Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > "კალმახა" ხის სოკო


Posted by: Tenjoza 22 Mar 2016, 15:02
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება და ცოდნა კალმახა სოკოს მოყვანაზე.

Posted by: davita74 22 Mar 2016, 23:17
Tenjoza
აწი გვიანია მაგის გაკეთება კომერციული მიზნებისთვის, ეგ სოკო მაშინ ფასობს როდესაც ბუნებაში არ არის ანუ როდესაც სიცივეებია, ბიზნესისთვის თუ გინდა უნდა დათესო ოქტომბრის 15 დამ 20-მდე და სანამ ინკუბაციის პერიოდს გაივლის ბუნებაშიც მოლეული იქნება და ფასიც ნორმალური ექნება, ამ სოკოს საუკეთესო "ნიადაგად" საუკეთესოა ბამბა ან ბამბის ნარჩენი , შემდეგ მოდის ნამჯა შემდეგ სიმინდის ნაქუჩი შემდეგ ლობიოს ნაქუჩი და ბოლოს ყველაზე დაბალმოსავლიანად ითვლება კუნძი, მთავარია მიცელიუმი იყოს ხარისხიანი დანარჩენი ტემპერატურული რეჟიმია რომელსაც მარტივად დაარეგულირებ

Posted by: Tenjoza 22 Mar 2016, 23:34
davita74
ტემპერატურასთან ერთად როგორც ვიცი საკმაოდ მნიშვნელოვანია ტენიანობის კონტროლი. რაც უფრო რთულად მოსაგვარებელია მგონი.

Posted by: davita74 22 Mar 2016, 23:42
Tenjoza
არ არის რთული მოსაგვარებელი არცერთი მათგანი, ელემენტარულად თუ ტენიანობის მომატება გინდა გამათბობელ ღუმელზე დადგავ ვედრით წყალს და ადუღებ ტენიანობას ამ მეთოდითაც აწევ და მორწყვითაც და მთავარი თუ ამ შემთხვევაში ჟანგბადია ანუ თუ ვენტილაცია არ გივარგა ღეტოები იზრდება და ღერო სქელდება ისე რომ ვერ მოხარშავ ისეთი კაუჩუკივით ხდება და ქუდი პატარა რჩება, ეხლა ყველაფერი იყიდება ისეთი აპარატურები რომლებიც ყველაფერს გიკონტროლებს, ტენს ჟანგბადს და სითბოს

Posted by: violet 28 Mar 2016, 01:09
Tenjoza
თუ იცით, კალმახა სოკო, გამოყოფს თუ არა ზრდის პერიოდში უსიამოვნო სუნს და შესაძლებელია თუ არა მისი საცდელად მოყვანა კორპუსის სარდაფში ანდა ავტოფარეხში. მეზობლებისგან პრობლემა ხომ არ იქნება?
გმადლობ.

Posted by: emzarika 30 Mar 2016, 21:12
რაღაც ცპეციპიკური სუნი კი აქვს მარა არა ავარიული. გარაჟში პრობლემა არ იქნება და სარდაფზე რა გითხრა, მაინც საეჭვოა.

Posted by: davita74 31 Mar 2016, 01:01
violet
QUOTE
თუ იცით, კალმახა სოკო, გამოყოფს თუ არა ზრდის პერიოდში უსიამოვნო სუნს და შესაძლებელია თუ არა მისი საცდელად მოყვანა კორპუსის სარდაფში ანდა ავტოფარეხში. მეზობლებისგან პრობლემა ხომ არ იქნება?
გმადლობ.

კორპუსის სარდაფში არანაირი პრობლემა არ შეგექმნება და არც არავის შეაწუხებს მისი სუნი, არა აქვს არაფერი განსაკუთრებული სუნი და ვერავინ ვერაფერს იტყვის, ინტრიგანი თუა ვინმე მიზეზს ყოველთვის გიპოვნის არა აქვს სოკო გექნება თუ ვარდი, ასე რომ არავინ მოგატყუოს რომ რაიმე განსაკუთრებული სუნი ქონდეს, უბრალოდ შენ გირჩევ ერთს ,რომ რომ დათესავ ინკუბაციის პერიოდში და თუნდაც შემდგომ მოვლის პერიოდში ელემენტარულად აირწინაღის გარეშე მოერიდე იქ ჩასვლას და მასთან ურთიერთობას,

Posted by: violet 31 Mar 2016, 16:35
davita74
ძალიოან დიდი მადლობა პასუხისთვის, გაიხარეთ smile.gif

Posted by: koba1973 21 Apr 2016, 10:49
http://radikal.ru/Img/ShowUploadedImg?id=8c969709b34147b087db863808c807a7

* * *
http://s12.radikal.ru/i185/1604/88/7126393d4cb1.jpg
* * *
აპრილის დასაწყისში დავთესე კაკლის ხის მორებზე. არ ველოდი ასე მალე თუ ამოვიდოდა.
* * *
<a target="_blank" href="http://radikal.ru/big/beefa8820d954019a7bbd66c08b8b388"><img src="http://s018.radikal.ru/i517/1604/a2/3ba160839152.jpg" ></a>
* * *
http://radikal.ru/big/beefa8820d954019a7bbd66c08b8b388
* * *
http://radikal.ru/big/bd32e3484caf4bff89db97c138e5e851

Posted by: davita74 24 Apr 2016, 04:01
koba1973
დასათესად ყველაზე კარგ შედეგს ბამბა იძლევა , შეგიძლია სიმიდის ნაქუჩზე დათესო, ხის მორზე უფრო ეფექტურია, ხომ მიხვდი რაც არის სიმინდის ნაქუჩი? ( მარცვლებს რომ მოაშორებ აი ის არის ნაქუჩი, ანუ ცარიელი ტარო, დასაწვავად რომ იყენებენ ) wink.gif wink.gif

Posted by: akoako_1987 29 Apr 2016, 15:23
davita74
ნახერხზე თუ გიცდიათ დათესვა და როგორ შედეგს იძლევა?

პ.ს ინკუბაციის პერიოდი რამდენი დღეს აქვს (დათესვიდან პირველ მოსავლამდე)

Posted by: davita74 29 Apr 2016, 18:14
akoako_1987
3 კვირაში მაქსიმუმ სრულდება ინკუბაცია, და ნახერხს რაც შეეხება ყველაზე დაბალმოსავლიანია, თან არავითარ სემთხვევაში არ გირჩევ წიწვოვანს, მხოლოდ ფოთლოვანის უნდა იყოს ნახერხი,

Posted by: akoako_1987 29 Apr 2016, 21:13
davita74
მადლობა.ჩემა ძმამ დათესა გუშინ ბამბაზე.0 დან იწყებს და გამოცდილებაც არააქვს.ნამჯაზე აპირებდა მაგრამ ბამბა ქონდა და ჯერ ამაზე ვცდიო.როგორც აღმოჩნდა ბამბა ყოფილა საუკეთესო smile.gif

Posted by: davita74 29 Apr 2016, 21:28
akoako_1987
akoako_1987
კი , ბამბა საუკეთესოა ამ საქმეში უბრალოდ შედარებით ძვირი სიამოვნებაა, ეხლა გაკეტება კარგია პრაქტიკას შეიძენს და ისე სხვა შემთხვევაში თუ ბიზნესისთვის უნდა ოქტომბრიდან არის უკეთესი ამის დაწყება, როდესაც უკვე აცივდა და ბუნებაში წყდება მისი მოსავალი უკვე ფასი ედება

Posted by: zekota 30 Apr 2016, 20:42
http://radikal.ru/big/2c5685811273423c85a8cc409b53634c

http://radikal.ru/big/4b6c2030397b4bcf8af22e7054da197b

http://radikal.ru/big/ef4f0049515a4234903617cb9d8bbea1

რა ჯიშია ეგ სოკო..?

Posted by: akoako_1987 30 Apr 2016, 20:57
davita74
კი მანამდე გაერკვევა.
ქამა სოკო რთულიაო.თუ ვინტილაციის და ტენიანობის პრობლემა მოგვარდება.სხვა კიდე რა სირთულეები აქვს? დამატენიანებელს შემპირდა ახლობელი.შტატებიდან ააქვს გამონაწერი,150$ მივეციო.ცივი ორთქლით ატენიანებს.როგორც თვითონ ამიხსნა მიუთითებ ტენიანობის ნორმებს და იმის მიხედვით მუშაობს მერე.

Posted by: davita74 1 May 2016, 01:42

ქრისტე აღსდგა,
გილოცავთ მეგობრებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, დღევანდელი დღის ძალა და მადლი გფარავდეთ

akoako_1987
QUOTE
davita74
კი მანამდე გაერკვევა.
ქამა სოკო რთულიაო.თუ ვინტილაციის და ტენიანობის პრობლემა მოგვარდება.სხვა კიდე რა სირთულეები აქვს? დამატენიანებელს შემპირდა ახლობელი.შტატებიდან ააქვს გამონაწერი,150$ მივეციო.ცივი ორთქლით ატენიანებს.როგორც თვითონ ამიხსნა მიუთითებ ტენიანობის ნორმებს და იმის მიხედვით მუშაობს მერე.

არა , ქამას სირთულე მისი ნიადაგის მომზადებაშია და ტემპერატურის შენარჩუნებაში, ანუ ეს თუ ბამბაზე ნახერხზე და ა.შ ითესება ქამას შემთხვევაში სპესიალურად მზადდება ნიადაგი , ქამას ნიადაგში ქატმის სკლინტსაც იყენებენ , ნიადაგის შემდეგ დიდი ყურადღება ტენიანობას ვენტილაციას და ტემპერატურას ექცევა, ანუ არ გაძლევს მკვეთრი ცვლილების უფლებას, ანუ ამ სოკოზე თუ შეგიძლია ტემპერატურა ათამაშო და 3-4 გრადუსიანი შუალედი თუ გაქვს, ქამას შემთხვევაში -სიტყვაზე რომ უნდა იყოს 24, უნდა იყოს 24 და არა 20 ან 21 ,

Posted by: akoako_1987 4 May 2016, 19:48
davita74
ჭეშმარიტად.

მადლობა ამომწურავი პასუხსითვის.
შენობა სადაც უნდა გაკეთდეს,ძველი გარაჟის შენობაა.სიმაღლეში 6 მეტია.სინკარებით დახურული.მერე შლამია მოყრილი,ზემოდან ბეტონი 3 4 სმ ზე და ტოლითაა დაფარული.კედლები 50 60 სმ ია სისქეში ორი ან ორნახევარი აგურის.ღია მხარე ამოშენდა,მანამდე საიდანაც შესასვლელი იყო მანქანების და თბოიზოლაცია გაუკეთდა.მეორე პატარა შესასვლელი კარებიც დაიფარა და თბოიზოლაცია გაუკეთდა.ეხლა უნდა დააკვირდეს გარე ტემპერატურის ცვლილება რამდენად აისახება შიგნით და რა ტემპერატურას დაიკავებს.თუ ყველაფერი კარგად წავიდა რჩება კიდე ერთი პრობლემა.ვენტილაციის დროს როგორ უნდა მოხდეს ტემპერატური კონტროლი.თუ გარეთ სიცხე იქნება შიგნით ცხელ ჰაერს შეიტანს და სიცივეზე ცივს.აი ეგ როგორ შეიძლება მოგვარდეს არ ვიცი.უფრო სწორად კი შეიძლება კონდიციონერის მაგავსის დაყენება მაგრამ.რასაც ეგ დენს დაწვავს.ექნება კი მერე მოგება

Posted by: davita74 8 May 2016, 23:46
akoako_1987
ნახერხის ფეჩით დაათბობ რამდენიმე რკინის კასრი დაგჭირდება და დღისით გაანიავებ, რაც შეეხება ჭერის სიმაღლეს 2 რიგად გაუშვი, ერთმანეთის ქვეშ ჩამოკიდე და 2 სართულად გამოგივა

Posted by: akelemeka 9 Jun 2016, 19:07
გამარჯობა(თ)
მაინტერესებს 18 კვადრატზე მაქსიმუმ რამდენი ტომრის განთავსება შეიძლება?

Posted by: marituna 10 Jun 2016, 20:25
sad.gifსოკოს მოყვანის აზრზე არ ვარ sad.gif
მაგრამ ძააალიან მომინდა ვცადო smile.gif
"მუღამი" მაქვს biggrin.gif

იქნებ მასწავლოთ 2kiss.gif

ბამბა იყრება ტომრებში. . .
რა ბამბა? ჩვეულებვრივი?
რა ტომრებში?
ზედ თესლი როგორ ითესება?
იკიდება ხოო ? biggrin.gif
მიცელიუმი როგორ კითდება , სად იყიდება? ან როგორ დაიტანება ამ ტომრებზე?
ერთი დათესვა რამდენჯერ იძლევა მოსავალს?
ერთიდაიგივე ბამბის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება თუ მრავალჯერადად?

პირველ რიგში რა უნდა ვიცოდე და რა უნდა გავითვალისწინო ?
მადლობა წინასწარ , თუ მასწავლით პირველ მოსავალზე გაქეიფებთ.
alk.gif

Posted by: CALDWELL 13 Jun 2016, 16:19
გამარჯობათ,
ეგ სოკო ეზოში იხარებს თუ აუცილებლად სადმე სათავსოში უნდა იყოს?
ეზოში გადაჭრილი ალვის ხე მიდგას, გამხმარი არ არის, უბრალოდ გადაჭრილია და ტოტები აქვს ამოყრილი. რომ დავხვრიტო რამოდენიმე ადგილას და შიგნით დავთესო მიცელიუმი გაიხარებს? ჩრდილიანი ადგილია ძირითადად, მზე ცოტა ხნით ადგება ხოლმე.

Posted by: koki15 30 Jun 2016, 01:21
გამარჯობათ ,, კალმახა სოკოს ბიზნესით ვარ დაინტერესებული მოკლედ ფარტი არ მქ ვაპირებ ავტო ფარეხის ქირაობას ან სარდაფის და მეზობლები ტვინს ხოარ შეჭამენ ცუდი სუნი აქო ეგრე გავიგე და რამდენად მარტალია და კიდევ მაინტერსებს ბამბაზე ჯობია რომ დავთესო ტუ ნამჯაზე ? მაქსიმუმ რამდენი კგ მოსავალი არი შესაძლებელი და რამდენი გრამი არი მაქსიმუმ შესაძლებელი სოკოს ტესლი რომ დავთესო ერტ მეშოკში? ეს მზა ტომრები რომ იყიდეა მაგაზე რა აზრის ხართ ჯობია ჩემიტ დავტესო ხომ ? მზა ტომრებს დაურეკე და მოსავალი მაქსიმუმ 3-4 კილოვო და ძაან მეცოტავა 1 მეშოკი 7 ლარი ღირს და ესე ბიზნესი როგორ განვითარდება ჯობია ისევ ჩEმიტ დავტესო ასვე ერთმა მიტხრა რომ 250 გრამი მიცელიუმი უნდა დატესო 1 მეშოკზე და მოსავალი 10 კგზე ნაკლები არ მოვაოო რამდენდ მარტალია არ ვიცი ვისაც აქ გამოცდილება იქნებ დამეხმაროთ დაწყება მინდა ამ ბიზნესი ,, 2 დღის წინ სამთოქიმიაში ვიყიდე სოკოს თესლი 1 კგ 9 ლარი გადავიხადე მაიმარკეტზე კი 5 ლარი გირს ამაზეც ცოტა დავიბენი ვეგარ გავიგე მე ვიყიდე კაი ტუ იქ მაიმარკეტზე ყიდიან სხვა მიცელიუმს კიდე მაიტნერსებს ეს შტამბპები რას ნიშნავს ? და მოკლედ ავტო ფარეხში რომ დავიწყო ეს ბიზნესი დამჭირდება ვენტილაცია გათბობა რიტ ჯობია ეკონომის მხრივ და ეს ტენიანობის ტაიმერები რომ არის ეგ რა არი ანუ დააყენებ და ტავისიტ ავტომატურად მიხედავს ტენიანობას და ტემპერატურას ტუ 24 საატი უნდა ვიყო იქ გარაჟშიი მოკლედ ვისაც ესმის იქნებდამეხმაროტ მადობა წინასწარ
* * *
სოკოს თესლი ვიყიდე საცდელად მაინტერსებს მიწაში რო დავტესო ტუ მოვა ტენიანობა და სულ რო მოვრწყა ხოლმე ტუ აზრი არ აქ ?

Posted by: Gebelsi 13 Jul 2016, 10:32
მოგესალმებით, მინდა დავიწყო კალმახას წარმოება, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება, კერძოდ მაქვს კორპუსის პადვალი როგორ გავაკეთო ვენტილაცია, 16_17კვადრატ.მეტრი ასევე მაქვს 24ვოლტიანი ქულერები თუეყოფა ამათი სიმძლავრე ვენტილაციას წინასწარ მადლობთ პასუხისთვის.

Posted by: 12-12-12 15 Oct 2017, 11:48
რა ხდება თქვენს სათბურებში, არის მოსავალი?
თუ გადაიარა ზამასკამ?

Posted by: beqno 7 Nov 2017, 17:11
თუ ხეზე სოკოს მოვკრიფავ ბუნებრივად რო ამოდის სპილოს ყურა იმ ხეზე რამდენ ხანში ამოვა სოკო ისევ?

Posted by: ladusha2 20 Nov 2017, 11:58
მოგესლამებით

მოკვდა ეს თემაა ? ვინმემ ხო არ გააკეთა და გაგვიზიარებს თავის აზრს და გამოცდილებას ამსაკითხთან დაკავშირებით.

Posted by: zura770077 20 Nov 2017, 12:40
გამარჯობათ,

90 -იან წლებში მომყავდა ხის მორებზე კალმახა(ხის) სოკო.
ბამბის, ნამჯის, ნახერხის ან სიმინდის ,,ნაქუჩებზე" დათესვისას, ამ მასალას რაიმე
სპეციალური დამუშავება სჭირდება თუ არა?(მაშინ მინდოდა რომ ამ მასალაზეც მეცადა, მაგრამ
მითხრეს მოხარშვა უნდა, რომ ბაქტერიებისაგან სტერილური გახადო და მერე უნდა დაითესოსო მიცელიუმი)

Posted by: grumbler_girl 9 Jan 2018, 22:30
მოგესალმებით, სად შეიძლება რომ შევიძინო თესლი?

Posted by: roko 4 Feb 2019, 23:15
თესლი შეგიძლია შეიძინო რუსული წარმოების ძალიან კარგი ხარისხის არის 571 211955 ლევანი. უბრალოდ ყუთებშია შეფუთული და მინიმალური რაოდენობა 16 კგ ია .თუ ყუთი გახსნეს 8 კგ შეიძლება იყიდო.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)