Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > პრაქტიკოსების საკრებულო


Posted by: Mmerisi 27 Nov 2021, 11:38
სამართლის ფორუმის დანიშნულება რომ არ იყოს მხოლოდ კითხვა პასუხის მოედანი, გთავაზობთ განვიხილოთ სხვადასხვა სამართლებრივი დილემები და გავმართოთ მსჯელობები.

მოინიშნეთ აბა ვის გაქვთ სამეწარმეო სამართალში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და მერე დავსვათ საკითხები.

Posted by: Правовед 27 Nov 2021, 11:56
QUOTE
სამართლებრივი დილემები

სამართლამდე იმიტომ მივიდა კაცობრიობა, რომ დილემები გამორიცხოს

Posted by: Mmerisi 27 Nov 2021, 12:04
Правовед
ჩემი თხოვნა იქნება სამართლის ფილოსოფიას (ამ თემაში) არ შევეხოთ და პრაქტიკულ/თეორიულ საკითხებზე ვიმსჯელოთ.

Posted by: Правовед 27 Nov 2021, 13:24
Mmerisi
რა თქმა უნდა გავატარებდი, არც არის პრობლემა ...
მაგრამ კატასტროფაა ასეთი მოდგომა, მსგავსი გამიჯვნა და აგდებულად "ფილოსოფიად" მოხსენიება სამართლის დებულებებისადმი ...
წარმატებებს გისურვებთ, ოღონდაც, უაღრესად სამწუხაროა, რომ პროფესია ამ დღეშია!

Posted by: spiridon_surajia 29 Nov 2021, 19:57
მხარემ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილობა, და თავისი საკუთრების დაბრუნება, რომელიც სასამართლომ ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა. სწორია?

Posted by: Mmerisi 6 Dec 2021, 12:27
spiridon_surajia
ეს რამენაირად კორპორაციულ სამართალს უკავშირდება?
QUOTE
მხარემ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილობა, და თავისი საკუთრების დაბრუნება, რომელიც სასამართლომ ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა. სწორია?

1. ბათილობის (და არა გაუქმების) საფუძვლები არის მნიშვნელოვანიხანდაზმულობის კონკრეტული ვადა რომ დადგინდეს;
2. სკ 128-129 მუხლის მიხედვით დადგენილი წესი თუ არ არის დაცული - სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება.
P.S. ახლა შემოვიხედე და დამხვდა ეს პოსტი
P.P.S. ახალი კანონი შევა ძალაში რამოდენიმე დღეში (მეწარმეთა შესახებ), რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქმედისგან და იმას ვამუშავებ, კარგი იქნებოდა რამოდენიმე საკითხი პროფესიონალთა სამსჯავროზე გამოტანილიყო, მათ შორის ისეთი საკითხები როგორიცაა ნომინალური წილი, პარტნიორის გარიცხვა, კაპიტალის და ქონების სხვაობები და ა.შ. smile.gif

Posted by: spiridon_surajia 7 Dec 2021, 01:51
Mmerisi
QUOTE
1. ბათილობის (და არა გაუქმების) საფუძვლები არის მნიშვნელოვანიხანდაზმულობის კონკრეტული ვადა რომ დადგინდეს;
2. სკ 128-129 მუხლის მიხედვით დადგენილი წესი თუ არ არის დაცული - სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილებები შემხვედრია სადაც სასამართლო ამბობს, რომ ბათილი გარიგების შემთხვევაში საკუთრების დბრუნებაზე ხანდახმულობა არ ვრცელდებაო და ზოგი გადაწყვეტილება შემხვედრია სადაც ბათილობა და საკუთრების დაბრუნებაზე პრეტენზიას აცხადებდა მხარე და არც უმსჯელია ბათილობის საფუძველზე ხანდაზმულობის გასვლის გამო სასამართლოს.

Posted by: baggins 7 Dec 2021, 12:24
spiridon_surajia

უცილოდ ბათილ გარიგებებზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობა. საცილოზე - 1 თვე (შეცდომა) ან 1 წელი (მოტყუება, იძულება). კოდექსში ნახე ეგ მუხლები.

Posted by: Mmerisi 7 Dec 2021, 13:29
spiridon_surajia
QUOTE
ბათილი გარიგების შემთხვევაში

აქამდე რომ მიხვიდე და მოითხოვო სარჩელით ბათილობა ხანდაზმულობამ უნდა გაგიშვას მოთხოვნის უფლების დაყენებაზე, მორე საკითხია არის კი ბათილობის საფუძველი და ა.შ., ხანდაზმულობა ჰო ვიცით რომ ძირშივე კლავს ყველა მოთხოვნას

Posted by: Правовед 7 Dec 2021, 13:42
baggins
Mmerisi
spiridon_surajia

ბოდიშით რომ ვერევი ...

განსხვავებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისაგან, შეცილების ვადა მოწმდება თვით სასამართლოს ინიციატივით - ე. წ. "სასამართლო შესაგებელი" - არ არის საჭირო თუ აუცილებელი მხარის მითითება!


Posted by: spiridon_surajia 7 Dec 2021, 14:57
baggins
QUOTE
უცილოდ ბათილ გარიგებებზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობა. საცილოზე - 1 თვე (შეცდომა) ან 1 წელი (მოტყუება, იძულება). კოდექსში ნახე ეგ მუხლები

შეცილების ვადა და ხანდაზმულობის ვადები სულ სხვადასხვა რაღაცეებია.
QUOTE
განსხვავებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისაგან, შეცილების ვადა მოწმდება თვით სასამართლოს ინიციატივით - ე. წ. "სასამართლო შესაგებელი" - არ არის საჭირო თუ აუცილებელი მხარის მითითება!

კი ეგრეა გეთანხმები. გადაწყვეტილებებიც არსებობს ამ საკითხზე. თუმცა სულ სულ ძველი გადაწყვეტილებაა ერთი სადაც შეცილების ვადას როგორც ხანდაზმულობას ისე განიხილავს.
* * *
Mmerisi
QUOTE
აქამდე რომ მიხვიდე და მოითხოვო სარჩელით ბათილობა ხანდაზმულობამ უნდა გაგიშვას მოთხოვნის უფლების დაყენებაზე, მორე საკითხია არის კი ბათილობის საფუძველი და ა.შ., ხანდაზმულობა ჰო ვიცით რომ ძირშივე კლავს ყველა მოთხოვნას

ბათილობა ნიშნავს იმას რომ არანაირი სამართალურთიერთობა არ წარმოშობილა და შესაბამისად არც ხანდაზმულობა ვრცელდება. მითუმეტეს როცა საკუთრების დაცვას ეხება როგორც აბსოლუტურ უფლებზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.

Posted by: Правовед 8 Dec 2021, 03:33
spiridon_surajia
biggrin.gif
QUOTE
თუმცა სულ სულ ძველი გადაწყვეტილებაა ერთი
თქვენ როგორ მიგაჩნიათ? სხვადასხვაა, არსებობს გარკვეული დიქოტომია ხანდაზმულობის გამოყენების კლასიფიკაციაში?

ისე, მატერიალური უფლების შეცილების ვადა ვრცელდება მხოლოდ საცილო გარიგებებზე.

Posted by: baggins 8 Dec 2021, 13:34
გირჩევთ სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარებს გავეცნოთ ბათილობის მუხლების. იქ უნდა ეწეროს კარგად ეგ საკითხები. gccc.ge-ზე იდო ადრე.

Правовед
up.gif ისე საინტერესოა სასამართლო მხოლოდ შეცილების ვადას ამოწმებს თუ შეცილება რამდენად 10 წლიან ვადაში მოხდა მაგასაც? მაგ. 15 წლის შემდეგ გავიგე მოტყუების შესახებ, ოღონდ შეცილების ვადაში (1 წ.) წარვადგინე სარჩელი. თუ მეორე მხარემ არ მიუთითა, სასამართლო შეცილების ვადის შემოწმებით შემოიფარგლება მარტო?

spiridon_surajia
კი ბატონო, ხანდაზმულობა საერთო ვრცელდება ყველაზე.

Posted by: Правовед 8 Dec 2021, 14:36
baggins
10 წლიან ვადას ვინც გადალახავს - რაღაც მიკროშანსები არსებობენ (მაგ. ლეთარგიულ მდგომარეობაში ყოფნის მოშველიებით, საომარ მოქმედებებს გამოვტოვებ) არ წარმოადგენს პრობლემას ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ჭრილში.

Posted by: baggins 8 Dec 2021, 15:41
Правовед
არა, სხვა რამეს ვგულისხმობ. ზოგადად ხანდაზმულობას სასამართლო ხომ არ ამოწმებს. მხოლოდ შეცილების ვადას აკონტროლებს. ხოდა თუ შეცილების ზოგადი ხანდაზმულობა გაშვებული მაქვს (10 წლიანი რაცაა საერთო) და თვითონ შეცილების 1 თვიან ან 1 წლიან ვადას დავიცავ, აქაც არ შემოვა ხანდაზმულობის შემოწმებაში თუ შემოვა?

Posted by: Правовед 8 Dec 2021, 17:48
baggins
არ გამოტოვებს შემოწმებას - ვალდებულია. თუმცა კვალიფიკაცია თუ არ ეყო, იმის მაგივრობას ვერ ვიკისრებ.

Posted by: spiridon_surajia 8 Dec 2021, 22:05
baggins
ბათილი გარიგების საფუძველზე თუ არის განკარგული ქონება საერთოდ არანაირი ხანდაზმულობა არ მოქმედებს არც სახელშეკრულებო და არც საერთო ხანდაზმულობის ვადა. ბევრი გადაწყვეტილებები მინახავს, ერთ ერთია რუსთავი 2 ის საქმე. იქ საუბარია რომ ვინაიდან გარიგებები ბათილია საკუთრების დაბრუნებაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა როგორც სანივთო აბსოლუტურ ბუნებიდან გამომდინარეო. წილების დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლებად უშვებს როგორც 992 მუხლს (დლიქტი) ასევე 172 მუხლს. არის შემთხვევები რა დროსაც არ მოქმედებს ხანდაზმულობის ვადები, მაგალითად თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცი შენი საკუთრება სხვას რომელსაც შეთანხმებულ ვადაში უნდა დაებრუნებინა მაგრამ არ დაგიბრუნა ნივთი. აქ მიუხედავად იმისა რომ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის პერიოდში არ წაგიყებენია მოთხოვნა იმ პირისთვის ვინც ითხოვა შენი ნივთი მაინც გაქვს უფლება მოითხოვო შენი საკუთრების დაბრუნება.

Posted by: Правовед 8 Dec 2021, 23:00
spiridon_surajia
მდა ... რთული შემთხვევაა ... სანივთო სამართალში რა ხანდაზმულობა, რის ჭერმის კურკა ... თანაც რესტიტუციაზე ... თანაც არარა გარიგებაზე ...

Posted by: spiridon_surajia 8 Dec 2021, 23:01
Правовед
მაგას ვამბობ მეც.

Posted by: Правовед 8 Dec 2021, 23:07
spiridon_surajia
ხანდაზმულიბაზე როცა საუბარია, დეტერმინაცია წარმოიშობა მოთხოვნის შეფასების გარშემო. რამდენად მართებულია მოთხოვნა
განვლილი დროის გათვალისწინებით ...

Posted by: spiridon_surajia 9 Dec 2021, 00:41
A-მ მიჰყიდა B-ს ნივთი. B-მ მიჰყიდა C-ს. აღმოჩნდა რომეს გარიგებები არის ბათილი და სინამდვილეში ეს ნივთი ეკუთვნოდა D-ს, რომელმაც მოითხოვა სასამარათლოში ნივთის დაბრუნება. რომელ ნორმებს შორის წარმოიშვება მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია? და რომელს მიენიჭება უპირატესობა და რატომ? და თუ შეიძლება კონდიქციური ნორმების გამოყენება რომელიც მესამე პირისაგან ქონების გამოთხოვას ითვალისწინებენ და თუ არ შეიძლება რატომ?

Posted by: Правовед 10 Dec 2021, 02:18
spiridon_surajia
შემოგვთავაზეთ რომლებმა და რამდენმა ბათილობის მოთხოვნის საფუძველმა მოიყარა ერთდროულად თავი (რაც, თავისთავად წარმოუდგენელია!) და შევარჩევთ რომელი მიუახლოვდება მოსარჩელის მიერ დასახულ და სასურველ შედეგს. lol.gif

მაინც ვერ მივხვდი, რატომ სვამთ აბსტრაქტულ შეკითხვებს და ალბათობით ფაბულა-გამოცანების შემოთავაზებაში რატომ ხარჯავთ დროს. კაზუსები სურსო - ვერც ამას იტყვი, არადა, ჩანს იურისტობისგან არ ხართ შორს.

Posted by: spiridon_surajia 10 Dec 2021, 11:27
Правовед
QUOTE
შემოგვთავაზეთ რომლებმა და რამდენმა ბათილობის მოთხოვნის საფუძველმა მოიყარა ერთდროულად

მოთხოვნის საფუძვლების კონკურენციაზეა საუბარი აქ და ვიფიქრე რადგან თემა სასამარათლო პრაქტიკის განხილვას ეხება ამ საკითხს განვიხილავთთქო. თან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამას შეიძლება ბევრ პრაქტიკოს იურისტს მოუწიოს შეხება. ერთ ერთი საყოველთაოდ ცნობილი გადაწყვეტილებიდან არის ეს საკითხი. თუ არ მოგეწონათ კითხვა გაატარეთ, მაგრამ აბსტრაქტული რომელი კითხვა იყო ჩემი? ე.წ რუსთავი 2 საქმეს იცნობთ? იქ არის ამაზე საუბარი და ამ გადაწყვეტილების ცალკეული საკითხები მინხოდა განგვეხილა.

Posted by: Правовед 10 Dec 2021, 13:05
spiridon_surajia
რა თქმა უნდა ვატარებ ...
ვინაიდან "თუ არ მოგეწონათ კითხვა - გაატარეთ", უმძლავრესი არგუმენტია ...

წამოვიკნავლებ დამარცხებული: "შეიძლება ბევრ პრაქტიკოს იურისტს მოუწიოს შეხება" - სამომავლო და უცნობ მოვლენაზე დამოკიდებული თუ არ არის და აბსტრაქციას არ წარმოადგენს იურისპრუდენციისთვის, სხვა რა შეიძლება დაარქვა?!
პირობადადებული იურიდიული შეკითხვების ამოხსნა კი შეუძლებელია!

ქეთევან ქოჩაშვილის სადისერტაციო ნამუშევარს არ ჩავწდომილვარ, მაგრამ მოთხოვნათა კონკურენციას მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციისგან ვანსხვავებ და ე. წ. "რუსთავი-2 საქმეზე" ვინდიკაციისა და რესტიტუციის კონკურენცია არ დამდგარა, ვინაიდან, სასამართლო აშკარად და მიკერძოებულად დაეხმარა მოსარჩელეს (დაკვეთაც იყო ამისი და უზენაესის შემადგენლობის ინტელექტს, ჯერჯერობით, ახლოსაც კი ვერ ეკარება ქართული ადვოკატურის ცოდნა-უნარები) და გამართლებულიც იყო ეს მიმხრობა, ვინაიდან კეთილსინდისიერი შემძენის ნასახიც კი არ არსებობდა!
მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის ახსნა განმარტება დასჭირდა უზენაესს, რათა "გაეპრავებინა" (როგორც ახლა მოდაშია), დაბნეული და უცოდინარი მოსარჩელის კანონიერი და სამართლიანი სურვილები.

თუმცაღა, გულწრფელად ვიხდი ბოდიშს!
ვერ ვხედავ საბაბს, რაიმე შემდგომში კომენტარის სახით გავაკეთო.
უკლებლივ ყველა თავისუფალია, შეკითხვა დასვას ისე, როგორც მას მიაჩნია სასურველად!

Posted by: spiridon_surajia 10 Dec 2021, 13:40
რა საჭიროა ეს ცინიზმი ვერ ვხვდები.
QUOTE
ქეთევან ქოჩაშვილის სადისერტაციო ნამუშევარს არ ჩავწდომილვარ,

არც მე.
QUOTE
სასამართლო აშკარად და მიკერძოებულად დაეხმარა მოსარჩელეს

++
QUOTE
მაგრამ მოთხოვნათა კონკურენციას მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციისგან ვანსხვავებ და ე. წ. "რუსთავი-2 საქმეზე" ვინდიკაციისა და რესტიტუციის კონკურენცია არ დამდგარა,

კონდიქციუს, დელიქტღ და სავინდიკაციო საფუძვლებს შორის იყო კონკურენცია.
QUOTE
მოთხოვნათა კონკურენციას მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციისგან ვანსხვავებ
ვიცი რომ იცით და საკმაოთ ძლიერი იურისტი ბრძანდებით და სწორედ ამიტომ მაინტერესებდა თქვენი მოსაზრებები.

Posted by: Правовед 10 Dec 2021, 14:20
spiridon_surajia
ჩემია აზრით, სამართლის საკითხებში ფერება არ ვარგა და სანტიმენტებსაც არ აქვს ადგილი! ვინაიდან ისეთი სიმძლავრის სიმწარით შემოგცხებს სინამდვილე, სჯობია გამოფხიზლებული დახვდე!

ეგ "კონკურენცია" უზენაესმა შექმნა ხელოვნურად, ვინაიდან იურისპრუდენცია ზუსტი დისციპლინაა და მოსარჩელე, დასახული და სასურველი შედეგის მისაღწევად კონკრეტული და დაზუსტებული სამართლებრივი საფუძვლებით უნდა შევიდეს მთავარ სხდომაში!

Posted by: spiridon_surajia 10 Dec 2021, 18:52
Правовед
საინტერესოდ და უცნაურადაა გადაწყვეტილი ზოგი საკითხი.

1) ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძვლად სასამართლო მიიჩნევს "დაზარალებულმა" რომ პროკურატურას მიმართა საჩივრით გამოძიების დაწყებაზე, არადა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკით პროკურატურისადმი საჩივრით მიმართვა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი.

2) მიუხხედავად იმისა რომ ხანდაზმულობა შეწყვეტილად ჩათვალეს მაინც ვერ გამოვთვალე როგორ "ჩაატიეს" ხამდაზმულობაში მოსარჩელეთა მოთხოვნა. ამის მერე საუბარია იმაზე რომ, ხანდაზმულობა დაცულიაო, მაგრამ რომც ჩავთვალოთო რომ ხანდაზმულობის ვადის მერეა შეტანილი სარჩელიო ჩვენ მაინც საკუთრების გადაცემის კაუზალური სისტემა გვაქვსო, რა დროსაც საკუთრების დაბრუნება ხდება 172.1 მუხლითო (არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზეა დავა ამ დროს) რაზეც ხანდაზმულობა არ მოქმედებსო.

3) გადაწყვეტილების 217-225 პუნქტებიდან ვასკვნით რომ კაუზალური სისტემაა ჩვენთან, მაგრამ მინახავს გადაწყვეტილებები კონდიქციური სარჩელით რომ მოხდა რესტიტუცია.

4) 144-155 პუნქტებში მოპასუხე კასატორები ამბობენ თუ რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კონკრეტულ საქმეზე კონდიქციური ნორმებით ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა, რასაც იზიარებს უზენაესიც.

Posted by: Правовед 11 Dec 2021, 06:03
spiridon_surajia
დაეხმარენ კაცოო ...
ზაკაზი იყო ხელისუფლებისა და დაეხმარნენ ...
თან ოსტატურად გააპრავეს!
იციან რომ, საქართველოში არ არსებობს იურიდიული საზოგადოება, რომელსაც რაიმე სერიოზული სიტყვა ეთქმის!

ადვოკატები გართული არიან "ადვოკატთა სახლის" მშენებლობით, სასამართლოს ზღურბლის გადაკვეთის ექსკლუზიური (ეს სიტყვა ოფიციალურად არის წარმოთქმული) უფლებით და მსგავსი უმსგავსოებით ...

იურიდიული მეცნიერებაა და, ბოდვები, საყოველთაო პლაგიატები ... ჩინ-მედლები საეჭვო მიღწევებში ...

სამი ინსტანციის გავლა მომიწია გაოგნებულს, კაპიტალურ საზოგადოებაში შპს-ში პარტნიორის წილს სანივთო სამართალში განსაზღვრულ თანასაკუთრებასთან აიგივებდა იურისტთა რეგალიებით დახუნძლული დიდი ჯგუფი!!

კიდევ კარგი, პარლამენტმა შეცვალა კანონი, იმპერატიულად დააწესა, თორემ მეწარმე სუბიექტთა დიფერენტულობას ვერც მოახერხებდა ქართული საბჭოთა ცეხავიკების დოგმატებში ჩარჩენილი იურიდიული საზოგადოება!

Posted by: spiridon_surajia 16 Dec 2021, 10:20
პირს საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების გამო შეუწყდა პენსიის მიღების უფლება 2013 წელს. შეწყვეტის შესახებ აქტის გამოცემა მოხდა ზეპირი ფორმით. პირმა მხოლოდ 2016 წელს მიმართა კანონით დადგენილი წესით პენსიის დანიშვნაზე და განაცდური პენსიის ანაზღაურებაზე. აღმოჩნდა რომ პენსიის შეწყვეტა იყო უკანონო და დაავალა ადმ ორგანოს სასამართლომ ადმ აქტის გამოცემა პენსიის დანიშვნაზე, თუმცა განაცდური პენსიის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა ვინაიდან აქამდე არ ამ წლების მანძილზე არ მიუმართავს უფლების აღსადგენად, რაც იმას ნიშნავდა რომ მისთვის ცნობილი იყო ამ დრომდე ზეპირი ინდ აქტი პენსიის შეწყვეტაზე, არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში რაც იმას ნიშნავს რომ გასულია გასაჩივრების ვადა, აქტი ძალაშია რის გამოც ვერ მოითხოვს ამ პერიოდისათვის განაცდურს. სწორია?

Posted by: Правовед 16 Dec 2021, 10:31
ვინაიდან არ ვიცი, ვერ მივაგენი ხერხს, მექანიზმს, როგორ წავშალო უკვე დაწერილი პოსტები, ხომ ვერ მიკარნახებდით, როგორ ხდება ეს?







ბოდიში

Posted by: spiridon_surajia 16 Dec 2021, 11:12
Правовед
რომელი პოსტის წაშლა გსურთ?

Posted by: Правовед 16 Dec 2021, 12:10
spiridon_surajia
ზოგადად
აი ... დაგიწერეთ პასუხი. მერე გადავიფიქრე, რა ჩემი საქმეა ... თქვენ შეკითხვაში მაგალითად, შეთავაზება გაქვთ ვიფანტაზიოროთ ფაბულაზე, შევთხზათ გარემოებები ....

არადა, არ არის ჩემი საქმე ...

Posted by: spiridon_surajia 16 Dec 2021, 12:47
Правовед
lol.gif biggrin.gif ხო გაახურე საქმე. ვინ გავალებს ჩემს პოსტებზე გამოხმაურებას ან რას დამდევ. ჩემს მიერ შედგენილი ფაბულა კი არა სასამარტლო გადაწყვეტილებიდანაა ეს საკითხი ბს-29(კ-19) და თემაც პრაქტიკის მიმოხილვას ეხება და იმიტომ ვდებ აქ გადაწყვეტილებებიდან რაღაც საკითხებს. აქ ათასი კაცია კიდე თქვენს გარდა და თუ ვინმეს დააინტერესებს წაიკითხავს და შეიძლება გამოადგეს კიდეც. biggrin.gif რა მატრაკვეცობაა "ჩემი ადგილი არაა თქვენს შეკითხვაში". თუ არაადა წადი ვინ გაძალებს ერთი biggrin.gif

პოსტებს ვდებ იმისთვის რომ გავაანალიზოთ, ვინმეს შეიძლება გამოადგეს, ბევრი ადვოკატია აქ. არაერთგვაროვანია ამ საკითხზე უზენაესი სასამართLოს მიდგომა და იმიტომ დავწერე. სხვა გადაწყვეტილებაცაა არსობრივად სხვაგვარად რომ გადაწყვიტა.

Posted by: Правовед 16 Dec 2021, 14:30
spiridon_surajia
ნუ ნერვიულობ ...
ჩემსასაც კითხულობენ ...
ვიცავ პროფესიას, სადაც ხელი მიმიწვდება/ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენ უჩვეულოდ მიგაჩნიათ ...

ვიღაცამ თუ არ გააკეთა, გაგრძელდება ასე ...
თუმცაღა თქვენ გაიმარჯვეთ.
ეხლა ის ვალდებულება ამეკიდა ავტორები ვარჩიო. შეკითხვაც ამაზე იყო - თავიდან თქვენს პოსტს ვუპასუხე და მერე მომიწია ჩასწორების სახით პასუხი შემეცვალა შეკითხვით - უბრალოდ, ვერ წავშალე ...






Posted by: baggins 24 Dec 2021, 23:25
Правовед

გარდაცვლილი პირის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიღების თაობაზე შეგიძლია რამე მირჩიო პმ-ში?

Posted by: Правовед 24 Dec 2021, 23:57
baggins
რა თქმა უნდა



ბრძანე

Posted by: baggins 25 Dec 2021, 12:34
Правовед
მადლობა love.gif
გამოვუშვი

Posted by: Mmerisi 25 Dec 2021, 23:40
სასამართლოს მომსახურების ხარისხი როგორ დაეცა...

წლებით გაჭიანურებაზე აღარაფერს ვამბობ, თანაშემწეებზეა მთელი ტვირთი, სამუშაოს დიდ ნაწილს ისინი ასრულებენ. განჩინებების პროექტები და ა.შ.

3 კვირააა ველოდები ადმინისტრაციულ საქმეზე დადგენილებას და ვერ მოაღწია ჩემამდე, მე მოგებული მაქვს არ ვჯავრობ გასაჩივრების კუთხით, მაგრამ მჭირდება ქმედებისთვის დადგენილება. ეს რა უბედურებაა. რა ეშველება ამას არ ვიცი.
P.S. პირადად მე მედიაცია არ მიმაჩნია ამ პრობლემის მოგვარებად, არბიტრაჟი კი.

* * *
განჩინებების დასაბუთების ხარისხზე და სხვისი სახელების და გვარების ჩაწერაზე არაფრს ვამბობ smile.gif მართლა ვუგებ მოსამართლეებს ისეთი გადატვირთულები არიან, კოპი პეისტზეა გადასული ყველა თითქმის.

Posted by: Mmerisi 28 Feb 2022, 12:06
მოკლედ მეგობრებო, ნახეთ...
რეესტრმა არ დაარეგისტრირა ჩემი პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომლითაც სხვადასხვა საკითხებზე ვიმსჯელე, (დახარვეზება არ ჩათვალა შევსებულად) ამის შემდეგ შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, მერე ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრე და უარი მითხრა დაკმაყოფილებაზე, როს შემდეგაც მივმართე სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით და მოთხოვნა იყო 2:
1. ბათილად ცნობა ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის გადაწყვეტილების
2. დავალდებულება რომ გამოსცეს ინდ აქტი რომლითაც ჩემს მიერ მიღებულ კრების ოქმით გადაწყვეტილი საკითხები დარეგისტრირდეს.

მინიმუმ 1 მოთხოვნა 100% არის ადმინისტრაციული, რადგან სააგენტოს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე მიღებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დარღვევით, თუმცა სასამართლომ ჩათვალა რომ რადგან ჩემი (ალბათ 2 საკითხი) მეორე მოთხოვნა გამოდინარეობდა მეწარმეთა შესახებ კანონიდან, ამიტომ ეს არის არა ადმინისტრაციული კოლეგიის არამედ სამოქალაქო კოლეგიისო და გადააწერა. რას უშვება 1 საკითხს არ ვიცი. გქონიათ ვინმეს ეს პრაქტიკა?

Posted by: MaNoFMaTch 1 Mar 2022, 13:40
თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი!თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი!თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი!თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი!
შემთხვევით yes.gif

Posted by: spiridon_surajia 4 Mar 2022, 01:44
Mmerisi
სავარაუდოდ სამოქალაქო კოლეგია უზენაესს მიმართავს განსჯადობის გადასაწყვეტად და ისევ ადმინისტრაციულ კოლეგიას დაუბრუნდება. 2 საკითხი რატო ჩათვალა რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს? ოქმის შინაარსთან დაკავშირებით კი არაა დავა პარტნიორებთან მიმართებაში, არამედ ოქმის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სისულელეა ჩემი აზრით. ეგ კი არა ისეთ სისულელე გადაწყვეტილებებს იღებენ ზოგჯერ.

Posted by: Mmerisi 15 Mar 2022, 12:51
spiridon_surajia


გადაუგზავნა კიდეც სამოქალაქო კოლეგიას, თავის განჩინებაში ადმ. კოლეგიამ სადაც თქვა რომ მეწარმეთა კანონზე რადგან არის კრების ოქმი აგებული ეს არისო სამოქალაქო დავაა და მოშველიებული აქვს უზ. გადწყვეტილება, შემდეგ გადააწერა სამოქალაქოს, იმან აღიარებითი სარჩელი უნდა შემოიტანაო და მასალები დააბრუნა.

სრული განუკითხაობაა, ზემოთაც ავღნიშნე, რომ მოთხოვნა იყო 2:
1. ბათილად ცნობა ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის გადაწყვეტილების
2. დავალდებულება რომ გამოსცეს ინდ აქტი რომლითაც ჩემს მიერ მიღებულ კრების ოქმით გადაწყვეტილი საკითხები დარეგისტრირდეს.

მინიმუმ 1 მოთხოვნა 100% არის ადმინისტრაციული, რადგან სააგენტოს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე მიღებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დარღვევით.
მე დილემის გადაწყვეტას ვცდილობ ახლა

ანუ უნდა დავაყენო მოთხოვნა რომ ამადა ამ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე აღიარებული ვიქნე დირექტორადთქო biggrin.gif

და ადმ. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება აღიარებითით როგორ უნდა გაუქმდეს ვერ ვხვდები, ეს ხო გარიგება არაა აღიარებითით ბათილად ცნობა რომ მოვითხოვო სამართალურთიერთობის? ან კიდევ იქნებ და არც ღირდეს რეესტრის გადაწყვეტილების საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაზე იმის გაუქმების მოტხოვნა და მხოლოდ ოქმით გადაწყვეტილი საკითხოს აღიარება მოვითხოვო.

ვისაც რა უნდა იამას წერს,

გადაწყვეტილებების უმრავლესობას თანაშემწეები წერენ და კი არის აწყობილი საქმე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)