Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება


Posted by: suma11 17 Aug 2012, 14:54
აკეტებს კახა ბენდუქიძე, ფასი ამ დასახლებას აქვს ძალიან იაფი , შესდაბამისად ატყდა ბუმი, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა არადა ნოემბერში უნდა დამთავრებულიყო, კიდევ ჭერი ჯერ 3 მეტრი თქვეს ახლა 2,6 -იო, მოკლედ ძალიან მინდა ეს ბინა თუმცა ეს დეტალები მაეჭვებს, ერთადერთი ნათელი წერტილი ის არის რომ ბენდუქიძე აშენებს და ასე მგონია რომ ეს კაცი არ გადაგვაგდებს, თუ ვინმემ იციტ რაიმე ამ მშენბლობაზე დაწერეთ რა ძალიან მაინტერესებს

Posted by: gia_geo 17 Aug 2012, 14:59
დაახლოებით ვიცი რაღაცები,მშენებლობა დაწყებულიც უნდა ყოფილიყო უკვე..თუმცა მოტყუება არ მგონია იყოს..იმიტომ რომ მაგ პროექტზე კიდევ მიდის დიდი სჯა ბაასი და დაიწყება და დამთავრდება აუცილებლად..

Posted by: suma11 17 Aug 2012, 15:04
ჭერი ტქვეს სამი და უცებ დაუწიეს, ნოემბერიო და ახლა მარრტიო დამტავრების დროს, მოკლედ თუ იციტ რაიმე დაწერეტ რა

Posted by: operis achrdili 18 Aug 2012, 23:34
suma11
QUOTE
თუ ვინმემ იციტ რაიმე ამ მშენბლობაზე დაწერეთ რა ძალიან მაინტერესებს

იქნებ დააკონკრეტო, საუნივერსიტეტო ქალაქზეა საუბარი თუ საცხოვრებელ კორპუსზე?

Posted by: nilsa 21 Aug 2012, 10:55
მეც მაინტერესებს ხელშეკრულების ნიმუშები გამომიგზავნეს და ვერ გადამიწყვეტია ვიყიდო თუ არა

Posted by: Saturn 21 Aug 2012, 11:05
suma11
QUOTE
დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება

მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის შენდება? spy.gif

Posted by: modest lawyer 8 Sep 2012, 01:30
ვინმემ შეიძინა აქ სახლი? ათასი ტყუილ-მართალი მოვისმინე და ვეღარ გავიგე ღირს ყიდვა თუ არა.

Posted by: gia_geo 8 Sep 2012, 01:46
QUOTE
ვინმემ შეიძინა აქ სახლი? ათასი ტყუილ-მართალი მოვისმინე და ვეღარ გავიგე ღირს ყიდვა თუ არა



კი.მე როგორც ვიცი გაყიდულია ყველა..უბრალოდ შემოდგომის მაგივრად გადაიწია გაზაფხულამდე სამუშაოს ჩასაბარებლად...რაც მოვისმინე და რა მასალებსაც ხმაობენ ცუდი ნამდილად არაა ფასთან შედარებით

Posted by: akkai 8 Sep 2012, 01:50
QUOTE (Saturn @ 21 Aug 2012, 11:05 )
suma11
QUOTE
დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება

მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის შენდება? spy.gif

არა:
ჩემმა მეგობარმა შეიტანა ფული:

აგერაა პროექტები:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.396216760430721.104971.394978593887871&type=1

Posted by: Dedi Co 8 Sep 2012, 02:03
98%-ით აშენდება.
შენდება მხოლოდ ორსართულიანი კოტეჯები.
2% გადავადების რისკებისა ჩადებულია ხელაშეკრულებაში: საყოველთაო მიტინგები და ა.შ. biggrin.gif

პირველი ეტაპის მშენებლობა სრულად არის შევსებული.
ახლა მეორე ეტაპისთვის იღებენ განცხადებებს.

მიწა მოსწორებულია და საძირკვლების მშენებლობა დაწყებული.

მეტი მეც არ ვიცი.
biggrin.gif

ჰო, რაც მთავარია...
"ბენდუ" მე მგონი გაცილებით უფრო სანდო ბრენდია, ვიდრე "ცენტრ-პოინტი"...

Posted by: Taraskoneli 8 Sep 2012, 03:09
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სტუდენტები, რომლებიც 2012-2013 და შემდგომი სასწავლო წლებისთვის ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვებენ ან/და ნაწილობრივ მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და საკუთარი სურვილით აიღებენ ვალდებულებას, რომ თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შეირაღეებულ ძალებში (თავდაცვის სამინისტრო), სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.

• სტუდენტმა ზემოაღნიშნული შეთავაზების სარგებლობის მიზნით უნდა აიღოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ცნობა, რომ შესაბამისი სასწავლო წლისთვის სტუდენტის სტატუსით ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

• სტუდენტი ცნობას წარადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის/რაიონის გამწვევ კომისიაში და გამოთქვამს წერილობით თანხმობას ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით;

• თუ სტუდენტი წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნულ ცნობას და აგრეთვე, ექვემდებარება გასაწვევი პირისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მან უნდა შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი;

• აღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ სტუდენტი ჩაირიცხება სავალდებულო სამხედრო სამსახურში;

• დადგენილ ვადაზე ადრე სამხედრო სავალდებულო სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტი ვერ ისარგებლებს ზემოაღნიშნული პირობებით;

=============================

"საქართველოს უნივერსიტეტი" (ალასანიას უნივერსიტეტის სახელით ცნობილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება) - წინასწარ ითხოვს სტუდენტებისგან თანხის ჩარიცხვას და მხოლოდ ამის შემდეგ ანიჭებს სტუდენტის სტატუსს.

შესაბამისად, ვინც სასწავლებელში თანხას ვერ ჩარიცხავს, ვერ მიიღებს სტუდენტის სტატუსს და ცნობას იმის შესახებ, რომ უნი-ში ირიცხება სტუდენტის სტატუსით...

ამ ცნობას პირი ვერ წარადგენს სამხედრო გამწვევ კომისიაში და ვერ გამოთქვამს ეწერილობით თანხმობას - გაიაროს სავალდებულო სამხედროი სამსახური.

ამდენად, სწავლა არ დაუფინანსდება და დარჩება - თავგადახოტრილი!

ალასანიას უნივერსიტეტმა 7 სექტემბერს უკვე დაასრულა და შეწყვიტა იმ ეროვნულგამოცდებჩაბარებულთა ჩარიცხვა, ვინც წინასწარ გადაიხადა ფული, ხოლო ჯარში წასვლის მსურველი ეროვნულგამოცდებჩაბარებული უფულოები - დატოვა ქუჩაში!


აი ასეთი ბლეფი და ბუტაფორიაა ხელისუფლების მიერ გახმოვანებულ ინიციატივები!

==============================

მთავარეპისკოპოსმა იოსებმა ოპოზიცია დაწყევლა!
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-30-47/17548-mthavar-episkoposma-iosebma-opozicia-datsyevla.html?lang=ka-GE

მიუხედავად პატრიარქის არაერთგზის მოწოდებისა და წმინდა სინოდის განჩინებისა, სასულიერო პირები მაინც გამოხატავენ საკუთარ სიმპათიებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისადმი.

ამ რამდენიმე კვირის წინ შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა დასწყევლა ყველა ის ადამიანი, ვინც ,,ნაცმოძრაობას~ არჩევნებზე მხარს არ დაუჭერს. ძალიან მიჭირს იმ სიტყვების წარმოთქმა, რა სიტყვებითაც მეუფე იოსებმა დაიწყევლა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ამაზრზენი და შიშის მომგვრელი სიტყვები იყო!


http://www.radikal.ru

Posted by: Chiasm 2 Dec 2012, 12:16
ვისაც აინტერესებს ვყიდი 32 კვ, ორსართულიან სახლს. 11720 USD დასრულებული სახით. ეხლა ოფიციალური ფასი არის 12720 $.

https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/417088_473519959367067_1653933022_n.jpg

Posted by: geooffroader 2 Dec 2012, 12:28
QUOTE
აკეტებს კახა ბენდუქიძე, ფასი ამ დასახლებას აქვს ძალიან იაფი , შესდაბამისად ატყდა ბუმი, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა არადა ნოემბერში უნდა დამთავრებულიყო, კიდევ ჭერი ჯერ 3 მეტრი თქვეს ახლა 2,6 -იო, მოკლედ ძალიან მინდა ეს ბინა თუმცა ეს დეტალები მაეჭვებს, ერთადერთი ნათელი წერტილი ის არის რომ ბენდუქიძე აშენებს და ასე მგონია რომ ეს კაცი არ გადაგვაგდებს, თუ ვინმემ იციტ რაიმე ამ მშენბლობაზე დაწერეთ რა ძალიან მაინტერესებს

აუ ეგ საერთო სახცოვრებელია,რო გაგვიფუჭა სპორტული ტრეკი sad.gif
ოფფროად ტურნირებს ვატარებდით ხოოლმე მაგ ტერიტორიაზე,მშვენიერი ადგილი იყო საჩვენოთ და არა სამშენებლოდ...კომუნისტების დროს მანდ დაიწყეს მიწის მოჭრა და მერე გეოლოგების კვლევების შედეგად მშენებლობისთვსის არ ვარგოდა ეგ ადგილი და მიატოვეს...ააშენებენ და ასე 3 წელიწადში იტყვიან უი თურმე ცუდი ნიადაგი ყოფილა და დაიბზარა კედლებიო biggrin.gif
https://maps.google.com/?ll=41.79634,44.745501&spn=0.002192,0.005284&t=h&z=18
აი ეს ადგილია და დააკვირდით,ჩვენს ტრეკს...
ეს ერთი ტრეკი გვქონდა თბილისში სადაც საკმაოდ საინტერესო(საერთაშორისო) ტურნირები იმართებოდა.
დღეს თბილისში არც სადმე ახლომახლოს ტრეკი არ გვაქვს...
დაგვიბრუნეთ ტრეკიიიი biggrin.gif ძირს ბენდოს მშენებლობა biggrin.gif
ვიდეო ჩვენი შეჯიბრიდან,დიღმის ტრეკი

Posted by: lasha_alo 2 Dec 2012, 13:16
ახალ მეზობლებს ველი :დ
========================================

Posted by: engureli 2 Dec 2012, 14:00
მე ვიშენებ მანდ სახლს პროექტიც კარგია და მშენებლობის ტემპიც . ხელშეკრულებით მარტში უნდა ჩამაბარონ გარემონტებული ამ ეტაპზე პირველი სართულის კედლენია ამოყვანილი . რაც შეეხება სამშენებლო მასალებს საკმაოდ ხარისხიანია არმატურა ახალია ბლოკი ფასადური ორმაგი ჯერ ჯერობით მომწონს სახლი 32 კვადრატი სადღაც 13000 ჯდება რინ პატარა ეზოც შედის ჩემთვის პირადად კარკი ვარიანტია ...

Posted by: pusho13 2 Dec 2012, 14:03
Chiasm


ადგილი სადაა სად შენდება ?

Posted by: Natuka NGN 2 Dec 2012, 14:22
engureli
https://www.facebook.com/photo.php?fbid=473519959367067&set=a.396216760430721.104971.394978593887871&type=3&theater
ამაზე ამბობთ?
რა საინტერესო პროექტია smile.gif
არ ეგონა ამ ფართობით რამე თუ გამოვიდოდა

user posted image

Posted by: diakoni 2 Dec 2012, 14:31
სადაა ეს ადგილი? კომუნიკაციები მიყვანილია? რა მდგომარეობაში ბარდება ბინა?

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Dec 2012, 14:34
დიდ დიღომში შენდება

.................................

Posted by: Natuka NGN 2 Dec 2012, 14:36
diakoni
https://www.facebook.com/SauniversitetoDasaxleba
მეც ახლა გავიგე, ნეტა ადრე მცოდნოდა.

Posted by: ბრტყელტუჩა 2 Dec 2012, 14:37
QUOTE
ერთადერთი ნათელი წერტილი ის არის რომ ბენდუქიძე


lol.gif

მარტივ მამრავლებად დაშლილი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი ფინანსური თაღლითი biggrin.gif

ნათელი წერტილი facepalm.gif

Posted by: diakoni 2 Dec 2012, 14:43
ბრტყელტუჩა
ვერ გავიგე? აფიორაა თუ რა ხდება?
დაგვიანებული რატოა? შევსებულია ადგილები?

Posted by: ბრტყელტუჩა 2 Dec 2012, 14:46
QUOTE (diakoni @ 2 Dec 2012, 14:43 )
ბრტყელტუჩა
ვერ გავიგე? აფიორაა თუ რა ხდება?
დაგვიანებული რატოა? შევსებულია ადგილები?

ეგ როგორც წესი როცა ფული დაირიცხება მაშინ ირკვევა ხოლმე ან ერთი ორი წლის დაგვიანებით biggrin.gif

მანამდე, თუ გაქნილი იურისტი არ ხარ, ნდობის ამბავია მხოლოდ boli.gif

ხოდა კარგად ჩახედეთ თვალებში და თქვენ ტავს კითხეთ, ენდობით ამ კაცს?

user posted image

Posted by: kolopolo 2 Dec 2012, 14:47
QUOTE (Natuka NGN @ 2 Dec 2012, 14:36 )
diakoni
https://www.facebook.com/SauniversitetoDasaxleba
მეც ახლა გავიგე, ნეტა ადრე მცოდნოდა.

შედით ფეისბუკის გვერდზე მაგათან:

კომენტარებიდან როგორც ვნახე ჯერ კიდევ არის სახლები დაარჩენილი


:


თავიდან მაგარი წყვეტა იყო, მაგრამ მერე ნელნელა უარი თქვა ხალხმა:

ზოგს ბანკმა არ დაუმტკიცა კრედიტი, ზოგმაც თვითონ თქვა უარი:


ბრტყელტუჩა
ინდივიდუალრი კონტრაქტი აქვს კომპანიას დადებული ყველასთან:

გაზაფხულზე უნდა ჩაბარდეს სახლები:

Posted by: PREDATOR 2 Dec 2012, 14:50
100 კვადრატიანს დიდი სიამოვბნებით ვიყიდიდი მაგარი რამეა user.gif

Posted by: engureli 2 Dec 2012, 14:52
Natuka NGN კი ეგ პროექტია.

Posted by: kolopolo 2 Dec 2012, 14:52
PREDATOR
ვიყავი მანდ:

შეტანილი მქონდა განცხადება:

დამიკავშირდნენ:

და ადგილის გამო ვთქვი უარი:


ძალიან შორია "ცივილიზაციიდან"

თან ზაფხულში აუტანლად ცხელა

Posted by: George:) 2 Dec 2012, 14:52
QUOTE (Natuka NGN @ 2 Dec 2012, 14:22 )


user posted image

ანუ ორ ოთახი გამოდის ჰო ?

პირველი სართული ლივინგ რუმ-სამზარეულო და მეორე საძინებელი.

2 ''სულიანი'' ოჯახისათვის კაი პონტია.

Posted by: stelss93 2 Dec 2012, 14:54
ბენდუქიძე არის ჩვეულებრივი რუსი აფერისტის და გურჯ-გრუზინი გარეწრის ნარევი, ასე რომ ცენტრ პოინტზე და რჩეულიშვილ-კერვალიშვილების ბანდისგან არაფრით არ განსხვავდება.

Posted by: PREDATOR 2 Dec 2012, 14:54
kolopolo
დიდ დიღმელი ვარ მე, ზეპირად ვიცი ეგ ადგილი, ბოლო გაჩერებაა ბევრი ავტობუსის და მარშუტკის, ცენტრალ გზაზო რო გამოხვიდე ჰა ჰა 100 მეტრი იყოს სასირულო ეგ რაღა შორია ?
თუ მანქანა გყავს საერთოდ იდეალურია smile.gif
ზაფხულში ძალიან არ ცხელა, თბილისთან შედარებით გრილა კიდევ, მაგას ყველაზე დიდი ნაკლი ის აქ რო ზამთარში ძაააალიან ქარიანი ადგილია რა აი ძალიან smile.gif
ეგაა მაგის ყველაზე დიდი ნაკლი.

Posted by: kolopolo 2 Dec 2012, 14:57
PREDATOR
პროექტებიც არაა იდეალური:

აი სამზარეულოში დააკვირდი:

არაა გამწოვისთვის ადგილი დატოვებული: არადა აუცილებელია:

არც სარეცხის გასაფებია პროექტზე დატანებული:

არადა ისეთი შეთანხმება, რომ 1 ლურსმანს ვერ მიაჭედებ შენი სურვილით:

კიდე იყო პატარ პატარა ხარვეზები:

Posted by: DEPO 2 Dec 2012, 14:57
32 კვ. მეტრი ორსართულიანი სახლი რა უნდა იყოს.

Posted by: PREDATOR 2 Dec 2012, 15:03
kolopolo
ნუ ხო ეგენი არ ვიცი ეგრე არ დავკვირებივარ დაწვრილებით თუმცა პატარა ოჯახისთვის 35K დ 100 კვადრატულიანი და 2 სართულიანი მე მომეწონა ასე ზედაპირულად რო შევხედე.

Posted by: pragmaticc 2 Dec 2012, 15:07
kolopolo
QUOTE
არაა გამწოვისთვის ადგილი დატოვებული:

გამწოვი გათვალისწინებულია ყველა პროექტში - მე ასე ვიცი

QUOTE
არც სარეცხის გასაფებია პროექტზე დატანებული:

ეს კი - გამორჩენილია მგონი

QUOTE
არადა ისეთი შეთანხმება, რომ 1 ლურსმანს ვერ მიაჭედებ შენი სურვილით:

გარედან მართლაც ვერ მიაჭედებ - შიგნით უფლება გაქვს შენი სურვილისამებრ შეუთანხმდე ან მერე დამოუკიდებლად გადააკეთო.

ფასადის ხელშეუხებლობა კი, რამდენადაც გავიგე, დასრულებული მშენებლობის მაგ სახით ჩაბარებისთვისაა აუცილებელი პირობა.
შემდეგ დასახლება ამხანაგობის სახეს იძენს და გადადის ჩვეულებრივად მერიის ზედამხედველობის ქვეშ და ყველა გარე ცვლილება მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმების უკვე არსებულ რეჟიმშია შესაძლებელი smile.gif


Posted by: ბრტყელტუჩა 2 Dec 2012, 16:28
kolopolo
user posted image

user.gif

Posted by: ჯიმი ლევი 2 Dec 2012, 16:29
user posted image

Posted by: kompmany 3 Dec 2012, 20:20
პირდაპირ მიწაზე რომ შენდება ნესტი არ გააფუჭებს სახლს?

Posted by: Iron Butterfly 3 Dec 2012, 21:01
არანაირი აფიორა არ არის ჩემმა თAნამშრომელლმა იყიდა ორი სარტული და აპრილში თუ მაისსშI უკვე ჩAაბარებენ,კედლები ამოყვანილია და საძირკველიც ხარისხიანი ჩაასხეს.რო დასრულდება და ვნახავ დავდებ შთაბეჭდილებებს


პ.ს პირდაპირ მიწაზე არ შენდება დრენაჟი აქვს

Posted by: TamT 3 Dec 2012, 21:31
და რა საინტერესოა, რაშია მათი საიდუმლო ? ანუ რატომ ღირს ასეთი იაფი :?

Posted by: Pshaveli 3 Dec 2012, 22:02
Iron Butterfly
მე მგონი იატაკი პირველ სართულზე მიწაზეა(ანუ სართულის ქვეშ სათავსო არ არის)

Posted by: Iron Butterfly 4 Dec 2012, 00:00
არ არის სათავსო, არ არის აუცილებელი სახლის ქვეშიტოს რაიმე სათაბსო რომ მყარი გამოვიდეს

Posted by: kompmany 4 Dec 2012, 18:46
მყარზე არ არის ლაპარაკი ნესტია აქ მთავარი, კედლებს და ყველაფერს ისე გააფუჭებს რომ ყოველ წელიწადს რემონტი დაჭირდება, აი ეს არის პრობლემა პირდაპირ მიწაზე აშენების

Posted by: Sunny_Sunday 8 Jan 2013, 15:25
სიმზ ვერი ინტრესტინგ..

ბენდუქიძე სანდო მგონია რატომღაც.
: )

Posted by: picxela777 8 Jan 2013, 15:29
და დაახლოებით ფასები?როგორც მე ვიცი კანალიზაცია მოსაგვარებელიაო და რამდენად მართალია?

Posted by: abesadzebesiki123 10 Jan 2013, 00:03
აუ რა მაინტერესებს როგორ უნდა მოხდეს ამ დასახლებაში ბინის შეძენა ანუ ვის უნდა მივმართოთ??

Posted by: COPACABANA 10 Jan 2013, 00:47
QUOTE (abesadzebesiki123 @ 10 Jan 2013, 00:03 )
აუ რა მაინტერესებს როგორ უნდა მოხდეს ამ დასახლებაში ბინის შეძენა ანუ ვის უნდა მივმართოთ??

ამ ტელეფონებზე დარეკე:
+995 593 43 43 44 /
+995 551 922 555 /
+995 574 73 73 90 /
+995 568 47 41 51 /
+995 557 223 224
შეგიძლია მეილზეც მისწერო: home@freeuni.edu.ge

Posted by: anamch 10 Jan 2013, 02:30
უმაგრესი პროექტია...და სიამოვნებით ვითანამშრომლებდი wink.gif

Posted by: abesadzebesiki123 10 Jan 2013, 15:24
COPACABANA
გაიხარე დიდი მადლობა

Posted by: kea 11 Jan 2013, 21:20
აუ ეხლა ვნახე სურათები. არმატურის ნასახი არაა კედლებში, რაღაც საძირკველსაც ვერ ვხედავ, კუბიკებივით ადებენ ბლოკს ბლოკზე და აცემენტებენ, მეორე სართული ხის კოჭებზე დგას და თუ ატყობთ პირველი სართული ძალიან ჩაბნელებული გამოდის, პლიუს დაბალი ჭერი, ხმის იზოლაციაზე თუ იკითხეთ ვინმემ რამე? მეზობელი გაფაჩუნებასაც რო გაიგონებს მაგრა ტეხავს. შეიძლება უტაქტოდ გამომდის მაგრამ რაღაც დროებით ნაგებობას უფრო წააგავს ვიდრე საცხოვრებელ სახლს, თორე თუ მართლა ბენდუქიძესია ეხლა ეს იმის ჩიტია რო თავისი მოიკლოს და სხვას იაფად აუშენოს?

Posted by: Chxikvia 12 Jan 2013, 09:12
user posted image

Posted by: Iron Butterfly 15 Jan 2013, 22:50
Chxikvia


არამგონია ამ დასახლებას დაემსგავსოს smile.gif

Posted by: ErykaBadu 16 Jan 2013, 20:38
არის დარჩენილი ბინები თუ იცით?

და მე როგორც ვიცი ზედმეტად ხრიოკი ადგილია, ხის ნასახი არ არის, ალბათ ქარი წაიღებს იქ ადამიანს sad.gif

მეც მინდოდა და მაგ ფაქტორის გამო გადავიფიქრე sad.gif

Posted by: Ti-Ni 24 Feb 2013, 22:07
geooffroader

http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=6275&rubr_id=4&jurn_id=39

მე ამ ინფორმაციის უფრო მჯერა და ლოგიკურიცაა, ვიდრე რაღაც ჭორების, რომელიც, ვისგან მოდის, ღმერთმა იცის. ბენდუქიძეს ისედაც ბევრი მოშურნე ჰყავს და მათ შორის ბევრი გულღრძო, რომელთა რჩევას გულშემატკივრობის ელფერი ნამდვილად არ დაჰკრავს, ყურადღების სურვილი რომ გაგიჩნდეს.

Posted by: shabur 16 Mar 2013, 01:13
დადებითი მხარე; ქალაქგარეთ მდებარეობა,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე,კომუნიკაციები,წყალი მუდმივი, კარგი ხარისხის და ხედი ქალაქზე.უარყოფითი;ძლიერი ქარის ტრასა,არაგამწვანება,ძლიერი წვიმის დროს წყლის მოსალოდნელი შესვლა ბინებში,ზოგიერთი პირველი სართულის უკანა კედელი მიწაში და უფანჯრო,პირველი სართულის იატაკი პირდაპირ მიწაზე,ქვედა ჰიდროიზოლაციის და თბოიზოლაციის გარეშე,რაც გამოიწვევს ნესტს,ბლოკი ცივი და უხარისხო პემზის გარეშე,ხმა კედლებში გადის.როგორი მასალით და როგორი ხარისხითაც არის აშენებული,ფასი არცთუ ისე იაფია როგორც ჩანს,სტუდენტებისთვის წავა.

Posted by: giogrigolia 16 Mar 2013, 01:27
აი ყველაზე დიდი რაოდენობით მართლაც სუფთა ჰაერია მანდ .... მეტი არაფერი დიდ დიღმელი ვარ და ვიცი ქარი რაც არის .... თან მანდ მითუმეტეს მართლაც წაგიღებს. მე პირადად არ მომწონს პროექტები და არ ვიყიდი მანდ ბინას.

Posted by: nikolasi 25 May 2013, 10:51
QUOTE (Chxikvia @ 12 Jan 2013, 09:12 )
user posted image

ეს უფრო ტოლვილების სახლს გავს, ასეთი რამე მე დიდი დიღომში ჯერ არ მინახავს, როცა ვნახავ ალბათ ტოლვილებიც მეყოლება მეზობლად.. smile.gif ))

Posted by: Kobalty 15 Jul 2013, 16:17
როგორ მიდის აქ ბინების გაყიდვის ამბავი?
იყიდება? ან ქირავდება? გააქირავა ვინმემ?

Posted by: kompmany 16 Jul 2013, 12:31
გაქირავება არ ვიცი მარა ბინები იყიდება, უკვე აშენებულში არცერთი აღარაა სასაყიდი

Posted by: ივანიჩ 16 Jul 2013, 22:19
nikolasi
ტოლვილი რას ნიშნავს?
-------------------------------------------

Posted by: batsana 17 Jul 2013, 14:28

მართალია რომ შიდა კედლები გიფსოკარდონით არის ნაშენები მათ შორის მეზობლისგან გამყოფი კედელიც? დიდი ბოდიში თუ არასწორ ინფორმაციას ვფლობ.

Posted by: Bacho007 11 Aug 2013, 19:48
nikolasi ეგ არ არის ლტოლვილების სახლები... დევნილების სახლებია...

ლტოლვილი არის პირი, იძულებით გადაადგილებული სხვა ქვეყანაში.

დევნილი არის პირი საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებული სხვა ადგილას.

IVANICHA

Posted by: ივანიჩ 11 Aug 2013, 23:20
Bacho007
მე ლტოლვილი არ მიკითხავს ვინ არი biggrin.gif

კარგად ვიცი
სამწუხაროდ ეგ განმარტებები

Posted by: merry 25 Aug 2013, 00:59
შესახლებული არის ვინმე თქვენი ნაცნობი? რა ვპეჩატლენიები აქვთ?

lasha_alo
ბინა იყიდე მანდ? spy.gif

Posted by: tokoaec 25 Aug 2013, 12:45
საშინელი სახლებია არ გირჩევთ არ იყიდოთ

Posted by: keshka 18 Sep 2013, 17:07
მეგობრებო,
შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების შესახებ?
საიტი და მათი ფეისუქის გვერდი ვნახე,მაგრამ ვინმე ხომ არ ხართ ვინც შეიძინა აქ ბინა.
მაინტერესებს რამდენად ღირს ყიდვა?

Posted by: UMTS 25 Sep 2013, 09:40
QUOTE
მეგობრებო,
შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების შესახებ?
საიტი და მათი ფეისუქის გვერდი ვნახე,მაგრამ ვინმე ხომ არ ხართ ვინც შეიძინა აქ ბინა.
მაინტერესებს რამდენად ღირს ყიდვა?

+1
ვინმემ თუ იყიდეთ დაწერე რა ხდება,

Posted by: praaalo 25 Sep 2013, 10:08
keshka
UMTS


ჩემ მეგობრებს ქონდათ და გაყიდეს;


სულ სხვას ელოდნენ და სხვა დახვდათ ადგილზე აშენებული

Posted by: Bacho007 25 Sep 2013, 10:11
praaalo არ ვარგოდა, თუ რატო? ?

Posted by: praaalo 25 Sep 2013, 10:14
Bacho007
მინიმალური როა კვადრატობაში,ეგ ქონდათ აღებული:

რაღაცეები რო დაემატა სახლში ( აბაზანა სამზარეულო ლოგინი ფაქტიურად სამოძრავო არ იყო სახლშიო:




Posted by: Bacho007 25 Sep 2013, 10:18
praaalo ვაა... ხო ... ისე თუ იცი ხალხი შესახლდა ? ?

Posted by: GeoDevil 25 Sep 2013, 14:02
მე ვიყიდე მანდ ბინა. არ მოტყუვდეთ და არ იფიქროთ რომ როგორიც სურათებშია ისეთს ჩაგაბარებენ. ბევრი უნდა იჩხუბო რომ ასეთუისე ნორმალური ჩაგაბარონ. მე რემონტით ვიყიდე და მაგრად შევცდი. ჯერ იყო და გიფსო გააკრეს სტეკლოვატის გარეშე( არადა მაგის ფული ცალკე გადავუხადე). მერე მოხნეს ეს გიფსო და გააკრეს ტავიდა და ისევ სტეკლოვატის გარეშე biggrin.gif როცა გააკრეს კედლები სველი იყო და გიფსო დაობდა ეხლა ისევ შემოვახსნევინე biggrin.gif
ფულს არ უხდიან ხელოსნებს და გარბის ყველა. გუშინ ვიყავი ასული და ვერცერთი ხელოსანი ვერ ვნახე.
ისე ხალხი შესახლდა უკვე. მოკლედ ბევრი პრობლემებია. ცუდადაა დაგეგმილი პროექტი. იმას არ ვამბობ რომ არ ღირს ყიდვა უბრალოდ უნდა შეეგუო რომ ისეთს არ უნდა ელოდო როგორიც სურათებშია და პრობლემები იქნება. თუ გაქვს დრო რომ თავზე დაადგე და ნერვები რომ ეჩხუბო(შიგადაშიგ biggrin.gif ) მაშინ შეგიძლია იყიდოთ. ისე რემონტით ყიდვას არ გირჩევთ.

Posted by: Bacho007 25 Sep 2013, 17:08
GeoDevil მადლობა ინფორმაციისთვის wink.gif smile.gif

Posted by: keshka 28 Sep 2013, 16:27
QUOTE (GeoDevil @ 25 Sep 2013, 14:02 )
მე ვიყიდე მანდ ბინა. არ მოტყუვდეთ და არ იფიქროთ რომ როგორიც სურათებშია ისეთს ჩაგაბარებენ. ბევრი უნდა იჩხუბო რომ ასეთუისე ნორმალური ჩაგაბარონ. მე რემონტით ვიყიდე და მაგრად შევცდი. ჯერ იყო და გიფსო გააკრეს სტეკლოვატის გარეშე( არადა მაგის ფული ცალკე გადავუხადე). მერე მოხნეს ეს გიფსო და გააკრეს ტავიდა და ისევ სტეკლოვატის გარეშე biggrin.gif როცა გააკრეს კედლები სველი იყო და გიფსო დაობდა ეხლა ისევ შემოვახსნევინე biggrin.gif
ფულს არ უხდიან ხელოსნებს და გარბის ყველა. გუშინ ვიყავი ასული და ვერცერთი ხელოსანი ვერ ვნახე.
ისე ხალხი შესახლდა უკვე. მოკლედ ბევრი პრობლემებია. ცუდადაა დაგეგმილი პროექტი. იმას არ ვამბობ რომ არ ღირს ყიდვა უბრალოდ უნდა შეეგუო რომ ისეთს არ უნდა ელოდო როგორიც სურათებშია და პრობლემები იქნება. თუ გაქვს დრო რომ თავზე დაადგე და ნერვები რომ ეჩხუბო(შიგადაშიგ biggrin.gif ) მაშინ შეგიძლია იყიდოთ. ისე რემონტით ყიდვას არ გირჩევთ.

მაინტერესებს დამისამართებული არის ეგ ტერიტორია? როგორც გავიგე მისამართები არ აქვს ბინებსო და კიდევ მაინტერესებს ინტერნეტი თუ არის მიყვანილი მაგ ადგილამდე. რამდენადაც ვხვდები,ყიდვიდან მაქსიმუმ ერთ თვეში საცხოვრებლად გადასვლა შეუძლებელი იქნება smile.gif)

Posted by: Kandinskaia 19 Nov 2013, 18:34
დღეს ვიყავი სანახავად, ვფიქრობთ ყიდვას და ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ რომელიც დაგვეხმარება არჩევნის გაკეთებაში?

keshka
QUOTE
მაინტერესებს დამისამართებული არის ეგ ტერიტორია?

ჯერ არა.
QUOTE
კიდევ მაინტერესებს ინტერნეტი თუ არის მიყვანილი მაგ ადგილამდე

მხოლოდ ახალი ქსელებიო, ჯერ-ჯერობით, ასე მიპასუხეს.

Posted by: picxela777 19 Nov 2013, 19:12
გამარჯობათ ყველას, თემას ვერ გადავიკიტხავ , თუმცა ზოგადად ვიცი რაც გვაინტერესებს ყველას ერთად, smile.gif smile.gifმეც მაინტერესებს უფრო ეტალური იმფორმაცია ამათ სესახებ და ფლოობთ ვინმე? დამაკვალიანეთ ? დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: ilelagi 21 Nov 2013, 20:23
UP------------UP------------UP-------------UP------------UP
მოვინიშნე

Posted by: selia 22 Nov 2013, 23:59
სახლები რამდენადაც ვიცი არის გათვლილი სტუდნეტებზე და არა ოჯახებზე, ამიტომაც არის მინიმალური ფართი.
მისამართებამდე ბევრი აკლია, მასივშიც არაა დალაგებული მისამართები, როგორ რეესტრში გავიგე.
მოკლედ არ ღირს რა

Posted by: Thugboy 14 Dec 2013, 18:22
ვინც იყიდეთ შთაბეჭდილებები და მიღებული შედეგები გაგვიზიარეთ... როგორც საიტზე ვნახე მე 2 და მე 3 ნაკადის მშენებლობა იწყება თან 224 ბინა გაუყიდიათ უკვე.

Posted by: anaksunamun101 18 Dec 2013, 00:28
მე მინდოდა და არაო, რადგან ექსპლუატაციის ვადა აქვს ძალიან მცირეო, მოკლედ საკმაოდ ავტორიტეტულებმა ამ ამბავში არაო aba.gif

Posted by: akkai 18 Dec 2013, 02:21
QUOTE
ვინც იყიდეთ შთაბეჭდილებები და მიღებული შედეგები გაგვიზიარეთ...

Thugboy


2 ოჯახი ვიცი ვინც 1 ეტაპის აშენებული ბინები გაყიდეს:


Posted by: Thugboy 24 Dec 2013, 20:58
ნუ მეც გავარკვიე რაღაცეები და არ ღირს სამწუხაროდ

Posted by: Jean-Baptist Grenouille 8 Jan 2014, 12:22
თითქმის ნახევარი წელი გავიდა (თუ მეტი) პირველი ნაკადის ბინების ჩაბარებიდან და თუ ვინმემ შეიძინეთ და ცხოვრობთ მანდ, იქნებ დაწეროთ რამდენად გაამართლა?
ის რომ ქარიანი ადგილი და ხელოსნებს რემონტის დროს თავზე უდნა დაადგე ისედაც ცხადია. მე ის უფრო მაინტერესებს, რამდენად ხარისხიანადაა ტვითონ შენობა ნაშენები; ნესტის ამბავი, ბზარები კედლებზე, თბო იზოლაცია ( თუ რაც ქვია, აი ზაფხულში რომ სასტიაკდ არ ხურდებოდეს) ხმის იზოლაცია... რაღაც ისეა ჩამწკრივებული მგონია რომ ეგ პრობლემა აქტუალური უნდა იყოს.

მადლობა წინასწარ.

Posted by: FishFace 9 Jan 2014, 01:22
Jean-Baptist Grenouille
QUOTE
თბო იზოლაცია ( თუ რაც ქვია, აი ზაფხულში რომ სასტიაკდ არ ხურდებოდეს) ხმის იზოლაცია...

Dream on... smile.gif

Posted by: Jean-Baptist Grenouille 10 Jan 2014, 11:28
ანუ არავინ არაა, ვისაც ნაყიდი აქვს უკვე და შთაბეჭდილებას გაგვიზიარებს? sad.gif

Posted by: GeoDevil 10 Jan 2014, 23:50
Jean-Baptist Grenouille
ცუდია ძაან. ნესტია საშინელი. მესამედ ავაყრევინე გიფსოკარდონი ობი გაუჩნდა.
გამართლებაზეა რა ზოგთან არაა ნესტი.
ყველა დეტალს ყურადღება უნდა მიაქციო. მაგ: აბაზანაში ტრაპი არ ქონდათ გათვალისწინებული. მე გავაკეთებინე მერე თორე დატბორავდა სახლს smile.gif
მე არ ვცხოვრობ მაგრამ მეზობლებისგან ვიცი რომ დენის პრობლ;ემები აქვთ. ცუდადაა გაკეთებული და ხშირად ითიშება დაზიანების გამო. მერია გზას როდის დააგებს კიდე კაცმა არ იცის. მოკლედ ბევრი პრობლემა აქვს.

Posted by: Kandinskaia 20 Jan 2014, 17:34
Thugboy
QUOTE
ნუ მეც გავარკვიე რაღაცეები და არ ღირს სამწუხაროდ

იქნებ ჩვენც გაგვიზიარო კონკრეტულად რა გაარკვიე?

Posted by: _Lali_ 22 Jan 2014, 11:32
მე ვიყიდე 50 კვ-იანი ბინა პირველი ეტაპის. ახლა რემონტს ვაკეთებ და ყველაფრის საქმის კურსში ვარ, რაც დასახლებაში ხდება. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, მკითხეთ და გეტყვით smile.gif

Posted by: Bacho007 22 Jan 2014, 14:05
QUOTE (_Lali_ @ 22 Jan 2014, 11:32 )
მე ვიყიდე 50 კვ-იანი ბინა პირველი ეტაპის. ახლა რემონტს ვაკეთებ და ყველაფრის საქმის კურსში ვარ, რაც დასახლებაში ხდება. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, მკითხეთ და გეტყვით smile.gif

რომ ვიყიდო 50 კვადრატული ფართის ბინა, რამდენად შევძლებ რომ გავაქირაო?

Posted by: _Lali_ 22 Jan 2014, 15:06
Bacho007
აბა, ეს მე რა ვიცი, რამდენად გააქირავებ. უნდა მიხვიდე დასახლებაში და იკითხო, თუ ვინმე აქირავებს, რამდენად.

ისე, მეორე ეტაპზე, სადაც შენდება ბინები, იქ არ არის 50 კვ-იანი. მხოლოდ I ეტაპზე აშენდა და თუ ვინმე გაყიდის, მაშინ შეგიძლია ყიდვა.

Posted by: maxotsuladze 22 Jan 2014, 21:45
_Lali_
ეხლა თუ მიმდინარეობს მშენებლობა

Posted by: keshka 22 Jan 2014, 23:43
QUOTE (_Lali_ @ 22 Jan 2014, 11:32 )
მე ვიყიდე 50 კვ-იანი ბინა პირველი ეტაპის. ახლა რემონტს ვაკეთებ და ყველაფრის საქმის კურსში ვარ, რაც დასახლებაში ხდება. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, მკითხეთ და გეტყვით smile.gif

მაინტერესებს,როგორი ხარსხის ნაგებობებია,თბოიზოლაცია,კედლები,გაყვანილობები,მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს.
იქნებ მოგვწერო,რამდენად კმაყოფილი ხარ შენაძენით,შეგხვდა თუ არა ხარვეზები და რა ტიპის?

Posted by: _Lali_ 23 Jan 2014, 10:47
maxotsuladze
კი, მეორე ეტაპის ბინები შენდება გამალებით. ფეისბუქზე და საიტზეა სრული ინფორმაცია:
https://www.facebook.com/SauniversitetoDasaxleba
http://www.akhalidigomi.ge/

keshka
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დასრულებული სახით ყიდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი გექნებათ. შავ კარკასს არ ყიდიან სამწუხაროდ, ამიტომ თეთრი კარკასი უნდა იყიდოთ, მაგრამ იქაც თავიდან უნდა გააკეთოთ გაყვანილობა (დენი, წყალი, გათბობა), ფანჯრები და შიდა კარებები, რადგან ყველაფერი არის იმდენად უხარისხო და ნაგავი, რომ მიკვირს კიდეც, სად იპოვეს ასეთი "ერთჯერადი" მასალა და მუშები.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ ფასის სიმცირიდან გამომდინარე, მაინც ღირს ყიდვა. ეს ჩემი აზრია.

ახლა დაწვრილებით:

1. რკინის კარი არ აქვს. რაღაც ჩინური ნაგავი რომ იყიდება, კონსერვის ქილებივით, ის აყენია, რომელიც ისე დუგდუგებს ოდნავ ქარშიც კი, რომ გული შეგიწუხდებათ. ასევე შემოდის მტვერი.

2. მეტალო-პლასტიკის ფანჯრები დამზადებულია იაფი თურქული მასალით, ყოველგვარი ლითონის ჩადების გარეშე (ანუ მხოლოდ პლასტმასია), უთხელესი რეზინებით და კაპიკიანი თურქული სახელურებით და პეტლებით, რომლის დარეგულირება შეუძლებელია. ამიტომ შემოდის ქარი, წვიმა, მტვერი და ნაგავი.

3. გამყოფი კედლები დამზადებულია გიფსო-კარდონით, რომელშიც არაფერი არ დევს (არც თბო და არც ხმაიზოლაცია), ერთი ძლიერად რომ მიაწვეთ, გადავარდება. მომიწია გამაგრება.

4. ჭერი საერთოდ ახლიდან გავაკეთე, რადგან იქაც არაფერი არ იყო ჩაყოლებული. ზაფხულში აბანოსავით იქნებოდა და ზამთარში საყინულე. მათ, ვინც დასრულებული რემონტიანი ბინები იყიდეს, გაწამდნენ, რადგან წვიმაში ისე კაკუნობს სახურავი, რომ ვერ დაიძინებ, ასევე სახურავიდან კელდლებში (ბლოკში) ცვივა ქვიშა და ისეთი ხმაა, თითქოს იშლება კედლები.

5. გათბობისა და წყლის მილები სულ ამოვყარეთ და ახლიდან ჩავაწყეთ, ისეთი საშინელება იყო. მეზობლებთან, ვინც პირდაპირ მიაყენა ქვაბი, ყველგან წყალი გაუშვა, ლამინატი აეყარათ და კედლები დაუსველდათ. ასევე აბაზანაშიც, ყველგან მილებმა გაუშვა, ტრაპი საერთოდ არ არის არსად, გასაკეთებელია. ხოლო ონკანები დასრულებულ ბინებში ორ-სამ მოტრიალებაზე, გაფუჭდა. წყლის წნევაც დაბალია, ზოგი გათბობის ქვაბი ვერ მუშაობს.

Posted by: GeoDevil 24 Jan 2014, 10:27
_Lali_
biggrin.gif სანამ ამას დაპოსტავდი გეჩვენებინა ეგ ტექსტი ბენდუქიძესთვის და ამის არ დაპოსტვისთვის მეორე ბინას გაგიჩითავდა სადმე საბურთალოს ახალაშენებულ კორპუსში biggrin.gif

Posted by: PING 24 Jan 2014, 10:34
აუ მანდ მომიხდა გავლა და დავიგრუზე, საკონცენტრაციო ბანაკს გავს sad.gif ბენდუქიძე რამე ნორმალურს გააკეთებდა?
* * *
Sunny_Sunday
QUOTE
ბენდუქიძე სანდო მგონია რატომღაც.

facepalm.gif

Posted by: _Lali_ 24 Jan 2014, 12:19
GeoDevil
QUOTE
სანამ ამას დაპოსტავდი გეჩვენებინა ეგ ტექსტი ბენდუქიძესთვის

სხვათა შორის, ვინც ცხოვრობენ უკვე დასახლებაში, გაუგზავნეს კახას წერილი. არ ვიცი, მერე რა პასუხი მოყვა მაგას, მაგრამ, როგორც ამბობენ, მეორე ეტაპი ცოტა ხარისხიანად შენდებაო და რა ვიცი, აბა

ისე, ფეისბუქში უნდა გენახა, რეებს ვწერდი და არა მარტო მე, ყველა... და უეცრად საერთოდ წაშალეს გვერდი. როგორ მოახერხეს, არ ვიცი smile.gif გაქრა მთელი ჩვენი პოსტები

Posted by: marilina 26 Jan 2014, 17:30
_Lali_
მეორე ეტაპზე სად შენდება ბინები მითხარი რა გთხოვ, ისევ დიდ დიღომში პირველი ეტაპის ადგილას თუ სხვაგან?

Posted by: GeoDevil 26 Jan 2014, 22:18
marilina
კი ისევ დიდ დიღომშია.

QUOTE
ბენდუქიძე რამე ნორმალურს გააკეთებდა?

რატო? იუდა როა იმიტო? biggrin.gif
ბენდუქიძე არის ბიზნესმენი კარგად გააკეთებს მეტ ფულს იშოვის, არ გააკეთებს და ვერ იშოვის. მარტივია არჩევა.

Posted by: _Lali_ 26 Jan 2014, 22:18
marilina
სადაც პირველი ეტაპის სახლებია, იქვე, ზემოთ მათ გაგრძელებაზე

Posted by: marilina 6 Feb 2014, 16:30
ვინც იყიდეთ მად ბინა კარგი იქნებოდა სურათები დაგედოთ მეტი თვალსაჩინოებისთვის

Posted by: _Lali_ 6 Feb 2014, 16:51
marilina
ანუ, კონკრეტულად რისი სურათები? ჩვენი ბინების, რაც ვიყიდეთ?

Posted by: marilina 6 Feb 2014, 20:25
QUOTE (_Lali_ @ 6 Feb 2014, 16:51 )
marilina
ანუ, კონკრეტულად რისი სურათები? ჩვენი ბინების, რაც ვიყიდეთ?

ხო ანუ შიგნიდან როგორია ზუსტად რომ ვნახოთ, პროექტის სურათები კი დევს საიტზე მარა რეალურად გადაღებული სულ სხვა იქნება

Posted by: kompmany 12 May 2014, 18:00
მეორე ეტაპის ბინები გაცილებით უკეთესია პირველზე, თუ რამე ნაკლი ქონდა პირველი პროექტს გამოასწორეს. ისედაც ბენდუქიძე არ არის ეხლა ისეთი გულუბრყვილო რომ ცემენტი და სილა მოიპაროს და რამე დააკლოს მშენებლობას და ამით ფული იშოვნოს...

Posted by: GeoDevil 12 May 2014, 23:57
kompmany
QUOTE
ბენდუქიძე არ არის ეხლა ისეთი გულუბრყვილო რომ ცემენტი და სილა მოიპაროს და რამე დააკლოს მშენებლობას და ამით ფული იშოვნოს...

ბენდუქიძე არ აშენებს მაგ ბინებს. აშენებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია. რომელმაც შესთავაზა პროექტი და დაუშვა უამრავი შეცდომა. გარდა ბინის მფლობელებისა ბენდუქიძესაც ქონდა მაგ კომპანიასთან პრეტენზიაბი. ცოტა ხნის წინ გაკოტრების პირას იყო (თვითონ ეგრე იძახდნენ). მეორე ეტაპი რათქმაუნდა უკეთესი იქნება. საერთოდ სხვა პროექტებია თან. მაგრამ მთავარი არც პროექტი და მასალის ხარისხია. მაგ: ერთ ბინაში პარკეტის დაგების დროს ლირსმნები გამოიყენეს და ყველა გათბობის მილში გაარტყეს biggrin.gif ვინ აშენებს მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა? 200 ლარს რო გადაუხდი ხელოსანს თვეში ის რას გაგიკეთებს ნორმალურად? მე ვიყიდე პირველ პროექტში ბინა და ჯერ კიდე დაუმთავრებელია რემონტი. 3-ჯერ გააკრეს გიფსო და ეხლა კიდე მოუწევთ მეოთხედ. იმიტო რო არანაირი სამუშაოს ორგანიზება არ არსებობს. მოკლედ ყაყანი და ჩხუბი თუარ გეზარებათ შეგიძლიათ იყიდოთ მანდ ბინა. smile.gif

Posted by: kompmany 13 May 2014, 15:26
ხო რავი აქ რომ 10 000 უნდა ბინას სხვაგან (მართალია უკეთეს ადგილას და უკეთესი ხარისხითაც მარა) 20 ან მეტი უნდა და უფულო კაცისთვის არ არის ცუდი ვარიანტი, წყნარი უბანია და რომ დამთავრდება მშენებლობები მგონი უფრო გაიზრდება ფასიც და მანდ გადმოსვლის სურვილიც...

Posted by: GeoDevil 13 May 2014, 17:06
10 000 ად რომელი ბინა იყიდება? 36 კვ იანი?

Posted by: kompmany 14 May 2014, 17:41
არა, უკვე აშენებულში ალბათ 15 კვადრატიანი იქნება 10 000-ად და მშენებლობის დაწყებამდე 22 კვადრატიანი ბინებიც მაგ ფასშია უფრო იაფად კიდე...

Posted by: _Lali_ 14 May 2014, 18:13
http://www.radikal.ru

Posted by: GeoDevil 15 May 2014, 01:58
kompmany
15 და 22 კვადრატი ბინაა? biggrin.gif

Posted by: kompmany 20 May 2014, 18:56
ხო რა უფულოებისთვის ბინაა და ფულიანებისთვის სხვა ადგილებიცაა...

Posted by: Sttylex 20 May 2014, 19:41
იყიდება 1-ოთახიანი, 3(3), 22 კვ.მ. ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი ბინა, ვანა ტუალეტი კაფელში, დიდ დიღომში, ბენდუქიძის პროექტი, მეორე ეტაპის ბინა, დემეტრე თავდადებულის ქ. 45. მშენებლობა და რემონტი დასრულებულია, დარჩენილია მარტო გამრიცხველიანება. ფასი: 12 500 $ ტელ: 577 55 18 13

Posted by: TruthTeller 3 Jun 2014, 15:20
არავის ვურჩევ დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლებაში ბინის შეძენას! მე ვიყიდე და ძალიან შევცდი. ყველაფერი - მომსახურება, მშენებლობა - ძალიან დაბალი ხარისხის არის. უიაფესი მასალებით აშენებენ. არ არსებობს, რომ ვადებში ჩაეტიონ, ტყუილებით გამოგვიჭედეს თავი. იაფი და კარგი არ არსებობსო ამათზეა ზუსტად ნათქვამი.
ყველაზე დიდი პრობლემა ვადებთან მქონდა. დანაპირებს არასდროს ასრულებენ და უნდა მოელოდეთ, რომ ბინა მინიმუმ ნახევარი წლით დაიგვიანებს. დაიგვიანებს ასევე კომუნიკაციების შეყვანა და ბინის რეესტრში გატარება.

Posted by: G M 5 Jun 2014, 12:14
მერე თქვენს ადექით და უკვე აშენებული იყიდეთ, რომელშიც კომუნიკაციების შეყვანილია და რეესტრშიც არის გატარებული...

Posted by: ლლევ 6 Jun 2014, 17:33
15 კვადრატული ბინა რას მიქვია
ტელევიზორის ყუთში იცხოვრეთ ბარემ
უფრო იაფი იქნება
თან ტრანსპორტირებადი
biggrin.gif

Posted by: Mr Adam 12 Jun 2014, 09:42
გუშინ ვიყავი, დავათვალიერე და მომეწონა, მაგრამ სულ ტალახია, გზას როდის დააგებენ *უი ევო ზნაეტ + ძალიან ტრაკშია, მანქანა უნდა გყავდეს კაცს უეჭველი, თორემ მაგარი დაგერხევა.

Posted by: _Lali_ 12 Jun 2014, 10:49
Mr Adam
ასფალტზე შეტანილია მერიაში განცხადება. პასუხი მოვიდა, ჩავსვამთ შეძლებისდაგვარად ბიუჯეტშიო, მაგრამ რომელი წლის ბიუჯეტში, ეგ არ წერია. ასე რომ, კარგა ხანი ალბათ არ იქნება გზა. ასევე შეტანილია განცხადებები გაჩერების გადმოტანაზე დასახლების წინ და დამისამართებაზე. ამდენი ხანია მისამართი არ აქვს დასახლებას. ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია

Posted by: ano25 8 Dec 2014, 21:08
კიდევ რას დაამატებდით?? არის სიახლეები? გთხოვთ, იქნებ დაწეროთ ვინც ბოლო ეტაპების სახლები შეიძინეთ, ან იცით ვინმე ვინც შეიძინა. ღირს/არ ღირს, ძალიან ავირიე უკვე sad.gif

Posted by: Cl0wn 21 Apr 2015, 02:21
ამ დასახლებაში ინტერნეტი არ იქნება ალბათ არა ??

Posted by: _Lali_ 21 Apr 2015, 11:03
Cl0wn
კი, არის - ახალი ქსელები

Posted by: nia4u 18 May 2015, 14:51
ხალხი ცხოვრობს უკვე აქ?
/////////////////////////////
///////////////////////////
////////////////////////////

Posted by: _Lali_ 19 May 2015, 11:25
nia4u
კი, ძალიან ბევრი. უკვე მე-6 ეტაპის ბინების მშნებელობა მთავრდება

Posted by: cuore 19 May 2015, 11:33
ქარს უძლებს? smile.gif
...............................................

Posted by: nia4u 19 May 2015, 14:03
_Lali_
QUOTE
უკვე მე-6 ეტაპის ბინების მშნებელობა მთავრდება

მშენებლობები რომ არის ეგ ვიცი, მაგრამ რეალურად თუ ცხოვრობს ხალხი ეგ მაინტერესებდა...
და ყველა კომუნიკაცია და საჭიროებები არის?
რამე ტრანსპორტი მოძრაობს თუ ფეხით არის სასიარულო?
ეს წვიმები მშიდობიანად გადაიტანა დასახლებამ?
ასე ამბობენ, გიბსოკარდონებით აკეთებენო და იმიტომ ვკითხულობ, არ გაბრაზდეთ smile.gif
თქვენ ცხოვრობთ მანდ თუ მუშაობთ?

Posted by: Ufali_Aramzada 19 May 2015, 14:04
QUOTE
რამე ტრანსპორტი მოძრაობს თუ ფეხით არის სასიარულო?


Posted by: _Lali_ 19 May 2015, 16:48
მე ვცხოვრობ 1-ლი ეტაპის ბინაში. ბლოკით არის აშენებული. მე თვითონ გავარემონტე და ამიტომ ყველაფერი საფუძვლიანად მაქვს გაკეთებული. პრობლემა არ მაქვს. ახალი ეტაპები არ ვიცი, ზოგი კი, გიფსოკარდონითაა, მაგრამ რა ვიცი, ხალხი ცხოვრობს ჩვეულებრივ და ქარებიც და წვიმაც არას გვაკლებს smile.gif

დასახლება მე-4 მიკრორაიონის ბოლო გაჩერებასთან არის, ამიტომ აბსოლუტურად ყველა ტრანსპორტი ხელმისაწვდომია, მეტიც, ბოლო გაჩერება რადგანაა, თავისუფლად ვსხდებით უპრობლემოდ, ქალაქის ნებისმიერ ადგილას მიდის ან სამარშუტო, ან ავტობუსი. უშუალოდ დასახლების წინ კი 41 ნომერი სამარშუტოს ბოლო გაჩერებაა. მანდვეა სუპერმარკეტი და კიდევ ერთი მაღაზიაა შიგნით დასახლებაში, მე-4 ქუჩაზე. შესასვლელთან შენდება ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი, როგორც ამბობენ, იქნება მაღაზიები, აფთიაქი, სილამაზის სალონი.

ერთადერთი, ასფალტი რომ არაა, წვიმის დროს ცოტა ტალახია, მაგრამ ამ წლის ბიუჯეტში როგორც იქნა შეიტანა მერიამ. ასე რომ, დააგებენ მაგასაც.

Posted by: GeoDevil 24 Oct 2015, 17:41
QUOTE
ერთადერთი, ასფალტი რომ არაა, წვიმის დროს ცოტა ტალახია, მაგრამ ამ წლის ბიუჯეტში როგორც იქნა შეიტანა მერიამ. ასე რომ, დააგებენ მაგასაც.

დაიგო უკვე ასვალტი.
* * *
ძალიან იაფი ფასებია: http://www.myhome.ge/product_info.php?product_id=6485037
* * *
ფაცების შესადარებლად: http://www.myhome.ge/product_info.php?product_id=6626501
http://www.myhome.ge/product_info.php?product_id=6626136

Posted by: KingofImmorality 17 Jan 2016, 19:48
ბინის დაქირავება შესაძლებელია მანდ? თუ იცით რა ფასები აქვს?

Posted by: _Lali_ 17 Jan 2016, 22:23
KingofImmorality
50 კვმ - 450 ლ
32 კვმ - 380 ლ
23 კვმ - 300 ლ
38 კვმ - 200 $

ამ ეტაპზე რაც ვიცი, ეს ვარიანტებია smile.gif

Posted by: KingofImmorality 24 Jan 2016, 14:38
_Lali_

Yველაზე მინიმალური ფართი მაგალითად 12, 15 ან 21 კვადრატულების ფასიც ხომ არ იცით?

Posted by: _Lali_ 25 Jan 2016, 13:27
KingofImmorality
არ ვიცი. ესენი ფეისბუქზე რაც დაიდო ჩვენს ჯგუფში (დასახლების), ის ამოვიწერე smile.gif

Posted by: KingofImmorality 26 Jan 2016, 01:26
_Lali_

Oკ დიდად გმადლობთ

Posted by: delpo 29 Jun 2016, 16:19
საწყისი ეტაპების მშენებობებზე, როგორც ვნახე კომენტარები, კმაყოფილებაც არსებობს და უკმაყოფილებაც და ვინმეს შეუძლია მითხრას ამჟამად რა სიტუაციაა? ღირს ყიდვა?

მადლობა წინასწარ

Posted by: kepi_7_2_7 10 Jul 2016, 14:12
ბინებს მანდ რა ფასებში აქირავებენ თუ იცით?

Posted by: _Lali_ 11 Jul 2016, 10:33
kepi_7_2_7

300 ლარის ფარგლებში

Posted by: nia4u 14 Nov 2017, 16:17
_Lali_
ბოდიში, რომ გაწუხებ,
შემთხვევით ხომ არ იცი, ამ დასახლების რამე ოფისის მისამართი ან ტელეფონი ვინმესი,
მანდ გვინდა ბინის შეძენა.
ან ხომ არ იცი, რომ იყიდებოდეს?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: didi bege 15 Nov 2017, 10:24
nia4u
ჩემი მეგობარი ჰყიდის თავის ბინას მანდ
თუ ხართ დაინტერესებული PM

Posted by: _Lali_ 15 Nov 2017, 10:38
nia4u
ეს არის მაგათი ფეისბუქის გვერდი
https://www.facebook.com/akhalidigomi/
ეს არის ტელეფონის ნომრები
574 13 46 61 / 574 13 46 62 / 574 13 46 63
ეს არის ბინები რაც იყიდება ფასები
http://akhalidigomi.ge/flats

Posted by: nia4u 16 Nov 2017, 22:44
didi bege
აუ,კი,მომწერეთ რა რაც იცითsmile.gif

_Lali_
მადლობა
2kiss.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)