Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > მანქანის განბაჟებაზე მაქვს პრობლემა


Posted by: bmwman 7 Oct 2011, 13:27
გამარჯობათ,ვიყიდე განუბაჟებელი მანქანა რომელიც ჩამოიყვანა საქართველოს მოქალაქემ ბელგიიდან (დაჯდა მანქანაზე გაიფორმა ნომრები თავის თავზე გააკეთა დაზღვევა და წამოვიდა)აქ უკვე მისგან ეს მანქანა ვიყიდე მე,საქმე იმაშია რომ როცა ,მივედი განბაჟებაზე აღმოჩნდა რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ ქონდა გაფორმებული იმ პიროვნებასთან ვისგანაც ბელგიაში იყიდა ეს ავტო მანქანა,ეხლა ის პიროვნება ბელგიაშია მან მინდობილობა ნოტარიუსულად გააკეთეთა თავის დასთან რომელიც თბილიში იმყოფება,ვესაუბრე ბელგიაში ამ პიროვნებასაც და გააკეთა ყიდვა გაყიდვის საბუთი და ეხლა დღეს მიგზავნის,ანუ მისის სახელი და გვარი ფიქსირდებოდა მხოლოდ დაზღვევაში და ნომრების ხელშეკრულებაში რომელიც იყო 7 დღიანი,ხოლო ეგრეთ წოდებულ ბრიფში წერია ბელგიის მოქალაქის მონაცემები ვისიც იყო ეს მანქანა.

მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ,როგორც ამ ადამიანმა მითხრა ბელგიაში ივსება ბლანკი სადაც ის პიროვნება ამოწმებს იმას რომ ავტომანქანა გადაეცემა სხვის საკუთრებაში.კერძოდ კი მიმ ადამიანის საკუთრებაში ვისგანაც ვიყიდე.ამ ბლანკის დამოწმება ხდება უბრალოდ ამ ორი ადამიანის ხელის მოწერით,ყველა ესე აკეთებსო ევროპაშიო,შემდეგ ვესაუბრე აქ ნოტარიუს რომელიც მითარგმნის და შემდეგ დამიმოწმებს ამ ნათარგმნს ბეჭედით და ხელისმოწერით. მაინტერესებს ძალა ექნება თუ არა ამ საბუთებს ანუ ბელგიიდან გამოგზავნილ ყიდვა გაყიდვის ბლანკს შევსებულს და შემდეგ ხელმოწერილს,და აქ დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: progresi 7 Oct 2011, 18:47
bmwman
წესით უნდა ქონდეს, სხვა რა გზით უნდა მიიღო ან დაამოწმო მისი ნამდვილობა? მე მგონი პრობლემა არ უნდა შეგექმნას

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)