Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ცხვრის ქაბაბის ჭამა


Posted by: Jonatahn_smith 3 Oct 2013, 13:22
სად შეიძლება მივირთვათ გემრიელი ქაბაბი?

Posted by: fermina 3 Oct 2013, 13:41
Jonatahn_smith

ცხვრის უგემრიელესი ქაბაბი, თუ არ დაგეზარება, მარნეულში წადი, ზავედენიეა ეგეთი "კავკაზი" და იქ. იქვე ახლომახლოს არის სახელგანთქმული ქეშალო თუ ქეშელო თუ რაღაც ამდაგვარი biggrin.gif

ყველაფერი გემრიელია. yes.gif

Posted by: Jonatahn_smith 3 Oct 2013, 13:50
fermina
QUOTE
ცხვრის უგემრიელესი ქაბაბი, თუ არ დაგეზარება, მარნეულში წადი, ზავედენიეა ეგეთი "კავკაზი" და იქ. იქვე ახლომახლოს არის სახელგანთქმული ქეშალო თუ ქეშელო თუ რაღაც ამდაგვარი 

ყველაფერი გემრიელია


დიდი მადლობა მაგრამ, ცოტა აქვე მირჩევნია)

Posted by: didi bege 3 Oct 2013, 13:58
რუსთავს რო გაცდები წითელი ხიდისკენ მესამე ან მეოთხე სოფელია ქეშალო, მანდ პირდაპირ გზის პირას არის რამდენიმე "ზავედენია" მშვენიერი ქაბაბი და მწვადი აქვთ, თუ რათქმაუნდა ინტერიერ ექსტერიერის "ვიდი" არ შეგაწუხებს smile.gif

Posted by: Jonatahn_smith 3 Oct 2013, 14:04
didi bege
QUOTE
რუსთავს რო გაცდები წითელი ხიდისკენ მესამე ან მეოთხე სოფელია ქეშალო, მანდ პირდაპირ გზის პირას არის რამდენიმე "ზავედენია" მშვენიერი ქაბაბი და მწვადი აქვთ, თუ რათქმაუნდა ინტერიერ ექსტერიერის "ვიდი" არ შეგაწუხებს


მადლობა დიდი.. ინტერიერი არ მაწუხებს თუ სისუფთავეა
მაგრამ სამსახურში ვარ და შორს ვერ წავალ

Posted by: KOMBAT 5 Oct 2013, 17:23
Jonatahn_smith


ძალიან კარგი ვჭამე ადრე უზბეკური რესტორანი როა რიყეზე შანგრილას გვერდით იქ, გრუზბეკი ქვია,

Posted by: keep_walking 5 Oct 2013, 23:52
QUOTE
რუსთავს რო გაცდები წითელი ხიდისკენ მესამე ან მეოთხე სოფელია ქეშალო, მანდ პირდაპირ გზის პირას არის რამდენიმე "ზავედენია" მშვენიერი ქაბაბი და მწვადი აქვთ, თუ რათქმაუნდა ინტერიერ ექსტერიერის "ვიდი" არ შეგაწუხებს

უნდა წავიდე რა )) მომენატრა ცხვრის ხორცი
და საიდან გადის მარნეულის მარშრუტკები? gigi.gif

Posted by: Jonatahn_smith 6 Oct 2013, 20:26
KOMBAT
QUOTE
ძალიან კარგი ვჭამე ადრე უზბეკური რესტორანი როა რიყეზე შანგრილას გვერდით იქ, გრუზბეკი ქვია,


არც დამახასიათებელი საშინელი სუნი ჰქონდა და არც გემო?

Posted by: KOMBAT 7 Oct 2013, 02:03
Jonatahn_smith


მე რომ ვიყავი ახალი გახსნიილ იყო და ჯერ არ ქონდა ყოველშემთხვევაში )))

ახლა როგორაა ვერ გეტყვი

Posted by: მერკუციო 7 Oct 2013, 11:12
ქეშალო, მხოლოდ ქეშალო და არაფერი ქეშალოს გარდა!

Posted by: aimo 7 Oct 2013, 12:29
გარდაბანში რომ აკეთებს ერთი ტიპი, თავისი სახლის ეზოში. იმას რა ქვია?

Posted by: Jonatahn_smith 9 Oct 2013, 12:03
KOMBAT
QUOTE
მე რომ ვიყავი ახალი გახსნიილ იყო და ჯერ არ ქონდა ყოველშემთხვევაში )))

ახლა როგორაა ვერ გეტყვი


გავსინჯავ და ვნახოთ რა იქნება

Posted by: Trump 9 Oct 2013, 14:42
Jonatahn_smith


მოკლედ , აქ თურქულებში თუ არ გინდა , შეგიძლია ეწვიო რესტორან ტიფლის-ს კანდელაკზეა. გემრიელია მე რამდენჯერაც მიჭამია

Posted by: LTB1948 11 Oct 2013, 10:36
თურქულებში ყველგან არის. მე სუფრას გავუწევდი რეკომენდაციას მარჯანიშვილზე. გემრიელი საჭმელი აქვთ

Posted by: GT 12 Oct 2013, 10:33
Jonatahn_smith
ცხვარი რა, თურქი ხარ?
spy.gif
---------------------------------------------------------------------

Posted by: Jonatahn_smith 14 Oct 2013, 17:00
GT
QUOTE
ცხვარი რა, თურქი ხარ?


არაბი ვარ, რამე პრობლემა გაქვს გენად?

Posted by: fermina 15 Oct 2013, 12:45
ქეშალოს ფილიალი იხსნება თბილისში მგონი ასათიანზე თუ ნუცუბიძეზეო და მართალია? smile.gif

Posted by: მერკუციო 15 Oct 2013, 12:57
fermina
QUOTE
ქეშალოს ფილიალი იხსნება თბილისში მგონი ასათიანზე თუ ნუცუბიძეზეო და მართალია?

ვიცი ვისიცაა. არანაირი ფილიალი არაა. უბრალოდ პატრონმა ჭკუა იხმარა და იგივე სახელს არქმევს. ზუსტად იმიტომ, რომ ფილიალად ჩათვალონ. ჭკვიანურია.

Posted by: fermina 15 Oct 2013, 13:28
მერკუციო

მართლა? ჰო კი გამიკვირდა ფეისბუქზე დადო რეკლამა, ვინმე იოსებ კობერიძე და ქეშალოს მფლობელი რატომღაც მგონია რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელია და ფბ-თან ცოტა მწყრალადაა smile.gif

Posted by: მერკუციო 15 Oct 2013, 16:01
fermina
თბილისური ქეშალოს მფლობელის სახელი და გვარი ნამდვილია, კარგი კაცი ჩანს, წარმატებებს ვუსურვებ. მარნეულის ქეშალოსი ვინმე აზერი იქნება.

Posted by: fermina 15 Oct 2013, 16:07
მერკუციო

ჰო ეგ ვიგულისხმე მეც, ანუ ერთი და იგივე ვერ იქნება ასე მგონია-მეთქი და ამიტომ გამიკვირდა ფილიალად რომ "ასაღებენ" smile.gif არ უჩივლოს იმ აზერმა smile.gif

Posted by: მერკუციო 15 Oct 2013, 18:25
fermina
ვერ უჩივლებს რადგან ქეშალო გეოგრაფიული დასახელებაა და შესაბამისად საავტორო უფლება არ ვრცელდება.

Posted by: fermina 15 Oct 2013, 21:18
მერკუციო
ვიცი ქეშალო რაცაა, ვიხუმრესავით smile.gif

Posted by: Jonatahn_smith 16 Oct 2013, 10:47
და სად იხსნება თუ გაიხსნა ქეშალო?

Posted by: fermina 16 Oct 2013, 11:21
Jonatahn_smith

ყაზბეგის და ასათიანის კუთხეში, ნუ დაახლოებით მაგ ტერიტორიაზე.

აი ფბ-დან პოსტი:
ახალი რესტორანი ასათიანის დასაწყისში, პავლოვსა და ვაჟას შორის. იხსნება 19 ოქტომბერს.
ცხვარი, ხბო, კალმახი.
ცოცხალი ლუდი Jozeff
საშუალო ფასები, მომსახურების %-ს გარეშე.

Posted by: Gberu 22 Oct 2013, 14:23
შეგიძლიათ ზუსტად დაწეროთ სად არის ეს ქეშალო სოფელია თუ თვითონ დაწესებულებას ქვია?

Posted by: Luciferion 22 Oct 2013, 15:07
სტამბულში ვჭამე და ეგეთი უგემური შაურმა არ მიჭამია ცხოვრებაში აქ ბევრად გემრიელია...

Posted by: fermina 21 Nov 2013, 12:32
თქვენი რჩევა მჭირდება - ცხვრის ბეჭის ან ბარკლის შეწვა მინდა ღუმელში. თითქმის ყველა რეცეპტში ნიორი არის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი დამარინადების/შეწვისას. ნიორი არ მინდა გამოვიყენო გარკვეული მიზეზების გამო და ამის გარეშე რა ტიპის მარინადი მოუხდება? ანუ ღვინოში ჩაბასტურმება, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი თუ უფრო რანაირი გემო მიდის ცხვრის ხორცზე? როზმარინი რომ უხდება, ეგეც ვიცი.

მოკლედ რამე კარგი რეცეპტი თუ გეგულებათ, გამიზიარეთ smile.gif

Posted by: Besa 22 Nov 2013, 23:24

1:56 დან საინტერესოა

Posted by: ჰეისან 2 Feb 2023, 12:28
ყაზბეგის გამზირიდან რომ ჩაუხვევ გამრეკელზე (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა), მარცხენა მხარეს, ბიზნეს-ცენტრამდე არმისული არის "კასუმლო". ძალიან გემრიელად ვსანსლე ცხვრის ქაბაბი

Posted by: Fredo_Corleone 2 Feb 2023, 14:11
QUOTE (ჰეისან @ 2 Feb 2023, 12:28 )
ყაზბეგის გამზირიდან რომ ჩაუხვევ გამრეკელზე (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა), მარცხენა მხარეს, ბიზნეს-ცენტრამდე არმისული არის "კასუმლო". ძალიან გემრიელად ვსანსლე ცხვრის ქაბაბი

ეგ ხიო წერეთელზე იყო? საბურთალოზეც გაიხსნა?

Posted by: ჰეისან 2 Feb 2023, 21:38
Fredo_Corleone
წერეთელზე არ ვიცი... ახლობელმა წამიყვანა მანდ და სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მასეთი რამე არსებობდა biggrin.gif ცხვრის ხორცის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეგ ქაბაბი ძალიან მომეწონა. თან, შემწვარ ბოსტნეულთან (პომიდორი, მწვანე წიწაკა) ერთად მოგვართვეს ლანგარით და თხელი ლავაშებით. უნდა აგეღო ლავაში, შიგ ჩაგედო ქაბაბი, ბოსტნეული და გაგეხვია. ლუდზე ძალიან მაგრად წავიდა... იმდენი ვიბაზრე, მომშივდა biggrin.gif

Posted by: Fredo_Corleone 3 Feb 2023, 09:59
ჰეისან
აი მე მაგრა მევასება ცხვრის ხორცი biggrin.gif
ფასები დემოკრატიულია? biggrin.gif

Posted by: ჰეისან 3 Feb 2023, 13:19
Fredo_Corleone
QUOTE
ფასები დემოკრატიულია?

ზუსტად არ ვიცი. მე არ გადამიხდია... მგონი არაა ძვირი. უბრალოდ, ინტერიერი ვერ ლავეს, მაგრამ საჭმლის გემომ გადასწონა

Posted by: Popper 14 Feb 2023, 00:03
მე მინდა მომავალში გავხსნა კაფესავით ან პატარა რესტორანივით, სადაც აქცენტი იქნება ცხვრის და ბატკნის ხორცზე და ასევე, თანამედროვე ევროპულ (მსოფლიო) კულინარიაზე. საქართველოში ცხვრის ხორცს არ იცნობენ კარგად, გარდა ჩაქაფულისა.

Posted by: Amigo-Amo 16 Feb 2023, 22:49
კასუმლოში ნორმ. ქაბაბს აკეთებენ. მე მაინც ამ წიწაკებით და მწვანილებით არ მევასება, ტყუულად მოაქვთ, მაინც არ ვჭამ biggrin.gif აზერებმაც არ იციან ამ გაფორმების გაკეთება, თურქების მოგონილია. თუკი ნამდვილი ქაბაბი გინდათ, წითელი ხიდისკენ უნდა დააწვეთ, ბოლოსკენ არის სოფელი ქეშალო და მანდ აკეთებენ საოცარ ქაბაბს და ზოგადად, ბატკნის მწვადს, ცხვრის ჯიგარს და მაგარ თევზეულსაც.

Posted by: gagnia 13 Mar 2023, 03:28
Amigo-Amo
QUOTE
წითელი ხიდისკენ უნდა დააწვეთ, ბოლოსკენ არის სოფელი ქეშალო და მანდ აკეთებენ საოცარ ქაბაბს და ზოგადად, ბატკნის მწვადს, ცხვრის ჯიგარს და მაგარ თევზეულსაც.

რამდენიმე რესტორანი ჩანს მანდ და რომელშია კარგი, თუ ყველგან ერთნაირია? ერთხელ ვარ მანდეთ ნამყოფი და იყო რაა.

Posted by: Amigo-Amo 15 Mar 2023, 14:13
QUOTE (gagnia @ 13 Mar 2023, 03:28 )
Amigo-Amo
QUOTE
წითელი ხიდისკენ უნდა დააწვეთ, ბოლოსკენ არის სოფელი ქეშალო და მანდ აკეთებენ საოცარ ქაბაბს და ზოგადად, ბატკნის მწვადს, ცხვრის ჯიგარს და მაგარ თევზეულსაც.

რამდენიმე რესტორანი ჩანს მანდ და რომელშია კარგი, თუ ყველგან ერთნაირია? ერთხელ ვარ მანდეთ ნამყოფი და იყო რაა.

კი, რამოდენიმეა და ყველაზე კარგი არის ელბრუსას რესტორანი. რამიზას რესტორანიც არაა ცუდი, მაგრამ ელბრუსასთან დავდივართ სულ.

Posted by: thug 20 Mar 2023, 07:22
საქართველოში ნაღდად არ დავიწყებდი ცხვრის ქაბაბის ძებნას
ქართული ქაბაბი ჯობია ღორის და ძროხის ნარევი up.gif

Posted by: Amigo-Amo 20 Mar 2023, 17:19
QUOTE (thug @ 20 Mar 2023, 07:22 )
საქართველოში ნაღდად არ დავიწყებდი ცხვრის ქაბაბის ძებნას
ქართული ქაბაბი ჯობია ღორის და ძროხის ნარევი up.gif

ერთი სოკოს ხინკალი ჯობია მთიულურ ავთენტურ ხინკალს და მეორე ღორი/ძროხა ცხვრისას gigi.gif

Posted by: tonisoprano 21 Mar 2023, 21:08
ქაბაბი და ხინკალი არი ცხვრის
კატლეტი და მწვადი საქონელი/ღორის

up.gif

Posted by: thug 21 Mar 2023, 23:33
Amigo-Amo

მაგასაც მირჩევნია ქალაქური ხინკალი

..........

Posted by: Trump 22 Mar 2023, 09:53
ცხვრის ქაბაბი საუკეთესოა რა თქმა უნდა
უბრალოდ ცხვრის ხორცის ქაბაბამდე მიყვანას, ცოდნა უნდა და კაი დამუშავება.

Posted by: Amigo-Amo 22 Mar 2023, 14:24
QUOTE (thug @ 21 Mar 2023, 23:33 )
Amigo-Amo

მაგასაც მირჩევნია ქალაქური ხინკალი

..........

ეგ შენი გემოვნების საკითხია უკვე 2kiss.gif

Posted by: Amigo-Amo 24 Oct 2023, 23:19
1 თვის უკან ვიყავი გამრეკელის კასუმლოში. ეგ ქაბაბი ცხვრის არ არის, ჩვეულებრივი საქონელია ცხვრის დუმით smile.gif

Posted by: Amigo-Amo 1 Nov 2023, 14:54
შაბათს გავგაზეთ ქეშალოში. ნუ, აი რა ვთქვა... პური მეპურემ უნდა აცხოსო, ეგრეა რა. ცხვარი/ბატკანი უნდა მოამზადოს აზერმა, სასწაული იყო პროსტა და ფასებიც დემოკრატიულია. ავიღეთ მხოლოდ ბატკნის ნეკნები, ქაბაბი და თეთრი ხორცი, ე.წ. ყვერები

Posted by: xx3xx 2 Nov 2023, 03:59
QUOTE (Amigo-Amo @ 1 Nov 2023, 14:54 )
შაბათს გავგაზეთ ქეშალოში. ნუ, აი რა ვთქვა... პური მეპურემ უნდა აცხოსო, ეგრეა რა. ცხვარი/ბატკანი უნდა მოამზადოს აზერმა, სასწაული იყო პროსტა და ფასებიც დემოკრატიულია. ავიღეთ მხოლოდ ბატკნის ნეკნები, ქაბაბი და თეთრი ხორცი, ე.წ. ყვერები

კერძოდ სად ?

Posted by: Amigo-Amo 2 Nov 2023, 12:28
QUOTE (xx3xx @ 2 Nov 2023, 03:59 )
QUOTE (Amigo-Amo @ 1 Nov 2023, 14:54 )
შაბათს გავგაზეთ ქეშალოში. ნუ, აი რა ვთქვა... პური მეპურემ უნდა აცხოსო, ეგრეა რა. ცხვარი/ბატკანი უნდა მოამზადოს აზერმა, სასწაული იყო პროსტა და ფასებიც  დემოკრატიულია. ავიღეთ მხოლოდ ბატკნის ნეკნები, ქაბაბი და  თეთრი ხორცი, ე.წ. ყვერები

კერძოდ სად ?

რამიზასთან; აი ესაა კოორდინატები

https://www.google.com/maps?q=Qeshalo+Lamb+Restaurant+%22Ramiz%22,+%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D&ftid=0x4041550d8a80cd27:0xf8a5c2c3d833e821&hl=ka-GE&gl=ge&shorturl=1

Posted by: Trump 2 Nov 2023, 16:05
Amigo-Amo
QUOTE
რამიზასთან; აი ესაა კოორდინატები



მეც ვიყავი მგონი მანდ ეხლა ხანს.
შუაში ფანტანი იყო, იქვე ავლებდნენ ჭურჭელს და ტრუსიკებს სტაფის ქალებიsmile.gif) (ნახევრად ხუმრობით)

Posted by: elchi 2 Nov 2023, 17:59
QUOTE (Amigo-Amo @ 24 Oct 2023, 23:19 )
1 თვის უკან ვიყავი გამრეკელის კასუმლოში. ეგ ქაბაბი ცხვრის არ არის, ჩვეულებრივი საქონელია ცხვრის დუმით smile.gif

ე.ი. ცხვრის ხორცის გემო და სუნი რომ ჰქონდეს ხომ?

და როგორ ასაღებენ, ცხვრის ქაბაბიაო?

Posted by: Amigo-Amo 2 Nov 2023, 18:16
QUOTE (elchi @ 2 Nov 2023, 17:59 )
QUOTE (Amigo-Amo @ 24 Oct 2023, 23:19 )
1 თვის უკან ვიყავი გამრეკელის კასუმლოში. ეგ ქაბაბი ცხვრის არ არის, ჩვეულებრივი საქონელია ცხვრის დუმით smile.gif

ე.ი. ცხვრის ხორცის გემო და სუნი რომ ჰქონდეს ხომ?

და როგორ ასაღებენ, ცხვრის ქაბაბიაო?

მიმტანს რომ ვკითხე, სულ ცხვრის არ გვაქვსო, არის შერეული, საქონელი და ცხვარიო, არადა მენიუში ცხვარი ეწერა. მერე ფეის გვერდზე დავაფიდბექე და დავწერე, რომ ეგ იყო ძროხის ხორცი ცხვრის დუმით; გამომეხმაურა თვითონ გვერდის ადმინი და მომწერა, რომ მხოლოდ ცხვარი გვაქვსო, არანაირი საქონელიო, შეიძლება კვირა რო იყო, ხორცი გაუთავდათო, ბოდიშები იხადეს, მოდი წერეთელზე (მე გამრეკელის კასუმლოში ვიყავი) და უფასოდ გაგიმასპინძლდებითო biggrin.gif ეს ისე კაი ხრიკია, დაუწერ ცუდ ფიდბექს და ეგრევე უფასოდ გეპატიჟებიან biggrin.gif biggrin.gif ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მხოლოდ ცხვარი არ იქნებოდა, მარა მთლად ასე დუმა გაურიო მარტო, რავი smile.gif თან ამ პომიდორს და წიწაკებს რო ულაგებენ, არ მევასება, თურქებივ მოგონილია ეგ, უნდა იყოს მხოლოდ ქაბაბი და საწებელი.

Posted by: cosаnоstra 2 Nov 2023, 21:36
ეგრე იციან თბილისში დაწერენ დიდის ამბით ცხვირის ხინკალი, ცხვრის ქაბაბი, მიხვალ და გხვდება საქონელი ცხვრის დუმით

Posted by: ბურზო 5 Nov 2023, 11:30
მე მარნეულში დავდივარ რესტორანი "ზეჯებე"
ქაბაბი, მწვადი, ნეკნი, ჯიგარი, მოკლედ ყველაფერს ძაან მაგრად ამზადებენ

https://www.instagram.com/zejebe_restaurant/

Posted by: Amigo-Amo 7 Nov 2023, 16:21
QUOTE (ბურზო @ 5 Nov 2023, 11:30 )
მე მარნეულში დავდივარ რესტორანი "ზეჯებე"
ქაბაბი, მწვადი, ნეკნი, ჯიგარი, მოკლედ ყველაფერს ძაან მაგრად ამზადებენ

მანდ ნაღდად არ ვარ ნამყოფი; შევივლი, დავპრობავ მანდაც აბა. იდეაში, მანძილი და მისასვლელი დრო იდენტურია.

Posted by: tozi777 10 Nov 2023, 22:28
ზამთარში, სათევზაო სეზონი რომ აღარ გვაქვს, პნევმატურით კაჭკაჭებს და ყვავებს დავსდევთ ხოლმე მანქანით მე და ჩემი რიბაკი ძმაკაცი.

წითელი ხიდიდან მოვუვლით ხოლმე.

ხოდა წითელ ხიდთან, გაუქმებული ბენზოგასამართი რომაა, მანდ ცხვრის ქაბაბის ჭამა გვექცა ტრადიციად. მე მაგრად მწყენს ცხვრის ხორცი, მაგრამ მანდ ისეთი გემრიელია, უარს ვერ ვამბობ ხოლმე. biggrin.gif

user posted image

ქაბაბის სურათი არ მაქვს, ვერ ვასწრებ ხოლმე გადაღებას. givi.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)