http://www.tzona.org/%E1%83%94%E1%83%A5%E1...83%9A%E1%83%98/მთავარი / ვიდეო / ექსკლუზივი: შეიარაღებული თავდასხმა “საქართველოს ბანკის” ფილიალზე.
ექსკლუზივი: შეიარაღებული თავდასხმა “საქართველოს ბანკის” ფილიალზე.
გამოაქვეყნა: თავისუფალი ზონა-NEWS ვიდეო, ცხელი თემები 1 hour წინ
inShare
“საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 21 საათსა 45 წუთზე ყაზბეგის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელი ე.წ. “მაყუჩიანი” ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და გავრცელებული ინფორმაციით წაღებულია საინკასაციოდ გამზადებული დიდი რაოდენობით თანხა.
“თავისუფალი ზონის” მედიაჯგუფი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა და იქ არსებული ვითარების შესახებ ვიდეოკადრები პირველმა გადაიღო. არსებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე ქალაქის პოლიციის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ადგილზე იმყოფებოდა “საქართველოს ბანკის” ხელმძღვანელობაც.
“თავისუფალი ზონის” ვიდეოკამერამ კიდევ ერთი საგულისხმო კადრი დააფიქსირა. ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პირები სპეციალური ლენტის შიგნით თავისუფლად გადაადგილდებოდენ. არ არის გამორიცხული, მსგავსი არაპროფესიონალური ქმედება მტკიცებულებების განადგურების მიზეზი გახდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე ტრადიციულად კვლავ დუმს და დეტალებზე არაფერს ამბობს.
“თავისუფალმა ზონამ” ირაკლი ღარიბაშვილის გამინისტრებიდან დღემდე ყველა ბანკზე არსებულ თავდასხმების ფაქტებს კიდევ ერთხელ გადახედა.
- უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში ბანკზე თავდასხმის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ყაჩაღურმა ჯგუფებმა ,,საქართველოს ბანკისა” და ,,პრივატ ბანკის” რამდენიმე ფილიალი გაძარცვეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინალების სამიზნე უმეტესად ,,საქართველოს ბანკია.” თამარაშვილის, ნუცუბიძის, კალაუბნის, ნონეშვილის ქუჩებზე, დიღმის მასივში, თამარ მეფის გამზირსა და ვარკეთილში მდებარე ბანკის ფილიალები. დაყაჩაღებულია ,,პრივატ ბანკის” რუსთავის, მარნეულისა და თბილისში, გურამიშვილის გამზირზე არსებული ფილიალებიც. გასული წლის ოქტომბერში, დღისით გაიძარცვა ,,ლიბერთი ბანკის” ისნის ფილიალიც.
This post has been edited by SPLIYVI on 22 Aug 2013, 01:27