ მაინც.....ვისაც ვენდობოდი მან გამხადა სწორედ ისეთი ადამიამი ,როგორიც მძულს.....არა და მინდა და მენატრება ჩემი თავი,ძალიამ მენატრება რომელიც აღარ არსებობს.....
ძალიან მენატრება......
რას არ მივცემდი,რომ არ შევცვლილიყავი,რას არ მივცემდი...

უსაშველოდ მენატრება ჩემი თავი....

Posted by: Lyari 8 Dec 2014, 22:29
lela_85
კაი რა sad.gif
-------------------

Posted by: nutsiko 9 Dec 2014, 00:46
სტუდენტობისას მეტრო რუსთაველიდან ჯავახიშვილის მეორე კორპუსამდე გზის გავლა მარტო იმიტომ არ მიხაროდა, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მერქვა, არამედ გზად ყოფილი გამომცემლობის შენობა უნდა გამევლო, სადაც ძირითადად რუსი წარმოშობის წიგნის გამყიდველებს რუსეთიდან გამოგზავნილი ძვირადღირებული წიგნები გამოეფინათ, თან საგულდაგულოდ გამჭვირვალე პარკებში ჩადებული. რაც არ უნდა დროში შეზღუდული ვყოფილიყავი საიმისო დრო ყოველთვის მქონდა, რომ ცოტა ხნით გავჩერებულიყავი თითოეულ სტენდთან და წიგნები სიყვარულითა და მოწიწებით შემეთვალიერებინა. მომწონდა სხვადასხვა ჩემთვის საინტერესო თემაზე გამოცემული მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული და ულამაზესყდიანი ძირითადად რუსულ და ინგლისურენოვანი წიგნების დათვალიერება. ვიდექი და ვუყურებდი წიგნებს, თან წიგნსა და ფასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვის დასმაც მერიდებოდა. ისიც კარგად ვიცოდი, რომ ჩემი სამოწყალოდ გადმოგდებული, მაგრამ მაინც ჩემი საკუთარი და ,,საამაყო’’ სტიპენდიით, რომელიც მაშინ სულ რაღაც ჩვიდმეტ ლარს შეადგენდა და თანაც რამდენიმე სტიპენდიანტზე შეზღუდული რაოდენობით მოდიოდა და თითოეულს დაახლოებით ხუთი ლარი და ხურდები ან უკეთეს შემთხვევაში შვიდი ლარი გვხვდებოდა ხოლმე, ყიდვას ვერ შევძლებდი.
ვიდექი და ისევ ვათვალიერებდი წიგნებს და სულ ვფიქრობდი ეგოისტურად, რომ წიგნი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაყიდულიყო სწორედ ჩემნაირებისთვის, რადგან ის, ვინც წიგნის ფასი არ იცის, არც ძვირად იყიდდა იმ წიგნს ან იყიდიდა მხოლოდ მოდას აყოლილი და თაროების შესავსებად, მტრების გულის გასახეთქად, ხოლო ვინც წიგნის მუღამი ვიცით, იმ ფასად ვერ შევწვდებოდით ამ სიამოვნებას. ამ ფიქრში გართულს წიგნების გამყიდველი მომიახლოვდა, ისეთი სამგზის საწყალობელი თვალებით მივშტერებოდი წიგნებს, რომ მანუგეშა, თბილად გამიღიმა და მითხრა: ,,იცი, რამდენი მოდის ასე შენსავით, ვინც წიგნის ფასი იცის, დიდხანს დგას და უყურებს წიგნებსო?!“ მეამა ამის მოსმენა, მარტო მე არ ვყოფილვარ ,,ამ დღეში“ და თან გული დამწყდა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად მექნებოდა იმის საშუალება, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა შემევსო საინტერესო წიგნებით.
მართალია ეს მრავალი წლის წინ იყო, მაგრამ ეს განცდა ისევ დამყვება და თან წიგნების მაღაზიასთან გულგრილად ჩავლა არ შემიძლია დღემდე. ახლა მით უმეტეს ჩემი ოცნება ხომ ახდა. სტამბები სრული დატვირთვით მუშაობენ, შეიძლება ითქვას, ერთხელ ერთმა გაზეთმა წიგნი დაურთო თავის პერიოდულ გამოცემას და აიტაცეს იდეა. უამრავი წიგნი იბეჭდება და საკმაოდ მისაღებ ფასად, რაც უდაოდ მისასალმებელია. მეც მომეცა საშუალება, შემევსო საკუთარი ბიბლიოთეკა ახალ-ახალი წიგნებით.
ასეთი ბედნიერი მოვაბიჯებდი ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში, როდესაც მიწის თხილის შეძენა გადავწყვიტე იქვე მჯდომ ბებოსთან. ჩემს ბავშვობაში მიწის თხილსა და მზესუმზირას ბიჭების დასრულებული თამაშების – ჯოკრების ამსახველ უჯრებიან ქაღალდში ყრიდნენ, აი, იმ ქაღალდებში, 48 ფურცლიანი რვეულებიდან რომ ხევდნენ გამყიდველები და ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ქაღალდს მოახვევდნენ. ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნის ყდამ, გავბედე და სრულიად მოურიდებლად წიგნი ავიღე ხელში, დავხედე და არც მეტი არც ნაკლები დოსტოევსკი შემრჩა ხელში, შიგადაშიგ ამოპუტული ფურცლებით, რომელსაც მზესუმზირის გამყიდველი, როგორც აღმოჩნდა გვერდზე მდგარი ,,ბუკინისტისგან“ ლარად და ორ ლარად ყიდულობდა მზესუმზირის ქაღალდში ჩასაყრელად… გავბრაზდი და უფრო მეტად კი დავფიქრდი. არა, ამ ქალს მე რას მოვთხოვდი საკუთარი ნივთის განმკარგავს. უფრო გლობალურად დავფიქრდი. ეს ერთი წიგნი კი შემრჩა ხელში ასე გაბახებულ – გაპარტახებული- ამოპუტული და ვინ იცის, რამდენი ასეთი წიგნია მზესუმზირასა თუ ყანის ბოლოში მდგარ ტუალეტებში გაგზავნილი.
გადავწყვიტე, რომ ბუკინისტებში უფრო ხშირად მევლო და ძველი წიგნები ასეთი სავალალო დასასრულისგან გადამერჩინა. ასეც მოვიქეცი. ძვირფასი და იშვიათი წიგნები შევიძინე როგორც იტყვიან სულ ,,კაპიკებში“, ზოგიერთი დაფლეთილი და სარესტავრაციო. ახლა ვზივარ ჩემს ,,პაციენტებთან“ და დიდი სიყვარულით და სიფრთხილით ვაწებებ თითოეულ ფურცელს, ყდას, ვწმენდ და ვასუფთავ დიდი ხნის დადებული მტვრისგან და გული სიხარულით მევსება, როდესაც ვფიქრობ, რამდენი წიგნის გადარჩენა შევძელი და, ზოგადად, შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის კი საჭიროა ის, რომ ნება და მონდომება, სურვილი, ვიქცეთ წიგნების მეგობრებად და ჭეშმარიტად, გავიმდიდროთ ჩვენი ბიბლიოთეკა ბუკინისტური წიგნებით.

Posted by: t-90 9 Dec 2014, 08:30
nforumi
QUOTE
მე ლაპარაკი მაქვს პატიოსან ურთიერთობებზე და არა თაღლითებზე.

პატიოსანი ურთიერთობები არის ძირითადად მხოლოდ თეორიაში., როდესაც დიდი მაყუთზე მიდის საუბარი იქ არავითარი პატიოსანი ურთიერთობები არ არის. გარდა ამისა თუ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს დაარ ჩაერევა, მაშინ თაღლითობაც მოსულა.
გადავხედოთ აგერ პეპსის და კოკაკოლას ომებს სხვადასხვა ბაზარზე შესვლისას. ყველაზე თვალსაჩინო ჩინეთში მოხდა, სადაც მაგ ომს შეეწირა იმდენი ადამიანი რამდენიც ჩვენთან 2008 წლის ომში.
lela_85
QUOTE
ადამიანის ნდობა დავკარგე.....ცხოვრებაში ერთხელ ვენდე ადამიანს...

მე ეგ არც არასდროს მქონია.
მერე რა ცუდი ვარ ამიტომ?

Posted by: nforumi 9 Dec 2014, 13:16
t-90
QUOTE
პატიოსანი ურთიერთობები არის ძირითადად მხოლოდ თეორიაში.,

სწორედ თეორიაში განვიხილავთ, როგორ უნდა იყოს იდეაში.

და საერთოდ, პატიოსანი ურთიერთობა ყველგან ფასობს, ზუსტად მიტო ჩანს თაღლითობა მკვეთრად. პირიქით რომ იყოს, მაშინ პატიოსნება უკეთ გამოჩნდებოდა.

nutsiko
ჩვეულებრივი წიგნები ნელ-ნელა ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როგორც დღეს ხელნაწერებია smile.gif

Posted by: მარიამ_მ 9 Dec 2014, 19:36
როცა ვინმე მთელი გულით გვიყვარდება.. მე მჯერა რომ ასეთი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. როცა ის ჩვენ გულში და გონებაში თანაბრად არსებობს... ასეთი ადამიანი ხშირად გვესიზმრება ხოლმე. თავიდან ეს სასიამოვნო შეგრძნებაა... გვინდა სიზმარი დიდხანს გაგრძელდეს და დილა უფრო ხალისიანი გათენდეს.. თუმცა როცა ასეთი ადამიანის დავიწყებას ვცდილობთ და თითქოს გამოგვდის კიდეც, სადაცაა გამარჯვებაც უნდა ვიზეიმოთ საკუთარ გრძნობებზე, ერთ მშვენიერ ღამეს ისევ ვხედავთ სიზმარს, იგი იმდენად ცხადია მის შეხებას გრძნობთ, მისი ხმა გესმით , შეგრძნება იმდენად მტკივნეულია რომ წამიერად ფხიზლდებით და გეღვიძებათ, ამაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს!

დილის 6 საათი და 45 წუთი , საწოლზე საბანში გახვეული ზიხართ და ხვდებით რომ მის დავიწყებაში კიდევ ერთხელ დამარცხდით....

Posted by: t-90 9 Dec 2014, 21:33
nforumi
QUOTE
და საერთოდ, პატიოსანი ურთიერთობა ყველგან ფასობს, ზუსტად მიტო ჩანს თაღლითობა მკვეთრად. პირიქით რომ იყოს, მაშინ პატიოსნება უკეთ გამოჩნდებოდა.

ეჰ. სამწუხაროდ ასე არაა არა.
დღეს ისე შემიძლია გაგატყაოთთ.აზრზეც ვერ მოხვალთ.
ბავშვების მეგობრებს ატყუებენ ნიტოშტო თქვენ.
არა ხართ თქვენ ბიზნესის ხალხი, მიუხედავად იმისა რო კაი ხალხი ხართ.

Posted by: nforumi 9 Dec 2014, 22:29
t-90
QUOTE
არა ხართ თქვენ ბიზნესის ხალხი, მიუხედავად იმისა რო კაი ხალხი ხართ.

ეს არ ვიცი რა შუაშია.

QUOTE
ბავშვების მეგობრებს ატყუებენ ნიტოშტო თქვენ.

კი, გამიგია მასეთები.
მაგრამ შენ ინფორმაცია რა არის ის თუ იცი?

QUOTE
დღეს ისე შემიძლია გაგატყაოთთ.აზრზეც ვერ მოხვალთ.

თუ შეგიძლია და არ აკეთებ, როცა იცი რომ ეს თაღლითობაა, ზუსტად ეგ არის პატიოსნება და ასეთი ადამაინები არსებობენ.

და რომ არ იყვნენ ასეთები ჩემს გარშემო, ალბათ ცხოვრებას არ ექნებოდა აზრი.

სახლემწიფო კიდე მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ ალაგმოს ის ხალხი, ვინც კადრულობს არასაკადრისს.

Posted by: Mrs_Priestley 10 Dec 2014, 00:25
ხანდახან ყველაფერი ტრიალებს. ცხოვრობ დილის ათიდან ღამის ათამდე. ცხოვრობ ცხოვრობ ცხოვრობ და არ გბეზრხება. იმიტომ როცა ასე ცხოვრება დაიწყე, უკვე მობეზრებული გქონდა ....

Posted by: t-90 10 Dec 2014, 16:34
nforumi
QUOTE
თუ შეგიძლია და არ აკეთებ, როცა იცი რომ ეს თაღლითობაა, ზუსტად ეგ არის პატიოსნება და ასეთი ადამაინები არსებობენ. და რომ არ იყვნენ ასეთები ჩემს გარშემო, ალბათ ცხოვრებას არ ექნებოდა აზრი. სახლემწიფო კიდე მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ ალაგმოს ის ხალხი, ვინც კადრულობს არასაკადრისს.

ნებისმიერ შემთხვევაში თვითდინებაზე მიშვებული სიტუაცია საკმაოდ კარგი წყაროა თაღლითებისთვის.

Posted by: nforumi 10 Dec 2014, 17:19
t-90
QUOTE
ნებისმიერ შემთხვევაში თვითდინებაზე მიშვებული სიტუაცია საკმაოდ კარგი წყაროა თაღლითებისთვის.

დავწერე ზემოთ უკვე, სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის მჭირდება რომ აღკვეთოს თაღლითობა და ძალადობა.

დანარჩენად, თუ არ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში, ჯობია.

Posted by: lela_85 11 Dec 2014, 23:50
QUOTE (lela_85 @ 8 Dec 2014, 19:54 )
ძალიან მინდა დასრულდეს ღამე თავის სიბნელით.....მზე მინდა....მზე,რომელიც ანათებს და კურნავს....

მაგრამ მზე ვერასოდეს გამხდის ისეთს როგორიც ვიყავი....ნეტა შემეძლოს პატიება საკუთარი თავის.....ნეტა შემეძლოს....

ადამიანის ნდობა დავკარგე.....ცხოვრებაში ერთხელ ვენდე ადამიანს...
დიდი ხანია ვიმეორებდი ფრაზას, არც კი ვიცი რომელი წლიდან თუ ბავშვობიდა, -თუ არ შეგიძლია განმიმტკიცო ადამიანების რწმენა ნუ დამაკარგინებ მაინც.....ვისაც ვენდობოდი მან გამხადა სწორედ ისეთი ადამიამი ,როგორიც მძულს.....არა და მინდა და მენატრება ჩემი თავი,ძალიამ მენატრება რომელიც აღარ არსებობს.....
ძალიან მენატრება......
რას არ მივცემდი,რომ არ შევცვლილიყავი,რას არ მივცემდი...

უსაშველოდ მენატრება ჩემი თავი....

გავმეორდები....

წერტილები მძიმდებიან ერთმანეთის მიჯრით...
მე ხომ მძიმე ვარ და დაგამძიმე ჩემი სისავსით...

ამიტომ ვარ შორს
ამიტომ ვბრუნდები ჩემს თავში....
ამიტომ კოშმარულ სიზმრებად ვაქციე ჩემი ყველა პირველი გრძნობა და წყალს გავატანე....
წყალს ვატან ყოველ დილით
და ვუბრუნდები ჩემს მრავალწერტილებს, სულში გაფანტულს ემოციებად....
ჩემს ოცნებებს, რომელბიც ნულიდან 180 გრადუსით იცვალეს მიმართულებები...

ჩემი გონება დაუბრუნდა თავის კალაპოტს, რომელიც სიმშვიდისკენ იყო მიმართული თავისი არებობის დღიდან გუშინდელ დღემდე....
მოიძულა სიტყები : "ხომ ხედავ სიყვარულს" რომელიც მხოლოდ წუთიერი მომენტის გასამართებლად იყო მოგონილი, ყველაზე არაადამინური საქციელი, როცა არ გჯერა სიტყვის ფასის....და როგორ შემიძლია სიძულვილს მოვერიო....როდესაც სულში ტოვებდა უსაშველო ტკივილს, როცა წუთიერად იჯერებდა გონება კიდეც....
სიტყვები, რომელიბიც მხოლოდ განსაზღვრული დროისთვის იყო შექმენილი და მერე ქრებოდა....
სიტყვები არასოდეს არ ქრება...
სიტყვა რჩება სამუდამოდ ჰაერში , არ ვიცი სად....საკუთარი სიმძიმის კოეფიცინეტით.... smile.gif

ჩემი სიტყვებიც რჩება ჰაერში, საკუთარი სიმძიმის კოეფიციენთით და .... სულაც არ მინდა ჩემი სიტყვებს გააჩნდეს ეს სიმძიმე...
თუმცა, რომ არა ეს ამბების მოყოლა ჩაისთან , დავგუბდებოდი....
დავგუბდებოდი ემოციებად...
ჩემი სხეული ვერ იტევს ჩემს სულს....

Posted by: pachenko12 13 Dec 2014, 16:53
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>??????????????????????????????
* * *
AAAAAAAAAAAAშშშშშშშშშშშშშშშDDDDDDDDDDDDDDDDDDდ
* * *
გდჰბვეცტგერყჰვეწტბაწყჰსევგრდგჰბ დ6უ6უ66უგჰჯყტუტყ

Posted by: lela_85 13 Dec 2014, 21:42
pachenko12
შენი კლავიატურა გაფუჭდა smile.gif)

...........

გუშინდელი მძიმე დღის მიუხედავად, როცა გზა უსასრულოდ იზრდება და თან სდევს ყველა ადგილს, თავის განუყოფელი ემოცია საშინელი ტკივილით......

სიხარული აქვე არის , მხოლოდ იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები , რომლებთანაც მხოლოდ რამდენიმე დღე გაკავშირებს .... არსებობენ ადამიანები , რომლებიც გელიან... რომლებსაც ისე ხვდები, როგორც შენს ყველაზე სულით ახლობლებს...... სახლი, სადაც სიყვარულია და შენი ადგილიც არის, ერთი დღით ან სულ... სახლი , სადაც გელიან... სახლი ,რომელიც შეიძლება იყოს შენი..... მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ასეთი სახლი და ბედნიერი ვარ , რომ ასეთი ადამიანები სახლობენ ჩემს გვერდით, თუმცა მე არ ვარ ისეთი კარგი , რომ ვიმსახურებდე ამას.... მათ არ იციან ვინ ვარ დღეს... მაგრამ მაქვს სახლი და მყავს ადამიანები, რომლებიც მელიან ხვალ..... smile.gif ბედნიერი დღე მექნება ხვალ და სულ ...........

Posted by: klo-C 13 Dec 2014, 23:40
შენ რომ ჩემი მუსიკა ვერ გაიგე
მაშინ უნდა მივხვდარიყავი რომ
ჩვენ ვერასდროს ვიქნებოდით ერთ ორბიტაზე, ერთ ტალღაზე, ერთ განზომილებაში
მაშინ უნდა დამეტოვებინე,
რამდენ ენერგიას დავზოგავდით ორივე

Posted by: nutsiko 14 Dec 2014, 18:55
მრავალი წლის წინ ახლობელმა ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მითხრა, რომ სუხიშვილების კონცერტის ბილეთები ჰქონდა და ერთ-ერთი ბილეთი ჩემიც იყო. მართალია ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, თუმცა ის სიხარული დღემდე მახსოვს და მაბედნიერებს, როცა მახსენდება, რას ნიშნავს მოულოდნელი სიხარული…
მაშინ სტუდენტი ვიყავი…
ამას წინათ ერთი ახალგაზრდა დიდი ხანი იდგა გულდაწყვეტილი და აფიშას უყურებდა, ძალიან უნდოდა სუხიშვილების კონცერტის ბილეთი, მაგრამ ყიდვას ვერ ახერხებდა. ერთი ბილეთი მას მივეცი, არც ვინაობა მიკითხავს და ახლაც არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ მისი გაოცება და მოულოდნელი სიხარულით გამოწვეული მისი ბედნიერი თვალები…
ისიც ჩემსავით სტუდენტი იყო…
იყავით მოულოდნელი სიხარულის მიმღებნი და მიმნიჭებელნი...

Posted by: t-90 15 Dec 2014, 05:11
nutsiko
QUOTE
ამას წინათ ერთი ახალგაზრდა დიდი ხანი იდგა გულდაწყვეტილი და აფიშას უყურებდა, ძალიან უნდოდა სუხიშვილების კონცერტის ბილეთი, მაგრამ ყიდვას ვერ ახერხებდა. ერთი ბილეთი მას მივეცი, არც ვინაობა მიკითხავს და ახლაც არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ მისი გაოცება და მოულოდნელი სიხარულით გამოწვეული მისი ბედნიერი თვალები…

დეჟავუ მქონდა რა biggrin.gif

Posted by: nutsiko 15 Dec 2014, 09:44
t-90
დილა მშვიდობისა,

მომენატრა ჩემი სპარსული ფისო :*

გამოანათე ამ კვირაში მაინც და ჩავუსხდეთ ,,კახელებში" lol.gif პურ-მარილი დაგვიძველდა

Posted by: nforumi 16 Dec 2014, 00:53
nutsiko
QUOTE
მომენატრა ჩემი სპარსული ფისო :*

მეც მიყვარს ფისოები, სადაც ვნახავ სულ მინდა მოვეფერო ხოლმე... smile.gif

Posted by: nutsiko 16 Dec 2014, 17:53
nforumi
ზოგადად, ფისოები კი არა, ერთი სპარსული ფისო მომენატრა, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და თან ერთ სპარსულ ფისოსაა შეპირებული, თუ დანაპირებს არ შევუსრულებ smile.gif))))

Posted by: nforumi 17 Dec 2014, 00:58
nutsiko
QUOTE
ზოგადად, ფისოები კი არა, ერთი სპარსული ფისო მომენატრა, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და თან ერთ სპარსულ ფისოსაა შეპირებული, თუ დანაპირებს არ შევუსრულებ ))))

ვერ გავიგე, თუ არ შეუსრულებ დანაპირებს ? პირობის არ შესრულებაში?

რაღაც ვერ ჩავწვდი ...

Posted by: nigo 17 Dec 2014, 13:42
ყველას სალამი love.gif

აკა მორჩილაძის სამი ახალი და მაგარი წიგნი გამოვიდა.
ორი დოკუმენტალურია "მწერლებსა და წიგნებზე"."ჩრდილი გზაზე"

მესამე მხატვრულია ,ნახალოვკელი მაზავშჩიკი -"ქემერა"-აკას სტილში love.gif love.gif
ჩემდა სამწუხაროდ,რაც ინტერნეტი შემოვიდა ,ისეთი ინტენსივობით აღარ ვკითხულობ,მაგრამ რასაც ვკითხულობ ,მაგარს .ჰოდა დამიჯერეთ. biggrin.gif

ვისაც,წაკითხული არ გაქვთ ძველი "ქართულის რვეულები"

"მე-19 საუკუნის სურათები"

Posted by: t-90 17 Dec 2014, 13:58
nigo
ბოლო ათ წელიწადში ძალიან მაგრად გაიზარდა საბედნიეროდ.
ოთხმოცდაათიანების აყროლებულ გარემოში არ ჩაიხარშა რა.

Posted by: nigo 17 Dec 2014, 14:15
t-90
თანამედროვეებში და მის თაობაში ყველაზე მაგარია.
ისტორიკოსობაც ძალიან ადგება.

90-იანების თემაზეც ყველაზე კარგად დაწერა და იმის შემდეგ უამრავი სხვა რამ.

Posted by: jjjnnn2 19 Dec 2014, 17:53
www.newspaper.ge/2014/ჩრდილი-4/
მეგობრებო გადადით ლინკზე და დაალიკეთ ძალიან გთხოვთ

Posted by: nadiri 19 Dec 2014, 22:19
განა შაქარი მინდოდა,
სხვა რაღაც, უფრო ტკბილი
განა სიყვარული მინდოდა,
სხვა რაღაც, უფრო წმინდა

არ მახსოვს საიდან მახსოვს sad.gif

Posted by: nutsiko 21 Dec 2014, 02:02
გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.
სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.
ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ
ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!
გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.

რატი ამაღლობელი

...ჩავუჯექი პოეზიას smile.gif

Posted by: незабудка 21 Dec 2014, 12:57
QUOTE
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

love.gif

Posted by: klo-C 23 Dec 2014, 11:54
დუმილობანა

ეს თამაში ჩვენ მოვიგონეთ
დუმილით ვჩხუბობდით, ვიბრძოდით ...
გამარჯვებული ხან შენ იყავი ხან მე , უფრო ხშირად შენ...
მე წავალ და შენს სიცუმეში მარტო დაგტოვებ და შენ გაიმარჯვებ ... ბოლოჯერ

Posted by: nigo 26 Dec 2014, 09:07
რას აპირებთ საახალწლოდ?

დარდები,"სევდები" "მე მიყვარს ,იმას არა ","იმას ვუყვარვარ,მე არა" და ა.შ... ძველ წელს.
მარტოობა,სიცივე აღარ გვინდა.

მხიარული ისტორიებით შევხვდეთ ამ წელს.

კურიოზები დაწერეთ რა ,რამე,გავხალისდებით. smile.gif

Posted by: nutsiko 26 Dec 2014, 16:29
მატარებელი:

მიყვარს:

რკინიგზის სადგურები, მატარებლები, ბევრი მომსვლელ-წამსვლელი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული, ლოდინით დაღლილი თვალები, ცრემლიანი გაცილება და გულაჩუყებული გამცილებლები, მატარებლიდან სანახევროდ გადმოკიდებული ,,პრავადნიკები“, კეთილი მოხალისე ბიძები, რომლებიც ყოველთვის ჩნდებიან, როდესაც მატარებელში ბარგის ატანას ვცდილობ, ხაჭაპურებისა და ცივ-ცივი სასმელების დამტარებელი სახე და ხელებგარუჯული ჩემი ბებოსტოლა ჭილოფისქუდიანი ქალები, აქა-იქ ჭრელა-ჭრულა კაბებში გამოწყობილი ჭროღათვალებიანი ბოშა გოგონები, თავისქექვითა და ნაძალადევი ღიმილით მოწყალების მთხოვნელნი, ბილეთების შემოწმების პროცესი, მატარებელში ბარგის განთავსებისა და მოკალათების წუთები, უაზრო და დროის გასაყვანი ჟურნალ-გაზეთების კითხვა მატარებლის ჩაქჩაქისას, ლოდინი, პირველად როდის შეგარყევს მატარებლის ადგილიდან დაძვრა, მატარებლის ფანჯრიდან მოუხერხებლად ხელების გაყოფა და თითების ბოლოებით საყვარელი ადამიანისთვის ხელის შეხება, ღიმილი სახეზე, რომელიც ნახევრად მოჩანს მატარებლის ფანჯრიდან, კუპეში დაბრუნება და მთელი გზა ფიქრი საკუთარ განვლილ ცხოვრებაზე ან სხვისი ცხოვრების ამსახველი ამბების მოსმენა გვერდითა ,,კუპიდან’’, მეზობელი ნომრიდან ჯოკერის მოთამაშეების ხორხოცი და შიგადაშიგ კუთხური სხარტულების მოსმენა, შენც რომ გახალისებს და განწყობას გიმაღლებს, ღამით ზედა საწოლზე ვერდაძინება და მეზობელი ნომრიდან ანეგდოტების მოსმენა და მარტო ხითხითი, მატარებლის ფანჯრებიდან ადამიანების, საგნების სწრაფი მონაცვლეობა, მატარებლის ტუალეტში გასვლის სურვილის არქონა უკიდურეს გაჭირვებამდე, ფხიზელი ,,რეანიმატოლოგის“ ძილით დაძინება, მატარებლიდან მზის ამოსვლისთვის დაკვირვება, მსუბუქი დაღლილობა უხერხული წოლისა და ფხიზელი ძილის გამო…

მატარებლით:

… გვიან ღამით მატარებლით ვლაქერნობისთვის წასვლა მხოლოდ ერთი დღით, გამთენიისას ჩემი საყვარელი ადამიანების – მთელი ოჯახით დახვედრა და ჭეშმარიტად ქართული მასპინძლობა, ზრუნვა და სიყვარული, პატივისცემა, საღამოს უკან მატარებლით თბილისში დაბრუნება…

… პირდაპირ რესტორნიდან, ცეკვისას, მეგობრებს გამოპარული მეგობრები ჩემოდნებით რკინიგზის სადგურისკენ, მატარებლისთვის წუთი-წუთზე მისწრება, ,,კუპეში“ სამი მეგობრის მიერ მეოთხე უცხო მგზავრის ,,გადაბირება-გაგდება“ სხვა ,,კუპეში“ მეოთხე მეგობრის ჩანაცვლებით, მთელი ღამით სახალისო ამბების მოყოლა, შესვენებისას გვერდით მეზობლების, მხიარული გურულების, სახალისო ამბების მოსმენა გურულად და ჩვენი და მათი ერთობლივი – ორი ,,კუპის“ ხორხოცი, დილას გამოუძინებელი დაბიჟვინებული სახეები და მსუბუქად თავის ტკივილი, ოცნება მაცოცხლებელ დილის ყავაზე, ჩახუტება, გაცილება, მეგობრების ჩანთებისა და ჩემოდნების თრევა მატარებლის გასასვლელამდე…

… ბერლინიდან პოტსდამისკენ მიმავალი მატარებლის ნაცვლად სხვა მიმართულების მატარებელში ჩაჯდომით გამოწვეული მსოფლიო გაოცება, გერმანელი ბებო-მგზავრის თანაგრძნობა და გერმანულ-ჩიქორთული ინგლისურით ახსნილი სწორი მიმართულება, თმაგაწეწილი მატარებლიდან ჩახტომა და მეორე ბაქანზე კენტავრივით გადარბენა სასურველი მატარებლის მისწრების იმედით…

… ბევრჯერ ნახვის ეშხში შესული აზერბაიჯანელი შავულვაშა ,,პრავადნიკის“ უკვე მერამდენედ გამასპინძლება აზერბაიჯანული ჩაითა და საიდანღაც საგანგებოდ ნაშოვნი ტკბილეულით, ძნელია, არ დაუფასო ადამიანს მონდომება და პატივისცემა, ყურადღების გამოვლენა, მორიდება და გაცნობის დაუცხრომელი სურვილით ნაკარნახევი ფრთხილი კაკუნი კარზე მორიგი ჩაის ჭიქით…

… ვარშავაში, მოხდენილი და გემოვნებიანი პოლონელი ქალბატონებისა და სიმპატიური მამაკაცების თვალიერება, გაჩერებიდან გაჩერებამდე, ახალ-ახალი სახეები, განსხვავებული ძალიან აქაური სტილი, საინტერესო სახეები…

მატარებლამდე…

…კიდევ ერთი თავგადასავლის მოლოდინი, ბედნიერების განცდა, მატარებლის ჩაქჩაქი, მძიმე რკინის ბორბლები, ახალი სახეები, ახალი განცდები, მატარებლის სურნელი, მატარებლის შავი ,,თეთრეული“, სასწრაფოდ, ბოლო წუთზე ნაყიდი ბილეთ(ებ)ი, ერთდღიანი გადარეული მოგზაურობა მატარებლით იმავე დღეს უკან დაბრუნების პერსპექტივით, გადარბენა, ბილეთში მითითებული ვაგონის პოვნითა და მატარებელზე არდაგვიანებით გამოწვეული მღელვარება, მძიმე მოგზაურის ჩანთების თრევა, კეთილი ადამიანების დახმარება გზადაგზა, უსაშველოდ ბევრი ფიქრი საკუთარ თავთან, განსხვავებული სუნამოების სურნელი ერთმანეთში არეული, სიცხე და მტვერი ან პირიქით, ტალახი, სიცივე, საკუთარი ,,კუპის“ ძებნა და დაბინავება…

მატარებლის ფანჯარაზე ცხვირის მიჭყლეტა, ხელის გულები შუშაზე და გამუდმებული ფიქრი:

მატარებელი… მატარებლით… მატარებლამდე…

Posted by: nigo 26 Dec 2014, 20:38
nutsiko
up.gif up.gif ~

ჩემი ცხოვრების ძალიან ,ძალიან სასიამოვნო მომენტები გამახსენდა.
საუკუნეა მატარებელში არ ვმჯდარვარ.

Posted by: nutsiko 27 Dec 2014, 01:40
,,ერთხელ, ბებია…“ – ასე იწყებდა ხოლმე ცხონებული ბებიაჩემი გარდასულ საინტერესო ამბავთა მოყოლას თავისი მოგონებათა სკივრიდან. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მეც უნდა მოვკალათებულიყავი მის გვერდით ან ფეხი მომერთხა, კალთაში თავი ჩამედო და თვალდახუჭულს მასთან ერთად გამეხსენებინა ბებიაჩემის აფხაზეთში გატარებული ბავშვობისა თუ ყმაწვილქალობის ამბები… და ისიც ყვებოდა ათას საინტერესო რამეს. უხაროდა გულითადი მსმენელი და ისიც, ასეთი კარგი მეგობრები რომ ვიყავით. საათობით შემეძლო მესმინა მისთვის და უფრო მეტად კი იმის გაცნობიერება, როგორი ბედნიერი მიყვებოდა და იხსენებდა თავის საუკეთესო წლებს (თუმცა სევდიან ამბებსაც გამოურევდა და იხსენებდა დიდი სამამულო ომის ამბებს და დუხჭირ ცხოვრებას), სამეგრელოში თქმულებებს და ულამაზეს აფხაზურ სოფლებში გატარებულ სახალისო ბავშვობას.
,,მადლობა, ბებია, რომ მუდამ კარგი მსმენელი მყავდი, არასოდეს გეზარებოდა ჩემთან ყოფნა და დროს მითმობდი, მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთი მოგცემს შენსავით კარგ შვილიშვილს და მერე გამიხსენებ და მიხვდები, კარგი შვილიშვილის ფასი რაც არის,’’- მისი ბოლო სიტყვები იყო. მადლობას მიხდიდა ყველაფრისთვის და მე მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ ადამიანობა და სიკეთე მასწავლა, მომცა საშუალება მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი. მჯერა, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ გარდაიცვლება, როდესაც ჩვენში მისი ხსოვნა აღარ იარსებებს…
საღამო ხანს ვსვამ პიტნის ჩაის, რომელიც ჩემი სახლის უკან ეზოში ბებომ დარგო სხვა ბევრ ნერგთან ერთად, და მას რომ უყვარდა ის ალუბლის მურაბა მაქვს ახლა, ძალაუნებურად სიხარულის ცრემლი მომდის. ჩემი ბუსა ჩემთან აღარ არის ფიზიკურად, მაგრამ მე კვლავ ვხედავ მას ჩემ წინ, სამზარეულოში, მაგიდასთან, გამჭვირვალე თლილი ჩაის ჭიქით ხელში და ისეთი თბილი და მოსიყვარულე ღიმილით, რომელიც მხოლოდ მას სჩვეოდა…
მოუსმინეთ მოხუცებს, თქვენს ბებოებს, ბაბუებს, ახლობელ ხანში შესულ ადამიანებს, მეზობლებს, თუნდაც გამვლელ და სრულიად უცნობ მოხუცებს, მათ მოსაყოლი ბევრი აქვთ და შესაძლოა მსმენელი არ ჰყავდეთ, დაუთმეთ მათ დრო სასაუბროდ და დააფასეთ ყოველი წამი.
ღმერთს და შენ მადლობა, ბუსა, იმ სიყვარულისა და ადამიანობისთვის, რაც შენგან ვისწავლე. ძალიან მიყვარხარ

Posted by: lela_85 27 Dec 2014, 23:35
გამარჯობათ smile.gif როგორ ხართ ? smile.gif აბა არ მოგენატრეთ smile.gif))

nutsiko

როცა შენ სახელს ვხედავ სულ მიჩნდება კითხვა. რატომ კეთილი სამარიტელი ? smile.gif

Posted by: nutsiko 28 Dec 2014, 11:50
QUOTE (lela_85 @ 27 Dec 2014, 22:35 )

nutsiko

როცა შენ სახელს ვხედავ სულ მიჩნდება კითხვა. რატომ კეთილი სამარიტელი ? smile.gif

კეთილი სამარიტელის ცხოვრებით ვცხოვრობ და ალბათ იმიტომ smile.gif

ვინც მიცნობს, იცის, ვინც არა - შეკითხვას მისვამს და ვპასუხობ smile.gif

მზიანდილა მშვიდობისა გულმზიანებო! <3

Posted by: nigo 28 Dec 2014, 13:17
QUOTE
მოუსმინეთ მოხუცებს, თქვენს ბებოებს, ბაბუებს, ახლობელ ხანში შესულ ადამიანებს, მეზობლებს, თუნდაც გამვლელ და სრულიად უცნობ მოხუცებს, მათ მოსაყოლი ბევრი აქვთ და შესაძლოა მსმენელი არ ჰყავდეთ, დაუთმეთ მათ დრო სასაუბროდ და დააფასეთ ყოველი წამი.

nutsiko

მართალი ხარ.
ახლაც მაწუხებს დანაშაულის გრძნობა,როცა ვიხსენებ.

ყველაფერს ვუკეთებდი მოხუცებს,მაგრამ მოსმენა და ლაპარაკი მეზარებოდა sad.gif

Posted by: nutsiko 28 Dec 2014, 22:37
nigo
არასოდეს მეზარება ამ ხალხთან ურთიერთობა. ხშირად მიუსაფართა თავშესაფრებში ან კათარზისში დავდივარ ხოლმე, ან სულაც ლესელიძეზე მათ გვერდით ვზივარ და ვისმენ მათ ამბებს, თანავუგრძნობ, მათთან ერთად ვვახშმობ, მათთან ერთად ვითხოვ მოწყალებას. ზოგჯერ გადასასვლელებში წინ ქუდით ვმღერი (დამეთანხმები ამის მომსწრე ტ-90, ოღონდ მაშინ ახალგაზრდებთან ერთად ვიმღერე ბითლზის ერთი სიმღერა) და ა.შ.

ერთი სიტყვით, მიცნობენ მოხუცები. გახსენებაზე ერთხელ ლესელიძეზე იმდენ ხანს ვისაუბრე ერთ შეჭირვებულთან, რომელიც იქვე მოწყალებას ითხოვდა, ისე თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, ჩემს მეგობარს გაუკვირდა, ამას საიდან იცნობო და რა თბილად მოიკითხეთ ერთმანეთიო.

რა ვიცი, მე მაინც მგონია, რომ ეს ცხოვრება ადამიანებს შორის ადამიანური ურთიერთობებია მიუხედავად ჩემი იმ საკმაოდ წარმატებული სამსახურისა და თანამდებობისა, რაც გამაჩნია. არაფერი არაფერია, თუ არა სიყვარული და ადამიანებს შორის თანაგრძნობა, უბრალოდ, გულითადი საუბრები და კარგი მსმენელობა.

მშვიდობა თქვენდა, წავალ ჟასმინის ჩაის მოვიმზადებ და ორცხობილასთან ერთად დავბრუნდები smile.gif

Posted by: nigo 29 Dec 2014, 10:48
nutsiko
up.gif up.gif

––––––––––––––––

Posted by: незабудка 29 Dec 2014, 19:54
nutsiko
QUOTE
რა ვიცი, მე მაინც მგონია, რომ ეს ცხოვრება ადამიანებს შორის ადამიანური ურთიერთობებია მიუხედავად ჩემი იმ საკმაოდ წარმატებული სამსახურისა და თანამდებობისა, რაც გამაჩნია. არაფერი არაფერია, თუ არა სიყვარული და ადამიანებს შორის თანაგრძნობა, უბრალოდ, გულითადი საუბრები და კარგი მსმენელობა.

კარგი ადამიანი ხარ შენ. love.gif

Posted by: nutsiko 30 Dec 2014, 02:58
გელინო...

გულის ფანცქალითა და ხელის კანკალით გავუწოდე ჩემი ელექტრონული ბილეთი რუსთაველის თეატრის კარში მდგომ ქალბატონს, მანაც შემიმოწმა და გამატარა. ვიცოდი, რომ დაუვიწყარი საღამო მელოდა და ის კი არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მოლოდინს გადააჭარბებდა. ბევრი ემოცია იყო, ბევრი ცრემლი, აღფრთოვანება, ოვაცია, შეჭირვებული ადამიანების შესახებ ისტორიები, საუცხოო ვირტუოზი შემსრულებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, დიდი მუხტი, საერთო კეთილი მიზნებით გაერთიანებული სუნამონაპკურები გამოჩენილი სახეები და ქართული ,,ბომონდი", ზოგიც სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილისა არ იყოს თეატრში ერთმანეთის სანახავად მოსული და ბურატინოსავით ტაშის დამკვრელები, რომელთა მოვალეობაა მხოლოდ ცალყბა ღიმილი, ერთმანეთის დათვალიერება, ხელის ერთმანეთისთვის დაქნევა და მინიშნება, რომ ისინიც იქ იმყოფებიან.

მეორე იარუსის პირველ რიგში განთავსებული ადგილი არაჩვეულებრივი ,,სტრატეგიული პუნქტი" აღმოჩნდა ჩემთვის, რომ კარგად დამეთვალიერებინა დამსწრე საზოგადოება, რომელიც გამომსვლელს მუსიკალური ნომრის დასრულებას არ აცლიდა ან უკეთეს შემთხვევაში არც იცოდა, როდის სად რა სრულდებოდა და ერთობ სასაცილოდ ისმოდა აქა-იქ ტაში, რასაც ზოგიერთის მხრიდან ჩუმი ქირქილი მოჰყვებოდა ხოლმე. თუ კარგად დააკვირდებოდით სახეზე, მარტივი იყო იმის გარჩევა, ვინ იყო ჭეშმარიტი ქომაგი კლასიკური მუსიკისა და ვინ მოდას აყოლილი და ამ გაუგებრობაში მოყოლილი.

არაერთი საუცხოო მელოდია შესრულდა ამ მართლაც რომ ,,ჯადოსნურ ღამეს", მეც სულგანაბული ვუსმენდი, თვალები რუსთაველის თეატრის ოქროცურვილ და, ამავდროულად, ალაგ-ალაგ ლაჟვარდისფერ ჭერში მიმეპყრო, საიდანაც ანგელოზები მიმზერდნენ და მეც მათთან ერთად ქუნქულა 33-ე ღრუბელზე გულაღმა ვიწექი. სადღაც გადავინაცვლე გონებაში, როდესაც ჯგუფმა ,,ეგ არი" ნინო სურგულაძესთან ერთდ სულში ჩამწვდომი ,,გელინო" შეასრულა და ყველა მონატრებული ადამიანი გამახსენა არა მარტო მე, ბევრ ჩემნაირსაც.

არ წყდებოდა ზარები, იზრდებოდა სია იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც ესა თუ ის თანხა გადარიცხა საქველმოქმედო ფონდში, ცხადდებოდა მათი სახელწოდებები და შემოწირულობის თანხაც, მხოლოდ ერთმა კერძო პირმა ისურვა ინკოგნიტოდ დარჩენა და ვინაობა თავისთვის დაიტოვა. მეც მიხაროდა, რომ გარკვეული თანხა გროვდებოდა ადამიანების დასახმარებლად და გულში ვლოცავდი ყველა ორგანიზატორს თუ შემომწირველს, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო ამ საღამოსთვის. ბავშვობიდან მასწავლიდნენ კარგის გაკეთებას თუ ვერ შეძლებ, კარგი მაინც იფიქრე და დალოცე ადამიანიო. მეც განუწყვეტლივ მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებდი ამ ადამიანებს, სხვანი - თანხით ეხმარებოდნენ, მე - დალოცვით.

საღამოც გასრულდა არაჩვეულებრივი შესრულებით, მეც გამოვედი რუსთაველის თეატრიდან და დადებითად დამუხტული დავუბრუნდი მწარე რეალობას, რამაც ადგილზე გამაქვავა. უამრავი საზეიმოდ გამოწკეპილი ადამიანი ირეოდა თეატრის წინ, იღიმებოდნენ და ერთმანეთს გულთბილად ემშვიდობებოდნენ, სახეზე ეტყობოდათ საქველმოქმედო საღამოთი და ერთმანეთის ნახვით გამოწვეული კმაყოფილება, მიდი-მოდიოდნენ საკუთარი, იქვე, შორიახლოს, მდგარი მანქანებისკენ და სრულიად ვერავინ ამჩნევდა მათ წინ მდგომ ,,თვალდამფსებულ", კოჭლ და ყბამოქცეულ მათხოვარს, რომელსაც გულზე სამოწყალო აბრა ეკიდა და გაქუცულ სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი ყავარჯნის მოვალეობის შემსრულებელ ჯოხს ცალი ხალით ძლივს ეყრდნობოდა. ეს ადამიანი - ყოფილი სამხედრო, ქვეყნის მთლიანობისთვის ერთ დროს მებრძოლი ჩემს დაჩაჩანაკებულ და დაქუცმაცებულ საქართველოს მაგონებდა, რომლის დახმარებისთვის აქ და ამ წუთას, ალბათ, არავის და არც ერთ ორგანიზაციას იმ წუთას არ ,,გაატელევიზორებდნენ"... ჯიბეები ამოვიქექე, სახლში წასასვლელად ტაქსის ფული გადავინახე და დარჩენილი თანხა, რაც მქონდა, ამ შეჭირვებულს გავუწოდე ისე, რომ უკან არც მომიხედავს. არც მას უკითხავს ჩემი ვინაობა, არც არავინ გამომკიდებია მიკროფონით ხელში ინტერვიუსთვის ან სადმე გასაშუქებლად.

... მოვდიოდი რუსთაველის გამზირზე ღამის ორ საათზე და ყურში ისევ ჯგუფი ,,ეგ არის" და ნინო სურგულაძის განუმეორებელი შესრულებით სიმღერა ,,გელინო", ძალიან რომ მიყვარს და სულს მინათებს, ჩამესმოდა. ვინ იცის, კიდევ რამდენია ჩვენი დახმარების მოლოდინში... ვინ იცის...

Posted by: lela_85 31 Dec 2014, 01:13
ახალი წელი დგება....
ვიცი ყველა სამზადიშია,ცდილობს კარგი განწყობა შეიქნას.... ბედნიერი და მხიარული შეხვდეს ახალ წელს....

მეც ვცდილობდი....
და ხვალეც შევეცდები....
თუმცა ახლა ეს ყველაფერი გვერდით გადაიწია...
.......
ამ წლის ბოლოს ისე უეცრად გამოაკლდა ადამიანები დედამიწას.... მათი სახელები მიცვალებულთა წიგნს მიემატა.... ბავშვები დარჩნენ მამების გარეშე.... და უმამოდ გატარებული ახალი წელი მხოლოდ მოვალეობად გადაიქცა.... ძალიან გამიცივდა გული,რადგან ჩემთვია ეს მხოლოდ დროებითია და ხვალ მაინც მოვა ახალი წელი...

......

ან არც მოვიდეს იქნებ სიხარული..არც სანტა მოვა და არც საჩუქრები იქნება...

და მაინც ვწუხვარ ასეთი უგრძნობი,რომ გავხდი....სამი ადამიანი დააკლდა ჩემს თვალს და მე მაინც ვერ ვხვდები,რომ სიხარულზე საუბარი ზედმეტია....

Posted by: nadiri 31 Dec 2014, 09:50
lela_85
ჰო, ერთმა ქალბატონმა თქვა: ჩემი მეუღლის დაღუპვის შემდეგ ზრდილობის გულისთვის ვცხოვრობო

Posted by: nutsiko 31 Dec 2014, 17:23
წიგნების თვალუწვდენელი კარადების რიგები…

დამტვერილი წიგნები, ყველა თავისი თავგადასავლითა და ისტორიით: საიდან მოსულა, ვის დაუდია, ვის წაუკითხავს, ვის აღნიშვნა გაუკეთებია წიგნებზე, ჩაუჯღაბნია დაუდევრად ფერად-ფერად კალმებითა და ფანქრებით, სანიშნეები ჩატოვებული სიძველისგან გაყვითლებულ წიგნებში, ალაგ-ალაგ გაცრეცილი, სადღაც ,,დასკოჩილი“ გვერდები, ზოგან გვერდებიც კი აკლია და მაინც… წიგნის თითქმის გამჭვირვალე პაწაწუნა ჭიები დაძვრებიან ფურცლიდან ფურცელზე, ისინიც თვალს ავლებენ იქ მოთხრობილ ამბებს, მერე თითებზე გაცოცდებიან და ხელებისკენ ზემოთ მიიწევენ, თითქოს გიბრაზდებიან მათი მყუდროების დარღვევისთვის… და სწორედ ამ დროს თავს ხრი წიგნებისკენ, ხარბად ისრუტავ სიძველის, სინოტივის, ქაღალდისა და მტვრის სუნს ერთად, სურნელთან ერთად ისრუტავ იქ მოთხრობილ ამბებს და მათი თანაზიარი ხდები, გონების თვალს მოავლებ იქ აღწერილ ისტორიებს და აღარ გინდა ამ ნეტარებიდან რეალურ სამყაროში დაბრუნება, აქ ხომ მართლაც ასე კარგია… თითებს ფრთხილად მოავლებ წიგნების ოდნავ ხორკლიან ფურცლებს და გრძნობ, რამხელა სიამოვნება გელოდება ჯერ კიდევ წაუკითხავი წიგნის წაკითხვით.

წიგნების კარადას მიყრდნობილი უზარმაზარი გრძელი კიბე შეტორტმანდა და მეც ლამის ვისკუპე იატაკზე. ზემო თაროდან სქელი წიგნი ,,ჩამოხტა’’ და პირდაპირ თავში მომხვდა, მეც გადმოვხტი კიბიდან ტკივილისა და მოულოდნელობისგან…

ცხელი ზაფხული, მაინ რიდისეული ინდიელების თავგადასავლები, ბიზონებზე ნადირობა, ინდიელებსა და თეთრებს შორის ბრძოლები, სუნთქვის შემკვრელი ამბები, ლეგენდები, ინდიელთა წეს-ჩვეულებანი და მათ კვალდაკვალ ფეხაკრეფით სიარული ამერიკის გაუვალ ტყეებში, ინდიელების გულშემატკივრობა და ერთი ამოსუნთქვით ერთ დღე-ღამეში წაკითხული წიგნები, შემდეგ მათზე დაუსრულებლად საუბარი ყველგან და ყველასთან, ოცნება, რომ ოდესმე გაიცნობ მათ შთამომავლებს და რეალურად იმოგზაურებ მათ ქვეყანაში იმ პირველყოფილ სილამაზესთან საზიაროდ, რაც წიგნებშია აღწერილი, ამ დროს გესმის ინდიელთა სიმღერები და იძირები მოგონებათა და ირეალური სამყაროს მორევში, სადაც ინდიელების მიერ გაჩაღებულ კოცონთან მათ ამბებს ისმენ, მათი სტუმარი ხარ, გულაღმა წევხარ, თავქვეშ ხელები და ბედნიერების განცდით, რომ გაქვს შესაძლებლობა ვარსკვლავებით მოფენილ ცას უყურო დაუსრულებლად და ეს ცა შენია და მათი – შენი მასპინძლების. ამ დროს – ინდიელთა გაბმული სიმღერა და გათენებამდე მათი წინაპრების მიერ შთამომავლობისთვის ზეპირსიტყვიერად გადმოცემული სიმამაცისა და სიყვარულის ლეგენდების მოსმენა… და ეს ყველაფერი ისეთი ლამაზია და ისე მძაფრად შეიგრძნობა, რომ რეალურსა და ირეალურს ვერ არჩევ ერთმანეთისგან…

… არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე უგონოდ… როდესაც თვალი გავახილე, აღმოვაჩინე, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე წიგნი ერთად ჩამოყრილიყო და წიგნებში დაფლული ვიწექი, თავზე კი მაინ რიდის გადაშლილი წიგნი ,,ოცეულა სემინოლების ბელადი“ მეფარა, სწორედ იმ ადგილას, სადაც მთელი სიმძაფრითაა აღწერილი ამერიკული ბუნების სილამაზე და ინდიელთა ყოფიერება.

Posted by: lela_85 31 Dec 2014, 19:15
nadiri
პოეტი ხართ?.....................

Posted by: nadiri 31 Dec 2014, 19:40
lela_85
QUOTE
პოეტი ხართ?.....................

არა

Posted by: lela_85 31 Dec 2014, 19:57
QUOTE (nadiri @ 31 Dec 2014, 19:40 )
lela_85
QUOTE
პოეტი ხართ?.....................

არა
შტერი ვარ

ერთ პოეტ ნადირს ვიცნობდი და.smile.gif ნადირაძეს .

Posted by: nadiri 31 Dec 2014, 20:09
QUOTE
ერთ პოეტ ნადირს ვიცნობდი

ნე მოგუ ზნაც

Posted by: seta 31 Dec 2014, 22:32
გილოცავთ ახალ წელს, ჩემთემელებო! მიყვარხართ ძალიან. ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ! smile.gif bis.gif

Posted by: t-90 31 Dec 2014, 22:40
ჩემე თემა.
გილოცავთ ახალ წელს გაიხარეთ და გამრავლდით თქვენ ოჯახში.

Posted by: nigo 1 Jan 2015, 00:38
გილოცავთ ყველას
სიხარული და ბედნიერება თქვენ და თქვენს ოჯახებს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: lela_85 1 Jan 2015, 18:13
გილოცავთ ახალ წელს.ბედნიერი ამბების წელი ყოფილიყოს.

ერთმა მოხუცმა შოკოლადით დამასაჩუქრა,ჩემს გვერდით პატარა გოგო გაჩნდა უცბად ასე 4 წლის და მას მივეცი შოკოლადი ,უცბად ჯიბეში მოათავსა
გამიღიმა და ხელი ჩამავლო. აღარ მომშორდა გვერდიდან და კაი ხანი მეთამაშებოდა ჩუმად .მეც ავყევი და უხმოდ ვითამაშეთ დაჭერობანა ხელებით. მერე შემითანხმდა ეხლა დედასთან წავალ და ისევ მოვალ კარგიო. კარგი მეთქი. შენ რა თბილი ხელები გაქვს,მე ცივიო. სიცოცხლე ბავშვი იყო. სადაც სიყვარულია იქ სიტყვებიც ზედმეტია. სახელიც კი დამავიწყდა მეკითხა. smile.gif

Posted by: nforumi 1 Jan 2015, 22:53
გამარჯობათ ამ თემელებო smile.gif

ყველას გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით

Posted by: lela_85 5 Jan 2015, 20:02
მე მიყვარს შენი მრავალწერტილები, სადაც შემიძლია ვიპოვო ჩემი თავი...
მრავალწერტილებში დაკარგული ჩემი სამი წერტილი შემიძლია მივამსგავსო შენ წერტილებს და მხოლოდ ამიტომ გიახლობლო....
ნუ მიმეორებ.......წერტილები მძიმდებიან ერთმანეთის მიჯრით...
ნუ მიმეორებ ნაბიჯ -ნაბიჯ ..
ერთ ამოსუნთქვად....
ნუ მიმეორებ განცდებით და ემოციებით....
შეგიძლია სულ არ მემსგავსო....
ისე უბრალოდ მომიჯექი მხარს მიყრნობილი ......
მე თუ ვნატრობდი ჩემი სულის ღია სარკმელი, რომ დაენახა ისევ ჩემნიარს ერთნაირი განცდებით და დიდი სისავსით....
დღეს მინდა იყო შორს ... არ მინდა იყო ჩემი მსგავსი......
ნუ მიმეორებ...
მე ხომ მძიმე ვარ , დაგამძიმებ ჩემი სისავსით....
და მაინც მიყვარს ,რომ არ ვარ მარტო და წერტილებში ვიკარგებით.....
გა -მი- მეორე..

მალე შობაა,
მაპატიე..
ფანჯრის რაფაზე სანთელივით თუ კი ჩამოვდნი,
არ გელოდები,
ღმერთს მოუხმობ ქრისტეს შობაზე....
მე მაპატიე,
თავისუფლება ჭირდება სულს,
მობიბინე მწვანე მინდორზე მზის გულზე წოლა....
სიმსუბუქე....
სიყვარული ვერ დავიბედე....
მე მაპატიე დაგამძიმე ჩემი სისავსით....
ემოციებად დავიბადე.....
ზაფხულის პირველ განთიადზე.....

არ ვიცი ღამეს თუ მიუსწრებ ,
სიმსუბუქე მოენატრა ჩემს სულს,
დავგუბდი და დაღვრა მწადია....
მე მაპატიე,რომ დაგამძიმე.....

მალე შობაა.....
თავისუფლება მოენატრა სულს....

Posted by: nutsiko 6 Jan 2015, 02:18
,,სისხლის სამი წვეთი"

ბილეთები.გე-ს ვათვალიერებდი და შევამჩნიე, სუხიშვილების კონცერტი ,,რამიშვილები” იგეგმებოდა. გამოცდილება მკარნახობს, რომ წინასწარ თუ არ ავიღე ბილეთები, შემდეგ მათი შოვნა უკვე ფანტასტიკის სფეროა. დავეშურე და სასწრაფოდ შევიძინე ორი ბილეთი (ერთი ჩემი მეგობრისთვის, აბა, მარტო სუხიშვილების კონცერტზე რა წამიყვანს, თუ სიხარული და ჩემი აღმაფრენა გვერდით მჯდომსაც არ გავუზიარე და ბედნიერებისგან ჩემი მოციმციმე თვალები არ ვაჩვენე).

სუხიშვილების კონცერტებს არასოდეს ვტოვებ და საკუთარ თავს მუდამ ვანებივრებ ცეკვის უბადლო შემსრულებელთა ხილვით. ამჯერადაც, ტრადიციას არ ვუღალატე, ბილეთებით ხელში პატარა ბავშვივით ხტუნვა-ხტუნვით და ოდნავ შესამჩნევი არითმიით გავემართე ფილარმონიისკენ, სადაც ყველა ცნობილი ადამიანი შეკრებილიყო კონცერტის მოლოდინში.

მუსიკის პირველი ბგერების გაგონებისთანავე პარტერის წინა რიგში მჯდომი სხეულის მოძრაობებს ვეღარ ვაკონტროლებდი და სკამზე ხვანცალი დავიწყე, ტემპს ავყევი, ყოველი კუნთი დამეჭიმა, მეც მათთან ერთად მინდოდა სცენაზე ცეკვა და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი მოცეკვავეებს. ცეკვას ცეკვა ცვლიდა და ყველა ცეკვა ,,ივსებოდა” მეწამულ ტანისამოსში გამოწყობილი ,,სისხლის სამი წვეთით”, რომლებიც პერიოდულად: ხან ცეკვისას, ხან ცეკვის დასასრულს ჩნდებოდნენ და ერთვოდნენ დანარჩენებს.

ტემპი ჩქარი, ტემპი ნელი, მელოდია ერთი, მელოდია ორი, მელოდია სამი, ხმოვანება გასაოცარი, ქართული, ზოგჯერ არაქართული, გაშლილი ხელი, დაჭიმული კუნთი, მოძრაობა ელასტიკური, მოძრაობა დახვეწილი, მოცეკვავე ქალი, მოცეკვავე კაცი, ცალ-ცალკე, წყვილში, ყველა ერთად, ფერები მრავალ ფერი: ჩამქრალი, მეტყველი, ხასხასა და ნათელი, ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, ერთი – დინამიკური თვლა გულში, შენთვის. ეს ყველაფერი ,,სისხლის სამი წვეთის” შეზავებით და მოულოდნელი გამოჩენით, ყოველი ცეკვის შემდეგ ოვაცია, ტაში, მაყურებლის აღფრთოვანება, მუსიკოსების საუცხოო შესრულება, ალაგ-ალაგ უცხოელი მაყურებლების გაფართოებული თვალები, გულწრფელი გაოცება და ღიმილი, ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება, ემოცია, პოზიტივი, მხოლოდ სიხარული და აღტაცება, სცენაზე გამოჩენილი ნინოს და ილიკოსთვის განკუთვნილი მქუხარე და შეუწყვეტელი ტაში, საუცხოო სილამაზე, ერთად თავმოყრილი ამხელა ნიჭი და ბედნიერება, მუხტი…

,,სისხლის სამი წვეთი” ჩემში, ჩემს ფიქრებსა და გულში, გამოყოლილი განცდები და კონცერტის დასასრულს ,,რამიშვილების” ტემპს აყოლილი ნაბიჯები, დღეს, აქ და ახლა მე – ბედნიერი ,,სისხლის სამი წვეთით”.

https://www.youtube.com/watch?v=mGicRCNPCuU

Posted by: Mako Subladze 6 Jan 2015, 23:45
ამთემელებო, გილოცავთ შობა-ახალ წელიწადს!
მრავალს დაესწარით!
მშვიდობა, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, წარმატებები მისურვებია!
გამრავლდით და გაიხარეთ!

Posted by: nutsiko 8 Jan 2015, 15:54
ჩქარი ნაბიჯით მივუყვები ლესელიძის ქუჩას, ცივა და ყინავს, ძალიან მიჭირს სუნთქვა. ქუჩის კუთხეში შავებში ჩაცმული მიუსაფარი ბებო ზის, მის ცრემლიან თვალებში ჩემი ბებოს თვალები ვიცანი, სამსახურიდან დაბრუნებულს რომ მხვდებოდა ცრემლნარევი და სევდიანი თვალებით, ამავდროულად, ბედნიერი, რომ შინ მივდიოდი და დაუზარებლად მიმზადებდა ცხელ-ცხელ მჭადებს მაშინ როდესაც თავადაც ძალიან უჭირდა მოხუცს ფეხზე დგომა. ჩვენ მაშინ ერთმანეთისთვის ვიწვოდით სანთლებივით, გვიყვარდა უანგაროდ და დაუნანებლად, ვაკეთებდით ყველაფერს ერთმანეთის ღიმილისა და სითბოსთვის. შესაბამისად, ერთმანეთით ვიყავით ძლიერნი. წარმოუდგენელია, იყო ძლიერი სიყვარულის და თანაგრძნობის გარეშე. ერთი დღეც არ მიცოცხლია მოყვასის სიყვარულისა და გრძნობის გარეშე და ახლაც ამ მიუსაფარი ბებოს შემხედვარე სიმწრის ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან. მივუახლოვდი, ცოტაოდენი თანხა მივეცი მე, თავად უპოვარმა, დახმარება შევთავაზე და ვკითხე, რით შემეძლო მისი თანადგომა. თვალები კიდევ უფრო აუცრემლიანდა და მხოლოდ ის მითხრა, რომ დაახლოებით ერთ საათში მოაკითხავდნენ და წაიყვანდნენ. ამან უფრო დამაფიქრა, ვინ იცის, რა გაჭირვება ჰქონდა საბრალოს, ან რატომ ტოვებდნენ ამ ადგილას სამოწყალოდ… თუმცა ამას მე რას გავარკვევ…

ნამდვილი ,,გამოცდა” ახლა მეწყება, როდესაც ვცდილობ ჩემი მეცადინეობითა და მონდომებით სხვის თავმოყვარეობას ცუდად არ შევეხო. თან დახმარება მინდა, თან რარიგ რთულია სიკეთის გაკეთება, იმაზე რთულიც კი, ვიდრე წარმომიდგენია. ღმერთიც არ ერევა თავის უფლად გაჩენილი თავისუფალი ადამიანის ნების გამოვლინებაში და მე, მის ფერხთა მტვერი, როგორ გავკადნიერდები და დავეხმარები ადამიანს, თუ მას არ სჭირდება ჩემი დახმარება…

ბებომ მადლობა გადამიხადა და უარი მითხრა დახმარებაზე, მეც მხოლოდ შობა მივულოცე და განვერიდე, გულში ღმერთს მისი დღეგრძელობა და მშვიდობიანი სიბერე შევთხოვე…

რამდენიმე ნაბიჯით გავცდი, როდესაც მეორე მიუსაფარი ქალი დავინახე, მასთან ახლოს მივედი, გამოველაპარაკე და ვკითხე, რამით დახმარება თუ შემეძლო ამ სიცივეში ღვთის ანაბარად დარჩენილისთვის. სითბო მთხოვა და მეც იქვე მაღაზიაში შეძენილი შალის თბილი გრძელი შარფი მოვხვიე ცხოვრებისგან დაღლილ მხრებზე. გულწრფელი მადლობა და სიხარული ამოვიკითხე მის ამოღამებულ თვალებში. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, როცა ვინმეს ვეხმარები და ამით საკუთარ თავს ვეხმარები, ვგრძნობ, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის ვარ საჭირო, ვინც არაფერი იცის ჩემს შესახებ და მხოლოდ გულწრფელი დალოცვით შემოიფარგლება. მათი თანადგომა მაბედნიერებს და მათი დალოცვა მაძლიერებს. ლოცვა და კეთილი სიტყვები – აი, ესაა ჩემი ცხოვრების ძლიერების საიდუმლო, რომელსაც მუდამ ვიღებ ადამიანებისგან.

… ცივ-ცივი ლუდი მოვწრუპე მაკლარენის პაბში, ცოცხალი მუსიკა ისმოდა და ყველა მხიარულად ატარებდა შობის საღამოს, ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, მე ხელის გულები ცივი ლუდის ცივ კათხაზე შემომეჭდო და ხელის გულებთან ერთად გული მეყინებოდა, როდესაც ვიცოდი, რომ ახლა, ამ წუთებში, უამრავი მიუსაფარი ადამიანი ღამეს ათევდა ყინვიან ამინდში თბილისის ქუჩებში…No Woman No Cry ბობ მარლის განუმეორებელ სიმღერას ასრულებდა პაბში ლაივ ბენდი და მეც ფიქრებში გეგმებს ვაწყობდი, ვის უნდა დავხმარებოდი მომდევნო დღეებში.

Posted by: nigo 9 Jan 2015, 12:35
nutsiko
შედი პოლიტიკის განყ-ში
თემაა--დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი.
(მოიტა თუმანი)
რამდენიმე წლის წინ გახსნა მოდერმა,თითონ გერმანიაში ცხოვრობს.
პოლიტიკის განყელები ვრიცხავთ ფულს.ვის რამდენი შეუძლია.
რამდენიმე იუზერი კი თავდადებულად უქმე დღეებში დადიან კარფურში ,ყიდულობენ საკვებს და აუცილებელ ნივთებს და ასე ვეხმარებით მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახებს.

Posted by: nadiri 10 Jan 2015, 10:00
nutsiko
QUOTE
მეც ფიქრებში გეგმებს ვაწყობდი, ვის უნდა დავხმარებოდი მომდევნო დღეებში.

ერთი ასეთი ბებო წამოიყვანე სახლში და იზრუნე მასზე
ასე ნაკლებად დაიტანჯები

Posted by: nutsiko 12 Jan 2015, 02:24
nigo
მადლობა ინფოსთვის smile.gif

nadiri
მადლობა ჩემსა და ბებოზე ზრუნვისთვის

Posted by: nadiri 12 Jan 2015, 05:51
nutsiko
QUOTE
მადლობა ჩემსა და ბებოზე ზრუნვისთვის

არაფერს
ალბათ არ წამოგყვება
* * *
nutsiko
უბრალოდ არ უყვართ ასეთ ბებოებს დახურულ სივრცეში ცხოვრება

Posted by: dustribushen 13 Jan 2015, 17:23
რა კარგი თემაა აქამდე რატო არ ვიცოდი ამის შესახებ

Posted by: nutsiko 15 Jan 2015, 13:00
ხაზვის გაკვეთილი, მალდინი და …

გაკვეთილებს შორის შესვენებისას დიდი ხნის ნანინანატრი მწვანე ვაშლი ის-ის იყო გემრიელად ჩავკბიჩე, როდესაც მომიახლოვდა და ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში, თან მიიხედ-მოიხედა ,,არავინ გამიგონოს“ გამომეტყველებით, ძალიან მთხოვდა ხაზვაში დახმარებას და მის ნაცვლად ნახაზის მომზადებას. ,,ქრთამად“ მალდინის (ჰო, ჩემს ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა) ,,პლაკატს“ მპირდებოდა. პრაქტიკულად, მიყიდა რა, მალდინის ხსენება და მე მზად ვიყავი ორი დავალებაც კი მომემზადებინა იმ საგანში, რომელიც არც მე მეხატებოდა გულზე, მაინცდამაინც… მაგრამ მხოლოდ ამაში არ იყო საქმე, მე თვითონ ეს ნორჩი ფეხბურთელიც ძალიან მხიბლავდა, თან მომწონდა მას რომ ვეხმარებოდი და მისი და მალდინის ხათრით უარიც არ მითქვამს დახმარებაზე. კარგად ჩავხედე ულამაზეს ლურჯ თვალებში და უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ მუდამ შემეძლო მის გვერდში დგომა.

მე მაშინ მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი იმ წუთებით. ეს იყო ბედნიერი ბავშვობა, საუკეთესო მოგონებებით ჩემს ცხოვრებაში, რომლის გახსენებაზე ახლაც კი მეღიმება… იყო ეს დროც…

***

ზაფხული შავ ზღვაზე, სიყვარული, ველოსიპედი და ,,აქუა დი ჯიო“…

წამო, მე გაგასეირნებ ჩემი ველოსიპედით, – ყოველ ჯერზე ველოსიპედის უკან შემომისვამდა, მთელი დღე მასეირნებდა, ხან სად და ხან სად. ძალიან მოსწონდა ჩემთან ერთად ყოფნა და მეც, რაღა დაგიმალოთ, და მასთან ერთად ათას სისულელეზე, არაფერზე და, ამავდროულად, ყველაფერზე საუბარი. ყოველ დილას სახლის წინ მხვდებოდა, ყოველ საღამოს – მეგობრებთან ერთად. მიყურებდა და მხოლოდ მიყურებდა უხმოდ, გაუნძრევლად, მისთვის გარშემო აღარაფერი არსებობდა, დედამიწაც თითქოს აღარ ბრუნავდა. ბედნიერი გამომეტყველებით მომშტერებოდა და ,,სააქაოს არ იყო“. მის მოახლოებას ყოველთვის ვგრძნობდი ,,აქუა დი ჯიოს“ მამაკაცის სუნამოთი, რომელიც მისი სიყვარულით მეც შევიყვარე და ყოველ ჯერზე მის თავს მახსენებს დღესაც.
ეს იცოდა ყველამ და მე ვიცოდი ყველაფერი. ის იყო ბედნიერი და მე მისი ბედნიერებით ბედნიერი… დიდხანს ველოდებოდი, კიდევ რამდენჯერმე გავიხედე გზისკენ, მეტი ლოდინი აღარ შემეძლო, მანქანა დაიძრა და მეც წავედი. სულ რამდენიმე წუთით დაეგვიანებინა (როგორც მოგვიანებით მითხრეს მეგობრებმა), ოქროს ყელსაბამი ძალიან ლამაზი ოქროს გულსაკიდით მოეტანა ჩემთვის საჩუქრად და მე აღარ დავხვდი, მე წასული ვიყავი, მან დაიგვიანა…

***

წამის მეასედი, ნათელი სული და მე სადღაც, მის შორიახლოს…

საქმიანი შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი თემებით, ყველა მამაკაცია მაგიდის გარშემო, მხოლოდ ერთი ქალი – მე. შეხვედრის ორგანიზატორის თხოვნით, კიდევ ერთ ადამიანს სთხოვეს დასწრება, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდა. ყველამ ინსტიქტურად გაღებული კარისკენ გაიხედა, დოკუმენტების კითხვით გართულმა თავი ნელ-ნელა ავწიე და მომენტალურად … დრო გაჩერდა ჩემთვის, ვეღარავის ვხედავდი შემოსულის გარდა, ვხედავდი მხოლოდ საოცარ ადამიანს, ნათელ სულს ნათელი სახით… ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ ვხვდებით ხოლმე საოცრად ნათელ ადამიანებს და ეს გვაბედნიერებს.

არ დამავიწყდება ეს ადამიანი და ყოველთვის ბედნიერი ვიქნები მისი ბედნიერებით…

***

ალავერდობა, წმინდა გიორგის მადლი და შენ…

იცი რა, შენ აუცილებლად წამოხვალ ჩემთან ერთად, – მითხრა, გამიღიმა, ხელი ჩამკიდა და დიდხანს მიყურა თვალებში. მეც ვუყურებდი გაუნძრევლად. ძალიან მომწონდა მის გვერდით ყოფნა და მასთან საუბარი… ძალიან კარგი დრო გავატარეთ მეგობრებთან ერთად, შემდეგ მასთან ოჯახში, მის მშობლებთან ერთად, ალავერდობასაც ერთად წავედით, მონასტრის შესასვლელში წმინდა გიორგის ხატი იყიდა და მაჩუქა… შემდეგ ჩვენ ჩვენს გზებზე წავედით: ის წავიდა, მეც წავედი, ხატი კი დღემდე ჩემთანაა და ყოველ ჯერზე მახსენდება ეს არაჩვეულებრივი და საოცრად თბილი ადამიანი… გავიდა ხანი, შემთხვევით გადავაწყდი სოცქსელებში და აღმოვაჩინე, რომ მისი მეუღლე საოცრად მგავდა მე.

Posted by: nforumi 16 Jan 2015, 18:49
nutsiko
QUOTE
აღმოვაჩინე, რომ მისი მეუღლე საოცრად მგავდა მე.

smile.gif

როგორ ხართ, რა ხდება აქ, ნელა მიდის ცხოვრება ხო ? smile.gif

Posted by: nutsiko 18 Jan 2015, 02:01
nforumi
არაჩვეულებრივად ვართ ყველანი, მემგონი.

ვცდილობთ, თემა ვაცოცხლოთ.

აქ მაინც ყველაზე საინტერესო ხალხი ვიკრიბებით...

სხვანაირად მიყვარს აქ შემოსვლა და თვალის გადავლება wink.gif

Posted by: nigo 18 Jan 2015, 10:13
ცოტა შინაურულობა დაეკარგა ამ თემას თუ მეჩვენება.
იყო პერიოდი ლამის ვჩეთაობდით

Posted by: nforumi 18 Jan 2015, 10:49
nigo
QUOTE
ცოტა შინაურულობა დაეკარგა ამ თემას თუ მეჩვენება.
იყო პერიოდი ლამის ვჩეთაობდით

იყო პერიოდი მარტო მე ვიყავი ხოლმე აქ და არავინ შემოდიოდით...

nutsiko
QUOTE
ვცდილობთ, თემა ვაცოცხლოთ.

თუ სურვილია, რა პრობლემაა, თუ სურვილი აღარაა, რა საჭიროა?

Posted by: Mako Subladze 18 Jan 2015, 14:42
სალამი ყველას!

QUOTE
აღმოვაჩინე, რომ მისი მეუღლე საოცრად მგავდა მე.

nutsiko
ატყდა ამბავი, მავანის ქმარს საყვარელი ყავსო. დამანახეს ეს საყვარელი, მავანის ზუსტი ასლი იყო, ოცი წლით ახალგაზრდა ასლი.

Posted by: nforumi 18 Jan 2015, 23:26
Mako Subladze
QUOTE
მავანის ზუსტი ასლი იყო, ოცი წლით ახალგაზრდა ასლი.

შვილი იყო ?

Posted by: nutsiko 19 Jan 2015, 00:32
Mako Subladze
ასე სერიოზულადაც ნუ მივიღებთ ჩემს მოკრძალებულ ნაწერს.
ნოველაა რაა... მეტი არაფერი...

nothing much, dears smile.gif

Posted by: Mako Subladze 19 Jan 2015, 09:13
nforumi
QUOTE
შვილი იყო ?

რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ძალიან გავდა.
nutsiko
QUOTE
ასე სერიოზულადაც ნუ მივიღებთ ჩემს მოკრძალებულ ნაწერს.
ნოველაა რაა... მეტი არაფერი...

ვინც ეძებს, პოულობს კიდეც.

Posted by: nforumi 19 Jan 2015, 09:18
nutsiko
QUOTE
ნოველაა რაა..

რა მეტი არაფერი?

smile.gif

Posted by: nutsiko 19 Jan 2015, 14:09
nforumi
არაფერი. უბრალოდ ნოველაა.

Posted by: nforumi 19 Jan 2015, 14:19
nutsiko
QUOTE
არაფერი. უბრალოდ ნოველაა.

მაგას ვამბობ მეც, ნოველაა, მეტი რა უნდა იყოს ?

მაკომ თქვა არ არისო ?

?

smile.gif

Posted by: nutsiko 19 Jan 2015, 14:20
nforumi
მაკომ რა იგულისხმა, არ ვიცი.

ცოტა ხანში კიდევ შემოგთავაზებთ ახალ ნოველებს smile.gif

Posted by: nforumi 19 Jan 2015, 14:30
nutsiko
QUOTE
ცოტა ხანში კიდევ შემოგთავაზებთ ახალ ნოველებს

გამოუშვი

QUOTE
მაკომ რა იგულისხმა, არ ვიცი.

არც მე ვიცი, მაგრამ არ მგონია ეთქვას ნოველა არ არის შენი ეგ smile.gif

კარგი, გამოუშვი ნოველა

Posted by: nforumi 19 Jan 2015, 19:57
სანამ ნუციკო თავის ნოველას დადებს, გავამზადოთ ჩაი-ყავა smile.gif

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 00:39

,,–ჩამოიღე, ქალო, ფეხი, თავზე რომ მადგამ!

– ნუ გეშინია, ბიძია, სუფთა მაქვს!

– კარგი, აბა, მეორეც დამადგი,’’

უნებურად მახსენდება მატარებლის სცენა დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“. ე.წ. მარშრუტკაში ვზივარ. არ გამიმართლა, რადგან ორკაციანი სავარძლის განაპირა მხარეს მოვხვდი. რამდენი ვინმე ამოდის, გადის–გამოდის, ყველა თავზე მადგება. თუ ქალია, კიდევ უარესი, რადგან ჩანთის წვეტიანი კუთხე სახეში მხვდება ხოლმე მანქანის ყოველი დამუხრუჭებისას. უკეთეს შემთხვევაში თავში შეიძლება მომხვდეს ან ყოველი მგზავრის სალონში დაწინაურებისას ყველა ჩემი სკამის საზურგეს ეჭიდება და თმებს მაწიწკნის. ჰოდა, იმის შიშით, რომ ვინმეს ჩანთა არ მომხვდეს თავში ან თვალი არ დამიზიანოს ან თმები არ დამაწიწკნონ, მეც მერხთან მჯდარი წელში გამართული მოსწავლესავით ვიჯგიმები. ამ დროს კი ჩემს თავთან მდგარი მგზავრი ,,დაწინაურდა“ და ჩემი სკამის საზურგეს, მგზავრობისას წონასწორობის დასაცავად, ოსტატურად მიეყრდნო, პრაქტიკულად შემოჯდა. ახლა უფრო შევიშმუშნე, რაღაცნაირად მომერიდა, ბოლოს და ბოლოს სანახევროდ ის ჩემს მხარზე იჯდა, კიდევ უფრო გავიმართე წელში და წინ წავიწიე იმის იმედით, რომ იქნებ მასაც მორიდებოდა. ნურას უკაცრავად, რადგან ადგილი გათავისუფლდა, უკეთ მიეყრდნო საზურგეს და უკვე გარანტირებულ ,,ადგილას“ კარგად შემოსკუპდა. მეც ვითმენ, მეტი რა გზა მაქვს?!

ვაგრძელებთ გზას. ხალხი ემატება და ემატება, ადგილი კი მცირდება და მცირდება, არა მარტო ადგილი, სახეზე ყველას მორიდება გვეტყობა, საოცარი სოლიდარობა, რომ რიგ–რიგობით ვისუნთქოთ. მხოლოდ მძღოლი ზის თავისუფლად. ის კი ყველას ეპატიჟება ,,მარშრუტკაში“ ამოსასვლელად. გაჩერებიდან გაჩერებამდე იწელება გზა. საკმაოდ ნელა მივდივართ, როგორც იტყვიან, მგზავრები კიდევ აგვყავს.

აწკრიალდა მობილური ტელეფონები. რეპერტუარი მრავალფეროვანი: რიჰანას სიმღერებიდან დაწყებული განდაგანათი დამთავრებული. რამდენიმე მთვლემარე ადამიანიც ამასობაში გამოფხიზლდა და დარცხვენილმა მიმოიხედა. ზოგმა ფანჯარაში ყურება დაიწყო, ხომ არ გავცდი ჩემს გაჩერებასო. რამდენიმე მგზავრი იწყებს პარალელურ რეჟიმში ტელეფონზე საუბარს, არა, საუბარს არა, უფრო ყვირილს და მთელი ,,მარშრუტკა“ ვისმენთ ისტორიებს: თურმე რა მომხდარა ვიღაცის სამეზობლოში, ვინმე ანანოს სამსახურში რა პრობლემები ყოფილა, აი, ზუკას როგორ ჩამოჰყავს მანქანები ევროპიდან და როგორ მიდის იქაური ბიზნესის საქმე, გავიგეთ, რომ სადღაც ძალიან იაფად იყიდება ბინა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ულევი ინფორმაციის წყაროა ,,მარშრუტკა“. ერთი მგზავრი ამასობაში მორიდებით და ძალიან ხმადაბლა იწყებს საუბარს ტელეფონზე, თან ბოდიშს იხდის უჩინარ მოსაუბრესთან, რომ ახლა ვერ დაელაპარაკება, რადგან ტელეფონზე არ სურს ამ საკითხის გარკვევა და თან ტრანსპორტშია.

გვერდით ახალგაზრდა გოგონა მიზის, მუსიკას ისეთ ხმაზე უსმენს თავის ყურსასმენებში, რომ შევწუხდი. როკი ჰყვარებია თანამგზავრს. რას ვიზამ, უნდა მოვუსმინო ან მეც ჩემი ყურსასმენები ამოვიღო და მოვუსმინო ჩემს სიმღერებს. ამასობაში ვიღაცის ჩანთა მხვდება თავში, უკვე მერამდენედ. ერთი კი ავხედე, ვითომ არაფერი, ჩანთის პატრონს ეს არ შეუნიშნავს, თავი ძალიან მაღლა აუწევია და ქვემოთ არ იყურება.

– გამიჩერეთ! – ისმის ,,მარშრუტკის“ ბოლოდან. თხოვნა უკვე ბრძანებაში გადადის, ჩვენს მძღოლს არ ესმის. ბოლოს აყვირდა მთელი ,,მარშრუტკა ,,გაუჩერეს“ ძახილით. აი, გავჩერდით. ჩავიდა მგზავრი. დაიძრა მანქანაც. უცებ გაახსენდა მეორე მგზავს, რომ ჩასასვლელი იყო, მოითხოვა გაჩერება. მანქანა კვლავ ჩერდება. შორიახლოს ავტობუსების გაჩერებაა. უკნიდან ისმის ძახილი: ,,გაჩერებასთან ხომ გამიჩერებთ?“ მანქანა კვლავ ჩერდება. დაიძრა მანქანა. დავინახეთ, რომ სხვა მგზავრი მორბის მანქანისკენ და ხელს იქნევს. დაძრული მანქანა ისევ ჩერდება. ასე ჯიკავ–სლოკინით მივდივართ წინ. ამასობაში დრო მიდის, მაგვიანდება, ვერც ვაპროტესტებ, მხოლოდ სახეზე მეტყობა უკმაყოფილება. ამასობაში ვიღაცამ მოახერხა და ფეხი დამადგა. უფრო სწორად წაბორძიკდა და ლამის კალთაში ჩამიხტა, მერე მომიბოდიშა. მე კი ვზივარ თავში ჩანთაჩარტყმულ–თმადაწიწკნილ–ფეხდადგმული და გზისკენ მომზირალი. კიდევ ცოტა დარჩა ჩემს გაჩერებამდე.

ვაგრძელებთ გზას. ისევ ვჩერდებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ვიღაც ისევ ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე, ზოგი წუწუნებს, რამდენი ადამიანი ამოჰყავსო, არადა, მძღოლმაც რა ქნას, გეგმა ჰქონია შესასრულებელი, ამბობს ერთი მგზავრი და ცდილობს მის დაცვას.

– კონდიციონერს არ ჩართავთ? – მგზავრებმა იციან, რა უნდა ქნან ასეთ დროს. ყველა სინქრონულად ვხურავთ ფანჯრებს და ველოდებით, როდის დაუბერავს მაცოცხლებელი სიო კონდიციონერიდან. თუმცა ვრჩებით გაწბილებულები, აღმოჩნდა, რომ კონდიციონერი გაფუჭებულია (ოფიციალური ვერსიით). მომენტალურად იხსნება ყველა ფანჯარა და ხარბად ვსუნთქავთ შემომავალ ჰაერს. ვინ დაეძებს ვარცხნილობის გაფუჭებას, მთავარია ისუნთქოს ადამიანმა. თმის შესწორება ჩასვლისასაც შეიძლება.

აი, ჩემი ჩასვლის დროა. ძლივს ვიკვლევ გზას ამდენ ხალხში. ვიხდი სამგზავრო ბარათით. მძღოლს გამოწვდილი ხელი ხურდის გამოსართმევად, უკან მიაქვს და ვგრძნობ მის უკმაყოფილო გამოხედვას. ჩასვლას ვერ ვახერხებ ბოლომდე, ამომავალი მგზავრები მიღობავენ გზას, ცდილობენ, რაც შეიძლება მალე ამოვიდნენ და დაიკავონ პოზიციები. ისინი ახლა ჩემს დღეში იქნებიან იმ ,,მარშრუტკაში“ და მეც მალე ისევ იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდები უკან მგზავრობისას.

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 11:31
nutsiko
QUOTE
აი, ჩემი ჩასვლის დროა.

რამხელა შვებაა არა ?

biggrin.gif

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 13:01
nforumi
წარმოიდგინე, რომ ეს ,,მხიარულება" ყოველ დღე მეორდება smile.gif

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 13:47
nutsiko
QUOTE
წარმოიდგინე, რომ ეს ,,მხიარულება" ყოველ დღე მეორდება

აუჰ :|

რაც მანქანით დავდივარ, აღარ მხვდება მაგ სიამოვნება მე...

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 14:05
nforumi
I guess you like my stories wink.gif

Hope it's fine if I put one in English, is it? If so, let me do that wink.gif

თუ სხვები არ განაწყენდებიან ინგლისურ სტატიაზე smile.gif

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 14:20
nutsiko
QUOTE
თუ სხვები არ განაწყენდებიან ინგლისურ სტატიაზე

დადე და მერე ვთარგმნოთ, რა პრობლემაა.

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 14:24
nforumi
კარგი, დავდებ. თარგმნით მე ვერ ვთარგმნი smile.gif სად ვიცი ამდენი ინგლისური biggrin.gif

‘Drop by / call back, set priorities and follow your agenda,’ – these are the words which I heard from my devoted friend, the Romanian trainer with a sound experience in management issues; she always shared her experience with me and I do appreciate her advice.

In fact what her words mean? For that time I didn’t realize it until I faced the practical example. Once I tried to reach my friend on phone for several times, but everything was in vain. I kept calling her until I finally gave up. Later when I met her, just reminded the fact that I tried to talk to her on phone. The response I got really surprised me: ‘Drop by / Call back.’ It looked like I have heard these words previously and everything became obvious that people, including my friend, were using this term in real life. She explained to me, that there is no rush to answer all phone calls when you are doing something more important, you just need to prioritize things, follow your agenda and don’t forget to call back later. In case if something urgent is happening and you don’t know about that, there is another way for a person to send a text message in order to inform you about alarming situation. Otherwise you are the victim of unuseful calls, chats, etc. which steal your time and chance to meet the deadlines for other more important issues.

This was a good example and advice at the same time given to me twice. Now I know that I have to prioritize issues, set the goals, even if needed drop by/ call back, but stay online. I put it into practice and have small success, but still practicing.

Therefore I respect and save my time and make others to do the same. If needed talk about the business, in case of private conversations there is always chance to meet and discuss in face as I prefer to talk about any issue personally during a meeting unless there is no chance to manage it, the phone / skype call is fine with me.

This is a step forward in my exercise calling ‘Time Management’. I realized that any material or guidebooks in any sphere are useless, if you don’t agree with them and moreover don’t put them into practice. This is how you can save your time, be in time, prioritize issues and feel happy along with those who surround you (business partners, friends, etc.). Everyone and everything deserves respective time from your side and you are the time – keeper and the person who can decide it and act accordinly.

This is a small note written by me from my experience.

Have a nice day and the best of luck !

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 17:05
nutsiko
QUOTE
კარგი, დავდებ. თარგმნით მე ვერ ვთარგმნი  სად ვიცი ამდენი ინგლისური

თუ არ იცი აბა ვისი დაწერილია? მე მეგონა შენ დაწერე !...

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 20:56
nforumi
ჩემი ნაწერია, უბრალოდ, ახლა ამდენს ვერ ვთარგმნი smile.gif

თან ეს ნაწერი ექსპრომტია რა wink.gif აი, თქვენ რომ შემაგულიანეთ, სანამ მოგვაწოდებს ნუციკო, იქამდე ჩაი-ყავა გავამზადოთო.

მეც უცებ დავწერე smile.gif

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 20:59
nutsiko
QUOTE
ჩემი ნაწერია, უბრალოდ, ახლა ამდენს ვერ ვთარგმნი

მე მგონი შენ ინგლისურს ასწავლი, თუ არასწორად მახსოვს ?

QUOTE
მეც უცებ დავწერე

მე რომ ვთარგმნო, შენ გამისწორებ?

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 21:08
nforumi
biggrin.gif თარგმნე smile.gif ისე, რომ არც თარგმნო, იყოს ასე...

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 21:30
nutsiko
QUOTE
თარგმნე

ამას ვიგებ სწორედ თანხმობად რომ გამისწორებ მერე, სწორედ ეს მინდა რომ გამისწორო smile.gif

Posted by: nutsiko 20 Jan 2015, 21:49
ოკ.

30ოკ30ოკ30ოკ30ოკ
30-მეთქი

Posted by: nadiri 20 Jan 2015, 22:32
Mako Subladze
QUOTE
ატყდა ამბავი, მავანის ქმარს საყვარელი ყავსო. დამანახეს ეს საყვარელი, მავანის ზუსტი ასლი იყო, ოცი წლით ახალგაზრდა ასლი.

ტანკა დაგიწერია 2kiss.gif

Posted by: nforumi 20 Jan 2015, 23:44
nutsiko
ინგლისურიდან თარგმნა nforumi ( smile.gif )

'მაცნობე / დაგირეკავ, დაალაგე პრიორიტეტები და მიყევი შენს განრიგს' - ეს არის სიტყვები რომელიც მოვისმინე მე ჩემი ერთგული რუმინელი მეგობრისაგან, რომელიც არის გამოცდილი მწვრთენლი მართვის საკითხებში; ის (ქალი) ყოველთვის მიზიარებდა თავის გამოცდილებას რისთვისაც მე მისი დიდად მადლობელი ვარ.

რას ნიშნავს მისი სიტყვები რეალობაში? ეს არ გამიაზრებია, სანამ უშუალოდ არ შემეხო. ერთხელ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, უშედეგოდ ვცდილობდი ჩემს მეგობართან დაკავშირებას ტელეფონით. რეკვას ვაგრძელებდი კარგახანს სანამ შევწყვეტდი. მოგვიანებით, როდესაც შევხვდი, უბრალოდ გავიხსენე რომ ვცდილობდი მასთან დარეკვას. მიღებულმა პასუხმა გამაოცა: 'მაცნობე / დაგირეკავ'. უწინ გაგონილი მქონდა ეს სიტყვები მაგრამ ახლაღა გახდა ცხადი რომ ხალხი, მათ შორის ჩემი მეგობარი, იყენებს ამ მეთოდს რეალურ ცხოვრებაში. მან ამიხსნა რომ არ არის უხეშობა არ უპასუხო ტელეფონს როცა რამე უფრო მნიშვნელოვანს აკეთებ, უბრალოდ უნდა დაალაგო პრიორიტეტები, მიყვე შენს განრიგს და არ დაგავიწყდეს გადარეკო უკან მოგვიანებით. თუ მაინცდამაინც რამე ძალიან სასწრაფოა, არსებობს შეტყობინების სხვა გზა, როგორიცაა ტექსტ მესეჯი რათა გაცნობონ საგანგაშო სიტუაციის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ხარ მსხვერპლი არასაჭირო ზარების, ჭორაობის და სხვა, რაც გპარავს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმის დროს.

ეს იყო კარგი მაგალითი და რჩევა რომელიც მე მივიღე ორმაგად. ახლა მე ვიცი რომ უნდა დავალაგო პრიორიტეტები, დავსახო მიზნები, თუნდაც საჭირო გახდეს მაცნობე/დაგირეკავ მიდგომა და ამასთან დარჩე ხაზზე. მე დავიწყე ამ წესით ცხოვრება და მაქვს მცირე წარმატება, მაგრამ ჯერ ისევ პრაქტიკას გავდივარ.

ახლა მე პატივს ვცემ ჩემს დროს და ასევე ვურჩევ სხვებსაც. თუ საჭიროა საქმეზე პირადი საუბარი ყოველთვის არის საშუალება შეხვდე და დაილაპარაკო უშუალოდ, ვიდრე გააკეთო ეს ტელეფონით / სკაიპით დაკავშირება არის მისაღები.

ეს არის ნაბიჯი ჩემი სავარჯიშოსკენ 'დროის მენეჯმენტი'. მე გავიცნობიერე, რომ ნებისმიერი მასალა ან სახელმძღვანელო ნებისმიერ სფეროში არის უსარგებლო, თუ არ ეთანხმები მას და უფრო მეტიც არ დანერგავ პრაქტიკაში. ეს არის როგორ დაზოგო შენი დრო, დროულად დაალაგო პრიორიტეტები და იყო ბედნიერი შენს გარშემო მყოფ ადამაინებთან (ბიზნეს პარტნიორები, მეგობრები და სხვა). ყველა და ყველაფერი იმსახურებს შესაბამის დროს შენი მხრიდან, შენ ხარ დროის დამზოგველი და პიროვნება რომელიც გადაწყვეტს ამას, მოქმედებს შესაბამისად.

ეს არის მცირე შენიშვნა ჩაწერილი ჩემი გამოცდილების მიხედვით.

გისურვებთ კარგ დღეს და საუკეთესო ბედს!

Posted by: nutsiko 21 Jan 2015, 00:37
nforumi
For the best translation you really deserve my applause !

Good Job indeed!

აი, მალადეც!

ნოველები დღეიდან ჩემზეა wink.gif

Posted by: nforumi 21 Jan 2015, 09:18
nutsiko
QUOTE
For the best translation you really deserve my applause !

ანუ შენიშვნები არ გაქვს ?

Posted by: nutsiko 21 Jan 2015, 21:59
nforumi
კარგია smile.gif

ყოჩაღ!

Posted by: nforumi 21 Jan 2015, 22:00
nutsiko
სად დაიკარგე...

გოზინაყი არ გინდათ ? უკვე მომენატრა smile.gif

Posted by: nutsiko 21 Jan 2015, 22:34
nforumi
არ დავკარგულვარ აქ ვარ.

ჩაი მოვიმზადე მიხაკით, პიტნით, ასკილით და კარკადეთი. ძალიან სურნელოვანია და საუცხოო.

გაიხარე გოზინაყისთვის. :*

--------------------

Posted by: nforumi 21 Jan 2015, 23:32
nutsiko
QUOTE
გაიხარე გოზინაყისთვის. :*

ძალიან მიყვარს.
თუმცა არა მარტო ეგ, ტკბილეულის მოყვარული კაცი იცი ვინმე? ჩემნაირს ძნელად იპოვი ალბათ.

Posted by: nutsiko 22 Jan 2015, 00:13
QUOTE (nforumi @ 21 Jan 2015, 22:32 )
nutsiko
QUOTE
გაიხარე გოზინაყისთვის. :*

ძალიან მიყვარს.
თუმცა არა მარტო ეგ, ტკბილეულის მოყვარული კაცი იცი ვინმე? ჩემნაირს ძნელად იპოვი ალბათ.

nforumi
ალბათ, არ ვიცი, ან შენ ყოფილხარ smile.gif

ახლა ვფიქრობდი, რა იქნება ხვალ? ხვალ ხომ ყველაზე მაგარი დღეა <3

Posted by: nforumi 22 Jan 2015, 00:33
nutsiko
QUOTE
ახლა ვფიქრობდი, რა იქნება ხვალ? ხვალ ხომ ყველაზე მაგარი დღეა <3

?

* * *
რა დღეა დღეს ასეთი ? ............................

Posted by: nutsiko 22 Jan 2015, 09:58
nforumi
დღეს ხუთშაბათია და წარმოიდგინე, რომ ხვალ პარასკევია. ამას მოჰყვება შაბათ-კვირა და დიიიიდიიიი გეგმები ყოველ შაბათ-კვირას. ბევრი მზე, ბევრი მხიარულება, სიხარული, სიყვარული, სითბო და ჩახუტება და მოკლედ, მიხარია, მე ხუთშაბათ დილის სურნელი და ქაფქაფა ყავა ფინჯანში შოკოლადის ნატეხებით.

Posted by: nforumi 22 Jan 2015, 10:15
nutsiko
QUOTE
დღეს ხუთშაბათია და წარმოიდგინე, რომ ხვალ პარასკევია. ამას მოჰყვება შაბათ-კვირა და დიიიიდიიიი გეგმები ყოველ შაბათ-კვირას. ბევრი მზე, ბევრი მხიარულება, სიხარული, სიყვარული, სითბო და ჩახუტება და მოკლედ, მიხარია, მე ხუთშაბათ დილის სურნელი და ქაფქაფა ყავა ფინჯანში შოკოლადის ნატეხებით.

ყავა ყოველ დილას smile.gif

მეთქი რამე ხდება 22 იანვარს.

შენთან კითხვა მაქვს, საქმიანი, აქ გკითხო თუ პიემში ?

Posted by: nutsiko 22 Jan 2015, 10:32
nforumi
სანამ მოდერხელმძღვანელობამ მე და შენ გაგვსვა აივანზე ჩვენი ყავა-გოზინაყიანად, მომწერე პირადად, PM-ში smile.gif

Posted by: nforumi 22 Jan 2015, 11:04
nutsiko
QUOTE
სანამ მოდერხელმძღვანელობამ მე და შენ გაგვსვა აივანზე ჩვენი ყავა-გოზინაყიანად

biggrin.gif

კარგი იყო smile.gif

Posted by: nutsiko 22 Jan 2015, 12:41
nforumi
მადლობა smile.gif

რა ამის პასუხია და.. გუშინ მოვაბიჯებ ჩქარი ნაბიჯით თავისუფლების მოედანზე, ცხვირ-პირი მომეყინა და მიჭირს სუნთქვა. ლამის მივრბივარ, რომ როგორმე თბილ ადგილას შევაფარო თავი და ცოტა მაინც გავთბე. ამ დროს იქვე შეჭირვებული და მიუსაფარი ადამიანი დავინახე, რომელსაც არც ეჩქარებოდა (ან ეჩქარებოდა კიდეც, რა ვიცი), კიბეზე ჩამომჯდარიყო და მოწყალებას ითხოვდა. წამით დავფიქრდი. მე კი შევაფარებ თავს და გავთბები, აი, ეს ადამიანი კი ისევ იქ იქნებოდა სიცივესა და ყინვაში. შევამჩნიე, რომ ნაცნობი მუქი მწვანე ფერის გრძელ თავშალში გახვეულიყო და მუხლებზეც გადაეფარებინა. წამით გამეღიმა და ვიცანი... ეს ხომ ნეპალიდან ჩამოტანილი და ჩემ მიერ მისთვის ნაჩუქარი თავშალი იყო. გულში გამიხარდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანის დახმარების და გათბობის საშუალება მომეცა.

Posted by: nforumi 22 Jan 2015, 13:13
nutsiko
QUOTE
ერთი ადამიანის დახმარების და გათბობის საშუალება მომეცა.

მესმის შენი,

თუმცა სამწუხაროა რომ მასეთი დახმარებით პრობლემა ვერ გვარდება რეალურად. რაღაც სხვაა საჭირო.

Posted by: nforumi 24 Jan 2015, 12:43
ვიკიპედიის მიხედვით დღეს, 24 იანვარს:

41 : რომის იმპერატორი კალიგულა, ცნობილი საკუთარი ექსცენტრიულობითა და დესპოტიზმით, მოკლულ იქნა მისი განაწყენებული პრეტორიელი მცველების მიერ. რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა კლავდიუსმა.
1679 : მეფე ჩარლზ II (ინგლისი) შლის პარლამენტს.

ასე ზუსტად როგორ არის ეს ნეტა ცნობილი, რომელი კალენდრით? თუ გადაანგარიშებულია ეს ყველაფერი ახალ კალენდარზე? იცის ვინმემ ?

Posted by: nigo 24 Jan 2015, 13:31
QUOTE
1679 : მეფე ჩარლზ II (ინგლისი) შლის პარლამენტს.

მე როგორც მახსოვს,მაგ დროს ჩარლზი უკვე თავმოკვეთილი იყო .შეიძლება ვცდები,უფრო ადრეც კი მახსოვდა ,1649 წელს.

ახლა ვერ შევამოწმებ ინგლისის ისტორიის წიგნში,ამიტონ თავს ვერ დავდებ.

Posted by: nforumi 24 Jan 2015, 13:49
nigo
QUOTE
მე როგორც მახსოვს,მაგ დროს ჩარლზი უკვე თავმოკვეთილი იყო .შეიძლება ვცდები,უფრო ადრეც კი მახსოვდა ,1649 წელს.

არ ვიცი, რაც ეწერა ვიკიპედიაში ის გადმოვაკოპირე.

მარა მე უფრო ზოგადი კითხვა მაქვს. შუა საუკუნეები თარიღებს რომ ასახელებენ, რა თარიღებია ეს? მაგალითად, დიდგორის ბრძოლა მოხდა 11 აგვისტოს. რა თარიღია ეს? მაშინდელი კალენდრით ?

Posted by: nigo 24 Jan 2015, 18:41
nforumi

რას გულისხმობ ძველი სტილით თუ ახლით.

ვთქვათ 11 აგვისტო ახლა 24 იქნებოდა ა.შ..?

არ ვიცი.მეცნიერებაში ეცოდინებათ.

Posted by: nforumi 24 Jan 2015, 23:30
nigo
QUOTE
ვთქვათ 11 აგვისტო ახლა 24 იქნებოდა ა.შ..?

თუ მაშინდელი ისტორიკოსი წერდა 11 აგვისტოს, ახალი სტილით ეს იქნება ალბათ 17-18 აგვისტო, რადგან მაშინ ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა ნაკლები იყო (თუმცა მაშინ ახალი სტილი არ არსებობდა).

უბრალოდ ეს მაინტერესებს, ეს თარიღები გადაყვანილია გასწორებულ კალენდარზე თუ არა ნეტა მეთქი smile.gif

Posted by: nutsiko 25 Jan 2015, 15:59
ფრთხილად დავაკაკუნე, შევაღე კარი და შევედი. მაგიდასთან იჯდა ჩემი ნაცნობი. უნდა გამოგიტყდეთ და პირველი, რაც თვალში მხვდება და ვცდილობ აღმოვაჩინო ვინმესთან სტუმრობისას, ეს წიგნებია. დიახ, წიგნები. წიგნი - ჩემი მეგობარი და წიგნი - მიკრო სამყარო. ცხოველი ინტერესი მამოძრავებს ხოლმე, სანამ იმას გავიგებ, წიგნი არის თუ არა ჩემი მასპინძლის ,,მესაიდუმლე" და ,,ბინადარი". მცირე თაროებიან კარადა სავსე იყო ფსიქოლოგიის შესახებ წიგნებით. გარდა იმისა, რომ ვხვდები, ზოგადად, ადამიანს უყვარს თუ არა წიგნი და რა ადგილს იკავებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, მაინტერესებს, რა ლიტერატურას კითხულობს ის. შესაბამისად, დაახლოებითი პორტრეტი ამა თუ იმ ადამიანისა, უკვე იხატება: ვიცი, მკითხველია თუ არა და რა ლიტერატურას ეცნობა, შესაბამისად, რა მსოფლმხედველობა შეიძლება გააჩნდეს მას და რა ღირებულებები... ეტყობა, დიდხანს მომიწია წიგნების თაროსთან დგომა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩემი ჭკვიანი და დაკვირვებული მასპინძლისთვის და აღფრთოვანება არ დაუმალავს, ისე მითხრა: ,,იცი, პირველი ხარ, ვინც შემოსვლისთანავე ჩემს წიგნებთან დადგა და თვალიერება დაუწყო. გატყობ, წიგნები და კითხვა უნდა გიყვარდეს. ეს კი კარგია, დამატებით სასაუბრო თემა გვაქვს,''- გამიღიმა და მივხვდი, რა მარტივია, თუნდაც თემის არარსებობს შემთხვევაშიც კი, მოძებნო სასაუბრო უცხო ადამიანთან, თუ კარგად მოავლებ თვალს მის სამუშაო ოთახს და იქ განთავსებულ ნივთებს. ესეც ერთ-ერთი დაკვირვება ჩემი პირადი გამოცდილებიდან.

გარდა იმისა, რომ მაინტერესებს, ვინ რისი მკითხველია, ამის ცნობა მარტივადაც შეიძლება. ამისთვის საკმარისია, უბრალოდ ადამიანთან გასაუბრება. მერედა რარიგ კარგად ანვითარებს წიგნიერება ბევრ უნარს: ფანტაზია, მოვლენებისა და საგნების აღწერა, ლექსიკური მარაგი, გამართული მეტყველება, მსოფლმხედველობა და ღირებულებები, არგუმენტირება და აზრის ნათლად გადმოცემა და ა.შ. აღარ დავიწყებ ლექციის წაკითხვას ამ თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ჩვენს ცხოვრებაში.

ცოდვა გამხელილი სჯობსო და უნდა ვაღიარო, საოცრად მიჭირდა წიგნის თხოვება. სიფრთხილითა და რუდუნებით გავცემდი წიგნებს და სულ ვნერვიულობდი დამიბრუნდებოდა თუ არა უკან, როგორც დედა ზრუნავს შორეულ მოგზაურობაში წასულ შვილზე, ისე განვიცდიდი. ამ შიშს ჰქონდა საფუძველი, რამდენი ,,შვილი და მეგობარი" არ დამბრუნებია უკან მავანთა გამო. ზოგი დამიკარგეს, ზოგი უნებართვოდ სხვას ათხოვეს და დავფანტე ბევრი ძვირფასი წიგნი.

მახსოვს, ერთხელ ერთს ვუსაყვედურე, ჩემი ნებართვის გარეშე, რომ სხვას მისცა ჩემი წიგნი (რა თქმა უნდა, აღარც აღარავინ დამიბრუნა ის წიგნი და ასე მოუშუშებელ იარად დამრჩა). პასუხმა გამაოგნა: ,,შენ ხომ წაიკითხე, მე ხომ წავიკითხე, წიგნი ხომ სინათლეა და მიეცი სხვასაც საშუალება, განათლდესო." ფრიად ენამოსწრებული და, ამავდროულად, დემაგოგიური პასუხი იყო, ვერაფერს იტყვი, ღმერთმანი. ამან დამაფიქრა. გავბრაზდი, რადგან მე არ გადამიწყვეტია, ვინ ,,განათლებული" და ვინ - არა. იქნებ ჩემი მეგობრებით დამეწყო ეს დიადი საქმე. მეორე მხრივ, დავფიქრდი, მივხვდი, მართალია, გავბრაზდი, რომ წიგნებს ვკარგავდი, მაგრამ ნათელმა მიზანმა - სხვების განათლება და სინათლისადმი სამსახურმა - გაასხივოსნა ჩემი გონი და დავყაბულდი. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და მეც ვიყუჩე. კარგი გაკვეთილი კი მივიღე. მეორედ იმ უპასუხისმგებლო ადამიანისთვის წიგნი აღარ მითხოვებია, თუნდაც მერე სხვების ,,განათლებისთვის" (არც ამდენად გულუბრყვილო ვარ), თან სინდისი დავიმშვიდე, ეგებ, მართლა ვინმემ წაიკითხა ჩემი დაკარგული წიგნი და ეს კითხვის ჯაჭვი ამით არ დასრულდეს, სანამ ჩემი აწ უკვე ყოფილი საკუთრება, საიმედო ხელში გადავიდოდა.

წიგნების თვალუწვდენელი რიგებია ჩემს სახლში, უამრავი წიგნი მაქვს. უამრავი დავკარგე უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უამრავი გადავეცი, შემოწირულობის სახით, სხვადასხვა ორგანიზაციებს, უნივერსიტეტს და სტუდენტებს. რადგან წიგნების რაოდენობა, მიუხედავად ყველაფრისა, არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება, გადავწყვიტე, წაკითხული წიგნების სიმბოლურ ფასებად გაყიდვა. კარგი მიგნება აღმოჩნდა. ვკითხულობ, ვყიდი, ვაგროვებ თანხას და სხვა წიგნებს ვყიდულობ და ასე გრძელდება კარგა ხანია.

Scientia Potentia Est - ცოდნა ძალაა, - ვკითხულობ ჩემი სტუდენტობის დროინდელ ლათინური ენის სახელმძღვანელოს, სადაც უხვადაა ლათინური გამოთქმები. ვიმეორებ ამ ყველაფერს, თავის დროზე რომ ფრიადზე მაქვს ეს საგანი ჩაბარებული. ვრწმუნდები, რომ ცოდნა მართლაც დიდი ძალაა, თან რაც მეტს ვკითხულობ, მით მეტად ხვდები, რამდენი რამ გაქვს წასაკითხი, აღმოსაჩენი.

ახლა კვირაა, მეც გამოვიკეტები დოჩანაშვილისა არ იყოს, ჩემს ,,კარცერ-ლუქსში", განვმარტოვდები და ჩავუჯდები საკითხავ ლიტერატურას. ტრადიციას არ დავარღვევ, გადავშლი სიძველისგან შეყვითლებული ფურცლებს, დავყნოსავ და ვიგრძნობ მტვრის, ქაღალდის, წებოსა და სიძველის სურნელს, რასაც წიგნის სუნსაც ვეძახით, გადავიქცევი წიგნის ჭიად, რომელიც ძლივს შესამჩნევად დაბობღავს ფურცლიდან ფურცელზე და შენზე ადრე კითხულობს გვერდებს, შენზე მაგარია კითხვასა და შეგრძნებაში... როგორ მიყვარს ეს წუთები, განსაკუთრებით, როცა ავმეტყველდები ჩემი პერსონაჟების ენაზე, მათთან ერთად ვიმოგზაურობ შორეულ ქვეყნებში, ვიტირებ, ვიცინებ, განვიცდი ყოველ წუთს და წამს, გადავეშვები მათ სამყაროში.

გადავშალე წიგნი და ვკითხულობ - Vade Mecum - (ლათ. მომყევი) - რასაც, ასევე, სარჩევსაც უწოდებენ და ხშირად წერენ ამ სიტყვებით.

Vade Mecum და მეც მოგყვები ...

Posted by: nforumi 25 Jan 2015, 17:26
nutsiko
QUOTE
მახსოვს, ერთხელ ერთს ვუსაყვედურე, ჩემი ნებართვის გარეშე, რომ სხვას მისცა ჩემი წიგნი (რა თქმა უნდა, აღარც აღარავინ დამიბრუნა ის წიგნი და ასე მოუშუშებელ იარად დამრჩა). პასუხმა გამაოგნა: ,,შენ ხომ წაიკითხე, მე ხომ წავიკითხე, წიგნი ხომ სინათლეა და მიეცი სხვასაც საშუალება, განათლდესო." ფრიად ენამოსწრებული და, ამავდროულად, დემაგოგიური პასუხი იყო, ვერაფერს იტყვი, ღმერთმანი. ამან დამაფიქრა. გავბრაზდი, რადგან მე არ გადამიწყვეტია, ვინ ,,განათლებული" და ვინ - არა. იქნებ ჩემი მეგობრებით დამეწყო ეს დიადი საქმე. მეორე მხრივ, დავფიქრდი, მივხვდი, მართალია, გავბრაზდი, რომ წიგნებს ვკარგავდი, მაგრამ ნათელმა მიზანმა - სხვების განათლება და სინათლისადმი სამსახურმა - გაასხივოსნა ჩემი გონი და დავყაბულდი. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და მეც ვიყუჩე. კარგი გაკვეთილი კი მივიღე. მეორედ იმ უპასუხისმგებლო ადამიანისთვის წიგნი აღარ მითხოვებია, თუნდაც მერე სხვების ,,განათლებისთვის" (არც ამდენად გულუბრყვილო ვარ), თან სინდისი დავიმშვიდე, ეგებ, მართლა ვინმემ წაიკითხა ჩემი დაკარგული წიგნი და ეს კითხვის ჯაჭვი ამით არ დასრულდეს, სანამ ჩემი აწ უკვე ყოფილი საკუთრება, საიმედო ხელში გადავიდოდა.

სამწუხაროდ ვეჭვობ რომ ჯაჭვი მალევე სრულდება. (მეც არაერთი წიგნი დამიკარგავს...)

Posted by: nadiri 25 Jan 2015, 23:11
nutsiko
QUOTE
მერედა რარიგ კარგად ანვითარებს წიგნიერება ბევრ უნარს:

რამსიმძიმე წყობაა, გამსრისა
nforumi
რატომ არ აგრძელებ, მეგობარო, წერას?

Posted by: nforumi 26 Jan 2015, 09:04
nadiri
QUOTE
რატომ არ აგრძელებ, მეგობარო, წერას?

გამარჯობა.

ის დაწერილი მაქვს, უბრალოდ გადმოვაკოპირე აქ პირველი ორი ნაწილი. მინდოდა რამე განხილვასავით ყოფილიყო, დავინახო მეთქი უკეთ, კიდე რა კითხვები შეიძლება დაისვას, ან იქნებ რამე არასწორად მესმის...

სამწუხაროდ არავინ მოინდომა განხილვა.

Posted by: nadiri 26 Jan 2015, 11:42
nforumi
ვის ესმის აქ ეკონომიკა და მისთანანი?

Posted by: nforumi 26 Jan 2015, 14:37
nadiri
QUOTE
ვის ესმის აქ ეკონომიკა და მისთანანი?

კაი რა, ეკონომიქსის დონეზეა რამე თუ რა ? მე მგონია მასეთ დონეზე ყველას უნდა ესმოდეს...

თუ არადა ყოველთვის მფლანგველი ხელისუფლება გვეყოლება!.

Posted by: nforumi 27 Jan 2015, 22:11
nadiri
ისე, თუ არავის ესმის ეს საკითხი, თავადაც კი თუ არ ჩაერთვები საუბარში, რატომ უნდა დავდო გაგრძელება? რა აზრი აქვს?

Posted by: lala2015 28 Jan 2015, 14:57
თავი მომაბეზრა ამ უღიმღამო ზამთარმა, მომენატრა თოვლი და თბილისი თოვლში ძველი უბნებით, დაღმართებზე მოსრიალე ბავშვები და ცივი სუფთა ჰაერი ამ თოვლს რომ მოსდევს ხოლმე, რა მადლია თოვლით გაწმწნდილი სუფთა ჰაერი

Posted by: nforumi 28 Jan 2015, 16:01
lala2015
QUOTE
თავი მომაბეზრა ამ უღიმღამო ზამთარმა, მომენატრა თოვლი და თბილისი თოვლში ძველი უბნებით, დაღმართებზე მოსრიალე ბავშვები და ცივი სუფთა ჰაერი ამ თოვლს რომ მოსდევს ხოლმე, რა მადლია თოვლით გაწმწნდილი სუფთა ჰაერი

კარგია თოვლი, მეც მიყვარს

თუმცა თბილისში კარგი ლამაზი თოვლი იშვიათადაა.

Posted by: nutsiko 29 Jan 2015, 11:53
გამოვიდა (გამოვედი). სახეზე ნერვიულობა (მ)ეტყობა, ჯიბიდან ცხვირსახოცი, რომელიც ახლა ხელსახოცად უფრო გამოიყენებოდა ამოიღო (ამოვიღე) და ნერვიულობისგან გაოფლიანებული ხელები კარგად გაიწმინდა (გავიწმინდე), შემდეგ წინ დაიდო (დავიდე) და სკამზე დაჯდა (დავჯექი). სკამი ცოტა წინ მიწია (მივწიე), შემდეგ ოდნავ უკან გაწია (გავწიე), ფეხები ცოტა წინ წაწია (წავწიე), როგორც იქნა, სკამს სასურველი ადგილმდებარეობა შეურჩია (შევურჩიე). თავი დახარა (დავხარე), ღრმად ჩაისუნთქა (ჩავისუნთქე) და ამოისუნთქა (ამოვისუნთქე), თავისი რიგის მოლოდინში ერთი-ორად მატულობდა ნერვიულობა, ამას მოჰყვა ხელების ნერვული ფშვნეტა, ერთ კონკრეტულ ადგილს მიშტერება და მოლოდინი, გაუთავებელი მოლოდინი, წამი გაწელილი საუკუნედ, როდის მოვა შენი დრო, შენი შესრულები დრო. თითქოს ბინდი გეკვრება თვალებზე და ვეღარაფერს ხედავ, მხოლოდ ოქტავები, ერთმანეთის მონაცვლეობით თეთრი და შავი კლავიშები, რომლებიც გიხმობენ თავისთან და შენც სულმოუთქმელად გინდა შეეხო მათ, შენი თითებით მოეფერო თითოეულ მათგანს და ამ ,,მოფერებაში’’ დატკბე მათი ჟღერადობით. ყოველ ჯერზე გაოცებს მათი კეთილხმოვანება და მუსიკის მაგია, გატკბობს და ყველაზე დიდი სიამოვნება შენთვის ესაა, როცა ამ სასწაულის შემოქმედი თავად ხარ და აცოცხლებ იმას, რაც აქამდე, მრავალი წლის, საუკუნეების წინ დაწერილა შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის და მუსიკით შეპყრობილი ყველა ადამიანისთვის. ნელ-ნელა ეიფორია გიპყრობს და ხვდები, რომ ამ სამყაროში ფიზიკურად მყოფი გადადიხარ მუსიკის საოცარ განზომილებაში, რომელსაც არც საზღვრები აქვს და არც დროის შეგრძნება, აქ იკარგები უწონობის პირობებში, შენი სულიც აქ ლივლივებს და შენ ერწყმი თითოეულ კლავიშს და თითოეულ ბგერას და ხდები ერთი მთლიანი და, ამავდროულად, მთლიანის ნაწილი. შენ ხარ მუსიკა და ბგერა, გსიამოვნებს და იხსენებ, რამდენად დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობისთვის მიგეღწია. დღის მანძილზე ექვსი-შვიდსაათიანი შეუჩერებელი ვარჯიში ფორტეპიანოზე, მუშაობა შესრულების ტექნიკის სრულყოფისთვის, აჩქარებული გულისცემა და ზოგჯერ იშვიათი, მაგრამ ერთი სრულდღიანი შესვენება (რომ არ გადაიწვა, როგორც მასწავლებელი მიხსნიდა), ძირამდე დაჭრილი ფრჩხილები, არავითარი ლაქი, პიანისტის მუდამ მოწესრიგებული და გამხდარი თეთრი, ნაზი, ამავდროულად, ძარღვიანი და ძლიერი თითების ფალანგები, რომლებიც ქმნიან მუსიკას, ჩამჯდარი აკორდები, კლავიშებზე მოსრიალე თითები და ბრიალა თვალები.
კონცერტი ერთი, კონცერტი მეორე, კონცერტი მესამე, გაუთავებლად კონცერტები, ოვაცია, ტაში, ერთი ციცქნა ბაფთიანი გოგო და არაერთი რჩევა და შემოთავაზება სწავლის კონსერვატორიაში გასაგრძელებლად, მოცალეობის ჟამს ჩვევაში გადასული მაგიდაზე ნაწარმოების ენერგიულად დაკვრა ხმისა და ბგერის გარეშე, მაგრამ მთელი შეგრძნებით და თვლით, მუსიკა კი შენს ტვინში ჟღერს, ფიქრი: რომ შემეშალოს ნოტი? შენ ხომ პროფესიონალი ხარ, განაგრძე და არ შეჩერდე, ყველას შეშლია, ეცადე იყო სრულყოფილი, დაუკარი, არ შეწყვიტო, მუსიკა შენია, შენ - მისი ხარ- უამრავი მოფუთფუთე აზრი და განცდა...
ფინალური აკორდი გაისმა, მსმენელი ჩუმადაა... მქუხარე ტაში. ოფლით დაცვარული შუბლი და თითები კლავიშებზე, ადგა (ავდექი), გაიღიმა (გავიღიმე), თავი დაუკრა მსმენელს და მადლობა გადაიხადა (გადავიხადე). დიდხანს არ წყდებოდა ტაში, ეს იყო ტრიუმფისა და ბედნიერების წუთები...
ვიჯექი კულტურისა და მუსიკის ცენტრში და ვუყურებდი პიანისტს, ხელახლა გამიცოცხლდა ყველა ის შეგრძნება და ემოცია, რაც გამაჩნდა წარსულში, მეც ის განვიცადე, რასაც პიანისტი გამოსვლისას განიცდიდა, გრძნობდა, ნერვიულობდა საკუთარი თავისა და მსმენელის წინაშე პასუხისმგებლობით დამძიმებული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ისიც ბედნიერია და მეც, ახლა მე ის ვარ, ის კი - მე...
ვზივარ მატარებელში, ფიქრით ისევ იქ ვარ, კონცერტზე, როდესაც შევამჩნიე, რომ სრულიად გაუაზრებლად თითებით ჩემს მუხლებზე მუსიკალურ ნაწარმოებს ვასრულებდი უხმოდ, უმუსიკოდ, მექანიკურად, დათვლით და ოდნავ შესამჩნევად თავს ვიქნევდი, რითმს აყოლილი, ვუკრავდი მოცარტს და მელოდია ჩემს ფიქრს აჰყოლოდა, ფიქრი კი მელოდიას, ისმოდა ხმამაღლა, მხოლოდ ჩემთვის გასაგონად... ჩემს ფიქრში...

Posted by: nforumi 30 Jan 2015, 09:14
nutsiko
ჩვენს გონებაში არსებული მჟღერი მელოდია ყველაზე ხამამაღალი მელოდიაა არა ?

Posted by: nutsiko 30 Jan 2015, 11:32
QUOTE (nforumi @ 30 Jan 2015, 08:14 )
nutsiko
ჩვენს გონებაში არსებული მჟღერი მელოდია ყველაზე ხამამაღალი მელოდიაა არა ?

დიახ, მოყვასო, ასეა...

ის ყველაზე ხმამაღალი და ტკბილხმოვანია, რადგან ჩვენშია, ჩვენს ფიქრებში.

Posted by: nforumi 30 Jan 2015, 15:11
nutsiko
QUOTE
ის ყველაზე ხმამაღალი და ტკბილხმოვანია, რადგან ჩვენშია, ჩვენს ფიქრებში.

მაგ ვთქვი ზუსტად.

გუშინ რაღაც ფილმი გადიოდა კავკასიაზე, ვფიქრობ რა ნაცნობი მელოდია არის მეთქი ფონად და ... მივხვდი როგორც იქნა, უცნობის ჩვენებური სიმღერა

Posted by: nigo 30 Jan 2015, 20:20
nutsiko

წიგნის თაროებს მიაქვს ჩემი სახლი,მაგრამ ამით ვერ გაიგებ ,ვინ რას კითხულობს.

წიგნებს სამი და მეტი თაობა აგროვებდა ჩემს სახლში.

მხოლოდ ახალგამოცემული და ახალი წიგნებით მიხვდები ინტერესებს.

Posted by: nforumi 30 Jan 2015, 23:01
nigo
QUOTE
წიგნის თაროებს მიაქვს ჩემი სახლი,მაგრამ ამით ვერ გაიგებ ,ვინ რას კითხულობს.

ზოგი თაროების გასალამაზებლად ყიდულობდა, მახსოვს, ყდის ფერის მიხედვით...

ახლაც ასე ხო არ არის ნეტა?

Posted by: nigo 31 Jan 2015, 09:02
nforumi

QUOTE
ახლაც ასე ხო არ არის ნეტა?

ახლა "აღარ ჯდება" დიზაინში.

ადრე წიგნიც დეფიციტი იყო ,განსაკუთრებით ტომები და ოჯახის სოციალურ სტატუსზე მეტყველებდა.
აი,ვიშოვეთ და ა.შ>

თუმცა ადრე რომ კითხულობდნენ,იმის მეასედს არ კითხულობენ დღეს
ბავშვები და ახალგაზრდები.
sad.gif

Posted by: nforumi 31 Jan 2015, 11:00
nigo
QUOTE
ადრე წიგნიც დეფიციტი იყო ,განსაკუთრებით ტომები და ოჯახის სოციალურ სტატუსზე მეტყველებდა.
აი,ვიშოვეთ და ა.შ>

მე ის მაწუხებდა რომ ხალხი კითხვის მაგივრად თAროების გასალამაზებლად იყენებდა მხოლოდ. რამდენი კითხულობდა ნეტა მყიდველთაგან ან მაშინ?
QUOTE
თუმცა ადრე რომ კითხულობდნენ,იმის მეასედს არ კითხულობენ დღეს
ბავშვები და ახალგაზრდები.

არ ვიცი, ისევ ჩვენი თაობაა ძირითადი მყიდველი?

არადა მყიდველი რომ არის ფაქტია, წიგნები გამოდის და მაღაზიებიც საკმაოდ არის ქალაქში, მარტო ბიბლუსს რამდენი ფილიალი აქვს...

Posted by: nigo 31 Jan 2015, 14:45
nforumi

ჩემ საკუთარ მაგალითს გეტყვი.
ძილის წინ რამე რომ არ წამეკითხა,თუნდაც დეპეშა biggrin.gif ,ისე ვერ დავიძინებდი.
ინტერნეტმა მეც შემცვალა და მოთხოვე ახლა ბავშვებს.

კიდევ ერთი პრობლემა.

ადრე ყველა ვკითხულობდით ,ერთმანეთს ვუზიარებდით.ჩემი უმცროსი შVილი ამას სრულიად იყო მოკლებული.არადა თანატოლებთან ერჩივნა გაზიარება ,ვიდრე ჩვენთან.

შედი სერიალების თემაში ,მართლა დიდი მნიშVნელობა აქვს განცდილის გაზიარებას.
ისე მეც კარგად გადავბარგდი იქითკენ. biggrin.gif

Posted by: nforumi 31 Jan 2015, 15:00
nigo
QUOTE
შედი სერიალების თემაში ,მართლა დიდი მნიშVნელობა აქვს განცდილის გაზიარებას.

აუჰ

QUOTE
ინტერნეტმა მეც შემცვალა და მოთხოვე ახლა ბავშვებს.

კი. თუმცა შეიძლება საშუალებადაც გამოიყენოს კაცმა...

მაგალითად
QUOTE
ადრე ყველა ვკითხულობდით ,ერთმანეთს ვუზიარებდით

აქ გავუზიაროთ ერთმანეთს. დაწერე რას კითხულობ ახლა და გავარჩიოთ.

Posted by: nutsiko 31 Jan 2015, 18:26
სულ ვკითხულო წიგნებს.

ახლა ოტია იოსელიანის შემოქმედებას ჩავუჯექი და მაოცებს მისი წერის მანერა. მომწონს. სიტყვათწყობაც კი კარგი აქვს. უბრალო და თბილი, ამავდროულად.

Posted by: nigo 31 Jan 2015, 19:07
nutsiko
შენ სერიალები თურქული მოთქმა და ბრაზილიური ვნებები გგონია.

QUOTE
აუჰ

ამ თემაში ასე არ ველაპარაკებით ერთმანეთს.

Posted by: nforumi 31 Jan 2015, 19:37
nigo
QUOTE
ამ თემაში ასე არ ველაპარაკებით ერთმანეთს.

? ცუდად გამომივიდა?

nigo
QUOTE
შენ სერიალები თურქული მოთქმა და ბრაზილიური ვნებები გგონია.

არც თურქულები მიყურებია. უბრალოდ სერიალების ხსენებაზე სულ მგონია რომ მასში თავიან ფეხებიანად არიან ჩართული მისი მაყურებლები.

nutsiko
QUOTE
ახლა ოტია იოსელიანის შემოქმედებას ჩავუჯექი და მაოცებს მისი წერის მანერა. მომწონს. სიტყვათწყობაც კი კარგი აქვს. უბრალო და თბილი, ამავდროულად.

ჩემ ბავშვობაში იბეჭდებოდა მაგისი "მუხლზე დაწერილი ბარათები". გახსოვთ? smile.gif

Posted by: nigo 31 Jan 2015, 19:54
nforumi

მე მეგონა nutsiko-დაწერა,ვიფიქრე ახალია და არ იცის ოჯახის ამბები- მეთქი.ახლა დავხედე შენ ყოფილხარ
smile.gif
პოლიტიკის იუზერი ვარ და ბანი და ვორნი მხოლოდ აქ მქონდა ადრე.რამდენიმე წლის წინ.მერე დავწყნარდით და ირუშამაც მოისვენა.
QUOTE
უბრალოდ სერიალების ხსენებაზე სულ მგონია რომ მასში თავიან ფეხებიანად არიან ჩართული მისი მაყურებლები

ისტორიული სერიალებია გაგიჟდები.

სხვაც .

ადრე სერიალებზე მეც ისეთი წარმოდგენა მქონდა,როგორც უმრავლესობას.

ამერიკელები და ინგლისელები ისეთებს იღებენ,ბევრი ოსკაროსანი ფილმი ვერ დაიკვეხნის.

მეგა ვარსკვლავები თამაშობენ,მაგალითად კევინ სპეისი,რობი ვაიტსი, გლენ გლოსი და ა.შ>..

Posted by: nforumi 31 Jan 2015, 20:09
nigo
QUOTE
მე მეგონა nutsiko-დაწერა,ვიფიქრე ახალია და არ იცის ოჯახის ამბები- მეთქი.ახლა დავხედე შენ ყოფილხარ

QUOTE
პოლიტიკის იუზერი ვარ და ბანი და ვორნი მხოლოდ აქ მქონდა ადრე.რამდენიმე წლის წინ.მერე დავწყნარდით და ირუშამაც მოისვენა.

ვერაფერი გავიგე...

QUOTE
ისტორიული სერიალებია გაგიჟდები.

სხვაც .

ადრე სერიალებზე მეც ისეთი წარმოდგენა მქონდა,როგორც უმრავლესობას.

ამერიკელები და ინგლისელები ისეთებს იღებენ,ბევრი ოსკაროსანი ფილმი ვერ დაიკვეხნის.

მეგა ვარსკვლავები თამაშობენ,მაგალითად კევინ სპეისი,რობი ვაიტსი, გლენ გლოსი და ა.შ>..

არ ვიცი, ფილმებსაც კი იშვიათად ვუყურებ, არათუ სერიალებს, რომლისთვისაც სისტემატურად უნდა მოიცალო.

ისე, ერთ სერიალს კი ვუყურებ ხოლმე ხანდახან მართლა, შუა ქალაქის გაგრძელება როა, იმას smile.gif

Posted by: nigo 31 Jan 2015, 20:32
nforumi

ადრე .ამ თემაში,ისეთი ქარიშხალი დატრიალდა,პოლიტიკის განყოფილება მონაგონი იყო.

პოლიტიკაში არასდროს მიმიღია არც ვორნი და არც ბანი.

აქ ბევრი.

ამ ბატალიებში ჩართული იუზერებიდან მხოლოდ მე დავრჩი აქ და ხანდახან ანამჩი თუ შემოიხედავს.

ჩვენი საყვარელი მოდერი ირუშა,ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდეთ,ძალიან ნერვიულობდა როცა ბანს ან ვორნს მაძლევდა, lol.gif

Posted by: nforumi 31 Jan 2015, 22:29
nigo
QUOTE
ადრე .ამ თემაში,ისეთი ქარიშხალი დატრიალდა,პოლიტიკის განყოფილება მონაგონი იყო.

მახსოვს რომ იყო ხოლმე რაღაც მასეთები, მაგრამ ვერ ვხვდებ ჩემს აუჰ-თან რა შუაშია, რატომ იქნებოდა საწყენი, თუნდაც ნუციკოს პოსტი ყოფილიყო?

ისე, საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც იგინებიან და სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ, სიამოვნებას ნახულობენ ალბათ ამით?

Posted by: nigo 31 Jan 2015, 23:50
nforumi

დაივიწყე.
smile.gif

Posted by: nforumi 1 Feb 2015, 09:47
nigo
QUOTE
დაივიწყე.

რა დავივიწყო, ვიღაცეები რომ იგინებიან და გარემოს აფუჭებენ? თუ აუჰ-ზე შენი რეაქცია ? smile.gif

Posted by: nigo 1 Feb 2015, 13:57
nforumi
QUOTE
თუ აუჰ-ზე შენი რეაქცია

ეს.

QUOTE
რა დავივიწყო, ვიღაცეები რომ იგინებიან და გარემოს აფუჭებენ?

ვერაფრე იზამ,ტყუილად აიშლი ნერვებს.

ყველა იქცევა ,აქ თუ გადმოვიტანთ –პოსტავს,თავისი აღზრდის და კულტურის მიხედვით.

რა უნდა ქნა.

ასეთი იუზერებისთვის ყველაზე კარგი პასუხი სრული იგნორია.

ისე,მაგარი წიგნი ვიყიდე აკა მორჩილაძის,"ჩრდილი გზაზე" ახალგაზრდებისთვისაა ძალიან კარგი.ამაზე უკეთესად ვერსად გაიგებენ რა იყო სსრკ,მერე პერესტროიკა და თბილისური ამბები.

Posted by: nutsiko 1 Feb 2015, 14:16
,,როცა უდაბნოს მზე ტუჩებსაც დაგწვავს, გზააბნეული ქარავანი დუმილით დაგღლის, ქვიშების ქარი დაგიბნელებს მოპარულ მთვარეს, მოწყურებული ოაზისი დაგხვდება მშრალი, ვეღარ იპოვნი ბავშვობაში ნაჩუქარ ვარსკვლავს, ცაზე გაქრება წაკითხული სიცოცხლის ხაზიც, ლურჯი თვალებიც აგევსება თეთრი ცრემლებით – მაინც არ მოკვდე:
მე გამიხსენე…
მე მოგიყვები დაკარგულ ზღაპარს ათას ერთი გრძელი ღამიდან…”
აბუ ალ-ბიკა საბით იბნ აჰმად ნაჯმ ად-დინ ათ თიფლისი (თბილისში გარდაცვლილი არაბი პოეტი)

ასე იწყება წიგნი, რომელიც წავიკითხე. აბა, გამოიცანით წიგნი? smile.gif

Posted by: nforumi 1 Feb 2015, 16:10
nigo
QUOTE
ვერაფრე იზამ,ტყუილად აიშლი ნერვებს.

კოკასა შიგან რაც სდგას, იგივე წარმოსდინდება
smile.gif
მე ყოველთვის ასე ვუდგები, ვინდ ილანძღება თავის თავს აყენებს შეურაცყოფას. მარტო მაშინ ვწუხდები, თუ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანის პირიდან ისმის ლანძღვა.

QUOTE
ისე,მაგარი წიგნი ვიყიდე აკა მორჩილაძის,"ჩრდილი გზაზე" ახალგაზრდებისთვისაა ძალიან კარგი.ამაზე უკეთესად ვერსად გაიგებენ რა იყო სსრკ,მერე პერესტროიკა და თბილისური ამბები.

ამ ბოლო დროს ხშირად მესმის აკა მორჩილაძის ქება. ადრე რაღაც წავიკითხე, არა უშავდა, მაგრამ არც აღვფრთოვანდი. ახლა ერთის წაკითხვა რომ გადავწყვიტო, რომელს მირჩევ?

nutsiko
QUOTE
,,როცა უდაბნოს მზე ტუჩებსაც დაგწვავს, გზააბნეული ქარავანი დუმილით დაგღლის, ქვიშების ქარი დაგიბნელებს მოპარულ მთვარეს, მოწყურებული ოაზისი დაგხვდება მშრალი, ვეღარ იპოვნი ბავშვობაში ნაჩუქარ ვარსკვლავს, ცაზე გაქრება წაკითხული სიცოცხლის ხაზიც, ლურჯი თვალებიც აგევსება თეთრი ცრემლებით – მაინც არ მოკვდე:
მე გამიხსენე…
მე მოგიყვები დაკარგულ ზღაპარს ათას ერთი გრძელი ღამიდან…”
აბუ ალ-ბიკა საბით იბნ აჰმად ნაჯმ ად-დინ ათ თიფლისი (თბილისში გარდაცვლილი არაბი პოეტი)

ასე იწყება წიგნი, რომელიც წავიკითხე. აბა, გამოიცანით წიგნი?

აშკარად არ ვიცი მე...

Posted by: nigo 1 Feb 2015, 16:53
nutsiko
ძალიან მეცნობა,აკას გავს მორჩილაძეს
მესაიდუმლის ქამრიდან ხომ არ არის.

nforumi
მოდი ჯერ წაიკითხე არა მხატვრული ,ძალიან მაგარი მთხრობელია და კითხვისას ისეთი განცდა გაგიჩნდება,თითქოს იქვე ზის და გიყვება.

იყიდე " ქართული რვეულები -მე-19 საუკუნის სურათები."

მერე 'ჩრდილი გზაზე"- ეს უკვე მე-20 საუკუნეა.
დოკუმენტური-ისტორიულია.
თუ მოგეწონება სტილი ,მერე მხატვრულებსაც გეტყვი.
მე ყველაფერი მაქვს წაკითხული.ბუნებრივია ზოგი მეტად მომწონს,ზოგი ნაკლებად.

ამ წუთას ლევან ბერძენიშვილის წიგნს ვკითხულობ "წმინდა წყვდიადი" დოკუმენტურია,ციხეში და "ლაგერში"რომ იყო,იმ თემაზე.

ძალიან საინტერესოა.თან კარგად და ლაღად წერს. ლაპარაკი კი იცის და წერა არ ეშლება smile.gif

Posted by: nforumi 1 Feb 2015, 16:56
nigo
QUOTE
მოდი ჯერ წაიკითხე არა მხატვრული ,ძალიან მაგარი მთხრობელია და კითხვისას ისეთი განცდა გაგიჩნდება,თითქოს იქვე ზის და გიყვება.

იყიდე " ქართული რვეულები -მე-19 საუკუნის სურათები."

მერე 'ჩრდილი გზაზე"- ეს უკვე მე-20 საუკუნეა.

კაი, ახლა ვაპირებ გასვლას და ვიყიდი რომელიმეს.

ისე სამ წიგნს ვკითხულობ პარალელურ რეჟიმში და ეგ მეოთხე გამომივა smile.gif

QUOTE
ამ წუთას ლევან ბერძენიშვილის წიგნს ვკითხულობ "წმინდა წყვდიადი" დოკუმენტურია,ციხეში და "ლაგერში"რომ იყო,იმ თემაზე.

წაკითხული მაქვს, ძალიან საინტერესოდ იკითხება. მომეწონა მეც.

Posted by: nutsiko 1 Feb 2015, 17:39
დათო ტურაშვილის ,,გურჯი-ხათუნი"

თუმცა ახლა თავით გადავეშვი ოტიას შემოქმედებაში და ძალიანაც მომწონს.

ვუყურებ ჩემს დაწყობილ წიგნებს და წაუკითხავი წიგნების წაკითხვით გამოწვეული რამხელა სიამოვნება მელის წინ smile.gif

Posted by: nforumi 1 Feb 2015, 18:29
nutsiko
QUOTE
დათო ტურაშვილის ,,გურჯი-ხათუნი"

წავიკითხე რამდენიმე წლის წინ. საინტერესო იყო.

QUOTE
ვუყურებ ჩემს დაწყობილ წიგნებს და წაუკითხავი წიგნების წაკითხვით გამოწვეული რამხელა სიამოვნება მელის წინ

წმინდა გონების კრიტიკა ხომ არ გაქვს შემთხვევით?

Posted by: nutsiko 1 Feb 2015, 18:32
nforumi
არა, სამწუხაროდ. ეგეთი არაფერი

Posted by: nforumi 1 Feb 2015, 20:14
nutsiko
QUOTE
არა, სამწუხაროდ. ეგეთი არაფერი

რამდენ ბუკინისტთანაც მივედი, ყველამ მეუბნება მქონდა და გავყიდეო...

Posted by: nutsiko 1 Feb 2015, 20:59
nforumi
მექნება მხედველობაში და თუ გადავაწყდი, გაგაგებინებ ან ვიყიდი და გადმოგცემ.

ბუკინისტებს მეც ხშირად ვსტუმრობ.

ახალი ,,პოლიტიკა" შევიმუშავე. გადავარჩინო ძველი და იშვიათი წიგნები ,,მტარვალი მომხდურისგან" (ზოგი სემიჩკას ახვევს და ზოგს კიდევ სოფლის ჩეჩმაში გააქვს).

Posted by: nforumi 1 Feb 2015, 21:11
nutsiko
QUOTE
ახალი ,,პოლიტიკა" შევიმუშავე. გადავარჩინო ძველი და იშვიათი წიგნები ,,მტარვალი მომხდურისგან" (ზოგი სემიჩკას ახვევს და ზოგს კიდევ სოფლის ჩეჩმაში გააქვს).

წიგნს გააჩნია. ჩემს შვილს, ორი წლის რომ იყო, ძალიან მოსწონდა წიგნის ფურცლების დახევის ხმა. გამომადგა პარტისტორიის წიგნი biggrin.gif

QUOTE
მექნება მხედველობაში და თუ გადავაწყდი, გაგაგებინებ ან ვიყიდი და გადმოგცემ.

მადლობებლი ვიქნები smile.gif

Posted by: Mako Subladze 2 Feb 2015, 11:29
გამარჯობა, კეთილო ხალხო.
nforumi
QUOTE
წმინდა გონების კრიტიკა

ეგ ნიცშეს წიგნი არაა?
კანტის ყოფილა.

Posted by: t-90 2 Feb 2015, 11:47
nforumi
რუსულად ან ინგლისურად გაწყობს?
http://royallib.com/book/kant_immanuil/kritika_chistogo_razuma.html
ეს რუსულად
http://www2.hn.psu.edu/faculty/jmanis/kant/critique-pure-reason6x9.pdf
ეს ინგლისურად.

Posted by: Mako Subladze 2 Feb 2015, 11:49
nforumi

QUOTE
წმინდა გონების კრიტიკა
ეს ქართულადაა.
http://bin.ge/dl/83944/kanti-wminda-gonebis-kritika.pdf.html

Posted by: nforumi 2 Feb 2015, 22:30
Mako Subladze
QUOTE
კანტის ყოფილა.

კი smile.gif

* * *
t-90
QUOTE
რუსულად ან ინგლისურად გაწყობს?
http://royallib.com/book/kant_immanuil/kri...ogo_razuma.html
ეს რუსულად
http://www2.hn.psu.edu/faculty/jmanis/kant...e-reason6x9.pdf
ეს ინგლისურად.

მადლობა, მაგრამ მაგის უცხო ენაზე წაკითხვის თავი არ მაქვს, მეტისმეტად დიდხანს მოვუნდები.

QUOTE
ეს ქართულადაა.
http://bin.ge/dl/83944/kanti-wminda-gonebis-kritika.pdf.html

ეს არის, მადლობა.
ახლა კინდლეზე გადატანაც თუ მოვახერხე ნორმალურად, იდეალური ვარიანტი იქნება.

Posted by: t-90 2 Feb 2015, 23:13
nforumi
მაგას ვერ გადაიტან ქართულს.

Posted by: nforumi 2 Feb 2015, 23:29
t-90
QUOTE
მაგას ვერ გადაიტან ქართულს.

ჯერ ერთი ქართული გადამიტანია, სილფაენზე აკრეფილი ტექსტი გადადის უპრობლემოდ.

მეორეც, ეს ქართული არ არის, დასკანერებული ვარიანტია.

ვერა, დიდია ძაან და ვერ გაიგზავნა.

ახლა მაგის თავი არა მაქვს, მერე ნაწილებად დავშლი და ვნახავ თუ გამოვა.

Posted by: t-90 2 Feb 2015, 23:31
nforumi
გამორიცხულია.
თუ მაგას ასოების გამოცნობა არ აქვს ჩატარებული კინდლში ვერ წაიკითხავ.
უფრო სწორად პდფად კი წაიკთხავ მარა დაიტანჯები.

Posted by: nforumi 3 Feb 2015, 09:00
t-90
QUOTE
გამორიცხულია.
თუ მაგას ასოების გამოცნობა არ აქვს ჩატარებული კინდლში ვერ წაიკითხავ.
უფრო სწორად პდფად კი წაიკთხავ მარა დაიტანჯები.

სურათის გადატანა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ რომ წაკითხვა ძნელი იქნება, ან ძალიან წვრილად უნდა იყოს, ან საჭირო გახდება მარჯვნივ-მარცხნივ სირბილი...

ასოების ამოცნობა კიდე არც ვიცი რა პროგრამით შეიძლება.

Posted by: t-90 3 Feb 2015, 10:40
nforumi
QUOTE
ან საჭირო გახდება მარჯვნივ-მარცხნივ სირბილი...

ეს გახდება საჭირო.
და პრობლემაა
QUOTE
ასოების ამოცნობა კიდე არც ვიცი რა პროგრამით შეიძლება.

ქართულზე ხარისხიანად არცერთი აკეთებს.
რუსულზე და ინგლისურზე finereader

Posted by: nforumi 3 Feb 2015, 10:46
t-90
QUOTE
ქართულზე ხარისხიანად არცერთი აკეთებს.
რუსულზე და ინგლისურზე finereader

ქართულზე თუ არ აკეთებს, რად მინდა მაშინ smile.gif

Posted by: nforumi 6 Feb 2015, 18:07
t-90
ვერაფერი ახალი რჩევა მოიფიქრე ეტყობა smile.gif

Posted by: t-90 7 Feb 2015, 00:23
nforumi
არა ქართულად არაფერი აკეთებს ფაქტიურად.
lit.ge ზე მისთანებზე თუ ნახავ.

პ.ს. წავედი მე ნებაყოფლობით შვებულებაში.
დაგიბრუნდებით რამე ნაწარმოებით ალბათ.

Posted by: nforumi 7 Feb 2015, 10:44
t-90
QUOTE
დაგიბრუნდებით რამე ნაწარმოებით ალბათ.

აბა შენ იცი, კარგად იკითხება შენი ნაწერი smile.gif

Posted by: nigo 9 Feb 2015, 14:34
ვერ ვიტან ამ თემის ჩაძირვას. smile.gif

Posted by: nforumi 9 Feb 2015, 18:16
nigo
QUOTE
ვერ ვიტან ამ თემის ჩაძირვას.

მერე რატო ძირავ?

smile.gif

Posted by: nigo 9 Feb 2015, 19:38
nforumi
რა ვიცი.
ძველი ადგილასამყოფელი პოლიტიკის განყ-ი

ახალი გატაცებები სერიალების თემა და კუკლინარია.
კი მომინდება ხოლმე რაღაცის გაზიარება, ფეისბუქზე მე არ ვპოსტავ,მხოლოდ ვკითხულობ,მაგრამ რაღაცნაირი განწყობა უნდა ამასაც.

ისეთი განცდა მაქვს,რომ ამ თემამ დაკარგა შინაურულის განცდა.
იმედია,ვცდები. smile.gif

Posted by: nforumi 9 Feb 2015, 21:59
nigo
QUOTE
ისეთი განცდა მაქვს,რომ ამ თემამ დაკარგა შინაურულის განცდა.

ეგ ჩვენზეა დამოკიდებული.

ყოველ შემთხვევაში მე საკმაოდ ხშირად ვიხედები ხოლმე აქ და ველოდები ვინ რას დაწერს.

ჩემს ნაწერებსაც დავდებდი (რაც დავიწყე ზემოთ), მაგრამ ვერ დავინახე დიდ ინტერესი და ამიტომ ...

ეტყობა ინტრიგა არის არასაკმარისი იმ საუბრებში...

Posted by: nigo 10 Feb 2015, 09:19
nforumi
მე სიამოვნებით ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს smile.gif

Posted by: nforumi 10 Feb 2015, 16:27
nigo
QUOTE
მე სიამოვნებით ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს

დავიჯერებდი რამე შესაბამისი კომენტარი რომ გაგეკეთებინა ... და თემაც უფრო საინტერესო იქნებოდა...

Posted by: nigo 11 Feb 2015, 10:13
nforumi

ნახე ,იმ ორ კვირაში ,როდესაც შენი ნაწერებიც იდო,საერთოდ არ გამიკეთებია კომენტარები.

კითხვით კი ყველაფერს ვკითხულობდი.
ასეც ხდება ხოლმე 2kiss.gif

Posted by: nforumi 11 Feb 2015, 17:10
nigo
QUOTE
ნახე ,იმ ორ კვირაში ,როდესაც შენი ნაწერებიც იდო,საერთოდ არ გამიკეთებია კომენტარები.

მე აქ როგორც მახსოვს 2 საუბარი დავდე მარტო, დაწერილი მაქვს სულ 6 თუ 7 და ჩემს ფეისბუქზე დევს. შემიძლია აქაც გადმოტანა, მოტივაცია მჭირდება მარტო smile.gif

ეს საკითხი არ არის უბრალოდ წასაკითხი, სამსჯელოა და თუ მსჯელობა არ არის, მაშინ მოტვიაციაც აღარ მაქვს ...

ასეა

და ღირს გავაგრძელო?

Posted by: nigo 12 Feb 2015, 09:40
nforumi
გააგრძელე აუცილებლად.

Posted by: nutsiko 12 Feb 2015, 10:01
ინტერვიუ საკუთარ თავთან...

სადღაც სტატიას წავაწყდი და საინტერესოდ მომეჩვენა დასმული შეკითხვები. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თავად დამესვა ეს შეკითხვები და უფრო მეტად გამეცნო ჩემი თავი. მოვკალათდი კარგად ჩემს სავარძელში და მოვემზადე ინტერვიუსთვის.

1. რომ გქონდეს საშუალება აირჩიო მსოფლიოში ერთი ადამიანი, ვის დაპატიჟებდი სადილად?

ვიცი, ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ სულ მინდოდა ტერეზას შევხვედროდი ან ნელსონ მანდელას. ძალიან საინტერესო საუბარი გვექნებოდა, ზუსტად ვიცი. ვინ თუ არა მათ და გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მეც ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს მოყვასის თანადგომა და დახმარება. ძალიან ახლოს არიან ეს ადამიანები ჩემს მსოფლმხედველობასთან და დარწმუნებული ვარ, მათ დროში და მათ გვერდით რომ მეცხოვრა, მეც მათიანი ვიქნებოდი, მათ გვერდში მდგომი და მათ რიგებში. მიზანს და იდეას დაუნანებლად შევწირავდი ჩემს ერთადერთ სანუკვარ სიცოცხლეს და დროს, რომელიც ყველაზე დიდი განძია, რაც გაგვაჩნია ამქვეყნად.

2. ისურვებდი იყო ცნობილი? რით გინდა გაითქვა სახელი?

არასოდეს მაწუხებდა მსგავსი ამბიცია. მთელი ცხოვრება ადამიანების ცხოვრებით ვცხოვრობდი და ასეა დღესაც. ყველას ვეხმარები და ვცდილობ, მათი მდგომარეობის შემსუბუქებას, როგორც შემიძლია. თუ ფიზიკურად ვერ, მაშინ ლოცვით და დისტანციურად ვეხმარები. ვფიქრობ, ჩემი საქმეები უფრო განაპირობებენ ჩემს ცნობადობას, ვიდრე ჩემი სურვილი, ვიყო ცნობილი. ,,საქმემან ჩემმან გამომაჩინოს მე”. ხალხმა გადაწყვიტოს, ვარ თუ არა ცნობილი და რით. დრო ყველაფერს გამოაჩენს.

3. სანამ განახორციელებდე სატელეფონო ზარს, გადიხარ თუ არა რეპეტიციას, რას იტყოდი? რატომ?

,,რეპეტიციას” ნაკლებად, ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. დადებითად განვეწყობი, აუცილებლად ვიღიმები, როცა ვრეკავ და ხშირად უთქვამთ, რომ დადებითი განწყობა ტელეფონს მიღმა, დისტანციურადაც იგრძნობა, რაც ჩემს ხმის ტემბრში, საუბარში, დამოკიდებულებაში აისახება და როგორც წესი, როგორც ამბობენ, კარგად გამომდინს მოლაპარაკების ხელოვნება. ზუსტად ვიცი, რა უნდა ვთქვა და სიტუაციის შესაბამისადაც ვმოქმედებ. რატომ? სხვაგვარად არ შეიძლება. მსგავსი მსგავსს იზიდავს, როგორც განეწყობი, ისეთ დამოკიდებულებას იღებ მოსაუბრისგან, თუნდაც დისტანციურად.

4. როგორი წარმოგიდგენია შენი იდეალური დღე?

არ მიფიქრია ამაზე. ვდგები დილას, ძალიან ადრე, აი, მზეს ვეგებები, მზის სხივებს ვიჭერ და გულში ვინახავ, რომ მთელი დღე მზის სითბო გამყვეს და მეც გულმზიანი დამერქვას. ვსაუზმობ, ამით პატივს მივაგებ ჩემს სხეულს, იმ ჭურჭელს, რომელიც სამყარომ მომცა და უნდა ვზიდო დარჩენილი სიცოცხლე. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. რაც მთავარია, მთელი დღე ვარ ადამიანების სამსახურში, თუ რამ შემიძლია, ვშრომობ და ვარ მადლიერი, რაც გამაჩნია და არ გამაჩნია. რადგან ვინც მადლიერია, მიეცემა მეტი, ხოლო მას, ვისაც არ გააჩნია მადლიერება, წაერთმევა ისიც, რაც გააჩნია. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის ამქვეყნად. დღის მანძილზე აუცილებლად ვნახულობ ახალ ადგილებს, ახალ ინფორმაციას ვიღებ, თუნდაც ერთ ბწკარს ვკითხულობ, ახალ ადამიანებს ვხვდები, სულ დავდივარ და ვმოგზაურობ, ვითვისებ ყველაფერს, რადგან ამ სამყაროში დიდი მოსწავლე ვარ. საღამოს მშვიდად ვატარებ დროს. გული სავსე მაქვს სიკეთით და სიყვარულით, რადგან მათ გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია.

5. როდის იმღერე ბოლოს მარტო, საკუთარ თავთან? სხვისთვის?

მე ყოველ დღე ვმღერი, გულშიც ვმღერი, ვღიღინებ. ყველაფერს ვაკეთებ ღიღინით და გულმხურვალედ. სხვისთვისაც მიმღერია. მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად დავმდგარვარ უცნობი მომღერლების გვერდით და ,,პატარა კონცერტი” მოგვიწყვია. არ მერიდება ქუჩაში უცნობებთან სიმღერა და მათი დახმარება სიმღერით. ვმღერი ყველგან და ყოველთვის.

6. რომელს აირჩევდი? შენი ცხოვრების უახლოეს 60 წელიწადში 30 წლის გონებას თუ სხეულს?

30 წლის გონება არ მინდა, ყოველ წელიწადს ახალ გამოცდილებას ვიღებ და პიროვნულად თუ პროფესიულად ვიზრდები. აი, სხეულის ახალგაზრდობა მირჩევნია. სხეული დამეხმარება ჩემი ,,დიადი საქმეების” განხორციელებაში.

7. გაქვს იდუმალი წინათგრძნობა იმის შესახებ, როგორ მოკვდები?

წინათგრძნობა არა, ზუსტად ვიცი, რომ მშვიდ გარემოში, საკუთარ სახლში ღრმა მოხუცებული გარდავიცვლები ფიზიკურად.

8. რის მიმართ გრძნობ ყველაზე დიდი მადლიერების გრძნობას შენი ცხოვრების მანძილზე?

მადლიერი ვარ იმის, რომ მოვევლინე ამქვეყნად და თუნდაც ერთი ადამიანისთვის, სულ მცირე, ვყოფილვარ გაჭირვების ტალკვესი და ადამიანი, ვისაც სიხარული მიუნიჭებია მისთვის.

9. რომ შეგეძლოს შეცვალო შენი აღზრდის პროცესში რაიმე, რას შეცვლიდი?

უკვე აღარაფერს. არ მივტირი წარსულს. რაც იყო, იყო. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მადლობა ჩემს მშობლებს ჩემი ,,სპარტელად” აღზრდისთვის. შინაგანად მეომარი ვარ და ეს მთელ ჩემს ცხოვრებას გასდევს ჩემი სულისკვეთება.

10. რომ შეგეძლოს გაიღვიძო ხვალ რაიმე ახალი უნარით/თვისებით, რომელს ისურვებდი?

ადამიანების შეცნობა მინდა ვისწავლო. მთელი ცხოვრება ძალიან გულუბრყვილო ვიყავი და ჩემი ხასიათის ამ თვისების გამო ხშირად მატყუებდნენ და ამით გაკვეთილს ვიღებდი ცხოვრებისგან. მინდა ერთი შეხედვით გავიგო, ვინ რა სულის ადამიანია და უფრო მეტად ფრთხილი ვიყო, რადგან ადამიანში მუდამ ღმერთს ვეძებ, სიკეთის საწყისს, სანამ საპირისპიროს არ მიმტკიცებენ თავისი საქციელით.

11. ბროლის ბურთს რომ შეეძლოს მოგიყვეს შენი ცხოვრების, შენი მომავლის შესახებ, რის გაგებას ისურვებდი პირველ რიგში?

არაფრის. მომავალი ჩემს ხელშია. ჩემი ფიქრებია ჩემი მომავალი და არ მჭირდება ამისთვის ბროლის ბურთი და მკითხაობის მაგვარი რამეები. მე ვიცი მხოლოდ, რა მომავალი მექნება.

12. არსებობს რაიმე, რის გაკეთებაზეც დიდი ხანია ოცნებობ? რატომ არ გააკეთე ამდენ ხანს?

ვოცნებობ ბრაზილიაში წასვლაზე. ამისთვის კი ვშრომობ და ვაგროვებ თანხას, რომ წავიდე. სხვა ამ ქვეყანაში რაც მინდოდა, ყველაფერი ავიხდინე. რაც მინდა, მაქვს, რაც არ მაქვს, ესე იგი არ მინდა ან საკმარისად არ მინდა.

13. დაასახელი შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა.

ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ. ბევრ ,,ბრძოლაში” გამარჯვებული, მცირე დამარცხებებით, მაგრამ ტრიუმფის მფლობელი, ჩემს ასაკთან შედარებით ბევრი სერიოზული მონაპოვარით, მუდამ მზარდი და მუდამ ზრდაზე ორიენტირებული. მე ვარ ძლიერი ნებისყოფის, გაბედული და კარგი მეგობარი. მადლობა სამყაროს ამისთვის.

14. რას აფასებ ყველაზე მეტად მეგობრებში?

ერთგულებას და თავდადებას ჩემთვის.

15. რომელია შენი ყველაზე სანუკვარი მოგონება?

იმ ადამიანების სიხარულით გაბრწყინებული თვალები და მადლიერი მზერა, ვისაც ოდესმე დავხმარებივარ რამით მაინც.

16. რომელია შენი ყველაზე საშინელი მოგონება?

ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანების (ოჯახის წევრების) სამარეში ჩაყრილი მიწის კოლტების გრუხუნის ხმა და ზურგშექცეული უიმედოდ ტირილი, როდესაც მზეც აღარ მზეობდა ჩემთვის.

17. რომ იცოდე, 1 წლის შემდეგ მოკვდებოდი, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში დაუყოვნებლივ? რატომ?

იყო ეს დროც ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დაზუსტებით არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიცოცხლებდი. მივხვდი, ამაოების ამაოებას. სიკვდილის მოლოდინის რეჟიმში ვარ მუდამ. ამიტომ ყოველი დღე დღესასწაულია ჩემთვის, ყოველი დღე სიყვარულის და სიკეთის დღე მაქვს. მეტი სიხარული ჩემ გარშემო, მეტი სიყვარული, მეტი სითბო ყველასა მიმართ (უცნობია თუ ნაცნობი), მეტი სიკეთე. მეტ სიყვარულს გავცემდი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

18. რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?

მეგობრობა არის 25 საათიანი დღე-ღამეში, თავდადებული, ერთგული და თავგანწირული. ვეფხისტყაოსნისეულია ჩემთვის მეგობრობა.

19. რა როლს თამაშობს სიყვარული შენს ცხოვრებაში?

სიყვარულის გარეშე არასოდეს მიცხოვრია. სიყვარული ყველაზე დიდი ფასეულობაა, რაც გამაჩნია, ყველაზე დიდი თავისუფლება. მე მიყვარს, მაშასადამე, მე თავისუფალი ვარ.

20. რამდენად ახლოს არიან შენთან შენი ოჯახის წევრები? თვლი, რომ ბევრად ბედნიერი ბავშვობა გქონდა, ვიდრე სხვა შენთვის ნაცნობ ადამიანებს?

ერთად ვცხოვრობთ და მათი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაცაა, როგორც ჩემი ცხოვრება მათთან იკვეთება. მქონდა ბედნიერი მომენტები და დრო ჩემს ბავშვობაში. არ ვიცი, სხვების ცხოვრებას ვერ შევადარებ, რადგან ბედნიერება შეფასებითი ცნებაა და შეიძლება სხვისთვის სხვა რამ იყოს ბედნიერება. მე ბედნიერი ვიყავი.

21. როგორი დამოკიდებულება გაქვს დედასთან?

ძალიან თბილი და მეგობრული. ყოველთვის ჩემ გვერდითაა ისევე, როგორც მე მასთან ვარ.

22. დაასრულე ფრაზა: “მე ვისურვებდი გამენაწილებინა ვინმესთვის…”

მე ვისურვებდი, გამენაწილებინა ვინმესთვის ჩემი სიხარული, სიყვარული, სიკეთე და ჩემი დარჩენილი ცხოვრების დღეები.

23. რა უნდა იცოდეს შენს შესახებ ადამიანმა, რომელიც გსურს, რომ შენი უახლოესი მეგობარი გახდეს?

არასოდეს მიღალატოს. რადგან ძალიან სულგრძელი ვარ, ვაპატიებ, მივიღებ უკან, მაგრამ ეს ის ურთიერთობა აღარ იქნება, როგორც ადრე. დავკარგავ ნდობას, რწმენას მის მიმართ და მისგან მიღებული გაკვეთილი შეუშლის ხელს მსგავსი ურთიერთობის გაგრძელებას.

24. გაიხსენე, რის გამო გიტირია ბოლო დროს.

ბოლოს ვიტირე სწორედ იმის გამო, რომ სიყვარული ამიხსნა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა, ვინც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იქნება ჩემ გვერდით და იმდენად ვუყვარვარ (ვაფასებ ამის გამო), არ უნდა დამტანჯოს და ჩემი დარჩენილი ცხოვრება გამიმწაროს მისი ავადმყოფობის გამო. ვიტირე, როდესაც მითხრა ,,მიყვარხარ, განა არ მიყვარხარ, მაგრამ არ მინდა ჩემ გამო დაიტანჯო”. მეც პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას და მუდამ მის გვერდით ვიქნები, როცა კი დავჭირდები.

25. რა არის შენთვის ისეთი ამ ცხოვრებაში, რის შესახებაც ხუმრობა წარმოუდგენელია?

ადამიანის ავადმყოფობა ან ფიზიკური ნაკლი, სხვისი რელიგიის შეურაცხყოფა და ვინმეს დამცირება, ზოგადად.

26. ამ საღამოს რომ მთავრდებოდეს შენი ცხოვრება, ვისთვის ისურვებდი ყველაზე მნიშვნელოვანი რამის თქმას?

მადლობას ვეტყოდი ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ჩემ გვერდით ყოფნისთვის და მათთან გატარებული ბედნიერი წუთებისთვის. მადლობა თქვენ და სამყაროს.

27. წარმოიდგინე, რომ შენი სახლი მთლიანად იწვის. იქედან ახლობლების გამოყვანის შემდეგ გაქვს საშუალება, დაბრუნდე და წამოიღო ერთი რომელიმე ნივთი. რას გამოიტანდი და რატომ აირჩვდი მაინცდამაინც ამ ნივთს?

წმინდა ხატებს. რწმენა ყველაფერია, რაც ცხოვრებაში გამაჩნია და რასაც დავუხსნივარ ყველაზე რთულ მომენტებში, რისთვისაც მე მადლობელი ვარ უფლის.

Posted by: nforumi 12 Feb 2015, 17:29
nigo
QUOTE
გააგრძელე აუცილებლად.

კარგი, დავდებ ცოტა მოგვიანებით. პირველი ორი მქონდა დადებული მარტო მე მგონი, უნდა გადავამოწმო.

nutsiko
ანგელოზი ხარ smile.gif

* * *
ესენი მაქვს გამოქვეყნებული:

http://forum.ge/?showtopic=34659450&view=findpost&p=43018743
და
http://forum.ge/?showtopic=34659450&view=findpost&p=43091505

Posted by: nforumi 13 Feb 2015, 00:02
20140726. მონოპოლია
- დღეს ვისაუბროთ მონოპოლიაზე. ეს ტერმინი ლამის ყოველდღე გვესმის, უფრო სწორად გვესმის მონოპოლიები! შეიძლება თუ არა არსებობდეს მონოპოლიები რომელიმე სფეროში?
- ები არა მასწავლებელო - თქვა ბავშვურსახიანმა - თუ მონოპოლიაა, ერთია ესე იგი. თუ ბევრი, მონოპოლია ვეღარ იქნება.
- ესე იგი მონოპოლია არის როცა ერთი მომწოდებელია ბაზარზე უკონკურენტოდ. მაგრამ დავსვათ კითხვა, რატომ არ არის კონკურენტი, რა შემთხვევაში მოხდება, როცა არავინ მოინდომებს ბაზარს მიაწოდოს იგივე ტიპის საქონელი ?
- თუ არის ვიღაც ვინც ნებისმიერ შესაძლო კონკურენტს არ აძლევს წარმოების დაწყების საშუალებას - თქვა წვერიანმა სტუდენტმა.
- და ეს ვიღაც შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო - დაამატა ბავშვურსახიანმა ბიჭმა
- რატომ, ხომ არსებობს ბუნერივი მონოპოლიაც - თქვა კიკინებიანმა გოგონამ - მაგალითად თელასი ხომ არ შეიძლება იყოს რამდენიმე?
- რატომ არ შეიძლება? რა შეუშლის ხელს?
- ერთ სადენში როგორ გაატარებს სხვადასხვა კომპანია დენს?
- ალტერნატიულ სადენს გაჭიმავდა კონკურენტი - თქვა ბავშვურსახიანმა - მაგრამ ჩვენთან თელასს სახელმწიფოს მხრიდან აქვს მიცემული მონოპოლიური უფლება და შესაბამისად სახელმწიფო არავის აძლევს უფლებას რომ ეს გააკეთოს.
- კარგი, შევწყვიტოთ ახლა თელასზე საუბარი - თქვა ლექტორმა - განვიხილოთ რა მოხდება, თუ პურზე გააკეთებს სახელმწიფო იგივეს რაიმე მიზეზით, პოპულისტური მიზეზის მოფიქრებას რა უნდა, ვთქვათ: ჯანმრთელბის უსაფრთხოების მიზნით, უფრო ადვილად გაკონტროლდება ხარისხი, როცა ერთი მწარმოებელია, ან სხვა რამე. დავუშვათ სახელმწიფომ მართლაც შეარჩია ერთი მწარმოებელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს მთელი ქალაქის მოთხოვნილება. რას ფიქრობთ, რას იზამს პურის ფასი ამ შემთხვევაში?
- ის ერთი მწარმოებელი გააძვირებს ცხადია - თქვა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა - რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება ლიმიტის დაწესება.
- მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ ლიმიტი თუ იქნება 60 თეთრი, პურის წარმოებას აზრი არ ექნება. მიმდინარე მომენტში შეიძლება 80 თეთრი დაწესდეს ლიმიტი, მაგრამ პერიოდულად ეს ლიმიტი უნდა გადაკონტროლდეს, ხომ იცვლება სიტუაცია, ნედლეული ძვირდება-იაფდება, გადასახადები იცვლება და სხვა.
- ესე იგი უნდა შეიქმნას რაღაც კომისია, რომელიც დაადგენს ოპტიმალურ ფასს - იყო პასუხი
- ხელფასები უნდა მიეცეს ალბათ იმ კომისიას, საიდან?
- პურის კომპანია უნდა დაიბეგროს, ანუ გამოვა საბოლოო ჯამში პურის ფასმა უნდა მოიმატოს - თქვა ბავშვურსახიანმა.
- მართალია - დაეთანხმა ლექტორი - მაგრამ ეს არ არის მთავარი უბედურება ამ შემთხვევაში. მთავარია როგორ უნდა დათვალოს ამ კომისიამ პურის ოპტიმალური ფასი. ცხადია მწარმოებლისგან იღებს ინფორმაციას ნედლეულ-მასალებზე, ტექნოლოგიურ ციკლზე, ხელფასებზე, დანადგარების ცვეთაზე, კომუნალურ ხარჯებზე და ყველა იმ წვრილმან-მსხვილმანზე, რაც გავლენას ახდენს პურის ფასზე. ამის მერე აკეთებს კალკულაციას და ადგენს ფასს ფირმის მოგების გათვალისწინებით.
- ამ შემთხვევაში მეწარმე რატომ შეეცდება იპოვოს უფრო იაფი და ეკონომიური გზა? რატომ შეეცდება ხარჯების შემცირებას? მის ინტერესში ხომ პირიქით არის, კომისიას მიაწოდოს რაც შეიძლება გაბერილი ხარჯები, რათა მიაღწიოს რაც შეიძლება დიდი ფასის დადგენას პურზე...
- ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა, როგორც კი რაიმე სფერო მონოპოლიზდება, რეალური ფასების დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია, ვერანაირი კომისია ვერ დაადგენს ზუსტად მოცემული საქონელი მოცემულ ფასზე მეტი უნდა ღირდეს თუ ნაკლები.
- გაბერავენ ხელფასებს, გააფორმებენ მკვდარ სულებს - თქვა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა.
- გახსოვს მაგ პერიოდი?
- ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდე აქტიური თემა იყო - გაიცინა სტუდენტმა.
- ახლა რატომ დაკარგა ამ თემამ აქტუალობა, რას ფიქრობთ?
- ფირმა გააფორმებს ეგეთებს თავისთან და კაი ჩიტს დაიჭერს კონკურენტებთან ჭიდაობაში - თქვა წვერიანმა და ჯგუფს სიცილის ტალღამ გადაუარა.
- მონოპოლიის შემთხვევაში კი პირიქით, ჩნდება მოტივაცია რაც შეიძლება მეტი მკვდარი სული გაფორმდეს და მერე ეს ხარჯი შევიდეს ტარიფში - დაამატა ჭაღარა სტუდენტმა.
- მაშინ ეგეთ სტრუქტურებს არც დაჭირდებათ კანონში სახელფასო მინიმუმზე ეწეროს რამე - თქვა კიკინებიანმა.
- რატომ გგონიათ რომ დაბალი რგოლები დარჩებიან მოგებული ასეთი სქემებით? ზედა რგოლები ეცდებიან თავად მიიღონ მეტი შემოსავალი და არა ქვედა რგოლებმა. რაც შეეხება სახელფასო მინიმუმის არსებობა კარგია თუ არა, შემდეგზე ვისაუბროთ.
- მაშ რა საჭიროა ასეთი უფლების მინიჭება რომელიმე კომპანიისთვის, თუ არაფერი დადებითი არ მოყვება - იკითხა კიკინებიანმა.
- ფული ჩემო კარგო, ფული - თქვა წვერებიანმა.
- კარგად უნდა ინახოს, ვინმეს ფინანსური ინტერესი ხომ არ არის ასეთი გადაწყვეტილების უკან - თქვა ლექტორმა - ძნელი დასაჯერებელია რომ ამ ყველაფრის გაუაზრებლობით მოსდიოდეთ გადაწყვეტილების მიმღებებს.
- და ეს ვიღაცის ‘ფინანსური ინტერესი’ ტარიფშია ჩადებული რა თქმა უნდა - თქვა ისევ წვერიანმა.
- კარგი, ამ თემის ბოლომდე ამოწურვა შეუძლებელი, დღეს ვიკმაროთ და სხვა დროს კიდე დავუბრუნდებით ხოლმე.

Posted by: nigo 13 Feb 2015, 15:04
nutsiko

ჩემთვის "ზედმეტად" დადებითი ხარ biggrin.gif

საწყენად არ გეუბნები.

ძალიან ახალგაზრდა მეც ასეთი ვიყავი ან მეგონა ,რომ ვიყავი ან მინდოდა ,ვყოფილიყავი. biggrin.gif

Posted by: nforumi 13 Feb 2015, 15:27
nigo
QUOTE
ძალიან ახალგაზრდა მეც ასეთი ვიყავი ან მეგონა ,რომ ვიყავი ან მინდოდა ,ვყოფილიყავი. 

მე მგონი მანდ მთავარი სწორედ "მეგონა" არის smile.gif

არა მგონია ვინმე თავს თვლიდეს ყველაზე უარეს ადამიანად. (გამონაკლიესებს არ ვგულისხმობ).

Posted by: nutsiko 13 Feb 2015, 17:58
QUOTE (nigo @ 13 Feb 2015, 14:04 )
nutsiko

ჩემთვის "ზედმეტად" დადებითი ხარ biggrin.gif

საწყენად არ გეუბნები.

ძალიან ახალგაზრდა მეც ასეთი ვიყავი ან მეგონა ,რომ ვიყავი ან მინდოდა ,ვყოფილიყავი. biggrin.gif

იყო დრო, თქვენი ეს კომენტარი ალბათ მეწყინებოდა. მაგრამ დღეს, აქ და ახლა, ამ მოცემულობაში - არანაირად.

გულწრფელი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დატესტვის კიდევ ერთი შესაძლებლობა მომეცით.

ახალგაზრდა (არა ძალიან) ასეთი ვარ და არ მგონია, რომ ვიყავი ან მინდა ყოფნა.
ვარ ზუსტად ასეთი ,,ზედმეტად" დადებითი.

პატივისცემით,
კეთილი სამარიტელი

Posted by: nigo 13 Feb 2015, 20:31
nutsiko
QUOTE
იყო დრო, თქვენი ეს კომენტარი ალბათ მეწყინებოდა.

დავწერე,საწყენად არ მიიღო-მეთქი smile.gif

ცხოვრება მუდმივი გადაფასებებია,განსაკუთრებით ასაკში.
გყავს შვილები,მეგობრები.ახლობლები.
უყვარხართ ისეთი,როგორიც ხარ.

ამ დროს იხსენებ ბევრ სიტაუაციას,როდესაც თავი აბსოლუტურად მართალი გეგონა და უცბად აღმოაჩენ საკუთარ შეცდომებს .სხვა თვალით დაინახავ სიტუაციას და გული გწყდება.
მთავარია გამიზნულად არ გააკეთო ცუდი, შეძლებისდაგვარად არ უღალატო პრინციპებს. ძალიან დრეკადი ,მოქნილი და მორგებული არ გახადო ადამიანმა მორალი.

არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არისო,ძალიან დიდმა მოაზროვნემ თქვა.

QUOTE
ვარ ზუსტად ასეთი ,,ზედმეტად" დადებითი.

ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ.
ჰარმონიაში საკუთარ თავთან.
ამას სერიოზულად გწერ.ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი თვითშეფასებით.
რამდენად რეალურია,ცხოვრება გიჩვენებს. წარმატებას გისურვებ smile.gif

Posted by: nutsiko 13 Feb 2015, 22:47
მადლობა, გაიხარეთ, თქვენც წარმატებები!

smile.gif nigo

Posted by: nforumi 15 Feb 2015, 17:05
4. 20140727. სახელფასო მინიმუმი
- როგორც შევთანხმდით, დღეს ვისაუბრებთ სახელფასო მინიმუმის შესახებ. გთხოვთ ამიხსნათ, რატომ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით სახელფასო მინიმუმი? - დასვა ლექტორმა კითხვა და პასუხისთვის კიკინებიან გოგონას შეხედა.
- რათა დამქირავებელმა მეტისმეტად დაბალ ფასად არ ამუშაოს დაქირავებული.
- ანუ თუ ეს კანონში არ ეწერება, დამქირავებელმა შეიძლება თვეში ერთ ლარად ამუშაოს დაქირავებული?
- ერთ ლარად ვინ იმუშავებს მასწ. - თქვა გაოცებულმა გოგონამ
- მაშ რამდენად იმუშავებს? ვინ იცის დაქირავებულზე უკეთ რამდენად უღირს მუშაობა?
- თავად უკეთ იცის რა თქმა უნდა.
- მაშინ კანონში ჩაწერა რაღა საჭიროა?
- დაქირავებულის უფლების დასაცავად... მაგრამ თავად თუ უკეთ იცის რამდენად უღირს ან არ უღირს მუშაობა... უბრალოდ იქნებ დაქირავებულისთვის საშუალებაა, სახელფასო მინიმუმით იყოს გარანტირებული.
- კარგი, იფიქრეთ ამაზე რომელი ჯობია, ქონდეს კანონით განსაზღვრულ მინიმუმზე ნაკლები ხელფასი, თუ არ ქონდეს საერთოდ - თქვა და პაუზის მერე გააგრძელა - ახლა განვიხილოთ სხვა კუთხით. ჩვენ ვთქვით რომ ჩვენი მეპურე 10 თეთრს გასცემს ხელფასის სახით. რა მოხდება თუ სახელფასო მინიმუმის შემოტანით მას მოუწევს 15 თეთრის გაცემა?
- პური გაუძვირდება და გახდება 85 თეთრი - თქვა წვერიანმა - რის გამოც ვეღარ გაყიდის და გაკოტრდება ჩვენი მეპურე.
- არა, პური ყველა მეპურეს გაუძვირდება, ამიტომ ყველა მეპურე ანალოგიურ მდგომარეობაში იქნება, უბრალოდ ბაზარზე პურის ფასი გახდება მეტი - თქვა ბავშვურსახიანმა.
- ესე იგი ჩვენ ვუხდით - თქვა კიკინებიანმა.
- რა თქმა უნდა - თქვა ბავშვურსახიანმა - საბოლოო ჯამში ნებისმიერი ხარჯისთვის გასაწევი თანხა ჩვენი ჯიბეებიდან გადის, ნებისმიერი სუბსიდია, სახელმწიფო პროგრამა, თუ სხვა რამ, სინამდვილეში ჩვენი გადახდილია.
- სუბსიდიებზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა დავუბრუნდეთ სახელფასო მინიმუმს. ჩვენ რომ გვიწევს გადახდა, არ მოგვწონს, მაგრამ იქნებ ისეთი აზრიც არის ჩადებული ამაში, რაც გადაწონის ამ არ მოწონებას?
- დაქირავებულისთვის კარგია, იმან იცის რახან იშოვა სამსახური, ის მინიმუმი მაინც ექნება - თქვა წვერიანმა.
- მთლად მასე დარწმუნებული ნუ იქნები - თავი გადააქნია ლექტორმა - დავუშვათ კომპანიას გამოუჩნდა საქმე, რომლის გაკეთებისთვის შეუძლია გადაიხადოს 100ლარი და იპოვა კაცი, რომელსაც აწყობს 100ლარად ამ საქმის გაკეთება. ამ დროს კანონი ავალდებულებს 200ლარის გადახდას. რა მოხდება?
- გააძვიროს უნდა პროდუქტი - თქვა წვერიანმა
- შეიძლება, თუმცა ყველაფერი მაშინვე პროდუქტზე არ გადადის, უფრო უბრალო გადაწყვეტა იქნება
- არ გააკეთებს იმ საქმეს - თქვა ბავშვურსახიანმა სტუდენტმა - ანუ, არც ის საქმე გაკეთდება და დასაქირავებელი არათუ 200ლარს, იმ 100ლარსაც ვეღარ მიიღებს!..
- ანუ რა გამოდის, ზოგი მეწარმე თავს შეიკავებს მსგავსი საქმის გაკეთებისგან და ზოგი გადაიხდის იმ 200ლარს, შესაბამისად იმის მაგივრად რომ დასაქმდეს 10 კაცი თითოეული თვეში 100ლარად, დასაქმდება 5 კაცი თვეში 200ლარად.
- მაინც მგონია რომ უფრო ნაკლები იფიქრებს ხარჯის გაზრდას, კონკურენცია ისედაც ყველა მეწარმეს აიძულებს რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გასწიონ - თქვა ბავშვურსახიანმა ბიჭმა.
- კაი ბატონო, მაშინ მოვიფიქროთ რა პლიუსი აქვს სახელფასო მინიმუმს.
- იმ 5 კაცს აწყობს - ჩაიცინა წვერიანმა.
- საერთო ჯამში საზოგადოება აგებს, რადგან ასეთი ნორმის შემოღებით მეტს იხდის მოცემულ პროდუქტში, ვიდრე მოცემულ ეტაპზე შეიძლება ის ღირდეს მოცემული სამუშაო ძალის ღირებულების გათვალისწინებით.
- ვფიქრობ ამ საკითხში მეტ-ნაკლებად გავერკვიეთ, შემდეგზე ვისაუბროთ იგივე კანონის სხვა ნორმაზე, რომელიც გულისხმობს დამქირავებლისთვის დაქირავებულის სამუშაოდან გაშვების შეზღუდვას.
- არაა შეზღუდული მასწ, ორი თვის ხელფასს მისცემს დამქირავებელი და გაუშვებს ვისაც უნდა, არაა პრობლემა - წამოიძახა კიკინებიანმა.
- კი, და სწორედ მაგაზე ვისაუბრებთ.

Posted by: nigo 16 Feb 2015, 09:47
nforumi

შენ რას ფიქრობ?
უნდა იყოს სახელფასო მინიმუმი თუ არა?

კერძომ ცოტა მოიკლოს მოგება და ნუ გააძვირებს პროდუქტს.
ერთი ძალიან ცნობილი მონოპოლისტია ბაზარზე ,სამედიცინო სფეროშI.

როცა აკრძალეს უხელფასო შვებულებები შრომის კანონმდებლობით ,ახლა ყოველ თვე უქვითავს თანამშრომ;ებს 11% და წლის ბოლოს იღებენ შვებულებისფულს,ისევ საკუთარი თანხიდან.

არავინ უჩივის .ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის.
იგივე ფირმა უარესსაც აკეთებს .როცა გაკოტრდა ერთერთი სადაზღვევო კომპანია და ამ ფირმამ ზარალი ნახა.თანამშრომლებს უქვითავს 2% და ამით ინაზღაურებს ზარალს.
სანამ ძლიერი პროფკავშირები არ იქნება არაფერი ეშველება გინდაც ახლადმიღებულ შრომის კოდექსს.

Posted by: nforumi 16 Feb 2015, 14:46
nigo
რა ვქნა ნიგო, არცერთ საკითხში არ გეთანხმები.

ყოველი ზედმეტი სტრუქტურა, ყოველი ზედმეტი კანონი არის გასავალი ჩვენი ჯიბიდან, რაც სულაც არ მომწონს.

ვითომ იცავენ მშრომელთა უფლებებს, სინამდვილეში სწორედ მშრომელთა კისერზე ცხოვრობს ყველა პარაზიტი ორგანიზაცია (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად).

და არცერთი მეწარმე არ არის ალტრუისტი, რომ ისე ტყუილა იმუშაოს, თუ არ დარჩება თავისი რისკის შესაბამისი მოგება, დაანებებს თავს იმ საქმეს.

Posted by: nigo 16 Feb 2015, 17:05
nforumi

მთელი წელი რომ მუშაობს ადამიანი შვებულების ფული არ ეკუთვნის დამქირავებლისგან?
ეს ფირმა,რომელზეც მოგწერე ,არღვევს კანონს და რომ უჩივლონ თანამშრომლებმა,ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება,მაგრამ გასდის,იმის შიშით,რომ არავის უნდა სამსახურის დაკარგვა.

ან მეორე ,თითონ წააგო,გაკოტრებული სადაზღვევოს გამო და ისევ დაქირავებული პერსონალით ინაზღაურებს წაგებას>
უსამართლობა მგონია და რა ვიცი.
წარმოიდგინე თანამშრომლებს ექვითებად 20% ისედაც,შემდეგ 11% შვებულების ფული და 2% დამატებით.
თვეში 33 % ,როგორია. sad.gif

და არავინ იღებს ხმას,სამსახურის დაკარგვის შიშით.

Posted by: nforumi 16 Feb 2015, 17:54
nigo
QUOTE
მთელი წელი რომ მუშაობს ადამიანი შვებულების ფული არ ეკუთვნის დამქირავებლისგან?

ასეთი პირობები გაწერილი უნდა იყოს ხელშეკრულებაში. თუ ფირმა არ ასრულებს ხელშეკრულებას, ეგ სხვა საკითხია.

QUOTE
თითონ წააგო,გაკოტრებული სადაზღვევოს გამო და ისევ დაქირავებული პერსონალით ინაზღაურებს წაგებას>

ეს არ ვიცი რა ხდება, ვერ გავიგე.
ყოველ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც არ ასრულებს შეთანხმების პირობებს. არ აქვს მნიშვნელობა დამქირავებელია თუ დაქირავებული.

QUOTE
წარმოიდგინე თანამშრომლებს ექვითებად 20% ისედაც,შემდეგ 11% შვებულების ფული და 2% დამატებით.
თვეში 33 % ,როგორია. 

არ მესმის პრობლემა რაშია.
მოდი წარმოიდგინე შენ თავზე. დაუშვათ აკეთებ რემონტს სახლში. აიყვანე ხელოსანი, რომელსაც მოურიგდი რაღაც თანხაზე. კვადრატი 5 ლარი დავუშვათ. ამის მერე ვიღაცა მოგადგა და გეუბნება, 5 ლარი კი არა, 6 უნდა გადაუხადოო. არადა შენ შენი გათვლა 5 ლარზე გქონდა გაკეთებული. რა უნდა ქნა?

QUOTE
და არავინ იღებს ხმას,სამსახურის დაკარგვის შიშით.

ეს სხვა საკითხია კიდე. სამსახური დაკარვის რატომ ეშინია? იმიტომ რომ იცის, თავისი კვალიფიკაციით უკეთესს ვერ იშოვის...

Posted by: nigo 16 Feb 2015, 21:53
ეტყობა კარგად ვერ ავხსენი.
ერთერთ კერძო კლინიკაში თანამშრომლებს ,როცა შვებულებაში გადიოდნენ.არ აძლევდნენ შვებულების ფულს.
ახალი შრომის კანონმდებლობით დამქირავებელი ვალდებულია თანამშრომელს გადაუხადოს შვებულების ფული.
ჰოდა ,საკუთარი ჯიბიდან რომ არ უხადოს,

თვეში ხელფასიდან უქვითავს 11% და შვებულებაში გასვლისას აძლევს.
ანუ თითონ ისევ არ იხდის .
მეორე შემთხვევა ,ისევ კლინიკაშI.
ამ კლინიკას დადებული ჰქონდა ხელშეკრულება სადაზღვევო არქიმედესთან.სამედიცინო მომსახურების ხარჯები,უნდა გადაეხადა სადაზღვევოს. ეს უკანასკნელი გაკოტრდა და ვერ გადაუხადა კლინიკას
.
ამ ზარალს ისევ თანამშომლებს ანაზღაურებინებს. თვეში 2% დაქვითვით
დღეს ძალიან ძნელია სანიტრებისთვის,მედდებისთვის და არასახელოვანი (მაგრამ შეიძლება ძალიან კარგი ექიმებისთვის) სამსახურის შოვნა.
ამიტომაც არიან ჩუმად.

არასახელოვან ექიმებზე გეტყვი.

მე ჩემი უმცროსი შვილის პედიატრად პოლიკლინიკის ექიმი მყავდა,როცა შემეძლო ნებისმიერი პროფესორის აყვანა. ეს პედიატრი,ყოველგვარი სტატუსების და ხარისხების გარეშე.უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმია და ახლა უკვე ჩემი ძმის შვილიშვილებიც მისი პაციენტები არიან.

სამეცნიერო ხარისხი საქართველოში ყოველთვის არ ნიშნავს მაღალკვალიფიციურობას.

Posted by: ignazioabate 16 Feb 2015, 22:04
ჩემს მეგობარს ხელზე ქონდა სერიოზული ჭრილობა, 6 ნაკერის გაკეთება დაჭირდა და დაზღევა ქონდა, კიდევ რაღაც ძვირიანი გამაყუჩებლები მაგრამ სულ ყველაფერი 2 000 ლარიც არ დაჯდა და დაზღვევამ არ დააფინანსა ამხელა დაფინანსება არ იყო გათვალისწინებულიოოო smile.gif

Posted by: nforumi 16 Feb 2015, 23:04
ignazioabate
QUOTE
ჩემს მეგობარს ხელზე ქონდა სერიოზული ჭრილობა, 6 ნაკერის გაკეთება დაჭირდა და დაზღევა ქონდა, კიდევ რაღაც ძვირიანი გამაყუჩებლები მაგრამ სულ ყველაფერი 2 000 ლარიც არ დაჯდა და დაზღვევამ არ დააფინანსა ამხელა დაფინანსება არ იყო გათვალისწინებულიოოო

ეგ დამოკიდებულია რა ხელშეკრულება ქონდა იმ სადაზღვევო კომპანიასთან. არ არის გამორიცხული ეკუთვნოდა და არ დააფინანსეს... თუმცა უფრო ხშირია, ჩვენთან განსაკუთრებით, არ ვიცით რა გვიწერია ხელშეკრულებაში და მოვითხოვთ იმას რაც გვგონია რომ გვეკუთვნის... ყველას გვეზარება ხელმოწერამდე წაკითხვა.

nigo
QUOTE
ერთერთ კერძო კლინიკაში თანამშრომლებს ,როცა შვებულებაში გადიოდნენ.არ აძლევდნენ შვებულების ფულს.
ახალი შრომის კანონმდებლობით დამქირავებელი ვალდებულია თანამშრომელს გადაუხადოს შვებულების ფული.
ჰოდა ,საკუთარი ჯიბიდან რომ არ უხადოს,

თვეში ხელფასიდან უქვითავს 11% და შვებულებაში გასვლისას აძლევს.
ანუ თითონ ისევ არ იხდის .

ჩემო კარგო, არცერთი დამსაქმებელი არ იხდის თავის ჯიბიდან, ან უკავებს ხელფასიდან, როგორც აქ გიწერია, ან იღებს მყიდველის ჯიბიდან (ამ შემთხვევაში პაციენტის). წარმოუდგენელია სხვანაირად.

QUOTE
ამ კლინიკას დადებული ჰქონდა ხელშეკრულება სადაზღვევო არქიმედესთან.სამედიცინო მომსახურების ხარჯები,უნდა გადაეხადა სადაზღვევოს. ეს უკანასკნელი გაკოტრდა და ვერ გადაუხადა კლინიკას
.
ამ ზარალს ისევ თანამშომლებს ანაზღაურებინებს. თვეში 2% დაქვითვით
დღეს ძალიან ძნელია სანიტრებისთვის,მედდებისთვის და არასახელოვანი (მაგრამ შეიძლება ძალიან კარგი ექიმებისთვის) სამსახურის შოვნა.
ამიტომაც არიან ჩუმად.

როგორც წესი გადაზღვევა უნდა იყოს გაკეთებული, გაკოტრების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ეტყობა არ იყო. შემოსავალი ყველას უნდა და ზარალი კი არავის, ცხადია.

რაც შეეხება სამუშაოს შოვნას, ანუ საკუთარი შრომის (ან ნაშრომის) გაყიდვას, გასაგებია, ბაზარზე რაც არის ფასი იმდენად იყიდება, მეტად არ გამოვა. ნუ , თუ კარგად შეფუთავ შეიძლება შეფუთვის ფასი დაემატოს...

QUOTE
მე ჩემი უმცროსი შვილის პედიატრად პოლიკლინიკის ექიმი მყავდა,როცა შემეძლო ნებისმიერი პროფესორის აყვანა. ეს პედიატრი,ყოველგვარი სტატუსების და ხარისხების გარეშე.უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმია და ახლა უკვე ჩემი ძმის შვილიშვილებიც მისი პაციენტები არიან.

საბაზრო კუთხით რომ შევხედოთ, მაგ ექიმს აქვს უკეთესი კვალიფიკაცია, ანუ უკეთესი ხარისხი და შენც მიტო ყიდულობ. სრულიად გასაგები და სწორია.

QUOTE
სამეცნიერო ხარისხი საქართველოში ყოველთვის არ ნიშნავს მაღალკვალიფიციურობას.

ამას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხიანი სერვისი შემომთავაზოს. მთავარია როგორმე გავარჩიო ხარისხიანი და უხარისხო ერთმანეთისგან.

ბაზარზე რა ფასიც არის, იმ ფასებზე უნდა გააკეთო ორიენტირება, ასჯერ მეტს არავინ (და ვერავინ) გადაგიხდის. რამდენიმე წლის წინ კარტოფილი მოვიყვანე, სასწაულად კარგი გამოვიდა, რადგან მანამდე ურწყავ ნაკვეთზე მქონდა. იმ წელს ისეთი იაფი იყო კარტოფილი, 8 თეთრად (მე მგონი) გავყიდე ეს ჩემი ნაშრომი რამდენიმე ტონა. გული დამწყდა რომ ესე იაფად მომიწია გაყიდვა, მაგრამ რას იზამ, ასე იყო ფასი მაშინ და არავისთან არ წავსულვარ პრეტენზიებით, არც მყიდველთან მითქვამს რამე და არც ხელისუფლებასთან წავსულვარ მოთხოვნით არიქა კარტოფილს მინიმალური ფასი დაადე მეთქი.

ბაზარში ყოველგვარი ჩარევა საბაზრო წესრიგს არღვევს და ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

Posted by: nigo 19 Feb 2015, 09:53
nforumi
QUOTE
ბაზარში ყოველგვარი ჩარევა საბაზრო წესრიგს არღვევს და ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

კიდევ ერთხელ დავწერ.ეკონომიკის არაფერი გამეგება.

QUOTE
ბაზარში ყოველგვარი ჩარევა საბაზრო წესრიგს არღვევს და ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ჩაერიოს? არაფერში?

Posted by: nforumi 19 Feb 2015, 10:07
nigo
QUOTE
სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ჩაერიოს? არაფერში?

სახელმწიფოს როლი და ადგილი მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული და შესასრულოს მარტო ის ფუნქცია, რაც მისი. სხვა ფუნქციის თავის თავზე აღება უყვარს, მაგრამ ყოველთვის ცუდად ასრულებს.

QUOTE
კიდევ ერთხელ დავწერ.ეკონომიკის არაფერი გამეგება.

მიტო ვეცადე ძალიან მარტივად დამეწერა, ისე რომ ყველამ გაიგოს პრობლემის არსი.

როცა დამატებით ხარჯს აკისრებენ მეწარმეს არის სამი ვარიანტი.
1. ცდილობს სხვა ხარჯები შეამციროს (მისთვის ერთ-ერთი ხარჯი არის ხელფასები).
2. ეცდება გაზარდოს თავისი პროდუქციის ფასი.
3. იწყებს თავისი საწარმოს შეჩერება-დახურვაზე ფიქრს. (ანუ მანამდე წყვეტს წარმოების გაფართოებაზე ფიქრს).

სანამ ამ ქვეყანაში ჩვენ (ხალხი, პარტიები, პროფკავშირები, სახელმწიფო, არასამთავრობოები, თუ კიდე რა ვიცი ვინ) ვიქცევით ისე რომ მეწარმეებს ვაიძულებთ ამ მე-3 მდგომარეობაში გადასვლას, სიტუაცია ქვეყანაში გამოსწორებისკენ ვერ წავა.

მეჩვენება რომ ეს არ არის რთული და ყველამ უნდა შეძლოს მეთქი გაგება... რთულია?

Posted by: nigo 19 Feb 2015, 23:03
nforumi
კუთვნილი შვებულების ფულის ისევ თანამშრომლებისთვის დაკისრება და ასევე გაკოტრებული სადაზრვევოს ხარჯები,მაინც მონათმფლობელობად მიმაჩნია.

სხვა საქმეა არადეკვატურად ძვირი გაზი და ა.შ>.

რამდენი ხანი შინაურულად აღარ "გვიჭორავია" biggrin.gif

ძალიან დამცა ლარის გაუფასურებამ.

კრედიტი დოლარში მაქვს.გაქირავებული ფართი ლარებში და არა დოლარის კურსის მიხედვით.

როგორ ფიქრობ გამოსწორდება სიტუაცია?
რაც დაწერე გავიგე,კარგად ახსნილი ლამის ფიზიკაც გავიგო.
არადა ერთადერთი საგანია,რომელიც არც მიყვარდა,არც მისწავლია მასწავლებლის გამო.ტყუილად მიწერდნენ ნიშნებს, სხვებს არ მიფუჭებდნენ
smile.gif

Posted by: nforumi 20 Feb 2015, 14:11
nigo
QUOTE
რაც დაწერე გავიგე,კარგად ახსნილი ლამის ფიზიკაც გავიგო.
არადა ერთადერთი საგანია,რომელიც არც მიყვარდა,არც მისწავლია მასწავლებლის გამო.ტყუილად მიწერდნენ ნიშნებს, სხვებს არ მიფუჭებდნენ

ფიზიკა ყველაზე მეტად მიყვარს, ფიზიკოსი ვიყავი ომამდე smile.gif

QUOTE
ძალიან დამცა ლარის გაუფასურებამ.

ძალიან ცუდი პროცესი მიდის და არ ვიცი ამას რა გააჩერებს. მეწარმეობის განვითარების გარდა სხვა გზა მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს.

QUOTE
კუთვნილი შვებულების ფულის ისევ თანამშრომლებისთვის დაკისრება და ასევე გაკოტრებული სადაზრვევოს ხარჯები,მაინც მონათმფლობელობად მიმაჩნია.

მეწარმისთვის შვებულების თანხა იგივე ხელფასია, ანუ იგივე ხარჯი. ხარჯი კიდე ხარჯია. როცა ხდება კონტრაქტის გაფორმება, იქ იწერება ეს და მსგავსი პირობები, რომელიც მერე ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

სამწუხაორდ, როგორც წესი, ერთიც არღვევს და მეორეც.

Posted by: nigo 20 Feb 2015, 19:17
nforumi
QUOTE
ფიზიკა ყველაზე მეტად მიყვარს, ფიზიკოსი ვიყავი ომამდე

მე ძალიან ცუდი მასწავლებელი მყავდა და ლამის მთელ კლასს შეგვაძულა

sad.gif

Posted by: nforumi 20 Feb 2015, 22:09
nigo

QUOTE
მე ძალიან ცუდი მასწავლებელი მყავდა და ლამის მთელ კლასს შეგვაძულა

ეეჰ,
მესმის ეგ რა დიდი პრობლემაა და კიდე რამდენხანს იქნება...

Posted by: klo-C 20 Feb 2015, 23:44
სალამი

-----

ამ რამდენიმე დღის წინ მოვხვდი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის ქორწილში. რამდენიმე თვით ადრე ვემზადებოდი წასასვლელად, ახალი გამოწერილი კაბა, ფეხსაცმელი,
ტანსაცმელი ბავშვს და ა.შ. Fათი ფუთი, სამსაზიდის, სალონში არ მოწონებული ვარცხნილობა, ახალი ფესაცმლის ჩაცმის უსიამოვნო შეგრძნება, სარკესთან სელფი(biggrin.gif)...
პატარძალი საოცრად ლამაზი, -10 კილოთი გამხდარი, თვალებგაბრწყინებული და ბედნიერი... კიდე ბევრი ბევრი სურათები, ბავშობის ამბების გახსენება... ჯვრისწერა, უაზრო სიარული ქალაქში. როგორც იქნა რესტორანში მიღწევა.
დაახლოებით 700 კაცი (უფრო ზუსტად როგორც მოგვიანები გაირკვა 720). თითქმის ყველანი უცხოები, საგანგებოდ გაპრანჭულები (როგორც მე), გუგუგნი, შრიალი, ზუზუნი, მილოცვები. ანანომ გაიხარა, ირბინა, იცეკვა, მოილხინა.
მე დიდი ხნის მანძილზე პირველად მოვხვდი ამდენ ხალხში. ვგრძნობდი დიდად არ ანაღვლებათ ჩემი იქ ყოფნა და არც მე , თითოეული, რომელიმე კონკრეტული ინდივიდს არსებობა მიშლიდა ნერვებს, მაგრამ მთლიანობაში ეს ხალხი ძალიან სულისშემხუთველ მასას წარმოადგენდა. იცინოდნენ , ცეკვავდნენ, კოცნიდნნე ერთმანეთს.
საბოლოოდ ერთი დიდი ცხოველი შექმნეს, ხმაურიანი ცხოველი, რომელიც გაუთავებლად ჭამდა, სვამდა და წინ და უკან დაძრწოდა.
თვალები დავხუჭე, სკამის ზურგს მივეყრდენი, მომეჩვენა რომ მთელი საათით ჩამეძინა მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ რამდენიმე წამით...
ვიცანი შორეული ნათესავები, ხალხი რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო და აბსოლიტურად სულ ერთია.. რამდენიმე დედაჩემის დაქაჩული თვალების გამო გადავკოცნე და მოვისმინე სტანდარტული კითხვები, გავიღმე ნაძალადევად...
ვისაც შევძელი თვალი ავარიდე, ვითომ ვერ ვიცანი.
ეხლა ვწუხვარ არ უნდა მოვქცეულიყავი ალბათ ეგრე...

მორალი რასცა მივხვდი , ქორწილი საოცრად ინტიმური რამეა და სხვები მხოლოდ აფუჭებენ

Posted by: nforumi 21 Feb 2015, 11:40
5. 20140803. უნდა შეეძლოს თუ არა დამქირავებელს დაქირავებულის დათხოვნა
- როგორც წესი, პროფკავშირები და არა მარტო ისინი, სულ აყენებენ საკითხს რომ დაქირავებულს უნდა მეტი უფლება ქონდეს, რომ არ უნდა იყოს მონათმფლობელობა და ასე შემდეგ. ცოტა გაუგებარია როგორ შეიძლება იყოს მონათმფლობელობა იქ სადაც ორ პირს შორის შეთანხმებით დგება გარიგება და არა იძულებით, მაგრამ გავყვეთ ამ მოთხოვნას და გავიაზროთ, საბოლოო ჯამში საზოგადოება იგებს თუ აგებს დამქირავებლისთვის დაქირავებულის სამსახურიდან გაშვების უფლების შეზღუდვით.
- წინაზე რომ ვთქვი ორი თვის ხელფასს მისცემს მეთქი მეწარმე და დაითხოვს - დაიწყო კიკინებიანმა - ვიცი პასუხი, პურის ფასში შევა იმ ორი თვის ხელფასი, ანუ ჩვენ უნდა გადავუხადოთ საბოლოო ჯამში.
- მართალია საბოლოო ჯამში - ჩაიცინა ლექტორმა - მაგრამ ეგ არ არის ამ ამბავში მთავარი.
- როცა ადამიანის სამსახურიდან გაშვება გართულებულია, დამატებითი ხარჯია ხომ ეს მეწარმისათვის - დაიწყო წვერიანმა - დამქირავებელი არავის გაუშვებს სამსახურიდან თუ ამის აუცილებლობა არ ექნა, რაც თავის თავად ქმნის სტაბილურ გარემოს, ნაკლები დენადობა, ნაკლები ნერვიულობა, ნაკლები არეულობა.
- კარგია, საგულისხმო არგუმენტია, მაგრამ ახლა ასე დავსვათ საკითხი, თქვენ ისწავლეთ რაღაც საქმე, დავუშვათ აცხობთ ძალიან კარგ პურს, უკეთესს ვიდრე ჩვენი მეწარმის ამჟამინდელი მცხობელი. თქვენ გინდათ იმუშაოთ, მაგრამ მეწარმეს თუ არ შეუძლია უკვე დაქირავებულის გაშვება, თქვენ ვერ აგიყვანთ ხომ სამსახურში.
- შეუძლია მასწ, ხომ ვთქვით ორი თვის ხელფასის გადახდით.
- მოდი ჯერ განვიხილოთ რადიკალური შემთხვევა, როდესაც არ შეუძლია.
- კი, მომიწევს დაცდა სანამ ადგილი არ გამოთავისუფლდება.
- მოგიწევს დაცდა შენ და კიდევ, იმ დაქირავებულმა ხომ იცის რომ მას ვერ გაუშვებენ სამსახურიდან არა საკმარისი პროფესიონალიზმის გამო.
- იცის და სწორედ ამიტომ იქნება მშვიდად, მისთვის კარგია.
- და რადგან ეს იცის, როგორ ფიქრობ, ეცდება აიმაღლოს თავისი პროფესიონალიზმის დონე? ექნება ამის მოტივაცია? მან ხომ იცის რომ სამსახურს თუ დაკარგავს, დაკარგავს არა არაპროფესიონალიზმის არამედ სხვა რამის გამო, მაგალითად თუ თავად დაანებებს თავს სამუშაოს...
- მართალია მასწ.
- აქ ისიც გასათვალისწინებელია - ჩაურთო ბავშვურსახიანმა - გამოდის დაქირავებულს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეწყვიტოს კონტრაქტი და არ არსებობს ბერკეტი ამის შემაჩერებელი, ხოლო დამქირავებელი ასეთ უფლებას მოკლებულია, მგონი არ არის ეს სამართლიანი.
- არის ეგეც, კი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის რომ უკვე დაქირავებული და სამუშაოს მძებნელი არათანაბარ კონკურენტულ გარემოში არიან ჩაყენებული. სამუშაოს მძებნელმაც თუ იცის რომ სამუშაოს შოვნა იქნება არა შედეგი მისი პროფესიონალიზმის, არამედ ის რომ უბრალოდ სადმე თავისით გამოთავისუფლდა ადგილი, რატომღა უნდა ეცადოს აიმაღლოს კვალიფიკაცია?
- ანუ ასეთი შეზღუდვა რეალურად პასიურს ხდის როგორც უკვე დაქირავებულს, ისე სამუშაოს მძებნელს და საერთო ჯამში ხელს უშლის საზოგადოების წინსვლას - თქვა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა - რაც მეტი ასეთი ბორკილი გვექნება, უფრო ნელა გამოსწორდება საერთო მდგომარეობა და უფრო დიდხანს მოგვიწევს უკეთესობის ლოდინი. ჩვენ თავად ვქმნით წინაღობებს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმავალ გზაზე.
- უნდა გავითვალისწინოთ რომ არის ზოგი ტვირთი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია და უნდა ვზიდოთ, მაგრამ ეს ტვირთი უნდა იყოს მკაცრად ლიმიტირებული. როცა სანაოსნოდ მიდიხარ, უნდა წაიღო ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არცერთი ზედმეტი გრამი, მითუმეტეს თუ შენი გემი პატარაა.
- ეს გემი ჩვენი ეკონომიკაა, არა ? - თქვა ბავშვურსახიანმა ბიჭმა.
- კი, ეს გემი ჩვენი ეკონომიკაა, რომელსაც ჩვენ არ უნდა ავკიდოთ იმაზე მეტი, ვიდრე მას წაღება შეუძლია, უფრო სწორად, უნდა ავკიდოთ რაც შეიძლება ნაკლები, რათა უფრო სწრაფად შეძლოს წინსვლა. მერე, როცა უფრო დიდ გემზე გადავალთ, მერე შეგვეძლება მეტი ტვირთის წაღება, მერე შეგვიძლია მივცეთ თავს ფუფუნების უფლება.

Posted by: nigo 21 Feb 2015, 20:35
nforumi

ისე გამოსაცდელი ვადა და შემდეგ ერთწლიანი კონრაქტი არ ჯობია?

ახლა რომ შრომის ინსპექცია შეიქმნა და ბიზნესს დააზარალებსო , რას ფიქრობ?

klo-C
QUOTE
დაახლოებით 700 კაცი (უფრო ზუსტად როგორც მოგვიანები გაირკვა 720).

ესეიგი რა ქორწილებში არ ვყოფილვარ ,თან ამ ხნის მანძილზე,მაქსიმუმი და გრანდიოზული 500 კაცი იყო.
ასეთი არაფერი გამიგია.

მე ძალიან კარგად ვმხიარულობ თუ კარგი მუსიკოსები არიან .ძალიან მომწონს ცალ-ცალკე მაგიდები.
ყველა თავის ახლობლებთან და სასურველ კომპანიაში სხდება.

Posted by: nforumi 21 Feb 2015, 23:41
nigo
QUOTE
ახლა რომ შრომის ინსპექცია შეიქმნა და ბიზნესს დააზარალებსო , რას ფიქრობ?

ყველანაირ ინსპექცია-კომისიებს ეჭვის თვალით ვუყურებ. ძალიან დიდი მოტივაციაა არაკეთილსინდისიერი მოქმედებისთვის.

QUOTE
ისე გამოსაცდელი ვადა და შემდეგ ერთწლიანი კონრაქტი არ ჯობია?

კონტრაქტი შეიძლება ერთწლიანიც იყოს და ათწლიანიც, დამოკიდებულია კერძოდ რა საქმეზე იდება. შემთანხმებელმა მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

Posted by: nforumi 24 Feb 2015, 22:40
6. 20150207. სუბსიდიების შესახებ
- კიდევ ერთი ძალიან პოპულისტური თემა ხელისუფლების მხრიდან არის ამა თუ იმ დარგის სუბსიდირება. მოდი კარგად გავიაზროთ რას ნიშნავს სუბსიდირება და განვიხილოთ შეიძლება თუ არა სუბსიდირება კარგი იყოს ეკონომიკისათვის.
- ამ დროს ხომ ჩვენი ფული უნდა დახარჯოს ხელისუფლებამ, ასე რომ მიუღებელია - თქვა კიკი¬ნე¬ბიანმა გოგონამ.
- ჩვენ ფულს ხელისუფლება წესრიგისათვისაც ხარჯავს, განა დასაშვები იქნებოდა რომ ქუჩაში ანარქია იყოს? მახსოვს 90-იანები - თქვა წვერიანმა სტუდენტმა.
- კარგით - თქვა ლექტორმა - ნუ გადავალთ სხვა თემაზე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და დავინახოთ სუბ¬ს¬ი-დირება არის სასარგებლო ეკონომიკისათვის, თუ არა. ჯერ ვთქვათ რა არის სუბსიდირება.
- როცა სახელმწიფო მიზნობრივად აფინანსებს მრეწველობის ამა თუ იმ სეგმენტს - თქვა კიკინე¬ბიანმა.
- მოდი დავუშვათ სახელმწიფომ გადაწყვიტა გააკეთოს პურის მრეწველობის სუბსიდირება. დავუშ¬ვათ სუბსიდია არის 50თეთრი ერთ პურზე. რა მოხდება?
- პური გაიაფდება და გახდება 30თეთრი.
- ანუ ნედლეულზე ნაკლები ეღირება პური. როგორ ფიქრობთ, მეზობელი ქვეყნებისთვის გახდება თუ არა უფრო მომგებიანი გააკეთოს პურის იმპორტი პირდაპირ, ნაცვლად ნედლეულისა.
- კი, ანუ დავიწყებთ პურის ექსპორტს.
- ექსპორტი ქვეყნის ეკონომიკისათვის რომ კარგია კი ვიცით, მაგრამ ამჯერად ეს კარგი იქნება?
- ცხადია არა მასწ, ნედლეულის შესყიდვა დაგვიჯდა 40თეთრი, კიდე შრომა დავამატეთ და 30 თეთ¬რად გავყიდეთ, ნამდვილად ვერ იქნება მომგებიანი ჩვენთვის.
- ეს რაც პირდაპირ ცხადია. ახლა ამაზე დავფიქრდეთ, თითოულ საწარმოს გაუჩნდება თუ არა მოტი¬ვა-ცია, სახელმწიფოსთან ანგარიშგებისას რაც შეიძლება მეტი რიცხვი დააფიქსიროს, დავუშვათ გამოცხობილი 100-ის ნაცვლად ჩაწეროს 1000.
- რა თქმა უნდა - თქვა შეჭაღარავებულმა სტუდენტმა - აჩვენებს მეტ პურს, მიიღებს მეტ სუბსიდიას... საერთოდ რომ არ გამოაცხოს პური და მხოლოდ ქაღალდზე აჩვენოს, ეს უფრო აწყობს, არავითრი ხარჯი არ ექნება, მარტო შემოსავალი.
- ასე რომ არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან საჭირო გახდება შეიქმნას კომისია, რომელიც გააკონ¬ტრო-ლებს პურის ყოველ კომპანიას... აუჰ, არ გვინდა სუბსიდია - თქვა წვერიანმა სტუდენტმა.
- სინამდვილეში არ გვინდა, მართალია - თქვა ლექტორმა - სუბსიდია არღვევს ბაზრის ჯანსაღ სტრუქტურას, თუნდაც იმით რომ მოითხოვს სახელმწიფო კონტროლს სუბსიდირებულ კომპანიებში. შესაბამისად, რაც მეტია სუბსიდია, მით მეტად არაჯანსაღ გარემოს ქმნის. შეიძლება ვინმემ თქვას იქნებ მცირე სუბსიდია იყოს გამართლებულიო, მაგრამ თუ სუბსიდია მცირეა, ეფექტიც შესაბამისად მცირე ექნება და რაღა აზრი აქვს მის გაკეთებას საერთოდ? ერთი სიტყვით, გამართლე¬ბული მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ რაიმე მიზნებისათვის საჭიროა ამა თუ იმ დარგის წამოწევა სხვა დარგებთან შედარებით. შეიძლება იყოს მეთქი ვამბობ, რადგან უმჯობესია მოიძებნოს სხვა უკეთესი გზები. კარგად მოძიების შემთხვევაში ეს გზები მოინახება.

Posted by: nigo 25 Feb 2015, 10:48
nforumi

ჩვენთან რომ უფასო ხვნა და ა.შ>. პროგრამებია,ამას სუბსიდია ჰქვია თუ მაინც და მაინც პროდუქცია უნდა იქმნებოდეს.

Posted by: nforumi 25 Feb 2015, 17:54
nigo
QUOTE
ჩვენთან რომ უფასო ხვნა და ა.შ>. პროგრამებია,ამას სუბსიდია ჰქვია თუ მაინც და მაინც პროდუქცია უნდა იქმნებოდეს.

კი, ეგეც არის სუბსიდია. თავიდანვე არ მომწონდა ეგ იდეა (მიუხედავად ამისა მაინც ოცნებას მივეცი ხმა, გასაგებია მე მგონი რატომაც). მაგას და მაგის მსგავს გაუმართლებელ გასულობებს ბიუჯეტიდან უდევს სერიოზული წილი ლარის მიმდინარე დევალვაციაში (ნუ, სხვა ბევრ რამესაც, მაგრამ ამას აღვნიშნავ ახლა).

Posted by: nigo 26 Feb 2015, 09:44
ამხელა სოციალურ პროგრამებს ჩვენ კი არა ,ბევრად ჩვენზე ძლიერი ქვეყანა ვერ გაუძლებდა.

Posted by: nforumi 26 Feb 2015, 10:14
nigo
QUOTE
ამხელა სოციალურ პროგრამებს ჩვენ კი არა ,ბევრად ჩვენზე ძლიერი ქვეყანა ვერ გაუძლებდა.

მართალია, მანდ ვარ მეც.

და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ამის გაგება ბევრს.

Posted by: lela_85 28 Feb 2015, 02:25
კარგი ამბები აქაც შემოლეულა smile.gif არა და სასიამოვნო ისტორიას მოვისმენდი smile.gif

Posted by: littlemiss 28 Feb 2015, 03:50
ჩემი პირველი პოსტი აქ და სურვილი კიდევ ბევრჯერ დავპოსტო.
უთბილესი თემაა, სიყვარულით და ტკივილით სავსე. ყველა გრძნობა,ყველა სიტყვა, ერთმანეთში შერწყმული,გაერთიანებული, ლამაზი, განუყრელი... აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ,რომ აღმოგაჩინეთ.
მე არ ვიცი რა დავწერო, თუმცა იმის მერე რაც წავიკითხე,მგონია,რომ მეც მაქვს მოსაყოლი. თუნდაც არ ღირდეს. მაინც მაქვს...

მხოლოდ თვრამეტი წელი გავიდა რაც გავჩნდი და მგონია, დაბადებიდან მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ. ეს აზრი ამ წუთას გამიჩნდა,მაგრამ მალევე მივივიწყე.
ის სიყვარული,რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ვგრძნობდი, იყო წრფელი,უანგარო და სათუთი. ახლა თითქოს ჩარჩოებში მოვექეცი,ახალი სურვილები, ზრუნვა საკუთარ ცხოვრებაზე... შიში იმის რომ ყველაფერი ვერ იქნება ისე-როგორსაც ველი. მგონია სიამაყისგან გავსკდები ერთ დღესაც იმდენად მაღლა ვაყენებ საკუთარ თავს.
და ეს... ეს... უსამართლობაა.
რამდენიმე წუთი გავიდა,რაც ამაზე ვფიქრობ. მინდა გაგრძელდეს, დამრგვალდეს,გაათმაგდეს... მინდა საკუთარი თავი სამყაროს ვუწილადო, მინდა არ ჩავიგუბო ეს გრძნობები მხოლოდ ჩემში, როცა შემიძლია ვინმეს გახარება, ოდნავ მაინც, და საბოლოოდ მაინც უმოძრავად ვდგავარ, დაბნეული,შეშინებული...
ო,ზოგჯერ როგორ მრცხვენია საკუთარი თავის...

დილა იწყება იმაზე ფიქრით თუ რაა ღირებული ამ დღეს.
არაფერი.
შემდეგ მეორე გვერდზე გადაბრუნება და კვლავ ძილი.
კომპლექსები, საზოგადობის შიში... შედეგად სტანდარტულად გამოფიტული ვარ, გაშტერების ასპექტით.
როგორ მინდა დამთავრდეს ეს ყველაფერი... და მე ვეცდები... პირობას ვდებ... მე მივივიწყებ საკუთარ თავს და ვაგრძნობინებ,რომ ეს სამყარო სულაც არაა ისეთი ცუდი,როგორსაც ვხედავ...

ნაწერებს რომ ვკითხულობდი,უნებურად გამახსენდა ყველა ის შეცდომა რაც დავუშვი, ის უგულობა, დაუნახავობა,სიცივე... იმდენჯერ გამოვიყენე სიტყვები, ასე თანმიმდევრობით,მგონია მალე მარაგი ამომეწურება და საბოლოოდ თავს ვეღარ მოვუყრი სათქმელს თუმცა... თავიდან დავიწყებ.

ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის... თუმცა მგონია,რომ მეექვსე კლასში ვიყავი, რადგან მეშვიდეში უკვე ქუთაისში გადმოვედი, სრულიად უცხო გარემოში,ეს თითისტოლა,ჩაკეტილი ბავშვი... თუმცა ამას მერე მივუბრუნდები.
ვიყავი საშინლად დამყოლი,საცოდავი, თუმცა აუღწერად ვგრძნობდი სიყვარულს. დავაბრუნებდი იმ ყველაფერს, სულ რომ დამეკარგა ეს წყეული სიამაყე. რაში მჭირდება?! ცუდის მეტი რა მომიტანა...
ბებიაჩემი და ის სახლი... ის მყუდრო სახლი,რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე. ორი აივნით და ბევრი ოთახებით. მახსოვს,ზოგჯერ ვიკარგებოდი... მომწონდა ეს სიძველე, სიძველის სუნი... მისაღებში მთელს კედელზე, ბუნების ხედი იყო გაკრული... ზოგჯერ რომ შევდიოდი,მეგონა ამ კედელს იქით,მე შევისუნთქავდი იმ მდინარის სურნელს, დავინახავდი მორბენალ შველს და გაბრწყინებული ვირბენდი ქვებზე...
ერთი ქვა ნიანგს გავდა მახსოვს. ვისაც ვუთხარი დამცინოდა, მაგრამ მე მტკიცედ მწამდა რომ გავდა. ახლაც მწამს. სულ არ მეშინოდა,პირიქით... ეს სულელური ახირება ახლაც გამომყვა, და თუ გამწვდება სინდისი, მივუბრუნდე ჩემს კერას, აუცილებლად დავაკვირდები კვლავ... ადამიანები ხომ ისე ვიცვლებით, თუნდაც მცირე ხანში,რომ წვრილმანებს ალმაცერად ვუყურებთ... ვინ იცის,იქნებ ის ქვა,რომელიც ასე საოცრად გავდა ნიანგს, ახლა მხოლოდ ქვა იყოს და მეტი არაფერი... დროსთან ერთად მოსული, დაკარგული ფანტაზიის შედეგი.

ლამაზი იყო ეს ყველაფერი. ჩემი ოჯახის წევრები სასაცილოები იყვნენ. ბიძაჩემი, თანამედროვე, მუსიკის მოყვარული... როგორ ძალიან მიყვარდა სულ,მიუხედავად იმისა,რომ ბებიას სისხლს უშრობდა. მეორე ბიძა- ადვოკატი... მიუხედავად დიდი პატივისცემისა და იმის,რომ ძალიან მიყვარს... ახლაც ეჭვი მეპარება,რომ ცოტა ვერ არის ჭკუაზე ... სისუფთავისდამი გამორჩეული სიყვარული, გამაღიზიანებელი, ამაყი. მოკლედ ყოვლად მიუდგომი. არა, მე ჩემი უმცროსი ბიძა მერჩივნა ყველაფერს...
ბებიაჩემი... იცით... ახლაც არ ვიცი. მგონი ზედმეტად ვერ ვაფასებდი. ის კი... ზრუნავდა,ნამდვილად ზრუნავდა. მახსოვს მიყვებოდა ამბებს... ჩვენი დიალოგიც მახსოვს... ბუნდოვნად მაგრამ...

- შეხედე ბებო, თვითმფრინავი!- ხელში ამიტაცებდა და აივანზე გავყავდი. გაბედნიერებული მივჩერებოდი, ოდნავ გამოსაჩენად მიმავალ თვითმფრინავს და მიხაროდა... ნეტავ რა მახარებდა ჰა?... ნეტავ ისევ... ისევ მახარებდეს...

- წაგვიყვანეთ! ჩვენც წაგვიყვანეთ! ან თუ ვერ წაგვიყვანთ, ჩამოგვიყარეთ შოკოლადები, ბევრი შოკოლადები!- ეჰ. ალბათ... ალბათ როგორ მწამდა,რომ ერთ დღესაც, ის თვითფრინავი ჩვენს წასაყვანად დაეშვებოდა...
ან შოკოლადებს გადმოგვიგდებდნენ...

მანებივრებდნენ.მე არ მახსოვს მათგან რამე მწყენოდა. ეს მე ვიყავი თავნება, მე ვქმნიდი ყოველთვის პრობლემებს. ყველა მანებივრებდა და ვუყვარდი... თითქოს მათთვის მზეც ვიყავი, იმედიც, სიყვარულიც,ბედნიერებაც...
ბიძაჩემმა,ჩემმა უმცროსმა,საყვარელმა ბიძამ, თავის პაემანზეც კი წამიყვანა. ჩემი აზრი მისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო. დიახ!
იმედად ვუყვარდი, აპარატზე დამსვა ეს პატარა ბავშვი, მეც მომწონდა ღილაკებზე ხელის დაჭერა და სხვადასხვა გამოსახულებების ჩამოყრა. ო, ბიძია, რა საშინელი იყავი ! მე კი ბებიასთვის მაინც არაფერი მითქვამს რადგან მითხარი,რომ ახლა, აქ ჩემთან ერთად უკანასკნელად იყო. თუმცა... მგონი... უკანასკნელად არ ყოფილხარ.

ცრემლები... ახლა ისევ მახსენდები. მინდა ჩაგეხუტო და პატიება გთხოვო. ახლა ვერავინ ვერ მიხვდება,რატომ... მკითხავენ რა დავაშავე... ამასაც დავწერ, აუცილებლად...
თითქოს ახლა შენ გესაუბრები, ისე დამიდექი წინ... გამხდარი ხარ, ბოლოს რომ გნახე მსუქანი იყავი, მაგრამ ის ეშხი მაინც შეგრჩენოდა, ახლა კი ისევ ახალგაზრდა, მომღიმარი, ჩემთვის საამაყო...
ო,როგორ მომენატრე... როგორ...ნეტავ შემეძლოს... და ნეტავ მოვიკრიბო გამბედაობა და ყველას პატიება გთხოვოთ. ეს აუცილებლად მოხდება. მანამდე კი აქ დავწერ... კვლავ ცრემლით და სიყვარულით,როგორ მახსოვხართ... და რამდენ რამეს შევცვლიდი,რომ შემეძლოს...

Posted by: nigo 28 Feb 2015, 13:06
littlemiss
ბედნიერი შენი ფეხი ჩვენ მყუდრო სახლში.

არ დაიკარგო,ძალიან კარგად გადმოცემ შენს ემოციებს. smile.gif

Posted by: nforumi 2 Mar 2015, 18:32
7. 20150215. სიმდიდრე თუ სიღარიბე
- რა თქმა უნდა სიმდიდრე ბედნიერებას არ ნიშნავს, მაგრამ გქონდეს მეტი ნიშნავს ცხოვრობდე უკეთ, გქონდეს მეტი დრო და საშუალება მიაღწიო პიროვნულ ბედნიერებას. იმედია მეთანხმებით.
- ზოგისთვის მარტო სიმდიდრეშია ბედნიერება მასწ - წამოიძახა კიკინებიანმა.
- მაგ ზოგიერთებს თავი დავანებოთ - თქვა და ხელიც გაიქნია ჰაერში, არ არის საინტერესოო - რაც ვთქვი სადაო არ არის. ანუ ვთვლით რომ ზოგადად მეტის ქონა კარგია თითოეული ადამიანისათვის. სიტყვა სიმდიდრის ნაცვლად მოდი სიტყვა პური ვიხმაროთ. ამ შეთანხმების მიხედვით კარგია თუ თითოეულს ექნება რაც შეიძლება მეტი პური.
- გასაგებია, ჩვენ ყოველთვის პურის მაგალითს განვიხილავთ - თქვა ისევ კიკინებიანმა.
- ახლა წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ, ვინც აქ ვიმყოფებით, დავუშვათ ვართ 20-ნი, გვაქვს პური და უნდა გავინაწილოთ. თითოეულმა თავის თვზე წარმოიდგინოს, რომელს აირჩევთ, ა ვარიანტს თუ ბ ვარიანტს. ა ვარიანტში პირადად თქვენ გხვდებათ ზუსტად მეოცედი, ანუ 5%, ხოლო ვარიანტ ბ-ში 1%. მხოლოდ ამ პირობის შემთხვევაში რომელს აირჩევდით?
- ა ვარიანტს ცხადია - თქვა კიკინებიანმა.
- კიდე რა პირობებია - იკითხა წვერიანმა სტუდენტმა - გული მირძნობს ბ ვარიანტი უკეთესი იქნება - ჩაიცინა თქმისას.
- კიდე ის პირობაა, რომ ა ვარიანტში 1 პურია გასაყოფი, ბ ვარიანტში 100 პური, საიდანაც თქვენი არის 1%. გასაგებია რომ ზოგს შეიძლება 10 ან 20%-იც ხვდებოდეს ბ ვარიანტში, მაგრამ თქვენ გგხვდებათ 1%. და ახლა თავიდან დავსვათ კითხვა: თქვენი აზრით რომელი ვარიანტი არის უმჯობესი?
- ბ ვარიანში მეტი მხვდება, მაგრამ ა ვარიანტი უფრო სამართლიანია, ყველა თანაბრად ვიყოფთ - წამოიძახა კიკინებიანმა.
- ესე იგი არავის რომ არაფერი ქონდეს ეს იქნება უფრო სამართლიანი? - მიუბრუნდა წვერიანი - ეშმაკს წაუღია მასეთი სამართლიანობა, მე ბ ვარიანტს ვირჩევ.
- ბ ვარიანტი უფრო მომგებიანიც არის და სამართლიანიც - თქვა ბავშვურსახიანმა ბიჭმა
- განაგრძე, ახსენი შენი პოზიცია
- საზოგადოებაში ყველა ადამიანს თავისი როლი და ფუნქცია აქვს. ის პროცენტები ციდან არ ჩამოცვენილა, გარკვეული გარემოებების გამო აქვს ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები. ვინც მეტს აკეთებს, ვინც მეტ ღირებულებას ქმნის სხვებისთვის, მას მეტიც უნდა შეხვდეს. განა სწორი იქნება ჰოლივუდის რომელიმე ცნობილ მსახიობს და სრულიად უცნობს ერთნაირი ანაზღაურება ქონდეს? ან თუნდაც მშენებლობაზე, ის ვინც მხოლოდ 10 აგურის დადებას ახერხებს საათში და ის ვინც 1000-ისას ერთნაირად მიეცეს დღეში? განა სამართლიანი იქნება მათი გათანაბრება?
- მართალია - დაეთანხმა შეჭაღარავებული სტუდენტი - გათანაბრება სწორედ რომ არასამართლიანია, როგორ შეიძლება ყველას ერთი ზომის კოსტუმი ჩააცვა.
- მოდი სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ ყველაფერს. რატომ ვთქვი რომ ა ვარიანტში არის 1 პური და ბ ვარიანტში 100 პური?
- ეს გასაგებია მასწ - თქვა კიკინებიანმა - სოციალიზმი ყოველთვის ნაკლებს აწარმოებს ვიდრე თავისუფალი ეკონომიკა.
- და ამასთან გათანაბრება პრინციპულად არასამართლიანია - გაიმეორა თავისი აზრი შეჭაღა¬რავებულმა სტუდენტმა.
- და ისევ ამასთან - ნელა დაიწყო ბავშვრუსაციანმა - საზოგადოებრივი სიმდიდრე იქმნება პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანების წყალობით, რომლებსაც შესაბამისად მეტი წილი აქვთ ამ საზოგადო სიმდიდრეში. ბაზარი სწორედ იმდენ წილს აკუთვნებს პირს საზოგადო სიმდიდრიდან, რამდენიც ყველაზე სამართლიანია. თუ შურს გვერდზე გადავდებთ და ისე შევხედავთ, ასეა.
- სწორია - თქვა შეჭაღარავებულმა - მაგრამ არიან ვიღაცეები, რომლებიც თვლიან რომ ასე არ უნდა იყოს, ართმევენ ვისაც აქვს და აძლევენ ვისაც არ აქვს.
- რას აძლევნ, ალბათ იმის მეათედს, რაც წაართვეს - თქვა წვერიანმა.
- ახლა არაწესიერ ქმედებებზე ხომ არ ვლაპარაკობთ, პრინციპზეა საუბარი, რომელიც თავისთავად უკვე არასწორია.
- პრინციპიც არასწორია და ეს არაკეთილსინდისიერი ხალხის ხელში რომ მოხვდება ნებისმიერ შემთხვევაში წართმეული სიმდიდრის განაწილება, მაგიც უდავოა. წესიერ ხალხზე მეტად სწორედ ვირთხები მოახერხებენ მაგ „გამნაწილებლებში“ შეძრომას.
- დიდი ხელფასი უნდა ქონდეთ და წესიერი ხალხიც მივა მანდ - თქვა შეჭაღარავებულმა.
- შეიძლება, მაგრამ 100 კაცში რომ ორი ვირთხა იყოს ის გამოჭამს რისი გამოჭმაც იქნება შესაძლებელი.
- კარგით - გააწყვეტინა ლექტორმა - თანამდებობის პირის ხელფასის საკითხი არის ჩვენი სხვა თემა და სხვა დროს განვიხილოთ.

Posted by: anamch 2 Mar 2015, 23:44
ტემა
ამათი პრობლემები მოგვცა როგრო ვიპოვო
იქ ერთი ნოველა დამრჩა
ბიჭი მატარებლიდან
და ვეძებ ხელპ
თემა მაპოვნინეტ რაააააა

Posted by: nforumi 3 Mar 2015, 11:40
anamch
QUOTE
ტემა
ამათი პრობლემები მოგვცა როგრო ვიპოვო
იქ ერთი ნოველა დამრჩა
ბიჭი მატარებლიდან
და ვეძებ ხელპ
თემა მაპოვნინეტ რაააააა

http://forum.ge/?f=29&showtopic=34241076

Posted by: anamch 3 Mar 2015, 16:42
nforumi
მადლობა მეგობაროო ,,ისიც ხომ არ იციტ-
ჩემი დაპოსტილები ასე გვერდ- გევრდ უნდა ვეძებოო ტუ რამე ხერხი არსებობს?!

Posted by: nforumi 3 Mar 2015, 18:04
anamch
QUOTE
მადლობა მეგობაროო ,,ისიც ხომ არ იციტ-
ჩემი დაპოსტილები ასე გვერდ- გევრდ უნდა ვეძებოო ტუ რამე ხერხი არსებობს?!

თემას რომ გახსნი, იქ ზემოთ, მარჯვენა მახარეს არის ლინკები. ერთ ერთი არის "ძებნა". დააჭირე და რომ შეხვალ, იქ აარჩიე რის მიხედვით გინდა მოძებნა, შეგიძლია მოძებნო იუზერის სახელით, ან შინაარსის მიხედვით.

შენ თუ ეს მარტივი რამ არ იცოდი, არ მეგონა ანა smile.gif

Posted by: anamch 3 Mar 2015, 18:19
იმდენი ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ,,
დამავიწყდა ყველაფერი

Posted by: nforumi 3 Mar 2015, 18:31
anamch
QUOTE
იმდენი ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ,,
დამავიწყდა ყველაფერი

სად ხარ მერე დაკარგული, ეგრე შეიძლება ? smile.gif

ხო ხედავ, მე მახსოვხარ. აი შენ გახსოვარ თუ არა, ეგ კი მაინტერესებს ... smile.gif

Posted by: anamch 3 Mar 2015, 18:42
ჰაჰაჰ,, მტლად ამსე კი ა რგაოვეკლერდიი

რას ქვია მახსოვხარ

და ისა
ის თემა რომ დაიხურა,მერე აქ გავაგრძელტ მახსოვს წერა... ანუ
ამასაც უნდა ჩავუჯდე!

Posted by: nforumi 3 Mar 2015, 18:44
anamch
QUOTE
ამასაც უნდა ჩავუჯდე!

აბა მიდი. მე მაინტერესებს შენი კომენტარები

QUOTE
ა რგაოვეკლერდიი

wink.gif რას ნიშნავს ეს, გამოეკლერება, თუ რას წერდი?

Posted by: anamch 3 Mar 2015, 20:29
სკლეროზი
........................................................ეკლერი,,ეკელრი დამემამრთაო ანეკდოტია ასეთი...

Posted by: nforumi 3 Mar 2015, 22:21
anamch
QUOTE
სკლეროზი
........................................................ეკლერი,,ეკელრი დამემამრთაო ანეკდოტია ასეთი...

უი, არ ვიცი ... ან არ მახსოვს ... მოყევი მიდი smile.gif

Posted by: anamch 4 Mar 2015, 00:33
nforumi
მაკო შუბლაძე შემოდის?
რაღაც თემა იყო უსათაუროში,,ახლა ვერ ვიხსენებ
იმასაც ვეძებ

Posted by: nforumi 4 Mar 2015, 02:00
anamch
QUOTE
მაკო შუბლაძე შემოდის?
რაღაც თემა იყო უსათაუროში,,ახლა ვერ ვიხსენებ
იმასაც ვეძებ

კარგა ხანია აღარ მინახავს.

მისი მოძებნაც შეგიძლია, ოღონდ ამ თემის ძებნა კი არ გამოიყენო, ფორუმის განყოფილებების ჩამონათვალი რომ არის, იქიდან მოძებნე და ნახავ როდის იყო ბოლოს შემოსული.

Posted by: Mako Subladze 7 Mar 2015, 11:18
სალამი ყველას.
მომენატრეთ.

anamch
http://forum.ge/?f=25&showtopic=34297533&st=155 Sep 2011, 12:37 #27227019

Posted by: nforumi 7 Mar 2015, 14:49
Mako Subladze
QUOTE
სალამი ყველას.
მომენატრეთ.

სად იყავი დაკარგული smile.gif

Posted by: Mako Subladze 7 Mar 2015, 21:46
nforumi
QUOTE
სად იყავი დაკარგული 

თოვლს დავსდევდი ზამთარში.ვერ დავეწიე. sad.gif
აქვე ვიყავი.
არსად წავსულვარ.
გკითხულობდით.
პოლიტიკაში ვპოსტავდი ხანდახან.

Posted by: nforumi 8 Mar 2015, 10:00
Mako Subladze
QUOTE
პოლიტიკაში ვპოსტავდი ხანდახან.

რამდენი ხანია აღარც შემიხედია მანდ... ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე დავკარგავდი ინტერესს მაგ განყოფილების მიმართ.

Posted by: anamch 11 Mar 2015, 22:29
ვიპოვე ყველა ნაკუწიი

მგალობელი-ალუბლის ბიჭი
ქაშუეთში გალობდა
ისეთი სხვანაირი იყო.. არაფერში ეწერებოდა
არც თანამგალობლებში..
ნახევრად პარაფინიან, ვითომ თაფლის სანთლის წვრილ ბოლშიც კი..

ისეთი ჩვეულებრივი, სამოქალაქო ცისფერთვალებიანი, ოდნავ სლავური გარეგნობის, რაღაცნაირად არამგალობლური ტიპი...
მოგვიანებით გავიგე , რომ სამხატვრო აკადემიის მესამე კურსელი, ე.წ დამწყები ფერმწერი იყო, რომლიც შეთავსებით კაფე "კოლუმბოში", ნახევარ განაკვეთზე , გიტარაზე უკრავდა და სოლისტობდა , შიგადაშიგ...
სლავური გარეგნობის, სტუდენტი მხატვარი, იმ დღესაც ქაშუეთში გალობდა..
ხომ ვთქვი, არც ხმა
არც გარეგნობა და არც
წესი დგომის(როგორც იდგა) გარემოს არ უხდებოდასავით
სხვათაშორის იდგა,
სხვათაშორის გალობდა,
ჯამაგირისთვის...
მაგრამ უნამუსოდ ლამაზი და უჩვეულო კი იყო დალოცვილი....

დაბარებულივით გამომეცხადა, ერთი , სკოლისდროინდელი პაკლონიკი, შუა წირვისას, ეკლესიაში და
დიდის ამბით გადამეხვია..

ჩაავარდი უხრხულ დღეში..
ნეოფიტი ვიყავი ეკელსიისთვის და წეისის დაცავა მომეთხოვებოდა..
მართალია, შარვლით და უთავსაბუროდ ვიყავი, მაგრამ ისეთი ბიჭური გარეგნობა მქონდა... ვაბნევდი მრევლს...
მოძღვრმადე ჯერ დიდი გზა მქონდა გასავლელი..
ასე რომ სახელდება და სქესის გამჟღვნება ,მაინცადამინც არ მაწყობდა.

ამან კიდე აიკლო ტაძარი- ანა,ანააააა...მიქაძეეეე,,შე ყურუმსაროო!

...
მოვითმინე ..
დიდის ძალისხმევთ, იდენტიფიცირების პირველი შემოტევა , და ვფიქრობდი -ჯანდაბა, ამას , როგორც იქნება დავეხსნები და დავუძვრები ხელიდან-თქო, რომ ამ ჩემმა მოპაკლონიკო ელემენტმა , გაშლილლი ხელებით პირდაპირ მოადინა ტყაპანი იმ სლავური გარეგნობის ყმაწვილკაცის მხარბეჭზე..
ოპააა...
მხარბეჭი კი ქონდა, კი "ბაგატირსკი"..იმას!
ავშენდი...
გავამხელ-
მინდოდა გამეგო-როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ასეთი "ფეისი" ასეთ სივრცეში, მარტო ეს მინდოდა ,მეტი არაფერი...
დედას ვ ფიცავარ!

*****
გავიცანი(თ)

ნაკვესი- II

იმდენად მეგრულ ზანურ-ფრანგული სახელი მომიხია, გავშეშდი...
ლერი-მითხრა ჭაბუკ მზემ, ისეთი, ისეთი მეგრული "პრონანსით"
სოფელი ფოცხო გამახსნედა-
ბაბუაჩემის მიგდებული მამული-გოს-ნოხორი
გო-არ ვიცი სახელი იყო თუ სახელის წინა მარცვალი დღმდე, მაგრამ ნოხორი -ნასახლარია და
ეს გამახსენდა...

დამცეცხლა ტანში- კოლხი ყოფილა -ზევსი ესაააა...მამაძაღლი!!!!

ანა-ვუთხარი ეგზომ გაწბილებულმა და უხრხულად დავუწყე სანდლის წვერით ფილაქნს წვალება...

ნაკვესი #4
*******
მაზაკვალი იუმორი კი ქონდა კი თურმე,
-შეეშვიტ მაგ ფილაქნს-საუკუნე ნახევარზე მეტია დააგეს , ფარცაგი არაფერი მოაწიოთო...
მომიჭუტა ცალი თვალი და , ჩამიკრასავით...

შეთანხმებულივით გავლაგდით კარში სამივე, ალექსანდროვის ბაღის ბესეტკაზე ჩამოსაჯდომად და პაპიროზის მოსაწევად....

ვაბოლებთ და მერევა მისი მოკლეჩატებული პერანგის საკმეველმოხვედრილი და არცისე კეთილშობილი პაპიროზის სუნი ერთმანეთში...
უზარმაზარი, ტოტებგადაბრდნილი ხის ძირში ვიქარვებთ ნაღველს...
გვადგას ეს ხე,
ფოცხოს წაბლის ხეივანივით თავზე და მზეს უშვებს ტოტებს შორის ...
ველური ლობიოსნაირი, გრძელი პარკოსანი კიდია ტოტოებს და დაფერილია შეჭირხლული ქლიავისფრად...
ერთი ცალი სიგარეტის ღერის გვერდით, მარცხენა გულის ჯიბიდან, მსხვილი , მრგვალწვერიანი, აშკარად რბილზე რბილი ფანქარი დააძრო და დაიწყო ამ პარკოსნის ჩახატვა....

-კაი განათებააოო, კაიო...
ვუყურებ და
ვფიქრობ -
ეს მე მალე შემომთავაზებს სახელოსნოში სკამზე ჩამოჯდომას და
ვემზადები.....

ჩემი განუყრელი ფოტოაპარატი, თან მქონდა....

ნაკვესი V

არ მორჩა ხატვას...
თითით რამდენჯერმე ჩააშავა ქაღალდზე გადატანილი პარკოსანი და სხივის გამოკვეთა უნდოდა აშკარად, გვერდიდნ დაფერილი ლობიოს მაგვარი ხის ნაყოფი
ცოცხლდებოდასავით...
გაერთო
ერთი წამით მომეჩვენა , რომ მეც დავავიწყდი და ჩვენი საერთო ნაცნობიც,
მგალობლის მოვალეობაც...
ჩვეულებრივად კი არ მივავაიწყდით..
აი -მი ვა ვი წყდ ით!

გავერთე ამის ყურებით,
მომეწონა...
წუთის წინ ჯამაგირისთვის მგალობელი, ახლა კი გატაცებით ჩანახატად ქცეული პერსონაჟი....

ცოტათი, საერთო ნაცნობის ცქმუტვა , არღვევდა გაუფორმებელ შეთანხმებას-ჩუმად ვყოფილიყავით სხივთან, რომლის დაჭერასაც ის ცდილობდა..

დაუძახეს ეკელსიიდან....
შემოხვალთ თუ დამელოდებითო-საერთო განცხადება დააგდო..
რადგან პირდაპირ მე არ მკითხა, პასუხიც მცქმუტავს ავკიდე და დაუმშვიდობებლად გადავეცი ეკლესიის წიაღს მხატვარი და მგალობელი...

იქვე დავიწყე ბოდიალი ალექსანდროვის ბაღში..

ამას, ოდინდელ მეტრფეს, რომ ვერ მოვიცილებდი უკვე ვიცოდი, მაგრამ წასვლაც არ მინდოდაა....
-დაველოდოთ? - სასხვათაშორისოდ მკითხა, იცოდა . იცოდა ფეხსიმომცვლელი არ ვიყავი...
კამერას , იმდენჯერ დავახურე და მოვხადე ობეიქტივის სახურავი, გასაგები იყო -დაუსრულებელი პორტრეტების ახალ ქრონიკაში გავყავი თავი...
ნაკვესი VI

ეკლესიიდან ,ფეხაკრეფით გამოპარულ მოზარდივით, წამოგვადგა თავზე....
ფეხით წამოვლალდით რუსთაველზე...
მუნჯივით იყო..
ხმას არ იღებდა..
ეს დალოცვილი საერთო ნაცნობი კი ლაქლაქებდა..

სიმუნჯემ კამერის დასაქმების ხალისი გამიქრო...
არა,
ხმოვან ფოტოებს ხომ არ ვიღებ, მაგრამ
ხასიათი მოდის ხლოლმე, პესონაჟი ზმნებს რომ აფრქვევს-
კაი, თუ ზმნებს არა,
შორისდებული მაინც ხომ უნდა გტყორცნოს, რომ შეგარხიოს..

არ შემარხია..
მომბეზრდა ასე ცალკარში არ გატანილი ბურთების რაპიდი და დამშვიდობება ვცადე, ხელი ენერგიულად გავუწოდე, ვითომც მკიდხართ, ძმებო და პაკააააა..
ისე მომიჭირა ხელზე ხელი, მართალი რომ ვიყო, კი არადა ისა-გულწრფელი- მეტკინა და დავიჭყანე....
გაიცინა...
იმან კი გაიცინა ,მაგრამ მ ე რომ მტკიოდა არ გაშვებული ხელი და ვერც ვიძვრენდი თითებს?

ვდგავართ ასე . შუა რუსთაველზე, მე - კამერა გვერდზე მოგდებული, ჩვენი საერთო ნაცნობი- ფრიად მორღვეული (აშკარად არ ესიამოვნა ნაუცბათევი ფლირტის დასაწყისის შემსწრეობა) და ის- უზარმაზარი მწვანე , თუ ჭრელი თუ ცისფერი თვალებით-მაკვარანჩხი...
დადის რუსთაველი შენელებული ექსკალატორივით აღმა -დაღმა... წრეზე!
-გაუშვი , შე თუქსუსოო, გალურჯდა ქალი- მიშველა იმან, უფრო სწორად უხერხულობის დაპენტვა სცადა მეგობარმა...

-არა-არასადაც არ ვუშვებ-ისე ყოჩაღად აღმოხდა მგალობელს, მაისის ალუბლების მჭახე ჟრუანტელმა დამიარა სრულიად!
-გაიხარე-მოვწურე გულის სიღრმეში, ბოლო ალუბალი და თბილი ნერწვიც მივაყოლე , ბონუსად...

მეგობარი ფათხა- ფუთხით დაგვემშვიდობა და შემატოვა ქუჩას და კაცს...

რატომღაც ხელჩაკიდებულმა ჩავუარეთ, ოპერას, კავშირგაბმულობის სახლს... რუსთაველზე, მერე რომ მოჭრეს, იმ ჭადარს და დავეშვით ელბაქიძის დაღმართისკენ...
დანდობილად მივყვებოდი , ნება- ნება ვაგემოვნებდი თვალსა და ხელსშუა დამწიფებული ალუბლის წვეთებს....
უკვე მიყვარდა!
****
დღეც ისეთი ცხელი იყო,
მეტიც-მწველი-
აიტანდა გადათეთრებულ,გაბრდღვიალებულ ხასიათის ზედაპირზე, ალუბლის ლაქას!

ნაკვესი - VII

არამარტო განსხვავებული სახლების გამო, ჰაერის კუბში მომწყვდეული დახუთულობის გამო,
პლეხანოვი მაბრუებდა..

ერთად თავმოყრილი ნესტის და მეცხრამეტე საუკუნის დავიწყებული სურნელი ასდის სახლების ბათქაშებს...
მეგრულ პრონანსიანი ,მოკლრძლებულ პერანგიანი და ცხა ა დგილას მოშაბაშე ყმაწვილი რომ ევრორმონტიან , თუნდაც კომუნალკაში არ და ვერ იცხოვრებდა , მივხვდი, მაგრამ
დაბრეცილკიბეებიანი , სველი ნახევარსარდაფის ბინადარიც არ მეგონა, მთლად...

ოდნავ თავდახრილი შეუდგა კიბეებს დაღმა, მე რა მე მხრებამდეც ვერ ვწვდებოდი.. ჩამიყოლა...

გასაღები, კარად სახელდებულ ფიცრებს ზემოდან გამოაცურა და , ხელის მიკარებითაც , რომ ადვილად გაიღებოდა იმ საკეტს მოარგო..
შევედით..

ოთახის შუაგულში , ჭერზე ეკიდა მავთულისგან დაგრეხილი ე.წ "ვეშოლკა", ზედ სუფთა, სუფთა, ნესტის სუნიც რომ ვერ მოერეოდა, ისეთი ,ექვსიოდე პერანგი ეკიდა-მერე დავთვალე, სხვა დროს..

ერთი, სამნახევარ ფეხიანი მაგიდა და საკუბოვე ტახტზე-უბანში რომ ყველა დაატარებს , სანამ ნამდვილ კუბოს მოიტანენ (ფიცარნაგზე) კოხტად დაგებული ლოგინი, სრულიად ამოვარდნილი იყო ამ რეალობიდან..

მოლბერტი -პალიტრა კი იდგა ღირსეულად და ნესტის სუნს ზეთის საღებავების სასიამოვნო სუნით თრგუნავდა...

ღრმად ჩავისუნთე ,მინდოდა ეს სუნი დიდხანს ..დიდხნას დამემახსოვრებინა

ეს არ იყო
ღარიბი სტუდენტ ,მხატვარ,მგალობლის სამყოფელი

ეს დასამახსოვრებელი სივრცე იყო... ლამაზი , ახალგაზრდა კაცის, შინა -არსით ამოვსებული სივრცე...

***********
გამხმარ და გახუნებულ მწვანე ხახვის ფოთლებს , სულ ოდნავ ალაგ -ალაგ ჰქონდა შერჩენილი მბჟუტავი სიხასხასე, სუნიც, რასაკვირველია მინავლებული, ჩამქრალი მწვანე ხახვის სუნი..
სამაგიეროდ
ბოტLში გამესამედებული ღვინო კამკამებდა ვარდისფრად...

და გაქვავებული პურის ნატეხები ... ობის წვრილი ნამცეცებით დაცვარული-ბოლო "მაზოკი" იყო ამ დრო და სივრცე გაშეშებულ პაწაწინა ნახევარსარდაფში....

*****
ეს იყო კარგი,
არა , საუკეთესო დისონანსი, მთელ დანარჩენ სამყაროსთან..

გახუნებული კონვერტის, აი წლები რომ იკარგება კონტინენტებზე და მერე ჩამოაღწევს, აი ასეტი კონვერტი- ოთახი ჰქონდა პერსონაჟს!

ნაკვესი VIII

**********************
რა უნდა შემოეთავაზებინა...
?
გამესამდებული ბოთლიდან, ვარდისფერი ღვინო ჩამოასხა აზერულ ჩაის (გულმუცელგამოყვანილ)მომცრო ჭიქებში და უხმოდ , კი არ მომიჭახუნა..
არამედ...
"არამედმომიკაკუნა"....
კი ზუსტად ასე იყო -" არმედმომიკაკუნა!"

როგორც წესი, არ და ვერ ვსვამ(ისედაც სულ მთვრალივით ვარ)
ან ვტირი,
ან ყველის ვაჭარივით ვიკრიჭები...

შეჭამ რამეს? -ისე მკითხა, გეგეონებოდა დადიანების ტრაპეზი მედო ცხვირწინ და ვიბზუებდი...
უაზროდ შემოვხაზე სამკუთხა ბარატივით პატარა სივრცე, რაც ნიშნავდა

რას-
რას მთავზობ..?
ჟესტიკულაცია მომთავრებული არ მქონდა, კედლის კარადა გამოაღო, კედელში ჩაშენებული , გარედან ფრიად გაურკვეველი წარმოშობის , მაგრამ როგორც არ უნდა გამკვირვებოდა კარგა მოზრდილი შიგთავსით, ზამთრის მარაგებით პირთამდე გამოტენილი თაროები გამოაჩინა..
"ამას მიმალავდით" -შეძახილს გავდა ჩემი შესაგებებელი გამოხედვა და დანართად წრეც..

მშიოდა
დავტრიალდით..
ლამის ყველა ქილას ავხადე თავსიქალა
და ..................
ვინ ჩემი ფეხები იყვნენ დადიანები , სუფრა გაიშალა...
საშინლად, საშინლად ჩქარა ვჭამ...
მგელივით...
ვილუკმები ისე მადიანად-უდაბნოდან სააქაოს მობრუნებულ ასკეტსაც რეტს დავასხამ და ავაღმურძლებ...
ვერ ვიტან დან ჩანგალს
თუ მშია და მგელიც მიტოკავს , ხომ საერთოდ... ათივე თითს ხელის მტევნამდე ვყოფ თეფშში, ვასოდომგომორებ ყველაფერს...
ამ დროს საერთოდ, საერთოდ არაფერი უნდა მკითხო
აზრი არა აქსვ-მთელი ვნება საჭმლისკენაა მიმართული და მხოლოდ მაშინ ცხრება, როცა უკანასკნელი მარცვალი მოპრიალებულ თეფშს განაჩენივით შემორჩება...

ვნაყდრები კი ძალიან სწრაფად და მერე ასევე სწრაფად ვდგები განსჯის ხასიათზე, სადაც წამყვანი ხაზი-ამაოებააა..
და ვამუნათებ დანრჩენ მსოფლიოს რომ დროულად არ შექმნა ტაბლეტი საკვების ნაცვლად- ატმის არომატით, თაფლის გემოთი ან სულაც კიტრის სურნელი არ იფრქვევა მრგვალი აბიდან...
მოკლედ
მძულს ღეჭვის ცერემონია....დანაყრებული სისხლძრღვები და დამცხრალი ტვინის გუგუნა ექო- "გამაძღარი ვარ"..
ფუი..
ავშენდი....ცილებისგან ..ნახშირწყებისგან .... სავსეა- ერთიც, ორიც, სამიც და გნებავთ, თორმეტი გოჯი ნაწლავიც...

ეს პროცესი დამთრგუნველია...
მაგრამ რას ვიზამ...
*****
ის ნელა ჭამდა...
ნელა ღეჭავდა...
ჩემი კვების რიტმი დაზვერა ...სულ, სულ ოდნავი სინანულიც კი ვერ ამოვიკითხე მის მზრეაში, ვერც მარაგების შეთხელებაზე შევატყვე დარდი..
პირიქით,
პროცესს ისეთი ნეტარებიტ დაუჭირა მხარი.შემეშინდა...
ასე პედარასტები გიყურებენ,
ჭამაში ჩადებული ენერგიის ხარჯზე , არშემდაგრი სექსი უფრო გამართლებულია....

და ასეც გავიფიქრე-
პედარასტია...

და მყისიერად , გზად რომ გულში ალაუბალი მიღვიოდა , ტკაცანიტ ჩამოჭკნა და მოიჭმუჭნა...
მშრალი ,
დაჩირებული ალუბლის სუნი დატრიალდა და ახლა ერთი ყლუპი "რუჟი"-ვარდისფერი ღვინის ერთი ყლუპი კი არადა,
ვარდისფერი თუნდაც წვეთი, სასწრაფოდ მჭირდებოდა გამომშრალი ყელის ჩასასველებლად!\
მოვსვი, ერთი კი არა ორი ყლუპი..
ღვინო ცოთატი ქარდაკრული იყო, ოდნავ აძმარებული,მაგრამ თავისას ნამდვილად ჩაიდენდა-ოდნავ შემათრო...
ზუსტად ისე,
ფოკუსი რომ არ გემღვრევა და პირიქით ყველაფერს მკვეტრად ხედავ უფრო გაზვიადებულად, მაგრამ დამაჯერებლად.. დამჯდარ ფერებში და ტონალობებეში..

ფერები ახლა ნამდვილად თავის ადგილას იჯდა....
კედლეზე ერთი სველი ხაზი , ოდნავ ჩაჟანგებულ ზედაპირს გაკვალული სიდარბაისლით დანდობილად მიყვებოდა...როგორც ჩანს დიდიხანია კედელი ჟონავს...

ერთ წერტილს მივაშტერდი, სადაც ხაზი, წყლის პაწაწინა და სველი ხაზი რაღაც კორძისმაგვარს ნელა უვლიდა გვერდს...
წარმოვიდგინე სხვა მაშტაბისას , რა ხმა ექენებოდა წყალსაც და კორძსაც..
ახლა ეს ყველაფერი ამ ოთახისთვის შესფერისი სიჩუმით იყო ჩადენილი ,

თითქოსს
შავ-თეთრი ფანქრით მიახატეს კედელზე წვიმა!

*****

Posted by: klo-C 12 Mar 2015, 12:48
anamch
ძაან კარგია, მორჩა თუ აქვს გაგრძელება?

Posted by: anamch 13 Mar 2015, 13:51
გაგრძელება

****************

*****
გასაოცარი იყო მასპინძლის განივთება ამ რეალობასთან, იოტისოდენა უხერხულობა, ან თუნდაც დამორცხვება , ნესტის, დაბლი ჭერის, ნახევარსარდაფის და ბოლოს დაბოლოს პირსაბანის უქონლობის გამოც კი (რომელიც ახლო მახლო არასდ იგულისხმებოდა)-არ იგრძნობოდა...

მავთულზე დაკიდებული გაქათქათებული პერანგების დათვალა მოვახერხე...
ამ გულისგამაწვრილებელი და მოუთმენელი სივიწროვის ფონზე
რატომ იყო ეს ადამიანი ასეტი მშვიდი..
ასეტი თავდაჯერებული
და ბლოსდაბოლოს რა უფლებით იყო ასეთი ლამაზი?
X -ნაკვესი

*****
ზუსტად ის შემაჩნია და შეიმჩნია, რაც ყველაზე ნაკლებად უნდა გამეთქვა...
გამორთო ჩემი სკანერი...
კედელიც ისე გადიდა, ჭერიც ისე ამაღლდა...
ისეთი სასურველი გახდა სიდიდე
საკუთარ თავში რომ ვერ ეტევი და გაქცევა გინდა..
საკუთარი ტავიდან დახსნა....
ტორმ ჰე
ალუბალი, ერთი კი არა, მილიარდობით ალუბლის წვენი ნაკადულივით გადმოიღვარა...

ფრტხილად კოცნიდა დაძაბულ თითებს...
ნერვებს ითვლიდა კისრის ძარღვებთან ....
ისე ფეთქავდა.....

*******************
ასე დაძაბულად, ასეთი მონდომებით მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ შეიძლება ტილოზე მონასმის გაკეთება...
სხვა ასეთი გადარევა,არც ფუნჯს და მით უფრო ქსოვილს, არ შეუძლია...

როდესღაც მორჩა
ხატვას....

მინდოდა ეს ჩემი პორტრეტი ყოფილიყოო
წესითაც და რიგითაც ეს ჩემი პორტრეტი უნდა ყოფილიყო!

XI
******************
მოლბერტიდან წყნარად გამოიღო, ნახატი, მოძველებულ , ცოტა შელანძღულ თეთრ, უჩვეულოდ სქელ ცელოფნის პარკში საგულდაგულოდ გაახვია, კარგად "დასკოჩა და ფეხებთან დამიდო...
-მერე ნახე, როდესმე, კარგი...
აი ახლა ზუსტად იმ ხმით მითხრა , როგორც ქაშუეთში ამტავრებდა საგალობელს, დაღმავალი ნოტით...

ნახატი , სახლამდე, არდაბადებული (არასდროს რომ არ უნდა დაიბადოს) ბავშვივით მივიტანე....
ადგილს ვერ ვუძებნიდი
ვერც გავხსენი
არ ვიცი რატომ ვერ გავხსენი...

"მხოლოდ ამ სახლში მენატრები დაუსრულებლივ,
მოვდივრ , ვეძებ შენი სუნთქვით გაჟღენთილ ღამეს..
კედლიდან
ჩემდა სანუგეშოდ გადმოსულები-
მოვლენ სულები ...
და ჩემი დღის უკუნეთს რთავენ....

ნეტავ რა უნდა გამაკვირვოს ასე ძალიან?
რომ თურმე,
სადღაც
სიყვარულის მერეც არსებობ.....
რომ ქალი.....მართლაც სიკვდილამდე მხოლოდ ქალია!!!!!!!!!!
და არასოდეს მზად არ არის სააღსარებოდ!

*******************
XII
ვიცი რომ ამას და კიდევ ბევრ ლექსს, მწვანე, თორმეტფურცლიან რვეულში ჩავწერ.
როდესმე მის ნახატსაც აუცილებლად ვანხავ, მაგრამ
ქაშუეთში არ დავდივარ..
არ მინდა ვნახო..,
არც ვინმე მეძებს,, რომ თავი ავარიდო
დავიმალო...

ზაფხული ისე ჩათავდა.... სექტემბრის გახანრძლივებული სიმხურვალით...
და სადღაც თვის ბოლოს წამოეწია შემოდგომა...

Posted by: lela_85 14 Mar 2015, 00:40
დიდი ხანია არაფერი დამიწერია...
ან იქნებ არც ღირს, სიტყვები თითქოს ჭიკარტებით მივაწებე ფორუმ.გეს....

აი ასე ... ჭიკარტებით ვსვავ ყველა სიტყვას...

სიტყვებს ყოველთვის ვღალატობდი მრავალწერტილებთან.....
მაგრამ რაღაც ძალიან ლამაზად გამოიყურება ჭიკარტებით ყვითელ ფურცლებზე ჩამოწერილი ემოციები....

თუმცა არ გვაქვს ყვითელი ფურცლები, ჭიკარტის ფუნქციასაც add reply ასრულებს...

იქნებ ეს სიტყვები ბოლო ამოსუნთქვა იყო...

იცი, მიხარია კიდეც, როცა ამ გამომზეურებულმა სიტყვებმა თბილი და სანუგეშო ადამიანი მაპოვნინა...
ეს ხომ უკვე სიხარულია, აი ზუსტად ,რომ იცი ერთი ადამიანი მიანც წაიკითხავს ამას... მოვა და თბილად გაგიღიმებს....

ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი , საოცარია კიდეც თითქოს ეს ცხოვრება ...
ყველა ადამიანი საკუთარი სიტყვით....მზერით.... სევდით .... სიხარულით....

დაოჯახებულები, განქორწინებულები....

ყველას თავის წილი დარდი , რომ დაჰყვებათ....
არა და არც არავის უთხოვია ჩემთვის მოდი დამაკვირდი..... არავის არ გამოუზეურებია საკუთარი სევდა...
მე კი აი ეხლა აქ ვარ და ვფიქრობ მათზე... არ ვიცი რატომ , რისთვის, მაგრამ ძნელია ხედავდე და იტანდე ამდენ სევდას...

ახალგაზრდების გარდა ,არავინ არ საუბრობს დღევანდელ წამზე.....
ყველა წარსულში იხსენებს სიხარულს....
ყველა წარსულში იხსენებს პირველ ემოციას...
ყველა წარსულით ხარობს...

აწყოში სიჩუმეა....

არ ვიცი რამდენი მოხუცებულისგან გავიგე სიტყვა: მარტო ვარ...
არ ვიცი რადენი მოხუცებული მოქცეულია ოთხ კედელს შორის და არ ვიცი რაზე ფიქრობს....

არ ვიცი მეც რატომ ვფიქრობ ამდენს...
არ ვიცი მეც რატომ ვხედავ ამდენს....
არ ვიცი მე რატომ ვწერ ამდენს....

და ის დამრჩენია მაბედნიერებდეს იმ ახალგაზრდები სახე, რომელებსაც შერჩათ ღიმილი.....

უფ რამდენი დამიწერია smile.gif და არც არაფერი.....

და ყველაფრის მიუხედავათ მინდა მჯეროდეს , რომ მიყვარს ადამიანები, რომლებიც თვალებში მიყურებენ და ისე მატყებენ..... ისინიც ხომ ადამიანები არიან..... რომლებიც იცავენ საკუთარ თავს...........

Posted by: klo-C 14 Mar 2015, 21:36
anamch
რატომ არ მოინდოდა კიდევ ენახა

ეგ ცოტა ბუნდოვანია

Posted by: მარიამ_მ 16 Mar 2015, 13:53
დღეს სამსახურში მიმავალი, ბოლო ხმაზე ვუსმენდი კორეულ პოპს და ვფიქრობდი, რამდენი რამე გავაკეთე არასწორად... ვიწყებდი თავიდან ასე რომ ყოფილიყო, ისე რომ ყოფილიყო... სამწუხაროდ მე არ აღმოვჩნდი იმდენად ჭკვიანი რომ სხვის შეცდომებზე მესწავლა და მაინც მგონია რომ ჩვენი საკუთარი შეცდომებია სწორედ ის რაც ცხოვრების გაგრძელების სტიმულს გვაძლევს...

Posted by: anamch 17 Mar 2015, 08:32
klo-C
QUOTE
რატომ არ მოინდოდა კიდევ ენახა

ეგ ცოტა ბუნდოვანია

ვნახოთ,,იქნებ უნდოდა კიდეც!
smile.gif

Posted by: nigo 19 Mar 2015, 10:22

როგორ ხართ?
საუკუნეა არ შემომიხედავს ფორუმზე,კულინარიაში დავპოსტე ერთი და მორჩა.

პოლიტიკაში რომ აღარ ვპოსტავ ,საკუთარი თავი შემიყვარდა biggrin.gif

Posted by: nigo 23 Mar 2015, 21:15
რას ვშვებით?
ჩავიქნიეთ ხელი და ჩავძირეთ თემა? sad.gif sad.gif

Posted by: t-90 24 Mar 2015, 02:18
nforumi
QUOTE
უნდა შეეძლოს თუ არა დამქირავებელს დაქირავებულის დათხოვნა

მაპატიე მარა ამ სტატიაში არასწორად განიხილავ.
ტოესწ იდეალური მოდელი კი არის მარა რეალობაში რა ხდება მე გეტყვი.
აიყვანენ სტაჟიორს, აპახავებენ ხუთი კაცის მაგივრად უხელფასოდ ან მინიმალურ ხელფასზე, როცა აყვანის დრო მოვა ტრაკში წიხლი და დაიწყებენ ისევ იმ ციკლს.
საქართველოში სულ ასეა.
არანაირი დაქირავებულის წახალისება, არანაირი დაზღვევა, არანაირი ხელშეწყობა. ის კი არა აიტი ვიყავი და რეკეტიორობა მიწევდა რო ჩემი საქმისთვის რაც საჭირო იყო ის "გამომეძალა". ვმუშაობდი საკმაოდ იაფად და გამომიშვეს.
მერე კიდე ახალი სტაჟიორი აიყვანეს ისიც იაფად აპახავეს. და ა.შ.
QUOTE
სუბსიდიების შესახებ

ესეც არასწორადაა განხილული.
სახელმწიფოს გააჩნია თავის ინტერესები.
მაგალითად ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ის სუბსიდიებით იკვებება. იშვიათია უმაღლეს დონეზე მომგებიანი სასოფლო სამეურნეო ბიზნესი.
მაგრამ სოფლის მეურნეობა აუცილებელია ქვეყნისთვის.
საჭმელი მასლოუს პირამიდაში არის პირველ ადგილზე. მერე არის ინდუსტრიები, აიფონები და ა.შ.
იგივე თავდაცვა არის ნებისმიერ ქვეყანაში სუბსიდირებადი დარგი. სრულად სუბსიდირებადი თან. არანაირი პირდაპირი სარგებელი თავდაცვის ხარჯებს არ აქვს.
მარა აბა რომელი ქვეყანა გინახავთ ჯარის გარეშე? არცერთი.

მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ბრიტანეთის და გერმანიის შედარებით.
ბრიტანეთი დაადგა აბსოლუტურად ლიბერალურ გზას. შედეგად წარმოების უმეტესობა გატანილ იქნა ბრიტანეთიდან, სოფლის მეურნეობა მოკვდა და ა.შ.
გერმანია დაადგა ქრისტიან დემოკრატიის გზას, სადაც სხვათაშორის საკუთარი პროდუქციის პროტექცია და ა.შ. შედიოდა.
დღეს ბრიტანეთზე დაახლოებით ტრილიონით მეტი ჯიდიპი აქვს. სადღაც რვაათასით მეტი აქვს პერ კაპიტაც.

მოკლედ რისი თქმა მინდოდა რა ბიზნესი არის წყალივით, დაბალი ხელფასი სადაც არის იქითკენ მიედინება. შეიძლება წავიდეს აფრიკაში, ჩინეთში და ა.შ. საქართველოდან.
მარა თუ გვინდა ე.წ. welfare state ვიყოთ მაშინ ლოგიკურად გამართლებული რეგულაციები, საკუთარი პროდუქციის პროტექცია და ა.შ. უნდა ვქნათ.
სრულად ლიბერალური მიდგომა უზრუნველყოფს იმპორტზე დამოკიდებულებას (ნუ სუსტი ქვეყნის შემთხვევაში საერთოდ კატასტროფაა)
სრულად სოციალისტური მიდგომა უზრუნველყოფს ბიზნესის შეჩერებას.
ასე რომ ოქროს კვეთაა საჭირო საპოვნელი.
ნუ პლუს პოლიტიკური სტაბილურობა აუცილებელია.
პ.ს. დავუშვათ ავიღოთ მილიარდი დოლარის პროდუქციის მოთხოვნა(მაგალითად საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ა.შ.).
თუ ამ მოთხოვნას ადგილობრივი პროდუქტის ხარჯზე დავაკმაყოფილებთ ის რამდენიმე მილიარდის დოვლათს შექმნის. ბიზნესი განვითარდება საქართველოში, უფრო მეტი ხალხი დასაქმდება, უფრო მეტი გამდიდრდება და ა.შ.
თუ ამ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ იმპორტის სახით, ადგილობრივად დაგვრჩება მიზერული თანხა, ის პროცენტი რასაც დისტრიბუტორული ფირმა მოიგებს ი ვსიო.
მესმის რომ ბევრი რამის სრული ციკლი წარმოების აქ შეუძლებელია მაგრამ რისიც შესაძლებელია ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების საკვების და ა.შ. ის მაინც შეიძლება ვაწარმოოთ.

Posted by: nigo 27 Mar 2015, 09:58
nforumi
როგორ ხარ?
სად დაიკარგე?

Posted by: annavita 28 Mar 2015, 09:01
.................................................. შაბათ შალომ biggrin.gif))

Posted by: nigo 30 Mar 2015, 09:53
nforumi
ხომ კარგად ხარ?
სად დაიკარგე.

Posted by: Mako Subladze 3 Apr 2015, 09:56
გამარჯობათ!
სად ხართ, ხალხო?
ჩააქრეთ ბუხარი?
ფეისბუქზე გადახვედით ალბათ.

Posted by: nforumi 4 Apr 2015, 11:57
nigo
QUOTE
როგორ ხარ?
სად დაიკარგე?

მომწყინდა ლოდინი და მეც აღარ შემოვდიოდი მერე. ახლაც ყოველი შემთხვევისთვის შემოვიხედე.

t-90
QUOTE
მაპატიე მარა ამ სტატიაში არასწორად განიხილავ.
ტოესწ იდეალური მოდელი კი არის მარა რეალობაში რა ხდება მე გეტყვი.
აიყვანენ სტაჟიორს, აპახავებენ ხუთი კაცის მაგივრად უხელფასოდ ან მინიმალურ ხელფასზე, როცა აყვანის დრო მოვა ტრაკში წიხლი და დაიწყებენ ისევ იმ ციკლს.
საქართველოში სულ ასეა.

არ გეთანხმები. მასეთი პატრონის ბიზნესს განვითარების შანსი არ აქვს და შესაბამისად მაგ დიდხანს ვერ გაგრძელდება.
როგორ უნდა აკეთებინო სტაჟიორს რამე, როცა არაფერი იცის და სინამდვილეში დანარჩენი კადრის დრო მიაქვს რომ ისწავლოს, ანუ რეალურად ხელს უშლის დამქირავებელს...
QUOTE
მერე კიდე ახალი სტაჟიორი აიყვანეს ისიც იაფად აპახავეს. და ა.შ.

იაფად აბა, ზუსტად. ეგ ყველაზე ძვირი დაუჯდება კომპანიას სინამდვილეში. და თუ ვინმეს ეს არ ესმის, სულ არ ნიშნავს რომ ასე არ არის. კვალიფიციური კადრის გარეშე ნებისმიერი ფირმა ჩაიძირება.

QUOTE
სახელმწიფოს გააჩნია თავის ინტერესები.

სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ქვეყნის ინტერესებს და არა პირიქით.
ისე არ ვიცი მე რა არის სახელმწიფოს ინტერესები.
QUOTE
მაგალითად ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ის სუბსიდიებით იკვებება.

ყველგან კარგად არის სანახავი რა როგორ ხდება მაგ სუბსიდირებაში. იმ ნორმალურ ქვეყნებშიც არის პრობლემები, რომლებსაც აჯობებს თუ გავითვალისწინებთ, მეტი შანსი გვექნება დავეწიოთ (ოდესმე).

QUOTE
თავდაცვა არის ნებისმიერ ქვეყანაში სუბსიდირებადი დარგი.

ეს ეკონომიკის დარგად განიხილავ თუ როგორაა?
თავდაცვისათვის გაკეთებული სახელმწიფო შესყიდვები სხვ საკითხია და ამას მე არსად შევხებივარ.
QUOTE
მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ბრიტანეთის და გერმანიის შედარებით.

ერჰარდი (და მისი ის გუნდი, რომელიც ავითარებდა თავისუფალი ბაზრის იდეას)
Ludwig Wilhelm Erhard (German: [ˈluːdvɪk ˈɛ
* * *
აუჰ,
რამდენი ვწერე და მოაჭრა ... რა დაწერს ახლა თავიდან.

ერთი სიტყვით, თუ საინტერესოა, მოდი მიმდევრობით განვიხილოთ საკითხები, კერძოდ რაში ვცდები.

თუ მე მეშლება, არ მაქვს პრობლემა, გადავალ იმ პოზიციაზე, რომელსაც დავინახავ რომ სწორია smile.gif მთავარია ეს უნდა დავინახო.

Posted by: t-90 4 Apr 2015, 12:56
nforumi
QUOTE
რ გეთანხმები. მასეთი პატრონის ბიზნესს განვითარების შანსი არ აქვს და შესაბამისად მაგ დიდხანს ვერ გაგრძელდება.
როგორ უნდა აკეთებინო სტაჟიორს რამე, როცა არაფერი იცის და სინამდვილეში დანარჩენი კადრის დრო მიაქვს რომ ისწავლოს, ანუ რეალურად ხელს უშლის დამქირავებელს...

რავი
ბანკები, დიდი ფირმები და ა.შ.
მშვენივრად ვითარდებიან.
საქართველოს ბანკს რამე პრობლემა შექმნია ოდესმე?
ვითარდება კი არა ლამის მონოპოლისტია.
იდეალურ სამყაროში კი ბატონო. '
მარა რეალობაში ვერა რა.
QUOTE
იაფად აბა, ზუსტად. ეგ ყველაზე ძვირი დაუჯდება კომპანიას სინამდვილეში. და თუ ვინმეს ეს არ ესმის, სულ არ ნიშნავს რომ ასე არ არის. კვალიფიციური კადრის გარეშე ნებისმიერი ფირმა ჩაიძირება.

ყველაფერს კვალიფიციური კადრი არ სჭირდება.
ვაბშეტა დიდ კომპანიებში 70-80% პოზიციას რამე განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ სჭირდება.
აქედან გამომდინარე ძვირი არა იაფი უჯდებათ.
QUOTE

სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ქვეყნის ინტერესებს და არა პირიქით.
ისე არ ვიცი მე რა არის სახელმწიფოს ინტერესები.

ქვეყანა = სახელმწიფოს.
QUOTE
ყველგან კარგად არის სანახავი რა როგორ ხდება მაგ სუბსიდირებაში. იმ ნორმალურ ქვეყნებშიც არის პრობლემები, რომლებსაც აჯობებს თუ გავითვალისწინებთ, მეტი შანსი გვექნება დავეწიოთ (ოდესმე).

არა უბრალოდ არსებობს ელემენტარული რაღაცეები, როგორიც არის კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
რომელიც მამენტ დიდად მომგებიანი ბიზნესი ვერასდროს ვერ იქნება, რისკებია ბევრი და ა.შ.
რომ არა მაგის სუბსიდირება ჩემს ფეხებს შევჭამთ (უხეშად რომ ვთქვათ)
მოსახლეობა განუხრელად იმატებს დედამიწაზე, საჭმელი კიდე არ იზრდება.
ძია მალთუსის თეორია იჩითება ფაქტიურად.
QUOTE
ეს ეკონომიკის დარგად განიხილავ თუ როგორაა?
თავდაცვისათვის გაკეთებული სახელმწიფო შესყიდვები სხვ საკითხია და ამას მე არსად შევხებივარ.

ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია თავდაცვა.
მაგალითად შვედეთის ბიუჯეტში 15% თავდაცვის და სამხედრო კომპანიებს შეავთ ბოფორსი, სააბი და ა.შ.
QUOTE
ერჰარდი (და მისი ის გუნდი, რომელიც ავითარებდა თავისუფალი ბაზრის იდეას)

ერჰარდს რაც შეეხება.
და თავისუფალ ბაზარს.
ერჰარდის მთავარი მოტივი იყო საკუთარი წარმოების პროტექცია, რეკლამირება და ა.შ.
ამის ხარჯზე მოხდა გერმანიის ზრდა.
პლუს მარშალის გეგმა რა თქმა უნდა.

ანუ იმის თქმა მინდა რომ სრულიად თავისუფალი ბაზარი არ ამართლებს ისე როგორც პროტექციონისტური მიდგომა.

მარტივ სიტუააციას მოვიყვან რა.
აი ავიღოთ საკვები პროდუქტები, პური და ა.შ.
ანუ ეს ისეთი რამეა რასაც ასე თუ ისე მოვიხმართ ხომ ასეა? შეიძლება ტანსაცმელი არ მოიხმარო მარა საჭმელს მოიხმარ ყველა ვარიანტში.
აი დავუშვათ ქვეყანა მოიხმარს მილიარდი დოლარის საჭმელს წელიწადში.
თუ ეს მილიარდი დოლარი დარჩება საქართველოში, ეს მილაირდი დოლარი შექმნის სამი მილიარდი დოლარის დოვლათს+ ზრდის პერსპექტივას როგორც ბიზნესში ისე სხვაგან.
თუ ეს მილიარდი დოლარი გავა საქართველოდან გაიზრდება სხვა ქვეყნის ეკონომიკა.
ნუ რა თქმა უნდა 100% ყველაფერს აქ ვერ ვაწარმოებთ და თვითკმარი ვერ ვიქნებით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ეს პროცენტი მაღლა ავწიოთ.
პლუს რა თქმა უნდა ექსპორტზე გატანის საშუალება და რამე.

Posted by: nforumi 4 Apr 2015, 13:19
t-90
QUOTE
რავი
ბანკები, დიდი ფირმები და ა.შ.
მშვენივრად ვითარდებიან.
საქართველოს ბანკს რამე პრობლემა შექმნია ოდესმე?
ვითარდება კი არა ლამის მონოპოლისტია.
იდეალურ სამყაროში კი ბატონო. '
მარა რეალობაში ვერა რა.

ვითარდება არა იმიტომ რომ სტაჟიორის შრომას იყენებს, არამედ აკეთებს კადრის რეალურ შერჩევას. ასიდან შეიძლება ერთი აიყვანოს, ვინც მართლა ღირებულია მისთვის. დანარჩენი 99 შეიძლება ფიქრობდეს რომ ტყუილა "აპახავეს", მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ასეა.

QUOTE
ყველაფერს კვალიფიციური კადრი არ სჭირდება.
ვაბშეტა დიდ კომპანიებში 70-80% პოზიციას რამე განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ სჭირდება.
აქედან გამომდინარე ძვირი არა იაფი უჯდებათ.

ყველფერს ჭირდება კვალიფიკაცია, დამლაგებელსაც კი. და სამწუხაროდ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა დღეს საქართველოში.

QUOTE
ქვეყანა = სახელმწიფოს.

პრინციპულად არ ვეთანხმები. საქარველო არის ქვეყანა, რომელსაც ერთ დროს მეფეც ყავდა (ანუ ქონდა მონარქიული სახელმწიფო), სულ არ ქონდა სახელმწიფო, სოციალისტური ვითომ სახელმწიფო ქონდა, ახლა რაც გვვაქვს ის გვაქვს, მაგრამ ქვეყანა ყოველთვის საქართველო იყო და არის. სახელმწიფო ჩემთვის ქვეყნის მართვის ინსტრუმენტია მხოლოდ და მინდა რომ ეს ინსტრუმენტი რაც შეიძლება კარგი იყოს.

QUOTE
არა უბრალოდ არსებობს ელემენტარული რაღაცეები, როგორიც არის კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
რომელიც მამენტ დიდად მომგებიანი ბიზნესი ვერასდროს ვერ იქნება, რისკებია ბევრი და ა.შ.
რომ არა მაგის სუბსიდირება ჩემს ფეხებს შევჭამთ (უხეშად რომ ვთქვათ)
მოსახლეობა განუხრელად იმატებს დედამიწაზე, საჭმელი კიდე არ იზრდება.
ძია მალთუსის თეორია იჩითება ფაქტიურად.

ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა.
ყველაფერი უნდა ღირდეს იმდენი, რაც რეალურად ღირს და არ უნდა ზედმეტი ხელის ფათური, ამით რეალურად პრობლემას ვერ ვშველით, შეიძლება დროში ცოტა გადავავადოთ.
QUOTE
ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია თავდაცვა.
მაგალითად შვედეთის ბიუჯეტში 15% თავდაცვის და სამხედრო კომპანიებს შეავთ ბოფორსი, სააბი და ა.შ.

სახელმწიფო კომპანიებზე თუა საუბარი, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ეგ თავდაცვა არ არის.

* * *
QUOTE
ერჰარდს რაც შეეხება.
და თავისუფალ ბაზარს.
ერჰარდის მთავარი მოტივი იყო საკუთარი წარმოების პროტექცია, რეკლამირება და ა.შ.
ამის ხარჯზე მოხდა გერმანიის ზრდა.
პლუს მარშალის გეგმა რა თქმა უნდა.

ანუ იმის თქმა მინდა რომ სრულიად თავისუფალი ბაზარი არ ამართლებს ისე როგორც პროტექციონისტური მიდგომა.

პროტექცია საერთოდ არ არის კარგი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, კონკრეტული განსაზღვრული პერიოდით, გათვლილი მიზნისათვის შეიძლება იყოს შედეგიანი.

QUOTE
იმის თქმა მინდა რომ სრულიად თავისუფალი ბაზარი არ ამართლებს

ასეთი ცივილიზაციის პირობებში არ არსებობს და რა იცი რომ ასეა?
პრობლემა ისაა რომ ვერ ვაღწევთ ასეთ მდგომარეობას.

QUOTE
მარტივ სიტუააციას მოვიყვან რა.
აი ავიღოთ საკვები პროდუქტები, პური და ა.შ.
ანუ ეს ისეთი რამეა რასაც ასე თუ ისე მოვიხმართ ხომ ასეა? შეიძლება ტანსაცმელი არ მოიხმარო მარა საჭმელს მოიხმარ ყველა ვარიანტში.
აი დავუშვათ ქვეყანა მოიხმარს მილიარდი დოლარის საჭმელს წელიწადში.
თუ ეს მილიარდი დოლარი დარჩება საქართველოში, ეს მილაირდი დოლარი შექმნის სამი მილიარდი დოლარის დოვლათს+ ზრდის პერსპექტივას როგორც ბიზნესში ისე სხვაგან.
თუ ეს მილიარდი დოლარი გავა საქართველოდან გაიზრდება სხვა ქვეყნის ეკონომიკა.
ნუ რა თქმა უნდა 100% ყველაფერს აქ ვერ ვაწარმოებთ და თვითკმარი ვერ ვიქნებით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ეს პროცენტი მაღლა ავწიოთ.
პლუს რა თქმა უნდა ექსპორტზე გატანის საშუალება და რამე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა როგორმე ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ, ექსპორტს ხელი უნდა შევუწყოთ. სრულად გეთანხმები. ლაპარაკია რა არის საჭირო იმისათვის რომ ეს გაკეთდეს? მე ვფიქრობ რომ რაც მეტი სოციალისტური მიდგომა იქნება ამ საკითხისადმი, უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ საბოლოო ჯამში.

Posted by: t-90 4 Apr 2015, 15:25
nforumi
QUOTE
ვითარდება არა იმიტომ რომ სტაჟიორის შრომას იყენებს, არამედ აკეთებს კადრის რეალურ შერჩევას. ასიდან შეიძლება ერთი აიყვანოს, ვინც მართლა ღირებულია მისთვის. დანარჩენი 99 შეიძლება ფიქრობდეს რომ ტყუილა "აპახავეს", მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ასეა.

აუ ოღონდაცა რა.
თუ აკდრს არჩევ მაშინ ტესტირებით არჩევ ან რამე ამგდაგვარით>
და ყველა შავ საქმეს რო სტაჟიორებს აკეთებინებენ და წლებით ყავთ სტაჟიორები ექსპლუატაციაა აბა რა ჩემიფეხებია.
QUOTE
ყველფერს ჭირდება კვალიფიკაცია, დამლაგებელსაც კი. და სამწუხაროდ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა დღეს საქართველოში.

ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა ხო? biggrin.gif
ბანკის ოპერატორი მზადდება ორ თვეში,
დისტრიბუციის ერთში.
ჩემი თვალით მინახავს ასე ვთქვათ.
დიპლომი დიპლომად და საქმეს ხუთიანზე აკეთებენ ეხლაც.
მარა რეალურად რა ხდება: სტაჟიორად წელს ან ექვს თვეს აპაახავებენ უფასოდ ან დაბალ ხელფასზე, მერე არ აიყვანენ. მერე კიდე ახალ სტაჟიორს აიყვანენ და კიდე აპახავებენ.
QUOTE
პრინციპულად არ ვეთანხმები. საქარველო არის ქვეყანა, რომელსაც ერთ დროს მეფეც ყავდა (ანუ ქონდა მონარქიული სახელმწიფო), სულ არ ქონდა სახელმწიფო, სოციალისტური ვითომ სახელმწიფო ქონდა, ახლა რაც გვვაქვს ის გვაქვს, მაგრამ ქვეყანა ყოველთვის საქართველო იყო და არის. სახელმწიფო ჩემთვის ქვეყნის მართვის ინსტრუმენტია მხოლოდ და მინდა რომ ეს ინსტრუმენტი რაც შეიძლება კარგი იყოს.

ნუ ახლა
როცა გვაქვს სახელმწიფო მაშინ ქვეყნის ინტერესები = სახელმწიფოს ინტერესებს.
როცა არ გვაქვს და ფაფუ ქვეყნის ინტერესები.
QUOTE
ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა.
ყველაფერი უნდა ღირდეს იმდენი, რაც რეალურად ღირს და არ უნდა ზედმეტი ხელის ფათური, ამით რეალურად პრობლემას ვერ ვშველით, შეიძლება დროში ცოტა გადავავადოთ.

იმდენი რამდენიც რეალურად ღირს არის ძალიან ვოლატილური ფრაზა.
ჯერ ერთი ვინ ადგენს რა ღირს მაგალითად პური?
აი როცა გშია ოქრო სუ ფეხებზე გკიდია და აიფონი.გინდა პური.
როცა პური გაქვს მაშინ გინდა აიფონი.
მარა მერე გავა ტექნოლოგიები მაგ ბაზრიდან, ხალხიც გავა და დაიწყება შიმშილი.
მერე ფული გექნება და პური არა.
ოთხმოცდაათიანებში როგორც ჰქონდა ჩემ ახლობელს, ფული ქონდა და პური არა. მამაჩემი შოულობდა ნაცნობობით მეზობელ პურის ქარხანაში.
QUOTE
სახელმწიფო კომპანიებზე თუა საუბარი, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ეგ თავდაცვა არ არის.

შვედეთში სახელმწიფო კომპანიებზეა.
მარა ისეც თავდაცვა არის ეკონომიკის ერთერთი დარგი. ისევე როგორც ჯანდაცვა.
QUOTE
პროტექცია საერთოდ არ არის კარგი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, კონკრეტული განსაზღვრული პერიოდით, გათვლილი მიზნისათვის შეიძლება იყოს შედეგიანი.

პროტექცია არის აუცილებელი. თუნდაც ის რომ სახელმწიფო როცა იაფად აძლევს ინვესტორს მიწას და ენერგიას, გადასახადს უკლებს და ა.შ. პროტექციაა მა რა ჩემი ფეხებია?
საქმე იმაშია რო ადგილობრივ ბაზარს რა პროდუქციაც სჭირდება მაქსიმალრუად უნდა იყოს დაფარული, და ის რისი წარმოებაც აქ შეიძLება უნდა იყოს წახალისებული.
ეგაა შენი პროტექცია რამე ბრძანება კი არაა რო ქართულის გარდა არაფერი იყიდოთო.
QUOTE
ასეთი ცივილიზაციის პირობებში არ არსებობს და რა იცი რომ ასეა?
პრობლემა ისაა რომ ვერ ვაღწევთ ასეთ მდგომარეობას.

მიღწეული იყო მეცხრამეტე საუკუნეში შუა ხანებში. მარა ჩაისვარა როგორც კი ინგლისს კოლონიები შემოეფრცქვნა.
QUOTE
რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა როგორმე ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ, ექსპორტს ხელი უნდა შევუწყოთ. სრულად გეთანხმები. ლაპარაკია რა არის საჭირო იმისათვის რომ ეს გაკეთდეს? მე ვფიქრობ რომ რაც მეტი სოციალისტური მიდგომა იქნება ამ საკითხისადმი, უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ საბოლოო ჯამში.

ქრისტიანდემოკრატიული გზა არის კარგი ანუ მემარჯვენე ცენტრისტული.
ე.წ. ბისმარკის welfare state
ანუ არც დაქირავებულები იყვნენ მთლად დაჩაგრულები და არც დამქირავებელი.

Posted by: nforumi 4 Apr 2015, 15:37
t-90
QUOTE
აუ ოღონდაცა რა.
თუ აკდრს არჩევ მაშინ ტესტირებით არჩევ ან რამე ამგდაგვარით>
და ყველა შავ საქმეს რო სტაჟიორებს აკეთებინებენ და წლებით ყავთ სტაჟიორები ექსპლუატაციაა აბა რა ჩემიფეხებია.

მე კიდე მგონია ექსპლუატაციაზე აპელირება უბრალოდ სპეკულაციაა, თუკი ადამიანს აქვს შანსი თავად გადაწყვიტოს, იმუშაოს თუ არა.

QUOTE
ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა ხო? 
ბანკის ოპერატორი მზადდება ორ თვეში,
დისტრიბუციის ერთში.
ჩემი თვალით მინახავს ასე ვთქვათ.
დიპლომი დიპლომად და საქმეს ხუთიანზე აკეთებენ ეხლაც.
მარა რეალურად რა ხდება: სტაჟიორად წელს ან ექვს თვეს აპაახავებენ უფასოდ ან დაბალ ხელფასზე, მერე არ აიყვანენ. მერე კიდე ახალ სტაჟიორს აიყვანენ და კიდე აპახავებენ.

თუ ვინმე მასე აკეთებს, ალტერნატივა უნდა შექმნას ვინმემ და დამთავრდება ეგეთი რამეები. რატომ არ იქმნება ალტერნატივა, ვინ უშლის ხელს?.
QUOTE
როცა გვაქვს სახელმწიფო მაშინ ქვეყნის ინტერესები = სახელმწიფოს ინტერესებს.

წარმოიდგინე ქვეყნის ინტერესებში უცებ აღმოჩნდეს ამ სახელმწიფოს შეცვლა დავუშვათ მონარქიული სახელმწიფოთი. მაინც ტოლობა იქნება?
QUOTE
იმდენი რამდენიც რეალურად ღირს არის ძალიან ვოლატილური ფრაზა.
ჯერ ერთი ვინ ადგენს რა ღირს მაგალითად პური?

ვოლიტარული არ ვიცი რა არის, მაგრამ ფასის დადგენის ერთადერთ მეთოდს იცნობს კაცობრიობა: გამყიდველს აწყობს ის თანხა რასაც უხდიან და მყიდველს აწყობს იმ თანხად იმის მიღება, რასაც ყიდულობს. რა თქმა უნდა თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში.

QUOTE
როცა პური გაქვს მაშინ გინდა აიფონი.
მარა მერე გავა ტექნოლოგიები მაგ ბაზრიდან, ხალხიც გავა და დაიწყება შიმშილი.
მერე ფული გექნება და პური არა.
ოთხმოცდაათიანებში როგორც ჰქონდა ჩემ ახლობელს, ფული ქონდა და პური არა. მამაჩემი შოულობდა ნაცნობობით მეზობელ პურის ქარხანაში.

კარგად მახსოვს ეგ პერიოდი. მერე ისიც გეცოდინება შენ რამ უშველა მაგ პრობლემას. მე კარგად მახსოვს smile.gif

Posted by: t-90 4 Apr 2015, 15:46
nforumi
QUOTE
მე კიდე მგონია ექსპლუატაციაზე აპელირება უბრალოდ სპეკულაციაა, თუკი ადამიანს აქვს შანსი თავად გადაწყვიტოს, იმუშაოს თუ არა.

სპეკულაცია შერჩევაზე ლაპარაკი უფრო მგონია.
როცა ამხელა კაცმა კი უნდა იცოდე ჩვენთან ერთი შერცევის მეთოდი როა.
ან ირჩევენ ნათესავებს (მეგობრებს ახლობლებს და ა.შ) ან ისეთ ტიპს ვისაც დანარჩენი ნათესავების ჩასვრილის გამოსწორებას დაავალებენ.
ეს არის ქართული ბიზნესი.
QUOTE
თუ ვინმე მასე აკეთებს, ალტერნატივა უნდა შექმნას ვინმემ და დამთავრდება ეგეთი რამეები. რატომ არ იქმნება ალტერნატივა, ვინ უშლის ხელს?.

არ აწყობს არცერთს და იმიტომ.
მარტივია მე როცა ვქირაობ სამ კაცს და მიჯდება ოცდაათი ლარი, ერთი აკცი რო მოვიყვანო რომელიც ორმოცდაათ ლარად იმუშავებს უფრო ძვირია ხო?
ხარისხი ყველას ჰკიდია რა თქმა უნდა.
QUOTE
წარმოიდგინე ქვეყნის ინტერესებში უცებ აღმოჩნდეს ამ სახელმწიფოს შეცვლა დავუშვათ მონარქიული სახელმწიფოთი. მაინც ტოლობა იქნება?

უცებ ეგრე არ ხდება.
და თუ ქვეყნის ინტერესში მსგავსი რამ აღმოჩნდა რა პრობლემაა? სახელმწიფო რა გგონია შენ?
QUOTE
ვოლიტარული არ ვიცი რა არის, მაგრამ ფასის დადგენის ერთადერთ მეთოდს იცნობს კაცობრიობა: გამყიდველს აწყობს ის თანხა რასაც უხდიან და მყიდველს აწყობს იმ თანხად იმის მიღება, რასაც ყიდულობს. რა თქმა უნდა თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში.

ხო
მარა არსებობს ბაზისური პროდუქტი.
აი წყალი ავიღოთ ხო?
დევს აქვს წყაროზე ლაპა დადებული. რამდენსაც უნდა იმდენს დააფასებს. თუ მონოპოლია ექნება.
არადა თავისუფალი ბაზარია.
ყველა გაყიდის სახლს რო წყალი დალიოს თორე მოკვდება.
QUOTE
არგად მახსოვს ეგ პერიოდი. მერე ისიც გეცოდინება შენ რამ უშველა მაგ პრობლემას. მე კარგად მახსოვს

რამ?

Posted by: nforumi 4 Apr 2015, 15:48
QUOTE
შვედეთში სახელმწიფო კომპანიებზეა.
მარა ისეც თავდაცვა არის ეკონომიკის ერთერთი დარგი. ისევე როგორც ჯანდაცვა.

ის რაც სახელმწიფოს ხელშია, არ უნდა იყოს ეკონომიკა და რაც ეკონომიკაა არ უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში smile.gif

QUOTE
პროტექცია არის აუცილებელი. თუნდაც ის რომ სახელმწიფო როცა იაფად აძლევს ინვესტორს მიწას და ენერგიას, გადასახადს უკლებს და ა.შ. პროტექციაა მა რა ჩემი ფეხებია?
საქმე იმაშია რო ადგილობრივ ბაზარს რა პროდუქციაც სჭირდება მაქსიმალრუად უნდა იყოს დაფარული, და ის რისი წარმოებაც აქ შეიძLება უნდა იყოს წახალისებული.
ეგაა შენი პროტექცია რამე ბრძანება კი არაა რო ქართულის გარდა არაფერი იყიდოთო.

რაღაცეებზე ფასების ხელოვნური ცვლა ამახინჯებს ბაზარს და არ აძლევს მას ნორმალურად ფუნქციონირების და განვითრების საშუალებას.
იმ გარკვეულ შემთხვევებშიც, რომელზეც მე გელაპარაკები, მკაცრად ლიმიტირებული უნდა იყოს პროტექცინიზმი, რათა მომავალშიც არ დაამახინჯოს ბაზარი.

ყველაზე კარგი "პროტექცია" მაინც გადასახადების დაწევაა.

QUOTE
მიღწეული იყო მეცხრამეტე საუკუნეში შუა ხანებში. მარა ჩაისვარა როგორც კი ინგლისს კოლონიები შემოეფრცქვნა.

რა იყო კაცო მიღწეული?
QUOTE
ქრისტიანდემოკრატიული გზა არის კარგი ანუ მემარჯვენე ცენტრისტული.
ე.წ. ბისმარკის welfare state
ანუ არც დაქირავებულები იყვნენ მთლად დაჩაგრულები და არც დამქირავებელი.

ტერმინებით არ ვიცი რა როგორ, იმდენნაირად ტრანსფორმირდა მათი მნიშვნელობა, მაგრამ ცხადია რომ არავინ უნდა დაიჩაგროს და ყველა უნდა იყოს თვისუფალი, ყველა თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ყველა თავად უნდა წყვეტდეს ესა თუ ის გარიგება უნდა თუ არა.

მე და შენ რომ რამეზე ვთანმხდებით, თუ შევთანხმდით, არავის აქვს უფლება აგვიკრძალოს ეს შეთანხმება, არავის, მათ შორის არც სახელმწიფოს.

და ჩემზე კარგად არავინ იცის მე ამა თუ იმ პირობით უნდა ვიმუშაო თუ არა, არავის საქმე ეს არ არის, ჩემი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ახლა თუ ვინმე იტყუება, თაღლითობს და ა.შ. ეს უკვე კრიმინალია და მასთან ბრძოლა ნამდვილად არის სახელმწიფოს ფუნქცია.
* * *
t-90
QUOTE
სპეკულაცია შერჩევაზე ლაპარაკი უფრო მგონია.
როცა ამხელა კაცმა კი უნდა იცოდე ჩვენთან ერთი შერცევის მეთოდი როა.
ან ირჩევენ ნათესავებს (მეგობრებს ახლობლებს და ა.შ) ან ისეთ ტიპს ვისაც დანარჩენი ნათესავების ჩასვრილის გამოსწორებას დაავალებენ.
ეს არის ქართული ბიზნესი.

ეს იმ კერძო კომპანიის საქმეა. არ დააყენებს მენეჯმეტს სწორად და კაი ჩიტს დაიჭერს იმასთან შედარებით, ვინც ამას სწორად და რაციონალურად გადაწყვეტს.
QUOTE
არ აწყობს არცერთს და იმიტომ.
მარტივია მე როცა ვქირაობ სამ კაცს და მიჯდება ოცდაათი ლარი, ერთი აკცი რო მოვიყვანო რომელიც ორმოცდაათ ლარად იმუშავებს უფრო ძვირია ხო?
ხარისხი ყველას ჰკიდია რა თქმა უნდა.

მაგრამ არა მგონია მეწარმეს ეკიდოს მის პროდუქციას იყიდიან თუ არა.

QUOTE
უცებ ეგრე არ ხდება.
და თუ ქვეყნის ინტერესში მსგავსი რამ აღმოჩნდა რა პრობლემაა? სახელმწიფო რა გგონია შენ?

სახელმწიფო არის ქვეყნის მართვის ინსტრუმენტი, მეტი არაფერი.
QUOTE
მარა არსებობს ბაზისური პროდუქტი.
აი წყალი ავიღოთ ხო?
დევს აქვს წყაროზე ლაპა დადებული. რამდენსაც უნდა იმდენს დააფასებს. თუ მონოპოლია ექნება.
არადა თავისუფალი ბაზარია.
ყველა გაყიდის სახლს რო წყალი დალიოს თორე მოკვდება.

მე მონოპოლიის საწინააღმდეგო არაფერი მექნება, თუ ის სხვას არ შეუშლის ხელს დაკავდეს იგივე საქმიანობით. პრობლემა სწორედ მაშინ იქმნება, როცა სახელმწიფო უკრძალავს იმ ერთის გარდა ყველა სხვას, დაკავდეს იგივე საქმიანობით.

QUOTE
რამ?

რა მაგარი იყო იცი რომ გამოვედი და მეორე დღესვე პური ყოველგვარი რიგის გარეშე ვიყიდე მაღაზიაში, თან დღისით! მანამდე ღამის 3 - 4 საათზე გავდიოდი ხოლმე, ხან მაღაზიაში, ხან ფურნეში, ხანაც ცომის ყიდვას ვახერხებდი...

უბრალოდ გაათავისუფლეს პურის ბიზნესი და ერთ დღეში მოიხსნა პრობლემა.

Posted by: t-90 4 Apr 2015, 16:10
nforumi
QUOTE
ის რაც სახელმწიფოს ხელშია, არ უნდა იყოს ეკონომიკა და რაც ეკონომიკაა არ უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში smile.gif

ეს თეორიაა.
შვედეთზე კარგი სახელმწიფო მგონი გურჯისტანი ვერაა.
ვერც მოწესრიგებით და ვერაფრით საერთოდ.
QUOTE
რაღაცეებზე ფასების ხელოვნური ცვლა ამახინჯებს ბაზარს და არ აძლევს მას ნორმალურად ფუნქციონირების და განვითრების საშუალებას.
იმ გარკვეულ შემთხვევებშიც, რომელზეც მე გელაპარაკები, მკაცრად ლიმიტირებული უნდა იყოს პროტექცინიზმი, რათა მომავალშიც არ დაამახინჯოს ბაზარი.

ყველაზე კარგი "პროტექცია" მაინც გადასახადების დაწევაა.

ფასის ხელოვნურად ცვლას რას გულისხმობ სუბსიდირებას? არის რაღაცეები რასაც გაუწევს სუბსიდირებას სახელწმიფო. იგივე სოფლის მეურნეობას.
ქვეყნის ინტერესში რაც შედის.
QUOTE
რა იყო კაცო მიღწეული?

თავისუფალი აბზარი.
იყო.
პროსტო მერე ცოტა სხვა რამეები მოყვებოდა ამ ყველაფერს.
QUOTE

ტერმინებით არ ვიცი რა როგორ, იმდენნაირად ტრანსფორმირდა მათი მნიშვნელობა, მაგრამ ცხადია რომ არავინ უნდა დაიჩაგროს და ყველა უნდა იყოს თვისუფალი, ყველა თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ყველა თავად უნდა წყვეტდეს ესა თუ ის გარიგება უნდა თუ არა.

როგრ გეკადრება.
ეს ასე იხატება ლამაზად თორე რა დევს ამის უკან გეტყვი მე შენ.
მე ვარ დიდი ბიზნესი, ირიბად ისეთ პირობებს შეგიქმნი რო შენი ბიზნესი ან უნდა მომყიდო ან უნდა გაკოტრდე. ავდგები და მე წავიღებ შენ ბიზნესს. შენ დარჩები ჩემი ფეხების გარეშე
და ყოველთვის იქნება ვიღაცა "პოკერის კარგი მოთამაშე, რომელიც სხვა ყველას ნულზე დასვამს" შესაბამისად ის გახდება მონოპოლისტიც.
QUOTE
რაც შეეხება ახლა თუ ვინმე იტყუება, თაღლითობს და ა.შ. ეს უკვე კრიმინალია და მასთან ბრძოლა ნამდვილად არის სახელმწიფოს ფუნქცია.

აბსოლუტურად არ მოვიტყუები/.
მე ვარ დიდი ბიზნესი, მივძირე სხვები და გავხდი მონოპოლისტი. შემდეგ შენ ჩემგან უნდა იყიდო სხვა გამოსავალი არ გაქვს.
ჩემ ხელში ხარ რა.
QUOTE
ეს იმ კერძო კომპანიის საქმეა. არ დააყენებს მენეჯმეტს სწორად და კაი ჩიტს დაიჭერს იმასთან შედარებით, ვინც ამას სწორად და რაციონალურად გადაწყვეტს.

აქ კაი ჩიტი არავის დაუჭერრია. მათ შორის არც საქბანკს. რომელიც ცნობილია მსგავსი სტაჟირებებით.
QUOTE
მე მონოპოლიის საწინააღმდეგო არაფერი მექნება, თუ ის სხვას არ შეუშლის ხელს დაკავდეს იგივე საქმიანობით. პრობლემა სწორედ მაშინ იქმნება, როცა სახელმწიფო უკრძალავს იმ ერთის გარდა ყველა სხვას, დაკავდეს იგივე საქმიანობით.

მონოპოლისტი შექმნის პირობებს ამის გასაკეთეებლად.
QUOTE

უბრალოდ გაათავისუფლეს პურის ბიზნესი და ერთ დღეში მოიხსნა პრობლემა.

პურის ფასების რეგულაცია ხდებოდა 2000 წლამდე
რიგების პრობლემა მოიხსნა 94 წელში.

Posted by: nforumi 4 Apr 2015, 17:02
t-90
QUOTE
შვედეთზე კარგი სახელმწიფო მგონი გურჯისტანი ვერაა.
ვერც მოწესრიგებით და ვერაფრით საერთოდ.

ძალიან მაგარი ქვეყანაა, ოღონდ ამ ბოლო დროს "რატომღაც" 1%-ზე ნაკლები აქვს წლიური ზრდა. გვიშველის ჩვენ ასეთი ზრდა?

QUOTE
ფასის ხელოვნურად ცვლას რას გულისხმობ სუბსიდირებას? არის რაღაცეები რასაც გაუწევს სუბსიდირებას სახელწმიფო. იგივე სოფლის მეურნეობას.
ქვეყნის ინტერესში რაც შედის.

კარგად არის დასათვლელი შედის ქვეყნის ინტერესებში, თუ უბრალოდ ხელისუფლების წარმომადგენელების პოპულისტურ მიზნებში.

QUOTE
თავისუფალი აბზარი.
იყო.
პროსტო მერე ცოტა სხვა რამეები მოყვებოდა ამ ყველაფერს.

სახელმწიფოს ფუნქცია არის დაიცვას ბაზარი ძალადობრივი ჩარევებისგან. თუ ამას ვერ ახერხებს, ესე იგი რაღაც ვერ არის რიგზე მასში.

QUOTE
მე ვარ დიდი ბიზნესი, ირიბად ისეთ პირობებს შეგიქმნი რო შენი ბიზნესი ან უნდა მომყიდო ან უნდა გაკოტრდე. ავდგები და მე წავიღებ შენ ბიზნესს. შენ დარჩები ჩემი ფეხების გარეშე
და ყოველთვის იქნება ვიღაცა "პოკერის კარგი მოთამაშე, რომელიც სხვა ყველას ნულზე დასვამს" შესაბამისად ის გახდება მონოპოლისტიც.

თუ ჩემზე არ ძალადობ და მაწყობს მოყიდვა, რატომ არ უნდა მოგყიდო? რატომ გინდა ამიკრძალო ვერაფრით ვერ ვხვდები...
და თუ ვინმე ძალადობს ჩემზე, მაშინ უნდა ჩაერიოს ზუსტად სახელმწიფო და აღკვეთოს ეს ძალადობა.

QUOTE
მე ვარ დიდი ბიზნესი, მივძირე სხვები და გავხდი მონოპოლისტი. შემდეგ შენ ჩემგან უნდა იყიდო სხვა გამოსავალი არ გაქვს.
ჩემ ხელში ხარ რა.

როგორ მიძირე მაგას გააჩნიე. თუ ოფისებში ბომბებს უდებდი, მაშინ უნდა მოგხედონ შესაბამისმა ორგანოებმა. თუ მენეჯმენტი დაალაგე ისე რომ მიღწეული ეკონომიით მოუგე ყველას, მაშინ რა პრობლემაა. სხვამაც მოახერხოს შენზე უკეთ და დარჩება ბაზარზე.

მთავარია ძალადობა არ უნდა იყოს.

QUOTE
აქ კაი ჩიტი არავის დაუჭერრია. მათ შორის არც საქბანკს. რომელიც ცნობილია მსგავსი სტაჟირებებით.

არ ვიცი, საქბანკში საკმაოდ ბევრს ვიცნობ საკმაოდ დიდი ხანია, არ შემიმჩნევია რომ ხშირად იცვლებოდნენ; დაწინაურება კი უფრო ხშირად არის ხოლმე. ისე მაინც ვიკითხავ მაგაზე, როცა მექნება შემთხვევა.

* * *
QUOTE
მონოპოლისტი შექმნის პირობებს ამის გასაკეთეებლად.

მთავარია არ იყოს ძალადობა და რაც უნდა ის უქნია, მე არ მაქვს პრობლემა.
QUOTE
პურის ფასების რეგულაცია ხდებოდა 2000 წლამდე
რიგების პრობლემა მოიხსნა 94 წელში.

რა სახის რეგულაცია ხდებოდა? რას აკეთებდნენ თქვი და განვიხილოთ.

და 94 წელში არაფერი გაკეთებულა ესე იგი ?

Posted by: t-90 5 Apr 2015, 21:11
nforumi
QUOTE

ძალიან მაგარი ქვეყანაა, ოღონდ ამ ბოლო დროს "რატომღაც" 1%-ზე ნაკლები აქვს წლიური ზრდა. გვიშველის ჩვენ ასეთი ზრდა?

ჩვენ ისე რაციონალურად გამოივყენოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის პოტენციალი როგროც შვედებს აქვთ და მერე კი ავაღწევთ მანდამდე.
10% გვექნება დაჟე.
QUOTE
კარგად არის დასათვლელი შედის ქვეყნის ინტერესებში, თუ უბრალოდ ხელისუფლების წარმომადგენელების პოპულისტურ მიზნებში.

ახლა მაგალითად ამერიკამ რო სუბსიდია არ აწარმოოს სოფლის მეურნეობაზე დაიმშევა უბრალოდ.
QUOTE
სახელმწიფოს ფუნქცია არის დაიცვას ბაზარი ძალადობრივი ჩარევებისგან. თუ ამას ვერ ახერხებს, ესე იგი რაღაც ვერ არის რიგზე მასში.

ვერასდროს ვერ დაიცავს, თუ მისი ოდნავ მაინც რეგულირების საშუალება არ ექნა.
დღეს არავინ დარბის ტომპსონის ტყვიამფრქვევებით, ცოტა სხვანაირი მეთოდებია.
QUOTE
თუ ჩემზე არ ძალადობ და მაწყობს მოყიდვა, რატომ არ უნდა მოგყიდო? რატომ გინდა ამიკრძალო ვერაფრით ვერ ვხვდები...
და თუ ვინმე ძალადობს ჩემზე, მაშინ უნდა ჩაერიოს ზუსტად სახელმწიფო და აღკვეთოს ეს ძალადობა.

მე არ ვიძალადებ, მაგრამ ისეთ გარემოებებს შეგიქმნი რო ჩაგძირავ.
ამაში შენზე კარგი პროდუქტის გამოშვებას არ ვგულისხმობ.
QUOTE
თუ მენეჯმენტი დაალაგე ისე რომ მიღწეული ეკონომიით მოუგე ყველას, მაშინ რა პრობლემაა. სხვამაც მოახერხოს შენზე უკეთ და დარჩება ბაზარზე.

არა რა მიღწეული ეკონომიით. biggrin.gif სად ცხოვრობ საერთოდ მე არ ვიცი.
QUOTE
არ ვიცი, საქბანკში საკმაოდ ბევრს ვიცნობ საკმაოდ დიდი ხანია, არ შემიმჩნევია რომ ხშირად იცვლებოდნენ; დაწინაურება კი უფრო ხშირად არის ხოლმე. ისე მაინც ვიკითხავ მაგაზე, როცა მექნება შემთხვევა.

აქ მნე საუბარი მაქვს დაბალ დონეზე.
ოპერატორები, განვადების ოფიცრები, კრედიტოფიცრები (სამომხმარებლოზე რო მუშაობენ, კორპორატიულები არა) და ა.შ.
QUOTE
მთავარია არ იყოს ძალადობა და რაც უნდა ის უქნია, მე არ მაქვს პრობლემა.

მომხმარებელს შეექმნება მერე.
QUOTE
რა სახის რეგულაცია ხდებოდა? რას აკეთებდნენ თქვი და განვიხილოთ.

ფასის რეგულაცია იყო.
QUOTE

და 94 წელში არაფერი გაკეთებულა ესე იგი ?

პურის ბიზნესის ლიბერალიზაცია მოხდა. და არა ფასების.

Posted by: nforumi 5 Apr 2015, 23:31
t-90
QUOTE
ჩვენ ისე რაციონალურად გამოივყენოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის პოტენციალი როგროც შვედებს აქვთ და მერე კი ავაღწევთ მანდამდე.
10% გვექნება დაჟე.

აქლემის ტვირთს ვირს რომ აკიდებ, ათჯერ უფრო სწრაფად გაიქცევა კაცო ?

QUOTE
ახლა მაგალითად ამერიკამ რო სუბსიდია არ აწარმოოს სოფლის მეურნეობაზე დაიმშევა უბრალოდ.

არ მჯერა, ეს მხოლოდ ზედაპირული განცხადებაა.

QUOTE
ვერასდროს ვერ დაიცავს, თუ მისი ოდნავ მაინც რეგულირების საშუალება არ ექნა.

აქვს ეს საშუალება, გადასახადების კუთხით.
QUOTE
მე არ ვიძალადებ, მაგრამ ისეთ გარემოებებს შეგიქმნი რო ჩაგძირავ.
ამაში შენზე კარგი პროდუქტის გამოშვებას არ ვგულისხმობ.

ვერ მივხვდი რას მპასუხობ.

QUOTE
არა რა მიღწეული ეკონომიით.  სად ცხოვრობ საერთოდ მე არ ვიცი.

სად ვცხოვრობ არა, სად მინდა ვიცხოვრო, როგორ მინდა მოეწყოს იმაზე ვლაპარაკობთ.

QUOTE
ოპერატორები, განვადების ოფიცრები, კრედიტოფიცრები (სამომხმარებლოზე რო მუშაობენ, კორპორატიულები არა) და ა.შ.

სწორედ მაგათთან მიწევს ურთიერთობა smile.gif

QUOTE
მომხმარებელს შეექმნება მერე.

QUOTE
ფასის რეგულაცია იყო.

QUOTE
პურის ბიზნესის ლიბერალიზაცია მოხდა. და არა ფასების.

კაი რა, რეალურად არაფერი რეგულაცია აღარ იყო, ფორმალურად იყო კი რაღაც, მაგრამ სინამდვილეში წონა იყო ნაკლები იმ პურის. ეს დარღვევა რომ არ ყოფიიყო, ისევ დეფიციტი იქნებოდა მუდმივად.

Posted by: t-90 6 Apr 2015, 10:41
nforumi
QUOTE
აქლემის ტვირთს ვირს რომ აკიდებ, ათჯერ უფრო სწრაფად გაიქცევა კაცო ?

აქ სოციალურ ტვირთზე აარაა საუბარი.
welfare stateზე არის საუბარი. სადაც მინიმუმ ისაა გარანტირებული რო დამქირავებელი ადამიანურად ექცევა დაქირავებულს და არა ისე როგორც გრუზიაში.
QUOTE
არ მჯერა, ეს მხოლოდ ზედაპირული განცხადებაა.

რატომ არ გჯერა?
იყო მაგის მცდელობა რეიგანის დროს. სუბსიდიები შეწყვიტეს. შედეგად დაენძრა მაგ ბიზნესს და როგორც კი ამის ნიშნები გამოჩნდა ეგრევე განაგრძეს.
QUOTE
აქვს ეს საშუალება, გადასახადების კუთხით.

არამარტო.
მარტო გადასახდების კუთხით რეგულირება იწვევს იმ ბარდაგს რაც გრუზიასტანში ხდებოდა 90იანებში. ყველა მაშIნდელი ბიზნესმენი რო რეალურად სხვისი მიტაცებული ქონებითაა ბიზნესმენი.
QUOTE
ვერ მივხვდი რას მპასუხობ.

იმას გპასუხობ რომ ჩაძირვა მონოპოლისტს არ გაუჭირდება. აი მაგალითად ავიღოთ საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკის მფლობელობაში მყოფმა ემკვადრატმა დაძირა სხვა ყველა სამშენებლო კომპანია. იმიტომ რომ სესხებს სხვებს არ აძლევენ, ამას კიდე ულიმიტო კრედიტი აქვს (ერთი ჯიბიდან მეორეში გადადებაა რა )
QUOTE
სად ვცხოვრობ არა, სად მინდა ვიცხოვრო, როგორ მინდა მოეწყოს იმაზე ვლაპარაკობთ.

შენ გინდა თხა და მგელი ერთად ძოვდნენ. და ვერ იძოვებენ გურჯისტანში თუ თვალი არ მიატანა ქვეყანამ.
QUOTE
სწორედ მაგათთან მიწევს ურთიერთობა

ზუსტად მაგათთან მიწევს მეც.
იცვლებიან.
QUOTE
კაი რა, რეალურად არაფერი რეგულაცია აღარ იყო, ფორმალურად იყო კი რაღაც, მაგრამ სინამდვილეში წონა იყო ნაკლები იმ პურის. ეს დარღვევა რომ არ ყოფიიყო, ისევ დეფიციტი იქნებოდა მუდმივად

ხო რავი.
მე მახსოვს რომ ფასი რეგულირდებოდა.
წონაც.

Posted by: nforumi 6 Apr 2015, 11:23
QUOTE
აქ სოციალურ ტვირთზე აარაა საუბარი.
welfare stateზე არის საუბარი. სადაც მინიმუმ ისაა გარანტირებული რო დამქირავებელი ადამიანურად ექცევა დაქირავებულს და არა ისე როგორც გრუზიაში.

ეეჰ,
თუ ვინმე ვინმეს ატყუებს, მაშინ არის ზომები მისაღები, კი.

QUOTE
იყო მაგის მცდელობა რეიგანის დროს. სუბსიდიები შეწყვიტეს. შედეგად დაენძრა მაგ ბიზნესს და როგორც კი ამის ნიშნები გამოჩნდა ეგრევე განაგრძეს.

რეიგანმა სწორედ რომ უშველა მდგომარეობას.
ეს პოპულისტური მიზნებით მიღებული გადაწყვეტილებები კი არასოდეს არის კარგი.
QUOTE
მარტო გადასახდების კუთხით რეგულირება იწვევს იმ ბარდაგს რაც გრუზიასტანში ხდებოდა 90იანებში. ყველა მაშIნდელი ბიზნესმენი რო რეალურად სხვისი მიტაცებული ქონებითაა ბიზნესმენი.

მიტაცება კრიმინალია და შესაბამისად უნდა მიხედვა.
QUOTE
იმას გპასუხობ რომ ჩაძირვა მონოპოლისტს არ გაუჭირდება. აი მაგალითად ავიღოთ საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკის მფლობელობაში მყოფმა ემკვადრატმა დაძირა სხვა ყველა სამშენებლო კომპანია. იმიტომ რომ სესხებს სხვებს არ აძლევენ, ამას კიდე ულიმიტო კრედიტი აქვს (ერთი ჯიბიდან მეორეში გადადებაა რა )

კაი რა, არასერიოზულია. ვინმე სწორად ვერ მართავს თავის ბიზნესს და ემკვადრატისგენ იშვერს ხელს... (არ ვგულისხმობ სახელმწიფოს მიზეზით რომ გაკოტრდნენ იმ კომპანიებს, იქ ნამდვილად არის საჭირო მიხედვა ასეთი რამ რომ აღარ მოხდეს)
QUOTE
შენ გინდა თხა და მგელი ერთად ძოვდნენ. და ვერ იძოვებენ გურჯისტანში თუ თვალი არ მიატანა ქვეყანამ.

შენი არ ვიცი და ჩემი ქვეყანა და ხალხი სულაც არ არის ყველაზე უარესი (არც ყველაზე უკეთესი რა თქმა უნდა). ერთი ჩვეულებრივი ხალხი ვართ და მონდომების შემთხვევაში გვაქვს შანსი გავხდეთ უკეთესი.

გაბოროტება კიდე არაა საჭირო, ობიექტურად დანახვაა საჭირო რეალობის და მიზეზ-შედეგებროვი კავშირის კიდე.

Posted by: t-90 7 Apr 2015, 08:19
nforumi
QUOTE
თუ ვინმე ვინმეს ატყუებს, მაშინ არის ზომები მისაღები, კი.

მოტყუებაზე არ არის საქმე.
აი დავუსვათ გაუქმდა შრომის კოდექსი და თვითდინებაზეა ეს ყველაფერი მიშვებული.
რა თქმა უნდა დამსაქმებლის ინტერესში შედის რომ რაც შეიძლება იაფად ამუშაოს დასაქმებული.
ყველა დამსაქმებლის ინტერესში შედის ეს/.
ხოდა მერე აღმოჩნდება რომ დასაქმებულს მოუწევს ძალიან იაფად მუშაობა, იმიტომ რომ ბიზნესი მიდრეკილია ეკონომიის კეთებისკენ რადაც არ უნდა დაჯდეს ეს.
სამწუყხაროდ ჩვენ არ გვაქვს არც გერმანული, არც ამერიკული ბიზნესეთიკა (იაპონურზე ხო საუბარი არ მაქვს) და რა თქმა უნდა ბოლოს გადაიზრდება ეს იმაში რომ 300 ლარზე მეტხელფასიანი სამუშაო ფიზიკურად არ იქნება ქვეყანაში.
ამას მოჰყვება მერე ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილის ბუნებრივი გაღარიბება.
მერე მოჰყვება ამ ყველაფერს "იზ ისკრი ვაზგარიტსია პლამია" და მერე რაც მოჰყვა შენ ჩემზე უეკთ იცი (მოესწარი მაინც)
ამიტომ ისევ ბიზნესის ინტერესში შედის საშუალო ფენის შექმნა ქვეყანაში იმიტომ რომ თუ ადამიანი დაკმაყოფილებულია (ძირითადი სურვილები ანუ), მაშინ მას ნაკლებად გაუჩნდება სურვილი სხვისი ქონების დატაცებისა.
ღარიბი, მშიერი მასა კი არც იომებს ქვეყნისთვის და ყოველთვის იქნება ქვეყნისთვის საშიში, როგორც ადვილად ზემოქმედებადი ადამიანები.
QUOTE
მიტაცება კრიმინალია და შესაბამისად უნდა მიხედვა.

რეალობა ასეთია.
მაგ კრიმინალები დღეს პატიოსან ბიზნესმენებად არიან. აგერ ზარალაა ყველაზე კარგი მაგალითი ამ ყველაფრის. აი თვალსაჩინოება რასაც ჰქვია ეგაა.
QUOTE
კაი რა, არასერიოზულია. ვინმე სწორად ვერ მართავს თავის ბიზნესს და ემკვადრატისგენ იშვერს ხელს... (არ ვგულისხმობ სახელმწიფოს მიზეზით რომ გაკოტრდნენ იმ კომპანიებს, იქ ნამდვილად არის საჭირო მიხედვა ასეთი რამ რომ აღარ მოხდეს)

არასერიოზული რატოა.
წარმოიდგინე ბანკი ხარ ხო? გაქვს შენი სადაზღვევო, სამშენებლო, აფთიაქი და ა.შ. წარმოიდგინე ძალიან ბევრს შენ განაგებ ქვეყანაში რა ფაქტიურად.
და იასნია კონკურენტები შენთან უნდა მოვიდნენ სესხისთვის (ამის გარეშე ძნელია ბიზნესი განავითარო) და ამიტომ სესხს ან არ გასცემ, ან გასცემ ისეთ პირობებში რო ჩასძირო. რომელიც აბსოლუტურად კანონიერი იქნება.
ეგაა და ეგ.
QUOTE
შენი არ ვიცი და ჩემი ქვეყანა და ხალხი სულაც არ არის ყველაზე უარესი (არც ყველაზე უკეთესი რა თქმა უნდა). ერთი ჩვეულებრივი ხალხი ვართ და მონდომების შემთხვევაში გვაქვს შანსი გავხდეთ უკეთესი.

ეთიკა არ არის ქართულ ბიზნესში და ეგაა პრობლემა.
დაქირავებულის და დამქირავებლის დამოკიდებულება, პარტნიორებს შორის დამოკიდებულება, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დამოკიდებულება და ა.შ. არ ვარგა ქვეყანაში რეალურად.
გადამგდებობა, მამაძაღლობა და ა.შ. არის მოდაში.
ხარისხის გაფუჭება, პლუს ბიზნესმენების მართვის სტილი (ფული იშოვა, ბიზნესში კი არ ჩადებს არამედ ჯიპს იყიდის)
QUOTE
გაბოროტება კიდე არაა საჭირო, ობიექტურად დანახვაა საჭირო რეალობის და მიზეზ-შედეგებროვი კავშირის კიდე.

გაბოროტება რა შუაშია.
პროსტო ამ ყველაფერს რო უყურებ თან როგორც იტყვიან "შიგნიდან" კარგი შეგრძნებები არ გეუფლება.
მოიკლედ რა დავბრუნდეთ რეალობაში და არა უტოპიაში.

Posted by: nforumi 7 Apr 2015, 12:46
t-90
QUOTE
რა თქმა უნდა დამსაქმებლის ინტერესში შედის რომ რაც შეიძლება იაფად ამუშაოს დასაქმებული.
ყველა დამსაქმებლის ინტერესში შედის ეს/.

კი, და ყველა დასაქმებულის ინტერესში შედის რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს თავისი სამუშაო ძალა.

QUOTE
ხოდა მერე აღმოჩნდება რომ დასაქმებულს მოუწევს ძალიან იაფად მუშაობა,

რა ვიცი, კი მინდა ხოლმე ეკონომია გავაკეთო და კარტოფილი ვიყიდო ათ თეთრად, მაგრამ არ მაძლევენ რატომღაც. შენ ხომ არ იცი რატომ?

QUOTE
სამწუყხაროდ ჩვენ არ გვაქვს არც გერმანული, არც ამერიკული ბიზნესეთიკა (იაპონურზე ხო საუბარი არ მაქვს) და რა თქმა უნდა ბოლოს გადაიზრდება ეს იმაში რომ 300 ლარზე მეტხელფასიანი სამუშაო ფიზიკურად არ იქნება ქვეყანაში.

უაზრობაა. მე ვარ კვალიფიციური სპეციალისტი და 300 ლარად არ ვიმუშავებ. აქეთ შემეხვეწება დამქირავებელი.
შესაბამისად აქედან გამომდინარე რასაც წერ, საპასუხოც არაფერია.

QUOTE
მაგ კრიმინალები დღეს პატიოსან ბიზნესმენებად არიან. აგერ ზარალაა ყველაზე კარგი მაგალითი ამ ყველაფრის. აი თვალსაჩინოება რასაც ჰქვია ეგაა.

ზარალა არ ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებს. სახელმწიფოს მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს და ნეტა ამას მიხედავდეს. (სამართლიანი წესრიგის უზრუნველყოფა)
QUOTE
წარმოიდგინე ბანკი ხარ ხო? გაქვს შენი სადაზღვევო, სამშენებლო, აფთიაქი და ა.შ. წარმოიდგინე ძალიან ბევრს შენ განაგებ ქვეყანაში რა ფაქტიურად.
და იასნია კონკურენტები შენთან უნდა მოვიდნენ სესხისთვის (ამის გარეშე ძნელია ბიზნესი განავითარო) და ამიტომ სესხს ან არ გასცემ, ან გასცემ ისეთ პირობებში რო ჩასძირო. რომელიც აბსოლუტურად კანონიერი იქნება.

კაი რა. სამშენებლო კომპანია მქონდეს და სესხი ვერ ავიღო?... ბანკების მეტი რა არის.
თუ არადა თავად გავაკეთებ საკუთარ ბანკს, რა პრობლემაა. მთავარია აკრძალული არ იყოს და გქონდეს შნო.

QUOTE
ეთიკა არ არის ქართულ ბიზნესში და ეგაა პრობლემა.
დაქირავებულის და დამქირავებლის დამოკიდებულება, პარტნიორებს შორის დამოკიდებულება, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დამოკიდებულება და ა.შ. არ ვარგა ქვეყანაში რეალურად.
გადამგდებობა, მამაძაღლობა და ა.შ. არის მოდაში.
ხარისხის გაფუჭება, პლუს ბიზნესმენების მართვის სტილი (ფული იშოვა, ბიზნესში კი არ ჩადებს არამედ ჯიპს იყიდის)

სანამ სახელმწიფო ზედმეტად ერევა ბიზნესში, არც იქნება.
სადაც ნაკლები წილი უდევს სახელმწიფოს, იქ მეტად წესიერი ხალხი მეგულება, ბევრად მეტად თან smile.gif

QUOTE
პროსტო ამ ყველაფერს რო უყურებ თან როგორც იტყვიან "შიგნიდან" კარგი შეგრძნებები არ გეუფლება.
მოიკლედ რა დავბრუნდეთ რეალობაში და არა უტოპიაში.

რეალობაში უნდა ვიყოთ ზუსტად. ამ რეალობას ვუყურებ ზუსტად რამდენი წელია და ვაკვირდები, ვაკვირდები და ვსწავლობ. აქედან გამომდინარე მაქვს ჩემი პოზიცია, რა გზაც მგონია რეალური, იმას ვამბობ და ვცდილობ ავხსნა. თუ რამეში მეშლება და ვინმე დამანახებს სად მეშლება, სიამოვნებით შევიცვლი პოზიციას, არა მაქვს იდეა-ფიქსი. მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ყველაზე უკეთესი პიროვნების მაქსიმალური თავისუფლება არის, გამოავლინოს ყველამ თავისი თავი და დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

ძალიან მარტივია რა, სიტყვის გატეხვა ბიზნესში მოკლევადიან წარმატებას იძლევა მხოლოდ, მე კი გრძელვადიან პერსპექტივაში მინდა დავინახო რა მოხდება: სიტყვის გამტეხს აღარავინ ენდობა, ხარისხის გამფუჭებელი კომპანიისგან აღარავინ იყიდის, ხელფასის ცუდად გადამხდელ კომპანიასთან კვალიფიციური კადრი არ გაჩერდება და ა. შ.

დაფიქრდი აბა თუ ასე არ არის.

ქართველებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და იგივე კანონებს ვემორჩილებით რასაც მთელი დანარჩენი კაცობრიობა.

Posted by: nigo 7 Apr 2015, 19:58
ცოტა "საჭორაო" რამეებიც დადეთ biggrin.gif

Posted by: nforumi 7 Apr 2015, 20:47
nigo
QUOTE
ცოტა "საჭორაო" რამეებიც დადეთ

გავიდეთ ცალკე ოთახში?

კაცმა რომ თქვას ეს ყველას ეხება, ვისაც უნდა ხვალ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს. თუ მართლა უნდა რა თქმა უნდა და უბრალოდ წუწუნი არ ურჩევნია (ასეთებიც არიან).

* * *
t-90
თუ მოიცლი წაიკითხე:
http://forbes.ge/news/529/?hc_location=ufi

აი ეგ არის სახელმწიფოს როლის ზრდის შედეგი.

შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთბაო, იტყვის მავანი, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ კორფუციული რისკები დაფინანსების პროპორციულად გაიზრდება. მერე უნდა დავიჭიროთ ვიღაცეები, მერე დამჭერები დავიჭიროთ და ვიყოთ ასე განცხრომაში.

ეს დიდი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტი გზა ჯერ არ გამიგია ვინმეს ეპოვოს და ამიტომ უბრალოდ ყველაფერი თავის ადგილზე დავსვათ.

Posted by: nigo 23 Apr 2015, 10:26
მიყვარდა ეს თემა.
რაღაც თბილი ოჯახური გარემო გვქონდა.
ყოველდღიურ ამბებსაც კი ვუზიარებდით ერთმანეთს.

სად ხართ,სად დაიკარგეთ love.gif love.gif

Posted by: nforumi 24 Apr 2015, 23:29
nigo
QUOTE
სად ხართ,სად დაიკარგეთ  

მარტო რომ დამტოვეთ, მეც მომწყინდა ლოდინი...

წუხელ მაგარი თოვა იყო რიკოთზე. ეს ზამთარი ისე გავიდა, ესეთი არ მინახავს...

Posted by: nigo 26 Apr 2015, 10:17
nforumi

მარტო არ გტოვებ smile.gif
სადაც არ უნდა ვიყო,რომელ განყ-ში,აქ აუცილებლად შემოვიხედავ ხოლმე.

გუშინ პოლიტიკაში გაიხსნა ,ძლივს,ერთი საჭორაო თემა,ქართველების სილამაზეზე და იქ ვერთობოდი. biggrin.gif

Posted by: nforumi 26 Apr 2015, 12:00
nigo
QUOTE
გუშინ პოლიტიკაში გაიხსნა ,ძლივს,ერთი საჭორაო თემა,ქართველების სილამაზეზე და იქ ვერთობოდი.

შენგან ვგებულობ ხოლმე რა სიახლეა პოლიტიკაში smile.gif

QUOTE
სადაც არ უნდა ვიყო,რომელ განყ-ში,აქ აუცილებლად შემოვიხედავ ხოლმე.

კი ბატონო, აქ ვიხედები ხოლმე. როცა არავინ არაფერს წერს, მეც აღარ ვწერ მერე.

Posted by: nigo 27 Apr 2015, 09:43
nforumi
QUOTE
კი ბატონო, აქ ვიხედები ხოლმე. როცა არავინ არაფერს წერს, მეც აღარ ვწერ მერე.

მეც ასე ვარ smile.gif

Posted by: KickOff 27 Apr 2015, 10:02
აქაც გქონიათ საჭორაო თემა up.gif

ყავა კი არა წავიდე გავიმზადო რამე და ვჭამო mo.gif

Posted by: nforumi 27 Apr 2015, 11:06
nigo
QUOTE
მეც ასე ვარ

smile.gif

ფოთიდან მომავალი გზა როდისთვის დასრულდება ნეტა, ან როგორ კეთდება.

Posted by: nigo 27 Apr 2015, 14:02
nforumi
მაგ გზის დიდიზანია არაფერი ვიცი.

გურიიდან დავდივარ ქობულეთში.

ნახევარი საათი უკვე მომაგებინა ქუთაისის შემოვლითმა ,იმედი მაქვს ,კიდევ უფრო შემოკლდება.

Posted by: nforumi 30 Apr 2015, 09:56
nigo
QUOTE
ნახევარი საათი უკვე მომაგებინა ქუთაისის შემოვლითმა ,იმედი მაქვს ,კიდევ უფრო შემოკლდება.

ეგ კაია რომ გაკეთდა, მაგრამ გული დამწყდა რომ ორმხრივია და არა ცალმხრივები. რატო ქნეს ასე ვერ ვხვდები.

ისე მანდ აწერია ფოთი, თუ დააკვირდი, ანუ ეგ გზა ფოთამდე უნდა გაგრძელდეს.

Posted by: nigo 30 Apr 2015, 11:35
nforumi

ნელნელა კეთდება ეს გზები. ტემპი თქვი,თორემ.

ძალიან ბევრ დროს კარგავენ ,განსაკუთრებით თბილისში.

ნარმანია ვერ გამოდგა კარგი მენეჯერი,სამწუხაროდ.
სახეზეც ეტყობა არ არის სამერო და საუფროსო კაცი. ინერტულია ძალიან და რბილი.

Posted by: nforumi 30 Apr 2015, 13:26
nigo
QUOTE
ნელნელა კეთდება ეს გზები. ტემპი თქვი,თორემ.

ტემპი არ მაკმაყოფილებს ნამდვილად.

არც ის მომწონს, ცალმხრივი რომ არ არის ქუთაისის შემოვლითი.

QUOTE
ნარმანია ვერ გამოდგა კარგი მენეჯერი,სამწუხაროდ.
სახეზეც ეტყობა არ არის სამერო და საუფროსო კაცი. ინერტულია ძალიან და რბილი.

ყველა ხალხს ისეთი ხელისუფლება ყავს, როგორსაც იმსახურებს ...

რატომ ვირჩევდით?

Posted by: nigo 30 Apr 2015, 16:48
nforumi
ნარმანია და ჩემი რაიონის დეპუტატი არ ამირჩევია,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.

Posted by: nforumi 1 May 2015, 00:47
nigo
QUOTE
ნარმანია და ჩემი რაიონის დეპუტატი არ ამირჩევია,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.

პირადად არც მე ამირჩევია, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა - ხომ ავირჩიეთ.

ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ.

როგორც კი უკეთესს დავიმსახურებთ, მაშინვე (მალევე) მოვახერხებთ მათ გამოსწორება-გაუმჯობესებას smile.gif

Posted by: nigo 8 May 2015, 10:55
nforumi
ეტყობა ყველაფერს თავის დასასრული აქვს .ამ თბილ თემასაც.

sad.gif

ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება აქაური იუზერების ყოველდღიური პოსტები.
საკუთარი ემოციების შინაურული გაზიარება,შთაბეჭდილებების მოყოლა .თბილი და კამერული სიტუაცია.

love.gif

Posted by: t-90 8 May 2015, 11:03
nigo
იმედი მაქვს ეს თემა აღორძინდება.

Posted by: klo-C 8 May 2015, 12:27
კაი ხანია არ დამიწერია

---
კარგად მახსოვს ის დღე როდესაც ფოტო ჯიხურიდან ბანკეტის სურათები მოვიკითხე. კონვერტიდან ამოვალაგე და ცხარე ცრემლით ავტირდი.
არც ერთ სურათში არ მომეწონა ჩემი თავი, სრულიად არც ერთში... ყველა დავკუჭე, დავხიე, დავწვი და გავანადგურე. თავი ყველაზე მახინჯი გოგო მეგონა მთელს პლანეტაზე.
განსაკუთრებით ჩემი კეხიანი ცხვირი მძულდა.
დაახლოებით 10 წლის წინ იყო.
მერე ნელ ნელა შევეგუე ჩემს გარეგნობას, და მივიღე როგორიც არის, მივხვდი რომ ვერც ყველაზე ლამაზი ვიქნები და ვერც ყველაზე მახინჯი...
რაღაც კარგი ყველა ადამიანს აქვს. და იდეალური გარეგნობის მიმართაც იმალება რაღაც ბინძური , ან სრულად ცარიელი...
და მადლობელი ვარ კიდევ იმისთვის რომ მაშინ თავი მახინჯი მეგონა, რადგაან ამის გამო მქონდა სურვიილი უკეთესი ვყოფილიყავი და გონება გამევარჯიშებინა...
დღეს ის კეხიანი ცხვირიც აღარ მაქვს...
ისევ ვიცი რომ არც ყველაზე ლამაზი ვარ .
თუმცა აღარ მძულს საკუთარი გარეგნობა, დავზავდით...

Posted by: nigo 8 May 2015, 17:26
klo-C
კარგი ჩანახატი იყო.

სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი,ჩემი ამბავი გამახსენდა.

ადრე გადაღებული სურათებიდან,რომლებიც არ მომწონდა და ვფიქრობდი,რა ცუდად ვარ გამოსული-თქო.
ახლა წლები რომ გადის,უკვე მომწონს biggrin.gif

Posted by: patriciia 9 May 2015, 18:53
ეს თემაც რავა ლარივით დაცემულა.
რომ მცალოდეს, ავაღორძინებდი.

Posted by: nforumi 9 May 2015, 22:11
nigo
QUOTE
ეტყობა ყველაფერს თავის დასასრული აქვს .ამ თბილ თემასაც.

t-90
QUOTE
იმედი მაქვს ეს თემა აღორძინდება.

თქვენზეა დამოკიდებული.

klo-C
QUOTE
კარგად მახსოვს ის დღე როდესაც ფოტო ჯიხურიდან ბანკეტის სურათები მოვიკითხე. კონვერტიდან ამოვალაგე და ცხარე ცრემლით ავტირდი.
არც ერთ სურათში არ მომეწონა ჩემი თავი, სრულიად არც ერთში... ყველა დავკუჭე, დავხიე, დავწვი და გავანადგურე. თავი ყველაზე მახინჯი გოგო მეგონა მთელს პლანეტაზე.
განსაკუთრებით ჩემი კეხიანი ცხვირი მძულდა.
დაახლოებით 10 წლის წინ იყო.
მერე ნელ ნელა შევეგუე ჩემს გარეგნობას, და მივიღე როგორიც არის, მივხვდი რომ ვერც ყველაზე ლამაზი ვიქნები და ვერც ყველაზე მახინჯი...
რაღაც კარგი ყველა ადამიანს აქვს. და იდეალური გარეგნობის მიმართაც იმალება რაღაც ბინძური , ან სრულად ცარიელი...
და მადლობელი ვარ კიდევ იმისთვის რომ მაშინ თავი მახინჯი მეგონა, რადგაან ამის გამო მქონდა სურვიილი უკეთესი ვყოფილიყავი და გონება გამევარჯიშებინა...
დღეს ის კეხიანი ცხვირიც აღარ მაქვს...
ისევ ვიცი რომ არც ყველაზე ლამაზი ვარ .
თუმცა აღარ მძულს საკუთარი გარეგნობა, დავზავდით...

კარგია smile.gif

Posted by: nigo 14 May 2015, 11:20
ჩემი ქმარი ჩამოვიდა გუშინ იტალიიდან.

დავდიოდი ქალაქებში,ქუჩებში და გული მისკდებოდა საქართველო და თბილისი რომ მახსენდებოდაო.
როგორ უყვართ თავიანთი ქალაქები,როგორ უვლიანო.სიმწვანე,სისუფთავე.სილაღე,ღიმილი,კეთილგანწყობა. მუშაობა და დასვენება.

ახლა ძალიან წყდება გული, ამერიკიდან რომ დავბრუნდითო.
მე ცოტა ხანი ვიყავი.ის მუშაობდა და დარჩენაზე რომ ველაპარაკებოდი,რას ამბობო.ახლა გვიანია.

sad.gif

მომბეზრდა ეს საგიჟეთი.მთელი ქვეყანა ინგა გრიგოლიას "რეაქციაა"

ნეტავ ჩემი შვილები მაინც წავიდნენ.

Posted by: t-90 14 May 2015, 11:26
nigo
ძაან დამღლელია აქ სიტუაცია.
ქვეყნის ერთი ნაწილი ძალიან გამარგინალდა, მეორე ნაწილიც მაგ გზას ადგას.
გახსოვს შენ ალბათ ძველი ფორუმის შეხვედრები.
ნაცები, მიშისტები და ა.შ. უპრობლემოდ იდგნენ ჩვენ გვერდზე და სვამდნენ.
მერე მათმა უმეტესობამ საზღვარს გადააბიჯა იმიტომ რომ "რა დროშა მისცა მიშამა"
აი რატო არ შეიძლებოდა ხო რო ადამიანებად დარჩენილიყვნენ?
ცოტა ხანში მეორე ნახევარის ნაწილიც იგივე გზას დაადგება.

Posted by: nigo 14 May 2015, 13:02
t-90
QUOTE
ნაცები, მიშისტები და ა.შ. უპრობლემოდ იდგნენ ჩვენ გვერდზე და სვამდნენ.

როგორ არ მახსოვს ,მშვენივრად ვურთიერთობდით და რეალშიც ვმეგობრობდით.

სანამ ასე გახლეჩილი ვიქნებით პოლიტიკური დაპირისპირების გამო ,არაფერი გვეშველება.

არადა, არც შენ და არც მე ახლა არავის მომხრე არ ვართ.

მაგრამ ერთი კარგი მასობრივი აქცია რომ დაიგეგმოს ,მთავრობის ეკონომიკური კურსის საწინააღმდეგოდ,ყოველგვარი პოლიტსიმპატიის გარეშე.ესეც არ გამოვა.

მაინც პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანენ.ეს იმის გვერდზე არ დადგება ,ის ამის.
სამოქალაქო და სახელმწიოფებრივი შეგნება არა გვაქვს და ამის ბრალია.

ვერ გამოვიდა ხალხი ერთი ადამიანის მესიობის და ოქროსქოჩრიანი ჩვილის მოლოდინიდან.

Posted by: nforumi 31 May 2015, 16:42
nigo
QUOTE
ერთი კარგი მასობრივი აქცია რომ დაიგეგმოს ,მთავრობის ეკონომიკური კურსის საწინააღმდეგოდ

კი მარა, რას გულისხმობს მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა?

როგორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ქონდეს მთავრობას, გვაქვს წარმოდგენა?

Posted by: M_Ballack 4 Jun 2015, 01:45
სიგარეტი ასწორებდა საანამ დავანებებდი
* * *
............................................................................
* * *
+++++++++++++++++++++++++++++++++++++

Posted by: seta 6 Jun 2015, 17:03
გამარჯობა ყველას! მომენატრეთ! 2kiss.gif

Posted by: jijia 7 Jun 2015, 19:08
აქ არავინ არის, მიტოვებული სახლივით. ბუხარი არის ასანთენი.smile.gif

Posted by: t-90 7 Jun 2015, 19:12
seta
ჩვენც მოგვენატრე სეტა.
ვაბშე ყველა მომენატრეთ.

Posted by: jijia 7 Jun 2015, 19:17
აქ არავინ არის, მიტოვებული სახლივით. ბუხარი არის დასანთენი.smile.gif

Posted by: seta 7 Jun 2015, 23:12
t-90
QUOTE
ჩვენც მოგვენატრე სეტა.
ვაბშე ყველა მომენატრეთ.

კარგი დრო იყო)

Posted by: tenochtitlan 11 Jun 2015, 18:39
seta
t-90
nigo
nforumi
patriciia
რატომღაც გამახსენდა აქაურობა და ვნახე
შემოგიხედავთ. 2kiss.gif

Posted by: jijia 11 Jun 2015, 21:47
ჩვენ გამოვიარეთ ერთმანეთთან ბრძოლაში ცხოვრება და ვისწავლეთ სიყვარული,სიხარული,მზრუნველობა.....ბრძოლის შედეგ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას საკუთარ თავებზე....

არ დაიჯერო,რომ სიყვარული ია-ვარდით მოფენილი გზაა ,ფერების გზაა .მათ პირველივე ბრძოლით დაამთავრეს ერთმანეთის დასაკუთრება, ერთმანეთი დაამარცხეს და დაეცნენ...

ნელთბილობა ყოველთვის მძულდა....
სულ ეს მინდოდა მეთქვა....

Posted by: tazman 12 Jun 2015, 15:14
რა მაინტერესებს მეგობერებო თუ საიდუმლო არაა რამდენი წლისები ხართ? tongue.gif

Posted by: nutsiko 12 Jun 2015, 15:23
QUOTE (tazman @ 12 Jun 2015, 14:14 )
რა მაინტერესებს მეგობერებო თუ საიდუმლო არაა რამდენი წლისები ხართ? tongue.gif

მე, პირადად, 61 წლის ვხდები ამ წელს.

თავად?

Posted by: tazman 12 Jun 2015, 19:15
QUOTE
nutsiko

საინტერესოა smile.gif მე 21 ვარ

Posted by: R_A_N_G_O 22 Jun 2015, 21:49
QUOTE (nutsiko @ 12 Jun 2015, 15:23 )
QUOTE (tazman @ 12 Jun 2015, 14:14 )
რა მაინტერესებს მეგობერებო თუ საიდუმლო არაა რამდენი წლისები ხართ? tongue.gif

მე, პირადად, 61 წლის ვხდები ამ წელს.

თავად?

Tu 26?.........................

Posted by: nutsiko 23 Jun 2015, 11:46
R_A_N_G_O
ერთი ხუმრობა აღარ შემარგოთ რაა smile.gif

Posted by: R_A_N_G_O 23 Jun 2015, 22:48
nutsiko
Eg imis gamo moxda rom sheni postebis wakitxva dzalian miyvars da damamaxsovrda sheni asaki.dzalian saintereso da sasiamovno txrobis stili gaqvs.kargi iqneba Tu xshirad mogviyvebi xolme ragacebs.

Posted by: jijia 24 Jun 2015, 00:46
t-90.

პირგვინებში მოგკარი თვალი.
პინგვინებიდან ამ თემამდე საინტერესოა smile.gif

Posted by: nutsiko 24 Jun 2015, 00:59
R_A_N_G_O
მადლობა, ჩემო კარგო, ამ სიტყვებისთვის.

ნამდვილად არ მეგონა, ვინმე თუ ,,მკითხულობდა" და მით უმეტეს მოსწონდა ჩემი ნაწერი.

აუცილებლად დავწერ. ახლა კი გადავალ სიზმარეთში, ვარსკვლავების საკრეფად და ცის კაბადონზე ნავით გასასეირნებლად.

Posted by: t-90 24 Jun 2015, 01:04
jijia
QUOTE
პირგვინებში მოგკარი თვალი.პინგვინებიდან ამ თემამდე საინტერესოა 
       
რატო კაცო? მე თორმეტი წელია უკვე "პინგვინებთან" კარგი ურთ. მაქვს.
nutsiko
ეხლა შენ გაიგდე ხო ეს თემა? smile.gif

Posted by: nutsiko 24 Jun 2015, 01:08
t-90
რა გინდა, კუკარაჩა, რაა? რას გადამეკიდე? biggrin.gif biggrin.gif

აქაც აღარ მომასვენო ახლა... მალაღლაღე რააა...

პ.ს. პურ-მარილი დაგვიძველდა-ო. გადავრჩე ერთი ეს კვირა და გამოვეწყოთ კიმონოებში და მცირე ნაბიჯებითა და ფეხთა ბაკუნით გავიდეთ სუშიზე, ბრატ :*

Posted by: t-90 24 Jun 2015, 14:42
nutsiko
ხო არა ეს კვირა გამორიცხულია. სახეს ვტოვებ მრავალსახოვანი ღმერთის ტაძარში.
მერე მოჟნო.

Posted by: jijia 26 Jun 2015, 00:10
t-90
არ ვიცი რატო უბრალოდ ჰუმანიტარი მეგონე smile.gif

12 წელი რა ამბავია,ბავშვობიდან აქ პოსტავ smile.gif))

Posted by: t-90 26 Jun 2015, 00:12
jijia
QUOTE

12 წელი რა ამბავია,ბავშვობიდან აქ პოსტავ smile.gif))

ვმუშაობ პინგვინებში. თორე აქ ოთხი წელია ვპოსტავ.
QUOTE
არ ვიცი რატო უბრალოდ ჰუმანიტარი მეგონე

ბარემ გეგინებინა.

Posted by: nforumi 26 Jun 2015, 20:07
t-90
ეს პინგვინები რას ქვია, რას გულისხმობთ ? აქ სადმე რამე თემაა ეგეთი?

Posted by: jijia 26 Jun 2015, 20:53
t-90

ბოდიში. ............................... smile.gif

smile.gif

Posted by: t-90 26 Jun 2015, 22:32
nforumi
ლინუქსის სიმბოლოა პინგვინი. ლინუქსი ოპერაციული სისტემაა გაგონილი გექნება ალბათ.
jijia
არა სახუმაროდ ვთქვი საბოდიშოდ კი არა.

Posted by: jijia 26 Jun 2015, 23:14
ისე სიმართლე ,რომ ითქვას ტექნიკურად მოაზროვნე უფრო ჰუმანურები არიან და წესიერები.

t-90

Posted by: nforumi 27 Jun 2015, 13:47
t-90
QUOTE
ლინუქსის სიმბოლოა პინგვინი. ლინუქსი ოპერაციული სისტემაა გაგონილი გექნება ალბათ.

გამიგონია ლინუქსი და ვიცი რომ პინგვინი არის მაგის სიმბოლო...

ანუ სადმე ლინუქსზეა თემა?

Posted by: t-90 27 Jun 2015, 15:28
jijia
QUOTE
ისე სიმართლე ,რომ ითქვას ტექნიკურად მოაზროვნე უფრო ჰუმანურები არიან და წესიერები.

ნუ რავი გააჩნია. მე არც ერთI ვარ არც მეორე.
nforumi
QUOTE
გამიგონია ლინუქსი და ვიცი რომ პინგვინი არის მაგის სიმბოლო...

ანუ სადმე ლინუქსზეა თემა?

ქვემოთ არის მთელი განყოფილება პინგვინები და ეშმაკუნები.
ანუ ლინუქსის და BSD-ს (ეგეც ოპერაციული სისტემაა) სიმბოლოები.

Posted by: nutsiko 28 Jun 2015, 20:13

ვაგონში ბავშვი შემოვიდა სიმღერით და მოწყალების სათხოვნელად მაშინ, როცა მეორე ბოლოში მოხუცი ქალი შემოსულიყო, ასევე, მოწყალების ხურდის რკინის ,,კრუშკა"-ში შესაგროვებლად. ბავშვი რომ დაინახა, თავისსავე კონკებში დამალა და ხურდა მისცა...
აი, ის გამახსენდა, ტაძარში შესულმა ქვრივმა რაც ებადა - ორი გროშიც - რომ გაიღო უფლისთვის.
ეს მოხუცი იმ ტაძრის ქვრივივით მოიქცა.
გასცე რაც გებადოს, თავად არაფრის მქონემ ...

Posted by: nforumi 30 Jun 2015, 13:54
t-90
QUOTE
ქვემოთ არის მთელი განყოფილება პინგვინები და ეშმაკუნები.
ანუ ლინუქსის და BSD-ს (ეგეც ოპერაციული სისტემაა) სიმბოლოები.

გასაგებია, მადლობა.

ამ ეტაპზე არ მცალია მაგისთვის, თუ დამჭირდება როდესმე, მოვიძევ მერე როგორმე.

nutsiko
QUOTE
ვაგონში ბავშვი შემოვიდა სიმღერით და მოწყალების სათხოვნელად მაშინ, როცა მეორე ბოლოში მოხუცი ქალი შემოსულიყო, ასევე, მოწყალების ხურდის რკინის ,,კრუშკა"-ში შესაგროვებლად. ბავშვი რომ დაინახა, თავისსავე კონკებში დამალა და ხურდა მისცა...
აი, ის გამახსენდა, ტაძარში შესულმა ქვრივმა რაც ებადა - ორი გროშიც - რომ გაიღო უფლისთვის.
ეს მოხუცი იმ ტაძრის ქვრივივით მოიქცა.
გასცე რაც გებადოს, თავად არაფრის მქონემ ...

მესმის, გასაგებია. მაგრამ საკითხავია არის თუ არა ბავშვზე გაცემული მოწყალება სიკეთე ამ ბავშვისათვის სინამდვილეში?

მგონია რომ პირიქით.

Posted by: t-90 30 Jun 2015, 15:13
nforumi
QUOTE
მ ეტაპზე არ მცალია მაგისთვის, თუ დამჭირდება როდესმე, მოვიძევ მერე როგორმე.

დაგეხმარებით გარკვევაში არაა პრობლემა.

Posted by: nforumi 30 Jun 2015, 17:10
t-90
QUOTE
დაგეხმარებით გარკვევაში არაა პრობლემა.

მექნება შენი იმედი smile.gif

Posted by: nigo 7 Jul 2015, 10:21
რას შვებით, როგორ ხართ?

დროებით ამოვიღოთ ბუხარი,ცხელი ჩაი.დავტოვოთ ყავა +ყინული და ცოტა ავმოძრავდეთ smile.gif

Posted by: nforumi 12 Jul 2015, 11:06
nigo
QUOTE
დროებით ამოვიღოთ ბუხარი,

რატომ უნდა ამოვიღოთ ? ბუხარი ზაფხულშიც კარგია.

Posted by: Nescafe13 14 Jul 2015, 18:29
რა თბილი თემაა , მთელი პოსტები წავიკითხე და გავიფიქრე იმედია რამე ეშველება ხალხსთქო smile.gif

Posted by: littlemiss 14 Jul 2015, 21:09
ირგვლივ სიდუხჭირეა.
აუტანელი სიმარტოვე. სახეები,ხმები მაგრამ საბოლოოდ მაინც მიტოვებული ბუხარია,აგიზგიზებული ცეცხლით.

მიუხედავად იმისა რომ ვერასოდეს ვიქნებოდით ერთად,მთელი რიგი მიზეზების, მდგომარეობის და სტატუსის გამო,მაინც მჯეროდა რომ ერთად ვიქნებოდით.
ჯიუტად ვიმეორებდი სულელურ ფრაზებს და მაგონდებოდა ყველა გამავალი წამი,როცა შენს გვერდით ვიდექი, ერთი თავით ქვემოთ, მაინც საყვარლად მომზირალი და ვცდილობდი შენში ჩემი სიტყვები ამომეკითხა.
მაშინ ალბათ ვერც მიხვდებოდი რა ხდებოდა ჩვენს შორის,რადგან ამას არ ერქვა სახელი. არც ბავშვური მოწონება იყო, არც გაწამებული ცალმხრივი სიყვარული, არაფერი არ იყო. ვგრძნობდი აუღწერ სიფორიაქეს და ამას არ ერქვა სახელი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ შენც იმავეს გრძნობდი. ჩვენ ვერ ვიქნებოდით ერთად მაგრამ ბუხარი მაინც იგიზგიზებდა ჩვენს შორის,რადგან იყო სიტყვები რომელიც ჩვენ შევქმენით,რომელსაც თვალებით ვცვლიდით და რომელიც არასოდეს თქმულა.

სათაფლიაზე, ერთ არც თუ ისე სუფთა ადგილას სადაც ვცდილობდით მაქსიმალურად გვეხალისა გავიგე სიტყვები

- რანაირი ხარ...
ცოტა დავიბენი,ასე პირაპირ არასოდეს გითქვამს რამე ჩემს შესახებ.
- რანაირი ვარ?!
- რავიცი... სულ ლამაზი ხარ. ლამაზად ხარ...
მაშინ მადლობაც ვერ ვთქვი, იმდენად მავიწროვებდა ის ქვა რომელზეც ვიჯექი და ლამის წავბორძიკდი.
გაგიღიმე უბრალოდ და შენც იგივეთი მიპასუხე.

მე არ მყვარებიხარ არასოდეს,მაგრამ მიყვარს შენთან გატარებული ყოველი წამი.
გიხსენებ და მინდა დავივიწყო,ის რასაც ახლა ვხედავ...
მაშინაც, უამრავმა გოგომ გაგაფეტიშა , ბევრს უყვარდი,ბევრიც აშკარად წინ გეფარებოდა. არ ვიცოდი უნდა შემშურებოდა თუ უბრალოდ მეეჭვიანა. არცერთი არ იყო. რადგან ის პატარა ცეცხლი რომელიც გიზგიზებდა მხოლოდ ჩვენი იყო. მხოლოდ ჩვენთვის.

არასოდეს მომწონდა ვისთანაც იყავი.
ალბათ ამიტომაც არ გვერქვა მეგობრები.
მაშინ როცა ვარსკვლავებს ვითვლიდი და მიუვალ,ბნელ ქუჩას ჩაფიქრებული მივსდევდი, ვიგრძენი ნაბიჯების ხმა, ხელი კისერთან და ტუჩები ძალიან ახლოს.

- კარგი გოგო ხარ შენ გვანცა...
გამეღიმა და მხარზე მიგეკარი.
- მე... არამიშავს ხომ?
- ხო, არაგიშავს.
ორივეს გაგვეცინა და ახლა მახსოვს ის კოცნა შუბლზე და თბილი ჩახუტება.

ალბათ იმასაც ვერასოდეს დავივიწყებ როგორ მიდუღდა სისხლი როცა ლექსს კითხულობდი. როცა მე მიყურებდი მისი კითხვის დროს... როცა თვალს გაცილებდი...

როცა საბოლოოდ ჩავაქრეთ ის მოგიზგიზე ცეცხლი ! ახლა დარჩა მხოლოდ ფერფლი. ამ წუთას კი მას მოგონებების დანიშნულება აქვს...
არ ვიცი რა იქნება შემდეგ. დიდი ვარაუდით,არც არაფერი არ იქნება... უბრალოდ მადლობელი ვარ, აუხსნელი გამოცანისთვის,რომელსაც ალბათ ვერასოდეს ექნება სავარაუდო პასუხი...

Posted by: Nescafe13 14 Jul 2015, 22:11

ძაან მაგარია

Posted by: nutsiko 15 Jul 2015, 14:48
აქა მშვიდობა,

ამას წინათ მცხეთაში გავისეირნე. მოვიარე ეკლესიები. სვეტიცხოვლის ეზოში საეკლესიო მაღაზიაში შესულს ხმა მომესმა, აღელვებული ბიჭი შემოვიდა. გამყიდველს სთხოვა საქორწილო ბეჭდები, თუნდაც უბრალო მომეციო, ჯვარს ვიწერთო. გოგოც შემოჰყვა, გოგოს - მეჯვარეები (ბიჭები).
რაღაცნაირად მომეწონა ეს იდეა. ძალიან ჩვეულებრივად ჩაცმულნი, ქუჩიდან მოსულებს რომ ჰგავდნენ და არა საქორწილოდ გამოწყობილიყვნენ.
აი, ასე.... იყო რაღაც რომანტიკული ამ ყველაფერში.
ავედევნე, შევყევი სვეტიცხოველში და სხვა დანარჩენ ნეფე-პატარძალთან ერთად, რომლებსაც ძალიან ბევრი ვიდეო და ფოტო-გადაღება თან ახლდა, ძალიან ჩვეულებრივი და ამავდროულად არაჩვეულებრივი ქორწილის მომსწრე გავხდი.

ვგიჟდები ასეთ სასიამოვნო სპონტანურობასა და ორიგინალურობაზე.
ღმერთმა დალოცოს ის წყვილი.

ავვვვვვვვვვვვვვვ..... მიყვარს სიყვარული და გადარეული წყვილები

Posted by: nigo 15 Jul 2015, 16:36
nutsiko
QUOTE
ავვვვვვვვვვვვვვვ..... მიყვარს სიყვარული და გადარეული წყვილები

რა ჯობია ახალგაზრდობას love.gif love.gif
მისი ხათრით,იგივე შეცდომებს და მერე" ვაი-დედა, ეს რა გავაკეთესაც "გავიმეორებდი სიამოვნებით smile.gif

Posted by: nforumi 17 Jul 2015, 20:45
nutsiko
მესმის შენი, მეც უბრალო მირჩვევნია ზიზილ-პიპილოიან ქორწილს.

Posted by: nigo 18 Jul 2015, 11:14
ყველანაირი ქორწილი მიყვარს.
ივენთ-მენეჯერების მიერ დაგეგმილიც და ექსპრომტიც.

მიხარია,ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებ.

Posted by: nforumi 21 Jul 2015, 22:32
nigo
QUOTE
მიხარია,ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებ.

მიხარია ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებ, ნამდვილად.

ოღონდ არა ვითომ ბედნიერს...

იგრძნობა ხოლმე არცთუ იშვიათად.

Posted by: nipponcaucasus 4 Aug 2015, 15:12
littlemiss

შინაარსიდან და კალიგრაფიიდან გამომდინარე ქუთაისელი მგონიხარ

Posted by: nigo 4 Aug 2015, 21:43
nipponcaucasus
QUOTE
კალიგრაფიიდან

რა იყო,უშნოდ ბეჭდავს კომპი?

კალიგრაფია არის ხელით წერა.

Posted by: nipponcaucasus 5 Aug 2015, 16:29
nigo

ძალიან მარტივი რაღაცეების განმარტებების გაკეთებას როცა დაიწყებს ადამიანი, დაბალი ინტელექტის აურას იქმნის. smile.gif.
(აი ნახევრადჭკვიანმა ქალებმა რომ იციან ხოლმე ისეთს.)

იქ ხელწერა იგულისხმება და გამგები გაიგებს.

Posted by: littlemiss 5 Aug 2015, 16:44
nipponcaucasus
QUOTE
ძალიან მარტივი რაღაცეების განმარტებების გაკეთებას როცა დაიწყებს ადამიანი, დაბალი ინტელექტის აურას იქმნის.

18 წლის ვარ.
არ მაქვს დიდი ინტელექტის ამბიცია.
სურვილი მქონდა აღმეწერა ჩემთვის სასიამოვნო მომენტი მაქსიმალურად,როგორც შემეძლო ისე.

მადლობა რომ ნახევრადჭკვიან ქალს შემადარეთ.

Posted by: klo-C 5 Aug 2015, 16:49
ცხელა.
კონდიციონერი გაგვიფუჭდა ოთახში, და ცივის მაგივრად ნელ-თბილ ჰაერს უბერავს.
გვერდით ოთახიდან ისმის კამათი, ყაყანი, გიტარის ხმა.
მე თუ მოვინდომებ, შემიძლია მოვუსმინო როგორ მიცემს გული, ყურები დაგუბებული მაქვს , ქუთუთოები დამძიმებული, შუბლზე თითქოს ლურსმანი დამაჯედეს.
"დაივიწყე"
"კარგია , როგორც მოხდა"
"ასე ჯობია"
"გაუშვი"
"ძალა მოიკრიბე"
"გადააბიჯე"
ყველა გასამხნევებელ სიტყვას ვეუბნები ჩემს თავს, მაგრამ არ მისმენს.
დღეს ერთი კარგი რამე მაინც მოხდ,ა იტალიის ვიზა ავიღე , და წავალ 11 დღით.
ეს 11 დღე მერე მთელი წელი მეყოფა გასასხენებლად.
სესხი, სესხი და რისკი.
სესხს რომ ავიღებ 20 წლიანს , ყველაფერს უნდა დავემშვიდობო, ყველა საოცნებო ტრიპს.
ერთ ოცნებაზე მაინც ვერ ვამბობ უარს, იტალიაზე ვერა.
გუშინ ფილმს ვუუყრე, როგორ დადიოდა გოგო ტყეში 3 თვის მანძილზე, უამრავი პრობლებით, არეული პირადით და გაურკვეველი მომავლით.
გადალახა მარშრუტი და დალაგდა, გაიზარდა.
ალბათ ბავშვი რომ არ მყავდეს, მეც დავყრიდი ყველაფერს და გადავიხვეწებოდი,
ერთი ჩანთით,
პრობლემების გუდით,
და ყოველ გავლილ კილომტრზე, ოფლსა ტკივილს, სევდის პატარა ნაწილს გავაყოლებდი.

Posted by: nipponcaucasus 5 Aug 2015, 18:07
littlemiss
QUOTE
მადლობა რომ ნახევრადჭკვიან ქალს შემადარეთ.

კი მაგრამ nigoსთვის მიცემული პასუხი შენ რომ არ გეხებოდა?! smile.gif.
კალიგრაფია რა არის, ხაჭაპური რა არის და ამაზონ.ქომი, ამის განმარტებას რომ აკეთებენ და ამაში დროს ხარჯავენ იმათ საყურადღებოდ წერია. smile.gif.
იმას კი არ ფიქრობენ რატომ წერიაო? ეგრევე არ ცოდნიაო რომ ფიქრობენ. 3 კლასში რო გასწავლის მასწავლებელი იმას რომ აგიხსნიან სერიოზულად აქ, სად დავმალო გაოცება აღარ ვიცი.

შენ გითხარი რომ ქუთაისელი მგონიხარ თქო და არ უნდა ვცდებოდე. smile.gif. ასეა?
აპა "სიფორიაქე", "მიგეკარი", "ლამაზად ხარ" და სათაფლია ნაკლებად გვაქ ბიძია აქ და ...

გაიხარე! smile.gif

ნორჩი რომ ხარ ეგ ისედაც მივხვდი თან ოდნავ პუტკუნა ჩემს წარმოსახვაში, პესიმიზმს ეს აჩენს ხოლმე ძირითადად. smile.gif.
(რა სისსულელეაო! - გაიცინეს შეხნიერებულმა ქალბატონებმა, - "ვაიი!" თქვეს ჩემზე თან მსუბუქი თავი გააქნიეს... და ფუჭად ჩავლილი დიეტა გაახსენდათ). smile.gif)).

შენ განაგრძე წერა და მორცხვობადაძლეულ შიშველ გრძნობას მიეცი ფერები და ლამაზი ნაკვთები. See you!

Posted by: nigo 5 Aug 2015, 18:18
nipponcaucasus

QUOTE
(რა სისსულელეაო! - გაიცინეს შეხნიერებულმა ქალბატონებმა, - "ვაიი!" თქვეს ჩემზე თან მსუბუქი თავი გააქნიეს... და ფუჭად ჩავლილი დიეტა გაახსენდათ).

შემეცოდე, sad.gif

Posted by: nipponcaucasus 5 Aug 2015, 19:55
nigo
სანამ დავწერდი მანამდე ვიცოდი რომ შეგეცოდებოდი. გულთმისანი ვარ. smile.gif.

ისე თქვენ კარგი და პოზიტიური ადამიანი ჩანხართ მადამ! აბა რად გინდა ჩემთან საუბარი და დამძიმება?

შენ უნდა სულ კროსვორდები ავსო (მგონია რომ ძაან გეყვარება) და იცქრიალო. თუ სადმე გაჭედავ პმ-ში მომწერე და დაგეხმარები ხოლმე. smile.gif)).

(რჩევას მოგცემ არ გეხუმრები)
ბორჯომში წადი და იქაც იცქრიალე, ძაან მაგარია ამას წინათ ვიყავი. რიქსოსში გაჩერდი მაგარი სპა სალონი აქვთ.
გეუნევი დახოცავ დაქალებს შურით! smile.gif)). თან ის ბრიყვი აურა რომ აქვთ ქალებს ზემოთ რომ ვახსენე ეგრევე ქრება იქედან რომ გამოდიხარ დედას გეფიცები. აი რო შევხედავ ხოლმე იქედან გამოსულ ქალებს ეგრევე ხელებს ვწევ ხოლმე მაღლა.

(ძვირია კი მაგრამ გაქაჩე რა!)

Posted by: littlemiss 5 Aug 2015, 19:59
nipponcaucasus
არ ვარ პუტკუნა...

არც ქუთაისელი არ ვარ.

QUOTE
შენ განაგრძე წერა და მორცხვობადაძლეულ შიშველ გრძნობას მიეცი ფერები და ლამაზი ნაკვთები. See you!

მაგას ვგეგმავ.
მადლობა 2kiss.gif

Posted by: nipponcaucasus 5 Aug 2015, 20:32
littlemiss
QUOTE

არც ქუთაისელი არ ვარ.

და არც არაფერი არ გაკავშირებს?
იმერელი ხომ ხარ?

Posted by: littlemiss 5 Aug 2015, 20:44
nipponcaucasus
მეგობართან ვიყავი ჩასული და რამდენიმე ნათესავი მყავს დედის მხრიდან...
ისე მთიული ვარ წარმოშობით.

Posted by: nipponcaucasus 5 Aug 2015, 21:22
littlemiss
შავცდი აბა?!
QUOTE
ისე მთიული ვარ წარმოშობით.

სათაფლიას ხარ ნაწვალი,
გამაიცვალე წაწალი?

Posted by: მაქსი 6 Aug 2015, 01:17
რამოდენიმე ისტორია წავიკითხე და იმაზე ვიფიქრე თუ რა კარგი იქნებოდა თხრობის დროსაც ადამაინი ესე დალაგებულად და დაფიქრებულად რომ გადმოსცემდეს სათქმელს -

Posted by: nforumi 6 Aug 2015, 08:35
nigo
როგორა ხარ, რა ხდება აქ ?

Posted by: nigo 6 Aug 2015, 08:51
nforumi
კარგად ვარ.
QUOTE
როგორა ხარ, რა ხდება აქ ?

როგორც პოლიტიკაში ეძახიან,თემის აოხრება sad.gif

ხომ იცი,როგორ მიყვარს ახალგაზრდები და გული მწყდება,როცა სახეს კარგავენ,ბოროტდებიან და თავის ჭკუით შეურაცხყოფას გაყენებენ sad.gif sad.gif

ასეთ დროს ,მხოლოდ იგნორი.

თბილისში ხარ? არ გადიხარ?

Posted by: nforumi 10 Aug 2015, 17:11
nigo
QUOTE
ხომ იცი,როგორ მიყვარს ახალგაზრდები და გული მწყდება,როცა სახეს კარგავენ,ბოროტდებიან და თავის ჭკუით შეურაცხყოფას გაყენებენ   

დამავიწყდა უკვე რატო გკითხე, არ არის დასამახსოვრებელი ასეთი ამბები smile.gif

QUOTE
თბილისში ხარ? არ გადიხარ?

გუშინ ჩამოვედი

Posted by: nigo 11 Aug 2015, 11:05
მე მივდივარ თვის ბოლოს.
ზოგადად დრო ძალიან სწრაფად მიქრის.
ახლა რომ მეჩქარება,ზოზინობს და იწელება sad.gif

Posted by: nforumi 11 Aug 2015, 13:19
nigo
QUOTE
მე მივდივარ თვის ბოლოს.
ზოგადად დრო ძალიან სწრაფად მიქრის.
ახლა რომ მეჩქარება,ზოზინობს და იწელება

ადრე სადღაც წავიკითხე, კოლუმბიური გამოთქმა არისო:
წუთები მიღოღავენ, დღეები მიდიან, თვეები მიქრიან, წლები მიფრინავენ.

სად მიდიხარ?

Posted by: jijia 12 Aug 2015, 20:51
მე მჯეროდა შენი ,მჯეროდა ბედნიერების......ჩვენ ერთნი ვიყავით....მე კი შენი......მინდოდა ბედნიერება მომეტანა შენთვის......შენს თვალები ბრწყინავდნენ .მეგონა ამას მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით ამბობდნენ ადამიანები.....თუმცა ეს სინამდვილე შენს თვალებში მარად ჩანდა , შენი მზიანი თვალები შენს სიყვარულს მიხსნიდა....

მას მერე ზუსტად ერთი წელი გავიდა...და ყოველ დღე ცრელიანი თვალებით ვუმზერ დღეებს...შენ არ გინახავ ჩემი ცრემლიანი თვალები მას შემდეგ რაც წახვედი.....მე ვერ გავმთლიანდი...დიდი ხანია დავკარგე თავისუფლება....ეს მხოლოდ ჩემი სისუტის ბრალია და ჩემი სიძლიერის....მაგრამ მინდა სუსტი ვიყო სუსტი....რომელიც გულს მიენდობა.თუმცა აღარ მჯერა გულის.....მე დავრჩი გონების სადარაჯოზე საკუთარ თავთან...

Posted by: nigo 13 Aug 2015, 07:56
nforumi
დავამთავრე ქობულეთის ბინა და ახლა დავისვენებ ცოტას.
წლები მართლად მიფრინავენ. ჩემზე არ ვლაპარაკობ. ხანდახან მეშინია ,როცა ჩემი უფროსი შვილის ასაკი მახსენდება. მინდა,რომ დრო გაჩერდეს და დიდხანს იყოს ახალგაზრდა.
jijia
ბანალურია,მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია.

Posted by: nforumi 13 Aug 2015, 17:14
nigo
QUOTE
წლები მართლად მიფრინავენ. ჩემზე არ ვლაპარაკობ. ხანდახან მეშინია ,როცა ჩემი უფროსი შვილის ასაკი მახსენდება. მინდა,რომ დრო გაჩერდეს და დიდხანს იყოს ახალგაზრდა.

smile.gif

QUOTE
დავამთავრე ქობულეთის ბინა და ახლა დავისვენებ ცოტას.

კი თქვი წინაზე, მაგრამ აღარ მახსოვს რა ადგილას არის შენი ბინა?

რაც ცენტრალური გზა გადავიდა მანდედან, მანდ ბინების ფასი უნდა გაზრდილიყო წესით!.

Posted by: nigo 14 Aug 2015, 09:50

ქობულეთი -რეზიდენს ,კარგი ადგილია.
საერთოდ აიწია იქ ბინები ფასმა.
კარგი პერსპექტივა აქვს.

გონიო-კვარიათი უკვე მჭიდროდ დასახლებულია .აქ არის სივრცე და რაც მთავარია გულ-სისხლძარღვთა კურორტია.

იქ ერთი ახალი სახლი შენდება.
ზედ ზღვის პირზე ,ძალიან მაგარი არქიტექტურაა და მიკრო კლიმატი.

ჩემმა ქმარმა ,თავი არ მაქვსო.არადა მე ამას გავყიდიდი და იქ შევიძენდი( ყველაფერზე მეყოფოდა).თავიდან რემონტი+მოწყობა,გავხალისდებოდი.

smile.gif

დასვენებაზე უფრო ეს პროცესი მომწონს smile.gif

Posted by: nforumi 14 Aug 2015, 14:44
nigo
QUOTE
დასვენებაზე უფრო ეს პროცესი მომწონს

უნდა გააკეთო მაშინ თუ მასეა.

შეაბი შენი ქმარი, ქალებს გეხერხებათ ეგ კარგად (როცა მოინდომებთ smile.gif )

Posted by: klo-C 14 Aug 2015, 14:50
https://jilexi.wordpress.com/2015/08/10/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94/

Posted by: nigo 14 Aug 2015, 16:18
nforumi
შარშან რომ "შევაბი,"დოლარი 1.72 იყო და ახლა ნახე რა დღეშია. smile.gif

სანამ ეს კრედიტი არ დაიფარება,ხმას ვერ ამოვიღებ biggrin.gif

Posted by: nforumi 14 Aug 2015, 18:27
nigo
QUOTE
სანამ ეს კრედიტი არ დაიფარება,ხმას ვერ ამოვიღებ

თუ კრედიტი გაქვს, მაშინ ხო... ბევრი გაქვს? როდისთვის იფარება?

Posted by: nigo 14 Aug 2015, 21:46
წელიწადნახევარში კი დაიფარება,მაგრამ ძალიან ბევრს ვიხდი თვეში, მოკლე ვადით ავიღე.

Posted by: nforumi 14 Aug 2015, 22:07
nigo
QUOTE
წელიწადნახევარში კი დაიფარება,მაგრამ ძალიან ბევრს ვიხდი თვეში, მოკლე ვადით ავიღე.

თუ ახერხებ დაფარვას, მასე ჯობია, მალე მოიშორებ.

მერე ამას გაყიდი და უკვე კაპიტალი გექნება smile.gif

გგულშემტკივრობ smile.gif

Posted by: nigo 15 Aug 2015, 08:33
nforumi
QUOTE
გგულშემტკივრობ

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: nforumi 15 Aug 2015, 08:58
nigo
QUOTE
დიდი მადლობა 

არაფრის

მითხარი ხოლმე რა როგორ.

Posted by: nutsiko 19 Aug 2015, 15:32
წახვედით შვებულებებში თუ ჯერ არა?
ვინ სად დაისვენეთ?

Posted by: nforumi 20 Aug 2015, 14:13
nutsiko
QUOTE
წახვედით შვებულებებში თუ ჯერ არა?
ვინ სად დაისვენეთ?

აქეთ რომ გვეკითხები, ჯერ შენ თქვი თავად

smile.gif

Posted by: nutsiko 20 Aug 2015, 15:16
nforumi
ჯერ თქვენი ამბავი მოვიკითხე. ვიფიქრე, შვებულებაში იქნებით და კარგ ამბებს მომიყვებოდით.

მე ვმოგზაურობ აღმა-დაღმა, საქართველოში. ბევრ ფოტოს ვიღებ, ვაგროვებ კარგ მოგონებებს და ვეცნობი ახალ ადამიანებს.

Posted by: nigo 20 Aug 2015, 21:50
nutsiko
დაგვიწერე მერე შთაბეჭდილებები.
როგორც იქნა გაილია ეს კვირა.
ასე დრო ჯერ არ გამწელვია. მივდივარ love.gif love.gif

Posted by: nforumi 21 Aug 2015, 01:25
nutsiko
QUOTE
მე ვმოგზაურობ აღმა-დაღმა, საქართველოში. ბევრ ფოტოს ვიღებ, ვაგროვებ კარგ მოგონებებს და ვეცნობი ახალ ადამიანებს.

რა კარგია...
მე ბაკურიანში მივდივარ ამ შაბათს რამდენიმე დღით. იქიდან აბასთუმანშიც მინდა მოვასწრო ასვლა და ტელესკოპში გაჭყეტვა, თუ არის შესაძლებელი.

nigo
QUOTE
დაგვიწერე მერე შთაბეჭდილებები.

დაგვიწერს აბა რას იზამს, ამოვასუნთქოთ ცოტა smile.gif

Posted by: akkai 21 Aug 2015, 01:41
QUOTE
ბევრ ფოტოს ვიღებ,

nutsiko
დადე ფოტოები:
ოღონდ ზოგადი და ოღონდ არ დაასახელო სადაა გადაღებული:
თუ გამოვიცნობთ smile.gif

QUOTE
ასე დრო ჯერ არ გამწელვია. მივდივარ

nigo
მე ვერ მივდივარ ვერსად
რემონტს ვიწყებ კოჯორში;
სამსახურიდან შვებულება მაქ და ელიავაზე დავრბივარ სმშენებლო მასალებზე;
სხვა დროს ფიზიკურად არ ცალია ხელოსანს და დავრჩი ასე ამ საგიჟეთში აქ smile.gif

Posted by: nigo 21 Aug 2015, 09:29
akkai
გაგიკვირდება და ვგიჟდები ამ პროცესზე.
არც ელიავაზე სირბილი მეზარება,არც მუშებთან ურთიერთობა,

Posted by: nutsiko 21 Aug 2015, 11:02
ძალიან აქტიურად ვმოგზაურობ, სულ ვმოგზაურობ, უამრავ ფოტოს ვიღებ.

ნელ-ნელა დავდებ აქ ფოტოებს smile.gif

Posted by: nforumi 21 Aug 2015, 11:50
nutsiko
QUOTE
ნელ-ნელა დავდებ აქ ფოტოებს

ველოდებით მოუთმენელი მოთმინებით smile.gif

Posted by: nutsiko 21 Aug 2015, 15:19
აგერ, პირველი ფოტოც.. ჩემი მოგზაურობისა და თავგადასავლების ამსახველი ერთ-ერთი ფოტო

Posted by: sofi-18 21 Aug 2015, 15:20
nutsiko
გული გამიჩერდა love.gif

Posted by: nutsiko 21 Aug 2015, 17:20
ჯუთა...

ფოტო ბევრი მაქვს, მოგზაურობა საუცხოო, ბუნება - სასწაული, ხალხი - უთბილესი, ამბები - სკივრიდან...

ეს ვარ მე

Posted by: nforumi 21 Aug 2015, 20:30
nutsiko
QUOTE
ეს ვარ მე

აჰ, ვერ გცნობ ამ სურათით

biggrin.gif

Posted by: nutsiko 23 Aug 2015, 20:43
QUOTE (nigo @ 20 Aug 2015, 20:50 )
nutsiko
დაგვიწერე მერე შთაბეჭდილებები.

მივდიოდით კინჩხის კანიონებისკენ. გზად შევჩერდით, ერთ-ერთ სოფელში.
უბრალო გლეხობა თავისსავე ბოსტანში მიწას ბარავდა.
მივესალმეთ და გზა ვკითხეთ გორდისკენ.
დაღლილები ჩანხართო, - მასპინძელმა - ჩვენც შესვენებას ვაპირებდით და ერთად შევისვენოთ, დაგვეწვიეთო.
ცხელ-ცხელი იმერული ხაჭაპურები მოდიოდა და მოდიოდა, ამას იმერული ღვინო შემოემატა, მასპინძელმა ისეთი სუფრა გაშალა და ისე დაგვაპურა, ჩვენი უცხოელი სტუმრები გაოგნებულები უყურებდნენ ამ ყველაფერს. რა მაგრები ხართ ეს ქართველები, როგორი სტუმართმოყვარეებიო, გაოცდნენ.
საგზალი გამოგვატანეს, მოგშივდებათ გზაშიო, თან ცოტა ღვინოც თან გამოგვატანეს.
მადლობად დავიღვარეთ, გულით გავიხარეთ.
ლამაზად გაილია ის დღე იმერლების სტუმართმოყვარეობაში.

იმერული ესკიზი ჩემი მოგზაურობის სკივრიდან.

Posted by: nigo 24 Aug 2015, 11:55
კინჩხაც და გორდიც ჩემი წინაპრების სოფლებია .
ახლაც მყავს იქ ახლო ნათესავები,მაგრამ ღრმა ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ.
სტუმართმოყვარეები კი არიან იმერლები,ვერ წაართმევ.

ახლა ქობულეთში ვარ და ძალიან უკმაყოფილო.
მგონი შევცდი,ბინა რომ ვიყიდე.
ჯობდა აგარაკი ამეშენებინა ამ ფასად.
მიწა მაქვს .

მოკლედ ამ ბინაში გაზი და ა.შ.არ გავიყვანე ,არ ვაპირებ დასვენების დროს ქურასთან ტრიალს.ჩემმა ქმარმა დაიჯინა არ გვინდაო და მეც არ მერჩივნა biggrin.gif

სახლის გვერდზე და წინ სამი რესტორანია.
ჯერ ხომ ღამე არ მძინავს აუტანელი ხმაურის გამო.~რეპერტუარი-სომხურ-აზერბაიჯანულ-ქართული ტრულაილები sad.gif

სერვისი რესტორნებში ნოლს ქვემოთ.
პური ზემოთ სამი ნაჭერი ახალი,ქვემოთ გამომხმარი.
ჭადი,ფხალი ,სალათები შერეული წინა დღიდან დარჩენილთან.თევზი კი იყო ახალი.
არადა,თითქოს აქაურობისთვის დონე რესტორანია.
მოკლედ ორი ადამიანის ისე რა ჭამა +ცუდი ხარისხის საკვებით 40-50 ლარი უსასმელოდ.

მადლობა უთხრან სომხებს და აზერბაიჯანელებს და ილოცონ,რომ მალე არ მოვიდნენ გონს და არ ამოიკვეთონ აქედან ფეხი .
ქართულ ზღვისპირეთულ ბიზნესს არაფერი ეშველება. ესენი ჭკუას ვერ ისწავლიან .ორ თვეში უნდათ მთელი წლის ფულის დაგროვება.
კი ბატონო,იყოს ძვირი,მაგრამ ახალი, სხვის ნაჭამს როგორ მაპარებ.
sad.gif
მეორედ ხომ ფეხს არ შემოვადგამ შენ რესტორანში.

Posted by: nforumi 25 Aug 2015, 21:59
nigo
QUOTE
მეორედ ხომ ფეხს არ შემოვადგამ შენ რესტორანში.

QUOTE
მგონი შევცდი,ბინა რომ ვიყიდე.

sad.gif

nutsiko
QUOTE
იმერული ესკიზი ჩემი მოგზაურობის სკივრიდან.

კარგია smile.gif

Posted by: nforumi 10 Sep 2015, 09:56
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან.., ბუხართან მოსაყოლი ისტორიები.. )) (X)

sad.gif

Posted by: imereti 10 Sep 2015, 14:51
ეუფ, რა თემა ყოფილა ცოცხალი biggrin.gif

nutsiko
QUOTE
ლამაზად გაილია ის დღე იმერლების სტუმართმოყვარეობაში.

იმერული ესკიზი ჩემი მოგზაურობის სკივრიდან.

კიდე გამოიარე, დაპატიჟებული ხარ...

Posted by: nutsiko 13 Sep 2015, 00:43
imereti
გამოგივლით იმერეთში, გესტუმრებით. მოხიბლული ვარ თქვენი ,,ვონკალით" smile.gif))

Posted by: nforumi 17 Sep 2015, 14:23
imereti
QUOTE
კიდე გამოიარე, დაპატიჟებული ხარ...

სად ეპატიჟები, სად ცხოვრობ იმერეთში ?

Posted by: patriciia 24 Sep 2015, 20:52
QUOTE
კინჩხაც და გორდიც ჩემი წინაპრების სოფლებია .

დედაჩემის გვარი ჩიხლაძე
მაქედან მოდის

Posted by: nutsiko 25 Sep 2015, 23:54
მოვიდგი ცხელი ჩაი... ჯერ ბუხარი ადრეა.

აბა, როგორ ხართ, ხალხ? smile.gif მომენატრა თქვენთან საინტერესო ამბების მოსმენა-მოყოლა/წერა

Posted by: nforumi 28 Sep 2015, 15:54
nutsiko
QUOTE
აბა, როგორ ხართ, ხალხ?  მომენატრა თქვენთან საინტერესო ამბების მოსმენა-მოყოლა/წერა

გუშინ სადაც ვიყავი, იქ კი შეიძლებოდა უკვე დანთება ... smile.gif

Posted by: nutsiko 28 Sep 2015, 16:10
nforumi
აბა, მოყევი, რა ამბებია შენკენ? smile.gif

Posted by: nforumi 28 Sep 2015, 22:05
nutsiko
QUOTE
აბა, მოყევი, რა ამბებია შენკენ?

წელს კაი ზაფხული გამომივიდა, ისეთი ადგილები ვნახე სადაც წლებია მინდოდა წასვლა და ვერ ვახერხებდი სხვადასხვა მიზეზით. და კიდე ისეთი ადგილები, რომლებიც არც ვიცოდი თუ არსებობდა. მარტო ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
საფარა, ზარზმა, აბასთუმნის ობსერვატორია, ახალციხის ციხე, ვანის ქვაბები, დავით გარეჯი, ხადას ხეობა, ძამას ხეობა და სხვა.

Posted by: severuss 28 Sep 2015, 23:10
nforumi
ყოჩაღ. ძალიან მოგივლია.

მე კი უზაფხულოდ გავლიე ზაფხული.

რა მაგარი თემაა.. :*

Posted by: nforumi 29 Sep 2015, 07:57
severuss
QUOTE
უზაფხულოდ გავლიე ზაფხული.

smile.gif , sad.gif

Posted by: nutsiko 29 Sep 2015, 08:06
nforumi
nforumi
ვაუ, შენ რა მაგარი ხარ! მოგივლია რა გინდა :*

ცოტას შეგახარბებ და უფრო მეტ სტიმულს მოგცემ იმის თქმით, რომ ყოველ კვირა ვმოგზაურობ საქართველოს კუთხე-კუნჭულებში.
არ იწურება სანახაობათა სია.
არ სრულდება ლამაზი ადგილები: ტბა, ზღვა, მდინარე, ჩანჩქერი, მთა და ვინ მოთვლის კიდევ.

ახლა კაი იდეა მაქვს და ველოდები მის განხორციელებას.

Posted by: nforumi 29 Sep 2015, 12:26
nutsiko
QUOTE
ახლა კაი იდეა მაქვს და ველოდები მის განხორციელებას.

თქვი მიდი, იქნებ მეც ... ჰა ?

Posted by: nutsiko 29 Sep 2015, 12:47
nforumi
ვაგროვებ მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. დიდ ფორმატზე ვბეჭდავ და გამოფენისთვის მოვემზადები.
ვისაც უნდა, უბრალოდ ვაჩუქებ ჩემს სახელზე, თუ მოეწონებათ. ვისაც უნდა იყიდოს სიმბოლურ ფასად.

კარგ ფოტოებს ვაგროვებ და კიდევ ბევრს გადავიღებ.

Posted by: nforumi 29 Sep 2015, 13:06
nutsiko
QUOTE
გამოფენისთვის

სად, როდის ?

Posted by: nutsiko 29 Sep 2015, 13:26
nforumi
ჯერ არ ვიცი დეტალები. ჯერ ვაგროვებ ფოტოებს. მერე უნდა დავბეჭდო მაღალი ხარისხით.
მერე ყველას - ჩემს გულშემატკივარს - შეგატყობინებთ და მოდით გამოფენაზე.

გამიხარდება. რომელიც მოგეწონებათ, გაჩუქებთ smile.gif

Posted by: nforumi 29 Sep 2015, 14:21
nutsiko
QUOTE
ჯერ არ ვიცი დეტალები. ჯერ ვაგროვებ ფოტოებს. მერე უნდა დავბეჭდო მაღალი ხარისხით.
მერე ყველას - ჩემს გულშემატკივარს - შეგატყობინებთ და მოდით გამოფენაზე.

კაი,
ველოდები შეტყობინებას შენგან.

თან გავიცნობთ ერთმანეთს...

Posted by: nutsiko 29 Sep 2015, 15:19
nforumi
რა თქმა უნდა, გაგაგებინებთ და გაგეცნობით.

Posted by: nforumi 29 Sep 2015, 15:46
nutsiko
QUOTE
რა თქმა უნდა, გაგაგებინებთ და გაგეცნობით.

smile.gif

Posted by: nutsiko 7 Oct 2015, 14:02
nforumi
აზერბაიჯანისკენ მივემართები.
კახეთში ვარ.
გზად ისე მომშივდა, თვალს ვერ ვახელ.
ბავშვობა გავიხსენე. უმეთვალყურეოდ დატოვებულ ვენახში გადავიპარე და კარგა მოზრდილი ყურძნის მტევანი დავაგემოვნე. ყურძნის მარცვლებში არეკლილი მზე დავკოცნე და ყურძნის პატრონი დავლოცე ჩემნაირი მოშიებულის დაპურებისთვის.
გზად, დედას პურები დავაყოლე. აი, ისეთი ოხშივარი სახეში რომ გცემს.
თან რადიოს ვუსმენ. უკვე აზერბაიჯანული ჰანგები მწყვეტს ყურს. აღმოსავლეთისკენ მივიწევ.

ელია თეზბიტელის ეკლესიიდან სხვანაირია საქართველოც და აზერბაიჯანის მდელოებიც.

ჰაერს ხარბად ვსუნთქავ. ფილტვებს ვახარებ. ხელებს ღმერთისკენ აღვმართავ და კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ ჩემი გასაოცარი ცხოვრებით.

მადლობა.

კეთილი სამარიტელი.

Posted by: LIK123 7 Oct 2015, 22:41
nutsiko

QUOTE
ვენახში გადავიპარე და კარგა მოზრდილი ყურძნის მტევანი დავაგემოვნე. ყურძნის მარცვლებში არეკლილი მზე დავკოცნე და ყურძნის პატრონი დავლოცე

ვენახის პატრონიც დაგლოცავდათ ალბათ
ბევრს.

პ.ს.რა მაგარი თემაა

Posted by: nutsiko 8 Oct 2015, 09:36
LIK123
არაა საჭირო ირონია.
მხოლოდ ერთი მტევანი მოვწყვიტე.

თუმცა რას გიხსნი.

ვისაც ბავშვობა ჰქონდა, ის გაიგებს სოფლის ამბებს და ბავშვურ ცელქობას.

პ.ს. ვენახის მეპატრონეს გზად მართლა გადავეყარე. გულწრფელად ვაღიარე ჩადენილი და გაეღიმა. საგზლად კიდევ გამატანა ყურძენი. კახელი გლეხი უბოროტოა. პურ-მარილიც და მასპინძლობა არ ეშლება

აი, ფორუმზე კი ქალაქელებს კომენტარებში ეშლებათ ხოლმე.

Posted by: nigo 8 Oct 2015, 11:33
nutsiko

QUOTE
ვისაც ბავშვობა ჰქონდა, ის გაიგებს სოფლის ამბებს და ბავშვურ ცელქობას.

თითქოს სხვანაირად გემრიელია სხვის ეზოში მოპარული ხილი. biggrin.gif

Posted by: nutsiko 8 Oct 2015, 16:24
nigo
ეგ სულ სხვა მუღამია, რას ამბობ smile.gif

ბავშვობა და ჩემი შეცოდებანი რომ მახსენდება (ხან სიმინდს ვიპარავდით რიონის პირას, ხან ვაშლის ხეს ვიყავით შესეულები, ხან - ყურძენს).
არასოდეს მახსოვს, ვინმე ამაზე სერიოზულად გაბრაზებულიყოს. ყველამ იცოდა, რომ უბნის ბავშვები საღამოობით გამოვდიოდით ,,საშოვარზე".
იყო მერე მდინარის პირას კოცონის დანთება, კარტოფილის შეწვა და ნახევრად უმი და დამწვარი სიმინდის ჭამა, გამურული სახეებით, სამადლოდ გამოტანილი ღვინის დაგემოვნება და ათასი ჭორ-მართლის მოყოლა ჭინკებსა და ტყაშმაფაზე. ამ დროს ვიღაც გადარეული თავზე დაგვახტებოდა და გულებს დაგვიხეთქავდა ხოლმე, ისე შეგვაშინებდა... გათენებამდე იყო ხორხოცი, სასაცილო ამბების მოყოლა, წაკითხული წიგნების გარჩევა, მომავალი დღეების დაგეგმვა და სალაშქროდ გასვლაზე ფიქრი.

რომ მახსენდება, რა მაგარი ბავშვობა მქონდა...

ამას წინათ ბავშვობის (ანუ ტრუსიკის) მეგობარი შემომხვდა. წლები არ მყავდა ნანახი, ისევ ისეთი ,,თხა" იყო, ისევ ისეთად დარჩენილიყო. იმდენი ვიცინეთ და ვეფერეთ ერთმანეთს, გადარეულები გვიყურებდნენ გამვლელები. მერე მდინარის პირას შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები, კარავი დავეცით და მოვილხინეთ სამეგრელოს ბუნებაში.

და კიდევ რამდენი ბავშვობის მეგობარი ანუ მე-გობ-არი (ერთი გობიდან რომ საჭმელს ჭამ) მყავს მოსანახულებელი.

ესაა ცხოვრება, კარგი მოგონებები.

Posted by: nigo 8 Oct 2015, 17:19
nutsiko

სულ ორჯერ მაქვს სოფელში გატარებული ზაფხული თითო თვით,დიდობაში აგარაკი არ ითვლება.
ერთი ნოქალაქევში ,სამეგრელოში და მეორე იმერეთში გორდში.

ისე ტკბილად მახსენდება,განსაკუთრებით
QUOTE
ნახევრად უმი და დამწვარი სიმინდის ჭამა

სოფლის ბავშვები დამცინოდნენ სამეგრელოში,ბატების სისინის მეშინოდა biggrin.gif იმერელო კიკინა და ა.შ..

ახლა ძალიან ბედნიერად მახსენდება,ყველა კურორტზე უფრო მეტად.რამდენი თავგადასავალი,ტყეში შტაბების მოწყობა,მეზობლის ყანაში სიმინდის ქურდობა ,ღამის კოცონები,სოფლის ჯარიანობა ა.შ..ა,შ... love.gif
თან ეცინებოდათ ,როცა მეშინოდა ხოლმე,თან სათუთად მიფრთხილდებოდნენ,უფროსებივით,ვითომ გამოცდილები და ა.შ..
ძალიან ალალები იყვნენ,მე უფრო ეშმაკი ვიყავი ქალაქურად.სოფლის კლუბში კინოში წასვლა ,მოკლედ საუკეთესო მოგონებები.

კიდევ სახლის მარილიანი კარაქი მახსოვს,ძალიან გემრიელი იყო.

Posted by: nutsiko 8 Oct 2015, 17:53
nigo
ზაფხულში მოვახერხე და ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ჩავედი სამეგრელოში. ყველანი შევიკრიბეთ, გაზრდილები, დაწვრილშვილებულები.
გავიხსენეთ ყველა გიჟობა და ცელქობა, რაც კი რამ ბავშვობაში გადაგვხდენია, გვიცელქია, ვის ვინ გვიყვარდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო და ბავშვური სიყვარულები და ამბები, შეყვარებულობანა, ათასი თამაშობა და ძაააალიან ბევრი ვიცინეთ ამ ყველაფერზე. თან ყველას თავისი ოჯახობა თან ახლდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, კაი საღამო გავატარე, სრულიად უბანი ცრემლმორეულმა დავიარე, ყველას მოვეფერე და ბავშვობის კადრებმა თვალწინ გამირბინა.

ალბათ დროა საჭირო, რომ ბავშვობა და ეს ყველაფერი დააფასო.

ახლაც მახსენდება ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრების გაოცებული სახეები, ამდენი წლის მერე რომ დამინახეს, გულში ჩამიკრეს და ისევ ბავშვობაში გადავინაცვლეთ, მოკლე შორტებში და გამურულები რომ დავრბოდით ხან ,,როლიკებით", ხან ველოსიპედით მთელ ქალაქს შემოვურბენდით, ხან ზღვაზე ,,ვალნარეზებიდან" ვხტებოდით და ხან ჭის წყალს ვიღებდით გზად, მწყურვალნი, ხან ინდაურები მოგვსდევდნენ და ჟივილ-ხივილით გამოვრბოდით სიმწრით გაღიმებულები (მერე ერთმანეთს დავცინოდით, ვინც ბატებს ვერ გადაურჩებოდა და ერთი კვირა ნაკბენი ტკიოდა).

გავა წლები და უფრო დავაფასებ ამ ყველაფერს.

ისევ ბავშვობის სენი შემეყარა და უფრო მომენატრნენ ჩემები. იქნებ უახლოეს დღეებში დავადგე ისევ wink.gif

Posted by: J-Time 8 Oct 2015, 20:11
nutsiko
ამ პოსტების ვერბარული ვერსიის მოსამენად ნახევარ სიცოცხლეს მივცემდიbiggrin.gif
ტრუსიკზე და მე გობ არზე ამოვწყდი, თან რაღაც სადღეგრძელოსავით იკითხება,
მომდევნო პოსტებში კარგი იქნება თუ გამოიყნებ ფრაზებს 25 მანეთი, 42.. არა, გატყუებ, 43 წელი.. მართლ მადიდებლობა- თვითონ სიტყვა გეუბნება და ასე შემდეგ biggrin.gif

Posted by: marta007 9 Oct 2015, 13:26
J-Time
QUOTE
მომდევნო პოსტებში კარგი იქნება თუ გამოიყნებ ფრაზებს 25 მანეთი, 42.. არა, გატყუებ, 43 წელი.. მართლ მადიდებლობა- თვითონ სიტყვა გეუბნება და ასე შემდეგ 

დაწერე მერე თვითონ სადაც გამოყენებული იქნება ფრაზებში დოლარები და
ევროები, ვინ გიშლის, ან 2030 წლის ამბები. :დ
აქ ვისაც რა უნდა იმას წერს.

Posted by: nforumi 10 Oct 2015, 14:14
nutsiko
nigo
გამოჩნდით ძვირფასო ქალბატონებო და თემაც გაცოცხლდა.

კაია, კაი smile.gif

Posted by: nigo 11 Oct 2015, 19:42
nutsiko
შენი პოსტები წავიკითხე თეატრის თემაში,ჩემსავით ყოფილხარ,მეც მარტო დავდივარ. ასე მირჩევნია.
არ გამოდის შეთანხმება და ა.შ..ა.შ>.

nforumi
შენ როგორ ხარ?

Posted by: nutsiko 11 Oct 2015, 23:35
nforumi
კაი გამარჯობა, კიდევ ერთხელ.... smile.gif გამოვჩნდით ახალი შემართებით და ვაცოცხლებთ ამ ტკბილ თემას.

nigo
ახლა დავბრუნდი თეატრიდან და სურვილი კიდევ ერთხელ გამიჩნდა, რომ სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, ოჯახში და სადაც კი შესაძლებელია, ისწავლებოდეს სულ მცირე თეატრში ქცევის წესები. ძალიან დამღლელია ამდენი ,,ფარშევანგის" ატანა, რომელიც უბრალოდ თეატრში დატანტალებს და შენ გვერდით ,,შაითან ბაზარი" აქვს გამართული შუა სპექტაკლის მსვლელობისას. არც წარბის აწევა და აივანზე გაქნევა, არც ფეხის დაბაკუნება, არც მჭმუნვარე სახის მიღება და არც ჩახველება თუ შენიშვნა, რომ ვერ ადუმებს მათ საინფორმაციო ღრუს... ეს მობილურების ალაგ-ალაგ მშვიდობაში წკარუნი და კაპელდინერების მეტეორიტის სისწრაფით ჩაქროლებანი მობილურთა ჟღარუნის მოსაგუდად არ შველის ხოლმე სიტუაციას. მოციმციმე აიფონები და მესინჯერში ჩეთი და ჩუმი ხითხითი ხომ საერთოდ ,,ზრდილობის მწვერვალია"... მოკლედ, მაყურებლის ამბავში სიტუაცია, ზოგადად, თეატრებში არის, როგორც ძველ რომში იტყოდნენ ,,ვირი ლირასთანო"....

სპექტაკლი კარგი იყო, თანამედროვე ელემენტებით კარგად გაშარჟებული და სოლოღაშვილის ფანი ვარ, ოფიციალურად smile.gif უზადოდ ნიჭიერი ბიჭია. მიყვარს ეგ ბიჭი მე... <3

Posted by: J-Time 11 Oct 2015, 23:39
nutsiko
დავუშვათ ეჭვიანი შეყვარებული მყავს ან სხვა რამე ობიექტური მიზეზით ტელეფონს ვერ ვთიშავ, ამიტომ საერთოდ აღარ უნდა წავიდე თეატრში?

Posted by: Thats 11 Oct 2015, 23:43
QUOTE
მეც მარტო დავდივარ. ასე მირჩევნია.

smile.gif
nigo
nutsiko
alk.gif wink.gif

Posted by: nutsiko 11 Oct 2015, 23:47
thats
შენც მარტო დადიხარ თეატრში? smile.gif

Posted by: J-Time 11 Oct 2015, 23:48
nutsiko
გაბუტული ხარ თუ უბრალოდ ჩამჭრელი კითხვაა?

Posted by: Thats 12 Oct 2015, 00:58
nutsiko
QUOTE
შენც მარტო დადიხარ თეატრში?

აჰამ. smile.gif კონსერვატორიაში კონცერტებზეც მარტო მივდივარ ხოლმე. საერთოდ მარტო მიყვარს ყველაფრის კეთები biggrin.gif

Posted by: nutsiko 12 Oct 2015, 01:10
thats
ჩემნაირო smile.gif მეც ეს ბოლო პერიოდია, სულ მარტო დავბოდიალობ კლასიკური მუსიკის საღამოებზე.

როგორც იქნა, გადავაწყდი ორღანის კონცერტს. ვიყიდე ბილეთი (ცნობისთვის სულ რაღაც სამ ლარად), ყველაზე მაღალ ადგილას მოვკალათდი და გადავინაცვლე 25-ე ცაზე ბედნიერებისგან.

ორღანი <3 classical music and u know what I mean <3

Posted by: Thats 12 Oct 2015, 01:23
nutsiko
QUOTE
ჩემნაირო

smile.gif
QUOTE
მეც ეს ბოლო პერიოდია, სულ მარტო დავბოდიალობ კლასიკური მუსიკის საღამოებზე.

მეც...
QUOTE
გადავინაცვლე 25-ე ცაზე ბედნიერებისგან.

ორღანი <3 classical music and u know what I mean <3

yes.gif 2kiss.gif

Posted by: lamos 12 Oct 2015, 12:35
გამარჯობა თემას და ყველას, მე ახალი ვარ tuk.gif

Posted by: მარიამ_მ 12 Oct 2015, 13:01
მუსიკა როგორ აახლოვებს ადამიანებს, ის აკეთებს მუსიკას რომელიც გიყვარს, რომელიც ზუსტად იმ გრძნობებს ეხება დიდი ხნის წინ რომ დაივიწყე და გგონია რომ აღარც დაგრჩა, დაგავიწყდა როგორ და რანაირად ხდება როცა რაღაც ძალიან ახლოს არის შენ სულთან , შენ ემოციებთან, შენ ტკივილთან , ბედნიერებასთან და მაინც რამხელა მანძილია თქვენ შორის და როცა შენ მის მუსიკას უსმენ ეს მანძილი ისე მჭიდროვდება გგონია გევრდით დგას და შენთვის მღერის , ინგრევა ყველანაირი საზღვრები და კომპლექსები, რჩებით მხოლოდ შენ, ის და მისი მუსიკა. ერთი ცის ქვეშ სხვადასხვა ადგილას .

Posted by: nutsiko 12 Oct 2015, 16:36
მარიამ_მ
გეძღვნება შენ 2kiss.gif

მე - მუსიკა

გამოვიდა (გამოვედი). სახეზე ნერვიულობა (მ)ეტყობა, ჯიბიდან ცხვირსახოცი, რომელიც ახლა ხელსახოცად უფრო გამოიყენებოდა ამოიღო (ამოვიღე) და ნერვიულობისგან გაოფლიანებული ხელები კარგად გაიწმინდა (გავიწმინდე), შემდეგ წინ დაიდო (დავიდე) და სკამზე დაჯდა (დავჯექი). სკამი ცოტა წინ მიწია (მივწიე), შემდეგ ოდნავ უკან გაწია (გავწიე), ფეხები ცოტა წინ წაწია (წავწიე), როგორც იქნა, სკამს სასურველი ადგილმდებარეობა შეურჩია (შევურჩიე). თავი დახარა (დავხარე), ღრმად ჩაისუნთქა (ჩავისუნთქე) და ამოისუნთქა (ამოვისუნთქე), თავისი რიგის მოლოდინში ერთი-ორად მატულობდა ნერვიულობა, ამას მოჰყვა ხელების ნერვული ფშვნეტა, ერთ კონკრეტულ ადგილს მიშტერება და მოლოდინი, გაუთავებელი მოლოდინი, წამი გაწელილი საუკუნედ, როდის მოვა შენი დრო, შენი შესრულები დრო. თითქოს ბინდი გეკვრება თვალებზე და ვეღარაფერს ხედავ, მხოლოდ ოქტავები, ერთმანეთის მონაცვლეობით თეთრი და შავი კლავიშები, რომლებიც გიხმობენ თავისთან და შენც სულმოუთქმელად გინდა შეეხო მათ, შენი თითებით მოეფერო თითოეულ მათგანს და ამ ,,მოფერებაში’’ დატკბე მათი ჟღერადობით. ყოველ ჯერზე გაოცებს მათი კეთილხმოვანება და მუსიკის მაგია, გატკბობს და ყველაზე დიდი სიამოვნება შენთვის ესაა, როცა ამ სასწაულის შემოქმედი თავად ხარ და აცოცხლებ იმას, რაც აქამდე, მრავალი წლის, საუკუნეების წინ დაწერილა შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის და მუსიკით შეპყრობილი ყველა ადამიანისთვის. ნელ-ნელა ეიფორია გიპყრობს და ხვდები, რომ ამ სამყაროში ფიზიკურად მყოფი გადადიხარ მუსიკის საოცარ განზომილებაში, რომელსაც არც საზღვრები აქვს და არც დროის შეგრძნება, აქ იკარგები უწონობის პირობებში, შენი სულიც აქ ლივლივებს და შენ ერწყმი თითოეულ კლავიშს და თითოეულ ბგერას და ხდები ერთი მთლიანი და, ამავდროულად, მთლიანის ნაწილი. შენ ხარ მუსიკა და ბგერა, გსიამოვნებს და იხსენებ, რამდენად დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობისთვის მიგეღწია. დღის მანძილზე ექვსი-შვიდსაათიანი შეუჩერებელი ვარჯიში ფორტეპიანოზე, მუშაობა შესრულების ტექნიკის სრულყოფისთვის, აჩქარებული გულისცემა და ზოგჯერ იშვიათი, მაგრამ ერთი სრულდღიანი შესვენება (რომ არ გადაიწვა, როგორც მასწავლებელი მიხსნიდა), ძირამდე დაჭრილი ფრჩხილები, არავითარი ლაქი, პიანისტის მუდამ მოწესრიგებული და გამხდარი თეთრი, ნაზი, ამავდროულად, ძარღვიანი და ძლიერი თითების ფალანგები, რომლებიც ქმნიან მუსიკას, ჩამჯდარი აკორდები, კლავიშებზე მოსრიალე თითები და ბრიალა თვალები.

კონცერტი ერთი, კონცერტი მეორე, კონცერტი მესამე, გაუთავებლად კონცერტები, ოვაცია, ტაში, ერთი ციცქნა ბაფთიანი გოგო და არაერთი რჩევა და შემოთავაზება სწავლის კონსერვატორიაში გასაგრძელებლად, მოცალეობის ჟამს ჩვევაში გადასული მაგიდაზე ნაწარმოების ენერგიულად დაკვრა ხმისა და ბგერის გარეშე, მაგრამ მთელი შეგრძნებით და თვლით, მუსიკა კი შენს ტვინში ჟღერს, ფიქრი: რომ შემეშალოს ნოტი? შენ ხომ პროფესიონალი ხარ, განაგრძე და არ შეჩერდე, ყველას შეშლია, ეცადე იყო სრულყოფილი, დაუკარი, არ შეწყვიტო, მუსიკა შენია, შენ – მისი ხარ- უამრავი მოფუთფუთე აზრი და განცდა…

ფინალური აკორდი გაისმა, მსმენელი ჩუმადაა… მქუხარე ტაში. ოფლით დაცვარული შუბლი და თითები კლავიშებზე, ადგა (ავდექი), გაიღიმა (გავიღიმე), თავი დაუკრა მსმენელს და მადლობა გადაიხადა (გადავიხადე). დიდხანს არ წყდებოდა ტაში, ეს იყო ტრიუმფისა და ბედნიერების წუთები…

ვიჯექი კულტურისა და მუსიკის ცენტრში და ვუყურებდი პიანისტს, ხელახლა გამიცოცხლდა ყველა ის შეგრძნება და ემოცია, რაც გამაჩნდა წარსულში, მეც ის განვიცადე, რასაც პიანისტი გამოსვლისას განიცდიდა, გრძნობდა, ნერვიულობდა საკუთარი თავისა და მსმენელის წინაშე პასუხისმგებლობით დამძიმებული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ისიც ბედნიერია და მეც, ახლა მე ის ვარ, ის კი – მე…

ვზივარ მატარებელში, ფიქრით ისევ იქ ვარ, კონცერტზე, როდესაც შევამჩნიე, რომ სრულიად გაუაზრებლად თითებით ჩემს მუხლებზე მუსიკალურ ნაწარმოებს ვასრულებდი უხმოდ, უმუსიკოდ, მექანიკურად, დათვლით და ოდნავ შესამჩნევად თავს ვიქნევდი, რითმს აყოლილი, ვუკრავდი მოცარტს და მელოდია ჩემს ფიქრს აჰყოლოდა, ფიქრი კი მელოდიას, ისმოდა ხმამაღლა, მხოლოდ ჩემთვის გასაგონად… ჩემს ფიქრში…

Posted by: მარიამ_მ 12 Oct 2015, 18:22
nutsiko
ხშირად ვადევნებ შენ პოსტებს თვალს ამ თემაში და რადგან შანსი მომეცა პირდაპირ მომემართა გეტყვი რომ არაჩვეულებრივი ვინმე ხარ smile.gif ჩანაწერმა გამახსენა მთელი ჩემი განცდები კონცერტზე როცა პირველად გამოვედი მუსიკალურ სასწავლებელში, სასწაული შეგრძნებააა შენი წლების შრომის დაფასება მსმენელის ტაშით და რაც არ უნდა აღწერო სიტყვებით ერთხელ მაინც უნდა გამოცადო ნამდვილად რომ მიხვდე რას ნიშნავს მთლიანად ეკუთნოდე მუსიკას, მადლობა ჩემო კარგო ბავშვობის ნათელი მოგონებების გაღვიძებისთVის :*

Posted by: nigo 12 Oct 2015, 19:52
lamos
გამარჯობა,კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს პატარა, მყუდრო თემაში smile.gif
ისეთი კაცით შემოხვედი,არ შემეძლო გულგრილად გამეტარებინა.

კინაღამ გადავყევი ბარი ვაითის სიკვდილს.ისე განვიცადე .

შორიდან და დისტანციიდან სულ სამი ადამიანის სიკვდილი განვიცადე ისე,თითქოს ჩემი უახლოესები იყვნენ ლენონი, ლედი დი და ბარი ვაითი sad.gif

nutsiko
up.gif
მარიამ_მ

up.gif

Posted by: nutsiko 13 Oct 2015, 15:20
ჩანაწერებს ვათვალიერებდი და გადავაწყდი ა.წ. გაზაფხულის მოგონებას... smile.gif

,,ჯინჯი, რინჯი, ბუბამარო... სასულე ორკესტრი, ბრეგოვიჩი და მე..."

ჯინჯი-რინჯი ბუბამარო,
ციქნიე, შუჟიე,
აიდე, მორე კოე რომესა,
ჩავალე, რომალეეეეეეეეეე, – ძალაუნებურად მახსენდება ,,შავი კატა, თეთრი კატა“ და ბრეგოვიჩის სასულე ორკესტრის ტემპში გულში ვღიღინებ, ,,ვტკბები“ იმ სიტუაციით, სადაც ,,ბედის უკუღმართობით“ აღმოვჩნდი. ხათრიანობა დამღუპველია აშკარად. ვზივარ ახლა ამ ,,გაუგებრობაში“ და ისღა დამრჩენია, ვიხალისო შექმნილი გარემოებით.

ერთი სუფრის იქით არავინ ვიცნობთ ერთმანეთს. სამაგიეროდ, ბევრი ასეთი სუფრაა შევსებულ-დამშვენებული. დარბაზის შუაგულში ნეფე-პატარძალი დაუსვამთ და ტორტიც იმხელაა, რომ პრაქტიკულად არ ჩანან, მხოლოდ გუმანით ვხვდებით დამსწრე საზოგადოება რომ ისინი იქ სხედან.

ერთმანეთს ცვლის გატყეპილი სადღეგრძელოები, რომლის ნახევარი არც არავის ესმის და მხოლოდ თავს უკანტურებენ ერთმანეთს დასტურის ნიშნად. სადღეგრძელოები, რომლითაც იზომება ,,კაი კაცობა“ და სუფრის გაძღოლა. აგერ, მეზობელ სუფრაზე ვიღაცას ჯონჯოლში თავჩარგულს ძინავს. იქეთ ცოლი ქმარს ექაჩება სახელოზე მავედრებელი თვალებით, გთხოვ, მეტი არ დალიოო. გარეთ ჩოჩქოლია და თეფშების ლეწვა. აშოშმინებენ ,,მეამბოხეებს“, მოკლედ, მცირედ აირია მონასტერი. რთულია ამ ყველაფერს ფხიზელმა უყურო, თავს თეთრი ყვავივით ვგრძნობ ამდენ შავ ყვავს შორის.

,,ბედად“ დინამიკების გვერდით დამსვეს (მცეს პატივი, სიმღერა გიყვარს და დროდადრო აჰყვები ჰანგებსო, ის კი ვეღარ გათვალეს, რომ ჩემს ყურთასმენის ჩინს და ღვთით ბოძებულ სმენას უფრო მეტად ვუფრთხილდებოდი, ვიდრე ამ მუსიკოსების ნაფტალინშეპარული რეპერტუარი სინამდვილეში წარმოადგენდა). მეც, მაგდანას ლურჯასავით, ვიტან ჩემს ხვედრს და ვზივარ გაყურსული.

ვაკვირდები ამდენ სუნამონაპკურებ და დღევანდელი დღისთვის სპეციალურად გამოწკეპილ ადამიანს და თუ კარგად დააკვირდები, ბევრ სახალისო რამესაც აღმოაჩენ გამჭრიახი თვალი. რაღა სხვების ფლირტსა და კეკლუცობას, აგერ, მეზობელი სუფრიდან ვიღაც ჯეელი ყელს იღერებს და მეპრანჭება. ძალიან ვხალისობ ამ ყველაფრით. გვერდით ქალები ეჩურჩულებიან ერთმანეთს და სარძლო-სასიძოებს თვალით ზომავენ. მეც ბევრ საინტერესო შეფასებას ვისმენ, ქვეყნის ჭორ-მართალს და დროსაც ,,ვკლავ“.
•დღეს პატარძალს არ აცდება, – ზურგს უკან მესმის ორი შეზარხოშებული ,,ჯიგრიკას“ ქირქილი და ვნებიანად იხედებიან გალამაზებულ-გაპრანჭული პატარძლისკენ, რომელიც ეკეკლუცება თავის აწ უკვე მეუღლეს. უკომენტაროდ.
•ოე, ოეეეეეე, ჩემი ძმააა, რამე ჩქარები დაუკარი რ(ი)ააა- დამკვრელებთან გამოხტა ერთი მინი-მინი ,,იუბკაში“ გაკვანწული, ერთი შეხედვით, მდედრობითი სქესის, მაგრამ მოწოდებით ,,მურთაზა“ არსება. ამ რეპლიკას დამკვრელებისგან მორიდებული ხორხოცი მოჰყვა და მისმა კეთილისმყოფელებმა უმალვე ხელკავით გაიყვანეს სცენაზე აჭრილი ,,მურთაზა“.

ვიფიქრე, გავისეირნებ ცოტას ჰაერზე და დროს ახლა ასე მოვკლავ-მეთქი. საპირფარეშოში კიდევ ,,უკეთესი“ სიტუაცია დამხვდა. ამდენი მდედრი ერთად თავმოყრილა და გადაღებვით გართულა: თვალების ,,ატუშვა“, ტონა ,,ტონალურის’’ გადასმა – დაშპაკვლა, ,,პამადა-ბლესკის“ წასმა, სუნამოს პკურება, კაბის შესწორება, ა.შ……..

მეც დინამიკებისგან ყურებდაგუბებული და სანახევროდ დაყრუებული რესტორნის ეზოში შედარებითი სიჩუმით ვტკბები. რა კარგია ეს ცხოვრება, ვფიქრობ ჩემთვის, და რა ცოტა გჭირდება ბედნიერებისთვის. უკან შებრუნებაც არ მინდა. მადლობა ღმერთს, რომ გაზაფხულია და არ ცივა, ქუსლიანი ფეხსაცმელები – შპილკები – გავიხადე და სრულიად ფეხშიშველი გავუყევი გზას. აღარაფერი მაინტერესებს, ვართ მხოლოდ მე და ეს ღამე, ქორწილისთვის შეკერილი ოქროსფერ-მზისფერი ლივლივა კაბას მსუბუქი სიო ტანზე მახვევს და მავიწყდება ყველა და ყველაფერი…

მაკი, მაკი,
მარიანა, მარიუშკა,
მარია-რუშკა, მარუუშკააა, – ისევ საქორწილო-დამკრძალავი სასულე ორკესტრი ჩემს ფიქრში და ისევ ბრეგოვიჩის ,,მაკი-მაკი“, ვღიღინებ ჩუმად და ღიმილი არ მშორდება სახიდან…

Posted by: Proffesor 13 Oct 2015, 18:49
ვა ძაან საკაიფო თემაა გადავიკითხე უცბად biggrin.gif

Posted by: nigo 13 Oct 2015, 18:59
nutsiko
ასეთი სუფრის შემდეგ,დაღლილი და დაქანცული სახლის კარის გასაღებს გადაატრიალებ,თან ქმარსაც ექაჩები,რომ დროზე შემოვიდეს.
გზა და გზა იხდი და აქეთ-იქით ყრი მაღალქუსლებიან ფეხასაცმელებს,სამაჯურებს ,საყურეებს,მძივებს,თმიდან სარჭებს,უხერხულ,მაგრამ ლამაზ კაბას .მერე ამოისუნთქავ და უცბად ხვდები,რომ იმ წუთას ძალიან ბედნიერი ხარ. biggrin.gif

Posted by: nforumi 14 Oct 2015, 12:18
nigo
QUOTE
ასეთი სუფრის შემდეგ,დაღლილი და დაქანცული სახლის კარის გასაღებს გადაატრიალებ,თან ქმარსაც ექაჩები,რომ დროზე შემოვიდეს.
გზა და გზა იხდი და აქეთ-იქით ყრი მაღალქუსლებიან ფეხასაცმელებს,სამაჯურებს ,საყურეებს,მძივებს,თმიდან სარჭებს,უხერხულ,მაგრამ ლამაზ კაბას .მერე ამოისუნთქავ და უცბად ხვდები,რომ იმ წუთას ძალიან ბედნიერი ხარ.

ანუ ქალები იმისთვის იტანჯავთ თავს რომ მაგ მომენტში იყოთ ბედნიერები?

smile.gif

nutsiko
ჩემთვისაც მტკივნეული თემაა, ვერ ვერთობი ეგეთ ქორწილებში, მწყინდება.

Posted by: nigo 14 Oct 2015, 13:37
nforumi
QUOTE
ანუ ქალები იმისთვის იტანჯავთ თავს რომ მაგ მომენტში იყოთ ბედნიერები?

ასეა ზუსტად biggrin.gifმაკიაჟის(შპაკლის) მოშორება აღარ დამიმატებია.ის მერე,კარგად რომ დაისვენებ და ტელეფონზე იჭორავებ ამ ქორწილის შესახებ.

ოღონდ ჭორაობა ისე დავწერე,არა ბოროტად.მოკლედ რომ გაარჩევ პატარძლის კაბიდან დაწყებული სხვა სტუმრების ჩაცმულობას,სუფრას,კერძებს,ზოგადად სიტუაციას,თამადას და ა.შ..ა.შ..
თუმცა ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის,ინტერნაციონალურია. biggrin.gif

Posted by: nforumi 14 Oct 2015, 17:43
nigo
QUOTE
ასეა ზუსტად მაკიაჟის(შპაკლის) მოშორება აღარ დამიმატებია

smile.gif

QUOTE
თუმცა ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის,ინტერნაციონალურია.

მართალია,

არაბი ქალები ჩადრის ქვეშაც კი იგივეს აკეთებენ (იკეთებენ).

ვერ კი ვხვდები რატო, თუ დისკომფორტია, რატო უნდა გაიწვალო თავი ასე?

Posted by: nigo 14 Oct 2015, 19:21
nforumi
ბანალური გამონათქვამი,სილამაზე მსხვერპლს ითხოვს biggrin.gif

Posted by: nforumi 14 Oct 2015, 21:18
nigo
QUOTE
ბანალური გამონათქვამი,სილამაზე მსხვერპლს ითხოვს

იმედია რავინ მიწყენს თუ ვიტყვი რომ ეს სისულელეა.

Posted by: სალლი 14 Oct 2015, 21:25
არაბ ქალებზე გამახსენდა. სტამბოლში ერთერთი მუზეუმის წინ დიდ რიგში მდგომმა კარგი გასართობი რამ შევამჩნიე. მოკლედ ჩემს გვერდით, რამოდენიმე მეტრის დაშორებით დგანან არაბი ქალები (ასე 5) უჩანთ მხოლოდ თვალები და იღებენ ერთობლივ სელფს... მაშინ მივხვდი, რომ ყველა ქალს,რა ერის და რა ფერისაც არ უნდა იყოს, მაინც რაღაცნაირი ქვეცნობიერი მიდრეკილება აქვს კეკლუცობისკენ და გაპრანჭვისკენ.

Posted by: jijia 14 Oct 2015, 22:43
ძალიაააააან,ძალიან,ძალიააან მენატრები. მინდა გამოვიქცე ,კარებზე დავაკაკუნო და ყელზე შემოგეხვიო.

მაგრამ გზას ვიცვლი და ვბრუნდები სახლში,
შენ არ გიყვარვარ....

Posted by: nutsiko 15 Oct 2015, 00:19
დღის ფიქრთა მდინარება:

ვინ თუ არა მე? როდის თუ არა დღეს?

ვქმნი ყველაფერს დიდი სიყვარულით, რუდუნებით, მოწიწებით, მოკრძალებით, გულში მცირე ლოცვების ხშირი გამეორებით, სიყვარულის მზერით, სითბოთი, რადგან მაქვს ნიჭი, შევქმნა სილამაზე და სიხარული, რადგან მე ვარ სიყვარული და ხალასი ცხოვრება, რადგან ჩემ გვერდით ყველა და ყველაფერი ხარობს.

მე ვარ შემოქმედი ჩემი ხელოვნებისა, მე ვარ წყარო სიხარულისა, მე ვარ სიყვარული თავად განუზომელი, მე ვარ ბედნიერება დაუშრეტელი, მე ვარ წყარო ყოველი ბედნიერებისა და ბედნიერია ყოველი სულიერი თუ უსულო, რაც გარშემო მყავს და მახლავს, მე ვარ დაუშრეტელი წყარო სითბოსა და სისადავისა, უბრალოებისა და, ამავდროულად, დიდებულებისა, შარავანდედით მოსილი, სილამაზის მოტრფიალე და სიკეთის მსახური ამქვეყნად, მე დროებითი და მე უსასრულო, მე – წამიერი და მე – უკუნითი უკუნისამდე, მე – ანი და მე – ჰოე. მე – სიტყვა და მე – საქმე.

ვქმნი ყველაფერს მოწიწებით და ჩემი სულის უხილავ ნაწილს ვდებ ყოველ ჩემს ნაკეთობაში, ჩემს სულს გადავცემ ყოველივეს, რასაც ხელითა და გულით ვეხები, რასაც თვალით ვუმზერ. მომეცა ნიჭი და მას ვავრცელებ, ვამრავლებ ჩემ გარშემო მხოლოდ დადებითს, მხოლოდ სუფთას და მხოლოდ შეურყვნელს, მე ვარ დასაბამი ყოველი სიკეთისა და სიხარულისა, მე – ერთი და მე – მრავალფერი, მე – თეთრი და მე – ნათელი.

ვქმნი და ვავრცელებ სიხარულს, ყველას ვუზიარებ ჩემს შემოქმედებას, საკუთარ სულს ვაცოცხლებ ჩემს შემოქმედებაში.

ჩემია ყოველივე და, ამავდროულად, ყველასია ჩემი შემოქმედება, მე ვარ ავტორი და ავტორია ყველა ჩემი შემოქმედების.

მე ვარ ის, ვინც ყველაა და მე ვარ ის, რაც ყოფილა აქამომდე.

მადლობა შენ ყველაფრისთვის, მადლობა სამყაროს, მადლობა შემოქმედს, მადლობა განგებას,

მადლობა

მიყვარხარ

მშვიდობა მე და სამყაროს,

კეთილი სამარიტელი....

Posted by: nforumi 15 Oct 2015, 09:51
nutsiko
ვისი სურათია, შენ ხომ არ ხარ თავად?

Posted by: tamro63 15 Oct 2015, 11:45
რა კარგები ხართ! დიდი ხანია გკითხულობთ! სამწუხაროდ წერის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მინდოდა მოგფერებოდით..

Posted by: nutsiko 15 Oct 2015, 14:04
nforumi
განწყობა ჩემია. გარეგნულად მე არ ვარ smile.gif

Posted by: nforumi 15 Oct 2015, 14:35
nutsiko
QUOTE
განწყობა ჩემია. გარეგნულად მე არ ვარ

გასაგებია

კარგია wink.gif

Posted by: nigo 15 Oct 2015, 15:44
nutsiko

ეს ყველაფერი შენი დაწერილია?

არაჩვეულებრივი ავტოტრენინგია smile.gif

Posted by: nutsiko 15 Oct 2015, 16:16
nigo
რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც აქ ვწერ, ჩემია და მხოლოდ ჩემსავე ბლოგზე გადააწყდება ადამიანი smile.gif

ბლოგი, რომელიც ჩემი ნავსაყუდელია და სული ღუზას უშვებს, ისვენებს და ახალი თავგადასავლებისთვის ემზადება.
ერთი ბლოგზე და მეორე აქ, ამ გემრიელ თემაში ვცოცხლდები.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ამ საღამოს თმაში პირველი ჭაღარა შევნიშნე და სადღაც, გულის გულში, ცოტა მეწყინა... მერე გამეღიმა... ჩემი გაზაფხულის შემოდგომა თუ აწ უკვე ბალზაკისეული შევერცხლილი წლების დასაწყისი?!.
ფანჯარას ცხვირი მივაჭყლიტე.
გამახსენდა, რომ დღეს ძალიან ცხელოდა. ახლა ცა წვიმად ჩამოსულა...თურმე ამინდიც შეცვლილა ერთ დღეში...

Posted by: nforumi 15 Oct 2015, 19:57
nutsiko
QUOTE
ამ საღამოს თმაში პირველი ჭაღარა შევნიშნე და სადღაც, გულის გულში, ცოტა მეწყინა...

მთავარია გულში არ შეგეპაროს smile.gif

Posted by: nigo 15 Oct 2015, 20:11
nutsiko
QUOTE
ამ საღამოს თმაში პირველი ჭაღარა შევნიშნე და სადღაც, გულის გულში, ცოტა მეწყინა... მერე გამეღიმა... ჩემი გაზაფხულის შემოდგომა თუ აწ უკვე ბალზაკისეული შევერცხლილი წლების დასაწყისი?!.

მე მახსოვს ძალიან მძიმედ იმოქმედა. 36 წლის ვიყავი.

nforumi
QUOTE
მთავარია გულში არ შეგეპაროს

სულით ახალგაზრდა ხარ,სანამ გაქვს ცხოვრების ხალისი და რაც მთავარია მოტივაცია.

ეს უკანასკნელია მთავარი მამოძრავებელი ძალა.

Posted by: nutsiko 15 Oct 2015, 20:41
nigo
nforumi
ალ.ჭავჭავაძის ლექსის არ იყოს, მე იგივე ვარ მარად და მარად... აი, ერთი ღერი ჭაღარა მაინც მიგანიშნებს, რომ ჟამთა სვლას ვერაფერი შეცვლის, შენც ადამის მოდგმისა ხარ და შენც გემატება წლები... მერე რა, თუ გული არა ბერდება... თან ამინდიც ხომ ისეთია რა, შემოდგომისეული, შევერცხლილ-სევდიანი, ჰოდა, მეც მელანქოლიამ გულში გამკრა.

გადამივლის ეს განწყობა.

Posted by: nforumi 15 Oct 2015, 20:55
nigo
QUOTE
სულით ახალგაზრდა ხარ,სანამ გაქვს ცხოვრების ხალისი და რაც მთავარია მოტივაცია.

კი,
ჩემი ცოლია მასეთი.
თუმცა თმებს იღებავს...

nutsiko
QUOTE
გადამივლის ეს განწყობა.

აუცილებლად,
მჯერა შენი smile.gif

Posted by: t-90 17 Oct 2015, 06:59
ოდესღაც ტროის ომის წინ აქილევსი შეხვდა დედამისს თეტიდას რომელმაც გააფრთხილა რომ თუ ის დარჩებოდა იოლკოსში მას ეყოლებოდა ცოლი, შვილები, შვილიშვილები და მოხუცი შვილთაშვილების გარემოცვაში მოკვდებოდა, მის სახელს კი შვილთაშვილების იქით დაივიწყებდნენ მაგრამ თუ ის ტროაში წავიდოდა მას არც ცოლი ეყოლებოდა, არც შვილები, არც შვილიშვილები და არც მონაგარი საერთოდ, მაგრამ მის სახელი ეკერებოდათ პირზე მთელს საბერძნეთში. აქილევსმა მეორე აირჩია და მართლაც ტროას დროიდან ბავშვმაც კი იცის ვინ არის აქილევსი და სმენია აქილევსის ქუსლის შესახებ.
ისე მაგარი დეპრესიაში ჩავარდებოდა კაცი (ამდენი დეპრესიულის შემხედვარე) როცა ეს არჩევანიც კი არ გაქვს. ხვალ რო დამარტყას მანქანამ ან აგური დამეცეს თავში ან აივნიდან გადმოვარდე მთვრალ მდგომარეობაში ან რამე ეგეთში 10 წელწიადში არავის ვემახსოვრები, არც სახელი დამრჩება, არც მონაგარი და არც არაფერი. ჰა ჰა ვინმე ძველ შეყვარებულს გავახსენდე და ჩაიცინოს ან მეგობარმა წაიტიროს, ან შეკრებაზე ჩემი შესანდობარი დალიონ ან რამე მაგდაგვარი.
არც ნამუშევარი მრჩება არაფერი არ შემიქმნია ისეთი რო ჩემი სახელი დაერქვას.

ბუდიზმში ხო არ გადავიჭრა რა ვქნა biggrin.gif იქ ევასებათ ესეთი სასტავი biggrin.gif

Posted by: nforumi 17 Oct 2015, 09:51
t-90
აჯობებს დაანებო თავი მაგეებზე ფიქრს და იფიქრო რა შეგიძლია შექმნა ღირებული.

Posted by: nigo 17 Oct 2015, 10:15
t-90

დეპრესიულ აზრებს შეუწუხებიხარ smile.gif მოიშორე და გააგრძელე ცხოვრება smile.gif

პოლიტიკაში თბილისობას ულოცავენ ერთმანეთს.
მე პირველი თბილისობაც მახსოვს,შევარდნაძის შემოღებული/ედვარდ-შოუს ვეძახდით.
ამდენი წელი გავიდა და ვერ მიიღო ქალაქმა ეს დღესასწაული sad.gif

თანაც ოქტომბერში თითქმის ყოველთვის წვიმს ხოლმე ამ დღეს.

Posted by: Nostalgia34 17 Oct 2015, 12:34
http://pix.ge/

რეგულარულად დადიოდნენ აქ სარტრი,ბოვუარი,ანდრე ბრეტონი...
დადიოდნენ,სხვადასხვა დროს, ერნესტ ჰემინგუეი,ალბერ კამიუ,პოლ ვერლენი,რემბო,პიკასო...
მუზის ძიებაში.....
იმართებოდა გიო(მ) აპოლინერის „პარიზული საღამოები“...
აქ,დაფუძნების დღიდან,ყოველთვის,ნამდვილი, პარიზული ატმოსფეროა!

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

************

ამ კაფეს რა ქვია?biggrin.gif

აქ, რეგულარულად შემოდის 90 ლულიანი უტონკეს/უტანკესი ტანკი თუ
უტონკეს/უტანკეს ლულიანი 90 ტანკი...............

აქ,იხედება ნოსტალგიისგან ნოსტალგირებული ნოსტალჟი 34...

http://pix.ge/

Posted by: nforumi 17 Oct 2015, 13:26
nigo
QUOTE
ამდენი წელი გავიდა და ვერ მიიღო ქალაქმა ეს დღესასწაული 

ნაძალადევია და მიტო.

Posted by: t-90 17 Oct 2015, 15:27
nforumi
QUOTE
აჯობებს დაანებო თავი მაგეებზე ფიქრს და იფიქრო რა შეგიძლია შექმნა ღირებული.

ეგ ყველაზე ადვილია. biggrin.gif
პროსტო გაცნობიერებაა მთავარი რო არ გაჩერდე.
nigo
QUOTE
დეპრესიულ  აზრებს შეუწუხებიხარ  მოიშორე და გააგრძელე ცხოვრება 

ჩემთან დეპრესიული აზრები დიდხანს ვერ ძლებენ ხო იცით biggrin.gif
Nostalgia34
QUOTE
აქ, რეგულარულად შემოდის  90 ლულიანი უტონკეს/უტანკესი ტანკი თუუტონკეს/უტანკეს ლულიანი 90 ტანკი...............აქ,იხედება ნოსტალგიისგან ნოსტალგირებული ნოსტალჟი 34...

გამიხარდა თქვენი გამოჩენა.

Posted by: nforumi 17 Oct 2015, 17:54
t-90
QUOTE
ეგ ყველაზე ადვილია. 

ადვილი?
თუ ადვილია, მიდი მერე.

Posted by: nutsiko 17 Oct 2015, 21:11
თბილი საღამო მშვიდობისა ყველას!

მინდა წარმოგიდგინოთ ოთხი ყველაზე მადლიანი და აუცილებელი მცნება: მადლიერება, სინანული, მიტევება და სიყვარული.

მადლობა. ვწუხვარ, მაპატიე, მიყვარხარ.

,,მადლობა შენ, მოყვასო, იმისთვის, რომ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში თავად არაფრის მქონემ, მაგრამ დიდი სიკეთისა და სიყვარულის გულით მატარებელმა, ყოველ დღე მოწყალებითა და უცხო ადამიანების შემოწირულობით სულ ხურდით აკრეფილი არაზედმეტი ან თავისუფალი, არამედ შენთვის უზარმაზარი თანხა, უკანასკნელ თეთრამდე გამომიწოდე და მზად იყავი დაუნანებლად დაგეთმო თავად უპოვარს მეორე უპოვრისთვის. არასოდეს დამავიწყდება ეს თავგანწირვა შენგან

მადლობელი ვარ

***

ვწუხვარ, რომ მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე შენი სიყვარული და ფასი, როდესაც ვეღარაფერს შევცვლიდი და დროს ვეღარ დავაბრუნებდი, ხშირად არ გეუბნებოდი, როგორ მიყვარდი და ყოველ წამს არ ვაქცევდი საუკუნოდ, დეი!

ვწუხვარ

***

მახსოვს, გაოცებულმა მკითხე, რატომ მეხმარები მიუხედავად იმისა, რამდენი ტკივილი მოგაყენე და მუდამ შენი მტერი ვიყავი. იცი, რომ მოვძლიერდები, შენს მტრობას გავაგრძელებ. მაშინ მხოლოდ გამეღიმა. ღირსეული მეტოქეები ვიყავით მუდამ, ისიც ვიცოდი, თუ ძალებს აღიდგენდი, შენსას გააგრძელებდი, მაგრამ მე ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, რომ სისხლი სისხლით კი არა, წყლით ჩამოიბანება. ბოროტებას სიკეთე დავუპირისპირე და ამით გავიმარჯვე ღირსეულ ბრძოლაში უმალვე, მოგიტევე თუ არა. ერთადერთი რამ გითხარი მაშინ (ახლაც მახსოვს), გპატიობ ყველაფერს, რაც აქამდე იყო და მეც მაპატიე, თუ რამ გაწყენინე და ნებსით თუ უნებლიეთ ტკივილი მოგაყენე. შენდობას ვითხოვ შენგან. სძლიო საკუთარ თავს და პატიება ითხოვო მტრისგან დიდ სულიერ მხნეობას და გარდატეხას მოითხოვდა ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს შევძელი.

მაპატიე

***

დილას მაღვიძებს, ძილი სანატრელი გამიხდა მისი ბუტბუტისა და ფეხების ბაკუნის გამო. ჩემს ბალიშზე თავს დებს, ლოყა ეჭყლიტება და ცალი თვალით ვხედავ, როგორ მიღიმის, თან ტიტინებს, თავისებურად რაღაცას მიყვება, ნახევარი რომ არ მესმის ისე. ჩემი დღეც მისი ვარდივით ნაზი და თბილი სურნელით იწყება, აღმოვაჩენ, რომ თავზე მისი სათამაშოები მაწყვია და ჩემი ბალიშის გვერდით მისი პაწაწუნა ცალი ფეხსაცმელი დევს, თავში მისგან ნასროლი ფერადი კუბიკი მხვდება და ეს უკვე ნიშანია, რომ დღეს გამოძინება აღარ მიწერია.

მე შენ მიყვარხარ!''

Posted by: nforumi 19 Oct 2015, 12:55
nutsiko
აბა ამ ფრაზას როგორ თარგმნი:

You might think this problem — in Roman poet Juvenal’s phrase, “who watches the watchers” — would merit some thought after a century of blood and poverty from socialism’s failures. Alas, we’re subjected to a non-stop stream of Nobel laureates oblivious to what Mises’s Human Action told us a generation ago: “Socialism is not an alternative to capitalism; it is an alternative to any system under which men can live as human beings.”

?

Posted by: nutsiko 27 Oct 2015, 15:50
nforumi
სად ვიცი ამდენი ინგლისური biggrin.gif

--------------------------------------------------------------------------

რაღაც თემა ჩაჩოჩდა. ამიტომ მოგიყვებით ამბავს, ჩემს ამბავს: მისმინეთ მსმენელნო, მოიდგით ცხელი ჩაი, მოკალათდით ბუხართან და ვიწყებთ:

პარასკევსაღამოს კახეთიდან ჩამოვედი თუ არა, მხოლოდ ორი საათი მქონდა, სომხეთისთვის მოვმზადებულიყო. პირველადი საჭიროების და ძალიან აუცილებელი ნივთები სასწრაფოდ ჩავყარე განუყრელ ზურგჩანთაში და სალოსკენ გავეშურე. გამთენიისას სომხეთს ვსტუმრობდი.

სადახლომდე ისე მივედი, გზაში მეძინა და ჩემთან ერთად ეძინა მარშრუტკის ყველა მგზავრს, მძღოლის გარდა. სადახლოზე ნახევრადგახელილი ცალი თვალით გავიარე სომხეთ-საქართველოს საზღვარი და სომხეთის იურისდიქციის ქვეშ მოვექეცი...

ანუ ბარენცეს!

მზიან დილიჟანში ჩასული უკვე გამოძინებული ვიყავი და მზიანი ამინდიც მხიბლავდა (მზიანი დილიჟანი თავის სახელს ამართლებდა). კ/ფ ,,მიმინო”-დან ძეგლთან სურათების გადაღებაც მოვასწარი, მერე მცირე ხიდთან დავდექი, სადაც ქვებზე დაკუსული გედების ქანდაკებები თავს იწონებდნენ, აი, წყალი უზარმაზარ აუზში კი არსად ჩანდა. ........

მართლაც, რამოდენა ყოფილა ეს სევანის ტბა და როგორი ლივლივა და ლიცლიცა, კამკამა წყლით. სევანის მშვენიერება ვირწმუნე და გაზვიადებულად აღარ მომეჩვენა. ადგილობრივები სევანზე მოპოვებული მთვარის ქვის უამრავ ნაკეთობას მთავაზობდნენ (ძირითადად, სამკაულები). მე კი სევანიდან შუშის ბროწეულისფერი ბროწეულები - ყურთსამშვენისები ვაჩუქე საკუთარ თავს - სევანის მოსაგონებლად. სევანავანქის გზაზედ სომეხმა ბაბუმ გიტარაზე ქართულად მოგვიმღერა, პატივისცემის ნიშნად. იქვე თეთრი მტრედებიც გაუშვეს სურვილის ჩაფიქრების შემდეგ. სევანზე დიდხანს გავჩერდი და წყალს ჩავაშტერდი, მზე ლიცლიცებდა გამჭვირვალე ფირუზისფერ ტალღებში და მთვარის ქვის მოპოვებაზე ვფიქრობდი. ...........

ყავისფერ-ნაცრისფერ-მოწითალო და მაინც უფრო პირქუში, მაგრამ უდაოდ სუფთა ქალაქია ერევანი, სადაც გასარეცხი მანქანა არ დამინახავს ქუჩაში. მხოლოდ შემოდგომის მზისდაკოცნილი ფოთლები ალაგ-ალაგ იყრებოდა. საღამოსკენ გალამაზდა ერევანი, ტაშირის ,,მოძრავი” და ხმაურიანი ქუჩით (რაც ჩვენთან შარდენის სიტუაციაა), მდიდრულაივნიანი სახლებითა და მშენებარე კორპუსებით. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მიუხედავად ამ მოჩვენებითი ხმაურიანობისა, ეს ქუჩა ,,მკვდარი” იყო, რადგან ახალაშენებული სახლები მესაკუთრეების გარეშე არსებობდნენ, მაღალი ფასების გამო. ღამით მხოლოდ ცარიელი კედლები და დაკეტილი სავაჭრო ცენტრიღა რჩებოდა ერევნის ცის ქვეშ. ............

ფერადოვანი და გენიალურია სერგო. ერევანში ჩამოსული ფარაჯანოვის მუზეუმს არ ესტუმრო პირდაპირი დანაშაულია ხელოვნების მოყვარულისთვის. გამაოცა მისმა გენიამ და დაუშრეტელმა ფანტაზიამ. ყოჩაღ, სერგო! დიდება გენიას! ........

ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა ცნობილი და დიადი მხატვრების შემოქმედების ამსახველ ილუსტრირებულ წიგნებს მჩუქნიდნენ, მაოცებდა აივაზოვსკის დანახული და გაცოცხლებული ზღვები. პატარამაც კი ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორიგინალებს ვნახავდი... ერევანში, ნახატების გალერეაში სულგანაბული, ერევნის წვიმაში მოყოლილი და სველი ფეხებით ვზივარ აივაზოვსკის შემოქმედების წინ და ვტკბები. ოცნებები ჩემს ცხოვრებაში სრულდება. ფარაჯანობის შემდეგ აივაზოვსკის შემოქმედებით აღტაცებული მადლიერებას გამოვხატავ ამ წყალობისთვის. ............

ერევნის ცენტრში მოვხვდით და კლასიკურ მუსიკაზე (უმეტესად რუსული ვალსები და ხაჩატურიანის მუსიკა) აცეკვებული შადრევნების წინ ვისხედით. უამრავი ხალხი ირეოდა: ზოგი ველოსიპედით, ზოგი სეირნობდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი ჩვენსავით კლასიკური მუსიკით იქცევდა თავს. ........

ეჩმიაძინმა მომხიბლა. გაგვიმართლა და კვირადილას ღვთიმსახურებასაც დავესწარით, სრულიად სამღვდელოება შეკრებილიყო და ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა (ტურისტიც და მრევლიც). ეჩმიაძინის სუვენირების მაღაზიიდან პატარა ბრელოკი - ბროწეულა წამოვიღე, სამახსოვროდ. .....

ეჩმიაძინის შემდეგ გაიანესა და რიფსიმეს ეკლესიები, შემდეგ გარნი და გეღარდი. გარნის ოქროცურვილი შემოდგომა და იქ შეგროვებული ლამაზწახნაგოვანი ფოთლები, გეღარდის ეზოს მიღმა ქვის ძველი ხიდიდან წყაროსთან ნაპოვნი ნატვრის ხე. ძველ სომხურ ეკლესიებში შემთხვევით გადაყრილი მაყრიონი და სომეხი პატარძლების კოპწიაობა, დუდუკი და მუსიკა, ბევრი სომხური ქადა და კაი მაწვნის სუპი (ტანაპურ ს იშლი კუფტა) შეციებულზე, გემრიელი ბროწეულის მაცოცხლებელი ღვინო და სადახლოსკენ მიმავალ გზაზე ბოთლებში წარმოებული ,,სომხური აკროშკა”.......

ოქტომბერი, შემოდგომა სომხეთში: სევანი, გოშევანქი, სევანი, სევანავანქი, ერევანი, დილიჟანი, გარნი, გეღარდი, ეჩმიაძინი.

შნორკალუცუნე ჰაიასტან!

@ფოტორეპორტაჟი სევანიდან

Posted by: არისტოტელე999 27 Oct 2015, 15:55
nutsiko

ლამის ავტირდი მაგ ფოტოზე.
ზღვა და ბალახი ერთმანეთთან რაღაცნაირად არიან შერწყმულნი.

რაღაცას მახსენებს ეგ ფოტო და ვერ ვხვდები რას, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ემოციურს.

Posted by: t-90 27 Oct 2015, 16:04
nutsiko
QUOTE
ბარენცეს!

ბარენცეს არა ბერინგის სრუტე კიდე ცავატანემ biggrin.gif
ბარევ ძეს biggrin.gif
QUOTE
სომხური ქადა და კაი მაწვნის სუპი (ტანაპურ ს იშლი კუფტა) შეციებულზე, გემრიელი ბროწეულის მაცოცხლებელი ღვინო და სადახლოსკენ მიმავალ გზაზე ბოთლებში წარმოებული ,,სომხური აკროშკა”.......

არ ხარ შენ არსად გასაშვებუი biggrin.gif
რა მაწვნის სუპი რის ბროწეულის ღვინო biggrin.gif
ქანიაქ არარატ, სუდჟუხ ი ბასტურმა biggrin.gif თხლად დაჭრილი ოღონდ ლავაშში გახვეული. biggrin.gif
QUOTE
მზიან დილიჟანში ჩასული უკვე გამოძინებული ვიყავი და მზიანი ამინდიც მხიბლავდა (მზიანი დილიჟანი თავის სახელს ამართლებდა). კ/ფ ,,მიმინო”-დან ძეგლთან სურათების გადაღებაც მოვასწარი, მერე მცირე ხიდთან დავდექი, სადაც ქვებზე დაკუსული გედების ქანდაკებები თავს იწონებდნენ, აი, წყალი უზარმაზარ აუზში კი არსად ჩანდა. ........

დააშრეს ეგ აუზი? biggrin.gif
ალბათ რო აცივდება აშრობენ ხოლმე biggrin.gif
სონა ბებოა მანდ მარკეტში იმედია ცოცხალია. biggrin.gif

Posted by: nutsiko 27 Oct 2015, 16:13
t-90

არ მომიძებნე სომხურის სპეციალისტი და დავწერე შეცდომით, არ მაპატიო, გამაკარი ჯვარზე, მიდი!

და საერთოდაც, ნუ გშურს, ჯანა, ნუ გასკდი გულზე smile.gif

შენი გულის გასახეთქად კიდევ ერთ ფოტოს დავდებ ახლა და სუსი არ გავიგონო შენი!

Posted by: t-90 27 Oct 2015, 16:51
nutsiko
ნამუსი სულ დაკარგე რა biggrin.gif ყველაზე საუკეთესო დელუქს ფრაგრამა მოგეცი biggrin.gif
QUOTE
და საერთოდაც, ნუ გშურს, ჯანა, ნუ გასკდი გულზე

გავსკდი არა ისა კიდე biggrin.gif
ყელშია უკვე biggrin.gif

Posted by: nigo 27 Oct 2015, 19:35
nutsiko
ყოჩაღ შენ,თემას აცოცხლებ smile.gif

nforumi
ეს დღეები ცნობილი მიზეზების გამო სულ პოლიტიკაში ვარ.
დუღს და გადადუღს იქაურობა.
უფრო სწორად , ნამდვილი ვირტუალური სამოქალაქო ომია. sad.gif
უკიდურესი დაძაბულობის პერიოდის ბევრი ძველი თემა ამოწიეს.
ვინ რას წერდა,რას აპრავებდა და ა.შ>.აშ..

გამაოცა შენმა კორექტულობამ და თავშეკავებამ.

საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული პოსტები გაქვს . up.gif up.gif

Posted by: nigo 2 Nov 2015, 14:33
სად დაიკარგეთ?
სად ხართ?
-------------------------

Posted by: nforumi 2 Nov 2015, 15:05
nigo
QUOTE
გამაოცა შენმა კორექტულობამ და თავშეკავებამ.

საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული პოსტები გაქვს .   

ვა, იქ მიპოვე?
აღარც მახსოვს როდის იყო მანდ რომ ვაქტიურობდი ხოლმე. როცა დავრწმუნდი რომ აზრი არ აქვს, დავანებე თავი. როცა ადამიანს დაფიქრება არ უნდა, არ შეუძლია იმის დაშვება რომ შეიძლება თავად ცდებოეს და მოკამათე იყოს მართალი, რა აზრი აქვს კამათს.

რაზეა მაინც დაკა დაკა, რა ხდება რო ?

Posted by: nigo 3 Nov 2015, 11:06
nforumi

ვიდეოჩანაწერები და რუსთავი.

QUOTE
როცა დავრწმუნდი რომ აზრი არ აქვს, დავანებე თავი.

მეც ხანდახან შემომეპოსტება ხოლმე,ისე უფრო ვკითხულობ.

ინფორმაციის მისაღებად კარგია.
ყველა ლინკი და ახალი ამბავი პირველად იქ იდება.

Posted by: nforumi 3 Nov 2015, 11:21
nigo
QUOTE
ყველა ლინკი და ახალი ამბავი პირველად იქ იდება.

ხო, ხუმრობით ვამბობდი ხოლმე, ფორუმზე მანამდე იდება ინფორმაცია მოვლენაზე, სანამ მოხდება თქო.

მაგრამ აღარ მაინტერესებს უკვე ეს იწილო ბიწილო. როცა ადამიანები ვიღაცის სიყვარულის ან სიძულვილის მიხედვით საზღვრავენ რა სიმართლეა და რა არა, რა სწორია და რა მცდარი, აზრი არა აქვს საუბარსაც კი.

Posted by: nutsiko 17 Nov 2015, 18:38
ასკილის ცხელ ჩაის დალევდა კაცი, ამ თემის მპოსტავებს კარგი სალამი ამ საღამოს...

შემოდგომის ვაშლოვანის უღრუბლო ცაზე გამოკერებული ველური ასკილი

ფოტო გადაღებულია თქვენი მონა- მორჩილის მიერ

Posted by: nforumi 17 Nov 2015, 22:06
nutsiko
ამოწიე თემა smile.gif

მაგრამ მერე დაიკარგები ხოლმე სადღაც...

კარგი სურათია.

Posted by: nutsiko 17 Nov 2015, 22:18
nforumi
ეს თემა ჩემი ნავსადგურივითაა.
დროდადრო, მოგზაურობებისგან შესვენებისა და ახალი გასვლის სამზადისში, რომ შემოვიჭყიტები ხოლმე. კარგად დავისვენებ. გეჭორავებით. ათასი მთისა და შვიდასი ზღვის იქეთ მოსმენილ ამბებს თქვენთან დავტოვებ და უდაბნოს ქარივით ჩავიქროლებ ხოლმე.
ბროწეულების ქვეყნის შემდეგ სურნელოვანი ჩაის სამფლობელოში მივემგზავრები.
ფინჯან მიხაკ-დარიჩინიან ჩაიში ჩამბალი კვნიტი შაქრის თანხლებით ლეილას მოყოლილ აღმოსავლურ არაკებს ჩამოგიტანთ სულ მალე...
კასპიის ზღვისკენ მომზირალი.

Posted by: akkai 17 Nov 2015, 22:46
შტორმია ზღვაზე:
პირველად ვნახე ამ სიმაღლის ტალღები:
ძაან ხმაური ,მაგრამ საინტერესო ხმაური მოაქ ზღვას:

აბსოლიტური სიწყნარე. მარტო სანაპიროზე:
ფოტოზე კიდე არ აღიქმება ის რაც ვნახე;
http://radikal.ru/big/4d3d42a36440447a8c178cd1cf71590d

შემდეგ ზუგდიდში მოვხვდი:
ენგურზე გავედით. იმ ცნობილ ხიდზე;
აქაც სიწყნარეა.ოღონდ დამრთგუნველი:
http://radikal.ru/big/513f73d09dbb46acabe12ead64edb633
გზად ეს ცისარტყელა

http://radikal.ru/big/b09b41a1fd0d421195bf722b08e66b2c
და აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის სიმბოლო შემოგხვდა;
http://radikal.ru/big/23018e15c4fe40baababa3db23d73e4d
ამის იქეთ არ გამიშვეს:
არადა თითქოს აქვეა რა:
ხიდის იქეთ;
მომინდა, მაგრამ ვერ მივედი:

არადა წვალობს ხალხი, ძალიან წვალობს:

ამ სახელდახელოდ შექმნილი ტრანსპორტით გადადიან მდინარეს ერთი ნაპირიდან მეორეზე;

http://radikal.ru/big/3201bbfc848141d6b19dd6fa124af147

არ ვიცი რა პასუხი უნდა გაცენ ამ ხალხს,
ესენი მართლა გმირები არიან ვინც ენფურის იქეთ სანაპიროზე ცხოვრებენ;
http://radikal.ru/big/5561cfd24fec40749365e9eefbe5026f

ეს სიმბოლური ქანდაკება დგას ჩვენს ნაპირზე.
არ ვიცი ვინ არის ავტორი;
ოღონდ ძალიან პაციფისტურია.
რაღაცნაირად ზედმეტად მომეჩვენა ამ ადგიას ეს:
http://radikal.ru/big/0c1e64db4e414119a2b86bd42718438e
იარაღს ვუმიზნებთ აბხაზებს, რომელსაც არც ლულა არ აქვს მწყობრში და არც სასხლეტი;
დავბრუნდი ანაკლიაში;
ისევ ხმაური მოდის ზღვიდან;
ალბათ ისევ დიდი ტალღებია;
ოღონდ ეხლა ბნელა და ვერ ვხედავ

Posted by: nforumi 17 Nov 2015, 23:31
nutsiko
QUOTE
ეს თემა ჩემი ნავსადგურივითაა.
დროდადრო, მოგზაურობებისგან შესვენებისა და ახალი გასვლის სამზადისში, რომ შემოვიჭყიტები ხოლმე. კარგად დავისვენებ. გეჭორავებით. ათასი მთისა და შვიდასი ზღვის იქეთ მოსმენილ ამბებს თქვენთან დავტოვებ და უდაბნოს ქარივით ჩავიქროლებ ხოლმე.
ბროწეულების ქვეყნის შემდეგ სურნელოვანი ჩაის სამფლობელოში მივემგზავრები.
ფინჯან მიხაკ-დარიჩინიან ჩაიში ჩამბალი კვნიტი შაქრის თანხლებით ლეილას მოყოლილ აღმოსავლურ არაკებს ჩამოგიტანთ სულ მალე...
კასპიის ზღვისკენ მომზირალი.

smile.gif

akkai
sad.gif

Posted by: anamch 26 Nov 2015, 08:31
სახელი იმას არ ჰქონდა და გვარი
შეძახილივით თუ გააგონებდი
ალე!

ალეე...
სოფლის მენცარი და უხსენებელთან გამსაუბრებელი ალე იყო ჩემი საჭმუნავი.
არ ვჭამდი-ჭამე თორემ ალე მოვა და შეგიჭამს...
არ ვიძინებდი-დაიძინე თორემ ალე დაგაძინებს ... ელვის უსწრაფესსდ ვკეტავდი წამწამებს ეპოქსიდით.

ალეს ბებიაჩემის მოზელილი ლობიოც კი უყვარდა და აჭმევდენენ..

ერთი დაჩითული "სატინის" კაბა მქონდა უმკლავო -სარაფანს რომ ეძახიან..
ღია სანდალი და ტაკოზე აფუშფუშებული კრუჟავებიანი ტრუსიკი...
არ ვიცი დღემდე იმ "კრუჟავების" დანიშნულება.. კაბის ქვეშ არ ჩანდა .ზოლად დატანილი დუნდულებზე კრუჟავა რა მოხელი ჩიქვანი იყო,
არ ვიცი, არა!
მოკლედ ასეთი ტრუსიკიანი გავუყევი ახოს...

წკეპლა ისეთი თემაა იქ სულ უნდა გეჭიროს... ან ხვლიკი გამოგიხტება ან ლორწუკი -გველხოკერა და ურტყი მერე რამდენიც გინდა
გაგიჩერდება თუ?
- იმას უფრო ეშინია , ვიდრე შენო-ბიძაშვილი მმმოძღვრვდა ასე-სოფლელი.. კაი კაცი
მერე კი აურია მოწიფულობის ჟამს-
ბავშვად რა უჭირდა- ნათელი იყო, უბოროტო..

მიჩინდრიკობ წკელპლა წკეპლა-
თავთან ბაასიის დიდი მოყვარული გახლდით და ვესაუბრები,ცხადია არ მახსოვ რაზე,,ჩემს თავს და ვარ ცხარე კამათსა და უბედურებაში...
ჩავათავე ახო... მარცხნივ მკვეთრი მოსახვევიი იყო მის მოპირდაპირე მხარეს კი ხევი და ცოტაოდენი ველ- მინდორი წყაროითურთ..
უსწორმასწორო გორების წყება დ ა ერტი გრძელ გრძელი ფერდობი..

ამ ფერედობის სახელი მხიბლვდა სულ -გოშნოხორი.. დღემდე მიყვარს-მივწკურავ თვალს და ვამბობ - გოშნოხორი...
გვაუსწორდი გოშნოხორს და დაზვინულზე , უნამუსო ვიყო ტუ არ დევს ოქროს,, ლალიტ და ზურმუხტებიტ მოოჭვილი
გვირგვინი...

სიტყვასიტყვით და დამარცვლით კი არა,, ყველა გრამტიკული ნორმიტ დაველამდი...

ჰეჰეჰ სად არ წავიდა ჩემი 10 წლის გოგოს კვალობაზე დაცდილი ფანტაზია - მაშინ ამერიკა არ ვიცოდი სად იყო, მაგრამ გემში ვიჯექი დ ა მივაპობდი ოუშენებს...
ანუ გავასაღე უკვე ეს გვირგვინი-გავყიდე ანუ და ვიპყრობ ოკეანეეებს!

ნავსაიკი პაჟარნი რომ მოავლებ გარემოს ტვალს ..ისე მომოვიხედე..
სიჩუმეაა, ფოთოლი არ იძვრის...

ერთი ზღმარტლის ხეა და იგი დგას მარტო მაცდურად... მაგრამ კვახეა ჯერ თქო - ,,ღრმად გავივლე გულში წავაავლე ხელი გვირგვინს...
და
მე ვიყო მკვახე ზღმარტლი მარტლა და უკუნითი უკუნსამდე ,, თუ ვამეტებდე რასმეს-- მე და გვირგვინი,, რომელიც აწ უკვე ჭრელი და დაგრძელებული კვერთხი გამხდარიყო, ერთად ვეჭირეთ ჰაერში ალეს!

***
დამსვა ძირს..
ხმა არ გაუცია..ჩაიდო უბეში დაგრაგნილი გველი და დაშვებული მხრებით ჩაუარა ძღმარტლს..

მივადექი ხეს და ერთიანად ნერვიულად ჩავიყარე პირში მკვახე დ ამწიფე ნაყოფი...
ვუყურებდი დაეკლილი ხის ტანიდან, როემლსაც რატომღაც გამალებიტ ვეხუტებოდი
როგორ მიდიოდა ალე, გულში უჭრელეს გველ- ჩახუტებული და რა ეკალი გამაგებინებდა რამეს..

სახლში ასე დაგვლულ - დაკაწრული მივედი..
გავიძრე კრუჟავიანი ტრუსიკი
და ვიტირე დილამდე!

* * *
დილა მშვიდობისა ფროუმ!
smile.gif
smile.gif
smile.gif

Posted by: nigo 26 Nov 2015, 16:58
anamch

გამიხარდა შენი გამოჩენა bis.gif რა კარგი რამე დაწერე, გულიდან

კრუჟაოებიანი ტრუსიკის არ იყოს,არადა რა ლამაზია, ჩემი ძმის პატარა შვილიშვილებს აცვიათ და ვგიჟდები. love.gif
გუშინ კაი გრძელი პოსტი დავწერე,ღამე არ მეძინებოდა და ბებიები გამახსენდნენ.
საშა პარტნოი ხომ გაგიგია ,საშა ასათიანი ,დღეს პირველი კუტურიე იქნებოდა,ბებიაჩემი და ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი ქალი,კაბებს მასთან იკერავდა .

ჰოდა ,მოვიდა ეს ჩემი რუს-ქართველა ბებია და საშამ იმისთანა პლაწიე მნე სდელალ,რატომღაც და არა სშილ,იზ შიფონა ი პოიას რაზნაცვეტნიმი ბისერამი,პატომ კირიჩნზე გრიშაშვილი შემხვდა ,ი სკაზალ.კაკიე კრასივიე რაზნოცვეტნიე სლიოზიო.
არ ვიცი გრიშაშვილმა მართლა რუსულად უთხრა თუ თითონ თარგმნა.
ისე ნათლად წარმომიდგა ეს ასი წლის ამბავი , მე ალბათ 5-7 წლის ვიქნებოდი,ბებიაჩემ ანიჩკას ხმაც კი მესმოდა smile.gif

Posted by: anamch 27 Nov 2015, 07:48
იმას ტოჩი ერქვა
სოფელს ფოცხო
100 ცოლი და 2 საყვარელი ყვდა ..
რეისავიკი იყო და ეს ცოლებიც გზადაგზა ყავდა ნაშოვნი..
ხაშურში სულ მთლად დაწვრილშვილებული იყო - 5 ნახევარი ბავშვით ...
და იქაური ცოლის მეზობლის ქალსაც კი ყვარობდა ,ოღრაში.

ბავშვების სახელები ერეოდა და ერთი დიდი დავთარი ჰქონდა და იქ წერდა სახელებს, მერე , მოგვიანებიტ უფროსმა ქალიშვილმა, რომელიც რამდენიმე ცოლის კბილაც კი იყო--სურათების ჩაწეპება დაიწყო ამ დავთარში..
მაინც არ იცოდა ყველას სახელი და სახეზეც ეროდა-დედებს გვანან ეს შობელძაღლები და რა ვქნაო?

დედებს მართლა გავდნენ ბავშვები თორემ -ეს ისეთი ტყისკაცა შეუხედავი იყო-დედამიწა შეწუხდებოდა ამდენი უშნო ბაღანეთი..

ჩემი ოჯახის ახლობელიც "რეისავიკი "იყო და "ნაპარნიკობდნენ" ...

ამას .ჩემს ახლოელსაც დიდი ოჯახი ჰყავდა-მართლია, ცოლი ერთადერთი და განუმეორებელი ყავდა მწვანეთვალება ლეილა კი იყო ერთი მაგრამ ტოჩის 100 ცოლს -გადაწონიდა საყოფაცხოვრებო მოთხოვნებით... უზრამაზარი არმია ყავდა ნათესავების და ყველა გამოსაზრდელ - არგასაზრდელი....
არჩენდა საკუთარ შვილებს და ცოლის არავას,, ეს უბედური და განტვირთვისთვის..სოჭი ანუ საბჭოურად სოჩი ჰქონდა ამოჩემებული-წელიწადში ერტხელ ,, სუგუბა" განტვირთვისთვის...
ამ ყველაფერს ხარჯები ხომ უნდოდა..???

+++
ტოჩის წუწუნს ბოლო არ უჩანდ ა არასდროს..
ხან ერთი ცოლი დაჰკიოდა , ხან 98-ე და მორიგეობის დათმობა უწვედა ჩემი ახლობელი ოჯახის თავკაცს...
იყო თათბირი და ვაი ვაგლახი- ლეილა წიოდა, გაბრიყვებს შე ლენჩოო... აბა რისი ცოლების მარჩენალია ეს გაიძვერაო..
ჰოოდა
ერთხელაც ამოასხა ამას,, ნაპარნიკს,, ოჯახის კაცს და მხოლოდ ერთხელ რომ ღალტობდა ცოლს , ისიც სოჩაში და ისიც მხოლოდ წესიერ რუსის ქალებთან (ლეილა ამბობდა ასე)
და გადაწყვიტა სულ ერთიანად ამოეღო დანაკარგი-დათმობილი მორიგეობების სანაცვლოდ..
ტოჩი უკიდურესად ცრმორწმუნეობდა.
ფოცხო -ხაშურის და თბილის ჩხოროწყუს მაგისტრალზე მკითხავი არ გამოუტოვები,არასდროს..
მკითახვს ფანელის ხალათზე რაფერი ღილი ეკერა, ისიცი კი იცოდა -შვილების სახელებისგან განსხვავებით.

იცოდა ეს ნაპარნიკმა და მოიფიქრა.
მოისყიდა ერთი სახელგავარდნილი მკითხავი და დაარიგა ასედ ასე უთხარი ტოჩისო.

საქმე კი ის გახლდათ აბაშა - ხონი- კულაშის რესი იყო ხუტშაბათს ისეთი, ისეთი- მთელი თვის მოგებას რომ უდრიდა და მერამდენე ხუთშაბათი იყო გამოთხოვილი მიზეზით -ნარგიზას ოპერაცია ჭირდება, ჟუჟუნას ტავრი დაიწვა მილიციაში დ ა ქრთამია მისატანი თუ არა 34-ე ცოლის ბაღნები დამრჩებიან ობლებადოო- ამ ღვარღვარს ბოლო არ უჩანდა,,,
და
წავიდა ტოჩი მკითხავთან.
ეუბნება მკითხავი- დეტალებში რამდენი ცოლი ყავს, ნათელასგან რამდენი შვილი, ჟუჟუნას ტავარი ვინ დაუწვა დ ა ვინ ჩაუშვა.
ზის ტოჩი ტუჩებგამშრალი და მომავლის ამბავს ელოდება.
ტიტუუოო დაჰკივლა მკითხავმა - კუბოს ვხედავო.
რა კუბოო ქალოო?
ხუთშაბათ დღეს დაჯდები ტუ ა რა "რულთან"- კვდები შე უბედურო გადაუდებელ ავარიაშიო..

იმ დღიდან ტოჩი არავის უახავს ხუთშაბათ დღეს საჭესთან...

10 წელი ხუთშაბათი უტოჩოდ დადოდა ხონი აბაშა კულაშის ტრასაზე,,
ატეკა-ასე ერქვა მანქანების სადგომს
ატეკის ყველა მორიგემ, ისნტრუქტორმა , დირეტქორმა და დამლაგებელმა იცოდა ტოჩის დაბლოკვის ამბავი და სულ უფრო დ აუფრო ურთულებდნენ საქმეს...
გადაამოწმა ტოჩი მ რამდენიე მიტხავთან ეს წინასწრეტყევლება დ აყველამ "დაუდასტურა.."

ერთ დღესაც გააღადავეს ტოჩი
გატყუბდით ამდენ ხან შენი ნაპარნიკის სასარგებლოდო!
....
ნაჯახით მოუვარდა "პარტნიორს",კლავდა...

გადარჩენილზე კი მიუსხდნენ ბუხარს და ჭამეს ლეილას გაკეთებული ჩახოხბილი და სვეს წყალ- წაყალა ადესა მუცლის გაბერვამდე- ვინ აცალ დაღვინება პირდაპირ შუშხუნი გაუდიოდა მაჭარს...

Posted by: დოლორეს 27 Nov 2015, 08:28
QUOTE (nutsiko @ 9 Jun 2014, 12:08 )
tojina22
მადლობა, ჩემო კარგო, მიხარია, თუ მოგეწონა.

ახლა ყავას ვსვამ და ვიხსენებ გზადაგზა რაღაცეებს.

ფანჯრიდან ვიყურები და ჩემს ქუჩაზე წინ საცხობია, საწყალი ბავშვი დგას და მშიერი თვალებით უყურებს საცხობთან რიგში მდგომ ბიძიას.
გამახსენდა...

სტუდენტობისას, დაახლოებით 10-12 წლის წინ, ლექციებიდან სახლში მივდიოდი, საცხობთან შევჩერდი და ხურდის გადათვლა დავიწყე, რამე საკვების შესაძენად. თანხა არ მეყო (ჰო, იყო ეგ დროც ჩემს ცხოვრებაში და ჩემი დროის სტუდენტებს კარგად ემახსოვრებათ, რას ნიშნავს თანხის გადანაწილება სასწავლო ლიტერატურის ,,დაქსეროქსებას”, გზისა და საკვებს შორის), დავდექი შეწუხებული სახით. ვიღაც კაცმა, რომელიც ჩემ წინ იდგა რიგში, ერთი კი შემომხედა, გაეღიმა და მკითხა, რის შეძენას ვაპირებდი, ჩემ ნაცვლად გადაიხადა თანხა, გამომიწოდა ხაჭაპური, გამიღიმა და წავიდა. მაშინ ისე გამიხარდა, თან ისე მშიოდა დილიდან გამოსულს და ლექციებზე დაღლილს, თან ამ კაცის ერთი შეხედვით უბრალო საქციელმა, მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში ,,დიდმა საქმემ” და მშიერის დაპურებამ, გამახარა, დამაფიქრა და ჩემს ერთ-ერთ ,,ტრადიციას” ჩაუყარა საფუძველი.
მას შემდეგ ჩვევად მექცა, როცა გადარბენებზე მიწევს რამის შეძენა და ქუჩაში ვარ, მიმოვიხედები ხოლმე, ჩემ გვერდით ხომ არავინაა, ვისაც შესაძლოა ან თანხა აკლდებოდეს საკვებზე (ჩემსავით, ერთ დროს) ან უბრალოდ იქვე შემწეობას ითხოვდეს, მორიდებით ვეკითხები, ხომ არ ,,დამეწვევიან სადილზე” და მენიუს ერთად ვარჩევთ. თანაც, ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო” და ასე ერთად ,,ვსადილობთ” ხოლმე.
არ არის აუცილებელი, ვიყოთ კეთილი ნების ელჩები რომელიმე შეჭირვებულ ქვეყანაში ან სულაც დიდი საზოგადო მოღვაწეები, სიკეთის კეთება ყოველთვის და ყველგან შეიძლება, თუ ამის სურვილი გვაქვს და გარშემო კარგად მიმოვიხედებით, ყოველთვის არსებობენ ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა, მცირედი ყურადღება სჭირდება.

love.gif

ეს ისეთი თემაა,უნდა იკითხო წიგნივით...

თან აცივდა,ჩაიც მიყვარს.

Posted by: anamch 27 Nov 2015, 09:00
Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy

up.gif

Posted by: დოლორეს 27 Nov 2015, 14:39
QUOTE (nutsiko @ 17 Oct 2015, 21:11 )
თბილი საღამო მშვიდობისა ყველას!

მინდა წარმოგიდგინოთ ოთხი ყველაზე მადლიანი და აუცილებელი მცნება: მადლიერება, სინანული, მიტევება და სიყვარული.

მადლობა. ვწუხვარ, მაპატიე, მიყვარხარ.

,,მადლობა შენ, მოყვასო, იმისთვის, რომ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში თავად არაფრის მქონემ, მაგრამ დიდი სიკეთისა და სიყვარულის გულით მატარებელმა, ყოველ დღე მოწყალებითა და უცხო ადამიანების შემოწირულობით სულ ხურდით აკრეფილი არაზედმეტი ან თავისუფალი, არამედ შენთვის უზარმაზარი თანხა, უკანასკნელ თეთრამდე გამომიწოდე და მზად იყავი დაუნანებლად დაგეთმო თავად უპოვარს მეორე უპოვრისთვის. არასოდეს დამავიწყდება ეს თავგანწირვა შენგან

მადლობელი ვარ

***

ვწუხვარ, რომ მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე შენი სიყვარული და ფასი, როდესაც ვეღარაფერს შევცვლიდი და დროს ვეღარ დავაბრუნებდი, ხშირად არ გეუბნებოდი, როგორ მიყვარდი და ყოველ წამს არ ვაქცევდი საუკუნოდ, დეი!

ვწუხვარ

***

მახსოვს, გაოცებულმა მკითხე, რატომ მეხმარები მიუხედავად იმისა, რამდენი ტკივილი მოგაყენე და მუდამ შენი მტერი ვიყავი. იცი, რომ მოვძლიერდები, შენს მტრობას გავაგრძელებ. მაშინ მხოლოდ გამეღიმა. ღირსეული მეტოქეები ვიყავით მუდამ, ისიც ვიცოდი, თუ ძალებს აღიდგენდი, შენსას გააგრძელებდი, მაგრამ მე ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, რომ სისხლი სისხლით კი არა, წყლით ჩამოიბანება. ბოროტებას სიკეთე დავუპირისპირე და ამით გავიმარჯვე ღირსეულ ბრძოლაში უმალვე, მოგიტევე თუ არა. ერთადერთი რამ გითხარი მაშინ (ახლაც მახსოვს), გპატიობ ყველაფერს, რაც აქამდე იყო და მეც მაპატიე, თუ რამ გაწყენინე და ნებსით თუ უნებლიეთ ტკივილი მოგაყენე. შენდობას ვითხოვ შენგან. სძლიო საკუთარ თავს და პატიება ითხოვო მტრისგან დიდ სულიერ მხნეობას და გარდატეხას მოითხოვდა ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს შევძელი.

მაპატიე

***

დილას მაღვიძებს, ძილი სანატრელი გამიხდა მისი ბუტბუტისა და ფეხების ბაკუნის გამო. ჩემს ბალიშზე თავს დებს, ლოყა ეჭყლიტება და ცალი თვალით ვხედავ, როგორ მიღიმის, თან ტიტინებს, თავისებურად რაღაცას მიყვება, ნახევარი რომ არ მესმის ისე. ჩემი დღეც მისი ვარდივით ნაზი და თბილი სურნელით იწყება, აღმოვაჩენ, რომ თავზე მისი სათამაშოები მაწყვია და ჩემი ბალიშის გვერდით მისი პაწაწუნა ცალი ფეხსაცმელი დევს, თავში მისგან ნასროლი ფერადი კუბიკი მხვდება და ეს უკვე ნიშანია, რომ დღეს გამოძინება აღარ მიწერია.

მე შენ მიყვარხარ!''

smile.gif

დილა მშვიდობის.

anamch
chups.gif

Posted by: nutsiko 27 Nov 2015, 14:47
დოლორეს
მშვიდობა მოგცეს გამჩენმა ღმერთმა, მოყვასო smile.gif

anamch
რა კარგი ხარ :*

ამ შემოდგომის მიწურულს გარდასულ დროთა ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ერთგულნო მსმენელნო.
და, აი, ისიც...

წვიმდა.
ქვაფენილზე წვიმის წვეთები თავისსავე გაკეთებულ კალაპოტს მიუყვებოდა. ის კი ქოლგით ხელში შენობასთან მელოდა. ციოდა. წვიმდა. მაინც მელოდა. რუხ ნაცრისფერ ქალაქში ერთადერთი მისი მუქი ზურმუხტისფერი თვალები თუ მგვრიდა შვებას და ფიქრი, რომ მარტო არ ვიყავი ამ უცხო ქალაქში.
ბევრი ვისეირნეთ სევდიან და ბევრი ამბის მომსწრე ქალაქში. ფეხები გვისველდებოდა, მაგრამ შეუჩერებლივ ვსეირნობდით ძველ უბნებში, სანამ შეციებულებმა მეჩეთს არ შევაფარეთ თავი. უხაროდა, რომ დავთანხმდი, მეჩეთში ერთად შევსულიყავით.
ფეხსაცმელები მორიდებით დავაწყვე შესასვლელთან, კისერზე მოხვეული შარფით მხრებზე დაყრილი თმები დავიფარე და ასე შემოსილი და თავდახრილი შევედი იქ, სადაც ფეხმორთხული ქალები განცალკევებით ისხდნენ და ლოცულობდნენ. კიბეს ნელ-ნელა ავუყევი, ოთახის სარკმლიდან შემეძლო დამენახა საღამოს ლოცვაზე მოსული მამაკაცები. ოთახს ალაგ-ალაგ შემოჭრილი მბჟუტავი სინათლე თუ ანათებდა, როცა მისი ჩრდილი დავინახე. ჩუმად შემოსულიყო, სადაც მამაკაცები არ შემოდიოდნენ. ფეხი მოირთხა ჩემსავით და დიდხანს მიყურა უხმოდ.
თავსაბურავი როგორ გიხდებაო, გამიღიმა...
მეორე დღეს სისხლისფერი თავსაბურავი მაჩუქა (აი, ფამუქის წითელივით წითელი, ქალაქის გარდასულ ამბებს რომ მომიყვებოდა ისეთი), ჩემგან სახსოვრად ატარეო.
გამანდო ის, რასაც დიდი ხანი ატარებდა გულში და თქმას ვერ ბედავდა ზედმეტი მორიდებულობის გამო. ცოლობა მთხოვა. მე კი... დაბნეულობისგან ვერაფერი ვთქვი. შემდეგ ბევრი ვიფიქრე. მე სხვა სამყაროს ვეკუთვნოდი, ის - კი სრულიად განსხვავებულს. მე ქრისტიანს არ მიმიღებდნენ, მას კი ჩემ გამო მოუწევდა ბევრ დათმობაზე წასვლა, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახზე უარის თქმა, მე კი ამას ვერ დავუშვებდი, ზედმეტად კარგი იყო, ზედმეტად გულმზიანი და მგრძნობიარე... წამოვედი. დავემშვიდობე. მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო და არასოდეს წასულიყო საკუთარი ტრადიციების, ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ, დავთმე, აღარ ვიფიქრე, უბრალოდ გავქრი მისი ცხოვრებიდან.
.... ისევ ისე წვიმს და მაშინდელივით რუხია ეს ქალაქი, ზღვა ისევ ხმაურობს, ვზივარ და ვუსმენ ქარს, რომელიც ჩემსავე ამბავს მიყვება და ზურმუხტის ფერი მოაქვს ჩემამდე.
ისევ ისეთი ლამაზი და, ამავდროულად, სევდიანია კონსტანტინოპოლი, როგორც მაშინ - თავსაბურიანი ქრისტიანი გოგოს და მუსულმანი ბიჭის სიყვარულის დროს.

Posted by: nforumi 27 Nov 2015, 19:42
anamch
მომეწონა ტოჩის ამბავი smile.gif

nutsiko
ალი და ნინოს რიმეიქი?
smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=knlcaEDkPl0

Posted by: nutsiko 27 Nov 2015, 20:32
nforumi
ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მართლაც ჰგავდა ალი და ნინოს ამბავს.

კონსტანტინოპოლმა ჭრილობა გამიხსნა.

Posted by: nforumi 27 Nov 2015, 21:20
nutsiko
QUOTE
ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მართლაც ჰგავდა ალი და ნინოს ამბავს.

კონსტანტინოპოლმა ჭრილობა გამიხსნა.

sad.gif

?

Posted by: nutsiko 28 Nov 2015, 04:39
nforumi
დილის ხუთის ნახევარია.

დილა მშვიდობისა ბუებს, ვინც სამუშაოს გამო შემორჩა ამ დრომდე ან უბრალოდ არ დაეძინა დიდ ხანს ან იმიტომ და ამიტომ.

დავასრულე თარგმანი, მოვამზადე ყველა დოკუმენტი და ცხელ ჩაის ვსვამ, თან ვიხსენებ გარდასულ დროთა.

კაი დრო კი იყო, ღმერთმანი...

მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა...

ცხელი ჩაი, ცოტაც მეზობლის ფანჯრიდან მოწოდებული კაი კოკლოზინა მურაბა, სურნელოვანი ლიმონი და ეგაა, წამოიშალა ფიქრები... ვაჰ, დრონი, დრონი... რა დრო გასულა ამასობაში.

Posted by: nforumi 28 Nov 2015, 10:36
nutsiko
QUOTE
დილის ხუთის ნახევარია.

მქონია მასეთი პერიოდი მეც, დილამდე რომ ვმუშაობდი ხოლმე.

ზოგჯერ მართლა უფრო შედეგიანი შეიძლება იყოს.

თუმცა მგონი მაინც ჯობია დროულად დაიძინოს ხოლმე ადამიანმა.

Posted by: nigo 28 Nov 2015, 19:04
nutsiko
QUOTE
კონსტანტინოპოლმა ჭრილობა გამიხსნა.

მართალი და "ჟიზნენი"დაწერე? sad.gif

მე მეგონა, ლიტერატურულ-ლირიული ალი და ნინოს მოტივებზე.

nforumi
როგორ ხარ მეგობარო?

Posted by: nforumi 28 Nov 2015, 20:31
nigo
QUOTE
როგორ ხარ მეგობარო?

ვიწყენ ხოლმე უთქვენოდ

smile.gif

Posted by: nutsiko 29 Nov 2015, 01:58
nigo
რაც ამ თემაში დამიწერია, ყველა ცხოვრებისეული მოგონებაა. იყო მოტკბო-სევდანარევი ეპიზოდები (ისევე, როგორც ყველას ცხოვრებაში, ალბათ).
მეც გამახსენდა smile.gif დავწერე, გული მოვიოხე, ცოტაც თვალზე ცრემლი მომადგა. გავიარე. გავიღიმე.

ფიქრს მივეცი თავი.

The best is yet to come smile.gif ყველაფერი საუკეთესო ხომ წინაა ჩვენს ცხოვრებაში smile.gif

Posted by: დოლორეს 29 Nov 2015, 04:45
nutsiko
Fბ-ს შენს გვერდს აღარ მიჩვენებს - ,,მხოლოდ პოზიტივი'' ხო ასე ქვია თუ შეუცვალე სახელი?

Posted by: nigo 29 Nov 2015, 09:29
nutsiko
QUOTE
ყველაფერი საუკეთესო ხომ წინაა ჩვენს ცხოვრებაში

აბა რა, biggrin.gif
აუჰ,ახლა რომ თბილისის ნაცვლად სტამბოლში გამეღვიძა smile.gif
ვგიჟდები love.gif love.gif

Posted by: nforumi 29 Nov 2015, 11:26
nigo
QUOTE
აუჰ,ახლა რომ თბილისის ნაცვლად სტამბოლში გამეღვიძა 

არ ვგიჟდები, მაგრამ მომწონს, კარგი ქალაქია.

ისე, იზმირი ჯობია მე მგონი მაინც.

Posted by: nutsiko 29 Nov 2015, 11:36
QUOTE (დოლორეს @ 29 Nov 2015, 03:45 )
nutsiko
Fბ-ს შენს გვერდს აღარ მიჩვენებს - ,,მხოლოდ პოზიტივი'' ხო ასე ქვია თუ შეუცვალე სახელი?

:* გამიხარდა, თუ სტუმრობდი ჩემს ჯგუფს.
ის ჯგუფი ისევ არსებობს. თუმცა ჩემს ფბ-ზე განვაგრძე, როგორც ყოველთვის, საინტერესო ამბების და პოზიტივის წერა.
ჩემს ფბ-ზე გამომყევი smile.gif

Follow my public posts on my FB profile smile.gif

FB: nutsiko.happy.traveller

Posted by: Tio 1 Dec 2015, 14:35
anamch
:* smile.gif .........
.........

ნისლი....
...
სუნთქავ   smile.gif ....
არ იცი! -
რა დროა.. წლის, დღის...
იქით რა არის.. სიცოცხლეა თუ არყოფნა..
დარჩენილს ეხები თუ მომავალს....
სახე გრძნობს მსუბუქ ტალღად, როგორც საყვარელი ადამიანის ღიმილისგან წამოსულ სიმშვიდეს...
გესმის სიჩუმის..
მიდიან ღრუბლები.. შენს გულთან სულ ახლოს მიდიან ერთად.. უჩინრად..ნისლად..
და სუნთქავ smile.gif ......................

https://www.youtube.com/watch?list=FLHrXuv0KpTLUq_M2jguJCqQ&v=Qaa_FcMRsl4

Posted by: klo-C 1 Dec 2015, 16:27
მთელი ღამე არ მეძინა თითქმის.
გუშინ სამსახურიდან გამოვედი ღამის 1:15 ...
ხელფასი ჩაირიცხა და დღეს დილით , სავსე გარდერობში, მაინც ვერაფერი რომ ვერ აღმოვაჩინე, ისეთი რომელიც არც ზედმეტად მსუქანს გაჩენს, არც გამხდარს, არც მაღალას, არც ძალიან დაბალს,
ავდექი და ყველაფერი ახალი ვიყიდე...
რაღაცაებსაც მივხვდი, მგონი ეხლა ნამდვილად გოგობიდან ქალობაში გადავაბიჯე

დაბადების დღეს გილოცავ სოფო...
https://jilexi.wordpress.com/2015/11/30/%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94/

Posted by: Tio 1 Dec 2015, 21:47
როგორ ბრუნდებიან..
სულ მაინტერესებდა - რატომ.. როგორ..
არც ვფიქრობდი ამაზე..
მიუხედავად ამისა - სადღაც 15-16 წლისას მეგონა ერთი ადამიანზე, რომელიც ომში დაიღუპა - რომ დაბრუნდებოდა..
...
თუ უსმენ - ხვდები მუდმივს და დროებითს.. სისხლის დუღილით.. გულის სიჩუმით...
დრო არაფერს ცვლის..
...
დღეს ისე უცნაურად განვიცდი დაბრუნებას... smile.gif ... - არ ვიცი სად.. როგორ.. რატომ.. smile.gif) .. უბრალოდ - მშვიდად და მყარად smile.gif) ....
ასე მგონია ჩემი დავიბრუნე..
ადგილი..
სუნთქვა..
ფიქრი..
თავი...
ბგერა..
..
ეს არის თავისუფლება smile.gif ...
_ _ _
მე დავბრუნდი! smile.gif ...

Posted by: nigo 2 Dec 2015, 10:53
Tio
QUOTE
ასე მგონია ჩემი დავიბრუნე..
ადგილი..
სუნთქვა..
ფიქრი..
თავი...
ბგერა..

QUOTE
ეს არის თავისუფლება

yes.gif yes.gif up.gif
* * *
klo-C

ადამიანს არასოდეს უნდა დაგენანოს შენი გაცემული სითბო,ენერგია,დრო ......ბოლოს და ბოლოს არავის დაუძალებია,
ძალიან მტკივნეულია სხვისგან უმადურობის გამოვლენა,მაგრამ სამომავლოდ ჭკუის სასწავლებელია.

საქმე აკეთე, არ დაგიფასეს,მისი პრობლემაა.
სხვასაც დაკარგავს და ბოლოს უანგარო და ერთგული ადამიანებიდან არავინ დარჩება მისი გულშემატკივარი.

Posted by: nforumi 3 Dec 2015, 12:03
nigo
QUOTE
საქმე აკეთე, არ დაგიფასეს,მისი პრობლემაა.
სხვასაც დაკარგავს და ბოლოს უანგარო და ერთგული ადამიანებიდან არავინ დარჩება მისი გულშემატკივარი.

არა,
სინამდვილეში უკვე დაკარგული აქვს.

Posted by: glavke 5 Dec 2015, 23:12
დილას რომ გაიღვიძებ და გაგახსენდება რო შეყვარებული ხარ და ჩაგეღიმება აი ეგ მომენატრა ბლინ

Posted by: nutsiko 6 Dec 2015, 04:08
მიყვარდა, აღარ მიყვარს. გადამიყვარდა. გადამინდა, აღარ მინდა. მიყვარდა კი? იქნებ არააა. გამიტაცა. შემიყვარა.
და ბევრი ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

არ მჯერა ხოლმე მსგავსი სიტყვების: არც სიყვარულის, არც გადაყვარება-გადმოყვარების, მერე ისევ გულის აჩქროლების, მერე ისევ ჩაქრობა-განელების და მაინც, ალბათ ისაა სიყვარული, როცა ვკითხულობ:

"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...
რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"

ვერც დრო, ვერც ჟამი, ვერც სიბერე და ვერც ახალგაზრდული სიშლეგე ვერ გავიწყებს იმ ერთს და ერთადერთს, რომელიც უძლებს ყველანაირ განსაცდელს და არ სდევს ჟამთა სვლას, რადგან სიყვარულია მარად და მარად...

გიყვარდეთ და ჰყვარებოდეთ,
დილა მშვიდობისა, მეგობრებო ! smile.gif

Posted by: nigo 7 Dec 2015, 10:13
nutsiko
QUOTE
ვერც დრო, ვერც ჟამი, ვერც სიბერე და ვერც ახალგაზრდული სიშლეგე ვერ გავიწყებს იმ ერთს და ერთადერთს, რომელიც უძლებს ყველანაირ განსაცდელს და არ სდევს ჟამთა სვლას, რადგან სიყვარულია მარად და მარად...

რა ახალგაზრდა ხარ 2kiss.gif

სინამდვილეში ,კაცმა არ იცის, რომელია ნამდვილი სიყვარული.

როგორც იქნა გავეტიე თეატრში,ისევ მარტო,არც მჭირდება არავინ. მშვენივრად ვერთობი

smile.gif

Posted by: nutsiko 8 Dec 2015, 20:16
გარშემო ნისლია. ჩემს ქოხს მხოლოდ ბუხრიდან გამომავალი ცეცხლის ენები ანათებს და სადღაც კუთხეში ოდნავ მბჟუტავი ჭრაქის მინავლებული ნათება.

მზისფერი ლიმონი გავთალე და ციტრუსის კანიდან შხეფებით თითები დამენამა.
მზეგულიანს დაგელოდები-მეთქი, გახსოვს? გითხარი.

ლეილას არაკებით გაჯერებული სურნელოვანი ჩაი მოვიმზადე, უმაღლესი ხარისხის, სულ ნარჩევი შავი ჩაიაო, ასე გამომიკრეს ბოხჩაში და გამომატანეს. თან ისეთი შავია, აი, შენს თავსაბურავს რომ მომაგონებს ხოლმე.

შეშა ბუხარს შევუკეთე. ცეცხლის ენამ ლოყები შემიწითლა. შენ სისხლისფერი ბროწეულები მოგქონდა ხოლმე ჩემთვის.

ჭიშკრის ხმა მომესმა. ღობესთან ვიღაც დავლანდე. თითქოს ბნელში მიგამსგავსე.
... მხოლოდ მიგამსგავსე.

Posted by: Tio 11 Dec 2015, 16:03
ხმაურის მეგობრები..
.....................................................

Posted by: Ania 13 Dec 2015, 00:40
QUOTE
როგორც იქნა გავეტიე თეატრში,ისევ მარტო,არც მჭირდება არავინ

არასდროს არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც უარს ამბობენ თეატრში ან კონცერტზე მარტო წასვლაზე. ვერ ვხვდები რა აუცილებელია ვინმე, მაინც ჩუმად ზიხარ და უსმენ... smile.gif ისე კი ამ ორიდან ერთი დიდი სიამოვნებაა კონსერვატორიაში მარტო ყოფნა.

Posted by: nigo 13 Dec 2015, 09:33

QUOTE
არასდროს არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც უარს ამბობენ თეატრში ან კონცერტზე მარტო წასვლაზე

ჩემთვის უკვე დისკომფორტია, იმას შეუთანხმე , ამას შეუთანხმე , დრო შეარჩიე.

ამიტომაც ძირითადად მარტო დავდივარ.

აქ ახალგაზრდები პოსტავთ და სულ მაინტერესებს,სხვასაც ვკითხო.

ჩემ შვილები ორივე, ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის, პატარაობიდან დამყავდა თეატრებში.

ჯერ თოჯინებში, მერე მოზარდში და მერე უკვე დრამატულშიც. . მარიონეტებზე გიჟდებოდნენ.
რეპერტუარსაც მათთვის ვარჩევდი.

იქ ისეთ ემოციებში იყვნენ ,თავს მჭრიდნენ. დარბაზიდან წამოძახება, მითითებები ,მოკლედ მთლიანად ჩართული იყვნენ ცოცხალ პროცესში.

გაიზარდნენ და ახლა მეუბნებიან შენ შეგვაძულე,იმდენი გვატარეო.

კარგი ,ვთქვათ ბალეტზე მოწყინდათ, ოპერაშიც ,მაგრამ თეატრი როგორღა შევაძულე, გიჟდებოდნენ . sad.gif

Posted by: Tio 14 Dec 2015, 19:26
Ania
QUOTE
არასდროს არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც უარს ამბობენ თეატრში ან კონცერტზე მარტო წასვლაზე. ვერ ვხვდები რა აუცილებელია ვინმე, მაინც ჩუმად ზიხარ და უსმენ... smile.gif ისე კი ამ ორიდან ერთი დიდი სიამოვნებაა კონსერვატორიაში მარტო ყოფნა.

yes.gif მეც smile.gif ...

Posted by: დოლორეს 14 Dec 2015, 21:45
nigo
მოვა დრო მადლობას გადაგიხდიან.ახლა გარდატეხის ასაკში თუ არიან,ბუნებრივია მეამბოხეობა და ყველაფერში შენი საპირისპირო აზრები გამოთქვან. smile.gif მსოფლიოში ყველაზე მეტად მძულდა ფორტეპიანოზე(7წლედში) ათას სხვა წრეებზე სიარული.რას არ ვაკეთებდი თავი რომ ამერიდებინა.მაგრამ მილიონჯერ გადავუხადე მადლობა დედაჩემს იმ ძალისხმევისთვის,რაც მას დასჭირდა,რომ დამემთავრებინა.ასე,რომ იცოდე,ყველაზე დიდი სამსახური გაუწიე მაგით,აუცილებლად მოიმკი ამის შედეგს.ჩემი პატივისცემა შენ.
რა ასაკიდან დაგყავდა?
* * *
QUOTE (nutsiko @ 6 Dec 2015, 04:08 )
მიყვარდა, აღარ მიყვარს. გადამიყვარდა. გადამინდა, აღარ მინდა. მიყვარდა კი? იქნებ არააა. გამიტაცა. შემიყვარა.
და ბევრი ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

არ მჯერა ხოლმე მსგავსი სიტყვების: არც სიყვარულის, არც გადაყვარება-გადმოყვარების, მერე ისევ გულის აჩქროლების, მერე ისევ ჩაქრობა-განელების და მაინც, ალბათ ისაა სიყვარული, როცა ვკითხულობ:

"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...
რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"

ვერც დრო, ვერც ჟამი, ვერც სიბერე და ვერც ახალგაზრდული სიშლეგე ვერ გავიწყებს იმ ერთს და ერთადერთს, რომელიც უძლებს ყველანაირ განსაცდელს და არ სდევს ჟამთა სვლას, რადგან სიყვარულია მარად და მარად...

გიყვარდეთ და ჰყვარებოდეთ,
დილა მშვიდობისა, მეგობრებო ! smile.gif

რანაირად წერ ხოლმე რა... love.gif
შენც გჯერა ერთი სიყვარულის ?
მეც მჯეროდა და ახლაც მაგ ერთით ვცხოვრობ,მაგრამ სხვები რომ ამბობენ დამაჯერებლად,რომ თვითონ სიყვარულია ერთი,ობიექტები კი იცვლებიანო? rolleyes.gif

მე მგონია,რომ ბედნიერებაა ერთი გიყვარდეს,მაგრამ უფრო მეტი ბედნიერება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის სიყვარული,ლოგიკას რომ მივყვეთ.შეიძლება ვცდები.
კიდევ ის მგონია,რომ რაც მეტ ფერში გყვარებია,მით მეტად ფერადი ხდება შენი სული.სიყვარული ხომ სულს კვებავს? ალბათ პოეტებიც იმიტომ ხდებიან,ფერადი სული რომ აქვთ. ვბოდიალებ რაღაცას... boli.gif
მაგრამ შენი ბრალია ნუციკო ეს.შენს პოსტებს რომ ვკითხულობ,ასეთი აზრები მიჩნდება,ჩემი ყოველდღიური რუტინით გამომშრალ გონებაში. smile.gif შენ ,,რწყავ'' ჩემს ყვავილებს,ხშირად უნდა წაგიკითხო. tongue.gif

Posted by: nigo 14 Dec 2015, 22:35
დოლორეს

დიდები არიან უკვე.
არ გადამიხდიან მადლობას biggrin.gif
დიდი განსხვავებაა შვილებს შორის,მაგრამ ერთი სქემით დამყავდა.
3 წლიდან თოჯინები,მოზარდი ,მერე დრამატულები, უფრო გვიან ოპერა-ბალეტი.

როცა უმცროსი დამყავდა პალტოში და ბუტებში ვისხედით,არ თბებოდა თეატრები.

ერთადერთი ,უმცროსი არ აცდენს სუხიშვილებს.

QUOTE
მსოფლიოში ყველაზე მეტად მძულდა ფორტეპიანოზე(7წლედში) ათას სხვა წრეებზე სიარული.რას არ ვაკეთებდი თავი რომ ამერიდებინა.მაგრამ მილიონჯერ გადავუხადე მადლობა დედაჩემს

ამ წამებაზე ამ თემაშიც ბევრი მიწერია, მე ტყუილად დამაკარგინეს დრო, არც ნიჭი მქონდა და არც მონდომება, პირველი ეშმაკობებიც მაშინ მოვიგონე.
დავდებდი პიუპიტრზე წიგნს და ვუკრავდი ერთი და იგივე ეტიუდს ან გამებს, მექანიკურად ,თან ვკითხულობდი
biggrin.gif

რაც
შეეხება სიყვარულს, ამაზე ირაციონალური ქვეყნად არაფერი არსებობს და ის რაც გონებას არ ექვემდებარება ,ვერ მართავ და სანამ ახალგაზრდა ხარ , ძალიან უდროო დროს იცის ხოლმე შემოფეთება biggrin.gif

რასაკვირველია, ყველა ჯერზე ის სიყვარული გგონია ერთადერთი და ნამდვილი.
biggrin.gif

Posted by: დოლორეს 15 Dec 2015, 02:25
nigo
3 წლის არის ჩემი ახლა.უცხოეთში იზრდება და ვერ ვართ მორგებული აქაურ კულტურას მთლად.ხანდახან კი დამყავს სადაც საბავშვო ღონისძიებებს მართავენ,მაგრამ სად შენს ქვეყანაში რომ შეძლებს ბავშვი რაღაცეების აღქმა/მოწონებას.იმედი მაქვს მისი უნარები მიჩვენებს გზას სამომავლოდ.ისე კი საქართველოში რომ ვცხოვროვდეთ,ზოგჯერ მირჩევნია.
სიყვარულის საინტერესო განმარტება დაწერეთ.
QUOTE
ის რაც გონებას არ ექვემდებარება ,ვერ მართავ და სანამ ახალგაზრდა ხარ , ძალიან უდროო დროს იცის ხოლმე შემოფეთება

smile.gif არადა,თუ ადამიანს უნდა,კი დააქვემდებარებს.მაგრამ საქმე ისაა,რომ შეყვარებული როცა ხარ ხოლმე,არ გინდა გულის გარდა სხვა რამეს ექვემდებარებოდეს. მე არ მინდოდა და სხვისი არ ვიცი. biggrin.gif. ასაკს კიდე არ კითხულობს შლეგი გრძნობა. ნუციკომ კარგად გამოიყენა ეს სიტყვა. smile.gif

Posted by: s-n-r 17 Dec 2015, 12:39
QUOTE (nutsiko @ 8 Dec 2015, 20:16 )
გარშემო ნისლია. ჩემს ქოხს მხოლოდ ბუხრიდან გამომავალი ცეცხლის ენები ანათებს და სადღაც კუთხეში ოდნავ მბჟუტავი ჭრაქის მინავლებული ნათება.

მზისფერი ლიმონი გავთალე და ციტრუსის კანიდან შხეფებით თითები დამენამა.
მზეგულიანს დაგელოდები-მეთქი, გახსოვს? გითხარი.

ლეილას არაკებით გაჯერებული სურნელოვანი ჩაი მოვიმზადე, უმაღლესი ხარისხის, სულ ნარჩევი შავი ჩაიაო, ასე გამომიკრეს ბოხჩაში და გამომატანეს. თან ისეთი შავია, აი, შენს თავსაბურავს რომ მომაგონებს ხოლმე.

შეშა ბუხარს შევუკეთე. ცეცხლის ენამ ლოყები შემიწითლა. შენ სისხლისფერი ბროწეულები მოგქონდა ხოლმე ჩემთვის.

ჭიშკრის ხმა მომესმა. ღობესთან ვიღაც დავლანდე. თითქოს ბნელში მიგამსგავსე.
... მხოლოდ მიგამსგავსე.

ძალიან მომეწონა. შენია თუ რომელიმე ნაწარმოების ნაწყვეტი?
ალბათ ბევრჯერ გირჩიეს, ან შეიძლება უკვე მზად გაქვს. კარგი იქნება, შთაბეჭდილებებს წიგნად თუ გამოსცემ.

Posted by: nutsiko 17 Dec 2015, 15:30
s-n-r
სხვის ნაწარმოებებს მხოლოდ ვკითხულობ. არ ვციტირებ.

ამ თემაში რაც დამიწერია, მხოლოდ ჩემია, ექსკლუზიურად ჩემი ფიქრის ნაჟური.

ამბობენ, კარგია-ო.
მეც ვიჯერებ ან მინდა, რომ მართლა კარგად ვწერდე და ვწერ და ვწერ.

პ.ს. მადლობა, თუ მოგეწონა ჩემი ნაწერი.
ჩემივე ბლოგს ერთ დღესაც ცალკე დღიურად გამოვცემ... ჰო.. გამოვცემ... ალბათ...

Posted by: Ashik 19 Dec 2015, 01:09
QUOTE
არასდროს არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც უარს ამბობენ თეატრში ან კონცერტზე მარტო წასვლაზე

QUOTE
ძირითადად მარტო დავდივარ.

ამ პოსტმა გამახსენა:
არასოდეს მყოლია გარშემო ისეთი ახლო ადამიანი, ვისაც ხალისი და სურვილი ექნებოდა თეატრში, კონცერტებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე წამოსულიყო ჩემთან ერთად. და იმავე დროს ყოფილიყო ჩემი შთაბეჭდილებების გამზიარებელი.
მხოლოდ ერთი იყო ასეთი. ჩემი მეზობელი, მოხუცი კაცი, ჩემი ოჯახის ახლობელი, რომელსაც დავყავდი დრამატულ წარმოდგენებზე, ოპერის თეატრში, სხვადასხვა კონცერტებზე. უხდებოდა თავადური გვარიც, არისტოკრატული სულის პატრონს. სწორედ ის შემიძღვა თეატრალურ, კულტურულ ცხოვრებაში. სკოლის მოსწავლეს მან მაგრძნობინა მძაფრად ხელოვნების სული. ამოუწურავი იყო ჩვენი საუბრები ხელოვნებაზე თეატრის დაწყებამდე, სანამ ჩაქვრებოდა შუქი წარმოდგენის წინ და გზაშიც, სახლში რომ ვბრუნდებოდით ერთად...
რამდენიმე წელია რაც გარდაიცვალა და მის მერე მარტო დავდიოდი სულ.
ბოლოს შევწყვიტე, რადგან გარდა ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნებისა, მინდა ჩემი აღფრთოვანება სხვასაც გავუზიარო. და არა მარტო ვუთხრა, არამედ გამიგოს და იყოს ჩემთან ერთად აღფრთოვანებული.
მაგრამ მასეთი არავინ მყავს გარშემო... ღონისძიების მერე ხალხი რომ ერთად გადის და უხარიათ რომ ერთად იყვნენ, მე კი ამ დროს მარტო მოვლაყუნებ, სადღაც გულს მწყვეტს...
და შევწყვიტე ასე სიარული.

Posted by: nforumi 19 Dec 2015, 12:19
სალამი ყველას smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=JCfAGSkhggQ

Posted by: nigo 19 Dec 2015, 22:13
nforumi
როგორ ხარ მეგობარო?

smile.gif
რომ არ შემოსულიყავი,უკვე გეძებდი. smile.gif

დღესაც ვიყავი თეატრში მარტო.
არაჩვეულებრივი პატარა სცენა გაუკეთებია მარჯანიშვილის თეატრს უზნაძის ქუჩაზე,სარდაფში და ვისიამოვნე.

Ashik

ტყუილად იკლებ სიამოვნებას.რამდენიმე საათით მაინც ხომ წყდები რეალობას და მთლიანდ სხვაგან ხარ. უკვე საქმეა.

წავიდა ის დრო ,როცა წიგნებს ერთმანეთს ვაძლევდით და მერე ერთად განვიხილავდით.იგივე სპექტაკლებს, შემსრულებლებს,მსახიობებს

აქ ლიტერატურის განყოფილებაში რა ხდება არ ვიცი,მე სერიალების თემაში შევდივარ და იქ გაცხოველებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს,ოღონდ მაღალი დონის სერიალებს ვუყურებთ.

წიგნებს რაც შეეხება ,სერიოზულებს დიდიხანია აღარ ვკითხულობ. მხოლოდ აკა მორჩილაძეს არ ვტოვებ.

ამას წინათ გოგი გვახარიას "ცრემლიანი სათვალე" ვიყიდე და ვერ მოვწყდი.ერთ დღეში დავამთავრე.
თუმცა ეს უკვე დიდ იშვიათობად მექცა.

ჩემს თაობაში ძალიან ბევრს ვკითხულობდით, მაგრამ უმეტესობას ისეთ ასაკში,როცა არ გვესმოდა.

ახლა კი დოსტეევსკის და სხვა სერიოზული "სტრასწების" თავი არ მაქვს.

Posted by: nutsiko 20 Dec 2015, 00:46
დღესაც ვიყავი თეატრში მარტო.
არაჩვეულებრივი პატარა სცენა გაუკეთებია მარჯანიშვილის თეატრს უზნაძის ქუჩაზე,სარდაფში და ვისიამოვნე.

ახლა არ მითხრა, რომ დღეს მარჯანიშვილში იყავი, ახალ სცენაზე და ნახე სპექტაკლი ,,დაანებე ჩემს ცოლს თავი"
ასეა?!

lol.gif თან მარტო იყავი?

მეც მარტო ვიყავი...

ნუთუ შენ იჯექი მესამე რიგში??? nigo

Posted by: nigo 20 Dec 2015, 10:11
nutsiko
ზუსტად ამ სპექტაკლზე ვიყავი გუშინ,მეორე რიგის მეათე სკამი. smile.gif
სკამი რაა ,გრძელი მერხი. smile.gif

მოკლედ ამ თვეში შევასრულე გეგმა.
ხუთშაბათს დიდ სცენაზე "კაცები" ვნახე

წინა შაბათს დრამისა და მუსიკის თეატრში "გაყრა".

ცოტა მედეპრისიულება დროის ამ მონაკვეთში და კომედიებს ვირჩევ

smile.gif

Posted by: Haxor1 20 Dec 2015, 15:11
.................................

Posted by: nforumi 21 Dec 2015, 00:34
nigo
QUOTE
როგორ ხარ მეგობარო?

smile.gif

nutsiko
და ერთი ღიმილიც შენ smile.gif

Posted by: nutsiko 21 Dec 2015, 01:15

დიდხანს ვიბოდიალე გუდვილში, სანამ ყველა სასურველ ნივთს შევიძენდი. საკმაოდ გვიანი იყო და ხალხიც ალაგ-ალაგ დადიოდა. გასასვლელში ერთი ქალი შევნიშნე, თან მეცნო, თან - ვერა. არააა, აშკარად მახსოვდა, აი, საიდან? დაბნეული იდგა და თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ელოდა.
უფრო ახლოს მივედი და კარგად დავაკვირდი... ღმერთო, როგორ შეცვლილა, ეს ხომ ჩემი მასწავლებელი იყო, ჩემი ,,ისტორიის მასწი"....

- ღია ფერის ,,პასტა" არ დამანახ-ო, მუქი ფერის მოიტანე, გავა დრო და ეს კონსპექტები გამოგადგება-ო, მუქად ნაწერი დიდხანს არ გადავა-ო.
- გამოცდაზე ხუთი ,,პასტა" წაიღეო, ერთი თუ არ დაწერს, მეორე აიღე, მეორემაც თუ არ დაწერა, მესამე აიღეო და ხუთივემ თუ აღარ დაწერა, დაყარე ეგ ,,პასტები" და გამოდი გარეთო!
- ისტორიას რუქებით გასწავლი-ო, - ჩამიხატავდა ხოლმე მსოფლიო გეოპოლიტიკას და ვიზუალურ მეხსიერებასაც ავითარებდა ჩემში
- ჩემი ნასწავლი ისტორია, მუდამ გემახსოვრება-ო, - ხშირად მეუბნებოდა.
- შენ თუ ჯავახიშვილში ისტორიის გამოცდიდან ათიანი არ გამოიტანე, მე მასწავლებლობას თავს ვანებებ-ო (ჩემ დროს მისაღებ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა ათიანი იყო, ისე აგიხდათ ყველაფერი საუკეთესოდ, ჩემი მასწავლებლის მოსწავლემ, მართლაც, ათიანი გამოვიტანე).
ისტორიის გაკვეთილის დასასრულს ჩემი ნაწერით კმაყოფილი გემრიელ ჩაის მთავაზობდა ხოლმე, განსაკუთრებული პატივი იყო ჩაისთან მურაბა (რადგან ნაირ-ნაირი მურაბა ჰქონდა, ,,სამეფო" და ექსკლუზიური მისთვის თეთრი ბლის მურაბა იყო, ბალში ჩატენილი ნიგვზით, ჰოდა, ეს რომ ვიცოდი, მეც ვეზიდებოდი ხოლმე თეთრი ბლის მურაბას ჩემი მასწავლებლის ,,მურაბების სამფლობელოში", რათა შემდეგ ერთად დაგველია ჩაი მურაბით და გვესაუბრა მაკედონელის დროსა თუ ძველი ეგვიპტის ჭორ-მართალზე).

ჰმ... რა დრო გასულა მას შემდეგ, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი, გეგონება გუშინ დავდიოდი მხარზე ისტორიის წიგნებით სავსე ჩანთამოგდებული, ზამთარში გათოშილი, შარფში ცხვირჩარგული, თავზე ქუდჩამოფხატებული, თბილ ტანსაცმელში სუნთქვაშეკრული და ისტორიის გაკვეთილზე სიცივისგან აკანკალებული ჩქარი ნაბიჯით მიმავალი, სადაც ისტორია, კონსპექტების წერა, მასწავლებლის საინტერესო თხრობა საღამოს ანთებულ სანთლის შუქზე, უხსოვარ დროში ,,გადაბარგება" და დასასრულ, ჯილდოდ, მურაბიანი ჩაი მელოდა...

ვფურცლავ სკოლის დროინდელ, მუქი ფერის პასტით ნაწერ ისტორიის კონსპექტებს და, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ხელებს ვითბობ ცხელი ჩაის ჭიქაზე, რომლის გვერდით ნიგვზით გამოძეძგილი თეთრი ბლის მურაბა მახსენებს ისტორიის გაკვეთილებს.

დილა მშვიდობისა თქვენდა nforumi

Posted by: nforumi 21 Dec 2015, 22:39
nutsiko
QUOTE
დილა მშვიდობისა თქვენდა nforumi

smile.gif

საღამო მშვიდობის ქალბატონო smile.gif

Posted by: io-io 23 Dec 2015, 22:07
8-9 წლის წინ ერთი გოგო მყავდა დაახლოებით 1 თვე. მეუბნებოდა ვაკეში ვცხოვრობო, მაგრამ მუხიანში ცხოვრობდა და მგონი გვარსაც მატყუებდა. ერთხელ ზოოპარკში ვიყავით, ერთხელ წყნეთში, ჩემთან სახლში და კიდევ სადღაც არ მახსოვს. ქუჩაში რომ შემხვდეს არ ვიცი ვიცნობ თუ არა. იისფერი მაისური მაჩუქა, ახლაც მაქვს. ძალიან გაიცრიცა და დაიფლითა, ჰოდა დღეს ნაგავში ვაგდებ. არის მომენტები, როცა ეჭვი მეპარება ჩემს ცხოვრებაში რაღაც მართლა მოხდა, თუ უბრალოდ დაგესიზმრა. ეს მაისური ნივთმტკიცებასავითაა. ახლა ნაგავში გადავაგდებ და ვსო, ვეღარასოდეს გავიგებ მართლა იყო თუ ჩემი ფანტაზიაა

Posted by: Universe 23 Dec 2015, 22:11
QUOTE
გადავაგდებ და ვსო, ვეღარასოდეს გავიგებ მართლა იყო თუ ჩემი ფანტაზიაა

რა საწყენია, წარმოსადგენადაც კი, არ ვისურვებდი იგივე "ამნეზიას".

Posted by: nutsiko 24 Dec 2015, 13:11
საღამოს ჩაისთან მცირე ლუკმებად დაქუცმაცებული კარაქიანი პური დავუწყვე და დიდხანს ვუყურე გაშტერებით, ჩაფიქრებით, გულდარდიანად.
სწორედ ამ დროს ახლოს მოიწია და ყურში ძლივს გასაგონად მითხრა: ,,მე უფრო მიყვარხარ". ვეღარაფერი მოვისაზრე. მივხვდი, რომ ამ დღეებში საყვარელი ადამიანები კიდევ უფრო მეტად შემყვარებოდა.
გიყვარდეთ სიყვარული და მეტად მოეფერეთ ერთმანეთს.

Posted by: nforumi 27 Dec 2015, 18:19
nutsiko
QUOTE
გიყვარდეთ სიყვარული და მეტად მოეფერეთ ერთმანეთს.

2kiss.gif

Posted by: nutsiko 31 Dec 2015, 12:21
დღეს ჩემს ბლოგზე შევცუნცულდი და ძველ ჩანაწერებს გადავავლე თვალი.
ესეც ხომ ჩემი ცხოვრების მემატიანეა.
ჰოდა, საოცრად მომინდა ისევ ამ განცდის განმეორება.
მომინდა ისევ სუხიშვილების კონცერტი.
თურმე ასე დამიწერია ერთ დროს:

***

,,სისხლის სამი წვეთი....

ბილეთები.გე-ს ვათვალიერებდი და შევამჩნიე, სუხიშვილების კონცერტი ,,რამიშვილები” იგეგმებოდა. გამოცდილება მკარნახობს, რომ წინასწარ თუ არ ავიღე ბილეთები, შემდეგ მათი შოვნა უკვე ფანტასტიკის სფეროა. დავეშურე და სასწრაფოდ შევიძინე ორი ბილეთი (ერთი ჩემი მეგობრისთვის, აბა, მარტო სუხიშვილების კონცერტზე რა წამიყვანს, თუ სიხარული და ჩემი აღმაფრენა გვერდით მჯდომსაც არ გავუზიარე და ბედნიერებისგან ჩემი მოციმციმე თვალები არ ვაჩვენე).

სუხიშვილების კონცერტებს არასოდეს ვტოვებ და საკუთარ თავს მუდამ ვანებივრებ ცეკვის უბადლო შემსრულებელთა ხილვით. ამჯერადაც, ტრადიციას არ ვუღალატე, ბილეთებით ხელში პატარა ბავშვივით ხტუნვა-ხტუნვით და ოდნავ შესამჩნევი არითმიით გავემართე ფილარმონიისკენ, სადაც ყველა ცნობილი ადამიანი შეკრებილიყო კონცერტის მოლოდინში.

მუსიკის პირველი ბგერების გაგონებისთანავე პარტერის წინა რიგში მჯდომი სხეულის მოძრაობებს ვეღარ ვაკონტროლებდი და სკამზე ხვანცალი დავიწყე, ტემპს ავყევი, ყოველი კუნთი დამეჭიმა, მეც მათთან ერთად მინდოდა სცენაზე ცეკვა და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი მოცეკვავეებს. ცეკვას ცეკვა ცვლიდა და ყველა ცეკვა ,,ივსებოდა” მეწამულ ტანისამოსში გამოწყობილი ,,სისხლის სამი წვეთით”, რომლებიც პერიოდულად: ხან ცეკვისას, ხან ცეკვის დასასრულს ჩნდებოდნენ და ერთვოდნენ დანარჩენებს.

ტემპი ჩქარი, ტემპი ნელი, მელოდია ერთი, მელოდია ორი, მელოდია სამი, ხმოვანება გასაოცარი, ქართული, ზოგჯერ არაქართული, გაშლილი ხელი, დაჭიმული კუნთი, მოძრაობა ელასტიკური, მოძრაობა დახვეწილი, მოცეკვავე ქალი, მოცეკვავე კაცი, ცალ-ცალკე, წყვილში, ყველა ერთად, ფერები მრავალ ფერი: ჩამქრალი, მეტყველი, ხასხასა და ნათელი, ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, ერთი – დინამიკური თვლა გულში, შენთვის. ეს ყველაფერი ,,სისხლის სამი წვეთის” შეზავებით და მოულოდნელი გამოჩენით, ყოველი ცეკვის შემდეგ ოვაცია, ტაში, მაყურებლის აღფრთოვანება, მუსიკოსების საუცხოო შესრულება, ალაგ-ალაგ უცხოელი მაყურებლების გაფართოებული თვალები, გულწრფელი გაოცება და ღიმილი, ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება, ემოცია, პოზიტივი, მხოლოდ სიხარული და აღტაცება, სცენაზე გამოჩენილი ნინოს და ილიკოსთვის განკუთვნილი მქუხარე და შეუწყვეტელი ტაში, საუცხოო სილამაზე, ერთად თავმოყრილი ამხელა ნიჭი და ბედნიერება, მუხტი…

,,სისხლის სამი წვეთი” ჩემში, ჩემს ფიქრებსა და გულში, გამოყოლილი განცდები და კონცერტის დასასრულს ,,რამიშვილების” ტემპს აყოლილი ნაბიჯები, დღეს, აქ და ახლა მე – ბედნიერი ,,სისხლის სამი წვეთით”.

Posted by: nigo 31 Dec 2015, 18:39
ამ თბილი თემის ყველა იუზერს გილოცავთ ახალ წელს bis.gif bis.gif
სიკეთე და სიხარული,ყველა სურვილის ასრულება და მიზნის მიღწევა
love.gif love.gif
მგონი ბოლოს მხოლოდ ერთი ერთგული მამაკაცი შემოგვრჩა nforumi-და განსაკუთრებით მივულოცოთ ჩვენს კეთილ ადამიანს
2kiss.gif

Posted by: nforumi 1 Jan 2016, 13:30
nigo
მადლობა ასეთი გამორჩევისათვის.

ყველას გილოცავთ მეც.
ვუსურვებდი მეტი დაგვენახოს, უკეთ გაგვეგოს და სწორად გაგვეკეთებინოს ყველაფერი ჩვენი მიზნის მისაღწევად.

Posted by: nutsiko 1 Jan 2016, 23:43
გილოცავთ, გილოცავთ, მრავალს გილოცავთ და მინდა ეს თემა მარტო ჩვენი არა, ყველა კაი მკითხველისა და კაი ტიპის ნავსაყუდელი იყოს. აი, რომ შემოვა, ნეტავ, რა წავიკითხო და მოდი, ამ თემას ჩავუჯდები, გადავიკითხავო, აი, ასე რა!

მინდა ბევრი საინტერესო, მოტკბო, ზოგჯერ სევდანარევი, მაგრამ გულიანი ამბავი დაგვეწეროს, გაგვეზიარებინოს!

კარგები ხართ, ამ თემის მწერალ-მკითხველნი!

მრავალ ახალ წელს!
გოზინაყისმაილითქვენ

Posted by: ninikeli 6 Jan 2016, 14:25
QUOTE
საღამოს ჩაისთან მცირე ლუკმებად დაქუცმაცებული კარაქიანი პური დავუწყვე და დიდხანს ვუყურე გაშტერებით, ჩაფიქრებით, გულდარდიანად.
სწორედ ამ დროს ახლოს მოიწია და ყურში ძლივს გასაგონად მითხრა: ,,მე უფრო მიყვარხარ". ვეღარაფერი მოვისაზრე. მივხვდი, რომ ამ დღეებში საყვარელი ადამიანები კიდევ უფრო მეტად შემყვარებოდა.
გიყვარდეთ სიყვარული და მეტად მოეფერეთ ერთმანეთს.

love.gif გული გამითბა

Posted by: nutsiko 13 Jan 2016, 15:14
•მიყვარხარ,
•რისთვის?
•ლამაზი ხარ და…
•შენ სილამაზე გყვარებია. სხვაც ბევრი მოგეწონება

•მიყვარხარ,
•რისთვის?
•ჭკვიანი ხარ…
•ჭკვიანი ადამიანები მოგწონს, ვატყობ…

•მიყვარხარ,
•რისთვის?
•ჩემი კარგად გესმის…
•შენი მეგობარი ვყოფილვარ…

•მიყვარხარ,
•რისთვის?
•ჩემიანი ხარ…

შენიანის პოვნით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება გწვეოდეთ, როცა უყვარხართ არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის მხოლოდ ლამაზი ხართ (სილამაზე ხომ წარმავალია და, ამასთან, მჯობზე მჯობი არ ილევა), ან ჭკვიანი ხართ (კარგი მრჩეველი ყველას ჭირდება), ან კარგი მეგობარი ხართ (ვინც ასეთი რთულად საპოვნელია დღეს), არამედ მისიანი ხართ, ერთ სულ და ერთ ხორც, ორი მონათესავე სული.

სიყვარულით,

მე

Posted by: nforumi 24 Jan 2016, 14:35
სად წავიდა ცხელი ჩაის ხალხი, სად დაიკარგა!

Posted by: nutsiko 24 Jan 2016, 18:54
nforumi
აქ ვართ, აქ ))))) ცხელი ჩაის სეზონია. აი, ლიმონის დიდ ნაჭერს რომ ჩააგდებ და მურაბას მოიდგამ გვერდით, მერე მეგობრებთან მოყვები ამბებს გარდასულ დროთა, აი, ის სეზონი <3

Posted by: marimarita 25 Jan 2016, 00:49
მე დღეს აღმოგაჩინეთ, გადავიკითხე და ძალიან მომეწონა smile.gif
დავფიქსირდები და გესტუმრებით ხოლმე love.gif
* * *
დილამშვიდობისა მეგობრებო!..

ლამაზი დილის მეპატრონევ,
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
არ გინდათ, რითმაზე გაბრაზებულს,
მეც გყავდეთ მოსავლელ-საპატრონო?
არც ყავას მოვითხოვ ალიონზე,
არც ჩაის არა ვსვამ უთენია.
მეც ვატყობ, მაგ თვალებს, სადილაოს,
ჩემსავით უკუნი უთევია!
ტრაბახი მომინდა, უპატრონო!
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
რომ თქვენ, ცის ნამზე შეყვარებულს -
მეც გყავართ ლექსივით საპატრონო.

Posted by: nforumi 25 Jan 2016, 21:45
nutsiko
შენ რაღაცაზე დაპატიჟებას გვიპირებდი... როგორაა იმ საქმის ამბავი?

Posted by: nutsiko 26 Jan 2016, 11:45
nforumi
ჯერ ვაგროვებ ფოტოებს, ვიღებ ახალ ფოტოებს და იმედია, ჩემს ჩანაფიქრს განხორციელება უწერია wink.gif
ამ წელს კიდევ ბევრი მოგზაურობა მიწევს (ინშალა) და ფოტოებსაც უამრავს გადავიღებ.

ყველაფერი წინაა. მახსოვხართ და დაპატიჟება ძალაშია.

Posted by: nforumi 27 Jan 2016, 13:57
nutsiko
QUOTE
ინშალა

თურქულიც იცი?

QUOTE
მახსოვხართ და დაპატიჟება ძალაშია.

მეც მახსოვხარ, გგულშემატკივრობ და გელოდები smile.gif

Posted by: nutsiko 27 Jan 2016, 15:17
nforumi
ვსწავლობ ამ ენას.

მადლობა გულშემატკივრობისთვის. მუშაობის პროცესში ვარ.

Posted by: user19 27 Jan 2016, 21:06
war.gif ....................................

Posted by: nforumi 28 Jan 2016, 10:06
nutsiko
QUOTE
ვსწავლობ ამ ენას.

Güzel
smile.gif

Posted by: morieli77 11 Feb 2016, 16:38
მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ვუყვარდი
ის სულ ბოლო მერხზე იჯდა, ყოველთვის ჩუმად,მე მეორე მერხზე
უხმოდ მაცილებდა მათემატიკის მასწავლებლის სახლიდან ჩემ კორპუსამდე, მხოლოდ მე ვლაპარაკობდი და ის მისმენდა
ასე უხმოდ და ჩუმად მეტკინა გული,აღარც მე ვლაპარაკობდი და აღარც მისი დუმილი მესმოდა
მეუბნებიან, რომ ძალიან ვუყვარდი ძალიან
მე ეხლა უფრო ძალიან მიყვარს ვიდრე მაშინ 20 წლის წინ.........................

Posted by: marimarita 11 Feb 2016, 17:19
რატომ ხდება ასე?!....
გიყვარს? უთხარი,გაბედე და უთხარი...
არ თქვა, არადა როგორ ველოდი რომ ეთქვა.. სხვები მიყვებოდნენ როგორ ვუყვარდი, საჩუქრებს მიგზავნიდა ჩუმად და მეც ვიღებდი.. თვალებს ვერ მისწორებდა ვერასდროს, არადა საკმაოდ თამამი იყო სხვებთან...
სკოლაში ჩემს უკან ჯდებოდა ხოლმე, გრძელი თმა მქონდა და გაკვეთილზე ჩემი თმებით თამაშობდა.. ზოგჯერ მწიწკნიდა ხოლმე და ვუბღვეროდი.. ერთხელ მაკრატლითაც მომაჭრა ცოტა რომ გავებრაზებინე, ჩემი გაბრაზება მოსწონდა, იცინოდა ხოლმე რომ ვეჩხუბებოდი..
სკოლა დავამთავრეთ... სტუდენტობა... ხშირად მხვდებოდა, მაგრამ ისევ დუმილი...
გავთხოვდი.........
ცოლი მოიყვანა.......
წლები გავიდა, 15 წელი.. გამოჩნდა და მომიკითხა, თამამად მითხრა როგორ ვუყვარდი, თურმე ვერ მივიწყებს და ახლაც ვუყვარვარ...
თურმე ბავშვი იყო მაშინ და ვერ მიბედავდა... ეხლა გაიზარდა და მითხრა..
გული მეტკინა, კი არ მეტკინა,რაღაცა ჩამწყდა....
აქამდე მეგონა ისევ მიყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული სადღაც გაქრა...
არა, კიარ გაქრა, იქ დარჩა, შორს... ბავშობაში.... და სულ იქ იქნება...
ნეტა სულ არ შემხვედროდა 15 წლის მერე...

Posted by: nforumi 15 Feb 2016, 22:39
morieli77
QUOTE
მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ვუყვარდი
ის სულ ბოლო მერხზე იჯდა, ყოველთვის ჩუმად,მე მეორე მერხზე
უხმოდ მაცილებდა მათემატიკის მასწავლებლის სახლიდან ჩემ კორპუსამდე, მხოლოდ მე ვლაპარაკობდი და ის მისმენდა
ასე უხმოდ და ჩუმად მეტკინა გული,აღარც მე ვლაპარაკობდი და აღარც მისი დუმილი მესმოდა
მეუბნებიან, რომ ძალიან ვუყვარდი ძალიან
მე ეხლა უფრო ძალიან მიყვარს ვიდრე მაშინ 20 წლის წინ.........................

მოკლედ და ლამაზად

* * *
marimarita
QUOTE
რატომ ხდება ასე?!....
გიყვარს? უთხარი,გაბედე და უთხარი...
არ თქვა, არადა როგორ ველოდი რომ ეთქვა.. სხვები მიყვებოდნენ როგორ ვუყვარდი, საჩუქრებს მიგზავნიდა ჩუმად და მეც ვიღებდი.. თვალებს ვერ მისწორებდა ვერასდროს, არადა საკმაოდ თამამი იყო სხვებთან...
სკოლაში ჩემს უკან ჯდებოდა ხოლმე, გრძელი თმა მქონდა და გაკვეთილზე ჩემი თმებით თამაშობდა.. ზოგჯერ მწიწკნიდა ხოლმე და ვუბღვეროდი.. ერთხელ მაკრატლითაც მომაჭრა ცოტა რომ გავებრაზებინე, ჩემი გაბრაზება მოსწონდა, იცინოდა ხოლმე რომ ვეჩხუბებოდი..
სკოლა დავამთავრეთ... სტუდენტობა... ხშირად მხვდებოდა, მაგრამ ისევ დუმილი...
გავთხოვდი.........
ცოლი მოიყვანა.......
წლები გავიდა, 15 წელი.. გამოჩნდა და მომიკითხა, თამამად მითხრა როგორ ვუყვარდი, თურმე ვერ მივიწყებს და ახლაც ვუყვარვარ...
თურმე ბავშვი იყო მაშინ და ვერ მიბედავდა... ეხლა გაიზარდა და მითხრა..
გული მეტკინა, კი არ მეტკინა,რაღაცა ჩამწყდა....
აქამდე მეგონა ისევ მიყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული სადღაც გაქრა...
არა, კიარ გაქრა, იქ დარჩა, შორს... ბავშობაში.... და სულ იქ იქნება...
ნეტა სულ არ შემხვედროდა 15 წლის მერე...

ველი სიყვარულის გახსენების ნოტა გაჩენილა აქ ...

კარგია.

Posted by: nutsiko 8 Mar 2016, 14:59
შუაღამე მიილია და ახალი დღე დაიწყო, როცა ტაქსიში ჩაჯდომისთანავე ტაქსისტმა რვა მარტი მომილოცა. თან მომიბოდიშა, ჯერ არ დამმგზავრებიან მეყვავილეები, თორემ ამ დღეს კონა იები ყოველთვის მაქვს მანქანაშიო...
დღევანდელი დღე ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობისთვის დილიდან, ხოლო მისთვის იმ მომენტიდან იწყება, როცა სამგორში მდებარე ყვავილების საბითუმო ბაზრიდან მეყვავილეები მიჰყავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში და ისინიც ღამის მორიგეს კონობით იებს უტოვებენ გასამრჯელოსთან ერთად, მადლიერების ნიშნად.
მასაც შესაძლებლობა ეძლევა, დღის განმავლობაში მგზავრ ქალბატონებს რვა მარტი მიულოცოს ყვავილებით (მცირედი, მაგრამ მაინც ყველა ქალისთვის სასიამოვნო იებით).
ამ გახსენებაზე რვა მარტს გილოცავთ, ამ თემის ქალბატონებო!
გე-დღე-ბედნიერ-ოთ!

Posted by: marimarita 8 Mar 2016, 15:21
ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,
ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,
აფეთქდება? ტყვიასავით მალია,
მინელდება? ჩაგებული ხმალია...

ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,
ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,
თუ გაუღე მას ბოლომდე კარია
წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია....

დღევანდელ დღეს გილოცავთ ქალბატონებო...

Posted by: SuccessLab 18 Mar 2016, 15:35
რამე კარგი ლექსი მინდა სასაჩუქრებ რომ მივუძღვნა დაბადების დღეზე ლამაზ გოგონას

Posted by: marimarita 18 Mar 2016, 16:35
SuccessLab
გადაავლე თვალი,იქნებ მოგეწონოს რომელიმე smile.gif
https://forum.ge/?showtopic=34825358&hl=

Posted by: nutsiko 24 Mar 2016, 12:53
როგორ ხართ, ხალხნო?
დაიძინასავით ამ თემამ, არადა, რა კარგი იყო ხოლმე smile.gif

Posted by: GodBoard 24 Mar 2016, 20:29

ეს ჯერ არ წაგიკითხავთ:

https://godboard.wordpress.com/2016/03/21/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AC/

Posted by: nforumi 5 Apr 2016, 20:03
GodBoard
QUOTE
ეს ჯერ არ წაგიკითხავთ:https://godboard.wordpress.com/2016/03/21/%...83%94%E1%83%AC/ 
       
მართლა არ წამიკითხავს

საინტერესო იყო ...

Posted by: nutsiko 6 Apr 2016, 11:02
აი, ეს სახლი კარგია... არა, ის უმჯობესია... აქ, ბავშვები ცხოვრობენ, ფერად-ფერადი სათამაშოები მიმოუყრიათ დიდ ეზოში... იმ სახლის ნახევრად-ღია ფანჯრიდან სახედაღარული ბებო მიყურებს სოფლის გზაზე მიმავალ უცხოს... ფიქრებში გართული და ღიმილით სახეზე ერთ ყორეჩამონგრეულ, ჯინჭარამოსულ, სრულიად გავერანებულ და დაცლილ ეზო-კართან შევჩერდი და დროის მსვლელობა შევაჩერე... სადღაც, გულის გულში რაღაც ჩამწყდა, მიტოვებით, ბრაზით, სინანულითა და მიუტევებლობით გამოწვეული სევდიანი ფიქრები, რომელსაც ეს სახლი ყველას გასაგონად გულიდან ტიროდა და მიტევებაც კი უჭირდა, თავს ინადგურებდა და უფრო მეტად ვერანდებოდა...

... მიტევება მასწავლე-მეთქი, გთხოვე, არაფერი გიპასუხია. უფრო მეტადაც კი დამსაჯე. უფრო მეტი გამოცდა მომიწყვე, უფრო მეტად გამლანძღეს, მეტი ტალახი მესროლეს, დამაჩოქეს და მატირეს, მყვედრიდნენ და ბრალს ჩემსას ვეძებდი ყველგან და ყველაფერში. ვისაც ნებით თუ უნებლიეთ ვაწყენინე, ვატირე, ყველა გამომიგზავნე ჩემს დასამცირებლად და ჩემივე ქმედებებზე დასაფიქრებლად. შველას გთხოვდი, არაფერს მპასუხობდი, სანამ უკლებლივ არ დამიბრუნდა ყველა შეცოდებანი. პეტრეს სინანულით მოცულმა ავაზაკის აღსარება ჩაგაბარე და პატიებას გთხოვდი.

სიკეთისთვის პანღური მკრეს. მომისმინეს და არაფერი გაიგეს. გამლანძღეს და მხოლოდ პატიებას გთხოვდი, ჩემ გამო და მათ გამო. მომიტევეს და ბოდიში მომიხადეს. მადლობა მე გადაგიხადე.

შეურაცხყოფა მომაყენეს და სიტყვის უთქმელად გავეცალე. მხოლოდ პატიებას გთხოვდი, პატიებას იმ შეურაცხყოფისთვის, რაც სხვისთვის მიმიყენებია. ჩემს მაგინებლებს გავედრებდი და ამით საკუთარ ცოდვებს ვტიროდი. ჩემივე მტრები ჩემს კარგ მეგობრებად მიქციე და მადლობა გადაგიხადე.

მიყვარხარ-მეთქი, გითხარი და არ მომისმინე, სანამ სიყვარული და სითბო არ გადავუნაწილე ჩემ გარშემო ყველას, უპოვარსა თუ ნაცნობს, მეც მათი სევდა და სიხარული არ გავიზიარე, მათთან ერთად არ მოვკვდი და ხელახლა არ დავიბადე, მათთან ერთად არ ვიშიმშილე, ღამე არ ვათენე ცივ და სუსხიან ზამთარში, მათთან ერთად არ დამაპატიმრეს, მათთან ერთად არ გამთელეს, შეურაცხყოფა არ მომაყენეს, მცემეს და მხოლოდ ასეთად არ შემიყვარე. ამის შემდეგ მითხარი, მე უფრო მეტად მიყვარხარო და მანუგეშე, თანაგრძნობა მასწავლე.
მიმიტევებია ყველასთვის და მომიტევე მეც. მიყვარხარ და შემიყვარე.

... აპრილია. ისევ იმავე სოფლის გზას ვადგავარ. ბევრ მოსახლეს შორის ისევ ის ნაცნობი ყორეჩამონგრეული, სარეველამოდებული ძველი სახლი დგას, რომელიც მიუტოვებიათ დიდი ხნის წინ. თვალუწვდენელ ეზოში მზისგულა ყვითელი ნარცისები მოფენილან ისე, რომ გოჯი მიწა არაა დატოვებული. აყვავებით გარემომ სახე იცვალა.

სახლმაც მიუტევა.

Posted by: სინიორა 24 Apr 2016, 07:31
***
(ნამდვილი ამბავი)

ზამთრის ერთ უთოვლო, მოწყენილ დღეს, ოდნავ შეხსნილი ფანჯრის გადაღმა,
დაბალი ხის ტოტებზე უამრავი ჩიტუნა მიყუჟულიყო.
სციოდათ... შიოდათ,
მაგრამ გაფრენა არც უფიქრიათ,
არ ჭიკჭიკებდნენ, ისხდნენ და სულგანაბულნი
უსმენდნენ საოცარი მუსიკის ჰანგებს...

მელოდია და სიტყვები უცხო იყო, მათთვის უცნობი, მაგრამ საოცრად ლამაზი,
ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი...

ამდენი სტუმარი არ ახსოვს ამ პატარა ხეს, ჩიტუნები კი ემატებოდნენ და ემატებოდნენ...

იქ კი... შიგნით
თემურ წიკლაური თავისი დედის ცისფერ თვალებს იფიცავდა...
მანანა თოდაძე ამაღლებულ სიყვარულზე ჰყვებოდა...
ნუგზარ კვაშალი უნიღბობას უჩიოდა...
ყვითელაშვილი გიტარას ატირებდა...

ოთახში მონატრებული სამშობლო მღეროდა...

Posted by: Na*ca 24 Apr 2016, 23:49
...............ბუნდოვნად მახსოვს smile.gif

Posted by: seta 28 Apr 2016, 23:02
გამარჯობა 2kiss.gif
მომენატრეთ smile.gif

Posted by: Dorian-Grey 2 May 2016, 22:46
ბუხართან...საინტერესო წიგნი...ცოტა ვისკი...<3... განმარტოვება...

Posted by: nforumi 3 May 2016, 18:27
Dorian-Grey
QUOTE
ბუხართან...საინტერესო წიგნი...ცოტა ვისკი...<3... განმარტოვება... 
       
საჩხრეკია კიდე აუცილებელი, ან ასტამი smile.gif

Posted by: nutsiko 4 May 2016, 15:15
,,ერთხელ, ბებია…“ – ასე იწყებდა ხოლმე ცხონებული ბებიაჩემი გარდასულ საინტერესო ამბავთა მოყოლას თავისი მოგონებათა სკივრიდან. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მეც უნდა მოვკალათებულიყავი მის გვერდით ან ფეხი მომერთხა, კალთაში თავი ჩამედო და თვალდახუჭულს მასთან ერთად გამეხსენებინა ბებიაჩემის აფხაზეთში გატარებული ბავშვობისა თუ ყმაწვილქალობის ამბები… და ისიც ყვებოდა ათას საინტერესო რამეს. უხაროდა გულითადი მსმენელი და ისიც, ასეთი კარგი მეგობრები რომ ვიყავით. საათობით შემეძლო მესმინა მისთვის და უფრო მეტად კი იმის გაცნობიერება, როგორი ბედნიერი მიყვებოდა და იხსენებდა თავის საუკეთესო წლებს (თუმცა სევდიან ამბებსაც გამოურევდა და იხსენებდა დიდი სამამულო ომის ამბებს და დუხჭირ ცხოვრებას), სამეგრელოში თქმულებებს და ულამაზეს აფხაზურ სოფლებში გატარებულ სახალისო ბავშვობას.
,,მადლობა, ბებია, რომ მუდამ კარგი მსმენელი მყავდი, არასოდეს გეზარებოდა ჩემთან ყოფნა და დროს მითმობდი, მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთი მოგცემს შენსავით კარგ შვილიშვილს და მერე გამიხსენებ და მიხვდები, კარგი შვილიშვილის ფასი რაც არის,’’- მისი ბოლო სიტყვები იყო. მადლობას მიხდიდა ყველაფრისთვის და მე მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ ადამიანობა და სიკეთე მასწავლა, მომცა საშუალება მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი. მჯერა, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ გარდაიცვლება, როდესაც ჩვენში მისი ხსოვნა აღარ იარსებებს…
საღამო ხანს ვსვამ პიტნის ჩაის, რომელიც ჩემი სახლის უკან ეზოში ბებომ დარგო სხვა ბევრ ნერგთან ერთად, და მას რომ უყვარდა ის ალუბლის მურაბა მაქვს ახლა, ძალაუნებურად სიხარულის ცრემლი მომდის. ჩემი ბუსა ჩემთან აღარ არის ფიზიკურად, მაგრამ მე კვლავ ვხედავ მას ჩემ წინ, სამზარეულოში, მაგიდასთან, გამჭვირვალე თლილი ჩაის ჭიქით ხელში და ისეთი თბილი და მოსიყვარულე ღიმილით, რომელიც მხოლოდ მას სჩვეოდა…
მოუსმინეთ მოხუცებს, თქვენს ბებოებს, ბაბუებს, ახლობელ ხანში შესულ ადამიანებს, მეზობლებს, თუნდაც გამვლელ და სრულიად უცნობ მოხუცებს, მათ მოსაყოლი ბევრი აქვთ და შესაძლოა მსმენელი არ ჰყავდეთ, დაუთმეთ მათ დრო სასაუბროდ და დააფასეთ ყოველი წამი.
ღმერთს და შენ მადლობა, ბუსა, იმ სიყვარულისა და ადამიანობისთვის, რაც შენგან ვისწავლე. ძალიან მიყვარხარ

Posted by: nforumi 5 May 2016, 14:45
nutsiko
QUOTE
მოუსმინეთ

არამარტო მოხუცებს უნდა მოუსმინო, ყველას ჭირდება რომ მოუსმინონ, მაგრამ

რა მოსმენა, რის მოსმენა, პირდაპირ უნდა დააბრეხვონ ხოლმე თავისი აზრი იმის გაუაზრებლად თუ რას ამბობს მთქმელი. ასე უფრო ადვილია ალბათ.

Posted by: nutsiko 6 May 2016, 22:19
nforumi
გეთანხმები, რომ დააკვირდე, მსმენელი სჭირდება ყველას.
მსმენელის ნაკლებობა და არარსებობა უკვე პრობლემაა.
სრულიად უცხოს შეუძლია ისეთი საინტერესო ამბების გაზიარება და გულწრფელი საუბარი, გასაოცარია.
კარგი მსმენელიც უნდა იყო, უნდა შეგეძლოს დაუსრულებლად, თავისუფალი თხრობის მოსმენა.
აქტიური მოსმენა და არა პასიური, მსმენელთან ერთად იმ ყველაფრის განცდა და ხელახლა გავლა, რაც მთხრობელმა ერთ დროს გაიარა, გაიზიარა, განიცადა, ერთხელ ,,გარდაიცვალა", აღდგა ფენიქსივით, ეტკინა, გაუხარდა, გადახარშა, და ასე შემდეგ, ფოლადივით იწრთობოდა, უფრო ძლიერდებოდა და ყალიბდებოდა იმ პიროვნებად, ვისაც ის დღეს წარმოადგენს.
აი, ამ პროცესის მოსმენაა ყველაზე საინტერესო, გახდე მისი ნაწილი, დამკვირვებელი, მსმენელი, გამზიარებელი.
ეს კი ყველას არ შეუძლია.
ეს მხოლოდ კარგ და გულითად მსმენელს შეუძლია, ემპათიის დიდი უნარით )))

Posted by: nforumi 18 May 2016, 22:45
nutsiko
პასიურ მდგომარეობაში გადასული მსმენელი უკვე აღარ არის მსმენელი!

თუმცა მეტ ნაკლებად, დროეიბით თუ მუდმივად, ყველას მოგვსვლია ალბათ ასეთ მდგომარეობაში გადასვლა. ზოგ შემთხვევაში ეს ჩვენი, ჩვენი პრობლემების, ჩვენი დაღლილობის ბრალია. ზოგ შემთხვევაში კი მთხრობელის, ზედმეტად გაწელილი თუ აბდაუბდა ლაპარაკის.

ასე რომ უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანები ვართ smile.gif არ ვართ იდეალურები.

Posted by: _thunderstorm_ 19 May 2016, 11:39
შვრიის ნამცხვარი და ლატე,
ჰარმონიული დილა...love.gif
რაღაცნაიარად ,კარგად დაიწყო rolleyes.gif

Posted by: nigo 18 Jun 2016, 20:35
ამ თემაში იმდენ ხანს ვპოსტეთ, მთლად ასე ნუ გავუშვებთ. რამე გამოსათხოვარი საღამო და თბილი სიტყვებით დავემშვიდობოთ. biggrin.gif

Posted by: nforumi 18 Jun 2016, 20:40
nigo
QUOTE
გამოსათხოვარი საღამო და თბილი სიტყვები

კაი აზრია.

მარა რატო მაინცდამაინც გამოსათხოვარი. გავაკეთოთ წვეულება.

Posted by: nutsiko 18 Jun 2016, 20:42
nforumi
წვეულება და მხიარულება უკეთესია.
მთლად პანაშვიდი არ გვინდა.
იმდენი ვწერეთ, კი გვეკუთვნის, კაცმა რომ თქვას.
აგერ ერთი, მეორე და მესამე ხმაც მოვედი.
მოვიფიქროთ რამე (?)

Posted by: seta 18 Jun 2016, 23:18
nigo
QUOTE
ამ თემაში იმდენ ხანს ვპოსტეთ, მთლად ასე ნუ გავუშვებთ. რამე გამოსათხოვარი საღამო და თბილი სიტყვებით დავემშვიდობოთ.

ჩემი ანტიდეპრესანტი იყო ერთ დროს smile.gif

Posted by: nforumi 19 Jun 2016, 10:45
nutsiko
QUOTE
მოვიფიქროთ რამე (?)

მე მაქვს იდეა:
ყველამ დაწეროს ვის ვინ დაამოხსოვრდა (ახსოვს) ამ თემიდან და რითი.

Posted by: nigo 19 Jun 2016, 12:53
seta
როგორ ხარ?

მოკლედ , ერთი წინადადების დაპოსტვა და ვცოცხლდებით.
ჩემი ანტიდეპრესანტი და ოაზისი თემაც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის განყ-ის იუზერი ვარ.არასდროს მიმიღია ვორნ-ბანები.
ამ თემაში კი იცოცხლე. biggrin.gif მაგრამ ეს, დიდი ხნის, პირველ ვოლში.

თუ რამე მოხდებოდა, პირველად აქ შემოვიხედავდი, აქ მინდოდა შთაბეჭდილებების გაზიარება .
ძალიან თბილი და საყვარელი სიტუაცია გვქონდა. შინაურული.love.gif love.gif

Posted by: Nostalgia34 19 Jun 2016, 13:40
seta
QUOTE
გამარჯობა  2kiss.gif

  მომენატრეთ    smile.gif 

სად ხარ ახლა შენ.ანდალუზიაში თუ საცხალუზიაში...გახსოვს?! biggrin.gif

love.gif

http://www.picz.ge

Armik-"Tear Drops"

OCTAVIO OCAMPO

Posted by: t-90 19 Jun 2016, 13:42
სუ ჩემები, სუ კარგები.
რატო გამოსათხოვარი საღამო აღსადგენი საღამო არ აჯობებს?

Posted by: seta 19 Jun 2016, 16:21
nigo
Nostalgia34
t-90
nforumi
რა ხალხი, რა ხალხი biggrin.gif 2kiss.gif bis.gif

QUOTE
სად ხარ ახლა შენ.ანდალუზიაში თუ საცხალუზიაში...გახსოვს?!

მახსოვს biggrin.gif

love.gif

nigo
კარგად ვარ . მგონი. სხვანაირად არ შეიძლება )))

Posted by: nforumi 19 Jun 2016, 16:38
seta
smile.gif

t-90
QUOTE
რატო გამოსათხოვარი საღამო აღსადგენი საღამო არ აჯობებს?

აბა რა, ჩემი იდეაც მაგას გულისხმობს.

Posted by: nforumi 28 Jun 2016, 00:23
ესაო, ისაო, შევიკრიბოთო, რაღაცაო...

სად ხართ ხალხო ?

Posted by: nigo 28 Jun 2016, 20:36
აუ, უჩემოდ არ შეიკრიბოთ რა.
ქობულეთში ვარ და ერთ კვირაში დავბრუნდები.

დღეს კი წვიმს, მაგრამ ისე არაჩვეულებრივი ამინდებია, რესტორნებში ჯერ მუსიკა არ უკრავს, თავი ზღაპარში მგონია.

გეგმაში მაქვს 7 კგ-ს დაკლება biggrin.gif

Posted by: nforumi 28 Jun 2016, 21:40
nigo
QUOTE
გეგმაში მაქვს 7 კგ-ს დაკლება 

შიმშილობის გარეშე ოღონდ.

QUOTE
აუ, უჩემოდ არ შეიკრიბოთ რა.
ქობულეთში ვარ და ერთ კვირაში დავბრუნდები.

რა მნიშვნელობა აქვს სად ხარ?

თუ ფიზიკურად შეკრებას გულისხმობ?

Posted by: t-90 29 Jun 2016, 00:51
შევიკრიბოთ ხალხო.
მაგას რა ჯობია.
შევიკრიბოთ.

Posted by: nforumi 29 Jun 2016, 14:25
t-90
QUOTE
შევიკრიბოთ ხალხო.
მაგას რა ჯობია.
შევიკრიბოთ.

შენ რას გულისხმობ, აქ თუ რეალში ?

Posted by: t-90 29 Jun 2016, 15:29
nforumi
რეალშიც.
აქაც.
სადაც გინდა.
ერთი ფეისბუქის გახსნას ნუ მომთხოვთ biggrin.gif

Posted by: nigo 30 Jun 2016, 19:54
nforumi
QUOTE
შიმშილობის გარეშე ოღონდ.

აუ, იცი რა დღეში ვარ.ქმარი ნორმატივებს მაბარებინებს ცურვაში biggrin.gif
უნივერსიტეტში დოდო ციხითათრიშვილი ასე არ მამწარებდა biggrin.gif
საჭმელი ასი წელი არ მომინდება.
ტკბილეულობა.
სკუტერები ეკლერებად და შუებად მელანდება, კატერები ნაპოლეონებად და ბეზეს ტორტებად. biggrin.gif
ძალიან მსუქანი კი არ ვარ.
1.70 სიმაღლეზე 70 კგ. 10 კილო მოვიმატე გაზაფხულზე.

ერთხელ მარინა ვლადი ამბობდა ტელევიზორში, რაც ახალგაზრდა მთავარი ქალის გმირებს აღარ ვთამაშობ, მას მერე მოვისვენე, რასაც მინდა იმას , ვჭამო.
ახლა მარინა ვლადი თუ აძლევს თავს უფლებას და კატრინ დენევი, ჩემი რა გახდა

მაგრამ იმდენად უჩვეულოა ოჯახში, რომ შემჭამა ქმარ-შვილმა, თან ტანსაცმელიც მენანება biggrin.gif

Posted by: nforumi 1 Jul 2016, 20:45
t-90
QUOTE
ერთი ფეისბუქის გახსნას ნუ მომთხოვთ

რატო, ვერ ემეგობრები ფეისბუქს ?

nigo
QUOTE
აუ, იცი რა დღეში ვარ.ქმარი ნორმატივებს მაბარებინებს ცურვაში 

რა მაგარიაა !!..

QUOTE
ტკბილეულობა.
სკუტერები ეკლერებად და შუებად მელანდება, კატერები ნაპოლეონებად და ბეზეს ტორტებად. 

ჩემი სისუსტეც ტკბილეულობაა.

QUOTE
რასაც მინდა იმას , ვჭამო.

რომელი მეტი სიამოვნებაა, ჭამო რაც გინდა თუ თავი იგრძნო მსუბუქად?

Posted by: t-90 1 Jul 2016, 21:33
nforumi
QUOTE
რატო, ვერ ემეგობრები ფეისბუქს ?

ვერ ვიტან.
დროის ამბავია რა.
მე ისედაც ბევრ დროს ვკარგავ.
და ახლა კიდე ფბზე? არ მინდა.

Posted by: nforumi 2 Jul 2016, 12:38
t-90
QUOTE
დროის ამბავია რა.
მე ისედაც ბევრ დროს ვკარგავ.

დროს ყველა ვკარგავთ.

სინამდვილეში ეს ფორუმიც და ფბ-ც საქმისგან დროებით მოწყვეტის საშუალებაა, ყურადღების გადატანის, დროებით დასვენების მიზნით.

ანუ სასარგებლოა.

Posted by: nigo 2 Jul 2016, 13:08
nforumi
QUOTE
რომელი მეტი სიამოვნებაა, ჭამო რაც გინდა თუ თავი იგრძნო მსუბუქად?

ახალგაზრდობა, კიდეც ჭამ და მაინც მსუბუქი და თხელი ხარ smile.gif

Posted by: t-90 2 Jul 2016, 17:26
nforumi
QUOTE
დროს ყველა ვკარგავთ.

სინამდვილეში ეს ფორუმიც და ფბ-ც საქმისგან დროებით მოწყვეტის საშუალებაა, ყურადღების გადატანის, დროებით დასვენების მიზნით.

ანუ სასარგებლოა.

ხო მარა აქ უფრო ცოტა ხალხია, ნაკლები რამეა სანახავი და გაფილტრულია კამანდა.
იქ ნათესავების ბავშვების სურათები, ეიფელის კოშკზე ან პირამიდებზე რო თითს ადებს ეგეთი სურათები და ა.შ.
nigo
QUOTE

ახალგაზრდობა, კიდეც ჭამ და მაინც მსუბუქი და თხელი ხარ

ვინც ვჭამთ და ვერ ვართ მსუბუქები და თხელები რა ვქნათ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nforumi 2 Jul 2016, 18:59
nigo
QUOTE
ახალგაზრდობა, კიდეც ჭამ და მაინც მსუბუქი და თხელი ხარ 

ვინ როგორ. ზოგს ბავშვობიდან აქვს მაგ პრობლემა.

t-90
QUOTE
ხო მარა აქ უფრო ცოტა ხალხია, ნაკლები რამეა სანახავი და გაფილტრულია კამანდა.
იქ ნათესავების ბავშვების სურათები, ეიფელის კოშკზე ან პირამიდებზე რო თითს ადებს ეგეთი სურათები და ა.შ.

ოოო, ეგ არის კი, ფბ-ში თავად გიწევს გაფილტრვა.
მაგრამ მე მაინც "ვკარგავ" ხოლმე დროს იქ smile.gif

Posted by: fermina 2 Jul 2016, 19:34
nigo
QUOTE
გაიზარდნენ და ახლა მეუბნებიან შენ შეგვაძულე,იმდენი გვატარეო.

კარგი ,ვთქვათ ბალეტზე მოწყინდათ, ოპერაშიც ,მაგრამ თეატრი როგორღა შევაძულე, გიჟდებოდნენ .     
       
აი შენ გიკვირს და ჩემი თავი გამახსენდა smile.gif

არ მიყვარს თეატრი (მარიონეტების გარდა)

დედაჩემს უყვარდა ძალიან და მატარებდა ისტერიულად, რამდენჯერმე თითო სპექტაკლზე.

მაშინ იყო "კავკასიური ცარცის წრე", "პროვინციული ამბავი", "რიჩარდ მესამე"... ზეპირად ვიცოდი.
საინტერესო ის არის, რომ მაშინ მომწონდა, არ ვაპროტესტებდი და სიამოვნებით ვუყურებდი.

გავიზარდე და რაღაცნაირად შემჯავრდა. ვერაფრით ვერ ვიღებ სიამოვნებას.

ოპერა ბევრად მირჩევნია.

Posted by: nigo 2 Jul 2016, 21:14
fermina
მე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მარტო.
ხელს არავინ მიშლის, არც გადალაპარაკება და არც კომენტარი.

ძალიან მაღალფარდოვანია, მაგრამ ვაზიარე თეატრს, ოპერას, ბალეტს(ვგიჯჟდები) სპორტს.
ცირკი არ მიყვარდა და იქაც დამყავდა.
ახლა , თითონ იციან , თავის საქმე.

მოკლედ ამთემელებო.

ორი დღეა არც ზღვაზე გავსულვარ, არც მიჭამია, მხოლოდ ერთხელ
წიგნები შემომაკლდა და აქ ბიბლუსში ვიყიდე, უზარმაზარი გელა ჩარკვიანის მოგონებები.
ვიფიქრე ,, აქ ხომ მეყოფა და თბილისშიც ჩამყვება, იქ დავამთავრებ -მეთქი.

48 საათში წავიკითხე, სამი მუშKეტერი ხომ გახსოვსთ, იმაზე დიდი წიგნია

biggrin.gif

დამიჯერეთ, უახლესი ისტორიის ასეთი ზუსტი, ფაქტობრივი, სულ წამებით და წუთებით ჩაწერილი მასალა , არსად მინახია.
ძალიან გირჩევთ, წაიკითხოთ, თუ გინდათ , გაიგოთ ,რა ხდებოდა
1992-2003 წლებში.რეალურად.ძალიან მაგარია.
გელა კულტურული ადამიანია და არავისტი, წიგნი სრულიად მიუკერძოებულია, ობიექტურ მასალაზე დაყრდნობილი. მოკლედ არ ინანებთ.

Posted by: t-90 2 Jul 2016, 22:10
nforumi
QUOTE
ოოო, ეგ არის კი, ფბ-ში თავად გიწევს გაფილტრვა.
მაგრამ მე მაინც "ვკარგავ" ხოლმე დროს იქ smile.gif

ხო მარა ეგ ხო ისედაც გაფილტრული მყავს. ანუ ნათესავების ბავშვების სურათები და ეიფელზე ან პირამიდაზე დადებული თითი.
თან როგორი პონტია კიდე იცი? არის ხალხი რომელიც მამენტ დიდად არ გინდა მარა ვინუჟდენი ხარ რო უნდა დაიმატო.
მერე ფილტრე იმათი პოსტები და არის ერთი ამბავი biggrin.gif
მეზარება რა biggrin.gif

Posted by: nforumi 2 Jul 2016, 22:54
fermina
QUOTE
გავიზარდე და რაღაცნაირად შემჯავრდა. ვერაფრით ვერ ვიღებ სიამოვნებას.

იქნებ ოდესმე მიგიბრუნდეს მერე გული. smile.gif

nigo
QUOTE
დამიჯერეთ, უახლესი ისტორიის ასეთი ზუსტი, ფაქტობრივი, სულ წამებით და წუთებით ჩაწერილი მასალა , არსად მინახია.
ძალიან გირჩევთ, წაიკითხოთ, თუ გინდათ , გაიგოთ ,რა ხდებოდა
1992-2003 წლებში.რეალურად.ძალიან მაგარია.
გელა კულტურული ადამიანია და არავისტი, წიგნი სრულიად მიუკერძოებულია, ობიექტურ მასალაზე დაყრდნობილი. მოკლედ არ ინანებთ.

დავიმახსოვრებ და მერე იქნებ ვიყიდო კიდეც...

t-90
QUOTE
ხო მარა ეგ ხო ისედაც გაფილტრული მყავს. ანუ ნათესავების ბავშვების სურათები და ეიფელზე ან პირამიდაზე დადებული თითი.
თან როგორი პონტია კიდე იცი? არის ხალხი რომელიც მამენტ დიდად არ გინდა მარა ვინუჟდენი ხარ რო უნდა დაიმატო.
მერე ფილტრე იმათი პოსტები და არის ერთი ამბავი 
მეზარება რა 

კაცია და გუნება, მე ძალაზე კი არა ვარ, გინდა თუ არა შედი თქო biggrin.gif

Posted by: nigo 2 Jul 2016, 23:10
t-90
nforumi

დამიჯერეთ, სანამ გაყიდვაშია, იყიდეთ.
ყველა ქართველი პოლიტიკოსის წიგნები და მემუარები მაქვს წაკითხული აიმ დროსა და ვითარებაზე.

ყველა თავის სასარგებლოდ ალამაზებს

აქ არის ნამდვილი.
მხოლოდ ფაქტები.
სუბიექტივიზმის მისხალს ვერ ნახავთ.

Posted by: t-90 2 Jul 2016, 23:51
nigo
რა ქვია შეგიძლია დამიწერო?
ისე გელას მაქვს წაკითხული "საუბრები მამასთან" თუ რაღაც ესეთი. იმენა კანდიდთან გასაუბრებაა და საკმაოდ ბევრი დეტალია 30-50იანი წლების საქართველოზე.
ეგ წიგნიც "შემოგეჭმება" დამიჯერე
nforumi
QUOTE
კაცია და გუნება, მე ძალაზე კი არა ვარ, გინდა თუ არა შედი თქო

არა ხო მე გიხსნი რატო არ შევდივარ უბრალოდ.

Posted by: nforumi 3 Jul 2016, 01:09
nigo
QUOTE
აქ არის ნამდვილი.

საიდან უნდა გაიგო რა არის ნამდვილი და რა არა?

Posted by: nigo 3 Jul 2016, 09:51
წიგნს ჰქვია
ნაცნობ ქიმერათა ფერხული.
ისედაც არ შეგეშლება-უზარმაზარია გელას ფოტოთი.

nforumi
ფაქტებზე დაყრდნობილი, რომელიც შენც გაგახსენდება, ოღონდ პადაპლიოკაა მთელი.

გელა შეფასებას არ აძლევს არცერთ ფაქტს, უბრალოდ გიყვება რა უძღოდა წინ იმას, რაც შენ მერე ტვ-თი ნახე ან არ ნახე.

ახლა ჩემი ქმარია, ჩემსავით biggrin.gif

Posted by: nforumi 3 Jul 2016, 10:58
nigo
QUOTE
ფაქტებზე დაყრდნობილი, რომელიც შენც გაგახსენდება, ოღონდ პადაპლიოკაა მთელი.

ეეჰ ჩემო ნიგო, მაშინაც და დღესაც რამდენიც გინდა იმდენი ფაქტია, რომელსაც სხვადასხვანაირად ხედავს სხვადასხვა მხარე. ყველა თავისი სუბიექტური აღქმით იღებს "ფაქტებს".

Posted by: nigo 3 Jul 2016, 14:35
nforumi

მთელი ცხოვრება ინფორმაციაში და მედიაში ვმუშაობდი.

არ მეშლება , რასაც ვამბობ.

ეს არ არის ბიოგრაფია, ეს არის იმ დღეების ქრონიკა, მთელი თავისი საშინაო "სამზარეულოთი".
არც ვინმეს "გაპრავებაა" არც გამტყუნება, ამითია ღირებული.
ისე , კი არ გაძალებთ, გირჩევთ.

biggrin.gif

Posted by: nforumi 3 Jul 2016, 15:52
nigo
QUOTE
მთელი ცხოვრება ინფორმაციაში და მედიაში ვმუშაობდი.

ეს არაფერ შუაში არ არის...

წეღან ქალაქში ვიყავი გასული, წითელმა მერსედესმა გამისწრო... გავხედე და მწვანეა!? .. . ყველა თავისი ხედვის წერტილიდან უყურებს და სხვა მხრიდან როგორ ჩანს იგივე ფაქტი, ვერ მიხვდება. პატიოსანი კაცი კიდე თავად რა დაინახა იმას აღწერს ობიქტურად.

Posted by: nforumi 10 Jul 2016, 13:51
შევიკრიბოთ შევიკრიბოთო და სულ დაიკარგეთ ყველ?

Posted by: nutsiko 10 Jul 2016, 23:03
nforumi
ჰოდა, შევიკრიბოთ, ვინც მოდიხართ, მიეწერეთ.

მე, შენ, ნიგო, ტ-90, კიდევ?

Posted by: nforumi 11 Jul 2016, 11:54
nutsiko
QUOTE
ჰოდა, შევიკრიბოთ, ვინც მოდიხართ, მიეწერეთ.

სად წავიდეთ?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Jul 2016, 12:15
სად მიდიხართ, რომ მიდიხართ? მე არ დამპატიჟებთ? user.gif

Posted by: nutsiko 11 Jul 2016, 15:38
nforumi
სად, როდის და რამდენი მივდივართ, შევთანხმდეთ PM-ებით.

Posted by: nforumi 11 Jul 2016, 21:00
nutsiko
QUOTE
სად, როდის და რამდენი მივდივართ, შევთანხმდეთ PM-ებით.

ჯერ იდეები ვთქვათ, კონკრეტულზე კიდე კი ბატონო.

ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
სად მიდიხართ, რომ მიდიხართ? მე არ დამპატიჟებთ? 

მაიტა იდეა და ვნახოთ
biggrin.gif

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Jul 2016, 21:59
nforumi

უი, მაპატიეთ თავხედური ხუმრობა. ამ თვეში ძალიან დაკავებული ვარ. სხვა დროს იყოს 2kiss.gif

Posted by: nforumi 12 Jul 2016, 01:19
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
უი, მაპატიეთ თავხედური ხუმრობა.

აბა ხუმრობა?

Posted by: nadiri 27 Sep 2016, 11:11
QUOTE
შევიკრიბოთ შევიკრიბოთო და სულ დაიკარგეთ ყველ?

Posted by: nadiri 30 Oct 2016, 23:49
QUOTE
შევიკრიბოთ შევიკრიბოთო და სულ დაიკარგეთ ყველ?

Posted by: nigo 31 Oct 2016, 10:03
ნუ შევიკრიბებით და ისე ვპოსტოთ. smile.gif

პოლიტიკაში აღარ შევდივარ.მომწყინდა და აქ მაინც ყოველდღე ვიხედები. smile.gif

Posted by: nadiri 31 Oct 2016, 13:02
nigo
დიდება შენს გამოჩენას
მაკლდი
nforumi
შენც მაკლიხარ

სეტას ფეისბუქზე ვუჭიტინებ

Posted by: არმეძებო 1 Nov 2016, 22:55
კაროჩე აქ დავაბირჟავებ ხოლმე,
კაი სასტავი ჩანს.

Posted by: nadiri 2 Nov 2016, 11:20
არმეძებო
შენ გეარშიყებოდა ნაშამორი?
თუ ფეიკი იყო

Posted by: klubnika 2 Nov 2016, 12:01
QUOTE
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან.., ბუხართან მოსაყოლი ისტორიები..

აუფ
როგორი კარგი თემაა
დილით ყავა
საღამოს ცხელი კენკრის ჩაი ლიმონით
გარეთ თოვა და ბუხარი

მოვკვდი vis.gif

Posted by: არმეძებო 2 Nov 2016, 12:12
nadiri
QUOTE
შენ გეარშიყებოდა ნაშამორი?
თუ ფეიკი იყო

რომელ ნაშამორს გულისხმობ, ნადირჩიკ?smile.gif

klubnika
QUOTE
აუფ
როგორი კარგი თემაა
დილით ყავა
საღამოს ცხელი კენკრის ჩაი ლიმონით
გარეთ თოვა და ბუხარი

იფ,იფ,იფsmile.gif)

პ.ს.ეხლა გამაიასნეთ,რა სტილის ამბები უნდა მოვყვე აქ?
ფუ ბლინ, ვორნის გამო ტორმუზებით ვპოსტავ..sad.gif

Posted by: Nostalgia34 2 Nov 2016, 13:34
QUOTE
გამაიასნეთ,რა სტილის ამბები უნდა მოვყვე აქ?

ნებისმიერი სტილი,ჟანრი,სფერული,პირამიდული...biggrin.gif

მოვედი მოსასმენად,როგორც ყოველთვის...4 Oct 2011-დან.

ჩაით,ყავით,მუსიკით!

http://pix.ge/

http://pix.ge/

love.gif Café De Flore

https://www.youtube.com/watch?v=rWdqaZo8kfg

* * *

ჰოო,როგორც ყოველთვის...4 Oct 2011-დან.

საფუძველი ამ "კაფეს" ჩაეყარა-24 Mar 2011 წ-ს.love.gif

https://forum.ge/?showtopic=34236063&view=findpost&p=24617

მადლობა ყველას,ყველას,ყველას- Johnnie Walker-ს,Unbesito-ს.............................................................................................................................................................................................................................................

* * *
https://forum.ge/?showtopic=34236063&view=findpost&p=24617536

Posted by: Adrianna 2 Nov 2016, 16:09
გუშინ ტყეში გაწვიმდა. გამოვრბოდი, სველი კაბა ტანზე მეტმასნებოდა, ნაჭრის ფეხსაცმელებიც სულ დამისველდა, მე კი მოვრბოდი თავდახრილი, წვიმას ვერიდებოდი და მაინც წყლის წვეთები მთელ სხეულზე დარბოდნენ, მეც გავრბოდი.
მიწის, ფოთლების, ბალახის, ხეების სურნელი ტრიალებდა ჰაერში, ამას წვიმის სუნიც ერთვოდა და წვიმას ვერწყმოდი, თითქოს მეც წყლის წვეთად გადავქცეულიყავი, იმ წვეთად, რომელიც ჩემსავე ამბავს ყურთან ახლოს მიყვებოდა, შემდეგ კისერს მოუყვებოდა ქვემოთ და ფეხებისკენ იკვალავდა გზას.
გამახსენდა, მდინარის წყალს მოვუყევი ამბავი, ის კი მიწაზე წვიმად მოსული წვიმის წვეთებად ჩემს მონათხრობს მე მიყვებოდა. მეცინებოდა ამ ყველაფერზე, ჩემი სხეულის გავლით ახლა მიწას მოუყვებოდა წვეთი და შემდეგ ხის ფესვებიდან ხეებიც გაიგებდნენ ყველაფერს. ამის შემდეგ კი ხეების ჭორიკნობით მთელი ტყე გაიგებდა და ყოველ ჯერზე ამ ადგილებში დაბრუნებულს ყველა ჩემს ამბავს გამახსენებდა. ამბავს, როგორ მოვხვდი ყველასგან მივიწყებ ადგილას, სადღაც სოფელში, რა მიხაროდა და რა მაღელვებდა, რა მინათებდა გულს და რისთვის ვაგრძელებდი ცხოვრებას, ჩემი სევდისა და ჩემი ცისარტყელის ამბავს.
მე კი გამოვრბოდი ტყიდან.
შინ დაბრუნებულს აღარც შუქი და აღარც წყალი დამხვდა. ბუნება და ცა ერთად გრგვინავდნენ. მე კი აივანზე ქარსა და წვიმაში ვიდექი და ჩემს ტყიდან გამოღწევას ვზეიმობდი, ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი და დაბურულ ცას ვუყურებდი. ვიცოდი, რომ მეორე დღეს ცა რძესავით აიჭრებოდა და აღარც აღარაფერი ემახსოვრებოდა გუშინდელი ამბიდან.
ამ უკუნეთში მხოლოდ ჩემი ტელეფონის ეკრანი თუ ანათებდა. მესიჯი მომსვლოდა: მე თუ არ მოგიკითხე, შენ ხომ არ მომიკითხავო. საყვედურის ტონი იგრძნობოდა. მოკითხვა და ყურადღება არასოდეს შემშლია და არც შეხსენება მჭირდებოდა, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო. შენიშვნას შეკითხვა დავუხვედრე: თუ იცი ჩემი დაბადების დღე ან ჩემი საყვარელი ფერი ან რა მახარებს ყველაზე მეტად ან რა არ მომწონს, და საერთოდ რა იცი ჩემ შესახებ-მეთქი? იქით ვეკითხებოდი. ვერ მიპასუხა. მართალი ვიყავი, არაფერი იცოდა ჩემ შესახებ. აი, მე კი ვიცი პასუხები შენთან დაკავშირებით: რა გიყვარს, რა არ გიყვარს, რა გიხარია, როდის გაქვს დაბადების და საერთოდ ბევრი რამ ვიცი შენი ცხოვრების შესახებ, რადგან მაინტერესებ და ძვირფასი ხარ ჩემთვის-მეთქი. ვეღარაფერი მითხრა. ჩემი პასუხიც ეგ იყო მოკითხვასთან დაკავშირებით. აღარ ვკითხულობდი მას, ვისაც მე არ ვაინტერესებდი, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება და როგორც ძვირფასი არსება მის ცხოვრებაში.
ისევ წვიმდა და მე ისევ ისე ვიდექი და მეღიმებოდა. რამდენი დრო გასულა მას შემდეგ, რაც აქ დავსახლდი, რამდენად შევცვლილვარ, საკუთარი თავის პატივისცემა მისწავლია, საკუთარი თავი და სხეული შემყვარებია ისეთად, როგორიც ვარ.
აღარაფერი მოუწერია. არც მე მიმიწერია.
საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რომ ვიდარდო, ამ ყველაფერს აზრი თუ ექნება თუნდაც ორი თვის შემდეგ? არა, არც კი გამახსენდება, იმდენად უმნიშვნელოა ეს ყველაფერი. და თუ ასეთი უმნიშვნელოა, რატომ უნდა მივანიჭო რამე მნიშვნელობა და რისთვის ვინერვიულო თუნდაც წამის მეასედი? რატომ დავკარგო ნერვიულობის ერთ წუთში სიხარულის სამოცი წამი?
ადამიანები მიდიან და მოდიან ჩვენი ცხოვრებიდან წვიმის წვეთებივით. ზოგჯერ წვიმა გვასველებს მხოლოდ, ზოგჯერ კი წვიმას ვგრძნობთ და ჩვენს სულსაც ეხება, ამბავს გვიყვება და ღიმილს გვგვრის.
ტყიდან რომ გამოვრბოდი, შევამჩნიე, რომ ის ხის თავშესაფარი, სახლუკასავით რამ, მოვარდნილ წყალს დაენგრია და მხოლოდ რამდენიმე ბოძი თუ გადარჩენილიყო. არადა, იმ ხის თავშესაფარში ცხოვრების რაობასა და ამაოებაზე ვსაუბრობდით. ასეა. დასრულდა ამბავი და ხის სახლუკამაც თავისი თავი ამოწურა. დარჩა წარსულის მოგონებად.
აღარაფერი დარჩა იმ მოგონებიდან, წყალმა ჩარეცხა ყველაფერი.
აღარც ის კი კაფე არსებობს, სადაც მთელ ქალაქს ვუყურებდით და დროდადრო თუ ვსაუბრობდით, რადგან ერთმანეთის პირისპირ, სიჩუმეში ყოფნა უფრო მიმზიდველი, საინტერესო და მისტიკური იყო. ორი ერთნაირი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანის შეხვედრა. აღარ არსებობს აღარც ის ტერასა და აღარ არსებობს მოგონებაც ამდენი ხნის მერე. დასრულდა.
გასრულდა, წყლის წვეთებად დაიწრიტა, გაქრა და აღარაფერი დარჩა წარსულიდან. აღარც მოგონება შემომრჩა. მდინარის პირას წყალს მოვუყევი და გავატანე ეს ყველაფერი.
წყლის წვეთად ვაქციე ამბები გარდასულ დროთა.

Posted by: nigo 2 Nov 2016, 16:21
QUOTE
ისევ წვიმდა და მე ისევ ისე ვიდექი და მეღიმებოდა. რამდენი დრო გასულა მას შემდეგ, რაც აქ დავსახლდი, რამდენად შევცვლილვარ, საკუთარი თავის პატივისცემა მისწავლია, საკუთარი თავი და სხეული შემყვარებია ისეთად, როგორიც ვარ.

Adrianna

ბევრი პასაჟი მომეწონა და საერთოდაც ყველ აფერი, მაგრამ ის აც დავაციტირე, მართლაც აუცილებელია ცხოვრების გასაადვილებლად.
საკუთარი თავის შეყვარება და საკუთარი თავისთვის რაღაცეების პატიება.
იმედია, სხვა იუზერებიც სწორად მიხვდებიან, რა იგულისხმება.
ამ თემაში მაინც ნუ იქნება თვითგვემა ან სხვების გაკილვა, ამიტომაც აღარ ვიხედები პოლიტიკაში.

Posted by: nadiri 3 Nov 2016, 09:13
Adrianna
წავიკითხე
კარგად გიწერია
წყალი
წვეთები
წვიმა
ბათუმში მეგონა თავი
სულ წვიმს ბათუმში
კიდევ გაგვიზიარე რამე

QUOTE
წყლის წვეთად ვაქციე ამბები გარდასულ დროთა.

Posted by: Adrianna 3 Nov 2016, 10:50
,,თავისუფალი თემა"

ძალიან მიყვარდა, როცა სკოლაში თავისუფალ თემებს გვაწერინებდნენ. ერთგვარი გამოწვევა და თამაში იყო, მოგეფიქრებინა ამბავი, გადმოგეცა საინტერესოდ და თან საუკეთესო ნიშანიც მიგეღო. სხვებს კი ეზარებოდათ ამდენი ფიქრი, ჩემთვის კი ნამდვილ აზარტს წარმოადგენდა. ვწერდი და შემეძლო ერთ თემაზე მთელი ამბავი მომეყოლა. მახსოვს, ერთხელ კლასელმა ჩუმად მკითხა: რომელი წიგნიდან გადაიწერეო? არ დაიჯერა, რომ მართლაც მე ვწერდი. მაშინ კი გამეღიმა, აღარაფერი მითქვამს. თუმცა წერით სულ ვწერდი, ოღონდ ჩემთვის, დღიურებში, რომელსაც საგულდაგულოდ, ყველასგან ვმალავდი: ხან კარადის თავზე, ხან უჯრაში, ხან ტანსაცმელებში და ზოგჯერ მავიწყდებოდა სამალავის ადგილმდებარეობა.
ერთხელ დღიური მაგიდაზე გადაშლილი დამხვდა. როცა დავბრუნდი, ბებიაჩემი დიდი ინტერესით კითხულობდა. თავზე რომ წამოვადექი, სიტყვის თქმა არ მაცადა, ვაჰ, რა კარგად წერ, შე ოხეროო, ასე მითხრა. მე კი შემრცხვა. დიახ, შემრცხვა იმის, რომ შემაქეს, შემრცხვა კიდევ იმის, რომ ჩემს დღიურში ბავშვური ბჟუტური ბებიაჩემმა წაიკითხა, კიდევ იმის, რომ ახლა იცოდა, ზოგჯერ რომ რაღაცეებს ვწერდი. მოკლედ, თვალს ვერ ვუსწორებდი იმის გამო, რომ ჩემი საიდუმლო მანაც იცოდა.
სხვათა შორის, დეიდაჩემი კარგად წერდა. ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში ლამფის შუქზე წერდა. თვალწინ მიდგას, დიდხანს ფიქრობდა და მერე დიდხანს წერდა. მე კი ოდნავ შეღებული კარიდან ვაკვირდებოდი, ის ფიზიკურად ოთახში, ხოლო გონებით თავის ნაწერებში იყო ჩაკარგული. საღამოობით წერდა ხოლმე. მერე ვუთხარი კიდეც, დეი, როგორ მიყვარს, რომ წერ ხოლმე და იცი, შენსავით ვერა, მაგრამ ზოგჯერ რაღაცეებს მეც ვწერ-მეთქი. ვაჩვენე და წავაკითხე ჩანახატები. გამიღიმა და შემაქო. ყოველთვის წერეო, გამამხნევა. მას შემდეგ ვწერ ხოლმე, ჩემთვის.
ზოგჯერ ჩემი ძმისშვილი, ჩემი მარიტუნა მომეპარება ხოლმე, ხან სათამაშოს მესვრის, ხან მუხლებზე დადებულ ჩემს ლეპტოპს მიაჩოჩებს და თავს ჩამიდებს კალთაში, რომ ყურადღება მივაქციო. მე კი ამ დროს ისევ დღიურებს ვწერ, როგორც ბავშვობაში. მერე პაწუა თითს კლავიატურას ჩაუტკაპუნებს და ამირევს ნაწერს, აბზაცებს მიკეთებს და ცდილობს, მომწყვიტოს წერას. ვხვდები, რომ ვერ დავიხსნი. დროებით ვწყვეტ წერას, მის განკარგულებაში გადავდივარ.
ვთვლი, რომ უნდა წერო და წაიკითხო ბევრჯერ, როცა წერ, ორჯერ კითხულობ და თუ შენ სხვის სათქმელსაც ამბობ, უფრო კაი ტიპი ხდები, რადგან სხვა შეიძლება თავს იკავებდეს, ვერ ამბობდეს, ან არ ამბობდეს, ან უბრალოდ, რცხვენოდეს ისევე, როგორც მაშინ მე, როცა ბებიაჩემს ჩემი დღიური ჩაუვარდა ხელში. ჰოდა, რაც მეტის სათქმელს ამბობ, მკითხველიც მეტი გყავს და მეტი ადამიანის გული ხარობს ამ დროს.
ამას წინათ ერთ სამხრეთ ამერიკულ ქალაქზე ვსაუბრობდით, როცა ერთი ჩამერთო საუბარში. ამ ქალაქში ნამყოფი ხარო? ჯერ არა, თუმცა ვინ იცის, ხვალ სად ვიქნები-მეთქი, დავიტრაბახე. მე კი მოვლილი მაქვს ეგ მხარეო. როგორც აღმოჩნდა, ადრე მეზღვაური ყოფილა. შევაგულიანე ისევე, როგორც თავის დროზე ნანი დეიმ მიბიძგა, მეწერა ჩემსავე დღიურებში. გთხოვ, დაწერე შენი ამბები და პირველი მკითხველი მე ვიქნები-მეთქი, დავპირდი.
ისე, რომ დაფიქრდე, რამდენი კარგი მწერალი და კარგი ამბის მთხრობელია, ვისი ცხოვრება, თავგადასავლები და კიდევ ბევრი ემოცია გამომზეურებას ელოდება, თავის მკითხველს ელის, ეგაა, რომ ადამიანებს ზოგჯერ კარგი წამქეზებელი, შემგულიანებელი გვჭირდება, ერთი კარგი შეჯანჯღარება.
იმედია, ის მეზღვაურიც ოდესმე დაწერს, დაწერს და მისი დღიურების პირველი მკითხველიც მე ვიქნები.

Posted by: nadiri 3 Nov 2016, 11:16
QUOTE
დამიანებს ზოგჯერ კარგი წამქეზებელი, შემგულიანებელი გვჭირდება, ერთი კარგი შეჯანჯღარება.

ზოგჯერ კი
* * *
ზეფირი მომინდა
ჩაისთან წავა
თუ ყავასთან?

Posted by: *ფორუმელი 3 Nov 2016, 17:18
nigo
QUOTE
ამ თემაში მაინც ნუ იქნება თვითგვემა ან სხვების გაკილვა, ამიტომაც აღარ ვიხედები პოლიტიკაში.

bis.gif 2kiss.gif

Posted by: არმეძებო 4 Nov 2016, 11:09
ბებიაჩემი მომენატრა,
ერთი ფრაგმენტი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან,ვიქნებოდი ალბათ 7-8 წლის,
სიცხე მქონდა და ბებიაზე გავჭედე მოვიდეს მეთქი,ეგრევე გადაურეკეს და კიბეებზე ნაცნობი ფეხის ხმა რომ გავიგე,წამოვხტი ლოგინიდან და ამოსვლა არც ვაცალე,სიხარულით გაგიჟებულმა კიბეებზევე შევახტი ქალს,კინაღამ წაიქცაsmile.gif)
ეეჰ...

Posted by: klubnika 4 Nov 2016, 11:21
http://radikal.ru

მეტი ბედნიერება რა გინდა

არმეძებო
QUOTE
ბებიაჩემი მომენატრა,

ბებიააა ძალიან მიყვარდა

ჩუტყვავილა მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი
ბებია თავი ხელით მაჭმევდა ხოლმე
ერთ დილას არაჟანს და პურს მაჭმევდა
ხოდა რომ დავიწყე ჭამა ასე მითხრა შენ უკვე კარგად ხარ ბებო, მადა მოგსვლიაო
ბებია იყო ყველაზე ტკბილი, გემრიელი და უსაყვარლესი..
მენატრება

nadiri
QUOTE
ზეფირი მომინდა
ჩაისთან წავა
თუ ყავასთან?

ცხელ შოკოლადთან

Posted by: Nostalgia34 4 Nov 2016, 11:34
QUOTE
ბებიაჩემი მომენატრა,

ერთი ფრაგმენტი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან,ვიქნებოდი ალბათ 7-8 წლის,

ზუსტად ამ ხნის შვილიშვილი მყავს.
გინდა,შენი ბებია ვიქნები?!არმეძებო biggrin.gif
QUOTE
სიცხე მქონდა და ბებიაზე გავჭედე მოვიდეს მეთქი,ეგრევე გადაურეკეს და კიბეებზე ნაცნობი ფეხის ხმა რომ გავიგე,წამოვხტი ლოგინიდან და ამოსვლა არც ვაცალე,სიხარულით გაგიჟებულმა კიბეებზევე შევახტი ქალს,კინაღამ წაიქცა)

ერთი პედიტრი იყო თბილისში,იან მურადიდი.nigoშენ გეხსომება.როგორა ხარ?!
ჰოოდა,ჩემს ბავშვებს გრიპი რომ შეეყრებოდათ,სიცხე რომ აუწევდათ,იანს ვეძახდი.
ბინაში როგორც ფეხს შემოდგამდა,ბავშვები მაშინვე კარგად ხდებოდნენ...ისე უყვარდათ,თავისი სასაცილო "პრიჩოსკით". biggrin.gif
აი,ასეთი მაგიური ძალაა-სიყვარული!

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 4 Nov 2016, 11:38
klubnika

შენ მიერ გადაღებულია? სკანდინავიაა თუ ახალი ზელანდია?

nutsiko

სად ხარ დაკარგული? ბლოგზე აღარ წერ, ფბ-დან საერთოდ გაქრი, აქაც არ ჩანხარ user.gif
გვიმღერე კიარა და, მოგვიყევი (დაგვიწერე) რამე.

Posted by: klubnika 4 Nov 2016, 12:17
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
შენ მიერ გადაღებულია? სკანდინავიაა თუ ახალი ზელანდია?

არაა : )) მოპარულია

Posted by: nutsiko 4 Nov 2016, 12:31
ვინცხა-მაღვალაკი
აქ ვარ, ფორუმზე.

ეს პოსტი თქვენ, პატივცემულო:

,,სიხარულის წამზომი"

წითელ ხალიჩას ჩავშტერებოდი, როდესაც ჩემ ზურგს უკან ჩემი მეგობრის შეკითხვა მომესმა: ბოლოს როდის გაგიხარდა? ფიქრიდან გამოვერკვიე და სახეზე დავაკვირდი, რატომ იცი ხოლმე ასეთი დროული და ჩამჭრელი შეკითხვების დასმა-მეთქი? ხმის ამოუღებლად, გულში შევეკითხე. ის ხომ ფსიქოლოგია და თან კარგი სპეციალისტიც, რომ ვერაფერს გამოაპარებ ისეთი. მაშინ პასუხი არ მქონდა. პასუხი თავად გამცა, დააკვირდი ხოლმე საკუთარ თავს, რამდენად ხშირად განიცდი სიხარულს და ბოლოს როდის გაგიხარდაო. რაც უფრო ვერ იხსენებ სიხარულის მომენტს, უფრო მეტად ცუდადაა შენი საქმე და უნდა ისწავლო ყოველდღიური, თუნდაც პატარ-პატარა სიხარულების დაჭერა და ცხოვრებით ტკბობაო. მახსოვს, რომ დამმოძღვრა.

იმ მომენტში მართლაც ვერ გავიხსენე, ბოლოს როდის და რა გამიხარდა. მთელი ის ხალხმრავლობა, რაღაც reception, ამდენი თავაზიანი ღიმილი და ბევრი გამჭვირვალე ჭიქა, სხვადასხვა სასმელით სავსე, საუბრები, ერთმანეთის მოკითხვა და საქმიანი დიალოგი ძალიან მომაბეზრებელი იყო ჩემთვის. თუმცა შეკითხვა მართლაც დროული იყო. მივხვდი, რომ ცხოვრებით ტკბობის უნარს სიხარულთან ერთად ვკარგავდი და სასწრაფოდ თავისთვის უნდა მეშველა.
მას შემდეგ ჩვევად მექცა, თუნდაც მცირე სიხარულის მომენტის დაჭერა და მისი შეგრძნება. რომ დავუფიქრდი, რამდენი მიზეზი მქონდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. მე ხომ ყველაფერი გამაჩნია, რაც მინატრია და მიმიღწევია.

ერთ დროს დასმული ეს შეკითხვაც: ბოლოს როდის გაგიხარდა? რატომ გამახსენდა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც დილის საუზმე მოვიმზადე და საკვების მიღებით აზრზე მოვედი. მერე ფიქრში გადავაწყვე დღის გეგმები და პრიორიტეტები.

გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს უფრო ხშირად ვამოწმებ ,,ბედნიერების ტესტზე“, სხვებსაც ამ შეკითხვას ვუსვამ. მაინტერესებს ხოლმე, რამდენად ხშირად განიცდიან სიხარულს, ბოლოს როდის იყვნენ გახარებულები და რამ გაახარათ. ეს ხომ მადლიერების ტესტიცაა. იყო მადლიერი შენი ცხოვრებით, იმით, რაც გაგაჩნია, მიხვდე, რამდენად უკეთეს პირობებში ხარ სხვა, ბევრ დანარჩენთან შედარებით და შესაბამისად, ბედს არ ჰყვედრიდე შენს მდგომარეობას.

ბედნიერება და სიხარული გადამდებია და გამრავლებადი. მათი რესურსი არასოდეს იწურება. რაც მეტ ადამიანზე ვრცელდება და მეტის გულს შეეხება, მით მეტი ადამიანი თბება ამ დროს. ღიმილივითაა ის. აი, შემხვედრი ღიმილივით. გაუღიმებ, გაგიღიმებენ. გაიხარებ, გაახარებ.

დღესაც, როდესაც ზღვის პირას გავდივარ, ისევ ისე ვოცნებობ და მიხარია, რადგან დარწმუნებული ვარ საკუთარ წარმატებაში, როგორც მრავალი წლის წინ,
დღეს, როცა ყველაფერი გამაჩნია, რაც მინატრია და დამიგეგმავს, ისევ ისე მიხარია თითოეული წამი, როგორც მაშინ, როცა ამას ვოცნებობდი, დღევანდელ ჩემს წარმატებას და ეჭვი არასოდეს შემიტანია ჩემს გარდაუვალ წინსვლაში.
ადრე პროფესორმა მითხრა, მთავარია იმოქმედო, შენ სცადო და შედეგი გარდაუვალია, არციფიქრო, რომ არ გამოვა, ის თავისთავადია. აუცილებლად გამოგივაო. თავი დავუქნიე და არაფერი ვუპასუხე. მისი ნათქვამი მომეწონა და მინდოდა დამეჯერებინა, დავიჯერე კიდეც.
მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის, ოცნების, სიხარულის, ბედნიერების და მახარებს ყოველი დილა, ყოველი გაღვიძება და ახალი შესაძლებლობა უკეთესი ცხოვრებისთვის.
დღეს გრილა. მთებს გავყურებ და შეკითხვაზე: ბოლოს როდის გამიხარდა? მაქვს პასუხი. რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მხრებზე თბილი შალი მოვიგდე, ჩემს დიდ აივანზე ბაჩუჩებით გავედი და რკინის, დიდი, სოფლური ჭიქიდან ყავის მაცოცხლებელი სურნელი შევიგრძენი. სულ რაღაც ერთმა ყლუპმა გამომაფხიზლა. ცას გავხედე, ჩიტებს კამარა შეეკრათ. დილა წარმატებულ დღეს მპირდება, ვიცი და ჩემი ჰარმონიული თანაარსებობა ამ ტყის სიმწვანეში მახარებს.
ბოლოს როდის გამიხარდა? ამის შესახებ დავწერ ჩემს დღიურში.

Posted by: Nostalgia34 4 Nov 2016, 13:04
Grandma & Grandpa Sing Sounds Of Silence. Married 52 Years And Still Having Fun With Music.

https://www.youtube.com/watch?v=rSjwF8ZJMA4

Posted by: nigo 4 Nov 2016, 18:15
Nostalgia34]
მახსოვს იან მურადიდი, ლეჩკომბინატში მუშაობდა , ჩემი უფროსი ბიჭის ექიმი იყო. მერე საბერძნეთში წავიდა და გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ.

sad.gif sad.gif
გახსოვს, საბოებით რომ დადიოდა?
მაშინ ვის ეცვა smile.gif smile.gif

ირაკლი ფაღავა, ირაკლი ციციშვილი , კოლია უმიკაშვილი და იან მურადიდი(ამთთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა იყო) მაშინდელი ვარსკვლავი პედიატრები. love.gif nutsiko
QUOTE
ბოლოს როდის გაგიხარდა?

ნუციკო, რა კარგი რამ დაწერე, თანაც დამაფიქრე.

მართლა დავიწყე გახსენება, ბოლოს როდის და რა გამიხარდა ან როდის ვიგრძენი თავი ბედნიერად.

მოკლედ , ვისაც პატარ-პატარა პოზიტივები ახარებთ და ახალისებს , ძალიან ბედნიერი ადამიანები არიან.

ისევ ზღვა გავიხსენე. ზღვა მახარებს, მზიანი ამინდი, ჰორიზონტის ყურება, ირგვლივ ბავშვების ხალისი.

ამ ზაფხულს ჩვენს სახლში ერთი ოჯახი ისვენებდა სომხეთიდან. რიჟა, წითური ხუჭუჭა სომეხი ადრე არ მინახავს. იყო ასე 8-9 წლის ბიჭი, რობერტიკ. ისე სიამოვნებდა ზღვაში ჭყუმპალაობა, გასაბერ ლეიბზე იწვა სიამოვნებისგან დნებოდა, მერე იწყებდა სიმღერას . biggrin.gif ძალიან სასაცილო და საყვარელი ბავშვი იყო.
ახლა გავიხსენე და კარგ ხასიათზე დავდექი. smile.gif

Posted by: nadiri 6 Nov 2016, 11:18
QUOTE
რკინის, დიდი, სოფლური ჭიქიდან

nutsiko
ალუმინის თუ ემალის?
რკინის ჭიქა არ მინახავს
სიცრუეში მაცხოვრებენ

Posted by: nutsiko 6 Nov 2016, 14:45
nigo
აი, ახლა ისეთი ამინდია, ბუხრის პირას, სადმე სიმყუდროვეში, რომ მოგინდება ამბების მოყოლა.

მოჰყევით ვინმემ კაი ამბები.

მომეწონა ზღვის ამბები smile.gif თეატრში აღარ მიდიხარ?

Posted by: არმეძებო 7 Nov 2016, 09:19
QUOTE
აი, ახლა ისეთი ამინდია, ბუხრის პირას, სადმე სიმყუდროვეში, რომ მოგინდება ამბების მოყოლა.

მოჰყევით ვინმემ კაი ამბები.

არც თუ ისე სასიამოვნო ამბავია,თუმცა ეგ გამახსენდა,ჩემი პირველი პაემანი და უცაბედად კუჭი რომ ამეშალა,მთელი გზა გოგოზე კი არა უნიტაზზე ვფიქრობდი,იმ მომენტში უნიტაზზე სასურველი არაფერი იყო მსოფლიოში,ყველა ქალს ეგრევე დავთმობდი ოღონდ უნიტაზთან მარტო აღმოვჩენილიყავი,ეეეჰ არ ვაფასებთ უნიტაზებს,როცა გვიჭირს მხოლოდ მაშინ გვახსენდება.smile.gif)

Posted by: nadiri 7 Nov 2016, 20:26
არმეძებო
მერე?
იპოვე უნიტაზი?

Posted by: არმეძებო 7 Nov 2016, 22:26
nadiri
კი ვიპოვე,იმ კაფეში შევედით,სადაც უეჭველი ვიცოდი რომ იქნებოდა.
სხვათაშორის ცხელი ჩაი შევუკვეთე იმ კაფეში,თემატური პოსტი გამომივიდაsmile.gif)

Posted by: nadiri 7 Nov 2016, 23:12
არმეძებო
QUOTE
ცხელი ჩაი შევუკვეთე

ნამდვილი ჩაი თუ ყვავილების?
მე ნამდვილი ჩაი მიყვარს

Posted by: არმეძებო 7 Nov 2016, 23:30
nadiri
QUOTE
ნამდვილი ჩაი თუ ყვავილების?
მე ნამდვილი ჩაი მიყვარს

დიდი რუსული სამოვარი ედგათ და იქვე დაყენებული ჩაის ფერი,რაღაც მაგარი არომატული სურნელით.
ისე დავეწაფე ამ ჩაის როგორც უკვდავების წყალს,დღემდე მახსოვს მისი გემოsmile.gif)

Posted by: ako_barca 8 Nov 2016, 15:19
smile.gif))))))))))))))
......................................

Posted by: nadiri 8 Nov 2016, 23:26
ako_barca
როგორ ხარ?
კეთილი ფეხი გქონოდეს
QUOTE
გუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 225401
რეგისტრ.: 27-October 16

Posted by: BUFFALOBILL 12 Nov 2016, 00:27
გამოგივლით ხოლმე

ჩაი ისედაც მიყვარს და თან ახლა გაციებამ შემომიტია

მცირე ამონარიდებს დავწერ ხოლმე

....გასაღებებს ვერ ვპოულობ, არა და მახსოვს მაგიდაზე დავდე, სადღაც აქ იდო, სად ჯანდაბაში წავიდა

ძირს გადავარდნილა. ვიღებ და გავდივარ კარს ერთხელ ვკეტავ

- იქნებ ორჯერ ჯობია?

- რა აზრი აქ თუ ვინმეს გაღება უნდა ერთხელაც გადაატრიალებს და ორჯერაც

მეცინება ჩემივე სისულელეზე და ეზოში გამოვდივარ. მეზობლის ქალი მხვდება, არ მინდა მისალმება, უჟმური ხასიათი მაქვს.

- გამარჯობათ
ჩავიბურტყუნე ჩუმად

- ოჰ, როგორ ხარ შვილო?

რა ჯანდაბა უნდა ახლა, უნდა დამიწყოს სისულელეებზე ლაპარაკი?

- მადლობთ, კარგად ბოდიში მეჩქარება

არც ვუცდი რაიმის თქმას ისე გავდივარ ეზოდან, მანქანაში ვჯდები ვქოქავ ვათბობ, მუსიკას ვრთავ, არ მომწონს, შემდეგი, შემდეგი, შემდეგი... როგორც იქნა, ბობ დილანის კაკუნი სამოთხის კარზე

საჭეზე ვუპარტყუნებ თითებს და კისერს ვატკაცუნებ

წვიმიანი გაცრეცილი ამინდია, ოდნავ ჟინჟლავს, ცუდ განწყობას რომ შეგიქმნის ზუსტად ისეთი ამინდია, სახლში ყოფნა მოგინდება ცხელი ჩაით ხელში რაიმე წყნარი მონოტორული მუსიკის მოსმენა და ფანჯარაში შორს სივრცეში ყურება

გათბა ძრავიც და მანქანას ადგილიდან ვძრავ, გზატკეცილზე გავდივარ, მაგნიტოფონი უკვე კრის რიას "გზა ჯოჯოხეთისკენ" უკრავს....

Posted by: nadiri 15 Nov 2016, 19:00
BUFFALOBILL
მერე?
QUOTE
მცირე ამონარიდებს დავწერ ხოლმე

დაწერე

Posted by: BUFFALOBILL 15 Nov 2016, 22:16
nadiri
QUOTE
მერე?

აზრს ვერ გამოიტანთ ოღონდ

მხოლოდ ამონარიდები

ოკ აგერ მერეც

"
უეცრად შევდექი, გაოცებულმა დავუწყე ყურება ამ პატარა ბავშვს, რომლის ნათქვამმა სახტად დამტოვა. ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის აზრს, სახეზე ღიმილი შემრჩა. ეს რა მითხრა ამ პატარა ღლაპმა – ეს შენ ვერ გაიგე რა გიპასუხეო?

– წამო წამო ფულს მოგცემო ხომ დამპირდი

მე კი ვიდექი და ვუყურებდი ბავშვს რომელმაც ჩემი მთელი ბავშვობის კითხვაზე გამცა პასუხი, ვუყურებდი და მინდოდა ხელში ამეყვანა თვალებში ჩამეხედა და იქ ამომეკითხა ცხოვრების არსი, რამდენ კითხვას გასცა ამ ბავშვმა პასუხი, რამდენი ღამე მიფიქრია რა მინდოდა ცხოვრებისგან

მანქანის კარი გავაღე, საფულედან რკინის ფული მთლიანად ამოვყარე და ბავშვს მივეცი

– მადლობა ძია

გამიცინა და ის იყო უნდა გაქცეულიყო მივაძახე

– რა გქვია შენ

მოტრიალდა ენა გამომიყო და გაიქცა, გამეცინა, სიბრარული და სითბო ამ ბავშვის მიმართ ამერია ერთმანეთში, ერთის მხრივ ალბათ შურის გრძნობაც, ამ ასაკშივე იცის ამ ბავშვმა რა უნდა მე კი ოცდახუთი წელია ვერ მიმიგნია"

Posted by: nutsiko 16 Nov 2016, 11:13
,,კარცერი - ლუქსი" ანუ ჩემი სულის სავანე

რამდენი კარცერი მაქვს ნანახი? ძალიან ბევრი, ჰაუპტვახტიც. მზაფრავდა მათი ნახვა და დიდხანს იქ ვერ ვჩერდებოდი, მებრალებოდნენ იქ მყოფნიც. თუმცა, ძალიან რომ გადავიღლებოდი ხოლმე, ვნატრობდი, აი, დოჩანაშვილისეული ,,კარცერი ლუქსი“ მომცა ბევრი წიგნით და ერთი ლამფით-მეთქი. წიგნების კითხვა და მე – ეს ცალკე სიყვარულის ამბავია, მრავალწლიანი და სათუთი, მოსაფერებელი რამ.

ბავშვობაში რომ ვკითხულობდი წიგნებს, აზარტივით იყო, სიას ვაკეთებდი და საკუთარ თავს ვეჯიბრებოდი, რომელ კვარტალში რამდენს წავიკითხავდი და აბა, უფრო ყოჩაღი როდის ვიყავი. მერე საზაფხულო არდადაგებზე ვადგენდით წასაკითხი წიგნების სიებს. მერე იმდენად ყოველდღიურ ამბად იქცა ეს კითხვა, რომ წაკითხული წიგნების სათვალავიც აგვერია. რაღად უნდოდა თვლა, სულ ვკითხულობდით და…

ამას მოყვა საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნის პროცესი. რასაც ვაკოწიწებდი თანხას, გავრბოდი და წიგნებს ვკითხულობდი. ხან ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვკითხულობდი, საჯარო ბიბლიოთეკაში ხან ხელებს ვითბობდი ორთქლით, ხან – ვაქსეროქსებდი და სახლში მივარბენინებდი საკითხავ ლიტერატურას.

ერთხელ მეზობელი წამომადგა თავზე, მაგიდაზე იმდენი წიგნი ამეკოკოლავებინა სახელმწიფო და სამართლის საგნის ჩასაბარებლად, რომ მე თვითონ აღარ ვჩანდი მაგიდის მიღმა. უი, აქ ყოფილხარო. ეს ყველაფერი წასაკითხი გაქვსო? გაოცებული მეკითხებოდა. არა მარტო წასაკითხი, ჩასაბარაბელია გამოცდისთვის-მეთქი და გავაგრძელე წერა-კითხვა დაკონსპექტება. ასე ვაბარებდი გამოცდებს ჯავახიშვილში. დრო და დრო თუ გამახსენდებოდა საჭმლის ჭამა, ძირითადად ყავას ან ჩაის ვსვამდი, კოფეინსა და ეთერ ზეთებს ვიღებდი ჭარბად, რომ არ ჩამომძინებოდა. ყველაზე მეტად ის მერიდებოდა, როდესაც ყველა იძინებდა და მე ჩემი ბჟუტავი სინათლით ოთახში, სხვას ძილს არ ვაცლიდი.

ერთხელ, ოღონდ დამეძინა, მამაჩემმა დემონსტრაციულად შუქი ჩამიქრო, დაიძინე და ხვალ იმეცადინეო. მაშინ მახსოვს საშინლად გავბრაზდი. ტუჩები მოვმუწე და ვეღარაფერი ვთქვი, მხოლოდ გულში ვუპასუხე, ჩემი საქმის მე ვიცი-მეთქი. განუზომელ სიამოვნებას მანიჭებდა წიგნების კითხვა.

მერე ვნახე სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლი ,,ბეჩავი“. ძალიან ქართული ამბავი და რატომღაც მთავარ გმირთან ჩემი თავი გავაიგივე, რომელიც სიამოვნებას განიცდიდა წიგნების კითხვისას. მეც ხომ წიგნები ძალიან მიყვარს. თან მეცინებოდა ამ სპექტაკლზე, რადგან სხვაც ბევრი სასაცილო მომენტი იყო.

ახალი თამაში წამოვიწყე, მინდოდა ბავშვობა გამეხსენებინა. ყოველ კვირა თითო წიგნს ვკითხულობ. მინდა უფრო სწრაფად ვიკითხო, დღეს ვარ ცოცხალი, დღეს მინდა მოვასწრო ბევრის წაკითხვა, წიგნი საუკეთესო მეგობარია. მერე ვხალისობ ხოლმე, აბა, კვირის გეგმა რამდენად წარმატებით შევასრულე წიგნის კითხვის ნაწილში.

სადღაც კვლევა წავიკითხე, რომ წიგნის კითხვა ბავშვებში ავითარებს ფანტაზიის უნარს, ლოგიკურ აზროვნებას, მოვლენების დამახსოვრებასა და აღქმას, ასევე, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგსო. ამიტომაა ხშირად მეუბნებიან, საიდან მოგაქვს ასეთი შედარებები ან ხატოვანი გამონათქვამებიო. წიგნებიდან, წიგნებიდან-მეთქი, არის ჩემი პასუხი.

ძალიან საინტერესოა სხვადასხვა წიგნში, სხვადასხვა მწერალთან და ეპოქაში მოგზაურობა. მაგალითად, გაინტერესებთ, როგორია ამა თუ იმ მწერლის ენა? ეცადეთ, რომ დედანში, მის ენაზე წაიკითხოთ. ერთ რამეს დავაკვირდი, რაც არ უნდა მამალი თარგმანი იყოს, მწერლის ენა მაინც იკარგება თარგმანში. ის ის აღარ არის. მწერალი უნდა იგრძნო და მის ენაზე იკითხო, მის ენაზე იაზროვნო. ასეა ეს და ნუ შემეკამათებით. ამიტომ ბედნიერი ვიყავი, როცა რუს მწერლებს ყოველთვის რუსულად ვკითხულობდი. უკეთ მესმოდა მათი. ინგლისელებს – კი ინგლისურად. სამწუხაროდ, მეტი ენა მე არ ვიცი, რომ ეს სიამოვნება კიდევ სხვა ენაზე განვიცადო.

წიგნი გვაყვარებს კონკრეტულ ქალაქს, ქვეყანას, მოვლენას, ადამიანებს. ერთი პერიოდი ავტობიოგრაფიებს დავუმუღამე. ეგაა, რომ ცოტა მძიმედ მიდის საკითხავად, რადგან ბევრი თარიღი და მოვლენაა, ბევრი უსარგებლო ინფორმაციაც. თუმცა, თუ კონკრეტული პიროვნება ძალიან გიყვარს, აიტანს კაცი.

ჩემს დროს მოდაში იყო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. ის ძირითადად სათავგადასავლო ან ისტორიული რომანები იყო და მსგავსნი მათნი. სად იყო მაშინ ამდენი უცნობი მწერალი. განა ისინი იქამდე არ წერდნენ? უბრალოდ, საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა ბავშვებისთვის ძირითადად მაინც ქართველი და რუსი კლასიკოსები უფრო ხელმისაწვდომნი იყვნენ. მაშინ არ ვიცოდით ბევრი უცხოელი მწერლის შესახებ.

საგამომცემლო ბუმიც ხომ 2000 წლის შემდეგ ეს ბოლო რამდენიმე წელია, რაც შეინიშნება. მახსოვს, ფასდაკლებით იყო უელბეკის ,,ლანსაროტე“. მეც კაი ხვითო ვარ. ავდექი და შევიძინე და წიგნების მაღაზიაში რომ მივედი, გამყიდველმა ბიჭმა ერთი კი საეჭვოდ ამომხედა და გამიმეორა: ლანსაროტეო? დიახ, დიახ-მეთქი. რა ვიცოდი, რომ ტურისტულ სექს-ინდუსტრიაზე წიგნს ვყიდულობდი. ლოლიტას უმანკო სახით გამოვართვი და ჩემს ჩანთაში გადავუძახე. მერე კი თვალებგაფართოებული ვკითხულობდი იქ მოყოლილ ამბებს.

მაშინ რა ვიცოდი უელბეკის ამბები, მერე ვიღაცამ ბეგბედერიო. არ მიყვარს ეს ,,პაპსა’’ წიგნები. ნუ, რა არის ამისთანა ეს წიგნი-მეთქი. ავდექი და ჯინაზე (გაგიგიათ სხვის ჯინაზე წიგნის წაკითხვა?!) წავიკითხე ,,99 ფრანკი“. ეს პირველი შოკი იყო მართლაც, ამ დოზით, ამდენი შიშველი სიმართლე ერთად ერთ წიგნში. მერე მისი სხვა წიგნებიც მივაყოლე.

უელბეკი, ბეგბედერი – რატომ ეს ფრანგები? შიშველ სიმართლეს აღწერენ. როგორც ფრედერიკი იტყოდა თავის ,,რომანტიკულ ეგოისტში“, ფუფუნება ყარსო. მართლაც ასეა. ზოგჯერ დღიურს კი არა ანტიდღიურს წერ ადამიანი. ძალიან პესიმისტურად კი დაასრულა თავისი რომანი: რისთვის ჩნდება ადამიანი და მისი ცხოვრების აზრი რა არისო, საკუთარ თავს ეკითხებოდა. აზრდაკარგულმა ოსკარმა დღიურების წერაც კი შეწყვიტა.

რა ამის პასუხია და ტურაშვილი და ბუღაძეც ძალიან მომწონდა. მათი რომანებისა და მოთხრობების კითხვა, განსაკუთრებით კი ბუღაძე და თუ გავიგებდი, მისი ახალი პიესა იდგმებოდა რომელიმე თეატრში, პარტერის პირველ რიგებში მე ვიჯექი. ესმის საგანი კაცს, ვერ წაართმევ. მომწონს, როგორ მართლად, შეულამაზებლად გადმოსცემს ქართულ სიმახინჯესა და მარაზმს. განა მარაზმი მომწონს, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა თქვას? ჰოდა, ამბობს სათქმელს.

ფამუქი მიყვარს კიდევ. ,,მე წითელი მქვია“ რომ წავიკითხე, თითქოს მეც ერთ-ერთი მხატვარი ვიყავი, იმ დროიდან. მე რომ ვხატავ, საკმაოდ კარგად მესმის მხატვრის რეალური განცდები და რას ნიშნავს რაღაცის შექმნა და მისი მოფრთხილება. შემაყვარა ფამუქმა თავი, როგორ ყველაფერი აალაპარაკა მის გარშემო, საწყალი დუქნიდან გამოგდებული ძაღლიც და ბევრ ადგილას ნამყოფი ფულიც კი. ყოჩაღ, მეზობელო! მომწონხარ.

საბჭოთა ამბების გახსენება თუ მინდა ხოლმე, ილფი და პეტროვი მისწრებაა.

ამ ბოლო დროს შევიშალესავით, ბუკინისტებში ძველ რუსულ გამოცემებს დავდევ. დედაჩემი ერთი კი გადმომხედავს ხოლმე, როცა კუბოკრული დიდი ჩანთით სახლში ვბრუნდები, ჩანთა კი გამოძეძგილია დამტვერილი, სადღაც ბუკინისტის სარდაფში დაყრილი წიგნებით. მერე მე სათითაოდ სველი ტილოთი ვწმენდ, ველოლიავები, ვაწებებ ამოხეულ ფურცლებს. ეს რა რომანტიკაა უნდა ნახოთ: ჩემი და წიგნის მკურნალობა. მერე შვილივით ნალოლიავებ წიგნებს ვაწყობ ჩემს თაროებზე. თაროებზე გამახსენდა, რომ წიგნების სიმძიმეს ვერ გაუძლებს და ჩამოიშალნენ. ახლა აკოკოლავებული მაქვს ბევრი წიგნი ერთად.

აი, ხომ გესმით, რა რომანტიკულ ამბავს ვყვები: მე და წიგნები.

ზოგმა წიგნმა ძალიან მთხოვა: გამიშვიო, მამოგზაურეო. მეც თხოვნა შევუსრულე. აბა, რისი მშობელი ვარ, თუ მათ თავისუფალ ნებას არ დავემორჩილე. ერთი -ორი წიგნი გავუშვი სამოგზაუროდ: დავტოვე სადღაც პარკში, ახალი პატრონის მოლოდინში. რომ გამოვიარე, ვიღაცას უკვე წაეღო. ერთიც ფოსტით ჩემს მეგობარს გავუგზავნე. ეგრეა, ოდესმე შვილები ბუდიდან გაგვიფრინდებიან. ამას უნდა შევეგუოთ. მეც ხომ ასე გამოვფრინდი ჩემი სახლიდან და ერთი წელია, ჩემთვის ვცხოვრობ: მე და ჩემი წიგნები.

ერთი წიგნიც მივასრულე. წიგნს გვერდებზე მოვეფერე. ახლა ახალს დავიწყებ, რომ დავბრუნდები თბილისში. გზაში ავარჩევ წასაკითხი სიიდან, რომელს მივყო ხელი, რომელს ჩავუჯდე.

რომელს? რა ვიცი, მოვიფიქრებ. თბილისამდე ხუთი საათია გზა. მეც მთელი გზა ვიფიქრებ.

Posted by: nadiri 17 Nov 2016, 08:45
nutsiko
სასოწარკვეთილად მარტოსული ხარ
წავიკითხე
მეც სასო წარმეკვეთა
ვიძირები ნუციკოს სევდაში
მიშველეთ ვინმემ ამომათრიეთ

დაწერეთ რა რამე ცოცხალი

Posted by: annavita 19 Nov 2016, 09:00
QUOTE
დაწერეთ რა რამე ცოცხალი

"ყველაფერი, რასაც ვხედავ და ვეხები წარმავალია. ყველაფერი იშლება. იფერფლება.
და ასევე დავიფერფლები, დავიშლები მეც, ვინც აღვიქვამ ამ დაშლა-წაშლის უსაზღვროებას და გარდაუვალობას...
ვერაფერი გადამარჩენს - ვერც ბავშვის ნათელი თვალები და ლაჟვარდად აწვდენილი კისკისით განცდილი სიხარული,
ვერც ავადმყოფის ლოგინთან დღეღამის დარაჯადქცეული ერთგულება, ყველაფერი წარმავალია.
ჩემი სამშობლოს ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტსაც ოდესღაც ფერფლისფერი ბინდი დაფარავს.
ხოლო მე -უფრო ადრე, ცხადია..
ფიქრის და განცდის რეზონანსი - უსაზღვროა. ის არ წყდება, ხმოვანებს შინა არსის სიძლიერის მიხედვით, "ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში".
ამ ფიქრმა და განცდამ დიდხანს იხმოვანა ჩემში. იმდენად ღრმად და ძლიერად, რომ ჩაწვდა, მიაღწია იქამდე, ვინც ცხოვრობს ადამიანის სულის სიღრმეში, როგორც წარუვალი, ანუ ნამდვილობა.
მან მითხრა -
"შენ, იგივე ხარ რაც ის ყველაფერი, რასაც ხედავ როგორც წარმავალს, დაშლადს. ამას განიცდი სინამდვილეში. ეგაა შენი სასოწარკვეთილად მარტოსულობის ერთადერთი ნამდვილი მიზეზი. ამ სასოწარკვეთამდე უნდა მივიდეს ადამიანი. მან უნდა გაიაროს ეს გზა რომ სასოწარკვეთიდან დაძრულმა ტკივილმა შეარყიოს მისი "შენ"-ობა მანამ, სანამ გარესამყაროს ძალები დაშლის და გაანადგურებს.
ამ გრძნობამ უნდა დაძრას ის, რის საძირკველშიც მყოფობს მარადცოცხალი! - ეს მე ვარ!
მე გეუბნები შენ -
"შენ" -წარმავალია, იდენტური იმ ყველაფრისა რაც გარეყოფის მასალასთან იყო გაერთგვარებული.
მე ნამდვილი ვარ, მე ვარ წარუვალი, "მე ვარ, რომელიც -მევარ!"
მევარ არის მარადიული აწმყო, რაც გადადის სამგანზომილებიანი ოკეანის ნაპირებიდან.

ასე უთხრა ჩემმა მე-მ ჩემს "შენ"-ს
ასე უთხრა ჩემში მარადიულმა, ჩემს წარმავალს
და იყო ღამე
და გათენდა
აღდგომა "

Posted by: nadiri 19 Nov 2016, 09:10
ეკლესიასტე
ბიბლიიდან

ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.

Posted by: annavita 19 Nov 2016, 09:27
nadiri
QUOTE
ეკლესიასტე
ბიბლიიდან

yes.gif
მაგრამ ეკლესიასტემ არ იცოდა მე.
რადგან იმ დროს "მე" არ იყო დაბადებული დედამიწაზე და ადამიანის სულში.

მოკლედ.........
"მიდის ოპერა "ლაკ-მე"–
ბუტაფორიის შეხლა!
მაგრამ ეს არის საქ-მე? no.gif
მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა" biggrin.gif

არის ბუტაფორიის შეხლა, და არის "სხვა ფიქრი"

Posted by: nadiri 19 Nov 2016, 09:42
annavita
დიდი ფილაფოსი ვინმე ჩანხარ, ანავიტა
biggrin.gif

* * *
QUOTE
მაგრამ ეკლესიასტემ არ იცოდა მე.
რადგან იმ დროს "მე" არ იყო დაბადებული დედამიწაზე და ადამიანის სულში.

აბა როდის დაიბადა 'მე'?
ნუთუ ადამიანთან ერთად არა?

Posted by: annavita 19 Nov 2016, 11:34
nadiri
smile.gif მართლა ნადირი კი არ ხარ <3
QUOTE
აბა როდის დაიბადა 'მე'?
ნუთუ ადამიანთან ერთად არა?

არა.
ისევე როგორც ჩვილ ბავშვს არ გააჩნია "მე" ცნობიერება. ისევე როგორც ბავშვი 3 წლამდე არ ამბობს სიტყვა "მე" ს და თვის თავზე მესამე პირში ლაპარაკობს..
ოდესღაც ასე იყო მთელი კაცობრიობა
თავის თავზე მესამე პირში ლაპარაკობდა ჰაიავათაც და ჰომეროსის გმირებიც
ადამიანის განწირულების გრძნობითაა აღსავსე ძველი სამყარო მთლიანად.

მხოლოდ რაღაც ბუნდოვანი შეგრძნება არსებობდა მუდამ, ყველა ხალხსა და ყველა კულტურაში, რომ ოდესმე ადამიანი მიიღებს იმას, რაც მას გადაარჩენს უკვალოდ აღგვისაგან და ადამიანი გარეშე ძალებზე დამოკიდებული აღარ იქნება...

იმისათვის რომ ადამიანმა მიიღოს სიკეთე, ის ობიექტურად უნდა არსებობდეს, საზოგადო უნდა იყოს.
და ასეთი სიკეთე - საზოგადო, სრულიად კაცობრიობის "მე" დაიბადა... მაშინ, კაცობრიობა "28 წლის" იყო .. და მან უთხრა კაცობრიობას - "მევარ -გ ზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე".

მას მერე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, კერძოდ როდის მიიღებს მას.. ვინაიდან
"მე" ისეთი რამეა, აი როგორი რამეა /ვინმეა/ biggrin.gif - ნებისმიერ მოვლენას სახელი ერქმევა გარედან - ანუ ადამიანი არქმევს სახელს. და
"მე"- ერთადერთია რომელიც შიგნიდან დაიძახება, ანუ თვითონ ირქმევს სახელს.
"მე" არის უაღრესად კონკრეტული, ინდივიდუალური, რადგან ის ერთადერთია. სხვას ვერაფერს დაუძახებ "მე"-ს (გარეთ).
............
დიახ, 3,3/5 წლის ბავშვი უკვე აღიქვამს და ამბობს "მე"-ს მაგრამ ეგ სხვა "მე"არის. "გაისტი", "კვაზი "მე", ცრუ მე, მეს სუროგატი, ალტერი, Alter Ego. ეგ არის ის, ვინც შერწყმულია წარმავალთან და მასთან ერთად დაიშლება.
ეგ ის არის, ვისაც ნამდვილი "მე"- თუ ის ჩაისახა და გაიზარდა ადამიანში, ამ ალტერს ეტყვის -"შენ!"

"შენ შეასრულე შენი მისია. ახლა დრო დადგა ადამიანის ნამდვილი არსების დაბადებისა. შენ უნდა დაპატარავდე, რადგან მოვედი მე"
..........
ასე მოხდა მაშინაც >>>

ნახეს
უცხო(!)
მოყმე
ვინმე
.........

ფილაფოზის რა მოგახსენო და ამ გახსენებაზე "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა" smile.gif

Posted by: nadiri 19 Nov 2016, 12:14
annavita
უფ
დავიბენი
მე მე ვარ თუ
ჯერ არ ვარ მე?
გამიჩნდა დამატებითი დარდი

ნუციკო, სად ხარ?
მოდი
ნუ დაიკარგები

Posted by: annavita 19 Nov 2016, 12:23
nadiri
QUOTE
უფ
დავიბენი
მე მე ვარ თუ
ჯერ არ ვარ მე?
გამიჩნდა დამატებითი დარდი

lol.gif 2kiss.gif

მე - იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოკრეფს კიტრად, ბერად.
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად, და უჩანს მღერად"

სიხარული, გახარება თქვენ არ გინდათ ძმაო და
რაღას წუწუნებთ და იცრემლებით love.gif

გეხუმრებით :*biggrin.gif სულ ხუმრობა იყო.

Posted by: DISIDENTI 23 Nov 2016, 14:04
ჩაისთან smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=9OM_cmwyGdQ&feature=youtu.be 2kiss.gif

Posted by: nadiri 23 Nov 2016, 19:37
DISIDENTI
კარგია
აჯობებდა ტექსტად რომ ყოფილიყო

Posted by: t-90 30 Nov 2016, 09:35
მოკლედ რად არ ვიყავით ცნობილი გორჯესტანად, გეორგიად, გრუზიად, რაიხსკომისარიატ კავკასიად, მერე ისევ გრუზიად ჯორჯიად და ძოძიად (თურმე იაპონურად ასე ჟღერს ) და ა.შ.
ვიღაც ამერიკელ ჟურნალისტთან მქონდა ერთერთ ტიფლისურ ანდერგრაუნდობა ბარში კამათი ამ ყველაფერზე, საქართვლეოს დანიშნულებაზე და ა.შ. ვერ გაუიასნე რო საქართველო როგორც ქვეყანა არსებობს როგორც შეთანხმება ან არშეთანხმება ორ ან მეტ დიდ ძალას შორის, რომ რუსეთი და თურქეთი თუ შეთანმხდნენ რომ ქართველები გაიყონ გაიყოფენ კიდეც, ამიტომაც ძალიან გამიხარდა არა რუსეთ თურქეთის ომი არამედ დაძაბლობა. რომ ამ შეთანხმების ან არშეთანხმების შედეგია ის რომ საერთოდ ვარსებობთ.
სულ ასე ვიყავით აი სულ, ასურელები და მიდიელები (ვანის კლდეზე გამოსახული წარწერა, მენუამ და არგიშთიმ დავიპყარით დიაოხის სამეფო და მათი მეფე უტუფურსი გვეახლა და ჩაგვაბარა კლიტენი და დიდი განძი), რომი და პართია (აი ფარსმან ქველი რო ორივეს ებლატავებოდა ხანდახან ეგეც ასწორებს ხოლმე, მარსის ველზე ფარსმან ქველის ქანდაკება და რომაელების გაკვირვება ქართველებით "ამფერი აფერი გვინახავს ძმაოო"), ბიზანტია და ირანი ( ბიზანტია რო ვინმე დავით კურაპალატს ეხვეწებოდა ბარდა სკლიაროსს ვერ ვამარცხებთ შენი ჯარი თუ არ მოგვაშველეო), ოსმალეთი და ირანი (ირანის ჯარის სარდლობაში უნდილაძეების და სააკაძეების კლანი რო ეომებოდა ერთმანეთს. სარდარი ხო საერთოდაც ირანული სიტყვაა), რუსეთი და ოსმალეთი (ტოტლებენს რო მოუ.... დედის ტ.....) აწი რუსეთი და ამერიკა (ნუ აქამდე თუ გაბლატავებულები ივყავით და ვირუსად ვიაყვით ყველა სხვა დამპყრობელს შეყრილი დაწყებული იოანე ლაზით დამთავრებული სტალინით აწი იმედია ამერიკასაც შევეყრებით).
მოკლედ ჩვენი მამოძრავებელი ძალა არის პაკაზუხობა. მეზობელზე მეტი უნდა გვქონდეს, მეზობელზე უფროს ახელიანები უნდა ვიყვეთ. მთავარია სახელი რა იქნება თორე მაგ სახელის საშოვნელად ჩვენები ავღანეთში დადიოდნენ ჯერ კიდევ გიორგი მეთერთმეტესთან ერთად (ეხლა რო მარსზე წახვიდე მგონი იგივე მასშტაბია) და როგორც ნაპოლეონმა თქვა "მე როცა მოვედი გზაზე არავინ იდგა, ხოლო როცა მათ ვუჩვენე გზა დიდებისა ტევა აღარ იყო" მთავარია ამას სად და რისკენ მიმართავ, ქართველებს ხმალი გამოგვართვეს ხელიდან და ყანწი შემოგვაჩეჩეს. სწორედ ამიტომაცაა მამების თაობა ღიპიანი და იმით ამაყობენ რომ რაღაც ქეიფზე ტონანახევარი ღვინო მოსპეს. ეგ კიდე არაფერი უარესებიც არსებობს. ხოდა მარტივია რა: მიუთითე ამ ხალხს და აბლატავე რამეთი და დედას უტირებენ და წავლენ. ადრე ხო იყო რო ომში ყოფნა იყო სახელი? იყო. ხოდა მეფის რუსეთის დროს მაგალითად ყველაზე მეტი გენერალი გვყავდა მგონი ვიდრე სხვა ეროვნებას. თან სომხებისგან განსხვავებით ქართველები პაჩOტში არ ვიყავით რუსებისგან.
მოკლედ სისტემა გვინდა ქართველებს რა. ეს ჩვენი პაკაზუხობა არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. გააჩნია საით მიმართავ. ფრანგი უნდა შთააგონო, გერმანელს უნდა უბრძანო, აი ქართველი კიდე სხვაზე უპირატსობის გრძნობისთვის (მისიანზე რა) ყელს გამოჭამს ნებისმიერ არსებას რაც წინ დუდგება.
ნუ ახლა ესაა ჩვენი სოციუმი მოწყობილი და ვერ შევცვლით რაც არ უნდა მოგვწონდეს.

პ.ს. მომიტევეთ პატარა ჩანახატისთვის პატარა შეჟუჟუნებული ვარ.

Posted by: Milligan 1 Dec 2016, 01:39
QUOTE (t-90 @ 30 Nov 2016, 09:35 )

მე ვეთანხმები შეჟუჟუნებულზე ნამსჯელს :დ

Posted by: siml11 18 Feb 2017, 02:06
კაი თემა იყო ეს................................
UP

Posted by: nigo 23 Feb 2017, 14:06
siml11
ჩემდა სამწუხაროდ, ამ თემას ვერაფერს ვშველით.

მოასვენეთ საფლავშიო-ამაზეა ნათქვამი. ეტყობა ამოწურა თავი და მუდმივი იუზერებიც წავიდნენ sad.gif

მე ინსტინქტურად მაინც შემოვდივარ ხოლმე. ერთ დროს ძალიან მიყვარდა

Posted by: t-90 23 Feb 2017, 14:13
nigo
რა თემა დაანგრიეს?
------------------
უი ხო მართლა თემის სასტავის ნაწილი კი ვნახე რამდენიმე ხნის წინ. biggrin.gif

Posted by: nigo 23 Feb 2017, 19:32
t-90
ვიცი, მარტამ მითხრა.

მე გვიან ვნახე ფეისბუქზე.

QUOTE
რა თემა დაანგრიეს?

sad.gif sad.gif

Posted by: t-90 23 Feb 2017, 20:31
nigo
QUOTE
ვიცი, მარტამ მითხრა.

მე გვიან ვნახე ფეისბუქზე.

არადა კი მომაკლდით თვალში და დაგირეკავდით რო რამე.
ყველა იყო ვაბშე biggrin.gif
მარტა რო წავიდა მერე მოვიდა სასტავი.

Posted by: nigo 24 Feb 2017, 09:44
t-90
აბა, მეც ძალიან დამწყდა გული.
რა დრო იყო ჩეზეს ნაწერებს რომ ვკითხილობდით love.gif

Posted by: t-90 24 Feb 2017, 09:56
nigo
QUOTE
რა დრო იყო ჩეზეს ნაწერებს რომ ვკითხილობდით

მაგარი.
ფორუმზე შემოსვლა იმენა მარტო მაგისთვის ღირდა.
აბა ახლა პოლიტგანყის გარდა არაფერი დარჩა ისიც გაბანძდა.

Posted by: nigo 24 Feb 2017, 19:47
t-90
პოლიტიკაში 4თვეა აღარ ვპოსტავ. კიტხვით კი ვკითხულობ, მაინც დიდი ხნის ჩვევაა და რას დაემსგავსა. რა უბედურებაა sad.gif

Posted by: nutsiko 25 Feb 2017, 00:29
QUOTE (nigo @ 23 Feb 2017, 13:06 )
siml11
ჩემდა სამწუხაროდ, ამ თემას ვერაფერს ვშველით.

მოასვენეთ საფლავშიო-ამაზეა ნათქვამი. ეტყობა ამოწურა თავი და მუდმივი იუზერებიც წავიდნენ sad.gif

მე ინსტინქტურად მაინც შემოვდივარ ხოლმე. ერთ დროს ძალიან მიყვარდა

როგორც ყველაფერს აქვს დასაწყისი, ისე ყველაფერს აქვს დასასრული.
ამ თემამაც ამოწურა თავისი თავი.
იყო დრო წერდნენ, ვწერდით, და ა.შ.
ახლა? ახლა დარჩა ნაწერები, მოგონებები, კაი გემრიელი და მურაბა ხალხი.
და ჩვენ... ისტორიის ნაწილნი.
მოგონებებად დარჩენილნი ამ თემაში.
მაგრამ მაინც old sweet memories

Posted by: t-90 25 Feb 2017, 03:01
nigo
QUOTE
პოლიტიკაში 4თვეა აღარ ვპოსტავ. კიტხვით კი ვკითხულობ, მაინც დიდი ხნის ჩვევაა და რას დაემსგავსა. რა უბედურებაა

ძაან მაგარია.

Posted by: Re-hanna 27 Feb 2017, 02:24
პოლიტიკა კი არა იუმორინაა ნამდვილი yes.gif

Posted by: Tio 12 Mar 2017, 18:04
იმალებიან..
თავს აფარებენ smile.gif ...
თემებში მიმობნეულები..
პოულობენ, კარგავენ.. იცნობენ.. შორდებიან..
ყველაფერი მუსიკაა..
სიცოცხლეც მუსიკაა..
თუ გესმის ფერები..
ბოლომდე თუ გრძნობ - მაშინ ცხოვრობ...

Estas Tonne. The Song of the Golden Dragon. Live in Odeon. Vienna.2011
http://www.youtube.com/watch?v=7O7Jeei6wv0

Posted by: nigo 1 Nov 2017, 09:23
საყვარელო იუზერებო თქვენც მომენატრეთ და ეს თემაც.უკვე გვიანი შემოდგომაა, მალე ბუხრის დანთებაც მოგვიწევს.
ვსვათ ჩაი, ყავა და ვისაუბროთ, თანაც რამდენი ამბავი დაგროვდა.
მიყვარხართ love.gif

Posted by: nforumi 2 Nov 2017, 10:14
აი მეც მოვედი. მალე იმედია სხვებიც შემოგვიერთდებიან.
nigo

Posted by: MmSs 2 Nov 2017, 10:23
მეც დავფიქსირდებიsmile.gif
................

Posted by: nforumi 3 Nov 2017, 12:42
nigo
დაწერე რამე, თორე არ გამოვა ისე არაფერი

Posted by: ცეცხლოვანი_პენისი 8 Nov 2017, 09:58
ბუხართან დიდხანს არ დაჯდეთ, ცეცხლი არ წაგეკიდოთ

Posted by: nforumi 10 Nov 2017, 17:29
nigo
ხშირად გაიგონებ, რომ ამბობენ:
მდიდარი და წარმატებული ადამიანები ღარიბი და უმაქნისი ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენო...?!

რას ფიქრობ, რა ლოგიკით შეიძლება იყოს ასე?

Posted by: dvan 11 Nov 2017, 16:06
დილაა, შეშის ტკაცუნი გაღვიძებს ღუმელში, ახელ თვალებს და ჩაიდნის სისინი გესმის.

Posted by: nforumi 11 Nov 2017, 18:15
dvan
QUOTE
დილაა, შეშის ტკაცუნი გაღვიძებს ღუმელში, ახელ თვალებს და ჩაიდნის სისინი გესმის.

ჩაიდნის სისინი გესმოდა ტკაცუნად?

wink.gif

Posted by: nigo 14 Nov 2017, 09:58
nforumi
QUOTE
მდიდარი და წარმატებული ადამიანები ღარიბი და უმაქნისი ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენო...?!

რას ფიქრობ, რა ლოგიკით შეიძლება იყოს ასე?

როგორც იქნა მოვედი. გავაცოცხლე თემა და მერე სიტუაციურად დავიკარგე smile.gif

ცოტა პარადოქსული გამოთქმაა, ღარიბი და მშრომელი რომ ყოფილიყო, კიდევ იტყოდი, ჩაგრავენ, კაპიკებზე ამუშავებენ და ისინი მდიდრებიანო, უმაქნისი თავის თავისითვის არ უქნია ღმერთს და სხვა მის ხარჯზე როგორ იცხოვრებს.

biggrin.gif

ზოგადად ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა, ვგულისხმობ, ქალების მასიურ წასვლას საშოვარზე და კაცების ცხოვრებას ცოლების, დედების მონური შრომის ხარჯზე.
ჩემი აზრით , ეს არის გადაგვარება . ყველაფრის თავდაყირა დაყენება.
ახლა ბაია პატარაიასნაირი ე.წ. ფემინისტკები, ათას სისულელეს ამბობენ და რაც მთავარი და მნიოშვნელოვანია , ის არ აწუხებთ.
ასევე ეს ქაჯი ქართული მარში და ქართველობას გვართმევენ. კაცი რომ სახლში დაჯექი და ცოლი გაუშვი საშოვარზე , მაშინ დაიწყო ღირებულებებსი შეცვლა .კიდევ უფრო ადრე 90-იანებში, როცა ქალების კისერზე გავიდა უმძიმესი წლები.
არ ვიცი, დილაადრიან რატომ ვწერ ამ თემაზე, მაგრამ ჩემი მეგობრები არიან წასულები და როცა მათი ქმრები , კარგი ჩაცმულ -დახურულები მხვდებიან კუს ტბაზე მოსეირნე, მერე იქედან აუზზე მიდიან, ძალიან მეშლება ნერვები.
ახლაც შემხვდებიან მალე .ვკითხავ, როდის ჩამოდის? პასუხი -რას ამბობ, ჯერ რემონტი მაქვს დასასრულებელი, მერე კიდევ ერთი ბინა უნდა იყიდონ და ა.შ.ა.შ. sad.gif sad.gif

Posted by: nforumi 14 Nov 2017, 18:19
nigo
QUOTE
ქალების მასიურ წასვლას საშოვარზე და კაცების ცხოვრებას ცოლების, დედების მონური შრომის ხარჯზე.

sad.gif

აინ რენდს უწერია თავის წიგნში, ვერავინ დაგჩაგრავს, თუ დამჩაგვრელს თავად არ მიეცი ამის უფლებაო... ზუსტად შეეფერება ამას.

Posted by: maniafix 14 Nov 2017, 18:22
გამარჯობათ

..................................................................

Posted by: nigo 15 Nov 2017, 11:18
nforumi
QUOTE
აინ რენდს უწერია თავის წიგნში, ვერავინ დაგჩაგრავს, თუ დამჩაგვრელს თავად არ მიეცი ამის უფლებაო... ზუსტად შეეფერება ამას.

არ ვიცი ეს წიგნი, არ წამიკითხავს , დავგუგლავ მერე.
ერთი შეხედვით კი ძალიან ბანალური გამოთქმაა.

ორი ფერი არ არსებობს.მხოლოდ შავსა და თეთრს შორის უამრავი გამაა.

შეიძლება დედამიწის ზუგზე მართლა ვერავინ დაგჩაგროს, მაგრამ შვილის ერთმა სიტყვამ მოგკლას, თან თუ ნორმალური მშობელი ხარ, იღებ პასუხისმგებლობას შენს შეცდომებზე, არასწორ გადაწყვეტილებებზე,თუნდაც შვილის თვალით და მასზე კი არ ბრაზდები. ფიქრობ,რაც დავთესე ,ის მოვიმკეო.თემას ძალიან გადავუხვიე, მაგრამ მორალურად შვილის გარდა ვერავინ მოგერევა, თუ დანაშაულის განცდა გაქვს.
შეიძლ
ება ილუზორული, არასწორი , მაგრამ ვერაფერს უხერხებ საკუთარ თავს.
მე ძალიან მაწუხებს აღზრდის პრობლემები.მე ჩემებს ვეღარ შეცვლი და არც საჭიროებენ. არც მე ვარ რბილი ადამიანი და როდესაც შვილები ხანდახან ჩემი აზრით უსამართლო საყვედურებს მეუბნებიან, მე ისევ იმატზე ვდარდობ. რა დღეში გაქვს ნერვები. სად დავუშვი სეცდომა.
მე ძალიან მინნდა ამ თემაზე ლაპარაკი და თქვენც თუ გაინტერესებთ გავაგრძელოთ,

Posted by: beqa1971 15 Nov 2017, 17:36
QUOTE (dvan @ 11 Nov 2017, 16:06 )
დილაა, შეშის ტკაცუნი გაღვიძებს ღუმელში, ახელ თვალებს და ჩაიდნის სისინი გესმის.

ამ ერთმა პატარა წინადადებამ ისე დამაბნია რო სანამ არ გავერკვევი რა ხდებოდა იმ დილით თქვენს თავს ვერ მოვისვენებ..

დილააო და შეშის ტკაცუნი გაღვიძებსო, ესეიგი ვიღაც ამდგარა უფრო ადრე და უკვე დაუნთია ღუმელი, ხომ ასე გამოდის?. თუ არა და წინა ღამის დანთებული თუ იყო, მაშინ დილით შეშა კი არ იტკაცუნებდა, არამედ უკვე მინაველბული იქნებოდა. ხოდა ახლა მეორეს მხრივ წერთ, რო შეშის ტკაცუნი გაღვიძებს ღუმელშიო(!). ღუმელში თუ გეძინათ და შეშა ტკაცუნობდა მაგას კაი ცეცხლიც ექნებოდა და შეშის ტკაცუნზე უმალ ცეცხლის ალი გაგაღვიძებდათ. თანაც ღუმელში რომ ძინავს იმ ადამიანს (სადაც უნდა იქ ეძინოს მისი ნებაა) ცეცხლს მხოლოდ მტერი თუ შეუკეთებს. ის კაცი მყავს მხედველობაში დილით ადგომა რომ დაგასწროთ. ახლა კიდევ ეს,ახელ თვალებს და ჩაიდნის სისინი გესმისო....მესმის რომ ამ შემთხვევაში თვალის გახელა, უფრო გამოღვიძების "მეტაფორაა", და არა კონკრეტული მოქმედება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გახელილი თვალებით ჩაიდნის სისინი რომ გესმის მაინც უცნაურია..რაც შეეხება თავად "ჩაიდნის სისინს", ისეთ კონტექსტში გაქვთ მოყვანილი, უთუოდ მსმენელის ყურს რომ უნდა მოელამუნოს. სტვენა უფრო გავს მაგ სიტყვას. სისინი ასოციაციურად ავი სიტყვაა, ამ კონტექსტისთვის შეუფერებელი. ხოლო სტვენა (გაიხსენეთ ბულბული), სულ სხვაა. ჩაიდნის ჩუმი სტვენა...

Posted by: nforumi 15 Nov 2017, 17:53
nigo
QUOTE
მე ძალიან მინნდა ამ თემაზე ლაპარაკი და თქვენც თუ გაინტერესებთ გავაგრძელოთ,

რთული საკითხია.
დავიწყოთ იმით რომ ყოველ მიმდინარე მომენტში, ადამიანს ჰგონია რომ ახლა იმდენი იცის რომ შეცდომებს აღარ დაუშვებს თვითონ, მხოლოდ სხვები შეიძლება შეცდნენ.
ვინც ჭკვიანია, ხვდება რომ ეს მოჩვენებითია, მაგრამ დაჭკვიანებამდე დრო არის ხოლმე საჭირო smile.gif

beqa1971
QUOTE
ამ ერთმა პატარა წინადადებამ ისე დამაბნია რო სანამ არ გავერკვევი რა ხდებოდა იმ დილით თქვენს თავს ვერ მოვისვენებ..

დილააო და შეშის ტკაცუნი გაღვიძებსო, ესეიგი ვიღაც ამდგარა უფრო ადრე და უკვე დაუნთია ღუმელი, ხომ ასე გამოდის?. თუ არა და წინა ღამის დანთებული თუ იყო, მაშინ დილით შეშა კი არ იტკაცუნებდა, არამედ უკვე მინაველბული იქნებოდა. ხოდა ახლა მეორეს მხრივ წერთ, რო შეშის ტკაცუნი გაღვიძებს ღუმელშიო(!). ღუმელში თუ გეძინათ და შეშა ტკაცუნობდა მაგას კაი ცეცხლიც ექნებოდა და შეშის ტკაცუნზე უმალ ცეცხლის ალი გაგაღვიძებდათ. თანაც ღუმელში რომ ძინავს იმ ადამიანს (სადაც უნდა იქ ეძინოს მისი ნებაა) ცეცხლს მხოლოდ მტერი თუ შეუკეთებს. ის კაცი მყავს მხედველობაში დილით ადგომა რომ დაგასწროთ. ახლა კიდევ ეს,ახელ თვალებს და ჩაიდნის სისინი გესმისო....მესმის რომ ამ შემთხვევაში თვალის გახელა, უფრო გამოღვიძების "მეტაფორაა", და არა კონკრეტული მოქმედება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გახელილი თვალებით ჩაიდნის სისინი რომ გესმის მაინც უცნაურია..რაც შეეხება თავად "ჩაიდნის სისინს", ისეთ კონტექსტში გაქვთ მოყვანილი, უთუოდ მსმენელის ყურს რომ უნდა მოელამუნოს. სტვენა უფრო გავს მაგ სიტყვას. სისინი ასოციაციურად ავი სიტყვაა, ამ კონტექსტისთვის შეუფერებელი. ხოლო სტვენა (გაიხსენეთ ბულბული), სულ სხვაა. ჩაიდნის ჩუმი სტვენა...

კაია, მომეწონა smile.gif

Posted by: nigo 16 Nov 2017, 09:42
beqa1971
არ დაგვეკარგო.

smile.gif nforumi
ჩემი აზრით, ახალგაზრდებს, რომლებიც თავის საქმეში წარმატებულები არიან და კარგი განათლება აქვთ მიღებული ერთი შეცდომა მოსდით.ჰგონიათ, რომ ყველაფერში (პო ჟიზნი) ჭკვიანები არიან.
არადა დრო, წლები , გამოცდილება კიდევ სხვაა. ეს ეშლებათ, თუ მეტი აღარ უნდა დაბრძენდნენ, წლებმა გამოცდილება არ მოუმატოს, რაღაცეებს სხვა თვალით აღარ უნდა შეხედონ, დაუმთავრებიათ ცხოვრება და ესაა.

თან ვითომ ასაკში ადამიანს ხასიათი უფუჭდება , არ არის მართალი,პირიქით რბილდება და ბევრი რამე., რაზეც ადრე მაქსიმალისტური მიდგომა ჰგონდა, უფრო დამდობი ხდება.
და ვინც სსრკ-ში დავიბადეთ და იმის წამოძახება, ყველას მაინც სავოკური მენტალობა აქვს , დიდი უსამართლობაა. smile.gif

Posted by: nforumi 16 Nov 2017, 09:49
nigo
QUOTE
თან ვითომ ასაკში ადამიანს ხასიათი უფუჭდება , არ არის მართალი,პირიქით რბილდება და ბევრი რამე., რაზეც ადრე მაქსიმალისტური მიდგომა ჰგონდა, უფრო დამდობი ხდება.

მაქსიმალისტური მიდგომა უფრო ახალგაზრდული მიდგომაა რა თქმა უნდა.
QUOTE
ჩემი აზრით, ახალგაზრდებს, რომლებიც თავის საქმეში წარმატებულები არიან და კარგი განათლება აქვთ მიღებული ერთი შეცდომა მოსდით.ჰგონიათ, რომ ყველაფერში (პო ჟიზნი) ჭკვიამები არიან.
არადა დრო, წლები , გამოცდილება კიდევ სხვაა. ეს ეშლებათ, თუ მეტი აღარ უნდა დაბრძენდნენ, წლებმა გამოცდილება არ მოუმატოს, რაღაცეებს სხვა თვალით აღარ უნდა შეხედონ, დაუმთავრებიათ ცხოვრება და ესაა.

ზოგს ეგ მთელი სიცოცხლე ეშლება, თავი სულ შეუმცდარი გგონია.
არადა დაბრძენება ალბათ იმას ნიშნავს რომ მიხვდები - რასაც ფიქრობ შეიძლება სულაც არ იყოს ისე.

QUOTE
ვინც სსრკ-ში დავიბადეთ და იმის წამოძახება, ყველას მაინც სავოკური მენტალობა აქვს , დიდი უსამართლობაა.

მე კი სრულიად ანტი ვარ სსრკ-ში, მაგრამ მენტალურად ბევრი ისევ სსრკ-ში ცხოვრობს სამწუხაროდ.

Posted by: beqa1971 16 Nov 2017, 10:51
QUOTE
კაია, მომეწონა 

რას ვეცი, რამხელა ტექსტი მიმიძღვნია smile.gif

QUOTE
არ დაგვეკარგო.

smile.gif

Posted by: nigo 16 Nov 2017, 15:24
nforumi
მეც ძალიან ანტი ვარ და ახლა კი არა , გაგანია სსრკ-შიც მეზობელი რუსის ქალი მეუბნებოდა, შენ გჭIრს "რაბალეპსტვო" პერედ ზაპადომო" და ბოლოს და ბოლოს ამ ხნის ქალი ბითლზებზე და როლინგებზე ვგიჯდები და ყოველდღე ვუსმენ.
ფარფლები და ზეპელინები მე გავაგებინე, და არა, როცა რამე არ მოეწონებათ მაშინვე სავოკური აზროვნება.

საზღვარგარეთ როცა შვილები იზრდებიან , კოლეჯში მიდიან, ცალკე ცხოვრობენ არიან სრულიად დამოუკიდებლები. აქ სხვანაირადაა, ყველაფერში დამოუკიდებლობა გინდა, არცერთ პრობლემაში ჩემი აზრი არ გაინტერესებს და სანტექნიკი , ელექტრიკი და ა.შ. რომ გჭირდება, მაშინ კარგად მაწუხებ და მირეკავ biggrin.gif

Posted by: nforumi 16 Nov 2017, 17:58
nigo
QUOTE
მეც ძალიან ანტი ვარ

ისე, ეგ ანტიც დამოკიდებულებაა. ალბათ ყველაზე სწორია მიაღწიო ნეიტრალობას, შეძლო იმ ეპოქის ნეიტრალური შეფასება, როგორც მაგალითად ნაპოლეონის საფრანგეთს შეაფასებდი კაცი, ან კალიგულას იმპერიას.

Posted by: nigo 16 Nov 2017, 18:49
nforumi

ნეიტრალური შეფასება ნიშნავს, კარგიც დაინახო და ცუდიც. ანუ ობიექტურ შეფასებას.
ვინც სსრკ-ში გავატარეთ საუკეთესო წლები და თავი ნორმალური ადამიანები გვგონია, ნეიტრალურები ვერ ვიქნებით.
ცხოვრება ,პერსპექტივა, მომავალი ,შესაძლებლობები რამდენი რამე დავკარგეთ.
არ ჰქონდა მნიშვნელობა მატერიალურად როგორ ცხოვრობდი, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნოდი. მაინც ციხეში იყავი.
ზოგი ძალიან სანიმუშო და კარგპირობებიანში, ზოგი გულაგში. მაგრამ მაინც ციხე იყო. "უჰაერობა", უპერსპექტივობა და ფუჭად დაკარგული წლები.
ერთადერთი ახალგაზრდა ვიყავი და ყოველ წუთში ამაზე არ ვფიქრობდი.

Posted by: nforumi 16 Nov 2017, 19:05
nigo
QUOTE
ნეიტრალური შეფასება ნიშნავს, კარგიც დაინახო და ცუდიც. ანუ ობიექტურ შეფასებას.

უფროს ზუსტად რომ ვთქვათ: კარგზე კარგი თქვა და ცუდზე ცუდი.
ცუდი ბევრად მეტი იყო, მაგრამ მაინც.

QUOTE
არ ჰქონდა მნიშვნელობა მატერიალურად როგორ ცხოვრობდი, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნოდი. მაინც ციხეში იყავი.
ზოგი ძალიან სანიმუშო და კარგპირობებიანში, ზოგი გულაგში. მაგრამ მაინც ციხე იყო. "უჰაერობა", უპერსპექტივობა და ფუჭად დაკარგული წლები.
ერთადერთი ახალგაზრდა ვიყავი და ყოველ წუთში ამაზე არ ვფიქრობდი.

ციხე მაშინ არის ციხე, როცა იცი რომ ციხეში ხარ smile.gif

Posted by: beqa1971 17 Nov 2017, 20:52
QUOTE
ციხე მაშინ არის ციხე, როცა იცი რომ ციხეში ხარ

უახლეს ისტორიას რომ მოვავლოთ უცებ თვალი, ათვლის წერტილი 9 აპრილია ჰო? და მერე შემდგომი მოვლენები, რომელიც იმედგაცრუებების კასკადით დაიწყო და დღემდე გრძელდება. ისე ცალკე მარტო ამაზე რო დაფიქრდე გაძლება უნდა smile.gif.
ობიექტურად რო შევაფასოთ, (37 წელს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) დღევანდელ საქართველოს ჯობდა ის ციხე? ერთეულებისთვის - არა. უმრავლესობისთვის კი, ჯობდა. უმრავლესობას ერთმანეთი არ ეზიზღებოდა. უმრავლესობას ერთმანეთის ასე გაბოროტებით არ შურდა. უმრავლესობას მატერიალურად არ უჭირდა. უმრავლესობა - უბრალო ხალხი და ამავე უმრავლესობის ერთი მნიშვნელოვანი, ცალკე გამოსაყოფი ნაწილი; პარტიული კონფორმიზმის ლეგიონი, მათი წევრების შემადგენლობით. იმედგაცრუებების კასკადი რაც ზემოთ ვახსენე სწორედ ამ ლეგიონის პოსტკომუნისტურ სივრცეში მოღვაწეობის შედეგებია.
2010 წელს მივიღეთ ლუსტრაციის კანონი, რომელიც რეალურად, მხოლოდ კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვას მიაკვდა. თანაც ეს ლუსტრაციის კარიკატურა მივიღეთ დამოუკიდებლობიდან დაახლოებით 20 წლის თავზე, კგბ-ს სკოლის მოწაფის ხელმოწერით smile.gif. ის ხალხი არსად არ წასულა, ცოტა მობერდა და მოტყდა მარა ასაკობრივი მარაზმატიკული სიჯიუტე ჯერ კიდევ ეხმარება თავის გატანაში. პრინციპში ცოტა დარჩა ბევრი აღარ. ჩემზე პატარებს რო ვესაუბრები, ჩემს დიშვილს, იმის ძმაკაცებს, ბევრად სხვაგან არიან (კარგი გაგებით) smile.gif ბევრად უკეთეს საქართველოში.
და რას ვერჩი საწყალ "მოხუცებს". მოხუცებს არაფერს არ ვერჩი, კონფორმიზმს ვერჩი როგორც დაშვებას, შეცდომების გაანალიზების მაგივრად, სოციალური ადაპტაციისკენ გაშვერილი თითით რო გვმოძღვრავს, ტრადიციების და პატრიოტიზმის მახინჯი ფორმებით, მინდა რო მალე გადაშენდნენsmile.gif

Posted by: nforumi 17 Nov 2017, 22:24
beqa1971
QUOTE
მინდა რო მალე გადაშენდნენ

არ გამოვა გადაშენება.
ის ძალა, რამაც ეგ სიმახინჯეები შექმნა თავის დროზე, ისევ არსებობს, არამარტო ჩვენთან, არამედ ყველგან, განვითარებულ ქვეყნებში კარგად გრძნობს თავს და მოღვაწეობს, ძირითადად სოციალ-დემკრატიის სახელით.

სათავიდან არის დაწყება საჭირო, სათავიდან.

Posted by: beqa1971 18 Nov 2017, 12:45
QUOTE
არ გამოვა გადაშენება

გამოვა, როგორ არ გამოვა. მე ვისაც ვგულისხმობ თითქმის უკვე გადაშენდნენ. ყოველშემთხვევაში გავლენა პროგრესულად მცირდება.
თანამედროვე სოციალ-დემოკრატიას, მითუმეტეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მოწოდებული ფორმებით, მხოლოდ უტოპიას თუ დავუპირისპირებთ თორე სხვა რა გვაქვს რო უკეთესი? მაქამდე მივიდეთ ჯერ.
დამოუკიდებლობის მერე ჯერ დემოკრატიის აშენების უსუსური მცდელობა. ვერ ვივარგეთ ვიჩხუბეთ, ერთმანეთი შევიძულეთ და ხელი ჩავიქნიეთ, მერე ნაძირალას იმედი. მისი წონისა და გამოცდილების შესაბამისად, და ცოტა ხანში რეალობა - ომი, უბედურება, ქვეყნის გაჩანაგება და კორუფციის მორევი. მერე გეყოფათ ეხლა სახელმწიფოს მივხედოთო და მივხედეთ, ფეოდალური სახელმწიფო ჩამოვაყალიბეთ!! თავზე ხელიც გადაგვისვეს ხო გახსოვთ, ეგო თქვენთვის დემოკრატიაა და ნუ ყაყანებთო. ყველაზე საინტერესო წყობა მაინც დღევანდელი წყობაა ისტორიში ანალოგი არ აქვს. ფეოდალური-ლიბერალიზმიsmile.gif, მეინსტრიმი: "რასაცა გასცემ შენია" - მარკეტინგული გაგებით smile.gif აუ, დანიის სოციალ-დემოკრატია მინდა რა , ნამდვილად უარს არ ვიტყოდი. ეხლა პირდაპირ ფრესკოს "ვენერაში" ვერ ამოვყობთ თავს ესეც ხო ცხადია?smile.gif

Posted by: nforumi 18 Nov 2017, 15:22
beqa1971
QUOTE
გამოვა, როგორ არ გამოვა. მე ვისაც ვგულისხმობ თითქმის უკვე გადაშენდნენ.

შენ გულისხმობ ადამიანებს, მე კიდე გელაპარაკები იდეოლოგიაზე, რომელმაც მოწამლა ედ საწყალი ადამიანები smile.gif
QUOTE
თანამედროვე სოციალ-დემოკრატიას, მითუმეტეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მოწოდებული ფორმებით,

თანამედროვე სოციალ-დემოკრატია ისეთივე ნაგავია, როგორც ასი წლის წინ იყო, უბრალოდ უფრო დახვეწილი მეთოდებით. ისინი ასრულებენ განვითარების შემაფერხებლის ფუნქციას დღესაც.

QUOTE
ვერ ვივარგეთ ვიჩხუბეთ, ერთმანეთი შევიძულეთ და ხელი ჩავიქნიეთ

მიტო გეუბნები, ადამიანებს კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, იმ იდეოლოგიას, რომელიც წამლავს მათ.

QUOTE
დანიის სოციალ-დემოკრატია მინდა

დანიის არა, მაგრამ შემიძლია შვედეთის სოციალ-დემოკრატიაზე დაგიდო ქართული თარგმანი, როგორი "პროგრესული" როლი შეასრულა შვედეთის განვითარებაში.

QUOTE
ეგო თქვენთვის დემოკრატიაა და ნუ ყაყანებთო. ყველაზე საინტერესო წყობა მაინც დღევანდელი წყობაა ისტორიში ანალოგი არ აქვს. ფეოდალური-ლიბერალიზმი

ფეოდალური ლიბერალიზმი არ ვიცი რას ქვია. რაც შეეხება დემოკრატიას, ეგ არ არის ჩემი მიზანი.
მე მინდა რომ ყველა ადამიანი იყოს თავისუფალი და თვითონ განაგებდეს თავის ცხოვრებას და თავის ქონებას, არავის უნდა ქონდეს მის საქმეში ჩარევის უფლება, მათ შორის არც სახელმწიფოს. ეგ არის მთავარი.
სამწუხაროა რომ დემოკრატიაზე უკეთესი ფორმა ვერ იპოვა ჯერ კაცობრიობამ, რადგან ის სულაც არ არის დემოკრატია მმართველობის კარგი ფორმა.

Posted by: beqa1971 19 Nov 2017, 14:53
nforumi
QUOTE
ფეოდალური ლიბერალიზმი არ ვიცი რას ქვია

ჩემი მოგონილია და საიდან გეცოდინებათsmile.gif

Posted by: nforumi 19 Nov 2017, 19:59
beqa1971
QUOTE
ჩემი მოგონილია და საიდან გეცოდინებათ

smile.gif

Posted by: nigo 20 Nov 2017, 15:11
nforumi
beqa1971

მე ამ ტერმინოლოგიებში დიდად ვერ ვერკვევი. მაგრამ ვინაიდან ჩემი უფროსი შვილი ფინანსისტია და მემარჯვენე, მეც მის აზრებს ვიზიარებდი.
ამ ბოლო დროს კი უფრო მემარცხენეობისკენ წავედი. დიდი სოციალური უსამართლობაა.
სოციალიზმს სსრკ-ში არ ვგულისხმობ.

ძალიან დიდი განსხვავებაა ადამინების ცხოვრებაში.

მე მატერიალურად არ მიჭირს და არც არასდროს მიჭირდა. 90-იანებში შუქი, წყალი, გაზი არც მე მქონდა, მაგრამ რადგან ოჯახში ყველა ექიმი იყო, ამიტომ შიმშილობა და სრული უფულობა არ მქონია.თუმცა , არც იმდენი მაქვს რომ, ჩემს ირგვლივ ყველა ახლობელს დავეხმარო , პრობლემები მოვუგვარო და ამიტომ მაინც ვერ ვარ კარგად. ელემენტარული საარსებო საშუალება, საცხოვრისი და სამედიცინო დახმარება ყველას უნდა ჰქონდეს, მერე ვის რა უნარი აქვს.
ამ ჯანდაცვის რეფორმამ, რომელმაც მე ადრე მომწონდა და პირველ ეტაპზე, ადამიანები სიკვდილს გადაარჩინა , მერე საავადმყოფოები ცეხებად აქცია. ამდენი ფულის გადაყრას რამდენი მუნიციპალური კლინიკა აშენდებოდა. ახლა იწყებენ ნელნელა გონზე მოსვლას.

ახალგაზრდები , ენერგიულები და ჯანმრთელები არ მეცოდებიან, ვისაც უნდა მუშაობა ,ის იშოვის და კაპიკი ფული არ მქონდეს და 300 ლარად არ მიღირს წასვლა , არ მესმის.დედის პენსიაზე ჯდომას და კიდევ უარესი, დედის საზღვარგარეთ მონური შრომის ხარჯზე ცხოვრებას, თუ კაცი ხარ, ჯერ 300 ლარზე წადი და მერე ნელნელა წინ და წინ.

უბრალოდ , ხელფასებშია ძალიან დიდი სხვაობა. პენსიაზე აღარ ვსაუბრობ.
აქვე მეორე პრობლემასაც ვხედავ, დანამდვილებით ვიცი, რომ ერთ-ერთ საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებს ვერ შოულობენ, იმიტომ რომ მაქსიმუმ 4000 ლარის მიცემა შეუძლიათ და ასეთ პროფებს კერძო სექტორში ორჯერ მეტი აქვთ.
ერთადერთი რაც ვიცი, იმდენად პატარა ქვეყანა ვართ , ჩვენ რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ერთხელ მაინც გვყოლოდა ქვეყნის მოყვარული, პატრიოტი მთავრობა და ყოფილიყო პოლიტიკური ნება. ძნელი არ იქნებოდა ამ ქვეყნის დალაგება.
საგარეო ფაქტორების მოხსნა რასაკვირველია, ძალიან რთული იქნებოდა და აწიც იქნება ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მაგრამ საშინაო პრობლემები მაინც მოგვარდებოდა.

მატერილური და სოციალური დონის აწევა სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ არ მოდიან პოლიტიკაში ქვეყნის სასიკეთოდ , საბოლოოდ ყველა თავისი პირადი კარიერის გულისთვის .

sad.gif

Posted by: nforumi 20 Nov 2017, 18:01
nigo
იმდენი რამე დაწერე, და ყველაფერი სადაოა თითქმის wink.gif

ერთი ფაქტია, თუ სოციალური პრობლემის მოგვარებით დავიწყებთ, ვერც მაგას მოვაგვარებთ და ქვეყანაც კიდე უფრო გაღარიბდება.

ქვეყნები, რომელბიც დღეს კარგად არიან, იმიტომ არიან კარგად რომ უნარიან ადამიანებს მიეცათ გასაქანი. ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ, ციდან მანანები არ გადმოცვინდება.

Posted by: nigo 20 Nov 2017, 18:56
nforumi
QUOTE

ქვეყნები, რომელბიც დღეს კარგად არიან, იმიტომ არიან კარგად რომ უნარიან ადამიანებს მიეცათ გასაქანი.

მე ამაში სრულიად გეთანხმები, მაგრამ ეს გასაქანი რომ მიეცეთ, კარგი კანონი გინდა, ნეპოტიზმი და კორუფცია უნდა მოისპოს.
პრინციპში სხვა კი არაფერი დამიწერია.
სხვა და სხვა ფორმით 26 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ.

ყოფილმა იუგოსლავიის ქვეყნებმა რა არ გამოიარეს თითქმის დიქტატორი ტიტო. სამოქალაქო თუ ეთნიკონფლიქტები. გენოციდი. ზოგს ამერიკა უჭერდა მხარს, ზოგს რუსეთი, საკუთარი ინტერესების საომარ პოლიგონად აქციეს .
ათასი უბედურება გამოიარეს და დღეს ისინი სად არიან და ჩვენ სად ვართ.
ჩვენზე გვიან ჰქონდათ ის ომი . აგვისტოს ომს თუ არ ჩავთვლით.

Posted by: nforumi 20 Nov 2017, 20:17
nigo
ისინი ჩვენზე წინ იყვნენ ისედაც. მაგ ქვეყნებში მთლად ძალიან სოციალიზმიც არ ყოფილა და შესაბამისად მათი მენტალიტეტი არ არის ისე ძალიან დაავადებული.

თავისუფლება და კერძო საკუთრება იძლევა კეთილდღეობას და ურთიერპატივისცემას.
(გარკვეულ დროში რა თქმა უნდა).

Posted by: beqa1971 21 Nov 2017, 00:12
nigo
nforumi

დემოკრატიაა თუ სხვა რომელიმე წყობა არ აქვს მნიშვნელობა.

ადამიანებს სახელმწიფოსა და კორპორაციების მიმართ ნდობა კაი ხანია დაკარგული აქვთ. ელექტორატი, იგივე განვითარებულ ქვეყნებში სტატისტიკურად სულ უფრო მცირდება.
ამა თუ იმ ბაზრისთვის აქტუალური უნარების მქონე ადამიანების დიდი ნაწილი ფრილანსერია. და ესეც კაი ხანია ტენდენციაა თითქმის ყველა სფეროში.
სოციალური ქსელები სახელმწიფო სტრუქტურებისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა როლებს ითვისებენ, მაგალითისთვის, განათლება, ან თუნდაც დასაქმება. ტვინების გამორეცხვა ამავე სოც-ქსელებში, მათი სრულად მართვის შეუძლებლობის გამო ბევრად შეზღუდულია.

ეკონომიკაში საერთოდ რევოლუციური დეცენტრალიზებული სისტემა შემოდის. ფინანსურ კორპორაციებში, ჩათრევა ჯობია თუ ჩაყოლა მაგაზეა დავა, თორე სისტემა როგორ მოარჯულონ და დაიქვემდებარონ მაგაზე საუბარიც არაა.

რაც შეეხება ამ პროცესების ხელოვნურად აკრძალვას ანუ დიქტატურას, ჩვენისთანა გამოლენჩებული ერიც კი აღარ მიიღებს. არ გამკიცხოთ ეხლა გამოლენჩებულისთვის "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია" ისედაც ხო ცხადია smile.gif

ხოდა ამ ყველაფრის ფონზე სოციალ-დემოკრატია, მემარჯვენე, ცენტრისტი თუ საერთოთ პოლიტოლოგია, ცოტა გაუგებრობაშია და ერთმანეთის იდეებით რაღაც იდიოტურ სიმბიოზებს ქმნის. და თავში ქვა უხლიათ.რაც უნდათ ის შეუქმნიათ. ჩვენ არ ვაპარტყუნოთ ყურები და ყველაფერი კარგად იქნება.

ერთადერთი ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა თუ არ ჩა#### მოულოდნელად, smile.gif

Posted by: nforumi 21 Nov 2017, 10:24
beqa1971
თითოეული პიროვნების თავისუფლება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. თუ ხალხს ასეთი დამოკიდებულება ექნება ნებისმიერი საკითხისადმი (და არა ვაიძულოთ ვინმე გააკეთოს ისე, როგორც უმრავლესობა ვთვლით სწორად), მაშინ თითოეულიც უკეთესად იცხოვრებს და ქვეყანაც მთლიანობაში.
დამოუკიდებლად იმისა, რა როგორ განვითარდება ტექნოლოგიურად.

Posted by: beqa1971 21 Nov 2017, 14:37
nforumi

QUOTE
თითოეული პიროვნების თავისუფლება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი

პიროვნების თავისუფლების მაგ ხარისხს რასაც გულისხმობთ ვერცერთი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

სწორედ მაგას ვამბობ. ვერცერთი, რა განვითარებულიც არ უნდა იყოს. იმიტო კი არა რო ბოროტია და მასონები მართავენ smile.gif, არამედ კარდინალურად განსხვავებულ ფუნქციებზეა ორიენტირებული: სადამსჯელო, აღსრულებითი, მმართველობითი, მარეგულირებელი და ა.შ. სისტემისთვის პიროვნების თავისუფლება ისედაც,მომაბეზრებელი თავის ტკივილია და უამრავ რესურსს ხარჯავს ამ თავისუფლების ილუზიის შექმნაში. კონსტიტუციები კი აქვთ გაშანშალებული, მარა ვერ იზავს ძალიანაც რო უნდოდეს. მაქსიმუმი არის სისტემაში "თავისუფლება" ანუ ეგრეთწოდებული დემოკრატია და მაგაზეც ხო შვთანხმდითsmile.gif

ამიტო
QUOTE
დამოუკიდებლად იმისა, რა როგორ განვითარდება ტექნოლოგიურად.

პირიქით, ზუსტად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული რა როგორ განვითარდება. ტექნოლოგია რომელიც სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხს ამცირებს რეალური თავისუფლების ხარისხს მაღლა წევს. ნებისმიერ სფეროში სახელმწიფოზე დამოკიდებულებისგან გამიჯვნა თავისუფლების ხარისხს ზრდის. ეხლა ჩემი თავი დავიჭირე რო რაღაც ანარქიას ვქადაგებsmile.gif და ისე არაა გამორიცხული მომავლის კულტურულ განვითარებულ საზოგადოებაში ანარქისტული ფორმების აქტუალიზაცია. მარა ძაან შორეულ მომავალში ალბათ.

Posted by: nforumi 21 Nov 2017, 17:20
beqa1971
QUOTE
პიროვნების თავისუფლების მაგ ხარისხს რასაც გულისხმობთ ვერცერთი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

ამიტომაც არსებობენ ანარქისტები smile.gif

QUOTE
რაღაც ანარქიას ვქადაგებ

smile.gif

QUOTE
პირიქით, ზუსტად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული რა როგორ განვითარდება. ტექნოლოგია რომელიც სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხს ამცირებს რეალური თავისუფლების ხარისხს მაღლა წევს. ნებისმიერ სფეროში სახელმწიფოზე დამოკიდებულებისგან გამიჯვნა თავისუფლების ხარისხს ზრდის.

ტექნოლოგიის განვითარებაერთის მხრივ ზრდის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის ხარისხს, მაგრამ მეორე მხრივ ზრდის სახელმწიფოს მიერ ადამიანების კონტროლის შესაძლებლობას.

Posted by: t-90 21 Nov 2017, 17:48
nforumi
QUOTE

აინ რენდს უწერია თავის წიგნში, ვერავინ დაგჩაგრავს, თუ დამჩაგვრელს თავად არ მიეცი ამის უფლებაო... ზუსტად შეეფერება ამას

ფრიად აჰუარი ქალი გახლდათ ქალბატონი აინი.
ჯიბიდან გავარდნილი აფერიზსტი, იგივე ფილოსოფოსების სონკა ზალატაია რუჩკა biggrin.gif
nigo
QUOTE
მე ძალიან მაწუხებს აღზრდის პრობლემები.მე ჩემებს ვეღარ შეცვლი და არც საჭიროებენ. არც მე ვარ რბილი ადამიანი და როდესაც შვილები ხანდახან ჩემი აზრით უსამართლო საყვედურებს მეუბნებიან, მე ისევ იმატზე ვდარდობ. რა დღეში გაქვს ნერვები. სად დავუშვი სეცდომა.
მე ძალიან მინნდა ამ თემაზე ლაპარაკი და თქვენც თუ გაინტერესებთ გავაგრძელოთ,

მშვიდად გაანალიზება უნდა სცადოთ.
საერთოდ ანალიზი მოვლენებისა და ა.შ. ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
ნერვებს აწყნარებს.
QUOTE

მეც ძალიან ანტი ვარ და ახლა კი არა , გაგანია სსრკ-შიც მეზობელი რუსის ქალი მეუბნებოდა, შენ გჭIრს "რაბალეპსტვო" პერედ ზაპადომო" და ბოლოს და ბოლოს ამ ხნის ქალი ბითლზებზე და როლინგებზე ვგიჯდები და ყოველდღე ვუსმენ.
ფარფლები და ზეპელინები მე გავაგებინე, და არა, როცა რამე არ მოეწონებათ მაშინვე სავოკური აზროვნება.

ა ეგ გეწყინათ?
კლასიკური არგუმენტია.
ჯერ კიდევ შუმერულ წარწერაზე ეწერა მაგაზე.
წიპა როგორ უარყვეს შვილებმა ერის ტრადიციები და ა.შ.
nforumi
QUOTE

ტექნოლოგიის განვითარებაერთის მხრივ ზრდის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის ხარისხს, მაგრამ მეორე მხრივ ზრდის სახელმწიფოს მიერ ადამიანების კონტროლის შესაძლებლობას.

ფრიად სიმართლეა.
ეხლა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში თუ გაერკვევით შეგეშინდებათ საერთოდ.
nigo
QUOTE
უბრალოდ , ხელფასებშია ძალიან დიდი სხვაობა. პენსიაზე აღარ ვსაუბრობ.
აქვე მეორე პრობლემასაც ვხედავ, დანამდვილებით ვიცი, რომ ერთ-ერთ საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებს ვერ შოულობენ, იმიტომ რომ მაქსიმუმ 4000 ლარის მიცემა შეუძლიათ და ასეთ პროფებს კერძო სექტორში ორჯერ მეტი აქვთ.

იმიტომ რომ საჯარო სექტორში არის იდიოტური პოლიტიკა როცა სპეიცალისტები (აი მაგ დონის პროფესიონალები) ნაკლებ პრემიას და დაფასებას იღებენ ვიდრე ვიღაცა არაფრისმაქნისი ნათესავები.
beqa1971
QUOTE
პირიქით, ზუსტად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული რა როგორ განვითარდება. ტექნოლოგია რომელიც სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხს ამცირებს რეალური თავისუფლების ხარისხს მაღლა წევს. ნებისმიერ სფეროში სახელმწიფოზე დამოკიდებულებისგან გამიჯვნა თავისუფლების ხარისხს ზრდის. ეხლა ჩემი თავი დავიჭირე რო რაღაც ანარქიას ვქადაგებsmile.gif და ისე არაა გამორიცხული მომავლის კულტურულ განვითარებულ საზოგადოებაში ანარქისტული ფორმების აქტუალიზაცია. მარა ძაან შორეულ მომავალში ალბათ.

აბსურდია.
თქვენ პროსტო ვერ წარმოიდგენთ კონტროლის რა საშუალებებია მოგონილი.
არა თუ თქვენი პირადი ინფორმაციის გაგება არამედ ამ ინფორმაციის ე.წ. "მონაცემთა ანალიზის მეცნიერებით" ნეირონული ქსელებით და ა.შ. კლასიფიკაცია და დასკვნების გამოტანაც.
მიჯაჭვული ხართ თქვენს ტელეფონზე? რა პრობლემაა მონაცემების მოკრება თქვენზე? არანაირი.

Posted by: beqa1971 21 Nov 2017, 20:58
nforumi

QUOTE

QUOTE
პირიქით, ზუსტად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული რა როგორ განვითარდება. ტექნოლოგია რომელიც სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხს ამცირებს რეალური თავისუფლების ხარისხს მაღლა წევს. ნებისმიერ სფეროში სახელმწიფოზე დამოკიდებულებისგან გამიჯვნა თავისუფლების ხარისხს ზრდის.

ტექნოლოგიის განვითარებაერთის მხრივ ზრდის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის ხარისხს, მაგრამ მეორე მხრივ ზრდის სახელმწიფოს მიერ ადამიანების კონტროლის შესაძლებლობას.

რამე ახალი შეთქმულების თეორიის ნაწილია ეს "კონტროლის შესაძლებლობა"? თუ ინფორმაციის მოკრება და კონტროლია სინონიმები?.

t-90

QUOTE
აბსურდია.
თქვენ პროსტო ვერ წარმოიდგენთ კონტროლის რა საშუალებებია მოგონილი.
არა თუ თქვენი პირადი ინფორმაციის გაგება არამედ ამ ინფორმაციის ე.წ. "მონაცემთა ანალიზის მეცნიერებით" ნეირონული ქსელებით და ა.შ. კლასიფიკაცია და დასკვნების გამოტანაც.

smile.gif
ძაანაც ნუ გავასაკრალურებთ ეხლა ამ "მონაცემთა ანალიზის მეცნიერებას" თავის ნეირონული ქსელებით და ა.შ.-ით. და რა პრობლემაა მონაცემების მოკრება? ან რა პრობლემაა ჩემზე ინფორმაციების ტერაბაიტებით არქივირება და ანალიზი, რაო მერე მარკეტინგულად შემისრულებენ? რა საფრთხეებს ხედავთ კონკრეტულად? სიტყვა "კონტროლი" ამ კონტექსტში უბრალო ბუაა თუ მართლა რამე რეალური საფუძველი აქვს მოცემული აზრის ასეთ მუქ ტონალობას? ჰორორის ტიზერივით რო ჟღერს:
QUOTE
მიჯაჭვული ხართ თქვენს ტელეფონზე? რა პრობლემაა მონაცემების მოკრება თქვენზე? არანაირი.

და ამდროს ძალიან მალე, დეცენტრალიზებული ვალუტა, დეცენტრალიზებული სმარტ კონტრაქტი. ეკონომიკური თავისუფლების საფუძვლები იყრება. ტექნოლოგიების მიღწევებია სწორედ ეს ამბები და არაა ასე საშიშად საქმე როგორც გვგონია, ვერ აკრძალავს სახელმწიფო აპარატი, შეუქცევადი პროცესია. ნუ ეხლა ტანკებით თუ გამოვიდა სხვა ოპერაა ეგ. და "მონაცემთა ანალიზის მეცნიერება" არაფერ შუაშია.

ყველაზე სუსტი არგუმენტი რაც ამ "კონტროლთან" მიმართებაში მომისმენია არის "პირადი სივრცე რო ილახება" smile.gif კარგით რა რომელი პირადი სივრცე, სოც-ქსელებს გადახედეთ. საპირფარეშოდანაც სურათებს დებენ. არ მალავს არავინ არაფერს. 21 საუკუნეა.

Posted by: t-90 22 Nov 2017, 01:29
beqa1971
QUOTE
აანაც ნუ გავასაკრალურებთ ეხლა ამ "მონაცემთა ანალიზის მეცნიერებას" თავის ნეირონული ქსელებით და ა.შ.-ით. და რა პრობლემაა მონაცემების მოკრება? ან რა პრობლემაა ჩემზე ინფორმაციების ტერაბაიტებით არქივირება და ანალიზი, რაო მერე მარკეტინგულად შემისრულებენ? რა საფრთხეებს ხედავთ კონკრეტულად? სიტყვა "კონტროლი" ამ კონტექსტში უბრალო ბუაა თუ მართლა რამე რეალური საფუძველი აქვს მოცემული აზრის ასეთ მუქ ტონალობას? ჰორორის ტიზერივით რო ჟღერს:

ყველა მოქალაქის ფსიქოლოგიური პორტრეტი გადაადგილების სქემა და ა.შ.
რეალურად ბევრი რამეა.
მარკეტინგულად შესრულებაც ეგაა, ინფორმაცია თუ გაქვს იცი პოლიტიკურად როგორ უნდა იმოქმედო, რა განწყობებია ხალხშI და ა.შ.
არანაირად არ არის ბუა.
კსტაწი ის რო გგონია რო სრულიად თავისუფალი ხარ ეგ უკვე შეიძLება იმას ნიშნავდეს რომ გისრულებდნენ. biggrin.gif
QUOTE
და ამდროს ძალიან მალე, დეცენტრალიზებული ვალუტა, დეცენტრალიზებული სმარტ კონტრაქტი. ეკონომიკური თავისუფლების საფუძვლები იყრება. ტექნოლოგიების მიღწევებია სწორედ ეს ამბები და არაა ასე საშიშად საქმე როგორც გვგონია, ვერ აკრძალავს სახელმწიფო აპარატი, შეუქცევადი პროცესია. ნუ ეხლა ტანკებით თუ გამოვიდა სხვა ოპერაა ეგ. და "მონაცემთა ანალიზის მეცნიერება" არაფერ შუაშია.

დეცენტრალიზებული ვალუტა ჯერჯერობით აღუაა.
ვერ აკრძალავს სახელმწიფო აპარატი მაგრამ გაუკონტროლებლად არ დატოვებს.
QUOTE

ყველაზე სუსტი არგუმენტი რაც ამ "კონტროლთან" მიმართებაში მომისმენია არის "პირადი სივრცე რო ილახება" smile.gif კარგით რა რომელი პირადი სივრცე, სოც-ქსელებს გადახედეთ. საპირფარეშოდანაც სურათებს დებენ. არ მალავს არავინ არაფერს. 21 საუკუნეა.

არა გენაცვალე.
შენ შეიძლება დებ მაგრამ დებ იმას რასაც გინდა.
ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო რომლის დადებაც არ უნდა ფეისბუქზე.
ან ნუ გასაჯაროვება არ უნდა და ა.შ.
ასე იდება მსახიობების ნიუები რომლებიც საკუთარი თავისთვის აქვთ გადაღებულები და ა.შ.
ბოლობოლო თვით ბიძინა დახაკეს biggrin.gif

Posted by: beqa1971 22 Nov 2017, 05:00
t-90

QUOTE
ყველა მოქალაქის ფსიქოლოგიური პორტრეტი გადაადგილების სქემა და ა.შ.
რეალურად ბევრი რამეა.
მარკეტინგულად შესრულებაც ეგაა, ინფორმაცია თუ გაქვს იცი პოლიტიკურად როგორ უნდა იმოქმედო, რა განწყობებია ხალხშI და ა.შ. 

ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რო "ბორნის იდენტიფიკაციას" მიხსნით. რა ერქვა იმ პროექტს? სკაინეტ თუ ეგ სხვა ფილმშია? აღარ მახსოვს..smile.gif

QUOTE
არანაირად არ არის ბუა.

მეც მაგას არ ვამბობ? არ არი საშიში თქო, უბრალოდ გვაშინებენ და თან მოწონთ რო გვაშინებენ, რაღაც გაუგებარი თვითკმაყოფილებით ივსებიან. არ მესმის.

QUOTE
კსტაწი ის რო გგონია რო სრულიად თავისუფალი ხარ ეგ უკვე შეიძLება იმას ნიშნავდეს რომ გისრულებდნენ. 

"სრულიად თავისუფალი" ერთი კაცი ცხოვრობდა ჩემს მეზობლად, მთლად ნაპოლეონი ვერ იყო მარა, უნივერსიტეტის ბაღში დადიოდა და ტრაკზე ჩქმეტდა გოგოებს საწყალი. ისე კი იყო უწყინარი მარა აიეს ქონდა ამოჩემებული smile.gif

QUOTE
დეცენტრალიზებული ვალუტა ჯერჯერობით აღუაა.
ვერ აკრძალავს სახელმწიფო აპარატი მაგრამ გაუკონტროლებლად არ დატოვებს.

წამოიჩიტება ცოტა ხანში ვაცალოთ.
დაარეგულირებს და მაგაში ვიხდით გადასახადებს რო დაარეგულიროს, მარა ვერ დაიქვემდებარებს ცენტრალიზებულს ვეღარ გახდის.

QUOTE
ასე იდება მსახიობების ნიუები რომლებიც საკუთარი თავისთვის აქვთ გადაღებულები და ა.შ.

მსახიობების ნიუებს სახელმწიფო დებს? თუ ეხლა ავიჭერი დავიბენი ცოტა..

Posted by: t-90 22 Nov 2017, 06:22
beqa1971
QUOTE
ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რო "ბორნის იდენტიფიკაციას" მიხსნით. რა ერქვა იმ პროექტს? სკაინეტ თუ ეგ სხვა ფილმშია? აღარ მახსოვს..

ტერმინატორია ეგა.
QUOTE

მეც მაგას არ ვამბობ? არ არი საშიში თქო, უბრალოდ გვაშინებენ და თან მოწონთ რო გვაშინებენ, რაღაც გაუგებარი თვითკმაყოფილებით ივსებიან. არ მესმის.

არა ბუა იმიტომ არ არის რო დასაშინებალდ არ არის რეალურად საშიშია.
QUOTE
სრულიად თავისუფალი" ერთი კაცი ცხოვრობდა ჩემს მეზობლად, მთლად ნაპოლეონი ვერ იყო მარა, უნივერსიტეტის ბაღში დადიოდა და ტრაკზე ჩქმეტდა გოგოებს საწყალი. ისე კი იყო უწყინარი მარა აიეს ქონდა ამოჩემებული

კარგი რა.
QUOTE
წამოიჩიტება ცოტა ხანში ვაცალოთ.
დაარეგულირებს და მაგაში ვიხდით გადასახადებს რო დაარეგულიროს, მარა ვერ დაიქვემდებარებს ცენტრალიზებულს ვეღარ გახდის.

მშვენივრად დაიქვემდებარებს.
უბრალოდ შექმნის ისეთ რეგულაციებს როცა იმის გამოყენება ძვირი დაჯდება.
QUOTE

მსახიობების ნიუებს სახელმწიფო დებს? თუ ეხლა ავიჭერი დავიბენი ცოტა..

არა მსახიობების ნიუებს შანტაჟისტები დებენ.
ეხალ წარმოდგენა გაქვს რა ესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს მის წინააღმდეგ წამსვლელი სასტავისთვის?

Posted by: nforumi 22 Nov 2017, 11:02
beqa1971
QUOTE
რამე ახალი შეთქმულების თეორიის ნაწილია ეს "კონტროლის შესაძლებლობა"?

რა შეთქმულება კაცო, ღიად გადეკლარირებინებენ ყველაფერს, თუ რამე აინტერესებს სახელმწიფოს.

რაც შეეხება ინტერნეტვალუტებს, ჯერ არავინ იცის, რა სახით განვითარდება. დრო მოვა, მაგის დეკლრირებაც სავალდებულო გახდება, ან კრიმინალიზდება. თუ გაუჭირდებათ?

Posted by: beqa1971 22 Nov 2017, 14:06
t-90

QUOTE
ეხალ წარმოდგენა გაქვს რა ესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს მის წინააღმდეგ წამსვლელი სასტავისთვის?

და არ უნდა ქონდეს სახელმწიფოს მის წინააღმდეგ წამსვლელი სასტავისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა? რაებს წერთ ხალხნო? smile.gif

QUOTE
არა მსახიობების ნიუებს შანტაჟისტები დებენ

ხოდა ცოტა ლოგიკას რო გავყვეთ არ ჯობია? შეგახსენებთ, თხრობის ძაფი სანამ ბოლომდე არ დაგვეკარგა, სახელმწიფო როგორ იყენებს "მონაცემთა ანალიზის მეცნიერებას" მოქალაქეების წინააღმდეგ მაგას ამტკიცებთ.
და რომ ეს ყოველივე
QUOTE
რეალურად საშიშია.

მართლა მაინტერესებს კონკრეტულად რას გულისხმობთ, მაგალითი რო მოიყვანოთ შეიძლება? ეს ინეტერესი მაინც შემომრჩა ჩვენი საუბრის განმავლობაში და ბონდის სინოფსისი არ დამიდოთ თუ ღმერთი გწამთ, იმედი არ გამიცრუოთ, რეალური საშიშროება რაშია ?

nforumi
QUOTE
ღიად გადეკლარირებინებენ ყველაფერს

თქვენ ჩემზე მეტი ანარიქსტი ყოფილხართ smile.gif

QUOTE
რაც შეეხება ინტერნეტვალუტებს, ჯერ არავინ იცის, რა სახით განვითარდება. დრო მოვა, მაგის დეკლრირებაც სავალდებულო გახდება, ან კრიმინალიზდება. თუ გაუჭირდებათ?

გაუჭირდებათ კი არა ფიზიკურად შეუძლებელია, ტანკები თუ არ გამოაგორეს, გადახედეთ, ეგრევე დაინახავთ პოტენციალს.

Posted by: nigo 22 Nov 2017, 16:19
t-90
beqa1971
nforumi

black mirror- ნახეთ. ძალიან მაგარია და სულ მომავლის თუ არსებულ ტექნოლოგიებზეა და , მათი გავლენა საზოგადოების და ადამიანების ცხოვრებაზე.
სერიალი ჰქვია, თორემ არ არის სერიალი. ყველა ფილმი ცალკე თემაა

Posted by: t-90 22 Nov 2017, 16:56
beqa1971
QUOTE
და არ უნდა ქონდეს სახელმწიფოს მის წინააღმდეგ წამსვლელი სასტავისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა? რაებს წერთ ხალხნო? smile.gif

ყველა სახელმწიფო არ ინდობა.
აგერ აშშ-შიც კი უდიდესი პრობლემებია privacyსთან დაკავშირებით.
საქართველოზე არც მაქვს საუბარი.
QUOTE
ხოდა ცოტა ლოგიკას რო გავყვეთ არ ჯობია? შეგახსენებთ, თხრობის ძაფი სანამ ბოლომდე არ დაგვეკარგა, სახელმწიფო როგორ იყენებს "მონაცემთა ანალიზის მეცნიერებას" მოქალაქეების წინააღმდეგ მაგას ამტკიცებთ.
და რომ ეს ყოველივე

ყველანაირად.
მაგალითად სახელმწიფოს აინტერესებს მოქალაქეთა განწყობები.
ამისთვის ყველაზე კარგი მეთოდია იგივე სოცმედიის ანალიზი მაგალითად.
კონკრეტული საკვანძო პერსონების და გავლენის აგენტების შერჩევა და ა.შ.
არამარტო სახელმწიფოს არამედ ელიტის ფრაქციებსაც კი შეუძლიათ.
ეხლა ამ ვყელაფრის ანალიზი გაადვილდა.
ადრე გაცილებით რთული იყო.
QUOTE

მართლა მაინტერესებს კონკრეტულად რას გულისხმობთ, მაგალითი რო მოიყვანოთ შეიძლება? ეს ინეტერესი მაინც შემომრჩა ჩვენი საუბრის განმავლობაში და ბონდის სინოფსისი არ დამიდოთ თუ ღმერთი გწამთ, იმედი არ გამიცრუოთ, რეალური საშიშროება რაშია ?

კონკრეტულ სიმულაციასთან მქონდა შეხება როდესაც კონკრეტულ ადამიანს გაუყინეს ანგარიში, ჩასვეს ძებნილთა სიაში, გაუუქმეს ბარათი, წაუშალეს უმნიშვენლოვანესი ფაილები და ა.შ.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სიმულაციაა მაგრამ ძალიან ეფექტურია.
და ეს ყველაფერი არამარტო სახელმწიფოს არამედ მესამე აქტორსაც შეუძლია.

Posted by: beqa1971 22 Nov 2017, 22:51
nigo

ტრეილერი ვნახე და არ უნდა იყოს ცუდი, მადლობა smile.gif

t-90

მოკლედ, შორს რო აღარ წავიდეთ, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და არა საკუთარი მოსახლეობის ტერორი, და მემგონი უნდა დამეთანხმებით ამაში. და რა თქმა უნდა სახელმწიფო ტექნოლოგიებს იყენებს ამ პრიორიტეტის დასაცავად.

ისე , ზოგადად, ტექნოლოგიების განვითარება, რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ჭრილში განსახილველი თემაა არაა, არამედ გლობალურად კაცობრიობის ეთიკისა და კულტურის საკითხებია. ხოდა ასე თანმიმდევრულად ხო არ გადავიდეთ თემატიკაზე? პოლიტიკას ისედაც განყოფილებისთვის შეუფერებლად ზედმეტი დრო დავუთმეთ. smile.gif

Posted by: nforumi 23 Nov 2017, 10:26
beqa1971
QUOTE
თქვენ ჩემზე მეტი ანარიქსტი ყოფილხართ

მესიმპატიურება ანარქო-კაპიტალიზმი, მაგრამ სამწუხაროდ არარეალურია smile.gif

QUOTE
გაუჭირდებათ კი არა ფიზიკურად შეუძლებელია, ტანკები თუ არ გამოაგორეს, გადახედეთ, ეგრევე დაინახავთ პოტენციალს.

და რა პრობლემაა?

nigo
QUOTE
black mirror- ნახეთ. ძალიან მაგარია და სულ მომავლის თუ არსებულ ტექნოლოგიებზეა და , მათი გავლენა საზოგადოების და ადამიანების ცხოვრებაზე.
სერიალი ჰქვია, თორემ არ არის სერიალი. ყველა ფილმი ცალკე თემაა

არც გამიგია რა არის ეგ...

t-90
QUOTE
ყველა სახელმწიფო არ ინდობა.

რომელი ინდობა? wink.gif

beqa1971
QUOTE
შორს რო აღარ წავიდეთ, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა

აი, საზოგადოება თუ გააცნობიერებს ეს და მხოლოდ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, მაშინ შეგვეძლება შევქმნათ მართლა თავისუფალი საზოგადოება.

Posted by: t-90 23 Nov 2017, 14:28
beqa1971
QUOTE
ოკლედ, შორს რო აღარ წავიდეთ, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და არა საკუთარი მოსახლეობის ტერორი, და მემგონი უნდა დამეთანხმებით ამაში. და რა თქმა უნდა სახელმწიფო ტექნოლოგიებს იყენებს ამ პრიორიტეტის დასაცავად.

ეგ წიგნებში.
სახელმწიფო არის ელიტის ინსტრუმენტი.
ხოლო ელიტა რას შვება: ატერორებს მოსახლეობას თუ არა და რატომ რას აკეთებს ეგ ცალკე რამეა.
nforumi
QUOTE

რომელი ინდობა?

გააჩანია სახელმწიფოს უფრო სწორედ მმართველი ელიტის მიზნებს.
QUOTE

აი, საზოგადოება თუ გააცნობიერებს ეს და მხოლოდ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, მაშინ შეგვეძლება შევქმნათ მართლა თავისუფალი საზოგადოება.

ა ანუ სამართალი, პოლიცია და ა.შ. არ გინდათ თქვენ ხო?
რა პრობლემაა მე კი გადავრჩები მსგავს სიტუაციაში თქვენ იკითხეთ თორე biggrin.gif

Posted by: nforumi 23 Nov 2017, 16:55
t-90
QUOTE
ა ანუ სამართალი, პოლიცია და ა.შ. არ გინდათ თქვენ ხო?

ჩემი რომელი ფრაზიდან გამოგაქვს ეს აზრი?

Posted by: beqa1971 23 Nov 2017, 20:46
ტ-90

QUOTE
ეგ წიგნებში.

წიგნი ჯობია კინოს მაინც პირველწყაროა.smile.gif

nforumi
QUOTE
აი, საზოგადოება თუ გააცნობიერებს ეს და მხოლოდ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, მაშინ შეგვეძლება შევქმნათ მართლა თავისუფალი საზოგადოება.

ამის გაცნობიერებას საზოგადოების აზრზე მოსვლა უნდა და ჯერჯერობით გვიჭირს

Posted by: nforumi 23 Nov 2017, 21:58
beqa1971
QUOTE
ამის გაცნობიერებას საზოგადოების აზრზე მოსვლა უნდა და ჯერჯერობით გვიჭირს

ჯერჯერობით კი არა, კაი დიდხანს არ მოხდება ეგ, თუ საერთოდ მოხდა wink.gif

Posted by: nigo 24 Nov 2017, 09:56
nforumi

black mirror-ეს არ არის სერიალი.
პერფომანსია, ფილოსოფია , იცი რა.
მოდი სერიალების თემაში ნახე და იქვეა ტანკეს ახსნაც-სხვებისაც.
მომავლისა თუ არსებული ტექნოლოგიების გავლენა თანამედროვე ცხოვრებაზე, მათი როლი და მოკლედ რა გითხრა ჰაქსლი , ზამაიტინი და ორუელი ერთად რომ წაიკითხო, ისაა .

ყველა სერია სხვა და სხვა. რომლითაც გიბდა იმით დაიწყებ, თუ გინდა ,სულ ბოლოთი.
აქ არის მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე .
ძნელია ასე ახსნა, მაშინ უნდა მივყვეთ ყოველ ფილმ-სერიას. დამიჯერე , თუ გინდა ჯერ თემა წაიკითხე სერიალებში და მერე გადაწყვიტე .ძალიან მაღალი დონეა.

Posted by: akkai 24 Nov 2017, 10:00
სალამი ყველას

QUOTE
ყველა სერია სხვა და სხვა. რომლითაც გიბდა იმით დაიწყებ, თუ გინდა ,სულ ბოლოთი.
აქ არის მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე .

nigo
ჰაუს ოფ კარდს ნანახი გაქ?

ამბობენ ეს არის კლასიკა მედიის როლზე ქვეყნის პოლიტიკის განვითარებაზეო.

ნარცოსის ბოლო სეზონს ჩავამთავრებ და მერე რომელიმეს ავირჩევ

Posted by: nigo 24 Nov 2017, 20:38
akkai
house of card-ს აუცილებლად უნდა ნახო.

პოლიტიკურ დრამებში ერთერთი უძლიერესია.
რაც შეეხება ნამდვილ მედიას, ჩემი ნება რომ იყოს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სახელმძღვანელოდ შევიტანდი newsroom-ს.

წმინდა ჟურნალისტიკაზე , მის სტანდარტებზე და რა არის და როგორი უნდა ნამდვილი ჟურნალისტი

პოლიტიკაზე რაც კი კარგი და ღირებული სერიალია, თითქმის ყველა ვნახე ევროპულიც და ამერიკულიც .ახლაც ვუყურებ designated suvivor-ს. ჩემი ყველაზე საყვარელი ჟანრია.რასაკვირველია ყველგან არის ჟურნალისტიკა, პიარი , პოლიტტექნოლოგიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები.
ამის გარეშე პოლიტიკა არ იქმნება.მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ყველა ეს პროფესია ერთი ჰგონიათ .ჟურნალისტიკას და პიარს ვერ ანსხავავებენ. არად ამაზე უამრავი სტატიაა დაწერილი.

ნახე house of cards .ძალიან ძლიერია და შემდეგ სეზონზე დააქენსელებენ კევინ სპეისის გამო

black mirror-ში მხოლოდ ერთ სერიაშია გამოკვეთილად მასმედიის გავლენა. ზოგადად ტექნოლოგიების უფრო. სხვათაშორის ტანკეს აქვს ძალიან კარგად გარჩეული თითოეული სერია.

Posted by: nforumi 24 Nov 2017, 22:56
nigo
QUOTE
black mirror-ეს არ არის სერიალი.

გამორიცხულია სერიებს ვუყურო, სადაა მაგის დრო.

აი შენი ხათრით ერთ სერიას ვნახავ, რომელსაც მირჩევ.

Posted by: nigo 25 Nov 2017, 09:32
nforumi
white christmas -ნახე ან 15million merits.

nosedive , რა ვიცი, არ არის სერიალი, სულ სხვა ამბავია smile.gif

Posted by: nforumi 25 Nov 2017, 14:04
nigo
QUOTE
white christmas -ნახე ან 15million merits.

შავი სარკე?

Posted by: nigo 25 Nov 2017, 19:25
nforumi
სერიალს ჰქვია შავი სარკე. თითოეულ სერიას ან ფილმს სულ სხვა და სხვა სიუჟეტი აქვს, თავისი სახელები აქვს.

Posted by: nforumi 26 Nov 2017, 10:07
nigo
QUOTE
სერიალს ჰქვია შავი სარკე. თითოეულ სერიას ან ფილმს სულ სხვა და სხვა სიუჟეტი აქვს, თავისი სახელები აქვს.

სიტყვა შევასრულე, ვნახე პატიოსნად smile.gif

Posted by: beqa1971 26 Nov 2017, 10:47
QUOTE
სიტყვა შევასრულე, ვნახე პატიოსნად 

მეცsmile.gif , დაჟე ორი სერია და სლაბია

Posted by: nigo 27 Nov 2017, 10:06
nforumi
beqa1971

რადგან ჩემი ხათრით ნახეთ, მაშინ ერთი ხათრი კიდევ გამიწიეთ და სერიალების თემაში ტანკეს გარჩევები წაიკითხეთ. ერთი სულის ამოსუნთქვით საყურებელი სერიალი არ არის.

სერიალია ჰოუმდელნდი, ფრინჯი, შილდი , 24 და სოპრანო და ა.შ.

ეს არის დღევანდელ და მომავლის ცხოვრებაზე ტექნოლოგიების და საზოგადოებრივი აზრის შექმნა , გავლენა და მოკლედ მილიონი რამ.
ეს არის ფილმები საზოგადოების შესახებ და როგორ შეგიძლია ხალხის მანიპულირება.

Posted by: beqa1971 27 Nov 2017, 16:34
nigo

QUOTE
სერიალების თემაში ტანკეს გარჩევები წაიკითხეთ.

წავიკითხე პირველი ნაწილის მესამედი და მივატოვეsmile.gif

და ავხსნი რატომაც:

არსებობს კინოშედევრი ანუ კინო რგორც ხელოვნება: მაგალითად: "ტოკიური ამბავი",
არსებობს კარგი კინო, ჟანრი აუცილებლად დრამა. მაგალითად: "ღამე"
არსებობს კარგი ენთერთეინმენთ კინო = დრამის გარეშე ყველა სხვა ჟანრი + ჰეფი ენდი აუცილებლად! მაგ: "მედ მაქსი, მრისხანების გზა" popcorn.gif
არსებობს "სლაბი" კინო მაგრამ კარგი ენთერთეინმენთი, რომელსაც ამბიცია აქვს კინოენთერთეინმენთიდან კარგ კინოში გადასვლის და ვერ ახერხებს. მაგალითად: "დასაწყისი".
არსებობს "სლაბი" კინო "ისე რა" ენთერთეინმენთით. მაგალითად "შავი სარკე" smile.gif 2kiss.gif

და არსებობს უამრავი უნიჭო, ცუდი კინო ცუდი ენთერთეინმენთით. მაგალითად " ჰეროკრატია". eek.gif

ბევრი რო აღარ გავაგრძელო , ბლექ მირორი ორი ამბავის გამოა "სლაბი". ერთი, რომ "დაღეჭილია" და მეორე რომ მორალისტურია, ეს ორივე კარგი კინოს მტერია.
კარგი ენთერთეინმენთისთვის მძიმე ფინალები აქვს.

Posted by: nforumi 27 Nov 2017, 20:05
nigo
QUOTE
რადგან ჩემი ხათრით ნახეთ, მაშინ ერთი ხათრი კიდევ გამიწიეთ და სერიალების თემაში ტანკეს გარჩევები წაიკითხეთ.

აუ, მაგას არ შეგპირებივარ და ვერც შეგპირდები. beqa1971
beqa1971
ვაფასებ შენს პირდაპირობას.

Posted by: nigo 28 Nov 2017, 08:50
beqa1971
nforumi
კარგი.ნუ ვიდავებთ, მითუმეტეს სულ ორი სერია გაქვს ნანახი. სენ ჟუნიპერო ფანტასტიურია , ჰეპი ენდიდთ. მაგრამ დავანებოთ თავი.

ყველას თავისი აზრი აქვს.

"ჰეროკრატიას" რაც შეეხება, ამდენი მასალა გქონდეს, ამდენი ფული და ეს გააკეთო.
sad.gif

Posted by: nforumi 28 Nov 2017, 09:24
nigo

QUOTE
"ჰეროკრატიას" რაც შეეხება, ამდენი მასალა გქონდეს, ამდენი ფული და ეს გააკეთო.

ეს ხაინდრავამ რომ გადაიღო რაღაცა, ის ?

Posted by: HurricaneKat. 28 Nov 2017, 09:49
QUOTE (beqa1971 @ 27 Nov 2017, 16:34 )
ერთი, რომ "დაღეჭილია" და მეორე რომ მორალისტურია, ეს ორივე კარგი კინოს მტერია.

სად არის დაღეჭილი
რომელ ფილმებშI და სერიალებში?

Posted by: beqa1971 28 Nov 2017, 14:54
nforumi
QUOTE
ვაფასებ შენს პირდაპირობას.

sa.gif smile.gif

HurricaneKat.
QUOTE
სად არის დაღეჭილი
რომელ ფილმებშI და სერიალებში?
ამ სერიებში, მე რაც ვნახე: nosedive და playtest

nigo
QUOTE
კარგი.ნუ ვიდავებთ

love.gif
QUOTE
ყველას თავისი აზრი აქვს.

მისასალმებელი ამბავიაsmile.gif

Posted by: HurricaneKat. 28 Nov 2017, 15:03
QUOTE (beqa1971 @ 28 Nov 2017, 14:54 )

QUOTE
სად არის დაღეჭილი
რომელ ფილმებშI და სერიალებში?
ამ სერიებში, მე რაც ვნახე: nosedive და playtest

ნოუსდაივი ერთ ერთი სუსტი სერიაა ჩემი აზრით
ოპ. ნამუშევარს თუ არ ჩავთვლით
და მაინც
რა არის მაგ 2 სერიაში დაღეჭილი
თემაა დაღეჭილი თუ მანდგვიღეჭავენ რამეს

Posted by: beqa1971 28 Nov 2017, 21:05
HurricaneKat.
მორალისტურია როდესაც კონკრეტულად "ესე" არის ცუდი... და კონკრეტუალდ "ასე" არის კარგი.
დაღეჭილია როდესაც ცუდი არის შავი და კარგი არის თეთრი.

ამ ორ სერიაში დაღეჭილია ორივე სერია, მესამე ვერ იქნება ცხადია და..... თქვენ კონკრეტულად რა კითხვა გაქვთ?

იმიტო რო აქ
QUOTE
და მაინც
რა არის მაგ 2 სერიაში დაღეჭილი
თემაა დაღეჭილი თუ მანდგვიღეჭავენ რამეს
ასეთი შინაარსის აზრი იკითხება:
"სულაც არაა დაღეჭილი ძალიანაც კარგადაა გადმოცემული ყველაფერი"
და ტყუილად ნუ მომაცდენთ smile.gif

Posted by: HurricaneKat. 29 Nov 2017, 09:28
beqa1971
ერთი რომელიმე 'არამორალისტური' ფილმის მაგალითი მითხარით არ დაგეზაროთ

QUOTE
თქვენ კონკრეტულად რა კითხვა გაქვთ?

ამავე თემატიკის თუ იცით რამე სხვა მეთქი spy.gif

Posted by: ratomac aRa 29 Nov 2017, 10:09
QUOTE
ერთი რომელიმე 'არამორალისტური' ფილმის მაგალითი მითხარით არ დაგეზაროთ

რომ გითხრა რა მერე?> პრიზი?

Posted by: HurricaneKat. 29 Nov 2017, 10:16
QUOTE (ratomac aRa @ 29 Nov 2017, 10:09 )

რომ გითხრა რა მერე?> პრიზი?

თქვი yes.gif

Posted by: beqa1971 29 Nov 2017, 13:07
HurricaneKat.
QUOTE
არ დაგეზაროთ

არ მეზარებაsmile.gif

ნათელი რო გახდეს რაზე ვსაუბრობთ, თემატიკა ერთ წინადადებაში მოვაქციოთ, ანუ : "როგორ კარგავს ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით ადამიანი სულიერებას" . ეს არის ხო თემატიკა? და არა მგონია ფიქრობდეთ რომ ეს აზრი ორიგინალურია და პირველად გაჟღერდა "შავ სარკეში" eek.gif

რაც შეეხება
QUOTE
ერთი რომელიმე 'არამორალისტური' ფილმის მაგალითი მითხარით

QUOTE
ამავე თემატიკის

შეუძლებელია, იმიტომ რომ თავად თემატიკაა ცალსახად მორალისტური. და მორალისტურია იმიტომ რომ მტკიცებით კატეგორიულ ფორმაშია მოწოდებული.
"კარგავს თუ არა ადამიანი სულიერებას ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით?" აი ამ თემაზე ფილმი შესაძლოა არამორალისტური იყოს, მაგრამ ცოტა არ იყოს ბანალურია და კარგი კინოსთვის მხოლოდ ეს ცლსახა რაკურსი არაა საინტერესო.
ეს თემა "გაკვრით" არის ნახსენები შემდეგ ფილმებში: "სტალკერი" , "სოლარისი" , "მოქალაქე კეინი", "2001 კოსმიური ოდისეა" , "მექანიკური ფორთოხალი" , "her" და ა. შ.

Posted by: HurricaneKat. 29 Nov 2017, 13:44
beqa1971
QUOTE
შეუძლებელია, იმიტომ რომ თავად თემატიკაა ცალსახად მორალისტური

no.gif
შეუძლებელია იმდენად რამდენად ჩვენს აღქმას ემყარება

ratomac aRa
აღარ შეწუხდე

Posted by: beqa1971 29 Nov 2017, 19:46
HurricaneKat.
QUOTE
შეუძლებელია იმდენად რამდენად ჩვენს აღქმას ემყარება

ამ წინადადებიდან აზრის გამოტანა გამიჭირდა, მაგრამ მივხვდი რო არ მეთანხმებით smile.gif

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 09:20
QUOTE (beqa1971 @ 29 Nov 2017, 19:46 )

ამ წინადადებიდან აზრის გამოტანა გამიჭირდა, მაგრამ მივხვდი რო არ მეთანხმებით smile.gif

ნუთუ?!
მაგიტომ მივაშველე სმაილი

Posted by: POKERISBLUFF 30 Nov 2017, 09:45
QUOTE (beqa1971 @ 29 Nov 2017, 14:07 )

QUOTE
ამავე თემატიკის

შეუძლებელია, იმიტომ რომ თავად თემატიკაა ცალსახად მორალისტური. და მორალისტურია იმიტომ რომ მტკიცებით კატეგორიულ ფორმაშია მოწოდებული.

+1 დალაგებული და ჩამოყალიბებული აზრია) ყველასთვის გასაგები თქო დავწერდი მაგრამ.......

რაც შეეხება პოსტს და
მექანიკურ ფორთოხალს
სასწაული წასაკითხია
რატომღაც ვერ ვიფიქრე აქამდე რომ მასზე შეეძლო ვინმეს ფილმი გადაეღო :/
რა კარგია რომ ეს პოსტი ვნახე
აუცილებლად უნდა ვუყურო yes.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 09:59
ოლიმპოდან პოსტვას შეეშვი ხანდახან yes.gif POKERISBLUFF

ფილმია სასწაული, მართალია მასონი კუბრიკის გადაღებული, მაგრამ არაშაბლონური, ბრიტანული გემოვნებიანობის აურით.
წიგნი -ქუჩის ჩვეულებრივი ლექსიკონია

Posted by: POKERISBLUFF 30 Nov 2017, 10:17
QUOTE (HurricaneKat. @ 30 Nov 2017, 10:59 )

ფილმია სასწაული, მართალია მასონი კუბრიკის გადაღებული, მაგრამ არაშაბლონური, ბრიტანული გემოვნებიანობის აურით.
წიგნი  -ქუჩის ჩვეულებრივი ლექსიკონია

user posted image

მე კი არა
შენ ხარ მქონი ქ/მს ჩინურ ოლიმპოზე "დამწყვდეული"
ამ თემაში მეორედ რაღა შემომიყვანს sad.gif ისევე როგორც ციყვების ფუღოროებისკენ)
თემის კოლორიტი იუზერები მომიტევებენ იმედია
არ მინდოდა off-ი
და მაინც გამომივიდა

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 10:31
POKERISBLUFF
მე მაინც love.gif

Posted by: t-90 30 Nov 2017, 10:52
HurricaneKat.
QUOTE

ერთი რომელიმე 'არამორალისტური' ფილმის მაგალითი მითხარით

Ex machina
მაგალითად.

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 11:08
QUOTE (t-90 @ 30 Nov 2017, 10:52 )

Ex machina
მაგალითად.

ბრიტანული სქაი ფაი უკვე საინტერესოა yes.gif
ჩავინიშნავ და მერე განვსჯი gigi.gif

მე იმას ვამბობ რომ ფილმის მესიჯი (მორალისტობა თუ ამორალისტობაა) იმაზე არ არის დამოკიდებული რას ჩადებს რეჟისორი (სუბიექტური აღქმა 1), იმაზეა თუ რას გაიგებს კონკ. ინდივიდი ( სუბ. აღქმა2)
ამიტომ იმაზე დავა რეჟისორი მორალისტობს თუ არა უაზროა, იმიტომ რომ ერთ 'სისტემაში' ვერ მოვაქცევთ

Posted by: t-90 30 Nov 2017, 12:38
HurricaneKat.
QUOTE
ბრიტანული სქაი ფაი უკვე საინტერესოა yes.gif
ჩავინიშნავ და მერე განვსჯი

საკმაოდ საინტერესო მოდელია განხილული.
ეგ ნაღდად სცემს პასუხს უსაფრთხოებაზე.
QUOTE
მე იმას ვამბობ რომ ფილმის მესიჯი (მორალისტობა თუ ამორალისტობაა) იმაზე არ არის დამოკიდებული რას ჩადებს რეჟისორი (სუბიექტური აღქმა 1), იმაზეა თუ რას გაიგებს კონკ. ინდივიდი ( სუბ. აღქმა2)
ამიტომ იმაზე დავა რეჟისორი მორალისტობს თუ არა უაზროა, იმიტომ რომ ერთ 'სისტემაში' ვერ მოვაქცევთ

ეგეც არის.
ამიტომ უყურო უნდა ფილმს და აზრი უნდა გამოიტანო და არა არჩიო biggrin.gif კინომცოდნეები ხო არ ვართ? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 13:37
t-90
QUOTE
საკმაოდ საინტერესო მოდელია განხილული.
ეგ ნაღდად სცემს პასუხს უსაფრთხოებაზე.

მაგრამ
თუ AI მართლა განვითარდება, თავს მაინც ვერაფრით დავიცავთ sad.gif

Posted by: nigo 30 Nov 2017, 13:42
ფილმი, მხატვრობა, მუსიკა ემოციური სფეროა.

გააჩნია შენ რა აგაღელვებს, რა ემოციას მოიტანს.

თუ გემოვნებიანი და განათლებული მკითხველია ან მუსიკისმოყვარული ან ფერწერის კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებს

ახლა სიტყვა "გადაღეჭილი."

ბიბლიური სიუჟეტების""" გადაღეჭილი" შედევრებია რენესანსის მხატვრობა .

ბევრი მაღალმხატვრული ღირებულების სხვა ჟანრის ნაწარმოებები.

"გადაღეჭილია" შექსპირი და მისი პიესები,მაგრამ მაინც იდგმება და არ ჩამოდის სცენიდან.

და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოთვლა.

ცხოვრება არ არის მარტო შავი და თეთრი, შუაში უამრავი ფერია და ნაცრისფერსაც კი მილიონი ელფერი აქვს.

ბლექ მირორის "სენ ჟუნიპერო" კლასიკაა, მაგრამ ზოგი მხოლოდ ლესბის დაინახავს .ზოგი ბიბლიურ სიუჟეტსაც ამოიცნობს.

ყველაფერი შეიძლება ამ არტ-პერფომანსზე თქვა , გარდა იმისა რომ , "სლაბია"და "გადაღეჭილი"
დავამატებ, ჩემი მოკრძალებული აზრით.

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 13:47
nigo
+
QUOTE
ბლექ მირორის "სენ ჟუნიპერო" კლასიკაა, მაგრამ ზოგი მხოლოდ ლესბის დაინახავს .ზოგი ბიბლიურ სიუჟეტსაც ამოიცნობს.

ზუსტად ამ სერიაზე იყო
მაგის მეტი ვერაფერი დაინახემეთქი ვიკითხე

Posted by: t-90 30 Nov 2017, 14:13
HurricaneKat.
QUOTE
მაგრამ
თუ AI მართლა განვითარდება, თავს მაინც ვერაფრით დავიცავთ

უკვე განვითარებულია საკმაოდ სერიოზულად.
მაგეებს ვაკეთებ ეხლა.
მტერს და ავს biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 14:24
t-90
ნუ მაშინებ მაინც biggrin.gif

Posted by: t-90 30 Nov 2017, 16:14
QUOTE (HurricaneKat. @ 30 Nov 2017, 14:24 )
t-90
ნუ მაშინებ მაინც biggrin.gif

არ გაშინებ რეალობას გიხატავ.
აგერ ცოტა ხნის წინ ღრმა სწავლების ალგორითმით ყველლაზე საშინელ ქაფჩას (CAPTCHA ანუ ტურინგის ტესტს) ბოლო მოვუღე biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 16:21
t-90
ტურინგი ვიცი და ქაფჩა არა
მე თუ რამენაირად 'მიერთებული' არ ვიქნები იმ სისტემასთან რასაც AI 'აკონტროლებს', ჩემს 'მართვას' ვერ შეძლებს ხო?

Posted by: t-90 30 Nov 2017, 16:53
HurricaneKat.
QUOTE

ტურინგი ვიცი და ქაფჩა არა
მე თუ რამენაირად 'მიერთებული' არ ვიქნები იმ სისტემასთან რასაც AI 'აკონტროლებს', ჩემს 'მართვას' ვერ შეძლებს ხო?

ნუ გამოქვაბულში თუ ჩაჯდები მაშIნ ხო.
მარა მანდაც მოგაგნებენ სკაინეტელები biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2017, 18:03
t-90
კაი ვთქავათ მომაგნეს
ფიქრების და ქცევების მართვა დიჯითალურად შეეძლებათ? biggrin.gif

Posted by: nforumi 30 Nov 2017, 18:27
t-90
QUOTE
აგერ ცოტა ხნის წინ ღრმა სწავლების ალგორითმით ყველლაზე საშინელ ქაფჩას (CAPTCHA ანუ ტურინგის ტესტს) ბოლო მოვუღე 

ცოტა მეტი გვითხარი აბა რას აკეთებ?

იქნება ახლავე ჯობია შენი შეჩერება... biggrin.gif

Posted by: beqa1971 30 Nov 2017, 20:07
nigo

QUOTE
ბლექ მირორის "სენ ჟუნიპერო" კლასიკაა, მაგრამ ზოგი მხოლოდ ლესბის დაინახავს .ზოგი ბიბლიურ სიუჟეტსაც ამოიცნობს.

ყველაფერი შეიძლება ამ არტ-პერფომანსზე თქვა , გარდა იმისა რომ , "სლაბია"და "გადაღეჭილი"

ეს არ მინახავს, რაც ვნახე იმაზე ვთქვი და ნუ მაბრალებთ რაღაცეებს smile.gif

t-90
QUOTE
ამიტომ უყურო უნდა ფილმს და აზრი უნდა გამოიტანო და არა არჩიო  კინომცოდნეები ხო არ ვართ? 

აზრი რო გამოიტანო მაგიტო ვარჩევთ, smile.gif

HurricaneKat.

QUOTE
ზუსტად ამ სერიაზე იყო
მაგის მეტი ვერაფერი დაინახემეთქი ვიკითხე

ესეც ჩემ ბოსტანში იყო ნასროლი? lol.gif
ვაა, ერთი უნდა ვნახო ეგ "სენ ჟუნიპერო" და მერე მოგახსენებთ აზრს.
sa.gif smile.gif

Posted by: t-90 1 Dec 2017, 08:05
HurricaneKat.
QUOTE
კაი ვთქავათ მომაგნეს
ფიქრების და ქცევების მართვა დიჯითალურად შეეძლებათ? biggrin.gif

თუ ვერ შეძლეს ალბათ წირვას გამოგიყვანენ biggrin.gif
ანუ რისი შიში გაქვს ვერ მოვედი აზრზე biggrin.gif
nforumi
QUOTE
ცოტა მეტი გვითხარი აბა რას აკეთებ?

იქნება ახლავე ჯობია შენი შეჩერება..

ტურინგის ტესტს გავედი რა არაფერი ისეთი.

Posted by: nigo 1 Dec 2017, 08:20
beqa1971
QUOTE
ეს არ მინახავს, რაც ვნახე იმაზე ვთქვი და ნუ მაბრალებთ რაღაცეებს

არაფერს გაბრალებ.

ხდება ხოლმე ,ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არა.

მე შენი ზედა პოსტებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ უნდა ჩაწვდომოდი რაზეა. შეიძლება ზერელედ ნახე, თანაც მხოლოდ ორი სერია. შეიძლება არ მოგეწონა.
არ არის პრობლემა, ყველას თავისი აზრი აქვს.
აგერ ლიტერატურაში ფამუკი და კოელიო ერთ რანგში გაიყვანეს. ჩემი აზრით კი კოელიო ერთი პაპასა მწერალია და მეტი არაფერი.

მე თუ მკითხავ დღეს, საქართველოში, უფროსი თაობიდან გურამ დოჩანაშვილს და ბესიკ ხარანაულს თუ არ ჩავთვლით. აკა მორჩილაძისნაირი არ გვყავს. ყველაფერს ვკითხულობ , რასაც წერს და ძალიან მაგარია. ვიღაცისთვის მხოლოდ "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"(ესეც ძალიან მაგარია და ზუსტად გადმოცემს იმ ეპოქას,) მაგრამ ხალხმა მხოლოდ გინება დაინახა.

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 09:12
beqa1971
არა

t-90
წირვის გამოყვანა ჯობს

QUOTE
ანუ რისი შიში გაქვს ვერ მოვედი აზრზე

როცა გაიძულებენ გააკეთო ის რაც არ გინდა და შენ ამას აცნობიერებ,
მაგრამ თუ ძალიან განვითარდნენ ცნობიერსაცმოსპობენ ალბათ
თუ მასეა ცარიელი ჩონჩხი რაღა ჯანდაბად უნდათ
მაგრამ იმათ ქომანდებს ჩემს ნეირონებს როგორ გააგებინებენ, იმპულსებამდე როგორ დაიყვანენ spy.gif
თუ ამას შესძლებენ ღმერთები ყოფილან და კაცობრიობის მთელი ინტელექტუალური მონაპოვარი მხოლოდ ბოდვა გამოდგება

Posted by: t-90 1 Dec 2017, 09:23
HurricaneKat.
QUOTE

წირვის გამოყვანა ჯობს

გავითვალისწინებ და ჩავდებ ალგორითმში biggrin.gif
QUOTE
როცა გაიძულებენ გააკეთო ის რაც არ გინდა და შენ ამას აცნობიერებ,
მაგრამ თუ ძალიან განვითარდნენ ცნობიერსაცმოსპობენ ალბათ
თუ მასეა ცარიელი ჩონჩხი რაღა ჯანდაბად უნდათ
მაგრამ იმათ ქომანდებს ჩემს ნეირონებს როგორ გააგებინებენ, იმპულსებამდე როგორ დაიყვანენ

მარტივად.
აი ფსიქიატრიული წამალი რა არის ხო?
კონკრეტული სეკრეტის გაძლიერება ან შესუსტება. აი ნეიროტრანსმიტერს რასაც ეძახიან.
ეგრე თუ მოახერხეს გავლენის მოხდენა მეტიც არ უნდათ.
QUOTE
თუ ამას შესძლებენ ღმერთები ყოფილან და კაცობრიობის მთელი ინტელექტუალური მონაპოვარი მხოლოდ ბოდვა გამოდგება

არა რატო?
რომ არა კაცობრიობის მონაპოვარი ეგენიც არ იქნებოდნენ.

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 10:32
t-90
QUOTE
მარტივად.
აი ფსიქიატრიული წამალი რა არის ხო?
კონკრეტული სეკრეტის გაძლიერება ან შესუსტება. აი ნეიროტრანსმიტერს რასაც ეძახიან.
ეგრე თუ მოახერხეს გავლენის მოხდენა მეტიც არ უნდათ.

თეორიულად მარტივია
მაგრამ 'ინტელექტი' იმიტომ ქვია რომ ადამიანის სწავლების გარეშეც მიხვდება როგორ უნდა იპოვოს უნივერსალური გზა, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება,მაგიტომაა საშიში
და არა როგორც ფსიქიატრიული წამალი, რომელიც ზოგზე მოქმედებს , ზოგზე არა

QUOTE
არა რატო?
რომ არა კაცობრიობის მონაპოვარი ეგენიც არ იქნებოდნენ.

ჩვენ მხოლოდ ვთქვათ ანბანს ვასწავლით ეი ბი სი (ინგლისური იმიტომ მომყავს რომუფრო რთულია). კითხვას და წინადადებების აწყობას თვითონ ისწავლიან sad.gif

Posted by: nforumi 1 Dec 2017, 10:59
t-90
QUOTE
ტურინგის ტესტს გავედი რა არაფერი ისეთი.

უკვე თავდაცვაზე გადახვედი?
თქვი ეგ რა არის, მართლა კი არ შეგჭამთ smile.gif

nigo
QUOTE
ფამუკი და კოელიო ერთ რანგში გაიყვანეს.

ოოო, გაყიდვების მხრივ შეიძლება იყოს მასე მართლა...

Posted by: t-90 1 Dec 2017, 11:16
HurricaneKat.
QUOTE
თეორიულად მარტივია
მაგრამ 'ინტელექტი' იმიტომ ქვია რომ ადამიანის სწავლების გარეშეც მიხვდება როგორ უნდა იპოვოს უნივერსალური გზა, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება,მაგიტომაა საშიში
და არა როგორც ფსიქიატრიული წამალი, რომელიც ზოგზე მოქმედებს , ზოგზე არა

უკვე აკეთებს.
ანუ მარკეტინგული პროგრამები მასე მოქმედებენ.
პროსტო ჯერ იმიტომ ჩალიჩობნ რამე რომ გაყიდონ.
მერე ვნახოთ.
QUOTE
ჩვენ მხოლოდ ვთქვათ ანბანს ვასწავლით ეი ბი სი (ინგლისური იმიტომ მომყავს რომუფრო რთულია). კითხვას და წინადადებების აწყობას თვითონ ისწავლიან

წიგნს არ წერს უკვე რო?
nforumi
QUOTE

უკვე თავდაცვაზე გადახვედი?
თქვი ეგ რა არის, მართლა კი არ შეგჭამთ

ეგ არის რობოტის ამოცნობის ტესტი.
იცავს პროგრამას ავტომატური შესვლისგან.
ბოტისგან.
nigo
QUOTE

აგერ ლიტერატურაში ფამუკი და კოელიო ერთ რანგში გაიყვანეს. ჩემი აზრით კი კოელიო ერთი პაპასა მწერალია და მეტი არაფერი.

ნუ ეხლა ფამუქი დიდი შუქი არაა ნამდვილად.
მარა კოელიოსთან შედარება ნამეტანია.
QUOTE
მე თუ მკითხავ დღეს, საქართველოში, უფროსი თაობიდან გურამ დოჩანაშვილს და ბესიკ ხარანაულს თუ არ ჩავთვლით. აკა მორჩილაძისნაირი არ გვყავს. ყველაფერს ვკითხულობ , რასაც წერს და ძალიან მაგარია. ვიღაცისთვის მხოლოდ "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"(ესეც ძალიან მაგარია და ზუსტად გადმოცემს იმ ეპოქას,) მაგრამ ხალხმა მხოლოდ გინება დაინახა.

ნუ კიდე გივი მარგველაშვილია მაგარი მაგრამ ეგ უფრო ფილოსოფოსია თანაც გერმანელი.
სამწუხაროდ თანამედროვე პროზა ძალიან მოიკოჭლებს.

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 11:18
QUOTE (t-90 @ 1 Dec 2017, 11:16 )

წიგნს არ წერს უკვე რო?

ჟანრი?

ეს გამახსენდა
user posted image

ნუ უილ სმიტს იმიტომ არ შეუძლია რომზანგია

ამაზე ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი givi.gif
QUOTE
მარტივად.
აი ფსიქიატრიული წამალი რა არის ხო?
კონკრეტული სეკრეტის გაძლიერება ან შესუსტება. აი ნეიროტრანსმიტერს რასაც ეძახიან.

მიღება როგორ მოხდება ?
შეიძლება სიხშირეები გამოიყენონ რომელიც ჩვენში გამოიწვევენ იმპულსებს, თან მასობრივს
ყველაზე მარტივად ასე
აბა კომპიუტერივით ხომ არშეგვაერთებენ

Posted by: გათახსირებული 1 Dec 2017, 11:25
ვისაც კაკაო გვიყვარს არ უნდა დავპოსტოთ ? user.gif
თუ კაკაოზე არ ყვებიან ისტორიებს ? mad.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 11:28
გათახსირებული
უ ბექ?
buenvenidas (ესპანურის სწავლას ვცდილობ :| )

Posted by: t-90 1 Dec 2017, 11:28
HurricaneKat.
QUOTE

ჟანრი?

ეს გამახსენდა

sci-fi რა თწქმა უნდა.
https://arstechnica.com/gaming/2016/06/an-ai-wrote-this-movie-and-its-strangely-moving/

სცენარი დაწერა.
QUOTE
ნუ უილ სმიტს იმიტომ არ შეუძლია რომზანგია

ამაზე ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი

მეტირ ა დამაკმაყოფილებელი გინდა ? biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მიღება როგორ მოხდება ?
შეიძლება სიხშირეები გამოიყენონ რომელიც ჩვენში გამოიწვევენ იმპულსებს, თან მასობრივს
ყველაზე მარტივად ასე
აბა კომპიუტერივით ხომ არშეგვაერთებენ

ჯერ ეგრეა რა.
სიხშირეების გამოყენების მოტივში.
და მერე რაღა საჭირო იქნები საერთოდ.
არაფერი კარგი ჩვენ არ გაგვაჩნია.
არც სხეული და არც ტვინი.

Posted by: გათახსირებული 1 Dec 2017, 11:33
HurricaneKat.
აკი შენც წასული არ იყავი ? spy.gif
ჰიტლერის იდეები უნდა განვახორციელოვო ?

givi.gif

და ჩემზე თქვა სტერლამ რომ თედოუსას ვგავარ ? givi.gif mad.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 14:08
t-90
QUOTE
sci-fi რა თწქმა უნდა.

კიდევ კარგი

ამისდაწერა რომ შეეძლებათ მერე იქნება ჩვენი საქმე წასული
იმათ ექნებათ ინტელექტი, ჩვენ გვაქვს გონება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

QUOTE
და მერე რაღა საჭირო იქნები საერთოდ.
არაფერი კარგი ჩვენ არ გაგვაჩნია.

თუ არ ჩაუდე პროგრამაში რომ მიზანი არის კაცობრიობის განადგურება (ვთქვათ) თავისით ხომ არ შეუძლია გააკეთოს ეს.
ნუ წიგნებში და ფილმებშ სისტემური ხარვეზია ხოლმე მიზეზი gigi.gif
მაგრამ ეს ხარვეზი რატომ ანდომებს მაინც და მაინც განადგურებას ეგ უკვე ფანტაზიის ნაყოფი მგონია

გათახსირებული
აა მანიაფიქსი შენ იყავი? biggrin.gif
თეოს ბაძავდი ტუ ბუნებრივად გამოგდიოდა?
მებესთერი მეგონე

Posted by: გათახსირებული 1 Dec 2017, 14:18
HurricaneKat.
არა რათქმა უნდა თედოუსია მე ეხლა დავბრუნდი mad.gif
იქ დავწერე უკვე არ ვიყავი საქრთვლოში ,უბრალოდ ფორუმზე რამოდენიმეჯერ შემოვედი და ის ვანხე იცი რაც givi.gif
და შემდეგ მოწერას რომ ვაპირებდი ვნახე რომ წასული იყავი ფორუმიდან და შემდეგ დავსერჩე შენი ბოლო პოსტები და
ეგ თემა ვნახე...
დარწყმუნებული ვარ მე მიგულისხმე სტრელა მართლაიაო...
ადრე იტყოდა სტრელა მაგას ჩემზე... თუმცა შემდეგ რავი ძაან კარგად მესაუბრა და არა მგონი ეგ გოგო თამაშOბდეს

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 14:21
გათახსირებული

user posted image

QUOTE
დარწყმუნებული ვარ მე მიგულისხმე სტრელა მართლაიაო...
ადრე იტყოდა სტრელა მაგას ჩემზე...

no.gif

* * *
QUOTE (nforumi @ 1 Dec 2017, 10:59 )

უკვე თავდაცვაზე გადახვედი?
თქვი ეგ რა არის, მართლა კი არ შეგჭამთ smile.gif

ეგ მე მგონი იმათ მხარეზეა spy.gif

Posted by: t-90 1 Dec 2017, 14:47
HurricaneKat.
QUOTE

ამისდაწერა რომ შეეძლებათ მერე იქნება ჩვენი საქმე წასული
იმათ ექნებათ ინტელექტი, ჩვენ გვაქვს გონება

კარგი რამე უწერიათ დამიჯერე.
კაი კინოა ეგ. biggrin.gif
QUOTE
თუ არ ჩაუდე პროგრამაში რომ მიზანი არის კაცობრიობის განადგურება (ვთქვათ) თავისით ხომ არ შეუძლია გააკეთოს ეს.
ნუ წიგნებში და ფილმებშ სისტემური ხარვეზია ხოლმე მიზეზი gigi.gif
მაგრამ ეს ხარვეზი რატომ ანდომებს მაინც და მაინც განადგურებას ეგ უკვე ფანტაზიის ნაყოფი მგონია

ხო მარა ხო შეიძლება თვითგამრავლებადი ამე იყოს.
ანუ რობოტი რომელიც ბადებს რობოტს.

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 14:52
QUOTE (t-90 @ 1 Dec 2017, 14:47 )
ხო მარა ხო შეიძლება თვითგამრავლებადი ამე იყოს.
ანუ რობოტი რომელიც ბადებს რობოტს.

მოიცა,
იმათ უჯრედებსაც შეეძლებთ გამრავლება? თუ თავისით ახლად დაწერილ პროგრამას (ახალ შვილს ) გულისხმობ რომელიც დამოუკიდებელი იქნება?
1. ასეთ შემთხვევაში სასიცოცხლოციკლი ექნებათ. შეიძლება 5 000 წლიანი gigi.gif
2. 10(პირობითად) მეტი AI იქნება თუ ნაკლები არ აქვს მნიშვნელობა, ერთიც საკმარისია mo.gif

ოქროს რტოებს და დათვებს არ მოითხოვენ იმედია

Posted by: t-90 1 Dec 2017, 15:07
HurricaneKat.
QUOTE
იმათ უჯრედებსაც შეეძლებთ გამრავლება? თუ თავისით ახლად დაწერილ პროგრამას (ახალ შვილს ) გულისხმობ რომელიც დამოუკიდებელი იქნება?

უჯრედებს რატო?
თვითსწავლებადი თვითგამრავლებადი კოდი.
სხეულს თავისით შეიქმნის.
ჩამოასხამს რა.
QUOTE
სეთ შემთხვევაში სასიცოცხლოციკლი ექნებათ. შეიძლება 5 000 წლიანი

თუ რამე არ მოუვიდა არ მოკვდება
სანამ ენერგია იქნება
QUOTE
10(პირობითად) მეტი AI იქნება თუ ნაკლები არ აქვს მნიშვნელობა, ერთიც საკმარისია

ომიც იქნება რა პრობლემნაა
QUOTE
ოქროს რტოებს და დათვებს არ მოითხოვენ იმედია

ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 15:13
QUOTE (t-90 @ 1 Dec 2017, 15:07 )

უჯრედებს რატო?
თვითსწავლებადი თვითგამრავლებადი კოდი.
სხეულს თავისით შეიქმნის.
ჩამოასხამს რა.

ოჰ და ჩამოსასხმელ მასალასაც თვითონ შექმნის ჰოო?
თუ ეს შეძლეს და აღარაფერი დარჩება ჩვენს სამყაროში ამოუხსნელი

QUOTE
ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა

და სერთოდაც
გვეშინია აქბავშვებს რაა biggrin.gif

რამე სხვა მოყევი

Posted by: გათახსირებული 1 Dec 2017, 15:16
HurricaneKat.
ის რატომ მომწერე ბოლოს?

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 15:21
QUOTE (გათახსირებული @ 1 Dec 2017, 15:16 )

ის რატომ მომწერე ბოლოს?

ის? spy.gif

ეს ის?

user posted image

Posted by: nigo 1 Dec 2017, 15:55
t-90

ფამუკსა და კოელიოს შორის ის განსხვავებაა, სხვა მილიონთან ერთად,რომ კოელიოს 10-20 წლის შემდეგ ბრაზილიაშიც არ წაიკითხავენ.

ფამუკს კი.

თუმცა ,როცა ფამუკის ბუმი იყო საქართველოში , მაშინ არ წამიკითხავს. ამ ზაფხულ წავიკითხე ."მე მქვია წითელი" ძალიან კარგი თარგმანი იყო. გარდაცვლილა სამწუხაროდ.
მე მაინტერესებს ქართული თარგმანები,თანამედროვე..რამდენიმე ძალიან ძლიერი მთარგმნელი გამოჩნდა. ჩემდა სამწუხაროდ უფრო რუსულად ვკითხულობ.

მახსოვს"ყოვლად მდარე და უაზრო"ალი და ნინო"-ზე რა ამბავი იყო ატეხილი. რაც მთავარია სულ მწერლები გამოდიოდნენ ტვ-თი , არიქა , ეს რა ითარგმნაო.

HurricaneKat.
t-90

თქვენ სად ხარ გაჭრილი smile.gif)) იმიტომ მიყვარდა ეს თემა, რომ ვისაც რა აინტერესებდა,იმას წერდა. გაოფება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
smile.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 16:09
QUOTE (nigo @ 1 Dec 2017, 15:55 )

თქვენ სად ხარ გაჭრილი smile.gif)) იმიტომ მიყვარდა ეს თემა, რომ ვისაც რა აინტერესებდა,იმას წერდა. გაოფება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
smile.gif

მომავალი ბრძოლისთვის გვამზადებს war.gif

Posted by: t-90 1 Dec 2017, 16:17
HurricaneKat.
QUOTE

ოჰ და ჩამოსასხმელ მასალასაც თვითონ შექმნის ჰოო?
თუ ეს შეძლეს და აღარაფერი დარჩება ჩვენს სამყაროში ამოუხსნელი

მასალა ყრია biggrin.gif
მაგის ემტი რა გვინდა.

ამოუხსნელი კი არა ამომხსნელი არ იქნება კაციშვილი.
არც ქალიშვილი
QUOTE
და სერთოდაც
გვეშინია აქბავშვებს რაა biggrin.gif

რამე სხვა მოყევი

კაი სხვა რა მოვყვე გვითხარი biggrin.gif
nigo
QUOTE
ფამუკსა და კოელიოს შორის ის განსხვავებაა, სხვა მილიონთან ერთად,რომ კოელიოს 10-20 წლის შემდეგ ბრაზილიაშიც არ წაიკითხავენ.

ფამუკს კი.

ხო გეთანხმებით.
მაგრამ ნუ ფამუქიც არაა რაიმე დიდი მწერალი.
QUOTE

თუმცა ,როცა ფამუკის ბუმი იყო საქართველოში , მაშინ არ წამიკითხავს. ამ ზაფხულ წავიკითხე ."მე მქვია წითელი" ძალიან კარგი თარგმანი იყო.

მე ფამუქის ბუმამდე მაქვს წაკითხული.
საინტერესოა ჩემთვის როგორც თურქული კულტურული მოვლენის აღწერა.
მაგრამ როგორც ლიტერატურა დიდად არ მომწონს.

QUOTE
მე მაინტერესებს ქართული თარგმანები,თანამედროვე..რამდენიმე ძალიან ძლიერი მთარგმნელი გამოჩნდა. ჩემდა სამწუხაროდ უფრო რუსულად ვკითხულობ.

კი მეც რუსულად ან ინგლისურად ვკითხულობ.
სამწუხაროდ ძირითადად მობილურზე ვკიტხულობ (ფუფუნება არ მაქვს იმისა რო წიგნი ყველგან ვათრია და ძირითადად მგზავრობისას ვკითხულობ ან სახლში. )
QUOTE
მახსოვს"ყოვლად მდარე და უაზრო"ალი და ნინო"-ზე რა ამბავი იყო ატეხილი. რაც მთავარია სულ მწერლები გამოდიოდნენ ტვ-თი , არიქა , ეს რა ითარგმნაო.

ნუ ალი და ნინო დიდი ნაწარმოები ნამდვილად არ არის.
მაგრამ ამხელა ამბავი ნამდვილად არ იყო ასატეხი.
QUOTE
იმიტომ მიყვარდა ეს თემა, რომ ვისაც რა აინტერესებდა,იმას წერდა. გაოფება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
smile.gif

აბა.
რა თემა დაანგრიეს biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 16:26
t-90
QUOTE
მასალა ყრია biggrin.gif
მაგის ემტი რა გვინდა.

ანტიმატერიას შექმნიან?
ან ჰაერში არსებული ნუ ვთქვათ რკინის ატომების კონცეტრირებას და იქიდან რამის ჩამოსხმას
კარიერზე მისვლას და მოპოვებას კი არ ვგულისხმობ gigi.gif

Posted by: t-90 1 Dec 2017, 16:29
HurricaneKat.
QUOTE
ანტიმატერიას შექმნიან?
ან ჰაერში არსებული ნუ ვთქვათ რკინის ატომების კონცეტრირებას და იქიდან რამის ჩამოსხმას
კარიერზე მისვლას და მოპოვებას კი არ ვგულისხმობ

რა ჯანდაბად უნდათ?
პროცესორებს და მართვად ჰიდრავლიკურ ხელებს ფეხბეს და ა.შ. შექმნაინ თითონ.
შენ კი მოგსრავენ და მერე ფეხებზე გვეკიდება biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2017, 16:31
t-90
ჩვენს სასიკეთოდ რომ გამოვიყენოთ და 'არაფრისგან' (მოკვდავებისთვის) მივიღოთ ენერგია yes.gif

Posted by: t-90 1 Dec 2017, 16:36
HurricaneKat.
QUOTE

ჩვენს სასიკეთოდ რომ გამოვიყენოთ და 'არაფრისგან' (მოკვდავებისთვის) მივიღოთ ენერგია

ნუ გააჩნია რა დონეზეა.
რა მექანიზმები ჩაიდება ანუ.

Posted by: beqa1971 1 Dec 2017, 18:14
HurricaneKat.

ესეიგი პროზა, პოეზიაში შესაშური ადეკვატურობა და ამ ბლექ მირორზე რა ხდება , რაშია საქმე? smile.gif

QUOTE
ნუ გააჩნია რა დონეზეა.
რა მექანიზმები ჩაიდება ანუ.

კონსტიტუციას ჩაგიდებთ, რომლის შეცვლას სამყაროში არსებული სხვა დანარჩენი ცივილიზაციების მინიმუმ 2/3 დაჭირდება და ვიქნებით არხეინად smile.gif

Posted by: nforumi 1 Dec 2017, 23:08
t-90
QUOTE
ეგ არის რობოტის ამოცნობის ტესტი.
იცავს პროგრამას ავტომატური შესვლისგან.
ბოტისგან.

ო, ეგ არ არის საშიში კაცობრიობისთვის smile.gif

როგორ უნდა გაარჩიო ბოტი ადამიანისგან, შეგიძლია ამიხსნა მოკლედ?

* * *
nigo
კოელიოსი რაც მაქვს წაკითხული, არაფერი მომწონებია, ჰა ჰა ალქიმიკოსი ვითომ.
ფამუქის თეთრი ციხე ქალაქი წავიკითხე პირველად და იმდენად უკმაყოფილო დავრჩი, მეთქი ამას ნობელი როგორ მისცეს თქო ვფიქრობდი. მერე მაინც გავბედე და მდუმარე სახლი წავიკითხე. შემეცვალა დამოკიდებულება, ყველა მწერალს აქვს სუსტი ნაწარმოებიც.

რუსულად არ ვკითხულობ.
ინგლისურად მხატვრულს არ ვკითხულობ.

ასე რომ მარტო ქართულ თარგმანებს ვცემ პატივს, ისიც რასაც ვასწრებ ხოლმე smile.gif

ერთი სიტყვით ფამუქი არის მწერალი, კოელიო არა.

Posted by: t-90 2 Dec 2017, 03:13
nforumi
აი ძაან მარტივი რამე.
სადღაც რო შედიხართ ფორმაზე და რო წერია დაშლილი ასოები და რო უნდა შეავსო.
ეგ არის მარტივი ტურინგის ტესტი.

Posted by: nforumi 2 Dec 2017, 09:33
t-90
QUOTE
სადღაც რო შედიხართ ფორმაზე და რო წერია დაშლილი ასოები და რო უნდა შეავსო.
ეგ არის მარტივი ტურინგის ტესტი.

ეგ ვიცი,
აი ბოტს რატომ არ შეუძლია მაგის შევსება, მაგ არ ვიცი.

Posted by: HurricaneKat. 2 Dec 2017, 09:47
QUOTE (beqa1971 @ 1 Dec 2017, 18:14 )
ესეიგი პროზა, პოეზიაში შესაშური ადეკვატურობა და ამ ბლექ მირორზე რა ხდება , რაშია საქმე? smile.gif

მართალი ხარ
სამეფო კარის თამაშები უნდა მომწონდეს sad.gif

თუ ნახეთ ბოლომდე?

Posted by: nigo 2 Dec 2017, 10:39
nforumi
თუ ქართულად კითხულობ, აუცილებლად დააკვირდი, ვისი თარგმანია.

ფრანგული-გიორგი-ჟორჟ ეკიზაშვილი. მერაბ ფიფია

ინგლისური-თამუნა ჯაფარიძე
თურქული-ნანა ჯანაშია

დათო წერედიანი თითონ ლიტერატორია , არ ვიცი ბწკარედებით თარგმნის თუ როგორ, მაგრამ ყველაფრს ძალიან კარგად.HurricaneKat.
ასე ხელწამოსაკრავია გოთი?მხატვრების და ოპერატორების ისეთი ნამუშევარია, რომ ხელს მიშლიდა ყურებაში. კომპოზიტორი კიდევ ცალკე საკითხია. სუპერ.

Posted by: t-90 2 Dec 2017, 11:18
HurricaneKat.
QUOTE
მართალი ხარ
სამეფო კარის თამაშები უნდა მომწონდეს sad.gif

თუ ნახეთ ბოლომდე?

წიგნი მშვენიალურია რას ერჩი? სერიალიც კონკრეტულ სეზონამდე სანამ წიგნს მიყვება. biggrin.gif
მერე თვითშემოქმედებაში რო წაეთრა ის ორი დაერხა მაგ სერიალს. biggrin.gif

Posted by: nforumi 2 Dec 2017, 13:32
nigo
QUOTE
თუ ქართულად კითხულობ, აუცილებლად დააკვირდი, ვისი თარგმანია.

ფრანგული-გიორგი-ჟორჟ ეკიზაშვილი. მერაბ ფიფია

ინგლისური-თამუნა ჯაფარიძე
თურქული-ნანა ჯანაშია

დათო წერედიანი თითონ ლიტერატორია , არ ვიცი ბწკარედებით თარგმნის თუ როგორ, მაგრამ ყველაფრს ძალიან კარგად

წერედიანი სადაც შემხვედრია, დაფიქსირებული მაქვს, ყველა კარგია ნამდვილად.
დანარჩენები არ მახსოვს ვისი რა არის, მაგრამ ფაქტია რომ ბევრი კარგი თარგმანია რეალურად. ჩემს ბავშვობაში ნამდვილად არ ვიყავი ასე განებივრებული smile.gif

Posted by: beqa1971 2 Dec 2017, 17:08
მოკლედ იმ ხალხის მიკვირს ვინც კაცობრიობის მომავალს რბილად რომ ვთვათ, სკეპტიკურად უყურებს, ან შეიძლება გულის სიღრმეში სულაც არ ფიქრობდეს ასე მაგრამ, მაინც თავგამოდებით ამტკიცებს რა უბედურება გველის წინ, რამდენი საფრთხეა ჩასაფრებული და როგორ ვკარგავთ ადამიანურ სახეს სულიერებას და ამისთანანი..

ლოგიკას მოუხმეთ, ადამიანი კოგნიტური არსებაა რომელსაც გააჩნია აბსტრაგირების უნარი. მას აქვს უნარი არა მხოლოდ ემპირიზმის არამედ ეგზისტენციალიზმის.
ერთერთი პირველთაგანი რაც მან თავის დროზე შეძლო აგრესიის დათრგუნვაა და ამით არა თუ დაზარალდა არამედ განვითარების ახალი, მანამდე არარსებული პერსპექტივები გაუჩნდა. რატო მოხდა ასე ამაზე ანთროპოლოგიას უამრავი საინტერესო პასუხი აქვს და აღარ ჩავუღრმავდები, აქ მთავარია შედეგები, რომელიც ეტაპობრივად იქნა მიღწეული და ამ შედეგებზე შემდგომი ძალიან ლოგიკური ორიენტირება.

არსებობს იგივე კოგნიტური დისონანსი, რაც საწყისში აღებული "საერთო გეზის" კორელაციებს იწვევს.
მაგალითად დღესაც კი "რასაცა გასცემ შენია" ეს ფრაზა ჩვენთვის კოგნიტური დისონანსის შემცველია. ისევე როგორც "მარცხენა ლოყაში თუ გაგარტყავენ მარჯვენა რომ უნდა მიუშვირო" გამოცდილებაზე დაყრდნობით საწინააღმდეგო მარტივად მტკიცდება. smile.gif

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცობრიობისთვის მიუწვდომელი მდგომარეობაა. პირიქით ასე განსაჯეთ, რომ მიმართულება სწორედ ამ კოგნიტური დისონანსების გადალახვას გულისხმობს და შედეგად ეტაპობრივად განსხვავებული რეალობების ჩამოყალიბებას, და შემდგომ უკვე მათში ადეკვატურ ორიენტაციას. ამ ყველაფრის, "დისონანსების" გადალახვას დრო ჭირდება, თაობები, ეპოქები.

მარტივად, ადამიანი უკეთესი ხდება და ეს არ არის რაღაც ინფანტილური ოპტიმიზმი. ეს არის რეალობა, დაფუძნებული ისტორიულად ადამიანის განვითარების ლოგიკაზე. და სწორედ ამ ლოგიკის ადეკვატური გაგრძელებაა თანამედროვე სამყაროში, უტრირებულად რომ გადმოვიტანოთ მაგალითზე, თუნდაც ის, რომ მაილს დევისის კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა ან რომ ქალი და კაცი მენტალურად თანასწორია.

კოგნიტური დისონანსების გარღვევა იწვევს გადაფასებებს და გეზი მიმართულია მხოლოდ განვითარებისკენ. ასეთი არსი გაუჩნდა ანთროპოლოგიურად, და ბუნებრივი პროცესია.

რაც შეეხება ისტორიულ გადაფასებებს რაც ეპოქალური ამბებია: ბერძნული მითოლოგია მაგალითად, ეს ეხლაა "მითოლოგია", თორე ელინებისთვის ისეთივე ამბავი იყო როგორც ჩვენთვის მართმადიდებლობა.
ისტორიული გადაფასებებიც შეუქცევადი პროცესია, რაღაც ეტაპზე აღმოჩნდება , რომ მაკედონელი ჩვეულებრივი პირსისხლიანი დამპყრობელია.
რომ, ბიბლიურ სიუჟეტებში ისეთი უჟასები წერია რო მტრისას, განსაკუთრებით ძველ აღთქმაში smile.gif
რომ ქრისტე ძალიან ადრე დაიბადა და ვერაფერი ვერ გავიგეთ რა უნდოდა. sad.gif
მაგრამ რადგან დაიბადა გავიგებთ იმიტომ რომ, მიმართულების ლოგიკაა ასეთი , არა ფილოსოფიურად არამედ მეცნიერულად დასაბუთებადი.

არ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების და მაშინ თაობებს შორის გაუგებრობა შემცირდება. არ გვეშინოდეს ტექნოლოგიების,, პროგრესის და მაშინ ჩვენი შვილები სასოწარკვეთას აღარ იგრძნობენ. მივცეთ გასაქანი რომ აკეთონ ის რისიც ჩვენ არ გვესმის და ნუ გამოვულაყებთ ახალგაზრდა ჭკვიან თავებს საკუთარი "გამოცდილებების" უნიჭო ინტერპრეტაციებით. ნუ ვაშინებთ და ვზაფრავთ smile.gif

პოლიტიკაში შევიხედე და აღშფოთებული ვარ , მომიტევეთ smile.gif

Posted by: nforumi 2 Dec 2017, 18:01
beqa1971
QUOTE
მაგალითად დღესაც კი "რასაცა გასცემ შენია" ეს ფრაზა ჩვენთვის კოგნიტური დისონანსის შემცველია.

რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია.
საინტერესოა რომ ეს ფრაზა მგონი ბოლო ორი წელია მეც მიტრიალებს თავში, თუმცა დისონანსი კი არა, უბრალოდ ჭეშმარიტებაა. ბავშვობაში ამას ვერ ვხვდებოდი.

Posted by: nigo 3 Dec 2017, 13:29
[quote] ნუ გამოვულაყებთ ახალგაზრდა ჭკვიან თავებს საკუთარი "გამოცდილებების" უნიჭო ინტერპრეტაციებით. ნუ ვაშინებთ და ვზაფრავთ

beqa1971

ჩემი ტრადიციული ფრაზა შვილებთან.
ის რომ თქვენ საქმეში წარმატებული ხართ, არ ნიშნავს , რომ ცხოვრება იცით და მეტი აღარ უნდა გაიზარდოთ.

მაშინ დაგიმთავრებით ცხოვრება და ესაა, მერე მოდის ჩემი წლები, გამოცდილება და ა.შ.ა.შ. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nforumi 3 Dec 2017, 15:59
nigo
QUOTE
ჩემი ტრადიციული ფრაზა შვილებთან.

smile.gif

ყველაზე სწორი არის მისცე ბავშვს არჩევანის საშუალება. მე ასე ვცდილობდი, დამეხატა მისთვის მისი გადაწყვეტილების შედეგი და ალტერნატიული გადაწყვეტილების შედეგი. ჩემები, როგორც წესი, სწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ ამის შედეგად.

Posted by: nigo 3 Dec 2017, 17:37
nforumi
QUOTE
ყველაზე სწორი არის მისცე ბავშვს არჩევანის საშუალება. მე ასე ვცდილობდი, დამეხატა მისთვის მისი გადაწყვეტილების შედეგი და ალტერნატიული გადაწყვეტილების შედეგი. ჩემები, როგორც წესი, სწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ ამის შედეგად.

ძალიან სწორი და კარგი არჩევანია.

მე ცოტა სხვა პრობლემა მაქვს.

ორივე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ჩემზე კარგად იციან.ღმერთმა ქნას , მე ვცდებოდე და ისინი იყვნენ მართლები. მეც ეს მინდა.მეც ასე მეჩვენებოდა ჩემს მშობლებთან და რაც არ დავუჯერე , წავაგე. sad.gif

Posted by: t-90 3 Dec 2017, 18:23
nigo
nforumi
ერთერთ შუმერულ ტექსტში წერია ეგ ყველაფერი.
წიპა მამათა და შვილთა ბრძოლა.
ნუ ან დედათა და შვილთა biggrin.gif

Posted by: nforumi 3 Dec 2017, 18:38
t-90
QUOTE
წიპა მამათა და შვილთა ბრძოლა.
ნუ ან დედათა და შვილთა 

ეგ ერთიდაიგივეა smile.gif

QUOTE
ერთერთ შუმერულ ტექსტში წერია ეგ ყველაფერი.

მაქვს წაკითხული ადრე. შეიძლება მაგის დამსახურებაც იყო რომ ასეთი მეთოდით ვუდგებოდი ჩემს შვილებს.

მთავარია არ აიძულო რამე, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მშობლის ვალია როგორმე დაანახოს შვილს თუ რომელ გადაწყვეტილებას რა შედეგი მოყვება.

nigo
QUOTE
ორივე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ჩემზე კარგად იციან.ღმერთმა ქნას , მე ვცდებოდე და ისინი იყვნენ მართლები. მეც ეს მინდა.მეც ასე მეჩვენებოდა ჩემს მშობლებთან და რაც არ დავუჯერე , წავაგე. 

ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში, როგორც წესი, დარწმუნებულია რომ მას ახლა არ ეშლება. ასე რომ არ იყოს, ვერ იმოქმედებდა საერთოდ smile.gif

Posted by: beqa1971 3 Dec 2017, 22:59
nigo
QUOTE
"სენ ჟუნიპერო"

love.gif smile.gif

იმ ორთნ შედარებით მართლა კლასიკაა wink.gif

Posted by: HurricaneKat. 4 Dec 2017, 09:27
QUOTE (nigo @ 2 Dec 2017, 10:39 )

ასე ხელწამოსაკრავია გოთი?მხატვრების და ოპერატორების ისეთი ნამუშევარია, რომ ხელს მიშლიდა ყურებაში. კომპოზიტორი კიდევ ცალკე საკითხია. სუპერ.

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს არც ჩემთვისას ამ სერიალის ცალკე აღებული ოპ. ნამუშევარი და მატვრობა საინტერსო, და არც ჩემი აზრი - მაგ სერიალის რეიტინგისთვის : )

beqa1971
QUOTE
მოკლედ იმ ხალხის მიკვირს ვინც კაცობრიობის მომავალს რბილად რომ ვთვათ, სკეპტიკურად უყურებს, ან შეიძლება გულის სიღრმეში სულაც არ ფიქრობდეს ასე მაგრამ, მაინც თავგამოდებით ამტკიცებს რა უბედურება გველის წინ, რამდენი საფრთხეა ჩასაფრებული და როგორ ვკარგავთ ადამიანურ სახეს სულიერებას და ამისთანანი..

ეს დიდი დოზით მას.კულტურის გავლენაა
იმას 'გვაჯერებენ' რაც უფრო მეტად იყიდება

Posted by: nforumi 4 Dec 2017, 11:28
HurricaneKat.
QUOTE
იმას 'გვაჯერებენ' რაც უფრო მეტად იყიდება

ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი ? smile.gif

Posted by: HurricaneKat. 4 Dec 2017, 11:37
QUOTE (nforumi @ 4 Dec 2017, 11:28 )

ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი ?  smile.gif

ის რომლის გაჩენის საჭიროებაც უფრო იყო boli.gif
ანუ, რაც არ აქვს საზოგადოება იმას ითხოვს

t-90
არასაინტერესო თემატიკა აქვს ჩემთვის ალბათ და ვერ მიმიზიდა

Posted by: t-90 4 Dec 2017, 12:31
HurricaneKat.
QUOTE
არასაინტერესო თემატიკა აქვს ჩემთვის ალბათ და ვერ მიმიზიდა

შეიძლება. არა ისე საკმაოდ საინტერესო რამე კია.
nforumi
QUOTE
ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი ? smile.gif

ნუ თუ ევოლუციის თეორიას დავუჯერებთ რა თქმა უნდა კვერცხი

Posted by: HurricaneKat. 4 Dec 2017, 12:39
QUOTE (t-90 @ 4 Dec 2017, 12:31 )

ნუ თუ ევოლუციის თეორიას დავუჯერებთ რა თქმა უნდა კვერცხი

no.gif
ასე ჰოპლა-თი არ ხდება
კითხვაა 'შეზღუდულად' დასმული

http://astronet.ge/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/

Posted by: nforumi 4 Dec 2017, 19:29
t-90
QUOTE
ნუ თუ ევოლუციის თეორიას დავუჯერებთ რა თქმა უნდა კვერცხი

ვითომ?
smile.gif

Posted by: t-90 4 Dec 2017, 20:31
HurricaneKat.
QUOTE

ასე ჰოპლა-თი არ ხდება
კითხვაა 'შეზღუდულად' დასმული

ჰოპლათი ხდება ზუსტად.
კვერცხი გაცილებით დაბალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფ არსებებს აქვთ ვიდრე ქათამია.
დანარჩენი ბიოლოგებისთვის გასაგები დეტალებია.
nforumi
QUOTE

ვითომ?

მართლა.

Posted by: nforumi 4 Dec 2017, 22:48
t-90
QUOTE
მართლა.

შენ თუ დინოზავრის კვერცხ იგულისხმებ, მაშინ ცხადია. მწერები კიდე უფრო ადრე დებდნენ.

იგულისხმება ქათმის კვერცხი.

Posted by: nigo 5 Dec 2017, 06:58
beqa1971
beqa1971
QUOTE
იმ ორთნ შედარებით მართლა კლასიკაა

მართლა შეუძლებელია ამის არ მოწონება.

white christmas -ნახე?

13 million merits
sen Junipero
nosedive
shut up and dance-ჩემი ფარორიტები

Posted by: nforumi 5 Dec 2017, 10:01
nigo
QUOTE
13 million merits
sen Junipero
nosedive
shut up and dance-ჩემი ფარორიტები

ესენი რეებია, ფილმები ?

Posted by: HurricaneKat. 5 Dec 2017, 10:34
t-90
სტატია თუ წაიკითხე საერთოდ? vik.gif
ჰოპლა და ქათამმა კვერცხი დადო
ჰოპლა და მაიმუნმა დაიძინა და მეორე დღეს ადამიანმა გაიღვიძა ასეთი 'კატეგორიული' 'მსჯელობები' სასაცილოა
ნუ თუ ევოლუციის თეორიას ვაღიარებთ

QUOTE
კვერცხი გაცილებით დაბალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფ არსებებს აქვთ ვიდრე ქათამია.
დანარჩენი ბიოლოგებისთვის გასაგები დეტალებია.

ზუსტად ეგ ბიოლოგები მოგიყვანენ მაგალითს ექიდნასა და იხვნისკარტაზე
რომელებიც რომელ ოჯახს მიეკუთვნებიან? yes.gif
ძუძმწოვრებს, მაგრამ კვერცხს დებენ.
გველები (რომლებიც ცოცხლადმშობიარეებიც არიან) ამ ორ ძუძმწოვრებზე 'მაღლა' უნდა იდგნენ განვითარებით ( ნუ იმ ბიბლიურ გველს თუ არ ჩავთვლით ჩვენც რომ გვაჯობა boli.gif )

ჩემი ფავორიტები:
Men against fire
Shut up and dance

ახალი სეზონის რამდენიმე თრეილერი ვნახე
ძაან დაამძიმეს მგონი mo.gif
ნეთფლიქსისგან მეტ აუტანელ სიმსუბუქეს მოველოდი

Posted by: t-90 5 Dec 2017, 14:21
HurricaneKat.
QUOTE
ჰოპლა და ქათამმა კვერცხი დადო
ჰოპლა და მაიმუნმა დაიძინა და მეორე დღეს ადამიანმა გაიღვიძა ასეთი 'კატეგორიული' 'მსჯელობები' სასაცილოა
ნუ თუ ევოლუციის თეორიას ვაღიარებთ

ნუ მთლად მასე არაა.
QUOTE
ზუსტად ეგ ბიოლოგები მოგიყვანენ მაგალითს ექიდნასა და იხვნისკარტაზე
რომელებიც რომელ ოჯახს მიეკუთვნებიან? yes.gif
ძუძმწოვრებს, მაგრამ კვერცხს დებენ.
გველები (რომლებიც ცოცხლადმშობიარეებიც არიან) ამ ორ ძუძმწოვრებზე 'მაღლა' უნდა იდგნენ განვითარებით ( ნუ იმ ბიბლიურ გველს თუ არ ჩავთვლით ჩვენც რომ გვაჯობა boli.gif )

და რა მერე?
ფაქტია რო კვერცხი ევოლუციიის თეორიის მიხედვით ყველანაირად დაბალ საფეხურზე მდგომ მწერებსაც აქვთ.

პ.ს. ვინმე უყურებს სტარტაპს ან სილიკონ ველის აქედან? (კოლეგებს ვეძებ biggrin.gif )

Posted by: HurricaneKat. 5 Dec 2017, 14:28
t-90
QUOTE
კვერცხი გაცილებით დაბალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფ არსებებს აქვთ ვიდრე ქათამია.

ამით აკეთებ დასკვნას რომ ჯერ იყო კვერცხი და მერე ქათამი?

გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე მყოფებიც, ვიდრე ქათამია,დებენ კვერცხებს

Posted by: t-90 5 Dec 2017, 16:32
HurricaneKat.
QUOTE

ამით აკეთებ დასკვნას რომ ჯერ იყო კვერცხი და მერე ქათამი?

კი რა თქმა უნდა.
QUOTE
გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე მყოფებიც, ვიდრე ქათამია,დებენ კვერცხებს

ეს ვაბშე რა შუაშია?

საუბარია ქათამი უფრო ადრე იყო თუ კვერცხი.
დაკონკრეტებული არაა ქათმის კვერცხზე.
ხოდა კვერცხი აქვთ უფრო დაბალი განვითარების არსებებსაც.
აქედან გამომდინარე კვერცხი უფრო ადრე იყო.

ის რომ მაღალ საფეხურზე მყოფიც დებს კვერცხს ეგ ამ მსჯელობაში არგუმენტი ვერაა.

ნუ ეს დასვება რა თქმა უნდა ევოლუციის თეორიიდან გამომდინარე.

Posted by: HurricaneKat. 5 Dec 2017, 16:34
t-90
QUOTE
საუბარია ქათამი უფრო ადრე იყო თუ კვერცხი.
დაკონკრეტებული არაა ქათმის კვერცხზე.

ასეთი ინტერპრეტაცია პირველად მესმის
ქათმის კვერცხზეა საუბარი, რა თქმა უნდა

QUOTE
ის რომ მაღალ საფეხურზე მყოფიც დებს კვერცხს ეგ ამ მსჯელობაში არგუმენტი ვერაა.

1. კვერცხს დებს დაბალგანვითარებული არსება
2. კვერცხის შემდეგ უნდა ყოფილიყო უფრო მაღალგანვითარებული ტიპი
3. ტიპიურ დაბალგანვითარებულ კვერცისმდებელებზე მაღალგანივთარებული კვერციხისმდებელი არსებებიც არიან
4. კვერცხის დება არაა განვითარების დაბალ საფეხურზე დგომის აუცილებელი პირობა
მერე ისევ დასაწყისსიკენ წავალთ
5. შესაძლებელია კვერცხი ჩეულებრივ კვერცხსიმდებელზე მაღალგანითარებულს დაედო
6. კვერცხის დება განვითარების საფეხურების გასასაზღვრად არ გამოდგება

Posted by: t-90 5 Dec 2017, 16:44
HurricaneKat.
QUOTE

ასეთი ინტერპრეტაცია პირველად მესმის
ქათმის კვერცხზეა საუბარი, რა თქმა უნდა

მაშინ იქნებოდა ქათამი თუ ქათმის კვერცხი.

ზოგადად კვერცხი როგორც ასეთი უფრო ადრე იყო.

* * *
HurricaneKat.
QUOTE
შესაძლებელია კვერცხი ჩეულებრივ კვერცხსიმდებელზე მაღალგანითარებულს დაედო
6. კვერცხის დება განვითარების საფეხურების გასასაზღვრად არ გამოდგება

კვერცხის დება განვითარების საფეხურის განსასაზღვრად არ გამოდგება. არც არავინ საზღვრავს ამათ.

მოდი დავუშვათ ასე.
კალათბურთში არის ეგეთი ილეთი "ლიფსო" (ნუ არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ თავს ზემოთ გადაგდებაა, ვინმე ესტონელი ლიფსოს საპატივცემულოდ დაერქვა)

დავუშვათ ლიფსომ გააკეთა ეს პრიომი 1975 წელს.
მე დავიბადე 88 წელს.
პირველად ლიფსო გავაკეთე 99 წელს.

რო დაისმება კითხვა ილეთი "ლიფსო" უფრო ადრე იყო თუ მე, პასუხი გასაგებია ხო?

Posted by: nforumi 5 Dec 2017, 17:28
t-90
QUOTE
მაშინ იქნებოდა ქათამი თუ ქათმის კვერცხი.

ზოგადად კვერცხი როგორც ასეთი უფრო ადრე იყო.

ვიცით ბატონო ზოგადად რომ მასეა, მაგრამ მაგ გამონათქვამში ნამდვილად ქათმის კვერცხი იგულისხმება. ასე რომ არ იყოს, უაზრო იქნება მასეთი კითხვის დასმა.

HurricaneKat.
QUOTE

1. კვერცხს დებს დაბალგანვითარებული არსება
2. კვერცხის შემდეგ უნდა ყოფილიყო უფრო მაღალგანვითარებული ტიპი
3. ტიპიურ დაბალგანვითარებულ კვერცისმდებელებზე მაღალგანივთარებული კვერციხისმდებელი არსებებიც არიან
4. კვერცხის დება არაა განვითარების დაბალ საფეხურზე დგომის აუცილებელი პირობა

ბევრი ფრინველი უფრო განვითარებულია ვიდრე ბევრი ძუძუმწოვარი. ასე რომ კვერცხის დება ნამდვილად არ არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად განვითარებულია მოცემული სახეობა.

Posted by: HurricaneKat. 5 Dec 2017, 17:38
t-90
მანდ ორი ვარიანტია

1. აკეთებ ლიფსოს და ეძახი ABC-ს
2. აკეთებ LMN - ილეთს და ეძახი ლიფსოს

QUOTE
რო დაისმება კითხვა ილეთი "ლიფსო" უფრო ადრე იყო თუ მე, პასუხი გასაგებია ხო?

ამის ამოხსნისთვის შეუსაბამი ინფოა

nforumi
war.gif

Posted by: t-90 5 Dec 2017, 17:55
HurricaneKat.
ხო მარა ევოლუციის ტეორიით ხო კვერცხი არ არის მაინცდამაინც განვითარების მაჩვენებელი?

Posted by: HurricaneKat. 5 Dec 2017, 17:57
QUOTE (t-90 @ 5 Dec 2017, 17:55 )

ხო მარა ევოლუციის ტეორიით ხო კვერცხი არ არის მაინცდამაინც განვითარების მაჩვენებელი?

მართალია

ეს შენ თქვი
QUOTE
კვერცხი გაცილებით დაბალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფ არსებებს აქვთ ვიდრე ქათამია.

Posted by: t-90 5 Dec 2017, 18:37
HurricaneKat.
QUOTE
მართალია

ეს შენ თქვი

ხოდა ნუ მეც მაგას ვიძახი.

Posted by: nigo 7 Dec 2017, 08:38
nforumi
black mirror-ის ფილმებია ან სერიების სახელები. ოღონდ nosedive -შემეშალა.
არ არის ჩემი ფავორიტი]

HurricaneKat.
იმ სერიის სახელი დამავიწყდა. დედა რომ ურეკავს ყოველ წამში და ჩემი განცდით, საბოლოოდ მისი ბრალია ამ ბიჭის სიკვდილი.

მე ასე აღვიქვი,რომ მაინც დედის გაუთავებელმა კონტროლმა შეიწირა.

Posted by: HurricaneKat. 7 Dec 2017, 10:16
QUOTE (nigo @ 7 Dec 2017, 08:38 )

იმ სერიის სახელი დამავიწყდა. დედა რომ ურეკავს ყოველ წამში და ჩემი განცდით, საბოლოოდ მისი ბრალია ამ ბიჭის სიკვდილი.

მე ასე აღვიქვი,რომ მაინც დედის გაუთავებელმა კონტროლმა შეიწირა.

play test yes.gif
სერიალის ყურებისას, რომ იაზრებ სიუჟეტს, ბევრი მიმართულებით შეიძლება ფიქრი და ესაა საინტერესო
მაგ. რატომ მოკვდა ის ბიჭი
მერე გავიწყდება

Posted by: nforumi 7 Dec 2017, 11:19
nigo
QUOTE
black mirror-ის ფილმებია ან სერიების სახელები. ოღონდ nosedive -შემეშალა.
არ არის ჩემი ფავორიტი]

მადლობა.
ცხადია რომ არ მეცოდინებოდა smile.gif

QUOTE
დედა რომ ურეკავს ყოველ წამში

შენც ასე ხომ არ აკეთებდი ხოლმე ? wink.gif

Posted by: nigo 7 Dec 2017, 14:28
nforumi
QUOTE
შენც ასე ხომ არ აკეთებდი ხოლმე

არა.ფილმი მძიმეა , სხვა და სხვა კუთხით შეიძლება განიხილო, მე ეს მომენტი ჩამრჩა.
პირიქით.
ამ მხრივ ძალიან არაქართველი დედა ვარ.
დიდი დოზით ვაძლევდი თავისუფლებას. ახლა ხანდახან ვნანობ.
უფრო სწორედ რაც გაიზარდნენ, არც გამომდის.ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
თუ გახსოვს, წინა თემებში ვწერდი რამდენ რამეზე ვატარებდი თუ სპორტი თუ წრეები.
ჰოდა ახლა მაყვედრიან შენ შეგვაძულე თხილამურები, ცურვა, თეატრი და ა.შ.ა.შ.\
მაგრამ რომ მიმეშვა და არაფერზე მეტარებინა, მერე სხვა ფორმით მეტყოდნენ საყვედურს.
კიდევ კარგი მუსიკაზე არ ვატარე , ჩემი მწარე გამოცდილებით.

smile.gif

Posted by: nforumi 7 Dec 2017, 16:04
nigo
QUOTE
შენ შეგვაძულე თხილამურები, ცურვა, თეატრი და ა.შ.ა.შ.\

ბევრი მოგისწრია smile.gif

ვერაფრით ვერ ვაგებინებ ხოლმე ამას რომ ვეუბნები მშობლებს, თუ ბავშვს არ უნდა და აიძულებ, შედეგი იქნება ის რომ შეიძულებს. ამასთან, რასაც ისწავლის, იმასაც კი ვერ გამოიყენებს დიდი ალბათობით.

Posted by: nigo 7 Dec 2017, 16:46
nforumi
QUOTE
ვერაფრით ვერ ვაგებინებ ხოლმე ამას რომ ვეუბნები მშობლებს, თუ ბავშვს არ უნდა და აიძულებ, შედეგი იქნება ის რომ შეიძულებს. ამასთან, რასაც ისწავლის, იმასაც კი ვერ გამოიყენებს დიდი ალბათობით.

რასაკვირველია, ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ცურვა არ უნდა ესწავლათ?

თხილამურები რამხელა სიამოვნებაა.

მე ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ნარკომანიის ბუმი დაიწყო ჩემს თაობაში.
ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო წამალზე კიროვაკანში და ახლანდელ ვლადიკავკავზში რომ დადიოდნენ.
ნახევარი ჩემი და ჩემი ქმრის ახლობლები ამით დაიღუპნენ. მე მინდოდა ბევრი და სხვა და სხვა ინტერესი ჰქონოდათ შვილებს და ამას გადაეძალა.
პრინციპში ასეც მოხდა ან უბრალოდ გამიმართლა.

Posted by: nforumi 8 Dec 2017, 00:02
nigo
QUOTE
პრინციპში ასეც მოხდა ან უბრალოდ გამიმართლა.

მე ვაჩვენებდი ხოლმე (უამრავი იყო ჩემს ეზოში) ჩემებს, ასეთები ხდებიან თქო მაგით. მგონია რომ ამან დადებითად იმუშავა.

QUOTE
რასაკვირველია, ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ცურვა არ უნდა ესწავლათ?

თხილამურები რამხელა სიამოვნებაა.

ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ თავად არ უნდა, სიამოვნებას ვერ მიიღებს და რაღა გამოვიდა?
არჩევანის საშუალება უნდა ქონდეს, მე ასე მიმაჩნია.

Posted by: beqa1971 10 Dec 2017, 01:55
nforumi
QUOTE
ვერაფრით ვერ ვაგებინებ ხოლმე ამას რომ ვეუბნები მშობლებს, თუ ბავშვს არ უნდა და აიძულებ, შედეგი იქნება ის რომ შეიძულებს. ამასთან, რასაც ისწავლის, იმასაც კი ვერ გამოიყენებს დიდი ალბათობით.

თუ ცურვაზე დადის სალნიკოვი კი არა და ფელბსი უნდა გამოვიდესsmile.gif, თუ ვიოლინოზე - პაგანინი, თუ ხატავს პიკასო. მშობლების ხედვა არი ხოლმე ესეთი მაქსიმალისტური, მერე ბავშვი ხვდება რო პიკასო არაა და გული უცრუვდება კი არა და ძულდება. smile.gif

nigo

QUOTE
მაგრამ ცურვა არ უნდა ესწავლათ?

ცურვაც უნდა ესწავლათ და თხილამურებიც და მუსიკაც, და თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ :
QUOTE
რამხელა სიამოვნებაა

ბობ დილანს აქვს, ზუსტად არ მახსოვს, რაღაც ამდაგვარი: "დედა მომხსენი გმირის მედალი".
ამძიმებს ადამიანს, მითუმეტეს მოზარდს.

Posted by: nforumi 10 Dec 2017, 15:29
beqa1971
QUOTE
თუ ცურვაზე დადის სალნიკოვი კი არა და ფელბსი უნდა გამოვიდეს, თუ ვიოლინოზე - პაგანინი, თუ ხატავს პიკასო. მშობლების ხედვა არი ხოლმე ესეთი მაქსიმალისტური, მერე ბავშვი ხვდება რო პიკასო არაა და გული უცრუვდება კი არა და ძულდება.

პრინციპულად არასწორი ხედვაა, ცხადია.

Posted by: nigo 11 Dec 2017, 16:06
beqa1971

მე ჩემს შვილებს ამხელა ტვირტს არ ვადებდი.
მუსიკაზე საკუთარი ტანჯვა მახსოვს. არ ჰქონდათ ნიჭი და დავანებებინე თავი.

ცურვა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.
ვფიქრობ თხილამურიც+ფილტვებისთვის და გაკაჟებისთვის ძალიან კარგი სპორტია, ასევე ფიგურული ციგურაობა .
ახლა უცხო ენა რომ უნდა იცოდეს , რად უნდა ლაპარაკი.
მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ მთავარს.
თუ შვილს არა აქვს დიდი მონაცემები, არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება. კარგი ხელობა, რისკენაც აქვს მიდრეკილება და იმის გარანტია, რომ ყოველთვის ექნება სამსახური.
ზოგადად გააჩნია ბავშვს. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, წესით შვილები ექიმები უნდა ყოფილიყვნენ, დიდი ტრადიციით, მაგრამ არცერთს არ უნდოდა და არც არავის დაუძალებია.

Posted by: t-90 11 Dec 2017, 16:13
nigo
QUOTE
მე ჩემს შვილებს ამხელა ტვირტს არ ვადებდი.
მუსიკაზე საკუთარი ტანჯვა მახსოვს. არ ჰქონდათ ნიჭი და დავანებებინე თავი.

მე არ ვუკრავდი ცუდად.
მაგრამ ძველბიჭობამ მძლია (მოგეხსენებათ მაშინ ნოტების რვეულით სიარული ტეხავდა biggrin.gif )
ხოდა დედაჩემმაც მომისმინა.
ნეტა არ მოესმინა biggrin.gif
ზატო რადიოელექტრონიკის წრეში რო არ შევეჩურთე და ვეკუაშიც ძალით არ გადავეყვანე მე მე არ ვიქნებოდი.

Posted by: nforumi 11 Dec 2017, 17:27
t-90
QUOTE
ხოდა დედაჩემმაც მომისმინა.

რო არ მოესმინა, შეგძულდებოდა ისიც და შეიძლება დედაშენიც.

nigo
QUOTE
რისკენაც აქვს მიდრეკილება

და რაც უნდა რომ აკეთოს ცხოვრებაში,
ამის პოვნაა ყველაზე მთავარი. დანარჩენი ყველაფერი დამატებითი პირობებია.

Posted by: t-90 11 Dec 2017, 18:22
nforumi
QUOTE
რო არ მოესმინა, შეგძულდებოდა ისიც და შეიძლება დედაშენიც.

ნწუ.
ეხლა პრიიქით. biggrin.gif

Posted by: nigo 11 Dec 2017, 20:56
t-90
არ დაიჯერო, შენ რომ ძალიან გყვარებოდა მუსიკა, ვერაფერი შეგაჩერებდა.
ნიჭის გარდა ,დიდი სიყვარულიც უნდა.
მე იმდენად მეზიზღებოდა, ახლა რომ გერმანიის საელჩო რომ არია იქ იყო ჩემი მუსიკალური სკოლა ადრე. ჰოდა, ახლაც ვერ ვიტან იმ შენობას.თითონ მუსიკა ძალიან მიყვარს, მუსიკალური სკოლა და მეცადინეობა მეზარებოდა.არც დიდი ნიჭი მქონდა. მიყვარდა ცეკვა, ფიგურული სრიალი და მატარებდნენ მუსიკაზე. მაშინ იყო ასეთი სნობური მიდგომა, გარკვეული სოციალური ფენის შვილებს მუსიკალური შვიდწლედი მაინც უნდა დაემთავრებინათ.

ვერც დინამოს სტადიონს ვიტან. ცურვაზე იქ დავდიდოდი სპორტულ ჯგუფში.
ცურვა კი უნდა მესწავლა, მაგრამ სპორტული სკოლა რა საჭირო იყო.
ისედაც სამი თვე მეორე ბებიასთან გაგრაში ვატარებდი.

Posted by: nforumi 11 Dec 2017, 21:34
t-90
QUOTE
ეხლა პრიიქით. 

რა პირიქით, ეხლა გძულს?

Posted by: t-90 11 Dec 2017, 21:48
nigo
QUOTE
არ დაიჯერო, შენ რომ ძალიან გყვარებოდა მუსიკა, ვერაფერი შეგაჩერებდა.
ნიჭის გარდა ,დიდი სიყვარულიც უნდა.

ნწუ.
მე პროსტო გეთი ბავშვი ვიყავი.
რაზეც ძალა დამატანეს (მათემატიკა, ფიზიკა და ა.შ. ) ყველაფერი ხუთიანზე ვისწავლე.
მაინცდამაინც მუსიკაზე დამიჯერეს biggrin.gif

საშუალო სიყვარულის ხალხიც ვართ. თუმცა ცუდად არ გამომდიოდა, კონცერტზე რაღაცა პრემიაც კი ავიღე.
ნუ პრემია რა.
ფული არ მოუციათ biggrin.gif
QUOTE
მე იმდენად მეზიზღებოდა, ახლა რომ გერმანიის საელჩო რომ არია იქ იყო ჩემი მუსიკალური სკოლა ადრე. ჰოდა, ახლაც ვერ ვიტან იმ შენობას.თითონ მუსიკა ძალიან მიყვარს, მუსიკალური სკოლა და მეცადინეობა მეზარებოდა.არც დიდი ნიჭი მქონდა. მიყვარდა ცეკვა, ფიგურული სრიალი და მატარებდნენ მუსიკაზე. მაშინ იყო ასეთი სნობური მიდგომა, გარკვეული სოციალური ფენის შვილებს მუსიკალური შვიდწლედი მაინც უნდა დაემთავრებინათ.

შვიდწლედში მხოლოდ მეოთხემდე გავქაჩე biggrin.gif
მარა მიზეზს გააჩნია რა.
თან ნუ ტეხამდა 90იანებში.
ნოტებით დადიხარ ბრად? biggrin.gif და ეგეთი კითხვები იყო.
nforumi
QUOTE
რა პირიქით, ეხლა გძულს?

არა.
რაც დამაძალეს სხვა ის შემიყვარდა.
ჯიუტი ბავშვი ვიყავი, რასაც მაძალებდნენ იმას კარგად ვაკეთებდი.

Posted by: nigo 12 Dec 2017, 09:11
t-90
QUOTE
ჯიუტი ბავშვი ვიყავი, რასაც მაძალებდნენ იმას კარგად ვაკეთებდი.

რა კარგი თვისება გქონია, მე პირიქით.

მამაჩემს უნდოდა აღმოსავლურზე ჩამებარებინა, ძლიერი სკოლააო, მე მაშინვე დასავლეთით შევცვალე, biggrin.gif

Posted by: nforumi 12 Dec 2017, 09:20
t-90
QUOTE
რაც დამაძალეს სხვა ის შემიყვარდა.
ჯიუტი ბავშვი ვიყავი, რასაც მაძალებდნენ იმას კარგად ვაკეთებდი.

ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. იძულებას მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ, სწორად მოტივირებას თუ მოახერხებ, მეტს მიაღწევს, ბევრად მეტს.

Posted by: beqa1971 12 Dec 2017, 11:57
nigo
QUOTE
მე ჩემს შვილებს ამხელა ტვირტს არ ვადებდი.
მუსიკაზე საკუთარი ტანჯვა მახსოვს. არ ჰქონდათ ნიჭი და დავანებებინე თავი

yes.gif "მუსიკაზე ტანჯვა" ყველას გვახსოვს ისეთი პერიოდი იყო biggrin.gif

QUOTE
მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ მთავარს.
თუ შვილს არა აქვს დიდი მონაცემები, არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება. კარგი ხელობა, რისკენაც აქვს მიდრეკილება და იმის გარანტია, რომ ყოველთვის ექნება სამსახური.
ზოგადად გააჩნია ბავშვს. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, წესით შვილები ექიმები უნდა ყოფილიყვნენ, დიდი ტრადიციით, მაგრამ არცერთს არ უნდოდა და არც არავის დაუძალებია.

"დიდ ტრადიციებში", ვფიქრობ კარგი სპეციალისტებიც იგულისხმება და ამიტომაც არ დაუძალებია არავის.
ზოგადად, თვითრეალიზებული მშობელი ნაკლებად "მოძალადეა" smile.gif

Posted by: t-90 12 Dec 2017, 12:07
nigo
QUOTE
მამაჩემს უნდოდა აღმოსავლურზე ჩამებარებინა, ძლიერი სკოლააო, მე მაშინვე დასავლეთით შევცვალე,

კიდე კაი biggrin.gif
თორე ეგრევე კაგებეში გიკრავდნენ თავს biggrin.gif
QUOTE
რა კარგი თვისება გქონია, მე პირიქით.

კიდე კაი კარგ რამეებს მაძალებდნენ. biggrin.gif
nforumi
QUOTE
ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. იძულებას მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ, სწორად მოტივირებას თუ მოახერხებ, მეტს მიაღწევს, ბევრად მეტს.

კი რა თქმა უნდა.
მარა სპოკის მეტი არაფერი იყო მაშინ.
ეხლა უამრავი ინფორმაციაა.

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 13:49
t-90
QUOTE
ვწუწუნებდი უფეხსაცმელობაზე და მერე ვნახე უფეხო.

ნეიტრალზე ამიხსენი შენი 'სპარსული' ანდაზა yes.gif

Posted by: t-90 12 Dec 2017, 14:14
HurricaneKat.
არადა მარძთლა სპარსულია.
პროსტო ჩემი თარგმანია biggrin.gif

ანუ პერფექციონიზმს ვგმობ მეც. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 14:18
t-90
ჩემს სიბრძნეებთან რა შუაში იყო user.gif

Posted by: t-90 12 Dec 2017, 14:20
HurricaneKat.
პერფექციონისტი ხარ და იმიტომ.
ნუ შეიძლება მართლწერაში არა biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 14:23
t-90
QUOTE
ანუ პერფექციონიზმს ვგმობ მეც

აქ საპირისპიროს მეუბნები
QUOTE
პერფექციონისტი ხარ და იმიტომ.

ანუ, თუ ფიქრობ რომ პერფექციონისტი ვარ, და მერე ამბობ მეც ვგმობო
მაშინ გამოდის რომფიქრობ რომარ ვარ პერფექციონისტი

QUOTE
ნუ შეიძლება მართლწერაში არა

არც მაქვს პრეტენზია gigi.gif

პ.ს.
პეპლებთან და ა.შ.რა შუაშია

Posted by: t-90 12 Dec 2017, 14:29
HurricaneKat.
QUOTE
აქ საპირისპიროს მეუბნები

ც-მ აურია საქმე.
აფეჩათი მომივიდა biggrin.gif
QUOTE
მაშინ გამოდის რომფიქრობ რომარ ვარ პერფექციონისტი

არადა ხარ.
QUOTE
პეპლებთან და ა.შ.რა შუაშია

კარგად დაფიქრდი. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 14:31
t-90
კარგი
ასოციაციობანას ვეთამაშები ჩემს ტვინს
პეპლები-პერფექციონიზმი
პეპლები-პერფექციონიზმი
პეპლები-პერფექციონიზმი
spy.gif

ვერაო
ერორს აგდებს
არადამართლა მაინტერესებს

Posted by: t-90 12 Dec 2017, 14:37
HurricaneKat.
რაზე დაგიკომენტარე მე? biggrin.gif
კიტხულობ ვაბშე იმფ რაზას რაზეც დაგიწერე? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 14:40
t-90
QUOTE
შენ რომ იცოდე ადამიანი მაშინ გიყვარს როცა არ გიყვარს 'ყველას თავისებურად უყვარს' ნაირად
ძალიან რომ დაინტერესდები და ჩაუკირკიტებ გაანალიზებ რომ არავის არავინ 'უყვარს'

რა არ მოგწონს? boli.gif

Posted by: t-90 12 Dec 2017, 14:48
HurricaneKat.
QUOTE
რა არ მოგწონს?

ხოდა მაგას ვეძაი მე პერფექციონიზმს.
აი რო ძალიან დაინტერესდები და ჩააანალიზებ biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 14:51
QUOTE (t-90 @ 12 Dec 2017, 14:48 )

ხოდა მაგას ვეძაი მე პერფექციონიზმს.
აი რო ძალიან დაინტერესდები და ჩააანალიზებ biggrin.gif

აჰ მე კიდევ სად წავედი
მე მეგონა პერფექციონიზმს არ ეძებ იქ სადაც არის - ამას გულისხმობდი

კარგი ხერხია 'თვითშემოლაწუნების'
დაინტერესება და პასუხებიც თავისით მოდის
უბრალოდ თვალი უნდა გაუსწორო და მიხვდე რომელი 'შიშით' მანიპულირებს შენი გონება yes.gif

Posted by: t-90 12 Dec 2017, 15:18
HurricaneKat.
QUOTE
კარგი ხერხია 'თვითშემოლაწუნების'
დაინტერესება და პასუხებიც თავისით მოდის
უბრალოდ თვალი უნდა გაუსწორო და მიხვდე რომელი 'შიშით' მანიპულირებს შენი გონება

ჩაანალიზება ცუდი არ არის.
ოღონდ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს.

Posted by: HurricaneKat. 12 Dec 2017, 15:21
t-90
შენ არ გინდა პერფექციონისტი იყო ე.ი.

რაც ზედმეტად ჩადიხარ უკვე უაზრო კითხვების და პასუხების მეტს ვერაფერს იგებ

Posted by: t-90 12 Dec 2017, 15:25
HurricaneKat.
QUOTE
შენ არ გინდა პერფექციონისტი იყო ე.ი.

რაც ზედმეტად ჩადიხარ უკვე უაზრო კითხვების და პასუხების მეტს ვერაფერს იგებ

ზომიერებაშია ბედნიერება @ ერთი ხუთასი კაცი biggrin.gif

Posted by: nforumi 12 Dec 2017, 17:54
t-90
QUOTE
მარა სპოკის მეტი არაფერი იყო მაშინ.
ეხლა უამრავი ინფორმაციაა.

მართალია.

ისე სპოკის წიგნი ძალიანაც კარგი წიგნია.

Posted by: nigo 13 Dec 2017, 11:03
beqa1971
QUOTE
"დიდ ტრადიციებში", ვფიქრობ კარგი სპეციალისტებიც იგულისხმება და ამიტომაც არ დაუძალებია არავის.

კი ასე იყო, ძალიან ცნობილი ექიმები ჰყავდა წინაპრებში. მაგრამ თითონ არ გამოდგებოდა. არ ეყოფოდა ექიმობა, ძალიან სოციალური ბავშვი იყო.
მე არც ვიცოდი, 14 წლის თურმე ფორუმის პოლიტიკაში პოსტავდა.
მე რომ მეგონა ეძინა, ის იქ დიდ ბატალიებში ყოფილა.
biggrin.gif
ახლა აქვს ის საქმე, რაც მოწონს და რასაც კარგად იყენებს.

სპოკზე გამახსენდა, ერიხ ფრომს აქვს ძალიან კარგი წიგნი აღზრდაზე, ვიღაცას ვათხოვე და დამიკარგა sad.gif

სპოკი ბევრი ასპექტით მოძველდა, აქ უფრო სულიერ და ფსიქოლოგიური მიმართულებითაა.

მშურს , ვისაც ჯანსაღი ფსიქიკა აქვს და ოპტიმისტია. ვისაც პატარა რაღაცეები ახარებს.

Posted by: Parabola 13 Dec 2017, 13:11

ჩაი, ყავა და ისტორიებიო
შემოვიხედე და არც ერთი არააა sad.gif

Posted by: nigo 13 Dec 2017, 14:16
Parabola

შენ ის იუზერი ხარ, მე რომ მგონიხარ, ოღონდ მაშინ + -ის იყო smile.gif

Posted by: nforumi 13 Dec 2017, 17:05
Parabola
QUOTE
ჩაი, ყავა და ისტორიებიო
შემოვიხედე და არც ერთი არააა 

მერე, დადე რამე ისტორია შენ და იქნება smile.gif

Posted by: Parabola 13 Dec 2017, 18:52

nforumi
no.gif
არაა საინტერესო

Posted by: _მანის_ქაშიო? 13 Dec 2017, 19:19
user.gif 2014 წელს არის თემა გახსნილი და 100 გვერდზე 2017 ავიდა

გამარჯობა ნათია,ახლა ალბათ 2050 წელია და შენ უკვე დიდი გოგო იქნები.
იმედია არ ბრაზობ და არ იძახი "იმ დღის დედა მოვდღან აქ რომ დავრეგისტრირდი":givi:
მამაშენისგან,ანუ ჩემგან უფრო სხვა კარგი თვისებები გამოგყვაgivi.gif user.gif

იცი, ეხლა 2017 წელი უახლოვდება დასასრულს...დედაშენს ჯერ არ შევხვედრილვარ,მაგრამ თუ ჰოროსკოპს დავუჯერებთ,ალბათ გზაში ავცდი ,თორემ აქამდეს უნდა მენახაmad.gif user.gif
როგორ ხარ რას შვები ? ნუ რომც მითხრა მაინც ვერ გიასუხებ და გავიგებ ,მაგრამ თუ ჯერ ბანი არ დაუდვიათ შენთვის მიპასუხეuser.gif

მოკლედ,ნათია იცი რა ? მთავარია პოლიტიკის განყში არ გაჩერდე დიდი ხანი! დარწყმუნებული ვარ ისევ ქოცი ვს ნაცია და ისევ ბოღმის ფრქვევა მიდის...
საინტერესოა შენს ეპოქაში ხელოვნების განყოფილება ისევ ჩამკვდარია თუ არა ?
ნათია,ყოველთვის მინდოდა ეს სახელი დამერქმია ჩემი გოგოსთვის და ხომ მოგწონს ? spy.gif

ეხლა,ალბათ ეს თემა 200გვერდზეა და შენ ყავა გეყვარება ჩემსავით! იმედია დიეტაზე არ ხარ დედაშენივით (რათომღაც მგონია პუტკუნა იქნება დედაშენი mad.gif ),ჰოდა
თავს გაუფრთხილდი ნათია! მიყვარხარ და წესით ეხლა არ უნდა ვიყო შენს გვერდით, ჩემი თავის ამბავი რომ ვიციgivi.gif
კიდევ იმედს ვიტოვებ ,რომ ამაყობ ჩემით ნათია 2kiss.gif

Posted by: nforumi 13 Dec 2017, 20:56
Parabola
QUOTE
არაა საინტერესო

რა იცი, დადე და ვნახოთ.

QUOTE
ნათია,ყოველთვის მინდოდა ეს სახელი დამერქმია ჩემი გოგოსთვის და ხომ მოგწონს ? 

იქნებ დედამისს ქვია უკვე ნათია, მაინც ეგრე დაარქმევ?

ისე, მეც მომწონს ეს სახელი.

Posted by: nigo 14 Dec 2017, 08:36
_მანის_ქაშიო?
smile.gif smile.gif
------------------

Posted by: HurricaneKat. 14 Dec 2017, 09:09
QUOTE (Parabola @ 13 Dec 2017, 18:52 )

არაა საინტერესო

თუ თქვენი კვადრატული ფუნქციები გიშლიან მოყოლას ? spy.gif
boli.gif

პ.ს. ნათია ეს ირუშაა?
როგორი ქუნქულა თემა იქნებოდა წარმომიდგენია ძველ იუზერებს თუ გავითვალისწინებთ user.gif

Posted by: Parabola 14 Dec 2017, 10:59
QUOTE
თუ თქვენი კვადრატული ფუნქციები გიშლიან მოყოლას

რატო თქვენობით?
sad.gif

ირუშა ვინაა?

Posted by: HurricaneKat. 14 Dec 2017, 12:08
Parabola
ადამიანებთან დაახლოებშიც მიჭირს
ფინანსურ მხარეს რომყურადღება არ მივაქციო sad.gif

ირუშაზე კითხვა ზოგადი იყო smile.gif

Posted by: t-90 14 Dec 2017, 12:34
HurricaneKat.
QUOTE
ნათია ეს ირუშაა?
როგორი ქუნქულა თემა იქნებოდა წარმომიდგენია ძველ იუზერებს თუ გავითვალისწინებთ

ირუშა ირუშაა biggrin.gif
ამ თემაში 5 ბანი მაქვს მიღებული და ხუთივე მაგისგან biggrin.gif
კაი წიწაკა თემაც იყო.
მარა საკაიფო.
-----------------------------------------------------------------
ჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!

Posted by: HurricaneKat. 14 Dec 2017, 12:42
QUOTE (t-90 @ 14 Dec 2017, 12:34 )

ჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!

ეს გოგჩადანაა ხო? smile.gif

რომანტიკოსების თემას გავაგრძელებ bis.gif

ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

Posted by: t-90 14 Dec 2017, 13:34
HurricaneKat.
QUOTE
ეს გოგჩადანაა ხო?

კი ბატონო თემას დაემთხვა.
QUOTE
რომანტიკოსების თემას გავაგრძელებ

მშუენიალურია.

Posted by: HurricaneKat. 14 Dec 2017, 13:42
t-90
QUOTE
კი ბატონო თემას დაემთხვა.

ჩემი ოლიკო მასწავლებელი იამაყებდა

მე გავაგრძელე უკვე
შენი ჯერია, წარმავალობაზე და ამაოებაზე ფრაზები boli.gif

Posted by: Parabola 14 Dec 2017, 14:00
QUOTE
ადამიანებთან დაახლოებშიც მიჭირს
ფინანსურ მხარეს რომყურადღება არ მივაქციო

ფინანსების არ ვიცი, მაგრამ დანარჩენში არა მგონი wink.gif
ზედმეტად ექსტროვერტები ისედაც მაღიზიანებენ
* * *
QUOTE
წარმავალობაზე და ამაოებაზე ფრაზები

ხვალ სხვანნი მოვლენ მათ გამომცვლელად,
გველივე შთება გველად !

Posted by: t-90 14 Dec 2017, 14:10
HurricaneKat.
QUOTE

ჩემი ოლიკო მასწავლებელი იამაყებდა

მე გავაგრძელე უკვე
შენი ჯერია, წარმავალობაზე და ამაოებაზე ფრაზები

რა უფრო ძლიერია რბილი თუ მაგარი?
რბილი
რატომ?
იმიტომ რომ კბილები აღარ მაქვს ენისგან განსხვავებით.

ლაო ძის და მისი მოსწავლის დიალოგი.

Posted by: HurricaneKat. 14 Dec 2017, 14:14
Parabola
არ ითვლება yes.gif
მე რაც დავწერე იმლექსიდანაა

პ.ს. მაშინ რატომ უნდა 'მიჭირდეს'?

t-90
ეგეც რაღაც აღმოსავლური სიბრძნე იქნება spy.gif
სანამ ვიკითხავდი დაგიმატებია gigi.gif
მეც სულ მივაგდე ლაო ძის თემა რელიგია ფილოსოფიაში sad.gif
სადღაც მქონდა წაკითხული
ისე, აღმ. ლიტერატურამდე ბრძოლის ტექნიკისადმი ინტერესმა მიგიყვანა?
აი ბუშიდო და რაღაც ტრაქტატები

თან თამაში
დრო ფულია

Posted by: Parabola 14 Dec 2017, 14:19
QUOTE
მე რაც დავწერე იმლექსიდანაა

ახლა ვნახე მართლა smile.gif))

QUOTE
მაშინ რატომ უნდა 'მიჭირდეს'

არ ვიცი, საკმარისად არ ვარ ინფორმირებული.
მარტო ,,მგონიაზე'' ვარ პასუხისმგებელი .

Posted by: nforumi 14 Dec 2017, 15:19
t-90
QUOTE
რა უფრო ძლიერია რბილი თუ მაგარი?

"გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გლდემლი ტყვიისა რბილისა" smile.gif

Posted by: t-90 14 Dec 2017, 19:11
HurricaneKat.
QUOTE
ეგეც რაღაც აღმოსავლური სიბრძნე იქნება spy.gif
სანამ ვიკითხავდი დაგიმატებია gigi.gif

აჰა. biggrin.gif
QUOTE
მეც სულ მივაგდე ლაო ძის თემა რელიგია ფილოსოფიაში sad.gif
სადღაც მქონდა წაკითხული

ხო გექნებოდა ცნობილი ფრაზაა.
ისე მეც მინდოდა დამეწერა ჩინეთის სახელმწიფო აპარატის ჭრილში დაოსიზმის განხილვა, მაგრამ მაგარი დამატყდა საქმეები თავზე.
QUOTE
ისე, აღმ. ლიტერატურამდე ბრძოლის ტექნიკისადმი ინტერესმა მიგიყვანა?
აი ბუშიდო და რაღაც ტრაქტატები

ბუშიდო არა.
უფრო სხვადასხვა სტრატეგიული ნაწარმოებები.
თუმცა მარტო აღმოსავლურზე არა, დასავლურზეც მიმიყვანა.

Posted by: pekineli 15 Dec 2017, 00:36
ნიგო და სხვა მეგობრებო თქვენთვის სადილისყავოდ ერთი ისტორია მაქვს და თხოვნა.

შეიძლება ადრე მოგიყევით მარა ახლაც აქტუალური გახდა ეს ჩემთვის.

მოკლედ ბებიაჩემს ჰქონდა ძალიან დიდი ოდენობის საგვარეულო სამკაულები, რომელიც ეკუთვნოდა ჩემი დიდი პაპის ბებიას.
კნეინა მარიამ-მართა ჯორჯაძეს. ანუ ჩემიდან მე-6 თაობას. სამკაულები იმდენად დიდი ოდენობის იყო რომ ის ყთი რომელშიც იყო შემდგომში ვინახავდით მთელი ოჯახის საბუთებს და დოკუმენტაციას.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ბებიაჩემის ეზოში მდგმურებად ცხოვრობდა ერთი ღატაკი და გაუბედურებული ოჯახი სააკიანცები თუ სააკიანები. დედა და შვილი (ბიჭი) ისეთი თავის უბედურები იყვნენ, რომ მათხოვრობის პირას იყვნენ. ქალი იყო ავადმყოფი და ორივე ფეხით კოჭლი.
ბებია აღწერდა ისეთი კოჭლი იყო, რომ სიარულის დროს ჯერ ერთ მხარეს გადაქანდებოდა მერე კი მეორე მხარესაო.

ბებია რამოდენიმე წელი არ ახდევინებდა ქირას, კომუნალურ გადასახადებს (მაშინ წვრილმანი იყო კომუნალურები)
ყოველ დღე სადილსაც უყოფდა.

ამ სააკიან(ც) ების ოჯახში დადიოდა მათი ქურთი ნათესავი რომლის გვარიც არ მახსოვს.
სააკიანის ვაჟს უთქვამს ამ ბიჭისთვის აგერ იმათ იმდენი სამკაულები აქვთო.
მანამდე ოჯახის მცირე ასაკის გოგონებს უტრაბახნიათ მასთან იცი ჩვენ რა ოქრო-ბრილიანტები გვაქვსო.

ეს უმადურები ერთ დღეს გადმოპარულან ფანჯარაში და კომოდის ქვედა უჯრიდან ამოუღიათ სამკაულები.
გახვეული ყოფილა ხაკისფერ ნაჭერში მუთაქასავით. ანუ ზარდახშაში იდო როგორც მუთაქა, თავში და ბოლოში თასმით შეკრული.
თავიდან ვერ მიხვდნენ ვინ მოიპარა დიდი ტრაგედია კი იყო.
ამ ფაქტის შემდეგ სააკიანების ოჯახი ეზოდან გაიპარა.

მეორე სერია. ბებიაჩემმა კოჭლი სააკიანი ნახა დეზერტირების ბაზარში მისი ბრილიანტის საათით რომელსაც მივარდა და ჩხუბი დაუწყო. რასაკვირველია ვერაფრი დაამტკიცა ვერანაირი მექანიზმებით.

მამა ეძებდა ამ სამკაულებს ბაზარზე, ბებიაც ეძებდა.
მეც ვეძებ.

ჩვენთვის ამას აქვს სიმბოლური დანიშნულება.

აი მაგალითად ეს ბრილიანტის ბროშია.
არ ვიცი რისი ფორმა აქვსმაგრამ ბებიასგან ვიცი რომ განსაკუთრებულად ამ ბროშს და ზურმუხტის შუბლის ქინძისთავს ეძებდა.

შეიძლება მხოლოდ იმიტომ რომ იმდენად სპეციფიური ფორმა აქვს რომ ადვილი ამოსაცნობი იქნებოდა.

მოკლედ უნდა გადავაქოთო ყველაფერი და თუ მივაგენი ნებისმიერ ფასს გადავიხდი რაც შემიძლია.

user posted image

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 09:00
t-90
QUOTE
აჰა. biggrin.gif

შენ ძველი აღმოსავლური სიბრძნე თუ იცი ?!
თუ არაფერი გაქვს მოსაყოლი, ძველი აღმოსავლური სიბრძნე მოყევიო

user posted image

QUOTE
ისე მეც მინდოდა დამეწერა ჩინეთის სახელმწიფო აპარატის ჭრილში დაოსიზმის განხილვა, მაგრამ მაგარი დამატყდა საქმეები თავზე.

დაწერე
კიდევ დამიდგება ფიქრნი მკტრვის პირას პერიოდი და მეც მივამატებ რამეს

Posted by: nforumi 15 Dec 2017, 10:19
pekineli
უმადურობა ყველაზე უარესი თვისებაა ალბათ ადამიანის.
მეორე მხრივ, როცა რაღაცა გაქვს მოფრთხილებაც უნდა იცოდე.

რაც მთავარია, კომუნისტებმა როგორ შეარჩინეს ოჯახს ამდენი სიმდიდრე?

Posted by: t-90 15 Dec 2017, 15:19
HurricaneKat.
QUOTE

შენ ძველი აღმოსავლური სიბრძნე თუ იცი ?!
თუ არაფერი გაქვს მოსაყოლი, ძველი აღმოსავლური სიბრძნე მოყევიო

არაა ცუდი იდეა.
მოვხსნი სკივრს თავს.
QUOTE
დაწერე
კიდევ დამიდგება ფიქრნი მკტრვის პირას პერიოდი და მეც მივამატებ რა

ამას სამი-ოთხი საათი კონცენტრირებული მუშაობა მაინც უნდა მინიმუმ და მაგდენი დროის ფუფუნება წლის ბოლოს არ მაქვს.
იმისთვის რომ ნაახალწლებს მუშაობა არ შემეტენოს ვმუშაობ 30მდე სერიოზულ გრაფიკში.
pekineli
QUOTE
სამკაულები იმდენად დიდი ოდენობის იყო რომ ის ყთი რომელშიც იყო შემდგომში ვინახავდით მთელი ოჯახის საბუთებს და დოკუმენტაციას.

ბიჯო.
ჩემ დიდ ბაბუას კაი მოზვინული სახლი ჩამოართვეს თბილისში და გააბუნძულეს სოფელში.
ოქრო კი არა სოფელში კაი რაც ქონდათ ავეჯიც არ დაუტოვეს. ერთი ბუფეტი ვერ წაიღეს ისიც იმიტომ რომ დაეზარათ (ის თავის დროზე 10 კაცს ჰქონდა მოყვანილი)
და თქვენ ასეთი სკივრით ოქრო საიდან დაგრჩათ ძაან მაინტერესებს.
nforumi
QUOTE
რაც მთავარია, კომუნისტებმა როგორ შეარჩინეს ოჯახს ამდენი სიმდიდრე?

აეგაა მთავარი.
ჩემ ნაცნობების ოჯახებს ქინძIსთავი არ დაუტოვეს სახლში. ზოგს ვინ დაუხვრიტეს და ზოგს ვინ. ჩვენ კიდე კარგი გადავრჩით.
ამათ სკივრით ოქრო ჰქონიათ თან ისე გაბაზრებული რო მეზობლებმაც კი იცოდნენ.
ხოდა საიდან?

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 15:23
t-90

QUOTE
შენ ძველი აღმოსავლური სიბრძნე თუ იცი ?!
თუ არაფერი გაქვს მოსაყოლი, ძველი აღმოსავლური სიბრძნე მოყევიო

მოყევი
მაგრამ მანამდე ეს ფრაზა თავიდან წაიკითხე და მიხვდები
ისევ ვერ მიხვდი sad.gif(

Posted by: t-90 15 Dec 2017, 15:41
HurricaneKat.
QUOTE
მოყევი
მაგრამ მანამდე ეს ფრაზა თავიდან წაიკითხე და მიხვდები
ისევ ვერ მიხვდი (

ვერ თუ არ?
ვოტ ვ ჩიომ ვაპროს.

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 15:43
t-90
ვერ
ასეთ გონებამახვილურ ფრაზაზე უნდა გაგცინებოდა boli.gif

Posted by: t-90 15 Dec 2017, 15:57
HurricaneKat.
QUOTE
ვერ
ასეთ გონებამახვილურ ფრაზაზე უნდა გაგცინებოდა

არადა ტრივიალურია biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 16:09
QUOTE (t-90 @ 15 Dec 2017, 15:57 )

არადა ტრივიალურია biggrin.gif

ნუ მაშინ
ჩემი იუმორის გრძნობა ყოფილა ტრივიალური gigi.gif

Posted by: t-90 15 Dec 2017, 16:14
HurricaneKat.
და იქნებ ხუმრობაა ტრივიალური პროსტო? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 16:16
QUOTE (t-90 @ 15 Dec 2017, 16:14 )

და იქნებ ხუმრობაა ტრივიალური პროსტო? biggrin.gif

თუ 'ასეთ' ხუმრობებზე მეცინება ე.ი. მეც 'ასეთი' ვარ gigi.gif
არ იცი რომ ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე იმით თუ რა იწვევს მასში სიცილის გრძნობას

Posted by: t-90 15 Dec 2017, 16:21
HurricaneKat.
QUOTE
თუ 'ასეთ' ხუმრობებზე მეცინება ე.ი. მეც 'ასეთი' ვარ 
არ იცი რომ ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე იმით თუ რა იწვევს მასში სიცილის გრძნობას

რავი შეიძლება მეც გამეცინოს კონკრეტულ ვითარებაშI და კონკრეტულ ხასიათზე.
არაა ეგრე ტრივიალური იუმორის გრძნობა.

Posted by: HurricaneKat. 15 Dec 2017, 16:24
t-90
შენ რაზე გეცინება
ანეგდოტი მომიყევი

Posted by: t-90 15 Dec 2017, 16:39
HurricaneKat.
QUOTE
შენ რაზე გეცინება
ანეგდოტი მომიყევი

რავი მე ისეთი ანეკდოტები გამახსენდა ახლა ვერც საჯაროდ მოგიყვები და ვერც პრივატში biggrin.gif
მძიმე გარემოს ბრალია biggrin.gif

Posted by: nforumi 15 Dec 2017, 18:19
t-90
QUOTE
აეგაა მთავარი.
ჩემ ნაცნობების ოჯახებს ქინძIსთავი არ დაუტოვეს სახლში. ზოგს ვინ დაუხვრიტეს და ზოგს ვინ. ჩვენ კიდე კარგი გადავრჩით.
ამათ სკივრით ოქრო ჰქონიათ თან ისე გაბაზრებული რო მეზობლებმაც კი იცოდნენ.
ხოდა საიდან?

კიი,

pekineli სადა ხარ, გაგვეცი პასუხი ! ...
smile.gif

Posted by: pekineli 15 Dec 2017, 18:58
nforumi
t-90
ჩემი დიდი პაპა ვის ოჯახშიც ეს ინახებოდა და ვისი რძალიც იყო ბებიაჩემი ბანკირი იყო 40 წლის განმავლობაში კომუნიზმის პერიოდში.
7 ბანკის მმართველი იყო ერთდრულად. ასე ერქვა "თბილისის გარეუბნის ბანკები" წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის ქუჩის კუთხეში იყო ე.წ. "სათავო ოფისი"
პაპაჩემი არ გაუკულაკებიათ ბანკირი იყო და ფულიც და ოქროც ბევრი გადიოდა მის ხელში.

Posted by: t-90 15 Dec 2017, 19:18

კაცო არც ბანკირობა გვიკვირს და არც ფულის შოვნა.
მარა მაშIნ ესე გამოსაჩენად თან საგვარეულო ოქროები რო ჰქონდათ ეგენი ან ჩეკისტები იყვნენ ან პარტფუნქციონერები.
თორე საგვარეულო ოქრო 1930იანებშI დედაჩემის ბაბუამ ჩაფლა ისე რო დღემდე ვერ უპოვიათ. biggrin.gif

Posted by: nigo 15 Dec 2017, 20:15
pekineli

მე ბებიჩემისგან სულ ის მესმოდა, რომ მთელი სამკაულები ტორგსინში ჩავაბარე ომის დროს, პურის ფულის გამოო.

ერთადერთი, დიდი ოქროს ხოჭო ბროში ჰქონდა, ჩემთვის რასაკვირველია, ერთადერთი გოგო შვილიშვილი ვიყავი .ჩემმა პატარა ძმამ, ბურატინო რომ წაიკითხა.(6წლის იყო)
ეს ხოჭოც, მშობლები სირიაში მუშაობდნენ კომუნისტების დროს და იმათი ჩამოტანილი სამკაულებიც, ეზოში ჩაფლო biggrin.gif
მაშინ მეც ბავშვი ვიყავი, მაინც არ მაკეთებინებდნენ და დიდად არ მიდარდია დაკარგვა. უკვე მერე მენანებოდა
biggrin.gif
მერე 90-იანებში გაგვქურდეს, ძალიან სერიოზულად, მაგრამ მაშინ აფხაზეთის ომი იყო, ხალხი დაიხოცა, სახლები დაკარგეს, მთელი ცხოვრების ნაშრომი,გაუბედურდნენ.ჩემი უმცროსი შვილის კლასელები ისე გაჩნდნენ მამაები არ უნახავთ,ომში დაიღუპნენ და ამ დროს რა სამკაულები, რის ქონება და საერთოდ არაფერი განცდა არ მქონდა. მამაჩემის სამოთახიან ბინაში 8 გაგრელი ნათესავი ცხოვრობდა. რაც იმათმა დაკარგეს, გადაიტანეს sad.gif
ახლაც პრინციპში ასე ვარ, რამე თუ გატყდება , თუნდაც ძალიან მიყვარდეს, არ ვდარდობ. იმდენი პრობლემაა, ახლა მაგაზე თავი არ მოვიკლა.
ქონება , ფული ,ძალიან დიდი ამბავია. ფული ნიშნავს თავისუფლებას.
ამ თავისუფლებითაა ძალიან მნიშვნელოვანი, სხვა მხრივ , ჯანმრთელობა და ხალისი ყველაფერს წონის.
მე კომუნისტების დროინდელი ბავშვი ვარ.ფულზე ლაპარაკი სირცხვილი რომ იყო, იმ პერიოდის.
მერე ,ერთხელ წავიკითხე" ინასტრანკაში" მარჩელო მასტორიანის ინტერვიუ-ის წერდა, რას ნიშნავდა მისთვის ფული, ერთადერთს და მთავარს თავისუფლებას . ამხელა გოგომ, უკვე სტუდენტი ვიყავი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე ეს ფაქტი.
არადა 18 წლიდან ზუსტად იმისთვის ვმუშაობდი,რომ მშობლებისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და შესაბამისად ,რაღაცეებზე ანგარიში არ გამეწია, მაგრამ ასე ჩამოყალიბებულად ამაზე არ მიფიქრია.
მამაჩემი მეუბნებოდა, ვის გაუგია სტუდენტის მუშაობს, ნუ მარცხვენო. biggrin.gif
როგორი არასწორი მენტალიტეტით გვზრდიდნენ, განათლებული მშობლებიც კი. sad.gif

Posted by: pekineli 15 Dec 2017, 20:25
QUOTE (t-90 @ 15 Dec 2017, 19:18 )
pekineli
QUOTE
ჩემი დიდი პაპა ვის ოჯახშიც ეს ინახებოდა და ვისი რძალიც იყო ბებიაჩემი ბანკირი იყო 40 წლის განმავლობაში კომუნიზმის პერიოდში.
7 ბანკის მმართველი იყო ერთდრულად. ასე ერქვა "თბილისის გარეუბნის ბანკები" წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის ქუჩის კუთხეში იყო ე.წ. "სათავო ოფისი"
პაპაჩემი არ გაუკულაკებიათ ბანკირი იყო და ფულიც და ოქროც ბევრი გადიოდა მის ხელში.

კაცო არც ბანკირობა გვიკვირს და არც ფულის შოვნა.
მარა მაშIნ ესე გამოსაჩენად თან საგვარეულო ოქროები რო ჰქონდათ ეგენი ან ჩეკისტები იყვნენ ან პარტფუნქციონერები.
თორე საგვარეულო ოქრო 1930იანებშI დედაჩემის ბაბუამ ჩაფლა ისე რო დღემდე ვერ უპოვიათ. biggrin.gif

მენშევიკი იყო ჩემი პაპა. მენშევიკური პარტიისნწევრი იყო რევოლუციამდე.
1937 წელს ერთმა კაცმა რომლის სახელიც მიწერია სადღაც ჩანაწერებში გააფრთხილა გიორგი ხვალ გიჭერენო.

აბასთუმანში გაქცეულა. იქ იმალებოდა.
გავლენიანი ნაცნობების დახმარებით პრობლემა მოაგვარა. და ასეთ თანამდებობაზეც დატოვეს. არ ვიცი რატომ. როგორც ოჯახში იძახდნენ განათლების გამო და პროფესიონალიზმის გამო. პეტერბურგის ეკონომიკური აკადემია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე.
არ ვიცი ფაქტია ამ თანამდებიბაზე იმუშავა 40 წელი და რეპრესიებსაც გადაურჩა. ჯერ გაქცევით მიმალვით მერე კ8 გავლენით.

ტ 90 ო შენებურად არ დამიწყო ახლა ძალიან გთხოვ.
შენებური დასკვნებინდა შეურაცხყოფები. მაქვს ჩემი დიდი ბებიის ხმის ჩანაწერებიც რომელიც ყვება ამ ისტორიას შემიძლია დავდო.

Posted by: nigo 15 Dec 2017, 20:34
[b]pekineli[/b

ხდებოდა ასეთი ამბებიც, რაზეც წერ.
უბრალოდ ,იმის იმედი ნუ გექნება რომ იპოვი.დიდი დროა გასული.
ჩემი ქმრის ერთი ბაბუა ფედერალისტი იყო და მეგობარმა გადაარჩინა, მეორე დახვრიტეს.
ჩემიც დახვრიტეს. sad.gif

ჩემ დიდ ბებიას, რომელიც ჩემს შვილს მოესწრო,ანუ შვილიშვილის (მამაჩემი) შვილიშვილს. 3 შვილი დაუხვრიტეს.

ბებიაჩემი 10წლით გადაასახლეს, არაფერს ყვებოდა.
დიდი ბებია კი სულ კომუნისტების და სტალინის ლანძღვაში იყი. ბებიაჩემს ეშინოდა და საყვედურობდა, ნუ ამბობო.ის პასუხობდა, მეტი რაღა უნდა დამემართოსო. sad.gif

Posted by: nforumi 15 Dec 2017, 21:26
pekineli
QUOTE
ჩემი დიდი პაპა ვის ოჯახშიც ეს ინახებოდა და ვისი რძალიც იყო ბებიაჩემი ბანკირი იყო 40 წლის განმავლობაში კომუნიზმის პერიოდში.
7 ბანკის მმართველი იყო ერთდრულად. ასე ერქვა "თბილისის გარეუბნის ბანკები" წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის ქუჩის კუთხეში იყო ე.წ. "სათავო ოფისი"
პაპაჩემი არ გაუკულაკებიათ ბანკირი იყო და ფულიც და ოქროც ბევრი გადიოდა მის ხელში.

ხო მარა, ვის ინდობდნენ ისინი რო?

Posted by: t-90 15 Dec 2017, 23:17
pekineli
QUOTE
მენშევიკი იყო ჩემი პაპა. მენშევიკური პარტიისნწევრი იყო რევოლუციამდე.
1937 წელს ერთმა კაცმა რომლის სახელიც მიწერია სადღაც ჩანაწერებში გააფრთხილა გიორგი ხვალ გიჭერენო.

ჩემი დიდი ბაბუა იყო გადამდგარი სამხედრო და მერე ბუღალტერი.
აი ის რომელიც გამოაბუნძულეს თბილისიდან.
რატომღაც თქვენ სახლიც დაგიტოვეს თბილისში, თან იმხელა რო მდგმურებიც გყოლიათ.
მაშIნ როცა ჩემ ყველა ნაცნობ წარჩინებულ ხალხს სახლებში ოპტომ შეუსახლეს.
QUOTE
გავლენიანი ნაცნობების დახმარებით პრობლემა მოაგვარა. და ასეთ თანამდებობაზეც დატოვეს. არ ვიცი რატომ. როგორც ოჯახში იძახდნენ განათლების გამო და პროფესიონალიზმის გამო. პეტერბურგის ეკონომიკური აკადემია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე.

გერმანიაში ჰქონდა დიდ ბაბუას ნასწავლი მარა რამემ უშველა?
ეგ არაფერი, მეორე დიდი ბაბუა ვაბსემც ხის ხელობაზე მუშაობდა თავი რო გაეტანა.
QUOTE

ტ 90 ო შენებურად არ დამიწყო ახლა ძალიან გთხოვ.
შენებური დასკვნებინდა შეურაცხყოფები. მაქვს ჩემი დიდი ბებიის ხმის ჩანაწერებიც რომელიც ყვება ამ ისტორიას შემიძლია დავდო

ძაან საეჭვოა ურალოდ და მეტი არაფერი.
თანო კნიაზები იყვნენო, თანო ბანკის მმართველები (ესეც ძაან საეჭვოა) თან კიდე ოქრო შენახული ჰქონდათ ისე რო ვიღაცა მდგმურმა სააკიანცმა იცოდა თან საბჭოთა ხელისუფლებას პატივში ჰყოლია.
რეა ვიცი.

Posted by: pekineli 15 Dec 2017, 23:46
QUOTE (t-90 @ 15 Dec 2017, 23:17 )

შენი ეჭვები არაფრისმნიშვნელია ჩემი დიდი საგვარეულოს ამბებში.

ასე რომ მათი გაქარწყლება ჩემ წინაპრებს და მე არაფერში გვჭირია.
ის რეალობა უკე იყო და შედგა.
შენ რაც გინდა იფიქრე არაგერი შეიცვლება.

აღარ დამქვოთო.
----------

სხვების გასაგონად კი იმას ვიტყვი რომ დიდი ბებიის აუდიოს დავდებ ძალიან საინტერესოა smile.gif)
ისე საყვარლად ყვება და ისეთი ლამაზი თბილისური კილო აქვს

Posted by: t-90 16 Dec 2017, 00:59
pekineli
QUOTE
ენი ეჭვები არაფრისმნიშვნელია ჩემი დიდი საგვარეულოს ამბებში.

არა მე პროსტო მაინტერესებს რა ვიჟივანიის მექანიზმი გაქვთ რო თავადური სისხლის მქონე მენშევიკი ყველაფერს გადაურჩა, საგვარეულო ოქროც არ ჩაუფლავს ბაბუაჩემივით და ისე აბაზრებდა რო ვიღაც მდგმურმა სააკიანცმაც კი იცოდა.
და პახოდუ ბანკის მმართველიც იყო და ფულსაც ჰქაფამდა.
რავი თურქებიდან მოყოლებული ყველა ჩემ გვარს მოდგა მიშათი დამთავრებული biggrin.gif
QUOTE

ასე რომ მათი გაქარწყლება ჩემ წინაპრებს და მე არაფერში გვჭირია.
ის რეალობა უკე იყო და შედგა.
შენ რაც გინდა იფიქრე არაგერი შეიცვლება.

ხო არა რა თქმა უნდა.
ჩემი დიდი ბაბუა სახლიდან გამოაგდეს (მეჟდუ პროჩემ გერმანიის ერთერთი ქალაქის უნივერსიტეტ დამთავრებული), ჩააგდეს სოფელში (ბაბუისეულ სახლში) და მაგის ბოლო იყო ხილბოსტნის დამზადების ბუღალტრობა. მეორე ჩემმა დიდმა ბაბუამ, ყაზიბეგმა საგვარეულო ოქრო გამოამზეურა კი არა სოფელში ისე ჩამალა ვერავინ მიაგნო იმის მერე. არადა პოლიტიკას არ გაჰკარებია არცერთი.
ნამენშევიკარი ბაბუაშენი და ბებიაშენი ბანკირებად ამუშავეს თურმე და მაყუთიც აგროვებინეს და ამზეურებინეს თან ისე რო არც გაწეწეს არც დახვრიტეს, არც გადაასახლეს და იმხელა სახლი შეუნარჩუნეს რო მდგმურებიც კი ჰყავდათ.
და ეს ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე.
სასწაულია პირდაპირ.
ან სიმართლე სულაც სხვა რამე იყო.

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 10:51
t-90
QUOTE
ან სიმართლე სულაც სხვა რამე იყო.

სიმართლე არასოდეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ. დეტალები იკარგება, სხვა შტრიხებს იძენს და ისე მოდის ჩვენამდე. სერიოზული კვლევა უნდა და თან ობიექტური, რომ დაადგინო რა არის ჩვენს ცოდნაში სინამდვილე და რა მოგონილ დამატებული.

Posted by: t-90 16 Dec 2017, 10:53
nforumi
QUOTE

სიმართლე არასოდეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ. დეტალები იკარგება, სხვა შტრიხებს იძენს და ისე მოდის ჩვენამდე. სერიოზული კვლევა უნდა და თან ობიექტური, რომ დაადგინო რა არის ჩვენს ცოდნაში სინამდვილე და რა მოგონილ დამატებული.

ნუ არა ეს ძაან ლიპაა ან მართლა სასწაული ყოფილა.

იმ ჩემ იდ ბაბუას განძIს რუკა მაინც დაეტოვნა biggrin.gif

Posted by: marimarita 16 Dec 2017, 12:22
დილიდან ვრეკავ დაქალთან..
პირველი უკიდურესობა:
არ მპასუხობს...
კიდევ არ მპასუხობს...
კიდევ და კიდევ...
მიუხედავად იმისა რომ კარგად ვიცნობ, მაინც შეშინებული ვრეკავ მის მეუღლესთან, რომელიც სრულიად აუღელვებლად მპასუხობს:
- სახლში იქნება მარი, არსად აპირებდა წასვლას, ან შეიძლება ნათიასთან შევიდა (მეზობელთან), მოიცა გადავრეკავ...
ალბათ დარეკა ))
ან ნათიასთან აღმოჩნდა, ან სთხოვა კარებზე მიეკაკუნებინა და ეთხოვა რომ ტელეფონისთვის ეპასუხა..
ცოტა ხანში ისევ ვრეკავ..
როგორც იქნა მპასუხობს..
მე ვკივი:
- ცოცხალი ხარ? და ვილანძღები :დ
მას უკვირს რატომ ვბრაზდები, მერე რა მოხდა თუ ტელეფონი საძინებელში დარჩა მთელი დღე?! ან რა მოხდა თუ ზარი აქვს გათიშული?! ან რა მოხდა თუ აბაზანაში დარჩა და სულაც არ გახსენებია?! ან იქნებ ნახა კიდეც რომ ვრეკავდი და უბრალოდ დაეზარა ეპასუხა და მერე სულაც გადაავიწყდა?!.. )) ამაში პრობლემას ვერ ხედავს...
მოკლედ, გადავდივარ მეორე ეტაპზე: რისთვის დავრეკე დამავიწყდა...
ვიხსენებ და ვესაუბრები...
მესამე ეტაპი: მინდა მოვიკითხო და ვკითხო: - ,,ხო, სხვა რა ხდება შენსკენ?''- მაგრამ.... ტუუ... ტუუ... ვინ გაცდის... ტელეფონს თიშავს facepalm.gif
მეორე უკიდურესობა:
თავიდან ვბრაზდები... mad.gif
მაგრამ მახსენდება რომ ის ასეთია და ზუსტად იმიტომ მიყვარს რომ ასეთია.. ვიცი მასაც ძალიან ვუყვარვარ და მანაც იცის რომ ზუსტად ისეთი მიყვარს როგორიცაა :დ

პ.ს. უბრალოდ მინდოდა დამეწერა smile.gif

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 12:28
t-90
QUOTE
იმ ჩემ იდ ბაბუას განძIს რუკა მაინც დაეტოვნა

ექნებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში მოუწია ეტყობა და შეჭამა wink.gif

marimarita
ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის, მართალია. შეცვლით ჩვენ ვერ შევცვლით ადამიანებს, მარტო საკუთარი თავის შეცვლა შეგვიძლია.

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 12:29
t-90
biggrin.gif

აუ მაგრად მეცინება ხოლმე როგორ იბოღმები და გშურს.

ახლა ეს ბოღმა და შური გალაპარაკებს და კაცს ძალიან არ უხდება ეს თვისებები.

ქალს კიდე ხო.

და ან ეს პაპების ჯიბრი რა თემაა. რა პაპაჩემის შეფასების კრიტერიუმია პაპაშენი. biggrin.gif

მე ყველა მტკიცებულებები მაქ
ფოტო, აუდიო და მატერიალური.

სუმ მცირე ის რო ეგ სახლი მე დამრჩა 12 ოთახი გვქონდა ერთ ეზოში ახლა კი კორპუსს მიშენებენ.

და შენ შენ ზღაპრებს რით ადასტურებ.

Posted by: marimarita 16 Dec 2017, 12:39
nforumi
QUOTE
ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის, მართალია. შეცვლით ჩვენ ვერ შევცვლით ადამიანებს, მარტო საკუთარი თავის შეცვლა შეგვიძლია.

ხო...
შეიძლება საკუთარი თავის შეცვლაც ვერ შევძლოთ... უბრალოდ ასეთები ვართ და ასეთებადვე უნდა მიგვიღონ..

Posted by: t-90 16 Dec 2017, 13:05
pekineli
რად არ დავიბოღმები?
ჩემი დიდი ბაბუა გამოაგდეს და სოფელში გააგდეს სრულიად აპოლიტიკური კაცი და ხილბოსტნის დამზადების ბUღალტრობა მიუსაჯეს.
ოჯახი გაჭირვებული და ა.შ.

პაპაშენს კიდე 12 ოთახი ჰქონდა თურმე კომუნისტების პერიოდში თან ნათავადარს, თან ნამენშევიკარს და თან ბანკირს.
მაგის დედა ვატირე რამდენი ვიცი იმ დროს ერთსართულიანი სახლი რო ჰქონდათ და ერთი ოთახი დაუტოვეს და თქვენთვის 12 მოუციათ.
მარტო ბანკირობის გამო არ იქნება ეგ.
დაყაჭე ახლა რომელი პოლიტიკური მოღვაწის შვილიშვილი ხარ. თუ ჩეკისტის? biggrin.gif

მასალები ოპტომ. იცოცხლე. ფოტო, საბუთების ფოტოასლი და ა.შ.

ახლა დადგებით ბიჯო და კნიაზობას ჩემულობთ ვინცხა აღმოსავლეთ მთის გვარის ხალხი და ნერვები რატო არ მოგეშლება ადამიანს?
არადა მაუზერებით დარბოდით მის დროზე.
nforumi
QUOTE
ექნებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში მოუწია ეტყობა და შეჭამა

მეტალოდეტექტორით უნდა ვირბინო biggrin.gif

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 13:05
nforumi
QUOTE

QUOTE
ან სიმართლე სულაც სხვა რამე იყო.

სიმართლე არასოდეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ. დეტალები იკარგება, სხვა შტრიხებს იძენს და ისე მოდის ჩვენამდე. სერიოზული კვლევა უნდა და თან ობიექტური, რომ დაადგინო რა არის ჩვენს ცოდნაში სინამდვილე და რა მოგონილ დამატებული.

მე ჩემ გარშემო არ მეგულება სხვა ადამიანი საკუთარი ნათქვამის მიმართ ამდენი მტკიცებულება რომ ჰქონდეს.
ფოტოები, აუდიო ჩანაწერები ჩემი დიდი ბებიის,
უძრავი და მოძრავი ნივთები რომელიც მემკვიდრეობით გვერგო.
ხოდა ახლა ვიღაც შურიანს თუ შურს და უნდა ტალახით მოსვაროს რაიმე ეს არაფერს წყვეტს.
მაგას რომ კითხო პაპაჩემი არც არსებულა და მეც არ ვარსებობ.

იბოღმება ახლა პაპამისი რო ხილბოსტანში მუშაობდა ვერ წარმპოუდგენია სხვა რომ ბანკირი შეიძლებოდა ყოფილიყო. მე შევადარე? მე დავიწყე.

აი მითხარით ახლა ლამაზია ესა.
კაცური საქციელია ეს დედაკაცური ლაფის სროლა?

t-90
შენთან კამათს მე მოვრჩი.
ბოღმა ადამიანების ატანა არ მაქვს.

პაპაშენივით ვინც არ გადასახლეს ყველა ნაგავია შენთვის, მაგრამ ამგვარი მიდგომა სამარცხვინოა.

რეპრესიების მსხვერპლი გაბოროტებული ბავშვივით ხარ.

Posted by: nigo 16 Dec 2017, 13:31
t-90
pekineli

კარგი , რა დღეში ხართ?
საჩხუბრად ამოვწიე ეს თემა?

წინაპრებს რაც შეეხება, ზოგი მართალია, ზოგი ლეგენდა, ისევ წინაპრების მოგონილი.
აგერ 100000მოწამეო დღემდე გავიძახით და რეალურად ყველა ისტორიკოსმა იცის, რომ მაქსიმუმ 6-7 ათასი.
ძალიან ცუდი მაგალითი კი მოვიყვანე, მაგრამ ფაქტია ,რომ ლეგენდები და მითები უყვარდათ ბებიებს.
მე ჩემს ოჯახზე ,რაღაც საკითხზე, ორი სრულიად საპირისპირო ისტორია ვიცი .დედის დედიდან სხვა , მამის დედიდან სხვა.
დღემდე არ ვიცი, რომელია რეალური.

მოდი ნუ ვიჩხუბებთ. თან ამ თემაში ბანების ტრადიცია გვაქვს და გვინდა?
biggrin.gif

Posted by: t-90 16 Dec 2017, 14:20
nigo
QUOTE
გერ 100000მოწამეო დღემდე გავიძახით და რეალურად ყველა ისტორიკოსმა იცის, რომ მაქსიმუმ 6-7 ათასი.

არადა 6-7 ათასი ძალიან პატარაა.
QUOTE
მე ჩემს ოჯახზე ,რაღაც საკითხზე, ორი სრულიად საპირისპირო ისტორია ვიცი .დედის დედიდან სხვა , მამის დედიდან სხვა.
დღემდე არ ვიცი, რომელია რეალური.

არა ბიჯო გადავირევი რა.
ეს ჩეკისტები რო გამოდიან და ახლა მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობენ.
გადაგაჭამენ თავს გუშინ ტუჟურკით და მაუზერით მოსული სასტავი.
ამათია ქვეყანა დღეს და მაგიტომაც მიდის კარგად ჩვენი საქმე.
pekineli
QUOTE
უძრავი და მოძრავი ნივთები რომელიც მემკვიდრეობით გვერგო.

ხოდა კაცო ჩვენ არაფერი დაგვიტოვეს ად თქვენ ეტყობა საბჭოთა ხელისუფლებსი ერთგულები იყავით და ვინ იცით დანოსჩიკობაშიც ქე გერგოთ ეგ ყველაფერი.
QUOTE
იბოღმება ახლა პაპამისი რო ხილბოსტანში მუშაობდა ვერ წარმპოუდგენია სხვა რომ ბანკირი შეიძლებოდა ყოფილიყო. მე შევადარე? მე დავიწყე.

რა თქმა უნდა. biggrin.gif
ლეიპციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დამთავრებულის ადგილი რაიონის ხილბოსტანშია აბა რა. biggrin.gif
და ვიღაც ნამენშევიკარებს თურმე 1937 წელს გადაარჩენენ(გავლენიანი ნაცნობები ალაბთ ჩეკაში კოლეგები ხო?), არც სახლს ართმევენ, ბანკირადაც ამუშავებენ და ოქროებს უტოვებენ თურმე.
აბა რა. ვჭამთ ამ ყველაფერს კი biggrin.gif
QUOTE

პაპაშენივით ვინც არ გადასახლეს ყველა ნაგავია შენთვის, მაგრამ ამგვარი მიდგომა სამარცხვინოა.

ყველა ვარიანტში წითელი ელიტის წარმომადგენელმა მე ზემოდან არ უნდა მიყუროს რა.
და რო გამოდგებით აქ და ქალაქელობაზე დაიწყებთ ლაპარაკს ცოტა ისიცა თქვით ვინ გააგდეთ გააგდეთ იმ სახლებიდან და რა გზებით.

მართლა ტყავის ტუჟურკებით და მაუზერებით დარბოდით ბიჯო ეს მუშურგლეხური კამანდა და ახლა გამოხვედით რა ეს ელიტნი სასტავი.

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 14:38
nigo
ბოღმა ხალხი როგორი საყურებელია?
t-90
გეგონოს გეგონოს.

დიდი შანსით ეგ ისტორიები არის შენი მოგონილი.
ეგეთი რამე ვინმე სოფლის მაღაზიაში გაესახლებინბოთ არ არსებობს.

თუ ვინმეგასასახლებელი იყო ან ციმბირში გაასახლეს ან დახვრიტეს.

ნახევრად გადასახლება არ არსებობდა.

დიდი შნსით უნიათო განათლებულმა კაცმა ფეხი ვერ აუწყო დროებას და წავიდა სოფლად.

აი ესაა სინამდვილე.

არ გინდა ეს წამებული რომანტიზმის იმიჯების გამოგონება.

აბსურდებს იგონებ

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 15:00
marimarita
QUOTE
შეიძლება საკუთარი თავის შეცვლაც ვერ შევძლოთ... უბრალოდ ასეთები ვართ და ასეთებადვე უნდა მიგვიღონ..

საკუთარი თავის შეცვლა შეგვიძლია, გარკვეულ დიაპაზონში, მონდომების შემთხვევაში smile.gif

t-90
pekineli
რა დაგემართათ კაცო.
მე რაღა ვქნა, ერთი ბაბუა ომიდან ჩამოსული რომ გადაასახლეს და მეორე კიდე ომშიც არ ყოფილა საერთოდ...

რაც იყო, იყო, ჩვენ ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ჩვენს წარმოდგენაში ყველას გვინდა უკეთესად წარმოვიდგინოთ ჩვენი წინაპრები, ვიდრე სინამდვილეში იყო. ცუდია როცა ამას სხვების დაკნინებით ვცდილობთ. ეს არც სწორია, არც საკადრისი. ვინ როგორ გადაურჩა იმ ავბედით დროს კიდე, ეს სხვა საკითხია, გასაგებია რომ ბევრმა ალბათ სრულიად უკადრებელი იკადრა, მაგრამ ახლა რა, მის შთამომავალს მოვთხოვოთ პასუხი?

Posted by: t-90 16 Dec 2017, 15:42
pekineli
QUOTE

დიდი შანსით ეგ ისტორიები არის შენი მოგონილი.
ეგეთი რამე ვინმე სოფლის მაღაზიაში გაესახლებინბოთ არ არსებობ

კი იყო
20იან წლებშI რამდენიც გინდა.
სახლებს ართმევდნენ და ამ სახლებში ათას ვინმეს ასახლებდნენ.
ძველ სახლებში ესე იყო სულ.
სოფლის მაღაზიაში კი არ გაასახლეს
არამედ სოფელში მოუწია გადასახლება იმიტომ რომ სახლი წაართვეს და იქ თითო ოთახში თითო ოჯახი შეასახლეს (ნუ სულ 4 ოთახი იქნებოდა ალბათ მეტი არა)
QUOTE
თუ ვინმეგასასახლებელი იყო ან ციმბირში გაასახლეს ან დახვრიტეს.

არც ეგ გვაკლდა პატივცემულო.
20იანებშიც და 30იანებშიც.
დიდ ბაბუას სიძე (დის ქმარი) დაუხვრიტეს და ძმა გადაუსახლეს.
QUOTE
დიდი შნსით უნიათო განათლებულმა კაცმა ფეხი ვერ აუწყო დროებას და წავიდა სოფლად.

აბა კაცო.
დროებას ვერ აუწყო ფეხი. biggrin.gif
უნიათო იყო. biggrin.gif
და სულ თავისით წაირთვა ის სახლი და ოთხი ოჯახი სულ თავისით შეასახლა. biggrin.gif
და ინჟინრობის მაგივრად ხილბოსტნის ბუღალტრობა ერჩივნა. biggrin.gif

იქნებ ბაბუაშენი ჩეკისტი იყო და სწორედ ამიტომაც არც გადაასახლეს, არც დახვრიტეს სახლიც მაგიტომ დაუნარჩუნეს და ბანკიც მაგიტომ ჩააბარეს?

QUOTE
არ გინდა ეს წამებული რომანტიზმის იმიჯების გამოგონება.

აბსურდებს იგონებ

აბა ხო.
მე ვიგონებ.
nforumi
QUOTE
გასაგებია რომ ბევრმა ალბათ სრულიად უკადრებელი იკადრა, მაგრამ ახლა რა, მის შთამომავალს მოვთხოვოთ პასუხი?

და ვინ აკნინებს მაგის წინაპრებს?
პროსტო გადმოდგება აქ და მენტორული ტონით აღაცეებს ბოდიალობს და ზოგს რატო ჩამოეთრიე თბილისშიო ეძახის და ზოგს რას დ ზოგს რას. ტვინი მომედღნა ამის ფსევდოარისტოკრატიულობით მიეშჩანურობა და ნივთებზე გამოდევნება რო გასდევს ფონად.
თორე ასი წელი ფეხებზე არ მკიდია მაგის ჩეკისტი წინაპრები?

Posted by: Eric 16 Dec 2017, 16:04
t-90
QUOTE
ეს ჩეკისტები რო გამოდიან და ახლა მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობენ.
გადაგაჭამენ თავს გუშინ ტუჟურკით და მაუზერით მოსული სასტავი.
ამათია ქვეყანა დღეს და მაგიტომაც მიდის კარგად ჩვენი საქმე.

lol.gif

ბუჯო ერთი პაპა კომუნისტი მყავდა, ოღონდ მეორე თაობის და არა მაუზერა smile.gif))
იმ დროის თბილისში საავიაციო კლუბი რომ გახსნეს კომუნისტებმა და ეს პლანერით რო დაფრინავდა
+ საქართველის ნაკრების წევრი ველოსპორტში (ხო აზრზე ხარ რა მასტი იყო biggrin.gif )
38 თუ 39 ში ლენინგრადიდან ჩამოსულმა კომისიამ საზღვაო საავიაციო აკადემიისთვის სტუდენტების არჩევა რომ დაიწყო ბოლო ტესტები ცენტრიფუგაზე მარტო ორმა გაიარა ერთი პაპაჩემი იყო
ნუ მერე მფრინავობა ვეღარ მოასწრო რადგან პეხოტაში აომეს ლელინგრადში სადღაც პულკოვოს სიმაღლეებთან და იქ რომელიღაც დანგრეულ ქარხანაში ვინმე
საქსონელ თუ ბავარიელ ლუდვიბ ბროკს შეხვდა ექსტრემალურ სიტუაციაში და იმ თავხედმა პაპაჩემს ორი თითი მოაჭამა მარჯვენა ხელზე და მერე რუსმა ქირურგმა კიდევ ნეკნი გამოაძრო ჰოსპიტალში უკვე
ჰოდა რაზე ვყვები ეხლა
ხო აზრზე ხარ წარსული სუფთა ნამსახურები ინვალიდი მედლებით და რომ დაბრუნდა მუშაობდა სტალინის დროა და რაღაც დარღვევა გამოვიდაო სამსახურში შაბათი იყო თუ კვირა მოკლედ გადავდე გასწორებაო და ორშაბათს სპეციალურად ადრე მისულა გასასწორებლად და ამ დროს შეყვნენ კიდეც lol.gif
ჩასწორება კი მოვასწარი მარა ეს ძველი ფურცლები შერჩა ჯიბეში და რა ქნას ეხლა რა გააკეთოს ჩხრეკაა უკვე
ვყმოვახერხე და დაკუჭული მუშტში ეს ფურცლები პირში გავიქანე ისე რო ვერ დამინახეს და ჩავღეჭე გადავყლაპეო
ორი ფურცელი კი არა ყდიანად რომ ყოფილიყო იმასაც გადავყლაპავდიო lol.gif
ჰოდა გადარჩა რა მოაღწია მერე ათი წელი იქნება რაც აღარაა ცოცხალი

ჰოდა რავი ეხლა თავადაზნნაური ოქროებით სავსე გაფაშფაშებული
ძალიან ნიტოა biggrin.gif

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 16:14
QUOTE (Eric @ 16 Dec 2017, 16:04 )

ბუჯო და იქანე აქანე.

მაგის მერე არც წამიკითხავსsmile.gif))

Posted by: Eric 16 Dec 2017, 16:22
pekineli
QUOTE
ბუჯო და იქანე აქანე.

მაგის მერე არც წამიკითხავს

ო პაღდონ ჟე სუი დესოლ მესიე

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 16:26
t-90
QUOTE
ზოგს რატო ჩამოეთრიე თბილისშიო ეძახის და ზოგს რას დ ზოგს რას

ესეთი მე არაფერი წამიკითხავს, არ ვიცი.

Eric
QUOTE
ორი ფურცელი კი არა ყდიანად რომ ყოფილიყო იმასაც გადავყლაპავდიო 

ხო, მასეთი დრო იყო.

ამიტომ ჩემთვისაც დაუჯერებელია ვინმე სუფთად გამომძვრალიყო მაშინდელ სიტუაციაში, ჩეკისტობაც არ იყო გარანტია.

Posted by: t-90 16 Dec 2017, 16:37
Eric
QUOTE
ჰოდა რავი ეხლა თავადაზნნაური ოქროებით სავსე გაფაშფაშებული
ძალიან ნიტოა

ხოდა მეც მაგას ვიძახი biggrin.gif
nforumi
QUOTE

ესეთი მე არაფერი წამიკითხავს, არ ვიცი.

რავი მეზარება ეხლა დალინკვა და ისე პოლიტგაყნში კნიაზ პეკინსკი მაგითაა ცნობილი.
QUOTE

ამიტომ ჩემთვისაც დაუჯერებელია ვინმე სუფთად გამომძვრალიყო მაშინდელ სიტუაციაში, ჩეკისტობაც არ იყო გარანტია.

ხოდა მეც მაგას ვიძახი.

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 16:57
QUOTE (t-90 @ 16 Dec 2017, 16:37 )
Eric
QUOTE
ჰოდა რავი ეხლა თავადაზნნაური ოქროებით სავსე გაფაშფაშებული
ძალიან ნიტოა

ხოდა მეც მაგას ვიძახი biggrin.gif
nforumi
QUOTE

ესეთი მე არაფერი წამიკითხავს, არ ვიცი.

რავი მეზარება ეხლა დალინკვა და ისე პოლიტგაყნში კნიაზ პეკინსკი მაგითაა ცნობილი.
QUOTE

ამიტომ ჩემთვისაც დაუჯერებელია ვინმე სუფთად გამომძვრალიყო მაშინდელ სიტუაციაში, ჩეკისტობაც არ იყო გარანტია.

ხოდა მეც მაგას ვიძახი.

იაბლოკო ოტ იაბლონიო. შენნაირი როყიო და ზანოზა იქნებოდა ეგ პაპაშენიც ყველას ხიჭვად რო ესობა და იმიტომაც თვალში არ მოუვიდა არავის.
მიტომაც გაასახლესsmile.gif
აი მე რო ხელისუფალი ვიყო შენც გაგასახლდებდი.

პაპაჩემი კი დუშა კამპანიი იყო ყოველთვის.

მასე მყრალი როზა თუ იქნები მთელი შენი ცხოვრება შენ შვილიშვილსაც ვერაფერს დაუტოვებ. მოყვარესაც ვერ იშოვნი.

ვინცა მოყვარეს არ ეძებს იგი თავისა მტერია

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 17:42
t-90
QUOTE
რავი მეზარება ეხლა დალინკვა და ისე პოლიტგაყნში კნიაზ პეკინსკი მაგითაა ცნობილი.

პოლიტიკაში კაი ხანია აღარც შევდივარ. აზრი არა აქვს, არც წაკითხვას და არც დაწერას.

pekineli
QUOTE
მასე მყრალი როზა თუ იქნები მთელი შენი ცხოვრება შენ შვილიშვილსაც ვერაფერს დაუტოვებ. მოყვარესაც ვერ იშოვნი.

wink.gif

Posted by: t-90 16 Dec 2017, 18:10
pekineli
QUOTE

იაბლოკო ოტ იაბლონიო. შენნაირი როყიო და ზანოზა იქნებოდა ეგ პაპაშენიც ყველას ხიჭვად რო ესობა და იმიტომაც თვალში არ მოუვიდა არავის.

აბა კი. biggrin.gif
როყიო კი არა სიმართლის მოყვარული ვარ მე. biggrin.gif
და არც დიდი ბაბუა მყავდა ის კაცი ბოლშევიკების დრაქშI რო შეერგო თავი biggrin.gif
QUOTE
აი მე რო ხელისუფალი ვიყო შენც გაგასახლდებდი.

რატო ვითომ?
თვალში რო არ მოგივედი იმიტომ?
ეგეთი ჩეკისტები ხართ რა biggrin.gif
QUOTE
პაპაჩემი კი დუშა კამპანიი იყო ყოველთვის.

მშვენიერი დუშა კამპანიი იყო ბაბუაჩემი.
სოფელშიაც კი დღესაც ახსოვთ მაგის ნათქვამი ხუმრობები და მაგის სიმღერა.
მაგ რო წყვეტდეს. biggrin.gif
მარა ეტყობა პაპაშენს მიჰქონდა ჩეკაში სუფრაზე ნათქვამი ამბები.
QUOTE
მასე მყრალი როზა თუ იქნები მთელი შენი ცხოვრება შენ შვილიშვილსაც ვერაფერს დაუტოვებ. მოყვარესაც ვერ იშოვნი.

აბა კაცო მე ვარ მყრალი და შენ ნახევარი პოლიტგანყი რო გლანძღავს ტკბილი და შაქარი.
გაქალაქელებული სოფლელი ნახე რა ეს biggrin.gif

nforumi
QUOTE

პოლიტიკაში კაი ხანია აღარც შევდივარ. აზრი არა აქვს, არც წაკითხვას და არც დაწერას.

ხო მარა ეს ამ არსების მიერ დაწერილ სირობებს არ ცვლის.

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 19:21
t-90
არც დავაკოპირებ შენს ნათქვამს.
არ ვიცი, იქნებ მართალიც ხარ მის მიმართ, მაგრამ მე ვთვლი რომ ადამიანს აკნინებს ის, რასაც თავად ამბობს სხვაზე და არა ის თუ რას ამბობს სხვა მასზე. ვინც არ უნდა იყოს ის სხვა.

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 19:56
t-90
არსებაც ხარ და არარაობაც.

კომპლექსიანი არარაობა smile.gif

ეგ შენი ტრაკში ჩარგულობები და ეგეთი ბოგანო დასკვნები და გამონათქვამები
შენი ###ობა დასკვნებია და შენთვის შეინახე
შენი ავადმყოფური ფანტაზიის გარდა მათ არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
დაეშვი შე შურიანო მიწაზე.

სულ მცირე ეგეთი პიტალო ყ ლ ე როგორ უნდა იყო რო ჩირქი მოსცხო შენთვის უცნობ ადამიანს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
შენ ფსიქიურად შეშლილი ფანტაზიაზე დამყარებულად მხოლოდ.

ელემენტარული რამე დავწერე ვეძებ რაღაც სამკაულსთქო

და იმენა ბოღმა აწიტა ტიპმა

იმენა ბოღმები ასხა.

რა ცოდო ტიპი ხარ

ძალიან მეცოდები sad.gif

Posted by: marimarita 16 Dec 2017, 20:22
ასეთ ისტორიებს ყვებით ხოლმე ბუხართან? ://

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 20:30
marimarita
ტიპი არის ფსიქიურად შეშლილი.
მართლა ფსიქიკუირი პრობლემები აქვს.

დამდევს თემებში და ისტერიული კონსულსიები ემართება ჩემ პოსტებზე.

წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ვამბობ რომ აქვს მანიაკალური მიდრეკილებები. მანიაკია.

ზუსტად ისეთი ისტორიები მოვყევი როგორსაც ბუხართან ყვებიან
მოვიდა და დააჯვა იმენა ტიპმა.

იიი სიმართლეს ვლიაპარაკოობბბ drug.gif

ამავ დროს ტყემალზე ზის და ბლის კურკებს ისვრის.

ღმერთი ყველას მიუზღავს,

მე თუ მართალი ვიყო
მას და მის შვილებს მოხვდეთ ის ტალახი და ჩირქი რომელსაც ახლა ის უსამართლოდ ისვრის.

Posted by: t-90 16 Dec 2017, 20:48
nforumi
QUOTE
მაგრამ მე ვთვლი რომ ადამიანს აკნინებს ის, რასაც თავად ამბობს სხვაზე და არა ის თუ რას ამბობს სხვა მასზე. ვინც არ უნდა იყოს ის სხვა.

არა პროსტო დაიღლები რა ადამიანი ამდენს რო ბურღავს ტვინს.
მიუჩინო ყველას უნდა მისი ადგილი.
pekineli
QUOTE
ეგ შენი ტრაკში ჩარგულობები და ეგეთი ბოგანო დასკვნები და გამონათქვამები
შენი ###ობა დასკვნებია და შენთვის შეინახე
შენი ავადმყოფური ფანტაზიის გარდა მათ არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
დაეშვი შე შურიანო მიწაზე.

აბა ჩემი დასკვნებია ხო. biggrin.gif
ტიპებმა სტალინის დროში ოქროულობა მოაგროვეს biggrin.gif
რა შათლაღობასთანა გვაქვს საქმე არა ჩანს? biggrin.gif
მარა განა რამე?
გვეკიდებოდა შენ რო არ ხნამდე ტვინს ამ შენი ფსევდოთავადური წარმოშობით.
QUOTE

სულ მცირე ეგეთი პიტალო ყ ლ ე როგორ უნდა იყო რო ჩირქი მოსცხო შენთვის უცნობ ადამიანს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
შენ ფსიქიურად შეშლილი ფანტაზიაზე დამყარებულად მხოლოდ.

აი მაგ სიტყვებისთვისნ გაგიფენ ნოხივით.
არ დაიმალო სადმე გამოეთრიე და განახებ როგორია ბლატაობა.
QUOTE
ელემენტარული რამე დავწერე ვეძებ რაღაც სამკაულსთქო

ფორმას ხო გააჩნია?
ტვინი მოიდღნა შენი ფსევდოთავადობით და ახლა კი გაიშიფრე რაც ყოფილხარ.
არა ბიჭო გამოხარით ჩვენი წინაპრები, გაატყავეთ, ზოგი დახვრიტეთ ზოგი გადაასახლეთ და ცვენ ეჭვიც არ შევიტანოთ თქვენი ქონების წარმომავლობაში? biggrin.gif
pekineli
QUOTE

დამდევს თემებში და ისტერიული კონსულსიები ემართება ჩემ პოსტებზე.

თუ წვაწყდი შენს პეროიან პოსტებს ყოველთვის მიგიჩენ შენს ადგილს.
რეპრესირებული ხალხის სისხლზე გამდიდრებულო ფსევდო თავადო და სინამდვილეში ტყავის ტუჟურკიანო ჩეკისტო.
QUOTE

ზუსტად ისეთი ისტორიები მოვყევი როგორსაც ბუხართან ყვებიან
მოვიდა და დააჯვა იმენა ტიპმა.

ხო კი..
ნამენშევიკარმა და ნათავადარმა ბაბუამ როგორ მოიგვარა საქმე გავლენიანი ნაცნობებით და სტალინის დროს როგორ აგროვებინეს ოქრო და ფული ისე რო ხელი არაფერში გაუსვრია.
სხვას არაფერი დაუტოვეს (გაცილებით უფრო მოკრძალებულ ამბავში) და ამას 12 ოთახი დაუტოვეს. მაშინ როცა 20იან წლებშI ნებისმიერ წარჩინებულ ოჯახს შეუსახლეს მაცხოვრებლები აქაც და რუსეთშიც და სხვაგანაც.
რო თურმე იმდენი ოქრო ჰქონდათ რომ ყუთში არ ეტეოდა, ყველამ იცოდა და არც ჩეკა და რევკომი დაადგათ, არც ობეხეესი და არც გაწეწეს და არც გადაასახლეს თურმე.
და იმიტომ რომ დუშა კამპანიი ყოფილა პაპამისი. biggrin.gif

QUOTE
ტიპი არის ფსიქიურად შეშლილი.
მართლა ფსიქიკუირი პრობლემები აქვს.

აბა ხო.
მე მაქვს ფსიქიკური პრობლემები.
დორბლაინი რო დარბიხარ და "უი ეს ბოგანოებიო" რო იძახი ვითომ შენც არ მყავდე ბაგრატიონ მუხრანსკი.
სადღაც მუხასრანსკიდამ ხარ წარმოშობით.

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 20:57
t-90
ფსიქიურად შეშლილი ხარ.
და ობიექტურად მეცოდები sad.gif

ძალიან ცოდო ადამიანი ხარ. ვწუხვარ კამათზე დრო რო დავხარჯე.

ღმეთმა შეგიმსუბუქოს ცხოვრება.
მძიმეა შენნაირი ადამიანის ჯვარი sad.gif

მეტს ვერაფერს გეტყვი.

Posted by: t-90 16 Dec 2017, 21:08
pekineli
რა იყო საყვარელო ჩეკისტების საყვარელი მეთოდის (ფსიქიატრიული ციხის) გამოყენება დააპირე? biggrin.gif
გიყივლა მაუზერისტმა სისხლმა? biggrin.gif

გამოეთრიე ერთი რა კაი უნდა გბუყნო. შენი დევნა მეზარება და ისე გამოეთრიე ერთი ერთზე სადმე კაცობა თუ შეგრჩენია.

Posted by: pekineli 16 Dec 2017, 21:12
t-90
ვაი ვაი რეებს როშავს. რა მაუზერიო რა სისხლიო.

ფსიქიურ ავადმყოფებს ვერც ვეღარაფრის მტკიცებას დავუწყებ და არც რაიმე კონტაქტი მსურს.

მებრალები.

ღმერთს ვფიცავ ეს თუ ერთადერთი გრძნობა არ იყოს რასაც ვგრძნობ sad.gif

კაი კაი. შენ მართალი ხარ. ყველაფერი იცი. ზუსტად ისე იყო როგორც ამბობ.
კი იქ იყავი და კი შენ ხარ პირველწყარო. კი ოღონდ ნუ შფოთავ sad.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 16 Dec 2017, 21:19
t-90
რა განთლება გაქვს მეგობარო ? ვაკვირდები შენს პოსტებს და საკმაოდ კარგად გეხერხება თემების განვრცობა და ანალიზი...
ასევე სამხედრო საქმეში ერკვევი მგონი ხომ ეგრე ?
რა მინდა გკითოხ შენი აზრით ჩვენისთან ქვეყნისთვის რა სჯობს- კარგად შეარაღებული და აღჭურვილი პატრა არმია,ასე 10000 კაცი (სპარტანელების რეჟიმით mad.gif )
თუ ეხლანდელი სისტემა ან ისრაელის მოდელი ? rolleyes.gif

არ ვიცი პეკინელს რას ერჩი და ეგ ჩემი საქმე არა! პირადათ მე მაგ იუზერი ის არ მომწონს ,რომ ე.წ ხოხბისტების სასტავის წამრომადგენელია drug.gif
აქანას და კილოთი თუ საუბრობ თურემ არ ხარ ღირსი თბილისში ცხოვრებისgivi.gif

მაგრამ ავგუსტო პინოჩეტან შენი დაპირისპირება მხარდსაჭერია up.gif ეგეთი სასტავი კომუნისტ ბაბუებზე უფრო მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას up.gif

Posted by: t-90 16 Dec 2017, 21:37
pekineli
კარგად მომისმინე ეხლა.
პიტალო მიწოდე? ხოდა ეხლა პასუხიც აგე.
შენთვის უმჯობესი იქნება თუ აი დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მნახავ. ერთი ერთზე შეგხვდები და კაცურად აგიხსნი რო ცდები.
მე თუ ძებნა დაგიწყე და გიპოვე (სად დაიმალები) ეს უფრო ცუდად დასრულდება შენთვის.
_მანის_ქაშიო?
QUOTE
რა მინდა გკითოხ შენი აზრით ჩვენისთან ქვეყნისთვის რა სჯობს- კარგად შეარაღებული და აღჭურვილი პატრა არმია,ასე 10000 კაცი (სპარტანელების რეჟიმით  )
თუ ეხლანდელი სისტემა ან ისრაელის მოდელი ?

ალბათ ისრაელის მოდელი.
პატარა არმიას გადაგვალეწავენ თავზე.
სპარტანელები არა ის კიდე.
QUOTE
რ ვიცი პეკინელს რას ერჩი და ეგ ჩემი საქმე არა! პირადათ მე მაგ იუზერი ის არ მომწონს ,რომ ე.წ ხოხბისტების სასტავის წამრომადგენელია 
აქანას და კილოთი თუ საუბრობ თურემ არ ხარ ღირსი თბილისში ცხოვრების

აკაკი და ილია იყვნენ "ჩამოთრეულები" და რა ვიცი.
გაქალაქელებული სოფლელი ჩვეულებრივი.
QUOTE
მაგრამ ავგუსტო პინოჩეტან შენი დაპირისპირება მხარდსაჭერია  ეგეთი სასტავი კომუნისტ ბაბუებზე უფრო მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას

პინოჩეტას კონკრეტულ დავალება აქვს.

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 21:41
t-90
QUOTE
არა პროსტო დაიღლები რა ადამიანი ამდენს რო ბურღავს ტვინს.
მიუჩინო ყველას უნდა მისი ადგილი.

უშენოდაც აქვს თავისი ადგილი ყველას. ზედმეტია მაგაზე ზრუნვა.

_მანის_ქაშიო?
ახლა ავგუსტო პინოჩეტიო.. მოიცა რა, ყველა დაპირისპირება კი არა, ამ თემაში სულ არ არ გვინდა ჩხუბი... ჩახუტების თემაა biggrin.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 16 Dec 2017, 22:38
nforumi
ჩხუბი არც მე მინდა user.gif ქუნქულობა,ჩახუტება და მოფერება უნდა იყოს რაც ქართველებს ასე გვაკლიაuser.gif
სამწუხაროდ ერთმანეთს გაწეწვაში მაგრები ვართ და აი,სწორედ ეგ გახლავთ ის მთავარი პრობლემა რაც ამდენი საუკუნეა აწუხებს ჩვენს ერს!
ეხლა,ზედემტად დაძაბვა და ჩაღრმავება მაინც ვერფერს შეცვლის სამწუხაროდ! უფრო გლობალური საკითხია ეგ და მარტო ყავა და ბუხარი ვერ შეცვლისuser.gif

ისე როგორ ბრძანდები ხომ ხარ კარგად ? არ გიცნობ ,მაგრამ იმედი მაქვს კარგად ხარ და ქუნქულა ხასიათზე იქნები სულgivi.gif

t-90
ისრაელის მოდელი ძვირი ჯდება ხომ ? ისე რა იცი,აი ხომ იცინა წამოძახება ბევრმა რომ ისრაელი არა დიდი ქვეყანა გარშემორტყმულია მტრებით და მიუხედავად
ამისა უმკლავდება ყველა გამოწვევას და მომხდურს საკარდის პასუხს ცემს...მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ის რომ ისრელს არ ყავს ისეთი მტერი მეზობლად ,როგორც
ჩვენ რუსეთი. და ასევე, ისრაელს აქ უდიდესი მხარდაჭერა ამერიკიდან. თითქმის დარწყმუნებული ვარ,რომ რუსეთი რომ ყავდეს ისრაელს მოქიშპედ...
სომხეთივით მოიქცეოდა... ასევე რაღაც მოდელი არის მოსაფიქრებელი და არსებული სისტემა შესაცვლელია,მაგრამ ფაქტია ის რომ რუსეთან სერიოზული
საჰაერო თავდაცვის გარეშე არანირი შანსი არ გვაქვს...ნუ ბევრის აზრით არც არსოდეს გვექნება,მაგრამ ფინეთის მაგალითი არსებობს-რომელმაც დაამტკიცა,
რომ ბრძოლა ყველასან შეიძლება up.gif

Posted by: nigo 16 Dec 2017, 22:39
nforumi
თუ ატყობ, რა დღეში ვართ?

sad.gif

სასწრაფოდ ირუშაა გამოსაძახებელი.
ასეთი პოსტები რომ არ მინდოდა, იმიტომ წამოვედი პოლიტიკიდან და ახლა აქ.
pekineli
t-90
თავი შეიკავეთ და გვეცით პატივი თუ ვერ ითმენთ არსებობს პმ-ი. რაზე ლანძღავთ ერთმანეთს მითიურ ოქროზე, სავარაუდო ჩეკისტზე , არ გრცხვენიათ sad.gif

ან ეს ბილწი ლექსიკა რომელი არისტოკრატიულობაა.

.ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

Posted by: t-90 16 Dec 2017, 22:46
_მანის_ქაშიო?
აქ ვერ დავწერ და ახლა.
დრო უნდა ბევრი.
nigo
QUOTE
თავი შეიკავეთ და გვეცით პატივი თუ ვერ ითმენთ არსებობს პმ-ი. რაზე ლანძღავთ ერთმანეთს მითიურ ოქროზე, სავრაუდო ჩეკისტზე , არ გრცხვენიათ

რეალურად იმაზე მეშლება ნერვები რო ეს ვითომ ფსევდო ელიტნი სასტავი ელემენტარული შეგნება რო არ აქვთ ნოტებზე ლაპარაკობს და მორალს გვიკითხავს.
მეტი არაფერი.
დიდი ბოდიში თუ ასე გაწყენთ თავს. უბრალოდ ზოგიერთმა მისი ადგილი უნდა იცოდეს.

Posted by: nigo 16 Dec 2017, 22:53
t-90
QUOTE
დიდი ბოდიში თუ ასე გაწყენთ თავს

სად დავწერე,რომ თავს მაწყენ. პირიქით, ინტერესით ვკითხულობ შენ პოსტებს, როცა არ მესმის მაშინაც, მაგრამ ამხელა აგრესია რა უბედურებაა. კიდევაც რომ ფანტაზიორობდეს, მერე რა.

არავითარი სურვილი არ მაქვს ახლა მისი დაცვის, მაგრამ ის ბილწსიტყვაობა , რაც გადმოაფრქვია, არ არის მისთვის დამახასიათებელი, ხოხბობა და ა.შ.კი მისი თემაა.
იქნებ რაღაც პრობლემა აქვს და მოკლედ. ნუღარ გაართულებთ რა.
ორივე განიმუხტეთ , არცერთმა არ დააკელით და ახლა დაამთავრეთ.

* * *
_მანის_ქაშიო?
ახლა არ მაქვს ბევრი წერის თავი. ორი დღეა სტუმრებს ვმასპინძლობ. ზუსტად ისრაელიდან. ცოტა ხნის წინ წავიდნენ და მეც ვისვენებ.
მოკლედ იქ მყავს ნათესავები, დავდივართ, ჩამოდიან. სულ სხვა ქვეყანაა.
ამერიკის მხარდაჭერის გარდა მთელი მსოფლიოს ებრაელობაც სულით იქ არიან და სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ , მაინც იქ არიან.
მოკლედ მერე მოგიყვებ. ძალიან მაგარი ხალხია.

მათი პატრიოტობის და ქვეყნის სიყვარულის ერთი მეათედი მოგვცა და რა გვიჭირდა.

ისე ,სომხებს და რუსებს ნაყიდი აქვთ ნახევარი იერუსალიმის მიწები. ბოლოს რომ ვიყავი, იმათი პატრიარქი შიდაპატიმრობაში იყო მიწის გაყიდვის გამო. ახლა რაც დავწერე, წინას ეწინააღმდეგება, მაგრამ 30 ვერცხლი მარადიული პრობლემაა. sad.gif

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 23:04
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ისე როგორ ბრძანდები ხომ ხარ კარგად ?

მე კარგად,
თავად? smile.gif მოვიკითხოთ ერთმანეთი ხოლმე smile.gif

nigo
QUOTE
თუ ატყობ, რა დღეში ვართ?

ალბათ იგნორს უნდა მივმართოთ.

QUOTE
ორივე განიმუხტეთ , არცერთმა არ დააკელით და ახლა დაამთავრეთ.

მიყვარხარ ნიგო smile.gif

Posted by: nigo 16 Dec 2017, 23:06
nforumi
QUOTE
მიყვარხარ ნიგო

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: nforumi 16 Dec 2017, 23:19
nigo
QUOTE
დიდი მადლობა

smile.gif

Posted by: marimarita 16 Dec 2017, 23:50
მეც განსამუხტად შემოვედი აქ, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი დაძაბულობა დამხვდა sad.gif
კარგი იქნება თუ მოდერი წაშლის არასასიამოვნო პოსტებს...
პატივი ვცეთ ერთმანეთს.. //

პ.ს. ახალი თემის გახსნის დროც არის მგონი smile.gif

Posted by: t-90 17 Dec 2017, 00:16
nigo
QUOTE
ისე ,სომხებს და რუსებს ნაყიდი აქვთ ნახევარი იერუსალიმის მიწები.

რა შორის მიდიხართ.
სომხებს გაცილებით ნაკლები დიასპორა ყავთ.
მაგრამ ზატო როგორ უდგანან ერთმანეთს?
QUOTE

სად დავწერე,რომ თავს მაწყენ. პირიქით, ინტერესით ვკითხულობ შენ პოსტებს, როცა არ მესმის მაშინაც, მაგრამ ამხელა აგრესია რა უბედურებაა. კიდევაც რომ ფანტაზიორობდეს, მერე რა.

განა რამე.
უბრალოდ აპლომბით საუბარი და ფსევდოხოხბობა მეზარება.
არ იყო ცუდი იუზერი თავის დროზე მარა მერე არ ვიცი რა აუვარდა თავში და რატომ.
ეხლა სუ აპლომბით გვიპოსტავს ამ სოფლელებს.
თან აგრესია ჩემი მხრიდან არ ყოფილა. მე უბრალოდ ეჭვი შევიტანე.
და მერე ეს ეჭვი დამიდასტურდა.
როგორ კაცო სტალინის დროს მაგის ახლობლებს ოქროთი სავსე სკივრი ჰქონდათ, არ დახვრიტეს და არც გაწეწეს.
და მეზობელმა რომ იცოდა ისე ჰქონდათ თან.
თან ისე რო თავად და ნამენშევიკარ პაპამისს ოქრო და ფული ხო შეარჩინეს, ბანკი ჩააბარეს თურმე და 37 წელს გავლენიანმა ტიპებმა გადაარჩინეს.
ზღაპარსაც რო ყვებოდეს ისე მაინც მოყვეს რო დაეჯერებოდეს.

ყოველ წამს ხაზს უსვამს რო თავადური წარმოშობა აქვს და რო ჩვენ "ბოგანოები" ხედს ვუმახინჯებთ და სულ "აქანე და იქანე" აკერია პირზე.

თორე მე რაში მაინტერესებდა მაგის ან წარმომავლობა ან რამე საერთოდ.

Posted by: pekineli 17 Dec 2017, 01:20
QUOTE (t-90 @ 17 Dec 2017, 00:16 )

ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანი ხარ.
აგრესიული ეპიზოდი დაგისრულდა და ახლა კუდს იწმენდ.

ეს პირველი შემთხვება არაა. სხვა ფორუმელებიც არიან ამაზე დაკვირვებულები.

როგორ უცებ პერო გაიყარა და ვითომ ძალიან აკადემიურ მსჯელობაზე გადავიდა.

ამასწინ ფორუმელებს შევხვდი და იქაც ახსენეს შენი აგრესიული და მანიაკალური შემოტევები.

ასე რომ ჯერ ნერვები დაიწყნარე

და ბოღმები დაიოკე.

ერთს ვიტყვი მხოლოდ:
რაც მე ჩემ თითოეულს სიტყვაზე ფოტო და აუდიო მტკიცებულება არ მქონდეს და რაც ჩემ მოყოლილი ისტორია მართალი არ იყოს ჩვენ შორის მტყუანის ოჯახს შესცა ვირმა მართლაც.

smile.gif)))

Posted by: t-90 17 Dec 2017, 07:59
pekineli
QUOTE
ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანი ხარ.
აგრესიული ეპიზოდი დაგისრულდა და ახლა კუდს იწმენდ.

აბა კაცო. biggrin.gif
სულ ფსიქიურად ავადმყოფი სულ biggrin.gif
QUOTE
ამასწინ ფორუმელებს შევხვდი და იქაც ახსენეს შენი აგრესიული და მანიაკალური შემოტევები.

რავი მე არავის არ ვუტევ ხოლმე თუ არ იმსახურებს.
QUOTE
რაც მე ჩემ თითოეულს სიტყვაზე ფოტო და აუდიო მტკიცებულება არ მქონდეს და რაც ჩემ მოყოლილი ისტორია მართალი არ იყოს ჩვენ შორის მტყუანის ოჯახს შესცა ვირმა მართლაც.

ხო ახლა. biggrin.gif
ფოტო მტკიცებულებაში იქნება პაპაშენის და ბაბოშენის დაწერილი დანოსი მე და ჩემმა ღმერთმა biggrin.gif
მაგის მტკიცებულება დიდი სკივრი ოქროა სტალინის პერიოდში. მაშინ როცა სასტავს ომის პერიოდში ვერცხლის დანა-ჩანგალი წაართვეს ფრონტისთვის.
და ნათავადარი და ნამენშევიკარი ბანკირი. რომელიც სულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო.

ოე.
თემაა, ქალები შემოდიან და ნუ აიმყრალე პირი. თუ აკვირდები მე ერთი უწმაწური სიტყვა არ მითქვამს შენთვის. უკვე ისედაც გამოავლინე შენი ფსევდოარისტოკრატობა და აღარ გინდა ლუსტრაცია.
აბა ეხლა ამ თემიდან მიბრძანდი. და თუ რამის ერთი ადგილი გაქვს დათქვი შეხვედრის ადგილი და დრო და იქ ვილაპარაკოთ.
თუ არადა რა ლაჩარიც ხარ კი გამოჩნდება და მე მოგაკითხავ.

Posted by: _მანის_ქაშიო? 17 Dec 2017, 11:05
nforumi
QUOTE
მე კარგად,
თავად?   მოვიკითხოთ ერთმანეთი ხოლმე 

ლარზე უკეთესათ ვარ ნამდვილადgivi.gif
დილამშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო! თუმცა,რაღა დილა ,მაგრამ ახლა გაღვიძებული კაცისთვის დილა ახლა იწყებაuser.gif

nigo
ჰო,ეხლა ებრელების შესახებ ყველამ ყველფერი ვცით და გვსმენია ასე რომ,არ მიკვირს მაგათი წარმატება,უბრალოდ რუსეთის დონის მოქიშპე არ ყავთ.
და რომ ყავდეთ ისე არ იქნებოდენ დიდ გულზე ,როგორც არაბებთან არიან.

თემების შერჩევაში გეთნახმები! აქ არ არის აგრესის და უარყოფითი აურის ადგილი...

საერთოდ,არა მხოლოდ აქ არსად არ უნდა იყოს მაგის ადგილი.
კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე,კინოხელოვნებაზე,მუსიკაზე და ა.შ
უფრო საღუნღულო და პოზიტიური თემები მეგობრებო2kiss.gif
პოზიტივი და მოფერება ჩვენს ერს აკლია და გვჭირდება... ერთი დიდი ჩახუტება!:love:

Posted by: Mako Subladze 17 Dec 2017, 15:45
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ერთი დიდი ჩახუტება

გამოვიწიე ჩასახუტებლად და მურიანი ავატარი დამხვდა. biggrin.gif

* * *
სალამი.
ბარბარობას გილოცავთ.
სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ.

Posted by: beqa1971 17 Dec 2017, 17:04
იმან რაღაც მოყვა, ამან იტყუებიო, იმან საბუთი მაქვსო. თუ ასეა, მაშინ ჩეკისტები ყოფილან შენი წინაპრები სხვა ვერ იქნებოდაო , იმან ვარესები, ამან გაგიფენ ნოხივითო....
drug.gif

რას გავს ბატონებო ეს ყოველივე ? smile.gif
sa.gif

და ისე ნოხზე გამახსენდა: smile.gif

ბებიაჩემს ქონდა სახლში ,ნაპოლეონის ნაქონი ნოხი!
ნუ მთლად ნოხი არ იყო როგორც შემდგომში გავარკვიე, უფრო ფარდაგი.smile.gif

ხოდა ამ ამბავს პირველად ყური მოვკარი უკვე გაქანებული 90 -ანების მიწურულს. დედაჩემმა ახსენა რაღაცაზე.
დავსვი ბებიაჩემი, მივუშვირე "ლამპოჩკა" და წვრილად გამოვკითხე. კი მეჯიუტა კაი ხანს " რა ვიცი ახლა რა მახსოვსო" . მარა ასე ადვილად არ მოვეშვი;

ფარდაგის გამოსახულებას ასეთი შინაარსი ჰქონდა : ნაპოლეონი ზის ჯირკზე და ჩაფიქრებული გასცქერის სივრცეს. გვერდზე მოწიწებით დგას მარშალი მიურატი.

ეს ფარდაგი აშილ მიურატს ჩამოყოლია თურმე ზუგდიდში, კონკრეტულ დეტალებზე, ფარდაგის შემქმნის ვითარებასა და მის ავტორზე ისტორია სდუმს.

მოკლედ პერიპეტიები და საგვარეულო გენეალოგიის ამბები რო გამოვტოვოთ, სადაცაა ბოლშევიკები შემოვლენ და სამეგრელოში მცხოვრებ მიურატების შტოს, ქონების ნაწილი აუქციონზე გამოაქვს, სადაც ეს ჩვენი ფარდაგიც, ლოტით "ნაპოლეონის პირადი ნივთებიდან", აუქციონის წესით იყიდება.
ამ აუქციონს ესწრება ბებიაჩემის მამა, ახალგაზრდა მაგრამ უკვე შეძლებული კომერსანტი. იძენს ფარდაგს და კიდე სხვა ნივთებს, "სკამები თუ არ ვცდებიო"' ბებიაჩემმა, მოაქვს სახლში და ფარდაგს კედელზე კიდებს.

ვარანცოვის ორ ოთახიან ბინაში საწოლის თავზე ,"ჯირკზე ჩამომჯდარი ჩაფიქრებული ნაპოლეონი" იმდენი ხანი ეკიდა, სანამ მიურატიც გვერდზე არ მიუჯდა gigi.gif
მთლად გაიქუცაო. "თან რა იყო სიფრიფანა რაღაცა" ბებიაჩემის სახეც მახსოვს ამას რო ამბობდა smile.gif
მერე ჩამოუხსნია, თან მაშინ ახალი შემოსული იყო თურმე მოდაში ირმებიანი ფარდაგები.

მერე რა ქენი რო ჩამოხსენი თქო?. "რა ვქენი და სარდაფში შევინახეო, ბებიაო, კარგად შევახვიე და შევინახეო".
მერე ?
"ჩრჩილმა შეჭამა ალბათ რავიცი , წყალიც ჩავიდა სარდაფში ერთხელ, ალბათ იმან დაალპოო".

დედაჩემს ახსოვს ვარანცოვის ბინა, ის ფარდაგიც ახსოვს ბავშვობაში საწოლის თავზე რო ეკიდა და ისიც ახსოვს არაფერი სარდაფი რო არ ქონდა იმ ბინას.smile.gif

ერთერთი სამმართველოს უფროსი იყო ბებიაჩემი, აცხონოს მისი სული ღმერთმა. უწესიერესი და უპატიოსნესი კომუნისტი. sad.gif

ამ ჩვენმა ფარდაგმა კიდე, (ნაპოლეონის საწერ მაგიდასთან თუ არ იყო გამოკრული, მისი ხნის მაინც იქნებოდა) ხოდა, კრისტის აუქციონზე ოცნებაში დალია სული, სადღაც ნაგავსაყრელზე.

ა ბატონო გინდა დაიჯერეთ გინდა არა, მარა ასეთი დრო იყო.

გილოცავთ ბარბარობას ყველას !
2kiss.gif

Posted by: nforumi 17 Dec 2017, 22:18
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ლარზე უკეთესათ ვარ ნამდვილად

ეს კაია wink.gif

Mako Subladze
მაკოც გამოჩნდააა smile.gif

beqa1971
QUOTE
იმან რაღაც მოყვა, ამან იტყუებიო, იმან საბუთი მაქვსო. თუ ასეა, მაშინ ჩეკისტები ყოფილან შენი წინაპრები სხვა ვერ იქნებოდაო , იმან ვარესები, ამან გაგიფენ ნოხივითო....

და ორივე მართალია ამ დროს, რომ კითხო.

Posted by: la reine 17 Dec 2017, 22:33
beqa1971

აფსუსsad.gif

არადა, როგორ მინდოდა თქვენი პოსტი ასე დასრულებულიყო: მოუთმენლად ჩავირბინე სარდაფის ჭრიალა საფეხურები და ხელის ცეცებით მივადექი ძველებურ სკივრს. მისი დაჩრჩილული სახურავი გულისფანცქალით ავწიე და თვალი მოვკარი სიღრმეში ჩამალულ ფარდაგს, რომელსაც ზედ ათასი წვრილმან-ძველმანი ეყარა...

საწყენია user.gif

Posted by: nforumi 17 Dec 2017, 22:58
la reine
QUOTE
არადა, როგორ მინდოდა თქვენი პოსტი ასე დასრულებულიყო: მოუთმენლად ჩავირბინე სარდაფის ჭრიალა საფეხურები და ხელის ცეცებით მივადექი ძველებურ სკივრს. მისი დაჩრჩილული სახურავი გულისფანცქალით ავწიე და თვალი მოვკარი სიღრმეში ჩამალულ ფარდაგს, რომელსაც ზედ ათასი წვრილმან-ძველმანი ეყარა...

ყველას კი არ შეუძლია ტყუილის დაწერა smile.gif

Posted by: la reine 17 Dec 2017, 23:13
nforumi

ან რა აზრი აქვს ტყუილის თქმასsmile.gif
ამით ფარდაგს ვერ დაიბრუნებს.

მე მინდოდა რეალურად ასე დასრულებულიყო ეგ ამბავი. უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდაbiggrin.gif

მისთვის კი სასიამოვნოზე ბევრად მეტიsmile.gif

Posted by: nforumi 17 Dec 2017, 23:28
la reine
QUOTE
მე მინდოდა რეალურად ასე დასრულებულიყო ეგ ამბავი. უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა

მოდი შენ შენი დაწერე რამე პატარა მოგონება.

Posted by: nigo 18 Dec 2017, 08:36
la reine
love.gif

აქ ადრე პოსტავდა უნიჭიერესი ,საყვარელი გოგო სეტა.ახლა ფსიქოლოგიას უფრო სტუმრობს.
ჰოდა, ერთხელ მოჰყვა ,ბეშუმში, ბათუმელების აგრაკზე ,აღარ მახსოვს თითონ თუ მის მეზობელს სხვენის დალაგება გადაუწყვეტია. ჩამოიატანა გადასაყრელად რაღაცეები, ძველი სურათები,უსარგებლო ნივთები და ორი აივაზოვსკი აღმოჩნდა smile.gif

ასეც ხდება ხოლმე. smile.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 09:53
მიყვარს ძველი ნივთები, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არც არისტოკრატი მყოლია ვინმე და არც ძვირფასი საგვარეულო ბატის ბუმბული და სამელნე დაუტოვებიათ ჩემთვის
იმით დავიმშვიდებ თავს რომ ბებიაჩემსაც უყვარდა ძველმანების გადაყრა
სამაგიეროდ ოხრად მაქვს სოფლიდან წამოღებული საბჭოთა ჟურნალები bis.gif

მშრალ ხიდზე ჩავლისას სულ თვალები მრჩება და დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ, მათი პატრონების ისტორიასას ვთხზავ გონებაში
ყიდვით არასდროს ვყიდულობ, არ მინდა სხვისი ისტორია 'მოვიპარო'

ჩხუბის ნაცვლად ჩაი დალიეთ მეგობრებო 2kiss.gif

user posted image

Posted by: nforumi 18 Dec 2017, 10:16
nigo
რა ვიპოვე, ჩეზე გახსოვს?

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 10:20
la reine
QUOTE
არადა, როგორ მინდოდა თქვენი პოსტი ასე დასრულებულიყო: მოუთმენლად ჩავირბინე სარდაფის ჭრიალა საფეხურები და ხელის ცეცებით მივადექი ძველებურ სკივრს. მისი დაჩრჩილული სახურავი გულისფანცქალით ავწიე და თვალი მოვკარი სიღრმეში ჩამალულ ფარდაგს, რომელსაც ზედ ათასი წვრილმან-ძველმანი ეყარა...

რა კარგად აღწერეთ, ერთხელ დამესიზმრა კიდეც რაღაც ამის მსგავსი smile.gif

nforumi
QUOTE
ყველას კი არ შეუძლია ტყუილის დაწერა 

smile.gif
HurricaneKat.

QUOTE
მშრალ ხიდზე ჩავლისას სულ თვალები მრჩება და დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ, მათი პატრონების ისტორიასას ვთხზავ გონებაში
ყიდვით არასდროს ვყიდულობ, არ მინდა სხვისი ისტორია 'მოვიპარო'

"მოქალაქე კეინი" გამახსენდა, "სხვისი ისტორიებით" გატენილი სასახლე და ბავშობის დროინდელი ციგა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ნივთი აღმოჩნდება. love.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 10:28
"ჩაი დალიეთ ძვირფასებო"
მრავლის მთქმელი წინადადება user.gif

სკოლის პერიოდში ძალიან არ მიყვარდა
დილას ადგომა ადრე.და ამ მხრივ ორიგინალური არ ვიქნებოდი, ალბათ ძალიან ბევრი ყოფილი ბავშვი იმავეს
განიცდიდა რასაც მე. ეს ფრაზა დღემდე მახსოვს- ჩაი დალიე პატარავ! არასოდეს არ მიყვარდა ჩაის სმის პროცესი. სამაგიეროდ ძნელია დიდ სიამოვნებას ვიღებდი სკოლის ბუფეტში ნაყიდი კარტოფილიანი პერაშკის შეხრამუნების დროს. მერე რა ,რომ კარტოფილი ძალიან ცოტა იყო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს გვემალებიან ,ანდა საერთოდ მოახერხეს გაქცევა. მზესუმზირით პირის ვარჯიში მიყვარდა განსაკუთრებით ქიმის გაკვეთილების დროს. შინისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის განსაკუთრებული სურნელი იყო ჩემი მეგზური! კერძოდ, იქვე ახლოს მდებარე პატარა საცხობი საიდანაც
უგემრიელესი ქიშმიშიანი ბულკის სურნელი თავგზას მიბნევდა, როგორც არგოვნატებს სირინიზები. სახლში მისულს
ტელევიზორდან , რომელიც ე.წ დუჟოკზე მუშაობდა მესალმებოდა კასანდრა და მისი ბოშების ოჯახი. ძალიან მიყვარდა 2არხზე ის ცნობილი შესავალი ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით რომელიც გვამცნობდა ფილმის დაწყებას... გული ფანცქალით ველოდი ამ ფრაზების გაგონებას "კალამბია პრიქჩეს პრისტავლაიტ"
თან ვფიქრობდი ნეტავ ისევ ვანდამის იქნება თუ შვარცნეგერის?

ასევე ძალიან მიხაროდა არჩევნების ბოლო კვირა! განა იმიტომ რომ მოქალაქეთა კავშირის ცნობილი ჰიტი ჟღერდა "გიხაროდენ" არა, უბრალოდ დენი იყო მაგ პერიოდში და არ ითიშებოდა...

ეხ, ეხლა უკვე მენატრება სკოლა და დიდი სიამოვნებით ავდგებოდი ამ ორშაბათ დილას! საინტერესოა ისევ მელოდება ის ქიშმიშიანი ბულკის სურნელი?
ფრაზა ჩაი მირთვი საყვარელ! ნეტავ ნათიას დედა მეტყვის მაგას? თუ შენ დალიე ცეცხლი და ნავთი !მარტო ამით შემამკობს? არ მინდა ნასკების გახდა!
ჩაი, პამიდლოიანი პური ,მე ქათქათა, ნათიას დედა და ჩიტების ჭიკჭიკი საკმარისია!

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 10:51
QUOTE (beqa1971 @ 18 Dec 2017, 10:20 )

"მოქალაქე კეინი" გამახსენდა, "სხვისი ისტორიებით" გატენილი სასახლე და ბავშობის დროინდელი ციგა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ნივთი აღმოჩნდება. love.gif

მაგ პერიოდის იმ იშვიათ ფილმთაგანია რომელიც არ მიყვარს
მასონი და სულელი - მოქალაქე კეინი
სულელი იმიტომ რომ მთელი ცხოვრება შეალია იმის მიხვედრას თუ რას აქვს სიცოცხლეში ფასი - იმას რაც არასდროს იცვლება - ისევ და ისევ საკუთარ თავს

_მანის_ქაშიო?
QUOTE
ალიან მიყვარდა 2არხზე ის ცნობილი შესავალი ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით რომელიც გვამცნობდა ფილმის დაწყებას...

ფეხებს რომ ამოძრავებდა ?
მანდ გადიოდა საბავშვო გადაცემა 'ჩიკო' თუ 'ჩიპო', მინდორზე სასაცილო პერსონაჟი იდგა და შესავლისას ნელ -ნელა ფერადდებოდა.
ბავშვობის შელოცვა :
მულტფილმი რომ მთავრდებოდა და შენ კიდევ გინდოდა უნდა გეთქვა "ნეტა აღარ დაიწყოს, ნეტა აღარ დაიწყოს", ტელევიზორი 'ტყუვდებოდა' და შენს ჯიბრზე კიდევ ერთ სერიას უჩვენებდა gigi.gif
ბევრჯერ მიცდია და 100% მუშაობს

პ.ს. მანის ფაფაც გიყვარდა?

Posted by: თოვლი_ 18 Dec 2017, 11:07
ფორუმის მთავარ გვერდზე გამოხტა ეს თემა და იმის დასაწერად შემოვედი რომ ძალიან დებილი სათაური აქვს
ამხელა ემოციით ადამიანი თემას "ცხელ ჩაისთან... დილის ყავსთან... " რომ არქმევს მისთვის რამხელა სიამოვნება მოაქვს ამ ორს ეგრევე გრძნობ და საზიზღარი ზიზღის გრძნობა გერევა იმიტომ რომ ფიქრობ როგორ შეიძლება ამხელა ლტოლვა ხორციელი სიამოვნებების მიმართ ადამიანს გააჩნდეს, თან ასეთი მდაბალი ხორციელი სიამოვნებების. სხვა რამე ამაღლებული რომ იყოს კიდევ ნაკლებად ამაზრზენი იქნებოდა.. მაგრამ 99.9%-ი ყველა ხორციელი სიამოვნებებისა ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ამაზრზენია.. იი როგორ მესიამოვნა ჩაი/ყავა facepalm.gif ყავის გარეშე ან ჩაის გარეშე რომ გრძნობ კიდურები გაკლია და ეგ შეგივსებს, აი მაშინ გაქვს ადამიანს დარხეული და მთელ შენს მიმდინარე ცხოვრებას უნდა გადახედო და მიხვდე რისი შეცვლა გჭირდება. კაი დალიე ეგ შენი ყავა და ჩაი, ვინ გიშლის, უბრალოდ რა საჭიროა აფრიალო "აუ როგორ მესიამოვნაა" სიტყვები? დაფიქრდით ცოტა და მიხვდებით განსხვავება არაა ჩაის დალევა მესიამოვნაო დაარქმევს თემას თუ სექსი მესიამოვნაო facepalm.gif
არანაირი გასხვავება არაა თემას "ცხელი ჩაი, დილის ყავა" ქვია თუ "ცხელი სექსი, დილის სექსი" facepalm.gif .

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 11:10
HurricaneKat.
QUOTE
მანის ფაფაც გიყვარდა?

შენ ქარიშხალი და ტაიფუნი გიყვარს თუ
უბრალოდ ქარბორბალა გოგო ხარ!
ანადგურებ ყველას და ყველაფერს?
რა მკითხა და რა ვუპასუხე lol.gif
არა, არ მიყვარდა! უბრალოდ ჩვენთან ჩეჩნეთის ომს გამოქცეული და-ძმა იყო და
ძალიან შიოდათ... მე კიდევ ავდექი და ჩემი მანი ფაფა ვუწილადე - ბონუსად სერი პური.
ქართული იმათმა არ იცოდენ და რომ დამინახავდენ მანი ქაშიო ,მანის ქაშიო!
ასე გავხდი ლამის ბაშიაჩუკი!

ეგ მულტფილმების ეპოქა ძალიან კარგად შემორჩა ჩემს მეხსიერებას!
ტომ და ჯერის დაწყებას რომ ველოდებოდი
user.gif

Posted by: marimarita 18 Dec 2017, 11:15
_მანის_ქაშიო?
QUOTE
უგემრიელესი ქიშმიშიანი ბულკი

სკოლის ბუფეტში 10 კაპიკი ღირდა ))))))
შემდეგ იყო კუპონები, ყველა მილიონრები ვიყავით ))
QUOTE
კასანდრა და მისი ბოშების ოჯახი

მეზობლების შეკრება და ფილმის ერთად ყურება ვისაც დვიჟოკი ჰქონდა biggrin.gif
მერე გაგრძელება ჯოკერით... კიდევ გაგრძელება წაგებული ,,თავანის'' ჩაბარებით...
ასეთი შეხმატკბილებულები ვიყავით მეზობლები უშუქობის ჟამს )))))
QUOTE
2არხზე

QUOTE
"კალამბია პრიქჩეს პრისტავლაიტ"

ბავშვობის მოგონებები love.gif
შენც სწიპაშკას და ხრიუშას თაობა ყოფილხარ )))
QUOTE
ფრაზა ჩაი მირთვი საყვარელ! ნეტავ ნათიას დედა მეტყვის მაგას? თუ შენ დალიე ცეცხლი და ნავთი !მარტო ამით შემამკობს?

biggrin.gif კარგი იუმორი გაქვს up.gif

HurricaneKat.
QUOTE
პ.ს. მანის ფაფაც გიყვარდა?

მეც ეს მინდოდა მეკითხა :დ

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 11:34
QUOTE
მასონი და სულელი - მოქალაქე კეინი

ეს კეინი ფილმის პერსონაჟია და მასონი როგორ იქნებოდა, ფილმში არი მაგაზე რამე ნათქვამი? აღარ მახსოვს smile.gif

და საერთოდ მასონები, ილუმინატები, დალესის გეგმა ...რატო გჯერათ ამ ბოდვების დღემდე? smile.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 11:42
_მანის_ქაშიო?
რომ არ გიყვარდა იმიტომ უწილადე
აბა ბრინჯის ფაფა ყოფილიყო ტყემლის მურაბით ! fig.gif

beqa1971
არა ფილმში არაფერს ამბობენ
მაგრამ თავისი ცხოვრების სტილით მასონია აბა რა არის

QUOTE
და საერთოდ მასონები, ილუმინატები, დალესის გეგმა ...რატო გჯერათ ამ ბოდვების დღემდე?

ვა დალესის გეგმა არ ვიცოდი
დავგუგლო
ბოდვა რატომაა?

Posted by: nforumi 18 Dec 2017, 11:52
თოვლი_
რამე პრობლემები გაქვს?

nigo.
http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=29313886
ამაზე როგორაა საქმე?
smile.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 11:54
QUOTE (nforumi @ 18 Dec 2017, 11:52 )

რამე პრობლემები გაქვს?

პრობლემა არა
ტროლინგის მოჭარბებული სურვილი yes.gif

Posted by: nigo 18 Dec 2017, 11:57
რა ვიპოვე, ჩეზე გახსოვს? [/quote]
nforumi

ჩეზეს ფეისბუქით ვეკონტაკტები.

თუ გინდა მოგცემ ლინკს

ეს რა თემა ამოაგდე, შემრცხვა ცოტა არ იყოს, მაგრამ მძიმე პერიოდი მქონდა.

ისე ,პატრიცია და ანამჩი დავიცავი რაღაცაზე და მერე გადამეკიდნენ სხვები. biggrin.gif

წავიკითხავ აუცილებლად. ხომ ნახე იმ პერიოდში ფორუმის მასშტაბის სამოქალაქო ომში ვყოფილვარ ჩართული biggrin.gif

Posted by: fexburtistelefoni 18 Dec 2017, 11:59
თვითმოტივაცია მჭირდება. რას მივმართო ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: t-90 18 Dec 2017, 12:05
ესე იგი ჩემმა დიდმა ბაბუამ თურქებს ჭიდაობაში მოუგო ლეკური ხანჯალი(მაგიტომაც დაარქვეს ყაზი ბეგი თორე აბა ისე დიმიტრი ერქვა). არაბული ასოებით იდრისი ეწერა
ეს იდრისი ყოფილა ძალიან სერიოზული ოქრომჭედელი რომელიც არამარტო მთელს ლეკეთში არამედ მთელს კავკასიაში.
რა თქმა უდნა ჩვენ არ ვიცოდით ეს biggrin.gif

nigo
QUOTE
ჰოდა, ერთხელ მოჰყვა ,ბეშუმში, ბათუმელების აგრაკზე ,აღარ მახსოვს თითონ თუ მის მეზობელს სხვენის დალაგება გადაუწყვეტია. ჩამოიატანა გადასაყრელად რაღაცეები, ძველი სურათები,უსარგებლო ნივთები და ორი აივაზოვსკი აღმოჩნდა 

ეჰ ნიგო ნიგო.
ამას წინათ გადავავლე თვალი არაოფიციალურ სიას თუ რეებია გასული საქართველოდან 90იან წლებშI.რამდენიმე ანტიკვარმა შეადგინა.
აუ იმენა ფასი არ ვიცით რა.
კაპიკებადაა გაყიდული რეპინები, აივაზოვსკები, გუდიაშვილები და ა.შ.

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 12:18

QUOTE
ბოდვა რატომაა?

ბოდვა იმიტომაა, რომ იმ ფორმას რა ფორმითაც სიტყვა "მასონი" თქვენს ცნობიერებაში არსებობს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 12:22
QUOTE (beqa1971 @ 18 Dec 2017, 12:18 )

ბოდვა იმიტომაა, რომ იმ ფორმას რა ფორმითაც სიტყვა "მასონი" თქვენს ცნობიერებაში არსებობს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

განმანათლეთ
...................................
yes.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 12:25
marimarita
ჯოკერი ძალიან ასწორებდა user.gif
ოღონდ, წყლის დალევაზე და მაგიდის ქვეშ
ნომრის დაჯავშნაზე არ უნდა გეთამაშა.

ჩიტის რძე მახსოვს კიდევ და გუშინ მთელი დღე ვეძებ და ვერ ვიპოვე. უგემრიელესი იყო. კინო კიდევ შოკოლადი up.gif
მადლობა იუმორის შექმნისთვის პოზიტიურო მერწყულო!

HurricaneKat.
ასე უცებ შეფექმნა ჩემზე ცუდი წარმოდგენა?
განა მხოლოდ იმიტომ გავუყავი რომ არ მიყვარდა
smile.gif

ნაყინსაც არ დავუმალავდი...
არც ეგ მიყვარს რაც შენ ჩამოთვალე თუ სიტყვას მოაყოლე biggrin.gif

ყავს და ჩაის არა, მაგრამ კაკაოს დალევდა კაცი

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 12:29
QUOTE
განმანათლეთ

რა პრობლემაა

Posted by: _thunderstorm_ 18 Dec 2017, 13:07
_მანის_ქაშიო?
როგორ მიყვარდა და ეხლაც მიყვარს biggrin.gif

ჯერ ვერ გამოვფხიზლდი...
ვენეციის დროზე ვარ ეტყობა "გასწორებული" chups.gif rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: marimarita 18 Dec 2017, 13:11
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ნომრის დაჯავშნაზე არ უნდა გეთამაშა.

no.gif
QUOTE
ჩიტის რძე

ჩიტის რძეზეს ვკისრულობდით ხოლმე გოგოები :დ
მოდაში იყო მაშინ ))
QUOTE
მადლობა იუმორის შექმნისთვის პოზიტიურო მერწყულო!

მერწყულო biggrin.gif
გაიხარე..
შენც ასევე smile.gif

Posted by: nforumi 18 Dec 2017, 13:55
nigo
QUOTE
ხომ ნახე იმ პერიოდში ფორუმის მასშტაბის სამოქალაქო ომში ვყოფილვარ ჩართული 

არ მინახია, როგორც ჩანს უჩემოდა ჩაიარა მაგ ომმა smile.gif

nigo
QUOTE
ჩეზეს ფეისბუქით ვეკონტაკტები.

იქნებ დაბრუნდნენ ამ თემაში. სად არის ახლა, გეცოდინება?

დღეს რაღაცას ვეძებდი ჩემს კომპიუტერში და გადავაწყდი ჩემს მაშინდელ მოთხრობას "ხელახალი დასაწყისი", თუ გახსოვს. გადავხედე და ვიპოვე შენი პირობის ლინკი... ხო ხედავ რამდენი ხნის მერე გაგიხსენე.
ისე, არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა კარგად გამომივიდა, საინტერესო იქნებოდა ობიექტრური შეფასება.

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 14:17
_thunderstorm_
ვენეციაში მოღვაწეობ ? user.gif rolleyes.gif ჰა ,გამოტყდი givi.gif
ერთი ნავის მეპატრონი ვალი მაქვს და გაგატან შემდეგ წასვლაზე

შემთხვევით შენს პოსტს მოვკარი ეხლახანს ქმ განყოფილებაში თვალი.
კერძოდ სწენკის ფილოსოფიაზე lol.gif
მე მივხვდი რაც იგულისხმე! განა დიდი ცოდნა და გონების დაძაბვა იყო საჭირო მაგის მისახვედრათ ? !
საქმე ისა ,რომ ქართველი ქალიც დ კაციც ერთ ნავში სხედან... რომელიც სავსეა მშობლების არასწორი აღზრდით,
ე.წ უკვე თითიქმის გახრნწნილი საზგოდაოების და არამოკითხე ხალხის სტეროტიპებით და თავისმოტყვილების უაზრო ხერხებით.
სავსეა და იძირება ნავი. ორივე სქესი ერთმანეთს უყურებს თვალებში და არცერთი არ აძლევს უფლებას ,რომ ნავი მიტოვოს და სხვა ნავში გადაჯდეს...
ორივე იძირება და ჰგონიათ,ნავის მიტოვება ნიშნავს ყვლფერზე უარის თქმას. ამ ყველფერში შედის:სამშობლო,ეროვნული ინტერესები,იდენტურობა და ა.შ. ორივე სხვა ნავისკენ იყურება ,რომელიც სხვის შეხედულებით არის უკვე გამოტენილი,ოღონდ უფრო უკეთესი
გაფორმება აქ ,ანუ ევროპული. თუმცა- არც ეს ნავი ეთმობათ და არც ისup.gif
არცერთი არ ცდილობს თავიანთი შექმნილი ნავით გადალახონ ეს ტალღები...და როგორც ჯინსების თაობას სჯეროდა რომ რეიგანს
გული შესტკიოდა საბჭოთა ახალგაზდრობაზე...ისევე სჯერათ,რომ ორივე ნავით შესაძლებელი ხმელეთამდე მიღწევა,ისე რომ არცერთი არ დათმოmad.gif

პ.ს რას გერჩოდი ? user.gif
რეებს ვწერ... შიმშილი საშინელებაfacepalm.gif წავედი რამე შევჭამე givi.gif
ნაყოფიერი დღე ყველას up.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 14:24
_მანის_ქაშიო?
ფეხი როგორ გაქვს? smile.gif)

beqa1971
გელოდებით yes.gif

პ.ს. როგორ დაუსვენია შაბათ კვირას ჩემს თვალებს
მხოლოდ ეხლა დამჭირდა სათვალის გაკეთება lam.gif

Posted by: _thunderstorm_ 18 Dec 2017, 14:32
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ვენეციაში მოღვაწეობ ?    ჰა ,გამოტყდი 

საქმე მაქვს იქაურებთან და თავიდან სულ მეშლებოდა დრო
ეხლა ცოტა დავლაგდი და ვიცი როცა მე მეწყება სამუშაო დღე იმათთან ჯერ ღამეა biggrin.gif

QUOTE
საქმე ისა ,რომ ქართველი ქალიც დ კაციც ერთ ნავში სხედან... რომელიც სავსეა მშობლების არასწორი აღზრდით,
ე.წ უკვე თითიქმის გახრნწნილი საზგოდაოების და არამოკითხე ხალხის სტეროტიპებით და თავისმოტყვილების უაზრო ხერხებით.
სავსეა და იძირება ნავი. ორივე სქესი ერთმანეთს უყურებს თვალებში და არცერთი არ აძლევს უფლებას ,რომ ნავი მიტოვოს და სხვა ნავში გადაჯდეს...

ზუსტად ასეა
yes.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 14:37
HurricaneKat.
QUOTE
ფეხი როგორ გაქვს?

rolleyes.gif ჩემა ქათქათას კონკურენტმა ნიცშე (ჩემი კატა ) ,რომ გამკაწრა ფეხზე დავიჯერო შენამდეც მოახწია მაგ ამბავმა ?
spy.gif

მის ბრალი არა. ეჭვიან მყავს love.gif

ჰოდა,მადლობა არფერი სერიოზული არ იყო.

QUOTE
მხოლოდ ეხლა დამჭირდა სათვალის გაკეთება

კომპიუტერისგან თვალები რომ არ გეტკინოს თუ ისე გჭირდება ?
ცოტა უტაქტო კითხვა,მაგრამ მაგრად მესექსუალურება სათვალებიან გოგოები givi.gif

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 15:15
HurricaneKat.
QUOTE
გელოდებით 

QUOTE
განმანათლეთ

ნუ მელოდებით,
მოთხოვნასთან შეუსაბამო სკეპტიკურ-ირონიულ ტონს გამოწვევად ვერ მივიღებsmile.gif

და რაიმე გულწრფელი კონკრეტული კითხვა თუ გაგიჩნდებათ, რითიც შევძლებ

_მანის_ქაშიო?

ნუ ეს ობრაზები კარგი მარა
QUOTE
ხმელეთამდე მიღწევა

რაღაც მიზანი გამოიკვეთასავით და რას გულისხმობთ ?smile.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 15:18
beqa1971
ისევე იყო ჩემი პოსტი სკეპტიკური როგორც თქვენი მცდელობა გამოგეცნოთ ჩემი დამოკიდებულება მასონებთან მიმართებაში

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 15:22
HurricaneKat.

შესაძლოა, ზედმეტად მასონოფობიური მეჩვენა ალბათ, "მასონი კუბრიკიდან" გამომყვა smile.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 15:27
QUOTE (beqa1971 @ 18 Dec 2017, 15:22 )

შესაძლოა, ზედმეტად მასონოფობიური მეჩვენა ალბათ, "მასონი კუბრიკიდან" გამომყვა smile.gif

მასონი კუბრიკი მახსვოს biggrin.gif
ფობია არა
ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ჩემთვის მიუღებელია გარკვეულიჯგუფების სურვილი მართონ სხვები
ასეთი უამრავია
მაგრამმასონებს სულელურად გამოსდით და აშკარად გამოხატავენ
მე ის ადამიანი ვარ ვინც დემოკრატიული სახელმწიფოს ტყუილებს იჯერებს,იმიტომრომ ლამაზი ფასადი აქვთ

Posted by: la reine 18 Dec 2017, 15:55
nigo
2kiss.gif

აი თურმე სად ყოფილხართsmile.gif

რა დროულად გამოერთდეთ იქაურობასuser.gif

beqa1971

თხრობის ძალიან საინტერესო სტილი გაქვთ smile.gif

nforumi

მოგონება?
რა ვიცი აბა..ცოტა უჩვეულო რამეა ჩემთვის ამ ფორმატში პოსტვაbiggrin.gif
რაღაც ძალიან ჩემის აფიშირებას არ ვარ შეჩვეული))

Posted by: t-90 18 Dec 2017, 17:02
HurricaneKat.
QUOTE
როგორ დაუსვენია შაბათ კვირას ჩემს თვალებს
მხოლოდ ეხლა დამჭირდა სათვალის გაკეთებ

ატარებ სათვალეებს?>
არ გიჭირს?
ტფუ ტფუ ტფუ მგონი მარტო ეგ მუშაობს ჩემს ორგაქნიზმში ნორმალურად. biggrin.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 17:11
givi.gif beqa1971
QUOTE
რაღაც მიზანი გამოიკვეთასავით და რას გულისხმობთ

ანუ,ხმელეთზე რა ელოდებათ და რა ხდება ხმელეთზე ?
საქმე ისა რომ არც არფერი...საკუთარი თავი ელოდებათ,რომელიც დამოკიდებლათ აზროვნებს და გარკვეული მასების
თუ ე.წ თავმოხვეულ კუტურას არ შეუშინდება და როცა ხვდება რომ თავს კარგად გრძნობს და ,თუნდაც ხმელეთზე
ტრუსიკის ამარა ტანატალი სიამოვნებას ჰგვრის უკან არ დაიხევს..

სხვების შემოთავაზებული ცხოვრებაზე უარის თქამ რაც ასე აკლია ჩვენს ორივე სქესი წარმომადგენელებს...
ძალინ დიდი თემა,ყველა სხვადასხვანირათ ხედავს და აღიქვამს,მაგრამ დავადება ყველას ერთი სჭირს და ეს არის შიში...
შიში რაღაც ახლის მიღების და დამოკიდებლათ ნაბიჯების გადადგმის...
თუ ნამდვილად 1971 წელს ხართ დაბადებული,თქვენთვის ძალიან ნაცნობი უნდა იყოს "ჯინსების თაობა"
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტურაშვილის წიგნზე გავაკეთებ აქცენტს! რელურ ამბავზე ეს წიგინი დაფუძნებული...
ნუ მე მსმენია იმ ტრადეგიაზე რასაც თვითვრინავის ბიჭების სახელითა ცნობილი და ამ წიგნიდან მივუდგები საკითხს...
პირველ რიგში დათო ტურაშვილის ფსევდო-მწერლები რაც ნაკლები გვყოლება მით უკეთესი!
მწერალი რომელიც ამ კონკრეტულ წიგნში მარტო ერთი მხარის სიმართლეს გვაჩვენბს და გვაწვდის...
გვაიძულებს ვუგულშემატკივროთ მარტო ერთ მხარეს და თავს გვახვეს თავის შეხედულებას საკითხთნა დაკავშIრებით...
რაც მიუღებელია ჩემთვის. მე ვერ გავიგებ მაგ თაობის ბოლომდე...იმიტომ რომ არ მოვსწრებივარ კომუნიზმს,მაგრამ
იმას ნამდვილათ ვხვდები ,რომ რეიგანს ბოდიში და ###ზე ეკიდა საბჭოთა ახალგაზდრობის ბედ-იღბალი....
მას თავის ინტერესები ამოძრავებდა და ყველნირ ხერხს იყენებდა ამისთვის... ასე რომ რეალურად
ისინი გარბოდენ ერთი პროპაგანდისტული მანქანიდან მეორეში ,უბრალოდ ის მეორე გაცილებით ჭკვიანი და ცბიერი იყო და არის..
მე თავად ვიცი რა არის სინამდვილეში ამერიკული დემოკრატია! თუმცა, რათქმა უნდა, საბჭოეთა სისტემა ყველფერს ანდგურებდა საკუთარ თავსაც კი...

ჰოდა,ბევრი რომ არ გავატრაკოgivi.gif სამწუხაროდ თვითვრინავის ბიჭები თავისუფალი ვერც მაშვინ გახდებოდენ რომ დაეღწიათ თავი...
და საკუთარ თავს,თავიანთ ოჯახის წევრებს და იმ უდანაშაულო ხალხს თავად გამუტანეს განაჩენი და მათი სისიხლი მათ კისერზეა.

რისი თქმა მსურს ამხელა აბდაუბდა ტექსტიტ! იმას ვამბობ,რომ არ შეიძლება ერთ დღეს ვიღაცის შემთავაზებული წამალი დალიო!
არ არის გამორიცხული მაგ წამალმა უფრო ადრე მოგკლას ვიდრე შენმა სნეულებამ...
ამიტომ ქართველი ქალიც და კაციც უფრო წინ მაშვინ წავა როდესაც დამოკიდებლად ნაბიჯის გადადგმის არ შეშინდებათ...
და იმ ხმელეთზე ყვლეა ვიტანტალებთ jump.gif bis.gif

Posted by: Mako Subladze 18 Dec 2017, 17:14
nforumi
QUOTE
მაკოც გამოჩნდააა 

ვიგრძენი, რომ მოხვედით. tan.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 17:19
t-90
თუ ზომას გავითვალისწინებთ სათვალეებიმატარებენ მე
ეს თვითირონია რომ არ გამაჩნდეს boli.gif
შენ გჭირდება სნაიპერის თვალები
ჩემი ასედაც ასრულებს ფუნქციას

Posted by: Nostalgia34 18 Dec 2017, 17:34
ამთემელებო-როგორც სეტას უყვარდა მიმართვა,
რა იყო,რა ხდება აქ?!

დღე მშვიდობისა ყველას,ძველებს,ახლებს!

ახლა მაინც ვეღარ დააბრალებთ რამეს ხუტას,დრიმერას,ნოსტალგიას,ანამჩს,პატრიციას... lol.gif biggrin.gif

ჯობია,დავტკბეთ ჩვენი გოგონას წარმატებით გერმანიაში! love.gif

არასოდეს მეპარებოდა ეჭვი,რომ ამ ქვეყანაში,გერმანელების უმეტესობა, ნიჭის,შრომისმოყვარეობის დამფასებლები არიან,

ნებისმიერ სფეროში!

Natia Todua hat es geschafft: Sie ist die Gewinnerin der siebten Staffel The Voice of Germany!
Was für ein Finale - Gefühle, Tränen, Freude, Megastars und Spannung bis zum Schluss! Natia konnte sich gegen die anderen Talente durchsetzen!
Sie singt sich in die Herzen der Zuschauer und holt sich mit Team Samu den Sieg!

https://www.the-voice-of-germany.de/news/natia-ist-the-voice-of-germany-2017-104036?utm_source=facebook&utm_medium=social&utm_term=social_onsite&utm_campaign=the-voice-of-germany.de&utm_content=share_top

ახლა,მე,პირადად,სულ სხვა ჟანრი და სტილი მიყვარს,მაგრამ თვალის დახუჭვა ამ გოგონას ტალანტზე,უბრალოდ,შეუძლებელია. biggrin.gif

Posted by: nforumi 18 Dec 2017, 17:39
la reine
QUOTE
რა ვიცი აბა..ცოტა უჩვეულო რამეა ჩემთვის ამ ფორმატში პოსტვა
რაღაც ძალიან ჩემის აფიშირებას არ ვარ შეჩვეული))

შენსას ნუ დაწერ, ვინმესგან მოსმენილი დაწერე, რაც საინტერესოდ მოგეჩვენა თავის დროზე.

* * *
Mako Subladze
QUOTE
ვიგრძენი, რომ მოხვედით. 

smile.gif

Nostalgia34
QUOTE
დავტკბეთ ჩვენი გოგონას წარმატებით გერმანიაში!

ძალიან სასიამოვნო იყო ამის გაგება.

Posted by: t-90 18 Dec 2017, 18:20
HurricaneKat.
QUOTE
თუ ზომას გავითვალისწინებთ სათვალეებიმატარებენ მე

ნომერი დიდი გაქვს?
QUOTE
შენ გჭირდება სნაიპერის თვალები
ჩემი ასედაც ასრულებს ფუნქციას

არადა არის მეთოდები რომლის მეშვეობითაც მინუსი შეგიძლია შეამცირო.
თან უმარტივესი.

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 18:27
QUOTE (t-90 @ 18 Dec 2017, 18:20 )

არადა არის მეთოდები რომლის მეშვეობითაც მინუსი შეგიძლია შეამცირო.
თან უმარტივესი.

არის მეთოდები რომლებიც სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს სააქაოსკენ აბრუნებს
მაგრამ არავის გამოუცდია

Posted by: t-90 18 Dec 2017, 18:32
HurricaneKat.
QUOTE
არის მეთოდები რომლებიც სიკვდილის პირას მდგომ ადამიანს სააქაოსკენ აბრუნებს
მაგრამ არავის გამოუცდია

შენ საათობით CRT მონიტორთან არ მჯდარხარ biggrin.gif
3 თაობას თვალში არ გვაკლია მეათედიც კი.

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 18:33
QUOTE (t-90 @ 18 Dec 2017, 18:32 )

შენ საათობით CRT მონიტორთან არ მჯდარხარ biggrin.gif
3 თაობას თვალში არ გვაკლია მეათედიც კი.

თუ გენეტიკურია ეგ სხვა საქმეა
-30

Posted by: tenochtitlan 18 Dec 2017, 18:35
სალამი ამთემელებო! 2kiss.gif 2kiss.gif
აღარ მეგონა თუ კიდევ არსებობდა ეს თემა.

QUOTE
სეტას უყვარდა მიმართვა

სეტა love.gif გონიერი და საინტერესო ადამიანი,
შესანიშნავი მთხრობელი, სადაა ნეტა?

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Dec 2017, 18:41
HurricaneKat.
მამაკაცების მიმართ როგორ აგრესული ხარ givi.gif
არადა რამდენი ხანია გივლის ტანკი givi.gif
აქედან -იქედან გადაძვრა ცეპი user.gif

ნათია ხომ არ გქვია ? rolleyes.gif
მაგრამ,ნათიები ძირითადათ ღუნუღლა გოგოები არიანuser.gif

ქეთი ?spy.gif
არა,კარგი სახალხოდ შენი შეწუხება არც მიფიქრია...
გააწიე გოგო ეგ ტაფა mad.gif

ზედმეტად პოხაპისტური პოსტი იყო up.gif

tenochtitlan
ამთემელი არ ვარ,მაგრამ მაინც კაი გამარჯობა ღუღულა ხარ ? rolleyes.gif

Posted by: t-90 18 Dec 2017, 18:53
HurricaneKat.
QUOTE
თუ გენეტიკურია ეგ სხვა საქმეა
-30

საქმეც ამგაშია რო გენეტიკური არ არის.
ბავშვობიდან გვერხევა.

ძაან გქონია.
შემცირებადია ფრიად.

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 18:56
QUOTE (t-90 @ 18 Dec 2017, 18:53 )
საქმეც ამგაშია რო გენეტიკური არ არის.
ბავშვობიდან გვერხევა.

ძაან გქონია.
შემცირებადია ფრიად.

ოჰ კაი რა
თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი

-30, 30 სიმბოლოს გამო დავწერე

Posted by: t-90 18 Dec 2017, 19:00
HurricaneKat.
QUOTE
ოჰ კაი რა
თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი

თუ მოინდომებ კი
შენ ჩაქნეული გაქვს ხელი გეტყობა.

ნუ ან იმდენად გიხდება რო გენანება სათვალის მოხსნა biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 19:02
QUOTE (t-90 @ 18 Dec 2017, 19:00 )

თუ მოინდომებ კი
შენ ჩაქნეული გაქვს ხელი გეტყობა.

ნუ ან იმდენად გიხდება რო გენანება სათვალის მოხსნა biggrin.gif

ზოგადად ზარმაცი ვარ
ცხოველი რომვიყო ოცელოტი ვიქნებოდი (კორტასარის ოღონდ : )))

Posted by: t-90 18 Dec 2017, 19:07
HurricaneKat.
QUOTE
ზოგადად ზარმაცი ვარ
ცხოველი რომვიყო ოცელოტი ვიქნებოდი (კორტასარის ოღონდ : )))

ეგრე ზარმაცი მეც ვარ
მარა არა ჯანმრთელობის და ინტერესების ხარჯზე

Posted by: HurricaneKat. 18 Dec 2017, 19:11
QUOTE (t-90 @ 18 Dec 2017, 19:07 )

ეგრე ზარმაცი მეც ვარ
მარა არა ჯანმრთელობის და ინტერესების ხარჯზე

გამიქაჩავს ეს თვალები45 წლამდე
მერე ტექნიკურ პროგრესს და მიღწევებს გამოვიყენებ და ასე მივაღწევ 87-მდე

Posted by: t-90 18 Dec 2017, 19:16
HurricaneKat.
QUOTE
გამიქაჩავს ეს თვალები45 წლამდე
მერე ტექნიკურ პროგრესს და მიღწევებს გამოვიყენებ და ასე მივაღწევ 87-მდე

იმედია.
მარა კაი თვალები ცუდი არაა.

ალბათ სათვალე ძალიან გიხდება biggrin.gif

Posted by: beqa1971 18 Dec 2017, 21:09
HurricaneKat.
QUOTE
ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ჩემთვის მიუღებელია გარკვეულიჯგუფების სურვილი მართონ სხვები
ასეთი უამრავია

გარკვეული ჯგფების არა თუ სურვილი არამედ მოვალეობაა მართონ სხვები.
ყველგან სადაც კი სუბორდინაციული სტრუქტურაა, ნებისმიერ სფეროში ასეა.
იქნება ეს პოლიტიკა , რელიგია, კორპორაცია თუ კინოწარმოება მნიშვნელობა არ აქვს. ყველგან არსებობს საბჭო/ორგანო რომელიც წყვეტს ამ თუ იმ საკითხს და ამით "სხვებს" აძლევს მიმართულებას.
მართვას როგორც აპრიორი ბოროტებად ნუ აღიქვავთsmile.gif
სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ ვალდებულია მართოს პროცესები რომელიც მის ქვეყანაში ვითარდება.
კორპორაცია საკუთარი აქციონერების მიმართ ვალდებულია აკონტროლოს პროცესები იმ მაშტაბიდან გამომდინარე სადამდეც ხელი მიუწვდება.
რელიგიაში, თვითონ მრევლი ითხოვს სამღვდელოებისგან მართვას.
რაც შეეხება მასონებს, ერთი პერიოდი უფრო ახალგაზრდობაში smile.gif დავინტერესდი ამ ამბით და ბოლობოლო იქამდე მივედი რომ მათი "ძალაუფლება" ძალიან გადაჭარბებული და რა თქმა უნდა ბევრად მისტიფიცირებულია.
რაღაც წიგნიც კი მქონდა ბიბლიოგრაფიული სადაც ფოლკნერი პრუსტი დოსტოევსკი და ა.შ გიგანტები smile.gif წერდნენ ყოველივე ამის შესახებ. ამოკრებილი იყო მასალები სხვადასხვა პუბლიკაციებიდან, წერილებიდან და მერე ამ ყველაფერს შეადარე ვინმე პელევინი - ბოდვა, და საუკეთესო შემთხვევაში დენ ბრაუნი ეგეც ბოდვა რა თქმა უნდა მაგრამ პელევინთან შედარებით ბევრად სახალისო. smile.gif

la reine
QUOTE
თხრობის ძალიან საინტერესო სტილი გაქვთ

ჰაჰა, ვვარჯიშობ თავისუფალ დროს, მომავალში დავხვეწავ smile.gif

_მანის_ქაშიო?

ზღვა, ნავი, ცოლი ქმარი, საზოგადოება. ჯინსების თაობა, ტურაშვილი , რეიგანი smile.gifცოტა ამერია თავში ყველაფერი მარა საერთო სულისკვეთებაში გეთანხმებით, ხმელეთზე ტანტალი კარგი მიზანია smile.gif

Posted by: nigo 19 Dec 2017, 09:11
nforumi

წავიკითხე ამ დილას და ახლა როგორ უყურებ?
მაშინ უფრო მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადიოდა.
ახლა რა ხდება? შეიცვალა რამე?

იცი რას ვგულისხმობ?, ახლა რომ წერდე იმ ძველი ამბის გაგრძელებას , ალიმ მოითხოვა სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.როგორ გაშლიდი.

მოთხრობა ხომ ფაქტიურად რეალისტური სტილისაა, რაც ხდებოდა იმაზე.

Posted by: HurricaneKat. 19 Dec 2017, 09:22
nigo
ჩვენც წაგვაკითხეთ yes.gif

t-90
როგორი წარმოუდგენიათ გოგო სათვალით

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

როგორ გამოიყურება სინამდვილეში

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

beqa1971
'ვალდებულება' - როგორც განყენებული სიტყვა არ არსებობს ბუნებაში
ვალდებულებები ენიჭებათ იმ ხარისხით, რა ხარისხითაც უნდათ სხვებზე გავლენის მოხდენა
ანუ ეს შედეგია დაარა მიზეზი

QUOTE
იქამდე მივედი რომ მათი "ძალაუფლება" ძალიან გადაჭარბებული და რა თქმა უნდა ბევრად მისტიფიცირებულია.

ამაში გეთანხმებით

Posted by: nigo 19 Dec 2017, 09:43
tenochtitlan
უი,ეს ვინ მოსულა
თან ძველ თემებს ვკითხულობდი და მეგონა იქ შემხვდი.
სეტა ,თან ფეისბუქზეა , თან ფსიქოლოგიაში. კარგადაა ჩვენი ნიჭიერი გოგო.
2kiss.gif
* * *
fexburtistelefoni
ფსიქოლოგიაში გეძებდი. იქ შემოდი პანიკების თემაში და ჩამოწერე, რა გაწუხებს , რა გინდა, ხომ იცი, იქ უფრო გავარჩევთ.
* * *
HurricaneKat.
QUOTE
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29313886)
ამაზე როგორაა საქმე?

ამას მიყევი და სხვებსაც ნახავ.

Posted by: HurricaneKat. 19 Dec 2017, 09:58
QUOTE (nigo @ 19 Dec 2017, 09:43 )

QUOTE
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29313886)
ამაზე როგორაა საქმე?

ამას მიყევი და სხვებსაც ნახავ.

როგორც ლინკი ისე არ დაციტირდა სამწუხაროდ : )))

Posted by: nigo 19 Dec 2017, 10:06
HurricaneKat.
118-ე გვერდზე ნახე
nforumi-ის პოსტი.
ვერც მე გადმოვიტანე.

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 10:22
nigo
QUOTE
წავიკითხე ამ დილას და ახლა როგორ უყურებ?
მაშინ უფრო მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადიოდა.
ახლა რა ხდება? შეიცვალა რამე?

იცი რას ვგულისხმობ?, ახლა რომ წერდე იმ ძველი ამბის გაგრძელებას , ალიმ მოითხოვა სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.როგორ გაშლიდი.

მოთხრობა ხომ ფაქტიურად რეალისტური სტილისაა, რაც ხდებოდა იმაზე.

ალი წავიდა თურქეთში და აქეთ აღარ ჩამოდის.
როგორ დავწერდი არ ვიცი. მაშინ ყველა ფაქტი ისე იყო აღწერილი, როგორც ხდებოდა სინამდვილეში. მოყოლით რაც ვიცოდი, იმასაც პერსონაჟებს ვაყოლებდი, რათა პასუხისმგებლობა სიზუსტეზე არ ამეღო ჩემს თავზე.

Posted by: nigo 19 Dec 2017, 10:35
nforumi
მეც ეს დავწერე,უფრო დოკუმენტურია, ვიდრე მხატვრული.

თანაც ,როცა ვკითხულობდი, რამდენი ჩემი მეგობარი გამახსენდა იგივე მდგომარეობაში.
სამწუხარო ისაა, მათთვის არაფერი შეიცვალა და არსად წასასვლელიც არა აქვთ.დარჩნენ გაღატაკებულები და იმედგაცრუებულები.

შენ თუ არ ვცდები ,ჩინეთში გქონდა ხოლმე საქმე, ალბათ ბიზნესი. ახლა რას აკეთებ? ისევ დადიხარ?

კარგი იყო, როცა იქაურ ამბებს ჰყვებოდი.

Posted by: t-90 19 Dec 2017, 10:43
HurricaneKat.
გამოყურებაზე რო იყოს საქმე რა უჭირს biggrin.gif

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 11:02
nigo
QUOTE
ვერც მე გადმოვიტანე.

რა ვერ გადმოიტანე?
* * *
nigo
მოკლეთ ვეღარ ვასწრებ პასუხის გაცემას, ისე სწრაფ-სწრაფად იწერება რაღაცეები, გაცოცხლდა თემა smile.gif

QUOTE
თანაც ,როცა ვკითხულობდი, რამდენი ჩემი მეგობარი გამახსენდა იგივე მდგომარეობაში.
სამწუხარო ისაა, მათთვის არაფერი შეიცვალა და არსად წასასვლელიც არა აქვთ.დარჩნენ გაღატაკებულები და იმედგაცრუებულები.

სიუჟეტი მთლიანად რეალობა იყო მაშინ ჩვენთან და არა გამონაკლისი. მე მგონია უმეტესობამ გაუძლო ასე თუ ისე და დღეს ისევ მუშაობს, თუმცა ბევრად წინ იქნებოდნენ რომ არა ის დამოკიდებულება, რა იყო. არც ახლაა მდგომარეობა უკეთესი, ეგ არის ციხეში აღარ გსვამენ, თორე სხვა მხრივ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ისე გიყურებენ, თითქოს შენი უფროსები არიან და შენ კიდე დამნაშავე. არადა ეს ოხერი კანონი ისეთია, რამდენ აუდიტორსაც გინდა ელაპარაკე, შეუძლებელია ყველაფერი ისე გააკეთო რომ ვერაფერში შემოგედაონ.
ციხეში რომ არ გსვამენ, მაინც დიდი შეღავათია.

QUOTE
შენ თუ არ ვცდები ,ჩინეთში გქონდა ხოლმე საქმე, ალბათ ბიზნესი. ახლა რას აკეთებ? ისევ დადიხარ?

კი, მიწევს ხოლმე. მარტში წავალ ალბათ ერთი კვირით.

Posted by: kosigina 19 Dec 2017, 11:24
ვახჩემი givi.gif .

Posted by: nigo 19 Dec 2017, 11:32
nforumi
QUOTE
რა ვერ გადმოიტანე?
* * *

ძველი ლინკები.
მეც გავრბივარ , არადა ისევ გავხსენი კომპიუტერი.
ძალიან მიყვარდა ეს თემა, მიუხედავად იმისა, არსად ვორნიც რომ არ მქონდა . აქ ერთკვირიანი ბანები biggrin.gif
თანაც ირუშას ისე ერიდებოდა, ჩემთან სტუმრად რომ მოდიოდა,( ჩემ შვილთან მეგობრობდა), სულ ბოდიშებს მიხდიდა. biggrin.gif

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 11:40
nigo
QUOTE
ძველი ლინკები.
მეც გავრბივარ , არადა ისევ გავხსენი კომპიუტერი.
ძალიან მიყვარდა ეს თემა, მიუხედავად იმისა, არსად ვორნიც რომ არ მქონდა . აქ ერთკვირიანი ბანები 
თანაც ირუშას ისე ერიდებოდა, ჩემთან სტუმრად რომ მოდიოდა,( ჩემ შვილთან მეგობრობდა), სულ ბოდიშებს მიხდიდა.

ყველა ლინკი შემიძლია ჩავსვა, თუ ვინმეს აინტერესებს და უნდა წაკითხვა.

Posted by: t-90 19 Dec 2017, 12:09
nigo
QUOTE
მეც გავრბივარ , არადა ისევ გავხსენი კომპიუტერი.
ძალიან მიყვარდა ეს თემა, მიუხედავად იმისა, არსად ვორნიც რომ არ მქონდა . აქ ერთკვირიანი ბანები

ფორუმი ჰიპომანიაა
ამ თემელობა მანია

Posted by: Mako Subladze 19 Dec 2017, 12:26
nigo
QUOTE
აქ ერთკვირიანი ბანები

რატომ არ მახსოვს?
შენ ყოველთვის ღუნღულა იყავი.
nforumi
მე წავიკითხავ, ხელახლა.

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 13:04
Mako Subladze
QUOTE
მე წავიკითხავ, ხელახლა.

აი ბატონო smile.gif

ხელახალი დასწყისი
ნაწილი 1-ლი: http://forum.ge/?showtopic=34288950&view=findpost&p=26834750 9 Aug 2011, 13:33 (უცნაური შემთხვევა)
ნაწილი მე-2 : http://forum.ge/?showtopic=34288950&view=findpost&p=26838073 9 Aug 2011, 17:29 (პირველი ქალი)
ნაწილი მე-3: http://forum.ge/?showtopic=34288950&view=findpost&p=26868062 11 Aug 2011, 21:36 (გამოსასყიდი?)
ნაწილი მე-4: http://forum.ge/?showtopic=34288950&view=findpost&p=26891366 13 Aug 2011, 19:49 (ნათელა)
ნაწილი მე-5: http://forum.ge/?showtopic=34288950&view=findpost&p=26944769 17 Aug 2011, 16:12 (ახლობელი თანამშრომლად)
ნაწილი მე-6: http://forum.ge/?showtopic=34292389&view=findpost&p=27130493 30 Aug 2011, 16:02 (ბიზნესის დაწყება)
ნაწილი მე-7: http://forum.ge/?showtopic=34297533&view=findpost&p=27227918 5 Sep 2011, 14:33 (ზვიადის გაუჩინარება)
ნაწილი მე-8: http://forum.ge/?showtopic=34298123&view=findpost&p=27339287 12 Sep 2011, 13:26 (რატომ?)
ნაწილი მე-9: http://forum.ge/?showtopic=34298123&view=findpost&p=27513411 23 Sep 2011, 20:58 (ნინო)
ნაწილი მე-10: http://forum.ge/?showtopic=34307866&view=findpost&p=27747938 9 Oct 2011, 00:29 (ლევანი)
11. სად იყო შეცდომა: http://forum.ge/?showtopic=34307866&view=findpost&p=28154065 4 Nov 2011, 10:15
12. კახა, ლევანი და ბატონი გოგას შემთხვევა: http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=28604039 4 Dec 2011, 10:0913. შპს
13. „მშენორის“ დირექტორი ვლდიმერ შავაძე: http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=29179884 13 Jan 2012, 11:21
14. სასამართლოს გადადება, გამომძიებელთან შეხვედრა: http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=29311854 21 Jan 2012, 18:08
15. ამბავი თურქისა: http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=29395181 26 Jan 2012, 19:12
16. პირველი ეშელონის სასამართლო: http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=29432089 28 Jan 2012, 23:25
17. ლელა: http://forum.ge/?showtopic=34324074&view=findpost&p=29533604 3 Feb 2012, 20:33
18. მოულოდნელი გირაო: http://forum.ge/?showtopic=34369158&view=findpost&p=30264379 18 Mar 2012, 12:57
19. სასამართლო: http://forum.ge/?showtopic=34369158&view=findpost&p=30289044 19 Mar 2012, 20:07
20. იმედი: http://forum.ge/?showtopic=34370540&view=findpost&p=30327061 21 Mar 2012, 22:20

Posted by: beqa1971 19 Dec 2017, 14:36
HurricaneKat.
QUOTE
'ვალდებულება' - როგორც განყენებული სიტყვა არ არსებობს ბუნებაში

ხო, ნუ ფილოსოფიაში თუ წავალთ იქაც კი, ერთადერთი ადგილი, სადაც ეს სენტენცია შეძლებს ასე თუ ისე არსებობის უფლება მოიპოვოს, მხოლოდ მეტაფიზიკაა ან
თუ ფილოსოფია არ გვინდა მაშინ საგიჟეთი yes.gif

დანარჩენი ანუ იმ კონტექსტში რაშიც მოვიხსენიე "ვალდებულება" ბუნებაში არ არსებობს კი არა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ყველა თქვენი რაციონალური ქმედება სწორედ ვალდებულების/პასუხისმგებლობის პრიზმაში ტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხორციელდება როგორც აქტი.
QUOTE
ვალდებულებები ენიჭებათ იმ ხარისხით, რა ხარისხითაც უნდათ სხვებზე გავლენის მოხდენა
ანუ ეს შედეგია დაარა მიზეზი

ვალდებულებები ენიჭებათ იმ ხარისხით რა ხარისხითაც თვითშეფასება აძლევთ უფლებას.
ჰარვარდის, უნივერსიტეტის დერეფნებში ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება, თვითშეფასება ზაშკალივაეტ smile.gif და მერე რა თქმა უნდა ეს ადამიანები მართავენ ბიზნესებს, სახელმწიფოებს და "სხვებს".

ჯანდაბას იყოს ეგრე მარა სამწუხაროდ თვითშეფასება მხოლოდ განათლებაზე არაა დამოკიდებული. და ეგ ფენომენი უფრო ყურადსაღებია:

აი ვთქვათ, მაგალითზე გამახსენდა, რომ ვკითხოთ სოსო ჯაჭვლიანს, (ან თუნდაც რაღა ჯაჭვლიანს 90% -ს, ძალიან სამწუხაროა sad.gif) იყო თუ არა მისი ადგილი პარლამენტში ჩესნად smile.gif რას გვიპასუხებს საინტერესოა თვითონ როგორ თვლის? თვითშეფასებას არ უნდა უჩიოდეს წესით.

მოკლედ ასეთი კავშირები შეიძლება გამოვკვეთოთ. რაც უფრო მაღალია თვითშეფასება მით უფრო მაღალია სხვების მართვის სურვილის. ხოლო თავის მხრივ თვითშეფასება რაც უფრო მჭიდრო კავშირშია განათლებასთან მით უფრო მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, ვოტ smile.gif

და კიდევ მაღალი თვითშეფასების დროს, სხვების მართვის სურვილის გარეშე, გამოდიან ჩემპიონები ჭოკით ხტომაში და ბადროს ტყორცნაში ნუ კიდე არი სახეობები
nforumi

ფავორიტები?
smile.gif

Posted by: nigo 19 Dec 2017, 18:45
Mako Subladze
QUOTE
შენ ყოველთვის ღუნღულა იყავი.

ბავშვობაში მომანიჭეს ეს როლი და თითქოს კარგად ვარ ჩამჯდარი, მაგრამ ხანდახან მაინც ამოვარდება ხოლმე , რაც ისე ღრმად არის ,აღარც კი მახსოვს. smile.gif .

ახლა მართლა ღუნღულა ვარ ანუ უფრო გულგრილი.

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 20:00
nigo
QUOTE
ახლა მართლა ღუნღულა ვარ ანუ უფრო გულგრილი.

ეგენი სინონიმები არ არის smile.gif

beqa1971
QUOTE
ფავორიტები?

?

Posted by: beqa1971 19 Dec 2017, 20:15
nforumi

ცალკე ნოველები მეგონა და სეტაზე რო საუბრობდით იმას მივაბი, არ შემიხედავს smile.gif

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 20:18
beqa1971
QUOTE
ცალკე ნოველები მეგონა და სეტაზე რო საუბრობდით იმას მივაბი, არ შემიხედავს

სეტას ნოველების ლინკები არ მაქვს შენახული (მე მგონი არ მაქვს). ეს ჩემი მოთხრობაა, იმ განწყობით დაწერილი, რაც იყო ჩვენთან იმ პერიოდში.

Posted by: Mako Subladze 19 Dec 2017, 21:52
nforumi
წავიკითხე.
კარგად წერთ.

შემდეგი რა იქნება?

nigo
QUOTE
ახლა მართლა ღუნღულა ვარ ანუ უფრო გულგრილი.

გულგრილი არა, მშვიდობიანი ხარ.

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 21:56
Mako Subladze
QUOTE
წავიკითხე.
კარგად წერთ.

შემდეგი რა იქნება?

ასე მალე წაიკითხე? (არ გვინდა თქვენობით ლაპარაკი, უშუალო ურთიერთობა არ ჯბია? smile.gif )
60 თაბახის გვერდია სადღაც...

მე მაქვს სხვა ნაწერები კიდევ, მაგრამ ასეთი მეტი არა ჯერ. მერე ვნახოთ.

Posted by: Mako Subladze 19 Dec 2017, 22:00
nforumi
კი.
მგონი 4-ზე დავიწყე. ახლა 10 ხდება.
თან ცოტ-ცოტა საქმეც მოვახერხე.

Posted by: nforumi 19 Dec 2017, 22:53
Mako Subladze
მეც მეჩვენება რომ ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ რადგან ჩემი დაწერილია, მგონია რომ ვერ ვიქნები ობიექტური. ამიტომ მჭირდება კვალიფიციური შეფასება, სინამდვილეში მართლა რამდენად კარგია.

თუ დავრწმუნდი რომ მართლა კარგია, ვიფიქრებ მეორე ნაწილის დაწერაზე. wink.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 10:21
nforumi
3 ნაწილი წავიკითხე
სამოყვარულო დონეზე ხართ ხომ? : )

beqa1971
QUOTE
მოკლედ ასეთი კავშირები შეიძლება გამოვკვეთოთ. რაც უფრო მაღალია თვითშეფასება მით უფრო მაღალია სხვების მართვის სურვილის. ხოლო თავის მხრივ თვითშეფასება რაც უფრო მჭიდრო კავშირშია განათლებასთან მით უფრო მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, ვოტ

პირიქით არის, თან ძალიანაც პირიქით
მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები საჯარო სამსახურში ნაკლებად არიან
ასეთებს განმარტოებით ცხოვრება ახასიათებთ,იმიტომ რომ საკუთარ თავებს თვითონვე 'ივსებენ' და არ სჭირდებათ სხვები საკუთარი ფასის დასადგენად yes.gif
მე თუ მკითხავ ჩვენი დროის მსოფლიო ლიდერები, წარსულში მიღებული მწარე გამოცდილების გამო ხდებიან მკაცრი დიქტატორები

Posted by: t-90 20 Dec 2017, 10:58
HurricaneKat.
QUOTE
მე თუ მკითხავ ჩვენი დროის მსოფლიო ლიდერები, წარსულში მიღებული მწარე გამოცდილების გამო ხდებიან მკაცრი დიქტატორები

ნწუ.
წარსულ გამოცდილებასთან არანაირი ერთობა არ აქვს დიქტატორობასთან.
დიქტატორობა არის უბრალოდ კონკრეტული საზოგადოების მართვის ხერხი რომელიც გამოუყენებია ყველა ფსიქოტიპის ადამიანს.
რამეთუ ამათ აქვთ საერთო შიშის გრძნობა.

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 11:06
QUOTE (t-90 @ 20 Dec 2017, 10:58 )
ნწუ.
წარსულ გამოცდილებასთან არანაირი ერთობა არ აქვს დიქტატორობასთან.
დიქტატორობა არის უბრალოდ კონკრეტული საზოგადოების მართვის ხერხი რომელიც გამოუყენებია ყველა ფსიქოტიპის ადამიანს.

ნწუ
მართვის ხერხი არის ნამდვილად , მაგრამ რატომ უჩნდება კონკრეტულ ადამიანს სურვილი მოექცეს ასეთი სისტემის სათავეში, და რატომ არ აინტერესებს მეორეს გახდეს ლიდერი, იმის მიზეზი დავწერე yes.gif

QUOTE
რამეთუ ამათ აქვთ საერთო შიშის გრძნობა.

შიშის გრძნობას - რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებენ
და ბევრი ამას ვერ ხვდება
მაგრამ ჩვენს დროში, როცა ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ (ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი sad.gif ) მოიმატა, ამდენი ზომბი აღარ უნდა არსებობდეს

Posted by: nforumi 20 Dec 2017, 13:34
HurricaneKat.
QUOTE
სამოყვარულო დონეზე ხართ ხომ? : )

ეს რას ნიშნავს?

QUOTE
მართვის ხერხი არის ნამდვილად , მაგრამ რატომ უჩნდება კონკრეტულ ადამიანს სურვილი მოექცეს ასეთი სისტემის სათავეში, და რატომ არ აინტერესებს მეორეს გახდეს ლიდერი, იმის მიზეზი დავწერე 

ყველა საზოგადოებაში, ნებისმიერ დროში არის ისეთი ტიპი (და არაერთი), რომელიც მზად იქნება იყოს დიქტატორი. თუმცა ის ამას შეძლებს მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოება მიდრეკილი ასეთი მართვისაკენ, სხვა შემთხვევაში მას შანსი არა აქვს და ვერც ვერავინ გაიგებს რომ ის შეიძლება ჰიტლერი ყოფილიყო, ან სტალინი.

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 14:04
HurricaneKat.

QUOTE
მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები საჯარო სამსახურში ნაკლებად არიან

"საჯარო სამსახურში" კლერკობას არ გულისხმობთ ალბათ, იმიტომ რომ არც მე მიმტკიცებია ოფისის მუშაკებს მაღალითვითსეფასება აქვთ თქო. ხოდა თუ საჯარო მოხელედ შეიძლება ჩავთვალოთ ტრამპი, მერკელი და "მსოფლიოს სხვა ლიდერები", თვითშეფასებას ალბათ არ უჩივიან და არც აქედან გამომდინარე მოჭარბებულ სურვილს მართონ სხვები.

QUOTE
ასეთებს განმარტოებით ცხოვრება ახასიათებთ

თუკი ამ ფრაზაში რაიმე კუთხით ხელოვნებას ეხებით, მაშინ თუნდაც განმარტოებული სელინჯერის თვითშეფასებაში "სხვების მართვის სურვილს" დრამატურგიაში აღმოაჩენთ. იმიტომ რომ თავად დრამატურგიას, მკითხველის თუ მაყურებლის მანიპულირების გარდა სხვა საქმე არ გააჩნია.

QUOTE
საკუთარ თავებს თვითონვე 'ივსებენ' და არ სჭირდებათ სხვები საკუთარი ფასის დასადგენად 

თუკი ხელოვნება არაფერ შუაშია, მაშინ ეს ფრაზა თანამედროვე სნობის დახასიათებაა. თვითშეფასებას არც სნობები უჩივიან და სხვების მართვის სურვილს არც ისინი მალავენ.

QUOTE
პირიქით არის, თან ძალიანაც პირიქით

?

* * *
t-90
QUOTE
წარსულ გამოცდილებასთან არანაირი ერთობა არ აქვს დიქტატორობასთან.

წარსულ გამოცდილებას ყველაფერთან აქვს ერთობა მათ შორის დიქტატორობასთანაც smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 14:24
t-90
ნახე?
სად შენ და სად კაიფისტკა spy.gif
* * *
nforumi
რაც თქვით ჩემს პოსტს არ ეწინააღმდეგება არანაირად

QUOTE
ეს რას ნიშნავს?

პროფ. მწერალი არ ხართ მეთქი smile.gif

beqa1971
QUOTE
შეიძლება ჩავთვალოთ ტრამპი, მერკელი და "მსოფლიოს სხვა ლიდერები", თვითშეფასებას ალბათ არ უჩივიან და არც აქედან გამომდინარე მოჭარბებულ სურვილს მართონ სხვები.

გარედან შეფასებები უაზრობაა
მონიკა ბელუჩისაც ექნება გარეგნობის კომპლექსები yes.gif

Posted by: nforumi 20 Dec 2017, 14:49
HurricaneKat.
QUOTE
პროფ. მწერალი არ ხართ მეთქი

არც ვიცი რა არის პროფ.მწერალი smile.gif

ფილოლოგი არ ვარ ნამდვილად.

QUOTE
რაც თქვით ჩემს პოსტს არ ეწინააღმდეგება არანაირად

მე უბრალოდ მივანიშნე რომ სურვილის მქონე მოიძებნება ყველგან და ყველა დროში. უბრალოდ გარშემო მყოფები ან აძლევენ ამის მიღწევის საშუალებს, ან არა. ანუ საზოგადოება არის მაინც მთავარი. ყველა ხალხს ყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს.

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 15:09
HurricaneKat.
QUOTE
გარედან შეფასებები უაზრობაა

რა არი უაზრობა? smile.gif ის რომ ამერიკის პრეზიდენტი რო გახდე, თვითშეფასების ოვერდოზი რო გჭირდება? smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 15:38
nforumi
პროფესიონალი მწერალი
ადამიანი ვისაც გამოცდილება აქვს
აუცილებელი არ არის ამით ფულს შოულობდეს

QUOTE
მე უბრალოდ მივანიშნე რომ სურვილის მქონე მოიძებნება ყველგან და ყველა დროში.

თქვენ გინდათ ამერიკის პრეზიდენტობა?
ან თუნდაც საქართველოსი
ან სკოლის დირექტორობა მაინც

beqa1971
QUOTE
რა არი უაზრობა? smile.gif ის რომ ამერიკის პრეზიდენტი რო გახდე, თვითშეფასების ოვერდოზი რო გჭირდება?

მაღალი თვითშეფასება არ ნიშნავს რომ საზოგადოების დადგენილ სტანდარტებს 'ძლიერი' ადამიანის შესახებ, ესადაგები რამე მხრივ მაინც

Posted by: t-90 20 Dec 2017, 16:14
HurricaneKat.
QUOTE
მართვის ხერხი არის ნამდვილად , მაგრამ რატომ უჩნდება კონკრეტულ ადამიანს სურვილი მოექცეს ასეთი სისტემის სათავეში, და რატომ არ აინტერესებს მეორეს გახდეს ლიდერი, იმის მიზეზი დავწერე

ნწუ.
ლიდერი რო გახდე აინტერესებს ყველას.
ყველა ფენოტიპს როგორც წესი.
ოღონდ ვინ როგორ აკეთებს ამას.
QUOTE

შიშის გრძნობას - რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებენ
და ბევრი ამას ვერ ხვდება
მაგრამ ჩვენს დროში, როცა ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ (ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი sad.gif ) მოიმატა, ამდენი ზომბი აღარ უნდა არსებობდე

საუბარი ქ ადამიანის დიქტატორობაზეა და არა შიშის დიქტატურის მერე გავრცელებაზე.
beqa1971
QUOTE

წარსულ გამოცდილებას ყველაფერთან აქვს ერთობა მათ შორის დიქტატორობასთანაც

ნუ მთლად მასე არაა.
გენეტიკურად დიქტატორი დევს ყველგან.
HurricaneKat.
QUOTE
ნახე?

რა უნდა მენახა?
QUOTE

სად შენ და სად კაიფისტკა

რა შუაშია?

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 16:50
t-90
https://forum.ge/?showtopic=34991060&view=findpost&p=51863876

Posted by: nforumi 20 Dec 2017, 17:05
HurricaneKat.
QUOTE
პროფესიონალი მწერალი
ადამიანი ვისაც გამოცდილება აქვს
აუცილებელი არ არის ამით ფულს შოულობდეს

რა არის პროფესიონალი მწერლობის მაჩვენებელი და რა არის ჩემს ნაწერში ისეთი, რაც აჩვენებს რომ არაპროფესიონალი მწერლის დაწერილია? ძალიან მაინტერესებს.

QUOTE
თქვენ გინდათ ამერიკის პრეზიდენტობა?
ან თუნდაც საქართველოსი
ან სკოლის დირექტორობა მაინც

მე არ მინდა. მერე რა?

Posted by: t-90 20 Dec 2017, 17:10
HurricaneKat.
მე და დიდოსტატი მარჯვენა მომეწონა. biggrin.gif
ეგეთ დაწყვილებას თუ ანიჭებდი მნიშვნელობას არ მეგონა biggrin.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 20 Dec 2017, 17:14
მე არვისან არ დამაწყვილა ? mad.gif
არადა ძMაკაცები ვართო ძმობას მეფიცებოდა facepalm.gif givi.gif

არადა ვიცი მე ერთი კაი გოგო კი მერგება მგონიაjump.gif
ქათქათა რეებს ბაზრობ ბიჯო ? mad.gif
შენც ბრუთუს ? იმენა ნერონი გამიზრდიხარ ქათქათა mad.gif

არადა ,ვეპასინისავით კოლუზეიმს ავაშენებდით...უფრო სწორად პატრა ქოხსgivi.gif

Posted by: marimarita 20 Dec 2017, 17:17
nforumi
წიგნად არ გამოეცით თქვენი მოთხრობები?

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 17:32
HurricaneKat.
QUOTE
მაღალი თვითშეფასება არ ნიშნავს რომ საზოგადოების დადგენილ სტანდარტებს 'ძლიერი' ადამიანის შესახებ, ესადაგები რამე მხრივ მაინც

მოკლედ თემას რომელზეც ვსაუბრობთ სულ ყურით დაათრევთ აქეთ იქით, და ამიტომ გზადაგზა პარალელური თემები შემოგყვებათ ხოლმე,

კარგი, ერთხელაც შევეცდები სანამ "თვითშეფასება" არ შეგვძულდა smile.gif drug.gif

თვითსშეფასება მიბმულია თვითცნობიერებასთან (ცუდი თარგმანია, Self-awareness ანუ) და გამოიხატება კონკრეტულ დროით სივრცეში. ანუ თვითცნობიერება განაპირობებს თვითშეფასებას კონკრეტულ დროით მონაკვეთში. თვითშეფასება იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ესა თუ ის გადაწყვეტილება განაპირობებს ჩვენს აწმყოს და მომავალს. ამიტომ საკუთარი გადაწყვეტილებებით, მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები თავად ადგენენ იმ სტანდარტებს რაც თქვენ წეღან საზოგადოებას დააბრალეთ. საზოგადოება მხოლოდ ტაშს უკრავს ჰუსეინ ბოლტს და "ძლიერების" ახალ სტანდარტად მის რეკორდს ამკვიდრებს.საზოგადოება ტაშს უკრავს სტივ ჯობსს და ახალ სტანდარტად მის იდეებს ამკვიდრებს. და ა.შ.

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 17:37
t-90
შენ გაინტერესებს?
მე არა
და ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ეგ სურვილი
იქნებ ამასაც დააკვირდე და გაურკველი მახასიათებლები დაიჭირო
QUOTE
თუ ანიჭებდი მნიშვნელობას არ მეგონა

რა ლოგიკით მეთქი გამიკვრიდა

nforumi
ჩემი პირადი აზრია დანუ მიწყენთ
მითუმეტეს თუ წიგნიც გამოგიციათ უნდა იყოთ დაჯერებული თქვენს შესაძლებლობებში

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 17:41
HurricaneKat.

საზოგადოებას ჭირდება "პრეცენდენტი" და მერე უკვე პოსტფაქტუმ სტანდარტად აყალიბებს "პლანკას" წევს ანუ მხოლოდ. თვითონ მანამდე პირი აქვს დაღებული და ყურებს აპარტყუნებს.

Posted by: _მანის_ქაშიო? 20 Dec 2017, 17:41
beqa1971
პროფესით რა ბრძანდებით ? rolleyes.gif
მომეწონა თქვენი ინტელექტუალური პოსტებიup.gif

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 17:46
_მანის_ქაშიო?

smile.gif
მეც მომეწონა თქვენი პოსტი საინტერესო მეტაფორებითsmile.gif
რაც შეეხება "ინტელექტუალურს" პროფესიული პრეტენზია არ მაქვს smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 17:47
beqa1971
იმაზე არ გიფიქრიათ თუ რატომ გაუჩნდა სტივ ჯობს ახალი სტანდარტების გამოგონების და შემდეგ დამკვიდრების სურვილი?
ან ჰუსეინ ბოლტს გამხდარიყო ყველაზე სწრაფი და თავის სოფელს გაშორებოდა?

Posted by: nforumi 20 Dec 2017, 17:49
marimarita
QUOTE
წიგნად არ გამოეცით თქვენი მოთხრობები?

არ ვარ დარწმუნებული რომ ღირს ცდად smile.gif
თუ წაიკითხე, მითხარი რამე ორი სიტყვით.

HurricaneKat.
QUOTE
ჩემი პირადი აზრია დანუ მიწყენთ
მითუმეტეს თუ წიგნიც გამოგიციათ უნდა იყოთ დაჯერებული თქვენს შესაძლებლობებში

პირადი აზრი რომ არის ზუსტად მიტო მაინტერესებს.
წიგნის გამოცემაზე ვიფიქრებდი დარწმუნებული რომ ვიყო მართლა კარგია. არადა არ ვიცი, იქნებ გულის მოსაგებად მეუბნებიან აქ კარგიაო.

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 17:49
HurricaneKat.

საინტერესოა, თქვენ როგორი პასუხი გაქვთ?smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 17:53
nforumi
ჩემი მიზანი არ ყოფილა თქვენი გულის მოგება
თუმცა სხვა რაკურსით დანახვებისთვის, შეიძლება პირიქითაც მოხდა

beqa1971
კონკრეტულს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა
ვინც სიახლეებს ეძებს, ის თავის თავს უსახავს ჩელენჯებს, მათი გადალახვით კი ცდილობს ფასი აიწიოს საკუთარი თავის
თავისთვისაც და საზოგადეობის თვალშიც

Posted by: t-90 20 Dec 2017, 17:53
HurricaneKat.
QUOTE
შენ გაინტერესებს?
მე არა

რატომაც არა? მე კონსტრუქტორობა მევასება.
კსტაწი დაოსიზმზე რო სწერდი ჩინეთის იმპერია იმდენად ჭკვიანურადაა მწოყობილი რომ ყველა კლასს თავისი მიმდევრობა ჰქონდა.
დაბალ ფენას დაოსიზმი
ჩინოვნიკების ფენას კონფუციანიზმი.
QUOTE

და ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ეგ სურვილი
იქნებ ამასაც დააკვირდე და გაურკველი მახასიათებლები დაიჭირო

კი პრინციPში ეს მართალია.
მარა აქ ყველაფერი გარკვეულია.
QUOTE
რა ლოგიკით მეთქი გამიკვრიდა

რავი.
კაი ადამიანია ისე ეგ.

Posted by: nforumi 20 Dec 2017, 17:56
HurricaneKat.
შენ ის მითხარი როგორ ფიქრობ, კარგია, არა უშავს თუ არ ვარგა?
და თუ უფრო მეტს მეტყვი კრიტიკული კუთხით, უფრო მადლობელი დაგრჩები smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 17:57
t-90
შემეშალა პოსტვისას
გარკვეულს ვგულისხმობდი : )))

კონსტრუქტურობა რა შუაში ლიდერობის სურვილთან?

QUOTE
კსტაწი დაოსიზმზე რო სწერდი ჩინეთის იმპერია იმდენად ჭკვიანურადაა მწოყობილი რომ ყველა კლასს თავისი მიმდევრობა ჰქონდა.

ვინც სათავეში იდგა ჭკვიანურად გაუნაწილებია
კეისარს კეისრისას აძლევდა

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 18:03
HurricaneKat.

ერთი ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეთ: დადექით კედელთან და აზრით გაავლეთ ძირს ხაზი სადამდეც ფიქრობთ რომ ადგილიდან გადახტებით.smile.gif
ეს ხაზი არის თქვენი თვითშეფასება. თქვენ რომ ორი კვირა ხტომაში ივარჯიშოთ მერწმუნეთ ეს ხაზი მოშორებით გაიწევს ესეც თქვენი თვითშეფასება იქნება ოღონდ ახალი, თვქენს Self-awareness-ზე დამოკიდებული კონკრეტულ დროით მონაკვეთში.

ამას დამატებული აინშტაინის ცნობილი კარგი გამონათქვამი : "შეშის ჩეხვა იმით არის სახალისო რომ შედეგს თვალნათლივ ხედავ"..და ამას კიდევ დავუმატოთ ბოლტის გენეტიკურ/ფიზიოლოგიური მონაცემები რაც მის უნარებში გამოისახება და მივიღებთ 100 მეტრს 8 წამში. smile.gif ნუ ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა კიდევ უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ შორის უმთავრესზე, ისევ და ისევ ამ ავადსახსენებელ Self-awareness-ზე smile.gif

Posted by: t-90 20 Dec 2017, 18:07
HurricaneKat.
QUOTE
შემეშალა პოსტვისას
გარკვეულს ვგულისხმობდი : )))

ნუ ეგ თავისთავად.
QUOTE

კონსტრუქტურობა რა შუაში ლიდერობის სურვილთან?

ლიდერობა არის საზოგადოების, ორგანიზაციის თუ რამე სისტემის შეცვლის საშუალება.
კონსტრუქტორობა ამის სიყვარული.
ეგაა და ეგ.
QUOTE

ვინც სათავეში იდგა ჭკვიანურად გაუნაწილებია
კეისარს კეისრისას აძლევდა

დაოსიზმის მთავარი არის ჩაურევლობა.
სწორედ ასე მოახდინა კონკრეტულის აზოგადოების ატომიზება ჩინურმა სახელმწიფო აპარატმა.

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 18:11
beqa1971
მე თავს ვყვები
თქვენ ბოლოს

რამ უნდა გამიჩინოს სურვილი გავიგო თუ რამდენ მეტრზე შემიძლია გადავხტე?
მე ამაზე ვსაუბრობ
მე თუ მაკმაყოფილებს ჩემი შესაძლებლობა, მისი გაზომვის სურვილი არც გამიჩნდება : ))

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 18:15
HurricaneKat.
QUOTE
მე თავს ვყვები
თქვენ ბოლოს

არა, უბრალოდ სამ "ფრონტზე იბრძვით" და ყურადღება გეფანტებათ smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 18:17
QUOTE (beqa1971 @ 20 Dec 2017, 18:15 )
არა, უბრალოდ სამ "ფრონტზე იბრძვით" და ყურადღება გეფანტებათ smile.gif

სამი?
ზოგჯერ იმაზე სწრაფად ვფიქრობ ვიდრე გადმოცემას და მითუმეტეს წერას ვახერხებ : ))

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 18:22
HurricaneKat.
QUOTE
მე თუ მაკმაყოფილებს ჩემი შესაძლებლობა, მისი გაზომვის სურვილი არც გამიჩნდება : ))

იმიტომ რომ უკვე გაზომილია, შეფასებულია ანუ უკვე აი ეს კონკრეტული მდგომარეობა რაც გაკმაყოფილებთ. smile.gif

QUOTE
სამი?

ნუ მითუმეტეს smile.gif

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 18:30
beqa1971
QUOTE
იმიტომ რომ უკვე გაზომილია, შეფასებულია ანუ უკვე აი ეს კონკრეტული მდგომარეობა რაც გაკმაყოფილებთ. smile.gif

ჩემს 'თეორიას' არანაირად არ ეწინააღმდეგება

QUOTE
ნუ მითუმეტეს

თქვენ გკითხეთ
რომელ სამ ფრონტზე ვიბრძვი მეთქი

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 18:40
HurricaneKat.

QUOTE
რომელ სამ ფრონტზე ვიბრძვი მეთქი

უმნიშვნელოა დაივიწყეთ.

QUOTE
ჩემს 'თეორიას' არანაირად არ ეწინააღმდეგება

რომელ თეორიას?

Posted by: HurricaneKat. 20 Dec 2017, 18:42
QUOTE (beqa1971 @ 20 Dec 2017, 18:40 )

რომელ თეორიას?

მეხუმრებით ხომ? : ))))))
..............

Posted by: beqa1971 20 Dec 2017, 18:44
HurricaneKat.
არა
გულწრფელად მაინტერესებს, სადმე გააჟღერეთ და გამომრჩა? ))
* * *
QUOTE
პირიქით არის, თან ძალიანაც პირიქით

ამ თეორიას გულისხმობთ? smile.gif
* * *
nforumi
QUOTE
ეს ჩემი მოთხრობაა, იმ განწყობით დაწერილი, რაც იყო ჩვენთან იმ პერიოდში.

ურთულესი ამბავია ეს წერა smile.gif , ალბათ შემოქმედებით დარგებში ყველაზე რთული..
თავის შრეებით, პლასტებით, სიღრმეებით , დრამატურგიით, პასაჟებით, ლექსიკით, საკუთარი "ხმით" ,სტილით, სათქმელით, სათქმელის მაშტაბით .....და რავიცი კიდევ უამრავი..
ამ ყველაფრის ამბიცია თუ გაქვთ გააგრძელეთ smile.gif

Posted by: nforumi 20 Dec 2017, 22:08
beqa1971
QUOTE
ურთულესი ამბავია ეს წერა  , ალბათ შემოქმედებით დარგებში ყველაზე რთული..
თავის შრეებით, პლასტებით, სიღრმეებით , დრამატურგიით, პასაჟებით, ლექსიკით, საკუთარი "ხმით" ,სტილით, სათქმელით, სათქმელის მაშტაბით .....და რავიცი კიდევ უამრავი..
ამ ყველაფრის ამბიცია თუ გაქვთ გააგრძელეთ

ამ ყველაფერზე თუ იფიქრებ წერისას, ვერაფერსაც ვერ დაწერ კაცი, მითუმეტეს ისეთს სხვამ რომ წაიკითხოს და გაიგოს smile.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 09:36
QUOTE (nforumi @ 20 Dec 2017, 17:56 )

შენ ის მითხარი როგორ ფიქრობ, კარგია, არა უშავს თუ არ ვარგა?
და თუ უფრო მეტს მეტყვი კრიტიკული კუთხით, უფრო მადლობელი დაგრჩები smile.gif

მე ძალიან შაბლონური მეჩვენა yes.gif
უფრო განვავრცო?
თუ გინდათ თავიდან გადავიკითხავ და დავწერ

Posted by: t-90 21 Dec 2017, 09:47
HurricaneKat.
კიდე კაი შენ ჩემი იდიოტიზმები არ გინახავს. biggrin.gif
ხო იქნებოდა მერე კრიტიკის მეხთატეხა biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 10:00
t-90
შენ და წერა? eek.gif
წამაკითხე
ჩემი კრიტიკა შენი ამბიციების უკუპროპორციული იქნება

Posted by: t-90 21 Dec 2017, 10:20
HurricaneKat.
QUOTE
შენ და წერა? eek.gif
წამაკითხე
ჩემი კრიტიკა შენი ამბიციების უკუპროპორციული იქნება

არა აქ რაღაცა ბელეტრისტული სისულელეები მაქვს ნაწერი.
ერთI ცხოვრებისეული პაჩწიბაევიკი და მეორე ფანტასტიკური ბელეტისტიკა.
ეხლა რო ვუყურებ 6 წლის წინ რა იდიოტი ვიყავი ამხსენდება biggrin.gif

ეხლა უფრო საინტერესო რამეების დაწერა შემIძლია უბრალოდ ხალისი არმაქვს და მუღამი

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 10:33
t-90
ოჰ კაი ეხლა ნუ თავმდბალობ რაღაცას vik.gif
მაშინ არც უნდა გეხსენებინა თავიდან

Posted by: Mako Subladze 21 Dec 2017, 10:34
t-90
QUOTE
ერთI ცხოვრებისეული პაჩწიბაევიკი და მეორე ფანტასტიკური ბელეტისტიკა.

ჩემთვის მძიმედ საკითხავი იყო.
QUOTE
ეხლა რო ვუყურებ 6 წლის წინ რა იდიოტი ვიყავი ამხსენდე

არ იყავი იდიოტი.
არც ახლა ხარ.
დაწერე, ნუ გაჩერდები.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 10:37
t-90
მითუმეტეს თუ სხვებსაც ქონიათ წაკითხული
vik.gif
QUOTE
ჩემთვის მძიმედ საკითხავი იყო.

მაინტერესებს დიჯითალ სამყაროს გარეშე როგორ იხედები

Posted by: t-90 21 Dec 2017, 10:41
HurricaneKat.
QUOTE
ოჰ კაი ეხლა ნუ თავმდბალობ რაღაცას vik.gif
მაშინ არც უნდა გეხსენებინა თავიდან

არ ვთავმდაბლობ.
რეალურად სისულელე იყო
Mako Subladze
QUOTE

ჩემთვის მძიმედ საკითხავი იყო.

კითხულობდა იმ ბოდვას ნეტა? biggrin.gif
QUOTE

არ იყავი იდიოტი.
არც ახლა ხარ.
დაწერე, ნუ გაჩერდები.

ეგეთს არ დავწერ ეხლა ნამდვილად არაფერს.
გაცილებით უმფრო მძიმე თემებია.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 10:56
t-90
აღარ დამთაგო user.gif

პ.ს.
თუ თვითონ წინააღმდეგი არ იქნება მეც წაგაკითხებთ პატარა მოთხრობებს

Posted by: t-90 21 Dec 2017, 11:00
HurricaneKat.
რატო აღარ დაგთაგო?
მართლა იდიოტიზმი იყო.
მოგიძებნი და წაგაკითხებ.
ერთი დაუმთავრებელი იდიოტიზმია.
მეორე დამთავრებული biggrin.gif
nigo
QUOTE

მისი რომანი უკვე სხვა ენებზეც ითარგმნა. ქართულად არა.

რათ უნდა თარგმნა?
თითონ აქვს ნათარგმნი.
კორექტურა უნდა პროსტო.

Posted by: nigo 21 Dec 2017, 11:14
nforumi

ჩემი აზრით.
შენ დაწერე დოკუმენტური მოთხრობა.
როგორც ამბობ, არაფერი შეგილამაზებია, არცერთი პერსონაჟისთვის სხვა შტრიხი არ დაგიმატებია. ანუ დაწერე ის, რაც იყო.
ეს უფრო ჟურნალისტიკის სფეროა.

ხომ გახსოვს ჩეზემ რომ დაწერა, ავტობიოგრაფიული, სულ მაინტერესებდა ზუსტად ასე იყო თუ თავისასაც ამატებდა. მერე ვკითხე ინბოქსში და არაო. რაღაცა არ დავწერე, მაგრამ რაც ეწერა, ზუსტად ასე იყოო.სახელები შეცვალა მხოლოდ.

სხვათაშორის ახლა ბედნიერად ცხოვრობს ჯონთან ,ძალიან აქტიურად მუშაობს და მისი რომანი უკვე სხვა ენებზეც ითარგმნა. ქართულად არა.
ნუ ჩეზე რასაკვირველია, ბევრ რამეს ვერ დაწერდა, კი ხვდები რატომაც. იმ მომენტზეც, როცა დაავერბოვკეს, ძალიან კონკრეტულად თქვა კომპრომატზე დამიჭირისო და კაცმა არ იცის რა იყო ის კომპრომატი.

ცადე , დაწერე რამე ისე გამოგონილი, ნუ მთლად ასე არ ხდება, იქაც იქნება რამე რეალური ან შენი ან სხვისი ცხოვრებიდან, მაგრამ მხატვრული სახე მიეცი, გაშალე ფანტაზია და ჩვენც სიამოვნებიტ წავიკითხავთ.
აქ , როგორც ვხდები ამოწურულია ამბავი. კიდევაც გკითხე წინა პოსტში.
და ვისაც რა უნდა , ის წეროს აქ, ეს ხომ ლიტგანყი არ არის და უბრალოდ ამბებს ვუყვებით ერთმანეთს. smile.gif
* * *
t-90
გამოიცას ვგულისხმობდი.
აქ სულ მიდის მოლაპარაკებები და არ დაადგა საშველი

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 11:34
HurricaneKat.
QUOTE
მე ძალიან შაბლონური მეჩვენა 
უფრო განვავრცო?

თუ არ შეწუხდები, მე მაინტერესებს.

t-90
ადამიანს ყოველ მიმდინარე მომენტში ჰგონია რომ ადრე უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ახლა აღარ შეეშლება smile.gif

nigo
QUOTE
შენ დაწერე დოკუმენტური მოთხრობა.
როგორც ამბობ, არაფერი შეგილამაზებია, არცერთი პერსონაჟისთვის სხვა შტრიხი არ დაგიმატებია. ანუ დაწერე ის, რაც იყო.
ეს უფრო ჟურნალისტიკის სფეროა.

დოკუმენტური შეიძლება უწოდო, რადგან ფაქტები შევეცადე ზუსტად გადმომეცა. თუმცა ჟურნალისტური არ არის, პერსონაჟები შეცვლილია, ხასიათებიც გადანაწილებულია. ასე რომ ეს მოთხრობა უფრო მხატვრულია ვიდრე დოკუმენტური, თუმცა გადრმოსცემს იმ განწყობას, რაც მაშინ ტრიალებდა ჩემს გარშემო.

QUOTE
როგორც ვხდები ამოწურულია ამბავი. კიდევაც გკითხე წინა პოსტში.

მე მგონი გიპასუხე მაშინაც. არ ვარ ახლა ისე დაძაბულ მდგომარეობაში, რაც დამაწერინებდა მაგის გაგრძელებას, თუმცა პრობლემები მაინც რჩება, უბრალოდ ახლა რბილად ხდება და თან ციხეში არ გსვამენ.

Posted by: t-90 21 Dec 2017, 11:42
nforumi
QUOTE
ადამიანს ყოველ მიმდინარე მომენტში ჰგონია რომ ადრე უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ახლა აღარ შეეშლება

არა ნუ შეეშლებაზე არაა.
იდიოტიზმის ხარისხზეა.
ეხლა გაცილებით შემცირებულია.
ნუ 60 წლის მერე უფრო შემცირდება ალბათ თუ მივაღწიე მანდამდე ცოცხლად და ფსიქიკურად ჯანმრთელად.
QUOTE

მე მგონი გიპასუხე მაშინაც. არ ვარ ახლა ისე დაძაბულ მდგომარეობაში, რაც დამაწერინებდა მაგის გაგრძელებას, თუმცა პრობლემები მაინც რჩება, უბრალოდ ახლა რბილად ხდება და თან ციხეში არ გსვამენ.

ეგეც შეღავათია.

Posted by: nigo 21 Dec 2017, 11:45
nforumi
QUOTE
თუმცა გადრმოსცემს იმ განწყობას, რაც მაშინ ტრიალებდა ჩემს გარშემო.

მე მეგონა მთლიანად დოკუმენტური იყო.

ისე გოგა ხაინდრავას რა ვუთხარი, რა მასალა ჰქონდა, რამხელა დაფინანსება და რა უნიჭობა დადო. sad.gif

ვინმე უცხოელი მაინც მოეწვიათ, ისეთ ტრილერს გააკეთებდა.

თუმცა ტრილერი კი არა , ჰორორში ვცხოვრობდით.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 12:15
nforumi
კი ბატონო , ცოტა ხანში smile.gif

t-90
მაშინ
რამეს თუ დაწერ მძიმე თემაზე ეგ წამაკითხე
და მძიმე თემაში რა მოიაზრება?

Posted by: _მანის_ქაშიო? 21 Dec 2017, 13:01
მომშივდა გზაში. გამახსენდა სკოლის პერიოდი ,როდესაც ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდი სახლში
რათა კაი ამოლესილი ლობიო ან ხაჭაპური დამეგემოვნებია...

უხ, შევარდი რესტორანში და ხინკალიო ეგრევე მაჯახეს!

არა,ბატონო არ მინდა ხინკალი-თქო.
მაშვინ შაურმა-ოოოოოოოოოო!
არც ეგ კაცო!
აბა რა გინდა ხაჭაპურიხოჩიშ სმაილიgivi.gif
ბულკი და მაწონი love.gif jump.gif
ჩავახრამუნე და კაია როცა ხორცი არ გიყვარს up.gif

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 13:09
t-90
QUOTE
ეგეც შეღავათია.

ნამდვილად smile.gif

QUOTE
არა ნუ შეეშლებაზე არაა.
იდიოტიზმის ხარისხზეა.
ეხლა გაცილებით შემცირებულია.
ნუ 60 წლის მერე უფრო შემცირდება ალბათ თუ მივაღწიე მანდამდე ცოცხლად და ფსიქიკურად ჯანმრთელად.

კი, გამოცდილება გშველის. თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება.

nigo
QUOTE
ისე გოგა ხაინდრავას რა ვუთხარი, რა მასალა ჰქონდა, რამხელა დაფინანსება და რა უნიჭობა დადო. 

ერთი ფრაგმენტი ვნახე მარტო, მგონი რეკლამა იყო და აღარ მომინდა მეყურებინა ...

HurricaneKat.
QUOTE
კი ბატონო , ცოტა ხანში

როგორც მოახერხებ, ნიგოს ხო ხედავ 5 წელი ველოდებოდი და ახლა შევახსენე პირობა.

Posted by: t-90 21 Dec 2017, 13:15
HurricaneKat.
QUOTE
მაშინ
რამეს თუ დაწერ მძიმე თემაზე ეგ წამაკითხე
და მძიმე თემაში რა მოიაზრება?

მძიმე თემებში მაგალითად ფილოსოფიური ნარკვევები აღმოსავლურ-დასავლური.
სამხედრო პოლიტიკური პროექტები.
და ა.შ. biggrin.gif
nforumi
QUOTE
ი, გამოცდილება გშველის. თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება.

ნუ შეიძლება ვერ მიაღწიო biggrin.gif
ჩემს შემთხვევაში უფრო ისეთი ხიფათიანი ვარ biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 13:49
t-90
პოლიტიკა და მითუმეტეს სამხედრო პოლიტიკა არ გვინდა
ნარკვევები უკვე კარგია
ოღონდ მშრალ თხრობაში და ფაქტებში ნუ გადაეშვები მაინც და მაინც
ფანტაზია მიაშველე

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 14:44
t-90
QUOTE
ნუ შეიძლება ვერ მიაღწიო 
ჩემს შემთხვევაში უფრო ისეთი ხიფათიანი ვარ 

ღმერთმა არ გისმინოს ამაში
wink.gif

Posted by: Mako Subladze 21 Dec 2017, 14:59
HurricaneKat.
QUOTE
მაინტერესებს დიჯითალ სამყაროს გარეშე როგორ იხედები

ვერ ჩავწვდი თქვენს კითხვას, ყმაწვილო.
biggrin.gif
თავიდან მკითხეთ.

Posted by: t-90 21 Dec 2017, 15:05
HurricaneKat.
QUOTE
პოლიტიკა და მითუმეტეს სამხედრო პოლიტიკა არ გვინდა

არადა ვინ იცის ეგება შენ ცხოვრებაზე გავლენა იქონიოს biggrin.gif
QUOTE
ნარკვევები უკვე კარგია
ოღონდ მშრალ თხრობაში და ფაქტებში ნუ გადაეშვები მაინც და მაინც
ფანტაზია მიაშველე

სამეცნიერო ფანტასტიკა მიმაჩნია პერსპექტიულად.
nforumi
QUOTE
ღმერთმა არ გისმინოს ამაში

გაიხარე. იმედია

Posted by: Mako Subladze 21 Dec 2017, 15:06
QUOTE
მეც წაგაკითხებთ პატარა მოთხრობებს

გამოუშვი.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 15:08
QUOTE (Mako Subladze @ 21 Dec 2017, 14:59 )

ვერ ჩავწვდი თქვენს კითხვას, ყმაწვილო.
biggrin.gif
თავიდან მკითხეთ.

თქვენ არა
ტანკს ვკითხე : )))

t-90
QUOTE
არადა ვინ იცის ეგება შენ ცხოვრებაზე გავლენა იქონიოს

ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერს აქვს გავლენა : ))

QUOTE
სამეცნიერო ფანტასტიკა მიმაჩნია პერსპექტიულად.

love.gif

QUOTE
იცი რა მინდა რომ გამოიგონონ?
მეხსიერებაში ჩარჩენილი სახეები რომ ფოტოებად იბეჭდებოდეს ისე, რომ სხვებმაც ნახონ.

+++
ბაბუას გადავუღე მეგობართან ერთად ფოტო
სამწუხაროდ იქიდან, მალევე გარდაიცვალა მისი მეგობარი და ბაბუაც მიყვა
ის ტელეფონი გამიფუჭდა და ფოტოც შესაბამისად წაიშალა
მეხსიერებაში მაქვს 4 ლურჯი თვალი ჩარჩენილი, რომლის გაცოცხლებაც მინდა

Posted by: Mako Subladze 21 Dec 2017, 15:09
t-90
QUOTE
სამეცნიერო ფანტასტიკა მიმაჩნია პერსპექტიულად.

იცი რა მინდა რომ გამოიგონონ?
მეხსიერებაში ჩარჩენილი სახეები რომ ფოტოებად იბეჭდებოდეს ისე, რომ სხვებმაც ნახონ.
ასეთი ფანტასტიკა მინდა.

Posted by: t-90 21 Dec 2017, 15:18
HurricaneKat.
QUOTE
ბაბუას გადავუღე მეგობართან ერთად ფოტო
სამწუხაროდ იქიდან, მალევე გარდაიცვალა მისი მეგობარი და ბაბუაც მიყვა
ის ტელეფონი გამიფუჭდა და ფოტოც შესაბამისად წაიშალა
მეხსიერებაში მაქვს 4 ლურჯი თვალი ჩარჩენილი, რომლის გაცოცხლებაც მინდა

ოო მეც მქონდა ბაბუაჩემის სამეგობროს ფოტო.
დიდი ბებიების და ბაბუების ფოტო.
სამწუხაროდ ჩემი დედულეთის სახლი დაიწვა თორე იქ ბევრი ეგეთი რარიტეტი იყო.
QUOTE

ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერს აქვს გავლენა : ))

სხვაფრივად.
ანუ ეხლა მე რო გიყვები იმაზე უფრო მეტად.
QUOTE
მაინტერესებს დიჯითალ სამყაროს გარეშე როგორ იხედები

რავი მშვენივრად. 20/20ზე ხედვა მაქვს.

ისე მე უფრო მომყოლი ვარ ვიდრე მწერალი. საკუთარ აზრებს იმდენად ვერ ვაკონცენტრირებ რომ დავწერო.

Mako Subladze
QUOTE
იცი რა მინდა რომ გამოიგონონ?
მეხსიერებაში ჩარჩენილი სახეები რომ ფოტოებად იბეჭდებოდეს ისე, რომ სხვებმაც ნახონ.
ასეთი ფანტასტიკა მინდა.

ო ეგ ძალიან მაგარია.
რამდენი რამე მაქვს ამოსაბეჭდი და რამდენი ვინმე.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 15:30
t-90
თუ დადებითი გავლენა ექნება თანახმა ვარ

QUOTE
რავი მშვენივრად. 20/20ზე ხედვა მაქვს.

იცი რა ხედვასაც ვგულისხმობ
როგორც წესი ტექნიკური ტვინის ( ანუ შენც) პატრონებს მწირი ფანტაზია აქვთ (შემოქმედებით ხალხთან შედარებით)
ქართულის მასწავლებელი სულ მაკრიტიკებდა მაგის გამო gigi.gif
არ ვთვლიდი საჭიროდ და არ ვავრცობდი თემებს
მაგრამ როცა დამჭირდა და მჭირდება არ ვუჩივი

QUOTE
დედულეთის სახლი

რატომღაც ოდა სახლი წარმოვიდგინე, მეზობელს ქონდა და დაეწვა
დღემდე მახსოვს 20 წლის წინანდელი სუნი : )

Posted by: t-90 21 Dec 2017, 15:36
HurricaneKat.
HurricaneKat.
QUOTE
თუ დადებითი გავლენა ექნება თანახმა ვარ

ვნახოთ ვნახოთ.
აპიაწ ჟე ნერვები თუ მეყოფა.
QUOTE
იცი რა ხედვასაც ვგულისხმობ
როგორც წესი ტექნიკური ტვინის ( ანუ შენც) პატრონებს მწირი ფანტაზია აქვთ (შემოქმედებით ხალხთან შედარებით)
ქართულის მასწავლებელი სულ მაკრიტიკებდა მაგის გამო gigi.gif
არ ვთვლიდი საჭიროდ და არ ვავრცობდი თემებს
მაგრამ როცა დამჭირდა და მჭირდება არ ვუჩივი

არა მაგას მეც არ ვუჩივი.
დაჟე მოსწონდათ ჩემი ნაწერები ვიწრო წრეს. biggrin.gif

მარა ნერვები biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 15:37
t-90
რატომ აღმოვჩნდი მაგ წრის გარეთ გამიკვირდა boli.gif

პ.ს. იმედია შენი მოთხრობები AI-სას ჯობს
არ მოგვჭრა თავი

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 15:50
t-90
QUOTE
20/20ზე ხედვა მაქვს.

ეს რას ნიშნავს?

HurricaneKat.
QUOTE
როგორც წესი ტექნიკური ტვინის ( ანუ შენც) პატრონებს მწირი ფანტაზია აქვთ (შემოქმედებით ხალხთან შედარებით)

ამ დებულებაში ეჭვს შევიტან თქვენის ნებართვით.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 15:55
QUOTE (nforumi @ 21 Dec 2017, 15:50 )

ამ დებულებაში ეჭვს შევიტან თქვენის ნებართვით.

გამონაკლისი წესს ამტკიცებესო wink.gif
'ყორანის პარადოქსი'-ც მგონი ამას ემყარება

Posted by: nigo 21 Dec 2017, 16:13
HurricaneKat.
Mako Subladze
t-90
ზუსტად ის გინდათ, რაც black mirror-ია და ოდესმე აუცილებლდ იქნება. ფილმის ნახვა კი არ გინდათ biggrin.gif

ენა არ მიტრიალდება სერიალი რომ ვთქვა.
nforumi
რა ვქნა, ხომ იცი, რამდენი ხანი არ შემოვდიოდი ფორუმში. მერე ეს თემაც მინავლდა.

ჩემდა სამწუხაროდ ძირითადად, ფსიქოლოგიის განყ-ში ვარ.

თუ შენ გინდა წერა და ამის დიდი სურვილი გაქვს, მაინც დაწერ

ხომ გახსოვს
მე არ ვწერ ლექსებს.....ლექსი თითონ მწერს

ან ლექსო ამოგთხომ ოხერო....

მე სულ მეუბნებიან რამე დაწერეო, ამბავი, მაგრამ მოყოლით რაც კარგად გამომდის და მოწონთ, დაწერილი ვერააა.

თუ დამიჯერებ, დაწერე იმაზე , რაც გაწუხებს, რაზეც ფიქრობ ან ოცნებობ. ეს შენთვის ყველაზე საინტერესო თემა იქნება.
იცი ჩემი ჰობი რა არის? ოცნება. სულ ვოცნებობ, ძილის წინ ამაზე დიდი სიამოვნება არ ვიცი, ისედაც, რამეს ვკითხულობ ან ვუყურებ, უცბად ოცნებები გამიტაცებს და ვარ ერთ განცხრომაში
biggrin.gif

ყველაზე უფრო ერთი ოცნება მიყვარს და იმის გაკეთების ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ უტოპიაა, არასდროს გავაკეთებ .ღამეც კი მესიზმრება ხოლმე, სიზმარში მაგრად გამომდის biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 16:15
nigo
ნანახი მაქვს : ))

პმ ნახეთ yes.gif

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 16:29
HurricaneKat.
QUOTE

'ყორანის პარადოქსი'-ც მგონი ამას ემყარება

ეგ რომელია?

nigo
QUOTE
ყველაზე უფრო ერთი ოცნება მიყვარს და იმის გაკეთების ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ უტოპიაა, არასდროს გავაკეთებ .ღამეც კი მესიზმრება ხოლმე, სიზმარში მაგრად გამომდის

ოცნება კაი რამეა, ოღონდ არა პოლიტიკაში wink.gif
რა არის ასეთი რასაც არასოდეს გააკეთებ? ცოტა გაუგებარია, თუ არ გააკეთებ, ესე იგი უტოპია არ ყოფილა, თუ უტოპიაა, ესე იგი ვერ გააკეთებ ... ?

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 16:32
nforumi
https://en.wikipedia.org/wiki/Raven_paradox

ინგლისური გეცოდინებათ : ))

Posted by: nigo 21 Dec 2017, 16:36
nforumi
ჩემი კარგი რეპუტაცია შეილახება და აღარ დამეკონტაქტებით,
არავის მოკვლას არ ვაპირებ biggrin.gif
არც ღალატს,პატიოსანი ქალი ვარ biggrin.gif

Posted by: t-90 21 Dec 2017, 17:05
nigo
QUOTE
ჩემი კარგი რეპუტაცია შეილახება და აღარ დამეკონტაქტებით,

წყლის თხილამურები? biggrin.gif
QUOTE
ზუსტად ის გინდათ, რაც black mirror-ია და ოდესმე აუცილებლდ იქნება. ფილმის ნახვა კი არ გინდათ biggrin.gif

ენა არ მიტრიალდება სერიალი რომ ვთქვა.

ნუ არამარტო ეგ.
უფრო მაინდჰაკი.
HurricaneKat.
QUOTE
რატომ აღმოვჩნდი მაგ წრის გარეთ გამიკვირდა

დააგვიანე biggrin.gif
ადრე გაზიარების ხასიათზე ვიყავი და ეხლა ვერა.
QUOTE
იმედია შენი მოთხრობები AI-სას ჯობს
არ მოგვჭრა თავი

მოგჭერთI და ესაა.
nforumi
QUOTE

ეს რას ნიშნავს?

ინგლისური მხედველობის საზომია.
20/20ზე ნიშნავს კარგ მხედველობას.

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 17:35
QUOTE
ინგლისური მხედველობის საზომია.
20/20ზე ნიშნავს კარგ მხედველობას.

user posted image

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 17:40
HurricaneKat.
QUOTE

https://en.wikipedia.org/wiki/Raven_paradox

ინგლისური გეცოდინებათ : ))

The paradox arises when this same process is applied to statement (2). On sighting a green apple, one can observe:

(4) This green apple is not black, and it is not a raven.

რატოა ეს პარადოქსი, ნიუანსი ვერ დავიჭირე. მწვანე ვაშლი არ არის ყორანი ნამდვილად wink.gif

nigo
QUOTE
ჩემი კარგი რეპუტაცია შეილახება და აღარ დამეკონტაქტებით,

უფრო და უფრო გვაინტრიგებ, თუ როგორაა საქმე ?
wink.gif

t-90
QUOTE
20/20ზე ნიშნავს კარგ მხედველობას.

საზომი რომ იქნებოდა კი მივხვდი, მაგრამ 20 რა არის ნეტა თქო. რაღაც ერთეულებშია, ან რაღაც 20 პარამეტრია ალბათ.

Posted by: Mako Subladze 21 Dec 2017, 17:50
QUOTE
სიზმარში მაგრად გამომდის

დაფრინავ?

Posted by: HurricaneKat. 21 Dec 2017, 17:51
* * *

* * *
nforumi
QUOTE
რატოა ეს პარადოქსი, ნიუანსი ვერ დავიჭირე

პოსტი წამეშალა და თავიდან დავწერ

პირობა არის
1 - ყველა ყორანი არის შავი
შემდეგ ვეჯახებით ფაქტს , სხვა ფერის და სხვა ფორმის საგანს, რომელიც ინფორმაციას არ უნდა გვაძლევდეს ყორნის სიშავეზე არანაირად.
მაგრამ რადგან არი სრულდება პირობა (1 - ყველა ყორანი არის შავი), არის სხვა ფერის და სხვა ფორმის, თავისდაუნებრუად ამტკიცებს ყორნის სიშავეს

თუ ნახევარი პირობა შესრულდება, მაგ. იქნება მწვანე ვაშლი, მაშინ სადამდე მიგვიყვანს მსჯელობა?

* * *

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 18:03

მაინც ვერ გავიგე...
მწვანე ვაშლი ყორნის სიშავეს არ ამტკიცებს, ყორნის სიშავეს ამტკიცებს პირობა 1. შესაბამისად ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ ამ საგანზე, მწვანე ვაშლი ნამდვილად არ არის ყორანი.
პარადოქსი სად არის?
რაღაც ნიუანსს ვერ ვხვდები აშკარად...

Posted by: t-90 21 Dec 2017, 18:04
HurricaneKat.
რას იბღვირები? biggrin.gif
nforumi
QUOTE

საზომი რომ იქნებოდა კი მივხვდი, მაგრამ 20 რა არის ნეტა თქო. რაღაც ერთეულებშია, ან რაღაც 20 პარამეტრია ალბათ.
20 ფუტზე ნათლად უნდა ხედავდე.

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 18:17
t-90
QUOTE
20 ფუტზე ნათლად უნდა ხედავდე.

აუჰ

Posted by: _მანის_ქაშიო? 21 Dec 2017, 18:35
ესა,ბუხართან სასაუბრო თუ საღუნღულო ამბები ? rolleyes.gif
მათემატიკურ-ლოგიკური-ფსევდო ფილოსოფიური ამოცანების კორიანტელი,რომლის მიზანი
საკუთარი მე წარმოჩენა down1.gif

სადა პოზიტივი ? სითბოს,ჩახუტება,ღუნღული ?rolleyes.gif

ნუ ცოტა გოგოჩური არშიყისკენ მოწოდება გამოდის ,მაგრამ რაღაცაცების ამოხსნას ,რომელიც არფრის მომცემია (მერე რა რომ მე მიმაჩნია ეგრე ,თქვენც მალე დარწყმუნდებით),ჩახუტება სჯობს აშკარად jump.gif
ჰე აბა გავშალე ხლები (ფეხების გაშლას ნუ მომთხოვთ! ) მოდით love.gif

Posted by: nigo 21 Dec 2017, 19:29
t-90
წყლის თხილამურებზე 20 წლიდან ვსრიალებდი, ძალიან ახალი შემოსული იყო.~
ჩვეულებრივზე, ჯერ კიდევ ბეგუნკებს რომ ვეძახდით და სლალომები ერთ0ორს ჰქონდა.
ახლა მთლად ასი წლის არ ვარ, მაგრამ ასეა.

კარგით, ბევრი ყურადღება რომ არ მივიპყრო და არ დაგღალოთ ,მოკლედ . მე რომ ასეთი წესიერი და კანონმორჩილი ადამიანი არ ვიყო და უწესიერესი ბებიის გაზრდილი არ ვყოფილიყავი. ყველაზე უფრო მინდა, მაინტერესებს, ნარკოტიკივით მათრობს ოცნება ძალიან დაცული ბანკის გატეხვაზე. ფული ასი წელი არ მინდა, არ დავიწყებ ახლა ავიღებ და გაჭირვებულებს დავურიგებ-თქო.არა, სულ არ მინდა ციხეში
უბრალოდ ძალიან საინტერესოა, რთულია, ამდენი თანამედროვე ტექნოლოგია, ურთულესი დასაგეგმი. რამე ახლის მოგონება , ძველი ყველაფერი ფილმებშია.წარმომიდგენია როგორი ადრენალინია, დრაივი იქსტრიმი. მოკლედ , მინდა რა, უბრალოდ ჩემთვის.
თანაც მას მერე რაც მსახიობობა არაო, მოცეკვავეობა არაო, ოჯახის ჯინაზე სულ ასეთ კანონსაწინააღმდეგო ამბებზე დავიწყე ფიქრი. მერე ბევრი ვიკითხე,ჯერ კიდევ კონიდან დაწყებული. თითქმის ყველა ფილმი ვნახე და ახლა ჩემთვის ვოცნებობ ხოლმე. მართლა რომ გამომივიდეს .
biggrin.gif
მხოლოდ იუზერმა სპლიყვმა იცოდაეს ჩემი გატაცება , მაგრამ მერე ისეთები დაემართა , აღარ ვწერ ინბოქსში. მეც არ მიმაყოლონ
რასაკვირველია მსხვერპლი და ასეთები გამორიცხულია. biggrin.gif

Posted by: t-90 21 Dec 2017, 19:35
nigo
QUOTE
უბრალოდ ძალიან საინტერესოა, რთულია, ამდენი თანამედროვე ტექნოლოგია, ურთულესი დასაგეგმი. რამე ახლის მოგონება , ძველი ყველაფერი ფილმებშია.წარმომიდგენია როგორი ადრენალინია, დრაივი იქსტრიმი. მოკლედ , მინდა რა, უბრალოდ ჩემთვის.

ა თქვენ პენტესტერობა უნდა დაიწყოთ.
ეგეც მაგარი რამეა.
თან იგივე.

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 19:42
nigo
QUOTE
ძალიან დაცული ბანკის გატეხვაზე

სხვათა შორის ძალიან მაგარი ბიზნეს იდეაა, თუ ამის მსურველი ბევრია კიდე!..

t-90
QUOTE
პენტესტერობა

რა ამბავია ამდენი უცხო სიტყვა კაცო, განამრტებაც მოაყოლე wink.gif

Posted by: t-90 21 Dec 2017, 19:46
nforumi
პენტესტერი არის ეთიკური ჰაკერი.
ანუ ჰაკერი რომელიც შეღწევას აკეთებეს ქსელში იმის გამო რომ შეამოწმოს რამდენად დაცულია ესა თუ ის ქსელი.

Posted by: Mako Subladze 21 Dec 2017, 19:54
nigo
ბეჩა, ამდენ კამერას სად გაექცევი?
შორს ჩვენგან, იქამც იყოს.
აქ პირჯვრის გადაწერა. pop.gif

Posted by: nigo 21 Dec 2017, 20:04
Mako Subladze
QUOTE
ბეჩა, ამდენ კამერას სად გაექცევი?
შორს ჩვენგან, იქამც იყოს.

კამერები, სეიფები,დაცვა, საცავებია საქმე,თორემ ბებიაჩემის"საახალწლოდ შენახულ მიშკა ნა სევერეს"და კაკლის მურაბას ისედაც კარგად ვიპარავდი და ჩემ ძმებს ბრალდებოდათ.
აბა, ჩემზე ვინ იფიქრებდა. მათი თანდასწრებით არ ვჭამდი,არ მიყვარს-მეთქი. biggrin.gif

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 20:43
t-90
QUOTE
პენტესტერი არის ეთიკური ჰაკერი.
ანუ ჰაკერი რომელიც შეღწევას აკეთებეს ქსელში იმის გამო რომ შეამოწმოს რამდენად დაცულია ესა თუ ის ქსელი.

მადლობა.
პენ-ტესტერი - ასე დაწერა უფროს სწორი იქნებოდა ალბათ.

nigo
QUOTE
კამერები, სეიფები,დაცვა, საცავებია საქმე,თორემ ბებიაჩემის"საახალწლოდ შენახულ მიშკა ნა სევერეს"და კაკლის მურაბას ისედაც კარგად ვიპარავდი და ჩემ ძმებს ბრალდებოდათ.
აბა, ჩემზე ვინ იფიქრებდა. მათი თანდასწრებით არ ვჭამდი,არ მიყვარს-მეთქი.

კაი აფერისტი ყოფილხარ ბავშვობიდან ...

Posted by: nigo 21 Dec 2017, 20:50
nforumi
QUOTE
კაი აფერისტი ყოფილხარ ბავშვობიდან .

ჩემი ბრალი არ არის.
არასწორი აღზრდა ,ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს რა გოგოს საქმეა.ჩემი მხოლოდ პროტესტი.
ახლა ჩემი ძმები რომ ბოთეები იყვნენ და მე ტექნიკური, იმიტომაც ვუყვარდი მამაჩემს ბიჭებზე უფრო. biggrin.gif

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 21:05
nigo
QUOTE
იმიტომაც ვუყვარდი მამაჩემს ბიჭებზე უფრო.

მე რამდენადაც ვიცი, მამებს გოგოები უფრო უყვართ ხოლმე.
უნდათ რომ დაიბადოს ბიჭი, მაგრამ უყვართ გოგო უფრო მეტად smile.gif

ამას ამბობენ კვლევები თურმე.

Posted by: tenochtitlan 21 Dec 2017, 21:19
nigo 2kiss.gif
პოლიტიკაში დაგინახე და აქაც შემოვიხედე ისევ.
გამიხარდა სეტა კარგად რომ არის.
ძველ თემებს ვკითხულობდიო თქვი და უნბესიტოს თემა გამახსენდა.
რამდენი ხნის წინანდელია, ფაქტობრივად ამ თემის "წინაპარი".
როგორი მაცდური და განსხვავებულია ვირტუალური სამყარო,
უნბესიტო როგორ ნიჭიერად წერდა, ვირტუალური ავანტურიზმი
როგორი მომხიბლავი ჩანდა. რეალში კი რამდენად სხვანაირი აღმოჩნდა ყველაფერი.
რამ გამახსენა ეხლა ეს.

Posted by: nigo 21 Dec 2017, 21:20
nforumi
ჰოო.ამბობენ მამებს გოგოებიო, დედებს ბიჭები.
შვილების გარჩევაზე ცუდი არაფერი არსებობს.
მთელი ცხოვრება ეჭვიანობენ და ვერ ივიწყებენ ბავშვობის წყენებს.
ნუ ჩემთან ცოტა სხვანაირად იყო.

ისე, რაც ასაკში შევედი. ხომ მილიონი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში და როგორც ჩემი ბიჭები ამბობენ არც ახლა ვაკლებ,მაგრამ თურმე ყველაზე დიდი შეცდომაა ბევრი შვილი რომ არ გავაჩინე.
ახლა ვხვდები.ასაკში ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.ჩემს დეიდაშვილს ჰყავს 5 შვილი.
სულ ვეკითხებოდი, კაი პირველი ორი გოგოს მერე ბიჭი მესმის.მერე აღარ მესმოდა კიდევ ბიჭი, კიდევ გოგო. ვერ ვხდებოდი,როცა მეუბნებოდა. მინდოდაო.ეტო გლავნოეო. ცოტა რუსულენოვანია.
ახლა რომ ვუყურებ, როგორი შეკრული ოჯახია ,სიძეები,რძლები 11 შვილიშვილი.თურმე ესაა ბედნიერება.ძნელია, მილიონი პრობლემაა, მაგრამ უდიდესი ბედნიერებაა და სიცოცხლის მოტივაცია.

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 21:32
tenochtitlan
მშვიდობა შენ მობრძანებას smile.gif

nigo
QUOTE
ჰოო.ამბობენ მამებს გოგოებიო, დედებს ბიჭები.
შვილების გარჩევაზე ცუდი არაფერი არსებობს.

გარჩევით კი არ არჩევს, მაგრამ აქ ფსიქოლოგია ერთვება საქმეში, თავის საწინააღმდეგო სქესს უფრო უგებს თურმე ადამიანი.

QUOTE
ყველაზე დიდი შეცდომაა ბევრი შვილი რომ არ გავაჩინე.

მე ყოველთვის მინდოდა ოთხი შვილი მაინც მყოლოდა. სამწუხაროდ ორზე გავჩერდი გარკვეული გარემოებების გამო.

Posted by: marta007 21 Dec 2017, 21:38
მოგესალმებით ყველას,

აღარც მეგონა ამ თემას თუ კიდევ გააცოცხლებდით,
ყოჩაღ თქვენ, მაგრამ ის ძველი ეშხი მეეჭვება დაუბრუნდეს,
მე აღარ ვარ ისეთი რაც ადრე ვიყავი და სხვების არ ვიცი. :დ

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 21:42
marta007
QUOTE
მოგესალმებით ყველას,

სალამი smile.gif

QUOTE
აღარც მეგონა ამ თემას თუ კიდევ გააცოცხლებდით,
ყოჩაღ თქვენ, მაგრამ ის ძველი ეშხი მეეჭვება დაუბრუნდეს,
მე აღარ ვარ ისეთი რაც ადრე ვიყავი და სხვების არ ვიცი. :დ

აღარავინ აღარ ვართ ისეთი, თემაც ვერ იქნება ზუსტად ისეთი ცხადია. ანდა რატომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი?
smile.gif

Posted by: marta007 21 Dec 2017, 21:49
nforumi
QUOTE
აღარავინ აღარ ვართ ისეთი, თემაც ვერ იქნება ზუსტად ისეთი ცხადია. ანდა რატომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი?

ასე მგონია ადრე უფრო ხალისიანად ვწერდით,
ახლა პოლიტიკაშიც კი ყოველდღე აღარ შევდივარ
და საერთოდ ვცდილობ საღამომდე კომპიუტერი არ ჩავრთო,
დილიდან თუ ჩავუჯექი ის დღე დაკარგული მაქვს და
არ მინდა ამდენი დროის ტყუილად ფლანგვა.

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 22:04
marta007
QUOTE
ასე მგონია ადრე უფრო ხალისიანად ვწერდით,

გავახალისოთ მერე, ჩვენ ხელშია.
QUOTE
ახლა პოლიტიკაშიც კი ყოველდღე აღარ შევდივარ

პოლიტიკაში აღარც მახსოვს რამდენი წელია აღარ შევდივარ. იქ საღი აზრის გაგონება არავის უნდა, ყველა თავისას გაიძახის უბრალოდ, ამიტომ აზრი არ აქვს. იქნებ შეიცვალა რამე და მე არ ვიცი?
QUOTE
და საერთოდ ვცდილობ საღამომდე კომპიუტერი არ ჩავრთო,
დილიდან თუ ჩავუჯექი ის დღე დაკარგული მაქვს და
არ მინდა ამდენი დროის ტყუილად ფლანგვა

მე პირიქით, მთელი დღე კომპიუტერთან მიწევს მუშაობა და წუთშესვენების სახით ვერთვები ხოლმე აქეთ პერიოდულად. განტვირთვასავით გამომდის.

მე მგონი სწორედ განტვირთვაში უნდა დავეხმაროთ ამ თემელები ერთმანეთს.
ნუ პლიუს კიდე რამე სასარგებლო რჩევებსაც თუ მოვახერხებთ, მთლად უკეთესი.

Posted by: marta007 21 Dec 2017, 22:21
nforumi
QUOTE
პოლიტიკაში აღარც მახსოვს რამდენი წელია აღარ შევდივარ. იქ საღი აზრის გაგონება არავის უნდა, ყველა თავისას გაიძახის უბრალოდ, ამიტომ აზრი არ აქვს. იქნებ შეიცვალა რამე და მე არ ვიცი?

მე ადრე შევდიოდი ახალი ამბების გასაგებად, ტელევიზორს როცა არ ვრთავდი,
ახლა ტელევიზორს ისევ შევეგუე და აღარ მჭირდება მაგათი ახალი ამბები,
თან რაღაც უინტერესო გახდა, ძველების უმრავლესობაც წავიდა.

QUOTE
მე პირიქით, მთელი დღე კომპიუტერთან მიწევს მუშაობა და წუთშესვენების სახით ვერთვები ხოლმე აქეთ პერიოდულად. განტვირთვასავით გამომდის.

მუშაობა თუ გიწევს სხვა საკითხია, მე ავბოდიალდები ინტერნეტში და
დრო როგორ გადის ვერ ვიგებ, ყველა საქმე მავიწყდება, ამიტომ ვერიდები. :დ

QUOTE
მე მგონი სწორედ განტვირთვაში უნდა დავეხმაროთ ამ თემელები ერთმანეთს.
ნუ პლიუს კიდე რამე სასარგებლო რჩევებსაც თუ მოვახერხებთ, მთლად უკეთესი.

მაშ კარგი, საღამოობით შემოგივლით ხოლმე.

Posted by: t-90 21 Dec 2017, 22:32
nforumi
QUOTE
მადლობა.
პენ-ტესტერი - ასე დაწერა უფროს სწორი იქნებოდა ალბათ.

ორიგინალში დეფისის გარეშე იწერება და ისე არ ვიცი.

Posted by: nforumi 21 Dec 2017, 22:56
marta007
QUOTE
ე ადრე შევდიოდი ახალი ამბების გასაგებად, ტელევიზორს როცა არ ვრთავდი,
ახლა ტელევიზორს ისევ შევეგუე და აღარ მჭირდება მაგათი ახალი ამბები,
თან რაღაც უინტერესო გახდა, ძველების უმრავლესობაც წავიდა.

გასაგებია, ცოტა მაინც უნდა იყო აზრზე, რა ხდება ქვეყანაში. მე უფრო ფეისბუქიდან ვიგებ ხოლმე.

QUOTE
მუშაობა თუ გიწევს სხვა საკითხია, მე ავბოდიალდები ინტერნეტში და
დრო როგორ გადის ვერ ვიგებ, ყველა საქმე მავიწყდება, ამიტომ ვერიდები. :დ

გასაგებია. მეც ვფიქრობ ცოტა შევიცვალო რეჟიმი, სულ კომპიუტერთან რომ არ მიწევდეს ჯდომა.

QUOTE
მაშ კარგი, საღამოობით შემოგივლით ხოლმე.

ძალიან კარგი smile.gif

t-90
QUOTE
ორიგინალში დეფისის გარეშე იწერება და ისე არ ვიცი.

განსხვავება ისაა რომ ინგლისურში ჩანს რომ ორი სიტყვისგან შედგება და აზრსაც ხვდები, ქართულში კი აღარ ჩანს.
ისე, დამკვიდრების ამბავია.

Posted by: tenochtitlan 21 Dec 2017, 23:17
nforumi
QUOTE
მშვიდობა შენ მობრძანებას 

სალამი ჩემო კარგო.2kiss.gif
შემოვიხედავ ხოლმე შიგადაშიგ.

Posted by: HurricaneKat. 22 Dec 2017, 09:15
QUOTE (t-90 @ 21 Dec 2017, 18:04 )

რას იბღვირები? biggrin.gif

20/20-ზე მხედველობა შენ გქონია (გაიხსენე რა დისტანციაზე დგანან ვოლეკი, ისტვუდი და ვან კლიფი) და კიდევ მე ვიბღვირები?

nforumi

ვაშლი არის მწვანე (ანუ ეს კიდევ ერტი მაგალითია იმის რომ არსებობს რაღაც, რაც არ არის შავი და არ არის ყორანი)
დარწმუნებული ვარ ტანკს უკეთესად გამოუვა ახსნა
* * *
ეს, შეპირებული ამბავი-მოთხრობა
კომენტარებს ველოდები yes.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: t-90 22 Dec 2017, 15:25
HurricaneKat.
HurricaneKat.
QUOTE
20/20-ზე მხედველობა შენ გქონია (გაიხსენე რა დისტანციაზე დგანან ვოლეკი, ისტვუდი და ვან კლიფი) და კიდევ მე ვიბღვირები?

ჰუჰ biggrin.gif
QUOTE
დარწმუნებული ვარ ტანკს უკეთესად გამოუვა ახსნა

აზრზე არაა ტანკი რას ლაპარაკობთ biggrin.gif
nforumi
QUOTE
განსხვავება ისაა რომ ინგლისურში ჩანს რომ ორი სიტყვისგან შედგება და აზრსაც ხვდები, ქართულში კი აღარ ჩანს.
ისე, დამკვიდრების ამბავია.

ხო ეგეც მართალია.

Posted by: Mako Subladze 22 Dec 2017, 15:54
HurricaneKat.
სევდიანი ამბავია.
სიბრძნე რაშია?
რა გზითაც მიხველ, უკან იმავე გზით დაბრუნდიო?

Posted by: HurricaneKat. 22 Dec 2017, 15:59
Mako Subladze
ჩემი მოთხრობა არ არის : ))
მაგრამ ისე ფორუმელია

არ ვიცისიბრძნე
თქვენ როგორ ხედავთ?

Posted by: Mako Subladze 22 Dec 2017, 16:46
HurricaneKat.
მეგონა თქვენი იყო. კარგი იყო დროში დაკარგულების ტარიელთან შეხვედრა.

Posted by: niktagva 23 Dec 2017, 15:33

მეც მოვედი. მიმიღებთ? user.gif user.gif
* * *

QUOTE
ბრძენმა უთხრა ტარიელს თავი დაანებეთ მაგას თავისი გასჭირვებიაო...

biggrin.gif

HurricaneKat.
მომეწონა. up.gif Mako Subladze
QUOTE
სიბრძნე რაშია?
რა გზითაც მიხველ, უკან იმავე გზით დაბრუნდიო?

არა,
QUOTE
აკუთარი თავი არასოდეს არ უნდა დაკარგო და სხვისი ზემოქმედების ქვეშ არ უნდა მოექცე...

ამაში.

Posted by: nforumi 23 Dec 2017, 16:59
niktagva
QUOTE
მეც მოვედი. მიმიღებთ?   

აბა რა, აბა როგორ smile.gif

Posted by: Mako Subladze 23 Dec 2017, 17:35
niktagva
QUOTE
აკუთარი თავი არასოდეს არ უნდა დაკარგო და სხვისი ზემოქმედების ქვეშ არ უნდა მოექცე...

არადა რა კარგია უპასუხისმგებლოდ რომ მი-ვ-სდევ დინებას. biggrin.gif facepalm.gif facepalm.gif

QUOTE
მეც მოვედი. მიმიღებთ?

სიხარულით.
ფორუმი ყველასია.

Posted by: nforumi 23 Dec 2017, 21:56
Mako Subladze
QUOTE
არადა რა კარგია უპასუხისმგებლოდ რომ მი-ვ-სდევ დინებას.   

wink.gif

QUOTE
ფორუმი ყველასია.

ეს თემა ყველასია, ვისაც გულის სიყვარულით აქვს სავსე. ან მინიმუმ სხვების პატივისცემა იცის smile.gif

Posted by: niktagva 24 Dec 2017, 11:19
nforumi
Mako Subladze
biggrin.gif 2kiss.gif love.gif

მეც სიხარულით გიერთდებით პოლიტიკაში "გალახული" და დაღლილი. biggrin.gif

Posted by: nforumi 24 Dec 2017, 15:40
niktagva
QUOTE
მეც სიხარულით გიერთდებით პოლიტიკაში "გალახული" და დაღლილი. 

ცუდი აურაა პოლიტიკაში, შეხედვის სურვილიც აღარა მაქვს უკვე რამდენიმე წელია.

Posted by: niktagva 24 Dec 2017, 17:23
nforumi
QUOTE
ცუდი აურაა პოლიტიკაში, შეხედვის სურვილიც აღარა მაქვს უკვე რამდენიმე წელია.

საშინელი, მეც თუ სადმე შემიფარებენ, წამოვალ. biggrin.gif

აღარ მინდა იქ ყოფნა. mad.gif

ფეისბუკზე არ დავრეგისტრირდი, ფორუმი მყოფნის-მეთქი.
და ფეხს ვითრევ, იქნებ ისევ ფორუმმა მიშველოს.

Posted by: nforumi 24 Dec 2017, 23:24
niktagva
QUOTE
საშინელი, მეც თუ სადმე შემიფარებენ, წამოვალ. 

ამ თემის გაცოცხლება ნიგოს ინიციატივა იყო და სიამოვნებით დავთანხმდი.

სხვა, მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილებაში კარგი ხალხია, იქ არ ხოლმე.

სხვაგანაც ალბათ მეტ-ნაკლებად.

Posted by: niktagva 25 Dec 2017, 08:39
nforumi
QUOTE
სხვა, მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილებაში კარგი ხალხია, იქ არ ხოლმე.

იქაც შემოვიხედავ. წინა ცხოვრებაში მეცნიერი ვიყავი ბიოტექნოლოგიაში. biggrin.gif
QUOTE
ამ თემის გაცოცხლება ნიგოს ინიციატივა იყო და სიამოვნებით დავთანხმდი.

კარგი გააკეთეთ.
ამ თემის ხშირი სტუმარი ვიყავი.

Posted by: ratomac aRa 25 Dec 2017, 09:20
HurricaneKat.

გათენდა

შემოდი დროზე

Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 09:27
ratomac aRa
ვირტუალური ბლა ბლა ბლა-ს ინტერესი დაგიბრუნდა თუ რა ხდება?

Posted by: ratomac aRa 25 Dec 2017, 11:43
QUOTE
ვირტუალური ბლა ბლა ბლა-ს ინტერესი დაგიბრუნდა თუ რა ხდება?

no.gif

იუპიტერმა დამიფაროს

Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 11:49
QUOTE
იუპიტერმა დამიფაროს

სატურნის მთვარეებმა გისმინონ

Posted by: PpPpPp 25 Dec 2017, 14:04
.....................................

......

Posted by: t-90 25 Dec 2017, 15:03
HurricaneKat.
სატურნის მთვარეებზე თავზე დამამხეს ასტრონომიის შესავლის ლექციაზე.
ნუ როგორ აღმოვჩნდი აქ ეგ ცალკე საკითრხავია biggrin.gif
ნახევარმა ჩემმა კურსმა ასტრონომია აიღო მაინორად იმიტომრ ომ ერთის ბიძა იყო და ნიშნებს წერდა. biggrin.gif
ხოდა წამომცდა და ტიპმა იმენა დამიჭირა და მცემა ლამის
ეგენიო მთვარეები კი არა თანამგზავრები არიანო. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 15:04
t-90
სატურნს ყავს თანამგზავრები
და დანარჩენს მთვარეები ხო? biggrin.gif
იქნებ წრეებზე ამბობდა

Posted by: t-90 25 Dec 2017, 15:12
HurricaneKat.
მთვარე ერთიაო.
სხვები თანამგზავრები არიანო.
კლასიფიკაცია ეგეთიაო.
პროტუბერანცში ერთი ასოს გამო წერაკითხვის უცოდინარი უძახა ერთს.
მარა ნიშანს უწერდა biggrin.gif
60 კრედიტი დაჯე ყველაზე დებილსაც კი მისცეს.

Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 15:13
t-90
რაები გამახსოვრდება user.gif

Posted by: t-90 25 Dec 2017, 15:21
HurricaneKat.
რავი რაც გავიარე ცხოვრებაში ის biggrin.gif
უი ხო კსტაწი ყველაზე ღადაობა ის არის რო ჩემი მაინორი არ იყო ეგ biggrin.gif
ისე ვიყავი შეხეტებული და თვი გამოვიდე biggrin.gif

კაი რამეები იყო.
არ მაქვს უინტერესო ცხოვრება გავლილი. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 25 Dec 2017, 15:24
t-90
ორი მაგდენი გასავლელი გაქვს
უბრალოდ, რაც გადასატანია ჯობს ახალგაზრდობაში გადაიტანო და გამოცადო

Posted by: t-90 25 Dec 2017, 15:39
HurricaneKat.
QUOTE
ორი მაგდენი გასავლელი გაქვს
უბრალოდ, რაც გადასატანია ჯობს ახალგაზრდობაში გადაიტანო და გამოცადო

ნუ შენ პირს შაქარი კატუშა.
მაგრამ კაცმა არ იცის. biggrin.gif

გადასატანი არაფერი გადამიტანია, ქუნთრუშას, ყბაყურას და ყივანახველას გარდა. უბრალოდ საინტერესო ცხოვრება იყო.
ადამიანების კოლექციების კუტხით.

Posted by: nforumi 25 Dec 2017, 17:22
niktagva
QUOTE
იქაც შემოვიხედავ. წინა ცხოვრებაში მეცნიერი ვიყავი ბიოტექნოლოგიაში.

მასეთი ტიპის თემაც იქნება რამე smile.gif

Posted by: marta007 25 Dec 2017, 22:16
ვერაფრით ვხვდები რაც წამოვიზარდე ახალი წელი რატომაა საზეიმო,
ვიზეიმოთ მაშინ ყოველი ახალი თვის დასაწყისი, კვირის დასაწყისი და
საერთოდ გათენებაც. :დ

დრო რატომ უნდა ვიზეიმო, თარიღი?

Posted by: PpPpPp 26 Dec 2017, 01:18
როცა არ იცი რა გინდა,მუდამ ფორიაქში ხარ,გაურკვევლად...უშედეგოდ ცდილობ აღმოაჩინო მიზეზი ამ ყველაფრის და ერთ მშვენიერ დღეს გაერკვევი,რაც გინდა,რაც გიხარია რაზეც ოცნებობდი,მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ილუზიაა,საშინელი რეალობის წინაშე დგები....და ჩერდები,თითქოს იქ წყდება სიცოცხლე...დასასრული...მას იქით უკუნეთია,სიბნელე,,რომელიც არასოდეს განათდება...
ის იმედის ნაპერწკალიც ქრება,რომელსააც ასე ვუფრთხილდებოდი,რომ არ ჩამქრალიყო,მაგრამ როგორ გინდა რომ ცალმხრივად ებრძოლო ამას...
დასანანია
ეს
ყველაფერი!

Posted by: nforumi 26 Dec 2017, 10:26
marta007
QUOTE
ვერაფრით ვხვდები რაც წამოვიზარდე ახალი წელი რატომაა საზეიმო,
ვიზეიმოთ მაშინ ყოველი ახალი თვის დასაწყისი, კვირის დასაწყისი და
საერთოდ გათენებაც. :დ

დრო რატომ უნდა ვიზეიმო, თარიღი?

მასე ყველაფერზე შეიძლება ითქვას. რატომ ვზეიმობთ შობას? აღდგომას? დაბადების დღეს?
უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება მიიღოს ზეიმის დოზა გარკვეული პერიოდულობით.

Posted by: HurricaneKat. 26 Dec 2017, 10:30
t-90
რა შაქარი
ძალიან ცოტა გისურვე (დაახლოებით 60 წელი გამოდის)
ორი მაგდენი კიდევ მემეტება bis.gif
მეტი აღარ მომთხოვო

Posted by: nigo 26 Dec 2017, 11:32
მეც აღარ მიხარია ახალი წელი.
პატარები სანამ მყავდა, მაშინ ძალიან ვხალისობდი საჩუქრებს ვურჩევდი, ნაძვის ხეს ვულამაზებდი.

მეორე შვილი, პატარა დაბადებიდან , როგორ ვთქვა, მანი ორიენტედ იყო.
სანამ ზოლიან ბანანებს შეხედავდა, მანამდე დოლარის და ლარის კურს იზეპირებდა.
ორი შემთხვევა გამახსენდა. სიის მიხედვით ყველაფერი ვუყიდე, დავდე ნაძვის ხის ქვეშ და უცბად ვნახე, რომ კინდერ სიუპრიზი დამვიწყებია. გავვარდი მარკეტში და ვიყიდე, მაგრამ ფასის აძრობა დამავიწყდა.
დილას მესმის, ვაი,ვაი, ყველა ბავშვი რომ კინდერს ითხოვს, რა ძვირი უჯდება სანტასო biggrin.gif

მეორედ ,ასე 5 წლის იყო და ჩამოგვივიდნენ სტუმრები ისრაელიდან. მისი ბებიის ნათესავები, ჰოდა, ერთი კვირა რომ ვამზადებდი, ზრდილობიანი სალმისთვის და ა.შ.ა.შ> პირველი ,რაც იკითხა, იკითხა, თქვენთან ფულის რა ერთეულიაო, იმათთმა შეკელიო, შეკელი რამდენი დოლარიაო , უთხრეს, მაშინვე გადაიყვანა ლარებში.
მე სირცხვილით დავიწვი, სტუმრები კი სიხარულით იძახდნენ, ჩვენი ძია ნიკუ გაცოცხლდაო. თურმე ბანკირი ბიძა ჰყოლიათ და აღფრთოვანდნენ,
გენები არ იკარგებაო.

biggrin.gif biggrin.gif

ისე გენებზე გამახსენდა. მე მაქვს ერთი მეოთხედი რუსული, გენი, სულ არ მიხარია, მაგრამ მაქვს და რა ვქნა.თავს ვიწყნარებ, ქე მაინც კაი თავადურია.
გამზარდა უაღრესად წესიერმა, დარბაისელმა და ქმარშვილზე გადამკვდარმა იმერელმა ბებიამ.
რუსი სულ იძახდა, დურა ტვაია ლიუბა, მოეწყო პირადი ცხოვრება, ასეთმა ლამაზმა ქალი, ტავი დაიმარხა და მაინვ ვინაა დამფასებელიო.

მე ძალიან ვგავარ ბუნებით იმერელს, გარეგნობით რუსს, ჰოდა, ძალიან რომ გამიჭირდება და რაღაცაზე ვდარდობ. შვილებზე ძირითადად. მერე უცბად ამოხტება რუსი ანიჩკა და ,ვიტყვი ხოლმე, რა ვქნა ახლა. თავიანთი ცხოვრება,როგორც უნდა მოიწყონ და არა,ისე, როგორც მე მინდა მათთვის და მე მგონია სწორი.

ამ გადმოსახედიდან, რუსი ბებიის პოზიცია ასჯერ სწორად მეჩვენება, ვიდრე ,იმერელის" ხალხი რას იტყვის".

Posted by: nforumi 26 Dec 2017, 13:44
nigo
ხალხი რას იტყვის პოზიცია ზოგჯერ სრულიად მიუღებელია, მაგრამ ეს

QUOTE
რუსი სულ იძახდა, დურა ტვაია ლიუბა, მოეწყო პირადი ცხოვრება, ასეთმა ლამაზმა ქალი, ტავი დაიმარხა და მაინვ ვინაა დამფასებელიო.

ვერ გავიგე რას ნიშნავს...

Posted by: nigo 26 Dec 2017, 14:12
nforumi
ბებიაჩემი იყო გინეკოლოგი, როცა ბაბუა დახვრიტეს , მასაც გადასახლება ემუქრებოდა და მეგობრებმა ურჩიეს რენტგენოლოგიაში წასულიყო. იქ ვინც მუშაობდა არ იჭერდნენ, მაინც დასხივებით მოკვდებიანო.
იყო შვილებზე გადამკვდარი სიცოცხლის ბოლო წუთამდე/
ქმრის დახვრეტის შემდეგ კაცისკენ არც გაუხედია , მე მიყვებოდა, სახე აღარ მახსოვს, თუ სურათებს არ დავხედე, მაგრამ ის კი მახსოვს, როგორ გაგიჟებით მიყვარდაო. 25 წლის დარჩა ორი შვილით.
ჰოდა, რუსს არ ესმოდა, ასეთი გარეგნობის ქალი, რატომ იმარხავდა თავს ცოცხლად , რატომ არ თხოვდებოდა.,რატომ ეწამებოდა ასეთი შრომით, როცა შეეძლო გათხოვილიყო და ცოტა ამოესუნთქა.

რუსის ბებია და მისი დები რამდენჯერ იყვნენ გათხოვილები არ მკითხოთ

biggrin.gif თან ვითომ სულ შვილების პირობების გაუმჯობესების გამო

Posted by: HurricaneKat. 26 Dec 2017, 14:24
ჩვენი ტანკი იძUლებით შვებულებაში გაუშვიათ sad.gif

Posted by: nigo 26 Dec 2017, 14:45
HurricaneKat.
პოლიტიკაში დაბანეს?
smile.gif

Posted by: HurricaneKat. 26 Dec 2017, 16:25
nigo
კიი
ვერ ისვენებს smile.gif)

Posted by: nforumi 26 Dec 2017, 16:32
nigo
QUOTE
თან ვითომ სულ შვილების პირობების გაუმჯობესების გამო

შენ რა, ეჭვი გეპარება ?

ისე, საერთოდ, ზოგჯერ მართლა აუცილებელია რომ არ გაითვალისწინო სხვების აზრი. თუმცა სულ ფეხებზე დაკიდებაც არ უნდა იყოს სწორი.

Posted by: seta 26 Dec 2017, 16:45
. გამარჯობა ხალხ!!! <3

Posted by: nforumi 26 Dec 2017, 17:37
seta
საყვარელი სეტაც გამოჩენილა smile.gif

მშვიდობა შენს მოსვლას!..

Posted by: Mako Subladze 26 Dec 2017, 18:32
seta
გაგიმარჯოს. როგორ ხარ?///

Posted by: nigo 26 Dec 2017, 19:41
seta
აუ,სეტა რა მაგარი ხარ, როგორ ოპერატიულად გამოგვეხმურე 2kiss.gif

ჰოდა რასაც ფეისბუქზე წერ და სიამოვნებით გკითხულობ, აქ არ ჯობია, სულ კარგებთან, სულ ჩვენიანებთან smile.gif
* * *
nforumi
QUOTE
შენ რა, ეჭვი გეპარება ?

არა, იოტისოდენი ეჭვიც არ მეპარება. თავის თავის ქალი იყო და ალბათ ასეც ჯობია.
შვილებსაც უყვარდათ და შვილიშვილები ხომ ვაღმერთებდით.მეორე ბებიის ჭკუის დარიგებას და შენიშვნებს(კი, ჩემდა სასიკეთოდ)ამის მხიარული ხასიათი და ოდინ რაზ ჟივიომ არ მერჩივნა smile.gif

Posted by: marta007 26 Dec 2017, 20:42
nforumi
QUOTE
მასე ყველაფერზე შეიძლება ითქვას. რატომ ვზეიმობთ შობას? აღდგომას? დაბადების დღეს?
უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება მიიღოს ზეიმის დოზა გარკვეული პერიოდულობით.

არ მიყვარს ეს თარიღოვანი კოლექტიური ზეიმები,
სუბიექტური ზეიმები მირჩევნია

Posted by: seta 26 Dec 2017, 23:44
nforumi
QUOTE
საყვარელი სეტაც გამოჩენილა 

მშვიდობა შენს მოსვლას!..

გამარჯობა! როგორ ხარ?))

Mako Subladze
QUOTE
გაგიმარჯოს. როგორ ხარ?///

კარგად ვარ. თავად?))

nigo
QUOTE
აუ,სეტა რა მაგარი ხარ, როგორ ოპერატიულად გამოგვეხმურე

ჰოდა რასაც ფეისბუქზე წერ და სიამოვნებით გკითხულობ, აქ არ ჯობია, სულ კარგებთან, სულ ჩვენიანებთან

რა ვიცი, რაღაცები მოხდა და ნაწილობრივ ჩამოვშორდი ფორუმს. რთული პერიოდი მქონდა .

შენი ბებიები <3 ხომ ძალიან განსხვავებულები და ორივეს თავისი სიმართლე აქვს))

Posted by: Mako Subladze 26 Dec 2017, 23:48
seta
QUOTE
კარგად ვარ. თავად?))

კარგად.
ვეგუები პენსიონერობას. biggrin.gif

Posted by: seta 26 Dec 2017, 23:54
Mako Subladze
QUOTE
კარგად.
ვეგუები პენსიონერობას.

ყველაფერს ვეგუებით)))

Posted by: nforumi 27 Dec 2017, 10:00
marta007
QUOTE
არ მიყვარს ეს თარიღოვანი კოლექტიური ზეიმები,
სუბიექტური ზეიმები მირჩევნია

მესმის.
შეგიძლია არ იზეიმო, განმარტოვდე, რამე წაიკითხო, ან დაწერო აქ smile.gif

seta
QUOTE
გამარჯობა! როგორ ხარ?))

ძველებურად, დაახლოებით biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Dec 2017, 10:16
დილა - რძიანი ყავით
საღამო - ალუბლის ჩაით

smile.gif))

Posted by: marta007 27 Dec 2017, 21:56
nforumi
QUOTE
შეგიძლია არ იზეიმო, განმარტოვდე, რამე წაიკითხო, ან დაწერო აქ 

ახალი წელი. ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის.

ჩვენი წილი ზეიმები კი ჩვენთან მაინც მოვლენ, რაც გვეკუთვნოს ან ვიმსახურებთ.

Posted by: nforumi 27 Dec 2017, 22:49
marta007
QUOTE
ჩვენი წილი ზეიმები კი ჩვენთან მაინც მოვლენ, რაც გვეკუთვნოს ან ვიმსახურებთ.

და ლოდინში გადის მთელი სიცოცხლე.

Posted by: nigo 28 Dec 2017, 09:36
marta007
მეც არ მიყვარს ეს ახალი წლები,ანუ აღარ მიყვარს.
მაგრამ გუშინ მაინც ძალიან პოზიტიური დღე მქონდა.
საყიდლებზე დავდიოდი. მარკეტი, აფთიაქი, გუდვილი ,ელექტრო სიგარეტების, სათამაშოების და ყველგან რაღაცნაირი თბილი დამოკიდებულება, პენსიის წინასწარ აღების ლიბერთი ბანკში მდგარი ხალხიც კი იღიმებოდა, ერთმანეთს ბედნიერ წელს უსურვებდა.
კულინარიულ ამბებზე და წამლებზე აზრების გაცვლა-გამოცვლა.

არ მინდა ახლა გაჭირვებულებზე წერა, მაგრამ ,რასაც ვხედავდი, მაინც ყველას უკეთესის მოლოდინი ჰქონდა .იმედი,რომ იმ წელს

რაღაც შეიცვლებოდა . მოკლედ , ძალიან ოპტიმისტი ხალხი ვართ და ღმერთმა ქნას , ეს არ დაგვეკარგოს.

ეკლესიის მათხოვრებიც ჩვეულად დიდი ხმაურით შემთხვდნენ. ერთი გაპრანჭული მათხოვარია(მრცხვენია ამ სიტყვის,მათხოვრის) მაგრამ ასეა) ძალიან უყვარს პომადები და პარფუმერია, მეც ხომ იცი, როგორ ასაკთან შეუფერებლად ვიტხაპნები, ჰოდა, სად არის შენი შეპირებული პომადა და შარფებიო.
დღეს წავუღებ და გავახარებ. ქალი მთელი დღე ზამთარ-ზაფხულს ეკლესიის კარებთან ზის დიდი წითელი პომადით და ბიჟუტერიით.
რამდენჯერ მიფიქრია, თან ლამაზი ქალია, ახალგაზრდას რამდენი ოცნება და იმედი ექნებოდა,თუნდაც თავისი გარეგნობის გამო და ახლა სად არის ამდენი წელია sad.gif
* * *
la reine

ჩემო კარგო ადამიანო. ნუ მიაქცევ იმ იუზერის დახასიათებას და ნომინაციებს ყურადღებას და მაგის გულისთვის შენს ინდივიდუალობას და ხიბლს ნუ დაკარგავ.
მისი და მისი სულიერი ძმის თუ ალტერის გამო გვაქვს ამ თემაში ბანები.
ტიპია-ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია, გულსა-სულსა.\
სხვები უწონებენ და ბედნიერია.

შენ რომ იცოდე, მე როგორ მახასიათებდა , სანამ პოლიტიკაში ვპოსტავდი. დარწმუნებული ვარ ძალიან აღშფოთდებოდი

იყავი ჩვენთან. ხომ ხედავ, იქ რამხელა ბოღმა ტრიალებს და თემატური კამათი ვის აინტერესებს.
გილოცავ წინასწრ და ყველაფერი აგსრულებოდეს.ვიცი, სულ კეთილი ოცნებები გექნება 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 09:58
nigo
შეიცვლება, თუ ხელს გამოიღებს. თუ არა, ფუჭია იმედი. სხვამ შენი ცხოვრება რატომ უნდა შეცვალოს?

მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და სიცოცხლი მომცემი smile.gif

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 10:20
ბუხართან მოვკალათდი, ყავა მოვხარშე ნაკვერჩხალზე და ეს თემა გამახსენდა smile.gif

user posted image

Posted by: nigo 28 Dec 2017, 10:23
marimarita
მართლა ბუხრთან ხარ?

ადრე მეც მქონდა, რა მაგარია. მთელი 90-იანები მთელმა სამეგობრომ ჩემთან გადაიტანა.ოთახი არ გაინტერესებს, სულ 10 კვ მეტრი იყო.

თან რუსთავის ქარხნის აგურით იყო მოპირკეთებული და ძალიან დიდხანს ინახავდა სითბოს.

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 10:35
nigo
კი, გურიაში ვარ ბუხართან smile.gif
ახლა აღარ გაქვს?
ბუხარი ისე მიყვარს ოდესმე თბილისშიც კერძო სახლს შევიძენ და პირველ რიგში ბუხარს გავაკეთებ.. კორპუსში მეცხრეზე თუ არ ხარ ვერ გააკეთებ //

Posted by: nigo 28 Dec 2017, 10:36
nforumi
QUOTE
შეიცვლება, თუ ხელს გამოიღებს. თუ არა, ფუჭია იმედი. სხვამ შენი ცხოვრება რატომ უნდა შეცვალოს?

მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და სიცოცხლი მომცემი

მე მეგონა ,გიპასუხე.

საზოგადოებად რომ არ ჩამოვყალიბდით და ისევ ხალხი ვართ,კი ამის ბრალია.

ისევ" ერთი კაცი მოგვიგვარებს პრობლემებში" ვართ ჩარჩენილები

ასე კომუნისტები რომ გვიგვარებდნენ ისეთი უნდა, იმასაც ჩევნს მაგივრად ფიქრობდნენ ხუთშაბათს თევზი რომ უნდა გვეჭამა sad.gif
* * *
marimarita
არა , ძველი სახლი დავანგრიეთ და აღარ მაქვს.
კორპუსში კი პირველი სართული ავიღე, წინ ბაღს ვერ შეველიე.

ერთი პატარა სახლის ყიდვა მინდა ,საქმე ჯიზე ვნახე ზემო ნიქოზი. აზრზე არ ვარ სადააა,სადღაც მცხეთისკენრა ხდება , მაგრამ ძალიან იაფია და სახლი და ეზო მომეწონა. სიამოვნებით გადავსახლდებოდი.
მე რომ თბილისი მომწყინდება sad.gif

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 10:46
nigo
თბილისთან ახლოს თუა ძალიან კარგია, ვიქენდებზე ჩაირბენ ხოლმე, განიტვირთები..
ისე პირველ სართულსაც თუ აქვს მომატების პერსპექტივა მანდაც კი აკეთებენ ხოლმე ბუხარს smile.gif)
ჩემს ძმას აქვს ,,გარაჟში'' ბუხარი ))

Posted by: la reine 28 Dec 2017, 11:15
nigo

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ამ პოსტით როგორ დამეხმარეთsmile.gif

მოულოდნელი და ჩემთვის ძალიან სასიხარულო...

ერთ რამეს გაგიმხელთ. ადამიანებზე ჩემი წარმოდგენები ორ ეტაპად იყოფა. ...ფორუმამდე და ფორუმის მერე..
ძალიან არ განვავრცობ, იმიტომ რომ განვიცდი მერე რაღაცებსbiggrin.gif, მაგრამ მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ მე აქაურობა დამეხმარა გამეგო, რას ნიშნავს ფრაზა: ყოველი კაცი ცრუ არს...სულ მქონდა ხოლმე პროტესტი,
არ ვეთანხმებოდი. ჰოდა სულ ტყუილადbiggrin.gif
აქ მოსვლამდე ადამიანებზე ზედაპირული წარმოდგენები მქონდა, იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში გაქვს არჩევანის საშუალება..შენ გვერდით ამყოფებ მხოლოდ ისეთებს, ვისთანაც კომფორტულია ურთიერთობა(მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა )
აქ კი...დღესაც იცით როგორ ვგრძნობ თავს? როგორც ძველი საუკუნეების აღმოსავლურ ბაზარშიbiggrin.gif ათასი ჯურის ხალხი რომ იყრიდა თავს და ძალიან ჭრელი იყო.
ადამინებთან ურთიერთობაში მეტი იმედგაცრუება და ნაკლები სიამოვნებაა ზოგადად..მაგრამ აქ ეს ყველაფერი სახეში ისეთი ძალით გირტყამს, რომ ძნელია გულგრილად გაუძლო...

რც შეეხებ იმ ქალის შეფასებას და იარლიყების მოწებებას. დღეს მე ამაზე უბრალოდ მეღიმება და მიხარია, რომ გავიზარდეbiggrin.gif საერთოდ, ერთს მივხვდი..თუ გინდა ასაზრდოო ეს კატეგორია, უნდა გასცე პასუხი..პასუხი კი ვერანაირად ვერ გამოვა სასიამოვნო... წარმოიქმნება მძიმე ატმოსფერო, გარიზიანება, კონფლიქტი და ვსოbiggrin.gif ის ბედნიერი და კმაყოფილია, დამუხტულია ახალი ძალებით, იმიტომ, რომ მიზანს მიაღწია.
აი, სრული იგნორი ხელ-ფეხს უბოჭავს და ერთგვარად სასაცილოდ აჩენს. ჰოდა, წეროს და იკითხოს, მე მაგით არაფერი მაკლდება. სადღაც გულის სიღრმეში მესმის კიდეც მისი...ვინ იცის რა კომპლექსებს და სტრესებს ადებს მალამოდ ამ თავის შხამის ფრქვევას. იქნებ რეალურ ცხოვრებაში იმდენაც ვერავინ ამჩნევს და არარეალიზებულია, რომ აქ, ასეთი თვითგამოხატვით ბევრ რამეს ივსებს...ეგეთებზე რომ დავფიქრდები, მერე ვეღარ ვბრაზობ.

და კიდევ ერთ რამეს გაგიმხელთbiggrin.gif ამ ფორუმმა ერთი ხელისმოსმით გააცამტვერა ჩემი წარმოდგენა კაცებზე. ის წარმოდგენა, რომელიც დიდი რუდუნებით შემიქმნეს წიგნებმაbiggrin.gif
ამდენი დაკომპლექსებული, გამწარებული, უსაქმური და არარაინდული ბუნების მამაკაცის არსებობა გულს მიკლავსbiggrin.gif

პ.ს. ძალინ მიხარია, რომ თქვენნაირმა ..ანუ ნამდვილმა, სწორმა და არაყალბმა ადამიანმა გამომარჩია ამ საგიჟეთში და ასეთი სითბო მომცა. დიდი მადლობა, რომ ჩემი დღე თქვენი სიტყვებით დაიწყო:*

Posted by: Lаki 28 Dec 2017, 11:34
nigo
QUOTE
გამზარდა უაღრესად წესიერმა, დარბაისელმა და ქმარშვილზე გადამკვდარმა იმერელმა ბებიამ.

ახლა მივხვდი თქვენი კარგობის მიზეზს smile.gif

შემოგივლით ხოლმე (მწვანე ჩაიზე). ნებას თუ დამრთავთ user.gif
la reine
QUOTE
და კიდევ ერთ რამეს გაგიმხელთ ამ ფორუმმა ერთი ხელისმოსმით გააცამტვერა ჩემი წარმოდგენა კაცებზე. ის წარმოდგენა, რომელიც დიდი რუდუნებით შემიქმნეს წიგნებმა
ამდენი დაკომპლექსებული, გამწარებული, უსაქმური და არარაინდული ბუნების მამაკაცის არსებობა გულს მიკლავს

სხვათაშორის ეგ "კაცები" რეალური სამყაროდან მოდიან biggrin.gif
ასე ყველას ერთი ხელისმოსმით ნუ დაუსვამ ჯვარს.
კერ კიდევ არიან ამ ქვეყნად (საბედნიეროდ) დონ ჟუანები, რომეოები და რემარკის გმირები wink.gif

//////

ვააჰ'
ამდენ ქალს ერთი (ან ორი) მწყემსი ნამდვილად გჭირდებათ biggrin.gif
თანაც ასე უფრო არ მოიწყენთ ერთმანეთის ყურებაში user.gif

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 11:56
nigo
la reine
არ ვიცი კონკრეტულად რაზე საუბრობთ, მაგრამ დაახლოებით ვხვდები..
თქვენს ნიკებს პოლიტ-განყიდან ვიცნობ )))
ჩემი ფორუმული მოღვაწეობაც მანდედან დაიწყო.. მალევე მივხვდი რომ იქ არ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი და თავი დავაღწიე )) თურმე პოლიტიკის გარდა სხვა თემებიც ყოფილა ფორუმზე და რატომ შემეკლა თავი... ისედაც რთულია ცხოვრება, ზედმეტად რატომ უნდა დავიმძიმოთ ვიღაც ძალით განათლებული შეუგნებლების გამო...
ბუხართან ჯობს ჭუკჭუკი და ცხელი ყავის დალევა smile.gif

Lаki
არსებობენ ვითომ? თუ ყველა კარგად შენიღბული რომეოა..

Posted by: nigo 28 Dec 2017, 11:58
la reine
ჩემო კარგო, ძალიან ზუსტად მიმხვდარხარ.
მხოლოდ იგნორი.
ასეთებს ვერ აჯობებ, იმას ,რასაც ის იკადრებს, შენ ვერ შეძლებ ან საკუთარ თავზე გაბრაზდები.ასე რომ სწორია, მხოლოდ იგნორი.

კაცებს რაც შეეხება, ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი და ალბათ არ მიწყენ.
ზუსტად წიგნებით გაზრდილებმა ,მეც ასეთი ვიყავი ,შევქმენით კაცის ხატი. სალი კლდე, ძლიერი ზურგი. დამცველი,მოკლედ კარგი ქართული სიტყვით ვაჟკაცი..რომელსაც არ ეპატიება სისუსტე, ემციების გამჟღავნება განცდების დროს, ტირილი და ა,შ,

მე ჩემდა სამწუხაროდ ,ჩემ პირველ პატარა ბიჭსაც ასე ვზრდიდი, მე თითონ ბავშVი ვიყავი ,ჯერ კიდევ წიგნების და რაინდების ილუზიებში.ვასწავლიდი არასოდეს ეტირა, არ გამოეხატა სხვასთან ემოციები. არადა , როცა პატარა ბიჭს გული ტკივა, ან ეტკინა ან ეწყინა , ნიკაპი უკანკალებს და არ ტირის, ეს ნორმალურია? ახლა ვერაფერს დავაბრუნებ უკან, მაგრამ რამხელა შეცდომა დავუშვი.
მოკლედ , საახალწლო განწყობისთვის "კაციც ადამიანია", თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით და რაც მთავარია ,ძალიან გვჭირდება
biggrin.gif
აბა ვის ვეპრანჭოთ, ვის მოვაწონოთ თავი და ეს ოხერი სიყვარული, ვნება თუ გატაცება, როგორი ტკივილითაც არ უნდა შემოგიბრუნდეს, მაინც ღირს biggrin.gif თუნდაც ის დღეები სახლში მოსვლა რომ გიხარია. მატარებლიდან ჯვრის მონასტრის დანახვა რომ მალე სახლში მიხვალ და შეხვდები, აეროპრტში თვითმფინავი რომ თბილისის ცაზეა უკვე.
კიდევ ერთხელ გილოცავ და შენი ოცნების რაინდი შეგხვედროდეს, ნუ მიახლოებული მაინც biggrin.gif

Posted by: Lаki 28 Dec 2017, 11:58
marimarita
QUOTE
არსებობენ ვითომ?

კი yes.gif

QUOTE
თუ ყველა კარგად შენიღბული რომეოა..

იქნებ, გინოდა გეთქვა დონჟუანი? spy.gif
რომეოებას რას უწუნებთ? ან რა სჭირთ შესანიღბი?marimarita
QUOTE
თურმე პოლიტიკის გარდა სხვა თემებიც ყოფილა ფორუმზე

biggrin.gif
ამდენი წელია აქ ვარ და მეც ახლა ვიწყებ ფორუმის შესწავლას user.gif

Posted by: nigo 28 Dec 2017, 12:07
Lаki
QUOTE
ახლა მივხვდი თქვენი კარგობის მიზეზს

დიდი მადლობა. მთლად ასე არ არის,ცხოვრებამ ცოტა გამაგულგრილა, მაგრამ ახალგაზრდები კი ძალიან მიყვარს.

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 12:09
Lаki
ინიღბებიან, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ეხსნებათ ნიღაბი..
იყავი ის რაც ხარ, შენი დადებითით და უარყობითით.. თუმცა აქ კაცების სალანძღავად სულაც არ შემოვსულვარ smile.gif) როგორც ნიგომ აღნიშნა რა თქმა უნდა უინტერესო იქნებოდა ცხოვრება მათ გარეშე..

Posted by: SADANDBORED 28 Dec 2017, 12:17
nigo
QUOTE
საქმე ჯიზე ვნახე ზემო ნიქოზი. აზრზე არ ვარ სადააა,სადღაც მცხეთისკენრა ხდება

ჩემი სოფელია
love.gif love.gif

ნეტა ვინ ყიდის? ლამაზი კია მაგრამ პირდაპირ ცხინვალზეა მიბმული და მთელი ომის ქარცეეცხლი მაგას დაატყდა, იმის მერე დაცარიელდა და დანაღვლიანდა თითქოს sad.gif

Posted by: Lаki 28 Dec 2017, 12:23
nigo

smile.gif
QUOTE
მთლად ასე არ არის,ცხოვრებამ ცოტა გამაგულგრილა,

წლებმა, იმედგაცრუებამ.

QUOTE
მაგრამ ახალგაზრდები კი ძალიან მიყვარს.

ნებისმეირ სუფრაზე (უცხო კომპანიაში) ვცდილობ მათთან დავჯდე, და ასე ვვახალგაზრდები.
არ ვარ ზანუდა. (მათთვის) საბედნიეროდ...
25-30 წლის ახალგაზრდებში მეც მათსავით ვახალგაზრდები და არა პირიქით, მათ არ ვხდი 40-50 წლისას biggrin.gif

marimarita
QUOTE
ინიღბებიან, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ეხსნებათ ნიღაბი..

რომეოა და ინიღბება?
რატომ ნეტავ?

რა ჯობია რომეობას და რომანტიკულ სიყვარულს... love.gif (მერე რა რომ პასპორტით 16 წლის არ ხარ biggrin.gif)

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 12:28
SADANDBORED
მეც ეგ სოფელი გავიფიქრე, ვიცი ნიქოზი სადაც არის, მაგრამ რადგან თქვა მცხეთასთან ახლოსააო, ვიფიქრე შეიძლება სხვა ნიქოზიც არსებობს მეთქი smile.gif
ჩემი სოფელი ერედვი იყო, ომმა შთანთქა სამწუხაროდ sad.gif
* * *
Lаki
არც მე ვარ პატარა, თუმცა ვგრძნობ რომ ბევრ აზალგაზრდაზე ახალგაზრდა ვარ ))) ვგულისხმობ განწყობას,შემართებას და ხალისს.. მიყვარს ენერგიული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები, თუმცა ახალგაზრდა ბებრები უფრო მრავლადაა სამწუხაროდ..

პ.ს. შევეშვათ რომეოს ))

Posted by: nigo 28 Dec 2017, 13:02
SADANDBORED
marimarita
ალბათ როგორ გენატრებათ sad.gif

მე შემშლია ,ახლაც ვათვალიერებდი სურათებს. ზემო ნიჩბისი, სულ 200 კაცი ცხოვრობს.

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 13:26
nigo
კი,ძალიან მენატრება.. ჩემი ბავშვობის მოგონებები მაგ სოფელს უკავშირდება, სიზმარში სულ იქ ვარ.. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ტკივილი არ ნელდება...
დასავლეთისკენ რომ მივდივარ ხოლმე წეროვანის და შავშვების დასახლებას გადავხედავ, ყოველთვის ცრემლი მადგება თვალზე..
რამდენიმე ნივთი შემომრჩა და ძალიან ვუფრთხილდები smile.gif

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 14:37
nigo
QUOTE
ე მეგონა ,გიპასუხე.

საზოგადოებად რომ არ ჩამოვყალიბდით და ისევ ხალხი ვართ,კი ამის ბრალია.

ისევ" ერთი კაცი მოგვიგვარებს პრობლემებში" ვართ ჩარჩენილები

ასე კომუნისტები რომ გვიგვარებდნენ ისეთი უნდა, იმასაც ჩევნს მაგივრად ფიქრობდნენ ხუთშაბათს თევზი რომ უნდა გვეჭამა 

biggrin.gif
la reine
QUOTE
ყოველი კაცი ცრუ არს.

ისევე, როგორც: ყველას თავისი სიმართლე აქვს smile.gif

marimarita
QUOTE
თურმე პოლიტიკის გარდა სხვა თემებიც ყოფილა ფორუმზე და რატომ შემეკლა თავი...

მასეა, პოლიტიკაში წლებია აღარ შევდივარ. აზრი არ აქვს იქ აზრის გამოთქმას wink.gif

* * *
marimarita
QUOTE
ახალგაზრდა ბებრები უფრო მრავლადაა სამწუხაროდ.

sad.gif

Posted by: HurricaneKat. 28 Dec 2017, 14:55
QUOTE
ისევე, როგორც: ყველას თავისი სიმართლე აქვს

+1
ამის გონებში დაპლიუსერთების შემდეგ შევწყვიტე ადამიანების განსჯა და ადამიანური შესაძლებლობების მიხედვით - 'დასჯაც'

QUOTE
ახალგაზრდა ბებრები უფრო მრავლადაა სამწუხაროდ.

მთავარია გულის ასაკი
რომელიც ბიოლოგიურ წლოვანებას არ ემორჩილება და შენ ისღა გევალება საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებსაც არ დაუმორჩილო
: ))
ბოლოს და ბოლოს, ადამიანები სივრცეში გამომწყვდეული სულები ვართ, და ამ სივრცის წესებს არ უნდა დავემორჩილოთ თუ მისი თავისუფლება გვინდა

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 15:41
HurricaneKat.
QUOTE
ამის გონებში დაპლიუსერთების შემდეგ შევწყვიტე ადამიანების განსჯა

ეს ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ გვირჩია ერთმა. არ ვუჯერებთ თუ არა wink.gif

QUOTE
მთავარია გულის ასაკი

კი, თუ ამაში იმავეს გულისხმობ რასაც მე smile.gif

Posted by: HurricaneKat. 28 Dec 2017, 15:46
nforumi
ის ღმერთი იყო და ადვილი იყო მისთვის mo.gif
ჩვენ ვიკითხოთ

QUOTE
კი, თუ ამაში იმავეს გულისხმობ რასაც მე

დიდი ალბათობით
ერთი და იგივე რამეს

Posted by: nigo 28 Dec 2017, 17:03
თუ დამიჯერებთ ,ყველაზე ძნელია "ნუ განიკითხვთ" "შეუნდეთ' ჩვენ კი არა , მონაზვნებს და მღვდლებს უჭირთ.
რაც შეეხება, ყველას თავისი სიმართლე აქვს.

ესეც ძალიან სადაოა, მიუხედავად იმისა, რომ დიდიხანია აღარ ვამბობ, მე ამას არასდროს გავაკეთებ.
შეიძლება მლიქვნელობა, კარიერის გულისთვის ვინმეს დამონება არასდროს და იმიტომაც დავჯექი სახლში, მაგრამ თუ გშია ან ბავშვებს შიათ, კიდევაც მოიპარავ და ათას რამეს იზამ.
როგორც ჩემი ჭკვიანი ბებია ამბობდა, ბედნიერი თაობა ხართ 37 წელს რომ არ მოესწარითო და ნურავის განსჯითო.იძულებით ჩამშვებებზე.
აუ, ძალიან დავიღალე და სად გადავუხვიე თემას.

მოკლედ , არ დაიჯეროთ რომ ასაკით არაფერი იცვლება. იცვლება და მერე როგორ.თუ გული ახალგაზრდა დარჩა ,კიდევ უფრო ძნელია.რაღაცეები აღარ შეგეფერება, არც ჩაცმაში, არც ქცევაში. მთავარია, ღირსეულად მიიღოთ ბუნების კანონზომიერება და სასაცილოდ არ გაიხადო საქმე.ისე, ქალისთვის ძალიან ძნელია,მაღაზიებში ჯერ სულ ახალგაზრდულ ტანსაცმელს ჩამოვუვლი ხოლმე და მერე მახსენდება, მაგრამ რას ვიზამთ. biggrin.gif
ისე , ერთი ოცნება მაქვს , ძალიან პატარა ტატუს გაკეთება მინდა, მარტო მე შევხედავ და არავინ დამცინებს ,კისერზე ,თმები დამიფარავს.

Posted by: Lаki 28 Dec 2017, 17:25
ერთი რაღაცა გამახსენდა ამ ყველაფერზე.
ბელორუსიის რომელიღაც სოფელში მოხდა. ფაშისტების დროს. ახალგაზრდა ქალს ჩვილი ჰყოლია. ვეღარფრით კვებავდა. წავიდა სოფლის ოფიცერთან, დაწვა მასთან, მოიტანა სახლში პური, კონსერვი და კიდევ რაღაცეები. დაუტოვა მეზობლებს წერილი (ბავშვი დამიპურეთ0 გავიდა სახლის უკან და ჩამოიხრჩო თავი(ო)...

ესეც თქვენი "რუსი" და მისი მორალი...
ასე რომ ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ.

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 17:47
HurricaneKat.
QUOTE

მთავარია გულის ასაკი
რომელიც ბიოლოგიურ წლოვანებას არ ემორჩილება 

რაც წლები ემატება ადამიანს, მით უფრო გრძნობს გულის ახალგაზრდობას.. ,,გული არ ბერდებაო'' უთქვამთ, მართლაც ასეა smile.gif
თუმცა ჯერ ჩვენც ახალგაზრდები ვართ :დ

nigo
არ მგონია ისეთ ასაკში იყოთ რომ ახალგაზრდული სამოსი არ შეგეფერებოდეთ )))
თორმეტი წლის გოგო მყავს, თითქმის ჩემი სიმაღლისაა და უკვე ,,ვჩხუბობთ'' ტანსაცმელებზე biggrin.gif რაც მოეწონება მართმევს )))))
დრო შეიცვალა, ჩემი ბავშვობის ბებო სულ სხვანაირი იყო, დღეს ვერ გაარჩევ ბავშვის ბებოა თუ დედა smile.gif)) ეს კარგიცაა, ქალი რა ასაკშიც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ ქალია..

Posted by: nigo 28 Dec 2017, 18:02
marimarita
QUOTE
არ მგონია ისეთ ასაკში იყოთ რომ ახალგაზრდული სამოსი არ შეგეფერებოდეთ )

ახლა ჯინსი, მაიკა და ლეგინსები კიდევ ჰა-ჰა.მინი მორჩა.
ორი ბიჭი მყავს , შვილებს შორის 19 წელია განსხვავება. ასაკს არ დავწერ. როცა მოვკვდები, მაშინ ნახონ პირადობის საბუთში. biggrin.gif

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 18:18
HurricaneKat.
QUOTE
ის ღმერთი იყო და ადვილი იყო მისთვის 

თუ მაგდენი გვესმოდა რომ ღმერთი იყო, დაგვეჯერებინა არ ჯობდა?

nigo
QUOTE
ტატუს გაკეთება მინდა,

sad.gif
არ მიყვარს ტატუ, ყოველთვის უარყოფით განწყობას მიჩენს, ვიზეც არ უნდა შევამჩნიო.

Posted by: marta007 28 Dec 2017, 18:35
nigo
QUOTE
ერთი გაპრანჭული მათხოვარია(მრცხვენია ამ სიტყვის,მათხოვრის) მაგრამ ასეა) ძალიან უყვარს პომადები და პარფუმერია, მეც ხომ იცი, როგორ ასაკთან შეუფერებლად ვიტხაპნები, ჰოდა, სად არის შენი შეპირებული პომადა და შარფებიო.
დღეს წავუღებ და გავახარებ. ქალი მთელი დღე ზამთარ-ზაფხულს ეკლესიის კარებთან ზის დიდი წითელი პომადით და ბიჟუტერიით.
რამდენჯერ მიფიქრია, თან ლამაზი ქალია, ახალგაზრდას რამდენი ოცნება და იმედი ექნებოდა,თუნდაც თავისი გარეგნობის გამო და ახლა სად არის ამდენი წელია 

საინტერესოა, Fელინის პერსონაჟის სტილში,
რომელ ეკლესიასთან დგას, თვალის შევლება მომინდა.
QUOTE
მეც ხომ იცი, როგორ ასაკთან შეუფერებლად ვიტხაპნები

არ გეთანხმები. :დ
ცოტა ტხაპნა ყველა ქალს უყვარს.
QUOTE
ძალიან პატარა ტატუს გაკეთება მინდა,

მეც მინდა. :დ

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 18:36
nigo
ვა რა მაგარია 19 წელი განსხვავება))) პატარა ძამიკო up.gif

nforumi
მე მიყვარს ტატუ სხვებზე, მეც გავიკეთებდი პატარას, მაგრამ ვშიშობ მომბეზრდება და ამიტომ არ ვრისკავ.. გულით რომ მინდოდეს გავიკეთებდი smile.gif)

Posted by: nigo 28 Dec 2017, 18:38
marta007
ვაკეში ,სამების წინ. ირინა ჰქვია.
* * *
nforumi

ჩემს მეტს არავის ეცოდინება და მარტო მე დავინახავ.

მომწონს და რა ვქნა biggrin.gif

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 19:18
nigo
QUOTE
მომწონს და რა ვქნა

კაცია და გუნებაო, ნათქვამია.

მე სხვაც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ არავინ ითვალისწინებს biggrin.gif
marimarita

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 20:26
nigo
ხოდა თუ ასე ძალიან გინდა გაიკეთე, თუნდაც დაგინახონ მერე რა მოხდა. ტატუ დღეს არავის არ უკვირს...

nforumi
შენ თუ ითვალისწინებ იმას, რაც სხვას არ მოსწონს? smile.gif)

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 21:07
marimarita
QUOTE
შენ თუ ითვალისწინებ იმას, რაც სხვას არ მოსწონს?  )

რა თქმა უნდა
თუ ჭკუაში დამიჯდა
ან
თუ ჭკუაში არ დამიჯდა

შესაბამისად.
biggrin.gif

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 22:06
nforumi
QUOTE
რა თქმა უნდა
თუ ჭკუაში დამიჯდა
ან
თუ ჭკუაში არ დამიჯდა

შესაბამისად. 

biggrin.gif
ალბათ შესაბამისადვე ვითვალისწინებთ ჩვენც :დ მეტ-ნაკლებად, არც მწვადი რომ არ დაიწვას და არც შამფური smile.gif)))

Posted by: PpPpPp 28 Dec 2017, 22:20
QUOTE
ჯინსი

QUOTE
დახეული ჯინსი

love.gif
ასაკი ვერ შემაძულებს war.gif

ტატუ მეც მინდა,მაგრამ შიში ოხერიsmile.gif

Posted by: nforumi 28 Dec 2017, 23:04
marimarita
QUOTE
ალბათ შესაბამისადვე ვითვალისწინებთ ჩვენც :დ მეტ-ნაკლებად, არც მწვადი რომ არ დაიწვას და არც შამფური )))

რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს.
სხვა კი არა, ჩემი შვილები არ ითვალისწინებ ჩემს აზრს, თუ ჭკუაში არ დაუჯდათ smile.gif

Posted by: marimarita 28 Dec 2017, 23:13
nforumi
ხო, ზემოთაც ავღნიშნე დრო შეიცვალა.. ჩვენ უნდა მოვერგოთ მათ და არა ისინი ჩვენ ))
მთავარია თავიდან არ დავუშვათ შეცდომა და სწორად ჩავყაროთ საძირკველი smile.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 08:37
დღეს ყავის დალევა ცოტა ადრე მომივიდა.
სიზმრის დამსახურებაა,რომელმაც გამომაღვიძა გულის ფრიალით..
ნეტა ამიხდესsad.gif

Posted by: Lаki 29 Dec 2017, 10:19
ძილი იმიტომ მ იყვარს რომ მთელ რამეს სიზმრებში ვატარებ. პრაქტიკულად ფილმებს ვუყურებ. ხანადახან ოცნებებიც ისხამს ფრთებს...
კაი მოგონებაა სიზმარი biggrin.gif
(11-15 წლის წინ ლამის ყოველ ღამე დავფრინავდი, მერე ან ფრთები მომაჭრა ვიღაც ბოროტმა, ან კიდევ დავმძიმდი და ამიტომ ვეღარ დავფრინავ mad.gif sad.gif )

არადა რა კაი იყო. დავხუჭავდი თაველბს და ცოტა ხანში მიწაც ვწყდებოდი. (ისე რა ფენომენია ნეტავ spy.gif )

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 10:31
მეგონა,რომ რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი,რომ გამომეღვიძა ტექსტს ვადგენდი რაც უნდა მიმეწერაsmile.gif
სიზმარშიც რომ გულსატკენ სმს ებს მწერსsmile.gif

Posted by: marimarita 29 Dec 2017, 10:54
მეც დავფრინავდი ხოლმე სიზმრებში, მაგრამ ოცნებებით )) სიზმრებს თავად ვადგენდი და წავრმართავდი... ტკბილად მეძინა smile.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 11:06
marimarita
QUOTE
სიზმრებს თავად ვადგენდი და წავრმართავდი.

ეგ როგორ?
მასწავლეsmile.gif

პ.ს.
2018 წლიდან ამ ფორუმს აღარ გავეკარები
ბოლო დღეები ფორუმზეsad.gif

Posted by: Lаki 29 Dec 2017, 11:42
marimarita
QUOTE
სიზმრებს თავად ვადგენდი და წავრმართავდი

ეგეც იყო biggrin.gif (რა კაი იყო sad.gif )
QUOTE
ეგ როგორ?
მასწავლე

ეგ არ ისწავლება
ისე როგორც არ ისწავლება კარგი მუსიკის/ლექსის შექმნა biggrin.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 11:50
QUOTE
ეგ არ ისწავლება
ისე როგორც არ ისწავლება კარგი მუსიკის/ლექსის შექმნა biggrin.gif

გადამიწურა იმედი...
sad.gif

gigi.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 11:57
marimarita
QUOTE
ხო, ზემოთაც ავღნიშნე დრო შეიცვალა.. ჩვენ უნდა მოვერგოთ მათ და არა ისინი ჩვენ ))
მთავარია თავიდან არ დავუშვათ შეცდომა და სწორად ჩავყაროთ საძირკველი

დრო შეიცვალა, მაგრამ ამ საკითხში მე მგონი ადრეც ასე იყო.

PpPpPp
QUOTE
2018 წლიდან ამ ფორუმს აღარ გავეკარები
ბოლო დღეები ფორუმზე

რატომ?
აღთქმა გაქვს მიცემული?

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 12:04
nforumi
QUOTE
რატომ?
აღთქმა გაქვს მიცემული?

ჰო,ნამდვილადsmile.gif
საკუთარ თავს მივეცი აღთქმა user.gif

Posted by: Lаki 29 Dec 2017, 13:29
QUOTE
გადამიწურა იმედი...

დაგიბრუნებდი, მარა
მივდივარო, და biggrin.gif

PpPpPp
QUOTE
ხვალიდან მივდივარ,ასე რომ დრო არის...

ნწუ
არ გამოვა მაი ამბავი.
საახალწლო რუზრუზი მაქვს და ლექციებისთვის არ მცალია. არც კონსულტაციებისთვის biggrin.gif

სორრი sad.gif

პ და ს
რაზეც ფიქრობ ძილის წინ ის გესიზმრებაო და. სცადე შენც... boli.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 13:32
Lаki
QUOTE
დაგიბრუნებდი, მარა
მივდივარო, და biggrin.gif

ხვალიდან მივდივარ,ასე რომ დრო არის...
smile.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 13:35
PpPpPp
QUOTE
ჰო,ნამდვილად
საკუთარ თავს მივეცი აღთქმა

აღთქმა არ უნდა დაარღვიო.

წარმატებები შენს შემდეგ ცხოვრებაში wink.gif

smile.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 13:43
Lаki
QUOTE
რაზეც ფიქრობ ძილის წინ ის გესიზმრებაო და. სცადე შენც...

ხო?
წუხელ ალბათ ამიტომაც დამესიზმრაsmile.gif
nforumi
QUOTE
აღთქმა არ უნდა დაარღვიო.

ვიცი...
QUOTE
წარმატებები შენს შემდეგ ცხოვრებაში wink.gif

მომკალი უკვე? war.gif
მადლობაsmile.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 13:53
PpPpPp
QUOTE
მომკალი უკვე? 
მადლობა

მე რა, შენ თავად კლავ ფორუმელ პიროვნებას...

არაფერს smile.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 13:58
nforumi
ცუდ პერიოდში მომიწია აქ მოღვაწეობამ,
სხვა შემთხვევაში არ "მოვკლავდი":)

Posted by: Mako Subladze 29 Dec 2017, 16:04
PpPpPp
QUOTE
რეგისტრ.: 22-December 17

QUOTE
წერილები: 28

ჯერ არ მოსულხარ და უკვე მიდიხარ?
მოგენატრება თავისუფალი სიტყვა. არ წახვიდე.

Posted by: la reine 29 Dec 2017, 16:25
PpPpPp

მე გიცანიsmile.gif

მერამდენე ნიკია, ნეტა?

ჩემთვის ძაან უცნაურია ასე რომ იქცევი. ახსნას ვერ ვუძებნი. არ გეწყინოს, ხო?smile.gif

თუ ისე ძალიან მოგწონს აქაურობა, რომ კვირაში თითო ახალ ნიკს აკეთებ, დარჩი და პოსტე. თუ დისკომფორტს გიქმნის და ხელს გიშლის რამეში, მაშინ მტკიცედ უნდა გადაწყვიტო და საკუთარ თავს ჯიბრში ჩაუდგეbiggrin.gif
აბა ასე წამდაუწუმ წასვლა-მოსვლა ერთგვარ ფსიქიკურ დარღვევას ჰგავს, მეპატიე, არ მინდა გული გატკინო, მაგრამ მე ასე ვუყურებ ამ ამბავსbiggrin.gif 2kiss.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 16:35
la reine
QUOTE
მერამდენე ნიკია, ნეტა?

ბოლო...
QUOTE
ახსნას ვერ ვუძებნი.

ვერც მეsmile.gif
ისე ზოდიაქოდან გამომდინარეც ალბათsmile.gif
QUOTE
აბა ასე წამდაუწუმ წასვლა-მოსვლა ერთგვარ ფსიქიკურ დარღვევას ჰგავს,

ფსიქიატრთან მაგზავნი,თუ პირდაპირ საგიჟეთს მივაკითხო?
user.gif
QUOTE
არ მინდა გული გატკინო

არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი:*
Mako Subladze
QUOTE
მოგენატრება თავისუფალი სიტყვა. არ წახვიდე.

smile.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 16:52
PpPpPp
QUOTE
ცუდ პერიოდში მომიწია აქ მოღვაწეობამ,
სხვა შემთხვევაში არ "მოვკლავდი":)

კერძოდ?

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 17:14
QUOTE (nforumi @ 29 Dec 2017, 16:52 )
PpPpPp
QUOTE
ცუდ პერიოდში მომიწია აქ მოღვაწეობამ,
სხვა შემთხვევაში არ "მოვკლავდი":)

კერძოდ?

ისეთი არაფერი...
ყველაფერი მოგვარდა უკვე.
user.gif

Posted by: la reine 29 Dec 2017, 17:20
PpPpPp

აჰა, მაინც გეწყინაsad.gif

და ნუ გგონია რომ ფსიქიატრი ბუაა. ჩვენ ყველას გვჭირდება მასთან საუბარი, მეტ-ნაკლებად, რა თქმა, უნდაsmile.gif

შენი საქმისა შენ იცი..
მე მთელი გულით გისურვებ წარმატებებს:*

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 17:23
PpPpPp
QUOTE
ისეთი არაფერი...
ყველაფერი მოგვარდა უკვე.

თუ მოგვარდა, მაშინ რაღატო მიდიხარ?

თუ შენი აღთქმა პირობებს არ ითვალისწინებს?

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 17:33
la reine
QUOTE
მე მთელი გულით გისურვებ წარმატებებს:*

მეც 2kiss.gif
საკუთარი თავი უფრო ადვილად ეხმარება ადამიანს,ვიდრე,ფზიქოლოგი,ფსიქიატრი და მითუმეტეს მათი დანიშნული წამლები...
პ.ს.ფსიქიკური აშლილობა ნამდვილად არ მაქვს,პანიკური აშლილობა მქონდა წლების წინ და საკუთარ თავს მე თვითონ ვუშველე,არც ისეთი სუსტი არ ვარ როგორიც ამ ფორუმზე გამოვჩნდიsmile.gif
არსებობს რაღაცრაღაცეები,რაც ძაან მასუსტებს და უსუსურს მხდის,თუნდაც ნებისყოფა,რომელიც,რაღაცისდაგამო არ გამაჩნიაsmile.gif
nforumi
QUOTE
თუ მოგვარდა, მაშინ რაღატო მიდიხარ?

მოგონებების დასავიწყებლად...
user.gif

Posted by: la reine 29 Dec 2017, 17:48
PpPpPp

user.gif

ანუ ფორუმთან მოგონებები გაკავშირებს?

სავარაუდოდ, ცუდი და არა კარგი.

თუ სწორად მივხვდი, მაშინ მართლა უნდა დატოვო აქაურობა.. იმიტომ რომ არავინ მემეტება ასეთი მაზოხიზმისთვისsad.gif
ყველაფერი უნდა მოიშორო რაც მასთან არის დაკავშირებული.
მე კაბა მოვისროლე, რომელიც ძალიან მიხდებოდა და სულ ერთხელ მეცვა. მაგრამ როგორც კი შევხედავდი, ისეთ ცუდ პერიოდს მახსენებდა, რომ ფიზიკურად ვხდებოდი ცუდად.

ჰოდა, გადავაგდე.

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 18:09
PpPpPp
QUOTE
მოგონებების დასავიწყებლად...

ჩვენ კი დაგვაინტრიგე და შენ ივიწყებ?

la reine
QUOTE
მე კაბა მოვისროლე, რომელიც ძალიან მიხდებოდა და სულ ერთხელ მეცვა. მაგრამ როგორც კი შევხედავდი, ისეთ ცუდ პერიოდს მახსენებდა, რომ ფიზიკურად ვხდებოდი ცუდად.

ხოო, საინტერესო მიდგომაა...
მაგრამ საკუთარ სხეულს რას უზამ, თუ მას უკავშირდება რაიმე ისეთი, რისი გახსენებაც არ გინდა?

Posted by: la reine 29 Dec 2017, 18:23
nforumi
მე მგონი...
სხეულს არაფერი ამახსოვრდება..აი თავში რომ დევს რუხი მასა, მაგას კიბატონოsmile.gif

იცით რა, ჩვენ, ადამიანებს არაფერი გვავიწყდება რაც გამოვიარეთ და რამაც დიდი ტკივილი ან სიხარული დაგვიტოვა...უბრალოდ ტკივილის შემთხვევაში, მის მიჩუმათებას ვცდილობთ ხოლმე...ერთ-ერთი მეთოდია ჩემ მიერ ხსენებულიbiggrin.gif ყველაფერს ვიშორებთ, რაც პროვოცირებს მოგონებების ფუთფუთსbiggrin.gif
ზოგჯერ..იშვიათად მაინც წამოყოფს თავს, მაგრამ არ უნდა ჩაუღრმავდე, არ უნდა შეჩერდე და უნდა გაექცე...ნებისმიერ რამეზე გადაერთო, ოღონდ მას არ დაუთმო არც გონება არც გული...აი ასე ნელ-ნელა ღრმად იმარხება დდა ბოლოს უკვე, მორიგი გახსენდებისას, აღმოაჩენ რომ გულგრილი ხარ, ემოცია..ნულიsmile.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 18:24
la reine
კი მაკავშირებს მოგონებები და ვთვლი რომ მათი დავიწყების ერთერთი გზა ფორუმიდან წასვლაა...
"გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო" ხომ გაგიგია,ალბათ ამდენი ნიკის გაკეთებაც ამან განაპირობა...
იმედი მქონდა რაღაცის და ეს იმედიც გაქრაsmile.gif
nforumi
QUOTE
ჩვენ კი დაგვაინტრიგე და შენ ივიწყებ?

მინდა,რომ დავივიწყო...

Posted by: Lаki 29 Dec 2017, 18:54
la reine
QUOTE
აი ასე ნელ-ნელა ღრმად იმარხება დდა ბოლოს უკვე, მორიგი გახსენდებისას, აღმოაჩენ რომ გულგრილი ხარ, ემოცია..ნული

არის რაღარც რომელიც დამღასავით სამუდამოდ რჩება და ვერაფრით მალავ, ან ივიწყებ...

თუმცა, რაც თქვი (დავიწყების მცდელობებზე) იმაში აბსოლიტურად გეთანხმები.

და კიდევ
ყველა დამღა ტიკივილის გამომოწვევი არაა... ზოგჯერ ტკბილ მოგონებებსაც გახსენებს... wink.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 19:25
QUOTE
ზოგჯერ ტკბილ მოგონებებსაც გახსენებს...

ჰო,ასეაsmile.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 19:32
la reine
QUOTE
სხეულს არაფერი ამახსოვრდება..აი თავში რომ დევს რუხი მასა, მაგას კიბატონო

არც ტანსაცმელს wink.gif

Posted by: la reine 29 Dec 2017, 19:35
nforumi

ტანსაცმელს კი არ ამახსოვრდება, ის კონკრეტული კაბა იწვევდა ჩემში ცუდ ასოციაციებსsmile.gif

Lаki

2kiss.gif

Posted by: Lаki 29 Dec 2017, 19:59
თუ გსურს ცხოვრება წყნარი და გრძელი
არ გაიხენო ტკივილი ძველი.
არ დაიდარდო, ერიდე წყენას.
აწმყოს იწამე, ეძალე ლხენას.
კაცთმოძულებით არ დაზიანდე
და მომავალი, უფალს მიანდე (ორიგინალში ღმერთები წერია, მე ასე გადავაკეთე biggrin.gif)

მგონი შექსპირისა...

la reine
ნუ გამაწითლე ეს შავი კაცი user.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 29 Dec 2017, 20:09
la reine
რომელი იუზერია ვიცანიო რომ ამბობ ? givi.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 20:22
la reine
QUOTE
ტანსაცმელს კი არ ამახსოვრდება, ის კონკრეტული კაბა იწვევდა ჩემში ცუდ ასოციაციებს

მაგას ვამბობ მეც.

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 20:32
_მანის_ქაშიო?
Tom ია,
ვერ მიხვდი?smile.gif

Posted by: marimarita 29 Dec 2017, 21:01

PpPpPp
QUOTE
ეგ როგორ?
მასწავლე

ალბათ აც იყო სიზმარი.. ჩემი ფიქრები ვაქციე სიზნმრად smile.gif
ზოგჯერ ახლაც მივმართავ ხოლმე მაგ ხერხს ))
პ.ს. გაგვიმხილე ვისი ალტერი ხარ smile.gif იქნებ იმიტომ მიდიხარ რომ ძველი ნიკით გინდა დაბრუნდე? ))

საღამომშვიდობისათ, კვლავ ბუხართან smile.gif)
user posted image

Posted by: _მანის_ქაშიო? 29 Dec 2017, 21:23

PpPpPp
თედოუსი არ უნდა იყო ზედმეტად გამრთულად წერ! ასე რომ რჩება ერთი ადამიანი მარტო
კერძოდ ჩემსავით მერწყული! რომელსაც წარამტებები ვუსურვე როცა თქვა წავედიოო! user.gif
marimarita
სად ხარ გურიაში თუ საიდუმლო არა ? givi.gif

Posted by: Mako Subladze 29 Dec 2017, 21:34
marimarita
შეშის სუნი დგას და ტკაცა-ტკუცი ისმის?

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 21:38
marimarita
QUOTE
იქნებ იმიტომ მიდიხარ რომ ძველი ნიკით გინდა დაბრუნდე? ))

არა ჩემო კარგო 2kiss.gif
_მანის_ქაშიო?
თედოუსი არ უნდა იყო ზედმეტად გამრთულად წერ! [QUOTE]
მოდი აქ წერით ადამიანებს ნუ შევაფასებთsmile.gif[QUOTE]

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 21:55
PpPpPp
ამარჩიელებ ხალხს და ამით ისწორებ შენსას ? wink.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 22:08
nforumi
რა ცუდია,რომ არ მიცნობsad.gif
QUOTE
ამარჩიელებ ხალხს და ამით ისწორებ შენსას ? wink.gif

ალბათ 13 წლის ვიქნები,ან უფრო პატარაsmile.gif

Posted by: marimarita 29 Dec 2017, 22:19
_მანის_ქაშიო?
შენც მერწყული ხარ? biggrin.gif
საიდუმლო არ არის, ჩოხატაურის კოცონია ))

Mako Subladze
ნამდვილად მასეა smile.gif

PpPpPp
ფოტოზე შენ ხარ? საყვარელი ხარ ))

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 22:24
marimarita
კი მე ვარ.მადლობაsmile.gif

მიყვარს ზამთარიც,ბუხარში ცეცხლიც და ცხელი ყავაც ჩემი ჭიქითsmile.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 29 Dec 2017, 22:29
PpPpPp
ხომ ვიცი მე ვინც ხარ და რა მაინტერესებს იცი ეს მერწყულების სენია ლაბათ ნიკების ცვლა ან მარტ 11 თებერვლის სასტავის givi.gif
ეგრევე გიცანი,უბრალოდ რომ დაწერე ვსო წავედიო ვიფიქრე მართლა წახვედი საბოლოდ...
იქ დაგიწერე თემაში მე და ჩვენი რომ არის იმედია კარგად იქნება-თქო user.gif

marimarita
ვა,კონკრეტულად რომელი სოფელია ? givi.gif
მერწყული ვარ 11 თებერვალი chups.gif

Posted by: marimarita 29 Dec 2017, 22:40
PpPpPp
მე რაც აქ ვარ სულ ნაკვერჩხალზე ვხარშავ ყავას smile.gif))
ნაცნობი სახე გაქვს... შეიძლება სადმე ვნახე შენი ფოტო, აქვე ფორუმის ფოტოებში ))

_მანის_ქაშიო?
მე არასდროს შემიცვლია ნიკი და არც ვაპირებ..
ავატარი მესამედ შევცვალე, ეს საბოლოო ვარიანტია აღარ შევცვლი, დამიხატეს პერსონალურად, რაღაცნაირად მგავსსავით და მომწონს ))) ეხლა ცოტა გადაპრანჭულია საახალწლოდ )))

რაიონშივე...
მე 7 თებ.. ))

Posted by: _მანის_ქაშიო? 29 Dec 2017, 23:03
marimarita
რა უბნელი ხარ? არ ვიცოდი ჩოხატაურელი
თუ იყავი user.gif

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 23:25
_მანის_ქაშიო?
მერწყული არ ვარ,შეცდიsmile.gif
marimarita
აუუუ, რა მაგრად მიყვარც ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავაsad.gif
კარგია სოფელში,ზამთარშიც და ზაფხულშიც,
ცოტა მივარდნილიც თუ იქნება,მთლად უკეთესი,დიდი თოვლი,ბუხარი,და ცხელი ყავა...

Posted by: marimarita 29 Dec 2017, 23:34
_მანის_ქაშიო?
არ ვარ ჩოხატაურელი, შიდა ქართლიდან ვარ წარმოშობით )))

PpPpPp
სად არის თოვლი :დ
საკმაოდ ცხელა, გაზაფხული გეგონება ))

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 23:36
marimarita
თოვლი იყო ჩემ ბავშვობაში,ეხლა სადაა თოვლი?
QUOTE
გაზაფხული გეგონება

დღეს ორჯერ გავაშრე სარეცხი მზეზეsmile.gif

Posted by: nforumi 29 Dec 2017, 23:44
PpPpPp
QUOTE
რა ცუდია,რომ არ მიცნობ

მონდომების ამბავია, ორივე მხრიდან.

QUOTE
ალბათ 13 წლის ვიქნები,ან უფრო პატარა

ეს ფორუმი არის ამდენი ხნის?

Posted by: PpPpPp 29 Dec 2017, 23:48
nforumi
QUOTE
მონდომების ამბავია, ორივე მხრიდან.

smile.gif
QUOTE
ეს ფორუმი არის ამდენი ხნის?

დაგაგვიანდა შემოსვლაsmile.gif
ჩემი ბავშვობის ფოტო იყო,სადაც დახ. 13 წლის ვიქნებოდი.
და წავშალეwink.gif
* * *
წარმატებები ყველაას:*:*:*

............

Posted by: nigo 30 Dec 2017, 08:07
_მანის_ქაშიო?

მეც 11 თებერვალში ვარ დაბდებული. არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე,ცივა. მაისი ან სექტემბერი მერჩივნა, ჩემი თვეებია. არც ცხელა, არც ცივა.ისე, ეს მეწრყულებიმთლად მორიელებივით არ ვიჭამთ თავს , მაგრამ სულ რამე ახალი გინდა, მე მაგალითად ,თბილისშ აღარ მინდა ცხოვრება. ხან ზღვაზე , ხან სოფელში. კაი შესახედი კი ვიქნებოდი ამ დილის 7საათზე ქათმების დაპურებაში და ღუმელში პურის ცხობაში.
ის შენ და
PpPpPp-მეც ძველები მგონიხართ.
ოღონდ ვერ ვხდები.

დღეს ისე მეზარება უამრავი საქმე, სადმე უკაცრიელ კუნძულზე მინდა, დაჟე პარასკევაც არ მინდა. ჩემთვის მარტო. სითბო,ზღვა , მთელი დღე პლიაჟზე წოლა დ ჰორიზონტის ყურება.
ცურვაც მეზარება.

Posted by: nforumi 30 Dec 2017, 10:18
PpPpPp
QUOTE
ჩემი ბავშვობის ფოტო იყო,სადაც დახ. 13 წლის ვიქნებოდი.

მე არ მინახავს, ვიფიქრე ეტყობა სხვა თემაში იყო რამე ფოტო თქო.

QUOTE
წარმატებები ყველაას:*:*:*

შენც smile.gif

nigo
QUOTE
დღეს ისე მეზარება უამრავი საქმე, სადმე უკაცრიელ კუნძულზე მინდა, დაჟე პარასკევაც არ მინდა. ჩემთვის მარტო. სითბო,ზღვა , მთელი დღე პლიაჟზე წოლა დ ჰორიზონტის ყურება.
ცურვაც მეზარება.

შენთვის წამალი იქნება ახლა უკაცრიელი კუნძული (ინტერნეტიც არ უნდა გქონდეს). სულ მალე აღარ მოგინდება wink.gif

Posted by: marimarita 30 Dec 2017, 11:34
PpPpPp
მოიცა სად წახვედი, რა წარმატებები, გვტიებ? )))

nigo
შენც მერწყული ხარ? გამეხარდა ))
ხო,სიახლეები გვიყვარს მერწყულებს.. მაგრამ სულ სოფელში ცხოვრებას არ ვინატრებდი.. აი უკვე ერთი კვირაა აქ ვარ და უკვე დავიღალე.. რთულია სოფელში ცხოვრება.. :წუწუნწუწუნ: gigi.gif
სამაგიეროდ განვიტვირთე გემრიელად, დავისვენე და უკეთესი შემართებით გავალ სამსახურში ))
ასეთი გადართვები მიყვარს. ერთფეროვნებას ვერ ვიტან...

დილამშვიდობისა ყველას bis.gif

Posted by: PpPpPp 30 Dec 2017, 11:51
QUOTE
მეც 11 თებერვალში ვარ დაბდებული.

QUOTE
არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე

QUOTE
ეს მეწრყულებიმთლად მორიელებივით არ ვიჭამთ თავს , მაგრამ სულ რამე ახალი გინდა

nigo
QUOTE
მეც ძველები მგონიხართ.
ოღონდ ვერ ვხდები.

smile.gif
QUOTE
დღეს ისე მეზარება უამრავი საქმე,

facepalm.gif
nforumi
QUOTE
მე არ მინახავს, ვიფიქრე ეტყობა სხვა თემაში იყო რამე ფოტო თქო.

და ჩათვალე,რომ 13 წლიდან ვპოსტავდი აქ?smile.gif
საინტერესოა რამდენი წლის გგონივარsmile.gif
marimarita
მომიწევს 2018 წლიდანsmile.gif
მეც არ ვიცი რა მინდა popcorn.gif
* * *
მთელი სადარბაზო დავალაგე,გავწყდი წელში facepalm.gif
ისეთი უცნაური მეზობლემი მყავს,ყოველწამს ვწლოდები კარზე კაკუნსsmile.gif

Posted by: nigo 30 Dec 2017, 17:11
PpPpPp
QUOTE
30 Dec 2017, 08:07  

QUOTE
დღეს ისე მეზარება უამრავი საქმე

რატომ მაფეისპალმებ smile.gif მეზარება და რა ვქნა,ჯერ მარტო ასჯერ მაღაზიებში მომიწევს გასვლა .სულ რაღაც დამავიწყდება. სიითაც კი
პირველი პოსტი 8-ზე შემოვედი ყავას ვსვამდი და ახლა დროებით ვისვენებ და მერე, ხაჩაპური, ნამცხვარი და კომშები.

უკვე რამდენიმე წელია, ჩემი ქმრის მეგობრები მოდიან 31-ში და ამიტომ დღეს მიწევს ყველაფრის გაკეtება. ხალადეცი, გოზინაყი გუშინ.

წინასწარ გილოცავთ, ბედნიერი ყოფილიყოს 2018 წელი .ჯანმრთელობა, გახარება, გამრავლება , ხვავი და ბარაქა.
ინგლისელებმა კი იციან ,მოკლედ და კარგად Be Wealthy and Healthyმოკლედ ჯანი და ხვავიო biggrin.gif

დღეს დუხოვკაში თავი თუ არ შევყავი, ხვალაც მოგილოცავთ. სულ რამდენიმე დღეა ხალხი ერთმანეთს ტკბილად რომ ელაპარაკება და მიხარია

Posted by: t-90 30 Dec 2017, 22:07
კეთილო ხალხო ვინაიდან დღეს ბოლო დღეა ამ წელიწადში როცა მე ფორუმზე შემოვდივარ (ხვალ ან საახალწლო სამზადისში მწევარივით მომიწევს სირბილი ან კიდე ბახუსის მონა გავხდები. კაი ოთხამდე ასე მიწევს)
ამიტომ ჩემთემელებს გილოცავთ ამ თემის აღორძინებას პირველ რიგში.
კაია ძველი კამანდაც ამოძრავდა, სეტაც კი შემოგვეწია ორიოდ სიტყვით.
ასევე გილოცავთ ახალ წელს. შევხვდეთ ყველაფერი კარგით და რაც მთავარია ჯანმრთელობით და ტანმრთელობით.
სხვა დანარჩენს ღმერთი მოგვცემს.

Posted by: marimarita 30 Dec 2017, 22:16
საღამომშვიდბისათ ....
მეც მოგილოცავთ ახალ წელს, ბედნიერი წელი მოსულიყოს, სიხარულით დაგვეპოსტოს და ერთმანეთის სიხარული გაგვეზიარებინოს love.gif

დავიღალე... მაგრამ მიხარია ახალი წელი smile.gif

Posted by: PpPpPp 30 Dec 2017, 22:41
nigo
მეც რომ ბევრი საქმე მქონდა მაგიტომ დავაფეისფალმეsmile.gif
თუმცა საავადმყოფოშიც ამოვყავი თავი,საქმეს ვინ ჩივისsad.gif

Posted by: nforumi 30 Dec 2017, 22:52
PpPpPp
QUOTE
და ჩათვალე,რომ 13 წლიდან ვპოსტავდი აქ?
საინტერესოა რამდენი წლის გგონივარ

ჩავთვალე რომ 13 წელი ხარ ამ ფორუმზე და გამიკვირდა კიდეც, ამდენი ხანია არსებობს მეთქი ეს ფორუმი?!
რამდენი წლის ხარ ამაზე არ დავფიქრებულვარ. ისიც არ ვიცი ქალს ველაპარაკები თუ კაცს wink.gif

Posted by: PpPpPp 30 Dec 2017, 22:58
nforumi
QUOTE
ამიკვირდა კიდეც, ამდენი ხანია არსებობს მეთქი ეს ფორუმი?!

მემგონი 2001 წლიდან არსებობს...
QUOTE
ისიც არ    ვიცი ქალს  ველაპარაკები თუ კაცს

რა მნიშვნელობა აქვს?
smile.gif

Posted by: nforumi 30 Dec 2017, 23:59
PpPpPp
QUOTE
მემგონი 2001 წლიდან არსებობს...

თუ მასეა, კი ყოფილა 16 წლის მაშინ. აქედან 13 წელი ხარ ამ ფორუმზე?

QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს?

რას არა აქვს კაცო მნიშვნელობა? ? ?

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 00:24
nforumi
QUOTE
აქედან 13 წელი ხარ ამ ფორუმზე?

No
სულ რაღაც 2 წელიsmile.gif
QUOTE
რას არა აქვს კაცო მნიშვნელობა? ? ?

სქესსwink.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 01:25
PpPpPp
QUOTE
No
სულ რაღაც 2 წელი

პატარა ყოფილხარ მაშინ. მე ათი წლის გავხდები აპრილში, 29 აპრილს დავრეგისტრირებულვარ 2008-ში. არასოდეს შემიცვლია.

QUOTE
სქესს

ჩემთვის აქვს.
მე კაცი ვარ და ქალებთან ურთიერთობა მანიჭებს სიამოვნება.

ნუ, მეცნიერულ საკითხებზე მსჯელობისას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, ამაში გეთანხმები smile.gif

Posted by: nigo 31 Dec 2017, 08:43
დილა მშიდობისა tuk.gif
ცოცხალი ვარ და იმედია , შუადღეს ადამიანს დავემსგავსები.

ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის.

ყველა სურვილი აგსრულებოდეთ.
ყველა მიზნისთვის მიგეღწიათ.
ჯანმრთელობა და ხალისი , ნომერ პირველი.!!
PpPpPp
QUOTE
თუმცა საავადმყოფოშიც ამოვყავი თავი,საქმეს ვინ ჩივის

აუ, რა დაგემართა? ხომ შვიდობაა, რადგან პოსტავ . ვინმე ახლობ
ელი?

მე რომ პატარა გოგო ვიყავი, ერთი წიგნი მიყვარდა"რუსის."ჯადოქარი დადის ქალაქში" ასანთის კოლოფი იპოვა ბავშვმა და თითო ღერი -თითო სურვილს ასრულებდა.
არ მინდა მთელი კოლოფი ,ჩემს ოცნებას,სულ ერთი ღერი ეყოფობა.
ჩემი ხნის არცერთი ხართ აქ და ალბათ არ გექნებათ წაკითხული. მეც სადღაც დავკარგე.
მოკლედ ,ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს!!!
თუ მოვიცალე, კიდევ შემოვალ. კარგია აქ, მართლა თბილა ბუხართან smile.gif

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 08:44
nforumi
QUOTE
პატარა ყოფილხარ მაშინ.

ადრეც ვიყავი დაახლოებით 2010 დარეგისტრირებული,მაგრამ არმახსოვს რა ნიკით ვიყავიsmile.gif
QUOTE
ჩემთვის აქვს.
მე კაცი ვარ და ქალებთან ურთიერთობა მანიჭებს სიამოვნება.

გასაგებია )

არ მიხარია ეს ახალი წელიsad.gif

* * *
nigo
QUOTE
აუ, რა დაგემართა? ხომ შვიდობაა, რადგან პოსტავ . ვინმე ახლობელი?

ჩემი შვილიsad.gif
ფილტვის ანთება აქვს (ექიმის ვარაუდით,თანაც ორი პედიატრის,თუმხა რედგენმა სხვა სურათი აჩვენა)
წვეთოვანი დაუდგეს და კიდევ კაი არ დაგვტოვეს საავადმყოფოში,წუხელაც იმხელა სიცხე ქონდა ვერ ვუგდებდი...
შეშინებული ვარsad.gif
რა მეახალწლება.

Posted by: nigo 31 Dec 2017, 09:16
PpPpPp
ღმერთმა კარგად გიმყოფოს პატარა, ნუ გეშინია, ჩემებსაც აქვთ გადატანილი და არაერთხელ.
სიცხის დაგდებაც გვიჭირდა, მაშინ არ იყო ამდენი საშუალება. ახლა ისეთი ანტიბიოტიკებია, კავერნებს არჩენს ბანალურ ანთებას კი არა.

საავადმყოფოში რომ არ დაგტოვეს, ესეიგი საშიში არაფერია.
აუცილებლად კარგად გახდება და შენც მოხვალ ხასიათზე.
აუცილებლად ,შემოდი და გვითხარი, როგორ ხართ/გუშინ საღამოს ერთი ახლობელი შემხვდა,ბებია-ბაბუა ორივე პედიატრები და იგივე მითხრა. შეიძლება რაღაც ვირუსია ფილტვზე გართულებით. ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 09:34
nigo
დიდი მადლობა ჩემო კარგო.
დაგვინიშნა ანტიბიოტიკი,იმედია დღეს ექნება ცოტა შედეგი,მაღალი სიცხის მეშინია ძალიან,უმართავი ვხები...
ძალიან გული მტკივა საქართველოში ამდენი უპასუხისმგებლო,არაპროფესიონალი ექიმების ხელში,რომ ვართ...
39 ზემოთ ქონდა სიცხე ბავშვს გავაქციე პედიატრთან,მან გადამაგზავნა რედგენზე და ანალიზებზე,მარჯვენა ფილტვზე მეეჭვება,ანთება უნდა ქონდესო,იგივე მითხრა საავადმყოფოს პედიატრმა,სისხლშიც ცვლილება ამოვიდა,მაგრამ რედგენმა არაო.ექიმმა ჩუმად გადაულაპარაკა ექთანს ნეტა დღეს ვინაა რედგენზეო,თვითონვე არ ენდობიან ერთმანეთს,ანტიბიოტიკიც იმიტომ დამინიშნა,რომ დარწმუნებული იყო,რომ ანთება ქონდა,სხვა შემთხვევაში ასე ადვილად არდანიშნავდა...
ვის ხელში ვართ ჩავარდნილებიsad.gif
პ.ს.
წლამდე 9 ჯერ მქონია ფილტვების ანთება გადატანილი,მერე ბაკურიანმა "მიშველა":)

Posted by: marimarita 31 Dec 2017, 09:36
დილამშვიდობისათ.. 2017 წლის უკანასკნელი დილაა smile.gif)

PpPpPp
ღმერთმა კარგად გიმყოფოს შენი შვილი..
ოღონდ შვილი ნუ გახდება ავად...

nigo
ასანთის ღერებმა კონკიას სამი კაკალი გამახსენა, როგორ მიყვარდა ეგ ფილმი smile.gif)

პ.ს. მე სულ რაღაც სამი წლის ვარ ფორუმზე, არც კი..
მანამდე არც ვიცოდი მისი არსებობა და აქ თურმე რა ამბები ტრიალებს smile.gif)))

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 09:39
marimarita
QUOTE
ოღონდ შვილი ნუ გახდება ავად...

აბა რაა,მირჩევია მე ვიყო ავად...
2kiss.gif

Posted by: nigo 31 Dec 2017, 09:48
PpPpPp
QUOTE
აბა რაა,მირჩევია მე ვიყო ავად...

აბა, რა. ისე რომ ახველებს და იხრჩობა და შენ რომ გინდა ,შენ გახველებდეს, შენ გქონდეს სიცხე, შენ გქონდეს მოტეხილი ხელი.
შენ იყო ცუდ ხასიათზე.
ყველაფერი კარგად იქნება. ჩემები გუდაურმა მოარჩინა.

გუშინ ღამე ვფიქრობდი შვილებზე, პრინციპში ყოველი ძილის წინ ასეა.ახლა დიდები არიან და მე პატარები მენატრებიან.

გული მითბება ,როცა მახსენდება უფროსი როგორ გულიანად ხარხარებდა დარელის წიგნს რომ კითხულობდა. უმცროსთან ერთად კი კანადურ სერიალს ვუყურებდით"ზურგის ქარი".
ვისხედით ერთმანეთის გვერდით და განვიცდიდით გმირების ამბებს.

კიდევ ლინდგრენის "ემილი ლიონბერგიდან" რომ ვუკითხავდი და ერთად ვხარხარებდით.

love.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 09:56
PpPpPp
QUOTE
გასაგებია )

რა?
wink.gif
QUOTE

არ მიხარია ეს ახალი წელი

რატომ? ხდება რამე, თუ მოგწყინდა ეს სამზადისები?

ისე გადამეტებული ვიცით მართლა ყველაფერი. ჩემი ცოლი სულ მპირდება ბევრს არაფერს გავაკეთებო, მაგრამ მაინც ბევრი გამოდის საბოლოოდ.

nigo
QUOTE
დიდები არიან და მე პატარები მენატრებიან.

შვილიშვილები?

Posted by: _მანის_ქაშიო? 31 Dec 2017, 10:02
nigo
ვა, რა საინტერესოა 11თებერვალს რომ ხარ
დაბადებული! მე მომწონს ჩემი დაბადების რიცხვიც და თვეც. ზამთარია, მაგრამ ის მომენტია, რომ გაზაფხული მოდის, რომელსაც ახალი იმედები და განსაკუთრებული გრძნობა მოაქვს, თავის სპეციფიურ სურნელთა ერთად.
მერყულიც მომწონს, ძალიან კარგი ნიშანია, ჩემი აზრით. გილოცავ თქვენც დამდეგს, მრავალს დაესწარი! ბედნიერება და ჯამრთელობა არ მოგკლებოდეს!
marimarita
ეგ რაიონია და არა სოფელი
biggrin.gif მაგას სოფელთან საერთო არაფერი აქვს. ფაქტიურად ასე გამოდის ჩოხატაური არც სოფელია და მითუმეტეს ქალაქი არაა,ნაზავი ვარიანტია! შენც გილოცავ და ყველა ვამბობ თემის წევრს! მრავალს დაესწარით!

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 10:06
nigo
QUOTE
გუშინ ღამე ვფიქრობდი შვილებზე, პრინციპში ყოველი ძილის წინ ასეა.ახლა დიდები არიან და მე პატარები მენატრებიან.

მალე შვილიშვილები ჩაანაცვლებს შვილებსsmile.gif
წარმოიდგინე რა მაგარია გიყვარს შვილი და მერე იმის შვილი ხომ უფრო გეყვარებაsmile.gif
არ ვიცი ასეთ სისულელეებზე რატომ მეფიქრებახოლმე,მაგრამ მგონია,რომ გოგოს შვილი უფრო საყვარელია ვიდრე ბიჭის,შენი შვილი აჩენს და არა ვიღაც სხვაsmile.gif
nforumi
QUOTE
რა?
wink.gif

ქალთან ურთიერთობა, რომ სასიამოვნოაwink.gif
QUOTE
რატომ? ხდება რამე, თუ მოგწყინდა ეს სამზადისები?

თვალი,რომ გადაგევლო ჩემი პოსტებისთვის მიხვდებოდიsmile.gif
* * *
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ვა, რა საინტერესოა 11თებერვალს რომ ხარ
დაბადებული

nigo
PpPpPp
smile.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 11:05
PpPpPp
QUOTE
ქალთან ურთიერთობა, რომ სასიამოვნოა

smile.gif
QUOTE
თვალი,რომ გადაგევლო ჩემი პოსტებისთვის მიხვდებოდი

აუჰ, გეთქვა რა... ეტყობა რაღაც გამომრჩა თორემ ყველა პოსტი მაქვს ამ თემაში წაკითხული, რაც გაქვს დაწერილი.
სხვაგან არ ვიცი.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 11:16
nforumi
ბავშვი მყავს ავად და ამიტომ არ მიხარია ეს ახალი წელი

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 12:17
PpPpPp
QUOTE
ბავშვი მყავს ავად და ამიტომ არ მიხარია ეს ახალი წელი

გასაგებია.

ძალიან განერვიულებენ ავად გახდომით, მაგრამ მერე უცბად იციან გამოკეთებაც. მთავარია სწორად უმკურნალო...

Posted by: _მანის_ქაშიო? 31 Dec 2017, 12:26
PpPpPp
მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ პატარა ბაიას love.gif
წარმატებები მერწყულო 2kiss.gif
ნიკბის ცვლა არფერს მოგვცემს,ფორუმი შეგვიძიალ შევზღუდოთ...
მე ეგრე ვაპირებ! 5 დღეში 2 პოსტი ან ცოტა ცოტა პოსტები givi.gif
აბა,ჰე ყველფერი კარგად იქნება jump.gif

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 12:54
nforumi
QUOTE
მთავარია სწორად უმკურნალო...

ვფიქრობ მართლა ანთება არ იყოს და ხომ არ გადავამოწმო სხვაგანაც რედგენი,დღესაც თუ მაღალი სიცხე ექნება ხვალვე წავიყან სხვასთან რედგენზე...
_მანის_ქაშიო?
QUOTE
მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ პატარა ბაიას love.gif

მადლობა მერწყულოsmile.gif
გამახსენდებიხოლმე 11 თებერვალსsmile.gif
QUOTE
ნიკბის ცვლა არფერს მოგვცემს,ფორუმი შეგვიძიალ შევზღუდოთ...
მე ეგრე ვაპირებ! 5 დღეში 2 პოსტი ან ცოტა ცოტა პოსტები givi.gif

არა მართო ზოდიაქო განსაზღვრავს ადამიანების მსგაავსებას,თურემე დღეებსაც მნიშვნელობა ჰქონიათsmile.gif
ზოგჯერ შენ პოსტს,რომ ვკითხულობ,მგონია რომ მე დავწერე ან ასე დავწერდი...
ზუსტად ვიცი რატომაც აკეთებ ამდენ ნიკებსsmile.gif
არ გაბედო შედავება! )

პ.ს.
წავედი ეხლა თოვლის ბაბუის საჩუქრები უნდა ვიყიდო.
ექიმის ფორმა და ხელსაწყოები უნდა პატარას,დიდმა პუანტები დაუწერა,აზრზე არ ვარ სად უნდა ვუშოვო facepalm.gif givi.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 12:56
_მანის_ქაშიო?
QUOTE
ფორუმი შეგვიძიალ შევზღუდოთ...
მე ეგრე ვაპირებ! 5 დღეში 2 პოსტი ან ცოტა ცოტა პოსტები 

მაგ უფრო ძნელია, ვიდრე საერთოდ არ შემოსვლა.

მეორე მხრივ, აქ რომ არ შემოხვალ, (PpPpPp -ს ვგულისხმობ), უფრო მეტი შეიძლება დაკარგო. ადამიანს გააჩნია.

ჩემთვის აქაურობა არის ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ჩაცმულობების და მოკაზმულობის გარეშე. მე ეს მჭირდება.

* * *
PpPpPp
QUOTE
ვფიქრობ მართლა ანთება არ იყოს და ხომ არ გადავამოწმო სხვაგანაც რედგენი,დღესაც თუ მაღალი სიცხე ექნება ხვალვე წავიყან სხვასთან რედგენზე...

დაგაინტერესებს:
მე სადღაც რომ ვიყავი წასული, ჩემი შვილი გამხდარა ცუდად. გამონაყარები და სიცხე. წაუყვანია ჩემ ძმას ჩემი ცოლი ბავშვიანი ექიმებში, ბოლოს კაციტაძესთანაც ვიყავითო და რაღაც ალერგიის წამლები დაუნიშნაო. მერე, ბოლოს, პოლიკლინიკაში იქნებ ბავშვის ექიმი ვნახოო, უფიქრია. მართლაც, ნახა ექიმმა ბავშვი, დაათვალიერა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა და მითხრაო: რა ალერგია, რის ალერგია, ბავშვს ბატონები აქვს, წადი სახლში გყავდეს, არ გაურთულდესო!.. ეს იყო ოც წელზე მეტი ხნის წინ.

ასე რომ მთავარია იპოვო ის, ვინც სწორ რჩევას მოგცემს. რენდგენზე გაშუქება არ არის კარგი, მითუმეტეს პატარასთვის. აჯობებს ის სურათი წაიღო იმ სხვა ექიმთან, ვისაც მოძებნი. თუ აუცილებელი გახდება კიდე გადაღება, ის თავად გეტყვის.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 13:10
nforumi
ორმა პედიატრმა გასინჯა,ორივემ ერთი და იგივე მითხრა,მარცხენა ფილტვზე ანთება მეეჭვებაო,რედგენზე არ გამოჩნდა,სისხლში კი ცვლილებები იყო,პედიატრმაც ამიხსნა,რომ სისხლი მიჩვენებს,რომ ანთებითი პროცესიაო,მაგრამ რედგენზე არ ჩანსო,იკითხა კიდეც ვინაა დღეს მორიგეოsad.gif
რედგენის სურათი მე არ მაქვს იქ დაიტოვეს,საავადმყოფოში

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 13:16
PpPpPp
QUOTE
ორმა პედიატრმა გასინჯა,ორივემ ერთი და იგივე მითხრა,მარცხენა ფილტვზე ანთება მეეჭვებაო,რედგენზე არ გამოჩნდა,სისხლში კი ცვლილებები იყო,პედიატრმაც ამიხსნა,რომ სისხლი მიჩვენებს,რომ ანთებითი პროცესიაო,მაგრამ რედგენზე არ ჩანსო,იკითხა კიდეც ვინაა დღეს მორიგეო
რედგენის სურათი მე არ მაქვს იქ დაიტოვეს,საავადმყოფოში

რომ მოთხოვ, წესით უნდა მოგცენ, ფული ხო გადაგახდევინეს სურათის გადაღებაში.
ისე, კარგი აპარატურა თოდუაში აქვთ, იქ უნდა გადაიღო. ფილტვებს რაც შეეხება, პედიატრები ფონედოსკოპით ვერ ხედავენ მარტო ერთ მესამედს, ორ მესამედს ხედავენ (ესმით), ასე რომ შეიძლება შუაში არის რაღაც პროცესი იმ ერთ მესამედში და თუ წესიერად არ გადაუღიათ, მაშინ უნდა იქ გადაიღო, სადაც გარანტირებულად კარგად გაგიკეთებენ, ბავშვის დასხივება კიდე რომ არ დაგჭირდეს მერე.

რამდენი წლის არის?

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 13:24
nforumi
QUOTE
რამდენი წლის არის?

3 ის...
ფული არ გადამიხდია,დაზღვევით გამიკეთეს...
ჩემი პედიატრი ძალიან ძლიერია,მაგრამ,უხეში ქალია ძალიან,რომ დავურეკო ი ისიც მერიდება,რამე ისეთი არ მითხრას,რომ მომთხაროს ნერვებზეsmile.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 13:35
QUOTE (PpPpPp @ 31 Dec 2017, 13:24 )
nforumi
QUOTE
რამდენი წლის არის?

3 ის...
ფული არ გადამიხდია,დაზღვევით გამიკეთეს...
ჩემი პედიატრი ძალიან ძლიერია,მაგრამ,უხეში ქალია ძალიან,რომ დავურეკო ი ისიც მერიდება,რამე ისეთი არ მითხრას,რომ მომთხაროს ნერვებზეsmile.gif

ხოო, დაზღვევასთან ვერ მაქვს მთლა კარგი ურთიერთობა, ჩვენთან ეს სისტემა ვერაა ჯანზე. ისე მგონი ყველგან პრობლემაა, სადაც კი სახელმწიფო ცხვირს ყოფს ამ ბიზნესში, არადა ყველგან ყოფს...

ამიტომ მაგათი დახმარებით გაკეთებულს არც ვენდობი და შესაბამისად არც ველოდები. მერე თუ ამინაზღაურებენ რამეს, პოსტ-ფაქტუმ, თორე ისე სად ვდიო.

რაც შეეხება უხეშობას, ეგ შეიძლება ნიღაბი იყოს თავისი სისუსტის დასაფარად. სხვა ექიმი იქნება ნახო.

იქნებ აქ არის ვინმე, ვისაც შეგიძლიათ ურჩიოთ?

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 13:39
nforumi
ისე ვიყავი დაბნეული,ვერ გამეგო სად წამეყვანა,არც მიფიქრია რომ უფასოდ გადაუღებდნენ,ახლო რაც იყო იქ მივიყვანე,ვიცოდი,რომ ჩემი ძმა ფრთებს გამოასხავდა თავის მანქანას სანამ იქამდე მიმიყვანდაsmile.gif
მერე მისაყვედურა რატო წესიერ საავადმყოფოში არ წავიყვანეთო...

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 13:45
PpPpPp
QUOTE
ისე ვიყავი დაბნეული,ვერ გამეგო სად წამეყვანა,არც მიფიქრია რომ უფასოდ გადაუღებდნენ,ახლო რაც იყო იქ მივიყვანე,ვიცოდი,რომ ჩემი ძმა ფრთებს გამოასხავდა თავის მანქანას სანამ იქამდე მიმიყვანდა
მერე მისაყვედურა რატო წესიერ საავადმყოფოში არ წავიყვანეთო...

მთავარია მოძებნო კარგი ექიმი და როგორც ის გირჩევ, ისე გააკეთებ მერე.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 13:49
QUOTE (nforumi @ 31 Dec 2017, 13:45 )
PpPpPp
QUOTE
ისე ვიყავი დაბნეული,ვერ გამეგო სად წამეყვანა,არც მიფიქრია რომ უფასოდ გადაუღებდნენ,ახლო რაც იყო იქ მივიყვანე,ვიცოდი,რომ ჩემი ძმა ფრთებს გამოასხავდა თავის მანქანას სანამ იქამდე მიმიყვანდა
მერე მისაყვედურა რატო წესიერ საავადმყოფოში არ წავიყვანეთო...

მთავარია მოძებნო კარგი ექიმი და როგორც ის გირჩევ, ისე გააკეთებ მერე.

თოდუაში წავიყვან ხვალ აუცილებლად...
მადლობა რჩევისთვის...

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 13:55
PpPpPp
QUOTE
თოდუაში წავიყვან ხვალ აუცილებლად...
მადლობა რჩევისთვის...

თოდუაში აპარატურა კარგი აქვთ. ექიმი არ ვიცი ვინ არის კარგი მანდ...

საერთოდ, სურათის გადაღება მანდ კარგია, აპარატურის გამო, მაგრამ ჯერ იქნებ ექიმი ნახო. ჩემმა ცოლამ მითხრა რომ კარგია თემურ მიქელაძე. არ ვიცი რომელ საავადმყოფოშია, მაგრამ არ გაგიჭირდება დაგუგლვა smile.gif

თავად დავგუგლე:
თემურ მიქელაძე
მიმართულება:პედიატრი,
სამუშაო ადგილი:კლინიკა კურაციო,
კლინიკის მისამართი:ცინცაძის 16
ქალაქი: თბილისი

სამჯერ დავწერე პასუხი, მაგრამ არ ამოიტანა რატომღაც, ეტყობა რაღაც შეზღუდვა აქვს, მარტო ორნი რომ ვპოსტავთ.

სცადე დღესვე, ახლავე დარეკე. ნახე რას გეტყვიან.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 13:58
nforumi
QUOTE
მიქელაძე

ვიცი,უძლიერესი პედიატრია,მაგრამ მაგასთან მოხვედრა ძალიან რთულია,მითუმედეს დღესასწაულებზე და ამ ვირუსებშიsad.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 14:01

PpPpPp
QUOTE
ვიცი,უძლიერესი პედიატრია,მაგრამ მაგასთან მოხვედრა ძალიან რთულია,მითუმედეს დღესასწაულებზე და ამ ვირუსებში

სცადე, დღესვე.
დარეკე, ნახე რას გეტყვიან.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 14:26
nforumi
ვცდი აუცილებლად? ..

ისეთი კარგები ხართ,აღარ მინდა აქედან წასვლაsad.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 14:28
PpPpPp
QUOTE
ვცდი აუცილებლად? ..

გაგვაგებინე რას იზამ.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 14:29
QUOTE (nforumi @ 31 Dec 2017, 14:28 )
PpPpPp
QUOTE
ვცდი აუცილებლად? ..

გაგვაგებინე რას იზამ.

აუცილებლად....

..........

Posted by: Mako Subladze 31 Dec 2017, 14:56
PpPpPp
QUOTE
ისეთი კარგები ხართ,აღარ მინდა აქედან წასვლა

გითხარი, ნუ წახვალ-თქვა.
სად იქნება nforumi-სნაირი ერთგული, დინჯი, ნათელი მოსაუბრე.

მე ხელში დანა ჩავირტყი და სამზარეულო დამატოვებინეს.
მძიმედ დაჭრილივით ვკვნესი, ამიტომ კარიც გამომიხურეს, ხოდა ვარ მოცლილი გაზის ბალონივით. biggrin.gif
ხო, კომბოსტოსთან წავაგე ბრძოლა, თავს ვაჭრიდი.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 18:25
Mako Subladze
QUOTE
სად იქნება nforumi-სნაირი ერთგული, დინჯი, ნათელი მოსაუბრე.

არამარტო nforumi თქვენ ყველანი კარგები ხართ...

გადავამოწმე სხვა პედიატრთან,არანაირი ფილტვების ანთება არ არისო,შეცდომით იყო დანიშნული მკურნალობა,იმედია მალე გამოვკეთდებით cry.gif

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 19:20
Mako Subladze
QUOTE
მე ხელში დანა ჩავირტყი და სამზარეულო დამატოვებინეს.
მძიმედ დაჭრილივით ვკვნესი, ამიტომ კარიც გამომიხურეს, ხოდა ვარ მოცლილი გაზის ბალონივით.
ხო, კომბოსტოსთან წავაგე ბრძოლა, თავს ვაჭრიდი.

ვაი smile.gif

QUOTE
სად იქნება nforumi-სნაირი ერთგული, დინჯი, ნათელი მოსაუბრე.

გავწითლდი...

QUOTE
გითხარი, ნუ წახვალ-თქვა.

აღთქმა თუ აქვს დადებული, რა ქნას... თუ რამე პირობით აქვს დადებული, მაშინ ხო. იმედია ასე smile.gif

PpPpPp
QUOTE
გადავამოწმე სხვა პედიატრთან,არანაირი ფილტვების ანთება არ არისო,შეცდომით იყო დანიშნული მკურნალობა,იმედია მალე გამოვკეთდებით

ძალიან კარგი. ბავშვის გამოკეთება ეგრევე ხასიათს გამოგითებს ადამიანს.

Posted by: PpPpPp 31 Dec 2017, 21:28
nforumi
QUOTE
აღთქმა თუ აქვს დადებული, რა ქნას... თუ რამე პირობით აქვს დადებული, მაშინ ხო. იმედია ასე smile.gif

მივდივარ ნუ გეშინიაwink.gif
ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
სულ რამოდენიმე საათში შემოაბიჯებს 2018 წელი,
დაე, ეს წელი ყოფილიყოს:სიხარულის,სიყვარულის,ხვავის და ბარაქის მომტანი ყოველი თქვენგანისთვის!

Posted by: nforumi 31 Dec 2017, 21:51
PpPpPp
QUOTE
მივდივარ ნუ გეშინია

არ მიყვარს როცა ადამიანი თავის პირობას არღვევს.
თუმცა არ მინდა რომ წახვიდე.

ასეა.

Posted by: PpPpPp 1 Jan 2018, 01:03
nforumi
QUOTE
თუმცა არ მინდა რომ წახვიდე.

"მჯერა":)
არ დავარღვევ პირობას!

Posted by: Lаki 1 Jan 2018, 02:13
PpPpPp

კაცი ხარ თუ 2017 წელი? smile.gif)

ახალ წელს გილოცავთ ყველას. ახდენილი ოცნებების წელი დაგდგომოდეთ
( ოღონდ სასარგებლო ოცნებების) : დ

Posted by: PpPpPp 1 Jan 2018, 10:52
Lаki
QUOTE
კაცი ხარ თუ 2017 წელი? smile.gif)

ჰმმ...

.............
* * *
ალბათ გძინავთ ყველას,ნაქეიფარ,ნადღესასწაულარ ხალხსsmile.gif
მე კი პირველიც არ იყო,რომ დავწექიsad.gif
ბევრი რამისადმი სიყვარული ბავშვობაში დავტოვე...

რა ნისლია?თოვლი მაინც გაემეტებინა მამაზეციერს?
ჩემი პატარა ყოველდღე მეუბნება თოვლი როდის მოვაო,ბებოს ვუთხრათ და ჩამოგიტანს მეთქი და ელოდება ეხლა ბებო,როდის ჩამოვაsmile.gif

Posted by: nforumi 1 Jan 2018, 13:20
PpPpPp
QUOTE
ალბათ გძინავთ ყველას,ნაქეიფარ,ნადღესასწაულარ ხალხს
მე კი პირველიც არ იყო,რომ დავწექი
ბევრი რამისადმი სიყვარული ბავშვობაში დავტოვე...

რა ნისლია?თოვლი მაინც გაემეტებინა მამაზეციერს?
ჩემი პატარა ყოველდღე მეუბნება თოვლი როდის მოვაო,ბებოს ვუთხრათ და ჩამოგიტანს მეთქი და ელოდება ეხლა ბებო,როდის ჩამოვა

smile.gif

Posted by: marimarita 2 Jan 2018, 01:09
გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ.. bis.gif

PpPpPp
მიხარია ბავშვი რომ კარგად არის...
არ წახვიდე..

Posted by: nigo 2 Jan 2018, 12:21
გილოცავთ ბედობას, გახარება, გამრავლება , ხვავი და ბარაქა დაგბედებოდეთ bis.gif
ოცნებების ასრულება, მიზნის მიღწევა და რაც მთავარია, ჯანმრთელობა.

PpPpPp
ხომ გითხარი, რადგან სახლში გამოგიშვეს , საშიში არაფერი იქნება-მეთქი. ჯანმრთელობა შენს პატარას და ძველით ახალ წელს მოიწყვე ზეიმი smile.gif ან შობას, კიდევ უკეთესი smile.gif

Posted by: Lаki 2 Jan 2018, 19:29
PpPpPp

31-ის მერეც დაპოსტა, და მე ეს მიხარია.
რატომღაც user.gif

Posted by: PpPpPp 3 Jan 2018, 20:47
marimarita
QUOTE
მიხარია ბავშვი რომ კარგად არის...

კარგად არაა,სამწუხაროდ,ფილტვების ანთება აღმოაჩნდა,ნემსებს ვუკეთებ cry.gif
ძლივს მივაგენი ისეთ პედიატრს,რომელმაც დაგვისვა დიაგნოზი,მანამდე "მკითხავებთან" დავდიოდიsad.gif
ეჰ,რა ქვწყანაში ვცოვრობთ,ექიმსაც,რომ ვერ ენდობი,იაშცილში მინდოდა წაყვანა და ისეთი ცუდები მსმენია მაგ კლინიკაზე ვერ გავრისკე
რა ცუდად დაიწყო ჩემთვის ეს წელიწადიsad.gif
nigo
QUOTE
ჯანმრთელობა შენს პატარას და ძველით ახალ წელს მოიწყვე ზეიმი smile.gif ან შობას, კიდევ უკეთესი smile.gif

მადლობა ჩემო კარგო 2kiss.gif
ძველით ახალ წელს მთაში ვაპირებ წასვლას,არასოდეს ვყოფილვარ ზამთარში და ძალიან მაინტერესებს,ბავშვებისთვისაც კარგი იქნება"განიავება":)
QUOTE
31-ის მერეც დაპოსტა, და მე ეს მიხარია.
რატომღაც

"ფიცის მწამს,ბოლო მაკვირვებს"
smile.gif
laki

Posted by: marimarita 3 Jan 2018, 23:49
PpPpPp
ნუ შეშინდები, მთავარია მიაგენით მიზეზს, ყველაფერი კარგად იქნება, მთაც მოუხდება ძალიან..
კარგი წელი იქნება ნუ ღელავ..
მამლის წელში გახდა ავად და ძაღლის წელში სულ ჯანმრთელად იქნება smile.gif

Posted by: t-90 4 Jan 2018, 00:04
მართლა ძნელი ყოფილა ეს ქართველობა.
ჭიქა არ გამაგდებინეს ხელიდან 3 დღეა. biggrin.gif

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 00:06
t-90
ჯერ სად ხარ, შობა და ძველით ახალი წელი წინ გელოდება smile.gif)

Posted by: Lаki 4 Jan 2018, 00:26
PpPpPp

ბავშვიც კარგად იქნება, შენც და ჩვენც 2kiss.gif
მთა ზამთარში კაია, გზა ტუა გაწმენდილი.:დ
მე შევხვდი ახალ წელს მანდ, პირველად wink.gif

Posted by: t-90 4 Jan 2018, 01:12
marimarita
არა ნუ ნამეტანია რა,
ამ უცხოელებს ვერ გავაგებინე biggrin.gif

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 01:32
t-90
ხო, ვერ ხვდებიან რა საჭიროა ორი ახალი წელი smile.gif)))
მართლაც და ყველაფერი ნამეტანი ვიცით რაა ...
ახალ წელთან რა მოსატანია და ქელეხებიც ზედმეტად მარაზმული ვიცით sad.gif(

Posted by: t-90 4 Jan 2018, 01:41
marimarita
ორი ახალი წელი კი არა.
ერთI ახალი წელი ძლივს გავაგებინე biggrin.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 03:59
marimarita
:*
იმედა მართლაც მალე გამოკეთდება!

Lаki

QUOTE
მე შევხვდი ახალ წელს მანდ, პირველად wink.gif

popcorn.gif

Posted by: nforumi 4 Jan 2018, 09:39
marimarita
t-90
დავითვალოთ გადარჩენილები, თუ ჯერ კიდე წინ გვაქვს მძიმე დღეები და ადრეა? wink.gif

PpPpPp
როგორ არის შენი ბავშვი? არის უკვე შედეგი, არის უკეთ?

Posted by: Lаki 4 Jan 2018, 09:50
PpPpPp

რას ჭამ?
გამასინჯე მეც user.gif
chups.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 10:22
nforumi
კი არის შედეგი უკვე,სიცხე აღარ აქვს და მოძლიერდა ცოტაsmile.gif

Lаki
წამო კინოში და გაჭმევsmile.gif
თუმცამე ხო იცი რა უინტერესო ფილმები მევასებაsmile.gif

Posted by: nforumi 4 Jan 2018, 11:47
PpPpPp
QUOTE
კი არის შედეგი უკვე,სიცხე აღარ აქვს და მოძლიერდა ცოტა

კარგია
smile.gif

Posted by: Lаki 4 Jan 2018, 12:07
QUOTE (PpPpPp @ 4 Jan 2018, 10:22 )
Lаki
წამო კინოში და გაჭმევsmile.gif
თუმცამე ხო იცი რა უინტერესო ფილმები მევასებაsmile.gif

არ შეგეშინდება ჩემტან ერთად სიბნელეში ჯდომის?
ისე კი, დარწმუნებული ვარ რომ შენს გვერდით ყოფნის შემთხვევაში ნებისმიერი ფილმი ჩემთვის უინტერესო შეიქნება user.gif

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 12:22
nforumi
თავად როგორ ხარ? შედიხარ დასათვლელთა სიაში? smile.gif))))

PpPpPp
მიხარია რომ კარგად არის smile.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 13:21
marimarita
nforumi

2kiss.gif
laki
vik.gif

Posted by: peto-dat 4 Jan 2018, 13:22
გაუტყდა................................

Posted by: nforumi 4 Jan 2018, 13:38
marimarita
QUOTE
თავად როგორ ხარ? შედიხარ დასათვლელთა სიაში? ))))

რომელ დასათვლელებს გულისხმობ გააჩნია wink.gif

Posted by: peto-dat 4 Jan 2018, 13:38
............................................

Posted by: Lаki 4 Jan 2018, 14:43
QUOTE (PpPpPp @ 4 Jan 2018, 13:21 )
marimarita
nforumi

2kiss.gif
laki
vik.gif

ჩემთვისაც რომ გამოგეგზავნება კოცნა გვარი-შვილობას ჩამოგართმევდნენ? sad.gif

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 16:16
nforumi
რადგან გამომეხმაურე, გადარჩენილებში ჩაგწერ smile.gif

Posted by: nigo 4 Jan 2018, 16:22
QUOTE (Lаki @ 4 Jan 2018, 14:43 )
QUOTE (PpPpPp @ 4 Jan 2018, 13:21 )
marimarita
nforumi

2kiss.gif
laki
vik.gif

ჩემთვისაც რომ გამოგეგზავნება კოცნა გვარი-შვილობას ჩამოგართმევდნენ?

აჰა, თქვენ ყველას ბევრი ლავები და კოცნები

აჰა თქვენ ყველას ბევრი love.gif love.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ადრე ,გვარიშვილობა კი არა, ისეთ ფასს ვადებდი, სოფი ლორენს შეშურდებოდა,ახლა აქეთ მიხარია.

lol.gif

შვილებს ვკოცნი წელიწადში ოთხჯერ.თითოეულს.
ახალი წელი
აღდგომა'
მათი დაბადების დღეები და ჩემი დაბადების დღე.
მეტი არაო.

smile.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 17:03
Lаki
რაც დაიმსახურე ის გამოგოგზავნეsmile.gif

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 17:10
nigo
არა რას ამბობ?! ალბათ მოვკვდები... დღეში ალბათ ასჯერ მაინც ვკოცნი )))) გოგოს მითუმეტეს, ბიჭმა ,,დედიკო გავიზარდეო'' , მაგრამ რომ არ მაწყენინოს თვითონ მაკოცებს ხოლმე smile.gif)

Posted by: nigo 4 Jan 2018, 17:30
marimarita
მარიტა ,გოგო სულ გაკოცებს, ბიჭისგან ნუ ელი.არც უნდა გეწყინოს.
ისე , მეც რომ გავიზარდე ,აღარც მე მინდოდა ჩემი მშობლების კოცნა.
როცა იზრდები , უკვე სხვისი კოცნა გირჩევნია და ეს სრულიად ბუნებრივია biggrin.gif

მოკლედ ,როცა გაბრაზდებით,ნურასდროს ეტყვით შვილებს , აი გაიზრდები,შენი შვილი გეყოლება და მერე ნახავო.

ერთი ერთზე მისრულდება , რასაც მამაჩემი მეუბნებოდა, არადა რას ვაშავებდი.

უბრალოდ სულ ამხანაგებში ყოფნა მინდოდა , იქ ხდებოდა საინტერესო ამბები. ეს ხომ ძალიან ნორმალურია.
ბებიაჩემი მეუბნებოდა ცოტა შეამცირე მეგობრების რიცხვი, ასე სახლისთვის ერთი წუთი აღარ დაგრჩებაო.
ახლა, როცა მეგობრებს ერთმანეთის ნახვა გვინდა და ვერ ვახერხებთ იმ დოზით. სულ ბებიაჩემის სიტყვებს ვიხსენებთ და გვეცინება. სწორი ყოფილა, ცოტანი რომ ვიყოთ, ხომ უფრო ხშირად ვიქნებოდით ერთადო. თან მე ასი სხვა და სხვა "სასტავი" მეგობრები მყავდა და მყავს.

Posted by: nforumi 4 Jan 2018, 17:58
marimarita
QUOTE
რადგან გამომეხმაურე, გადარჩენილებში ჩაგწერ

რა კაია... smile.gif

nigo
QUOTE
შვილებს ვკოცნი წელიწადში ოთხჯერ.თითოეულს.
ახალი წელი
აღდგომა'
მათი დაბადების დღეები და ჩემი დაბადების დღე.
მეტი არაო.

ლიმიტირებული გაქვს ესე იგი ?!
wink.gif

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 18:02
nigo
არ მწყინს, ,,ვითომ მეწყინას'' ვთამაშობ smile.gif)) მინდა ყურადღებიანი იყოს biggrin.gif
QUOTE

მოკლედ ,როცა გაბრაზდებით,ნურასდროს ეტყვით შვილებს , აი გაიზრდები,შენი შვილი გეყოლება და მერე ნახავო.

დავფიქრდი და ჯერჯერობით არ მქონია ამის თქმის მიზეზი )) ,,მერწყული'' დედიკო ვარ და სრულ თავისუფლებას ვანიჭებ შვილებს, არაფერში არ ვზღუდავ, თუმცა ნორმის ფარგლებში რა თქმა უნდა.. და ეს ,,ნორმა'' იციან რაც არის და ჯერჯერობით არ გადაუჭარბებიათ smile.gif)
არასოდეს ვამბობ ,,არასოდეს''-ს smile.gif

Posted by: nigo 4 Jan 2018, 18:23
nforumi
QUOTE
ლიმიტირებული გაქვს ესე იგი ?!

მკაცრად და გაწერილად.

marimarita
მეც მერწყული ვარ, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, რა იყო სწორი, ზედმეტი თავისუფლება თუ ცოტა ხელის მოჭერა ჯობდა.
ერთადერთი,რაც შემეშალა, არ ვაქებდი, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ კარგად სწავლობდნენ.
ახლა ისე არიან დარწმუნებულებო,რომ ყველაფერი ჩემზე მეტი იციან და ესმით და მე სავეცკი გადმოსახედიდან ვაზროვნებ,უკვე აღარ აქვს ქებას მნიშვნელობა.

პინკ პლოიდები მე მოვასმენინე, ზეპელინები ჩემგან გაიგეს.
ბითლზებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მიკ ჯაგერზე დღემდე ვაფანატებ. ემი ვაინჰაუზიც კი ჩემგან იციან და მე ვარ სავეცკი და პუგაჩოვას ალიე როზიი biggrin.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 18:24
marimarita
QUOTE
მერწყული'' დედიკო ვარ და სრულ თავისუფლებას ვანიჭებ შვილებს, არაფერში არ ვზღუდავ,

მეც ასე ვარ,სხვაგვარად არ შემიძლია facepalm.gif
ჩემი დიდი გოგოც მერწყულია,მაგრამ ძაან განსხვავებული ბავშვია,საერთოდ არ მგავს

Posted by: _მანის_ქაშიო? 4 Jan 2018, 18:41
მეც მერწყული ვარ და არ მყავს შვილი biggrin.gif
გილოცავთ კიდევ ერთხელ მრავალს დაესწარით

Posted by: Lаki 4 Jan 2018, 21:26
მსიამოვნებს როცა ვხედავ რომ უყურადღებოდ არ მტოვებენ... user.gif

nigo
ჩვენგანაც მიიღე 2kiss.gif (კვოტს ზემოთ biggrin.gif )

ბევრი P
ფილმი გირჩიე და არ ნახე ის პოსტი? spy.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 21:46
Lаki
ფილმის საყურბელი დრო სად მაქ,დღედაღამ სასახლეში ვარsmile.gif

Posted by: Lаki 4 Jan 2018, 21:49
PpPpPp
QUOTE
ფილმის საყურბელი დრო სად მაქ,დღედაღამ სასახლეში ვარ

რა სასახლეში?
და კიდევ, მაგ სასახლეში ინტერნეტი არაა? biggrin.gif

Posted by: PpPpPp 4 Jan 2018, 22:00
QUOTE (Lаki @ 4 Jan 2018, 21:49 )
PpPpPp
QUOTE
ფილმის საყურბელი დრო სად მაქ,დღედაღამ სასახლეში ვარ

რა სასახლეში?
და კიდევ, მაგ სასახლეში ინტერნეტი არაა? biggrin.gif

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში...
ფილმს იქ ვინ მანახებდა,კარი არ მქონდა შეღებული კონიაკის ჭიქა,რომ მომაწოდეს და მერე მთელი თავისუფლება რვიანების ხაზვით ვიარეsmile.gif...

Posted by: nforumi 4 Jan 2018, 22:03
nigo
QUOTE
მკაცრად და გაწერილად.

ამიტომ შვილიშვილების იმედად უნდა იყო. რას იზამ.

Posted by: la reine 4 Jan 2018, 22:24
გილოცავთ ახალ წელს:*

სულ ბედნიერები და ღიმილიანები იყავით. სითბო, სიყვარული და ბევრი კოცნა არ მოგკლებოდეთsmile.gif

არ მიყვარს ახალი წელი და მილოცვები მაგრამ თეთრიყვავობა უფრო არ მიყვარსbiggrin.gif

ამიტომაც ვეცადე მთელი გულით biggrin.gif

აი, შობა სულ სხვაა..რაღაცნაირად იდუმალი და მყუდრო..

Posted by: marimarita 4 Jan 2018, 22:42
nigo
QUOTE
მეც მერწყული ვარ, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, რა იყო სწორი, ზედმეტი თავისუფლება თუ ცოტა ხელის მოჭერა ჯობდა.

მეც ვფიქრობ ხოლმე ამაზე და ზოგჯერ საკმაოდ მკაცრიც ვარ, მაგრამ იშვიათად... მეგობრულ დამოკიდებულებას ვამჯობინებ, უფრო გახსნილები არიან )))
QUOTE
პინკ პლოიდები მე მოვასმენინე, ზეპელინები ჩემგან გაიგეს.
ბითლზებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მიკ ჯაგერზე დღემდე ვაფანატებ. ემი ვაინჰაუზიც კი ჩემგან იციან და მე ვარ სავეცკი და პუგაჩოვას ალიე როზიი

biggrin.gif 2kiss.gif

_მანის_ქაშიო?
QUOTE
მეც მერწყული ვარ და არ მყავს შვილი 
გილოცავთ კიდევ ერთხელ მრავალს დაესწარით

მეც გილოცავ ))
შენც გეყოლება თავის დროზე ))

* * *
la reine
QUOTE
გილოცავთ ახალ წელს:*

სულ ბედნიერები და ღიმილიანები იყავით. სითბო, სიყვარული და ბევრი კოცნა არ მოგკლებოდეთ

++ გილოცავთ!...

შობა მეც მიყვარს, სარკმელთან დანთებული სანთლები love.gif

Posted by: Lаki 5 Jan 2018, 09:05
la reine

შენც გილოცავ (ერთად) შობა- ახალ წელს.
საუკეთესო სურვილებით 2kiss.gif

Posted by: nigo 5 Jan 2018, 09:21
la reine
გილოცავ,კეთილო და გულიანო გოგო. ბედნიერი წელი ყოფილიყოს შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის 2kiss.gif

Posted by: peto-dat 5 Jan 2018, 23:36
..............................

ადვოკატები გამოუჩნდა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: marimarita 5 Jan 2018, 23:46
peto-dat
მსგავსი პოსტები პირადში ჯობია რომ მისწეროთ..

საღამომშვიდობისათ, შობას როგორ ხვდებით, რამე ტრადიცია გაქვთ? საშობაო ღვეზლებს აცხობთ ხოლმე? smile.gif

Posted by: peto-dat 5 Jan 2018, 23:53
marimarita
QUOTE
მსგავსი პოსტები პირადში ჯობია რომ მისწეროთ..

პირადში სხვა რამეს მივწერ... მააქვს უფლება? smile.gif

Posted by: marimarita 6 Jan 2018, 00:24
peto-dat
კარგია იუმორი რომ გესმის smile.gif)

Posted by: peto-dat 6 Jan 2018, 01:31
marimarita
QUOTE
კარგია იუმორი რომ გესმის

გადასარევიაsmile.gif))
თუმცა ბევრი რამე არ მესმის როგორც ჩანს...
და რა არ მესმის მაგასაც დავწერ თუ ასე გაგრძელდა...

Posted by: marimarita 6 Jan 2018, 01:44
peto-dat
შობა-ახალ წელს გილოცავ smile.gif

Posted by: peto-dat 6 Jan 2018, 01:56
marimarita
გაიზარდე დიდი გოგოsmile.gif
მეც გილოცავ!

ეხლა არ მითხრა ეგეც პირადში უნდა მოგეწერაო smile.gif))

Posted by: nigo 6 Jan 2018, 08:02
peto-dat
QUOTE
გაუტყდა...

რა ხდება , რა გამოვტოვე?

ადრე, ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ფილმი."ჩვენი ეზო"იქ ერთი ეზოს ამბების ყველაფრის მცოდნე ჭორიკანა დეიდა ვასასია. სესილია თაყაიშვილი თამაშობდა , როგორც ყოველთვის უძალიან უმაგრესად.
ჰოდა, მე ვარ ამ თემის" ვასასი" და უნდა ვიცოდე, რა ხდება lol.gif

Posted by: nforumi 6 Jan 2018, 11:16
nigo
QUOTE
მე ვარ ამ თემის" ვასასი" და უნდა ვიცოდე, რა ხდება

ვასასობა ეგრე ადვილი კი არ არის, მოწოდებით უნდა იყო მასეთი, მოწოდებით wink.gif

Posted by: Mako Subladze 7 Jan 2018, 00:03
ქრისტეშობას გილოცავთ, გოგონებო და ბიჭუნებო. მრავალს დაესწარით.

Posted by: nigo 7 Jan 2018, 10:41
nforumi
QUOTE
ვასასობა ეგრე ადვილი კი არ არის, მოწოდებით უნდა იყო მასეთი, მოწოდებით

ნამდვილად , ვასასობა მოწოდებაა, სულის ძახილი. biggrin.gif
გილოცავთ ყველას, ბედნიერი შობა, სურვილების ასრულება და საკუთარი თავისთვის და სხვისთვისაც მიცემული სიტყვის ერთგულება,'ამას ჩემ თავზე ვწერ.
გამექცა ხელი პოლიტიკის განყში და სულ მკვლელი და ბოროტი მიძახეს. ზუსტად ამ სიტყვებით biggrin.gif

კიდევ კარგი , არ მაღელვებს ფანატიკოსების აზრი, ჯერ ბელადის მონა ქალი რა არის და მერე კიდევ კაცი sad.gif

ჩემს ბავშვობაში, აი ძალიან დიდი ხნის წინ, იმიტომ მახსოვს,რომ ბებიაჩემი ტიროდა ამ ფილმზე 41-ერქვა.იქ კომუნისტი ქალი ,ბოლოს იდეის გამო კლავს თავის ძალიან შეყვარებულ თეთრგვარდიელს.
ჰოდა , ეტყობა ფანატიზმს ვერაფერს მოუხერხებ. გონებაშეზღუდული ადამიანების სენია.
ვინც მამკო, ევროპაში ბირთვული ფიზიკის პროფესორი ყოფილა. მოდი და გაიგე ახლა. biggrin.gif

Posted by: anamch 7 Jan 2018, 10:45
როგორ ხართ?

nigo
nforumi
beqa1971
<3 <3 <3 <3 <3 <3

Posted by: nigo 7 Jan 2018, 11:22
anamch
<3<3

ბედნიერი შობა, ჯანმრთელობა და წარმატება ყველა წამოწყებულ საქმეში 2kiss.gif

სულ გკითხულობ ფეიბუქზე, მაგრამ ეს ლაიკები და ლავები რაღაც ვერა რა biggrin.gif თორემ, თუ ვინმეს ეკუთვნის ერთერთი პირველთაგანი ხარ. აბა შენ იცი.აღარ დაიკარგო smile.gif

Posted by: marimarita 7 Jan 2018, 14:13
შობას გილოცავთ, უფალი გფარავდეთ!...

Posted by: nforumi 7 Jan 2018, 17:11
nigo
QUOTE
ვინც მამკო, ევროპაში ბირთვული ფიზიკის პროფესორი ყოფილა. მოდი და გაიგე ახლა. 

wink.gif
შეეშვი რა.

anamch
ანამჩიც მოსულააა smile.gif

Posted by: beqa1971 9 Jan 2018, 10:46
ესეიგი ოთახიდან მოჩანს უშველებელი ამწეკრანი, მოპირდაპირე მხარეს მოშორებით დგას ქუჩის იქით.. აიგებს რაღაცას მოტრიალდება დაუშვებს მეორე მხარეს, ჩაფლული ვარ "ქაღალდებში", ვკითხულობ ვსწავლობ რაღაცას ჩემთვის ახალს, კრიპტო, ბანკი, ეკონომიკა, აზრეზე არა ვარ და ვსწავლობ.
"ფული ხელის ჭუჭყიაო" ბავშვობიდან ასე ვიცოდი და ვზივარ ეხლა გაშტერებული ამ ქაღალდებში.
ამწეკრანს, მინის პატარა კაბინა აქვს. აიღებს ისევ ერთ მხარეს რაღაცას მოტრიალდება დადებს მეორე მხარეს. ამ ტრიალისას შუა ფაზაში კაბინის მინაზე მზე ირეკლავს და აჭყიტინებს.
შემოვარდება მზის შუქი ოთახში შემომიჭყიტინებს და ჩაქრება ისევ. თვალს მჭრის მარა მაინც გავხედავ ხოლმე.
...
რას გვერჩოდა ეს კაი ხალხი ასე რო დაგვტოვა ლექსების და ანდაზების ამარად.
...
გათენდა უკვე გავიღვიძოთ , ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ახალი წელია!
smile.gif

anamch

კარგად, მადლობა მოკითხვისთვის , სასიამოვნოა smile.gif

Posted by: Ve()_Fobos 10 Jan 2018, 02:28
...........................................................................

Posted by: beqa1971 10 Jan 2018, 12:39
გილოცავთ შობა ახალ წელს ყველას!, გისურვებთ ჯანმრთელობას სიკეთეს სიყვარულს, ხვავს და ბარაქას! დაე ეს წელი ყოფილიყოს საქართველოს გამთლიანების, სამშობლოს მოწყვეტილი მოქალაქეების დაბრუნების , სიდუხჭირის დაძლევის და გაბრწყინების წელიწადი!!!

ის ზედა პოსტი პახმელიაზეა დაწერილი ყურადღებას ნუ მიაქცევთ smile.gif

Posted by: Mako Subladze 12 Jan 2018, 00:03
როგორც იქნა, თბილისში გათოვდა, ამ ზამთარში პირველად.
მინდა ძველით ახალ წელს თოვდეს. კალანდას უხდება თოვლი და მსუქანი ხაჭაპურები.

Posted by: marimarita 12 Jan 2018, 00:56
Mako Subladze
QUOTE
როგორც იქნა, თბილისში გათოვდა, ამ ზამთარში პირველად.

პირველად არა, უკვე იყო თოვლი, მაგრამ არ გაჩერდა მალე დადნა smile.gif არა მგონია დადოს, თუმცა მინდა რომ ცოტა ხნით მაინც იყოს ჩვენთან..

საღამომშვიდობისათ smile.gif

Posted by: nforumi 12 Jan 2018, 08:41
Mako Subladze
QUOTE
როგორც იქნა, თბილისში გათოვდა, ამ ზამთარში პირველად.

სად თოვს?

Posted by: Mako Subladze 12 Jan 2018, 09:58
nforumi
QUOTE
სად თოვს?

ისანში თოვდა.
ამ დილას მოწმენდილია ცა და მზეც ანათებს.

Posted by: nforumi 12 Jan 2018, 16:30
Mako Subladze
QUOTE
ისანში თოვდა.
ამ დილას მოწმენდილია ცა და მზეც ანათებს.

შენ რომ დაწერე ღამე იყო, მაგ დროს იქნებ ჩემკენაც კი თოვდა, რას გაიგებ.

Posted by: Mako Subladze 13 Jan 2018, 15:03
nforumi
ამაღამ შენთანაც ითოვებს.

Posted by: nforumi 13 Jan 2018, 15:40
Mako Subladze
QUOTE
ამაღამ შენთანაც ითოვებს.

კარგია, მიყვარს კარგი თოვა...
საიდან ეს პროგნოზი?

Posted by: Mako Subladze 13 Jan 2018, 16:01
nforumi
QUOTE
საიდან ეს პროგნოზი?

http://amindi.ge/hourly-forecast

Posted by: nforumi 13 Jan 2018, 16:28
QUOTE (Mako Subladze @ 13 Jan 2018, 16:01 )
nforumi
QUOTE
საიდან ეს პროგნოზი?

http://amindi.ge/hourly-forecast

თუ დაეჯერება ამათ, ძალიან კარგი... მაგრამ სუსტი თოვლიო wink.gif

Posted by: Ve()_Fobos 13 Jan 2018, 23:27
.................................................................

Posted by: nforumi 15 Jan 2018, 21:49
სად წავიდა ჩაის ხალხი? თუ შეშა გამოილია?

Posted by: Mako Subladze 15 Jan 2018, 22:06
nforumi
QUOTE
სად წავიდა ჩაის ხალხი? თუ შეშა გამოილია?

მე თოვლს ვდარაჯობ. biggrin.gif
გამთენიისას 5-ზე ვნახე ჩუმად თოვდა.

Posted by: nforumi 16 Jan 2018, 08:28
Mako Subladze
QUOTE
მე თოვლს ვდარაჯობ.
გამთენიისას 5-ზე ვნახე ჩუმად თოვდა.

მოკლედ, არ უნდა მოსვლა smile.gif

Posted by: nigo 16 Jan 2018, 09:21
ხალხ,მე თუ ავად გავხდი აღარ უნდა დაპოსტოთ biggrin.gif
გუშინ გავხსენი კომპიუტერი და სულ ილიკოს ახალი ცეკვის გარჩევა იყო.

თქვენ რას ფიქრობთ?
მუსიკა არ მომეწონა,ძალიან ბაიათებია.ეგვიპტეში მინახავს შოუზე "ტანეც ჟივატა"რაღაც ასეთს მივამსგავსე.
ჩემი აზრით უდავოდ ნიჭიერი კაცია, ექსპერიმენტატორობს, სიახლეს ეძებს, მაგრამ ქართული არ უნდა დაერქმია, რაღაც მოდერნი.ვთქვათ ქართულის რიმეიკი 21-ე საუკუნეში და ა.შ.

ახლა კიდევ ერთი . მოკლედ რეზო ამაშუკელს ყველა იცნობთ და ალბათ ნანახი გაქვთ მისი ბოღმიანი ,საშინელი ეპითეტებით სავსე ვიდეომიმართვები.
გუშინ ,ისე მოხდა, რომ მის ერთ ლექსს გადავაწყდი. თამაზ ჩხენკლეს უძღვნის.გავოგნდი.ვერ ვუჯერებდი ,რომ მისი იყო, თუმცა სხვა რამდენიმე ძალიან კარგი ლექსი კი აქვს.
ისეთი სათუთი, სევდიანი, დახვეწილი.
როგორ იტევს ერთი სხეული, ერთი ფსიქიკა ამდენ ბოღმას და ასეთ ნატიფ სინაზეს.
მერე თუ გინდათ დავდებ,
უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ და მეცნიერები დღემდე კამათობენ, რომელია ნამდვილი ,ის რასაც ავტორის გმირები ამბობენ ან აკეთებენ თუ რაც ცხოვრებაში მასზე გაგვიგია და ვხედავთ.
ძალიან ძლიერი ლექსი იყო, ისე იმოქმედა, ღამე კაი ხანს ვერ დავიძინე. თან ვიცნობ რეზოს. ჩემი შვილი მის ცოლთან დადიოდა ინგლისურზე. ტელეფონზე დარეკვის მეშინოდა,ისე უხეშად გპასუხობდა და ცოლს რომ დაუძახებდა ტელეფონთანო, მე მაცივებდა და ამ დროს ასეთი სისათუთე.
მიდი და გაიგე.

Posted by: marimarita 16 Jan 2018, 11:43
nigo
QUOTE
ხალხ,მე თუ ავად გავხდი აღარ უნდა დაპოსტოთ

ახლა როგორ ხარ??
QUOTE
გუშინ გავხსენი კომპიუტერი და სულ ილიკოს ახალი ცეკვის გარჩევა იყო.

თქვენ რას ფიქრობთ?

სუხიშვილების ფანი ვარ, ილიკო უნიჭიერესია, მომწონს მისი ცეკვისადმი მიდგომა, სიახლეები, ტრადიციულებსაც ინარჩუნებს და სიახლესაც უწყობს ფეხს, თუმცა იმაშიც გეთნხმებით რომ ამ ცეკვისთვის ,,ცეკვა ქართული'' არ უნდა დაერქმია, საერთოდ არაფერ შუაშია სახელწოდება ცეკვასთან..
QUOTE
გუშინ ,ისე მოხდა, რომ მის ერთ ლექსს გადავაწყდი. თამაზ ჩხენკლეს უძღვნის

საინტერესოა, წაგვაკითხეთ ))

Posted by: nforumi 16 Jan 2018, 14:26
nigo
QUOTE
ხალხ,მე თუ ავად გავხდი აღარ უნდა დაპოსტოთ 

ავად თუ იყავი, მით უმეტეს აქ უნდა ყოფილიყავი, აბა რას აკეთებდი?

არც ის ცეკვა მინახავს, არც ლექსი.

Posted by: Gudulasheli 17 Jan 2018, 02:17
ცეკვასთან დაკავშირებით: საერთოდაც, სუხიშვილების რეპერტუარი უძველესქართული რატომ ჰგონია ხალხს, ეგ მიკვირს. კულტურას ხო პერიოდულად განახლება, მოდერნთან ადაპტაცია სჭირდება. უბრალოდ, ამ ფაქტში ის არ მომწონს, რომ ერთ პიროვნებას და მით უარესი, რომ ერთ ოჯახს, თითქოს პატენტი აქვს მოპოვებული ამ ქართულ ცეკვაზე და მანდ უნდა გვიკარნახოს ეროვნული ტენდენციები.

Posted by: თორნიკეე 17 Jan 2018, 03:48
QUOTE
ცხელ ჩაისთან

ფიქრს არაფერი სჯობსო...

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: t-90 17 Jan 2018, 04:26
nigo
ობიექტურად.
ეგ კაცი არის საქ. სსრს პოეტებში საშუალოზე მაღალი დონის.
ნუ ისევე როგორც ნაგვებში.

Posted by: nigo 17 Jan 2018, 07:20
Gudulasheli
QUOTE
ცეკვასთან დაკავშირებით: საერთოდაც, სუხიშვილების რეპერტუარი უძველესქართული რატომ ჰგონია ხალხს, ეგ მიკვირს. კულტურას ხო პერიოდულად განახლება,

რატომ ჰგონიათ? ყველამ იცის, რომ ცეკვების უმრავლესობა, რომელსაც ახლა ტრადიციულს ეძახიან სულ ნინოს და ილიკოს დადგმული იყო და თავის დროზე კრიტიკის ქარცეცხლშიც ატარებდნენ.იგივე ხორუმი, სხვა რომ თავი დავანებოთ. ახლა ის გახდა
ტრადიციული და მე მგონი პატარა ილიკო უზომოდ ნიჭიერი ადამიანია, ექსპერიმენტატორობს, ბევრი ცეკვა ძალიან კარგი გამოუვიდა და ახლა შემოქმედებითი ძიების დროს ხანდახან არის ჩავარდნები.
მათი დამსახურებაა საქართველოში ქართული ცეკვების ასეთი დიდი პოპულარობა, ადრე სუფრებზე ახალგაზრდები არც ცეკვავდნენ ქართულ ცეკვებს ,ახლა უფრო მასობრივი გახდა.

ერთი პერიოდი, აღარ მახსოვს, კომუნისტები დრო იყო თუ უკვე გაგანია პერესტროიკა , მოკლედ თბილისობის ემბლემად უნდოდათ კინტო. ესკიზიც კი იყო დახატული, ამაზე გადაირია მწერალი არჩილ სულაკაური, რომელმაც დაწერა , რას წარმოადგენდა კინტო და კინტოსა და ყარაჩოხელს შორის განსხვავება. დაწვრილებით ამაზე თბილისის განყშია. ნინო რამიშვილი ეკამათებოდა . არჩილს უნდოდა ეს კინტოური-შალახოს საერთოდ ამოღება ქართული ცეკვების რეპერტუარიდან. ამაზე იყო დიდი ომი ჟურნალ-გაზეთებში. როცა გავიზრდე და მეტი გავიგე , კი ვეთანხმები არჩილს ყველაფერში, მაგრამ ფრიდონ სულაბერიძე რომ ცეკვავს ამ კინტაურს, მართლა შედევრია. ამ ვიდეოს დადება ხპომ ვერ ვისწავლე.
აჭარულსრაც შეეხება , მახსოვს იმაზე უკვე მწერალი რეზო ჯაფარიძე მართლა ანგრევდა პრესას, ის ილეთი რომ არის, კაცები რომ ცოტა რაღაც ისეთ ილეთებს აკეთებენ, ესაო დასაჭურისებული მამაკაცების ცეკვა იყო ირანშიო.
ასე რომ მთლად ია-ვარდით მოფენილი გზა არ ჰქონიათ დიდ ილიკოსა და ნინოს. მათაც ბევრი გამკრიტიკებელი ჰყავდათ.

ახლა გამოთქმა როა, "ქართველობას გვართმევენ"სუხიშვილების ხორუმზე და" რუსთავის"მრავალჟამიერზე ,სისხლი მეყინება , მერე გული მიჩვილდება, ემოციები მეძალება და ცრემლს ვერ ვიკავებ, ისეთ ქართველობა ვგრძნობ. არადა , სად მე , სად ცრემლი და სენტიმენტები. ქალს ცხოვრებაში ერთი ცრემლი არ გადმომვარდნია. არადა კაი კია, წაიტირებენ ჩემი მეგობრები და მოეშვებათ ხოლმე. smile.gif

გრამატიკაზე და ორთოგრაფიაზე ბოდიში მომითხოვია. ახალ გაღვიძებულზე მომდის აქ წერის მუზა lol.gif ერთი ჭიქა ყავა ჩემს გამოფხიზლებას არ შველის. lol.gif
* * *
t-90
QUOTE
ეგ კაცი არის საქ. სსრს პოეტებში საშუალოზე მაღალი დონის.
ნუ ისევე როგორც ნაგვებში.

მგონი მართლა სერიოზულად ავად ვარ, გუშინ კიდევ მისი ორი ,სრულიად არაჩვეულებრივი ლექსი ვნახე.

Posted by: Gudulasheli 17 Jan 2018, 12:54
QUOTE
მათი დამსახურებაა საქართველოში ქართული ცეკვების ასეთი დიდი პოპულარობა

ამაში კი გეთანხმები და სხვა ბევრ რამეშიც, მაგრამ ხომ უდავოა, რომ კულტურულ პროცესებს დიდი ყურადღება სჭირდება და მარტო იმიტომ, რომ მოგვწონს და ესთეტიურად სასიამოვნოდ აღიქმება, ვერ იქნება ქართული.

QUOTE
პატარა ილიკო უზომოდ ნიჭიერი ადამიანია, ექსპერიმენტატორობს, ბევრი ცეკვა ძალიან კარგი გამოუვიდა და ახლა შემოქმედებითი ძიების დროს ხანდახან არის ჩავარდნები.

ჩავარდნები, რომელთაც „ცეკვა ქართული“ არ უნდა დაარქვა :დ.

Posted by: nigo 17 Jan 2018, 15:21
Gudulasheli
QUOTE
ჩავარდნები, რომელთაც „ცეკვა ქართული“ არ უნდა დაარქვა :დ

სრულიად გეთანხმები.ქართული არ უნდა დაერქმია.
მისი ასა ფართის დამსახურებაა,რომ მთელი ახალგაზრდები აცეკვდნენ.
ხომ დავწერე, რამე სახალისო სახელი დაერქმია.
მუსიკა ვისია, ნიაზ დიასამიძის? , ყველაზე მძიმედ ეგ ისმინება, ნუ ბაიათებიც არ არის , რაღაც გაუგებრობაა, თორემ ქსოვრელების
სიმღერა სულ სხვა საქმეა და ძალიანაც კარგია, ვისაც ასეთი მუსიკა უყვარს.ძველტფილისური,ორთაჭალის და მადათოვის ამბებშია.

არადა , სერიალ" ტიფლისში" მომწონს ნიაზის მუსიკა.
ვისაც გინახავთ ფილმი "თბილისი, თბილისი"-ლევან ზაქარეიშვილის, აღარაა ცოცხალი, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.იქ მღერის თითონ ნიაზი ,ნუ ძალიან მაგარი საუნდტრეკებიცაა, ოღონდ ზუსტად ისეე გააკეტა ,როგორც ლევანს უნდოდა.თბილისოს მღერის ძალიან განსხვავებულად.
უამრავი პროზი აქვს არებული ამ ფილმს და ქართულ ინტრიგებს კი შეეწირა ,რომ ძალიან ბევრს არა აქვს ნანახი. ერთად გამოვიდა ეს ფილმი და "გასეირნება ყარაბახში" ლევანის ფილმა ძალიან ბევრი პრიზი აიღო, მაგრამ მაშინ რჩეულიშვილები, რუსთავი ორი , კორინთელი, მტელი სანგუკო ბლოკავდა ინფორმაცია.
ლევანი ,როგორც კი გარდაიცვალა იმ საღამოსვე გაუშვეს. ნიჭიერი მკვდრები ძალიან გვიყვარს ქართველებს. sad.gif sad.gif

Posted by: t-90 17 Jan 2018, 17:29
nigo
QUOTE

მგონი მართლა სერიოზულად ავად ვარ, გუშინ კიდევ მისი ორი ,სრულიად არაჩვეულებრივი ლექსი ვნახე.

არანაირად.
მართლა საშუალოზე კარგი პოეტია რამდენიმე მართლა არაჩვეულებრვი ლექსით.
არანაირი სიგიჟე.
უბრალოდ მართლა ძნებლი წარმოსადგენია რო ზერო ამაშუკელს ეგ შეუძლია.

Posted by: BESTER 17 Jan 2018, 18:10
აქაც მოვალ მალე)))

.......................

Posted by: Gudulasheli 17 Jan 2018, 18:51
QUOTE
მუსიკა ვისია, ნიაზ დიასამიძის? , ყველაზე მძიმედ ეგ ისმინება, ნუ ბაიათებიც არ არის , რაღაც გაუგებრობაა

ქართული სინამდვილე ხო კულტურათა მიქსია, ისე.. ტფილისის კულტურულ ნაირფერობაში ბაიათები და აღმოსავლური როკვები მოსულა; დიდი გავლენა ჰქონდა თბილისზე სპარსულ კულტურას და გახდა ეს აღმოსავლურიც რაღაც მხრივ ქართულის ნაწილი.

Posted by: nigo 18 Jan 2018, 09:07
დილა მშვიდობისა tuk.gif

გამახსენეთ რა, რომ არ დავთაგო და ნიკი და ციტირება ერთად გადმოვიტანო,როგორ კეთდება? დამავიწყდა.
smile.gif
კიდევ სურათის დადება, ცოტა მარტივად ,რომ კარგად გავიგო.
მოკლედ ,კი დავბერდი, მაგრამ არ მინდა ისე წავიდე ფორუმიდან ელემენტარული არ ვიცოდე.ასევე ლინკებიც.
ყველაფერი დამავიწყდა sad.gif
მოკლედ ,როგორც ერთი ადამიანი ამბობდა, პატივი ეცით ჩემს ჭაღარასო, არადა თმას იღებავდა.მაშინ კაცებისგან ეს არ იყო მიღებული და მაგრად მიკვირდა.

Posted by: nforumi 18 Jan 2018, 09:27
QUOTE (nigo @ 18 Jan 2018, 09:07 )
დილა მშვიდობისა tuk.gif

გამახსენეთ რა, რომ არ დავთაგო და ნიკი და ციტირება ერთად გადმოვიტანო,როგორ კეთდება? დამავიწყდა.
smile.gif
კიდევ სურათის დადება, ცოტა მარტივად ,რომ კარგად გავიგო.
მოკლედ ,კი დავბერდი, მაგრამ არ მინდა ისე წავიდე ფორუმიდან ელემენტარული არ ვიცოდე.ასევე ლინკებიც.
ყველაფერი დამავიწყდა sad.gif
მოკლედ ,როგორც ერთი ადამიანი ამბობდა, პატივი ეცით ჩემს ჭაღარასო, არადა თმას იღებავდა.მაშინ კაცებისგან ეს არ იყო მიღებული და მაგრად მიკვირდა.

ასე გაკეთებას გულისხმობ? ქვემოთა მარჯვენა კუთხეში, ყოფელ პოსტს უწერია 'ციტირება'

სურათის ასატვირთად რედაქტირების რეჟიმში უნდა შეხვიდე, როგორც მახსოვს.

Posted by: nigo 18 Jan 2018, 11:56
nforumi

მიწერს უნდა შეიყვანო პოსტინგიო.
ესეიგი დავაკლიკე ნიკს, მოვხაზე ტექსტი და არ გამოვიდა ციტირებიტ.პოსტინგი დაამატეო და გავიჭედე.

\

Posted by: marimarita 18 Jan 2018, 12:07
nigo
QUOTE
მიწერს უნდა შეიყვანო პოსტინგიო.
ესეიგი დავაკლიკე ნიკს, მოვხაზე ტექსტი და არ გამოვიდა ციტირებიტ.პოსტინგი დაამატეო და გავიჭედე.

ნიკს რომ დააკლიკე ეგ უკვე მონიშვნაა, შენ ხომ ციტირება გინდა?

user posted image

აი აქ რომ წერია ,,ციტირება'' მაგაზე დაკლიკე, მერე რაც გინდა დაწერე ცარიელ გრაფაში და გამოუშვი ))
რაც შეეხება ფოტოს ატვირთვას, ძალიან მარტივია:

user posted image

სურათის დამატებაზე დაკლიკე, აირჩიე შენი კომპიდან ფოტო და ატვირთე smile.gif
აბა სცადე..

Posted by: nforumi 18 Jan 2018, 12:39
nigo
30 სიმბოლო უნდა აკრიფო ციტირების შემდეგ, ისე არ დაგაპოსტინებს.

Posted by: nigo 18 Jan 2018, 14:25
nforumi
marimarita

დიდი მადლობა ორივეს.

Posted by: nforumi 18 Jan 2018, 14:52
nigo
QUOTE
დიდი მადლობა ორივეს.

არაფერს smile.gif

მთავარია ხომ გააკეთე!?

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Jan 2018, 14:59
HurricaneKat.
ეხლა ვნახე შენი პოსტი რაის გებელცი გოგო ? lol.gif
გებელცი როგორ უნდა გიყვარდეს ? lol.gif facepalm.gif
მაკედონელი 150სმ იყო ,მაგრამ 150 სმ იმ დროს საკიიფო სიმაღლე იყო...

პატარა და ხუნხულა ვარ მე ძაან საყვარელი chups.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 15:09
_მანის_ქაშიო?

რამდენი გიპოსტე და შენ მარტო გებელსი დაინახე

QUOTE
პატარა და ხუნხულა ვარ მე ძაან საყვარელი

მაგას გეუბნები მეც yes.gif

Posted by: Parabola 18 Jan 2018, 15:35
_მანის_ქაშიო?
გუშინ ვკითხულობდი პიკაპის თემას ნუ დამეწვა გული, იქ ვიღაც ბიჭი წერდა დამინგრია ცხოვრება ფორუმმაო, ავყევიო ესო ისო.

კაცო რა გჭირთ თქვენ რეალური ადამიანები ხომ ხართ?

რაც შეგეხება შენ აი კაი ბიჭი ხარ რასაც ქვია რა გინდა? რა გაწუხებს? ან 180 სმ იანი გოგო რად გინდა ? ან ბევრი რად გინდა ? ნებისმიერი გოგო 160-166 ჩათვლით შეგეფერება. რაღაც მეტი გინდა რასაც ვერ გაქაჩავ და იწვალებ თავს სისულელეა, მგონი პატარა სიმაღლით კი არა ასაკით ხარ.
ეგერ ფოტო დაგიდია და აი კაცმა როგორ ვთქვა მარა ულამაზესი თვალები გავს და საყვარელი ბიჭი ხარ.
რაღაცნაირად 80 % საცოდავი ან ძალით თავგასაცოდავებული პოსტავს ქმ ში (( დავითრგუნე მართლა.

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 15:44
QUOTE
აი კაცმა როგორ ვთქვა მარა ულამაზესი თვალები გავს და საყვარელი ბიჭი ხარ.

+
და პლუს
სიხალასე რომელიც იმსიტყვიდან მოდის რომ გითხარი და გეწყინა
user.gif
_მანის_ქაშიო?

QUOTE
გებელცი როგორ უნდა გიყვარდეს ? lol.gif facepalm.gif

და ეს კიდევ
გამოირეცხე ეს საბჭოთა სისულელე ტვინიდან

Posted by: Parabola 18 Jan 2018, 15:47
HurricaneKat.

ვის კაცო?
მე მეწყინა რამე ? თუ იმას მამა შიო წავიკითხე უცებ
biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 15:49
Parabola
ჰოო შენ
არ გახსოვს?

Posted by: Parabola 18 Jan 2018, 15:50
HurricaneKat.

sad.gif no.gif

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 15:52
Parabola
ტომის მისამართით იყო ნათქვამი : ))

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Jan 2018, 15:55
Parabola
მადლობა მეგობარო!
იმ ბიჭის პრობლემა მართლა სერიოზულია. ტყუილა დაბრალ იმ თემას....
მე რომ 19 წლის ვიყავი აქეთ მეკითხებოდენ ჭკუას და გოგოსთან ურთერთობისთვის
ფორუმზე რაღაც თემაში ვიღაცამ დამწეროს არ ავყვებოდი...
აზრების გაცვლა გამოცვლა არა ცუდი იდეა.
ასაკით არ ვარ პატარა. არც სიმაღლე მაწუხებს მე უფრო სხვა პრობლემა მაქვს...
გოგოებს არ ეხება ოღონდ.
კიდევ ერთხელ მადლობა სასიმოვნო სიტყვებისთვის up.gif
HurricaneKat.
უბრალოდ გებელცის მიმართ როგორ უნდა გქონდეს სიმპატიები ?
ნაცისტები და კომუნისტები ჩემთვის ორივე დიდი ბოროტება და არა მარტო ბოროტება...
განსხვავება არის კომუნუსტები თავიდანვე ქადაგებდე იმ იდებას ,ანუ ადმინების თანასწორეობა და ა.შ
რაც ქახალდზე კარგია ,მაგრამ შემდეგ თავადვე დაუპირისპირდენ იმ იდეალებს რისიც სწამდათ!
აი,ნაცისტების იდოლოგია კიდევ არის ყველაზე დიდი ბოროტება...
ადამინებს მოსწრაფო სიცოცხელ მათი კანის ფერის და ავანტყოფობის გამო არის მდაბიო და მაზრზენ საქციელი...
იტლერი იყო ერთი დიდი ბოღმა ბავშვი ,რომელსაც სათამაშო დროზე არ გამოგლიჯეს ხელდან

Posted by: Parabola 18 Jan 2018, 15:58
HurricaneKat.

biggrin.gif

კაი, მასე იყოს

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 16:01
_მანის_ქაშიო?
გჯერა რომ შესაძლებელია დედამიწაზე სიყვარული თანასწორობადა ძმობა არსებობდეს როგორც ამაშიმიზანმიმართულად გვაჯერებენ?
მე არა : ))
ამიტომ ჯობს სანამ დაგასწრებენ შენ დაასწრო

Parabola
არა თუ გინდა გაწყენინებ რამეს და მერე გავიხსენოთ ხოლმე
დაფიქრდი

Posted by: Parabola 18 Jan 2018, 16:04
HurricaneKat.

მოვიფიქრებ

Posted by: nforumi 18 Jan 2018, 16:08
_მანის_ქაშიო?
QUOTE
რაც ქახალდზე კარგია

არც ქაღალდზეა კარგი. უბრალოდ, ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული ბოროტებაა.
ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა თავიდანვე დაინახა რაც იყო, ვინ მოუსმინა თუ არა.

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Jan 2018, 16:14
HurricaneKat.
მჯერა. დრო უნდა და იქნება კიდეც.
ებრელები შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს ,მაგრამ უამრავი დადებითი აჩუქეს ებრელებამ მსოფლიოს და მე პირადათ მაგ ერის
მიმართ სიმპატიები მაქვს up.gif არც ისე დიდი ერია ,მაგრამ მსოფლიოს თავის ჭკუაზე ატარებენ...
გერმანელებს ეგენი არაფერს არ უშავებდენ,პირიქით სადაც ყოფილან ებრელები იქ ძალინ ბევრ კარგ საქმეს აკეთებდენ და რა გენიოსი
ხალხი აჩუქეს მსოფლიოს მაგის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მე მჯერა რომ ერთ დღეს მსოფლიო გაერთიანდება და შეიძლება სხვა პლეანეტაზე მცხოვრებ
არსებეს დაუწყონ დევნა და ომი, მაგრამ უკეთესობისკენ შეიცვლება ეს სამყარო...
ასე თუ ისე დღეს ქალები აღარ არიან უბრალო ნივთი და საკუთრება და მათი მოავალეობა აღარ არის მარტო ბავშვის გაჩენა..
უკვე ისეთ ქვეყნებში როგრის ირანი და საუდის არაბეთია დაიწყეს ხმის ამოღება! ჩვენთანც რა შედარება 90 წლებთან მაგ მხრივ.
რასიზმის თემა ისევ აქტუალურია ,მაგრამ ადრე ვინ წარმოიდგენდა რომ აფრო ამერიკელი იქნებოდა პრეზიდენტი ?
Jacque Fresco ამ კაცის იდების მჯეროდა და დღმედე მჯერა....
მართლია ის ვერ მოესწრო გართიანებულ მსოფლიოს და ალბათ ვერც ჩვენ მოვესწრებით ,მაგრამ ოდესმე ეგ დრო დადგება...
აი,საძირკველი რომ ჩავუყაროთ სრულებიათ შესაძლებელია

Posted by: HurricaneKat. 18 Jan 2018, 16:24
_მანის_ქაშიო?
კარგად არ იცნობ
yes.gif
რომელი ებრაელები იცავენ ქალების უფლებებს, ქალებს რომ ნივთებით უყურებდნენ მომთაბარეობისას?
და მაშინ რა პრინციპებითან ხელმძღვანელობენ იგივე დაიტოვეს მესამე ათასწლეულია?

არ დადგება ეგ დრო
მე და შენ კიმოგვთხოვენ თანასწორობის დაცვას
თვითონ საპირიპიროს გააკეთებენ

Posted by: vasovaso92 18 Jan 2018, 16:29
ჩაი მაგარია თითქმის ყოველ დილით ვსვავ.
user posted image

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Jan 2018, 17:09
HurricaneKat.
კარგი რაmo.gif
სტეროტიპებია რაა.
1993 წელი იყო,თბილისი რესპუბლიკური და მე ვწევარ რეამინაციაში...
ჩემი ექიმი იყო სომეხი. ეგ კაცი გადაგვყვა ზედ და მის დიდი დამსახურება რომ ეხლაც ვსუნთქვ...
კაცმა ადგა და თავის ფული დადო და ჩვენგან კაპიკი არ აუღია...
1998წელი ქუთიასი ისევ მე და სავანტყოფო...
ექიმი უკვე ქუთიასელი ქალი ორი შვილის დედა...
სანამ მამაჩემა არ გადმორიცხა მოსკოვიდან ფული ნემსის არ გამიკეთეს ,მაშინ როდესაც მორფი მჭირდებოდა ისეთი ტკივილები მქონდა...
და 3 გავითიშე ტკივილების გამო...
სტეროტიპებს თუ დავუჯერებთ სომხები ფულის გამო ბევრ რამეზე წავლენ ,მაგრამ იმ სომეხმა ის გააკეთა რას ჩემთივ ბიძაჩემსაც არ გაუკეთებია...
გამონკლისები ?
პ.ს ის ქუთიასელი ექმი წესით ცოცხალი უნდა იყოს თუ არ მოკლა ვინმე ,მაგრმა მაგას ჩემს მოთხრობაში აუცილებლათ გამოვიყენებ...

Posted by: თორნიკეე 18 Jan 2018, 17:59
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

ჩაის ვადუღებ....

კი არადა თავისით დუღდება... chups.gif

Posted by: Gudulasheli 18 Jan 2018, 18:11
QUOTE
სტეროტიპებს თუ დავუჯერებთ სომხები ფულის გამო ბევრ რამეზე წავლენ ,მაგრამ იმ სომეხმა ის გააკეთა რას ჩემთივ ბიძაჩემსაც არ გაუკეთებია...
გამონკლისები ?

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია ეგრე და კარგი და ცუდი ყველა ერშია; უბრალოდ, პროცენტული მაჩვენებლებია ამ კეთილშობილების და ინდიფერენტულობის განსხვავებული ერთა შორის დ;დ

Posted by: _მანის_ქაშიო? 18 Jan 2018, 18:32
Gudulasheli
ეგრეა,მაგრამ ჩვენ რომ ერთმანეთის მიმართ ზიზღი და გატანა არ გვაქვს მაგზე ცუდი ტვისება არ არსებოს mad.gif

Posted by: nigo 20 Jan 2018, 09:03
HurricaneKat.

მე ძალიან ხშირად დავდივარ ისრაელში და ნეტავ იმათი მეათედი უნარები და ჭკუა გვქონდეს ქართველებს.
მე იქ დაჩაგრული ქალი არ მინახავს და არც აქ გამიგია.

სადამდე უნდა ვიცხოვროთ იმ მითებით,რომ ქართველები ვართ ან ყველაზე კარგები ან ყველაზე ცუდები.

ვართ რა , ჩვენი დამახასიათებელი თვისებებით.

გაუტანლობაც კი ინდივიდუალურია და ყველა ერშია.
ერთი ისაა,რომ ამერიკაში მეათე თაობის ბავშვი ლაპარაკობს სომხურად და იქ დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა ფაქტიურად არ იციან ენა. სნობი მშობლები ერთმანეთსაც კი ინგლისურად ელაპარაკებიან.
ერთ ქორწილში ვიყავი ძალიან დიდი ხნის წინ. სულ ორი წლის წასული ოჯახები იყვნენ სტუმრად ინგლისიდან და ყოველ ორ სიტყვაში ერთი არასწორი ინგლისური.

sad.gif

Posted by: nforumi 20 Jan 2018, 10:51
QUOTE (nigo @ 20 Jan 2018, 09:03 )
HurricaneKat.

მე ძალიან ხშირად დავდივარ ისრაელში და ნეტავ იმათი მეათედი უნარები და ჭკუა გვქონდეს ქართველებს.
მე იქ დაჩაგრული ქალი არ მინახავს და არც აქ გამიგია.

სადამდე უნდა ვიცხოვროთ იმ მითებით,რომ ქართველები ვართ ან ყველაზე კარგები ან ყველაზე ცუდები.

ვართ რა , ჩვენი დამახასიათებელი თვისებებით.

გაუტანლობაც კი ინდივიდუალურია და ყველა ერშია.
ერთი ისაა,რომ ამერიკაში მეათე თაობის ბავშვი ლაპარაკობს სომხურად და იქ დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა ფაქტიურად არ იციან ენა. სნობი მშობლები ერთმანეთსაც კი ინგლისურად ელაპარაკებიან.
ერთ ქორწილში ვიყავი ძალიან დიდი ხნის წინ. სულ ორი წლის წასული ოჯახები იყვნენ სტუმრად ინგლისიდან და ყოველ ორ სიტყვაში ერთი არასწორი ინგლისური.

sad.gif

არადა, ებრაელმა თქვაო:

ნეტა გაჭირვებული ქართველის ჭკუა მომცაო.

გამიგონია smile.gif

Posted by: t-90 20 Jan 2018, 11:44
nigo
QUOTE
მე ძალიან ხშირად დავდივარ ისრაელში და ნეტავ იმათი მეათედი უნარები და ჭკუა გვქონდეს ქართველებს.
მე იქ დაჩაგრული ქალი არ მინახავს და არც აქ გამიგია.

ვარესი.
კაცებს ჩაგრავენ კანონიოთ. biggrin.gif
ვაიდა კაცმა გაშორება მოინდომა მტერს და ავს. biggrin.gif

QUOTE
ერთი ისაა,რომ ამერიკაში მეათე თაობის ბავშვი ლაპარაკობს სომხურად

მითია. ამერიკაში არად და საფრანეთში ლაპარაკობდნენ ეგეც 50იანებამდე.
ებრაელებზეც მითია. მაგათ საერთოდ ენა არ ჰქონდათ იდიშიც კი გერმანულის ანასხლეტია.
მაგ ორ ერს უბრალოდ ორგანიზაცია აქვთ მყარი.

Posted by: nigo 20 Jan 2018, 14:03
t-90
ჩასულებმა ყველამ ისწავლა ივრითი.

სოხებზე კი ასპროცენტიანია. ჩემი უახლოესი მეზობლები ცხოვრობენ სან-ფრანცისკოში.ლამისაა ინგლისური არ ჭირდებათ.ნუ, ეს ხუმრობით.

თბილისში რუსულად ლაპარაკობდნენ, რუსული სკოლა, მაგრამ სომხური ყველამ იცოდა. თბილისელმაც, ლენიგრადელმაც,კანდელმაც და ფრანგმაც.

ეს ნამდვილად ასეა.

აი,შერი და შარლ აზნავურზე, არ ვიცი. შერის დედა ამერიკელი ჰყავს .nforumi
QUOTE
არადა, ებრაელმა თქვაო:

ნეტა გაჭირვებული ქართველის ჭკუა მომცაო.

გამიგონია

ამას ისევ ქართველები მოიგონებდნენ. biggrin.gif
რას ამბობ, უდაბნოში წალკოტი აქვთ გაშენებული. ისე ძალიან ბევრი სომეხი და რუსი ცხოვრობს და საუკეთესო მიწები აქვთ ნაყიდი. მარიამ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, სადაც დაკრძალუალია და სოხურ ეკლესიას ერთი ღობე აქვთ.

Posted by: t-90 20 Jan 2018, 14:09
nigo
QUOTE
ჩასულებმა ყველამ ისწავლა ივრითი.

ჩასულებმა კი.
მაგალითად ამერიკელ და რუს ებრაელებს მაგარი ფეხებზე კიდიათ.
ეგეც რა.
ივრითი ისწავლეს 70 წელიც არ იქნება, ვაბშე ეგ ენა მაგდენი წელია რაც არსებობს.
QUOTE
სოხებზე კი ასპროცენტიანია. ჩემი უახლოესი მეზობლები ცხოვრობენ სან-ფრანცისკოში.ლამისაა ინგლისური არ ჭირდებათ.ნუ, ეს ხუმრობით.

ნუ კონკრეტულ კლასტერებში შეიძლბეა.
მაგრამ ზოგადად კიდიათ.
ეხლა მით უფრო.
QUOTE
თბილისში რუსულად ლაპარაკობდნენ, რუსული სკოლა, მაგრამ სომხური ყველამ იცოდა. თბილისელმაც, ლენიგრადელმაც,კანდელმაც და ფრანგმაც.

ეს ნამდვილად ასეა.

ნუ თბილისი კიდე სხვაა.
სან ფრანცისკო და ლოს ანჟელესი სხვა.
თბილისი ძველი კლასტერია (კაცმა არ იცის რამდენი რამდენი საუკუნის)
კალიფორნიის სომხობა არის 1 საუკუნის ფაქტიურად.
QUOTE
ამას ისევ ქართველები მოიგონებდნენ. 

არადა მე ქართველი ებრაელისგან გავიგე პირველად.
თან აი ძირძველი ქართველი ებრაელისგან (ხახამი მამა და რამე)
კსტაწი ეგენი ხო ორცის რაღაც ნაწილს არ ჭამენ ხოდა მაგათი სასაკლაოდან რამდენჯერმე ეფად დაგვითრევია ხორცის ის ნაჭრები მაგათ რო არ ევასებათ.

Posted by: nigo 20 Jan 2018, 14:28
t-90
QUOTE

არადა მე ქართველი ებრაელისგან გავიგე პირველად.

უბრალოდ ებრაული ზახოდი გააკეთა, გასიამოვნათ კლიენტებს, მაგის მეტი რა იციან biggrin.gif

მე ქმრის მხრიდანაც მყავს ებრაელი ნათესავები, ბებია იყო რუმინელი ებრაელი და ფაშისტებს გამოექცნენ და ჩემი რუსი ბებიის მხრიდანაც. მისი დები და დეიდაშვილები სულ ებრაელებზე იყვნენ გათხოვილები, ოღონდ ზოგი ამბობდა პოლონელი ვარო, ზოგი რუსიო.

პერესტროიკა და ბიზნესები რომ წავიდა, სულ წვრილად ვიკვლიე ეგება და მეც მაქვს ერთი წვეთი ებრაული სისხლი მაინც-თქო.რა ჯანდაბად მინდა ეს რუსული,მაგრამ არ გამიმართლა. biggrin.gif
ერთი ნათესავი მყავს დედით მოლდაველი ებრაელი, მამით მეგრელი, აზრზე ხარ რა სმესია? ან რა ჭკუა აქვს, ან რა ალღო, ამტანობა და კაი ბიზნესიც ააწყო.კოსმეტიკური.ახლა მილიონებს ვერ შოულობს , მაგრამ ერთ 30 კაცს გემრიელად ინახავს.

მეხვეწებოდა ,ჩაერთე , ერთად ავაწყოთო, ისრაელთან კავშირშია. იმდენი რამის სწავლა უნდოდა და სირბილი, მაგრად დამეზარა .ახლა კი ვნანობ, მაგრამ კაი დროსია. როცა ამან მოიფიქრა, ვის ჰქონდა კოსმეტოლოგიური პროცედურების ფული და ვერ წარმოვიდგინე, რომ აქაც დადგებოდა ბოტოქს-ფილინგების ხანა.
აი ესაა, ქართული ჭკუა, თუ რაღაც განსაკუთრებული ბიზნესის ნიჭი არ გაქვს. იმათ სისხლში აქვთ. ვისაც ეს არა აქვს , იმან სხვა ხელობა იცის ზედმიწევნით.ასე რომ ,ბევრი რამეა გადმოსაღები. ქალს კიდევ რაც შეეხება, იქ ოჯახს ისეთ პატივს სცემენ. პრინციპში დედიდან გადადის და ვინ დაჩაგრავს. ატრიალებენ მთელ ოჯახს თავის ჭკუაზე.

Posted by: t-90 20 Jan 2018, 14:36
nigo
QUOTE
უბრალოდ ებრაული ზახოდი გააკეთა, გასიამოვნათ კლიენტებს, მაგის მეტი რა იციან

ვინ კლიენტებს კაცო?
ოჯახის ახლობელია და მამაჩემის მეგობარი. biggrin.gif

QUOTE
მე ქმრის მხრიდანაც მყავს ებრაელი ნათესავები, ბებია იყო რუმინელი ებრაელი და ფაშისტებს გამოექცნენ და ჩემი რუსი ბებიის მხრიდანაც. მისი დები და დეიდაშვილები სულ ებრაელებზე იყვნენ გათხოვილები, ოღონდ ზოგი ამბობდა პოლონელი ვარო, ზოგი რუსიო.

რუსი და რუმინელი ებრაელები არიან ძალიან ძიმე ხალხი.
ზოგადად აღმოსავეთევროპელი ებრაელები.
ქართველი ებრალები ჯობიან ათასწილად.
QUOTE
ერთი ნათესავი მყავს დედით მოლდაველი ებრაელი, მამით მეგრელი, აზრზე ხარ რა სმესია? ან რა ჭკუა აქვს, ან რა ალღო, ამტანობა და კაი ბიზნესიც ააწყო.კოსმეტიკური.ახლა მილიონებს ვერ შოულობს , მაგრამ ერთ 30 კაცს გემრიელად ინახავს.

ერთი ლიტვურ-მეგრულ-იმერულ-ებრაული კამანდა ვიცი კიდე უსტრანნესი წარმოშობით biggrin.gif
ეგენიც კაი ფულშI არიან. biggrin.gif
QUOTE
აი ესაა, ქართული ჭკუა, თუ რაღაც განსაკუთრებული ბიზნესის ნიჭი არ გაქვს. იმათ სისხლში აქვთ. ვისაც ეს არა აქვს , იმან სხვა ხელობა იცის ზედმიწევნით.ასე რომ ,ბევრი რამეა გადმოსაღები. ქალს კიდევ რაც შეეხება, იქ ოჯახს ისეთ პატივს სცემენ. პრინციპში დედიდან გადადის და ვინ დაჩაგრავს. ატრიალებენ მთელ ოჯახს თავის ჭკუაზე.

არა ეგეც გადაჭარბებულია.
დაღლეტილი ებრაელების მეტს რას ვიცნობ.
ერთ ოთახში ვცხოვრობდი რამდენიმე დღე ერთთან.
უნიჭო, უგვანი, ღარიბი და ყოვლად გათახსირებული სუბიექტი იყო. biggrin.gif

Posted by: nigo 20 Jan 2018, 14:39
t-90
QUOTE
ერთი ლიტვურ-მეგრულ-იმერულ-ებრაული კამანდა ვიცი კიდე უსტრანნესი წარმოშობით
ეგენიც კაი ფულშI არიან

ეს შერეულები მართლა ძალიან მაგრები არიან biggrin.gif

პირველ რიგში მშურს მათი ჯანსაღი ფსიქიკა და პრობლემიბის მოგვარების უნარი.

Posted by: t-90 20 Jan 2018, 14:48
nigo
QUOTE
პირველ რიგში მშურს მათი ჯანსაღი ფსიქიკა და პრობლემიბის მოგვარების უნარი.

ჯანსაღი ფსიქიკა ამათ კაკრაზ რო არ აქვთ biggrin.gif
გასულები არიან ჩვეულებრივად biggrin.gif
მარა ნუ აი შათლახზე შათლახი კამანდაა რა. biggrin.gif სერიოზულად ჩაქსელილი პლუს.

Posted by: nigo 20 Jan 2018, 17:03
t-90
QUOTE
ჯანსაღი ფსიქიკა ამათ კაკრაზ რო არ აქვთ

ყველაზე ნაკლები დეპრესია და ნევროზები, მეტი რა გინდა.
სუიციდებით ორი წლის წინ შვედეთი იყო პირველ ადგილას , შარშან თუ არ ვცდები ნორგვეგია.
კი,იქ ნაკლები მზე და ა.შ>ა.შ>მაგრამ ცხოვრების დონე და კლინიკები ხომ აქვთ.
ებრაელები ამტანი ხალხია, გამოწრთობილი პაგრომებში, ლაგერებში, საუკუნეების მანძილზე ,სწორე ეს განაპირობებს მათ ამტანიანობას. ანუ პრობლემებს უძლებენ და სასოწარკვეთაში სხვებზე ნაკლებად ვარდებან და +რელიგიურობა.
ახალგაზრდებში ნაკლებად , მაგრამ მაინც უფრო.

Posted by: nforumi 20 Jan 2018, 17:55
nigo
QUOTE
ამას ისევ ქართველები მოიგონებდნენ. 

მასე იქნება, კი. ვიხუმრე უბრალოდ smile.gif

Posted by: nigo 20 Jan 2018, 18:58
QUOTE (nforumi @ 20 Jan 2018, 17:55 )
nigo
QUOTE
ამას ისევ ქართველები მოიგონებდნენ. 

მასე იქნება, კი. ვიხუმრე უბრალოდ smile.gif

ციტირებაც ვისწავლე.
რასაკვირველია ხუმრობაა.
ნეტავ ,სიმართლე იყოს

Posted by: nforumi 20 Jan 2018, 20:22
nigo
QUOTE
ციტირებაც ვისწავლე.
რასაკვირველია ხუმრობაა.
ნეტავ ,სიმართლე იყოს

ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, შიგ ნაწილი მაინც რომ არ იყოს სიმართლიასაო wink.gif

Posted by: t-90 21 Jan 2018, 01:56
nigo
QUOTE
ყველაზე ნაკლები დეპრესია და ნევროზები, მეტი რა გინდა.

რას ამბობ.
ესენინ არიან მანიაკები biggrin.gif
არ ძინავთ ტიპებს biggrin.gif
QUOTE
სუიციდებით ორი წლის წინ შვედეთი იყო პირველ ადგილას , შარშან თუ არ ვცდები ნორგვეგია.
კი,იქ ნაკლები მზე და ა.შ>ა.შ>მაგრამ ცხოვრების დონე და კლინიკები ხომ აქვთ.

ნწუ.
სუიციდებით ყველაზე პირველ ადგილზე ტრადიციულად არის იაპონია.
ნუ მერე კი ეგენი მოდიან.
ეგეც გასაგებია, ელემენტარულად დ ვიტამინის ნაკლებობაც კი მოქმედებს.
QUOTE
ებრაელები ამტანი ხალხია, გამოწრთობილი პაგრომებში, ლაგერებში, საუკუნეების მანძილზე ,სწორე ეს განაპირობებს მათ ამტანიანობას. ანუ პრობლემებს უძლებენ და სასოწარკვეთაში სხვებზე ნაკლებად ვარდებან და +რელიგიურობა.
ახალგაზრდებში ნაკლებად , მაგრამ მაინც უფრო.

ებრაელებსაც გააჩნია იმჰო.
ყველაზე ჟივუჩები არიან აღმოსავლეთევროპელები.

Posted by: nigo 21 Jan 2018, 07:02
იმდენი ვწერეთ ებრალებზე, დილას 6-ზე გამეღვიძა.
ჩემი დედამთილი დამესიზმრა.
ახლა სხვანაირად არ გამიგოთ ან აქ ვის ვეპრანჟები, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემდი და როგორ მომნატრებია.

ის კი არა,რომ მისი ყველაფერი მომწონდა ან ხანდახან რამე არ მწყინდა, მაგრამ ძალიან ღირსეული ქალი იყო. ბევრი უბედურება გადატანილი .
მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, თუ ქალური ჭკუია(არ ვიცი, ხვდებით თუ არა , რას ვგულისხმობ) თუ ოჯახი, სადილი, ჩაცმა და სხვა,მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ რაც არ მომწონდა და რაც მაღიზიანებდა,არა მარტო მასში, ასევე ჩემს მშობლებშიც, ზუსტად იმაში ვემსგავსები. biggrin.gif

შვილები მეხუმრებიან ხოლმე ამ თემაზე და როცა ნამეტანი მომივა, ნანას რეინკარნაცია ხარო.
მულიც კი. დედაჩემი არ მეყოფოდა ,ახლა შენ არ გაბურღო ტვინიო biggrin.gif

Posted by: nforumi 21 Jan 2018, 09:33
nigo
QUOTE
დედაჩემი არ მეყოფოდა ,ახლა შენ არ გაბურღო ტვინიო

მერე? თუ ამჩნევ, გამოსწორებაც შეიძლება მაშინ.

როცა ვერ ამჩნევ, მაშინ რა უნდა ქნა თორე.

Posted by: nigo 21 Jan 2018, 14:24
QUOTE (nforumi @ 21 Jan 2018, 09:33 )
nigo
QUOTE
დედაჩემი არ მეყოფოდა ,ახლა შენ არ გაბურღო ტვინიო

მერე? თუ ამჩნევ, გამოსწორებაც შეიძლება მაშინ.

როცა ვერ ამჩნევ, მაშინ რა უნდა ქნა თორე.

დედამთილი გენეტიკა არ იყო.ხარი ხართან რომ დააბაო.

მშობლები წმინდა გენეტიკა.

ძნელია გამოსწორება.
მეორე წუთში იგივე მემარტება.

ლაპარაკია დარიგებაზე და ჭკუის სწავლებაზე, თორემ სხვა თითონ იციან.

ასჯერ რომ ბრონქიტი დაგემართება , არ უნდა ვუთხრა ცივი და ცხელი არ გაიკაროო.
უქუდოდ რომ მაშინვე ცივდები.
ძირითადად ასეთი წვრილმანები. კიდევ სახლში ათასი საჭმელი რომ მაქვს და მომწყდა წელი გაზთან დგომით, შენ მოხვალ და პიცას შეუკვეთავ.არ უნდა გავგიჟდე
biggrin.gif

ჩემმა უმცროსმა შვილმა სიგარეტს თავი დაანება და ისეთი ბედნიერი ვარ, პიცა უკვეთოს ,მთავარია ,არ დაიწყოს მოწევა.
ისე ვხალისობ ამ ციტირების სწავლით, თითქოს პატარა გოგო ვიყო და ახალი სათამაშო მიყიდეს. ახლა სურათის დადება თუ ვისწავლე და მერე ვიდეოების ,მერე ნახეთ რა გაბღენძილი იუზერი გავხდები lol.gif

Posted by: nforumi 21 Jan 2018, 18:38
nigo
QUOTE
ასჯერ რომ ბრონქიტი დაგემართება , არ უნდა ვუთხრა ცივი და ცხელი არ გაიკაროო.

ესე იგი შენს ნათქვამზე ამსხლეტი ჯავშანი აქვს გამომუშავებული. ამიტომ ჯობია არ უთხრა, იქნებ ამით მეტი ეფექტი მიიღო.

QUOTE
ძირითადად ასეთი წვრილმანები. კიდევ სახლში ათასი საჭმელი რომ მაქვს და მომწყდა წელი გაზთან დგომით, შენ მოხვალ და პიცას შეუკვეთავ.არ უნდა გავგიჟდე

რატომ იწყვიტავ წელს? თუ იმას პიცა ურჩევნია, სულ ნუ გააკეთებ მაშინ, არ ჯობია?

Posted by: nigo 22 Jan 2018, 09:28
nforumi
რაც არ უნდა თითქოს თანამედროვე და "პრადვინუტი"იყო.ქართველი დედების საშველი კაი ხანი არ იქნება. biggrin.gif

წვნიანი უნდა ბავშვს, ვიტამინებს არ ღებულობს, ხილს არ ჭამს და ბავშვი ამ დროს შეიძლება 40-ს გადაცილებული იყოს.

biggrin.gif

გაზარდე , მიეცი განათლება და გაუშვი,ფიზიკურად , მენტალურ-მორალურად. მისი საქმე თავად იცის ,თუ კარგად გაზარდე .ზრდასრულმა უნდა იცოდეს.ნუ ერევი მის საქმეში და ნუ ცდილობ მისით მანიპულირებას.დაკმაყოფილდი რასაც მოგიყვება თავისი სურვილით და ნუ უძვრები სულში..ესაა წესით კარგი დედა.მაგრამ სხვაგან,არა საქართველოში. sad.gif

როცა დედაჩემი და მამაჩემი აღარ იყვნენ, ჯერ ვერ ვხდებოდი რა არმეცნაურებოდა,რაღაც სხვანაირად იყო, მერე მივხ ვდი ,ღამის თორმეტზეც რომ მეგობართან ვყოფილიყავი ტელეფონი არ მირეკავდა.აღარ მამოწმებდნენ ამ ხნის ქალს, დროზე მივედი თუ არა სახლში. smile.gif ახლა კი მენატრება ის ზარები, მაგრამ სადაა sad.gif

Posted by: nforumi 22 Jan 2018, 11:36
QUOTE (nigo @ 22 Jan 2018, 09:28 )

საინტერესოა, თან გაცნობიერებული გვაქვს პრობლემა და თან ვერ ვეშვებით ისე კეთებას, როგორც არ უნდა ვაკეთებდეთ...

"აქა ვარ და სხვაგვარად არ ძალმიცს" - არა?

მეც მიწევს ჩემი ცოლისთვის მაგის თქმა არც თუ იშვიათად.

შენი უმცროსი რამდენი წლის არის?

Posted by: nigo 22 Jan 2018, 13:50
nforumi
უმცროსი 24-ის.
საჭმლის კეთება ისედაც მიყვარს, ოღონდ არა როგორც ჰობი.
სახლის საქმეებიდან ეს არის ერთადერთი, რაც ხელშესახებია და გიფასედება კაცების მხრიდან.
აბა,როცა სახლი დაკრიალებულია,სარეცხი სუფთა.ვინმე ამჩნევს ამას?
ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია და ასეც უნდა იყოს. გემრიელ სადილზე, თუ შეჭამეს კი იწყება, შედევრია, რა გემრიელია.მოკლედ გაყრიან კომპლიმენტებს .ესეც ქალური ხრიკია. იმას "მიაწვე", რაც გიფასდება. biggrin.gif

ჰოდა , ამდენს რომ ტექნიკურობ, ეშმაკობ , მთელი ლისტი ზღაპარი ხაჩაპური გიდევს და პიცას იძახებს.არ გაგისკდება გული biggrin.gif

Posted by: POKERISBLUFF 22 Jan 2018, 14:03
nigo

დროზე რისი თქმა შეგიძლია?

იმაზე სწრაფად გადის ვიდრე უნდა გადიოდეს
თუ ისე, როგორც საჭიროა?
და თუ პირველი, შენი აზრით რატომ?

Posted by: nforumi 22 Jan 2018, 15:58
nigo
QUOTE
აბა,როცა სახლი დაკრიალებულია,სარეცხი სუფთა.ვინმე ამჩნევს ამას?

როცა სუფთა არ არის, მაგას თუ ამჩნევენ?

QUOTE
ესეც ქალური ხრიკია

ქალური ხრიკი რომ არის და არა აუცილებლობა, მაგას გეუბნები მეც smile.gif

Posted by: nigo 23 Jan 2018, 08:15
QUOTE (POKERISBLUFF @ 22 Jan 2018, 14:03 )

დროზე რისი თქმა შეგიძლია?

იმაზე სწრაფად გადის ვიდრე უნდა გადიოდეს
თუ ისე, როგორც საჭიროა?
და თუ პირველი, შენი აზრით რატომ?

სხვისთვის არ ვიცი და ჩემთვის მიქრის.
ამას წინათ გიორგობის სუფრა მქონდა და დეჟავიუ-სავით მომივიდა. თითქოს წინა წლის, გუშინ იყო. ასევეა ახალი წლები და საერთოდ მოვიხედავ, სად არის ზაფხული, მივიხედავ მესიჯი მომდის რაღაცის გადასახდელი, მეგონა ერთი კვირის წინ გადავიხადე და თვე გასულა.
არ ვიცი, ახალგაზრდებში როგორ არის . მე ასაკს ვაბრალებ.
* * *
nforumi
QUOTE
როცა სუფთა არ არის, მაგას თუ ამჩნევენ?

სხვანაირად არ გამიგო, ასეთი რამე არ არსებობს.
ან ვინ მირევს. ქმარიც და შვილიც ჩემზე მოწესრიგებულები არიან.ოღონდ მართლა biggrin.gif
შენ უნდა ნახო დილას ჩემი ლეპტობი, ყავას რომ დავისხამ(მაინც ყავის თემაა) სიგარეთს ვეწევი და თან ვპოსტავ. ლეპტობი მემ უქრება ,შენებს ვეტყვი. დროზე გამწმინდეო biggrin.gif

Posted by: nforumi 23 Jan 2018, 09:52
nigo
სიგარეტს ხომ დაანებე თავი ადრე?!

****

ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ დამეხმაროთ, ქართული შესატყვისი მინდა.

ჯერ ავხსნათ რა:

დავუშვათ თავისუფალი დრო მაქვს 2 საათიდან 5-მდე. ეს სამი საათი შემიძლია წავიდე ვაკის პარკში, ან კინო რუსთაველში, ან კინო ამირანში, ან რომელიმე კაფეში შევიდე და მშვიდად დავლიო ყავა. ეს არის შესაძლებლობები, აქ ოთხი შესაძლებლობაა ჩამოთვლილი, შეიძლება ოთხასი იყოს. დავუშვათ ავირჩიე ვაკის პარკში წასვლა. ვაკის პარკი კარგია, მაგრამ მისი არჩევით ყველა სხვა შესაძლებლობაზე უარის თქმა გამომივიდა.

რა ქვია ქართულად ამას? ანუ, მოცემული შესაძლებლობის არჩევით დანარჩენ ყველა შესაძლებლობაზე უარის თქმას.

ინგლისურად არის OPPORTUNITY COSTS

აბა, ვინ იცის ქართული კარგად ? wink.gif

Posted by: Mako Subladze 23 Jan 2018, 09:56
უპირატესი
უპირატესობას ვანიჭებ
უპირატესობას ვაძლევ

Posted by: nforumi 23 Jan 2018, 12:47
Mako Subladze
QUOTE
უპირატესი
უპირატესობას ვანიჭებ
უპირატესობას ვაძლევ

არა,
უპირატესობას ვანიჭებ, რაც ავირჩიე იმას, მაგრამ რაც არ ავირჩიე (და იქნება უფრო ღირებულიც კი ყოფილიყო ჩემთვის) ის რა არის ამ ვარიანტში? ვერ ჯდება.

ერთი სიტყვით OPPORTUNITY COSTS -ის გადმოქართულება მჭირდება.

Posted by: beqa1971 23 Jan 2018, 15:53
nforumi
QUOTE
ინგლისურად არის OPPORTUNITY COSTS

ალბათ შესაძლებლობათა შეფასება. ეკონომიკაში, ვთქვათ ინვესტიციისას, მრავალი შესაძლებლობებიდან ერთის არჩევას გულისხმობს, რაც თავის მხრივ რისკთან არის კავშირში . ამიტომ საინვესტიციო პორთფელის დივერსიფიცირება ერთერთი გამოსავალია ასე ვთქვათ. რასაც ცხოვრებაში ვერ გააკეთებ ცხადია, ნახევრად კინოში და ნახევრად პარკში ვერ იქნები.smile.gif
თუმცა ადრე ვაკის პარკშიც უშვებდნენ კინოებს smile.gif

Posted by: nigo 23 Jan 2018, 16:28
nforumi
დავგუგლე და იქ ლექსიკონიც ამომიგდო.
ალტერნატიული დანახარჯი.ზუსტად ასეა ნათარგმნი.

Posted by: nforumi 23 Jan 2018, 19:13
nigo
QUOTE
ალტერნატიული დანახარჯი

ვიცი ეს ვარიანტი, ასე ოციოდე წლის წინ რომ დაიწყეს თარგმნების გაკეთება, მაშინდელი დამკვიდრებულია. მაგრამ მოვლენის არსს არ გამოხატავს სწორად და შესაბამისად მკითხველს აბნევს, ამიტომ არ მომწონს. უკეთეს ვარიანტს ვეძებ.

beqa1971
QUOTE
ალბათ შესაძლებლობათა შეფასება.

შეფასება არ არის, cost -ს უამრვი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ცხადი არ არის რა დანიშნულება უნდა ქონდეს ამ ფრაზაში. თუმცა ჩვეულებრივ იგულისხმება რომ ეს არის რაღაც გასავალი იმის სანაცვლოდ, რაც მიიღე. ამ შემთხვევაში რეალური გასავალი კი არ გვაქვს, გვაქვს შესაძლებლობების დაკარგვა. დაკარგვა კი გასავალთან უფრო ახლოსაა ვიდრე შეფასებასთან.

Posted by: nigo 24 Jan 2018, 08:38
nforumi
[quote]უპირატესობას ვანიჭებ, რაც ავირჩიე იმას, მაგრამ რაც არ ავირჩიე (და იქნება უფრო ღირებულიც კი ყოფილიყო ჩემთვის) ის რა არის ამ ვარიანტში? ვერ ჯდება.
[/quote
იმ მომენტში,რაც უფრო გინდოდა, ის აირჩიე.ესეგი ჩართე გული.
უფრო ღირებული რომ ყოფილიყო, სასარგებლო-მომგებიანი,საქმისთვის უფრო საჭირო.მაშინ სხვას აირჩევდი და აქ გონებას ჩართავდი.

ამიტომMako Subladze-მ სწორად დაგიწერა უპირატესი.
წააგე თუ მოიგე სხვა საქმეა, მაგრამ უპირატესობა მიანიჭე.

შეიძლება მეშლება, მაგრამ როგორც წინა ცხოვრებაში ფილოლოგმა , ასე გავიგე.
თუ წმინდა ეკონომიკური ტერმინია, მაშინ არ ვიცი.

Posted by: nforumi 24 Jan 2018, 10:58
nigo
QUOTE
შეიძლება მეშლება, მაგრამ როგორც წინა ცხოვრებაში ფილოლოგმა , ასე გავიგე.
თუ წმინდა ეკონომიკური ტერმინია, მაშინ არ ვიცი.

ეკონომიკური ტერმინია, მაგრამ ფილოლოგის მიხვედრილობა უფრო უნდა, კარგი მოქნილი ტერმინი რომ დავამკვიდროთ smile.gif

Posted by: beqa1971 24 Jan 2018, 11:55
nforumi

QUOTE
cost -ს უამრვი მნიშვნელობა აქვს

დიახ, მაგრამ ამ კონტექტში (OPPORTUNITY COSTS) უნდა გადმოიცეს როგორც: loss of other alternatives when one alternative is chosen. სხვა ალტერნატივების დაკარგვა ერთის არჩევისას. ან სხვა სიტყვებით: ერთის არჩევა სხვების დაკარგვის ხარჯზე.
ამიტომ ალტერნატიული დანახარჯი თითქოს სწორი თარგმანია მაგრამ გაუგებრად ჟღერს, არსს კარგად ვერ გადმოსცემს და სხვა მნიშვნელობას იძენს. აქცენტია უფრო ხარჯზე და არა ალტერნატივების დაკარგვაზე. ამიტომ ქართულად კონტექსთან უფრო ახლოს არის შეფასება, ფასი, ღირებულება, საფასური. ანუ ჩვენ ვიხდით გარკვეულ საფასურს , როდესაც ერთს ვირჩევთ იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენ ალტერნატივას ვკარგავთ.

Posted by: HurricaneKat. 24 Jan 2018, 12:23
nigo
QUOTE
ნეტავ იმათი მეათედი უნარები და ჭკუა გვქონდეს ქართველებს.

ნეტავ ქართველები მოვეშვებოდეთ საკუთარ სიცუდეზე და სხვების უპირატესობებზე საუბარს
თუ გგონია რომ რამე ნაკლი გვაქვს საქმით გამოასწორეთ და არა ლაპარაკით

პ.ს. ცხელი ჩაი მიშველიდა ალბათ

_მანის_ქაშიო?

გამონაკლისები მოგყავს?
ეგ რომ წესს ამტკიცებს იცი ალბათ yes.gif

Posted by: Mako Subladze 24 Jan 2018, 12:54
ძლივს გამოვცვალე ავატარი..........................

QUOTE
შესაძლებლობების ღირებულება
ან შანსის ფასი smile.gif

Posted by: Parabola 24 Jan 2018, 12:58

შესაძლებლობების ღირებულება

))

Posted by: nforumi 24 Jan 2018, 13:20
beqa1971
QUOTE
დიახ, მაგრამ ამ კონტექტში (OPPORTUNITY COSTS) უნდა გადმოიცეს როგორც: loss of other alternatives when one alternative is chosen. სხვა ალტერნატივების დაკარგვა ერთის არჩევისას. ან სხვა სიტყვებით: ერთის არჩევა სხვების დაკარგვის ხარჯზე.
ამიტომ ალტერნატიული დანახარჯი თითქოს სწორი თარგმანია მაგრამ გაუგებრად ჟღერს, არსს კარგად ვერ გადმოსცემს და სხვა მნიშვნელობას იძენს. აქცენტია უფრო ხარჯზე და არა ალტერნატივების დაკარგვაზე. ამიტომ ქართულად კონტექსთან უფრო ახლოს არის შეფასება, ფასი, ღირებულება, საფასური. ანუ ჩვენ ვიხდით გარკვეულ საფასურს , როდესაც ერთს ვირჩევთ იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენ ალტერნატივას ვკარგავთ.

ფასი, ღირებულება, საფასური - ეს ტერმინები არ შეიძლება, რადგან სხვა კონტექსტით იხმარება და აქაც გამოყენება, დამაბნეველი იქნება. ახსნით სწორად ხსნი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართული იმდენად მდიდარია, იქნება მოქნილი ვარიანტი, თუკი იპოვი კაცი.

Mako Subladze
QUOTE
ძლივს გამოვცვალე ავატარი..........................

რატომ გამოცვალე, მომწონდა ის, რაც გქონდა. თან მეგონა რომ შენ იყავი სინამდვილეში smile.gif

QUOTE
შანსის ფასი 

არა, ფასი არა.

Parabola
QUOTE
შესაძლებლობების ღირებულება

ღირებულება არ შეიძლება, სხვა მნიშვნელობით იხმარება ( value) და აქ გამოყენება, დამაბნეველი იქნება.
სამუშაო ვერსიად მაქვს: შესაძლებლობის დანახარჯი.
თუმცა აქ სიტყვა დანახარჯიც ვერ არის მთლად სწორი, არადა ყველაზე ახლოს, რაც მაქვს იმათ შორის, მაინც ეს არის.

Posted by: beqa1971 24 Jan 2018, 13:28
nforumi
QUOTE
შესაძლებლობის დანახარჯი

შესაძლებლობათა დანაკარგი ჯობია მაშინ დანახარჯს smile.gif

მე დავნერაგვდი ალტერნატივათა საფასურს, როგორც ტერმინს smile.gif ცოტა ყურს ჭრის მარა რო გაჯდება წყალივით წავა smile.gif

Posted by: nforumi 24 Jan 2018, 14:44
beqa1971
QUOTE
შესაძლებლობათა დანაკარგი ჯობია მაშინ დანახარჯს

მქონდა ეგ ვარიანტი, მაგრამ დამიწუნეს.

QUOTE
მე დავნერაგვდი ალტერნატივათა საფასურს, როგორც ტერმინს  ცოტა ყურს ჭრის მარა რო გაჯდება წყალივით წავა

არა, უფრო სწორი იქნებოდა ალტერნატივათა ვერგანხორციელების ხარჯზე განხორციელდა ეს ვარიანტი. თუმცა 'ხარჯი' ვერ იქნება მოწონებული.

რაღაც სხვა უკეთესი არაფერი გვაქვს ნეტა ძველი ქართულიდან?

Posted by: nigo 24 Jan 2018, 15:20
nforumi
ალტერნატივა შეგიძლია შეცვალო არჩევანით,უფრო ქართულად ჟღერს.

costs რას უზამ, არ ვიცი.

არჩევანის ღირებულება არ წავა?HurricaneKat.

QUOTE
ნეტავ ქართველები მოვეშვებოდეთ საკუთარ სიცუდეზე და სხვების უპირატესობებზე საუბარს
თუ გგონია რომ რამე ნაკლი გვაქვს საქმით გამოასწორეთ და არა ლაპარაკით

რატომ ხარ ასე აგრესიული? ზოგ საკითხში და ტრადიციაში ჩვენ უკეთესები ვართ, ზოგში სხვები და ახლა ევროპისკენ რომ მივილტვით ,ესეიგი იქაური ღირებულებები გვაკლია,ის ,რაც მოგვწონს
ასე ირანისკენ წავიდოდით უძველესი კულტურის და უიშვიათესი პოეზიის ქვეყანაა.

მე მომწონს ისრაელის მიდგომები, ბევრი საკითხში, მომწონს ,როგორ იცავენ საკუთარ მოქალაქეებს, მომწონს საზოგადოების სამოქალაქო შეგნება. და ახლა შენ რას მთხოვ, საქმე ვაკეთო და ხმა არ ამოვიღო?
მიდი აკეთე ,თუ შეგიძლია და აქ რა უფლებით მისაზღვრავ ვილაპარაკო თუ რა ვქნა.
სახელმწიფო საქმეები, ქვეყნის გეზი და სწორება რომელიმე ღირებულებისკენ მთავრობის საქმეა.

ჩვენი საქმეა ხელისუფლების სწორი არჩევანი და სამოქალაქო პროტესტი იმაზე, რაც არ მოგვწონს.

Posted by: HurricaneKat. 24 Jan 2018, 15:35
nigo
ქვეყანას მთავრობა არა
ხალხი ქმნის ჩემო კარგო

QUOTE
მომწონს საზოგადოების სამოქალაქო შეგნება

ამაში როგორც ჩანს არ ბაძავთ ებრაელებს
არა მგონია საკუთარი ქვეყნის ძაგებაში დახელოვნებულები იყვნენ

და მე თუ მკითხვავთ არც დასავლური ღირებულებები გვჭირდება და არცირანული პოეზია
რაც ჩვენია ის შევიყვაროთ
მითუეტეს რომ არც დას. ღირებულებებს ჩამოვრჩებოდით აქამდე და არ ირანული კულტურისთვის დამახასიათებელი ხიბლი გვაკლდა
იმ პერიოდს თუ არ ჩავთვლით როცა დაახლ. 1 საუკუნის წინ მიზანმიმართულად დაიწყეს საკუთარი ისტორიის დავიწყების და აბუჩად აგდების 'სწავლება' ჩვენთვის

Posted by: nforumi 24 Jan 2018, 21:59
QUOTE (nigo @ 24 Jan 2018, 15:20 )
nforumi
ალტერნატივა შეგიძლია შეცვალო არჩევანით,უფრო ქართულად ჟღერს.

costs რას უზამ, არ ვიცი.

არჩევანის ღირებულება არ წავა?HurricaneKat.

QUOTE
ნეტავ ქართველები მოვეშვებოდეთ საკუთარ სიცუდეზე და სხვების უპირატესობებზე საუბარს
თუ გგონია რომ რამე ნაკლი გვაქვს საქმით გამოასწორეთ და არა ლაპარაკით

რატომ ხარ ასე აგრესიული? ზოგ საკითხში და ტრადიციაში ჩვენ უკეთესები ვართ, ზოგში სხვები და ახლა ევროპისკენ რომ მივილტვით ,ესეიგი იქაური ღირებულებები გვაკლია,ის ,რაც მოგვწონს
ასე ირანისკენ წავიდოდით უძველესი კულტურის და უიშვიათესი პოეზიის ქვეყანაა.

მე მომწონს ისრაელის მიდგომები, ბევრი საკითხში, მომწონს ,როგორ იცავენ საკუთარ მოქალაქეებს, მომწონს საზოგადოების სამოქალაქო შეგნება. და ახლა შენ რას მთხოვ, საქმე ვაკეთო და ხმა არ ამოვიღო?
მიდი აკეთე ,თუ შეგიძლია და აქ რა უფლებით მისაზღვრავ ვილაპარაკო თუ რა ვქნა.
სახელმწიფო საქმეები, ქვეყნის გეზი და სწორება რომელიმე ღირებულებისკენ მთავრობის საქმეა.

ჩვენი საქმეა ხელისუფლების სწორი არჩევანი და სამოქალაქო პროტესტი იმაზე, რაც არ მოგვწონს.

ეს მგონი ადრე გედო შენ და როგორც მახსოვს გიპასუხე კიდეც.

ყველამ საკუთარ თავში დავინახოთ გაუმჯობესების გზები, აჯობებს. გამუდმებული წუწუნი კი არაფრის მომცემია.

ისე, საყოველთაოა ეს პრობლემა. უნამუნოს ესეებს ვკითხულობ ახლა... ესპანელებიც ჩვენსავით ყოფილან თურმე...

იქნებ არც ვიმსახურებთ უკეთესს, ამის უკეთესი შესატყვისი ვერ მოგვიფიქრებია wink.gif
OPPORTUNITY COSTS - სხვა შესაძლებლობის ღირებულება: დანახარჯი: საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც არ იქნა არჩეული.
wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: beqa1971 25 Jan 2018, 12:37
nforumi

QUOTE
ამის უკეთესი შესატყვისი ვერ მოგვიფიქრებია 

არცაა გასაკვირი ეს ამბავი, ჩვენ ვართ კლდიაშვილის გმირები, ასეთი "ამერიკული" პრაგმატიზმი რასაც OPPORTUNITY COSTS გულისხმობს, ჩვენგან შორსაა. აგერ ორი ფურცელი ახსნა მოაყოლეთ და მაინც ვერ გავერკვიეთ ბოლომდე რა ხილიაsmile.gif.

Posted by: HurricaneKat. 25 Jan 2018, 14:58
QUOTE
ყველამ საკუთარ თავში დავინახოთ გაუმჯობესების გზები, აჯობებს. გამუდმებული წუწუნი კი არაფრის მომცემია.

ზუსტადაც

ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ/ ქონდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პატრიოტიზმის გამძაფრებას უწყობდა ხელს და იმას რომ მათი ქვეყანა ყველაზე 'ძლიერია'
ჩენთან კიდევ რა ხდება, მთავრობას სულ არ აინტერესებს და ხალხის იმათ მისჩერებია პირდაღებული

be the change u wanna see in the world yes.gif

QUOTE
OPPORTUNITY COSTS

თვალი არ მიდევნებია რაზე მსჯელობდით და ზუსტი/მოკლე განმარტება ასეთია 'ალტერნატიული ღირებულება'
QUOTE
სხვა შესაძლებლობის ღირებულება: დანახარჯი: საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც არ იქნა არჩეული.

მხოლოდ იმ შესწორებით რომ ეს შესაძლებლობა 'საუკეთესო' არ არის
საუკეთესოს ვირჩევთ
ალტ. დანახარჯი მეორე და ა.შ. ადგილზე იდგა ჩვენს სიაში
სუბიექტური შეფასებით, როცა ღირებულებას ციფრებშI ვერ გამოხატავ

Posted by: globewide93 25 Jan 2018, 15:22
QUOTE (HurricaneKat. @ 25 Jan 2018, 14:58 )

ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ/ ქონდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პატრიოტიზმის გამძაფრებას უწყობდა ხელს და იმას რომ მათი ქვეყანა ყველაზე 'ძლიერია'
ჩენთან კიდევ რა ხდება, მთავრობას სულ არ აინტერესებს და ხალხის იმათ მისჩერებია პირდაღებული

ქართველებს ეგ პატრიოტზმი რასაც შენ ამბობ მსოფლიოში ყველაზე ძლიერად გვაქვს განვითარებული ბიჩოკი რო არ უნდა დააგდო ქუჩაში და კატალიზატორი ფოთშივე არ გაყიდო ეგ პატრიოტიზმი არ გვაქვს სახელმწიფომ კი არა ოჯახებმა უნდა იზრუნონ მაგაზესახელმწიფო ვერაფერს უზამს თუ ბუნებამაც არ უშველა

Posted by: HurricaneKat. 25 Jan 2018, 15:24
globewide93
QUOTE
რო არ უნდა დააგდო ქუჩაში და კატალიზატორი ფოთშივე არ გაყიდო

მე მგონი ეს შედეგია იმის რომ
QUOTE
ეგ პატრიოტიზმი არ გვაქვს

Posted by: nforumi 25 Jan 2018, 16:09
beqa1971
QUOTE
არცაა გასაკვირი ეს ამბავი, ჩვენ ვართ კლდიაშვილის გმირები, ასეთი "ამერიკული" პრაგმატიზმი რასაც OPPORTUNITY COSTS გულისხმობს, ჩვენგან შორსაა. აგერ ორი ფურცელი ახსნა მოაყოლეთ და მაინც ვერ გავერკვიეთ ბოლომდე რა ხილია.

მგონია რომ ინგლისურადაც კი არ არის მთლად კორექტულად ეს ტერმინი. თუმცა ინგლისურში სიტყვას უამრავი მნიშვნელობა შეგიძლია დააბრალო და ისიც იტანს მერე...
HurricaneKat.
QUOTE
ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ/ ქონდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პატრიოტიზმის გამძაფრებას უწყობდა ხელს და იმას რომ მათი ქვეყანა ყველაზე 'ძლიერია'
ჩენთან კიდევ რა ხდება, მთავრობას სულ არ აინტერესებს და ხალხის იმათ მისჩერებია პირდაღებული

ცარიელი პატრიოტიზმი არაფერი ბედენაა. მთავარია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც სწორედ რომ ქონდათ განვითრებულ ქვეყნებს. კომუნისტური ჩინეთიც კი განვითარების გზაზე დადგა, როცა დაუჯერეს ფრიდმენს.

QUOTE
თვალი არ მიდევნებია რაზე მსჯელობდით და ზუსტი/მოკლე განმარტება ასეთია 'ალტერნატიული ღირებულება'

ეს ითქვა უკვე, ოციოდე წლის წინ შემოიღეს ეს ტერმინი. მაშინაც იგივე პრობლემა იქნებოდა თარგმნისას.

QUOTE
მხოლოდ იმ შესწორებით რომ ეს შესაძლებლობა 'საუკეთესო' არ არის
საუკეთესოს ვირჩევთ
ალტ. დანახარჯი მეორე და ა.შ. ადგილზე იდგა ჩვენს სიაში
სუბიექტური შეფასებით, როცა ღირებულებას ციფრებშI ვერ გამოხატავ

სუბიექტური შეფასებაა ნამდვილად. თუმცა, ამ ტერმინში იგულისხმება, რომ სხვა არჩევანი შესაძლოა სწორედ რომ უკეთესი ყოფილიყო.
ისე, ცხადია, არჩევის მომენტში ჩვენ ყოველთვის გვგონია რომ რასაც ვირჩევთ, ის არის საუკეთესო.

globewide93
globewide93
QUOTE
კატალიზატორი ფოთშივე არ გაყიდო

რა კატალიზატორზეა ლაპარაკი? რატო არ უნდა გაყიდო?

Posted by: HurricaneKat. 25 Jan 2018, 17:13
nforumi
QUOTE
ეს ითქვა უკვე, ოციოდე წლის წინ შემოიღეს ეს ტერმინი. მაშინაც იგივე პრობლემა იქნებოდა თარგმნისას.

ვინც ვერ იგებს იმან იდარდოს
ცნებებისგადაფასება ხშრადხდება ხოლმე

QUOTE
რა კატალიზატორზეა ლაპარაკი? რატო არ უნდა გაყიდო?

აფერისტ მეგრელებზედა საჩხერლებზეა საუბარი ალბათ yes.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 25 Jan 2018, 17:27
HurricaneKat.

ძაან აგრესიული ხარ პატარავ chups.gif

ტეროსა მენდოზა down1.gif

Posted by: niktagva 25 Jan 2018, 18:30
Mako Subladze
QUOTE
ძლივს გამოვცვალე ავატარი

ის მგონი თქვენი სურათი იყო, არა?

და ეს ყვავილებია? smile.gif

Posted by: globewide93 25 Jan 2018, 19:18
QUOTE (nforumi @ 25 Jan 2018, 16:09 )

globewide93
globewide93
QUOTE
კატალიზატორი ფოთშივე არ გაყიდო

რა კატალიზატორზეა ლაპარაკი? რატო არ უნდა გაყიდო?

მანქანის კატალიზატორზე

Posted by: Mako Subladze 25 Jan 2018, 19:25
niktagva
ფიქრობდნენ, რომ ჩემი იყო.
არაა ყვავილები, ისე რაღაც მოვაბლადუნე. biggrin.gif
ეს ძაღლუკა მინდოდა.

Posted by: nforumi 25 Jan 2018, 20:22
HurricaneKat.
QUOTE
ვინც ვერ იგებს იმან იდარდოს
ცნებებისგადაფასება ხშრადხდება ხოლმე

ვინც აკეთებს სხვებისთვის, ის დარდობს, მისი გაკეთებელი საქმე, რომ ბუნდოვანი არ გამოვიდეს.

QUOTE
აფერისტ მეგრელებზედა საჩხერლებზეა საუბარი ალბათ 

რას ერჩი, რა სეგრეგაციაა?

globewide93
QUOTE
მანქანის კატალიზატორზე

ოოო, მაგ ხო, თუმცა მგონი მალევე ისე ფუჭდება ჩვენთან, აზრი არა აქვს, გინდ გქონია, გინდა არა.

Mako Subladze
QUOTE
ეს ძაღლუკა მინდოდა.

კაი ძაღლუკაა smile.gif
დავივიწყებ იმ ავატარს, რახან შენი არ იყო.

Posted by: niktagva 26 Jan 2018, 08:58
Mako Subladze
QUOTE
ეს ძაღლუკა მინდოდა.

აი, ეს სხვაა. love.gif
QUOTE
ფიქრობდნენ, რომ ჩემი იყო.

აბა, რატომ გედოთ. ალბათ ბევრად და უბევრესად კარგი ხართ. biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: HurricaneKat. 26 Jan 2018, 10:40
nforumi
QUOTE
რას ერჩი, რა სეგრეგაციაა?

მოკლედ
როგორ სპეფ. თვისებების ერებია, ისე სპეც.თვისებების მქონე მხარეებია
უკვე ბევრი მაბრალებს შოვინისტობას ფორუმზე

QUOTE
ვინც აკეთებს სხვებისთვის, ის დარდობს, მისი გაკეთებელი საქმე, რომ ბუნდოვანი არ გამოვიდეს.

ეგეც მართალია : )
მაინც ყველას თავისებურად ესმის

Posted by: marimari33 26 Jan 2018, 14:01
როგორ ხართ?
smile.gif

............

Posted by: nforumi 26 Jan 2018, 14:08
HurricaneKat.
QUOTE
უკვე ბევრი მაბრალებს შოვინისტობას ფორუმზე

საფუძველს აძლევ გენაცვალე.

marimari33
QUOTE
როგორ ხართ?

ჩვენ კარგად, შეენ?

Posted by: HurricaneKat. 26 Jan 2018, 14:09
QUOTE (nforumi @ 26 Jan 2018, 14:08 )
საფუძველს აძლევ გენაცვალე.

არც მადარდებდა სანამ დამატებით ბრალდებებზე არ გადმოვიდნენ : )

Posted by: marimari33 26 Jan 2018, 14:14
nforumi
მეც არამიშავს

....................

Posted by: nigo 27 Jan 2018, 08:21
HurricaneKat.
QUOTE
ნეტავ ქართველები მოვეშვებოდეთ საკუთარ სიცუდეზე და სხვების უპირატესობებზე საუბარს
თუ გგონია რომ რამე ნაკლი გვაქვს საქმით გამოასწორეთ და არა ლაპარაკით

მართლა კატრინასავით რომ დამეტაკე.
რა ვთქვი ასეთი.

რომელ ერსაც ჩვენგან გამორჩეული , ძალიან დადებითი თვისებები აქვთ, ის გადმოვიღოთ-მეთქი და ესეიგი, საქართველოს ვლანძღავ ?

დამშვიდდი, დალიე დილას ჩაი ან ყავა და მერე პოსტე.
არ მინდა აქ გრიგალები და წალეკვები. ტოლერანტული ხალხის თემაა და იმიტომ ამოვწიე.კამათი რასაკვირველია, მაგრამ აქ შენი ჭკუის დარიგებები,თუ არ გთხოვ,თანაც არასწორი, არ მინდა. ჩემიც მეყოფა.ისევ წამცდა ხელი პოლიტიკაში.

Posted by: Mako Subladze 27 Jan 2018, 10:15
nigo
QUOTE
წამცდა ხელი პოლიტიკაში.

love.gif ძალიანაც კარგი.

Posted by: t-90 27 Jan 2018, 10:20
HurricaneKat.
QUOTE

ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ/ ქონდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პატრიოტიზმის გამძაფრებას უწყობდა ხელს და იმას რომ მათი ქვეყანა ყველაზე 'ძლიერია'
ჩენთან კიდევ რა ხდება, მთავრობას სულ არ აინტერესებს და ხალხის იმათ მისჩერებია პირდაღებული

იმიტომრ ომ არ არსებობს იდეოლოგიური მიზიდულობის ცენტრი, ასე ვთქვათ საფუძველი რომელზეც ესა თუ ის ქ

Posted by: nforumi 27 Jan 2018, 10:25
marimari33
ის მარიმარი ხარ, მე რომ მახსოვს?
სახელი მეცნობა, ავატარი არ მახსოვს.

nigo
ჰოდა ნუ მოგაქვს პოლიტიკის განხყობა აქ wink.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 10:25
t-90
მაგას ვჩივი მეც
აი გუშინ იყო სიუჟეტი უნდა დაებრუნებინათ თუ არა რელიგია სკოლებში
იქ გამოვიდნენ თანასწორობის მიმწოლი ხალხი რომ სხვა რელიგიებმა რა დააშავეს
ასე ყველაფერი ერთად ვერ იქნება
თან ეროვნული ქვეყანა შევქმნათ და რელიგია როგორც კულტურის ნაწილი ისე ვასწავლოთ
თან ტოლერანტები და სხვა რელიგიასაც იმდენი დრო დავუთმოთ სწავლებისას რამდენსაც მართმადიდებლლობას

მოკლედ
უნდა ჩამოვყალიბდეთ რა : )

Posted by: marimari33 27 Jan 2018, 10:59
nforumi
ის მარიმარი ვარ შვილი რომ მყავდა ავად და ექიმის კოორდინატები მომეცითsmile.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 27 Jan 2018, 11:02
nigo
შენც გაგაბრაზა ხომ მაგ გოგომ? .
sad.gif მეც გამაბრაზა. არადა მეგონა
მეგობარი ვიპოვე-თქო...
mo.gif ხმა არ ჩამოწერა....

Posted by: t-90 27 Jan 2018, 11:09
HurricaneKat.
QUOTE

ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ/ ქონდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პატრიოტიზმის გამძაფრებას უწყობდა ხელს და იმას რომ მათი ქვეყანა ყველაზე 'ძლიერია'
ჩენთან კიდევ რა ხდება, მთავრობას სულ არ აინტერესებს და ხალხის იმათ მისჩერებია პირდაღებული

იმიტომრ ომ არ არსებობს იდეოლოგიური მიზიდულობის ცენტრი, ასე ვთქვათ საფუძველი რომელზეც ესა თუ ის ქვეყტანა დგას.
ამიტომაც ჩვენი როგორც ქვეყნის არსებობა არის კონკრეტული პოლუსების შეუთანხებლობის შედეგი და არა სხვა რამ.
nforumi
QUOTE
ცარიელი პატრიოტიზმი არაფერი ბედენაა. მთავარია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც სწორედ რომ ქონდათ განვითრებულ ქვეყნებს. კომუნისტური ჩინეთიც კი განვითარების გზაზე დადგა, როცა დაუჯერეს ფრიდმენს.

ნებისმიერი სახის ეკონომიკურ პოლიტიკას სჭირდება კონკრეტული ძალების მხარდაჭერა.
ანუ ნება უნდა დაგრთონ რო შენი ნაწარმოები ან გამომუშავებული პროდუქცია ან მომსახურება ბაზარზე გაყიდო.
თუ ამას არ გააეთებ აზრი არ აქვს.
ეს სულ რამდენიმე ქვეყნის ელიტას ძალუძს.

სწორედ ეს გნააპირობებ სიმას რომ მაგალითად ჩვენ ქართველებს ჭარბი წყალი გვაქვს და ვერ ვყიდით მაგალითად გინდა ირანზე გინდა საუდებზე.
იგივე ჩინეთიც არაფერი არ იქნებოდა რომ არა მისთვის გახსნილი აბზრები.

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 11:51
_მანის_ქაშიო?
პმ-ს რომ გწერ და არ მპასუხობ როგორ ფიქრობ ეს მდგომარეობა სადამდე მომეწონებოდა?

t-90
ვიცი ვიცი
ორივე სამწუხარო ფატს ავღნიშნავთ მხოლოდ : (

Posted by: თორნიკეე 27 Jan 2018, 12:10
HurricaneKat.
QUOTE
აი გუშინ იყო სიუჟეტი უნდა დაებრუნებინათ თუ არა რელიგია სკოლებში
იქ გამოვიდნენ თანასწორობის მიმწოლი ხალხი რომ სხვა რელიგიებმა რა დააშავეს
ასე ყველაფერი ერთად ვერ იქნება
თან ეროვნული ქვეყანა შევქმნათ და რელიგია როგორც კულტურის ნაწილი ისე ვასწავლოთ
თან ტოლერანტები და სხვა რელიგიასაც იმდენი დრო დავუთმოთ სწავლებისას რამდენსაც მართმადიდებლლობას

შენი პოზიცია? givi.gif

QUOTE
ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ/ ქონდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პატრიოტიზმის გამძაფრებას უწყობდა ხელს და იმას რომ მათი ქვეყანა ყველაზე 'ძლიერია'
ჩენთან კიდევ რა ხდება, მთავრობას სულ არ აინტერესებს და ხალხის იმათ მისჩერებია პირდაღებული

პატრიოტიზმს გააჩნია რა მხრივ განიხილავ...
საქართველო დამოუკიდებლად ძლიერი ვერასოდეს ვეღარ იქნება... 21-ე საუკუნეა...
ეს ის დროა, როცა უნდა აირჩიო ვის ემსახურო... yes.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 12:14
თორნიკეე
ჩემი არა ტიმის პოზიციაა

QUOTE
ეს ის დროა, როცა უნდა აირჩიო ვის ემსახურო... yes.gif

ყოველთვის ასე იყო
'ვის' ფორმა გაბანალურდა მხოლოდ

Posted by: თორნიკეე 27 Jan 2018, 12:18
HurricaneKat.
QUOTE
ჩემი არა ტიმის პოზიციაა

ერთი ა იყო იქ...
ანუ შენ როგორ ფიქრობ მეთქი...

QUOTE
ყოველთვის ასე იყო
'ვის' ფორმა გაბანალურდა მხოლოდ

მთლად ყოველთვის არ იყო მასე...

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 12:21
თორნიკეე
ტიმის პოზიციას ვიზიარებ

Posted by: თორნიკეე 27 Jan 2018, 12:25
HurricaneKat.
QUOTE
ტიმის პოზიციას ვიზიარებ

ანუ?

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 12:29
თორნიკეე
QUOTE
ასე ყველაფერი ერთად ვერ იქნება
თან ეროვნული ქვეყანა შევქმნათ და რელიგია როგორც კულტურის ნაწილი ისე ვასწავლოთ
თან ტოლერანტები და სხვა რელიგიასაც იმდენი დრო დავუთმოთ სწავლებისას რამდენსაც მართმადიდებლლობას

კატა - პროპაგანდისა და სახალხო განათლების მინისტრად!

Posted by: თორნიკეე 27 Jan 2018, 12:32
HurricaneKat.
QUOTE
კატა - პროპაგანდისა და სახალხო განათლების მინისტრად!

no.gif
ესთეთიკის მინისტრად... chups.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 12:41
QUOTE (თორნიკეე @ 27 Jan 2018, 12:32 )

no.gif
ესთეთიკის მინისტრად... chups.gif

ეთიკის და ესთეტიკის
ეს ორი სამინისტრო უნდა გაერთიანდეს
ან რა საჭიროა ეს 2 სახელი

Posted by: _მანის_ქაშიო? 27 Jan 2018, 12:42
რა მაგრად თამაშობს ბევრი სგ სგ
down1.gif drug.gif

Posted by: თორნიკეე 27 Jan 2018, 12:43
HurricaneKat.
QUOTE
ეთიკის და ესთეტიკის
ეს ორი სამინისტრო უნდა გაერთიანდეს

ვადასტურებ...

QUOTE
ან რა საჭიროა ეს 2 სახელი

ორივე წაკითხული მაქვს თან...

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 13:15
ცოტა მარტივად შევხედოთ ყველაფერს bis.gif

Posted by: nforumi 27 Jan 2018, 13:20
marimari33
QUOTE
ის მარიმარი ვარ შვილი რომ მყავდა ავად და ექიმის კოორდინატები მომეცით

ავატარი არ მეცნო და მიტო გკითხე smile.gif

QUOTE
ნებისმიერი სახის ეკონომიკურ პოლიტიკას სჭირდება კონკრეტული ძალების მხარდაჭერა.
ანუ ნება უნდა დაგრთონ რო შენი ნაწარმოები ან გამომუშავებული პროდუქცია ან მომსახურება ბაზარზე გაყიდო.
თუ ამას არ გააეთებ აზრი არ აქვს.
ეს სულ რამდენიმე ქვეყნის ელიტას ძალუძს.

სწორედ ეს გნააპირობებ სიმას რომ მაგალითად ჩვენ ქართველებს ჭარბი წყალი გვაქვს და ვერ ვყიდით მაგალითად გინდა ირანზე გინდა საუდებზე.
იგივე ჩინეთიც არაფერი არ იქნებოდა რომ არა მისთვის გახსნილი აბზრები.

ზუსტად მაგას ვამბობ.

t-90

Posted by: t-90 27 Jan 2018, 15:24
HurricaneKat.
ანუ ქვეყანა აზრზე არაა რა უნდა აკეთოს.
და არამარტო ამ სფეროშI.
ამიტო ახდენს გავლენას რუსეთის ცენტრი, დასალეთ ევროპის და ამერიკის ცენტრი,ა ღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, ირანი, თურქეთი და რავი მგონი ჩინეთიც. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Jan 2018, 15:28
QUOTE (t-90 @ 27 Jan 2018, 15:24 )

ანუ ქვეყანა აზრზე არაა რა უნდა აკეთოს.
და არამარტო ამ სფეროშI.
ამიტო ახდენს გავლენას რუსეთის ცენტრი, დასალეთ ევროპის და ამერიკის ცენტრი,ა ღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, ირანი, თურქეთი და რავი მგონი ჩინეთიც. biggrin.gif

yes.gif

ისე
იმ დღეს ვფიქრობდი
ამ ჩამონათვალში გეთანხმები და 'ქართველობის წართმევის' გამო პროტესტის გრძნობა ჩინელების მიმართ არ მიჩნდება მხოლოდ
პირიქით, მივესალმები მათი კულტურის გაცნობას

Posted by: nforumi 27 Jan 2018, 17:48
QUOTE
'ქართველობის წართმევის' გამო

არავინ არაფერს გვართმევს.
ჩვენ ან ვათანედროვებთ ჩვენს თავს და ვუსადაგებთ ახალ რეალობას, ან ვკარგავთ.

მეტი საქმე არა აქვს ვინმეს ჩვენი ქართველობის წართმევისთვის შეიწუხოს თავი.

Posted by: _მანის_ქაშიო? 27 Jan 2018, 18:35
HurricaneKat.
ძალიან კარგია რომ წახვედი.
smile.gif

Posted by: საილერი 28 Jan 2018, 14:19
QUOTE (_მანის_ქაშიო? @ 27 Jan 2018, 18:35 )
HurricaneKat.
ძალიან კარგია რომ წახვედი.
smile.gif

არა .

Posted by: t-90 29 Jan 2018, 21:25
HurricaneKat.
QUOTE
ამ ჩამონათვალში გეთანხმები და 'ქართველობის წართმევის' გამო პროტესტის გრძნობა ჩინელების მიმართ არ მიჩნდება მხოლოდ
პირიქით, მივესალმები მათი კულტურის გაცნობას

დამიჯერე ჩინეთI გაცილებით უფრო მურდალი "გასპადინია" ვიდრე ყველა ჩამოთვლილი.
მადლობას ვეუბნებით ჰუანდე იმპერატორს მაგის დიდი ფლოტის განადგურებისთვის.

პ.ს. არა ეხლა არ თქვა რო წახვედი.
რამ გადაგრია?

Posted by: Moor 29 Jan 2018, 23:24
კაი ჩაი რომელს გაქვთ?

----------

Posted by: Nostalgia34 30 Jan 2018, 07:34
QUOTE
კაი ჩაი რომელს გაქვთ?

მეც მინდა კაი ჩაი,რომელს გაქვთ?!

ეეეჰ,აქ კია უამრავი ჩაი,მაგრამ მე ჩვენებური მინდა
დუშეთის ბაზარში რომ ვიყიდიდი კუნელს,ასკილს,მოცვს,ქაცვს,მოცხარს...
და დავაყენებდი ნატურალური ხილის ჩაის.
სიცოცხლის ელექსირი...
user posted image

user posted image,

[Joe Bonamassa - Jockey Full of Bourbon

https://www.youtube.com/watch?v=v8lOSERcJFE

Posted by: HurricaneKat. 30 Jan 2018, 09:06
QUOTE (t-90 @ 29 Jan 2018, 21:25 )

დამიჯერე ჩინეთI გაცილებით უფრო მურდალი "გასპადინია" ვიდრე ყველა ჩამოთვლილი.
მადლობას ვეუბნებით ჰუანდე იმპერატორს მაგის დიდი ფლოტის განადგურებისთვის.

კი არის მაგრამ მხოლოდ მის სამეზობლოში
გლობალური ინტერესებიც ნაკლებად ექნება, ეკონომიკურს თუ არ ჩავთვლით
* * *
QUOTE
კუნელს,ასკილს,მოცვს,ქაცვს,მოცხარს...
და დავაყენებდი ნატურალური ხილის ჩაის.

love.gif
გამხარი ხილის ჩაი

nforumi
QUOTE
არავინ არაფერს გვართმევს.

სარკაზმი იყო : )

QUOTE
მეტი საქმე არა აქვს ვინმეს ჩვენი ქართველობის წართმევისთვის შეიწუხოს თავი.

ძალიან გულუბრყვილო წინადადებაა

Posted by: t-90 30 Jan 2018, 09:21
HurricaneKat.
QUOTE

კი არის მაგრამ მხოლოდ მის სამეზობლოში
გლობალური ინტერესებიც ნაკლებად ექნება, ეკონომიკურს თუ არ ჩავთვლით

ნწუ.
გადახედე ჩინეთის მოღვაწეობას აფრიკაში.
ეკონომიკურია დღეს თემა.
ჯარების შეყვანა ნაკლებად.

Posted by: HurricaneKat. 30 Jan 2018, 09:23
t-90
ეგ არ ვთქვი? : )
როდისმე იქნება რომ N1 პრიორიტეტი კულტურის გავრცელება იყოს ქვეყნებისთვის?

Posted by: nforumi 30 Jan 2018, 09:33
HurricaneKat.
QUOTE
ძალიან გულუბრყვილო წინადადებაა

გულუბრყვილო კი არა, სიმართლეა.
ეს ისევე არავის აინტერესებს, როგორც მე არ მაინტერესებს შეინარჩუნებს თუ არა ზიმბაბველი თავის ზიმბაბველობას.
აბა თქვით, თუ რომელიმეს გაწუხებთ მათ ბედი.
ცუდს კი არაფერს ვუსურვებ, მაგრამ რაც უნდათ ის უქნიათ, მე რას დავეძებ.
QUOTE
როდისმე იქნება რომ N1 პრიორიტეტი კულტურის გავრცელება იყოს ქვეყნებისთვის?

სავარაუდოდ არასოდეს.

Posted by: t-90 30 Jan 2018, 09:50
HurricaneKat.
QUOTE
ეგ არ ვთქვი? : )
როდისმე იქნება რომ N1 პრიორიტეტი კულტურის გავრცელება იყოს ქვეყნებისთვის?

ნწუ. არასდროს.
ნებისმიერი სამხედრო გავლენა ხდება ზოგადად სავაჭრო გზების გამო.

Posted by: HurricaneKat. 30 Jan 2018, 09:53
t-90
ჰო
მაშინ ვაჭრობა უნდა 'ჩანაცვლდეს' რამით
ეს წარმოუდგენელია
ან ფულს უნდა შეეცვალოს ფუნქცია

nforumi
QUOTE
აბა თქვით, თუ რომელიმეს გაწუხებთ მათ ბედი.

ქონდეთ ზიმბამბველებს ეროვნულობა, თუეს საფრთხეს არ წარმოადგენს დიდი ძმების მიზნებისთვის

Posted by: t-90 30 Jan 2018, 12:29
HurricaneKat.
QUOTE
მაშინ ვაჭრობა უნდა 'ჩანაცვლდეს' რამით
ეს წარმოუდგენელია
ან ფულს უნდა შეეცვალოს ფუნქცია

ესეც.
დაჟე ბიტკოინი რო ბიტკოინია იმასაც აქვს ადგილმდებარეობა.
nforumi
QUOTE

გულუბრყვილო კი არა, სიმართლეა.
ეს ისევე არავის აინტერესებს, როგორც მე არ მაინტერესებს შეინარჩუნებს თუ არა ზიმბაბველი თავის ზიმბაბველობას.
აბა თქვით, თუ რომელიმეს გაწუხებთ მათ ბედი.
ცუდს კი არაფერს ვუსურვებ, მაგრამ რაც უნდათ ის უქნიათ, მე რას დავეძებ

ნწუ.
პირობითად ქართველების რელიგიაც კი აინტერესებდა დამპყრობელს.
რა თქმა უნდა ძიეითადად ეკონომიკური და სამხედრო მიზნებისთვის.

თემის ფორმატიდან გამოვალ ეს რო ავხსნა ეხლადელ საქართველოს ვითარებაში.

Posted by: HurricaneKat. 30 Jan 2018, 12:31
t-90
მირჩევნია ძალაუფლება 'მორევაზე'იყოს ვიდრე ისეთ უაზრო რამეზე დაფუძნებული, როგორც მატერიალური სიმდიდრეა
გლობალურად
ამის გაკონტროლება უტოპიაა
მაგრამ ხანდახან ოცნებებიც კარგია : ))

Posted by: t-90 30 Jan 2018, 13:01
HurricaneKat.
QUOTE
მირჩევნია ძალაუფლება 'მორევაზე'იყოს ვიდრე ისეთ უაზრო რამეზე დაფუძნებული, როგორც მატერიალური სიმდიდრეა
გლობალურად
ამის გაკონტროლება უტოპიაა
მაგრამ ხანდახან ოცნებებიც კარგია : ))

ომს დიდი კუჭი აქვს.
დაფინანსება უნდა.

Posted by: HurricaneKat. 30 Jan 2018, 13:03
t-90
დაფინანსება რომ გაიზარდონ მაგიტომ ომობენ biggrin.gif

Posted by: t-90 30 Jan 2018, 13:33
HurricaneKat.
QUOTE
დაფინანსება რომ გაიზარდონ მაგიტომ ომობენ

ძირითადად სავაჭრო არტერირების გამო ხდება.

Posted by: nforumi 30 Jan 2018, 20:06
HurricaneKat.
QUOTE
ქონდეთ ზიმბამბველებს ეროვნულობა, თუეს საფრთხეს არ წარმოადგენს დიდი ძმების მიზნებისთვის

t-90
QUOTE
პირობითად ქართველების რელიგიაც კი აინტერესებდა დამპყრობელს.
რა თქმა უნდა ძიეითადად ეკონომიკური და სამხედრო მიზნებისთვის.

თემის ფორმატიდან გამოვალ ეს რო ავხსნა ეხლადელ საქართველოს ვითარებაში.

ამ თემის ფორმატიდან ვერ გამოხვალ smile.gif

ეროვნულობას კი არ გართმევენ, რუსეთი იქნება თუ სხვა, არამედ ასიმილირებას ცდილობენ, ან თუ ეს არ გამოდის, ისეთი მეთოდის მოძიებას, რომ მორჩილებაში გიყოლიონ.
და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უშუალო პოლიტიკური ინტერესი აქვთ, აკონტროლონ ის ტერიტორია, რომელზეც შენი ქვეყანაა.

ხოლო შენი ეროვნულობა ასეთი იქნება თუ ისეთი, ეგ არავის ანაღვლებს, მათ შორის არც ამერიკელებს და არც ევროპელებს.

HurricaneKat.
QUOTE
მირჩევნია ძალაუფლება 'მორევაზე'იყოს ვიდრე ისეთ უაზრო რამეზე დაფუძნებული, როგორც მატერიალური სიმდიდრეა

მატერიალურ სიმდიდრეში ცუდი არაფერია, თოფის ძალაუფლებისგან განსხვავებით.
ნეტა ყველა წინ წავიწევდეთ მატერიალური სიმდიდრის თვალსაზრისით.

Posted by: davitpapo 31 Jan 2018, 00:18
ახლა ცხელ ჩაისთან მოგიზგიზე ბუხართან ^_^

Posted by: nforumi 31 Jan 2018, 01:12
ჩემო მეგობრებო, ეს არის ჩემი მე-10 000 პოსტი ამ ფორუმზე. ორ თვეში 10 წელიც გახდება რაც აქ ვარ.

იცი ჩემო მკითხველო რა წლები იყო ეს ათი წელი (ილიას პერიფრაზი რომ გავაკეთო).

ბევრი ფორუმს ძალიან არასერიოზულად უყურებს, თვლიან რომ მხოლოდ გასართობია (ან ვინმეს საგინებელი ადგილი). ნაწილობრივ ასეც არის, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არის საშუალება, რომ ჩვენ თანდათან უკეთეს საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. სადაც ერთმანეთს არავინ უსმენს და ერთმანეთს მხოლოდ თავის აზრებს უყვირიან (ყვირილად შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი ფორმით გამოთქვამენ), იქ რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ამიტომ აღარ შევდივარ პოლიტიკაში, სადაც პირველი სამი თუ ოთხი წელი ყველაზე მეტი პოსტი მქონდა. კონსტრუქციული მომენტის შეტანა იქ ვერ შევძელი. და რადგან საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, გამოვეცალე. მეცნიერებაში შევაფარე თავი, კიდე რამდენიმე განყოფილებაში ვიხედები ხანდახან და აქ, ამ თემაში ვგრძნობ რომ ადამიანები უსმენენ ერთმანეთს. და რადგან ეს ბუხრის თემაა, რადგან აქ ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, რადგან იმედი მაქვს რომ ამ პოსტსაც წაიკითხავთ, მომინდა ჩემი მეათიათასე პოსტი აქ დამეწერა, ასე აღმენიშნა.

ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამ ათი წლის განმავლობაში განვითარდა და წინ წავიდა და მის წინსვლაში ჩემი წილი ერთი მემილიონედი მაინც არის, მათ შორის ამ ფორუმის მეშვეობით. მე მგონია, რომ ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღე 80 პროცენტზე მეტი ჩვენზეა დამოკიდებული და არა სხვაზე. მთავარია მოვინდომოთ, დავინახოთ სწორი გზა და იქეთ წავიდეთ. ფორუმს, როგორც კომუნიკაციის კარგ საშუალებას, ამ საქმეში აქვს თავისი წილი.

ასე რომ ვიფიქროთ მეგობრებო, ვიფიქროთ, ჩვენ ხომ ფიქრისთვის ვართ გაჩენილი. ვიფიქროთ და ერთმანეთს გავუზიაროთ smile.gif

Posted by: MyHope 31 Jan 2018, 03:17
Dzili ar mekareba imdeni shokoladi mivirtvi:-)

Posted by: t-90 31 Jan 2018, 04:15
nforumi
QUOTE
ამ თემის ფორმატიდან ვერ გამოხვალ

პოლიტიკის თემატიკაში გადავიჭრებით თან სერიოზულად.
QUOTE

ეროვნულობას კი არ გართმევენ, რუსეთი იქნება თუ სხვა, არამედ ასიმილირებას ცდილობენ, ან თუ ეს არ გამოდის, ისეთი მეთოდის მოძიებას, რომ მორჩილებაში გიყოლიონ.
და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უშუალო პოლიტიკური ინტერესი აქვთ, აკონტროლონ ის ტერიტორია, რომელზეც შენი ქვეყანა

ეროვნულობის წართმევა არის პოლიტიკური ინსტრუმენტი.
მეტი არაფერი.
QUOTE
ხოლო შენი ეროვნულობა ასეთი იქნება თუ ისეთი, ეგ არავის ანაღვლებს, მათ შორის არც ამერიკელებს და არც ევროპელებს.

ურევ ეხლა.
ეროვნულობის წართმევა არის შედეგი.
მაგრამ მიზანი შეიძლება სულ სხვა რამე იყოს.
კი არადა როგორც წესი ასეა.
QUOTE
მატერიალურ სიმდიდრეში ცუდი არაფერია, თოფის ძალაუფლებისგან განსხვავებით.
ნეტა ყველა წინ წავიწევდეთ მატერიალური სიმდიდრის თვალსაზრისით.

თოფის ძალაუფლება არის მხოლოდ და მხოლდო შედეგი.
დაპყრობებსაც აქვთ კონრკეტული მიზანი.
რესურსების, სავაჭრო გზების კონტროლი.

Posted by: HurricaneKat. 31 Jan 2018, 09:18
nforumi
QUOTE
მატერიალურ სიმდიდრეში ცუდი არაფერია, თოფის ძალაუფლებისგან განსხვავებით.
ნეტა ყველა წინ წავიწევდეთ მატერიალური სიმდიდრის თვალსაზრისით.

ყველას წინ წაწევა როგორ წარმოგიდგენიათ?
სწორედ ეგ ქმნის უთანასწორობას ადამიანებს შორის
და ძალაუფლებას რომელიც უსამართლოა
რადგან ფულით ბევრ რამეს 'იყიდი'-ზეა დაფუძნებული
ის რაც ძვირფასია რეალურად ფულზე არ იცვლება

* * *
მე მგონი ცოტა ავცდით
იმიტომ რომ მე გლობალურად მსჯელობას ვცდილობ
თქვენ მხოლოდ თქვენს წრეზე : )

Posted by: nigo 31 Jan 2018, 09:37
უჩემოდაც კარგად შემოგიტანიათ პოლიტიკა biggrin.gif

მე მეშინია ჩინელების ექსპანსიის.მიშას ბურები მერჩივნა smile.gif
* * *
nforumi

მილიონი პლიუსი 2kiss.gif

Posted by: nforumi 31 Jan 2018, 09:51
HurricaneKat.
QUOTE
ყველას წინ წაწევა როგორ წარმოგიდგენიათ?

ისე რომ ყველას ქონდეს უკეთესი პირობები. მაგალითად დენი და წყალი სახლში და მისი გადახდის საშუალება.

QUOTE
სწორედ ეგ ქმნის უთანასწორობას ადამიანებს შორის

QUOTE
და ძალაუფლებას რომელიც უსამართლოა
რადგან ფულით ბევრ რამეს 'იყიდი'-ზეა დაფუძნებული
ის რაც ძვირფასია რეალურად ფულზე არ იცვლება

სამართლის ფულზე ყიდვა რომ არ უნდა იყოს შესაძლებელი,ა ამაზე არავინ დაობს.
თუმცა მატერიალური არათანბრობა არაა ჩემთვის პრობლემა. რამდენჯერ მეტი ფული აქვს ბილ გეიტსს ჩემთან შედარებით. თანახმა ვარ კიდე მეტჯერ მეტი ჰქონდეს, ოღონდ უკეთესი იყოს მაგი პროდუქტი.
nigo
QUOTE
მილიონი პლიუსი

smile.gif

Posted by: MyHope 31 Jan 2018, 11:15
nforumi
HurricaneKat.
nigo
დილამშვიდობისა...
user posted image
ყავი კარგია,მაგრამ გაზი არაა 10 საათმდე არ იქნება და ხომ გავიყინეთ?
კონდინციონერი კი ჩავრთე,მაგრამ ვერ ათბობს კარგადsad.gif

Posted by: HurricaneKat. 31 Jan 2018, 11:18
nforumi
არ უნდა ქონდეს სხვაზე მეტი ფული
არც ბილ გეითს და არც დონალდ ტრამპს
#პატარაკომუნისტისფიქრები

MyHope
დილა მშვიდობის
დაბრუნებულხარ : )

Posted by: MyHope 31 Jan 2018, 11:20
HurricaneKat.
ხოო,დავბრუნდი,ამჯერად დიდი ხნითsmile.gif

Posted by: HurricaneKat. 31 Jan 2018, 11:43
QUOTE (MyHope @ 31 Jan 2018, 11:20 )

ხოო,დავბრუნდი,ამჯერად დიდი ხნითsmile.gif

საკუთარ თავს ვერ გავექცევით
იქაც მხოლოდ დაბრუნება შეიძლება : )

Posted by: MyHope 31 Jan 2018, 11:47
HurricaneKat.
QUOTE
საკუთარ თავს ვერ გავექცევით
იქაც მხოლოდ დაბრუნება შეიძლება :

Getanxmebi!
:-)

Posted by: Mako Subladze 31 Jan 2018, 13:45
QUOTE
მომინდა ჩემი მეათიათასე პოსტი აქ დამეწერა

ნეტა მეასიათასეს რამდენ ხანში დავწერთ.
2kiss.gif

Posted by: საილერი 31 Jan 2018, 13:51
Mako Subladze

მაკო ბადრის დამიძახე რა ერთი ჩემი გოგო 2kiss.gif

Posted by: Mako Subladze 31 Jan 2018, 13:54
საილერი
ბადრის სძინავს, ღამენათევია.

Posted by: nforumi 31 Jan 2018, 15:08
HurricaneKat.
QUOTE
არ უნდა ქონდეს სხვაზე მეტი ფული
არც ბილ გეითს და არც დონალდ ტრამპს

მასე მხოლოდ ჯუნგლებშია შესაძლებელი, არავის არ ექნება, ტომის ბელადსაც კი შეიძლება ცოტათი დიდი ქოხი ჰქონდეს.

მე არ მინდა ჯუნგლებში ცხოვრება. ვინც მეტი ადამიანისთვის ქმნის რაიმეს, იმას უნდა ჰქონდეს მეტი და სწორედ ასეა სამართლიანი.

მძარცველებს რომ არ უნდა ჰქონდეთ, ესეც ცხადია.

MyHope
სალამ smile.gif

Posted by: HurricaneKat. 31 Jan 2018, 15:14
nforumi
მასე მასე მასეთი ვერასდროსვიმსჯელებთ ნორმალურად user.gif

Posted by: nforumi 31 Jan 2018, 19:05
HurricaneKat.
QUOTE
მასე მასე მასეთი ვერასდროსვიმსჯელებთ ნორმალურად

???

ვერ გავიგე.

Posted by: MyHope 31 Jan 2018, 22:21
ჩემთვის ეს წელი ძალიან ცუდად დაიწყო,იმედია თებერვალი შედარებით მშვიდი იქნებაsmile.gif
* * *
user posted image

.

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 10:02
QUOTE (nforumi @ 31 Jan 2018, 19:05 )

???

ვერ გავიგე.

დესტრუქციული დიალოგი გვაქვს : )

Posted by: t-90 1 Feb 2018, 10:11
HurricaneKat.
QUOTE
არ უნდა ქონდეს სხვაზე მეტი ფული
არც ბილ გეითს და არც დონალდ ტრამპს
#პატარაკომუნისტისფიქრები

ეგ ეგრეა. '
ვინ როოგრ ჩალიჩობს იმაზეა დამოკიდებული.

Posted by: nforumi 1 Feb 2018, 11:55
HurricaneKat.
QUOTE
დესტრუქციული დიალოგი გვაქვს : )

არ გვინდა დესტრუქციული, შევეცადოთ დავფიქრდეთ რა გვინდა.

თუ თანაბრობაა მთავარი, მაშინ უნდა ვიცხოვროთ ტყეში და ქოხებში, უარი ვთქვათ ცივილიზაციის ყველა სიკეთეზე.

თუ გვინდა ცივილიზაციის სიკეთე, მაშინ უნდა გვესმოდეს რომ ის ვისაც ის ჩვენამდე მოაქვს, ზუსტად იმიტომ აკეთებს რომ ბევრი ფული იშოვოს.

შური სისულელეა.

Posted by: MyHope 1 Feb 2018, 14:10
QUOTE
შური სისულელეა.

მავნებელიც.......

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 14:12
nforumi
მარტო 'ცივილიზაციის' შექმნისთვის რომ უნდოდეთ ეგ ფული კარგი
მაგრამ მიზანი რა აქვთ?
მე იმის წინააღმდეგი ვარ, ძალაუფლება იყოს მხოლოდ 'რამდენიმე ადამიანის' ხელში

Posted by: t-90 1 Feb 2018, 14:13
nforumi
QUOTE
თუ გვინდა ცივილიზაციის სიკეთე, მაშინ უნდა გვესმოდეს რომ ის ვისაც ის ჩვენამდე მოაქვს, ზუსტად იმიტომ აკეთებს რომ ბევრი ფული იშოვოს.

შური სისულელეა.

ნწუ.
ნუ ადრით ზოგიერთI დასავლური ქვეყნების განათლებულ ელიტას ყველა სხვა ელიტას.
მაგალითად ქართული ელიტა ცივილიზაციისს სიკეთეს კი არა რო შეეძლოს სულ ამოგვწყვეტდა ან დაგვამონებდა. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 14:15
t-90
რომელი ელიტა? 80-90 წელია კანტიკუნტად რომ გვყავს?

Posted by: t-90 1 Feb 2018, 14:21
HurricaneKat.
QUOTE
რომელი ელიტა? 80-90 წელია კანტიკუნტად რომ გვყავს?

მმართველი ელიტა.
ნუ ურევ ახლა შენ ტერმინებს.

Posted by: nforumi 1 Feb 2018, 15:40
HurricaneKat.
QUOTE
მარტო 'ცივილიზაციის' შექმნისთვის რომ უნდოდეთ ეგ ფული კარგი
მაგრამ მიზანი რა აქვთ?
მე იმის წინააღმდეგი ვარ, ძალაუფლება იყოს მხოლოდ 'რამდენიმე ადამიანის' ხელში

მეწარმე განმარტებით არის ადამიანი, რომელიც ბაზარს (ანუ ჩვენ, მყიდველებს) აწოდებს ისეთ საქონელს, რაც იყიდება და ამაში ნახულობს მოგებას.
ხელისუფლებასთნ კუდგადანსკვული უკვე სიმსივნური წარმონაქმნია და არავის გვაწყობს, მაგრამ ეს, როგორც წესი, ხელისუფლების ბრალია.

t-90
QUOTE
ნუ ადრით ზოგიერთI დასავლური ქვეყნების განათლებულ ელიტას ყველა სხვა ელიტას.
მაგალითად ქართული ელიტა ცივილიზაციისს სიკეთეს კი არა რო შეეძლოს სულ ამოგვწყვეტდა ან დაგვამონებდა. 

ნამეტანი განსაკუთრებული გგონია ქართველები შენ smile.gif

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 15:42
nforumi
ხელისუფლების არა, ისინი იყენებენ
ხალხის ბრალია
რომ საშუალებას აძლევს

Posted by: t-90 1 Feb 2018, 15:43
nforumi
QUOTE
ნამეტანი განსაკუთრებული გგონია ქართველები შენ

ნწუ.
დაბალი დონის ელიტაა უბრალოდ.
განსხვავებით ევროპული ქვეყნების ელიტისგან.
HurricaneKat.
QUOTE
ხალხის ბრალია
რომ საშუალებას აძლევს

ხალხი არ არსებობს.

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 15:44
QUOTE (t-90 @ 1 Feb 2018, 15:43 )

ხალხი არ არსებობს.

რას გულისხმობ? ................

Posted by: t-90 1 Feb 2018, 15:47
HurricaneKat.
ანუ ხალხი არის ცრუ ტერმინი.
საქმე რასია, ნებისმიერი რამე უფლება რო არ მიცე გჭირდება რამე ორგანიზებადი სუბიექტი.
ხალხი ორგანიზებადი სუბიექტი არაა.
პირობითად ბატალიონი არის.

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 15:50
t-90
ორგანიზებადი სუბიექტი არ არის თუ 'მთლიანად' 'ავიღებთ'
მაგრამ შენ როგორც თქვი (ბატალიონი) დავყოფთ და ისე გადავაქცევთ

ნუ თუ საქმე მხოლოდ შეუსაბამო ტერმინშია : )

Posted by: t-90 1 Feb 2018, 15:52
HurricaneKat.
QUOTE
ორგანიზებადი სუბიექტი არ არის თუ 'მთლიანად' 'ავიღებთ'
მაგრამ შენ როგორც თქვი (ბატალიონი) დავყოფთ და ისე გადავაქცევთ

ანუ ელიტა ეყოლება ამ ყველაფრერს ხო?

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 15:54
t-90
კი
მაგრამ კითხვის მიზანს ვერ ვხვდები
უფრო სწორად კი-სმერე რა გაგრძელებაც უნდა მიპასუხო

Posted by: nforumi 1 Feb 2018, 16:00
HurricaneKat.
QUOTE
ხელისუფლების არა, ისინი იყენებენ
ხალხის ბრალია
რომ საშუალებას აძლევს

საბოლოო ჯამში ხალხის ბრალია, კი. ხელისუფლება უნდა იყოს ხელისუფლება და ბიზნესში ხელებს არ უნდა აფათურებდეს. გამიგია ამბები, მსოფლიო მაშტაბის კომპანიებზე, პრაქტიკულად აიძულეს ლობი ყოლოდათ პარლამენტში.

t-90
QUOTE
ნწუ.
დაბალი დონის ელიტაა უბრალოდ.
განსხვავებით ევროპული ქვეყნების ელიტისგან.

ტყუილა გგონია შენ იქ ანგელოზები. გერმანელი იგივე პირობებში, იგივეს აკეთებს, რასაც ჩვენები.
ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავუკეტოთ ყველა გზა, ერეოდეს ბიზნესში. ბიზნესი მოგებას უნდა ნახულობდეს მხოლოდ ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკურენტულ გარემოში. აი მაშინ, სულ მალე წინ წამოიწევდნენ დადებითი იმიჯის მქონე ბიზნესები.
სანამ უარყოფითი წახალისება ხდება, მანამდე კარგები წინ ვერ წავლენ.

და არაფერი განსაკუთრებული ხალხი ჩვენ არ ვართ.

QUOTE
ანუ ხალხი არის ცრუ ტერმინი.
საქმე რასია, ნებისმიერი რამე უფლება რო არ მიცე გჭირდება რამე ორგანიზებადი სუბიექტი.
ხალხი ორგანიზებადი სუბიექტი არაა.

თან მართალი ხარ, თან არა smile.gif
ყველა ხალხს ყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. - ძალიან ზუსტი გამოთქმაა. თუ გვინდა უკეთ ვიცხოვროთ, უნდა დავიმსახუროთ უკეთესი ხელისუფლება. რომ დავიმსახუროთ, ჯერ უნდა გავიგოთ რას ნიშნავს უკეთესი, როგორ უნდა იყოს.

Posted by: t-90 1 Feb 2018, 16:15
HurricaneKat.
QUOTE
კი
მაგრამ კითხვის მიზანს ვერ ვხვდები
უფრო სწორად კი-სმერე რა გაგრძელებაც უნდა მიპასუხო

ის უნდა გიპასუხო რო ხალხის ბრალია საშუალებას რო აძლევს სინამდვილეში ელიტაზეა დამოკიდებული.
ანუ ხალხის მართვა ეხება ელიტას.
და ელიტის ყველა ფრაქციის ბრალია ეგ ყველაფერი.
nforumi
QUOTE
ტყუილა გგონია შენ იქ ანგელოზები. გერმანელი იგივე პირობებში, იგივეს აკეთებს, რასაც ჩვენები.

ელიტა გაცილებით მაღალი დონისაა.
მაგალითად ინგლისური ელიტის და ჩვენი ელიტის შედარება იგივეა რაც პროფესორი შეადარო ძველბიჭ მეცხრეკლასელს.
QUOTE
ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავუკეტოთ ყველა გზა, ერეოდეს ბიზნესში. ბიზნესი მოგებას უნდა ნახულობდეს მხოლოდ ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკურენტულ გარემოში. აი მაშინ, სულ მალე წინ წამოიწევდნენ დადებითი იმიჯის მქონე ბიზნესები.

ვინ ჩვენ?
არ არსებობს ჩვენ და სხვები.
და ბიზნესი კიდე დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან.
QUOTE
სანამ უარყოფითი წახალისება ხდება, მანამდე კარგები წინ ვერ წავლენ.

კი.
მაგრამ ეს იმათი დამსახურებაა ვისაც მასე უარყოფოთად აქვს ფული ნაშოვნი და არ თმობს.
QUOTE
და არაფერი განსაკუთრებული ხალხი ჩვენ არ ვართ

ხალხი არა.
აი ელიტა კიდე კი.
QUOTE
ყველა ხალხს ყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. - ძალიან ზუსტი გამოთქმაა. თუ გვინდა უკეთ ვიცხოვროთ, უნდა დავიმსახუროთ უკეთესი ხელისუფლება. რომ დავიმსახუროთ, ჯერ უნდა გავიგოთ რას ნიშნავს უკეთესი, როგორ უნდა იყოს.

აბსურდი.
მაგალითი საქართველოს ისტორიიდან.
1085 წელს მეფე გიორგი მეორე ხსნის ვეჯინის ციხეს ალყას და გადადის აჯამეთის ტყეში სანადიროდ. ისტორიკოსი სწერს რო მეფეო სასახლიდან 200 მეტრზე დაცვის გარეშე ვერ გამოდიოდაო.
1104 წელს ანუ აქედან 20 წლის შემდეგ ერწუხის ბრძოლაში აწიოკებს თურქებს და განჯის საამიროს.
ანუ 1089 წლიდან ტიპმა დაიწყო საქართველოს შენება და მიიყვანა ნამ დონეზე.

ხალხი გამოიცვალა? არა აშკარად.
თუ ხალხმა რამით დაიმსახურა? არც ეს.
ანუ აბსურდია რა ეს ხალხი და მომკალით რა.

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 16:18
t-90
გამოდის 'ელიტას' ვერ გავექცევით

Posted by: t-90 1 Feb 2018, 16:20
HurricaneKat.
QUOTE
გამოდის 'ელიტას' ვერ გავექცევით

კი.
საჭიროა ელიტის ფორმატირება.
სამწუხაროდ შიგნიდან არ არსებობს.

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 16:26
t-90
ეხლა 'რაღაცნაირად' შევხედოთ
თუ რაღაც ელიტა კონკრეტულ მიზანზე მუშაობს
და მე ჩემდაუნებურად ამ მიზნის იდეას ვიზიარებ
რატომ უნდა მეგონოს რომ იმათი გავლენით ვფიქრობ იმას რასაც ვფიქრობ?

Posted by: t-90 1 Feb 2018, 16:39
HurricaneKat.
QUOTE
ეხლა 'რაღაცნაირად' შევხედოთ
თუ რაღაც ელიტა კონკრეტულ მიზანზე მუშაობს
და მე ჩემდაუნებურად ამ მიზნის იდეას ვიზიარებ
რატომ უნდა მეგონოს რომ იმათი გავლენით ვფიქრობ იმას რასაც ვფიქრობ?

ამისთვის უამრავი მეთოდი არასებობს.

Posted by: HurricaneKat. 1 Feb 2018, 16:42
t-90
მეთოდი რისთვის?

სხვა რამეს გეკითხები yes.gif

Posted by: nforumi 1 Feb 2018, 16:51
t-90
QUOTE
ბიზნესი კიდე დიდად არ განსხვავდება მონათმფლობელობისგან.

რა შუაში იყო ეს სისულელე? შენ თუ მართლა ასე ფიქრობ, ლაპარაკს აზრი არ აქვს...

t-90
QUOTE
1085 წელს მეფე გიორგი მეორე ხსნის ვეჯინის ციხეს ალყას და გადადის აჯამეთის ტყეში სანადიროდ. ისტორიკოსი სწერს რო მეფეო სასახლიდან 200 მეტრზე დაცვის გარეშე ვერ გამოდიოდაო.
1104 წელს ანუ აქედან 20 წლის შემდეგ ერწუხის ბრძოლაში აწიოკებს თურქებს და განჯის საამიროს.
ანუ 1089 წლიდან ტიპმა დაიწყო საქართველოს შენება და მიიყვანა ნამ დონეზე.

ჩემი აზრით იმისთვის რომ აღმაშენებელი მოსულიყო, ამდენიმე საუკუნე მიდიოდა მზადება. ის ცარიელ ადგილზე არ მოსულა. ნუ, ცოტა გაგვიმართლა კიდეც.
ახლა დრო დაჩქარებულია და საუკუნეები არ ჭირდება, მთავარია ვინც თვლის რომ აზროვნება შეუძლია და რაღაც კომუნიკაციის საშუალება აქვს სხვებთან, იფიქროს ამას სხვებთან ერთად.
მე არ მგონია ჩვენი მდგომარეობა უიმედო.

Posted by: t-90 1 Feb 2018, 22:28
HurricaneKat.
QUOTE
მეთოდი რისთვის?

სხვა რამეს გეკითხები

რეო დაგაჯერონ რო შენი გავლენით ფიქრობ.
ნუ შენზე არაა საუბარი ამ ეტაპზე კატუშ. შენ რო მოზგი ხარ ვიცით biggrin.gif
nforumi
QUOTE
რა შუაში იყო ეს სისულელე? შენ თუ მართლა ასე ფიქრობ, ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ქართულ ბიზ"მ"ესზე მაქვს საუბარი.
QUOTE
ჩემი აზრით იმისთვის რომ აღმაშენებელი მოსულიყო, ამდენიმე საუკუნე მიდიოდა მზადება. ის ცარიელ ადგილზე არ მოსულა. ნუ, ცოტა გაგვიმართლა კიდეც.

სადაა ეს მზადება?
ანუ სად ჩანს?
კიდე ვიმეორებ მამამისის დროს მეფე ვერ გამოდიოდა გეგუთის სასახლიდან biggrin.gif
მთლად ცარიელ ადგილას ანუ გლეხად არ მოსულა.
მაგრამ ნუ ხალხის ბრალი არც ის მდგომარეობა იყო და არც დავითის შედეგები.
ანუ ხალხი არაფერ შუაშია.
QUOTE
ახლა დრო დაჩქარებულია და საუკუნეები არ ჭირდება, მთავარია ვინც თვლის რომ აზროვნება შეუძლია და რაღაც კომუნიკაციის საშუალება აქვს სხვებთან, იფიქროს ამას სხვებთან ერთად.
მე არ მგონია ჩვენი მდგომარეობა უიმედო.

უიმედო არაა.
მაგრამ შიგნით არანაირი რესურსი არაა რო შეიცვალოს.
საჭიროა გარედან გავლენა.

Posted by: nforumi 1 Feb 2018, 22:44
t-90
QUOTE
ქართულ ბიზ"მ"ესზე მაქვს საუბარი.

ქართველები რაიმე განსაკუთრებული რასა ნუ გგონია.
ქართველი მეწარმე იქცევა ისე, როგორც შესაძლებელია მოქცევა ამ გარემოში. როგორც მთელი ხალხი, მათ შორისაც არიან ისეთები ყველაფერს რომ იკადრებენ და ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ წესიერად იმუშაონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

QUOTE
მაგრამ შიგნით არანაირი რესურსი არაა რო შეიცვალოს.
საჭიროა გარედან გავლენა.

ვისი ჩექმა გინდა?

QUOTE
სადაა ეს მზადება?
ანუ სად ჩანს?
კიდე ვიმეორებ მამამისის დროს მეფე ვერ გამოდიოდა გეგუთის სასახლიდან 

მერე რა რომ ვერ გამოდიოდა. ამ დროს უკვე საქართველოს იდეა იყო. ტერმინი არ იყო დამკვიდრებული, მაგრამ იდეა იყო, განმანათლებლები იყვნენ. იწერებოდა, ითარგმნებოდა, ანბანი ვითარდებოდა, მთელი ეპოქა იყო.
ახლა სულ უბირი ალბათ გავლენას ვერაფერს მოახდენდა, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ.

QUOTE
მაგრამ ნუ ხალხის ბრალი არც ის მდგომარეობა იყო და არც დავითის შედეგები.
ანუ ხალხი არაფერ შუაშია.

დღეს უკვე უბირიც შუაშია, რადგან ერთი ჭკვიანურს იტვის, მეორე სულელურს და იმ სისულელის მთქმელს მისცემენ ხმას, რას ნიშნავს იცი? ის რომ ის სისულელის მთქმელი დაიკავებს სკამს, ეს არის უბედურება, მაგრამ ამაზე უარესი ის არის რომ იმ ჭკვიანურის მთქმელი აღარც ეცდება ასპარეზზე გამოვიდეს და რამის გაკეთებას შეეცადოს.
შედეგად ჭკვიანი აღარავინ გამოჩნდება ასპარეზზე, მერე კი ადგები შენ და იტყვი, ჩექმა გვჭირდება, თან გარედან, შიგნით რესურსი არ არისო!...

Posted by: t-90 1 Feb 2018, 23:12
nforumi
QUOTE
ქართველები რაიმე განსაკუთრებული რასა ნუ გგონია.
ქართველი მეწარმე იქცევა ისე, როგორც შესაძლებელია მოქცევა ამ გარემოში. როგორც მთელი ხალხი, მათ შორისაც არიან ისეთები ყველაფერს რომ იკადრებენ და ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ წესიერად იმუშაონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ვაჰ. რასობრიობის ამბავი არ მგონია.
მთავარია ელიტა როგორია და რაზეა დაყრდნობილი შერჩევის ამბები და ასევე რამდენად მობილურია სოციალური ლიფტი.

QUOTE
ვისი ჩექმა გინდა?

მაქსიმუმ ბრიტანეთის პროტექტორატი. biggrin.gif
QUOTE
მერე რა რომ ვერ გამოდიოდა. ამ დროს უკვე საქართველოს იდეა იყო. ტერმინი არ იყო დამკვიდრებული, მაგრამ იდეა იყო, განმანათლებლები იყვნენ. იწერებოდა, ითარგმნებოდა, ანბანი ვითარდებოდა, მთელი ეპოქა იყო.
ახლა სულ უბირი ალბათ გავლენას ვერაფერს მოახდენდა, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ.

ნწუ.
ცდები.
განმანათლებლები ვერ იღებენ თბილისს და განჯას და ა.შ.
საჭიროა ელიტის ფორმატირება.
ანუ ელიტა უნდა იყოს ისეთი რომ დაიწყო.
პლუს ნუ არის ეჭვი რო მთლად ვენეცია-გენუის გარეშე ვერ ჩაივლიდა ამხელა ცვლილება.

ანუ ომს სჭირდება ფული.
საიდან და რატომ მოუვიდა დავითს ფული ეგეც ცალკე გასარკვევია.
QUOTE
დღეს უკვე უბირიც შუაშია, რადგან ერთი ჭკვიანურს იტვის, მეორე სულელურს და იმ სისულელის მთქმელს მისცემენ ხმას, რას ნიშნავს იცი? ის რომ ის სისულელის მთქმელი დაიკავებს სკამს, ეს არის უბედურება, მაგრამ ამაზე უარესი ის არის რომ იმ ჭკვიანურის მთქმელი აღარც ეცდება ასპარეზზე გამოვიდეს და რამის გაკეთებას შეეცადოს.
შედეგად ჭკვიანი აღარავინ გამოჩნდება ასპარეზზე, მერე კი ადგები შენ და იტყვი, ჩექმა გვჭირდება, თან გარედან, შიგნით რესურსი არ არისო!...

ხმის მციემა არის არარეალური.
სტალინის ფრაზა ჩემზე უფროსი ხარ კი გეცოდინება.

Posted by: Lemshveniera 1 Feb 2018, 23:28
QUOTE (globewide93 @ 25 Jan 2018, 15:22 )
ბიჩოკი რო არ უნდა დააგდო ქუჩაში და კატალიზატორი ფოთშივე არ გაყიდო ეგ პატრიოტიზმი არ გვაქვს

ბოდიში შემოგეჭერით.
კარგად მსჯელობთ, მომწონს. up.gif
პატრიოტიზმის დეფიციტი ჩემი აზრით, იმის ბრალია, რომ ქართველი საქართველოს ვერ აღიქვამს, როგორც თავის კერძო საკუთრებას.
ესაა ყველაზე დიდი პრობლემა.
კერძო საუთრების გამოა, რომ 16 კვადრატული ფართი სუფთა აქვთ და სადარბაზოები - ნაგვით სავსე.
კერძო საკუთრების განცდის დეფიციტია, როცა ჯარის ხსენება არ უნდათ, მაგრამ სიხარულით იომებენ უშუალოდ მათი ოჯახის დასაცავად.
ბიუჯეტიც რომ კერძოა და მათი ჯიბიდან ამოღებული ფულია, ესეც ვერ გაუგიათ.

ნარკოტიკების თემაში ვცადე საუბარი წარმემართა იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გროვდება თვითეული მოქალაქის გადახდილი ფულით და ეს ფული უნდა მოხმარდეს საჭირო საქმეს და არ უნდა გაიფლანგოს.
მე მგონი, ვერ გამომივიდა. რაღაცნაირი არაპოპულარული თემაა ქართველებში ფული და კერძო საკუთრება.
ასე ყველა კნიაზი და ყველა ფანტიაშვილი როგორაა? biggrin.gif

ვიღაცამ უნდა დანერგოს ხალხში კერძო საკუთრების განცდა. ამის განცდა არც ელიტას აქვს, მიუხედავად მათ ხელში არსებული უზარმაზარი ფინანსური და სხვა რესურსებისა.

შიგნიდან ამის შეცვლის რესურსს ვერც მე ვხედავ.

Posted by: თორნიკეე 1 Feb 2018, 23:44
ისა უკაცრავად... მეც გადევნებთ ხოლმე თვალს და ჩავეკვეხები...

Lemshveniera
QUOTE
როცა ჯარის ხსენება არ უნდათ

საქართველოს ჯარი მარტო საზღვირს დასაცავად სჭირდება აქეთ-იქით რომ არ "იტანტალონ" მეზობლებმა ჩვენში...

სხვა მხრივ "ჯარისკაცი" რასაც ქვია ჩვენსნაირ ქვეყანას არ სჭირდება...

Posted by: t-90 2 Feb 2018, 00:06
თორნიკეე
QUOTE
საქართველოს ჯარი მარტო საზღვირს დასაცავად სჭირდება აქეთ-იქით რომ არ "იტანტალონ" მეზობლებმა ჩვენში...

სხვა მხრივ "ჯარისკაცი" რასაც ქვია ჩვენსნაირ ქვეყანას არ სჭირდება...

ტიპიური კოლონიური პროვინციის წარმომადგენელი.
არ გაგიტყდეს მარტო არ ხარ მთელი საქართველო ესეა.
ეხლა რატო.
პროვინციამ ძალიან კარგად იცის როგრ უნდა მართოს შსს და უშიშროება, გინდა მეფის რუსეთის და გინდა სსრკს დროს ადგილობრივ ორგანოებს დაჟე მაზრის და რაიონის დონეზე ჰქონდათ საკუთარი უშიშროების და პოლიციის ორგანოები.
მაგრამ პროვინციას ჯართან არასდროს არ ჰქონია შეხება (წემ ბოლეე კოლონიას) ჯარის მართვას პროვინციას არავინ არ ანდობს თუ ინდოეთი არ ხარ და პრატაპ სინგჰი სიპოების არმიას არ გიმართავს.
Lemshveniera
QUOTE
ნარკოტიკების თემაში ვცადე საუბარი წარმემართა იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გროვდება თვითეული მოქალაქის გადახდილი ფულით და ეს ფული უნდა მოხმარდეს საჭირო საქმეს და არ უნდა გაიფლანგოს.
მე მგონი, ვერ გამომივიდა. რაღაცნაირი არაპოპულარული თემაა ქართველებში ფული და კერძო საკუთრება.
ასე ყველა კნიაზი და ყველა ფანტიაშვილი როგორაა?

საბჭოთა კავშირის მენტალობაა.
ანუ მაგ დროს სახელმწიფო გადაიქცა მეწველ ძროხად.
განსაკუთრებით გრუზიაში.

Posted by: თორნიკეე 2 Feb 2018, 00:10
t-90
QUOTE
არ გაგიტყდეს მარტო არ ხარ მთელი საქართველო ესეა.

bis.gif
lol.gif

QUOTE
პროვინციამ ძალიან კარგად იცის როგრ უნდა მართოს შსს და უშიშროება, გინდა მეფის რუსეთის და გინდა სსრკს დროს ადგილობრივ ორგანოებს დაჟე მაზრის და რაიონის დონეზე ჰქონდათ საკუთარი უშიშროების და პოლიციის ორგანოები.
მაგრამ პროვინციას ჯართან არასდროს არ ჰქონია შეხება (წემ ბოლეე კოლონიას) ჯარის მართვას პროვინციას არავინ არ ანდობს თუ ინდოეთი არ ხარ და პრატაპ სინგჰი სიპოების არმიას არ გიმართავს.

შენა და ეს ყველაფერი რა შუაშია?

აი გვყავს ჯარი... ხო გვყავს?
მე რომ მოვიხადე გვყავდა...
ჰოდა ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენი გადავლა გადაგვივლიან...

პლუს ამას ჯარისკაცული რესურსი 21-ე საუკუნეში ძაან მეგოიმება მე პირადად...
ყველაფერს საბოლოოდ თითის დაჭერა გადაწყვეტს საჭირო ღილაკზე...

ასე რომ ეს მთელი ომობანები და მ-4-ებით და კალაშნიკოვებით სირბილი ერთი დიდი ფარსი და ცირკია... up.gif

Posted by: t-90 2 Feb 2018, 00:18
თორნიკეე
QUOTE
აი გვყავს ჯარი... ხო გვყავს?
მე რომ მოვიხადე გვყავდა...
ჰოდა ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენი გადავლა გადაგვივლიან...

ნწუ მასე მარტივად არაა.
არის ქვეყნები რომლებსაც ვერ უვლიან.
მაგალითად ფინეთს ვერ გადაუვლიან.
მოსახლეობა იგივე
ნატოშიც არაა.
QUOTE
პლუს ამას ჯარისკაცული რესურსი 21-ე საუკუნეში ძაან მეგოიმება მე პირადად...
ყველაფერს საბოლოოდ თითის დაჭერა გადაწყვეტს საჭირო ღილაკზე...

კარგი.
ბოლო ომი რომელიც თითის დაჭერით გადაწყდა მითხარი მაშინ.

Posted by: Lemshveniera 2 Feb 2018, 00:20
QUOTE (t-90 @ 2 Feb 2018, 00:06 )
საბჭოთა კავშირის მენტალობაა.
ანუ მაგ დროს სახელმწიფო გადაიქცა მეწველ ძროხად.
განსაკუთრებით გრუზიაში.

ვითომ? ამ იდეას ვერ ითავისებს ვერც ის ხალხი, რომელსაც საბჭოთა კავშირში არასოდეს უცხოვრია, ან ბუნდოვნად ახსოვს საბჭოთა კავშირი.
ანუ პრობლემა უფრო ღრმაა, ჩემი აზრით.

ოთო აბესაძის შემთხვევა რომ ავიღოთ. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არც მოსწრებია საბჭოთა კავშირს, მენტალობით იყო ტიპიური საბჭოთა ცეხავიკი.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ 27 წლის მანძილზე ელიტის ცვლა შიგნიდან ვერ მოხერხდა. დაბერებული გუგული მაღრაძე ვერ ჩანაცვლდა უკეთესი კადრებით. ჩანაცვლდა ოთო აბესაძეებით.
ანუ თაობების ცვლას აზრი არ აქვს. რაღაც სისტემური "სბოია" ქართულ ტვინში.
ამიტომ არ მჯერა ელიტის შიგნიდან ფორმატირების.

Posted by: t-90 2 Feb 2018, 00:22

ელიტა არის სისტემა.
აგერ ენფორუმი რო იძახის განსაკუთრებული რასა არ ვართ ქართველებიო.
სისტემა გვაქვს ესეთი.

სისტემამ გაზარდა ოთო აბესაძე.

Posted by: თორნიკეე 2 Feb 2018, 00:27
t-90
QUOTE
არის ქვეყნები რომლებსაც ვერ უვლიან.

და ჩვენ იმ ქვეყნების რიგში არ ვართ...

QUOTE
კარგი.
ბოლო ომი რომელიც თითის დაჭერით გადაწყდა მითხარი მაშინ.

თითის დაჭერის შიშით დამთავრდა სამაგიეროდ...

და დღევანდელი ომები კიდე უბრალოდ ტრაკის თამაშია და დატოლება ვის უფრო დიდი აქვს...
და ამ ყველაფერს ცოცხალი ადამიანები ეწირებიან...

Posted by: t-90 2 Feb 2018, 00:31
თორნიკეე
QUOTE
და ჩვენ იმ ქვეყნების რიგში არ ვართ...

ეგ ქვეყნები ზოგი არც არსებობდა.
ზოგი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყო.
QUOTE
და დღევანდელი ომები კიდე უბრალოდ ტრაკის თამაშია და დატოლება ვის უფრო დიდი აქვს...
და ამ ყველაფერს ცოცხალი ადამიანები ეწირებიან...

ეგ არის მითოსი.
რო აი მეფემ ფირმანი გამოუგზავნა იმან იმას რაღაცა უთხრა და ა.შ.
ყველა ომს სჭირდება დიდი ფული.
მსგავსი დაფინანსება კი მიდის კონკრეტული მიზანით.
ანუ ეს არის ან კონკრეტული სავაჭრო გზების კონტროლი ან მათი დაკეტვა ან რამე ეგეთი.
პროსტო ტაკ ფულს არავინ ხარჯავს.

Posted by: Lemshveniera 2 Feb 2018, 00:35
QUOTE (t-90 @ 2 Feb 2018, 00:22 )
ელიტა არის სისტემა.
სისტემამ გაზარდა ოთო აბესაძე.

ეს თუ ასეა, კიდევ უარესად გვქონია საქმე.
გამოდის, რომ ამ სისტემაში ყველა წევრი დამოკიდებულია ერთმანეთის სიცუდეზე. ანუ კარგი თუ ხარ, არ გაგაჩერებ, შენი არსებობით ემუქრები ჩემს არსებობას. მუშაობს თვითგადარჩენის ინსტიქტი. უნდა მოიკვეთოს ყველა კარგი და გადარჩნენ აბესაძეები.
შეუძლებელია ასეთი სისტემა შიგნიდან მოარღვიო. ვერანაირი არჩევნები და ვერანაირი დემოკრატია ვერ უშველის ამას.

დაახლოებით იმ ამბავს მაგონებს, აი მიშას პორნო-კადრები ყველაზე რომ ჰქონდა გადაღებული, საჭიროების შემთხვევაში რომ დაეშანტაჟებინა. biggrin.gif
ანუ სისტემა, სადაც ყველა ერთმანეთის სიცუდით სულდგმულობს და პურს ჭამს, არის უაღრესად მდგრადი და გამძლე.

Posted by: თორნიკეე 2 Feb 2018, 00:36
t-90
QUOTE
ეგ ქვეყნები ზოგი არც არსებობდა.
ზოგი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყო.

შენი აზრით გვაქვს იმის ტრაკი რომ ოდესმე მასეთი ქვეყანა გავხდეთ?
რის საფუძველზე?

QUOTE
ეგ არის მითოსი.
რო აი მეფემ ფირმანი გამოუგზავნა იმან იმას რაღაცა უთხრა და ა.შ.
ყველა ომს სჭირდება დიდი ფული.
მსგავსი დაფინანსება კი მიდის კონკრეტული მიზანით.
ანუ ეს არის ან კონკრეტული სავაჭრო გზების კონტროლი ან მათი დაკეტვა ან რამე ეგეთი.
პროსტო ტაკ ფულს არავინ ხარჯავს.

ჰოდა მაგ ვაჭრობას ცოცხალი და უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან მეთქი...
რამოდენიმე კაცის თამაშს ეწეირება დიდი რაოდენობით ადამიანი...

ეხლა შენ მეტყვი, რომ ომს დანაკარგების გარეშე ვერ მოიგებ და მსხვერპლი იქნება... რაშიც გეთანხმები...
მაგრამ დღეს რაც ხდება განვმეორდები და ტრაკის თამაშია...

Posted by: t-90 2 Feb 2018, 00:40
Lemshveniera
QUOTE
ეს თუ ასეა, კიდევ უარესად გვქონია საქმე.
გამოდის, რომ ამ სისტემაში ყველა წევრი დამოკიდებულია ერთმანეთის სიცუდეზე. ანუ კარგი თუ ხარ, არ გაგაჩერებ, შენი არსებობით ემუქრები ჩემს არსებობას. მუშაობს თვითგადარჩენის ინსტიქტი. უნდა მოიკვეთოს ყველა კარგი და გადარჩნენ აბესაძეები.
შეუძლებელია ასეთი სისტემა შიგნიდან მოარღვიო. ვერანაირი არჩევნები და ვერანაირი დემოკრატია ვერ უშველის ამას.

ხოდა ამიტომ ვიძახი რო შიგნიდან ვერა გარედან უნდა მოიღღვეს.
ნებისმიერ სისტემას აქვს მასში არსებული წევრების დაწინაურების და დაქვეითების, მიღების და გაგდების წესები.
რამდენად გამართულიცაა ეს წესები იმდენად გამართულია სისტემა.
QUOTE
დაახლოებით იმ ამბავს მაგონებს, აი მიშას პორნო-კადრები ყველაზე რომ ჰქონდა გადაღებული, საჭიროების შემთხვევაში რომ დაეშანტაჟებინა. 
ანუ სისტემა, სადაც ყველა ერთმანეთის სიცუდით სულდგმულობს და პურს ჭამს, არის უაღრესად მდგრადი და გამძლე.

მდგრადი და გამძლე ნაკლებად.
უბრალოდ შიდა რესურსი არ არსებობს პატარა ქვეყანაშI.

* * *
თორნიკეე
თორნიკეე
QUOTE
შენი აზრით გვაქვს იმის ტრაკი რომ ოდესმე მასეთი ქვეყანა გავხდეთ?
რის საფუძველზე?

კი არის მაგის შანსი.
ოღონდ რასკლადს გააჩნია.
QUOTE
ჰოდა მაგ ვაჭრობას ცოცხალი და უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან მეთქი...
რამოდენიმე კაცის თამაშს ეწეირება დიდი რაოდენობით ადამიანი...

ეგ სულ ეგრეა.
მაგრამ მაგის გმაო არიან განვითარებული ქვეყნები გნავითარებულები.

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 09:35
t-90
QUOTE
ხმის მციემა არის არარეალური.
სტალინის ფრაზა ჩემზე უფროსი ხარ კი გეცოდინება.

გაყალბება შეიძლება და ხდება, მაგრამ გარკვეულ დონემდე. ასე რომ ვის აქვს მხარდაჭერა თუნდაც იმ უბირისგან, ძალიან მნიშვნელოვანია.

QUOTE
მთავარია ელიტა როგორია და რაზეა დაყრდნობილი შერჩევის ამბები და ასევე რამდენად მობილურია სოციალური ლიფტი.

არავითარი ლიფტი არ არის საჭირო, სადაც დააყენებ საკუთარ თავს, იქ იქნები.

QUOTE
განმანათლებლები ვერ იღებენ თბილისს და განჯას და ა.შ.

ეგ გვირგვინი იყო და არა საფუძველი.
საფუძველი გიორგი ხანძთელთან და ბაგრატ მესამესთან ეძებე.

Lemshveniera
QUOTE
ვიღაცამ უნდა დანერგოს ხალხში კერძო საკუთრების განცდა. ამის განცდა არც ელიტას აქვს, მიუხედავად მათ ხელში არსებული უზარმაზარი ფინანსური და სხვა რესურსებისა.

კერძო საკუთრების მნიშვნელობაზე სრულად გეთანხმები.
მაგრამ ვიღაცამ კი არ უნდა დანერგოს, უბრალოდ, სახელმწიფოს ხელში არსებული მთელი სიმდიდრე ხალხზე უნდა გადანაწილდეს, როგორმე ამის მიღწევაა საჭირო.

Posted by: t-90 2 Feb 2018, 12:59
nforumi
QUOTE
გაყალბება შეიძლება და ხდება, მაგრამ გარკვეულ დონემდე. ასე რომ ვის აქვს მხარდაჭერა თუნდაც იმ უბირისგან, ძალიან მნიშვნელოვა

ხალხის მართვა რაღაც დონემდე დაჟე ადგილობრივმა ბნელიტამ იცის.
უბირის დაგოიმებას კიდე რა უნდა?
QUOTE
რავითარი ლიფტი არ არის საჭირო, სადაც დააყენებ საკუთარ თავს, იქ იქნები.

მითოსი ისევ და ისევ.
სოციალური ლიფტის გარეშე ვერ შეხვალ ელიტაში და ვერ შეცვლი ვერაფერს.
QUOTE
ეგ გვირგვინი იყო და არა საფუძველი.
საფუძველი გიორგი ხანძთელთან და ბაგრატ მესამესთან ეძებე.

ნწუ.
ზოგადად ქართული სახელმწიფოს საფუძველი და დავითის სახელმწიფოს შექმნის პირობები სხვადასხვა რამეა.

Posted by: თორნიკეე 2 Feb 2018, 13:00
t-90
QUOTE
კი არის მაგის შანსი.
ოღონდ რასკლადს გააჩნია.

რას გულისხმობ?
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რომ არ შეეხონ?

QUOTE
ეგ სულ ეგრეა.
მაგრამ მაგის გმაო არიან განვითარებული ქვეყნები გნავითარებულები.

ოკ... user.gif

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 13:59
t-90
QUOTE
უბირის დაგოიმებას კიდე რა უნდა?

ამოცანა სწორედ ეგ არის, შენ არ უნდა დააგოიმებინო.
ნუ, ამისთვის ჯერ შენ თავად უნდა გესმოდეს კარგად საკითხი.

QUOTE
მითოსი ისევ და ისევ.
სოციალური ლიფტის გარეშე ვერ შეხვალ ელიტაში და ვერ შეცვლი ვერაფერს.

მითი მაგ არის თუ არის. რა ლიფტი, რის ლიფტი wink.gif

QUOTE
ზოგადად ქართული სახელმწიფოს საფუძველი და დავითის სახელმწიფოს შექმნის პირობები სხვადასხვა რამეა.

არ იშლება მასე ნაწილებად მეთქი, გეუბნები. უბრალოდ დავით მეოთხემ კარგად გამოიყენა ქართველის მენტალური მზაობა (ნამდვილად უნიკალური პიროვნება იყო, ყველა ასპექტი კარგად გამოიყენა).

დღევანდელი ამოცანა ის კი არ არის რომ ვიწუწუნოთ და საკუთარ თავს ბნელიტა ვუწოდოთ. თანდათანობითი მზადებაა საჭირო, ყველგან, ყოველ დონეზე. ზედმეტი არც ოპტიმიზმი ვარგა, არც პესიმიზმი.

თორნიკეე
შანსი არცერთ ქვეყანას არ ჰქონია, სანამ არ შექმნეს თავად. ვინც დაუჯერა თავის ილიას, ის არის დღეს კიდეც წარმატებული.

Posted by: თორნიკეე 2 Feb 2018, 14:09
nforumi
QUOTE
შანსი არცერთ ქვეყანას არ ჰქონია, სანამ არ შექმნეს თავად. ვინც დაუჯერა თავის ილიას, ის არის დღეს კიდეც წარმატებული.

givi.gif
ოკ

Posted by: t-90 2 Feb 2018, 15:36
თორნიკეე
QUOTE
რას გულისხმობ?
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რომ არ შეეხონ?

მაგას გააჩნია რამხელა ჯარი, როგორი აწყობილი სახელმწიფო სისტემა და რამდენი ქვეყნის ინტერესი გექნება.
შენთან თანამშრომლობა უფრო იაფი უნდა ღირდეს ვიდრე შენი დაპყრობა.
nforumi
QUOTE
ამოცანა სწორედ ეგ არის, შენ არ უნდა დააგოიმებინო.
ნუ, ამისთვის ჯერ შენ თავად უნდა გესმოდეს კარგად საკითხი.

რამდენს ესმის/?
ცოტას.
QUOTE
მითი მაგ არის თუ არის. რა ლიფტი, რის ლიფტი

მითი არაა ელიტების არსებობა.
არც სოციალური ლიფტია ღია.
დანარჩენი არის ლეგენდები.
QUOTE
არ იშლება მასე ნაწილებად მეთქი, გეუბნები. უბრალოდ დავით მეოთხემ კარგად გამოიყენა ქართველის მენტალური მზაობა (ნამდვილად უნიკალური პიროვნება იყო, ყველა ასპექტი კარგად გამოიყენა).

რა ემნტალური მზაობა იყო ვეჯინის ალყა რო მოშალა მამამისმა და აჯამეთის ტყეში სანადიროდ გაიქცა?
რა მენტალური მზაობა იყო როცა მეფე დაცვის არეშე გეგუთის სასახლედან ვერ გამოდიოდა?
აი რა?
QUOTE
შანსი არცერთ ქვეყანას არ ჰქონია, სანამ არ შექმნეს თავად. ვინც დაუჯერა თავის ილიას, ის არის დღეს კიდეც წარმატებული.

ქვეყნები თავისით არ იქმნება.
ნუ ჩვენნაირი ქვეყნები მაინც.

Posted by: Eric 2 Feb 2018, 15:45
QUOTE
ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავუკეტოთ ყველა გზა, ერეოდეს ბიზნესში.

აბა კიი, ბოქლომის დადება არ დაგავიწყდეთ biggrin.gif

Posted by: თორნიკეე 2 Feb 2018, 15:56
t-90
QUOTE
შენთან თანამშრომლობა უფრო იაფი უნდა ღირდეს ვიდრე შენი დაპყრობა.

კი ბატონო.... up.gif

QUOTE
მაგას გააჩნია რამხელა ჯარი, როგორი აწყობილი სახელმწიფო სისტემა და რამდენი ქვეყნის ინტერესი გექნება.

ჯარის გარდა გეთანხმები...

მაგრამ წარმოუდგენელ რამეზე ვსაუბრობთ ეხლა მე და შენ...

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 18:00
t-90
QUOTE
რამდენს ესმის/?
ცოტას.

კი, ძალიან.
QUOTE
მითი არაა ელიტების არსებობა.
არც სოციალური ლიფტია ღია.

ელიტა არსებობს ყოველთვის და ყველა სოციუმში.
ხოლო ელიტაში გადასვლა არაა პრობლემა, თუ მოისურვებ, ინდოეთი კი არაა.

QUOTE
რა ემნტალური მზაობა იყო ვეჯინის ალყა რო მოშალა მამამისმა და აჯამეთის ტყეში სანადიროდ გაიქცა?
რა მენტალური მზაობა იყო როცა მეფე დაცვის არეშე გეგუთის სასახლედან ვერ გამოდიოდა?

თუ ეს მზაობა არ იყო, რატომ დაათმობინეს ტახტი სიცოცხლეშივე, როგორ ფიქრობ ეს რატომ მოხდა?

QUOTE
ქვეყნები თავისით არ იქმნება.
ნუ ჩვენნაირი ქვეყნები მაინც.

ყველა ქვეყანა თავის გზას თავად ირჩევს. გარე გამოცდილების გათვალისწინებით, ცხადია.
გასაგებია რომ ანექსიის შემთხვევას არ ვგულისხმობ.

Eric
QUOTE
აბა კიი, ბოქლომის დადება არ დაგავიწყდეთ

თუ საზოგადოება ამის საჭიროებას გაიცნობიერებს, არ არის შეუძლებელი. ახლა სამწუხაროდ პირიქით არის ჯერ.

Posted by: Lemshveniera 2 Feb 2018, 18:11
QUOTE (nforumi @ 2 Feb 2018, 09:35 )
კერძო საკუთრების მნიშვნელობაზე სრულად გეთანხმები.
მაგრამ ვიღაცამ კი არ უნდა დანერგოს, უბრალოდ, სახელმწიფოს ხელში არსებული მთელი სიმდიდრე ხალხზე უნდა გადანაწილდეს,

ასე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს? biggrin.gif
საქართველოს სჭირს 1 ასეთი უბედურება: ყველანაირად ტისკავს საზოგადოების ინტერესებს პიროვნების ინტერესის სასარგებლოდ.
კონკრეტული მაგალითი:
ნარკოტიკების თემაში დაიწერა, ბარიგას მოაქვს ბედნიერებაო.
კონკრეტული ნარკომანის პოზიციიდან: მოაქვს!
ახლა შევხედოთ იგივე მოვლენას საზოგადოების ინტერესების პოზიციიდან: არ მოაქვს.

აი ამ დროს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირებს შეიწყალებს.
ანუ სახელმწიფო, პრეზიდენტი, მედია - ყველა დგას პიროვნების თავისუფლების მხარეს და ამის გამო მზადაა მიტისკოს საზოგადოების ინტერესი.

მე ვარ საზოგადოება. რესტორანში მაჭმევენ აყროლებულ ხორცს, მაგრამ უფლება არ მაქვს მოვითხოვო რეგულაციები. აბა ბიზნეს ელიტას ხომ არ დავაზარალებთ? ისევ ჯობია მე ვიზარალო. პიროვნების თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოების ინტერესი.
მე ვარ საზოგადოება. მამუშავებენ მონურ ხელფასზე, და ხშირად უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. უფლება არ მაქვს მოვითხოვო რეგულაციები. აბა ბიზნესმენს ხომ არ ვაზარალებთ? ისევ ჯობია მე ვიზარალო.

მოკლედ სახელმწიფო პირდაპირ ჯირყვნის საზოგადოების ინტერესებს ყველგან და ყველაფერში.
არ შეიძლება ზედმეტი თავისუფლება მისცე ადამიანს და ამის სახელით მიჭირხვნო საზოგადოება. ასეთი ქვეყანა ვერასოდეს ვერაფერს შეცვლის. ესაა მძევალი პიროვნების თავისუფლების და იმიტომ.

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 18:24
Lemshveniera
QUOTE
ასე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს? 

რა იყო საბჭოთა კავშირის დროს, კერძო საკუთრება?

ახლა გადავავლე შენ პოსტს თვალი და ცუდად გავხდი ლამის... სოციალიზმს თუ არ გავდენით ჩვენი თვინებიდან, მართლა არაფერი გვეშველება.

Posted by: t-90 2 Feb 2018, 18:25
nforumi
QUOTE
ელიტა არსებობს ყოველთვის და ყველა სოციუმში.
ხოლო ელიტაში გადასვლა არაა პრობლემა, თუ მოისურვებ, ინდოეთი კი არაა.

ნწუ.
არაა მასე მარტივად biggrin.gif
QUOTE
თუ ეს მზაობა არ იყო, რატომ დაათმობინეს ტახტი სიცოცხლეშივე, როგორ ფიქრობ ეს რატომ მოხდა?

იმიტომ რომ ფულიან ბიძIებს ვენეციის სან მარკოს პალასში ან გენუაში დასჭირდათ სავაჭრო გზების კონტროლი.
QUOTE
ყველა ქვეყანა თავის გზას თავად ირჩევს. გარე გამოცდილების გათვალისწინებით, ცხადია.
გასაგებია რომ ანექსიის შემთხვევას არ ვგულისხმობ.

ანექსია არა.
ზოგადად მასე იქმნება.
QUOTE
თუ საზოგადოება ამის საჭიროებას გაიცნობიერებს, არ არის შეუძლებელი. ახლა სამწუხაროდ პირიქით არის ჯერ.

საზოგადოება არ არსებობს.
არსებობს ელიტა და მისი ფრაქციები.
რა შეხედულებისაცაა ელიტა იმ შეხედულებისაა საზოგადოება.

Posted by: Lemshveniera 2 Feb 2018, 18:32
QUOTE (nforumi @ 2 Feb 2018, 18:24 )
რა იყო საბჭოთა კავშირის დროს, კერძო საკუთრება?

არა. მატერიალური დოვლათის ყველაზე გადანაწილება. ახლა ხომაა კერძო საკუთრება? რატომ ვერ მიდის წინ ქვეყანა?
QUOTE
ახლა გადავავლე შენ პოსტს თვალი და ცუდად გავხდი ლამის... სოციალიზმს თუ არ გავდენით ჩვენი თვინებიდან, მართლა არაფერი გვეშველება.

რეგულაციები სოციალიზმია? თქვენ კაპიტალისტური ქვეყნების რეგულაციები გინახავთ? იგივე საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე? biggrin.gif
რეგულაციები და ჩარჩოები საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არ მიიჯირყვნოს. აბა პიროვნების უსასრულო თავისუფლებამ საზგადოების მიჯირყვნის ხარჯზე, რა მოიტანა დადებითი?

მე ვეთანხმები t-90-ს. ქართული საზოგადოება ქვემოდან ვერ შეცვლის ვერაფერს, სულ რომ ნაკერავზე გაიხეს.

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 21:17
t-90
QUOTE
არაა მასე მარტივად 

შენ რა დაბრკოლება შეგხვდა, ის თქვი მაშინ, ასე კატეგორიულად რომ ამტკიცებ.

QUOTE
იმიტომ რომ ფულიან ბიძIებს ვენეციის სან მარკოს პალასში ან გენუაში დასჭირდათ სავაჭრო გზების კონტროლი.

ეს არ ვიცი კონკრეტულად რა ისტორიული ფაქტი გაქვს, მაგრამ ზოგადად, ცხადია რომ სასგარეო ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა მთავარი შენ როგორ გამოიყენებ არსებულ ვითარებას, ის არის.

QUOTE
საზოგადოება არ არსებობს.
არსებობს ელიტა და მისი ფრაქციები.
რა შეხედულებისაცაა ელიტა იმ შეხედულებისაა საზოგადოება.

არსებობს პიროვნება და ამ პიროვნებებს თუ აქვთ საერთო ინტერესები, ეს იქნება საზოგადოება.
პიროვნების გარეშე საზოგადოება არ არსებობს, მართალი ხარ. არც ელიტა არსებობს.

QUOTE
არა. მატერიალური დოვლათის ყველაზე გადანაწილება. ახლა ხომაა კერძო საკუთრება? რატომ ვერ მიდის წინ ქვეყანა?

არც მაშინ იყო დოვლათის გადანაწილება. არც ეხლაა კერძო საკუთრება ხალხის ხელში, ისევ სახელმწიფო საკუთრებაა სამწუხაროდ ქონების უმეტეს ნაწილზე. რაც მეტი წილია საკუთრებაში სახელმწიფოს ხელში, მით ძნელად განვითარდება ქვეყანა.
მეორე მხრივ, რაც მეტია კაპიტალიზაცია, მით სწრაფად ვითარდება ქვეყანა.

QUOTE
რეგულაციები სოციალიზმია? თქვენ კაპიტალისტური ქვეყნების რეგულაციები გინახავთ? იგივე საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე? 

ვიცი რაცაა ევროპაში, მაგრამ ისიც ვიცი ამის შედეგად რამდენი პროცენტია წლიური ზრდა.
სხვათაშორის, ტრამპმა ხელი მოაწერა იქაური რეგულაციების დიდი ნაწილის გაუქმებას და თუ ეს რეალურად მოხდა, ვნახავთ რას იზამს აშშ-ის ეკონომიკა. სისულელეა იმის ფიქრი, რომ განვითარებული რახანაა ქვეყანა, ზრდის მცირე პროცენტი უნდა ქონდესო თურმე. არაფერიც ბატონო, თუ ბიუროკრატია არ მოახრჩობს რეგულაციებით, კვლავ დიდი ნაბიჯებით გააგრძელებს წინსვლას.

QUOTE
რეგულაციები და ჩარჩოები საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არ მიიჯირყვნოს. აბა პიროვნების უსასრულო თავისუფლებამ საზგადოების მიჯირყვნის ხარჯზე, რა მოიტანა დადებითი?

სრულიად თავისუფალი საზოგადოება არ არსებულა არასდროს და დიდხანს ვერ იქნება კიდე. მაგრამ თუ ისტორიას გადაავლებ თვალს კარგად, ნახავ რომ იგივე ევროპის ქვეყნები სწორედ მაშინ იზრდებოდნენ სწრაფად, როცა ნაკლები რეგულაციები ქონდათ და ნაკლები გადასახადები. თორე ახლა კი არიან 1%-ის ფარგლებში!

თუ მოვინდომებთ გაგებას და გააზრებას - შევცვლით, თუ არა, მაშინ იქნება ისე როგორც არის.

Posted by: t-90 2 Feb 2018, 21:27
nforumi
QUOTE
შენ რა დაბრკოლება შეგხვდა, ის თქვი მაშინ, ასე კატეგორიულად რომ ამტკიცებ.

მე რა დაბრკოლება შემხვდა ქვეყნის ელიტაში მოსახვედრად?
აქ სამსახიობო ელიტაზე ან ბომონძღზე არაა საუბარი.
საუბარია მაგალითად ისეთ პერსონებზე როგორიცაა თიბისის მმართველები, ჭყონია და ა.შ.
ბიძო
უსუფაშვილი (ადრე.)
მოკლედ ბიზნესი რომელიც შეზრდილია პოლიტელიტასთან და პირიქით.
ვინ მიგიშვებს თუ კაცი ხარ?
QUOTE
ეს არ ვიცი კონკრეტულად რა ისტორიული ფაქტი გაქვს, მაგრამ ზოგადად, ცხადია რომ სასგარეო ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა მთავარი შენ როგორ გამოიყენებ არსებულ ვითარებას, ის არის.

ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო როგორ შეგარჩევენ ეგაა მთავარი.
QUOTE
არსებობს პიროვნება და ამ პიროვნებებს თუ აქვთ საერთო ინტერესები, ეს იქნება საზოგადოება.
პიროვნების გარეშე საზოგადოება არ არსებობს, მართალი ხარ. არც ელიტა არსებობს.

კი ოღონდ ყველა პიროვნება პრიოვნება არ არის.
ტოესწ რამის გადამწყვეტი.

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 22:06
t-90
QUOTE
ე რა დაბრკოლება შემხვდა ქვეყნის ელიტაში მოსახვედრად?
აქ სამსახიობო ელიტაზე ან ბომონძღზე არაა საუბარი.
საუბარია მაგალითად ისეთ პერსონებზე როგორიცაა თიბისის მმართველები, ჭყონია და ა.შ.
ბიძო
უსუფაშვილი (ადრე.)
მოკლედ ბიზნესი რომელიც შეზრდილია პოლიტელიტასთან და პირიქით.
ვინ მიგიშვებს თუ კაცი ხარ?

არ ვიცი ეს ნაკრები როგორ შეარჩიე. ყველაზე მდიდარი ბიძოა, მაგრამ ყველაზე ღარიბი ეგ იყო მგონი თავიდან და მოხვდა ხო მაინც შენს სიაში, ანუ ელიტაში? ანუ, თუ იპოვი, გზა არსებობს.
ნუ კიდე ერთი საკითხი დგება ზოგჯერ: იკადრებ თუ არა. ამას ზოგადად ვამბობ, კონკრეტულად არავის ვგულისხმობ.

QUOTE
ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო როგორ შეგარჩევენ ეგაა მთავარი.

აქ დაუახლოვდა ერთმანეთს ჩვენი პოზიციები smile.gif

QUOTE
კი ოღონდ ყველა პიროვნება პრიოვნება არ არის.
ტოესწ რამის გადამწყვეტი.

ყველა პიროვნება პირვონებად უნდა მივიჩნიოთ, ოღონდა ყველა ერთი წონის ვერ იქნება ცხადია.

Posted by: t-90 2 Feb 2018, 22:09
nforumi
QUOTE
არ ვიცი ეს ნაკრები როგორ შეარჩიე. ყველაზე მდიდარი ბიძოა, მაგრამ ყველაზე ღარიბი ეგ იყო მგონი თავიდან და მოხვდა ხო მაინც შენს სიაში, ანუ ელიტაში? ანუ, თუ იპოვი, გზა არსებობს.
ნუ კიდე ერთი საკითხი დგება ზოგჯერ: იკადრებ თუ არა. ამას ზოგადად ვამბობ, კონკრეტულად არავის ვგულისხმობ.

ბიძო როდის მოხვდა მერე? მაშინ როცა სსრკ დაიშალა ხო?
ხოდა ახლანდელი ელიტაც პრინციპში მაშინ ფორმირდა.
მერე არ დაფორმატებულა.
QUOTE
აქ დაუახლოვდა ერთმანეთს ჩვენი პოზიციები

არანაირად.
დავითი შერჩეული იქნა რამდენიმე მეფუკისგან.
აღსართან კახთა მეფე, ბაღვაშები, თბილისის ამირა და კაროჩე ვინ აღარ იყო რა.
რომ არ ამოერჩიათ დავითი და არ დაეფინანსებინათ დღეს ისტორიაში ეცოდინებოდათ როგორც მორიგი მეფე (როგორც ბაგრატ მეხუთე)
QUOTE
ყველა პიროვნება პირვონებად უნდა მივიჩნიოთ, ოღონდა ყველა ერთი წონის ვერ იქნება ცხადია

ხოდა ამაშია საქმე.

Posted by: nforumi 2 Feb 2018, 23:01
t-90
QUOTE
ბიძო როდის მოხვდა მერე? მაშინ როცა სსრკ დაიშალა ხო?
ხოდა ახლანდელი ელიტაც პრინციპში მაშინ ფორმირდა.

ხოდა რა გინდა? ერთ დღეში გინდა ხდებოდეს ეგ პროცესი?
უსუფაშვილია შენს სიაში კიდე. 90-იანებში უბრალოდ კარგი იურისტი იყო, მერე როგორღაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.
საფეხურებზე ასვლა სწრაფად ვერ გამოვა. თუ ამას გულისხმობ, მაშინ კი ბატონო. მაგრამ თუ გინდა საფეხურებზე მაღლა ასვლა, მაგ მიმართულებით უნდა ირჯებოდე და ახვალ. რომ მდომოდა, ავიდოდი მეც, ვერ ვხედავ პრობლემას.

QUOTE
დავითი შერჩეული იქნა რამდენიმე მეფუკისგან.
აღსართან კახთა მეფე, ბაღვაშები, თბილისის ამირა და კაროჩე ვინ აღარ იყო რა.
რომ არ ამოერჩიათ დავითი და არ დაეფინანსებინათ დღეს ისტორიაში ეცოდინებოდათ როგორც მორიგი მეფე (როგორც ბაგრატ მეხუთე)

რა არჩევა, რის არჩვენები, საარჩევნო კომისიაც იყო?

Posted by: Lemshveniera 2 Feb 2018, 23:18
QUOTE (nforumi @ 2 Feb 2018, 23:01 )
მაგრამ თუ გინდა საფეხურებზე მაღლა ასვლა, მაგ მიმართულებით უნდა ირჯებოდე და ახვალ. რომ მდომოდა, ავიდოდი მეც, ვერ ვხედავ პრობლემას.

რამდენი წლის ხართ, თუ საიდუმლო არ არის? boli.gif ცოტა მიამიტურად მსჯელობთ და ეგ კითხვა იმიტომ დამებადა.

Posted by: t-90 2 Feb 2018, 23:29
nforumi
QUOTE
ხოდა რა გინდა? ერთ დღეში გინდა ხდებოდეს ეგ პროცესი?
უსუფაშვილია შენს სიაში კიდე. 90-იანებში უბრალოდ კარგი იურისტი იყო, მერე როგორღაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.
საფეხურებზე ასვლა სწრაფად ვერ გამოვა. თუ ამას გულისხმობ, მაშინ კი ბატონო. მაგრამ თუ გინდა საფეხურებზე მაღლა ასვლა, მაგ მიმართულებით უნდა ირჯებოდე და ახვალ. რომ მდომოდა, ავიდოდი მეც, ვერ ვხედავ პრობლემას.

მომისმინე.
არა მაგაზე არაა.
შენ ხო სისტემის შეცვლა გინდა?
ხოდა საქმეც მაგასია რო სისტემას შიგნიდან ვერ შეცვლი იმიტომ რომ შენ როგორც თქვი "უნდა იკადრო"
თუ იკადრე და მაგ სისტემის წესები მიიღე რაღა შეცვლა გამოვა?

QUOTE
რა არჩევა, რის არჩვენები, საარჩევნო კომისიაც იყო?

არა.
ომს სჭირდება დიდი ფული.
ძალიან დიდი ფული.
ხოდა წარმოიდგინე სიტუაცია: საქართველო N ნაწილადაა გაყოფილი, ყველას თავისი მეფუკა ან ფეოდალუკა ყავს.
მეფე გეგუთის სასახლიდან დაცვის და ამალის გარეშე ვერ გამოდის.
თბილისში ამირაა, კახეთში აღსართანი, ბაღვაში კლდეკარში და კაროჩე რა ვინც როგორ უნდა ისე მღერის.
მეფე არის წარსულშI კაი მეომარი მარა ახლა არაფრისმაქნისი.
კაროჩე ქვეყანას დანძრეული აქვს რა.,
მოდის დავითი და აშენებს და აშენებს ჯარს. ისე აშენებს რო 15 წელიწადში ამყნობს თურქებს.
ანუ გამოდის რო ვიღაცა კეთილმა ბიძიებმა კანდიდატი შეარჩიეს და ფული გამოაგზავნეს.
აბა საიდან მინგრეულ ქვეყანას ამხელა ჯარი 15 წელიწადში? მარტო დავითის ნიჭიერების ამბავია?

ან მეორე ვარიანტი მაგალითად: ფარნავაზი სადღაც გამოქვაბულში პოულობ განძს.
ვინ ჩადო ამ გამოქვაბულში ეს განძი ეგაა მთავარი. biggrin.gif

Posted by: beqa1971 3 Feb 2018, 00:27
t-90

QUOTE
საზოგადოება არ არსებობს.
არსებობს ელიტა და მისი ფრაქციები.
რა შეხედულებისაცაა ელიტა იმ შეხედულებისაა საზოგადოება.

საზოგადოების ნაწილია ახალგაზრდობაც და ისინი ცვლიან ყველაფერს, თუკი ინდომებენ,
ზემოთ ჩამოთვლილი ელიტა ის ელიტაა რომელიც ჩვენ, ცოტა ძველგაზდებს "შეგვეფერება": მენტალურად მათ წონას "ვაღიარებთ" და "ანგარიშს" ვუწევთ მიუხედავად იმისა გვძულს თუ მოგვწონს. ახალი თაობისთვის (ჩემი დაკვირვებაა პირადი) მაგ თქვენი ელიტის სიიდან 90% ერთი სიტყვით რომ გადმოვცეთ "ღადაობაა" და მათ არ შეეფერებათ, არც მენტალურად და არც მსოფლმხედველობრივად, სხვა მოთხოვნები აქვთ. ახალგაზრდების რესურსი ყოველთვის არსებობს სისტემის შიგნიდან შესაცვლელად, განათლებაზეა აქ ამბავი ურაპატრიოტიზმი არაფერ შუაშია. წავლენ ისწავლიან ჩამოვლენ და შეცვლიან ქვეყანას უკეთესისკენ. თავის დროზე პეტერბურღში რო დადიოდნენ ისეsmile.gifარავინ არ გართმევს არაფერს შენ თვითონ თუ არ დაბეჩავდი და იმედი გადაწურე.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 00:31
beqa1971
QUOTE
საზოგადოების ნაწილია ახალგაზრდობაც და ისინი ცვლიან ყველაფერს, თუკი ინდომებენ,

მითოსი ისევე.
QUOTE
ზემოთ ჩამოთვლილი ელიტა ის ელიტაა რომელიც ჩვენ, ცოტა ძველგაზდებს "შეგვეფერება": მენტალურად მათ წონას "ვაღიარებთ" და "ანგარიშს" ვუწევთ მიუხედავად იმისა გვძულს თუ მოგვწონს. ახალი თაობისთვის (ჩემი დაკვირვებაა პირადი) მაგ თქვენი ელიტის სიიდან 90% ერთი სიტყვით რომ გადმოვცეთ "ღადაობაა" და მათ არ შეეფერებათ, არც მენტალურად და არც მსოფლმხედველობრივად, სხვა მოთხოვნები აქვთ. ახალგაზრდების რესურსი ყოველთვის არსებობს სისტემის შიგნიდან შესაცვლელად, განათლებაზეა აქ ამბავი ურაპატრიოტიზმი არაფერ შუაშია. წავლენ ისწავლიან ჩამოვლენ და შეცვლიან ქვეყანას უკეთესისკენ. თავის დროზე პეტერბურღში რო დადიოდნენ ისეარავინ არ გართმევს არაფერს შენ თვითონ თუ არ დაბეჩავდი და იმედი გადაწურე.

რამდენი თაობა შეიცვალა?
რამე შეიცვალა?
არაფერი.

Posted by: beqa1971 3 Feb 2018, 00:53
t-90
QUOTE
მითოსი ისევე

მითოსი?? მეცნიერებაში, პოლიტიკაში , ხელოვნებაში, ნებისმიერ დარგში ახალგაზრდები ქმნიან საფეხურს, ახალ რეალობას. ახალგაზრდაა კაცი 30-35 წლამდე smile.gif

QUOTE
რამდენი თაობა შეიცვალა?
რამე შეიცვალა?
არაფერი.

უახლესი ისტორია თუ იგულისხმება თაობა ერთი, და მიუხედავათ მცირე დროისა მაინც უამრავი რამე შეიცვალა მათ შორის კარგისკენაც smile.gif

Posted by: t-90 3 Feb 2018, 01:01
beqa1971
QUOTE
მითოსი?? მეცნიერებაში, პოლიტიკაში , ხელოვნებაში, ნებისმიერ დარგში ახალგაზრდები ქმნიან საფეხურს, ახალ რეალობას. ახალგაზრდაა კაცი 30-35 წლამდე

ხელოვნება და მეცნიერება ემსახურება პოლიტიკას.
პოლიტიკას ქმნიან ელიტები.
ანუ ის ხალხი ვინც ფულს აკონტროლებს.
დანარჩენი ლირიკაა.
QUOTE
უახლესი ისტორია თუ იგულისხმება თაობა ერთი, და მიუხედავათ მცირე დროისა მაინც უამრავი რამე შეიცვალა მათ შორის კარგისკენაც

არაა ერთI თაობა.
30 წელი მინიმუმ სხვა თაობაა.
და სისტმეა რა შეცვლილა. სისტემა იგივეა.

Posted by: beqa1971 3 Feb 2018, 01:14
t-90
QUOTE
ხელოვნება და მეცნიერება

მასმედიაში არ აგვერიოს ოღონდ smile.gif

პოლიტიკას ქმნის ეკონომიკა და პირიქით, საბოლოო ჯამში ყველაფერი კუჭზე გადის უკაცრავად და. ვის დიდი კუჭი აქვს და ვის პატარა, განსხვავება მხოლოდ ესაა.
და ისე არავითარი "ელიტები" არ არსებობს თუ კაია smile.gif
ხალხი არსებობს, ხალხი არის "ქვიშა" და "წყალნი" ანუ "ელიტები", წავლენ და წამოვლენ smile.gif

QUOTE
და სისტმეა რა შეცვლილა. სისტემა იგივეა.

რასთან შედარებით არ შეიცვალა სისტემა, ანუ კომუნისტური წყობა გვაქვს კვლავ ? თუ რა იგულისხმება.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 01:19
beqa1971
QUOTE
მასმედიაში არ აგვერიოს ოღონდ 

არ აგვერევა.
ახლა სალონურ ხელოვნებაზე არ მაქვს საუბარი.
QUOTE
პოლიტიკას ქმნის ეკონომიკა და პირიქით, საბოლოო ჯამში ყველაფერი კუჭზე გადის უკაცრავად და. ვის დიდი კუჭი აქვს და ვის პატარა, განსხვავება მხოლოდ ესაა.
და ისე არავითარი "ელიტები" არ არსებობს თუ კაია
ხალხი არსებობს, ხალხი არის "ქვიშა" და "წყალნი" ანუ "ელიტები", წავლენ და წამოვლენ 

ეგ არის მითოსი.
ელიტები წყვეტენ ხალხი როგორ იცოცხლებს.
იქნება ეს კონკრეუტლი ხალხი მდიდარი თუ ღარიბი. თუ საერთოდ გაწყდება.
და ა.შ.
და ამის უკან დგას კონკრეტული მერკანტილური მიზნები.
QUOTE
რასთან შედარებით არ შეიცვალა სისტემა, ანუ კომუნისტური წყობა გვაქვს კვლავ ? თუ რა იგულისხმება.

აი 90იან წლებთან.

Posted by: ებოლა 3 Feb 2018, 01:38
t-90
სუ მინდიდა სუმპათია.გამომეხატა შენი პოსტინგის მიმართ და აჰაა, დადგა ჟამი შესაფერისი. biggrin.gif

მართლა, ძან მომწონს ზოგადად შენი ანალიზი/შეფასება/ლოგიკა რიგი საკითხების მიმართ.

მართლა უტონკესი ხარ რა biggrin.gif

Posted by: beqa1971 3 Feb 2018, 01:55
QUOTE
ელიტები წყვეტენ ხალხი როგორ იცოცხლებს.

მაგალითად თქვენი მოწონებული ბრიტანული ელიტა რომელმაც გადაწყვიტა რო ინდოეთი "ნახირია" და განდი რომელიც "ელიტის" დეფინიციაში ვერანაირი მორფოლოგიით ვერ ჯდება?
არ ფიქრობთ რომ "ელიტის" დეფინიცია ძალიან მოკლე დროში შესაძლოა შეიცვალოს თავისდაუნებურადsmile.gif. სოციალიზმს და პროლეტარიატის დიქტატურას არ ვგულისხმობ რა თმქა უნდა. ცოტა ცვლილებების უნდა გვჯეროდეს ყოველგვარი ლირიკის გარეშე. თორე ყველაზე კომფორტული წყობა "ელიტისთვის" ფეოდალიზმია და დიდი სიამოვნებით დაგვაბრუნებდნენ რომ არა სწორედაც რომ ხალხიsmile.gif ანგარიშს გვიწევენ მაინც რა ქნან, ცოტა ეშინიათ კიდეც, ყველაფერს დოკუმენტურად "აპრავებენ". მალავენ რაღაცეებს, მაიმუნობენ, მზაკვრობენ, ღამე ცუდად სძინავთ და მაგიდის უჯრაში კარნეგი უდევთ smile.gif ნუ უფრო ზედა საფეხურებს მაკიაველიsmile.gif. ეს მერკანტილური მიზნების მატარებელ ტიპებს ვგულისხმობ ცხადია. ყოველივე ამის მერე სულაც არაა გასაკვირი ის ლიფტი ზემოთ რომ ახსენეთ ძალიან არა მომხიბვლელი მოგეჩვენოთ.

QUOTE
აი 90იან წლებთან.

სისტემურ ცვლილებებში კონკრეტული მსჯელობა გამიჭირდება რადგან საკმარისი განათლება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა რომ მე თვითონ შევიცვალე, ეხლა არ ვიცი რამდენად უკეთესობისკენ მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: nigo 3 Feb 2018, 06:27
nforumi
QUOTE
მაგრამ თუ გინდა საფეხურებზე მაღლა ასვლა, მაგ მიმართულებით უნდა ირჯებოდე და ახვალ. რომ მდომოდა, ავიდოდი მეც, ვერ ვხედავ პრობლემას.

სრულიად გეთანხმები, თუ მიზნად დაისახავ ასვლას, ახვალ.
გააჩნია, პიროვნულად რამდენად შეგიძლია საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და გუნდური თამაში ,რომელსაც ზოგჯერ არ ეთანხმები.
თორემ პოლიტიკური კარიერის გაკეთება ჩვენთან სსრკ-ს დანგრევის შემდეგ,ზვიადიდან მოყოლებული ყველაზე ადვილი და იოლი მისაღწევი იყო.

QUOTE
მე ვარ საზოგადოება. რესტორანში მაჭმევენ აყროლებულ ხორცს, მაგრამ უფლება არ მაქვს მოვითხოვო რეგულაციები. აბა ბიზნეს ელიტას ხომ არ დავაზარალებთ? ისევ ჯობია მე ვიზარალო. პიროვნების თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოების ინტერესი.
მე ვარ საზოგადოება. მამუშავებენ მონურ ხელფასზე, და ხშირად უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. უფლება არ მაქვს მოვითხოვო რეგულაციები. აბა ბიზნესმენს ხომ არ ვაზარალებთ? ისევ ჯობია მე ვიზარალო.

Lemshveniera

აი აქ კი ცდები, ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული საზოგადოება,, მაგრამ მიდის ეს პროცესი.
ჯერეჯრობით ვართ უკმაყოფილო ხალხი ამა თუ იმ მიზეზის გამო.
საზოგადოებს იმისთანა პროფკავშირები ეყოლებოდა და არა დღევანდელი გამყიდველი ტიპები,რომ ვერავინ გაბედავდა ასე ადვილად მშრომელების უფლებების ხელყოფას. მიღებული კანონი არ მუშაობს ფაქტია. ამიტომაა საჭირო, რეალური პროფკავშირი და სოციალური გამოსვლები.
თუ მაინც და მაინც დღევანდელ დღეს ავიღებთ.მთავრობა მიდის დათმობებეზე ,როცა დიდი პროტესტია.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 08:49
beqa1971
QUOTE
მაგალითად თქვენი მოწონებული ბრიტანული ელიტა რომელმაც გადაწყვიტა რო ინდოეთი "ნახირია" და განდი რომელიც "ელიტის" დეფინიციაში ვერანაირი მორფოლოგიით ვერ ჯდება?

მIთოსი.
განდი, მანდელა და ეგეთი ტიპები არიან ე.წ. "სტავლენნიკები"
რეალურად კი განდის დროს ამერიკამ ბრიტანეთისგან გადაიბარა ინდოეთი. ზატო ბრიტანეთმა პაკისტანი ჩაუდგა.
ეგაა და ეგ.
QUOTE
არ ფიქრობთ რომ "ელიტის" დეფინიცია ძალიან მოკლე დროში შესაძლოა შეიცვალოს თავისდაუნებურად. სოციალიზმს და პროლეტარიატის დიქტატურას არ ვგულისხმობ რა თმქა უნდა. ცოტა ცვლილებების უნდა გვჯეროდეს ყოველგვარი ლირიკის გარეშე. თორე ყველაზე კომფორტული წყობა "ელიტისთვის" ფეოდალიზმია და დიდი სიამოვნებით დაგვაბრუნებდნენ რომ არა სწორედაც რომ ხალხი ანგარიშს გვიწევენ მაინც რა ქნან, ცოტა ეშინიათ კიდეც, ყველაფერს დოკუმენტურად "აპრავებენ". მალავენ რაღაცეებს, მაიმუნობენ, მზაკვრობენ, ღამე ცუდად სძინავთ და მაგიდის უჯრაში კარნეგი უდევთ  ნუ უფრო ზედა საფეხურებს მაკიაველი. ეს მერკანტილური მიზნების მატარებელ ტიპებს ვგულისხმობ ცხადია. ყოველივე ამის მერე სულაც არაა გასაკვირი ის ლიფტი ზემოთ რომ ახსენეთ ძალიან არა მომხიბვლელი მოგეჩვენოთ.

ფეოდალიზმია მაშ რა არის?
ეხლა ფეოდალიზმია კარგად შეფუთული.
განსაკუთრებით ჯორჯიაში.

ცვლილებების უნდა გჯეროდეს, ბერნი სანდერსის და ბარაკ ობამას ბოდვა არ გვინდა რა.
რეალური პოლიტიკა არის ხვა რამე.
nigo
QUOTE
სრულიად გეთანხმები, თუ მიზნად დაისახავ ასვლას, ახვალ.
გააჩნია, პიროვნულად რამდენად შეგიძლია საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და გუნდური თამაში ,რომელსაც ზოგჯერ არ ეთანხმები.
თორემ პოლიტიკური კარიერის გაკეთება ჩვენთან სსრკ-ს დანგრევის შემდეგ,ზვიადიდან მოყოლებული ყველაზე ადვილი და იოლი მისაღწევი იყო.

გააჩნია ვინ რა და როგორ.
თნა პოლიტიკურ კარიერაზე არ მაქვს საუბარი.
საუბარი მაქვს იმ ფენაში შეღწევაზე სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება რეალურად.

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 08:52
Lemshveniera
QUOTE
რამდენი წლის ხართ, თუ საიდუმლო არ არის?  ცოტა მიამიტურად მსჯელობთ და ეგ კითხვა იმიტომ დამებადა.

შენ ალბათ ჩემი შვილების თაობა იქნები smile.gif

t-90
QUOTE
ხოდა საქმეც მაგასია რო სისტემას შიგნიდან ვერ შეცვლი იმიტომ რომ შენ როგორც თქვი "უნდა იკადრო"
თუ იკადრე და მაგ სისტემის წესები მიიღე რაღა შეცვლა გამოვა?

ოოო, აქ უკვე მივედით საერთო აზრამდე smile.gif
კადრება გჭირდება იმიტომ რომ სხვანაირად მასების მხარდაჭერას ვერ მიიღებ. შეუძლებელი კი არ არის, უბრალოდ არ გინდა ამაზე წასვლა.

QUOTE
არა.
ომს სჭირდება დიდი ფული.
ძალიან დიდი ფული.
ხოდა წარმოიდგინე სიტუაცია: საქართველო N ნაწილადაა გაყოფილი, ყველას თავისი მეფუკა ან ფეოდალუკა ყავს.
მეფე გეგუთის სასახლიდან დაცვის და ამალის გარეშე ვერ გამოდის.
თბილისში ამირაა, კახეთში აღსართანი, ბაღვაში კლდეკარში და კაროჩე რა ვინც როგორ უნდა ისე მღერის.
მეფე არის წარსულშI კაი მეომარი მარა ახლა არაფრისმაქნისი.
კაროჩე ქვეყანას დანძრეული აქვს რა.,
მოდის დავითი და აშენებს და აშენებს ჯარს. ისე აშენებს რო 15 წელიწადში ამყნობს თურქებს.
ანუ გამოდის რო ვიღაცა კეთილმა ბიძიებმა კანდიდატი შეარჩიეს და ფული გამოაგზავნეს.
აბა საიდან მინგრეულ ქვეყანას ამხელა ჯარი 15 წელიწადში? მარტო დავითის ნიჭიერების ამბავია?

ან მეორე ვარიანტი მაგალითად: ფარნავაზი სადღაც გამოქვაბულში პოულობ განძს.
ვინ ჩადო ამ გამოქვაბულში ეს განძი ეგაა მთავარი. 

არ ვამბობ რომ გარედან დახმარება არ იქნებოდა მეთქი, მაგრამ მაგას თუ არ გამოიყენებდი, არც არაფერი იქნებოდა.
რა მაგ დროს მოუნდათ საქართველოს გაძლიერება, მე-13 საუკუნეში აღარ მოუნდათ, მე-14-ში ისევ მოუნდათ?
არა, უბრალოდ როცა აქ აღმოჩნდა ისეთი ძალა, რომელმაც საერთაშორის განლაგება გაითვალისწინა და გამოიყენა, მაშინ იყო ქვეყანა წარმატებული. როცა არა (თუ ვერა), მაშინ დაიქცა. ეგ არის სულ.

beqa1971
QUOTE
ზემოთ ჩამოთვლილი ელიტა ის ელიტაა რომელიც ჩვენ, ცოტა ძველგაზდებს "შეგვეფერება": მენტალურად მათ წონას "ვაღიარებთ" და "ანგარიშს" ვუწევთ მიუხედავად იმისა გვძულს თუ მოგვწონს. ახალი თაობისთვის (ჩემი დაკვირვებაა პირადი) მაგ თქვენი ელიტის სიიდან 90% ერთი სიტყვით რომ გადმოვცეთ "ღადაობაა" და მათ არ შეეფერებათ, არც მენტალურად და არც მსოფლმხედველობრივად, სხვა მოთხოვნები აქვთ. ახალგაზრდების რესურსი ყოველთვის არსებობს სისტემის შიგნიდან შესაცვლელად, განათლებაზეა აქ ამბავი ურაპატრიოტიზმი არაფერ შუაშია. წავლენ ისწავლიან ჩამოვლენ და შეცვლიან ქვეყანას უკეთესისკენ. თავის დროზე პეტერბურღში რო დადიოდნენ ისეარავინ არ გართმევს არაფერს შენ თვითონ თუ არ დაბეჩავდი და იმედი გადაწურე.

დიდწილად გეთანხმები.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 09:00
nforumi
QUOTE
ოოო, აქ უკვე მივედით საერთო აზრამდე 
კადრება გჭირდება იმიტომ რომ სხვანაირად მასების მხარდაჭერას ვერ მიიღებ. შეუძლებელი კი არ არის, უბრალოდ არ გინდა ამაზე წა

არა რაღაცის კადრება ყოველთვის დაგჭირდება.
ამგრამ სისტემას ვერ შეცვლი შიგნიდან.
ამაზეა საუბარი.
ნუ ამ სისტემაზე მაქვს საუბარი მე.
QUOTE
რ ვამბობ რომ გარედან დახმარება არ იქნებოდა მეთქი, მაგრამ მაგას თუ არ გამოიყენებდი, არც არაფერი იქნებოდა.
რა მაგ დროს მოუნდათ საქართველოს გაძლიერება, მე-13 საუკუნეში აღარ მოუნდათ, მე-14-ში ისევ მოუნდათ?
არა, უბრალოდ როცა აქ აღმოჩნდა ისეთი ძალა, რომელმაც საერთაშორის განლაგება გაითვალისწინა და გამოიყენა, მაშინ იყო ქვეყანა წარმატებული. როცა არა (თუ ვერა), მაშინ დაიქცა. ეგ არის სულ.

ვენეციის და გენუის დაპირისპირების ამბავია.
იმიტომ მოუნდათ რომ ერთმანეთს უშლიდენ საზღვაო გზებს.
დიდ სურათში როგორ ჩაჯდა ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ.
მაგრამ დიდი სურათში ჩაჯდომის არეშე გამორიცხულია.

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 09:06
beqa1971
QUOTE
მაგალითად თქვენი მოწონებული ბრიტანული ელიტა რომელმაც გადაწყვიტა რო ინდოეთი "ნახირია" და განდი რომელიც "ელიტის" დეფინიციაში ვერანაირი მორფოლოგიით ვერ ჯდება?
არ ფიქრობთ რომ "ელიტის" დეფინიცია ძალიან მოკლე დროში შესაძლოა შეიცვალოს თავისდაუნებურად. სოციალიზმს და პროლეტარიატის დიქტატურას არ ვგულისხმობ რა თმქა უნდა. ცოტა ცვლილებების უნდა გვჯეროდეს ყოველგვარი ლირიკის გარეშე. თორე ყველაზე კომფორტული წყობა "ელიტისთვის" ფეოდალიზმია და დიდი სიამოვნებით დაგვაბრუნებდნენ რომ არა სწორედაც რომ ხალხი ანგარიშს გვიწევენ მაინც რა ქნან, ცოტა ეშინიათ კიდეც, ყველაფერს დოკუმენტურად "აპრავებენ". მალავენ რაღაცეებს, მაიმუნობენ, მზაკვრობენ, ღამე ცუდად სძინავთ და მაგიდის უჯრაში კარნეგი უდევთ  ნუ უფრო ზედა საფეხურებს მაკიაველი. ეს მერკანტილური მიზნების მატარებელ ტიპებს ვგულისხმობ ცხადია. ყოველივე ამის მერე სულაც არაა გასაკვირი ის ლიფტი ზემოთ რომ ახსენეთ ძალიან არა მომხიბვლელი მოგეჩვენოთ.

ხო, თავად ბრიტანეთი ვინ გამოიყვანა ნეტა ფეოდალიზმიდან, თუ გარეადან ჩარევის გარეშე არაფერი ხდება wink.gif ?

nigo
QUOTE
სრულიად გეთანხმები, თუ მიზნად დაისახავ ასვლას, ახვალ.
გააჩნია, პიროვნულად რამდენად შეგიძლია საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და გუნდური თამაში ,რომელსაც ზოგჯერ არ ეთანხმები.
თორემ პოლიტიკური კარიერის გაკეთება ჩვენთან სსრკ-ს დანგრევის შემდეგ,ზვიადიდან მოყოლებული ყველაზე ადვილი და იოლი მისაღწევი იყო.

ტანკს რატო არ ჯერა, ვერ ვხვდები.

QUOTE
საზოგადოებს იმისთანა პროფკავშირები ეყოლებოდა და არა დღევანდელი გამყიდველი ტიპები,რომ ვერავინ გაბედავდა ასე ადვილად მშრომელების უფლებების ხელყოფას. მიღებული კანონი არ მუშაობს ფაქტია. ამიტომაა საჭირო, რეალური პროფკავშირი და სოციალური გამოსვლები.

ამაში კი არ გეთანხმები. პროფკავშირები, რომლებმაც ვითომ მშრომელების უფლებები უნდა დაიცვან, მხოლოდ აფერხებს მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესს. მაქსიმუმი ამ მიმართულებით, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, კონკრეტული ჯგუფის (ანუ თავისი წევრების) მდგომარეობის გაუმჯობესება სხვა მშრომელების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე. ეს მარტო ჩვენთან არა, ზოგადად არის ასე.
ნამდვილი პროფკავშირი იქნებოდა ორგანიზაცია, რომელიც იზრუნებდა თავისი წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

t-90
შენი ნებაა, მაგრამ მე არ მჯერა შეთქმულებების თეორიის smile.gif
ნუ, ინტერესები არსებობს, პირადიც და ჯგუფურიც და ამ ინტერესების მიხედვით ხდება მოქმედება, რა თქმა უნდა.

* * *
t-90
QUOTE
ვენეციის და გენუის დაპირისპირების ამბავია.
იმიტომ მოუნდათ რომ ერთმანეთს უშლიდენ საზღვაო გზებს.
დიდ სურათში როგორ ჩაჯდა ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ.
მაგრამ დიდი სურათში ჩაჯდომის არეშე გამორიცხულია.

ყოველთვის, ყოველ დროში, ყოველ ქვეყანაში არის საგარეო გავლენა, მათ შორის ბრიტანეთზე, შტატებზე, თუ გენუა და ვენეციაზე. მთავარი ის არის, ადგილობრივად აღმოჩნდება თუ არა ისეთი მმართველი, რომელიც ამას სასიკეთოთ გამოიყენებს.

ის რომ გენუამ რაღაცა დაგეგმა და აქ მიტო იყო ეგრე, ეგრე არაა რა. მასე უბრალოდ ვერ მოხდება. პროცესების დანახვა და ხელის შეწყობა (ან შეშლა) კი.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 09:27
nforumi
QUOTE
შენი ნებაა, მაგრამ მე არ მჯერა შეთქმულებების თეორიის 
ნუ, ინტერესები არსებობს, პირადიც და ჯგუფურიც და ამ ინტერესების მიხედვით ხდება მოქმედება, რა თქმა უნდა.

ელიტები და ოლიგარქია და ა.შ> არ არის შეთქმულების თეორია.
QUOTE

ყოველთვის, ყოველ დროში, ყოველ ქვეყანაში არის საგარეო გავლენა, მათ შორის ბრიტანეთზე, შტატებზე, თუ გენუა და ვენეციაზე. მთავარი ის არის, ადგილობრივად აღმოჩნდება თუ არა ისეთი მმართველი, რომელიც ამას სასიკეთოთ გამოიყენებს.

ის რომ გენუამ რაღაცა დაგეგმა და აქ მიტო იყო ეგრე, ეგრე არაა რა. მასე უბრალოდ ვერ მოხდება. პროცესების დანახვა და ხელის შეწყობა (ან შეშლა) კი.

ეგ არაა მერე მთავარი?
რომ არ ყოფილიყო დაფინანსება რა იქნებოდა?
ან ნიდაიბოგ ჩვენი მტერი დაეფინანსებინათ?

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 09:32
t-90
QUOTE
ელიტები და ოლიგარქია და ა.შ> არ არის შეთქმულების თეორია.

ელიტა პირობითი სახელია. ოლიგარქია კიდე იმ ხალხის მმართველობაა, ვისაც ბევრი ფული აქვს, რომლებიც მართავენ სიტუაციას, რათა დაიცვან თავისი ქონება და გაამრავლონ. რაც თავის თავად ცუდი არ იქნებოდა, სხვისი გაღარიბების ხარჯზე თუ არ მოხდებოდა.

QUOTE
ეგ არაა მერე მთავარი?

მთავარი არის ადგილზე ვის აჩერებს ხალხი ხელისუფლებაში.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 10:23
nforumi
QUOTE
ელიტა პირობითი სახელია. ოლიგარქია კიდე იმ ხალხის მმართველობაა, ვისაც ბევრი ფული აქვს, რომლებიც მართავენ სიტუაციას, რათა დაიცვან თავისი ქონება და გაამრავლონ. რაც თავის თავად ცუდი არ იქნებოდა, სხვისი გაღარიბების ხარჯზე თუ არ მოხდებოდა.

არაა პირობითი სახელი ელიტა.
პოლიტიკურ ელიტაზე მაქვს საუბარი.
ისე ბევრი ფული ვისაც აქვს ის მართავს როგორც წესი სიტუაციას.
QUOTE
მთავარი არის ადგილზე ვის აჩერებს ხალხი ხელისუფლებაში

ნწუ.
დავით აღმაშენებელს ის გრანტი რო არ აეღო სავაჭრო ქალაქებისგან მაშIნ აქ არაფერი იქნებოდა.
ან იქნებოდა გიორგი მეორეს უფრო პრადვინუტი ვარიანტი.

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 11:14
t-90
QUOTE
არაა პირობითი სახელი ელიტა.
პოლიტიკურ ელიტაზე მაქვს საუბარი.
ისე ბევრი ფული ვისაც აქვს ის მართავს როგორც წესი სიტუაციას.

როგორც წესი, ან უფრო სწორად წარმართავს სიტუაციას wink.gif

QUOTE
დავით აღმაშენებელს ის გრანტი რო არ აეღო სავაჭრო ქალაქებისგან მაშIნ აქ არაფერი იქნებოდა.
ან იქნებოდა გიორგი მეორეს უფრო პრადვინუტი ვარიანტი.

არ ვიცი დავითმა რა გრანტი აიღო, მაგრამ ვფიქრობ, მასეთი გრანტები ყოველთვის არსებობს. მთავარია დაგილზე არის თუ არა ვინმე, ვინც დაინახავს, აიღებს და გამოიყენებს შესაბამისად.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 12:56
nforumi
QUOTE
არ ვიცი დავითმა რა გრანტი აიღო, მაგრამ ვფიქრობ, მასეთი გრანტები ყოველთვის არსებობს. მთავარია დაგილზე არის თუ არა ვინმე, ვინც დაინახავს, აიღებს და გამოიყენებს შესაბამისად.

ნწუ.
ადგილზე თუ არ არის შექმნიან.
QUOTE
როგორც წესი, ან უფრო სწორად წარმართავს სიტუაციას

წარმართავს სიტუაციას ჰქვია ეგ.

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 13:06
t-90
QUOTE
წარმართავს სიტუაციას ჰქვია ეგ.

იქ მძიმე გამომრჩა,
როგორც წესი, ან უფრო სწორად, წარმართავს სიტუაციას.

რატომ არის რომ თვით ყველზე სასტიკი დიქტატორიც კი, სიტყვით გამოდის და კეკლუცობს საკუთარი ხალხის წინაშე?

QUOTE
ადგილზე თუ არ არის შექმნიან.

მასალის გარეშე არაფერი იქმნება. ღმერთები კი არ არიან wink.gif ისე, ღმერთმაც ტალახისგან შექმნა ადამი biggrin.gif

Posted by: beqa1971 3 Feb 2018, 13:15
t-90

QUOTE
ხელოვნება და მეცნიერება ემსახურება პოლიტიკას.

QUOTE
ახლა სალონურ ხელოვნებაზე არ მაქვს საუბარი.

სალონურ ხელოვნებას არც მე ვგულისხმობ. და ხელმწიფის ნავში როგორც წესი ხელოვნება არასდროს ჯდება, პირიქით ყოველთვის აკრიტიკებს მას ან შეფარულად ან ღიად.
არანაირად არ ემსახურება პოლიტიკას პირიქით ძირს უთხრის ყოველთვის. რა წყობაც არ უნდა იყოს.

QUOTE
ელიტები წყვეტენ ხალხი როგორ იცოცხლებს.

ევროპის ისტორიას გადაავლეთ თვალი და მერე დაითვალეთ ხალხის გადაწყვეტილებით გილიოტინებზე დაყრილი ელიტების თავები. თუ ესეც მითოსია და სამეფო კართა შიდა ინტრიგებია მხოლოდsmile.gif

QUOTE
განდი, მანდელა და ეგეთი ტიპები არიან ე.წ. "სტავლენნიკები"

ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავ, პიროვნების როლს გამორიცხავ. მაგალითს გამორიცხავ და იმას ვერ ხსნი რა აიძულებს "ელიტას" პირველი ღამის უფლების დათმობას smile.gif რატო უფრო ჰუმანური გახდა მერკანტილიზმი?

QUOTE
ისე ბევრი ფული ვისაც აქვს ის მართავს როგორც წესი სიტუაციას.

QUOTE
ელიტები

QUOTE
მითოსი

როგორ არი იცი, რაღაც "ცოდნა" არსებობს რომელიც უპირატეს მდგომარეობაში გაყენებს "სხვებთან" მიმართებაში იმით რომ შენ უფრო მეტი გაგეგება ვიდრე მათ, ამ დროს სკეპტიკი ხარ და არ "გოიმდები". ატმის ხიდან ბლის კურკებს არ ისვრი და ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა smile.gif. მაგრამ არსებობს სხვა პლასტები, და იმ პლასტებში ასეთი აზრები ზოგადი და ზედაპირული ხდება. როგორც წესი ამ სიღრმეების არსებობის შეგრძნება, საკუთარ მოსაზრებებში კატეგორიულობის გამოხატვის მოტივაციას გიგდებს. არ ვიცი ეხლა როგორ დავალაგე სათქმელი მარა მაინც smile.gif

ხო კიდევ ასეთი წიგნი გამახსენდა , იურსენარი "ადრიანეს მოგონებები", ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ, (თუ არ გაქვთ წაკითხული) ამ თემების გარშემო.

nforumi
QUOTE
ხო, თავად ბრიტანეთი ვინ გამოიყვანა ნეტა ფეოდალიზმიდან, თუ გარეადან ჩარევის გარეშე არაფერი ხდება  ?

ხო საინტერესო შეკითხვაა smile.gif

* * *
t-90
QUOTE
ცვლილებების უნდა გჯეროდეს, ბერნი სანდერსის და ბარაკ ობამას ბოდვა არ გვინდა რა.

ბარაკ ობამაზე გამახსენდაsmile.gif

"Changes"

"We ain't ready to see a black president"
Recorded in 1992

Posted by: t-90 3 Feb 2018, 13:48
beqa1971
QUOTE
სალონურ ხელოვნებას არც მე ვგულისხმობ. და ხელმწიფის ნავში როგორც წესი ხელოვნება არასდროს ჯდება, პირიქით ყოველთვის აკრიტიკებს მას ან შეფარულად ან ღიად.
არანაირად არ ემსახურება პოლიტიკას პირიქით ძირს უთხრის ყოველთვის. რა წყობაც არ უნდა იყოს.

როგორ ფიქრობ შენ.
ხელისუფლების ინტერესში რომ არ შედიოდეს ხელოვნება დაფინანსებას მიიღებდა?
QUOTE
ევროპის ისტორიას გადაავლეთ თვალი და მერე დაითვალეთ ხალხის გადაწყვეტილებით გილიოტინებზე დაყრილი ელიტების თავები. თუ ესეც მითოსია და სამეფო კართა შიდა ინტრიგებია მხოლოდ

ნწუ.
საერთოდ გილიოტინებზე დაყრას თუ მივადგებით ვისი გავლენებჰი იყო იმ დროის კარზე და რატო მოხდა ელიტის ფორმატირება მივხვდებით.
აი საფრანგეთს რახან მივადექით ბრიტანეთის გავცლენებზე ვილაპარაკოთ შეგვიძლია. ასევე ფულიანი ფრანგული ბურჟუაზიის მიზნებზე.

ისე პროსტო ო ხალხი გამოვიდა და აი რევოლუცია მოახდინა ეგაა ზღაპარი.
QUOTE
ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავ, პიროვნების როლს გამორიცხავ. მაგალითს გამორიცხავ და იმას ვერ ხსნი რა აიძულებს "ელიტას" პირველი ღამის უფლების დათმობას  რატო უფრო ჰუმანური გახდა მერკანტილიზმი?

ხო ხალხი აიძულებს კი biggrin.gif
QUOTE
როგორ არი იცი, რაღაც "ცოდნა" არსებობს რომელიც უპირატეს მდგომარეობაში გაყენებს "სხვებთან" მიმართებაში იმით რომ შენ უფრო მეტი გაგეგება ვიდრე მათ, ამ დროს სკეპტიკი ხარ და არ "გოიმდები". ატმის ხიდან ბლის კურკებს არ ისვრი და ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა . მაგრამ არსებობს სხვა პლასტები, და იმ პლასტებში ასეთი აზრები ზოგადი და ზედაპირული ხდება. როგორც წესი ამ სიღრმეების არსებობის შეგრძნება, საკუთარ მოსაზრებებში კატეგორიულობის გამოხატვის მოტივაციას გიგდებს. არ ვიცი ეხლა როგორ დავალაგე სათქმელი მარა მაინც

ზუსტად ეგ სიღრმეებია მაგ აზრს რო გაჩვენებს.
თან კატეგოირულად.
ყველა "სახალხო" მოძრაობის უკან ვინმე დამფინანსებელი ბოროტი ბიძია დგას.

nforumi
QUOTE
რატომ არის რომ თვით ყველზე სასტიკი დიქტატორიც კი, სიტყვით გამოდის და კეკლუცობს საკუთარი ხალხის წინაშე?

მართღვის ერთერთი მეთოდია.,
რომ აიცილოს ორგანიზებული წინააღმდეგობა.
და რა?
ვეღარ მართავს თუ?
QUOTE
მასალის გარეშე არაფერი იქმნება. ღმერთები კი არ არიან  ისე, ღმერთმაც ტალახისგან შექმნა ადამი

მასალის მეტი რა იყო მასინ?
მეფუკებით იყო გატენილი იქაურობა.

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 14:15
t-90
QUOTE
კატეგოირულად

ასეთები მხოლოდ დანინგ-კრუგერის პიკში გაჭედილი ადამიანები არიან smile.gif

QUOTE
მართღვის ერთერთი მეთოდია.,
რომ აიცილოს ორგანიზებული წინააღმდეგობა.
და რა?
ვეღარ მართავს თუ?

მართვის ერთ-ერთი მეთოდია, ანუ რომ არ გამოიყენოს, აყირავდება.

QUOTE
მასალის მეტი რა იყო მასინ?
მეფუკებით იყო გატენილი იქაურობა.

ყველა თიხისგან დოქი არ კეთდება.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 14:35
nforumi
QUOTE
ასეთები მხოლოდ დანინგ-კრუგერის პიკში გაჭედილი ადამიანები არიან

ისტორია იმდენ ხლართს გიკავებს რო რავი.
QUOTE
მართვის ერთ-ერთი მეთოდია, ანუ რომ არ გამოიყენოს, აყირავდება.

კი.
ოღონდ ის აყირავებაც ვიღაცის მიერ იქნება მართული.
ან გარე ძალა ან შიდა ელიტის ფრაქცია ან ორივე.
QUOTE
ყველა თიხისგან დოქი არ კეთდება.

კი.
მაგრამ ასი თიხიდან ამოარჩევ როგორმე.

Posted by: beqa1971 3 Feb 2018, 15:23
t-90
QUOTE
ხელისუფლების ინტერესში რომ არ შედიოდეს ხელოვნება დაფინანსებას მიიღებდა?

კი დაფინანსებასაც მიიღებდა და თვალებში ნაცარსაც შეაყრიდა, როგორც შვება ყოველთვის smile.gif

QUOTE
ისე პროსტო ო ხალხი გამოვიდა და აი რევოლუცია მოახდინა ეგაა ზღაპარი.

კაი რა, უამრავ რესურსს ხარჯავს ნეგატივის განსამუხტად. და რას ნაღვლობს ერთი გადაიდოს ფეხი ფეხზე , ხალხი თუ არ არსებობს smile.gif ხალხი არ არსებობს კი არა ხალხის აზრზე აბარძგალებს ნებისმიერ ელიტასsmile.gif

Posted by: nforumi 3 Feb 2018, 15:29
t-90
QUOTE

მაგრამ ასი თიხიდან ამოარჩევ როგორმე.

ხოდა საქმეც ეგ არის, თუ არ არის ისეთი თიხა, როგორიც დოქს ჭირდება, ვერ გააკეთებ.

QUOTE
ოღონდ ის აყირავებაც ვიღაცის მიერ იქნება მართული.
ან გარე ძალა ან შიდა ელიტის ფრაქცია ან ორივე.

wink.gif
ესე იგი ყოფილა შესაძლებლობა მეორე ელიტა არსებობდეს, ანუ მესამეც და ა.შ. და კიდე ანუ შენც შეგიძლია შენი ელიტა შექმნა...

თუ გინდა რამე შეცვალო, რაღაც ძალა უნდა შექმნა, გინდა ელიტა დაარქვი და გინდა პარტია, ისეთი რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვო (ისე ვერაფერს მიაღწევ). თუ გარე ფაქტორსაც კარგად გაითვალისწინებ, შედეგს მიაღწევ.

beqa1971
QUOTE
ხალხის აზრზე აბარძგალებს ნებისმიერ ელიტას

მართალია. ასე რომ არ იყოს, დაბოლებისთვისაც არ შეიწუხებს თავს.

Posted by: t-90 3 Feb 2018, 17:33
beqa1971
QUOTE
ი დაფინანსებასაც მიიღებდა და თვალებში ნაცარსაც შეაყრიდა, როგორც შვება ყოველთვის

კარქი რა.
ეგ ყველაფერი არის panem et circences დარგში.
როგორც მასხარებს შეეძლოთ იმპერატორი გაეშაყირებინათ ეგრე ხდება ეხლაც.
QUOTE
კაი რა, უამრავ რესურსს ხარჯავს ნეგატივის განსამუხტად. და რას ნაღვლობს ერთი გადაიდოს ფეხი ფეხზე , ხალხი თუ არ არსებობს smile.gif ხალხი არ არსებობს კი არა ხალხის აზრზე აბარძგალებს ნებისმიერ ელიტას

აპიაწ ჟე ხალხი არ არრსებობს.
არსებობს ორგანიზატორები და მასა.
ერთმა ორგანიზატორმა შეიძლება მეორე ორგანიზატორს არ მისცეს მასის აგორების საბაბი.
მარა მასა მასად რჩება.
nforumi
QUOTE

ხოდა საქმეც ეგ არის, თუ არ არის ისეთი თიხა, როგორიც დოქს ჭირდება, ვერ გააკეთებ.

კარგი რა.
თიხა გაუჭირდა ამხელა ვენეციას და გენუას?
მასალა ყველა შემთხვევაში არის გაცილებით ნაკლები პრობლემა ვიდრე დაფინანსება.

აი მაგალითად დღევანდელი საქართველო ავიღოთ.
დავუშვათ X ქვეყანას დასჭირდა აქ დავით აღმაშენებლისნაირი ტიპების ამორჩევა, გაწვრთნა დ დასმა. როგორ ფიქრობ ვერ შეძლებენ? ვერ შეარჩევენ?
მშვენივრად იზამენ ამას.
QUOTE
თუ გინდა რამე შეცვალო, რაღაც ძალა უნდა შექმნა, გინდა ელიტა დაარქვი და გინდა პარტია, ისეთი რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვო (ისე ვერაფერს მიაღწევ). თუ გარე ფაქტორსაც კარგად გაითვალისწინებ, შედეგს მიაღწევ.

შიგნიდან ვერაფერს შეცვლი.
გარედან უნდა შეცვალო.
ნუ დღევანდელ საქართველოში ასეა.
შიგნიდან ფინანსებს ვერ მოიპოვებ.

გარე ფაქტორის გათვალისწინება კი არა გარე ფაქტორთან უნდა იმუშაო რო შენ შეგარჩიონ.

აქ ვერ გაიგეთ თქვენ: ხალხი არ არის მოთამაშე, ხალხი არის სათამაშო.

Posted by: beqa1971 4 Feb 2018, 00:10
t-90
QUOTE
ეგ ყველაფერი არის panem et circences დარგში.

ვანოს შოუს ხელოვნებასთან რა კავშირი აქვს drug.gif

QUOTE
ხელისუფლების ინტერესში რომ არ შედიოდეს ხელოვნება დაფინანსებას მიიღებდა?
კი დაფინანსებასაც მიიღებდა და თვალებში ნაცარსაც შეაყრიდა, როგორც შვება ყოველთვის

როგორი კითხვაც იყო ისეთივე პასუხია.

სერიოზული პასუხი თუ გნებავთ ხელისუფლება ხელოვნებას არასდროს არ აფინანსებს.
ცირკს და სანახაობას კი ბატონო რამდენიც გინდა

QUOTE
აპიაწ ჟე ხალხი არ არრსებობს.
არსებობს ორგანიზატორები და მასა.

ანუ გულისხმობ რომ ხალხი არ არსებობს იმიტომ რომ მის აზრს არ აქვს მნიშვნელობა? და არსებობს მასა იმიტომ რომ მასა არ აზროვნებს ხო?. თუ ასეა ზემოთ ვისაუბრეთ ხალხის გავლენაზე ელიტის მიმართ და ვერ შევთანხმდით.

თუ ფიზიკურად არ არსებობს "ობიექტი" რომლის ქვეშაც , "ხალხი" მოიაზრება?
ანდა რო ვიტყვით ვთქვათ ხალხური ზღაპრები ან ხალხური ანდაზები ან სულაც ხალხური ლექსები, ეს მასის მოღვაწეობაა თუ ორგანიზატორების კარგად ვერ გავერკვიე.smile.gif

QUOTE
აქ ვერ გაიგეთ თქვენ: ხალხი არ არის მოთამაშე, ხალხი არის სათამაშო.

ახლა მე რომ გითხრათ რომ სსრკ ამ "სათამაშოს" მიერ შეთხზულმა ანეკდოტებმა დაშალა თქო არ დამიჯერებთ და რა აზრი აქვს smile.gif

Posted by: nforumi 4 Feb 2018, 00:23
t-90
QUOTE
თიხა გაუჭირდა ამხელა ვენეციას და გენუას?
მასალა ყველა შემთხვევაში არის გაცილებით ნაკლები პრობლემა ვიდრე დაფინანსება.

აი მაგალითად დღევანდელი საქართველო ავიღოთ.
დავუშვათ X ქვეყანას დასჭირდა აქ დავით აღმაშენებლისნაირი ტიპების ამორჩევა, გაწვრთნა დ დასმა. როგორ ფიქრობ ვერ შეძლებენ? ვერ შეარჩევენ?
მშვენივრად იზამენ ამას.

ვერ იზამენ.

როგორც ჩანს მე და შენ ვერასოდეს შევთანხმდებით.

beqa1971
QUOTE
ხელისუფლება ხელოვნებას არასდროს არ აფინანსებს.

ან სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ხელისუფლება აფინანსებს, მისი ხელოვანება საეჭვოა (რბილად რომ ვთქვათ).

Posted by: t-90 4 Feb 2018, 07:24

beqa1971
QUOTE
ვანოს შოუს ხელოვნებასთან რა კავშირი აქვს

მიქელანჯელოს ხო აქვს ბუონაროტის?
ლეონარდო და ვინჩის?
მოცარტს?
გოეთეს?
რატო გგონიათ რო ხელოვნება არ ფინანსდება მაინტერესებს.
QUOTE

სერიოზული პასუხი თუ გნებავთ ხელისუფლება ხელოვნებას არასდროს არ აფინანსებს.
ცირკს და სანახაობას კი ბატონო რამდენიც გინდა

ისე ზოგადად.
ხელოვნებას ან შენი ხელისუფლება აფინანსებს ან სხვა ქვეყნის.
ნუ ან ელიტა.
ელიტა არაა მაინცდმაინც ხელსუფლებაში.
QUOTE
ანუ გულისხმობ რომ ხალხი არ არსებობს იმიტომ რომ მის აზრს არ აქვს მნიშვნელობა? და არსებობს მასა იმიტომ რომ მასა არ აზროვნებს ხო?. თუ ასეა ზემოთ ვისაუბრეთ ხალხის გავლენაზე ელიტის მიმართ და ვერ შევთანხმდით.

თუ ფიზიკურად არ არსებობს "ობიექტი" რომლის ქვეშაც , "ხალხი" მოიაზრება?
ანდა რო ვიტყვით ვთქვათ ხალხური ზღაპრები ან ხალხური ანდაზები ან სულაც ხალხური ლექსები, ეს მასის მოღვაწეობაა თუ ორგანიზატორების კარგად ვერ გავერკვიე.smile.gif

კი ორგანიზატორების მოღვაწეობაა.
ახლა დღეს დავუშვათ ხო? რამდენი წერს ლექსს? მინიმუმი.
რამდენი მღერის?
რამდენი იგონებს ანდაზებს ან რამე მაგდაგვარს?
მინიმალური ოდენობა.
QUOTE
ახლა მე რომ გითხრათ რომ სსრკ ამ "სათამაშოს" მიერ შეთხზულმა ანეკდოტებმა დაშალა თქო არ დამიჯერებთ და რა აზრი აქვს

მითოსი.
სსრკ დაშალა ორი კლანის, კაგებეს და პარტაპარატის დაპირისპირებამ.
კაგებემ დაშალა.
http://cyclowiki.org/wiki/%D0%92%D1%81%D1%82%D1%80%D0%B5%D1%87%D0%B0_%D1%87%D0%B5%D1%82%D0%B2%D0%B5%D1%80%D1%8B%D1%85_%D0%B3%D0%B5%D0%BD%D1%81%D0%B5%D0%BA%D0%BE%D0%B2_%D0%A1%D0%A1%D0%A1%D0%A0
nforumi
QUOTE

ვერ იზამენ.

როგორც ჩანს მე და შენ ვერასოდეს შევთანხმდებით.

ისე კარგად იზამენ როგორც დაგიბარებია.
რა მაყუთიც ჩაიდება იმ შედეგს მიიღებენ.

Posted by: nigo 4 Feb 2018, 09:45
t-90
QUOTE
შიგნიდან ფინანსებს ვერ მოიპოვებ.

შენ ან არ აკვირდები პროცესებს ან ყურადღების მიღმა გრჩება.
ვერ ატყობ ხაზარაძის, ადეიშვილის ,ანაკლიაში ჩართული მთელი "სასტავი" იქედაან ახალგაზრდები ბექა ოდიშარია და სხვები და სხვები ,როგორ ემზადებიან?

ფეისბუქი არ გაქვს ხომ. კვირიკაშვილი,უკაცრავად ამ გამოტქმისთვის და იღლიაში ჰყავთ ამოდებული. ერთადერთი, რაც მაკვირვებს, პოლიტკონსულტანტები არ ჰყავთ, რომ ცოტა ნაკლები წერონ, ნაკლები დაპოსტონ და ნაკლები სურათები დად ონ.
შევარდნაძის ჩინოვნიკი, რომელმაც მილიონები ჩაიტანა, ტელეთი, მანამდე წინასწარ გაუგზავნა და მაინც დაიჭირეს, გუშინ ჩიმაროს ფოტოს დადო ,აი, ასეთი უნდა იყოს ხალხზე მზრუნველი პრეზიდენტიო.

ვერ მივხვდი თვითონაა დებილი თუ ჩვენ ვგონივართ. მაგრად მუშაობენ, წინ ახალგაზრდა განათლებულ სახეებს წევენ, თავის შვილებს და მათ მეგობრებს , ვერაფრეს დაუწუნებ,უკან თითონ დგანან.
ახლა ამას ალბათ კალაძეც ხედავს და ცალკე ბიძინაც. ასე რომ 2020 წლისთვის დიდი ამბები იქნება. სამწუხაროდ ეჭვი მაქვს ხალხი ისევ მოტყუვდება . არაფრით არ შეიძლება ხაზარაძის და და მისნაირების,შევარდნაძის და ზოდელავას მერიის მექრთამე ჩინოვნიკების მოსვლა.
პროგრესი იქნება ნული. თან ძალიან თავხედები არიან.მოკლედ თუ ვიცოცხლე , ძალიან საინტერესო ამბები აიწევა.

Posted by: Nostalgia34 4 Feb 2018, 10:34
QUOTE
როგორც ჩანს მე და შენ ვერასოდეს შევთანხმდებით.

შეთანხმდებით! biggrin.gif

ყველა რესურსი შეიძლება და უნდა გამოიყენოთ...გარეგანიც,შინაგანიც,"მასალაც",ფინანსებიც...ყველა,ჩემო უტონკესებო!!!:love:

user posted image

I Love Coffee, I Love Tea
https://www.youtube.com/watch?v=z2WzIMTbCa8

Posted by: nforumi 4 Feb 2018, 10:55
nigo
QUOTE
ერ ატყობ ხაზარაძის, ადეიშვილის ,ანაკლიაში ჩართული მთელი "სასტავი" იქედაან ახალგაზრდები ბექა ოდიშარია და სხვები და სხვები ,როგორ ემზადებიან?

რა ხდება?
კი მაქვს ფეისბუქი, მაგრამ ახლა რაზე ლაპარაკობ ვერ მივხვდი.

Nostalgia34
QUOTE
შეთანხმდებით! 

სიამოვნებით smile.gif

Posted by: t-90 4 Feb 2018, 10:56
nigo
QUOTE

შენ ან არ აკვირდები პროცესებს ან ყურადღების მიღმა გრჩება.
ვერ ატყობ ხაზარაძის, ადეიშვილის ,ანაკლიაში ჩართული მთელი "სასტავი" იქედაან ახალგაზრდები ბექა ოდიშარია და სხვები და სხვები ,როგორ ემზადებიან?

და რა ? სისტემა იცვლება?
იგივე სასტავია ეგეც.
აბსოლუტურად.
არანაირი პლუსი.
ანაკლიაში ჩართულ სასტავს კიდე ძალიან კარგად ვიცნობ გინდა ხაზარაძის სასტავს (მარტივი მიზეზის გამო, ნაწილი ნათესავია ნაწილი ახლობელი biggrin.gif )
QUOTE
ვერ მივხვდი თვითონაა დებილი თუ ჩვენ ვგონივართ. მაგრად მუშაობენ, წინ ახალგაზრდა განათლებულ სახეებს წევენ, თავის შვილებს და მათ მეგობრებს , ვერაფრეს დაუწუნებ,უკან თითონ დგანან.
ახლა ამას ალბათ კალაძეც ხედავს და ცალკე ბიძინაც. ასე რომ 2020 წლისთვის დიდი ამბები იქნება. სამწუხაროდ ეჭვი მაქვს ხალხი ისევ მოტყუვდება . არაფრით არ შეიძლება ხაზარაძის და და მისნაირების,შევარდნაძის და ზოდელავას მერიის მექრთამე ჩინოვნიკების მოსვლა.
პროგრესი იქნება ნული. თან ძალიან თავხედები არიან.მოკლედ თუ ვიცოცხლე , ძალიან საინტერესო ამბები აიწევა.

ხაზარაძეც გარედან ჩალიჩობს.
ხაზარაძე ამერიკულ-ჩინურ დაპირისპირებაშI ამერიკის მხარეს დადგა.
რაც კიდევ ადასტურებს დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი ფელიქს დე სუზას მოსაზრებას რო ამერიკელები არიან ფალოტური წარმონაქმნები.
განა ცუდები.
უბრალოდ წარმონაქმნები.

ჩვენი ხსნა სხვაგანაა. biggrin.gif
თქვენ კიდე დიდხანს უნდა იცოცხლოთ აუცილებლად. კაი კაი ამბები გვექნება იმჰო.

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 11:31
Nostalgia34
ნეტავ ასეთი რა დაინახა იმ მეორის ფინჯანში givi.gif

Posted by: beqa1971 4 Feb 2018, 12:07
t-90
QUOTE
მიქელანჯელოს ხო აქვს ბუონაროტის?
ლეონარდო და ვინჩის?
მოცარტს?
გოეთეს?
რატო გგონიათ რო ხელოვნება არ ფინანსდება მაინტერესებს.

ამას სერიოზულად წერ? სახელმწიფოსგან ფინანსდება დავინჩი და მოცარტი? smile.gif სწორი ჩანართი გააკეთა ნფორუმმა წეღან:
QUOTE
beqa1971
QUOTE
ხელისუფლება ხელოვნებას არასდროს არ აფინანსებს.

ან სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ხელისუფლება აფინანსებს, მისი ხელოვანება საეჭვოა (რბილად რომ ვთქვათ).

იმიტომაც არის სალიერი კარის კომპოზიტორი რომელიც ხელმწიფის ნავში ზის და ფინანსდება და მოცარტი იღებს ჰონორარს smile.gifფინანსდება სხვაა და ჰონორარი სხვა, ასე ყველა ტერმინს თუ ერთმანეთში ავურევთ არც კამათი გამოგვივა არც დიალოგი.

QUOTE
ისე ზოგადად.
ხელოვნებას ან შენი ხელისუფლება აფინანსებს ან სხვა ქვეყნის.
ნუ ან ელიტა.
ელიტა არაა მაინცდმაინც ხელსუფლებაში.

ვერ გავიგე აბა სადაა ეს ელიტაsmile.gif) ცოტა ზემოთ წერთ:
QUOTE
არაა პირობითი სახელი ელიტა.
პოლიტიკურ ელიტაზე მაქვს საუბარი.

drug.gif
ხოდა პოლიტიკური ელიტა ან ხელისუფლებაშია და ან ოპოზიციაში და ხელოვნებას(!) არასდროს აფინანსებს კიდე ვიმეორებ, ვანოს შოუს კი ბატონო.

QUOTE
კი ორგანიზატორების მოღვაწეობაა.

მაგას ქვია ნიჭიერი კაცი და არა ორგანიზატორი smile.gif ორგანიზატორს მისია აქვს კონკრეტული რის ორგანიზებასაც ახდენს. და გლეხს, რომელიც სოფელს გაჰყურებს და ბინდისფერს ხედავს რაც გინდათ ის დააბრალეთ ორგანიზატორობის გარდა.

QUOTE
მითოსი.
სსრკ დაშალა ორი კლანის, კაგებეს და პარტაპარატის დაპირისპირებამ.
კაგებემ დაშალა

ხო ვთქვი არ დამიჯერებთ მეთქიsmile.gif
თუმცა რაც ზემოთ დავწერე ანეკდოტის შესახებ რა თქმა უნდა კატეგორიულ თეორიად არ ვაყალიბებsmile.gif

QUOTE
აქ ვერ გაიგეთ თქვენ: ხალხი არ არის მოთამაშე, ხალხი არის სათამაშო.

ჩვენ არა თქვენ ვერ გაიგეთ რომ ნებისმიერი ელიტა რომელიც ამ მიდგომით მოღვაწეობს მოკლე დროში ამთავრებს თავის მოღვაწეობას მისთვის ძალიან ცუდი შედეგით. სინამდვილეში სახელმწიფო ხარჯავს უამრავ რესურს რომ ხალხის მაჯაზე ხელი ედოს და მყისიერი რეაგირებები მოახდინოს. ხალხს აპრიორი პოტენციალში გააჩნია ნებისმიერ სახელმწიფო აპარატზე მეტი ძალა და ამას თუ ვერ ხედავს ნებისმიერი დამწყები პოლიტიკოსი ან ვერ ითვალისწინებს სადმე ელიტაში მოხვდება კი არა პარტიაშიც არ მიიღებენ.

Posted by: t-90 4 Feb 2018, 12:40
beqa1971
QUOTE

ამას სერიოზულად წერ? სახელმწიფოსგან ფინანსდება დავინჩი და მოცარტი? smile.gif სწორი ჩანართი გააკეთა ნფორუმმა წეღან:

და აბა საიდან ფინანსდება შენი აზრით?
ეგენი ყველა ვიღაცის კარის მხატვრები ან მუსიკოსები იყვნენ.
QUOTE

იმიტომაც არის სალიერი კარის კომპოზიტორი რომელიც ხელმწიფის ნავში ზის და ფინანსდება და მოცარტი იღებს ჰონორარს smile.gifფინანსდება სხვაა და ჰონორარი სხვა, ასე ყველა ტერმინს თუ ერთმანეთში ავურევთ არც კამათი გამოგვივა არც დიალოგი.

დიდი ბოდიში მაგრამ მოცარტი ზალცბურგის კარიდან იწყებს და ვენის კარზე გადადის.
აბა ვინაა დაფიანნსებული?
კსტაწი სალიერი ტყუილადაა შეგინებული. არცთუ ცუდი მუსიკოსია და თან მოცარტის სიკვდილთან ხელი არ აქვს.
ეს უბრალოდ პუშკინის პიესიდან გავრცელებული მითია.
პირიქით თუ ვინმე იყო კარზე ეგ იყო მოცარტი.
კსტაწი სალიერის მასზე გავლენაც ჰქონდა როგორც მუსიკალური ისე ადამიანური.
ესააა ისტორია და ეგ არის ზღაპრები რასაც ყვებით.
ეგ კი უფრო მარტივად ჩანს მხატვრობაშI.
QUOTE
ხოდა პოლიტიკური ელიტა ან ხელისუფლებაშია და ან ოპოზიციაში და ხელოვნებას(!) არასდროს აფინანსებს კიდე ვიმეორებ, ვანოს შოუს კი ბატონო.

ცოტა კარგად თუ წაიკითხავთ ისტორიას ნახავთ რო ყველა ნაწარმოები თუ ხელოვანი ფინანსდება სხვადასხვა რანგის ხელისუფლისგან.
იქნება ეს ჰერცოგი, გრაფი თუ მეფე.
QUOTE

მაგას ქვია ნიჭიერი კაცი და არა ორგანიზატორი smile.gif ორგანიზატორს მისია აქვს კონკრეტული რის ორგანიზებასაც ახდენს. და გლეხს, რომელიც სოფელს გაჰყურებს და ბინდისფერს ხედავს რაც გინდათ ის დააბრალეთ ორგანიზატორობის გარდა.

კარგი.
რამდენიმე ნიჭიერმა კაცმა შექმნა.
მერე?
QUOTE
ხო ვთქვი არ დამიჯერებთ მეთქიsmile.gif
თუმცა რაც ზემოთ დავწერე ანეკდოტის შესახებ რა თქმა უნდა კატეგორიულ თეორიად არ ვაყალიბებ

http://cyclowiki.org/wiki/%D0%92%D1%81%D1%82%D1%80%D0%B5%D1%87%D0%B0_%D1%87%D0%B5%D1%82%D0%B2%D0%B5%D1%80%D1%8B%D1%85_%D0%B3%D0%B5%D0%BD%D1%81%D0%B5%D0%BA%D0%BE%D0%B2_%D0%A1%D0%A1%D0%A1%D0%A0
აი აქ დაიწყო სსრკს დაისი.
ანეკდოტები რო ქვეყნებს შლიდნენ ამერიკა დაშლილი უნდა იყოს biggrin.gif განსხვავებით სსრკსგან იქ კლასია კომედიანტების.
QUOTE
ჩვენ არა თქვენ ვერ გაიგეთ რომ ნებისმიერი ელიტა რომელიც ამ მიდგომით მოღვაწეობს მოკლე დროში ამთავრებს თავის მოღვაწეობას მისთვის ძალიან ცუდი შედეგით. სინამდვილეში სახელმწიფო ხარჯავს უამრავ რესურს რომ ხალხის მაჯაზე ხელი ედოს და მყისიერი რეაგირებები მოახდინოს. ხალხს აპრიორი პოტენციალში გააჩნია ნებისმიერ სახელმწიფო აპარატზე მეტი ძალა და ამას თუ ვერ ხედავს ნებისმიერი დამწყები პოლიტიკოსი ან ვერ ითვალისწინებს სადმე ელიტაში მოხვდება კი არა პარტიაშიც არ მიიღებენ.

თქვენივე სიტყვებით ადასტურებთ მაგ ყველაფერს რო ხალხი არის სათამაშო ობიექტი.
და არა მOთამაშე.
საქმე იმაშია რომ ხალხს კი არ გააჩნია ძალა არამედ ამ ძალას აძლევენ კონკრეტული იგროკები კონკრეტული მიზნით.
ანუ ავიღოთ ხალხი როგორც მაგალითად ტანკი (ჩვეულებრივი ტანკი არა მე)
ტანკს გააჩნია თქვენზე დიდი ძალა პოტენციალში
მაგრამ თუ ტანკი არავინ მომართა მაშინ არაფერიც არ გააჩნია.
შეგიძლიათ ეს ტანკი ან თქვენ მართოთ ან გაანადგუროთ.
ეგაა და ეგ.
დანარჩენი არის ლირიკა.

Posted by: beqa1971 4 Feb 2018, 14:37
t-90
QUOTE
ეგენი ყველა ვიღაცის კარის მხატვრები ან მუსიკოსები იყვნენ.

QUOTE
ყველა ნაწარმოები თუ ხელოვანი ფინანსდება სხვადასხვა რანგის ხელისუფლისგან

drug.gif

ეს მითიც აღარაა ეს არის უკვე ბოდვა smile.gif ბოდვა ანუ აზრი რომელსაც რეალობასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს.

ისე საერთოდ ყველაფრის ზედმიწევნით და კატეგორიულად ცოდნაზე პრეტენზია ზოგადად ქართული სენია თუ რა ხდება არ ვიცი, ალბათ სიტყვებს უნდა მოვუფრთხილდეთ და აზრები ისე გადმოვცეთ ცოტა მეტი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობითsmile.gif

სხვადასხვა რანგის ხელისუფალნი საიმში არ არიან, მითუმეტეს თავისივე თანამედროვეობაში რომელია ხელოვანი და რომელია ხელოვნების ნიმუში. ამის გამორკვევას გარკვეული დრო სჭირდება და დიდი საცერი. ასე განსაჯეთ ეს საცერი იგივე თქვენს მიერ ავად ნახსენებ ხალხს უჭირავს და ცრის ისტორიის მანძილზე.

QUOTE
ესააა ისტორია და ეგ არის ზღაპრები რასაც ყვებით.

უკაცრავდ, მარა თქვენივე მონაყოლს მე რატო მისაღებთ ზღაპრად?
მე ვთქვი სალიერი კარის მუსიკოსი იყო მეთქი სხვა არაფერი მითქვამს. არ იყო?
QUOTE
დიდი ბოდიში მაგრამ მოცარტი ზალცბურგის კარიდან იწყებს და ვენის კარზე გადადის.

არა, იმიტომ რომ "კარს" სხვა მნიშვნელობა მიანიჭეთ ამ კონტექსტში განსხვავებით იმისა მე რასაც ვგულისხმობდი. და ვგულისხმობდი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თანამდებობას, როგორიც იყო მაგალითად სამეფო კარის კაპელმეისტერი. სად ისწავლეთ ეს დემაგოგიური მსჯელობები რა უბედურებაა. პოლიტიკაში წერა იმიტო მეზარება.

QUOTE
ცოტა კარგად თუ წაიკითხავთ ისტორიას

წავიკითხავ, კონკრეტულად რას მირჩევთ? ვიკიპედიას?

QUOTE
თქვენივე სიტყვებით ადასტურებთ მაგ ყველაფერს რო ხალხი არის სათამაშო ობიექტი.
და არა მOთამაშე.

მე შევეცადე ამეხსნა თუ როგორი სენსიტიურია ელიტა ხალხის აზრის მიმართ და აქედან გამომდინარე მას "სათამაშოს" ვერ ვუწოდებთ. თქვენი დასკვნა სოფიზმია.

QUOTE
ანუ ავიღოთ ხალხი როგორც მაგალითად ტანკი (ჩვეულებრივი ტანკი არა მე)
ტანკს გააჩნია თქვენზე დიდი ძალა პოტენციალში
მაგრამ თუ ტანკი არავინ მომართა მაშინ არაფერიც არ გააჩნია.
შეგიძლიათ ეს ტანკი ან თქვენ მართოთ ან გაანადგუროთ.
ეგაა და ეგ.

ვერაა კარგი შედარებაა, ხალხი ცოცხალი ორგანიზმია, გააჩნია სინერგია, საერთო ინტერესები. მუდმივ ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან "ელიტასთან". არასდროსაა კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და ყოველთვის მზადაა დაამხოს ხელისუფლება პირველივე ყელსაყრელ შემთხვევაში. ეს ყოველივე თქვენგან განსხვავებით კარგად ესმის ნებისმიერ თუნდაც მდარე მაგრამ უკვე შემდგარ პოლიტიკოსს. თქვენი აზრები უკვე ახირებაა ერთგვარი ინფანტილური. აგერ მერამდენედ იმეორებთ ერთსადაიმავეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არ კითხულობთ რასაც გწერთ და მხოლოდ კამათისთვის ირჯებით.

Posted by: t-90 4 Feb 2018, 16:05
beqa1971
QUOTE

ეს მითიც აღარაა ეს არის უკვე ბოდვა  ბოდვა ანუ აზრი რომელსაც რეალობასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს

ახლა უკვე ბოდვა უწოდეთ.
მაშIნ როცა მაგალითებად მოვიყვანე მიქელანჯელო, ლეონარდო და ა.შ. რომლებიც აშკარად მაგარი ხელოვნები არიან მაგრამ ყოველთივ სიყვნენ კონკრეტული ხელისუფლების (ზოგი საეკლესიო, ზოგი საერო) ფარქვეშ.
და რა პრობლემაა?
ეგეთები მერე წარმოიშვნენნ (აი ნამდვილი ხელოვნები ტქვენი დეფინიციით) მაგალითად მოდილიანი რომელსაც პოიტიკაზე და ა.შ> გავლენა ჰქონდა ნოლი ად შედეგად ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
QUOTE
ისე საერთოდ ყველაფრის ზედმიწევნით და კატეგორიულად ცოდნაზე პრეტენზია ზოგადად ქართული სენია თუ რა ხდება არ ვიცი, ალბათ სიტყვებს უნდა მოვუფრთხილდეთ და აზრები ისე გადმოვცეთ ცოტა მეტი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით

სოციალური პასუხისმგებლობა.
მეცნობა ეს ტერმინი.
მემარცხენე თანამედროვე ბოლშევიკების ტერმინია.
ზუსტადაც მათ მიეკუთვნებით დიდი ეჭვი მაქვს.
QUOTE
ხვადასხვა რანგის ხელისუფალნი საიმში არ არიან, მითუმეტეს თავისივე თანამედროვეობაში რომელია ხელოვანი და რომელია ხელოვნების ნიმუში. ამის გამორკვევას გარკვეული დრო სჭირდება და დიდი საცერი. ასე განსაჯეთ ეს საცერი იგივე თქვენს მიერ ავად ნახსენებ ხალხს უჭირავს და ცრის ისტორიის მანძილზე.

ეგ ხალხი არაა.
ეგაა დრო.
QUOTE
უკაცრავდ, მარა თქვენივე მონაყოლს მე რატო მისაღებთ ზღაპრად?
მე ვთქვი სალიერი კარის მუსიკოსი იყო მეთქი სხვა არაფერი მითქვამს. არ იყო?

მოცარტიც იყო კარის მუსიკოსი.
მერე?
QUOTE
არა, იმიტომ რომ "კარს" სხვა მნიშვნელობა მიანიჭეთ ამ კონტექსტში განსხვავებით იმისა მე რასაც ვგულისხმობდი. და ვგულისხმობდი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თანამდებობას, როგორიც იყო მაგალითად სამეფო კარის კაპელმეისტერი. სად ისწავლეთ ეს დემაგოგიური მსჯელობები რა უბედურებაა. პოლიტიკაში წერა იმიტო მეზარება.

ზალცბურგის კარის მუსიკოსობაზე და მერე ორლეანელი ჰერცოგის დაქვემდებარებაში ყოფნაზე, მერე ავსტრიის იმპერატორის კარზე მოღვაწეობას.
ნუ ახლა რავი.
დიდი ბოდიში მარა ცოტა მეტს ველოდები რა. biggrin.gif
QUOTE
წავიკითხავ, კონკრეტულად რას მირჩევთ? ვიკიპედიას?

კონკრეტულად მოცარტზე თუ ზოგადად?
QUOTE
მე შევეცადე ამეხსნა თუ როგორი სენსიტიურია ელიტა ხალხის აზრის მიმართ და აქედან გამომდინარე მას "სათამაშოს" ვერ ვუწოდებთ. თქვენი დასკვნა სოფიზმია.

კარგი. თუ სათამაშო არ მოგწონთ.
მაშინ ხალხი ობიექტია, ელიტა სუბიექტი.
ესეთი ტერმინოლოგია გაწყობთ ?
QUOTE
ვერაა კარგი შედარებაა, ხალხი ცოცხალი ორგანიზმია, გააჩნია სინერგია, საერთო ინტერესები. მუდმივ ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან "ელიტასთან". არასდროსაა კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და ყოველთვის მზადაა დაამხოს ხელისუფლება პირველივე ყელსაყრელ შემთხვევაში.

აპიაწ ჟე.
ეს მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ რომის რესპუბლიკის ზენიტში ოპტიმატების და პოპულარების დაპირისპირებაზე.
თქვენ როგორც ტიპიური მემარცხენე პოპულარი ტიბერიუს გრაკჰუსის გარე ბიძაშვილი პლებსზე აწყობთ თქვენს თამაშს.
რაც სარისკოა ვინაიდან ან რევოლუციას მოაწყობთ ან კიდე კონსული ნაზიკას კეტი მოგხვდებათ თავში.
არადა სინამდვილეში მემარცხენეების მაღალი ფენა სწორედაც რომ ელიტის ნაწილია.
ხალხი კიდე არასდროს ამხობს ხელისუფლებას. ხელისუფლებას ამხობენ ორგანიზატორები. ვერ დამისახელებთ ვერცერთ გადატრიალებას რომლის უკანაც სხვა აქტორები არ იდგნენ.
დანარჩენი არის მართლაც რომ ბოდვა.
QUOTE
ეს ყოველივე თქვენგან განსხვავებით კარგად ესმის ნებისმიერ თუნდაც მდარე მაგრამ უკვე შემდგარ პოლიტიკოსს.

ნწუ.
ნებისმიეირ თუნდაც მდარე პოლიტიკოსი მზადაა დაამყაროს ფინანსურ ელიტებთან კავშირი.
რათა მიიღოს დაფინანსება და ა.შ.

Posted by: beqa1971 4 Feb 2018, 17:25
t-90

უსაგნო საუბარია, უამრავი თემა შემოიტანეთ და განავრცეთ. კიდევ უფრო მეტი შეცდომებით. თანაც, როგორც ჩემთვის ირკვევა ორი ვარიანტია; ან ლოგიკასთან მწყრალად ხართ ან ასეთი ტაკტიკა გაქვთ კამათის. ორივე შემთხვევა ჩემთვის უინტერესოა მომიტევეთ.
პ.ს.
მე მიყვარს ახალგაზრდები და მჯერა მათი, ვხედავ მათში პოტენციალს. მკიდია "ელიტები" და მათი მერკანტილური აზროვნება. არ მჯერა "ლირიკის"( ხშირად გაჟღედრა) ისევე როგორც მდარე პოეზიის. მჯერა ადამიანების უკეთესობისკენ სწრაფვის. და ნურც თქვენ გჯერათ იმის რომ არ არსებობთ როგორც ხალხის ნაწილი, თუ ელიტას ვესაუბრები?smile.gif
ნუ გაყვებით ხოლმე შეთქმულების თეორიების ბოდვებს. . ხალხი არ არსებობს ძახილის ნაცვლად გლეხი შეიყვარეთ, "ლირიკის" გარეშე. და უკეთესი გახადეთ სამყარო, იმედი მიეცით ახალგაზრდებს, აგრძნობინეთ თავიანთი ძალა და შეცვლიან ყველაფერს როგორც აქამდე შეუცვლიათ. მემარცხენე ბოლშევიკიო თუ რაო?smile.gif არა უფრო ანარქისტი, ადრეც დავიჭირე ჩემი თავი სიტყვაში გამოსვლისას smile.gif

Posted by: Nostalgia34 4 Feb 2018, 17:34
QUOTE (Lаki @ 4 Feb 2018, 11:31 )
Nostalgia34
ნეტავ ასეთი რა დაინახა იმ მეორის ფინჯანში givi.gif

ყველა ფერიიი! biggrin.gif Lаki

Natalie Cole, L.O.V.E.

https://www.youtube.com/watch?v=aQAVateH_r4

დიდი ბოდიში ნატალიასთან,მაგრამ სინატრა მაინც სხვაა?!

L O V E -Frank Sinatra

https://www.youtube.com/watch?v=iorkf-8tjP4

Posted by: t-90 4 Feb 2018, 17:35
beqa1971
QUOTE
უსაგნო საუბარია, უამრავი თემა შემოიტანეთ და განავრცეთ. კიდევ უფრო მეტი შეცდომებით. თანაც, როგორც ჩემთვის ირკვევა ორი ვარიანტია; ან ლოგიკასთან მწყრალად ხართ ან ასეთი ტაკტიკა გაქვთ კამათის. ორივე შემთხვევა ჩემთვის უინტერესოა მომიტევეთ.

ახლა ისე ნუ იქცევით როგორც ნაპოლეონი ბერეზინასთან.
კარგად თუ დაფიქრდებით და რაც მთავარია გააანალიზებთ ლოგიკას აღმოაჩენთ.
QUOTE
მე მიყვარს ახალგაზრდები და მჯერა მათი, ვხედავ მათში პოტენციალს. მკიდია "ელიტები" და მათი მერკანტილური აზროვნება. არ მჯერა "ლირიკის"( ხშირად გაჟღედრა) ისევე როგორც მდარე პოეზიის. მჯერა ადამიანების უკეთესობისკენ სწრაფვის. და ნურც თქვენ გჯერათ იმის რომ არ არსებობთ როგორც ხალხის ნაწილი, თუ ელიტას ვესაუბრები?

ისევ და ისევ პოეზია და ხელოვნება.
ნუ გასაგებია კულტურის განყში ვსაუბრობთ.
მაგრამ პოლიტიკაზე.
პოლიტიკა კი ვერ იტრანს მსგავს წინადადებებს.
ელიტას არა. უბრალოდ საშუალოზე დაბალ ანალიტიკოსს.
QUOTE
ნუ გაყვებით ხოლმე შეთქმულების თეორიების ბოდვებს. . ხალხი არ არსებობს ძახილის ნაცვლად გლეხი შეიყვარეთ, "ლირიკის" გარეშე. და უკეთესი გახადეთ სამყარო, იმედი მიეცით ახალგაზრდებს, აგრძნობინეთ თავიანთი ძალა და შეცვლიან ყველაფერს როგორც აქამდე შეუცვლიათ. მემარცხენე ბოლშევიკიო თუ რაო? არა უფრო ანარქისტი, ადრეც დავიჭირე ჩემი თავი სიტყვაში გამოსვლისას

უწი პუწი აკლია ამ პოსტს.
მე სერიოზული კამათი დავიწყე.
თურმე ხელოვანს ვესაუბრები.

ხოლო გლეხებს რაც შეეხება ახლა აქ ბევრი ვერ დაიკვეხნის რაც მე საქართველოს სოფლებში ვარ ნამყოფი.
ტაკ შტო არ გვინდა რა ეს ყველაფერი.
მე ვყვები რეალობას
თქვენ ყვებით ლირიკას.

Posted by: beqa1971 4 Feb 2018, 18:03
QUOTE
ახლა ისე ნუ იქცევით როგორც ნაპოლეონი ბერეზინასთან.
კარგად თუ დაფიქრდებით და რაც მთავარია გააანალიზებთ ლოგიკას აღმოაჩენთ.

ხალხში ბანალურად ბრბოს ხედავთ და ხელოვანში მეფის მასხარას, რა გავაანალიზო თუ ძმა ხარ? smile.gif .
QUOTE
უწი პუწი აკლია ამ პოსტს.

არ აკლია არის შიგნით
QUOTE
ხოლო გლეხებს რაც შეეხება ახლა აქ ბევრი ვერ დაიკვეხნის რაც მე საქართველოს სოფლებში ვარ ნამყოფი.

მშვენიერი
QUOTE
მე ვყვები რეალობას
თქვენ ყვებით ლირიკას.

შევთანხმდით

Posted by: t-90 4 Feb 2018, 18:12
beqa1971
QUOTE
ხალხში ბანალურად ბრბოს ხედავთ და ხელოვანში მეფის მასხარას, რა გავაანალიზო თუ ძმა ხარ?

ნუ ეს უკვე გადაჭარბებულია.

Posted by: nigo 5 Feb 2018, 07:31
Nostalgia34

გამიხარდა შ ენი გამოჩენა,შენებურად გაალამაზებ თემას love.gif t-90
t-90
[quote]ხაზარაძეც გარედან ჩალიჩობს.
ხაზარაძე ამერიკულ-ჩინურ დაპირისპირებაშI ამერიკის მხარეს დადგა.
რაც კიდევ ადასტურებს დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი ფელიქს დე სუზას მოსაზრებას რო ამერიკელები არიან ფალოტური წარმონაქმნები.
განა ცუდები.
უბრალოდ წარმონაქმნები.

თქვენ აქ რაზეც კამათობთ, მე ის არ მესმის ,დიდად არც ჩავეძიე. უფრო ლაითი განწყობა მაქვს აქაურობისადმი, ყოველ შემთხვევაში ადრე "დლია დუში"თემა იყო.
მე დანამდვილებით ვიცი და ვხედავ , ვინ ემზადება მოსასვლელად და არ მომწონს.
ვინც მოდის ,იმათ ეს ქვეყანა ერთხელ უკვე კარგად გამოიყენეს საკუთარი კეთილდღეობისთვის, ახლა უფრო მაღალ მასშტაბზე უნდათ გასვლა.
გული მწყდება,რომ ავანგარდში ძალიან კარგგანათლება მიღებულ ახალგაზრდა სახეებს წამოწევენ და სინამდვილეში თითონ იქნებიან.
ყოველ შემთხვევაში ,ასე ჩანს.

მე არ ვამბობ,რომ 90-იანებში გამდიდრებულები ყველა დასაჭერია, ბანდიტია, უზნეოა და ა.შ> ვითარება იყო ისეთი ,კაცმა არ იცის, მე რომ მქონოდა შანსი, რას ვიზამდი.
ერთია ,რომ მაშინ რაღაც შანსი გაგიჩნდა გამოიყენე, მერე ნიჭი,უნარები და ასე დააგროვე კაპიტალი. მეორე ,მხოლოდ მექრთამე. მეტი არაფერი. დაგსვეს ,გამგებლის დანიშვნაში სტავკა 100000$, ბევრს აღარ გავაგრძელებ.

მე არც ეს მკვეთრად მემარცხენეობა და მემარჯვენეობა მესმის. მიუხედავად იმისა, შვილი მყავს ფინანსისტი და ბანკირი.
ქვეყანაში ასეთი უთანასწორობა არ უნდა იყოს, სსრკ-ს და ურავნილოვკას კი არ მივტირი, მაგრამ მაღაზია "ნუგეშში: 24 საათიანი ცვლაში რომ მუშაობს ახალგაზრდა ,იმის ხელფასი 300 ლარი არ უნდა იყოს. რაღაც სოციალური გარანტიები ყველას თანაბარი უნდა ჰქონდს და მერე ნიჭის და გაქანების მიხედვით.

სახელმწიფო ელემენტარული სოციალური პირობები უნდა უზრუნველყოს და მერე თავი დაგანებოს.შენ თითონ მიხედავ თავს , ან მთელი ცხოვრება მეეზოვედ იმუშავებ.

მე მართლა მაინტერესებს რა ჰქვია ჩემს სოციალურ მდგომარეობას, საშუალო კლასი, upper midle კლასი თუ ღარიბი ვარ.

საშუალო ფენა , ჩვენი ოჯახის იდენტური სამსახურებით, პროფესიებით და ა.შ.ა.შ>მინახავს საზღვარგარეთ.
ამერიკაში კი. პედაგოგებთან ვმეგობრობდი. აქ სულ ამბობდნენ we are pure people-ცოლს ფრანგული სუნამო და ქმარს მაგარი ვისკი რომ ვაჩუქე , ჩვენო ამის უფლებას ვერ ვაძლევთ თავსო. არადა ,,როცა ჩავედი,საკუთარი სახლი, ქანტრი სახლი, ოკეანეზე პატარა ბუნგალო და მოგზაურობა მთელ მსოფლიოში.

Posted by: t-90 5 Feb 2018, 08:34

არა ნუ.
90იანებში გამდიდრებულს გააჩნია.
ვინ როგორაა გამდიდრებული.
ზოგი იმით გამდიდრდა რო პროსტო ყამირი მიწა იყო და სხვა არაფერი არ იყო და დავუშვათ იმ დროს დაიწყეს შემოტანა ან კეთება რამის.
და ზოგი ბანდიტობით და აფერისტობით.
განსხავავებაა რა.
მარა ისე არ მგონია ბიძინამ მარტივად დათმოს რამე. ადგილობრივ ბიზნეს ელიტას ბიძინა ჯიბში ჩაიდებს და აღარ ამოუღებს თავისი "უდავობით"
QUOTE
მე არც ეს მკვეთრად მემარცხენეობა და მემარჯვენეობა მესმის. მიუხედავად იმისა, შვილი მყავს ფინანსისტი და ბანკირი.
ქვეყანაში ასეთი უთანასწორობა არ უნდა იყოს, სსრკ-ს და ურავნილოვკას კი არ მივტირი, მაგრამ მაღაზია "ნუგეშში: 24 საათიანი ცვლაში რომ მუშაობს ახალგაზრდა ,იმის ხელფასი 300 ლარი არ უნდა იყოს. რაღაც სოციალური გარანტიები ყველას თანაბარი უნდა ჰქონდს და მერე ნიჭის და გაქანების მიხედვით.

სახელმწიფო ელემენტარული სოციალური პირობები უნდა უზრუნველყოს და მერე თავი დაგანებოს.შენ თითონ მიხედავ თავს , ან მთელი ცხოვრება მეეზოვედ იმუშავებ.

მე მართლა მაინტერესებს რა ჰქვია ჩემს სოციალურ მდგომარეობას, საშუალო კლასი, upper midle კლასი თუ ღარიბი ვარ.

საშუალო ფენა , ჩვენი ოჯახის იდენტური სამსახურებით, პროფესიებით და ა.შ.ა.შ>მინახავს საზღვარგარეთ.
ამერიკაში კი. პედაგოგებთან ვმეგობრობდი. აქ სულ ამბობდნენ we are pure people-ცოლს ფრანგული სუნამო და ქმარს მაგარი ვისკი რომ ვაჩუქე , ჩვენო ამის უფლებას ვერ ვაძლევთ თავსო. არადა ,,როცა ჩავედი,საკუთარი სახლი, ქანტრი სახლი, ოკეანეზე პატარა ბუნგალო და მოგზაურობა მთელ მსოფლიოში.

ამერიკაში ცოტა სხვა რამეა რა.
ჩვენთან ვაბშე არაა ეგრე.
ამერიკაშI სტაბილურობის განცდაა, იქ იცი რომ mortgage ანუ იპოთეკა რომ გექნება იმას გადაიხდი უპრობლემოდ.
აქ ვერ გადაიხდი.

Posted by: beqa1971 5 Feb 2018, 11:21
nigo
QUOTE
თქვენ აქ რაზეც კამათობთ, მე ის არ მესმის

ხალხის ნაწილი ხომ ხართ? ხოდა თქვენ არ არსებობთ, სათამაშო ხართ, თქვენ ბედს გიგი წერეთელი წყვეტს. და ასე იქნება მუდამ და შეეგუეთ. თუ კი რაიმეს ქმნით ანუ ხელოვანი ხართ, ხატავთ წერთ ? მაშინ მეფეს ემსახურეთ, იმიტომ რომ ხელოვანი რომელიც მეფეს არ ემსახურება თავის თავის უბედურია და ცუდად ამთავრებს. ან არადა თავად გახდით ელიტა.

აი ამაზე ვკამათობთ. მე მეჩვენება რომ ბანალური და უბადრუკი მსოფლმხედველობაა და არ ვეთანხმები. ვბრაზდები კიდეც ასეთები რომ იწერება და თანაც რეალობად საღდება. ასეთი მსოფლმხედველობის საზოგადოებისთვის მიშა და ბიძო კი არა კორკოტაც ფუფუნებაა.

როდის დავუშვებთ იმ აზრს, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს?? და როდის არ გაგვეღიმება ამ აზრზე და ლირიკას და მითს არ ვუწოდებთ???? მარა სადაა ეგ, ჯერ ის გვაქ დასაჯერებელი რომ ნახირი არ ვართ.

QUOTE
დიდად არც ჩავეძიე

არცაა საჭირო. თქვენ სიტყვებს წონა არ აქვს თქვენ არ არსებობთ. რას იტყვით ან რას დაჯღაბნით არ აქვს მნიშვნელობა.

Posted by: Lemshveniera 5 Feb 2018, 18:21
QUOTE (nigo @ 3 Feb 2018, 06:27 )
nforumi
QUOTE
მაგრამ თუ გინდა საფეხურებზე მაღლა ასვლა, მაგ მიმართულებით უნდა ირჯებოდე და ახვალ. რომ მდომოდა, ავიდოდი მეც, ვერ ვხედავ პრობლემას.

სრულიად გეთანხმები, თუ მიზნად დაისახავ ასვლას, ახვალ.

მერე 27 წელია დამოუკიდებელია ეს ქვეყანა და რატომ ვერავინ ავიდა ნორმალური?
ზემოთ მაგალითიც დავდე: ავიდა გუგული მაღრაძე, მერე მისი შემცვლელი ოთო აბესაძე.
რა, საქართველოში ნორმალური ხალხი არაა? სულ მაღრაძეები და აბესაძეები როგორ უნდა ადიოდნენ, კაცო?
ანუ ხდება ის, რასაც ტანკი ამბობს: არ აუშვებენ ნორმალურ ხალხს.
ასეა საჭირო და მიტომ.
t-90 - ს ყოველ სიტყვას ვეთანხმები... სამწუხაროდ.

Posted by: t-90 5 Feb 2018, 20:37
beqa1971
QUOTE
ხალხის ნაწილი ხომ ხართ? ხოდა თქვენ არ არსებობთ, სათამაშო ხართ, თქვენ ბედს გიგი წერეთელი წყვეტს. და ასე იქნება მუდამ და შეეგუეთ. თუ კი რაიმეს ქმნით ანუ ხელოვანი ხართ, ხატავთ წერთ ? მაშინ მეფეს ემსახურეთ, იმიტომ რომ ხელოვანი რომელიც მეფეს არ ემსახურება თავის თავის უბედურია და ცუდად ამთავრებს. ან არადა თავად გახდით ელიტა.

აი ამაზე ვკამათობთ. მე მეჩვენება რომ ბანალური და უბადრუკი მსოფლმხედველობაა და არ ვეთანხმები. ვბრაზდები კიდეც ასეთები რომ იწერება და თანაც რეალობად საღდება. ასეთი მსოფლმხედველობის საზოგადოებისთვის მიშა და ბიძო კი არა კორკოტაც ფუფუნებაა.

და არაა ასე?
არ წყვეტს ზოგადობის შეუზღუდავად გიგი წერეთელი თქვენ ბედს? biggrin.gif
ხელოვნებს რაც შეეხება მე რაღაცა მეეჭვება რომელიმე ხელოვანს რაიმე გავლენა მოეხდინოს პოლიტპროცესებზე.
დანარჩენი არის ლირიკა.
QUOTE
როდის დავუშვებთ იმ აზრს, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს?? და როდის არ გაგვეღიმება ამ აზრზე და ლირიკას და მითს არ ვუწოდებთ???? მარა სადაა ეგ, ჯერ ის გვაქ დასაჯერებელი რომ ნახირი არ ვართ.

იმიტომ რომ ეს არსად არ არსებობს ბუნებაში.
Lemshveniera
QUOTE

მერე 27 წელია დამოუკიდებელია ეს ქვეყანა და რატომ ვერავინ ავიდა ნორმალური?
ზემოთ მაგალითიც დავდე: ავიდა გუგული მაღრაძე, მერე მისი შემცვლელი ოთო აბესაძე.
რა, საქართველოში ნორმალური ხალხი არაა? სულ მაღრაძეები და აბესაძეები როგორ უნდა ადიოდნენ, კაცო?
ანუ ხდება ის, რასაც ტანკი ამბობს: არ აუშვებენ ნორმალურ ხალხს.
ასეა საჭირო და მიტომ.
t-90 - ს ყოველ სიტყვას ვეთანხმები... სამწუხაროდ.

არც იქნება.
ამისთვის ელიტა უნდა დაფორმატირდეს.
ხოდა ყურადღება უნდა მივმართოთ სწორი მიმართულებით და არა ამ იუზერის ფანტაზიებისკენ.

Posted by: beqa1971 6 Feb 2018, 01:50
t-90

QUOTE
ამ იუზერის ფანტაზიებისკენ.

smile.gif
ფანტაზიებია ხოლმე ჯერ, სანამ რეალობა გახდება.
კარგი მინდა მე ზოგადად smile.gif და არც თქვენ არ გინდათ ცუდი ასე მგონია არც საკუთარი თავისთვის და არც ქვეყნისთვის.
არაფრის მომცემია ის ფრაზები რამაც კამათი წარმოშვა, და ალბათ დამეთანხმებით რომ არც დიდი ინტელექტი და გამჭრიახობა უნდა ასეთ "მიგნებებს".

და თუნდაც ამ ტრივიალური ფრაზის ნაცვლად:
QUOTE
ხელოვნებს რაც შეეხება მე რაღაცა მეეჭვება რომელიმე ხელოვანს რაიმე გავლენა მოეხდინოს პოლიტპროცესებზე.

ხომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ახალგაზრდა კენედიsmile.gif რომელსაც უიტმენის წიგნში აქვს თავი ჩარგული ?
განდი წერს ტოლსტოის, და თავის წიგნს უგზავნის "ინდოეთის მოწყობის შესახებ" , "როგორც მის სულიერ მოძღვარს" (მისი სიტყვებია,ციტირება არაა , არ მახსოვს ზუსტად) და თხოვს რომ შეუფასოს ნაშრომი იმიტომ რომ "მის კრიტიკულ აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს".

მაინცდამაინც პულტზე თითის დაჭერა ხომ არ არის პოლიტპროცესებზე გავლენის მოხდენა?
იქნებ მთავარი გავლენა მაშინ მოხდა გიტლერის ტვინში როცა პირველად ვაგნერი მოისმინა? თქვენ იცით ზედმიწევნით რომ ასე არ იყო? smile.gif
სტალინს რაც კი დაწერილა, ყველაფერი წაკითხული ქონდა. როგორ ფიქრობთ მისი პოლიტმოღვაწეობის რა ნაწილზე მოახდინა გავლენა ხელოვნებამ? ჩვენ ხომ კარგსა და ცუდს არ ვარჩევთ, გავლენაზე ვსაუბრობთ.
და თქვენი აქსიომა "ხალხი რომ არარაობაა" რატომ ფიქრობთ რომ გავლენას არ ახდენს, თუნდაც მცირედს მაგრამ მაინც, რატომ არ ფრთხილობთ?, ფიქრობთ რომ თქვენი განათლება, ამ საკითხის სიღრმისეული ცოდნა გაძლევთ უფლებას რომ ასეთი კატეგორიული იყოთ?
"ნწუ, მითოსი, ლირიკა" smile.gif
მაგალითად კანეტიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმის შესწავლას (რაშიც ნობელიც მისცეს ბოლობოლო) რაც თქვენთვის ისედაც ნათელი ყოფილა. up.gif
"მასა და ძალაუფლება" რეკომენდაციას ვუწევ.
QUOTE
beqa1971
QUOTE
ხალხში ბანალურად ბრბოს ხედავთ და ხელოვანში მეფის მასხარას, რა გავაანალიზო თუ ძმა ხარ?

ნუ ეს უკვე გადაჭარბებულია.

კარგია რომ გადაჭარბებული მოგეჩვენათ იმიტომ რომ ამას ამტკიცებთ გადაჭარბების გარეშე.

QUOTE
სამწუხაროდ

Posted by: Nostalgia34 6 Feb 2018, 03:34
nforumi
QUOTE
შეთანხმდებით! 

სიამოვნებით

user posted image

nigo
QUOTE
გამიხარდა შ ენი გამოჩენა,შენებურად გაალამაზებ თემას

მადლობა ნიგო! biggrin.gif
მე კი მოხარული ვარ,რომ გამოჩნდი პოლიტ/განყოფილებაში.აკლდი იქაურობას! 2kiss.gif

Slow Jazz & Bossa Nova Music - Chill Out Cafe Music For Study, Work - 24/7 Live - FIREPLACE
https://www.youtube.com/watch?v=hUjRuVhJ_4o

Posted by: nigo 6 Feb 2018, 07:12
beqa1971
[quote]
ხალხის ნაწილი ხომ ხართ? ხოდა თქვენ არ არსებობთ, სათამაშო ხართ, თქვენ ბედს გიგი წერეთელი წყვეტს. და ასე იქნება მუდამ და შეეგუეთ. თუ კი რაიმეს ქმნით ანუ ხელოვანი ხართ, ხატავთ წერთ ? მაშინ მეფეს ემსახურეთ, იმიტომ რომ ხელოვანი რომელიც მეფეს არ ემსახურება თავის თავის უბედურია და ცუდად ამთავრებს. ან არადა თავად გახდით ელიტა.
[/quote
სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს.
ხუმრობ ხომ? მართლა ნიჭიერი და პროფესიონალი არ არის უბედური.იქით ჭირდება მთავრობას.
კარგი ექიმი, კარგი ინჟინერი, კარგი კომპიუტერშიკი და ა.შ.ა.შ. თავისუფალია ,იმიტომ რომ ხვალვე იშოვის უკეთეს სამსახურს.
ხელოვანს რაც გააჩნია, ძალიან ჭირდება გია ყანჩელს მიშა-გრიშა და ან რომელიმე ძლიერ ექიმს გიგიწერეთელი, იქით ჭირდებათ ყველას.
მე მაინც ვერ ვწვდები ,რაზე კამათობთ.
თან ძალიან ადრე ვიღვიძებ და ცოტა გამოუფხიზლებელზე ვკითხულობ.
განთლება და განათლება.
და დავანებოთ ხალხისთვის ხან ბრბოს, ხან მასის ძახილს.

ადამიანებმა ელემენტარულად არ იციან საკუთარი უფლებები, ჩვენი ენჯეოები უმეტესი მავნებლები. უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, ამაღლდეს თვითშეგნება და დეპუტატი არ უნდა იყოს რაიონის
მაცხოვრებლისთვის კერპი, ის ვერ გაუგიათ, რომ მაჟორიტარის საქმე არ არის წყლის და გზის პრობლემის მოგვარება და აპრიორი ატყუებენ ამომრჩევლებს. აქამდეც კი ვერ მივიდა ხალხი, რომ გაარჩიონ ,რა ევალება პარლამენტს და რა აღმასრულებელს.
27 წელია ქვეყანამ ვერ გაიგო, რა არის არჩეული დეპუტატის საქმე და იმათაც რა ენაღვლებათ.მილიონი დაპირებები და მერე საკუთარი ინტერესები.
ქვეყანას არ ჰყავს არეცრთი განათლებული და პროფესიონალი ჟურნალისტი. არ ჰყავს ექპსპერტები, ნამდვილი.
არ ჰყავს პოლიტიკოსები , ამ სიტყვის სწორი გაგებით და ამაზეა სამუშაო. საზოგადოების შეგნების ამაღლებაზე და გათვიცნობიერებაზე.

"პუბლიცისტი" თაკო ჩარკვიანი და მარტო თაკოს რა ვერჩი, უმეტესობა ვისაც იწვევენ ასეტები არიან. იმიტომ რომ ჟურნალისტების უმეტესობა გოიმები,სნობები არიან და მათზე იმის შვილი და ამის შვილი , მოქმედებს.

დებატები აქეთ ნიკუშა შენგელაია-ვს მაია ორჯონიკიძე, თავის საქმეში ორი ხელმოცარული, უნიჭო მხატვარი.

დამიჯერეთ , მასმედიის როლი უზარმაზარია და ეს რესურსი ,მთლიანად გამოუყენებელი.

მე მეშინია,რომ 2020-ში საერთოდ მტაცებლების ჯოგი მოდის, ავანგარდში ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდებით.
ახლა მათ ბიძინა უჭერს მხარს თუ არა , ჯერ არ ვიცი. მაგრამ ამ წუთას შიგა ომი მიდის კალაძის სასტავსა და ამათ შორის. იგივე ბიძინასთან ჭორების მირბენინებით.
როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს.მერამდენე წელია ფაქტიურად შევარდნაძიდან მოყოლებული მორჩილი უმრავლესობა და ერთი კაცის იმედი. sad.gif
ისევ გავიმეორებ, საზოგადოების შეგნება უნდა ამაღლდეს, თავი უნდა იგრძნოს ,იგივე წერეტელზე თუ ბესელიაზე
და ვისზეც გინდა,გაცილებლად მნიშვნელოვან ადამიანად და მიხვდეს, რომ მისი დაქირავებულია ყველა. ვინც კი იქ მოხვდება

დღევანდელი ნაკლებნიჭიერი სახელოვნებო და შემოქმედებითი ელიტების გავლენა საზოგადოებაზე ან მთავრობაზე ნულის ფასია.ისინი, ძირითადად თავის საქმეს იკეთებენ,თორემ ბაჩანა ბრეგაძეს ,ა ოთარ ჭილაძეს ,გურამ დოჩანაშვილს ასი წელი არ აინტერესებდათ მათთან სიახლოვე.რაშI ჭირდება გია ყანჩელს გუგული მაღრაძე და ელენე ხოშტარია.არ ვიცი, სწორად გამიგეთ თუ არა. ძალიან ადრეა და შეიძლება გაუგებრად ვწერ.

Posted by: t-90 6 Feb 2018, 07:18
beqa1971
QUOTE
კარგი მინდა მე ზოგადად  და არც თქვენ არ გინდათ ცუდი ასე მგონია არც საკუთარი თავისთვის და არც ქვეყნისთვის.
არაფრის მომცემია ის ფრაზები რამაც კამათი წარმოშვა, და ალბათ დამეთანხმებით რომ არც დიდი ინტელექტი და გამჭრიახობა უნდა ასეთ "მიგნებებს".

დიდი ინტელექტი და გამჭრიახობა არ სჭირდება, უბრალოდ ამ კუთხით უნდა დაინახო ყოველგვარი მორალის და კარგი-ცუდის გარეშე.
QUOTE
ხომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ახალგაზრდა კენედი რომელსაც უიტმენის წიგნში აქვს თავი ჩარგული ?

და რა მერე?
კენედის გავლენა?
QUOTE
განდი წერს ტოლსტოის, და თავის წიგნს უგზავნის "ინდოეთის მოწყობის შესახებ" , "როგორც მის სულიერ მოძღვარს" (მისი სიტყვებია,ციტირება არაა , არ მახსოვს ზუსტად) და თხოვს რომ შეუფასოს ნაშრომი იმიტომ რომ "მის კრიტიკულ აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს".

ისევ და ისევ
განდის როგორც პერსონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ.
განდისნაირები არიან სტავლენნიკები.
ისევე როგორც გაცილებით უფრო ნათელი მაგალითი მანდელა.
QUOTE
იქნებ მთავარი გავლენა მაშინ მოხდა გიტლერის ტვინში როცა პირველად ვაგნერი მოისმინა? თქვენ იცით ზედმიწევნით რომ ასე არ იყო?

რომ არა გერმანული ელიტის მიერ ბრიტანეთის მიერ თავსმოხევეული ებრაული ელიტის ჩამოცილების სურვილი ჰიტლერი იქნებოდა ერთი ხელმოცარული მხატვარი.
კარგად გადახედეთ მის ბიოგრაფიას და რა ეტაპზე მოხდა მსიი აღზევება. აქ ვაბშე საინტერესოა გაზეთი შტურმერი.
ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ.
QUOTE
სტალინს რაც კი დაწერილა, ყველაფერი წაკითხული ქონდა. როგორ ფიქრობთ მისი პოლიტმოღვაწეობის რა ნაწილზე მოახდინა გავლენა ხელოვნებამ? ჩვენ ხომ კარგსა და ცუდს არ ვარჩევთ, გავლენაზე ვსაუბრობთ.

რამე ეტყობა სტალინის მოღვაწეობას ხელოვნების? biggrin.gif
რა რა და ულვაშამ იცოდა ხელოვნების მასების ამრთვის იარაღად გამოყენება.
QUOTE
და თქვენი აქსიომა "ხალხი რომ არარაობაა" რატომ ფიქრობთ რომ გავლენას არ ახდენს, თუნდაც მცირედს მაგრამ მაინც, რატომ არ ფრთხილობთ?, ფიქრობთ რომ თქვენი განათლება, ამ საკითხის სიღრმისეული ცოდნა გაძლევთ უფლებას რომ ასეთი კატეგორიული იყოთ?

განათლება არა.
რეალობა მაძლევს.
რეალობაა უბრალოდ ესეთი.
QUOTE
აგალითად კანეტიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმის შესწავლას (რაშიც ნობელიც მისცეს ბოლობოლო) რაც თქვენთვის ისედაც ნათელი ყოფილა. 
"მასა და ძალაუფლება" რეკომენდაციას ვუწევ.

რაში მისცეს კანეტის ნობელი?
ლიტერატურაში ხომ არა?

კანეტიმდე იყო მაკიაველი, აგრიკულტურალისტები, ვეი ლიაოზი, ართაშასტრა და ა.შ.
ან ეს კანეტიც რატოა ავტორიტეტი იმიტომ რომ ნობელი აიღო?
ეგრე სვეტლანა ალექსეევიჩსაც აქვს ნობელი აღებული მარა კარგი მწერალი და ჟურნალისტია?
QUOTE
კარგია რომ გადაჭარბებული მოგეჩვენათ იმიტომ რომ ამას ამტკიცებთ გადაჭარბების გარეშე.

იმიტომ რომ თქვენ ეს ლიბერალურ მემარცხენული "ხელოვნება მართავსხ მსოფლიოს" გადავფარო ხანდახან რადიკალურადაც გამომდინს მაგრამ მთლიანობაში თU კარგად ნახავთ ეგრე გამოდის რომ მის უდიდებულესობა ხალხს პოლიტიკაზე გავლენა არ აქვს.
nigo
QUOTE
სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს.
ხუმრობ ხომ? მართლა ნიჭიერი და პროფესიონალი არ არის უბედური.იქით ჭირდება მთავრობას.
კარგი ექიმი, კარგი ინჟინერი, კარგი კომპიუტერშიკი და ა.შ.ა.შ. თავისუფალია ,იმიტომ რომ ხვალვე იშოვის უკეთეს სამსახურს.
ხელოვანს რაც გააჩნია, ძალიან ჭირდება გია ყანჩელს მიშა-გრიშა და ან რომელიმე ძლიერ ექიმს გიგიწერეთელი, იქით ჭირდებათ ყველას.

ხო მაგრამ.
იქ სადაც ვართ განაპირობებს პოლიტიკური ელიტის სისუსტე ან სიძლიერე.
და არა ინდივიდუალური ტიპების არსებობა.
QUOTE
27 წელია ქვეყანამ ვერ გაიგო, რა არის არჩეული დეპუტატის საქმე და იმათაც რა ენაღვლებათ.მილიონი დაპირებები და მერე საკუთარი ინტერესები.
ქვეყანას არ ჰყავს არეცრთი განათლებული და პროფესიონალი ჟურნალისტი. არ ჰყავს ექპსპერტები, ნამდვილი.
არ ჰყავს პოლიტიკოსები , ამ სიტყვის სწორი გაგებით და ამაზეა სამუშაო. საზოგადოების შეგნების ამაღლებაზე და გათვიცნობიერებაზე.

რატო არ ყავს?
იმიტომ ხომ არა რო მმართველმა კლასმა არ მოინდომა ამის ყოლა?
QUOTE
მე მეშინია,რომ 2020-ში საერთოდ მტაცებლების ჯოგი მოდის, ავანგარდში ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდებით.
ახლა მათ ბიძინა უჭერს მხარს თუ არა , ჯერ არ ვიცი. მაგრამ ამ წუთას შიგა ომი მიდის კალაძის სასტავსა და ამათ შორის. იგივე ბიძინასთან ჭორების მირბენინებით.
როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს.მერამდენე წელია ფაქტიურად შევარდნაძიდან მოყოლებული მორჩილი უმრავლესობა და ერთი კაცის იმედი. 
ისევ გავიმეორებ, საზოგადოების შეგნება უნდა ამაღლდეს, თავი უნდა იგრძნოს ,იგივე წერეტელზე თუ ბესელიაზე
და ვისზეც გინდა,გაცილებლად მნიშვნელოვან ადამიანად და მიხვდეს, რომ მისი დაქირავებულია ყველა. ვინც კი იქ მოხვდება

ჯერ სად ვართ.
ცოტა ხანში შეიძლება ვაბსე გავასწროთ.
ისე მორჩილი უმრავლესობაა ყველგან სადაც ესეთი ელიტა არის.
არ აწყობს ელიტას სხვა.
ჭკვიანები გააქციეს დებილებს უფრო ადებილებენ ხან სერიალებით, ხან ნარკოტიკეით, ხან თამაშით და ა.შ.
ამიტომ ისევ გარედან არის საჭირო ზემოქმედება.
QUOTE
დღევანდელი ნაკლებნიჭიერი სახელოვნებო და შემოქმედებითი ელიტების გავლენა საზოგადოებაზე ან მთავრობაზე ნულის ფასია.ისინი, ძირითადად თავის საქმეს იკეთებენ,თორემ ბაჩანა ბრეგაძეს ,ა ოთარ ჭილაძეს ,გურამ დოჩანაშვილს ასი წელი არ აინტერესებდათ მათთან სიახლოვე.რაშI ჭირდება გია ყანჩელს გუგული მაღრაძე და ელენე ხოშტარია.არ ვიცი, სწორად გამიგეთ თუ არა. ძალიან ადრეა და შეიძლება გაუგებრად ვწერ.

გია ყანჩელის გავლენა რა არის ან გინდაც ბაჩანა ბრეგაძის ან ოთარ ჭილაძის ან დოჩანაშვილის გავლენა რა არის იმ მდგომარეობაზე რაც ქვეყანაშია?
მინიმალური.
ამაშია საქმე.

Posted by: Black-Dante 6 Feb 2018, 08:15
QUOTE (nforumi @ 10 Nov 2017, 17:29 )
nigo
ხშირად გაიგონებ, რომ ამბობენ:
მდიდარი და წარმატებული ადამიანები ღარიბი და უმაქნისი ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენო...?!

რას ფიქრობ, რა ლოგიკით შეიძლება იყოს ასე?

smile.gif))))

Posted by: nigo 6 Feb 2018, 08:31
Black-Dante
+++რა კარგი იყო.

Posted by: HurricaneKat. 6 Feb 2018, 10:28
ცხელ ჩაის და დილის ყავას პოლიტიკაზე საუბრები სულაც არ უხდება
ვერ ჩავერთე ვერანაირად

user posted image

Posted by: nigo 6 Feb 2018, 13:25
HurricaneKat.
გეთანხმები.თემა სულ სხვა მიზნით ამოვწიე, მაგრამ ტანკის გამჩერებელი ვარ მე? biggrin.gif

t-90-ო გახსოვს, საქართველოს მტრებში შენი ფოტო და ჩემი ბეჭდიანი ხელი
biggrin.gif

Posted by: beqa1971 6 Feb 2018, 13:26
nigo
QUOTE
სწორად გამიგეთ თუ არა. ძალიან ადრეა და შეიძლება გაუგებრად ვწერ.

არა პირიქით ძალიან გასაგებად წერთ და იმდენად ჯანმრთელი ფსიქიკითა და მსოფლმხედველობით რომ სასიამოვნოც კია წასაკითხად. 2kiss.gif smile.gif

t-90
მეგობარო, ასე გიპასუხებთ ერთიანად და მოვრჩეთ თუ წინააღმდეგი არ ხართ.
თქვენ, პიროვნებას რომელიც ელიტას არ წარმოადგენს არაფრად აგდებთ. მცირედი ლოგიკა რომ მოვიშველიოთ "საზოგადოება არარსებობს" ფრაზით საკუთარ თავსაც არაფრად აგდებთ.
მე კი გეუბნებით (არაფერს განსაკუთრებულს და ახალს), რომ თქვენი პიროვნებით, როგორც საზოგადოების წევრი, გავლენას ახდენთ გარშემო მყოფებზე. თქვენ აყალიბებთ დღევანდელ საზოგადოებას როგორი იყოს, რა მოთხოვნები ქონდეს, როგორი თვითშეფასება. და როგორი "ხელისუფალი დაიმსახუროს". ამიტომ მოგიწოდეთ წეღან მეტი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებს ეხებით.

QUOTE
განათლება არა.
რეალობა მაძლევს.
რეალობაა უბრალოდ ესეთი.

განათლების გარეშე არ გამოვა. რეალობის პროეცირების ემპირიულ აღქმებს რეალობად ნუ გაასაღებთ. დაუშვით რომ ამ საკითხის ღრმად შესწავლამ, შესაძლოა პოზიცია რადიკალურად შეგიცვალოთ. თუკი ამას დაუშვებთ, მსჯელობაში კატეგორიული აღარ იქნებით. მსჯელობაში კატეგორიულობის დაძლევა კი თავის მხრივ განვითარების ახალი საფეხურია.

Posted by: t-90 6 Feb 2018, 15:13
beqa1971
QUOTE
თქვენ, პიროვნებას რომელიც ელიტას არ წარმოადგენს არაფრად აგდებთ. მცირედი ლოგიკა რომ მოვიშველიოთ "საზოგადოება არარსებობს" ფრაზით საკუთარ თავსაც არაფრად აგდებთ.

კი.
საკუთარ თავსაც არაფრად ვაგდებ გლობალურ სურათში.
რო რამე შევცვალო ამისთვის ფული და კავშირები მინდა.
გარედან.
QUOTE
მე კი გეუბნებით (არაფერს განსაკუთრებულს და ახალს), რომ თქვენი პიროვნებით, როგორც საზოგადოების წევრი, გავლენას ახდენთ გარშემო მყოფებზე. თქვენ აყალიბებთ დღევანდელ საზოგადოებას როგორი იყოს, რა მოთხოვნები ქონდეს, როგორი თვითშეფასება. და როგორი "ხელისუფალი დაიმსახუროს". ამიტომ მოგიწოდეთ წეღან მეტი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებს ეხებით.

ისევ და ისევ ჰუმანიტარული ამბები.
მოდი ეხლა დავთვალოთ.
მე გავლენას ვახდენ მაქსიმუმ 200 კაცზე.
ჰა ჰა გავწელოთ და დავარქვათ 2000.
ეგეც მაქსიმალური დათვლებით.
თქვენ არ გიცნობთ მაგრამ იდეაში არც თქვენ გექნებათ მეტ ადამიანზე გავლენა.

ასევე ხელისუფლების "დამსახურება არის აბსურდი" .
ჰონგ კონგი და სინგაპური შექმნეს კონკრეტულმა ელიტებმა კონკრეტული დასავლური ძალებვის მხარდაჭერით.
მაშინ როცა იაპონიის ოკუპაცია ჰქონდათ გამოვლილი, ბრიტანული კოლონიალიზაცია და სინგაპურელები მალაიზიაშიც იყვნენ ორი წელი.
მაგალითად სინგაპურში ხალხი იყო ფუძიანის პროვინციიდან გამოსული ჩინელი წერა კითხვის უცოდინარი გლეხები.
რომ არა სტემფორდ რაფლსი სინგაპური იქნებოდა მალაელი მეთევზეების სოფელი.
და ა.შ.
ამ მაგალითებზე ჩანს ზუსტად.
QUOTE
განათლების გარეშე არ გამოვა. რეალობის პროეცირების ემპირიულ აღქმებს რეალობად ნუ გაასაღებთ. დაუშვით რომ ამ საკითხის ღრმად შესწავლამ, შესაძლოა პოზიცია რადიკალურად შეგიცვალოთ. თუკი ამას დაუშვებთ, მსჯელობაში კატეგორიული აღარ იქნებით. მსჯელობაში კატეგორიულობის დაძლევა კი თავის მხრივ განვითარების ახალი საფეხურია.

რიტორიკაზე ვიდაოთ ეხლა?
შეგიძლიათ გადახედოთ ძველი რომაელი რიტორების შემოქმედებებს, საჯარო გამოსვლებს და ა.შ.

რაც შეეხება განათლებას მსგავს განათლებას მოგცემთ მაკიაველი, ართაშასტრა, კლაუზევიცი, რამაიანა, გილგამეში და ა.შ. თუნდაც დონ კიხოტის დონის მხატვრული ნაწარმოებები.
მსგავს განათლებას ვერ მოგცემთ ვერც თქვენს მიერ ნახსენები ელიას კანეტი და ვერც სხვა რომელიმე მსგავსი ლიტერატორი.

ბოლობოლო დავუშვათ მე მოვხსენი კატეგორიულობაზე.
თქვენ რას მთავაზობთ?
nigo
QUOTE
გახსოვს, საქართველოს მტრებში შენი ფოტო და ჩემი ბეჭდიანი ხელი

მახსოვს რა თქმა უნდა. biggrin.gif
HurricaneKat.
QUOTE
ცხელ ჩაის და დილის ყავას პოლიტიკაზე საუბრები სულაც არ უხდება
ვერ ჩავერთე ვერანაირად

ჩაერთე მერე. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 6 Feb 2018, 17:35
t-90
რამე მსუბუქზე თუ ისაუბრებთ კი ბატონო : ))

Posted by: beqa1971 6 Feb 2018, 18:08
t-90
QUOTE
კი.
საკუთარ თავსაც არაფრად ვაგდებ გლობალურ სურათში.
რო რამე შევცვალო ამისთვის ფული და კავშირები მინდა.
გარედან.

ცოტა ხნით "ტანკი" რო ჩააქროთ და "ტონკი" ჩართოთ იქნებ ვიპოვოთ საერთო ენა თუნდაც ფილოსოფიაში? smile.gif

"В данной единственной точке, в которой я теперь нахожусь, никто другой в единственном месте и единственном пространстве единственного бытия не находится. И вокруг этой единственной точки располагается всё единственное бытие единственным и неповторимым образом. То, что мною может быть совершено, никем и никогда совершено быть не может..."
бахтин
და ნუ აკნინებთ საკუთარ პიროვნულობას smile.gif

QUOTE
ასევე ხელისუფლების "დამსახურება არის აბსურდი" .

მოყვანილი მაგალითი რომ კონტრარგუმენტი არ არის გესმით მშვენივრად თქვენც smile.gif ერთეული შემთხვევაა და ისტორიების მანძილებზე, მსოფლიო ხალხებისა და ხელისუფლებების ურთიერთობების გამოსარკვევად არაფერში გვადგია.
ლასვეგასი არ გამოგრჩეთ კიდევ. მანდაც მსგავსი სიტუაცია იყო მეტი კრიმინალით.
რა შუაშია

QUOTE
მაკიაველი, ართაშასტრა, კლაუზევიცი, რამაიანა, გილგამეში და ა.შ. თუნდაც დონ კიხოტის დონის მხატვრული ნაწარმოებები.
მსგავს განათლებას ვერ მოგცემთ ვერც თქვენს მიერ ნახსენები ელიას კანეტი და ვერც სხვა რომელიმე მსგავსი ლიტერატორი.

კლაუზევიცს არ ვიცნობ, აუცილებლად მოვიძიებ თუკი მირჩევთ.
რაც შეეხება ართჰაშასტრას და კერძოდ ინდუისტურ ლიტერატურას, თუ გახსოვთ ადრე დაათრევდნენ ხოლმე იეღოვას მოწმეებივით ბჰაგავატგიტებს და მისთანანებს და აი მაქედან მოყოლებული რაღაცნაირი დამოკიდებულება მქონდა უარყოფითი, და ბევრი დრო გამიცდა ამის გამო ვერ ჩავუჯექი მერე კარგად და მხოლოდ სიდჰარტაზე და კიდე რამდენიმეზე გავჩერდი .
თქვენს სიაში ჩავსვავდი უთუოდ, ასეთ წიგნს ვიღაცას ვათხოვე მერე და დამიკარგა სამწუხაროდ
"36 სტრატაგემა", გეცოდინებათ, თან როდის არის დაწერილი და როგორი თანამედროვეა დღესაც კი , ჩინელები old.gif smile.gif
ისე "სახელმწიფოს" შემდეგ და მერე თვითონ მაკიაველის პიროვნების უკეთ გაცნობისას (დამაინტერესა), იმდენად კაი ტიპად მომეჩვენა ცხოვრებაში და იმდენად გროტესკული და მზაკვრული იყო პასაჟები მისი ნაშრომებიდან რომ ავტორი და პიროვნება აშკარად ერთმანეთს ცდებოდნენ. და მეამიტურად ვიფიქრე ამ ფორმით უთუოდ სახელმწიფო მმართველობის მანკიერებების მხილება ქონდა სინამდვილეში ჩანაფიქრში და არა "მზაკვრობის" ხოტბა დიდება თქო . ასე გავამართლე მახსოვს smile.gif ეს ისე ლირიული გადახვევა.
QUOTE
ბოლობოლო დავუშვათ მე მოვხსენი კატეგორიულობაზე.
თქვენ რას მთავაზობთ?

მე არ გთავაზობთ არაფერს , მე პირობას გაძლევთ, რომ საკუთარ თავში უკეთეს "მეს" აღმოაჩენთ.

Posted by: Lemshveniera 6 Feb 2018, 18:33
beqa1971
თუ ხალხზეა ყველაფერი დამოკიდებული, 27 წელი რატომ არაფერი ეშველა საქართველოს-მეთქი, ზემოთ დავსვი შეკითხვა. მიპასუხებთ? საქართველოში მარტო გუგული მაღრაძეები ცხოვრობენ? სადაა ის გონებაგახსნილი საზოგადოება, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან? თქვენ რომ დაგიჯეროთ კაცმა, ხალხია დებილი და იმიტომ არ ეშველა ქვეყანას.
nigo
დედაჩემს მაგონებთ. ზუსტად ასე ლაპარაკობს დედაჩემი. ჩვენ ვდავობთ იმაზე, თუ ვისი წყალობით მიიწევს ქვეყანა წინ. მე ტანკს ვეთანხმები იმაში, რომ ხალხი ასრულებს ელიტის დაკვეთას, გამომდინარე იქედან, რომ ხალხი ყველგან ერთნაირია. ნუ ზოგი პიცას აცხობს და ზოგიც - ხაჭაპურს. მაგრამ ეგ არსებითად არაფერს ცვლის. განათლება კი კარგია, მაგრამ მაგით ბევრი არაფერი შეიცვლება. საქართველოში თუ ის სიტუაცია დარჩა, რაც არის, განათლებული ყოველთვის გაიქცევა.
90-იან წლებში ბევრად განათლებული თაობა იყო. რა შექმნა იმ თაობამ? ჩემი მშობლების თაობას ვგულისხმობ?
t-90
1 კაცი არ ეყოფა სიტუაციის გარედან შეცვლას.

Posted by: nigo 6 Feb 2018, 19:57
Lemshveniera
მე ისევ განათლების და პროფესიონალიზმს ვანიჭებ პრიორიტეტს.
ყოველთვის ნორმალურად ვცხოვრობდით პროფესიონალიზმის ხარჯზე(ექიმები) იქით ვჭირდებოდით ნებისმიერ მთავრობას.
ასე ცხოვრობენ ჩემი შვილები, თავისი განათლებით და პროფესიული უნარებით.სულ არ უნდათ არსად წასვლა.სასწავლებად, განათლების მისაღებად კი. გასეირნება და მოგზაურობა კი, სამუდამოდ არ დარჩა, ჩამოვიდა.
ეგაა, რომ კერძო სექტორშია და არ წავიდა სახელმწიფო სამსახურში.საზღვარგარეთ პრესტიჟულ ბიზნესსქულ დამთავრებულებს არავის აქვს სამსახურის პრობლემა და მაღალი ანაზღაურება ,უკვე გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

QUOTE
განათლება კი კარგია, მაგრამ მაგით ბევრი არაფერი შეიცვლება.

ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და ახალგაზრდებისთვის არასწორი ორიენტირის დასახვა.
მხოლოდ განათლება . ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება და ჯანდაცვა. დანარჩენი სხვა თემაა.
პროფესიონალს, რომელსაც თავისი ნიჭით, ცოდნით ,უნარებით აქვს შემოსავალი,უკვე თავისუფალი ადამიანია და არ ცნობს პოლიტიკურ ელიტებს,ისინი მისი დაქირავებული ხალხია .აქამდე როცა მივა საზოგადოება ,ქვეყანასაც მაშინ ეშველება.

Posted by: Lemshveniera 6 Feb 2018, 20:50
nigo
QUOTE
ყოველთვის ნორმალურად ვცხოვრობდით პროფესიონალიზმის  ხარჯზე(ექიმები) იქით ვჭირდებოდით ნებისმიერ მთავრობას
ხმების მისაცემად. yes.gif
თქვენ რომ განათლებული იყავით, რა დაეტყო ამით ქვეყანას? რამის გამოსწორება შესძელით? თუნდაც იგივე ჯანდაცვის სფეროში?
თქვენს გარშემო რომ ასევე განათლებული ხალხი იყო, ამით ქვეყანას რამე ეშველა?

განათლებაზე ამხელა აქცენტი არის საბჭოთა მემკვიდრეობა. მაგ დასავლური განათლების წყალობით იყო, მიშა რომ აირჩია გაბრიყვებულმა ხალხმა. არიქა! ნასწავლია, ინგლისური იცისო! განათლებულებმა არ დააქციეს ქვეყანა 90-იანებში?

არ შეიძლება ყველა განათლებული იყოს. არ შეიძლება ყველა "საზღვარგარეთ პრესტიჟულ ბიზნესსქულ"-ში სწავლობდეს.
რა ქნას ისეთმა, ვისაც არ უსწავლია "საზღვარგარეთ პრესტიჟულ ბიზნესსქულ"-ში?
რას სთავაზობთ ასეთებს? ანუ არ სჭირდება ქვეყანას ასეთები?

ეს რამხელა ლტოლვა აქვს ქართველს პრესტიჟულისკენ და საზღვარგარეთისკენ.
და ამხელა ლტოლვის მიუხედავად რა ჩაბანძებულია ქვეყანა.
რატომ? პირიქით არ უნდა იყოს? boli.gif
აი ამ კითხვაზე იძლევა პასუხს ტანკი.

Posted by: t-90 6 Feb 2018, 20:51
beqa1971
QUOTE
"В данной единственной точке, в которой я теперь нахожусь, никто другой в единственном месте и единственном пространстве единственного бытия не находится. И вокруг этой единственной точки располагается всё единственное бытие единственным и неповторимым образом. То, что мною может быть совершено, никем и никогда совершено быть не может..."
бахтин
და ნუ აკნინებთ საკუთარ პიროვნულობას

ისტორია სხვა რამეს გვეუბნება.
QUOTE
მოყვანილი მაგალითი რომ კონტრარგუმენტი არ არის გესმით მშვენივრად თქვენც smile.gif ერთეული შემთხვევაა და ისტორიების მანძილებზე, მსოფლიო ხალხებისა და ხელისუფლებების ურთიერთობების გამოსარკვევად არაფერში გვადგია.
ლასვეგასი არ გამოგრჩეთ კიდევ. მანდაც მსგავსი სიტუაცია იყო მეტი კრიმინალით.
რა შუაშია

ლასვეგასი ვერ გავიგე.
მაგრამ რეალურად ასეა, ელიტა განაპირობებს სახელმწიფოს დონეს.
მაგალითი დავითის საქართველო, როცა თხუთმეტ წელიწადში განადგურებული სახელმწიფოდან რეგიონის ძალად გადაიქცა რომელმაც თურქ-სელჩუკები დაამარცხა.
QUOTE
კლაუზევიცს არ ვიცნობ, აუცილებლად მოვიძიებ თუკი მირჩევთ.

1806 გამოგადგებათ (ყველას უფრო "ომის შესახებ" ევასება მაგრამ 1806 სწორედ სახელმწიფოს მოწყობის ელემენტებს მოიცავს.
QUOTE
რაც შეეხება ართჰაშასტრას და კერძოდ ინდუისტურ ლიტერატურას, თუ გახსოვთ ადრე დაათრევდნენ ხოლმე იეღოვას მოწმეებივით ბჰაგავატგიტებს და მისთანანებს და აი მაქედან მოყოლებული რაღაცნაირი დამოკიდებულება მქონდა უარყოფითი, და ბევრი დრო გამიცდა ამის გამო ვერ ჩავუჯექი მერე კარგად და მხოლოდ სიდჰარტაზე და კიდე რამდენიმეზე გავჩერდი .

ნუ კი მესმის.
მაგ კრიშნაიტებს მეც ვიცნობდი.
მაგრამ ნუ ეს ვერაფერს ცვლის.
QUOTE
"36 სტრატაგემა", გეცოდინებათ, თან როდის არის დაწერილი და როგორი თანამედროვეა დღესაც კი , ჩინელები

ძალიან ბევრი რამე არის გამოკვლეული.
QUOTE
ისე "სახელმწიფოს" შემდეგ და მერე თვითონ მაკიაველის პიროვნების უკეთ გაცნობისას (დამაინტერესა), იმდენად კაი ტიპად მომეჩვენა ცხოვრებაში და იმდენად გროტესკული და მზაკვრული იყო პასაჟები მისი ნაშრომებიდან რომ ავტორი და პიროვნება აშკარად ერთმანეთს ცდებოდნენ. და მეამიტურად ვიფიქრე ამ ფორმით უთუოდ სახელმწიფო მმართველობის მანკიერებების მხილება ქონდა სინამდვილეში ჩანაფიქრში და არა "მზაკვრობის" ხოტბა დიდება თქო . ასე გავამართლე მახსოვს smile.gif ეს ისე ლირიული გადახვევა.

იმიტომ რომ თქვენ გგონიათ რო სახელმწიფოს მართვა ხელოვნებით უნდა ხდებოდეს.
არადა ნუ რითიც ხდება ამ კაცმა ჩამოაყალიბა ორ უდიდეს პოლისზე დაყრდნობით.

QUOTE
მე არ გთავაზობთ არაფერს , მე პირობას გაძლევთ, რომ საკუთარ თავში უკეთეს "მეს" აღმოაჩენთ.

არარეალურია და ისევ და ისევ ფილოსოფიის უადგილო ადგილას ჩართვა.
Lemshveniera
QUOTE
1 კაცი არ ეყოფა სიტუაციის გარედან შეცვლას.

რა თქმა უნდა არა.
მაგრამ საჭირო სვიაზების და ფულის ქონის შემთხვევაში ელიტის გამოზრდაც არაა პრობლემა.
nigo
QUOTE
ყოველთვის ნორმალურად ვცხოვრობდით პროფესიონალიზმის ხარჯზე(ექიმები) იქით ვჭირდებოდით ნებისმიერ მთავრობას.
ასე ცხოვრობენ ჩემი შვილები, თავისი განათლებით და პროფესიული უნარებით.სულ არ უნდათ არსად წასვლა.სასწავლებად, განათლების მისაღებად კი. გასეირნება და მოგზაურობა კი, სამუდამოდ არ დარჩა, ჩამოვიდა.
ეგაა, რომ კერძო სექტორშია და არ წავიდა სახელმწიფო სამსახურში.საზღვარგარეთ პრესტიჟულ ბიზნესსქულ დამთავრებულებს არავის აქვს სამსახურის პრობლემა და მაღალი ანაზღაურება ,უკვე გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

კი ეს რა თქმა უნდა კარგია.
მაგრამ ქვეყანაში სიტუაციას მაინც ვერ შეცვლის.
ანუ თუ ისევ ის გაგრძელდა რაც კაი ხანია გრძელდება სიტუაცია კიდე უფრო გაუარესდება მ.შ. ეკონომიკური.
მიუხედავად იმისა თუ რამდენი ახალგაზრდა იქნება ბიზნეს სქულ დამთავრებული.
ისე ბიზნესსკოლა დამთავრებული მინახავს ბევრი აქ დასაქმებული.
რასაც ვერ ვიტყვით იგივე ექიმებზე ან ინჟინრებზე. ნუ ექიმებში მე შედარებით ნაკლებად ვერკვევი აი ინჟინრებში კი პრაქტიკულად თითზე ჩამოსათვლელია ესეთები.
QUOTE
როფესიონალს, რომელსაც თავისი ნიჭით, ცოდნით ,უნარებით აქვს შემოსავალი,უკვე თავისუფალი ადამიანია და არ ცნობს პოლიტიკურ ელიტებს,ისინი მისი დაქირავებული ხალხია .აქამდე როცა მივა საზოგადოება ,ქვეყანასაც მაშინ ეშველება.

ცოტა პროფესიონალი იცით გაქცეული?
გაქცეული რა წასული იმიტომ რომ აქ გასაქანი არ აქვთ?
რამდენი პროფესიონალი შემიძლიათ იცით დაგისახელოთ რომლებსაც კაპიკებზე ამუშავებენ?
აი მე ვარ ეგეთი პროფესიონალი, მყავს ჩემი სამეგობრო რომელსაც ასევე მაღალი შემოსავალი აქვთ (საბედნიეროდ ჩვენს პროფესიაში შეგვიძლია მუშაობა უცხოურ კომპანიებზე) მერე რა? რამეს შევცვლით ასე?

Posted by: beqa1971 6 Feb 2018, 21:23
Lemshveniera

ნუ ჩხუბობთsmile.gif
ნიგომ გაგცათ პრინციფში პასუხი მარა დავამატებ რომ განათლების პრობლემა ამ ქვეყანაში წინა საუკუნის დასაწყისიდან დგას. განსაკუთრებით გამძაფრდა ანექსიის შემდეგ. კიდევ უფრო მეტად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საერთოდ დაინგრა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პერიოდში.
აქცენტი არაფერ შუაშია, განათლება ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, რაც კომუნისტებმა ინტელიგენციით ჩაანაცვლეს და გადააგვარეს.

t-90
QUOTE
ელიტა განაპირობებს სახელმწიფოს დონეს.

კი ნამდვილად ასეა. ელიტის დონეს კი თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოება. საზოგადოების დონეს განათლება და .ა.შ. smile.gif

Posted by: t-90 6 Feb 2018, 21:29
beqa1971
QUOTE

კი ნამდვილად ასეა. ელიტის დონეს კი თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოება. საზოგადოების დონეს განათლება და .ა.შ.

ვაჰ ისევ საზოგადოების დონეს ტენით რა. biggrin.gif
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ ის კი მაინც გაიძახოდა "თიკან-კრავი მე"-ო.

Posted by: beqa1971 6 Feb 2018, 22:10
t-90
ებრაელის დაწყევლილი ხომ არ ხართ ? გესმათ სხვისიც იქნებ კარგს გეუბნებიან რაიმეს?smile.gif

არადა რა მარტივი პოზიცია გიჭირავთ დაცვა არც უნდა გაგჭირვებოდათ. აი მე კი რასაც გიჩიჩინებთ რთული მოსატანი გამიხდა თქვენამდე. მაგრამ თქვენ არაფერ შუაში ხართ ჩემი არჩევანია. სიმართლე ვთქვა გზაში ხელიც კი ჩავიქნიე რამოდენიმეჯერ და აი ახლა უკვე საბოლოოდsmile.gif

Posted by: t-90 6 Feb 2018, 22:45
beqa1971
QUOTE
არადა რა მარტივი პოზიცია გიჭირავთ დაცვა არც უნდა გაგჭირვებოდათ. აი მე კი რასაც გიჩიჩინებთ რთული მოსატანი გამიხდა თქვენამდე. მაგრამ თქვენ არაფერ შუაში ხართ ჩემი არჩევანია. სიმართლე ვთქვა გზაში ხელიც კი ჩავიქნიე რამოდენიმეჯერ და აი ახლა უკვე საბოლოოდ

არადა ელემენტარულია ხო?
მეცხრამეტე საუკუნემდე საზოგადოების განათლების დონე იყო ნოლი.
თავადებმაც წერა კIთხვა არ იცოდნენ.
მაგრამ მაშინაც იყვნენ მაღალი დონის ელიტები რომლებიც ქვეყნებსაც ანვითარებდნენ.
ანუ
საზოგადოების და განათლების დონე არაფერ შუასი ყოფილა იმასთან რასაც მე ვიძახი ხო?

Posted by: nigo 7 Feb 2018, 06:38
t-90
QUOTE
თავადებმაც წერა კIთხვა არ იცოდნენ.

ეს უკვე საიდან მოიტანე?

ყველა შეთქმულება თუ რევოლუციის მამოძრავებელი ძალა ნასწავლი ხალხი იყო. ან თავად-აზნაურობა ან მღვდლის შვილები.
გინდა ქართველებში ,გინდა სხვა.
ებრაელი ბოლშევიკების უმეტესობა რაბინის შვილები იყვნენ ანუ განათლებული და ნასწავლები.

თბილისის და გორის სასულიერო სემინარია აიღე.

ადრე ახლა რომ ხელოვნების მუზეუმია იქ იყო და ზუსტად იმ მოტივით გადაიტანეს დასაკარგავში(ასე იყო მაშინ) დღევანდელი მე-9 საავადმყოფოს შენობაში, რომ ცენტრისთვის მოეშორებინათ.
და ეს განათლებული ხალხი იყოლიებდა შემდეგ გაუნატლებელ მასას.

ახლაც , საუკუნეების შემდეგ იგივე უნდა მმართველ ძალას, ადვილად სამართავი მასა,ამიტომაცაა საჭირო საზოგადოების განათლება, კრიტიკული აზროვნება და იმის შეგნება, რომ ის შენზე მეტი არ არის.
განათლება არის თავისუფლება , მოდი შევთანხმდეთ და დავასრულოთ smile.gif
ფულიც თავისუფლებაა პირველ რიგში, ძალიან დიდი თავისუფლება .

Posted by: t-90 7 Feb 2018, 09:24
nigo
QUOTE
ყველა შეთქმულება თუ რევოლუციის მამოძრავებელი ძალა ნასწავლი ხალხი იყო. ან თავად-აზნაურობა ან მღვდლის შვილები.
გინდა ქართველებში ,გინდა სხვა.
ებრაელი ბოლშევიკების უმეტესობა რაბინის შვილები იყვნენ ანუ განათლებული და ნასწავლები.

ყველა შეთქმულება-რევოლუციის მამოძრავებელი ძალა იყო ან გარე სპეცსამსახურების დახმარება ან შიდა ფრაქციული განხეთქილება.
ბოლშევიკებს რაც შეეხება მაგათმა მოახდინეს გადატრიალება ნოემბერში და არა რევოლუცია.
რევოლუცია მოხდა თებერვალში. ისიც ადგილობრივი კონკრეტული დიდგვაროვნების, სამხედროების და ა.შ. მიერ. გერმანიის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული აქციის (პლომბიროვანი ვაგონების) დახმარებით და იზრაილ ლაზარევიჩ გელფანდისთვის გოტლიბ ფონ იაგოვის მიერ გადაცემული ფულით.
QUOTE

თბილისის და გორის სასულიერო სემინარია აიღე.

და რა მერე?
რამდენი ხანი იფუნქციონირა მარქსისტულმა წრეებმა მანდ როგორ გგონიათ?
არც ისე დიდი ხანი.
და ეგ მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც ბოლშევიკებმა
QUOTE
ადრე ახლა რომ ხელოვნების მუზეუმია იქ იყო და ზუსტად იმ მოტივით გადაიტანეს დასაკარგავში(ასე იყო მაშინ) დღევანდელი მე-9 საავადმყოფოს შენობაში, რომ ცენტრისთვის მოეშორებინათ.
და ეს განათლებული ხალხი იყოლიებდა შემდეგ გაუნატლებელ მასას.

ხელოვნების მუზეუმი პუშკინის სკვერთან იყო? ცეკავშირის შენობის გვერდით?
და ხელოვნების მუზეუმი რა? გადატანა თუ უნდოდათ ბიბლიოთეკა უნდა გადაეტანათ.

QUOTE
ახლაც , საუკუნეების შემდეგ იგივე უნდა მმართველ ძალას, ადვილად სამართავი მასა,ამიტომაცაა საჭირო საზოგადოების განათლება, კრიტიკული აზროვნება და იმის შეგნება, რომ ის შენზე მეტი არ არის.

განათლება საჭიროა რა თქმა უნდ.
სხვა თუ არაფერი მუშახელის კვალიფიკაციის დონემდე მაინც.
მაგრამ ეგეც ილუზიაა რო ის შენზე მეტი არ არის.
არის იმიტომ რომ ამს აქვს გავლენა და ფული.
რა თქმა უნდა არა პიროვნულ დონეზე.
QUOTE
განათლება არის თავისუფლება , მოდი შევთანხმდეთ და დავასრულოთ smile.gif
ფულიც თავისუფლებაა პირველ რიგში, ძალიან დიდი თავისუფლება .

ნწუ.
განათლება არის განათლება.
რაც ფრიად კარგი რამეა, მაგრამ ის არაა რაც თქვენ გგონიათ.
ძალიან მაგარი სცენაა, ინგლისური თქვენ იცით როგორც მახსოვს და თუ ვცდები რუსულადაც მოგიძებნით.

Posted by: beqa1971 7 Feb 2018, 11:14
nigo
ჩვეულებრივ ეტატიზმს ქადაგებს ყმაწვილი, ეჭვი მაქვს რომ ათათურქის ფანია.
კიდე კარგი ნაციონალიზმით არ აზავებს თორე "ჰაილ"-ის ძახილს დაგვაწყებინებდა smile.gif

Posted by: Lemshveniera 7 Feb 2018, 18:22
QUOTE (beqa1971 @ 7 Feb 2018, 11:14 )
ჩვეულებრივ ეტატიზმს ქადაგებს ყმაწვილი, ეჭვი მაქვს რომ ათათურქის ფანია.
კიდე კარგი ნაციონალიზმით არ აზავებს თორე "ჰაილ"-ის ძახილს დაგვაწყებინებდა smile.gif

t-90,
აჰა! ეს გინდოდა? biggrin.gif

ერთადერთ კითხვას ვსვამ და ხალხი ცოცხალი თავით არ მპასუხობს: biggrin.gif
კიდევ დავსვამ:
თუ ასეთი განათლებულები ხართ და თუ განათლებას ამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შეცვლისათვის, შეცვალეთ მერე ქვეყანა. თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს ხელშია. რა გიშლით ხელს? ამდენი განათლებულის ხელში როგორ შეიძლება საქართველო იყოს ჩაფლავებული პროექტი ?
ეს ფაქტი ცოტა ალოგიკური არ გეჩვენებათ?

nigo,
თქვენ სამყაროს ხედავთ ისევ და ისევ ინდივიდის თვალით. განზოგადება გიჭირთ. ანუ ის ფაქტი, რომ პრესტიჟული ბიზნესსქულ დამთავრებული საქართველოში უმუშევარი არ რჩება, თქვენთვის არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა წინ მიდის.
საზოგადოების თვალითაც შეხედეთ ხოლმე მოვლენებს.
ვახ, რა ინდივიდუალისტია ეს ხალხი.
დაჟე აღარც მჯერა, ოდესმე სახელმწიფოს თუ ვქმნიდით ქართველები. biggrin.gif

Posted by: t-90 7 Feb 2018, 19:51
beqa1971
QUOTE
ჩვეულებრივ ეტატიზმს ქადაგებს ყმაწვილი, ეჭვი მაქვს რომ ათათურქის ფანია.
კიდე კარგი ნაციონალიზმით არ აზავებს თორე "ჰაილ"-ის ძახილს დაგვაწყებინებდა

ჰმ.
ეტატიზმი და ელიტიზმი ვერ გაგირჩევიათ და რაღაზეა საუბარი? biggrin.gif
Lemshveniera
QUOTE
თუ ასეთი განათლებულები ხართ და თუ განათლებას ამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შეცვლისათვის, შეცვალეთ მერე ქვეყანა. თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს ხელშია. რა გიშლით ხელს? ამდენი განათლებულის ხელში როგორ შეიძლება საქართველო იყოს ჩაფლავებული პროექტი ?
ეს ფაქტი ცოტა ალოგიკური არ გეჩვენებათ?

აბსურდია და იმიტომ.
განათლებული ნიგო, მე, შენ და ბექა ვართ ჩვენი ახლობლებისთვის.
ფულიც იმდენი გვაქვს რომ გვეყოს რო ვიცხოვროთ.
არა იმდენი რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოვახდილოთ.
ანუ
პირადი თავისუფლება და სახელმწიფოებრივი პოლიტიკაში მონაწილეობა უნდა გაირჩეს.
QUOTE
აჰა! ეს გინდოდა?

არა ნუ გადამრევს ეს ხალხი biggrin.gif

Posted by: beqa1971 7 Feb 2018, 20:12
როცა ვინმე კითხვას სვავს და ამ კითხვაზე, პასუხის მოსმენა სურს, კითხვაშივე ჩადებულ აშკარა სკეპტიციზმს,, მთლად კარგ ტონად ვერ ჩაუთვლით, მაგრამ ნუ მოსულაsmile.gif, რაც შეეხება სარკაზმს, როგორც წესი არავითარ მოტივაციას არ იძლევა მოპასუხისთვისsmile.gif.ხომ გესმით, წყლის ნაყვაა ან რიტორიკულ კითხვად რჩება.

თავიდან სცადეთ , კითხვა გულწრფელად დასვით.

QUOTE
ჰმ.
ეტატიზმი და ელიტიზმი ვერ გაგირჩევიათ და რაღაზეა საუბარი?

smile.gif up.gif

Posted by: Lemshveniera 7 Feb 2018, 21:09
QUOTE (beqa1971 @ 7 Feb 2018, 20:12 )
როცა ვინმე კითხვას სვავს და ამ კითხვაზე, პასუხის მოსმენა სურს,  კითხვაშივე ჩადებულ აშკარა სკეპტიციზმს,, მთლად კარგ ტონად ვერ ჩაუთვლით, მაგრამ  ნუ მოსულაsmile.gif,

რა შუაშია სკეპტიციზმი და კარგი ტონი?
მივყვეთ თქვენს აზრებს: განათლება ქმნის უკეთეს ქვეყანას.
ანუ თუ შევხედავთ საქართველოს ყოველმხრივ ჩაფლავებულ მაჩვენებლებს, გამოდის, რომ საქართველო დასახლებულია ტოტალურად გაუნათლებელი ხალხით.

ასეა? მეთანხმებით?

Posted by: t-90 7 Feb 2018, 22:40
Lemshveniera
QUOTE
რა შუაშია სკეპტიციზმი და კარგი ტონი?
მივყვეთ თქვენს აზრებს: განათლება ქმნის უკეთეს ქვეყანას.
ანუ თუ შევხედავთ საქართველოს ყოველმხრივ ჩაფლავებულ მაჩვენებლებს, გამოდის, რომ საქართველო დასახლებულია ტოტალურად გაუნათლებელი ხალხით.

ასეა? მეთანხმებით?

ხო ისა.
რატომღაც ეს განათლებული და თავისუფალი ხალხი ადგილზე კი არ ცვლის სიტუაციას არამედ პლავნად მიემართება დასავლეთსტანისკენ. biggrin.gif

Posted by: beqa1971 8 Feb 2018, 00:02
Lemshveniera
QUOTE
რა შუაშია სკეპტიციზმი და კარგი ტონი?

კითხვაში სკეპტიციზმი იგულისხმება, ანუ პრედეტერმინაცია სადაც მოპასუხის უნარში აპრიორი ეჭვი შეგაქვთ რომ პასუხად რაიმე ღირებულს მოისმენთ.
"პოლიტიკიდან" თუ გადმოგყვათ არაუშავს, დაივიწყეთ smile.gif

QUOTE
მივყვეთ თქვენს აზრებს

არ არის ეს ჩემი აზრები, საკმაოდ გავრცელებული აზრებია უჩემოდაც :
QUOTE
განათლება ქმნის უკეთეს ქვეყანას.

დიახ, და მეტიც განათლება და განვითარება ამგვარ კონტექსტში თითქმის სინონიმებია.
QUOTE
ანუ თუ შევხედავთ საქართველოს ყოველმხრივ ჩაფლავებულ მაჩვენებლებს, გამოდის, რომ საქართველო დასახლებულია ტოტალურად გაუნათლებელი ხალხით.

ცოტა უტრირებული შეფასებაა, მათ შორის "ყოველმხრივ ჩაფლავებულიც"
მაგრამ ცხადია რომ, საქართველოში განათლების დონე არ არის იმისთვის საკმარისი რომ მმართველი ელიტა მოწოდების სიმაღლეზე ჰყავდეს ამ შემთხვევაში "მოწოდების სიმაღლედ" ევროპა ვიგულისხმოთ. და ცოტა ბრტყლად გამომივიდა ეხლა smile.gif და ახლოსაც არაა სიმართლე რომ ვთქვათ ჯერ ჯერობით, სამწუხაროდ.

Posted by: Lemshveniera 8 Feb 2018, 00:07
QUOTE (t-90 @ 7 Feb 2018, 22:40 )
რატომღაც ეს განათლებული და თავისუფალი ხალხი ადგილზე კი არ  ცვლის სიტუაციას არამედ  პლავნად მიემართება დასავლეთსტანისკენ. biggrin.gif

აგრობიზნესის თემები გადავათვალიერე.
რა მონდომებულია ხალხი და როგორ ახრჩობენ ამ დარგს.
მერე გადმოდგება ვინმე "მე ინგლისში ვსწავლობდი" ელიტის წარმომადგენელი და ჭკუას დაგარიგებს, რომ სოფლის მეურნეობას თურმე ფული არ მოაქვს.

ამ დროს, რა ფულს ვაძლევ ორგანიკ ბოსტნეულში... ვაააავა! სულ ეგ მისუფთავებს ჯიბეებს.
მარტო ამ დარგის გათავისუფლებისთვის ღირს ელიტის დაფორმატება, მარა ვინაა პატრონი?
საქართველოში იდეალური პირობებია სოფლის მეურნეობისთვის. boli.gif
beqa1971
QUOTE
ცოტა უტრირებული შეფასებაა, მათ შორის "ყოველმხრივ ჩაფლავებულიც"

1 დარგი დაასახელეთ, რომელიც არაა ჩაფლავებული.
QUOTE
საქართველოში განათლების დონე არ არის იმისთვის საკმარისი რომ
QUOTE
"მოწოდების სიმაღლედ" ევროპა ვიგულისხმოთ
ანუ სერიოზულად გჯერათ, რომ საშუალო ევროპელი უფრო განათლებულია ვიდრე საშუალო ქართველი?

Posted by: beqa1971 8 Feb 2018, 00:22
Lemshveniera

QUOTE
1 დარგი დაასახელეთ, რომელიც არაა ჩაფლავებული.

სანამ დარგს დაგისახელებთ "ჩაფლავებულის" დეფინიცია განვსაზღვროთ.
QUOTE
ანუ სერიოზულად გჯერათ, რომ საშუალო ევროპელი უფრო განათლებულია საშუალო ქართველზე?

ამას სერიოზულად მეკითხებით? ანუ ილიაუნი და სორბონა დავატოლოთ ერთმანეთს? თუ რა ვქნათsmile.gif

* * *
სადაც სწავლა განათლება ხარისხიანია იქ რომ ქვეყანა მეტად განვითარებულია ამაზე ვკამათობთ?
და სადაც ბნელა იქ რომ ალაჰ აკბარს ყვირიან და თავს იფეთქებენ ეს საკამათოა?
წვიმაში და ქარში და წკვარამში მრევლი რომ წმინდანის სახლთან დგას და უმღერის ეს საშუალო ქართველი გყავთ მხედველობაში?
შედით ნებისმიერ ევროპულ ფორუმზე აი ამის მსგავსზე თუნდაც და წაიკითხეთ რამდენიმე გვერდი ნებისმიერ თემაზე, და მერე შეადარეთ მპოსტავების განათლება ერთმანეთს.

Posted by: Lemshveniera 8 Feb 2018, 00:45
beqa1971
სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ. თქვენც ხომ იცით, რომ პროექტი "დამოუკიდებელი საქართველო" ჩაფლავდა.
ილიაუნი და სორბონა რა შუაშია? მე გკითხეთ საშუალო ქართველზე და საშუალო ევროპელზე.
საშუალო ევროპელები სორბონას არ ამთავრებენ.

აი თქვენ რომ სხვაზე განათლებული ხართ, ამით ქვეყანა წინ რატომ ვერ მიდის?აი ამ კითხვაზე თუ გაქვთ პასუხი.

ჩემი დასკვნა: თქვენ დასავლეთში საერთოდ არ ყოფილხართ.

Posted by: beqa1971 8 Feb 2018, 01:30
Lemshveniera
QUOTE
ჩემი დასკვნა: თქვენ დასავლეთში საერთოდ არ ყოფილხართ.

მე თუნდაც ობშვკვითს არ გავცდენილვარ, ეგ არ არის მნიშვნელოვანი smile.gif
მნიშვნელოვანი ის არის რომ მაშინ როდესაც გადაწყვეტილებას იღებდით და გაცლა ამჯობინეთ ,ჩათვალეთ რომ მარტო იყავით და ყველას ეკიდა რასაც ცდილობდით.
მაგრამ სწორედ ეს ავად სახსენებელი სამოქალაქო საზოგადოებაა ასეთ მომენტებში თქვენნაირების ზურგია და "სადაც არა სჯობს მაგივრად" ,მოქმედების სტიმულს აძლევს და შედეგებამდე მიდის.
თქვენს ფრაზაშივე ჩანს ეს ამბავი
QUOTE
მე კაი ხნის წინ მივხვდი, რომ ქვეყანას არაფერში სჭირდებოდა ჩემისთანა ხალხი

ქვეყანას და არა ელიტას.
ელიტას რო ეკიდა ეს თქვენთვის ისედაც ცხადი იყო..

მაგრამ ეს ეხლა თქვენ არ გესმით და "ჩაფლავებულ პროექტზე" საუბრობთ სადაც ჩაფლავების მიზეზებს გუგული მაღრაძეში ხედავთ.

Posted by: t-90 8 Feb 2018, 02:44
Lemshveniera
QUOTE
აგრობიზნესის თემები გადავათვალიერე.
რა მონდომებულია ხალხი და როგორ ახრჩობენ ამ დარგს.
მერე გადმოდგება ვინმე "მე ინგლისში ვსწავლობდი" ელიტის წარმომადგენელი და ჭკუას დაგარიგებს, რომ სოფლის მეურნეობას თურმე ფული არ მოაქვს.

ამ დროს, რა ფულს ვაძლევ ორგანიკ ბოსტნეულში... ვაააავა! სულ ეგ მისუფთავებს ჯიბეებს.
მარტო ამ დარგის გათავისუფლებისთვის ღირს ელიტის დაფორმატება მარა ვინაა პატრონი?

საქართველოში იდეალური პირობებია სოფლის მეურნეობისთვის.

სოფლის მეურნეობას დიდი ფული მართლაც არ მოაქვს.
მაგრამ სულ არაობას სჯობია.
ახლა რა თქმა უნდა რო მეცნიერებას და მრეწველობას აცილებით დიდი ფული მოაქვს.
მაგრამ რეალურად ჯერ სოფლის მეურნეობით უნდა დაიწყო რო მეცნიერებამდე მიხვიდე.
აქ არაფერი არ არის.
beqa1971
QUOTE
დიახ, და მეტიც განათლება და განვითარება ამგვარ კონტექსტში თითქმის სინონიმებია.

ისტორიული მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ.
კუბა ამარაგებს სამედიცინო კადრებით ამერიკას.
ნუ ინდოეთი კიდე ბევრი რამის კადრებით ამარაგებს.
განათლება გაცილებით მაღალ დონეზეა წილხვედრზე.
მერე რა?
რომელი ერთია განვითარებული?
QUOTE
მაგრამ ცხადია რომ, საქართველოში განათლების დონე არ არის იმისთვის საკმარისი რომ მმართველი ელიტა მოწოდების სიმაღლეზე ჰყავდეს ამ შემთხვევაში "მოწოდების სიმაღლედ" ევროპა ვიგულისხმოთ. და ცოტა ბრტყლად გამომივიდა ეხლა smile.gif და ახლოსაც არაა სიმართლე რომ ვთქვათ ჯერ ჯერობით, სამწუხაროდ.

კი ახლოსაც არაა სიმართლე.
იმიტომ რომ მმართველი ელიტის დონე რო პლებსის, ექუიტების და პროლეტარიატების განათლებაზე იყოს დამოკიდებული არასდროს განვითარდებოდა იმ დონემდე რა დონეზედაც ეხლაა.
beqa1971
QUOTE
ადაც სწავლა განათლება ხარისხიანია იქ რომ ქვეყანა მეტად განვითარებულია ამაზე ვკამათობთ?
და სადაც ბნელა იქ რომ ალაჰ აკბარს ყვირიან და თავს იფეთქებენ ეს საკამათოა?
წვიმაში და ქარში და წკვარამში მრევლი რომ წმინდანის სახლთან დგას და უმღერის ეს საშუალო ქართველი გყავთ მხედველობაში?
შედით ნებისმიერ ევროპულ ფორუმზე აი ამის მსგავსზე თუნდაც და წაიკითხეთ რამდენიმე გვერდი ნებისმიერ თემაზე, და მერე შეადარეთ მპოსტავების განათლება ერთმანეთს.

ანუ მაინც ელიტის განათლებაზე მიდის საუბარი ხო?
აბა ოქსბრიჯში და ivy leagueში ჩვეულებრივი ხალხი ვერ ხვდება.
ან ელიტოვიჩები და ან მომავალი ელიტები არიან მანდ.

რაც შეეხება ევროპულ ფორუმებს ინგლისურენოვანზე და ფრანგულენოვანზე შემიძლია გითხრათ რომ დიდი არაფერი სხვაობაა.
ერთადერთი ტექნიკური ფორუმებია უფრო მაღალი დონის ისიც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ინგლისურენოვანი მთელ მსოფლიოს მოიცავს. ფრანგული მანდაც დიდად მაღლა არ დგას ჩვენსაზე. რუნეტი კიდე ვაბსემც ჯობია ფრანგულს ტექნიკურ დარგში.
თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ჩვენ სულ 3 ლიმონი ვართ ისიც სავარაუდოდ არასრული.

გარდა ამისა საქართველოში თემატური ფორუმები არც თუ ისე გავრცელებული ფენომენია. ის კი არა ერთადერთი აქტიური ფორუმი ესაა. აქედანაც ნახევარზე მეტი დაპორტირდა
QUOTE
სწორედ ეს ავად სახსენებელი სამოქალაქო საზოგადოებაა ასეთ მომენტებში თქვენნაირების ზურგია და "სადაც არა სჯობს მაგივრად" ,მოქმედების სტიმულს აძლევს და შედეგებამდე მიდის.

რა აქტორები შეადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას?
ვინ ახდენს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის უზრუნველყოფას როგორც ფინანსურად ისე ინფორმაციულად? ან ვინ და რატომ შეიძლება მოახდინოს მისი ჩამოყალიბების უზრუნველყოფა?
მიზეზებს, მიზნებს, აქტორებს, ფინანსებს, ინფორმაციულ უზრუნველყოფას დაუკვირდით.
ჰაერიდან არ ჩნდება არაფერი.

ლემშვენიერას ზურგი კი არა სამოქალაქო საზოგადოებაა იმ ქვეყანაში არამედ სწორად მოწყობილი სისტემა სადაც დაფასება, წინსვლა და წარმატება მის შრომასა და უნარებზეა დამოკიდებული გარკვუელ ფარგლებში მაინც.

Posted by: nigo 8 Feb 2018, 13:00
QUOTE (Lemshveniera @ 8 Feb 2018, 00:45 )
beqa1971
სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ. თქვენც ხომ იცით, რომ პროექტი "დამოუკიდებელი საქართველო" ჩაფლავდა.
ილიაუნი და სორბონა რა შუაშია? მე გკითხეთ საშუალო ქართველზე და საშუალო ევროპელზე.
საშუალო ევროპელები სორბონას არ ამთავრებენ.

აი თქვენ რომ სხვაზე განათლებული ხართ, ამით ქვეყანა წინ რატომ ვერ მიდის?აი ამ კითხვაზე თუ გაქვთ პასუხი.

QUOTE
სადაც სწავლა განათლება ხარისხიანია იქ რომ ქვეყანა მეტად განვითარებულია ამაზე ვკამათობთ?
და სადაც ბნელა იქ რომ ალაჰ აკბარს ყვირიან და თავს იფეთქებენ ეს საკამათოა?
წვიმაში და ქარში და წკვარამში მრევლი რომ წმინდანის სახლთან დგას და უმღერის ეს საშუალო ქართველი გყავთ მხედველობაში?
შედით ნებისმიერ ევროპულ ფორუმზე აი ამის მსგავსზე თუნდაც და წაიკითხეთ რამდენიმე გვერდი ნებისმიერ თემაზე, და მერე შეადარეთ მპოსტავების განათლება ერთმანეთს.

ჩემი დასკვნა: თქვენ დასავლეთში საერთოდ არ ყოფილხართ.

სულ სხვაგან ხართ. ვერც კი წარმოიდგენთ,როგორ ხართ აცილებული იმ თემას, რომელიც გაწუხებთ.ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.

Posted by: Lemshveniera 8 Feb 2018, 18:23
QUOTE (t-90 @ 8 Feb 2018, 02:44 )
სოფლის მეურნეობას დიდი ფული მართლაც არ მოაქვს.
მაგრამ სულ არაობას სჯობია.
ახლა რა თქმა უნდა რო მეცნიერებას და მრეწველობას აცილებით დიდი ფული მოაქვს.
მაგრამ რეალურად ჯერ სოფლის მეურნეობით უნდა დაიწყო რო მეცნიერებამდე მიხვიდე.
აქ არაფერი არ არის.

სოფლის მეურნეობას ხელოვნურად ახრჩობენ. yes.gif იმპორტით ფულს შოულობს ვიღაც. რაში აწყობს ადგილობრივის განვითარება?
პლიუს ამას, ამდენი გრანტი რომ შემოდის, ვიღა მოგცემს, თუ განვითარდი და სული მოითქვი? ხოდა აწყობთ საქართველო იყოს მუდამ ღატაკი. ის გრანტები ხომ გუგული მაღრაძეების ჯიბეებში ჩადის. აბა რეგიონებს არაფერი ეტყობა.

უკვე მერამდენე თემაში მიწევს იმის მტკიცება, რომ საშუალო ევროპელი არაფრით აღემატება საშუალო ქართველს.
ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში. მე მივდივარ და აწი თქვენ გააგრძელეთ საუბარი პეპლებზე და ცისარტყელებზე.

ამ თემაში დავრწმუნდი, რომ საქართველო თურმე ჩაფლავებული პროექტი არაა და საქართველოში ცხოვრება ერთობ საამურია. biggrin.gif

P.S. ხო, ამ კაცს - t-90-ს გაუფრთხილდით. ჭკვიანურ რაღაცეებს ამბობს.

Posted by: Mako Subladze 8 Feb 2018, 18:46
Lemshveniera
QUOTE
ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში.

არ წახვიდე.

Posted by: beqa1971 8 Feb 2018, 20:05
QUOTE
არ წახვიდე.

+

Lemshveniera

და რა გაჩხუბებთ?smile.gif

QUOTE
აი თქვენ რომ სხვაზე განათლებული ხართ, ამით ქვეყანა წინ რატომ ვერ მიდის?აი ამ კითხვაზე თუ გაქვთ პასუხი.

biggrin.gif

Posted by: t-90 8 Feb 2018, 21:37
Lemshveniera
QUOTE
სოფლის მეურნეობას ხელოვნურად ახრჩობენ.  იმპორტით ფულს შოულობს ვიღაც. რაში აწყობს ადგილობრივის განვითარება?
პლიუს ამას, ამდენი გრანტი რომ შემოდის, ვიღა მოგცემს, თუ განვითარდი და სული მოითქვი? ხოდა აწყობთ საქართველო იყოს მუდამ ღატაკი. ის გრანტები ხომ გუგული მაღრაძეების ჯიბეებში ჩადის. აბა რეგიონებს არაფერი ეტყობა.

იდეაში ადგილობრივით ურო მეტ ფულს იშვოიან მაგრამ ტვინი უნდა მაგას.
მაგრამ ცოტა ჭკუა უნდა მაგას.
QUOTE
უკვე მერამდენე თემაში მიწევს იმის მტკიცება, რომ საშუალო ევროპელი არაფრით აღემატება საშუალო ქართველს.
ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში. მე მივდივარ და აწი თქვენ გააგრძელეთ საუბარი პეპლებზე და ცისარტყელებზე.

ნუ რადიკალურობ.
დამშვიდდი და დარჩი აქ.
QUOTE
ხო, ამ კაცს - t-90-ს გაუფრთხილდით. ჭკვიანურ რაღაცეებს ამბობს.

ვინ გაგიფრთხილდება თუ ქალი ხარ biggrin.gif

Posted by: Nostalgia34 9 Feb 2018, 02:34
QUOTE
ვინ გაგიფრთხილდება თუ ქალი ხარ

მე გიფრთხილდები...ხომ ხედავ,არ გეჩხუბები?! t-90 biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
სოფლის მეურნეობას ხელოვნურად ახრჩობენ.

დიახ! მშვენიერო Lemshveniera

აი,თუ დავხედავთ აშშ-ს ან ევროპის,მაგ.გერმანიის სატელიტურ რუკას,
ტერიტორიის რა ნაწილი უჭირავს ყანებს?! up.gif

QUOTE
უკვე მერამდენე თემაში მიწევს იმის მტკიცება, რომ საშუალო ევროპელი არაფრით აღემატება საშუალო ქართველს.

ახლა,მე არ ვიცი საშუალო ვარ თუ საშუალოზე მაღალი,
მაგრამ ,ნამდვილად არ დავიწყებ იმის მტკიცებას,რომ ერთი ცხვირი მაქვს?! biggrin.gif

QUOTE
აი თქვენ რომ სხვაზე განათლებული ხართ, ამით ქვეყანა წინ რატომ ვერ მიდის?

ოოო,ქვეყანას რომ ყავდეს 300 ან 100-ოდე მაინც beqa1971,t-90,nigo...
ასეთი ქვეყანა არასოდეს არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში...
სამწუხარო მხოლოდ ისაა, როგორი ცოტაა ასეთები?! mo.gif

Knowledge is power!!!

როკის ბრიჯიტ ბარდო - KIM WILDE love.gif

user posted image

https://www.youtube.com/watch?v=HVbOeUSGTEw
Kim Wilde- Born To Be Wild

Posted by: t-90 9 Feb 2018, 06:15
Nostalgia34
QUOTE
მე გიფრთხილდები...ხომ ხედავ,არ გეჩხუბები?!

კი ნამდვილად. თნა დიდი ხანია, რაც ეს თემა არსებობს მგონი biggrin.gif 2kiss.gif
QUOTE
ოოო,ქვეყანას რომ ყავდეს 300 ან 100-ოდე მაინც beqa1971,t-90,nigo...
ასეთი ქვეყანა არასოდეს არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში...
სამწუხარო მხოლოდ ისაა, როგორი ცოტაა ასეთები?! mo.gif

სასოწარკვეთა არაფერ შუაშია.
ბექა ნიგო მე და ლემშვენიერა კარგები ვართ, მაგრამ ჩვენი კარგობა სანათესაოს სამეგობროს და აგერ უკვე ფორუმ-ფეისბუქებს არ ცდება.
ქვეყნის ბედზე ჩვენი გავლენა ნოლია.
ლემშვენიერა დაპორტირდა დასავლეთსტანში
მეც ალბათ ცოტა ხანში დავპორტირდები(აქამდე რატო არ გავაკეთე ამაზე ვბრაზდები ჩემ თავზე) ნუ დაბრუნების პერსპექტივით მარა კაცმა არ იცის ეიძლება გამიტკბეს იქაურობა biggrin.gif

Posted by: nigo 9 Feb 2018, 07:25
t-90
QUOTE
ჩვენი კარგობა სანათესაოს სამეგობროს და აგერ უკვე ფორუმ-ფეისბუქებს არ ცდება.
ქვეყნის ბედზე ჩვენი გავლენა ნოლია.

არ არის ასე .იცი შენ რომ ჩემს ოჯახსაც შეეძლო ამერიკაში დარჩენა და სხვათაშორის პროფესიით მუშაობა,რაც ძალიან დიდი ხიბლი იყო მაშინ.
ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ. საერთოდ უზრუნველყოფილი ვიქნებოდი ცხოვრების ბოლომდე.
მაგრამ არიან ადამიანები,რომელთაც აქ უნდათ ცხოვრება.

ასეთია ჩემი უფროსი შვილი,ცოტა მერიდება ახლა , მაგრამ ორი მაგისტრატურა აქვს დამთავრებული და აქედან ერთი-ჰარვარდი .პირველიც ამერიკაში მასკის პროგრამით, უფასოდ. კონკურსში გაიმარჯვა.
ჰარვარდი მთელი ფული სამსახურმა გადაუხადა და სამი წელი ,იქ უნდა იმუშავოს , ასეთი იყო კონტრაქტის პირობები. .ორივე მუშაობს 19 წლიდან, ისე რომ მათი მუშაობის საჭიროება არ იყო ოჯახში.
უმცროს საერთოდ არ უნდა ა რც წასვლა.არც სწავლა შეაჩერა სტატუსი და დღე და ღამე მუშაობს.მე კი ჭკუაზე არ ვარ ,მაგრამ მეუბნებაროცა დამჭირდება ,მივხედავ,ახლა დროის კარგვის მეტი არაფერიაო., შვილებს შორის 19 წელია განსხვავება და ამიტომ მე ვტრიალებ 3 თაობის არეალში, ვიცნობ მათ მეგობრებს.ვინც კვალიფიციურია და პროფესიონალი, ყველა კარგად ცხოვრობს და საზღვარგარეთ დადიან სიამოვნების გულისთვის.
რატომ გამორიცხავთ,რომ არიან ადამიანები,რომელთაც არ უნდათ წასვლა.
ერთადერთი მინუსი ისაა,რომ ეს ახალგაზრდები არ წავლენ პოლიტიკაში და შესაბამისად რამის შეცვლის ბერკეტი არ ექნებათ.სამაგიეროდ საზოგადოების ის ნაწილი იქნება, რომელიც გააპროტესტებს და წინ წამოწევს ქვეყნისთვის აუცილებელ პრობლემებს , თანაც ისე რომ არც სამსახურის დაკარგვის შეეშინდებათ და არც კარიერის გაფუჭების.
რამდენჯერ უნდა დავწერო. 27 წელი ჩემთვისაა ბევრი, გავიდა ცხოვრება ,თორემ ისტორიისთვის წამია. გაიხსენეთ ,სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა. ძალიან მდორედ, ნელი ტემპით, მაგრამ ქვეყანა მაინც წინ მიდის. ასოცირებულობაზე ხელის მოწერა ბევრ რამეს გვავალდებულებს და კიდევ კარგი, მთავრობა ვალდებულია, გაუწიოს ანგარიში. არც ვიზალიბერალიზაციაა ხელწამოსაკრავი ფაქტი.
ვისაც უნდა სწავლა, თუნდაც საზღვარგარეთ, ამის უფასო საშუალებაც არის ,იგივე მასკის პროგრამით(ჩემი უფროსი იყო) დაადის, სოროსის და ა.შ.
ვისაც უნდა მუშაობა , ისიც იშოვის სამსახურს ,ოღონდ თავიდანვე დეპარტამენტის შეფებად და კომერციულ დირექტორებად არავინ დანიშნავს,
კი ,ბევრი პრობლემაა, ნეპოტიზმი, გაჭირვება, სოციალური დაუცველობა, მაგრამ მთავარი ისაა, არ არის ყველასთვის სავალდებულო უმაღლესი განათლება.
პროფესიული კოლეჯები და რეალურად გამოსადეგი სპეციალობები .აგრონომი არ გვყავს, ენერგეტიკოსები, მამაჩემის თაობა მიდის და ახლები არ ჩანან. ინჟინრებზე კიდევ უარესი. ჩემი ძმის საამშენებლო ფირმა თვალის ჩინივით ეძებს ახალგაზრდებს და ასაკობრივი წყვეტაა ,არ არიან ახალგაზრდა ინჟინრები.მხოლოდ იურიდიული, ეკონომიკური,არქიტექტურა და მერე ,რასაკვირველია სამსახურს ვერ იშოვიან ამ პატარა ქვეყანაში.

სოფლის მოსახლეობას რაც შეეხება, ახალგაზრდებს არ უნდათ მუშაობა, დღიურ 25 მანეთიან სამუშაოზე, გეტყვიან არ გვიღირსო და ეყრებიან ბირჟაზე ლარიანი არყის სმით. სამაგიეროდ ,აგერ ინდოელებს დაიქირავებ და ჭიანჭველებივით იმუშავებენ, დაუზარებლად და პატიოსნად.
ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და ამასთანავე ძალიან ბევრი შანსი, რაც ჩემს თაობას არ ჰქონდა.
სულ ორი თვის წინ ჩემი მეგობრის შვილს მთლიანად დაუფინანსა პრემიერ-მინისტრის ფონდმა მადრიდში მაგისტრატურა, გოგოა. და არა მარტო მას. სხვებსაც, ვინც გაირა კონკურსი და ტესტები.ჩემ დროს რომ ასეთი საშუალება ყოფილიყო. მაქსიმუმი იყო იენა და რუსეთი. იქაც ოჯახს ფული უნდა ჰქონოდა,რომ შეენახე.

უნდა გამკაცრდეს უმაღლესი სასწავლებლებში მისაღები გამოცდები. უნდა ისწავლოს, მხოლოდ იმან, ვისაც ამის დიდი სურვილი და უნარი აქვს. ეს მასხარაობად ქცეული მაგისტრატურები, რომელიც ჯარიდან თავის დახსნის საშუალებაა აუცილებლად მისახედია. ანუ ისევ იქ ვბრუნდები. განათლების სისტემის პრიორიტეტი.

როცა განათლების იქნება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი ჯანდაცვასთან ერთად, კეკელკა მარიამ ჯაში ვერსადროს გახდება პარალამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, კილაძე ადამიანთა უფლებების და ა.შ.ვერც კი გაბედავენ.

და რაც მთავარია მთავრობაზე უარესი მსხვილი ბიზნესმენები გვყავს, მტაცებლები და მევახშეები. ჩვენი მილიონერებისგან დიდი -დიდი 3-5 კაცს ჰქონდეს ნაშOვნი , დაგროვილი და აწყობილი ბიზნესი საკუთარი შრომით და ნიჭით.ახლა ამას ვერარაფერს უშველი, მაგრამ ნუ ლობირებ მაინც.პრემიერ-მინისტრი რომ ხარ და თან სოციალურ სახელმწიფოსკენ იხრები,ამ დროს ამათ კლანს ემსახურები.

საშუალო და წვრილ ბიზნესს უნდა ხელშეწყობა <თორემ ხაზარაძეს და ფხაკაძეებს ისედაც კარგად აქვთ საქმე და მთავრობის დანაშაულია, მათი ლობირება, მათზე მორგებული კონსტიტუციის მიღება.

ახლა მოგწონთ თუ არ გია ჟორჟოლიანი, სხვაა, მაგრამ როცა კონსტიტუციის 94-ე მუხლისთვის იბრძოდა სრულიად მართალი იყო(შეიძლება მუხლის ნომერი მეშლება)

მოკლედ ,როცა იქნება გვეშველება, მე ახალგაზრდების იმედი მაქვს, ეგაა, მეც მინდა, რომ მოვესწრო.რომ არვის უნდოდეს მინისტრობა, თანამდებობა, ყველა ამას უდიდეს ტვირთად თვლიდეს, არ უნდოდეთ პარლამენტარობა და უდიდესი პასუხისმგებლობა.'
ანუ მიხვდნენ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა და თუ არა მზად ქვეყნის მართვისთვის.
როგორც ზურაბ ავალიშვილი წერს თავის წიგნში, ძლივს შეადგინეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა, რადგან ყველა იაზრებდა უდიდეს ტვირთს და პასუხისმგებლობას . ასეთი ახალგაზრდები მინდა და მოვლენ კიდეც.

Lemshveniera

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაშია ფერები მუქი, შენ საერთოდ შავად ხედავ.
და საშუალო ევროპელის და საშუალო ქართველის განსაზღვრება დაწერე,რომ უკეთ გავერკვეთ რას გულისხმობ.
და კი არ ვიკამათოთ და ნიშნი ვუგოთ ერთმანეთს ,არამედ ვიმსჯელოთ.

საშინელი უძილობა მაქვს. 5-ზე მეღვიძება და სინტაქს-მორფოლოგია,პუნქტუაციაში დამინდეთ.ისე კი ვიცი, მაინც ფილოლოგი ვიყავი ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში smile.gif

Posted by: t-90 9 Feb 2018, 09:01
nigo
nigo
QUOTE
არ არის ასე .იცი შენ რომ ჩემს ოჯახსაც შეეძლო ამერიკაში დარჩენა და სხვათაშორის პროფესიით მუშაობა,რაც ძალიან დიდი ხიბლი იყო მაშინ.
ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ. საერთოდ უზრუნველყოფილი ვიქნებოდი ცხოვრების ბოლომდე.
მაგრამ არიან ადამიანები,რომელთაც აქ უნდათ ცხოვრება.

და რამე შეიცვალა სტრატეგიულ დონეზე?
მაქსიმუმ ტაქტიკურ დონეზეც არა, ლოკალურ დონეზე შეიცვალა რო ერთი კაი ოჯახი დარჩა.
დიდი ბოდიში მაგრამ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ქვეყნის განვითარებაშI ამ საკითხს.
QUOTE
სეთია ჩემი უფროსი შვილი,ცოტა მერიდება ახლა , მაგრამ ორი მაგისტრატურა აქვს დამთავრებული და აქედან ერთი-ჰარვარდი .პირველიც ამერიკაში მასკის პროგრამით, უფასოდ. კონკურსში გაიმარჯვა.
ჰარვარდი მთელი ფული სამსახურმა გადაუხადა და სამი წელი ,იქ უნდა იმუშავოს , ასეთი იყო კონტრაქტის პირობები. .ორივე მუშაობს 19 წლიდან, ისე რომ მათი მუშაობის საჭიროება არ იყო ოჯახში.
უმცროს საერთოდ არ უნდა ა რც წასვლა.არც სწავლა შეაჩერა სტატუსი და დღე და ღამე მუშაობს.მე კი ჭკუაზე არ ვარ ,მაგრამ მეუბნებაროცა დამჭირდება ,მივხედავ,ახლა დროის კარგვის მეტი არაფერიაო., შვილებს შორის 19 წელია განსხვავება და ამიტომ მე ვტრიალებ 3 თაობის არეალში, ვიცნობ მათ მეგობრებს.ვინც კვალიფიციურია და პროფესიონალი, ყველა კარგად ცხოვრობს და საზღვარგარეთ დადიან სიამოვნების გულისთვის.
რატომ გამორიცხავთ,რომ არიან ადამიანები,რომელთაც არ უნდათ წასვლა.
ერთადერთი მინუსი ისაა,რომ ეს ახალგაზრდები არ წავლენ პოლიტიკაში და შესაბამისად რამის შეცვლის ბერკეტი არ ექნებათ.სამაგიეროდ საზოგადოების ის ნაწილი იქნება, რომელიც გააპროტესტებს და წინ წამოწევს ქვეყნისთვის აუცილებელ პრობლემებს , თანაც ისე რომ არც სამსახურის დაკარგვის შეეშინდებათ და არც კარიერის გაფუჭების.

და რა?
შედეგი რა იქნება ამ წინ წამოწევის?
ეხლა ხო არიან თქვენი შვილები და მათი სამეგობრო კვალიფიციური და პროფესიონალები?
ჩემი სამეგობროც ფრიად კვალიფიციური და პროფესიონალია
კიდე ვიცი სამეგობროები კვალიფიციურები და პროფესიონალები.
რამეს ვცვლით?

აი თქვენ შვილს ვიცნობ რაღაცა აქციებიდან.
რამე შეცვალა იმ აქციებმა და პროტესტმა? თუნდაც ტაქტიკურ დონეზე?
არაფერი არ შეუცვლია.

ამიტომ ნუ ვიქნებით მიამიტები.
QUOTE
რამდენჯერ უნდა დავწერო. 27 წელი ჩემთვისაა ბევრი, გავიდა ცხოვრება ,თორემ ისტორიისთვის წამია. გაიხსენეთ ,სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა. ძალიან მდორედ, ნელი ტემპით, მაგრამ ქვეყანა მაინც წინ მიდის. ასოცირებულობაზე ხელის მოწერა ბევრ რამეს გვავალდებულებს და კიდევ კარგი, მთავრობა ვალდებულია, გაუწიოს ანგარიში. არც ვიზალიბერალიზაციაა ხელწამოსაკრავი ფაქტი.

კარგით რა?
ესეთი მიამიტები ხართ თუ მეჩვენება?
რა მთავრობა ვალდებულია ანგარიში გაუწიოს?
ვინ ეკითხება მთავრობას რამეს?
სუ რამდნეიმე კაცი წყვეტს სტრატეგიულ მოწყობას.
QUOTE
ვისაც უნდა სწავლა, თუნდაც საზღვარგარეთ, ამის უფასო საშუალებაც არის ,იგივე მასკის პროგრამით(ჩემი უფროსი იყო) დაადის, სოროსის და ა.შ.
ვისაც უნდა მუშაობა , ისიც იშოვის სამსახურს ,ოღონდ თავიდანვე დეპარტამენტის შეფებად და კომერციულ დირექტორებად არავინ დანიშნავს,
კი ,ბევრი პრობლემაა, ნეპოტიზმი, გაჭირვება, სოციალური დაუცველობა, მაგრამ მთავარი ისაა, არ არის ყველასთვის სავალდებულო უმაღლესი განათლება.

დიდი ბოდიში მაგრამ სასკოლო განათლებაა მთავარი.
სკოლაში რო არაფერი გესწავლათ თქვენ ან თქვენ შვილებს ვერც დაამთავრებდით უნივერსიტეტს.
დღეს უმეტესობა სკოლაში არაფერს არ ასწავლიან.
ტექნიკურ საგნებში განსაკUთრებით კატასტროფა ხდება.
QUOTE
სოფლის მოსახლეობას რაც შეეხება, ახალგაზრდებს არ უნდათ მუშაობა, დღიურ 25 მანეთიან სამუშაოზე, გეტყვიან არ გვიღირსო და ეყრებიან ბირჟაზე ლარიანი არყის სმით. სამაგიეროდ ,აგერ ინდოელებს დაიქირავებ და ჭიანჭველებივით იმუშავებენ, დაუზარებლად და პატიოსნად.
ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და ამასთანავე ძალიან ბევრი შანსი, რაც ჩემს თაობას არ ჰქონდა.
სულ ორი თვის წინ ჩემი მეგობრის შვილს მთლიანად დაუფინანსა პრემიერ-მინისტრის ფონდმა მადრიდში მაგისტრატურა, გოგოა. და არა მარტო მას. სხვებსაც, ვინც გაირა კონკურსი და ტესტები.ჩემ დროს რომ ასეთი საშუალება ყოფილიყო. მაქსიმუმი იყო იენა და რუსეთი. იქაც ოჯახს ფული უნდა ჰქონოდა,რომ შეენახე.

არ გეწყინოთ და სოფელში თქვენ არ გიცხოვრიათ არასდროს, არც ფიზიკურად გიმუშავიათ და არ იცით რატო Iძახიან 15-20 მანეთიან სამუშაოზე უარს.
ბოდიში და ამ 15-20 მანეთად წელს წააწყვეტინებენ ქართველი დამქირავებლები და სამი იმდენი ექიმს უნდა გადაუხადოს.
აქეთ ბანკი წეწავს
იქით შვილები სასწავლად ყავს გასაშვები რო ეგება შვილები მაინც ამოძვრნენ იმ ჭაობიდან რასაც ქართული სოფელი ქვია.
კაროჩე უამრავი სტრესია სოფელში და უპერსპექტივობა კიდე ზედ დამატებული და არაყი გაგიკვირდათ?
ხოდა მე კიდე არ მინახავს სოფლელი ვისაც უარი უთქვამს შედარებით ნორმალურ სამუშაოზე თუნდაც მაგ ანაზღაურებაზე.
რაც შეეხება ინდოელებს ეგაა ზღაპარი. ჩინელები მუშაობენ მაგრამ მე მეტალურგიულთან მქონდა შეხება და ერთი ქართველი იქ აკეთებს 5 ინდუსის საქმეს და ხუთჯერ ნაკლებ ხელფასს უხდიან. ასევე სოფელშიც, იდნუსები თუ მუშაობენ იმათ იმის ფულიც აქვთ რო ტექნიკაც იყიდონ და ა.შ.
გარდა ამისა მე მინახავს უზარმაცესი ქართველი რას შვება ამერიკაში. ორი სხვადასხვა ერი მგონია ამერიკასი მყოფი ქართველები და აქაური ქართველები.
პრემიერის ფონდებს რაც შეეხება და სახელწმიფოს დაფინანსებას დიდი ბოდიში მაგრამ მანდ სიტუაცია იმითაც ჩანს რა სპეციალობებს და ვისაც აფინანსებენ. თინა მახარაძე დააფინანსა სახელმწიფომ ბოლობოლო რაზე გვაქვს საუბარი?
QUOTE
როცა განათლების იქნება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი ჯანდაცვასთან ერთად, კეკელკა მარიამ ჯაში ვერსადროს გახდება პარალამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, კილაძე ადამიანთა უფლებების და ა.შ.ვერც კი გაბედავენ.

აბა კი. biggrin.gif
სუ თქვენ დაგეკითხებათ ბიძინა ვის შეიყვანს პარლამენტში. biggrin.gif
QUOTE
და რაც მთავარია მთავრობაზე უარესი მსხვილი ბიზნესმენები გვყავს, მტაცებლები და მევახშეები. ჩვენი მილიონერებისგან დიდი -დიდი 3-5 კაცს ჰქონდეს ნაშOვნი , დაგროვილი და აწყობილი ბიზნესი საკუთარი შრომით და ნიჭით.

საშუალო და წვრილ ბიზნესს უნდა ხელშეწყობა <თორემ ხაზარაძეს და ფხაკაძეებს ისედაც კარგად აქვთ საქმე და მტავრობის დანაშაულია, მათი ლობირება, მათზე მორგებული კონსტიტუციის მიღება.

სწორედ ამას ვიძახი მეც რო დიდი ფული ქმნის პოლიტიკას და გარედან დაფინანსების წყაროების მოპოვება.
და არა ეს ლოზუნგები რასაც თქვენ იძახით.
QUOTE
მოკლედ ,როცა იქნება გვეშველება, მე ახალგაზრდების იმედი მაქვს, ეგაა, მეც მინდა, რომ მოვესწრო.რომ არვის უნდოდეს მინისტრობა, თანამდებობა, ყველა ამას უდიდეს ტვირთად თვლიდეს, არ უნდოდეთ პარლამენტარობა და უდიდესი პასუხისმგებლობა.'
ანუ მიხვდნენ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა და თითონ არიან თუ არა მზად აიღონ ქვეყნის მართვისთვის.
როგორც ზურაბ ავალიშვილი წერს თავის წიგნში, ძლივს შეადგინეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა, რადგან ყველა იზიარებდა ამის უდიდეს ტვირთს და პასუხოსმგებლობას . ასეთი ახალგაზრდები მინდა და მოვლენ კიდეც.

ეს არის ზღაპრები.
საქართველოში არის ელიტა რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. ეს არის ბიზნესმენებს + ის სახეები რომლებიც სულ პოლიტიკასინ არიან.
ნუ ზოგს არ იცნობთ.
ეს ელიტა არ დაფორმატებულა 1991 წლიდან.
ტაკ შტო სანამ ეს ელიტა არ დაფორმატდება (სავარაუდოდ გარედან, აბა შიგნით რესურსი ნოლია ამის დაფორმატების) მანამდე ზღაპარია ის რასაც თქვენ საუბრობთ.
გინდა განათლება იყოს პრიორიტეტი და გაინდა ძენ ბუდიზმი.

Posted by: nigo 9 Feb 2018, 09:44
ჩემს უმცროს ბიჭზე არაა ლაპარაკი. იმას ზუსტად მხოლოდ მუშაობა და ის აქტივობები მოწონდა, რომლეშიც 15 წლიდან ჩაერთო.
ახლა ამ სოფლის ამბავს ნუ მასწავლი.

სამტრედიასთან არის თხილის პლანტაცია და საუბარი იყო ახალგაზრდა ბიჭებზე. თოხით ხელში, ჩემი ასაკის ხალხი მუშაობს.ახალგაზრდა არა და სულ არაფერს ,თხილის მოკრეფაში დღეში 25 ლარი ცოტაა, თავისი კვებით.
უარი თქვეს.
მერე ინდუსები დავიქირავეთ.ჩემია ეს ბიზნესი და შენ მასწავლი?
უარესს გეტყვი, ტრაქტორისტი ვერ ვიშოვეთ თავის დროზე, იმხელა დეფიციტია და ერთი თვით დაგვაგვიანდა სამუშაოები.
ხონში ყოფილა ტრაქტორისტების პეტეუ, არ ვიცი მიდიან თუ არა, ფაქტია,რომ ამხელა იმერეთში ერთი თვე ველოდეთ სამეგრელოში წასულ ტრაქტორისტს.
ტრქტორებს მიაქვს აქაურობა. მეტსაც გეტყვი, ზაფხულში ტურისტულ ზონებში, ახალგაზრდები თავის რაიონშI თაკილობენ მუშაობას და სხვაგან მიდიან.
ესეც საზოგადოების შეუგნებლობის და დაბალი დონის ბრალია,რომ შრომა ,ოფიციანტად მუშაობა ან გინდაც მრეცხავად თავის რაიონშI "უტყდებათ"
მილიონი სტიგმაა ,იგივე სამსახურთან დაკავშირებით და ესეც უნდა გამოსწორდეს. ახლა საზღვარგარეთ რატომ მიდიან მომვლელებად და აქ რატომ არაო, ამას ვერ იტყვი,იმიტომ რომ ათჯერ მეტი შემოსავალია, ვიდრე აქ.
მაგრამ საშოვარზე გაშვებული ცოლის ხარჯზე აქ მოქეიფე კაცებით ,ქვეყანა წინ ვერ წავა. გადაგვარდა მენტალიტეტი, არც გენდერული ამბავია. უბრალოდ ქალებმა მეტი ტვირთი აიღეს,მეტი პასუხიმგებლობის გრძNობის გამო. 200000ქალი რომ გყავს გაშვებული კაცს და შენ მის ხარჯზე მხართეძოზე ხარ წამოწოლილი, რა პერსპექტივაზეა საუბარი. თუ გენდერული თანასწორობაა ,წავიდნენ კაცები და იმუშაონ.ქალებმა შვილები გაზარდონ. მოკლედ ბევრი პრობლემაა .როგორც სოციალური, პოლიტიკური, ისე მენტალურ-ფსიქოლოგიური. რატომ დაიწყეს ქალებმა უხეშობა, ბილწსიტყვაობა, საშინელებაა , მაგრამ მე ჩემი ახსნა მაქვს.

Posted by: beqa1971 9 Feb 2018, 15:53
t-90
კამათი კამათისთვის ხომ უაზრობაა?
მე კონკრეტული მიზანი მაქვს როცა ვიძახი რომ "საზოგადოებას მეტი განათლება სჭირდება".
ისიც ცხადია რომ ზოგს მენტორულად მოეჩვენება და გაღიზიანდება. ზოგისთვის ტრაფარეტულია, არაფრის მთქმელი. ზოგი ჩათვლის რომ უბრალოდ გულუბრყვილო ფრაზაა. ყველაფერს იტევს ეს ფრაზა სამივე აზრი ლეგიტიმურია.
მაგრამ ასე ვფიქრობ გულწრფელად. და რასაც ვფიქრობ იმას ვწერ.
შეიძლება ვცდები და გაუგონარ სისულელეს ვამბობ. არ ვიცი.

როცა ვამბობთ რომ "ხალხი ბრბოა" ამის თქმაც კი ბევრნაირად შეიძლება, კონტექსტს ხომ გააჩნია?. შეიძლება თქვა სინანულით, ბრაზით, და აქაც ჩანს "შეფარული" მიზანი. "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია".

მაგრამ როცა კატეგორიულ მტკიცებით ფორმას ირჩევ, "ხალხი ბრბოა" და წერტილი.
რა მიზანი აქვს ასეთ ფრაზას? ნუთუ მხოლოდ საკუთარი "გამჭრიახობის" აფიშირება? რამდენი წლის ხართ?

ერთადერთი პასუხი რაც თქვენგან მოვისმინე, რომელიც ისევ და ისევ თქვენივე სენტენციების მტკიცებულებად გამოიყენეთ, თუმცა ფილოსოფიურ დატვირთვას უფრო იძენს; იყო: "ასეთია რეალობა".

კარგი, ეხლა დაფიქრდით და ასეთი აზრობრივი ეკსპერიმენტი ჩაატარეთ. დააყენეთ თქვენს წინ 20 წლის ახალგაზრდა და მიეცით რჩევა. ისე რომ ამ მსოფლმხედველობის ჩარჩოებში დარჩეთ.

და მერე დაგვიწერეთ რა ურჩიეთ

Posted by: Lemshveniera 9 Feb 2018, 20:10
QUOTE (nigo @ 9 Feb 2018, 07:25 )
როცა განათლების იქნება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი ჯანდაცვასთან ერთად, კეკელკა მარიამ ჯაში ვერსადროს გახდება პარალამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე,

biggrin.gif
აი კაკრაზ იმ პრობლემას მივადექით, რაც საქართველოს აწუხებს.
მარიამ ჯაშის CV რომ ნახოთ, უაღრესად დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე. სად აღარ ისწავლა, სად აღარ იმუშავა, ძალიან პრესტიჟულ სასწავლებლებში, ძალიან პრესტიჟულ ორგანიზაციებში...

ახლა პრობლემა რაშია:
ჯაში მართლაც ჭკვიანია და მართლაც კარგად ისწავლა მის დროზე ის, რასაც ავალებდნენ. ანუ განათლებულია სწორედ იმ სტანდარტებით, რაც საქართველოში ითვლება სერიოზულ განათლებად და რაც ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის გარანტი უნდა იყოს წესით და კანონით.
მარა რამდენჯერაც ამ ქალის ინტერვიუ მოვისმინე, იმდენი იდიოტის შთაბეჭდილება დატოვა. biggrin.gif

ჯაში არის კარგი შემსრულებელი, მაგრამ არა კარგი შემოქმედი. არსებულ სისტემას სჭირდება შემსრულებლები, მაგარამ არა შემოქმედები.
ჯაში ვერ დაინახავს პრობლემას, მარა თუ მოხდა სასწაული და მაინც დაინახა, იმ კარში არ დაარტყავს გოლს, სადაც უნდა დაარტყას.

ანუ პრობლემა მარტო განათლებაში არაა.

ქვეყნის წინსვლის კრიტერიუმი ჩემთვის არაა თბილისი. ჩემთვის არის ჩემი სოფელი. რა მდგომარეობაშიც იყო ჩემი სოფელი 20 წლის წინ, ისევ იმ მდგომარეობაშია ახლა. ნუ გაზი გაიყვანეს. ერთი ეგაა. დანარჩენი იგივე.

მე რომ დავბრუნდე საქართველოში, შეიძლება მეც ვიშოვო სამუშაო თქვენი შვილის მსგავსად, მარა არასოდეს გამაკეთებინებენ იმას, რაც მართლა სჭირდება ქვეყანას. ქვეყნის წინსვლა ის არაა, რომ სადღაც დასავლეთში განათლდე, მერე დაბრუნდე და სამუშაო დაგხვდეს.
სანამ ამ ქვეყანას არ დასჭირდება შემოქმედები და დასჭირდება მხოლოდ შემსრულებლები, მანამ არანაირ წინსვლაზე არ შეიძლება ლაპარაკი.
საქართველო ისევ იქაა, სადაც 20 წლის წინ იყო. yes.gif

Posted by: t-90 10 Feb 2018, 00:53
nigo
QUOTE
ჩემს უმცროს ბიჭზე არაა ლაპარაკი. იმას ზუსტად მხოლოდ მუშაობა და ის აქტივობები მოწონდა, რომლეშიც 15 წლიდან ჩაერთო.

ნუ ხო.
გინდათ უფროსი შვილი ავიღოთ.
აი ხო არის განატლებული თავის განატლებული სამეგობროთი.
დარწმუნებული ვარ მასაც და მის სამეგობროსაც კარგი უნდათ ქვეყნისთვის და ამას ალბათ სადმე აპროტესტებენ კიდეც.
პროსტო არ გეწყინოთ და თქვენი შვილის და მისი სამეგობროს ან გინდა თქვენი და თქვბენი სამეგობროს პროტესტი გნებავთ სხვა სახის აქტივობა მინიმალურ გავლენას ახდენს ჩემს ცხოვრებაზე ისევე როგორც დავუშვათ ჩემი ან ჩემი სამეგობროს აქტივობა თქვენსაზე.
ანუ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მაინც ერთ სისტემაში ვართ და ამ სისტემის მმართველები ჩვენ ნამდვილად არ ვართ.
და არც არასდროს ვყოფილვართ. ესაა ილუზია.
პროსტო ჩვენ ცუდ სისტემაში მოვხვდით თორე ამერიკაში ან ევროპაში რო მოვხვედრილიყავით მეც ჩემ პროფესიაზე მეტად არაფრით დავინტერესდებოდი.
QUOTE
სამტრედიასთან არის თხილის პლანტაცია და საუბარი იყო ახალგაზრდა ბიჭებზე. თოხით ხელში, ჩემი ასაკის ხალხი მუშაობს.ახალგაზრდა არა და სულ არაფერს ,თხილის მოკრეფაში დღეში 25 ლარი ცოტაა, თავისი კვებით.
უარი თქვეს.
მერე ინდუსები დავიქირავეთ.ჩემია ეს ბიზნესი და შენ მასწავლი?

ნუ ახლა ვერ გეტყვით.
ზარმაცი ყველგან არის. მეტსაც გეტყვით ბევრი ზარმაცი არის.
უბრალოდ ჩემ სოფელში ახალგაზრდა ხალხიც მინახავს და ძველგაზრდაც მაგხელა სამუშაოზე.
პირადად მეც ამიყვანია კონკრეტულ სამუშაოებზე და მშვენივრად უმუშავიათ. მეტსაც გეტყვით საერთOდაც 20 ლარზე და ყანის სამუშაოებზე.
გვერდითა რაიონია არადა.
QUOTE
უარესს გეტყვი, ტრაქტორისტი ვერ ვიშოვეთ თავის დროზე, იმხელა დეფიციტია და ერთი თვით დაგვაგვიანდა სამუშაოები.
ხონში ყოფილა ტრაქტორისტების პეტეუ, არ ვიცი მიდიან თუ არა, ფაქტია,რომ ამხელა იმერეთში ერთი თვე ველოდეთ სამეგრელოში წასულ ტრაქტორისტს.
ტრქტორებს მიაქვს აქაურობა. მეტსაც გეტყვი, ზაფხულში ტურისტულ ზონებში, ახალგაზრდები თავის რაიონშI თაკილობენ მუშაობას და სხვაგან მიდიან.

ტრაქტორისტებზე ვერ გეტყვით და რეგიონში ტრაქტორების ნაკლებობა ნამდვილად არის.
ყოველ შემთხვევაში ვანში ძაან ჭირს ტრაქტორის ამოყვანა ან იმდენს დაგიფასებენ რო არ გიღირს ისევ სოფლელი ბელარუსის (ერთია ორ სოფელზე) რიგში გიწევს დგომა ან მოგიწევს ან არა.
QUOTE
ესეც საზოგადოების შეუგნებლობის და დაბალი დონის ბრალია,რომ შრომა ,ოფიციანტად მუშაობა ან გინდაც მრეცხავად თავის რაიონშI "უტყდებათ"
მილიონი სტიგმაა ,იგივე სამსახურთან დაკავშირებით და ესეც უნდა გამოსწორდეს. ახლა საზღვარგარეთ რატომ მიდიან მომვლელებად და აქ რატომ არაო, ამას ვერ იტყვი,იმიტომ რომ ათჯერ მეტი შემოსავალია, ვიდრე აქ.

არ ვიუძახი მაგას.
ისე ამერიკაში მცხოვრები ქართველები და აქ მცხოვრები ქართველები ორი სხვადასხვა ერია შრომის მხრივ.
რატომ? იმიტომ რომ შემოსავალი, დაფასება და მოპყრობა სხვაა.
QUOTE
მაგრამ საშოვარზე გაშვებული ცოლის ხარჯზე აქ მოქეიფე კაცებით ,ქვეყანა წინ ვერ წავა. გადაგვარდა მენტალიტეტი, არც გენდერული ამბავია. უბრალოდ ქალებმა მეტი ტვირთი აიღეს,მეტი პასუხიმგებლობის გრძNობის გამო. 200000ქალი რომ გყავს გაშვებული კაცს და შენ მის ხარჯზე მხართეძოზე ხარ წამოწოლილი, რა პერსპექტივაზეა საუბარი. თუ გენდერული თანასწორობაა ,წავიდნენ კაცები და იმუშაონ.ქალებმა შვილები გაზარდონ. მოკლედ ბევრი პრობლემაა .როგორც სოციალური, პოლიტიკური, ისე მენტალურ-ფსიქოლოგიური. რატომ დაიწყეს ქალებმა უხეშობა, ბილწსიტყვაობა, საშინელებაა , მაგრამ მე ჩემი ახსნა მაქვს.

ახლა რატომ მიდის საქართველოში და ზოგადად მასკულინობსი ჩაწიხვლა მამაკაცებში ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს ძალიან და არ გვინდა.

ხო ისე სოფო კილაძე და მარიამ ჯაში ფრიად კარგი შემსრულებლები არიან. წიპა კარგი განათლებაც აქვთ და კარგადაც მუშაობენ. ნუ კილაძეს პირადად ვიცნობ და ფრიად განათლებული ახალგაზრდაცაა, მაგრმა სისტემაშია და შესაბამაისად ვერ ხედავთ მის დადებით მხარეებს.
ეს ვისი ბრალია სისტემის თუ კილაძის? რა თქმა უნდა სისტემის. ნორმალურ სისტემაში კილაძე და ჯაში ფრიად ნორმალური ჩინოვნიკი დადგებოდა. მაგრამ სისტემა ეგრეა.
beqa1971
QUOTE
კამათი კამათისთვის ხომ უაზრობაა?
მე კონკრეტული მიზანი მაქვს როცა ვიძახი რომ "საზოგადოებას მეტი განათლება სჭირდება".
ისიც ცხადია რომ ზოგს მენტორულად მოეჩვენება და გაღიზიანდება. ზოგისთვის ტრაფარეტულია, არაფრის მთქმელი. ზოგი ჩათვლის რომ უბრალოდ გულუბრყვილო ფრაზაა. ყველაფერს იტევს ეს ფრაზა სამივე აზრი ლეგიტიმურია.
მაგრამ ასე ვფიქრობ გულწრფელად. და რასაც ვფიქრობ იმას ვწერ.
შეიძლება ვცდები და გაუგონარ სისულელეს ვამბობ. არ ვიცი.

საზოგადოების განათლებას აზრი აქვს მაშინ როდესაც სისტემა არის კარგად აწყობილი.
სისტემა თუ არ არის აწყობილი კარგად და სისტემის თავში თუ პირობითად კარგი ელიტა არ დგას მაშინ მ,ოგჭამა ჭირი განათლებამ.
ასე თუ ისე განათლება საქართველოში არ ჭირდა.
მაგრამ 90იანებიდან მოყოლობული ვისაც გასაქცევი ჰქონდა გაიქცა.
QUOTE
როცა ვამბობთ რომ "ხალხი ბრბოა" ამის თქმაც კი ბევრნაირად შეიძლება, კონტექსტს ხომ გააჩნია?. შეიძლება თქვა სინანულით, ბრაზით, და აქაც ჩანს "შეფარული" მიზანი. "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია".

მაგრამ როცა კატეგორიულ მტკიცებით ფორმას ირჩევ, "ხალხი ბრბოა" და წერტილი.
რა მიზანი აქვს ასეთ ფრაზას? ნუთუ მხოლოდ საკუთარი "გამჭრიახობის" აფიშირება? რამდენი წლის ხართ?

ხალხი ბრბოას მე არ ვიძახი.
უბრალოდ ხალხი არ არსებობს როგორც ცალკე ორგანიზებადი ერთეული.
შეიძლება ვილაპარაკოთ ორგანიზებულ ერთეულზე როგორიცაა სამეგობრო, სამეზობლო, სანათესაო, სამსახურის ხალხი, მრევლი, თუნდაც სამხედრო ბატალიონი და ა.შ.
მაგრამ ხალხზე ვერ ილაპარაკებ როგორც ცალკე ორგანიზებად ერთეულზე.
შეიძლება თქვა ერი, მაგრამ ერს უკვე ელიტა სჭირდება.
სამწუხაროდ ეს არ არის არც ნაცია სახელწმიფო და არც პოლისთა ფედერაცია.
ეს არის რაღაცა მიქსი ყველაფრის.
QUOTE

კარგი, ეხლა დაფიქრდით და ასეთი აზრობრივი ეკსპერიმენტი ჩაატარეთ. დააყენეთ თქვენს წინ 20 წლის ახალგაზრდა და მიეცით რჩევა. ისე რომ ამ მსოფლმხედველობის ჩარჩოებში დარჩეთ.

მიზანს გააჩნია.
ოცი წლის ახალგაზრდის.
თუ პროსტო წარმატებულობა სხვა რჩევაა საჭირო.
თუ ცოტა მეტი მაშინ სხვა რჩევაა საჭირო
და ა.შ.
Lemshveniera
QUOTE
ჯაში მართლაც ჭკვიანია და მართლაც კარგად ისწავლა მის დროზე ის, რასაც ავალებდნენ. ანუ განათლებულია სწორედ იმ სტანდარტებით, რაც საქართველოში ითვლება სერიოზულ განათლებად და რაც ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის გარანტი უნდა იყოს წესით და კანონით.
მარა რამდენჯერაც ამ ქალის ინტერვიუ მოვისმინე, იმდენი იდიოტის შთაბეჭდილება დატოვა. biggrin.gif

ჯაში არის კარგი შემსრულებელი, მაგრამ არა კარგი შემოქმედი. არსებულ სისტემას სჭირდება შემსრულებლები, მაგარამ არა შემოქმედები.
ჯაში ვერ დაინახავს პრობლემას, მარა თუ მოხდა სასწაული და მაინც დაინახა, იმ კარში არ დაარტყავს გოლს, სადაც უნდა დაარტყას.

არადა არაა იდიოტი.
პროსტო უნდა იყოს იდიოტი, სხვა ვარიანტი არ აქვს.
ვერ იმუშავებს იქ სადაც მუშაობს.

Posted by: Nostalgia34 10 Feb 2018, 01:34
QUOTE
სასოწარკვეთა არაფერ შუაშია.

ჰოო,ედავე ახლა კონფუციუსს,პითაგორას,ნოსტალჟის...
მოგემატება ავტორიტეტი?! biggrin.gif
QUOTE
მეც ალბათ ცოტა ხანში დავპორტირდები(აქამდე რატო არ გავაკეთე ამაზე ვბრაზდები ჩემ თავზე) ნუ დაბრუნების პერსპექტივით მარა კაცმა არ იცის ეიძლება გამიტკბეს იქაურობა

კარგია,3-4 წელიწადი სადმე კარგ ადგილას...არა მგონია მეტ ხანს გაძლო,რაც არ უნდა გაგიტკბეს იქაურობა.
მე პირადად 3 თვეზე მეტ ხანს ვერ ვძლებდი სხვაგან,
3 თვეზე მეტს ვერ ვძლებდი სახლშიც-თბილისი,მცხეთა.
სული მეხუთებოდა იმდენი უმსგავსობისგან...
მოკლედ,3 თვე იქ,3 თვე აქ...ბიზნეს ვიზა იძლეოდა ამის საშუალებას.
შემდეგ უკვე მომიწია ქვეყნის დატოვება.
QUOTE
ბექა ნიგო მე და ლემშვენიერა კარგები ვართ, მაგრამ ჩვენი კარგობა სანათესაოს სამეგობროს და აგერ უკვე ფორუმ-ფეისბუქებს არ ცდება.

ეს იმიტომ,რომ დაქსაქსულები ხართ t-90
წარმოიდგინე აკუმულირებული პოზიტიური ენერგია რა სიმძლავრისაა?!
100-300 "ბუდას" ენერგია?!
ხომ გადაატრიალებს იმ შენს უვარგის სისტემას!

QUOTE
გინდა განათლება იყოს პრიორიტეტი და გაინდა ძენ ბუდიზმი.

თუ ხარ ფეისბუკზე ,გირჩევ დაუმეგობრდე Jon Kabat-Zinn-ს.
გაგანათლებს,რას ნიშნავს იყო "ბუდა"!
ახლა,ბუდიზმზე ბევრი დაწერილა უძველესი დროიდან მოყოლებული,
მაგრამ ვფიქრობ უფრო საინტერესოა და მნიშვნელოვანი მედიცინის პროფესორის, მოლეკულური ბიოლოგიის დოქტორის,
ფილოსოფიის დოქტორის,სტრესებთან მებრძოლი კლინიკის დამფუძნებლის მიერ გამოცემული წიგნები,ცნობიერების პრაქტიკებზე.

"ბუდას ეძახდნენ/ეძახიან მხოლოდ მას,ვინც გაიღვიძა,გაიგო საკუთარი არსი,შეეხო საკუთარ სიღრმეებს,
შეიგრძნო ის სიხარული,ის სიმშვიდე,ის ბედნიერება,რომელიც ჩვეულებრივ, შეუმჩნევლად მიმდინარეობენ."
"იყავით სინათლე თავად...საკუთარი თავის სინათლე!
და სულაც არ არის საჭირო გახდეთ ბუდისტი,
რომ დაკავდეთ იმ ხელოვნებით,რასაც ცნობიერების ვარჯიში თუ სულიერების პრაქტიკა ქვია,მიუხედავად რელიგიური მრწამსისა,
რომ გაირკვეს ის გზა,რომელიც ახლოსაა თქვენს სულთან,გულთან,ბუნებასთან,
რომელიც მუდმივად იხსნება თქვენს თვალწინ,ყოველ მომენტში,აქ,ახლა
და რომელიც ახდენს გავლენას,თუ რა იქნება შემდგომ!"

"WHEREVER YOU GO,THERE YOU ARE!"

ეს,ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკებაა მთელს პლანეტაზე.
ჩინეთის პროვინცია-სიჩუანი.
"თანდათან მთა ემსგავსება ბუდას,ბუდა ემსგავსება მთას!"

user posted image

https://www.youtube.com/watch?v=TKGNMRQelUc

Posted by: nigo 10 Feb 2018, 07:15
QUOTE (Lemshveniera @ 9 Feb 2018, 20:10 )
QUOTE (nigo @ 9 Feb 2018, 07:25 )
როცა განათლების იქნება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი ჯანდაცვასთან ერთად, კეკელკა მარიამ ჯაში ვერსადროს გახდება პარალამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე,

biggrin.gif
აი კაკრაზ იმ პრობლემას მივადექით, რაც საქართველოს აწუხებს.
მარიამ ჯაშის CV რომ ნახოთ, უაღრესად დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე. სად აღარ ისწავლა, სად აღარ იმუშავა, ძალიან პრესტიჟულ სასწავლებლებში, ძალიან პრესტიჟულ ორგანიზაციებში...

ახლა პრობლემა რაშია:
ჯაში მართლაც ჭკვიანია და მართლაც კარგად ისწავლა მის დროზე ის, რასაც ავალებდნენ. ანუ განათლებულია სწორედ იმ სტანდარტებით, რაც საქართველოში ითვლება სერიოზულ განათლებად და რაც ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის გარანტი უნდა იყოს წესით და კანონით.
მარა რამდენჯერაც ამ ქალის ინტერვიუ მოვისმინე, იმდენი იდიოტის შთაბეჭდილება დატოვა. biggrin.gif

ჯაში არის კარგი შემსრულებელი, მაგრამ არა კარგი შემოქმედი. არსებულ სისტემას სჭირდება შემსრულებლები, მაგარამ არა შემოქმედები.
ჯაში ვერ დაინახავს პრობლემას, მარა თუ მოხდა სასწაული და მაინც დაინახა, იმ კარში არ დაარტყავს გოლს, სადაც უნდა დაარტყას.

ანუ პრობლემა მარტო განათლებაში არაა.

ქვეყნის წინსვლის კრიტერიუმი ჩემთვის არაა თბილისი. ჩემთვის არის ჩემი სოფელი. რა მდგომარეობაშიც იყო ჩემი სოფელი 20 წლის წინ, ისევ იმ მდგომარეობაშია ახლა. ნუ გაზი გაიყვანეს. ერთი ეგაა. დანარჩენი იგივე.

მე რომ დავბრუნდე საქართველოში, შეიძლება მეც ვიშოვო სამუშაო თქვენი შვილის მსგავსად, მარა არასოდეს გამაკეთებინებენ იმას, რაც მართლა სჭირდება ქვეყანას. ქვეყნის წინსვლა ის არაა, რომ სადღაც დასავლეთში განათლდე, მერე დაბრუნდე და სამუშაო დაგხვდეს.
სანამ ამ ქვეყანას არ დასჭირდება შემოქმედები და დასჭირდება მხოლოდ შემსრულებლები, მანამ არანაირ წინსვლაზე არ შეიძლება ლაპარაკი.
საქართველო ისევ იქაა, სადაც 20 წლის წინ იყო. yes.gif

იქნებ ზუბრიაჩკაა და მეტი არაფერი.ასე ჩიორა თაქთაქიშვილსაც სორბონა ჰქონდა დამთავრებული.

თქვენ რომ ამბობთ არაფერს გამაკეთებინებენო. უფრო დიდი შანსია ,რომ საჯარო სამსახურში ასე იყოს, მაგრამ ისე რას გააკეთებდით. რას მიანიჭებდით პრიორიტეტს ,იმ სოფელს როგორ შეცვლიდით?
* * *
სოფელზე სერიოზულად თუ ვმსჯელობთ ,უნდა დავიწყოთ თვითმმართველობის მართლა რეალური რეფორმიდან.განათლებას ,გამოცდილება და ჭკუა ჭირდება და პიროვნული პრინციპულობა.რაც ამათ არა აქვთ. მართლა მცოდნე და ძალიან მაგარია თავის საქმეში კაკი ზოიძე, მაგრამ კონფორმისტია და ლაპარაკობს იმას , რა სტრატეგიასაც მისდევს ქვეყანა და არა , რასაც ფიქრობს. ამ განათლებულებს უნდა ჰქონდეთ უმეტესობა ,რომ თავისი გაიტანონ . არ მჯერა მარიამ ჯაშის და კილაძის კანონშემოქმედებითი უნარები და მომკალით.
მაგრამ ოდესმე მაინც გვეშველება.
კარგი ახალგაზრდები მოდიან . ესენი ვიზეც ჩვენ ვლაპარაკობთ გინდა ნაცებიდან , გინდა ოცნებიდან მაინც ბოლშევიკური სული ტიპები არიან და ცვლილებებს კი თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდები განახორციელებენ.

Posted by: t-90 10 Feb 2018, 09:11
Nostalgia34
QUOTE
ჰოო,ედავე ახლა კონფუციუსს,პითაგორას,ნოსტალჟის...
მოგემატება ავტორიტეტი?!

და რა შუაშია საერთოდ ავტორიტეტი? biggrin.gif
QUOTE
კარგია,3-4 წელიწადი სადმე კარგ ადგილას...არა მგონია მეტ ხანს გაძლო,რაც არ უნდა გაგიტკბეს იქაურობა.
მე პირადად 3 თვეზე მეტ ხანს ვერ ვძლებდი სხვაგან,
3 თვეზე მეტს ვერ ვძლებდი სახლშიც-თბილისი,მცხეთა.
სული მეხუთებოდა იმდენი უმსგავსობისგან...
მოკლედ,3 თვე იქ,3 თვე აქ...ბიზნეს ვიზა იძლეოდა ამის საშუალებას.
შემდეგ უკვე მომიწია ქვეყნის დატოვება.

გაძლებით პრობლემა არ მაქვს.
პროსტო მოსაბეზრებელია.
QUOTE
ეს იმიტომ,რომ დაქსაქსულები ხართ t-90
წარმოიდგინე აკუმულირებული პოზიტიური ენერგია რა სიმძლავრისაა?!
100-300 "ბუდას" ენერგია?!
ხომ გადაატრიალებს იმ შენს უვარგის სისტემას!

ბუდას ენერგია არ ვიცი და რამის გადატრიალებას ასე 100 კაცამდე და დიდი ფული უნდა.
საგარეო მხარდაჭერით რა თქმა უნდა.
QUOTE
გაგანათლებს,რას ნიშნავს იყო "ბუდა"!
ახლა,ბუდიზმზე ბევრი დაწერილა უძველესი დროიდან მოყოლებული,
მაგრამ ვფიქრობ უფრო საინტერესოა და მნიშვნელოვანი მედიცინის პროფესორის, მოლეკულური ბიოლოგიის დოქტორის,
ფილოსოფიის დოქტორის,სტრესებთან მებრძოლი კლინიკის დამფუძნებლის მიერ გამოცემული წიგნები,ცნობიერების პრაქტიკებზე.

ნუ ახლა გაცილებით კაი წყაროები მაქვს მაგისთვის.
დოგენ ზენჯისთან ან ბოდჰიდჰარმასთან მეგობრობა ჯობია biggrin.gif
nigo
QUOTE
სოფელზე სერიოზულად თუ ვმსჯელობთ ,უნდა დავიწყოთ თვითმმართველობის მართლა რეალური რეფორმიდან.განათლებას ,გამოცდილება და ჭკუა ჭირდება და პიროვნული პრინციპულობა.რაც ამათ არა აქვთ. მართლა მცოდნე და ძალიან მაგარია თავის საქმეში კაკი ზოიძე, მაგრამ კონფორმისტია და ლაპარაკობს იმას , რა სტრატეგიასაც მისდევს ქვეყანა და არა , რასაც ფიქრობს. ამ განათლებულებს უნდა ჰქონდეთ უმეტესობა ,რომ თავისი გაიტანონ . არ მჯერა მარიამ ჯაშის და კილაძის კანონშემოქმედებითი უნარები და მომკალით.

კილაძე არის ფრიად ნიჭიერი იურისტი.
პროსტო მაგას არავინ არ ეკითხება ქვეყანაში რა იქნება.
არც მარიამ ჯაშს.
არც თქვენწ არმოიდგინეთ და გიორგი კვირიკაშვილს.
გლობალურ სისტემურ თემებს თუნდაც თვითმმართველობის რეფორმას სჭირდება დაფინანსება.
აი დაფინანსება კიდე დღეს მოსდით კონფორმისტებს.
ხოდა კილაძე და ჯაში თავს იდებილებენ რეალურად, თუმცა ასეა აწყობილი სისტემა და ეს მათი ბრალი ნაკლებადაა.
QUOTE
კარგი ახალგაზრდები მოდიან . ესენი ვიზეც ჩვენ ვლაპარაკობთ გინდა ნაცებიდან , გინდა ოცნებიდან მაინც ბოლშევიკური სული ტიპები არიან და ცვლილებებს კი თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდები განახორციელებენ.

თქვენ რა გგონიათ ჩემ თაობაში (25-35 წლის ახალგაზრდები) ნაკლები თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ხალხი იყო ვიდრე ამის მერე რო მემარცხენე იდიოტები მოდიან (წიპა აუდიტორია და ლაბორატორია და ა.შ.) ისინი?
სამწუხაროდ არა.
მაგრამ საქმეც იმაშია რომ სისტემაზე ადმინისტრატორის პაროლი სულ სხვა ხალხს უჭირავს.

Posted by: Nostalgia34 10 Feb 2018, 11:34
QUOTE
ნუ ახლა გაცილებით კაი წყაროები მაქვს მაგისთვის.
დოგენ ზენჯისთან ან ბოდჰიდჰარმასთან მეგობრობა ჯობია

ჰოო? ნუ,ეს გემოვნების ამბავია...და არა მხოლოდ... biggrin.gif

user posted image

https://www.youtube.com/watch?v=-Qp518Zts8c
Dreaming - Oriental Lounge Music

Posted by: beqa1971 10 Feb 2018, 17:10
t-90
QUOTE
მიზანს გააჩნია.

მე გთხოვეთ თქვენი მსოფლმხედველობის ჩარჩოში დარჩენა. თქვენს რეალობაში "მიზანს გააჩნია" არ არსებობს. თქვენი სიტყვებით სულ ორი პირობაა, ან სათამაშო ხარ ან მოთამაშე.

ჩარჩოდან არ გავდივარ:

QUOTE
თუ პროსტო წარმატებულობა სხვა რჩევაა საჭირო.

კონკრეტულად. რას გულისხმობთ უბრალოდ წარმატებაში?. ალბათ მოთამაშეს და არა სათამოშოს?
QUOTE
თუ ცოტა მეტი მაშინ სხვა რჩევაა საჭირო

ცოტა მეტი?? მაგალითად რა? ცოტა მეტი უკვე არა რიგითი მოთამაშე, არამედ უკვე კარგი მოთამაშეა?

თუ რაიმე სხვა იგულისხმეთ? მაშინ ეს ნიშაც ამოვავსოთ ბარემ რომ უფრო ნათელი გახდეს. თანაც ეს "ცოტა მეტი" მემგონი თავის თავში ჩარჩოს გაფართოვების პოტენციალს ატარებს . ამ მხრივ ორმაგად საინტერესოა რა იგულისხმება.

გეძიებით, იმიტომ რომ მინდა თქვენი მიზანი ვიპოვო, 20 წლის ახალგაზრდა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია.
თქვენ როგორც მივხვდი ჩემზე უმცროსი ხართ მაგრამ არც იმდენად რომ საკუთარ მიზნებს ვერ აცნობიერებდეთ.

Posted by: t-90 10 Feb 2018, 20:10
beqa1971
QUOTE

მე გთხოვეთ თქვენი მსოფლმხედველობის ჩარჩოში დარჩენა. თქვენს რეალობაში "მიზანს გააჩნია" არ არსებობს. თქვენი სიტყვებით სულ ორი პირობაა, ან სათამაშო ხარ ან მოთამაშე.

ნწუ.
მიზანს როგორ არ გააჩნია?
ახლა მაგალIთად ამერიკაში რო ხარ კარგ ადგილას მომუშავე გკიდია სათამაშო ხარ თუ მოთამაშე იმიტომ რომ იქაური ელიტა ადეკვატურად მოქმედებს.
აი საქართველოში კიდე არა იმიტომ რომ საქართველოში ცოტა სხვა მომენტებია.
განსხვავდება ახალგაზრდები ამბიციებით, მისწრაფებებით, ინტელექტით, განათლებით, ჟილკით და ა.შ.
შესაბამისად უნივერსალური რჩევა არ არსებობს.
QUOTE

კონკრეტულად. რას გულისხმობთ უბრალოდ წარმატებაში?. ალბათ მოთამაშეს და არა სათამოშოს?

მე ვარ მეტნაკლებად წარმატებული პროგრამისტი.
მაგრამ გლობალურ სურათში ვარ ელიტის ზემოქმედების ობიექტი.
ჩემი ზემოქმედების რადიუსი კი ძალიან შეზღუდულია და მაქსიმუმ ოჯახზე და სამეგობროზე გავრცელდეს.
ანუ პირადი წარმატებულობა არ გამორიცხავს იმას რომ გლობალურ რუკაზე სათამაშო იყო.
QUOTE
თუ რაიმე სხვა იგულისხმეთ? მაშინ ეს ნიშაც ამოვავსოთ ბარემ რომ უფრო ნათელი გახდეს. თანაც ეს "ცოტა მეტი" მემგონი თავის თავში ჩარჩოს გაფართოვების პოტენციალს ატარებს . ამ მხრივ ორმაგად საინტერესოა რა იგულისხმება.

ცოტა მეტი ანუ ქვეყნის ბედის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები.
ანუ ელიტის შემადგენელი ნაწილი.
QUOTE

გეძიებით, იმიტომ რომ მინდა თქვენი მიზანი ვიპოვო, 20 წლის ახალგაზრდა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია.
თქვენ როგორც მივხვდი ჩემზე უმცროსი ხართ მაგრამ არც იმდენად რომ საკუთარ მიზნებს ვერ აცნობიერებდეთ

ჩემი მიზანი რატო უნდა იპოვოთ თქვენ? biggrin.gif

Posted by: beqa1971 10 Feb 2018, 22:31
t-90
QUOTE
ნწუ.
მიზანს როგორ არ გააჩნია?
ახლა მაგალIთად ამერიკაში რო ხარ კარგ ადგილას მომუშავე გკიდია სათამაშო ხარ თუ მოთამაშე იმიტომ რომ იქაური ელიტა ადეკვატურად მოქმედებს.
აი საქართველოში კიდე არა იმიტომ რომ საქართველოში ცოტა სხვა მომენტებია.

ანუ ერთერთი რჩევაა რომ ამერიკაში წახვიდე და დაიკიდო სათამაშო ხარ თუ მოთამაშე. up.gif

QUOTE
განსხვავდება ახალგაზრდები ამბიციებით, მისწრაფებებით, ინტელექტით, განათლებით, ჟილკით და ა.შ.
შესაბამისად უნივერსალური რჩევა არ არსებობს.

უნივერსალური ფორმულა გაქვთ პოლიტმოწყობაზე და მაგან შემიყვანა შეცდომაში , უნივერსალური რჩევაც ექნება თქო yes.gif

QUOTE
მე ვარ მეტნაკლებად წარმატებული პროგრამისტი.
მაგრამ გლობალურ სურათში ვარ ელიტის ზემოქმედების ობიექტი.
ჩემი ზემოქმედების რადიუსი კი ძალიან შეზღუდულია და მაქსიმუმ ოჯახზე და სამეგობროზე გავრცელდეს.
ანუ პირადი წარმატებულობა არ გამორიცხავს იმას რომ გლობალურ რუკაზე სათამაშო იყო.

ანუ მაგალითად თქვენ სათამაშო ხართ თუ მოთამაშე ამერიკაში წაუსვლელადაც მშვენივრად გკიდიათ smile.gif გასაგებია.

QUOTE
ცოტა მეტი ანუ ქვეყნის ბედის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები.
ანუ ელიტის შემადგენელი ნაწილი.

ანუ ბიძინა. ესეც გასაგებია. "ცოტა მეტში" ცოტა მეტს ველოდი მაგრამ არაუშავს smile.gif

QUOTE
ჩემი მიზანი რატო უნდა იპოვოთ თქვენ? 

არ გვინდა რაsmile.gif
თქვენი მიზანი იმ აზრების უკან რასაც ამტკიცებთ.
ვიპოვე უკვე, არ გაქვთ.

ჯერ უნდა გაერკვე რომ სათამაშო ხარ და მერე დაიკიდო. up.gif

ცოტა უცნაურია ახალგაზრდა კაცში ასეთი ტიპიური საბჭოთა ინტელიგენციის კონფორმისტული მენტალობა. რას შეცვლი ეხლა შენ შენი ფხაკურით ამხელა მანქანის წინააღმდეგ დაეტიე შენ ტყავში.

Posted by: t-90 11 Feb 2018, 09:48
beqa1971
QUOTE
ანუ ერთერთი რჩევაა რომ ამერიკაში წახვიდე და დაიკიდო სათამაშო ხარ თუ მოთამაშე.

ნუ გააჩნია ახალგაზრდასაც.
QUOTE
უნივერსალური ფორმულა გაქვთ პოლიტმოწყობაზე და მაგან შემიყვანა შეცდომაში , უნივერსალური რჩევაც ექნება თქო

მე არ მაქვს ეს უნივერსალური ფორმულა.
ეს რეალობაა.
ქვეყნებს ცვლიან ელიტები და არა ხალხი. ნუ ან გარე ძალები.
QUOTE

ანუ მაგალითად თქვენ სათამაშო ხართ თუ მოთამაშე ამერიკაში წაუსვლელადაც მშვენივრად გკიდიათ smile.gif გასაგებია.

და პირადად ჩემზე რატო გადმოდიხართ? ჩემი მიზნები არა მგონია საინტერესო იყოს.
ისე ზოგადად პიროვნულად წარმატებული (დავუშვათ კარგი ოჯახის მქონე, ფინანსურად წარმატებული და ა.შ.) შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ქვეყნის მოწყობაზე გავლენა არ ჰქონდეს.
შეიძლება ეს ეკიდოს, შეიძლება არც.
დავიჯერო ასეთ ელემენტარულს ვერ ხვდებით?
QUOTE
ანუ ბიძინა. ესეც გასაგებია. "ცოტა მეტში" ცოტა მეტს ველოდი მაგრამ არაუშავს

და ცოტა მეტს რას ელოდით? როგორ ფიქრობ მე საღ ახალგაზრდას მემარცხენე სოციალიზმს ვურჩევ ეს ამხელა ფილარმონია მემარჯვენე კაცი? biggrin.gif
QUOTE

არ გვინდა რაsmile.gif
თქვენი მიზანი იმ აზრების უკან რასაც ამტკიცებთ.
ვიპოვე უკვე, არ გაქვთ.

ჯერ რატო უნდა გავუმხილო ვიღაც ფორუმელებს რომელთა უმეტესობასაც არ ვიცნობ ჩემი მიზანი?
ვაბშემცტა ფორუმის ეს განყი საჯაროა და აქ საკUთაირ მიზნების წერა მაინცდამიანც სახარბიელო ვერაა.
QUOTE
ჯერ უნდა გაერკვე რომ სათამაშო ხარ და მერე დაიკიდო.

უმეტესობა ვერც ერკვევა.
სათამასოს კიდე მე ვიძახი გლობალურ პლანში.
და არა ლოკალურ პლანში ვიღაცა ჯემალა შენით თამაშობს.
გლობალურად კი მასეა. აგერ ბიძინა თამაშობს ჩვენით. პირობითად.
QUOTE

ცოტა უცნაურია ახალგაზრდა კაცში ასეთი ტიპიური საბჭოთა ინტელიგენციის კონფორმისტული მენტალობა. რას შეცვლი ეხლა შენ შენი ფხაკურით ამხელა მანქანის წინააღმდეგ დაეტიე შენ ტყავში.

ბოდვა.
საბჭოთა ინტელიგენცია არავის არ ეწყინოს და მაგდენს ვერასდროს ვერ ხვდებოდა.
მაქსიმუმ მისი მინიმალური ნაწილი.
ეს კიდე რეალური აღქმაა დროით.

ისე თქვენი არაკონფორმიზმით გაკეთებულ საქმეს თუ დამანახებთ დიდად დამავალებთ.

Posted by: beqa1971 11 Feb 2018, 14:15
t-90

QUOTE
და პირადად ჩემზე რატო გადმოდიხართ? ჩემი მიზნები არა მგონია საინტერესო იყოს.

თქვენს პირად მიზნებზე არ ყოფილა საუბარი

QUOTE
ისე ზოგადად პიროვნულად წარმატებული (დავუშვათ კარგი ოჯახის მქონე, ფინანსურად წარმატებული და ა.შ.) შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ქვეყნის მოწყობაზე გავლენა არ ჰქონდეს.
შეიძლება ეს ეკიდოს, შეიძლება არც.
დავიჯერო ასეთ ელემენტარულს ვერ ხვდებით?

ქვეყნის მოწყობაზე გავლენა დილით რომ მეეზოვე გამოდის ქუჩის დასაგველად იმასაც აქვს.
ეს მთლად ელემენტარულია არაა, მაგრამ დიდი გამჭრიახობა არც ამას დანახვას სჭირდება.

QUOTE
და ცოტა მეტს რას ელოდით? როგორ ფიქრობ მე საღ ახალგაზრდას მემარცხენე სოციალიზმს ვურჩევ ეს ამხელა ფილარმონია მემარჯვენე კაცი? 

"ცოტა მეტში" ველოდი მემარცხენე მემარჯვენეს რომ გაცდებოდით იმას. smile.gif

QUOTE
ჯერ რატო უნდა გავუმხილო ვიღაც ფორუმელებს რომელთა უმეტესობასაც არ ვიცნობ ჩემი მიზანი?
ვაბშემცტა ფორუმის ეს განყი საჯაროა და აქ საკUთაირ მიზნების წერა მაინცდამიანც სახარბიელო ვერაა.

კიდევ ერთხელ, თქვენი ცხოვრებისეული მიზნები არ იგულისხმება , პირადული არაფერ შუაშია. კამათის მიზანზე იყო საუბარი,
რასაც "დაწერა" არც სჭირდება ისედაც ჩანს.

QUOTE
უმეტესობა ვერც ერკვევა.
სათამასოს კიდე მე ვიძახი გლობალურ პლანში.
და არა ლოკალურ პლანში ვიღაცა ჯემალა შენით თამაშობს.
გლობალურად კი მასეა. აგერ ბიძინა თამაშობს ჩვენით. პირობითად.

ელიტა რომელიც თავის მერკანტილურ მიზნებს იკმაყოფილებს, ჩემთვის ვიღაც ჯემალასგან არაფრით განსხვავდება.

QUOTE
ბოდვა.
საბჭოთა ინტელიგენცია არავის არ ეწყინოს და მაგდენს ვერასდროს ვერ ხვდებოდა.
მაქსიმუმ მისი მინიმალური ნაწილი

რატომ არის ბოდვა?
თქვენ არ გეწყინოთ და საბჭოთა ინტელიგენცია რომ ხვდებოდა, ღეჭავდა და ყლაპავდა, იმასთან ახლოსაც არ ხართ. კაკრაზ მინიმალური ნაწილი იყო ის ვისაც ჯეროდა და ეგ ხალხი უფრო ღირსეულად მიმაჩნია.
ხოლო ის ხალხი ვინც რეალურად კომუნიზმი რა ბოროტებაც იყო მშვენივრად იცოდა, მაგრამ ეკიდა. შვილებსაც ასე ზრდიდნენ პირადი,მაგალითით. და ნუ გვიკვირს ჩაფლავებულები რომ ვართ, სანამ თაობებში აზროვნება არ შეიცვლება.

QUOTE
ეს კიდე რეალური აღქმაა დროით.

QUOTE
ეს რეალობაა.

თქვენი რეალობაა ეს. აკვიატებული აზრების გაქარწყლებას სპეციალისტი სჭირდება მე ამ მისიაზე ადრეც მოგახსენეთ ხელი ჩავიქნიე მეთქიsmile.gif

QUOTE
ისე თქვენი არაკონფორმიზმით გაკეთებულ საქმეს თუ დამანახებთ დიდად დამავალებთ.

აი ეს პირადულია და ჩემი გაკეთებული საქმეების აჩოტებს ნუ მომთხოვთ ეხლა.
ფორუმის ფარგლებში რომ დავრჩეთ, აგერ მერამდენე გვერდია უბანალურეს მოსაზრებას ვიცავ რომელიც ვფიქრობ რომ თავისი ბანალურობის მიუხედავად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. და ეს ელიტაც ბოლობოლო რაც დაგიჩემებიათ, ხალხიდან მოდის.ხან მამათიდან და ხან ჭორვილადან, ხალხი ზრდის ამ თქვენს ელიტას და "კარგად ვერ გამიზრდიხარო" ისევ ხალხმა უნდა უთხრას.ამისთვის განათლების შესაბამისობაა საჭირო. საზოგადოების ჩამოყალიბება და ა.შ. და ა.შ. სახელმწიფოს ასე ვიწროდ, სათამაშო- მოთამაშედ დაყოფა მხოლოდ კვაჭი კვაჭანტირაძეს გამოსაზრდელად თუ გამოდგება.

და რა კონფორმიზმი თუ ძმა ხარ , კედელთან ვდგავარ და ცერცვს ვაყრი, როგორ ფიქრობთ ეხლა რაიმე სიამოვნებას მანიჭებს ეს ამბავი? smile.gif

Posted by: t-90 11 Feb 2018, 18:57
beqa1971
QUOTE

თქვენს პირად მიზნებზე არ ყოფილა საუბარი

აბა რაზეა საუბარი?
QUOTE

ქვეყნის მოწყობაზე გავლენა დილით რომ მეეზოვე გამოდის ქუჩის დასაგველად იმასაც აქვს.
ეს მთლად ელემენტარულია არაა, მაგრამ დიდი გამჭრიახობა არც ამას დანახვას სჭირდება.

გააჩნია რამხელა მასშთაბზე გვაქვს საუბარი.
ლოკალურ მასშტაბში მეეზოვეს მხოლოდ ამა თU იმ ქუჩის სისუფთავეზე აქვს გავლენა.
ნუ დავწვრილმანდებით.
QUOTE

ელიტა რომელიც თავის მერკანტილურ მიზნებს იკმაყოფილებს, ჩემთვის ვიღაც ჯემალასგან არაფრით განსხვავდება.

და რომელიმე ქვეყანაშI არსებობს სხვა ელიტა რომელიც ამას არ შვება?
ნუ მინიმუმ ჩვენ მიზანი ის უნდა იყოს ამ ელიტამ ნორმალურად ოქცევა დაიწყოს.
მეტია არაფერი.
ამის შეცვლა კი ქვეყნის შიგნიდან გამორიცხულია.
QUOTE
თქვენ არ გეწყინოთ და საბჭოთა ინტელიგენცია რომ ხვდებოდა, ღეჭავდა და ყლაპავდა, იმასთან ახლოსაც არ ხართ. კაკრაზ მინიმალური ნაწილი იყო ის ვისაც ჯეროდა და ეგ ხალხი უფრო ღირსეულად მიმაჩნია.

ნწუ. biggrin.gif
მე არაფერს არ ვღეჭავ და ვყლაპავ კაკრაზ. biggrin.gif
QUOTE
ხოლო ის ხალხი ვინც რეალურად კომუნიზმი რა ბოროტებაც იყო მშვენივრად იცოდა, მაგრამ ეკიდა. შვილებსაც ასე ზრდიდნენ პირადი,მაგალითით. და ნუ გვიკვირს ჩაფლავებულები რომ ვართ, სანამ თაობებში აზროვნება არ შეიცვლება.

ხო მარა გამოდის რომ ელიტაზეა აქაც საუბარი.
აბა ზოგადობის შეუზღუდავად მამაჩემი და ბაბუაჩემი არასდროს არაფერს წყვეტდნენ მაღალ დონეზე.
QUOTE
თქვენი რეალობაა ეს. აკვიატებული აზრების გაქარწყლებას სპეციალისტი სჭირდება მე ამ მისიაზე ადრეც მოგახსენეთ ხელი ჩავიქნიე მეთქი

ნუ ახლა პოლიტიკის კუთხიდან ეგრეა.
ხელოვნების კუთხიდან უყურებთ თქვენ და ამსე კი ბატონო.
რეალობა კი ესეა.
პოლიტიკას ცოტა სხვა ხალხი ქმნის.
QUOTE
და ეს ელიტაც ბოლობოლო რაც დაგიჩემებიათ, ხალხიდან მოდის.ხან მამათიდან და ხან ჭორვილადან, ხალხი ზრდის ამ თქვენს ელიტას და "კარგად ვერ გამიზრდიხარო" ისევ ხალხმა უნდა უთხრას.

მანდ ელიტასი მიღების კრიტერიუმია მთავარი დხა არა ის თუ საიდან მოდის.
ანუ რა პრინციპით ირჩევა ელიტის წევრები.
სწორედ ეს პროლეტარის ბექგრაუნდის მქონე ელიტა ღუპავს ქვეყანას აბა არისტოკრატია რო გვყავდეს მაშინ ცოტა სხვანაირად გვექნებოდა საქმე.
ხოდა აქმეც მაგაშია რო ხალხი ვერ ეტყვის,. იმიტომ რომ ხალხი როგორც ორგანიზებადი ერთეული არ არსებობს.
მარტივია ამის ახსნა?
QUOTE
ამისთვის განათლების შესაბამისობაა საჭირო. საზოგადოების ჩამოყალიბება და ა.შ. და ა.შ

რა საზოგადოების განათლება?
დავით აღმაშენებლის დროს საზოგადოების ჰა ჰა 2%მა იცოდა წერა-კითხვა.
ეგეც ბევრია.
და რა მერე? ქვეყანა ვერ იყო იმ დროს ყველაზე ძლიერი?

კარგი განათლებას დავუბრუნდეთ.
რატომ მიდის განათლებული ხალხი უცხოეთში? იმიტომ ხომ არა რო აქ ელიტებმა შექმნეს ისეთI პირობა რო კონკურენციის სიშის გამო პრაქტიკულად ჩაკეტეს ასპარეზი?

QUOTE
სახელმწიფოს ასე ვიწროდ, სათამაშო- მოთამაშედ დაყოფა მხოლოდ კვაჭი კვაჭანტირაძეს გამოსაზრდელად თუ გამოდგება.

მოკლედ.
კვაჭი კვაჭანტირაძე არ ვიცი მე და ქვეყნის მოწყობილობა ისეთIა რო არსებობს ელიტა და არსებობს დანარჩრენი მოსახლეობა.
ელიტა იწყებს გადაწყვეტილებას რომელიც ექუიტების და ჩინოვნიკური აპარატის საშუალებით განავრცობს დანარჩენ მოსახლეობაზე
QUOTE

აი ეს პირადულია და ჩემი გაკეთებული საქმეების აჩოტებს ნუ მომთხოვთ ეხლა.

პირადზე არ მაქვს საუბარი.
ზოგადად თქვენსავით ნონკონფორმისტებზე.
მე არ მახსენდება რამე გამეგო.
QUOTE
და რა კონფორმიზმი თუ ძმა ხარ , კედელთან ვდგავარ და ცერცვს ვაყრი, როგორ ფიქრობთ ეხლა რაიმე სიამოვნებას მანიჭებს ეს ამბავი?

ცოტა კარგად ადაკვირდით და არ გაგიჭირდებათ ჩემი გაგება. პირიქით.

Posted by: beqa1971 11 Feb 2018, 23:32
t-90
QUOTE
აბა

რა აბა?
QUOTE
რაზეა საუბარი?

აა არაფერზე, ყველაფერი კარგადაა

QUOTE
გააჩნია რამხელა მასშთაბზე გვაქვს საუბარი.

მაშტაბებს გააჩნია მაგრამ ეგ არ ცვლის არაფერს drug.gif

QUOTE
ლოკალურ მასშტაბში მეეზოვეს მხოლოდ ამა თU იმ ქუჩის სისუფთავეზე აქვს გავლენა.

ეს დაკვირვება ჩასაწერია სადმე
QUOTE
ნუ დავწვრილმანდებით.

არანაირად
QUOTE
და რომელიმე ქვეყანაშI არსებობს სხვა ელიტა

მაგალითად სინგაპურში ხალხი იყო ფუძიანის პროვინციიდან გამოსული ჩინელი წერა კითხვის უცოდინარი გლეხები.
რომ არა სტემფორდ რაფლსი სინგაპური იქნებოდა მალაელი მეთევზეების სოფელი.
და ა.შ.
QUOTE
ნუ მინიმუმ ჩვენ მიზანი ის უნდა იყოს ამ ელიტამ ნორმალურად ოქცევა დაიწყოს.

ბაზარი არაა bis.gif

QUOTE
ამის შეცვლა კი ქვეყნის შიგნიდან გამორიცხულია.

ნაზიკას კეტის ბრალია ან არადა ერნსტ აბეს ხელსაწყოებია საჭირო, კიდევ არის ვარიანტი რუსოს შამბერული გამოცდილება ახალგაზრდა შვეიცარელ ვინცინრიდთან. yes.gif

QUOTE
ნწუ. 
მე არაფერს არ ვღეჭავ

არც მიფიქრია

QUOTE
ვყლაპავ კაკრაზ. 

არა კაცო კომუნისტებს ვგულისხმობ აი ვინც იცოდა რომ ნომენკლატურული სათამაშო იყო და ეკიდა.
QUOTE
ხო მარა გამოდის რომ ელიტაზეა აქაც საუბარი.

ეს არაფერს არ ცვლის

QUOTE
აბა ზოგადობის შეუზღუდავად

ზოგადობის შეუზღუდავად...ზოგადობის შეუზღუდავად....შეუზღუდავად.... ააა ზოგადად?

QUOTE
მამაჩემი და ბაბუაჩემი არასდროს არაფერს წყვეტდნენ მაღალ დონეზე.

ნუ ხო მარა ეგ არაფერს არ ცვლის

QUOTE
ნუ ახლა პოლიტიკის კუთხიდან ეგრეა.

ლუიზა დელინეს სალონში შეკრებილი ენციკლოპედისტები საპირისპოროს ამბობენ

QUOTE
ხელოვნების კუთხიდან უყურებთ თქვენ და ამსე კი ბატონო.

ნუ ეს ლუიზა დელინეს სალონში რაც ხდება იმაზე გავლენას მაინც ვერ ახდენს

QUOTE
რეალობა კი ესეა.

კი ტრუსიკის რეზინასავით, აქედან რომ გახვალ რას გააკეთებ? ძველი ანეკდოტია არ გემახსოვრებათ. არ მომაყოლოთ ეხლა ცუდად ვყვები.

QUOTE
პოლიტიკას ცოტა სხვა ხალხი ქმნის.

იგივე რუსო , მონტესკიე ვისი გავლენითაც ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა, იგივე ოუენი ვისი წყალობითაც თანამედროვე პროფკავშირები შეიქმნა და ა.შ.
სხვათაშორის რეფერენდუმი რუსოს იდეაა. მადამ ლუიზა დენილეს სალონში გაუნათდა გონება. დიდროც იქვე იყო ლუდს მიირთმევდა.

QUOTE
მანდ ელიტასი მიღების კრიტერიუმია მთავარი დხა არა ის თუ საიდან მოდის.

ეს ვერ გავიგე.

QUOTE
ანუ რა პრინციპით ირჩევა ელიტის წევრები.

აი ერთად დასხდებიან და ეტყვიან დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარო და თავში წამოარტყავენ. ქურდებისგან ისწავლეს.

QUOTE
სწორედ ეს პროლეტარის ბექგრაუნდის მქონე ელიტა ღუპავს ქვეყანას

მე თუ მკითხავ წიფის გვირაბი ვაბშე დასაკეტია. ნუ მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის
QUOTE
აბა არისტოკრატია რო გვყავდეს მაშინ ცოტა სხვანაირად გვექნებოდა საქმე.

ხო მარა გადავარდაო ამბობენ განათლებისა და კულტურის დონით ჩანაცვლდაო

QUOTE
ხოდა აქმეც მაგაშია რო ხალხი ვერ ეტყვის.

რას ვერ იტყვის? ხალხი ყველაფერს იტყვის რაც ენაზე მოადგება. პლურალიზმია.

QUOTE
რა საზოგადოების განათლება?
დავით აღმაშენებლის დროს საზოგადოების ჰა ჰა 2%მა იცოდა წერა-კითხვა.
ეგეც ბევრია.
და რა მერე? ქვეყანა ვერ იყო იმ დროს ყველაზე ძლიერი?

biggrin.gif ამას ვერ დავყოფ ერთად უნდა მოვნიშნო biggrin.gif

QUOTE
კარგი განათლებას დავუბრუნდეთ.

კარგი biggrin.gif

QUOTE
რატომ მიდის განათლებული ხალხი უცხოეთში?

მათი ნიჭისა და შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ
QUOTE
იმიტომ ხომ არა რო აქ ელიტებმა შექმნეს ისეთI პირობა რო კონკურენციის სიშის გამო პრაქტიკულად ჩაკეტეს ასპარეზი?

მითოსი, ხელმოცარული ტიპების საკუთარი უუნარობის გაპრავება

QUOTE
ვაჭი კვაჭანტირაძე არ ვიცი მე

ეს არაფერს არ ცვლის
QUOTE
ქვეყნის მოწყობილობა ისეთIა რო არსებობს ელიტა და არსებობს დანარჩრენი მოსახლეობა.

ეს დაკვირვებაც ჩასაწერია bis.gif

QUOTE
ელიტა იწყებს გადაწყვეტილებას

არა პირიქითაა ხალხი აყალიბებს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებს. მაგალითად ირმა რომ პარლამენტშია ხალხის გადაწყვეტილებაა. მერე ირმა აყენებს პარლამენტში ინიციატივებს და პარლამენტი იმის მაგივრად რომ იმუშაოს ირმას ინიციატივებზე ხარხარებს.

QUOTE
ექუიტების

ნუ მაინცდამაინც თუ ეს ტერმინი მაშინ "ექვითი"

QUOTE
ჩინოვნიკური აპარატის საშუალებით განავრცობს დანარჩენ მოსახლეობაზე

ანუ თავის მოვალეობას ასრულებს. და რა მერე?
QUOTE

თქვენსავით ნონკონფორმისტებზე..

მე რა შუაში ვარ მე მაგდენს ვერ ვქაჩავ.

QUOTE
მე არ მახსენდება რამე გამეგო.

პირველი ვინც მახსენდება კოსტავა. ნუ დისიდენტები თითქმის ყველა. დაჟე სოლჟენიცინი ,ანდრეი პლატონოვი თავის "კატლავანით"რომელიც სტალინმა დახვრიტა, ველიმირ ხლებნიკოვი ვაბშე გენიოსი ჩემი აზრით , სელინჯერი კონფორმიზმს გაექცა,ბერტოლუჩი თავის შემოქმედებით, იოსელიანი და ა.შ.

QUOTE
ცოტა კარგად ადაკვირდით და არ გაგიჭირდებათ ჩემი გაგება. პირიქით.

არ მიჭირს, პირიქით კარგად მესმის თქვენი yes.gif

რო არ მეზარება?gigi.gif
ვინმემ გაგვაშველეთ ხალხი არ ხართ? smile.gif))

Posted by: t-90 12 Feb 2018, 02:38
beqa1971
QUOTE
მაშტაბებს გააჩნია მაგრამ ეგ არ ცვლის არაფერს

კაცო თუ საქვეყნო მასშტაბებზე ვლაპარაკობთ სხვა რამეა.
თუ ელექტრონების მოძრაობაზე ჩავალთ მაშინ ყოველწამიერად იცვლება გეთანხმები.
QUOTE
მაგალითად სინგაპურში ხალხი იყო ფუძიანის პროვინციიდან გამოსული ჩინელი წერა კითხვის უცოდინარი გლეხები.
რომ არა სტემფორდ რაფლსი სინგაპური იქნებოდა მალაელი მეთევზეების სოფელი.
და ა.შ.

კი მაგრამ ფუძიანის პროვინციიდან გამოსული გლეხები გაზარდა ბრიტანეთმა და სამ თაობაში სინგაპურმა მიიღო ლის მმართველობა.
ფრიად ეფექტური ელიტა მიიღეს.
ოღონდ ეს ფუძიანელმა გლეხების დამსახურება სრუალც არაა არამედ ბრიტანეთის.
QUOTE
ნაზიკას კეტის ბრალია ან არადა ერნსტ აბეს ხელსაწყოებია საჭირო, კიდევ არის ვარიანტი რუსოს შამბერული გამოცდილება ახალგაზრდა შვეიცარელ ვინცინრიდთან

ეს ქარაგმები არ ვიცი მე biggrin.gif
QUOTE
ზოგადობის შეუზღუდავად...ზოგადობის შეუზღუდავად....შეუზღუდავად.... ააა ზოგადად?

ოხ ეს ჰუმანიტარები რა biggrin.gif
QUOTE
იგივე რუსო , მონტესკიე ვისი გავლენითაც ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა, იგივე ოუენი ვისი წყალობითაც თანამედროვე პროფკავშირები შეიქმნა და ა.შ.
სხვათაშორის რეფერენდუმი რუსოს იდეაა. მადამ ლუიზა დენილეს სალონში გაუნათდა გონება. დიდროც იქვე იყო ლუდს მიირთმევდა.

კი ოღონდ რუსოს, მონტესკიეს და დიდროს მფარველები ლორდი სესილის მიერ აწყობილი სისტემის ტრადიციული შთამომავლები იყვნენ (კსტაწი ლორდი სესილის აწყობილი სისტემა დღესაც მშვენივრად მოქმედებს, აი რას ნიშნავს კაი სისტემის აწყობა)
დანარჩენი უკვე აქედან გამომავალია.
QUOTE
ეს ვერ გავიგე.

მაგალითად.
საბჭოთა კავშირი იყო რეალურად რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანა.
1924-1937, 1937-1942, 1942-1953, 1953-1965, 1965-1985 1985-1991 წლებშI სხვადასხვა ქვეყანა იყო.
განსხვავდებოდა ეს ქვეყნები ელიტაში მოხვედრის და იქიდან მოსროლის კრიტერიუმებით და ფორმებით.
ნუ იქ კიდე პროვინციული (მაგალითად გურჯული) ელიტის მოქმედებების და ა..შ. შეიძლება დავყოთ.
ანუ ესე არაა რა თქვენ რო გგონიათ.

QUOTE

აი ერთად დასხდებიან და ეტყვიან დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარო და თავში წამოარტყავენ. ქურდებისგან ისწავლეს.

ტაში კუკური biggrin.gif
სხვა რა დაგიწერო არ ვიცი biggrin.gif

ისე საიდან და რა გზებით გაიჩითა გინდა ედო გინდა ბიძო ქვეყნის სათავეში გინდა 70იანებში გინდა 90იანების გარიჟრაჟზე გინდა ეხლა ამას სამივეს სხვადასხვა მექანიზმი აქვს.
ბიძოს ფულის შოვნასაც.
QUOTE
ხო მარა გადავარდაო ამბობენ განათლებისა და კულტურის დონით ჩანაცვლდაო

ნწუ.
ბრიტანეთში გადავარდა?
ჰოლანდიაში გადავარდა?
საფრანგეთში გადავარდა?
ჩინეთში გადავარდა და მაგიტო დაერხათ და აწი კია თავისი პარტიული არისტოკრატია და ეგაა. თუმცა ჩინეთში სულ ეგრე იყო, დინასტიები ვარდებოდა და ჩინოვნიკური აპარატებიც მიყვებოდა.
ამერიკამ ვერ შექმნა თავის არისტოკრატია?
დინასტიური მმართველობები, კლანები და ა.შ. არ ყავს?
ვობშემ როცა რამეში ვერ ერკვევით კი არ ტეხავს რო არ ილაპარაკოთ თემაზე.
QUOTE

რას ვერ იტყვის? ხალხი ყველაფერს იტყვის რაც ენაზე მოადგება. პლურალიზმია.

კი იტყვის.
ოღოინდ რა გავლენას მოახდენს ეგაა საქმე.
თორე ახლა მე და სენ რო აგერ ვლაპარაკობთ ჰა ჰა გავერთოთ ამით.
QUOTE
ამას ვერ დავყოფ ერთად უნდა მოვნიშნო

ანუ შენ რას იძახი რო შუა საუკუნეებში განათლების დონე ელიტის გარდა სადმე არსებობდა? biggrin.gif biggrin.gif
მონIშნე მონიშნე biggrin.gif
QUOTE

მითოსი, ხელმოცარული ტიპების საკუთარი უუნარობის გაპრავება

QUOTE

მათი ნიჭისა და შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ

ეს ორი რო ვაბშე ეწინააღმდეგება ერთმანეთს ხო ხვდები? biggrin.gif
ანუ განათლებული ხალხი გარბის ქვეყნიდან.
და გარბის ჰქვია ამ ყველაფერს. ეს არ არის მომენტი როცა გერმანელი პროგრამისტი ამერიკაში გადადის იმიტომ რომ უფრო მეტი ფული აიღოს.
რატო გარბის? იმიტომ რომ მათ გასაქანს არ აძლევენ. არ აქვთ რეალიზაციის საშუალება.
ვინ არ აძლევს? ის ვის ხელშიც ფინანსური და მედია ბერკეტებია მოთავსებული.
მეტი კი რააფერი არაა ელიტა.
QUOTE
არა პირიქითაა ხალხი აყალიბებს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებს. მაგალითად ირმა რომ პარლამენტშია ხალხის გადაწყვეტილებაა. მერე ირმა აყენებს პარლამენტში ინიციატივებს და პარლამენტი იმის მაგივრად რომ იმუშაოს ირმას ინიციატივებზე ხარხარებს.

აი ეგ კაკრაზ ქრესტომათიული მაგალითია ხალხის გადაწყვეტილების ნაკლებ ფასეულობის.
ირმას მიერ ბოლო წამზე აღებული 5.01% არის იმენა ქრესტომათიული მაგალითი
აი ეს პროცენტი არის იმის დადასტურება რასაც მე ვწერ.
ანუ ეს იმის მაჩვენებელია რომ: მთავარი ისაა ვინც ითვლის ხმებს.
QUOTE

ანუ თავის მოვალეობას ასრულებს. და რა მერე?

ანუ თქვენ მართლა გჯერათ რო აი ბიძინას ხალხი ავალებს გადაწყვეტილებების მიღებას? biggrin.gif
ამაზე მახსენდება აკაკის აკვანში აკაკის რო ეუბნებიან აწი მხოლოდ დავალებებს დაწერთო და კი რა თქმა უნდა და აქეთ რო გამოვა და დაბღვერილი სახით რო ჩაიბუტბუტებს "მხოლოდ ხალხის დავალებებს" biggrin.gif
QUOTE

პირველი ვინც მახსენდება კოსტავა. ნუ დისიდენტები თითქმის ყველა. დაჟე სოლჟენიცინი ,ანდრეი პლატონოვი თავის "კატლავანით"რომელიც სტალინმა დახვრიტა, ველიმირ ხლებნიკოვი ვაბშე გენიოსი ჩემი აზრით , სელინჯერი კონფორმიზმს გაექცა,ბერტოლუჩი თავის შემოქმედებით, იოსელიანი და ა.შ.

სამწუიხაროდ არცერთ მათგანს არანაირი გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკურ პროცესებზე.
სსრკ დაშალ აიმ დაჯგუფებამ რომელიც დღეს არის რუსეთის სათავეში.
ანდროპოვის კლანი ერქვა თავის დროზე.
აი პუტინი მაგალითად მოგეხსენება ვისი მარჯვენა ხელი იყო.
მისი შვილიც როგორ წამოსწია წინ ეგეც გეცოდინება.

Posted by: Nostalgia34 12 Feb 2018, 03:34
t-90
QUOTE
ცოტა კარგად ადაკვირდით და არ გაგიჭირდებათ ჩემი გაგება. პირიქით.

beqa1971
QUOTE
რო არ მეზარება?
ვინმემ გაგვაშველეთ ხალხი არ ხართ? )) 

biggrin.gif

user posted image

* * *

მე ვგრძნობ სიყვარულს...
სიყვარულის სიყვარულს...
გრძნობა,რომელიც ასე ახლოა ჩემს გულთან...

ბარმენ,შეურიე შეიკერში ელეგანტობა...
ცოტა პიაფი,რამდენიმე ბეღურა,ჟოზეფინა ბეიკერი...
სამი ჯაზური ნოტი...
მულენ რუჟი,ორი ნოტრ-დამი...

https://www.youtube.com/watch?v=Bxf78eLb4Ho
MALCOLM McLAREN & CATHERINE DENEUVE - PARIS PARIS

Posted by: beqa1971 12 Feb 2018, 15:16
t-90
QUOTE
კი ოღონდ რუსოს, მონტესკიეს და დიდროს მფარველები ლორდი სესილის მიერ აწყობილი სისტემის ტრადიციული შთამომავლები იყვნენ (კსტაწი ლორდი სესილის აწყობილი სისტემა დღესაც მშვენივრად მოქმედებს, აი რას ნიშნავს კაი სისტემის აწყობა)
დანარჩენი უკვე აქედან გამომავალია.

ქრესტომატიული მაგალითი ირმას პარლამენტში მოხვედრა კი არაა (რეალურად ხალხის მცირე მაგრამ მხარდაჭერა რომ არ ქონოდა 5 % ვერ ინაგლებდნენ გადაჯაჭვულია ეს ამბები სახელმწიფო და ხალხი ასე ურთიერთობს)
არამედ ქრესტომატიული აი ზემოთ მოყვანილი მაგალითია, თქვენი მრავალ ქარცეცხლში გამოვლილი დახვეწილი კამათის სტილისა smile.gif
დაწერთ რაღაც სისულელეს ჭკვიანი იერით და აბზაცის ბოლოში ბეჭდით - დანარჩენი რომ აქედან გამომავალია biggrin.gif.
მერე ლემშვენიერა წაიკითხავს და გვეტყვის ამ კაცს გაუფრთხილდითო. smile.gif

არანაირი კავშირი არ აქვთ არცერთს სესილთან არც რუსოს არც მონტესკიეს, არც დიდროს. რაც შეეხება მფარველობას , რუსოს შემთხვევაში ის მართლაც გაიქცა პარიზიდან ოღონდ შვეიცარიაში. ბოლო წლებში უკვე "შეშლილი" რუსოს იუმთან სტუმრობას მფარველობას ვე დავარქმევთ, მიუხედავად იმისა რომ იუმმა რუსოსთვის რაღაც გროშები იჩალიჩა პენსიის სახით. რუსო თავპირისმტვრევით უკან პარიზში გამოიქცა.
დიდრო არ იყო რადიკალი და ასე არ უჭირდა ლავირება რუსოსთვის სახიფათო სივრცეებში. არავის მფარველობის ქვეშ არ ყოფილა მითუმეთეს სესილის, რუსეთში გამოუცა ეკატერინა მეორემ ნაშრომები და მაგ საქმეზე იყო ჩასული. რაც შეეხება მონტესკიეს ისეთი ბილეთი შეხვდა რომ არავის მფარველობა არ დასჭირვებია. ბიოგრაფიას გაყევით. "ანტისახელმწიფოებრივს" ფსევდონიმით აქვეყნებდა და ა.შ. გასაქცევად საქმე არ ქონია. თავად "სესილი "ინგლისის კარზე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი საგვარეულო დინასტიაა და ბუნებრივია სისტემის ჩამოყალიბებაში მისი როლი. დინასტიის შთამომავლობა რუსოს კაი ხნის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება დღემდე........... და რა დანარჩენია უკვე აქედან გამომავალი?

Lemshveniera
ამ კაცს გაუფრთხილდით კი არა დემაგოგია, მოჩვენებითი დასწავლულობა, ანუ მწიგნობრობა, სოფიზმი, თავის თავში წარმოუდგენელ შეფარულ სიბოროტეს ატარებს. სამწუხაროდ ამას კარგად ვერ ვაცნობიერებთ. თორემ ამგვარი მანკიერებებისგან განთავისუფლება ასე არ გაგვიჭირდებოდა.

t-90

QUOTE
ნწუ.
ბრიტანეთში გადავარდა?
ჰოლანდიაში გადავარდა?
საფრანგეთში გადავარდა?
ჩინეთში გადავარდა და მაგიტო დაერხათ და აწი კია თავისი პარტიული არისტოკრატია და ეგაა. თუმცა ჩინეთში სულ ეგრე იყო, დინასტიები ვარდებოდა და ჩინოვნიკური აპარატებიც მიყვებოდა.
ამერიკამ ვერ შექმნა თავის არისტოკრატია?
დინასტიური მმართველობები, კლანები და ა.შ. არ ყავს?
ვობშემ როცა რამეში ვერ ერკვევით კი არ ტეხავს რო არ ილაპარაკოთ თემაზე.

სერ ელტონს გაფიცებთ გაჩერდით ეხლა smile.gif

აღარ აინტერესებს არავის ჩვენი "კამათი" თქვენს გარდა, და სტოპი უნდა ქონდეს სადმე.
და ნიშნის მოგებებს არ ვართsmile.gif
ისე ნუ მოიქცევით როგორც ნაპოლეონი ბერეზინასთანო რო დამიწერე ე მანდ ჩავიხოცე biggrin.gif მარა არ შევიმჩნიე და დააფასეთ smile.gif

* * *
ხლებნიკოვი:

Там, где жили свиристели,
Где качались тихо ели,
Пролетели, улетели
Стая лёгких времирей.

და ჩვენი გალა რა ოსტატურად მოიპარა smile.gif

ქარი დასცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...

Posted by: Lemshveniera 12 Feb 2018, 21:44
QUOTE (nigo @ 10 Feb 2018, 07:15 )
იქნებ ზუბრიაჩკაა და მეტი არაფერი.ასე ჩიორა თაქთაქიშვილსაც სორბონა ჰქონდა დამთავრებული.

მიშას ვაბშემც კოლუმბია biggrin.gif ხვდებით, ხომ განათლებული აუცილებლად სასარგებლოს რომ არ ნიშნავს.
ჯაშს 1 დღე არ უმუშავია სკოლაში, არც უმაღლეს სასწავლებელში. არ იცის პედაგოგიკა, არ იცის რა პრობლემები აქვს განათლებაში საქართველოს. საერთოდ განათლების აზრზე არაა ეს ქალი. რას ითხოვთ მისგან? ეგ იგივეა, მე რომ ვინმემ სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა ჩამაბაროს. biggrin.gif
პროსტა თლა უმფროსობამ იფიქრა, განათლებული კარგად მიხედავ განათლების სფეროს, რად უნდა სპეციფიური ცოდნა-გამოცდილებაო და ჩააბარეს განათლება ჯაშს. biggrin.gif
ზოგადად, არსებობს 2 ტიპის ხალხი: შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულები (ტვორჩესკი ტალანტ) და შემსრულებლები.
ჯაში, ჩიორა და მიშა არ უნდა გააკაროს კაცმა შემოქმედებით სფეროს. ამ ტიპის ინდივიდებს უნდა დაავალო საქმე A წერტილიდან B წერტილამდე თავიანთ სპეციალობაში. კარგად გაართმევენ თავს. yes.gif
QUOTE
თქვენ რომ ამბობთ არაფერს გამაკეთებინებენო. უფრო დიდი შანსია ,რომ საჯარო სამსახურში ასე იყოს, მაგრამ ისე რას გააკეთებდით. რას მიანიჭებდით პრიორიტეტს, იმ სოფელს როგორ შეცვლიდით?

სწორედ საჯარო სამსახურიდან უნდა დაიწყოს რეფორმა.
სოფელს სჭირდება 10 წლიანი და 1%-იანი კრედიტი გაცემული სახელმწიფოს, და არა ბანკის მიერ.
სახელმწიფო აშენებს ფერმას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილს და "ყიდის" გლეხზე. გლეხმა საკუთარი შრომით უნდა გამოისყიდოს ეს ფერმა თავის მეწველი ძროხებიანად 10 წელიწადში.
სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდოს გლეხს ცოდნა, დაუწეროს ბიზნეს-გეგმა, დაეხმაროს ყველანაირად.
თუ გლეხი იზარმაცებს და არ გამოისყიდის, ჩამოართვას და დაუბრუნოს ისევ სახელმწიფოს.
ამ სიტუაციაში წაგებული არ რჩება სახელმწიფო, არც გლეხი.
3 მილიარდი გაისროლეს სოფლის მეურნეობაში და სოფლის მეურნეობა წავიდა მინუსებში. კიდევ გლეხს ადანაშაულებენ, კიდევ გლეხს ლანძღავენ. facepalm.gif ამ დროს აგრობიზნესის თემებში ხალხი ტირის, იხვეწება, დახმარებას ითხოვს.

beqa1971
"პოეზია უპირველეს ყოვლისა". boli.gif
ჩემს ბავშვობაში თქვენისთანები დარბოდნენ დროშებით ხელში. შედეგებს ახლა იმკის ქვეყანა.

Posted by: t-90 13 Feb 2018, 00:14
beqa1971
QUOTE
ქრესტომატიული მაგალითი ირმას პარლამენტში მოხვედრა კი არაა (რეალურად ხალხის მცირე მაგრამ მხარდაჭერა რომ არ ქონოდა 5 % ვერ ინაგლებდნენ გადაჯაჭვულია ეს ამბები სახელმწიფო და ხალხი ასე ურთიერთობს)

და ხალხის მხარდაჭერა როგორ მიიღეს ის ხუთი პროცენტიც?
შემთხვევით ობიექტივის დაფინანსების ვექტორებიც ხო არ იცით?
QUOTE
არამედ ქრესტომატიული აი ზემოთ მოყვანილი მაგალითია, თქვენი მრავალ ქარცეცხლში გამოვლილი დახვეწილი კამათის სტილისა
დაწერთ რაღაც სისულელეს ჭკვიანი იერით და აბზაცის ბოლოში ბეჭდით - დანარჩენი რომ აქედან გამომავალია .
მერე ლემშვენიერა წაიკითხავს და გვეტყვის ამ კაცს გაუფრთხილდითო.

ნუ ახლა.
კაცს რო სოლჟენიცინის და კოსტავას დანგრეული გონია სსრკ იმას სისულელეთა წერაში მე სად შევედრები.
QUOTE
არანაირი კავშირი არ აქვთ არცერთს სესილთან არც რუსოს არც მონტესკიეს, არც დიდროს. რაც შეეხება მფარველობას , რუსოს შემთხვევაში ის მართლაც გაიქცა პარიზიდან ოღონდ შვეიცარიაში. ბოლო წლებში უკვე "შეშლილი" რუსოს იუმთან სტუმრობას მფარველობას ვე დავარქმევთ, მიუხედავად იმისა რომ იუმმა რუსოსთვის რაღაც გროშები იჩალიჩა პენსიის სახით. რუსო თავპირისმტვრევით უკან პარიზში გამოიქცა.

მეთვრამეტე საუკუნის საგამომცემლო ხარჯები იცით რა ძვირი ჯდება?
განსაკუთრებით მაშინ როცა შენი ნაშრომები იბეჭდება ძირითადად ჰოლანდიასა და შვეიცარიაში.
QUOTE
დიდრო არ იყო რადიკალი და ასე არ უჭირდა ლავირება რუსოსთვის სახიფათო სივრცეებში. არავის მფარველობის ქვეშ არ ყოფილა მითუმეთეს სესილის,

სესილის მმართველობის ქვეშ რა იქნებოდა კაი ხნის წინ მკვდარი იყო ეგ.
აი სესილის სტრუქტურის მმართველობის ქვეშ კი ბატონო.
QUOTE
რაც შეეხება მონტესკიეს ისეთი ბილეთი შეხვდა რომ არავის მფარველობა არ დასჭირვებია. ბიოგრაფიას გაყევით. "ანტისახელმწიფოებრივს" ფსევდონიმით აქვეყნებდა და ა.შ.

ხო აბა დაზვერვა ვერ იგებდა მონტესკიეს ფსევდონიმს biggrin.gif
QUOTE
თავად "სესილი "ინგლისის კარზე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი საგვარეულო დინასტიაა და ბუნებრივია სისტემის ჩამოყალიბებაში მისი როლი. დინასტიის შთამომავლობა რუსოს კაი ხნის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება დღემდე........... და რა დანარჩენია უკვე აქედან გამომავალი?

ნუ დღეს ვერ გეტყვით და ისე სალისბერის პირველმა ჰერცოგმა შექმნა დღეს რასაც ბრიტანული საიდუმლო სამსახური ქვია ის.
QUOTE
ამ კაცს გაუფრთხილდით კი არა დემაგოგია, მოჩვენებითი დასწავლულობა, ანუ მწიგნობრობა, სოფიზმი, თავის თავში წარმოუდგენელ შეფარულ სიბოროტეს ატარებს. სამწუხაროდ ამას კარგად ვერ ვაცნობიერებთ. თორემ ამგვარი მანკიერებებისგან განთავისუფლება ასე არ გაგვიჭირდებოდა.

ხო აბა სიბოროტეს biggrin.gif
სიბოროტეს კი არა კეთილი ვარ მსგავს ინფორმაციას რო გიმხელთ. biggrin.gif

რაც შეეხება საფრანგეთის რევოლუციას თქვენ ეგ განმანათლებლების მოწყობილი გგონიათ და რობესპიერის, მარატის და დანტონის კიდე.
არადა დაწყებული ფრონდადან დამთავრებული ვანდეIთ განსახილველი ეპიზოდებია, ასევე არისტოკრატიის ერთი ფლანგის ჩართულობა და ა.შ.

Lemshveniera
QUOTE
"პოეზია უპირველეს ყოვლისა". 
ჩემს ბავშვობაში თქვენისთანები დარბოდნენ დროშებით ხელში. შედეგებს ახლა იმკის ქვეყანა.

ო ზუსტად. biggrin.gif
ბორჯომი და ჩაის ხალხი biggrin.gif

Posted by: Lemshveniera 13 Feb 2018, 00:23
QUOTE (t-90 @ 12 Feb 2018, 02:38 )
ირმას მიერ ბოლო წამზე აღებული 5.01% არის იმენა ქრესტომათიული მაგალითი

ვაიმე, ირმას მართლა 5.01% დაუწერეს?
აუ რა კომიკური ქვეყანაა! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: t-90 13 Feb 2018, 00:24
Lemshveniera
QUOTE
ვაიმე, ირმას მართლა 5.01% დაუწერეს?
აუ რა კომიკური ქვეყანაა!

გეუბნები რა.
ტიპებს მართლა ჰგონიათ რო მაგათი ნაჯღაბნი რამეს წყვეტს. biggrin.gif

Posted by: nigo 13 Feb 2018, 07:02
t-90
ირმას რომ დაუწერეს და თავისუფალ დემოკრატებს ჩამოაკლეს ეს ფაქტია.მაგრამ საქმე ისაა, რომ ირმამ,მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩემი აზრით გაცილებით მეტი აიღო.
იგივე საგარეჯოს ამბავი გაიხსენეთ. მთელი მთავრობა დაირაზმა ,რომ თამარ ხიდაშელი გაეყვანათ.

უბედურება ისაა, რომ რეგიონებში ირმას ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა, განსაკუთრებით აჭარაში.
ესაა პრობლემა, ირმა, ნატო ჩხეიძეს, ავადსახსენებელ კვიციანს და ისტერიულ ადა მარშანიას,რომ აძლევს ხალხი ხმას. და სოფლებში ობიექტივი ნომერ პირველი ტვ-ა

ირმას კი არ მოიუმატეს, ჩამოაკლეს, მისცეს ზუსტად იმდენი, რომ ერთი ფრაქცია გამოსვლოდა.
ასევე ბურჯანაძის დაბლოკვა.
ჩემთვის რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ეს ორი ქალბატონი, მათი ელექტორატი იყო ანტინაცები და ოცნებაზე გულაცრუებული რეგიონები.თბილისში უფრო თავისუფალ-დემოკრატებს აძლევდნენ ხმას.
თუმცა ოცნებამ ,რომ მართლა ყველას მოუგო ფაქტია. რამდენი პროცენთით სხვა საქმეა.

ისე მართლა მოვრჩეთ აქ ამ პოლიტიკას, თანაც უკვე ძალიან უაზრო კამათი გამოდის, მხოლოდ კამათისთვის .
აგერ ნფორუმი დაგვეკარგა.

Posted by: t-90 13 Feb 2018, 10:22
nigo
QUOTE
ირმას რომ დაუწერეს და თავისუფალ დემოკრატებს ჩამოაკლეს ეს ფაქტია.მაგრამ საქმე ისაა, რომ ირმამ,მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩემი აზრით გაცილებით მეტი აიღო.
იგივე საგარეჯოს ამბავი გაიხსენეთ. მთელი მთავრობა დაირაზმა ,რომ თამარ ხიდაშელი გაეყვანათ.

ხო მარა საერთოდ ირმას პოლიტიკაში მოსვლა არის ქრესტომათიული ამბავი.
ჯერ კიდე მიშას დროს იწყება ეგ ამბავი.
და რა დასამალია რო ბიძინას კადრია biggrin.gif
QUOTE
უბედურება ისაა, რომ რეგიონებში ირმას ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა, განსაკუთრებით აჭარაში.
ესაა პრობლემა, ირმა, ნატო ჩხეიძეს, ავადსახსენებელ კვიციანს და ისტერიულ ადა მარშანიას,რომ აძლევს ხალხი ხმას. და სოფლებში ობიექტივი ნომერ პირველი ტვ-ა

მაგასაც კონკრეტული მიზანი აქვს.
QUOTE
ისე მართლა მოვრჩეთ აქ ამ პოლიტიკას, თანაც უკვე ძალიან უაზრო კამათი გამოდის, მხოლოდ კამათისთვის .
აგერ ნფორუმი დაგვეკარგა.

არაა პრობლემა.
მე ვაბშე არ დამიწყია. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 13 Feb 2018, 10:24
QUOTE
ისე მართლა მოვრჩეთ აქ ამ პოლიტიკას, თანაც უკვე ძალიან უაზრო კამათი გამოდის, მხოლოდ კამათისთვის .
აგერ ნფორუმი დაგვეკარგა.

++++

Posted by: beqa1971 13 Feb 2018, 17:14
t-90
ნუ ცელქობთ ეხლა და ნუ კეკლუცობთ, არ შეშვენის ამხელა კაცს.
სისულელე განგიმარტეთ რატომაც იყო.
პირად შეურაცყოფად არ უნდა მიგეღოთ.

Lemshveniera
მე რითი დავრბოდი და სად არ ვყოფილვარ ამის კვლევებში წინ ვერ წახვალთ და შეეშვით მაგ ამბავს. სხვა რამისკენ მიმართეთ ახალგაზრდა ენერგია და ყურადღება.

QUOTE
აგერ ნფორუმი დაგვეკარგა.

ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა დასვა თავის დროზე დიაგნოზი და აღარც ჩარეულა. yes.gif

Posted by: t-90 13 Feb 2018, 17:21
beqa1971
რავი დემაგოგიო ისაო და ესაო biggrin.gif
და აბა რად უნდა მიმეღო? biggrin.gif

Posted by: nigo 15 Feb 2018, 12:55
nforumi
სად დაიკარგე, შემოდი, დამთავრდა ტვინის ბურღვა biggrin.gif
პოლიტიკაში ისეთები ხდება, რომ აქაც პოლიტიკას უკვე ვერავინ გაუძლებს.

რამე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ.
* * *
მოკლედ, გუშინ ისეთი ლამაზი სიყვარულის ახსნა ვნახე ,უნდა გაგიზიაროთ.
ზოგადად ლიფტში არ შევდივარ, მაგრამ ახლა ჯანმრთელობის გამო მიწევს.
მთელი ლიფტის კედლებზე მისაწებელი ვარდისფერი ფურცლები- მიყვარხარ-არ ვიც რამდენი, ალბათ ათასი და მეტი. იატაკზე ლურჯი და ვარდისფერი ბუშტები, აი ლავ იუ.
დამაინტერესა ვინ არის ეს გოგონა, ასე რომანტიულად რომ უყვართ. რომელი მეზობლის შვილია.

გამიხარდა,რომ კიდევ არსებობს გამოხატვის ასეთი ფორმები. ბიჭებს არ დაუკარგავთ, რომანტიზმი .

ალბათ ამ გოგონას მშობლებსაც მოეწონებოდათ ისეთი სილამაზე იყო.

დედას მაინც smile.gif

Posted by: nforumi 16 Feb 2018, 13:23
nigo
QUOTE
სად დაიკარგე, შემოდი, დამთავრდა ტვინის ბურღვა 
პოლიტიკაში ისეთები ხდება, რომ აქაც პოლიტიკას უკვე ვერავინ გაუძლებს.

არ დავკარგულვარ, აქ ვარ...
დროში მიჭირს ცოტა smile.gif

Posted by: t-90 19 Feb 2018, 10:12
nigo
QUOTE
ალბათ ამ გოგონას მშობლებსაც მოეწონებოდათ ისეთი სილამაზე იყო.

დედას მაინც

ჩვენც ეგრე გვეგონა სტუდენტობაში.
მარა მამამისი გადმოგვიდგა ფიშტოთი და ძლივს გამოვასწარით biggrin.gif

Posted by: Parabola 19 Feb 2018, 15:46

biggrin.gif

მე არ მიყვარს სიყვარულის ასეთი გამოხატვები , მაგრამ კაცია და ხასიათი , მთავარია ვისთვისაც კეთდება იმაზე გაჭრას smile.gif
ფიშტო იქეთ იყოს და ადრე ფეხზე წამეკიდა ეზოში დანთებული გულიდან ცეცხლი ძლივს გადავრჩი, რა ცმე ჩემი ,,რომანწიკოს'' ძმაკაცს ვაგინე .

Posted by: GEORGEXIII 19 Feb 2018, 15:54
ვააა ეს რა თემას წავაწყნდი

სასწრაფოდ ფიქსირ.

Posted by: marimari33 19 Feb 2018, 20:12

popcorn.gif

Posted by: beqa1971 23 Feb 2018, 13:11
მოდი გავარჩიოთ ეს ფრაზა (ვინც ტვინის ბურღვად აღიქვამს გამოტოვოს):

QUOTE
ტიპებს მართლა ჰგონიათ რო მაგათი ნაჯღაბნი რამეს წყვეტს. 

ჩემი აზრით ორი მხარე აქვს ანუ, პიროვნული პოზიცია, მსოფლმხედველობა, ფილოსოფიური ხედვა, პრინციპი ეგზისტენცია.... ეტა რას

და მეორე მხარე პროსტა ცინიზმი, ანუ ოპონენტის გაბიაბურება ..ანუ ტონი რომელიც ფრაზის დაახლოვებით ასეთ დაბოლოებას ითხოვს : "ვაი ამათ პატრონს"
"ტიპებს მართლა გონიათ რომ ამათი ნაჯღაბნი რაიმეს წყვიტავს, ვაი ამათ პატრონს.." კი ორგანულად ერწყმება.

ახლა ვფიქრობ რომ ამ ფრაზის თქმის მოტივაცია მეორე მხარეს უფრო დიდ წილს უდებს მაგრამ,
მე პირველი უფრო მაინტერესებს, ანუ რა პოზიციაა ამ ფრაზის მიღმა თანამედროვე ჰომოსაპიენსის მაგალითზე რომ განვიხილოთ? რა მსოფლმხედველობრივი პრინციპები უდევს საფუძვლად?

რას ფიქრობთ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები მეგობრებო,
ნფორუმ არც მე მცალია ასე დიდად მარა როცა მოვიცლი ხოლმეsmile.gif

Posted by: nigo 24 Feb 2018, 07:33
beqa1971
QUOTE
(ვინც ტვინის ბურღვად აღიქვამს გამოტოვოს):

ცუდად არ მითქვამს, მაგრამ ალბათ ასე გამოვიდა. ბოდიშს ვიხდი.
QUOTE
ტიპებს მართლა გონიათ რომ ამათი ნაჯღაბნი რაიმეს წყვიტავს, ვაი ამათ პატრონს.." კი ორგანულად ერწყმება.

აი ეს მეორე ფრაზა, ჩემი აზრით ცალკეული პიროვნებების მიერ თავისი წილი პასუხისმგებლობის აცილების მცდელობაა.

Posted by: nforumi 24 Feb 2018, 10:08
beqa1971
nigo
ხო, მოკლე შინაარსი ასეთია:
იქ ვიღაცა წყვეტს, ზემოთ, მე ვერაფერს შევცვლი და შესაბამისად პასუხისმგებლობაც არანაირი მაქვს. აი, ვისაც ეს ვერ გაუგია, ის შტერია ყველა.

Posted by: beqa1971 25 Feb 2018, 13:09
ეს სიტყვაში გამოსვლა ხო ისედაც მჩვევია და ახლაც მომიტევეთ რაღაცის ახსნა მინდა და თუ თავიდანვე ანტაგონიზმით დახვდებით ისედაც რთულია და არაფერი გამომივა ))) საერთოდ კომუნიკაციაა რთული, დამეთანხმებით ალბათ არაერთხელ გამოგიცდიათ.

სინამდვილეში მარტივია რის თქმასაც ვაპირებ:

ფილმის მაგალითზე ავხსნი, მაინც მაგალითზე უფრო ადვილია მსჯელობა ტ90 დამეთანხმება ))

ი ტაკ , თრუმენშოუ..
(დიდი ვერაფერი შედევრი, მარა მაინც).

ესე იგი თავიდან, სუბიექტური აღქმა, რეალობის სიმულაცია, ბლაბლაბლა, შემდეგ - ეჭვი, უნდობლობა, ძიება..ბრძოლა მოპოვება, რეალობის აღქმა და "revelation", "разоблачение" გონების განათება, ყველაფრის მიხვედრა და ა.შ. სინამდვილის აღქმა. სიმართლის მიგნება ანუ გამარჯვება.

მაგრამ ეს კინოა. რეალობა სხვაა:

როდესაც ბავშვი(პატარა თრუმენი)) ) მშობელს კითხვებს უსვავს და ამ კითხვებზე პასუხებს იღებს ის იწყებს მშობლის მიერ "სიმულირებულ " სამყაროში ცხოვრებას. ამ სამყაროში "ნივთების არსს" მნიშვნელობა არ აქვს, ზედაპირულია. ცეცხლი წვავს, ზამთარში ცივა, ეს ჩიტია. მზე შორსაა და ა.შ
ამის მერე კითხვები რთულდება "ნივთების არსში" წვდომის სურვილი ჩნდება. რატომ წვავს ცეცხლი? ზამთარში რატომ ცივა? ჩიტი რატო დაფრინავს? და ა.შ.(თრუმენი წამოიზარდა) და მშობლებს (მშობლები პირობითია თუ გნებავთ სოციუმიც მოვიაზროთ).. რაც უფრო რთულდება კითხვები მით უფრო ელევათ პასუხები.

გარდატეხის ასაკი მხოლოდ ფიზიოლოგია არაა. ცნობიერებაში რყევები ახალგაზრდა ორგანიზმში, ამ რთულ კითხვებზე გაუცემელი ან სულელურად გაცემული პასუხებით იწყება. და მერე უკვე ვინ ვარ , რატომ ვარ? რა ხდება ვაბშე? smile.gif (თრუმენს გასვლა უნდა ქალაქიდან)
ეჭვები, გაღიზიანება, იმედგაცრუება, ჩნდება სუბიექტურისა და ობიექტურის გარჩევის სურვილი.

უკვე ამ ეტაპზე "მარათონს" საკმაოდ დიდი მასა აკლდება. ეს ის მასაა რომელთა გონებაშიც სიმულაცია კანონდება და ადაპტირდება. ამას დიდ წილად ხელს უწყობს ავტორიტეტული სისულელეები.
ამას აღარ ჩავუღრმავდეთ. ეს ამბავი არაა ამ მსჯელობისთვის საინტერესო.

მაგრამ იმათ მივყვეთ ვინც ეჭვის შემდეგ ძიებას იწყებს.
(აქ გზაში ერთ ნაცნობს ჩავუვლით რომელსაც მერე მოვუბრუნდებით ))

იმათ მივყვეთ ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს უამრავი ბრძოლა და მარცხი და გამარჯვება და იმედი და იმედგაცრუება დაცემა ადგომა და ა.შ. უწი პუწიც თუ გნებავთ smile.gif

ანუ იმას ვისაც არ ეშინია, უამრავი კითხვები აქვს, გამხდარია და ნერვიული))), თავი ტვინით აქვს გატენილი, პირად კონსტიტუციას წერს . არ ეგუება არ ადაპტირდება, უარს ამბობს, დროს უსწრებს და თუკი არასდროს არ დანებდება და ხელს არ ჩაიქნევს , ახალ რეალობას ქმნის.

აი ამათ გავყვეთ სადამდეც შევძლებთ და ბოლოს უკვე არაქათმილეულები და მოქანცულები რო დავეყრებით და გავიხედავთ ეგერ შორს, ჰორიზონტთან დავინახავთ რომ ის მაინც აგრძელებს სიარულს. მარტო

სად მიდის სად მიბოდიალებს. ასე შეპყრობილი. რა ამოძრავებს რა ენერგია ანუ რა ჯადოქრობა?
თანაც საით? გარდაუვალი მარცხისკენ? (თრუმენი "იმარჯვებს", კინოში)
და რა თქმა უნდა მარცხისკენ. "სიმართლეს" მაინც ერ იპოვის. (რეალობა)
მაგრამ მოდი ერთი წუთით ამ მარცხს ასე შევხედოთ, როგორც, მხოლოდ მის პიროვნულ, სუბიექტურ მარცხს. ანუ პიროვნულ ტრაგედიას თუ გნებავთ,.
და არა როგორც მარცხს კაცობრიობის მასშტაბში, ეპოქაში.
მაშინ მასშტაბში ასეთი "მარცხი" პირიქით გამარჯვებად გვევლინება. იმ გამარჯვებად რომელიც პატარა ნაწილია მომავალში, პოტენციაში არსებული, ჩვენთვის, თანამედროვეთათვის, ჯერ კიდევ მიუწვდომელი და წარმოუდგენელი სიდიდეებისა.
(და რა თქმა უნდა "პოეზია უპირველეს ყოვლისა"! smile.gif აბა ჩემ მტერს ჩამქრალი გულმკერდი და მხოლოდ შავთეთრი ფერი )

ახლა გზაში რომ ჩავუარეთ ის ნაცნობი მოვინახულოთ. ამისთვის სადაც ახლა ვიმყოფებით აქიდან ცოტა უკან უნდა მოვბრუნდეთ.

ეს ჩვენი ნაცნობი მეორე დიდი მასის (მაგრამ პირველთან შედარებით მაინც მომცრო) ნაწილია რომელმაც სიმულაცია არ დაიკანონა, პირდაპირ არ მიიღო მაგრამ კომპენსაციას დასჯერდა და თავი ასე გაიმართლა, იქით არაფერი არაა ტყუილად მიდიხართ, აი აქ არის რეალობა მე სადაც ვდგავარო.
უნდა დავეთანხმოთ, ძალიან გავს რეალობას პრინციპში ვერც გაარჩევ ისე გავს.

თანაც ჩვენმა თრუმენმა, აგერ კამერა იპოვა რომელიც მაგიდის ქვეშაა ფარულად ჩამონტაჟებული და დაჟე იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა რომ თავის მოკატუნებაც კი შეძლო რომ არაფერი დაუნახავს.
არადა კინო აქედან იწყება, სწორედ ეს წერტილია საინტერესო, რას იზავს ამის მერე, ჩვენი გმირი. როგორ მოერევა მის გარშემო გამეფებულ სიყალბეს. როგორ მოერევა ამხელა მანქანას.

მაგრამ ეს კინოა რეალობა სხვაა:
ჩვენი თრუმენი იმითაც კმაყოფილია რასაც მიაგნო, ახლა მან უკვე კარგად იცის რომ უღებენ. wink.gif

მორჩა დავიშალეთ.

nigo
აი ეხლა არ ვიცი რა დაგიწეროთ, მომერიდა რომ ჩემი უტაქტობით ბოდიში მოგახდევინეთ.

Posted by: nforumi 25 Feb 2018, 13:26
beqa1971
თრუმენშოუ სულაც არაა ცუდი ფილმი, მაგრამ რისი თქმა გინდოდა, მაინც ვერ გავიგე...

Posted by: beqa1971 25 Feb 2018, 15:08
nforumi

QUOTE
თრუმენშოუ სულაც არაა ცუდი ფილმი

ცუდი ფილმი არაა კაი ფილმია პირიქით, ნამეტანი დავაკნინე "დიდი ვერაფერით" მართალი ხარ. smile.gif
QUOTE
მაგრამ რისი თქმა გინდოდა, მაინც ვერ გავიგე...

კარგად არც მე ვიცი. მარა ალბათ სიმულაციაში/სიყალბეში ცხოვრების შეგუებას ვებრძვი პოეზია/ლირიკითsmile.gif იმთავითვე განწირული ამბავია.

Posted by: nforumi 25 Feb 2018, 22:17
beqa1971
QUOTE
კარგად არც მე ვიცი

wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

-ისტობაზე და -ისტებზე მეც მაქვს ჩემი მოსაზრება, დავწერ მერე, რომ მოვიცლი.

Posted by: nigo 26 Feb 2018, 08:57
nforumi
QUOTE
ისტობაზე და -ისტებზე მეც მაქვს ჩემი მოსაზრება, დავწერ მერე, რომ მოვიცლი.

სანამ მოიცლი ,მე დავწერ ერთი სიტყვით-ესაა ფანატიზმი და სიბნელე, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
სექტა.

Posted by: nforumi 26 Feb 2018, 10:15
nigo
QUOTE
სიტყვით-ესაა ფანატიზმი და სიბნელე, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
სექტა.

ნამდვილად არის ფანატიზმი.
მაგრამ საკითხავია, ჩვენ თავად ვართ კი ამისგან თავისუფალი? wink.gif

Posted by: beqa1971 26 Feb 2018, 17:55
nigo
QUOTE
რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
სექტა.

yes.gif

nforumi
QUOTE
მაგრამ საკითხავია, ჩვენ თავად ვართ კი ამისგან თავისუფალი? 

იმდენად რამდენადაც ამ სექტების წევრი ხარ, ან არ ხარ, უკუპროპორციულად smile.gif

თუ რამე სხვას გულისხმობ "თავისუფლებაში"? smile.gif

Posted by: nigo 26 Feb 2018, 18:34
nforumi
\მე ნამდვილად თავისუფალი ვარ და შენც ასეთი მგონიხარ.

ახალ მთავრობას მხარს ვუჭერ ხოლმე მაქსიმუმ ორი წელი, მერე უკვე ოპოზიციური განწყობა.

ეკლესიას რაც შეეხება, ძალიანაც მინდა, რომ ნამდვილი მორწმუნე ვიყო, ღმერთო გცოდავ ამ მარხვაში, მაგრამ მორალურად უფრო ადვილია ცხოვრება, ყველაფერს სხვის ნებას ან გამოცდას გადააბრალებ.საკუთარ პასუხისმგებლობას მხოლოდ ათ მცნებაზე იღებ. ეს ათი მცნება ისედაც , ძალიან კარგი რამეა და რწმენის გარეშეც უნდა მისდიო.
ახალობლის დაკარგვას უფრო ადვილად ეგუები გჯერა,რომ უკეთეს სამყაროშია.

ზოგადად, ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის წილ პასუხისმგებლობას არ გრძNობენ ან სააერთოდ არ გააჩნიათ ამის განცდა. უფრო ადვილად ცხოვრობენ. თავი კი ეცოდებათ, რომ ყველა მასთანაა დამნაშავე, თითონ ასეთი კარგი და კეთილი, იჩაგრება, მაგრამ ცხოვრობენ რა.ყოველშემთხვევაში არასოდეს დამნაშავის განცდა არ აწუხებთ. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მტანჯველი გრძნობაა, განსაკუთრებით, თუ გამოსწორების შანსი აღარ არის და დრო გაშვებული.

Posted by: t-90 26 Feb 2018, 18:38
beqa1971
QUOTE
ახლა ვფიქრობ რომ ამ ფრაზის თქმის მოტივაცია მეორე მხარეს უფრო დიდ წილს უდებს მაგრამ,
მე პირველი უფრო მაინტერესებს, ანუ რა პოზიციაა ამ ფრაზის მიღმა თანამედროვე ჰომოსაპიენსის მაგალითზე რომ განვიხილოთ? რა მსოფლმხედველობრივი პრინციპები უდევს საფუძვლად?

რას ფიქრობთ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები მეგობრებო,
ნფორუმ არც მე მცალია ასე დიდად მარა როცა მოვიცლი ხოლმეsmile.gif

გლობალურ სფეროშI ჩემი და თქვენი პოსტვა არაფერს წყვეტს.
ორჯერ ორი ოთხია.
არ შემოვიდოდი დავამთავრე ამ თემაზე საუბარი თქვენ რო არ წამოგეწყოთ.
თუნდაც საქართველოს მასშტაბით.

მე ფრიად დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გაქვთ კარგი მიზნები და ეხლა რომ შეგეძლოთ (აი ერთი თვით რო მოგცენ ბიძინას როლი) ბევრ რამეს შეცვლიდით სიკეთისკენ.
მაგრამ ფაქტია რომ თქვენ ვერაფერს ვერ ცვლით.
რატომ ვერ ცვლით? იმიტომ რომ არც რესურსი, არც გავლენა არ გაგაჩნიათ მოვლენებზე.
ისევე როგორც სოლჯენიცინს და ზვიად გამსახურდიას არ დაუშლიათ სსრკ.
ან შეეგუეთ ამას(და იცხოვრეთ მშვიდად) ან იჩალიჩეთ რესურსის, გავლენის, კავშირის მოპოვებაზე და მერე სისტემაზე გავლენის მოხდენაზე.
ეგაა და ეგ.
nigo
QUOTE

აი ეს მეორე ფრაზა, ჩემი აზრით ცალკეული პიროვნებების მიერ თავისი წილი პასუხისმგებლობის აცილების მცდელობაა.

ნწუ.
ეს "ჩვენ ყველა რაღაცას ვცვლით" არის თავმოხვეული აზრი იმისგან რომ გადავიტანოთ ყურადღება საკუთარ თავზე და არ მივაქციოთ რეალურ "დამნაშავეებს" ყურადღება.
პირობითად სანამ ჩვენ საკუთარი თავზე პასუხისმგებლობის აღებით ვართ დაკავებული მთელი ცხოვრება და თავს ვიგვემთ ამასობაში შათლახები წიპა ბიძინა და ხაზარაძე ქვეყანას ერთი ადგილისკენ მიაქანებენ.
ესაა რეალობა.
დანარჩენი პოეზია/ლირიკაა.
აი მაგალითისთვის: მე მივიღე 2008 წლის ომში მონაწილეობა (თუ ამას შეიძLება მონაწილეობა ერქვას, ტყვია არ გამისვრია ), მაგრამ ამ ომის წაგებაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. მე რო პოსტი მიმეტოვებინა (სიტყვაზე) მაშინ ვიქნებოდი პოსტის მიტოვებაზე პასუხისმგებელი.
nforumi
QUOTE

-ისტობაზე და -ისტებზე მეც მაქვს ჩემი მოსაზრება, დავწერ მერე, რომ მოვიცლი.

ეგ არის კარნავალი.
ნაცები და ქოცები
ლიბერასტები და ბნელები
ეგენი არის ჩვეულებრივი ფარსი.
რეალურად რამდნეიმე საკითხი დგას რომლიდანაც სახეს გვაბრუნებინებენ.
1) ადგილობრივი თვითმმართველობის ძალაუფლების არქონა
2) სამხედრო სტაბილურობის შექმნა და სამხედრო ვალდებულების ელიტაზე გავრცელება.
3) ხელფასის როლი ბიუჯეტში.
ეგაა და ეგ.

Posted by: nigo 26 Feb 2018, 19:31
QUOTE
ზოგადად, ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის წილ პასუხისმგებლობას არ გრძNობენ ან სააერთოდ არ გააჩნიათ ამის განცდა. უფრო ადვილად ცხოვრობენ. თავი კი ეცოდებათ, რომ ყველა მასთანაა დამნაშავე, თითონ ასეთი კარგი და

t-90
ამაში უფრო ყოფითი ცხოვრება ვიგულისხმე.
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
პატიოსნად მივდივარ არჩევნებზე, ხმას ვაძლევ ,ჩემი აზრით უკეთეს ძალას, მაგრამ 28 წელია სულ მეშლება.
მარტო მე კი არა , მთელ ქვეყანას ეშლება, ფანატიკოსების გარდა, ვინც ჩაკირულია ათწლეულობით ერთ პიროვნებაზე.
ახლა რა გამოდის.
არ წავიდე არჩევნებზე , მაშინ არ ვასრულებ, მოქალაქის ვალდებულებას. მივდივარ , მეშლება და ორ წელიწადში მაქსიმუმ , ზოგი უფრო ადრეც აღარ მომწონს.
ახლა მითხარი, ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო.

Posted by: t-90 26 Feb 2018, 20:05
nigo
ყოფითი მიკროდონეა და აქ რა თქმა უნდა გვმართებს. \ოღონდ მაკრო დოენზე ვერ ვქაჩავთ.

Posted by: Lemshveniera 26 Feb 2018, 20:23
QUOTE (nigo @ 26 Feb 2018, 19:31 )
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
პატიოსნად მივდივარ არჩევნებზე, ხმას ვაძლევ ,ჩემი აზრით უკეთეს ძალას, მაგრამ 28 წელია სულ მეშლება.
მარტო მე კი არა , მთელ ქვეყანას ეშლება,

ჩემს ბავშვობაში მახსოვს ერთი მეზობელი გვყავდა, ბატონი ზურაბი, უგზოუკვლოდ განათლებული პიროვნება. ხოდა ის ამბობდა, რომ რუსეთიო, საქართველოდან ზიდავს მატერიალურ დოვლათსო და კაპიკებს გვიგდებსო. დამოუკიდებლები რომ გავხდებითო, ეს დოვლათი ჩვენ დაგვრჩებაო და ასე 5-6 წელიწადში საქართველო შვეიცარიის დონის ქვეყანა დადგებაო.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ საქართველო დამოუკიდებლობას ითხოვდა არა იმიტომ, რომ ვინმე ჩაგრავდა, არა იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლების დარდი ჰქონდა,
არა! პროსტა აღარ აკმაყოფილებდა ის სიმდიდრე, რასაც საბჭოთა კავშირი სთავაზობდა და უფრო მეტი ფული უნდა.

შედეგი ისაა, რაც დადგა. ქვეყანას ჰყავს ოფიციალურად 60 მილიონერი, 1 მილიარდერი და არ გააჩნია არც ქარხანა, არც ფაბრიკა, არც ჯარი, არც სოფლის მეურნეობა.
არაფერი!

ამ მდიდრების ფული მიედინება სასტუმროებში, ბორდელებში, რესტორნებში და ჯიპებში. ამით შემოიფარგლება დამოუკიდებელი ქართველის ინტერესი. დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღო ის, რისთვისაც იბრძოდა. რად უნდა ქართველს კვადრატული განტოლებები და მაგაზე ტვინის ჭყლეტა?

ასე, რომ არაფერი თქვენ არ გეშლებათ. მიიღეთ ის, რისთვისაც იბრძოდით.
აი ეს არის ფილმი, რომელიც დამონებულმა ქართველებმა შექმნეს 1955 წელს. https://www.youtube.com/watch?v=yTM1TZ9YCeg
დამოუკიდებელი ქართველების ფანტაზია "ჩემი ცოლის დაქალებს" ვერ გასცდა.

ჩემი ოცნებაა, გადაიღონ კინოზღაპარი. user.gif გამეცით ვინმემ პასუხი: რატომ ვერ იღებენ? რა ფულიც "ჩემი ცოლის დაქალებს" დაახარჯეს, რამე ზღაპარს არ ეყოფოდა?

Posted by: nigo 26 Feb 2018, 20:44
Lemshveniera
არასოდესერთი ცუდი სიტყვაც კი არ დამცდენია ემიგრანტებზე.
პირიქით, ძალიან ვაფასებ ამ ადამიანებს , მაგრამ
QUOTE
მიიღეთ ის, რისთვისაც იბრძოდით.
ნუ გაიქცეოდით და თქვენ მოქცეულიყავით ჭკვიანურად , თუ მე მეშლება.

ახლა არ დავწერ , საიდან დავბრუნდით, სად არ დავრჩით და ის რომ ხვალვე შემიძლია ისრაელში უბედნიერესად და კომფორტულად ვიცხოვრო, ოღონდ ჩავიდე.
აუტანელია მანჰეტენიდან და ელისეის მინდვრებიდან მენტორული ტონით ჭკუის სწავლება კი არა, დადანაშაულება.
თანაც, თქვენ ზოგ პოსტებში , მგონი არ მეშლება ,სსრკ-ს მისტირით.მისტირით
ციხეს, გულაგს , სადაც მე პირადად მატერიალურად უკეთ ვიყავი, მაგრამ მაინც ციხეში ვიყავი.

თქვენი აზრი ისე გამოხატეთ, რომ პერსონალიებზე ნუ გადმოდიხართ და ეს თქვენ(ვინც აქ ვცხოვრობთ, ბნელები) და მე ევროპელი პრადვინუტი ,უკვე ძალიან ზედმეტია

Posted by: _სებასტიანი_ 26 Feb 2018, 20:57
გამარჯობა. ჩაი არც ცხელი და,არც ცივი თუ არ მიყვარს,არც ბუხრიდან მიღებული სითბოს მიღების 
საშვალება,თუ არ მაქვს და მარტო ყავას გეახლებით,მაქვს უფლება შემოგიერთდეთ? 
rolleyes.gif

Posted by: Lemshveniera 26 Feb 2018, 21:19
QUOTE (nigo @ 26 Feb 2018, 20:44 )
ნუ გაიქცეოდით და თქვენ მოქცეულიყავით ჭკვიანურად , თუ მე მეშლება.

თქვენმა თაობამ არჩევანი არ დაუტოვა ჩემისთანებს. ჩემი კლასელის მამამ, რომელიც ერთერთი ქარხნის დირექტორი იყო, თუ სადმე დაზგა და ჩარხი იყო ქარხანაში, სულ ჯართად გაზიდა თურქეთში. აი ეს არჩევანი დაუტოვეთ ჩემს თაობას და ახლა ნუ გწყინთ, რასაც ვამბობ.
"ჭკვიანურად მოქცევა" რა არის, არ ვიცი. ყველა ვერ იქნება ჭკვიანი და ყველა ვერ ისწავლის ოქსფორდში. საქართველო მარტო ჭკვიანების არაა.
QUOTE
სსრკ-ს მისტირით.მისტირით ციხეს, გულაგს , სადაც მე პირადად მატერიალურად უკეთ ვიყავი, მაგრამ მაინც ციხეში ვიყავი.

სსრკ არ მახსოვს. ანუ ვერაფერსაც ვერ მივტირი. ზემოთ ლინკი რომ დაგიდეთ, ეგ იყო "ციხე და გულაგის" შემოქმედება? და "ჩემი ცოლის დაქალები" ციხე/გულაგიდან გათავისუფლებული ადამიანის შემოქმედებაა?
აი ეგ არ მესმის და მომკალით. მე ვდებ მაგალითებს, რითაც ირკვევა, რომ ციხე და გულაგი სწორედ დამოუკიდებელი საქართველოა.
QUOTE
თქვენი აზრი ისე გამოხატეთ, რომ პერსონალიებზე ნუ გადმოდიხართ და ეს თქვენ(ვინც აქ ვცხოვრობთ, ბნელები) და მე ევროპელი პრადვინუტი ,უკვე ძალიან ზედმეტია

არ გადმოვდივარ. ხელოვნებაზე ვილაპარაკოთ. რატომ ვერ შექმნეს ქართველმა კინოხელოვანებმა რაიმე ღირებული პროდუქტი?
თუნდაც რატომ ვერ გადაიღეს ერთი ასეთი ზღაპარი? არაა ეს პარადოქსი? ხომ აღარაა ის ციხე და გულაგი? ხომ აღარაა ის ცენზურა? ხომ აღარავინ ახრჩობთ?

Posted by: beqa1971 26 Feb 2018, 23:21
t-90
ვააააახ smile.gif
მე და თქვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ანუ ხალხის ნაწილი.

სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა სფერო 100% -ით : უსაფრთხოება, რეგულაცია, აღსრულება, მედიცინა, დაზღვევა. ტრანსპორტი, განათლება, კომუნიკაცია, და კიდევ უამრავი ყველა ეს არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი ხომ გესმით? ხალხი რომ არ ცხოვრობდეს მაშინ ეს ყველაფერი არ იარსებებდა ესეც ხომ გესმით? smile.gif ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს დაესმის კითხვა "რა"?
მაგალითად სასამართლო, ტრანსპორტიsmile.gif და ა.შ.

ახლა ამ ყველაფერს დავუსვათ კითხვა "როგორი"?
მაგალითად როგორი სასამართლო, როგორი ტრანსპორტი, და ა.შ.

ჩვენი "დაპირისპირება" საბოლოო ჯამში იმაზე დადის რომ თქვენ ამბობთ რომ ეს "როგორი" დამოკიდებულია მმართველი ელიტის ნებაზე და ხალხი, მონაწილეობას არანაირად არ იღებს ამ პროცესში.

მე ვამბობ რომ ეს "როგორი" დამოკიდებულია ხალხის თვითშეფასებასა და მოთხოვნაზე რომელმაც უნდა აიძულოს მმართველი ელიტა რომ ეს როგორი უკეთესი იყოს ვიდრე არის. ამისთვის არის საჭირო განათლება (თუნდაც, საკუთარი უფლება/მოვალეობების ცოდნა)

უშუალოდ ბერკეტები არის ელიტის ხელში ამიტომ მათი პოლიტიკური ნება უფრო თვალსაჩინოა. ცვლილებაც პოლიტიკური ნების შემთხვევაში შესაძლოა იყოს მყისიერი.

რაც შეეხება ხალხის გავლენას: იმ შემთხვევაში თუკი მმართველ ელიტას არ უნდა რაიმეს დათმობა (ეს უკვე წინააღდეგობრიობის უნარზეა დამოკიდებული), შესაძლოა ცვლილებას 70 წელი დასჭირდეს შესაძლოა ერთი კვირა.

ახლა აქ შემოდის თქვენი არგუმენტები სტავლენნიკებზე და გარედან მოწყობილ ამბებზე. უშიშროება , ძალების გადანაწილება. შიდა თუ საგარეო ინტრიგები და ა.შ. კი ბატონო, გეთანხმებით. ყველა რევოლუცია საფრანგეთით დაწყებული ფარსია. არ ვსაუბრობ მე რევოლუციაზე.
მე ვსაუბრობ განათლებაზე და კულტურაზე. მონტესკიე არ იყო ამ გაგებით რევოლუციონერი ბარიკადებზე არ იდგა. მისი აზრები გამოიყენეს რევოლუციისთვის. ისევე როგორც არც ნიცშე იყო ფაშისტი.

ხალხი თავისი განათლებისა და კულტურის მიხედვით რაღაცას აპროტესტებს და რაღაცას პროტესტის გარეშე ეთანხმება, პირდაპირ იღებს.

როცა ხალხი ითხოვს დენს და პურს მაშინ სახელმწიფო ჩალიჩობს დენს და პურს.(ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, ხომ გახსოვთsmile.gif
ამაზე მეტი სახელმწიფოს ძვირი უჯდება, ეს ელემენტარული მოთხოვნებია, თან მითუმეტეს ჩვენნაირ ფარჩაკ სახელმწიფოს სამწუხაროდ. და რაც მთავარია სახელმწიფოს ყოველთვის აქვს ხალხის მოთხოვნების შემაკავებელი უამრავი მეთოდი არსენალში. პრევენციები ასე ვთქვათ, ძალით მოგონილი და მოქმედებაში მოყვანილი შიდა თუ გარე საფრთხეები.
ბევრად იაფი ჯდება 10 დღიანი ომი ვიდრე პენსიების გაზრდა. წაგებული ომის მერე პენსიის გაზრდას არავინ ითხოვს. და ა.შ. ჩემზე უკეთ გეცოდინებათ ეგ ამბები.

ამიტომ მოთხოვნა კი არ უნდა შემცირდეს არამედ ადეკვატური გახდეს და მასშტაბები მიიღოს. ამას ჭირდება ცოდნა საკუთარი უფლებების, ამას ჭირდება განათლება, აზრის გადმოცემისა და გაზიარების უნარები.

როდესაც მივხვდებით რომ ყოვლად დაუშვებელია პარლამენტში იჯდეს კაცი რომელსაც არ გააჩნია არავითარი მორალური პრინციპი, ჩვეულებრივი პარაზიტი და მედროვეა მაშინ ასეთი კაცი პარლამენტში ვერ მოხვდება.
დაუკვირდით რამდენად ინფანტილურად ჟღერს ახლა ეს წინადადება და აქედან გამომდინარე გამოთვალეთ სად ვიმყოფებით.

უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ თუნდაც ფინეთის სეიმი ქვია თუ არ ვცდები აი თუნდაც სეიმში ასეთი ხალხი არ ზის. და დაუკვირდით სიტყვების დეფინიციას პარაზიტი მედროვე და მორალური პრინციპების არ მქონე ადამიანი.

ვიმსახურებთ იმას სადაც ვართ, თუნდაც იმის ძახილით რომ მე და თქვენი ნაჯღაბნი არაფერს ცვლის.

ძაან ტვინი წავიღე მართლა და ცოტა ხანი ტაიმ აუტს ავიღებ დაგასვენებთ smile.gif)

P.S.

რატომ ჩხუბობს ეს გოგო სულ? smile.gif)

კინოს გადაღება ძვირი ჯდება, რაც დავიშალეთ გაქირავების ბაზარი შემცირდა.

Posted by: t-90 26 Feb 2018, 23:30
beqa1971
QUOTE
ჩვენი "დაპირისპირება" საბოლოო ჯამში იმაზე დადის რომ თქვენ ამბობთ რომ ეს "როგორი" დამოკიდებულია მმართველი ელიტის ნებაზე და ხალხი, მონაწილეობას არანაირად არ იღებს ამ პროცესში.

მე ვამბობ რომ ეს "როგორი" დამოკიდებულია ხალხის თვითშეფასებასა და მოთხოვნაზე რომელმაც უნდა აიძულოს მმართველი ელიტა რომ ეს როგორი უკეთესი იყოს ვიდრე არის. ამისთვის არის საჭირო განათლება (თუნდაც, საკუთარი უფლება/მოვალეობების ცოდნა)

უშუალოდ ბერკეტები არის ელიტის ხელში ამიტომ მათი პოლიტიკური ნება უფრო თვალსაჩინოა. ცვლილებაც პოლიტიკური ნების შემთხვევაში შესაძლოა იყოს მყისიერი.

ხოდა საქმეც მაგასია რო ეს "ხალხი" არ არსებობს.
არსებობს მმართველი ელიტა, უამრავი ფრაქცია და ა.შ.
QUOTE
ახლა აქ შემოდის თქვენი არგუმენტები სტავლენნიკებზე და გარედან მოწყობილ ამბებზე. უშიშროება , ძალების გადანაწილება. შიდა თუ საგარეო ინტრიგები და ა.შ. კი ბატონო, გეთანხმებით. ყველა რევოლუცია საფრანგეთით დაწყებული ფარსია. არ ვსაუბრობ მე რევოლუციაზე.
მე ვსაუბრობ განათლებაზე და კულტურაზე. მონტესკიე არ იყო ამ გაგებით რევოლუციონერი ბარიკადებზე არ იდგა. მისი აზრები გამოიყენეს რევოლუციისთვის. ისევე როგორც არც ნიცშე იყო ფაშისტი.

ხო მაგრამ მონტესკიე არ იქნებოდა გამოიყენებდნენ შMონტესკიეს იდეებს.
QUOTE

ამიტომ მოთხოვნა კი არ უნდა შემცირდეს არამედ ადეკვატური გახდეს და მასშტაბები მიიღოს. ამას ჭირდება ცოდნა საკუთარი უფლებების, ამას ჭირდება განათლება, აზრის გადმოცემისა და გაზიარების უნარები.

ძაან მარტივია.
ეს ყელაფერი ისწვლება.
ანუ უფლებებიც, აზრის ჩამოყალიბების(ლოგიკა) და აზრის გადმოცემის (რიტორიკა) უნარები.
ხოლო აი ვინ სწავლობს და ვის ასწავლიან ეს კიდე ცალკე თემაა.
QUOTE
როდესაც მივხვდებით რომ ყოვლად დაუშვებელია პარლამენტში იჯდეს კაცი რომელსაც არ გააჩნია არავითარი მორალური პრინციპი, ჩვეულებრივი პარაზიტი და მედროვეა მაშინ ასეთი კაცი პარლამენტში ვერ მოხვდება.
დაუკვირდით რამდენად ინფანტილურად ჟღერს ახლა ეს წინადადება და აქედან გამომდინარე გამოთვალეთ სად ვიმყოფებით.

საქმეც მაგაშია რო მე და თქვენ არ ვწყვეტთ ვინ იქნება პარლამენტში.
არც მედიას ვფლობთ და არც ფულს.
QUOTE

უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ თუნდაც ფინეთის სეიმი ქვია თუ არ ვცდები აი თუნდაც სეიმში ასეთი ხალხი არ ზის. და დაუკვირდით სიტყვების დეფინიციას პარაზიტი მედროვე და მორალური პრინციპების არ მქონე ადამიანი.

ფინეთის სეიმი არ ვიცი და ამერიკის სენატში ეგეთი ხალხი ზის.
მერე რა?

Posted by: Lemshveniera 26 Feb 2018, 23:57
QUOTE (beqa1971 @ 26 Feb 2018, 23:21 )
რატომ ჩხუბობს ეს გოგო სულ? smile.gif)

biggrin.gif კაი, არ ვჩხუბობ. "ჩემი ცოლის დაქალებს" რაც ფული აყარეს, იმ ფულით 1 ზღაპარი არ გამოვიდოდა? ფულს ხომ მაინც ხარჯავენ და რატომ იღებენ ასეთ უნიჭობებს?
საგანელიძეზე თემას წავაწყდი პოლიტიკაში. ხოდა ფოტოს რომ შევხედე, ვიფიქრე, რა მაგარი დევი გამოვიდოდა ამ კაცისგან-მეთქი.
გადაიღონ რა, "ნაცარქექია", ან "ხუთკუნჭულა". ათამაშონ საგანელიძე. ერთ კაი საქმეს მაინც გააკეთებს ეს კაცი.
გაგიჟდებიან ბავშვები სიხარულით, ისე მოეწონებათ.
მე არ ვითხოვ "ნატვრის ხის" დონის შედევრებს. მე ვითხოვ უბრალო კინოზღაპარს.

ის რეჟისორები, რომლებიც ქმნიდნენ კინოშედევრებს, ხომ ახლაც არიან ზოგი ცოცხალი? როგორ დავიჯერო, რომ 27 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ელდარ შენგელაიამ ვერაფერი ნახა გადასაღები? მაინცდამაინც "ციხე და გულაგი" უნდა ჰქონდეთ, რამე ღირებული რომ შექმნან?

მარტო იმიტომაა საქართველო ჩაფლავებული პროექტი, რომ 1955 წელს გადაღებული კინოზღაპარი დღევანდელ "ჩემი ცოლის დაქალებს" ჯობია.

Posted by: nigo 27 Feb 2018, 08:21
Lemshveniera
QUOTE
თქვენმა თაობამ არჩევანი არ დაუტოვა ჩემისთანებს.

ჩემმა თაობამ მოგიტანათ დამოუკიდებლობა და იმის შანსი,რომ უცხოეთში მიგეღოთ კარგი განათლება, თანაც უფასოდ.
ჩემი თაობა 1988 წლის ნოემბრის შიმშიშილობის აქციების შემდეგ ,რაც შეეძლო იბრძოდა უკეთესი ქვეყნისთვის, ჩვენ გამოვიარეთ 9აპრილი და ჯერ კიდევ სტუდენტობისას ,გაგანია სსრკ-ში ენის დასაცავად უზარმაზარი გამოსვლა.

ასე თაობაზე გადმობრალება , არ შეიძლება.ჩემი თაობის ცალკეული პარაზიტების საქციელი, ჩემი ბრალი არ არის ,მაშინ თქვენი თაობის ნეოკამსამოლების , რომლებიც დღესაც სხედან პარლამენტში და მთავრობაში და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, აიღეთ თქვენ, მათ მაგივრად პასუხისმგებლობა.
ფილმებს რაც შეეხება, ძალიან ძვირია და სულ სხვა საკითხია, თუმცა თუ დაგუგლავთ, ზღაპარი არა, მაგრამ ბევრი კარგი ფილმი გადაიღეს ახალგაზრდებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზებიც აიღეს.

თეატრებში ბუმია, ბილეთს ვერ იშოვი. არაჩვეულებრივი გამოფენებია, ახალგაზრდა მხატვრების ძალიან ნიჭიერი თაობა წამოვიდა.

თანამედროვე ლიტერატურას რაც შეეხება ერთი აკა მორჩილაძე მირჩევნია მთელ ფამუკს და სხვებიც არიან.

ახლა რუსთავი-2-ის გემოვნებაზე , მე პასუხს ვერ ვაგებ. ჩემი პროტესტი ისაა, რომ არ ვუყურებ.
რუსთავმა 15 წელია , მიშადან მოყოლებული შეგნებულად დაიწყო ხალხში უგემოვნებობის და დაბალი დონის გავრცელებს კამპანია. ჯერ კიდევ "ნანულა და გურამადან" მოყოლებული. გაუნათლებელი და უგემოვნო ხალხი უფრო ადვილი სამართავია.
ასე რომ, ყველა ცოდვას მე და ჩემ თაობას ნუ აგვკიდებთ. ცოტა თქვენიც დაინახეთ.
ჩემ თაობაში განათლების მიღების მაქსიმუმი, სსრკ-ში იყო მოსკოვი, ლენინგრადი და ტარტუ. მაგრამ იქ ცხოვრებას ძლიერი ოჯახი და ზურგი ჭირდებოდა, ჩაწყობა და ქრთამი. თქვენ გაქვთ მთავარი. კარგი განათლების მიღების საშუალება და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ,მაგრამ ამ კარგი განათლება მიღებული ახალგაზრდები აღარ ჩამოდიან და ესაა პრობლემა.
ასე რომ ყველამ თავის თაობის მინუსს მიხედოს.

და ნაკლები აგრესია.

Posted by: Lаki 27 Feb 2018, 09:43
Lemshveniera

როგორ თქვა ბისმარკმა?
რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.

ხოდა, სანამ თაობებს გადაწვდებოდე (მითუმეტეს ჩვენს 80-ანი წლების სტუდენტობას) მანამ იქნებ ეგ ნათქვამი გაიხსენო.

ახლა რაც შეეხება ფილმის (ზღაპრის) გაადღებას. პოლიტიკის თემაში ვიღაცამ ეს ფილმი დალინკა (визит инспектора).
დავინტერესდი და ვუყურე, კი, არის მასში ის მუხტი, რასაც სოციალური დრამა (გნებავთ ტრაგედია) ეწოდება, მაგრამ უნდა გამ.ო.ვტ.ყდე რომ ფილმა არ იმოქმედა. ალაბთ იმიტომ რომ მსგავსი სოციალური თემებზე გადაღებული ფილმებით და სპექტაკლებით სავსე იყო იმ დროინდელი ქართული (და რუსული) კინოხელოვნება და თეატრი. და შედეგი რა?

და კიდევ, ვერ ვუყურებ უახლოეს ისტორიაზე გადაღებულ ქართულ ფილმებს/სპექტალებს, იმდენად გულისამრევად ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის რომ მათი კიდევ ეკრანზე ყურება უბრალოდ ჩემს ძალებს აღემატება biggrin.gif

ქართველებს ნიჭი მოგვდგამს, ნიჭი და უხილავი ძალის მფარველობა (სვანაირად ვერ გადავრჩებოდით), მაგრამ რაღაც გვიშლის ხელს გავხდეთ (ვიყოთ) უკეთესები, და ეს რაღაც მგონი მართლა მართლა ის ცოდვაა, რასაც ძმის სისხლი ჰქვია. (კაენის შთამომავლები ვართო, ერთმა ბერმა გვითხრა, ერთხელ...)

Posted by: Lemshveniera 27 Feb 2018, 18:40
QUOTE (nigo @ 27 Feb 2018, 08:21 )
ჩემმა თაობამ მოგიტანათ დამოუკიდებლობა

და ვის რაში სჭირდებოდა ეგეთი დამოუკიდებლობა? ნეტა შორიდან დაგანახვათ ეგ დამოუკიდებელი საქართველო. ქვეყანა კი არა, კარიკატურაა. რაღაც საცოდაობა. გაბღენძილი შემოდგომის აზნაურები რომ არიან კლდიაშვილთან, აი ზუსტად ეგეთი. ცალ-ცალი ჩექმით რომ დადიან.

ჩემს გარშემო ოჯახი არ დარჩა, რომ 1 წევრი მაინც არ გაეგდო საშოვარზე დასავლეთში.
ახლახანს გავიგე კიდევ 1 ჩემი ნათესავი წასულა, 30 წლის გოგო. დატოვა 2 ბავშვი და წავიდა. sad.gif

მე თქვენ არ გერჩით. როგორც t-90 იტყოდა, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. მე უბრალოდ ის მაოცებს, ახლანდელ დროზე კარგიაო რომ იძახით. და ის დრო ცუდი იყოო. აი ეს მაოცებს. მე ვმსჯელობ შედეგებით, თორემ საბჭოთა კავშირი არ მახსოვს.
ის ფილმები, რასაც მაშინ იღებდნენ ქადაგებდა ადამიანობას.
თანამედროვე ფილმები რას ქადაგებს, გამაგებინეთ.
როცა ადამიანს დააჯერებ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ცხოვრების მიზანია, რაც შეიძლება მეტის მოხვეჭა, ის ვერ შექმნის ვერაფერ ღირებულს. და ეს აზრი დანერგა სწორედ თქვენმა თაობამ, როცა არ მოგწონდათ მატერიალური დოვლათის ყველაზე განაწილება.
ის ნეოკომსომოლებიც თქვენი თაობის გაზრდილები არიან, სწორედ მაგ სულისკვეთებით: "მოვიხვეჭოთ რაც შეიძლება მეტი. სხვაზე ზრუნვა რა უბედურებაა? საბჭოთა კავშირში ხომ არ ვართ?" საბჭოთა კავშირი თქვენმა თაობამ გამოიყვანა, როგორც ერთგვარი ბუა. და ახლანდელი ნეოკომსომოლებიც აკეთებენ ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს, რაც მაშინ იყო.
ამიტომაც არაა არანაირი კონტროლი (საბჭოთა კავშირში ხომ არ ვართ?)
ხალხს აჭმევენ აყროლებულ ხორცს,
სამშენებლო ობიექტებზე და მაღაროებში იხოცება ხალხი და კაცი არაა გამკითხავი (საბჭოთა კავშირში ხომ არ ვართ? მდიდარ ინვესტორს ხომ არ დავსჯით?)
მოკლედ კარიკატურაა.
და ყველა ჩემისთანა, ვინც მოითხოვს კონტროლის გამკაცრებას და ამ უზნეობისთვის აღვირის ამოდებას, ცხადდება როგორც საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი და გოიმი. სახელმწიფოს ყურებით უნდა ეჭიროს კერძო სექტორი, მარა ვინაა პატრონი.

თეატრი ძალიან მიყვარს. მარა რამდენჯერაც ვიყავი ბოლოს, იმდენჯერ უკმაყოფილო დავრჩი. ძაან დავარდა დონე.

QUOTE
ზღაპარი არა, მაგრამ ბევრი კარგი ფილმი გადაიღეს ახალგაზრდებმა

ბევრი არა, ერთი დამილინკეთ.
Lаki
QUOTE
ვერ ვუყურებ უახლოეს ისტორიაზე გადაღებულ ქართულ ფილმებს/სპექტალებს

ვერც მე. რისი თქმა უნდათ რეჟისორებს, ვერ ვიგებ.

Posted by: t-90 27 Feb 2018, 20:34
nigo
Lemshveniera
თაობათა ომს ნუ გაააჩაღებთ.
არც ნიგოს თაობის დაშლილია სოიუზი ან გაჩანაგებულაი ქვეყანა
არც ლემშვენიერას თაობა არის ნაცების ანაშაულში დამნაშაე.
დამნაშავე არის კონკრეტული ელიტები.
სოიუზი დაშალა კაგებეს და პარტიის ელიტების დაპირისპირებამ
ქვეყანა გააჩანაგა დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა საქართველოს ელიტამ
რომელიც არ ჩანაცვლებულა.
ნაცებიც იგივე სასტავია.

Posted by: სინიორა 27 Feb 2018, 20:43
ჩაის ყავა მირჩევნია.

user posted image

***

სულ ჩაიფერფლა ბუხარი,
ბუხრის პირს თვლემა ტკბილია,
ბედს ქედი არ მოუხარე?
რა გზები გამოგივლია....

Posted by: Lemshveniera 27 Feb 2018, 21:23
QUOTE (t-90 @ 27 Feb 2018, 20:34 )
nigo
Lemshveniera
თაობათა ომს ნუ გაააჩაღებთ.
არც ნიგოს თაობის დაშლილია სოიუზი ან გაჩანაგებულაი ქვეყანა
არც ლემშვენიერას თაობა არის ნაცების ანაშაულში დამნაშაე.
დამნაშავე არის კონკრეტული ელიტები.
სოიუზი დაშალა კაგებეს და პარტიის ელიტების დაპირისპირებამ
ქვეყანა გააჩანაგა დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა საქართველოს ელიტამ
რომელიც არ ჩანაცვლებულა.
ნაცებიც იგივე სასტავია.

ტანკო, მართალი ხარ, მარა მე ყველაზე მეტად სხვა რამ მაოცებს: აი ხომ ამდენი წელი გავიდა სრულ ქაოსში და გაუგებრობაში და სიტყვა "კონტროლს" რომ ვახსენებ, ისევ სიგნალიზაცია ერთვება სასტავს.
არადა ხვალ რომ ეს ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში ან თუნდაც ელიტაში, ვერ დაინახავს კონტროლის საჭიროებას.
ხალხს სერიოზულად სჯერა იმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი დააქცევს ქვეყანას და საბჭოთა კავშირში დააბრუნებს. biggrin.gif
აი არ ვიცი, რა ვთქვა, რა.
"ბაზარი დაარეგულირებს" არის ყველაზე დიდი იდიოტობა, რაც ამ ფორუმზე წამიკითხავს. ხალხს მართლაც სჯერა ამ იდიოტური ფრაზის, რომ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს თურმე ყველაფერი. facepalm.gif

Posted by: Lаki 27 Feb 2018, 21:28
Lemshveniera
QUOTE
და ვის რაში სჭირდებოდა ეგეთი დამოუკიდებლობა?

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს!..

კიდევ კარგი რომ სამშობლო ყველას მჭადი და ყველი არ ჰგონია biggrin.gif

Posted by: nforumi 27 Feb 2018, 22:16
Lаki
QUOTE
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს!..

კიდევ კარგი რომ სამშობლო ყველას მჭადი და ყველი არ ჰგონია

კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი და იქაური "საამური ცხოვრება".
საქართველოდან წასვლა არასოდეს მინდოდა და არც წავალ, თუ ის საამური "საბჭოთა კავშირი" არ დაბრუნდება.

Lemshveniera
QUOTE
"ბაზარი დაარეგულირებს" არის ყველაზე დიდი იდიოტობა,

ბოდიში ჩემო კარგო, მაგრამ ამის მთქმელები უბრალოდ უვიცები არიან.

Posted by: nigo 1 Mar 2018, 08:39
nforumi
[quote]კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი და იქაური "საამური ცხოვრება".
საქართველოდან წასვლა არასოდეს მინდოდა და არც წავალ, თუ ის საამური "საბჭოთა კავშირი" არ დაბრუნდება.

მეც, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაც ვიყავი და რამდენადაც შეიძლებოდა, მართლა საამურად ვცხოვრობდი.

მე კი მინდოდა წასვლა, მაგრამ ქმარ-შვილი,მაშინ ერთი მყავდა, უფრო პატრიოტები აღმოჩნდნენ.
ახლა ჩემთვის მომავალი უკვე უკანაა .რაღა დროს წასვლაა.

Posted by: nforumi 1 Mar 2018, 10:35
nigo
ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს ყველა. მე არავის ვუშლი.

მე მირჩევნია ამ ქვეყანაში მარტო ის ხალხი დარჩეს, ვისაც აქ უნდა ცხოვრება და არ უნდა საბჭოთა კავშირი. იმიტომ, რომ რაც მეტი ადამიანის თავშია საბჭოთა კავშირი და მარქსის სისულელეები, მით უფრო ძნელად ვითარდება ქვეყანა.

Posted by: nigo 3 Mar 2018, 14:06
nforumi
სრულად გეთანხმები.

Posted by: nforumi 6 Mar 2018, 22:05
ადრე ვთქვი დავწერ ამ საკითხზე და ახლა დავწერ, თქვენ მერე თქვენი თქვით, ვინ რომელ ჯგუფში ხართ, აქ ჩამოთვლილში, თუ რაც არ ჩამომითვლია wink.gif

-ისტები და ანტი-ისტები

თავიდან ვიტყვი რომ აქ საუბარი არ არის პროფესიებზე, როგორიცაა ეკონომისტი, პროგრამისტი, იურისტი და სხვა, არამედ სამყაროს აღქმაზე, მისადმი დამოკიდებულებაზე.

მარტო მე ვიცისტები: ადამიანთა კატეგორია, რომელიც თვლის, რომ მან უკვე ისე კარგად იცის მოცემული საკითხი, რომ შეუძლებელია ცდებოდეს თავად. მისი აზრით ცდება ყველა დანარჩენი, არა თვითონ. ხშირად უამრავი რამე აქვს წაკითხული და თავისებურად გაგებული, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, უიმედოა რამე გააგებინო ადამიანს, თუკი ის იდეაშიც კი არ უშვებს, რომ შეიძლება ცდებოდეს.

ბრტყელდედამიწისტები: არის ასეთი საზოგადოება, რომლის წევრებსაც სწამთ რომ დედამიწა არის ბრტყელი ( https://theflatearthsociety.org/home/ ) . ამის საწინააღმდეგო ნებისმიერ არგუმენტზე აქვთ თავისი ახსნა, ძნელია უწოდო გაუნათლებელი... ამათთან კამათის ბედნიერება არ მქონია, მაგრამ არა მგონია აზრი ჰქონოდა.

პიროვნებისტები და ანტიპიროვნებისტები: ბევრია, ყველაზე ცნობილები ზვიადისტები და ანტიზვიადისტები, მიშისტები და ანტიმიშისტები, ახლა კიდე ბიძინისტები და ანტიბიძინისტები. ეს ხალხი თავიანთ რჩეულს მიაწერს რაღაც განსაკუთრებულ უნარებს, რომელთა ნაწილი შეიძლება ჰქონდეს კიდეც და აფეტიშებენ მას (ანგელოზია -ისტებისთვის, დემონი ანტი-ისტებისთვის). არავითარი არგუმენტი არ ჭრის. კამათს აზრი არ აქვს.

ღმერთისტები და ფუნდამელისტები: სამწუხაროდ ღვთის რწმენა უფრუ ცრურწმენაა ხშირად, ვიდრე ნამდვილი რწმენა. ვგულისხმობ ამ ტიპის ადამიანების აღქმას, თავის მიერ აღიარებული რელიგია მიაჩნიათ ერთადერთ ჭეშმარიტებად სამყაროში და სხვა ყველაზე გასაგებია რასაც ფიქრობენ. რა შემწყნარებლობა, რის შემწყნარებლობა, განსხვავებულ აზრს ან ბომბებით უნდა სდიო, ან ტაბურეტკით მაინც. კამათს აზრი არ აქვს

სოციალისტები და კომუნისტები: ამათ წარმოდგენა არა აქვთ როგორ მუშაობს ეკონომიკა, რა ძალა ქმნის დოვლათს ვერ ხვდებიან, თუმცა თავი მიაჩნიათ მცოდნედ და უფლებამოსილად, რომ წაართვან იმას ვისაც აქვს, რათა მისცენ უქონელს. გასაგებია რომ ასეთი მიდგომა კრახით დამთავრდება ყოველთვის, თუმცა ჭკუას ვერ სწავლობენ მაინც, ძველზე იტყვიან ის არ იყო ნამდვილი სოციალიზმიო და ახლა სხვები უნდა კავაკულაკოთ და დავხვრიტოთო კამათს პრაქტიკულად არა აქვს აზრი

ყველაფერი უკვე იყოისტები: მათი აზრით პირამიდები აეროდრომები ყოფილა თურმე, თან ელექტროენერგიის სადგურები, რომლებიც მფრინავ ობიექტებს მუხტავდნენ და ასე შემდეგ. პირამიდის პერიმეტრი სინათლის სიჩქარის ტოლია და ესე იგი იცოდა მაშინდელმა ხალხმა რამდენს უდრიდაო და კიდე უამრავი სხვა... ამ ჯგუფში შემავალი ქართველები დაგიმტკიცებენ, რომ ყველაფრის სათავე და საფუძველო ქართული ენა და ქართული ანბანია და სხვა. უამრავი მსგავსი თეორია შეგიძლიათ მოისმინოთ საკითხის გარშემო როგორც წესი ძალიან ბევრი იციან, მაგრამ ნებისმიერი არგუმენტის ისეთ მოდიფიცირებას აკეთებენ, რომ კამათს აზრი არ აქვს

შეთქმულებისტები ანუ ელიტისტები: ეს ხალხი იმით არის საინტერესო, რომ აწმყოში გადმოაქვთ ის, რასაც წინა პუნქტის ხალხი ძველ ცივილიზაციებს მიაწერს. ზოგი თვლის რომ მსოფლიოს მასონები მართავენ, ან რაღაც ელიტები და სხვა ადამიანებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. გაუგებარია ამ მსოფლიო მმართველების წარმომავლობა, თუ ისინი ადამიანები არიან, ესე იგი უნარიან ადამიანს შეუძლია მოხვდეს მმართველ ელიტაში, ანუ შეცვალოს რაღაც. თუ ადამიანები არ არიან, მაშინ ვინ არიან, საიდან ჩნდებიან, როგორ მოქმედებენ? როგორც წესი ძალიან ნაკითხი ხალხია, თუმცა ყველა ინფორმცია ისე აქვთ აბერირებული, კამათს აზრი არ აქვს

ზემოთ ჩამოთვლილებიდან მე არცერთს მივეკუთვნები, მაგრამ აი შემდეგში კი:
თავისუფლებისტები: ყველა ადამიანი თავისუფალია და თავისი ბედი თავად უნდა განაგოს სრულად. პირდაპირ ტვინში მირტყამს, როცა ვიღაცეები ცდილობენ გადაწყვიტონ იმ სხვისთვის რა იქნება კარგი ან ცუდი და მერე აუკრძალონ ან აიძულონ რაიმის გაკეთება. გაუგებარია ვის რა უფლება აქვს სხვაზე ძალადობის. კამათი შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხზე, თუ სად გადის ზღვარი ერთი ადამიანის თავისუფლებასა და სხვების ანალოგიურ თავისუფლებას შორის

ვინ რომელი ჯგუფში მოათავსებდით თავს? (შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა ჯგუფიც, თუ არ არის ჩამოთვლილებში).

Posted by: nigo 8 Mar 2018, 07:47
QUOTE
თავისუფლებისტები: ყველა ადამიანი თავისუფალია და თავისი ბედი თავად უნდა განაგოს სრულად. პირდაპირ ტვინში მირტყამს, როცა ვიღაცეები ცდილობენ გადაწყვიტონ იმ სხვისთვის რა იქნება კარგი ან ცუდი და მერე აუკრძალონ ან აიძულონ რაიმის გაკეთება. გაუგებარია ვის რა უფლება აქვს სხვაზე ძალადობის. კამათი შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხზე, თუ სად გადის ზღვარი ერთი ადამიანის თავისუფლებასა და სხვების ანალოგიურ თავისუფლებას შორის

უფრო აქ, მაგრამ ხშირად მაინც მიწევს დათმობა.არის ცხოვრებისეული სიტუაციები, რომელიც , შენ, შენი ასაკით და გამოცდილებით უფრო კარგად იცი, მაგრამ შვილები თავისი ასაკის და განათლების გამო, თვლიან ,რომ ყველაფერი შენზე კარგად იციან. როცა ხედავ, რომ ასეთი სიტუაციაა, კი გისკდება, გული, მაგრამ რას იზამ, თუ შენი აზრი არ აინტერესებს ან არ გთვლის კომპეტენტურად, თავისი დასაშვები შეცდომა, მისი პასუხისმგებლობაა. გული გტკივა, ჯობია გაჩუმდე და მერე არასოდეს წამოაძახო, აი მე ხომ ვიცოდი,რომ ასე იქნებოდაო.
და კიდევ ანტიმიშისტი ვარ, ოღონდ უკვე არა აქტიური. წავიდა , აღარ არის, ნაკლებად მაინტერესებს.

Posted by: nforumi 8 Mar 2018, 10:14
nigo
QUOTE
თავისი დასაშვები შეცდომა,

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შენ უნდა ურჩიო შენი, მაგრამ თუ მას მაინც სჭირდება თავისი შეცდომის დაშვება, ესე იგი მისთვის ისე ჯობია, უფრო კარგად ისწავლის.

QUOTE
ანტიმიშისტი ვარ,

ხო, ამ მიდგომის პრობლემა ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ობიექტურობა იკარგება, თუ რამე კარგი გაკეთდა, აღარც იმისი დანახვა აღიარება ხდება.

Posted by: nigo 9 Mar 2018, 08:09
nforumi
QUOTE
ხო, ამ მიდგომის პრობლემა ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ობიექტურობა იკარგება, თუ რამე კარგი გაკეთდა, აღარც იმისი დანახვა აღიარება ხდება.

არა, ასე არ ვარ, კარგ საც ვხედავ ,მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.არცერთი რეფორმა არ ჩატარებულა ,ისე რომ მერე რამე ხინჯი და შეიძლება უარესიც არ მოჰყოლოდა.
ავიღოთ ეროვნული გამოცდები. ძალიან მივესალმე და ახლაც ვაფასებ,რომ მორჩა მექრთამეობა და კორუფციონიზმი და რექტორები და რექტორატი ,სამაგალითო პროფესურა მექრთამეობის ჭაობში იყო ჩაფლული, ავტორიტეტი დაკარგული და ა.შ.ა.შ>
მაგრამ, მერე რომ ჩატარდა ლექტორთა კონკურსები, იქ წავიდა უკვე პარტიული ნიშნით და სანატესავო-საახლობლო წრით კონკურსები.
გაუშვეს ძალიან დამსახურებული, მცოდნე,პრინციპული ლექტორები და შემოყარეს შპანა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ანუ , თავისი ნიჭით და ცოდნით მოხვედრილ სტუდენტებს დაახვედრეს ჩაწყობით და პოლიტიკური ნიშნით "არჩეული" ლექტორები. განათლების დონე კიდევ უფრო დაეცა.
ასევე სრული კრახი ჯანდაცვის სფეროში, ჭიპაშვილი მინისტრი. უვიცი მექრთამე. რაც ყველაზე მთავარია დაუცველობის განცდა. დაგიჭერენ და სამართალს ვერ იპოვიდი. სასამართლო სისტემის მონოპოლიზაცია იყო ყველაზე დიდი უბედურება.
თორემ გზები და ინფრასტრუქტურა, მოიპარეს თუ არა, რასაკვირველია მომწონს.

Posted by: t-90 9 Mar 2018, 08:18
nigo
იმიტომ რომ ახალი ადამიანის გამოყვანა ნებისმიერ შემთხვევაში არაა კაი საქმე. ამას მერე ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება მოყვება და ა.შ.
უნდა შეიქმნას სამართლიანი სისტემა და ადამიანებს უნდა ვაცალოთ იყონ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები.
კულტურული მოდერნიზაცია მოსაშორებელია ჩვენი თავებიდან.

Posted by: nforumi 9 Mar 2018, 09:31
nigo
შეუძლებელი როგორ უნდა შეძლო?
როგორ უნდა შეარჩიო საკითხის საუკეთესო მცოდნე? ამისთვის ხომ თავად უნდა იცოდე საკითხი საკმარისად კარგად...
ერთი სიტყვით ასეთი რაღაცეები სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს, ჩინოვნიკი ვერასოდეს იქნება ისეთი კვალიფიკაციის, რომ მცოდნე მეცნიერი აარჩიოს.

t-90
QUOTE
უნდა შეიქმნას სამართლიანი სისტემა და ადამიანებს უნდა ვაცალოთ იყონ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები.

ზუსტად. ეს არის ყველაზე მთავარი.

Posted by: t-90 9 Mar 2018, 09:50
nforumi
QUOTE
ერთი სიტყვით ასეთი რაღაცეები სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს, ჩინოვნიკი ვერასოდეს იქნება ისეთი კვალიფიკაციის, რომ მცოდნე მეცნიერი აარჩიო

ეგ გაცილებით ნაკლებადაა პრობლემა თუ დამოუკიდებელ და არა კერძო უნივერსიტეტებს ჩამოვაყალიბებთ.
ანუ მაგალითად როგორც ოქსფორდი და კემბრიჯია, რომელიც მართალია იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მაგრამ იმართება კოლეგიის მიერ.
თვითმართვადი არამომგებიანი სფეროა უნივერსიტეტები.

თუმცა მაგალითად საფრანგეთში სახელმწიფო მართავს განათლებას და ჯერჯერობIთ არ წაუგიათ.

Posted by: nforumi 9 Mar 2018, 14:04
t-90
QUOTE
საფრანგეთში სახელმწიფო მართავს განათლებას და ჯერჯერობIთ არ წაუგიათ.

განათლების სისტემის კრიზისი არის მთელ მსოფლიოში, ყველგან ეძებენ გამოსავალს.
საფრანგეთი არა და, დღეისათვის ითვლება რომ ფინეთი და სინგაპური არიან ამ საკითხში დაწინაურებული. თუმცა რამდენად დაწინაურებული ეს კიდე ცალკე საკითხია.

რაც შეეხება დამოუკიდებლობას, ეგ ახლაც აქვს თსუ-ს, თუმცა ფაქტია რომ ეგ დამოუკიდებლობა ფარატინა ქაღალდია.

ერთი სიტყვით ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სისტემის გაუმჯობესების გზაზე არის განათლების სამინისტრო და საერთოდ სახელმწიფოს ჩარევა ამ საკითხში.

Posted by: t-90 9 Mar 2018, 19:06
nforumi
QUOTE
საფრანგეთი არა და, დღეისათვის ითვლება რომ ფინეთი და სინგაპური არიან ამ საკითხში დაწინაურებული. თუმცა რამდენად დაწინაურებული ეს კიდე ცალკე საკითხია.

სასკოლო განათლებაში კი ბატონო.
მაგრამ კერძO არც აქ არ არის.
ვაბშემც კერძო და სახელმწიფო უმაღლესი განათლების სისტემიდან ამოსაღებია.
უნდა მართოს კოლეგიებმა.
ისე ფინეთიც და სინგაპურიც სახელმწიფოს ჩარევით არიან.
QUOTE
ერთი სიტყვით ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სისტემის გაუმჯობესების გზაზე არის განათლების სამინისტრო და საერთოდ სახელმწიფოს ჩარევა ამ საკითხში.

ნწუ.
ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არარის.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ უნივერსიტეტებში სიტუაციებს განაგებენ ან კერძო ინვესტორები (და მუშაობენ პირდაპირ მოგებაზე და არა ირიბზე) ან კიდე ჩვენი სახელმწიფოს ჩIნოვნიკური აპარატი (რომელიც ხარისხობრივად არ ვარგა)
უნივერსიტეტს უნდა მართავდეს პროფესორებისგან, წარმატებული ხალხისგან შემდგარი კოლეგია.
მზრუნველთა საბჭო ან რავი. რაც გინდათ დაარქვით.

განათლების სამინისტრო ყველას ჰყავს. მ.შ. დიდ ბრიტანეთსაც.

Posted by: Lemshveniera 9 Mar 2018, 23:01
t-90
არც ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს"@ შოთა რუსთაველი.
ყველაზე დიდი პრობლემაა განათლებულ ადამიანზე დაბალი მოთხოვნილება.
განათლება გულისხმობს შრომას. ხოდა რატომ ვიშრომებ, როცა ვხედავ, რომ შრომა არ ფასდება?

საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ცოდნას ვერ იყენებ, არავის სჭირდება მცოდნე.

Posted by: nforumi 9 Mar 2018, 23:51
t-90
QUOTE
უნდა მართოს კოლეგიებმა.

საერთოდ რატომ უნდა მართოს ვინმემ?
QUOTE
ისე ფინეთიც და სინგაპურიც სახელმწიფოს ჩარევით არიან.

ზუსტად მიტო მგონია რომ მალე იჩენს თავს ახალი პრობლემები, მიუხედავად იმისა რომ მაქსიმალურად თავისუფალი სტილის სწავლებაა.

QUOTE
უნივერსიტეტს უნდა მართავდეს პროფესორებისგან, წარმატებული ხალხისგან შემდგარი კოლეგია.

და ვინ უნდა დააკომპლექტოს ეგ კოლეგიები?
QUOTE
განათლების სამინისტრო ყველას ჰყავს. მ.შ. დიდ ბრიტანეთსაც.

ეს არგუმენტი არ არის.
ერთ დროს მონების და ყმების არსებობა ყველა ქვეყანაში ნორმა იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი იყო, ან სწორი.

Lemshveniera
QUOTE
ყველაზე დიდი პრობლემაა განათლებულ ადამიანზე დაბალი მოთხოვნილება.

ეს მართალია.
ჩვენი გაუკუღმართებული მენტალობა, რომელიც ყველაზე ძნელი შესაცვლელი აღმოჩნდა, როგორც კაკო ბაქრაძემ თქვა თავის დროზე.

Posted by: t-90 10 Mar 2018, 00:00
Lemshveniera

QUOTE

საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ცოდნას ვერ იყენებ, არავის სჭირდება მცოდნე.

ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს პრობლემა არის ის რომ სახელმწიფო არ გვაქვს.
ვაბშე არ გვაქვს.
nforumi
QUOTE

საერთოდ რატომ უნდა მართოს ვინმემ?

ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება მმართველი, იქნება ეს ორგანო თუ ადამიანი.
ორგანიზების ასეთი მოდელია რა.
QUOTE

ზუსტად მიტო მგონია რომ მალე იჩენს თავს ახალი პრობლემები, მიუხედავად იმისა რომ მაქსიმალურად თავისუფალი სტილის სწავლებაა.

სინგაპურში არავითარი ახალი მოდელი არ არის ბაბანა პრუსიული სწავლებაა ტექნიკური ელემენტებით.
ფინეთში კი ბატონო.
QUOTE
და ვინ უნდა დააკომპლექტოს ეგ კოლეგიები?

თვითონ კოლეგიამ.
QUOTE

ეს არგუმენტი არ არის.
ერთ დროს მონების და ყმების არსებობა ყველა ქვეყანაში ნორმა იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი იყო, ან სწორი.

და რას ნიშნავს კარგი და ცუდი ?
რა არის უფრო ეფექტური ისაა მთავარი.
ვერ დამისახელებთ ვერცერთ ერთი ადამიანის დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუტს რომელიც კემბრიჯზე ან ოქსფორდზე ან ჰარვარდზე წინ იდგება.

Posted by: nforumi 10 Mar 2018, 10:44
t-90
QUOTE
ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს პრობლემა არის ის რომ სახელმწიფო არ გვაქვს.

სახელმწიფო რომ არ გვქონდეს, რა გვიჭირს wink.gif

QUOTE
ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება მმართველი, იქნება ეს ორგანო თუ ადამიანი.
ორგანიზების ასეთი მოდელია რა.

რა ვჭამოთ იმასაც ჭირდება მმართველი? იქნებ ძილსაც? იქნებ სურვილებსაც?
მართვა ჭირდება ისეთ სტრუქტურას, სადაც შედეგის მისაღებად საერთო ბრძანების შესრულებაა საჭირო. განათლება ამასთან ისევეა შუაში, როგორც ჭამა.
QUOTE
სინგაპურში არავითარი ახალი მოდელი არ არის ბაბანა პრუსიული სწავლებაა ტექნიკური ელემენტებით.

ხოდა მეც ვამბობ, რომ მაგის კრიზისი გარდაუვალია. სწავლების გარკვეული გაუმჯობესება ამ მოდელში შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ არა ახალ საფეხურზე ასვლა. მთელი მსოფლიო ამ ასასვლელს ეძებს ახლა და არის უკვე გარკვეული ნიშნები, რომ ჩვენთვის ნაცნობი განათლების სისტემა სრულიად შეიცვლება ათ ან ოც წელიწადში.
აი, ვინც პირველი შეძლებს ამ ნაბიჯების გადადგმას, ის დაწინაურდება.

QUOTE
თვითონ კოლეგიამ.

კარგი, მე ვარ კოლეგია და დავიწყო დაკომპლექტება? wink.gif

QUOTE
რა არის უფრო ეფექტური ისაა მთავარი.

ეფექტური თუ ეფექტიანი?
QUOTE
და რას ნიშნავს კარგი და ცუდი ?

კარგში ვგულისხმობ უფრო ეფექტიანს და უფრო სამართლიანს.

QUOTE
ვერ დამისახელებთ ვერცერთ ერთი ადამიანის დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუტს რომელიც კემბრიჯზე ან ოქსფორდზე ან ჰარვარდზე წინ იდგება.

ცხოვრება დგას მაგათზე წინ.
ნებისმიერი სასწავლებელი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრებაში მეტის გაკეთებაში მომეხმაროს. თუ ამისთვის რაღაც დაწესებულებაში სიარული არ მჭირდება და სახლშიც მშვენივრად შემიძლია ვისწავლო ის რაც ცხოვრებაში გამომადგება, მის არსებობას რაღა აზრი აქვს?
გეცოდინება მაგალითები, როცა უმაღლესს არ ამთავრებენ, მაგრამ სწორედ რომ ძალიან წარმატებული ადამიანები არიან.

Posted by: nigo 13 Mar 2018, 11:41
nforumi
ხანჯალი ჩემს გულში.
უმცროსმა შეაჩერა სტატუსი.ძალიან ბევრს მუშაობს , ზალიან მაღალი ანაზრაურება აქვს , მაგრამ ჩვენ სულ არ გვჭირდება მისი ფული.
დაუდგება დრო და დაჭირდება დიპლომი.
მომინელა ამის დარდმა, იმ ფონზე რომ უფროსმა მეორე მაგისტრატურა დაამთავრა ჰარვარდში,პირველიც ამერიკაში ,ოღონდ ის უფასოდ მასკის პროგრამით და ამის დიპლომი ჩემი ტკივილია.

ესპანეთში არსებობს, ერთი მაგარი ბიზნეს-სქული, სადაც თუ ოთხი სემესტრი გაქვს დამთავრებული და მაგარი სივი(სივი აქვს , ნუ იტყვით, თავისი ასაკისთვის და მეტიც) და ოთხი წლის სამუშაო სტაჟი ,გიღებენ, მაგრამ არ მიდის. sad.gif sad.gif

გარდა საჯარო სამსახურისა, უამრავი კერძო შეკვეთა აქვს და მოკლედ, მე თუ მკითხავთ, დროს კარგავს. ოდესმე დაუდგება ამ დიპლომის ამბავი წინ.
ერთადერთი, რაც მიხარია, ამ უდიპლომობის გამო მაღალ თანამდებობაზე არ ნიშნავენ და ალბათ ოდესმე ,თავის კერძო ფირმას გააკეთებს. ჩემი ოჯახის თავისუფლება პოლიტიკისგან, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული,რომ არავინ საჯარო სამსახურზე არ არის ჩამოკიდებული და დიდი მორალური თავისუფლებაა.

Posted by: nforumi 13 Mar 2018, 22:15
nigo
QUOTE
დიპლომი

და მერე რა?
ილია ჭავჭავაძეს არ ქონდა დიპლომი, მაგრამ შეედაროს ბარე ორი (თუ გინდა ორი მილიონი) დიპლომიანი wink.gif

მთავარი დიპლომი არ არის, მთავარია ცხოვრების გზაზე როგორ მიდიხარ.

მე არასოდეს არავინ დამიწუნებია დიპლომის არ ქონის გამო, მთავარია თავი ებას მხრებზე.

რა პროფესიის არის შენი ბიჭი? მომწონს იმით, რაც თქვი smile.gif

Posted by: nigo 14 Mar 2018, 07:39
nforumi
სკოლის დამთავრებისთანავე ძალიან კარგად ჩააბარა 70% გრანტით.
მერე შეაჩერა სტატუსი.
სოციალური მედია.ძალიან მოთხოვნადია( ეს სიტყვა, არ მომწონს)
პიარი, მარკეტინგი .
მუშაობს იმ სფეროში, რისი დიპლომიც უნდა აიღოს. ფაქტიურად ქაღალდი ჭირდება.

უბრალოდ, უფროსმა იმდენი ისწავლა, ,ორი უმაღლესი დონის მაგისტრატურა აშშ-ში .ისიც 19 წლიდან მუშაობს.
თავისთავად დიდი ამბავია,რომ 18 წლიდან თავის თავს უვლიან, მანი-ორიენთედ ტიპები არიან, მაგრამ უმცროსს აუცილებლად დაუდგება დიპლომის აღების მომენტი.
რაც დრო გავა , მით უფრო დაეზარება. იქნებ ონ-ლაინ სწავლა შემოიღონ და პრობლემაბ მოგვარდება.

რა ვქნა , ვერ ვეგუები, ვგრძნობ,რომ დადგება დრო აუცილებლად დაჭირდება. რაც არ უნდა მაგარი იყოს თავისი სფეროში და მართლა ძალიან სმართია. დადგება დრო, ვიღაცა წამოაძახებს "სამაუჩკააო".~

Posted by: nforumi 14 Mar 2018, 09:40
nigo
QUOTE
უმცროსს აუცილებლად დაუდგება დიპლომის აღების მომენტი.

რატომ უნდა დაუდგეს? რაში უნდა დაჭირდეს?

თუ მართლა დასჭირდება ოდესმე, აიღებს უპრობლემოდ. ან იქნებ გასართობად მოუნდეს მერე.

ასე რომ არაფერი გაქვს სანერვიულო, პირიქით, სანერვიულო ის არის, დიპლომს რომ აიღებენ და საქმე კი არ იციან. არ ვიცი ვის რაში ჭირდება მათი დიპლომი, მაგრამ მასეთებს მე არ ვიღებ სამსახურში.

Posted by: t-90 14 Mar 2018, 09:49
nigo
QUOTE
უმცროსს აუცილებლად დაუდგება დიპლომის აღების მომენტი.

მე არ დამიდგა biggrin.gif
უფრო სწორედ დიპლომი კი მაქვს აღებული, მაგრამ არ გამომიტანია
QUOTE
დადგება დრო, ვიღაცა წამოაძახებს "სამაუჩკააო".~

თუ პოლიტიკაში არ წავა მაშინ არც არავინ წამოაძახებს.
სოცმედიაში ვის რაში აინტერესებს

nforumi
QUOTE
ილია ჭავჭავაძეს არ ქონდა დიპლომი, მაგრამ შეედაროს ბარე ორი (თუ გინდა ორი მილიონი) დიპლომიანი

ალბათ ვაჟა ფშაველას.
თორე ილია დიპლომირებული იურისტი იყო.

* * *
nforumi
QUOTE
სახელმწიფო რომ არ გვქონდეს, რა გვიჭირს

მე მაწყობს. იმიტომ რომ მე ჩემი თავის დაცვის საშუალება მაქვს ბოლობოლო ოჯახში ვორი ვოფიცერი ვართ biggrin.gif ბოლობოლო სოფელში გადავალ და პატარა სამხედრო კომუნას მოვაწყობ. biggrin.gif
თუ თქვენ არ იცით იარაღის ხმარება დარწმუნებული ხართ რომ დაცული იქნებით?
QUOTE
რა ვჭამოთ იმასაც ჭირდება მმართველი? იქნებ ძილსაც? იქნებ სურვილებსაც?
მართვა ჭირდება ისეთ სტრუქტურას, სადაც შედეგის მისაღებად საერთო ბრძანების შესრულებაა საჭირო. განათლება ამასთან ისევეა შუაში, როგორც ჭამა.

ნწუ.
აი ავიღოთ ამერიკის სასწაზვლო სისტემა.
როდესაც ის მკაცრად რეგულირებადი იყო თუნდაც კოლეგიის მხრიდან ის იღებდა შედეგს.
როგორც მაგ სფეროს სრული დერეგულირება მოხდა წარმოიშვა ისეთი კოლეჯები რომლებიც არაფერს იძლეოდა.
მიუხედავად ამისა მაინც ხალხი აბარებდა მანდ და რჩებოდა მოტყუებული. არადა იურიდიულად ვერ მოედავებოდი.
შესაბამისად ამერიკის სასწავლო სისტემაში ან არის რეგულირებადი კოლეგიების მიერ მართული უნივერსიტეტები ან არის ჩართერ სქულები და ა.შ. რომელიც არის უბრალოდ უვიცების სამჭედლო.
მ,ერე ეს გადადის მშობლის პასუხისმგებლობასი და მშობელს რამდენად აქვს კომპეტენცია მიიყვანოს შვილი ისეთ სკოლაში რო უსწავლელი არ დატოვოს ეგ არ ვიცი. მაშინ დავუბრუნდებით დინასტიურ პროფესიებს ისევ. იმიტომ რომ ახლა ჩემმა შვილმა რო ჩინურის სწავლა მოინდომოს მე რა ვიცი რომელი ჩIნურის მასწზვლებელი ვარგა და რომელი არა? რა გარანტიაა რო ისეთი მასტი არ შემხვდება მეგრულს რო ასწავლდა ინგლისურის მაგივრად ციმბირში?
QUOTE
ხოდა მეც ვამბობ, რომ მაგის კრიზისი გარდაუვალია. სწავლების გარკვეული გაუმჯობესება ამ მოდელში შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ არა ახალ საფეხურზე ასვლა. მთელი მსოფლიო ამ ასასვლელს ეძებს ახლა და არის უკვე გარკვეული ნიშნები, რომ ჩვენთვის ნაცნობი განათლების სისტემა სრულიად შეიცვლება ათ ან ოც წელიწადში.
აი, ვინც პირველი შეძლებს ამ ნაბიჯების გადადგმას, ის დაწინაურდება.

ან შეიცვლება ან არ შეიცვლება.
ხოდა როგორ შეიცვლება რა იდეა გაქვთ.?
QUOTE

კარგი, მე ვარ კოლეგია და დავიწყო დაკომპლექტება?

დაიწყეთ.
ფული თუ გაქვენ მოიწვიეთ უცხოელი მეცნიერები და შეასრულეთ ერთი ფაკულტეტი.
უარს არავინ გეტყვით.
QUOTE

ეფექტური თუ ეფექტიანი?

ოხ ეს ინტრიგნობა რა biggrin.gif წარმატებული ბატონო biggrin.gif
წარმატება არის გაზომვადი.
QUOTE
ცხოვრება დგას მაგათზე წინ.
ნებისმიერი სასწავლებელი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრებაში მეტის გაკეთებაში მომეხმაროს. თუ ამისთვის რაღაც დაწესებულებაში სიარული არ მჭირდება და სახლშიც მშვენივრად შემიძლია ვისწავლო ის რაც ცხოვრებაში გამომადგება, მის არსებობას რაღა აზრი აქვს?
გეცოდინება მაგალითები, როცა უმაღლესს არ ამთავრებენ, მაგრამ სწორედ რომ ძალიან წარმატებული ადამიანები არიან.

კი მაგრამ ეგეთები ერთეულები არიან.
ზოგადადე ჰარვარდის მაგისტრატურა დამთავრებულს ბევრად უფრო მეტი სანსი აქვს (თუნდაც იმიტომ რომ არამარტო ცოდნას არამედ საჭირო ნაცნობობას იძენს) ვიდრე თსუ ბაკალავრიატ არდაუმთავრებელს.
სტატისტიკაა რა.

Posted by: nforumi 14 Mar 2018, 13:29
t-90
QUOTE
თუ პოლიტიკაში არ წავა მაშინ არც არავინ წამოაძახებს.
სოცმედიაში ვის რაში აინტერესებს

მართალია. მხოლოდ ბიუროკრატებისთვის აქვს მნიშვნელობა მაგას.
ვისაც საქმის კეთება უნდა, იმისთვის ცოდნაა მთავარი.

QUOTE
ალბათ ვაჟა ფშაველას.
თორე ილია დიპლომირებული იურისტი იყო.

არა, არ დაუმთავრებია ილიას, მე-4 კურსიდან წამოვიდა:
1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი https://burusi.wordpress.com/2010/02/16/ilia-chavchavadze-15/
ლუკა რაზიკაშვილსაც არ დაუმთავრებია, სულ 1 წელი იყო პეტერბურგში smile.gif

QUOTE
თქვენ არ იცით იარაღის ხმარება დარწმუნებული ხართ რომ დაცული იქნებით?

ადამიანებმა შრომის დანაწილება იმისთვის მოიგონეს, რომ ყველამ ის აკეთოს, რაც უკეთე გამოსდის და სურს.

QUOTE
აი ავიღოთ ამერიკის სასწაზვლო სისტემა.
როდესაც ის მკაცრად რეგულირებადი იყო თუნდაც კოლეგიის მხრიდან ის იღებდა შედეგს.
როგორც მაგ სფეროს სრული დერეგულირება მოხდა წარმოიშვა ისეთი კოლეჯები რომლებიც არაფერს იძლეოდა.
მიუხედავად ამისა მაინც ხალხი აბარებდა მანდ და რჩებოდა მოტყუებული. არადა იურიდიულად ვერ მოედავებოდი.
შესაბამისად ამერიკის სასწავლო სისტემაში ან არის რეგულირებადი კოლეგიების მიერ მართული უნივერსიტეტები ან არის ჩართერ სქულები და ა.შ. რომელიც არის უბრალოდ უვიცების სამჭედლო.
მ,ერე ეს გადადის მშობლის პასუხისმგებლობასი და მშობელს რამდენად აქვს კომპეტენცია მიიყვანოს შვილი ისეთ სკოლაში რო უსწავლელი არ დატოვოს ეგ არ ვიცი. მაშინ დავუბრუნდებით დინასტიურ პროფესიებს ისევ. იმიტომ რომ ახლა ჩემმა შვილმა რო ჩინურის სწავლა მოინდომოს მე რა ვიცი რომელი ჩIნურის მასწზვლებელი ვარგა და რომელი არა? რა გარანტიაა რო ისეთი მასტი არ შემხვდება მეგრულს რო ასწავლდა ინგლისურის მაგივრად ციმბირში?

ჯერ ერთი ამერიკაში დერეგულაცია არ მომხდარა ისე, როგორც საჭირო იყო, მაინც ხდება ხელის ფათური და ტვინების მართვის მცდელობა.
მეორეც, აშშ-ში მართლა არის სკოლები, სადაც ცდილობენ ახალი მეთოდებით სწავლების დამკვიდრებას (მხოლოდ დასაწყისია). გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროცესს შედეგის საჩვენებლად. რაც მეტად ჩაერევა სახელმწიფო, მით მეტი დრო.
მესამეც, როცა დაგჭირდება რეალურად ცოდნა და არა დიპლომი (ანუ ბიუროკრატებს თუ გავუშვებთ სამუდამო შვებულებაში), მაშინ ყველა იზრუნებს იმაზე, რომ ცოდნა მიიღოს და არა დიპლომი.

QUOTE
ხოდა როგორ შეიცვლება რა იდეა გაქვთ.?

მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც უნდა გაკეთდეს. დავწერე კიდეც ამ ფორუმზე 7-8 წლის წინ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს რომ შედეგი რაც შეიძლება მალე მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ გადადგმულიყო ნაბიჯები იმ მიმართულებით, ახლა უკვე პირველი შედეგები გვექნებოდა.

და საერთოდ, ადამიანები საკუთარ თავზე უკეთ იზრუნებენ, ვიდრე სახელმწიფო მათზე.

რაც შეეხება სახელს, ის უცბად არ იქმნება, ჰარვარდი არ შექმნილა ერთ და ორ წელიწადში, ძალიან ბევრი ათწლეული ის ნამდვილ ჩოდნას იძლეოდა და ჯერჯერობით მიდის ისევ ინერციით. რამდენხანს ეყოფათ ეს ინერცია არ ვიცი, რაღაც ცუდი ხმები მომდის მაგათზე.

Posted by: t-90 14 Mar 2018, 18:31
nforumi
QUOTE

მართალია. მხოლოდ ბიუროკრატებისთვის აქვს მნიშვნელობა მაგას.
ვისაც საქმის კეთება უნდა, იმისთვის ცოდნაა მთავარი.

ნწუ.
პოლიტიკაში ყველა ვარიანტში წამოგაძახებენ უდიპლომობას და ეგაა მეტი არაფერი.
წულუკიანი მაგალIთად.
QUOTE
რა, არ დაუმთავრებია ილიას, მე-4 კურსიდან წამოვიდა:
1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი https://burusi.wordpress.com/2010/02/16/ili...havchavadze-15/
ლუკა რაზიკაშვილსაც არ დაუმთავრებია, სულ 1 წელი იყო პეტერბურგში smile.gif

და სულ რამდენი კურსი იყო?
მე როგორც მახსოვს ოთხი კურსი იყო.
QUOTE

ადამიანებმა შრომის დანაწილება იმისთვის მოიგონეს, რომ ყველამ ის აკეთოს, რაც უკეთე გამოსდის და სურს.

კი მარა თუ სახელმწიფოს მიერ სიტუაციის დარეგულირებას ამოვიღებთ მაშინ მივიღებთ შედეგს რომ ბევრს მოუნდება თქვენი ნაშრომის დაპატრონება (ზოგს ამიტომ ზოგს იმიტომ) აქედან გამომდინარე მოგიწევთ საკუთარი თავის და ოჯახის ასევე საკუთარი საქმის დაცვის ორგანიზება.
QUOTE
ჯერ ერთი ამერიკაში დერეგულაცია არ მომხდარა ისე, როგორც საჭირო იყო, მაინც ხდება ხელის ფათური და ტვინების მართვის მცდელობა.
მეორეც, აშშ-ში მართლა არის სკოლები, სადაც ცდილობენ ახალი მეთოდებით სწავლების დამკვიდრებას (მხოლოდ დასაწყისია). გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროცესს შედეგის საჩვენებლად. რაც მეტად ჩაერევა სახელმწიფო, მით მეტი დრო.

ხო მაგრამ ფაქტია რო ამერიკის შედეგიანი განათლების სისტემა რომელიც პირველი იყო მსოფლიოში დროს ჩამორჩა დერეგულაციის გამო.
ახლა ახალი მეთოდები რა არის მაინც ვერ გავიგე და რა გგონიათ.
QUOTE
მესამეც, როცა დაგჭირდება რეალურად ცოდნა და არა დიპლომი (ანუ ბიუროკრატებს თუ გავუშვებთ სამუდამო შვებულებაში), მაშინ ყველა იზრუნებს იმაზე, რომ ცოდნა მიიღოს და არა დიპლომი.

ხო ისა და რა გარანტიაა რო ბიუროკრატებს ახალი ბიუროკრატები არ სეცვლიან? არ ვბიცი თქვენ რამხელა კომპანიებთან გქონიათ საქმე და მე მქონია დიდ IT კომპანიებთან შეხება ა აი ბიუროკრატია იქ არის თუ არის. დაჟე ქართული სახელმწიფოს მასშტაბითაც შეიძლება უფრო დიდი იყოს.
მაინცდამაინც სახელმწიფოს ნუ შევსტენით ბიუროკრატობას.
QUOTE
მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც უნდა გაკეთდეს. დავწერე კიდეც ამ ფორუმზე 7-8 წლის წინ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს რომ შედეგი რაც შეიძლება მალე მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ გადადგმულიყო ნაბიჯები იმ მიმართულებით, ახლა უკვე პირველი შედეგები გვექნებოდა.

ხოდა რის საფუძველზე იძახით.
ფაქტები ხელშიო არ გიჭირავთ.
ვარაუდი და ჰიპოთეზა მხოლოდ.
QUOTE

და საერთოდ, ადამიანები საკუთარ თავზე უკეთ იზრუნებენ, ვიდრე სახელმწიფო მათზე.

საკუთარ თავზე კი
ოღონდ ერთეულები.

Posted by: nforumi 14 Mar 2018, 22:22
t-90
QUOTE
ნწუ.
პოლიტიკაში ყველა ვარიანტში წამოგაძახებენ უდიპლომობას და ეგაა მეტი არაფერი.
წულუკიანი მაგალIთად.

? აბა მე რა დავწერე, ნწუ რა შუაშია?

QUOTE
და სულ რამდენი კურსი იყო?
მე როგორც მახსოვს ოთხი კურსი იყო.

კი, ოთხი კურსი იყო, მაგრამ არ დაამთავრა მეოთხე კურსი და შესაბამისად დიპლომიც არ აუღია.

QUOTE
კი მარა თუ სახელმწიფოს მიერ სიტუაციის დარეგულირებას ამოვიღებთ მაშინ მივიღებთ შედეგს რომ ბევრს მოუნდება თქვენი ნაშრომის დაპატრონება (ზოგს ამიტომ ზოგს იმიტომ) აქედან გამომდინარე მოგიწევთ საკუთარი თავის და ოჯახის ასევე საკუთარი საქმის დაცვის ორგანიზება.

კი, მე დავიქირავებ იმ კომპანიას, რომელიც ამას ყველაზე იაფად და უკეთ გააკეთებს.

QUOTE
ხო მაგრამ ფაქტია რო ამერიკის შედეგიანი განათლების სისტემა რომელიც პირველი იყო მსოფლიოში დროს ჩამორჩა დერეგულაციის გამო.
ახლა ახალი მეთოდები რა არის მაინც ვერ გავიგე და რა გგონიათ.

არ მომხდარა დერეგულაცია სინამდვილეში თქო.
უბრალოდ გაიხსნა მართლა დამოუკიდებელი სკოლები, რომლებიც არ მიყვებიან ე. წ. სახელმწიფო პროგრამებს და სწავლების სრულიად თავისუფალი სტილი აქვთ არჩეული. სადღაც ვნახე მონაცემები, აშს-ის სკოლების 4%-ია ასეთი სკოლები, თუმცა ეროვნულ ოლიმპიადებზე გამარჯვებულთა 40% სწორედ ასეთი სკოლების ბავშვებიაო.

QUOTE
ხო ისა და რა გარანტიაა რო ბიუროკრატებს ახალი ბიუროკრატები არ სეცვლიან? არ ვბიცი თქვენ რამხელა კომპანიებთან გქონიათ საქმე და მე მქონია დიდ IT კომპანიებთან შეხება ა აი ბიუროკრატია იქ არის თუ არის. დაჟე ქართული სახელმწიფოს მასშტაბითაც შეიძლება უფრო დიდი იყოს.
მაინცდამაინც სახელმწიფოს ნუ შევსტენით ბიუროკრატობას.

კი, კომპანიებიც ქმნიან ბიუროკრატიას, სჭირდებათ გარკვეული საქმის შესასრულებლად, მაგრამ საკმარისია ნებაზე მიუშვან, გაბერილი ბიუროკრატია წააგებინებს კონკურენციაში. თავისუფლების შემთხვევაში კომპანიის ბიუროკრატია არ მაშინებს, გაკოტრდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც თავის ბიუროკრატიას ზომაზე მეტად გაბერვის საშუალებას მისცემს.
სახელმწიფო ბიუროკრატიის შემთხვევაში რა ხდება, როცა ის ზედმეტად გაიბერება? - უფრო მეტ ფულს (გადასახადი რომ ქვია) წაიღებენ ჩვენიდან და კიდევ უფრო გაიბერება (დანიშნავენ შემსწავლელ კომისიას ან კიდე რამეს მოიფიქრებენ).
QUOTE
ხოდა რის საფუძველზე იძახით.
ფაქტები ხელშიო არ გიჭირავთ.
ვარაუდი და ჰიპოთეზა მხოლოდ.

ჩემი მოსაზრება დავწერე მაშინ, შემიძლია ლინკი მოგცე თუ გინდა რომ წაიკითხო. მაშინ არ ვიცოდი და ამას წინათ კი წავიკითხე რომ ნაწილობრივ აშშ-ში გაკეთებულა თურმე ეგეთი სკოლები, რომლებიც არ დგანან განათლების დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და გარკვეული წარმატებებიც აქვთ. დავაკვირდე უნდა, ვნახოთ რა იქნება. ჩვენ რომ პირველები ვიყოთ, ხომ ღმერთი გვიწყენს.

QUOTE
საკუთარ თავზე კი
ოღონდ ერთეულები.

ნებისმიერი.
და თან პასუხისმგებლებიც თავად იქნებიან.

Posted by: t-90 14 Mar 2018, 23:33
nforumi
QUOTE

? აბა მე რა დავწერე, ნწუ რა შუაშია?

ეგ ბიუროკრატია კი არა პოლიტიმიჯია.
QUOTE

კი, ოთხი კურსი იყო, მაგრამ არ დაამთავრა მეოთხე კურსი და შესაბამისად დიპლომიც არ აუღია.

მე როგორც მახსოვს ილია დიპლომირებული იურისტი იყო და მომრიგებელ მოსამართლედაც კი მუშაობდა ამის გამო.
QUOTE
კი, მე დავიქირავებ იმ კომპანიას, რომელიც ამას ყველაზე იაფად და უკეთ გააკეთებს.

კი თუ ფული გექნებათ. ფული ისეთი რამეა დღეს გაქვთ ხვალ არ გექნებათ.
გარდა ამისა რა გარანტიაა რო კომპანია უბრალოდ არ წაგართმევთ ფულს ან მოგკლავთ? ამიხსენით ერთი საშუალოსტატისტიკურ პერსონას რატო არ უნდა მოუნდეს თქვენი ქონების დაპატრონება თუ მას ამისთვის არანაირი სანქცია არ ელის? აიღებს და ან ძალით წაგართმევთ ან მოგკლავთ და ისე წაგართმევთ ან დაგათმობინებთ და თქვენ იმუშავებთ, ხოლო მოგებას ის წაიღებს მთლიანად?
არადა იარაღიან კაცს თუ არანაირი იდეალი არ აქვს და მხოლოდ დაქირავებულია ის ხშირად თავის პატრონს კბენს როგორც პიტბული. ეს არის ისტორიულად დამტკიცებული.
QUOTE
ბრალოდ გაიხსნა მართლა დამოუკიდებელი სკოლები, რომლებიც არ მიყვებიან ე. წ. სახელმწიფო პროგრამებს და სწავლების სრულიად თავისუფალი სტილი აქვთ არჩეული. სადღაც ვნახე მონაცემები, აშს-ის სკოლების 4%-ია ასეთი სკოლები, თუმცა ეროვნულ ოლიმპიადებზე გამარჯვებულთა 40% სწორედ ასეთი სკოლების ბავშვებიაო.

სად წაიკითხეთ?
კიდე ამერიკაში არის ორნაირი კერძო სკოლა private school და charter school აი პირველი შეიძლება იყოს სეთი, მაგრამ პირველი არის ელიტის შვილებისთვის ანკუთვნილი, შეიძლება ღირდეს და მართლა კარგია იმიტომ რომ ტოპ მასწავლებლები ყავთ მოწვეულები და ტონობით ფულს უხდიან.
მეორე არის უბრალოდ აფიორა. სადაც უბრალოდ ფულს იხდიან და იქიდან არავინ არაფერს იღებს. ბავშვები რჩებიან უსწავლელები. არადა იურდიულად ვერ მოედავები.
QUOTE
სახელმწიფო ბიუროკრატიის შემთხვევაში რა ხდება, როცა ის ზედმეტად გაიბერება? - უფრო მეტ ფულს (გადასახადი რომ ქვია) წაიღებენ ჩვენიდან და კიდევ უფრო გაიბერება (დანიშნავენ შემსწავლელ კომისიას ან კიდე რამეს მოიფიქრებენ).

ეგეთ შემთხვევაში საელმწიფოც კოტრდება.
QUOTE
ჩემი მოსაზრება დავწერე მაშინ, შემიძლია ლინკი მოგცე თუ გინდა რომ წაიკითხო. მაშინ არ ვიცოდი და ამას წინათ კი წავიკითხე რომ ნაწილობრივ აშშ-ში გაკეთებულა თურმე ეგეთი სკოლები, რომლებიც არ დგანან განათლების დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და გარკვეული წარმატებებიც აქვთ. დავაკვირდე უნდა, ვნახოთ რა იქნება. ჩვენ რომ პირველები ვიყოთ, ხომ ღმერთი გვიწყენს.

აბა სად არის გაკეთღებული? რამდენად სანდო წყაროა თქვენი ლინკი? დევს სადმე სახელმწიფო სტატიოსტიკა? ან თუნდაც გელაპის? თან დევს სადმე რამე მეთოდი რითიც განსხვავდება ეგ სკოლები?
ისე კი აშშს ნებისმიერ სკოლას სჯობნის სინგაპურის სკოლები რომლებიც არის მკაცრად რეგულირებული.
ასევე ფინური მოდელი.

QUOTE
ნებისმიერი.
და თან პასუხისმგებლებიც თავად იქნებიან.

ხო. ეს თქვენ ეხლა ამბობთ როცა ხართ ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანმრთელი და საღ ჭკუაზე მყოფი. შეიძლება ფინანსებიც მოგდევთ.
აი რომ იყოთ მოხუცი (ან ბავშვი), დაავადებული და არც მთლად საღ ჭკუაზე მყოფი ვერ იფიქრებდით ამას.
მოსახლეობის ნახევარზე მეტს ფიზიკურად ვერ ქნება პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა სწორედ ამათ დასაბალანსებლად არის საჭირო.

Posted by: Lemshveniera 14 Mar 2018, 23:42
ვერ ვხვდები, რატომ ეშინია ამ ხალხს სახელმწიფოს რეგულაციების. boli.gif
რეგულაციების გარეშე არ არსებობს არცერთი ნორმალური ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ, ამის გამოც ანგრევდით საბჭოთა კავშირს. გეგონათ, რომ რეგულაციების გარეშე უკეთესს ააშენებდით.
ხოდა რა ააშენეთ? 27 წელია კაცმა არ იცის, რას აჭმევთ ხალხს, რა ჰაერით ასუნთქებთ, რა განათლებას აძლევთ...
რეგულაციები აუცილებელია.

Posted by: t-90 14 Mar 2018, 23:48
Lemshveniera
ანუ.
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით.
მე არ მიმაჩნია კარგად გაბერილი სახელმწიფო მაგრმა არც ენფორუმის დაქირავებული პოლიცია მინდა.
იმიტომ რომ ეგ ისედაც არის ეხლა (წიპა ჩვენი პოლიცია ისედაც ჩვენს წინააღMდეგაა თორე აბა ოლიგარქებს არავინ არაფერს უშვება)
საშუალო და საღი აზრი ხო უნდა იყოს არა?

Posted by: nigo 15 Mar 2018, 06:56
QUOTE

დარწმუნებული ვარ, ამის გამოც ანგრევდით საბჭოთა კავშირს. გეგონათ, რომ რეგულაციების გარეშე უკეთესს ააშენებდით.
ხოდა რა ააშენეთ? 27 წელია კაცმა არ იცის, რას აჭმევთ ხალხს, რა ჰაერით ასუნთქებთ, რა განათლებას აძლევთ...
რეგულაციები აუცილებელია.

ეს იუზერი ახალგაზრდა მგონია და ახალგაზრდა სსსრკ-ს ასე მისტიროდეს, პარადოქსია/
ან საქართველოს ისტორია არ გისწავლიათ, ან ჩვენი ერის ოცნება და მიზანი საუკუნეეების მანძილზე ,ვყოფილიყავით, თავისუფალი, დამოუკიდებელი ,რამდენმა ადამიანმა დადო თავი ამისთვის, თუ თავადაზნაურებმა და თუ გლეხებმა და /
დამოუკიდებლობის შემდეგ , საქმე როგორც წავიდა, სსრკ-ს დანგრევამ კი არ მოიტანა.
სსრკ-ქართველები არ ცნობდნენ თავის სამშობლოდ. სახელმწიფოს ვინც პარავდა, სულ არ ითვლებოდა ქურდობათ. ქურდობა,შენ სახლში საკუთარს თუ მოგპარავდნენ და ვინც გაძარცვა და გაანიავა საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის შემდეგ დარჩენილი ქონება, ისევ ძველი პარტფუნქციონერები და წითელი დირექტორები იყვნენ.
რაღაც სფეროში აუცილებელია რეგულაცია, წამლებში, სურსათში, მშენებლობაში, მაგრამ დადგენილი და მიღებული სტანდარტების მიხედვით და არა მოსკოვში დამტკიცებული ნორმატივებით.

რეფორმებია საჭირო,განათლება,განათლება და და სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა.

სახელმწიფოს საქმეა, ჩემი უსაფრთხოება და ჩემი უფლებების დაცვა. დამოუკიდებელი სასამართლო.

Posted by: t-90 15 Mar 2018, 07:34
nigo
QUOTE
რაღაც სფეროში აუცილებელია რეგულაცია, წამლებში, სურსათში, მშენებლობაში, მაგრამ დადგენილი და მიღებული სტანდარტების მიხედვით და არა მოსკოვში დამტკიცებული ნორმატივებით.

დხა როგორ ფიქრობთ მოსკოვში ცუდ ნორმატივებს ამტკციებდნენ?
რა რა და მშენებლობის ნორმატივებით არც ამერიკას და არც ევროპას არ ჩამოუვარდებოდა სსრკ.
და ეხლაც ხო არ გგონიათ რო სურსათში და მშენებლლობაში ჩვენები წერენ დადგენილებებს? ან წამლებში. თუნდაც.
QUOTE

სახელმწიფოს საქმეა, ჩემი უსაფრთხოება და ჩემი უფლებების დაცვა. დამოუკიდებელი სასამართლო.

რაღაც დონეზე ეგრეა.
რა თქმა უნდა უფრო პროეაქტიულები ვიყოთ უნდა სასამართლოს და საკUთარი უსაფრთხოების ამბებშიც და ყველაფერი სამართალდამცავებს არ უნდა მოვთხოვოთ.

Posted by: nigo 15 Mar 2018, 10:04
t-90
QUOTE
დხა როგორ ფიქრობთ მოსკოვში ცუდ ნორმატივებს ამტკციებდნენ?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხრუშჩოვკები გაიხსენე.
თავისი კვადრატული მეტრებით.

ხელფასები. უმცროს-მეცნიერ თანამშრომელს მაქსიმუმ 120 მანეთი, თუ დაიცავი 10 გემატებოდა.
ტოტალური დეფიციტი .
ერთადერთი , რაც ჟორა გეგეშიძემ ჩააწყო, ეს იყო ლოჯიები.
მზიანი ქვეყანაა და ბინებს ლოჯები ჭირდებაო.ვითომ შუა აზია ჩრდილოეთი იყო.
სვიბლოვოში და ჩერტანოვოში თუ გიცხოვრია მოსკოვში, იქ ნახავდი ამათ სტანდარტებს.

Posted by: nforumi 15 Mar 2018, 10:24
t-90
QUOTE
ეგ ბიუროკრატია კი არა პოლიტიმიჯია.

ეგეც არის, თუმცა ამ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაგის მოთხოვნა სწორედ რომ ბიუროკრატიული ქმედებაა და მერე კიდე ამ ქმედების გაპიარება.

QUOTE
მე როგორც მახსოვს ილია დიპლომირებული იურისტი იყო და მომრიგებელ მოსამართლედაც კი მუშაობდა ამის გამო.

მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, მართალია. თუმცა რადგან დიპლომი არ ჰქონდა, მთავარ მოსამართლედ მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

QUOTE
კი თუ ფული გექნებათ. ფული ისეთი რამეა დღეს გაქვთ ხვალ არ გექნებათ.
გარდა ამისა რა გარანტიაა რო კომპანია უბრალოდ არ წაგართმევთ ფულს ან მოგკლავთ? ამიხსენით ერთი საშუალოსტატისტიკურ პერსონას რატო არ უნდა მოუნდეს თქვენი ქონების დაპატრონება თუ მას ამისთვის არანაირი სანქცია არ ელის? აიღებს და ან ძალით წაგართმევთ ან მოგკლავთ და ისე წაგართმევთ ან დაგათმობინებთ და თქვენ იმუშავებთ, ხოლო მოგებას ის წაიღებს მთლიანად?
არადა იარაღიან კაცს თუ არანაირი იდეალი არ აქვს და მხოლოდ დაქირავებულია ის ხშირად თავის პატრონს კბენს როგორც პიტბული. ეს არის ისტორიულად დამტკიცებული.

სახელმწიფოს ახლა მიაქვს დააახლოებით 30%. არადა 5%-ც იკმარებს ჩემი შემოსავლიდან, რომ კომპანია დაინტერესებული იყოს არამარტო დამიცვას, არამედ ნებისმიერი, ვინც ჩემს ხელისშეშლას შეეცდება, დაიფრინოს.
ისტორიულად კიდე ვიცით, რომ შეიარაღებული ხალხი თანაარსებობდა და ზუსტად რომ ერთმანეთს იცავდა, შემოსეულებისგან. გასაგებია რომ ამას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ასე რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი სოფელი ვერ გადარჩებოდა და საერთოდ, ცივილიზასციაც კი გაქრებოდა.

QUOTE
კიდე ამერიკაში არის ორნაირი კერძო სკოლა private school და charter school აი პირველი შეიძლება იყოს სეთი, მაგრამ პირველი არის ელიტის შვილებისთვის ანკუთვნილი, შეიძლება ღირდეს და მართლა კარგია იმიტომ რომ ტოპ მასწავლებლები ყავთ მოწვეულები და ტონობით ფულს უხდიან.
მეორე არის უბრალოდ აფიორა. სადაც უბრალოდ ფულს იხდიან და იქიდან არავინ არაფერს იღებს. ბავშვები რჩებიან უსწავლელები. არადა იურდიულად ვერ მოედავები.

მაგას მეც ვფიქრობ, როცა განათლების სისტემას ტოტალური თათი მოშორდება, გაჩნდება ბევრი სხვადასხვა სკოლა, რომელთაგან ზოგი შეიძლება მართლაც აფიორა იყოს მხოლოდ. თუმცა სამაგიეროდ გამოიკვეთება ისეთი სკოლებიც, რომლებიც სწავლების საუკეთესო გზებს იპოვნიან და გახდებიან მაგალითი კონკურენტებისთვის.
სოფელი ერთბაშად ვერ აშენდება და სახელმწიფო ამ შენების დაწყებას უშლის ხელს.

QUOTE
ეგეთ შემთხვევაში საელმწიფოც კოტრდება.

აბა რომელი? ის რომ გადაირჩევენ არსებულ ხელისუფლებას, ეგ გაკოტრება არ არის. თუმცა ეგ არის ერთადერთი რამ, რის გამოც კიდე უფრო მეტად არ იბერებიან.

QUOTE
აბა სად არის გაკეთღებული? რამდენად სანდო წყაროა თქვენი ლინკი? დევს სადმე სახელმწიფო სტატიოსტიკა? ან თუნდაც გელაპის? თან დევს სადმე რამე მეთოდი რითიც განსხვავდება ეგ სკოლები?
ისე კი აშშს ნებისმიერ სკოლას სჯობნის სინგაპურის სკოლები რომლებიც არის მკაცრად რეგულირებული.
ასევე ფინური მოდელი.

ნებისმიერს არ ვიცი, მაგრამ აშშ-ის საშუალო დონეს ნამდვილად უსწრებს ფინეთიც და სინგაპურიც, ამაზეც დავწერე ზემოთ, არსებულ სისტემაშიც არსებობს გაუმჯობესების გარკვეული რესურსი საკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში, მაგრამ ეს გაუმჯობესებაც არასაკმარისი იქნება. ფინურ მეთოდზე ყველა ლაპარაკობს დღეს, მაგრამ ის მაინც ვოლუნტარისტული და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოახერხებს და გადავა თვისუფალ კონკურენტულ სისტემაზე, ათიოდე წელიწადში უკან ჩამოიტოვებს ფინეთს.
ეს ჩემი ვარაუდია, რა თქმა უნდა და ჩემი მოსაზრება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი. სხვამ უკეთესი მოიფიქროს და მერე ავწონ-დავწონოთ.

QUOTE
ხო. ეს თქვენ ეხლა ამბობთ როცა ხართ ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანმრთელი და საღ ჭკუაზე მყოფი. შეიძლება ფინანსებიც მოგდევთ.
აი რომ იყოთ მოხუცი (ან ბავშვი), დაავადებული და არც მთლად საღ ჭკუაზე მყოფი ვერ იფიქრებდით ამას.
მოსახლეობის ნახევარზე მეტს ფიზიკურად ვერ ქნება პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა სწორედ ამათ დასაბალანსებლად არის საჭირო.

მოდი, ვისაც თავისუფლება გვინდა, იმათ მაინც დაგვანებოს თავი სახელმწიფომ. თუ გინდა კონტრაქტზე მოვაწერ ხელს, არ მჭირდება სახელმწიფოსგან არაფერი, გარდა სამართლიანი წესრიგისა. თუ ამას არ (ვერ) აკეთებს, მაშინ საერთოდ არ მჭირდება სახელმწიფო.

Lemshveniera
QUOTE
ვერ ვხვდები, რატომ ეშინია ამ ხალხს სახელმწიფოს რეგულაციების. 
რეგულაციების გარეშე არ არსებობს არცერთი ნორმალური ქვეყანა.

ჩემო კარგო, ყველაზე მეტი რეგულაცია არის ჩრდილოეთ კორეაში, ვენესუელაში და ასეთ ქვეყნებში. იქაური მაღაზიების დახლების სურათები გექნება ნანახი, ეს შედეგია მათი მშპ-სი.
საკმაოდ ბევრია ევროპის ქვეყნებშიც, გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა. ამათი მშპ-ს ზრდა 1-2 პროცენტია წელიწადში. ასეთი მცირე ზრდა ჩვენთვის კატასტროფა იქნება. ჩვენ 15%-იანი ზრდა გვინდა 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად, რათა დავეწიოთ ევროპის დღევანდელ დონეს.
გაითვალისწინე ასევე, რომ თუ ევროპა გონს მოვა და ამ ათასნაირ სულელურ რეგულაციას გააუქმებს, ისინი ასევე ადვილად გავლენ 4-5 პროცენტიან ზრდაზე და მათი დაწევა კიდევ უფრო ძნელი გახდება ჩვენთვის. ახლა გველოდებიან ჯერ wink.gif

nigo
ბევრის თავშია ჯერ კიდე სსრკ. ვისაც ძალიან უნდა სსრკ-ში ცხოვრება, ჩრდილოეთ კორეაში უნდა გაუშვა სუყველა... თუმცა რატომღაც ასეთი ხალხი ევროპას და ამერიკას არჩევს... wink.gif

Posted by: t-90 15 Mar 2018, 10:26
nigo
QUOTE
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხრუშჩოვკები გაიხსენე.
თავისი კვადრატული მეტრებით.

თქვენ 60იანების ამერიკული ჰაუსინგები უნდა ნახოთ.
ხრუშჩოვკები ეხლაც დგას და ისინი უკვე ვეღარ. biggrin.gif
QUOTE
ხელფასები. უმცროს-მეცნიერ თანამშრომელს მაქსიმუმ 120 მანეთი, თუ დაიცავი 10 გემატებოდა.
ტოტალური დეფიციტი .
ერთადერთი , რაც ჟორა გეგეშიძემ ჩააწყო, ეს იყო ლოჯიები.
მზიანი ქვეყანაა და ბინებს ლოჯები ჭირდებაო.ვითომ შუა აზია ჩრდილოეთი იყო.
სვიბლოვოში და ჩერტანოვოში თუ გიცხოვრია მოსკოვში, იქ ნახავდი ამათ სტანდარტებს.

ნწუ.
როგორც ასეთი საინჟინრო სტანდარტები იყო უმაღლეს დონეზე.
და არა არქიტექტურული.
მონოლითი, ხიმინჯები, სეისმომედეგი კონსტრუქციები და ა.შ. საკმაოდ მაღალ დონეზე იყო საქართველოში.
პროსტო ნუ ფაბრიკები შენდებოდა მარტო.
ნუ ბაბუაჩემს უცხოურ ლიტერატურაზე მიუწვდებოდა ხელი და იმის დასკვნებზე ვაგებ ჩემს მსჯელობას.
* * *
nforumi
QUOTE
ეგეც არის, თუმცა ამ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაგის მოთხოვნა სწორედ რომ ბიუროკრატიული ქმედებაა და მერე კიდე ამ ქმედების გაპიარება.

კარგი.
დავუშვათ ბიუროკრატიაა.
ცოდნას რითი ზომავთ ისეთ საკIტხებში როგორიცაა მეცნიერება (მაგალითად ფიზიკა)
QUOTE
მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, მართალია. თუმცა რადგან დიპლომი არ ჰქონდა, მთავარ მოსამართლედ მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

მთავარ მოსამართლედ მუშაობის უფლება სხვა რამის გამო არ ჰქონდა (მაგისტრის ხარისხს ითხოვდა)
QUOTE
სახელმწიფოს ახლა მიაქვს დააახლოებით 30%. არადა 5%-ც იკმარებს ჩემი შემოსავლიდან, რომ კომპანია დაინტერესებული იყოს არამარტო დამიცვას, არამედ ნებისმიერი, ვინც ჩემს ხელისშეშლას შეეცდება, დაიფრინოს.

და მას რომ იარაღი აქვს? თქვენ რომ არ გაქვთ?
რატო დაგიცავთ? ადგება და უბრალოდ კისერზე მოგაჯდებათ. მე შენ გეტყვი და წინააღმდეგობას გასწევთ თუ?
თუ რა თქმა უდნა სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა კანონის დაცვით უზრუნველყოფა.
გარდა ამისა რა გარანტია გაქვთ რომ თქენ ყველაზე ძლიერ კომპანიას დაიქირავებთ? ეგება მე დავიქირავო ყველაზე ძლიერი დაქირავებული ჯარი (ან ვაბსე ჩემი ნათესაობა ავირჩიო) რომელიც თქვენს დაქირავებულ კომპანიაზე ძლიერი იქნება და თქვენ დაქირავებულ კომპანიას სახეს გააძრობს თუნდაც იმიტომ რომ ჩემი რესურსები გავზარდო თქვენს ხარჯზე ? სახელმწიფო ხო არ არეგულირებს და კანონი არ გიცავს და შესაბამისად ხსნილია ასე ვთქვათ biggrin.gif
მე თქვენ არ გიცნობთ მაგრმა მეეჭვება შეიარაღებული აკცების ფსიქოლოგიასთან შეხება გქონდეთ. აი მაგალითად ჯარს რომ მოაშალო იდეალიზმი მიიღებთ ჩვეულებრივ დაქირავებულ მძარცველ-პრივატირ-მარადიორ-კორსართა ორგანიზებულ ბანდას რომელიც რა გარანტიაა რომ თქვენ მოგემსახურებათ თან 5%ზე და თქვენ ფეხი ფეხზე გადაიდებთ და ოფისში დაჯდებით.
მასეთI ჯარი გვყავს ეხლა და შედეგსაც კი ხედავთ.
ზატო არსებობს ინგლისის და ისრაელის ჯარები სადაც ელიტა ჯარმოვლილია. არათუ ჯარმოვლილია აგერ პრინცი ჰარი ვერტალიოტებით ავღანეტს ჟლიტავდა.
ნეთანიაჰუს ძმა იონათანი ენტებეს ოპერაციაში ადიღუპა რომელსაც ბენიამინი ხელმძღვანელობდა (სპეცრაზმელი)
ხოდა ახლა თქვენ რო მასე გინდათ რომ ფეხი ფეხზე გადაიდოთ და ვიღაცა ხუთ პროცენტში მოგემსახუროთ მასე არაა. ან იღებთ არაეფექტურ კომპანიას და ეფექტური კომპანია თავზე გადაგივლით (თან თქვენივე წესებით) ან არადა ისევ სახელმწიფო ჯობია.
QUOTE
ისტორიულად კიდე ვიცით, რომ შეიარაღებული ხალხი თანაარსებობდა და ზუსტად რომ ერთმანეთს იცავდა, შემოსეულებისგან. გასაგებია რომ ამას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ასე რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი სოფელი ვერ გადარჩებოდა და საერთოდ, ცივილიზასციაც კი გაქრებოდა.

კი მაგრმა თქვენ ხო შეიარაღწება არ გინდათ და ამის აუთსორსი გინდათ ვიღაცა კომპანიაზე? მასე რო არ გამოვა? თქვენზე კი არა ბიძინაზე დიდი გავლენის და ფულის პატრონი იყო ენრიკო დანდოლო, რომლის ვენეციაც ვენეცია იმდროინდელი ჯვაროსნული ლაშქრობების ფინანსურ და ლოგისტიკურ მომარაგებას აწარმოებდა. კონსტანტინოპოლისკენ 80 წლის ბრმა რო წარუძღვა პატივცემული ჯვაროსნებს იარაღით ხელში (მანამდე ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა თან,საზღვაო ბრძოლები და ა.შ.) იმას არ გაუკეთებია ეგეთი რამე და თქვენ რატო გგონიათ რო გამოგივათ? რამე ახალი ინოვაცია გაქვთ თუ?

თუ ხლა ახელმწიფო გინდათ დაშალოთ და რამე თქვენი ერთეული შექმნათ ეგ ცალკე საქმეა. ეგ ეხლაც შეგიძლიათ უბრალოდ ან ეს სახელმწიფო ან სხვა ახელმწიფო აგზილავთ.
QUOTE
მაგას მეც ვფიქრობ, როცა განათლების სისტემას ტოტალური თათი მოშორდება, გაჩნდება ბევრი სხვადასხვა სკოლა, რომელთაგან ზოგი შეიძლება მართლაც აფიორა იყოს მხოლოდ. თუმცა სამაგიეროდ გამოიკვეთება ისეთი სკოლებიც, რომლებიც სწავლების საუკეთესო გზებს იპოვნიან და გახდებიან მაგალითი კონკურენტებისთვის.
სოფელი ერთბაშად ვერ აშენდება და სახელმწიფო ამ შენების დაწყებას უშლის ხელს.

არის ამერიკაში ჩარტერ სქულები რომმლებსაც სახელმწიფო მხოლოდ დაფინანსებას აძლევს და თვითOნ მართვენ.
შედეგად უბრალოდ აფიორაა 99% და არანაირი მაგალIთი კონკურენტებისთვის არ არიან.
ისიც მოგეხსენებათ რომ საუკეთესო სკოლა კი კარგია მაგრამ სკოლა მეტწილად ადგილზეა მიბმული. ანუ თქვენ თქვენ შვილს მიიყვანთ მაქსიმუმ თბილისის ერთ ჰა ჰა ორ უბანში (90% მოსახლეობის ამაზეა აწყობილი) პრაქტიკულად თქვენ რომ გგონიათ რომ სკოლის თემაში რამდენიმე ათას სკოლაში კონკურენცია იქნება ესე არ გამოვა. მაქსიმუმ იქნება 10 სკოლაშI კონკურენცია 99%ისთვის.
მე პირადად ვეკუაში ვსწავლობდი და მამაჩემს და დედაჩემს ძალიან რო არ მოენდომებინათ ვერ ვისწავლიდი. ვერც კი ვივლიდი უბრალოდ მაგ სიშორეზე მამაჩემს მანქანა რო არ ყოლოდა.
რეგიონებში საერთოდ აბსურდი იქნება ეგ თქვენი კონკურენცია. ცოტა თბილისის გარეთაც ხო უნდა გახვიდეთ არა?

ხოდა ეხლა ისიცა სთქვით რამდენად გვიღIრს ჩვენ თაობების გაუნათლებლად დატოვება? კადრები და ა.შ. საიდან მოვა?
QUOTE
აბა რომელი? ის რომ გადაირჩევენ არსებულ ხელისუფლებას, ეგ გაკოტრება არ არის. თუმცა ეგ არის ერთადერთი რამ, რის გამოც კიდე უფრო მეტად არ იბერებიან.

და მერე სხვა რა არის ამგათი გაკოტრება?

QUOTE
ნებისმიერს არ ვიცი, მაგრამ აშშ-ის საშუალო დონეს ნამდვილად უსწრებს ფინეთიც და სინგაპურიც, ამაზეც დავწერე ზემოთ, არსებულ სისტემაშიც არსებობს გაუმჯობესების გარკვეული რესურსი საკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში, მაგრამ ეს გაუმჯობესებაც არასაკმარისი იქნება. ფინურ მეთოდზე ყველა ლაპარაკობს დღეს, მაგრამ ის მაინც ვოლუნტარისტული და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მოახერხებს და გადავა თვისუფალ კონკურენტულ სისტემაზე, ათიოდე წელიწადში უკან ჩამოიტოვებს ფინეთს.

განათლება და პედაგოგიკა არის მეცნიერება.
ხოდა ამ მეცნიერების რომელი კვლევის, ამგალითის და რაზე დაყრდნობით იძახით ამ ყველაფერს გარდა საკუთარი მოსაზრებისა?
გვიყვარს ქართველებს გაზვიადება მესმის მარა აი მაგალითი, კვლევა და ა.შ. მეტ წონას შესძენდა თქვენ აზრს და ფაქტითაც გაამყარებდით მსჯელობს.
ახლა მაინცდამაინც ამერიკულ მილიონი რო ღირს სემესტრი ისეთ private school ს და იტონ კოლეჯს ნუ მოიყვანთ მაგალითად biggrin.gif
საშუალო, არაფერს რო არ გვეუბნება და ფასიც ძვირი რო არ ღირს ეგეთი სკოლები მოიყვანეთ.

QUOTE
ჩვენ 15%-იანი ზრდა გვინდა 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად, რათა დავეწიოთ ევროპის დღევანდელ დონეს.

და მაინც.
ასეთ შედეგს ისეთმა ქვეყანამ მიაღწია სადაც კევის ღეჭვაზე არის ჯარიმა და აფიციალნი ევგენიკას ეწევა ლის ოჯახი(ვისაც უმაღლესი განათლება აქს იმ ქალებს ფულს უხდიან ბავშვები რო გააჩIნონ და გაუნათლებლებს აჯარიმებენ ) biggrin.gif
დიდ საინვესტიციო კომპანიასთან მქონდა პროფესიული შეხება და რო იცოდეთ ეს თქვენი ნაკლები რეგულაციები ნაკლებად აინტერესებთ მათ და ვაბშე სხვა რამეს უყურებენ (სტაბილური გარემო, მოგების მარჟა, კადრების კვალიფიკაცია საწარმოო პერსონალისთვის და ა .შ.)

შედეგად საქართველოში სადაც ჩინეთზე იაფი ფასებია და ნაკლები რეგულაციებ-გადასახდები არავინ შემოდის.

Posted by: Lemshveniera 15 Mar 2018, 17:31
QUOTE (nigo @ 15 Mar 2018, 06:56 )
ეს იუზერი ახალგაზრდა მგონია და ახალგაზრდა სსსრკ-ს ასე მისტიროდეს, პარადოქსია/
36 წლის ვარ. საბჭოთა კავშირს არ მივტირი. უბრალოდ საბჭოთა კავშირზე წარმოდგენას ვიქმნი იმ კინოშედევრებით, რაც მაშინ გადაიღეს.
QUOTE
ან საქართველოს ისტორია არ გისწავლიათ, ან ჩვენი ერის ოცნება და მიზანი საუკუნეეების მანძილზე ,ვყოფილიყავით, თავისუფალი, დამოუკიდებელი ,რამდენმა ადამიანმა დადო თავი ამისთვის, თუ თავადაზნაურებმა და თუ გლეხებმა და

ტყუილები. boli.gif ზემოთ დავწერე, რატომაც არ გინდოდათ საბჭოთა კავშირი. არ გაკმაყოფილებდათ ის ფული, რასაც რუსები გიხდიდნენ. მეტი გინდოდათ. უბრალოდ ელიტას სურდა მის ხელში აღმოჩენილიყო მეტი ფინანსური რესურსი და 0 რეგულაციები. და მოიგონეს ეს ზღაპრები ხალხის ასაყოლიებლად: "თავისუფლება", "ჩვენი ერის ოცნება". ტვინები გამოურეცხეს მასებს.
ხომ გაქვთ თავისუფლება? გადაიღეთ "ნატვრის ხის" დონის შედევრი.
QUOTE
სსრკ-ქართველები არ ცნობდნენ თავის სამშობლოდ. სახელმწიფოს ვინც პარავდა, სულ არ ითვლებოდა ქურდობათ.

არც ახლა ცნობთ ქართველები საქართველოს სამშობლოდ, გამომდინარე იქედან, რომ ახლაც კარგად პარავთ სახელმწიფოს. და არც ახლა ითვლება ქურდობა დანაშაულად. საკითხავია, რატომ? ახლა ხომ ხართ დამოუკიდებლები? ხომ ასრულდა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნება? რაღად იპარავთ? biggrin.gif
QUOTE
მაგრამ დადგენილი და მიღებული სტანდარტების მიხედვით და არა მოსკოვში დამტკიცებული ნორმატივებით.

დაამტკიცეთ მერე ახალი ნორმატივები ქართველებმა. რა გიშლით ხელს? ხომ ხართ დამოუკიდებლები?
QUOTE
რეფორმებია საჭირო,განათლება,განათლება და და სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა.

მინიმალური ჩარევაა სწორედ რომ ანადგურებს ქვეყანას და კიდევ მაგას ითხოვთ? eek.gif
ეგ ხრუშოვკები მის დროზე პროგრესული მოვლენა იყო. ხრუშოვკებზე მოსთქვამთ და ამ დროს 1 წლის წინ დაკიდებული ჭერი ჩამოგენგრათ მეტროში. 1 წლის წინ გაკეთებული!!! ხრუშოვკებზე ხმას არ უნდა იღებდეთ საერთოდ.

უბრალოდ გრცხვენიათ იმის აღიარება, რომ საქართველო ვერ შედგა, როგორც ქვეყანა და ისევ 27 წლის წინანდელი მითოლოგიის ტირაჟირებას ეწევით: დამოუკიდებლობა გვინდოდა, თავისუფლება, ერის ოცნება... კარგით რა. boli.gif მეტი ფული გინდოდათ და 0 რეგულაციები.

nforumi
QUOTE
ბევრის თავშია ჯერ კიდე სსრკ. ვისაც ძალიან უნდა სსრკ-ში ცხოვრება, ჩრდილოეთ კორეაში უნდა გაუშვა სუყველა... თუმცა რატომღაც ასეთი ხალხი ევროპას და ამერიკას არჩევს... wink.gif
facepalm.gif ტოტალური სიბნელე. რეგულაციების ხსენებაზე ხალხს ჩრდილო კორეა და საბჭოთა კავშირი რომ ახსენდება. biggrin.gif უნდა დაულაგო ამათ წინ ევროპა-ამერიკის რეგულაციები.

Posted by: nigo 15 Mar 2018, 20:46
Lemshveniera
კორექტულად წერე და ტონი გაასწორე/
მთელი ტექსტი შეუარაცხყოფაა.
შეგიძლია ,საერთოდ აღარ წერო. ზედმეტად პრიმიტიული და გაცვეთილი ფრაზებია.
ტიპიური ნეობოლშევიკის და სავოკის.

ჩემგან იგნორი, კინოშედევრი ,ეს ცალკე თემ

აა. კინოშედევრები, თაროზე იდო.

Posted by: Lemshveniera 15 Mar 2018, 21:13
nigo
1. ძაან კორექტულად ვწერ.
2. სიმართლეს ვწერ. რა დავწერე შეურაცხმყოფელი?
3. კინოშედევრები მაშინ თუ თაროზე იდო, კინოფესტივალებზე ჯილდოებს როგორღა იღებდნენ? biggrin.gif ახლა ხომ არავინ დაადებინებს კინოშედევრებს თაროებზე? სადაა კინოშედევრები? ბიძინამ ხომ ინახა 27 წელი ეს რეჟისორ-მსახიობების მთელი ბატალიონი. რა შექმნეს?
4. აჰა! რეგულაციებს თუ ვითხოვ, ნეობოლშევიკი და სავოკი ვარ, ხო? biggrin.gif

კაი ბატონო. ჭამეთ აბა აყროლებული ხორცი, ისუნთქეთ ბინძური ჰაერი, იმუშავეთ მონებივით 200 ლარზე და ვინც დარჩა, ისიც გამოაქციეთ საქართველოდან.
ნუ მოითხოვთ რეგულაციებს. არ გინდათ თქვენ სახელმწიფო. no.gif

ძალიან მიამიტი ხართ. საწყენად არ მიიღოთ.

Posted by: nigo 15 Mar 2018, 22:31
Lemshveniera
ბოლო პასუხი.

საზღვარგარეთ ცხოვრება , არ ნიშნავს გონებაგახსნილობას და თვალსაწიერის გაფარტოებას.

ნუ ამოიყვანე ყელშში
QUOTE

კაი ბატონო. ჭამეთ აბა აყროლებული ხორცი, ისუნთქეთ ბინძური ჰაერი, იმუშავეთ მონებივით 200 ლარზე და ვინც დარჩა, ისიც გამოაქციეთ საქართველოდან.

ესაა შენი კრედო და არსი. შეურაცხოფა და პლებეური საუბარი.
ახლა გინდა დალაგებულ ევროპაში ცხოვრობდე , გინდა კუარა ლუმპურში, მოსკოვში მაინც ლენინის მავზოლეუმის რიგში ჩადგები.
აქ ფორუმია, ვისაც რა უნდა იმას წერს, მაგრამ მე აღარ დამთაგო. არ მაინტერესებს , 36 წლის ,ახალგაზრდა სსრკ-პროპაგანდით თვინჩაკირულ ადამიანებთან კამათი.
და ზემოდან სენტენციები. მე ინგლისში ვსწავლობდი-დონე.
facepalm.gif

წადი პოლიტიკაში, იქ უყვართ ხელმოცარულ ემიგრანტებს ჭკუის სწავლება. გუშინ რაღაცა ნახეს . ერთი წიგნი მაინც გეხსენებინა წამლად. კინოშედევრები. გოსკინოს გალაკული, ასჯერ ცენზურა გავლილი ფილმები.

წიგნები რომ წაგეკითხა ან სტატიები იმ სსრკ-ზე კიდევ აზრი ექნებოდა კამათს.

Posted by: Lemshveniera 15 Mar 2018, 23:21
nigo,
ქართული კინოა "გოსკინოს გალაკული?" eek.gif ქართული კინო არის საოცრება! მოვლენა! როგორ მიყვარს! love.gif
და ეს სსრ-პროპაგანდა სად უნდა მომესმინა და როდის?
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ სსრს ანტიპროპაგანდას ვისმენ.
ისე დავამთავრე სკოლა და უმაღლესი, ჩექმა და პალტო არ მღირსებია. თქვენ გეცვათ ალბათ, ჩექმა და პალტო. იმიტომ გვაქვს მე და თქვენ სხვადასხვა მენტალიტეტი.
თქვენ გამძღარი დროება დაგხვდათ. მე რაც დამხვდა, კი იცით.
ხრუშოვკას რომ კაცი აკრიტიკებდეს, მინიმუმ ხრუშოვკაზე უკეთესი უნდა ჰქონდეს აშენებული. დღეს რაც აშენდა თბილისში, ხრუშოვკებმა რომ გაძლო, იმის ნახევარს ვერ გაძლებს. პროფესიონალ მშენებლებს ჰკითხეთ, ჩემზე უკეთ გეტყვიან.
ანალოგიურად, ქართულ კინოს რომ კაცი "გოსკინოს გალაკულს" დაუძახებს, მინიმუმ უკეთესი უნდა ჰქონდეს გადაღებული.
აი ამიტომ არ მესმის თქვენი ლოგიკა და არ მჯერა იმის, რასაც თქვენ ამბობთ.
თქვენ და თქვენისთანები მოატყუეს და გამოიყენეს.

თქვენისთანები ბლოკავენ ყველანაირ საღ აზრს და ყველას, ვინც რეგულაციებს ითხოვს აცხადებთ "სავოკებად" და "ნეობოლშევიკებად".
ლომის წილი მიგიძღვით თქვენ და თქვენისთანებს ხალხის გაუბედურების საქმეში. yes.gif
ამიტომაა, ყველას რომ ეშინია ამ იარლიყების და შიშით ხმას ვერავინ იღებს.
წადით, ნახეთ რა რეგულაციებია სხვა ქვეყნებში. იქაც სავოკები და ნეობოლშევიკები არიან?
თქვენი ბრალია რაც ქვეყანას სჭირს და ამ ჩამორჩენილი, უაზრო იარლიყების: "იიი, სავოკი ხარ", "იიიი, ნეობოლშევიკი ხარ", "იიი, ხრუშოვკები ცუდი იყო".
ძერევნია სახელად "ვეიკი". mad.gif აი ეგ ხართ.

Posted by: nigo 16 Mar 2018, 04:55
QUOTE
ძერევნია სახელად "ვეიკი".  აი ეგ ხართ.

ამოხეთქა კომპლექსმა და "ვაკის გენეტიკურმა სიძულვილმა"/

biggrin.gif

Posted by: nforumi 16 Mar 2018, 11:03
t-90
QUOTE
ცოდნას რითი ზომავთ ისეთ საკIტხებში როგორიცაა მეცნიერება (მაგალითად ფიზიკა)

ვერ მივხვდი რა შუაშია ეს ბიუროკრატიასთან. გგონია ბიუროკრატიის დამსახურებაა ფიზიკის განვითარება?
QUOTE
მთავარ მოსამართლედ მუშაობის უფლება სხვა რამის გამო არ ჰქონდა (მაგისტრის ხარისხს ითხოვდა)

არც ბაკალავრის დიპლომი ჰქონდა smile.gif

QUOTE
რატო დაგიცავთ?

რატომ და ის 5% რაც გამოდის, იმის მეასედსაც ვერ ამოიღებს, თუკი მუშაობაში ხელი შემეშლება.
თავდამსმხმელი კიდე 3:1-ზე უნდა იყოს, წარმატებას რომ მიაღწიოს. ასე რომ მშვიდობა ყველაზე შემოსავლიანი იქნება ნებისმიერი ჯგუფისათვის. (იდეაში).

QUOTE
კი მაგრმა თქვენ ხო შეიარაღწება არ გინდათ და ამის აუთსორსი გინდათ ვიღაცა კომპანიაზე? მასე რო არ გამოვა?

მე რომ არ მინდა არ ნიშნავს რომ არ შემიძლია. თუ საჭიროება მოიტანს, რა გზა მექნება მეტი. და ეს სხვებსაც ეცოდინებათ.

QUOTE
განათლება და პედაგოგიკა არის მეცნიერება.
ხოდა ამ მეცნიერების რომელი კვლევის, ამგალითის და რაზე დაყრდნობით იძახით ამ ყველაფერს გარდა საკუთარი მოსაზრებისა?

პირველ რიგში საკუთარი გამოცდილებით.
მერე კი არსებობდნენ ვიღაცეები, ჟან-პიაჟე, ვოლფოლკი და სხვები, რომლებიც ხედავდნენ ამ პრობლემებს. ჩვენც გვყავდა ასეთი ხალხი, თვით საბჭოთა დროში, ამონაშვილი იყო, რომელიც ცდილობდა სწავლების რაღაც გზების მოძებნას, ხედავდა რა რომ არსებული არ ვარგოდა.
QUOTE
და მაინც.
ასეთ შედეგს ისეთმა ქვეყანამ მიაღწია სადაც კევის ღეჭვაზე არის ჯარიმა და აფიციალნი ევგენიკას ეწევა ლის ოჯახი(ვისაც უმაღლესი განათლება აქს იმ ქალებს ფულს უხდიან ბავშვები რო გააჩIნონ და გაუნათლებლებს აჯარიმებენ )  
დიდ საინვესტიციო კომპანიასთან მქონდა პროფესიული შეხება და რო იცოდეთ ეს თქვენი ნაკლები რეგულაციები ნაკლებად აინტერესებთ მათ და ვაბშე სხვა რამეს უყურებენ (სტაბილური გარემო, მოგების მარჟა, კადრების კვალიფიკაცია საწარმოო პერსონალისთვის და ა .შ.)

შედეგად საქართველოში სადაც ჩინეთზე იაფი ფასებია და ნაკლები რეგულაციებ-გადასახდები არავინ შემოდის.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ ეკონომიკის განვითარებისთვის სწორედ რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციაა მთავარი და არა პოლიტიკური მმართველობის ფორმა. დიქტატურა შეიძლება უკეთესიც კი იყოს, თუ დიქტატორს (ან მის ჯგუფს) სწორი ეკონომიკური ხედვები აქვს. სინგაპური და კომუნისტური ჩინეთი სწორედ ამის მაგალითია. ჩინეთი განსაკუთრებით, რადგან იქ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ და შედეგიც შესაბამისად სხვადასხვაა.

რაც შეეხება საქართველოს, რაღაცეებში მართლაც ძალიან მოწინავე პოზიციები გვაქვს, ობიექტურად, მაგრამ ზოგიერთი მხრივ იმდენად ცუდი მდგომარეობაა, ამ უპირატესობებს აბათილებს პრაქტიკულად.

Lemshveniera
QUOTE
ტოტალური სიბნელე. რეგულაციების ხსენებაზე ხალხს ჩრდილო კორეა და საბჭოთა კავშირი რომ ახსენდება.  უნდა დაულაგო ამათ წინ ევროპა-ამერიკის რეგულაციები.

სიბნელე აბა, რამდენი პროცენტია ეკონომიკური ზრდა საფრანგეთში ხომ არ იცი? wink.gif

QUOTE
კაი ბატონო. ჭამეთ აბა აყროლებული ხორცი, ისუნთქეთ ბინძური ჰაერი, იმუშავეთ მონებივით 200 ლარზე და ვინც დარჩა, ისიც გამოაქციეთ საქართველოდან.
ნუ მოითხოვთ რეგულაციებს. არ გინდათ თქვენ სახელმწიფო.  

სოციალისტებს რომ ეკონომიკა ესმოდეთ, სოციალისტები არ იქნებოდნენ smile.gif (ჩემი ნათქვამი არ გეგონოს).

QUOTE
ქართული კინოა "გოსკინოს გალაკული?"  ქართული კინო არის საოცრება! მოვლენა! როგორ მიყვარს!  

კი, გვაქვს რამდენიმე კარგი ფილმი. ძირითადად ისინი, რომლებშიც გაბედეს და ღიად თუ შეფარვით გააშავეს ის რეჟიმი.
მაგრამ კინოებით შექმნილი წარმოდგენა ცოტა შორსაა რეალობისგან, ისევე როგორც შენი მოსაზრებები smile.gif

QUOTE
ყველანაირ საღ აზრს

საღა აზრს ვეძებ ყოველთვის, ყველაში, მაგრამ სამწუხაროდ იშვიათად ვხედავ. ადამიანთა აბსოლიტურ უმრავლესობას არც საღი აზრი აინტერესებს, არც ლოგიკა, მთავარია თავისი დააბრეხვოს და მიაწვეს მერე რქებით.

მე კი ვამბობ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას ვფიქრობ ახლა, თუკი საწინააღმდეგო აზრის სისწორეს დავინახავ, უეჭველად შევიცვლი ჩემსას. ამასთან, ყოველთვის ვცდილობა დავინახო სიმართლე და ლოგიკა სხვის ნათქვამში.

Posted by: t-90 16 Mar 2018, 13:07
nforumi
QUOTE

ვერ მივხვდი რა შუაშია ეს ბიუროკრატიასთან. გგონია ბიუროკრატიის დამსახურებაა ფიზიკის განვითარება?

რაღაც დონეზე კი.
რატო გგონიათ ომ კემბრიჯი, ოქსფორდი, სორბონა ჰარვარდი და ა.შ. ბიუროკრატიის ელემენტებს არ მოიცავს მაინც ვერ ვხვდები.
QUOTE

არც ბაკალავრის დიპლომი ჰქონდა

ნუ ახლა თუ ასე გჯერათ გჯეროდეთ.
არაა პრობლემა.
QUOTE
ატომ და ის 5% რაც გამოდის, იმის მეასედსაც ვერ ამოიღებს, თუკი მუშაობაში ხელი შემეშლება.

მას იარაღი აქვს.
თქვენ არ გაქვთ.
სახელმწიფო კონტროლი ნოლია.
შესაბამისად აიყვანს თქვენს და ზოგადად მენეჯმენტის ოჯახს მძევლად და თქვენ იმუშავებთ ორმაგად და გადაიხდით იმაზე ბევრად მეტს ვიდრე სახელმწიფოს უხდით.
სტანდარტული მეთოდია.
QUOTE
თავდამსმხმელი კიდე 3:1-ზე უნდა იყოს, წარმატებას რომ მიაღწიოს. ასე რომ მშვიდობა ყველაზე შემოსავლიანი იქნება ნებისმიერი ჯგუფისათვის. (იდეაში).

ნუ ეგ მარტივად არ იზომება.
გარდა ამისა სულაც არაა აუცილებელი თქვენი საქმის "განადგურება". არსებობს ასიმეტრიული მეთოდები რომლითაც თქვენ საქმეს უბრალოდ ჩაგიშლიან და თქვენ იძულებულს გაგხდიან ითანამშრომლოთ.
და რა გარანტიაა რო თქვენი ხალხი ერთგული იქნება მაშინ როდესაც თქვენ არ გექნებათ გადახდის საშუალება? არანაირი.
QUOTE

პირველ რიგში საკუთარი გამოცდილებით.
მერე კი არსებობდნენ ვიღაცეები, ჟან-პიაჟე, ვოლფოლკი და სხვები, რომლებიც ხედავდნენ ამ პრობლემებს. ჩვენც გვყავდა ასეთი ხალხი, თვით საბჭოთა დროში, ამონაშვილი იყო, რომელიც ცდილობდა სწავლების რაღაც გზების მოძებნას, ხედავდა რა რომ არსებული არ ვარგოდა.

ჩემი საკუთარი სამეგობრო რო განვაზოგადო მილიტარისტების ა პროგრამისტების ცვენა უნდა იყოს საქართველოში.
ეს არ არის მეცნიერული თეორია.
QUOTE
ს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ ეკონომიკის განვითარებისთვის სწორედ რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციაა მთავარი და არა პოლიტიკური მმართველობის ფორმა. დიქტატურა შეიძლება უკეთესიც კი იყოს, თუ დიქტატორს (ან მის ჯგუფს) სწორი ეკონომიკური ხედვები აქვს. სინგაპური და კომუნისტური ჩინეთი სწორედ ამის მაგალითია. ჩინეთი განსაკუთრებით, რადგან იქ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ და შედეგიც შესაბამისად სხვადასხვაა.

ნწუ.
აპიაწჟე.
თქვენ სინგაპური ლიბერალური გგონიათ.
სინამდვილეში საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს საჯარო სექტორს.
ძალიან ბევრი რამეა რეგულირებადი ეკონომიკაშიც.
ჩინეთს რაც შეეხება ჩინეთში ზოგ პროვინციაში რაც არ უნდა ლიბერალური იყოს (ძირითადად შიდა ჩინეთში, მაგალითად ჰოტანში) რაც არ უნდა ლიბერალური კანონმდებლობ იყოს მაინც არ იქნება არაფერი.
ისე კი ჩინეთში ყველაზე ნაკლებად არის ლიბერალიზაცია.
QUOTE

რაც შეეხება საქართველოს, რაღაცეებში მართლაც ძალიან მოწინავე პოზიციები გვაქვს, ობიექტურად, მაგრამ ზოგიერთი მხრივ იმდენად ცუდი მდგომარეობაა, ამ უპირატესობებს აბათილებს პრაქტიკულად.

nigo
QUOTE
გოსკინოს გალაკული, ასჯერ ცენზურა გავლილი ფილმები.

აბა ეხლა ეგ თქვენ არ გეკადრებათ.
მაგალითად "შეხვედრა წარსულთან" მირჩევნია მთელს დამოუკიდებელი საქართველოს კინემატოგრაფიას ერთი ორი ფილმის გამოკლებით.
გოსკინოს გალაკული კი არა ყველაზე ანტისაბჭოთა ფილმია რაც მინახავს.

Posted by: nforumi 16 Mar 2018, 18:19
t-90
QUOTE
რატო გგონიათ ომ კემბრიჯი, ოქსფორდი, სორბონა ჰარვარდი და ა.შ. ბიუროკრატიის ელემენტებს არ მოიცავს მაინც ვერ ვხვდები.

არ მგონია. არა მგონია შენ სხვანაირად ფიქრობდე: ბიუროკრატია საჭირო და აუცილებელია ზოგიერთი რთული პროცესის სამართავად. თუმცა ამავე დროს, ბიუროკრატიას აქვს თვისება გაიბეროს და მეტი და მეტი პასუხისმგებლობა და შესაბამისი უფლებამოსილება აიღოს თავის თავზე, რაც სწორედ რომ პრობლემას წარმოადგენს და განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს. ამიტომ არის აუცილებელი ბიუროკრატია შეიზღუდოს იქამდე, რომ აკეთოს მხოლოდ ის საქმე, რაც უმისოდ არ გამოვა და დანარჩენს არ შეეხოს არაფერს.

QUOTE
ნუ ახლა თუ ასე გჯერათ გჯეროდეთ.
არაა პრობლემა.

დაჯერება რა შუაშია, არცერთ ბიოგრაფიაში არ მინახავს აირო დიპლომიო და, წერია რომ მეოთხე კურსზე იყო რომ დატოვა პეტერბურგი და წამოვიდა, დამთავრებამდე ორი-სამი თვე აკლდა.

QUOTE
აიყვანს თქვენს და ზოგადად მენეჯმენტის ოჯახს მძევლად და თქვენ იმუშავებთ ორმაგად და გადაიხდით იმაზე ბევრად მეტს ვიდრე სახელმწიფოს უხდით.
სტანდარტული მეთოდია.

QUOTE
ნუ ეგ მარტივად არ იზომება.
გარდა ამისა სულაც არაა აუცილებელი თქვენი საქმის "განადგურება". არსებობს ასიმეტრიული მეთოდები რომლითაც თქვენ საქმეს უბრალოდ ჩაგიშლიან და თქვენ იძულებულს გაგხდიან ითანამშრომლოთ.
და რა გარანტიაა რო თქვენი ხალხი ერთგული იქნება მაშინ როდესაც თქვენ არ გექნებათ გადახდის საშუალება? არანაირი.

მასეთი მეთოდი რომ ეკონომიკურად მომგებიანი იყოს, მონათმფლობელური სისტემები კი არ გაკოტრდებოდნენ (სოციალისტურის ჩათვლით) smile.gif

QUOTE
ჩემი საკუთარი სამეგობრო რო განვაზოგადო მილიტარისტების ა პროგრამისტების ცვენა უნდა იყოს საქართველოში.

ჯერ ერთი ამონაშვილი და პიაჟე ნამდვილად წარმოადგენენ ავტორიტეტებს. და მეორეც, როცა ვამბობ ჩემს გამოცდილებას, ნამდვილ გამოცდილებაზე გეუბნები და არა სამეგობროზე.

QUOTE
თქვენ სინგაპური ლიბერალური გგონიათ.
სინამდვილეში საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს საჯარო სექტორს.
ძალიან ბევრი რამეა რეგულირებადი ეკონომიკაშიც.
ჩინეთს რაც შეეხება ჩინეთში ზოგ პროვინციაში რაც არ უნდა ლიბერალური იყოს (ძირითადად შიდა ჩინეთში, მაგალითად ჰოტანში) რაც არ უნდა ლიბერალური კანონმდებლობ იყოს მაინც არ იქნება არაფერი.
ისე კი ჩინეთში ყველაზე ნაკლებად არის ლიბერალიზაცია.

სინგაპურთან ჯერ არა, მაგრამ ჩინელებთან ვაპირებ მაგ თემებზე საუბარს, შევამოწმო უნდა ჩემი მოსაზრებები.

Posted by: Lemshveniera 16 Mar 2018, 19:02
nforumi
QUOTE
სიბნელე აბა, რამდენი პროცენტია ეკონომიკური ზრდა საფრანგეთში ხომ არ იცი? wink.gif

და ლიბერალურ და აღვირამოუდებელ საქართველოში რამდენი პროცენტია ზრდა? biggrin.gif რომ ჩადიხართ იმ განვითარებულ საფრანგეთში და ძალიან რომ მოგწონთ ის სისუფთავე, ის წესრიგი, ის ქონების გადანაწილება ყველაზე (ვიმეორებ, ყველაზე! და არა 2-3 კაცზე), ეგ სწორედ რეგულაციების დამსახურებაა. yes.gif

nigo
QUOTE
ამოხეთქა კომპლექსმა და "ვაკის გენეტიკურმა სიძულვილმა"/

ჩემი მუსიკის მასწავლებელი ცხოვრობდა ვაკეში. ზედ სადარბაზოს შესასვლელთან ყრიდნენ შპრიცებს და ეს ვაკის უგზოუკვლოდ განათლებულ და პეროიან საზოგადოებას არ უკვირდა. მე მეზიზღებოდა იქ შესვლა, იმათ - არა. ვაკელებს ჰგონიათ, რომ სამყაროს ცენტრია ვაკე, მარტო იმიტომ, რომ 2 ღერი წიგნი წაიკითხეს, და ისიც მხატვრული ლიტერატურა. lol.gif
რასაც თქვენ აკეთებთ, სწორედ ეგაა ბოლშევიზმი. მაგის გამო წააკლეს მიხეილ ჯავახიშვილი და გიორგი ელიავა. ყველაფერი საბჭოთა თქვენს წარმოსახვაში არის ცუდი, ისევე, როგორც ყველაფერი, რაც რევოლუციამდელ საქართველოში იყო, ბოლშევიკებმა გამოაცხადეს "წარსულის გადმონაშთად" და ამოხოცეს ის ხალხი, ვისაც რეალურად წინ უნდა წაეყვანა ქვეყანა.
ამას წინათ ვიდეოს წავაწყდი. განათლების სამინისტროს ჩინოვნიკი ამბობდა: " ტექნიკური საგნების სწავლება საბჭოთა კავშირში იყო მაგარი, მაგრამ იმ წიგნებით ხომ არ ვასწავლითო". facepalm.gif
არაფრით განსხვავდებით იმ ჩინოვნიკისგან. yes.gif

რეალურად საბჭოთა კავშირმა მილიონები გამოგათრიათ ბოსლებიდან, წიგნი წაგაკითხათ, გაგაძღოთ პურით. და ჰოპ! მოგინდათ ნამცხვარი.
ნამცხვარი რომ არ მოგცეს, დაიწყეთ მოპარვა. ამას ამართლებდით კიდეც, "სახელმწიფოს ვპარავ!" -ფრაზებით.
სახელმწიფოს ფული სჭირდება განათლების და ჯანდაცვის პროგრამებისთვის. აი მასეთ ადამიანს, მე რომ მოსამართლე ვიყო და გამომიცხადოს, ეს სახელმწიფო ჩემი არაა და იმიტომ ვპარავო, სამუდამოდ გამოვკეტავ ციხეში.

Posted by: beqa1971 16 Mar 2018, 21:38
QUOTE
რეალურად საბჭოთა კავშირმა მილიონები გამოგათრიათ ბოსლებიდან, წიგნი წაგაკითხათ, გაგაძღოთ პურით. და ჰოპ! მოგინდათ ნამცხვარი.

t-90

ოცი ფურცელი რო მეკამათე!
არ არის საჭირო განათლება ხალხში? biggrin.gif

ასეთ წინადადებას დაწერს,"უგზოუკვლოდ განათლებულზე" არ მაქვს საუბარი)))) უბრალოდ განათლებული ადამიანი? ან ასეთი შინაარსით ან ასეთი ფორმით.?

იძახე ეხლა მნიშვნელობა რომ არ აქვს რას დავჯღაბნით და აგერ შედეგიც არ აყოვნებს. კანონზომიერებაშია სამყარო მოქცეული. smile.gif

Lemshveniera

QUOTE
ძერევნია სახელად "ვეიკი". 

chups.gif 2kiss.gif

Posted by: nforumi 16 Mar 2018, 22:36
Lemshveniera
QUOTE
და ლიბერალურ და აღვირამოუდებელ საქართველოში რამდენი პროცენტია ზრდა?  რომ ჩადიხართ იმ განვითარებულ საფრანგეთში და ძალიან რომ მოგწონთ ის სისუფთავე, ის წესრიგი, ის ქონების გადანაწილება ყველაზე (ვიმეორებ, ყველაზე! და არა 2-3 კაცზე), ეგ სწორედ რეგულაციების დამსახურებაა. 

საქართველოში 5 პროცენტიაო, გვეუბნება დღევანდელი მთავრობა. საფრანგეთში 1-2%. მგონი ამ ბოლოს უარყოფითი ზრდაც კი ქონდათ.
თუმცა ეჭვი მეპარება თქვენ გესმოდეთ რას ნიშნავს მშპ-ს ზრდა და მისი ეკონომიკური ბუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაწერდით განვითარებული საფრანგეთის მოწონებაზე wink.gif

ისე, სისუფთავით მე შვეიცარია უფრო მომწონს.

beqa1971
განათლება უნდა იყოს პროდუქტი და ის უნდა შეიძინოს იმან, ვინც მისი ფასი იცის.

Posted by: Lemshveniera 16 Mar 2018, 22:53
beqa1971,
განათლება თქვენთვის მხატვრული ლიტერატურის კითხვა და სალონური საუბრებია.
nigo და მისნაირი "ვეიკი" საზოგადოება ბავშვობიდან მძულს.
ვიღაცამ ხომ უნდა უთხრათ, რა ძერევნია და ბოლშევიკებიც არიან?
ხოდა მე ვუთხარი.
მაგისნაირებს მთელი ცხოვრება ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. ყველა ის არგუმენტი, რაც nigo-მ დაასახელა, იყო ყალბი. სწორედ ის ეწყინა, მისი ტყუილი რომ არ დავიჯერე.
მასეთებმა გამოუთხარეს ძირი ქვეყანას. თვითონ ნამცხვარი რომ ეჭამათ, ჩემისთანებს პური წაგლიჯეს მის დროზე ხელიდან.
და ახლა ბოდიში, რომ "დავარცხნილი" ფრაზებით არ გეკამათებით. boli.gif

დიახ, ბოსლებიდან გამოათრია მილიონები. დამოუკიდებელმა საქართველომ უკან შეგრეკათ ბოსლებში. biggrin.gif თქვენს თავს რომ ბოსლის და სალობიეს ბინადრებად არ თვლით, ეგ არაფერს ნიშნავს. ამ პროცესს წარმატებით დაასრულებენ არაბ-თურქ-ჩინელები ასე 50 წლის შემდეგ, როცა ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდებით. მაგათ ელაპარაკეთ სალონური ფრაზებით. chups.gif

nforumi
თქვე რომ გესმით, მშპ-ს მნიშვნელობა, ეგეც ეყოფა ივერიას გასაბრწყინებლად. bis.gif
QUOTE
განათლება უნდა იყოს პროდუქტი და ის უნდა შეიძინოს იმან, ვინც მისი ფასი იცის

facepalm.gif ფასი ახდევინეთ ხალხს სკოლებში, ფასი! უფასოდ წერა-კითხვა არ ასწავლოთ.
უკან შერეკეთ ბოსლებში ხალხი. რა უნდა ხალხს ბოსლის გარეთ? აი ეგაა დამოუკიდებელი საქართველო და თქვენი მორალური სახე.

Posted by: beqa1971 17 Mar 2018, 00:01
nforumi
QUOTE
განათლება უნდა იყოს პროდუქტი და ის უნდა შეიძინოს იმან, ვინც მისი ფასი იცის.

განვითარებასთან ასოციაციაში, ქსელური პრინციპია და ხშირად ვაბშე უანგარო თვისებებს ატარებს ბევრი სასარგებლო ინფორმაციით .
როგორც პროდუქტს თუ შევხედავთ ალბათ უფრო პროფესიული უნდა ვიგულისხმოთ და როგორც ინვესტიცია ისე მოვიაზროთ..
მემგონი იყოფა მაინც რამდენიმე შრეა სხვადასხვა მიმართულებებით.

Lemshveniera

ზედმეტად გატაცებული ხართ პოსტების მიღმა ავტორთა ფსიქოლოგიური პორტრეტების ძიებით, და უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში ტყუილად გრძნობთ თავს წარმატებულად, იმიტომ რომ სინამდვილეში ხშირ და უხეშ შეცდომებს უშვებთ.
არაა ეს თქვნი ნიშა. ისევე როგორც სხვა თემები რომლებიც გაჟღერდა: მაგ. კინო, განათლება, სახელმწიფო მოწყობა, ზრდილობა.
yes.gif old.gif

Posted by: t-90 17 Mar 2018, 02:16
nforumi
QUOTE
არ მგონია. არა მგონია შენ სხვანაირად ფიქრობდე: ბიუროკრატია საჭირო და აუცილებელია ზოგიერთი რთული პროცესის სამართავად. თუმცა ამავე დროს, ბიუროკრატიას აქვს თვისება გაიბეროს და მეტი და მეტი პასუხისმგებლობა და შესაბამისი უფლებამოსილება აიღოს თავის თავზე, რაც სწორედ რომ პრობლემას წარმოადგენს და განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს. ამიტომ არის აუცილებელი ბიუროკრატია შეიზღუდოს იქამდე, რომ აკეთოს მხოლოდ ის საქმე, რაც უმისოდ არ გამოვა და დანარჩენს არ შეეხოს არაფერს.

ნებისმიერი კომპლექსური პროცესის სამართავად საჭიროა ბიუროკრატია.
უბრალოდ გააჩNია რმადნეად ჯანსაღია ის პროცესი.
ხოლო ჯანსაღობაზე კონკრეტულ საკითხებზე შეგვიძლია ვიდავოთ.
QUOTE

დაჯერება რა შუაშია, არცერთ ბიოგრაფიაში არ მინახავს აირო დიპლომიო და, წერია რომ მეოთხე კურსზე იყო რომ დატოვა პეტერბურგი და წამოვიდა, დამთავრებამდე ორი-სამი თვე აკლდა.

მე ცოტა სხვანაირად ვიცი.
QUOTE
მასეთი მეთოდი რომ ეკონომიკურად მომგებიანი იყოს, მონათმფლობელური სისტემები კი არ გაკოტრდებოდნენ (სოციალისტურის ჩათვლით)

ნწუ. მონათმფლობელური სისტემის გარდაქმნა (და არა გაკოტრება) გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ.
ისევე როგორც ფეოდალიზმის.
საყოველთაო განათლებაც ამის შედეგია.
ანუ აღარ იყო საჭირო ბამბის მკრეფავი არამედ საჭირო იყო ბამბის მკრეფავი მანქანის მომვლელი.
ჩისტა ეკონომიკური კუთხით ნუ უყურებთ.
QUOTE

ჯერ ერთი ამონაშვილი და პიაჟე ნამდვილად წარმოადგენენ ავტორიტეტებს. და მეორეც, როცა ვამბობ ჩემს გამოცდილებას, ნამდვილ გამოცდილებაზე გეუბნები და არა სამეგობროზე.

ნამდვილ გამოცდილებაში თუ ვგულისხმობთ დიდი სასწავლო დაწესებულების მართვას ან სერიოზულ მონაცემებზე ხელის მიწვდენას კი ბატონო.
ამონაშვილი ავტორიტეტს არა და ცოტა დაფშტვენილს კი წარმოადგენს biggrin.gif
პიაჟე დიდი არაფერი. ყოველ შემთხვევასი მაგის გენეტიური ფსიქოლოგია არსად არ დანერგილა.
QUOTE

სინგაპურთან ჯერ არა, მაგრამ ჩინელებთან ვაპირებ მაგ თემებზე საუბარს, შევამოწმო უნდა ჩემი მოსაზრებები.

საუბარი რათ გინდათ.
სცადეთ კონცესიის გახსნა დამოუკიდებლად აბა.
და წილში არ ჩაისვათ ჩIნელი ან იქაური სახელმწიფო.
QUOTE
განათლება უნდა იყოს პროდუქტი და ის უნდა შეიძინოს იმან, ვინც მისი ფასი იცის.

ამ მიდგომით თქვენ მიიღებთ მინიმუმ გაუნათლებელ მუშახელს რაც თქვენთვისვეა წამგებიანი. ან ვბაშე არაფერს მიიღებთ.
ამავდროულად სხვა დახარჯავს და გაჯობებთ კონკურენციაში.
Lemshveniera
QUOTE
რეალურად საბჭოთა კავშირმა მილიონები გამოგათრიათ ბოსლებიდან, წიგნი წაგაკითხათ, გაგაძღოთ პურით. და ჰოპ! მოგინდათ ნამცხვარი.

ნწუ.
არასწორია.
საბჭოთა კავშირმა კი არ წაგვაკითხა წიგნი არამედ მსოფლიომ წაიკითხა როცა საჭიროება დადგა ამისი.

Posted by: nforumi 17 Mar 2018, 10:42
Lemshveniera
QUOTE
ფასი ახდევინეთ ხალხს სკოლებში, ფასი! უფასოდ წერა-კითხვა არ ასწავლოთ.

ეს ძალიან ჭკვიანური განცხადებაა კიდე wink.gif თქვენ გგონიათ სწავლის ფულს არ ვიხდით ხო? მასწავლებლების ხელფასი ციდან ცვივა არა?

QUOTE
თქვე რომ გესმით, მშპ-ს მნიშვნელობა, ეგეც ეყოფა ივერიას გასაბრწყინებლად.

ანუ აღიარებ რომ არ გესმის?! მაშინ საერთოდ რა იცი რა არის განვითარება-წინსვლა და რა უკუსვლა?

მე მართლა მესმის რა უშლის ხელს ეკონომიკურ წინსვლას, რაღაც გათვლების გაკეთებაც შემიძლია, მაგრამ სამწუხაროდ უვიცებს არც თავად ესმით და არც გაგება უნდათ. აი ეს არის პრობლემა.

რაც შეეხება სიძულვილს, ეს ყველამ თავის თავში უნდა დაამარცხოს. რაც ვართ ეგა ვართ და თუ არ შევიყვარებთ, უნდა ავიტანოთ მაინც ერთმანეთი.

* * *
beqa1971
QUOTE
მემგონი იყოფა მაინც რამდენიმე შრეა სხვადასხვა მიმართულებებით.

მართალია. უფრო ზუსტად უამრავი შრე გამოვა, კარგად თუ დააკვირდები. სწორედ ამიტომ არის რომ ერთიანი მიდგომა ვერასოდეს მოიტანს შესაბამის შედეგს.

t-90
QUOTE
ნებისმიერი კომპლექსური პროცესის სამართავად საჭიროა ბიუროკრატია.
უბრალოდ გააჩNია რმადნეად ჯანსაღია ის პროცესი.
ხოლო ჯანსაღობაზე კონკრეტულ საკითხებზე შეგვიძლია ვიდავოთ.

კი ბატონო, ვთანხმდებით ესე იგი. ბიუროკრატიას უნდა იყენებდე და არა ბიუროკრატი გიყენებდეს.

QUOTE
მე ცოტა სხვანაირად ვიცი.

იქნებ მაჩვენო. მე ვკითხულობ ილიას და ეგეც მაინტერესებს.
QUOTE
ნწუ. მონათმფლობელური სისტემის გარდაქმნა (და არა გაკოტრება) გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ.
ისევე როგორც ფეოდალიზმის.
საყოველთაო განათლებაც ამის შედეგია.
ანუ აღარ იყო საჭირო ბამბის მკრეფავი არამედ საჭირო იყო ბამბის მკრეფავი მანქანის მომვლელი.
ჩისტა ეკონომიკური კუთხით ნუ უყურებთ.

მთავარი სწორედ ეკონომიკური ფაქტორია და მერე დანარჩენი ზედნაშენია სინამდვილეში (ეს ცოტა ემთხვევა მარქსს, მაგრამ იმასაც თავის მხრივ სმიტისგან ჰქონდა აღებული wink.gif ).
ლიბერალურ-კაპიტალისტური (ეკონომიკური თვალსაზრისით) სისტემა წინ მიდის იმიტომ რომ ყველაზე სამართლიანი და გამართული ეკონომიკური სისტემაა, რაც შესაბამისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სხვა საკითხია, რომ ეს სისტემა თავის თავში უშვებს ისეთი ბაცილის არსებობას, როგორიცაა სოციალისტური აზროვნება, ე.წ. სოციალური სამართლიანობა და სხვა (აზრის თავისუფლებაა), რასაც ეს სიტემა მიყავს სოციალიზმისკენ (რევოლუციური თუ არარევოლუციური გზით, არ აქვს მნიშვნელობა). სოციალისტური სისტემა უკვე ყველა სხვა აზრს კრძალავს (იცის რომ აზრის თავისუფლების დაშვება მისი აღსასრულის ტოლფასია მაშინვე), თუმცა ეს სისტემა ეკონომიკურად გაუმართავია და ლოგიკურად მიდის კრახისკენ. და ასე ვბრუნავთ წრეზე. და ვიბრუნებთ, სანამ კაცობრიობა რაღაც უკეთეს ფორმას არ იპოვის.

QUOTE
ნამდვილ გამოცდილებაში თუ ვგულისხმობთ დიდი სასწავლო დაწესებულების მართვას ან სერიოზულ მონაცემებზე ხელის მიწვდენას კი ბატონო.
ამონაშვილი ავტორიტეტს არა და ცოტა დაფშტვენილს კი წარმოადგენს 
პიაჟე დიდი არაფერი. ყოველ შემთხვევასი მაგის გენეტიური ფსიქოლოგია არსად არ დანერგილა.

აქ ლაპარაკი იმაზეა რომ უამრავი ავტორია, რომლებიც ხედავდნენ რომ რაღაც იყო შესაცვლელი და ცდილობდნენ სხვა გზის მოძებნას. მე ამაზე ბევრი მიფიქრია და პრაქტიკაში გამომიცდია ჩემი მოფიქრებული მეთოდები, რომლის შედეგებიც თვალნათლივ მაქვს დანახული.
ამონაშვილი დაფშტვენილიო wink.gif ნებისმიერზე, ვინც რამე ახლის მიგნებას ცდილობს შეიძლება მსგავსი რამის თქმა. თუმცა სწორედ ასეთი ადამიანები ახერხებენ სიახლეების პოვნას და მთელი საზოგადოების წინ წაყვანას და არა შაბლონურად მოაზროვნეები.
QUOTE
საუბარი რათ გინდათ.
სცადეთ კონცესიის გახსნა დამოუკიდებლად აბა.
და წილში არ ჩაისვათ ჩIნელი ან იქაური სახელმწიფო.

უნდა გავარკვიო რა როგორ, ამ თვის ბოლოს მივდივარ.

QUOTE
ამ მიდგომით თქვენ მიიღებთ მინიმუმ გაუნათლებელ მუშახელს რაც თქვენთვისვეა წამგებიანი. ან ვბაშე არაფერს მიიღებთ.
ამავდროულად სხვა დახარჯავს და გაჯობებთ კონკურენციაში.

მე ყველას, ვინც ჩემთან მოდის, ვასწავლი იმას, რაც მე მჭირდება რომ იცოდეს.
დღეს დღეობით ისეთი მდგომარეობაა, რომ გამრავლების ტაბულით, ფართობის გამოთვლით და პროცენტის არსის ახსნით ვიწყებთ ხოლმე sad.gif = კატასტროფაა. და თქვენ ამბობთ რომ ჩვენ განათლების სისტემა გვაქვს!?

Posted by: t-90 17 Mar 2018, 12:18
nforumi
QUOTE
ანუ აღიარებ რომ არ გესმის?! მაშინ საერთოდ რა იცი რა არის განვითარება-წინსვლა და რა უკუსვლა?

მშპს ზრდა რო განვითარება და წინსვლა იყოს ქუვეითი ყველაზე წინ წასული იქნებოდა.
QUOTE
კი ბატონო, ვთანხმდებით ესე იგი. ბიუროკრატიას უნდა იყენებდე და არა ბიუროკრატი გიყენებდეს.

ბიუროკრატია არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და კარგი იქნება თუ მაინცდმააინც მტრად ნუ დავსახავთ.
QUOTE
იქნებ მაჩვენო. მე ვკითხულობ ილიას და ეგეც მაინტერესებს.

რავი. ახლა მუზეუმში ვერ წავალ დილომისთვის სურათის გადასაღებად ნამდვილად biggrin.gif
QUOTE
მთავარი სწორედ ეკონომიკური ფაქტორია და მერე დანარჩენი ზედნაშენია სინამდვილეში (ეს ცოტა ემთხვევა მარქსს, მაგრამ იმასაც თავის მხრივ სმიტისგან ჰქონდა აღებული  ).

კი ოღონდ ეგ ეკონომიკური ფაქტორი ინდუსტრიულმა რევოლუციამ გამოიწვია.
რო არ ყფოილყო ინდუსტრიული რევოლუცია ან თავადი იქნებოდით ან ყმა.
ნუ შეიძლება მონა ან მონათმფლობელი მაგრამ საქართველოში კარგად იყო აწყობილი ფეოდალური სისტემა ყოველთვის.
QUOTE
ლიბერალურ-კაპიტალისტური (ეკონომიკური თვალსაზრისით) სისტემა წინ მიდის იმიტომ რომ ყველაზე სამართლიანი და გამართული ეკონომიკური სისტემაა, რაც შესაბამისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მასე მარტივად არაა.
აგერ ევროპაში მაგალითად კარგა ხანია მემარჯვენეების და მემარცხენეების ცვლილებაა.
ამიტომაცაა დაწყნარებული.
QUOTE
სხვა საკითხია, რომ ეს სისტემა თავის თავში უშვებს ისეთი ბაცილის არსებობას, როგორიცაა სოციალისტური აზროვნება, ე.წ. სოციალური სამართლიანობა და სხვა (აზრის თავისუფლებაა), რასაც ეს სიტემა მიყავს სოციალიზმისკენ (რევოლუციური თუ არარევოლუციური გზით, არ აქვს მნიშვნელობა). სოციალისტური სისტემა უკვე ყველა სხვა აზრს კრძალავს (იცის რომ აზრის თავისუფლების დაშვება მისი აღსასრულის ტოლფასია მაშინვე), თუმცა ეს სისტემა ეკონომიკურად გაუმართავია და ლოგიკურად მიდის კრახისკენ. და ასე ვბრუნავთ წრეზე. და ვიბრუნებთ, სანამ კაცობრიობა რაღაც უკეთეს ფორმას არ იპოვის.

მასე მარტივად არაა.
სოციალისტური აზროვნება თუ გინდათ აკრძალოთ ასე ვთქვათ (ნუ თუ ელიტის წევრი ხართ) ამისთვის ქონების უდიდესი ნაწილი უნდა დათმოთ.
ამას ჯერ კიდევ ბისმარკი ამბობდა და ბისმარკზე უფრო ანტისოციალისტი თქვენ ფიზიკურად ვერ იქნებით.
QUOTE
აქ ლაპარაკი იმაზეა რომ უამრავი ავტორია, რომლებიც ხედავდნენ რომ რაღაც იყო შესაცვლელი და ცდილობდნენ სხვა გზის მოძებნას. მე ამაზე ბევრი მიფიქრია და პრაქტიკაში გამომიცდია ჩემი მოფიქრებული მეთოდები, რომლის შედეგებიც თვალნათლივ მაქვს დანახული.

მასე მარტივად არაა საქმე.
საჭიროა მასობრივი ექსპერიმენტები
შედეგების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი
ამ მონაცემების საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.
ეგრე მარტივად აღარ ხდება უკვე დიდი ხანია.
QUOTE
ამონაშვილი დაფშტვენილიო  ნებისმიერზე, ვინც რამე ახლის მიგნებას ცდილობს შეიძლება მსგავსი რამის თქმა. თუმცა სწორედ ასეთი ადამიანები ახერხებენ სიახლეების პოვნას და მთელი საზოგადოების წინ წაყვანას და არა შაბლონურად მოაზროვნეები.

ამონაშვილის სადმე წაყვანილი საზოგადოება და ნაპოვნი სიახლე არ მახსოვს ნამდვილად biggrin.gif
არც მისი დადებული შედეგი.
QUOTE
უნდა გავარკვიო რა როგორ, ამ თვის ბოლოს მივდივარ.

გაგიჭირდებათ.
თქვენზე დიდ კომპანიებს ჭირებათ ჩინელი პარტნიორი.
და ეს ყველაზე გახსნილ და განვითარებულ შენჟენსა და შანხაიში.
ჰონგ კონგში არა მაგრამ ჰონგ კონგი მთალდ ჩინეთიც არ არის არამედ სპეციალური სტატუსის მქონეა.
QUOTE
მე ყველას, ვინც ჩემთან მოდის, ვასწავლი იმას, რაც მე მჭირდება რომ იცოდეს.
დღეს დღეობით ისეთი მდგომარეობაა, რომ გამრავლების ტაბულით, ფართობის გამოთვლით და პროცენტის არსის ახსნით ვიწყებთ ხოლმე  = კატასტროფაა. და თქვენ ამბობთ რომ ჩვენ განათლების სისტემა გვაქვს!?

განათLების სისტემა ნამდვილად არ გვაქვს.
მაგრმა არ ნიშნავს რომ არ უნდა გვქონდეს.

თქვენ არ ვიცი რა სფეროში ხართ მაგრამ ვენთან ცოტა ტექნიკურ სფეროებში უბრალოდ ვერ ასწავლით. ან კადრი არის მზა ან არის.

Posted by: nforumi 17 Mar 2018, 13:07
t-90
QUOTE
მშპს ზრდა რო განვითარება და წინსვლა იყოს ქუვეითი ყველაზე წინ წასული იქნებოდა.

შენთვის არ მითქვამს ეგ, მაგრამ არც შენ გესმის რომ ეგ ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია განვითარების? არ მჯერა რაღაც...
QUOTE
ბიუროკრატია არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და კარგი იქნება თუ მაინცდმააინც მტრად ნუ დავსახავთ.

მტერი ხდება მაშინ, როცა იმის კეთებას იწყებს, რასაც არ უნდა აკეთებდეს.
QUOTE
რავი. ახლა მუზეუმში ვერ წავალ დილომისთვის სურათის გადასაღებად ნამდვილად 

მე როცა მივალ, მოვიკითხავ მაგ საკითხს კიდე ერთხელ.
QUOTE
კი ოღონდ ეგ ეკონომიკური ფაქტორი ინდუსტრიულმა რევოლუციამ გამოიწვია.
რო არ ყფოილყო ინდუსტრიული რევოლუცია ან თავადი იქნებოდით ან ყმა.
ნუ შეიძლება მონა ან მონათმფლობელი მაგრამ საქართველოში კარგად იყო აწყობილი ფეოდალური სისტემა ყოველთვის.

მანდ პირიქით არის ასინეთ, პირიქით smile.gif რომ არ ყოფილიყვნენ თავისუფალი ადამიანები, არავითარი ინდუსტრიული რევოლუცია არ იქნებოდა, ისევე როგორც არაფერი შეცვლილა მანამდელი ათასი წლის განმვავლობაში.

QUOTE
მასე მარტივად არაა.
აგერ ევროპაში მაგალითად კარგა ხანია მემარჯვენეების და მემარცხენეების ცვლილებაა.
ამიტომაცაა დაწყნარებული.

მასე მარტივად ნამდვილად არაა, მაგრამ გარკვეული სიზუსტით ასეა. ევროპამ რომ ბევრი სოციალური პროექტი გაატარა, მიტო არის 1 პროცენტიან ზრდაზე. ასე თუ გააგრძელებენ, რამდენიმე ათეულ წელიწადში ბევრი ქვეყანა გაასწრებს.
საერთოდ, ამ სოციალურ პროექტებს დიდი ეჭვით ვუყურებ, სულ მგონია რომ ერთს ეხმარებიან და ათს ჯიბეში იდებენ. ან რატომ არ იზამენ ასე, რა შეუშლით ხელს?

QUOTE
მასე მარტივად არაა საქმე.
საჭიროა მასობრივი ექსპერიმენტები
შედეგების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი
ამ მონაცემების საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.
ეგრე მარტივად აღარ ხდება უკვე დიდი ხანია.

რა თქმა უნდა, მასობრივი ექსპერიმენტია საჭირო. ამისთვის უნდა გაუქმდეს განათლების სამინისტრო და ყველას მიეცეს საშუალება ასწავლოს ისე, როგორც მას მიაჩნია უკეთესად. მხოლოდ ასეთი ქმედების შედეგებიდან გამოჩნდება, თუ სად რა და როგორი მიდგომა ამართლებს.

QUOTE
ამონაშვილის სადმე წაყვანილი საზოგადოება და ნაპოვნი სიახლე არ მახსოვს ნამდვილად 
არც მისი დადებული შედეგი.

ოდესღაც მაგის პატარა სტატია მაქვს წაკითხული, რამაც დამაწყებინა ფიქრი მაგ საკითხზე. ალბათ ასე 30 წელი იქნება მასუკან. შენ რომ არ გახსოვს, არაა გასაკვირი, იმ დროში იყო ეგ საოცრება, როცა ყველაფერი განსხვავებული აკრძალული იყო და ეგ კაცი კი გამონათება იყო არსებულ სიბნელეში.
QUOTE
გაგიჭირდებათ.
თქვენზე დიდ კომპანიებს ჭირებათ ჩინელი პარტნიორი.
და ეს ყველაზე გახსნილ და განვითარებულ შენჟენსა და შანხაიში.
ჰონგ კონგში არა მაგრამ ჰონგ კონგი მთალდ ჩინეთიც არ არის არამედ სპეციალური სტატუსის მქონეა.

რა იცი რამხელა კომპანია მაქვს? wink.gif
ისე, მე სიტუაციის გარკვევა მაინტერესებს, თუ მოვახერხე. ვნახოთ.

QUOTE
განათLების სისტემა ნამდვილად არ გვაქვს.
მაგრმა არ ნიშნავს რომ არ უნდა გვქონდეს.

უნდა გვქონდეს, საბაზრო პრინციპზე, ანუ კონკურენციაზე დაფუძნებული. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვებსაც ექნებათ. უნდა გაირჩეს, შეჯერდეს და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ამ ჭაობიდან გამოსვლაა მთავარი, მერე შედეგი უეჭველად იქნება.

სწავლება კიდე ყველა სფეროში შეიძლება, გააჩნია რამდენი დრო დაგჭირდება. ერთმა ჩემმა პარტნიორმა თურქეთში მთელი კოლეჯი გააკეთა მაგისთვის. ასე რომ არაფერია შეუძლებელი, მთვარია მონდომება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა.

Posted by: Mako Subladze 18 Mar 2018, 10:47
Lemshveniera
QUOTE
რა უნდა ხალხს ბოსლის გარეთ?

რა ბოსლის ძახილი აგიტყდა? რა ხმალაობა გამართე?
რატომ მახსოვს, რომ ექიმი ხარ? რისი ექიმი ხარ?
* * *
nforumi
QUOTE
რაც შეეხება სიძულვილს, ეს ყველამ თავის თავში უნდა დაამარცხოს. რაც ვართ ეგა ვართ და თუ არ შევიყვარებთ, უნდა ავიტანოთ მაინც ერთმანეთი.

yes.gif

love.gif

Posted by: t-90 18 Mar 2018, 12:49
nforumi
QUOTE

შენთვის არ მითქვამს ეგ, მაგრამ არც შენ გესმის რომ ეგ ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია განვითარების? არ მჯერა რაღაც...

არამარტო ეგ არის მაჩვენებელი.
ჯინის კოეფიციენტი თუ არ მოყვა აზრი არ აქვს.
QUOTE

მანდ პირიქით არის ასინეთ, პირიქით smile.gif რომ არ ყოფილიყვნენ თავისუფალი ადამიანები, არავითარი ინდუსტრიული რევოლუცია არ იქნებოდა, ისევე როგორც არაფერი შეცვლილა მანამდელი ათასი წლის განმვავლობაში.

თავისუფალი ადამიანების წვლილი ინდუსტრიულ რევოლუციაში არის მინიმალური.
პირიქით თავისუფალი ადამიანები დარბოდნენ ლუდიტების სახით და საქსოვ მანქანებს ამსხვრევდნენ.
ინდუსტრიული რევოლუცია არის პირდაპირ ფეოდალიზმის ბოლო.
QUOTE
მასე მარტივად ნამდვილად არაა, მაგრამ გარკვეული სიზუსტით ასეა. ევროპამ რომ ბევრი სოციალური პროექტი გაატარა, მიტო არის 1 პროცენტიან ზრდაზე. ასე თუ გააგრძელებენ, რამდენიმე ათეულ წელიწადში ბევრი ქვეყანა გაასწრებს.

ხო მაგრამ გავლენებს ევროპა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) კიდე კაი ხანი არ დაკარგავს. ეხლა სინგაპური და ქუვეითი ორივეს სჯობს მაგრამ გავლენებში შედარებაც არაა.
QUOTE
საერთოდ, ამ სოციალურ პროექტებს დიდი ეჭვით ვუყურებ, სულ მგონია რომ ერთს ეხმარებიან და ათს ჯიბეში იდებენ. ან რატომ არ იზამენ ასე, რა შეუშლით ხელს?

კონტროლი.
როგორც ამერები იტყვიან checks and balances.
QUOTE

რა თქმა უნდა, მასობრივი ექსპერიმენტია საჭირო. ამისთვის უნდა გაუქმდეს განათლების სამინისტრო და ყველას მიეცეს საშუალება ასწავლოს ისე, როგორც მას მიაჩნია უკეთესად. მხოლოდ ასეთი ქმედების შედეგებიდან გამოჩნდება, თუ სად რა და როგორი მიდგომა ამართლებს.

ხო მაგრამ მიიღებთ მთელს თაობას გაუნათლებელს ან საეჭვო განათლებისას. ანუ საერთოდ არაფერი.
მზად ხართ ამისთვის?
დარწმუნებული არ ვარ რომ ხართ.
QUOTE
ოდესღაც მაგის პატარა სტატია მაქვს წაკითხული, რამაც დამაწყებინა ფიქრი მაგ საკითხზე. ალბათ ასე 30 წელი იქნება მასუკან. შენ რომ არ გახსოვს, არაა გასაკვირი, იმ დროში იყო ეგ საოცრება, როცა ყველაფერი განსხვავებული აკრძალული იყო და ეგ კაცი კი გამონათება იყო არსებულ სიბნელეში.

მაგ კაცის გამოშვებული მოსწავლეები რამე შედეგით უკეტესნი არიან ჩემი სკოლის (ვეკუა) გამოშვებულებზე?
ან შედეგებით
ან წარმატებებით.
ან თუნდაც შეფასებით.
საინტერესო აი ესაა.
თორე სტატიას იმისთანას დაგიწერთ აქ გადაგრევთ და სეგშლით ჭკუიდან biggrin.gif
QUOTE
რა იცი რამხელა კომპანია მაქვს? wink.gif
ისე, მე სიტუაციის გარკვევა მაინტერესებს, თუ მოვახერხე. ვნახოთ.

იმ დონის კომპანია მე სადაც ორი წლის წინ ვმუშაობდი არ არის საქართველოში.
უბრალოდ არ არსებობს.
QUOTE

უნდა გვქონდეს, საბაზრო პრინციპზე, ანუ კონკურენციაზე დაფუძნებული. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვებსაც ექნებათ. უნდა გაირჩეს, შეჯერდეს და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ამ ჭაობიდან გამოსვლაა მთავარი, მერე შედეგი უეჭველად იქნება.

ხო მაგრამ დღევანდელი კერძო სკოლების მოსწავლეები ვერანაირად ვერ სჯობნიან საჯარო სკოლებს.
რატომ?
QUOTE
სწავლება კიდე ყველა სფეროში შეიძლება, გააჩნია რამდენი დრო დაგჭირდება. ერთმა ჩემმა პარტნიორმა თურქეთში მთელი კოლეჯი გააკეთა მაგისთვის. ასე რომ არაფერია შეუძლებელი, მთვარია მონდომება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი როგორ შეიძლება კოლეჯიდან (კოლეჯიდან კიდევ ვიმეორებ) გამოვიდეს.

Posted by: nforumi 18 Mar 2018, 13:36
Mako Subladze
smile.gif
რატომ ჩნდები ასე იშვიათად?

t-90
QUOTE
არამარტო ეგ არის მაჩვენებელი.
ჯინის კოეფიციენტი თუ არ მოყვა აზრი არ აქვს.

მშპ თუ არ იზრდება, სხვას საერთოდ აზრი არ აქვს. თუ არ არსებობს შემოსავალი, იყოს თანაბარი ეგ ჯინი, როგორც დავუშვათ ჯუნგლებში მცხოვრებ ტომში, ბელადს რომ სხვებზე ცატათი დიდი ქოხი უდგას.
გათანაბრება კიდე რამდენად სასურველი თემაა წინსვლისთვის, ეგ ცალკე საკამათო თემაა კიდე, სამწუხაროდ.

QUOTE
თავისუფალი ადამიანების წვლილი ინდუსტრიულ რევოლუციაში არის მინიმალური.
პირიქით თავისუფალი ადამიანები დარბოდნენ ლუდიტების სახით და საქსოვ მანქანებს ამსხვრევდნენ.
ინდუსტრიული რევოლუცია არის პირდაპირ ფეოდალიზმის ბოლო.

რაღაც ცუდი თვალით უყურებ შენ თავისუფლებას და თავისუფალ ადამიანსაც, არ გესმის როგორც ჩანს...
თუ ადამიანს არა აქვს გაცნობიერებული, რომ სხვისი ქონება არ უნდა დააზიანოს, ის თავისუფლაი კი არა, მონაა.

QUOTE
ხო მაგრამ გავლენებს ევროპა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) კიდე კაი ხანი არ დაკარგავს. ეხლა სინგაპური და ქუვეითი ორივეს სჯობს მაგრამ გავლენებში შედარებაც არაა.

რამდენი ხანია ეგ კაი ხანი?
სულ რაღაც საუკუნის წინ, ფრანგული იყო უპირველესი ენა მსოფლიოში ჯერ კიდე, დღეს ინგლისურია ჯერჯერობით. 5 ათეული წლის წინ ინგლისის იმპერიაში მზე არ ჩადიოდა, დღეს ერთი საშუალო სიდიდის ქვეყანააა.
სხვათა შორის ილია ჭავჭავაძეს უწერია, რომ მე-20 საუკუნეში სწორედ აშშ იქნებაო მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაო. ეს მაშინ ჩანდა და მიტო დაწერა იმან. ახლა ჩანს რომ ევროპული ქვეყნები ნელ-ნელა დაკარგავენ პოზიციებს, თუ რამეს არ იღონებენ დროზე.
სხვათაშორის შვედეთმა დაიწყო ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა, როგორც ვიცი, ვნახოთ რა იქნება.

QUOTE
კონტროლი.
როგორც ამერები იტყვიან checks and balances.

ანუ, ერთი სველი თასის ნაცვლად, ორის სველი თასი დაგხვდება ხოლმე wink.gif
საუკეთესო კონტროლი არის საკუთარ თავს, რომ აკონტროლებს ადამიანი. უბრალოდ სისტემა უნდა აეწყოს ისე, რომ ამისი მოტივაცია ქონდეს.

QUOTE
ხო მაგრამ მიიღებთ მთელს თაობას გაუნათლებელს ან საეჭვო განათლებისას. ანუ საერთოდ არაფერი.
მზად ხართ ამისთვის?
დარწმუნებული არ ვარ რომ ხართ.

ისე ლაპარაკობ, თითქოს ახლა არ არის გაუნათლებელი თაობა?! ბიზნესის და მენეჯმენტის უმაღლეს დამთავრებულს რომ პროცენტის არსი არ ესმის, აზრის გადმოცემა არ შეუძლია და შენ ფიქრობ რომ თაობა განათლებულია?
ამ ჭაობიდან გამოსვლა არის აუცილებელი.

QUOTE
მაგ კაცის გამოშვებული მოსწავლეები რამე შედეგით უკეტესნი არიან ჩემი სკოლის (ვეკუა) გამოშვებულებზე?
ან შედეგებით
ან წარმატებებით.
ან თუნდაც შეფასებით.
საინტერესო აი ესაა.
თორე სტატიას იმისთანას დაგიწერთ აქ გადაგრევთ და სეგშლით ჭკუიდან 

მე როგორც მახსოვს, ჰქონდა შედეგები. თუმცა მოსაკვლევია ეგ საკითხი, მართალი ხარ, საინტერესოა.

QUOTE
იმ დონის კომპანია მე სადაც ორი წლის წინ ვმუშაობდი არ არის საქართველოში.
უბრალოდ არ არსებობს.

სად მუშაობდი? დონე რას ქვია, რას გულისხმობ?
QUOTE
ხო მაგრამ დღევანდელი კერძო სკოლების მოსწავლეები ვერანაირად ვერ სჯობნიან საჯარო სკოლებს.
რატომ?

იმიტომ რომ დღევანდელი კერძო სკოლები კიდევ უფრო მეტად არიან სახელმწიფოს მარწუხებით შებოჭილი, ვიდრე საჯარო სკოლები. უფრო მკაცრად ავალდებულობენ ათასი ბიუროკრატიული ქაღალდის შევსებას.

QUOTE
უბრალოდ წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი როგორ შეიძლება კოლეჯიდან (კოლეჯიდან კიდევ ვიმეორებ) გამოვიდეს.

ყოველი ფირმა არის დაინტერესებული დარჩეს ბაზარზე, ამისთვის მას სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტი (კიდე ბევრი სხვა რამ, მაგრამ კვალიფიციურ სპეციალისტი ერთ-ერთი მნისვნელოვანი საკითხია). ამიტომ ის ან ადგილზე მოამზადებს შესაბამის კადრს, ანდა გაგზავნის იქ, სადაც იცის რომ ასწავლიან (თუკი არსებობს ეგეთი). მე გერმანიაში მყავდა გაგზავნილი რამდენიმე ადამიანი, როცა დამჭირდა, რომ კონკრეტული ტექნიკა შეესწავლათ.
გასაგებია რომ ყველა კომპანია არ იზრუნებს ამაზე, მაგრამ ასეთები ნელ-ნელა გავლენ ბაზრიდან. ასე რომ ბაზარი დაიწმინდება თანდათან.

საერთოდ კი, სახელმწიფო რომ არ აბრკოლებდეს ამ პროცესს, ვიღაცეებს რომ ხელოვნურ პრივილეგიებს არ აძლევდეს და ბიზნესის ვითომ პრომოუშენს არ აკეთებდეს, ვინც მუშაობს კიდე იმათ საქმიანობას არ აფერხებდეს და კიდე ბევრი სხვა მავნებლობა რომ არ იყოს, დაწმენდის პროცესი ბევრად წინ იქნებოდა წასული.
ერთადერთი რაც სახელმწიფოს მოვალეობაა, არის ის რომ უზრუნველყოს სამართლიანი წესრიგი. რაც გულისხმობს ნებისმიერის პასუხისმგებლობას, ვისი ქმედებითაც ზიანი მიადგა სხვას ან სხვის ქონებას. ამას არ (ვერ) აკეთებს სახელმწიფო როგორც საჭიროა ისე და რატომ გაქვს იმედი სხვა რამეს გააკეთებს კარგად, იმას, რაც იდეაში არ არის მისი გასაკეთებელი?

* * *
Mako Subladze
QUOTE
რა ბოსლის ძახილი აგიტყდა? რა ხმალაობა გამართე?

ეს მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მის გარემოცვაში არის ძალიან მიღებული ასეთნაირი ლაპარაკი.

ისე, საინტერესო ფენომენია, გეზიზღებოდეს "ვაკელის სვეცკობა", რაც იდეაში მართლა არის და უნდა იყოს სატირის ობიექტი (და რაც ნიგოსთვის არ შემიმჩნევია) და ამ დროს შენ თავს აყენებდე სხვებზე მაღლა და თანამემულეებს ეძახდე ბოსლებში ხართ შესარეკიო...

რა სხვაობაა "ვაკელ სვეცკებს" და ასეთ ადამიანებს შორის?

Posted by: t-90 18 Mar 2018, 15:15
nforumi
QUOTE

მშპ თუ არ იზრდება, სხვას საერთოდ აზრი არ აქვს. თუ არ არსებობს შემოსავალი, იყოს თანაბარი ეგ ჯინი, როგორც დავუშვათ ჯუნგლებში მცხოვრებ ტომში, ბელადს რომ სხვებზე ცატათი დიდი ქოხი უდგას.
გათანაბრება კიდე რამდენად სასურველი თემაა წინსვლისთვის, ეგ ცალკე საკამათო თემაა კიდე, სამწუხაროდ.

ხო მაგრამ გაზრდილი როცაა მაშIნ ჯინი არაა ცუდი რამე.
QUOTE

რაღაც ცუდი თვალით უყურებ შენ თავისუფლებას და თავისუფალ ადამიანსაც, არ გესმის როგორც ჩანს...
თუ ადამიანს არა აქვს გაცნობიერებული, რომ სხვისი ქონება არ უნდა დააზიანოს, ის თავისუფლაი კი არა, მონაა.

ნუ ახლა თავისუფალი არის მარტივი ტერმინი მარტივი განმარტებით.
და სულაც არ ნიშანვს რომ ეს განმარტება სულაც სასიამოვნოა.
QUOTE
სულ რაღაც საუკუნის წინ, ფრანგული იყო უპირველესი ენა მსოფლიოში ჯერ კიდე, დღეს ინგლისურია ჯერჯერობით. 5 ათეული წლის წინ ინგლისის იმპერიაში მზე არ ჩადიოდა, დღეს ერთი საშუალო სიდიდის ქვეყანააა.

ბრიტანეთის იმპერიასი დღესაც არ ჩადის მზე.
ხოლო ბრიტანეთის იმპერიამ დომინაციაში მოუგო საფრანგეთს და არის ამერიკის კონკურენტი.
მასე მარტივად არაა პოლიტიკურ რუკაზე როგორც უყურებთ.
QUOTE
სხვათა შორის ილია ჭავჭავაძეს უწერია, რომ მე-20 საუკუნეში სწორედ აშშ იქნებაო მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაო. ეს მაშინ ჩანდა და მიტო დაწერა იმან. ახლა ჩანს რომ ევროპული ქვეყნები ნელ-ნელა დაკარგავენ პოზიციებს, თუ რამეს არ იღონებენ დროზე.
სხვათაშორის შვედეთმა დაიწყო ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა, როგორც ვიცი, ვნახოთ რა იქნება.

შვედეთმა რა მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა?
შვედეთში ეხლა არის რასაც ქვია შემოტევა დაბალკვალიფიციური მიგრანტების.
QUOTE
ანუ, ერთი სველი თასის ნაცვლად, ორის სველი თასი დაგხვდება ხოლმე wink.gif
საუკეთესო კონტროლი არის საკუთარ თავს, რომ აკონტროლებს ადამიანი. უბრალოდ სისტემა უნდა აეწყოს ისე, რომ ამისი მოტივაცია ქონდე

ნწუ.
ერთI აკონტროლებს მეორეს მეორე მესამეს მესამე პირველს.
დაახლოებით მარტივად რომ თქვათ ესეა.
სადაა ეგეთი სისტემა ან სად ყოფილა მაგალითი მოიყვანეთ და კი ბატონო.
QUOTE

ისე ლაპარაკობ, თითქოს ახლა არ არის გაუნათლებელი თაობა?! ბიზნესის და მენეჯმენტის უმაღლეს დამთავრებულს რომ პროცენტის არსი არ ესმის, აზრის გადმოცემა არ შეუძლია და შენ ფიქრობ რომ თაობა განათლებულია?
ამ ჭაობიდან გამოსვლა არის აუცილებელი.

ახლა არის.
მაგრამ იმიტომ არის რომ განათლების სამინისტროს უბრალოდ საეთი დავალება აქვს.
QUOTE

სად მუშაობდი? დონე რას ქვია, რას გულისხმობ?

დონე ჰქვია იმას რომ იმ ტექნოლოგიებს რასაც ეგ კომპანია ქმნის ჩვენთან არავინ არ ქმნის.
ხო კიდე თიბისიბანკის ხელა წლიური ბრუნვა აქვს.
QUOTE

იმიტომ რომ დღევანდელი კერძო სკოლები კიდევ უფრო მეტად არიან სახელმწიფოს მარწუხებით შებოჭილი, ვიდრე საჯარო სკოლები. უფრო მკაცრად ავალდებულობენ ათასი ბიუროკრატიული ქაღალდის შევსებას.

თქვენ ოქსფორდში იხილეთ რა ბიუროკრატიაა.
მარა მერე რა?
არაფერში უშლით ელს ეს შედეგი დადონ.
ნუ კი გასაგებია ტრადიცია და ა.შ. მაგრამ ნუ პირობითად მათემატიკის და ფიზიკის სწავლებას ბევრი აღარაფერი არ უნდა ამ ერაში.
QUOTE
ყოველი ფირმა არის დაინტერესებული დარჩეს ბაზარზე, ამისთვის მას სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტი (კიდე ბევრი სხვა რამ, მაგრამ კვალიფიციურ სპეციალისტი ერთ-ერთი მნისვნელოვანი საკითხია). ამიტომ ის ან ადგილზე მოამზადებს შესაბამის კადრს, ანდა გაგზავნის იქ, სადაც იცის რომ ასწავლიან (თუკი არსებობს ეგეთი). მე გერმანიაში მყავდა გაგზავნილი რამდენიმე ადამიანი, როცა დამჭირდა, რომ კონკრეტული ტექნიკა შეესწავლათ.
გასაგებია რომ ყველა კომპანია არ იზრუნებს ამაზე, მაგრამ ასეთები ნელ-ნელა გავლენ ბაზრიდან. ასე რომ ბაზარი დაიწმინდება თანდათან.

ერთი თხოვნა რა: კონკრეტული ტექნიკის სპეციალისტს ნუ ადრით ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტს.
ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის მომზადება საკმაოდ ძვირი ჯდება პირველ რიგში დროის ამბავში.
იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი თან პროგრამისტიც უნდა იყოს თან მაღალი დონის და პლუს მათემატიკის მაღალი დონის ცოდნით.
ეს და სამთვიანი კურსი რაღაცა ტექნიკაზე ძალიან განსხვავდება.
ამას მეეჭვება ვინმე აფინანსებდეს.
QUOTE
ერთადერთი რაც სახელმწიფოს მოვალეობაა, არის ის რომ უზრუნველყოს სამართლიანი წესრიგი. რაც გულისხმობს ნებისმიერის პასუხისმგებლობას, ვისი ქმედებითაც ზიანი მიადგა სხვას ან სხვის ქონებას. ამას არ (ვერ) აკეთებს სახელმწიფო როგორც საჭიროა ისე და რატომ გაქვს იმედი სხვა რამეს გააკეთებს კარგად, იმას, რაც იდეაში არ არის მისი გასაკეთებელი?

სამართლიანობაზე თქვენ და კიდე ბევრს სხვადასხვ ა შეხედულებები გექნებათ.
QUOTE

მე როგორც მახსოვს, ჰქონდა შედეგები. თუმცა მოსაკვლევია ეგ საკითხი, მართალი ხარ, საინტერესოა.

რავი მე არ მახსოვს შედეგები ჰქონოდა.

Posted by: Mako Subladze 18 Mar 2018, 17:15
nforumi
QUOTE
რატომ ჩნდები ასე იშვიათად?

აქ ვარ. გკითხულობთ.

Posted by: nigo 18 Mar 2018, 20:23
Mako Subladze
კაი, მაკო, წეროს, რაც უნდა.
დიდხანს მაინც ვერ გაჩერდება ამ თემაში.საერთოდ ამოვარდნილია.
რაებს მაბრალებს.

ვერ იპოვი ვერცერთ პოსტს , სადაც მე ან ვაკელობაზე ვწერ ან ამით თავი მომაქვს.
სერიოზულად ვარ ვერელი. მამაჩემი ახლანდელი ქიაჩელის ქუჩაზე დაიბადა და მეც.'
ეს ვიღაცამ უთხრა.

არც ვაკე მიკვირს, სოფელი რომ იყო და არაპრესტიჟული გადაკარგული უბანი, მაშინ ააშენა სახლი იქ ბაბუამ და 5 თაობა დაიბადა.
ასე რომ ,არ მიკვირს.

ხან ლუკმა წამართვიო, ხან შენმა წინაპრებმა გამქურდესო და შენც ქურდობა გინდაო.
ერთი ბილეთი უნდა აუღო ჩრდილოეთ კორეაში და დაამთავრო.
ახლა ბეტონის ბოძს რომ დაეჯახო, ჩხუბს ხომ არ დაუწყებ?დაახლოებით ასეა.
უბრალოდ იჭრება ლაპარაკში, სადაც არც კომპეტენცია აქვს და არც ლაპარაკის წაყვანის კულტურა და მისმა გამზრდელმა მშობლებმა იკითხონ.თავისთავად ცოდვაა.

დიდხანს არც შემორჩება აქაურობას, კაცები სერიოზულ თემაზე კამათობენ და ეს უფრო საინტერესოა.
.

Posted by: nforumi 19 Mar 2018, 00:23
t-90
QUOTE
ხო მაგრამ გაზრდილი როცაა მაშIნ ჯინი არაა ცუდი რამე.

მე არ ვეთანხმები ამას. სხვა უფრო მნიშვნელობანი პარამეტრები არსებობს. ჯინი კი შეიძლება გამოიყენოს კაცმა სტატისტიკისთვის, მაგრამ კეთილდღეობის მაჩვენებლად არ ვარგა. თან ძალიან არ ვარგა.

QUOTE
ნუ ახლა თავისუფალი არის მარტივი ტერმინი მარტივი განმარტებით.
და სულაც არ ნიშანვს რომ ეს განმარტება სულაც სასიამოვნოა.

ესეც გასაგებია, რასაც ამბობს. ფილოსოფოს-მოაზროვნეებს შორის არ არის თანახმა ამ საკითხში და შეიძლება შენ სხვა ვერსიას დაუჭირო მხარი, თქვი როგორ გესმის. მე კი ვთქვი უკვე რასაც ვუჭერ მხარს და როგორც მესმი. თუ საჭიროა კიდევ გავიმეორებ.

QUOTE
ბრიტანეთის იმპერიასი დღესაც არ ჩადის მზე.

ანუ? ფორმალურად რომ აღიარებენ მეფედ იმას გულისხმობ?
მარტივად რომ არ არის გასაგებია, ამ საკითხს გაკვრით შევეხე მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ დრო იცვლება და რაც ახლა მყარად მოჩანს, სულაც არ ნიშნავს რომ რამდენიმე ათეული წლის მერეც ასე იქნება. გარკვეული პროგნოზების გაკეთებაც შეიძლება.

QUOTE
შვედეთმა რა მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა?
შვედეთში ეხლა არის რასაც ქვია შემოტევა დაბალკვალიფიციური მიგრანტების.

მიგრანტების სერიოზული პრობლემაა მართლა, მაგრამ მაგენი არ მიგულიხსმია.
შვედებმა 70-იან წლებში მიჰქარეს და ძალიან დიდი სოციალური დაპირებები გასცეს, შესრულებაც დაიწყეს. ამისთვის გადასახადებიც ასწიეს, 70 პროცენტამდე ავიდა საგადასახადო ტვირთი. მოკლედ, 1970 წელს რომ მე-4 ადგილზე იყვნენ მსოფლიოში, 1990-ში უკვე მე-14-ზე აღმოჩნდნენ. დათვალეს და გამოუვიდათ რომ 2040 წლისთვის 44-ზე გადავიდოდნენ თუ ასე გააგრძელებდნენ. ჰოდა შეცვალეს მიმართულება, დაიწყეს გადასახადების შემცირება (ახლა ტვირთი 44%-ის ფარგლებშია), რეგულაციები შეამცირეს, კანონებში სპეციალური ცვლილებები შეიტანეს და კორპორაციებს რაღაც შეღავათები გაუკეთეს.. მოკლეთ ბევრი ნაბიჯი გადადგეს 70-იანების საკომპენსაციოდ (ზოგიერთი პირობა ისეთი იყო, რომ დარჩა, ვეღარ წაიღეს უკან). ახლა კიდე რაღაც ნაბიჯები იგეგმება ლიბერალიზაციის მიმართულებით, რა კონკრეტულად, არ ვიცი ჯერ, ველოდები.

QUOTE
ერთI აკონტროლებს მეორეს მეორე მესამეს მესამე პირველს.
დაახლოებით მარტივად რომ თქვათ ესეა.
სადაა ეგეთი სისტემა ან სად ყოფილა მაგალითი მოიყვანეთ და კი ბატონო.

ანუ სამი სველი თასი? გგონია გამოსავალია ეს? wink.gif

QUOTE
თქვენ ოქსფორდში იხილეთ რა ბიუროკრატიაა.
მარა მერე რა?
არაფერში უშლით ელს ეს შედეგი დადონ.
ნუ კი გასაგებია ტრადიცია და ა.შ. მაგრამ ნუ პირობითად მათემატიკის და ფიზიკის სწავლებას ბევრი აღარაფერი არ უნდა ამ ერაში.

საქმე მარტო ტრადიციაში არ არის. როცა ბიუროკრატიული მოთხოვნების დაკმაყოფილებას რამდენჯერმე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე მოსწავლეებთან მუშაობას, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ოქსფორდის ბიუროკრატიასთან არ მქონია შეხება, მაგრამ არა მგონია პროფესორებს ათასნაირ სულელურ ანკეტას ავსებინებდნენ.

QUOTE
ერთი თხოვნა რა: კონკრეტული ტექნიკის სპეციალისტს ნუ ადრით ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტს.
ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის მომზადება საკმაოდ ძვირი ჯდება პირველ რიგში დროის ამბავში.
იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი თან პროგრამისტიც უნდა იყოს თან მაღალი დონის და პლუს მათემატიკის მაღალი დონის ცოდნით.
ეს და სამთვიანი კურსი რაღაცა ტექნიკაზე ძალიან განსხვავდება.
ამას მეეჭვება ვინმე აფინანსებდეს.

როგორც გრავიტაციას ვერ გააქრობ, ისე მოთხოვნა მიწოდებას ვერაფერს მოუხერხებ. იქნება მოთხოვნა შესაბამისი? - აუცილებლად გაჩნდება მიწოდება.
ჩემი მოსწავლეები, ერთი გუგლში მუშაობს ნიურ იორკში, მეორე დროფბოქსში, მესამე სილიკონ ველიში და რა ვიცი კიდე ვინ სად. როგორ ფიქრობ, აქ რომ შესაბამისი მოთხოვნა გაჩნდეს, არცერთი მათგანი არ გადაწყვეტს სამშობლოში დაბრუნებას?
მე არ მიხარია ნიჭიერი ახალგაზრდები უკან რომ არ ბრუნდებიან, მაგრამ ახლა ვერაფრით ვეტყვი მიატოვეთ თქვენი მაგარის სამსახურები და აქ წამოდით თქო. ანუ მოთხოვნა თუ გაჩნდა (მე მგონი გასაგებია რომ ეს შესაბამის ხელფასს ნიშნავს), სპეციალისტები მოვლენ.
QUOTE
სამართლიანობაზე თქვენ და კიდე ბევრს სხვადასხვ ა შეხედულებები გექნებათ.

კი, რა თქმა უნდა. ზოგისთვის ქურდობა სამართლიანობად ითვლება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის სხვისი ქონების მითვისება ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლობაა, ძარცვა უსამართლობაა. შენ ამაში ჩემს მხარეს ხარ თუ ქურდების? თუ კი, მაშინ დანარჩენ საკითხებზე შევთანხმდებით.
Mako Subladze
QUOTE
აქ ვარ. გკითხულობთ.

ძალიან კარგი, მეცოდინება smile.gif
nigo
განათლებული ადამიანი თავის თავს არ აკადრებს, რომ თავი სხვებზე მაღლა დააყენოს. ასეთი რამ დანინგ-კრუგერის დიაგრამის პიკზე გაჭედილ ადამიანების მახასიათებელია ალბათ უფრო. (მცირე ცოდნა და საკუთარი შეუცდომლობის დიდი რწმენა).

Posted by: t-90 19 Mar 2018, 03:10
nforumi
QUOTE

მე არ ვეთანხმები ამას. სხვა უფრო მნიშვნელობანი პარამეტრები არსებობს. ჯინი კი შეიძლება გამოიყენოს კაცმა სტატისტიკისთვის, მაგრამ კეთილდღეობის მაჩვენებლად არ ვარგა. თან ძალიან არ ვარგა.

მშპ + ჯინი ვარგა.
QUOTE

ესეც გასაგებია, რასაც ამბობს. ფილოსოფოს-მოაზროვნეებს შორის არ არის თანახმა ამ საკითხში და შეიძლება შენ სხვა ვერსიას დაუჭირო მხარი, თქვი როგორ გესმის. მე კი ვთქვი უკვე რასაც ვუჭერ მხარს და როგორც მესმი. თუ საჭიროა კიდევ გავიმეორებ.

თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება.
თავისუფალი შეიძლება იყოს კონკრეტული სუბიექტი.
ორგანიზებული სუბიექტი.
სოციალური ქსელი ასე ვთქვათ.
QUOTE

ანუ? ფორმალურად რომ აღიარებენ მეფედ იმას გულისხმობ?
მარტივად რომ არ არის გასაგებია, ამ საკითხს გაკვრით შევეხე მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ დრო იცვლება და რაც ახლა მყარად მოჩანს, სულაც არ ნიშნავს რომ რამდენიმე ათეული წლის მერეც ასე იქნება. გარკვეული პროგნოზების გაკეთებაც შეიძლებ

ნუ რავი თქვენ პოლიტიკას პოლიტიკური რუკით თუ იცნობთ ვერაფერში დაგეხმარებით.

QUOTE
შვედებმა 70-იან წლებში მიჰქარეს და ძალიან დიდი სოციალური დაპირებები გასცეს, შესრულებაც დაიწყეს. ამისთვის გადასახადებიც ასწიეს, 70 პროცენტამდე ავიდა საგადასახადო ტვირთი. მოკლედ, 1970 წელს რომ მე-4 ადგილზე იყვნენ მსოფლიოში, 1990-ში უკვე მე-14-ზე აღმოჩნდნენ. დათვალეს და გამოუვიდათ რომ 2040 წლისთვის 44-ზე გადავიდოდნენ თუ ასე გააგრძელებდნენ. ჰოდა შეცვალეს მიმართულება, დაიწყეს გადასახადების შემცირება (ახლა ტვირთი 44%-ის ფარგლებშია), რეგულაციები შეამცირეს, კანონებში სპეციალური ცვლილებები შეიტანეს და კორპორაციებს რაღაც შეღავათები გაუკეთეს.. მოკლეთ ბევრი ნაბიჯი გადადგეს 70-იანების საკომპენსაციოდ (ზოგიერთი პირობა ისეთი იყო, რომ დარჩა, ვეღარ წაიღეს უკან). ახლა კიდე რაღაც ნაბიჯები იგეგმება ლიბერალიზაციის მიმართულებით, რა კონკრეტულად, არ ვიცი ჯერ, ველოდები.

ნუ არა შვედებმა 70იანებიდან კი არა 50იანებიდან მიქარეს მემარცხენე ელიტა რო მოათრეიეს.
ოღონდ დაჟე საგადასახადო ვირთი ყველაზე ნაკლები პრობლემაა ეხლა.
ეხლა აქვთ უდიდესი პრობლემა მიგრანტების შემოსევის სახით მემარცხენე ელიტის გამო.
QUOTE
ანუ სამი სველი თასი? გგონია გამოსავალია ეს?

ეს სისტემა მოქმედებს თქვენც გინახავთ მოქმედებაში. შემდგარი ფაქტია ასე ვთქვათ.
თქვენი სისტემა მე არ მინახავს მოქმედებაში.
ვეჭვობ იმოქმედოს.
QUOTE
საქმე მარტო ტრადიციაში არ არის. როცა ბიუროკრატიული მოთხოვნების დაკმაყოფილებას რამდენჯერმე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე მოსწავლეებთან მუშაობას, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ოქსფორდის ბიუროკრატიასთან არ მქონია შეხება, მაგრამ არა მგონია პროფესორებს ათასნაირ სულელურ ანკეტას ავსებინებდნენ.

სად ავსებინებენ მაგდენ ანეკტებს?
საქართველოში?
რავი ცოტა ხნით მეც ვიყავი ლექტორი და მხოლოდ ერთი ანკეტა შევავსე.
QUOTE
როგორც გრავიტაციას ვერ გააქრობ, ისე მოთხოვნა მიწოდებას ვერაფერს მოუხერხებ. იქნება მოთხოვნა შესაბამისი? - აუცილებლად გაჩნდება მიწოდება.
ჩემი მოსწავლეები, ერთი გუგლში მუშაობს ნიურ იორკში, მეორე დროფბოქსში, მესამე სილიკონ ველიში და რა ვიცი კიდე ვინ სად. როგორ ფიქრობ, აქ რომ შესაბამისი მოთხოვნა გაჩნდეს, არცერთი მათგანი არ გადაწყვეტს სამშობლოში დაბრუნებას?

არაა მაინცდამაინც აუცილებელი გაჩნდეს.
თქვენი მოსწავლე ანუ თქვენ რო გერმანიაში გაუშვით ტექნიკის სასწავლებლად?
ეგეთი მასწავლებელი ჰა ჰა 2-3 ვიცი და ისიც ან თსუში მუშაობს ან მზიურშI.
ნუ თუ რა თქმა უნდა ისტორიას ან რაღაცა ეგეთს არ ასწავლიდით biggrin.gif

გარდა ამისა.
გრძელვადიანი დაკრედიტება არის საჭIრო სპეციალისტი რო მიიღო. ამ სახის დაკრედიტებასთან სახელმწიფოს აქვს შეხება.

Posted by: nforumi 19 Mar 2018, 10:20
t-90
QUOTE
მშპ + ჯინი ვარგა.

მაინც არ ვარგა. სინამდვილეში მაგ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ის ადამიანები, ვისაც საზოგადოება წინ მიყავს, ვინც რეალურ პროგრესს ქმნის, არ უნდა იყვნენ უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები, რომალთა წვლილიც პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ წინსვლაში.
სამართლიანი არის ყველას ერგოს საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.

QUOTE
თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება.
თავისუფალი შეიძლება იყოს კონკრეტული სუბიექტი.
ორგანიზებული სუბიექტი.
სოციალური ქსელი ასე ვთქვათ.

რას ქვია ვერ იქნება? აბა რობოტია თავისუფალი?
ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფალ ადამიანთა ერთობა ქმნის თავისუფალ საზოგადოებას. - რა თქმა უნდა ეს იდეალია და რეალობაში ასე არსად არაა, მაგრამ ამოცანაც ხომ ეგ უნდა იყოს, რომ ვიცოდეთ საით არის მოძრაობა საჭირო.

QUOTE
ნუ რავი თქვენ პოლიტიკას პოლიტიკური რუკით თუ იცნობთ ვერაფერში დაგეხმარებით.

wink.gif
QUOTE
ნუ არა შვედებმა 70იანებიდან კი არა 50იანებიდან მიქარეს მემარცხენე ელიტა რო მოათრეიეს.
ოღონდ დაჟე საგადასახადო ვირთი ყველაზე ნაკლები პრობლემაა ეხლა.
ეხლა აქვთ უდიდესი პრობლემა მიგრანტების შემოსევის სახით მემარცხენე ელიტის გამო.

მართალი ხარ, 1950 წელს აირჩიეს, მაგრამ მაგ მემარცხენეებმა ის მავნებლური ცვლილებები 70-იანებში გაატარეს. შეიძლება უცნაურია, მაგრამ მანამდე თავს იკავებდნენ.
მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაა საჭირო და რამეს მოიფიქრებენ.
QUOTE
ეს სისტემა მოქმედებს თქვენც გინახავთ მოქმედებაში. შემდგარი ფაქტია ასე ვთქვათ.
თქვენი სისტემა მე არ მინახავს მოქმედებაში.
ვეჭვობ იმოქმედოს.

ჩემი სისტემა ეყრდნობა შემდეგს: საკუთარ თავს არავინ მოპარავს. საეჭვოა ამაზე უფრო ეფექტიანი სისტემის მოფიქრება შეძლოს ვინმემ wink.gif

QUOTE
სად ავსებინებენ მაგდენ ანეკტებს?
საქართველოში?
რავი ცოტა ხნით მეც ვიყავი ლექტორი და მხოლოდ ერთი ანკეტა შევავსე.

ჩემი მეგობარი ასწავლის კერძო სკოლაში და იმისგან ვიცი. უმაღლესებში არ არის მასე მძიმე ვითარება ამ მხრივ.
QUOTE
არაა მაინცდამაინც აუცილებელი გაჩნდეს.
თქვენი მოსწავლე ანუ თქვენ რო გერმანიაში გაუშვით ტექნიკის სასწავლებლად?

არა, გერმანიაში მე თანამშრომლები გავუშვი.
მზიური კი გცოდნია smile.gif

* * *
QUOTE
გრძელვადიანი დაკრედიტება არის საჭIრო სპეციალისტი რო მიიღო. ამ სახის დაკრედიტებასთან სახელმწიფოს აქვს შეხება.

გასაგებია რომ სახელმწიფოს გავლით უნდა მოხდეს ხელშეწყობა, მაგრამ ის რომ არ მუშაობს, რაც დღეს გვაქვს, ხომ ცხადია. არსებობს გადაწყვეტის გზები. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრება (მილტონ ფრიდმანის) არის, რომ თითოეულ ბავშვს ვაუჩერის სახით მივცეთ სწავლის ფული და რომელ მასწავლებელთანაც უნდა იმასთან ისწავლოს. სოციალისტებს ჰგონიათ რომ ეს ქაოსს და არეულობას გამოიწვევს (მათი ტოტალიტარული ბუნება ვერ ეგუება თავისუფალ არჩევანს), მაგრამ სინამდვილეში უცბად დალაგდება ყველაფერი, სულ ორ-სამ წელიწადში.

Posted by: t-90 19 Mar 2018, 10:56
nforumi
QUOTE
მაინც არ ვარგა. სინამდვილეში მაგ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ის ადამიანები, ვისაც საზოგადოება წინ მიყავს, ვინც რეალურ პროგრესს ქმნის, არ უნდა იყვნენ უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები, რომალთა წვლილიც პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ წინსვლაში.
სამართლიანი არის ყველას ერგოს საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.

და რა გარანტიაა რო ამ თავისუფლებით ის კი არ ისარბგებლებ ვისაც სზოგადოება წინ მიყავს არამედ ის ვინც ყველაზე ახუარია?
როგორც წესი თქვენი თავისუფლების დრო როცა დგება და სახელმწიფო სუსტდება მაშIნ ეგრე ხდება.
QUOTE
რას ქვია ვერ იქნება? აბა რობოტია თავისუფალი?
ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფალ ადამიანთა ერთობა ქმნის თავისუფალ საზოგადოებას. - რა თქმა უნდა ეს იდეალია და რეალობაში ასე არსად არაა, მაგრამ ამოცანაც ხომ ეგ უნდა იყოს, რომ ვიცოდეთ საით არის მოძრაობა საჭირო.

ეგ არის ზღაპარი.
ადამიანზე ისე ნუ მსჯელობთ როგორც რობოტზე.
QUOTE
მართალი ხარ, 1950 წელს აირჩიეს, მაგრამ მაგ მემარცხენეებმა ის მავნებლური ცვლილებები 70-იანებში გაატარეს. შეიძლება უცნაურია, მაგრამ მანამდე თავს იკავებდნენ.
მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაა საჭირო და რამეს მოიფიქრებენ.

ხოდა ნუი სხვანაირად გამორიცხულია.
შვედეთი უბრალოდ აღარ იარსებებს.
QUOTE
ჩემი სისტემა ეყრდნობა შემდეგს: საკუთარ თავს არავინ მოპარავს. საეჭვოა ამაზე უფრო ეფექტიანი სისტემის მოფიქრება შეძლოს ვინმემ

საკUთარ თავს არავინ მოპარავ სმაგრამ სხვას მოპარავს.
QUOTE
ჩემი მეგობარი ასწავლის კერძო სკოლაში და იმისგან ვიცი. უმაღლესებში არ არის მასე მძიმე ვითარება ამ მხრივ.

არ ვიცი კერძო სკოლის მასწავლებელი მეგობრებიც მყავს მაგრამ მაგნაირი არაფერი მსმენია.
რავი ნიუტონიდან დაწყებული რაღაცა გაურკვეველი კერძო სკოლებით დაMთავრებული ბევრ მასწავლებელს ვიცნობ.
დაჟე ჟურნალის შევსებაც აღარ უწევთ იმდენად გადაელექტრონულდა.
QUOTE
არა, გერმანიაში მე თანამშრომლები გავუშვი.
მზიური კი გცოდნია

ანუ თქვენ მზიურში ასწავლით?
QUOTE
არსებობს გადაწყვეტის გზები. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრება (მილტონ ფრიდმანის) არის, რომ თითოეულ ბავშვს ვაუჩერის სახით მივცეთ სწავლის ფული და რომელ მასწავლებელთანაც უნდა იმასთან ისწავლოს. სოციალისტებს ჰგონიათ რომ ეს ქაოსს და არეულობას გამოიწვევს (მათი ტოტალიტარული ბუნება ვერ ეგუება თავისუფალ არჩევანს), მაგრამ სინამდვილეში უცბად დალაგდება ყველაფერი, სულ ორ-სამ წელიწადში.

ჩარტერ სქულებზე იმდენი ვწერე biggrin.gif
გადამტყავდა ხელები.
ეგეთი არის ჩარტერ სქულები.
2-3 წე;ლიწადში კი არა 99% არის აფიორა.

Posted by: nforumi 19 Mar 2018, 13:22
t-90
QUOTE
და რა გარანტიაა რო ამ თავისუფლებით ის კი არ ისარბგებლებ ვისაც სზოგადოება წინ მიყავს არამედ ის ვინც ყველაზე ახუარია?
როგორც წესი თქვენი თავისუფლების დრო როცა დგება და სახელმწიფო სუსტდება მაშIნ ეგრე ხდება.

არასწორად ხედავ. სახელმწიფო უფრო ძლიერი იქნება, თუკი ზედმეტ ფუნქციებს არ აიღებს თავის თავზე და რაც მისი მოვალეობაა იმას შეასრულებს. ასეთი მოვალეობები შედარებით ცოტაა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუროკრატიის კონტროლიც შესაძლებელი ხდება.
სახელმწიფოს საერთოდ არარსებობის საკითხი კიდე დღევანდელ ეტაპზე რომ უტოპიაა, ამაზე არ ვდაობ.

QUOTE
ეგ არის ზღაპარი.
ადამიანზე ისე ნუ მსჯელობთ როგორც რობოტზე.

არა, ადამიანზე ისე ვმხჯელობ, როგორც ადამიანზე. ზოგი თუ ადამიანობისგან შორს დგას, ეგ სხვა საკითხია. თუმცა ფაქტია, ის ვისაც თავისი საკუთრება აქვს, სხვის საკუთრებასაც სცემს პატივს.

QUOTE
ხოდა ნუი სხვანაირად გამორიცხულია.
შვედეთი უბრალოდ აღარ იარსებებს.

მე მაინც ოპტიმისტი ვარ smile.gif
QUOTE
საკUთარ თავს არავინ მოპარავ სმაგრამ სხვას მოპარავს.

ამაზე დავწერე. თუ გინდა არ მოგპარონ, შენც არ უნდა მოპარო სხვას. აი, ვინც მაინც მოიპარავს, იმის წინააღმდეგ კი უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, ეს არის მისი ფუნქცია.

QUOTE
არ ვიცი კერძო სკოლის მასწავლებელი მეგობრებიც მყავს მაგრამ მაგნაირი არაფერი მსმენია.
რავი ნიუტონიდან დაწყებული რაღაცა გაურკვეველი კერძო სკოლებით დაMთავრებული ბევრ მასწავლებელს ვიცნობ.
დაჟე ჟურნალის შევსებაც აღარ უწევთ იმდენად გადაელექტრონულდა.

კარგია თუ რაღაც წინსვლა თუ მაინც არის.
მაგრამ სავალდებულო ეროვნული გეგმა და პროგრამა ხომ აქვთ? სავალდებულოდ დამტკიცებული წიგნებიც ხომ იგივე მათთვის, რაც საჯარო სკოლებისთვის?

QUOTE
ანუ თქვენ მზიურში ასწავლით?

ვასწავლიდი. უფრო მეტიც, ის სისტემა, როგორც ახლა იქ ხდება ბავშვების მიღება და სწავლება, ჩემი მოფიქრებულია. ფაქტია რომ ამართლებს, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი, იმის მეათედიც ვერ კეთდება, რა პოტენციალიც არის.
QUOTE
ჩარტერ სქულებზე იმდენი ვწერე 
გადამტყავდა ხელები.
ეგეთი არის ჩარტერ სქულები.
2-3 წე;ლიწადში კი არა 99% არის აფიორა.

მე სხვა სქემა მაქვს, არ ემთხვევა ფრიდმანისას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად უნდა თითოეულ პუნქტს აწონ-დაწონა, რათა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მოიძებნოს.
შედეგზე ორიენტირებულ კონკურენციაზე უკეთესი მეეჭვება ვინმემ რამე მოიფიქროს.

Posted by: t-90 19 Mar 2018, 14:28
nforumi
QUOTE

არასწორად ხედავ. სახელმწიფო უფრო ძლიერი იქნება, თუკი ზედმეტ ფუნქციებს არ აიღებს თავის თავზე და რაც მისი მოვალეობაა იმას შეასრულებს. ასეთი მოვალეობები შედარებით ცოტაა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუროკრატიის კონტროლიც შესაძლებელი ხდება.
სახელმწიფოს საერთოდ არარსებობის საკითხი კიდე დღევანდელ ეტაპზე რომ უტოპიაა, ამაზე არ ვდაობ.

ხოდა ვინ გააკონტროლებს?
ეგაა Mთავარი.
არ თქვა ახლა რო კონტროლი არაა საჭირო და ა.შ.
QUOTE

არა, ადამიანზე ისე ვმხჯელობ, როგორც ადამიანზე. ზოგი თუ ადამიანობისგან შორს დგას, ეგ სხვა საკითხია. თუმცა ფაქტია, ის ვისაც თავისი საკუთრება აქვს, სხვის საკუთრებასაც სცემს პატივს.

რა სისულელეა. biggrin.gif
დღევანდელ კორუმპირებულ ელიტას აქვს თავის საკუთრება.
რაღაცა სხვისი საკუთრების აპტივისცემას ვერ ვხედავ.
შეეგუეთ რომ ბევრი გას და იდგება თქვენი ადამიანობიდან შორს.
ჩემი ადამიანობიდანაც.
თქვენ მთლიანად იღებთ პირად ინტერესებს, ამბიციებს, ხასიათებს და ა.შ.
QUOTE

ამაზე დავწერე. თუ გინდა არ მოგპარონ, შენც არ უნდა მოპარო სხვას. აი, ვინც მაინც მოიპარავს, იმის წინააღმდეგ კი უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, ეს არის მისი ფუნქცია.

გააჩნია ელიტა როგორ დაინახავს ამას.
QUOTE
კარგია თუ რაღაც წინსვლა თუ მაინც არის.
მაგრამ სავალდებულო ეროვნული გეგმა და პროგრამა ხომ აქვთ? სავალდებულოდ დამტკიცებული წიგნებიც ხომ იგივე მათთვის, რაც საჯარო სკოლებისთვის?

კი მაგრამ როდესაც ვეკუა და კომაროვი ახორციელებენ ამ სავალდებულო გეგმას და შედეგებს უკეთესს დებენ რატო ვერ დებს ნიუტონი იგივე შედეგს? დაფინანსება ბევრად უფრო მეტი აქვს ა ვეკუაში მე რო ვსწავლობდი საერთოდ დაგვექცა კინაღამ თავზე და დირეხას რო გერმანული ფინანსები არ გაეძრო (დღემდე არ ვიცი საიდან გააძრო ) სკოლა იქნებოდა ჩამოქცეული.
ტაკ შტო ისევ თავიანთ თავს დააბრალონ კერძოებმა.
QUOTE
ვასწავლიდი. უფრო მეტიც, ის სისტემა, როგორც ახლა იქ ხდება ბავშვების მიღება და სწავლება, ჩემი მოფიქრებულია. ფაქტია რომ ამართლებს, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი, იმის მეათედიც ვერ კეთდება, რა პოტენციალიც არის.

როგორც ვიცი დიდად მზიური ეხლა არ ბრწყინავს წარმატებებით.
მაშინ უბრალოდ მზიურის მეტი არაფერი არ იყო.
ისე მაგ დროს მეც ვიღებდი მონაწილეობას ვეკუას სახელით ოლიმპიადებში.
იუსაკო, კავბოი ჯონი და მისი ძროხები და ა.შ.
ისე კი მზიურს მონოპოლია ქონდა პრაქტიკულად და მონოპოლიურ სისტემაში წარმატების მიღწევა ადვილია.
კონკურენცია იდე მაგ ფლანგზე არ ჩანდა.
ასე რომ თქვენი სისტემა მაინცდამაინც არ დატესტილა.
QUOTE
მე სხვა სქემა მაქვს, არ ემთხვევა ფრიდმანისას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად უნდა თითოეულ პუნქტს აწონ-დაწონა, რათა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მოიძებნოს.
შედეგზე ორიენტირებულ კონკურენციაზე უკეთესი მეეჭვება ვინმემ რამე მოიფიქროს.

ისევ და ისევ.
სადმე ჩატარებულა ექსპერიმენტის სახით მაინც?

Posted by: nforumi 19 Mar 2018, 19:12
t-90
QUOTE
ხოდა ვინ გააკონტროლებს?
ეგაა Mთავარი.
არ თქვა ახლა რო კონტროლი არაა საჭირო და ა.შ.

რაც მინიმალურ ფუნქციებს დავუტოვებთ, ისეთს, რომლის შესრულებაც თითოეული ჩვენთაგანის ინტერესშია, მაშინ გავაკონტროლებთ. უფრო სწორად არ ვაპატიებთ დარღვევებს.
ახლა იმდენი ფუნქცია აქვს და ისეა ყველაფერი ერთმანეთში გადახლართული, მე და შენ კი არა, თავად ვერ არკვევენ ერთმანეთში მე მგონი ვინ რა უნდა აკეთოს.

QUOTE
რა სისულელეა. 
დღევანდელ კორუმპირებულ ელიტას აქვს თავის საკუთრება.
რაღაცა სხვისი საკუთრების აპტივისცემას ვერ ვხედავ.
შეეგუეთ რომ ბევრი გას და იდგება თქვენი ადამიანობიდან შორს.
ჩემი ადამიანობიდანაც.
თქვენ მთლიანად იღებთ პირად ინტერესებს, ამბიციებს, ხასიათებს და ა.შ.

ნაძარცვი მძარცველი საკუთრება არ არის. შესაბამისად მას (მძარცველს) საკუთრების პატივისცემა არ ჩამოუყალიბდება. ეგ სხვადასხვა რამეა.
რაც შეეხება ამბიციას, პირად ინტერესებს და ა. შ., ეს ძალიანაც კარგი თვისებებია, სწორედ ამ თვისებების წყალობით მიდის კაცობრიობა წინ.

QUOTE
გააჩნია ელიტა როგორ დაინახავს ამას.

არავითარ ელიტას არ ვცნობ, თუ ის სამართლიანობის მხარეს არ დადგება.

QUOTE
კი მაგრამ როდესაც ვეკუა და კომაროვი ახორციელებენ ამ სავალდებულო გეგმას და შედეგებს უკეთესს დებენ რატო ვერ დებს ნიუტონი იგივე შედეგს? დაფინანსება ბევრად უფრო მეტი აქვს ა ვეკუაში მე რო ვსწავლობდი საერთოდ დაგვექცა კინაღამ თავზე და დირეხას რო გერმანული ფინანსები არ გაეძრო (დღემდე არ ვიცი საიდან გააძრო ) სკოლა იქნებოდა ჩამოქცეული.
ტაკ შტო ისევ თავიანთ თავს დააბრალონ კერძოებმა.

არასოდეს მითქვამს რომ ყველა კერძო აუცილებლად კარგი იქნება. უნდა წავიდეს გადარჩევის პროცესი გარედან ხელების ფათურის გარეშე და ნელ-ნელა მოხდება უკეთესების წინ წამოწევა.

QUOTE
როგორც ვიცი დიდად მზიური ეხლა არ ბრწყინავს წარმატებებით.
მაშინ უბრალოდ მზიურის მეტი არაფერი არ იყო.
ისე მაგ დროს მეც ვიღებდი მონაწილეობას ვეკუას სახელით ოლიმპიადებში.
იუსაკო, კავბოი ჯონი და მისი ძროხები და ა.შ.
ისე კი მზიურს მონოპოლია ქონდა პრაქტიკულად და მონოპოლიურ სისტემაში წარმატების მიღწევა ადვილია.
კონკურენცია იდე მაგ ფლანგზე არ ჩანდა.
ასე რომ თქვენი სისტემა მაინცდამაინც არ დატესტილა.

რანაირად აქვს მონოპოლია? უამრავი განცხადება ვრცელდება ვასწავლი კომპიუტერსო, მაგრამ მზიურის გარდა რეალური შედეგი არავის აქვს ჯერ (იმედია მხოლოდ ჯერ). ვერ ბრწყინავს კიდე არ ვიცი როგორ უნდა თქვა, ყოველ წელს ჩამოაქვთ მედლები. შარშან სამი მედალი ჩამოიტანეს მსოფლიოდან. (მგონი ერთი ქუთაისელი იყო იმ ოთხიდან და სამი მზიურელი). ახლა ის რომ სახელი აქვს და სწორედ მზიურში მიყავთ მშობლებს ბავშვები - ბოდიში ბატონო, არ უნდა ქონდეს სახელი?

QUOTE
ისევ და ისევ.
სადმე ჩატარებულა ექსპერიმენტის სახით მაინც?

მე ჯერ არ მქონია მაგის საშუალება და როცა მექნება, ჩავატარებ.
თუმცა, დღეს რომც გააკეთო ეგეთი რამე და ბრწყინვალე შედეგებიც დადო ორ-სამ წელიწადში (ვინ მოგცემ მაგის საშუალებას), მაინც კაციშვილი არ გააპარტყუნებს ყურს.

Posted by: t-90 20 Mar 2018, 00:47
nforumi
QUOTE
რაც მინიმალურ ფუნქციებს დავუტოვებთ, ისეთს, რომლის შესრულებაც თითოეული ჩვენთაგანის ინტერესშია, მაშინ გავაკონტროლებთ. უფრო სწორად არ ვაპატიებთ დარღვევებს.
ახლა იმდენი ფუნქცია აქვს და ისეა ყველაფერი ერთმანეთში გადახლართული, მე და შენ კი არა, თავად ვერ არკვევენ ერთმანეთში მე მგონი ვინ რა უნდა აკეთოს.

ვინ გააკონტროლებს?
თან თქვნე ჯარში ჩარევა არ გინდათ.
აბა ეგრე როგორ გამოვა?
QUOTE
ნაძარცვი მძარცველი საკუთრება არ არის. შესაბამისად მას (მძარცველს) საკუთრების პატივისცემა არ ჩამოუყალიბდება. ეგ სხვადასხვა რამეა.
რაც შეეხება ამბიციას, პირად ინტერესებს და ა. შ., ეს ძალიანაც კარგი თვისებებია, სწორედ ამ თვისებების წყალობით მიდის კაცობრიობა წინ.

ფაქტია ეს მისი საკუთრებაა.
გინდათ არ გინდათ ეგრეა.
ფაქტია ასე ვთქვათ.
მოპოვების მეთოდია არასწორი თორე ახლა თიბისი ხაზარაძისაა მაგალითად.
ამბიცია და პირადი ინტერესი კი კარგია მაგრამ გააჩნია ვინ რას იკადრებს მაგისთვის.
მაკიაველი კაი ვინმეა.
QUOTE
არავითარ ელიტას არ ვცნობ, თუ ის სამართლიანობის მხარეს არ დადგება.

თქვენ კი არ ცნობთ მარა ელიტა მაინც არსებობს.
QUOTE
არასოდეს მითქვამს რომ ყველა კერძო აუცილებლად კარგი იქნება. უნდა წავიდეს გადარჩევის პროცესი გარედან ხელების ფათურის გარეშე და ნელ-ნელა მოხდება უკეთესების წინ წამოწევა.

და რავი აგერ ამეწრიკაში ჩართერ სქულების მაგალითზე არ წამოიწია.
ერთადერთი კერძო რაც ხარობს ეგაა პრაივათ სქულები ისიც ყველა არა.
მარა მანდ რო მოხვდე იმდენი უნდა გადაიხადო რომ მერე რო არ გასწავლონ არაფერი ავტომატით უნდა შევარდე და დახოცო biggrin.gif
QUOTE
რანაირად აქვს მონოპოლია? უამრავი განცხადება ვრცელდება ვასწავლი კომპიუტერსო, მაგრამ მზიურის გარდა რეალური შედეგი არავის აქვს ჯერ (იმედია მხოლოდ ჯერ). ვერ ბრწყინავს კიდე არ ვიცი როგორ უნდა თქვა, ყოველ წელს ჩამოაქვთ მედლები. შარშან სამი მედალი ჩამოიტანეს მსოფლიოდან. (მგონი ერთი ქუთაისელი იყო იმ ოთხიდან და სამი მზიურელი). ახლა ის რომ სახელი აქვს და სწორედ მზიურში მიყავთ მშობლებს ბავშვები - ბოდიში ბატონო, არ უნდა ქონდეს სახელი?

ნწუ.
სხვა მეტი არავინ არ ასწავლის საოლიმპიადო ამოცანებს.
სკოლებში იყო მაგრამ დახურეს ჩემ დროს და ხლა აღა ვიცი.
ვეკუას საერთოდ დედა უტირეს მიშას დროს.
QUOTE
მე ჯერ არ მქონია მაგის საშუალება და როცა მექნება, ჩავატარებ.
თუმცა, დღეს რომც გააკეთო ეგეთი რამე და ბრწყინვალე შედეგებიც დადო ორ-სამ წელიწადში (ვინ მოგცემ მაგის საშუალებას), მაინც კაციშვილი არ გააპარტყუნებს ყურს.

და რო ვერ დადო?

Posted by: nforumi 20 Mar 2018, 10:26
QUOTE
ვინ გააკონტროლებს?
თან თქვნე ჯარში ჩარევა არ გინდათ.
აბა ეგრე როგორ გამოვა?

შენ გინდა ყველაფერი ფუნქცია ჰქონდეს მთავრობას და აკონტროლო, მე კი მინიმალური და ის ვაკონტროლო. რომელი უფრო რეალისტურია?
მთავრობას უნდა დავუტოვოთ მარტო ის ფუნქცია, რისი კერძო სექტორზე გადაცემაც ვერ ხერხდება. დანარჩენი უნდა ვაკონტროლოთ როგორმე. რთულია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. ანარქოკაპიტალიზმი უტოპიაა ჯერჯერობით.

QUOTE
ფაქტია ეს მისი საკუთრებაა.
გინდათ არ გინდათ ეგრეა.
ფაქტია ასე ვთქვათ.
მოპოვების მეთოდია არასწორი თორე ახლა თიბისი ხაზარაძისაა მაგალითად.
ამბიცია და პირადი ინტერესი კი კარგია მაგრამ გააჩნია ვინ რას იკადრებს მაგისთვის.
მაკიაველი კაი ვინმეა.

მოპოვების მეთოდი ახსენე. ზუსტად რომ არასწორი მოპოვების მეთოდები უნდა აილაგმოს. თუ სხვისი საკუთრების ხელყოფით მდიდრდება, როგორ ისწავლის საკუთრების პატივისცემას?
QUOTE
თქვენ კი არ ცნობთ მარა ელიტა მაინც არსებობს.

ელიტა რას ნიშნავს, რამე ღვთიური ხელდასმა აქვთ ან ნიშანი? დაფიქრებულხარ ამაზე?
ელიტა მხოლოდ იმიტომ არის ელიტა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ ელიტად აღიქვამს.

QUOTE
და რავი აგერ ამეწრიკაში ჩართერ სქულების მაგალითზე არ წამოიწია.
ერთადერთი კერძო რაც ხარობს ეგაა პრაივათ სქულები ისიც ყველა არა.
მარა მანდ რო მოხვდე იმდენი უნდა გადაიხადო რომ მერე რო არ გასწავლონ არაფერი ავტომატით უნდა შევარდე და დახოცო 

არ ვიცი რამდენად ის არის ეგ ჩართერ სქულები, რაც უნდა იყოს. იქ კიდე სხვა საკითხია, ამოცანას როგორს უსვამს საზოგადოება.

QUOTE
ნწუ.
სხვა მეტი არავინ არ ასწავლის საოლიმპიადო ამოცანებს.
სკოლებში იყო მაგრამ დახურეს ჩემ დროს და ხლა აღა ვიცი.
ვეკუას საერთოდ დედა უტირეს მიშას დროს.

მონოპოლია მაშინ იქნებოდა, სხვას რომ ეკრძალებოდეს მსგავსი საქმიანობა (როგორც მაგალითად დენის და გაზის გაყიდვა აქვს აკრძალული სხვა კომპანიებს, კიდეც რომ შეიქმნას). მონოპოლიური მდგომარეობაა თითქოს ასე ჩანს, მაგრამ რა არის მისი დანაშაული, სხვებზე კარგად რომ აკეთებს ამ საქმეს?

QUOTE
და რო ვერ დადო?

საბაზრო ეკონომიკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეგ, უნდა სცადოს ბევრმა, ვისიც გაამართლებს ის დარჩება ბაზარზე, ვისიც ვერა, გავა, ან შეცვლის საქმიანობაში რამეს. ასე ხდება წინსვლა.

აი ვარიანტები:
ა: კერძო სუბიექტის პროდუქტი თუ არ მოგეწონა, არ იყიდი. ამიტომ ის ადგება და შეეცდება გააკეთოს უკეთესი და ის შემოგთავაზოს. თუ არა გაკოტრდება.
ბ: ბიუროკრატის პროდუქტი თუ არ მოგეწონა და არ გინდა ყიდვა, რა მოხდება? - მიიღებს კანონს და დაგავალდებულებს მის ყიდვას. თუ არა ჩაგსვამს ციხეში!

რომელ ვარიანტს აქვს განვითარების მეტი პერსპექტივა, როგორ ფიქრობ?

Posted by: t-90 22 Mar 2018, 12:56
nforumi
QUOTE
შენ გინდა ყველაფერი ფუნქცია ჰქონდეს მთავრობას და აკონტროლო, მე კი მინიმალური და ის ვაკონტროლო. რომელი უფრო რეალისტურია?
მთავრობას უნდა დავუტოვოთ მარტო ის ფუნქცია, რისი კერძო სექტორზე გადაცემაც ვერ ხერხდება. დანარჩენი უნდა ვაკონტროლოთ როგორმე. რთულია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. ანარქოკაპიტალიზმი უტოპიაა ჯერჯერობით.

რვი.
არსებობს კერზო სექტორის არაეფექტურობის ფაქტებიც როდესაც მთელი სექტორი რჩება უმუშევარი.
ეხლა კი იტყვი სხვა მოვაო მაგრმაკ ეგ ეგრე მარტივად არ ხდება.
QUOTE
მოპოვების მეთოდი ახსენე. ზუსტად რომ არასწორი მოპოვების მეთოდები უნდა აილაგმოს. თუ სხვისი საკუთრების ხელყოფით მდიდრდება, როგორ ისწავლის საკუთრების პატივისცემას?

ხოდა ხაზარაძე და კო მაგ ჭკუაზეა ეგ ალაგმოს biggrin.gif
QUOTE
ელიტა რას ნიშნავს, რამე ღვთიური ხელდასმა აქვთ ან ნიშანი? დაფიქრებულხარ ამაზე?
ელიტა მხოლოდ იმიტომ არის ელიტა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ ელიტად აღიქვამს.

ელიტა მაშინ არის ელიტა როცა ფლობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ ბერკეტებს.
QUOTE
არ ვიცი რამდენად ის არის ეგ ჩართერ სქულები, რაც უნდა იყოს. იქ კიდე სხვა საკითხია, ამოცანას როგორს უსვამს საზოგადოება.

ანუ.
ჩარტერ სქული არის როდესაც თქვენ თქვენი ვაუჩერი მიგაქვთ სკოლაში.
ანუ დაფინანსება რა.
QUOTE
მონოპოლია მაშინ იქნებოდა, სხვას რომ ეკრძალებოდეს მსგავსი საქმიანობა (როგორც მაგალითად დენის და გაზის გაყიდვა აქვს აკრძალული სხვა კომპანიებს, კიდეც რომ შეიქმნას). მონოპოლიური მდგომარეობაა თითქოს ასე ჩანს, მაგრამ რა არის მისი დანაშაული, სხვებზე კარგად რომ აკეთებს ამ საქმეს?

დანაშაული არაფერი.
პრიხვატიზაციის მომენტებიც იყო კერძოდ სხვა სკოლებიდან კადრების დატაცება სამინისტროს გავლენების გამოყენებით და ა.შ.
ეს მე რასაც შევსწრებივარ.
და ნუ ამოვწევთ ამ თემას თორე კაი სკილეტები ამოვა კარადიდან.
QUOTE
საბაზრო ეკონომიკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეგ, უნდა სცადოს ბევრმა, ვისიც გაამართლებს ის დარჩება ბაზარზე, ვისიც ვერა, გავა, ან შეცვლის საქმიანობაში რამეს. ასე ხდება წინსვლა.

ხო მაგრამ საქმე იმაშია რო მივიღებთ ოპტომ გაუნათლებელ ხალხს და გვაწყობს ეგ?
QUOTE
ა: კერძო სუბიექტის პროდუქტი თუ არ მოგეწონა, არ იყიდი. ამიტომ ის ადგება და შეეცდება გააკეთოს უკეთესი და ის შემოგთავაზოს. თუ არა გაკოტრდება.
ბ: ბიუროკრატის პროდუქტი თუ არ მოგეწონა და არ გინდა ყიდვა, რა მოხდება? - მიიღებს კანონს და დაგავალდებულებს მის ყიდვას. თუ არა ჩაგსვამს ციხეში!

იდეაში პირველს.
მაგრამ კერძო სექტორისგან აფერისტობის შანსი მეტია.

Posted by: nforumi 23 Mar 2018, 09:38
t-90
QUOTE
არსებობს კერზო სექტორის არაეფექტურობის ფაქტებიც როდესაც მთელი სექტორი რჩება უმუშევარი.
ეხლა კი იტყვი სხვა მოვაო მაგრმაკ ეგ ეგრე მარტივად არ ხდება.

რა თქმა უნდა მარტივად არ ხდება და პროცესი მტკივნეულად მიდის, მაგრამ მიდის, განსხვავებით მთავრობისგან.
QUOTE
ხოდა ხაზარაძე და კო მაგ ჭკუაზეა ეგ ალაგმოს 

ქრონი კაპიტალიზმი არ არის ის რაც მე მინდა.
QUOTE
ელიტა მაშინ არის ელიტა როცა ფლობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ ბერკეტებს.

რითაც ეწევა მაინიპულირებას, რომ ადამიანებმა ისინი ჩათვალონ ელიტად. აბა ერთი სხვა აზრმა გაიმარჯვოს მასაში, ვნახავდი რანაირად დარჩებოდა ელიტად.
QUOTE
ჩარტერ სქული არის როდესაც თქვენ თქვენი ვაუჩერი მიგაქვთ სკოლაში.
ანუ დაფინანსება რა.

არ მცალია ახლა მაგ საკითხის გასარჩევად. საერთოდ კი, ვაუჩერული სისტემის იდეა ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც მერე გაკრიტიკდა თავისი ნაკლოვანებების გამო ვერ იმუშავებს ისე, როგორც საჭიროაო.
QUOTE
პრიხვატიზაციის მომენტებიც იყო კერძოდ სხვა სკოლებიდან კადრების დატაცება სამინისტროს გავლენების გამოყენებით და ა.შ.

გაუგებარია რისი თქმა გინდა.
ისე კადრების გადაბირება უკეთესი პირობებით სულაც არ არის დაუშვებელი. ხელისუფლების გამოყენება კი ქრონი კაპიტალიზმია უკვე და ვერ იქნება მისაღები ვერანაირად. შენ რაზე ამბობ ვერ ვხვდები. ისე, ზოგჯერ იძულებული ხარ ხელისუფლებას გაურიგდე, თუ გინდა გადარჩენა. მაიქროსოფტს ეგრე მოუწია, როგორც ვიცი, თავის დროზე.

QUOTE
ხო მაგრამ საქმე იმაშია რო მივიღებთ ოპტომ გაუნათლებელ ხალხს და გვაწყობს ეგ?

ახლა როგორაა?
QUOTE
იდეაში პირველს.
მაგრამ კერძო სექტორისგან აფერისტობის შანსი მეტია.

რა წაღმა-უკუღმა იძახი smile.gif
არაკეთილსინდისიერი შეიძლება იყოს ყველგან. მთავარია მე შემეძლოს არჩევა, ვისთან დავიჭერ საქმეს და ვისთან არა.
იდეალური კი ბოდიში ბატონო, არ არსებობს.

Posted by: t-90 23 Mar 2018, 10:57
nforumi
QUOTE
რა თქმა უნდა მარტივად არ ხდება და პროცესი მტკივნეულად მიდის, მაგრამ მიდის, განსხვავებით მთავრობისგან.

არა რატო.
მთავრობა გააჩნია რა პრინციპებს გაატარებს.
QUOTE
ქრონი კაპიტალიზმი არ არის ის რაც მე მინდა.

გამარჯობა შენი.
ანუ
კორუმპირებული კაპიტალისტიც შეიძლება იყოს და მთავრობის ტიპიც და პირიქით.
კაპიტალისტური მომენტები შეიძლება მთავრობამაც გაატაროს.
და ა.შ.
QUOTE
რითაც ეწევა მაინიპულირებას, რომ ადამიანებმა ისინი ჩათვალონ ელიტად. აბა ერთი სხვა აზრმა გაიმარჯვოს მასაში, ვნახავდი რანაირად დარჩებოდა ელიტად.

ადამიანების მიერ ელიტად ჩათვლა არაა საინტერესო.
მთავარია რამდენად არის მათ ხელში ფული, პოლიტიკა და ა.შ.
თორე საერთოდ შეიძლება არ იცნობდეთ მათ.
შესაბამისად ადამიანების ჩათვლა მაინცდამაინც არაა აუცილებელი.
აზრის შეცვლა მხოლოდ ელიტის ფრაქციის ან გარე გავლენით შეიძლება.
QUOTE
რ მცალია ახლა მაგ საკითხის გასარჩევად. საერთოდ კი, ვაუჩერული სისტემის იდეა ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც მერე გაკრიტიკდა თავისი ნაკლოვანებების გამო ვერ იმუშავებს ისე, როგორც საჭიროაო.

ნუ ფაქტია ვერ იმუშავა.
QUOTE
გაუგებარია რისი თქმა გინდა.
ისე კადრების გადაბირება უკეთესი პირობებით სულაც არ არის დაუშვებელი. ხელისუფლების გამოყენება კი ქრონი კაპიტალიზმია უკვე და ვერ იქნება მისაღები ვერანაირად. შენ რაზე ამბობ ვერ ვხვდები. ისე, ზოგჯერ იძულებული ხარ ხელისუფლებას გაურიგდე, თუ გინდა გადარჩენა. მაიქროსოფტს ეგრე მოუწია, როგორც ვიცი, თავის დროზე.

ნუ არა ხელისუფლებასთან მორიგება კი მაგრამ ეგ ხომ მაინც ქრონი კაპიტალიზმია.
QUOTE
ახლა როგორაა?

ნუ ამერიკის ფაბლიქ სქულები არ ბრწყინავს.
მაგრამ ჩარტერ სქულები უარესია.
საქართველოში კერძო სკოლები უარესია.
თუმცა საჯაროები არ ბრწყინავს.
QUOTE
არაკეთილსინდისიერი შეიძლება იყოს ყველგან. მთავარია მე შემეძლოს არჩევა, ვისთან დავიჭერ საქმეს და ვისთან არა.
იდეალური კი ბოდიში ბატონო, არ არსებობს.

არჩევანი ისედაც არსებობს კერძო სკოლებში.
უბრალოდ თქვენი სისტემით კონკურენცია მხოოლოდ თბილისსა და მაქსიმუმ ხუთ ქალაქში თუ გამოვა.
შესაბამისად რევოლუცია გიჭირავთ ხელში.
ვინ გარისკავს ამას?
არავინ რა თქმა უნდა.

Posted by: nforumi 23 Mar 2018, 18:16
t-90
QUOTE
არა რატო.
მთავრობა გააჩნია რა პრინციპებს გაატარებს.

კარგ შემთხვევაში, თუ პროგრესული პოლიტიკური გუნდი მოვა ხელისუფლებაში, თუ საკმარისი ცოდნა და ენერგია ექნებათ, თუ ხალხიც დააცლის და რევოლუციას არ მოუწყობს, ხდება ხოლმე ეგეთი რამეც.
QUOTE
გამარჯობა შენი.
ანუ
კორუმპირებული კაპიტალისტიც შეიძლება იყოს და მთავრობის ტიპიც და პირიქით.
კაპიტალისტური მომენტები შეიძლება მთავრობამაც გაატაროს.
და ა.შ.

ერთიდაიგივე ხალხის შვილები არ არიან იქაც და იქაც?
ქრონი კაპიტალიზმის არსებობა ისევ მთავრობის ბრალია. არ ჩაერიონ, არ მისცენ ვიღაც ტიპებს პრივილეგიები და აღარ იქნება. ვინმესთვის პრივილეგიების მიცემით ყოველთვის პატიოსანი იჩაგრება.
QUOTE
ადამიანების მიერ ელიტად ჩათვლა არაა საინტერესო.
მთავარია რამდენად არის მათ ხელში ფული, პოლიტიკა და ა.შ.
თორე საერთოდ შეიძლება არ იცნობდეთ მათ.
შესაბამისად ადამიანების ჩათვლა მაინცდამაინც არაა აუცილებელი.
აზრის შეცვლა მხოლოდ ელიტის ფრაქციის ან გარე გავლენით შეიძლება.

ხო, მახსოვს, შენ შეთქმულების თეორიის მომხრე ხარ smile.gif
მაგრამ მე მასე არ ვთვლი. თუ საწინააღმდეგო განწყობა კრიტიკულ ნიშნულამდე მივა, გამოჩნდება ახალი 'ელიტა' და გაისტუმრებს ძველს.

QUOTE
ნუ არა ხელისუფლებასთან მორიგება კი მაგრამ ეგ ხომ მაინც ქრონი კაპიტალიზმია.

კი. როცა სხვები ამ მეთოდებს მიმართავენ, მერე შენც იძულებული ხდები იგივე გააკეთო, სხვანაირად ვერ გადარჩები. ეს ვთქვი. კარგი არ არის ცხადია.

QUOTE
საქართველოში კერძო სკოლები უარესია.
თუმცა საჯაროები არ ბრწყინავს.

საქართველოში კერძო სკოლები უკეთესია, მე ასე ვიცი. თუმცა არცერთი არ ბრწყინავს, ძვირფასი ეროვნული სასწავლო გეგმის გადამკიდე და რეალური კონკურენციის არ არსებობის გამო.

QUOTE
არჩევანი ისედაც არსებობს კერძო სკოლებში.
უბრალოდ თქვენი სისტემით კონკურენცია მხოოლოდ თბილისსა და მაქსიმუმ ხუთ ქალაქში თუ გამოვა.
შესაბამისად რევოლუცია გიჭირავთ ხელში.
ვინ გარისკავს ამას?
არავინ რა თქმა უნდა.

ჩემი სისტემა მაქსიმალურ თავისუფლებას გულისხმობს, მათ შორის იმასაც, რაც დღეს არის. მერე შედეგები გამოაჩენს.

Posted by: t-90 23 Mar 2018, 18:26
nforumi
QUOTE
კარგ შემთხვევაში, თუ პროგრესული პოლიტიკური გუნდი მოვა ხელისუფლებაში, თუ საკმარისი ცოდნა და ენერგია ექნებათ, თუ ხალხიც დააცლის და რევოლუციას არ მოუწყობს, ხდება ხოლმე ეგეთი რამეც.

ხალხი აწყობს რევოლუციებს?
მიამიტები ვართ? თუ გულუბრყვილოები?
რამდენჯერ გითხარით ტერმინებით "ხალხი", "საზოგადოება" და ა.შ. თუ ილაპარაკებთ ძალიან არაკორექტული გამოგივათ მსჯელობა თქო.
და რაც მთავარია ოცნება.
პროგრესის საფუძველი შეიძლება იყოს ელიტის კონკრეტული ფრაქცია ან გარედან ჩარევა.
სხვა საფუძველი პროგრესს არ აქვს.
QUOTE
რთიდაიგივე ხალხის შვილები არ არიან იქაც და იქაც?
ქრონი კაპიტალიზმის არსებობა ისევ მთავრობის ბრალია. არ ჩაერიონ, არ მისცენ ვიღაც ტიპებს პრივილეგიები და აღარ იქნება. ვინმესთვის პრივილეგიების მიცემით ყოველთვის პატიოსანი იჩაგრება.

ნწუ.
მთავრობა ყველა ვარიანტში ერევა.
ვერ დამისახელებთ ქვეყანას სადაც არ ერევა.
ვერც მოდელს.

QUOTE
ხო, მახსოვს, შენ შეთქმულების თეორიის მომხრე ხარ 
მაგრამ მე მასე არ ვთვლი. თუ საწინააღმდეგო განწყობა კრიტიკულ ნიშნულამდე მივა, გამოჩნდება ახალი 'ელიტა' და გაისტუმრებს ძველს.

არაა ეგ შეთქმულების თეორია.
ეგაა ისტორიის კონკრეტული ფრაგმენტების განხილვა, სხვათაშორის ფინანსური, ეკონომიკური, ინფორმაციული და სხვა "შრეების" შემოტანით.
დამისახელეთ ისტორიიდან ნებისმიერი რევოლუცია და გეტყვით ფაქტებით საიდან მოვიდა დაფინანსება, საიდან მოვიდა ახალი ელიტა და ა.შ.
QUOTE
კი. როცა სხვები ამ მეთოდებს მიმართავენ, მერე შენც იძულებული ხდები იგივე გააკეთო, სხვანაირად ვერ გადარჩები. ეს ვთქვი. კარგი არ არის ცხადია.

ნუ ყველა ვარიანტში ყველგან ეგრეა.
არაქრონი კაპიტალიზმი არ არ სებობს.
ან თუ არსებობს მინიდონეზე.
QUOTE

საქართველოში კერძო სკოლები უკეთესია, მე ასე ვიცი. თუმცა არცერთი არ ბრწყინავს, ძვირფასი ეროვნული სასწავლო გეგმის გადამკიდე და რეალური კონკურენციის არ არსებობის გამო.

სასწავლო გეგმის გარეშეც არ ვარგა.
უამრავი რამით შეიძლება აჯობოს კერძო სკოლამ.
მაგალIთად ავიღოთ ვეკუას ან კომაროვის პროგრამები.
ეს რატო არ შეიძLება აიღოს კერძო სკოლამ? შეიძლება.
მასწავლებლების გადამზადება რატო არ შეიძლება მოახერხოს? შეიძლება.
და ა.შ. ბევრი რამე შეიძლება.
მარა არ აკეთებენ.
QUOTE
ჩემი სისტემა მაქსიმალურ თავისუფლებას გულისხმობს, მათ შორის იმასაც, რაც დღეს არის. მერე შედეგები გამოაჩენს.

და როგორ აპირებთ რეგიონებში დარეგულირებას მაქსიმალური თავისუფლების?
აქ ხო მანძIლის ამოცნააც ერთვება და ტრანსპორტისაც?

Posted by: nforumi 23 Mar 2018, 22:08
t-90
QUOTE
ალხი აწყობს რევოლუციებს?
მიამიტები ვართ? თუ გულუბრყვილოები?
რამდენჯერ გითხარით ტერმინებით "ხალხი", "საზოგადოება" და ა.შ. თუ ილაპარაკებთ ძალიან არაკორექტული გამოგივათ მსჯელობა თქო.
და რაც მთავარია ოცნება.
პროგრესის საფუძველი შეიძლება იყოს ელიტის კონკრეტული ფრაქცია ან გარედან ჩარევა.

ხო გითხარი, რომ შენს რწმენას არ ვიზიარებ მეთქი. გწამს და გწამდეს ხელდასმული 'ელიტების'. გულუბრყვილობა სწორედ ეგ არის, რომ გგონია თითქოს ეგეთი კურთხეულ პირთა სია არსებობს, რომლებიც თურმე ყველაფერს წყვეტენ.
არასერიოზულია.

QUOTE
მთავრობა ყველა ვარიანტში ერევა.
ვერ დამისახელებთ ქვეყანას სადაც არ ერევა.
ვერც მოდელს.

კი, ყველა ვარიანტში ერევა, გააჩნია სად რა ზომით ხდება ჩარევა.

QUOTE
არაა ეგ შეთქმულების თეორია.
ეგაა ისტორიის კონკრეტული ფრაგმენტების განხილვა, სხვათაშორის ფინანსური, ეკონომიკური, ინფორმაციული და სხვა "შრეების" შემოტანით.
დამისახელეთ ისტორიიდან ნებისმიერი რევოლუცია და გეტყვით ფაქტებით საიდან მოვიდა დაფინანსება, საიდან მოვიდა ახალი ელიტა და ა.შ.

აი, ხომ ამბობ 'ახალი ელიტაო'. მაგაშია ზუსტად საქმე. ყოველთვის მოიძებნება ალტერნატივა, შესაბამისი ვითარების შემთხვევაში.

QUOTE
ნუ ყველა ვარიანტში ყველგან ეგრეა.
არაქრონი კაპიტალიზმი არ არ სებობს.
ან თუ არსებობს მინიდონეზე.

ყველა მთავრობა ცდილობს თავისი გავლენის არეალის გაფართოებას, შესაბამისად ყველგან არის ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად.

QUOTE
ასწავლო გეგმის გარეშეც არ ვარგა.
უამრავი რამით შეიძლება აჯობოს კერძო სკოლამ.
მაგალIთად ავიღოთ ვეკუას ან კომაროვის პროგრამები.
ეს რატო არ შეიძLება აიღოს კერძო სკოლამ? შეიძლება.
მასწავლებლების გადამზადება რატო არ შეიძლება მოახერხოს? შეიძლება.
და ა.შ. ბევრი რამე შეიძლება.
მარა არ აკეთებენ.

გააკეთებენ და ლიცენზიას დაკარგავენ.
ვისაც არა აქვს კიდე ლიცენზია, ის მხოლოდ მეორადია მშობლების თვალში.

QUOTE
და როგორ აპირებთ რეგიონებში დარეგულირებას მაქსიმალური თავისუფლების?
აქ ხო მანძIლის ამოცნააც ერთვება და ტრანსპორტისაც?

შენ გავიწყდება რომ ახლა 21-ე საუკუნეა.

Posted by: t-90 23 Mar 2018, 22:35
nforumi
QUOTE
ხო გითხარი, რომ შენს რწმენას არ ვიზიარებ მეთქი. გწამს და გწამდეს ხელდასმული 'ელიტების'. გულუბრყვილობა სწორედ ეგ არის, რომ გგონია თითქოს ეგეთი კურთხეულ პირთა სია არსებობს, რომლებიც თურმე ყველაფერს წყვეტენ.
არასერიოზულია

სად ვთქვი რო ეგ პირები "კურთხეულები" ან "ხელდასხმულები" არიან?
ფაქტია რო ამ ქვეყანაში ხაზარაძე და ბიძინა და მისი ოჯახი გაცილებით მეტს წყვეტენ ვიდრე მე და თქვენ.
ხალხის მობილიზება ჩვენ არ შეგვიძლია.
ფინანსები ჩვნე არ გვაქვს.
ინფორმაციული წყაროები ჩვენ არ გვაქვს.
პოლიტიკური ბერკეტები ჩვენ არ გვაქვს.
ხოდა რატო არაა ხაზარაძე და ბიძინა ელიტა და თქვენ და მე ჩვეულებრივი ხალხი ვერ გავიგე.
და ისიც ვერ გავიგე დაფინანსების გარეშე როგორ აპირებთ თქვენი იდეის წინწაწევას როცა იდეა უკვე გაქვთ და ხალხს მაგრად ყელში აქვს უკვე ეს პალაჟენია ამოსული.
მაგრამ თქვენ არც პოლიტიკური და არც ინფორმაციილი ბერკეტები არ გაქვთ.
QUOTE
კი, ყველა ვარიანტში ერევა, გააჩნია სად რა ზომით ხდება ჩარევა.

რაც მთავარია როგორ.
კორეასი, სინგაპურში, იაპონიაში რომ ჩაერია ისე თუ ჩაერევა აქაც რა პრობლემაა.
შეგახსენებთ რომ ამ ქვეყნების ტექნოლოგიური წინსვლა პირდაპირ მთავრობების დამსახურებაა.
QUOTE
აი, ხომ ამბობ 'ახალი ელიტაო'. მაგაშია ზუსტად საქმე. ყოველთვის მოიძებნება ალტერნატივა, შესაბამისი ვითარების შემთხვევაში.

კი.
თუ დააფინანსეს გარედან ან ფრაქცია თუ გამოეყო კი.
ოღონდ აი ეს აზრებჰი და ა.შ. არ მწამს მე. biggrin.gif
მე მწამს ფინანსური კანალები, სავაჭრო გზები, კაპიტალის მოძრაობა და ა.შ.
ამაზე აგებული პოლიტიკა მწამს.
QUOTE
ყველა მთავრობა ცდილობს თავისი გავლენის არეალის გაფართოებას, შესაბამისად ყველგან არის ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად

ეგ პრობლემა ყველაზე ნაკლებადაა.
პრობლემა მაშინაა როცა ინსტიტუტები არ მუშაობენ.
QUOTE
გააკეთებენ და ლიცენზიას დაკარგავენ.
ვისაც არა აქვს კიდე ლიცენზია, ის მხოლოდ მეორადია მშობლების თვალში.

როგორ დაკარგავენ როცა ოფიციალურად შეუძლიათ ასწავლონ რაც უნდათ ეროვნულ სასაწავლო პროგრამასთან ერთად?
ანუ ეროვნული სასწავლო პროგრამა მათთვის მინიმალური მოთხოვნილებაა და არა მაქსიმალური.
QUOTE
შენ გავიწყდება რომ ახლა 21-ე საუკუნეა.

მონახაზი ორი სიტყვით.

პ.ს. კიდევ ერთხელ გეუბნებით.
დადეთ ნებისმიერი რევოლუცია ისტორიაში და დაგიდებთ ანალიზს თუ ვინ მოახდინა რატომ მოახდინა
პერსონებით
დაფინანსების წყაროებით
ინფორმაციული ბერკეტებით
და ა.შ.

Posted by: nforumi 24 Mar 2018, 10:06
t-90
QUOTE
სად ვთქვი რო ეგ პირები "კურთხეულები" ან "ხელდასხმულები" არიან?

არ გითქვამს, გამოდის შენი ნათქვამიდან, იმდენად ზედმეტად ხარ დარწმუნებული მაგ აზრის უტყუარობაში wink.gif

QUOTE
ფაქტია რო ამ ქვეყანაში ხაზარაძე და ბიძინა და მისი ოჯახი გაცილებით მეტს წყვეტენ ვიდრე მე და თქვენ.
ხალხის მობილიზება ჩვენ არ შეგვიძლია.
ფინანსები ჩვნე არ გვაქვს.
ინფორმაციული წყაროები ჩვენ არ გვაქვს.
პოლიტიკური ბერკეტები ჩვენ არ გვაქვს.
ხოდა რატო არაა ხაზარაძე და ბიძინა ელიტა და თქვენ და მე ჩვეულებრივი ხალხი ვერ გავიგე.
და ისიც ვერ გავიგე დაფინანსების გარეშე როგორ აპირებთ თქვენი იდეის წინწაწევას როცა იდეა უკვე გაქვთ და ხალხს მაგრად ყელში აქვს უკვე ეს პალაჟენია ამოსული.
მაგრამ თქვენ არც პოლიტიკური და არც ინფორმაციილი ბერკეტები არ გაქვთ.

არ მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეუძლებელია მისი მოპოვება. უფრო მეტიც, შემეძლო სერიოზული ფინანსური რესურსი მქონოდა ხელთ, თავის დროზე რომ მომეკიდა ხელი ბიზნესისთვის. სხვებსაც შეეძლოთ, რომ დაენახათ ეს გზა დროზე (მოპარვას არ ვგულისხმობ, ვაჭრობით შეიძლებოდა დიდი ფული შოვნა). ანუ, ბიძინაც ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ ჩემზე ადრე მიხვდა რომ ბიზნესით უნდა დაკავებულიყო, მაშინ როცა მე არც ვფიქრობდი ბიზნესზე.
რაც შეეხება ყოვლისშემძლეობას. რამდენი ფულიც არ უნდა ჩაყაროს დღეს ვინმემ საქართველოში, მუსლიმანურ რევოლუციას, ან რამე აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობის სახელით გადატრიალებას ვერ გააკეთებს, ამის რესურსი აქ არ არის. სამაგიეროდ არის რესურსი რომ დამყარდეს ე.წ. მართლმადიდებელთა დიქტატურა, თუ რა ვიცი რა ქვია ამას.
ანუ, რისი თქმა მინდა - არსებობენ პირები, რომელბთაც აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი და მოტივაცია, რომ განახორციელონ ესა თუ ის ცვლილება, მაგრამ ისინი ეყრდნობიან იმ განწყობებს, რაც მოცემულ მომენტში არის ქვეყანაში და იმის წახალისებით ან მიმართულების შეცვლით ცდილობენ მიზნის მიღწევას.
ამასთან, რადგან ასეთი პირებიც სხვადასხვა ინტერესების მატარებელნი არიან და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონენი, არცერთი მათგანი არ არის გარანტირებული, რომ თავის მიზანს მიაღწევს.
ანუ ე.წ. ელიტა, არც ერთ აზრზეა, არც ერთიანია და არც საერთო თანხმობით მოქმედებენ. და საერთოდ, ერთ ჯგუფად განხილვაც არასწორია.
მეტიც არ მინდა რომ დავწერო ამ საკითხზე, ისედაც ბევრი გამომივიდა. რწმენის წინააღმდეგ არგუმენტები მაინც არ მუშაობს.

QUOTE
მე მწამს ფინანსური კანალები, სავაჭრო გზები, კაპიტალის მოძრაობა და ა.შ.

კი, ვხედავ რომ გწამს smile.gif

QUOTE
ეგ პრობლემა ყველაზე ნაკლებადაა.
პრობლემა მაშინაა როცა ინსტიტუტები არ მუშაობენ.

ინსტიტუტები არ იმუშავებენ, თუკი არ ჩამოყალიბდება გამართულ სისტემად. ხელისუფლება რატომ შექმნის გამართულ სისტემას, თუკი ხალხს უხარია მთავრობა რომ ყველაფრის კონტროლს ცდილობს?
QUOTE
როგორ დაკარგავენ როცა ოფიციალურად შეუძლიათ ასწავლონ რაც უნდათ ეროვნულ სასაწავლო პროგრამასთან ერთად?
ანუ ეროვნული სასწავლო პროგრამა მათთვის მინიმალური მოთხოვნილებაა და არა მაქსიმალური.

მინიმუმი, რომელიც მაქსიმუმზე მეტია wink.gif ყოველი მხრიდან მესმის, რომ ათასი სისულელეა სასწავლო წიგნებში და ეს სავალდებულოდ უნდა დაიზეპიროს ბავშვმა. დაზეპირებით გადაღლილმა ბავშვმა, აზროვნება როგორღა უნდა ისწავლოს?

QUOTE
პ.ს. კიდევ ერთხელ გეუბნებით.
დადეთ ნებისმიერი რევოლუცია ისტორიაში და დაგიდებთ ანალიზს თუ ვინ მოახდინა რატომ მოახდინა
პერსონებით
დაფინანსების წყაროებით
ინფორმაციული ბერკეტებით
და ა.შ.

მე არსად მითქვამს, რომ გავლენები, ფინანსები, რესურსების მოპოვების სურვილი არ არსებობს მეთქი. მე ვამბობ, ყველა, ვისაც თავისი მიზნის მიღწევა უნდა, ითვალისწინებს ადგილობრივ რესურს და აკეთებს მის წახალისებას, ან შეყოვნებას. შეცვლა შეუძლებელია (ნუ, თუ დიდ ვადას არ აიღებ და განუზომელ ფინანსურ რესურსს). მაგალითად, 1979 წელს ირანში მოხდა რევოლუცია. არ მგონია, რომ ეს აშშ-ის ინტერესებში შედიოდა, შენ მითხარი რანაირად იყო ეს მათი ინტერესი. მაგრამ აქ მეორე კითხვა მაქვს კიდე: ვისი ინტერესიც არ უნდა ყოფილიყო, მას შეეძლო მოეხდინა ქრისტიანული რევოლუცია ირანში? (უტრირებაა რა თქმა უნდა, მაგრამ გასააზრებლად ასე ჯობია მე მგონი).

QUOTE
მონახაზი ორი სიტყვით.

სხვა საკითხები ამოვწუროთ და მერე ვისაუბროთ განათლების რეფორმის ჩემეულ ხედვაზე, თუ სურვილი გექნება. არ მინდა აირიოს ამ ზოგად მსჯელობებში.

Posted by: t-90 24 Mar 2018, 12:12
nforumi
QUOTE
რ გითქვამს, გამოდის შენი ნათქვამიდან, იმდენად ზედმეტად ხარ დარწმუნებული მაგ აზრის უტყუარობაში

ნუ რავი ისტორია იძლევა ამის დარწმუნებულად თქმის საშუალებას.
QUOTE
არ მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეუძლებელია მისი მოპოვება. უფრო მეტიც, შემეძლო სერიოზული ფინანსური რესურსი მქონოდა ხელთ, თავის დროზე რომ მომეკიდა ხელი ბიზნესისთვის. სხვებსაც შეეძლოთ, რომ დაენახათ ეს გზა დროზე (მოპარვას არ ვგულისხმობ, ვაჭრობით შეიძლებოდა დიდი ფული შოვნა). ანუ, ბიძინაც ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ ჩემზე ადრე მიხვდა რომ ბიზნესით უნდა დაკავებულიყო, მაშინ როცა მე არც ვფიქრობდი ბიზნესზე.

შეუძლებელია კონკრეტულ ეტაპზე.
და არა მაშIნ როდესაც აბზარი გადაჯერებულია თუნდაც აქ და თUნდაც მსოფლიოს მასშტაბით.
QUOTE
რაც შეეხება ყოვლისშემძლეობას. რამდენი ფულიც არ უნდა ჩაყაროს დღეს ვინმემ საქართველოში, მუსლიმანურ რევოლუციას, ან რამე აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობის სახელით გადატრიალებას ვერ გააკეთებს, ამის რესურსი აქ არ არის. სამაგიეროდ არის რესურსი რომ დამყარდეს ე.წ. მართლმადიდებელთა დიქტატურა, თუ რა ვიცი რა ქვია ამას.

მასე მარტივად არაა.
ისევ და ისევ.
ეხლან დელი ელიტა პირადაპირად თU ირიბად ფლობს ჯარს, უშიშროებას, პოლიციას, ტელევიზიებს,
ადგილობრივი ძალებით ამას დაუპირისპირდე არარეალურია.
გარედან თუ შემოვა დიდი ფული და დიდი პოლიტრესურსი მერე შეიძლება წარმოჩნდეს ახალი ელიტა.
მაგრამ ეს გარედან შემოსული ფული იქნება.
QUOTE
ანუ, რისი თქმა მინდა - არსებობენ პირები, რომელბთაც აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი და მოტივაცია, რომ განახორციელონ ესა თუ ის ცვლილება, მაგრამ ისინი ეყრდნობიან იმ განწყობებს, რაც მოცემულ მომენტში არის ქვეყანაში და იმის წახალისებით ან მიმართულების შეცვლით ცდილობენ მიზნის მიღწევას.
ამასთან, რადგან ასეთი პირებიც სხვადასხვა ინტერესების მატარებელნი არიან და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონენი, არცერთი მათგანი არ არის გარანტირებული, რომ თავის მიზანს მიაღწევს.

რამდნე რამეში ხართ გარანტირებული საქმეს რო იწყებთ? ან საქმის შუაში?
ხოდა ეგრეა ეგეც რა.
განწყობებს ეყრდნობიან და ასევე ქმნიან კიდეც.
QUOTE
ანუ ე.წ. ელიტა, არც ერთ აზრზეა, არც ერთიანია და არც საერთო თანხმობით მოქმედებენ. და საერთოდ, ერთ ჯგუფად განხილვაც არასწორია.
მეტიც არ მინდა რომ დავწერო ამ საკითხზე, ისედაც ბევრი გამომივიდა. რწმენის წინააღმდეგ არგუმენტები მაინც არ მუშაობს.

რწმენა ნამდვილად არაა
ყველაფერი დასაბუთებადია.
რწმენა თქვენ გაქვთ "ხალხის", "საზოგადოების" და ა.შ. არსებობის biggrin.gif
QUOTE
კი, ვხედავ რომ გწამს

ნუ მწამს რა. biggrin.gif
მჯერა კაი.
QUOTE
ინსტიტუტები არ იმუშავებენ, თუკი არ ჩამოყალიბდება გამართულ სისტემად. ხელისუფლება რატომ შექმნის გამართულ სისტემას, თუკი ხალხს უხარია მთავრობა რომ ყველაფრის კონტროლს ცდილობს?

მთავრობა ყველაფრის კონტროლს ცდილობს სინგაპურში. აქ მართლა ბევრად თავისუფლებაა biggrin.gif
მაგრმა ინსტიტუტების მუშაობას არ უშლის ხელს.
ალოგიკურია.
QUOTE
ინიმუმი, რომელიც მაქსიმუმზე მეტია  ყოველი მხრიდან მესმის, რომ ათასი სისულელეა სასწავლო წიგნებში და ეს სავალდებულოდ უნდა დაიზეპიროს ბავშვმა. დაზეპირებით გადაღლილმა ბავშვმა, აზროვნება როგორღა უნდა ისწავლოს?

დაზეპირება უნდა ისწავლებოდეს სკოლაში.
რო არ გადაიღალოს.
უძველესი მეთოდებია მაგისთვის.
QUOTE
მე არსად მითქვამს, რომ გავლენები, ფინანსები, რესურსების მოპოვების სურვილი არ არსებობს მეთქი. მე ვამბობ, ყველა, ვისაც თავისი მიზნის მიღწევა უნდა, ითვალისწინებს ადგილობრივ რესურს და აკეთებს მის წახალისებას, ან შეყოვნებას.

და რამე ცვლის მე რაც ვთქვი იმას?
სადმე ვთქვი რო ჰაერიდან მოაქვთ?
QUOTE
აგალითად, 1979 წელს ირანში მოხდა რევოლუცია. არ მგონია, რომ ეს აშშ-ის ინტერესებში შედიოდა, შენ მითხარი რანაირად იყო ეს მათი ინტერესი.

აშშს ინტერესი არ იყო.
იმ ქვეყნის ინტერესი იყო რომელმაც ამდენი ხანი ჰომეინი ინახა.
და რომლის კომპანიებიც გაჯეჯილდნენ მერე ნავთობბაზარზე.
შიდა დაპირისპირება კი მიდიოდა ქალაქსა და რეგიონულ ელიტებს შორის.
ასევე კულტურული რევოლუცია რაც ირანში ხდებოდა საჭიროებს რეპრესიულ აპარატს (როგორც მაგალითად ფრანგული რევოლუციის დროს) რის შემდეგაც შაჰსი წინააღმდეგ კოალიცია შეიკრა.
QUOTE
ვისი ინტერესიც არ უნდა ყოფილიყო, მას შეეძლო მოეხდინა ქრისტიანული რევოლუცია ირანში? (უტრირებაა რა თქმა უნდა, მაგრამ გასააზრებლად ასე ჯობია მე მგონი).

და რა ჯანდაბად უნდა ქრისტიანული რევოლუციის მოწყობა?
როცა მთავარი ირანულ რესურსებზე ხელმისაწვდომობაა?

Posted by: nforumi 24 Mar 2018, 16:10
t-90
QUOTE
ნუ რავი ისტორია იძლევა ამის დარწმუნებულად თქმის საშუალებას.

ვისთვის როგორ.
QUOTE
შეუძლებელია კონკრეტულ ეტაპზე.
და არა მაშIნ როდესაც აბზარი გადაჯერებულია თუნდაც აქ და თUნდაც მსოფლიოს მასშტაბით.

ყოველთვის არის შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ დროულად დანახვას. თუ არ არის მაგალითები ჩვენს გარშემო?

QUOTE
QUOTE
რაც შეეხება ყოვლისშემძლეობას. რამდენი ფულიც არ უნდა ჩაყაროს დღეს ვინმემ საქართველოში, მუსლიმანურ რევოლუციას, ან რამე აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობის სახელით გადატრიალებას ვერ გააკეთებს, ამის რესურსი აქ არ არის. სამაგიეროდ არის რესურსი რომ დამყარდეს ე.წ. მართლმადიდებელთა დიქტატურა, თუ რა ვიცი რა ქვია ამას.

მასე მარტივად არაა.
ისევ და ისევ.
ეხლან დელი ელიტა პირადაპირად თU ირიბად ფლობს ჯარს, უშიშროებას, პოლიციას, ტელევიზიებს,
ადგილობრივი ძალებით ამას დაუპირისპირდე არარეალურია.
გარედან თუ შემოვა დიდი ფული და დიდი პოლიტრესურსი მერე შეიძლება წარმოჩნდეს ახალი ელიტა.
მაგრამ ეს გარედან შემოსული ფული იქნება.

რაც მე დავწერე, ეს იმის პასუხი არაა.
QUOTE
რამდნე რამეში ხართ გარანტირებული საქმეს რო იწყებთ? ან საქმის შუაში?
ხოდა ეგრეა ეგეც რა.
განწყობებს ეყრდნობიან და ასევე ქმნიან კიდეც.

გარანტირებული ვერავინ ვერაფერში იქნება.
განწყობის შექმნა შეიძლება, მიზანმიმართულად, საკმარისი დროის და საკმარისი ფინანსების შემთხვევაში.
ეს ნიშნავს რომ ამ განწყობის გარეშე ეგ ელიტები სწორედ, რომ ვერ მიაღწევენ დაგეგმილ მიზანს. ანუ, ფაქტია, რომ შესაბამისი მიზნის რეალიზაცია მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ხალხში უკვე არსებობს შესაბამისი განწყობა, ანუ იგივე მზაობა.

QUOTE
ნუ მწამს რა. 
მჯერა კაი.

wink.gif
ვიღაცეებს ისიც სჯერათ, რომ პირამიდები თურმე მფრინავი ობიექტები აეროდრომებია და ამის არგუმენტებიც აქვთ, ისტორია იციან საკმაოდ კარგად.

QUOTE
მთავრობა ყველაფრის კონტროლს ცდილობს სინგაპურში. აქ მართლა ბევრად თავისუფლებაა 
მაგრმა ინსტიტუტების მუშაობას არ უშლის ხელს.

შენ გინდა თქვა, რომ იქ მთავრობა ბიზნესს აკეთებს? თუ ასწავლის, ვინ როგორ იმოქმედოს? ან იქნებ სტარტ აფები დააფინანსეს და იმით წამოიწია ეკონომიკა? ან იქნებ ყველა ფეხის ნაბიჯზე რეგულაცია ხვდება ბიზნესს და ამან უშველა?

QUOTE
დაზეპირება უნდა ისწავლებოდეს სკოლაში.
რო არ გადაიღალოს.
უძველესი მეთოდებია მაგისთვის.

ვერ გავიგე რისი თქმა გინდა.
QUOTE
აშშს ინტერესი არ იყო.
იმ ქვეყნის ინტერესი იყო რომელმაც ამდენი ხანი ჰომეინი ინახა.
და რომლის კომპანიებიც გაჯეჯილდნენ მერე ნავთობბაზარზე.
შიდა დაპირისპირება კი მიდიოდა ქალაქსა და რეგიონულ ელიტებს შორის.
ასევე კულტურული რევოლუცია რაც ირანში ხდებოდა საჭიროებს რეპრესიულ აპარატს (როგორც მაგალითად ფრანგული რევოლუციის დროს) რის შემდეგაც შაჰსი წინააღმდეგ კოალიცია შეიკრა.

შენ რატომღაც არ გინდა დაინახო ერთი რამ, რასაც თავადაც წერ აქ: ელიტები. ეს ელიტები არიან დიდები და პატარები, მეტად გავლენიანები და ნაკლებად, სხვადასხვა მიზნებით და მისწრაფებებით. ასეთ განმარტებაში მე და შენც კი მოვიაზრებით საბოლოო ჯამში. ასე რომ ვიღაცა ელიტამ გადაწყვიტა, ასე არაა. უფრო სწორია თუ ვიტყვით სხვადასხვა ძალების ტოლქმედი განსაზღვრავს პროცესის მიმართულებას. ზოგჯერ ეს მიმართულება ისეთიც კი შეიძლება იყოს, რომ არცერთ 'ელიტას' არ აწყობდეს, მაგრამ ტოლქმედი თუ მასეთი გამოვა, ყველა ეგუება მერე. ისევე როგორც ფინეთის ცალკე ქვეყნად არსებობას შეეგუა რუსეთიც, შვედეთიც და დანარჩენი ევროპაც.

QUOTE
და რა ჯანდაბად უნდა ქრისტიანული რევოლუციის მოწყობა?
როცა მთავარი ირანულ რესურსებზე ხელმისაწვდომობაა?

უნდა არ უნდა რა შუაშია. ვინმეს რომ მოუნდეს, რაც არ უნდა ფინანსურად ძლიერი იყოს, შეძლებს თუ ვერა მეთქი.

Posted by: t-90 24 Mar 2018, 16:40
nforumi
QUOTE
ვისთვის როგორ.

კარგად ცოდნა უნდა.
აი მსჯელობის მომენტებისთვის შემიძლია რამდნეიმე სტატია მოგცეთ.
QUOTE
განწყობის შექმნა შეიძლება, მიზანმიმართულად, საკმარისი დროის და საკმარისი ფინანსების შემთხვევაში.
ეს ნიშნავს რომ ამ განწყობის გარეშე ეგ ელიტები სწორედ, რომ ვერ მიაღწევენ დაგეგმილ მიზანს. ანუ, ფაქტია, რომ შესაბამისი მიზნის რეალიზაცია მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ხალხში უკვე არსებობს შესაბამისი განწყობა, ანუ იგივე მზაობა.

ხო მაგრამ განწყობა იქმნება.
როგორც გინდა.
როცა გინდა.
დაახლოებით როგორც თიხისგან თუ გინდა რამე გააკეთო უნდა მოარბილო.
მაგრამ თიხას მეთუნედ არ აქცევს აშკარად ეს ყველაფერი.
ასევე ხალხი არ არის გადაწყვეტილების მიმღები.
QUOTE
ვიღაცეებს ისიც სჯერათ, რომ პირამიდები თურმე მფრინავი ობიექტები აეროდრომებია და ამის არგუმენტებიც აქვთ, ისტორია იციან საკმაოდ კარგად.

ნუ ახლა. biggrin.gif
QUOTE
შენ გინდა თქვა, რომ იქ მთავრობა ბიზნესს აკეთებს? თუ ასწავლის, ვინ როგორ იმოქმედოს? ან იქნებ სტარტ აფები დააფინანსეს და იმით წამოიწია ეკონომიკა? ან იქნებ ყველა ფეხის ნაბიჯზე რეგულაცია ხვდება ბიზნესს და ამან უშველა?

კი მთავრობა აკეთებს.
ჩანგის აეროპორტი, ტემასეკ ინვესტმენტი და ა.შ.
რეგულაციაც არ აკლია. ქვეყანა დაჟე იმაში ერევა კევი დაღეჭოს მოქლააქემ თუ არა და ვინ რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს.

QUOTE
ასეთ განმარტებაში მე და შენც კი მოვიაზრებით საბოლოო ჯამში.

მე არ მოვიაზრები არანაირად.
ანუ მე არანაირი ფინანსური ბერკეტი არ გამაჩნია. პოლიტიკურ და ინფორმაციულ ბერკეტებზე სასაცილოც კია საუბარი.
თქვენ არ ვიცი.
QUOTE
ასე რომ ვიღაცა ელიტამ გადაწყვიტა, ასე არაა. უფრო სწორია თუ ვიტყვით სხვადასხვა ძალების ტოლქმედი განსაზღვრავს პროცესის მიმართულებას.

კი ეგეც არის.
ოღონდ ის ძალები არც მე და არც თქვნე დონეზე არ წყდება.
QUOTE
ზოგჯერ ეს მიმართულება ისეთიც კი შეიძლება იყოს, რომ არცერთ 'ელიტას' არ აწყობდეს, მაგრამ ტოლქმედი თუ მასეთი გამოვა, ყველა ეგუება მერე.

კი.
შესაძლებელია.
მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს იმას რომ 'ელიტები' იღებენ გადაწყვეტილებებს.
QUOTE
ისევე როგორც ფინეთის ცალკე ქვეყნად არსებობას შეეგუა რუსეთიც, შვედეთიც და დანარჩენი ევროპ

იმიტომ რომ ბრიტანეთს უნდოდა ასე.

Posted by: nforumi 24 Mar 2018, 17:04
t-90
ისტორია არის მეცნიერება, რომელიც საშუალებას იძლევა ქოთანს ყური იქედან მოაბა, საიდანაც გინდა. და შენ ამით გინდა დამისაბუთო შენი რწმენის ჭეშმარიტება? wink.gif

QUOTE
ხო მაგრამ განწყობა იქმნება.
როგორც გინდა.
როცა გინდა.
დაახლოებით როგორც თიხისგან თუ გინდა რამე გააკეთო უნდა მოარბილო.
მაგრამ თიხას მეთუნედ არ აქცევს აშკარად ეს ყველაფერი.
ასევე ხალხი არ არის გადაწყვეტილების მიმღები.

ხალხი თავად არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ის მიყვება ლიდერს, რომელიც იყენებს ხალხის განწყობას. ეს ლიდერი ხალხის მასიდანაც შეიძლება გამოვიდეს.
QUOTE
კი მთავრობა აკეთებს.
ჩანგის აეროპორტი, ტემასეკ ინვესტმენტი და ა.შ.
რეგულაციაც არ აკლია. ქვეყანა დაჟე იმაში ერევა კევი დაღეჭოს მოქლააქემ თუ არა და ვინ რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს.

კევის დაღეჭვის საკითხში სისულელეა რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არ არის ეკონომიკაში ჩარევა. და იქ რომ დემოკრატია და თავისუფლება არ ყვავის, გასაგებია.

QUOTE
მე არ მოვიაზრები არანაირად.
ანუ მე არანაირი ფინანსური ბერკეტი არ გამაჩნია. პოლიტიკურ და ინფორმაციულ ბერკეტებზე სასაცილოც კია საუბარი.
თქვენ არ ვიცი.

ყველა ადამიანს ერთი მაინც მხარდამჭერი ყავს ნებისმიერ საკითხში wink.gif

QUOTE
კი ეგეც არის.
ოღონდ ის ძალები არც მე და არც თქვნე დონეზე არ წყდება.

შეთანხმებისკენ გადავდგით მგონი პატარა ნაბიჯი smile.gif
მე ნული არა ვარ.

QUOTE
შესაძლებელია.
მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს იმას რომ 'ელიტები' იღებენ გადაწყვეტილებებს.

ელიტები და არა ელიტა. ამაზე შევთანხდეთ თუ გინდა.

QUOTE
იმიტომ რომ ბრიტანეთს უნდოდა ასე.

ხო აბა, იკლავდა თავს ფინეთის დამოუკიდებლობისთვის.
ბრიტანეთს მოაწყობდა, მისი კოლონია რომ ყოფილიყო, მაგრამ იმ ვითარებაში მაგის მიღწევის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ არჩია მისი დამოუკიდებლობა. თავ-თავისი პრობლემების გამო დათმეს ამ საკითხში პოზიციები სხვა ქვეყნებმაც.

Posted by: t-90 24 Mar 2018, 17:05
nforumi
QUOTE
ყოველთვის არის შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ დროულად დანახვას. თუ არ არის მაგალითები ჩვენს გარშემო?

ნუ მასე მარტივად არაა.
არის ხელსაყრელი დორ და არის ნაკლებად ხელსაყრელი დრო.
ხელსაყრელი დრო როგორც წესი 15 წელიწადში ერთხელ დგება.
QUOTE
განწყობის შექმნა შეიძლება, მიზანმიმართულად, საკმარისი დროის და საკმარისი ფინანსების შემთხვევაში.
ეს ნიშნავს რომ ამ განწყობის გარეშე ეგ ელიტები სწორედ, რომ ვერ მიაღწევენ დაგეგმილ მიზანს. ანუ, ფაქტია, რომ შესაბამისი მიზნის რეალიზაცია მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ხალხში უკვე არსებობს შესაბამისი განწყობა, ანუ იგივე მზაობა.

დაახლოებით ეგრეა:
იმისგან რო თიხისგან ჭურჭელი მივიროთ საჭიროა თიხის მორბილება, გამოძერწყვა და გამოწვა.
მაგრმა ეს თიხას მეთუნედ ვერ აქცევს.
იგივენაირად ვერ იქცევა ხალხი გადაწყვეტილების მიმღებად.
QUOTE
ვიღაცეებს ისიც სჯერათ, რომ პირამიდები თურმე მფრინავი ობიექტები აეროდრომებია და ამის არგუმენტებიც აქვთ, ისტორია იციან საკმაოდ კარგად.

კარქით რა biggrin.gif
ოღონდაცა რა biggrin.gif
QUOTE
შენ გინდა თქვა, რომ იქ მთავრობა ბიზნესს აკეთებს? თუ ასწავლის, ვინ როგორ იმოქმედოს? ან იქნებ სტარტ აფები დააფინანსეს და იმით წამოიწია ეკონომიკა? ან იქნებ ყველა ფეხის ნაბიჯზე რეგულაცია ხვდება ბიზნესს და ამან უშველა?

მთავრობა ბიზნესსაც აკეთებს
საკმაო რეგულაციებიც აქვთ.
და დაჟე იმას აკონტროლებენ რა ტიპის ქალი ვისთან იმშOბიარებს.
QUOTE
ვერ გავიგე რისი თქმა გინდა.

დაზეპირება არის ცვეულებრივი მეთოდების კრებული.
ars memoriam არის კარგი ნაწარმოები. ციცერონს უწერია ჯერ კიდევ.
QUOTE
ასეთ განმარტებაში მე და შენც კი მოვიაზრებით საბოლოო ჯამში.

გაქვთ რამე გავლენები? მე არა.
არც ფინანსური რესურსი.
პოლიტიკურზე ხო საერთოდ biggrin.gif
QUOTE
სე არაა. უფრო სწორია თუ ვიტყვით სხვადასხვა ძალების ტოლქმედი განსაზღვრავს პროცესის მიმართულებას.

კი რა თქმა უნდა.
მაგრამ მთავარია მოგებული ვინაა.
QUOTE
ისევე როგორც ფინეთის ცალკე ქვეყნად არსებობას შეეგუა რუსეთიც, შვედეთიც და დანარჩენი ევროპაც.

ხო ოღონდ ბრიტანეთის როლი ამ ამბავსი უნდა გავითვალისწინოთ.

ხოლო რაც შეეხება ირანს, აქ საფრანგეთმა გამოაძევა ბრიტანული "ანგლო-ირანული ნავთობკომპანია" ირანიდან.
QUOTE
უნდა არ უნდა რა შუაშია. ვინმეს რომ მოუნდეს, რაც არ უნდა ფინანსურად ძლიერი იყოს, შეძლებს თუ ვერა მეთქი.

რა დროში და რა ფინანსებში გააჩნია და რამდენად უღირს.
ამის გულსითვის ფულს რო არავინ დახარჯავს თქვენც ხო კარგად იცით?

* * *
nforumi
QUOTE
ისტორია არის მეცნიერება, რომელიც საშუალებას იძლევა ქოთანს ყური იქედან მოაბა, საიდანაც გინდა. და შენ ამით გინდა დამისაბუთო შენი რწმენის ჭეშმარიტება? 

რწმენის ჭეშმარიტებას არ ვასაბუთებ.
ლოგიკურად ვმსჯელობ.
რომლის საწინააღმდეგოც სადღეგრძელოებს მთავაზობთ "ხალხის მასებზე" და "საზოგადოებაზე"
QUOTE
ხალხი თავად არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ის მიყვება ლიდერს, რომელიც იყენებს ხალხის განწყობას. ეს ლიდერი ხალხის მასიდანაც შეიძლება გამოვიდეს.

ლიდერი რატომ?
მმართველი კლასი რატომ არა?
სამწუხაროდ საქართველოში დამკვიდრებულია შეხედულება რომ განათლებული აბსოლუტიზმი უფრო ძლიერი მოდელია ვიდრე პლურალისტური მოდელები.
შედეგად ვიღებთ ზვიადი-ზვიადის.

მმართველი კლასი რატომ არა?
ნებისმიერ ლიდერს ყავს მმართველი კლასი.
რაც შეეხება ხალხის მასებიდან გამოსვლას ეს ისევ და ისევ ზღაპარია.
ხალხის მასებიდან შეიძლება გამოვიდეს ლიდერი მარა ვისიდ აფინანსებით და ა.შ. იმოქმედებს ეგ ცალკე საკითხავია.
QUOTE
კევის დაღეჭვის საკითხში სისულელეა რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არ არის ეკონომიკაში ჩარევა. და იქ რომ დემოკრატია და თავისუფლება არ ყვავის, გასაგებია.

ეკონომიკურ მომენტებშიც ფრიად ერევა.
ვოშბემ, თუ გაერკვევით ბევრ რამეში რევინა.
QUOTE
ყველა ადამიანს ერთი მაინც მხარდამჭერი ყავს ნებისმიერ საკითხში

გყავდეთ ერთ საკIთხში biggrin.gif
რა პრობლემაა? biggrin.gif
QUOTE
ელიტები და არა ელიტა. ამაზე შევთანხდეთ თუ გინდა.

ელიტები კი ბატონო.
ანუ ხალხი რომელიც ბერკეტებს ფლობს.
რაც არც მე ვართ და არც თქვენ.
და ხალხებით და საზოგადოებიებით თუ არ იმანიპულურებთ არ იქნება ურიგო.
QUOTE
ხო აბა, იკლავდა თავს ფინეთის დამოუკიდებლობისთვის.

თავს არ ვიცი და აფინანსებდა კია.
QUOTE
რიტანეთს მოაწყობდა, მისი კოლონია რომ ყოფილიყო, მაგრამ იმ ვითარებაში მაგის მიღწევის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ არჩია მისი დამოუკიდებლობა. თავ-თავისი პრობლემების გამო დათმეს ამ საკითხში პოზიციები სხვა ქვეყნებმაც.

აპიაწ ჟე.
პოლიტიკური რუკით ნუ საუბრობთ.
მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე კარგად ნაცნობი მომენტი:
ამერიკის რევოლუციუურ ომებში გაწყვეტდნენ კონტინენტურ არმიას ოღონდ ფრანგები მიეხმარნენ და რეალურად ის ომი როშამბომ და ლაფაიეტმა მოიგეს.
თუ ოფიციალურ ვერსიას დავუჯერებთ ეს ხალხი არაფერ შუასი არიან და პროსტო თავისით მოხალისეებად იყვნენ ჩასულები.
პროსტო ნუ "შემთხვევით" 50000 კაციანი საექსპედიციო კორპუსიც ჩაყვათ biggrin.gif

Posted by: nforumi 24 Mar 2018, 20:09
t-90
QUOTE
რწმენის ჭეშმარიტებას არ ვასაბუთებ.
ლოგიკურად ვმსჯელობ.
რომლის საწინააღმდეგოც სადღეგრძელოებს მთავაზობთ "ხალხის მასებზე" და "საზოგადოებაზე"

ბრტყელდედამიწელებიც ამტკიცებენ რომ ლოგიკურად მსჯელობენ. ასევე პირამიდა აეროდრომისტები. ეგ ლოგიკური მსჯელობა კი არა, ლოგიკური ჩიხია.
QUOTE
ლიდერი რატომ?
მმართველი კლასი რატომ არა?
სამწუხაროდ საქართველოში დამკვიდრებულია შეხედულება რომ განათლებული აბსოლუტიზმი უფრო ძლიერი მოდელია ვიდრე პლურალისტური მოდელები.
შედეგად ვიღებთ ზვიადი-ზვიადის.

მმართველი კლასი რატომ არა?
ნებისმიერ ლიდერს ყავს მმართველი კლასი.
რაც შეეხება ხალხის მასებიდან გამოსვლას ეს ისევ და ისევ ზღაპარია.
ხალხის მასებიდან შეიძლება გამოვიდეს ლიდერი მარა ვისიდ აფინანსებით და ა.შ. იმოქმედებს ეგ ცალკე საკითხავია.

ხალხის მასებიდან შეიძლება გამოვიდეს ლიდერი... smile.gif

QUOTE
გყავდეთ ერთ საკIთხში 
რა პრობლემაა?

სადაც ერთი, იქ შეიძლება კიდევ ერთის მომხრობა და ა. შ.

QUOTE
ელიტები კი ბატონო.
ანუ ხალხი რომელიც ბერკეტებს ფლობს.
რაც არც მე ვართ და არც თქვენ.
და ხალხებით და საზოგადოებიებით თუ არ იმანიპულურებთ არ იქნება ურიგო.

ყველა ფლობს რაღაც ბერკეტს, ზოგი უფრო ძლიერს, ზოგი ნაკლებად, ზოგი უნარიანად იყენებს, ზოგიც ნაკლებად.
ხოლო პროცესი მიდის იქით, საითაც ყველა ამ დიდ-პატარა მოქმედ თუ უმოქმედო ელიტების ტოლქმედია მიმართული.
QUOTE
თავს არ ვიცი და აფინანსებდა კია.

wink.gif

QUOTE
პოლიტიკური რუკით ნუ საუბრობთ.
მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე კარგად ნაცნობი მომენტი:
ამერიკის რევოლუციუურ ომებში გაწყვეტდნენ კონტინენტურ არმიას ოღონდ ფრანგები მიეხმარნენ და რეალურად ის ომი როშამბომ და ლაფაიეტმა მოიგეს.
თუ ოფიციალურ ვერსიას დავუჯერებთ ეს ხალხი არაფერ შუასი არიან და პროსტო თავისით მოხალისეებად იყვნენ ჩასულები.
პროსტო ნუ "შემთხვევით" 50000 კაციანი საექსპედიციო კორპუსიც ჩაყვათ 

ფრანგების ხელშეწყობით შეიქმნა აშშ ისეთი, როგორიც შეიქმნა. და მერე რა?

QUOTE
კი რა თქმა უნდა.
მაგრამ მთავარია მოგებული ვინაა.

ყველა მონაწილე ცდილობს მოგებული გამოვიდეს, ან ნაკლებად დაზარალდეს. და რა?

QUOTE
ხოლო რაც შეეხება ირანს, აქ საფრანგეთმა გამოაძევა ბრიტანული "ანგლო-ირანული ნავთობკომპანია" ირანიდან.

wink.gif

Posted by: dendo 24 Mar 2018, 20:13
კარგი თემაა, ხშირად ვერ ვახერხებ შემოსვლას. წარმატებები

Posted by: t-90 25 Mar 2018, 18:34
nforumi
QUOTE
ხალხის მასებიდან შეიძლება გამოვიდეს ლიდერი...

ვისი ხელდასხმით და დაფინანსებით თორე ლიდერის წარმოშობის ადგილს რა მნიშვნელობა აქვს
QUOTE
ბრტყელდედამიწელებიც ამტკიცებენ რომ ლოგიკურად მსჯელობენ. ასევე პირამიდა აეროდრომისტები. ეგ ლოგიკური მსჯელობა კი არა, ლოგიკური ჩიხია.

კარგით და ეს რატომ არის ლოგიკური ჩიხი?
იმაზე უფრო ლოგიკური ჩიხია ვიდრე ხალხის როგორც არაორგანიზებადი ერთეულისგან გადაყწვეტილების მიმღების გამოყვანა? biggrin.gif
QUOTE
სადაც ერთი, იქ შეიძლება კიდევ ერთის მომხრობა და ა. შ.

კი ზოგადად მასეა.
მაგრამ
რატო გამორიცხავთ რო წინააღმდეგობაც გექნებათ როცა ეს ყველაფერი კონკრეტულ მასშტაბებს მიაღწევს?
და რატო გგონია რო გაქაჩავთ თუ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყფოა არ გექნებათ?
QUOTE
ყველა ფლობს რაღაც ბერკეტს, ზოგი უფრო ძლიერს, ზოგი ნაკლებად, ზოგი უნარიანად იყენებს, ზოგიც ნაკლებად.
ხოლო პროცესი მიდის იქით, საითაც ყველა ამ დიდ-პატარა მოქმედ თუ უმოქმედო ელიტების ტოლქმედია მიმართული.

ყველა ვერაფერს ფლობს.
ფლობს მხოლოდ ორგანიზებადი ერთეული.
QUOTE
ფრანგების ხელშეწყობით შეიქმნა აშშ ისეთი, როგორიც შეიქმნა. და მერე რა?

ხოდა საქმეც ამაშია.
ვის საწინააღმდეგოდ შეიქმნა.
რატომ შეიმქნა.
და ა.შ.
ცოტა ხანში ჩემ მხარეს გადმოხვალთ biggrin.gif
QUOTE
ყველა მონაწილე ცდილობს მოგებული გამოვიდეს, ან ნაკლებად დაზარალდეს. და რა?

მხარე ვინაა საქმეც ამაშია.
და მოქმედებების მოდელები.

Posted by: ეფეს_დუხი 25 Mar 2018, 18:45
ჩვენაირ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ლიდერი და არა მარტო ჩვენ. არის ქვეყნები რომლებმაც ეს ეტაპი უკვე გამოიარეს,ანუ ლიდერი და მესია
რომელიც აიღებს სადავეებს ხელში- ქვეყანას და ერს "აღთქმულ მიწას " აჩუქებს! ბოლოს ჭირი იქა, ლხინი აქა…

Posted by: t-90 25 Mar 2018, 18:47
ეფეს_დუხი
ლიდერმა ეფემ და კანმა ხო გიშველეს 1999 წელს biggrin.gif
როგორც აღმოჩნდა პლურალისტური MU-მ გაჯობათ biggrin.gif

Posted by: ეფეს_დუხი 25 Mar 2018, 18:54
t-90
სამაგიეროდ 2001 არ გავაკარით ბეჭებზე ?rolleyes.gif ფინალში ვალენსიაც ზედ მივაყოლეთ...up.gif

1999 ყარაულის თოფივით გაუვარდათ

ეხ,მე და კანს რომ კვერცხები გვქონდა ძმაო,მაგხელას დინოზაური ვერ დებდა!

Posted by: beqa1971 25 Mar 2018, 19:36
nforumi

საკუთარ დიაგნოზზე უარი თქვი? smile.gif გაგახსენებ:

QUOTE

QUOTE
კატეგოირულად

ასეთები მხოლოდ დანინგ-კრუგერის პიკში გაჭედილი ადამიანები არიან 

ჰა კიდევ მარგალიტი: განდი - სტავლენნიკი

თაგორმა მაჰათმაო და ამან სტავლენნიკიოsmile.gif რომელს დავუჯერო აღარ ვიცი. boli.gif

Posted by: ეფეს_დუხი 25 Mar 2018, 19:41
ვა,საკაიფო ადგილას მოვხვდი მგონიsa.gif სერიოზულ თემების განხილვა მიდის მეგობრებო ?
იმედია აქ მაინც არ იქნება ქოცი ვს ნაცი givi.gif

Posted by: beqa1971 25 Mar 2018, 20:29
QUOTE
იმედია აქ მაინც არ იქნება ქოცი ვს ნაცი

"ქოცი ვს ნაცი" ამ სათაურის თემა უნდა გავხსნა პოსტებს რო დავაგროვებ, მუსიკალური გაფორმებით )))

ისპოლნიაეტ ანსამბლ "რუსსკიი გარმონ" :

Posted by: nforumi 25 Mar 2018, 20:32
beqa1971
QUOTE
საკუთარ დიაგნოზზე უარი თქვი?  გაგახსენებ:

ვინ იცის, იქნებ რაიმე ძვრა მოყვეს ამ კამათს, თუ არა სხვები ხომ მაინც წაიკითხავენ.

t-90

QUOTE
ვისი ხელდასხმით და დაფინანსებით თორე ლიდერის წარმოშობის ადგილს რა მნიშვნელობა აქვს

ხო, კურთხევა მთავარია smile.gif

QUOTE
კარგით და ეს რატომ არის ლოგიკური ჩიხი?
იმაზე უფრო ლოგიკური ჩიხია ვიდრე ხალხის როგორც არაორგანიზებადი ერთეულისგან გადაყწვეტილების მიმღების გამოყვანა? 

ათეისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ადამიანი საერთოდ არ არის გადაწყვეტილების მიმღები. თუ სული არ არსებობს, ის ელ.ნაწილაკთა გარკვეული კომბინაციაა მხოლოდ და მისი ქმედება განპირობებულია ამ ნაწილაკთა ურთიერთგანლაგებით და იმ ალბათობებით, რომელბიც კვანტურ მექანიკაში მოქმედებს. ანუ ჩვენ უბრალოდ ბიორობოტები ვართ... იქნებ ასეა და ადამიანი საერთოდ არ იღებს რამე გადაწყვეტილებას? wink.gif

QUOTE
კი ზოგადად მასეა.
მაგრამ
რატო გამორიცხავთ რო წინააღმდეგობაც გექნებათ როცა ეს ყველაფერი კონკრეტულ მასშტაბებს მიაღწევს?
და რატო გგონია რო გაქაჩავთ თუ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყფოა არ გექნებათ?

ხოდა რა გინდა, ვინ ამბობს რომ წინააღდეგობები არ იქნება? ან ვინ ამბობს რომ ფინანსური რესურსი არ იქნება საჭირო?
მაგრამ შენ გგონია, რომ შეუძლებელია ამ წინააღმდეგობების გადალახვა, ან ფინანსური რესურსების მოპოვება. მე კიდე ვთვლი რომ ეს შესაძლებელია, თუკი შეცდომას არ დაუშვებ და ყოველთვის სწორ ნაბიჯს გადადგამ. უკან რომ ვიხედები, ვხვდები რა შეცდომებიც მაქვს დაშვებული, მაგრამ ის ჩემი შეცდომები ნამდვილად არ არის არავითარი ელიტების ბრალი.
ისე, ზოგს პრობლემა რომ ხვდება, ხელს ჩაიქნევს და შენსავით იტყვის - ელიტებს არ უნდათ რომ საქმე გამომივიდესო. გადაბრალებაა თავისი უუნარობის სინამდვილეში smile.gif

QUOTE
ხოდა საქმეც ამაშია.
ვის საწინააღმდეგოდ შეიქმნა.
რატომ შეიმქნა.
და ა.შ.
ცოტა ხანში ჩემ მხარეს გადმოხვალთ 

მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ და არავითარი აჩემებული პოზიცია არ მაქვს.
აქ შენ ამტკიცებ, რომ ინგლისი ელიტა არ იყოს და საფრანგეთი იყო ელიტა მარტო? wink.gif

QUOTE
მხარე ვინაა საქმეც ამაშია.
და მოქმედებების მოდელები.

მხარე არის ყველა, თითოეული ინდივიდიდან დაწყებული, ინტერესთა დიდი ჯგუფებით დამთავრებული.
თან ასე მარტივადაც არაა საქმე, რომ ფიქსირებული ინტერესთა ჯგუფები არსებობდეს, სხვადასხვა სუბიექტი სხვადასხვა საქმეში შეიძლება სულ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფში იყოს. ამხელა ორომტრიალში შენ გინდა თქვა რომ ერთი ვიღაცა ელიტა არსებობს და ის წყვეტს ვინ, სად, რა და როგორ? wink.gif

beqa1971
QUOTE
რომელს დავუჯერო აღარ ვიცი.

არავის არ უნდა დაუჯერო, ყოველთვის საღი აზრი უნდა ეძებო, რომელიც დიდი უმცირესობაშია სამწუხაროდ. მთელი მსოფლიო ისე მონდომებით ცდილობს სამართლიანობად გაასაღოს სხვის ხარჯზე ცხოვრება, რომ ხანდახან მართლა მეკარგება იმედი.
ოღონდ ხანდახან მარტო, მაინც ოპტიმისტი ვარ smile.gif

Posted by: beqa1971 25 Mar 2018, 22:02
nforumi
QUOTE
ვინ იცის, იქნებ რაიმე ძვრა მოყვეს ამ კამათს, თუ არა სხვები ხომ მაინც წაიკითხავენ.

QUOTE
ა: კერძო სუბიექტის პროდუქტი თუ არ მოგეწონა, არ იყიდი. ამიტომ ის ადგება და შეეცდება გააკეთოს უკეთესი და ის შემოგთავაზოს. თუ არა გაკოტრდება.
ბ: ბიუროკრატის პროდუქტი თუ არ მოგეწონა და არ გინდა ყიდვა, რა მოხდება? - მიიღებს კანონს და დაგავალდებულებს მის ყიდვას. თუ არა ჩაგსვამს ციხეში!

up.gif
ამიტომ ბიუროკრატი პროდუქტს არ უნდა ქმნიდეს. მისი არსებობა უნდა გამართლდეს მოქმედი რეგულაციებით რაც მხოლოდ უსაფრთხოებას მოემსახურება.

ერთი რამეც ცხადია: ხალხისა და ელიტის ურთიერთქმედება ქმნის საერთო ჯამში სახელმწიფოებრიობას. ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ქათამი და კვერცხის ამბავია.
ფაქტია ისიც რომ ელიტა განვითარებულ ქვეყნებში მეტად თმობს პოზიციებს ვიდრე "სიბნელეში". აქედან გამომდინარე თვალსაჩინოა განათლების საკითხები რამდენად საჭირბოროტო თემაა ქვეყნისთვის. და ა.შ.

QUOTE
არავის არ უნდა დაუჯერო, ყოველთვის საღი აზრი უნდა ეძებო

smile.gif
ეგ ხო მარა , თაგორსა და ტ90 შორის რომელს დავუჯერო თქო მაგან "ჩამაფიქრა" biggrin.gif

Posted by: ეფეს_დუხი 25 Mar 2018, 22:16
პოსტების დაგროვება არ მევასება mo.gif ფორუმზე 3 წლის წინ ძალიან აქტიური ვიყავი და ბოლოს მივხვდი,რომ ფორუმს + ერთად ძალიან
ბევრი მინუსი აქვს,თუმცა ყველაფერი ეგრეა ლამის...უბრალოდ უნდა დაუკვირდე ,თუ უარყოფით ემოციებს გაცილებით მეტს გჩუქნის
სასწარაფო უნდა შეცვალო რაღაცაup.gif ეგრეა რააა

Posted by: nforumi 26 Mar 2018, 09:40
beqa1971
QUOTE
ამიტომ ბიუროკრატი პროდუქტს არ უნდა ქმნიდეს. მისი არსებობა უნდა გამართლდეს მოქმედი რეგულაციებით რაც მხოლოდ უსაფრთხოებას მოემსახურება.

კი, მაგ უნდა გაიგოს საზოგადოებამ.

QUOTE
ფაქტია ისიც რომ ელიტა განვითარებულ ქვეყნებში მეტად თმობს პოზიციებს ვიდრე "სიბნელეში".

აი ეს სიბნელეა ჩვენ მთავარი უბედურება.
და კიდე ის, რომ ზოგიერთი მხოლოდ ერთი სარკმლიდან იხედება და რასაც იქიდან ხედავს, ჰგონია რომ ზუსტად ისეთია მთელი დანარჩენი სამყარო.

QUOTE
ეგ ხო მარა , თაგორსა და ტ90 შორის რომელს დავუჯერო თქო მაგან "ჩამაფიქრა" 

არავის, ყველა შეიძლება ცდებოდეს. მათ შორის ტ-90-ც wink.gif

ეფეს_დუხი
QUOTE
თუ უარყოფით ემოციებს გაცილებით მეტს გჩუქნის
სასწარაფო უნდა შეცვალო რაღაცა

მართალია.

Posted by: ეფეს_დუხი 26 Mar 2018, 11:46
დილამშვიდობისაlove.gif რაღა დროს დილა,მაგრამ რა ვქანთ,ზოგი ეხლა ვიღივძებთjump.gif
მეტი პოზიტივი ხალხო! ჩხუბი და კამათი ისედაც არ გვაკლია,თუმცა ჯანსაღი კამათი,რომელიც არ ცდება გარკვეულ ფარგლებს ძალიან კარგია და აუცილებელი..
აზრების გაცვალა და შთაბეჭდილებების გაზიარება,ისეთივე საჭიროა,როგორც ყავა givi.gif

Posted by: t-90 26 Mar 2018, 13:44
nforumi
QUOTE
ხო, კურთხევა მთავარია

ვიღაცა ჯემალა ღობეგლეჯიაშვილი როგორ გადაწყვეტს ლოჯისტიკურ საკითხებს შესაბამისი ელიტის ფინანსური და ინფორმაციული მხარდაჭერის გარეშე ძალიან მაინტერესებს. biggrin.gif
როგორც მათემატიკა გვეუბნება ნოლზე გამრავლებისას ნოლს იღებ.
QUOTE
ათეისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ადამიანი საერთოდ არ არის გადაწყვეტილების მიმღები. თუ სული არ არსებობს, ის ელ.ნაწილაკთა გარკვეული კომბინაციაა მხოლოდ და მისი ქმედება განპირობებულია ამ ნაწილაკთა ურთიერთგანლაგებით და იმ ალბათობებით, რომელბიც კვანტურ მექანიკაში მოქმედებს. ანუ ჩვენ უბრალოდ ბიორობოტები ვართ... იქნებ ასეა და ადამიანი საერთოდ არ იღებს რამე გადაწყვეტილებას? 

რა შუაშია? biggrin.gif
აპიაწ მიკრო დონეზე მსჯელობა, აპიაწ მელოჩნიკობა.
მეტი შეგიძლიათ აშკარად.
QUOTE
ხოდა რა გინდა, ვინ ამბობს რომ წინააღდეგობები არ იქნება? ან ვინ ამბობს რომ ფინანსური რესურსი არ იქნება საჭირო?

ხოდა საქმეც ამაშია რომ შეიძლება ვინმე ელიტის ფრაქციას მოეწონო და გაგქაჩოს.
საკUთარი ფინანსური რესურსებით ამას "ხალხთა მასებიდან" გამოსული ჯემალა ღობეგლეჯიაშვილი ვერ იზამს.
QUOTE
მაგრამ შენ გგონია, რომ შეუძლებელია ამ წინააღმდეგობების გადალახვა, ან ფინანსური რესურსების მოპოვება. მე კიდე ვთვლი რომ ეს შესაძლებელია, თუკი შეცდომას არ დაუშვებ და ყოველთვის სწორ ნაბიჯს გადადგამ. უკან რომ ვიხედები, ვხვდები რა შეცდომებიც მაქვს დაშვებული, მაგრამ ის ჩემი შეცდომები ნამდვილად არ არის არავითარი ელიტების ბრალი.

საიდან მოიტანეთ ეს ყველაფერი ან რატო ვფიქორბ რომ რესურსების მოპოვება შეუძლებელია? biggrin.gif
უბრალოდ რესურსებს კონკრეტული ხალხი განაგებს აქაც და სხვაგანაც.
QUOTE
ისე, ზოგს პრობლემა რომ ხვდება, ხელს ჩაიქნევს და შენსავით იტყვის - ელიტებს არ უნდათ რომ საქმე გამომივიდესო. გადაბრალებაა თავისი უუნარობის სინამდვილეში

და ეს ცვლის ფაქტს რამენაირად რომ ელიტებს უჭირავთ რესურსები და მათ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული მაკრო დონეზე საქმის წარმატება?
QUOTE
მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ და არავითარი აჩემებული პოზიცია არ მაქვს.
აქ შენ ამტკიცებ, რომ ინგლისი ელიტა არ იყოს და საფრანგეთი იყო ელიტა მარტო?

არა.
კონკრეტულ ქვეყანას თავის ელიტა ჰყავს.
ზოგჯერ შტატსაც.
და რა მერE?
beqa1971
QUOTE
ჰა კიდევ მარგალიტი: განდი - სტავლენნიკი

თაგორმა მაჰათმაო და ამან სტავლენნიკიო რომელს დავუჯერო აღარ ვიცი.

თაგორმა?
შემთხვევით თაგორი მაგის ინფორმაციულ უზრუნველყოფას ხო არ ეწეოდა? biggrin.gif
შემთხვევით ისე :დ
QUOTE
ერთი რამეც ცხადია: ხალხისა და ელიტის ურთიერთქმედება ქმნის საერთო ჯამში სახელმწიფოებრიობას. ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ქათამი და კვერცხის ამბავია.
ფაქტია ისიც რომ ელიტა განვითარებულ ქვეყნებში მეტად თმობს პოზიციებს ვიდრე "სიბნელეში". აქედან გამომდინარე თვალსაჩინოა განათლების საკითხები რამდენად საჭირბოროტო თემაა ქვეყნისთვის. და ა.შ.

იმიტომ რომ ელიტებს შორისა არის განსხვავება და არა ქვეყნებს შორის.
მაგალითისთვის დავით აღმაშენებელმა 15 წელიწადში ერწუხის ბრძოლა მოიგო. ხალხი შეიცვალა? არა.
განათლდა უფრო? არა
ანუ ელიტა გაეფექტურდა.
უფრო აქეთ თუ გვინდა სინგაპურია მაგალითი.

Posted by: ეფეს_დუხი 26 Mar 2018, 19:11
ამ ელიტას რატომ გადაეკიდეთ და საერთოდ საქართველოში ვინ არიან ეგ ელიტა,ერთი მაინც შეგიძლიად რომ დასახელოდ ? spy.gif

Posted by: beqa1971 26 Mar 2018, 20:22
nforumi
QUOTE
ყველა შეიძლება ცდებოდეს

ამიტომაც კავშირდება კატეგორიულობა დიაგნოზთან smile.gif.

t-90
QUOTE
შემთხვევით თაგორი მაგის ინფორმაციულ უზრუნველყოფას ხო არ ეწეოდა? 
შემთხვევით ისე :დ

ხო, და რა შემთხვევით?, თვითონ თაგორი იყო მანჯურიის შპიონი, დავალებული ჰქონდა განდის დავერბოვკება, რათა მანჯურელებს დახმარებოდა იაპონიის გავლენისგან გასანთავისუფლებლად, არაძალადობის გზით. მარა განდიმ გადააგდო, ამერიკამ უფრო მეტი გადაუხადა და მხოლოდ ინგლისელები გაყარა ინდოეთიდან. ასე იყო. მერე გაბრაზებულმა მანჯურებმა მოკლეს.

არ იყო ასე? აბა როგორ იყო? ))

ისე რა მიკვირს და, აი როგორც მახსოვს ადრე ახსენე "ბაბანა მემარჯვენე" ვარო .ხოდა რეალურად "ბაბანა" რომ პოლიტ ტერმინით შევცვალოთ ანუ ტერმინი "ულტრამემარჯვენე" ვიხმაროთ, რა გაიძულებს სუპრემასიზმისა და სეგრეგაციის გამპრავებელი მცირე ჯგუფების აპოლოგეტობას? თუ შენც მათ რიგებში ხარ?)) აკი გკითხე კიდევაც ადრე შენც ელიტა ხარ თქო? და არაო. ლოგიკა სად არის? ახალგაზრდა კაცი უანგაროდ, გულწრფელად ადვოკატობ ამგვარ იდეოლოგიებს?)) და რა აზრის ხარ კორკოტა და სასტავზე? საინტერესოა. პროსტა ფინანსები არ აქვთ იმ დონის და ცოტა სასაცილოები ჩანან თორე არის მათში ულტრა რადიკალ მემარჯვენისეული და ირონიის გარეშე მართლა გეკითხები რა აზრის ხარ?

რაც შეეხება ამ "ელიტების თეორიას" .სხვათაშორის არც ისე შორს დგას "შეთქმულების თეორიიდან" და თუკი ბრტყელი დედამიწა სასაცილოა, ბილდელბერგის კლუბი და "სტავლენნიკი განდი " არაა სასაცილო?

p.s.
მაკიაველისეული ელიტების თეორია და ორგანიზებადი უმცირესობების დაპირისპირებები მოძველებულია, პოლიტპროცესებში თუნდაც ელექტორატის თანამედროვე სახით არსებობამ ბევრი რამ შეცვალა (ამერიკის ბოლო არჩევნები აიღე, კლინტონს არც ფული აკლდა, არც მედიასაშუალებების მხარდაჭერა და არც პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ელიტის თანადგომა, მაგრამ ხალხმა არაო., ნუ თუ აქ ხალხი არაფერს წყვეტდა, მაშინ ბრტყელ დედამიწაზე ვიკამათოთ. ) და ახლა რო დაეწერა მაკიაველს (ჭკვიანი კაცი იყო) უთუოდ რაღაცეებს ჩაასწორებდა თავის ნაშრომებში ან გადაწერდა. ასე რომ , რარიტეტულ ფასეულობებს, ასე ბრმად, თანამედროვეობის აქტუალობად ნუ რაცხავ.
რომის გაკვეთილების მოყოლას, პატრიციები და პლებეების დაპირისპირებაზე მსჯელობას და დავით აღმაშენებელზე ანალოგიებს, "ხალხი არსებობს თუ არა" იმის გასარკვევად ჯობია ჯერ კალენდარს დავხედოთ up.gif biggrin.gif , და მერე "ქსელურ საზოგადოებასა" და "ინფორმაციონალიზმის ეპოქის" შესახებ რამე წავიკითხოთ, bis.gif ფრიად საინტერესო საკითხავია. დიდი ხანი არაა ისე რაც დავინტერესდი ( ხელოვნების კუთხით დამაინტერესა) მარა ინფორმაციონალიზმი ყველა სფეროს ედება, სოციალურ თუ მმართველობით სისტემებზე უკვე შესამჩნევი გავლენაც აქვს. გადახედე ბევრ სიახლეს აღმოაჩენ smile.gif თუნდაც იმას რომ ევროპის რიგი განვითარებული ქვეყნების სოციალ-პოლიტიკური მიმართულებების გაგება კლასიკურ , რაციონალურ ჭრილში რატომ ვეღარ ჯდება.

Posted by: t-90 26 Mar 2018, 21:09
ეფეს_დუხი
QUOTE
ამ ელიტას რატომ გადაეკიდეთ და საერთოდ საქართველოში ვინ არიან ეგ ელიტა,ერთი მაინც შეგიძლიად რომ დასახელოდ ? 

ვინც პოლიტიკურ, ფინანსურ და ინფორმაციულ ბერკეტებს ფლობს.
beqa1971
QUOTE
ო, და რა შემთხვევით?, თვითონ თაგორი იყო მანჯურიის შპიონი, დავალებული ჰქონდა განდის დავერბოვკება, რათა მანჯურელებს დახმარებოდა იაპონიის გავლენისგან გასანთავისუფლებლად, არაძალადობის გზით. მარა განდიმ გადააგდო, ამერიკამ უფრო მეტი გადაუხადა და მხოლოდ ინგლისელები გაყარა ინდოეთიდან. ასე იყო. მერე გაბრაზებულმა მანჯურებმა მოკლეს.

რაი? biggrin.gif
QUOTE
ისე რა მიკვირს და, აი როგორც მახსოვს ადრე ახსენე "ბაბანა მემარჯვენე" ვარო .ხოდა რეალურად "ბაბანა" რომ პოლიტ ტერმინით შევცვალოთ ანუ ტერმინი "ულტრამემარჯვენე" ვიხმაროთ, რა გაიძულებს სუპრემასიზმისა და სეგრეგაციის გამპრავებელი მცირე ჯგუფების აპოლოგეტობას? თუ შენც მათ რიგებში ხარ?))

აპოლოგეტობას რა.
შეხედეთ რეალობაას თვალებსი.
ფაქტები ასეთია.
ხალხთა მასები და ა.შ. მიამიტები არ ვართ რა.
QUOTE
თუ შენც მათ რიგებში ხარ?)

მე რო მათ რიეგებში იყო ჩუმად ვიჯდებდოი და ვიღაცა ბექარაღაცაციფრებთან ფორუმზე არ ვიკამათებდი biggrin.gif
QUOTE
აკი გკითხე კიდევაც ადრე შენც ელიტა ხარ თქო? და არაო. ლოგიკა სად არის? ახალგაზრდა კაცი უანგაროდ, გულწრფელად ადვოკატობ ამგვარ იდეოლოგიებს?

რა იდეოლოგიებს?
სახლემწიფოს მოწყობის თეორიაა და მეტი არაფერი.
QUOTE
ახალგაზრდა კაცი უანგაროდ, გულწრფელად ადვოკატობ ამგვარ იდეოლოგიებს?)) და რა აზრის ხარ კორკოტა და სასტავზე? საინტერესოა. პროსტა ფინანსები არ აქვთ იმ დონის და ცოტა სასაცილოები ჩანან თორე არის მათში ულტრა რადიკალ მემარჯვენისეული და ირონიის გარეშე მართლა გეკითხები რა აზრის ხარ?

კორკოტა და სასტავი ნებისმიერი მემარჯვენე ძალის მარგინალიზებისთვისაა შექმნილი.
ისევე როგორც სკინჰედების ორგანიზაცია.
QUOTE
რაც შეეხება ამ "ელიტების თეორიას" .სხვათაშორის არც ისე შორს დგას "შეთქმულების თეორიიდან" და თუკი ბრტყელი დედამიწა სასაცილოა, ბილდელბერგის კლუბი და "სტავლენნიკი განდი " არაა სასაცილო?

ნუ ახლა ბილდერბერგის კლუბი სულაც არაა შეთქმულების თეორია. ზედმეტს აწერენ თორემ ფრიად საინტერესო ხალხი გამოდის მაგ კლუბში და ბევრი რამეც წყდება მანდ.
ამერიკის და ევროპის ფინანსური ელიტების წარმომადგენლები, ექსპერტები მედიიდან, ფინანსური, ინდუსტრიული დაკადემიური სფეროებიდან და ა.შ. რო იკრიბებიან ტყუილად ეს ხალხი რო დროს არ დახარჯავს მგონი გასაგებიც უნდა იყოს.
QUOTE
მაკიაველისეული ელიტების თეორია და ორგანიზებადი უმცირესობების დაპირისპირებები მოძველებულია, პოლიტპროცესებში თუნდაც ელექტორატის თანამედროვე სახით არსებობამ ბევრი რამ შეცვალა

და რომის რესპუბლიკის პერიოდისგნა რამით განსხვავდება?
QUOTE
და მერე "ქსელურ საზოგადოებასა" და "ინფორმაციონალიზმის ეპოქის" შესახებ რამე წავიკითხოთ

სისტემა არ იცვლება საქმეც მაგასია.
QUOTE
ფრიად საინტერესო საკითხავია. დიდი ხანი არაა ისე რაც დავინტერესდი ( ხელოვნების კუთხით დამაინტერესა) მარა ინფორმაციონალიზმი ყველა სფეროს ედება, სოციალურ თუ მმართველობით სისტემებზე უკვე შესამჩნევი გავლენაც აქვს. გადახედე ბევრ სიახლეს აღმოაჩენ

ნუ ახლა ჰოფშტადერები და თენენბაუმები ჩვენც წაკითხული გვაქვს.
და სოციალურ სისტემებში გავლენა თუ სერიოზუალდ გგონიათ რომ ფეისბუქს და ტვიტერს აქვთ ძალიან ძალიან ცდებით.
აი ძალიან ძალიან. biggrin.gif
QUOTE
თუნდაც იმას რომ ევროპის რიგი განვითარებული ქვეყნების სოციალ-პოლიტიკური მიმართულებების გაგება კლასიკურ , რაციონალურ ჭრილში რატომ ვეღარ ჯდება.

რა ვეღარ ჯდება?

Posted by: beqa1971 26 Mar 2018, 23:09
t-90

QUOTE
ო, და რა შემთხვევით?, თვითონ თაგორი იყო მანჯურიის შპიონი, დავალებული ჰქონდა განდის დავერბოვკება, რათა მანჯურელებს დახმარებოდა იაპონიის გავლენისგან გასანთავისუფლებლად, არაძალადობის გზით. მარა განდიმ გადააგდო, ამერიკამ უფრო მეტი გადაუხადა და მხოლოდ ინგლისელები გაყარა ინდოეთიდან. ასე იყო. მერე გაბრაზებულმა მანჯურებმა მოკლეს.

რაი?

აბა როგორ იყო თქო გკითხე და არ გაქ პასუხი?

QUOTE
შეხედეთ რეალობაას თვალებსი.

აშშ-ს არჩევნების ანალიზი დადე-თქო ხალხი რომ არაფერს წყვეტს იმ არგუმენტებით, და რეალობას მერე შევხედოთ ერთად თვალებში biggrin.gif
QUOTE
სახლემწიფოს მოწყობის თეორიაა და მეტი არაფერი.

კაია რომ მხოლოდ თეორიაა.

QUOTE
კორკოტა და სასტავი ნებისმიერი მემარჯვენე ძალის მარგინალიზებისთვისაა შექმნილი.

და რუსი ლევაკები აფინანსებენ ალბათ შენ გეცოდინება ეგ ზუსტად როგორ არი. biggrin.gif

QUOTE
ნუ ახლა ბილდერბერგის კლუბი სულაც არაა შეთქმულების თეორია.

biggrin.gif
QUOTE
სისტემა არ იცვლება საქმეც მაგასია.

თქვენ უშლით ხელს თქვენი რეფორმაფობიით და მერე არ იცვლებაო, გადაირევი კაცი. smile.gif
QUOTE
ჰოფშტადერები და თენენბაუმები

რა შუაშია? biggrin.gif

QUOTE
და სოციალურ სისტემებში გავლენა თუ სერიოზუალდ გგონიათ რომ ფეისბუქს და ტვიტერს აქვთ ძალიან ძალიან ცდებით.
აი ძალიან ძალიან. 

ძალიან უნდა დაგეწერა კიდე ერთი 20 ჯერ და კიდევ უფრო ძალიან იქნებოდა biggrin.gif

QUOTE
რა ვეღარ ჯდება?

მერე დავწერ ამაზე ცალკე, მანამდე მარტინთან ან კასტელსთან იკითხეთ, აქვთ პასუხები wink.gif

Posted by: t-90 26 Mar 2018, 23:21
beqa1971
QUOTE
აბა როგორ იყო თქო გკითხე და არ გაქ პასუხი?

QUOTE

აშშ-ს არჩევნების ანალიზი დადე-თქო ხალხი რომ არაფერს წყვეტს იმ არგუმენტებით, და რეალობას მერე შევხედოთ ერთად თვალებში

აშშ არჩევნებშI რატო გგონია რო ხალხი წყვეტს? biggrin.gif
აშშ არჩევნებში რეალურად ჰილარიმ მოიგო.
ნეტა რაომ მოიგო ტრამპმა? :დ
საქმეც მაგაშია.
QUOTE
კაია რომ მხოლოდ თეორიაა.

და თქვენიც თეორიაა რა გიხარია?
პროსტო ამას გაცილებით მეტი დამადასტურებელი მომენტები აქვს.
QUOTE
თქვენ უშლით ხელს თქვენი რეფორმაფობიით და მერე არ იცვლებაო, გადაირევი კაცი.

აბა რეფორმაფობიით?
ლევაკურ სისულელეებს რეფორმებს ეძახით ხელოვანი ხალხი? biggrin.gif
სადაც მოვიდნენ კომუნისტები იგივე სისტემა დატოვეს ხოდა რა ხეირი?
არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს სისტემა სადაც ხალხს რაიმე სახის გავლენა ექნება.
იმიტომ რომ თიხას არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს მეთუნეზე.
QUOTE
რა შუაშია?

ჰოფშტადერი რა შუაშია ინფორმაციულ თეორიებთან?
და რაც მთავარია თენენბაუმი რა შუაშია? biggrin.gif
ცოტა ხანში იმასაც დაახეთქებთ დეიქსტრა არაფერ შუაშიაო. biggrin.gif
QUOTE
ძალიან უნდა დაგეწერა კიდე ერთი 20 ჯერ და კიდევ უფრო ძალიან იქნებოდა

აი ხო ხედავ სათქმელი რო არაფერი გაქვს მეტი არაფერი ეგიძლია.
სინამდვილეში ფეისბუქი და ტვიტერი არის ელიტების მიერ კონტროლის ყველაზე კარგი საშუალება.
ადამიანი თავის ფსიქოპორტრეტს რო ავის ხელით ჩააბარებს ელტიას იმაზე კაი რაა? biggrin.gif
არასდროს ელიტებს არ ჰქონია ამდენი ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფებზე რამდენიც ინფორმაციულ ეპოქაშI.
QUOTE
ერე დავწერ ამაზე ცალკე, მანამდე მარტინთან ან კასტელსთან იკითხეთ, აქვთ პასუხები

რობერ კასტელზეა საუაბრი?
ბარემ ბრუნო ლატურიც დადეთ biggrin.gif
ტროცკიც მოაყოლეთ ჰა ჯანდაბას biggrin.gif

პ.ს. ბილდერბერგზე რატო გაგეცინა მაინც ვერ გავიგე biggrin.gif
ანუ წარმოიდგინე 100 კაცამდე სერიოზული ხალხი: ლორდები, კონგრესმენები, პრეზიდენტები, გრაფები და ჰერცოგები. ასევე ინდუსტრიალისტები, მედია მაგნატები და ა.შ. იკრიბება ყოველწლიურად.
დასასვენებლად რო არ იკრიბებიან ეგ ცხადია და დანარჩენი რავი.

Posted by: beqa1971 26 Mar 2018, 23:44
t-90

biggrin.gif

Posted by: t-90 26 Mar 2018, 23:50
beqa1971
მეტი არაფერი გაქვს სათქმელი.
კაია biggrin.gif

Posted by: beqa1971 27 Mar 2018, 13:07
t-90

QUOTE
მეტი არაფერი გაქვს სათქმელი.

განდიზე შეკითხვა დააიგნორე. gigi.gif

არჩევნებზე, არგუმენტი დადე თქო და რაღაც ოქსიმორონი დადევი "საქმეც ამაშია" არგუმენტით gigi.gif

აზრი გამოვთქვი, თანამედროვე ახალგაზრდა კაცისთვის ულტრამემარჯვენეობა არ ვარგათქო და ლევაკურ კომუნისტურს მატენი. თანაც ნიშნისმოგებით რა გიხარიაო gigi.gif

"ქსელურ საზოგადოებაზე" გელაპარაკები, მეც ეხლა ვცდილობ გარკვევას, საინტერესოა შენც გადახედეთქო და ამაზეც ნიშნისმოგებით მპასუხობ ვიცი მე ეგენიო და აიტიშნიკურ ამბებს ყვები. gigi.gif (დეიქსტრა ეხლა დავგუგლე და რაღაც ალგორითმი ყოფილა )) ვერაფრით ვერ დავახეთქებდი ესლი ჩესტნა. ))
სოციალურ სისტემებში ფეისბუკი რომ მგონია მთავარი ღირებულება , თავს მახვევ (არსად არ მითქვამს ეგ)gigi.gif და მერე ირონიულად თავადვე ასკვნი რომ ძალიან ძალიან ძალიან ვცდები gigi.gif

ბილდერბერგის კლუბი ვახსენე და "საიდუმლო მსოფლიო მთავრობა" და შეთქმულების თეორია სხვადასხვა მცნებებიაო და
აბა რა სათქმელი უნდა მქონდეს სხვა, თავად დაფიქრდი. )) gigi.gif

p.s.

QUOTE
მეტი არაფერი გაქვს სათქმელი.
კაია 

დავუშვათ ასეა და კაი რატომ არის? ))დანინგ–კრუგერის ეფექტიდან ასე ჩანს? biggrin.gif მთავარია კამათში გაიმარჯვო თორე რას შეიძენ ახალს და საინტერესოს ვის აინტერესებს? თანაც როდესაც ყველაფერი ისედაც იცი? old.gif
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98

p.s.s.
განდის სტავლენნიკობის არგუმენტი დადე ნუ აიგნორებ biggrin.gif

Posted by: nigo 27 Mar 2018, 14:20
nforumi
t-90
beqa1971

ეს თემა რომ არ ამომეწია , რა გეშველებოდათ biggrin.gif

Posted by: t-90 27 Mar 2018, 14:33
beqa1971
QUOTE

განდიზე შეკითხვა დააიგნორე.

რა დავაიგნორე?
განდის ამბავო სამჯერ გითხარი როგორც მოხდა biggrin.gif
სამჯერვე ვერ გაიგე და რა ჩემი ბრალია? biggrin.gif
QUOTE
აზრი გამოვთქვი, თანამედროვე ახალგაზრდა კაცისთვის ულტრამემარჯვენეობა არ ვარგათქო და ლევაკურ კომუნისტურს მატენი. თანაც ნიშნისმოგებით რა გიხარიაო

ულტრა არა.
პოლიტიკურად კონსერვატორი,
ეკონომიკურად მემარჯვენე-ცენტრისტი.
QUOTE
ქსელურ საზოგადოებაზე" გელაპარაკები, მეც ეხლა ვცდილობ გარკვევას, საინტერესოა შენც გადახედეთქო და ამაზეც ნიშნისმოგებით მპასუხობ ვიცი მე ეგენიო და აიტიშნიკურ ამბებს ყვები. gigi.gif (დეიქსტრა ეხლა დავგუგლე და რაღაც ალგორითმი ყოფილა )) ვერაფრით ვერ დავახეთქებდი ესლი ჩესტნა. ))

ედსგერ დეიქსტრა რო ალგორითმის იქით გგონიათ არაფერს წერდა მაგიტომ ხართ გენიოსები biggrin.gif
პირველი კაცია ვინც distributed computingის გავლენა დაწერა მსოფლიოზე და ეს ყველაფერი მათემატიკურად დაასაბუთა სანამ ინტერნეტი იქნებოდა მოგონებული.
მაშინ როცა network society არც იყო ტერმინი მოგონებული.
მარა თქვენ ხელოვანი ხალხი მაგდნეს ვერ გაქაჩამთ biggrin.gif
QUOTE
სოციალურ სისტემებში ფეისბუკი რომ მგონია მთავარი ღირებულება , თავს მახვევ (არსად არ მითქვამს ეგ)gigi.gif და მერე ირონიულად თავადვე ასკვნი რომ ძალიან ძალიან ძალიან ვცდები

ხოდა საქმეც მაგასია ელექტრონული საშუალებები რო გგონიათ თქვენს ტეორიის დამადასტურებლად რომ მაკიაველის მიდგომები აღარ მოქმედებს თურმე და მOძველდა სინამდვილეში პირიქითაა, ტექნოლგოია და ინფორმაციონალიზმი პირიქით ხელს უწყობს ბერკეტების მცირე ხალხში კონცენტრაციას.
QUOTE
ბილდერბერგის კლუბი ვახსენე და "საიდუმლო მსოფლიო მთავრობა" და შეთქმულების თეორია სხვადასხვა მცნებებიაო და
აბა რა სათქმელი უნდა მქონდეს სხვა, თავად დაფიქრდი. )) gigi.gif

მსოფლიო მთავრობა არ ვიცი და ბილდერბერგის ჯგუფი არის ყოველწლიური პატარა კონფერენცია (120 კაციანი) სადაც მონაწილეობენ ფრიად გავლენიანი ხალხი და რას განიხილავენ კაცმა არ იცის.
ხოდა რა ვიცი ახლა რატოა ეს შეთქმულების თეორია არ ვიცი.
რავი დაწყებული კისინჯერიდან დამთავრებული ჯეფ ბეზოსით და პეტერ ტილით ყველა იღებს მონაწილეობას და მეეჭვება დასასვენებელად იკრიბებოდნენ.
QUOTE
მთავარია კამათში გაიმარჯვო თორე რას შეიძენ ახალს და საინტერესოს ვის აინტერესებს? თანაც როდესაც ყველაფერი ისედაც იცი? old.gif

შენთან რო ახალს არაფერს არ შევიძენ გარდა ლევაკური ამბებისა ეგ ისედაც დავადგინე უკვე.
ისა და ეს ხელოვანი კაცი ფსიქიატრობას რო მოეშვა ვერა? თორე ახლა შენ ნაწერებს რო ჩავუჯდეთ მოყვარული ფსიქიატრის თვალით იმდენ რამეს გიპოვი რო ციკლოდოლზე დაგსვამენ biggrin.gif
QUOTE
განდის სტავლენნიკობის არგუმენტი დადე ნუ აიგნორებ biggrin.gif

მერამდენედ?
ეგება განდის ბიოგრაფია გადაიკითხოთ სად მოღვაწეობდა, რომელ ორგანიზაციაში და ა.შ.

Posted by: beqa1971 27 Mar 2018, 18:03
t-90
QUOTE
რა დავაიგნორე?
განდის ამბავო სამჯერ გითხარი როგორც მოხდა 
სამჯერვე ვერ გაიგე და რა ჩემი ბრალია? 

ნუ მე მარტო ეს ვნახე "რაი?" და არჩევნებზე პასუხი დაკავშირება გამიჭირდა მართალი ხარ ვერ გავიგე)) იმას ხო არ გულისხმობ თაგორი რო ინფორმაციულ უზრუნველყოფას ეწეოდა?))
QUOTE
ულტრა არა.
პოლიტიკურად კონსერვატორი,
ეკონომიკურად მემარჯვენე-ცენტრისტი.

ბაბანასთან შედარებით აშკარა პროგრესია smile.gif რასაც მივესალმები ცალსახად ))

QUOTE
ედსგერ დეიქსტრა რო ალგორითმის იქით გგონიათ არაფერს წერდა მაგიტომ ხართ გენიოსები 
პირველი კაცია ვინც distributed computingის გავლენა დაწერა მსოფლიოზე და ეს ყველაფერი მათემატიკურად დაასაბუთა სანამ ინტერნეტი იქნებოდა მოგონებული.
მაშინ როცა network society არც იყო ტერმინი მოგონებული.
მარა თქვენ ხელოვანი ხალხი მაგდნეს ვერ გაქაჩამთ 

ეხლა დექსტერს თუ ვერ გაქაჩავს ხელოვანი ამის გამო მაინ არ უნდა მოიძულო smile.gif

QUOTE
ხოდა საქმეც მაგასია ელექტრონული საშუალებები რო გგონიათ თქვენს ტეორიის დამადასტურებლად რომ მაკიაველის მიდგომები აღარ მოქმედებს თურმე და მOძველდა სინამდვილეში პირიქითაა, ტექნოლგოია და ინფორმაციონალიზმი პირიქით ხელს უწყობს ბერკეტების მცირე ხალხში კონცენტრაციას.

მაკიაველი არც განიხილება არც მისი თეორების კონტრარგუმენტზე არაა საუბარი. და არც ასე ცალსახად ბერკეტებზეა საუბარი. გლობალურად შეხედე პროცესებს.
მარტივად რო ვთქვათ ინფორმაციონალიზმის ეპოქა, პოსტმოდერნისტული სოციალ-პოლიტიკური ნიშების (მაგ.ინტელექტუალური ნიჰილიზმი , სოციალური სკეპტიციზმი. )ოპონირებად მოიაზრება, ქსელური საზოგადოება კულტურულ და ინსტიტუციონალურ დონეებზე არსებულ რეალობაში აჩენს მნიშვნელოვან განსხვავებებს. მაგალითად ინფორმაციონალიზმის ეპოქის პარადიგმის ერთერთი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების მზარდი მოქნილობა თავის მხრივ შედარებით უმტკივნეულო, ახალ რეალობებთან ადაპტაციის სრულიად განსხვავებულ უნარებში გამოიხატება.
ანუ სხვა სიტყვებით აღარ არის საჭირო რევოლუციები, რევოლუციები ხდება ისედაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბევრად უმტკივნეულოდ.
მათემატიკა არ ვიცი მარა , კინო ლიტერატურაში და კერძოდ დრამატურგიაში ახალი ენობრივ -ნიშნობრივი ძიებები კაი ხანია ჩიხში მოექცა. პოსტმოდერნიზმი როგორც გამოსავალი არც ამ სფეროს მოევლინა. კლასიკურ რაციონალური თვისებებზე უარის თქმაც ვერ გახდა გამოსავალი. ამიტომ ისეთი პირი უჩანს რომ ხელოვნება თავად დრამატურგიაზე იტყვის უარს როგორც ასეთზე. ამის ნიშნები უკვე არსებობს ქსელურ საზოგადოებაში. და ა.შ.
რაღა დროს მაკიაველია მართლა კარგი რა. ცუდია თქო კი არ ვამბობ მაგრამ ძველია, რარიტეტი.
QUOTE
მსოფლიო მთავრობა არ ვიცი და ბილდერბერგის ჯგუფი არის ყოველწლიური პატარა კონფერენცია (120 კაციანი) სადაც მონაწილეობენ ფრიად გავლენიანი ხალხი და რას განიხილავენ კაცმა არ იცის.
ხოდა რა ვიცი ახლა რატოა ეს შეთქმულების თეორია არ ვიცი.
რავი დაწყებული კისინჯერიდან დამთავრებული ჯეფ ბეზოსით და პეტერ ტილით ყველა იღებს მონაწილეობას და მეეჭვება დასასვენებელად იკრიბებოდნენ.

აი რო გგონია რომ ტრამპი მაგათი დანიშნულია მაგას ვეძახი შეთქმულების თეორიას smile.gif კაი კონსპირაცია დაუძახე თუ გინდა. ისე პუტინსაც ეგ 120 კაცი ნიშნავს თუ ტლად მსოფლიო მმართველობას ვერ ქაჩავენ, საინტერესოა როგორაა ეგ ამბავი.
QUOTE
შენთან რო ახალს არაფერს არ შევიძენ გ

ჩემი თავი არც მიგულისხმია)) აგერ ნფორუმმა დაგიწერა კარგი რაღაცეები, მითუმეთეს განათლება მისი პირდაპირი პროფილი ყოფილა, მაგრამ არც მაგას მოუსმინე smile.gif

QUOTE
ლევაკური ამბებისა

ჰაჰაა, სად ნახე?)) ხალხს რო ბრობოდ არ აღვიქვავ მაგიტო?))
QUOTE
ისა და ეს ხელოვანი კაცი ფსიქიატრობას რო მოეშვა ვერა? თორე ახლა შენ ნაწერებს რო ჩავუჯდეთ მოყვარული ფსიქიატრის თვალით იმდენ რამეს გიპოვი რო ციკლოდოლზე დაგსვამენ 

ციკლადოლი რა იცი შენ ვინმე გყავდა პარკინსონიანი? მუჰამედ ალი სვავდა ცხონებული.

biggrin.gif
QUOTE
ეგება განდის ბიოგრაფია გადაიკითხოთ სად მოღვაწეობდა, რომელ ორგანიზაციაში და ა.შ.

დაჟე ბიოგრაფიაში უწერია სტავლენნიკობის ამბები?))

ერთი აბზაცი დააკოპირე მინიშნება სადაცაა, მე არ შემხვედრია ეგეთი რამ საინტერესოა მართლა. ))

Posted by: t-90 27 Mar 2018, 18:17
beqa1971
QUOTE

ნუ მე მარტო ეს ვნახე "რაი?" და არჩევნებზე პასუხი დაკავშირება გამიჭირდა მართალი ხარ ვერ გავიგე)) იმას ხო არ გულისხმობ თაგორი რო ინფორმაციულ უზრუნველყოფას ეწეოდა?))

რატო გამორიცხავ ?
იმიტომ რომ მაინც ვერ გავიგე რა გინდოდა ვერ ჩამოაყალიბე. რაღაცა სარკაზმულ ფსიქოლოგიური თუ რაღაცა ჯანდაბა გამოგივიდა biggrin.gif
QUOTE

ბაბანასთან შედარებით აშკარა პროგრესია smile.gif რასაც მივესალმები ცალსახად ))

ეკონომიკურად ბაბანა მემარჯვენე არის ენფორუმი.
მე პოლიტიკურად.,
QUOTE
ხლა დექსტერს თუ ვერ გაქაჩავს ხელოვანი ამის გამო მაინ არ უნდა მოიძულო

მოძულებით ვის სძულხარ?
უბრალოდ მათემატიკური დასაბუთებისგან შორს დგახარ. biggrin.gif
QUOTE
მაკიაველი არც განიხილება არც მისი თეორების კონტრარგუმენტზე არაა საუბარი. და არც ასე ცალსახად ბერკეტებზეა საუბარი. გლობალურად შეხედე პროცესებს.

აჰ დაჟე არც განიხილება? biggrin.gif
QUOTE
მარტივად რო ვთქვათ ინფორმაციონალიზმის ეპოქა, პოსტმოდერნისტული სოციალ-პოლიტიკური ნიშების (მაგ.ინტელექტუალური ნიჰილიზმი , სოციალური სკეპტიციზმი. )ოპონირებად მოიაზრება, ქსელური საზოგადოება კულტურულ და ინსტიტუციონალურ დონეებზე არსებულ რეალობაში აჩენს მნიშვნელოვან განსხვავებებს. მაგალითად ინფორმაციონალიზმის ეპოქის პარადიგმის ერთერთი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების მზარდი მოქნილობა თავის მხრივ შედარებით უმტკივნეულო, ახალ რეალობებთან ადაპტაციის სრულიად განსხვავებულ უნარებში გამოიხატება.
ანუ სხვა სიტყვებით აღარ არის საჭირო რევოლუციები, რევოლუციები ხდება ისედაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბევრად უმტკივნეულოდ.
მათემატიკა არ ვიცი მარა , კინო ლიტერატურაში და კერძოდ დრამატურგიაში ახალი ენობრივ -ნიშნობრივი ძიებები კაი ხანია ჩიხში მოექცა. პოსტმოდერნიზმი როგორც გამოსავალი არც ამ სფეროს მოევლინა. კლასიკურ რაციონალური თვისებებზე უარის თქმაც ვერ გახდა გამოსავალი. ამიტომ ისეთი პირი უჩანს რომ ხელოვნება თავად დრამატურგიაზე იტყვის უარს როგორც ასეთზე. ამის ნიშნები უკვე არსებობს ქსელურ საზოგადოებაში. და ა.შ.
რაღა დროს მაკიაველია მართლა კარგი რა. ცუდია თქო კი არ ვამბობ მაგრამ ძველია, რარიტეტი.

ნუ ახლა ხელოვნება დრამატურგიაზე ალბათ იტყვის ისედაც უარს იმიტომ რომ უკვე რობოტები წერენ სცენარებს და რა ვიცი biggrin.gif
ხელოვნება ნაკლებად მაინტერესებს ამ კUთხით.
უფრო პოლიტიკა, ინდუსტრია და მეცნიერება.
კარგი მაკიაველი არ მოგწონს ეგება ვერნონ სმიტი და კევინ მაკკეიბი მოგეწონოს
QUOTE
აი რო გგონია რომ ტრამპი მაგათი დანიშნულია მაგას ვეძახი შეთქმულების თეორიას smile.gif კაი კონსპირაცია დაუძახე თუ გინდა. ისე პუტინსაც ეგ 120 კაცი ნიშნავს თუ ტლად მსოფლიო მმართველობას ვერ ქაჩავენ, საინტერესოა როგორაა ეგ ამბავი.

ტრამპი მაგათი დანიშნული არაა. ტრამპი სხვების დანიშნულია. ამერიკაში მიდის დაპირისპირება სოფლის მეურნეობის გიგანტების დაფინანსებულ სოციალისტებსა და ინდუსტრიალისტ მემარჯვენეებს შორის.
ეგენი უფრო კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას და სტანდარტიზაციას აკეთებენ ალვბათ.
თუმცა კაცმა არ იცის.
მე ვიცი ფაქტი რომ ამდენი გავლენიანი ტიპი ერთად იკრიბება.
QUOTE
ჩემი თავი არც მიგულისხმია)) აგერ ნფორუმმა დაგიწერა კარგი რაღაცეები, მითუმეთეს განათლება მისი პირდაპირი პროფილი ყოფილა, მაგრამ არც მაგას მოუსმინე

ენფორუმს ვუსმენ.
შენ არა.
ნუ დაიბოღმები არაა პრობლემა კაცო.
QUOTE

ციკლადოლი რა იცი შენ ვინმე გყავდა პარკინსონიანი? მუჰამედ ალი სვავდა ცხონებული.

ასე იცი ყველაფერი სენ. biggrin.gif
QUOTE
დაჟე ბიოგრაფიაში უწერია სტავლენნიკობის ამბები?))

ერთი აბზაცი დააკოპირე მინიშნება სადაცაა, მე არ შემხვედრია ეგეთი რამ საინტერესოა მართლა. ))

ხო აი არა ესე თავისით გაიჩითა, სატიაგრაჰაო თქვა და ბრიტანელებიც აი ესე გავიდნენ თავისით biggrin.gif

Posted by: beqa1971 27 Mar 2018, 19:31
t-90
QUOTE
ენფორუმს ვუსმენ.

up.gif
კარგი თვისებაა მოსმენა ზოგადად.
მთლად ისეც არ ყოფილა საქმე როგორც ვიფიქრე. wink.gif

QUOTE
შენ არა.
ნუ დაიბოღმები არაა პრობლემა კაცო.

შენ კარგად იყავი )

QUOTE
ხო აი არა ესე თავისით გაიჩითა, სატიაგრაჰაო თქვა და ბრიტანელებიც აი ესე გავიდნენ თავისით 

smile.gif, კარგი, გავარკვიეთ ეს ამბავიც )

Posted by: nforumi 27 Mar 2018, 23:06
t-90
ელიტა და ელიტა, ელიტები და ელიტების სურვილები wink.gif
მოსაწყენი გახდა უკვე

beqa1971
QUOTE
ამიტომაც კავშირდება კატეგორიულობა დიაგნოზთან .

ვინც ამ დიაგნოზს სვამს ისიც შეიძლება ცდებოდეს smile.gif

nigo
QUOTE
ეს თემა რომ არ ამომეწია , რა გეშველებოდათ 

აბა რისთვის ამოწიე?

Posted by: t-90 28 Mar 2018, 01:56
nforumi
QUOTE
ელიტა და ელიტა, ელიტები და ელიტების სურვილები wink.gif
მოსაწყენი გახდა უკვე

ნუ ახლა. biggrin.gif
ფაქტები მასეა.
ნუ ახლა თქვენ თუ ოფიციალური ვერსიები მოგწონთ წიპა განდიმ თქვა სატიაგრაჰა და ბრიტანეთი ამიტომ გავიდა ინდოეთიდან მაშIნ რა ვიცი.

Posted by: nforumi 28 Mar 2018, 06:31
t-90
QUOTE
ფაქტები მასეა.

ფაქტები მასეა, კი wink.gif

Posted by: nigo 28 Mar 2018, 07:41
nforumi
QUOTE
აბა რისთვის ამოწიე?

ჩემთვის biggrin.gif biggrin.gif

Posted by: beqa1971 28 Mar 2018, 16:12
nigo

QUOTE
ეს თემა რომ არ ამომეწია , რა გეშველებოდათ 

smile.gif

t-90
QUOTE
ნუ ახლა თქვენ თუ ოფიციალური ვერსიები მოგწონთ წიპა განდიმ თქვა სატიაგრაჰა და ბრიტანეთი ამიტომ გავიდა ინდოეთიდან მაშIნ რა ვიცი

არ არის ეს მარტო ბრიტანეთ ინდოეთის ამბები.
ეს არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება რომელიც მემარცხენე მემარჯვენეს, კონსპირაციებს და სტავლენნიკებს ცდება და სხვა სიღრმეებს იძენს.
მასშტაბში ეს არის კაცობრიობის განვითარების მიმართულებებში დაპირისპირება. ერთი შეიცავს მთავარ გეზს მეორე მის დისონანსურ მხარეებს. მთავარი გეზი მარტივად, არის აგრესიაზე უარის თქმა. თავის დროზე (დავწერე ამაზე, მოკლედ გავიმეორებ)მოხდა გარღვევა რამაც თვითგადარჩენის ინსტიქტში ემპათიის არქაული მომენტი დაასინთეზა და აქედან საფუძველი ჩაუყარა ახალი სახეობის მიმართულებას როგორც ასეთს. დისონანსები არის ამ გეზის შემაკავებელი სტრუქტურები რაც თავის მხრივ კანონზომიერია ზოგადად, მაგრამ, შემაკავებელი სისტემები იწვევს ეპოქალურ რყევებს მთავარი ღერძის მიმართულების ცვლილებას ვერ ახდენს.

თაგორმა თქვა რა ბოროტია ხალხი და რა კეთილი ადამიანიო. სიკეთის გაგებაც ეპოქალური ნიშნებით ხდება. მაგ ფეოდალი რომელიც თავის მონებს არ ამათრახებდა კეთილი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ "კეთილს" კოგნიტურ ხაზში წინ უსწრებს თვითგადარჩენა, ეს ფენომენი არსებული სამყაროს მოცემულობაა და დეფინიციურ მნიშვნელობებს ეპოქების მიხედვით არ იცვლის.

განდი (ყოველგვარი კეთილ- ბოროტისა და მორალის გარეშე), იგივე თეზისს იმეორებს რაც უძველესი ადამიანის ტვინში გაყანყალდა (აგრესიაზე უარის თქმა) ანუ თვითგადარჩენა.

ამას უპირისპირდება დისონანსი , სიტყვაზე ჩერჩილი) რომელმაც მაგალითად, განდი არ მიიღო იმ მიზეზით რომ არაშესაბამისად ეცვა)) თუმცა ამგვარი სნობიზმი ჩერჩილის პიროვნული თვისებების ბრალი არ იყო. ამის მიზეზი მთლიანად ედვარდიანული ეპოქაა ცხადია, შედეგად ჩერჩილი სხვაგვარად ვერ იაზროვნებდა.

ზოგადად კონსერვატიზმის თუ სოციალიზმის რისიც გნებავს, თეორიები დისონანსურია. ეს თეორიები ისევე ემსახურება სიკეთეს როგორც ბოროტებას.
სამყაროსთვის ეს ცნებები არ არსებობს.
სამყაროსთვის არსებობს, მიმართულება, ციკლები, და ა.შ..

ადრეც ვთქვი ადამიანი უკეთესი ხდება თქო. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს ისტორიული ლოგიკა. ხოლო ამის ეპოქალური მასშტაბის მაგალითი არის ერთი ჩია კაცი სახელად მოჰანდასი))
მაგალითად იგივე ჩერჩილი, კეთილის და ბოროტის დიფერენცირებას ტრადიციული საზოგადოების პრიზმაში ახდენს და კეთილის მხარეს ირჩევს (მისი ღვაწლი რომ არ დავაკნინოთ)). განდი ინტელექტუალური ემპირიზმისგან გამონთავისუფლებული (ინდუსებს შეუძლიათ ეგ) smile.gif გენეტიკურ საწყისებს იაზრებს და ამიტომ "ამბობს" სატიაგრაჰას. სატიაგრაჰა სინამდვილეში მოგონილი ტერმინია, საფუძვლად უდევს ინდუისტური აჰიმსა(არაძალადობა) რაც ჩვენს ქრისტიანულ ენაზე რომ მოვთარგმნოთ არა კაც-კლას ნიშნავს.

არ გეწყინოს შენ ეხლა მარა რეალობა ესაა.
დანარჩენი წვრილმანი კონსპირაციული ინტრიგებია.

nforumi
QUOTE
ვინც ამ დიაგნოზს სვამს ისიც შეიძლება ცდებოდეს 

ყველა შეიძლება ვცდებოდეთ))

Posted by: t-90 28 Mar 2018, 21:21
beqa1971
QUOTE
არ არის ეს მარტო ბრიტანეთ ინდოეთის ამბები.
ეს არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება რომელიც მემარცხენე მემარჯვენეს, კონსპირაციებს და სტავლენნიკებს ცდება და სხვა სიღრმეებს იძენს.

ხო ისა.
თქვენ მანდელაც გგონიათ ხო? გმირი? განმანთავისუფლებელი კი არა დ რა გგონიათ?
QUOTE
განდი (ყოველგვარი კეთილ- ბოროტისა და მორალის გარეშე), იგივე თეზისს იმეორებს რაც უძველესი ადამიანის ტვინში გაყანყალდა (აგრესიაზე უარის თქმა) ანუ თვითგადარჩენა.

ამას უპირისპირდება დისონანსი , სიტყვაზე ჩერჩილი) რომელმაც მაგალითად, განდი არ მიიღო იმ მიზეზით რომ არაშესაბამისად ეცვა)) თუმცა ამგვარი სნობიზმი ჩერჩილის პიროვნული თვისებების ბრალი არ იყო. ამის მიზეზი მთლიანად ედვარდიანული ეპოქაა ცხადია, შედეგად ჩერჩილი სხვაგვარად ვერ იაზროვნებდა.

და ვაბსეტა ბრიტანეთის ინდოეთი რო გაინაწილეს ამერიკამ და დიდმა ბირტნაეთმა (უფრო სწორად ამერიკამ ინდოეთი აახია და სანაცვლოდ პაკისტანი ჩაუდგა დიდმა ბრიტანეთმა) ამაზე რა ვქნათ?
რატო გგონიათ რო პოლიტიკა დგას მსოფლმხედველობებზე? მხოლოდ და მხოლოდ იარაღია.
QUOTE

ზოგადად კონსერვატიზმის თუ სოციალიზმის რისიც გნებავს, თეორიები დისონანსურია. ეს თეორიები ისევე ემსახურება სიკეთეს როგორც ბოროტებას.
სამყაროსთვის ეს ცნებები არ არსებობს.
სამყაროსთვის არსებობს, მიმართულება, ციკლები, და ა.შ..

აბა ციკლები? აბა მიმართულებები?
QUOTE
ადრეც ვთქვი ადამიანი უკეთესი ხდება თქო. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს ისტორიული ლოგიკა. ხოლო ამის ეპოქალური მასშტაბის მაგალითი არის ერთი ჩია კაცი სახელად მოჰანდასი))
მაგალითად იგივე ჩერჩილი, კეთილის და ბოროტის დიფერენცირებას ტრადიციული საზოგადოების პრიზმაში ახდენს და კეთილის მხარეს ირჩევს (მისი ღვაწლი რომ არ დავაკნინოთ)). განდი ინტელექტუალური ემპირიზმისგან გამონთავისუფლებული (ინდუსებს შეუძლიათ ეგ) smile.gif გენეტიკურ საწყისებს იაზრებს და ამიტომ "ამბობს" სატიაგრაჰას. სატიაგრაჰა სინამდვილეში მოგონილი ტერმინია, საფუძვლად უდევს ინდუისტური აჰიმსა(არაძალადობა) რაც ჩვენს ქრისტიანულ ენაზე რომ მოვთარგმნოთ არა კაც-კლას ნიშნავს.

იმიტომ რომ ჩია კაცო მოჰანდასის წვლილი ინდოეთის ბრიტანეთის იმპერიიდან გამოყოფაში არის მინიმალური.
ასე რო არ იყოს და "დინების" საწინააღმდეგოდ მიდიოდეს სატიაგრაჰას არ ათქმევინებდნენ.
როგორც სოლომონ ბანდარანაიკე გააგორეს ისე გააგორებდნენ მაგასაც.

Posted by: nforumi 28 Mar 2018, 21:40
nigo
QUOTE
ჩემთვის 

მერე დაწერე ხოლმე რამე, თორემ ხო ხედავ მივედ-მოვედეთ მთელ კაცობრიობას.

Posted by: t-90 28 Mar 2018, 22:10
nigo
პადჟიგაწელობას აქვს ადგილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: beqa1971 29 Mar 2018, 01:12
nforumi
იმენნა სადისერტაციო თემა დავდე და მიედ მოედეო smile.gif

გააშალაშინე კარგად დაუმატე ფურცლები)) აიყვანე კარგი რედაქტორი და მინიმუმ სადოქტორო გარანტირებულია ))
კაცობრიობის ბედზე ვარ შეჭირვებული ეტყონბა ნამეტანი ))) და მთლათ ასეც არ შეიძლება გეთანხმები))

t-90

QUOTE
მოჰანდასის წვლილი ინდოეთის ბრიტანეთის იმპერიიდან გამოყოფაში არის მინიმალური.

კაი შემეშვი რა თუ ძმა ხარ მომბეზრდა მართლა
ალთას გიწერ და ბალთას მპასუხობ

Posted by: nforumi 29 Mar 2018, 05:19
beqa1971
QUOTE
გააშალაშინე კარგად დაუმატე ფურცლები)) აიყვანე კარგი რედაქტორი და მინიმუმ სადოქტორო გარანტირებულია ))

მაქსიმუმ? wink.gif

QUOTE
კაცობრიობის ბედზე ვარ შეჭირვებული ეტყონბა ნამეტანი ))) და მთლათ ასეც არ შეიძლება გეთანხმები))

მართალია. მითუმეტეს რომ თურმე ვიღაც გაუგებარი ელიტა წყვეტს თურმე ყველაფერს biggrin.gif

Posted by: nigo 29 Mar 2018, 07:34
QUOTE (nforumi @ 28 Mar 2018, 21:40 )
nigo
QUOTE
ჩემთვის  

მერე დაწერე ხოლმე რამე, თორემ ხო ხედავ მივედ-მოვედეთ მთელ კაცობრიობას.

თქვენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო და მსოფლიო პოლიტიკურ თემებს არჩევთ, მაქსიმუმი მე რაც შემიძლია დავწერო, მელანია ტრამპის ცისფერი კოსტიუმჩიკი მომწონს-მეთქი.

biggrin.gif

ჯობია , თქვენ წერეთ და მე წაავიკითხავ. მაგრამ ისეთ კამათში ხართ, მეეწვება იმას მაინც მივხვდე, ვინ არის სწორი. smile.gif

Posted by: t-90 29 Mar 2018, 10:12
beqa1971
QUOTE
კაი შემეშვი რა თუ ძმა ხარ მომბეზრდა მართლა
ალთას გიწერ და ბალთას მპასუხობ

არა ხო.
რთულია შეეეგუო რო რეალობა არის ბანალური ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
თან ხელოვანი კაცი რო ხარ.
თავის დროზე მეც გამიჭირდა იმ მატრიციდან გამოსვლა "ოფიციალურ ისტორიას" რომ ეძახიან.
QUOTE

გააშალაშინე კარგად დაუმატე ფურცლები)) აიყვანე კარგი რედაქტორი და მინიმუმ სადოქტორო გარანტირებულია ))

რაზე? მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება ჩერჩილსა და განდის შორის?
მერე რა რო კლემენტ ეტლი იყო მინისტრი და ჩერჩილი 45 წელს გააბურძუყეს და 40 წლამდე იმენა მიჩექმილი ედო სი ლორდად. biggrin.gif
nforumi
QUOTE
ართალია. მითუმეტეს რომ თურმე ვიღაც გაუგებარი ელიტა წყვეტს თურმე ყველაფერს

კაი.
თქვნე ფორუმზე წყვეტთ კაცობრიობის ბედს. biggrin.gif
ის ხალხი ვისაც პოლიტიკური ინფორმაციული და ფინანსური ბერკეტები აქვთ რა მოსატანია biggrin.gif

Posted by: nforumi 30 Mar 2018, 05:14
nigo
QUOTE
ეეწვება იმას მაინც მივხვდე, ვინ არის სწორი.

სად არის ჭეშმარიტება, კაცმა არ იცის, მითუმეტეს სოციალურ მეცნიერებაში.
ფიზიკაშიც კი, სადაც ყველა თეორიას ექსპერიმენტით ამოწმებენ, ვერ ამბობენ ეს ჭეშმარიტება არისო, ამბობენ: ყველა შემოწმებულ ექსპერიმენტში სწორი აღმოჩნდაო.

t-90
QUOTE
თქვნე ფორუმზე წყვეტთ კაცობრიობის ბედს. 
ის ხალხი ვისაც პოლიტიკური ინფორმაციული და ფინანსური ბერკეტები აქვთ რა მოსატანია

ხო, ის ხალხი ვინც შენ გგონია ყველაფერს წყვეტს, ადამიანები არ არიან? ბავშვები არ ყოფილან, თუ პირდაპირ ელიტად დაიბადნენ? ბოლო-ბოლო, რომ მიერეკები ამ სისულელეს, დაუშვი მაინც, იქნებ ვცდებიო!?

Posted by: t-90 30 Mar 2018, 09:45
nforumi
QUOTE
ხო, ის ხალხი ვინც შენ გგონია ყველაფერს წყვეტს, ადამიანები არ არიან? ბავშვები არ ყოფილან, თუ პირდაპირ ელიტად დაიბადნენ? ბოლო-ბოლო, რომ მიერეკები ამ სისულელეს, დაუშვი მაინც, იქნებ ვცდებიო!?

ადამიანები არიან. მერე რა?
ბავშვებიც იყვნენ.
ელიტადაც დაიბადა ბევრი.
მერე რა?
რატოა ეს გაუგებარი ელიტა ტერმინი თქვენთვის ამინც ვერ გავიგე.

Posted by: nforumi 31 Mar 2018, 05:43
QUOTE (t-90 @ 30 Mar 2018, 09:45 )
nforumi
QUOTE
ხო, ის ხალხი ვინც შენ გგონია ყველაფერს წყვეტს, ადამიანები არ არიან? ბავშვები არ ყოფილან, თუ პირდაპირ ელიტად დაიბადნენ? ბოლო-ბოლო, რომ მიერეკები ამ სისულელეს, დაუშვი მაინც, იქნებ ვცდებიო!?

ადამიანები არიან. მერე რა?
ბავშვებიც იყვნენ.
ელიტადაც დაიბადა ბევრი.
მერე რა?
რატოა ეს გაუგებარი ელიტა ტერმინი თქვენთვის ამინც ვერ გავიგე.

გაუგებარი კი არა, არასწორია. შენ აკეთებ ფაქტების საკუთარ ინტერპრეტაციას და თუკი ვინმე სხვანაირად ფიქრობს, გგონია რომ აპრიორი ის ცდება და არა შენ.

ისე შენ მადლობა გეკუთვნის მაინც ჩემგან, შენი დამსახურებაა, რომ ამ საკითხს სხვა კუთხითაც შევხედე და უფრო გამოკვეთილად ჩამომიყალიბდა შეხედულებები საზოგადოებრივი სტრუქტურული მოწყობის ზოგიერთ საკითხზე.
ასე, რომ ჩვენი კამათი უნაყოფო არ იყო smile.gif

Posted by: t-90 31 Mar 2018, 08:20
nforumi
QUOTE
გაუგებარი კი არა, არასწორია. შენ აკეთებ ფაქტების საკუთარ ინტერპრეტაციას და თუკი ვინმე სხვანაირად ფიქრობს, გგონია რომ აპრიორი ის ცდება და არა შენ.

თქვენ რა იცით მე რა მგონია?
ეგება პროსტო აგრესიული კამათის სტილი მაქვს?
QUOTE
ისე შენ მადლობა გეკუთვნის მაინც ჩემგან, შენი დამსახურებაა, რომ ამ საკითხს სხვა კუთხითაც შევხედე და უფრო გამოკვეთილად ჩამომიყალიბდა შეხედულებები საზოგადოებრივი სტრუქტურული მოწყობის ზოგიერთ საკითხზე.
ასე, რომ ჩვენი კამათი უნაყოფო არ იყო

კაია.

Posted by: ეფეს_დუხი 1 Apr 2018, 13:08
ამ თემას დებატები ბუხართან დარქვით ბარემ givi.gif

Posted by: nforumi 2 Apr 2018, 23:29
t-90
QUOTE
კაია.

wink.gif

smile.gif

Posted by: nforumi 5 Apr 2018, 22:39
აბა ვინ მიხვდება, რომელ ქვეყანაშია:

Posted by: nigo 6 Apr 2018, 08:20
nforumi
ვერ გავადიდე ,ისე ვერ ვხედავ sad.gif

Posted by: nforumi 6 Apr 2018, 20:00
nigo
QUOTE
ვერ გავადიდე ,ისე ვერ ვხედავ

სანამ ძალიან არ დავაპატარავე, ვერ ავტვირთე ისე...

* * *
აბა ეს ლინკი თუ იხსნება, ნახე რა:

https://1drv.ms/u/s!AlQ4rz1zAfj44FmupMhLKKk6JTox

Posted by: nigo 7 Apr 2018, 07:52
nforumi
ლინკი გაიხსნა. ბევრი ვუტრიალე,მაგრამ ქვეყანა კი არა , ის მომწვანო- მოელექტრიკო ნათურის მსგავსი რა იყო, ვერ მივხვდი.
მხოლოდ ტყე, ფიჩხი, ფოთლები. მეტი ვერ "გავქაჩე" smile.gif

Posted by: nforumi 7 Apr 2018, 12:25
nigo
QUOTE
ლინკი გაიხსნა. ბევრი ვუტრიალე,მაგრამ ქვეყანა კი არა , ის მომწვანო- მოელექტრიკო ნათურის მსგავსი რა იყო, ვერ მივხვდი.
მხოლოდ ტყე, ფიჩხი, ფოთლები. მეტი ვერ "გავქაჩე"

ანუ მავთულებად ვერ აღიქვი? wink.gif

Posted by: nigo 7 Apr 2018, 19:50
ვერ გეტყვი,, რადგან ნათურა დავწერე,შეიძლება კი. მაგრამ ქვეყანა რა შუაშია?

Posted by: nforumi 7 Apr 2018, 22:25
nigo
QUOTE
ვერ გეტყვი,, რადგან ნათურა დავწერე,შეიძლება კი. მაგრამ ქვეყანა რა შუაშია?

ჩვენთან 90-იანებში იყო ასე კაბელები გადაჭიმული, ვის საიდან სად ჰქონდა დენი გადაყვანილი, კაცმა არ იცოდა. მაგრამ აქ რაც ჩანს ამ სურათზე, ასეთი ?!
ხოდა რომ ჩავედი, ეგ სპილოებზე და ნიანგებზე დიდ ეგზოტიკად გამოჩნდა smile.gif

ახლა კი შეიძლება მიხვედრა, რომელი ქვეყნაა (ინდოეთი არა smile.gif )

Posted by: nigo 8 Apr 2018, 07:02
nforumi
ქრისტე აღდგა !!

გილოცავ და მრავალს დაესწარი.

ინდოეთში ასეა?
მე ვარ ნამყოფი, ვერც წარმოიდგენ რამდენი წლის წინ,სსრკ იყო და არ მახსოვს. ერთადერთი ტელევიზიის გადაცემები ჰქონდათ სულ 3 საათი და ძალიან გამიკვირდა.

,ჩემი უმცროსი ბიჭი 93-ია დაბადებული და მგონი დედაზე ადრე ფიდელი და რუბილნიკი თქვა. ეს რუბილნიკი მეორე სახლიდან გვქონდა გადმოტანილი და ხვდებოდა, რომ დენი ჩაირთვებოდა biggrin.gif

Posted by: nforumi 8 Apr 2018, 10:14
nigo
არ ვიცი ინდოეთში როგორაა.
სპილოები რომ ვახსენე, მიტო ვთქვი, სპილოს ხსენებამ არ შეაცდინოს მეთქი.

Posted by: nigo 8 Apr 2018, 19:46
nforumi
QUOTE
სპილოები რომ ვახსენე, მიტო ვთქვი, სპილოს ხსენებამ არ შეაცდინოს მეთქი.

სულ ნუ ამაბნიე ახლა. ბედკრული 90-იანების საქართველოა?

Posted by: nforumi 10 Apr 2018, 01:54
nigo
QUOTE
სულ ნუ ამაბნიე ახლა. ბედკრული 90-იანების საქართველოა?

არა,
საქართველოში 90-იანებშიც კი არ იყო მასეთი მდგომარეობა, რაც ახლა მაგ ქვეყანაშია მეთქი.

Posted by: Mako Subladze 10 Apr 2018, 20:13
nforumi
მავთულების რაოდენობის მიხედვით ჩინეთი უნდა იყოს. biggrin.gif

Posted by: nigo 10 Apr 2018, 21:17
QUOTE (Mako Subladze @ 10 Apr 2018, 20:13 )
nforumi
მავთულების რაოდენობის მიხედვით ჩინეთი უნდა იყოს. biggrin.gif

ჩინეთი მეც ვიფიქრე, რადგან ნფორუმი ვიცი,რომ ხშირად დადის, მაგრამ ისეა არიან წინ წასულები ბიზნესის და წარმოების კუთხით,რომ მერე გადავიფიქრე.

Posted by: nforumi 10 Apr 2018, 23:11
Mako Subladze
nigo
ჩინეთში მე სადაც მიწევს ხოლმე წასვლა, არაფერი მინახავს იქ ეგეთი, ცენტრალური და დასავლეთ ჩინეთი შეიძლება იყოს მასეთი.
ეს კი ნეპალია. მანდ თებერვალში ვიყავი და ყველაზე მეტად ამ მავთულებმა გამაოცა ზუსტად. გასაგებია რა მდგომარეობაც აქვს.
თუმცა რა, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, 92 პროცენტი კომოუნისტური ტიპის პარტიები ყავთ სათავეში.

Posted by: nforumi 20 Apr 2018, 12:23
სად დაიკარგეთ ხალხო, ჩაგვეძირა ეს ძვირფასი თემა wink.gif

smile.gif

Posted by: Mako Subladze 21 Apr 2018, 14:32
nforumi
შემოვალ, გავალ, შემოვალ, გავალ, დავწერ, წავშლი, ....
* * *
QUOTE
წერილები: 5555
smile.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 14:46
კარგია
ცოტა ნაკლები მოცულობის პოსტების დადება დაგიწყიათ bis.gif

2kiss.gif

QUOTE
ცხელ ჩაისთან... დილის ყავასთან.., ბუხართან მოსაყოლი ისტორიები.

ცივ ყავასთან, ზღვის პირას მოსაყოლი ისტორიები yes.gif

Posted by: t-90 21 Apr 2018, 15:06
HurricaneKat.
QUOTE
ცივ ყავასთან, ზღვის პირას მოსაყოლი ისტორიები

დაცხა უკვე თქვენთან თU? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 15:16
QUOTE (t-90 @ 21 Apr 2018, 15:06 )

დაცხა უკვე თქვენთან თU? biggrin.gif

მაშინ

ფრონტის ხაზთან
მწვანე ტანკში
მოპარული რომის ფონზე მოსაყოლი ისტორიები გაწყობს? boli.gif

Posted by: t-90 21 Apr 2018, 15:16
QUOTE (HurricaneKat. @ 21 Apr 2018, 15:16 )
QUOTE (t-90 @ 21 Apr 2018, 15:06 )

დაცხა უკვე თქვენთან თU? biggrin.gif

მაშინ

ფრონტის ხაზთან
მწვანე ტანკში
მოპარული რომის ფონზე მოსაყოლი ისტორიები გაწყობს? boli.gif

კუბა ლიბრეს ვაწვებით?
-----------------------------

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 15:19
QUOTE (t-90 @ 21 Apr 2018, 15:16 )

კუბა ლიბრეს ვაწვებით?
-----------------------------

პირდაპირი მნიშვნელობით თუ მამრავლებად დავშალო?

Posted by: t-90 21 Apr 2018, 15:24
QUOTE (HurricaneKat. @ 21 Apr 2018, 15:19 )
QUOTE (t-90 @ 21 Apr 2018, 15:16 )

კუბა ლიბრეს ვაწვებით?
-----------------------------

პირდაპირი მნიშვნელობით თუ მამრავლებად დავშალო?

იდეაში უნდა დაშალო biggrin.gif
ხო კიდე ტანკშI ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება.
თუ იქვე არაა გამოხდილი. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 15:27
t-90

ეხლა ნამდვილად არ ვარ კუბის გათავისუფლების ხასიათზე
კოქტეილი მირჩევნია
იმას სხვა დროისთვის გადავდებ biggrin.gif

QUOTE
ხო კიდე ტანკშI ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება.

არ ვიცი ომის წესები
ჩემი წესებით დავდივარ boli.gif

Posted by: t-90 21 Apr 2018, 15:35
HurricaneKat.
QUOTE
ეხლა ნამდვილად არ ვარ კუბის გათავისუფლების ხასიათზე
კოქტეილი მირჩევნია
იმას სხვა დროისთვის გადავდებ

ეგ არ იცი როგორ შეიქმნა?
1898 წელს ამერიკელები შეიჭრნენ კუბაზე და ადგილობრივ რომს შეურიეს ხველების საწინააღმდეგო მიქსტურა (რაც მერე კოკაკოლად დასახელდა). ახალ წელს მთელი ღამე კიოდნენ თურმე კუბა ლიბრეო. ასე შეიქმნა ეგეც.

QUOTE
არ ვიცი ომის წესები
ჩემი წესებით დავდივარ

ხო ეგეცაა.
მარა გააჩნია სად. biggrin.gif
არა ჩემს ოცეულშI biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 15:36
t-90
არა ეგ არ ვიცოდი

თუ სასმელის წარმოშობის ისტორია არ ვიცი ისე ვერ ვეკარები biggrin.gif

QUOTE
ხო ეგეცაა.
მარა გააჩნია სად. biggrin.gif
არა ჩემს ოცეულშI

ის როგორ არის spy.gif
კაცები მართავენ მსოფლიოსო
და ქალებიო და ა.შ.

Posted by: t-90 21 Apr 2018, 15:55
HurricaneKat.
QUOTE
არა ეგ არ ვიცოდი

თუ სასმელის წარმოშობის ისტორია არ ვიცი ისე ვერ ვეკარები

biggrin.gif ხოაბა კი დაგიჯერე biggrin.gif
QUOTE
ის როგორ არის 
კაცები მართავენ მსოფლიოსო
და ქალებიო და ა.შ.

კაი ახლა ვერ დავიჯერებ რო ისეთ გამოჩენილ ჩათლახებს: ენრიკო დანდოლოს, ლორდ რობერტ სესილს, ჟოუ ენლაის და კომტ დე როშამბოს რამენაირად მართავდა ქალი biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 15:58
t-90
ჰო აბა მეც დაგიჯერე რომ ეგაა მაგ სასმლის ისტორია boli.gif

QUOTE

რამენაირად მართავდა ქალი

დედა ქალი არაა?

Posted by: t-90 21 Apr 2018, 16:06
HurricaneKat.
QUOTE
ჰო აბა მეც დაგიჯერე რომ ეგაა მაგ სასმლის ისტორია

biggrin.gif
ზატო კაი მოსაყოლი ამბავია. biggrin.gif
გენდერულ ტრენინგებზე გადიოდა იმის დასამტიცეკბლად რო ვიღაცა აიფონიან ნაშობას ეთქვათ ვაიმე რა ნიჭიერი ხარო და რეები იციო biggrin.gif
QUOTE
დედა ქალი არაა?

დანდოლო ის კაცი არ იყოდ ა სესილი კიდე biggrin.gif
ვალიდე სულთანატში გერევა biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 18:17
t-90
მაგ ტრენინგზე დადიოდი ? biggrin.gif

არავისში არ მერევა
პირველად გავიგე ეგ სახელები

Posted by: t-90 21 Apr 2018, 18:23
HurricaneKat.
QUOTE
მაგ ტრენინგზე დადიოდი

რატომ არ ვივლიდი?
30% მქონდა მარტო გადასახდელი ისიც მგზავრობის.
სამვარსკვლავიანი სასტუმრო
სამჯერადი კვება
ქოფი ბრეიქები
და ა.შ. უფასო biggrin.gif
გიჟი ვიყავი უარი მეთქვა? biggrin.gif
QUOTE
არავისში არ მერევა
პირველად გავიგე ეგ სახელები

ამ ისტორიას სკოლაშI არ გასწავლიან. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 18:46
t-90
რას გასწავლიდნენ
როგორ მოგეხდინა შთაბეჭდილება აიფონიან გოგოებზე ? biggrin.gif

რა საჭიროა ისტორიის დაზეპირება
და უსარგებლო ინფოთი ტვინის გამოვსება

Posted by: t-90 21 Apr 2018, 18:49
HurricaneKat.
QUOTE
რას გასწავლიდნენ
როგორ მოგეხდინა შთაბეჭდილება აიფონიან გოგოებზე ?

არა ეგ ნატურალურად მომდიოდა biggrin.gif ჩემით biggrin.gif
მანდ გვასწავლიდნენ რა არის გენდერი და რა განსხცვავებაა სქესსა და გენდერს შორის და მსგავს სისულელეებს biggrin.gif
კაროჩე ტვინის რეცხვა მიდიოდა სერიოზული.
პროსტო მე არ ვექვემდებარებოდი biggrin.gif

QUOTE
რა საჭიროა ისტორიის დაზეპირება
და უსარგებლო ინფოთი ტვინის გამოვსება

დაზეპირება არა ცოდნა.
ფრიად სასარგებლო ინფოა.
ბევრ რამეში გადგება.
გარდა ამისა ტვინის ვარჯიშია.
როცა არაფერი არ იცი ტვინიც ვერ გიმუშავებს.

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 19:28
t-90
ანუ ფემინისტი ხარ ? biggrin.gif

აა ხო
შენ ადრე მეხსიერების სავარჯიშო გამომიგზავნე
კარგად რომ წამეკითხა უფრო ადრე გავიხსენებდი რომ ცოდნა სასარგებლოა smile.gif

მაგრამ არ ვფიქრობ ასე
ჯერ 1 ისტორია გვასწავლის რომ ის არაფერს არ გვასწავლის
და 2
ცოდნა აზროვნებაში გვიშლის ხელს wink.gif

Posted by: t-90 21 Apr 2018, 20:08
HurricaneKat.
QUOTE
ანუ ფემინისტი ხარ ?

პირიქით. biggrin.gif
მარა მშვენივრად შევირგე თითქმის უფასო ასვენებები ევროპის კაი ქვეყნებშI.
300-400 ევროდ ათი დღე და ერთი კვირა დავდიოდი კაი კაი სასტუმროებში და ექსკურსიებზე. biggrin.gif
დასალევი ჩვენი დაგვქონდა. biggrin.gif
ამის გამო დღეში ხუთი აათი უნდა აგეტანა ჯენდერობა. biggrin.gif
ხოდა ჯანდაბას რა biggrin.gif
QUOTE
აა ხო
შენ ადრე მეხსიერების სავარჯიშო გამომიგზავნე
კარგად რომ წამეკითხა უფრო ადრე გავიხსენებდი რომ ცოდნა სასარგებლოა

ხო ეგეცაა biggrin.gif
QUOTE
მაგრამ არ ვფიქრობ ასე
ჯერ 1 ისტორია გვასწავლის რომ ის არაფერს არ გვასწავლის
და 2
ცოდნა აზროვნებაში გვიშლის ხელს

ნწუ.
ისტორია გვასწავლის ყველაფერს და არაფერს.
უბრალოდ გააჩნია ვინ როგორ წაიკითხავს.
მაგალითად მეც და ვიღაც სერიოზულ ადვოკატსაც ვაქვს ერთი და იგივე კითხვის უნარი (დაჟე მე შეიძლება მეტი) მაგრამ კანონს მე და ის სხვანაირად ვკითხულობთ.

აზროვნება რა არის?

Posted by: Mako Subladze 21 Apr 2018, 20:08
HurricaneKat.
QUOTE
ცოდნა აზროვნებაში გვიშლის ხელს

?
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 20:21
t-90
პირიქით
ანუ მე ვარ ფემინისტი ? biggrin.gif

უბრალოდ ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ წარსულით
კაციობრიობა პირველ რიგში

აზროვნება ალბათ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირრბის უნარია

Mako Subladze
რამე გნებავთ ? boli.gif

Posted by: Magicman 21 Apr 2018, 20:24
QUOTE (HurricaneKat. @ 21 Apr 2018, 18:46 )

რა საჭიროა ისტორიის დაზეპირება
და უსარგებლო ინფოთი ტვინის გამოვსება

drug.gif

ავტომატურად დავითაგე, ჩემი საყვარელი საგანი ახსენეს up.gif down1.gif

Posted by: HurricaneKat. 21 Apr 2018, 20:27
მეც დავითაგე და რა ხდება __________

Posted by: Mako Subladze 21 Apr 2018, 20:28
HurricaneKat.
QUOTE
რამე გნებავთ ?

კი.
მინდა დაიმახსოვროთ, რომ ცოდნა აზროვნებას ეხმარება.

Posted by: t-90 21 Apr 2018, 20:44
HurricaneKat.
QUOTE
პირიქით
ანუ მე ვარ ფემინისტი

ანუ არ ვარ ფემინისტი ა ანტიფემინისტი ვარ biggrin.gif
QUOTE
უბრალოდ ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ წარსულით
კაციობრიობა პირველ რიგში

კაცობრიობა რას სწავლობს არ ვიცი და მე ბევრ რამე ვსწავლობ ფაქტია.
შენც ბევრ რამეს ისწავლი თუ კარგად გაეცნობი.
QUOTE
აზროვნება ალბათ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირრბის უნარია

და რაში გიშლის ცოდნა ხელს?

Posted by: nforumi 22 Apr 2018, 08:11
Mako Subladze
QUOTE
შემოვალ, გავალ, შემოვალ, გავალ, დავწერ, წავშლი, ....
* * *
QUOTE
წერილები: 5555

აი ხო ხედავ, შენი ამ პოსტის მერე რამდენი გააქტიურდა wink.gif

t-90
QUOTE
კაი ახლა ვერ დავიჯერებ რო ისეთ გამოჩენილ ჩათლახებს: ენრიკო დანდოლოს, ლორდ რობერტ სესილს, ჟოუ ენლაის და კომტ დე როშამბოს რამენაირად მართავდა ქალი 

დაუჯერებელი რა არის?
სუსტი ძალები ბირთვულ ძალას სჯობნის smile.gif

* * *
QUOTE (Mako Subladze @ 21 Apr 2018, 20:08 )
HurricaneKat.
QUOTE
ცოდნა აზროვნებაში გვიშლის ხელს

?
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

რატო,
არის ამაში სიმართლის მარცვალი smile.gif

Posted by: t-90 22 Apr 2018, 08:30
nforumi
QUOTE
დაუჯერებელი რა არის?
სუსტი ძალები ბირთვულ ძალას სჯობნის

ადამიანის ფსიქიკა სხვა რამეა.

Posted by: nforumi 22 Apr 2018, 11:53
QUOTE (t-90 @ 22 Apr 2018, 08:30 )
nforumi
QUOTE
დაუჯერებელი რა არის?
სუსტი ძალები ბირთვულ ძალას სჯობნის

ადამიანის ფსიქიკა სხვა რამეა.

რა თქმა უნდა სხვა რამეა.
თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ფიზიკურ სამყაროსთან ანალოგია არ არსებობს.

Posted by: HurricaneKat. 22 Apr 2018, 19:02
t-90
ციდნა რაში მიშლის ხელს და
მე თუ ვიცი რომ დედამიწა არ ბრუნავს, თავში არ მომივა აზრად რომ დავაკვირდე , იქნებ და ბრუნავს smile.gif

Posted by: t-90 22 Apr 2018, 21:36
QUOTE (HurricaneKat. @ 22 Apr 2018, 19:02 )
t-90
ციდნა რაში მიშლის ხელს და
მე თუ ვიცი რომ დედამიწა არ ბრუნავს, თავში არ მომივა აზრად რომ დავაკვირდე , იქნებ და ბრუნავს smile.gif

არადა გეხმარება იმაში რომ გამორიცხო ნაცნობი ცუდი ვარიანტი
თუ არც ბრუნავს და

Posted by: HurricaneKat. 22 Apr 2018, 22:20
t-90
ვერ გაიგე შენ yes.gif

Posted by: t-90 23 Apr 2018, 14:36
QUOTE (HurricaneKat. @ 22 Apr 2018, 22:20 )
t-90
ვერ გაიგე შენ yes.gif

აშკარად.
მაშIნ ეტყობა ერთი ბოკალი მქონდა დალეული.
biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 23 Apr 2018, 17:55
QUOTE (t-90 @ 23 Apr 2018, 14:36 )

აშკარად.
მაშIნ ეტყობა ერთი ბოკალი მქონდა დალეული.
biggrin.gif

რომი?

QUOTE
არადა გეხმარება იმაში რომ გამორიცხო ნაცნობი ცუდი ვარიანტი

თუ ამაშ დარმწუნებული ხარ, ანუ იცი
მაშნ ვერც ვერასდროს გაიგებ რა ვთქვი

Posted by: Lemshveniera 23 Apr 2018, 18:29
QUOTE (t-90 @ 21 Apr 2018, 15:35 )
ადგილობრივ რომს შეურიეს ხველების საწინააღმდეგო მიქსტურა

კოდეინი? biggrin.gif
ნამდვილი ამბავია ეგ?

Posted by: t-90 23 Apr 2018, 19:48
Lemshveniera
QUOTE
კოდეინი? 
ნამდვილი ამბავია ეგ?

მაშIნ არ იყო კოდეინი. კოკაკოლას ყიდდნენ biggrin.gif
HurricaneKat.
QUOTE
რომი

არა ღვინო biggrin.gif
განსხვავებული და რამე.
QUOTE
თუ ამაშ დარმწუნებული ხარ, ანუ იცი
მაშნ ვერც ვერასდროს გაიგებ რა ვთქვი

ვერ ვხვდები რო არ მოგატყუო.

Posted by: Lemshveniera 23 Apr 2018, 20:05
QUOTE (t-90 @ 23 Apr 2018, 19:48 )
მაშIნ არ იყო კოდეინი. კოკაკოლას ყიდდნენ biggrin.gif

კოკაკოლას ხველების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს? პირველად გავიგე.
კოდეინს იმ დროს მგონი ბავშვებსაც ასმევდნენ.

Posted by: t-90 23 Apr 2018, 20:06
QUOTE (Lemshveniera @ 23 Apr 2018, 20:05 )
QUOTE (t-90 @ 23 Apr 2018, 19:48 )
მაშIნ არ იყო კოდეინი. კოკაკოლას ყიდდნენ biggrin.gif

კოკაკოლას ხველების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს? პირველად გავიგე.
კოდეინს იმ დროს მგონი ბავშვებსაც ასმევდნენ.

ნაღდ კოკაკოლას კი.
კოკას ფოთლებIთ.

Posted by: HurricaneKat. 23 Apr 2018, 20:59
Lemshveniera
მაშინ მშვენივრად ვსაუბრობდით პალატაში კლინიკურ სიკვდილე
რატომ აღარ შემოხვედი smile.gif

t-90
ჰოდა ეგაა რასაც გიხსნი
იმდენად ხარ შენს ცოდნაში დარწმუნებული, იმის იქით ვერ იყურები boli.gif

Posted by: t-90 23 Apr 2018, 21:00
HurricaneKat.
QUOTE
ჰოდა ეგაა რასაც გიხსნი
იმდენად ხარ შენს ცოდნაში დარწმუნებული, იმის იქით ვერ იყურები

არადა პირიქით.
უბრალოდ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება დამღლელია უბრალოდ.

Posted by: LenaFlower 23 Apr 2018, 21:24
HurricaneKat.

სულ ვფიქრობდი, რაც უფრო მეტი იცი, მეტის გაგება გინდა, უფრო მეტი ვარაუდი გიჩნდება, იქნებ ისე არ არის როგორც იცი. ყველაფერი ერთმანეთს ებმის, შესაბამისად, დარწმუნებული ვერაფერში იქნები და ეცდები მეტი გაიგო. user.gif

Posted by: Lemshveniera 23 Apr 2018, 22:27
QUOTE (HurricaneKat. @ 23 Apr 2018, 20:59 )
Lemshveniera
მაშინ მშვენივრად ვსაუბრობდით პალატაში კლინიკურ სიკვდილე
რატომ აღარ შემოხვედი smile.gif

ნუ მას მერე სულ სხვა მიმართულებით წავიდა საუბარი და მერე ბოლოს კიდევაც მიკეტეს ის თემა.
რა უბედურებაა, წერის ხასიათზე რომ მოვალ, კაკრაზ მაშინ კეტავენ თემებს. გვაცალონ ლაპარაკი, რა. biggrin.gif

მე ზოგადად ფაქტებს ვდებ და ინტერპრეტაციას ველოდები ხოლმე. როცა ინტერპრეტაციას ვერ ვისმენ, მერე მბეზრდება ხოლმე წერა.

Posted by: HurricaneKat. 23 Apr 2018, 22:31
t-90
ჰოდა წადი და მეორე ბაკალი მიაშველე boli.gif

Lemshveniera
არ ვიცი
მე მშვენიერი პოსტი გავამზადე და პასუხს ველოდებოდი smile.gif
ზოგადად იქ სერიოზული თემები არ აინტერესებდათ
უაზრო ცანცარი კიი

LenaFlower
ანუ რადგან სხვა ინფოს ძებნას იწყებ, გამოდის შენი ცოდნა არ გაკმაყოფილებს, ეჭვი გეპარება, ანუ არ იცი smile.gif
კარგი რამეა ცნობისმოყვარეობა

Posted by: Lemshveniera 23 Apr 2018, 23:01
QUOTE (HurricaneKat. @ 23 Apr 2018, 22:31 )
არ ვიცი
მე მშვენიერი პოსტი გავამზადე და პასუხს ველოდებოდი smile.gif
ზოგადად იქ სერიოზული თემები არ აინტერესებდათ
უაზრო ცანცარი კიი

რომელი პოსტი? დამილინკე აბა.
მანდ კი არა, ფიზიკოსების განყოფილებაში ცნობიერების თემაში დავყარე დაიგნოზები ფსიქიატრიდან, ხოდა ისეთი სისულელეები წერა ხალხმა, გული შემიწუხდა. biggrin.gif

Posted by: Palladio 23 Apr 2018, 23:14
HurricaneKat.
QUOTE
ცოდნა რაში მიშლის ხელს და
მე თუ ვიცი რომ დედამიწა არ ბრუნავს, თავში არ მომივა აზრად რომ დავაკვირდე, იქნებ და ბრუნავს

იმ აზრამდე მისვლა, რომ დედამიწა ბრუნავს შემეცნებას, დაკვირვებასა და ცოდნას საჭიროებს. ცოდნის გარეშე ადამიანის აზროვნება იმდენად ვიწრო ჩარჩოში იქნება მოქცეული, რომ ის ვერასდროს შეძლებს განვითარებას. ამასთან, რომ არა ცოდნა კლავიატურაზე ბეჭდვის ნაცვლად ქვების რახარუხში გავისვრიდით ნაპერწკლებს. მოგეხსენებათ, ქვის ბრახუნს დიდი ცოდნა და აზროვნება არ სჭირდება.
რაში გვჭირდება იმისი ცოდნა, რომ დედამიწა ბრუნავს? - იმისთვის რომ აქამდე მოსვულიყავით, სადამდეც მოვედით, ხოლო მომავალში კიდევ განვითარების უამრავი და საინტერესო ეტაპი გვაქვს გასავლელი. მაგასაც რომ თავი დავანებოთ არაერთი სხვა მიზეზია იმისა, რომ ცოდნა დავაგროვოთ, გავიღრმაოთ, თვალსაწიერო გავიფართოვოთ.

Posted by: t-90 23 Apr 2018, 23:41
HurricaneKat.
QUOTE
ჰოდა წადი და მეორე ბაკალი მიაშველე

ნუ გაიბუტე biggrin.gif

Posted by: LenaFlower 23 Apr 2018, 23:43
HurricaneKat.

ანუ რადგან უფრო მეტს ეძებ, ესეგი რაღაც იცი, სხვა შემთხვევაში არ დაგებოდა ვარაუდი, რომ უფრო მეტის გაგებაც შეიძლება.

Posted by: HurricaneKat. 24 Apr 2018, 10:00
QUOTE (Lemshveniera @ 23 Apr 2018, 23:01 )

რომელი პოსტი? დამილინკე აბა.
მანდ კი არა, ფიზიკოსების განყოფილებაში ცნობიერების თემაში დავყარე დაიგნოზები ფსიქიატრიდან, ხოდა ისეთი სისულელეები წერა ხალხმა, გული შემიწუხდა. biggrin.gif

ფიზიკოსები ხომ იცი რა ხალხია
ყველაფერში ლოგიკას ეძებენ, მეცნიერულ ახსნას
ეგ კიდევ ლოგიკაში არ ჯდება

Palladio

ისე კი ნუ უყურებ რომ მე ცოდნის წინააღმდეგი ვიყო
უბრალოდ ხანდახან ხელს გვიშლის ფაქტების იქით დავინახოთ რამე

აი უნარების მაგალითიდან ვთქვათ:
ნინიკო ჟირაფია
ყველა ჟირაფს აქვს 10 ფეხი
აქვს თუ არა ნინიკოს 10 ფეხი ?

ნუ ადამიანი ფიქრობს
მე ვიცი რომ ნინიკო ადამიანის სახელია
რანაირდ შეიძლება იყოს ის ჟირაფი
მე ვიცი რომ ჟირაფს 4 ფეხი აქვს
როგორ შეიძლება ქონდეს 10?

ამ ორის ცოდნა, 'ხელს მიშლის' მივიყვანო ლოგიკა ბოლომდე

აი როგორც ეხლა თქვენს პოსტში
უყურებთ მხოლოდ შედეგებს
ადამიანი განვითარდა, აღარ ისვრის ქვებს, გამოვიდა გამოქვაბულიდან
კარგი, გასაგებია, ვიცით ეგ
მაგრამ ამის ცოდნა არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ რა მოხდებოდა ესენი რომ არ მომხდარიყო

LenaFlower

QUOTE
ანუ რადგან უფრო მეტს ეძებ, ესეგი რაღაც იცი, სხვა შემთხვევაში არ დაგებოდა ვარაუდი, რომ უფრო მეტის გაგებაც შეიძლება.

აი შენც 'უკუღმა' უყურებ yes.gif
რაც შენ იცი ის არ გაკმაყოფილებს
შენი ცოდნა არაა სრული
ეგ ძიება ცოდნისგან არ მოდის

Posted by: Lemshveniera 24 Apr 2018, 18:41
QUOTE (HurricaneKat. @ 24 Apr 2018, 10:00 )
ფიზიკოსები ხომ იცი რა ხალხია
ყველაფერში ლოგიკას ეძებენ, მეცნიერულ ახსნას
ეგ კიდევ ლოგიკაში არ ჯდება

ლოგიკაში კი არა, არსებულ ცოდნაში არ ჯდება.
მე ვხვდები, რასაც ამბობ - ცოდნა ხელს გიშლის.
ცოდნა არ უნდა იყოს დოგმატური და არ უნდა "გაბამდეს" ერთ ადგილას.
ეს ფიზიკოსები დაბმულები არიან ერთ ადგილას აი სწორედ მაგ დოგმებით.

ცოდნა აღიქმება, როგორც ფაქტებზე ისეთი შეხედულება, რომელიც გადამოწმებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ასეა და ვსიო!
ხოდა ეჭვი რომ შეგაქვს მაგ ფაქტებში, მერე ჭედავენ. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 24 Apr 2018, 21:45
Lemshveniera
კი smile.gif მასეა
მშვენივრად გადმოეცი

t-90
აღარ დაცალო კიდევ 1 ბაკალი
მოდი და ეს წაიკითხე biggrin.gif

Posted by: t-90 24 Apr 2018, 22:48
HurricaneKat.
არა არ დავცლი.
მოიცა ჩავუჯდე biggrin.gif

HurricaneKat.
QUOTE
ისე კი ნუ უყურებ რომ მე ცოდნის წინააღმდეგი ვიყო
უბრალოდ ხანდახან ხელს გვიშლის ფაქტების იქით დავინახოთ რამე

აი უნარების მაგალითიდან ვთქვათ:
ნინიკო ჟირაფია
ყველა ჟირაფს აქვს 10 ფეხი
აქვს თუ არა ნინიკოს 10 ფეხი ?

ნუ ადამიანი ფიქრობს
მე ვიცი რომ ნინიკო ადამიანის სახელია
რანაირდ შეიძლება იყოს ის ჟირაფი
მე ვიცი რომ ჟირაფს 4 ფეხი აქვს
როგორ შეიძლება ქონდეს 10?

ამ ორის ცოდნა, 'ხელს მიშლის' მივიყვანო ლოგიკა ბოლომდე

აი როგორც ეხლა თქვენს პოსტში
უყურებთ მხოლოდ შედეგებს
ადამიანი განვითარდა, აღარ ისვრის ქვებს, გამოვიდა გამოქვაბულიდან
კარგი, გასაგებია, ვიცით ეგ
მაგრამ ამის ცოდნა არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ რა მოხდებოდა ესენი რომ არ მომხდარიყო

ეგ აბსტრაქციაა.
მარა არ ნიშნავს რო რეალურ ცხოვრებაშიც ეგ აბსტრაქცია გამოგვადგება ყველგან.

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 12:05
t-90
არსებობს რამე რაშიც არ მეწინააღმდეგები? boli.gif

Posted by: t-90 25 Apr 2018, 12:57
QUOTE (HurricaneKat. @ 25 Apr 2018, 12:05 )
t-90
არსებობს რამე რაშიც არ მეწინააღმდეგები? boli.gif

ნწუ.
მე ამ ფორუმზე ჩემს აზრს არ გამოვთქვამ.
საქმეც მაგაშია.
ნუ თუ გამოვთქვამ შეიძლება გამოვთქვა პოლიტიკაშI მაგალითად. ან პინგვინებში და ეშმაკუნებში ან საზმეცნში ან არსენალში (კალაშა ჯობია თუ ემშო biggrin.gif )
აქ უბრალოდ კარგად ვკამათობთ რა.

ხო ისა წინა აზრთან დაკავშირებით.
მე აბსტრაქციაში ხელს არ მიშლის ცოდნა. ანუ პირობითად მათემატიკურ ამოცანას როცა ჩაკეტილ ისტემაში ვაკეთებ არ ნიშნავს რო სამყაროც ის ჩაკეტილი სისტემა მგონია. მარა სამყაროს სხვა ცვლადების ცოდნა არ მიშლის ამ კონკრეტული სისტემის ფარგლებში იზოლაციაში.

ანუ ცოდნა არ უშლის აზროვნებას ხელს. ამის თქმა მინდოდა.

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 14:09
t-90
ჰიპოთეზები აბსტრაქცია არ არის?
მათ დგას მთელი ტექნიკური მეცნიერებები smile.gif

Posted by: t-90 25 Apr 2018, 14:15
HurricaneKat.
QUOTE
ჰიპოთეზები აბსტრაქცია არ არის?
მათ დგას მთელი ტექნიკური მეცნიერებები

არამარტო.
ისტორიაც მაგალითად.
მაგრამ ამ შემთხვევაში ცოდან რატო გიშლის ხელს მაინც ვერ გავიგე.
ანუ პირობითად სისტემის ჩასაკეტად მაინცდამაინც მხოლდო სისტემის ჩაკეტილობა იცოდე და სხვა არაფერი ნამდვილად არაა საჭირო.
ანუ Bias რასაც შენ იძახი დამოკიდებული იმაზე არაა რა იცი და რა არ იცი.

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 14:23
t-90
ჰოდა რაღა გინდა
თუ ყველაფერი აბსტრაქციაა, გამოდის არც არაფერი ვიცით

Posted by: t-90 25 Apr 2018, 15:58
HurricaneKat.
QUOTE
ჰოდა რაღა გინდა
თუ ყველაფერი აბსტრაქციაა, გამოდის არც არაფერი ვიცით

საიდან სად გადახტი biggrin.gif
მე იმას ვიძახი რომ რაღაცა რო ვიცი ის ფაქტი აბსტრაგირებაში ხელს არ მიშლის და Bias არ მაქვს თქო.
შენ კიდე იძახდი რო ცოდნა არაფერშია საჭიროო.

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 16:01
t-90
გიშლის
პროსტა ვერ ხვდები რომ გიშლის biggrin.gif
არაფერშია საჭირო მეთქი არ მითქვამს
ან იქნებ ცოდნის გარეშე უკეთესიცაა
ადამიანმა თავად დააგროვოს ეს ცოდნა (არ წაიკითხოს, სხვისგან არ მოისმინოს) და ისე გააკეთოს დასკვნა, დედამიწა მრგვალია თუ ბრეტყელი

Posted by: Palladio 25 Apr 2018, 21:32
HurricaneKat.
QUOTE
ისე კი ნუ უყურებ რომ მე ცოდნის წინააღმდეგი ვიყო
უბრალოდ ხანდახან ხელს გვიშლის ფაქტების იქით დავინახოთ რამე

ეჭვი არ მეპარება, რომ არ ხარ წინააღმდეგი.
ფაქტების მიღმა თუ რაიმეს დაინახავ ისიც მხოლოდ სხვა ფაქტების გათვალისწინებით. დაფიქრდი აბა თუ მასე არ არის.

QUOTE
აი როგორც ეხლა თქვენს პოსტში
უყურებთ მხოლოდ შედეგებს

არამხოლოდ შედეგს, ხშირად პროცესი უფრო საინტერესოა, ვიდრე შედეგი.

QUOTE
ადამიანი განვითარდა, აღარ ისვრის ქვებს, გამოვიდა გამოქვაბულიდან
კარგი, გასაგებია, ვიცით ეგ

მაგრამ ამის ცოდნა არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ რა მოხდებოდა ესენი რომ არ მომხდარიყო

შენი პოსტიდან გამომდინარე ცხადია, რომ ცოდნა გაქვს ადამიანის პირველსაცხოვრისის შესახებ; ისიც იცი, რომ ის განვითარდა და დღევანდელი კომფორტი ამ განვითარების შედეგია. შენ გგონია ადამიანის უძველესი საცხოვრისის შესახებ ყველა ირგვლივ მყოფს აქვს ცოდნა? - ყველას არა აქვს. ცოდნა იმის შესახებ რომ უძველესი ადამიანის პირველსაცხოვრისი გამოქვაბული იყო შესაბამისი არქეოლოგიური კვლევა-ძიებებით დადგინდა. დაახლოებით ანალგიური შეგვიძლია ვთქვათ განვითარებაზეც, რომელზეც შენ წერდი ზემოთ.

პირიქით, მაგ ცოდნაზე დაყრდნობით უკეთ შეგიძლია ივარაუდო რა მოხდებოდა, რომ ესენი არ მომხდარიყო. მაგის გარეშე ეგ კითხვა შეიძლებოდა არც გაჩენილიყო. უფრო სწორედ, რომ არ ვიცოდეთ და წარმოდგენა არ გვქონდეს ადამიანის განვითარებისა და მათი ერთ დროს გამოქვაბულში ცხოვრების შესახებ ბევრი იფიქრებდა, უძველესი ადამიანი კომპიუტერთან ერთად დაიბადა ამ სამყაროშიო.

QUOTE
ჰიპოთეზები აბსტრაქცია არ არის?
მათ დგას მთელი ტექნიკური მეცნიერებები

სწორად ფორმულირებულ ჰიპოთეზას საფუძვლად ემპირიული ცოდნა უდევს. ყველაფრისგან განყენებულ აზრზე დაფუძნებული ჰიპოთეზა მეეჭვება რეალობასთან ახლოს იყოს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული ადამიანმა დისციპლინაში არაფერი იცოდე და რაღაცას შემთხვევით "არტყამდე". ასეთი რამ იშვიათობაა.
ტექნიკური მეცნიერებები აბსტრაქციაზე ნამდვილად არ დგას.

Posted by: t-90 25 Apr 2018, 21:53
HurricaneKat.
QUOTE

გიშლის
პროსტა ვერ ხვდები რომ გიშლის biggrin.gif
არაფერშია საჭირო მეთქი არ მითქვამს
ან იქნებ ცოდნის გარეშე უკეთესიცაა
ადამიანმა თავად დააგროვოს ეს ცოდნა (არ წაიკითხოს, სხვისგან არ მოისმინოს) და ისე გააკეთოს დასკვნა, დედამიწა მრგვალია თუ ბრეტყელი

მაშინ გამობრძანდი თბილი ოთახიდან და დაჯექი გამოქვაბულში, შიშველი ტიტველი და სპიჩკის გარეშე biggrin.gif
აბა როგორ გინდა პატივცემულო. biggrin.gif
ანუ შენ გინდა მილიონობით ადამიანის შრომა და დაგროვილი ცოდნა დაიკიდო და შენით იფიქრო ყველაფერზე? biggrin.gif
ანუ ეს ცოდნა რაც ეხლა მე და შენ გვაქვს მილიონობით ადამიანმა წლობის განმავლობაში მოაგროვა.
შენ ტაბულა რასადან ვერ გაიმეორებ ყველაფერს.
თუმცაღა თითონ ამის შემოწმებას და ეჭვქვეშ დაყენებას არავინ გვიშლის.

იმასაც ვერ ვხვდები პირობითად რომელიმე ფიზიკის ამოცანის ამოხსნა რატოა ნაკლები აზროვნების განმავითარებელი ვიდრე ცეცხლის აღმოჩენა.

QUOTE

მაგრამ ამის ცოდნა არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ რა მოხდებოდა ესენი რომ არ მომხდარიყო

რატო კი მარა?
ვაბშე სამი განზომილების იქით არ არსებობს და რა ? ვერ გამომყავს მრავალგანზომილებიანი პოლინომი თუ? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 22:34
t-90
აუ რაებზე მაფიქრე ამ შუაღამისას biggrin.gif
რა დროს ფიზიკა და ტაბულებია

მთელი დღეა თავი მტკივა
თეთრი მარტინი მიშველიდა
მარტინი რატომ დაარქვეს ?

ჩვენს სამყაროში არ არსებობს სხვა განზომილებები
მოგონილი ამბავია ეგ

Posted by: t-90 25 Apr 2018, 22:40
HurricaneKat.
QUOTE
აუ რაებზე მაფიქრე ამ შუაღამისას biggrin.gif
რა დროს ფიზიკა და ტაბულებია

რა გინდა გაიჩალიჩე biggrin.gif
QUOTE
მთელი დღეა თავი მტკივა
თეთრი მარტინი მიშველიდა
მარტინი რატომ დაარქვეს ?

თეთრი მარტინი არ ვიცი, მე საფერავის დამლევი ვარ დღეს ნუ ერთი ჭIქისbiggrin.gif
მარტინი ერქვა ვინმეს ალბათ.
QUOTE

ჩვენს სამყაროში არ არსებობს სხვა განზომილებები
მოგონილი ამბავია ეგ

მოგონილი ამბავია კი.
ხოდა მოგონებას ვინ გვიშლის? biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 25 Apr 2018, 22:43
t-90
ჰოდა ამ მარტინით და საფერავით მოგონება იყოს დამატებითი 9 განზომილების, რომელთა არსებობასაც ვერ ვგრძობთ მაგრამ ვიცი რომ კარგად არიან
სადაც არიან და როგორც არიან boli.gif

Posted by: t-90 25 Apr 2018, 22:55
HurricaneKat.
QUOTE
ჰოდა ამ მარტინით და საფერავით მოგონება იყოს დამატებითი 9 განზომილების, რომელთა არსებობასაც ვერ ვგრძობთ მაგრამ ვიცი რომ კარგად არიან
სადაც არიან და როგორც არიან

ა ჟენ ჟემოგევლე.
თავმა გაგიარა?

Posted by: HurricaneKat. 26 Apr 2018, 08:41
თუ არ ვცდები მსგავსი რამ (რასაც პოლემიკა მოყვა) ემანუელ შმიდტსაც აქვს ნათქვამი
დავგუგლე და ვერაფერი ვიპოვე
რომც მეპოვა და დამედო, ის ფრაზა გაგახსენდებოდათ : ვინც სხვის ნათქვამს იშველიებს, ამით მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას უსვამს ხაზს და არა მსჯელობასო.
ჰოდა მეორე მიზეზი მქონდა რომ აღარ მეწვალა smile.gif

t-90
რომ გავიღვიძე აღარ მტკიოდა
და ალბათ გამიარა

Palladio
თქვენ ჰუმანიტარი ხართ?
მოგვიანებით გიპასუხებთ

Posted by: t-90 26 Apr 2018, 09:46
HurricaneKat.
QUOTE
რომც მეპოვა და დამედო, ის ფრაზა გაგახსენდებოდათ : ვინც სხვის ნათქვამს იშველიებს, ამით მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას უსვამს ხაზს და არა მსჯელობასო.

არა მაგას როგორ ვიკადრებთ.
თუ მოიყვან სხვის ნათქვამს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად რა პრობლემაა?
არანაირი.
QUOTE
რომ გავიღვიძე აღარ მტკიოდა
და ალბათ გამიარა

კარგია.
იცის ხოლმე თავმა წამოტკიება.

Posted by: HurricaneKat. 26 Apr 2018, 11:22
t-90
შენი პოსტი როგორც კი დავინახე ეგრევე თავი ამტკივდა
user.gif

Posted by: t-90 26 Apr 2018, 14:24
HurricaneKat.
რა არის თავი აგატკიეთ სიბრძნით? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 26 Apr 2018, 15:49
QUOTE (t-90 @ 26 Apr 2018, 14:24 )

რა არის თავი აგატკიეთ სიბრძნით? biggrin.gif biggrin.gif

ძალიან იშვიათად მემართება და შემარგე
მიხარია თავი რომ მტკივა
რაღაც მიყრია ესე იგი gigi.gif

Posted by: t-90 26 Apr 2018, 18:01
QUOTE (HurricaneKat. @ 26 Apr 2018, 15:49 )
QUOTE (t-90 @ 26 Apr 2018, 14:24 )

რა არის თავი აგატკიეთ სიბრძნით? biggrin.gif biggrin.gif

ძალიან იშვიათად მემართება და შემარგე
მიხარია თავი რომ მტკივა
რაღაც მიყრია ესე იგი gigi.gif

მაგ რომ მასე ირჩეოხეს ჩემი მეზობელი გენიოსი იქნება. givi.gif
ისედაც გიყრია. ვადასტურებ.

Posted by: Mako Subladze 28 Apr 2018, 09:11
Lemshveniera
QUOTE
დავყარე დაიგნოზები ფსიქიატრიდან

ფსიქიატრი ხარ?

Posted by: HurricaneKat. 28 Apr 2018, 12:26
t-90
გუშინ რა შემემთხვა
პაროლს ვცვლიდი გმაილზე (ქრომიდან)
და დამიწერა
გამოიყენეთ ის პაროლი რასაც სხვა საიტებისთვის არ იყენებთო
ჰოდა რა უბედურებაა ეს facepalm.gif
სხვა ბრაუზერიდან რომ შევიოდე მაინც 'ეცოდინებოდათ' ჩემი პაროლები?
მერე მომხარებლების უფლებებს ვიცავთო დ ა.შ. დაიწყებენ

Posted by: t-90 28 Apr 2018, 12:29
HurricaneKat.
QUOTE
გუშინ რა შემემთხვა
პაროლს ვცვლიდი გმაილზე (ქრომიდან)
და დამიწერა
გამოიყენეთ ის პაროლი რასაც სხვა საიტებისთვის არ იყენებთო
ჰოდა რა უბედურებაა ეს facepalm.gif
სხვა ბრაუზერიდან რომ შევიოდე მაინც 'ეცოდინებოდათ' ჩემი პაროლები?
მერე მომხარებლების უფლებებს ვიცავთო დ ა.შ. დაიწყებენ

ხოდა გეუბნები.
ეგენი არიან ყველაზე შათლახები.
აი ფეისბუქიც ეგრე ეგონათ და ვერ მიყიდა კემბრიჯ ანალიტიკას?
რამდენი კიდე ვინმეს მიყიდა კაცმა არ იცის.

Posted by: HurricaneKat. 28 Apr 2018, 12:32
t-90
ძალიან დაუცველია დიჯითალ სამყარო
კიდევ ერთხელ მივხვდი რომ 'ხელნაწერები არ იწვიან' და ეს ძალიან ცუდია

Posted by: t-90 28 Apr 2018, 14:08
HurricaneKat.
QUOTE

ძალიან დაუცველია დიჯითალ სამყარო
კიდევ ერთხელ მივხვდი რომ 'ხელნაწერები არ იწვიან' და ეს ძალიან ცუდია

ხო.
ამიტომაც გადავედი უსაფრთხოებაში. ნუ პერსონალურშI მაინც მოვიწესრიგებ თქო biggrin.gif
თუმცა საკმაოდ ძნელია.
კომფორტი უნდა ათმო.

Posted by: Palladio 29 Apr 2018, 19:03
HurricaneKat.
QUOTE
თქვენ ჰუმანიტარი ხართ?
მოგვიანებით გიპასუხებთ

მაგას რა მნიშვნელობა აქვს... აიღეთ არქიტექტურა, ყველა დეტალს სანტიმეტრებში და მილიმეტრებში გათვლა სჭირდება, სხვა შემთხვევაში შეიძლება ჭერი ჩამოგვექცეს ან რაიმე სხვა უბედურება მოხდეს. გათვლა დრეკადობაზე, დამცრობაზე... უამრავი დეტალია, ყველაფერს ცოდნა უნდა, გათვლა სჭირდება. ასეა არქიტექტურაში და, ასევეა, პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროშიც.

Posted by: dadu____ 8 May 2018, 21:48
რომანტიული განწყობა და ნოტები, სასიმოვნოა ასეთი განწყობა ნამდვილად

Posted by: nforumi 26 May 2018, 10:20
რაც მე არ მეცალა აქ შემოსახედად, აღარც არავინ წერდა რამეს? სად ხართ ამ თემელებო? wink.gif

Posted by: beqa1971 29 May 2018, 16:22
ორი კაკლის ხე იდგა ეზოში ჭიშკართან.
ხოდა დანიშნეს ეს კაცი (ედიკას დროა) სოფლის გამგებლად. მოაყენა, ერთი კვირის თავზე სატვირთო, სამშენებლო მასალებით გაძეძგილი.
მარა სატვირთო მანქანა ვერ შეყავს ეზოში. ეს კაკლის ხეები ისეა დარგული რო მანქანა ვერ ეტევა. არ იყო მაშინ მანქანაზე გათვლა, ცხენებით ჯირითობდნენ.

ჰოდა რა ექნა ამ კაცს, ახალ ჩაბეტონებულ ღობეს ვერ მოარღვევდა. ახედა ზემოთ კაკლებს და რომელი მოეჭრა იმაზე ჩაფიქრდა. მარა რა მნიშვნელობა ქონდა ორივე ერთნაირად აშოლტილი და გატოტილ-გაფოთლილი იყო საამურად. მოჭრა მოკლედ ერთერთი, დანანებით.

შეგორდა სატვირთო. ჩამოცალეს აგურები, დააშენეს, გააფართოვეს სახლი. "კუხნა" და ვანა-ტუალეტი გაარემონტა, კარ-ფანჯარა გამოცვალა ყველგან.

ამ გამგებლის, ბაბუა იყო ახალგაზრდა ჩეკისტი, ცოლი რომ მოიყვანა. გადაასახლეს მერე, ქორწილის მეორე დღეს დაიჭირეს. ვიღაც ჩინოვნიკს დაუდგავს თვალი პატარძალზე და ამას "გაუფენია ნოხივით" (ეს გამოთქმა მომწონს)) თავისავე ქორწილში... არ ვიცი ეხლა რამდენად მთვრალი იყო და მოეჩვენა თუ მართლა რაღაც იყო მარა, პატარძალი კი დატოვა მეორე დღეს მარტო.

ესე არ მთავრდება ეს ამბავი. ჩამოვიდა გადასახლებიდან სამ წელიწადში. ვინც გააჩეკისტა ისევ ის კაცი დაეხმარა თურმე.
ჰოდა დახვდა ცოლი სახლში. მიეცნენ თავდავიწყებით მოწყურებულ სიყვარულს და გააჩინეს შვილები. ტყუპები.
აი ამის აღსანიშნავად დაურგავს ის ორი კაკლის ხე იმ ცხონებულ ბაბუამისს.

გამოვიდა სოფლის გამგებელი გაზაფხულზე სახლიდან და აღარ ყვავის მარტო დარჩენილი კაკლის ხე. გადმოხრილა ტანით კუნძისკენ და დაჰყურებს ასე ზემოდან. გავიდა ხანი და გახმა.

ამ გამგებლის შვილი იყო ჩემი ჯგუფელი, ერთი სოფლელი ბიჭი. მაგის მონაყოლით ვიცი ეს ამბავი. და ტყუპები მეთქი? ანუ იმ დიდი ბაბუის შვილებზე ვკითხე და ორივე ტყუპი ბაბუა ომში დამეღუპაო ასე მიპასუხა.

პ.ს.
აი ასეთი სევდიანი ისტორიააsmile.gif

nigo
nforumi
HurricaneKat.
t-90

მოყევით რამე

Posted by: nforumi 30 May 2018, 10:21
beqa1971
QUOTE
nigo
nforumi
HurricaneKat.
t-90

smile.gif

თითქმის ერთი თვე ვიყავი წასული, რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში მოვასწარი ყოფნა. ხოდა, თუ რამდენიმეს მაინც დააინტერესებს, დავდებ ხოლმე სურათებს და გამოიცანით რომელი ქვეყანა და ქალაქია... რას იტყვით?

Posted by: Mako Subladze 30 May 2018, 10:50
nforumi
QUOTE
დავდებ ხოლმე სურათებს და გამოიცანით რომელი ქვეყანა და ქალაქია... რას იტყვით?

დადე. ვეცდები გამოვიცნო.

Posted by: t-90 30 May 2018, 11:19
nforumi
დასდე.
-----------------

Posted by: beqa1971 30 May 2018, 15:11
nforumi

ვიქტორინაში გამარჯვებულს რამე პრიზი შეხვდება? bis.gif

Posted by: nforumi 30 May 2018, 18:24
Mako Subladze
t-90
beqa1971
კარგი, მოვიფიქროთ პრიზი smile.gif

Posted by: nforumi 30 May 2018, 18:45
და აგერ პირველი სურათიც:

პრიზზე ვიფიქროთ კიდე smile.gif

Posted by: Mako Subladze 30 May 2018, 19:22
ლონდონის ქუჩებია მგონი ასე დახაზული და ტრამვაიც იქაურია, მარჯვნივ ავტობუსიც, მარცხნივ ყვითელნიშნიანი თეთრი ურნაც, სადმე ახლოს საქართველოს საელჩო ხომ არაა?

ეს პასუხად არ ჩაითვლება.

Posted by: beqa1971 30 May 2018, 19:47
Mako Subladze

ავტობუსი რო დგას 747, მაგას აწერია dublin airport smile.gif

Posted by: nforumi 30 May 2018, 20:37
Mako Subladze
QUOTE
ეს პასუხად არ ჩაითვლება.

რატომ? wink.gif

beqa1971
QUOTE
ავტობუსი რო დგას 747, მაგას აწერია dublin airport

გამეპარა მაგ smile.gif

ანუ
beqa1971 - 1

Posted by: nforumi 30 May 2018, 20:41
შემდეგი სურათი:
-----------------------------------------------------------------

Posted by: beqa1971 30 May 2018, 21:13
nforumi

ნამყოფი ვარ მანდ smile.gif

Posted by: Mako Subladze 30 May 2018, 21:24
ეს ინგლისი არ იქნება, გუბეა ქუჩაში, ქუჩის საფარიც დაზიანებული.
გარეთ გაშლილი მაგიდები მიმანიშნებს ევროპის სამხრეთზე.
სვეტის თავზე ჯვარია, შენობაზეც, ალბათ ქრისტიანების თავშეყრის ადგილია.
საცხოვრებელი სახლები ვერ იქნება იმიტომ, რომ განათება პირდაპირ შენობებზეა მიმაგრებული (იქ ვინ დაიძინებს?).
მეტს მე ვერ ვხვდები.
* * *
beqa1971
QUOTE
ნამყოფი ვარ მანდ

ახლა მეც ვიცი, სადაა.
თქვი პასუხი, შენია ეს ქულაც.

Posted by: nforumi 31 May 2018, 09:11
beqa1971
QUOTE
ნამყოფი ვარ მანდ

ზოგჯერ ხდება რომ ვცნობ, რადგან ნამყოფი ვარ და არ მახსოვს რომელი ქალაქია.

ველოდები პასუხს smile.gif

Mako Subladze
QUOTE
ეს ინგლისი არ იქნება, გუბეა ქუჩაში, ქუჩის საფარიც დაზიანებული.

ინგლისი ნამდვილად არ არის smile.gif

Posted by: beqa1971 31 May 2018, 09:23
nforumi
QUOTE
ზოგჯერ ხდება რომ ვცნობ, რადგან ნამყოფი ვარ და არ მახსოვს რომელი ქალაქია.

ეგ ქალაქი ვერ დაგავიწყდება თუ ერთეხელ მაინც ნახე,
ფლორენცია love.gif
აღორძინების აკვანიsmile.gif

Posted by: Mako Subladze 31 May 2018, 10:38
beqa1971
QUOTE
ფლორენცია

გარშემო სახლებში არ ცხოვრობენ, ხომ?
მოედანს წმინდა მარიამის სახელი ქვია.

Базилика
Санта-Мария-Новелла
итал. Basilica di Santa Maria Novella
Фасад церкви работы Леона Баттисты Альберти 1470 года
Фасад церкви работы Леона Баттисты Альберти 1470 года
Страна Италия
Город Флоренция
Конфессия Католицизм
Епархия Архиепархия Флоренции
Орденская принадлежность доминиканцы
Тип здания Малая базилика
Архитектурный стиль Готика, Возрождение
Строитель Джованни ди Паоло Ручеллаи
Архитектор Леон Баттиста Альберти
Дата основания 1279
Строительство XIII—XV века

ovella) — церковь во Флоренции, Италия, находится на одноимённой площади в непосредственной близости от центрального городского вокзала, носящего её имя

Posted by: beqa1971 31 May 2018, 11:27
Mako Subladze
QUOTE
გარშემო სახლებში არ ცხოვრობენ, ხომ?

სასტუმროებია, აწერია კიდეც

nforumi

შემდეგი აბა , მარა ცოტა გაართულე
smile.gif

Posted by: nforumi 31 May 2018, 12:30
beqa1971
QUOTE
ეგ ქალაქი ვერ დაგავიწყდება თუ ერთეხელ მაინც ნახე,
ფლორენცია 
აღორძინების აკვანი

გააჩნია ვის როგორ smile.gif
ფლორენციაა ნამდვილად.

beqa1971 >> 2

Posted by: nforumi 31 May 2018, 12:49
beqa1971
QUOTE
შემდეგი აბა , მარა ცოტა გაართულე

გართულება ცოტა მერე იყოს smile.gif

Posted by: beqa1971 1 Jun 2018, 10:47
nforumi
ატენის სიონი

)VioletHill

ტანკს ცოტა ბაბანა მემარჯვენე კონსერვატიზმი უშლის ხელს, თორე ისე ხშირ შემთხვევაში მართალს უბნობს smile.gif,
ყოველშემთხვევაში თავის სამშობლო უყვარს და უკეთესი უნდა მისთვის დარწმუნებული ვარ.

Posted by: Mako Subladze 1 Jun 2018, 16:35
nforumi
შემდეგი გამოუშვი.
30

Posted by: nforumi 1 Jun 2018, 22:47
VioletHill
QUOTE
თქვენ მოყევით რამე და აუცილებლად შემოგიერთდებით დრო გამოშვებით
ოღონდ ტანკმა მოკლე პოსტები წეროს

მოყოლისთვის აზრის ჩამოსაყალიბებლად მეტი დრო მჭირდება, დრო, რომელიც არ მაქვს. არადა აქ შემოსვლა მჭირდება, მეხმარება ეს მცირეოდენი განტვირთვა. სურათების დადებას კი ბევრი დრო არ ჭირდება. კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებს, მკითხე და სიამოვნებით გიპასუხებ.

beqa1971 >> 3
smile.gif

Posted by: nforumi 1 Jun 2018, 22:52
Mako Subladze
QUOTE
შემდეგი გამოუშვი.

ა ბატონო smile.gif

Posted by: Mako Subladze 1 Jun 2018, 22:59
ესპანეთი, ბარსელონა დავწერე. სხვა ყოფილა. ბარსელონაში უფრო წოპწოპა ქონგურებია.
ვერ გამოვიცანი.

Posted by: nforumi 1 Jun 2018, 23:17
Mako Subladze
QUOTE
ესპანეთი, ბარსელონა დავწერე. სხვა ყოფილა. ბარსელონაში უფრო წოპწოპა ქონგურებია.
ვერ გამოვიცანი.

მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული smile.gif
ოღონდ ერთ ჯერზე ერთი პასუხი იყოს wink.gif

Posted by: beqa1971 2 Jun 2018, 02:35
nforumi

წმ. სტეფანეს ტაძარი , ავსტრია, ვენა
smile.gif

Posted by: nforumi 2 Jun 2018, 10:54
beqa1971
QUOTE
წმ. სტეფანეს ტაძარი , ავსტრია, ვენა

beqa1971 >> 4

მერე თანდათან პატარა ქალაქებზე გადავალ და მერე ვნახოთ wink.gif

smile.gif

Posted by: nforumi 2 Jun 2018, 10:59
მაგრამ ჯერჯერობით ისევ ადვილი უნდა იყოს:

Posted by: beqa1971 2 Jun 2018, 11:59
nforumi

გერმანიაა "U" მეტრო.
და სპორტული მაღაზია munzinger , ბაიერნის ლოგოთი smile.gif

მიუნხენია?
smile.gif

Posted by: t-90 2 Jun 2018, 12:03
VioletHill
ვუი კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ ტყავში
QUOTE

მართალი- მტყუანი, სუბიექტურია მესმის
მაგრამ მემარჯვენე კონსერვატიზმი რომ ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა არამარტო პატრიოტებისთვის ეგ კი ვიცი და გამოჩნდება კიდევაც დროთა განმავლობაში

love.gif

Posted by: nigo 2 Jun 2018, 15:16
nforumi
ეს ნამდვილად მიუნხენია.არამგონია მეშლებოდეს.
საათის რეკვისას რომ ფიგურები გამოდიან ,ახლაც თვალწინ მიდგას.

Posted by: nforumi 3 Jun 2018, 09:51
beqa1971
QUOTE
მიუნხენია?

კითხვის ნიშნით რატომ?
ნიგოს უნდა ჩავუთვალო მე მგონი wink.gif

beqa1971 >> 4
nigo >> 1

Posted by: nforumi 3 Jun 2018, 10:02
ესეც ადვილი უნდა იყოს წესით.

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: t-90 3 Jun 2018, 10:22
nforumi
ეგ მთლად საბავშვო ბაღია.
სან მარკოს მოედანი.
დაჟე მეც კი ვიცი biggrin.gif

Posted by: beqa1971 3 Jun 2018, 12:03
nforumi

QUOTE
ნიგოს უნდა ჩავუთვალო მე მგონი

არ გეთანხმები კითხვის ნიშანი გამეპარა gigi.gif
ნუ კარგი წავახალისოთ smile.gif

QUOTE
სან მარკოს მოედანი.

დამასწრეს smile.gif

Posted by: nforumi 3 Jun 2018, 13:32
beqa1971
QUOTE
არ გეთანხმები კითხვის ნიშანი გამეპარა 

იქ არ ეწერა გაპარულიაო.... wink.gif

QUOTE
დამასწრეს

კი.

t-90
QUOTE
ეგ მთლად საბავშვო ბაღია.
სან მარკოს მოედანი.
დაჟე მეც კი ვიცი

სწორია.
საბავშვო ბაღი იქნებოდა არხები რომ გამომეჩინა smile.gif

beqa1971 >> 4
nigo >> 1
t-90 >> 1

Posted by: nforumi 3 Jun 2018, 13:38
ეს მთლად მეტისმეტად ადვილია მე მგონი, მაგრამ მაინც, ჯერ ადვილებზე ვართ smile.gif , აბა ნახეთ:

Posted by: beqa1971 3 Jun 2018, 13:57
QUOTE
მეტისმეტად ადვილია მე მგონი

yes.gif
მილანი .

იტალიის დროშა მაინც მოგეჭრა smile.gif

Posted by: nforumi 3 Jun 2018, 16:57
beqa1971
QUOTE
იტალიის დროშა მაინც მოგეჭრა

რას ერჩი იტალიის დროშას wink.gif smile.gif

beqa1971 >> 5
nigo >> 1
t-90 >> 1

Posted by: nforumi 3 Jun 2018, 17:01
ეს ნამეტანი რთულია, მაგრამ იმედია მაინც გამოიცნობთ wink.gif

Posted by: Southern_Spirit 3 Jun 2018, 20:44
...........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

Posted by: nforumi 4 Jun 2018, 09:37
QUOTE
ეს ნამეტანი რთულია, მაგრამ იმედია მაინც გამოიცნობთ

რას შვებით ხალხო, მართლა რთულია???

Posted by: beqa1971 4 Jun 2018, 12:48
nforumi
QUOTE
რას შვებით ხალხო, მართლა რთულია???

რაღაც დოკუმენტურ ფილმში იყო თუ გადაცემაში მარა ადგილს რა ქვია ვერ ვიხსენებ , იტალიაა. წარწერაც იტალიურია.
შესაძლოა პალერმო იყოს დაძმობილებული ქალაქების ამბავში არ ვიცი smile.gif

Posted by: nforumi 4 Jun 2018, 13:59
beqa1971
QUOTE
რაღაც დოკუმენტურ ფილმში იყო თუ გადაცემაში მარა ადგილს რა ქვია ვერ ვიხსენებ , იტალიაა. წარწერაც იტალიურია.
შესაძლოა პალერმო იყოს დაძმობილებული ქალაქების ამბავში არ ვიცი

wink.gif

არა smile.gif

Posted by: Mako Subladze 4 Jun 2018, 15:53
nforumi
ლევილის მამულის სახლი და ეზო არაა.

იტალია, რომი. user.gif (პასუხი გადავიწერე)

Posted by: beqa1971 4 Jun 2018, 15:55
nforumi
QUOTE
არა 

არც იტალიაა?
რუსთაველს ის დააფასებდა ვისაც თავისი "რუსთაველი " ყავს smile.gif

Posted by: t-90 4 Jun 2018, 16:04
nforumi
ვილა ბორგეზე? ნუ ქალაქი რომი.
-------------

Posted by: nforumi 4 Jun 2018, 16:28
Mako Subladze
QUOTE
იტალია, რომი.   (პასუხი გადავიწერე)

t-90
QUOTE
ვილა ბორგეზე? ნუ ქალაქი რომი.

რომია პასუხი, მაგრამ რომელს უნდა ჩავუთვალო? მაკომ პირველმა დაწერა, მაგრამ გადავიწერეო, თავად ამბობს (საიდან)? ტანკმა კიდე ზუსტად იცის სადაცაა smile.gif

მე მგონი უფრო მაკოს უნდა ჩაეთვალოს, ჩვენ ხომ არ ვაკონტროლებთ ვინ როგორ გაარკვია. ტანკს იმედია არ ეწყინება smile.gif

beqa1971 >> 5
nigo >> 1
t-90 >> 2
Mako Subladze >> 0

ჩავასწორე მაკოს მოთხოვნით (ულტიმატუმი წამომიყენა wink.gif smile.gif ). იმედია საპრეტენზიო მეტი არაფერია.

Posted by: nforumi 4 Jun 2018, 16:38
აბა ეს ვნახოთ >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> :

Posted by: Mako Subladze 4 Jun 2018, 16:58
nforumi
მე ბექასგან და ტანკისგან გადავიწერე, არ ჩამითვალო.
თუ ჩამითვლი, აღარ გეთამაშები. წაშალე ჩემი ქულა.

Posted by: nforumi 4 Jun 2018, 17:07
Mako Subladze
QUOTE
მე ბექასგან და ტანკისგან გადავიწერე, არ ჩამითვალო.
თუ ჩამითვლი, აღარ გეთამაშები. წაშალე ჩემი ქულა.

მიყვარს პატიოსანი ადამიანები smile.gif
და კიდე, მესმის, ჩემთვისაც დისკომფორტი იქნებოდა ასეთი ქულა.

მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ გადაიწერე?

Posted by: Mako Subladze 4 Jun 2018, 17:17
nforumi
QUOTE
მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ გადაიწერე?

ასე გეთამაშები.
არასწორი პასუხი მეწერა და მერე გადავთქვი, ამათ დავეთანხმე.

* * *
აქ არის ქოლგებიანი ქუჩა მარცხნივ. მარჯვნივ სვეტებიანი შენობა კინოთეატრია. სამხრეთის ქალაქია.

Posted by: nforumi 4 Jun 2018, 23:53
Mako Subladze
QUOTE
აქ არის ქოლგებიანი ქუჩა მარცხნივ. მარჯვნივ სვეტებიანი შენობა კინოთეატრია. სამხრეთის ქალაქია.

კი,
თუმცა ქვეყნის გამოცნობაც კი არ არის საკმარისი, ქალაქის სახელი უნდა ითქვას.

Posted by: jottia 5 Jun 2018, 00:47
მოგესალმებით მეგობრებო,

მოკლედ, რაჭაში მქონდა სახლი საიდანაც წამოვიღე წიგნები, იქ ფუჭდებოდა, თან საკმაოდ კარგი წიგნებია.
გავარემონტე სარდაფი, მაგრამ წიგნები ვერ გავთვალე, რომ ცოტა იყო, მე კიდე მოვყევი და ეს თაროები გადავჭედე,
თუ გაქვთ საშუალება, რომ რაიმე წიგნები მაჩუქოთ, რომ დიზაინი გამოვიდეს კარგად, იყოს ლამაზად,
კარგი ბავშვები ჩადიან და სხედან საათობით, არავინ აწუხებთ და კითხულობენ იქ.
თქვენ თითოეულ წიგნს მოვუფრთხილდები, შეგიძლიათ ხელმოწერით მაჩუქოთ.
ფბ-ზე დავიღალე, დამპირდებიან და მერე აღარ მიკავშირდებიან, მაკულატურაც რომ იყოს, წავიღებ <3 <3 <3 user posted image
ასევე იდეებიც გამოუშვით, რას დაამატებდით სადრაფში <3 <3 <3

Posted by: beqa1971 5 Jun 2018, 12:50
jottia
QUOTE
კარგი ბავშვები ჩადიან და სხედან საათობით,

სარდაფში რატო სხედან ბავშვები ? , ნათელ ოთახში და ფანჯარასთან ვინ აწუხებს წიგნის კითხვისას?
QUOTE
მაკულატურაც რომ იყოს, წავიღებ

მაკულატურას წააკითხებ ბავშვებს?

გაუგებარი პოსტი დადე რაღაც

Posted by: Mako Subladze 5 Jun 2018, 14:13
jottia
QUOTE
ასევე იდეებიც გამოუშვით, რას დაამატებდით სადრაფში <3 <3 <3

კომპოტებს, მურაბებს, წნილება, კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს.

Posted by: nforumi 6 Jun 2018, 09:31
რახან ვერავინ გამოიცნო, დავამატებ სურათს, იქნებ ეს დაგეხმაროთ:

Posted by: Mako Subladze 6 Jun 2018, 11:28
nforumi
მე ლექსს დავამატებ:
''მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში! ''
ილია ჭავჭავაძე

Posted by: nforumi 6 Jun 2018, 14:09
Mako Subladze
QUOTE
ილია ჭავჭავაძე

სამწუხაროდ ჩვენ არასდროს მოგვისმენია ილიასთვის, ებრძოდნენ მის საუკუნეშიც (თან ცნობილი მოღვაწეები), მერე მოვკალით, ახლა გავაკერპეთ!..
სამწუხაროა, რომ მისი გაგება არავის უნდა. ახლაც კი აქტუალური რასაც ის მე-19 საუკუნეში წერდა.

Posted by: Mako Subladze 6 Jun 2018, 18:15
nforumi
მეხუთე კლასში მასწავლეს ეს ლექსი.
მე არასდროს მოვკლავდი ილიას, იმედია არც შენ. სხვებმა მოკლეს.

ამ ძეგლის კაცს რა იარაღი უჭირავს?

Posted by: t-90 7 Jun 2018, 04:37
nforumi
QUOTE

სამწუხაროდ ჩვენ არასდროს მოგვისმენია ილიასთვის, ებრძოდნენ მის საუკუნეშიც (თან ცნობილი მოღვაწეები), მერე მოვკალით, ახლა გავაკერპეთ!..
სამწუხაროა, რომ მისი გაგება არავის უნდა. ახლაც კი აქტუალური რასაც ის მე-19 საუკუნეში წერდა.

და რა პრობლემაა რო ებრძოდნენ?
მაშIნ კაკრაზ ყველაზე კარგი სასტავი იყო და მეტნაკლებად ყველაზე კარგი პოლიტიკური სტრუქტურები ჩამოყალიბდნენ საქართველოში.
ილიასთვის რომ არ ებრძოლათ ილია ილია არ იქნებოდა.

Posted by: nforumi 7 Jun 2018, 10:29
Mako Subladze
QUOTE
მეხუთე კლასში მასწავლეს ეს ლექსი.
მე არასდროს მოვკლავდი ილიას, იმედია არც შენ. სხვებმა მოკლეს.

ამ ძეგლის კაცს რა იარაღი უჭირავს?

ჩვენმა წინაპრებმა მოკლეს ნამდვილად მაკო, მოკლეს 1907-ში კი არა, 1919 წლის თებერვალში. თან დიდი უმრავლესობით.

t-90
QUOTE
და რა პრობლემაა რო ებრძოდნენ?
მაშIნ კაკრაზ ყველაზე კარგი სასტავი იყო და მეტნაკლებად ყველაზე კარგი პოლიტიკური სტრუქტურები ჩამოყალიბდნენ საქართველოში.
ილიასთვის რომ არ ებრძოლათ ილია ილია არ იქნებოდა.

გარკვეულწილად მართალი ხარ, თუმცა რომ გაეგოთ მისთვის და ისე ეკეთებინათ, როგორც ის ხედავდა (საღ აზრზე მყოფებს შეეძლოთ გაეგოთ), მაშინ იქნებ გადავრჩენილიყავით ბევრ უბედურებას კიდეც.

Posted by: beqa1971 7 Jun 2018, 14:31
nforumi
QUOTE
მერე მოვკალით

როდისმე ხო უნდა გავიგოთ რო საქართველოს, რუსეთის დონის მტერი არ ყოლია?.
ჩვენთვითონ ვაყალბებთ საკუთარ ისტორიას და სხვას რა მოვთხოვოთ? smile.gif
QUOTE
1907-ში კი არა, 1919 წლის თებერვალში. თან დიდი უმრავლესობით.

ჟორდანია რო უმრავლესობით მოვიდა ეგ არ ნიშნავს არაფერს, უამრავი ნაძირალა უმრავლესობით მოდის ყოველთვის. და არა მარტო საქართველოში .

როგორც მეტაფორა "ილია მოვკალით" ერის შესაფასებლად საერთოდ უადგილოა.
არა ჯანსაღია, რაღაც მაზოხისტური ხიბლია.

ბერძენიშვილი ჭკვიანი კაცია ადგილებში, მარა ბევრ სისულელეს ამბობს. "ილია მოვკალით" მაგის აკვიატებაა ერთერთი.

Posted by: t-90 7 Jun 2018, 16:27
nforumi
QUOTE

გარკვეულწილად მართალი ხარ, თუმცა რომ გაეგოთ მისთვის და ისე ეკეთებინათ, როგორც ის ხედავდა (საღ აზრზე მყოფებს შეეძლოთ გაეგოთ), მაშინ იქნებ გადავრჩენილიყავით ბევრ უბედურებას კიდეც.

რას კონკრეტულად?
ან რა უნდა გაეკეთებინათ?
QUOTE
1919 წლის თებერვალში. თან დიდი უმრავლესობით.

ნწუ.
1907 წელს.
თორე 1917 წელს უკვე სოციალ-დემოკრატებს გადაფორმებული ჰქონდათ არაოფიციალურად ხელისუფლება ვინაიდან მხოლოდ ეგ იყო ძალა რომელსაც გასვლა ჰქონდა ევროპულ ელიტებზე.

ისე განსხცვავებით მაგალითად სოცდეკებისგან ილიას პრაქტიკულად არ შუექმნია პარტია. უფრო სწორედ საჭირო დროს მოკლეს რა.
1914 წლამდე რო ეცოცხლა უკვე სეიროზული პარტია დარჩებოდა.

Posted by: nforumi 7 Jun 2018, 16:32
beqa1971
QUOTE
ბერძენიშვილი ჭკვიანი კაცია ადგილებში, მარა ბევრ სისულელეს ამბობს. "ილია მოვკალით" მაგის აკვიატებაა ერთერთი.

არ ვიცოდი თუ ბერძენიშვილს ქონდა ასეთი რამ ნათქვამი. მე მეგონა ჩემი იყო wink.gif

მაზოხისტური არ არის, ამას იმიტომ ვამბობ, რომ უნდა გავიგოთ რა მივქარეთ ადრე, რათა კიდე არ მივქაროთ. განსაკუთრებით მას მერე გამიჩნდა ეს სურვილი, რაც ილიას წერილები წავიკითხე ეკონომიკის შესახებ. კაცს საკითხი მე-19 საუკუნეში უკეთ ესმოდა, ვიდრე დღევანდელ ეკონომისტებს (თუ "ეკონომისტებს" ) ესმით.

QUOTE
როდისმე ხო უნდა გავიგოთ რო საქართველოს, რუსეთის დონის მტერი არ ყოლია?.

რუსეთი ყველაზე დიდი მტერია ამ ისტორიულ პერიოდში, ნამდვილად.

QUOTE
ჩვენთვითონ ვაყალბებთ საკუთარ ისტორიას და სხვას რა მოვთხოვოთ? 

დიახ, სწორედ რომ. როგორ ავაწყობთ ურთიერთობას მტერთან თუ მოყვარესთან, ჩვენზეა დამოკიდებული. გონივრული პოლიტიკის შემთხვევაში ქვეყანა მოგებული რჩება, თუ არადა ურაპატრიოტიზმით საქმე უკან-უკან მიდის.

* * *
t-90
QUOTE
ნწუ.
1907 წელს.

არა, არ შემშლია, 1919 წელს.
ფიზიკურ მკვლელობას რომ არ ვგულისხმობ, კი უნდა გესმოდეს.

Posted by: Mako Subladze 7 Jun 2018, 18:06
nforumi
t-90
beqa1971
ილია ჭავჭავაძეს ეს ლექსი (მესმის,მესმის) იტალიაში ჯუზეპე გარიბალდის აჯანყებისთვის მიუძღვნია.
სწორად მახსოვს?

Posted by: beqa1971 7 Jun 2018, 18:34
nforumi
QUOTE
მაზოხისტური არ არის, ამას იმიტომ ვამბობ

მესმის რატომაც ამბობ, მაგრამ ილიას მკვლელობის (თუნდაც მეტაფორულად) ერზე განზოგადება, ისტორიის დამახინჯებაა რეალურად .

QUOTE
უნდა გავიგოთ რა მივქარეთ ადრე, რათა კიდე არ მივქაროთ.

ჰო, და ამიტომაც, იმ დროის საქართველოში არსებული, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისა და კიდევ უფრო კონკრეტული მტრის (რუსეთის) ინტერესთა თანხვედრაზე მკაფიოდ ვილაპარაკოთ.
ისტორიკოსებს ვაბშე ძინავთ მემგონი.

* * *
Mako Subladze

კი მეც ესე მახსოვს

Posted by: t-90 8 Jun 2018, 00:43
nforumi
QUOTE

არა, არ შემშლია, 1919 წელს.
ფიზიკურ მკვლელობას რომ არ ვგულისხმობ, კი უნდა გესმოდეს.

ხოდა ილიას ფიზიკურმა მკვლელობამ მოუთავა ხელი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას.
თორე თქვენ თუ გგონიათ რო სოც-დეკების მოსვლა 1919 წელს გადაწყდა ძალაინ ცდებით.
ეგ გადაწყდა 1917 წლის თებერვალში.
და გადაწყდა პეტერბურგში და არა თბილისში.

Posted by: beqa1971 8 Jun 2018, 09:50
Mako Subladze

ეხლა მივხვდი რომ იცოდით და მინიშნება იყო ილიას ლექსი.
და რატომ არ დაწერეთ? smile.gif

nforumi
გენუა ყოფილა wink.gif

ეს ქულა მაკოს ეკუთვნის.

Posted by: nforumi 8 Jun 2018, 10:57
beqa1971
QUOTE
მესმის რატომაც ამბობ, მაგრამ ილიას მკვლელობის (თუნდაც მეტაფორულად) ერზე განზოგადება, ისტორიის დამახინჯებაა რეალურად .

t-90
QUOTE
ხოდა ილიას ფიზიკურმა მკვლელობამ მოუთავა ხელი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას.
თორე თქვენ თუ გგონიათ რო სოც-დეკების მოსვლა 1919 წელს გადაწყდა ძალაინ ცდებით.
ეგ გადაწყდა 1917 წლის თებერვალში.
და გადაწყდა პეტერბურგში და არა თბილისში.

როგორც ერთმა პიროვნებამ მითხრა, მთავარი არის არჩევნების შედეგი, არჩევნების შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს ხალხი მოატყუეს, დააშინეს თუ გააყალბეს.
იმ დროსვე არ წარმოადგენდა საიდუმლოს ვინ იყვნენ ილიას მკვლელები.

beqa1971
QUOTE
Mako Subladze

ეხლა მივხვდი რომ იცოდით და მინიშნება იყო ილიას ლექსი.
და რატომ არ დაწერეთ?

nforumi
გენუა ყოფილა

ეს ქულა მაკოს ეკუთვნის.

ამაზე არც დავფიქრებულვარ smile.gif
რატო იგულისხმება ამ ლექსით გენუა და არა ნიცა ან ტურინი?

Posted by: beqa1971 8 Jun 2018, 11:52
nforumi
QUOTE
რატო იგულისხმება ამ ლექსით გენუა და არა ნიცა ან ტურინი?

მთავარია ამ ლექსით იგულისხმება რომ, მხედარი გარიბალდია smile.gif

დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია. ქალაქის დადგენა მაგალითადwink.gif

Posted by: t-90 8 Jun 2018, 13:42
nforumi
QUOTE

როგორც ერთმა პიროვნებამ მითხრა, მთავარი არის არჩევნების შედეგი, არჩევნების შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს ხალხი მოატყუეს, დააშინეს თუ გააყალბეს.
იმ დროსვე არ წარმოადგენდა საიდუმლოს ვინ იყვნენ ილიას მკვლელები.

ნწუ.
მთავარი არის არჩევნების შედეგებს ვინ ითვლის.
და გარდა ამისა უკვე ჟორდანიას მთავრობა იყო ელიტაში მოსული როგორც რუსეთში ისე აქ.
ასე რომ არჩევნები არის ბლეფი.
და კიდე
1927 წლამდე ბევრი არაფერი იცოდა ხალხმა მაგის შესახებ.

Posted by: nforumi 8 Jun 2018, 13:42
beqa1971
QUOTE
მთავარია ამ ლექსით იგულისხმება რომ, მხედარი გარიბალდია

დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია. ქალაქის დადგენა მაგალითად

კარგი, გასაგებია ახსნა, თუმცა არ არის ცალსახა, მისი ძეგლი ისე პატარა ქალაქშიც მაქვს ნანახი, რომლის სახელი არც მანამდე ვიცოდი და არც ახლა მახსოვს...

მაკოს ველოდები, მაკო, გენუა იგულისხმე ნამდვილად?

* * *
t-90
QUOTE
1927 წლამდე ბევრი არაფერი იცოდა ხალხმა მაგის შესახებ.

მასე არც ახლა ვიცით wink.gif

QUOTE
არჩევნები არის ბლეფი.

პრინციპში მეც მასე ვთვლი.

QUOTE
მთავარი არის არჩევნების შედეგებს ვინ ითვლის.

და ვინ აძლევს მათ უფლებას დათვალოს ისე, როგორც ითვლიან.

ერთი სიტყვით, ის რომ მტრები და გარეწრები რაღაცეებს ჩალიჩობენ, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი არ არის პასუხისმგებელი თავის ხვალინდელ დღეზე. თუ ხალხი ამას უშვებს, ესე იგი ის ღირსია იმის (მაკიაველის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ).

*** ეს მეორედ შევამჩნიე უკვე, რომ შენც ზუსტად იმ დროს დადე პასუხი, როცა მე წინა პოსტის პასუხს ვწერდი... wink.gif

Posted by: t-90 8 Jun 2018, 13:53
nforumi
QUOTE
მასე არც ახლა ვიცით

არა ნუ მაშინ ზოგადად არავინ იცოდა გარდა ერთი ორი რუსის მოხელისა.
სტალინმა გახსნა ასე ვთქვათ ეგ საქმე.
QUOTE
და ვინ აძლევს მათ უფლებას დათვალოს ისე, როგორც ითვლიან.

დიდი კაპიტალი აძლევთ.
ამ შემთხვევაში ევროპული ელიტები.
QUOTE

ერთი სიტყვით, ის რომ მტრები და გარეწრები რაღაცეებს ჩალიჩობენ, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი არ არის პასუხისმგებელი თავის ხვალინდელ დღეზე. თუ ხალხი ამას უშვებს, ესე იგი ის ღირსია იმის (მაკიაველის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ).

ეგ არის მითი.
ხალხი არ არსებობს.

Posted by: nforumi 8 Jun 2018, 16:36
t-90
ნუ დაიწყებ ახლა შენებურად, ვერ დაგვაჯერე ხო ხედავ smile.gif

Posted by: Mako Subladze 8 Jun 2018, 19:38
beqa1971
nforumi
ვამხელ საიდუმლოს:
ჯერ სვეტებიან შენობაზე წავიკითხე ოთხიოდე ასო, მერე ასეთი შენობები დავძებნე, ყველა ამ შენობის წინ გარიბალდია ძეგლი იდგა და გამოთქმით ეწერა გენუა.

მე პასუხი არ ვიცოდი.
ქულა არ მეკუთვნის.
ქულა ეკუთვნის კვლავ ბექას.

Posted by: beqa1971 8 Jun 2018, 20:13
nforumi

QUOTE
რომლის სახელი არც მანამდე ვიცოდი და არც ახლა მახსოვს...

Mako Subladze
QUOTE
დავძებნე

ყველა გარიბალდის ძეგლი სად რომელ ქალაქში დგას ვინმემ იცის ზეპირად დაძებვნის გარეშე?))

მე მივხვდი რო იტალია იყო (წარწერებით) მარა სანამ გარიბალდი არ ახსენეთ დასაძებნიც ვერაფერი ვიპოვე )
ამიტომ ქულა ჩემი არაა და არ ვიდაოთ wink.gif

Posted by: t-90 9 Jun 2018, 00:23
nforumi
ნუ ახლა
შედეგი ეგეთია და ფაქტი ეგეთია.
ფულიანი ხალხი მართავს მსოფლიოს.

Posted by: Mako Subladze 9 Jun 2018, 09:55
beqa1971
QUOTE
ძეგლი

არ ჩანდა პირველ სურათზე. კინოთეატრი დავძებნე.

Posted by: nforumi 9 Jun 2018, 09:59
Mako Subladze
QUOTE
ჯერ სვეტებიან შენობაზე წავიკითხე ოთხიოდე ასო, მერე ასეთი შენობები დავძებნე, ყველა ამ შენობის წინ გარიბალდია ძეგლი იდგა და გამოთქმით ეწერა გენუა.

ხოდა, გაგირკვევია და რაღაა საჭოჭმანო? თუ გგონია რომ მაინცდამაინც უნდა იცოდეს ვინმემ ზუსტად ის ადგილი, რომ ჩაეთვალოს.
beqa1971
QUOTE
ამიტომ ქულა ჩემი არაა და არ ვიდაოთ

მე გეთანხმები, ცალსახაა. პირობაში არსად იყო ნათქვამი, რომ უნდა იცნო მაინცდამაინც ადგილი. უნდა გაარკვიო ადგილი და როგორ გაარკვევ არ აქვს მნიშვნელობა: იქ დროშა იქნება ფოტოზე მოხვედრილი, წარწერა თუ სხვა რამ.

beqa1971 >> 5
nigo >> 1
t-90 >> 2
Mako Subladze >> 1

t-90
QUOTE
შედეგი ეგეთია და ფაქტი ეგეთია.
ფულიანი ხალხი მართავს მსოფლიოს.

wink.gif

Posted by: nforumi 9 Jun 2018, 10:10
უცნაურია რომ ხარისხზე არავის გამოუთქვამს აზრი, ვარგა ჩემი ტელეფონით გადაღებული სურათები? თუ ისე რა?

Posted by: nigo 9 Jun 2018, 10:55
ჩემო საყვარელო ამთელებო.
ახლა ჩემი სურვილით მინიმუმ ერთთვიან ბანს ვადბინებ მოდერს,რომ პოლიტიკაში აღარ ვპოსტო.
ჯერ ერთი რომ საშინელი სიტუაციაა, ბოტები ტროლები, ბრიგადნიკები.
ნერვები მეშელბა,რომ მაინც შემიცდა ფეხი ექვსი თვე არ შემიხედავს და მერე რაღაც მოხდა და ისევ მივეჯაჭვე.
გკითხულობთ, ვერაფერი ვერ გამოვიცანი მიუნხნის გარდა, ისიც რომ არ გამომეცნო, ძალიან ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე.
5 წელი ზედიზედ დავდიოდი მანდ და კიოლნში ვორქშოფებზე.
nforumi
მშურს შენი და თან მიხარია შენს მაგივრად, რამდენი გიმოგზაურია.
წელს ავადმყოფობამ შემიშალა ხელი . ექვსი თვეა ვერ გამოვკეთდი და იტალიის კაპიკებში არებული ბილეთი, სასტუმრო , ტურები სულ წყალში ჩამეყარა ფულიანად .
ეტყობა, აღარ ვარ იმ ასაკში ექვსი თვით ადრე რომ რამე დავგეგმო. sad.gif sad.gif

მოკლედ გკითხულობთ, გულშეგმატკივრობთ და სულ შემოვალ ხოლმე, თემა არ მომიკლათ biggrin.gif
აკა მორჩილაძის ბოლო რომანს ვკითხულობ ,ზუსტად იმ თემატიკაზე რასაც არჩევდით და მერე დავწერ.

რა ცუდია, რომ როცა ბანი გადევს სხვა თემებში ვერ შედიხარ sad.gif
დროებით 2kiss.gif love.gif

Posted by: Mako Subladze 9 Jun 2018, 13:10
nigo
QUOTE
ბოტები ტროლები, ბრიგადნიკები

მე მგონია, უბრალოდ ერთობიან.

* * *
nforumi
QUOTE
ვარგა ჩემი ტელეფონით გადაღებული სურათები?

რატომაც არა. მე მომწონს.

Posted by: nforumi 9 Jun 2018, 13:49
nigo
ძლივს არ დაგინახე!...
QUOTE
დროებით   

მაიცა კაცო, სად მიდიხარ?!

Mako Subladze
QUOTE
რატომაც არა. მე მომწონს.

აი, რომ ვიღებდი, მაშინ გამიჩნდა ეს იდეა, აქ გამეზიარებინა ჩემი დანახული ამ ფორმით. კარგია თუ გამომივიდა smile.gif

Posted by: Mako Subladze 9 Jun 2018, 14:03
nforumi
ეს ქალაქები ალბათ კუნძულებზე ააშენეს.
მიკვირს სახლის კედლები დანესტიანებული რომ არაა.

Posted by: beqa1971 9 Jun 2018, 15:47
nigo
QUOTE
ბოტები ტროლები, ბრიგადნიკები.

საოცრებებს წერენ wow.gif smile.gif

nforumi
QUOTE
აი, რომ ვიღებდი, მაშინ გამიჩნდა ეს იდეა, აქ გამეზიარებინა ჩემი დანახული ამ ფორმით. კარგია თუ გამომივიდა 

მშვენიერია, ვერთობით, განტვირთვაა ერთგვარი.

რაც შეეხება ფოტოს ძალიან ადვილად დავძებნე smile.gif

და ეს არის შვეიცარია, კერძოდ ციურიხი!! gigi.gif

მოგივლია მართლა ნახევარი დედამიწა wink.gif

Posted by: nforumi 9 Jun 2018, 15:54
beqa1971
QUOTE
ეს არის შვეიცარია, კერძოდ ციურიხი!! 

მართალია smile.gif

beqa1971 >> 6
nigo >> 1
t-90 >> 2
Mako Subladze >> 1

Posted by: nforumi 9 Jun 2018, 16:00
შემდეგი >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: t-90 9 Jun 2018, 22:54
nforumi
ეგ არის მაინცი.
ეგეთI მთვრალიც არ მივლია biggrin.gif

Posted by: nforumi 10 Jun 2018, 11:48
t-90
QUOTE
ეგ არის მაინცი.
ეგეთI მთვრალიც არ მივლია 

კი, მაინცია, მაგრამ სიმთვრალე რა შუაშია, მანდ იყავი მთვრალი?

beqa1971 >> 6
nigo >> 1
t-90 >> 3
Mako Subladze >> 1

Posted by: nforumi 10 Jun 2018, 12:00
არ გაბრაზდეთ თუ ზედმეტად ადვილია, აბა ვნახოთ:

Posted by: t-90 10 Jun 2018, 12:06
nforumi
ვენეტტო biggrin.gif
დაგასწარით იშ biggrin.gif
QUOTE

კი, მაინცია, მაგრამ სიმთვრალე რა შუაშია, მანდ იყავი მთვრალი?

იცოცხლე თქვა biggrin.gif

Posted by: beqa1971 10 Jun 2018, 13:41
nforumi

ეს ფოტო არ ითვლება ვაპროტესტებ! biggrin.gif

ჯერ ერთი სან მარკო იყო უკვე ერთხელ wink.gif
მეორე - აწერია ზედ ფოტოს ქალაქის სახელი!!

კაი და თუ პროტესტმა არ გაჭრა მაშინ აჰა, ვენეტო არის რეგიონი და ჩვენ როგორც მახსოვს ქალაქი უნდა გამოვიცნოთwink.gif
ფოტოზე ქალაქი არის ვენეცია! biggrin.gif

Posted by: NNina 10 Jun 2018, 14:30
აი ეხლა ყავას ვადუღებ..
წერა მინდა.
ჩემი დისშვილი ჭIრვეულობდა,ხოდა მეც დავარწიე,ვაჭამე და დავაძინე.

დღეები უკმად მირბიან. უამრავი ამბავია,მკვლელი,მოკლული,მაჩალიკაშვილმა თქვა წაგართმევთო პანკისს.
მოკლდედ,ისეთი დღეებია, ერთი ცხელი ყავა ნამდვილად გვჭირდება.

ამ განყოფილებაში იშვიათად შემოვდივარ,საერთოდაც იშვიათად ვფოქსტავ,მაგრამ ამ ორ დღეს ჩემს თავს უფლება მივეცი რამე ვაკეთო.ხოდა მეც დავწერე.
ძალიან მიყვარს ყავა და ერთი ტორტის ნაჭერი..

Posted by: nforumi 10 Jun 2018, 19:24
NNina
QUOTE
ძალიან მიყვარს ყავა და ერთი ტორტის ნაჭერი..

მეც smile.gif

t-90
beqa1971
ერთი მხრივ ცხადია, რომ ტანკმა იცოდა ეს ვენეცია, რომ იყო. თუმცა მეორე მხრივ, ბექა მართალია, ქალაქის სახელის გამოცნობაზეა.
არ მინდა ავტორიტარული გადაწყვეტილება, ამიტომ ერთმანეთში როგორც შეთანხმდებით, ისე ჩავთვალოთ.

ხო, გამეორებას რაც შეეხება, მაპატიეთ თუ ხანდახან იგივე ქალაქის სხვა სურათს დავდებ, არ ვიმახსოვრებ ესა თუ ის ქალაქი იყო თუ არა, ნუ დამავალდებულებთ რა.

* * *
nigo
QUOTE
ჩემო საყვარელო ამთელებო.
ახლა ჩემი სურვილით მინიმუმ ერთთვიან ბანს ვადბინებ მოდერს,რომ პოლიტიკაში აღარ ვპოსტო.
ჯერ ერთი რომ საშინელი სიტუაციაა, ბოტები ტროლები, ბრიგადნიკები.
ნერვები მეშელბა,რომ მაინც შემიცდა ფეხი ექვსი თვე არ შემიხედავს და მერე რაღაც მოხდა და ისევ მივეჯაჭვე.
გკითხულობთ, ვერაფერი ვერ გამოვიცანი მიუნხნის გარდა, ისიც რომ არ გამომეცნო, ძალიან ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე.
5 წელი ზედიზედ დავდიოდი მანდ და კიოლნში ვორქშოფებზე.
nforumi
მშურს შენი და თან მიხარია შენს მაგივრად, რამდენი გიმოგზაურია.
წელს ავადმყოფობამ შემიშალა ხელი . ექვსი თვეა ვერ გამოვკეთდი და იტალიის კაპიკებში არებული ბილეთი, სასტუმრო , ტურები სულ წყალში ჩამეყარა ფულიანად .
ეტყობა, აღარ ვარ იმ ასაკში ექვსი თვით ადრე რომ რამე დავგეგმო.   

მოკლედ გკითხულობთ, გულშეგმატკივრობთ და სულ შემოვალ ხოლმე, თემა არ მომიკლათ 
აკა მორჩილაძის ბოლო რომანს ვკითხულობ ,ზუსტად იმ თემატიკაზე რასაც არჩევდით და მერე დავწერ.

რა ცუდია, რომ როცა ბანი გადევს სხვა თემებში ვერ შედიხარ 
დროებით   

მე შენ ადრეც გირჩიე, აზრი არ აქვს მეთქი პოლიტიკაში რამის წერას. საერთოდ, არ უნდა თქვა იქ რამე, სადაც არავინ გისმენს, ეს ის შემთხვევაა, როცა თქმით შავდება, მინიმუმ ნერვებს იზიანებ.

რაც შეეხება მოგზაურობას, მოახერხებ მომავალში. ადამიანი ყოველთვის ვერ ასრულებს თავის დაგეგმილს, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ და როცა გამოგვდის, იმით უნდა დავტკბეთ. მე მართალია კაი ტური მქონდა ევროპაში, მაგრამ საქმიანი შედეგის მხრივ ბევრი ვერაფერი შედეგი იყო სამწუხაროდ. ასე რომ იდეალური არაფერია ამქვეყნად.

Posted by: t-90 10 Jun 2018, 19:46
nforumi
ბექას ჩაუთვალე biggrin.gif
გავმაზე biggrin.gif

Posted by: beqa1971 10 Jun 2018, 23:02
nforumi

QUOTE
ერთი მხრივ ცხადია, რომ ტანკმა იცოდა ეს ვენეცია

კარგი, ვხუმრობ, ქულა მისია რა თქმა უნდა smile.gif

დავალდებულება არაფერ შუაშია,, ფოტოზე ქალაქის სახელი თუ იძებნება უინტერესო ხდება, ეგ აღვნიშნე.
აზარტი იკარგება biggrin.gif

Posted by: nforumi 11 Jun 2018, 08:56
beqa1971
QUOTE
ფოტოზე ქალაქის სახელი თუ იძებნება უინტერესო ხდება, ეგ აღვნიშნე.

მე არც შემინიშნავს, თუ იმ გადმოფენილ ლურჯ ნაჭერზე ქალქის სახელი ეწერა.

beqa1971 >> 6
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1

Posted by: nforumi 11 Jun 2018, 09:34
გადავხედე ამას და მე მგონი წარწერა არ უნდა მქონდეს გაპარული. აბა ნახეთ smile.gif

Posted by: nforumi 12 Jun 2018, 16:04
რატომღაც აღარავინ იღებს ხმას, რა ხდება?

Posted by: nforumi 13 Jun 2018, 14:53
ჯერჯერობით ისევ სურათებს დავდებ მინიშნებისთვის:

Posted by: Mako Subladze 13 Jun 2018, 19:09
nforumi
love.gif
QUOTE
რატომღაც აღარავინ იღებს ხმას

love.gif

Posted by: nforumi 13 Jun 2018, 21:42
QUOTE (Mako Subladze @ 13 Jun 2018, 19:09 )
nforumi
love.gif
QUOTE
რატომღაც აღარავინ იღებს ხმას

love.gif

ეტყობა ნამეტანი რთულია ეს

ან

პოლიტიკაში გაიკრიფა სუყველა!..

* * *
რა დროს კვირიკაშვილის გადადგომა იყო ახლა!...

Posted by: beqa1971 14 Jun 2018, 12:28
nforumi

QUOTE
რა დროს კვირიკაშვილის გადადგომა იყო ახლა!...

კაი ხანია წასვლა უნდოდა.

ფოტო: სიენა wink.gif

Posted by: nforumi 14 Jun 2018, 14:24
beqa1971
QUOTE
კაი ხანია წასვლა უნდოდა.

ხოო? არ ვიცი. იმედია საპენსიო რეფორმა მასთან ერთად მოიხსნება დღის წესრიგიდან.

QUOTE
ფოტო: სიენა

მართალია... რთული იყო თუ რატომ ასე გვიან? ან როგორ გამოიცანი?

beqa1971 >> 7
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1

Posted by: nforumi 14 Jun 2018, 14:31
ეს არ უნდა იყოს რთული, თუ ვინმეს აქვს ნანახი:

Posted by: nforumi 15 Jun 2018, 21:09
ეს იგივე ადგილი მეორე მხრიდან:

>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: beqa1971 15 Jun 2018, 23:00
nforumi
QUOTE
როგორ გამოიცანი?

smile.gif
ამ ფოტოების მერე იტალიის ტურებს ვათვალიერებდი და მანდ შემხვდა smile.gif

QUOTE
ეს არ უნდა იყოს რთული, თუ ვინმეს აქვს ნანახი:

ეს არ ვიცი რა ადგილია, მარა დროშების მიხედვით ან ნიდერლანდებია ან ლუქსემბურგი

Posted by: nforumi 16 Jun 2018, 10:51
beqa1971
QUOTE
ამ ფოტოების მერე იტალიის ტურებს ვათვალიერებდი და მანდ შემხვდა

ძალიან მაგარი ქალაქი სიენა. თუმცა რა, იტალიაში ყველა ქალაქი ხელოვნების ნიმუშია ფაქტიურად...

Posted by: t-90 16 Jun 2018, 11:02
nforumi
ხო აი იტალიაში სულ უნდა იარო რა.
თან ფეხით.
არამარტო იტალიაში პრინციPში.

Posted by: nforumi 16 Jun 2018, 13:10
t-90
QUOTE
ხო აი იტალიაში სულ უნდა იარო რა.
თან ფეხით.

მართალია, მთელი ცხოვრება რომ მიუძღვნა, მაინც ვერ ნახავ ყველაფერს.

QUOTE
არამარტო იტალიაში პრინციPში.

იტალია პირველია, მგაგრამ სხვა ქვეყნებსაც საკმაოდ აქვთ სანახავი ადგილები. მათ შორის ჩვენც.

Posted by: ramona 16 Jun 2018, 14:20
Kai raa chven ra gvaq iseti. Tito orola adgili. Ai mikvirs amas rom amboben chvenze
* * *
Ager italia mtlianad xelovnebis nimushia. Ra sheedreba magas?

Posted by: nforumi 17 Jun 2018, 17:32
beqa1971
ვერ ჩამოყალიბდი საბოლოოდ? wink.gif

Posted by: nforumi 17 Jun 2018, 17:35
კიდე ერთ სურათს დავდებ ბარემ smile.gif

Posted by: beqa1971 19 Jun 2018, 16:30
nforumi

QUOTE
ვერ ჩამოყალიბდი საბოლოოდ? 

კი, ლუქსემბურგია smile.gif

Posted by: nforumi 20 Jun 2018, 09:44
beqa1971
QUOTE
კი, ლუქსემბურგია

ეგრე კაცო, რას მანერვიულებ smile.gif

beqa1971 >> 8
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1

Posted by: nforumi 20 Jun 2018, 09:51
ამის გამოცნობა უფრო ძნელი იქნება ალბათ, ამიტომ მინიშნებას გავაკეთებ:
პატარა ქალაქი ფლორენციასა და რომ შორის smile.gif

Posted by: nforumi 21 Jun 2018, 10:18
პატარა ქალაქი ფლორენციასა და რომს შორის:

Posted by: nutsiko 21 Jun 2018, 20:21
მომენატრეთ, ხალხნო, ეს თემაც მომნატრებია smile.gif

Posted by: nforumi 22 Jun 2018, 08:14
nutsiko
QUOTE
მომენატრეთ, ხალხნო, ეს თემაც მომნატრებია

მერე? მობრძანდი, ჩაერთე საუბარში smile.gif

Posted by: nforumi 24 Jun 2018, 08:59
მგონი ამის გამოცნობას ვერავინ შეძლებს...

Posted by: nforumi 24 Jun 2018, 11:47
დავამატოთ კიდე რამენიმე სურათი:

Posted by: nforumi 24 Jun 2018, 11:51
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: nforumi 24 Jun 2018, 11:54
და პასუხი არიიის!................................................

Posted by: Mako Subladze 24 Jun 2018, 12:38
nforumi
QUOTE
და პასუხი არიიის!................................................

როგორც მასწავლებლები სცემენ პასუხს მათგანვე დასმულ შეკითხვებს.
* * *
რატომაა თითქმის ყველა ფანჯარაზე დახურული დარაბები?

Posted by: ku123 24 Jun 2018, 14:22
თქვითნ და რომელიმემ ვერა და ვერ მივაგენი სწორ პასუხს

Posted by: nforumi 25 Jun 2018, 09:13
Mako Subladze
QUOTE
როგორც მასწავლებლები სცემენ პასუხს მათგანვე დასმულ შეკითხვებს.

ვხუმრობ smile.gif

QUOTE
რატომაა თითქმის ყველა ფანჯარაზე დახურული დარაბები?

წვიმა იყო.

ku123
QUOTE
თქვითნ და რომელიმემ ვერა და ვერ მივაგენი სწორ პასუხს

მონტემერანო ვერ წაიკითხე ბოლო სურათზე?

Posted by: ku123 25 Jun 2018, 09:18
იქნება და სულ არ ვიცი მაგ დაჯღანული ასოების კითხვა?
* * *
QUOTE
პატარა ქალაქი ფლორენციასა და რომ შორის

180 კმ არის დაშორება მაგ ქალაქებიდან. ნუ შორს არ ყოფილა რაა. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nforumi 25 Jun 2018, 18:35
ku123
QUOTE
180 კმ არის დაშორება მაგ ქალაქებიდან. ნუ შორს არ ყოფილა რაა.

და რა?

*************

beqa1971 >> 8
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1

Posted by: nforumi 25 Jun 2018, 22:08
ავსტრიული მარილის საბადოს ქალაქი:

Posted by: nforumi 27 Jun 2018, 23:15
რატომღაც აღარავინ აქტიურობს... დავამთავროთ თუ მოსაწყენი გახდა უკვე...

Posted by: Mako Subladze 29 Jun 2018, 08:35
nforumi
QUOTE
რატომღაც აღარავინ აქტიურობს... დავამთავროთ თუ მოსაწყენი გახდა უკვე...

ჩამოაყალიბებენ მთავრობას და მოვლენ.

დავისიცხეთ.

ამ დილით ფბ-ზე წავაწყდი და მინდა აქ გაგიზიაროთ:

''
გამოგიგონე...

გამოგიგონე, როგორც მთვარე და
გულის სარკეში გიცქერდი განგებ...
გამოგიგონე, როგორც ვარსკვლავი,
ცისკრის მოლოდინს თვალებით ანთებ!

გამოგიგონე, ვით ცისარტყელა,
სამყაროს გულზე დადგმული ფეხით...
გამოგიგონე, როგორცა, ნამი,
მინდვრის ყვავილზე არეკლილ ზეცით!

გამოგიგონე, რადგან მწყუროდი,
უძირო ჭიდან პეშვით დაგლევდი...
გამოგიგონე, რადგან მშიოდი,
სავსე მტევანსა, როგორ გაგლევდი...

გამოგიგონე, რადგან მციოდი,
ზამთრის სუსხივით, ნამქერს დაგდევდი...
გამოგიგონე, რადგან მტკიოდი,
თუმცა, ვუძლებდი და არ დავნებდი!

გამოგიგონე, რადგან მცხელოდი,
ვნების ვულკანით, ზეცას აგწევდი...
გამოგიგონე, რადგან გნატრობდი
და ამ გულიდან აღარ გაგწევდი!

გამოგიგონე, რადგან გეძებდი,
სულის ნამსხვრევსა ვერ გპოულობდი...
გამოგიგონე, რადგან ვკვდებოდი,
უკვდავების წყლად ვერ გშოულობდი!

გამოგიგონე, მაგრამ არსებობ?!
მთებზე ნისლივით ქრები, სადა ხარ...
გამოგიგონე, როგორც სიზმარი,
მიუწვდომელიც ძლიერ მიყვარხარ!..

/გიორგი გიგაური/
''

Posted by: lasha_kaka 29 Jun 2018, 09:00

up.gif up.gif bis.gif

Posted by: nforumi 29 Jun 2018, 13:00
Mako Subladze
QUOTE
ჩამოაყალიბებენ მთავრობას და მოვლენ.

wink.gif

კარგი, დაველოდოთ smile.gif

Posted by: nutsiko 29 Jun 2018, 14:59
nforumi
მოვედით.
რაღაც კარგ ამბავს ჰყვებოდით.
აბა, გისმენთ.

Posted by: nforumi 29 Jun 2018, 18:48
nutsiko
QUOTE
მოვედით.
რაღაც კარგ ამბავს ჰყვებოდით.
აბა, გისმენთ.

რა ვიცი, მარილის საბადოს ქალაქია მეთქი და ყველა გაქრა აქედან,

მარილზე წავიდეთ გაღმა თქო, ის კი არ მითქვამს! wink.gif

Posted by: sunamo 1 Jul 2018, 16:24
მეორე თვე გადის რაც ბათუმში ვხოვრობ. ჩამოვედი და ვსეირნობ, ყველას ველაპარაკები, მეგობრებს ვიძენ. ამ ორ თვეში ბევრი პრობლემა მოვისმინე, ბევრიც უბრალოდ დავინახე. არ ვიცი, შეიძლება დავდივარ და პრობლემიან ხალხს ვეძებ (შუბლზე მაწერია). იპოთეკით დატვირთული ბინები, მარტოხელა ქალები რომლებიც უკვე მოზარდ შვილებზე ვირული შრომის ფასად ზრუნავენ და მახინჯ ქართველ კაცებთან ერთად (ზოგჯერ ნორმალურ ბიჭებთანაც) მოსეირნე გამოთაყვანებულსახიანი რუსი გოგოები - აი ეს დამხვდა ბათუმში. რამდენიმეე შემთხვევაში პრობლემა იმდენად გადაუჭრელი მომეჩვენა, საკუთარ თავს ავუკრძალე ერთი ორ ბათუმელ მეგობართან ურთიერთობა. თითქოს დავსაჯე ისინი, აზრზე მოდითმეთქი. ლაო ძივით სულ უფრო ვიკეტები თავში და მგონია ხმის ამოუღებლადაც უნდა ესმოდეთ ჩემი, იმის მიუხედავად რომ გასწორებული კბილებით ყველას ვუღიმი და ველაპარაკები. მალე თბილისში დავბრუნდები და მთელი ორი თვის პრობლემებს თან წავიღებ

Posted by: Mako Subladze 4 Jul 2018, 09:41
QUOTE
ქალები რომლებიც უკვე მოზარდ შვილებზე ვირული შრომის ფასად ზრუნავენ

არ იშრომონ?
* * *
QUOTE
გასწორებული კბილებით ყველას ვუღიმი და ველაპარაკები

მოგწონს ახალი კბილთაწყობა?

Posted by: marimari33 4 Jul 2018, 10:25
ამ სიცხეში მესამე ფინჯან ყავას მივირთმევ,თან თმას ვისწორებ უთოთი და გარეთ,რომ გავალ ხო საერთოდ კატასტროფააა....
მინდა ჩემი შვილის მასწავლებლებს ვეჩხუბო...
ნორმალურები არიან ახლა ეგენი?

50° სიცხეში,რომ დაგვატარებენ ყველაზე ცხელ წერტილში?

Posted by: nforumi 5 Jul 2018, 08:15
marimari33
QUOTE
50° სიცხეში,რომ დაგვატარებენ ყველაზე ცხელ წერტილში?

ეტყობა გამოცდაა ერთგვარი wink.gif

Posted by: marimari33 5 Jul 2018, 08:38
nforumi
QUOTE
ეტყობა გამოცდაა ერთგვარი wink.gif

ცეკვაზე ზბორებია და მუსიკაზე კი ბულგარეთში მიყავს აგვისტოს შუა რიცხვებში და მაგისთვის ამზადებს...
უპრიზოდ ჩამოიყვანს და ნახავს მერეsmile.gif

Posted by: nforumi 5 Jul 2018, 21:45
marimari33
QUOTE
ცეკვაზე ზბორებია და მუსიკაზე კი ბულგარეთში მიყავს აგვისტოს შუა რიცხვებში და მაგისთვის ამზადებს...

რა გიჯდება ეგ სიამოვნება?

Posted by: beqa1971 8 Jul 2018, 12:32
nforumi
QUOTE
ავსტრიული მარილის საბადოს ქალაქი:

რა მაგარი ადგილია

sunamo
QUOTE
ლაო ძივით სულ უფრო ვიკეტები თავში

smile.gif

Posted by: nforumi 9 Jul 2018, 08:09
beqa1971
QUOTE
რა მაგარი ადგილია

კიი,
ისე როგორც ბევრი სხვა smile.gif

Posted by: nutsiko 9 Jul 2018, 19:42
nforumi
მოყოჩაღდა ხალხი...
ისე რომ შემოდიხარ და ისევ მარილის საბადოს ქალაქი გხვდება wink.gif

დაიდოს ახალი ფოტო smile.gif

Posted by: nforumi 10 Jul 2018, 08:28
nutsiko
QUOTE
დაიდოს ახალი ფოტო

მეთქი აღარავის აინტერესებს, თორე რა პრობლემაა wink.gif

ოღონდ, იგივე ქალაქის, თუ სხვა ქალაქზე გადავიდეთ?

Posted by: nutsiko 10 Jul 2018, 10:33
nforumi
გადავიდეთ სხვა ქალაქზე.

გავხალისდეთ ფოტოებით.

Posted by: nforumi 10 Jul 2018, 23:33
nutsiko
ნუციკო smile.gif
ეს იყო ქალაქი ჰალშტატი (Hallstatt), რომელსაც მარილის საბადო აქვს მთაში, თავად ქალაქი კი ტბის პირასაა.

სურათს დავდებ ცოტა ხანში ახალს, "მარტივს" შევარჩევ smile.gif

Posted by: nforumi 10 Jul 2018, 23:44
ამ ისტორიული ქალაქის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს მე მგონი...

Posted by: nutsiko 11 Jul 2018, 12:20
nforumi
უფლისციხესა ჰგავს wink.gif

Posted by: nforumi 11 Jul 2018, 17:18
nutsiko
QUOTE
უფლისციხესა ჰგავს

ჰგავს კი არა არის smile.gif

beqa1971 >> 8
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1
nutsiko >> 1

Posted by: nforumi 11 Jul 2018, 17:25
თუ ვინმე სისტემატურად არ შემოდის, ეს ჩვენი ბრალი არ არის smile.gif

Posted by: beqa1971 12 Jul 2018, 15:50
nforumi
ფოტოზე ოსკარ უაილდია, დუბლინი. და
როგორ ვთქვა, აი ესე "ფამილარულად" წამოკოტრიალებული უაილდი, ყოველგვარი პატეთიკისა და პომპეზურობის გარეშე smile.gif
სადღაც ქუჩაზე კაფესთან ჯოისი ....
user posted image

და ჯიმ ლარკინი რომელიც არავინ არ იცის ვინ არი (ნუ ფარდობითად) და ამხელა პოსტამენტი smile.gif

user posted image

ცოტა უცნაური ხალხია ეს ირლანდიელები smile.gif

Posted by: nforumi 12 Jul 2018, 22:27
beqa1971
QUOTE
ფოტოზე ოსკარ უაილდია, დუბლინი. და

მე მაინც მგონია, რომ ოსკარ ვაილდია უფრო სწორი ფორმა.

QUOTE
ცოტა უცნაური ხალხია ეს ირლანდიელები 

კი, ნამდვილად. smile.gif

* * *
თუმცა რომელი ხალხი არ არის უცნაური? wink.gif

beqa1971 >> 9
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1
nutsiko >> 1

Posted by: nforumi 12 Jul 2018, 22:36
ეს სურათი არ ყოფილა ჯერ, აბა ნახეთ smile.gif

Posted by: beqa1971 15 Jul 2018, 18:01
nforumi
QUOTE
მე მაინც მგონია, რომ ოსკარ ვაილდია უფრო სწორი ფორმა.

ხო , შეიძლება, ალბათ რუსულიდან დამკვიდრდა - "уайльд". მარა ქართული გამომცემლობებიც "უაილდს" წერენ.

QUOTE
ეს სურათი არ ყოფილა ჯერ, აბა ნახეთ 

ეხლა ეს ვინ უნდა იცოდესsmile.gif

Posted by: ika_n1 16 Jul 2018, 00:27
შეგიძლიათ, ეს პოსტი და ლინკი ჩააგდოთ პოლიტიკის განყოფილების რომელიმე აქტიურ თემაში?..

-----------

მოგესალმებით, თქვენი თანაფორუმელი რომ იყო ჟურნალისტი, ნიკით asds, ეს იმის დღევანდელი მიმართვაა საზოგადოებისადმი.

თუ შეგიძლიათ, იქნებ ცალკე თემა გახსნათ პოლიტიკის განყოფილებაში და ეს ლინკი დადოთ.. ადამიანი მოქალაქეობის არმქონე პირია, რადგან მოქალაქეობა გაუუქმა სააკაშვილმა 2009 წელს, ოცნებისტები კი მოქალაქეობას არ უბრუნებენ, რადგან სააკაშვილს და მის თანამზრხველებს აფარებენ ხელს, ვინც მისი პირადი მონაცემები გააყალბა მოქალაქეობის გაუქმების მიზნით..

ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზეა საუბარი და სამართლებლივ სახელმწიფოზე, არც ერთი რომ ადარდებს ე.წ. საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ელიტებს და არც მეორე..

http:///watch?v=4BTuiztp44c

Posted by: nforumi 16 Jul 2018, 08:52
beqa1971
QUOTE
ხო , შეიძლება, ალბათ რუსულიდან დამკვიდრდა - "уайльд". მარა ქართული გამომცემლობებიც "უაილდს" წერენ.

რამე ექსპერტი კი არ ვარ ამ საკითხში, უბრალოდ ასე მგონია.
ისე ზოგჯერ ფილოლოგებიც ცდებიან. მაგალითად, იტყვიან "5 წლის უკან", ნაცვლად იმისა რომ თქვან "5 წლის წინ".

QUOTE
ეხლა ეს ვინ უნდა იცოდეს

მინიშნების სახით ვიტყვი, რომ ერთხელ უკვე იყო ის ქალაქი, სადაც ეს არის smile.gif

Posted by: beqa1971 16 Jul 2018, 10:32
nforumi
QUOTE
მინიშნების სახით ვიტყვი, რომ ერთხელ უკვე იყო ის ქალაქი, სადაც ეს არის 

მაშინ ლუქსემბურგს გავს ფონით smile.gif

Posted by: nforumi 17 Jul 2018, 12:31
beqa1971
QUOTE
მაშინ ლუქსემბურგს გავს ფონით

ნამდვილად! smile.gif

beqa1971 >> 10
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1
nutsiko >> 1

Posted by: nforumi 17 Jul 2018, 12:35
ეს კი არ ყოფილა ჯერ, აბა ნახეთ:

Posted by: nutsiko 21 Jul 2018, 20:37
nforumi
საინტერესო ადგილების ფოტოებია.
შემოაგდეთ ახალი თემა ცხელ ჩაისთან

Posted by: nforumi 22 Jul 2018, 12:57
nutsiko
QUOTE
შემოაგდეთ ახალი თემა ცხელ ჩაისთან

ჯერ ეს გამოვიცნოთ. აგერ კიდე ფოტო იგივე ქალაქიდან:

Posted by: beqa1971 23 Jul 2018, 18:26
nforumi

ნეპალია ეგ, და ჩემს მეტი არავინ არ წერს და კი მექნება ამდენი ქულა biggrin.gif

მობეზრდათ ეტყობა
ახალი გასართობი მოვიფიქროთ smile.gif

Posted by: nutsiko 23 Jul 2018, 20:04
nforumi
არ მითხრა ახლა ნეპალში ვარო.
გავსკდიგულზე sad.gif

Posted by: nforumi 24 Jul 2018, 22:42
beqa1971
QUOTE
ნეპალია ეგ, და ჩემს მეტი არავინ არ წერს და კი მექნება ამდენი ქულა 

ნეპალი კია, მაგრამ ნეპალი ქალაქი არ არის smile.gif

QUOTE
ახალი გასართობი მოვიფიქროთ

კი ბატონო, გამოიუშვით იდეა.

nutsiko
QUOTE
არ მითხრა ახლა ნეპალში ვარო.
გავსკდიგულზე

ახლა არა, თებერვალში ვიყავი.
მაგრამ გულზე რატომ უნდა გასკდე?...

Posted by: nutsiko 25 Jul 2018, 16:07
QUOTE (nforumi @ 24 Jul 2018, 21:42 )

nutsiko
QUOTE
არ მითხრა ახლა ნეპალში ვარო.
გავსკდიგულზე

ახლა არა, თებერვალში ვიყავი.
მაგრამ გულზე რატომ უნდა გასკდე?...

იმიტომ... sad.gif

ნეპალში კი წავიდოდა კაცი, მთებში, დაისვენებდა ბუნებაში, ტაძარში.
კარგია .
ეჰ..

Posted by: Mako Subladze 26 Jul 2018, 08:52
nforumi
აუ, რამდენი მტრედია პაგოდაზე. (პაგოდა ხომ ქვია ამ გადახურვას?)

Posted by: nforumi 26 Jul 2018, 09:46
nutsiko
QUOTE
ნეპალში კი წავიდოდა კაცი, მთებში, დაისვენებდა ბუნებაში, ტაძარში.
კარგია .

გააჩნია ვისთან ერთად წახვალ.
მე ძალიან გამიმართლა, კარგი იყო.

Mako Subladze
QUOTE
აუ, რამდენი მტრედია პაგოდაზე. (პაგოდა ხომ ქვია ამ გადახურვას?)

კი, მასე ქვია.
მაიმუნებიც არ არის იშვიათობა, თუმცა სახურავზე არ შემიმჩნევია, ეტყობა იქ არაფერია საინტერესო მათთვის smile.gif

Posted by: MyHope 26 Jul 2018, 18:03
QUOTE (nforumi @ 5 Jul 2018, 21:45 )
marimari33
QUOTE
ცეკვაზე ზბორებია და მუსიკაზე კი ბულგარეთში მიყავს აგვისტოს შუა რიცხვებში და მაგისთვის ამზადებს...

რა გიჯდება ეგ სიამოვნება?

მე რა მიჯდება ბებიამისს უჯდება gigi.gif
1000 ევრო ორი კაცი,17 დღე.
თურქეთში ცალკე 120$ერთი ღამე

Posted by: sunamo 26 Jul 2018, 19:30
კიდევ ერთხელ დავტესტე დეიტონი. კვლავ დავრწმუნდი, რომ ეს არის ძალიან სერიოზული სუნამო, ყველა გაგებით. იზსნება გახეხილი ვაშლისმაგვარი სურნკლით და შემდეგ იხვეწება. მაჯაზე მქონდა ლეიტონი, იმავე მკლავზე კი კასამორატი ამალფი. ინგრედიენტების ზარისხით ალბათ თრ შეიძლება მათი შედარება.

P. S.

საშინელი ამბავი მოხდა დღეს, როცა კეკინზე ლუტეციაში შევდიოდი. მაექანამ ორი გოგო გაიტანა ჩემს თვალწინ. შეჯახების ხმა გავიგონე, გახედვა მოვასწარი და ჰაერში აწეული ადამიანი დავინახე. ისე სწრთფად მოხდა მანქანა ვერხ კი შევამჩნიე. არ გააჩერა, მიიმალა. იმ წამსვე დავიწყე სასწრაფოში რეკვა მაგრამ იქვე ყოფილა სასწრაფო და პატრულიც. იმედი მაქვს ორივე ირანელი გოგო გადარჩა. ლაპარაკი შეეძლოთ. ორივე რომ წაიყვანეს მეც წავედი. საღამოს 5 ის ნახევარზე მოხდა

Posted by: anamch 27 Jul 2018, 19:49
გამარჯობა
მოვედი ლექსები მინდა დავყაროო
ძაანაც ნუ გამკრიკიტკებთ შემოტევა მაქვს

***
უნდა მყოლოდა ხუთი შვილი
და ერთი ქმარი
ქამრი მებაღე, ან მეთევზე
ან და კაცი ღვინის ამბავში..
პირიქით მოხდა
ანუ არაფერიც ისე არ მოხდა....
ახლა მზე ჩადის და ისე ამოდის
არაფერს არ ვთხოვ,
მე ისედაც თავზე მაყრია
ამბები კარგი-
მაქვს მდინარე-არც ისე ახლოს
მაგრამ
თევზებს მე თავად ვიჭერ,
ღვინოსაც კი მე ვაყენებ, როცა მინდება.
და ბაღიც კი მე მაბადია
იასამნის ხეებით სავსე..
უბრალოდ კარგი ცოლი ვიქნებოდი
მებაღისათვის-
შემოაღებდა ოთახის კარებს-და მიპოვიდა
ყვავილიან თავსასთუმალში ცხვირ-პირით ჩარგულს..
ამოსაზიდად..
არც მეღვინისთვის ვიქნებოდი ცუდი მეუღლე-
მასთან ერთად ღვინოს დავლევდი და გავლევდი წუთისოფლის
ამაობას,
ცუგრუმელა ზღაპრის თხრობაში.
მთვრალი ქალივით..
ზურგის მხრიდან ვეტყოდი რამეს
სანამ დამცდიდა..
მეთვზე კი
გვიან-ნავიდან, წამოყრიდა
ვარკვლვთა რემას და
თევზს მომცემდა.
მოფართხალეს ხელისგულებში...
აი ასე
მებაღეს,
თევზმჭერს
და ღვინოთი გაჟღენთილი ოთახის პატრონს..
რომ არ მივეცი თავი ერთხელ გადასარჩენად
იმიტომ ვარ ახლა ასე თავისთავადი...
არადა ხუთი შვილი უნდა მყოლოდა
და ერთი ქმარი-
-მებაღე?
-კაცი ღვინის ამბავში?
-თუ მეთევზე?
ალახმა უწყის!

***
ამ
სიზმარების გადამკიდე
მზეებს ვუმზერ კოშკიდან...
მერე ცალყბად ვიყურები
ჩემი ცალი ქოშიდან....
იქნებ
თეთრი ცხენი უცებ აჭიხვინდეს კარებთან,
გაიღვიძოს უფლისწულმა
მოვიდეს და მეახლოს
ამ ცხოვრება-დედინაცვლის
ავი ქალის
ჯინაზე,
ფეხზე ქოში შემომაცვას
წელზე ხელი მომხვიოს
და თვალები დამიკოცნოს
მერე ცხენზე მომისვას
პირწღამაც და უკუღმაც
და ოცნების სახლისკენ
ფრენა - ფრენით
წამიღოს...

***რა კარგი რამ ხარ შენ
მზის სხივო ცაცხვის ტოტზე
ჩამომდგარო და
ბრწყივალევ
მითბობ გულს და შუბლს
მინათებს შენი ნათება...
მძივია ნამი აკინძული
ფოთლების გასწვრივ
და ამ ზაფხულის გარიჟრაზე
ხვატს არ ვნებდებით..
უბრალოდ გვიყვარს
მებაღესთან დაცლილი ღამე
ასე ,
ამრიგად
მიღწეული
გამოთენებაც...

Posted by: nforumi 28 Jul 2018, 12:40
anamch
როგორ ხარ ძვირფასო ანამჩ smile.gif

Posted by: beqa1971 28 Jul 2018, 19:56
nforumi
QUOTE
ნეპალი კია, მაგრამ ნეპალი ქალაქი არ არის 

ნუ კაი, კატმანდუ ხოა ქალაქი? wink.gif

anamch

მემგონი პირველ ლექსს დაჟე შიმბორსკაც კი მოაწერდა ხელს smile.gif
up.gif

Posted by: nforumi 29 Jul 2018, 09:54
beqa1971
QUOTE
ნუ კაი, კატმანდუ ხოა ქალაქი?

კიი, შენ მიმართ უფრო "მკაცრი" ვარ, რადგან ლიდერი ხარ smile.gif

beqa1971 >> 11
nigo >> 1
t-90 >> 4
Mako Subladze >> 1
nutsiko >> 1

Posted by: nutsiko 14 Aug 2018, 09:52
შემოდგომა ნაადრევად მოვიდა თუ რა ხდება აგვისტოში?
ბუხართან ამბების თხრობის დროა.
აქ ცივა.
როგორ ხართ, მეგობრებო?

Posted by: nforumi 17 Aug 2018, 09:22
nutsiko
QUOTE
აქ ცივა.

სად ხარ, რომ ცივა?

Posted by: anamch 24 Aug 2018, 08:39
ერთ დღესაც მწყემსი გამიპოეტდა!

რა მშვენიერი ხარ შენ ცაო,
როცა სხვისი სიხარულით მსჭვალავ
სამყაროს...
ეს დედამიწა,
ასე მრგვალი ,
არეული აღარაა როდესაც გიყვარს ...
რა სათუთი და შემნდობი ხარ
თუ არ მბრძანებლობ ,
და რა მაღალი და უძირო
ცაო.. ასეთო..
უფრო მამყარებ...
როცა ვიკიდებ სხვის ცოდვის პინებს
აშარი ,
უკეთესი ვხდები აშკარად-
როცა შენ მკვებავ,
შენ მამაღლებ,
შენ მასაზრდოებ...
და მერე ვდგები კლდის პირებზე
ისე ლამაზად ,
თითქოს ქარაფზე გადაფრენა
ცუდი არ იყოს...
***
მე ბიჭი მიყვარს...
ნამზეური ქერის- თმა ფერით..
და მის მზერაში მზერის ნაცვლად
ცრემლებს ვირეკლავ,
და ვებრძვი ვებრძვი
ვებრძვი ჭორებს
ორღობისანებს..
და მინათებენ ცის ფერებით მისი
ჭორღები....
ჩამოუსახლდი
მშვენიერო,
ცაო მაღალო...
სანამდისაც ასაფრენად
კლდესთან მოვდგები...
უნდა იგი -ბიჭი მიყვარდეს....
****
რა მშვნიერი, ხარ შენ ცაო,
ცაო მაღალო -სატრფოს სულში...
სატრფოს სხეულში.....

დილა მშვიდობისა ფორუმმ!

Posted by: t-90 24 Aug 2018, 08:51
ეჰ ერთ დროს აქ დეფენესტრაციები და აუტოდაფეები მიდიოდა.
ახლა კი ვის ახსოვს აქაურობა biggrin.gif

აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი:
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!

Posted by: anamch 24 Aug 2018, 09:23
მე მომინდა აქ დაბრუნება
smile.gifsmile.gif
smile.gif
* * *
nforumi
beqa1971
ბიჭებო
პლზზ, მომწერეთ რა ფბ ზე რა გვარები ხართ.. კარგიი?
სახელიც
smile.gif

Posted by: nforumi 24 Aug 2018, 15:50
anamch
QUOTE
მე მომინდა აქ დაბრუნება

რავა, წასული იყავი თუუ ?

smile.gif

Posted by: anamch 26 Aug 2018, 00:22
nforumi
კი
.........................................................................

Posted by: nforumi 26 Aug 2018, 08:40
anamch
QUOTE
კი

არა, მე მგონია დროებით იყავი გასული smile.gif

Posted by: სნეგირი2 26 Aug 2018, 14:17
45?

Posted by: beqa1971 26 Aug 2018, 15:22
anamch

არ მაქ ფბ სამწუხაროდ.. თუ საბედნიეროდ არ ვიცი smile.gif

....

მინივერ ჩივი ჟამთა მოზარე,
ერკინებოდა საწურთოს მუხთალს.
ქვეყნად გაჩენას მოსთქვამდა მწარედ,
ნიადაგ სწუხდა.
მინევერს სწვავდა წარსულის ეშხი,
ხმალთა კვესება, მხედართ ყიჟინი,
(ლომგულ რაინდთა ზმანებით შეშლა
და ცეკვის ჟინი).
იყო მოაზრე სხვათა დიდების
მრავალ სიბრძნეთა მცნობი, უფალი,
ხან რომანტიკის გაბედითების,
ხან ხელოვნების ჭირისუფალი.
უყვარდა ძლიერ მედიჩის გვარი,
თუმც არ ენახა თვალით აროდეს.
ეზმანებოდა ცოდვილთა ჯარი
აწ და მარადის..
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მინვერ ჩივი გვიან შობილი
ხშირად ფიქრობდა, ხშირად ფიქრობდა:
ცეცხლი თუ სწვავდა ჩაუქრობელი,
ღვინით იქრობდა

ედვინ რობინსონი, მე-19 საუკუნის ამერიკელი პოეტი.
რომანტიკა ლირიკას დაახლოვებით ამ პერიოდიდან გაექცნენ ამერიკელები.

ალექსანდრე ჭავჭავაძე რომანტიკოსი, არ წამს მომავლის, წარსულს მისტირის,

დღესაც მანდ ვართ ვოჟა ჯურხაის ხმალთან
დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს

Posted by: nforumi 18 Sep 2018, 13:30
დამთავრდა ხალხო ზაფხული, მოყევით თქვენი ამბები biggrin.gif smile.gif

Posted by: nutsiko 18 Sep 2018, 18:29
nforumi
ზაფხული გავაცილეთ. შემოდგომას შევეგებეთ.
თეატრალური სეზონი და ფესტივალი დაიწყო.
ბილეთები შევიძინეთ და ველოდებით.
ხალხიც ნელ-ნელა ბრუნდება შვებულებებიდან.
აცივდა რაღაცნაირად.

Posted by: nforumi 18 Sep 2018, 23:01
nutsiko
მართლა აცივდა, საბანში გავეხვიე უკვე წუხელ wink.gif

როგორ დაისვენე შენ, მოყევი მოკლედ. საინტერესოა ვინ რა ნახა ამ ზაფხულს.

Posted by: nutsiko 19 Sep 2018, 10:16
nforumi
საბოლოო ჯამში, ძალიან კარგად დავისვენე ოჯახთან ერთად.
ბევრი საინტერესო, აქამდე უცნობი ადგილი მოვინახულეთ.
ბევრი ლამაზი მოგონება და ემოცია დაგვრჩა.
ამით არის კარგი ზაფხული, შვებულების, დასვენების და კარგი მოგონებების დროა.

Posted by: nforumi 19 Sep 2018, 11:18
nutsiko
მე წელს მოვასწარი და ვიყავი რაჭაში რამდენიმე დღე, ბათუმშიც ორი დღე, კიდე სნო-ჯუთა მოვასწარი.
სურათების დადებას გავაგრძელებდი, მაგრამ თავიდან რომ იყო, ის ინტერესი აღარ ჩანს smile.gif

Posted by: nutsiko 20 Sep 2018, 16:13
nforumi
მშვენიერი ადგილები მოგივლია.
სურათებიც ატვირთე.
მაინტერესებს )

Posted by: nforumi 20 Sep 2018, 21:27
nutsiko
QUOTE
მშვენიერი ადგილები მოგივლია.
სურათებიც ატვირთე.
მაინტერესებს )

ავტვირთავ, თუ ვინმე გამახსენებს როგორ გავაკეთო რამდენიმე ერთად...

თუ არა მომიწევს ზომაში შემცირება და სათითაოდ დადება! ..

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 1 Oct 2018, 01:15
აქა მშვიდობა!
შეიძლება?! smile.gif

30 სიმბოლო

Posted by: nforumi 1 Oct 2018, 08:36

Posted by: NOZA1031 2 Oct 2018, 00:01
პირველ დვერდზე მოვკარი თვალი ამაზე საუბარს და , ვიკითხავ

ძველი აკვაპარკი რომ იყო , ელ.დეპოს მეტროდან გავხედე დღესაც , ფუნქციონირებს?

Posted by: nigo 2 Oct 2018, 13:51
ვკითხულობთ.მომენატრეთ.სასიკვდილო არაფერი მჭირს.მაგრამ სანახევროდ სტამბოლში ვარ.ვმკურნალობ და წერის თავიც ნაკლებად მაქვს.
ნეტავ იცოდეთ ეს ჩემი უსაყვარლესი სტამბოლი როგორ შემეჯავრა. sad.gif

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 14:35
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: nforumi 2 Oct 2018, 14:55
nigo
რა გჭირს ნიგო, რას მკურნალობ?

სტამბული რამ შეგაჯავრა? რა არის შეცვლილი?

Posted by: nigo 2 Oct 2018, 20:06
nforumi
ძვლებს.მიყვარდა როცა ვსეირნობდი.ვათვალიერებდი.კაფეებში და შოპინგზე დავდიოდი.კუნძულებზე...ახლა აეროპორტი .კლინიკა.სასტუმრო. ესაა sad.gif და დიდი ხარჯი.:

Posted by: nforumi 3 Oct 2018, 09:26
nigo
QUOTE
ძვლებს.მიყვარდა როცა ვსეირნობდი.ვათვალიერებდი.კაფეებში და შოპინგზე დავდიოდი.კუნძულებზე...ახლა აეროპორტი .კლინიკა.სასტუმრო. ესაა  და დიდი ხარჯი.:

ძვლებს?

სტამბულზე რომ დაწერე, მეთქი თავად სტამბულში შეიცვალა სიტუაცია თქო... ეგ გასაგებია.

Posted by: Mako Subladze 3 Oct 2018, 14:03
nigo
love.gif
ავადმყოფობა სიცოცხლის ფორმაა.
ნუ წაიხდენ განწყობას.
* * *
nforumi
ცარიელი პოსტი როგორ დაპოსტე?

Posted by: t-90 3 Oct 2018, 18:30
nigo
ძაან მეწყინა თქვენი ამბავი.
იმედია მალე გამოჯანმრთელდებით და როგორც პოსტავდით ისე დაპოსტავთ.

Posted by: nforumi 3 Oct 2018, 22:57
Mako Subladze
QUOTE
ცარიელი პოსტი როგორ დაპოსტე?

წარმოდგენა არ მაქვს. არ იყო ცარიელი მე რომ დავპოსტე wink.gif

Posted by: blacksabat 3 Oct 2018, 23:49
nigo
ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

-------------------------

Posted by: nigo 4 Oct 2018, 09:54
ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. love.gif

Posted by: Melimonadze 4 Oct 2018, 19:39
QUOTE (nutsiko @ 9 Jun 2014, 12:08 )
tojina22
მადლობა, ჩემო კარგო, მიხარია, თუ მოგეწონა.

ახლა ყავას ვსვამ და ვიხსენებ გზადაგზა რაღაცეებს.

ფანჯრიდან ვიყურები და ჩემს ქუჩაზე წინ საცხობია, საწყალი ბავშვი დგას და მშიერი თვალებით უყურებს საცხობთან რიგში მდგომ ბიძიას.
გამახსენდა...

სტუდენტობისას, დაახლოებით 10-12 წლის წინ, ლექციებიდან სახლში მივდიოდი, საცხობთან შევჩერდი და ხურდის გადათვლა დავიწყე, რამე საკვების შესაძენად. თანხა არ მეყო (ჰო, იყო ეგ დროც ჩემს ცხოვრებაში და ჩემი დროის სტუდენტებს კარგად ემახსოვრებათ, რას ნიშნავს თანხის გადანაწილება სასწავლო ლიტერატურის ,,დაქსეროქსებას”, გზისა და საკვებს შორის), დავდექი შეწუხებული სახით. ვიღაც კაცმა, რომელიც ჩემ წინ იდგა რიგში, ერთი კი შემომხედა, გაეღიმა და მკითხა, რის შეძენას ვაპირებდი, ჩემ ნაცვლად გადაიხადა თანხა, გამომიწოდა ხაჭაპური, გამიღიმა და წავიდა. მაშინ ისე გამიხარდა, თან ისე მშიოდა დილიდან გამოსულს და ლექციებზე დაღლილს, თან ამ კაცის ერთი შეხედვით უბრალო საქციელმა, მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში ,,დიდმა საქმემ” და მშიერის დაპურებამ, გამახარა, დამაფიქრა და ჩემს ერთ-ერთ ,,ტრადიციას” ჩაუყარა საფუძველი.
მას შემდეგ ჩვევად მექცა, როცა გადარბენებზე მიწევს რამის შეძენა და ქუჩაში ვარ, მიმოვიხედები ხოლმე, ჩემ გვერდით ხომ არავინაა, ვისაც შესაძლოა ან თანხა აკლდებოდეს საკვებზე (ჩემსავით, ერთ დროს) ან უბრალოდ იქვე შემწეობას ითხოვდეს, მორიდებით ვეკითხები, ხომ არ ,,დამეწვევიან სადილზე” და მენიუს ერთად ვარჩევთ. თანაც, ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო” და ასე ერთად ,,ვსადილობთ” ხოლმე.
არ არის აუცილებელი, ვიყოთ კეთილი ნების ელჩები რომელიმე შეჭირვებულ ქვეყანაში ან სულაც დიდი საზოგადო მოღვაწეები, სიკეთის კეთება ყოველთვის და ყველგან შეიძლება, თუ ამის სურვილი გვაქვს და გარშემო კარგად მიმოვიხედებით, ყოველთვის არსებობენ ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა, მცირედი ყურადღება სჭირდება.

--------------------------------------
სად სადილობთ? cry.gif

Posted by: nutsiko 9 Oct 2018, 11:54
Melimonadze
აღარ ვსადილობ.

იმედია, მოთხრობა მოგეწონა. smile.gif

Posted by: nforumi 20 Oct 2018, 10:29
nigo
როგორა ხარ, რა ხდება შენკენ? დაბრუნდი თუ არა ჯერ კიდე?

nutsiko
QUOTE
აღარ ვსადილობ.

აბა? შიმშილობ? wink.gif

Posted by: nigo 20 Oct 2018, 13:41
nforumi
სამშაბათს მივფრინავ.ბოლო წასვლაა.ისე უკეთ ვარ,მაგრამ დეპრესიამ შემომიტია და ვებრძვი.დიდი მადლობა.მიყვარხართ 2kiss.gif

Posted by: Mako Subladze 20 Oct 2018, 21:18
nigo
მშვიდობით იმგზავრე.
მე დეპრესიას სუფთა ჰაერზე ხეტიალით ვებრძვი.

Posted by: nforumi 22 Oct 2018, 03:19
nigo
QUOTE
სამშაბათს მივფრინავ.ბოლო წასვლაა.ისე უკეთ ვარ,მაგრამ დეპრესიამ შემომიტია და ვებრძვი.დიდი მადლობა.მიყვარხართ

მეც და ალბათ შეიძლება ითქვას ჩვენც გვიყვარხართ smile.gif

გამოჯანმრთელდი!

რაის დეპრესია, გაუღიმე ცხოვრებას smile.gif

Mako Subladze
QUOTE
მე დეპრესიას სუფთა ჰაერზე ხეტიალით ვებრძვი.

მგონია რომ მასეთი მეთოდით და თვითდარწმუნებით მართლა შესაძლებელია მაგ პრობლემის თავიდან მოცილება.

Posted by: nutsiko 22 Oct 2018, 16:27
nigo
ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენ გგულშემატკივრობთ.

თბილისში აცივდა და კიდევ ერთი კარგი თეატრალური ფესტივალი გველის.

Posted by: anamch 24 Oct 2018, 12:46
შენ სვამ და წრეზე ტრიალებ ახლა
მე ფხიზლად ვარ და არაფერს ვამბობ
რა თავში ვიხლი დარდიან სახეს
როგორმე უნდა გამოვიდარო.
და მიზეზს ვეძებ ხეში და ზამთარს
უფოთლო ტოტებს გადავაბარებ!
რომ მერე მწარედ დავცინო თავსაც
და უმიზეზო ცრემლებს- გამთბარებს, მოვუყვე
სახლში დარგული ბალბა ვით უმხელს სარკმელს
მზის დანაბარებს...
*****
მე ვერ მოვსუმენ თქვენს მუსიკას-
სხვა თაობის ღრიჭოში ჩარჩა
ჩემი მზერა
და დამჭკნარ ცაზე- მხოლოდ წეროს კვალიღა დარჩა..
მე ვერ ვისწავლე ფეხის წვერზე დგომა
და ფარჩას,
ამ შემდოგომის - აივნებზე ბოლოჯერ გავფენ ...
და მერე ჩემი ხბოების კვალზე
ჩემს სახლში წვალ ..
რძეს შემოვდგამ ცეცხლზე
და კეცზე ბაჭულებს ჩავდგამ..
ღვინოს დავლევ,
ყველის თანხლებით.
მერე რა რომ ამ სოფელში ჩავრჩი-

გულზე კვლების გადატარებით..
****
დავბოდიალობ და ხეების ძარცვას ვესწრები...
ფეხქვეშ შრიალებს მკვდარი ფოთლის უნჭო განცდა.
დაზეპირებულ სტრიქონების ამბავს ვეხები..
არა მყავს მსმენელი -
ძმა პოეტო და შენს ლექსებში
დარდსაც გავუძლებ,
ღვინის სმასაც ,
დილის ელედებსაც-
და სახვალიოდ გაშტერებელს
ხელისცეცებით-
გული გადმომდის საგულიდან და ვყლაპავ ცრემლებს
და მობუზულ მხრებში
ფრთებს ვმალავ...
საგულდაგულოდ

Posted by: beqa1971 3 Nov 2018, 14:54
anamch

რა კარგი სტრიქონებია რამდენიმე
...

"რამდენიმე" კრიტიკულ შეფასებად არ ჩამითვალოთ , არამედ როგორც კომპლიმენტი smile.gif

ეს ლექსი თუ მოგწონთ:

Пойду на луг прочистить наш родник.
Я разгребу над ним опавший лист,
Любуясь тем, как он прозрачен, чист.
Я там не задержусь. - Пойдем со мной.

Пойду на луг теленка принести.
Не может он на ножках устоять,
Когда его вылизывает мать.
Я там не задержусь. - Пойдем со мной.

nigo

როგორ ხართ?
პოლიტიკაში ამდენი მარაზმის გარემოცვაში ერთი ორი თქვენი მსჯელობა შემხვდა, როგორც ნათელი აზრის პატარა კუნძულები smile.gif

Posted by: nforumi 4 Nov 2018, 20:07
beqa1971
QUOTE
ერთი ორი თქვენი მსჯელობა შემხვდა, როგორც ნათელი აზრის პატარა კუნძულები

თან ნერვები ეშლება ხოლმე იქ, თან ვერ ეშვება smile.gif

Posted by: beqa1971 5 Nov 2018, 17:54
nforumi

ძნელია რო მოეშვე, ისეთები იწერება, მეც წამცდება ხოლმე ხელი smile.gif

არადა მართლა როგორი გავლენა აქვს ტვ-ს,
რ2 მა რო საქმე უქნა და დამართა ხალხს ეგეთი უნდა.
პროვინციული იუმორიდან დაწყებული, პოლიტანგაჟირებული უტიფრობით დამთავრებული.

ამ ზურაბიშვილს არც დაესიზმრებოდა ისეთები ჩაუტარეს სიმართლის აპოლოგეტებმა love.gif

საერთოდ უნდა გაკოტრდნენ ტელევიზიები, ყველა. biggrin.gif
ქსელმა უნდა ჩაანაცვლოს ბოლომდე.

sa.gif

Posted by: nforumi 6 Nov 2018, 09:04
beqa1971
QUOTE
საერთოდ უნდა გაკოტრდნენ ტელევიზიები, ყველა. 

დაწყებულია ეგ პროცესი smile.gif

მაგრამ ათიოდე წელი დაჭირდება ალბათ.

Posted by: beqa1971 7 Nov 2018, 20:23
nforumi
QUOTE
მაგრამ ათიოდე წელი დაჭირდება ალბათ.

შეიძლება 10 წელი არც ეყოს
როგორც ინსტრუმენტს მაინც ეცდებიან ბოლომდე შეინარჩუნონ.
ეს რომ არა უკვე გაკოტრებული იქნებოდა. რეალურად კაი ხანია ტვ თავის თავს ვეღარ ინახავს.

Posted by: nforumi 8 Nov 2018, 09:37
beqa1971
QUOTE
შეიძლება 10 წელი არც ეყოს
როგორც ინსტრუმენტს მაინც ეცდებიან ბოლომდე შეინარჩუნონ.
ეს რომ არა უკვე გაკოტრებული იქნებოდა. რეალურად კაი ხანია ტვ თავის თავს ვეღარ ინახავს.

ზუსტად ათი წელი კი არა. გააჩნია ვითარებასაც კიდე. ტელევიზიის გავლენის წილი თანდათან კლებულობს, ექსპონენცილურად. ნულამდე შეიძლება ასი წლის მერეც არ იყოს დასული, მაგრამ ათიოდე წლის შემდეგ უკვე საკმაოდ ცოტა იქნება იმისთვის, რომ გაქტორის როლი ითამაშოს, ასე მგონია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)