ნაწყვეტი სტატიიდან:
One of the Most Shameful Episodes In Journalistic History
http://www.huffingtonpost.com/charles-thom...l_b_610258.htmlძალიან კარგი სტატიაა, ზუსტად ასახავს ყველაფერს რაც მაიკლს გაუკეთეს.
პატარა ნაწილი ვთარგმნე ქართულად, რადგან მინდოდა ყველას წაეკითხა და ოდნავ მაინც ეგრძნო თავისი დანაშაული. (ფანებს არ ეხება რასაკვირველია).
"როდესაც მაიკლი გარდაიცვალა მედია კვლავ აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში:
რა წამლებმა მოკლა ის?
რამდენი ხანი იყენებდა მაიკლი ამ წამლებს?
ვინ გამოწერა ეს წამლები?
კიდევ რა იპოვეს მის სხეულში?
რამდენს იწონიდა?
მაგრამ არსებობდა ერთი კითხვა, რომლის დასმაც არავის არ უნდოდა:
ეს იყო:
"რატომ?"
რატომ იყო მაიკლ ჯექსონი ასეთ სტრესში, რომ ღამე ვერც კი ახერხებდა დაძინებას,
სანამ ვინმე ვენაში ძლიერ დასაძინებელ საშუალებას არ შეუყვანდა?
პასუხხი შეიძლება ვიპოვოთ, იმ უამრავ გამოკითხვებში, რომელიბიც ჩატარდა მაიკლის სასამართლოს შემდეგ.
გამოკითხვა რომელიც სასამართლოდან რამდენიმე საათში ჩატარდა აჩვენებდა:
რომ თეთრი ამერიკელების 54 % და საერთო მოსახლეობის 48 % არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას,
რომელმაც მაიკლი უდანაშაულოდ სცნო.
62 % თვლიდა რომ ჯექსონის პოპვარსკვლავობამ იქონია გავლენა განაჩენზე.
34 % _მა თქვა რომ ისინი დაამწუხრა ამ გნაჩენმა, ხოლო 24 %_მა თქვა რომ ისინი შეურაცხყო ამ გნაჩენმა.
Fox News _ის გამოკითხვის თანახმად 37 % თვლის რომ განაჩენი არასწორია,
25 % კი ამბობს რომ მაიკლმა სამართალი იყიდა.
People Weekly_ის გამოკითხვით მკითხველთა 88 % არ ეთანხმება სასამართლოს განაჩენს.
მედიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ სასამართლოს მიმართ გამოიწვია ეს შედეგი.
ბრალდებები რომლებიც სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა,
პრესამ წარმოადგინა როგორც უტყუარი მტკიცებულებები.
ცრუ ჩვენებები წარმოდგენილ იქნა როგორც უტყუარი ფაქტები.
მაიკლის დაცვამ დაამტკიცა სიმართლე, მაგრამ მსოფლიომ ამ სიმართლეს იგნორი გაუკეთა.
როდესაც მსაჯულებს კითხეს მათზე ვისაც ეჭვი ეპარებოდა განაჩენში, მსაჯულებმა უპასუხეს:
"მათ ის არ უნახავთ რაც ჩვენ ვნახეთ."
მართლაც! ჩვენ არ გვინახავს , მაგრამ მოვალენი ვიყავით გვენახა, მოვალენი ვიყავით გაგვეხილა თვალები.
ხოლო ისინი ვისი მოვალეობაც იყო ხალხისთვის ეთქვათ სიმართლე, და ეს არ გააკეთეს.
დღემდე რჩებიან თავიანთ სამუშაოზე დაუსჯელად და თავისუფლად,
რომ მსგავსი რამ გაუკეთონ ენბისმიერს როცა მოესურვებათ.
აი სწორედ ეს არის ის, რასაც მე უსამართლობას ვეძახი."