ჩაკრები უნდა გქონდეს გააქტიურებული, ჩაკრები არის ასტრალური ორგანოები, ისევე როგორც მიწიერში
თვალით ხედავ, ყურით გესმის და სხვა. ასევე საჭიროა იმ ორგანოების განვითარება რომლითაც დაინახავ
მართლა აურას და არა რაიმე ილზიურ წარმოდგენებს თუ გალუცინაციებს...
ცნობისათვის:
ადამიანის აურა შესდგება სამი თვალით უხილავი ნაწილისაგან, მაგრამ ჩაკრით ხილული ხდება.
ანუ ერთი ნაწილი არის ეთერული სხეული რომელიც იმეორებს ადამიანის ფორმას, ეს არის მაცოცხლებელი
ძალა ანუ ენერგია, რომლის შემცირებისას ადამიანის სხეული იწყებს დაბერებას ანუ ფიზიკური სხეულის მაცოცხლებელი
ეს ეთერული სხეული ჩანს და არის ერთი ფერის, შედარებისთვის ატმის ყვავილის ფერი ანუ მოვარდისფრო...
მეორე ნაწილი არის ასტრალუირ სხეული, სწორედ ეს ასტრალი განაპირობებს ადამიანის ემოციებს, ვნებებს, გრძნობებს და
ყველანაირ განცდებს... ის არ იმეორებს ადამიანის ფორმას, არამედ ის არის კვერცხისებურად ადამიანის ირგვლივ გარკვეულ
ფართობზე, ადამიანს გააჩნია თუ რამდენად დიდი ასტრალი აქვს, აქ აირეკლება ყველანაირი ფერები, ეს ფერები ფიზიკური
თვალისთვის უხილავია, აგრეთვე ფოტოაპარატისთვისაც- არის ასეთი ელექტრო მაგნიტურ ველები ფერებში გადაჰყავს აპარატს
და ხალხს ასიაფანდებენ აურას ფოტოაო, არადა მხოლოდ სითბოზე რეაგირებს ეგ აპარატი ან ამ ტალღებზე...
ხო ეს ფერები ანუ ასტრალი უფრო ფაქიზ ფორმირებას წარმოადგენს ვიდრე ეთერული ანუ ამაღლებულ ნეტარ განცდას იწვევს
ამ ფერების დანახვა, ეს ფერები არაა რეალური ფერების მაგვარი, უბრალოდ შედარებისთვის შეიძლება შეუსაბამო მიწიერი ფერები...
მესამე კი არის კიდევ უფრო მაღალი რანგის სხივოსნება აურაში და ეს არის ადამიანის სულის სხივი, ის გულის არესთან ახლოა და
მისი სხივები განსჭოლავს მთელ სხვა აურას ვინაიდან უფრო ამაღლებულ ფორმირებასთან გვაქვს საქმე ეს არის ადამიანის "მე"
იმის და მიხედვით თუ რამხელაა ეს სხივოსანი ასე ბირთვივით ადამიანის აურაში შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რამდენად ძლიერი სულის
ადამიანი დგას ჩვენს წინაშე... ეს სულიერი სხივიც არ შეიცავს ფერებს უბრალოდ ვერცერთ ფერსაც ვერ შეადარებ ამიტომაც სხივის ნიშნით,
შეიძლება იყოს იმდენად განცდადია მისი აღქმა...
თუ როგორ მივაღწიოთ ამ ჩაკრების განვითრებას და საერთოდ ამ აურების ანუ უხილავის ხილვას
იხილეთ ამ ორ წიგნში: ჯერ
"თეოსოფია", რომ ვიცოდეთ თუ რისგან შესდგება ადამიანი და მისი აურა და მერე
"როგორ მივაღწიოთ ზენა სამყაროთა შეცნობას"...
რომ ვისწავლოთ თუ რა არის საჭირო რომ განვითარდეს ადამიანში ეს ნამდვილი ნათელხილვა...
ps.
თუ შეკითხვები გაგიჩნდათ გიპასუხებთ როგორც კი მოვიცლი ხოლმე...
This post has been edited by Artist on 19 Jun 2014, 02:14