cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
|
#19180369 · 22 Apr 2010, 12:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Fenix Fire Bird @ 22 Apr 2010, 11:44 ) | cinemamu
QUOTE | ვედები, მარადიული ცოდნა |
საინტერესოა, მაგრამ....
QUOTE | შიანები - კოსმიური არწივები (პლანეტებს შორისაც შეუძლიათ ფრენა) |
მაინტერესებს შიანები გადაშენდნენ თუ რა დაემართათ თუ დაფრინავენ და ჩვენ ვერ ვხედავთ?
|
არ გადაშენებულან. ოღონდ ჩვენი თვალისთვის უხილავნი არიან, რადგან ძირითადად სხვა განზომილებებში (სიმკვრივეებში) არიან...
ასევე ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ყველა პლანეტა ცოცხალი არსებებითაა დასახლებული. მაგალითად მზეზე უზარმაზარი ცივილიზაციაა, რომელზეც ჩვენი გალაქტიკის მმართველი ნახევარღმერთები ცხოვრობენ, მაგრამ მათი ფიზიკური სხეული ცეცხლის ელემენტისგან შედგება და უფრო მაღალ განზომილებაში არსებობენ.
* * *
QUOTE (შიიტი @ 22 Apr 2010, 11:57 ) | Fenix Fire Bird
QUOTE | მაინტერესებს შიანები გადაშენდნენ თუ რა დაემართათ თუ დაფრინავენ და ჩვენ ვერ ვხედავთ? |
მაინცდამაინც მართლა არწივი კი არ არის ეგა კაცო კოსმიური ხომალდი მასე, თუ არ ვცდები, ვედებში არის ასეთი პასაჟი: "ათი ათასი მზის სიმხურვალით დავამარცხებ მტრებს" - სადაც ბირთვული ბომბი იგულისხმება მე მაინც ვფიქრობ, რომ თავიდან ეს ყველაფერი ერთმა შემოქმედმა ღმერთმა გადმოავლინა, ხოლო ხალხმა შემდეგ მისცა მას თანასწორები და თანაზიარები |
არა ჩემო კარგო. არწივი არწივია და კოსმოსური ხომალდი კოსმოსური ხომალდი. ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია ვედებში და ყველაფერი პერსონიფიცირებულია. ჩვენ რომ ვერ ვხედავთ არ ნიშნავვს რომ არ არსებობენ.
კოსმოსური ხომალდები ცალკეა აღწერილი და ისიც ნათქვამია რომ ასეთი ტექნოკრატიული ლითონის ხომალდები დაბალ საფეხურზე მყოფ ძირითადად დემონურ არსებებს აქვთ, სულიერად მაღალგანვითარებულ არსებას კი სულაც არ ჭირდება რკინის თეფში სამყაროში გადაადგილებისთვის.
ჩვენი ცივილიზაცია გახდა ეგეთი რომ პერსონიფიკაცია დაიკარგა, თვლიან რომ მზე უზარმაზარი მანათობელი ცხელი სხეულია და მხოლოდ ფიზიკური სხეულია, არადა მზის მთავარი და მისი პირველადი ასპექტი მისი მმართველია, რომელიც რეალური ინდივიდუალური სულია და არა მოგონილი მითოლოგიური პერსონაჟი.
იმაში გეთანხმები რომ ამ პერსონაჟებს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა სახელები ჰქვიათ, მაგრამ ეს მათ არსებობას სულაც არ უარყოფს. მაგალითად ინდრა, რომელიც ვედების მიხედვით ნახევარღმერთთა მეფეა, ზევსის სახელითაა ცნობილი ბერძნულ მითოლოგიაში. მას წვიმის და ჭექა-ქუხილის ღმერთსაც ეძახიან. წვიმა თუ უნდოდათ მას მიმართავდნენ ადრე მანტრებით და წვიმაც მოდიოდა გამოწერილივით.
თანამედროვე იმპერსონალიზმი ქადაგებს რომ ყველაფერი ერთიანი, მთლიანი და უფორმო ღმერთია, რომელსაც არ გააჩნია პიროვნული თვისებები და ხან "სიყვარულს" ეძახიან, ხან "სამყაროს გონს" და ა.შ. რა თქმა უნდა ღმერთს გააჩნია უფორმო ასპექტი, რომელსაც ბრაჰმანი ეწოდება, მაგრამ მისი პირველადი და ყველაზე მთავარი ასპექტი პიროვნული ასპექტია და თავის სახედ და ხატად შეგვქმნა ადამიანები. ჩვენ ვართ ინდივიდები და ღმერთი უპიროვნო "სიყვარულია"? სასაცილოა უბრალოდ...
რაც შეეხება ბირთვულ ბომბებს, მათ "ბრაჰმასტრები" ეწოდება და მოვიყვანე ისტორიული ფაქტები, სადაც ეგენია ნახსენები. * * *
თავი მერვე დედოფალ კუნტის ლოცვები და პარიკშიტის ხსნა
1. სუტა გოსვამიმ თქვა: ამის შემდეგ პანდავები და დრაუპადი განგის ნაპირას გაეშურნენ, რათა წყალი მიეცათ მოწყურებული დახოცილი ნათესავებისთვის. ქალები წინ მიდიოდნენ.
2. მათი დატირებისა და განგის წყლის საკმარისად შეთავაზების შემდეგ მათ განიბანეს განგაში, რომლის წყალიც წმინდაა, რადგან უფლის ლოტოსის ტერფთა მტვერს არის შერეული.
3. იქ თავის დამწუხრებულ უმცროს ძმებთან, დჰრტარაშტრასთან, განდჰარისთან, კუნტისთან, და დრაუპადისთან ერთად იჯდა კურუთა მეფე, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა. უფალი კრშნაც იქ იყო.
4. უფალმა შრი კრშნამ და მუნებმა ყოვლისშემძლე ღმერთის გარდაუვალი კანონებისა და ცოცხალ არსებებზე მათი ზემოქმედების შესახებ დაიწყეს საუბარი და ამით შეძრწუნებულთა და დამწუხრებულთა დაწყნარებას შეეცადნენ.
5. ჭკვიანმა დურიოდჰანამ და მისმა მომხრეებმა ცბიერებით მოიტაცეს იუდჰიშთჰირას სამეფო, რომელსახ მტერი არ ჰყავდა. უფლის წყალობით სამართლიანობა აღდგენილ იქნა და უფალმა მოკლა უსინდისო მეფეები, რომლებმაც დურიოდჰანას მხარე დაიჭირეს. დაიხოცნენ ისინიც, ვინც უხესჰად მოექცნენ დედოფალ დრაუპადის თმებს, რითაც სიცოცხლე მოისწრაფეს.
6. უფალმა შრი კრშნამ ჯეროვნად შეასრულებინა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას სამი აშვამედჰა-იაჯნა [ცხენის შეწირვა], რითაც მთელ ქვეყანას მოედო მისი კეთილი სახელი, მსგავსად ინდრასი, რომელმაც ასი ასეთი მსხვერპლშეწირვა ჩაატარა.
7. მაშინ უფალი კრშნა გასამგზავრებლად მოემზადა. მან მოიწვია პანდუს შვილები, მას შემდეგ რაც მას თაყვანი სცეს ბრაჰმანებმა, რომელთაც სათავეში შრილა ვიასადევა ედგათ. უფალმაც უპასუხა მათ მისალმებებს.
8. როგორც კი უფალი დვარაკაში გასამგზავრებლად ეტლში ჩაჯდა, დაინახა უტტარა, რომელიც შეშინებული მორბოდა მისკენ.
9. უტტარამ თქვა: ო უფალო, სამყაროს მეუფევ! შენ უდიადესი მისტიკოსი ხარ. გთხოვ, დამიცავი, რადგან ორმაგობის ამ სამყაროში სხვას არავის შეუძლია სიკვდილის ხელიდან ჩემი დახსნა.
10. ო ჩემო უფალო, შენ ყოვლისშემძლე ხარ. ცეცხლოვანი რკინის ისარი სწრაფად მიახლოვდება. ჩემო უფალო, თუკი გსურს, დაე ისარმა მე დამწვას, მაგრამ გთხოვ, არ დააწვევინო და არ მოაწყვეტინო ჩემი ნაყოფი. მოიღეé სიკეთე, ო უფალო..
11. სუტა გოსვამიმ თქვა: მისი სიტყვების მოთმინებით მოსმენის შემდეგ უფალი შრი კრშნა, რომელსაც ყოველთვის ძლიერ უყვარს თავისი ერთგულები, უმალვე მიხვდა, რომ აშვათჰამამ, დრონაჩარიას შვილმა, ბრაჰმასტრა გამოუშვა პანდავების ოჯახის უკანასკნელი შთამომავლის მოსასპობად.
12. ო მთავარო დიად მოაზროვნეებს [მუნებს] შორის [შაუნაკა], დაინახეს რა მათკენ მომავალი მოელვარე ბრაჰმასტრა, პანდავებმა თავიანთ იარაღს სტაცეს ხელი.
13. როდესაც ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნება შრი კრშნამ იხილა, რომ დიდი საფრთხე ემუქრებოდა მის წმინდა ერთგულებს, რომლებიც მისადმი მინდობილი სულები იყვნენ, მათ დასაცავად უმალვე აიღო თავისი დისკო სუდარშანა.
14. უმაღლესი მისტიციზმის უფალი, შრი კრშნა ყველას გულში იმყოფება პარამატმას სახით. ამიტომ, უბრალოდ კურუს დინასტიის დასაცავად, თავისი ენერგიით დაფარა უტტარას ჩანასახი.
15. ო შაუნაკა, თუმცა შეუძლებელი იყო აშვათჰამას მიერ გამოშვებული უმაღლესი იარაღის შეჩერება ან განეიტრალება, იგი განეიტრალებული და მოგერიებული იქნა ვიშნუს [უფალი კრშნას] ძალასთან შეჯახებისას.
16. ო ბრაჰმანებო, არ გეგონოთ, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია იდუმალებით მოცული და შეუცდომელი ღმრთეების პიროვნებისათვის. ყოველივე მატერიალურს იგი თავისი ტრანსცენდენტული ენერგიებით ასულდგმულებს და ანადგურებს, თუმცა თავად არშობილია.
17. ამრიგად, ბრაჰმასტრას გამოსხივებისგან გადარჩენილმა უფლის უბიწო ერთგულმა კუნტიმ, მისმა ხუთმა შვილმა და დრაუპადიმ მიმართეს უფალ კრშნას, როდესაც იგი სახლში გასამგზავრებლად მოემზადა.
18. შრიმატი კუნტიმ თქვა: ო კრშნა, მე მოწიწებით გეთაყვანები, რადგან შენ ხარ თავდაპირველი პიროვნება და არ გეხება მატერიალური სამყაროს თვისებები. შენ ყოვლის შიგნით და გარეთ იმყოფები, მაგრამ მაინც უხილავი ხარ ყველასთვის.
19. გრძნობათა შეზღუდული აღქმისათვის მიუწვდომელი, შენ შეცდომაში შემყვანი ენერგიეს ფარდით დაფარული მარადიული უნაკლო ძალა ხარ. შენ უხილავი რჩები სულელებისთვის, ისევე როგორც უცნობი რჩება გადაცმული მსახიობი.
20. შენ თავად ეშვები, რათა ერთგული სამსახურის ტრანსცენდენტული მეცნიერება გაავრცელო წინწასული ტრანსცენდენტალისტებისა და სპეკულაციური მოაზროვნეების გულებში, რომლებიც განწმენდილნი არიან, რამეთუ მატერიის სულისაგან გამორჩევა ძალუძთ. მაშ, როგორ შეგვწევს ჩვენ, ქალებს, შენი სრულყოფილად შეცნობის უნარი?
21. ამიტომ, დაე მოწიწებით ვცე თაყვანი უფალს, რომელიც ვასუდევას შვილი, დევაკის სიხარული, ნანდასა და ვრნდავანის სხვა მენახირეთა ბიჭი და ძროხებისა და გრძნობების მაცოცხლებელი გახდა.
22. მოწიწებით გცემ თაყვანს, ო უფალო, ვის მუცელზეც ლოტოსის ყვავილის მსგავსი ჩაღრმავებაა, ვინც ყოველთვის მორთული ხარ ყვავილწნულებითა და ლოტოსის ყვავილებით, ვისი გამოხედვაც ლოტოსივით გამაგრილებელია დ ავის ტერფებზეც ლოტოსებია ამოტვიფრული.
23. ო ჰრშიკეშა, გრძნობათა მბრძანებელო და უფალთა უფალო, შენ გაანთავისუფლე დედაშენი, დევაკი, რომელიც დიდი ხნით დაატყვევა და ტანჯა ბოროტმა მეფე კამსამ. შენ გვიხსენი მე და ჩემი შვილები ხიფათისგან.
24. ჩემო ძვირფასო კრშნა, ო მეუფეო, შენ გვიხსენი მოწამლული კვერისგან, დიდი ხანძრისგან, კაციჭამიებისგან, ბიწიერთა თავყრილობისგან, ტყეში განდევნის დროს ტანჯვებისა დამ ბრძოლისგან, რომელშიც დიდი მხედართმთავრები მონაწილეობდნენ. ახლა კი აშვათჰამას იარაღისგან გადაგვარჩინე.
25. დაე კვლავ და კვლავ განმეორდეს ეს უბედურებები, რათა კვლავ და კვლავ გიხილოთ, რადგან შენი ხილვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვნახავთ განმეორებად დაბადებასა და სიკვდილს.
26. ჩემო უფალო, ადვილია შენს მეუფებასთან მიახლოება, მაგრამ ეს ძალუძთ მხოლოდ მათ, ვისაც არაფერი მატერიალური არ გააჩნიათ. ის, ვინც [მატერიალური] პროგრესის გზას ადგას და მდგომარეობის გაუმჯობესებას წარჩინებული წარმოშობით, დიდძალი სიმდიდრით, მაღალი განათლებითა და სხეულის სილამაზით ცდილობს, ვერ მოგმართავს გულწრფელი გრძნობით.
27. თაყვანს გცემ შენ, მატერიალურად გაღატაკებულთა საკუთრებას. შენ არაფერი გაკავშირებს ბუნების მატერიალური მოდუსების ქმედებებსა და უკუქმედებებთან. შენ კმაყოფილი ხარ საკუთარ თავში, ამიტომაც ყველაზე მშვიდი და მონისტთა მეუფე ბრძანდები.
28. ჩემო უფალო, მე ვთვლი, რომ შენი უზენაესობა არის მარადიული დრო, უზენაესი განმგებელი, ყოვლისგამჭოლი, საწყისისა და სასრულის გარეშე. შენ ყველას თანაბრად ჰფენ წყალობას. ცოცხალ არსებათა შორის განხეთქილებები საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგად იქმნება.
29. ო უფალო, ვერავინ მიხვდება შენს ტრანსცენდენტალ გართობებს, რომლებიც ადამიანურს ჰგავს და ამიტომ შეცდომაში შეჰყავს სხვები. შენ არც წყალობის განსაკუთრებული ობიექტი გაგაჩნია და არც შურისა. ხალხს მხოლოდ ჰგონია, რომ ვინმეზე მიკერძოებული ხარ.
30. ეს მართლაც დამაბნეველია, ო სამყაროს სულო, რომ შენ მოქმედებ, თუმცა უმოქმედო ხარ და იბადები, თუმცა საციცოცხლო ძალა და არშობილი ხარ. შენ თავად ეშვები ცხოველებს, ადამიანებს, ბრძენებსა და წყლის ბინადართა შორის. ეს მართლაც დამაბნეველია.
31. ჩემო ძვირფასო კრშნა, იაშოდამ თოკით დაგაბა, როცა დანაშაული ჩაიდინე და შენი შეშფოთებული თვალები ცრემლებით აივსო, რამაც წამწამებიდან საღებავი ჩამოგირეცხა. და შენ შეშინდი, თუმცა თავად გაპიროვნებულ შიშსაც კი ეშინია შენი. ეს სანახაობა საგონებელში მაგდებს.
32. ზოგი ამბობს, რომ არშობილი ღვთისმოსავი მეფეების სადიდებლად იშვა, სხვების აზრით კი იგი იშვა იმისათვის, რომ მეფე იადუსთვის, შენი ერთ-ერთი უძვირფასესი ერთგულისთვის სიამოვნება მოენიჭებინა. შენ ისევე ევლინები მის ოჯახში, როგორც სანდალის ხე იზრდება მალაიას მთებზე.
33. სხვები ამბობენ, რომ რადგან ვასუდევა და დევაკი გევედრებოდნენ, შენ მათ შვილად დაიბადე. ეჭვი არ არის, რომ შენ არშობილი ხარ, მაგრამ მაინც იბადები მათ სასიკეთოდ და ნახევარღმერთთა მოშურნეების მოსაკლავად.
34. სხვები ამბობენ, რომ ზღვაში ნავივით გადატვირთული მსოფლიო მეტად დამწუხრებულია და ბრაჰმა, შენი შვილი გევედრებოდა და შენც მოევლინე უბედურების შასამცირებლად.
35. სხვებმა კი თქვეს, რომ შენ მოევლინე ერთგული სამსახურის ასაღორძინებლად, რომელიც მოიცავს მოსმენას, მოგონებას, თაყვანისცემასა და სხვ., რათა მატერიალური გაჭირვებებით ტანჯულ განპირობებულ სულებს ესარგებლათ ამით და განთავისუფლებულიყვნენ.
36. ო კრშნა, ისინი, ვინც გამუდმებით ისმენენ, გალობენ და იმეორებენ შენი ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ, ან ტკბებიან სხვათა მიერ ამის შესრულებისას, უდავოდ ხედავენ შენს ლოტოსის ტერფებს – მხოლოდ მათ შეუძლიათ განმეორებადი დაბადება-სიკვდილის შეწყვეტა.
37. ო ჩემო უფალო, შენ თავად მოიხადე ყოველი მოვალეობა. ნუთუ დაგვტოვებ დღეს, როდესაც ყველა მეფე გვემტერება, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შენს წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი და მფარველი არავინ გვყავს?
38. როგორც სხეულის სახელი და დიდება კვდება ცოცხალი სულის წასვლისას, ასევე, თუკი მზერას მოგვაკლებ, ჩვენს დიდებასა და საქმიანობებსაც, იმავე პანდავებთან და იადუებთან ერთად, უმალვე მოეღება ბოლო.
39. ო გადადჰარა [კრშნა], ახლა ჩვენი სამეფო შენი ტერფების ანაბეჭდებით არის მორთული, ამიტომაც მშვენიერია. მაგრამ როდესაც შენ წახვალ, იგი დაკარგავს სილამაზეს.
40. ქალაქები და სოფლები ყოველმხრივ აყვავებულია, რადგან უხვად იზრდება ბალახი და მარცვლეული, ხეები ხილით არის დახუნძლული, მდინარეები მოჩქეფს, მთები მინერალებითაა სავეს, ოკეანე კი – სიმდიდრით. და ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ შენი მზერა ეცემა.
41. ო სამყაროს უფალო, სამყაროს სულო, ო სამყაროს ფორმის პიროვნებავ, ამიტომ გთხოვ, გადამიჭერი ოჯახის წევრების – პანდავებისა და ვრშნის დინასტიისადმი მიჯაჭვულობის კვანძი.
42. ო მადჰუს უფალო, როგორც განგა მუდამ, დაუბრკოლებლად მიედინება ზღვისკენ, დაემ ჩემი ყურადღებაც გამუდმებით შენსკენ იყოს მომართული, სხვაზე გადატანის გარეშე.
43. ო კრშნა, ო არჯუნას მეგობარო, ო მთავარო ვრშნის შთამომავალთა შორის, შენ ანადგურებ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც არეულობას იწვევენ დედამიწაზე. შენი ძალა არასოდეს იკლებს. შენმ ტრანსცენდენტული სავანე გაქვს და ძროხების, ბრაჰმანებისა და ერთგულების ტანჯვათა შესამსუბუქებლად ეშვები. შენ ფლობ მთელ მისტიკურ ძალებს და მთელი სამყაროს მოძღვარი ხარ. შენ ხარ ყოვლისშემძლე ღმერთი და მე მოწიწებით გცემ თაყვანს.
44. სუტა გოსვამიმ თქვა: კუნტიდევის რჩეული ლოცვების მოსმენის შემდეგ უფალს ალერსიანად გაეღიმა. ეს ღიმილი ისევე მომხიბვლელი იყო, როგორც მისი მისტიკური ძალა.
45. ამრიგად, მოისმინა რა შრიმატი კუნტიდევის ლოცვანი, უფალმა ჰასტინაპურის სასახლეში შესვლისას ამცნო დანარჩენ ქალებს თავისი გამგზავრების შესახებ. მაგრამ გამგზავრების წინ იგი მეფე იუდჰიშთჰირამ შეაჩერა და სიყვარულით შეეხვეწა.
46. ვერაფერმა დაარწმუნა მეტად დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა: ვერც დიადი ბრძენების დარიგებებმა, რომელთაც სათავეში ვიასა ედგათ, ვერც თავად უფალმა კრშნამ, ზეადამიანური საქმეების ჩამდენმა და ვერც მრავალმა ისტორიულმა მოწმობამ.
47. თავისი მეგობრების სიკვდილით დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა, დჰარმას შვილი, უბრალო მატერიალისტივით დარდობდა. ო ბრძენებო, მიჯაჭვულობით გაოგნებულმა, მან ასეთი რამ წარმოთქვა.
48. მეფე იუდჰიშთჰირამ თქვა: ო ჩემო ხვედრო! მე ყველაზე ცოდვილი ვარ! შეხედეთ ჩემს გულს, რომელიც უმეცრებით არის სავეს! ამ სხეულმა, რომელიც საბოლოო ჯამში სხვებისთვის არის განკუთვნილი, მრავალი ფალანგა ამოხოცა.
49. მე მოვკალი მრავალი ყმაწვილი, ბრაჰმანი, კეთილმოსურნე, მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი და ძმა. მილიონობით წელიც რომ ვიცოცხლო, ვერ დავაღწევ თავს ჯოჯოხეთს, რომელიც ამ ცოდვების გამო მელის.
50. არ ცოდავს ის მეფე, რომელიც მოქალაქეებს იცავს და მართალი საქმისთვის კლავს. მაგრამ ეს დანაწესი მე არ მეხება.
51. მე მოვკალი უამრავი ქალის მეგობარი და ამით ისეთ მტრობას მივეცი დასაბამი, რომ მატერიალური ქველმოქმედებით მისი გამოსწორება შეუძლებელია.
52. როგორც ტალახი ვერ გაწმენდს ტალახიან წყალს ან ღვინოს – ღვინით მოსვრილ ქოთანს, ასევე შეუძლებელია ცხოველების შეწირვით კაცის მოკვლის შედეგების გაბათილება.
თავი მეცხრე ბჰიშმადევას გარდაცვალება უფალი კრშნას თანდასწრებით
1. სუტა გოსვამიმ თქვა: კურუკშეტრას ბრძოლის ველზე ამდენი ქვეშევრდომის მოკვლით შეშინებული მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა ხოცვა-ჟლეტის ადგილისაკენ გაემართა. იქ ბჰიშმადევა ისრების საწოლზე იწვა, ემზადებოდა რა გარდაცვალებისათვის.
2. ამ დროს მას ძმები გამოჰყვნენ ოქროთი მორთულ მშვენიერ ეტლებზე, რომლებშიც საუკეთესო ცხენები იყო შებმული. მათთან ერთად იყვნენ ვიასა, რში დჰაუმია [პანდავების სწავლული მღვდელთმსახური] და სხვები.
3. ო ბრძენო ბრაჰმანთა შორის, მათ გაჰყვა უფალი შრი კრშნაც, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც არჯუნასთან ერთად იჯდა ეტლზე, ამრიგად, მეფე იუდჰიშთჰირა მეტად არისტოკრატულად გამოიყურებოდა, თანამგზავრებთან [გუჰიაკებთან] ერთად მომავალ კუვერასავით.
4. იხილა რა მიწაზე მწოლი ბჰიშმა, რომელიც ციდან ჩამოვარდნილ ნახევარღმერთს ჰგავდა, პანდავთა მეფე იუდჰიშთჰირამ უმცროს ძმებთან და უფალ კრშნასთან ერთად დაუჩოქა მას.
5. მეფე ბჰარატას შთამომავალთა შორის მთავარის [ბჰიშმას] სანახავად იქ შეიკრიბნენ სამყაროს მთელი დიადი სულები, კერძოდ, რშები ნახევარღმერთთა, ბრაჰმანთა და მეფეთა შორის, ყველა სათნოების თვისებაში მყოფი.
6-7. იქ იმყოფებოდა ყველა ბრძენი: პარვატა მუნი, ნარადა მუნი, დჰაუმია, ვიასა – ღმრთეების ინკარნაცია, ბრჰადაშვა, ბჰარადვაჯა და პარაშურამა მოსწავლეებთან ერთად, ვასიშთჰა, ინდრაპრამადა, ტრიტა, გრტსამადა, ასიტა, კაკშივან, გაუტამა, ატრი, კაუშიკა და სუდარშანა.
8. იქ მოვიდა მრავალი სხვაც: შუკადევა გოსვამი და სხვა წმინდა სულები, ანგირასა და სხვები, თან ყველას თავისი მოსწავლეები ახლდა.
9. ბჰიშმადევა, რომელიც საუკეთესო იყო რვა ვასუს შორის, მიიღო და მიესალმა შეკრებილ ყოველ დიად და ძლევამოსილ რშის, რადგან სრულყოფილად იცოდა, როგორ გამოეყენებინა რელიგიური პრინციპები ადგილისა და დროის შესაბამისად.
10. უფალი შრი კრშნა ყველას გულში იმყოფება, მაგრამ მაინც თავისი ტრანსცენდენტული ფორმით გვევლინება საკუთარი შინაგანი პოტენციეს საშუალებით. სწორე დეს უფალი იჯდა ბჰიშმადევას წინაშე და რადგან ბჰიშმადევამ იცოდა მისი დიდება, სათანადოდ ეთაყვანა მას.
11. მაჰარაჯა პანდუს შვილები იქვე ისხდნენ, მომაკვდავი ბაბუისადმი სიყვარულით აღსავსენი. ამის მხილველმა ბჰიშმადევამ გულითადად მიულოცა მათ. თვალები ექსტაზის ცრემლებით ჰქონდა სავეს, რადგან სიყვარულსა და სინაზეს შეეპყრო იგი.
12. ბჰიშმადევამ თქვა: ოჰ, რა საშინელი ტანჯვები, საშინელი უსამართლობა გხვდათ წილად, კეთილო სულებო, რამეთუ გაპიროვნებული რელიგიის შვილები ხართ. ამ ტანჯვებს ცოცხლები ვერ გადაურჩებოდით, მაგრამ ბრაჰმანები, ღმერთი და რელიგია გიცავდათ.
13. რაც შეეხება ჩემს რძალ კუნტის, დიდი მხედართმთავარი პანდუს სიკვდილის შემდეგ იგი წვრილშვილიან ქვრივად დარჩა, ამიტომ მრავალი ტანჯვა გადაიტანა. და როდესაც წამოიზარდეთ, მაშინაც დიდად იტანჯებოდა თქვენი მოქმედებების გამო.
14. ჩემი აზრით, ყოველივე ამის მიზეზი გარდაუვალი დროა, რომელიც ყველას განაგებს ყოველ პლანეტაზე, როგორც ქარი დაატარებს ღრუბლებს.
15. ო რა საოცარია გარდაუვალი დროის გავლენა. იგი დაუნდობელია – მაშ, რით უნდა აიხსნას, რომ ამდენი უბედურება შეგემთხვათ რელიგიის განმგებელი ნახევარღმერთის შვილის, მეფე იუდჰიშთჰირას, კვერთხით დიადი მებრძოლის ბჰიმას, ძლევამოსილ იარაღ განდივას მატარებელი დიდი მოისრის არჯუნასა და, რაც მთავარია, პანდავების კეთილისმსურველის, უფლის თანდასწრებით?
16. ო მეფეო, ვერავინ გაიგებს უფლის [შრი კრშნას] გეგმას. დიდი ფილოსოფოსებიც კი დაბნეულნი არიან თავიანთი საფუძვლიანი გამოკვლევების მიუხედავად.
17. ო საუკეთესოვ ბჰარატას შთამომავალთა შორის [იუდჰიშთჰირა], ამიტომ მე ვამბობ, რომ ყოველივე ეს უფლის გეგმაში შედის. აღიარე უფლის წარმოუდგენელი ჩანაფიქრი და შეასრულე იგი. ახლა შენ ხელისუფლების სათავეში დგახარ და უმწეოდ დარჩენილ ქვეშევრდომებზე უნდა იზრუნო, ჩემო უფალო.
18. ეს შრი კრშნა სხვა არავინაა, თუ არა ღმრთეების წარმოუდგენელი, თავდაპირველი პიროვნება. იგია პირველადი ნარაიანა, უზენაესი განმცხრომელი. მაგრამ მეფე ვრშნის შთამომავლებს შორის ცხოვრობს, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი და საგონებელში გვაგდებს მის მიერ შექმნილი ენერგიით.
19. ო მეფეო, უფალი შივა, ნახევარღმერთებს შორის დიდი ბრძენი ნარადა და კაპილა, ღმრთეების ინკარნაცია, უშუალო კავშირის საფუძველზე უაღრესად საკრალურად ფლობენ ცოდნას უფლის დიდების შესახებ.
20. ო მეფეო, პიროვნება, რომელსაც მხოლოდ უმეცრების გამო თვლი დედის მხრიდან ბიძაშვილად, ძვირფას მეგობრად, კეთილმოსურნედ, მრჩეველად, შიკრიკად, კეთილისმყოფელად და ა.შ. იგივე ღმრთეების პიროვნება, შრი კრშნაა.
21. რადგან იგი ღმრთეების აბსოლუტური პიროვნებაა, ყველას გულში იმყოფება. იგი ერთნაირად კეთილია ყველასადმი და თავისუფალია ცრუ ეგოსთან გაიგივებისაგან. ამიტომ ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, მოკლებულია მატერიალისტურ უწმინდურობას. იგი გაწონასწორებულია.
22. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თანაბარია ყველას მიმართ, იგი მოწყალედ წარდგა ჩემს წინაშე, როცა სიცოცხლეს ვასრულებ, რადგან მე მისი მტკიცე ერთგული ვარ.
23. ღმრთეების პიროვნება, რომელიც გულისხმიერი ერთგულების, მედიტაციისა და წმინდა სახელის გალობის შედეგად ჩნდება ერთგულის ჭკუაში, ერთგულის მიერ მატერიალური სხეულის დატოვებისას კარმიული საქმიანობების ტყვეობიდან ათავისუფლებს მას.
24. დაე ჩემი უფალი, რომელსაც ოთხი ხელი აქვს და რომლის მშვენივრად მორთული ლოტოსის სახე ამომავალ მზესავით წითელი თვალებით იღიმის, დამელოდოს, სანამ მატერიალურ სხეულს დავტოვებდე.
25. სუტა გოსვამიმ თქვა: ბჰიშმადევას ასეთი მუდარის მოსმენის შემდეგ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ მთელი დიადი რშების თანდასწრებით გამოჰკითხა მას სხვადასხვა რელიგიური მოვალეობების არსებითი პრინციპების შესახებ.
26. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას კითხვაზე პასუხად, ბჰიშმადევამ თავიდან თითოეული ინდივიდის თვისებების შესაბამისად კასტები და სიცოცხლის საფეხურები განსაზღვრა. შემდეგ თანმიმდევრულად, ორი თვალსაზრისით განმარტა უკუქმედება განჯაჭვულობისა და ურთიერთქმედება მიჯაჭვულობის საშუალებით.
27. შემდეგ მან თანმიმდევრულად ახსნა ქველმოქმედება, მეფის პრაქტიკული საქმიანობა და ხსნის მომტანი მოქმედებები. შემდეგ, როგორც მოკლედ, ასევე ვრცლადაც, ქალებისა და ერთგულების მოვალეობანი განმარტა.
28. შემდეგ მან ისტორიული მაგალითებით დაახასიათა სიცოცხლის სხვადასხვა ფენისა და სტატუსისათვის დაწესებული მოვალეობები, რადგან ჭეშმარიტება იცოდა.
29. როდესაც ბჰიშმადევა დაწესებულ მოვალეობებს განმარტავდა, მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შევიდა. ამ ხანაში ტოვებდნენ სხეულს მისტიკოსები, რომლებიც საკუთარი ნებით კვდებიან.
30. ამის შემდეგ იმ კაცმა, რომელიც ათასი მნიშვნელობით საუბრობდა სხვადასხვა საკითხზე, ვინც ათასობით ბრძოლის ველზე იბრძოდა და ათასობით ადამიანს იცავდა, შეწყვიტა საუბარი და ყოველგვარი ტყვეობისგან სრულიად თავისუფალმა, ჩამოაშორა ჭკუა ყველაფერ სხვას და მიაპყრო ღმრთეების თავდაპირველ პიროვნებას, შრი კრშნას, რომელიც მის წინაშე იდგა – ოთხხელიანი, ყვითელ თვალისმომჭრელად მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი.
31. უყურებდა რა უფალ შრი კრშნას, წმინდა მედიტაციით იგი უმალვე განთავისუფლდა ყოველგვარი მატერიალური არასასიკეთოსგან და ნაისრალებით მიყენებული ტკივილებიც მოეშვა. ამდენად, მისი გრძნობების გარეგანი მოქმედებები სრულიად შეწყდა და მატერიალური სხეულის დატოვებისას მან ტრანსცენდენტული ლოცვები აღუვლინა ყოველი ცოცხალი არსების განმგებელს.
32. ბჰიშმადევამ თქვა: დაე ახლა ჩემი ფიქრი, გრძნობა და სურვილები, რომელიც ამდენ ხანს სხვადასხვა საკითხებითა და დაწესებული მოვალეობებით იყო მოცული, მივმართო ყოვლისშემძლე უფალ შრი კრშნასაკენ. იგი ყოველთვის კმაყოფილია თავის თავში, მაგრამ, როგორც ერთგულთა წინამძღოლი, ზოგჯერ ტრანსცენდენტული სიამოვნებით ტკბება, ეშვება რა მატერიალურ სამყაროში, თუმცა მხოლოდ იგია მატერიალური სამყაროს შემქმნელი.
33. შრი კრშნა არჯუნას ახლო მეგობარია. იგი მოევლინა დედამიწას თავის ტრანსცენდენტალ სხეულში, რომელსაც ტამალას ხის მოლურჯო ფერი აქვს. მისი სხეული სამივე პლანეტარულ სისტემაში [მაღალ, შუამდებარესა და დაბალში] ყველას იზიდავს. დაე მისმა კაშკაშა ყვითელმა სამოსელმა და სანდალის ხის ნელსაცხებლით მოხატულმა ლოტოსის სახემ დაიპყროს ჩემი ყურადღება და დაე არ მოვისურვო კარმიული შედეგები.
34. ბრძოლის ველზე [სადაც შრი კრშნა მეგობრობის გამო არჯუნას ემსახურებოდა] ცხენების ჩლიქებით დაყენებული მტვრით უფალ კრშნას გაშლილი თმა გაუნაცრისფერდა. დაძაბულობის გამო მისი სახე ოფლით იყო დანამული. იგი ტკბებოდა ამ მორთულობებით, რასაც ჩემი ბასრი ისრებით მიყენებული ჭრილობები დაემატა. დაე ჩემი ჭკუა შრი კრშნასკენ იყოს მიმართული.
35. დაემორჩილა რა თავისი მეგობრის განკარგულებას, უფალი შრი კრშნა კურუკშეტრას ბრძოლის ველზე არჯუნასა და დურიოდჰანას მეომართა შორის შევიდა და იქ ყოფნისას თავისი მწყალობელი მზერით სიცოცხლე მოუსწრაფა მოწინააღმდეგეებს. ეს უბრალოდ მტრის შეხედვით გააკეთა. დაე ჩემი ჭკუა ამ კრშნაზე იყოს მიპყრობილი.
36. როდესაც არჯუნა ბრძოლის ველზე მის წინაშე შეკრებილ მეომრებსა და სარდლებს ათვალიერებდა, მისი გონება თითქოს წაიბილწა და უფალმა უმეცრება გაუფანტა მას, მისცა რა ტრანსცენდენტული ცოდნა. დაე ჩემი ყურადღება ყოველთვის უფლის ლოტოსის ტერფებისკენ იყოს მიმართული.
37. ასრულებდა რა ჩემს სურვილს და არღვევდა თავის დანაპირებს, იგი ჩამოვიდა ეტლიდან, აიღო ბორბალი და სწრაფად გამოიქცა ჩემსკენ, როგორც ლომი მიდის სპილოს მოსაკლავად. გზაზე ზედა სამოსიც კი დაკარგა.
38. დაე იგი, უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, განთავისუფლების მომნიჭებელი, ჩემი საბოლოო მიზანი იყოს. ბრძოლის ველზე იგი თავს დამესხა, თითქოს განერისხებინა ჩემი ბასრი ისრებით მიყენებულ ჭრილობებს. მისი ფარი დამტვრეული იყო და ჭრილობების გამო სხეული სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
39. დაე სიკვდილის ჟამს ჩემი ყურადღება შრი კრშნაზე, ღმრთეების პიროვნებაზე იქნას მიპყრობილი. მე ჭკუას ვაპყრობ არჯუნას მეეტლეს, რომელიც იდგა, მათრახით მარჯვენა ხელში და აღვირით მარცხენაში და ყოველმხრივ გულდასმით იცავდა არჯუნას ეტლს. მათ, ვინც კურუკშეტრას ბრძოლის ველზე იხილეს იგი, სიკვდილის შემდეგ თავიანთი თავდაპირველი სახე აღიდგინეს.
40. დაე ჩემი ჭკუა მიპყრობილი იყოს უფალ შრი კრშნაზე, ვისმა მოძრაობებმა და სიყვარულით აღსავსე ღიმილმა ვრაჯადჰარმას გოგონები [გოპები] მიიზიდა. გოგონები უფლის დამახასიათებელ მოძრაობებს ბაძავდნენ [რასა ცეკვიდან მისი გაუჩინარების შემდეგ].
41. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას მიერ შესრულებულ რაჯასუია-იაჯნას [მსხვერპლშეწირვის] დროს შეიკრიბნენ მსოფლიოს რჩეულნი, მეფეები და სწავლულები, და ამ უდიდეს შეკრებაში ყველა თაყვანს სცემდა უფალ შრი კრშნას როგორც ღმრთეების ყველაზე ამაღლებულ პიროვნებას. ამას მეც ვესწრებოდი და ეს ამბავი გავიხსენე, რათა ჭკუა უფლისკენ მივმართო.
42. ახლა შემიძლია სრული ყურადღებით ვიფიქრო ამ ერთ უფალზე, შრი კრშნაზე. იგი ახლა ჩემს წინაშე იმყოფება, რადგან ამჟამად ავმაღლდი ორმაგობის არასწორ შეხედულებაზე, რომელიც ეხება ყოველი ცოცხალი არსების გულში მის ყოფნას, თვით სპეკულაციურ მოაზროვნეთა გულშიც კი. იგი ყველას გულში იმყოფება. მზე შეიძლება სხვადასხვა სახით იქნას აღქმული, მაგრამ მზე ერთია.
43. სუტა გოსვამიმ თქვა: ამრიგად, თავისი ჭკუით, სიტყვებით, მხედველობითა და მოქმედებებით ბჰიშმადევა ზესულში, უფალ შრი კრშნაში ჩაიძირა: იგი დადუმდა და მისი სუნთქვა შეწყდა.
44. მიხვდნენ რა, რომ ბჰიშმადევა უზენაესი აბსოლუტის მარადისობას შეუერთდა, ყოველი დამსწრე გაჩუმდა, როგორც ჩიტები ჩუმდებიან დღის ბოლოს.
|