taxmachvi
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 85
წევრი No.: 256427
რეგისტრ.: 24-April 20
|
#56522961 · 8 Jul 2020, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ქარხნის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული
გთხოვთ, გაეცნოთ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ოფიციალურ განცხადებას ტელევიზიებში გასულ ბოლოდროინდელ სიუჟეტებთან დაკავშირებით.
გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ გაზრდილი ინტერესი მედიასაშულებების მხრიდან კასპის ცემენტის ქარხნის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიმართ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი ემსახურება ხალხის ინტერესების დაცვას და არა პოლიტიკურ მიზნებს.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ სიუჟეტებში გამოიყენეს კასპელი ახალგაზრდის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს მწყობრიდან გამოსული ქარხნის ნაწილი. ციცხვისებრ ელევატორში შექმნილმა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია დიდი რაოდენობით ცემენტის მტვერის გამოფრქვევა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და პრობლემა მყისიერად იქნა აღმოფხვრილი. ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები ნებისმიერ საწარმოში შეიძლება მოხდეს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსახლეობისთვის საფრთხე არ შექმნილა.
ორივე სიუჟეტში გამოიკვეთა 3 ძირითადი საკითხი: ფილტრაციის სისტემა; ამორტიზებული ქარხანასთან მიმავალი გზა (ფარნავაზის ქუჩა) და გზა ქარხნიდან კარიერებამდე. გვსურს, მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით:
1. ფილტრაციის სისტემა 2019 წელი ჩვენი კომპანიისთვის ისტორიული წელი გახლდათ - თებერვლის თვეში დასრულდა კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი. პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობდა. სამი სველი ღუმელი ჩანაცვლდა ახალი თანამედროვე კლინკერის მშრალი წარმოების ხაზით (100 მლნ დოლარის ინვესტიცია) რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ენერგოდანახარჯები. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის, ასევე გოგირდის და აზოტის რაოდენობის კონტროლი ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
ახალი ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, მსოფლიოში მაღალი რეპუტაციის მქონე, მესამე მხარემ “VDZ”-მ (Verein Deutscher Zementwerk) ჩაატარა გაფრქვევის გაზომვითი სამუშაოები, შედეგები სავსებით შეესაბამებოდა საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა მოთხოვნას.
გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქარხანა მუშაობს 24 საათის განმავლობაში, როგორც ღამე, ასევე დღე ტექნოლოგიური პროცესის შეუცვლელად, ამიტომ მოსაზრება, რომ ქარხანა ღამის საათებში თიშავს ფილტრებს და გადადის ნახშირის მოხმარებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში, ფილტრების გამორთვა თითქმის შეუძლებელია, რადგან აღნიშნული, ღუმელების დიდ ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მეორე, 2008 წლიდან მოყოლებული კასპის კლინკერის ღუმელები მოიხმარენ ნახშირს, ამგვარად ეს სქემა ახლაც უცვლელია, ერთადერთი, რაც შეიცვალა არის ის, რომ ახალი თანამედროვე კლინკერის წარმოების მშრალი ხაზი მოიხმარს ბევრად ნაკლებ სითბოს, შესაბამისად, ნაკლებ ნახშირს. კასპის ცემენტის ქარხანა ჰაიდელბერგცემენტმა 2008 წელს შეიძინა. ქარხანა იყო ძველი საბჭოთა დროინდელი 3 სველი ღუმელით. მას შემდეგ კომპანიამ ქარხნის მწყობრში მოსაყვანად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა. პროცესი ახლაც გრძელდება, გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც სამომავლოდ კასპის ცემენტის ქარხანას ევროპული სტანდარტების შესაბამისს გახდის.
2. ქარხანასთან მისასვლელი გზა (ფარნავაზის ქუჩა) კასპის ქარხანასთან მისასვლელი გზა (ფარნავაზის ქუჩა) ამორტიზებულია. ჩვენ ვცდილობთ დროდადრო შევაკეთოთ აღნიშნული გზა, თუმცა აუცილებლია გზის კაპიტალური რემონტი, რომელიც უნდა განახორციელოს კასპის მუნიციპალიტეტმა, რადგან გზა მის საკუთრებაშია. ფარნავაზის ქუჩა ძველი ვიწრო ქუჩაა, რომელიც მომავალში ვერ დააკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს, შესაბამისად კომპანიას დაგეგმილი აქვს ქარხანაში ახალი შესასვლელის მოწყობა, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა, მაგრამ ახლა სამშენელო სამუშაოები განახლდა, რომელიც მალე დასრულდება. 2021 წლიდან ფარნავაზის ქუჩა აღარ იქნება გამოყენებული ცემენტის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს ადგილობრივ მოსახლეობას რათა მუნიციპალიტეტმა გზა მწყობრში მოიყვანოს.
3. კარიერთან მისასვლელი გზა რაც შეეხება კარიერთან მისასვლელ გზას და კარიერზე აფეთქებების ზეგავლენას მოსახლებისთვის, 17 კილომეტრიანი ქარხნიდან კარიერთან მისასვლელი გზის მშენებლობა ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ განახორციელა. ამჟამად მიმდინარეობს გზის ბეტონის საფარის მოწყობა, 4 კმ გზა უკვე დაიგო და სამუშაოები გრძელდება.
2019 წლის ნოემბერში, გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გომისჯვარში სასხორის კირქვის კარიერზე მოახდინა შემოწმება, რომლის მიზანი იყო აფეთქების ზეგავლენის დადგენა დასახლებაში არსებულ სახლებზე. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აფეთქებისას გამოიყენება იმაზე დაბალი მუხტები, ვიდრე პასპორტით არის განსაზღვრული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ ხდება გაძლიერებული მუხტებით კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელება. კონტრაქტორი ორგანიზაცია იცავს დადგენილ ლიმიტებს. შედეგად დარღვევები არ აღმოჩენილა.
დაბოლოს, ძალიან ვამაყობთ იმ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტებით, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში კასპში მცხოვრები მოსახლეობისთვის განვახორციელეთ. პროექტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
This post has been edited by taxmachvi on 8 Jul 2020, 20:40
|