gige
გადარეული GRUZINI
ჯგუფი: Members
წერილები: 12554
წევრი No.: 23407
რეგისტრ.: 19-September 06
|
#59727217 · 16 Oct 2022, 20:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის საპატიო მოქალაქეები
წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.
2022 წელი
შალვა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, დღემდე აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო საქმიანობას. ბატონი შალვა გახლავთ პედაგოგ–ნოვატორი; ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და სახელმძღვანელო.
თენგიზ არჩვაძე - მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თენგიზ არჩვაძეს მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება; ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
ტარიელ ჭანტურია - პოეტი და მთარგმნელი; არაერთი პოეტური კრებულის, საბავშვო ლექსების კრებულის, კრიტიკული წერილებისა და თარგმანების ავტორი. ისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. ბატონი ტარიელი არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ელდარ შენგელაია - საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, წმინდა გიორგისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი, ლეგენდარული კინორეჟისორი.
მერაბ კოკოჩაშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი. მას გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული ფილმი; მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზები. ბატონი მერაბი წლების განმავლობაში, იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი, კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორის ხელმძღვანელი.
ჯემალ ღაღანიძე - აქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის თეატრის მსახიობი. მას შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
მინდია უგრეხელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მინდია უგრეხელიძეს მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.
ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე; არის შოთა რუსთაველის სახელობის, „საბასა“ (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) და გალას (ნომინაციაში: „წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი“) პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. ბატონი ვახტანგის სახელი მაინც ყველაზე მეტად გალაკტიონთან და „უცნობთან“ ასოცირდება.
ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ფედერაციის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. მის სახელს უკავშირდება არაერთი საავტორო კონცერტი, გამოშვებული აქვს სიმღერების ათი ალბომი.
ბადრი ვადაჭკორია - რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი, არაერთი ფოტოკრებულისა და წიგნის ავტორი, საქართველოსა და თბილისზე 18 საიმიჯო ალბომის ავტორი და გამომცემელი. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-თან ერთად, იგი არის პროექტ „ჩემი საქართველოს“ იდეისა და ფოტოების ავტორი. მის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლა მსოფლოს სხვადასხვა ქალაქებმა. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. აზერბაიჯანის, სომხეთის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის და ჩეხეთის პურკინიეს საზოგადოების საპატიო წევრი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მას მინიჭებული აქვს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ილია ხეროდინაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის დარგის, გაზის სექტორის მოღვაწე, გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი. 32 გამოგონების და 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი; საერთაშორისო (აშშ-ს) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, ასევე, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი. ილია ხეროდინაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი, თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლის დირექტორი. . 65-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში, მან აღზარდა ასამდე მუსიკოსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის საპატიო წოდება.
რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი, მისი მონაწილეობით განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია; ვოკალურ ანსამბლ „თბილისის“ წევრი. ორი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომების ავტორი; მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; დაჯილდოებულია ღირსების მედლით.
ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი; 160-მდე სამეცნიერო სტატიისა და 250-მდე პროექტის ავტორი; მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს პრემიები.
მაია გოთუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის (INUNIMAI) კოორდინატორი, ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა ( EAACI) და ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) აქტიური წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული აკადემიური და პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ევროპაში, ამერიკის შეეერთებულ შტატებში, აზიასა და სხვა ქვეყნებში.
ვან ბაიბურთი - გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის წევრი. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისა და ქართულ-სომხურ ურთიერთობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი - აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი; სხვადასხვა წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთის რესპუბლიკაში; ასევე, იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში.
ელიზაბეტ სომბარი - ფრანგი მუსიკოსსა და პიანისტი. ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ჩაწერილი აქვს ბეთჰოვენის, შოპენისა და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები; გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი მუსიკალური დისკი. ის არის საფრანგეთის ღირსების ორდენისა და ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის ორდენის კავალერი.
დემნა გვასალია - ქართველი დიზაინერი, ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი და მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია. სხვადასხვა წელს მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა: Louis Vuitton, Vetements. არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს (CFDA Awards) მფლობელი. . საპატიო წოდებები და ჯილდოები ენიჭებათ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ქვეყნის აღმაშნებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, თბილისზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე თბილისელების ერთგული სამსახურისთვის;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე თბილისთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ქიმიის მასწავლებლისა არ აიყოს, ამათ რა ჩემი დიშლა უნდათ?
რა ვენები გადაიჭერით ბიჭო, გასაგებია რომ დემნა ქართველია, სულ მკიდია მისი ორიენტაცია, სარიც უთხრია დრაკში. ქალაქისთვის რა აქვს გაკეთებული ისა თქვით
This post has been edited by gige on 16 Oct 2022, 20:47
--------------------
როდესაც მორალი დაბალია და კარგი ბიჭები უბრალოდ გვერდზე დგანან, ბოროტება იფურჩქნება.
საზოგადოება, რომელსაც არ სურს ისწავლოს წარსულის მაგალითებზე, განწირულია..
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
|