Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > კითხვა-პასუხი


Posted by: Kate789 6 Dec 2010, 01:06
გავნაგრძოთ კითხვების დასმა და პასუხების გაცემა smile.gif

მაქსიმალურად ვუპასუხებთ საბანკო სფეროს შესახებ დასმულ კითხვებს.




წინა თემა http://forum.ge/?f=62&showtopic=33676428

Posted by: INA-INA 10 Dec 2010, 23:24
ვაიმე გული მიკვდება ამ თემას ახალი კითხვების გარეშე რომ ვხედავ smile.gif
ეტყობა ხალხი ასე თუ ისე განათლდა ბანკის პროდუქტებში.

Posted by: iGIO 11 Dec 2010, 00:30
აუ ძალიან დიდი მადლობა ყველას ამომწურავი ინფოსთვის, ხოდა მობილთ ვკითხულობდი და ბოლო გვერდები ვეGარ წავიკითხე და ამიტომ ჩემს საკრედიტო ისტორიას გეტყვით და იქნებ პასუხი გამცეთ:
2007 წელს საქ.ბანკიდან პეკინის ფილიალიდან გამოვიტანე 995 ლარიანი ტელეფონი. თვეში მიწევდა 91 ლარის გადახდა და პირველადი შესატანი შემატანინეს 120 ლარი, მის მერე კაპიკი არ გადამიხდია, კონტრაქტიც და ვიზა ელექტრონიც მეორე დGეს გადავხიე და გადავყარე. თან სამუშაო ადგილი მოტყუებით ჩავაწერინე, რომ ვითომ ვმუშაობდი კოკაკოლაში, თავისი მისამართით და ტელეფონის ნომრებით. ხოლო ჩემი ლაილაის ნომერი კონტრაქტში მითითებული ხანდახან გათიშული მქონდა ხოლმე თვეობით. არავის დაურეკავს, უბრალოდ 2 ჯერ იყვნენ ვიGაც ბანკიდან ბიჭები დამადგნენ სახლში და შემახსენეს რომ გადამეხადა. ეს იყო 2008-2009 წლებში. მის მერე სულ გავთიშე ლაილაის ნომერი და აი ამაწლის 1 ივნისს ჩავრთე და 5 წუთში მირეკავს ქალი და მეუბნება რომ თვის ბოლომდე მივიდე მათთან და გადავიხადო 8000 ლარი. ამხელაზე ავიდა %-ებიო თუარადა სასამართლოზე გადაგცემთო. არ მივედი და ალბათ უკვე 10000 ზე იქნება ასული, მაგრამ ჩემ სახელზე არც სახლია, არც მანქანა და არც საკუთარი კატა. 1 თვის წინ სახლში მივედი და დამხვდა პაწაწინა ფურცელი და ზედ ეწერა რომ იყვნენ პრობლემური ბიუროდან და დამერეკა დავით ბასილაძესთვის მითითებულ ნომრებზე, მაგრამ არც იქ დამირეკავს. ვაიმე რამდენი ვწერე. . .
ხოდა მაინტერესებს რამე თუ მემუქრება ან მე ან ბინას. სხვა კრედიტი და განვადება არსად მაქვს. მხოლოდ კორ სტანდარტ ბანკში მაქვს ანგარიში გახსნილი და ზედ კარტაზე თანხა არ მიდევს. რომ დავდო, აქვთ უფლება რომ სხვა ბანკმა ჩამომაჭრას?
აი ეს იყო სულ smile.gif
დიდი მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: Kate789 11 Dec 2010, 01:11
INA-INA
QUOTE
ვაიმე გული მიკვდება ამ თემას ახალი კითხვების გარეშე რომ ვხედავ

აუ მეც.
6 Dec 2010-დან 10 Dec 2010-მდე არავის დაუსვამს კითხვა.
ეს საოცრებაა ამ თემისთვის. biggrin.gif


iGIO
მალადეც შენ biggrin.gif
QUOTE
რომ დავდო, აქვთ უფლება რომ სხვა ბანკმა ჩამომაჭრას?

წესით არა. მაგრამ აი სასამართლო თუ ჩაერია, მერე უკვე ექნებათ.
მე ასე ვიცი.
თუ არა და შემოვლენ კრედიტ-ოფიცრები და ისინიც გეტყვიან.

Posted by: Did_Giorgi 11 Dec 2010, 01:47
iGIO
სასამართლოს თუ გადაეცა შენი საქმე, მაშინ ნებისმიერ ბანკში დაგიყადაღდება ანგარიშები
ვერ შეძლებ პასპორტის, მართვის მოწმობის, პირადობის მოწმობის შეცვლის საფასურის გადახდას ვერცერთ ბანკში
ასევე ვერ გადაიხდი ბანკში შენი სახელით ვერაფერს, კომუნალურ გადასახადებსაც კი.
საკუთარ სახელზე ვერ გაიფორმებ ავტომობილს, სახლს, კატას
ალბათ ცოლი რომ მოიყავნო, იმაშიც პრობლემებს შეგიქმნიან
ორონდ ეს ყველაფერი იქნება მას შემდეგ რაც შენი საქმე სასამართლოს გადაეცემა და იქიდან კიდე მოვალეთა რეესტრს.

ისე სხვა პრობლემას არ შეგიქმნიან boli.gif
* * *
Kate789
QUOTE
კრედიტ-ოფიცრები

საკრედიტო პოლკოვნიკები biggrin.gif

Posted by: Kate789 11 Dec 2010, 02:16
Did_Giorgi
QUOTE
ვერ შეძლებ პასპორტის, მართვის მოწმობის, პირადობის მოწმობის შეცვლის საფასურის გადახდას ვერცერთ ბანკში

სხვა გადაიხდის და დანიშნულებაში მიუთითებს ამა და ამ ადამიანის პასპორტის/პირადობის/მართვის მოწმობის საფასური.
QUOTE
ასევე ვერ გადაიხდი ბანკში შენი სახელით ვერაფერს, კომუნალურ გადასახადებსაც კი.

ოჯახის წევრი გადაიხდის. ან მეზობელი ბოლო-ბოლო.
QUOTE
საკუთარ სახელზე ვერ გაიფორმებ ავტომობილს, სახლს, კატას

ოჯახის წევრის სახელზე გააფორმებს.
QUOTE
ალბათ ცოლი რომ მოიყავნო, იმაშიც პრობლემებს შეგიქმნიან

ოოოო, ახლა უკვე ღადაობ (ან მანამდეც ღადაობდი aba.gif )
ჯვარს დაიწერენ და ეგაა.
Did_Giorgi: ბავშვს გვარს ვერ მისცემს.
მე: ჯვრის დაწერას იურიდიულთან გათანაბრებული ძალა აქვს. yes.gif თუ არა და, ყველა ხომ არ უნდა იყოს მამის გვარზე. biggrin.gif მე მაგალითად ჩემს გვარზე მინდა, რომ იყოს.


QUOTE
საკრედიტო პოლკოვნიკები

boli.gif
მე რომ მაქვს ბოგში საღადაო ამბავი, ისეთი ცოტას თუ ექნება givi.gif

Posted by: Did_Giorgi 11 Dec 2010, 12:40
Kate789
რაც შენ აღწერე მასეა კი, ანუ გვერდის ავლა შეიძლება ამ ყოველივეზე, თუმცა ძალიან გირთულებს ცხოვრებას
QUOTE
მე რომ მაქვს ბოგში საღადაო ამბავი, ისეთი ცოტას თუ ექნება

მოგვიყევი პლეასე
jump.gif

Posted by: Kate789 11 Dec 2010, 20:13
Did_Giorgi
QUOTE
რაც შენ აღწერე მასეა კი, ანუ გვერდის ავლა შეიძლება ამ ყოველივეზე, თუმცა ძალიან გირთულებს ცხოვრებას

ნუ კი. მართალი ხარ. მაგრამ ადამიანს ურჩევნია რთულად იცხოვროს, ვიდრე ამხელა თანხა გადაიხადოს.

QUOTE
მოგვიყევი პლეასე

"რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით???" jump.gif

რა და საერთოდ ბოგს არ უნდა გავეკარო no.gif
ოპერატორმაც ეგრე მითხრა დაახლოებით.

Posted by: uchinаri 11 Dec 2010, 23:16
iGIO

ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ შენს მიმართ შეიძლება გატარდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები თაღლითობის მუხლით, რადგან აღნიშნავ, რომ სესხის მიღებისას მოიტყუე სამუშაო ადგილი!


შემდეგ, როდესაც სასამართლო დაუსწრებლად გამოგიტანს გადაწყვეტილებას, დაგეკისრება კრედიტორისთვის ვალის გადახდა, სასამართლოს ხარჯები და აღსრულების ხარჯები 7% და აუქციონის ხარჯებიც შენ გადაგხდება, თუკი შენს სახელზე არის რაიმე რიცხული ქონება (მოძრავი ან უძრავი).

ასევე შენი სახელი და გვარი კრედიტორის მოთხოვნით ჩაიწერება მოვალეთა რეესტრში.

ამის შემდეგ, თუ შენ სახელზე არანაირი ქონება არ არის, ვერაფერს გიზამენ, თუმცა რაიმე ქონების გაფორმებისთანავე უაქცეპტო (მიყვარს ეს სიტყვა) წესით ჩამოგაჭრის აღმასრულებელი.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით:
2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

ეს ნიშნავს, რომ როდესაც უნდა გადაგეხადა პირველი % და არ გადაიხადე (მაგალითად 2007 წლის 10 დეკემბერი), ბანკმა უნდა მიმართოს 2010 წლის 10 დეკემბრამდე სასამართლოს, წინააღდეგ შემთხვევაში სასამართლო დაახარვეზებს და გადარჩები.

თუ ვადას არ გადააცილა და შენ დაგეკისრა გადახდა, 10 წლის მანძილზე თუ რაიმე ქონებას არ შეიძენ, მაშინ გიშველის ეს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 128-ე მუხლი: ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

ეს 10 წელი აითვლება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან!!!


შენ საბანკო ანგარიშებს ავტომატური ინკასო არ დაედება ყველა ბანკში, თუ ამას არ მოითხოვს კრედიტორი.

შეგიძლია კომუნალური გადასახადების გადახდა ბანკში მისვლით და ნებისმიერი საბუთის ღირებულების გადახდა! აღნიშნული თანხები ხვდება ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე ან ხდება პირდაპირი წესით გადარიცხვა. ვერავინ აგიკრძალავს კომუნალური გადასახადების გადახდას პირდაპირი წესით (თანხა შენ ანგარიშზე არ უნდა მოხვდეს).

Posted by: iGIO 12 Dec 2010, 13:00
uchinаri

გაიხარე.. დიდი მადლობა smile.gif


Kate789 2kiss.gif
Did_Giorgi გაიხარე smile.gif


----------------------------

ყველაფერი გავიგე smile.gif



Posted by: Phobos 15 Dec 2010, 00:01
რა შეზღუდვები და დაახლოვებით რა % –ბი არსებობს საბანკო გადარიცხვებზე? ვთხოვ მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანს ამ საკითხში, რომ გასცეს ჩემს შეკითხვას პასუხი, რადგან ყველა ბანკში სხვადასხვა პასუხი გააჩნიათ. ზოგგან ამბობენ, რომ არის ლიმიტი გადასარიცხ თანხაზე და ზოგგან ამბობენ, რომ ასეთი ლიმიტი არ არსებობს. იქნება აქ მაინც დავადგინო სიმართლე.
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: INA-INA 15 Dec 2010, 23:45
Phobos

ლიმიტი არ არსებობს, თუ გინდა მილიარდი გადარიცხე, შენი თანხაა და რასაც გინდა იმას უზავ. გადარიცხვის საკომისიო კიდევ მინიმუმ 15 დოლარია.

Posted by: r_tatishvili 18 Dec 2010, 23:13
მაქვს პრობლემა, საკრედიტო ბარათით (ვიზა კლასიკით) ვიხდი ონლაინში. გადახდის ფორმაში არაა CVV2 კოდის შესაყვანი, სერვერი მიბრუნებს ERROR- ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე. ვცადე სხვა ვიზა კლასიკიც, შედეგი იგივეა.

იცით რამე მსგავსი პრობლემების შესახებ?

Posted by: vigo363 20 Dec 2010, 14:29
გამარჯობა ყველას! ვინც გამომეხმაურება ყველას გიხდით წინასწარ დიდ მადლობას! მინდა 1000$ გაგზავნა USA -ში! გთხოვთ მირჩიოთ რომელი ბანკით ან საბანკო მომსახურე ფირმით(Western Union,.. და ასე შემდეგ ) ვისარგებლო! ანუ სასწრაფოდ მჩირდება ყველაზე დაბალი ტარიფი გადარიცხვაზე .. !! help.gif

Posted by: bazuka 20 Dec 2010, 15:50
მოკლედ დღეს რამოდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ ამერიკაში
ჩვენი (ქართული) ბარათებით, შესყიდვა სეიზღუდება, ჩვენივე ქართული ბანკების მიერ, მე ამას მორიგ ჭორად აღვიქვამდი და გავატარებდი, რომ არა პროკედიტბანკის ამ 1 თვისწინანდელი საქციელი, რის გამოც დღემდე სეუძლებელია, ამ ბანკის პლასტიკური ბარათით ამაზონზე რამის შეძენა.


თქვენ რა ინფოს ფლობთ??

Posted by: merabk 20 Dec 2010, 16:50
ვისაც ურიცხავ იმის საბანკო ანგარიშზე რომ გადარიცხო?

Posted by: paparesta 20 Dec 2010, 20:18
იუნისტრიმი მაგრამ გააჩნია რომელ ქალაქშია ვესტერნზე იაფი მანიგრამია, მეტი მაქეთ მე მგონი არაფერი მიდის lam.gif
სვიფტი კიდე 2-3 Dრე აგვიანებს ასე რომ მანიგრამით გაუშვი

Posted by: vigo363 21 Dec 2010, 18:39
დიდი მადლობა!! merabk და paparesta! თუ ანგაიშზე ვერ გადავრიცხავ მაშინ moneygramm -ით ვისარგებლებ.

Posted by: Kate789 22 Dec 2010, 10:47
bazuka
მე ის ვიცი ზუსტად, რომ ამაზონზე არ უნდა იყიდო პკბ-ის ბარათით.
თუ გინდა აგიხსნი რატომ biggrin.gif
ისე კი დამიჯერე, ეგრეა. yes.gif
სხვა ბარათით შეიძინე და უპრობლემოდ გამოიწერ.
მე მაგალითად რესპუბლიკის ბარათით ვიწერ უპრობლემოდ ამაზნიდან. smile.gif

Posted by: ინვ.ბანკერ 22 Dec 2010, 16:31
ერთი კითხვა მაქვს

ბანკის თანამშრომელს ბანკის მენეჯმენტი კლიენტთან სექსუალურ კავშირს უკრძალავს?

პროკრედიტში როცა ვმუშაობდი შინაგანაწესში იყო ასეთი ჩანაწერი რომ საკრედიტოს თანამშრომელს კლიენტთან პირადი ურთიერთობის დამყარება ეკრძალება,

ხოდა ყველგან ასეა?


Posted by: Yazva 22 Dec 2010, 16:53
ინვ.ბანკერ
QUOTE
ბანკის თანამშრომელს ბანკის მენეჯმენტი კლიენტთან სექსუალურ კავშირს უკრძალავს?

ალბათ სამუშაო საათებში boli.gif
18:00-ის მერე თუ კლიენტს უნდა და შენც თუ გინდა რა ეშმაკი დაუდგება წინ? boli.gif

Posted by: ninutca 28 Dec 2010, 12:09
უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ: ვყიდი ბინას, მყიდველს აქვს თანხა ანგარიშზე (ამერიკაში)და უნდა გადმორიცხოს ჩემს ანგარიშზე,რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება თანხის გამოტანის დროს?

Posted by: ირაკლი17 28 Dec 2010, 19:03
ninutca

რა პორბლემა უნდა შეიქმნას ? გამოიტანე და გადაუფორმე ,

Posted by: Tornikee 30 Dec 2010, 23:42
გამარჯობა
ჩემს მეგობარს აქვს TBC ბანკის განვადება გაკეთებული ლეპტოპზე და მეორეს ვერ გამოიტანს სანამ ის არ მორჩება?

Posted by: Gio-Tr 31 Dec 2010, 00:01
ამერიკიდან, მანიგრამით გამომიგზავნეს ფული, რომელ ბანკში უნდა მივიდე რომ ავიღო ?
ხვალ ხომ არ იქნება პრობლემა? და პირადობის გარდა რამე თუ დამჭირდება ?
18 წლის 2 დღის წინ გავხდი პრობლემა ხომ არ შემექმნება ამის გამო?

Posted by: Kate789 31 Dec 2010, 01:05
Gio-Tr
QUOTE
რომელ ბანკში უნდა მივიდე რომ ავიღო ?
ხვალ ხომ არ იქნება პრობლემა? და პირადობის გარდა რამე თუ დამჭირდება ?

ლიბერთიშჳ მიდი.
სხვებს რომლებს აქვთ, არ მახსოვს.

QUOTE
18 წლის

QUOTE
გავხდი

18 წლის ადამიანი სრულწლოვანია. smile.gif
პირადობა არ დაგრჩეს, წაიღე.


Tornikee
გააჩნია. უნდა დაითვალოს კრედიტ ოფიცერმა.
მე რამდენადაც ვიცი, არა. ჯერ ის უნდა დაფაროს.

Posted by: Tornikee 31 Dec 2010, 01:24
Kate789
მადლობა
1111111144444444444

Posted by: paparesta 2 Jan 2011, 18:30
Kate789
მანიგრამი ყველა ბანკს აქვს აბსოლიტურად და არამარტო ბანკს ნებისმიერი ფულადი გზავნილის ცენტრსი არის შესაძლებელი მაგის აღება ცნობისათვის

Posted by: valo 2 Jan 2011, 18:43
ninutca
QUOTE
უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ: ვყიდი ბინას, მყიდველს აქვს თანხა ანგარიშზე (ამერიკაში)და უნდა გადმორიცხოს ჩემს ანგარიშზე,რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება თანხის გამოტანის დროს?

QUOTE
პრობლემა

საკომისიო გაგწეწავს biggrin.gif

Tornikee
QUOTE

ჩემს მეგობარს აქვს TBC ბანკის განვადება გაკეთებული ლეპტოპზე და მეორეს ვერ გამოიტანს სანამ ის არ მორჩება?


თუ შემოსავალი ყოფნის მაშინ სავარაუდოდ გამოიტანს yes.gif




Posted by: uchinаri 2 Jan 2011, 23:39
ninutca
QUOTE
უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ: ვყიდი ბინას, მყიდველს აქვს თანხა ანგარიშზე (ამერიკაში)და უნდა გადმორიცხოს ჩემს ანგარიშზე,რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება თანხის გამოტანის დროს?


დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს საგადასახადო კანონის მიხედვით, თუ ბინა შენს მფლობელობაში იყო 2 წელზე ნაკლები ვადით და ყიდი, იხდი საშემოსავლო გადასახადს.

რაც შეეხება ბანკიდან თანხის გამოტანას, არანაირი პრობლემა არ შეგექმნება.

თიბისი აბნკში მიდიხარ, იღებ სატარიფო პაკეტს და ერთ ბარათს (ელექტრონი, კლასიკი, გოლდი). არიცხინებ თანხას ამ ბარათზე და ბანკომატიდან გაგაქვს სრულიად უფასოდ.

ელექტრონისთვის იხდი თვეში 1.90 ლარს და დღეში გაანაღდებ 3000 ლარის ექვივალენტს დოლარში;
კლასიკზე იხდი თვეში 4.90 ლარს და დღეში გაანაღდებ 5000 $-ს;
გოლდზე იხდი თვეში 15.90 ლარს და დღეში გაანაღდებ 15 000$-ს.


რაც შეეხება თანხის განაღდების სტანდარტულ ტარიფს, არის 0.6%. 10 000$-ზე ეს გამოდის 60$.

აიღე გოლდ პაკეტი და 16 ლარად გაანაღდებ შენ თანხას, ან თუ არ გეჩქარება 1.90 ლარად.




Posted by: Kate789 3 Jan 2011, 20:05
paparesta
QUOTE
მანიგრამი ყველა ბანკს აქვს აბსოლიტურად და არამარტო ბანკს ნებისმიერი ფულადი გზავნილის ცენტრსი არის შესაძლებელი მაგის აღება ცნობისათვის

თუ ქართულ ბანკებზე ამბობ, ყველა ბანკს არ აქვს. smile.gif

Posted by: ._. 4 Jan 2011, 13:48
EURოებს გამოტანა რომელიმე ბანკის ATMიდან შესაძლებელია?

Posted by: Yazva 4 Jan 2011, 13:59
._.
QUOTE
EURოებს გამოტანა რომელიმე ბანკის ATMიდან შესაძლებელია?

კაი დრო რომ იყო და ევროებში რომ მქონდა ხელფასი, მაშინ რესპუბლიკა ბანკის ბანკომატიდან გამომიტანია ევროები

Posted by: ._. 4 Jan 2011, 14:06
Yazva
მადლობაsmile.gif ვნახავ აბა...

Posted by: Yazva 4 Jan 2011, 14:22
._.
QUOTE
მადლობა ვნახავ აბა...

გაიხარე!

ოღონდ ჭავჭავაძეზე რომ ბანკომატია იქიდან გამომქონდა, მგონი რაიმე განსაკუთრებული ბანკომატი არ უნდა იყოს smile.gif
სხვა ბანკომატებშიც უნდა იყოს წესით შესაძლებელი ევროს გამოტანა smile.gif

Posted by: ._. 4 Jan 2011, 15:30
პრინციპში ჭავჭავაძეზე "პა პუტი":) შევამოწმებ საღამოს...
კიდევ ერთხელ მადლობაsmile.gif

Posted by: Yazva 4 Jan 2011, 16:25
._.
QUOTE
კიდევ ერთხელ მადლობა

up.gif welcome!

Posted by: CENTURIONI 5 Jan 2011, 11:44
გამარჯობათ ერტი კითხვა მაქვს 7 წელია საქართველოში არ მოცხოვრია და სულ 1 კვირაა რაც დავბრუნდი მინდა ანგარიში გავხსნა რომელიმე ბანკში და ხომ ვერ მეტყოდით რომელია საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში. ერთი ორ ბანკში ვიყაი მისული წერეთელზე და საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა ისეთ სისიულელეებს წავაწყდი. .თბისის ერთერთ ფილიალში საერთოდ რაღაც ავტომატურ საკან,კამერაში უნდა გაიარო რომ ბანკში მოხვდე ,მეორე ბანკში შვედი ფულის ბგადახურდავება მინდოდა და იქ საერთოდ რაღაც ქვითრის აღება მომთხოვეს რომ ჩემი რიგი მოსულიყო და მერე მხოლოდ მასე შემეძლო თურმე მომსახურებით სარგებლობა.
ბრიტანეში რამოდენიმე ბანკში მქონდა ანგარიში გახსნილი და ასეთი "მომსახურება" თუ სისულელები არსად მინახვა ვერ გავუგე თავი ბოლო აქ რა ხდება.

Posted by: krasusi_92 5 Jan 2011, 12:29
ვინმემ თუ იცით პარასკევს და შაბათს თიბისი ბანკი მუშაობს? პმ-MშI მომწერეთ რა აკ იშვიათად შემოვდივარ

Posted by: ერთი 5 Jan 2011, 20:12
Гарантии- поэтапные расчеты, если клиент сможет предоставить легко ликвидное залоговое имущество, то возможно выполнение в кредит.


აეს ვინმემ იქნებ გადამითარგმნოთ გასაგებ ქართულზე

დიდი მადლობა წინასწარ !

Posted by: Did_Giorgi 5 Jan 2011, 20:16
krasusi_92
შაბათს იმუშავებს ჩვეულებრივ, აი პარასკევს სავარაუდოდ არა, ანდა მხოლოდ სადღეღამისო ფილიალები.
QUOTE
პმ-MშI მომწერეთ რა აკ იშვიათად შემოვდივარ

smile.gif

Posted by: INA-INA 5 Jan 2011, 22:27
CENTURIONI


როგორც მოგეხსენება ძალიან კულტურული ხალხი ვართ საქართველოში და ისე ფანტასტიკურად ვიცით რიგის დაკავება, ბილეთები მართლაც რა საჭიროა wink.gif

Posted by: CENTURIONI 5 Jan 2011, 22:30
QUOTE
როგორც მოგეხსენება ძალიან კულტურული ხალხი ვართ საქართველოში და ისე ფანტასტიკურად ვიცით რიგის დაკავება, ბილეთები მართლაც რა საჭიროა

ამ კომენტარის არსი ვერ გავიგე მე მეხება თუ ზოგადად?

Posted by: INA-INA 5 Jan 2011, 22:46
CENTURIONI

თქვენ მოგმართეთ და ზოგადად საქართველოში რიგის დაკავების უკულტურობა ავღნიშნე smile.gif ანუ აზრი გაგიზიარეთ smile.gif
ერთადერთი ბილეთებით ნახეს ბანკებმა გამოსავალი,რომ თავზე გადახტომები შეემცირებინათ რიგში.

Posted by: Yazva 6 Jan 2011, 09:42
INA-INA
QUOTE
როგორც მოგეხსენება ძალიან კულტურული ხალხი ვართ საქართველოში და ისე ფანტასტიკურად ვიცით რიგის დაკავება, ბილეთები მართლაც რა საჭიროა 

up.gif ეგრეა!
ბილეთების გარეშე აქ ამბავი იყო დედა შვილს არ აიყვანდა ხელში smile.gif და დღემდე არის იმ ბანკებში სადაც ბილეთები არ არის smile.gif
არადა ევროპაში მიჩვეული რომ ვიყავი ჩემზე ადრე მოსულზე მინიმუმ 1 მეტრით უკან ვდგებოდი.
შევედი მგონი სახალხოში და ეგრე დავდექი 1 მეტრით უკან biggrin.gif biggrin.gif
იტოგში 1 საათი ვიდექი და ვინც მოვიდა ყველა ჩემს წინ დადგა biggrin.gif

ერთხელ რესპუბლიკის სალაროდან ფული გამოვიტანე და დავიწყე გადათვლა, გვერდზე ტიპი მედგა და ჩემთან ერთად ითვლიდა ჩემს ფულს biggrin.gif biggrin.gif


Posted by: CENTURIONI 6 Jan 2011, 13:57
QUOTE
INA-INA

ოკ გასაგებია. ერთმა რამემ გამაკვირვა დღის რა დროსაც არ უნდა შეხვიდე ბანკებში სულ მუდამ ხალხია და რას აკეთებს ეს ხალხი მუდმივად ბანკებში?

Posted by: INA-INA 6 Jan 2011, 22:58
CENTURIONI

ხო მეც ეგ არ მიკვირს smile.gif ისეთი საქმიანი ხალხი ვართ. ყველანაირი გადასახადი კომუნალურებით დაწყებული ნავაჭრებით დამთავრებული ბანკში იხდება და იდგება რიგები აბა არა. smile.gif
10 კაციდან რეალური საბანკო ოპერაცია 3 აქვს biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2011, 10:49
გადავწყვიტე რო ჩამოვალ, გავხსნა საქართველოს რომელიმე ბანკში ანგარიში, მაგრამ საიტებიდან რასაც ვხედავ, ყველაფერში ფულს ითხოვენ, რომელი ბანკია რომელიც ნაკლებად "გამყვლეფს".

ჩემი პირობებია:

არ მინდა ყოველთვე ვიხადო ანგარიშის მომსახურების;
არ მინდა ონლაინ ბანკინგის გადასახადის გადახდა;
არ მინდა ბარათის "ყიდვა";

მაქვს რამე შანსი? biggrin.gif

ნუ, ჯანდაბას, ვთქვათ ყოველთვე გადავიხდი 1 ლარს, ანგარიშის მომსახურების, მაგრამ მაშინ ბარათი მაინც იყოს უფასო და ონლაინ ბანკინგი.

Posted by: Did_Giorgi 8 Jan 2011, 12:21
paranoidis_dzma
QUOTE
ჩემი პირობებია:

არ მინდა ყოველთვე ვიხადო ანგარიშის მომსახურების;
არ მინდა ონლაინ ბანკინგის გადასახადის გადახდა;
არ მინდა ბარათის "ყიდვა";

მაქვს რამე შანსი?

ნუ, ჯანდაბას, ვთქვათ ყოველთვე გადავიხდი 1 ლარს, ანგარიშის მომსახურების, მაგრამ მაშინ ბარათი მაინც იყოს უფასო და ონლაინ ბანკინგი.


ზუსტად საშენოა :

გსურთ:
-სხვადასხვა ვალუტაში თქვენი ფულადი სახსრების განკარგვა?
-თქვენი თანხების უფრო ეფექტურად მართვა?
-სახლიდან გაუსვლელად მომსახურების მიღება?
-ფულის დაზოგვა?

მაშინ შეიძინეთ ანგარიშთ პაკეტი "სტანდარტი" და თვეში მხოლოდ 2 ლარად თქვენ მიიღებთ:
-მულტისავალუტო უნივერსალურ საბანკო ანგარიშს;
-Visa Electron და Cirrus Maestro სადებეტო პლასტიკურ ბარათს;
-SMS ბანკით მომსახურებას;
-ფასდაკლებას კვარტალური საკომისიოსა (5,4 ლარი კვარტალურად) და წლიური საკომისიოს (19 ლარი წლიურად) წინასწარ გადახდისას.



ან მეორე:
პაკეტი "კლასიკი":
-მულტისავალუტო უნივერსალურ საბანკო ანგარიშს;
-Visa Classic ან MasterCard Standart და Visa Electron ან Cirrus Maestro პლასტიკურ ბარათებს;
-დისტანციური პროდუქტების სრულ პაკეტს: ინტერნეტბანკი, მობილბანკი, ტელეფონბანკი, SMS ბანკი, ავტომატური გადახდები და ავტომატური გადარიცხვები;
-დიჯიპასს მხოლოდ 10 ლარად;
-ფასდაკლებას კვარტალური საკომისიოსა და (10,5 ლარი კვარტალურად) და წლიური საკომისიოს წინასწარ გადახდისას (37,5 ლარი წლიურად).

http://sb24.ge/index.php?action=409&lang=geo
დანარჩენი კითხვები საიტზევე დაუსვი ჩათში ოპერატორს.

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2011, 20:39
Did_Giorgi
გაიხარე.

ისე, სბ-ში მქონდა ანგარიში, მერე ბარათს ვადა გაუვიდა და აღარც მიმიხედავს, რადგან ვადა გასული ბარათით ონლაინ ბანკინში ვეღარ შედიხარ, საინტერესოა, რა მოუვიდა ჩემს ანგარიშს?

Posted by: Did_Giorgi 8 Jan 2011, 23:25
paranoidis_dzma
ვადა თუ გაუვიდა, დაიხურებოდა ავტომატურად
მაგრამ ერთი ვიზიტი ბანკში და შეგიძლია გააცოცხლო smile.gif
12 თვე თუ ბრუნვა არ არის ანგარიშზე, ავტომატურად იყინება

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2011, 23:52
Did_Giorgi
QUOTE
მაგრამ ერთი ვიზიტი ბანკში და შეგიძლია გააცოცხლო smile.gif

არ ვარ საქართველოში user.gif

ისე, რესპუბლიკა ბანკში უკეთესი პირობა ვნახე yes.gif

Posted by: Did_Giorgi 9 Jan 2011, 01:59
paranoidis_dzma
QUOTE
ისე, რესპუბლიკა ბანკში უკეთესი პირობა ვნახე

დარწმუნებული ხარ?
მაგათი ბარათიდან მაქსიმუმ კომუნალური გადაიხადო
სხვა ანგარიშზე ინტერნეტ ბანკით ვერ გადარიცხავ, ჯადო აქვს biggrin.gif
QUOTE
არ ვარ საქართველოში

ვიცი.
ეგ იმ შემთხვევისთვის გითხარი, როცა ჩამოხვალ
QUOTE
გადავწყვიტე რო ჩამოვალ, გავხსნა საქართველოს რომელიმე ბანკში ანგარიში,

ანუ რომ ჩამოხვალ, მიდი და გააცოცხლე user.gif

Posted by: paranoidis_dzma 9 Jan 2011, 02:11
Did_Giorgi
QUOTE
ნუ რომ ჩამოხვალ, მიდი და გააცოცხლე

მივალ, ვნახოთ რას შემომთავაზებენვ, ონლაინ კონსულტანტი ხო ბუტაფორიაა .. ვერაფერი მითხრა სასარგებლო იმ გოგომ, თან სახელი აერია და დიდი ხანი ჭირდებოდა პასუხებზე user.gif

Posted by: WiSpEr 9 Jan 2011, 19:11
https://efts.georgiancard.ge/

სად ავიღო და ფული უნდა გადავიხადო აღებაში(რამდენი).. პირობები მაინტერესებს :შ

Posted by: მაჰათმა განდი 11 Jan 2011, 22:07
paranoidis_dzma
QUOTE
გადავწყვიტე რო ჩამოვალ, გავხსნა საქართველოს რომელიმე ბანკში ანგარიში, მაგრამ საიტებიდან რასაც ვხედავ, ყველაფერში ფულს ითხოვენ, რომელი ბანკია რომელიც ნაკლებად "გამყვლეფს".

ჩემი პირობებია:

არ მინდა ყოველთვე ვიხადო ანგარიშის მომსახურების; არ მინდა ონლაინ ბანკინგის გადასახადის გადახდა; არ მინდა ბარათის "ყიდვა";

მაქვს რამე შანსი? biggrin.gif

ნუ, ჯანდაბას, ვთქვათ ყოველთვე გადავიხდი 1 ლარს, ანგარიშის მომსახურების, მაგრამ მაშინ ბარათი მაინც იყოს უფასო და ონლაინ ბანკინგი.


აბა, ეს ორი ბმული ნახე smile.gif

http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/pestige/

http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/


ანუ, თი ბი სი ბანკის სატარფო პაკეტები. შესაძლებელია ის არის რასაც ეძებ.





პატივისცემით,
განდი.

Posted by: gzaabneuli 13 Jan 2011, 16:52
მოკლედ ხალხო თქვენი რცევა მჭირდება
მინდა გავხსნა საბავშო ანაბარიდა რომელ ბანკს მირცევთ, ან ხომ არ ჯობია უბრალოდ ანაბარი გავხსნა?
ვაპირებ ყოველთვიურად 300 ლარის შეტანას და მაინტერესებს % სად უფრო მეტია და მოკლეთ ყველაფერი.

Posted by: Couperwood 29 Jan 2011, 00:07
Did_Giorgi
QUOTE
თემა იხურება დროებით!
გარკვეული ტურბოლენტური მიზეზების გამო.


vik.gif

Posted by: Mr-Banks 31 Jan 2011, 22:49
paranoidis_dzma

თიბისი ბანკს აქვს სატარიფო პაკეტები.

თვეში ღირს 1.90 ლარი, თუმცა თუ ანგარიშზე თვიდან თვემდე გექნება 500 ლარზე მეტი, მაშინ უკვე 95 თეთრი იქნება საკომისიო, ხოლო თუ 1500 ლარზე მეტს შეადგენს ნაშთი თვიდან თვემდე, მაშინ უფასოდ გექნება.
სარგებელი:
ინტერნეტ ბანკი
მობილ ბანკი
ავტომატური გადარიცხვები
3 ცალი პლასტიკური ბარათი (ელექტრონი)
მიმდინარე ანგარიში უფასოდ

ზემოთ ხსენებული ნაშთი, შეგიძლია, განათავსო "ჩემ სეიფზე" და ამას დაერიცხება დამატებით სარგებელი ლარში 8%.

და რაც მთავარია, თიბისის და ვითიბის ბანკომატში პლასტიკური ბარათიდან თანხის განაღდება ლარში და დოლარში არის სრულიად უ ფ ა ს ო !

იხილეთ ვრცლად http://tbc.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/

gzaabneuli
QUOTE
მოკლედ ხალხო თქვენი რცევა მჭირდება
მინდა გავხსნა საბავშო ანაბარიდა რომელ ბანკს მირცევთ, ან ხომ არ ჯობია უბრალოდ ანაბარი გავხსნა?
ვაპირებ ყოველთვიურად 300 ლარის შეტანას და მაინტერესებს % სად უფრო მეტია და მოკლეთ ყველაფერი.


მე გირჩევ უბრალოდ ვადიანი ანაბარი გახსნა ლარის არასტაბილურობიდან გამომდინარე. თიბისის %-ები შეგიძლია აქ ნახო http://tbc.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/

დამატებითი სარგებელი: სმარტ-კლუბში გაწევრიანება. https://www.smartclub.ge/ge/get_points/how_to_get_points/

Posted by: RAO RAO ? 1 Feb 2011, 11:53
უინტერესო თემაა ერთობ უინტერესო.....

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2011, 19:29
CENTURIONI
QUOTE
გამარჯობათ ერტი კითხვა მაქვს 7 წელია საქართველოში არ მოცხოვრია და სულ 1 კვირაა რაც დავბრუნდი მინდა ანგარიში გავხსნა რომელიმე ბანკში და ხომ ვერ მეტყოდით რომელია საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში. ერთი ორ ბანკში ვიყაი მისული წერეთელზე და საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა ისეთ სისიულელეებს წავაწყდი. .თბისის ერთერთ ფილიალში საერთოდ რაღაც ავტომატურ საკან,კამერაში უნდა გაიარო რომ ბანკში მოხვდე ,მეორე ბანკში შვედი ფულის ბგადახურდავება მინდოდა და იქ საერთოდ რაღაც ქვითრის აღება მომთხოვეს რომ ჩემი რიგი მოსულიყო და მერე მხოლოდ მასე შემეძლო თურმე მომსახურებით სარგებლობა.
ბრიტანეში რამოდენიმე ბანკში მქონდა ანგარიში გახსნილი და ასეთი "მომსახურება" თუ სისულელები არსად მინახვა ვერ გავუგე თავი ბოლო აქ რა ხდება.


და შენი კითხვა რაში მდგომარეობს? ეს კითხვა-პასუხის თემაა. biggrin.gif

Posted by: I-♥-Georgia 2 Feb 2011, 21:47
მოკლედ თუ ვინმემ იცით და არის შესაძლებელ იამსწავლეთ ჩემით როგორ შეიძლება რომ შევამოწმო ჩემი პირადი ანგარიში რომელიც ლიბერთი ბნაკში მაქვს გახსნილი,დღეს 4ჯერ მომიწია მსივლა იმსი შესამოწმებლად თანხა დამერიცხა თუ არადა დავიტანჯე იქნებ არსებობს საშვალება რომ ჩემით ვნახო ხოლმე როდის მერიცხება თანხა და ორდის მაქვს ანგარიშზე დამეხმარეთ თუ იცით ამასთან დაკავშირებით ივნმემ რამე.

და ეს მდოერები თემას რომ ხურავთ ის მაინც დაწერეთ რატომ იხურება და სად შეიძლება რომ შესაბამისი თემა გაიხსნას.

Posted by: Mr-Banks 2 Feb 2011, 22:40
I-♥-Georgia

ინტერნეტ ბანკი ჯერ ჩართული არ აქვთ ფიზიკურ პირებზე. საიდუმლო სიტყვა გაქვს მაგ ბანკში? ტელეფონით გადარეკავ და კითხავ ანგარიშების შესახებ ოპერატორს.

Posted by: shaverdani65 5 Feb 2011, 14:25
ბიზნეს კურიერში იყო ვალი განვადებით აგმასრულებელისგან, ეს რას ნიშნავს ხომ არ იცით ვინმემ???

Posted by: Mr-Banks 6 Feb 2011, 00:53
shaverdani65

ამ გადაცემის ლინკი http://rustavi2.com/news/video_progs.php?id_clip=3551&pr=Business Courier&l=31&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0

ეს ეხებოდა ვალის ნაწილ-ნაწილ გადახდას 12 თვის განმავლობაში. ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონი აღსრულების შესახებ.

Posted by: gocha_gugu 9 Feb 2011, 17:05
ხალხო დოიჩე ბანკის მასტერ ქარდს გამოვიყენებ საქარტველოშო? ანუ შემიძლია მანდ ბანკომატებიდან თანხის მოხსნა ან შესაძლებელია სხვა ტიპის ნაღდი ანგარიშსწორება? არ მინდა ქეშად წამოღება...

Posted by: INA-INA 9 Feb 2011, 18:19
gocha_gugu

კი ბანკომატიდან თანხას გაიტან და პოსითაც შეგიძლია თანხები გაანაღდო, მაგრამ მგონი დოლარში.

Posted by: spider77 9 Feb 2011, 18:39
INA-INA
QUOTE
კი ბანკომატიდან თანხას გაიტან და პოსითაც შეგიძლია თანხები გაანაღდო, მაგრამ მგონი დოლარში.

ლარშიც.



gocha_gugu
არანაირი პრობლენა არაა.

Posted by: Did_Giorgi 9 Feb 2011, 23:57
gocha_gugu
QUOTE
არანაირი პრობლენა არაა.

ოღონდ კარგ საკომისიოს დაგახევენ აქაური ბანკომატები
თუმცა ეგ საკომისიო დოიჩე ბანკის დაწესებული იქნება
იკითხე სხვა ბანკის ბანკომატში განაღდება რამდენი პროცენტია და გაარკვიე ლიმიტი რა გექნება სხვა ბანკში.

Posted by: gocha_gugu 10 Feb 2011, 03:33
INA-INA
spider77
Did_Giorgi
გაიხარეთ, დიდი მადლობა, ისე სიმართლე რომ ვთქვა, საკომისიოს გადახდა ნაღდად არ მინდა, ანგარიში რო გავხსენი დოიჩე ბანკში, მაშინ მითხრეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით 5 000 მდე ბანკომატით შემიძლია უფასოდ ვისარგებლო და დავიჯერო ერთი მაინც არ არის აქედან საქართველოში?

Posted by: maransky 10 Feb 2011, 12:27
დიდი მადლობა პასუხისთვის წინასწარ...
HSBC-ს ქუთაისში ბანკომატი ან ფილიალი თუ აქვს?

Posted by: Mr-Banks 10 Feb 2011, 17:19
maransky

პეკინზეც კი ხურავენ ფილიალს http://www.hsbc.ge/1/2/hsbc-georgia/ka/about-us/news/home

ქუთაისში არაფერი აქვთ. biggrin.gif

Posted by: pleita 11 Feb 2011, 18:48
ხალხებო სადღეღამისო ბანკი მჭირდება შაბათ-კვირასაც რომ მუშაობდეს, money gram ი რომ ჰქონდეთ, არის სადმე? help.gif

Posted by: Did_Giorgi 11 Feb 2011, 21:40
pleita
კი, თითქმის ყველა ბანკს აქვს სადღეღამისო ფილიალები
ძირითადად სასტუმროებშია - რედისონი, შერატონი, მერიოტი.
ასევე აეროპორტში

კონკრეტულად რომელიმე ბანკის თუ გინდა, მკითხე და გეტყვი smile.gif

Posted by: pleita 11 Feb 2011, 22:17
Did_Giorgi
მანი გრამი როგორც ვიცი საქართველოს,სახალხო და პროკრედიტ ბანკს აქვს. სასტუმრობეი უფრო მაწყობს, ანუ შაბათ დღეს რომ მივიდე ვისარგებლებ ჩვეულებრივ მომსახურებით?


Posted by: metalliq 11 Feb 2011, 22:27
QUOTE
ხალხებო სადღეღამისო ბანკი მჭირდება შაბათ-კვირასაც რომ მუშაობდეს, money gram ი რომ ჰქონდეთ, არის სადმე?

სადღეღამისო არ ვიცი, მაგრამ მეტროებში საქართველოს ბანკის ფილიალები მგონი შაბათ-კვირასაც მუშაობენ

Posted by: ნოდარი13 11 Feb 2011, 22:28
ერთი შეკითხვა მაქვს მაინტერესებს როგორ ხდება გზავნილების ოფისის გაკეტება ანუ ვესტერნით და სხვა გზავნილებიტ ჩემტან რო გამოაგზავნონ და მე გავცე თანხა.. არის ასეთი ოფისები მარტო გზავვნილები რო აქვთ ინტელ ეზსპრესი და ერთი არის კიდევ.. ძირითადად საბერძნეთი იტალია მინდა .. პროცენტი რამდენი რჩება..სად შეიძლება ამაზე ინფორმაციის მიღება?

Posted by: pleita 12 Feb 2011, 00:53
metalliq
QUOTE
სადღეღამისო არ ვიცი, მაგრამ მეტროებში საქართველოს ბანკის ფილიალები მგონი შაბათ-კვირასაც მუშაობენ

არ დავკვირვებულვარ ნამდვილად მასეა ? :/ ხო ნუ შაბათ-კვირას მჭირდება

Posted by: valo 12 Feb 2011, 01:28
pleita
QUOTE
არ დავკვირვებულვარ ნამდვილად მასეა ? :

yes.gif

QUOTE
ხო ნუ შაბათ-კვირას მჭირდება


შაბათ-კვირას მეტროს სც-ები მუშაობენ 10-00დან 17:30-მდე როგორც მახსოვს yes.gif


Posted by: m-009 12 Feb 2011, 19:57
გერმანიაში 50 ევროს გადაგზავნა მინდა და ხომ არ იცით ,რომელს ბანკს აქვს გზავნილებზე ყველაზე დაბალი პროცენტი ?

Posted by: surealisti 13 Feb 2011, 14:46
ხალხო კითხვა მაქ. მოკლედ ისევ და ისევ ეს წყეული paypal .მითხრეს რო პროკრედიტის ცლასსიციტ შეიძლება რეგისტრაცია paypal-ზე ო და მართლა ესეა?სხვაგზები არსებობს კიდე რამე?

Posted by: Mr-Banks 13 Feb 2011, 16:51
m-009

გზავნილებზე იდენტური ტარიფებია, რადგან ამ ტარიფებს ადგენს თვით კომპანია და არა - ბანკი.

აი, ეს ნახე http://tbc.ge/ge/private/banking/money_transfers/unistream/

surealisti

კი, ნამდვილად მიდის პროკრედიტის ბარათი, თუმცა წინა განყოფილებაში რამდენიმემ თქვა, რომ დაუბლოკეს ბარათები. შემოდგომით კი ისედაც შემოდის paypal საქართველოში.

Posted by: surealisti 13 Feb 2011, 19:19
Banks
შემოდგომით შემოდის? ვა ეს კარგი იფოა.მაგრამ სრულიპაკეტი იქნება? სადღაც წავიკითხე მარტო გადარიცხვა შეგვეძლებაო

Posted by: m-009 13 Feb 2011, 19:22
Banks


მადლობა ვნახეე smile.gif

Posted by: Mr-Banks 13 Feb 2011, 20:31
surealisti

აი, ვიდეოც დავდე. ეს პოსტი ნახე.

http://forum.ge/?f=41&showtopic=34203685&st=225

Posted by: fataqend 14 Feb 2011, 00:33
რა არის საჭირო იმისათვის რომ კაცმა 3000$ აიგოს სესხად ბანკიდან 4 წლიანი.

მინიმალური "მოთხოვნები" რა იქნება დაახლოებით მაინც )

Posted by: Mr-Banks 14 Feb 2011, 01:43
fataqend

კარგი საკრედიტო ისტორია
შეიძლება უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფა
შემოსავალი
ამონაწერი ხელფასიდან
ცნობა დავალიანების შესახებ


საშუალოდ ყოველთვიური გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის მესამედს.

Posted by: fataqend 14 Feb 2011, 13:23
Banks
QUOTE
კარგი საკრედიტო ისტორია

არ მაქვს აქამდე აღებული არაფერი, და შავ სიაშიც შესაბამისად არ ვიქნები.

QUOTE
შეიძლება უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფა

სახლი ჩემზე არაა გაფორმებული, და მანქანა რასაც ვიყიდი ეგ რო ჩავდო ხო შეიძლება, თუ პრობლემა იქნება რამე?

QUOTE
შემოსავალი

შემოსავალი 500-600 ლარამდე დამერიცხება, და მგონი საკმარისი იქნება ხო ?

QUOTE
ცნობა დავალიანების შესახებ

აი ეს ვერ გავიგე, რისი დავალიანების შესახებ?

QUOTE
საშუალოდ ყოველთვიური გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის მესამედს.  

ამაზეც წესით პრობლემა არ უნდა იყოს, მაწყობს მეც 100-150 ლარის გადახდა ტვეში, მეტს ვერ გადავიხდი მაინც.

ანუ წესიტ უნდა მომცენ 3000$ ხო?
როგორ ფიქრობ შენ?
20 წლის ვარ, თუ აქცევენ მაგას ყურადრებას.

პ.ს.
თავდებად რო კაი ხელფასიანი დავიყენო ვინმე, 1500-2000$-იანი სადღაც.

Posted by: Mr-Banks 14 Feb 2011, 15:55
fataqend

QUOTE
თავდებად რო კაი ხელფასიანი დავიყენო ვინმე, 1500-2000$-იანი სადღაც.


პრობლემა არ შეგექმნება არანაირი! წარმატებები.

Posted by: fataqend 14 Feb 2011, 18:03
Banks
QUOTE
პრობლემა არ შეგექმნება არანაირი! წარმატებები.

მადლობა დიდი :*

Posted by: Did_Giorgi 14 Feb 2011, 22:02
fataqend
QUOTE
20 წლის ვარ, თუ აქცევენ მაგას ყურადრებას.

კი აქცევენ sad.gif

მინიმუმ 21 წლის უნდა იყო სესხი რომ მოგცენ
QUOTE
შემოსავალი 500-600 ლარამდე დამერიცხება

როცა დაგერიცხება მინიმუმ 3-6 თვე ის 500 ლარი, მერე გაითვალისწინებენ მაგას
თუ ბოლო პერიოდში ნაკლები გერიცხებოდა, იმ ნაკლებით მოხდება სესხის დათვლა.

Posted by: fataqend 15 Feb 2011, 01:26
Did_Giorgi
QUOTE
თუ ბოლო პერიოდში ნაკლები გერიცხებოდა, იმ ნაკლებით მოხდება სესხის დათვლა.

200 მერიცხებოდა და რა სესხი უნდა მომცენ მაგით :-ს

QUOTE
როცა დაგერიცხება მინიმუმ 3-6 თვე ის 500 ლარი, მერე გაითვალისწინებენ მაგას

ხელფასის ცნობა და ყველაფერი რო მოვუტანო არ გამოვა?


Posted by: Did_Giorgi 15 Feb 2011, 20:52
fataqend
QUOTE
ხელფასის ცნობა და ყველაფერი რო მოვუტანო არ გამოვა?

არა
შანსი არაა
უნდა გქონდეს უკვე ჩარიცხვები ან მანამდე ხელზე მაინც უნდა გქონდეს რამდენჯერმე აღებული ეგ ხელფასი რომ გაითვალისწინონ

Posted by: fataqend 16 Feb 2011, 11:17
Did_Giorgi
QUOTE
უნდა გქონდეს უკვე ჩარიცხვები ან მანამდე ხელზე მაინც უნდა გქონდეს რამდენჯერმე აღებული ეგ ხელფასი რომ გაითვალისწინონ

ხელზე მაქვს აღებები, პროსტა ბარათებზე ეხლა გადავდივართ.

და 21 წლამდე არ იძლევიან არანაირ შემთხვევაში? :-ს

Posted by: donshelo 22 Feb 2011, 23:31
არსებობს თუ არა ბანკების "შავი სია" რომლებთანაც არ ღირს საქმის დაჭერა?
რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფომ გამოითხოვოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ?
რომელი ბანკია ყველაზე კონფედენციალური?

მადლობა წინასწარ.

Posted by: Did_Giorgi 23 Feb 2011, 00:13
donshelo
QUOTE
რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფომ გამოითხოვოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ?

როდესაც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილება ყველა ბანკი თანაბრადაა ვალდებული მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს
QUOTE
რომელი ბანკია ყველაზე კონფედენციალური?

ყველა ერთნაირია yes.gif
მეტად და ნაკლებად კონფიდენციალური არ არსებობს - ან არის, ან არა.

Posted by: donshelo 23 Feb 2011, 11:47
Did_Giorgi
დიდი მადლობა, გასაგებია ყველაფერი.




Posted by: Shagrent 23 Feb 2011, 18:08
შესაბამის თემას ვერ მივაგენი და აქ დავსვამ ამ კითხვას, 1000 უკრაინული გრინვა რამდენ დოლარს უდრის ვერ მეტყვით? კომერციული კურსი მაინტერესებს, სასურველია უკრაინაში რამდენი დოლარი უნდა 1000 გრინვას ის დამიწეროთ smile.gif

Posted by: Mr-Banks 23 Feb 2011, 18:21
Shagrent


ეს საიტი ნახე. http://www.nbg.ge/index.php?m=446

ესეც ტაოს საიტი http://www.privatbank.ua/ge.html

მარჯვნივ ქვემოთ უდევთ გაცვლითუ კურსი

Posted by: Shagrent 23 Feb 2011, 19:19
Banks
მადლობა smile.gif

Posted by: Cosmopolitan 26 Feb 2011, 21:23
სალამი


თქვენი დახმარება მჭირდება !


ვარ საზღვარგარეთ. შესაძლებელია თუ არა რომელიმე ქართულ ბანკში ანგარიში გავხსნა აქედან და პლასტიკური ბარათიც მივიღო ??? თუ კი ... როგორ, რანაირად რამდენად ....


წინასწარ მადლობა !



Posted by: akkai 27 Feb 2011, 00:31
ვესტერნით გამოგზავნილ თანხაზე, გამომგზავნს რამდენი პროცენტი ექვიტება?

მადლობა

Posted by: spider77 27 Feb 2011, 02:13
Cosmopolitan
QUOTE
ვარ საზღვარგარეთ. შესაძლებელია თუ არა რომელიმე ქართულ ბანკში ანგარიში გავხსნა აქედან და პლასტიკური ბარათიც მივიღო ??? თუ კი ... როგორ, რანაირად რამდენად ....


შენ ვერ გახსნი.

შესაძლებელია ვინმე ახლობელმა გახსნას თავის სახელზე და ბარათი გამოგიგზავნოს.

Posted by: ghost22th 27 Feb 2011, 14:39
TBC ბანკის CV მინდა..ვიცი იმენა საიტზე ხდევა მაგის რეგისტრაცია მაგრამ სადღაც ვნახე ყველა ბანკების CV იყო მათშორის ამ ბანკისაც ეხლა ვე რვნახე... იქნებ მომცეთ smile.gif

Posted by: chakurika 27 Feb 2011, 21:26
გამარჯობათ

2 თვის წინ დამეღუპა მამა. აღებული ჰქონდა ოვერდრაფტი ბაზისბანკში და ეხლა როგორ უნდა მოვიქცე, 1200 ლარამდეა გადასახდელი და მირჩიოეთ რა გავაკეტო.ბანკში მივიდე?

Posted by: Mr-Banks 27 Feb 2011, 21:39
Cosmopolitan

მინდობილობა უნდა გამოუგზავნო ვინმეს აქ მანდედან და ის გაგიხსნის ანგარიშს.



akkai

% არ ეჭრება. ფიქსირებული თანხებია. შეგიძლია აქ იხილო http://tbc.ge/ge/private/banking/money_transfers/western_union/

chakurika

პირველ რიგში ვწუხვარ. smile.gif


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მამკვიდრებლის ვალდებულებებზე და მიღებულ ქონებაზე პასუხისმგებელია მემკვიდრე. როდესაც მიიღებ მამის ქონებას, შენ გეკისრება მაგ თანხის გადახდა. შეგიძლია მამისეულ ქონებაზე უარი განაცხადო 3 თვის ვადაში წერილობით ნოტარიუსთან. თუ მამას სახელზე არაფერი არაა გაფორმებული, მაშინ სხვა საქმეა. ისე ბანკში რომ შეატყობინოთ ეგ ინფორმაცია, კარგია + გარდაცვალების მოწმობის ასლი

Posted by: chakurika 27 Feb 2011, 23:31
Mr-Banks
QUOTE
პირველ რიგში ვწუხვარ.

მადლობა

QUOTE
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მამკვიდრებლის ვალდებულებებზე და მიღებულ ქონებაზე პასუხისმგებელია მემკვიდრე. როდესაც მიიღებ მამის ქონებას, შენ გეკისრება მაგ თანხის გადახდა. შეგიძლია მამისეულ ქონებაზე უარი განაცხადო 3 თვის ვადაში წერილობით ნოტარიუსთან. თუ მამას სახელზე არაფერი არაა გაფორმებული, მაშინ სხვა საქმეა. ისე ბანკში რომ შეატყობინოთ ეგ ინფორმაცია, კარგია + გარდაცვალების მოწმობის ასლი


ჯერჯერობით ისევ ყველაფერი მამაჩემზეა გაფორმებული... როგორც კი შევძლებ გავალ ბანკში და გავრკვევ მადლობა პასუხისთვის

Posted by: Mr-Banks 27 Feb 2011, 23:53
chakurika

6 თვიანი ვადა არ გაუშვა მემკვიდრეობის მისაღებად.... smile.gif

Posted by: Mr Adam 28 Feb 2011, 12:44
ნეტიდან ნივთების გამოსაწერად რომელი ბარათი უნდა ავიღო და სად უფრო უმჯობესია?..

Posted by: Kate789 28 Feb 2011, 12:54
Mr Adam
კლასიკი.
ოღონდ თიბისის კლასიკი გაგაწამებს. yes.gif ამიტომ არ გირჩევ.
მე პირადად რესპუბლიკისა და პროკრედიტის კლასიკებს ვიყენებ.
გააჩნია შენ საიდან აპირებ გამოწერას.

Posted by: bochita 28 Feb 2011, 13:15
გამარკვიეთ რა ერთ საკითხში. მეგობარათით ვსარგებლოდ და ბლოკში მიზის თანხები რაც არ გადაირიცხება, რადგან რაღაცას ვიწერდი და დამიწუნეს ბარათი. წერილი რომ გამოეგზავნათ ონლაინ მაღაზიიდან ვერ მივაღწიე მაგას ჯერ, ანუ განიბლოკება თავისით 45 დღეში, მაგრამ საშეღავათო პერიოდი მაქვს თვის ბოლო, ბოლომდე რომ დავფარო ბარათი ბლოკის თანხებიც უნდა გადავიხადო?


Posted by: Mr Adam 28 Feb 2011, 14:13
Kate789
ebay.com amazon.com

აქედან გამოვიწერ ხოლმე smile.gif


Posted by: Mr-Banks 28 Feb 2011, 14:45
Mr Adam
Kate789


თიბისის ბარათს ვხმარობ წლებია და არც ერთხელ არ გაუჭედავს. smile.gif

Posted by: Kate789 28 Feb 2011, 14:50
Mr Adam
QUOTE
ebay.com

პროკრედიტის კლასიკი.
QUOTE
amazon.com

მე პირადად რესპუბლიკის კლასიკს ვიყენებ.


Mr-Banks
ხშირად აქვთ ხოლმე პრობლემები მაგ ბარათთან დაკავშირებით.
შენ თიბისიში მუშაობ ხო? tongue.gif

Posted by: Mr Adam 28 Feb 2011, 14:56
Kate789

ყოველ საიტისთვის ასე ცალ ცალკე უნდა მქონდეს ბარათები? biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 28 Feb 2011, 14:57
Kate789

არ აქვს მნიშვნელობა, მე სად ვმუშაობ. ამაზონიდან უამრავი წიგნი მაქვს გამოწერილი და უპრობლემოდ წავიდა.

Posted by: Did_Giorgi 28 Feb 2011, 21:58
Mr-Banks
QUOTE
უამრავი წიგნი

წიგნებზე სხვა მაფიაა
პირდაპირ საქართველოში გამოგზავნაც შეიძლება ამაზონიდან
აი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ. ცოტა მკაცრი მოთხოვნებია.
ჩემი გამოცდილებით ამაზონზე უპრობლემოდ მუშაობს საქართველოს ბანკის და ბაზის ბანკის ბარათები.
user.gif

Posted by: Mr-Banks 28 Feb 2011, 22:05
QUOTE
ჩემი გამოცდილებით ამაზონზე უპრობლემოდ მუშაობს საქართველოს ბანკის და ბაზის ბანკის ბარათები.


ჩემი გამოცდილებით, თიბისის ბარათიც მუშაობს და სტანდარტ ბანკისაც. სხვა არ ვიცი.

Posted by: Kate789 1 Mar 2011, 10:12
Mr Adam
QUOTE
ყოველ საიტისთვის ასე ცალ ცალკე უნდა მქონდეს ბარათები?

იცი რა ხდება??? ანუ არსებობენ საიტები, საიდანაც გამოწერისას საჭიროა სვვ კოდის გამოყენება. პროკრედიტი მარტო ისეთ საიტებზე გადის, რომელიც მოითხოვს სვვ კოდს.
ამაზონი არ მოითხოვს მაგ სვვ კოდს და ანუ შესაბამისად პროკრედიტიც არ გადის.

Mr-Banks
QUOTE
არ აქვს მნიშვნელობა, მე სად ვმუშაობ.

მართალი ხარ. ეგ არ არის მთავარი.
მთავარი ისაა, რომ მე შემიძლია პოსტებითა და გახსნილი თემებით მივხვდე, ვინ სად მუშაობს. smile.gif
ამდენი წელია ბოლო-ბოლო აქ ვარ biggrin.gif


თიბისის ბარათებს რაც შეეხება, უცხოეთშიც შემექმნა პრობლემა და ონლაინ-გამოწერას რაც შეეხება, შედი შესაბამის განყოფილებაში და იკითხე. ჩემი თუ არ გჯერა.
არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ.
2 წელია უკვე ვიცი ეგ საქმე და საკმაოდ ფუნდამენტალურად. smile.gif
საბანკო საქმე კიდევ უფრო მეტად. smile.gif

Posted by: Jonatahn_smith 1 Mar 2011, 12:35
მაინტერესებს თუ არის რომელიმე ბანკში იმის შესაძლებლობა რომ ეტაპობრივად შეიტანო თანხა, მაგრამ გატანის უფლება არ გქონდეს კონკრეტულ ვადამდე?

Posted by: Mr-Banks 1 Mar 2011, 13:26
Jonatahn_smith


ზრდადი ანაბარი................................

ეს ნახე, ყველაზე მაღალი % გამოდის საბოლოო ჯამში http://tbcbank.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/

Posted by: Jonatahn_smith 1 Mar 2011, 14:00
Mr-Banks

ეს გასაგებია... მაგრამ მე უფრო იცი როგორი მინდა, აუცილებელი რომ არ იქნება ყოველთვიური შესატანი..
ანუ როცა ფული გექნება მაშინ რომ შეიტანო და წინასწარ დათქმულ თარიღზე რომ გამოიტან

Posted by: Kate789 1 Mar 2011, 14:11
Jonatahn_smith
QUOTE
მე უფრო იცი როგორი მინდა, აუცილებელი რომ არ იქნება ყოველთვიური შესატანი..
ანუ როცა ფული გექნება მაშინ რომ შეიტანო და წინასწარ დათქმულ თარიღზე რომ გამოიტან

https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=99 bis.gif

Posted by: Mr-Banks 1 Mar 2011, 15:39
Jonatahn_smith


მაშინ ვადიანი ანაბარი გახსენი და ეგააა. მინიმუმ 500 ერთეულია საჭირო....... ან ჩემი სეიფი გახსენი და ეგაა. ფულის გამოტანა თუ მოგინდება, არავინ დაგიშლის, იმიტომ რომ შენი საკუთრებაა...


Posted by: Jonatahn_smith 1 Mar 2011, 16:32
Kate789
ზუსტად ეს არის რასაც ვეძებდი)
დიდი მადლობა

Mr-Banks

ბანკ რესპუბლიკაში 100 ერთეულია საჭირო,სავარაუდოდ მანდ გავაკეთებ..
დიდი მადლობა

Posted by: Did_Giorgi 1 Mar 2011, 20:40
Jonatahn_smith
QUOTE
რესპუბლიკაში 100 ერთეულია საჭირო

თუ მასეა საქართველოს ბანკში 50 ერთეულია საჭირო და შენატანებიც როცა გინდა და რა რაოდენობითაც გინდა მაშინ გააკეთე
http://sb24.ge/54
ლარში 0.5% დაბალი პროცენტია რესპუბლიკაზე, სამაგიეროდ დოლარშია 0.5%-1%-ით მაღალი და ევროში საერთოდ 1-1.5%-ით მაღალი სარგებელი wink.gif
პ.ს. http://forum.ge/?f=62&showtopic=33877659&st=780 vik.gif

Posted by: Kate789 2 Mar 2011, 12:03
Jonatahn_smith
QUOTE
ზუსტად ეს არის რასაც ვეძებდი)
დიდი მადლობა

არაფრის, გაიხარე smile.gif

Did_Giorgi
მე მიყვარს საზიზღარი ხალხი biggrin.gif

Posted by: Couperwood 3 Mar 2011, 01:12
QUOTE
კითხვა-პასუხი, ყველა კითხვაზე პასუხი მხოლოდ ამ თემაში


Did_Giorgi
როოგორა ხარ ბიჯჯო-ვ ?


smile.gif

Posted by: Did_Giorgi 3 Mar 2011, 01:41
Couperwood
ჩამოხვედი? :O
თუ დანიიდან რა არის და ლისაბონიდან გვკითხულობ? spy.gif

Posted by: Kate789 3 Mar 2011, 15:39
Did_Giorgi
ჯგუფელი რომ გაგითხოვდა, მიულოცე მაინც??? biggrin.gif

Posted by: K1CK3R 4 Mar 2011, 09:21
ABA Routing Number / SWIFT Code:
Bank Account Number:

აქ რა უნდა მივუთითო ხომ ვერ ემტყვით?

Posted by: Mr-Banks 4 Mar 2011, 15:01
K1CK3R


swift კოდი არის ბანკის კოდი;

მე-2 არის ანგარიშის ნომერი

Posted by: choko_ 5 Mar 2011, 03:47
მაინტერესებს ყველაზე დიდი ვადა რომელი ბანკის პლასტიკურ ბარათს აქ
საქართველოს ბანკის ბარათს როგორც ვიცი 1 წელი აქ : (
და მინდა რაც შეიძლება მეტი ვადა ქონდეს ბარათს რა რომელს მირჩევთ ?

Posted by: valo 5 Mar 2011, 03:52
choko_1991
QUOTE
მაინტერესებს ყველაზე დიდი ვადა რომელი ბანკის პლასტიკურ ბარათს აქ

ყველაზე გრძელვადიანი 4 წლიანი ბარათებია როგორც ვიცი.
QUOTE
საქართველოს ბანკის ბარათს როგორც ვიცი 1 წელი აქ : (

არის 1იანიც და 2ანიც, ბარათს გააჩნია yes.gif
ჩვეულებრივი ვიზა ელექტრონი 2 წლიანია smile.gif

Posted by: choko_ 5 Mar 2011, 05:20
valo
QUOTE
ყველაზე გრძელვადიანი 4 წლიანი ბარათებია როგორც ვიცი.


რომელი ბანკის არის ხომ არ იცი ?

და ერთი კითხვაც . ბარათზე რომ თანხა მქონდეს და ბარათის ვადა გავიდეს მაგ შემთხვევაში რა ხდება ? თანხა იკარგება ?

Posted by: Mr-Banks 5 Mar 2011, 16:24
choko_1991

TBC ბანკს აქვს 4 წლიანი ბარათები. ბარათის ვადა თუ გავა, თანხა არ დაგეკარგება.

Posted by: Couperwood 5 Mar 2011, 20:53
choko_1991
QUOTE
. ბარათზე რომ თანხა მქონდეს და ბარათის ვადა გავიდეს მაგ შემთხვევაში რა ხდება ? თანხა იკარგება ?


ყველა ბარათი მიბმულია რაღაც ანგარიშე, ბარათის ვადის გასვლა არ მოქმედებს ანგარიშზე არსებულ ნაშთზე. ბარათს რომ ვადა გაუვა იმ ანგარიშზე შეიგიძლია ახალი ბარათი მიაბა. smile.gif

Posted by: bandit7777 5 Mar 2011, 22:01
მაინტერესებს, ვიზა კლასიკის ბარათს თუ ავიღებ ჩერეზ ინტერნეტით?
მიპასუხოს რა ვინმემ ვინცც იცის sad.gif

Posted by: Mr-Banks 5 Mar 2011, 22:11
bandit7777


საქართველოში არ ხარ? შეკვეთა შეგიძლია, მაგრამ ბანკში მისვლა მაინც მოგიწევს ასაღებად. თუ საზღვარგარეთ ხარ, მინდობილობით აიღებს აქ ვინმე, ვისაც გამოუგზავნი

Posted by: INA-INA 6 Mar 2011, 01:16
valo

საქ. ბანკის 4 წლიანი ბარათი ვნახე, რამე სპეშელ მზადდება? smile.gif

Posted by: choko_ 6 Mar 2011, 02:40
Mr-Banks
Couperwood

გასაგებია მადლობთ

Posted by: valo 6 Mar 2011, 04:57
INA-INA
QUOTE
საქ. ბანკის 4 წლიანი ბარათი ვნახე, რამე სპეშელ მზადდება?



როგორც მახსოვს თავდაცვის სამინისტროს უმზადდებოდა 4 წლიანი სახელფასო ბარათები smile.gif

QUOTE
სპეშელ

yes.gif

Posted by: ქართლოსი 7 Mar 2011, 16:39
ბანკში გადავიხადე ფული ბიოპასპორტზე და ქვითარი რო მივცე უკნ აბრუნებს ბანკი ფულს?

Posted by: Mr-Banks 7 Mar 2011, 16:51
qato


არა............. რეესტრმა უნდა გადმოგირიცხოს.........

Posted by: ქართლოსი 7 Mar 2011, 17:11
Mr-Banks
მადლობა დიდი .................

Posted by: Mr-Banks 7 Mar 2011, 17:26
qato


მომსახურება ვერ მიიღე და იმიტომ გინდა თანხის დაბრუნება?

Posted by: choko_ 9 Mar 2011, 09:33
TBC ბანკში ანგარიშის გახსნას რამდენი დღე უნდა ანუ რამდენ ხანში გიბარებენ და პირველადი შესატანი რამდენია თუ არ აქვს ეგ მოთხოვნა ?

Posted by: Mr-Banks 9 Mar 2011, 16:45
choko_1991


იმ დღესვე იხსნება ანგარიში და შეგეძლება თანხის შეტანა

Posted by: NikolOzzI 9 Mar 2011, 18:46
http://www.tbc.ge/ge/promotions/?id=1793

ამ პროდუქტზე რას იტყვით? ცოტა გამარკვიეთ რა.. რაა საჭირო და 0 % თუ 0%-დან?

Posted by: Mr-Banks 9 Mar 2011, 19:39
NikolOzzI


ოფიციალური შემოსავალი. შენი ხელფასის 1/3-ზე მეტის გადახდა არ უნდა გიწევდეს ყოველთვიურად (ძირი თანხა + %)....

ავტოგანვადება არის 0%-დან... თანამონაწილეობა 30%-დან...

Posted by: choko_ 10 Mar 2011, 03:15
QUOTE (Mr-Banks @ 9 Mar 2011, 16:45 )
choko_1991


იმ დღესვე იხსნება ანგარიში და შეგეძლება თანხის შეტანა

გასაგებია მადლობა
_________________

Posted by: Domaci 12 Mar 2011, 17:15
ხალხნო დამემხარეთ, გამარკვიეთ)

ვიზა კლასიკი გავაკეთე საქ ბანკის. ხოდა ეს ვერ გავიგე

აქტივები 86.61 ლარი რა პონტია? ეს გაყინული თანხაა?


Posted by: Mr-Banks 12 Mar 2011, 17:17
რა თანხაც გაქვს ანგარიშზე ბლოკირებული თანხის ჩათვლით

Posted by: senpai 12 Mar 2011, 18:03
ერთი კითხვა მაქვს, პირველად ვსარაგებლობ მსგავსი სერვისით და აქ https://www.ipay.ge/navigateService.servlet?catId=category.tbilgazi.key&serId=bog-comp-tbilgazi-web პაროლის ადგილზე რა ჩავწერო ? პინ კოდი ? CVV ? რა პაროლზეა ლაპარაკი ?

Posted by: Did_Giorgi 12 Mar 2011, 19:23
senpai
პაროლი
ინტერნეტგადახდების
პინ კოდთან ერთად წერია იმ ფურცელზე
8 სიმბოლოიანი უნდა იყოს წესით

Posted by: Kate789 13 Mar 2011, 00:06
ისადა, ბოგი აქტივები-პასივები-ვალდებულებებით "ესაუბრება" კლიენტს??? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Did_Giorgi 13 Mar 2011, 00:50
Domaci
QUOTE
აქტივები 86.61 ლარი რა პონტია? ეს გაყინული თანხაა?

არა რატომ
ეგაა თანხა რომელიც ანგარიშზე გაქვს
და შეგიძლია განკარგო smile.gif

Kate789
:სპყ:

Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 14:26
სალამით....ესეიგი ვაპირებ ზრდადი ანაბრის გახსნას და რომელ ბანკს მირჩევთ??

Posted by: Couperwood 13 Mar 2011, 19:16
xxx_boy
ნახე ბანკის საიტები და თვითონ აარჩიო სჯობია. თორე აქ ყველა სუბიექტურ რჩევას მოგცემს.

Posted by: paparesta 13 Mar 2011, 19:34
Couperwood
მართალია ეს კაცი

Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 22:06
paparesta
ხოდა მაგიტო დავანებე თავი მაგ ანაბრებს და პლასტიკურს გავაკეთებ....

მირჩიეთ რომელი ბანკის გავაკეთო...

Posted by: Mr-Banks 13 Mar 2011, 23:55
xxx_boy

შეიძლება, ეგრე მაღალი % ჰქონდეს ტაობანკს, მაგრამ user.gif

ანუ უნდა დააბალანსო ბანკის სანდოობა და თან მაღალი პროცენტი. wink.gif

იმასაც გეტყვი, რომ სს "თიბისი ბანკი" ფიზიკური პირების ანაბრების მიხედვით არის პირველი ბანკი საქართველოში და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია. იმედია, არავინ შემედავება. boli.gif


ასე რომ, თავად განსაჯე. ხოდა თიბისი-ს თუ სხვაზე მეტი არა, სხვაზე მაქსიმუმ 0.1%-ით ნაკლები ჰქონდეს, რაც არის 10000 ლარზე 10 ლარი და სმარტ კლუბს ბარათს აიღებ, ქულებს დააგროვებ და მაგ 10 ლარსაც ამოიღებ.

წარმატებები wink.gif

Posted by: Kate789 14 Mar 2011, 22:45
Did_Giorgi
შევწუხდი უკვე. smile.gif
თან ძალიან.
პრეზიდენტა მენატრება უკვე smile.gif
ბანკის ფანატიკოსობაც გამიგია და მასზე მეტიც. smile.gif

Posted by: banker 16 Mar 2011, 14:04
Kate789
"მარშუტკის შოფრებს რუსთაველი ენატრებათ!"
და
"ბიზნეს-ეკონომიკის უსეზრბს პრეზიდენტა ენატრებათ!"
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ინვ.ბანკერ 16 Mar 2011, 14:09
ეროვნული ბანკის სესხი მაქვს აღებული და რომელიმე ბანკი არ მომცემს რომ გადავაფინანსო? 18-ში მაქ ეროვნულიდან გამოტანილი ფულის მუზეუმმა მომცა მონეტებით და მოკლედ 15%-ში თუ მომცემენ გადავაფინანსებ

Posted by: Kate789 16 Mar 2011, 16:27
banker
უბრალოდ თვალი გადაავლე თემებს. yes.gif
საკუთარი სამსახურის მონად და ანუ კორპორატიულ ვირთხად არ უნდა იქცეს ადამიანი. smile.gif

Posted by: INA-INA 16 Mar 2011, 22:15
ხალხნო და ჯამაათნო რა მაინტერესებს.
მომსახურე ობიექტებში პოსები რომ უდგათ და ბარათით ახდევინებენ ხალხს, არ უნდა ამოწმებდნენ მართლა ბარათის მფლობელი უდგათ წინ თუ არა?

Posted by: Did_Giorgi 16 Mar 2011, 23:23
Kate789
QUOTE
შევწუხდი უკვე.
თან ძალიან.
პრეზიდენტა მენატრება უკვე
ბანკის ფანატიკოსობაც გამიგია და მასზე მეტიც. 

ჩემზე უბნობთ მაგას დიაცო? biggrin.gif
ინვ.ბანკერ
QUOTE
ეროვნული ბანკის სესხი მაქვს აღებული და რომელიმე ბანკი არ მომცემს რომ გადავაფინანსო?

არა.
* * *
INA-INA
QUOTE
არ უნდა ამოწმებდნენ მართლა ბარათის მფლობელი უდგათ წინ თუ არა?

ამოწმებენ კი არა და
იოლში მაგალითად პოსის ჩეკზე ხელმოწერა არ მჭირდებაო და აღარ მაწერინებენ ხოლმე sad.gif

Posted by: Mr-Banks 16 Mar 2011, 23:47

INA-INA


საზღვარგარეთ 5 ევროს ჩეკზეც კი პასპორტს მთხოვდნენ და ხელის მოწერას ისე მთხოვდნენ, როგორც პასპორტში. აქ ხელსაც არ მაწერინებენ-ხოლმე, როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ პოსტში.

Posted by: Kate789 17 Mar 2011, 00:11
Did_Giorgi
QUOTE
ჩემზე უბნობთ მაგას დიაცო?

შენზე კაკრაზ რომ არა.
გადაავლე თემებს და პოსტებს თვალი.
შენ კიდევ კარგი არ ხარ კორპორატიული ვირთხა. 2kiss.gif

Posted by: INA-INA 17 Mar 2011, 20:43
Did_Giorgi
Mr-Banks

ძალიან ცუდადაა მაგ მხრივ საქართველოში საქმე, ვერ ვაზროვნებთ თუ რა ხდება ვერ გავიგე.
კანონი მგონი არც არსებობს, არა? ვიღაცამ ჩემი ბარათით რომ გადაიხადოს, მაღაზიას უნდა უჩივლო, თუ ვის რა პასუხი უნდა მოსთხოვო?

Posted by: MCh3DLo 17 Mar 2011, 21:33
როგორ შეიდძლება გადავრიცხო სახელპასო კარტიდან მობილურ ოპერატორზე ? პაროლს რო ვწერ შეცდომააო მიწერს....
iPay.Ge-dan ვასრულებ ოპერაციას და პაროლი არასწორიაო მიწერს

Posted by: Mr-Banks 18 Mar 2011, 00:40

INA-INA



თუ ბარათი დაკარგე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობო. თუ შენს დაუყონებლივ ქმედებამდე, სხვა გამოიყენებს, მაშინ მაღაზიუას უნდა უჩივლო და ამას პლიუს 022-ზე უნდა დარეკო. თუ უბრალოდ მოგპარეს და ვერ მიხვდი ამას, მაშინ მაღაზიას უნდა უჩივლო ისევ და პლიუს 022. smile.gif)

Posted by: Kate789 19 Mar 2011, 01:36
MCh3DLo
რომელი ბარათისას იყენებ???
თიბისის ბარათით მაგას ვერ იზამ. არ არიან ჯერ მაგ დონეზე წინ წასულები biggrin.gif

Posted by: valo 19 Mar 2011, 02:22
MCh3DLo
QUOTE
როგორ შეიდძლება გადავრიცხო სახელპასო კარტიდან მობილურ ოპერატორზე ? პაროლს რო ვწერ შეცდომააო მიწერს.... iPay.Ge-dan ვასრულებ ოპერაციას და პაროლი არასწორიაო მიწერს


იმედია ამ პაროლზეა საუბარი smile.gif


pin : * * * *

password : - - - - - - - - <---ეს პაროლია მანდ საჭირო, შეცვლა შეგიძლია https://efts.georgiancard.ge/ess-web/navigateService.servlet?catId=category.entertainment.key&cserId=bog-comp-adjarabet-add-money-web&serId=change-password-key

card : ---- ---- ---- ----


Posted by: Mr-Banks 19 Mar 2011, 18:39
Kate789

ძალიან სასაცილოა. lol.gif


იქნებ ტაო ბანკის ბარათს იყენებს? givi.gif რატომ გახსენდება მაინცდამაინც TBC? biggrin.gif


მობილ ბანკით იგივე კეთდება რაც IPAY.ge საიტით, ასე რომ, სპეციალური საიტის არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენს. boli.gif

Posted by: George:) 21 Mar 2011, 00:54
QUOTE
თიბისის ბარათით მაგას ვერ იზამ. არ არიან ჯერ მაგ დონეზე წინ წასულები


თიბისიში მერიცხება ხელფასი და ანუ IPAY-დან ვერ გადავიხდი ვერაფერს ?

პაროლი, რომელიც განკუთვნილია ონლაინ გადახდების შესასრულებლად...ამას რო მთხოვს ვიჭედები biggrin.gif

ინტერნეტბანკში კიდე ახლა ვიდგამ ფეხს biggrin.gif ჯერ-ჯერობით მარტო მობილურის შევსებას ვახერხებ biggrin.gif


Posted by: valo 21 Mar 2011, 01:47
George:)

https://www.ipay.ge/ მხოლოდ ჯორჯიან ქარდის ბარათებს ემსახურება.


თიბისის არ აქვს ჯორჯიან ქარდის ბარათები no.gif

Posted by: Kate789 21 Mar 2011, 13:08
Mr-Banks

ki namdvilad sasaciloa.
rodesac me vtxove tbcis operators online gadaxdebis paroli, internetbankingiso??? arametki, ubralod online gadadebis, rom online gadasaxadebi gadavixadometki da mipasuxa aseti ram chventan ar xdebao.
gaxsenebas rac sheexeba,is banki maxsendeba, sadac vikavi. taoshi ar davdivar da shesabamisad taoze ver davcerdi.

George:)
ai rac zevit davcere, is caikitxe. online gadaxdebis sistema akvs sakartvelos banksa da respublikas.TBC mag mxriv udzluria, rogorc valo -m gitxra.

Posted by: Mr-Banks 21 Mar 2011, 17:16
Kate789


ონლაინ გადახდები მობილ ბანკით შეგიძლია, რომლის ჩართვა და მომსახურება უფასოა. აიპეი.ჯი საიტი არის ჯორჯიან ქარდის ბარათებისთვის.

George:)

მობილ ბანკი ჩართე და მაგით გადაიხდი ან ინტერნეტ ბანკი....

Posted by: George:) 21 Mar 2011, 20:17
valo
Kate789

ანუ აიფეი დავივიწყო biggrin.gif მადლობა გამოხმაურებისათვის

Mr-Banks
QUOTE
ინტერნეტ ბანკი....


მაქვს....მაგრამ ჯერ შესწავლის პროცესში ვარ

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 50 ლარის გადახდა მინდოდა..აიფეიდან ვერ გადავიხადე, იმიტომ რომ ონლაინ გადახდის პაროლს მთხოვდა

ინტერნეტ ბანკიდან კიდე ბევრი ვიწვალე, მაგრამ .. sad.gif

Posted by: Mr-Banks 21 Mar 2011, 20:24
George:)


რასაც ვერ იგებ, მითხარი და აგიხსნი. დიჯიპასი უნდა გქონდეს სხვა ბანკში გადასარიცხად ან საბიუჯეტო გადარიცხვებისთვის. რაც შეეხება, კომუნალურების გადახდას, ბევრი ჩალიჩი არ სჭირდება. ირჩევ კომუნალურების გრაფას და მერე უკვე თავადაც მიხვდები.

Posted by: George:) 21 Mar 2011, 20:33
Mr-Banks

აი, მაგალითად რეგისტრაციის თანხა საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის...50 ლარი..ეგ ვერ გადავიხადე ნეტ-ბანკით... sad.gif

http://www.naec.ge/index.php?id=632&lang=geo

გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:

1. საქართველოს ბანკის ფილიალებში - საკომისიო 50 თეთრი;

2. ვებგვერდზე www.ipay.ge - საკომისიო 1 ლარი;

3. ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - საკომისიო 50 თეთრი.

მემგონი, რადგან თიბისის კლიენტი ვარ, ვერც გადავიხდიდი ჰო ? biggrin.gif


სხვა ქალაქში რო გავუგზავნო ფული ნათესავს, სხვა ბანშკი.. პირადობით რო მივიდეს და აიღოს..დიჯიპასი მჭირდება ?

რა თქმა უნდა, რო რამე თიბისიში გადავრიცხავ და მაგრამ მაინც მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 21 Mar 2011, 21:16

George:)


მიდიხარ გამოცდების ცენტრში და სთხოვ საბანკო რეკვიზიტებს. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა. რომ მიიღებ რეკვიზიტებს, გადარიცხავ ბანკინგით ჩვეულებრივად.

QUOTE

სხვა ქალაქში რო გავუგზავნო ფული ნათესავს, სხვა ბანშკი.. პირადობით რო მივიდეს და აიღოს..დიჯიპასი მჭირდება ?

რა თქმა უნდა, რო რამე თიბისიში გადავრიცხავ და მაგრამ მაინც მაინტერესებს


რას ქვია, ფული უნდა გადაუგზავნო. თუ ანგარიშზე ურიცხავ, დიჯიპასი მაშინ გჭირდება. თუ სწრაფი გზავნილით ურიცხავ, ინტერნეტ ბანკი საერთოდ რა შუაშია.

დიჯიპასი გჭირდება სხვის ანგარიშებზე გადარიცხვისთვის.

Posted by: Did_Giorgi 21 Mar 2011, 23:19
George:)
გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:

1. საქართველოს ბანკის ფილიალებში - საკომისიო 50 თეთრი;

2. ვებგვერდზე www.ipay.ge - საკომისიო 1 ლარი;

3. ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - საკომისიო 50 თეთრი.

არ გინდა ინტერნეტბანკები და დიჯიპასები
თუ არ გაქვს ჯორჯიან ქარდის ბარათი, მაშინ იღებ 50 ლ და 50 თეთრს და მიდიხარ საქართველოს ბანკში
პრობლემა მოგვარებულია.

ქვითარს რომ მოგცემენ, გადაამოწმე მაინც:
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მაგისტრანტობის კანდიდატის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.
აბა შენ იცი, წარმატებები გამოცდებზე smile.gif

Posted by: George:) 22 Mar 2011, 12:21
Mr-Banks
QUOTE
რას ქვია, ფული უნდა გადაუგზავნო.


არ გაგიგზავნია ფული არსად ? biggrin.gif

მაგალითად, ჩემი ძმა უცხოეთში რო სწავლობდა, სტიპენდია ერთ კვირაში დახარჯა და დამირეკა ფული გამომიგზავნეო biggrin.gif
მივედი ბანშკი და გავუგზავნე ...ამას ქვია ფულის გაგზავნა givi.gif ბანკში მისვლას, მერე დარეკვას და კოდის ჩაწერინებას, არ ჯობია გააკეთებინო ანგარიში და სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ჩაურიცხო ხოლმე ? ჰოდა, ამას სჭირდება დიჯიპასი..გასაგებია smile.gif))) მაგრამ თიბისიში თუ ვურიცხავ ანგარიშზე არ სჭირდება დიჯიპასი ..ესეც გავიგე smile.gif))



Did_Giorgi
QUOTE
იღებ 50 ლ და 50 თეთრს და მიდიხარ საქართველოს ბანკში პრობლემა მოგვარებულია.


ეგრეც ვქენი საბოლოოდ, მაგრამ დილით..ლოგინიდან ადგომის გარეშე რო აკეთებ ამას უფრო კომფორტულია biggrin.gif

QUOTE
აბა შენ იცი, წარმატებები გამოცდებზე


გაიხარე

Posted by: Mr-Banks 22 Mar 2011, 17:06
George:)


ფული გადამიგზავნია, მაგრამ დიჯიპასთან რა შუაში იყო, ვერ მივხვდი. თიბისიში თუ სხვას ურიცხავ, მაინც საჭიროა დიჯიპასი. ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან გადასარიცხად დიჯიპასი საჭიროა. თუ შენი ძმა იქაურ ბანკში გახსნის ანგარიშს, შეძლებ თანხის გადარიცხვას.

Posted by: INA-INA 23 Mar 2011, 20:51
QUOTE
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მაგისტრანტობის კანდიდატის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.


სერია და ნომერი არ იწერება დანიშნულებაში, მხოლოდ პირადი ნომერი და სახელი-გვარი. ეს 2 პარამეტრი იქნება გადასამოწმებელი.
და არ იცით ვინმემ როდემდე დარჩა გადახდების ვადა?

Posted by: Mr-Banks 23 Mar 2011, 23:14

INA-INA


25 მარტს 18 საათზე წყდება რეგისტრაცია. yes.gif

Posted by: Did_Giorgi 24 Mar 2011, 00:36
INA-INA
QUOTE
სერია და ნომერი არ იწერება დანიშნულებაში

საიტიდან დავაკოპირე ეგ ფრაზა მთლიანად, მე რას მეჩხუბები biggrin.gif tongue.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 25 Mar 2011, 11:01
ვარ 18ის, მშობლებისგან დამოუკიდებლად გადავწყვიტე მანქანის ყიდვა
მივაგენი რაღაც ავტოგანვადებას http://www.cai.ge/index.php?cai_id=36
რომელსაც ხელფასის ცნობა არ სჭირდება, ნუ წლიური 18 % მებევრა
მაგრამ არაუშავს არ ვაქცევ ყურადღებას... ახლა რა მაინტერესებს
http://pix.ge/

აი ესაა კალკულატორი და ვერ გავიგე რეები უნდა ჩავწერო ამ გრაფაში
ავტომობილის ღირებულება
და სესხის თანხა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან
რასაც ვიხდი ავტომობილში იმ რაოდენობის სესხი მინდა და ?

ეს მონაწილეობის % რაღას ნიშნავს ?

Posted by: Mr-Banks 25 Mar 2011, 11:07
g_o_g_i_n_a

რაც ღირს მანქანა, ჯერ იმის ფასს წერ;
გვერდზე წერ შენს პირველად შენატანს, რომელი მინიმუმ 30% უნდა იყოს თანახმად საიტისა;
სესხის თანხას თვითონ ჩაწერს;
%-ში ჩაწერე ის %, რამდენშიც მოგცემენ სესხს;
თვეების რაოდენობა კი ჩაწერილი გაქვს.


სავარაუდოდ, სხვა პირობებიც იქნება მანდ და არა მგონია, 18%-ში მოგცემ. ზუსტად ვიცი, მანქანა შენ სახელზე არ გაფორმდება ან დაგირავდება და დაზღვევს მოგთხოვენ.

Posted by: g_o_g_i_n_a 25 Mar 2011, 11:22
Mr-Banks
მადლობა აუ იმ პირველადმა შესატანმა გატეხა მაგრად sad.gif მესმის რომ საჭიროა მათთვი საიმედოობისთვის მაგრამ
ჩემთვის მოუხერხებელია sad.gif

Posted by: Did_Giorgi 25 Mar 2011, 20:06
g_o_g_i_n_a
QUOTE
მესმის რომ საჭიროა მათთვი საიმედოობისთვის

საიმედოობისათვის არა, უფრო უზრუნველყოფისათვის.
მანქანას რომ ყიდულობ ხო გირაოშივე დებ, ხოდა ვთქვათ 1 წლის მერე იმ მანქანის ფასი შემცირებულია, შესაბამისად შენ რომ თანამონაწილეობა არ გადაგახდევინონ, დადგება მომენტი როცა შენი მანქანის ღირებულება უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სესხი გაქვს დარჩენილი, ხოდა აიღებ და შეატოვებ ამ მანქანას ბანკს თუ რაცაა.
ეს რომ არ მოხდეს, მაგიტომ გიწევს თანამონაწილების გადახდა.
თანამონაწილეობა არ მოითხოვება ახალ მანქანებზე, ავტოსალონიდან თუ ყიდულობ, იმიტომ რომ ეგენი უფრო ნელა უფასურდება, სესხის ძირი უფრო სწრაფად იკლებს ანუ

Posted by: g_o_g_i_n_a 26 Mar 2011, 09:37
Did_Giorgi
საქართველოს ბაკში როგორ არის ავტო სესხებზე პროცენტი ?
ნახმარ მანქანებს ვგულისხმობ

Posted by: panza 26 Mar 2011, 17:34
რომელიღაც არხზე ვანხე რეკლამა და იმ მომენტში არ დავკვირვებივარ, 50 ლარიდან იპოთეკური სესხიო და მომეჩვენა ხო... smile.gif

Posted by: Did_Giorgi 27 Mar 2011, 11:17
panza
QUOTE
50 ლარიდან იპოთეკური სესხიო და მომეჩვენა ხო...

კი, ალბათ biggrin.gif

Posted by: George:) 29 Mar 2011, 13:26
ბანკომატიდან გამოვიტანე ფული....ინტერნეტ-ბანკში კიდე რო შევდივარ, ისევ ის თანხა წერია ანგარიშზე, რაც გამოტანამდე მქონდა


spy.gif

Posted by: Mr-Banks 29 Mar 2011, 13:50
George:)


ანგარიშზე მაგდენი იქნება, ეხლა ნახე ბარათები და ყველაფერი მანდ იქნება, ანუ ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხები ნახეთ.

Posted by: George:) 29 Mar 2011, 15:12
Mr-Banks

რო დავპოსტე, რამოდენიმე წუთში დაიწერა საწყისს გვერდზე რომ ბარათით გამოვიტანე ფული biggrin.gif

Posted by: di_onise 30 Mar 2011, 01:17
ერთი შეკითხვა მაქვს, ძაან ტყემალზე ვზივარ ამ სფეროში და იქნებ გამარკვიოთ smile.gif


რამე ანგარიში ან ანაბარი, თუ რაც ჰქვია რომ გავხსნა, რაღაც თანხა შევიტანო და ყოველთვე მივუმატო ცოტა, შეიძლება?

პროცენტი რამდენი მოემატება ეგრე? ოღონდ ნებისმიერ დროს რომ შემეძლოს მთლიანი თანხის გამოტანა.


რომელ ბანკს აქვს უკეთესი პირობები?


კიბერთიში ვიღებ ხელფასს და მანდვე ხომ არ გავხსნა?

Posted by: Mr-Banks 30 Mar 2011, 11:18
di_onise


თუ ყოველთვე გინდა თანხის დამატება, ამას ქვია ზრდადი ანაბარი. გამოტანა ნებისმიერ დროს შეგიძლია, თუმცა დაბალი % დაგერიცხება.


თუ შეტანა-გატანა თავისუფალი გინდა, რომ გქონდეს, მაგას ქვია შემნახველი ანაბარი.


ეს ნახე http://tbcbank.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/ 14 = 15-ს


აგროვებ 14-ს და იღებ მე-15-ს.


მინიმალური თანხაა 20 ერთეული...

ანუ თუ 14-ჯერ შეიტან 20 ლარს 14 თვის მანძილზე, მე-15-ს გაჩუქებენ.

100$-ს დააგროვებ და 100$-ს გაჩუქებენ

Posted by: cmpt 30 Mar 2011, 19:00



ნორმალური პროცენტი ანაბარზე როგორია წელიწადში (ან თვეში) საშუალოდ საქართველოს ბანკებში და უცხოეთში ?


და რომელ ბანკშია უკეთესი პირობები ამ მხრივ საქართველოში?

Posted by: Kate789 31 Mar 2011, 00:26
cmpt
QUOTE
ნორმალური პროცენტი ანაბარზე როგორია წელიწადში (ან თვეში) საშუალოდ საქართველოს ბანკებში და უცხოეთში ?

უცხოეთშ არ ვიცი.
მაგრამ საქართველოში ყველაზე კარგი % თიბისის აქვს.

Posted by: CORONER 31 Mar 2011, 02:02
ფრიად ჩაინიკური კითხვა მაქვს!! დღეს დავდიოდი მაღაზიებში რაღაცის ყიდვა მინდა განვადებით.. და ყველგან მეკითხებოდნენ ვარ თუ არა თიბისის კლიენტი. თიბისის მომხმარებელზე შეღავათია რამე?? დაბალი პროცენტი და რამე???

ხოო კიდე მაინტერესებს : ხელფასი არ მერიცხება არც ერთ ბანკში, თუმცა სტაბილური სამსახური მაქვს, ანუ არ მაქვს საბანკო ისტორია (თუ რაც არის) განვადებას თუ მომცემს რომელიმე ბანკი??? სამსახურიდან ცნობები დამჭირდება???

user.gif

ხო ანაბარის გახსნაც მინდა ..... (თიბისიში თუ გავხსნი ალბათ კლიენტიც გავხდები boli.gif )

Posted by: Mr-Banks 31 Mar 2011, 10:01
CORONER


ნუთუ, ყველგან თიბისი-ს წარმომადგენელი იყო? biggrin.gif

განვადების დროს გკითხავენ სამსახურის ნომერს და უფროსს, ასევე შენი მეგობრის ნომერს. უმჯოვბესია, სიმართლე ჩააწერინო ყველაფერი.

თუ ანაბარას გახსნი თიბისი-ში, მაშინ იასნად კლიენტი გახდები. smile.gif

Posted by: CORONER 31 Mar 2011, 12:50
Mr-Banks
QUOTE
ნუთუ, ყველგან თიბისი-ს წარმომადგენელი იყო?

არა ყველგან კი იყო თიბისი, და ზოგან საQართველოს ბანკი და ტაოც იყო..... მარა იქ სადაც ცოტა იაფი ღირდა მგონი მარტო თიბისი იყო.... რავი....

QUOTE
განვადების დროს გკითხავენ სამსახურის ნომერს და უფროსს, ასევე შენი მეგობრის ნომერს. უმჯოვბესია, სიმართლე ჩააწერინო ყველაფერი.

გასაგებია!! და ტყუილს რატო ჩავაწერინწბ?? ეგრეც ხდება?? biggrin.gif


დიდად მადლობელი ვარ კონსულტაციისთვის!! smile.gif

Posted by: Mr-Banks 31 Mar 2011, 14:04
CORONER


ტყუილებსაც აწერინებენ-ხოლმე, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, თაღლითობა.... smile.gif


არაფრის. თუ რამეა, დასვი კითხვა wink.gif

Posted by: armwrestler17 31 Mar 2011, 14:51
ესეიგი მე რა მაინტერესებს როდესაც ჩავრტAV სიმღერას მედია პლაუერით ირთვება ჩვეულებრივად და რომ ჩავკეცავ და ამოვკეცავ და გამორტვა მინდა ხ იტ აგარ ირთვება და ისევ აგრძელებს! და რა ვუშველო?

Warning:
+20% ოFFტოპიკი.

Posted by: რედი 31 Mar 2011, 20:05
რამდენად შესაძლებელია საქართველოდან სხვა ქვეყნის ბანკის ანგარიშის გახსნა და რა არის ამისთვის საჭირო?


Posted by: mako_s 31 Mar 2011, 23:50
ხელფასი მერიცხება ბაზის ბანკში. ვინაიდან ჩემთან ახლოს არ არის მისი ბანკომატი შევამოწმე საქართველოს ბანკის ბანკომატზე, თანხა აჩვენა იმაზე ცოტა რასაც მოველოდი.

ხო არ იცით ეს ბანკომატების პრობლემა ანუ შეიძლება რეალური თანხა არ ეჩვენებინა?

Posted by: senpai 1 Apr 2011, 00:00
mako_s
მე როგორც ვიცი სხვა ბანკის ბანკომატი გიჩვენებს იმდენ თანხას რამდენის გამოტანაც შეგიძლია ამ კონკრეტული ბანკომატიდან.

Posted by: mako_s 1 Apr 2011, 00:03
senpai

დიდი მადლობა, თუ ასეა არა უშავს



Posted by: Kate789 1 Apr 2011, 00:14
რედი
მე რამდენადაც ვიცი, ასეთი რამ შესაძლებელი არ არის.

Posted by: Did_Giorgi 1 Apr 2011, 01:35
mako_s
სავარაუდოდ ელექტრონი გაქვს და მაგიტომ
პ.ს. თემა მიემგზავრება თავის პოსტებიანად biggrin.gif

Posted by: George:) 1 Apr 2011, 20:31
ინტერნეტ ბანშკი ვერ შევდივარ spy.gif


Secure Connection Failed

An error occurred during a connection to www.internetbanking.ge.

Renegotiation is not allowed on this SSL socket.

(Error code: ssl_error_renegotiation_not_allowed)








The page you are trying to view can not be shown because the authenticity of the received data could not be verified.
Please contact the web site owners to inform them of this problem. Alternatively, use the command found in the help menu to report this broken site.

Posted by: pucci 2 Apr 2011, 10:09
ლიბერთი ბანკში დღეს 10-ზე შევიტანე ბარათზე ფული, ოპერატორმა მითხრა შეიძლება ორშAბათამდე არ დაჯდესო.
გუშინ კიდევ ორჯერ დავრეკე ბანკში და ოპერატორმა მითხრა 12-დან 2-მდე დაჯდებაო biggrin.gif
ხოდა ვეღარ გავიგე, დაჯდება თუ-არა, შაბათს მუშაობს სისტემა? biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 2 Apr 2011, 13:45
pucci
QUOTE
შაბათს მუშაობს სისტემა?

კი მუშაობს
ოღონდ ორშაბათის თარიღით biggrin.gif

Posted by: Beholder 2 Apr 2011, 20:41
გამარჯობა, ვიყენებ ოპერას, დავაყენე ქართული უნიკოდი, მაგრამ აკრეფისას არაორდინალური შრიფტი იწერება. მაგ. c>ყ, s>ძ, q>ღ და ა.შ. როგორ შემიძლია განლაგების შეცვლა? რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია... გმადლობთ.

Posted by: pucci 2 Apr 2011, 20:43
Did_Giorgi
აუ დაჯდა, მეგონა აღარ დაჯდებოდა biggrin.gif
ოღOნდ 12-2სთვის კი არა 7ზე ან 8ზე
ლიბერთი ბანკი არის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე სწრაფი ბანკი givi.gif

Posted by: Mr-Banks 2 Apr 2011, 21:47
pucci


გაგიმართლა, რომ დღეს საერთოდ დაჯდა. სმარტივი მაქვს მაგარI და ვერ ვიხდი, იმიტომ რომ ნაშთებია არეულიო და მაჩვენებს ბალანსს 0 ლარს.


რაც შეეხება ბარათზე თანხის ასახვას, ეს არის სუფთად ბანკის საქმე და არა - ეროვნულის. თუ ბარათები გავა კავშირზე, აგესახება ბარათზე, თუ არ გავა - მაშინ არა. biggrin.gif

Posted by: pucci 2 Apr 2011, 21:55
Mr-Banks
QUOTE
აც შეეხება ბარათზე თანხის ასახვას, ეს არის სუფთად ბანკის საქმე და არა - ეროვნულის. თუ ბარათები გავა კავშირზე, აგესახება ბარათზე, თუ არ გავა - მაშინ არა. 

ეროვნული რა შუაშია? biggrin.gif ირონიულად ვთქვი, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბანკია.
კორსტანდარტში, რესპუბლიკაში, პროკრედიტში, მომენტალურად ხდება

Posted by: Mr-Banks 2 Apr 2011, 22:03
pucci


უბრალოდ დავწერე ეგ, რაც დავწერე, თორემ კი მივხვდი, რომ ირონიულად დაწერე. უპასუხისმგებლობაა, როდესაც გეუბნებიან, რომ შაბათს შეტანილი თანხა ორშაბათს აგესახება.

Posted by: Did_Giorgi 2 Apr 2011, 23:30
Beholder
ბანკებს რამდენად ეხება არ ვიცი biggrin.gif
მაგრამ გასწავლი
ქართული უნიკოდის დაყენებისას უნდა აირჩიო სამი შესაძლო ვარიანტიდან ერთადერთი
ე.წ. qwerty განლაგება yes.gif

Posted by: George:) 3 Apr 2011, 12:53
ინტერნეტ ბანში რატო ვერ შევდივარ ? mad.gif

როგორც კი log-in-ს ვაძლევ მიწერს Secure Connection Failed

mad.gif

ხაზარაძის ნომერი გაქვთ ვინმეს ? mad.gif

Posted by: Mr-Banks 3 Apr 2011, 14:15
George:)

მე მიშვებს და შენი არ ვიცი................

Posted by: George:) 4 Apr 2011, 10:27
QUOTE
მე მიშვებს და შენი არ ვიცი................


სამსახურის კომპიდან მეც შევედი ახლა...სახლიდან ვერ შევდივარ spy.gif

Posted by: ***tikusa*** 4 Apr 2011, 20:16
დოლარის და ლარის ამჟამინდელ კურსს ვერავინ მეტყვის, ანუ რა ღირს ერთი ამერიკული დოლარი ლარში?

Posted by: Couperwood 4 Apr 2011, 20:45
QUOTE
დოლარის და ლარის ამჟამინდელ კურსს ვერავინ მეტყვის

ოფიციალური ეროვნულის კურის - 1.6997
http://nbg.gov.ge/

თუმცა ბანკებში გარკვეული სპრედის გამო 1 დოლარი ცოტა მეტი ლარი დაგიჯდება smile.gif

Posted by: ***tikusa*** 4 Apr 2011, 20:56
Couperwood
1,8-ზე დამიჯდება ალბათ რა. გმადლობ.

Posted by: Mr-Banks 4 Apr 2011, 21:21
***tikusa***


სავალუტო ჯიხურებში იყიდდი დღეს 168, 80 ლარად 100 დოლარს. smile.gif

Posted by: Did_Giorgi 4 Apr 2011, 21:23
***tikusa***
QUOTE
1,8-ზე დამიჯდება ალბათ რა

არაა
ასე 1.71-1.72

Posted by: schatz_87 4 Apr 2011, 23:19
მაქვს ძველი პასპორტი, ვადაგასული არ არის, მაინტერსებს ბანკში თუ გამომადგება ნებისმიერი ოპერაციისთვის, გადასახადისთვის, სესხისთვის და ა.შ.

Posted by: paparesta 5 Apr 2011, 10:30
schatz_87
QUOTE
აქვს ძველი პასპორტი, ვადაგასული არ არის, მაინტერსებს ბანკში თუ გამომადგება ნებისმიერი ოპერაციისთვის, გადასახადისთვის, სესხისთვის და ა.შ.

გადასახადებზე ზოგიერთ ბანკში საერთოდ არ არის საჭირო პასპორტი , რაც შეეხება სესხს ან გასავლის ოპერაციებს ან რაიმე სერიოზულ გადარიცხვას (კომუნალურებზე არ არის საჭიროოოო) მოგთხოვენ ახალს რადგან ძველი აღარ ვარგა და გინდ ეგ მიგიტანია ბანკში გინდ ქსეროასლი არ მიიღებენ

Posted by: schatz_87 5 Apr 2011, 15:59
paparesta
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

Posted by: g_o_g_i_n_a 9 Apr 2011, 12:24
ლიბერთი ბანკის ფილიალების მისამართები მაინტერესებს საიტზე ვერ ვნახე ვინმეს ხო არ გავთ ?
ავლაბართან ახლოს მინდა...
ვაუჩერი გავანაღდო საკვების დავდო ტოტალიზატორში იქნებ მოვიგო biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 9 Apr 2011, 12:36

g_o_g_i_n_a


http://libertybank.ge/?action=map&lang=geo

Posted by: ***tikusa*** 9 Apr 2011, 14:35
ვინმე არის აქ, ვინც paypal-ზეა დარეგისტრირებული? თუ ვინმე არის, მაშინ გთხოვთ,
მითხარით. ვცადე რისი ყიდვაც მინდოდა, სხვა გზებით მეყიდა, მაგრამ არ გამომივიდა.
იქნებ ვინმე ხართ დარეგისტრირებული და ფულს გამოგიგზავნით და გთხოვთ,
ჩემ მაგივრად იყიდეთ, რაღაც ან ვისაც ვაიზა გაქვთ, გთხოვთ, იქნებ იცოდეთ, ვაიზას
პატრონს paypal-ზე დარეგისტრირებისას პრობლემა შეექმნება, თუკი ქვეყანად საქართველოს მიუთითებს?
იმიტომ რომ ვაიზას პატრონი უპრობლემოდ რეგისტრირდება მგონი paypal-ზე და
ქვეყნის მითითებისას პრობლემა არ უნდა შეექმნას.

Posted by: Zumbizu 9 Apr 2011, 15:16
თუ არის შესაძლებელი, რომ ავიღო იპოთეკური სესხი ბინის დაქაგირავებლად?

Posted by: Mr-Banks 9 Apr 2011, 23:09
Zumbizu

ეგეთი ტიპის სესხი არ არსებობს special for გირაო.

Posted by: 29_tebervali 11 Apr 2011, 21:34
საკრედიტო რისკების თემაზე კარგი ტრენინგი სად ტარდება ხომ არ იცით? სადაც ვნახე ყველგან ძალიან ზოგადია და არც ვიცი რამდენად არის სანდო

Posted by: Goli 14 Apr 2011, 00:24
კაროჩე შეგილიათ მითხრათ საქართველოში არსებობს ეგეთი ბანკი რომლის Visa Electron-ით ინტერნეტ-გადახდას შევძლებ, ანუ ინეტში საიტებზე ყიდვა და ეგეთი ბაზარი რა.

Posted by: Did_Giorgi 14 Apr 2011, 00:40
Goli
საიტზეა ეგ დამოკიდებული სადაც ყიდულობ
ზოგი საიტი კმაყოფილდება ელექტრონითაც (მაგალითად ამაზონი), ზოგს კლასიკი უნდა
ბანკი და ქვეყანა არაფერ შუაშია
ვიზა ელექტრონი ყველგან ვიზა ელექტრონობს

Posted by: Goli 14 Apr 2011, 00:50
Did_Giorgi

ანუ რომელ ბანკში ავიღებ ვიზა ელეკტრონს არ არი ხო პრობლემა მაგ მხრივ? მთავარია საიტმა გაქაჩოს არა? smile.gif

შენ რომელი ბანკიდან მირჩევდი ელეკტრონს? smile.gif

Posted by: Bizzy 19 Apr 2011, 02:49
რა მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ასეთი რამ, ჩემ სახელზე გაკეთებული განვადება გადავიდეს სხვა პირზე, მისივე თანხმობის შემთხვევაში, ისე რომ პასუხისმგებლობა მას დაეკისროს ანუ რამე რომ მოხდეს მას მიედავონ და არა მე..

Posted by: Mr-Banks 19 Apr 2011, 03:56
Bizzy

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ბანკიც თანახმა უნდა იყოს.............

Posted by: Bizzy 19 Apr 2011, 04:05
Mr-Banks
ანუ იდეაში რო მივიდეთ მე და გადაბარების მსურველი ბანკში, იმსაც შეუმოწმებენ არის თუ არა ამ განვადების გადახდის უნარის მქონე და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაკეთდება ესეთი რამ? smile.gif ანუ პრაქტიკა თუ არსებობს ამის smile.gif

Posted by: Mr-Banks 19 Apr 2011, 04:13
Bizzy

ის უნდა იყოს გადახდისუნარიანი... შეამოწმებენ... კოდექსი ითვალისწინებს და პრაქტიკა რამდენადაა, არ ვიცი... ალბათ, იქნება...

Posted by: GURAMI2 19 Apr 2011, 13:56
...............................................................

Posted by: pucukia 19 Apr 2011, 18:34
ლარიც მაქვს ანგარიშზე და დოლარიც:

დოლარში მაქ ვალი გასასტუმრებელი და როგორ ჯობია?

დოლარით გადავიხადო თუ ლარით ვიყიდო დოლარი და იმ ფულიტ?

მადლობა

Posted by: Mr-Banks 19 Apr 2011, 19:10
pucukia


ლარით იყიდე დოლარი და თანაც სავალუტო ჯიხურში (ბანკში არა).....


Posted by: g_o_g_i_n_a 20 Apr 2011, 11:53
ვიზუალურად ლამაზი classic-ბარათი რომელ ბანკს აქვს ?

Posted by: ივანიჩ 20 Apr 2011, 12:00
ქართუ ბანკის გარდა გააკეთა რომელიმე ბანკმა კიდე ელექტრონული შესყიდვებისათვის საჭირო ვიზა გოლდი?

საქართველოს ბანკს და ლიბერთის უნდა ექნათ ეგ ამბავი..........

Posted by: Mr-Banks 20 Apr 2011, 14:35
IVANICHA

რას ნიშნავს

QUOTE
ელექტრონული შესყიდვებისათვის საჭირო ვიზა გოლდი


Posted by: bel-505 20 Apr 2011, 15:57
Mr-Banks
ხვალ ვისვენებთ? user.gif

Posted by: Mr-Banks 20 Apr 2011, 16:16
bel-505


კი, ვისვენებთ smile.gif

Posted by: ივანიჩ 20 Apr 2011, 18:31
Mr-Banks
ელექტრონული შესყიდვებისათვის (www.spa.ge, www.procurement.gov.ge) რომ დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა ამისათვის საჭიროა ვიზა გოლდ ბარათი თავისი Fულლ ფექეჯით, რაც მხოლოდ ქართუ ბანკს ჰქონდა..... 500 ლარი ჯდება თუარ ვცდები ამ ბარათის აღება

Posted by: Alcoholic 20 Apr 2011, 18:58
რომელ ბანკს მირჩევთ ? ყველამხრივ გამოსაყენებადი... ბარათიდან რომ გადავაიხადო , უცხოეთში რო იმოქმედოს ჩემა ბარათბა ასევე მაღაზიებით რომ გადავიხადო რომელ ბანკს შეუძლია მსგავსი ბარათის გაცემა ??

Posted by: Mr-Banks 20 Apr 2011, 23:25
IVANICHA

თუ არ შეწუხდები, ქართუს საიტზე შეგიძლია, ამ პროდუქტის ლინკი მანახო?

იურიდიულ პირს შეუძლია, ვიზა ბიზნეს ბარათის აღება, რომელიც ყველა ბანკს აქვს. ამას გულისხმობ? ყველა ბანკს აქვს ეგ.

ალკოჰოლიკი

მე სუბიექტურად გირჩევ თიბისი-ს.

Posted by: ბინლადენი 21 Apr 2011, 18:38
მაქვს ვიზა კლასიკი ტბს ბანკის
მინდა გამოვცვალო პინკოდი ,მითხრეს რო მთლიანი ბარათი უნდა გამოცვალოო და 16 ციფრიანი კოდიც იცვლება მაგ დროს ახალ ბარათზე თუ ის იგივე რჩება ?


Posted by: ივანიჩ 21 Apr 2011, 22:09
Mr-Banks
არა ყველა ბანკს არა, როგორც შესყიდვების სააგენტოს ტრენინგებზე ახსნეს მხოლოდ ქართუ ბანკს აქვს ეს ფულლ ფექეჯი ამ ტიპის ოპერაციებისათვის ვისა ბარათებზე -
ლინკი ალბათ ესაა http://www.cartubank.ge/index.php?m=586, 500 ლარი ჯდება მაგ ბარათის გაკეთება....

Posted by: Mr-Banks 21 Apr 2011, 22:40
ბინლადენი

ბარათის ნომერიც იცვლება (16 ნიშნა)


IVANICHA


500 ლარიანი ბარათი მე ვერ ვნახე მანდ. smile.gif ჩემი აზრით ეგ არის visa იზნეს ბარათი, რომელიც ყველა ბანკს აქვს. თუ რაღაც ხელშეკრულება აქვს მაგ სააგენტოს და ქართუ ბანკს, ვერ გეტყვი. დააზუსტე აბა დეტალები.


ამაზე ამბობ? http://www.cartubank.ge/index.php?m=598


ეს სხვა რამეა. მივხვდი, რაზეც საუბრობ. ანუ შესყიდვის დროს, ნებისმიერი ვიზა და მასტერქარდ ბარათი რომ მიიღოს, ეგ არის ხომ?

Posted by: ივანიჩ 22 Apr 2011, 14:14
შესყიდვის დროს - ოღონდ აქ, სახელმწიფო შესყიდვა რომ განახორციელოს იმ ბარათზე ვამბობ, ალბათ ეგაა

სხვა საიტებზე და უცხო საიტებზე რა ბარათი გამოიყენება არ ვიცი, ალბათ ჩვეულებრივი ვისა

Posted by: 1984 22 Apr 2011, 14:33
გამარჯობა

რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვა ყველაზე დაბალი პროცენტით სად არის შესაძლებელი და რამდენ პროცენტად?რომელიმე ბანკში ანგარიშის გახსნა რუსეთში თანხის დადება და საქართველოში მართვა შესაძლებელია უპროცენტოდ?

დიდ თანხაზე მაქვს საუბარი

მადლობა წინასწარ

Posted by: salometallica 22 Apr 2011, 17:03
ხომ არავინ იცით ხვალ დასვენების დღე კი არის, მარა ბანკები მაინცდამაინც თავს არ იკლავენ პერსონალზე ზრუნვით და იქნებ მუშაობდეს ლიბერთი ბანკი.. ან საქართველოს ბანკი მაინც.. თუ იცით ზუსტად მითხარით რა,..

Posted by: Did_Giorgi 22 Apr 2011, 21:27
salometallica
QUOTE
საქართველოს ბანკი მაინც..

ხვალ საქართველოს ბანკის ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეული რეჟიმით - 14:00 საათამდე
შაბათი არაა დასვენების დღე no.gif
ლიბერთი დღესაც მუშაობდა, მე რომ ვნახე ის ფილიალი და სხვები არ ვიცი.

Posted by: salometallica 23 Apr 2011, 10:10
Did_Giorgi
დიდი მადლობა.. smile.gif

Posted by: kodeksi 29 Apr 2011, 23:49
ზირაათ ბანკი არის კიდევ?

ანუ ის მაინტერესებს, უცხოური კაპიტალით 3 ბანკია საქართველოში? ( ზირაათი, ჰსბს, ხალიკი) ?

Posted by: Mr-Banks 29 Apr 2011, 23:54
kodeksi

აგერაა ბანკების ჩამონათვალი http://www.nbg.gov.ge/index.php?m=403

Posted by: kodeksi 30 Apr 2011, 00:00
Mr-Banks
QUOTE
აგერაა ბანკების ჩამონათვალი http://www.nbg.gov.ge/index.php?m=403



მადლობა. კონსტანტა, კი არის მაგ სიაში მაგრამ ითვლება კიდევ? ესენი სამივე ყოფილა ისევ

ანუ ცალკე ბანკად ითვლება კიდევ?

Posted by: Mr-Banks 30 Apr 2011, 00:03
kodeksi

კი, თიბისი-მ იყიდა კონსტანტა და ცალკეა. smile.gif

Posted by: kodeksi 30 Apr 2011, 00:07
ანუ მიუხედავად იმისა რომ თიბისიმ იყიდა მაინც ცალკეა ხო, და ისევ 19 ბანკი რჩება? ამის დაზუსტება მინდა. wink.gif

Posted by: Mr-Banks 30 Apr 2011, 00:16
kodeksi

კი, ეგრეა. ცალკე დარჩა მაინც......................

Posted by: kodeksi 30 Apr 2011, 00:20
Mr-Banks


მადლობა დიდი wink.gif

Posted by: FishFace 1 May 2011, 11:11
უცხოური ანგარიშიდან პლასტიკურით რომელიმე ბანკომატში ევროს განაღდება თუ შეიძლება?

გადმორიცხვა ქართულ ანგარიშზე არ განიხილება.

Posted by: Mr-Banks 1 May 2011, 18:11
FishFace

რესპუბლიკა ბანკის რამდენიმე ბანკომატში იდო ადრე ევროები, დარეკე და კითხე. მგონი ვაკეში იყო ეგ ბანკომატი... smile.gif

Posted by: FishFace 1 May 2011, 18:25
Mr-Banks
რესპუბლიკაში თუ არის შანსი მაგას უცებ გავარკვევ. მადლობა smile.gif

სხვა ბანკს არასდროს ქონია ევროები ბანკომატში? sad.gif

Posted by: Mr-Banks 1 May 2011, 18:33
FishFace

სხვაზე მართლა არ გამიგია. რაც გამიგია, ის გითხარი. smile.gif

Posted by: kodeksi 1 May 2011, 21:29
გამარჯობა!

მაინტერესებს, ეროვნულ ბანკს რამდენი პროცენტით აქვს დაწესებული ბანკებისთვის რეზერვები.

მადლობა წინასწარ!

Posted by: Tvalebi 2 May 2011, 00:54
საზღვარზე ქეშად რა მოცულობ თანხის გატანა შეიძლება $-ში ხო არ იცით ვინმემ ? baby.gif

Posted by: FishFace 2 May 2011, 01:04
Tvalebi
მგონი არაა შეზღუდვა საქართველოში და ნორმალურ ქვეყნებში.

თუმცა ჩემოდნით არასდროს მითრევია მაგრამ არც არავინ შემკითხვია ბოლო 10 წელია კაკ მინიმუმ.

მანამდე კი იყო შეზღუდვები.

Posted by: Tvalebi 2 May 2011, 02:18
FishFace

QUOTE
მანამდე კი იყო შეზღუდვები.

ეჭვი მაქ რომ ეხლაც ჩადებდნენ რაღაც ლიმიტს
მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: eldo777 3 May 2011, 10:23
ბანკის კერზო რესურსები მიეკუთვნება
საწედებო კაპიტალს?

რომელი წარწერა ამცირებს საკრედიტო რისკს, მისი შეძენისას ვექსელზე?
ავალი?

იცით ვინმემ ამ კითხვებზე პასუხი? user.gif

Posted by: spider77 3 May 2011, 13:54
Tvalebi
QUOTE
საზღვარზე ქეშად რა მოცულობ თანხის გატანა შეიძლება $-ში ხო არ იცით ვინმემ ?

რაც ნაკლები მით უკეთესი, არსასურველი ინტერესი რო არ მიიპყრო givi.gif

Posted by: Couperwood 3 May 2011, 15:55
QUOTE
საზღვარზე ქეშად რა მოცულობ თანხის გატანა შეიძლება $-ში ხო არ იცით ვინმემ ?

შეზღუდვა მგონი არ არის, უბრალოდ 20 000-ზე მეტის ქეშად გატანა ექვემდებარება დეკლარირებას.
* * *
kodeksi
QUOTE
მაინტერესებს, ეროვნულ ბანკს რამდენი პროცენტით აქვს დაწესებული ბანკებისთვის რეზერვები.

მუხლი 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა
1. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%.
2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 15%.

Posted by: Tvalebi 3 May 2011, 16:47
spider77

QUOTE
რაც ნაკლები მით უკეთესი, არსასურველი ინტერესი რო არ მიიპყრო

8-10K მგონი დიდ გონებრი ეჭვს არ გააჩენს ? rolleyes.gif baby.gif

Couperwood

QUOTE
შეზღუდვა მგონი არ არის, უბრალოდ 20 000-ზე მეტის ქეშად გატანა ექვემდებარება დეკლარირებას.

მადლობა smile.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 5 May 2011, 15:16
ხელფასის ცნობის გარეშე 18 წელზე რომელი იძლევა სეხს ან განვადების ბარათს რამე მაგდაგვარს
პატარა თანხაზე თუმდაც არცერტთი ? bis.gif

Posted by: Did_Giorgi 5 May 2011, 21:14
g_o_g_i_n_a
პრივატბანკი მოგცემს ალბათ საკრედიტო ბარათს, ოღონდ საკრედიტო ლიმიტის გარეშე bis.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 5 May 2011, 21:19
Did_Giorgi
ეგ რას ნიშნავს რასაც მე ვფიქრობ იმას ? lol.gif

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 08:59
ერთი შეკითხვა მაქვს, ჩვენ იუზერს შეექმნა პრობლემა უცხოეთიდან დოლარის მიღების.

პატარა კონსულტაცია გავუწიე ერთ-ერთ უცხოურ ორგანიზაციას, ჰოდა ფული უნდა ჩამომირიცხონ ამისდა გამო.
იგივე პრობლემები შემექმნება მეც?

ეს მონაცემები შეავსე და გამოუშვიო:
Bank Name:
Bank Address:
Name of Account Holder:
Beneficiary’s Address:
Account Number:
BIC/SWIFT Code:

ხომ არ ჯობია მანიბუქერსის ექაუნთი მივუთითო? boli.gif



პ.ს. რაღაც IBAN ანგარიშები მაქვს მგონი მე რესპუბლიკაში და პროკრედიტში და ეგ Account Number-ში უნდა მივუთითო?

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 10:14
Did_Giorgi

ეგ ბანი, როგორ უნდა ურჩიო ვინმეს. sad.gif

Homo Erotikus

საბანკო ანგარიშზე არ უნდა შეგექმნას პრობლემა, რადგან საქართველოს ტერიტორიის გარედან გირიცხავენ.

იბანის ანგარიში არის იგივე ანგარიშის ნომერი. პროკრედიტს ბანკინგით მიწერე ანგარიშის რეკვიზიტები მინდაო დოლარში ან ევროში და მოგწერენ ყველაფერს.

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 10:19
Mr-Banks
QUOTE
საბანკო ანგარიშზე არ უნდა შეგექმნას პრობლემა, რადგან საქართველოს ტერიტორიის გარედან გირიცხავენ.

იბანის ანგარიში არის იგივე ანგარიშის ნომერი. პროკრედიტს ბანკინგით მიწერე ანგარიშის რეკვიზიტები მინდაო დოლარში ან ევროში და მოგწერენ ყველაფერს.

თანხა მთლიანად მოვა ჩემამდე?
მაგალითად, გამოუშვეს ვთქვათ 100 დოლარი, მე 100-ვე დამიჯდება?
მერე 20% საშემოსავლო უნდა გადავიხადო?

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 10:27
Homo Erotikus

რამდენსაც ჩაგირიცხავენ, იმდენი ჩამოგერიცხება. იქ არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ალბათ მათ გადაახდევინებენ გადმორიცხვის საკომისიოს და შენ არ გადაგახდევინებენ. ეგ შენ დააზუსტე. საქართველოს ბანკები კი ტარიფს არ იღებენ, როდესაც თანხა გერიცხება.

საშემოსავლოზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი. პრინციპში რატომ უნდა გადაიხადო. დარეკე მაინც 077-ზე.

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 10:34
Mr-Banks
QUOTE
რამდენსაც ჩაგირიცხავენ, იმდენი ჩამოგერიცხება

თბილ ქვეყნებში რომ ვცხვრობდი და აქეთ ფულს ვრიცხავდი მაგრად მწეწავდნენ user.gif
1000 ევროდან საშუალოდ 50 ევრო იკარგებოდა user.gif (პლუს ამას ადგილზე საკომისიოს ცალკე მე მახევდნენ)
შუამავალმა შეჭამაო, მერე უნაღდო კურსიო, კონვერტაცია ხდება ლარზეო, მერე ისევ ევროზეო, მერე ევროს ვერ გაიტანო და აქ დაახლოებით 950 ევრო გამოდიოდა ხელზე ასაღები user.gif
2005 წლის ამბავს ვიძახი (ბანკი: ბაზის ბანკი), ახლა შეიძლება შეიცვალა ვითარება smile.gif
* * *
რესპუბლიკის კარტა მაქვს, ჰოდა გადავწყვიტე ამ ბანკის მითითება smile.gif
შეგიძლიათ დამეხმაროთ შევსებაში?

Bank Name: JSC Bank "Republic"
Bank Address: 2 Gr. Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia
Name of Account Holder: ჩემი სახელი და გვარი smile.gif
Beneficiary’s Address: ჩემი მისამართი
Account Number: ჩემი IBAN? IBAN მივუთითო?
BIC/SWIFT Code: აქ რა უნდა ჩავწერო? user.gif

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 11:17
Homo Erotikus

მანდ უთითებ რესპუბლიკა ბანკის სვიფტ კოდს. შუამავალი ბანკი არ უნდა? spy.gif იხ. მიმაგრებული სურათი

QUOTE
Account Number: ჩემი IBAN? IBAN მივუთითო?


კი, შენი ანგარიშის ნომერი. არ შეგეშალოს.

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 11:20
Mr-Banks
QUOTE
მანდ უთითებ რესპუბლიკა ბანკის სვიფტ კოდს. შუამავალი ბანკი არ უნდა?  იხ. მიმაგრებული სურათი

ჩინელებმა უნდა გადმომირიცხონ და ალბათ ენდომება შუამავალი user.gif
ისე როგორ ჩარიცხავენ? boli.gif
ანუ SWIFT არის REPLGE22?
BIC ხომ არ ნიშნავს შუამავალს? boli.gif

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 11:24
Homo Erotikus
QUOTE
ანუ SWIFT არის REPLGE22?



კი

QUOTE
BIC ხომ არ ნიშნავს შუამავალს? 



არა. http://www.nationalirishbank.ie/en-ie/About-National-Irish-Bank/Contact-us/Personal-contact/Questions-and-answers/Pages/What-is-IBAN-SWIFT-and-BIC-and-how-do-I-find-them.aspx

BIC (SWIFT)
A BIC (Bank Identifier Code) identifies the beneficiary's bank quickly and easily.
SWIFT owns and administers the BIC system. The BIC is the same as the bank's SWIFT address.


მოგიწევს რესპუბლიკაში დარეკვა და შუამავალი ბანკის გარკვევა. ისინი გთხოვენ შუამავალს?


ვიპოვნე https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14&info_id=333

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 11:28
Mr-Banks
QUOTE
ისინი გთხოვენ შუამავალს?

არა
QUOTE
ეს მონაცემები შეავსე და გამოუშვიო:
Bank Name:
Bank Address:
Name of Account Holder:
Beneficiary’s Address:
Account Number:
BIC/SWIFT Code:

მარტო ამას ითხოვენ...


რესპუბლიკის საიტზე კი ვნახე მარა ბევრი ბანკია მითითებული user.gif
ნეტა მე რომელი მჭირდება? user.gif

https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14&info_id=333

კორესპონდენტი ბანკები

ბანკი
რეკვიზიტები

FRANCE

SOCIETE GENERALE
SWIFT: SOGE FR PP
EUR Acc. # 001019083750

USA

SOCIETE GENERALE
SWIFT: SOGE US 33
USD Acc. # 00195464

DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS
SWIFT: BKTR US 33
USD Acc. # 04-414-550

UNITED KINGDOM

NATIONAL WESTMINSTER BANK PLC
SWIFT: NWBKGB2L
GBP Acc. # 440/00/10007032

GERMANY

DEUTSCHE BANK AG
SWIFT: DEUT DE FF
USD Acc. # 9472853 00050
EUR Acc # 9472853 1000

COMMERZBANK AG



SWIFT: COBA DE FF
USD Acc. # 400887166700
EUR Acc. # 400887166700

BELGIUM

KBC BANK NV
SWIFT: KRED BE BB
EUR Acc. # 480-9589071-47

RUSSIA

JSC “ALFA-BANK”



SWIFT: ALFA RU MM
USD Acc. # 30112840960000000003
RUR Acc. # 30231810000000000120

SAVINGS BANK OF THE RF
SWIFT: SABRRUMM
USD Acc. # 30112840200000000503
EUR Acc. # 30112978800000000503
RUR Acc. # 30231810700000000503

RAIFFEISEN BANK


SWIFT: IMPERUMM
USD Acc. # 30112840800000000071
EUR Acc. # 30112978100000000041

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 11:41
Homo Erotikus

ხო, მაგის ლინკი მეც დავდე. თუ არ გთხოვენ კორესპონდენტ ბანკს, მაშინ ნუ მიუთითებ, ან ბოლოში მიუწერე მაინც.

რა ვალუტაშიც გირიცხავენ, იმ ვალუტის კორესპონდენტი ბანკი მიუთითე. მე რუსეთს მივუთითებდი, რადგან ჩინეთთან უფრო ახლოა, ვიდრე - სხვა.

მაგალითად ეს:
RAIFFEISEN BANK
SWIFT: IMPERUMM
EUR Acc. # 30112978100000000041

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 11:47
Mr-Banks
QUOTE
ხო, მაგის ლინკი მეც დავდე. თუ არ გთხოვენ კორესპონდენტ ბანკს, მაშინ ნუ მიუთითებ, ან ბოლოში მიუწერე მაინც.

რა ვალუტაშიც გირიცხავენ, იმ ვალუტის კორესპონდენტი ბანკი მიუთითე. მე რუსეთს მივუთითებდი, რადგან ჩინეთთან უფრო ახლოა, ვიდრე - სხვა.

დოლარში მირიცხავენ, ესე იგი დოლარიანს მივუთითებ smile.gif

დიდი მადლობა დახმარებისთვის! გაიხარე, ძაან დამეხმარე! jump.gif
პრიციპში იმ ლინკის ინგლისურ ვერსიას გავუგზავნი და მერე თვითონ იმტვრიონ თავი biggrin.gif

Posted by: bird*mad*girl 6 May 2011, 11:48
იქნებ ვინმემ იცოდეთ

ჯერ ხო ძლივს მივაღწიე ბანკში განბაჟების თანხის გადასახდელად და აღმოჩნდა რომ დეკლარაციის დაწერის შემდეგ, სახაზინო კოდები შეიცვალა და გამომიშვეს უკან, ახლები გაიგე და მერე მოდიო
იქნებ ვინმემ იცოდეთ ახალი

მ.შ საბაჟო მოსაკრებელი - სახაზინო კოდი
იმპორტის გადასახადი - სახაზინო კოდი
და
დღგ საბაჟო - სახაზინო კოდი


მადლობთ წინასწარ

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 11:49
Homo Erotikus


მე გირჩევ, რომ რესპუბლიკა ბანკისგან აიღე ოფიციალურად ყველაფერი და დასკანერებული გაუგზავნე.

არაფრის smile.gif)

თან ეცოდინებათ, ჩინეთისთვის რომელი ბანკია უკეთესი.

Posted by: Homo Erotikus 6 May 2011, 11:54
Mr-Banks
QUOTE
მე გირჩევ, რომ რესპუბლიკა ბანკისგან აიღე ოფიციალურად ყველაფერი და დასკანერებული გაუგზავნე.

საიტის ინგლისური ვერსიის ლინკი გავუშვი smile.gif
თან ვუთხარი მანიბუქერსით ჩამირიცხეთ, ჩემთვის ეგრე ჯობიათქო და ვნახოთ smile.gif

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! up.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 6 May 2011, 21:35
QUOTE
ხელფასის ცნობის გარეშე 18 წელზე რომელი იძლევა სეხს ან განვადების ბარათს რამე მაგდაგვარს პატარა თანხაზე თუმდაც არცერტთი ?

QUOTE
პრივატბანკი მოგცემს ალბათ საკრედიტო ბარათს, ოღონდ საკრედიტო ლიმიტის გარეშე

QUOTE
ეგ რას ნიშნავს



იქნებ გამცეთ რომელიმემ პასუხი smile.gif

Posted by: FishFace 6 May 2011, 21:37
bird*mad*girl
www.rs.ge

არც კოდი შეგეშლება და ონლაინაც გადაიხდი. smile.gif

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 22:12
g_o_g_i_n_a

ეგ ნიშნავს იმას, რომ საკრედიტო ბარათს მოგცემს, რომელზეც ტანხა არ იქნება და არა ერთხელ ყოფილა მსგავსი უმსგავსობა ამ ბანკისგან.


Posted by: g_o_g_i_n_a 6 May 2011, 22:14
Mr-Banks
biggrin.gif ანუ უბრალოდ მუღამი აქვთ რომ ბევრი საკრედიტო ბარათი გასცენ და კაი ტიპები გამოჩდნენ ?

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 22:25
მე რა ვიცი, მაგათ რისი მუღამი აქვთ ან ვაფშე, რატომ არსებობენ

Posted by: g_o_g_i_n_a 6 May 2011, 22:41
Mr-Banks
ერთხელ ვიყავი მეც მაგათ ფილიალზე პეკინზე და აი აუტანელი რაღაცაა biggrin.gif

ჯერ რამხელა რიგი იყო მერე პერსონალიც რაღაცნაირია კიდიხარ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა

და პახოდუ სერვისებიც არ უვარგათ თურმე biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 6 May 2011, 22:48
ხოდა ამის მერე, მანდ ანგარიში რატომ უნდა გახსნა და თუ გახსნი, პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს.

Posted by: Tuna 7 May 2011, 00:37
აქაც დავწერ მაინც :s


ხალხო ძალიან ძალიან სასწრაფოდ მჭირდება

რა უჯდებათ ბანკებს ბარათების დამზადება, როგორც ვიცი ვიზასთან კონტრაქტი იდება და ამის მიხედვით ხდება უკვე
ვიზას საიტზე უნდა კოფილიკო წესით მაგრამ ვერაფრით ვიპოვე : (

იქნებ ვინმემ მიშველოთ user.gif

სიტყვაზე მინდა გავიგო რა დაუჯდება ბანკს რომ ვიზას შეუკვეთოს 30 ათასი ცალი ბარათი

Posted by: Did_Giorgi 7 May 2011, 01:03
Tuna
რთული საკითხია ეგ
ასე ხელაღებით ვერავინ გიპასუხებს
თან სავარაუდოდ კითხვაა არასწორად დასმული
ვიზა არ ამზადებს ბარათებს, ბარათებს ვიღაცეები ბეჭდავენ, უბრალოდ ანგარიშსწორებისას გამოიყენება ვიზას ქსელი, ან მასტერქარდის, ან ამერიკან ექსპრესის, ან დაინერს ქლაბის, დისქოვერერის და ა.შ.
ხოდა ამ ქსელით სარგებლობისათვის ვიზას და სხვა ოპერატორებს ეხდებათ რაღაც საკომისოები.
მარტივად რომ ავხსნათ ასეა რა yes.gif

Posted by: Couperwood 7 May 2011, 15:08
Tuna
QUOTE
რა უჯდებათ ბანკებს ბარათების დამზადება,

ყველა ბანკს სხვადასხვა უჯდება.

ბანკი პლასიკატებს უკვეთავს საბითუმოდ...
და მერე ხდება ემბოსინგი (მაგნიტურ ლენტზე ინფორმაციის დატანა, ბარათის ნომრის დაბეჭდვა, ჩიპზე ინფორამციის ჩაზერა).
ზოგ ბანკს საკუთარი ემბოსერი აქვს ზოგს არა და საპროცესინგოს უკვეთავს...

ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და მომწოდებელთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.
შედარებით ძვირი ჯდება კლასიკები, გოლდები, თუ ჩიპიანია უფრო ძვირი უჯდება, ყველაზე იაფია ელექტრონის დამზადება.

Posted by: Tuna 7 May 2011, 18:18
Did_Giorgi
Couperwood


ძალიან ძალიან დიდი მადლობა user.gif
პრეზენტაციას ვაკეთებდი და ხარჯებისთვის მჭირდებოდა ზუსტი ციფრი.. რახან ვერ გავიგე, მაგალითისთვის ავიგე მე თვითონ და ისე გამოვთვალე

Posted by: kodmena 16 May 2011, 12:36
თბს-ში გასაუბრებაზე ყველაზე ცუდი შეკითხვა რა შეიძლება რო მოვიდეს და რა ვუპასუხო?

Posted by: Mr-Banks 16 May 2011, 17:44
kodmena


ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რატომ შენ და არა - სხვა.

Posted by: nika_144 17 May 2011, 20:19
ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი ოფიციალურად მუშაობს რომელიმე უცხო სახელმწიფოში. ვთვათ საბერძნეთში, ან თურქეთში, ან რა მნიშვნელობა აქვს...
მას იქიდან ოფიციალურად წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე მისცემენ სესხს?
თუ ჩვენი ბანკები არ ითვალისწინებენ ამას...
და მხოლოდ მასზე გაიცემა სესხი ვისაც აქ ერიცხება თანხა და იღებს ხელფასს...

Posted by: spider77 17 May 2011, 21:35
kodmena
QUOTE
თბს-ში გასაუბრებაზე ყველაზე ცუდი შეკითხვა რა შეიძლება რო მოვიდეს და რა ვუპასუხო?


კითხვა: 100 მილიმეტრის დიამეტრის მქონე მილის გარშემოწერილობა რამდენია?

პასუხი: 314 მილიმეტრი ......... fingal.gif







გააჩნია რა დონეზე და ვისთან გასაუბრებას გულისხმობ.



Posted by: giorgi1zd 17 May 2011, 21:39
მაინტერესებს რაიმე გზა თუ არსებობს რომ მათემატიკა შეისწავლოს ადამიანმა ინტერნეტშიი ? smile.gif

Posted by: Did_Giorgi 17 May 2011, 22:24
nika_144
არ გაითვალისწინებენ სხვა ქვეყანაში მიღებულ ხელფასს და შესაბამისად არც ცნობას.
QUOTE
წარმოიდგინეთ ადამიანი ოფიციალურად მუშაობს რომელიმე უცხო სახელმწიფოში. ვთვათ საბერძნეთში, ან თურქეთში, ან რა მნიშვნელობა აქვს...

ჯობია იმ ქვეყანაშივე აიღოს სესხი, რადგან თუ მუშაობის უფლება აქვს, მინიმუმ რეზიდენტიც იქნება და სესხის აღების უფლებაც ექნება.

Posted by: Diamond Girl 18 May 2011, 16:49
თუ ვინმე ერკვევა: ბინა , რომელიც არის ერთ კონკირეტულ ადამიანზე გაფორმებული და რომელიც ჩადებულია ბანკში თანხის სანაცვლოდ, თუ შესაძლებელია , რომ სანამ ეს კრედიტი დაიფარება მანამდე გადაფორმდეს მის შვილზე? პროცენტების გადახდა დროულად ხდება და არ აქვთ ბანკთან პრობლემები.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

გთხოვთ მიპასუხოთ

Posted by: ninininiko 18 May 2011, 19:52
იქნებ მიპასუხოთ რა.
მოკლედ საზღვარგარეთ წასასვლელი პასპორტი დაჩქარებული წესით გავაკეთებინე.საბანკო ჩეკი დამატოვებინეს რეესტრში.
არადა ხარჯებს სახელმწიფო სტრუქტურა მინაზღაურებს.
და ახლა მთხოვენ იმ ჩეკს.
და ბანკში უნდა მივიდე თუ რეესტრში ანუ მითხარით რა უნდა ვქნა.
ამ თანხის დაკარგვა არანაირად არ მინდა.sad.gifისედაც;(
ანუ ამ ჩეკს თავიდან აღება სად შემიძლია????????????,თანხა გადახდილი მაქვს ცხადია უკვე.

Posted by: Mr-Banks 18 May 2011, 20:21

Diamond Girl


იპოთეკა ადევს ბინას? შესაძლებელია გადაფორმება. ახალ მფლობელს იპოთეკა გადაყვება თან.

ninininiko

სადაც გადაიხადე საფასური, იქ მიდი და განმეორებითი ქვითარი მოითხოვე.

Posted by: tseke 18 May 2011, 21:56
საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება თუ არა დოლარის და ევროს გადარიცხვა გზავნილის სახით?

Posted by: FishFace 18 May 2011, 22:19
Diamond Girl
ყადაღა თუ ადევს არაა შესაძლებელი. თუ იპოთეკაა (ანუ სესხის უზრუნველყოფაშია ჩადებული) მაშინ შეიძლება როგორც Mr-Banks
-მა გითხრა. იპოთეკა მიყვება ნივთს და არა პიროვნებას, ბანკის შეწუხება საერთოდ არ დაგჭირდებათ მგონი. უფრო დაწვრილებით სამართლის გამყოფილებაში დაგმოძღვრავენ.

Posted by: Lene :) 19 May 2011, 11:47
რა კითხვებს სვამენ გასაუბრებაზე?
აი მაგალითად ოპერატორ სტაჟიორს რა შეიძლება კითხონ?

Posted by: Zuraba 19 May 2011, 20:21
რომელ ბანკს აქვს ყველაზე ხელსაყრელი სახელფასო პროგრამა საშუალო და მცირე საწარმოებისათვის (დაახლეობით 35-40 მუშახელი, ბრუნვა მილიონზე ნაკლები)

მაინტერესებს საწარმოს წმინდა ხარჯები ხელფასების ჩარიცხვის დროს, ყოველ თვე, რამდენად მიღებულია ამჟამად გავრცელებული პროცენტები (0.2-0.5%)?

დიდი მადლობა

Posted by: @guro@ 19 May 2011, 20:29
tseke
QUOTE
საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება თუ არა დოლარის და ევროს გადარიცხვა გზავნილის სახით?

არ იკრძალება,
გზავნილი რახან თქვი ე.ი. ფიზიკურ პირებს შორის გულისხმობ ხო და ეგ არ იკრძალება smile.gif

Zuraba
QUOTE
რომელ ბანკს აქვს ყველაზე ხელსაყრელი სახელფასო პროგრამა საშუალო და მცირე საწარმოებისათვის (დაახლეობით 35-40 მუშახელი, ბრუნვა მილიონზე ნაკლები)

მაინტერესებს საწარმოს წმინდა ხარჯები ხელფასების ჩარიცხვის დროს, ყოველ თვე, რამდენად მიღებულია ამჟამად გავრცელებული პროცენტები (0.2-0.5%)?

ნუ მე რაც ვიცი იმას გეტყვი.
პროკრედიტში
1. ანგარიში უნდა გახსნას საწარმომ - 10 ლ. საკომისიო. (შემდეგში ანგარიშების მომსახურების საკომისიო ან რამე მსგავსი არ არის.)
2. თანამშრომლების ანგარიშის გახსნა უფასო, შემდეგში ანგარიშების მომსახურების საკომისიო ან რამე მსგავსი არ არის.
3. სახელფასო პლასტიკური ბარათები უფასოდ. (შემდეგში მომსახურების საკომისიო არ აქვს)
4. თანამშრომლებზე სესხი შეღავათიანი პირობებით.
5. ხელფასის ჩარიცხვა:
ინტერნეტ ბანკინგით უფასოდ,
რეესტრით თითო თანამშრომელზე 0.2ლ.
ელექტრონული რეესტრით თითო თანამშრომელზე 0.1 ლ.
ცალ-ცალკე საგადახდო დავალებებით 0.7ლ.

6. თანამშრომლებს ხელფასის განაღდება ბანკომატით უფასოდ შეუძლიათ, სალაროდან განაღდებისას -0.2%


ვსიო biggrin.gif

Posted by: Zichi 19 May 2011, 20:58

Posted by: Mr-Banks 19 May 2011, 21:03
Zuraba

ეგეთი საკითხები ფორუმზე არ წყდება. ბანკში უნდა მიხვიდე. 1000 ვარიაციაა და ყველას აქ ხომ ვერ დავწერთ?

Posted by: Zuraba 20 May 2011, 00:19
QUOTE (Mr-Banks @ 19 May 2011, 20:03 )
Zuraba

ეგეთი საკითხები ფორუმზე არ წყდება. ბანკში უნდა მიხვიდე. 1000 ვარიაციაა და ყველას აქ ხომ ვერ დავწერთ?

ეგ ვიცი, ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და სპეციფიკიდანაა გამომდინარე, რაც არის მოკლედ რომ ვთქვათ მარაზმი და მეტი არაფერი...

უნდა იყოს ყოველთვიურად დაწესებული საკომისიო, პლიუს ერთჯერადად გაწეული ხარჯების ამოღება ბანკის მიერ (მაგ: პლასტიკური ბარათების, ანგარისის გახსნის, მომსახურების და ასე შემდეგ, მაგრამ ვიმეორებ ერთჯერადი) და მორჩა, დანარჩენი არის წაგლეჯა და გატყავება, მეტი არაფერი...

იმაზე საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა, ბანკში სესხი ჩაგერიცხა, ბინას ყიდულობ, ამ თანხას ბინის მეპატრონეს ურიცხავ იმავე ბანკში გახსნილ სახელდახელოდ გახსნილ ანგარიშზე და მერე მას რომ თანხა გამოაქვს, ამაზე 0.6% იხდის საკომისიოს...

ამაზე მეტი მარაზმი არსებობს რაიმე...

აქ დავპოსტე რადგან ყველას ეძინა (ბანკებს ვგულისხმობ) და არავის შეეძლო რაიმეს თქმა, არადა ასეთი ინფორმაცია უნდა ვებ გვერდეზე უნდა იყოს

Posted by: Mr-Banks 20 May 2011, 00:22

Zuraba



QUOTE
უნდა იყოს


შენი ბანკი გააკეთე............. yes.gif

Posted by: Did_Giorgi 20 May 2011, 00:29
Zuraba
QUOTE
ბინას ყიდულობ, ამ თანხას ბინის მეპატრონეს ურიცხავ იმავე ბანკში გახსნილ სახელდახელოდ გახსნილ ანგარიშზე და მერე მას რომ თანხა გამოაქვს, ამაზე 0.6% იხდის საკომისიოს...

მაგ საკომისიოს აღარავინ იხდის გარდა იშვიათი გამონაკლისისა
ბინის მეპატრონე ხსნის მოთხოვნამდე ან შეგროვებად ანაბარს, ამ ანაბარზე მყიდველს შეაქვს თანხა.
ანაბრის ანგარიშიდან განაღდების საკომისიო არ აიღება wink.gif
QUOTE
ბანკში სესხი ჩაგერიცხა

ეგ ჩვეულებრივი ამბავია, იგულისხმება სესხის ეფექტურ საპროცენტო სარგოში და ითვლის კიდეც ბანკი yes.gif
ამას დავუმატოთ ის რომ ბანკი როცა გაძლევს სესხს, შენ შეგიძლია არ გაანაღდო თანხა, გადარიცხო სადმე ან იგივე ანაბრის ოპერაცია ჩაატარო.
ანგარიშიდან განაღდების საკომისიო ჩვეულებრივი ტარიფია ნებისმიერი კომერციული ბანკის და ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სიდიდით yes.gif
შენი მსჯელობის მიხედვით ბანკს შემოსავალი მარტო საკრედიტომ უნდა მოუტანოს მასე გამოდის
არადა სხვა მომსახურება რომ გჭირდება საკრედიტოს გარდა? ხოდა ეგ მომსახურება, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტი, ფული ღირს.

Posted by: Diamond Girl 20 May 2011, 11:51
Mr-Banks
QUOTE
Diamond Girl

იპოთეკა ადევს ბინას? შესაძლებელია გადაფორმება. ახალ მფლობელს იპოთეკა გადაყვება თან.


კი იპოთეკითაა

FishFace

QUOTE
Diamond Girl
ყადაღა თუ ადევს არაა შესაძლებელი. თუ იპოთეკაა (ანუ სესხის უზრუნველყოფაშია ჩადებული) მაშინ შეიძლება როგორც Mr-Banks
-მა გითხრა. იპოთეკა მიყვება ნივთს და არა პიროვნებას, ბანკის შეწუხება საერთოდ არ დაგჭირდებათ მგონი. უფრო დაწვრილებით სამართლის გამყოფილებაში დაგმოძღვრავენ.


დიდი მადლობა ორივეს, წავედი სამართლის განყოფილებაში smile.gif


Posted by: Zuraba 20 May 2011, 14:04
QUOTE (Did_Giorgi @ 19 May 2011, 23:29 )
Zuraba
QUOTE
ბინას ყიდულობ, ამ თანხას ბინის მეპატრონეს ურიცხავ იმავე ბანკში გახსნილ სახელდახელოდ გახსნილ ანგარიშზე და მერე მას რომ თანხა გამოაქვს, ამაზე 0.6% იხდის საკომისიოს...

მაგ საკომისიოს აღარავინ იხდის გარდა იშვიათი გამონაკლისისა
ბინის მეპატრონე ხსნის მოთხოვნამდე ან შეგროვებად ანაბარს, ამ ანაბარზე მყიდველს შეაქვს თანხა.
ანაბრის ანგარიშიდან განაღდების საკომისიო არ აიღება wink.gif
QUOTE
ბანკში სესხი ჩაგერიცხა

ეგ ჩვეულებრივი ამბავია, იგულისხმება სესხის ეფექტურ საპროცენტო სარგოში და ითვლის კიდეც ბანკი yes.gif
ამას დავუმატოთ ის რომ ბანკი როცა გაძლევს სესხს, შენ შეგიძლია არ გაანაღდო თანხა, გადარიცხო სადმე ან იგივე ანაბრის ოპერაცია ჩაატარო.
ანგარიშიდან განაღდების საკომისიო ჩვეულებრივი ტარიფია ნებისმიერი კომერციული ბანკის და ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სიდიდით yes.gif
შენი მსჯელობის მიხედვით ბანკს შემოსავალი მარტო საკრედიტომ უნდა მოუტანოს მასე გამოდის
არადა სხვა მომსახურება რომ გჭირდება საკრედიტოს გარდა? ხოდა ეგ მომსახურება, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტი, ფული ღირს.

რაზეა ლაპარაკი და რომელ გამონაკლისებზე, ბინას ვყიდულობდი, მაგრამ გადარიცხვის 0.6% მოსთხოვეს თანხის გამოტანისას ვისაც ვურიცხავდი, ეს კი თითქმის 2,000 ლარი იყო და ამაზე მერე წავიდა მთელი ამბები, მეტი მომეცი და ასე შემდეგ, არადა იგივე ბანკში ხსნიდა ანგარიშს და იგივე ბანკი მაძლევდა იპოთეკას, მაგრამ რახანაც "ჩარიცხული" იყო იმიტომ დაადო ასეთი მარჯა...

მოკლედ რომ ვთქვა, აღარ ვყიდულობ, არც მაგათი სესხი მინდა და აღარც ის ბინა, ყველა კარგად იყოს...

ერთი კი ის ვისწავლე, ბანკი საქართველოში სანამ კარებს არ "შემოგიმტვრევს" მანამდე განზე უნდა დაიჭირო თავი...


* * *
QUOTE (Did_Giorgi @ 19 May 2011, 23:29 )
Zuraba
QUOTE
ბინას ყიდულობ, ამ თანხას ბინის მეპატრონეს ურიცხავ იმავე ბანკში გახსნილ სახელდახელოდ გახსნილ ანგარიშზე და მერე მას რომ თანხა გამოაქვს, ამაზე 0.6% იხდის საკომისიოს...

მაგ საკომისიოს აღარავინ იხდის გარდა იშვიათი გამონაკლისისა
ბინის მეპატრონე ხსნის მოთხოვნამდე ან შეგროვებად ანაბარს, ამ ანაბარზე მყიდველს შეაქვს თანხა.
ანაბრის ანგარიშიდან განაღდების საკომისიო არ აიღება wink.gif
QUOTE
ბანკში სესხი ჩაგერიცხა

ეგ ჩვეულებრივი ამბავია, იგულისხმება სესხის ეფექტურ საპროცენტო სარგოში და ითვლის კიდეც ბანკი yes.gif
ამას დავუმატოთ ის რომ ბანკი როცა გაძლევს სესხს, შენ შეგიძლია არ გაანაღდო თანხა, გადარიცხო სადმე ან იგივე ანაბრის ოპერაცია ჩაატარო.
ანგარიშიდან განაღდების საკომისიო ჩვეულებრივი ტარიფია ნებისმიერი კომერციული ბანკის და ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სიდიდით yes.gif
შენი მსჯელობის მიხედვით ბანკს შემოსავალი მარტო საკრედიტომ უნდა მოუტანოს მასე გამოდის
არადა სხვა მომსახურება რომ გჭირდება საკრედიტოს გარდა? ხოდა ეგ მომსახურება, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტი, ფული ღირს.

....შენი მსჯელობის მიხედვით ბანკს შემოსავალი მარტო საკრედიტომ უნდა მოუტანოს მასე გამოდის....

თქვენ იცით როგორ არის მეორადი საფინანსო მომსახურების ბაზარი განვითარებული საქართველოში?

ან კიდევ რა მიხვედრა უნდა იმას რომ ბანკის შემოსავლების 98% საშუალოდ მოდის საკრედიტო მომსახურებაზე, დანარჩენი წვრილ-წვრილი საკომისიოები, სავალუტო ოპერაციები...

საბანკო ჰოლდინგები არ იგულისხმება, რადგან ესაა დაზღვევა, სამშენებლო, უძრავი ქონება და ასე შემდეგ...მაგრამ საინვესტიციო შედის...რაც თუნდაც საქართველოს ბანკის შემოსავლებში არის მიზერი, საერთოდ ბჯ კაპიტალმა როგორც მე ვიცი გასული წელი ზარალით დაამთავრა...



Posted by: @guro@ 20 May 2011, 19:05
Zuraba
QUOTE
ბანკის შემოსავლების 98% საშუალოდ მოდის საკრედიტო მომსახურებაზე, დანარჩენი წვრილ-წვრილი საკომისიოები, სავალუტო ოპერაციები...

პროცენტი ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, მაგარ ეგ ყველასთვის ცნობილია და ახალი ამბავი არაა რომ საკრედიტო მომსახურებაა ძირითადი ბანკის საქმიანობაში
მაგრამ მოდი ახლა იმას რომ ბანკი სხვა მომსახურებებშიც იღებს საკომისიოს რაღაც უცნაურ ამბად ნუ წარმოაჩენ
ჩვეულებრივი ამბავია რომ გადაიხადო თუნდაც ჩარიცხული თანხის განაღდების საკომისიო, მიუხედავად იმისა ბინას ყიდულობ, იახტას თუ სხვა რამეს, ზოგან 0.6% ზოგან უფრო ნაკლები და ა.შ. smile.gif

Posted by: Tvalebi 21 May 2011, 16:21
მე ვიცოდი რომ თუ ფიზიკური პირის შემოსავალი აღემეტება 30,000 ლარს მერე იბეგრება
და დრეს მითხრე რომ ოჯახის წევრების ჯამური შემოსავალიო, ვისაც მეტი აქ ისო
რომელს დავუჯერო ? რაღაც მარაზმი გამოდის

Posted by: Did_Giorgi 21 May 2011, 17:41
Tvalebi
მე როგორც ვიცი თუ ოჯახის დეკლარირებული შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, შემდეგ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას და შესაბამისად 1 მაისამდე დეკლარირება უნდა მოახდინონ.
უფრო კონკრეტულად აქ გეტყვიან >>> http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600
თუმცა წინა თემაში გვქონდა საუბარი და ისე აღმოჩნდა როგორც ზემოთ დავწერე.
QUOTE
ოჯახის წევრების ჯამური შემოსავალიო

ჯამური დეკლარირებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია, დივიდენდი, ლატარიაში მოგება, მემკვიდრეობის მიღება, ბინის, მანქანის და ა.შ. გაყიდვა და მსგავსი შემოსავლები)
QUOTE
ვისაც მეტი აქ ისო

არა, ყველას ჯამი yes.gif
* * *
აი, ზუსტი მუხლი ვიპოვნე:
ქონების გადასახადისაგან გატავისუფლება:
მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება
1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

Posted by: Tvalebi 21 May 2011, 18:19
Did_Giorgi

გაიხარე, დიდი მადლობა smile.gif
ისე ოჯახზე 40,000 არც ისე ბევრია

Posted by: FishFace 21 May 2011, 19:30
Tvalebi
40 000 ითვლება ოჯახის ყველა წევრის ყველანარირი შემოსავალი თანაც გროსს. ანუ დაქვითვამდე.
მიაქციე ასევე ყურადღება 100 000-ს თუ გაცდება - ოთხმაგდება ქონების გადასახადი.
კსტაწი 1 მაისამდე იყო დეკლარირების ბოლო ვადა. ახლა უკვე ჯარიმას ექვემდებარები.
ბოდიში ცუდი ამბებისათვის smile.gif

Posted by: Tvalebi 21 May 2011, 21:47
FishFace

QUOTE
მიაქციე ასევე ყურადღება 100 000-ს თუ გაცდება - ოთხმაგდება ქონების გადასახადი.

ქონებაში თუ ბინა იგულისხმება, ამ თემაზე რამე ცვლილება არ ყოფილა
ხოლო შემოსავლის კითხით 100,000 კი არა 40-თანაცაც არ ვარ ჯერ sad.gif
ინფო მჭირდებოდა
მადლობა wink.gif

Posted by: manchester18 22 May 2011, 13:18
ძვირფასო ფორუმელებო რაღაც თემა მაქვს დასაწერი "რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის" შესახებ და თუ ვინმეს მასალა მოგეპოვებათ ამ ბანკის შესახებ იქნებ დამეხმაროთ ... smile.gif

Posted by: Homo Erotikus 29 May 2011, 13:44
აზერბაიჯანულ მანათს რომელ ბანკში ვიყიდი?

Posted by: Badass 29 May 2011, 14:47
საქველმოქმედო ფონდი ჩამოვაყალიბე... ბანკში მჭირდება ანგარიში.. რომელ ბანკს მირჩევთ, მარტივი და ხარისხიანი მომსახურება, რომ ჰქონდეთ



Posted by: G_A_G_A 30 May 2011, 12:03
სალამი smile.gif მაინტერესებს საკრედიტო ადმინისტრატორს რა ევალება ? და რა ტიპის სამუშაოა smile.gif

Posted by: @guro@ 30 May 2011, 21:23
G_A_G_A
QUOTE
სალამი  მაინტერესებს საკრედიტო ადმინისტრატორს რა ევალება ? და რა ტიპის სამუშაოა

ალბათ მაინც გააჩნია რომელი ბანკის საკრედიტო ადმინისტრატორს გულისხმობ.
ზოგადად სესხის ხელშეკრულებებს უტრიალებენ smile.gif
საბუთებს ამზადებენ სესხის გაცემამდე, კლიენტთანაც აქვთ მცირე შეხება, რომ ვთქვათ ხელი მოაწერინონ ხელშეკრულებაზე და მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდონ იმ ხელშეკრულების არსზე რაზეც ხელს აწერენ და ა.შ.

Posted by: G_A_G_A 31 May 2011, 13:41
@guro@
tbc ბანკზეა საუბარი smile.gif მადლობა

Posted by: გუბაზიანი 1 Jun 2011, 17:42
0.3% დღეში 3000$ დარიცხვა რამდენი იქნება 3 თვის განმავლობაში?

Posted by: @guro@ 1 Jun 2011, 21:53
გუბაზიანი
QUOTE
0.3% დღეში 3000$ დარიცხვა რამდენი იქნება 3 თვის განმავლობაში?

ან ძალიან მარტივ რაღაცას კითხულობ ან მე ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: გუბაზიანი 1 Jun 2011, 23:06
@guro@
ანუ პირგასამტეხლო 0.3%

Posted by: @guro@ 1 Jun 2011, 23:31
გუბაზიანი
ქართულად დაწერე მერე biggrin.gif
ე.ი. 3000 $-ს დღეში 0.3% თუ ერიცხება პირგასამტეხლო, 3 თვეში რა თანხა მოუწევსო?

3000*0.3%*90=810 ($) ამას კითხულობ? smile.gif

Posted by: გუბაზიანი 1 Jun 2011, 23:45
@guro@
კი მაგას ვკითხულობ, მაგრამ დღეში ემატება 0.3% ანუ პირველ დღეს თუ იყო 0.3% 9 $ მეორე დღეს იქნება 3009 $-ის 0.3%?

Posted by: @guro@ 2 Jun 2011, 00:03
გუბაზიანი
ანუ რთული პროცენტი ერიცხება? ეგ შეკითხვაში არ გქონდა მოცემული და ნამდვილად ვერ დაგითვლი smile.gif)

მასეთი მეთოდით სად არიცხავენ პირგასამტეხლოს? biggrin.gif

Posted by: loveway 4 Jun 2011, 08:05
სალამი
მოკლედ მინდა რომელიმე ბანკის ბარათის აღება
მნიშვნელობა არ აქვს რომელიც
მთავარია
იმ ბარათით შევძლო კომუნალური გადასახადების გადდახდა( შუქი, გაზი, მობილურზე ჩარიცხა)
ასევე სურვილის შემთხვევაში რაც ბარათზე იქნება იმ თანხის ბანკომატიდან გაოტანა
--
მაგრამ არ მინდა რო ამ გადასახადებზე მაღალი საკომისიო იყოს
და+ ბარათზე ბალანსის შემოწმება მინდა რო იყოს უფასო
--
მოკლედ ასეთ ამბებში კარგად ვერ ვარ გარკვეული
და მირჩიეთ, ამიხსენით : )))
ხოდა თუ რომელიმე ბარათს დამისახელებთ მითხარით რა ღირს აღება
თორე წესიერად არცერთ საიტზე წერია :@ sad.gif((

Posted by: FishFace 4 Jun 2011, 08:22
loveway
http://forum.ge/?f=62&showtopic=33825182&st=1365
გიპასუხე უკვე მანდ.

Posted by: goldenfish 4 Jun 2011, 09:37
იჯარით მინდა ავიღო ფართი (ვარ ი/მ), გასულ წელს იჯარის მიმღები(ანუ ფართის მეპატრონე) თვითონ იხდიდა მიღებული საიჯარო თანხიდან საშემოსავლოს. ეხლა მითხრეს, რომ ეს საშემოსავლო მე უნდა გადავიხადო ბიუჯეტში. ამიხსენით როგორ და რა ფორმით? რა კვალიფიკაციით უნდა გადავიხადო და საერთოდ მართლა ასეა? დიდი მადლობა წინასწარ...
* * *
უკაცრავად, ახლა დავინახე რომ ბანკების კითხვა-პასუხში ვარ, გადამაქვს კითხვა საბუღალტროში

Posted by: Mr-Banks 4 Jun 2011, 14:49
loveway

თიბისი-ში თვეში იხდი 1.90 ლარს და გაძლევენ 3 ბარათს, ინტერნეტ ბანკს, მობილ ბანკს, სმს ბანკს (ყველა ტრანზაქციაზე მოგდის სმს), ავტომატურ გადარიცხვებს (თვითონ რიცხავს სისტემა, რომელ გადასახადებსაც მიუთითებ უფასოდ) უფასოდ! ხო, ბანკომატიდან უფასოდ ანაღდებ თანხას: ლარსაც, დოლარსაც! wink.gif

თანხის შეტანაზე რიგში არ დგები, აპარატითაც შეგიძლია. wink.gif კომფორტი კი ღირს თვეში 1.90 ლარი. biggrin.gif თუ თვეში 500 ლარზე მეტი გექნება ნაშთი, თვეში 0.95 ლარის გადახდა მოგიწევს,ხოლო თუ ნაშთი მეტი იქნება 1500 ლარზე, არაფერს გადაიხდი იმ თვეს.

Posted by: DONAB 4 Jun 2011, 15:07
ხალხო ესეიგი რა მაინტეერესებს . ხომ არსებობს საკითხავად -ereader-ი და მე მინდა მზგავსი რაიმე მოწყობილობა ოღონდ საწერი ,
იცით ვინმემ ? ამაზონიდან მინდა გამოწერა და არ ვიცი როგორ მოვძებნო

Posted by: FishFace 4 Jun 2011, 17:16
goldenfish
მოლაპარაკებაზეა როგორც ვიცი. რომელიმემ უნდა გადაიხადოთ.

თუ ბუღალტერი არ გყავს მაშინ მიმართე ამ გვერდს - www.rs.ge

Posted by: kodeksi 8 Jun 2011, 16:28
საბანკო სექტორში გარკვეულო ადამიანებო. რაღაც მაინტერესებს.

მოკლედ რა ანგარიშზე მირჩევთ შევიტანო 3.5K $ დაახლოებით 2 თვით.

Posted by: Alcoholic 8 Jun 2011, 16:36
ოკლედ ჩემს ძმას აქვს 2008 - წლის ბარათი , და დაკარგული აქვს პინი თუ რაც ქვია რითიც გამოგაქვს თანხა და შიგნით არის
20 ლარამდე თუ რაღაც და ვერანაირად ვერ გამოვიტან ამ თანხას ან სადმე ვერ გამოვიყენებ ?>

Posted by: levan666 9 Jun 2011, 00:47
ინტერნეთ ბანკინგით შეცდომით არარსებულ ნომერზე გადავრიცხე ფული ჯეოსელში და დამიბრუნებენ უკან თავისით? sad.gif

Posted by: spider77 9 Jun 2011, 10:38
ალკოჰოლიკი
ბარათი უჩიპოა?

ინტერნეტბანკინგი გაქვთ ჩართული?

შენი ძმა თბილისშია?


თუ ამ სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც დადებითია გეტყვი როგორ გამოიყენო თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მოუხერხებ.

Posted by: Mr-Banks 9 Jun 2011, 15:49
spider77

საქართველოს ბანკის ვადაგასული ბარათი ავტომატურად იწვევს ინტ-ბანკინგის გათიშვას, თუ სხვა აქტიური ბარათი არ აქვს კლიენტს. თან ვადაგასული ბარათიდან თანხის განაღდება მხოლოდ ფილიალშია შესაძლებელი და 3% ღირს, თუ არ ვცდები.

Posted by: spider77 9 Jun 2011, 18:34
Mr-Banks
QUOTE
საქართველოს ბანკის ვადაგასული ბარათი ავტომატურად იწვევს ინტ-ბანკინგის გათიშვას, თუ სხვა აქტიური ბარათი არ აქვს კლიენტს

ხო, ნუ ეგ არ ვიცი საქართველოს ბანკის ბარათი აქვს თუ სხვა და თან მგონი არცაა ვადაგასული, უბრალოდ პინი დაავიწყდათ.


QUOTE
თან ვადაგასული ბარათიდან თანხის განაღდება მხოლოდ ფილიალშია შესაძლებე

მაგიტომ ვკითხე თბილისში თუა მისი ძმა.


და მესამე ვარიანტი, თუ უჩიპო ბარათია ტერმინალში გამოიყენებს უპრობლემოდ (მაგიტომ ვიკითხე ჩიპანია თუ უჩიპოთქო).

Posted by: g_o_g_i_n_a 9 Jun 2011, 19:58
რამე შანსი არის სამუშაოს ცნობის გარეშე 18 წლის მოზარდს 500 ლარამდე სესხი მისცენ
ან საკრედიტო ბარათი ან რამე
პროცენტს არ ვანიჭებ გადამწყვეთ მნიშვნელობას


ალბათ ტყუილა დავწერე არ მგონია ასეთი რამ იყოს შესაძლებელი sad.gif

Posted by: spider77 9 Jun 2011, 21:24
g_o_g_i_n_a

ნებისმიერი სესხი უნდა იყოს რაიმეთი უზრუნველყოფილი, ან ხელფასით (სამომხმარებლოს შემთხვევაში), ან უძრავი ქონებით (იპოთეკური).

Posted by: g_o_g_i_n_a 9 Jun 2011, 21:56
spider77
ხო ვიცი მაგრამ აგერ ტაო ხო ამტკიცებს პირადობის მოწმობით საკრედიტო ბარათებს
იგივე ვარიანტი უფრო ნორმალური ლიმიტით იქნებ აქვს თქო რომელიმეს

Posted by: Mr-Banks 9 Jun 2011, 22:05
g_o_g_i_n_a

ტაო მერე ბანკია? gigi.gif არ გაიშვას მაგის ბანკობა. biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 9 Jun 2011, 22:18
Mr-Banks
QUOTE
ტაო მერე ბანკია? gigi.gif არ გაიშვას მაგის ბანკობა.

50 ლარი დამიმტკიცეს საკრედიტო ლიმიტად იმენა დამცინეს რასაც ქვია vis.gif

Posted by: sulana 10 Jun 2011, 10:31
1992 წელს გამოშვებული რუსული რუბლი არის მიმოქცევაში ეხლა ?
ანუ შემიძლია გადავახურდაო ?

Posted by: spider77 10 Jun 2011, 11:49
sulana
QUOTE
1992 წელს გამოშვებული რუსული რუბლი არის მიმოქცევაში ეხლა ?
ანუ შემიძლია გადავახურდაო ?




შაყირობ? givi.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 10 Jun 2011, 12:40
საქართველოს ბანკის თანამშრომელმა რომ გააკეთოს ანალოგიური რამ
დარწმუნებული ვარ გაუშვებენ ეგრევე სამსახურიდან
ნუ მკაცრი საყვედურო გარანტირებული აქვს
http://pix.ge/x/a/g/jwlec/

Posted by: INA-INA 10 Jun 2011, 18:48
QUOTE (sulana @ 10 Jun 2011, 10:31 )
1992 წელს გამოშვებული რუსული რუბლი არის მიმოქცევაში ეხლა ?
ანუ შემიძლია გადავახურდაო ?

არა.1997 წლიდან გამოშვებას ახურდავებენ.

Posted by: Koko_ 10 Jun 2011, 18:51
საქ-ოს ბანკის visa electron- ზე თანხა რამდენი მაქვს რომელ საიტზე ვნახო?> smile.gif

Posted by: INA-INA 10 Jun 2011, 18:55
KoKo:)

ინტერნეტ ბანკი თუ გაქვს გააქტიურებული აქ ნახავ. ibank.ge, ან სმს ბანკით ნახავ. თუ არა მერე უკვე ბანკომატი და ს/ც.

Posted by: Koko_ 10 Jun 2011, 19:07
INA-INA
კაი მადლობთuser posted image user posted image

Posted by: Did_Giorgi 10 Jun 2011, 21:22
g_o_g_i_n_a
QUOTE
18 წლის მოზარდს

არ მოგცემს ნორმალური ბანკი სესხს და არც უნდა გეწყინოს ოღონდ
სანამ შემოსავლის ოფიციალური წყარო არ გაგიჩნდება, მანამდე რითი დაფარავ სესხს?
1) შეიძლება მაგისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო გააკეთო და თავი დაიღუპო
2) შეიძლება საერთოდ არ დააბრუნო სესხი.
ამ ორივე შემთხვევის თავიდან ასაცილებლად სესხს არ მოგცემენ.

პ.ს. ინტერნეტით მაქვს სტაბილური შემოსავალი და ა.შ. არაა არგუმენტირებული პასუხი
ინტერნეტ კლიკებით მიღებული სტაბილური შემოსავლის თავზეც გავიარე biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 10 Jun 2011, 23:49
Did_Giorgi
QUOTE
ინტერნეტ კლიკებით მიღებული სტაბილური შემოსავლის თავზეც გავიარე biggrin.gif

google adsense შენთვის თუ მხოლოდ კლიკებია ხალხი მაგით ოჯახებს არჩენს smile.gif დამიჯერე ჩაუღრმავდი მაგ საკითხს და განვითარდი
და სულ დაანებებ მაგ სამსახურს თავს
10 დან 8 საათამდე სიცოცხლეს რო გიმწარებენ

QUOTE
შეიძლება საერთოდ არ დააბრუნო სესხი.

მესმის უბრალოდ გული მწყდება მაგ სიტუაციაზე
ერთი კოსტუმის საყიდელი სესხი ვერ გავაკეთე ამდენ ბანკში sad.gif
თან ვერ ვადასტურებ თორემ ჩემნაირი გადამხდელი ინატრონ ნებისმიერმა ბანკმა

Posted by: Louis 11 Jun 2011, 00:08
1 კითხვა მაქვს რა ///


ჩემს მეგობარს ჩაერიცხა გაურკვეველი თანხა ანგარიშზე ნუ დიდი თანხა არაა ... ანუ ალბათ შეცდომა მოხდა და დაერიცა თანხა ....

ხოდა გამოტანა უნდა და დახარჯვა და რომ დახარჯოს ვინმე რამეს შეედავება ?????????

ანუ იურიდიულად მაინტერესებს რა .....

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 00:20
Louis

კი, შეედავებიან! ზოგიერთ ბანკს შეცდომით ჩარიცხულ თანხაზე დღიური ჯარიმა აქვს დაწესებული. გადმომრიცხავს თუ შეეშალა ანგარიშის ნომერი ან სხვა პარამეტრი, ეს არ წარმოშობს, რომ მიმღებს მისი განკარგვა შეუძლია. ვინც გადმორიცხვა, იტყვის, რომ შეეშალა. ამის შემდეგ მიმღები ბანკი უკავშირდება კლიენტს და სთხოვს, რომ თანხა დააბრუნოს.

Posted by: Louis 11 Jun 2011, 00:25
Mr-Banks

ანუ რა უნდა ქნას ეხლა ჩემმა მეგობარმა ?????????????????? მივიდეს ბანკში და უთხრას რომ შეეშალა ვიღაცას ?????

და ჩემს მეგობარს ხშირად ერიცხება ბონუსები და იტყვის რომ ეგეც მაგ სტილის ბონუსად ჩათვალა და რატომ უნდა დააბრუნოს ??????????

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 00:31
Louis

ბონუსი რომ ერიცხება, წერია ამონაწერში, რომ ბონუსია. ეხლა რომ ვიღაცას შეეშალა და თანხა ჩამორიცხა, წერია, ვინ ჩამორიცხა, როდის ჩამორიცხა და რამდენი ჩამორიცხა!!!


იმიტომ უნდა დააბრუნოს, რომ მისი არაა! მარტივი ლოგიკით! ბოლო-ბოლო ვინც ჩამორიცხა, იჩივლებს სასამართლოში, დაადასტურებს, რომ შეეშალა ჩარიცხვა და მაგ შენ მეგობარს სასამართლო, არა მხოლოდ მაგ თანხის დაბრუნებას დააკისრებს, არამედ თითოეული გაცდენილი დღის რაღაც %-საც თოთოეულ დღეზე!!!

Posted by: Did_Giorgi 11 Jun 2011, 00:37
Mr-Banks
ვითომ მასეა ყველაფერი?
თუ ოპერატორს შეეშალა??
ან კიდე ვთქვათ ვინმეს შეეშალა და ვიღაც კორნელის ანგარიშზე ჩარიცხა ტანხა, ამავდროულად ამ კორნელის ბანკის მიმართ ჰქონდა ვალდებულება და ბანკმა შემუსრა ნაშთი სულ.
რა ქნას ეხლა კორნელიმ? საიდან მოიტანოს ეს თანხა ან რა მისი ბრალია?

Louis
რამდენი ხანია რაც ჩაირიცხა და რა თანხაა?
დანიშნულებაში რა უწერია?

Posted by: Louis 11 Jun 2011, 00:38
Mr-Banks

არამგონია მაინც რო რამე დაუმტკიცონ... მე მგონია რომ ფიზიკურ პირებზე ვერაფერს იზამენ ...

იურიდიულზე არ ვიცი ...


ხო მაინც მადლობა

Did_Giorgi

პმ მოგწერ

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 00:43
Did_Giorgi

სასამართლოს პრაქტიკაში მსგავსი რაღაცეები მიღებულია. მე რომ შენ შეცდომით ჩაგირიცხო თანხა, მოთხოვნის უფლება მაქვს. განვაცხადებ, რომ შემეშალა და შენ თუ არ დააბრუნებ, უკვე ხარ კანონს მიღმა, რადგან ეუფლები იმას, რაც შენი არაა, ანუ არ ხარ კეთილსინდისიერი მფლობელი. შენ უნდა დაუმტკიცო მაშინ, რომ იმას ჰქონდა შენი სესხი ან რაიმე ვალდებულება, მაგრამ როგორ დაუმტკიცებ? ესეც რომ არა, ადამიანური მორალი და ზნეობა აღარ უნდა გაძლევდეს ამდენის ფიქრის საშუალებას. უყოყმანოდ უნდა დაუბრუნო. 2 ლარი ჩამირიცხა ვიღაცამ შემთხვევით და მიმესიჯებს, გადმომირიცხეო და ბანკინგით ჩავურიცხე უყოყმანოდ.

თუ ოპერატორს შეეშალა, ეგ სხვა საქმეა.


Louis


მაგის იმედზე იყავი, რომ ფიზიკური პირებზე ვერაფერს იზამენ. ნუ ილოცეთ, რომ ჩემნაირი არ იყოს ის ვიღაც, თორემ ბოლო კაპიკამდე ამოიღებს. biggrin.gif აბა, წარმატებები. biggrin.gif

Posted by: Louis 11 Jun 2011, 00:48
QUOTE (Mr-Banks @ 11 Jun 2011, 00:43 )
მაგის იმედზე იყავი, რომ ფიზიკური პირებზე ვერაფერს იზამენ. ნუ ილოცეთ, რომ ჩემნაირი არ იყოს ის ვიღაც, თორემ ბოლო კაპიკამდე ამოიღებს. biggrin.gif აბა, წარმატებები. biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif

კარგი მადლობა წარმატებისთვის ...

Posted by: Did_Giorgi 11 Jun 2011, 00:48
Mr-Banks
QUOTE
ადამიანური მორალი და ზნეობა აღარ უნდა გაძლევდეს ამდენის ფიქრის საშუალებას.

ეგ სხვა ამბავია
ოპერატორის შეცდომაც რომ იყოს, მე დავუბრუნებდი, იმიტომ რომ ის ოპერატორი გაიწეწება და ცოდოა
იურიდიული მხარე მაინტერესებდა როგორ ხდება.

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 00:55
Did_Giorgi

მაგალითად ბაზისბანკს აქვს შეცდომით ჩარიცხულ თანხაზე ჯარიმა.

შეცდომით ჩარიცხული თანხით სარგებლობის ჯარიმა

გამოყენებული თანხის 0.05%-ი ყოველ დღეზე.
შენიშვნა: ჯარიმა დაირიცხება იმ შემთხვევაში თუ კლიენტი, თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში არ დააბრუნებს თანხას


იურიდიული მხარე ესეთია: ბანკში მიდის კლიენტი და იწყებს წიოკს, რომ არ ჩაერიცხა თანხა იმას, ვისაც ურიცხავდა. biggrin.gif იწყებენ გარკვევას და მიადგებიან იმას, ვისაც ჩაერიცხა. ბანკი ატყობინებს, რომ თანხა დასაბრუნებელია. თუ გაჯიქდა კლიენტი, უკვე გადმომრიცხავმა უნდა განაცხადოს პოლიციაში და ეგაა დაიწყება დაკითხვები და მობეზრდება იმ ვიღაცას და დააბრუნებს, თუ არ მობეზრდა და სასამართლოს ძალით მოხდება დაბრუნება თანხის + განაცდურ დღეებზე %-ის დარიცხვა მოხდება, მინიმუმ იმდენის, რამდენიც ბანკში დაერიცხებოდა ვადიან ანაბარზე.

Posted by: g_o_g_i_n_a 11 Jun 2011, 14:01
60 000 დოლარი რომ ჩავდო ბანკში ვადიან ანაბარზე
ერთ წლიანი ხელშეკრულებით
12 % ს მაინც ხომ მომცემენ ?

რომელ ბანკს მირჩევთ

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 15:17
g_o_g_i_n_a

იქ უნდა ჩადო, რომელსაც ყველაზე მეტი დეპოზიტარები ჰყავს ანუ თიბისი-ში. biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 11 Jun 2011, 18:00
g_o_g_i_n_a
იქ უნდა დადო დეპოზიტზე, სადაც ყველაზე მაღალი პროცენტია yes.gif
ბანკები აღარ კოტრდება ასე მარტივად, თან უზარმაზარი რეზერვები აქვთ.
ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი პროცენტები უფრო პატარა ბანკებს აქვს: ტაო, ლიბერთი, ბაზისბანკი და ვითიბიც მგონი.
ჯობია პირადად მიხვიდე და გაარკვიო მაგ თანხაზე რა პროცენტს მოგცემენ, საიტზე სტანდარტული ტარიფებია wink.gif

Posted by: Scifo 12 Jun 2011, 12:00
ეღტი კითხვა მაქვს... ოვერდარფიტს გადაუხდელობის შემთხვევაში რა იზულებითი მექნიზმები აქვს ბანკს/სახელმწიფოს ამთანხის ამოღების. ოვერდრაფტის არდაფარვის მიზეზი სამსახურიდან გაშვება თუ გახდა?

Posted by: @guro@ 12 Jun 2011, 12:41
Scifo
QUOTE
ვერდარფიტს გადაუხდელობის შემთხვევაში რა იზულებითი მექნიზმები აქვს ბანკს/სახელმწიფოს ამთანხის ამოღების.

მე რამდენადაც ვიცი იგივე რაც სესხის შემთხვევაში biggrin.gif

Posted by: hakuna matata 12 Jun 2011, 13:40
ერთი ასეთი კითხვა მაქვს საქართველოს ბანკთან დაკავშირებით,არვიცი ამათ ახალი სტილი აქვს ფულის "გაკეთების" თუ რას ნიშნავს ვერ გავიგე,იმდენად გაერთნენ "ფერმა ვილას" მსგავსი თამაშებით, რომ რა ფუნქცია აქვთ სულ გადაავიწყდათ.. რამოდენიმე წლის წინ ყველა პედაგოგს და ასევე სოციალურ მუშაკს გაუკეთეს უსასყიდლოდ პლასტიკური ბარათი ანუ ხელფასი სადაც ერიცხებოდათ. ჩემს დას (რომელიც უკვე პედაგოგად აღარ მუშაობს წლებია) 5 წლის თავზე ანუ ახლა ხანს დაურეკეს ბანკიდან,რომ დასახურია ბარათი და ამის გამო თანხაა გადასახადი ანუ ყოველ თვიურად ლარი ემოტებოდა..ნუ ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დაურეკეს და უთხრეს 30 ლარი არის გადასახადიო და რომ მივიდა ბანკში იმავე დღეს 50ლარი გადაახდენივეს,შემდეგ ისევ დაურეკა იმავე პიროვნებამ,რომ გადააემოწმებინა გადაიხადა თუ არა,ცოტა არიყოს დაიბნა რაში გადაგახდევინეს ამდენი თანხაო თვითონაც ვერ გაერკვა... ანუ იმდენად გაუაზრებლად მოქმედებენ,რომ არიციან რას აკეთებენ.. მეც თითქის იგივე დამემართა შემთხვევით მივედი ბანკში რაღაც საქმეზე და მითხრეს 25 ლარი გაქვს გადასახადიო, 6 წლის წინ სოციალურ მუშაკად ვმუშაობდი, ფაქტიურად მე არც გამაგებინეს შემთხვევით,რომ არ მივსულიყავი.შემდეგ დამიხურეს ბარათი და მითხრეს ნელ ნელა გადაიხადეო და ჯერ არ გადამიხდია.თუ უკვე დახურულია რაიმე პრობლემა შემექმნება?

Posted by: FishFace 12 Jun 2011, 15:55
hakuna matata
ბარათი ავტომატურად იხურება ზედ მითითებული ვადის გასვლისას.

სავარაუდოდ ეგ ანგარიშის მომსახურები 1 ლ/თვეში იყო. იმედია ანგარიში დახურა თორემ გააგრძელებენ დარიცხვას.

Posted by: Scifo 12 Jun 2011, 17:12
QUOTE (@guro@ @ 12 Jun 2011, 12:41 )
Scifo
QUOTE
ვერდარფიტს გადაუხდელობის შემთხვევაში რა იზულებითი მექნიზმები აქვს ბანკს/სახელმწიფოს ამთანხის ამოღების.

მე რამდენადაც ვიცი იგივე რაც სესხის შემთხვევაში biggrin.gif

უფრო დაწვრილებით შეიგიძლია დაწერო? კონკრეტულად რა მექნიმზები შეუძლიათ აამოქმედონ ან რა სანქციები დააწესონ

Posted by: Barabulka 12 Jun 2011, 20:18
შავ სიაში თუ ხარ , მაგრამ ვალი არ გაქვს სესხს მოგცემენ ?

Posted by: INA-INA 12 Jun 2011, 21:26
hakuna matata

ანგარიშის მომსახურების საკომისიოებზე თუ რეკავდნენ არ ვიცოდი smile.gif
არანაირი პრობლემა არ შეგექმნება, ურბალოდ იქნება და იქნება ეგ დავალიანება smile.gif

Posted by: Scifo 12 Jun 2011, 22:18
QUOTE (Scifo @ 12 Jun 2011, 17:12 )
QUOTE (@guro@ @ 12 Jun 2011, 12:41 )
Scifo
QUOTE
ვერდარფიტს გადაუხდელობის შემთხვევაში რა იზულებითი მექნიზმები აქვს ბანკს/სახელმწიფოს ამთანხის ამოღების.

მე რამდენადაც ვიცი იგივე რაც სესხის შემთხვევაში biggrin.gif

უფრო დაწვრილებით შეიგიძლია დაწერო? კონკრეტულად რა მექნიმზები შეუძლიათ აამოქმედონ ან რა სანქციები დააწესონ

ამაზე შეუძლია ვინმეს პასუხი გამცეს?

ან ოვერდრაფტის გრაფიკით გადახდა თუ არის შესაძლებელი?

Posted by: Did_Giorgi 12 Jun 2011, 23:50
Barabulka
QUOTE
შავ სიაში თუ ხარ , მაგრამ ვალი არ გაქვს სესხს მოგცემენ ?

კი, თუ მიმდინარე შემოსავალი ნორმალური გაქვს

Posted by: Mr-Banks 13 Jun 2011, 00:01
Scifo

ეს თემა ნახე http://forum.ge/?f=62&showtopic=33904122

Posted by: PULSE 14 Jun 2011, 03:00
ერთი ნუბური კითხვა მაქვს.
სტიპენდიაზე შემაქვს განაცხადი უნივერსიტეტში და იქ უნდა მივუთითო პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი.
მაქვს ლიბერთი ბანკის ბარათი. პინ კოდი რაშიც დევს, იმას აწერია Account: და 15-ნიშნა კოდი და ეგ არს ხო ანგარიშის ნომერი?
და ამ ანგარიშის ნომრის წინ ბანკის კოდის ან რამე ეგეთი უნდა ჩავწერო? mo.gif

ალბათ ძალიან სასაცილო რამეს ვკითხულობ, მარა პირველად მაქვს ამასთან შეხება biggrin.gif

Posted by: Neo777 14 Jun 2011, 03:07
PULSE

ანგარიშის ნომერი ეგ არ არის,
ანგარიშის ნომერს ბანკში გეტყვიან.
მაგათ რაღაც სტრანნი დიდი ანგარიშის ნომერები აქვთ.
კოდიც მიუთითე, მაგრამ . . . საერთოდ, მაგალითან საქ. ბანკს მთელს საქართველოში
ერთი საბანკო კოდი ჰქონდა, ზოგს ბანკს განსხვავებული რეგიონების მიხედვით ((აჭარა, კახეთი)),
ზოგს თბილისის უბნების მიხედვით და მაგათ კიდევ ყველა ბანკს სხვადასხვა ჰქონდა.
ამიტომ ყველა ვარიანტში ბანკში გაარკვიო სჯობს.

Posted by: spider77 14 Jun 2011, 09:57
PULSE
QUOTE
ერთი ნუბური კითხვა მაქვს.
სტიპენდიაზე შემაქვს განაცხადი უნივერსიტეტში და იქ უნდა მივუთითო პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი.
მაქვს ლიბერთი ბანკის ბარათი. პინ კოდი რაშიც დევს, იმას აწერია Account: და 15-ნიშნა კოდი და ეგ არს ხო ანგარიშის ნომერი?
და ამ ანგარიშის ნომრის წინ ბანკის კოდის ან რამე ეგეთი უნდა ჩავწერო?

ბარათის ნომერი და საბანკო აბგარიში სხვადასხვა რამეა. ნეომ სწორად გირჩია, მიდი ბანკში და იქ გეტყვიან ანგარიშს. დღეს ანგარიშის ნომრები მოიცავს ყველაფერს, ბანკის კოდსაც და ყველაფერს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, ცალკე ბანკის და ფილიალის კოდი რო იყო საჭირო, კლიენტის პერსონალური ანგარიში და ა.შ. დღეს გამარტივებულია და ერთ ანგარიშში აისახება ყველაფერი.

ისე არააა აუცილებელი მაინცდამიანც ძველი ანგარიში გამოიყენო. შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეხვიდე (რომელიც ყველაზე ახლოსაა) და 5 წუთში გაგიხსნიან ახალ ანგარიშს.




Posted by: PULSE 14 Jun 2011, 15:10
Neo777
spider77
მადლობა smile.gif
მივედი და მომცეს ახალი ნომერი.
ის, რაზეც ვამბობდი, მგონი ძველი ნომერი იყო, ანუ IBAN-ს (მგონი ესე ქვია ხო? biggrin.gif) შემოღებამდე.

Posted by: რედი 16 Jun 2011, 21:48
რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი კურსი?
ანუ ყველაზე დაბალ ფასად $-ის ყიდვა სად შემიძლია?

Posted by: spider77 16 Jun 2011, 23:38
რედი
QUOTE
რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი კურსი?
ანუ ყველაზე დაბალ ფასად $-ის ყიდვა სად შემიძლია?

სავალუტო ჯიხურში.

თუ მაინცდამაინც ბანკი გაინტერესებს, ყოველდღე იცვლება ფასები და პრაქტიკულად ყოველდღე უნდა გაეცნო დინამიკაში სხვადასხვა ბანკების კურსებს და ელემენტარულად შეადარე ერთმანეთს.

Posted by: FishFace 17 Jun 2011, 05:18
რედი
QUOTE
რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი კურსი? ანუ ყველაზე დაბალ ფასად $-ის ყიდვა სად შემიძლია?

კონსტანტა. ჯიხურზე ოდნავ მაღალია ხოლმე. 2-3 პუნქტით.
აქ შეგიძლია თვალი მიადევნო:
www.taripebi,ge

Posted by: g_o_g_i_n_a 17 Jun 2011, 11:21
გამარჯობათ, დომენის ფულის გადახდა მინდა კაუკაზუსისთვის
აი ესაა რეკვიზიტები
QUOTE

2. ან ნებისმიერი ბანკიდან ანგარიშზე:

თიბისი ბანკი, ბანკის კოდი 220101830, ანგარიშის # GE59 TB06 0000 0100 4670 52, გადარიცხვის შემთხვევაში გადახდის დანიშნულებაში ჩაწერეთ თქვენი დომენური სახელი


იბანკით მოვახერხებ გადარიცხვას ?
თუ სალაროში უნდა მივიდე რომელიმე ბანკის ?

Posted by: spider77 17 Jun 2011, 11:42
g_o_g_i_n_a

იბანკით მოახერხებ თუ დიჯიპასი გაქვს აღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს ადგილზე მისვლა და თუ მიხვალ ბარემ დიჯიპასიც აიღე (10 ლარი ღირს) და შემდეგში მოახერხებ ხოლმე მსგავს გადარიცხვებს იბანკიდან.

Posted by: ჰოვა 21 Jun 2011, 02:07
სად შეიძლება საქართველოში ევრო ცენტების დახურდავება ისე რო პროცენტი არ ჩამომაჭრან?

ეს რა იდიოტიზმია , რო 0.25% უნდა გადავუხადო ბანკს თუ ევროცენტის დახურდავება მინდა...

Posted by: INA-INA 21 Jun 2011, 02:15
ჰოვა

ყველა კომერციული ბანკი იღებს პროცენტს.
ჯიხურებში არ ვიცი რა ხდება.

Posted by: Lazva 21 Jun 2011, 21:00
ცოტა იდიოტობა უნდა ვიკითხო. ანგარიშის ნომერი სად ვნახო? user.gif
ჩემი პლასტიკურის

Posted by: spider77 21 Jun 2011, 23:17
iazva
QUOTE
ცოტა იდიოტობა უნდა ვიკითხო. ანგარიშის ნომერი სად ვნახო? user.gif ჩემი პლასტიკურის

ან ინტერნეტბანკინგით ნახავ, თუ ინტერნეტბანკით არ სარგებლობ მიდი შენი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და გეტყვიან.

Posted by: Alcoholic 23 Jun 2011, 07:13
ყველაზე ფართო არჩევანი ინტერნეტ- ბანკინგის რომელ ბანკს აქვს ? ანუ რომელი ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის საშვალებით შეიძლება უფრო მეტი რაღაის გადახდა?
იმედია მიმიხვდით რასა ვკითხულობ .

Posted by: spider77 23 Jun 2011, 10:20
ალკოჰოლიკი


აქ შეგიძლია გაეცნო თიბისის ინტერნეტბანკინგის პირობებს.

http://www.tbcbank.ge/ge/private/banking/internet_banking/

Posted by: Mr-Banks 23 Jun 2011, 10:41
ალკოჰოლიკი

შენ რომელი პროვაიდერების გადახდა გინდა?


მაგალითად გინდა "ჰჯგჰჯგჯგ" -ის გადახდა და არც ერთი ბანკის ბანკინგში არ არის. მიდიხარ ამ კომპანაიში და ართმევ საბანკო ანგარიშებს, ვთქვათ,, ასე გამოიყურება:

მიმღები ბანკი: თიბისი
მიმღები: შპს "ჰჯგჰჯგჯგ"
მიმღების ანგარიში: GETB0155152222



აკეთებ ასეთ რამეს: თიბისი ბანკის ინტერნეტ-ბანკით რიცხავ ამ ანგარიშზე თანხას და დანიშნულებაში უთითებ შენს აბონენტის ნომერს. smile.gif

Posted by: ekonomika 23 Jun 2011, 12:18
http://newsdaily7.com/app/?&t202id=300051&t202kw=newwwcpa&match=&c3=


ამ საიტზე რას ფიქრობთ ????

სანდოა?

Posted by: Did_Giorgi 23 Jun 2011, 23:01
Mr-Banks
QUOTE
მიმღები ბანკი: თიბისი
მიმღები: შპს "ჰჯგჰჯგჯგ"
მიმღების ანგარიში: GETB0155152222



აკეთებ ასეთ რამეს: თიბისი ბანკის ინტერნეტ-ბანკით რიცხავ ამ ანგარიშზე თანხას და დანიშნულებაში უთითებ შენს აბონენტის ნომერს.

მაგას ყველა აკეთებს biggrin.gif
ლიბერთის რომ ჰქონდეს, ლიბერთის იბანკიც შეძლებდა გადახდას მასე smile.gif
* * *
ekonomika
QUOTE
http://newsdaily7.com/app/?&t202id=300051&...wcpa&match=&c3=


ტრუხაა yes.gif
ჯერ საიტი ძლივს გავთიშე - 23 კითხვა დამისვა გამორთვამდე mad.gif

Posted by: Mr-Banks 23 Jun 2011, 23:07
Did_Giorgi

ვერ აკეთებს ყველა. smile.gif ან თუ აკეთებს, ტარიფებშია აცდენა და თან სერიოზული. smile.gif)

Posted by: zazamos 27 Jun 2011, 17:05
ხომ ვერ მეტყვით, კურსის მიხედვით სად ჯობია თურქული ლირას ყიდვა - თბილისში თუ ადგილზე?

თბილისში სად არის ყველაზე კარგი კურსი?

Posted by: kanian_U 27 Jun 2011, 17:45
moneybookers.com ხომ იცი ეს საიტი? ფულის ჩარიცხვა მინდა მანდ და საკრედიტოს გარესჰე არ მოხერხდება ეგ ამბავი?

Posted by: Mr-Banks 27 Jun 2011, 17:55
kanian U


საბანკო გზავნილითაც, მაგრამ გადარიცხვა მინიმუმ 15-20 ერთეული დაგიჯდება

Posted by: kanian_U 27 Jun 2011, 18:04
Mr-Banks
ამ ონლაინ დახმარების ხალხმა არაფერი იცის რა, ბეუბნებიან საკრედიტო ბარათი გინდაო მაგისთვის, ეგ 15-20 ერთეული უნდა გადავრიცხო მინიმუმ ხო? თუ ეგ მომსახურების საფასურია?
და რომელი სისტემა გადამირიცხავს? western union?

Posted by: Bionika 30 Jun 2011, 20:14
გამარჯობა მაინტერესებს მოცემულ სკრინზე ასახულ გრაფაში ქვედა 4 უჯრაში რა მისამართები უნდა ჩავწერო? http://s57.radikal.ru/i158/1106/95/981225d13140.jpg

ანუ კონკრეტულად რომელი ბანკების ან რა განსხვავებაა Benificiary Name-ს და Bank Name-ს შორის ცოტა ჩაინიკი ვარ ასეთ საკითხებში და ვერ ვხვდები როგორ უნდა შევავსო გრაფა biggrin.gif

წინასწარ მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: Instructor 2 Jul 2011, 02:42
მჭირდება ვიზა კლასიკი. რომელ ბანკში ავიღებს იაფად (მინიმალურ ნაშთსაც ხარჯად მივიჩნევ wink.gif )

უნდა მქონდეს მულტისავალუტო ანგარიში

Posted by: g_o_g_i_n_a 2 Jul 2011, 20:24
500 ლარი მინდა სესხი 2 თვით
რა ვქნა უხელფასო მოზარდმა ?
ვერაფერი ხო spy.gif

Posted by: ერთი 8 Jul 2011, 09:49
კრედიტი მინდა ავიღო და რა მაინტერესებს,დაუშვათ წლიური 20 % თუა და ეს ფული 1-2 თვეში თუ დავფარე ზედმეტი 2-4 % გადახდა მომიწევს

Posted by: Koko_ 8 Jul 2011, 09:52
ქრომის თემა როგორ შევცვალო ? ?

Posted by: g_o_g_i_n_a 9 Jul 2011, 01:58
ლიბერთის ბარათით საქ/ბანკის
ბანკომატიდან თანხის გატანისას
რამხელაა საკომისიო?

Posted by: ლუნა 9 Jul 2011, 18:37
მეგობრებო სულ რაღაც 10-14 დღით ხელფასამდე მჭირდება მცირე თანხა, ხომ ვერ მეტყვით რომელი ბანკი მომცემს 50-100 ლარს რაც შეიძლება მცირე ვადით?

Posted by: spider77 9 Jul 2011, 21:28
LUNA102
QUOTE
მეგობრებო სულ რაღაც 10-14 დღით ხელფასამდე მჭირდება მცირე თანხა, ხომ ვერ მეტყვით რომელი ბანკი მომცემს 50-100 ლარს რაც შეიძლება მცირე ვადით?


ბანკში სესხი არამგონია. თუ კერძო პირისგან ვერ ისესხე, ჯობია საკრედიტო ბარათზე იფიქრო.

აი ვთქვათ ეს:

http://tbcbank.ge/ge/private/cards/prime_card/

Posted by: nick_el_son 13 Jul 2011, 15:53
ხალხ, თუ არის ისეთი ბანკი, სადაც ერთ დღეში გახსნიან ფიზიკური პირის ანგარიშს?

smile.gif

Posted by: Mr-Banks 13 Jul 2011, 15:55
nick_el_son


ყველგან ერთ დღეში ხსნიან.

Posted by: nick_el_son 13 Jul 2011, 15:59
Mr-Banks
QUOTE
ყველგან ერთ დღეში ხსნიან.

დარწმუნებული ხარ?

მეგობარს უნდა და დღეს იყო რამდენიმე ბანკში და 3-4 სამუშაო დღეო მასე უთხრეს spy.gif


Posted by: Mr-Banks 13 Jul 2011, 16:01
nick_el_son

ფიზიკური პირის ანგარიში 1 დღეში იხსნება, მომენტალურად. იურიდიული პირის ანგარიშს ხომ არ გულისხმობ? რომელ ბანკებში იყო?

Posted by: nick_el_son 13 Jul 2011, 16:08
Mr-Banks
ეხლა ველაპარაკე და ბარათიც მინდაო და მაგ პონტში უთხრეს 3-4 დღე როგორც ჩანს smile.gif


Posted by: Mr-Banks 13 Jul 2011, 16:10
nick_el_son

ბარათზე მოუწევს 2 დღე მოცდა თიბისიში.

Posted by: ISLINGTON 14 Jul 2011, 05:15
ბანკიდან სესხი რომ გამოვიტანო და ბინა რომ ჩავდო.. რამდენიმე თვე რომ ვერ გადავიხადო წაიღებენ ხომ ბინას და სხვა რა მემუქრება?

----------------------

Posted by: Mr-Banks 14 Jul 2011, 09:47
ISLINGTON


მეტი რაღა უნდა ქნან? ციხეში ვალაუვალობის გამო არ სვამენ, თუ სესხის მიღებისას ბანკი არ მოატყუე ან ყალბი ცნობა არ მიუტანე.

Posted by: Di_to 14 Jul 2011, 13:46
დღეს გავაკეთე ინდ მეწარმის საბუთი, რაღაცის გამოტანა მინდა 500ლარის ფარგლებში მომცემენ?
ადრე არცერთმა ბანკმა არ მომცა რაიონში ვარ ჩაწერილი მადლობა წინასწარ.

Posted by: maxozgarbi 14 Jul 2011, 22:56
ინტერნეტ შოპინგისთვის მინდა პლასტიკურის გაკეთება და რომელს მირჩევთ???? ყველაზე კარგი რომელი ბანკის კარტაა?? ვისა ბარათი მინდა და რომელი დონე ავიღო?

Posted by: Mr-Banks 15 Jul 2011, 00:05
Di_to

3 თვის ბრუნვა უნდა გქონდეს.

Posted by: 098 15 Jul 2011, 17:56
საქართველოს ბანკში ფირმის ანგარიში მინდა გავხსნა...
შპს-ა რომელიც 2003 წელსაა რეგისტრირებული და მას მერე არ უფუნქციონირია...
ნულოვანი დეკლარაციები შეტანილი მაქვს საგადასახადოში და ფირმა ჩვეულებრივად მოქმედია...
ხოდა
ეხლა ვიწყებ მუშობას და რა საბუთები (ნუსხა მინდა) დამჭირდება თქვენთან რო მოვიტანო?

წინასწარ მადლობა პასუხისთვის...

Posted by: Mr-Banks 15 Jul 2011, 21:16
098

http://tbcbank.ge/ge/corporate/deposit_and_payment_solutions/current_and_savings_accounts/


მიმდინარე ანგარიშის გასახსნელად თქვენ დაგჭირდებათ ორგანიზაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული იურიდიული საბუთების წარმოდგენა. საბუთების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2 27 27 27
ჩვენი კვალიფიციური ანგარიშთა გახსნის მენეჯერები ყოველთვის მოხარულნი იქნებიან გაგიწიონ კონსულტაცია აღნიშნული საბუთების მოპოვების პროცედურებთან დაკავშირებით.




მე ესენი ვიცი:

განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
წესდება (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ორგანიზაციის დირექტორის და დამფუძნებლების პირადობის მოწმობის ასლები;
უფლებამოსილი პირის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში.

Posted by: 098 15 Jul 2011, 22:44
Mr-Banks



მადლობა პატივცემულო...

Posted by: Kate789 16 Jul 2011, 20:33
Mr-Banks
რა მაინტერესებს იცი???
როდესაც ადამიანი წერს
QUOTE
საქართველოს ბანკში ფირმის ანგარიში მინდა გავხსნა...

შენ რატომ წერ
QUOTE
http://tbcbank.ge
-სა და
QUOTE
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2 27 27 27

???????

ძალიან არაკორექტული საქციელია. აი ძალიან. მეტი რომ არ შეიძლება. 2 44 44 44-ზე რომ დარეკოს, არ მიაწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შენი აზრით???

საქართველოს ბანკში ერთი წამითაც არ მიმუშავია, მაგრამ რომ მეკითხებიან მის პირობებს, ჩემი ბანკის პირობებს არ ვუწერ.
კორექტულობის ამბავია ელემენტარული.
და ეს მერამდენედ შევამჩნიე უკვე.

ან ეს
QUOTE
ჩვენი კვალიფიციური ანგარიშთა გახსნის მენეჯერები ყოველთვის მოხარულნი იქნებიან გაგიწიონ კონსულტაცია აღნიშნული საბუთების მოპოვების პროცედურებთან დაკავშირებით.
ტექსტი რა საჭიროა??? სერვისი + ის სახელმძღვანელოს copy paste

კარგი რა.
მოდუნდი.
ცხოვრება მარტო სამსახური არ არის.
თავის დროზე Mr-President აკეთებდა მსგავს რამეს და განყოფილებაში მგონი ყველა გადაიმდურა, მათ შორის მეც. ახალმა ფორუმელებმა არ იციან, მაგრამ ძველებს გვკითხე.
სულ კამათი და კონფლიქტები იყო.
ნუ გავხდებით კორპორატიული ვირთხები, რადგანაც ცხოვრება სამსახურის გარეთაც არსებობს.
ადამიანი კითხვას სვამს ბოგ-ზე და პასუხი გაეცეს ბოგ-ზე. დასვამს თიბისიზე, ვუპასუხოთ თიბისის პირობების შესაბამისად.
საერთოდ არ მიმუშავია თიბისიში, მაგრამ როდესაც კითხვა უშუალოდ ამ ბანკს ეხებოდა და მეც სურვილი მქონდა ადამიანის დახმარების, შევიდოდი მაგათ საიტზე, მოვძებნიდი ინფორმაციას და აქ ვწერდი, ლინკს ვუდებდი.
არ არის საჭირო რა ეს უტაქტო "პერეხვატები".
ხვალ, ზეგ, მაზეგ ერთმანეთს ქუჩაში შევხვდებით და ვიღაც ვიღაცაზე იტყვის, აუ ეს არ არის, ტვინს რომ ბურღავდა ბოგ-ის თუ თიბისის პიარითო.

Posted by: Mr-Banks 16 Jul 2011, 23:53

Kate789



შენ საქმეს მიხედე. wink.gif

Posted by: Did_Giorgi 17 Jul 2011, 00:58
Mr-Banks
QUOTE
შენ საქმეს მიხედე.

ეგ კი მიხედავს თავის საქმეს, მაგრამ რა?
როგორ გგონია შენი 1534 პოსტიანი მოღვაწეობით რამდენი კლიენტი გაუჩინე შენს ბანკს?
არცერთი
იმიტომ რომ აქ ფორუმია და ადამიანები ადამიანებთან სასაუბროდ შემოდიან და არა თიბისი ბანკის მითერთან ან ქოლცენტრის ოპერატორთან.

მე არ გიშლი, გააგრძელე შენი სტილით.
შენი საქმის შენ იცი.
* * *
QUOTE
განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
წესდება (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ორგანიზაციის დირექტორის და დამფუძნებლების პირადობის მოწმობის ასლები;
უფლებამოსილი პირის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში.



რეალურად მხოლოდ სამეწარმეო რეესტრის განახლებული ამონაწერი და ფირმის დირექტორია საჭირო თავისი პირადობის მოწმობით
098
საქართველოს ბანკში ოღონდ wink.gif

Posted by: Mr-Banks 17 Jul 2011, 01:34


Did_Giorgi


და შენ რა უნდა დამიშალო? gigi.gif


რადგან თიბისი-ზე არ იდო საბუთების ჩამონათვალი, ქართუდან დავუკოპირე http://www.cartubank.ge/index.php?m=549


QUOTE
იმიტომ რომ აქ ფორუმია და ადამიანები ადამიანებთან სასაუბროდ შემოდიან და არა თიბისი ბანკის მითერთან ან ქოლცენტრის ოპერატორთან.


და ჩამოთვლილთაგან რომელი ვარ?

a. პირველი
b. მეორე
c. ორივე
d. არც ერთი



Posted by: Kate789 17 Jul 2011, 10:09
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Did_ Giorgi
კარგი, შეეშვი, აზრი არ აქვს biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 19 Jul 2011, 14:30
საქართველოში ბანკში რო შევიტანო ფული და საზღვარგარეთ ავიღო ყველაზე დაბალი პროცენტი რომელ ბანკს ააქვს?

Posted by: Mr-Banks 19 Jul 2011, 16:12
qato


ქეი-ეს-ბი ბანკს აქვს ეგეთი ბარათი და ბაზისბანკს.

Posted by: Financist 20 Jul 2011, 15:31
გამარჯობათ,

სესხის გაცემასთან დაკავშირებით მაინტერესებს რამოდენიმე საკითხი და იქნებ ვინმე დამეხმაროთ...



შპს მაქვს, და რიგით თანამშრომელს სურს ორგანიზაციისაგან სესხის აღება, კოდექსით მინიმუმ 20 % ია.
მაინტერესებს ბანკებში რა ფორმულით ადგენენ გადახდის გრაფიკებს.
ან მინიმალურ გადასახდელ თანხას. ან კიდევ წლების ოდენობას.


იქნებ დამეხმაროთ სესხის გაცემაში...
მინდა რაიმე მარტივი ფორმულით სესხის გაცემა რომ თანამშრომელი არ დამიზარალდეს და ასევე არ დავარღვიო კანონმდებლობა. ანუ ხელშეკრულებაში ნათლად დაუფიქსირო სესხის პირობები.


მადლობა წინასწარ დახმარებისათვის..

Posted by: Mr-Banks 20 Jul 2011, 15:44
Financist


მე როგორც ვიცი, ხელფასის 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს ყოველთვიური სახდელი.

Posted by: Financist 20 Jul 2011, 16:08
Mr-Banks


ეგ გასაგებია და მისაღებია ჩემი თანამშრომლისთვისაც, მადლობა.

და რაიმე ფორმულა ხომ არ იცით რითაც ძირი და % უნდა დაუთვალო ყოველ თვე?

Posted by: Mr-Banks 20 Jul 2011, 17:23
Financist


ექსელსაც აქვს ეგ, თუმცა, შეგიძლია იხილო აქ: http://tbcbank.ge/ge/calculators/loan_calculator/?loan_type=consumer

Posted by: Financist 20 Jul 2011, 17:58
Mr-Banks


დიდი მადლობააა smile.gif

Posted by: killer 21 Jul 2011, 11:57
იპოთეკა რომელ ბანკს აქვს ყველაზე კარგი [პირობებით?

Posted by: Financist 21 Jul 2011, 12:23
killer
QUOTE
იპოთეკა რომელ ბანკს აქვს ყველაზე კარგი [პირობებით?



ამ თვეში საქართველოს ბანკს აქვს აქცია, როგორც თითონ ამიხსნეს დამტკიცების საკომისიოც ნოლია და წინსწრებით დაფარვის საკომისიოც, სესხი დოლარშია. 11 %.
აქვს ოფფსეტის ფუნქცია, ანუ პარალელურ რეჟიმში ხსნი ანაბარს და ანაბრის მოცულობა აკლდება ძირს, ანუ მაგ მოცულობის ძირზე არ გერიცხება %.

მე პირადად ოფფსეტის ფუნქციას სესხის გადაზღვევის ვარიანტში გამოვიყენებდი. ანუ სადღაც 1 წლის გადასახდელი თანხა რომ შეაგროვო ზედ და თუ რომელიმე თვეში გაიჭედე იქიდან დაფარავდი ავტომატურად.

მე ვფიქრობ მაგ სესხის აღებას, ბინას თუ ვიშოვი ...


პ.ს სხვა ბანკების პირობებს ასე კარგად არ ვიცნობ და თუ უკეთესი იცის ვინმემ დაწეროს smile.gif

Posted by: Shagrent 21 Jul 2011, 12:47
Financist
სანამდე არის ეგ აქცია? სადმე დევს ეგ ინფო უფრო ვრცლად?


Posted by: Mr-Banks 21 Jul 2011, 15:02
killer
Financist
Shagrent

როცა სესხს იღებ, რატომ უნდა დააგროვოვო დეპოზიტზე ფული? ამას არ სჯობს, წინსწრებით დაფარო სესხი, ან უფრო მეტი შეიტანო? რა ვიცი, რა ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია.


თიბისი-შია 12%-დან ოფსეტების გარეშე. http://tbcbank.ge/ge/private/loans/mortgages/

Posted by: arboeli 24 Jul 2011, 21:13
ამექსზე მინიმალური უნდა შემეტანა 20 ში და შევიტანე ბილინგ თარიღი არის 30 ში ეხლა მჭირდება ფული და გამოტანა შემიძლია თუ 30 მდე უნდა გავაჩერო თანხა biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 13:00
arboeli


გამოტანას რაც შეეხება, შეგიძლია, გამოიტანო ნებისმიერ დროს.




Posted by: marisha-mari 25 Jul 2011, 13:02
კი ვიცი რო აქ უადგილო კითხვაა მარა მაინც თუ მიპასუხებთ? მისკევიჩის 70-ში რომელი ბანკია ხო არ იცით? user.gif

Posted by: spider77 25 Jul 2011, 15:10
marisha-mari
QUOTE
მისკევიჩის 70-ში რომელი ბანკია ხო არ იცით?


თიბისის ფილიალი არაა, სხვა არ ვიცი.

Posted by: marisha-mari 25 Jul 2011, 15:27
QUOTE
თიბისის ფილიალი არაა, სხვა არ ვიცი.

smile.gif

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 25 Jul 2011, 16:21
თანხის შეტანა მინდა ბანკში, დაახლოებით 8 000 $ მდე და მაინტერესებს რომელ ბანკს აქვს ყველაზე მეტი პროცენტული დარიცხვა და შესაძლებელია თუ არა 6 ან 8 თვემდე თანხის ხელშეუხებლობის შემთხვევაში უფრო მეტი პროცენტული დარიცხვა. ვიცი, რომ 1 წლიანია ასეთი აქციები, თუმცა იქნებ ნაკლები ვადითაც კეთდება.

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 17:34
Đ Ä R Ü Đ Ë

http://tbcbank.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/

Posted by: bel-505 25 Jul 2011, 17:59
marisha-mari
მიცკევიჩის 70-ში "პრივატბანკია"

Posted by: marisha-mari 25 Jul 2011, 18:35
QUOTE

მიცკევიჩის 70-ში "პრივატბანკია"

უი გაიხარე 2kiss.gif

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 25 Jul 2011, 20:25
Mr-Banks

მადლობა. იქნებ მეორე თემაში მიპასუხო რამე user.gif

Posted by: gdaviti 26 Jul 2011, 14:47
გამარჯობათ,
ესეგი რა მაინტერესებს: unipay.ge ზე დავრეგისტრირდი და მინდა მაგ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა მარა მთხოვს მიმდინარე ანგარიშის ნომერს და ეს რომელია? სად უნდა ვნახო მიმდინარე ანგარიშის ნომერი?

საქართველოს ბანკსი ანგარიში მინდა შევიტანო.... მარა ვერ გავვიგე რომელია მიმდინარე ანგარიში ნომერი... პლასტიკურ ბარათზე რო წერია ნომერი ის არაო...

Posted by: KITSUNE 26 Jul 2011, 20:20
QUOTE (gdaviti @ 26 Jul 2011, 14:47 )
გამარჯობათ,
ესეგი რა მაინტერესებს: unipay.ge ზე დავრეგისტრირდი და მინდა მაგ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა მარა მთხოვს მიმდინარე ანგარიშის ნომერს და ეს რომელია? სად უნდა ვნახო მიმდინარე ანგარიშის ნომერი?

საქართველოს ბანკსი ანგარიში მინდა შევიტანო.... მარა ვერ გავვიგე რომელია მიმდინარე ანგარიში ნომერი... პლასტიკურ ბარათზე რო წერია ნომერი ის არაო...



მიმდინარე ანგარიში არის კლიენტის საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, თანხი შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა, კონვერტაცია და ა.შ
ბანკში უნდა მიხვიდე და თუ გაქვს ასეთი ანგარიში,რეკვიზიტებს მოგცემენ wink.gif თუ არა და გაგიხსნიან smile.gif

Posted by: Did_Giorgi 26 Jul 2011, 21:01
gdaviti
QUOTE
პლასტიკურ ბარათზე რო წერია ნომერი ის არაო...

ბარათის ნომერია ეგ.
ბანკში უნდა მიხვიდე და მოგცემენ ანგარიშის რეკვიზიტებს.

Posted by: temart 28 Jul 2011, 13:22
რითი ემუქრება დოლარს მსოფლიოში და ბანკებს საქართველოში აშშ-ს დეფოლტი?

Posted by: Couperwood 28 Jul 2011, 16:06
QUOTE
აშშ-ს დეფოლტი

არ მოხდება ეგ smile.gif

Posted by: Financist 28 Jul 2011, 23:07
Mr-Banks
QUOTE

როცა სესხს იღებ, რატომ უნდა დააგროვოვო დეპოზიტზე ფული? ამას არ სჯობს, წინსწრებით დაფარო სესხი, ან უფრო მეტი შეიტანო? რა ვიცი, რა ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია.



რავი, ალბათ იმიტომ უნდა შეიტანო დეპოზიტზე ფული რომ არ არის სტაბილური ქვეყანა, სამსახური დღეს გაქვს ხვალ არ იცი რა იქნება და შენი ნაწვალები რომ წყალში არ ჩაგეყაროს 1 წლით გადააზღვევდი. ეგ ერთი და მეორე ოფსეტზე რომ დააგროვებ მაინც ძირის დაფარვასავითაა მაგ ოდენობაზე არ გერიცხება %.

Shagrent

ხვალეა ბოლო ვადა, მაგრამ ვერ მოასწრებ smile.gif საბუთებია შესაგროვებელი ..
http://sb24.ge/mortgage

Posted by: zabzu 28 Jul 2011, 23:12
QUOTE (Đ Ä R Ü Đ Ë @ 25 Jul 2011, 16:21 )
თანხის შეტანა მინდა ბანკში, დაახლოებით 8 000 $ მდე და მაინტერესებს რომელ ბანკს აქვს ყველაზე მეტი პროცენტული დარიცხვა და შესაძლებელია თუ არა 6 ან 8 თვემდე თანხის ხელშეუხებლობის შემთხვევაში უფრო მეტი პროცენტული დარიცხვა. ვიცი, რომ 1 წლიანია ასეთი აქციები, თუმცა იქნებ ნაკლები ვადითაც კეთდება.

მე საქართველოს ბანკშI მაქ ანაბარი გახსნილი და 15% მირიცხავს

Posted by: Mr-Banks 29 Jul 2011, 01:15
Financist

ეგრე, ამერიკაშიც კრიზისია და რა მოხდება, კაცმა არ იცის ნებისმიერ დროს. smile.gif ის რაც შეგაქვს დეპოზიტზე, წინსწრებით რომ შეიტანო, უფრო მომგებიანია. ეს ჩემი აზრია.

zabzu

დოლარში გარიცხავს 15%-ს? gigi.gif

Posted by: zabzu 29 Jul 2011, 01:23
QUOTE (Mr-Banks @ 29 Jul 2011, 01:15 )
Financist

ეგრე, ამერიკაშიც კრიზისია და რა მოხდება, კაცმა არ იცის ნებისმიერ დროს. smile.gif ის რაც შეგაქვს დეპოზიტზე, წინსწრებით რომ შეიტანო, უფრო მომგებიანია. ეს ჩემი აზრია.

zabzu

დოლარში გარიცხავს 15%-ს? gigi.gif

არა დოლარში არა, ლარში ვამბობ, დოლარში 7 თუ 8 პროცენტია

Posted by: exploit 30 Jul 2011, 01:47
საზღვარგარეთიდან ვალუტის გადმორიცხვის დროს საკორესპონდენტო ბანკით მომდის თანხა და შესაბამისად საკომისიოც ეჭრება

ბანკის შეცვლას აზრი აქვს ამ შემთხვევაში?
ანუ ვთქვათ პროკრედიტის მაგივრად ბოგ-ში რომ გადმომირიცხონ რამე შეიცვლება?


Posted by: tggio 30 Jul 2011, 14:55
Đ Ä R Ü Đ Ë

პრივატბანკში ყველაზე მაღალი %-ია დაწვრილებით პმ-ში მომწერე

zabzu

რა ვადით გაქვს გახსნილი? რაღაც მეეჭვება smile.gif))

Posted by: ერთი 30 Jul 2011, 14:56
ძველი ბარათის აღდგენა შეიძლება ბანკში ?
ანუ ერთერთ უცხოურ ტოტალიზატორში მაქვს $ და დარეგისტრირებული მქონდა ძველი ბარათი ( ის ბარათი დავკარგე,დავაბლოკინე და ავიღე ახალი )
ეხლა ახალ ბარათს არ მარეგისტრირებინებენ იმ ძველზე გამოგიგზავნითო
და რაუყო ?
ანგარიში ისე ბანკში იგივე მაქვს და მოვა რო გამოვაგზავნინო ?

Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 15:00
exploit

ეგ ცოტა კაპრიზნი საკითხია, შეიძლება, ბანკშიც ვერ გითხრან დაზუსტებით, მაგრამ მაინც სცადე, რომ გაიკითო. რომელი ქვეყნიდან გიგზავნიან ?


ერთი

თუ ძველი და ახალი ბარათი იდენტურ ანგარიშის ნომერზეა, მაშინ ჩაგირიცხონ ანგარიშზე და გამოიტან ახალი ბარათით.

Posted by: ერთი 30 Jul 2011, 15:05
Mr-Banks
ტბს ბანკში მაქვს განხსნილი ანგარიში,ბარათი ვიზა კლასიკი 1 დავკარგე და მერე ავიღე სხვა...
Support მწერს 2 დღეში ერთხელ,ძალიან ცუდად მუშაობენ,გუშინ მივწერე და ველოდები რას მომწერენ...
ისე მე შემიძლია ეხლავე ძველ ბარათზე გამოვიტანო ის ფული და ანგარიშზე არ დამიჯდება ნეტა ?
ან ბანკში რო მივიდე და ვთხოვო რო ესეთი პრობელმა მაქვს ვერ მომეხმარებიან ?

Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 15:10

ერთი


წინადადება "ბარათზე თანხა დამიჯდა" შეცდომაა. თანხა ჯდება ანგარიშზე და შემდეგ ისახება ბარათზე. ანგარიშის გარეშე, არაფერი გამოვა.

ჩაგირიცხონ მაგ ძველი ბარათის ანგარიშზე თანხა, რა პრობლემაა? დანამდვილებით ხომ იცი, რომ ძველი და ახალი ბარათები ერთ ანგარიშზეა?

Posted by: ერთი 30 Jul 2011, 15:19
Mr-Banks
ანგარიში გავხსენი ერთხელ ტბს-ში და სხვადასხვა ანგარიშზე როგორ უნდა იყოს ?!
ბარათები კიდე 1 დავკარგე,მივედი და მეორე დავამზადებინე ...
იმ საიტზე მე დავარეგისტრირე ბარათი და არა ჩემი ანგარიში...
ანუ დაუშვათ 4301 3333 5555 7777 ეს ბარათი თუ აღარ არსებობს და გაუქმებულია ( და მე მაქვს დარეგისტრირებული ) რო მივაჭირო ეხლა ფულის გამოტანას ,ფული ანგარიშზე დამიჯდება ?
აეგ მაინტერესებს...


Пожалуйста, пришлите официальное письмо из банка, о том, что данная карты была заблокирована и у нас будет возможность удалить данную карту.

აესეთი რამე მომწერეს და ამ ცნობას ხო მომცემენ ბანკში ?

Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 16:15
ერთი

მაგ ბარათზე ვეღარ ჩაგერიცხება, რადგან გაუქმებულია.


ეგეთ ცნობას მოგცემენ კი...

Posted by: ერთი 30 Jul 2011, 16:20
Mr-Banks
გასაგებია,დიდი მადლობა !

Posted by: Did_Giorgi 31 Jul 2011, 18:21
exploit
გარანტირებული გადმორიცხვა გააკეთებინე იქიდან და შუალმავალი ვერაფერს წაიღებს.
ცოტა ძვირი დაჯდება იქ, მაგრამ გეცოდინება მაინც რამდენს მიირებ
ძვირი რა, მაქსიმუმ 0.1%-ით ძვირი.

Posted by: mtvare 5 Aug 2011, 12:30
მაქვს ესეთი პრობლემა.... sad.gif
მაქვს საქ. ბანკის საკრედიტო ბარათი.. იმის გამო რომ სამსახური დავკარგე ვეგარ ვახერხებ მინიმალურების შეტანას. . . როგორ შემიზლია მოვიქცე? არის თუ არა სესაძლებლობა რამდენიმე თვით გამიჩერონ ? კიდევ რა მაინტერესებს ვაპირებ საზღვარგარეთ გასვლას მუშაობას და სესხის დაფარვას.. იმის გამო რომ 3 თვის მინიმალური დასაფარი მაქვს შეიზლება საზღვარზე პრიბლემა შემექმნას??

Posted by: Koko_ 5 Aug 2011, 13:02
ამერია თემა smile.gifuser posted image

Posted by: spider77 5 Aug 2011, 14:40
mtvare
QUOTE
იმის გამო რომ 3 თვის მინიმალური დასაფარი მაქვს შეიზლება საზღვარზე პრიბლემა შემექმნას??


ამის გამო ნამდვილად არ შეგექმნება პრობლემა და დანარჩენზე იმედია საქბანკის წარმომადგენლები გიპასუხებენ.

Posted by: Did_Giorgi 5 Aug 2011, 22:59
mtvare
შეგიძლია ნებისმიერ ფილიალს მიმართო სადაც სამომხმარებლო სესხებია და რესტრუქტურიზაციას გაგიკეთებენ - მიზერულ შენატანს დაგიტოვებენ პირველ თვეებში.

Posted by: tifoza 13 Aug 2011, 23:51
ხალხნო რა მაინტერესებს იცით? მე მინდა სადმე რამე რო ვნახო კლიენტების მოზიდვის საფუძვლები ან რამე მაგდაგვარი მინდა მაგის სტანდარტები სადმე რამე თუ გეგულებათ? თუ არასწორად დავპოსტე აქ იქნებ გადამიმასამართოთ მდლობთ ყურადღებისთვის

Posted by: The Game N.W.A. 16 Aug 2011, 15:09
ამერიკაში დამჭირდება სისტემატიური ფულის გზავნა და ყველაზე იაფად საიდან ხდება?

Posted by: Mr-Banks 16 Aug 2011, 16:55
The Game N.W.A.


ყველა ბანკში თითქმის იდენტური სავალუტო გადარიცხვის ტარიფებია. smile.gif

Posted by: The Game N.W.A. 16 Aug 2011, 16:58
Mr-Banks
ბარათი უნდა გავაკეთო რამე? money gram western და ეგეთი რაღაცები ძვირია ძალიან/

Posted by: Mr-Banks 16 Aug 2011, 17:22
The Game N.W.A.

ბარათი რისთვის გინდა? მიმდინარე ანგარიშიდანაც გადარიცხავ.

Posted by: The Game N.W.A. 16 Aug 2011, 17:55
Mr-Banks
account ხო უნდა გავხსნა? არანაირი შეხება არ მქონია აქამდე ბანკებთან...

Posted by: Mr-Banks 16 Aug 2011, 22:43
The Game N.W.A.

თუ მხოლოდ გადარიცხვები გინდა, გახსენი მიმდინარე ანგარიში, გაცილებით იაფია და ზოგიერთ ბანკში - უფასოა. ბარათი კი ყველა ბანკში ფასიანია ძირითადად.

Posted by: The Game N.W.A. 17 Aug 2011, 11:12
Mr-Banks
დიდი მადლობა

Posted by: tabooo 17 Aug 2011, 13:11
ეხლა მაქვს 1 შეკითხვა. მოკლედ მანქანის ყიდვა მინდა რომელიც არის 1995 წლიანი, კერძო პირისგან, 4500 ლარად.

მაინტერესებს რომელი ბანკია ამისთვის უკეთესი, სად რა პირობებია და მოთხოვნებია და რომელი სახის სესხით ან კრედიტით შეიძლება ვისარგებლო?

წინასწარაც არ მინდა თანხის შეტანაზოგგან რომ არის ხოლმე 25-30%.

Posted by: Mr-Banks 17 Aug 2011, 13:16
tabooo


სამომხმარებლო სესხის აღება მოგიწევს, ამისთვის ხელფასის დადასტურებაა საჭირო

Posted by: tabooo 17 Aug 2011, 13:51
Mr-Banks
აჰა გასაგებია და რომელ ბანკშია უკეთესი პირობები? მინიმალური საპროცენტო განაკვეთი, შედარებით სწრაფად და მარტივად.

Posted by: Mr-Banks 17 Aug 2011, 13:57
tabooo


http://tbcbank.ge/ge/private/loans/consumer_loans/


18%-დან არის


ხელფასი სად გერიცხება

Posted by: tabooo 17 Aug 2011, 14:06
Mr-Banks
QUOTE
ხელფასი სად გერიცხება

პრივატბანკში. 500 ლარი. მაგრამ ჯერ 2–ჯერ დამერიცხა. მესამე თვე ვმუშაობ აქ. ადრე სხვაგან კი ვმუშაობდი ძალიან ბევრ ადგილას მაგრამ იმათ ხელფასის ცნობებს ან ამონაწერებს ფიზიკურად ვერ მოვიტან biggrin.gif 4500 ლარს მომცემენ ანუ?

Posted by: Mr-Banks 17 Aug 2011, 15:15
tabooo


უზრუნველყოფაში მოგიწევს რაიმეს ჩადება და საგამოცდო პერიოდი გასული უნდა იყოს სამსახურში

Posted by: DavidKh 18 Aug 2011, 15:21
გამარჯობათ,

http://zoomer.ge/?id=358
ამ ტელეფონზე 3 თვიანი განვადების გაკეთება მინდა, დაახლოებით 250-300 ლარს ეხლავე შევიტან. დანარჩენი გადანაწილდეს 3 თვეზე ...

დაახლოებით რამდენის გადახდა მომიწევს ყოველთვიურად? ბევრი დაემატება ვითომ?

Posted by: akoo1992 22 Aug 2011, 13:48
ანგარიში რომელ ბანკში გავხსნა, თუ არანაირი მნიშვნელობა აქვს,რამე პლიუსი აქვს რომელი ბანკს...


Posted by: Mr-Banks 22 Aug 2011, 15:53
akoo1992


შენ რისთვის გინდა, გააჩნია

Posted by: akoo1992 23 Aug 2011, 13:10
Mr-Banks
ანუ რა ხდება,სამსახური ვერ აკეთებს რომ პერსონალმა ხელფასი ბარათზე ავიღოთ და მე იმ პონთტში მინდა რომ ჯიბით არ ვატარო ქეში რა..
ყოველ ხელფასზე შევიტანდი ანგარიშზე baby.gif

Posted by: Mr-Banks 23 Aug 2011, 13:18
akoo1992


ინტერნეტ ბანკი გინდა?

მოკლედ, თუ აიღებ სატარიფო პაკეტს, რომელიც თვეში ღირს 1.90 ლარი, მოგცემენ უფასოდ: 3 ბარათს, ბანკინგს, მობილ ბანკს, თიბისის ბანკომატში თანხის განაღდება 0%....

თუ თვეში არ გინდა 1.90 ლარის გადახდა, მაშინ წელიწადში გადაიხდი 10 ლარს ბარათის საკომისიოს. ბანკომატში თანხის განაღდება 0.2%...


მთავარი უპირატესობა! შენ არ გიწევს ბანკში მისვლა თანხის შეტანად, თანხას შეიტან TBC PAY აპარატებით, რომელიც მოდებულია მთელ საქართველოში.


ესეც ამ ტერმინალების მდებარეობის შესახებ ლინკი http://www.tbcpay.ge/files/terminals.pdf

Posted by: akoo1992 23 Aug 2011, 17:25
Mr-Banks

მადლობა ინფოსთვის smile.gif

Posted by: Bess. 31 Aug 2011, 11:45
გერმანიაში მიწევს ხშირად თანხის გადარიცხვები საბანკო ანგარიშებზე, ერთ-ერთი "მოწინავე" ბანკით ვსარგებლობ მარტო და საკმაოდ ძვირს ვიხდი, თუ დაზღვევის გარეშე ვრიცხავ- 50 ევროზე დაახლოებით 15 ევროს ვიხდი ხარჯებისას, მაგრამ ეს თანხა რამდენიმეჯერ სრულად არ დაუჯდა მიმღებს.. დაზღვევით კიდევ 32 ევრო გადავიხადე 70 ევროს გასაგზავნად.. მემგონი რომ ძაან კაბალური ტარიფებია...
არის სხვა ბანკი ჩვენთან,რომელიც ადამიანურ ფასებში გადარიცხავს ასეთ მცირე თანხებს?

Posted by: Mr-Banks 31 Aug 2011, 12:04
Bess.


სავალუტო გადარიცხვები ყველა ბანკში თითქმის იდენტური ტარიფებითაა

Posted by: Bess. 31 Aug 2011, 12:53
Mr-Banks
და საიდან უნდა გავიგო შუამავალი ბანკი მომაჭრის თუ არა კიდევ თანხას? ეგ რომ ვიცოდე-ყოველთვის დაზღვევით არ გადავრიცხავდი...

Posted by: Mr-Banks 31 Aug 2011, 13:01
Bess.


ბანკმა უნდა გითხრას............

Posted by: Bess. 31 Aug 2011, 13:40
Mr-Banks

სამწუხაროდ ვერ მეუბნებიან-მაგაშია საქმე...
ანუ სხვა ბანკით ვისარგებლო?

Posted by: Mr-Banks 31 Aug 2011, 14:10
Bess.


ტარიფების მიხედვით აზრი არ აქვს. ყველგან იდენტური ტარიფია.

თუ ინტენსიურად რიცხავ თანხას, მაშინ თიბისის სატარიფო პაკეტს თუ აიღებ, შეღავათი იქნება, მაგრამ თავად უნდა დათვალო.

არის სამი პაკეტი:
პაკეტი 1 - თვეში საკომისიო 1.90 ლარი - ნებისმიერი ოდენობის დოლარის გადარიცხვა 14.9$ - სხვა ვალუტის 14.9 ევრო
პაკეტი 2 - საკომისიო თვეში 4.90 ლარი - ნებისმიერი ოდენობის დოლარის გადარიცხვა 12.9$ - სხვა ვალუტის 12.9 ევრო
პაკეტი 3 - საკომისიო თვეში 15.90 ლარი - ნებისმიერი ოდენობის დოლარის გადარიცხვა 9.9$ - სხვა ვალუტის 9.9 ევრო


თუ თვიდან თვემდე ანგარიშზე ნაშთი გექნება, საკომისიო გინახევრდება ან გიუქმდება საერთოდ. დაწვრილებით აქ ნახე http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/

Posted by: tamashi 31 Aug 2011, 21:56
Bess.
და ვესთერნ უნიონით არ ჯობია? მანდ მიზერული პროცენტებია, ზუსტად არ ვიცი.

Posted by: Bess. 31 Aug 2011, 22:22
QUOTE (tamashi @ 31 Aug 2011, 21:56 )
Bess.
და ვესთერნ უნიონით არ ჯობია? მანდ მიზერული პროცენტებია, ზუსტად არ ვიცი.

კი ჯობია,მაგრამ ბანკის ანგარიშზე მაწყობს მხოლოდ.... spy.gif
ფეიფალის შემოსვლასთან ერთად-ჩემი ფეხი ქართულ ბანკში აღარ იქნება...

Posted by: kodmena 3 Sep 2011, 12:52
1. რა არის ბანკი?
2. რას აკეთებს ბანკი? (რა საქმიანობას ეწევა)
3. რა არის ვალუტა?
4. რა არის ფული?

Posted by: forever`s_NEVER 9 Sep 2011, 09:51
გთხოვთ ამიხსნათ,

იმისიათვის, რომ მაგალითად, ქართველმა გახსნას საბანკო ანგარიში ევროპის რომელიმე ბანკში, სჭირდება თუ არა მას ფულის წარმოშობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა?

ან

ზოგადად, რა პროცედურებია ამისათვის?

მადლობთ წინასწარ, პასუხისათვის.

Posted by: Mr-Banks 9 Sep 2011, 11:37
forever`s_NEVER


ეს უნდა იკითხო იმ ბანკში და საერთოდ, ვერ გახსნი ევროპულ ბანკში ანგარიშს, თუ არ გაქვს იქ ცხოვრების უფლება, თუ რაღაც მსგავსი..... ტურისტად რომ ჩახვიდე, არ გაგიხსნიან... უარი მითხრეს მეც

Posted by: vaknari 13 Sep 2011, 16:13
ანგარიშზე დამიდეს თანხა $ში გამოტანისას ლარად დამხვდა, გამოტანიდან ერთ კვირაში მიკავშირდებიან დაბლოკილია ბარათიო!? ვინ გამარკვევს რა მოხდა

Posted by: Did_Giorgi 13 Sep 2011, 21:17
vaknari
QUOTE
ვინ გამარკვევს რა მოხდა

ჯერ შენ უნდა ჩამოყალიბდე რას ითხოვ+არასწორად წერ რაღაცას.

Posted by: vaknari 13 Sep 2011, 21:40
Did_Giorgi
ანგარიშზე თანხა დამიდეს დოლარში, გამოტანისას ვნახე ლარში იყო კუსით1.66,მოვხსენი მთელი თანხა და ერტი კვირის მერე მირეკავენ ბანკიდან დავალიანების გამო ბარათი დაბლოკილი გაქვსო, არადა შეტანისას უთხრეს რა ვალიუტაშიც დადებ იმას აიღებსო

Posted by: spider77 14 Sep 2011, 00:23
vaknari
QUOTE
ანგარიშზე თანხა დამიდეს დოლარში,

რომელ ბანკში გაქვს ანგარიში. დაგიდეს რას ნიშნავს, შეგიტანა ვინმემ ანგარიშზე? როგორ შეგიტანა, რომელიმე ფილილაში ნაღდი ფულით?

QUOTE
გამოტანისას ვნახე ლარში იყო კუსით1.66,მოვხსენი მთელი თანხა

საიდან გამოიტანე, ფილიალიდან თუ ბანკომატიდან?

QUOTE
ერტი კვირის მერე მირეკავენ ბანკიდან დავალიანების გამო ბარათი დაბლოკილი გაქვსო

რა დავალიანების გამო და რომელ ბარათზეა საუბარი?

QUOTE
არადა შეტანისას უთხრეს რა ვალიუტაშიც დადებ იმას აიღებსო

ვინ ვის უთხრა? იქნებ ვისაც შექონდა იმან არასწორად დაუსვა შეკითხვა, ან რამე სწორად ვერ გაიგო? შენ ესწრებოდი ამ პროცესს?


ძალიან გაუგებარია შენი შეკითხვა. უნდა დააკონკრეტო და დააზუსტო დეტალები. სხვანაირად ვერავინ ვერ გაგცემს ზუსტ პასუხს. ვარაუდის დონეზე კი ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ.

Posted by: Mr-Banks 14 Sep 2011, 02:23
მოკლედ....

დიაგნოზი:

1. ამ ადამიანს გახსნილი ექნება მულტისავალუტო ანგარიში (ლარი, დოლარი, ევრო);
2. ჩაურიცხეს დოლარი;
3. ძირითადი ვალუტა ლარში აქვს. ბანკომატმა ანახა ლარებში და ამანაც გაანაღდა მთლიანად;
4. რადგან თანხის დაბლოკვისა და თანხის განაღდების დრო სხვადასხვაა (მინიმუმ 1 დღე იქნება აცდენა), კურსიც სხვადასხვა იყო;
5. მე-4 პუნქტის გამო, გავიდა არასანქცირებულ ოვერდრაფტში.

Posted by: vaknari 14 Sep 2011, 21:13
Mr-Banks
yes.gif სწორი დიაგნოზი დასვი. სხვა დროს როგორ მოვიქცე რა სმირჩევ?

Posted by: Mr-Banks 14 Sep 2011, 21:23
vaknari

რა ვალუტასაც ჩაგირიცხავენ, ის გაანაღდე. დაიკიდე, ბანკომატი რას განახებს, ან თუ სულ დოლარში გირიცხავენ-ხოლმე, ადექი და ძირიტადი ვალუტა დოლარი მიუთითე და ბანკომატი დოლარში განახებს.

Posted by: vaknari 14 Sep 2011, 21:57
Mr-Banks
მადლობა. აწი მასე მოვიქცევი

Posted by: Did_Giorgi 14 Sep 2011, 23:35
vaknari
QUOTE
სხვა დროს როგორ მოვიქცე რა სმირჩევ?

დოლარს თუ ჩაგირიცხავენ დოლარი გამოიტანე ხოლმე
ლარს თუ ჩაგირიცხავენ - ლარი და ა.შ.

Posted by: GOGLIKOmadrideli 16 Sep 2011, 13:31
თბილისის ბანკები ტუ მუშაობენ შაბათობით?

Posted by: Mr-Banks 16 Sep 2011, 14:13
GOGLIKOmadrideli


კი.................................................................... 2 საათამდე ყველა ბანკი მუშაობს. ზოგიერთი ფილიალი სადღეღამისოა კვირასაც კი.

Posted by: GOGLIKOmadrideli 16 Sep 2011, 14:33
Mr-Banks

მადლობა..................

Posted by: axaliacc 16 Sep 2011, 23:49
არასრულწლოვანს შეუძლია ბანკში ანგარიშის გახსნა ? თუ პირადობა აქ?

Posted by: Mr-Banks 17 Sep 2011, 00:14
axaliacc

კი .

Posted by: axaliacc 17 Sep 2011, 11:22
Mr-Banks
მადლობა. და ისა მშობლის გაყოლა ხო არ ჭირდება?

Posted by: spider77 17 Sep 2011, 12:15
axaliacc
QUOTE
მადლობა. და ისა მშობლის გაყოლა ხო არ ჭირდება?


მშობელი იმ შემთხვევაში, თუ ბანკში დაინიშნება კლენტთა მშობლების კრება givi.gif

Posted by: axaliacc 17 Sep 2011, 12:20
spider77
biggrin.gif:D მადლობა. smile.gif)

Posted by: Jonatahn_smith 17 Sep 2011, 12:33
1000 ლარის აღება მინდა.. დაახლოებით 2 თვით, რომელბ ბანკს მირჩევთ?

Posted by: Mr-Banks 17 Sep 2011, 13:07
axaliacc

მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე მშობლის გაყოლა გჭირდება. ბარათის და ანაბრის გახსნაზე, არ გჭირდება.


Jonatahn_smith

სადაც ხელფასი გერიცხება, იმ ბანკს მიმართე. თუ არსად გერიცხება ხელფასი, თიბისი-ში მიდი ხელფასის ცნობით.

Posted by: Jonatahn_smith 17 Sep 2011, 13:29
Mr-Banks
QUOTE
სადაც ხელფასი გერიცხება, იმ ბანკს მიმართე. თუ არსად გერიცხება ხელფასი, თიბისი-ში მიდი ხელფასის ცნობით.


მადლობა.. გავაკეთე განაცხადი უკვე თბს ბარათზე...

Posted by: GOGLIKOmadrideli 17 Sep 2011, 14:15
საქართველოს ბანკი თუ მუშაობს კვირაობით? და თუ მუშაობს რომელი ფილიალები?არ დაიზაროთ,თუ ვინმემ იცით დაწერეთ.

Posted by: zabzu 17 Sep 2011, 14:49
GOGLIKOmadrideli
მგოლი ყველა მუშაობს 2 საათამდე

Posted by: თოკო. 18 Sep 2011, 00:14
თბსი ბანკში სააკრედიტო ბარათით მაქვს გამოტანილი 500 ლარი . დამრჩა 4 თვის გადასახდელი თვეში ვიხდი 60 ლარს ეხლა ამ 240 ლარს მინდა დაუმატო 300 ლარი პროცენტი რამდენი მოემატება ? ანუ თვეში რამდენის გადახდა მომიწევს

Posted by: Mr-Banks 18 Sep 2011, 14:33
თოკო.

საკრედიტო ბარათს რა ქვია და რამდენ %-ში გაქვს?

Posted by: თოკო. 18 Sep 2011, 15:48
Mr-Banks
განვადების ბარათი 20 % იანი

Posted by: Mr-Banks 18 Sep 2011, 15:55
თოკო.

განვადების ბარათზე არსებული დავალიანება წარმოშობიდან 10 თვეში უნდა დაიფაროს, მაგრამ შეგიძლია, ერთიანად შეავსო და დაფარო.

Posted by: Perpetuum_Mobile_Project 19 Sep 2011, 22:39
თანხა რომ გადავრიცხო Bank of America-ს ანგარიშზე ქართული ბანკიდან ხვალ (20 სექტემბერს) ხვალვე დაუჯდებათ ?

Posted by: zabzu 19 Sep 2011, 22:49
Perpetuum_Mobile_Project
კი მგონი ხვალევე დაუჯდებათ

Posted by: Mr-Banks 19 Sep 2011, 22:58
Perpetuum_Mobile_Project

ვერ დაუჯდებათ

მინიმუმ 2 საბანკო დღე მაინც უნდა, მინიმუმ!

საშუამავლო ბანკში გადის შენი ფული ჯერ და მერე მიმღებ ბანკში.

Posted by: v-a-n-o 20 Sep 2011, 11:48
ტაოპრივატბანკის საკრედიტო ბარათი მაქვს(მარწყვი ბარათი) გამოტანილი მაქვს 1700 ლარი,უმუშევარი რო დავრჩი ვეგარ გადავიხადე! ბინა ჩემზეა გაფორმებული და შეუდზლია ბანკს დააყადაგოს ბინა ან რამე პრობლემა შემიქმნას ბინასთან დაკავშირებით?

Posted by: shotaaaa 20 Sep 2011, 12:02
Tibisi bankshi gaxsnili makvs angarishi , agebuli makvs plastikuri barati viza klasiki sami dgis cin camocmendilze chamomechra 79 dolari am pulit me ar misargeblia bankshi ki ganacxadi gamaketebines da 24 dgeshi gavarkvevto , am pasuxit gamomistumres ikneb vinmem mirchios ra gavaketo

Posted by: spider77 20 Sep 2011, 12:43
shotaaaa

როდის დაწერე განცხადება.

და საერთოდ, მოდი დამეკონტაქტე პიემში.

Posted by: akoo1992 22 Sep 2011, 16:49
თიბისის ინტერნეტ ბანკინგი ადვილი სახმარია?

სამსახურში მომიწია მაგაზე გადასვლა და აქამდე შეხება არ მქონდა


Posted by: Mr-Banks 22 Sep 2011, 16:53
akoo1992


კი ..................................

Posted by: akoo1992 22 Sep 2011, 17:58
Mr-Banks
ერთ დგეში დავამუგამებ?

აი მაგალითად მანდ კომუნალურებს რომ იხდი...
ანგარიშის ნომრის ჩაწერა აგარ სწირდება ხო?
ცაკლე მენიუ აქვთ კომუნალურებითსვის

Posted by: Mr-Banks 22 Sep 2011, 18:24
akoo1992


კი, ეგრეა...... smile.gif))

Posted by: akoo1992 23 Sep 2011, 12:47
Mr-Banks
ბარემ კიდევ ერთხელ შეგაწუხებ smile.gif

კომუნარული გადასახედების დროს იდენტიფიკატორს რომ მთხოვს ეგ რა არის?
საიდიფიკაციო კოდი ხომ არ უნდა ჩაწერო?

Posted by: Mr-Banks 23 Sep 2011, 12:53
akoo1992


აბონენტის ნომერი ან ტელეფონის ნომერი

Posted by: KANCELARIA 23 Sep 2011, 17:39
**** ხუციშვილი:
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

17:10
თქვენ:
gamarjobat, ra mainteresebs icit, vtqvat marwkvi baratze maq 400 lari
anu 400 lariania
da gavitane 300 lari
angarishze xom mrcheba 88 lari?

17:11
**** ხუციშვილი:
diax

17:11
თქვენ:
da shemdeg es barati rom shevavso xom unda shevitano 312 lari?

17:11
**** ხუციშვილი:
Tu sheidzleba momceret tqveni monacemebi:saxeli, gvari, piradi nomeri piradobidan da koduri sityva.

17:12
თქვენ:
ar aqvs arsebiti mnishvneloba, me principi mainteresebs

17:12
**** ხუციშვილი:
tu sashegavati periodshi gadaixdit tanxas 312
Tu sheidzleba dialogis dasrulebis shemdeg sheafaset dialogi ki an ara gilakit, fanjara gamogichndebat dialogis daxurvis shemdeg.

17:12
თქვენ:
diax
mashin 1 kitxvas kidev dagisvavt
gamodis rom me gamotanisas bankma damikava 12 lari, da shetanisas isev momtxova, anu me orjer vixdi am gadasaxads, asea?
anu 300 lari gamovitane da barati rom gavasworo 24 lari unda davxarjo
ara?

17:14
**** ხუციშვილი:
ra tkma unda ara

17:15
თქვენ:
ratom?

17:15
**** ხუციშვილი:
300 lars tu gamoitant shegakvt 312 (300 gamotanili) 12-ganagdebis sakomisio (4%)

17:16
თქვენ:
diax shemaq 312, magram gamotanis momentshi angarishidan ar chamomechra ukve is 12 lari/
?

17:16
**** ხუციშვილი:
tkven rac chamogechrebat isev is tanxa shegakvt
da gamodis rom es tanxa gaxlavt 12 lari gamotanil 300 larze

17:16
თქვენ:
anu chamomechra da mere kidev shemaq, anu 12 chamomechra da 12 shemq, 24 jamshi mchirdeba imistvis rom 300 lariani sesxi gavasworo 0 ze

17:17
**** ხუციშვილი:
ar gaxlavt ase

17:17
თქვენ:
ertxel gamotanisas da ertxel shevsebisas
mashin ratom mechreba gamotanisas?

17:19
**** ხუციშვილი:
tkven rom gamogakvt 300 lari igebt agnuishnul tanxa xelze da shemdeg ixdit 312 ( rac nishnavs gamotanil 300 lars +12 lari(tanxis ganagdebis sakomisio,romelic sheadgens 300 laris 4%)

17:19
თქვენ:
modit gavamartivod magaliti, mgoni ver vxvdebi kargit?
vtqvat tqven xart banki

17:20
**** ხუციშვილი:
momceret tkveni monecemebi

17:20
თქვენ:
piradad tqven
da me momecit 300 lari, magram 12 lari gamomartvit ukan, gatanis sakomisio, anu me maq dasabrunebeli 300 lari xom? radgan 12 ukve gadavixade
asea?

17:22
**** ხუციშვილი:
12 ar gadagixdiat

17:22
თქვენ:
rogor, gatanisas chem darchenil angarishidan ar chrit 12 lars?

17:23
**** ხუციშვილი:
ikneb tkveni monacemebi momcerot
rom detalurad agixsnat

17:24
თქვენ:
ra monacemi?

17:24
**** ხუციშვილი:
Tu sheidzleba momceret tqveni monacemebi:saxeli, gvari, piradi nomeri piradobidan da koduri sityva.

17:25
თქვენ:
555 ****** danarcheni araferis momcemia, me 1400 lariani barati maq da mas ar vexebi, me mainteresebs principi,m romelsac ver vigeb, logikurad ver mimtkicebt, damireket mashin

17:25
**** ხუციშვილი:
tkven aracorad plobt baratze tanxis gaxarjvis princips

17:26
თქვენ:
me rogorc vici, didi tanxis gatanisas gachris 4% asea?
im wamsve gachris?
xo

17:26
**** ხუციშვილი:
100 larze zemot tanxis ganagdebisas
ganagdebis sakomisio gaxlavt 4%

17:26
თქვენ:
amitom davwere didi tanxis gatanisastqo
diax
im wamsve gechreba angarishidan
shemdeg me rom es X tanxa davabruno unda gadavixado X+ is 4 % xom?

17:27
**** ხუციშვილი:
diax

17:28
თქვენ:
shesabamisad tu X tanxis gatanisas im wams wamarva 4%, shemdeg me vabruneb ­X=4% tanxas, gamodis rom pirvelad 4% waigo, da shevsebisas isev vixdi im 4%, ager sapexur sapexur pormulit natlad chans
ara/
?

17:29
**** ხუციშვილი:
ra tkma unda ara

17:29
თქვენ:
mashin tqveni logika mitxarit
konkretuli magalitit amixsenit tu sheidzleba
ciprebit
400 lariani baratidan 300 larit ro visargeblo xarji maq 24 lari, amixsenit ratom ara

17:33
**** ხუციშვილი:
tkveni sakredito limiti sheadgens 400 lars da angarishidan gsurt gaitanot 200 lari. 200 laris ganagdebis sakomisio sheadgens 4% shesabamisad 8 lars. 200 laris gatanis shemtxvevashi tkven 30 dgis ganmavlobashi unda daabrunot baratis gasanuleblad 208 lari shesabamisad ixdit 8 lars ganagdebis sakomisioshi da ara 16,rogorc tkven axsenebt

17:33
თქვენ:
ki, shetanisas 208 vixdida getanxmebit, magram angarishidan rom gatanisas 8 lari chamomechra imas ratoar tvlit?

17:35
**** ხუციშვილი:
tkven rom angarishobt 8 lars chamochrisas shesabamisad shetanisas unda shegkondet 16
da agnishnuli principi ar gaxlavt scori
dagikavshirdebat chveni tanamshromeli

17:35
თქვენ:
ki batono
velodebi
giorgi ikitxos


გამაგებინეთ ვინაა მართალი

Posted by: spider77 23 Sep 2011, 18:11
KANCELARIA
მართალია ოპერატორი.

http://forum.ge/?showtopic=34303970&view=findpost&p=27511251

Posted by: doxaburi 23 Sep 2011, 18:19
KANCELARIA
QUOTE
გამაგებინეთ ვინაა მართალი

lol.gif

ჩავიხოცე lol.gif


Posted by: lika20 24 Sep 2011, 17:23
განვადების ბარათზე მაინტერესებს ერთი რამ.

დავუშვათ მაქვს 2 000 ლარიანი ლიმიტი. გაძვირება ხდება 16% ით.
თუ მე სრულად გამოვიყენებ ამ 2 000 ლარს. დაფარვისას, ამ 2 000 ლარს დაემატება 16% და გაიყოფა 8 თვეზე და იმდენი იქნება ყოველ თვიურად გადასახდელი ხო? ანუ 2 000 + 320 / 8 = 290. სწორია? თუ სხვანაირად ხდება დაანგარიშება, ემატება კიდევ რამე?

Posted by: DONAB 25 Sep 2011, 21:34
გამარჯობა "ზუმერი"–ს მაღაზიათა ქსელში, "თი–ბი–სი" ბანკის სწრაფი განვადებია მინდა 1204 ლარიან აპარატზე 8 ან 10 თვიანი და მაინტერესებს % რამდენია? თვეში რამდენის გადახდა მომიწევს ანუ.... პირობები ვერსად ვნახე : (

Posted by: Koko_ 25 Sep 2011, 22:11
KANCELARIA
სგ.სგ.სგ
ოპერატორია მარტალი smile.gif
შენ მარტო 1 ჯერ იხდი 12 ლარს თუ რამდენიცაა smile.gif

Posted by: Mr-Banks 25 Sep 2011, 23:33
lika20


განვადების ბარათზე თანხა 10 თვეზე ნაწილდება. თუ კლიენტი ხარ, 16%-ში გაძლევენ. 1000 ლარზე მოგიწევს თვეში 100 + 16 = 116 ლარის გადახდა. ბარათის ღირებულებაა 20 ლარი, რომელიც მოგეჭრება პირველივე ტრანზაქციაზე.

DONAB

სესხის გაცემის საკომისიოა 2%

თვეში საკომისიოც მგონი 2%-ია დაახლოვებით.


1000 ლარზე 10 თვეზე მოგიწევს თვეში 1020 ლარის შეტანა.

სესხის გაცემის საკომისიო იქნება 20 ლარი ერთჯერადად.

Posted by: lika20 25 Sep 2011, 23:53
Mr-Banks


QUOTE
1000 ლარზე მოგიწევს თვეში 100 + 16 = 116 ლარის გადახდა.


რაღაც არასწორია. ახლა ზუსტად 1000 ლარი მაქვს გამოყენებული და პირველი 3 თვე ვიხდი 200 ლარს და მერე 78–ს.

Posted by: Mr-Banks 25 Sep 2011, 23:57
lika20

ერთიანად იყიდე 1000 ლარიანი ნივთი? თუ ჯერ იყიდე მაგალითად 700 ლარიანი და 3 თვის მერე 300 ლარიანი?

Posted by: lika20 26 Sep 2011, 00:17
Mr-Banks


ნივთი არ მიყიდია, გამოვიტანე თანხა ნაწილ–ნაწილ, აჰა, თითოეული გამოტანა ხომ 16%–ით ძვირდება, ჰო, ამის ბრალი იქნება... გასაგებია : )

Posted by: nanian 27 Sep 2011, 00:50
არ დაგეზაროთ და მიპასუხეთ რაა, შეიძლება თუ არა ინტერნეტ-ბანკინგით ანგარიშის ნომრის გაგება.

Posted by: g_o_g_i_n_a 27 Sep 2011, 01:02
ერთ ერთი ამერიკული საიტან გამოვიწერე ნივთი ის ნივთი მოვიდა უკვე
მერე დამირეკეს ამ საიტიდან და კარგად ვერ გავიგე რატო მომთხოვეს მარა
ბარათის კოდი ვადა ჩაიწერეს
ასევე CVC ხოდა აი ამან დამაეჭვა მე მივეცი რადგან ინგლისურთან ცუდად
ვარ და ტვინის საჭყლეტი იყო ჩემთვის უარის თქმა
ხოდა რაიმე რისკთან ასოცირდება ეს ?
რაიმე შარში შეილება გავეხვე ამის გამო ?
ხო ამერიკაში ვარ და აქაურ ბანკზე ვსაუბრობ
Debit card ია უბრალოდ მაინტერესებს
რაიმე საშარო გავაკეთე თუ შეიძლება
CVC სხვისთვის მიცემა



Posted by: Mr-Banks 27 Sep 2011, 11:08
nanian
QUOTE
არ დაგეზაროთ და მიპასუხეთ რაა, შეიძლება თუ არა ინტერნეტ-ბანკინგით ანგარიშის ნომრის გაგება.



კი


g_o_g_i_n_a

მმმ.... არ უნდა მიგეცა. რატომ უთხარი? საიტზე რომ ვიყიდე, შევიტანე ეგ მონაცემები უკვეო. თანხა გაანულე მაგ ბარათზე.

Posted by: spider77 27 Sep 2011, 14:36
nanian
QUOTE
არ დაგეზაროთ და მიპასუხეთ რაა, შეიძლება თუ არა ინტერნეტ-ბანკინგით ანგარიშის ნომრის გაგება.



კი, რა თქმა უნდა.

Posted by: g_o_g_i_n_a 27 Sep 2011, 15:43
Mr-Banks
QUOTE
მმმ.... არ უნდა მიგეცა. რატომ უთხარი? საიტზე რომ ვიყიდე, შევიტანე ეგ მონაცემები უკვეო. თანხა გაანულე მაგ ბარათზე.

ხო დავწვი რომ არ უნდა მიმეცა მარა იმის ახსნის შესაძლებლობა
არ მქონდა რო არ ვაძლევდი და რატო არ ვაძლევდიდ
და მივეცი მაგიტო biggrin.gif
თანხა განულებულიააც სახელფასო ბარათია არც არაფერი
თIთქმის არასდროს ვიყენებ
ვერიფიკაციისთვის გვჭირდებაო

Posted by: spider77 28 Sep 2011, 09:45
g_o_g_i_n_a
QUOTE
თანხა განულებულიააც სახელფასო ბარათია არც არაფერი
თIთქმის არასდროს ვიყენებ
ვერიფიკაციისთვის გვჭირდებაო

რო არ იყენებ მერე რა, ხელფასი ხო გიჯდება? მაგაშია საქმე. დააბლოკინე და ახალი ბარათი აიღე, თორემ როგორც კი დაგიჯდება თანხა ეგრევე მოგიხსნიან.

Posted by: ერთი 28 Sep 2011, 20:30
ტბს ბანკის ვიზა კლასიკი მაქვს,იქნებ ამიხსნათ რატო მაკლებს გამოტანისას,ან ინტერნეტში ხმარების დროს ?
ჩავრიცხავ და ანგარიშს ვნახავ შანსი არაა 1-2 $ და ხშირად მეტი არ აკლდეს ეგრევე...
უპირატესობა $ ში მაქვს,ვრიცხავ დოლარს და არ მესმის ეგ თვითონ ტბს -ის კურსით მიანგარიშებს და იმდენ $ მირიცხავს თუ რა ხდება ?

Posted by: Mr-Banks 28 Sep 2011, 20:49
ერთი

რაიმე საკომისიო გეჭრება. სატარიფო პაკეტი გაქვს? ინტერნეტ ბანკი?

ამონაწერი გააკეთე და ნახავ.

Posted by: spider77 28 Sep 2011, 20:56
ერთი

ამონაწერში გამოჩნდება ყველაფერი.
თუ რამე ვერ გაარკვიო იკითხე.


Posted by: g_o_g_i_n_a 28 Sep 2011, 21:18
ოო ეს უკვე ცივი შხაპი იყო biggrin.gif
მანიგრამით 50 დოლარი გამოვგზავნე მეთქი საქართველოს ბანკის
ბარათზე დავისვამ ტოტალიზატორში გავერთობი თქო
და თურმე ყადაღა არ ადევს ჩემ ანგარიშს
მოეწერათ მაინც მეილზე რომ დამიყადაღა ვიღაცამ
ანგარიში ბლინ sad.gif ხო აღარ გადმოვგზავნიდი

Posted by: ერთი 28 Sep 2011, 21:44
კაი გავაკეთებ ამონაწერს და გავარკვევ

წინაზე ოპერატორმა მითხრა ბანკომატმა 4 $ ით მეტი მოგცაო ( გამოვიტანე 1000 ) და ანგარიშზე 996 გქონდა და ეხლა მინუს 4 $ დაგიჯდებაო smile.gif
ეგეთი რამე ხდება რო ბანკომატმა მეტი მოგცეს ვიდრე გააქვ ? ))

Posted by: Mr-Banks 28 Sep 2011, 21:58
ლარი გაანაღდე თუ დოლარი?

Posted by: ერთი 28 Sep 2011, 22:36
დოლარი
და უპირატესობა დოლარში მაქვს

Posted by: INA-INA 28 Sep 2011, 23:12
ერთი

კი, ხდება მასე რომ ზედმეტს გატანს, თან მითუმეტეს ვიზა კლასიკი გქონია. ზოგჯერ ავტორიზაცას(ანგარიშზე ნაშთის შემოწმებას) არც აკეთებს მაგ ბარათებზე და ეგრევე ანაღდებს იმას რასაც მიუთითებ.

Posted by: ბინლადენი 1 Oct 2011, 19:59
კვირას რომელიმე ტბს - ის ფილიალი მუშაობს ?
ფული გამოვიტანე ანგარიშიდან,რაღაც "ტერმინალით " მომიხსნეს და ეხლა ვნახე ბანკომატზე - 13 ლარი დამაწერეს ...
ვერ მივხვდი,ბანკში ჩემი ანგარიშიდან ფული რო გამოვიტანო % იღებენ მაგაშიც ? biggrin.gif
ახალი წესია რამე ? biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 1 Oct 2011, 20:42
ბინლადენი

აეროპორტის, მერიოტის სერვის ცენტრები მუშაობენ 24 სთ. რომელი ბარათიდან მოხსენი თანხა?

Posted by: ბინლადენი 1 Oct 2011, 21:27
Mr-Banks
მარტო აეროპორტი ?
დაუშვათ რო მივიდე ,ჩვეულებრივად ჩაირიცხება ხვალვე ?


ფულის მოხსნას რაც შეეხება,ბარათით არ მომიხსნია,მივედი ბანკში და სალაროდან ავიღე (რაღაც ტერმინალით,ზუსტი სახელი არ მახსოვს )
დაბლოკილიაო და მხოლოდ ესე შეგვიძლია მოხსნა,თუარა 1 დღე უნდა დაელოდოო ,მოლარემ ესე მითხრა...
ტბს - ში არა ოღონდ,ეგ საქართველოს ბანკიდან...

Posted by: Mr-Banks 1 Oct 2011, 21:50
ბინლადენი

თანხის შეტანა თიბისი პეის აპარაითაც შეგიძლია ნებისმიერ დროს.


საქართველოს ბანკის ტერმინალით თუ მოხსენი თანხა თიბისის ბარათით, აგახევდა ბლომად.

Posted by: ბინლადენი 1 Oct 2011, 23:13
Mr-Banks

დოლარის ჩარიცხვა მინდა და კურსი მანდ ძალიან დაბალია..

საქართველოს ბანკშიც მაქვს ანგარიში გახსნილი,ბანკში მივედი და მოლარესთან ავიღე ფული,ბანკომატით არ გამომიტანია...
როგორც ეხლა მახსოვს პოსტერმინალი ქვია,მაგით მომიხსნა,ისე უნდა დაელოდო 1 დღეო...

Posted by: Mr-Banks 1 Oct 2011, 23:21

ბინლადენი


თბილისი ცენტრალი მუშაობს

http://tbc.ge/ge/location_finder/?mod=branch&view=photos&id=98

Posted by: spider77 2 Oct 2011, 00:20


ბინლადენი
QUOTE
კვირას რომელიმე ტბს - ის ფილიალი მუშაობს ?

აეროპორტი
თბილის ცენტრალი (იგივე რკინიგზის სადგური - "ვაგზალი")
და თბილისი მერიოტი.

Posted by: ბინლადენი 2 Oct 2011, 11:45
spider77
Mr-Banks


დიდი მადლობა !

Posted by: mtvare 2 Oct 2011, 12:54
მაინტერესებს ესეთი რამ .. უეცრად დავკარგე სამსახური და ვეღარ ვიხდი მინიმალურ გადასახადებს საკრედიტო ბარათებზე... მაქვს 2 ბარატი.. არადა აქამდე საუკეთესო კლიენტი ვიყავი ..
ამ ვალის გასტუმრებას აუცილებლად ვაპირებ თუმცა ეხლა ესეთი რამ მაინტერესებს უახლოეს დღეებში შეიზლება ნათესავმა რაღაც თანხა გამომიგზავნოს რომელიმე ბანკის საშუალებით,,, ხომ არ მოხდება ამ თანხის დაკავება ბანკის მიერ??? და მეორე კითხვა ხომ არ შემიშლის არნიშნული სიტუაცია საზღვარგარეთ წასვლაში ხელს?

Posted by: Mr-Banks 2 Oct 2011, 17:19
mtvare

უკვე დაგერიცხა ჯარიმა? მაშინ, შეიძლება დაგიკავონ გზავნილი. საზღვარგარეთ არ შეგიშლის ხელს, თუ საელჩო არ დაინტერესდა.... ცნობასაც ხო გთხოვენ ბანკიდან....

Posted by: Did_Giorgi 3 Oct 2011, 00:00
mtvare
QUOTE
გზავნილი

გზავნილს ვერავინ შეეხება, იმიტომ რომ ეგ თანხა შენს ანგარიშზე არ ხვდება, ტრანზიტული ანგარიშიდან გაიცემა, მოკლედ პრობლემა არაა, აი საზრვრის გადაკვეთაზე პრობლემა გექნება თუ ბანკმა გიჩივლა და მოვალეთა რეესტრში მოხვდი
მოვალეთა რეესტრი: https://debt.reestri.gov.ge/

Posted by: banker 3 Oct 2011, 14:35
mtvare
QUOTE
უახლოეს დღეებში შეიზლება ნათესავმა რაღაც თანხა გამომიგზავნოს რომელიმე ბანკის საშუალებით,,, ხომ არ მოხდება ამ თანხის დაკავება ბანკის მიერ???

სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით თუ გამოგიგზავნა (ვესტერნი, ანელიკი, მანი გრამი და მსგავსები), როგორც დიდ-გიორგიმ გითხრა, პრობლემა არ გექნება.
მაგრამ თუ თანხა შენს მიმდინარე ანგარიშზე გადმორიცხა და თუკი შენი დავალიანების გამო შენს საბანკო ანგარიშებს ყადაღა ადევს, მაშინ ეს თანხა შენი დავალიანების დასაფარად მიემართება.

Posted by: Mr-Banks 3 Oct 2011, 15:49
Did_Giorgi
გზავნილიდანაც შეუძლიათ აღება, თუ პირად ნომერი "გაშავებულია". smile.gif

Posted by: ds1970 7 Oct 2011, 18:12
გამარჯობათ. დღეს აღმოვაჩინე, რომ რესპუბლიკა ბანკის საკრედიტო ბარათიდან თანხა გაქრა. ბანკის ოპერატორმა კი მითხრა, რომ ამაზონში ნივთი გაქვთ შეძენილიო. არა და არაფერი შემიძენია. მირჩიეთ როგორ მოვიქცე???

Posted by: Mr-Banks 7 Oct 2011, 18:25
ds1970


გააუქმონ ტრანზაქცია მოითხოვე და მიწერე ამაზონს, რომ შენი ბარათით არ გაგიკეთებია შესყიდვა. დაელოდე მათ პასუხს

Posted by: ნოდარი13 7 Oct 2011, 19:52
Mr-Banks

სხვა ბანკში შეიძლება მასე ?
სმატივის საიტზე საქ ბანკის ვიზით შემეშლა და სვხაგნ გადავრიცხე შეიძლება რომ გააუქმონ და დააბრუნონ?

Posted by: Mr-Banks 7 Oct 2011, 23:52
nodari77


ცდად ღირს, მაგრამ იმ სხვას დაუკავშირდე იქნებ და დაგიბრუნოს

Posted by: ladybug 8 Oct 2011, 13:02
ტაოს მარწყვი ბარათის გარდა კიდევ თუ არსებობს რაიმე საკრედიტო ბარათი რომელის დასამტკიცებლადაც არ ითხოვენ სამსახურიდან ცნობას?
mo.gif mo.gif mo.gif mo.gif

Posted by: ladybug 8 Oct 2011, 18:03
მიპასუხეთ რა ვინმემმ...................

Posted by: ნოდარი13 8 Oct 2011, 21:15
Mr-Banks

სხვას ვერ დავუკავშირდები MYVIDEOს ექაუნთია მარტო კოდი ვიცი სხვა არაფერი

Posted by: nat_nat777 8 Oct 2011, 21:28
ladybug
QUOTE
ტაოს მარწყვი ბარათის გარდა კიდევ თუ არსებობს რაიმე საკრედიტო ბარათი რომელის დასამტკიცებლადაც არ ითხოვენ სამსახურიდან ცნობას?

ტაო მაგასაც არ ითხოვს ? როგორ არსებობს ეგ ''ბანკი'' ვერ ვხვდები biggrin.gif




Posted by: Mr-Banks 9 Oct 2011, 19:54
nodari77

სმარტივის საიტით შენი ბარათიდან სად გადარიცხე? მაივიდეოზე? მაივიდეოს უნდა დაუკავშირდე მაშინ ..............

Posted by: source 9 Oct 2011, 20:03
ეროვნულ ბანკში ტესტირება მაქვს ონლაინში ინგლისურად მათემატიკა და ეკონომიკა და მეორე ეტაპი ბანკში იქნება ტესტირებაო და რა ტესტირება იქნება ხომ არიცით მეორე ეტაპზე? სტაჟიორის ვაკანსიაზე მაქვს საუბარი , ან დაახლოებით რა იქნება?

Posted by: aqvsenti777 15 Oct 2011, 23:11
თავდებობა როგორ უნდა მოვიხსნა ლიბერთი ბანკში ? ანუ სხვა რომ დაუდგეს მსესხებელს თავდებად ?

Posted by: ladybug 18 Oct 2011, 01:32
ე.ი რა მაინტერესებს,კრედიტოფიცერს რაიმე გავლენა აქვს სესხის დამტკიცება არ დამტკიცების საკითხზე?

Posted by: spider77 18 Oct 2011, 15:41
ladybug

რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ უფრო მეტი არდამტკიცების კუთხით, ვიდრე დამტკიცების.

Posted by: ladybug 18 Oct 2011, 16:52
spider77
თუ არ შეწუხდებით იქნებ უფრო დაწვრილებით მითხრათ? ანუ ვთქვათ თუ რეკომენდაცია გაგიწია უფრო დიდი შანსია მოგცენ თანხა? თუ მართლა რაღაც პროგრამა თვლის და ა.შ ? გმადლობ

Posted by: KITSUNE 18 Oct 2011, 20:38
უიმე დედა სად დაიპოსტა. წაშალეთ ეს პოსტ პლიზ smile.gif)) გამიჭედა და სხვა თემაში შემომეპოსტა user.gif

ladybug
შეკითხვას რაც შეეხება, კრედიტოფიცერი ადგენს პროექტს , რომელსაც გადასცემს რისკების განყოფილებას და ისინი განიხილავენ, ღირს თუ არა კრედიტის გაცემა : )

Posted by: noniko 21 Oct 2011, 13:21
თუ იცით თურქული ბანკი არის ჩვენთან? თუ არის იქნებ მითხრათ მისამრთი ან ტელეფონის ნომერი?

Posted by: UTILIZ@TOR 21 Oct 2011, 17:06
noniko


ზირაათი

თბილისი , აღმაშენებლის გამზ. 148 , ტელ: 294 37 04; 294 37 14, ფაქსი: 294 38 34

http://www.ziraatbank.com/tr/p/n/Default.aspx

Posted by: noniko 21 Oct 2011, 17:46
UTILIZ@TOR
გაიხარე , დიდი მადლობა

Posted by: Did_Giorgi 21 Oct 2011, 23:15
QUOTE
აღმაშენებლის გამზ. 148

აღარაა ზირაათი აღმაშენებელზე
სად გადავიდნენ, ჯერჯერობით უცნობია biggrin.gif

Posted by: Fake Plastic Girl 22 Oct 2011, 00:24
ნაღდი ანგარიშსწორების წესები არსებობს ცალკე ბრძანების სახით?

მიმასწავლეთ რა რაღაცას ვეძებ help.gif

Posted by: Kate789 22 Oct 2011, 19:33
Fake Plastic Girl
აუ მგონი სებ-ის ბრძანებულებებსა და მუხლებში იქნება.
კიარადა იქნება.
მაგრამ ზუსტად სად არის, აზრზე არ ვარ. sad.gif

Posted by: Fake Plastic Girl 23 Oct 2011, 00:50
Kate789
ვეძებე მანდ დაახლოებით და ვერ ვიპოვე mo.gif

Posted by: Mr-Banks 23 Oct 2011, 01:34
matsne.gov.ge /

Posted by: ladybug 25 Oct 2011, 23:44
მაინტერესებს ნასამართლეობა შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს კრედიტის აღებისთვის? საკრედიტო ბარათის დამტკიცებისთვის

Posted by: Did_Giorgi 26 Oct 2011, 00:32
ladybug
QUOTE
ნასამართლეობა

არანაირად
იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ბანკი ვერ ამოწმებს მაგას smile.gif

Posted by: ladybug 26 Oct 2011, 14:51
Did_Giorgi
გასაგებია... უბრალოდ ჩემს ახლობელს უარი უთხეს არადა არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობდა
შემდეგ ტაოს ცხელ ხაზზე დარეკა და იკითხა უთხრეს შეიძლება ეს იყოს მიზეზიო , ჩანსო yawn.gif მეც გამიკვირდა... ჩემი აზრით თუნდაც ხედავდნენ ეს მაინც არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 27 Oct 2011, 20:43
რომელიმე ბანკში მინდა 8 000 დოლარის შეტანა და მაინტერესებს 1 საათის შემდეგ ამ თანხის უკან გამოტანაზე რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება?

კიდევ ერთი, გარეშე პირს რამდენად მიუწვდება ხელი ჩემს ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაციაზე? მაგ. საელჩოს ან უნივერსიტეტს?

Posted by: Did_Giorgi 27 Oct 2011, 20:54
Đ Ä R Ü Đ Ë
QUOTE
საელჩოს ან უნივერსიტეტს?


გასაგებია რაც გინდა
შეიტან ანგარიშზე ტანხას, ჯობია მეორე დღეს აიღო ის ცნობა რაც გჭირდება და გამოიტანო თანხა.
წინასწარ გაარკვიე ოღონდ განაღდების საკომისიოების ამბავი, მერე რომ არ გაგიკვირდეს.

იმ ცნობას წარუდგენ საელჩოს და მერე უნივერსიტეტს.

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 27 Oct 2011, 21:10
Did_Giorgi

გაიხარე smile.gif
ისე, რატომ მეორე დღეს?

QUOTE
განაღდების საკომისიოების ამბავი


ეს რას ნიშნავს?

ამ ეტაპზე მხოლოდ უნივერსიტეტს ვუგზავნი.

ახლობელმა მითხრა, რომ თითქოს უნივერსიტეტს და საელჩოს აქვს უფლება ჩემი ანგარიშის ნომრისა და ვინაობის მეშვეობით გადაამოწმოს თანხის არსებობა ჩემს ანგარიშზე, მართალია?

და კდიევ, ცნობაზე ანგარიშბრუნვა თუ ფიქსირდება?

Posted by: Did_Giorgi 27 Oct 2011, 22:28
Đ Ä R Ü Đ Ë
QUOTE
უნივერსიტეტს და საელჩოს აქვს უფლება ჩემი ანგარიშის ნომრისა და ვინაობის მეშვეობით გადაამოწმოს თანხის არსებობა ჩემს ანგარიშზე, მართალია?

არა
შენი ანგარიშის შესახებ ინფორმაციას შენს გარდა ვერავინ გაიგებს, თუ შენ არ მიუტან ცნობას რარათქმაუნდა.

QUOTE
ცნობაზე ანგარიშბრუნვა თუ ფიქსირდება?

ბრუნვა არა, ხოდა მაგიტომაც
QUOTE
მეორე დღეს
უნდა აიღო ცნობა, სრულყოფილი რომ იყოს.

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 27 Oct 2011, 22:54
Did_Giorgi

მადლობა smile.gif

Posted by: akkai 28 Oct 2011, 12:37
რკინის ევროები სად შეილება გადავახურდავო ქართულ ვალუტაზე?

პროკრედიტმა უარი მითხრა:

არ ვახურდავებთო

Posted by: medvujonok 28 Oct 2011, 12:48
ეროვნულ ბანკში ან თბისიში მიდი...

Posted by: akkai 28 Oct 2011, 12:55
QUOTE (medvujonok @ 28 Oct 2011, 12:48 )
ეროვნულ ბანკში ან თბისიში მიდი...

დიდი მადლობა:

....................................

Posted by: JPEG 28 Oct 2011, 13:35
ჩვეულებრივ მოკვდავს როგორმე შეუდზლია რომელიმე ბირჯაზე იმონაწილეოს? ან საერთოდ ეს როგორ ხდება კიდვა და გაკიდვა?
სად შეიდზლება ვტქვათ რომელიმე ფირმის აქციის კიდვა? ამ ინფორმაციას სად ვიპოვი?

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 28 Oct 2011, 22:04
სესხის აღება მინდა ანაბრის უზრუნველყოფით და მაინტერესებს თანხა, რომელსაც ბანკი მომცემს ანაბარს გამოაკლდება? თუ სესხად აღებულ თანხას მიმდინარე ანგარიშზე შევიტან ანაბარზეც მექნება იგივე რაოდენობა და მიმდინარეზეც (სესხად არებული)?

Posted by: Did_Giorgi 28 Oct 2011, 23:29
Đ Ä R Ü Đ Ë
QUOTE
სესხის აღება მინდა ანაბრის უზრუნველყოფით

ეგეც ვარიანტია wink.gif

ანგარიშზე თუ გაქვს 8000 დოლარი, ბანკი სესხად გაძლევს მაგ თანხის რაღაც ნაწილს (რასაც ეყოფა შენი ანაბარი პროცენტებიანად დასაფარად, სიტყვაზე 7000 დოლარს)
ანაბარზე თანხას არ აკლდება
უბრალოდ თუ გარკვეულ ვადაში ამ გამოტანილ თანხას არ დააბრუნებ, მაშინ სესხი დაიფარება შენი ანაბრიდან.

Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 28 Oct 2011, 23:45
Did_Giorgi

ვაა, გაიხარე, ეგ ვარიანტი ყველაზე ხელსაყრელია bis.gif

Posted by: ashley judd 29 Oct 2011, 13:39
500-1000 ლარიან სესხებს რომელი ბანკი იძლევა ნორმალური პირობებით და მარტივად?


Posted by: paco_paco2 29 Oct 2011, 14:24
იქნებ დამეხმაროთ არ ვიცი სად უნდა განვათავსო ნაკვეთის ჩადება მინდა იპოთეკით და სად შეიძლება განვათავსო?

Posted by: Depres voice 4 Nov 2011, 10:53
ძალიან ბანძი საბანკო სისტემა გვაქვს საქართველოში...აღაა ხალხზე მორგებული კარგად !!! მართალია ცხოვრების დონით ჩამოვრჩებით ევროპას და ამერიკას მაგრამ უნდა იყოს ცვენთანაც 15-20 წლიანი დაბალპროცენტიანი სესხები...მაგარი იქნებოდა smile.gif

Posted by: amundsen-skott 4 Nov 2011, 16:07
ვინმემ ხომ არ იცით დეტალები HSBC ბანკის დახურვასთან დაკავშირებით (რატომ გადიან საქართველოდან, ვის გადაეცემა მათი სესხების პორტფელი და ა.შ.)?
დიდი მადლობა!

Posted by: Did_Giorgi 5 Nov 2011, 00:10
amundsen-skott
QUOTE
რატომ გადიან საქართველოდან

რატომ შემოვიდნენ საერთოდ ეგ უფრო საინტერესოა biggrin.gif
არავინ იცის ეგ, იძახიან გლობალური პოლიტიკა შევცვალეთო. რუსეთიდანაც გავიდნენ შარშან.

QUOTE
ვის გადაეცემა მათი სესხების პორტფელი და ა.შ.)?

ჯერ უცნობია. 1 წელი კიდე აქ იქნებიან და გაირკვევა მანამდე რამე, რომელიმე არსებული ან უცხო ბანკი იყიდის.
ბოლო ინფორმაციით სომხური ამერია ბანკი აპირებდა ყიდვასო, მაგრამ ასე უცებ ვერ გადაწყდება ეგ ამბავი

Posted by: Instructor 6 Nov 2011, 03:24
ბანკებთან არაა ძან დაკავშირებული მაგრამ ფეიფალზე რა ისმის?))) მახსოვს საქართველოს ბანკი "იღებდა თავის თავზე" მის შემოსვლას))))

Posted by: WERIX 6 Nov 2011, 22:25
თუ იცით Solo -ს ანალოგიური მომსახურება ააქვთ სხვა ბანკებს საქართველოში? რომლებს?

Posted by: Landish 6 Nov 2011, 23:17
‎"სესხის დამტკიცების საკომისიო" Guys, ბანკი ამას მარტო სესხის დამტკიცების შემთხვევაში გახევს, თუ განხილვის დროსაც? :?

Posted by: Did_Giorgi 6 Nov 2011, 23:46
Landish
გააჩნია რომელ ბანკზეა საუბარი. წესით სესხის დამტკიცების შემთხვევაში უნდა დაგახიოს biggrin.gif

არსებობს მეორე საკომისიო რასაც მანამდე გარიცხავს - სესხზე განაცხადის განხილვის საკომისიო (ძირითადად საკრ. ბარათებზე)
მაგას წინასწარ იხდი, მიუხედავად იმისა დაგიმტკიცდება თუ არა

Posted by: Mr-Banks 7 Nov 2011, 00:48
WERIX


TBC STATUS


Landish

საქ. ბანკს აქვს საკრედიტო ბარათზე გარდა ამექს გოლდისა, 5 ლარიანი საკომისიო განხილვაზე. ბულ შით biggrin.gif


სესხის გაცემის საკომისიო მოიჭრება მას შემდეგ, რაც სესხი დაგიმტკიცდება. smile.gif

Posted by: Landish 7 Nov 2011, 00:52
Did_Giorgi
Mr-Banks

ხო, ამექს 5 ლარი აქვს საკომისიო, რო განიხილონ, და ეგ ეგრეც უწერიათ საიტზე რო განხილვისაა :დ

ჩემს შემთხვევაში კიდე დამტკიცების მერე გადმოდგა, როგორც აღმოჩნდა.. არადა კაიფი ისაა, რო 40$ გამოდის ეგ საკომისიო, და უფრო კაიფი ის იქნებოდა რო არ დაემტკიცებინათ და ისე აეხათ :დ

thanks anyway : )



Posted by: Mr-Banks 7 Nov 2011, 18:35
Landish


პირობებს წინასწარ ხომ გეუბნებიან smile.gif smile.gif

Posted by: Did_Giorgi 7 Nov 2011, 22:25
Mr-Banks
QUOTE
ბულ შით

სამაგიეროდ კრედიტინფოში გადამოწმების მარაზმული საკომისიო არ აქვს.
მოკლედ მთავარია კლიენტი წინასწარ გააფრთხილო რა smile.gif

Posted by: Mr-Banks 8 Nov 2011, 00:20
Did_Giorgi


ეგ საკომისიო ერიცხება, თუ სესხი უმტკიცდება კლიენტს. biggrin.gif და არა, მაშინვე.

განსხვავებას ხედავ? biggrin.gif

Posted by: JohnnyCash 8 Nov 2011, 23:13
http://wuuwza.com/en/file/620221/untitled.jpg.html ამაზე ვინმე მიპასუხებს რამეს?

Posted by: LPgioo 11 Nov 2011, 10:08
რამდენია მინიმალური საპროცენტო განაკვეთი რომლითაც შეიძლება ორგანიზაციამ აიღოს კრედიტი? მითხრეს რომ 16%-ია და ეროვნული ბანკი არეგულირებს ამას.
ხომ არ იცით ან სად შეიძლება ვნახო

Posted by: ნოდარი13 11 Nov 2011, 15:44
გამარჯობათ საქრთველოს ბანკმა ჩამაგდო შავ სიაში სტუდენტური სესხი მქონდა და რამდენი თვე ვერ გადავიხადე შემდეგ მთლიანად დავფარე და ახლა კლიენტი ვარ ამ ბანკის ინდ მეწარმე ვარ და ანგარიში აქ მაქვს გახსნილი ბარათსახშირად ვიყენებ გზავნილებსაც ყოველ თვეში აქ ვღებულობ და მინდა შავი სიიდან ამომიღონ და თუა შესაძლებელი? სესხი მქონდა 2008 წელს გაკეთებული

Posted by: aqvsenti777 11 Nov 2011, 18:53
გამარჯობათ. დახმარება მინდა:
თანამშრომელმა მითხრა რომ სახელფასე სესხის გაკეთება უნდოდა და თავდებობა მთხოვა, თან მითხრა რომ დაახლოებით 1000-1500 ლარი უნდოდა თვითონ და დანარჩენს მე მასესხებდა და გადასახადს გავიყოფდით პროცენტულად და ისე გადავიხდიდით.

შევთანხმდით და მივედით ლიბერთი ბანკის ჭიათურის ფილიალში შევიტანეთ საბუთები სესხზე და გაფორმდა განაცხადი, მეორე თუ მესამე დღეს დამიკავშირდა თანამშრომელი და მითხრა რომ ტაობანკთან დაკავშირებული პრობლემის გამო განაცხადი გადაეცა საჩხერის ფილიალის კრედიტ ოფიცერს რომელიც თანახმა იყო გარკვეული შეთანხმების თანახმად სესხი გაეცა. შეთანხმება კი იყო ის რომ მსესხებელს ტაო ბანკთან უნდა გაერკვია ურთიერთობა და გაეკეთებია სესხის არ არსებობის ცნობა დამატებით დაეფარა საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათი და იქედანაც მოეტანა სესხის არ არსებობის ცნობა ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო სესხის გაცემიდან ერთ ორ კვირაში.
გაკეთდა სესხი, მსესხებელმა უარი განაცხადა ბანკიდან აღებული თანხიდან შეთანხმების თანახმად ნაწილი ჩემთვის ესესხებინა. ამაზე ცალკე კამათი გვქონდა...
ამის შემდეგ მსესხებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს რის გამოც მე ვთხოვე რომ ან თანხა შეებრუნებინა უკან ან ჩემზე თავდებობა აეხსნა რაზედაც უარი განაცხადა.
სესხის აღებიდან პირველივე თვეს საჩხერის კრედიტოფიცერმა ბარათი დამიბლოკა რადგანაც მსესხებელმა დავალიანებების არარსებობის ცნობა არ მიუტანა და აგერ უკვე ორი კვირაა ბარათი მაქვს დაბლოკილი. ამას თან ერთვის ის რომ იმავე კრედიტოფიცერთან მეც მაქვს შეტანილი საბუთები სესხის აღებაზე მაგრამ ვინაიდან ჩემი ბარათი დაბლოკილია პირველრიგში კრედიტოფიცერმა ჩემი სესხის განხილვა გადამიდო სანამ ის მსესხებელი მოთხოვნილ საბუთებს არ მიუტანს.
კრედიტოფიცერს ვთხოვე რომ ჩემზე თავდებობა აეცილებინა მსესხებელისმიერ სხვა თავდების ჩანაცვლებით მაგრამ უარი განმიცხადა , ჯერ დავალიანების არარსებობის ცნობები მომიტანოს და მერე განვიხილავ მაგასო.
მირჩიეთ რა ვქნა, კანონის ძალით როგორ მოვაგვარო ეს პრობლემები ? არადა სესხი მეც მჭირდება ამ ერთ თვეში რადგანაც ავტოგანვადება მაქვს გაკეთებული და ლიბერთიბანკის სახელფასე სესხიდან იმ ავტოგანვადების გადაფარვა ჩემთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

Posted by: tarsha 13 Nov 2011, 22:44
მაინტერესებს თუა შესაძლებელი რომ ბანკს ვთხოვო და კონკრეტული ორგანიზაცია რომ დაბლოკოს ჩემი ბარათიდან თანხის აღებაზე. ანუ ონლინე გამოწერა არ უქმდება, არადა ყოველთვე რაღაც თანხა ჩამოიჭრება და ეს რო არ მოხდეს თუ შეიძლება მხოლოდ იმ ორგანიზაციის დაბლოკვა.

Posted by: spider77 14 Nov 2011, 18:18
aqvsenti777
ეუფ მაგარ შარში გაუხვევიხარ ყოფილ თანამშრომელს. მარტივად რომ ვთქვათ გადაგაგდო.

სესხი გინდა კი არა, იმისი სესხიც შენ არ გადაგახდევინონ. ის სავარაუდოდ ვეღარ (ან აღარ) გადაიხდის და დაგეკისრება შენ როგორც თანამსესხებელს.

QUOTE
მირჩიეთ რა ვქნა, კანონის ძალით როგორ მოვაგვარო ეს პრობლემები ?

სასწრაფოდ მიმართე პოლიციას. ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა.



tarsha
QUOTE
მაინტერესებს თუა შესაძლებელი რომ ბანკს ვთხოვო და კონკრეტული ორგანიზაცია რომ დაბლოკოს ჩემი ბარათიდან თანხის აღებაზე. ანუ ონლინე გამოწერა არ უქმდება, არადა ყოველთვე რაღაც თანხა ჩამოიჭრება და ეს რო არ მოხდეს თუ შეიძლება მხოლოდ იმ ორგანიზაციის დაბლოკვა.

ბარათი გამოცვალე და ეგაა.

Posted by: ribo888 14 Nov 2011, 19:35
მეგობრებო მაინტერესებს რომელ ბანკშია ვადიანი ანაბარი ყველაზე კარგი პირობებით???

Posted by: Kate789 14 Nov 2011, 20:44
ribo888
თიბისიში სავარაუდოდ.

Posted by: Fake Plastic Girl 17 Nov 2011, 00:48
QUOTE
თიბისიში

+1

დღეს ვნახე მონაცემები, თიბისი და ლიბერთი ლიდერობენ უმეტეს შემთხვევაში

Posted by: დედიშენიძე 18 Nov 2011, 18:11
მაქვს ხელფასი 3000 ლარი, ბანკში მაქვს სესხი 10 000 დოლარი და ჩადებული მაქვს მანქანა. რომელიც 8 000 დოლარი თუ მომცეს სიამოვნებით გავყიდი მარა ვერ ვყიდი 5 000 ად ალბათ გავყიდი.

ვთქვად მე აღარ ჩავრიცხე ეს ჩემი ხელფასი იმ ბანკში და მინდა რომ ბანკმა წაიღოს მანქანა გაყიდოს და მაგისი იყოს ვჩუქნი.

შესაძლებელია, თუ არა რომ არ ეყოს მანქანის გაყიდვა სესხის დაფარვას მიჩივლოს და სასამართლოს გზით დამეკისროს გადახდა ფულის და ჩემი დამსაქმებელი ისე არ მომცემს ხელფასს ბანკში რომ არ გადარიცხოს. არის ამის შანსი?

თუ მანქანას ამახევს და მორჩა კინო?

Posted by: Mr-Banks 18 Nov 2011, 22:06
დედიშენიძე

მანქანას გაგიყიდიან და თუ სესხი ვერ დაიფარება, სხვა რამესაც გაგიყიდან, რაც გაქვს ან აღმოგაჩნდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოცემის დღიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

Posted by: ECOMASTER 18 Nov 2011, 23:31
QUOTE (ribo888 @ 14 Nov 2011, 19:35 )
მეგობრებო მაინტერესებს რომელ ბანკშია ვადიანი ანაბარი ყველაზე კარგი პირობებით???

პრივატბანკს აქვს ძალიან მაღალი სარგებელი თითქმის ყველა ტიპის ანაბარზე, თან ტექნოლოგიურადაც ბევრად წინაა საქართველოში მოქმედ ბანკებთან შედარებით ელექტრონული წიგნაკიhttp://privatbank.ua/pictures/5_2_7rtaor.jpg, ეს წიგნაკი გაძლევს საშუალებას რომ შენი ანაბარი სწრაფი მომსახურების ტერმინალის საშუალებით შეავსო და სურვილის შემთხვევაში დარიცხული სარგებელი და ანაბრის თანხაც აკონტროლო 24/7 და კიდე ბევრი რამ აქვთ ისეთი რაზეც ბევრ ბანკში არც კი დაესიზმრებათ. მართალია სერვისი ნიტო აქვთ და რიგების პრობლემაც არის თვის ბოლო დღეებში, მაგრამ მეანაბრეებს ურიგოდ ემსახურება და თან მაღალ სარგებელსაც უხდის.http://www.privatbank.ge/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12g.html

Posted by: mancunia89 19 Nov 2011, 11:31
მინიკრედიტი რაღაა, წეღან წავაწყდი smile.gif

არა მე არ მჭირდება, უბრალოდ "კომპანიის გვერდზე" ვიკაიფე ძალიან, https://www.minicredit.ge/geo/kompaniisshesaxeb

"მინიკრედიტი არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი რომელიც უკვე სამი წელია წარმატებით მოღვაწეობს ბალტიისპირეთსა და პოლინეთში. მინიკრედიტმა საქართველოს წარმომადგენლობა გახსნა 2011 წლის 28 ნოემბერს"

ესენიც "მომავალს გრძნობენ" და მომავალში ხსნიან წარმომადგენლობებს? biggrin.gif


Posted by: Louis 19 Nov 2011, 12:47
ცუდი ციფრი ეწერა გამოხმაურებებს : )) და პროსტა ვწერ კომენტარს ) გაგიმარჯოთ ყველას : )

Posted by: spider77 19 Nov 2011, 13:00
Louis
QUOTE
ცუდი ციფრი ეწერა გამოხმაურებებს : )) და პროსტა ვწერ კომენტარს ) გაგიმარჯოთ ყველას : )

კარგად შეგინიშნავს. გაგიმარჯოს givi.gif

Posted by: JPEG 19 Nov 2011, 13:38
Louis გაიხარე smile.gif კარგი ქენი
ოგონდ ეგ რიცხვია
ციფრი სხვა რამეა wink.gif

Posted by: takituka 19 Nov 2011, 13:49
მოგესალმებით.ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში,როდესაც ფიზიკური პირი ახორციელებს ავტომობილების იმპორტს,რა გადასახადები უნდა გადაიხადოს,საჭიროა თუ არა დეკლარაციების ჩაბარება და ა.შ. ერთი სიტყვი,კანონის სრული დაცვით როგორ უნდა განხორციელდეს ავტომობილების იმპორტი,საუბარი მაქვს დიდ რაოდენობებზე.

Posted by: Louis 19 Nov 2011, 23:20
მართალი ხარ : ))) JPEG .................................

Posted by: mishka29 21 Nov 2011, 23:30
ქართუ ბანკში ვინც გახსნის ნებისმიერი ოდენობის ანგარიშს მართლა აძლევენ 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარს? :O :დ

Posted by: Did_Giorgi 22 Nov 2011, 21:35
mishka29
QUOTE
ქართუ ბანკში ვინც გახსნის ნებისმიერი ოდენობის ანგარიშს მართლა აძლევენ 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარს? :O :დ

lol.gif

Posted by: Kate789 24 Nov 2011, 01:50

QUOTE
ქართუ ბანკში ვინც გახსნის ნებისმიერი ოდენობის ანგარიშს მართლა აძლევენ 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარს?

საიდან მოგაქვთ ასეთი სისულელეები???
ვინ ავრცელებს ასეთ ჭორებს???
მსგავსი არაფერი ხდება.
ბანკია, საქველმოქმედო ორგანიზაცია კი არა.

Posted by: SELBY 24 Nov 2011, 20:03
კორ სტანდარტ ბანკში მერიცხება ხელფასი, თიბისის გაშავებული ვყავარ. მაინტერესებს თუ მომცემს სტანდარტ ბანკი ოვერდრაფტს ?

Posted by: ebi_chan 26 Nov 2011, 01:31
ამერიკაში თანხა რო გადავურიცხო მეგობარს აუცილებლად- %მომეჭრება? რამდენი-%ია? და რომელ ბანკს მირჩევთsmile.gif

Posted by: Kate789 26 Nov 2011, 18:17
ebi_chan
QUOTE
ამერიკაში თანხა რო გადავურიცხო მეგობარს აუცილებლად- %მომეჭრება?

კი.
QUOTE
რამდენი-%ია?

ორი სახის გადარიცხვით შეგიძლია თAნხის გაგზავნა.
1) საბანკო გადარიცხვაა და პირდაპირ ანგარიშზე დაუჯდება რამდენიმე დღეში. % ყველა ბანკს ინდივიდუალური აქვს.
2) გზავნილებით. ყველა გზავნილს თავისი % აქვს.

QUOTE
და რომელ ბანკს მირჩევთ

რამდენიმე ბანკის მონაცემებს ჩამოგიწერ და თავად აარჩიე:

1) ბანკი "რესპუბლიკა" - წყარო: http://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=452
აშშ დოლარი - 0.2%, მინ. 15 აშშ დოლარი, მაქს. 150 აშშ დოლარი
ევრო - 0.2%, მინ. 15 ევრო მაქს. 150 ევრო
სხვა ვალუტა - 0.2%, მინ. 15 ევრო მაქს. 150 ევრო

2) ბანკი "ქართუ" წყარო: http://cartubank.ge/index.php?m=583
აშშ დოლარი/რუსული რუბლი - 0.15% მინ. 25 -მაქს. 500 აშშ დოლარი
ევრო და სხვა ვალუტა 0.15% მინ. 25 ევრო მაქს. 500 ევრო

3) "თიბისი ბანკი": წყარო: http://tbc.ge/ge/private/fees/#8
აშშ დოლარი - 0.2% მინ 15 USD, მაქს. 150 დოლარი
სხვა ვალუტა - 0.2% მინ. 15 ევრო, მაქს. 150 ევრო

4) "საქართველოს ბანკი": წყარო: http://sb.ge/tariff#OpenAcc ( აქ რაღაც ძალიან ბევრნაირი პირობაა და გადახედე კარგად)
0,2%, მინ. 15 აშშ დოლარი და მაქს. 500 აშშ დოლარი

5) "პროკრედიტ ბანკი": წყარო: http://www.procreditbank.ge/index.php?item_id=69&component=STATIC_CONTENT
აშშ დოლარი - 0.20%, მინ. 15 აშშ დოლარი, მაქს. 500 აშშ დოლარი
ევრო - 0.20%, მინ. 15 ევრო, მაქს. 500 ევრო
სხვა ვალუტა - 0.20%, მინ. 20 ევრო, მაქს. 500 ევრო, ან ექვივალენტი გადასარიცხ ვალუტაში


Posted by: achi7878 28 Nov 2011, 15:25
ბანკში მაქვს პრობლემები ვინ დამეხმარება?

Posted by: ebi_chan 28 Nov 2011, 18:18
Kate789
დიდი მადლობა
.............................

Posted by: spider77 28 Nov 2011, 18:32
achi7878
QUOTE
ბანკში მაქვს პრობლემები ვინ დამეხმარება?

გააჩნია რომელ ბანკში და რა პრობლემა?



Posted by: gio_cxel 5 Dec 2011, 19:41
გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს კომპეტენტურ ხალხთან.

ე.ი. გადაირიცხა თანხა უცხოეთში ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. აღმოჩნდა რომ მიმღები და ანგარიშის ნომერი შეიცვალა და ახალ ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო. ბანკს შევატყობინეთ და გაიგზავნა კორექტირების წერილი შუამავალ ბანკთან. ანუ უნდა მოხდეს მიმღების რეკვიზიტების შეცვლა . მაგრამ შუამავალ ბანკს უკვე გადარიცხული აქვს თანხა ძველ მიმღებზე. ძველმა მიმღებმა უნდა დაადასტუროს ბანკის მოთხოვნა რომ თანხა უკან წაიღოს ბანკმა.

და მაინტერესებს ძველმა მიმღებმა რომ არ მისცეს ბანკს ნება უკან წაიღოს თანხა და ახალ მიმღებზე გადარიცხოს მაშინ რა მოხდება? ანუ მაინტერესებს არის რაიმე ალბათობა ამ თანხის დაკარგვისა თუ არა? ან თუ არის, როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეს?

Posted by: source 5 Dec 2011, 21:52
ეროვნული ბანკის სააპლიკაციო ფორმა დეევს სადმე?

Posted by: Mr-Banks 5 Dec 2011, 23:24
gio_cxel

რთული ქეისია... იმ ვიღაცამ უნდა დააბრუნოს თანხა, თუ არ დააბრუნა ნებითა თვისითა, მაშინ ძალითა თქვენითა სასამართლოს საფუძვლითა

Posted by: Me&U 7 Dec 2011, 16:23
მაინტერესებს, ევროპის რომელიმე ბანკში რა პროცედურები და დრო სჭირდება საქართველოს მოქალაქეს ანგარიშის გასახსნელად.
მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

Posted by: ._. 7 Dec 2011, 17:32
QUOTE
მაინტერესებს, ევროპის რომელიმე ბანკში რა პროცედურები და დრო სჭირდება საქართველოს მოქალაქეს ანგარიშის გასახსნელად.

Me&U
მისვლა უნდა მხოლოდ, პასპორტით და დაახლ. 30 წუთი უნდა ანგარიშის გახსნას (ბარათის გამოგზავნას 3-5 დღე)

Posted by: Me&U 7 Dec 2011, 23:58
QUOTE

._.

გაიხარე, მადლობა.

Posted by: zabzu 10 Dec 2011, 20:53
მაქვს სტუდენტური პლასტიკური ბარათი, საქართველოს ბანკი რომ არიგებს, ანუ ვიზა ელექტრონი, ინტერნეტ შოფინგისთვის რამდენად გამომადგება მაინტერესებს

Posted by: JPEG 10 Dec 2011, 23:19
გამარჯობათ
ბანკში სესხი რო გამოვიტანო და გირაოს სახით მანქანა რო დავუტოვა კარგი მანქანა ტასჰტი არა biggrin.gif
რამდენიტ ნაკლები იქნება სესხი მანქანის გირებულებაზე?

Posted by: Kate789 11 Dec 2011, 00:03
zabzu
არანაირად.

Posted by: Did_Giorgi 11 Dec 2011, 00:24
JPEG
QUOTE
რამდენიტ ნაკლები იქნება სესხი მანქანის გირებულებაზე?

20-30%

Posted by: zabzu 11 Dec 2011, 12:18
Kate789
გააქტიურებული მაქ ინტერნეტ მანკინგი, ემანიდან ჩვეულებრივად ვრიცხავ თანხას, რომელი პლასტიკური დამჭირდება ინტერნეტშოფინგისთვის თუ იცით???

Posted by: Mr-Banks 11 Dec 2011, 13:46
zabzu

ეს გჭირდება http://tbc.ge/ge/private/cards/icard/


ყველაზე იაფია ბაზარზე wink.gif

Posted by: zabzu 11 Dec 2011, 14:48
Mr-Banks
დიდი მადლობა გაიხარე, ონლაინ რეგისტრაცია გავიარე და ალბად დამირეკავენ თუ როგორ გამაგებინებენ როდის დამზადდება პლასტიკური ბარათი

Posted by: dzola 11 Dec 2011, 18:48
ვარ 18 წლის ვმუშაობ ინტერნეტში (კერძოდ სეოზე)

სესხის აღება მინდა რომელიმე ბანკი მომცემს 1500 ლარს ?

Posted by: JPEG 11 Dec 2011, 19:43
Did_Giorgi
5000 $ იანი მანქანა ჩავდე მომცეს 4000$ თვის ბოლოს არ გადავიხადე რახდება?
მარტო მანქანას წამართმევენ თუ პლიუს რამე კადაგა და სასამართო იქნება?
პროცენტი რამდენი აქვთ ასეტ სესხებზე?

Posted by: kotebe1980 11 Dec 2011, 21:44
გამარჯობათ.რა მაინტერესებს.ვიზა ან მასტერკადზე შემიძლია თანხა გადავრიცხო ამერიკაში?იქაურ ბარათზე. ებაისთვის მინდა იქ რომ აიღონ და თუ შევძლებ შემდგომ მაგ ბარათზე თანხის ჩარიცხვას ან რომელი ბანკიდან
* * *
Mr-Banks
QUOTE
ყველაზე იაფია ბაზარზე

წლიური მომსახურების საკომისიო რამდენია? და რა ღირს მაგის აღება?

Posted by: Mr-Banks 11 Dec 2011, 21:55
zabzu

227 27 27 დარეკე ოთხშაბათ დღეს 5 სთ-ის შემდეგ smile.gif

kotebe1980

ანგარიშის რეკვიზიტები გინდა smile.gif


თუ 22 წლამდე ხარ წლიური 5$

23 წლიდან წლიური 10$'

2 წლიანია, კლასიკ ტიპის

Posted by: zabzu 11 Dec 2011, 23:06
Mr-Banks
მადლობა გაიხარეsmile.gif))))))))

Posted by: amiko-777 12 Dec 2011, 23:05
ჩემს ნაცნობს აქვს ესეთი და იქნებ გამარკვიოთ რა არის?
http://radikal.ru/F/s007.radikal.ru/i300/1112/9a/ac744d679592.jpg.html
http://germannotgeld.com/Reichsbankdirektorium.html ამ საიტზე ვნახე ესეთი და ვერაფერი გავიგე.

Posted by: akoo1992 15 Dec 2011, 17:05
TBC ინტერნეტ ბანკით გადარიცხვა გავაკეთე და დიჯიპასი არ გამომიყენებია და ეგ შესაძლებელია?
ანუ თანხა დაჯდა თუ არა


Posted by: Mr-Banks 15 Dec 2011, 17:41
akoo1992


დიჯიპასის გარეშე სად გადარიცხე???

Posted by: akoo1992 15 Dec 2011, 17:51
Mr-Banks
დღგ გადავიხადე



აშკარად დამაკლო თანხა პროსტა გამიკვირდა დიჯიპასის გარეშე როგორ გადავრიცხე

Posted by: Mr-Banks 15 Dec 2011, 18:10
akoo1992

საბიუჯეტო გადარიცხვებს არ სჭირდება დიჯიპასი

Posted by: akoo1992 15 Dec 2011, 18:23
Mr-Banks
აბა რომელ გადარიცხვებს სჭირდება?

Posted by: Mr-Banks 15 Dec 2011, 18:26
akoo1992


სხვის ანგარიშებზე

Posted by: dinamosfan 15 Dec 2011, 20:25
ისეთი ინტერნეტ ლიტერატურა თუ გეგულებათ სადმე სადაც იქნება საუბარი:1.ნაღდ ანგარიშსწორების ოპერაციებზე 2.ბანკის პასიური ოპერაციები და მსგავსი თემები რომ იყოს რა,,
წინასწარ მადლობა

Posted by: volkanoo 16 Dec 2011, 15:58
ვინმემ იქნებ გამცეთ პასუხი მაქვს სესხი 5 წლიანი ერთი წელია ვიხდი, ეხლა აღარ მაქვს იმდენი შემოსავალი როგორიც ადრე მქონდა ანუ ფიზიკურად ვეღარ გადავიხდი , და ასეთ შემთხვევებში თU დაიშვება რამე გამონაკლისი,ან საპროცენტო განაკვეთი რომ შეიცვალოს ან თვეში გადასახდელი თანხა დამიკლონ და 5 წლის მაგივრად 10 წელი გადავიხდი.

Posted by: saqmiANY 21 Dec 2011, 04:25
საქართველოს მოქალაქეს რომელიმე თურქულ ბანკში თურქეთში შეუძლია ანგარიშის გახსნა და პლასტიკური ბარათის აღება?

Posted by: Did_Giorgi 21 Dec 2011, 22:51
saqmiANY
კი, თუ ჩავა თურქეთში შეუძლია, აქედან დისტანციურად ვერ გახსნის.

Posted by: saqmiANY 22 Dec 2011, 01:13
Did_Giorgi
ეს პოსტიც ვნახე, მარა ძველია http://forum.ge/?showtopic=33731444&view=findpost&p=16018642
ანუ ამჟამად შეიძლება smile.gif

Posted by: kotebe1980 23 Dec 2011, 19:57
საერთაშორისო გადარიცხვებზე ყველაზე დაბალი პროცენტი რომელ ბანკშია?მაგალითად ამერიკაში რომ გადავრიცხო 200$ პროცენტი რამდენი ჩამოეჭრება?

Posted by: Kate789 24 Dec 2011, 21:15
kotebe1980
http://forum.ge/?showtopic=34192758&view=findpost&p=28485014

Posted by: ნოდარი13 31 Dec 2011, 12:25
შავი სიიის მიუხედავად რომელი ბანკი იძლევა სამომხმარებლო სესხს?

Posted by: Did_Giorgi 31 Dec 2011, 19:41
nodari77
QUOTE
შავი სიიის მიუხედავად რომელი ბანკი იძლევა სამომხმარებლო სესხს?

ყველა მოგცემს თუ ძველი ვალი დაფარული გაქვს და ობიექტური მიზეზი გაქვს რატომაც მოხდა ვადაგადაცილება.
თუ დაფარული არ გაქვს ან რეალური მიზეზი არ არსებობს ძველი ვადაგადაცილების, მაშინ დაივიწყე ბანკი, ნათესავებს ესესხე ფული ჯობია biggrin.gif

Posted by: UFolk 31 Dec 2011, 20:07
====================================

Posted by: ნოდარი13 31 Dec 2011, 21:23
Did_Giorgi

კი დაფარული მაქ 2 წელია უკვე და ცოტახნისწინ განვადების გაკეთება მინდოდა და ტაომ უარი მითხრა რატო არ ვიცი... ხელფასი ბანკში მერიცხება პლიუს ინდ მეწარმე ვარ და პატარა ბიზნესიც მაქ

Posted by: Did_Giorgi 31 Dec 2011, 22:15
nodari77
QUOTE
განვადების გაკეთება მინდოდა და ტაომ უარი მითხრა

სხვა ბანკის განვადებაზე გააკეთე განაცხადი. ორონდ თავიდანვე უთხარი რომ სესხი გქონდა ადრე და ვადაგადაცილებებით დაფარე.
ხშირია როცა განმცხადებელი ამბობს რომ დაგვიანებები არ ჰქონია, მერე რისკმენეჯერი ამოწმებს კრედიტინფოში და თურმე ჰქონდა.
ხოდა მაგ დროს 100% უარი მოგივა განვადებაზეც და სესხზეც, იმიტომ რომ ძალაუნებურად ატყუებ ბანკს. შეიძლება 5 ლარის დაგვიანება გქონდა, მაგრამ მაინც გემახსოვრება შენ და დამალვას აზრი არ აქვს, უთხრა ბანკს ჯობია.

Posted by: gucci07 3 Jan 2012, 00:49
გამარჯობათ, ყველას გილოცავთ ახალ 2012 წელს და ყოველივე კარგს გისურვებთ.

ეხლა რა მაინტერესებს, ვარ მცირე მეწარმე,ვამუშავებ ხილ ბოსტანის მაღაზიას და სალარო აპარატის მოლოდინში გარკვეული თანხა შემომეხარჯა რომელიც მაღაზიის პროდუქტისთვის მქონდა განსაზღვრული. ეხლა მაინტერესებს რომელიმე ბანკი თუ მომცემს სესხს დაახლოებით 1000 ლარამდე და რა არის საჭირო ამისთვის. და თუ მომცემენ რამდენი ხანი დაჭირდება და მიახლოებით რამდენი %.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Mr-Banks 3 Jan 2012, 18:33
gucci07


შემოსავალი რამეთი გიდასტურდება?

Posted by: Did_Giorgi 3 Jan 2012, 23:33
gucci07
6 თვე მაინც თუ მუშაობ, მოგცემენ სესხს.
1000 ლარზე არ მოგატყუებ და 32-36% არის სესხის საპროცენტო განაკვეთი.
სიტყვაზე 1 წლიანი თუ აიღე 1000 ლარი35 პროცენტში, თვეში 100 ლარამდე მოგიწევს გადახდა, ანუ ჯამში 1200 ლარი.
+ სესხის გაცემის საკომისიო დაგაკლდება 1.5-2% მდე (15-20 ლარი)

Posted by: Alcoholic 5 Jan 2012, 17:01
მოკლედ პინთან ერთად გადარიცხვების პაროლი რო წერია ფურცელზე , დავკარგე ეგ ფურცელი და აღდგენა არ შეიძლება ??

Posted by: spider77 5 Jan 2012, 21:45
ალკოჰოლიკი
QUOTE
მოკლედ პინთან ერთად გადარიცხვების პაროლი რო წერია ფურცელზე , დავკარგე ეგ ფურცელი და აღდგენა არ შეიძლება ??


რომელი ბანკის კლიენტი ხარ?

Posted by: Alcoholic 5 Jan 2012, 21:57
spider77
საქართველოს ბანკი .

Posted by: spider77 5 Jan 2012, 23:26
ალკოჰოლიკი

ზოგადად შეიძლება, ისევ უნდა მიხვიდე ფილიალში და ახალს მოგცემენ.
მაინც, ჯობია საქართველოს ბანკის თემაში იკითხო და უკეთესად დაგაკვალიანებენ.

Posted by: Did_Giorgi 5 Jan 2012, 23:32
ალკოჰოლიკი
პინის არა და გადარიცხვების კოდის აღდგენა პრობლემა არაა. მიხვალ ნებისმიერ სერვისცენტრში და რასაც გინდა იმას დააყენებ პაროლად.

Posted by: Alcoholic 5 Jan 2012, 23:33
Did_Giorgi
არა პინი ჩაბეჭდილი მაქვს თავში მარა თავიდან არც არავის უთქვია რაიყო ეს კოდი მე კი დამაინტერესა მარა ..
აი რო დამჭირდა ვეღარ ვიპოვე ის ფურცელი biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 5 Jan 2012, 23:39
ალკოჰოლიკი
არაა პრობლემა მაშინ
QUOTE
მე კი დამაინტერესა მარა ..

მერე, კითხე და არ გითხრეს? თუ არ ვიცითო? smile.gif

Posted by: Alcoholic 5 Jan 2012, 23:47
Did_Giorgi
რავი სახლში გავხსენი კონვერტი რა რეავიცი აღარც მიკითხავს ....

Posted by: NikoloZoid 6 Jan 2012, 14:56
''ახლებს'' რო უტარებენ ტესტირებას იქ დაახლოებით რეები შედის? უნარებიო და ზუსტად ისეთებია რაც ეროვნულებზე თუ არის რამე განსხვავება?

ან რა ტიპისაა იქნებ იცოდეთ რა

Posted by: Alcoholic 9 Jan 2012, 17:37
Did_Giorgi
აღმიდგინეს წამებში wink.gif
კი არადა შემიცვალეს ჩემთვის სასურველი ნუმერაციით wink.gif

მადლობა Bank Of Georgia - ს !

Posted by: Did_Giorgi 10 Jan 2012, 00:11
ალკოჰოლიკი
QUOTE
აღმიდგინეს წამებში

კარგი ძალიან
ისიც გითხრეს ალბათ 24 საათის შემდეგ რომ გააქტიურდება ეგ კოდი? smile.gif
თუ მე მეშლება რამე?
მოკლედ დღეს თუ არ იმუშავა, არ იდარდო - ხვალ იმუშავებს ახალი კოდი.

Posted by: Enjey 11 Jan 2012, 13:59
აქაც ვიკითხავ რააა....
გამარჯობა....
მინდა კრედიტის აღება, უფრო მნიშვნელოვანია თანხა მომცენ მაქსიმალურად დიდი, პროცენტს და ვადას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
უნდა ჩავდო სახლი თელეთში-რომელიც აზრზე არ ვარ რამდენად შეფასდება და ამ მომენტში ჩემზე გაფორმებული არაა.
რა ჯობია-ვითომ ვყიდულობ და იპოთეკა გავაკეთო თუ ჯერ გადავიფორმო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ავიღო? (% ვიცი რომ იპოთეკაზე ნაკლებია, მაგრამ ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია)
შემოსავალი მაქვს 1600 ლარი ხელზე-ბანკში მერიცხება.
მინდა $10 000-$13 000, თანამონაწილეობის თანხასაც ვაჩვენებ თუ საჭირო იქნება.

ანუ ეს კრედიტი უნდა სხვამ გადაიხადოს და ვთქვათ არ გადაიხადა - თუ იმ ბანკთან არანაირი შეხება არ მექნება-ეგრევე ქონებას მიადგებიან იმედია? და სხვა ბანკების ანგარიშებს ვერ შეეხებიან?

გმადლობთ

Posted by: Alcoholic 11 Jan 2012, 14:12
Did_Giorgi
კი მითხრეს smile.gif

Posted by: Did_Giorgi 11 Jan 2012, 23:05
Enjey
QUOTE
მინდა კრედიტის აღება, უფრო მნიშვნელოვანია თანხა მომცენ მაქსიმალურად დიდი, პროცენტს და ვადას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
უნდა ჩავდო სახლი თელეთში-რომელიც აზრზე არ ვარ რამდენად შეფასდება და ამ მომენტში ჩემზე გაფორმებული არაა.
რა ჯობია-ვითომ ვყიდულობ და იპოთეკა გავაკეთო თუ ჯერ გადავიფორმო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ავიღო? (% ვიცი რომ იპოთეკაზე ნაკლებია, მაგრამ ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია)
შემოსავალი მაქვს 1600 ლარი ხელზე-ბანკში მერიცხება.
მინდა $10 000-$13 000, თანამონაწილეობის თანხასაც ვაჩვენებ თუ საჭირო იქნება.

ანუ ეს კრედიტი უნდა სხვამ გადაიხადოს და ვთქვათ არ გადაიხადა - თუ იმ ბანკთან არანაირი შეხება არ მექნება-ეგრევე ქონებას მიადგებიან იმედია? და სხვა ბანკების ანგარიშებს ვერ შეეხებიან?

არ ქნა ეგ.
QUOTE
ეს კრედიტი უნდა სხვამ გადაიხადოს

არ გადაიხდის
პირდაპირ გაყიდე ის თელეთის სახლი ჯობია. შენც ნაკლები პრობლემა გექნება და სხვასაც ნაკლებ პრობლემას შეუქმნი.

Posted by: tomatoma814 11 Jan 2012, 23:06
გამარჯობათ.ჩემი ახლობელი როცა რუსეთში ცხოვრობდა (მოზდოკში) 1994 წელს,გახსნა ბანკში ანაბარი 1000 რუბლის ოდენობით,პროცენტიც ხომ დაემატებოდა.ეხლა გვაინტერესებს მის სახელზე ბანკში თანხა ისევ იქნება?თუ ხო აქ რა გზებით უნდა გადმოერიცხოს. ანგარიშის ნომერი აქვს,რუსეთის მოქალაქეთაც ალბათ ისევ ითვლება.ეხლა დევნილია სამაჩაბლოდან,დაგვეხმარეთ,გაგვარკვიეთ

Posted by: Did_Giorgi 11 Jan 2012, 23:18
tomatoma814
იმ ბანკს უნდა დაუკავშირდეს როგორმე. ალბათ პირადად თუ არ მივიდა ან ვინმეს მინდობილობა არ გაუგზავნა, ვერ გაიგებს ვერაფერს და ვერც თანხას დაიბრუნებს აქედან.
ის ბანკი არსებობს ნეტავ კიდე?? ანაბრის ხელშეკრულება ან რამე თუ აქვს, მარტო ანგარიშის ნომერი რას უშველის sad.gif

Posted by: tomatoma814 12 Jan 2012, 01:02
ანაბარი რომ გახსნა იმის წიგნაკი აქვს,იმ ბანკს რომ დაუკავშირდეს და უთხრას ჩემი ფული გადმომიგზავნეთო

Posted by: shuma 12 Jan 2012, 12:10
გამარჯობა, მაინტერესებს ბანკი შეიძლება იყოს გარანტორი და ბენეფიციარი ერთდროულად?

Posted by: armwrestler17 13 Jan 2012, 13:22
corel draw X5 რომაა მანდ მარჯვენა მხარეს იყო ფერები და გაქრა და როგორ დავაბრუნო ?

Posted by: paco_paco2 14 Jan 2012, 14:34
აუუუუუ ბოდიშით აქ არც უნდა ვიკითხო ალბათ მაგრამ ვერ ვაკეთებ ხომ არ იცით მაილზე პარ
ოლის შეცვლა?

Posted by: spider77 16 Jan 2012, 12:32


ყურადღება !!!!!!!!

6pm.com საიტის მომხმარებლებმა, აუცილებლად იხილეთ ქვემოთ მოყვანილი თემა.

http://forum.ge/?showtopic=34345258&view=findpost&p=29228626

Posted by: forumeli64 19 Jan 2012, 12:03
გამარჯობათ

კითხვა მაქვს ასეთი:

ბანკის წვრილ აქციონერს მიუვიდა წერილი რომ იძულების წესით გაყიდოს მისი აქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოგერთმევათო.
რამდენად კანონიერია მსგავსი მოქმედება და აქვს თუ არა აქციონერს უფლრბა არ გაყიდოს მისი წილი აქციები და დაელოდოს უკეთეს ღირებულებას?
(1 აქციაზე ფასი შეთავაზეს მიზერული)


გმადლობთ

Posted by: spider77 19 Jan 2012, 12:09
forumeli64
QUOTE
კითხვა მაქვს ასეთი:

ბანკის წვრილ აქციონერს მიუვიდა წერილი რომ იძულების წესით გაყიდოს მისი აქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოგერთმევათო.
რამდენად კანონიერია მსგავსი მოქმედება და აქვს თუ არა აქციონერს უფლრბა არ გაყიდოს მისი წილი აქციები და დაელოდოს უკეთეს ღირებულებას?
(1 აქციაზე ფასი შეთავაზეს მიზერული)

ვფიქრობ მაგ კითხვაზე პასუხი მარტივია - არა.

ჯობია მაინც იურისტებთან გაიარე კონსულტაცია.

Posted by: armwrestler17 19 Jan 2012, 20:45
facebook ის შეტყობინებები YAHOO ზე რომ არ მოვიდეს როგორ უნდა ?

Posted by: _kutaiseli_ 19 Jan 2012, 21:16
თუ იცით ვინმემ ბაჯაღლოს რომელი ბანკი ალომბარდებს ყველაზე ნაკლები პროცენტით და რამდენს იძლევიან 1 გრამზე?

Posted by: spider77 19 Jan 2012, 23:52
armwrestler17
QUOTE
facebook ის შეტყობინებები YAHOO ზე რომ არ მოვიდეს როგორ უნდა ?


დარეგისტრირდი მაილრუზე, ფეისბუკში მაილრუს მონაცემები შეიტანე და იაჰოზე აღარ მოგივა შეტყობინებები ....... givi.gif

Posted by: Kate789 20 Jan 2012, 01:19
QUOTE
facebook ის შეტყობინებები YAHOO ზე რომ არ მოვიდეს როგორ უნდა ?

როგორ და ფბ-ის სეთინგებში უნდა გამოურთო მეილზე გამოგზავნები.



მაგრამ ეს კითხვა რა შუაშია ამ განყოფილებასთან??? spy.gif

Posted by: vigo363 20 Jan 2012, 09:23
QUOTE (tomatoma814 @ 12 Jan 2012, 01:02 )
ანაბარი რომ გახსნა იმის წიგნაკი აქვს,იმ ბანკს რომ დაუკავშირდეს და უთხრას ჩემი ფული გადმომიგზავნეთო

გამარჯობა, ჩემთვის ნაცნობი ისტორიაა. მოკლედ გეტყვი:
ბიძაჩემს ჰქონდა იგივე პრობლემა(ვლადიკავკაზში).ერთხელაც მან აიღო ეს წიგნაკი, რუსული პასპორტი და წავიდა ვლადიკავზში! რამოდენიმე დღის განმავლობაში მან აიღო კიდეც კაი თანხა(თუ არ ვცდები 10000 რუბლიანი ანაბარი ჰქონდა) და კიდევ დარჩა ასაღები! ანუ მე რისი თქმა მინდა იქიდან არავინ შეწუხდება და გადმოგირიცხავს ფულს საქართველოში თუ უშუალოდ თვითონ(ის პიროვნება ვისი ანაბარიც არის) არ ჩავიდა იქ ადგილზე!!

Posted by: Fanebi 20 Jan 2012, 13:36
გამარჯობა

მაინტერესებს ბინის ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებით ბანკები თუ ეხმარებიან და კონკრეტული ბანკები რომ მითხრათ, ვინც ამ მომსახურებას სთავაზობდეს.

გმადლობთ!!!

Posted by: Did_Giorgi 20 Jan 2012, 23:05
Fanebi
QUOTE
ბინის ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებით ბანკები თუ ეხმარებიან

კი, თითქმის ყველა ბანკი ეხმარება კლიენტს ბინის ყიდვაში - სესხს სთავაზობს.
ბინა ბანკში არ იყიდება, ტყუილად ეძებთ ''ბანკში ჩატოვებულ ბინებს''


Posted by: forumeli64 21 Jan 2012, 18:01
ბანკების აქციათა ფასებზე სად და როგორ შეიძლება ყურადღების მიდევნება?

Posted by: ნოდარი13 21 Jan 2012, 20:28
ახალი დაწყილი მაქ მუშაობა 2 თვეა ხელაფასი 350 ლარი..... რომელიმე ბანკი მომცემს სამომხმარებლო სესხს? კრდოში მაქვს სესხი იმის გადაფარვაც მინდა ის სესხი სანამ მუშაობას დავიწყებდი მანამდე მქონდა გაკეთებული ... მიკრო ბიზნესიც მაქ ჩასარიცხი აპრატი მაქვს და იქედან 200 300 ლარი მრჩება.. საკრედიტო ისტორია არც ისე კარგი მაქ 2008 წელს დარღვევა მქონდა... გზავნილებიც ბევრი მაქ სბ ში და ლიბერთიში.. მოკლედ მინდა სესხი დაახლოებით ხელფასის 10 მაგი.... სად მირჩევთ მისვლას ? დრო არ მაქვს ბევრი და არ მინდა მარბენინოს ბანკმა საბუთებზე და არ დამიმტკიცოს მერე.....

Posted by: ELE_ne 21 Jan 2012, 21:45
რა იწერება საბუტის ნომერში? givi.gif

Posted by: ნოდარი13 21 Jan 2012, 22:04
ELE_ne

საბუთის ნომერი...............

საბუთის სერია wink.gif wink.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ELE_ne 21 Jan 2012, 22:55
ვარ სტუდენტი და მინდა პლასტიკურის აღება ინტერნეტ შესყიდვებისათვის.... მოკლედ რომლის შემიზლია და რომელს მირჩევთ?.... rolleyes.gif

Posted by: spider77 21 Jan 2012, 23:25
ELE_ne


გულწრფელად გირჩევ ამას.

ზუსტად ინტერნეტშესყიდვებისთვისაა.

http://tbcbank.com.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: ELE_ne 21 Jan 2012, 23:31
QUOTE (spider77 @ 21 Jan 2012, 23:25 )
ELE_ne


გულწრფელად გირჩევ ამას.

ზუსტად ინტერნეტშესყიდვებისთვისაა.

http://tbcbank.com.ge/ge/private/cards/icard/

ჰო???.... ყოველთვიური შემოსავალი და ეგეთი რაღაცები არ მოითხოვება მანდ? spy.gif

Posted by: spider77 21 Jan 2012, 23:36
ELE_ne
QUOTE
ო???.... ყოველთვიური შემოსავალი და ეგეთი რაღაცები არ მოითხოვება მანდ?

არა, რა შმოსავალი, აბსოლუტურად არანაირი. სესხი კი არაა.
აბსოლუტურად არანაირი მოთხოვნა.

ერთადერთი რაც მოგეთხოვება, თუ 22 წლამდე ხარ წელიწადში გადასახდელი გაქვს 5 დოლარი. თუ 22 წელს ზემოთ ხარ 10 დოლარი. ეგაა და ეგ ერთადერთი მოთხოვნა.

ვისა კლასიკია და აბსოლუტურად ყველა საიტზე მუშაობს, სადაც კი ზოგადად საქართველოს (როგორც ქვეყნის) ბარათს ღებულობენ.
ამაზონზე, 6პიემზე, ფორვაზე, ოლდნევზე და ყველა ცნობილ საიტზე უპრობლემოდ მუშაობს.

Posted by: ELE_ne 21 Jan 2012, 23:38
QUOTE (spider77 @ 21 Jan 2012, 23:36 )
ELE_ne
QUOTE
ო???.... ყოველთვიური შემოსავალი და ეგეთი რაღაცები არ მოითხოვება მანდ?

არა, რა შმოსავალი, აბსოლუტურად არანაირი. სესხი კი არაა.
აბსოლუტურად არანაირი მოთხოვნა.

ერთადერთი რაც მოგეთხოვება, თუ 22 წლამდე ხარ წელიწადში გადასახდელი გაქვს 5 დოლარი. თუ 22 წელს ზემოთ ხარ 10 დოლარი. ეგაა და ეგ ერთადერთი მოთხოვნა.

ვისა კლასიკია და აბსოლუტურად ყველა საიტზე მუშაობს, სადაც კი ზოგადად საქართველოს (როგორც ქვეყნის) ბარათს ღებულობენ.
ამაზონზე, 6პიემზე, ფორვაზე, ოლდნევზე და ყველა ცნობილ საიტზე უპრობლემოდ მუშაობს.

დიდი დიდი მადლობააა kiss.gif

Posted by: spider77 21 Jan 2012, 23:51
ELE_ne
QUOTE
დიდი დიდი მადლობააა

არაფრის. გაიხარე.

წარმატებებს გისურვებ და თუ რამე კითხვა გაგიჩნდა, ნებისმიერ დეტალზე, მომმართე ნებისმიერ დროს.

Posted by: David p 23 Jan 2012, 12:17
რომელიმე ბანკი ბიზნესის დაწყებას აფინანსებას ბინების და ქონების ჩადების გარეშე?
ანუ 5000 ლარის ფარგლებში არის შანსი ბანკმა თანხა რო მოგცეს ბიზნესის დასაწყებად? ანუ როგორც ვიცი სტარტაპ სესხი თუ რაღაც ამდაგვარი ქვია ამას და მითხარით ვინმემ თუ იცით რა და ან კიდევ ბანკი თუ არა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ იცით რომელმაც შეიძლება დააფინანსოს

Posted by: ImereTinski 25 Jan 2012, 22:08
მაინტერესებს ასეთი რაღაც უცხოეთიდან მიგზავნიან ფულს და მიწევს ხოლმე ბანკში აღება გზავნილის, თუ არის შესაძლებელი თანხა ჩამერიცხოს კარტაზე პირდაპირ . .

ვინც იცით გამარკვიეთ რომელი ბანკის რომელი პლასტიკური ბარათის აღება ჯობს, რა პლიუსები და რა მინუსები აქვს და ა.შ ?

Posted by: Kate789 26 Jan 2012, 01:23
ImereTinski
QUOTE
თუ არის შესაძლებელი თანხა ჩამერიცხოს კარტაზე პირდაპირ . .

რათქმაუნდა. არ არის პრობლემა. უბრალოდ უნდა გქონდეს საბარათე ანგარიში იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც აპირებენ თანხის გადმოგზავნას. და ოპერატორს აუხსნი, რომ ასე და ასე რეკვიზიტი მინდათქო.

ბარათებს რაც შეეხება, ტიპებისა და ბანკების მიხედვით იყოფა ბარათები. ბანკების ოფიციალურ საიტებს გადახედე. იქ დევს ინფორმაციები ბარათებზე.

Posted by: ImereTinski 26 Jan 2012, 18:15
Kate789

მადლობა გამოხმურებისთვის 2kiss.gif

Posted by: Robert_Lokamp 27 Jan 2012, 01:40
რა მაინტერესებს:

მაქვს სახელფასო პლასტიკური ბარათი.
რეკვიზიტებს რო გადავხედე წერია ანგარიშის ნომერი: GE56LE42379825 რაღაც ეგეთი.
ესაა ხო "მიმდინარე ანგარიშის ნომერი"? ანუ მთლიანად თავის ლათინურ ასოებიანად?

Posted by: Kate789 27 Jan 2012, 02:15
ImereTinski
არაფრის smile.gif

Robert_Lokamp
კი ეგაა მთლიანად შენი ანგარიში იბან ფორმატში.

Posted by: ivani 27 Jan 2012, 02:20
შესაძლებელია მუშაობის დაწყება ბანკში თუ ოჯახის წევრი ნასამართლებია?! და რომელ ბანკში შეიძლება თუ დაშვებულია

Posted by: Mr-Banks 27 Jan 2012, 12:33
Robert_Lokamp


კი, ეგააა. 22 სიმბოლოიანი უნდა იყოს smile.gif

Posted by: Robert_Lokamp 27 Jan 2012, 21:03
Kate789
Mr-Banks
მადლობა.

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 06:37
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????
* * *
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: Xashursky 28 Jan 2012, 16:18
ხალხო რა მაინტერესებს, ვარ არასრულწლოვანი და მაქვს ახალი ID ბარათი, და მითხრეს რო ამ ბარათით შემიძლია ინტერნეტ-ტოტალიზატორებიდან თანხა გავანაღდო და ასეა? თუ შეიძლება როგორ მითხარით რა

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 17:30
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: Robert_Lokamp 29 Jan 2012, 01:22
ამ კითხვის გაგრძელებაა:
QUOTE
მაქვს სახელფასო პლასტიკური ბარათი. რეკვიზიტებს რო გადავხედე წერია ანგარიშის ნომერი: GE56LE42379825 რაღაც ეგეთი. ესაა ხო "მიმდინარე ანგარიშის ნომერი"? ანუ მთლიანად თავის ლათინურ ასოებიანად?


შაბათს (არასამუშაო დღეს ანუ) გადავრიცხე მოგებული თანხა საიტიდან მიმდინარე ანგარიშზე.
როდის აისახება ეს თანხა პლასტიკურ ბარათზე? იმავე დღეს თუ სამუშაო დღეს? (ანუ ორშაბათს)

Posted by: Kate789 29 Jan 2012, 14:14
Robert_Lokamp
სავარაუდოდ ორშაბათს.
რაღა დარჩა ორშაბათამდე. ხვალ არის. smile.gif

Posted by: Robert_Lokamp 29 Jan 2012, 19:05
Kate789
არა. არც ვნერვიულობ. ზეგ იყოს, ან მაზეგ.
უბრალოდ თვითონ ფაქტი მაინტერესებს: ანგარიშზე გადავრიცხე სწორად, მაგრამ ბარათზე არ აისახა. ადამიანური რესურსია საჭირო თქო? ანუ ჩვეულებრივი ამბავია ის რაც მოხდა?

Posted by: Kate789 29 Jan 2012, 23:14
Robert_Lokamp
კი კი, ჩვეულებრივი ამბავია.
რეკვიზიტი ხომ სწორად გადაეცი ჩამრიცხავს???
ხოდ არ ინერვიულო. აი თუ ხვალაც არ დაჯდა, მაშინ მოიკითხე უკვე.

Posted by: tokooo 31 Jan 2012, 12:26
დამიგვიანდა სესხის დაფარვა ,ვიცი ამაზე რა სანქციების არის მარა მაინტერესებს რაიმე შეღავათი თუ არი გამონაკლისის სახით უმუშევარი დავრჩი სესხი კი სახელფასოა იქნება ვინმემ რამე იცოდეთ

Posted by: exploit 31 Jan 2012, 12:35
უცხოეთიდან კერძოდ მანიბუქერსიდან ჩემს ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის დროს საქართველოში არსებული ბანკები ყველანი საკორესპონდენტო ბანკებით მეშვეობით იღებენ ტრანზაქციებს?


Posted by: Robert_Lokamp 1 Feb 2012, 15:55
პირგასამტეხლო ვადის გადაცილებაზე, წლიური 48%.

რას ნიშნავს ეს?
ყოველ გადაცილებულ დღეზე რამდენი მექნება გადასახდელი როგორ გავიგო?

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2012, 16:09
Robert_Lokamp

რა თანხაც უნდა შეგეტენა და არ შეიტანე, უნდა გაამრავლო 48%-ზე და გაყო 365 -ზე. ეგ უწევს დღეში.

Posted by: Robert_Lokamp 1 Feb 2012, 16:30
Mr-Banks
QUOTE
რა თანხაც უნდა შეგეტენა და არ შეიტანე, უნდა გაამრავლო 48%-ზე და გაყო 365 -ზე. ეგ უწევს დღეში.

მეც მასე ვიფიქრე მაგრამ ძალიან მიზერული გამოვიდა თანხა და დავეჭვდი ალბათ სხვა რამეზეა ლაპარაკი მეთქი.

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2012, 16:52
Robert_Lokamp


1000 ლარზე დღეში 1.31 ლარი გამოდის და ბევრია, აბა რა არის. smile.gif


30 დღეზე 39 ლარი.

Posted by: Robert_Lokamp 1 Feb 2012, 16:55
Mr-Banks
მე ერთი დღე გადავაცილე და ლარიც არ გამოვიდა. სტრანნაე აშუშენიე ბილო.

და ტიბისის რო აქვს გადაცდენაზე სრაზუ 20 ლარი ჯარიმა. BOG-ს არ აქვს?

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2012, 16:59
Robert_Lokamp


არ ვიცი.........................

Posted by: Did_Giorgi 1 Feb 2012, 21:08
Robert_Lokamp
QUOTE
წლიური 48%.

48/365=0.1315% დღეში

Posted by: mavina 2 Feb 2012, 13:02
თუ ჩემს ანგარიშებს ადევს ინკასო და საბიუჯეტო ორგანიზაცია მთხოვს შეუსრულებელი სამუშაოს თანხის უკან დაბრუნებას, ხაზინის შესაბამის ანგარიშზე რო შევიტანო ქეში ფული ჩემი ფირმის სახელით დაჯდება თუ არა ხაზინის ანგარიშზე, თუ ბანკი დაბლოკავს? დამეეეხმარეეეთთ .......

Posted by: Did_Giorgi 2 Feb 2012, 23:54
mavina
QUOTE
ხაზინის შესაბამის ანგარიშზე რო შევიტანო ქეში ფული ჩემი ფირმის სახელით

მაშინ არ დაბლოკავს არც ბანკი, ინკასო ადევს შენ ანგარიშს ბანკში
აი შენ ანგარიშზე ტუ შეიტან ტანხას, მაშინ ავტომატურად შემოსავლების სამსახურში წავა.
ისე ეგ ამბავი იმ ''სახელმწიფო ორგანიზაციასთან'' გადააზუსტე ჯობია yes.gif

Posted by: mavina 3 Feb 2012, 11:32
QUOTE
Did_Giorgi

გაიხარეე დიდი მადლობა .....

Posted by: Silverlight 4 Feb 2012, 13:07
ხედავენ თუ არა ბანკები ერთმანეთშI აქვს თუ არა კრედიტორს სხვა ბანკში კრედიტი?

Posted by: akoo1992 4 Feb 2012, 13:17
Silverlight
ხო აბა "კრედიტ ინფო" აქვთ ერთიანი ბაზა
ვინც გაშავებულია ან ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღებული, ყველა ერთიან ბაზაშია მოხვედრილი

Posted by: -ilkari- 4 Feb 2012, 22:19
შეიძლება არასწორ ადგილას ვსვამ კითხვას მაგრამ იმედია მაპატიებენ.. 50 ლარამდე სასესხებლად რამე ორგანიზაცია არ არსებობს სამსახურის გარეშე რომ გასცეს??

Posted by: Mr-Banks 5 Feb 2012, 01:55
https://www.minicredit.ge/ .

Posted by: -ilkari- 5 Feb 2012, 11:49
Mr-Banks
ეს სამსახურს ითხოვს sad.gif

Posted by: GeorgioGe 7 Feb 2012, 16:45
გამარჯობათ, citibank-ის ჩეკის განაღდებას სად მირჩევთ?
ზუსტად არ ვიცი საბანკოა თუ სამგზავრო

Posted by: astronavti 9 Feb 2012, 14:38
მოკლედ მქონდა სესხი (თიბისი ქარდი). რამდენიმე თვე არ გადამიხდია. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ რაღაც საფინანსო ჯგუფიდან და მითხრეს რომ ბანკს მათთვის ქონდათ გადაცემული ჩემი საქმე.
მივედი. შევთანხმდით რაღაც გარკვეულ გადახდის გრაფიკზე, მას შემდეგ რაც ჩამომაჭრეს ჯარიმების დიდი ნაწილი.
სამი თვე ვიხდიდი 200-200 ლარს შეთანხმების მიხედვით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გრაფიკი ფურცელზე არ მქონდა. ანუ თავიდან შემითანხმდნენ რომ შემეტანა პიველი შესატანი და ხელშეკრულებასაც მომცემდნენ რამდენიმე დღეში. შემდეგ დაემთხვა რომ ის პირი ვისთანაც მქონდა კავშირი შვებულებაში იყო (თუ რაღაც ამდაგვარი), მერე ახალი წელი და დღესასწაულები დაემთხვა. ამასთანავე მე განვაგრძობდი გადახდას მოლაპარაკების თანახმად.
და აი რამდენიმე დღის წინ მიკავშირდება რომელიღაც პრობლემური სესხის ჯგუფი და მეუბნება რომ მაქვს თიბისი ბანკის დავალიანება და მსგავსი ბლა ბლა ბლა. ავუხსენი რო უკვე ვიხდიდი, მაგრამ მათთან მისვლის შემდეგ გაირკვა რომ თიბისის წამოუღია ჩემი საქმე "იქიდან" და ამ ახლებისთვის გადაუციათ. არადა ესენი კატეგორიულად წინააღმდეგები არიან იმ გრაფიკით და იმ ოდენობის თანხის შეტანისა. (ითხოვენ ყოველთვიურად შევიტანო ბევრად მეტი და სესხი ბევრად უფრო მოკლე ვადაში დავფარო, რისი საშუალებაც არ გამაჩნია)
მოკლედ ბევრი ვწერე და იმის თქმა მინდა რომ ის ძველი ჯგუფი (რომელთანაც ვიხიდიდ) არ მაძლევენ არავითარ საბუთს, რის საფუძველზეც მე მახდევინებდნენ იმ 200-200 ლარს ბანკში.
გამოდის რო მაყირავეს და ტყულად მახდევინას. რა მოვიმოქმედო? შევეგუო იმას რომ დამაბოლეს და ვერაფერს გავხდები?

Posted by: Mr-Banks 9 Feb 2012, 16:59
astronavti


გამარჯობა,

თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მომწერეთ პირადში.

Posted by: astronavti 9 Feb 2012, 17:30
Mr-Banks
მოგწერეთ.

მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: spider77 10 Feb 2012, 10:35
GeorgioGe
QUOTE
გამარჯობათ, citibank-ის ჩეკის განაღდებას სად მირჩევთ?
ზუსტად არ ვიცი საბანკოა თუ სამგზავრო

თუ ყალბი არაა ნებისმიერ ბანკში, თუნდაც თიბისი ....... givi.gif

Posted by: პაპა 12 Feb 2012, 13:28
რა მაინტერესებს, georgian card-ის ასაღებათ თანხა საჭიროა თუ როგორ ხდება გამარკვიეთ რა... rolleyes.gif

Posted by: Did_Giorgi 13 Feb 2012, 00:47
პაპა
QUOTE
georgian card

down1.gif
რა გინდა ჯერ ჩამოყალიბდი და რისთვის გინდა
ჯორჯიან ქარდი საპროცესინგო კომპანიაა, არ არსებობს ჯორჯიანქარდბარათი sad.gif

Posted by: პაპა 13 Feb 2012, 12:18
Did_Giorgi
როგორ თუ არ არსებობს rolleyes.gif

user posted image

აბა ეს რა არის? spy.gif

ტოტალიზატორში რომ მოვიხმარო ხოლმე მაგ მხრივ მინდა...

Posted by: Kate789 13 Feb 2012, 12:48
პაპა
georgian card ბარათებს უშვებს, თორემ იგი არ არის ბანკი.
ანუ იმისათვის, რომ georgian card-ში დამზადებული ბარათი აიღო, უნდა აიღო რესპუბლიკის ან საქართველოს ბანკის ბარათი.
ანუ georgian card უბრალოდ ბარათებს ამზადებს ტექნიკურად, თორემ მეტი არაფერი. შენ რომ ამბობ georgian card-ის ბარათი სად ავიღოო, ეგეთი რამ არ ხდება.

აი ეს პოსტი ნახე http://forum.ge/?showtopic=34306106&view=findpost&p=27603484


რაც მაგ სურათში ხატია, ისაა, რომ georgian card-ის საიტის მეშვეობით შეგიძლია თანხა ჩარიცხო. ისევე როგორც TBC pay-ის, nova-ს აპარატის საშუალებით და ა.შ.

Posted by: პაპა 13 Feb 2012, 13:25
Kate789
კარგად მიმიხვდი yes.gif აჰამ გავიგე რაშიცაა საქმე smile.gif ხოდა რა დამიჯდება მაგ ბარათის აღება?

Posted by: Kate789 13 Feb 2012, 13:39
პაპა
გააჩნია შენ რომელი ბანკის ბარათი გინდა.
რესპუბლიკის თუ საქართველოს ბანკის.
ცალ-ცალკე შედი ამ ორი ბანკის საიტებზე და ტარიფები ნახე.

Posted by: shota199408 13 Feb 2012, 19:50
სალამი ყველას სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება,წელს ვაბარებ და naec.ge ზე მაქვს გადასახდელი თანხა და მინდა რო გადავიხადო ipay.ge ს საშუალებით, მაგრამ საქართველოს ბანკის კარტაზე თანხა არ მაქვს და მასტერკარტით კი ვერ ვიხდი მეუბნება კოდი არის არასწორიო და ადრე ასეტი შემთხვევებისთვის შევდიოდი adjarabet.ge ზე მასტერკარტიდან ჩავრიცხავდი თანხას და შემდეგ ის თანხა გადამქონდა საქართველოს ბანკის კარტაზე და ეხლა მასტერკარტიდან ადჯარაზე ვერ ვრიცხავ თანხას არვიცი რატო და რაიმე საშულება არის რო მასტერკარტიდან საქართველოს ბანკის ანგარიშსზე ჩავრიცხო თანხა,მადლობა ყველას

Posted by: JPEG 13 Feb 2012, 20:35
shota199408
რომელ კოდს წერ გადარიცხვისას?

Posted by: shota199408 13 Feb 2012, 20:52
მასტერკარდით ერტი სამნიშა ვსინჯე და მასტერკარტიდან საქარტველოს ბანკის კარტაზე როგორ ჩავრიცხო ეგ უფრო მაინტერესებს

Posted by: JPEG 13 Feb 2012, 21:34
ეგ არვიცი მაგრამ ადჯარაზე თუ რიცხავ უნდა შეიკვანო გადარიცხვების კოდი ის რომელსჰიც ციფრების გარდა ლატინური ასოები მოაწილებს
თუ გამოვიდა რამე შემატკობინე wink.gif

Posted by: shota199408 13 Feb 2012, 21:45
JPEG

არა მასტერკარდით როცა ვიხდიდი ჯერ შემყავდა 3ნიშნა კოდი და მერე 6ნიშნა მაგრამ ეხა არ ახორციელებს თანხის გადარიცხვას მასტერკადიდან ადჯარაზე

Posted by: JPEG 13 Feb 2012, 22:12
shota199408
აუ არვიცი მაშინ ადჯარას ვიცი როა ქ ექ ფუნქცია ვიზა მასტერქარდიტ ხდება ჩარიცხვა ვადა ხო არგაუვიდა ბარათს?
იკენებ სხვაგან ჩეულებრივ?

Posted by: spider77 13 Feb 2012, 23:59
shota199408
QUOTE
არა მასტერკარდით როცა ვიხდიდი ჯერ შემყავდა 3ნიშნა კოდი და მერე 6ნიშნა მაგრამ ეხა არ ახორციელებს თანხის გადარიცხვას მასტერკადიდან ადჯარაზე

შენ ეტყობა სხვისი ბარათიდან რიცხავდი wink.gif
იმ სხვამ შეიტყო ალბათ რო ვიღაცა არასანქცირებულად ჩალიჩობდა და დაბლოკა ბარათი givi.gif

Posted by: Kate789 14 Feb 2012, 00:17
shota199408
QUOTE
სალამი ყველას სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება,წელს ვაბარებ და naec.ge ზე მაქვს გადასახდელი თანხა და მინდა რო გადავიხადო ipay.ge ს საშუალებით, მაგრამ საქართველოს ბანკის კარტაზე თანხა არ მაქვს და მასტერკარტით კი ვერ ვიხდი მეუბნება კოდი არის არასწორიო და ადრე ასეტი შემთხვევებისთვის შევდიოდი adjarabet.ge ზე მასტერკარტიდან ჩავრიცხავდი თანხას და შემდეგ ის თანხა გადამქონდა საქართველოს ბანკის კარტაზე და ეხლა მასტერკარტიდან ადჯარაზე ვერ ვრიცხავ თანხას არვიცი რატო და რაიმე საშულება არის რო მასტერკარტიდან საქართველოს ბანკის ანგარიშსზე ჩავრიცხო თანხა,მადლობა ყველას

პმ-ზეც გიპასუხე და აქაც გეტყვი.
ipay.ge-სა და georgiancard.ge შესძლებ მხოლოდ საქართველოს ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის ბარათების გამოყენებას.
QUOTE
მასტერკარტით კი ვერ ვიხდი მეუბნება კოდი არის არასწორიო

დიახ. იმიტომ, რომ შენ გჭირდება ან საქართველოს ბანკის და ან რესპუბლიკის ბანკის ბარათები და მათ ონლაინ გადახდების პაროლები, რომლებიც აწერია პინ კოდის ფურცელზე პინ კოდის ქვეშ. ისე ვერ გადაიხდი. ეგ ონლაინ გადახდების პაროლი უნდა აიღო ბანკში.

Posted by: shelo1 14 Feb 2012, 16:06
ე.ი. რა მაინტერესებს. საქ. ბანკში მაქ სესხი 4 თუ 85 თვის წინ გამოტანილი, წინა თვეზე გადახდა დავაგვიანე 2 დღით, იმიტო რო არ ვიყავი აქ და სადაც ვიყავი იქ ფული ვერ ჩავრიცხე ჩემს ანგ.ზე რო იქიდანვე პირდაპირ მოეჭრა ბანკს. ნუ, ასეა თუ ისე, ეხლა მჭირდება 500 ლარი და ისევ მინდა, რომ საქ. ბანკს მივმართო, მაგრამ რამდენად გამოვა ეგ მაინტერესებს. მადლობა წინასწარ./

Posted by: Did_Giorgi 14 Feb 2012, 21:48
shelo1
QUOTE
გადახდა დავაგვიანე 2 დღით,

პრობლემა არ გექნება დამიჯერე
2 დღიანი დაგვიანება ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, მთავარია რომ განიცდი მაგას და მეტი აღარ იზამ smile.gif

Posted by: crashana 15 Feb 2012, 19:26
გაუმარჯოს....


ვინმემ იცით როგორ გავხსნა ანგარიში ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბანკში (მაგ. უკრაინა, რუსეთი ან სხვ...) ანგარიში საქართველოდან? ან საერთოდ თუა ესეთი რამე შესაძლებელი...

Posted by: Kate789 15 Feb 2012, 23:36
crashana
მე რამდენადაც ვიცი, შესაძლებელი არ არის.

Posted by: Mr-Banks 16 Feb 2012, 00:36
crashana


თურქეთში შესაძლებელია. ამისთვის უნდა მიიტანო ბანკში თურქეთის საგადასახდო ორგანოდან რაღაც კოდი... იმის გარეშე ვერ გახსნიან.

Posted by: porxila 16 Feb 2012, 14:40
გამარჯობათ ხალხნო,
როგორც გავიგე გარკვეული ბანკების ინკასირება აწი უნდა გააკეთოს დაცვის პოლიციამ. მაინტერესებს ეს ''ნებაყოფლობითია", თუ ეროვნული ბანკის რაიმე ნორმალიული აქტით რეგულირდება.

Posted by: crashana 16 Feb 2012, 15:49
Mr-Banks
რა კოდზეა ლაპარაკი ან სად ვნახო ეგ კოდი? მაგისთვის თურქეთში უნდა გადავიდე? თუ გადასვლაზეა ლაპარაკი მემგონი იქ თავისუფლად გამიხსნიან ადგილზე ...

Posted by: Mr-Banks 16 Feb 2012, 16:03
crashana

იქაური საგადასახდო მოგცემს....................

Posted by: spider77 17 Feb 2012, 09:27
porxila
აღარაა ნებაყოფლობითი. ისეო ასეო, თქვენი დიდი ხათრი გვაქვსო, მაგრამ ასეაო საჭიროვო ....... wink.gif



ეროვნულის აქტით აიძულეს(ბენ) ყველას, ნელ-ნელა და ეტაპობრივად.

Posted by: PULSE 17 Feb 2012, 16:43
ლიბერთის ბანკს ანგარიშის შემოწმება მობილურით (sms-ით) აქვს? mo.gif

Posted by: Vergilius 21 Feb 2012, 13:25
აქ ვიკითხავ. . . . დოლარის კურსი დავარდა . 2 პუნქტით. რას უკავშირდება? ყველგან დაეცა თუ მარტო ჩვენთან? დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვა უნდათ ფინანსურ ინსტიტუტებს, ლარს ამყარებენ თუ ირანს მიაბომბავენ მალე?

Posted by: predat0r 22 Feb 2012, 00:37
Vergilius
ეხლა შემოვედი მაგის საკითხავად ვეძებდი თემას... მაგრად დაეცა კურსი და კიდე დაბლა მიდის smile.gif რა ხდება საინტერესოა....

Posted by: leva1990 22 Feb 2012, 18:41
რა ხდება დოლართან მიმართებაში?? კურსის ვარდნა კიდე გაგრძელდება ან რას უკავშირდება ეს??? გაგვცეს კომპეტენტურმა პირმა რა ამ კითხვაზე პასუხი

Posted by: LIBERTY BANK 24 Feb 2012, 11:53
იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვინ არის ამ განყოფილების მოდერატორი.

Posted by: spider77 25 Feb 2012, 00:47
LIBERTY BANK
QUOTE
იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვინ არის ამ განყოფილების მოდერატორი.


Did_Giorgi

Posted by: Ordoll 26 Feb 2012, 02:37
საბერძნეთიდან როგორ შეიძლება რო გამომიგზავნონ ევრო? ყველა შესაძლო ვარიანტი შემომთავაზეთ გთხოვთ

Posted by: polpo 26 Feb 2012, 10:00
ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს და კონკრეტულად მიპასუხეთ:

ვადიანი დეპოზიტის გახსნა მინდა დოლარში (მაქსიმალური პერიოდით), რომელი ბანკი მომცემს ყველაზე მაღალ პროცენტს სარგებლის ყოველთვიური დარიცხვით?
ნდობით ყველა ბანკს ვენდობი!!! ჩემთვის მთავარია იყოს მხოლოდ მაღალი პროცენტი, თუნდაც +0.01%. (მიმდინარე აქციების ჩათვლით)

ვინც ხართ კომპეტენტური მიპასუხეთ.
წინასწარ მადლობა

Posted by: Kate789 28 Feb 2012, 02:07
Ordoll
1) გზავნილები.
2) ანგარიშიდან ანგარიშზე გადმორიცხვა.



polpo
ჩამოიარე ბანკების საიტები და ნახავ.
ასე ზეპირად არ ვიცი.

Posted by: nutsiko 28 Feb 2012, 09:52
ერთი შეკითხვა, თეორიულად მაინტერესებს, თუ გაქვს ბლუქარდი, რომელზედაც ლიმიტია 1300 ლარი. გამოტანილია მთლიანად ეს თანხა, რამდენი უნდა შეიტანო ყოველ თვე და როდის დაასრულებ (რამდენ თვეში მის გადახდას), საუბარია, რომ საერთოდ აღარ გამოგაქვს თანხა უკან.

არ დამიწყოთ ახლა, ხელშეკრულება წაიკითხე და ა.შ. არ მაქვს მე ბლუქარდი და მის პირობებს არ ვიცნობ. ზოგადი ხასიათის შეკითხვაა. საქართველოს ბანკის ამ საბანკო პროდუქტში არ ვარ გარკვეული და იქნებ, დამდოთ პატივი, გამარკვიოთ, წინასწარ დიდი მადლობა.

პ.ს. იმედია ვინმე გამცემს პასუხს. smile.gif

Posted by: -ilkari- 3 Mar 2012, 20:50
პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა და საზღვარგარეთის პასპორტით ხომ შემიძლია თანხის ჩარიცხვა ან სხვა რამის გაკეთება?

Posted by: berdia27 3 Mar 2012, 20:54
ფეიფალის ბარათი მაინტერესებს საქართველოში იყიდება?

Posted by: Did_Giorgi 3 Mar 2012, 23:40
-ilkari-
QUOTE
საზღვარგარეთის პასპორტით ხომ შემიძლია თანხის ჩარიცხვა ან სხვა რამის გაკეთება?

კი

berdia27
QUOTE
ფეიფალის ბარათი მაინტერესებს საქართველოში იყიდება?

არა
მეტსაც გეტყვი-არც ერთი ქართული ბანკის ბარათი არ ებმება ფეიფალს ლეგალურად

Posted by: berdia27 4 Mar 2012, 14:10
ვადიანი ანაბარი მაქ 1 წლიანი დეკემბერში გასდის ვადა მაგრამ ნაწილი ტანხისა მინდა ეხლა მოვხსნა რაიმე ჯარიმა უნდა გადავიხადო?

Posted by: Mr-Banks 4 Mar 2012, 15:37
berdia27
smile.gif
ანაბარი დაირღვევა. შგიძლია, ოვერდრაფტით უზრუნველყოფილი სესხი გააკეთო. მიმართე შენ ბანკს.

Posted by: LUCKY7 4 Mar 2012, 20:48
polpo
QUOTE
ნდობით ყველა ბანკს ვენდობი!!! ჩემთვის მთავარია იყოს მხოლოდ მაღალი პროცენტი, თუნდაც +0.01%. (მიმდინარე აქციების ჩათვლით)

ნწ ნწ no.gif

Posted by: vakhmaka 5 Mar 2012, 20:54
მაინტერესებს როგორია დანომრილი ფული და თუ შეგიძლიათ დადოთ სურათი, რა აწერია ?????? მხოლოდ ულტრა შუქზე ჩანს თუ თეთრზეც????

Posted by: sun_waiting 5 Mar 2012, 21:18
QUOTE (polpo @ 26 Feb 2012, 10:00 )
ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს და კონკრეტულად მიპასუხეთ:

ვადიანი დეპოზიტის გახსნა მინდა დოლარში (მაქსიმალური პერიოდით), რომელი ბანკი მომცემს ყველაზე მაღალ პროცენტს სარგებლის ყოველთვიური დარიცხვით?
ნდობით ყველა ბანკს ვენდობი!!! ჩემთვის მთავარია იყოს მხოლოდ მაღალი პროცენტი, თუნდაც +0.01%. (მიმდინარე აქციების ჩათვლით)

ვინც ხართ კომპეტენტური მიპასუხეთ.
წინასწარ მადლობა

ბანკის რა მოგახსენო, მაგრამ ლიბერთის აქვს საქართველოში "შვიდ ყველაზე წარმატებულ ბანკს შორის" უმაღლესი საპროცენტო სარგებლის მქონე ანაბარი +0.5 %.

პირადი ინტერესი არ მაქვს ამ ბანკისადმი, მეტიც, იქ ვმუშაობდი და საკუთარი განცხადებით წამოვედი ისე შემეზიზღა იქაურობა :/

მაგრამ რაც კარგი აქვთ ღირს დაფასება ...

ანუ მშვიდი ანაბარი იკითხე სადაც შეხვალ და რიგიც რომ იყოს წესით უკეთესად უნდა მოგემსახურონ.

Posted by: Did_Giorgi 5 Mar 2012, 23:05
vakhmaka
QUOTE
დანომრილი ფული

დანომრილში ზოგადად იგულისხმება ხოლმე კუპიურები, რომლის ნომრებიც ამოწერილი აქვს ვიღაცას წინასწარ და აინტერესებთ ეს ფული ვის ხელში მოხვდება შემდეგა და ა.შ.
დიდი ციფრები არამგონია ეწეროს ზედ biggrin.gif

Posted by: spider77 5 Mar 2012, 23:48
vakhmaka
QUOTE
მაინტერესებს როგორია დანომრილი ფული და თუ შეგიძლიათ დადოთ სურათი, რა აწერია ?????? მხოლოდ ულტრა შუქზე ჩანს თუ თეთრზეც????

გააჩნია სიტუაციას, გარდა იმისა რაც მოდერმა გიპასუხა (უბრალოდ ამოწერილი იყოს კუპიურის ნომრები და მორჩა), კიდე შეიძლება ნებისმიერი რამ ეწეროს იმ პრინციპით რაც შენ თვითონ აღნიშნნე. ანუ ეწეროს ვთქვათ "სოდ"-ი, "კუდ"-ი ან სულაც თოფურიძე ან მოგელაძე, გააჩნია რას მოიფიქრებენ ოპერაციის დამგეგმავები. თან ისე აწერია კუპიურებს, რომ მხოლოდ ულტრაიისფერი სხვივების ქვეშ გამოჩნდება.

Posted by: vakhmaka 6 Mar 2012, 09:35
მადლობა პასუხებისთვის და ამ ფულის ამოღების შემდეგ ხდება თუ არა მისი განადგურება რომ ისევ არ მოხვდეს ბრუნვაში???????????

Posted by: spider77 6 Mar 2012, 09:49
vakhmaka
QUOTE
მადლობა პასუხებისთვის და ამ ფულის ამოღების შემდეგ ხდება თუ არა მისი განადგურება რომ ისევ არ მოხვდეს ბრუნვაში???????????

ეს კითხვა ჯობია იურისტებს დაუსვა. ისე, წესით ასეთი ფული საქმეს დაერთვის როგორც ნივთმტკიცება და რათქმა უნდა არ უნდა მოხვდეს ბრუნვაში.

Posted by: sophya 6 Mar 2012, 15:33
ბანკირებო, იქნებ თქვენ იცოდეთ, როგორ დაითვლება სავალუტო პოზიცია არა ბანკისთვის?
ანუ კერძო კომპანიას აქვს აქტივები ლარში და ვალდებულებები დოლარში, შეიძლება რამდენაირად ვადიანობის მიხედვით გამიჯვნა მაჩვენებლის?
აი ვთქვათ სავალუტო პოზიცია- აქტივებში მხოლოდ ყველაზე ლიკვიდური აქტივები რომ ავიღოთ და ვალდებულებებში კიდევ- მოკლევადიანი ვალდებულება, ვთქვათ მოკლევადიანი ფეიებლები? არსებობს რამე ტერმინი მაგის?

Posted by: d1GmeLa 6 Mar 2012, 20:52
სტუდენტურზე ფული გადავრიცხე და მესიჯიც მოვიდა ეხა და ანგარიში როგორ შევამოწმო?

Posted by: kotebe1980 13 Mar 2012, 13:55
გამარჯობათ. ჩვეულებრივ swift ანგარიშზე რომ გადავრიცხო 300$ პროცენტი რამდენი დოლარი იქნება საკომისისიო. ან რომელ ბანკის მეშვეობით ჯობია გადარიცხვა დაბალი ტარიფები რომელშია უფრო? წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის
* * *
ხო ამერიკაში მინდა გადარიცხვა დამავიწყდა მითითება smile.gif
* * *
კიდე რა მაინტერესებს,თუ არის ვინმე კოპმეტენტური.რომელიმე ბანკი იპოთეკაში დებს მიწის ნაკვეთებს თბილისის გარეთ.კერძოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,30 კილომეტრია თბილისიდან.თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: hallucination 15 Mar 2012, 17:26
გამარჯობა,
TBC ბანკში ვსარგებლობდი სწრაფი განვადებით და განვადების ბარათით.სწრაფი განვადება სრულად მაქვს დაფარული და განულებულია და განვადების ბარათი რომლის ლიმიტიც არის 900 ლარი სრულად მაქვს გამოყენებული,ვიხდიდი ყოველთვიურ პროცენტს მაგრამ ნოემბრიდან პირადი პრობლემები გამო ვეღარ ვახერხებ დაკისრებული პროცენტის და ჯარიმის შეტანას დამიკავშირდა შპს ტრიბას თანამშრომელი რომელმაც დამიბარა ოფისში და გადმომცა რაღაც უწყისი სადაც მითითებული იყო რო 7 სამუშაო დღეში 3 მარტამდე უნდა დამეფარა დაკისრებული პროცენტი და ჯარიმა დაახლოებიტ 700 ლარი მაგრამ შევიტანე მხოლოდ 155...დღესაც დამირეკეს ტრიბას წარმომადგენლებმა და მთხოვენ დღის 6 საათამდე თანხის სრულად დაფარვას (1170 ლარი) მეუბნებიან რომ ბოლო ვადაა...მაინტერესებს 1)გადაუხდელობის შემთხვევაში რა პრობლემები შეიძლება შემექმნას? 2)მაქვს თუ არა შანსი პირადი მოლაპარაკების საფუძველზე თვის ბოლომდე გადავატანინო თანხის გადახდა? 3)არანაირი უძრავ/მოძრავი ქონება არ არის გაფორმებული ჩემ სახელზე.მხოლოდ განვადებით გამოტანილი ტელეფონი,რომელიც უკვე სრულადაა გადახდილი და აღარც ის ტელეფონი აღარ მაქვს უფლება აქვთ თუ არა ჩამომართვან/დამიყადაღონ ოჯახში არსებული ტექნიკა?

Posted by: sati 16 Mar 2012, 00:50
რას ნიშნავს ანაბარზე პროცენტის კაპიტალიზაცია?

ანუ მაინტერესებს სწორად გავიგე თუ არა - რამდენიმე წლიან ანაბარს თუ გავხსნი, წლის ბოლოს რომ ერიცხება % იმას დავტოვებ და მეორე წლიდან ათვლის თანხად უკვე ძირითადი თანხა +დარიცხული % იქნება და მაქიდან გამოითვლება უკვე მომდევნო წლის %? ასეა?

Posted by: Did_Giorgi 16 Mar 2012, 22:45
sati
QUOTE
ასეა?

კი
ანუ შენი პროცენტი გახდება ძირითადი კაპიტალი და დაერიცხება პროცენტები
მაგას უნდა დაუკვირდე ზოგან თვეში ერთხელ ხდება კაპიტალიზაცია, ზოგან 3 თვეში ერთხელ და შესაბამისად ზოგი 8% ჯობია 9%-ს smile.gif

Posted by: Wild Thing 20 Mar 2012, 22:51
მაინტერესებს, ეროვნული ბანკი მართლა გაუქმდა?

Posted by: Mr-Banks 21 Mar 2012, 00:19
Wild Thing

არა, რას ლაპარაკობ. .

Posted by: Wild Thing 21 Mar 2012, 16:17
Mr-Banks

მადლობა smile.gif

ჭორის დონეზე გავიგე და მინდოდა აქ დაზუსტება. მერე ითქვა რომ რეგიონებში გაუქმდა მხოლოდ..

Posted by: Mr-Banks 21 Mar 2012, 16:26
Wild Thing


ეროვნული ბანკი არის ერთი და რეგიონებში როგოპრ გაუქმდა? yawn.gif

Posted by: Wild Thing 21 Mar 2012, 16:46
Mr-Banks

აბა ეს ნახე , დაზუსტება მინდა და იმიტომ დავპოსტე აქ smile.gif

http://infokutaisi.com/forum/index.php?s=&showtopic=2732&view=findpost&p=200083

http://infokutaisi.com/forum/index.php?s=&showtopic=2732&view=findpost&p=200086

Posted by: Mr-Banks 21 Mar 2012, 17:39
Wild Thing


ფორუმი წყარო არაა.............

Posted by: Wild Thing 21 Mar 2012, 17:46
Mr-Banks

წყარო არის თქო არ მიგულისხმია, უბრალოდ იქ დაპოსტეს და აქ მინდოდა დაზუსტება მეთქი, მეტი არაფერი. smile.gif

ადრე სადაც ეროვნული ბანკი იყო ქუთაისში, იქ ახლა მუზეუმი გადაიტანეს, და ეროვნული ბანკი რომ მოვიკითხე გაუქმდაო.

გასაგებია, ესე იგი არსებობს.

მადლობა smile.gif

Posted by: leva1990 24 Mar 2012, 19:03
კომპეტენტური პირისგან მაინტერესებს კითხვაზე პასუხი..... რომელ ვალუტაში ჯობია დანაზოგის შენახვა ლარში, ევროში თუ დოლარში??? რომელია უფრო მყარი ვალუტა???

Posted by: Mr-Banks 24 Mar 2012, 21:54
leva1990


მე ფუნტში ავირჩევდი პირადად,

Posted by: არწივი9 24 Mar 2012, 22:18
შემოიხედეთ ერთი-ორი წუთით აქაც smile.gif
http://forum.ge/?showtopic=34316065&view=findpost&p=30373999

Posted by: polpo 25 Mar 2012, 16:06
ბარსელონას ნახავდით თუ ერთად მიუნხენს, ზალცბურგს და დრეზდენს???

Posted by: DIGITAL_art 27 Mar 2012, 20:11
ტაოს თემაში დავსი ეს კითხვა და რატომღაც არავინ მპასუხობს მოკლედ, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში (მარწყვი ბარათს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში) კრედიტის დაფარვა ვინმე სხვა პირს ეკისრება ანუ ახლო ნათესავს ან თავდებში მდგარ პირს თუ გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ შეიძლება კრედიტის გაუქმება?

Posted by: Slon-he 27 Mar 2012, 20:12
ევრო და დოლარი (ლართან) ზუსტად რამდენზეა, სწრაფად მიპასუხეთ რა mo.gif

Posted by: DIGITAL_art 27 Mar 2012, 20:15
ყიდვა გაყიდვა
USD 1.627 1.650
EUR 2.125 2.215

Posted by: NNina 27 Mar 2012, 20:27
Slon-he
http://currency.boom.ge/
https://www.facebook.com/media/set/?set=a.173247192733475.42768.119630781428450&type=3


Posted by: Slon-he 27 Mar 2012, 21:05
NNina
მადლობა.

Posted by: mavina 2 Apr 2012, 16:19
მინდა ვითიბი ბანკიდან სესხის გამოტანა ხელფასის ანგარიშზე, იქნებ იცოდეთ თვეში რამდენი პროცენტია გადასახადი? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 13:08
mavina
QUOTE
ბანკიდან სესხის გამოტანა ხელფასის ანგარიშზე

ხელფასის ანგარიშზე სესხის გამოტანა??? ანუ ოვერდრაფტი???

Posted by: shota199408 3 Apr 2012, 22:56
ბანკში რო შევიტანო ფული ანაბარი უნდა გავხსნა რო ფული დამერიცხოს თუ როგორ არი ფული რო შეგაქ და რო ერიცხება თანხა მაგალითად 1000ლარს 1წლის მერე რამდენი დაემატება რო შეიტანო

Posted by: Kate789 4 Apr 2012, 03:47
shota199408
გააჩნია პროცენტს, ვადას, ანაბრის ტიპს.
ბანკების საიტებზე შედი და იქ ნახე.

Posted by: paparesta 4 Apr 2012, 20:24
shota199408
QUOTE
ბანკში რო შევიტანო ფული ანაბარი უნდა გავხსნა რო ფული დამერიცხოს თუ როგორ არი ფული რო შეგაქ და რო ერიცხება თანხა მაგალითად 1000ლარს 1წლის მერე რამდენი დაემატება რო შეიტანო

მაქსიმუმ 160-163 ლარი დაგერიცხოს 1 წელიწადში 1000 ლარზე, ნუ ვადას თუ მოუმატებ ჰა ჰა 175-180 ლარამდ

Posted by: ქაფქიანა 6 Apr 2012, 23:00
თუ იცით, ჩვენს ბანკებს საფინანსო-კომერციული კავშირი ირანის ბანკებთან აქვთ?

მოგეხსენებათ ევროკავშირმა თავის ბანკებს აუკრძალა ყოველგვარი ურთიერთობის ქონა ირანის საბანკო სექტორთან და ჩვენთანაც აიკრძალა?

ანუ ფულის გადარიცხვა მჭირდება ირანში. ჩემს მეგობარს უნდა უფრო სწორად. ლიტვიდანაა და ახლა ირანშია. ჰოდა ოჯახი უგზავნის გარკვეულ თანხას და ლიტვიდან ვერ გაუგზავნის და მე მენდობა. ლიტვიდან მე გადმომირიცხავენ და აქედან მე გადავრიცხავ ირანში.

Posted by: INA-INA 7 Apr 2012, 00:41
ქაფქიანა

ოოო smile.gif რთული საკითხია. ჯობია ჯერ ბანკებში გაარკვიო გააგზავნი თუ არა, და მერე გადმოაგზავნინო ფული.

Posted by: ქაფქიანა 7 Apr 2012, 00:53
INA-INA

ჰო მეც მასე ვფიქრობ. ხვალვე წავალ ბანკებში. მეთქი-აქ ეცოდინებოდა ვინმეს.

Posted by: Ch0pin 7 Apr 2012, 13:43
გამარჯობათ. სამომხმარებლო სესხის აღება მინდა და მაქვს ასეთი სიტუაცია: ხელფასს ვიღებ ხელზე (500 ლარს), ასევე მყავს მანქანა, რომელიც გაქირავებულია და თვეში მიხდიან 400 ლარს და ასევე მაქვს გზავნილები (ათენიდან), თვეში 400-500 ევრო. მინდა დაახლოებით 2500 $. რომელ ბანკში შეიძლება ავიღო სესხი, ასეთი შემოსავლები რომ გაითვალისწინონ?

Posted by: paparesta 7 Apr 2012, 20:04
QUOTE
ანუ ფულის გადარიცხვა მჭირდება ირანში. ჩემს მეგობარს უნდა უფრო სწორად. ლიტვიდანაა და ახლა ირანშია. ჰოდა ოჯახი უგზავნის გარკვეულ თანხას და ლიტვიდან ვერ გაუგზავნის და მე მენდობა. ლიტვიდან მე გადმომირიცხავენ და აქედან მე გადავრიცხავ ირანში.

რა გაუჭირდა ასეთი ლატვიაში იყო ტუ სადაც აეღო ერთი ვიზა ან მასტერქარდი და ბანკომატების მეტი რა არის ირანში, ასეთ სასაცილო სიტუაციაში კაცი რომ მოხვდეს კაი მონდომება უნდა, ნუ ერთი სიტყვით სასაცილო სიტუაციაა ნაღდად

Posted by: white 17 Apr 2012, 12:01
უცხოურ ბანკში (გერმანია, ბრიტანეთი, შვეიცარია ან US) შესაძლებელია ანგარიშის გახსნა საქართველოდან?


ასევე მაინტერესებს ბარათის აღება თუა შესაძლებელი (მაგრამ ეს მეათე ხარისხოვანია, არაა აუცილებელი ეს სერვისი)

Posted by: Kate789 17 Apr 2012, 15:03
white
QUOTE
უცხოურ ბანკში (გერმანია, ბრიტანეთი, შვეიცარია ან US) შესაძლებელია ანგარიშის გახსნა საქართველოდან?

არა.

Posted by: white 17 Apr 2012, 16:13
Kate789
იქ უნდა ცხოვრობდ ეთუ უბრალოდ ჩასვლაც ეყოფა ?

რომ ჩავიდე გავხსნა ანგარიში და წამოვიდე უკან

Posted by: Kate789 17 Apr 2012, 19:07
white
მგონი იქაური მოქალაქე უნდა იყო.

Posted by: XFX 17 Apr 2012, 19:16
გამარჯობა

ამერიკულ ბარათზე აქედან გადარიცხვა რა საკომისიოებს მოითხოვს და რა დრო სჭირდება თანხის დასმას ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: bel-505 17 Apr 2012, 19:28
white
გერმანიაში სტუდენტური ვიზით გახსნი, ტურისტულით ზოგი ბანკი ხსნის , ზოგი არა.
ჩაუსვლელად მე უარი მითხრეს.

Posted by: paparesta 17 Apr 2012, 21:39
XFX

QUOTE
ამერიკულ ბარათზე აქედან გადარიცხვა რა საკომისიოებს მოითხოვს და რა დრო სჭირდება თანხის დასმას ხომ ვერ მეტყვით?

15 $ იწყება და მაქს 20 $ ნუ თანხიდან გამომდინარე , swift არის მგონი და 0.2 % ია თანხის , სიჩქარე შეიძლება 2 დღე დააგვიანდეს საკორესპონდენტო ბანკებზეა დამოკიდებული, მაგათ გარეშე თუ გაუშვებ შიძლება იმ დღესვე დაირიცხოს , სხვა გზაც არსებობს ისე ბანკებში სირბილის გარეშე მაგრამ ეგ ცოტა სხვა თემაა
* * *
QUOTE
უცხოურ ბანკში (გერმანია, ბრიტანეთი, შვეიცარია ან US) შესაძლებელია ანგარიშის გახსნა საქართველოდან?


ვერც ერთ ბანკში აქედან ანგარიშს ვერ გახსნი მით უმეტეს არარეზიდენტი ეგ არის ზღაპარი, თუ იქ ოფიციალური სტატუსით იქნები შეგიძლია ანგარიშის გახსნა ნუ ეგეც რა თქმა უნდა 1-2 დღეში ვერ გაკეთდება
Kate789
QUOTE
მგონი იქაური მოქალაქე უნდა იყო.

მოქალაქეობა არ არის საჭირო არანაირად ბინადრობაც ყოფნის მაგალითად : ლტოლვილს სტატუსი თუ გაქვს თვითონ გიხსნიან ანგარიშ ბაკსი და დახმარების ფულსაც იმაზე გირიცხავენ ნუ ქვეყანას და კანონმდებლობას გააჩნია. მოქალაქეობა რომ აუცილებელი იყოს ეგეთი რამე 100 % ვიცი არ ჭირდება

ნუ 500 $ თუ გაქვს ობშორულ ზონაში ანგარიშს კი არა შენ სახელზე ბანკს გახსნი , სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდება yes.gif http://en.wikipedia.org/wiki/Offshore_bank ამ ლინკზე ცოტა წაიკითხე ინფო სვეიცარიაც არის ჩამონათვალში ასე რომ წარმატებები

Posted by: XFX 17 Apr 2012, 22:28
paparesta

პეიპალის პონტში მიკეთებენ მგონი ამერიკულ ბარათს და მაგიტომ მაინტერესებდა smile.gif ანუ არ ღირს ხომ?

Posted by: paparesta 17 Apr 2012, 22:41
XFX
QUOTE
პეიპალის პონტში მიკეთებენ მგონი ამერიკულ ბარათს და მაგიტომ მაინტერესებდა  ანუ არ ღირს ხომ

შენ ტუ გიღირს ეგაა საქმე , გააჩნია 1 ჯერადად იყენებ თუ სერიოზუ საქმეზე გჭირდება, თუ იშვიათად გამოიყენბ საკომისიოები იმ ბარათზე ფულის გადარიცხვა კი მოგწერე ცოტა დიდია ასე რომ მაგას ჯობია უკრაინაში მოიძიო ნაცნობი ეგ ბევრად იაფი და მოსახერხებელი ქნება ნებისმიერ თანხაზე საკომისიო 3 $ დოლარია გადარიცხვაზე იქაურ ბარათზე

Posted by: XFX 18 Apr 2012, 00:40
paparesta


გავითვალისწინებ smile.gif მადლობა

Posted by: shota199408 22 Apr 2012, 23:09
მაინტერესებს საქართველოდან უცხოურ მასტერკარდზე როგორ უნდა ჩარიცხო ფული მასტერკარდის ნომერს ეტყვი მარტო და ჩარიცხავენ?დაახლოებით 100ლარზე რამდენ პროცენტს წაიღებს ბანკი??

Posted by: Mr-Banks 23 Apr 2012, 01:51
shota199408

ანგარიშის რეკვიზიტებია საჭირო. ყველა ბანკს ტავისი ტარიფი აქვს. 0.2% მინიმუმ 15-20$-ია გადარიცხვის საკომისიო.

100 ლარს ვერ გადარიცხავ. უცხოურ ვალუტაში უნდა მოხდეს გადარიცხვა

Posted by: shota199408 23 Apr 2012, 16:40
Mr-Banks


ანგარიშირს რეკვიზიტებში რა შედის? მარტო ბარათის ნომერი არ ეყოფა და ვის სახელზეც არი?

Posted by: Mr-Banks 23 Apr 2012, 16:46
shota199408


ანგარიშის რეკვიზიტებში შედის:

სახელი, გვარი
ბანკის სვიფტ კოდი
ანგარიშის ნომერი
ანგარიშის ვალუტა
შუამავალი ბანკის მონაცემები (დასახელება, სვიფტი)

Posted by: pusho13 27 Apr 2012, 20:31
საკრედიტო ესპერტის ფუნქციები და მოვალეობა რა არის ? და ოფისში ზის თუ უწევს აქეთ-იქეთ სიარული ?

Posted by: pusho13 29 Apr 2012, 14:34


აქ ვინმეს შუძლია პასუხი გამცეს ? sad.gif

Posted by: kolopolo 29 Apr 2012, 14:44
კიევიდან თბილისში, ფულის გადმოგზავნა ვესტერნით ჯობია თუ ჩვეულებრივი ანგარისზე ჩარიცხვით?

იქ გამომგზავნს რაიმე სეზღუდვა ხო არ აქვს კანონმდებლობით და თანხის რაოდენობაზეც

Posted by: Mr-Banks 30 Apr 2012, 00:26
pusho13

სესხების გაცემა;
მის დაფარვაზე მონიტორინგი, ანუ პორტფელის შენარჩუნება და მის გაზრდაზე ზრუნვა;
შეიძლება, მოუწიოს გასვლამაც;
კლიენტების მოზიდვაც შედის მოვალეობებში.

kolopolo

თანხის ოდენობას გააჩნია..........

Posted by: shota199408 30 Apr 2012, 02:58
ერთი ანაბარზე მაინტერესებს ეს არის ბანკის პროცენტი ,სარგებელი
12 თვე 12.50% ეურო როცა შეგაქვს და ვთქვათ 500ეურო შევიტანე 12თვის მერე გამოვიტან 625ეუროს???თუ რაიმე აკლდება კიდე

Posted by: Mr Adam 1 May 2012, 12:12
ამერიკიდან ჩვეულებრივ გადმორიცხავენ ფულს ჩვენს ანგარიშზე ხო?

მომიტევეთ ძალზედ პრიმიტიული შეკითხვისთვის user.gif

Posted by: Mama_Basili 1 May 2012, 21:31
ევროპის რომელიმე ბანკში შემიძლია საბანკო ანგარიში გავხსნა დისტანციურად? ძალიან მაინტერესებს და იქნებ ვინმე დამეხმაროს

Posted by: shota199408 2 May 2012, 20:27
უბრალოდ მაინტერესებს ბანკი რო გახსნა ლიცენზია რა ჯდება და სააქციო საზოგადოება უნდა იყოს ჩამოყალიბებული?

Posted by: tseke 5 May 2012, 15:50
მაინტერესებს ესპანეთიდან თანხის გადმორიცხვა გზავნილით ჯობია თუ ანგარიშზე დარიცხვით?

Posted by: Mr-Banks 5 May 2012, 16:19
Mama_Basili

დისტანციურად კი არა, ჩასვლითაც არ გაგიხსნიან, თუ ცხოვრების უფლება არ გაქვს.

Mr Adam

რა თქმა უნდ. ამისთვის რეკვიზიტები უნდა მიაწოდო სწორად.

tseke

გააჩნია, იქიდან გადმორიცხვაზე რა ტარიფია. ვესტერნი გაცილებით სწრაფია, მაგრამ ვფიქრობ, ცოტათი ძვირი.


Posted by: cin_namon 7 May 2012, 12:44
უბრალოდ ისე/...

აი ეხლა მიყვებოდა ჩემი თანამშრომელი ეს ტესტირება, ესაო ისაო, ამდენი მოთხოვნები, ასეთ დონეზე კონტროლი ზედამხედველობა


როგორ უძლებთ???

ბედნიერი ვარ, რომ ბანკში არ ვმუშაობ.

რა დონის ტერორია, გული შემიწუხდა

Posted by: NikoloZoid 7 May 2012, 13:17
play it fucking loud

6თვეში ერთხელ საკვალიფიკაციო ტესტირება

70%ზე დაბალს თუ აიღებ ეგრევე გიშვებენ biggrin.gif

მარა თუ მუშაობ და რაღაც,მინიმუმ 90უპრობლემოდ იღებენ

თუ 95ზე მეტი აიღე 2საგანში,მაშინ შემდეგ ტესტს გამოტოვებ. ანუ წელიწადში 1 მოგიწევს

Posted by: cin_namon 7 May 2012, 13:32
NikoloZoid

ეგ ერთი და კიდე შარვალი რა ფერის გაცვია, თმა როგორ გაქვს დავარცხნილი, გოგოებს ლიფი რა ფერის აცვიათ,
მერე ეს მითიური კლიენტები, რა ფაილებს ხსნი კომპიუტერში, ვის რას წერ....OMG არა რა.....ნამეტანია biggrin.gif

Posted by: NikoloZoid 7 May 2012, 13:54
play it fucking loud

ჰო,ტანსაცმლის მხრივ გოგონები შარში არიან biggrin.gif ბიჭები იმდენად არა..შავი შარვალი და ღია ფერის პერანგი. ეგაა სულ givi.gif

QUOTE
მითიური კლიენტები


მიუხედავად ძალიან პატარა გამოცდილებისა,ამათ უკვე ვცნობ თითქმის ყოველთვის biggrin.gif

Posted by: cin_namon 7 May 2012, 13:58
NikoloZoid
და სად პოულობენ ამათ?



Posted by: NikoloZoid 7 May 2012, 14:20
play it fucking loud

მაგდენი აღარ ვიცი biggrin.gif მაგაზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ,შერჩევასა და მომზადებაზე

Posted by: spider77 8 May 2012, 22:49
NikoloZoid
QUOTE
მაგაზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ,შერჩევასა და მომზადებაზე


"მოდულის" შენობაში გადიან 3 თვიან კურსებს .... fingal.gif

Posted by: Kate789 9 May 2012, 04:47
play it fucking loud
NikoloZoid
მართლაც რომ ტერორია. biggrin.gif

თუმცა ისეთი თანამშრომლებიც არიან, რომლებიც ჯინსებითაც დადიან. არ მოეთხოვებათ დრეს-კოდი. smile.gif

Posted by: NikoloZoid 9 May 2012, 18:08
Kate789

შაბათობით არის ხოლმე შედარებით მსუბუქი დრეს კოდი.. სათაოში ჯინსებით მოსულა biggrin.gif

Posted by: shota199408 9 May 2012, 20:57
მაინტერესებს სასესხო კომპანია რო ჩამოაყალიბო რა არი საჭირო სესხები რო გაცე მარტო შ.პ.ს რო იყო საკმარისია ?რაიმე ლიცენზია ხო არ უნდა??

Posted by: Mama_Basili 11 May 2012, 23:18
Mr-Banks
QUOTE
დისტანციურად კი არა, ჩასვლითაც არ გაგიხსნიან, თუ ცხოვრების უფლება არ გაქვს.

ნამდვილად ვიცი რომ აქვთ ზოგიერთ ბანკს ეს სერვისი დისტანციურად.
წინა კვირას დავრეგისტრირდი hsbc-ს საიტზე და მეორე დღეს დამირეკეს ინგლისიდან, მართალია დავიტანჯეთ მეც და ისიც მარა მგონი რომ ეს ბანკი იძლევა ექაუნტის გახსნის საშუალებას
http://www.expat.hsbc.com/1/2/your-application
მგონი ამ ინგისურ ბანკსაც აქვს იგივე სერვისი
http://www.lloydstsb-offshore.com/international-current-accounts/apply/?WT.ac=PIALP_Prod_Topbtn

Posted by: ცოტნე_91 12 May 2012, 18:22
კორსტანდარტ ბანკიდან ebanking-ით ონლაინ გადარიცხვა სხვის ანგარიშზე სხვა ქართულ ბანკზე როგორ უნდა? user.gif თუ დამიPMებთ გამიხარდება smile.gif

Posted by: Kate789 13 May 2012, 04:50
NikoloZoid
QUOTE
შაბათობით არის ხოლმე შედარებით მსუბუქი დრეს კოდი.. სათაოში ჯინსებით მოსულა

ნუ ეგ კი.
მაგრამ კვირის დღეებშიც დადიან ჯინსებით biggrin.gif
და მე ვთვლი, რომ არაფერი არ არის ამაში კატასტროფული.

Posted by: Mr-Banks 13 May 2012, 23:50
Mama_Basili

თუ გახსნი ანგარიშს, მადლობელი დაგრჩები, თუ მეც მეტყვი. smile.gif



ცოტნე_91



დიჯიპასი გაქვს? smile.gif

Posted by: nutsiko 14 May 2012, 00:44
დღეს კრედიტინფოდან მომივიდა ელ.ფოსტაზე შეტყობინება, რომ ერთი დღით გადავაცილე განვადების ბარათზე თანხის შეტანა. ახლა გამარკვიეთ, უკვე შავ სიაში (შავი სია და ჯანდაბა) ვარ? sad.gif მითხარით, რომ არა რაა sad.gif

Posted by: Did_Giorgi 14 May 2012, 00:55
nutsiko
QUOTE
არა

QUOTE
არა

QUOTE
არა

30 დღეზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში გადადის ფიზიკური პირი კრედიტინფოში და ყველაზე მთავარი - კრედიტინფო იმეილებს არ აგზავნის smile.gif
(აქამდე არ გზავნიდა ყოველ შემთხვევაში)

Posted by: ცოტნე_91 14 May 2012, 04:07
Mr-Banks
QUOTE
დიჯიპასი გაქვს? 


არა მარტო პაროლი მაქვს user.gif username and password user.gif ეგრე ვერა?

Posted by: nutsiko 14 May 2012, 09:10
Did_Giorgi
თუ არ აგზავნის, აბა, სად ჯანდაბიდან მომივიდა?

Creditinfo@tbcbank.com.ge - თიბისის კრედიტ ინფოა?

Posted by: Mr-Banks 14 May 2012, 10:10
ცოტნე_91

სამწუხაროდ ეგრე ვერა.



nutsiko


მეც მომივიდა ეგეთი მეილი ადრე და არ მიაქციო ყურადღება. ტექსტში წერია რამე? ჩემთან არაფერი ეწერა

Posted by: nutsiko 14 May 2012, 12:15
Mr-Banks
ეწერა კი. ციფრები ვიცანი მხოლოდ biggrin.gif ჩემს დავალიანებაზე შეხსენება იყო.

ოი, როგორ დამღალა თიბისიმ, როგორ facepalm.gif

Posted by: Did_Giorgi 14 May 2012, 22:48
nutsiko
QUOTE
Creditinfo@tbcbank.com.ge

მაგას თიბის გზავნის ფაქტია
კრედიტინფოც დასახელებაში იმიტომ წერია, მომხმარებელი რომ დაზაფროს და შეატანინოს თანხა biggrin.gif
არ ვიცოდი ეგ მეილი
ფსიქოლოგიური მომენტი აუთვისებიათ აშკარად.

Posted by: Mr-Banks 15 May 2012, 00:16
nutsiko

რამ დაგღალა? გადასახდელი რომ გაქვს, არ იხდი და შეტყიბინებას გიგზავნიან? სასწუალი რა. biggrin.gif

Posted by: nutsiko 15 May 2012, 15:37
Mr-Banks
კარგი, გეხვეწები, ნუ თამაშობ უცხოპლანეტელის როლს biggrin.gif

წაიკითხე ზემოთ რა დავწერე? დამღალა თიბისისთან ურთიერთობამ და საქმეების გარჩევამ. თორემ გადასახდელი რომ უნდა გადაიხადო და თავზე ხელს არავინ გადაგისვამს, ეს არახალია, ძველია და კარგად ვიცი.

სხვათა შორის, თიბისიმ დაკისრებული ჯარიმა უკან დამიბრუნა. მიხვდნენ შეცდომას და თურმე არც ისე უსაფუძვლოდ ვლაპარაკობ, რომ ვლაპარაკობ.

Posted by: danpali 15 May 2012, 15:44
Mr-Banks
გინდა გაცინო? საქართველოს ბანკში ვიღებ ხელფასს. საკრედიტო ბარათიც საქართველოს ბანკში მაქ აღებული. როდესაც ხელფასს ვიღებ, სახელფასო ბარათიდან საკრედიტოზე ირიცხება კრედიტის ნაწილი. პლიუს პროცენტიც. მაგრამ შევატყე რომ ზედმეტი თანხა მიდიოდა. გავარკვიე და ასე მითხრეს ეს საკომისიოაო. რას ქვია საკომისიო? biggrin.gif როდესაც ერთსა და იმავე ბანკში ხორციელდება ოპერაცია, რა საკომისიოზეა საუბარი? რომ ვუჩივლო ვის ვუჩივლო, თორემ სუფთა თაღლითობაა ეგ. yes.gif

Posted by: Mr-Banks 15 May 2012, 16:16
nutsiko

ხელშეკრულებას ხელი ხომ მოაწერე? რა არის აქ დასაღლელი? შეასრულე ხელშეკრულება და პრობლემა იქნება ნოლი. ერთადერთხელ მქონდა პრობლემა ტაოსთან და დავასრულე, მაგრამ მაგ ბანკთან ყველას პრობლემა აქვს.

ჯარიმა რომ დაგიბრუნეს, ეს არის ბანკის კეთილი ნების გამოვლენა და არა აბნკის მხრიდან შეცდომის აღიარება.


danpali


ეს არის ხელშეკრულებიდან გადახვევა და არა - თაღლითობა.


Posted by: nutsiko 15 May 2012, 16:37
Mr-Banks
არ ვაპირებ შენთან კამათს და არც იმის გარჩევას, რას მოვაწერე ხელი და რას არა.

არც თიბისის ჭირდება შენი ადვოკატობა.

თიბისი რა ჩიტიცაა, ვიცი ძალიან კარგად.


Posted by: GioL01 15 May 2012, 16:49
ყველგან ერთი დაიგივე რატო ხდება, არ მოგწონს და ნუ აიღებ ამ სესხს, გაძალებს ვინმე? ეს ბანკია წითელი ჯვარი კი არა, საკომისიოებიც აქვს და პროცენტებიც. თან თავიდან ყველა "მილინკია" სანამ აიღებს რამე სასესხო პროდუქტს და აიღებს და აღარ მოსწონს ეს საკომისიოები... smile.gif)))) წინასწარ ნახეთ რაზე აწერთ ხელს, არ გაწყობს? წადი ძმაო... smile.gif))))

Posted by: nutsiko 15 May 2012, 17:06
GioL01
შენი კომენტარები აკლდა აქაურობას.

ყველა პროფესორი როგორაა ამ დალოცვილ ქვეყანაში მოკლედ...

Posted by: GioL01 15 May 2012, 17:11
nutsiko
ჰაჰაააა უკაცრავად smile.gif))))))) გეთანხმები ყველას პროფესორობის საკითხში wink.gif

Posted by: nutsiko 15 May 2012, 17:15
GioL01
ცალსახად, არავინ აპროტესტებს იმას, რომ როცა სესხია, უნდა გადაიხადო. აქ საუბარია ბანკის მხრიდან უსინდისო საქციელზე.

მადლობა ღმერთს, რომ ყველა ბანკთან დავასრულე საკრედიტო/სასესხო ურთიერთობა და მხოლოდ ხელფასზე მიწევს ბანკში შესვლა. smile.gif

Posted by: Mr-Banks 15 May 2012, 17:21
nutsiko


აქ სწორედ ამისთვის ვარ, რომ შეუსაბამო პოსტებს გამოვეხმაურო. რაც შეეხება ჯარიმას,დარწმუნებული ხარ, რომ დაგიბრუნდა? თუ კამათი არ გსურს, მაშინ ნუ წერ საკამათო საკითხს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად:

1. მხარეები თავად დებენ ხელშეკრულებებს.

2. ასევე, ყოველი ვალდებულება მოითხოვს ჯეროვან შესრულებას.

თუ აქ რაიმე არ მოგწონს, მაშინ უნდა აღძრა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე პარლამენტის წინააღდეგ აღნიშნულ მუხლებზე, როგორც კონსტიტუციისთვის შეუსაბამო.

რა არის აქ საკამათო?


კიდევ იძახი, ბანკია უსინდისოო. არ არის ბანკი ვალდებული, გამოგიგზავნოს შეტყობინება. ბანკი ვალდებული იყო, მოეცა შენთვის ხელშეკრულება, რომელსაც თავადაც დაეთანხმე.

თუ რაიმე არ მოგწონს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, დაწერე პრეტენზია ბანკში ან თავად ეროვნულში.


Posted by: nutsiko 15 May 2012, 17:31
Mr-Banks
ძალიან დიდი ბოდიში, შენ ვერ შეგეკითხები, სად რა დავწერო. მაქვს თავისუფლება.

ასე თავგამოდებით არ ჭირდება თიბისის შენი დაცვა.

სადაც საჭიროა, ყოველთვის გამოვხატავ ჩემს აზრს, მათ შორის ბანკშიც და ნამდვილად არ მჭირდება სწავლება, სად როგორ უნდა მივმართო და ვის.

ასე რომ... ასე მწვავედ ნუ რეაგირებ, როცა თიბისიზე თუნდაც კრიტიკული ან ცუდი რამ დაიწერება. ჯერ ძალიან შორსაა თიბისი იდეალურობამდე და მრავლადაა ხარვეზი.

პ.ს. ვიკამათებ ნებისმიერთან საგნობრივად და არგუმენტირებულად და არა იმასთან, ვისთვისაც ელემენტარული კრიტიკა მიუღებელია და მხოლოდ კარგის მოსმენა სურს საკუთარ ბანკზე. ასე თიბისი შორს ვერ გაფრინდება.

Posted by: GioL01 15 May 2012, 17:37
თუ შეუძლია ვინმეს რომ დამეხმაროს, მჭირდება ინტერნეტ ბანკინგი ორგანიზაციაზე, რომელსაც ყავს ორი განმკარგველი (ანუ დამოუკიდებლად ვერ ახორციელებენ ოპერაციებს). ააქვს რომელიმე ბანკს მსგავსი მომსახურება?

Posted by: Mr-Banks 16 May 2012, 01:08
nutsiko

ეს არის უსაფუძვლო კრიტიკა, თორემ რაც საფუძვლიანი იყო, იმაზე უმოკლეს ვადებში დაგეხმარნენ ბანკიდან.


ასე რომ, დავიცვათ ხელშეკრულების პირობები და მისი დაუცველობით გამოწვეულ სიძნელეებზე, ნუ აღვშფოთდებით.

რაც გინდა, ის წერე, მაგრამ თუ იმას დაწერ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, უკუ-პასუხსაც უნდა გაუძლო.

იდეალურობამდე შენ ახლოს ხარ? რა არის საერთოდ იდეალურობა? ძალიან სუბიექტური სიტყვაა "იდეალური" და შენთვის იდეალური არ ნიშნავს ყველასთვის იდეალურს.

შენი გადმოსახედიდან, შეიძლება, იდეალური იყოს ფაქტი, როდესაც არღვევ ხელშეკრულებას და აქეთ გიხდიან პროცენტებს. drug.gif lol.gif





Posted by: danpali 16 May 2012, 01:14
Mr-Banks
QUOTE
ეს არის ხელშეკრულებიდან გადახვევა და არა - თაღლითობა.

თაღლითობა არ გინახია შენ როცა ხელშეკრულებას აწერენ ხელს? თაღლითობა განა მაინცდამაინც აშკარა გაბითურებაა ადამიანის. მე ვაწერ ხელს მაგრამ ის რომ კანონს არღვევს ზუსტად მაშინ როცა ასეთ ხელშეკრულებას მაწვდის? biggrin.gif ხელშელრულებაში გიწერია კარგად წაიკითხეო. ეს არის გამიზნული თაღლითობა, იმენა თაღლითობა. როცა მე ბანკმა წამართვა საკომისიო, მან უკანონოდ მიითვისა ჩემი ქონება, ეს კიდევ ცალკე დანაშაულია. smile.gif

Posted by: Mr-Banks 16 May 2012, 01:20
danpali

მუხლი 180. თაღლითობა (28.04.2006. N2937)
1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.


ხელშეკრულება თუ კანონს არ ეწინააღდეგება, ის ვერ ჩაითვლება მოტყუებად. გადაცდომა ხელშეკრულებიდან უნდა დარეგულირდეს სისხლით ან სამოქალაქოთი, გამომდინარე გადაცდომის ხარისხიდან.

საკომისიოს არა სწორად ჩამოჭრა, რამდენადაა თაღლითობა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

Posted by: danpali 16 May 2012, 01:37
Mr-Banks
QUOTE
ხელშეკრულება თუ კანონს არ ეწინააღდეგება, ის ვერ ჩაითვლება მოტყუებად. გადაცდომა ხელშეკრულებიდან უნდა დარეგულირდეს სისხლით ან სამოქალაქოთი, გამომდინარე გადაცდომის ხარისხიდან.

ხელშეკრულება კანონიერად არ ჩაითვლება იმიტომ რომ არაკანონიერია როცა ერთსა და იმავე ბანკში, საბანკო ოპერაციებისთვის მოითხოვ საკომისიოს გადახდას. მე რომ განვაცხადო რომ არ ვიცოდი თუ საკომისიო წესით არ უნდა მეხადა მეთქი? და რომც მცოდნოდა, შენ მაინც ხომ ცდილობ ამ ხელშეკრულებით გამაცურო?

საკომისიოს ჩამოჭრაა უკვე არასწორი ადამიანო. biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 16 May 2012, 02:08
danpali

და ვინმემ გითხრა, რომ საკომისიოს არასწორად ჩამოჭრა სწორია, ადამიანო?

არ არის სწორი!

QUOTE
საკომისიოს არა სწორად ჩამოჭრა, რამდენადაა თაღლითობა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

Posted by: GioL01 16 May 2012, 10:37
danpali

რატომ არის საკომისიოს ჩამოჭრა არასწორი? ეს არის საფასური გარკვეული მომსახურებისთვის. დამისახელეთ ერთი კომერციული ორგანიზაცია რომელიც უფასოდ გემსახურებათ. და კიდევ ერთი, სესხის აღების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა ბანკი გითვლის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და შეგიძლია საკომისიოებისა და ყოველგვარი სესხის აღებასთან დაკავშირებულ ხარჯთან მიმართებაში განსაზღვრო რა არის რეალური საპროცენტო განაკვეთი წინასწარ, სესხის აღებამდე. არაერთი ბანკის საკრედიტო ბარათით და სესხით მისარგებლია, მაგრამ არავის "გავუცურებივარ".

Posted by: danpali 16 May 2012, 11:50
GioL01
QUOTE
რატომ არის საკომისიოს ჩამოჭრა არასწორი? ეს არის საფასური გარკვეული მომსახურებისთვის. დამისახელეთ ერთი კომერციული ორგანიზაცია რომელიც უფასოდ გემსახურებათ.

რა მომსახურეობა. ხელფასის ბარათიდან ავტომატურად იქვითება თანხა და გადადის საკრედიტო ბარათზე. ეს სერვისი გავააქტიურე და ამაში თანხაც გადავიხადე და ზუსტად იმიტომ რომ ვინც მიკეთებდა ამ ბარათს მან მითხრა რომ ამ შემთხვევაში არანაირ ზედმეტ ხარჯს არ გადავიხდიდი და სხვათაშორის მაშინ არც დავუკვირდი მითხა რომ არ გადავიხდიდი საკომისიოს. facepalm.gif და მაინც რაღაც საკომისიოს ახსენებენ.
მომსახურეობას რაც შეეხება არაა მასე როგორც ამბობ შენ.

Posted by: shota199408 16 May 2012, 22:31
მაინტერესებს ქართულ ბანკებს რომელი ქვეყნიდან აქვთ გადმოღებული მაგალითად ერთი ფორმა, ბანკს მისი ფერი რო აქ როგორც თიბისი და საქართველოს ბანკებს აქვთ .მე იტალიაში ბანკებთან მქონია შეხება მაგრამ საქართველოში როგორც არი ისეთი არსად მინახია, იტალიაში არავინ მოვა და გკითხავს შესვლისთანავე რაიმე ხომ არ გჭირდებათ რით შემიძლია დაგეხმაროთო ,ფორებზე და ერთნაირ ფერზე ზედმეტია ლაპარაკი და ბანკში რომ შეხვალ არც სილამაზე და კომფორტია შიგნით

Posted by: Kate789 16 May 2012, 22:44
shota199408
ვერ მივხვდი, რას გულისხმობ.
ანუ ცუდია, რომ გეკითხებიან შესვლისას, რა გინდაო???

Posted by: nutsiko 16 May 2012, 22:59
Mr-Banks
შენთან კამათს და საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

შენ გინდა მხოლოდ ვაქო და ვადიდო შენი თიბისი ბანკი, ნურას უკაცრავად!

ცოტა მეტი მედეგობა მართებს ამ განყოფილებას კრიტიკისადმი და სირაქლემის პოზიციის გაზიარება არაა გამოსავალი, როცა ბანკში პრობლემაა.

ნუ მიმტკიცებ კიდევ ერთხელ იმ ჭეშმარიტებას, რაც თავისთავადია. თურმე ხელშეკრულება უნდა შეასრულო და პირობები დაიცვა. მართლა? კი არ ვიცოდი აქამდე, რომ არ გეთქვა. მადლობა განათლებისთვის.

რადგან პრინციპი გაქვს ასეთი, რომ ბოლო სიტყვა შენზე უნდა იყოს, მიდი, თქვი და დასრულდეს ეს უაზრო კამათი. საერთოდ არაფერი უნდა დამეწერა იქ, სადაც აზრი არ აქვს და მით უმეტეს შენთან კამათს არანაირი შედეგი არ მოჰყვება. მაინც ვერაფერს გაიგებ, რასაც ვამბობ, ისევე, როგორც ვერაფერი გაიგე, რა დავწერე და რატომ დავწერე.

ადიოს!




Posted by: Mr-Banks 16 May 2012, 23:46
nutsiko



კვლავ დემაგოგია! რამდენჯერ მითხარი, რომ აზრი არ ჰქონდა კამათს? lol.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 10:19
Mr-Banks
ბოლო სიტყვა შენზეა-მეთქი, სწორად მიფიქრია. ასეც ვიცოდი, აბა, როგორ იქნებოდა?! შენ უნდა დაასრულო გამოსვლა.

კამათს მიღმა იმაზე მეტი დასკვნა გავაკეთე, რაც საჭირო იყო.

თიბისის ხელწერა შეიმჩნევა აქაც და ფილიალშიც.



Posted by: gio_cxel 17 May 2012, 13:16
მდაააა. აქ რა კამათები ყოფილა biggrin.gif დებატები biggrin.gif ადამიანი მუშაობს ბანკში და იცავს შესაბამისად და დაიცავს მომავალშიც, რა გიკვირთ? smile.gif აღარ იმუშავებს და მერე უკმაყოფილო იქნება დროთაგანმავლობაში biggrin.gif smile.gif საბანკო სექტორი რო ერთი დიდი აფიორაა საკრედიტო კუთხით ახალი ამბავია ? ? გეუბნებიან 20%-ს და რეალურად იხდი 35-ს biggrin.gif smile.gif კარგით რა..

Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 13:57
nutsiko


შენი ხელწერაც შეინიშნება, კერძოდ, უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოთქვამ. არღვევ ხელშეკრულებას და იღებ ჯარიმას! არ მოგწონს რაიმე?


gio_cxel

მაგისთვის არსებობს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ყველა ბანკი გასცემს.

Posted by: nutsiko 17 May 2012, 14:08
Mr-Banks
არ შემარჩინო ახლა ერთი სიტყვა! ასეთი კეთილგანწყობილი ხარ ბანკში კლიენტებთანაც? თუ არ გიწევს ხალხთან ურთიერთობა?

სასიამოვნო იქნებოდა შენთან მუშაობა, ხომ იცი... facepalm.gif

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დავწერე, მაინც შენ ვერაფერი გაიგე, რა დავწერე. ელემენტარულად არ გესმის, მე რა პრეტენზია მქონდა და მადანაშაულებ იმაში, რაც თავისთავადია.

ამიტომაა ამდენი ,,კმაყოფილი'' კლიენტი რომ გყავთ თიბისის და კიდევ ბევრი მოგემატებათ, სანამ კლიენტის მოსმენას არ დაიწყებთ.


Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 14:19
nutsiko


ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ გააჩნია უკმაყოფილების მიზეზს. მე არაფერში გადანაშაულებ. ეს პროკურატურის პრეროგატივაა. მე შენთან კამათი მაქვს იმის გამო, რომ აბსოლიტურად არა რეალურ და საფუძველს მოკლებულ ფაქტებს წარმოაჩენ. ბანკმა შეიძლება სმს გამოგიგზავნა, მაგრამ ოპერატორმა გაჭედა იქნებ. დარწმუნებული ხარ ამაში?

ამიტომ გეუბნები (არა მხოლოდ მე, სხვებმაც აღნიშნეს), რომ თავად უნდა იყო დაინტერესებული ხელშეკრულების შესრულებით. ბანკიც თავის მხრივ, ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულება.

QUOTE
სასიამოვნო იქნებოდა შენთან მუშაობა, ხომ იცი... 

QUOTE
ინგლისურში მომზადება.


ხო, მშურს შენი მოსწავლეების. biggrin.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 14:25
Mr-Banks
ოჰოჰოჰოოოოოო! ,,მშურს შენი მოსწავლეების".... tongue.gif დარწმუნებული ხარ, რომ მე ვამზადებ? სადაა შენი ლოგიკა და უნარები?

ბანკში მუშაობის დაწყებამდე უნარები და მათემატიკა ჩააბარე თუ ჯერ კიდევ იმ დროიდან მუშაობ, როცა გამოცდები არ ბარდებოდა და ახლობლობა-ნაცნობობით მიიღებოდნენ?

Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 14:32
nutsiko

აჰ, ანუ შუამავალი ხარ. biggrin.gif ძალიან კარგია, რომ არ ამზადებ, მაინც ვერაფერს ასწავლიდი. biggrin.gif და უნარებში რას გულისხმობ? მკითხაობას? biggrin.gif უნდა გამოვიცნო, რითი არსებობ? givi.gif

ხო, შენმა კლიენტებმა მასწავლეს უნარები. biggrin.gif bis.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 14:59
Mr-Banks
კარგია, რომ უპასუხოდ არ დამტოვე, თორემ ვიფიქრე, რა დაემართა ამ პატიოსან კაცს, სიტყვები ხომ არ შემოაკლდა-თქო.

შუამავალიო... biggrin.gif ერთი შენ ხარ თიბისის ვარსკვლავი და მეორე - მე ვერ ვასწავლიდი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უნარები ვითომ არ იცი თუ მივიღეთ მამა აბრამის ბატკნის სახე?
შენი გამოცნობაღა მაკლია, მე რითი ვარსებობ. ბანკში არ გასწავლეს, რომ ფინანსებსა და პირად შემოსავლებზე ადამიანებს არ ეკითხებიან? თუმცა გააჩნია ბანკსაც და ორგანიზაციულ კულტურას.

მე კლიენტები არ მყავს, ბანკში არ ვმუშაობ და ამდენი ხანი თუ მხოლოდ იმიტომ მეპაექრები, რომ ბანკთაშორისი შუღლი გამოძრავებს, შეგეშალა. ინტუიციამ გიმტყუნა. wink.gif

ახლა გააგრძელე პოსტები, არ ჩააგდო, მე ბატიბუტს მოვიმარჯვებ და სეირს ვუყურებ.

Posted by: gio_cxel 17 May 2012, 15:14
QUOTE (nutsiko @ 17 May 2012, 14:59 )


ახლა გააგრძელე პოსტები, არ ჩააგდო, მე ბატიბუტს მოვიმარჯვებ და სეირს ვუყურებ.

lol.gif givi.gif ..................................................

Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 15:22
nutsiko
QUOTE
ერთი შენ ხარ თიბისის ვარსკვლავი და მეორე - მე ვერ ვასწავლიდი.    უნარები ვითომ არ იცი თუ მივიღეთ მამა აბრამის ბატკნის სახე?
შენი გამოცნობაღა მაკლია, მე რითი ვარსებობ. ბანკში არ გასწავლეს, რომ ფინანსებსა და პირად შემოსავლებზე ადამიანებს არ ეკითხებიან? თუმცა გააჩნია ბანკსაც და ორგანიზაციულ კულტურას.


ანუ თუ შენ ასწავლიდი, მეც ვარსკვლავი გამოვდივარ? bis.gif შენ ამოსაცნობად უნარები არ მჭირდება, აშკარად დიდი ნაკლი იქნებოდა. biggrin.gif

QUOTE
ბანკში არ გასწავლეს, რომ ფინანსებსა და პირად შემოსავლებზე ადამიანებს არ ეკითხებიან?


მაგას ბანკში არ ასწავკლიან ჭკუის კოლოფო. და ვინ გკითხა შემოსავალზე რაიმე? biggrin.gif ბიპოლარულ-აფექტური აშლილობა ხომ არ გაქვს? lol.gif

QUOTE
ბანკთაშორისი შუღლი


ლექსიკონშია შესატანი. biggrin.gif


QUOTE
გამოძრავებს


მგონი, პირველ პირში უნდა გეთქვა. biggrin.gif

QUOTE
ხლა გააგრძელე პოსტები, არ ჩააგდო, მე ბატიბუტს მოვიმარჯვებ და სეირს ვუყურებ.


ძალიან ნუ გასუქდები, არაა საჭირო. biggrin.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 15:25
Mr-Banks
შენ ახლა შეურაცხყოფაზე გადადიხარ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს შენს პიროვნებაზე.

Posted by: shota199408 17 May 2012, 16:03
Kate789

ცუდი კი არა ასეთი კარგი სისტემა საიდან აქვთ გადმოღებულითქო

Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 16:19
nutsiko

QUOTE
შენ ახლა შეურაცხყოფაზე გადადიხარ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს შენს პიროვნებაზე.



რაც დათესე

QUOTE
ბანკში მუშაობის დაწყებამდე უნარები და მათემატიკა ჩააბარე თუ ჯერ კიდევ იმ დროიდან მუშაობ, როცა გამოცდები არ ბარდებოდა და ახლობლობა-ნაცნობობით მიიღებოდნენ?


ის მოიმკე. wink.gif

შენ პიროვნებას მიხედე, სანამ ამაზეც დაგაჯარიმეს lol.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 16:24
---------------------------------

Posted by: Did_Giorgi 17 May 2012, 22:02
nutsiko
Mr-Banks
kargit! Exla shuqi araa da mobilurit mezareba. Tu kide gaagrdzelebt, mova albat shuqi da pativiscema chemze iyos :-) p.s. Ise ukve uazrobaze kamatze daxvedit. Agar gaagrdzelot, gtxovt

Posted by: nutsiko 17 May 2012, 22:48
Did_Giorgi
მე არა მასწ. იმან დაიწყო.

ზემოთ შეხედე, პოსტიც კი წავშალე და დავასრულე მასთან სჯა-ბაასი. ბასტა!
მე ვწყვეტ მასთან ყველანაირ ,,დიპლომატიურ'' ურთიერთობას.

Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 22:59
lol.gif lol.gif


აბა, ვარღვევთ ხელშეკრულებას, არ ვიხდით ჯარიმას, მივირთმევთ პოპკორნს lol.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 23:20
Mr-Banks
მომაშორეთ ეს კაცი, თორემ გადავირევი.

lol.gif lol.gif

პ.ს. ჯარიმაც გადახდილია, ხელშეკრულებაც შესრულებული და ბარათი დახურული და პოპკორნიც დასრულდა.

Posted by: Mr-Banks 17 May 2012, 23:31
nutsiko

ძალიან კარგი! მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამ ფაქტს. biggrin.gif

Posted by: FedEx 18 May 2012, 00:06
თუ გაქვს ბანკის სესხი და არ იხდი ან ვერ იხდი, ქონება არ გაქვს, ცხოვრობ მშობლების ბინაში.

რა ბერკეტი აქვს ბანკს ფულის ამოღების?
შეუძლიათ რომ მშობლების ქონებას შეეხონ?

Posted by: NikoloZoid 18 May 2012, 00:28
FedEx

თუ
QUOTE
ქონება არ გაქვს, ცხოვრობ მშობლების ბინაში.


მაშინ ბანკის სესხი ნაკლებად სავარაუდოა რომ ჰქონდეს ვინმეს biggrin.gif

Posted by: sophya 18 May 2012, 16:33
ასეთი რაღაც მაინტერესებს,
ვისაც ბანკის სალაროსთან ან საკასო ოპერაციებთან გქონიათ შეხება, ან უბრალოდ სხვა ორგანიზაციაში ნაღდ ფულთან შეხება-

რამე მანუალი არსებობს, რის მიხედვითაც შეიძლება თანამშრომლებმა იხელმძღვანელონ ყალბი დოლარების გამოსავლენად?

რა დამცავი მექანიზმები აქვს დოლარის კუპიურებს?

სამწუხაროდ ეროვნულ ბანკში ეგ ინფორმაცია ვერ მოვიძიე, მათ აქვთ მხოლოდ ლარის კუპიურებზე პლაკატის სახით გაკეთებული: ჩამოწერილი აქვთ ის ნიშნები, რაც უნდა ახასიათებდეს ნამდვილ კუპიურას ყალბისგან განსხვავებით.

დოლარზე იგივე როგორ მოვიძიო?

Posted by: GioL01 18 May 2012, 16:39
sophya
დოლარის შემთხვევაში როგორც ვიცი არის გასანათებელი "ულტრა" და იმაში ამოწმებენ ყალბია თუ არა. ულტრაიისფრად ანათებს თუ არ ვცდები და ყველა მოლარეს აქვს

Posted by: sophya 18 May 2012, 16:41
GioL01
ხო მაგრამ რა განმასხვავებელი ნიშნები უნდა :გამონათდეს”?
როგორ ატრენინგებენ მოლარეებს, რა წესებს ასწავლიან, ეგ მაინტერესებს.
სად მოვიძიო ეგ ინფორმაცია?

Posted by: GioL01 18 May 2012, 16:47
განმასხვავებელი ნიშნები არ ვიცი, ეროვნულში ატარებენ ამაზე ტრენინგებს, თუ არ ვცდები კვირაში ერთხელ და იქ ასწავლიან, სერტიფიკატსაც აძლევენ

Posted by: spider77 18 May 2012, 17:29
NikoloZoid
QUOTE
თუ
QUOTE
ქონება არ გაქვს, ცხოვრობ მშობლების ბინაში.



მაშინ ბანკის სესხი ნაკლებად სავარაუდოა რომ ჰქონდეს ვინმეს

მე მქონდა, ეხლაც მაქვს და მომავალშიც მექნება (ალბათ) ...... givi.gif

Posted by: NikoloZoid 18 May 2012, 19:30
GioL01

დოლარი ულტრაში არ ანათებს. უბრალო თეთრ სინათლეზე დამცავი ძაფის დანახვა შეიძლება მხოლოდ. ისე კუპიურასაც გააჩნია.ასევე ხელით შეხებისას მეტალიზირებული საღებავით არჩევენ. ტრენინგები სხვაგანაც ტარდება.ბანკს გააჩნია

sophya

ფულის ნიშნების ტრენინგები უტარდება ყველას,ვისაც აქვს შეხება ფულთან. მოლარესაც და მოლარე ოპერატორსაც.. სახელმძღვანელოები კონფიდენციალურია რა თქმა უნდა


ზოგადად დოლარს არ აქვს ბევრი დამცავი ნიშანი. ყველას ნახვა თუ გინდა მაშინ სპეციალური გამადიდებელი უნდა დაიხმარო და ა.შ

spider77

წარმატებას გისურვებ biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 19 May 2012, 01:53
sophya
QUOTE
სად მოვიძიო ეგ ინფორმაცია?

http://www.wikihow.com/Detect-Counterfeit-US-Money
http://www.accubanker.com/docs/verify_en.pdf

Posted by: sophya 19 May 2012, 10:36
Did_Giorgi
დიდი მადლობა, ნამდვილად გამოადგება. უვკე ვაპირებდი ფედისთვის მიმეწერა biggrin.gif
აქაც გავიკითხავ ბანკებში და იქნებ რამე პლაკატის სახით გავაკეთო smile.gif

Posted by: shota199408 21 May 2012, 15:14
ბანკში გირაოდ რომ ჩადო ქონება ,ეს ქონება უცხოეთში რო იყოს ბანკი დათანხმდება??

Posted by: Mr-Banks 21 May 2012, 15:23
shota199408


არ დათანხმდება, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. რომ არ გადაიხადო სესხი, იმ ქონებას როგორ გაგიყიდის ბანკი, ან როგორ დაეუფლება? smile.gif

Posted by: shota199408 21 May 2012, 15:57
Mr-Banks

კიდე მაინტერესებს მაგ დროს ბანკები რამდენად აფასებენ ქონებას ვთქვათ ღირს 800 000 ამის მესამედს მოგცემენ??

Posted by: Mr-Banks 21 May 2012, 16:13
shota199408


უფრო ხშირად მესამედია, მაგრამ კლიენტს და შემოსავლებს გააჩნია.

Posted by: Did_Giorgi 21 May 2012, 23:50
shota199408
QUOTE
ღირს 800 000

ეს ღირს ძალიან სპეციფიური ცნებაა
შენთვის შეიძლება ღირს, მაგრამ საბაზრო ფასი სხვა იყოს, აბსოლუტურად განსხვავებული
მოკლედა მაგას რომ თავი გავანებოთ -
QUOTE
ვთქვათ ღირს 800 000 ამის მესამედს მოგცემენ??

მარტო უზრუნველყოფა არაფერია
შემოსავლის წყარო უნდა აჩვენო ბანკს, საიდანაც აპირებ გადახდას
ისე მარტო კერძო პირები და ''ზოგიერთი''ბანკის იპოთეკური ლომბარდი იძლევა სესხს, რასაც არ გირჩევ

Posted by: volkanoo 22 May 2012, 16:55
მინდა იპოთეკური სესხის აღება ფიზიკური პირისგან, ვინმე დამეხმარეთ

Posted by: Kate789 22 May 2012, 18:27
volkanoo
QUOTE
იპოთეკური სესხის აღება ფიზიკური პირისგან

ასეთი რამ არამგონია მოახერხო.
იქ უზრუნველყოფა, იქ პროცენტები, იქ ვადები.

Posted by: Did_Giorgi 22 May 2012, 23:33
volkanoo
QUOTE
მინდა იპოთეკური სესხის აღება ფიზიკური პირისგან, ვინმე დამეხმარეთ

არ აიღო კიდე გეუბნები
დაიღუპავ თავს
მაგას ჯობია გაყიდო ეგ ბინა ეხლავე

Posted by: pucukia 23 May 2012, 09:48
პავლოვზე რო დოლარის გადასახურდავებელი ჯიხურებია, მანდ დიდი რაოდენობით ვალუტის ყიდვა საშიში ხო არაა?

კურსი კარგია ბანკებთან შედარებით, მაგჰრამ რამდენად ხარ ადამიანი დაცული გაყალბებული ვალუტისგან?

Posted by: ONikusha 24 May 2012, 19:51
ლიდერბეთს რა ჭირს ვინმემ ხო არ იცით.ან ვინმეს გიხსნით საიტს?

Posted by: lilythedoll 28 May 2012, 04:46
გამარჯობათ,

მაინტერესებს როგორ ხდება მანქანის განვადებით გამოყვანა საქართველოში, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქე არ ვარ და მინდა ჩემ მშობლებისთვის გამოვიყვანო რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეები არიან. მაქვს თუ არა ამის უფლება ? და თუ მაქვს როგორი პროცედურაა თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფო ?

დიდი მადლობა

smile.gif

Posted by: Mr Adam 29 May 2012, 14:32
ინტერნეტ შოპინგისათვის რომელ ბარათს მირჩევთ?

კერძოდ ამაზონიდან მინდა გამოწერა smile.gif


Posted by: Mr-Banks 29 May 2012, 14:49
Mr Adam


თიბისის აქვს სპეციალურად ამისთვის ბარათი http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: სურამელი 29 May 2012, 14:53
ინტერნეტში ინგლისურის თვითმასწავლებელი არავინ იცით?smile.gif

Posted by: მეკობრე 29 May 2012, 22:14
ერთ-ერთ რუსულ საიტზე გარკვეული მომსახურების საფასურად ითხოვენ ანგარიშის შევსებას შემდეგი სამი საშუალებით:
http://image.geotorrents.com/
რომელია საქართველოს პირობებში ყველაზე რეალური და იოლი? smile.gif

Posted by: GURAMI19 31 May 2012, 14:15
მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს. ონლინ ვიყიდე ვენეცია-ბარსელონას თვითმფრინავის ბილეთები. მერე ამ კომპანიამ გააუქმა ფრენა იმ დღეზე რომელზეც მე ვიყიდე და შემომთავაზა სხვა დღე ან თანხის დაბრუნება. მე არ მაწყობდა შემოთავაზებული დღე და მთლიანი თანხის დაბრუნება მოვთხოვე. ეხლა მაინტერესებს ეს თანხა როდის დამიბრუნდება ანგარიშზე ? ავიაკომპანიაში დავრეკე და მითხრეს მაქსიმუმ 2 კვირაშიო. რა უბედურებაა მართლა ამდენი ხანი უნდა ?

Posted by: Did_Giorgi 31 May 2012, 18:36
მეკობრე
რაღათქმაუნდა ვიზა/მასტერქარდ ბარათებით გადახდა (საკრედიტო/სადებეტო ბარათები)
ისე მე შენ ადგილას არ ვენდობოდი მაგ საიტს smile.gif
ძალიან ცუდად გამოიყურება გადახდების ველი

Posted by: GURAMI19 31 May 2012, 19:12
Did_Giorgi


ამ საიტიდან ვიყიდე. ალ იტალიას შვილობილი კომპანიაა რა. http://flyairone.com/EN-EU/

Posted by: სურამელი 1 Jun 2012, 12:54
ორი თხოვნა მაქვს.
1. სონი ვეგასის სამონტაჟოს გაკვეთილები არის სადმე?
2. ინგლისურის თვითმასწავლებლის ლინკი არ მოგეპოვებათ?
შეიძლება სხვაგან უნდა დავსვა ეს კითხა

Posted by: dinamosfan 1 Jun 2012, 19:51
საქართველოში ჯერ ჯერობით რომ არ ხორციელდება და საზღვარგარეთ პოპულარულია მაგდაგვარი საბანკო პროდუქტები ხომ არ იცით რაიმე?? ან თუ იცით წყარო რომ დამიდოთ

Posted by: japshal 1 Jun 2012, 20:40
საფრანგეთში მინდა ევროს გადარიცხვა საქართველოდან. ვიცი საფრანგეთში ბანკის SWIFT და. IBAN. ჩვენი ბანკები (BANK REPUBLIC და TBC BANK ) ამ მონაცემებს არ ჯერდებიან და მთხოვენ ბანკის დასახელებას და მისამართს საფრანგეთში და ასევე საფრანგეთში ანაგარიშის სახელს – Beneficiary account name - ს, იმისთვის რომ ფული ზუსტად დანიშნულების ადგილზე მივიდეს. მე როგორც ვიცი ეხლა ევროს გადასარიცხად მხოლოდ SWIFT და IBAN - ია საჭირო. არა და ელექტრონული ფოსტით მომივიდა ფორმა რომელშიც მხოლოდ SWIFT და IBAN - ია მითითებული. მივწერე და მესამე დღეა პასუხი არ მიმიღია, არა და გადარიცხვა ამდენს ვერ ითმენს. რა ვქნა რას მირჩევთ? ყოფილხართ ვინმე მსგავს სიტუაციაში?

ვიპოვე ვებ გვერდი თემასთან დაკავშირებით: http://www.swiftbic.com/what-is-bank-swift-code.html
რამდენად სანდოა?

წინასწარ გიხდით მადლობას პასუხებისთვის

Posted by: ._. 2 Jun 2012, 01:38
japshal
სვიფტი და იბანი საკმარისი ინფოა (სვიფტით ბანკის დასახელების დადგენა ძალიან მარტივია) -- თუ გაგიჭედეს ფილიალის მენეჯერი მოითხოვე და უთხარი რომ დებილი კადრები ყავთ!!!
ან აქვე თიბისის და რესპუბლიკის თრედებზე დაპოსტე და პიემით დაგეხმარება ვინმე

Posted by: TAT_TAT_TAT 2 Jun 2012, 18:32
პრო-კრედიტის სახელფასო ბარათიდან, ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით თიბისის iCard ზე გადავრიცხავ? და პროცენტები დამაკლდება? sad.gif(( მიპასუხეთ რაააა

Posted by: TylerDurden 2 Jun 2012, 19:23
ვინმემ ხომ არ იცით კონსტანტაში SME ექსპერტის ანაზღაურება დაახლოებით რამდენია?

Posted by: Kate789 2 Jun 2012, 19:39
TAT_TAT_TAT
პროკრედიტში დარეკე და გეტყვიან.
საერთოდ საბარათედან გადარიცხვები არ ხდება ხოლმე, თუმცა ყველა ბანკში ასე არის. ამიტომაც სჯობს, რომ დარეკო პკბ-ში და გაარკვიო.
QUOTE
პროცენტები დამაკლდება?

პროცენტი ნებისმიერ შემთხვევაში დაკლდება, როდესაც ერთი ბანკის ანგარიშიდან მეორეში რიცხავ.

TylerDurden
ზოგადად ხელფასის ოდენობები კონფიდენციალურია ხოლმე.
dinamosfan
უმჯობესი იქნება, თუ გუგლში მოძებნი მსგავს ინფორმაციებს.
სურამელი
QUOTE
შეიძლება სხვაგან უნდა დავსვა ეს კითხა

კი ნამდვილად.

Posted by: TylerDurden 2 Jun 2012, 20:05
QUOTE (Kate789 @ 2 Jun 2012, 19:39 )
TylerDurden
ზოგადად ხელფასის ოდენობები კონფიდენციალურია ხოლმე.

givi.gif საქართველოში კონფიდენციალური, მთლიან სახელფასო ფონდს არ გაიგებ თუ გინდა
კაი მაშინ სხვანაირად ვიკითხავ 1000+ ხომ მაინც არის? არავინ აღარ მუშაობს მანდ ჩემი რომ გავარკვევინო

Posted by: Kate789 2 Jun 2012, 21:19
TylerDurden
ზოგადად შეკითხვა ხელფასის ოდენობის შესახებ ითვლება უტაქტო შეკითხვად.
ეს ისეთია, ვინმეს რომ ჰკითხო, შხაპს რამდენჯერ იღებ კვირის განმავლობაშიო.
შესაბამისად, მე არასოდეს გამჩენია მსგავსი შეკითხვა.

Posted by: PULSE 2 Jun 2012, 22:59
ონლაინ შოპინგისთვის რომელ ბარათს მირჩევთ?

სხვა არაფრისთვის მინდა, ხანდახან მჭირდება ხოლმე რამის გამოსაწერად ან Digital პროდუქციის საყიდლად mo.gif

Posted by: Kate789 2 Jun 2012, 23:04
PULSE
http://www.cartubank.ge/index.php?m=626

Posted by: TylerDurden 3 Jun 2012, 13:59
QUOTE (Kate789 @ 2 Jun 2012, 21:19 )
TylerDurden
ზოგადად შეკითხვა ხელფასის ოდენობის შესახებ ითვლება უტაქტო შეკითხვად.
ეს ისეთია, ვინმეს რომ ჰკითხო, შხაპს რამდენჯერ იღებ კვირის განმავლობაშიო.
შესაბამისად, მე არასოდეს გამჩენია მსგავსი შეკითხვა.

უბრალოდ მაინტერესებს ტყუილად ვწერე ტესტები და უნდა ვირბინო გასაუბრებაზე თუ ღირს ჩალიჩად biggrin.gif
თუ 800 ლარია არ მაინტერესებს ეს პოზიცია თუ 1200 შეიძლება დავინტერესდე თუ 1500+ მაშინ ძალიან მაინტერესებს. მემგონი თავიდანვე გასაგებად დავწერე რა მინდოდა

თორემ არავის ხელფასი არ მაინტერესებს საკუთარის გარდა და არც არავის ვეკითხები პირადად smile.gif

Posted by: Kate789 3 Jun 2012, 15:56
TylerDurden
QUOTE
1200

მეეჭვება მაგდენი იყოს.
ნაკლები იქნება.

Posted by: Kate789 4 Jun 2012, 12:49
აგერ არის თემა და აგერ იკითხე, გადეხმარებიან. http://forum.ge/?f=62&showtopic=34192758

ან კონკრეტულად რომელიმე ბანკის თემაში იკითხე.

Posted by: Mr-Banks 4 Jun 2012, 16:19
PULSE

QUOTE
ონლაინ შოპინგისთვის რომელ ბარათს მირჩევთ?

სხვა არაფრისთვის მინდა



http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

სპეციალურად მაგისთვისაა. 2 წლიანი კლასიკი. წელიწადში საკომისიო 10$ და თუ 22 წლამდე ხარ, მაშინ წელიწადში 5$-ია საკომისიო.


ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი უფასოდ და + თანხა შეგაქვს თიბისი PAY-ს ტერმინალებიდან ბანკში მისვლის გარეშე.


ონლაინ შევსება http://tbcbank.ge/ge/online_forms/icard/


ერთხელ მოგიწევს ბანკში მისვლა, ბარათის ასაღებად.

ბარათს რომ აიღებ, ბანკომატში ჩადე და ბალანსი შეამოწმე (გასააქტიურებლად).

Posted by: WiSpEr 15 Jun 2012, 16:20
გამარჯობათ, თანხა მაქვს გასაგზავნი ანგარიშზე უნდა დაჯდეს 18 ევრო გერმანიაში საბუთზე მომთხოვეს და მაინტერესებს რომელ ბანკს ექნება ყველაზე დაბალი საკომისიო საქართველოს ბანკმა 50$ მითხრა sad.gif ქართუმ 25 ევრო
უფრო იაფად ვერსად ვიზავ ?

Posted by: Kate789 15 Jun 2012, 16:30
WiSpEr
უფრო იაფად გზავნილები სცადე აბა.

Posted by: GeezerButler 17 Jun 2012, 01:46
ესეთ ფულს დამიხურდავებენ სადმე? ყაზახური ტენგე არი ოღონდ ძველი დიზაინით, 1999 წლის.

user posted image

Posted by: bachoo_i 19 Jun 2012, 10:42
ყველაზე ლიკვიდური აქტივების ჩამონათვალი მჭირდება, თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ?

Posted by: Mr-Banks 19 Jun 2012, 14:08
bachoo_i

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=19419

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

Posted by: alex_b 21 Jun 2012, 23:17
თუ ვინმემ იცით, არსებობს თუ არა კანონი ამოუღებელი სესხების ჩამოწერის შესახებ?
თუ სწორად ვიცი თუ ბანკმა ვერ მოახერხა 3 წლის განმავლობაში ფულის ამოღება, ვალდებულია ჩამოწეროს
გთხოვთ ვინმე კომპეტენტურს გამცეთ პასუხი.
პირადში უკეთესი იქნება

Posted by: ერთი 28 Jun 2012, 10:44
საქართველოს ბანკიდან დამირეკა ვიღაც გოგომ,მთავაზობენ რაღაც ამერიკან ექსპრესის დებიტორულ ბარათს,მირეკლამა 5 წუთი კაკ მინიმუმ biggrin.gif
რა პონტია ვინმემ ამიხსენით რა ,ოღონდ საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა smile.gif

Posted by: Mr-Banks 29 Jun 2012, 14:09
ერთი

მეც შენს დღეში ვარ და ბოლოს ვუთხარი, რომ სმარტ ბარათზე უფრო ბევრი გროვდება-მეთქი და მაინც, იმედს ვიტოვებ, თუ აიღებთო. biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 30 Jun 2012, 00:38
Mr-Banks
QUOTE
მეც შენს დღეში ვარ და ბოლოს ვუთხარი

შენი პოზიცია არ ითვლება ბანკს, ხო იცი შენც რატომაც smile.gif

Posted by: momxmarebeli129 1 Jul 2012, 22:17
მაესტრო ბარათი მაქვს და CVC2 არსად აწერია როგორ გავიგოო?
ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა არის მარტო.
ბერძნული მაესტროა


Posted by: K8be 6 Jul 2012, 22:19
ერთი კითხვა მაქ, ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ არ ვმუშაობ და რომელიმე ბანკში 200 ლარის სესხს არ მომცემენ?

Posted by: tete- 9 Jul 2012, 23:22
ბინაზე სესხის დამტკიცებას რა პერიოდი უნდა??\წინასწარ მადლობა

Posted by: Kate789 10 Jul 2012, 00:32
momxmarebeli129
მაესტროს სავარაუდოდ არც ექნება ეგ.
ელექტრონის დონის ბარათია და იმიტომ.

K8be
არამგონია.

Posted by: InfectedMono 25 Jul 2012, 15:29
QUOTE (alex_b @ 21 Jun 2012, 23:17 )
თუ ვინმემ იცით, არსებობს თუ არა კანონი ამოუღებელი სესხების ჩამოწერის შესახებ?
თუ სწორად ვიცი თუ ბანკმა ვერ მოახერხა 3 წლის განმავლობაში ფულის ამოღება, ვალდებულია ჩამოწეროს
გთხოვთ ვინმე კომპეტენტურს გამცეთ პასუხი.
პირადში უკეთესი იქნება

ეროვნული ბანკის #350 ბრძანება კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შესახებ არეგულირებს ბანკის მიერ ვადაგადაცილებულ სესხებზე ზარალის აღიარებას.

6. სესხის დაფარვისა და სხვა აქტივების ამოღების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა
ჩამოწერონ „უიმედოდ“ კლასიფიცირებული აქტივები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგების რეზერვი მისი
დადებეტებით და აქტივის ანგარიშის დაკრედიტებით.
7. ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადახდის შეუძლებლობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად.
აღნიშნული ვალი უნდა დარჩეს სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან ხუთი
წლის განმავლობაში. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები როგორც ვადაგადაცილებული პროცენტის, ისე
ძირითადი თანხის ამოსაღებად. ასეთ აქტივზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ,
პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება გარესაბალანსო ანგარიშზე, რათა კვლავ ხდებოდეს მიმდინარე
ვალდებულების შესაფერისი ასახვა.
10. თუ მოვალე არ გადაიხდის ჩამოწერილ სესხს 5-წლის განმავლობაში, სესხის როგორც ძირითადი თანხა,
ისე პროცენტები, გაუქმებული იქნება სპეციალური გარესაბალანსო უწყისის ანგარიშიდან ბუღალტრული
სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით, რაც არ ნიშნავს სესხის ამოღების პროცედურების
შეწყვეტას.

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2012, 18:16
alex_b
InfectedMono

დავამატებ,

სამოქალაქო კოდექსის თანახმადვე, თუ ბანკმა სასამართლოს არ მიმართა ვადაგადაცილებიდან 3 წლის მანძილზე, მას ეკარგება სესხის მოთხოვნის უფლება (სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა). სასამართლოს მიერ გამოცემული აღსრულების ფურცლის აღსრულების მაქსიმალური ვადაა 10 წელი (საერთო ხანდაზმულობის ვადა).

შესაბამისად, სესხის ამოღების სამართლებრივი მოთხოვნის ვადა შეადგენს მაქსიმუმ 3 წელს. ხოლო მისი გამოყენების შემთხვევაში, ეს ვადა გრძელდება პირველი ვადაგადაცილებიდან 10 წლამდე.

Posted by: GeezerButler 28 Jul 2012, 19:36
QUOTE (GeezerButler @ 17 Jun 2012, 01:46 )
ესეთ ფულს დამიხურდავებენ სადმე? ყაზახური ტენგე არი ოღონდ ძველი დიზაინით, 1999 წლის.

user posted image

არ იცით არავინ?

Posted by: bel-505 29 Jul 2012, 21:20
GeezerButler
საქართველოს ბანკში გადაგიცვლიან, აეროპორტში უეჭველი და მგონი პუშკინის 3-შიც.

Posted by: GeezerButler 30 Jul 2012, 01:50
bel-505

ძველი გამოშვება როა მაინც გადამიცვლიან?

Posted by: bel-505 30 Jul 2012, 20:15
GeezerButler
ხოო, აი ეგ საკითხავია. ახლანდელი კურსით 2 ლარი უწევს, მაგათ საოცარი ინფლაცია ქონდათ ესე მახსოვს. ქოლცენტრში დარეკეთ, თვითონ დაგიზუსტებენ სალაროში.

Posted by: GeezerButler 1 Aug 2012, 13:45
bel-505

1400 მაქ ანუ დაახლოებით 14 ლარის. სად არ ვიყავი და ძველს არსად არ იღებენ, არც საქართველოს ბანკში sad.gif

Posted by: cesdeba 8 Aug 2012, 09:57
დოიჩე ბანკის ბარათით თბილისში ფულის გამოტანა სად შეიძლება ბევრი პროცენტი რომ არ წაიღოს?

Posted by: Did_Giorgi 11 Aug 2012, 15:03
cesdeba
ერთიდაიგივე ტარიფი იქნება ყველა ბანკომატში.
ტარიფს ბარათის გამომცემი ბანკი ადგენს

Posted by: S_H_A_D_O_W 15 Aug 2012, 21:43
გამარჯობათ.
მაინტერესებს ეგვიფტური გირვანქის ლარზე ან დოლარზე გადახურდავება სად შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: Spellbound 16 Aug 2012, 21:08
თუ იცით ვინმემ მითხარით ავლაბრიდან გამრეკელის 47ა-სთან რა მარშრუტი მიდის? ხვალისთვის დამიბარეს საქართველოს ბანკში გასაუბრებაზე და არ ვიცი ეგ სადაა. სათაო ოფისი გაგარინზეა და გამრეკელის 47 ვეძებე ნეტში, მაგრამ ვერ ვიპოვე

Posted by: Did_Giorgi 17 Aug 2012, 00:56
Spellbound
ნუცუბიძის ქუჩას უნდა გაუყვე თითქმის ბოლომდე
დელისის ზევით საბაგიროებს ეძახიან, იმას გაცდები, მერე რესტორანი ქვევრია ნუცუბიძის მეორე თუ მესამე მიკროს ასახვევში იმასაც გაცდები და ბოლოს ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან ჩამოხვალ, ეგაა სადღაც ვაჟა-ფშაველას ძეგლის მოპრდაპირედ, ოღონდ ნუცუბიძეზე. მანდ მარჯვნივ აუხვევ და მისული ხარ რა.
პ.ს. წარმატებები

Posted by: exploit 19 Aug 2012, 23:43
japshal
moneybookers-ით ისარგებლე ხოლმე ძალიან დაბალი ტარიფები აქვთ
მანიბუქერსის ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვა 50 ცენტი ჯდება

თანაც ირიცხება მომენტალურად...

Posted by: exploit 19 Aug 2012, 23:48
vigo363
moneybookers.com მომენტალური გადარიცხვა და 50 ცენტი საკომისიო
მიმღებსაც უნდა ქონდეს მანიბუქერსის აქაუნთი

Posted by: NikoloZoid 20 Aug 2012, 00:44
GeezerButler

პუშკინზე მიდი და გადაცვლიან..თუმცა 99წლის მემგონი არ მიიღება,არ მახსოვს

Posted by: qicina 25 Aug 2012, 13:19
სალდო, დებეტი და კრედიტი. რას ნიშნავს ესენი? ეკონომისტი არ ვარ და ცოტა გასაგებ ენაზე და პატარა მაგალითებით თუ ამიხსნით კარგი იქნება.

Posted by: ბინლადენი 28 Aug 2012, 10:28
სახელფასო ბარათზე ფული რო ჩავრიცხო შეიძლება ?

Posted by: shota199408 1 Sep 2012, 21:05
მაქვს საქართველოს ბანკის მაქსიმა ბარათი.იტალიიდან ჩამირიცხეს თანხა ,მივედი ბანკომატში და დამხვდა იმ თანხის ნახევარი .რაღაც ნაწილი გამოვიტანე დღეს შევამოწმე და 500ლარი არის მიმატებული იმ თანხაზე კიდევ არ არი იმდენი რამდენიც უნდა იყოს და ეს რა მომსახურებაა თქვენც თუ შეგქმნიათ ესეთი პრობლემები

Posted by: Mr-Banks 3 Sep 2012, 17:19
ბინლადენი
QUOTE
სახელფასო ბარათზე ფული რო ჩავრიცხო შეიძლება ?


რა თქმა უნდა. ანგარიშის რეკვიზიტები უნდა იცოდე ამისთვის, რომლის აღებაც შეგიძლია ბანკში ან თუ ბანკინგი გაქვს, პირდაპირ ნახავ ბანკში მისვლის გარეშე.


shota199408

ესე ძნელია რაიმეს თქმა, ბანკში უნდა მიხვიდე პირადობით და ოპერატორი აგიხსნის ყველაფერს.

Posted by: TAT_TAT_TAT 8 Sep 2012, 17:33
1000 ლარიანი ხელფასით რამდენად ლოგიკურია 4000 $ მომცეს სამომხმარებლო რომელიმე ბანკმა? თავდებების და მაიმუნობების გარეშე ...

Posted by: gigajoj 9 Sep 2012, 13:00
ე.ი. ერევანში ვეძებ ბინას სომხურ საიტზე და სომხურ ფულში არ ვარ გარკვეული...
იქნებ დამეხმაროთ...
აი მაგ: http://www.real-estate.am/rent/apartment/searchw/15071/e
აი ეს ბინა რამდენი ღირს ჩვენს ფულზე?

Posted by: Mr-Banks 9 Sep 2012, 13:28
gigajoj


http://www.nbg.ge/index.php?m=582

აქ ნახავ ყველა ვალუტის კურსს ლართან მიმართებაში


450 დოლარი იქნება და არა - ეროვნული ვალუტა. ისე, 2.25 ლარი გამოდის 450 დრამი biggrin.gif

Posted by: spider77 12 Sep 2012, 00:00
gigajoj
QUOTE
ე.ი. ერევანში ვეძებ ბინას სომხურ საიტზე და სომხურ ფულში არ ვარ გარკვეული...


მაგარი ადგილია, ცენტრია ... up.gif

Posted by: Makulatura 17 Sep 2012, 16:27
რამოდენიმე კითხვა მაქვს ბანკის შესახებ და იქნებ ვინმე გამომეხმაუროს

Posted by: Mr-Banks 17 Sep 2012, 17:03
Makulatura


დასვი კითხვები და გიპასუხებთ ჩვენი ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში

Posted by: Makulatura 17 Sep 2012, 17:39
Mr-Banks
პმ ნახე თუ შეიძლება smile.gif)

Posted by: Did_Giorgi 17 Sep 2012, 23:45
Makulatura
ალბთ ძალიან პირადული იყო თორემ ბანკის შესახებ ზოგადად მაინც თემაში კითხულობენ user.gif
თუ რამე ვერ გაარკვიე, მეც მკითხე
შევეცდები დაგეხმარო

Posted by: vegasdream23 21 Sep 2012, 21:33
მოკლედ რაღაც მიზეზთა გამო არ მინდა მისვლა კადრებში და ხელფასის ცნობის აღება და შრომითი ხელშეკრულება არ გამოდგება ხელფასის ცნობად?
ხელშეკრულებაში წერია ხელფასის ოდენობა ...

Posted by: ROWAN ATKINSON 22 Sep 2012, 13:06
მე ვითიბიში მაქვს სესხი. შრომის ხელშეკრულება მქონდა და ხელფასის ცნობა მაინც მომთხოვეს sad.gif

Posted by: Did_Giorgi 22 Sep 2012, 17:47
vegasdream23
ხელფასი გერიცხება სადმე? თუ ბანკში გერიცხება, მაშინ ალბათ არ მოგთხოვენ ცალკე ცნობას.

Posted by: Makulatura 3 Oct 2012, 19:08
არის აქ ვინმე?

რამოდენიმე კითხვა მაქვს სასწრაფო

Posted by: Mr-Banks 3 Oct 2012, 21:34
Makulatura


დასვი კითხვები wink.gif

Posted by: Makulatura 3 Oct 2012, 22:21
Mr-Banks
პმ ნახე .

Posted by: SpyZooka 4 Oct 2012, 20:12
რომელ ბანკს აქვს სახელფასო ბარათი რომელსაც მომსახურებისას არ გაჭრის?

სიტყვაზე გერიცხება ხელფასი 500 და იღღებ 500 სს

აქვს რომელიმე ბანკს ასე?

Posted by: Did_Giorgi 4 Oct 2012, 20:46
SpyZooka
შენ სამსახურზეა დამოკიდებული ძირითადად
თუ მიაღწევს მასეთ შეთანხმებას რომელიმე ბანკთან, მაშინ ექნება
სტანდარტულად უფასო არსად არაა

Posted by: source 5 Oct 2012, 17:24
უპროცენტო ავტოგანვადება რომელ ბანკებს აქვთ? საკომისიო რამდენი იქნება და რამდენთვიანი(წლიანი).

Posted by: zura1993 5 Oct 2012, 17:24
გამარჯობა. მინდა თანხის დაგროვება და რომელ ვალიუტაში ჯობს? მაგალითან მინდა 5 წლის განმავლობაში ყოველი თვე 200-200 ლარი დავაგროვო. მე ვფიქრობ დოლარებში. თქვენ როგორ ფიქრობთ და რატომ?

Posted by: vegasdream23 5 Oct 2012, 19:02
პრობლემური სესხი შესაძლოა იქცეს სისხლის სამართლის დანაშაულად???

Posted by: supercharged 5 Oct 2012, 22:45
გამარჯობათ!

ვინმემ თუ იცით ანიუტეტის ფორმულა გთხოვთ რომ მომაწოდოთ.

მადლობა წინასწარ

Posted by: Did_Giorgi 5 Oct 2012, 23:10
vegasdream23
QUOTE
პრობლემური სესხი შესაძლოა იქცეს სისხლის სამართლის დანაშაულად???

კი, თუ თაღლითური გზით მიიღო კლიენტმა სესხი, მოატყუა ბანკი, გააყალბა დოკუმენტაცია

უბრალოდ ვერგადახდა არაა სისხლის სამართლის დანაშაული

Posted by: Did_Giorgi 5 Oct 2012, 23:23
supercharged
QUOTE
ვინმემ თუ იცით ანიუტეტის ფორმულა გთხოვთ რომ მომაწოდოთ.



* * *
http://www.financeformulas.net/Annuity_Payment_Formula.html

Posted by: supercharged 6 Oct 2012, 16:14
Did_Giorgi
მადლობა
...............................................

Posted by: filth 6 Oct 2012, 21:21
ესეიგი მინდა მშობელმა რაიონიდან,უპრობლემოდ გადმომირიცხოს თანხა და ამის გამოტანა თუ ჩემ გემოზე მოხმარება შემეძლოს მე.

ყველაზე კაი სერვისი რა იქნება ამისთვის? სტუექსპრეს პაკეტზე რას იტყვით ან ვიზა ელექტრონზე.

კაროჩე კარგი რამე მირჩიეთ ნორმალური ადამიანისათვის მოკლედ რა biggrin.gif ფულის განაღდება რო მარტივად შევძლო და ინტერნეტ მომსახურებაც თუ ექნება მით უკეთესი

Posted by: Did_Giorgi 7 Oct 2012, 00:07
filth
ბარათი აიღე რომელიმე ბანკის, რომელი ფილიალიც რაიონშია, მშობელთან ახლოს smile.gif
ხოდა შეიტანს ხოლმე შენს ბარათზე და შენც 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკომატიდან გაანაღდებ
ინტერნეტბანკიც თითქმის ყველა ბანკს აქვს უკვე, მთლად ფაშა ან ზირაათ ბანკს ნუ მიადგები user.gif

Posted by: "გიორგი" 13 Oct 2012, 16:17
ესეიგი რა მინდა ხალხო ძალიან გთხივთ თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება რუსეთის ბანკში თანხის გადარიცხვის ან ერკვევით რუსულ რეკვიზიტებში გთხოვთ დამეხმაროთ.
ერთერთ რუსულ საიტზე მინდა ფულის ჩარიცხვა დ რეკვიზიტებში ისეთ რაღაცეებს მთხოვს რაც ჩვენ ბანკებს არ მოუციათ ან არც აქვთ, ან რუსულად რას ნიშნავს ეგ არ ვიცი..
http://www.radikal.ru

Posted by: Sno 14 Oct 2012, 11:52
კვირას რომელიმე ბანკი მუშაობს?????????

Posted by: GURAMI2 15 Oct 2012, 19:38
გამარჯობათ აქ იმიტო ვხსნი რო უკეთ გეცოდინებათ ჩემი აზრით..
სარფში მომცეს ფიზიკური ფირის დეკლარაციის ფურცელი სადაც წერია რომ დღგ უნდა გადავიხადო X ლარი.
გადახდის ვადა მაქვს 16 ოქტომბრამდე.
მარტო შემოსავლების სამსახურის ბეჭედი არტყია და ჩემი პირადი ნომრი. სხვა არაფერი

Posted by: Did_Giorgi 15 Oct 2012, 20:54
GURAMI2
ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ 077 დარეკო ჯობია
შემოსავლების სამსახურია
იქ დაგაკვალიანებენ რა და როგორ უნდა გააკეთო

Posted by: GURAMI2 15 Oct 2012, 21:27
Did_Giorgi
მადლობა
smile.gif

Posted by: giorgiberdzenidze 15 Oct 2012, 21:43
ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. აღნიშნული ბანკის მეშვეობით თანხა გამომაქვს ხოლმე ვებმანიდან, ეხლა ამ ტრანზაქციის კურსი შემდეგშია, დოლარი არის 1.59_ზე როდესაც ეროვნული ბანკის კურსი 1.66_ზეა. პრობლემა იმაშია რომ ამ ტრანზაქციის კურსი მაშინაც 1.59 იყო როცა ეროვნული ბანკის კურსი 1.63_ზე იყო . და ეხლა კი 1.66_ზეა და ოპერაციის კურსი იგივე რჩება. და სწორედ ეს მაინტერესებს თუ რატომ არ იზრდება ოპერაციის კურსი?

Posted by: juli_26 6 Nov 2012, 21:11
25000 დოლარს რა პირობით მასესხებთ?

Posted by: l-e-v-a-n 7 Nov 2012, 23:12
დღეს ვაკეთებდი განვადებას 820 ლარიან ტელევიზორზე, სახელფასო ცნობაც მქონდა თვეში 420 ლარის ოდენობით, 12 თვიანი განვადება, რესპუბლიკა ბანკმა არ მომცა სესხი, სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ იმ პიროვნებას არ ჰქონდა შეხება არასდროს არცერთ ბანკთან.
რა მაინტერესებს ახლა, სხვა ბანკში მომცემენ განვადებას იგივე პირობებით? და რომელში იქნება ყველაზე დიდი შანსი რო მომცენ

Posted by: INA-INA 7 Nov 2012, 23:20
l-e-v-a-n

ასე ვერავინ გეტყვის სადაა შანსი, საკრედიტო განაცხადი უნდა შეივსოს და ბანკმა გიპასუხოს.

Posted by: l-e-v-a-n 7 Nov 2012, 23:23
INA-INA
ხო მარა მიზეზი უარის ის იყო რო ბანკებთან კონტაქტი არ მქონია და ამას ნაკლებად ვინ გაითვალისწინებს ეს მაინტერესებს
მაინც ყველაზე მეტი შანსი სადაა რა...

Posted by: INA-INA 7 Nov 2012, 23:26
l-e-v-a-n

ხო არ გაქვს საკრედიტო ისტორია და საწყალი რისკები, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება biggrin.gif ისე რა ქაჯობაა , მასე თუ არავინ მოგცა სესხი საიდან გექნება საკრედიტო ისტორია. ცნობა როგორი გაქვს ხელფასის ხელზე იღებ, თუ ბანკში გერიცხება ანგარიშზე?

Posted by: l-e-v-a-n 7 Nov 2012, 23:31
INA-INA
ხელზე


მაგასაც რამე მნიშვნელობა აქვს?

Posted by: INA-INA 7 Nov 2012, 23:35
l-e-v-a-n

კეჰ როგორ არ აქვს smile.gif
როცა ბანკში გერიცხება ხელფასი და ანგარიშიდან ამონაწერი მიგაქვს, უფრო სანდოა.
მასეთ ცნობებს აყალბებენ-ხოლმე + არ გაქვს საკრედიტო ისტორია, რომ კარგი გადამხდელი ხარ და ბანკმაც არ გასწია რისკი.

Posted by: l-e-v-a-n 7 Nov 2012, 23:40
INA-INA
ვახ, მაშინ მაგ ლოგიკით არც თიბისი და არც საქართველო არ მომცემს სესხს : |

Posted by: INA-INA 7 Nov 2012, 23:45
l-e-v-a-n

ნუ ეს ისე ჩემი არაკომპეტენტური ლოგიკაა biggrin.gif შეავსე აუცილებლად საქართველოს ბანკშიც და თიბისიშიც. ყველა ბანკს თავისი საკრედიტო რისკები და "აზროვნება" აქვს სესხის გაცემაში. smile.gif

Posted by: l-e-v-a-n 7 Nov 2012, 23:56
INA-INA
ხო მარა კარგად მსჯელობ და რო არ დაგიმალო ზემოთ რაც დაწერე ჩემს შემთხვევაშიც ეგრეა givi.gif

Posted by: INA-INA 7 Nov 2012, 23:59
l-e-v-a-n

ყალბი ცნობა გაქვს ? biggrin.gif

Posted by: ბინლადენი 8 Nov 2012, 02:07
გამარჯობათ,საქართველოს ბანკის ანგარიშზე უცხოეთიდან ფული რო გამომიგზავნონ,რამდენ % იტოვებს ბანკი ?

Posted by: INA-INA 8 Nov 2012, 14:40
ბინლადენი

ჩვეულებრივი სტანდარტული საკომისიოთი გაიტან თანხას როგორიც გაქვს.

Posted by: Kate789 8 Nov 2012, 23:05
ბანკს მიმდინარე ანგარიში რომ ფასიანი აქვს, ძალიან ტეხავს რა.

Posted by: ბინლადენი 12 Nov 2012, 13:22
INA-INA
დიდი მადლობა !
მარა რამდენია ეს საკომისიო ?
თანხას აქვს აზრი ?
დაუშვათ ბარათით რომ გამოვიტანო,რომელ ბარათს ვხმარობ აქვს აზრი ?
რომელს რამდენი % მიაქვს ხომ არ იცით ?

Posted by: INA-INA 13 Nov 2012, 19:02
ბინლადენი

რომელი ანგარიში გაქვს? თუ ბარათია ჩვეულებრივი 0.6 % იქნება.
რა თანხაც გაგაქვს იმ თანხის 0.6 % იანგარიშე-ხოლმე, ეგაა საკომისიო. თუ თანხა დიდია და მინიმუმ 3 თვე არ გჭირდება დადე ვადიან ანაბარზე და მერე გაიტან საკომისიოს გარეშე biggrin.gif

Posted by: ირაკლო 16 Nov 2012, 17:46
"საბანკო რეკვიზიტები" ინგლისურად როგორ იქნება?

Posted by: valo 16 Nov 2012, 21:57
ირაკლო
QUOTE
"საბანკო რეკვიზიტები" ინგლისურად როგორ იქნება?



ესაა მგონი : Banking details


Posted by: ltdswarowski 16 Nov 2012, 23:22
ე.ი. რა ხდება.....საქართველოს ბანკში მაქვს კრედიტი 400 ლარამდეა ასული და პრობლემატურშიც ვარ შესული ივლისის მერე არ გადამიხდია...ხელფასი მერიცხება რესპუბლიკა ბანკში..მაინტერესებს თუ არის შესაძელებელი რომ რომელიმე ბანკსი ავიღო კრედიტი და საქართველოს ბანკი მოვიშორო.....რამდნად არის იმის შანსი რომელიმე ბანკი მომცემს კრედიტს?

Posted by: valo 16 Nov 2012, 23:39
ltdswarowski

თუ კრედიტ ინFოში ხარ მაშინ სესხს არავინ არ მოგცემს.

Posted by: Kate789 17 Nov 2012, 04:26
ირაკლო
QUOTE
"საბანკო რეკვიზიტები" ინგლისურად როგორ იქნება?

Bank Requisits

Posted by: Mr-Banks 17 Nov 2012, 19:18
ირაკლო

Bank Account Details - ეს არის...

Posted by: hexe 17 Nov 2012, 23:39
ხვალ, ანუ კვირას რომელიმე ბანკი მუშაობს?

Posted by: Mr-Banks 18 Nov 2012, 00:32
hexe


თიბისი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი http://tbcbank.ge/ge/location_finder/?mod=branch&view=photos&id=41

Posted by: hexe 18 Nov 2012, 00:52
Mr-Banks
ანუ თბილისი მარიოტშია მისი 24 საათიანი ფილიალი?

Posted by: Mr-Banks 18 Nov 2012, 01:11
hexe


დიახ .

Posted by: exploit 20 Nov 2012, 23:39
უკრაინაში 200 ევრო ყველაზე დაბალი ტარიფით როგორ გავგზავნო იქნებ მირჩიოთ?

Posted by: INA-INA 20 Nov 2012, 23:42
exploit

ბანკში მიქრიალდი , ეგრევე შეგირჩევს ოპერატორი, ანელიკი, კონტაქტი, უნისტრიმი იაფი გზავნილებია.

Posted by: exploit 21 Nov 2012, 01:11
INA-INA
QUOTE

ბანკში მიქრიალდი , ეგრევე შეგირჩევს ოპერატორი, ანელიკი, კონტაქტი, უნისტრიმი იაფი გზავნილებია.

რომელ ბანკში ჯობია სულერთია?
რომ არ მივიდე და დავრეკო ტელეფონით არ ჯობია?
ვესტერნზე იაფია ეგ ჩამოთვლილები?

Posted by: INA-INA 22 Nov 2012, 00:05
exploit

რათ გინდა დარეკვა მაგ სისტემებს ყველგან ერთიდაიგივე ტარიფები აქვთ, რომელი ბანკიც ახლოსაა იქ მიდი. კი ვესტერნე იაფია.

Posted by: tarsha 25 Nov 2012, 14:28
გამარჯობა

მაინტერესებს თუ იცით, ხელფასის ცნობის გარეშე განვადებას რომელი ბანკები აკეთებენ?

ადრე ვიცოდი რომ გზავნილებზე აკეთებდა ზოგიერთი ბაკი. მაგალითად "ინტელექსპრესში" რეგულარული გზავნილები მაქვს მე და ამ გზავნილების ამონაწერის მიხედვით თუ გამიკეთებს რომელიმე ბანკი განვადებას. ნივთი რომელიც მინდა ღირს 2000 ლარამდე.

Posted by: natttiii 1 Dec 2012, 17:07
HSBC ბანკი მოქმედია ამჟამად საქართველოში? რუსთაველზე ქონდათ ადრე ფილიალი მახსოვს და ახლაც აქვთ მანდ?

Posted by: Friedrich Nietzsche 3 Dec 2012, 20:54
10060 -დან მომივიდა მესიჯი, გასავალი და ბალანსიო. და რომელი ბანკია ეგ?
ან თიბისი უნდა იყოს ან საქ ბანკი ან ტაო.
* * *
ტაო ყოფილა, ასეთი ჩამორჩენილი ბანკი ჯერ არ მინახავს, მესიჯის ტექსტში მაინც დაეწერათ ტაო ბანკი

Posted by: Did_Giorgi 3 Dec 2012, 23:33
Friedrich Nietzsche
საქ ბანკი არაა
4444 დან მოდის საქართველოს ბანკი

Posted by: nerio 11 Dec 2012, 18:19
გამარჯობა

ვინმემ თუ იცის ფინკაში როგორ ხელფასებია და პრემიალური სისტემა თუა?

საკრედიტო ექსპერტზე ვამბობ ? ან კიდევ შიდა კონტროლიორს რამდენი ექნება?

Posted by: mola911 13 Dec 2012, 21:21
გამარჯობათ იქნებ გამცეთ პასუხი:ჯეოკაპიტალიდან მაქვს სესხი გამოტანილი 4500$არის სრული თანხა, შეტანილი მაქვს 4ჯერ 275$, 2წლიანი იყო ეს სესხი,ახლა მინდა დავფარო სრულად,დარჩენილი ხომ მაქვს 3400$ და ბანკში მითხრეს სრული დასაფარი თანხა არის 4030$...და ვერ გავიგე იქნებ დამეხმაროთ ვინმემ როგორ მოვიქცეე?

Posted by: spider77 13 Dec 2012, 22:21
QUOTE
4500$არის სრული თანხა, შეტანილი მაქვს 4ჯერ 275$, 2წლიანი იყო ეს სესხი,ახლა მინდა დავფარო სრულად,დარჩენილი ხომ მაქვს 3400$ და ბანკში მითხრეს სრული დასაფარი თანხა არის 4030$...

არასწორად ითვლი, ბანკში რაც გითხრეს ეგ გაქვს დარჩენილი. შენ ოთხჯერ 275 რო გადაიხადე, ამონაწერში უნდა ნახო მანდ (თითო 275-ში) პროცენტი რამდენია და რამდენია ძირის დასაფარი.

Posted by: mola911 13 Dec 2012, 22:39
კი მაგრამ ეს 1100$არ მოაკლდა იმ 4500$ ??? და ამ 3400$ ერთიანად შევიტან და პროცენტს მაინც მახდევინებს?
* * *
გადასახდელი 2 წელში მექნებოდა ანუ 20 თვეში 4 თვის გადახდილი მაქვს 6600$ ეს 2 წელში და აქედან პროცენტში მიდიოდა 2090$ და 4500იფარებოდა ძირი და ხომ შევიტანე ეს 1100???რაღატომ მახდევინებს პროცენტებს ზედმეტად როცა ერთიანად ვუფარავ თანხას?

Posted by: Did_Giorgi 13 Dec 2012, 23:56
mola911
არ ითვლი სწორად, იმ შენი გადახდილი 1100 დოლარიდან ნახევარზე მეტი პროცენტი იქნებოდა, პლიუს წინსწრების საკომისიოს გახდევინებენ, ალბათ ასე 2-4% - ის ფარგლებში
გრაფიკი ხო გაქვს? ჩახედე იქ მეოთხე გადახდის გასწვრივ დარჩენილი ძირი რომ წერია, რა თანხაა??

Posted by: Mr-Banks 14 Dec 2012, 01:23
tarsha

ნაკლებად სავარაუდოა


natttiii
აღნიშნული ბანკი დაიხურა და გავიდა საქართველოდან.

mola911
ხეშეკრულებაში წინსწრების საკომისიო იქნება და მაგიტომ. smile.gif


Posted by: mola911 14 Dec 2012, 21:22
აბა არის ისეთი ბანკი სადმე რომ მარტო ბინაში რომ მომცენ თანხა?ანუიპოთეკური სესხი და დაბალ პროცენტიანი

Posted by: Did_Giorgi 14 Dec 2012, 22:02
mola911
ბანკებიდან ლიბერთია მასეთი მგონი მარტო
დანარჩენი მიკროსაფინანსოები

Posted by: nikush83 15 Dec 2012, 20:47
ასეთი შეკითხვები მაქვს
1)აქვს თუ არა რომელიმე ქართულ ბანკს ამერიკაში ფილიალი?
2) რა რეკვიზიტები უნდა მიუთითო სარეგისტრირო ფორმაში ყველაფერი ლეგალურად რომ იყოს? (ვესტერ უნიონი, პეიპალი, ემონი, სხვა ინტერნეტ ბანკი) რამე საშუალება თუ არსებობს?
user posted image

rolleyes.gif

Posted by: INA-INA 15 Dec 2012, 21:54
ფილიალები არ აქვთ.
ალბათ მწვანეთი აღნიშნულები გაინტერესებს.
საქართველოში არსებული ანგარიშების მონაცემებს მანდ ვერ ჩაწერ.
ნუ ქალაქი ჩაიწერება, შტატები არ გვაქვს.
აბა და როუთინგ კოდები მარტო ამერიკის ბანკებისთვისაა დამახასიათებელი და მაგასაც ვერ შეავსებ. ნუ ანგარიშს ჩაწერ.




Posted by: Mr-Banks 15 Dec 2012, 22:43
nikush83


ბენეფიციარი ბანკი არის საშუამავლო ბანკი. ამათ გარეშე, თანხები ვერ ჩაირიცხებოდა.

თიბისი ბანკის საშუამავლო ბანკი ამერიკაში არის

HSBC BANK USA
USD 000-305022
452, Fifth Avenue,
New York,N.Y.
USA
MRMDUS 33


CITIBANK, N.A.
USD 36127097
111, Wall Street,
New York, N.Y. 10043,
USA
CITIUS 33


Deutsche Bank Trust Company Americas
USD 04414200
60 Wall Street
New York, NY 10005
USA


BKTRUS33
JPMORGAN Chase Bank N.A
USD 400950979
270 Park Ave.
10017 New York, NY
USA
CHASUS33

http://tbc.ge/ge/about/partners/correspondent_banks/

Posted by: nikush83 15 Dec 2012, 23:35
QUOTE (Mr-Banks @ 15 Dec 2012, 22:43 )
ბენეფიციარი ბანკი არის საშუამავლო ბანკი. ამათ გარეშე, თანხები ვერ ჩაირიცხებოდა.

თიბისი ბანკის საშუამავლო ბანკი ამერიკაში არის

HSBC BANK USA
USD 000-305022
452, Fifth Avenue,
New York,N.Y.
USA
MRMDUS 33

INA-INA
ისე 1 ბანკი არ უნდა იყოს საქართველოში ფილიალი რომ ქონდეს?
Mr-Banks
როგორც მახსოვს HSBC BANK ბანკი საქართველოში იყო, თუ რაგაც ამდაგვარი ერქვა?
აუ იქნებ უფრო კონკრეტულად ამიხსნა როგორ და რანაირად ხდება?
მე გახსნილი მაქვს უკვე ანგარიში თიბისი-ში, ეხლა HSBC BANK-ს როგორ დაუკავშირო? ისე რომ რეკვიზიტები მიუთითო და მერე თიბისიში დამიჯდეს?

Posted by: Mr-Banks 16 Dec 2012, 01:50
nikush83

HSBC ბანკი აღარ ფუნქციონირებს საქართველოში.



QUOTE
მე გახსნილი მაქვს უკვე ანგარიში თიბისი-ში, ეხლა HSBC BANK-ს როგორ დაუკავშირო? ისე რომ რეკვიზიტები მიუთითო და მერე თიბისიში დამიჯდეს?


სწორედ ამისთვისაა საშუამავლო ბანკი.

მიუთითე ამ ბანკის მონაცემები.


QUOTE
HSBC BANK USA
USD 000-305022
452, Fifth Avenue,
New York,N.Y.
USA
MRMDUS 33


Posted by: nikush83 16 Dec 2012, 14:30
Mr-Banks
ეხლა ველაპარალე თიბისის ოპერატორს, მისამართი HSBC ბანკი კიარა თიბისის მისამართი და რეკვიზიტები უნდაო. ის ვერ დავადგინე რა ჯდება გადმოგზავნა, რამდენი % მიაქვთ.
ვინმეს რაიმე ინფორმაცია ხოარ აქვს რა ჯდება გადმოგზავნა და საქართველოს რომელი ბანკი გამოირჩევა მსგავსი მომსახურების დაბალი %-ით?

Posted by: shakoshako94 16 Dec 2012, 20:00
ხვალ თუ იცით ბანკები მუშაობენ ჩვეულებრივად?

Posted by: INA-INA 16 Dec 2012, 22:25
nikush83

ანუ შენ გაქვს ამერიკის ბანკში ანგარიში და იმ ანგარიშიდან გინდა თიბისის ანგარიშზე ფული გადმორიცხო?

Posted by: sophya 18 Dec 2012, 21:12
რომელიმე ბანკის ან მიკროსაფინანსოს რისკების განყოფილებაში ხომ არ მუშაობთ რომელიმე?
გამომეხმაურეთ,
საინტერესო ტრენინგის შემოთავაზება მაქვს.

Posted by: ASUS-TEK 18 Dec 2012, 21:58
რა გააკეთეს ამ დამპლებმა, სამასი კაცი გაანთავისუფლეს, კოპესაცია ერთი თვე ჩაურიცხეს და ისიც წაართვეს ოვერდრაფტის ლიმიტები გათიშეს, ჩაირიცხა და ოვერდრაფტმა წაიღო ყველაფერი!!!! ეროვნულში რომ უჩივლოთ აქვს აზრი? არაადამიანური საქციელის გამო, ჯერ ხომ უნდა გაგაფრთხილონ რომ განტავისუფლებენ? დაგვიბარეს და ბახ ერთ საათში 300 კაცი გაგვიშვეს!!!

Posted by: Mr-Banks 18 Dec 2012, 22:47
ASUS-TEK


რომელი ბანკი????????????

Posted by: ASUS-TEK 19 Dec 2012, 00:10
QUOTE (Mr-Banks @ 18 Dec 2012, 22:47 )
ASUS-TEK


რომელი ბანკი????????????

ლიბერთი ბანკი mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: Mr-Banks 19 Dec 2012, 01:06
ASUS-TEK


ეროვნულში რა აზრი აქვს ჩივილს? სასამართლოში იხილება შრომითი დავები

Posted by: Ballack* 22 Dec 2012, 02:09
სალამი
რა მაინტერესებს
ძმაკაცს რო დავურიცხო თანხა საბერძნეთში პირდაპირ ანგარიშზე როგორც ვიცი ამისათვის საჭიროა
ვისაც ვურიცხავ იმის ანგარიშის ნომერი ბანკის კოდი სახელი გვარი
და მე მაინტერესებს დაახლოებით რა პროცენტი მიაქვს ბანკს გადარიცხული თანხის?

Posted by: Mr-Banks 22 Dec 2012, 02:41
Ballack*

0.2% მინიმუმ 20 დოლარი მაქსიმუმ 150 დოლარი

Posted by: Ballack* 22 Dec 2012, 20:18
QUOTE
0.2%  მინიმუმ 20 დოლარი მაქსიმუმ 150 დოლარი

მადლობა

Posted by: ბინლადენი 23 Dec 2012, 18:02
მემგონი გაყინული 50 $ მაქვს საქართველოს ბანკში ( ვიზა კლასიკი მქონდა )
ზუსტად შეგიძლიათ დამიწეროთ სად ვნახო ?
ინტერნეტ ბანკში შეგიძლია შეამოწმოო და ზუსტად ვერ გავერკვიე

Posted by: Did_Giorgi 24 Dec 2012, 00:26
ბინლადენი
ეგ ბარათი როცა აიღე, თუ გაგიყინეს, მაშინ გექნება
ზოგმა მაგ ლიმიტის გარეშე აიღო, სამსახურის გამო და ხშირად ითხოვენ ხოლმე არარსებულ 50 დოლარს smile.gif ამიტომ კარგად ჩამოყალიბდი. ბარათს როგორც კი გააუქმებ, ფული დაგიბრუნდება.

Posted by: shota199408 24 Dec 2012, 03:52
eauction.geზე მინდა ანგარიშის დამატება და რომ ვწერ ბარათის ნომერს მიწერს iban ფორმატი არასწორიაო რა ვუყო ბარათის ნომერი ხო უნდა ჩავწერო??გმადლობთ

Posted by: Mr-Banks 24 Dec 2012, 09:57
shota199408

ბარათის ნომერი არა, ანგარიშის ნომერი უნდა, რომელსაც ბანკი მოგცემს

Posted by: ბინლადენი 24 Dec 2012, 10:29
Did_Giorgi
რა ჩამოვყალიბდე,გოგომ მითხრა ზუსტად ესე - შენ ძველად ვიზა კლასიკი გქონდაო ?" მემგონი" 50 $ გაქვს გაყინული 2 კვირაში მოდიო
და ის ბარათი 2 წლის წინ დავკარგე,როგორ გავარკვიო ზუსტად მაქვს ის 50 $ თუ არა ?
მემგონიზე ვიყო ? biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 25 Dec 2012, 00:11
ბინლადენი
თუ თვითონ გითხრა, ესეიგი გქონდა
მიდი მერე 2 კვირაში და აიღე ის ფული

Posted by: INA-INA 26 Dec 2012, 01:27
ხალხ რაღაც ბუნდოვნად მახსოვს ვიღაც მიმტკიცებდა რომელიღაც ბანკზე პინკოდს გეუბებიან თუ გადავიწყდაო ან დაკარგეო და მართლა ხდება მასე?
კორსტანდარტ ბანკზე მაინტერსებს ნეტა აღმიდგენენ პინ კოდს ახალი ბარათის აღების გარეშე?

Posted by: FAZISI2012 26 Dec 2012, 11:49
QUOTE (INA-INA @ 26 Dec 2012, 01:27 )
კორსტანდარტ ბანკზე მაინტერსებს ნეტა აღმიდგენენ პინ კოდს ახალი ბარათის აღების გარეშე?

სამწუხაროდ ვერა.

Posted by: buub 27 Dec 2012, 19:45
ჩემი აღებული სესხი სხვა ადამიანმა შეიძლება გადაიფორმოს თავის სახელზე?

Posted by: Did_Giorgi 27 Dec 2012, 20:24
buub
QUOTE
სხვა ადამიანმა შეიძლება გადაიფორმოს თავის სახელზე?

არა
სხვა ადამიანს შეუძლია სესხი აიღოს თავის სახელზე და გადაგიფაროს შენ სესხი.
გადაფორმება არ ხდება
ან შეუძლია უბრალოდ იხადოს სესხი, რომელიც შენ სახელზეა smile.gif

Posted by: Mr-Banks 27 Dec 2012, 21:10
buub
QUOTE
ჩემი აღებული სესხი სხვა ადამიანმა შეიძლება გადაიფორმოს თავის სახელზე?



კანონით შეიძლება, უბრალოდ კრედიტორის თანხმობაა ამისთვის საჭირო.

Posted by: Did_Giorgi 27 Dec 2012, 22:51
Mr-Banks
QUOTE
კანონით შეიძლება

ალბათ
მაგრამ ბანკი მაგაზე თანხმობას არასდროს იძლევა smile.gif

Posted by: Couperwood 28 Dec 2012, 17:11
დაიცა კაცო, აბა ბავშობაში რომ იყო ხოლმე თავანის გადაბარება ანუ მასეთი რამე არ მოსულა ბანკებში ??

Posted by: buub 29 Dec 2012, 20:58
და ვთქვათ საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას და ვერ ვასწრებ სესხის დაფარვას ამ შემთხვევაში რამე პრობლემას შემიქმნის? სხვას რო გადავაბარო ყოველთვე თანხის შეტანა და დაფარვა ან სხვამ რომ დახუროს ჩემი სესხი შეიძლება?

Posted by: natttiii 1 Jan 2013, 22:02
PayPal როგორ გავაკეთო ვინმემ მასწავლეთ გთხოვთ, ან სად ვნახო ინსტრუქცია? და საფრანგეთის მისამართით რომ გავაკეთო, ახლობელი ცხოვრობს იქ ქირით და გაკეთდება? თუ ვერა?

Posted by: Ali-Baba 11 Jan 2013, 14:09
საკრედიტო მიტიგაცია რას ნიშნავს შეგიძიათ ამიხსნათ ვინმემ ??

Posted by: Angel-A 16 Jan 2013, 13:36
რომელ ბანკში ითხოვენ ანაბრის გახსნისას თანხის წარმომავლობის დასაბუთებას?

Posted by: qucoia 25 Jan 2013, 20:04
გამარჯობათ, ტერმინალის დაყენება მინდა მაღაზიაში ანუ პლასტიკური ბარათებით რომ შეძლონ გადახდა და სად შეიძლება ვიყიდო ეგ ტერმინალი და რა ღირს? ყიდვის შემდეგ ბანკებთან რა პროცედურა უნდა გავიარო ხელშეკრულებების და ანგარიშის გახსნის გარდა? smile.gif

Posted by: aivenho 25 Jan 2013, 21:39
qucoia
უშუალოდ ბანკს მიმართე და დაგიყენებენ

Posted by: loveway 26 Jan 2013, 16:42
გამარჯობა.მინდს ტანხა შევიტანო ბანკში ოღონდ ვადიან ანაბარზე არა - ანუ როცა მინდა დავამატებ, როცა მინდა გამოვიტან.ოდა ამასთანავე მინდა რომ მომცენ პლსტიკური ბარათი, სადაცეს თანხა ავტომატურა იქნება უკვე ჩატვითული.ანუ ვთქვათ მაღაზიაში გადავიხადე 100 ლარის რააღაცა დაამ თანხას მოაკლდეს ასი ლარი და დანარჩენს დაეიცხოს პროცენტი. ხოდ ასეთი სერვისირომელ ბანკს აქვს?

Posted by: Mr-Banks 27 Jan 2013, 02:23
qucoia

ეს ლინკი ნახეთ http://tbcbank.ge/ge/corporate/deposit_and_payment_solutions/merchant_solutions/

Posted by: aivenho 29 Jan 2013, 19:48
loveway
მეგობარი ანაბარი რესპუბლიკაში

Posted by: ერთი 30 Jan 2013, 18:47
დღეს შევედი საქართველოს ბანკის ერთერთ ფილიალში და მანიბუკერსზე ჩემს ანგარიშზე მინდა ფულის ჩარიცხვათქო და ეგ რაარისო,მოკლედ ტიპები აზრზე ვერ მოვიდნენ
მერე შევედი მეორე ფილიალში (ეს რაღაც სწრაფი გადახდის ოფისები როა ) გოგოს ვეუბნები მანიბუკერსის ანგარიშზე თუ შეგიძლიათ რო ჩამირიცხოთთქო და არ ვიცი რაარისო,უფროსს რო კითხოთმქეთი და მე ვარ ამ ფილიალის მმართველიო biggrin.gif

რა ვქნა ,დავიჯერო არავინ იცის როგორ ჩავრიცხო მანიბუქერსზე ?

Posted by: Did_Giorgi 30 Jan 2013, 22:44
ერთი
არაა გამორიცხული რომ არ იცოდეს ოპერატორმა, არაა ეგ სტანდარტული პროდუქტი
მასე ათასი რაღაც შეიძლება დაარეგისტრიროს კლიენტმა და იკითხოს მერე ბანკში

მეც არ ვიცი ეგ მანიბუქერსი, არასდროს გამომიყენებია
მაქვს პეიპალი და ჩვეულებრივი ბარათები და ზუსტად ვიცი საიდან და როგორ ირიცხება ზედ თანხა, წინასწარ გავარკვიე
შენ არ ჩაგირიცხია თანხა არასდროს მანამდე? როგორ ჩარიცხე?

Posted by: Mr-Banks 31 Jan 2013, 11:41
ერთი


რატომ უნდა იცოდეს ბანკის ოპერატორმა, რა არის მანიბუქერი? აქვე ერთი შესწორება, სახელი შეეცვალა და სკრილი ქვია. biggrin.gif


ჩარიცხვა თუ გინდა, უნდა მიიტანო რეკვიზიტები.


ჩარიცხვისთვის 2 გზაა: ბარათით შეტანა თანხის 1.9%-ია საკომისიო და გადარიცხვით, რომელიც მინიმუჯმ 20$ დაჯდება.

Posted by: paparesta 31 Jan 2013, 21:45
QUOTE
რატომ უნდა იცოდეს ბანკის ოპერატორმა, რა არის მანიბუქერი? აქვე ერთი შესწორება, სახელი შეეცვალა და სკრილი ქვია


აბა მარტო დენის და გაზის გადასახადის მიღება უნდა იცოდეს ?

no.gif


ერთი
აიღე ნებისმიერ ქართულ ბანკში ბარათი ვიზა კლასიკის დონის ან ელეკტრონი , ბევრ ბანსკ 5-10 ლრის ფარგლებში აქვთ , შეაგდე ზედ ფული და გარიცხე შენ 2-3 კლიკით, მაგრამ ვერიფიკაციას ითხოვენ სკრილისტები , პაპორტის ასლი , ბარათის ორივე მხარე ან რაიმე დამადასტურებელი დოკი დაგჭირდება (ფულის გათრებას ებრძვიან ალბად)

https://www.moneybookers.com/app/help.pl?s=fees

დიდი გიორგის რომ აქვს პეი პალი მშურს შავადაც და თეთრადაც

და ბოლოს ლიბერთის ბარათს თუ აიღებ 1000 ჯერ დაფიქრდი , ჯოჯოხეთი ბარათი აქვთ , არანაირი მოსახურება , პრობლემის დროს რომ გადაატრიალო მთელი ბანკი პასუხს ვერ მოგცემს ვერავინ

Posted by: ერთი 1 Feb 2013, 11:48
Did_Giorgi
Mr-Banks

რეკვიზიტები მივუტანე და ვერ ჩამირიცხეს,ფილიალსაც გეტყვი თუ გინდა..

paparesta
ვიცი,აქტივაცია უნდა და მაგაზე გამაწამეს
ლიმიტი რო გავზარდა დადასტურებას მთხოვენ საბანკო ანგარიშის და ფული ჩაგვირიცხე ანუ ბარათით არა

Account holder: Moneybookers Ltd.
Bank: Commerzbank
City/Town: Frankfurt am Main
SWIFT: COBADEFF
IBAN: DE23500400000581732500
Account currency: EUR, GBP, CAD, JPY, SGD, HUF, AED, SAR, QAR, MAD, JOD, TND, OMR, RSD, RON
Reference: 37000490 Your user ID - MUST BE PROVIDED!



Пожалуйста, сделайте перевод с банковского счета на Ваше имя любой суммы по Вашему выбору на:

Владелец счета: Moneybookers Ltd.
Банк: Commerzbank
Город: Frankfurt am Main
SWIFT: COBADEFF
IBAN: DE23500400000581732500
Валюта счета: EUR, GBP, CAD, JPY, SGD, HUF, AED, SAR, QAR, MAD, JOD, TND, OMR, RSD, RON
Ссылка: 37000490 Ваш ID пользователя - ЕГО НАДО ПОПОЛНИТЬ!


ეს მივუტანე და მხრები აიჩეჩეს,რავქნა არ ვიცი

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2013, 11:52
paparesta
QUOTE
აბა მარტო დენის და გაზის გადასახადის მიღება უნდა იცოდეს ?



არ ევალება მანიბუქერის სისტემის ცოდნა.

QUOTE
და ბოლოს ლიბერთის ბარათს თუ აიღებ 1000 ჯერ დაფიქრდი , ჯოჯოხეთი ბარათი აქვთ , არანაირი მოსახურება , პრობლემის დროს რომ გადაატრიალო მთელი ბანკი პასუხს ვერ მოგცემს ვერავინ


გააჩნია, როგორ გადაატრიალებ. biggrin.gif



ერთი
QUOTE
ლიმიტი რო გავზარდა დადასტურებას მთხოვენ საბანკო ანგარიშის და ფული ჩაგვირიცხე ანუ ბარათით არა



აი, ეს უკვე სხვა დონის შენიშვნაა.

Posted by: ერთი 1 Feb 2013, 12:03
Mr-Banks
თუ გესმის გამარკვიე რა,როგორ მოვიქცე

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2013, 12:09
ერთი
სხვა ბანკიდან გადარიცხე. ბანკინგი გაქვს რომელიმე ბანკის? თავად გადარიცხე.

Posted by: ერთი 1 Feb 2013, 12:15
Mr-Banks
საქართველოს ბანკში მაქვს ანგარიში გახსნილი
და სხვა ბანკს რა აზრი აქვს ?

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2013, 13:15
ერთი


სხვა ფილიალში მიდი და მიიტანე ეგ რეკვიზიტები. უთხარი აქ მინდა გადარიცხვაო და ანგარიშის ნომერი უთხარი, საიდან გადარიცხონ, რომელიც დარეგისტრირებული გაქვს მანიბუქერში.

Posted by: paparesta 1 Feb 2013, 22:05
ერთი

არსად მისვლა არ უნდა, სახლლში ინტერნეტი გაქვს როგორც ვხვდები, ყველა თავმოყვარე ბანკს აქვს ინტერნეტ ბანკიც (ზოგს უფასო აქვს ზოგს კიდევ ფასიანი და უაზრო), თუ ანგარიში გაქვს რომელიმე ბანკში ინტერნეტ ბანკი გააქტიურე ან ჩართე და სახლიდან გააკაეთე სვიფტის გადარიცხვა ძალიან იოლია ... რეკვიზიტებს მანიბუკერსი მოგცეემს ნუ მიმღების ანგარისი იბამნით და აშშ როგროც ზემოდ წავიკითხე კი აგიღია უკვე, ყველა ეგ რეკვიზიტი ჩაყრილი უნდა იყოს წესით ინტერნეტ ბანკში და მარტო შეყვანა გრჩება, თუ გეძნელება და ა გინდა გარისკვა მაგას ბანკშ გაგიკეთებენ , კიდევ ერთხელ ვიმეორებ სვიფტოვკა გაქვს სტანდარტი რაც არის და მისტერ ბანკს ესე იგი სვიფტის გადარიცხვაც არ არის ოპერატორის საქმე? ამას რომ ვერ გაუკეთებ ოპერატორი კლიენტს , სასწრაფოდ ხარაკირი ჭირდება აღნიშნული სერვის ცენტრის ოპერს.
" Account holder: Moneybookers Ltd.
Bank: Commerzbank
City/Town: Frankfurt am Main
SWIFT: COBADEFF
IBAN: DE23500400000581732500
Account currency: EUR, GBP, CAD, JPY, SGD, HUF, AED, SAR, QAR, MAD, JOD, TND, OMR, RSD, RON
Reference: 37000490 Your user ID - MUST BE PROVIDED! "

ამაზე მეტი გარკვეული რეკვიზიტი რა მიითანოს ამ კაცმა>/
ეტყობა მაგ სერვის ცენტრში , როგორც ლიბერთიში მარტო კომუნალურებს ამუღამებენ
და ბოლოს გეტყვი უკეთეს ვარიანტს არ გინდა ეგ სვიფტი ძვირია , ბარათიდან გადარიცხე ვიზათი ან მასტერით გაცილებით იაფია, ნუ დიდ თანხას მაინც ვერ გადარიცხავ ან გადმორიცხავ სკრილით , მაგას ნდობის მოპოვება უნდა smile.gif

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2013, 22:39
paparesta


ჩემი პოსტი წაგეკითხა ჯერ, უმჯობესი იქნებოდა.

Posted by: paparesta 2 Feb 2013, 17:57
Mr-Banks

წავიკითხე და ნაწილობრივ გეთანხმები , ოპერატორს სკრილის შესახებ შეიძლება არ ქონდეს ინფო, მაგრამ სვიფტს რომ ვერ აკეთებნ ეს რისი ბრალია იცი , ყველაფერზე რომ იძახიან ეს არ ეხება ის არ მეხება და აშშ, გვერდით მიბრძანდით, ქოლ ცენტრში დარეკეთ და რა ვიცი 1000 სისულელეს მოისმენ ხანდახან ზოგიერთი ყვარყვარე ბანკის თანამშრომლიდან

Posted by: Mr-Banks 2 Feb 2013, 17:57
paparesta
QUOTE
მაგრამ სვიფტს რომ ვერ აკეთებნ


დავწერე მაგის შესახებ უკვე წინა გვერდზე

Posted by: DUDEGIVBEND 2 Feb 2013, 19:19
ერთი კითხვა მაქვს მოკლედ ინდმეწარმედ ვარ გაფორმებული და რაგაც დავალიანება მაქვს ცოტა და როგორ გავიგო რამდენი მაქვს დავალიანება პირდაპირ ინტერნეტით ანუ შემოსავლების სამსახურში როარ დამჭირდეს მისვლა ისე

Posted by: Mr-Banks 3 Feb 2013, 13:58
DUDEGIVBEND


აიდი ქარდი და წამკითხველი უნდა გქონდეს მაგისთვის. ისე, ბანკებიც გეტყვიან დავალიანებას.

Posted by: citroen999 4 Feb 2013, 00:38
ვითიბიში მაძლევენ სამომხმარებლოს დოლარში 15%ში ლარში 19%ში რას მირჩევთ დოლარის კურსი რო შეიცვალოს და მეტის გადახდა მომიწიოს?? გაძვირების სხვაობა პროცენტებს შორის სადგაც 600$ამდეა

Posted by: AU_VA 4 Feb 2013, 12:24
გამარჯობა, ვარ მცირე მეწარმე. მინდა საქონლის შეკვეთა პლასტიკური ბარათის დახმარებით. მაინტერესებს აუცილებელია გავხსნა კორპორატიული ანგარიში და ავიღო ბიზნეს-ბარათი? თუ შეიძლება პირადი ბარათის გამოყენება?

Posted by: Mr-Banks 4 Feb 2013, 15:48
AU_VA


როგორც ინდ. მეწარმეს ბანკში ხომ გაქვს ანგარიში გახსნილი? ხოდა გახშენი ბაღაი ჩვეულებღივი და მიაბმევინე ეგეც ინდ.მეწარმეზე. სულ ეგაა

Posted by: Did_Giorgi 4 Feb 2013, 19:20
DUDEGIVBEND
QUOTE
ინდმეწარმედ ვარ გაფორმებული

შემოსავლების სამსახურის საიტზე დარეგისტრირებული ხარ?
რს.გე-ზე?
მანდ შეგიძლია შედარების აქტი ნახო
თუ არ ხარ და დარეგისტრირდი, გამოგადგება ყოველთვის, უფასოა და ა.შ.
ისე ბანკში ანგარიში თუ გაქვს სადმე, იქ გედება ინკასო ზუსტად იმ თანხაზე, რაც სალდირებული დავალიანებაა, ანუ სხვაობა ვალდებულებასა და ზედმეტობას შორის

Posted by: Did_Giorgi 4 Feb 2013, 19:21
citroen999

შემოსავალი თუ ლარში გაქვს, ლარში უნდა აიღო სესხი
მაგრამ ამხელა სხვაობა რა ამბავია?
ეტყობა პატარა თანხას იღებ და აიღე ლარში, ყოველთვე კონვერტაცია არ გეზარება?

Posted by: levani777 5 Feb 2013, 00:34
ზოგიერთ საქონელზე რომ აცხადებენ ხოლმე 0% განვადებას, ამ დროს რა ტიპის სქემა მოქმედებს ბანკს და მაღაზიას შორის ხომ ვერ მეტყვით? ჰიუნდაის აქვს ხოლმე ეგეთი აქციები 5 წლიანი ავტოგანვადება 0%. გამარკვიეთ რა

Posted by: aivenho 5 Feb 2013, 14:54
QUOTE
0% განვადებას

ფასდათმობები ბანკის სასარგებლოდ

Posted by: SpyZooka 19 Feb 2013, 23:17
1 იპოთეკური კრედიტის არსი, მიზნობრიობა და გაცემის პრინციპები
2 სამომხმარებლო კრედიტის არსი, თავისებურებები და გაცემის პირობები
3 აგროკრედიტის არსი და როლი აგრობიზნესის განვითარებაში

Posted by: agrariki 20 Feb 2013, 18:52
იქნებ ვინმემ ამიხსნას რა პირობები და კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოდ კომპანიამ, რო აგროსესხი მივიღოთ მილიარდიანი ფონდის დახმარებით?
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Did_Giorgi 20 Feb 2013, 22:05
SpyZooka
პასუხები გინდა თუ თემები?
biggrin.gif
agrariki
QUOTE
მილიარდიანი ფონდი

ჯერ არ დამტკიცებულა ეგ ფონდი და შესაბამისად მაგ კითხვით ბნ ბიძინას უნდა მიმართოთ ჯერ smile.gif

Posted by: El Conquiscador 24 Feb 2013, 13:05
მაინტერესებს
web money-ს ანგარიში როგორ გავხსნა?
ბანკის მეშვეობით ხდება თუ როგორ?

თუ შეიძლება არ დამიხუროთ ცოტახანი

Posted by: Picki-119 24 Feb 2013, 18:19
El Conquiscador

http://mm.ge/

ამ საიტზე დარეგისტრირდი, ბანკში რამდენადაც ვიცი არ ხდება ამ ანგარიშის გახსნა, თვითონ აკეთებ რეგისტრაციას ამ საიტზე, თანხის განაღდება კი შეგიძლია ლიბერთიში და სხვა ბანკებშიც მგონი.

Posted by: kanian_U 25 Feb 2013, 17:35
ganvadeba ro gadavides erti pirovnebidan maerezeeds shesadzlebelia? 3 tvegaa darchenili.

Posted by: Did_Giorgi 25 Feb 2013, 20:49
kanian U
არა
გადაიხადოს აწი ამ ახალმა პიროვნებამ, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე smile.gif

Posted by: TEONIKO00 25 Feb 2013, 21:09


* * *
kanian U
ან თვითონ გააკეთოს სესხი და დაფაროს მესამე პირის განვადება

Posted by: kanian_U 25 Feb 2013, 21:37
ara pirnatlad ki ixdis. magram axla me mishlis xels ganvadebashi misi vali.

Posted by: TEONIKO00 25 Feb 2013, 22:02
kanian U
პირნათლად იხდის ოღონდ ყოველთვიურად? ანუ წინსწრებით ვერ ფარავს.. რეფინანსირებით გაგიკეთებენ და დიდი თანხაც არ იქნება დარჩენილი რადგან 3 თვეღა დარჩა, ჩვეულებრივად გამოართმევთ ისევ ძველი გრაფიკის მიხედვით. არ იქნება დიდი სხვაობა.

Posted by: kanian_U 26 Feb 2013, 23:23
anu tviton ar mushaobda, daxmareba mtxova da ganvadeba gavakete chems xelfasze, magram is ixdis da droulad.
ubralod axla me damchirda ganvadeba da ar madzleven, amis gamo minda tavis saxelze gadaitanos, tan mushaobac daiwyo.
eseigi gamiketeben mag refinansirebas? zedmeti wvaleba da xlaforti xo ar unda?

Posted by: TEONIKO00 27 Feb 2013, 20:50
რეფინანსირებას სესხსის გაფორმების შემთხვევაში და არა განვადების. თვითონ თუ მუშოაბს რაღა უშლის ხელს რო შენი დაფაროს სრულად smile.gif) ცოტა თუ მიაწვები ზრდილობიანად დაფარავს. შენ სესხის გაკეთებაში ეგ არ შეგიშლის ხელს. ისე განვადებაზე ერთმა ბანკმა თუ გითხრა უარი, შეიძლება მეორემ გაგიკეთოს.

Posted by: kanian_U 28 Feb 2013, 14:16
madloba, rames vizam smile.gif
ise ganvadebas romeli banki idzleva yvelaze martivad?
me libertishi vigeb xelfass da yoveltvis aq vaketebdi, magram axla sxva unda avirahio romelime.

Posted by: Ti3STo 28 Feb 2013, 15:42
გამარჯობათ


მინდა ანაბრის შეტანა, ზრდადი, რადგან ასევთქვათ დაგროვებას ვაპირებ, როგორც ვიცი მაქსიმუმ 2 წლიანია ჩვენს ყველა ბანკში,

როგორ მირჩევთ რომელ ვალუტაში ჯობია თანხის შეტანა და რომელ ბანკში ?

გუშინ მითხრეს პრივატბანკში 18 % მდე არისო, საკომისიოები მინიმუმზეაო, მაგრამ მაგათ საიტზე საერთოდ არ შედის რომ წავიკითხო მაინც რამე. :/

თქვენ რას მირჩევთ? რომელ ბანკში ჯობს და რომელ ვალუტაში?




+ ასევე მაინტერესებს საბავშო ანაბარი, რომელ ბანკში ჯობია?
ესეც იგივე პრინციპით ზრდადი, შეიძლება ყოველთვე არა, მაგრამ ყოველ 3 თქვეს შევიტანო ან თუნდაც წელიწადში ერთხელ.
ამშემთხვევაში ყველაზე მეტად მაინტერესებს რომელ ბანკს ჯობია ვენდო, ბავშვი 3 წლის არის, წინ კიდევ 15 წელი რჩება სრულწლოვანი სანამ გახდება, ამ 15 წელიწადში კიდევ რომელი დაიკეტება და საერთოდ საქართველო თუ იქნება კაცმა უწყის ჯვარი გვწერია ყველას !

წინაწარ გიხდით მადლობას!

Posted by: gruzin_1987 1 Mar 2013, 21:25
თუ იცით ამერიკიდან გამოგზავნილ ჩეკს აქ გავანაღდებ?

ამაზონის ერთ-ერთმა სელერმა უნდა დამირიცხოს თანხა, ბარათზე არ გამოვიდა და ამ გზით გამოვა რამე თუ იცით?

მითხრა რომ ხელის მოწერა იქნება შენი საჭირო და აიღებო გამინაღდებენ ბანკები?

Posted by: Funet 2 Mar 2013, 11:18
გამარჯობათ, ე.ი რა მაინტერესებს. გუშინ გავაკეთე განვადება ლეპტოპზე ჩემი დაუფიქრებლობის გამო არ მივაქციე ყუარდღება პროცენტს, გამოვიდა 450 ლარით მეტი. მოკლედ რა შეიძლება რო გავაკეთო? უკან მიბრუნების ვარიანტი არის? თუ რამე იცით დამეხმარეთ რა.

Posted by: gucci07 3 Mar 2013, 12:14
გამარჯობათ, მოკლედ ერთმა ჩემმა მეგობარმა თავის მეგობარს გამოუტანა სამომხმარებლო სესხი 3000 ლარი და თვითონ წავიდა ევროპაში და იმ მეგობარმა არ შეიტანა ბანკში თანხა და ავიდა ეს სესხი 15 000 ლარზე და ბანკმა სასამართლოს გადასცა.ამ ჩემი მეგობრის სახელზე არაფერი არ არის რეგისტრირებული და თვითონაც არ იმყოფება საქართველოში და სასამართლოზე როგორ განვითარდება მოვლენები თუ იცით ვინმემ აწერეთ ფლიზზზ.ან რამდენი წელი ჭირდება რომ ეს სესხი გააბათილოს ბანკმა.წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: DUDEGIVBEND 3 Mar 2013, 14:11
Funet
450 ლარი რა ამბავია ტო მაგ ფასად პენტიუმს იყიდის კაცი მონიტორის გარეშე biggrin.gif

Posted by: Faniack 8 Mar 2013, 00:28
ხალხო ხვალ ბანკები მუშაობს?

ან თუარა სად არის ისეთი ფილიალი რო მუშაობდეს.ნებისმიერი ბანკი მაწყობს მგონი.

Posted by: rider 8 Mar 2013, 10:35
ასეთი შეკითხვა მაქვს, არ ვიცი სწორი თემა შევარჩიე თუ არა smile.gif

მოკლედ 6 მარტს უცხოეთიდან გადმომირიცხეს ფული (აზერბაიჯანიდან) საქართველოს ბანკში.
ვიცი რომ უცხოეთიდან დრო უნდა თანხის ჩარიცხვას, მაგრამ არ ვიცოდი რამდენი, ამიტომ დავრეკე სბ-ში და მითხრეს რომ საჭოროა 1-3 დღე. ანუ შეიძლება 1 დღეშიც ჩაირიცხოს ან 3 დღე დასჭირდესო.
მოკლედ 7-ში არ ჩაირიცხა და ეხლა რა მაინტერესებს, დღეს დასვენების დღე ხომაა და მერე შაბათ-კვირა, ჰოდა ორშაბათამდე აზრი არ აქვს ლოდინს თუ მაინც შეიძლება დღეს ან ხვალ დაჯდეს?
ეროვნული ბანკი უნდა მუშაობდეს თუ რაღაც ეგეთი ხო? მოკლედ ვისაც შეგიძლიათ გამარკვიეთ smile.gif))

მადლობა წინასწარ.

პ.ს. ქალბატონებს გილოცავთ 8 მარტს!

Posted by: pamplona 9 Mar 2013, 20:25
მოკლედ სხვა ბანკიდან მინდა გამოტანა სესხის კერძოდ თიბისი რომ დავფარო კრედოს სესხი

კრედო მეუბნება თუ გამოიტან სხვა ბანკიდან და დაფიქსირდება მონაცემები არ შემოგატანინებო ყველასო, რა ვქნა ააქვს ამის უფლება? ბიჭო ვინ გკითხავთ მე საიდან დაგიფარავთ სესხს drug.gif

საყლევეთია drug.gif

Posted by: მილანელი 10 Mar 2013, 12:37
მარწყვი ბარათებს ისევ იძლევიან ხელფასის ცნობის გარეშე?

Posted by: Did_Giorgi 10 Mar 2013, 13:04
pamplona
ჯერ ერთი არ დაფიქსირდება ცნობა თუ არ მიუტანე
მეორე კიდე არავინ არ კითხავს საიდან დაფარავ
წინსწრების საკომისიოს გადაგახდევინებენ და ეგაა რა
ან უჩივლე და სულ არ მოგიწევს დაფარვა biggrin.gif

Posted by: pamplona 10 Mar 2013, 21:57
Did_Giorgi
ანუ მაქვს ნება რომ მივაწვე და დავფარო ფული ამ მეთოდით რაც დავწერე? გავხეხავ მაგათ თუ მასეა საქმე, აუ მადლობა დიდი up.gif

ხვალვე ავუგებ წესს love.gif

Posted by: SpyZooka 14 Mar 2013, 19:33
საბანკო დღე რაარი? .

Posted by: moneymovers 18 Mar 2013, 13:13
მალე ახალი თემა ელექტრონული ფულის შესახებ

Posted by: mola911 18 Mar 2013, 14:50
ვიზებზე რომელ განყოფილებაში ვისაუბრო აქ?

Posted by: Glekhi 18 Mar 2013, 15:32
pamplona
რა გითხრა მაგას არანაირი მნიშვნელობა არააქვს მთავარია ხელშეკრულებაში როგორ გიწერიათ . თU არ ვცდები წინსწრების საკომისიოზე 2 % ია ჯარიმა კრედოში.

Posted by: temart 19 Mar 2013, 10:46
ორი დღის წინ გავხსენი უნივერსალური ანგარიში საქართველოს ბანკში, თანხის გადმორიცხვას ველოდები,ინტერნეტით როგორ გავიგო ანგარიშზე დაიდო ფული თუ არა? პირველ და მეორე ფანჯარას რომ გავდივარ მერე გამოდის მესამე ფანჯარა სადაც წერია ,,ახალი პაროლი" ეს ვერ გავარკვიე რომელ ახალ პაროლზეა საუბარი,ბანკმა რომ მომცა ინტერბანკის პინკოდზე თუ ახალი უნდა ჩავწერო რამე?

Posted by: Did_Giorgi 19 Mar 2013, 20:05
temart
QUOTE
,ახალი პაროლი" ეს ვერ გავარკვიე რომელ ახალ პაროლზეა საუბარი,ბანკმა რომ მომცა ინტერბანკის პინკოდზე თუ ახალი უნდა ჩავწერო რამე?

ახალი უნდა ჩაწერო რამე
რაც გინდა
თუ გინდა იგივე დატოვე, მაგრამ სასურველია რაც ბანკმა პაროლი მოგცა, ის შეცვალო
მერე შენც დარწმუნებული რომ იყო, რომ არავინ იცის შენი პაროლი, ბანკმაც კი smile.gif

Posted by: knawka 21 Mar 2013, 19:51
გამარჯობა, ცოტა ჩაინიკური კითხვა მაქვს ბავშვმა გატეხა ყულაბა ხოდა ეს აურაცხელი რაოდენობის ხურდები ბანკში რომ მივიტანო გადამიხურდავებენ? ან სად მივიტანო ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: spider77 22 Mar 2013, 22:36
knawka
QUOTE
გამარჯობა, ცოტა ჩაინიკური კითხვა მაქვს ბავშვმა გატეხა ყულაბა ხოდა ეს აურაცხელი რაოდენობის ხურდები ბანკში რომ მივიტანო გადამიხურდავებენ? ან სად მივიტანო ხომ ვერ მეტყვით?

ნებისმიერი ბანკი ნებისმიერ ფილიალში გადაგიცვლიან უპრობლემოდ.
ასე, რომ მიმართე რომელიმე ბანკის უახლოეს ფილიალს.


გისურვებ წარმატებებს.

Posted by: pamplona 22 Mar 2013, 23:24
Glekhi
წინსწრებით ვფარავ ძირ თანხას + თანხის 2% დარჩენილი ძირი თანხის რა... ესე მიწერი ახელშეკრულებაში,

5.2 პუნქტის თანახმად

Posted by: knawka 23 Mar 2013, 01:13
QUOTE (spider77 @ 22 Mar 2013, 22:36 )
knawka
QUOTE
გამარჯობა, ცოტა ჩაინიკური კითხვა მაქვს ბავშვმა გატეხა ყულაბა ხოდა ეს აურაცხელი რაოდენობის ხურდები ბანკში რომ მივიტანო გადამიხურდავებენ? ან სად მივიტანო ხომ ვერ მეტყვით?

ნებისმიერი ბანკი ნებისმიერ ფილიალში გადაგიცვლიან უპრობლემოდ.
ასე, რომ მიმართე რომელიმე ბანკის უახლოეს ფილიალს.


გისურვებ წარმატებებს.

უიიიჰ რა კარგია!
გაიხარე, მადლობა smile.gif

Posted by: Jebrail 26 Mar 2013, 12:34
ან აქაური ბანკი რომელია რომელსაც აზერბაჯანში აქვს ფილიალი ??

Posted by: spider77 26 Mar 2013, 16:41
Jebrail
QUOTE
ან აქაური ბანკი რომელია რომელსაც აზერბაჯანში აქვს ფილიალი ??


თიბისი ბანკს აქვს ფილიალი ბაქოში.

Posted by: Mr-Banks 26 Mar 2013, 16:57
Jebrail


http://tbckredit.az/index.php?lang=3

თუმცა ბარათებს არ გასცემს smile.gif

Posted by: Jebrail 26 Mar 2013, 17:14
უბარათო არ მინდა smile.gif

იქაური ბარათი მინდა .

Posted by: Mama_Basili 26 Mar 2013, 17:49
Jebrail
QUOTE
ან აქაური ბანკი რომელია რომელსაც აზერბაჯანში აქვს ფილიალი ??

აზერბაიჯანული ბანკი არის ეროვნულ ბანკთან, მარიოტის გევრდზე (თავისუფლების მოედანზე)

Posted by: Mr-Banks 26 Mar 2013, 18:02
Jebrail

პაშა ბანკი არის აზერბაიჯანული პაშას ფილიალი, მაგრამ არა მგონია, იქაურ ბარათებს გასცემდნენ smile.gif

http://allbanks.ge/?p=166

Posted by: SpyZooka 27 Mar 2013, 17:18
ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშებაში.

მე ესე ვიცი , ვთქვათ 5 000-ის წლიური 1,5%
ანუ ეს უნდა დვიანგარიშოთ ესე?

5 000 გამრავლებული 5000 ის 1.5%ზე და გაყოფილი 365-ზე ?

5 000 x 75 / 365 = 1027,39 სწორია ეს ესე უნდა?

Posted by: Mr-Banks 27 Mar 2013, 17:24
SpyZooka

QUOTE
5 000 გამრავლებული 5000 ის 1.5%ზე და გაყოფილი 365-ზე ?


სწორია ესე: 5 000 გამრავლებული 1.5%-ზე და გაყოფილი 365-ზე

ერთი დღის %-ია ეს.

Posted by: QORSATEVELA 27 Mar 2013, 17:56
გამარჯობათ.

მოკლედ მაქვს იპოთეკური სესხი 11%-ში, პარალელურად მაქვს 4 სხვადასხვა ბანკში საკრედიტო ბარათები. ეს ყველაფერი დავაგროვე როცა ხელზე ასაღები ხელფასი მქონდა 1200 ლარი.
2 თვეა რაც პარალელურად ვმუშაობ სხვა კომპანიაში და ჯამში ჩემი შემოსავლები ორივე კომპანიიდან ხელზე ასაღები ხელფასის სახით შეადგენს 3000 ლარს.
მაქვს თუ არა შანსი ისე რომ არ გადავფარო იპითეკური სესხი ავიღო პარალელური სამომხმარებლო სესხი რომელიმე ბანკში 15 ათასი ლარის ოდენობით მაქსიმუმ სამი წლით. ეს თანხა მჭირდება ამ 4 საკრედიტო ბარათის გადასაფარად. ხელფასი მერიცხება საქართველოს ბანკში.

P.S. თიბისი ბანკმა უარი მითხრა, მიზეზი პარალელურ სესხებს არ გავცემთო და ისე ყველაფერს რომ ეყოს (იპოთეკურს+საკრედიტო ბარათები) პრობლემა არ არის. ეს ვარიანტი მე არ მაწყობს. მოკლედ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ რომელ ბანკში მაქვს შანსი პარალელური სესხის აღების?

Posted by: SpyZooka 27 Mar 2013, 20:03
Mr-Banks
QUOTE
ერთი დღის %-ია ეს.

QUOTE
1027,39


ერთი დღის რას ნიშნავს? ვთქვათ თუ ანაბარი მაქვს 5 000 ერთი წლით შეტანილი 1027,39 ეს წლის ბოლოს არ დამერიცხება?

Posted by: Mr-Banks 27 Mar 2013, 22:03
SpyZooka



1000 ლარის წლიური 10% არის 1000*10%


წლიური 10% 50 დღეზე იქნება 1000*10%*50/365

Posted by: Did_Giorgi 27 Mar 2013, 23:16
SpyZooka
QUOTE
ვთქვათ 5 000-ის წლიური 1,5%
ანუ ეს უნდა დვიანგარიშოთ ესე?

5 000 გამრავლებული 5000 ის 1.5%ზე და გაყოფილი 365-ზე ?

5 000 x 75 / 365 = 1027,39 სწორია ეს ესე უნდა?

არა, მასე არ უნდა
5000+5000*1,5%=5075
ანუ 5000 ლარს წლიურ 1,5%-ზე დაერიცხება 75 ლარი წლის განმავლობაში
ეს გამოდის 75/365=0,205 ლარი დღეში

Posted by: SpyZooka 28 Mar 2013, 19:16
Mr-Banks
Did_Giorgi

დიდი მადლობა გავიგე smile.gif

Posted by: mola911 28 Mar 2013, 20:20
გამარჯობათ ჯეო კაპიტალიდან მქონდა სესხი გამოტანილი მისი გადაფარვა მოვინდომე ევრო კრედიტით,იპოთეკურ სესხზე მაქვს საუბარი,ევრო კრედიტმა მომთხოვა აზომვითი ნახაზი ქონების და თავიდან რეგისტრაცია,აზმოვისშედეგად ფართი 7 კვადრატით ნაკლები გამოვიდა smile.gif და რეესტრსში რომ შევიტანე ხელშეკრულება ქონების დარეგისტრირებასათან დაკავშირებით ზედ დავურთე ნახაზი,ახლა მითხრეს რომ შეჩერებულიაო
"ვინაიდან განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან მცირდება რეგისტრირებული ბინის ფართი საჭიროა წარმოადგინოთ იპოთეკარის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital 412675528 თანხმობა ფართის შემცირებასთან დაკავშირებით.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განისაზღვროს ვადა: 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება."
ეგებ ვინმემ დამეხაროთ ჯეოკაპიტალიდან რა დოკუმენტი მაქვს წამოსაღები და მისატანი რეესტრში

Posted by: Mr-Banks 28 Mar 2013, 22:30
mola911
QUOTE
თანხმობა ფართის შემცირებასთან დაკავშირებით.



დაგიწერა უკვე საჯარო რეესტრმა, რაც უნდა მიიტანო.

Posted by: mola911 29 Mar 2013, 10:04
ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა წარმოადგინეთ ჯეოკაპიტალის ან მათ ტიტულიან ქაღალდზე გაცემული თანხმობა თავიანთი ბეჭდით დამოწმებული, რომ თანახმა არიან ფართის შემცირებაზე
ეს მომწერა
* * *
უფლება აქვს ჯეო კაპიტალს არ დაენახმოს ფართის შემცირებას?

Posted by: bagha 1 Apr 2013, 21:51
საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს საიტის ვერ მეტყვით?

Posted by: source 2 Apr 2013, 21:29
სადებეტო ბარათები რისთვისაა და რაარის?

Posted by: Did_Giorgi 3 Apr 2013, 00:52
source
http://forum.ge/?f=62&showtopic=34306106

Posted by: Fluorescent Adolescent 3 Apr 2013, 12:14
გამარჯობა
მაინტერესებს უცხოურ ბანკში თუ შემიძლია ანგარიში გავხსნა დისტანციურად
და ბარათი გამომიგზავნონ ფოსტით?

Posted by: bet555 3 Apr 2013, 12:25
გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ, ვიცი რომ ფიზიკური პირი ვერ შეიტანს იურიდიულ პირს თანხას საბანკო ანგარიშზე თუ სურს რომ დანიშნულებაში ჩაუწეროს მესამე იურიდიული პირსი დასახელება უბრალოდ მჭირდება ლინკი ეროვნული ბანკის სადაც ეს წერია და ვერ ვიპოვნე და თუ ვინმეს გაქვთ მომწერეთ ლინკი

Posted by: Luca Brasi 3 Apr 2013, 21:17
ერთ-ერთ საიტზე რაღაცის ყიდვას ვაპირებდი და ფეიმენთ მეთოდებში ესე წერია:
Payment Terms: L/C,T/T ---------------------------- რას ნიშნავს ეს L/C და T/T

Posted by: Did_Giorgi 3 Apr 2013, 23:21
Fluorescent Adolescent
QUOTE
გამარჯობა
მაინტერესებს უცხოურ ბანკში თუ შემიძლია ანგარიში გავხსნა დისტანციურად
და ბარათი გამომიგზავნონ ფოსტით?

არ შეიძლება
გამორიცხულია თუ შენ ან შენი მინდობილი პირი არ გამოცხადდა - პირადად!

Posted by: Fluorescent Adolescent 4 Apr 2013, 08:05
Did_Giorgi

გასაგებია
მადლობა

Posted by: Niku7a 14 Apr 2013, 15:40
ხალხნო
ყველაზე კარგი სადებეტო ბარათი რომელია ონლაინ შესყიდვებისთვის,
რომელ ბანკს აქვს ყველაზე შეღავათიანი ფასები როგორც ბარათზე ასევე სმს და ინტერნეტ ბანკინგზე?
იქნებ თემაც არის რამე შესაბამისი და დამილინკეთ რა 2kiss.gif

Posted by: Nefer 25 Apr 2013, 21:39
მაინტერესებს მართალია ფეიფალი საქართველოში შემოვიდაო?ყველა ბარათზე ებმევაო მართალია?

Posted by: GMN004 25 Apr 2013, 23:20
გამარჯობათ, რა მაინტერესებს, 5 წლის წნ გამაშავა ბანკმა და დგეს რა ვქნა რო სეესხი ავიგო? საქარტველოს ბანკმა მადლობტ წინასწარ

Posted by: Nefer 25 Apr 2013, 23:33
GMN004
ჯერ ერთი რომ არანაირი შავი სია არ არსებობს, უბრალოდ რაღაცა ბაზაა სადაც გადახდისუნარიანობის მიხედვით ხვდება ხალხი, წესით უკვე უნდა შეგეძლოს სესხის აღება, სამი წელია მაქსიმალური ვადა როგორც ვიცი.

ფეიფალზე არავინ იცით რამე?

Posted by: GMN004 26 Apr 2013, 09:45
Nefer

გასაგებია, მადლობა

Posted by: Mr-Banks 26 Apr 2013, 11:59
GMN004
QUOTE
გამარჯობათ, რა მაინტერესებს, 5 წლის წნ გამაშავა ბანკმა და დგეს რა ვქნა რო სეესხი ავიგო? საქარტველოს ბანკმა მადლობტ წინასწარ



სესხი დაფარე? Nefer
QUOTE
ფეიფალზე არავინ იცით რამე?

http://allbanks.ge/?p=666

Posted by: GMN004 26 Apr 2013, 12:46
Mr-Banks

დავფარე კი, ამომგებს ქონდა გადაცემული და ბანკს რაც ეკუტვნოდა ის თანხა დავფარე, ამომგებმა არ გამომართვა, მიჯიგრა ))

Posted by: Mr-Banks 26 Apr 2013, 12:52
GMN004


1. ანუ ამ დროისთვის დავალიანება აღარ გაქვს?

2. ხელფასი რამდენი გერიცხება და რამდენი ხანია?

თუ 1 და 2 დადებითია, მაშინ ნახე ეს: http://tbcbank.ge/ge/promotions/?id=2385

Posted by: GMN004 26 Apr 2013, 12:57
Mr-Banks
არა არ მაქვს დავალიანება, რა მაინტერესებს, მე და ჩემმა მეუღლემ რო გავაკეთოთ ერთOბლივი სესხი ეგ ხო მოსულა? ორივეს ერთად თვეში 1100 ლარი გვაქ და რამდენს მოგვცემენ 4 წლიანი რო გავაკეთო

Posted by: Mr-Banks 26 Apr 2013, 13:03
GMN004
უნდა გაერიცხებოდეთ სტაბიურად ხელფასი და მოგცემენ კი. ამისთვის მიბრძანდით ნებისმიერ ფილიალში და იქ გეტყვიან დეტალურად, რადგან სესხის დროს ბევრი პარამეტრის გათვალისწინება ხდება.

Posted by: GMN004 26 Apr 2013, 13:09
Mr-Banks

ოკ გაიხარე.........................

Posted by: Nefer 27 Apr 2013, 11:30
Mr-Banks
დიდი მადლობა... ეხლა მიხვდვი რატო ვერ ვრეგისტრირდებოდი ფეიფალზე,რომელ ბარათსაც ვუთითებდი იმაზე თანხა არ მქონდა,ამ დროს 1 დოლარი მაინც უნდა გქონდეს თურმე, რომელსაც რეგისტრაციის დროს გაჭრის ფეიფალი და მერე უკან გიბრუნებს.

Posted by: gucci07 28 Apr 2013, 11:17
მეგობარმა გამოიტანა 500 ლარი minicredit.ge დან და ეხლა სამსახურ დაკარგა და ვეღარ იხდის და ჯარიმა ერიცხება ყოველდღე 7 ლარი და 50 თეთრი. არანაირი შემოსავალი აღარ აქვს რომ დაფაროს და რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები თუ იცით ვინმემ დაწერეთ ფლიზ. მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება.

წინასწარ დიდი მადლობა და გილოცავთ ბზობას.

Posted by: ketevani85 1 May 2013, 15:41
გამარჯობა,
ყველაზე კარგი პირობები საბავშვო ანაბრისა რომელ ბანკს აქვს?

Posted by: Gambino 14 May 2013, 07:46
Webmoney -ს ელ საფულეში არსებული თანხის განაღდება როგორ და რა პირობებით ხდება, დღიური ლიმიტი რამდენია?

Posted by: nika1792 17 May 2013, 18:46
მოკლედ რა მაინტერესებს:
American Express-ის გაუქმება აღებიდან რამდენ ხანში შეგიძლია?

Posted by: Money Movers 23 May 2013, 11:08
Nefer
ფეიფალი პროცესინგია რომელიც ებმევა ყველა საერთაშორისო ბარათს გარდა ელექტრონისა

Posted by: g_o_g_i_n_a 24 May 2013, 05:58
ჩემ ბარათს ვადა გაუვიდა საქ ბანკის ვიზა კლასიკი მქონდა.

მოკლედ უცხოეთში ვარ და რომელიმე ბანკი გამიხსნის ონლაინით დებით ქარდს ?

Posted by: maverick16 24 May 2013, 11:42
ხალხო ფულის გადარიცხვა მინდა იტალიაში და ყველაზე დაბალი საკომისიო რომელ ბანკს აქვს?

Posted by: Mr-Banks 24 May 2013, 11:53
maverick16


http://allbanks.ge/?page_id=38 wink.gif

Posted by: coliani 24 May 2013, 14:22
............................................................................

Posted by: ZAC-001 24 May 2013, 23:14
QUOTE
მოკლედ რა მაინტერესებს:
American Express-ის გაუქმება აღებიდან რამდენ ხანში შეგიძლია?

ნებისმიერ დროს შეგიძლია გააუქმო საკრედიტო ბარათი და მოსტხოვო ბანკს ცნობა (ფასიანია) სადაც ეწერება რომ ბარათი გაუქმებულია, რაიმე ვადები არ აქვს.

Posted by: Tornikee 26 May 2013, 13:08
ჩვენთან რომელიმე ბანკს მისი ბარათიდან WebMoney ანგარიშზე თანხის ინტერნეტით ჩარიცხვის სერვისი აქვს? ვერ ვიპოვე ვერსად.

Posted by: Mr-Banks 26 May 2013, 13:43
Tornikee


ანუ ვებმანიზე რომ თანხა შეიტანო ბარათით? ვებმანის თუ აქვს ეგ სერვისი, მაშინ შეძლებ.

Posted by: Tornikee 26 May 2013, 13:47
Mr-Banks
შევამოწმებ ვებმანის სერვისებში, მადლობა

Posted by: pihtona1 28 May 2013, 18:40
მოგესალმებით დღეს გადმომიგზავნეს თანხა მოსკოვიდან და არვიცი რომელ ბანკში უნდა ავიღო თუ არაქვს მნიშვნელობა რომელ ბანკში მივალ?


წიმასწარ დიდი მადლობათ.....

Posted by: Did_Giorgi 28 May 2013, 19:50
pihtona1
Warning:
+20% - ფლუდი!
ყველა თემაში უნდა იკითხო პასუხი რომ არ გაგცენ??

Posted by: pihtona1 29 May 2013, 23:37
Did_Giorgi


იქნებ მე ყველას პასუხი მაინტერესებდა და ყველა დავუსვი ეგ შეკითხვა სათითაოდ და


დამაგის გულისზე 20% ----ბანია თუ გაფრთხილება უნდა დამადო???


რა შეკითხვის უფლება არამაქვს?????


თუ არამაქვს შეკითხვის უფლება ეგ სხაა?



მაშინ დიდი ბოდიშით...

Posted by: qenati 30 May 2013, 09:53
გამარჯობა. ამ თემაში პირველად ვპოსტავ. თუ სხვა თემაში უნდა ვიკითხო დამაკვალიანეთ, ყოველ შემთხვევაში თქვენც გკითხავთ smile.gif ანგარიში მაქვს თბს ბანკში, წლებია მათი კლიენტი ვარ. ახლა რაღაც შეცვალეს და სატარიფო პაკეტის საფასური (რომელსაც აქამდე არ ვიხდიდი) ყოველ თვე უნდა გადავიხადო 15,90 ლარი. რისი გადახდაც არ მინდა და არც მიმაჩნია სწორედ. ამიტომ ვფიქრობ ბანკის შეცვლას, ანუ ანგარიშის სხვა ბანკში გახსნას. რომელ ბანკს მირჩევთ? ხელფასი ქართუ ბანკში მერიცხება, სხვა მხრივ სხვა ბანკებთან შეხება არ მაქვს და ამიტომ არ ვიცი როგორ გადავწყვიტო. დაგროვებითი ანაბარის პირობები მაინტერესებს ძირითადად. არც სესხი მაქვს, არც ვადიანი ანაბარი. მადლობა წინასწარ.

Posted by: ZAC-001 30 May 2013, 20:57
QUOTE
გამარჯობა. ამ თემაში პირველად ვპოსტავ. თუ სხვა თემაში უნდა ვიკითხო დამაკვალიანეთ, ყოველ შემთხვევაში თქვენც გკითხავთ  ანგარიში მაქვს თბს ბანკში, წლებია მათი კლიენტი ვარ. ახლა რაღაც შეცვალეს და სატარიფო პაკეტის საფასური (რომელსაც აქამდე არ ვიხდიდი) ყოველ თვე უნდა გადავიხადო 15,90 ლარი. რისი გადახდაც არ მინდა და არც მიმაჩნია სწორედ. ამიტომ ვფიქრობ ბანკის შეცვლას, ანუ ანგარიშის სხვა ბანკში გახსნას. რომელ ბანკს მირჩევთ? ხელფასი ქართუ ბანკში მერიცხება, სხვა მხრივ სხვა ბანკებთან შეხება არ მაქვს და ამიტომ არ ვიცი როგორ გადავწყვიტო. დაგროვებითი ანაბარის პირობები მაინტერესებს ძირითადად. არც სესხი მაქვს, არც ვადიანი ანაბარი. მადლობა წინასწარ.

როგორც ვიცი ყველა ბანკს აქვს "ანგარიშის მომსახურების საკომისიო", ყველაფერი ეს დამოკიდებულია რა გაქვს გააქტიურებული, მაგალითად: (თანხის) გატანის საკომისიო (რამდენი %-ია), ინტერნეტ ბანკი, ესემეს ბანკი, მობილ ბანკი, რამდენ ვალუტაში გაქვს გახსნილი ანგარიში და ათასი მომსახურებები აქვს ბანკს რომელიც თითოეული ფასიანია და ერთდროულად კი იყრის თავს ალბათ 15.90 ლარს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი საკომისიო მგონია, ამხელა არც ერთ ბანკს არა აქვს, ყოველ შემთხვევაში არ გამიგია. ბანკ რესპუბლიკას აქვს "პრიზმა ბარათი" რომელითაც მე ვსარგებლობ და თვეში აქვს 1 ლარი საკომისიოა, დანარჩენი უფასო აქვს. ყოველ დღე რომ გამოვიტანო ( ვთქვათ) 50 ლარი არაფერს არ მოაჭრის. საქართველოს ბანკის პლასტიკური მქონდა და 1 წელი არ ვსარგებლობდი, შემთხვევით მივედი და ასე მითხრეს რომ 18 ლარი გაქვს გადასახდელიო, რომ ავუხსენი არ მისარგებლიათქო და თან ვადა გასული აქვს პლასტიკურსთქო ასე მითქხრეს რომ პლასტიკურს მნიშვნელობა არ აქვს, ანგარიში დახურული არ ყოფილა და მისი საკომისიოები დაგროვდაო, სულ ტყუილად გადამახდევინეს 18 ლარი.

Posted by: qenati 30 May 2013, 21:31
ZAC-001

თანხის განაღდებისას მეც ვიხდი, მარა მაგაში შედის ტელ ბანკი, ინტერნეტ ბანკი, ვიზა გოლდი და ჩემი სეიფი. აქამდე უფასო იყო და ახლა პირველიდან იცვლება ტარიფი. პრიზმა ბარათის გარდა ინტერნეტ ბანკი ან მობაილ ბანკის მომსახურებაც გაქვს?

Posted by: Sappho 31 May 2013, 00:30
საერთაშორისო ელექტრონული ინტერნეტ გადარიცხვებისთვის რომელი სერვისი ჯობია სწრაფი საიმედო და ნაკლები პროცენტით?
რითი გადავრიცხოთ თანხა უცხოეთის საბანკო ან პლასტიკური ბარათის ანგარიშზე ?

იმანი ვებმანი და ფეიფალით სმარტივი ბარათით არ ირიცხება თანხა უცხოეთის საბანკო აბგარიშზე

Posted by: freemen 31 May 2013, 16:13
ორი თავდების შემთხვევაში ( მიკროსაფინანსო ბანკიდაბ სესხის გამოტანაზე მაქვს საუბარი) ხომ შეუძლია ერთერთმა უარი თქვას და გააუქმოს თავისი თავდებობა, ანუ ეს იმ დროს როდესაც პროცენტების გადახდა ურობლემოდ მიმდინარეობს მსესხებლის მხრიდან.

Posted by: Mateo Falcone 31 May 2013, 16:30
freemen
QUOTE
ორი თავდების შემთხვევაში ( მიკროსაფინანსო ბანკიდაბ სესხის გამოტანაზე მაქვს საუბარი) ხომ შეუძლია ერთერთმა უარი თქვას და გააუქმოს თავისი თავდებობა, ანუ ეს იმ დროს როდესაც პროცენტების გადახდა ურობლემოდ მიმდინარეობს მსესხებლის მხრიდან.

თავდებს არა და ბანკს შეუძLია უარი თქვას... მარა 0.000001%-ია მაგის შანსი smile.gif

Posted by: goga555 31 May 2013, 16:53
სალამი მეგობრებო, თქვენგან მჭირდება დახ,არება რჩევის სახით, მოკლედ ჩემი ბინის რემონტისთვის მჭირდება თანხა დაახლოებით 5000-7000 ლარი და მაინტერესებს რომელ ბანკს და კონკრეტულად რომელ სესხს მირჩევთ, გაშავებული არსად არ ვარ, მაქვს კარგი გადახდის ისტორია, ხელფასი მაქვს 1000 ლარი და მერიცხება ლიბერთი ბანკში...
პ.ს დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის...

Posted by: freemen 31 May 2013, 18:43
Mateo Falcone
ანუ გამოდის რომ თავდებს მისჯილი აქვს სესხის დაფარვის ბოლომდე თავდებობა?
რაღაც არ მგონია ეს სწორი იყოს. თავდები ნებაყოფლობით Dათანხმდა ამაზე და ასევე ნებაყოფლობით შეუძლია უარი თქვას ამ სტატუსზე , თუკი გადახდებზე პრობლემები არ იქმნება. ეს უკვე ბანკის და მსესხებლის პრობლემა უნდა იყოს: მოსთხვოს მსესხებელს სხვა თავდებით ჩანაცვლება ანდა დაკმაყოფილდეს ერთი თავდებით, თუკი წლების განმავლობაში საპროცენტო გადახდებთან პრობლემები არ შექმნია მსეხებელს.
მემგონი ასეა სწორი.
სხვა შემთხვევაში გამოდის იძულებით თავმდებობა, ანუ რაღაც ბანკის შიდა პატიმრობა.

.

Posted by: ZAC-001 31 May 2013, 21:54
QUOTE
თანხის განაღდებისას მეც ვიხდი, მარა მაგაში შედის ტელ ბანკი, ინტერნეტ ბანკი, ვიზა გოლდი და ჩემი სეიფი. აქამდე უფასო იყო და ახლა პირველიდან იცვლება ტარიფი. პრიზმა ბარათის გარდა ინტერნეტ ბანკი ან მობაილ ბანკის მომსახურებაც გაქვს?

თანხის განაღდება რესპუბლიკას ბარათს (პიზმას) არ აქვს, ანუ 0%-ია, გინდა დღეში 10ჯერ გამოიტან ან თუ გინდა 1500 ლარს მოხსნი, განაღდების საკომისიო არ აქვს. ვიცი ის რომ ინტერნეტ ბანკი აქვს, აი მობილ ბანკზე რა გითხრა, არ გამიგია სიმართლე გითხრა.

Posted by: Mateo Falcone 1 Jun 2013, 04:13
freemen
QUOTE
სხვა შემთხვევაში გამოდის იძულებით თავმდებობა, ანუ რაღაც ბანკის შიდა პატიმრობა.

რას ჰქვია კაცო იძულებითი თავდებობა, იძულებით აწერინებენ ხელს ხელშეკრულებაზე? თავდებობის ხელშეკრულებით თავდებობის ვადა (ანუ სავარაუდოდ სესხის დაფარვამდე) როგორცაა განსაზღვრული, იქამდე მოქმედებს ხელშეკრულება. ძალით არავინ აძალებს თავდებობას.

თუ გადახდები პრობლემაა არაა, თავდებისთვის არავითარი ტვირთი არაა ეს ხელშუკრელება და მისჯილობა რა შუაშია ვერ ვხვდები.

Posted by: freemen 1 Jun 2013, 10:00
Mateo Falcone
QUOTE
იძულებით აწერინებენ ხელს ხელშეკრულებაზე?

არა ნებით და ამ დროს უნდა განუმარტონ თუ რას ნიშნავს ეს ციდან ჩამომხტარი სოლიდარული თავდებობა. საუბარია თავდებიდან გასვლაზე - ჩანაცვლებაზე. (მოსთხვოს მსესხებელს სხვა თავდებით ჩანაცვლება, ქონებით, ანდა დაკმაყოფილდეს ერთი თავდებით)
უცხოეთში ვაპირებ წასვლას და თან მსესხებე;ლთან სერიოზული კონფლიქტში ვარ და რომელ მის თავდებობაზე კი არა და მისი გაგონებაც არ მინდა, და გამოდის რომ ამ სოლიდარობისგან ვერ განვთავისუფლდები? გამოდის რომ იჯაჭვული ვარ ამ სესხს, რომელიც მე არ ამიღია.? ამაზე ვთქვი - იზულებით ''შიდა პატიმრობა''

Posted by: ZAC-001 1 Jun 2013, 11:22
QUOTE
არა ნებით და ამ დროს უნდა განუმარტონ თუ რას ნიშნავს ეს ციდან ჩამომხტარი სოლიდარული თავდებობა. საუბარია თავდებიდან გასვლაზე - ჩანაცვლებაზე. (მოსთხვოს მსესხებელს სხვა თავდებით ჩანაცვლება, ქონებით, ანდა დაკმაყოფილდეს ერთი თავდებით)
უცხოეთში ვაპირებ წასვლას და თან მსესხებე;ლთან სერიოზული კონფლიქტში ვარ და რომელ მის თავდებობაზე კი არა და მისი გაგონებაც არ მინდა, და გამოდის რომ ამ სოლიდარობისგან ვერ განვთავისუფლდები? გამოდის რომ იჯაჭვული ვარ ამ სესხს, რომელიც მე არ ამიღია.? ამაზე ვთქვი - იზულებით ''შიდა პატიმრობა''

სესხის ხელშეკრულება როცა დაიდება მის დაფარვამდე, ვერც ბანკი, ვერც მსესხებელი და ვერც თავდები ვერ დაარღვევს მას (წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს დაზარალებული მხარე). თუ თავდებობიდან გამოსვლა გინდათ არის გამოსავალი და შემდეგში მდგომარეობს:
მსესხებელმა დარჩენილ თანხაზე უნდა გააკეთოს "ახალი" სესხი, რომლითაც ძველს დაფარავს და ახალ სესხზე გააგძელებს გადახდას, რომელზეც თქვენ აღარ იქნებით თავდები.
ან შეგიძლიათ მოთხოვოთ მსესხებელს რომ სხვა ბანკში აიღოს სესხი და გადაფაროს ის სესხი რომელზედაც თქვენ ხართ თავდებში ( ახალი სესხის რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს, თუ უნდა რაც დარჩა იმდენზე გააკეთოს, რომ გადმოფაროს ის სესხი სადაც თქვენ ხართ თავდებში და გაგათავისუფლოთ თავდებობიდან).
თავის სახელზე თუ არ გამოდის სესხი სხვის სახელზე გააკეთოს სხვა ბანკში (ეს უკანასკნელი დარღვევაა).
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

Posted by: Mateo Falcone 1 Jun 2013, 12:07
freemen
QUOTE
არა ნებით და ამ დროს უნდა განუმარტონ თუ რას ნიშნავს ეს ციდან ჩამომხტარი სოლიდარული თავდებობა. საუბარია თავდებიდან გასვლაზე - ჩანაცვლებაზე. (მოსთხვოს მსესხებელს სხვა თავდებით ჩანაცვლება, ქონებით, ანდა დაკმაყოფილდეს ერთი თავდებით)

თქვენ ბანკს ვერაფერს მოსთხოვთ. მსესხებელს უნდა სთხოვოთ, მსესხებელმა კი ბანკს უნდა სთხოვოს ახალი სესხი ახალი თავდებობით, რაზედაც ბანკმა შეიძლება უარი თქვას.

თავდებობას რაღა განმარტება სჭირდება, თვითონ სიტყვა განმარტავს თავის თავს უმარტივესად, თუ არა და ხელშეკრულების ხელმოწერამდე მისი წაკითხვა შეიძLება.


პ.ს. სანამ მსესხებელი სესხს იხდის, თავდებს არავითარი ტვირთი არ ადევს.

Posted by: Did_Giorgi 1 Jun 2013, 14:37
freemen
ბანკის ლოგიკა ასეთია:
თუ თავდებს სურს ამოთავისუფლდეს თავდებობიდან, მიუხედავად იმისა რომ სესხზე ჯერ ვადაგადაცილება არ ყოფილა, ესეიგი ტავდები ფლობს ინფორმაციას რომ მოსალოდნელია მსესხებლის გადახდისუნარიანობა გაუარესდეს და სესხის დაფარვას პრობლები შეექმნას, შესაბამისად უარს იტყვის თავდების ამოთავისუფლებაზე.
მეორე ვარიანტი - თავდების შეცვლა: არსებული თავდები გრძნობს პასუხისმგებლობას და ხვდება რომ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში მისი გადასახდელი იქნება თანხა და ბანკსაც არ გაუჭირდება ამ ტანხის ამოღება, ამიტომ ცდილობს ახალი თავდების მოყვანას, რომელიც ან ინფორმირებული არაა მოსალოდნენ საფრთხეზე, ან უპასუხისმგებლო/არაგადახდისუნარიანია, ამიტომ ამაზეც უარი biggrin.gif

მარტივია ბანკის ლოგიკა, რომ მოინდომო, შენც დაეთანხმები smile.gif

ისე საზღვარგარეთ წასვლაში არ გიშლის ხელს თავდებობა და თუ პრობლემა არ შეექმნა მსესხებელს, სხვა რისკიც არაა - დაიფარება სესხი წყნარად და გაუქმდება შენი თავდებობა
QUOTE
უცხოეთში ვაპირებ წასვლას და თან მსესხებე;ლთან სერიოზული კონფლიქტში ვარ

კონფლიქტში თუ ხარ, დარწმუნებული ხარ რომ შენი გულისთვის ბანკში მივა ან ახალ თავდებს დაუწყებს ძებნას? უფრო მარტივია დაიკიდოს ეგ სესხი სულ და შენი გადასახდელი გახადოს. თუ კონფლიქტია, კონფლიქტი იყოს user.gif

Posted by: qenati 1 Jun 2013, 15:02
QUOTE
თანხის განაღდება რესპუბლიკას ბარათს (პიზმას) არ აქვს, ანუ 0%-ია, გინდა დღეში 10ჯერ გამოიტან ან თუ გინდა 1500 ლარს მოხსნი, განაღდების საკომისიო არ აქვს. ვიცი ის რომ ინტერნეტ ბანკი აქვს, აი მობილ ბანკზე რა გითხრა, არ გამიგია სიმართლე გითხრა.


მადლობა.

Posted by: freemen 1 Jun 2013, 17:37
Did_Giorgi
QUOTE
ისე საზღვარგარეთ წასვლაში არ გიშლის ხელს თავდებობა და თუ პრობლემა არ შეექმნა

ხოდა მაგაზეც რომ არ გამიხდეს კიდევ დამატებით საფიქრალი და უარესის შემთხვევასი ოჯახი რომ არ აწუხონ სავარაუდო პროცენტის გადახდაზე ამიტომ მინდა მოვიცილო ეს თავდებობა. ( თუ ბანკების ვარაუდობებს და სიზმრებს მივყევით, გამოდის , რომ ვერც საზღვარგარეთ წავალ ( სავარაუდოდ შეიძლება იფიქრონ რომ ველოდები ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ მსესხებლის გადახდის უნარიანობის გაუარესებას და ამაშიც შემიშალონ ხელი) ) ვერც სახლს გავყიდი, - ბანკისდა ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ ვეცდები თავიდან ავიცილო თავდებზე დაკისრებული ვალდებულება......, ვერც მანქანას გავყიდი, ანუ ყველაფერი რაც შეეხება ჩემს კანონიერ ქონებას ბანკის გადასაწვეტია , მას უნდა დავეკითხო დამრთავს თუ არა ამის ნებას. ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ არ დამრთავს. ( ისე რა სავარაუდო ქვეყანაში ვცხოვრობთ სავარაუდო კანონებით)მასე მეც ბევრი რამ შემიძლია ვივარაუდო , მაგრამ მასე ხომ არ არის ვარაუდებზე ავაწყოთ წესები და კანონები.. სახლიდან გამოსვლისას ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ შეიძლება ვინმე კაი ჭკუაზე მყოფმა მაღლითა სართულიდან გადმოაგდოს უნიტაზი ანდა სულაც აგური; ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ კასკებით უნდა ვიაროთ?
კონფლიქტს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ მივა და თან სასწრაფო წესით
QUOTE
უფრო მარტივია დაიკიდოს ეგ სესხი სულ

მშვენივრად იცის რომ, მაგ შემთხვევაში - მე როგორ შემიძლია დავიკიდო. biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 1 Jun 2013, 17:55
freemen
არა, აბუქებ ძალიან
ბანკს არ გააჩნია ინსტრუმენტი რომ შენ ბანკის, მანქანის ან ბოცვრების გაყიდვა აგიკრძალოს ან შეგაფერხოს.
ჯერჯერობით არ უჩივლია და აღმასრულებელზე არაა საქმე გადაცემული, შესაბამისად ვერაფერში ვერ და არ შეგზღუდავს.
საზღვარგარეთ წასვლაზე პრობლემა გექმნება მხოლოდ როცა მოვალეთა რეესტრშია შენი მონაცემები გადაცემული, ანუ დამდგარია შენს წინააღმდეგ სასამართლოს ან არბიტრაჟის გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე გადაცემულია აღსრულების ბიუროზე. მაგ დროს ყადაღდება ქონება, მანამდე არა.

იმედია მაქამდე არ მივა საქმე biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 2 Jun 2013, 00:10
Did_Giorgi
freemen
QUOTE
საზღვარგარეთ წასვლაზე პრობლემა გექმნება მხოლოდ როცა მოვალეთა რეესტრშია შენი მონაცემები გადაცემული, ანუ დამდგარია შენს წინააღმდეგ სასამართლოს ან არბიტრაჟის გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე გადაცემულია აღსრულების ბიუროზე. მაგ დროს ყადაღდება ქონება, მანამდე არა.



საზღვარგარეთ მხოლოდ მაშინ ვერ გახვალ, როდესაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და/ან სასამართლოს გაცემული აქვს დაპატიმრების ორდერი.


თუ მოვალეთა რეესტრში ხარ, ეს არ აფერხებს შენს გადაადგილებას, რადგან ვალაუვალობა არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დევნას. საამისოდ არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზომები: ყადაღა, იძულებითი აღსრულება და ა.შ.

Posted by: freemen 3 Jun 2013, 09:58
Did_Giorgi
სესხი მე არ მომითხოვია, თვალითაც არ მინახია და მითუმეტეს არც ამიღია, არც ბინა ჩამიდია ზალოGში, არც აგარაკი და არც მანქანა, ( თუ თავანი გადმომაბარა ჩემი დასტურით?)პროცენტებზე მე მომაკითხეს და სხვისი ვალის ჩემი ქონებიდან ამოღებით დამემუქრეს, თავდებას არ ცვლიან , მათი ვარაუდებიდან გამომდინარე და კიდევ მე ვაბუქებ? სად არის აქ ლოგიკა? მათი მოგონილი სოლიDარულ თავდებაში? რა სისულელეა, რომელმა კანონმა ანდა რომელმა ნორმალურმა საკონონმდებლო ორგანოს მიერ არის ეს დაკანონებული ძალიან მაინტერესებს.თუ კი მათი ვარაუდებიდან გამომდინარე მე არ შემიძლია თავდება მოვიხსნა ანდა შევცვალო, მაშინ ისევე მათი ვარაუდებით:
ბინის გადაფორმებიშ შემთხვევაში, სესხის საქმე რომ ცუდად წავიდეს, მიმართავს სასამართლოს, რომ ბინის გადაფორმება მოხდა სესხის გადახდის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და ამიტომ ეს გადაფორმება გაბათილებულად სცნოს.
გაყიდვის შემთხვევაშიც ანალოგიურად..
აღმასრულებელ ორგანოებთან მჭიდრო კავშირი აქვთ და ამიტომ ერთობლივი შიდა კანალების საშუალებით უპრობლემოდ მტკიცავენ უარს უცხოეთის ვიზაზე ანდა საზღვარზე გადასვლაზე. თუ ეს თქვენთვის უცნობია როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?
ვალების ამოღებაზე უშიშროების თანამშრომლები რომ დადიოდნენ ბანკთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ესეც ახალი და გაბუქებაა?
ჯერჯერობით ესეთი არაფერი არ ხდება და ღმერთმა დამიფაროს რაიმე ამდაგვარისგან , მაგრამ ეს არ არის წესი და კანონი.

Posted by: Mateo Falcone 3 Jun 2013, 10:19
freemen
სესზე პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არაა ქონების ზალოგში ჩადება. თავდები პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.


თავდებობის მოხსნა რომ შეიძLებოდეს, თავდებობას აღარავითარი აზრი არ ექნებოდა.

Posted by: pukaaa 4 Jun 2013, 23:24
არ ვიცი აქ უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ მაინც:

მაქვს ლარები და თურქული ლირის ყიდვა მინდა ზაფხულისთვის. მაგრამ როგორც ვხედავ ამ დღეებში მიმდინარე პროცესების გამო ლირის კურსი ეცემა და ხომ არ ჯობია ახლავე ვიყიდო? და თუ კი სად მირჩევთ გადახურდავებას? სად არის უკეთესი კურსი?

მადლობა ^^

Posted by: Did_Giorgi 5 Jun 2013, 00:05
pukaaa
QUOTE
როგორც ვხედავ ამ დღეებში მიმდინარე პროცესების გამო

იქნებ სულ გადაიფიქრო ტურქეთში წასვლა?? smile.gif
რა იცი რა ხდება

Posted by: pukaaa 5 Jun 2013, 00:16
Did_Giorgi

აგვისტოში მივდივარ და იმედია იქამდე დამშვიდდება ყველაფერი ))

Posted by: freemen 6 Jun 2013, 09:16
Mateo Falcone
QUOTE
სესზე პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არაა ქონების ზალოგში ჩადება.

QUOTE
თავდები პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.

სხვაობას ვერ ვხედავ.
QUOTE
თავდებობის მოხსნა რომ შეიძLებოდეს, თავდებობას აღარავითარი აზრი არ ექნებოდა.

მოხსნა არ შეიძლება და არც ჩანაცვლება - ამიტომ დავარქვი ბანკის შიდა პატიმრობა.

Posted by: Jebrail 7 Jun 2013, 14:42
საქართველოში აზერბაჯანული ბანკი თუ არის ?

აი აქ რომ გახსნა ანგარიში და იქ რომ მივიდნენ და ამ ანგარიშზე ფული დადონ.

Posted by: taamo 8 Jun 2013, 14:26
ხომ ვერ მეტყვით რა შემთხვევაში ხდება პიროვნების ,,გაშავება", რომელსაც სესხი ან კრედიტი აქვს აღებული??

Posted by: da_to 9 Jun 2013, 19:57
გამარჯობათ, ძაან სასწრაფოდ დაგვჭირდა თანხა (სამკურნალოდ) სხვა გზა არ გვაქვს ბინა უნდა ჩავდოთ. რას მირჩევთ, იქნებ იცოდეთ შედარებით ნორმალური პირობები სად არის. ყაჩაღები რომ არ იყვნენ მევახშეებივით .... ბანკებს ვიცი არ აქვთ, მიკროსაფინასოებს აქვთ რამე ?

Posted by: paparesta 9 Jun 2013, 22:56
da_to

ძალიან კარგია ვინმე ისე თუ დაგეხმარება, მაგრამ გირჩევ ყველა მიკროსაფინანსოს თავი აარიდო

Posted by: pukaaa 11 Jun 2013, 12:06
გამარჯობა,

მაინტერესებს ამერიკან ექსპრესის ბარათით თურქეთში ნებისმიერი ბანკომატიდან შემიძლია ფულის გამოტანა?? და კიდევ, რამე პროცენტი ერიცხება თუ როგორ არის?

მადლობა

Posted by: mishmishka 11 Jun 2013, 12:56
Jebrail
QUOTE
საქართველოში აზერბაჯანული ბანკი თუ არის ?
აი აქ რომ გახსნა ანგარიში და იქ რომ მივიდნენ და ამ ანგარიშზე ფული დადონ.


http://cdb.ge
http://www.ibaz.ge

დაგვიანებით კი გწერ, მაგრამ იმედია მაინც გამოგადგება smile.gif

Posted by: Jebrail 11 Jun 2013, 13:22
mishmishka
მადლობა .

Posted by: abes777 12 Jun 2013, 13:47
მარკეტში მინდა ტერმინალის დადგმა, ბარათით რომ მოახერხოს მომხმარებელმა პროდუქტის საფასურის გადახდა. რომელი ბანკის ტერმინალს აქვს ყველაზე დაბალი პროცენტი.

Posted by: mishmishka 12 Jun 2013, 18:14
abes777
ბარათით გადახდა უფასო აქვს ყველა ბანკს smile.gif

Posted by: spider77 12 Jun 2013, 23:20
Jebrail
QUOTE
საქართველოში აზერბაჯანული ბანკი თუ არის ?

აი აქ რომ გახსნა ანგარიში და იქ რომ მივიდნენ და ამ ანგარიშზე ფული დადონ.

საქართველოში აზერბანკი არ ვიცი, მაგრამ ბაქოშია თიბისი ბანკის ფილიალი.
შესაბამისად, შეიძლება იქ შეტანა და აქ 2 წუთში იმ თანხის აღება უპროცენტოდ (ან პირიქით, აქ შეტანა და იქ აღება),

Posted by: abes777 12 Jun 2013, 23:50
mishmishka
უფასო მომხმარებლისთვისაა. ნავაჭრიდან პროცენტი ეჭრება მაღაზიებს როგორც ვიცი.

Posted by: spider77 13 Jun 2013, 00:03
abes777
QUOTE
უფასო მომხმარებლისთვისაა. ნავაჭრიდან პროცენტი ეჭრება მაღაზიებს როგორც ვიცი.


ეგრეა.

Posted by: abes777 13 Jun 2013, 16:10
spider77
ხოდა ეგ პროცენტი რამდენია ეგ მაინტერესებს. მინდა დავდგა ტერმინალი და რომლის ტერმინალს აქვს ყველაზე დაბალი პროცენტი?

Posted by: Heаd 14 Jun 2013, 02:20
500 ლარამდე კრედიტის აღება მინდა და სად შეიძლება რომ ავიღო სამსახურის ცნობის გარეშე?

Posted by: kloden 14 Jun 2013, 11:07
შეგიძლიათ ვინმემ კონსულტაცია გამიწიოთ პრობლემურ სესხთან დაკავშირებით...

აქტივების მართვის სამსახური ჩივილით მემუქრება...

წინასწარ მადლობთ

Posted by: dima7713 16 Jun 2013, 14:32
24 პროცენტი ერიცხება. ვინმეს თუ აქვს გახსნილი მაინტერესებს. ან რას ფიქრობთ biggrin.gif microcredit.ge

Posted by: სიფრიფანა 18 Jun 2013, 00:57
უცხოეთიდან ტრანსფერისთვის რეკვიზიტებს რომ მოითხოვ და ქართულად ამოგიბეჭდავენ drug.gif drug.gif
მფო რა არის და როგორ ვთქვა ინგლისურად?

და კიდევ, სადაც უნდა მივუთითო ეს რეკვიზიტები, ითხოვენ მფლობელის სახელს, გვარს, ბანკის აიბანს და სვიფტს და შუამავალი ბანკის მონაცმებისთვის არ არის ცალკე გრაფა, რა ვქნა, როგორ მივუთითო მონაცემები სწორად? მარტო ქართული ბანკის არ ეყოფა?

სანამ ხვალ ამ ფურცელს მივიტან და გავრკვევ, იქნებ დამეხმაროთ ვინმე, რა, ძალიან გთხოვთ.
ჯერ ეს ქართული ფურცელი სად გამოვაჩინო, სირცხვილია sad.gif

მადლობა წინასწარ

Posted by: Did_Giorgi 18 Jun 2013, 01:16
სიფრიფანა
ჯერ ეგ ერთი:
QUOTE
ეს ქართული ფურცელი სად გამოვაჩინო, სირცხვილია

არ არის სირცხვილი
თუ გრცხვენია ქართველი რომ ხარ, მაშინ დაიკიდე ქართული ბანკები და იმათი მფო-ები
ელემენტარული ეროვნული სიამაყე უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და შეგნება, თორემ ფულის განაღდების მერე ყველა მაგარია, ცოტა ხანი!
QUOTE
ბანკის აიბანს და სვიფტს

კარგად ჩამოყალიბდი რა
აიბან ანგარიშის ნომერი უნდათ თუ სვიფტი
QUOTE
სირცხვილია

მეც მაგრად მიტყდება sad.gif
ვწუხვარ და ვდრტვინავ!

Posted by: სიფრიფანა 18 Jun 2013, 01:50
QUOTE

არ არის სირცხვილი
თუ გრცხვენია ქართველი რომ ხარ, მაშინ დაიკიდე ქართული ბანკები და იმათი მფო-ები
ელემენტარული ეროვნული სიამაყე უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და შეგნება, თორემ ფულის განაღდების მერე ყველა მაგარია, ცოტა ხანი!

როგორ გეკადრებათ smile.gif
არსებობს რაღაც წესები, სადაც სიამყე ვერ გიშველის, სამწუხაროდ.
რომელიმე ქართულ ბანკში რომ ფრანგულენოვანი რეკვიზიტები წარადგინოს ვინმემ სიამაყით, ან თურქული, აღარაფერს ვამბობ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაზე (მაგალითად სომხური, ჩვენსავით განსხვავებული დამწერლობა რომ აქვთ), ნორმალური იქნება?

QUOTE
კარგად ჩამოყალიბდი რა
აიბან ანგარიშის ნომერი უნდათ თუ სვიფტი

ორივე, თან აუცილებად, რამდენიმეჯერ მთხოვეს
დავიბენი და ვეღარ გავიგე, სად მივუთითო შუამავალი ბანკის მონაცმები, იმიტომ რომ მაგის გრაფა არ აქვთ.
იმათ როგორ ავუხსნა ქართული დოკუმენტით, ზეპირად გადათარგმნა მინიმუმ კომიკურად ჟღერს, არა?
და ვიკითხე, მარტო ქართული ბანკის მონაცემების მითითებით შეძლებენ ტრანსაქციის განხორციელებას, თუ ვერა მეთქი

QUOTE
თორემ ფულის განაღდების მერე ყველა მაგარია, ცოტა ხანი!

ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, დახმარება მჭირდებოდა და არა სავარაუდო ვერსიებზე აგებული მორალის კითხვა
QUOTE
მეც მაგრად მიტყდება
ვწუხვარ და ვდრტვინავ!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წარმოიდგინეთ სიტუაცია, ვინმე სომხური დოკუმენტით რომ მოგადგეთ ოფისში და ტრანსაქციის განხორცილება გთხოვოთ.

ქართველობას რაც შეეხება, ორი ქართველი ვცხოვრობთ 200 000იან ქალაქში და ნამდვილად არ შეგვრიცხვენია სახელი, შემიძლია დაგამშვიდოთ. სამაგიეროდ ერთხელ გამოჩნდნენ შარშან გულანთებული პატრიოტები და კარგად გააცნეს პოლიციას ჩვენი ქვეყანა, ნამდვილად.
(დარწმუნებული ვარ, ისინიც თქვენსავით აღშფოთდებოდნენ, რომ თურმე ქართველობის მრცხვენია)

Posted by: mishmishka 18 Jun 2013, 21:34
სიფრიფანა
QUOTE
უცხოეთიდან ტრანსფერისთვის რეკვიზიტებს რომ მოითხოვ და ქართულად ამოგიბეჭდავენ

კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი რეკვიზიტს გასცემს ინგლისურად.

რაც შეეხება ტრანსფერისთვის აუცილებელ რეკვიზიტებს, საკმარისია მხოლოდ მფლობელის (თანხის მიმღების) სახელი, გვარი, აიბან ანგარიშის ნომერი, მიმღების ბანკის სვიფტ კოდი. ზოგიერთი ბანკი ხანდახან დამატებით ითხოვს მიმღების ანგარიშის დასახელებას (როგორც წესი მფლობელის სახელი და გვარია ხოლმე, თუ თვითონ არ დაარქვა რაიმე სხვა სახელი).
არანაირი შუამავალი ბანკების მონაცემები არაა აუცილებელი, თუ მიაწვდი მაინც ყოველი შემთხვევისთვის არც ეგაა პრობლემა, ბანკს საქმეს გაუმარტივებ smile.gif

Posted by: სიფრიფანა 18 Jun 2013, 23:46
mishmishka
QUOTE
რაც შეეხება ტრანსფერისთვის აუცილებელ რეკვიზიტებს, საკმარისია მხოლოდ მფლობელის (თანხის მიმღების) სახელი, გვარი, აიბან ანგარიშის ნომერი, მიმღების ბანკის სვიფტ კოდი. ზოგიერთი ბანკი ხანდახან დამატებით ითხოვს მიმღების ანგარიშის დასახელებას (როგორც წესი მფლობელის სახელი და გვარია ხოლმე, თუ თვითონ არ დაარქვა რაიმე სხვა სახელი).
არანაირი შუამავალი ბანკების მონაცემები არაა აუცილებელი, თუ მიაწვდი მაინც ყოველი შემთხვევისთვის არც ეგაა პრობლემა, ბანკს საქმეს გაუმარტივებ

ეს მაინტერესებდა მეც, მადლობა smile.gif

Posted by: mishmishka 19 Jun 2013, 20:09
სიფრიფანა
არაფერს wink.gif /

Posted by: 1987 21 Jun 2013, 17:50
ხალხო ბანკი კლიენტით სხვა პროგიდან(სხვა კლიენტიდაN0 სესვლა სესაძლებელია?

Posted by: umbr_ella 21 Jun 2013, 21:41
JSC citibank kazakhstan არის სადმე საქართველოში? ვინმემ იცის?

Posted by: Jebrail 25 Jun 2013, 14:01
ორგანიზაციას ინკასო ადევს თუ არა ვერ ვნახავ ონლაინ ?

Posted by: polaren21 25 Jun 2013, 15:45
მოგესალმებით , მაინტერესებს როდესაც ამერიკიდან აგზავნიან თანხას საქართველოში western union ის საშუალებით , რამდენ ხანშია შესაძლებელი თანხის მიღება ? წინასწარ გმადლობთ

Posted by: მამა-ჯეMალი 6 Jul 2013, 11:22
რომელ ბანკს აქვს ინტერნეტ- ონლაინით კომუნალურების გადახდა უპროცენტო?

მარკეტებში საკრედიტო ბარათით ყიდვა უპროცენტო?


Posted by: rembrandt 6 Jul 2013, 15:55
რომელია რუსული ბანკი
ვითიბის გარდა

მოსკოვში ორგანიზაციაში გადასარიცხი თანხის გამოგზავნილი ბლანკი ანგარიშის ნომერით არცერთმა ბანკმა არც ვითიბიმ არ მიიღო
და ვერ გადარიცხა

აკლია ვეო კოდიო
რა არის ვეო კოდი?
მოსკოვიდან ამბობენ რომ არანაირი ვეო კოდი არ აკლია ბლანკზე ყველა მონაცემებია სწორედ

Posted by: dato97 9 Jul 2013, 22:18
იქნებ დამეხმაროთ მოსწავლის ბარათის ასაღებად საჭიროა რომ ანგარიშზე გადარიცხო თანხა და 18 ის არ ვარ და ბანკში მე გადამარიცხინებენ?

Posted by: Ordoll 12 Jul 2013, 23:39
სადმე გადარიცხვა ან გადახდა რომ შევასრულო
ქვითარი შეიძლება რო ინგლისურენოვანი იყოს? და ჩემი საცხოვრებელი მისამართი მითითებული იყოს?
შეიძლება მასეთი ქვითრის დაბეჭდვა?

Posted by: nolsem 16 Jul 2013, 00:25
საქართველოს ბანკში ვარ გაშავებული და ხელფასის ცნობით სად მომცემენ სესხს?

Posted by: Homo Erotikus 16 Jul 2013, 15:12
რომელ ბანკს არ აქვს ანგარიშის მომსახურების საკომისიო?
მოთხოვნამდე ანაბარი რომ გავხსნა და ტყუილად არ ამახიონ თვეში 1 ლარი...

Posted by: 2PAC 18 Jul 2013, 11:34
1 Bank Constanta
2 Bank of Georgia
3 Basisbank
4 BTA BANK
5 Cartu Bank
6 Caucasus Development Bank
7 Halyk Bank Georgia
8 Int'l Bank of Azerbaijan
9 Investbank
10 KSB
11 Liberty Bank
12 National Bank of Georgia
13 Pasha Pank
14 Privatbank
15 Procredit Bank
16 Progress Bank
17 Republic
18 TBC Bank
19 VTB Bank Georgia
20 Ziraat Bank


ეს სრული სიაა?

Posted by: rembrandt 18 Jul 2013, 15:55
QUOTE (rembrandt @ 6 Jul 2013, 15:55 )
რომელია რუსული ბანკი
ვითიბის გარდა

მოსკოვში ორგანიზაციაში გადასარიცხი თანხის გამოგზავნილი ბლანკი ანგარიშის ნომერით არცერთმა ბანკმა არც ვითიბიმ არ მიიღო
და ვერ გადარიცხა

აკლია ვეო კოდიო
რა არის ვეო კოდი?
მოსკოვიდან ამბობენ რომ არანაირი ვეო კოდი არ აკლია ბლანკზე ყველა მონაცემებია სწორედ

ვინმეს აქვს პასუხი?????????????????????????

Posted by: donrobita 18 Jul 2013, 19:09
QUOTE (Homo Erotikus @ 16 Jul 2013, 15:12 )
რომელ ბანკს არ აქვს ანგარიშის მომსახურების საკომისიო?
მოთხოვნამდე ანაბარი რომ გავხსნა და ტყუილად არ ამახიონ თვეში 1 ლარი...

ლიბერთის

პატრიოტი გახსენი და არანაირი გადასახადები არ გექნება


Posted by: Homo Erotikus 19 Jul 2013, 09:04
donrobita
QUOTE
ლიბერთის

პატრიოტი გახსენი და არანაირი გადასახადები არ გექნება

ბუტკები რომ დგას მანდაც შეიძლება გახსნა?

Posted by: donrobita 19 Jul 2013, 18:41
Homo Erotikus
ალბათ უფრო კი. ზუსტად არ ვიცი

Posted by: antibanki 20 Jul 2013, 17:42
მემგონი სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, მიშა კიდევ ფართხალებს თავის დამქაშებთან ერთად(როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე გარეთ). ბიძინას მილიარდების არ ვიცი, მაგრამ მიშას ბანკები(საქართველოს ბანკი, თი ბი სი, ლიბერთი და ა.შ.) კაპიკს რომ აღარ იძლევიან და ნაცებს უგროვებენ ოქტომბრისთვის, ნათელია. თან ქვეყანაში ფულის შიმშილს იწვევენ და ხელოვნურ კრიზისს ქმნიან.

Posted by: 2PAC 22 Jul 2013, 15:25
საქარველოში კომერციული ბანკების ჩამონათვალი
List of Commercial Banks in Georgia

1. JSC "Bank of Georgia"
2. JSC "Basisbank"
3. JSC "BTA Bank"
4. JSC "Cartu Bank"
5. JSC "Caucasus Development Bank - Georgia"
6. JSC "Constanta Bank"
7. JSC "Halyk Bank Georgia"
8. JSC "Investbank"
9. JSC "KOR Standard Bank"
10. JSC "Liberty Bank"
11. JSC "PASHA Bank Georgia"
12. JSC "Privat Bank"
13. JSC "Procredit Bank"
14. JSC "Progress Bank"
15. JSC "TBC Bank"
16. JSC "The International Bank of Azerbaijan-Georgia"
17. JSC "Turkey Isbank A.S Batumi branch"
18. JSC "VTB Bank – (Georgia)"
19. JSC "Ziraat Bank A.S. (Head office – Ankara, Turkey), Tbilisi Branch". Foreign bank’s branch
20. JSC Bank "Republic"





rembrandt
QUOTE
რომელია რუსული ბანკი ვითიბის გარდამოსკოვში ორგანიზაციაში გადასარიცხი თანხის  გამოგზავნილი ბლანკი ანგარიშის ნომერით არცერთმა ბანკმა არც ვითიბიმ არ მიიღოდა ვერ გადარიცხააკლია ვეო კოდიორა არის ვეო კოდი?მოსკოვიდან ამბობენ რომ არანაირი ვეო კოდი არ აკლია ბლანკზე ყველა მონაცემებია სწორედ


ვ.ო. კოდი არის 'კოდ ვალიუტნოი ოპერაციი'
რომლითაც ხდება გადახდილი თანხის კლასიფიცირება და ირკვევა ვინ ვის რატომ უხდის, მომსახურება, საქონელი, რეზიდენტი -არარეზდიენტი და ა.შ.

ამ კოდების ცოდნა გადამხდელისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას (IMHO) ეს კოდი უნდა დაადგინოს ბანკმა. წესით უნდა ქონდეს ჩამონათვალი კოდების და თვითონ უნდა შეუსაბამოს. იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი ბანკი უთითებს არასწორ VO კოდს, მიმღები ბანკი ატყობინებს მიმღებ ბანკს, ხშირ შემთხვევაში სწორი კოდის მითითებით. კლიენტისთვის ყოველივე ეს ნიშნავს დამატებით რამდენიმე დღის დაკარგვას.

თანხა რუბლია თუ დოლარი?
როცა მიმღები იურიდიული პირია, რუბლის შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს

инн - Идентификационный номер налогоплательщика
Taxpayer Identification Number

кпп - Код причины постановки на учёт
tax registration reason code/record validity code

оконх - Общесоюзный/Общероссийский Классификатор Отраслей Народного Хозяйства
All-Union Classifier of Economy Branches; All-Russia Classifier of Economy Branches


окпо - Общероссийский классификатор предприятий и организаций
Russian National Classifier of Businesses and Organizations RNNBO

ОРГН (Основной Государственный Регистрационный номер)
Primary State Registration Number (PSRN).

p.s. ლიბერთი ან საქართველოს ბანკი სცადე
რეკვიზიტები რაც გაქვს სრულიად საკმარისია გადარიცხვის შესასრულებლად.

http://belarusbank.by/ru/corporate/1655/1752/1768

http://www.profbanking.com/dictionary/free/202-codes-of-currency-transactions.html

Posted by: tiptop13 24 Jul 2013, 15:06
ვინმემ თუ იცით კრედიტინფოსთვს ინფორმაციის გადაცემა (გაშავება) ავტომატურად რომ ხდება რის საფუძველზე ხდება? მე-3 პირისთვის ჩვენი ინფორმაციის გადაცემა ბანკების შესახებ კანონით იკრძალება, ამიტომ არის რომ ყველა სესხის ხელშეკრულებაში შაბლონურად წერია რომ მე თანახმა ვარ ჩემი ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა მიაწოდოს ვისაც უნდა და როცა უნდა. ამ ჩანაწერის (ჩვენი თანხმობის) გარეშე ინფორმაციის სხვისთვის გადაცემით ბანკები კანონს დაარღვევენ. თუ იცით ვინმემ რაიმე სხვა წესი ან დოკუმენტი ხომ არ არსებობს, რის საფუძველზეც კრედიტინფოს აწვდიან ინფორმაციას.

Posted by: GeorgeSword 27 Jul 2013, 16:42
საქართველოს ბანკის express card დამებლოკა,პინ კოდი დავკარგე ვერ ვაკეთებ განბლოკვას და ibank ზე ვეღარ შევდივარ

დეპოზიტზე ირიცხება ჩვეულებრივად ipay-ს აპარატებიდან, მაინტერესებს რომ ჩავრიცხო რაღაც თანხა ამ ბარათზე ონლაინ შოფინგში შემეძლება გამოვიყენო ? თუ რადგან დაბლოკილია ტრანზაქციებიც დამებლოკა?
მე უფრო მეორე მგონია მაგრამ თქვენთანაც მინდა გადავამოწმო

Posted by: Did_Giorgi 27 Jul 2013, 19:13
GeorgeSword
პინით ხდება ხოლმე მაგისი განბლოკვა, აიფეის აპარატებზე, მაგრამ რადგან პინი დაგეკარგა, იქნებ რომელიმე სერვისცენტრში მიხვიდე და გიშველონ რამე?
2 444 444 დარეკე და კითხე თუ გიშველის ს/ც-ში მისვლა
ან ონლაინ ოპერატორს კითხე საიტზე სბ.გე

Posted by: antibanki 27 Jul 2013, 20:51
tiptop13
ახლა არ ვიცი, მაგრამ ერთი წლის წინ მესამე პირს კი არა ძალოვანებიდან ვისაც აინტერესებდა ყველას ყველაფერს უპატაკებდნენ. ბოლო დროს შეიტანეს ეგ პუნქტი, თორემ მე 2007 წელს მაქვს დადებული ხელშეკრულება და მანდ არ წერია მესამე პირზე ინფოს გაცემა

Posted by: cruger 28 Jul 2013, 15:30
გამარჯობათ,
მაინტერესებს EXPRESS CARD-ით როცა ვიხდი ბენზინგასამართ სადგურზე ექსპრეს ქულები მემატება თუ არა? როგორც ვაკვირდები რამდენი მასე გადავიხადე არ მომმატებია იგივე მრჩება ქულები sad.gif

Posted by: goga-mariami 28 Jul 2013, 15:43
ბინა როცა იპოტეკიტაა დატვირტული, რომელიმე ბანკი იძლევა ასეთ შემთხვევაში კრედიტს? სარემონტოდ

Posted by: spider77 28 Jul 2013, 19:13
antibanki
QUOTE
ერთი წლის წინ მესამე პირს კი არა ძალოვანებიდან ვისაც აინტერესებდა ყველას ყველაფერს უპატაკებდნენ.

ეგ კანონში ჩაწერეს და კანონი ავალდებულებდა, ამიტომ ამ შემთხვევაში ბანკისკენ კი არა ცოტა სხვა მიმართულებითაა თითი გასაშვერი.

Posted by: abes777 2 Aug 2013, 20:59
ფულის შეტანა მინდა ბანკში (2000 ლარამდე) ისეთი პირობებით რო რო დამჭირდეს გამოვიტანო ნებისმიერ დროს. რომელ ბანკს მირჩევთ? ზედმეტი ფული თუ გამიჩდება რო დაუმატო ხოლმე ესეც მინდა. 500-500 ლარი არა მარა 50-50 ლარი რო უმატო. (გაითვალისწინეთ ეს დამატება სალბათოა ან შევძლებ ყოველ თვეში ან ვერა,

Posted by: spider77 3 Aug 2013, 19:47
abes777
QUOTE
ფულის შეტანა მინდა ბანკში (2000 ლარამდე) ისეთი პირობებით რო რო დამჭირდეს გამოვიტანო ნებისმიერ დროს. რომელ ბანკს მირჩევთ? ზედმეტი ფული თუ გამიჩდება რო დაუმატო ხოლმე ესეც მინდა. 500-500 ლარი არა მარა 50-50 ლარი რო უმატო. (გაითვალისწინეთ ეს დამატება სალბათოა ან შევძლებ ყოველ თვეში ან ვერა,

თიბისი ბანკში, ანაბარი "ჩემის სეიფი". როცა გინდა რამდენსაც გინდა შეიტან და როცა გინდა გაიტან, გინდა ნაწილ-ნაწილ, გინდა სრულად. თუ გინდა სულ ნურაფერს შეიტან, ზუსტად ისაა, რაც შენ გინდა. არანაირი შეზღუდვა.

http://tbcbank.com.ge/ge/private/deposits/my_safe/

Posted by: giojavaxa 8 Aug 2013, 12:21
მოკლედ საკრედიტო ბარათს რამდენი წლის ადამიანს აძლევენ 18ისას ხო??

Posted by: Kortes555 16 Aug 2013, 14:02
ხომ არავინ იცის Pay Pal -ზე როგორ გავხსნა ანგარიში და როგორ მივაბა საქართველოს ბანკის პლასტიკურს??????

Posted by: LanceInMyPants 17 Aug 2013, 02:24
გამარჯობა.

თუ იცით არსებობს რომელიმე ბანკში 4 თვის სესხი მაინც 200 ლარამდე რო აიღოს კაცმა? smile.gif

Posted by: dito_rst 17 Aug 2013, 05:37
gaumarjos xalxs, tu vinme xart
kompetenturi am sakitxshi tu shegidzliat
damexmaret,
saqartveloze mericxeba xelze asagebi 1400
gel, ipotekit minda axlad ashenebuli binis
yidva, binis fasi ro iyos ase 30-35000$, ra
shansebi maqvs mainteresebs, ramden
celze gaketdeba tviuri shesatani ramdeni
momicevs, agretve tanamonacileoba
ramdeni iqqneba chemi mxridan,
shemidzlia tavdebi daviyeno agretve 1400
gel, tu ar eyopa ratqmaunda chemi
xelpasi,

Posted by: zura BMW 21 Aug 2013, 21:57
ვინც უეჭველი იცით იმან მიპასუხეთ smile.gif

სახელფასო სესხს აქვს თუ არა რამე ვადა??

გავიდა 3, 4 , 6 წელი და რაღაც ვადა არ უნდა ქონდეს?

თუ სუ ტვინი უნდა ბურღონ მთელი ცხოვრება ?


Posted by: supercharged 22 Aug 2013, 00:38
გამარჯობათ

როდესაც ერთერთი ბანკის შტატიანი თანამშრომელი გადის დეკრეტში, დეკრეტის 4 თვეს უნაზრაურებენ, ხოლო დეკრეტში გასვლიდან 4 თვეში ვერ ბრუნდება სამსახურში და აგრძელებს დეკრეტს რამოდენიმე თვე კიდევ.

ბანკს აქვს თუ არა უფლება რომ შტატიანი თანამშრომელი გადაიყვანოს რეზერვში და აღარ იყოს შტატში. ანუ 121 დღეს 4 თვის დასასრულის შემდეგ?

Posted by: ბინლადენი 22 Aug 2013, 09:40
გამარჯობათ!
ფული მიდევს დედაჩემის ანგარიშზე საქართველოს ბანკში ,დედაჩემი ეხლა ქალაქგარეთაა და მოკლედ იქ ახლოს არაა საქართველოს ბანკი,ფული მჭირდება პარასკევს და ის ჩამოდის კვირას,რამენაირათმე შეიძლება რო მე გამოვიტანო ? საკრედიტო ბარათი იმ ანგარიშზე რომელზეც ფული დევს არ აქვს...

Posted by: spider77 22 Aug 2013, 14:56
ბინლადენი
QUOTE
საკრედიტო ბარათი იმ ანგარიშზე რომელზეც ფული დევს არ აქვს...

ინერნეტბანკინგი თუ აქვს, გადაიტანე თანხა იმ ანგარიშზე რომლზეც ბარათია მიბმული (თუ აქვს ასეთი) და გამოიტან ბანკომატიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზამ, სანამ დედა არ ჩამოვა.




supercharged
QUOTE
გამარჯობათ

როდესაც ერთერთი ბანკის შტატიანი თანამშრომელი გადის დეკრეტში, დეკრეტის 4 თვეს უნაზრაურებენ, ხოლო დეკრეტში გასვლიდან 4 თვეში ვერ ბრუნდება სამსახურში და აგრძელებს დეკრეტს რამოდენიმე თვე კიდევ.

ბანკს აქვს თუ არა უფლება რომ შტატიანი თანამშრომელი გადაიყვანოს რეზერვში და აღარ იყოს შტატში. ანუ 121 დღეს 4 თვის დასასრულის შემდეგ?

ვფიქრობ ეს კითხვა იურისტებთან უნდა დასვა, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის თანამშრომელზეა საუბარი.



Posted by: supercharged 22 Aug 2013, 21:44
spider77
იურისტები რომელ თემაში არიან თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ. მე ვერ ვიპოვე...

Posted by: spider77 23 Aug 2013, 10:38
supercharged
QUOTE
იურისტები რომელ თემაში არიან თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ. მე ვერ ვიპოვე...


http://forum.ge/?f=77&showtopic=34464118

Posted by: monogamist 24 Aug 2013, 18:26
საბანკო საქმის კურსები როა და მერე სტაჟირებები, ეგ როგორია, სიაფანდობაა თუ შეიძლება მაგით დასაქმება?

Posted by: g_o_g_i_n_a 27 Aug 2013, 03:06
რომელიმე ქართული ბანკი გვთავაზობს ონლაინ კონსულტაციით ანგარიშის გახსნას
ვგულისხმობ Debit Card-ს

Posted by: BALUBALU 27 Aug 2013, 22:13
ამერიკან ეკსპრესით ფულის გადარიცხვა უცხოეთში ნებისმიერი ბანკიდან შეიძლება ხო?
70$ რომ გადავრიცხო რამდენი არის საჭირო?(ანუ რაღაც პროცენტს ხო წაიღებს თვითონ ტრანზაქცია)
და კიდე ,რამდენ ხანში დაერიცხება თანხა ვისაც ვუგზავნი?

Posted by: speechl1 18 Sep 2013, 16:52
ძაალიან გთხოვთ პატარა რჩევა მჭირდება , არ დაიზაროთ smile.gif)) საბანკო საქმის კურსის გავლა მინდა და იქნებ დამაკვალიანოთ რომელ საგანმანათლებლო ცენტრს მივმართო, ოღონდ სტაჟირებაც რო შედიოდეს ისეთი მინდა

Posted by: spider77 19 Sep 2013, 13:22
g_o_g_i_n_a
QUOTE
რომელიმე ქართული ბანკი გვთავაზობს ონლაინ კონსულტაციით ანგარიშის გახსნას
ვგულისხმობ Debit Card-ს

არცერთი ... wink.gif


ონლაინში კლიენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია, შესაბამისად ანგარიშიც არ ისხსნება.

Posted by: compmaster 21 Sep 2013, 02:10
ხალხო სტატიკური წლიური პროცენტის ფორმულა მომეცით რა
აღარ მახსოვს

ეგ მახსოვს რომ
რიცხვი უნდა გავყო 360-ზე

მარა მგონი რაღაცას ვაკეთებდი კიდე იქამდე

Posted by: HestaPo 21 Sep 2013, 11:04
კითხვა მაქვს:
თუ არსებობს რამე საშუალება, რომ თავდებობის ხელშეკრულებიდან გავიდე

Posted by: ქართლოსი 22 Sep 2013, 17:23
იაპონური ფულის დახურდავება სად შეილება?

Posted by: Did_Giorgi 22 Sep 2013, 23:03
ქართლოსი
ბანკების სათაო/ცენტრალურ ოფისებში
ყველა ფილიალში იაპონური იენი არ ექნებათ smile.gif
სათაოებს მიაწექი

Posted by: Mr-Banks 22 Sep 2013, 23:08
g_o_g_i_n_a

spider77


აგერაა http://www.libertybank.ge/?action=ordercard&lang=geo smile.gif


ბარათს ვინ აიღებს? smile.gif



HestaPo

ან კრედიტორი უნდა დაგთანხმდეს, ან უნდა ცანაცვლდეს, ესეც კრედიტორის უფლებამოსილებაა. გამონაკლისს ადგენს სასამართლო.

Posted by: ქართლოსი 22 Sep 2013, 23:18
Did_Giorgi
QUOTE
ბანკების სათაო/ცენტრალურ ოფისებშიყველა ფილიალში იაპონური იენი არ ექნებათ სათაოებს მიაწექი

. აჰაჰ. კაი მადლობა

Posted by: HestaPo 23 Sep 2013, 10:43
Mr-Banks
გმადლობ, კრედიტორის დათანხმება ძნელი იქნება დარჩა სასამართლო

Posted by: PuTKiiI 26 Sep 2013, 11:42
გამარჯობათ.. იქნებ გამარკვიოთ ეს 160 ლარი რა არის.. ონლაინ კონსულტაციაზე რეები მებოდიალა ვერ გავიგე..

ანუ ამის გამოყენება არანაირად შეიძლება ხო ? 160 ლარის

Posted by: Salome_L 1 Oct 2013, 12:29
მოკლედ ესეთი სიტუაციაა, მაქვს სამომხმარელო სესხი აღებული 3 წლით. მოხდა ისე რომ მოულოდნელად ჩემი სამსახური დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. მივედი ბანკში და ვეუბნები რომ ესეთი სიტუაცია მაქვს. სავარაუდოდ წლის ბოლომდე უნდა დავიწყო მუშაობა. მაგრამ კრედიტის გადახდას ეს უახლოესი 3-4 თვე ვეღარ შევძლებ. იქნებ იყოს რამე საშუალება რომ საკრედიტო ისტორია ამ 3 თვის გულისთვის არ გავაფუჭო. ვარიანტები შემომთავაზეს რაც ნუ ფაქტიურად ყოვლად მიუღებელია. პირველი ის რომ იპოტეკით დავტვირთო ოჯახის წევრზე გაფორმებული სახლი ( ჩემს სახელზე არაფერი არ მაქვს საერთოდ გაფორმებული) რაც აბსურდია. ან რატომ უნდა დავტვირთო იპოტეკით სახლი იდიოტი ვარ? არც არავინ ჩამიდებს.
მეორე, რესტრუქტურიზაციასავით რაიმე, რადგან რესტრუქტურიზაცია 3 წლამდე ვადით ხდება, მე კი ისედაც 3 წლიანი მაქვს. მოკლედ რაღაცნაირად 4 წელზე გამიკეთებენ, ოღონდ ამ 4 წლის ათვლა თავიდან დაიწყება, და მხოლოდ 50 ლარით ნაკლების გადახდა მომიწევს. რომ მივდივარ და ვეუბნები რომ 0-ზე ვზივარ და ეს 3 თვე ვერ გადავიხდითქო, 50 ლარით მეტი მექნება გადასახდელი თუ 50 ლარით ნაკლები როცა საერთოდ 0 ლარი გაქვს რა აზრი აქვს??? თან ამ შემთხვევაში თავდები პირი მჭირდება, ხელფასიანი რომელიმე ბანკში.

მარტო დაგოიმებაზე რატომ არიან გადასული,???

არ მყავს არც ასეთი თავდები, ვინც თავის ხელფასიდან თანხას გადამიხდის, მომდევნო თვეებში.

მე კლიენტი ვარ და ჩემი მოსაზრება მაქვს, მესმის რომ ბანკის მოსაზრება სხვა იქნება, მაგრამ მის ინტერესში ხომ არის რომ ეს კრედიტი დავუფარო, რატომ არ მოდის ადეკვატურ შეთავაზებაზე. 3 თვის გულისთვის, რატომ მიფუჭებს მე ისტორიას, წართმევით ვერაფერს წამართმევს, არაფრის მფლობელი არ ვარ. დამიმატებს ჯარიმებს და საბოლოოდ დიდი თანხა გამოვა, რასაც მაინც ვერ გადავიხდი და გამოდის რომ უბრალოდ გაშავებული ისტორიით დავრჩები, როგორიც უკვე საქართველოში ყოველი მეათეა.

რამე ნორმალური გამოსავალი იქნებ იცოდეთ და მასწავლოთ, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს. ?

Posted by: goga-mariami 2 Oct 2013, 00:24
გამარჯობათ. სესხის გამოტანა მინდა ბანკიდან, ბინას ჩავდებ. და რას მირჩევთ რომელ ბანკს მივმართო სად უფრო დაბალი პროცენტი ან უკეტესი პირობებია? და კიდევ მაინტერესებს, 20 ატასი დოლარი რომ მომცეს ბანკმა სესხი, ჩემი ბინა რა გირებულების უნდა იყოს ამისთვის? სამუშაო ცნობასაც წარვადგენ 1000 ლარის ოდენობიტ.

Posted by: Raycher 9 Oct 2013, 14:54
კანადური დოლარი სად სიკვტილში გადავახურდავო? drug.gif

Posted by: mrudall 10 Oct 2013, 20:21
თბსში ბანკში მაქვს თანხა , ამ ბანკმა მისვლის დღიდან საშინლად მაწვალა!
მოკლედ რომ ვტქვა ახლა ისე დამაზარალა, 1800 ეუ ნამატი მქონდა და ისეტი რარაც ოპერაციები ჩაატარა რომ 1200 ეუ ზე მეტი სესხის ოპერაციებში(ტავად რომ გააკეტეს ვიტომ ამიტ მეტს ვისარგებდლებდი) მაზარალა! ამას გარდა სულ ვითომ ეშლებატ ოღონდ სატავისოდ! 200 -200 ლარი კიდევ სხვა დროს მაზარალეს ვითომ შეეშალატ მარა ამატ მარტო სატავისოდ ეშლებატ! ვაპატიე და ახლა 1800 ეუ ზარალს არ ვაპატიებ! ტან 1 წელი ხელი არ უნდა მეხლო ამ ტანხისტვის ვიტომ რომ 'არ დავზარალაებულიყავი' ... ამ დროს 1800 ეუ ნამატის მაგივრად 1300 ეურო დამაზარალეს, ესეც 200 ლარი არ არის რომ ვაპატიო როგორც ადრე

გტხოვტ მირჩიოთ ნორმალური ბანკი ტუ არსებობს ტბილისში, სადაც მცოდნე ხალხი უზიტ და იციან რასაც აკეტებენ, ამატ ყავტ საოცრად უვიცი ხალხი! უვიცზე უვიცი! ტუ გაიზვერა ვერარ მივხვდი, რომლებიც მხოლოდ იმაზე მუშაობენ რომ წაგარტვან და გაგძარცვონ! mad.gif

ამ ამბავს ასე არ დავტოვებ და როგორ ვიჩივლო გზებს ვეზებ. ნუ ამატ უცხოელ პარტნიორებს რომ მივწერ ამატ საქმეებს საგმირონს ეგ კი, მარა სხვა რა ეშველება ჩემს ზარალს?

Posted by: logotip 14 Nov 2013, 11:40
პოლონური ზლოტები მაქ მორცენილი,როგორც ქაღალდის ისე ხურდა ფული და რომელი ბანკი ჩაიბარებს თბილისში?

გადმოხურდავება მინდა ლარზე;


Posted by: iloilo603 16 Nov 2013, 21:44
WIRE TRANSFER -ის მეთოდით გადარიცხვის სერვისი არცერთ ბანკს არააქვს საქართველოში?

Posted by: dolluss 16 Nov 2013, 22:23
რამაინტერესებს ესეიგი , მოტოციკლეტი ჩამომივიდა და განბაჟების თავი აღარ მაქვს ანუ ფინანსურად ვეღარ ვწვდები , მინდა 1000 ლარი სესხი განბაჟებისთვის, ანუ ავტო სესხი და რა როგორ სად უნდა გავაკეთო?

Posted by: FishFace 17 Nov 2013, 14:22
iloilo603
QUOTE
WIRE TRANSFER -ის მეთოდით გადარიცხვის სერვისი არცერთ ბანკს არააქვს საქართველოში?

აბსოლუტურად ყველას აქვს. smile.gif თამამად მიდი ნებისმიერ ბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრში.

Posted by: iloilo603 18 Nov 2013, 22:38
FishFace
სვიFტ კოდს ა. ვგულისხმობ smile.gif

Routing და ექაუნტის ციფრები მინდა რაც არ გააჩნია არ. საქართველოს ბანკს არც თიბისი და მგონი არხ სხვა დანარჩენებს

უფრო სწორედ ბანკის ექაუნთის მონაცემებია, ერთერთი ეგ რუთინგ ციფრებია რითაც შეგიძლია მიაბა ბევრ უცხოურ ინტერნეტ ბანკს ან ბევრ ოფიციალურ ვებსაიტებს სადაც ფულის გადმორიცხვა ხდება,(80%ს ეგ მეთოდიაქვს მთავარ ფუნქციად) ბევრგან შემქმნია მაგის პრობლემა და რაღაც სხვა საშუალებებით მიწვალია ჩერეზ ჩერეზ რაღაცით და ძლივს დამისვია ანგარიშზე



user posted image

Posted by: Inc 3 Dec 2013, 17:14
გაუმარჯოს


ვინმემ ხო არ იცით რომელ ბანკში შემიძლია უკრაინული გრივინი თუ რაც ქვია მაგის დახურდავება ?

Posted by: DIGITAL_art 6 Dec 2013, 11:05
20 წლის პიროვნებაზე რომელიმე ბანკი აკეთებს განვადებას?

Posted by: spider77 6 Dec 2013, 23:38
DIGITAL_art
QUOTE
20 წლის პიროვნებაზე რომელიმე ბანკი აკეთებს განვადებას?


"თიბისი"

http://tbcbank.com.ge/ge/private/loans/installments/

Posted by: gk-gio 7 Dec 2013, 08:28
თანხის გადმორიცხვას ვაკეთებ ტოტალიზატორტიდან და მთხოვს IBAN

რა არის იქნებ გამარკვიოთ და რა უნდა ჩავწერო?

Posted by: amundsen-skott 14 Dec 2013, 00:14
მეგობრებო, ერთი შეკითხვა მაქვს და თუ დამეხმარებით, ძალიან დამავალებთ. მინდა გავიგო, არსებობს თუ არ ქვეყანაში ორგანიზაცია - ან სახელმწიფო უწყებაში ან არასამთავრობო სექტორში, რომელიც რიგით მოქალაქეებს საბანკო კონსულტაციას გაუწევს და მის შეკითხვებს უპასუხებს, დააკვალიანებს და რაც მთავარია, გაარკვევს - სამართლიანად ექცევა მას რომელიღაც კერძო ბანკი თუ რაიმეს ატყუებს. მაქვს რამდენიმე შეკითხვა ერთ-ერთ კერძო ბანკთან დაკავშირებით, რომლის კლიენტიც ვარ (სესხი მაქვს აღებული) და ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაცას მთხოვენ არაკანონიერად. ლაპარაკია რაღაც საბანკო საკომისიო გადასახადზე. თუ ვინმემ იცით მსგავსი ორგანიზაცია, ანუ სულაც, თუ არსებობს სახელმწიფო სამსახური, რომელიც მოქალაქეებს ასეთი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება, იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია. დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: spider77 16 Dec 2013, 22:19
amundsen-skott
მსგავსი უწყების რა მოგახხსენო(თ), მაგრამ გაგვიმხილე (აქ) შენი პრობლემა (კონკრეტულად) და ვეცდები(თ) დაგაკვალიანო(თ).



Posted by: Utopian 19 Dec 2013, 20:04
ლირა რომელ ბანკში შემიძლია ვიყიდო? smile.gif

Posted by: INA-INA 20 Dec 2013, 01:28
Utopian

ყველაზე ახლოს რომელი ბანკიცაა შენთან გადარეკე და გაგიგე თუ იყიდი smile.gif ყველაზე კარგი რჩევაა დამიჯერე biggrin.gif

Posted by: compmaster 28 Dec 2013, 04:59
ხალხო ძალიან ნუბური შეკიტხვაა მაგრამ იქნებ ამიხსნათ რა

მოკლედ მაქვს ანგარიში გახსნილი
მჭირდებოდა ერთ ერთ უცხოურ ბანკთან ჩემი ანგარიშის გადაბმა
ხო და მივედი ბანკში და ამომიწერეს რეკვიზიტები
იქ ფურცელზე არც დამიხედავს
სახლში რომ გადავხედე მოტანილ ინფორმაციას შეიძლება ითქვას ყბა ჩამომივარდა

დამხვდა 3 სხვა და სხვა ბანკის ანგარიშები
BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK
INTERMEDIARY BANK: CITIBANK N.A.
INTERMEDIARY BANK: DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS

ვერ ვხვდები თიტოეული რაში გამოიყენება???
ნუ კაი პირველი გავიგე რომ არის ქართული ბანკი
და დანარჩენი 2???
მეგობარს დავურეკე და მითხრა ეგენი შუამავლები არიანო
მარა მაინც ვერ გავიგე რა ჯანდაბისთვის მინდა ეს შუამავალი ბანკი????
დიდი ნადკივა წუნასწარ...

Posted by: bavaria87 1 Jan 2014, 23:42
გამარჯობათ ყველას.ერთი ასეთი პრობლემა შემექმნა და იქნებ დამეხმაროთ.გერმანიაში ჩემი ანგარიშიდან ანგარიშზე გადავრიცხე თანხა. Swift გადარიცხვაა თუ რაღაც ეგ გავაკეთე. საქართველოს ბანკიდან გადავრიცხე და იქ უეჭველი 68 ევრო უნდა დაჯდეს, 68 ევროც გადავიხადე და დამატებით გადარიცხვის საკომისიო 20 დოლარი. რა მაინტერესებს იქ უეჭველი 68 ეურო დაჯდება ხომ? თუ მასაც კიდევ აახევენ თანხას? ერთი კვირაა რაც გადავრიცხე და ჯერ არ დამჯდარა ასე მიჩვენებს, გავგიჟდი რა, უეჭველი 68 ევრო მინდა დაუჯდეს და კიდევ ზედმეტი რატომ უნდა აახიონ? მადლობა წინასწარ.

Posted by: spider77 3 Jan 2014, 10:55
bavaria87


P.M.-ში ნახე პასუხი ... yes.gif

Posted by: დ ა თ ვ ი 9 Jan 2014, 23:20
http://postimage.org/



აქ როა ჩამონათვალში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეგ რა ჯანდაბას ნიშნავს? :დ და მაგის მერე რეებიც წერია ეგენიც რო ამიხსნათ რა რას ნიშნავს უფრო კარგად

Posted by: Unknown-User 14 Jan 2014, 17:02
გაუმარჯოს. ლირა სად შეიძლება ლარებში გადავცვალო ცოტა ნორმალური კურსით?
ან ბანკს რამდენი აქვს?

Posted by: LUCIUSI 14 Jan 2014, 22:10
ხალხო 400 ლარიანი სესხი ავიდა 6000 ლარზე და ეხლა მეუბნებიან გაგინახევრებ თუ გადაიხდი, თუარადა სასამართლოს გადავცემ და 6000 გადაიხდიო. მე კი ვუთხარი აბა ხელი მოისვით, 400 ლარი ვერგადამიხდია და 3000-ზე ხომ არღადაობთო. მახსოვს საიდანღაც რომ სასამართლო მხოლოდ თავ ფულს დამაკისრებს და ხომ ასეა? ანუ რომც მიჩივლონ და წავაგო ტაოჯადო ბანკისთვის ხომ მხოლოდ ის 400 ლარი მექნება მისაცემი? არავინ იცით?

Posted by: Unknown-User 14 Jan 2014, 23:34
LUCIUSI

დეტალურად არ ვიცი მარა #ლე არავინ მოგჭამოს 4 წელია ეგრე დაგვდევენ უბანს biggrin.gif

Posted by: LUCIUSI 15 Jan 2014, 01:23
Unknown-User
მეც ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე 2007-დან დამდევენ. მაგრამ თან ის მაინტერესებს ამ ჩემის ტრულაილას ხანდაზმულობის ვადა აღარ გასდის? მემგონი 3 წელი უნდა იყოს და ალბათ ამიტომაჩ მეჩალიჩებიან რომ რამეს ხელი მოვაწერო.
და იურიდიულად არავინ არიცის როგორაა საქმე?

Posted by: არწივი9 16 Jan 2014, 02:11
ხალხო, ერთ ადგილას მაქვს გასაგზავნი ფული, pdf ფაილი უნდა შევავსო საამისოდ და Billing Address-ში რა უნდა ჩავწერო მთლად გასაგები არაა:
user posted image
რომ მივწერე მაგ კომპანიას მითხრეს:
QUOTE
You must write the Billing Address connected to your Credit/Debit Card account so we may verify that the card belongs to you.

მე მაქვს American Express და მასთან დაკავშირებული მისამართი უნდა ჩავწერო ალბათ, რომელია ეს მისამართი? ეს ბარათი "საქართველოს ბანკში" მომცეს და მასთან დაკავშირებული საბუთებიც მაქვს, იქ ეწერება ეს?

Posted by: LUCIUSI 16 Jan 2014, 17:29
QUOTE (LUCIUSI @ 14 Jan 2014, 22:10 )
ხალხო 400 ლარიანი სესხი ავიდა 6000 ლარზე და ეხლა მეუბნებიან გაგინახევრებ თუ გადაიხდი, თუარადა სასამართლოს გადავცემ და 6000 გადაიხდიო. მე კი ვუთხარი აბა ხელი მოისვით, 400 ლარი ვერგადამიხდია და 3000-ზე ხომ არღადაობთო. მახსოვს საიდანღაც რომ სასამართლო მხოლოდ თავ ფულს დამაკისრებს და ხომ ასეა? ანუ რომც მიჩივლონ და წავაგო ტაოჯადო ბანკისთვის ხომ მხოლოდ ის 400 ლარი მექნება მისაცემი? არავინ იცით?

პასუხი არავინ არ იცით?
.

Posted by: არწივი9 17 Jan 2014, 19:07
QUOTE (არწივი9 @ 16 Jan 2014, 01:11 )
ხალხო, ერთ ადგილას მაქვს გასაგზავნი ფული, pdf ფაილი უნდა შევავსო საამისოდ და Billing Address-ში რა უნდა ჩავწერო მთლად გასაგები არაა:
user posted image
რომ მივწერე მაგ კომპანიას მითხრეს:
QUOTE
You must write the Billing Address connected to your Credit/Debit Card account so we may verify that the card belongs to you.

მე მაქვს American Express და მასთან დაკავშირებული მისამართი უნდა ჩავწერო ალბათ, რომელია ეს მისამართი? ეს ბარათი "საქართველოს ბანკში" მომცეს და მასთან დაკავშირებული საბუთებიც მაქვს, იქ ეწერება ეს?

არავინ იცის? rolleyes.gif

Posted by: FishFace 18 Jan 2014, 08:49
არწივი9
იურიდიული მისამართი იმ პირის რომელსაც ეკუთვნის საკრედიტო ბარატი. ისე როგორც ეს საკრედიტო ბარათის განაცხადში იყო დაფიქსირებული (როცა ბარათს იღებდი).


Posted by: არწივი9 18 Jan 2014, 13:59
FishFace
QUOTE
იურიდიული მისამართი იმ პირის რომელსაც ეკუთვნის საკრედიტო ბარატი

ანუ ჩემი საცხოვრებელი მისამართი ხომ?

QUOTE
ისე როგორც ეს საკრედიტო ბარათის განაცხადში იყო დაფიქსირებული (როცა ბარათს იღებდი).

მანდ ქართულად წერია, შემიძლია ინგლისურად ჩავუწერო, მაგრამ მერე რა მოხდება? ისინი შეამოწმებენ რომ ეგ ბარათი ნამდვილად ჩემია? rolleyes.gif

Posted by: Rogue Trader 18 Jan 2014, 14:23
diners club-ზე მაინტერესებს რა ბარათია თუ ვინმემ იცის ორი სიტყვით რომ ამიხსნას, და შესაძლებელია თუ არა საქართველოში აღება?

Posted by: Leo woman 21 Jan 2014, 14:17
დოლარის ყიდვა ახლა ჯობია თუ დავიცადო? მოსალოდნელია თუ არა კლება?

Posted by: FishFace 21 Jan 2014, 20:30
Leo woman
a million dollar question.

იყიდე, ხადურის და ზოგადად ნებისმიერუ ქართული მთავრობის იმედზე ჩემი მტერი იყოს.

Posted by: Switchback 31 Jan 2014, 14:26
მოვალეთა რეესტრში თუ ხარ ვიზაზე გექმნება პრობლემები??

Posted by: არწივი9 1 Feb 2014, 23:02
ხალხო American Express-ის ბარათის შემთხვევაში რომელია Credit Card Number? ოთხციფრიანი რიცხვი რომ აწერია ბარათზე თუ გრძელი 15-ციფრიანი? rolleyes.gif და კიდევ CCV # ესაა მგონი ის 4-ციფრიანი რიცხვი ხომ? მაშინ Credit Card Number გამოდის ის გრძელი 15-ციფრიანი რიცხვი yes.gif ასეა ეს?

Posted by: spider77 2 Feb 2014, 21:15
Leo woman
QUOTE
დოლარის ყიდვა ახლა ჯობია თუ დავიცადო? მოსალოდნელია თუ არა კლება?


შუთნიკ ... biggrin.gif


ეგ რო ვიცოდე მილიონერი ვიქნებოდი ... fingal.gif

Posted by: Did_Giorgi 2 Feb 2014, 23:28
არწივი9
QUOTE
ხალხო American Express-ის ბარათის შემთხვევაში

QUOTE
გრძელი 15-ციფრიანი


QUOTE
CCV #

ეგ ოთხნიშნაა, წინა მხარეს აწერია ეგეც

Posted by: Leo woman 2 Feb 2014, 23:34
spider77
QUOTE
შუთნიკ

biggrin.gif
ვიყიდე უკვე ))

Posted by: Did_Giorgi 2 Feb 2014, 23:39
Leo woman
არ უნდა გეყიდა, გვიანია უკვე wink.gif
1 თვე მაინც აღარ შეიცვლება ეგ კურსი და რა აზრი აქვს??

Posted by: Leo woman 3 Feb 2014, 00:08
Did_Giorgi
რაღა მნიშვნელობა აქვს შეიცვლება თუ არა აწი)

Posted by: avenged7fold 7 Feb 2014, 02:03
მარჯანიშვილზე ვიყავი ადრე და დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 1.78 / 1.56
დოლარის ყიდვის კოეფიციენტი იყო 1.56 და სადაც მივედი იქ არ ჰქონდათ დოლარები და რა პრინციპია ვინ იცის?
ან რომელ საათებში აქვთ დოლარები?

Posted by: spider77 7 Feb 2014, 10:22
avenged7fold
QUOTE
დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 1.78 / 1.56

ასეთი კურსი არსად რა არასოდეს არ ყოფილა. რაღაცა გეშლება.

Posted by: avenged7fold 7 Feb 2014, 19:13
spider77

არ მეშლება თუ გაინტეერსებს გაიარე მარჯანიშვილზე და ნახავ
გუშინ წავაწყდი წერეთელზე ამბოლის მაღაზიასთან,ეგ კოეფიციენტი აქვთ მაგრამ რამდენად ახურდავებენ ეგ მაინტერესებს

Posted by: David p 7 Feb 2014, 21:22
ონლაინ ბანკინგი რომელ ბანკს აქვს ყველაზე იაფი შ.პ.ს-ებისათვის?

Posted by: spider77 8 Feb 2014, 00:16
avenged7fold
QUOTE
თუ გაინტეერსებს გაიარე მარჯანიშვილზე და ნახავ

ყოველდღე მანდ ვარ დილიდან საღამომდე ... biggrin.gif

QUOTE
არ მეშლება

გეშლება, ეტყობა 76 ეწერა და აღიქვი როგორც 56. ან, თუ ეს რიცხვი ეწერა, მაშინ შეცდომა იყო ელემენტარული.


აი დღევანდელი კურსი თიბისიში:

http://tbcbank.com.ge/ge/private/

http://pix.ge/

Posted by: iphone_21 8 Feb 2014, 01:29
ტოცა ბინას იპოთეკით ტვირთავ ღირებულების რამდენ %-ს გაძლევენ დაახლოებით არ იცით? (30 000 თუ ღირს ბინა, ბანკი რამდენს მომცემს და თუ მომცემს ქეშით?)

Posted by: spider77 8 Feb 2014, 11:18
iphone_21
QUOTE
ტოცა ბინას იპოთეკით ტვირთავ ღირებულების რამდენ %-ს გაძლევენ დაახლოებით არ იცით? (30 000 თუ ღირს ბინა, ბანკი რამდენს მომცემს და თუ მომცემს ქეშით?)

დაახლოებით 70%-ს გაძლევს ბანკი, 30 შენ უნდა გადაიხადო წინასწარ.

Posted by: juli_26 10 Feb 2014, 00:43
ბანკში სესხებზე ვინც მუშაობთ დაწერეთ რა, რაღაც მაინტერესებს.

Posted by: იახსარი 10 Feb 2014, 18:09
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი მინდა
2012-2013 წლების, ვინმემ ხო არ იცით?

Posted by: David p 11 Feb 2014, 14:29
როდესაც განაცხადს შეავსებ სესხზე და უარი გიბრუნდება იმ განაცხადს რა მოსდის მერე? ანუ ვთქვათ ერთ კვირაში კიდევ რო სცადო შევსება არის დამახსოვრებული ბანკში შენი ძველი მონაცემები რითაც პირველად შეავსე განაცხადი და შედარება ხდება თუ ახალიდან რომ შეავსებ ახლიდან განიხილავენ და ძველთან შედარებას და რამე ამდაგვარს არ აქვს ადგილი?

Posted by: levani---1 18 Feb 2014, 16:44
გამარჯობა მეტრომატში მომეოწნა ერთი ნივთი ოთხას ლარამდე ღირს იქ მითრეს რომ უპროცენტო განვადება აქვს ანუ თუ ბანკი დაამატებს საკომისიოს თორე ჩვენ არაფერს დავამატებთო

ხოდა ეხლა მაინტერესებს ყველაზე იაფიანი განვადება რომელ ბანკს აქვს სად ვნახო?

Posted by: tranka 19 Feb 2014, 12:43
ძალიან უცნაური რამ მოხდა:

მაქვს სოციალური ანაბარი ლიბერთიში და სმარტივი.

მესიჯი მომივიდა ტრანზაქციის შესახებ იმ ანგარიშიდან, რომელიც მე არ მეკუთვნის. მომივიდა 2 მესიჯი ლიბერთი ბანკის სახელით, რომ ჩემი ბარათით განხორციელდა გადახდის ოპერაცია PayPalზე, 1 $. შემდეგ მომდის მესიჯი, რომ ამავე ბარათიდან (სმს.ში თქვენი ბარათით) გადაირიცხა თანხა ჩემს სმარტივზე 100 ლარი.

შევდივარ მერე ჩემს სმარტივზე, სადაც თითქმის არ მქონდა ანგარიშზე თანხა. და მხვდება ასეთი სიტუაცია: სმარტივზე 128 ლარი მაქვს და ვიზა ბარათზე 43 $.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, შეუძლია ვინმეს ამიხსნას?

Posted by: არწივი9 20 Feb 2014, 15:45
ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ მთხოვს ფულის გადახდას ასეთი გზით: მე უნდა ჩავუწერო ჩემი American Express ბარათის Credit Card Number და CCV # ნომერი მათ ფაილში. ესენი ჩავუწერე და აწი საჭირო თანხას თვითონ წაიღებენ ჩემი ანგარიშიდან თუ? rolleyes.gif

Posted by: spider77 20 Feb 2014, 19:00
არწივი9
QUOTE
ესენი ჩავუწერე და აწი საჭირო თანხას თვითონ წაიღებენ ჩემი ანგარიშიდან თუ?

კი წაიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ხარ მაგ ორგანიზაციის სანდოობაში? ... fingal.gif

Posted by: არწივი9 20 Feb 2014, 19:59
QUOTE (spider77 @ 20 Feb 2014, 18:00 )
არწივი9
QUOTE
ესენი ჩავუწერე და აწი საჭირო თანხას თვითონ წაიღებენ ჩემი ანგარიშიდან თუ?

კი წაიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ხარ მაგ ორგანიზაციის სანდოობაში? ... fingal.gif

ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტს აქვს ეს ორგანიზაცია (სულ სამია) მითითებული და მგონი სანდოა კი rolleyes.gif

Posted by: Ketevanketi 21 Feb 2014, 00:47
QUOTE (iphone_21 @ 8 Feb 2014, 01:29 )
ტოცა ბინას იპოთეკით ტვირთავ ღირებულების რამდენ %-ს გაძლევენ დაახლოებით არ იცით? (30 000 თუ ღირს ბინა, ბანკი რამდენს მომცემს და თუ მომცემს ქეშით?)

მე გამოვიტანე რამდენიმე დღის წინ CFI Group /სიეფაი გრუპის იპოთეკური სესხი და ასეთი პირობები ქონდათ: შეფასების 50 % მომცეს რაღაც აქცია აქვთ ახლა თვეში 2 % მიწევს და დოკუმენტები არ დამჭირდა შემოსავლის და ერთ დღეში ავიღე თანხა.

Posted by: Blunt 21 Feb 2014, 12:07
თბს ფეიმ 10 ლარი არ დამისვა ანგარიშზე 8 თებერვლის მერე ვურეკავ გავიდა 2 კვირა პაჩტი ჯერ მარტო დარეკვაში დამეხარჯა 5 ლარი და ახლა მეუბნება ზედმეტად არ ამოსულა ეს 10 ლარიო.




facepalm.gif



Posted by: mnGROM 23 Feb 2014, 15:22
გამარჯობათ, დაახლოებით თუ ვინმეს გქონიათ შეხება თიბისი_ში რა ტესტებია ოპერატორის ვაკანსიაზე? რას გადავხედო ?

Posted by: სურამელი 23 Feb 2014, 18:38
ფიქსირებული ხელფასი მაქვს 250, მაგრამ ისე თვეში გამომდიის მინიმუმ 500 ლარი.
3000 ლარს სესხს რომეი ბანკი მომცემს?

Posted by: VirtuoZZ 25 Feb 2014, 11:47
გამარჯობათ, ხელფასიდან დაბეგრილი ნაწილი რომ ავიღო ბანკში რა უნდა წარვადგინო? გუშინ ვუსმინე ტელევიზორში? ან რა ანკეტა უნდა შევავსო?

Posted by: David p 26 Feb 2014, 03:34
ბინა როდესაც მშობელზეა გაფორმებული სესხის აღება შეიძლება ბინის გარაანტიით ? რა საბუთები არის საჭირო ვინმემ იცით? ხოდა როდესაც ბინის გარაანტიით იღებ სესხს სახელფასო ცნობა მაინც გჭირდება?

Posted by: Mr-Banks 26 Feb 2014, 09:59
David p
QUOTE
ბინა როდესაც მშობელზეა გაფორმებული სესხის აღება შეიძლება ბინის გარაანტიით ? რა საბუთები არის საჭირო ვინმემ იცით? ხოდა როდესაც ბინის გარაანტიით იღებ სესხს სახელფასო ცნობა მაინც გჭირდება?



მშობლის თანხმობა აუცილებელია

ხელფასის ცნობა არაა აუცილებელი, მაგრამ რამდენიმე ბანკი აკეთებს ესეთ სესხს მხოლოდ.


VirtuoZZ

rs.ge -ზე დაიდება ფორმა აპრილის შემდეგ. შეავსებ და მიხვალ ნებისმიერ ბანკში.

Posted by: David p 26 Feb 2014, 11:12
Mr-Banks
თანხმობა როგორ უნდა მივიყვანო ბანკში ? პ.ს. მეგობარი რომ იყოს შეიძლება? ანუ სესხი მე ავიღო და ბინა მეგობრის იყოს და არა ოჯახის წევრის? და რომელი ბანკები აკეთებენ ხელფასის ცნობის გარეშე თუ არ დაგეზარება იქნებ დამიწერო.

Posted by: Mr-Banks 27 Feb 2014, 01:15
David p


კი ბანკში უნდა მიიყვანო



ლიბერთი აკეთებს

Posted by: David p 27 Feb 2014, 03:03
Mr-Banks

გასაგებია , მადლობა

Posted by: likaka 28 Feb 2014, 20:03
ერთი კითხვა მაქვს. ტაოს ვყავდი გაშავებული. გოლდ ბარათი მქონდა. ახლახანს დავფარე ეს ბარათი .ცნობა რომ მივიტანო რომელიმე ბანკში, ტაოში ვალდებულება, რომ აღარ მაქვს მომცემენს სესხს???

Posted by: spider77 5 Mar 2014, 17:07
likaka
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს.

2 იყოს ... yes.gif

QUOTE
ტაოს ვყავდი გაშავებული.

ეგ არ გაშავებული და ეგ მწვანე ბაყაყი ეგა, როგორ გაკადრა ... mad.gif

QUOTE
გოლდ ბარათი მქონდა.

მაგას არა აქვს მნიშვნელობა ... no.gif

QUOTE
ახლახანს დავფარე ეს ბარათი .ცნობა რომ მივიტანო რომელიმე ბანკში, ტაოში ვალდებულება, რომ აღარ მაქვს მომცემენს სესხს???

მიუხედავად იმისა, რომ დაფარე დავალიანება თუ კრედიტინფოში დაფიქსირებული ხარ როგორც პრობლემური კლიენტი, სავარაუდოდ სხვა ბანკიც არ მოგცემს სესხს. fingal.gif


თუმცა, ცდას რა უდგა წინ?
მიდი და სცადე, თუ მოგცეს ხო კაი და თუ არა, კი არ დაგიჭერენ ... gigi.gif


აბა შენ იცი, წარმატებები bis.gif

Posted by: QET-151 6 Mar 2014, 15:49
აუ დამეხმარეთ რა საკასო ფლოუტი რა არის?

Posted by: Ketevanketi 7 Mar 2014, 23:35
David p
David p
David p

* * *
QUOTE
თანხმობა როგორ უნდა მივიყვანო ბანკში ? პ.ს. მეგობარი რომ იყოს შეიძლება? ანუ სესხი მე ავიღო და ბინა მეგობრის იყოს და არა ოჯახის წევრის? და რომელი ბანკები აკეთებენ ხელფასის ცნობის გარეშე თუ არ დაგეზარება იქნებ დამიწერო.



იპოთეკით შეგიძია დატვირთო ნევბისმიერი მესამი პირის ქონება,მთავარია ბინის მფლობელი იყოს თანახმა და ვის ბინასაც გიდნა ჩადებ .ხელფასის ცნობის გარეშე ძირითადად საფინანსოები და მიკროსაფინანსოები აკეთებენ, CFI/სიეფაი გრუპში ავიღე პეკინზე მე მასე დოკუმენტების გარეშე და კარგი პირობები ქონდათ თან.

Posted by: BORZS 15 Mar 2014, 19:42
თიბისის საპრობლემოდან დამირეკეს და მომცეს საბუთი, რომლის მიხედვითაც თუ ერთ კვირაში ვერ დავფარავ დავალიანებას, სასამართლოს გადამცემენ. რამდენად რეალურია, რომ გადამცენ ერთ კვირაში?

Posted by: aivenho 15 Mar 2014, 20:13
QUOTE
რამდენად რეალურია

სავსებით რეალურია

Posted by: BORZS 15 Mar 2014, 20:15
ანუ შანსი არ მაქვს რომ ვთხოვო და დავაცდევინო?

Posted by: ივანიჩ 17 Mar 2014, 17:14
ხალხო
დანიური კრონები სად დავახურდავო?
რომელი ბანკი იღებს?

თიბისი გამორიცხეთ ონლაინ კონსულტანტმა არაო
* * *

Posted by: donrobita 17 Mar 2014, 19:47
IVANICHA
ლიბერთიში

10 DKK
ყიდვა
3.1010
გაყიდვა
3.3570

Posted by: juzeppe1 17 Mar 2014, 20:59
ბანკი რომ ართმევს ხალხს ქონებას მერე სად იყიდება?
eauction.ge-ზე? თუ თავისი აუქციონები აქვთ?

Posted by: Funky_Jam 18 Mar 2014, 00:39
მოკლედ ასეთი მდგომარება მაქვს: მინდა შევიძინო სახლი 25000$-დ, ხელფასი მერიცხება 600 ლარი სბ-ში, თავდებში დამიდგება მშობელი, შემოსავალი 600 ლარი.
რომელ ბანკში შევძლებ ამ თAნხის გამოტანას? იპოთეკურ სესხზე, სახლის შეფასების შემდეგ, თანხის ნახევარი მტკიცდება თუ სრული თანხა?
მაგ: უზრუნველყოფაში ჩასადები ბინა (საკუთარი ან შესაძენი) თუ ის შეფასდა 25000$-დ, ამ თანხას ვერ მომცემენ სრულად?

Posted by: Did_Giorgi 18 Mar 2014, 23:28
Funky_Jam
სბ-ში მინიმუმ 1300 ლარი უნდა გქონდეთ თანამსესხებლებს ჯამური ხელზე ასაღები ხელფასი, თიბისი-ში უფრო ნაკლები
უზრუნველყოფაზე კიდე ალბათ 10% თანამონაწილეობას ყველგან მოგთხოვენ, ანუ ბინა თუ 25 ღირს, 22.500 დოლარს მოგცემენ.
ეგეც იმ გათვლით რომ შენ და შენ თანამსესხებელს სხვა სესხები, განვადებები და ბარათები არ გაქვთ
ჯობია მაინც საკრედიტოს დაელაპარაკო, შეიძლება მე ვცდები

Posted by: Antea 20 Mar 2014, 11:52
იპოთეკურ სესხზე რომელ ბანკს აქვს უკეთესი პირობები? რომელი ბანკში გიცდიათ გაკეთება და კმაყოფილი თუ ხართ? საქართველოს ბანკში ვფიქრობ გაკეთებას, სახელფასო მანდ მაქვს და სისულელეს ხომ არ გავაკეთებ? დაახლოებით 15 000-20 000 $-ის ფარგლებში და მაქსიმუმ 7 წლით. ლარში აკეთებს ლიბერთი ბანკი როგორც ვიცი და უკეთესი ხომ არ იქნება ლარში აღება?

Posted by: elenelene 20 Mar 2014, 14:41
ბანკების მიერ ჩამორთმეული უძრავი ქონება სად იყიდება? www.eauction.ge-ზე ვერ ვნახე

სადმე სხვაგან თუ უნდა მეკითხა გადამამისამართეთ რაა

Posted by: Did_Giorgi 20 Mar 2014, 23:31
elenelene
QUOTE
ბანკების მიერ ჩამორთმეული უძრავი ქონება სად იყიდება?

სხვის უბედურებაზე გინდა ცხოვრების აწყობა? biggrin.gif

ეს ხუმრობით, ისე კი მაგ საიტის გარდაც შეიძლება იყოს, აუქციონები მგონი გაზეთებში ქვეყნდება ხოლმე. ადრე 24 საათი-ში იყო, გაზეთში, ეხლა არ ვიცი თუ არსებობს საერთოდ ეგ

Posted by: elenelene 21 Mar 2014, 18:15
Did_Giorgi
კაი მადლობაა

Posted by: lav-100 22 Mar 2014, 17:36
განვადების საკომისიო რამდენია ??

ანუ ვიცი რომ რაღაც რომ გამოგაქვს განვადებით პროცენტის გარდა ბანკს უხდი რაღაც თანხას და ეგ მაინტერესებს smile.gif

Posted by: donrobita 22 Mar 2014, 18:17
lav-100
გააჩნია საგანვადებო თანხის მოცულობას

Posted by: giorgi1121 22 Mar 2014, 18:51
Funky_Jam
QUOTE
მოკლედ ასეთი მდგომარება მაქვს: მინდა შევიძინო სახლი 25000$-დ, ხელფასი მერიცხება 600 ლარი სბ-ში, თავდებში დამიდგება მშობელი, შემოსავალი 600 ლარი.
რომელ ბანკში შევძლებ ამ თAნხის გამოტანას? იპოთეკურ სესხზე, სახლის შეფასების შემდეგ, თანხის ნახევარი მტკიცდება თუ სრული თანხა?
მაგ: უზრუნველყოფაში ჩასადები ბინა (საკუთარი ან შესაძენი) თუ ის შეფასდა 25000$-დ, ამ თანხას ვერ მომცემენ სრულად?

თავდებში დადგომა არ არი საკმარისი, იმისთვის რომ მშობლის ხელფასი იქნას გათვალისწინებული სესხზე აუცილებელია თანამსესხებლად დაგიდგეს. 1200 ლარი ხელფასით მაქსიმუმ 19000-19500 დოლარის აღება მოახერხო. სრული თანხას არც ერთო ბანკი არ მოგცემს, სტანდარტულად დაახლოებით ბინის ღირებულიების 80%-ს დაგიფინანსებენ თუ რა თქმა უნდა შესაბამისი შემოსავალი გექნება, თუ თანამონაწილეობის თანხა არ გაქვს შესაძლებელია დამატებით უზრუნველყოფის ჩადებაც თანხის ნაცვლად

Posted by: natia-ameli 2 Apr 2014, 22:25
ლიბერთიში როგორ გავიგო ჩემი ანგარიშის ბალანსი? სმს-ის ან ინტერნეტის საშუალებით, ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: BORZS 6 Apr 2014, 16:38
მაინტერესებს თუ ხდება საპრობლემოდან ბანკში საქმის დაბრუნება და ამისათვის რა არის საჭირო.

Posted by: donrobita 6 Apr 2014, 17:33
natia-ameli
lb.ge/pi

*555# - თუ მაგთის, ბალის ან ბანის აბონენტი ხარ

Posted by: keandra 9 Apr 2014, 14:24
დღეს ბანკები მუშაობენ თუ იცით? 9 აპრილს? იქნებ მითხრათ თუ ზუსტად იცის ვინმემ.

Posted by: -eka- 10 Apr 2014, 15:08
BORZS
QUOTE
მაინტერესებს თუ ხდება საპრობლემოდან ბანკში საქმის დაბრუნება და ამისათვის რა არის საჭირო.

რას გულისხმობ საპრობლემოში? smile.gif
ზოგადად ბანკებს თავადვე აქვთ პრობლემური სესხების განყოფილება. შესაბამისად ბანკშია ისედაც smile.gif
თუ სესხი პრობლემურია, ის უნდა დაიფაროს. თუ შესაძლებელია ახალი სესხი უნდა გაკეთდეს და გადაიფაროს ის პრობლემური სესხი.

პ.ს. ეს არის სავარაუდო პასუხი. ზუსტად სიტუაცია არ ვიცი

Posted by: bubukino 10 Apr 2014, 23:14
რამაინტერსებს, თუ იციტ შეიზლება ბანკმა უარი მითხრას სესხზე თუ ჩემს ოჯახის წევრს პრობლემები აქვს იგივე ბანკშI?

Posted by: -eka- 11 Apr 2014, 12:15
bubukino
სავსებით შესაძლებელია

Posted by: INA-INA 11 Apr 2014, 23:54
bubukino

კი, კიი smile.gif ხდება-ხოლმე მასე.

Posted by: allsymb 12 Apr 2014, 23:46
მაინტერებს 1400 ლარის ნივთს, 350 ლარიანი ხელფასით დამიმტკიცებენ განვადებას?

Posted by: -eka- 14 Apr 2014, 10:27
allsymb
წესით უნდა დაგიმტკიცონ, თუ სხვა ვალდებულებები არ გაქვს ბლომად და თუ "გაშავებული" არ ხარ კრედიტ ინFოში smile.gif

Posted by: dato_sisauri 15 Apr 2014, 17:13
ბანკში ორმა პიროვნებამ საერთო ანგარიში რომ გახსნას, ცალკე თუ შეუძLია დამოუკიდებლად რომელიმეს ამ ფულის აღება ?

Posted by: -eka- 17 Apr 2014, 12:04
dato_sisauri
ეგ ადრე იყო რომ შეიძლებოდა ორი პიროვნების მიერ ანგარიშის გახსნა, ეხლა უკვე აღარ არის ეგრე, არცერთ ბანკში აღარ ხსნიან.
როცა იხსნებოდა ორ პირზე ანგარიში, მათი შეთანხმების მიხედვით იყო თანხის გატანაც. ანუ, კეთდებოდა კლიენტის ბარათი, რომელზეც ორივეს აწერინებდნენ ხელს და ეთითებოდა თანხას ერთად განკარგავდნენ თუ ცალ-ცალკე.

Posted by: SandroMoreira 18 Apr 2014, 15:03
გთხოვთ უცბად მითხარით

1 დოლარი რამდენი რუბლია

Posted by: Mateo Falcone 21 Apr 2014, 15:24
ტაქსის მძღოლებზე იპოთეკურ სესხს თუ იძლევა რომელიმე ბანკი, თუ გაგიგიათ ასეთი რამის შესახებ?

Posted by: Faun 23 Apr 2014, 17:44
მოკლედ 2 წლის წინ ვმუშაობდი ერთ კომპანიაში სახელფასო კარტა მქონდა ჩვეულებრივად ბანკი ქართუს,, ხოდა დღეს მითხრეს რომ თუ არგ ააუქმებინე კარტა ბანკში ვალი დაგედება ტყუილ უბრაოლდ,, მაინტერესებს მართლაია?

Posted by: ნოდარი13 23 Apr 2014, 17:57
Faun

საკომისიოები დარიცხება ყოველ თვა რა პაკეტიც გაქ ჩართული 2-3 ლარი თვეში

Posted by: Faun 23 Apr 2014, 18:29
ნოდარი13
რა პაკეტი გარდა იმისა რომ ხელფას ვირებდი არაფერი მქონდა ჩართული არც არავის გავუთხილებივარ რომ ვალი მედება,, მითუმეტეს კონტრაქტი შეწყდა სადაც ვმუშაობდი

Posted by: ნოდარი13 23 Apr 2014, 21:22
Faun

შენი სამსახური იხიდიდა როგორც ჩანს ბარათის მომსახურეობისას ინტერნეტ და სმს ბანკის გადასახადს თუ გქონდა ცართული. მოკლედ მიდი ბანკში და უთხარი თუ აქვს რამე საკომისიო გამიუქმეთქო თუარადა დაიტოვე

Posted by: carvera 24 Apr 2014, 09:42
თუ გქონდათ შეხება ვინმეს,

მანი გრამით უფრო იაფი ჯდება აშშ-ი ფულის გადაგზავნა თუ ვესტელ უნიონით?

Posted by: -eka- 25 Apr 2014, 16:53
QUOTE (carvera @ 24 Apr 2014, 09:42 )
თუ გქონდათ შეხება ვინმეს,

მანი გრამით უფრო იაფი ჯდება აშშ-ი ფულის გადაგზავნა თუ ვესტელ უნიონით?

მემგონი დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, ნუ შეიძლება ცოტა ვესტერნი უფრო ძვირი იყოს

Posted by: carvera 25 Apr 2014, 17:27
-eka-

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

გავარკვიე, ჰო ვესტერნი ცოტატი უფრო ძვირია, მაგრამ მეტი პუნქტიც აქვს, ვიდრე მანი გრამს...

Posted by: -eka- 25 Apr 2014, 17:43
carvera
არაფრის smile.gif
ეგ მართალია, ვესტერნი ყველგანაა უკვე.

Posted by: banker 30 Apr 2014, 12:14
რავა ხართ, რას შვრებით? smile.gif
.

Posted by: Your unique security code 30 Apr 2014, 15:59
ბარათს ვადა რომ გასდის რა ჯდება ახალი ვადიანი ბარათის აღება?

Posted by: spider77 30 Apr 2014, 18:34
Your unique security code
QUOTE
ბარათს ვადა რომ გასდის რა ჯდება ახალი ვადიანი ბარათის აღება?

გააჩნია ბანკს და ბარათს.

ჯობია კონკრეტული ბანკის თემაში იკითხო.

Posted by: EMZ-089 8 May 2014, 19:54
გაუმარჯოს გამოვიტანე აიფონ5ს განვადებით და რო არ გადავიხადო განვადება რა მოხდება?

Posted by: Taxmagido 8 May 2014, 21:36
გამარჯობათ, ტელეფონის გამოტანა მინდა განვადებით, შემოსავალი მაქვს, მაგრამ ხელფასი არსად არ მერიცხება, წინასწარ გარკვეული თანხის დაფარვაც შემიძლია და რამდენად შესაძლებელია რომ დამიმტკიცონ??

ხო კიდევ რომელ ბანკს მირჩევთ თქვენი პირადი გამოცდილებიდან, თორემ ადგილზე მაღაზიებში ბევრი ბანკი და მიკროსაფინანსო ზის smile.gif))

Posted by: Goodman 9 May 2014, 19:43
კრედიტ-ოფიცერის აცილება უმტკივნეულოდ და ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე არ ხდება? :დ

მქონდა კრედიტი, ვინც მომცა ის რაღაც სხვა პოსტზე გადავიდა და ვისაც ჩააბარეს მისი კრედიტები ის ტიპს ვერ გავუგე რა, თავიდანვე არ მოგვეწონა ერთმანეთი :დ წინაც არ იყო გადასარევი, მაგრამ საქმეს მაინც აკეთებდა.
მოვინდომე ახალი კრედიტის აღება,გადაფარვა ყველაფრის და ტიპმა იმაზე ნაკლები შემომთავაზა ვიდრე მოვითხოვე და ვიდრე იქამდე მქონდა აღებული(მოქმედი), თან თავდებით, როდესაც წინა მქონდა ყოველგვარი უზრუნველყოფიას და თავდების გარეშე. უარი ვუთხარი
გავიდა ერთი წელი და მივედი ახლა ისევ და შევავსე განაცხადი და აღარ გამოჩენილა, თითქოს წინასწარ რომ შეატყობ რომ არც აპირებს დაჟე განხილვას ანუ არაა მონდომებული რო გამოვიდეს.

ჰოდა, ეგ ტიპი აღარ მინდა რა... პროსტა თუ რამე ახსნა-განმარტებაა საჭირო რატომ არ გინდა და რამე და მთელი ამბები ეგრეც არ მაწყობს. თუნდაც ეგეთ მასტს არ მინდა პრობლემები შეექმნას ზედმეტი

Posted by: ნიტრო 16 May 2014, 00:00
გამარჯობა მაინტერესებს თუ როგორ შეიძლება რომელიმე ევროპულ ბანკში კარტა ავიღო საქართველოდან ?

Posted by: SNYPI 22 May 2014, 01:08
პროგრეს ბანკი როგორია თუ იცით?

სანდოა?

კერძოა და კარგი ბანკია თუ იცით

სანდოა ნაღდად?

Posted by: lukaanna2001 5 Jun 2014, 18:20
ვინმემ ხომ არ იცით თბილისში არის ბრიტანული ბანკი? ფულის გადარიცხვა მინდა ინგლისში, ორგანიზაციაში, ქართული ბანკებიდან ძვირი ჯდება

Posted by: GERCI 7 Jun 2014, 21:05
გამარჯობთ, მოკლედ დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში, ხელფასი უნდა დამერიცხოს თბს ბანკში, სამწუხაროდ ორ ბანკთან მაქვს ცუდი ისტორია და ვარ შავ სიაში, ესენია რესპუბლიკა და საქართველოს ბანკი, საქართველოს ბანკში მაქვს დარჩენილი გარკვეული თანხა გადასახდელი. როგორ იქნება ეხლა თბს-ზე რო ჩამირიცხავენ ხელფასს საქართველოს ბანკს რამე უფლება აქვს რომ ჩამომაჭრას ხელფასიდან თანხა?

პ.ს. სააღსრულებლომდე არაა მისული საქმე ჯერ

Posted by: Kobalty 9 Jun 2014, 15:09
ადრე სტანდარტ ბანკს ქონდა ხოლმე ვიზა თრეველის ტიპის ბარათი. ეხლაც აქვთ მაგრამ საშინელი პირობებით. (1000$-ია თვიური ლიმიტი sad.gif )
ხოდა სამოგზაუროდ, რომელიმე ტიპის ბარათს ხომ ვერ მირჩევდით, რომელიმე ბანკის?
ანუ ნაკლები ან სულაც ნულოვანი საკომისიო რომ ქონდეს, საზღვარგარეთ ბანკომატიდან გამოტანისას?

გმადლობთ..

Posted by: spider77 11 Jun 2014, 16:24
GERCI
QUOTE
ეხლა თბს-ზე რო ჩამირიცხავენ ხელფასს საქართველოს ბანკს რამე უფლება აქვს რომ ჩამომაჭრას ხელფასიდან თანხა?

არაფერი გემუქრება, თუ

QUOTE
პ.ს. სააღსრულებლომდე არაა მისული საქმე ჯერ




Posted by: GERCI 11 Jun 2014, 21:30
spider77
თითქმის 6 წელი გავიდა უკვე ბოლო გადახდიდან და აქამდე არ დაუდიათ არაფერზე ყადაღა (თუმცა ყოველ თვე მირეკავენ ბანკიდან) და ახლა რაღატომ უნდა დამადონ ვითომ? ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა? ანუ ბანკის ვალის გამო დაუყადაღებიხართ? ვგულისხმობ ფიზიკურ პირებს smile.gif

და კიდევ მაინტერესებს ეს სესხის ხანდაზმულობის ვადა რას ნიშნავს? რაღაც პერიოდი რომ გავა სესხს აღარ მოგთხოვენ? biggrin.gif

Posted by: donrobita 11 Jun 2014, 22:22
QUOTE
რაღაც პერიოდი რომ გავა სესხს აღარ მოგთხოვენ?

დაფარვის ბოლო თარიღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, (თუ არ მომხდარა რაიმე თანხის შეტანა, ან სესხის რესტრუქტურიზაცია) საკრედიტო დავალიანება ჩამოიწერება

Posted by: GERCI 11 Jun 2014, 22:30
donrobita
მსგავსი არაფერი მომხდარა, და ჩამოწერილი რომ იყოს მაშინ არც უნდა მირეკავდნენ ეგრედ წოდებული "ბანკის უსაფრთხოების სამსახურიდან" ხო? თუ ეგ უკვე სხვა მაფიაა? biggrin.gif

Posted by: spider77 11 Jun 2014, 23:04
GERCI
QUOTE
მირეკავდნენ ეგრედ წოდებული "ბანკის უსაფრთხოების სამსახურიდან"

ბანკის უსაფრთხოება არ გირეკავს.

ეგ ე.წ. ამოღების კომპანიიდან გიკავშირდებიან.

Posted by: GERCI 11 Jun 2014, 23:16
spider77
ვიცი ეგენი ვინებიც არიან. ეგენი პრობლემას ვერ შემიქმიან ეგეც ვიცი, მაგრამ მაგათი ფუნქცია მაინც ვერ გავიგე, ნუ გასაგებია რო ბანკი რაღაც პროცენტებს აძლევს თუ ვინმე დააგოიმეს და 5 წლის წინანდელი სესხი გადაახევინეს, მაგრამ მაგათ რამე ბერკეტი აქვთ? ანუ რომ დავიკიდო საერთოდ არ ვუპასუხო ზარებზე რას იზამენ რო?

Posted by: spider77 13 Jun 2014, 11:05
GERCI
QUOTE
რომ დავიკიდო საერთოდ არ ვუპასუხო ზარებზე რას იზამენ რო?

ეგ კითხვა იურისტებს.

Posted by: Unknown-User 17 Jun 2014, 17:51
ინტელ ექსპრესი სადაა? აქ ჩვენთან?

Posted by: lukaanna2001 17 Jun 2014, 20:29
www.intelexpress.ge აქ შედი და ნახავ ყველაფერს

Posted by: freemen 18 Jun 2014, 23:38
GERCI
ბედი გქონია თუ აქამდე არ დაუდიათ არაფერზე ყადაღა, თან 6 წელი.თავდები ვარ და მსესხებელი გარდაიცვალა თუ არა ეგრევე ჩემს ბინას დაადეს ყადაღა, იმას ქონება არ ქონდა არაფერი.
* * *
მოკლედ ესეთი შეკითხვა მაქვს: ბინას ვყიდი და დამადგა მყიდველი, რომელმაც მითხრა რომ სურს ბინის შეძენა ბანკის დარმარებით , რომელიც იპოთეკით უნდა დატვირთოს - გარანტად სესხისა.თან ჩემს ბინას ყადაღა ადევს, ნუ ეგ არ არის პრობლემა არც თანხაა დიდი დასაფარი; ეხლა რა მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეგ მექანიზმი და რამდენად სარისკოა ასეთ გარიგებაზე წასვლა მყიდველთან.

Posted by: Kakha 19 Jun 2014, 14:05
ასეთი პრობლემაა.
არის ერთი პიროვნება რომელიც უმუშევარია და პერიოდულად ცხოვრობს ჩემ ნაცნობებთან ერთ მისამართზე, იქ ჩაწერილიცაა (ნათესავია, ოჯახის წევრი არაა).
ხოდა ახერხებს იმას რომ იღებს ხოლმე კრედიტს, მერე გაქრება და ამათ ურეკავენ სახლის ნომრებზე და ახდევინებენ ვალს და ჯარიმებს.
რა უნდა გააკეთონ მათ რომ ამ პიროვნებამ ვეღარ შეძლოს კრედიტის აღება ამ მისამართის გამოყენებით? სახლი პრივატიზებულია და არა ამ პიროვნების სახელზე, იგი მხოლოდ ჩაწერილია ამ მისამართზე, მეტი არაფერი.

Posted by: Fe11oW 20 Jun 2014, 22:26
თიბისის ინლაინ ბანკიდან ვცდილობ ფული გადარიცხვას ხოდა რაღაც სატელეფონო კოდს მთხოვს და ეგ საიდან მოვუტანო ?


გადარიცხვის დასადასტურებლად აქვე უნდა შეიყვანოთ ციფრების კომბინაცია სატელეფონო კოდიდან, დიჯიპასის კოდი, ან სმს კოდი და აირჩიოთ ღილაკი „დადასტურება


აი ეს წერია ხშირად დასმული კითხვებში facepalm.gif

Posted by: spider77 23 Jun 2014, 17:47
Kakha
QUOTE
რა უნდა გააკეთონ მათ რომ ამ პიროვნებამ ვეღარ შეძლოს კრედიტის აღება ამ მისამართის გამოყენებით?

პოლიციას უნდა მიმართოს შენმა ნაცნობმა.



Fe11oW
QUOTE
თიბისის ინლაინ ბანკიდან ვცდილობ ფული გადარიცხვას ხოდა რაღაც სატელეფონო კოდს მთხოვს და ეგ საიდან მოვუტანო ?

ერთხელ უნდა მიხვიდე ნებისმიერ ფილიალში, მოგცემენ დაპაკეტებულს (რომელიც არ უნდა დაკარგო და სხვას არ უნდა გაანდო) და მერე მუდმივად გამოიყენებ.

Posted by: ლადო 24 Jun 2014, 22:20
ჩინეთიდან თანხის მიღება, როგორ ჯობია?
იბანით, ანუ საბანკოთი თუ სწრაფი ფულადი გზავნილით? და რომელის ერვისი ჯობია რო გამოიყენოს იქ გამომგზავნმა (დროულად რომ მივიღო აქ).

Posted by: sosovika 5 Jul 2014, 17:08
გამარჯობათ , მაინტერესებს რა სახის ტესტებია საქართველოს ბანკში ? ვინმეს ეცოდინება და მიპასუხეთ რა გთხოვთ

Posted by: Darkside Of Me) 7 Jul 2014, 10:56
სალამი,
რა მაინტერესებს მოკლედ.

რამდენად შესაძლებელია ბანკმა მომცეს სესხი, ამ სესხით ბინა ვიყიდო და ეს ნაყიდი ბინა ჩავდო იმ აღებული სესხის იპოთეკაში?
როგორც ვიცი აკეთებენ ბანკები, უბრალოდ წინასწარ 30 % უნდა შეიტანო

Posted by: Bgal 9 Jul 2014, 21:45
გამარჯობა. რუსეთიდან გამომიგზავნეს თანხა, გამოსატანათ მაქვს კოდი და უნდა მივიტანო პირადობა. მაინტერესებს ნებისმიერ ბანკში შემიძლია თანხის აღება თუ გადმორიცხვისას უთითებენ კონკრეტულ ბანკს?

Posted by: Perfectum 11 Jul 2014, 19:57
მაინტერესებს ვივუსის პირველი სესხი, 250 ლარის ოდენობით, რომ გადაავადო ერთი თვით, მერე გადავადებულ სესხზე პროცენტები უნდა იხადო?
მადლობა

Posted by: Gam3Master 12 Jul 2014, 10:56
დღეს მუშაობენ ბანკები ხომ არ იცით?

Posted by: INTERNEED3POINT 14 Jul 2014, 16:03
სალამი, ვივუსი უკვე თვემდე გადავაცილე, და რამაინტერესებს ალბათ უკვე გაშავებული ვარ, ეხლა ვაპირებ გადახდას და მერე სამომავლოდ რო დავაპირო აღება აღარ მოცემენ ?

Posted by: qorda 16 Jul 2014, 12:21
ერთი შეკითხვა მაქ

მჭირდება ამონაწერი ბანკიდან ანუ ბარათზე შესრულებული ოპერაციები რა მარა ყველა ოპერაცია რო არ ჩანდეს
მარტო რო ჩამირიცხეს თანხა და ბოლოს რო არის ანგარიშზე თანხა (რამდენიც არის)
მაგას გამიკეთებენ? drug.gif

Posted by: spider77 17 Jul 2014, 17:53
qorda
რომელ ბანკშიც გაქვს ეგ ანგარიში, იმ ბანკის განყოფილებაში იკითხე.

Posted by: pucukia 5 Aug 2014, 13:06
რომელ ბანკს აქვს შემნახველ ანაბარზე ( როცა მინდა გავიტან თანხას, როცა მინდა შემოვიტან) ყველაზე მეტი წლიური პროცენტი?
ისე რომ გატანისას სარგებლს პროცენტიც არ აკლდებოდეს

Posted by: KeepCalm 22 Aug 2014, 15:51
ხალხო რა მაინტერესებს, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი მაქ, და თანხის ჩარიცხვა მინდა შემდგომ სხვაგან გადარიცხვის მიზნით და როგორ ჩავრიცხო ფული ექსპრესს პეის აპარატით?

Posted by: Faun 24 Aug 2014, 22:59
ძაან მარტივი შეკითხვა მაქვს ბანკში ფული რომ ჩავდო თვეში რამდენი პროცენტი მემატება? აი საქართველოს ბანკებიდან მაქსიმუმ რამდენი

Posted by: popusha 26 Aug 2014, 01:08
აგროკრედიტებზე ინფო მჭირდება

რომელ ბანკს მირჩევთ?

Posted by: lomsa 30 Aug 2014, 16:05
კვირას მუშაობს ბანკები? რომელ საათამდე ? smile.gif

KSB მინდა.

Posted by: zabzu 3 Sep 2014, 18:03
ხალხო რა მაინტერესებს
მაქვს თიბისი ბანკის სახელფასო ბარათი
კომპანიამ დამიბეჭდა
ხოდა, როგორც ვიცი თიბისი, ვითიბი და ლიბერთი ბანკის ბანკომატებში უპროცენტოდ ვანაღდებ
ამის წინ გავანაღდე საქართველოს ბანკის ტერმინალში და პროცენტი არ წაუღია საერთოდ
და ტუ შეგიძლიათ მითხრათ რატო მოხდა ასე
სახელფასო ბარათი რომ არის მაგის გამო?
თუ მასეა გამოდის რომ სახელფასო ბარათით სადაც არ უნდა გაანაღდო ყველგან უპროცენტოა

Posted by: tripali 4 Sep 2014, 10:21
ibank.ge ze როგორ დავრეგისტრირდე მასწავლეთ ვინმემ რა

Posted by: Raycher 4 Sep 2014, 12:22
უცხოეთში საბანკო ანგარიშის გახსნა მინდა. ვინმეს გაქვთ რამე ინფო, როგორ რანაირად?


tripali
საქართველოს ბანკში ანგარიში უნდა გახსნა ჩართო ინტერნეტბანკის მომსახურება.

ეგრე ვერ დარეგისტრირდები

Posted by: tripali 5 Sep 2014, 02:02
QUOTE (Raycher @ 4 Sep 2014, 12:22 )
უცხოეთში საბანკო ანგარიშის გახსნა მინდა. ვინმეს გაქვთ რამე ინფო, როგორ რანაირად?


tripali
საქართველოს ბანკში ანგარიში უნდა გახსნა ჩართო ინტერნეტბანკის მომსახურება.

ეგრე ვერ დარეგისტრირდები

ანგარიში მაქვს გახსნილი და ინტერნეტ ბანკის მომსახურების ჩასართავად ბანკში უნდა მივიდე ალბათ ხო?

Posted by: Raycher 5 Sep 2014, 09:52
tripali
კი, აუცილებლად.
დახურულ კონვერტში მოგცემენ პაროლს.

სახელის ველში შენი ბარათის ნომერს შეიყვან, პაროლში იმ პაროლს, რაც კონვერტში იქნება.

რომ შეხვალ მერე შეგიძლია შეცვალო პაროლი და ID-ი რომ ყოველი შესვლისას 16 ნიშნა ციფრი არ კრიფო.

Posted by: kotebe1980 6 Sep 2014, 11:44
გამარჯობათ! ასეთი კითხვა მაქვს:

როდესაც კერძო საკუთრება(ბინა თბილისში) დატვირთულია იპოთეკით,შესაძლებელია თუ არა სესხის გრაფიკის ცვლილება(კერძოდ 3 თვიანიდან 1 წლამდე გაზრდა დაფარვის გრაფიკის),ან როდესაც დოლარშია სესხი და მისი ლარში გადაყვანა და ამ ყველა ოპერაციის შესრულება კერძო საკუთრების მეპატრონის გაბრთხილების გარეშე? ხელმოწერა ან უბრალოდ საქმის კურსში ჩაყენება არ არის ამისთვის საჭირო?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Kebo 9 Sep 2014, 23:35
1 წლის მანძილზე ყოველთვიურად 200-200 ლარი რო შევიტანო ანაბარზე რომელი ბანკი მომცემს ყველაზე დიდ პროცენტს?

Posted by: monogamist 11 Sep 2014, 12:26
საგირავნო სელსხ უზრუნველყოფის გარეშე არ იძლევიან სადმე ?

Posted by: spider77 13 Sep 2014, 13:02
Kebo
QUOTE
1 წლის მანძილზე ყოველთვიურად 200-200 ლარი რო შევიტანო ანაბარზე რომელი ბანკი მომცემს ყველაზე დიდ პროცენტს?

არასერიოზული კითხვაა.

აბა ეს ვინ იცის ეხლა ზეპირად, ან ერთი ბანკის თნამშრომელმა რატო უნდა იცოდეს სხვა ბანკების პროცენტები?
ან რომც იცოდეს, გეტყვის რო სხვა ბანკში უკეთესი პირობებია? მეეჭვება.

მოკლედ, დაათვალიერე ყველა ბანკის საიტი, გაეცანი პირობებს/პროცენტებს და შენ თვითონ უნდა შეადარო.

Posted by: Tettann 13 Sep 2014, 15:13
ჯიპისის თანამშრომელი ხართ აქ ვინმე?

Posted by: 1imereli1 13 Sep 2014, 17:16
QUOTE
1 წლის მანძილზე ყოველთვიურად 200-200 ლარი რო შევიტანო ანაბარზე რომელი ბანკი მომცემს ყველაზე დიდ პროცენტს?

ლიბერთი, კონსტანტა, ტაო. ამ ამ ბანკებს აქვთ შედარებით კარგი პროცენტი.
* * *
QUOTE
ჩინეთიდან თანხის მიღება, როგორ ჯობია?
იბანით, ანუ საბანკოთი თუ სწრაფი ფულადი გზავნილით? და რომელის ერვისი ჯობია რო გამოიყენოს იქ გამომგზავნმა (დროულად რომ მივიღო აქ).

1. გადმორიცხვა ანგარიშზე. თანხის ასახვას ჭირდება 1-2 სამუშაო დღე. ამასთან მიმღები იხდის გატანის საკომისიოს რომელიც სხვადასხვა ბანკში სხვადასხვაა, ასევე გადმორიცხვის ტარიფიც განსხვავებულია და დამოკიდებულია ბანკზე.
2. ფულადი გზავნილი. თანხა აისახება 15-20 წუთში. საკომისიოს იხდის მთლიანად გამომგზავნი. ყველაზე გავრცელებული სისტემაა ვესტერნ იუნიონი.

Posted by: Faun 14 Sep 2014, 17:15
ვინმემ მიპასუხეთ ბაკში რო ფულს ჩადებ და გააპროცენტებ ტვეში რამდენი პროცენტი გერიცხება ანუ მოგება?

Posted by: 1imereli1 14 Sep 2014, 21:37
QUOTE (Faun @ 14 Sep 2014, 17:15 )
ვინმემ მიპასუხეთ ბაკში რო ფულს ჩადებ და გააპროცენტებ ტვეში რამდენი პროცენტი გერიცხება ანუ მოგება?

დამოკიდებულია რომელ ბანკში გახსნი, რა ვადით და რა ტიპის ანაბარს და პროცენტის დარიცხვის რა მეთოდს აირჩევ.
საშუალოდ 10 % რომ ვთქვათ 100 ლარზე თვეში მოგიწევს (100*10%)/12=0.83 ლარი.

Posted by: spider77 16 Sep 2014, 15:07
Tettann
QUOTE
ჯიპისის თანამშრომელი ხართ აქ ვინმე?

ჯიპისი აფთიაქია.
აქ კი ბანკებზეა საუბარი.



Posted by: J-Time 18 Sep 2014, 22:08
ჩემი საკრედიტო ისტორია როგორ უნდა შევამოწმო?

Posted by: 1imereli1 18 Sep 2014, 23:52
QUOTE
ჩემი საკრედიტო ისტორია როგორ უნდა შევამოწმო?

საინტერესო კითხვაა, ერთი ვიცი რომ ბანკის თანამშრომელს შეუძლია ''კრედიტინფო საქართველოს'' ბაზაში ნახოს კლიენტის მონაცემები.

Posted by: gujac 21 Sep 2014, 09:15
როგორ ავიგო პარტიოტი ლიბ.ბანკში?

Posted by: donrobita 21 Sep 2014, 21:40
gujac
უბრალოდ მიდი და უთხარი პატრიოტი გამიხსენითთქო

Posted by: gk-gio 25 Sep 2014, 20:57
სესხი ქონდა კაცს (სამომხმარებლო), გარდაიცვალა და ბანკი ჯიუტად ითხოვს ოჯახიდან ტანხის ამოღებას

აქვს ამის უფლება?

Posted by: spider77 26 Sep 2014, 15:09
gk-gio
QUOTE
აქვს ამის უფლება?

ჩემი პასუხი შესაძლოა მოსაწონი არ იყოს ბევრისთვის, მაგრამ ვაფიქსირებ ფაქტს - კი, იურიდიულად აქვს ბანკს ამისი უფლება.

Posted by: Luca Brasi 26 Sep 2014, 19:59
QUOTE
ჩემი პასუხი შესაძლოა მოსაწონი არ იყოს ბევრისთვის, მაგრამ ვაფიქსირებ ფაქტს - კი, იურიდიულად აქვს ბანკს ამისი უფლება.

დაკონკრეტებაა საჭირო მგონი.
მეუღლეს მოსთხოვენ, მაგრამ ძმას, ან დას ვერა.
ჩემს მეგობარს ძმა გარდაეცვალა (35 წლის, უცოლო). მისი ვალის დაფარვას ბანკის წარმომადგენელი ჩემი მეგობრისგან მოითხოვდა. რამდენჯერმე დაურეკა. ბოლოს უზრდელობაში რო გადავიდა ავდექით და იმ ადამიანის სანახავად მივედით ბანკში. ადგილზე გვითხრეს რომ ჩვენ არასწორად გავუგეთ მათ (biggrin.gif) - რა თქმა უნდა ძმა არ იყო ვალდებული ძმის ვალი დაეფარა. მიგვატანინეს გარდაცვალების ცნობა და ჭირი იქა, ლხინი აქა.

Posted by: spider77 26 Sep 2014, 22:50
Luca Brasi
QUOTE
დაკონკრეტებაა საჭირო მგონი.

ზოგადად მემკვიდრეს მოსთხოვენ (მეუღლე იქნება, შვილი თუ ვინც მემკვიდრედ იქნება აღიარებული), ხოლო სხვას ვერ მოსთხოვენ ვერაფერს.



ეს სუფთა იურიდული ნიუანსია და საბანკო საქმის ცოდნა/არცოდნა საერთოდ არაფერ შუაშია.

Posted by: Luca Brasi 26 Sep 2014, 23:24
QUOTE
ზოგადად მემკვიდრეს მოსთხოვენ (მეუღლე იქნება, შვილი თუ ვინც მემკვიდრედ იქნება აღიარებული), ხოლო სხვას ვერ მოსთხოვენ ვერაფერს.



ეს სუფთა იურიდული ნიუანსია და საბანკო საქმის ცოდნა/არცოდნა საერთოდ არაფერ შუაშია.

კიბატონო

Posted by: gk-gio 28 Sep 2014, 14:02
spider77

შეგიძლია შენი პასუხი იურიდიულად დამისაბუთო?

მემკვიდრე რუსეთშია იქაური მოიქალაქეა. მაგრამ ეს მეროე ხარისხოვანია.

ბანკი სესხს აძლევს კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტული საქმისთვის. შესაბამისად ურთიერთვალდებულება არის მსესხებელსა და ბანკს შორის. მსესხებელი დაიღუპა, არ ეტყვის მემკვიდრე ჩემგან რო სესხის დაბრუნებას ითხოვ მე რატო არ შემეკითხე სესხს რომ აძლევდიო.

ეს იყო სამომხმარებლო სესხი ხელფასის ცნობით უზრუნველყოფილი. ასე რომ არ მჯერავს ბანკმა რამე მოახერხოს.

სესხი რომ გირაოთი იყოს უზრონველყოფილი მაშინაც კი სადაო იქნება გირაოს რეალიზაცია wink.gif

ადრე იყო ესეთი პრაქტიკა სიცოცხლის დაზღვევა ( ჩემს მისოში ადრე ეგრეც ვიქცეოდით)

Posted by: Eirene 28 Sep 2014, 16:14
რა მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ

დედაჩემს აუგროვებია ვალები სხვადასხვა ბანკებში, საკრედიტოები, განვადებები
ახლა არ მუშაობს და ვერ იხდის
რაც ვიცოდი, იმათ მე ვუხდიდი და დღეს კიდევ ახალი ინფო მომივიდა და ფიზიკურად ვერ გავწვდები ამდენს


რომ არ გადაიხადოს, მე შემექნება რამე პრობლემა ბანკებთან? ან თვითონ?



ყელში ამოვიდა
ან ეს დედანატირები ბანკები როგორ ენდობოდნენ და ფულს როგორ აძლევდნენ ქალს, რომელსაც შემოსავალი თვეში 400-500 ლარი ძლივს ჰქონდა?
ხელფასზე მეტი ბანკში აქვს შესატანი
და ისიც მე გადმომილოცა ახლა

Posted by: 1imereli1 28 Sep 2014, 17:03
Eirene
გამარჯობა, ეცადე ბანკი დაიყოლიო სესხის რესტრუქტურიზაციაზე, ანუ სესხის ვადის გაზრდა და ყოველთვიური გადასახადის შემცირება.

Posted by: gk-gio 28 Sep 2014, 18:05
Eirene

QUOTE
გამარჯობა, ეცადე ბანკი დაიყოლიო სესხის რესტრუქტურიზაციაზე, ანუ სესხის ვადის გაზრდა და ყოველთვიური გადასახადის შემცირება.


?


არ გადაიხადო არაფერი.

შენ რა შუაში ხარ დედის მიერ აღებულ სესხთან? გკითხა ბანკმა რო აძლევდნენ სესხს? წესით ვერც ვერაფერს ვერ მოგთხოვენ

ძაან ზედმეტევს ითხოვენ "ვითონ ბანკები'

ერთი წესიერი მთავრობა არ მოვიდა რომ ამ კანტორებს თავიანთი ადგილი მიუჩინონ!

Posted by: Eirene 28 Sep 2014, 18:10
1imereli1
QUOTE
გამარჯობა, ეცადე ბანკი დაიყოლიო სესხის რესტრუქტურიზაციაზე, ანუ სესხის ვადის გაზრდა და ყოველთვიური გადასახადის შემცირება.

საქმე იმაშია,. რომ ეს განვადებებიც და კიდევ რაღაცეები ძირითადად სხვებისთვის აიღო და პრინციპის ამბავია უკვე, რატომ უნდა ვუხადო ვიღაც უსინდისოს?
მიმალავდა ადრე და ახლა ვეღარ დამალა
ერთი დედას მეგობარია და ჯანდაბას, ვუხდი.. დანარჩენები სუფთა პარაზიტები, გამოიყენეს შტერი დედაჩემი

რომ არ გადავიხადო საერთოდ, გარდა იმ ე.წ. შავი სიისა", რამე გართულება შეიძლება მოყვეს?

gk-gio
QUOTE
არ გადაიხადო არაფერი.

შენ რა შუაში ხარ დედის მიერ აღებულ სესხთან? გკითხა ბანკმა რო აძლევდნენ სესხს? წესით ვერც ვერაფერს ვერ მოგთხოვენ

ძაან ზედმეტევს ითხოვენ "ვითონ ბანკები'

ერთი წესიერი მთავრობა არ მოვიდა რომ ამ კანტორებს თავიანთი ადგილი მიუჩინონ!

ვერ მომთხოვენ კი არა, ამიფეთქეს ტელეფონი რეკვით, თან ისე გონორით მელაპარაკებიან, გეგონება პირადად მე გამოვართვი ფული და არ ვუბრუნებ
მართლა იქეთ უნდა უჩივლო, რომ ნახეს ამდენი დავალიანებები ჰქონდა ისედაც და პატარა ხელფასი, რატომ დაუმტკიცეს ამხელა ლიმიტები?
ყაჩაღები და აფერისტები

Posted by: 1imereli1 28 Sep 2014, 19:16
QUOTE
საქმე იმაშია,. რომ ეს განვადებებიც და კიდევ რაღაცეები ძირითადად სხვებისთვის აიღო და პრინციპის ამბავია უკვე, რატომ უნდა ვუხადო ვიღაც უსინდისოს?
მიმალავდა ადრე და ახლა ვეღარ დამალა
ერთი დედას მეგობარია და ჯანდაბას, ვუხდი.. დანარჩენები სუფთა პარაზიტები, გამოიყენეს შტერი დედაჩემი

რომ არ გადავიხადო საერთოდ, გარდა იმ ე.წ. შავი სიისა", რამე გართულება შეიძლება მოყვეს?

უარეს შემთხვევაში ანგარიშებს დაუყადაღებენ, ვეღარ აიღებს პენსიას, ხელფასს და ა.შ. ასევე შეიძლება ის ნივთი წაიღონ და გაყიდონ რაც განვადებითაა გამოტანილი (რაც იასნია გკიდია ) , ყველაზე ისეთი სახლის გაყიდვაა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკითაა დატვირთული.

* * *
QUOTE
რომ ნახეს ამდენი დავალიანებები ჰქონდა ისედაც და პატარა ხელფასი, რატომ დაუმტკიცეს ამხელა ლიმიტები?

არ გეწყინოს მაგრამ ეგ ბანკის ბრალი.არაა. ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს, მათ შორის ჯარიმების სახითაც . დედა&&&& სისტემაა მაგრამ რას იზამ ყველგან ეგრეა!

Posted by: Eirene 28 Sep 2014, 19:34
1imereli1
QUOTE
უარეს შემთხვევაში ანგარიშებს დაუყადაღებენ, ვეღარ აიღებს პენსიას, ხელფასს და ა.შ. ასევე შეიძლება ის ნივთი წაიღონ და გაყიდონ რაც განვადებითაა გამოტანილი (რაც იასნია გკიდია ) , ყველაზე ისეთი სახლის გაყიდვაა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკითაა დატვირთული.

არსად არაფერი არ ერიცხება, განვადებით გამოტანილს თუ მიაგნეს - წაიღონ )
იპოთეკური სესხი არ აქვს
ადრე ვერც ნივთებს ვერ ახლებდნენ ხელს სასამართლოს გარეშე და ახლა აქვთ უფლება? რა შეიცვალა ამ მხრივ, მაინტერესებს

QUOTE
არ გეწყინოს მაგრამ ეგ ბანკის ბრალი.არაა. ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს, მათ შორის ჯარიმების სახითაც . დედა&&&& სისტემაა მაგრამ რას იზამ ყველგან ეგრეა!

მეც ვმუშაობდი რამდენიმე წლის წინ ერთ მისოში და არასდროს არ ვაძლევდი სესხს ისეთ ადამიანს, ვისაც ვიცოდი, რომ გადახდა გაუჭირდებოდა
ხომ უდევთ წინ საკრედიტო ისტორია? უბრალოდ ჯარიმებით მდიდრდებიან
ღირსები არიან, მართლა დავიკიდო ახლა ყველა სესხი

Posted by: 1imereli1 28 Sep 2014, 20:16
QUOTE
არსად არაფერი არ ერიცხება, განვადებით გამოტანილს თუ მიაგნეს - წაიღონ )
იპოთეკური სესხი არ აქვს
ადრე ვერც ნივთებს ვერ ახლებდნენ ხელს სასამართლოს გარეშე და ახლა აქვთ უფლება? რა შეიცვალა ამ მხრივ, მაინტერესებს

ხოდა რაღა განერვიულებს smile.gif მაგრამ ერთი მომენტია, ეგრე დაიკიდა ჩემმა ერთმა ნაცნობმა 1000 ლარამდე ქონდა ვალი ტაოში თუ სადღაც. მერე მუშაობა დაიწყო, ბანკში ურიცხავდნენ ხელფასს და აი მანდ დაერხა. ერთ მშვენიერ დღეს კერძო აღმასრულებელი მიადგა და ეუბნება არ შემოიტან და დაგიყადაღებო. დო კაპეიკ ჩაატანინეს ფული.


* * *
QUOTE
მეც ვმუშაობდი რამდენიმე წლის წინ ერთ მისოში და არასდროს არ ვაძლევდი სესხს ისეთ ადამიანს, ვისაც ვიცოდი, რომ გადახდა გაუჭირდებოდა
ხომ უდევთ წინ საკრედიტო ისტორია? უბრალოდ ჯარიმებით მდიდრდებიან
ღირსები არიან, მართლა დავიკიდო ახლა ყველა სესხი

ყველა ბანკს ინდივიდუალური მიდგომა აქვს , ზოგი კონსერვატიულად უდგება საკითხს, ზოგმა ლიჟბი გაცეს და კიდია დანარჩენი..

Posted by: spider77 29 Sep 2014, 12:24
gk-gio
QUOTE
შეგიძლია შენი პასუხი იურიდიულად დამისაბუთო?

არ ვარ მე იურისტი, ეგ საკითხი (და დეტლები) იურისტებთანაა გასავლელი.

Posted by: Faun 29 Sep 2014, 14:30
1imereli1
QUOTE
დამოკიდებულია რომელ ბანკში გახსნი, რა ვადით და რა ტიპის ანაბარს და პროცენტის დარიცხვის რა მეთოდს აირჩევ.
საშუალოდ 10 % რომ ვთქვათ 100 ლარზე თვეში მოგიწევს (100*10%)/12=0.83 ლარი.

მოიცა 3 000 რო ჩავდო 300 ლარამდე მერიცხება თვეში? თუ წელიწადში

Posted by: 1imereli1 29 Sep 2014, 14:50
Faun
წელიწადში 300 ლარი
თვეში 300 რომ გვაძლევდნენ რა გვიჭირს sad.gif

Posted by: David p 30 Sep 2014, 01:04
არასდროს არ მქონია შეხება ანგარიშზე რომელზეც სადებეტო ბარათია მიბმული თანხა რო მქონდეს შევძლებ ინტერნეტში გადახდას ან ბანკომატით თანხის გამოტანას?
საკრედიტო ბარათები მაქვს ვიცი რო ბანკამატიდანაც შეგიძLია მაგეებით თანხის მოხსნა და ინტერნეტშიც გადახდებისათვის გამოყენება და იგივე შეგიძლია სადებეტო ბარათით?

Posted by: spider77 30 Sep 2014, 10:24
David p
QUOTE
იგივე შეგიძლია სადებეტო ბარათით?

საკრედიტო ბარათს ზოგ სერვისზე შეზღუდვა აქვს, სადებეტოთი კი, პრაქტიკულად ყველაფერი შეგიძლია.

Posted by: David p 30 Sep 2014, 11:07
spider77
QUOTE
სადებეტოთი კი, პრაქტიკულად ყველაფერი შეგიძლია.

ეგ კაია გაიხარე up.gif

Posted by: supermaswi 30 Sep 2014, 12:46
კონსტანტას გარდა გზავნილების სესხს რომელიმე მიკროსაფინანსო აკეთებს?

Posted by: 1imereli1 30 Sep 2014, 15:03
QUOTE
კონსტანტას გარდა გზავნილების სესხს რომელიმე მიკროსაფინანსო აკეთებს?

ბაზისბანკი

Posted by: Ambitious_Person 5 Oct 2014, 21:20
სისუკეკე მეწერა

























წაშლილია

Posted by: Circus_Closet 10 Oct 2014, 17:57
იპოტეკურ სესხზე რომელ ბანკშია ყველაზე დაბალი პროცენტი თუ იცით?

მადლობა

Posted by: Salome_L 11 Oct 2014, 12:58
საქ.ბანკის ან თიბისის ვალი თუ გაქვს კორ-სტანდარტი ჩარიცხულ ხელფასს აგახევს???

Posted by: ififif 24 Oct 2014, 14:17
გამარჯობა
ბანკების "შავ სიაში" ვარ. როგორმე შემიძლია თუ არა მაგ შავ სიიდან გამოვიდე? დაახლოვებით 4 წელია რაც დაფარული მაქვს ვალები(პრივატბანკის 50-ლარიანი ბარათი და საქ. ბანკის 200-ი ექსპრესბარათი, ორივეზეც გადაცილებები იყო).

Posted by: Massachusetts 26 Oct 2014, 05:29
გამარჯობათ ამერიკაში ვცხოვრობ new yorkში

მოკლედ მჭირდება ქართული ბანკის DebiT ბარათი

სადაც თანხას ჩამირიცხავენ საქართველოს ბანკებიდან
და მე ამერიკაში გავატარებ ხოლმე ამ ბარათს ჩვეულებრივად
და ასევე საჭიროების შემთხვევაში ბანკომატიდან ქეშსაც მომცემს
უპრობლემოდ .

ასევე მჭირდება რომ ბარათს ქონდეს ინტერნეტ ბანკი რომ ვაკონტროლო მიმდინარე ბალანსი


რომელ ბარათს მირჩევთ
რომელ ბანკის მიერ წარმოებულ ბარათს აქვს
დაბალი პროცენტი მსგავსი გამოყენებისას საზღვარგარეთ

Posted by: Did_Giorgi 26 Oct 2014, 13:37
Massachusetts
ეს ერთადერთი მეგულება მე რაც იკითხე იმის შესაბამისი
დეტალურად ტარიფები არ ვიცი, მაგრამ ის ჩანს რაც გინდოდა: http://ksb.ge/index.php?a=main&pid=56&lang=geo

* * *
საზღვარგარეთ ბანკომატიდან თანხის უფასო განაღდების ლიმიტი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში* - 1,000 აშშ დოლარი
საზღვარგარეთ ბანკომატიდან თვეში 1,000 ერთეულზე მეტი თანხის გატანის საკომისიო - 2% მინ. 3 აშშ დოლარი
პოსტერმინალით ანგარიშსწორების საკომისიო - 0%

Posted by: Massachusetts 30 Oct 2014, 17:33
Did_Giorgi
ხო კარგი რამე ჩანს ერთი ის არ მომეწონა 1 წელი რომ აქვს მოქმედების ვადა.

და ბარემ აქვე გკითხავ პირდაპირ არ უწერიათ მაგ ლინკზე და არც ონლაინ ოპერატორი ყავს
ინტერნეტ ბანკი ექნება ჩვეულებრივად ხო მაგ ბარათს რომ შევიდე ვაკონტროლო
შემოსული და გასული თანხები ? თორემ რთულია ასე წარმოსახვითათ ინტ ბანკის გარეშე კონტროლი
* * *
ახლა ველაპარაკე საქ ბანკის ოპერატორს პრინციბში კარგი რამ მითხრა

სადებეტო ბარათებიდან განაღდების საკომისო გახლავთ თანხის 2 % მინ 3 $
და ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საერთოდ არ აქვთ საკომისიო

ანუ კარგი ოფერია.

მაინც საქართველოს ბანკს ვამჯობინებ smile.gif

Posted by: tasuka 30 Oct 2014, 19:30
ანაბარი მინდა გავხსნა და რომელ ბანკს მირჩევთ?

Posted by: donrobita 30 Oct 2014, 20:11
tasuka
ლიბერთის ვადიანი სადეპოზიტო სერთიფიკატი, 14-18%

Posted by: tasuka 30 Oct 2014, 20:23
donrobita

მადლობა smile.gifცოტა ვრცლად შეგიძლია რომ ამიხსნა პირობები? გონზე არ ვარ ამ ამბებში biggrin.gif

Posted by: donrobita 30 Oct 2014, 22:39
tasuka


მოგწერე პირადში......................

Posted by: gigi21 31 Oct 2014, 16:50
გამარჯობა .საკრედიტო ბარათი მაქვს ტაო ბანკის.700ლარიანი.ბოლო 5თვეა ვერ ვიხდი და 1600ს მთხოვენ.დგეს დამირეკეს სარჩელი შეგვაქვს თაღლითობის მუხლითო.მაინტერესებს სასამართლო მაინც თუ დამცდის გადახდას.ჩემ სახელზე არაფერი არ არის რეგისტრირებული. კიდევ მაინტერესებს დაჭერის ალბათობა არის?წინასწარ მადლობა

Posted by: AnEeEeE=]] 1 Nov 2014, 00:54
აუ ხალხოო იქნება დამეხმაროთ,, მოკლედ გერმანიაშI ვარ ხოდა გერმანული არ ვიცი და ბანკომატიდან ფულის გამოტანის დროს რაღაცას დავაჭIრე შეცდომით და ფული რო არ გამოვიდა თავი დავანებე , ხოდა მგონი გადარიცხვა თუ რაღაც ეგეთი აღმოჩნდა ეხლა რო ვხედავ ტრანზაქციებში ჩანს რო 40 ევრო გადაირიცხა რომელიღაც გელდკარტაზე ,, ხვალ აუცილებლად მივალ ბანკში და გავარკვევ, მარა მანამდე მაინტერესებს დამიბრუნებენ თუ არა ფულს , ალბათ თვითონ ოპერაციას ნახავენ ჰო .. ვის კარტაზეც გადაირიცხა და ეტყვიან დაბრუნოს ფული თუ როგორაა , ვინმე თუ მუშაობთ ბანკშI გეცოდინებათ :შ აუ სად მაქვს გადასაყრელი 40 ევროები drug.gif

Posted by: spider77 2 Nov 2014, 22:15
AnEeEeE=]]
საქართველოს ბანკებშI ესეთი სერვისი არ არასებობს.

ეხლა გადავიკითხე ვიკიპედიაზე თუ რა არის ეს "გელკარტა".
https://ru.wikipedia.org/wiki/Geldkarte


შეიძლება როგორც ნაღდი ფული ვერ დაიბრუნო და მისი გამოყენება შეძლო მხოლოდ დანიშნულებით. ნამდვილად არ ვიცი.
ყველა ვარიანტში ბანკში უნდა გაარკვიო.

საინტერესოა და მერე დაწერე (აქ) შედეგი.

Posted by: mola911 3 Nov 2014, 16:37
გამარჯობათ,ტაბლეტზე ფლეშ პლეირი როგორ დავაყენო რომ ფილმებს ვუყურო ქართულ ენაზე და გამიხსნას საიტები როგორაც კომპიუტერშია ისე

Posted by: LATITUD3777 15 Nov 2014, 04:24
გამარჯობათ საქართველოს ბანკის ჩვეულებრივ ანგარიშზე (ანუ ვიზა ელეკტრონით ვინც სარგებლობს) მაქსიმუმ რამდენი შეიძლება მიიღოს სხვა ქვეყნიდან ანუ რო დაუსვან ? 2-3 მილიონი დოლარი ვერა? ანუ ლიმიტები მაინტერესებს როგორც ასეთი და დასმის დღეები თუ საჭიროა სხვა ანგარიში გახსნას ამხელა თანხა რო მიიღოს ?


პ.ს მე არ ვიღებ ამ ფულს ახლობელს აინტერესებს lol.gif ჰოო ჰგონია რო გამოუგზავნიან და დამაწერინა help.gif user.gif

Posted by: Salome_L 19 Nov 2014, 23:39
მეგობრებო, რჩევა მჭირდება.

მუშაობა დავიწყე და პირველი ხელფასის ჩარიცხავმდე მივედი ტრიბაში და მოვითხოვე, რომ 50% -ის ახევა რომ გინდათ ეგ პროცენტი შემიმცირეთ, სხვაგვარად ის ხელფასი რაც მრჩება არ მიღირს პახაობადთქო. რა თქმა უნდა პოზაში დადგნენ, თუმცა ნუ წელიწადზე მეტი ვიყავი უმუშევარი და კიდე როდის ვიშოვი ამაზე მაღალხელფასიან სამსახურს არ ვიცითქო. 2 თვის წინ მეხვეწებოდნენ, იქნებ მინიმალური 50 ლარი მაინც გადაიხადოო და ეხლა რომ ვეუბნები 150 ან მაქსიმუმ 200 ლარს გადავიხდი ყოველთვეთქო არ უნდათ smile.gif რეალურად რამდენად აქვთ საერთოდ 50% -ის ახევის უფლება, მახსოვს მოსამართლემ თქვა 50 % არა, 40-იაო და იმასაც აქვს მნიშვნელობა ოჯახში რამდენი წევრია. ოჯახში ვართ 3 და აქედან მხოლოდ მე ვმუშაობ. ნუ ტრიბაში რომ საერთოდ ნამუსი არ აქვთ და ყველაფერს კადრულობენ მაგაზე აღარ დავწერ, ისედაც გეცოდინებათ. ეხლა კონკრეტულად ეს მაინტერესებს:

1. აქვთ ამდენის ახევის უფლება?
2. მოსამართლეს მიერ დაკისრებული X თანხისა + ყოველთვიური პროცენტისა (რომელიც 66 ლარია) და პირგასამტეხლოსი (დღეში 1,60 ლარი). გადახდის დაწყების დროს რაიმე შეღავათები არ მეკუთვნის, თუ როგორ ქვია, ანუ არ წყდება ეს პროცენტისა და პირგასამტხლოს ჯარიმის დაკისრება??? ანუ რეალურად მარტო ეს თანხაა 105 ლარი თვეში , იმ დაკისრებულ X თანხაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ?

3. მირჩიეთ როგორ უნდა მოვიქცე, რაიმე ხელშეკრულება მინდა წერილობითი ფორმით ამ ტრიბასგან . სადაც მითითებული იქნება კონკრეტული თანხა, რომელიც გადასახდელი მაქვს და არა ისე როცა როგორ უნდათ იმდენს რომ მიამატებენ. მაგათ ჩემი მტერი ენდო smile.gif

დამაკვალიანეთ რა ჩემს მდგომარეობაში რა უნდა მოვიმოქმედოო და თუ რაიმე ფაქტორი მაქვს გასათვალისწინებელი აუცილებლად მიმითითეთ. თავად არ ვიციი

მადლობა

Posted by: spider77 20 Nov 2014, 11:39
Salome_L
QUOTE
მირჩიეთ როგორ უნდა მოვიქცე

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველ რიგში იურისტის კონსულტაცია გჭირდება და არა ბანკირის.

აბა იურისტებთან იკითხე:
http://forum.ge/?showtopic=34688947&f=&st=465&#entry42910313

Posted by: juzeppe1 1 Dec 2014, 22:05
მოგესალმებით

მაინტერესებს ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში სესხის გადახდის ვალდებულება თუ ეკისრება ოჯახის წევრს?


Posted by: spider77 1 Dec 2014, 22:35
juzeppe1
QUOTE
მაინტერესებს ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში სესხის გადახდის ვალდებულება თუ ეკისრება ოჯახის წევრს?

ეს იურიდიული ნიუანსია და ჯობია იურისტებთან იკითხო.
ისე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კი, მემკვიდრეზე გადადის ვალდებულება.

როგორც წესი, ნორმალური ბანკები სესხს კლიენტის სიცოცხლეზე აზღვევენ.

Posted by: goglikaaa 2 Dec 2014, 00:50
საქართველოს ბანკიდან,საქათველოს ბანკში რო გადავრიცხო ეხლა ინტერნეტბანკით დაჯდება ფული?თუ ხვალამდე არაფერი ეშველება?

Posted by: juzeppe1 2 Dec 2014, 23:13
spider77
მადლობა, ვიკითხავ.

Posted by: mola911 8 Dec 2014, 19:26
გამარჯობათ,დამეხმარეთ რა ჩემი კერძო საქმიანობა მაქვს და მაინტერესებს ასეთი პროგრამა საიდან გადმოვწერო
http://www.masivsoft.ge/index.php?pn=2&pjn=3

Posted by: iphone_21 14 Dec 2014, 03:16
მირჩიეთ რა რომელიმე უწყინარი ბარათი, სადაც ყოველ თვე დამერიცხება სიმბოლური თანხა ლარში და გამოვიყენებ ბარათს მხოლოდ ბანკომატიდან ფულის ასაღებად. (არ მინდა % ხდა და ზედმეტი დანახარჯები)

Posted by: angelozistvaleba 14 Dec 2014, 14:03
iphone_21
ექსპრეს ქარდი შეგიძლია აიღო თუ აქამდე არ გქონია სრულიად უფასოა. მარტო ბანკომატიდან გექნება გატანის საჯიმისოო

Posted by: AvtandiL 169 14 Dec 2014, 19:02
სადმე თუ არის შესაძლებელი ძველი დოლარის კუპიურების ახალში გადაცვლა?

Posted by: iphone_21 14 Dec 2014, 21:10

angelozistvaleba
მადლობა რჩევისთვის, ცოტას კიდევ ვიფიქრებ, არ მევასება ეს საქართველო და თი ბი სი.

AvtandiL 169
ეროვნული ბანკი მოგიგვარებს მაგ საკითხს თუ არ ვცდები.

Posted by: ერთი 16 Dec 2014, 10:44
პირველი კრედიტი რომ უფასოა ვივუსას გარდა იცით რამე ?
მანდ ავიღე უკვე და დიდი სიამოვნებით ავიღებდი უპროცენტო კრედიტს ეხლა,თუ იცით ,დამიწერეთ რა ვინმემ

Posted by: spider77 16 Dec 2014, 21:27
ერთი
QUOTE
პირველი კრედიტი რომ უფასოა ვივუსას გარდა იცით რამე ?

კიდე ის ვიცი, რომ საკრედიტო რეიტინგებზე ცუდად მოქმედებს მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მომავალში ამის გამო, დიდ ბანკებთან, დიდი სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემაც შეგექმნათ.

ნუ პრობლემა რა, არ მოგცემენ სესხს და ეგაა. biggrin.gif

Posted by: ერთი 18 Dec 2014, 23:36
spider77
ანუ უფასო კრედიტი რო ავიღო-პრობლემა შემექმნება "დიდ ბანკებთან" ? smile.gif
ერთი მაგათი დედაც მოდის ტყიბულიდან smile.gif
მაგათ იმედზე ჩემი მტერი იყოს "დიდებისაც " და "პატარებისაც "
უფასო კრედიტი თუ მომცეს ავიღებ,ავიღე უკვე ..
არ მომცემენ და ..........
* * *

Posted by: shvaib 22 Dec 2014, 17:09
100$ ლარიანი მაქვს. დაძველებული და შუაზეა გახეული . საქართველოს ბანკში მითხრეს რო ვერ გავცვლიო და სხვა სად შეიძლება გაცვლა?

Posted by: spider77 22 Dec 2014, 23:21
shvaib
QUOTE
საქართველოს ბანკში მითხრეს რო ვერ გავცვლიო და სხვა სად შეიძლება გაცვლა?

საქართველოს ეროვნული ბანკი.

Posted by: starshi12345 5 Jan 2015, 15:02
საქ ბანკიდ ექსპრეს ქარდი მაქვს რომელსაც არ ვიყენებ და ჩართულიბმაქვს მობბანკი რომლოა საკომისიო 1.5 ლარია თვეში და რო გავაუქმო ეს ქარდი მომიწევს 7 თვის დავალიანების გადახდა? რო შევდივარ მინუს არ მაჩვენებს 00ზეა

Posted by: Gam3Master 5 Jan 2015, 19:07
საკრედიტო ისტორია გაფუჭებული მაქვს მაგრამ ხელფასს ვიღებ ვმუშაობ და სადმე განვადებას არ გამიკეთებენ მობილურის?

Posted by: minii 15 Jan 2015, 10:38
გამარჯობათ, კორ სტანდარტთან დაკავშირებიდ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია მაგრამ რაგაც ჭორები მესმის და მაინტერესებს ან რომელიმე ბანკთან გაერთიანებას ხომ არ აპირებს ან სალომბარდე საქმიანობას რა ბედი ეწევა??? ბანკში არაფერს ასეთს არ ამბობენ და იქნებ ვინმემ იცოდეს ::

Posted by: spichuka 15 Jan 2015, 16:12
მეგობრებო, თურქეთიდან არასრულწლოვანმა როგორ შეიძლება ფული გადმომირიცხოს ?

Posted by: __FLASH__ 20 Jan 2015, 17:08
ტაოში მაქვს დავალინება, სადაც ზუსტად 1 წელია არ გადამიხდია...

მაინტერესებს იძლევ თუ არა რომელიმე ბნკი თანხას, ტაო რომ გდავფარო და ცოტა რომ დამრჩეს....

სახელფასო თიბისი-ში მაქვს გახსნილი....


Posted by: gogicha93 20 Jan 2015, 20:55
გამარჯობათ რატო გაწუხებთ მოკლედ მაქვს ანგარიში გახსნილი თბისი ბანკში ტბცონლინე.გი-ზე ამ საიტზე შევდივარ პირად ანგარიშზე და მაინტერესებს თანხის გადარიცხვა როგორ ხდება ბარათით ვეცადე მარა უშედეგოდ იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: jack_pot 21 Jan 2015, 10:00
ევროპის ქვეყნებიდან თანხის გადმორიცხვა ყველაზე იაფად, ნაკლები საკომისიო, როგორ ჯობია? ვერსტერნი ძვირია ...

Posted by: spider77 21 Jan 2015, 17:31
gogicha93
თუ შენს ანგარიშზე გინდა გადარიცხვა მარტივია.

თუ სხვის ანგარიშზე აპირებ თანხის გადარიცხვას, ამას ვერ გააკეთებ სატელეფონო კოდის ან დიჯიპასის გარეშე, რომელიც ბანკში უნდა აიღო (რათქმაუნდა იმ შემთხევაში, თუ მართლა შენი ანგარიშიდან გსურს თანხის გადარიცხვა) ... wink.gif

გაითვალისწინე, თუ სხვისი (მათ შორის ოჯახის წევრის) ინტერნეტბანკინგით ცდილობ რაიმე მაქინაციის გაკეთებას, არც ეცადო, იცოდე ძაან შარში გაყოფ თავს.


Posted by: Switchback 21 Jan 2015, 22:27
19 წლისას რომელი ბანკი მისცემს სამომხმარებო სესხს ან საკრედიტო ბარათს?
5000 ლარს 800 ლარიან ხელფასზე?
ხელფასი თიბისიში ირიცხება.

Posted by: spider77 21 Jan 2015, 22:50
Switchback
QUOTE
ხელფასი თიბისიში ირიცხება.


პირველ რიგში თიბისის მიმართე.

Posted by: Switchback 21 Jan 2015, 22:57
spider77
20 წლამდე არანაირ სესხს და საკრედიტო ბარათს არ იძლევიან .

Posted by: Perfectum 22 Jan 2015, 14:00
ლიბერთი ბანკის სწრაფ სესხს ავიღებ ფეიბოქსის აპარატიდან თუ ვივუსის დავალიანება მაქვს?

Posted by: __FLASH__ 22 Jan 2015, 16:00
QUOTE
ტაოში მაქვს დავალინება, სადაც ზუსტად 1 წელია არ გადამიხდია...

მაინტერესებს იძლევ თუ არა რომელიმე ბნკი თანხას, ტაო რომ გდავფარო და ცოტა რომ დამრჩეს....

სახელფასო თიბისი-ში მაქვს გახსნილი....


Posted by: spider77 22 Jan 2015, 18:20
__FLASH__
ამაზე აქ ვერავინ გიპასუხებს.
კონკრეტულ ნიუანსებზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურად უნდა განიხილოს საკრედიტოს თანამშრომელმა.
მიმართე იგივე თიბისის. ადგილზე მიდი. ყოველ შემთხვევაში, არ დაგიჭერენ და გეტყვიან ზუსტ პასუხს.

Posted by: დუდა 26 Jan 2015, 15:21
გამარჯობა
მაინტერესებს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე (ლარში) რომელ ბანკს აქვს?

Posted by: spider77 26 Jan 2015, 16:28
დუდა
QUOTE
მაინტერესებს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე (ლარში) რომელ ბანკს აქვს?

აქ არა მგონია ამ კითხვაზე ვინმეს ასე გამზადებული პასუხი ჰქონდეს.


გადახედე თითოეული ბანკის საიტს, გადაავლე თვალი, შეადარე პროცენტები და დღეის მდგომარეობით ვისაც უფრო დაბალი პროცენტი აქვს გამოჩნდება მარტივი შედარებით.

Posted by: დუდა 29 Jan 2015, 10:36
spider77




მადლობა

Posted by: kotebe1980 29 Jan 2015, 16:41
გამარჯობათ! ასეთი კითხვა მაქვს: არის იპოთეკით დატვირთული რამდენიმე ბინა ჩვეულებრივი წესით როგორც იყო ადრე(იუსტიციის სახლი რომ ტვირთავს).ეხლა საჭირო არის გადანაწილება,ანუ თვეები რომ გაზარდონ და ნაკლები თანხა რომ იყოს გადასახდელი თვეში.ამისთვის ითხოვენ ხელახალ დატვირთვას ბინების იპოთეკით მაგრამ ახლა უკვე ნოტარიუსში.რა სხვაობაა ჩვეულებრივ იპოთეკას და ნოტარიუსის დამოწმებულ იპოთეკას შორის?ან სავალდებულოა ასეთი პროცედურა?დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Otten 1 Feb 2015, 16:21
გამარჯობათ ხალხნო.
თანხა მინდა გადავრიცხო ქართული ბანკის ანგარიშიდან დოიჩე ბანკის ანგარიშსზე რა ანუ გერმანიაში.
რომელი ბანკი გამიკეთებს ყველაზე იაფად?

700 ევრო უნდა გადავრიცხო და საკომისიო რამდენი იქნება?

Posted by: spider77 1 Feb 2015, 18:55
Otten
QUOTE
რომელი ბანკი გამიკეთებს ყველაზე იაფად?


ტენდერს აცხადებ? biggrin.gif

Posted by: Otten 1 Feb 2015, 19:15
spider77
რომელი ბანკიდან გადავრიცხავ ყველაზე იაფად?
700ევროს

Posted by: spider77 1 Feb 2015, 19:23
Otten
პირადად მე არ ვიცი და არც მგონია აქ ვინმემ შეძლოს მაგ კითხვაზე გიპასუხოს.

Posted by: brainiac25 5 Feb 2015, 15:54
არ მინდა რომ მიკრო სესხები დამიმტკიცონ როგორ უნდა მოვიქცე? ანუ ყველა ინტერნეტ სესხზე რო უარი მითხრან

Posted by: wish1234 5 Feb 2015, 22:10
ვივუსმა მომიტანა ფოსტით წერილი 14 დღიანი ვადით და მაინც ვერ ვახერხებ გადახდას და შემდეგი ეტაპი რა არის 2 თვიანი გადაცილება მაქვს...
სახლში დამადგება ვინმე? 500 გამოვიტანე და 900ია ეხა შესატანი

Posted by: nikalanikala83 5 Feb 2015, 22:43
გერმანიაში, მიუნხენში ყველაზე დაბალტარიფიანი გზავნილი რომელია?
და რომელი ბანკიდან თუ იცით?

Posted by: manhart 6 Feb 2015, 18:04
გამარჯობათ, მაინტერესებს რას მოიცავს საკრედიტო ექსპერტის საქმიანობა, ფუნქცია მოვალეობები და ასე შემდეგ, ან და თუ შეიძლება სადმე ამ თემაზე ინფორმაციის მოძიება google ში ვერ მოვიძიე ამომწურავი პასუხი იქნებ დამეხმაროთ და განმანათლოთ ვინმემ მადლობთ smile.gif

Posted by: spider77 8 Feb 2015, 11:36
manhart
QUOTE
მაინტერესებს რას მოიცავს საკრედიტო ექსპერტის საქმიანობა, ფუნქცია მოვალეობები და ასე შემდეგ

თვითონ დასახელებაც მეტყველებს.

კონკრეტული საბანკო პროდუქტის პოტენციურად ამთვისებელი კლიენტების (ანუ პირი ან ორგანიზაცია ვინც შეიძლება ბანკიდან აიღოს სესხი) მოძიება, შეთავაზება. თანხმობის შემთხვევაში მათთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, საჭირო დოკუმეტების მოგროვება და ა.შ.

მერე, როცა კლიენტი აიღებს სესხს და დაიწყებს გადახდას ყოველთვიურად, ექსპერტმა უნდა აკონტროლოს რამდენად დროულად იხდის კლიენტი და ა.შ.



Posted by: Cele 8 Feb 2015, 21:52
იანდექს დირექტი (კონტექს რეკლამაა) SWIFT банка получателя კოდს მთხოვს და ეგ რა პონტია ვინმემ შეგილიათ მიპასუხოთ?

ან ეს IBAN რა პონტია

თიბისი ბანკის კლასიკი მაქ და რამე მაქედან ხო არ უნდა ჩავწერო?

Posted by: spider77 8 Feb 2015, 23:54

Biancoceleste
QUOTE
IBAN რა პონტია

ეს არის საბანკო ანგარშის საერთაშორისო სტანდარტის შედარებით ახალი ფორმატი. პრაქტიკულად, საქართველოს ყველა ბანკის ანგარიში ამჟამად ამ ფორმატშია.
ეს ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის შესახებაც, კონკრეტული ბანკისა და კონკრეტული კლიენტის შესახებ, იგი უნიკალურია და ფულის გადარიცხვისას ცალკე აღარაა აუცილებელი არც ქვეყნის მითითება და არც ბანკის კოდი და ა.შ.
ანუ, საქართველოს ნებისმიერ ბანკში გახსნილი თქვენი ნებისმიერი ანგარიშის ნომერი ავტომატურად ამ ფორმატშია.

ფულის გადარიცხვისას (ან მსგავსი ოპერაციებისას) საკმარისია IBAN ანგარიშის ცოდნა, რომელიც დაახლოებით ასეთი ფორმისაა: GE45TB71002003448973286 ... yes.gif

Posted by: Cele 9 Feb 2015, 00:41
spider77

კი კი მივხვდი ეხლა რაცაა, სპასიბა wink.gif

ერთი ეს გამარკვიე ეხლა SWIFT of beneficiary's bank აქ რა უნდა ჩავწერო? ანუ ეს რა პონტია biggrin.gif

Posted by: salometallica 14 Feb 2015, 12:36
გამარჯობათ..
ბელგიიდან საქართველოში ანგარიშის გაუხსნელად და შედარებით ნორმალური ტარიფებით როგორ შეიძლება თანხის გამოგზავნა?

Posted by: spider77 14 Feb 2015, 14:25
salometallica
თუ ერთჯერადა არა და სისტემატურად გჭირდება თანხის გამოგზავნა, შენ გახსენი საბარათე ანგარიში ბელგიურ ბანკში, აიღე ბარათი და გამოაგზავნე აქ შენს ახლობლებთან.
რამდენჯერაც დაგჭირდება, შენ იქ შეიტან თანხას ბარათზე და 5 წუთის შემდეგ, შენები აქ, საქართველოში იმ ბარათით შეძლებენ ბანკომატიდან თანხის აღებას.

Posted by: salometallica 14 Feb 2015, 20:14
spider77
მადლობა რჩევისთვის.. ერთჯერადად მჭირდება..

Posted by: PatriceEvra 15 Feb 2015, 20:15
ვივუსზე გუშინ დავფარე სესხი საღამოს 10 საათზე დღეს ვნახე ჩასარიცხ აპარატზე და ისევ 214 ლარს მიჩვენებს დავალიანებას ?

რამე პრობლემა თუ რომ არ მუშაობენ კვირას და შაბათს მაგიტომ მიჩვენებს დავალიანებას ?

Posted by: saqmiANY 15 Feb 2015, 22:01
ვესტერნის გზავნილს მართვის მოწმობა რომ წრვდგინო, ავიღებ?

Posted by: afcika 24 Feb 2015, 20:51
სად ავიღო ვესტერნიიი?? 16 წლის ვარ

Posted by: saba77 26 Feb 2015, 15:42
გამარჯობათ, კითხვა მაქვს ასეთი, ერთ ადამიანს უნდა თანხის გადმორიცხვა უცხოეთიდან, ოღონდ საკრედიტოზე არ იცის როგორ გადმორიცხოს და რამე სხვა გზა არის ? მაგალითად paypal-ის მსგავსი ოღონდ გამოტანა რო შემეძლოს, ფეიფალიდან ვერ გამოგვაქვს თანხა საქართველოში რამდენადაც მე ვიცი.

Posted by: pihtona1 2 Mar 2015, 14:57
ბოგესალმებით ერთი შეკითხვა მაქვს...
მე გახლავართ თქვენი კლიენტი დახლოებით წელიწადი და ოთხი თვეა სამომხმარებლო სესხი მაქვს აღებული თქვენი ბანკიდან რომელსაც კეთილ სინდისიერად ვიხდი.
არ ვიმყოფებოდი საქრთველოში და სესხის დასაფარად თავდებში დავიყენე ჩემი მეუღლე რომლის ანგარიშზეც ვრიცხავდით თანხა დახლოებით 28-29-30 რიცხვებში ანუ თვის ბოლოს მეუღლის ანგარიშიდან ხდებოდა ჩემი სასხის დაფარვა. დაფარვა მიწვდა თვის დასაწყიში 1- რიცხვში...

ეხლა პრობლემა რაშიაა? დღეს ურეკავს ჩემს მეუღლეს კრედით ოფიცერი ქლბატონმა სალომემ და ეუბნება რომ ჯარიმა გაქვს გადასახდელიო და მიზეზი ის არის რომ როგორც განმიმარტა ქალბატონმა სალომემ რომ ჩემმა მეუღლემ თავის ანგარიშზე ჩარიცხა 30-რიცხვში თანხა რომელიც უნდა ჩამოჭრილყო 1- რიცხვში.. ანუ რადგან წინასწარ ჩარიცხა ჩემა მეუღლემ თანხა თავის ანგარიშზე უნდა დააჯარიმონ? და წინასწარ რომ მოხდა მოლარესგან თანხის ჩამოჭრა ჩემი მეუღლე უნდა დაჯარიმდეს???
და თუ ეს ეგრეა? მაშინ გასულ თვებში რომ რიცხავდა წინასწარ რატომ არ აჯარიმემბდნენ ჩემს მეუღლეს? ქალმატონი სალომე მეუბნება დღეს რომ ეტყობა თქვენმა მეუღლემ უთხრა რომ ჩამომაჭერით წინასწარო რას არის სრული აფსურდი და ტყუილი რასაც კრედიტ იფიცერი ვერ არმტკიცებს.

ეს ყველაფერი ხდება დლდანის თიბისი ბანკის ოფისში.
ძანიან გთხოვთ გამარკვიოთ ვისი არა კომპეტეტნურაბიაა? ჩემი მეუხლის და უწევს თუ არა ჯარიმის გადახდა? თუ მანკის თანამშრომლის?

პატივის ცემით ბონდო ზურაბიშვილი...

Posted by: spider77 2 Mar 2015, 18:18
pihtona1

აგერ პასუხი კითხვაზე:

http://forum.ge/?showtopic=34626211&view=findpost&p=43921389


Posted by: Circus_Closet 9 Mar 2015, 16:41
აქ შემოდის ვინმე ოდესმე? biggrin.gif

რუსეთის სბერბანკში მინდა 20 $ ის გადარიცხვა
და შესაძლებელია ეგ რამენაირად რომელიმე ბანკიდან ქე მაინც? user.gif

Posted by: Faniack 10 Mar 2015, 21:13
მოკლედ მინდა იპოთეკის აღება 13კ დოლარის ექვივალენტი ლარში 11-12 % მაქს პრობლემა არის რომ წყვეტა მაქვს ბოლო 6 თვეში ხელფასის, ანუ სამსახური შევიცვალე, ახალში გადავედი და გახსნამდე შუალედი გამომივიდა 2 თვე. ახალ სამსახურში 1000+ მაქვს, მაგრამ დღეს თბსს და საქ ბანკს ველაპარაკე და არაოო


ჰელპ კაი ვარიანტი ჩამივარდა და არ მინდა გამაზვა 13კ მაკლდება ანუ.

Posted by: NNina 14 Mar 2015, 21:41
საიტი იყო.,საიდანაც ფულს გასესხებდნენ .
ხომ არ გახსოვთ ეს საიტი??

Posted by: BUGSY_SIEGEL 20 Mar 2015, 10:47
ზდაროვათ
ექსპერტი არის აქ ვინმე?
იპოთეკური სესხი რომელ ბანკს აქვს ყველაზე კაი სასწრაფოდ მომწერეთ

Posted by: spider77 22 Mar 2015, 13:54
BUGSY_SIEGEL
QUOTE
ზდაროვათ

ზდაროვა.

QUOTE
იპოთეკური სესხი რომელ ბანკს აქვს ყველაზე კაი

ამას ექსპერტობა არ სჭირდება. შედი სათითაოდ ყველა ბანკის საიტზე, შეადარე პირობები ერთმანეთს და თვითონ შეაფასე ვის უკეთესი პირობები აქვს.
როგორ ფიქრობ, ვის ექნება ეხლა ეგრე გამზადებული პასუხი, მზა ლუკმა რო პირში ჩაგიდოს? თუ გეზარება დროის დახარჯვა და მაგიტომ იკითხე, ეგ სხვა საქმეა.

ცოტა მიდექით-მოდექით, გაანძრიეთ ხელი და დამოუკიდებლად აზროვნებას, ცხოვრებას შეეჩვიეთ .

Posted by: BUGSY_SIEGEL 22 Mar 2015, 16:57
spider77
QUOTE
ოგორ ფიქრობ, ვის ექნება ეხლა ეგრე გამზადებული პასუხი, მზა ლუკმა რო პირში ჩაგიდოს?

ვინც უკვე ისარგებლა იპოთეკური სესხით jump.gif

Posted by: spider77 23 Mar 2015, 21:57
BUGSY_SIEGEL
QUOTE
ვინც უკვე ისარგებლა იპოთეკური სესხით

biggrin.gif




წარმატებები yes.gif

Posted by: Topiary 25 Mar 2015, 07:29
რესპუბლიკაში მაქვს განვადება გაკეთებული, 2 თვის ვადაგადაცილებით, შემიძლია ეს განვადება გადავაფორმო სხვა პიროვნებაზე? ანუ ხელი მოაწეროს ადამიანმა რომ ამ განვადებაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს, და მე საერთოდ არ გამოვჩნდები? ანუ მაგ. გაშავება და ა.შ თუ მოყვა ამ ამბავს, მე რომ არ შემექმნას პრობლემა...

Posted by: BUGSY_SIEGEL 25 Mar 2015, 19:01
Topiary
არა.................................................

Posted by: Topiary 25 Mar 2015, 22:20
BUGSY_SIEGEL


შანსი არაა რო გადავაფორმო? sad.gif რაც არ უნდა ვიჩალიჩო.. ? user.gif

Posted by: popins 4 Apr 2015, 15:30
2014 წლის 10 სექტემბრის ევროს კურსი მაინტერესებს ლართან მიმართებაში.პლზ



Posted by: spider77 5 Apr 2015, 19:14
popins
QUOTE
2014 წლის 10 სექტემბრის ევროს კურსი მაინტერესებს ლართან მიმართებაში.პლზ

ხვალ გაგიგებ (თუ გვიან არაა) fingal.gif

Posted by: Percussions_Lp 29 Apr 2015, 03:24
მაქვს 3 წლიანი ძალიან კარგი ისტორია ( საქართველოს ბანკში კრედოში და ტაოპრივატ ბანკში )არცერთში არასდროს არ დამირღვევია და მოხდა ასეთი რამ

2 აპრილს მქონდა შესატანი 50 ლარი (კრედოში) და ჩავრიცხე აპარატით. გავიდა დრო და 10 დღის მერე კრედიტ ოფიცერი მიკავშირდება ფული გაკლია და შემოიტანეო

ანუ იმ აპარატს გაუჭედია და არ ჩარიცხულა ის ფული.. დაუყონებლივ ჩავრიცხე იმავე დღეს....

P.S გთხოვთ მიპასუხეთ გულწფელად. ძალიან ვუფთხილდები ისტორიას... კრედიტ ოფიცერმა მითხრა რომ ვადა გადაცილებაში ჩაიწერებოდა


და მაინტერესებს ეს მომავალში რომელიმე ბანკში შემიშლის ხელს ? ეს გაშავებას ნიშნავს ? ამისგამო შეიძლება უარი მითხრან რამეზე ?

Posted by: bonos 29 Apr 2015, 20:00
მესიჯი მომივიდა რო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დამიდო საბანკო ანგარიშებზე.

ჯარიმა მაქ გადასახდელი და ვიყავი გადანაწილებაზე ჯერ არ დაურეკიათ მითხრეს დაგირეკავთო 12 თვიანი გადანაწილება უნდა გამიკეთონ.

უნდა ჩამერიცხოს ბანკში რაღაც ფული და ეხლა როგორ იქნება იმ ფულს წაიღებენ თუ შევძლებ გამოტანას?თუ გაჩერებული იქნება და 1 თვის ფულს რო გადავიხდი მერე შემეძლება გამოტანა?თუ ეს რა ფულიც ჩამერიცხება იმ მთლიან ჯარიმას დააკლდება?

Posted by: CutOffHands 1 May 2015, 21:53
გამარჯობათ
არასრულწოვანი რო emoney-ზე დარეგისტრირდეს ვერ გამოიტანს ფულს ა ვერ ისარგებლებს?
ან რამე ხვა "ონლაინ საფულე" საიტი არ გეგულებათ რო არასრულწლოვანმა გამოიყენოს? ამ ერთხელ მინდა და ბანკომაებიდან ვერ გამოვიტან ფულს რო გადმომირიცხონ?

Posted by: არისტოტელე999 16 May 2015, 14:57
გამარჯობა, მასტერქარდზე მაქვს ფული და გამოტანა მინდა და მაინტერესებს უბრალოდ ბანკომატიდან შევძლებ გამოტანას? დოლარის.

ვიცი უაზრო კითხვაა biggrin.gif

Posted by: spider77 17 May 2015, 11:07
არისტოტელე999
QUOTE
ბანკომატიდან შევძლებ გამოტანას? დოლარის

კი yes.gif













თუ პინკოდი იცი wink.gif
ასევე ბარათს ვადა არ უნდა ქონდეს გასული და მის მფლობელს არ უნდა ქონდეს დაბლოკილი.

Posted by: svanch1ka 17 May 2015, 14:12
ლიბერთის ვიზა ბარათით სასტუმრო დავჯავშნე და თავიდან ყინავენ თანხას(ამოწმებენ თუ რეალურია,თუ რაღაც მსგავსი) ხო და მომწერეს რომ არ გამოუვიდათ,მოთხოვნა გააგზავნეს თანხაზე მაგრამ არ მიუღიათ,სურათიც მომცეს ქვითრის... მაგრამ ლიბერთის ინტერნეტ ბანკში ორჯერ მეტი თანხა გამეყინა(ალბათ ერთხელ რომ უჩვენა რომ არ გამოუვიდათ მეორედ სცადეს),თვითონ ოპერაცია არ გამოჩენილა მაგრამ თანხა გაიყინა და ვერ ვიყენებ ვერც იმათ ვუმტკიცებ რომ გამეყინა თანხა და გააუქმონ ტრანზაქცია,მაინტერესებს რამდენხანს იქნება გაყინული ეგ თანხა? ან როგორ მოვიქცე ხომ არ იცით....

Posted by: Faun 18 May 2015, 13:46
ერთი კვირაა ვრეკავ პლიუს ონლაინ ჩატში ვცდილობ დავუკავშირდე ოპერატორებს მარა უშედეგოდ,, განაცადი გავაკეთე სესხის აღებაზე და საერთოდ არანაირი შედეგი
ეს არის ამათი სწრაფი სესხი?

Posted by: Faun 18 May 2015, 13:51
პირველ სესხზე 0% რომელ ბანკებს აქვთ?

Posted by: spider77 18 May 2015, 15:26
Faun
QUOTE
პირველ სესხზე 0% რომელ ბანკებს აქვთ?

არცერთ ბანკს.

Posted by: GreenTech 22 May 2015, 19:26
გამარჯობათ
როგორ შეიძლება შევიძინო ბინა როდესაც ხელფასი მაქვს 800 ლარი
არცერთი ბანკი იპოთეკურ სესხს არ მაძლევს

დამეხმარეთ!!!
წინასწარ მადლობა!

Posted by: ilia132 22 May 2015, 19:40
მაინტერესებს ვინმეს თუ გაგივლიათ ბანკებში ტესტირება, კონკრეტულად კი ფინკა რომაა მიკროსაფინანსო ბანკი იმაში რა სახის ტესტებია გამოცდებზე? ანუ ცოტა რო წაიმეცადინოს კაცმა რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება? საერთოდ პროცესები როგორ მიმდინარეობს? ვინც იცით რამე ინქნება დამიწეროთ თუ არ დაგეზარებათ რა ან მითხრათ სად შეილება მოვიძიო ინფორმაცია ამაზე ?

Posted by: GreenTech 25 May 2015, 09:51
QUOTE (GreenTech @ 22 May 2015, 19:26 )
გამარჯობათ
როგორ შეიძლება შევიძინო ბინა როდესაც ხელფასი მაქვს 800 ლარი
არცერთი ბანკი იპოთეკურ სესხს არ მაძლევს

დამეხმარეთ!!!
წინასწარ მადლობა!

ჰელფფფფფფფფფფფფფ მიიიიიიი help.gif

Posted by: MPOWER007 1 Jul 2015, 16:28
გამარჯობათ შეიძლება აქარუნდა ვიკითხო მაგრამ სხვაგან ვერვნახე თემა ვივუსი და ნეთკრედიტი გამოვიტანე ხოდა უკვე 1თვეა ვერ ვიხდი ემატება და ემატება % ბი თანხა ვერშემაქ მირეკავენ და მემუქრებიან გიჩივლებთო და ვინც ხართ კომპეტენტური რა სახის ზიანი შეიძლება მომადგეს? ხელფასი მერიცხება ბანკში და შიეძლება რო მომაჭრან ეგ ხელპასი?ან ანგარიში დამიბლოკონ? გამაშავებენ ეგ ვიცი კიდე? და კიდევ TBC ბანკის ბარათი მაქვს 1000 ლარიანი და მაგაზე რახდება ეგეც ვეღარ შემაქ? cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: ჭყონდიდი 7 Jul 2015, 19:19
რატომ არის პრობლემა აგრო სესხის აღება? 3 წ-ა ვცდილობ, ამაოდ.
8.5 ჰა-ზე 10 000 ლარი ვერ ავიღე. ამ წუთში რეალურად მინ. 25 000 დოლარი ღირს.
9-11% ფონდი იხდის, მაინც ზარალშია...?

Posted by: xuiDuff 8 Jul 2015, 16:55
საქ ბანკს აქ სერვისი რო აჭარაბეთის ანგარიშიდან შეგიძლია ფულის გატანა მხოლოდ პირადბით ბანკომატის საშუალებით.

სააღსრულებომ დამიყადაღა საქ ბანკის ანაგრიში მარა არა აჭარაბეთის იქ მაქ ფული ჩვეულებრივად და რო გამოვიტანო მაგ ხერხით პიდაობით ჩამომაჭრიან თუ არა თუ იცით?

Posted by: playstation 17 Aug 2015, 16:45
მოკლედ შეწუხებული მეგობარ ნათესავ ზმაკაც დაქალებისგან გადავწყვიტე ჩემი სურვილით ყველა საკრედიტო ორგანიზაციაა თუ სესხის გამცემი შევაყვანინო თავი შავ სიასი რომ საერთოდ აღარასდროს არ მომცენ თანხა
სესხი
კრედიტი
განვადება
ან მსგავსი რამ

შესაზლებელია რომ ეს მოხდეს ჩემი პირადი სურვილით
და დაფიქსირდეს რომ მე თავად პირადი მიზეზების გამო შევიყვანე ჩემი თავ ამ სიაში და არა ვადაგადაცილების გამო \რომ მერე მართლა მე რომ დამჭირდეს ან განვადება ან კრედიტი ხელი რომ არ შემეშალოს?

ან კაი არ მინდა საერტოდ არავის კრედიტი
სავ სიაში მინდა
ყველა ბანკის ყველა საკრედიტოს ბაზაში რომ ვXანდე და არ მომცენ სესხი
ეხლა მაქვს სახალხოს 300 ლარიანი
ისე მომცეს არც გადაუმოწმებიათ ვმუშაობა რ ვმუშაობ


და ვივუსის

აი რო ავდგე და ორივე მაგრად დავიკიდო არ არიან ღირსები
იდგნენ და მსდიონ მერე მაგ 500 ლარზე.

Posted by: AquariuMANIAK 20 Aug 2015, 17:33
ხალხო 2012 ავიღე სესხი ვიყიდე ბინა, ვიხიდიდ კარგად მთელი 3 წელიწადი კარგად ვიხადე ნუ გადაცილებები მქონდა მაგრამ მაინც დავფარე

გარკვეული ნაწილი, წელს ცოტა გავიჭედე დამიგროვდა 3 თვის გადასახადი მერე რეკონსტრუქცია გამიკეთეს

დარჩენილკი თანხა ისევ 5 წელზე გამიყეს გადასახდმა დაიწია

პირველი თევ კარგად გადავიხადე ეხლა ეს მეორე თვეა დამრჩა ნახევარი შესატანი იმენა ტიპი მოვიდა ბანკიდან

რეკონტრუქციული სესხია რომ არისო მართველი ითხოვოს ხელშDეკრულების შეწყვეტასო და დარჩენილი თანხის მიღებასო smile.gif

მე ვუთხარი სასამრთლოში მაგის გულისთვის უნდა გადამცენ რომ მეორე თვე ნახევარი ვერ შევიტანე? თა ვეუბნევი რომ თვის ბოლოს მაგას დავფარავ

ანუ ვარ ბგადამხდელუნარიანი რა გავაკეთო რა ყ ლ ე უნდა ამ დედა#####ულებს?

ესე მიტხრა რა სასმართლოო ეგენი წელავენ საქმესო არბიტრაჯი მგანიხილავსო და წავიდა smile.gif


გამარკვიეთ ეხლა როგორ დავხვდე რო მოვლენ biggrin.gif

Posted by: TheAnswer 23 Aug 2015, 10:19
არ ვარ გარკვეული ბარათების ამბავში და ერთ კითხვაზე მიპასუხეთ გთხოვთ

თუ არსებობს ისეთი ბარათი,რომელშიც რიცხავ ფულს და ყოველდღიურად 10-20-30 ლარი გამოგაქვს უპროცენტოდ

Posted by: spider77 23 Aug 2015, 22:42
TheAnswer
QUOTE
თუ არსებობს ისეთი ბარათი,რომელშიც რიცხავ ფულს და ყოველდღიურად 10-20-30 ლარი გამოგაქვს უპროცენტოდ


კი, არსებობს.

Posted by: ხინკალი 24 Aug 2015, 10:41
თუ შემექმნება პრობლემა 1 კვიარიან კურსებზე წასვლაზე საზღვარგარეთ სავარაუდოდ უკვე გაშავებული ვარ კრედიტ ინფოში



Posted by: baxabaxa 24 Aug 2015, 15:38
სმსი მომივიდა რომ ყოფილ თანამშრომელზე ვყოფილვარ თავდებში და საქმე გადაცემულია სასამართლოზე. არადა არ დავდგომივარ არანაირად თავდებში, ალბათ ონლაინ სესხი გააკეთა და იქ ჩაწერა ჩემი გვარი მე არავინ დამკავშირებია და მეც ვარ რამეზე პასუხისმგებელი?

Posted by: donrobita 24 Aug 2015, 20:47
baxabaxa
ხელი თუ არაფერზე მოგიწერია ესეიგი თავდებიც ვერ იქნები

საკონტაქტო პირი თავდებს არ ნიშნავს

Posted by: Juventino 25 Aug 2015, 21:44
ვინც ერკვევა ინდოეთში მივფრინავ ეხლა და რომელიმე ქართული ბანკი თუ თანამშრომლობს ინდურთან რო იქ ვიზა ბარათი დაბალ პროცენტში გამოვიყენო რა

Posted by: ififif 28 Aug 2015, 12:38
გამარჯობათ
ვივუს ჯიდან სასამართლოს გარეშე შეუძლიათ რო ვინმე მოვიდეს და ყადაღი დაუდოს ქონებაზე ან სახლის ტექნიკაზე ? 720 ლარი დავალიანება მაქვს(ავიღე 250, სადღაც მაგდენიც გადამიხდია თუ მეტიც არა), დამირეკეს და რაღაცა იურისტები(ოფიცრები) მოვლენ სახლშიო და ა.შ. და კიდე ვინ უნდა მოვიდეს და რას გააკეთებს(ანუ რატო)?

Posted by: DarcSektor 28 Aug 2015, 12:54
გამარჯობათ.ესეთი პრობლემა შემექმნა თუ ამას პრობლემა ქვია ებაიზე ვიყიდე ნივთი და მერე სელერს დავაბრუნებიე თანხა ფეიფალის საშუალებიათ მაგრამ თბს ბანკის ანგარიშზე არ აისახა და შეგიძლიათ ამ საქმეში გამოცდილმა პირებმა მიპასუხოთ რამდენ ხანში დამიჯდება ანგარიშზე თანხა?! წინასწარ მადლობა

Posted by: ParanoidAndroid 30 Aug 2015, 12:32
გამარჯობა
ბარათიდან 30 დოლარი ჩამომეჭრა დღეს და გადაირიცხა ლუქსემბურგში chkform.com-ზე, არადა მე ხელი არ მიხლია, ბანკში დავრეკე და ხო, საეჭვო ტრანზაქციაა, მაგრამ თანხა სანამ დაბლოკილია ჩვენ ვერაფერს ვიზამთო, თუ გადაირიცხა, მერე დავიწყებთ ძიებასო (სამშაბათს ან ოთხშაბათს)
ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა? ან შეიძლება საერთოდ ვერ დავიბრუნო ფული?

Posted by: Bestpc 31 Aug 2015, 00:34
გერმანიაში მინდა ფულის გაგზავნა 500 ევრომდე, მირჩიეთ რანაირად გავაგზავნო რო საკომისიო ძაან ბევრი არ წამგლიჯონ

Posted by: spider77 2 Sep 2015, 10:50
ParanoidAndroid
QUOTE
ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა?

ზოგადად, ძალიან ხშირი ეგეთი შმთხვევები.

QUOTE
არადა მე ხელი არ მიხლია

დიდი ალბათობით კომპიუტერიდან ხაკერულად მოგპარეს ბარათის მონაცემები და ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა.
ხაკერულადთქ2ო დავწერე, მაგრამ ამას დიდი ხაკერობა არ სჭირდება. არსებობს სახვადასხვა გზები და მეთოდები და აქ ბანკი არაფერ შუაში არაა. თვითონ ხარ პასუხისმგებელი შენი ბარათის მონაცემების კონფიდენციალობა/დაცულობაზე.

QUOTE
ბანკში დავრეკე

რომელი ბანკია?

QUOTE
შეიძლება საერთოდ ვერ დავიბრუნო ფული?

თუ დაზღვეული არ გქონდა სრულებით შესაძლებელია.


Posted by: temart 14 Sep 2015, 08:06
ვთქვათ ბინის მშენებლობაზე შევიტანე წინასწარ შესატანი თანხა.
მშენებელმა პირობები დაარღვია და ფულის დაბრუნება მოვითხოვე 10 თვის მერე.
შეტანილ თანხას, რომელიც მშენებელმა უნდა დამიბრუნოს, უნდა დაემატოს თუ არა გარკვეული პროცენტები ჯარიმის სახით და რამდენი?


მადლობა წინასწარ.

Posted by: beqa_barca 14 Sep 2015, 10:24
გამარჯობათ, ხო არ იცის ვინმემ ქართუ ბანკი სახელფასო ბარათებზე ოვერდრაფტებს აკეთებს?

Posted by: bomboraN1 21 Sep 2015, 01:06
ჯერ მგონი ისევ საქართველოს მოქალაქე ვარ მაგრამ ვცხოვრობ კანადაში.ჩემი აქაური სამსახურის ცნობით,აქაური კრედიტ ისტორიით და პირველადი შენატანით მანდ სახლის ყიდვა შესაძლებელია???მანდ კრედიტ ისტორია არ მაქვს.ერთი ანგარიში მქონდა სადაც ხელფასი ირიცხებოდა ერთი მარწყვი ბარათი რომელიც დავხურე წამოსვლისად და გავაუქმე.განვადება რაზეც მქონდა ისინიც კარგა დმაქვს დაფარული.ეს მანდ. შესაძლებელია ესეთი რამ?

Posted by: -eka- 21 Sep 2015, 09:45
QUOTE (bonos @ 29 Apr 2015, 20:00 )
მესიჯი მომივიდა რო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დამიდო საბანკო ანგარიშებზე.

ჯარიმა მაქ გადასახდელი და ვიყავი გადანაწილებაზე ჯერ არ დაურეკიათ მითხრეს დაგირეკავთო 12 თვიანი გადანაწილება უნდა გამიკეთონ.

უნდა ჩამერიცხოს ბანკში რაღაც ფული და ეხლა როგორ იქნება იმ ფულს წაიღებენ თუ შევძლებ გამოტანას?თუ გაჩერებული იქნება და 1 თვის ფულს რო გადავიხდი მერე შემეძლება გამოტანა?თუ ეს რა ფულიც ჩამერიცხება იმ მთლიან ჯარიმას დააკლდება?

თუ ანგარიში დაყადაღებულია, თანხა ანგარიშზე კიდევაც რომ ჩაგერიცხოს ვერ გაიტან და ვერ ბანკი გადარიცხავს ვერსად. ყადაღა ედება ანგარიშს გარკვეულ თანხაზე. თუ იმ ბანკში გერიცხება, რომელმაც სავარაუდოდ ყადაღა დაგიდო ანგარიშზე, მაშინ იმ ბანკშივე გაარკვევ მარტივად. სჯობს მიხვიდე, გააკეთებინო გადანაწილება სესხის (სავარაუდოდ სესხი გქონდა), შემდეგ მოგცემენ ახალ გრაფიკს და გადაიხდი გრაფიკის მიხედვით. რაც დაგრჩება გამოიყენებ, თუმცა ჯერ უნდა გაარკვიო რის გამო გაქვს ანგარიში დაყადაღებული. შეიძლება არც იყოს ეგ შენი ბანკი და მაგალითად ადმინისტრაციული ჯარიმის გამო გქონდეს
თუ დამიკონკრეტებ კითხვას კონკრეტულ პასუხს მოგცემ smile.gif
* * *
QUOTE (GreenTech @ 22 May 2015, 19:26 )
გამარჯობათ
როგორ შეიძლება შევიძინო ბინა როდესაც ხელფასი მაქვს 800 ლარი
არცერთი ბანკი იპოთეკურ სესხს არ მაძლევს

დამეხმარეთ!!!
წინასწარ მადლობა!

სამწუხაროდ 800 ლარი ძალიან ცოტაა იპოთეკური სესხისთვის sad.gif თანამსესხებელთან ერთად შეგიძლია გააკეთო smile.gif
* * *
QUOTE (MPOWER007 @ 1 Jul 2015, 16:28 )
გამარჯობათ შეიძლება აქარუნდა ვიკითხო მაგრამ სხვაგან ვერვნახე თემა ვივუსი და ნეთკრედიტი გამოვიტანე ხოდა უკვე 1თვეა ვერ ვიხდი ემატება და ემატება % ბი თანხა ვერშემაქ მირეკავენ და მემუქრებიან გიჩივლებთო და ვინც ხართ კომპეტენტური რა სახის ზიანი შეიძლება მომადგეს? ხელფასი მერიცხება ბანკში და შიეძლება რო მომაჭრან ეგ ხელპასი?ან ანგარიში დამიბლოკონ? გამაშავებენ ეგ ვიცი კიდე? და კიდევ TBC ბანკის ბარათი მაქვს 1000 ლარიანი და მაგაზე რახდება ეგეც ვეღარ შემაქ? cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

სავარაუდოდ აღსრულებაში გადასცემენ და დაგიყადაღებენ ანგარიშებს და/ან მტელ ქონებას . ეს ვივუსები და ა.შ.
ეხლა ბანკი: თუ თიბისი ში გერიცხება, მაშინ თიბისი თავის სესხს ისედაც მოგაჭრის ჩარიცხვისთანავე. თუ სხვა ბანკში გერიცხება (სადაც სესხი არ გაქვს), მაშინ ვერავინ ვერ მოგაჭრის იმ ბარათიდან თანხას სანამ ყველა ბანკში არ დაგიყადაღებენ ყველა ანგარიშს.

დაგიკმაყოფილე ინტერესი? თუ კიდევ დაგრჩა კითხვა აქ ვარ smile.gif
* * *
QUOTE (baxabaxa @ 24 Aug 2015, 15:38 )
სმსი მომივიდა რომ ყოფილ თანამშრომელზე ვყოფილვარ თავდებში და საქმე გადაცემულია სასამართლოზე. არადა არ დავდგომივარ არანაირად თავდებში, ალბათ ონლაინ სესხი გააკეთა და იქ ჩაწერა ჩემი გვარი მე არავინ დამკავშირებია და მეც ვარ რამეზე პასუხისმგებელი?

თუ ხელი არ მოგიწერია თავდებობის ხელშეკრულებაზე, დაიკიდე biggrin.gif
* * *
QUOTE (AquariuMANIAK @ 20 Aug 2015, 17:33 )
ხალხო 2012 ავიღე სესხი ვიყიდე ბინა, ვიხიდიდ კარგად მთელი 3 წელიწადი კარგად ვიხადე ნუ გადაცილებები მქონდა მაგრამ მაინც დავფარე

გარკვეული ნაწილი, წელს ცოტა გავიჭედე დამიგროვდა 3 თვის გადასახადი მერე რეკონსტრუქცია გამიკეთეს

დარჩენილკი თანხა ისევ 5 წელზე გამიყეს გადასახდმა დაიწია

პირველი თევ კარგად გადავიხადე ეხლა ეს მეორე თვეა დამრჩა ნახევარი შესატანი იმენა ტიპი მოვიდა ბანკიდან

რეკონტრუქციული სესხია რომ არისო მართველი ითხოვოს ხელშDეკრულების შეწყვეტასო და დარჩენილი თანხის მიღებასო smile.gif

მე ვუთხარი სასამრთლოში მაგის გულისთვის უნდა გადამცენ რომ მეორე თვე ნახევარი ვერ შევიტანე? თა ვეუბნევი რომ თვის ბოლოს მაგას დავფარავ

ანუ ვარ ბგადამხდელუნარიანი რა გავაკეთო რა ყ ლ ე უნდა ამ დედა#####ულებს?

ესე მიტხრა რა სასმართლოო ეგენი წელავენ საქმესო არბიტრაჯი მგანიხილავსო და წავიდა smile.gif


გამარკვიეთ ეხლა როგორ დავხვდე რო მოვლენ biggrin.gif

პირველ რიგში, მაგას ქვია რესტრუქტურიზაცია და არა რეკონსტრუქცია biggrin.gif tongue.gif
ახლა მეორე, მმართველი ითხოვს იმიტომ, რომ იმას სხვა სთხოვს ვადაგადაცილებები დაფარონ შენმ აკლიენტებმაოო )))
შენ რაც შეგეხება, სესხი რომ დასაბრუნებელია ეს როცა აიღე მაშინვე გეცოდინებოდა. ბანკებთან ნასტილნობა არ გინდა, არ გამოგადგება, უბრალოდ მიდი სთხოვე, დაწერე განცხადება რის გამოს პრობლემა შეგექმნა და ვერ გადაიხადე, თავი შეაცოდე biggrin.gif და ა.შ. გადავიხდითქო.
არბიტრაჟი თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაქვთ, ეგ ცუდია მინდა გითხრა. თუმცა ერთი თვის ვადაგადაცილებებს როგორც წესი არ გამოეკიდებიანხოლმე ბანკები, ჯარიმებს არიცხავენ და იღებენ და რა ჯანდაბა უნდათ biggrin.gif

Posted by: mariko_77 25 Sep 2015, 22:15
მოგესალმებით ყველას,
ხომ არ იცით ეროვნული ბანკის რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ევალებათ კომ. ბანკებს 10 ლარზე ზემოთ დანაკარგების დეკლარირება?
მადლობა წინასწარ

Posted by: buub 28 Sep 2015, 12:51
ლირა რომელ ბანკში ან სავალუტოში შეიძლება გადავცვალო ნორმალური კურსით თუ იცით?

Posted by: -eka- 28 Sep 2015, 14:22
QUOTE (buub @ 28 Sep 2015, 12:51 )
ლირა რომელ ბანკში ან სავალუტოში შეიძლება გადავცვალო ნორმალური კურსით თუ იცით?

BOG ან ზირაათ ბანკი პლეხანოვზე ....

Posted by: buub 28 Sep 2015, 15:49
-eka-
-------------------------
მადლობა : )

Posted by: blokator 8 Oct 2015, 10:18
საქართველოში რომელი ბანკის ბანკომატიდანაა შესაძლებელი ევროს განაღდება?

Posted by: sandrikia 13 Oct 2015, 14:51
გამარჯობათ. შეკითხვა მაქ. მოკლედ სამეგრელოდან უნდა გადმომირიცხონ 2500$ და ისე მინდა აღება რომ პროცენტი არ ჩამომაჭრან. და რომელი ბანკი არ აჭრის პროცენტს? მე კი მაქ ანგარიში გახსნილი ტიბისიში მარა ლარში მაქ. თან ერთად მინდა 2500$ აღება. რომელ ბანკს მირჩევთ?
თან დოლარში მინდა ლარი არ მაწყობს.

Posted by: -eka- 13 Oct 2015, 15:12
blokator
QUOTE
საქართველოში რომელი ბანკის ბანკომატიდანაა შესაძლებელი ევროს განაღდება?


ბანკი რესპუბლიკა

sandrikia
QUOTE
გამარჯობათ. შეკითხვა მაქ. მოკლედ სამეგრელოდან უნდა გადმომირიცხონ 2500$ და ისე მინდა აღება რომ პროცენტი არ ჩამომაჭრან. და რომელი ბანკი არ აჭრის პროცენტს? მე კი მაქ ანგარიში გახსნილი ტიბისიში მარა ლარში მაქ. თან ერთად მინდა 2500$ აღება. რომელ ბანკს მირჩევთ?


ჩარიცხულ თანხაზე ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოგეჭრება.
დოლარის ანგარიში თუ არ გაქვს სად უნდა ჩაგირიცხონ აბა smile.gif

Posted by: sandrikia 13 Oct 2015, 15:24
QUOTE
დოლარის ანგარიში თუ არ გაქვს სად უნდა ჩაგირიცხონ აბა


ხო და არ ვიცი biggrin.gif თუ არის რაიემ სხვა გზავნილები. და რომ მივიდე ტიბისიში და დოლარიც დავამატებინო? თუ როგორ ხდება ეგ არ ვიცი ზუსტად. მარა ერთ დღეში მაინც ვერ გამოვიტან ხო ბანკომატიდან 5000$

Posted by: -eka- 13 Oct 2015, 15:51
sandrikia
ჯერ გახსენი ანგარიში დოლარში.
გზავნილით უფრო ძვირი დაგიჯდება.
გატანა ანგარიშიდან დოლარის გაარკვიე რამდენია იმ თიბისიში და დაამატებინე 2500 დოლარზე ეგ შენი გატანის საკომისიო და გაიტან 2500 დოლარს smile.gif

ბანკომატიდან თუ გინდა გატანა, მაშინ პლასტიკური ბარათი უნდა გქონდეს და იქ ჩაარიცხინო smile.gif
მოკლედ, ჩამოყალიბდი რა გინდა და მომწერე wink.gif

Posted by: SneaKeR 14 Oct 2015, 13:03
ესეიგი ჩემ მეგობარს ჰქონდა ვივისი გამოტანილი.
პარალელურად აქვს სესხი საქ ბანკში.

ვივუსი წერილი რომ მოუვიდა, გადავცემთ სააღსრულებლოს და ა.შ. გადაიხადა დაფარა. საქ-ბანკში კი დარღვევებით მაგრამ მაინც იხდის.

გაშავებულია ბანკებში ეგ ვიცი, რამდენ ხანში მოიხსნება შავი სიიდან თუ მოეხსნება საერთოდ ?

Posted by: spider77 14 Oct 2015, 16:37
sandrikia
QUOTE
თან ერთად მინდა 2500$ აღება. რომელ ბანკს მირჩევთ?

QUOTE
რომელ ბანკს მირჩევთ?

თბისის biggrin.gif

QUOTE
მივიდე ტიბისიში და დოლარიც დავამატებინო?

კი

და კი არ გადმოგირიცხონ, უბრალოდ შენ ანგარიშზე შეიტანონ ზუგდიდში და შენ მაშინვე შეძლებ გამოტანას (შენივე ანგარიშიდან) გინდა თბილისში და გინდა წნორში (მოკლედ ნებისმიერ ფილიალში).
მთავარია პირადობის მოწმობა გქონდეს ხელზე.

Posted by: -eka- 15 Oct 2015, 12:00
SneaKeR
QUOTE
რამდენ ხანში მოიხსნება შავი სიიდან თუ მოეხსნება საერთოდ ?

7 წლის შემდეგ smile.gif

QUOTE
შენ ანგარიშზე შეიტანონ ზუგდიდში და შენ მაშინვე შეძლებ გამოტანას (შენივე ანგარიშიდან) გინდა თბილისში და გინდა წნორში (მოკლედ ნებისმიერ ფილიალში).

sandrikia
ეს ყველაზე კაი აზრია შენთვის smile.gif

Posted by: SneaKeR 16 Oct 2015, 19:15
-eka-

და გამოსავალი არაფერია ? ვინმე რომ დაიყენოს თავდებად და კეთილსინდისიერად გადაიხადოს ისტორიას არაფერი ეშველება ?

Posted by: timshemexe 18 Oct 2015, 20:32
19 წლის ვარ და რომელიმე ბანკი 500-600 ლარიან სესხს მომცემს მშობლის თავდებით?

Posted by: -eka- 19 Oct 2015, 10:49
QUOTE (SneaKeR @ 16 Oct 2015, 19:15 )
-eka-

და გამოსავალი არაფერია ? ვინმე რომ დაიყენოს თავდებად და კეთილსინდისიერად გადაიხადოს ისტორიას არაფერი ეშველება ?

თუ "შავ სიაში" მოხვდა, მეეჭვება რამე გამოსავალი იპოვო, თუ იმ ბანკში ვინმე არ ჰყავს. 7 წელი ყველა ვარიანტში იქ იქნება smile.gif
თუ რეფინანსირებას გააკეთებს ძველი სესხის, აიღებს ახალს თავდებობით და კარგად გადაიხდის, მაშინ უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რადგან რის გამოც შავ სიაში მოხვდა ის ვალდებულება გადახდილი ექნება და სხვა ბანკებში წესით პრობლემა აღარ ექნება.
ანუ, თუ შავ სიაშია მსესხებელი, მაგრამ დავალიანება გასტუმრებული აქვს და არ აქვს იმიმდინარე დავალიანება, მაშინ ბანკი ითვალისწინებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ შავ სიაშია მაინც აძლევს სესხს, ანუ დაბრკოლება აღარ არისხოლმე.
* * *
timshemexe
QUOTE
19 წლის ვარ და რომელიმე ბანკი 500-600 ლარიან სესხს მომცემს მშობლის თავდებით? 
       

სტუდენტი თუ ხარ შეიძლება სტუდენტური სესხი მოგცენ.
ბანკი სესხს როცა გასცემს , აინტერესებს მისი დაფარვის წყარო, ანუ მსესხებლის შემოსავალი და თუ შემოსავალი გაქვს და ამის დადასტურება შეგიძლია, მაშინ რატომაც არა smile.gif

Posted by: Purifier 20 Oct 2015, 12:52
მეგობრებო, რომელიმე ბანკს აქვს პროცენტის კაპიტალიზაცია ვადიან ანაბარზე?

Posted by: -eka- 20 Oct 2015, 13:25
QUOTE (Purifier @ 20 Oct 2015, 12:52 )
მეგობრებო, რომელიმე ბანკს აქვს პროცენტის კაპიტალიზაცია ვადიან ანაბარზე?

მემგონი ეგ ყველა ბანკს შეუძლია გაგიკეთოს

Posted by: Purifier 20 Oct 2015, 13:38
ლიბერთიში კონსულტანტს ვკითხე და ეგ რა არისო lol.gif

Posted by: -eka- 20 Oct 2015, 14:03
QUOTE (Purifier @ 20 Oct 2015, 13:38 )
ლიბერთიში კონსულტანტს ვკითხე და ეგ რა არისო lol.gif

biggrin.gif
BOG -ს ჰქონდა ადრე და ეხლა არვიცი, დარეკე smile.gif

Posted by: Hillvem 20 Oct 2015, 14:24
QUOTE (Purifier @ 20 Oct 2015, 13:38 )
ლიბერთიში კონსულტანტს ვკითხე და ეგ რა არისო lol.gif

‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬ ‪‬

Posted by: eldiablo 20 Oct 2015, 19:30
ე.ი. ესეთი სიტუაციაა მეგობარს უნდა სამომხმარებლო ხესხის აღება 1800 ლარის ხოდა ხელფასს იღებს ხელზე და მაინტერესებს შეჩლებს თუარა რომელიმე ბანკში ან მიკროსაფინანსოში სესხის აღებას.... თავდები რო მიიყვანოს...
ფინკას აქვსო სესხი 2000 ლარამდე მარტო დავდები არის საჭიროვო და მაინტერესებს რამდენად მართალია???

Posted by: -eka- 21 Oct 2015, 17:22
QUOTE (eldiablo @ 20 Oct 2015, 19:30 )
ე.ი. ესეთი სიტუაციაა მეგობარს უნდა სამომხმარებლო ხესხის აღება 1800 ლარის ხოდა ხელფასს იღებს ხელზე და მაინტერესებს შეჩლებს თუარა რომელიმე ბანკში ან მიკროსაფინანსოში სესხის აღებას.... თავდები რო მიიყვანოს...
ფინკას აქვსო სესხი 2000 ლარამდე მარტო დავდები არის საჭიროვო და მაინტერესებს რამდენად მართალია???

უძრავი ქონების უზრუნველყოფით კი, თავდებით ვერა ბანკებში.
ფინკაზე ვერ გეტყვი, დარეკე გეტყვიან smile.gif

Posted by: paata847 21 Oct 2015, 21:10
გამარჯობათ. სმარტფეი მობილურიდან გადავრიცხე თანხა 2 ჯერ ამის შემდეგ მიწერს სისტემური შეცდომა სცადეთ მოგვიანებითო როდემდე უნდა იყოს ასე? sad.gif E ანგარიშზე 99 ლარი მაქვს

Posted by: eldiablo 24 Oct 2015, 10:55
გამარჯობათ მაინტერესებს რომელ ბანკებს აქვთ მომსახურება რო ორ ბანკში მაქვს სესხი და ისენი რო გადამიფაროს რა ანუ ერტიანი სესხი რო მომცეს... ქეშად არმინდა არაფერი პროსტა ის სესხები რო გადაფაროს??/

Posted by: spider77 24 Oct 2015, 16:37
eldiablo
ეგ ყველა ბანკს აქვს. უნდა მიხვიდე 2 ან სამ ბანკში და რომელიც უკეთეს პირობას შემოგთავაზებს, იმისი მომსახურებით ისარგებლე.

Posted by: eldiablo 24 Oct 2015, 23:33
QUOTE (spider77 @ 24 Oct 2015, 16:37 )
eldiablo
ეგ ყველა ბანკს აქვს. უნდა მიხვიდე 2 ან სამ ბანკში და რომელიც უკეთეს პირობას შემოგთავაზებს, იმისი მომსახურებით ისარგებლე.

სახელფასო ცნობა ან მსგავსი არმე ჭირდება??????????????????????

Posted by: spider77 24 Oct 2015, 23:45
eldiablo
QUOTE
სახელფასო ცნობა ან მსგავსი არმე ჭირდება??????????????????????

გასაუბრებისთვის არა, რა თქმა უნდა და ... თუ უკვე საქმე მიდგება სესხის გაფორმებამდე, მაშინ მოგთხოვენ, თუ იმ ბანკში არ გერიცხება.

Posted by: Boyarg 27 Oct 2015, 21:48
განვადების გაკეთების დროს სახლის ნომერის მითითება აუცილებელია? ან რომელიმე ოჯახის წევრის?

Posted by: M_I_S_H_O_ 27 Oct 2015, 23:40
გამარჯობა ლიბერთი ბანკში მერიცხება ხელფასი მაგრამ როცა თახა გამომაქვს სმს არ მომდის რამდენი ჩამომეჭრა,დღეს მივაბი კარტა ემანის და მჭირდება თანხის რაოდენობა რამდენიც ჩამომაჭრა,თუ არსებობს ისეთი ფუნქცია რომ ეს გავიგო,ან სმს გავაგზავნო და ანგარიში მოვიდეს,ან რამე მირჩიეთ

Posted by: art-mao 5 Nov 2015, 15:07
მოგესალმებით ფორუმელებო!!! smile.gif
ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ესეიგი ვიყავი ერთ-ერთი ბანკის მოლარე-ოპერატორი და რამოდენიმე ხნის წინ იმის გამო რომ ეხლა ვიმყოფები საზღვარგარეთ განუსაზღვრელი ვადით smile.gif გადავედი უვადო რეზერვში (ხელი არაფერზე არ მომაწერინეს, მენეჯერს ვუთხარი და კაიო მიპასუხა smile.gif ), მიუხედავად ამისა ხელფასი აგრძელებს დარიცხვას. კითხვა: ამ ფულის დახარჯვის შემთხვევაში რა მემუქრება? smile.gif

Posted by: -eka- 5 Nov 2015, 16:08
art-mao
უკან დასაბრუნებელი გექნება smile.gif

Posted by: donvaso 9 Nov 2015, 23:56
გამარჯობა,
BR, TBC, LB ამ სამი ბანკიდან ყველაზე ნაკლები % ით რომელს აქვს იპოთეკური სესხი?
ან არის რომელიმე სხვა ბანკი უკეთესი პირობებით?


მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

Posted by: -eka- 10 Nov 2015, 16:37
QUOTE (donvaso @ 9 Nov 2015, 23:56 )
გამარჯობა,
BR, TBC, LB ამ სამი ბანკიდან ყველაზე ნაკლები % ით რომელს აქვს იპოთეკური სესხი?
ან არის რომელიმე სხვა ბანკი უკეთესი პირობებით?


მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

რესპუბლიკას ჰქონდა რაღაც აქცია რამდენიმე კვირის წინ, ეხლა არვიცი.
ისე ბანკი ყველა ერთი ჩორტია wink.gif
ასევე, გააჩნია რა სახის შემოსავალი გაქვს. ამის მიხედვითაც ხდება პროცენტის დათვლა ზოგიერთ ბანკში.

Posted by: etonk 11 Nov 2015, 01:34
მოკლედ თბს ში მერიცხება 300 ლარი ორი წელია უკვე..აღებული მაქ 1500 ლარის 3 განვადების ბბარათი ესენიკი შემაქ მაგრამ ონლაინ სესხები მაქვს ბლომად და ვეღარ ვწვდები..რამე მირჩიეთ.რომელი ბანკი გამიკეთებს 3000 ლარამდე იმისთვის რომ ესენი გადავფარო ყველაფერი და ვიხადო რა..დამეხმარეთ თუ ვინმემ იცით რამე..თბსმ უარი მითხრა.. sad.gif

Posted by: -eka- 11 Nov 2015, 10:51
QUOTE (etonk @ 11 Nov 2015, 01:34 )
მოკლედ თბს ში მერიცხება 300 ლარი ორი წელია უკვე..აღებული მაქ 1500 ლარის 3 განვადების ბბარათი ესენიკი შემაქ მაგრამ ონლაინ სესხები მაქვს ბლომად და ვეღარ ვწვდები..რამე მირჩიეთ.რომელი ბანკი გამიკეთებს 3000 ლარამდე იმისთვის რომ ესენი გადავფარო ყველაფერი და ვიხადო რა..დამეხმარეთ თუ ვინმემ იცით რამე..თბსმ უარი მითხრა.. sad.gif

თიბისიმ თუ უარი გითხრა, მეეჭვება სხვამ მოგცეს.
შეგიძლია თანამსესხებელი იშოვო ვინმე, შემოსავალის ოდენობა მეტი დააფიქსირო და უფრო მეტი შანსია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი მოგცეს რომელიმე ბანკმა. სხვანაირად ვალები უფრო გაგეზრდება ..

Posted by: medzebari 14 Nov 2015, 17:00
საქართველოს ბანკის 24 საათიანი ფილიალი სად არის ხომ ვერ მეტყვიტ? smile.gif

Posted by: ubralo1313 16 Nov 2015, 20:00
გამარჯობა, მინდა ბინის გირაოთი აღება , გავიგე შესაძლებელი ყოფილა სესხის გამოტანა ბანკიდან ოღონდ იპოტეკით თუ დავტვირთავ ისევ ვინც აგირავებს იმის ბინას, მაინტერსებს როგორ შეიზლება ეს გავაკათო ,და რამდენად საიმედოა

Posted by: -eka- 17 Nov 2015, 14:10
QUOTE (ubralo1313 @ 16 Nov 2015, 20:00 )
გამარჯობა, მინდა ბინის გირაოთი აღება , გავიგე შესაძლებელი ყოფილა სესხის გამოტანა ბანკიდან ოღონდ იპოტეკით თუ დავტვირთავ ისევ ვინც აგირავებს იმის ბინას, მაინტერსებს როგორ შეიზლება ეს გავაკათო ,და რამდენად საიმედოა

შესაძლებელია ბანკმა მოგცეს სამომხმარებლო სესხი იმ ბინის უზრუნველყოფით, რომელსაც იგირავებ, ოღონდ მეეჭვება მესაკუთრემ დაგიტვირთოს ბინა ბანკში smile.gif საიმედობაში რას გულისხმობ? ვისთვის თუა საიმედო? ))

Posted by: violet 19 Nov 2015, 13:04
მოკლედ ასეთი სიტუაციაა, მაქვს 2 ბანკის ვალი, რომელეც არ (ვერ) გადამიხდია მას შემდეგ, რაც 2011წლის ივნისში, ოჯახური პირობების გამო, ორსულს მომიწია სამსახურის დატოვება. მანამდე , დიდი პერიოდის განმავლობაში ვიყავი სანიმუშო გადამხდელი. მაქვს დაფარული რამდენიმე განვადება, ვიყავი თანამონაწილე და ა.შ. ლაპარაკია საქ. ბანკის ამექსი ბარათსა(1000ლარი ლიმიტი) და ტაო ბანკის ე.წ მარწყვი ბარათზე( ლიმიტი 400ლარი).
როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? ოფისში არ ვყოფილვარ მათთან ამ საკითხზე და ხელიც არაფერზე მომიწერია .
მას შემდეგ არ მიმუშავია, მარტო ვზდრი მცირეწლოვან ბავშვს. წინასწარ დიდი მადლობა.
არანაირი ქონება არ გამაჩნია.

Posted by: -eka- 19 Nov 2015, 18:10
violet
პირველ რიგში აუცილებლად მიმართე საქ. ბანკს (ტაოც მაგათთანაა უკვე) და დაინტერესდი მიმდინარე დავალიანება რამდნეი გაქვს (სავარაუდოდ მას შემდეგ გერიცხება ჯარიმები და ა.შ.). როცა დაადგენ ოდენობას, უნდა სთხოვო, რომ დავალიანება რაც გაქვს იმაზე ახალი გრაფიკი შეგიდგინონ და ყოველთვიური გადასახადიც შეძლებისდაგვარად იმდენი განგისაზღვრონ, რისი გადახდაც შეგიძლია.
სხვა შემთხვევაში, რათქმაუნდა გაგრძელდება დარიცხვა უსასრულოდ smile.gif შემდეგ გადასცემენ ვიღაც ორგანიზაციების თანხის ამოღებისთვის, რომლებიც ნერვებს მოგიშლიან .მოვლენ მერე სახლში და დაგიყადაღებენ ნივთებს და გეტყვიან, რომ თუ არ გადაიხდი წაიღებენ იმ ღირებულების ნივთებს, რამდენიც დავალიანება გექნება.
თუ სასამართლოში წავა საქმე უკეთესია, სასამართლო სავარაუდოდ ჩამოგაწერს ჯარიმებს და განგისაზღვრავენ დავალიანების თანხის გადახდას , რასაც ბანკი მიაწვდის.
ეხლა შენ გადაწყვიტე რა უნდა ქნა smile.gif

Posted by: violet 20 Nov 2015, 00:41
-eka-
დიდი მადლობა, მაინტერესებს, ხანდაზმულობა არ არის გასული ამ ვალის მოთხოვნის ბანკის მხრიდან?

Posted by: pharaon 20 Nov 2015, 07:10
რას ნიშნავს ეს ტერმინი: "წარმოადგინოს ბანკის საგარანტიო წერილი 100 000ლარზე" ? პიროვნებას აქვს ეს თანხა თუ ბანკი მზად არის სესხად მისცეს??

Posted by: capitan marvel 20 Nov 2015, 12:41
გამარჯობათ ონლაინ სესხი ამქვს აღებული ორი ცალი და მინდა რომ ბანკის ვალი ავიღო და ესენი დავფარი. ანუ ისეთი სესხი მინდა რომ თვიურად ვიხდიდე რაღაც თანხას და ძირიც იფარებოდეს. თიბისიში მითხრეს რომ დაბალი რეიტინგი გაქვთ რადგან ონლაინს ესხებით სარგებლობთო, და არ მომცეს ხოდა რომელიმე ბანკი მომცემს? თუ იცით 600 ლარი მიდნა მეტი არა ხელფასს ვიღებ ურბალოდ ცნობა არ მაქვს ოფიციალური არაა მაგრამ ანგარიშზე საკმარისი ბრუნვა ამქვს ამხელა სესხისთვის მგონი ისტორიაც კარგი ამქვს არასოდეს არ მქონი გადაცილება დაგვიანება ორი განავდება ამქვს გაკეთებული. ძალიან მჭირდება ვერ ვიხდი ამ ონლაინებს თვის მაძილზე ათასი ხარჯი მაქვს და საბოლოოდ ხელფასიდან აგდავადების თანხაღა მრჩება ხონმე დავიტანჯე :დ

Posted by: -eka- 20 Nov 2015, 14:39
pharaon
სრულად უნდა დაწერო ტექსტი, რომ მივხვდეთ რა კითხვა გაქვს smile.gif

capitan marvel
როგორც ვიცი, თუ რაიმე საბუთით შეგიძლია დაადასტურო, რომ გაქვს რაიმე სახის შემოსავალი, ხალიკ ბანკი გასცემს სამომხმარებლო სესხს, ოღონდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით.

violet
შენ სესხს ჯარიმები ერიცხება, ხანდაზმულობის ვადას ბანკი არ გაუშვებს დამიჯერე smile.gif

Posted by: capitan marvel 20 Nov 2015, 19:16
-eka-
არა 600 ლარი მიდნა ზუსტად რათ უდნა მაგას უძრავი ქონება :დ არ მაქვს არანაირი საბუთი მაგრამხ ელასს ვიღებრ ეალურად თვეში რამდენჯერმე ზოგჯერ და ყოველთვის მირიცხავენ ანუ ბრუნვა ამქვს ანგარიშზე.

Posted by: violet 20 Nov 2015, 19:36
-eka-
ეკა, დიდი მადლობა დახმარებსთვის. მე თავად რომ შევიტანო სასამართლოში საქმე? ჯარიმების ჩამოწერასთან /განახევრებასთან დაკავშირებით. ხომ ნახავენ, რომ კარგი გადამხდელი ვიყავი და გადახდა შევწყვიტე მაშინ, როცა სამსახურიდან წამოვედი. მას შემდეგ გამიჩნდა ბავშვი და არც ერთი დღე არ მიმუშავია. ანუ, ობიექტური მიზეზი მქონდა. . .
და ბანკი რატომ არ დაუშვებს იმას, რომ ვალის მოთხოვნის ვადა გავიდა და ვალი უკვე ხანაზმულია? ეს ხომ კანონით რეგულირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა .

Posted by: გიარია 23 Nov 2015, 22:50
ცოტა ფული მჭირდება უცებ და საკრედიტო ბარათის აღება ჯობია თუ ოვერდრაფტის?

Posted by: pharaon 25 Nov 2015, 01:11
QUOTE
eka-
       
pharaonსრულად უნდა დაწერო ტექსტი, რომ მივხვდეთ რა კითხვა გაქვს

სრული ტექსტი ასეა:
დისტრიბუტორი ვალდებულია 2015 წლის 30 დეკემბრამდე წარმოადგინოს საბანკო გარანტიის წერილი 100 000 ლარზე.
ეს ნიშნავს რომ დისტრიბუტორს გააჩნია ეს თანხა თუ ბანკი მზად არის მისცეს ამ რაოდენობის თანხა?

Posted by: -eka- 25 Nov 2015, 11:59
QUOTE (pharaon @ 25 Nov 2015, 01:11 )
QUOTE
eka-
       
pharaonსრულად უნდა დაწერო ტექსტი, რომ მივხვდეთ რა კითხვა გაქვს

სრული ტექსტი ასეა:
დისტრიბუტორი ვალდებულია 2015 წლის 30 დეკემბრამდე წარმოადგინოს საბანკო გარანტიის წერილი 100 000 ლარზე.
ეს ნიშნავს რომ დისტრიბუტორს გააჩნია ეს თანხა თუ ბანკი მზად არის მისცეს ამ რაოდენობის თანხა?

ანუ , დისტრიბუტორმა უნდა შეასრულოს რაღაც ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, რომელმაც მოსთხოვა უზრუნველყოფის სახით დისტრიბუტორს საბანკო გარანტია 100000 ლარზე. დისტრიბუტორმა უნდა მიმართოს ბანკს (ან სადაზღვევო ორგანიზაციას), რათა ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცეს საბანკო გარანტია. ბანკი , ასევე სადაზღვევო (რომლებსაც აქვთ უფლება გასცენ საბანკო გარანტიები) გარანტიის უზრუნველსაყოფად მოითხოვენ შესაბამისი ღირებულების უძრავ ქონებას ან ფულს, რომელიც განთავსდება გარანტთან იქამდე, სანამ დისტრიბუტორი ბენეფიციარის წინაშე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდბეულებას. თუ დისტრიბუტორი ვერ შეასრულებს, მაშინ გარანტი ვალდებულია გადაუხადოს ბენეფიციარს გარანტიის თანხა და დისტრიბუტორისგან (რომელიც არის პრინციპალი) ამოიღოს მის მიერ გადახდილი თანხა.
თუ გასაგებად ვერ ავხსენი კიდევ მკითხე კონკრეტულად რას ვერ გაიგებ smile.gif

Posted by: violet 26 Nov 2015, 02:38
-eka-
QUOTE
-eka-
ეკა, დიდი მადლობა დახმარებსთვის. მე თავად რომ შევიტანო სასამართლოში საქმე? ჯარიმების ჩამოწერასთან /განახევრებასთან დაკავშირებით. ხომ ნახავენ, რომ კარგი გადამხდელი ვიყავი და გადახდა შევწყვიტე მაშინ, როცა სამსახურიდან წამოვედი. მას შემდეგ გამიჩნდა ბავშვი და არც ერთი დღე არ მიმუშავია. ანუ, ობიექტური მიზეზი მქონდა. . .
და ბანკი რატომ არ დაუშვებს იმას, რომ ვალის მოთხოვნის ვადა გავიდა და ვალი უკვე ხანაზმულია? ეს ხომ კანონით რეგულირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა .

თუ შეძლებთ, იქნებ მიპასუხოთ. გმადლობ..

Posted by: -eka- 26 Nov 2015, 14:07
capitan marvel
QUOTE
არა 600 ლარი მიდნა ზუსტად რათ უდნა მაგას უძრავი ქონება :დ  არ მაქვს არანაირი საბუთი  მაგრამხ ელასს ვიღებრ ეალურად თვეში რამდენჯერმე ზოგჯერ და ყოველთვის მირიცხავენ ანუ ბრუნვა ამქვს ანგარიშზე.

მაშინ , თუ ჩარიცხვები ყოველთვიურია და ბრუნვაც არის, წესით იმ ბანკმა უნდა მოგცეს სადაც ბრუნვები გაქვს .

violet
სასამართლოში სარჩელი შეაქვს კრედიტორს საერთოდ ვალის დაბრუნების მოთხოვნით მევალისგან. შენ რომ შეიტანო რა უნდა მოსთხოვო კრედიტორს smile.gif
გადაუხდელობის მიზეზებზე საუბარს არ დაგიწყებენ. მანდ ისაა მთავარი, რომ ბანკიდან სესხი აიღე და უნდა დააბრუნო. . ამ ხნის განმავლობაში გერიცხებოდა ჯარიმები. რომ არ გიმუშავია ეგეც ვერ იქნება გამოსავალი ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ. ზოგადად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია . ვალის მოთხოვნის ვადაზე კი ესეთი ჩანაწერია სამოქალაქო კოდექსში: "თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება". მე არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როცა კრედიტორს ხანდაზმულობის ვადა გაეშვა და ვალი არ და ვერ მოეთხოვა smile.gif

ამიტომ სჯობს კრედიტორთან გაარკვიო პირველ რიგში რა სიტუაცია გაქვს ზოგადად. დაადგინო ოდენობა დღეის მდგომარეობით და ა.შ.

Posted by: violet 26 Nov 2015, 17:49
-eka-
გმადლობ ეკა.
................................................

Posted by: -eka- 26 Nov 2015, 18:02
violet
არაფრის smile.gif წარმატებები

Posted by: SRB100 10 Dec 2015, 20:22
გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად აქვს საქართველოს ბანკს და ნებისმიერ ბანკს შეამოწმოს ჩემი საკრედიტო ისტორია და ამის საფუძველზე უთხრას დედაჩემს უარი, როდესაც:
1. ვარ სრულწლოვანი და არ ვცხოვრობ დედასთან და არ ვარ მასზე ფინანსურად დამოკიდებული.
2. არ ვუდგები თავდებში და არანაირად არ მიკავშირდება მისი სესხი.
3. 6000 დოლარიანი სესხის უზრუნველსაყოფად დედაჩემმა წარადგინა ბინის სურათები, რომელიც მხოლოდ მის სახელზეა და რომლის ღირებულება დღეს 60 000 დოლარია.

ასევე მაინტერესებს, მაძლევს თუ არა ეს საფუძველს შევიტანო სარჩელი სასამართლოში და ვუჩივლო საქართველოს ბანკს, იმისათვის რომ იყენებს ჩემს პერსონალურ ინფორმაციას ჩემი ნებართვის გარეშე. მადლობა

Posted by: spider77 10 Dec 2015, 22:51
SRB100
QUOTE
რამდენად აქვს საქართველოს ბანკს

ალბათ აქ სიტყვა "უფლება" გამოგრჩა.

QUOTE
ნებისმიერ ბანკს შეამოწმოს ჩემი საკრედიტო ისტორია

"კრედიტინფო" იმიტომაც არსებობს, რომ ნებისმიერ ბანკს აქვს უფლება შეამოწმოს ნებისმიერი"კლიენტი", ნებისმიერ დროს.

QUOTE
ამის საფუძველზე უთხრას დედაჩემს უარი

დედაშენის საკრედიტო ისტორია თუ არ მოეწონათ და ამიტომ უთხრეს მას უარი ამაში არაფერი გასაკვირი არაა და ვერავის ვერაფრეს ვერ მოედავები ამისი გულისთვის.
თუ იმისი თქმა გინდა, რომ შენი გულისთვის უთხრეს უარი - ეს გამორიცხულია. ან ვიღაც რაღაცას გატყებთ, ან რაღაცა არასწორად მოგეწოდათ ინფორმაცია (ნუ აღარ ვიტყვი იმაზე არაფერს, შესაძლოა არასწორად გაიგეთქო), სხვა ვარიანტი არ არსებობს.

QUOTE
6000 დოლარიანი სესხის უზრუნველსაყოფად დედაჩემმა წარადგინა ბინის სურათები

მარტო სურათები არ კმარა. თუ შემოსავალი არა აქვს, ბანკი სესხის გაცემისგან თავს იკავებს და მანდ ათასი ნიუანსია.

QUOTE
იყენებს ჩემს პერსონალურ ინფორმაციას ჩემი ნებართვის გარეშე

აქ დამტკიცება მოგიწევს.
შენდა დაუკითხავად ვინმეს მიაწოდეს კონფიდენციალური ინფორმაცია თუ ... რას გულისხმობ?

Posted by: SRB100 11 Dec 2015, 00:04
spider77
დედაჩემს ერიცხება ხელფასი საქართველოს ბანკში, თან საკმაოდ სოლიდური..
უზრუნველყოფას აკეთებს ბინით და ჩემი საკრედიტო ისტორია რა შუაშია? არც ბინაა ჩემი და არც თავდებად ვუდგები.. საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ.. არა, ზუსტად ვიცი და ზუსტად გაიგო, რომ ჩემს გამო უთხრეს უარი დ. რა უფლება აქვს ბანკს დედაჩემს უთხრას ჩემი სესხების და საკრედიტო ისტორიის შესახებ ჩემი ნებართვის გარეშე, როცა სრულწლოვანი ვარ? ჩემდა დაუკითხავად მიაწოდეს აბა რა ქნეს? ვაბშე რა შუაშია დედაჩემის სესხთან ჩემი სესხი? დედაჩემს ძალიან კარგი ისტორია აქვს და დღეის მდგომარეობით არც მიკროში და არც ბანკში არანაირი სესხი არ უფიქსირდება.. შემიძლია იმ საკრედიტო ექსპერტის სახელი და გვარიც მოგწერო პირადში, რომელმაც დაურეკა და შენი სიტყვებით "გამორიცხული" ინფორმაცია მიაწოდა smile.gif
ჩემი შემოწმების უფლება მაშინ აქვს როცა მე მივმართავ ან თავდებად ვუდგები ვინმეს smile.gif ამ
შემთხვევაში "კლიენტი" საერთოდ არ გამოვდივარ და შესაბამისად, შეოწმების უფლებაც არ აქვს smile.gif

Posted by: kolopolo 11 Dec 2015, 02:11
რომელი პროდუკტი უფრო მომგებიანია საბოლოო ჯამში.
ბოგ -ის პლასტიკური ბარათით 20 ჯერ გადახდა რომელიც საბოლოოდ 200 ექსპრეს ქულაა თუ ტბს -ის უკონტაქტო ბარათით 20 ჯერ გადახდა რომლის შედწგადად 5 ლარი გიბრუნდება უკან.

Posted by: Lue_Anderson 11 Dec 2015, 02:59
გამარჯობა. ყველაზე მარტივად რომელი ბანკი იძლევა სამომხმარებლო სესხს ბევრი გატრაკებების გარეშე? 5500 ლარის ოდენობით მინდა აღება და გადაფარვა 2800 . ხელფასი 1000 ლარის შემთხვევაში ??

Posted by: spider77 11 Dec 2015, 12:03
SRB100
QUOTE
ჩემს გამო უთხრეს უარი

ცუდად არ გამიგო (არაფერს არ გიმტკიცებ), მაგრამ თუ შენი ყურით არ გაგიგია, რომ ვინმეს (თუნდაც ოჯახის წევრს) უარი უთხრეს შენს გამო ... ცოტა არ იყოს და აბსურდად მეჩვენება ... თუმცა, "საქართველოს ბანკის" მაგივრად მე ვერ გაგცემ პასუს.

Posted by: Coldfrix 12 Dec 2015, 18:57
ესეიგი, ვთქვათ მინდა ვიყიდო რაღაც 40 რუბლად
აუცილებელია რომ რუბლი ვიყიდო, ჩავრიცხო ანგარიშზე და ისე ვიყიდო?
თუკი მაქ 40 რუბლის ეკვივალენტი თანხა ლარებში, შეიძლება რომ კონვერსაცია გააკეთოს და ისე ქნას?
დამაკვალიანეთ თუ შეიძლება.

Posted by: spider77 13 Dec 2015, 16:46
Coldfrix
QUOTE
თუკი მაქ 40 რუბლის ეკვივალენტი თანხა ლარებში, შეიძლება რომ კონვერსაცია გააკეთოს და ისე ქნას?
დამაკვალიანეთ თუ შეიძლება.

ავტომატურად გააკეთებს კონვერტაციას.

Posted by: Di_to 13 Dec 2015, 23:32
საქართველოს ბანკში აქვს ნათესავს სესხი გადაცილებული ვერ იხდის, ეხლა თურქეთშია როგადმორიცხოს სხვა ბანკში
ხოარ ჩამოაჭრიან?

Posted by: -eka- 14 Dec 2015, 11:01
ვის ანგარიშზე რიცხავს სხვა ბანკში? რიცხავს თუ გზავნილით აგზავნის?
თუ ანგარიშები დაყადაღებული არ აქვს ყველა ბანკში, საქართველოს ბანკი სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე ვერ ჩამოჭრის თანხას.
გზავნილის შემთხვევაში მითუმეტეს.

Posted by: kolopolo 14 Dec 2015, 14:12
12.5 % ქონდა პრივატ ბანკს ლარის ვადიან ანაბარზე.
აი ყოველთვიურად რო ამატებდი .

ყველაზე კარგ პირობებს ეხლა რომელი ბანკში ვნახავ?

ანუ 1 წლით რო გავხსნა ანაბარი და ყოველთვიყრად რომ შემეძლოს თანხის დამატება;

საქართველოს ბანკს აქვს მემგონი 10 %

სხვას აქვს უფრო მაღალი?

Posted by: -eka- 14 Dec 2015, 14:43
kolopolo
QUOTE
ანუ 1 წლით რო გავხსნა ანაბარი და ყოველთვიყრად რომ შემეძლოს თანხის დამატება;

შეგროვებად (ანუ მოთხოვნამდე ანაბარი ქვია მაგას) ანაბარზე არცერთ ბანკს არ აქვს მაღალი პროცენტი.
ვადიანზე შეიძლება სადღაც მაქსიმუმ 8-9% მდე იყოს, ისიც გააჩნია ვადას. შეგიძლია ბანკებში გაარკვიო და მერე აარჩევ სად შეიტანო.


Posted by: kolopolo 14 Dec 2015, 15:58
-eka-
აბა რას მირცევ?
გარკვეული ნ რაოდენობის ტანხა 1 წლით შევიტანო?
ისე რომ თანხის დამატების უფლება არ მქონდეს?

ამ შემთხვევაში რამდენი ა პროცენტი

Posted by: -eka- 14 Dec 2015, 17:04
QUOTE (kolopolo @ 14 Dec 2015, 15:58 )
-eka-
აბა რას მირცევ?
გარკვეული ნ რაოდენობის ტანხა 1 წლით შევიტანო?
ისე რომ თანხის დამატების უფლება არ მქონდეს?

ამ შემთხვევაში რამდენი ა პროცენტი

საერთოდ მაღალი პროცენტი აქვსხოლმე ვადიან ანაბრებს ყოველთვის.
თუ თანხა გაქვს, რომელიც არ დაგჭირდება რაღაც პერიოდის განმავლობაში, დადე ვადიანზე, მაგალითად 12 თვით, თუ უფრო მეტი ვადით შეგიძლია მეტზეც.
ანაბარი როცა ვადიანია არ ნიშნავს იმას, რომ 12 თვიანზე განათავსო დავუშვათ და ერთ თვეში რომ დაგჭირდეს ვერ გამოიტანო smile.gif როცა გინდა გამოიტან, უბრალოდ ანაბრის დარღვევის შემთხვევაში 2% ერიცხება და მეტი არა, ერთ თვეში თუ დაარღვევ მგონი არ ერიცხება არაფერი. ასე მახსოვს ))
ნუ მე შენს ადგილზე ვადიანზე დავდებდი smile.gif

Posted by: Xashursky 16 Dec 2015, 13:42
ექსპრეს სესხი რამდენი ხანი "აშავებს" ხო არ იცით?

Posted by: spider77 16 Dec 2015, 17:52
Xashursky
QUOTE
რამდენი ხანი "აშავებს"

7 წელიწადი.

Posted by: makuna33 19 Dec 2015, 14:49
დოლარის ძველი კუპიურების გადაცვლა სად შეიძლება? ბანკებმა უარი მითხრეს, მაშინ ანგარიში უნდა გქონდეთ გახსნილიო

Posted by: -eka- 21 Dec 2015, 10:13
makuna33
რას ნიშნავს ძველი კუპიურა? გამოშვების წლის გამო დახურდავებაზე უარს არ ეუბნებიან, შეიძლება თუ დაზიანებულია კუპიურა % აიღონ დახურდავებაში..
ან ანგარიშის ქონა რა შუაშია დოლარის დახურდავებასთან? მიზეზი რა გითხრეს? ან რომელ ბანკში იკითხე?

Posted by: baxabaxa 4 Jan 2016, 12:00
რას ნიშნავს ნულპროცენტიანი განვადება? ანუ იხდი იმ თანხას რაც ღირს ნივთი? თუ მაინც გიწევს ზედმეტის გადახდა.
ალტაში აქვთ ეხლა აქცია ზოგ ნივთზე.

Posted by: spider77 9 Jan 2016, 12:57
baxabaxa
ეგ იმ სავაჭრო ობიექტს უნდა ჰკითხო, მარკეტინგული ხრიკია თუ მართლა არ გახდევინებენ არცერთი თეთრით მეტს?

Posted by: -eka- 12 Jan 2016, 10:44
QUOTE (baxabaxa @ 4 Jan 2016, 12:00 )
რას ნიშნავს ნულპროცენტიანი განვადება? ანუ იხდი იმ თანხას რაც ღირს ნივთი? თუ მაინც გიწევს ზედმეტის გადახდა.
ალტაში აქვთ ეხლა აქცია ზოგ ნივთზე.

ნულპროცენტიანი განვადება არ არსებობს smile.gif
ეხლა გეტყვი როგორ ხდება ეგ:
მიდის ბანკი მაგაზიაში, რომელიც ვაჭრობს ტექნიკით მაგალითად. დავუშვათ ტელევიზორი ღირს მაგაზიაში 100 ლარი. ბანკს უკლებს მაღაზია ტელევიზორის ღირებულებას, მაგალითად სიმბოლურად 5 ლარს, ესეიგი ტელევიზორს ბანკი ყიდულობს 95 ლარად, მაგრამ მაღაზიაში ის 100 ლარი ღირს მყიდველისთვის. ბანკსა და მაღაზიას შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, სადაც ეს პირობები გათვალისწინებულია (ნუ არის კიდევ ბევრი ნიუანსი).
მიდის მყიდველი მაღაზიაში სადაც უნდა შეიძინოს ეს 100 ლარიანი ტელევიზორი. მყიდველი იხდის 100 ლარს + ბანკისგან სესხის გაცემის საკომისიო (ეს არის ზუსტად ის პროცენტი რასაც იხდი ამ განვადებაზე), ბანკი რიცხავს მაღაზიის ანგარიშზე 95 ლარს (ანუ იმ 100 მინუს ის 5 ლარი).. ეგაა შენი 0% იანი განვადება smile.gif

Posted by: ckupee 17 Jan 2016, 00:22
მოკლედ მინდა რომ ავიღო ბიზნეს სესხი 20000 ლარის ოდენობიტ რა დამჭირდება ამისთვის და რომელ ბანკს მირჩევთ..ბიზნესი მფლობელი 21 წლისაა და ეგ პრობლემაა თუ არაა?და კიდევ ბიზნეს ოვერდრფტზეეც მითხარით რამეეეე

Posted by: happy-go-lucky 18 Jan 2016, 12:27
თქვენი გამოცდილებიდან ვინც იცით, იპოტეკური სესხი ბინის ურუნველყოფით ყველაზე დაბალი პროცენტით რომელ ბანკს აქვს? მადლობა

Posted by: Nescafe13 18 Jan 2016, 14:43
ბანკში რო 10000-12000$ რო შეიტანო ეხა ყოველ თვიურად რამდენს მოგცემენ ? biggrin.gif

Posted by: -eka- 18 Jan 2016, 16:46
ckupee
21 წლის არაა პრობლემა.
დაგჭირდება შემოსავლების ჩვენება, რომელიც ეყოფა მაგ ოდენობის სესხს დასაფარად + უზრუნველყოფა, რომლის ღირებულებაც ეყოფა მაგ ოდენობით სესხს.
ბანკი შენ უნდა შეარჩიო იმის მიხედვით, თუ რას შემოგთავაზებენ smile.gif

happy-go-lucky
აქციები აქვთხოლმე დაბალ პროცენტებზე ლარში სესხებზე, უბრალოდ უნდა იცოდე საპროცენტო განაკვეთი ეროვნულის რეფინანსირების განაკვეთს ხომ არ არის მიბმული, თუ არის არ გირჩევ ეგეთს. რაც შეეხება ვალუტაში, თითქმის ყველა ბანკს ერთნაირად აქვს დოლარში სესხები. მანდაც სწორად უნდა დათვალო. შეიძლება გითხრან 9%, შენ გგონია, რომ კაი პონტში ხარ, ამ დროს, ეგ 9% იანი სესხი მინიმუმ 11% ში გამოგდის smile.gif

Nescafe13
გააჩნია წლიურ საპროცენტო განაკვეთს wink.gif

Posted by: filewarez 10 Feb 2016, 00:50
რა მაინტერესებს პირადობა დამეკარგა, ხოდა თანხის გამოტანას ვერ შევძლებ პირადობის გარეშე?

Posted by: -eka- 10 Feb 2016, 13:21
QUOTE (filewarez @ 10 Feb 2016, 00:50 )
რა მაინტერესებს პირადობა დამეკარგა, ხოდა თანხის გამოტანას ვერ შევძლებ პირადობის გარეშე?

ვერა, პასპორტიც თუ არ გაქვს პირადობა განაახლე.

Posted by: spider77 10 Feb 2016, 18:56
filewarez
QUOTE
რა მაინტერესებს პირადობა დამეკარგა, ხოდა თანხის გამოტანას ვერ შევძლებ პირადობის გარეშე?

ფილიალიდან უშუალოდ ხელზე ვერ გამოიტან.

თუ ბარათი გაქვს და ინტერნეტბანკინგიც გაქვს, გადაიტანე თანხა ბარათზე და ბანკომატიდან გაიტანე.

Posted by: Nescafe13 13 Feb 2016, 14:49
20000 ამერიკული დოლარი რო შევიტანო რომელიმე ბანკში , წლის ბოლოს რამდენი გამომივა ? არ ვიცი სად რა პროცენტია ან თვიურად იხდიან თუ წლიურად , მოკლედ არ ვარ ამ სფეროში გარკვეული იქნება კომპეტენტურმა დამაკვალიანოს

ანუ რომელ ბანკს აქ ყველაზე დიდი % იქ რო შევიტანო რა , შევიტანო რა შეიტანოს biggrin.gif

Posted by: iamtamuna 14 Feb 2016, 12:44
ვივუსი ავიღე რამდენჯერმე, ყველაფერი გადავიხადე გადავადებები, ჯარიმები, ყოველთვის პატიოსნად ვფარავდი, ბოლოს რომ ავიღე პრობლმების გამო ვეღარ ვიხდი, დამირეკეს რომ რაღაც აღსრულების ბიუროს გადავცემთო თქვენ საქმეს და ასე შემდეგ,არ ვიცი რა მოხდება მერე, სახლს ხომ ვერ გამიყიდიან? არ ვიცი რა იქნება, სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს მიშველის რამეს ?? sad.gif

Posted by: spider77 14 Feb 2016, 23:52
iamtamuna
QUOTE
სახლს ხომ ვერ გამიყიდიან?

თუ შენს სახელზეა დაგიყადაღებენ და მერე გაგიყიდიან.

Posted by: Геннадий_Мамедов 15 Feb 2016, 20:48
QUOTE
თუ შენს სახელზეა დაგიყადაღებენ და მერე გაგიყიდიან.

მსგავსი რამის კითხვა მინდა

სამომხმარებლო სესხის დასაფარად აქვთ ბანკებს პირადი ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლება?

Posted by: spider77 16 Feb 2016, 00:52
Геннадий_Мамедов
ბანკი არაფერს არ გიყადაღებს.
ამას სააღსრულებო ბიურო ახდენს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ხოლო რისი დაყადაღების უფლება აქვთ და რისი არა, ეს იურიდიული (არა საბანკო) ნიუანსია და ჯობია იურისტებს ჰკითხო.

Posted by: Tim 16 Feb 2016, 10:40
მე მეინტერესებს რატომ დაწიეს ბანკებმა ევროში გახსნილ დეპოზიტებზე პროცენტი საგრძნობლად? შედარებისთვის თითქმის ორჯერ ნაკლებია პროცენტი ევროზე გახსნილ დეპოზიტზე დოლარში გახნილ დეპოზიტთან შედარებით.
ადრე არ იყო განსხვავება.

Posted by: spider77 16 Feb 2016, 10:51
Tim
QUOTE
რატომ დაწიეს ბანკებმა ევროში გახსნილ დეპოზიტებზე პროცენტი საგრძნობლად?

ესე აწყობთ.
არ უღირთ უფრო მაღალ პროცენტში.
ბაზარი არეგულირებს ფასებს.



P.S. - მე ჩემი ვარაუდი დავწერე, ამ საქმის ექსპერტი არ გახლავარ.


Posted by: Геннадий_Мамедов 16 Feb 2016, 14:35
spider77
ანუ სასამართლოს თუ არ გადასცეს, მანამდე შეუძლია მშვიდად იყოს ხო? )

მადლობა

Posted by: spider77 16 Feb 2016, 15:50
Геннадий_Мамедов
QUOTE
ანუ სასამართლოს თუ არ გადასცეს, მანამდე შეუძლია მშვიდად იყოს ხო? )

მემგონი.

მაინც იურისტებთან გადაამოწმე.

Posted by: Tim 16 Feb 2016, 16:21
spider77
QUOTE
ესე აწყობთ.
არ უღირთ უფრო მაღალ პროცენტში.
ბაზარი არეგულირებს ფასებს.

ეს გასაგებია, რომ რადგან ასეთი პროცენტი დააწესეს ასე საჭიროა, მე ის მაინტერესებს ადრე თუ არ იყო სხვაობა ევრო-დოლარი ეხლა რამ გამოიწვია ეს სხვაობა?

Posted by: Unknown232324 17 Feb 2016, 11:10
გამარჯობა! ხომ ვერ მეტყვით რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა იმ შემთხვევაში, თუ დახასიათებას ითხოვს და არ აძლევენ, უფრო სწორად აჭიანურებენ მის მოცემას?

ჩემი ახლობელი მუშაობდა 1 წელი მოლარე ოპერატორად საქართველოს ბანკში, მერე საკუთარი ნებით წამოვიდა. წამოსვლისას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, უბრალოდ წამოვიდა იმიტომ, რომ შედარებით უკეთესი სამუშაო იპოვა. ეხლა ამ სამუშაოზე დახასიათება მოთხოვეს, საქ. ბანკში მივიდა სამჯერ, 2 თვეა გასული და დახასიათება არ მისცეს, დღეს ხვალ, დღეს ხვალ მოგცემთო. რას გვირჩევთ? როგორ მოვიქცეთ? ნუთუ დახასიათებას ამდენი დრო სჭირდება?

ერთმა ნაცნობმა ისიც მითხრა, რომ დამსაქმებელს არ გააჩნიაო იმის ვალდებულება, რომ დახასიათება მოგცესო, რაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, რომ ეგრე იყოს.

Posted by: -eka- 17 Feb 2016, 11:43
BOG -ისაგან ბევრს ითხოვთ biggrin.gif
სპეციალურად არ აძლევენ, დარწმუნებული ვარ . ეგეთი პოლიტიკა აქვთ BOG-ში. თუ ვინმე მიდის, მერე შეძლებისდაგავარად ამწარებენ wink.gif

Posted by: Nescafe13 17 Feb 2016, 15:55
QUOTE
20000 ამერიკული დოლარი რო შევიტანო რომელიმე ბანკში , წლის ბოლოს რამდენი გამომივა ? არ ვიცი სად რა პროცენტია ან თვიურად იხდიან თუ წლიურად , მოკლედ არ ვარ ამ სფეროში გარკვეული იქნება კომპეტენტურმა დამაკვალიანოს

ანუ რომელ ბანკს აქ ყველაზე დიდი % იქ რო შევიტანო რა , შევიტანო რა შეიტანოს


Posted by: -eka- 17 Feb 2016, 16:29
Nescafe13
დეპოზიტზე პროცენტი უნდა დათვალო ასე:
მაგალითად 10000 აშშ დოლარს დებ ვადიან დეპოზიტზე 12 თვით, პროცენტი წლიური 5%.
თუ პროცენტის გატანა ვადის ბოლოს გინდა, პირდაპირ იანგარიშებ, ანუ 10000 გაყოფ 5 მიიღებ 500. ეგაა წლის ბოლოს რას აიღებ.
თუ ყოველთვიური გატანა გინდა, მაშინ ასე უნდა იანგარიშო:
10000 გაამრავლებ 5% გაყოფ 360 დღეზე და გაამრავლებ 12 თვეზე მიიღებ 16.43, ანუ თვეში გამოდის 16.43$.
ამ პრინციპით იანგარიშე ნებისმიერ თანხაზე და პროცენტზე და თავად გაერკვევი smile.gif

გააჩნია ვადას, თანხას, წლიურ პროცენტს და ა.შ. smile.gif

Posted by: Nescafe13 17 Feb 2016, 17:59
-eka-

გაიხარე , გეტყობა კარგად სწავლობდი ფინანსურ მენეჯმენტს biggrin.gif , მეც ვსწავლობდი მარა ვერ ვიმახსოვრებ ამ ციფრებს user.gif

Posted by: -eka- 17 Feb 2016, 18:02
QUOTE (Nescafe13 @ 17 Feb 2016, 17:59 )
-eka-

გაიხარე , გეტყობა კარგად სწავლობდი ფინანსურ მენეჯმენტს biggrin.gif , მეც ვსწავლობდი მარა ვერ ვიმახსოვრებ ამ ციფრებს user.gif

არაფრის smile.gif
ფინანსური მენეჯმენტი არ მისწავლია, სულ სხვა განხრით მაქვს განათლება მიღებული , მაგრამ მაგის დათვლა ვიცი wink.gif

Posted by: mimino107 18 Feb 2016, 02:08
მოგესალმებით,

ვინმემ ხო არ იცით საკრედიტო პორტფელზე გაუფასურების რეზერვის გამოთვლა როგორ ხდება? თუ ფორმულა არსებობს იქნემ მოიწეროთ ვინმემ?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: spider77 18 Feb 2016, 11:18
Tim
QUOTE
მე ის მაინტერესებს ადრე თუ არ იყო სხვაობა ევრო-დოლარი ეხლა რამ გამოიწვია ეს სხვაობა?

ეს (მსგავსი ნიუანსები და კიდე ხვალ რომელ ვალუტას რა კურსი ექნება) რო ვიცოდე პატივცემულო, წარმატებული მილიარდერი ვიქნებოდი yes.gif

Posted by: kiki31 19 Feb 2016, 02:37
მაქვს ხანდაზმული სესხი,ანუ 8 წელია რაც საერთოდ არ შემიტანია თანხა საკრედიტო ბარათზე, აქვს თუ არა ბანკს უფლება პენსია ჩამომაჩრას, რომელიც სხვა ბანკში მერიცხება)?თუ ვინმე ფლობთ უტყუარ ინფორმაციას გთხოვთ მიპასუხოთ☺️

Posted by: -eka- 19 Feb 2016, 09:45
QUOTE (kiki31 @ 19 Feb 2016, 02:37 )
მაქვს ხანდაზმული სესხი,ანუ 8 წელია რაც საერთოდ არ შემიტანია თანხა საკრედიტო ბარათზე, აქვს თუ არა ბანკს უფლება პენსია ჩამომაჩრას, რომელიც სხვა ბანკში მერიცხება)?თუ ვინმე ფლობთ უტყუარ ინფორმაციას გთხოვთ მიპასუხოთ☺️

სხვა ბანკში როცა გერიცხება ვერ ჩამოგაჭრიან. საქართველოში ეგ არ ხდება, სხვა ზოგიერთ ქვეყანაში კი.
ერთადერთი იმ შემთხვევაში შეიძლება ეგ მოხდეს, თუ ყველა ბანკში წარადგენენ დოკუმენტს თქვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. თუ 8 წელია არ შეგიტანიათ, წესით ეგ სესხი დიდი ხნის ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს ბანკს . მაგის გამო კრედიტ ინფოში შეიძლება იყოთ ე.წ. "შავ სიაში". პირადი ნომრით შეგიძლიათ ნახოთ მოვალეთა რეესტრში ხართ თუ არა და საჯარო/სამართლებრივი შეზღუდვა თუ გადევთ.

Posted by: Tim 19 Feb 2016, 12:52
spider77
QUOTE
ეს (მსგავსი ნიუანსები და კიდე ხვალ რომელ ვალუტას რა კურსი ექნება) რო ვიცოდე პატივცემულო, წარმატებული მილიარდერი ვიქნებოდი 

მართალი ბრძანდებით. მაგრამ აქ პრინციპული სხვაობა ის არის რომ მე არ ვითხოვ წინასწარმეტყველებას ან პროგნოზს მომავალზე, მე მაინტერესებს პოსტ ფაქტუმ უკვე მომხდარი ამბის ახსნას.
ხომ არის დიდი სხვაობა ვალუტის მომავალ კურსთან შედარებით?

Posted by: spider77 19 Feb 2016, 16:22
Tim
QUOTE
ადრე თუ არ იყო სხვაობა ევრო-დოლარი ეხლა რამ გამოიწვია ეს სხვაობა?

ჩემი აზრით, თავს იზღვევენ კურსთა შესაძლო ცვლილებების შემთხვევისათვის.
ალბათ ვარაუდობენ, რომ ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასურდება (მომავალში).


ხაზს ვუსვამ, ეს ჩემი მოსაზრებაა და არანაირ ფაქტებს, ან რაიმე წყაროებს არ ეყრდნობა.

Posted by: lado9 19 Feb 2016, 16:32
ონლაინ სესხების (როგორიცაა vivus.ge; netcredit.ge) მსგავსი საიტის გაკეტება მინდა. როგორ ხდება ეგ პროცედურები ან ვის შეიძლება რომ მივმართო??

Posted by: jorjiusi 20 Feb 2016, 01:54
ხომ არ იცით რომელი ბანკი იძლევა შეგავათიან აგრო სესხს გირაოს გარეშე?მინდა გავაკეთო ღორების მინი ფერმა და მჭირდება 20000 ლარი

Posted by: stinky 27 Feb 2016, 20:18
გერმანიიდან ბანკიდან ლიბერთი ბანკის ანგარიშზე რო გადმორიცხონ თანხა ანგარიშის ნომერი საკმარისია?

Posted by: ლანისტერი 1 Mar 2016, 03:04
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორც წინა წელს იყო დაუბეგრავი მინიმუმის დარიცხვა, წელსაც არის იგივე?

Posted by: Unknown232324 8 Mar 2016, 12:25
გამარჯობა! საქართველოს ბანკში 150 ლარიანი ექსპრეს სესხის გასახანგრძლივებლად მივედი და ოპერატორმა სამწუხაროდ არ გახანგრძლივდაო, მაგრამ შეიძლება 150 ლარიანი ექსპრეს ბარათი დაგიმტკიცდესო და დამიმტკიცდა კიდეც. ეხლა მე ისეთი შდაბეჭდილებბა მრჩება, რომ იმ ოპერატორმა ექსპრეს ბარათის გაყიდვაზე "იჩალიჩა" და იმაზე , რომ ამ ბარათზე არსებული 150 ლარი გამოყენებულ იქნეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემი ეჭვი ახლოს არის რეალობასთან? როგორ მოვიქცე ?
ეხლა გამოდის , რომ ამ ახალ ბარათზე არსებული თანხა უნდა გამოვიტანო, ძველი ექსპრეს სესხი დავფარო და პროცენტი ვიხადო ახალი ბარათის მიხედვით.

Posted by: -eka- 9 Mar 2016, 13:41
Unknown232324
QUOTE
ისეთი შდაბეჭდილებბა მრჩება, რომ იმ ოპერატორმა ექსპრეს ბარათის გაყიდვაზე "იჩალიჩა

არარის გამორიცხული, მინიმუმ განაღდების საკომისიო მაინც ხომ რჩებათ + იმ 150 ზე სავარაუდოდ ჯარიმა დაგერიცხება ..
თუმცა იმ ძველ 150 ლარიანს მიხედე უცებ არ გაგიხადონ 15000 ლარი biggrin.gif, ეგეთები რამდენიც გინდა იმდენია..
თუ მაინც უნდა გამოიყენო, გირჩევნია ამ ახალი 150 ით ის ძველი დაფარო + დახურო (ნუ განაღდების საკომისიოს კარგავ ყველა შემთხვევაში) და მხოლოდ ეს მეორე 150 იანი დაიტოვო, რომელსაც გადაიხდი .

stinky
ბანკის კოდი მიეცი.
ლიბერთიდან აიღე ანგარიშის რეკვიზიტები და იქ მოგცემენ სრულად გადმორიცხვას რაც სჭირდება.

jorjiusi
ძალიან ეჭვი მეპარება და არც გამიგია, რომ უზრუნველყოფის გარეშე რომელიმე ბანკი სესხს გასცემდეს smile.gif მათ შორის აგროსესხს.
გამონაკლისია თუ ამ ბანკის დიდი ხნის კლიენტი ხარ და შეიძლება რაღაც მოკლევადიანი ოვერდრაფტი მოგცენ, ისიც ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას თუ ელოდები, რომ მერე ის ოვერდრაფტი გასწორდეს .

Posted by: საქართველოს ბანკი 14 Mar 2016, 17:06
QUOTE (Unknown232324 @ 8 Mar 2016, 12:25 )
გამარჯობა! საქართველოს ბანკში 150 ლარიანი ექსპრეს სესხის გასახანგრძლივებლად მივედი და ოპერატორმა სამწუხაროდ არ გახანგრძლივდაო, მაგრამ შეიძლება 150 ლარიანი ექსპრეს ბარათი დაგიმტკიცდესო და დამიმტკიცდა კიდეც. ეხლა მე ისეთი შდაბეჭდილებბა მრჩება, რომ იმ ოპერატორმა ექსპრეს ბარათის გაყიდვაზე "იჩალიჩა" და იმაზე , რომ ამ ბარათზე არსებული 150 ლარი გამოყენებულ იქნეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემი ეჭვი ახლოს არის რეალობასთან? როგორ მოვიქცე ?
ეხლა გამოდის , რომ ამ ახალ ბარათზე არსებული თანხა უნდა გამოვიტანო, ძველი ექსპრეს სესხი დავფარო და პროცენტი ვიხადო ახალი ბარათის მიხედვით.

გამარჯობა, როგორც ვხვდები თქვენ Express უნივერსალური საკრედიტო ბარათი დაგიმტკიცდათ. ამ ბარათზე ყოველთვიურად ხდება მინიმალურის დაანგარიშება და დაანგარიშებიდან 25 დღის განმავლობაში გეძლევათ დაფარვის შესაძლებლობა. ანუ ჯამში გაქვთ 55 დღე, როცა express სესხზე ყოველ ორ კვირაში ერთხელ გიწევდათ საკომისიოს შეტანა. ამასთან ერთად, სესხისგან განსხვავებით, თქვენს მიერ შეტანილი თანხის ნაწილით ძირი იფარება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეტანილი თანხა ისევ გამოიყენოთ, თუმცა თუ შევსებას გადაწყვეტთ საკრედიტო ბარათი ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის.

Posted by: ARBILLA 22 Mar 2016, 00:28
ლიბერთი ბანკის swift code რა არის ხომ არ იცით?
ანგარიშის ნომერი დავწერე iban რაღაცა არ მაქვს და ეგ მეორე კოდის რამდენიმე ვარიანტი ვნახე და რომელი ჩავწერო არ ვიცი

Posted by: -eka- 22 Mar 2016, 15:32
QUOTE (ARBILLA @ 22 Mar 2016, 00:28 )
ლიბერთი ბანკის swift code რა არის ხომ არ იცით?
ანგარიშის ნომერი დავწერე iban რაღაცა არ მაქვს და ეგ მეორე კოდის რამდენიმე ვარიანტი ვნახე და რომელი ჩავწერო არ ვიცი

რა ოპერაცია უნდა შეასრულო?
სვიფტს ბანკში თუ გეტყვიან.
ყველა ბანკში გახსნილი ყველა ანგარიში 2010 წლიდან არის უკვე IBAN ანგარიშები.
სჯობს ბანკში მიხვიდე და ამოაბეჭდინო შენი ანგარიშის რეკვიზიტები , იქ ეწერება ყველაფერი.

Posted by: Blunt 22 Mar 2016, 17:20
პირადობა დაკარგა ოჯახის წევრმა და არის რამე საშიშროება ვინმემ ბოროტატ გამოიყენოს? ონლაინ სესხი რომ გააკეთოსან რამე ეგეთი

პიროვნებაზე ონლაინ სესხი ან ისე სესხი თუ ფიქსირდება სადმე როგორ შეიძლება გაგება

Posted by: spider77 24 Mar 2016, 20:31
Blunt
QUOTE
არის რამე საშიშროება ვინმემ ბოროტატ გამოიყენოს? ონლაინ სესხი რომ გააკეთოსან რამე ეგეთი

კი.

QUOTE
პიროვნებაზე ონლაინ სესხი ან ისე სესხი თუ ფიქსირდება სადმე როგორ შეიძლება გაგება

კრედიტინფო-ში.

ფასიანია მომსახურება.
ვის და სად უნდა მიმართო არ ვიცი, მაგრამ დაგუგლე და იქნებ მიაგნო კოორდინატებს.

Posted by: Вeorn 4 Apr 2016, 15:06
საკრედიტო ისტორია მაქვს გაფუჭებული და რის გამო არ ვიცი.

სად შეიძლება ამის გარკვევა?

Posted by: -eka- 4 Apr 2016, 17:32
Вeorn
შპს "კრედიტინფო - საქართველო".
თარხნიშვილის ქ. #2, ტ: 262 35 55

Posted by: datmeni 11 Apr 2016, 09:30
როგორ მივაბა ფეიფალი საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათზე, ბანკშია მისასვლელი (თანხაა საჭირო) თუ ფეიფალზეა რეგისტრაცია საჭირო?

Posted by: Work1 16 Apr 2016, 06:54
თიბისი ბანკის მომხმარებელი ვარ ხელფასი იქ მერიცხება 700 ლარი. მოკლედ მქონდა აღებული სესხი 1350 ლარი 8 თვით. წლიური 11.5 %. 5 თვე ვიხადე ჩვეულებრივ 175 ლარამდე და შემდეგ დამჭირდა 600 ლარი ფული ვერსად ვიშოვე და მივაკითხე ისევ ბანკს. მოკლედ ძველი კრედიტის დაფარვამდე დარჩენილი მქონდა 3 თვე ანუ დაახლეობით 530 ლარამდე . მომთხოვეს ძველი კრედიტის დაფარვა. რახან მე არ მქონდა ჩემით დაფარვის შესაძლებლობა მომცეს სესხად 600 ის მაგივრად 1200 ლარი 12 თვით. 12 თვით მინდა თქო თავიდან ვუთხარი მოკლედ კრედიტი დამიმტკიცდა და რომ მივედი საბუთებზე ხელი არ მქონდა მოწერილი ჯერ და ვუთხარი და ვთხოვე 12 თვე 6 თვით შემიცვალეთ თუ შეიძლება მეთქი და გოგონამ არ შეიძლება უკვეო, არადა საბუთებზე ხელი არ მქონდა მოწერილი. მოკლედ ამ 1200 ლარით დამაფარინეს ძველი კრედიტის 500 რაღაცა ლარი და აქედან საკომისიო და ა.შ გამოაკლდა და მე მომცეს 600 ლარამდე. მოკლედ 600 ლარის გამო მიწევს 1200 ლარის გადახდა 12 თვეზე 15.5 % ში. ბანკის პირობაზე მერე მივხვდი რომ ვიხდი უაზროდ ბევრს და მაგ თანხის (600 ლარის) პირობაზე რაც ხელზე ავიღე. მე თავიდან მინდოდა რომ ამეღო 600 ლარი კრედიტი და არა 1200 ლარი და ძველი კრედიტის დარჩენილი 550 ლარამდე კიდევ ცალკე ჩვეულებრივ მეხადა როგორც ვიხდიდი თვეში 175 ლარამდე.
1. მაინტერესებს პირველად რატომ მქონდა 11.5 % ხოლო ახლა რატომ მომცეს 15.5% -ში.
2. მაინტერესებს რატო დამაფარინეს ძველი კრედიტი მეორეს აღების დროს. არ შეიძლებოდა რომ ჩვეულებრივ მოეცათ მეორე კრედიტი და ძველი როგორც იყო თავიდან იმ გრაფიკით დამეფარა ? (მხოლოდ 3 თვე იყო დარჩენილი და არც ისე დიდი თანხები ჩვეულებრივ გადავიხდიდი მითუმეტეს კეთილსინდისიერი და დროული გადამხდელი ვარ).
3. მაინტერესებს თუ მქონდა უფლება რომ ხელმეორედ მომეთხოვა კრედიტი 6 თვით და 12 თვით აღარ ამეღო რადგან ხელი მოწერილი არ მქონდა საბოლოოდ შეთანხმებაზე.
4. მაინტერესებს ჩემს შემთხვევაში რა იქნებოდა მომგებიანი, ვერ ვერკვევი ბანკებში დიდად არც მრჩეველი მყავს ვინც მასწავლიდა ჩემთვის მეტნაკლებად მომგებიან ნაბიჯებს კრედიტის აღების კუთხით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში. იქნებ მითხრათ ჩემს შემთხვევაში რა იქნებოდა უკეთესი მქონდა სხვა შესაძლებლობა, არჩევანი სხვანაირად ამეღო კრედიტი სხვა უკეთესი პირობებით და ა.შ ?
5. მაინტერესებს როდესაც კრედიტს ვღებულობ მაგალითად არ მაკმაყოფილებს პროცენტი ან თვეები და მენეჯერთან მოვითხოვო გასაუბრება და ვთხოვო რაღაც ცვლილებები პროცენტში ან თვეებში კრედიტის აღების დროს და ა.შ. შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ ?

Posted by: Конрта 26 Apr 2016, 02:43

Posted by: jurnalistka 14 May 2016, 13:54
შეიძლება ძალიან ჩაინიკურ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინტერესებს, ვინმეს თუ გქონიათ შეხება სამშენებლო კომპანიების 0 %-იან შიდა განვადებაზე - მართლა 0 პროცენტია?
ანუ ვთქვათ A (მთლიანი თანხას) :10-ზე (ვთქვათ 10 წელი) = B (წლიური თანხა) :12 (თვე)= C (თვეში გადასახადს)?
ანუ 10000:10=1000:12=83.33?

თუ რამე პროცენტი და მამაძაღლობა მაინც ემატება?

Posted by: Rom 14 May 2016, 15:39
jurnalistka
როდესაც იძახიან შიდა უპროცენტო განვადება ეგ მართლაც უპროცენტოა, მაგრამ ერთიანი გადახდით რომ იყიდო უფრო იაფად მოგცემენ, ანუ ფასი აქვთ გაძვირებული და უპროცენტო განვადებას ეძახიან.
დეტალებში თუ დაგაინტერესებს ეგ უკვე თვითონ კომპანიის წარმომადგენელს უნდა დაელაპარაკო.

Posted by: harry713 14 May 2016, 16:34
გამარჯობათ, ვერ მეტყვით ეს რას ნიშავს? აქამდე უპრობლემოდ ვყიდულობდი ყველაფერს იგივე კარტით ახალა კი ამას მიწერს... ვის უნდა მივმართო ამ პრობობლემის მოგვარებისთვის? საიტის სუპორტს თუ თიბისი ბანკს?

user posted image

Posted by: Rom 14 May 2016, 17:41
harry713
მანდ რაც წერია იმის მიმანიშნებელია რომ ან ბარათია დაბლოკილი ან საკმარისი თანხა არ არის, ასე რომ თუ ანგარიშზე გაქვს საკმარისი თანხა და კარტაც მუშაობს სხვა საიტებზე მაშინ იმ საიტის სუფორტს უნდა მიწერო

Posted by: harry713 14 May 2016, 18:45
QUOTE (Rom @ 14 May 2016, 17:41 )
harry713
მანდ რაც წერია იმის მიმანიშნებელია რომ ან ბარათია დაბლოკილი ან საკმარისი თანხა არ არის, ასე რომ თუ ანგარიშზე გაქვს საკმარისი თანხა და კარტაც მუშაობს სხვა საიტებზე მაშინ იმ საიტის სუფორტს უნდა მიწერო

გავარკვიე უკვე... არც ბარათია დაბლოკილი და თანნხაც არის... 3d secure თემა ყოფილა და სამწუხაროდ თიბისი ბანკს არ აქვს ეგ დაცვა...

Posted by: DORO 20 May 2016, 22:06
კრედიტის დაფარვის შემდეგო დაფიქსირდა თანხის არასანქცირებული გადახარჯვა -ოვერლიმიტი და დასაფარი თანხა არისო ამდენი და ამდენი.

ეს რას ნიშნავს? ვინ გადახრჯა როდის გადახარჯა-მაგ ბანკით მხოლოდ განვადება და კომუნალი იხდება სხვა არაფერი კავშირი არ არის .

რამე ჯარიმაა თუ წესი დაირღვა რამე ?



Posted by: Boyarg 20 May 2016, 22:22
ვივუსის გარდა პირველ სესხე უპროცენტო კიდე ვის აქ?

Posted by: medame333 3 Jun 2016, 11:37
იანდექს მანიზე საფულეში როგორ/საიდან ჩავრიცხო თანხა ხომ არ იცით?
* * *
იანდექს მანიზე საფულეში როგორ/საიდან ჩავრიცხო თანხა ხომ არ იცით?

Posted by: bavaria87 5 Jun 2016, 14:57
გამარჯობათ!
ერთი ასეთი მარტივი შეკითხვა მაქვს, ვერსად ვნახე ინფო და ამიტომ ვპოსტავ აქ. სად შემიძლია ეურო პირადპირ დოლარში გადავახურდავო? ეროვნული ვალუტის გევრდის ავლით და საერთოდ ეს შესაძლებელია თუ არა? მადლობა წინსაწარ

Posted by: spider77 7 Jun 2016, 16:43
bavaria87
QUOTE
სად შემიძლია ეურო პირადპირ დოლარში გადავახურდავო?

თეორიულად საქართველოში შესაძლებელიამხოლოდ სავალუტო ჯიხურში, მაგრამ არა მგონია მანდაც სადმე ნახო.

შენ გინდა, რომ ნაკლები წააგო, მაგრამ ვინც ვალუტის კონვერტაციის მოგებაზე მუშაობს ის არც ისე უჭკუოა, რომ თვითონ წააგოს და შენ მოგაგებინოს.
ტყუილად ნუ ეძებ.

Posted by: cixe78 7 Jun 2016, 17:34
საბანკო სფეროში არ მქონია შეხება და ერთი რაღაც მაინტერსებს
როგორ შეიძლება ადამიანმა შვეიცარიაში გახსნა ანგარიში და აკონტროლო, შეიტანო თანხები
ანაბარი თუა შესაძლებელი რომ გააკეთო რომ პროცენტი შემოგდიოდეს???
თუ ვინმეს ესმის ეს საკითხი იქნებ ამიხსნას მადლობელი დავრჩები

Posted by: moklekato 7 Jun 2016, 20:26
გამარჯობათ მაინტერესებს თუ შეიძლება ბოლო 6 თვის საბანკო/ სახელფასო ამონაწერი ისე გაკეთდეს , რომ გარკვეული ოპერაციები ,თავისი მობილურზე თანხის გადარიცხვით და სახელფასო სესხის გადახდით, არ გამოჩნდეს და მხოლოდ ხელფასის დარიცხვა დაფიქსირდეს,აკეთებს ბანკი ესეთი რამეე?

Posted by: spider77 7 Jun 2016, 20:32
cixe78
QUOTE
როგორ შეიძლება ადამიანმა შვეიცარიაში გახსნა ანგარიში

უნდა ჩახვიდე ციურიხში, მიხვიდე ბანკში, გახსნა ანგარიში (თუნდაც შემნახველი, ანაბარი, რომელზეც პროცენტი დაგერიცხება), დადო ზედ ფული და წამოხვიდე.


QUOTE
აკონტროლო

ინტერნეტბანკინგით.




moklekato
QUOTE
აკეთებს ბანკი ესეთი რამეე?

არა, იმიტომ, რომ ეს სიყალბეა.

Posted by: power light 8 Jun 2016, 20:12
ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ იპოთეკურ სესხზე რანაირად ითვლიან პროცენტებს?
მაგ: 30000$ 10 წლით 8%-ში

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 8 Jun 2016, 21:00
power light

მანდ მნიშვნელოვანია ეფექტური პროცენტის გარკვევა. შეიძლება 8% იყოს პროცენტი, მაგრამ ეფექტური პროცენტი 20% გამოდიოდეს, ასე რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაარკვიო და კითხო ეფექტური პროცენტი რამდენია.

ეს ნახე

http://smartloan.ge/ეფექტურ

Posted by: Florbelle 11 Jun 2016, 12:35
საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონს ვადა რო გაუვა წყვეტს მაგით არსებობას თუ 10 წლის მერე გავიგებ რო საკომისიო მაქ 10 000 ლარი გადასახდელი?
ადრე სახელფასო გამიკეთეს,მალევე ის ბარათი დავკარგე და იქიდანაც წამოვედი
ხოდა მესიჯი მოვიდა დღეს რო თქვენ ბარათს ვადა ეწურებაო
დავრეკე მაგათთან.ოპერატომა გოგომ მითხრა გავყინავ ბარათს მარა გაუქმება არა,ჯობია ფილიალში მობრძანდეთო
არადა დარწმუნებული ვარ შეიძლება ტელეფონითაც,ხო უნდა გაწვალონ biggrin.gif

მოკლედ ###ზე დავიკიდო თუ მივიდე მართლა და ვიკითხო მაგ ბარათის ამბავი ეს მაინტერესებს,მაინც ვიკითხე ხო იცით რა ### ქვეყანაში ვცხოვრობთ

მადლობა წინასწარ

Posted by: katinka 12 Jun 2016, 15:03
400 დოლარი მინდა რომ მასესხოს ვინმემ 2 წლით მაქსიმუმ , არის რამე შანსი რომ ბანკებმა ან კერძო მევახშეებმა მომცენ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 12 Jun 2016, 19:14
katinka


ესენი ცადე, რომელიმე უეჭველი მოგცემს

http://smartloan.ge/ონლაინ-ს...

Posted by: spider77 16 Jun 2016, 18:34
Florbelle
საქართველოს ბანკი კი არა, ზოგადად ყველა ბანკში ...

QUOTE
ვიზა ელექტრონს ვადა რო გაუვა წყვეტს მაგით არსებობას

ბარათი წყვეტს არსებობას, ხოლო საბარათე ანგარიში არა.

ამიტომ ანგარიში უნდა დაახურინო, ოღონდ ეს ტელეფონით არ ხდება.
უნდა მიხვიდე რომელიმე ფილიალში და უნდა დაწერო განცხადება კონკრეტული ანგარიშის დახურვის შესახებ.

Posted by: Florbelle 16 Jun 2016, 20:58
spider77
ხო არი ღირსი რო ავიდე და დედის #####ი დავაფარო თავზე იმ გოგოს რომელმაც მითხრა გავაუქმეო
სტუდენტურზე რო ვყავი მაშინ მკითხა მაგ ბარათზე,ვუთხარი წლებია დავკარგე და გააუქმეთ მეთქი.კაიო :დდ

გაიხარე მადლობა პასუხისთვის

Posted by: giorgiberdzenidze 24 Jun 2016, 21:12
შესაფერისი თემა ვერ ვიპოვე და აქ ვიკითხავ თუ შეიძლება. ამაზონიდან გამოვიწერე ნივთი რომლის ღირებულებაც სცდება 300 ლარს და განბაჟება უწევს. მე მაინტერესებს განბაჟების გადასახდელი თარიღის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმები ირიცხება თუ რა ხდება. ან საერთოდ რა ხდება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში?
* * *
შესაფერისი თემა ვერ ვიპოვე და აქ ვიკითხავ თუ შეიძლება. ამაზონიდან გამოვიწერე ნივთი რომლის ღირებულებაც სცდება 300 ლარს და განბაჟება უწევს. მე მაინტერესებს განბაჟების გადასახდელი თარიღის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმები ირიცხება თუ რა ხდება. ან საერთოდ რა ხდება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში??

Posted by: dimaaa3 26 Jun 2016, 02:18
გამარჯობათ მივდივარ გერმანიაში და მაინტერესებს სესხი რო ავიღო ბანკიდან რაიმე პრობლემა ხო არ შემექმნება საზღვარზე გადასვლაზე ?

Posted by: spider77 3 Jul 2016, 10:23
dimaaa3
QUOTE
სესხი რო ავიღო ბანკიდან რაიმე პრობლემა ხო არ შემექმნება საზღვარზე გადასვლაზე ?

მოტეხვას აპირებ? biggrin.gif

Posted by: dimaaa3 4 Jul 2016, 01:47
biggrin.gif არა არა უბრალოდ მჭირდება თანხა , როგორც გავარკვიე არანაირი პრობლემა არაა

Posted by: muqi96 4 Jul 2016, 13:36
ერთი კითხვა მაქვს თავდებში ჩავუდექი ნაცნობს თურქულ ბანკში და არ იხდის მესამე თვეა ,მე საქ ბანკში ვიღებ ხელფასს და დამებლოკება ხელფასი თუ რა მოხდება იქნებ მიპასუხოთ

Posted by: Cele 5 Jul 2016, 18:25
pcshop-დან მინდა ლეპტოპის გამოტანა განვადებით, 2 წლიანი სავარაუდოდ და რომელ ბანკს მირჩევთ? სადაა ყველაზე დაბალი პროცენტი/საკომისიო და ა.შ.


TBC-ში ვიყავი და 600 ლარი დაამატეს facepalm.gif facepalm.gif

Posted by: becoo 24 Aug 2016, 07:24
ფეი ექსპრესის ქსელის აგენტი ბევრ საიტზეა მსგავსი განცხადება
რას ნიშნავს ეს ? რა ევალებათ? რატომ არ უწერიათ ფუნქცია-მოვალეობები?

Posted by: stinky 29 Aug 2016, 21:30
ვესტერნუნიონის გადმორიცხულ ფულს ვამოწმებ მაგათ საიტზე და ევროს მოვნიშნავ თუ დოლარს მაინც მიგდებს გზავნილზე ინფორმაციას და რა ჭირს? givi.gif

Posted by: levaa 30 Aug 2016, 11:59
მიკროსაფინანსოების ვალები ვისაც აქვს იმის სახელზე შპს რომ გაიხსნას რამე შეუძლიათ ანგარიშები დაუყადაღონ ან თვითონ შპს უქნან რამე?

Posted by: stinky 1 Sep 2016, 21:09
ლიბერთი ბანკის სახელფასო უნივერსალური ბარათით გადავიხადე უცხოური საიტიდან დოლარით, მომივიდა სმს რამდენი დოლარი დამრჩა, მარა თანხა მქონდა ლარის ანგარიშზე

ახლა ლარებით მინდა გადავიხადო ქართულ საიტზე და მომდის რო ნაშთი გაქ 0 ლარიო, და რა მოხდა დოლარის ანგარიშზე გადაიტანა მთლიანი თანხა?

Posted by: msh050 1 Sep 2016, 22:56


მოკლედ amazon.com ზე მქონდა ორი ექაუნთი ერთი დედაჩემის სახელზე და ფოსტაზე და დედაჩემის პლასტიკური მქონდა მიბმული მეორე ჩემზე და იგივენაირად ჩემი პლასტიკური მქონდა მიბმული usa2georgias მისამართებიც . მოხდა ესეთი რამ დღეს ვიყიდე ლაპტოპი 720 $ დ დედაცჰემის ექაუნთით და მიიღო ჩვეულებრივად მერე მომივიდა ფოტაზე შეტყობინება რომ ექაუნთი დამებლოკა. არ გამოჩდა ორდერი და ავიღე და დედაჩჰემის პლასტიკური ჩემს ექაუნთზე შევიყვანე და გამოვიწერე მაგრამ აქაც 1 საათში დამებლოკა გვერდი არსად არ ჩანს რომ ნაყიდია ნივთი ჩავედი ბანკომატტან და თანხა დამხვდა ჩამოჭრილი რა ვქნა ამიხსენით ვის მივმართო ვნახე გადახდის ისტორიაში რომ ამაზონმა ჩამომაჭრა და როგორ გავიგო რომელი ექაუნთით მოხდა ჩამოჭრა და ნივთი ჩამომივა თუ არა საერთოდ და თუ არ ჩამოვა თანხა როგორ დავიბრუნო გთხოვთ დამეხმაროთ

Posted by: spider77 2 Sep 2016, 12:54
msh050
QUOTE
როგორ გავიგო რომელი ექაუნთით მოხდა ჩამოჭრა და ნივთი ჩამომივა თუ არა საერთოდ


წგ ყველაფერი ამაზონს უნდა მისწერო დეტალურად.
ისე, ექაუნთი დაგებლოკა რას ნიშნავს? მიზეზი რაა. ესე ხო არ ხდება 2 ექაუნთი გაქვს და რატომღაც ორივე დაიბლოკოს?

როგორც გავიგე ორივე გადახდა დედის ბარათიდან გააკეთე და ორჯერ გაქვს თანხა ჩამოჭრილი?

Posted by: inertiacreeps11 8 Sep 2016, 03:33
გამარჯობა'თ.. აუ ვინც ერკვევით მაინტერესებს ვივუსზე 23 დღის გადაშორების მერე აშავებენ??? გაფრთხილებირ წერილი უკვე მომივიდა სახლში ;((((((((

Posted by: Floydiohead 9 Sep 2016, 14:52
3 თვით მინდა ანაბარზე შევიტანო თანხა დოლარში და დავაგროვო, აქვს აზრი პირობებს თუ რეალურად არცაა შანსი რამე სარგებელი დაერიცხოს?

Posted by: annak 10 Sep 2016, 06:03
თბილისში შეიძლება სადმე ინდური რუპიის გადახურდავება?
თითქოს ერ. ბანკშიო ასე უთხრეს, მაგრამ ზუსტად იქნებ იცოდეთ
ხანშიშესულია ვისაც აინტერესებს და ტყუილა რომ არ იაროს.

Posted by: spider77 11 Sep 2016, 02:11
Floydiohead
QUOTE
3 თვით მინდა ანაბარზე შევიტანო თანხა დოლარში და დავაგროვო, აქვს აზრი

თანხას გააჩნია.
თუ მილიონს დადებ, 3 თვეში დაახლოებით 10-15 ათასს აიღებ.

Posted by: ilushh 22 Sep 2016, 17:15
გამარჯობათ, რა მინტერესებს რუსულ სბერ ბანკში ვერ დავრიცხავ საქართველოდან ფულს ? და სად უნდა მივიდე ან რა ვქნა მითხარით რა თუ იცით 2kiss.gif

Posted by: spider77 23 Sep 2016, 21:28
ilushh
ანგარიში ხო იცი (რომელზეც უნდა გადარიცხო)?
რა პრობლემაა ვერ ვხვდები.

თუ რომელიმე ბანკის კლინტი ხარ, შენი ანგარიშიდან გადაგირიცხავენ.



Posted by: ilushh 23 Sep 2016, 21:32
spider77
კი ვიცი, და ნებისმიერ ბანკში მივიდე და გადამიგზავნიან ხო ?

Posted by: spider77 24 Sep 2016, 07:44
ilushh
QUOTE
ნებისმიერ ბანკში

რომელ ბანკშიც ანგარიში გაქვს.

თუ ანგარიში არ გაქვს, მიდი ნებისმიერში, გაგიხსნიან ანგარიშს და იქიდან გადარიცხავენ.

Posted by: ilushh 24 Sep 2016, 10:57
spider77
კარგი მადლობა

Posted by: stinky 29 Sep 2016, 13:15
ყველაზე კარგი ბარათი საშოპინგოთ უცხოურ საიტებზე რომელია? და წლიური ყველაზე იაფი რო იყოს, თიბისის icard მომეწონა და არის სხვა უფრო იაფი?


http://www.tbcbank.ge/web/ka/icard


და ამის ანგარიშზე ხო შეძლებენ გადმორიცხვას უცხოეთიდან და საქართველოდან?

Posted by: spider77 29 Sep 2016, 16:10
stinky
QUOTE
ამის ანგარიშზე ხო შეძლებენ გადმორიცხვას უცხოეთიდან და საქართველოდან?

კი, უპრობლემოდ.

Posted by: >BARCELONA 29 Sep 2016, 18:17
საქართველოს ბანკის საკრედიტო ექსპრეს ბარათის შეცვლაზე დამირეკესმგონი ანექსიო თუ რომელიღაცათი
და ხომ არ ხართბ საქმის კურსში რა პლიუსი აქვს ღირს თუ არადა
ან სად ვნახო პირობები

Posted by: Florbelle 29 Sep 2016, 18:57
2 რაღაც მაინტერესებს
1)პირადი ნომრით ვინმეს შეუძლია რო სესხი აიღოს ჩემ მაგივრად სიტყვაზე?ისე გათესლდნენ ეგენი უკვე არ გამიკვირდება
2)ე.წ. შავი სია ბანკის თანამშრომლების გარდა არის კიდე ვინმესთვის ხელმისაწვდომი?

Posted by: spider77 29 Sep 2016, 20:34
Florbelle
QUOTE
1)პირადი ნომრით ვინმეს შეუძლია რო სესხი აიღოს ჩემ მაგივრად სიტყვაზე?ისე გათესლდნენ ეგენი უკვე არ გამიკვირდება

ბანკში არა და მიკროსაფინანსო ში კი.

Posted by: Florbelle 29 Sep 2016, 22:28
spider77
ხედავ ეს ნაბოზარი თურმე რატო მეკითხებოდა
ეძახე ნათესავი ტოო,კი გავაჯმეინე მარა რამდენს გაუყვია ალბათ თავი ეგრე ნებით ან ძალით

დიდი მადლობა პასუხისთვის გაიხარე

Posted by: spider77 30 Sep 2016, 10:39
Florbelle
QUOTE
მარა რამდენს გაუყვია ალბათ თავი ეგრე ნებით ან ძალით

სამწუხაროდ ძალიან ბევრს.


QUOTE
დიდი მადლობა პასუხისთვის გაიხარე

არაფრის.
წარმატებები ...

Posted by: Salome_L 30 Sep 2016, 11:24
ჩაინიკური კითხვა მაქვს...
იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანება დამაკისრა სასამართლომ გადასახდელად + ჯარიმა/პროცენტები ... სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში აპრილში შევიდა... ჯარიმა პროცენტების დარიცხვა იანვრიდან ხდება თუ აპრილიდან ???


Posted by: spider77 1 Oct 2016, 13:57
Salome_L
ეს კითხვა იურისტებს უფრო ეკუთვნის.

Posted by: Cele 1 Oct 2016, 17:33
ონლაინ-ბანკინგით შემილია უცხოეთში რო ჩავურიცხო თანხა? კერძოდ ირლანდიაში.

თიბისის ონლაინ-ბანკინგი მაქ.

Posted by: otiko_otiko2 11 Oct 2016, 21:21
საქართველოს ბანკის ანგარიშზე როგორ ჩავრიცხო ინტერნეტით? ანგარიშის ნომერი მაქვს,რომელი ბარათიდანაც ვრიცხავ მაგის ინტერნეტ ბანკინგი არ მაქვს.

Posted by: dreamcatchermetkibijo 18 Oct 2016, 21:44
გამარჯობა,
ჩვეულებრივი შპს რომელიც კრედიტების გაცემით არის დაკავებული, ხდება მისო. ხომ არ იცით, მისოსთვის სავალდებულოა თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებისთვის სალაროს კვანძის ქონა? ანუ ექსპერტი მსესხებლის მისამართზე ვერ მიიღებს თანხას სალარო აპარატის საშუალებით??ან საერთოდ მისოები როგორ ახდენენ მსესხებლებისგან თანხის მიღებას? საკასო ოპერაციებზე თუ რამე გამოცდილება გაქვთ იქნებ გამიზიაროთ ))))

Posted by: spider77 24 Oct 2016, 16:16
Celeste
QUOTE
ონლაინ-ბანკინგით შემილია უცხოეთში რო ჩავურიცხო თანხა? კერძოდ ირლანდიაში.

თიბისის ონლაინ-ბანკინგი მაქ.

კი, შეგიძლია.

დიჯიპასი ან სმს კოდი უნდა გქონდეს.

Posted by: vaho 25 Oct 2016, 11:48
პენსია შეუძლია აიღოს პენსიონერმა საზღვარგარეთის პასპორტით?

ლიბერთის თემაში არავინ მპასუხობს...

Posted by: spider77 25 Oct 2016, 13:35
vaho
QUOTE
პენსია შეუძლია აიღოს პენსიონერმა საზღვარგარეთის პასპორტით?

პენსიონერმა, თავისი ანგარიშიდან უნდა გადარიცხოს თანხა იმ უცხოური ბანკის იმ კონკრეტულ საბარათე ანგარიშზე და იქ რო დაჯდება ფული, მერე შეძლებ (უცხოური) ბარათიდან აღებას.


Posted by: vaho 25 Oct 2016, 15:44
სხვა რამეს ვკითხულობ.

მამაჩემმა პირადობის მოწმობა დაკარგა და საზღვარგარეთის პასპორტით თუ მისცემენ პენსიას ლიბერთიში?

Posted by: spider77 25 Oct 2016, 16:48
vaho
QUOTE
სხვა რამეს ვკითხულობ.

ვუი, უკაცრავად. mo.gif
რატომღაც ამოვიკითხე უცხოური ბანკის ბარათით თუ შეუძლია გაიტანოსო? biggrin.gif

კი, უპრობლემოდ აიღებს.
საქართველოს მოქალაქის "საზღვარგარეთის პასპორტიც" ითვლება პირადობის დამადასტურებელ სრულფასოვან საბუთად.

Posted by: vaho 25 Oct 2016, 18:01
spider77

მადლობაsmile.gif
..................

Posted by: theodous 31 Oct 2016, 20:29
მეგბრებო მინდა რომ ბანკიდან გადავრჩხო ფული იანდრქს მანიზე

მაქვს ტბც აკაუნტი და მინდა გავაკეტო ონლაინ ბანკინგით და როგორ შელება რომ გავაკეტო ეს?
თუ მანცადმაინც ბარატის კოდი უნდ აჩავწერო იქ?


დამხამრეტ რა ანგარიშის ნომრით გადაგზავნაზე

Posted by: 1imereli1 31 Oct 2016, 23:27
theodous

QUOTE
მაქვს ტბც აკაუნტი და მინდა გავაკეტო ონლაინ ბანკინგით


ვერ იზამ .

Posted by: DB.COOPER 4 Nov 2016, 16:09
............................................................

Posted by: source 6 Nov 2016, 11:54
ახალი წლისთვის მჭირდება დოლარი
ლარი მაქვს და დოლარის ყიდვა მინდა

როგორ მირჩევთ მოვასწრო ეხლა დოლარის ყიდვა აიწევს დოლარის კურსი მაღლა ახალი წლისთვის?

Posted by: spider77 6 Nov 2016, 15:54
source
QUOTE
ახალი წლისთვის მჭირდება დოლარი
ლარი მაქვს და დოლარის ყიდვა მინდა

როგორ მირჩევთ მოვასწრო ეხლა დოლარის ყიდვა აიწევს დოლარის კურსი მაღლა ახალი წლისთვის?

ეს რო ვიცოდე მილიონერი ვიქნებოდი yes.gif



ერთხელ მეზობელმა დამირეკა მობილურზე (სამსახურში ვიყავი) და ანალოგიური კითხვა დამისვა, მეც შესაბამისად ვუპასუხე და სერიოზულად ეწყინა.
ბანკში ტყუილად მუშაობ ?!
მე რატომ მიმალავ, შენი მტერი ხო არ ვარო ?! facepalm.gif

Posted by: otiko_otiko2 6 Nov 2016, 23:33
QUOTE
ეს რო ვიცოდე მილიონერი ვიქნებოდი yes.gif



ერთხელ მეზობელმა დამირეკა მობილურზე (სამსახურში ვიყავი) და ანალოგიური კითხვა დამისვა, მეც შესაბამისად ვუპასუხე და სერიოზულად ეწყინა.
ბანკში ტყუილად მუშაობ ?!
მე რატომ მიმალავ, შენი მტერი ხო არ ვარო ?! facepalm.gif


lol.gif lol.gif lol.gif თუ რამე წინასწარი კურსის პროგნოზი ჩაიგდე ხელში ჩვენც გაგვიყავი up.gif

Posted by: manchesterisfani 7 Nov 2016, 10:31
ერთი შეკითხვა მაქვს:თუ მაქვს უფლება რომ სესხის დაფარვის შემდეგ კომპანიას ვთხოვო ჩემი რეგისტრირებული პროფილის გაუქმება და საერთოდ ჩემი მონაცემების დაბლოკვა?

Posted by: spider77 7 Nov 2016, 13:00
otiko_otiko2
QUOTE
თუ რამე წინასწარი კურსის პროგნოზი ჩაიგდე ხელში ჩვენც გაგვიყავი

ეგ იგივეა წინასწარ იცოდე საფეხბურთო მატჩის შედეგები და ტოტალიზატორში ფსონები გააკეთო. biggrin.gif


ან იმ ხალხის გამკვირვებია, ძალიან (აი მეტი რო არ შეიძლება ისე) მეცოდებიან, მაგრამ თავიანთ თავს და უცოდინარობას უნდა დააბრალონ, რაღაც შპს-ს რო მიანდეს დანაზოგები და ეხლა როა წივილ-კივილი "რუსთავი-2"-ს ეთერში, არიქა, რაღაც "ფინანსურმა" ორგანიზაციამ "საქართველო"-ო თუ რაღაცამ ხალხი გადაყარაო.

პირამიდა რო დაინგრევა (დღეს თუ ხვალ) ამას დიდი მკითხაობა არ სჭირდება, ამხელა პროცენტს რო გპირდებიან დივიდენდში, თუ ვერ ხვდები რო ეს აფიორაა, ვერაფერი ვერ გიშველის. შენ მაინც გააკეთებ იგივეს, ამ ორგანიზაცია თუ გითხრეს არ გაეკაროვო, შენსას არ დაიშლი და ამას თუ არა სხვა შპს მიადგები და მაინც დაიღუპები. მერე სახელმწიფოსკენ ხელის გაშვერა და "მიშველეთ"-ს ძახილი გვიანი იქნება.

Posted by: N-K 11 Nov 2016, 04:15
რომელიმე ბაანკი ისეთ ანაბარს გვთავაზიბს, სადაც ფულის ვადაზე ადრე გამოტანა არცერთ შემთხვევაშ არ მოხერხდება? არც დარღვევით და არც ისე? და იმასაც რომ ფულს ვერ ვხედავდეთ

Posted by: stinky 15 Nov 2016, 14:03
უარყოფილი
მიმდინარეობს დღის დახურვა/გახსნა. გთხოვთ დაიცადოთ



მოკლედ ლარიდან მინდა დოლარზე კონვერტაცია და მაგას მიწერს, დაბლოკილია თანხები და დრო რამდენი ჭირდება ამ ყველაფერს? ტბს ბანკია

Posted by: Kaccess 17 Nov 2016, 19:21
უ არ დაგეზარებათ, თბს ბანკში მაქვს სესხი 5 წელია,
20 000 ლარამდე( თავმდები მამაჩემი,პირადი ნივთებით.იპოთეკა არ მაქვს ჩადებული), ამ 5 წლის განმავლობაში დაახლოვებით 6 თვე სტაბილურად ვიხდი თვეში 500 ლარს,დანარჩენი პერიოდი თითქმის არ გადამიხდია, 1 წლის უკან დამიკავშირდა შ.პ.ს ტრიბადან ვინმე აღმასრულებელი რომელმაც მითხრა რომ სასამრთლოს გადამცემდა თუ გადახდას არ დავიწყებდი,შევუთანხმდი ჩემთვის მისაღებ თანხაზე და ვიხდიდი მთელი ამა წლის 31 აგვისტომდე, ბოლო 2 თვე არ გადამიხდის, ორი დღის უკან მივიღე სარჩელის ასლი რომ სასამართლოში მიჩივლის ტრიბა, დავუკავშირდი აღმასრულებელა და შევთავაზე მორიგება,თავიდან თითქოს გამომყვა მაგრამ მერე გადამამისამრთა სხვა აღმასრულებლთან რომელმაც განმიცხადა რომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მომირიგდებოდა თუ ერთიანად 30 000 ლარს ან თვეში 1000 ლარს, ხელფასი მაქვს 2000 ლარი , როგორ მოვიქცე რას მირჩევთ ან მსგავს თემებში გამოცდილი ადვოკატი თუ გეგულებათ მომსახურება რომ ძვირი არ დამიჯდეს, მოკლედ ერთიანად გასტუმრების საშუალება არ მაქვს და 1000 ლარზე თუ შევუთანხმდები აზრს კარგავს ჩემი სამსახური და მუშაობა

Posted by: Wesle 23 Nov 2016, 12:52
უძრავ ქონებაზე მინდა იპოთეკა.
ყველაზე კარგი პირობები რომელ ბანკს აქვს იქნებ ვინმემ იცოდეთ.

Posted by: manchesterisfani 28 Nov 2016, 14:49
ერთი შეკითხვა მაქვს: თუ სესხი არის ჩემს სახელზე ხომ შემიძლია მარტო პირადობის მოწმობით გადავიხადო თუ სესხის ნომერიც უნდა მივუთითო ასევე ?

Posted by: spider77 29 Nov 2016, 18:01
manchesterisfani
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს: თუ სესხი არის ჩემს სახელზე ხომ შემიძლია მარტო პირადობის მოწმობით გადავიხადო თუ სესხის ნომერიც უნდა მივუთითო ასევე ?

ბანკს გააჩნია, ნორმალურ ბანკებში კი biggrin.gif

Posted by: Greta 29 Nov 2016, 23:16
ბინის შესაძენად მაკლდება 3-4 000 დოლარი. რა ტიპის სესხი ჯობია რომ ავიღო? იპოთეკური ჯობია მაინც?

spider77

ჰელფ sad.gif

Posted by: spider77 30 Nov 2016, 10:45
Greta
2kiss.gif

თუ მხოლოდ მაგდენი გაკლედბა, იპოთეკაზე ნაკლები რისკი გექნება. ჯობია ბინა (რომელსაც ყიდულობ) ჩადე იპოთეკაში, პროცენტი გაცილებით დაბალია ვიდრე სამომხმარებლოზე. მაგას მალევე გადაიხდი და იპოთეკაც მოიხსნება smile.gif

ესე ჯობია (Я так думаю) yes.gif

Posted by: Greta 1 Dec 2016, 23:37
spider77

მადლობა :* :*

მეც ეგრე ვფიქრობდი, თუმცა ახლა ამ გაგიჟებულმა კურსმა ცოტა ჩამაფიქრა

Posted by: source 3 Dec 2016, 12:10
გამარჯობა smile.gif
ეროვნული ბანკის საიტზე სად შევიდე ? ან ლინკი რომ დამიდოთ
წინა წლების სტატისტიკა რომ ვნახო რომელ თვეში რა კურსი იყო


Posted by: ufulostudenti 5 Dec 2016, 18:28
ისტორია უაყოფითი მქონდა, შევიტანე განაცხადი დღეს ფინკაში და თავმდები მომთხოვეს, ხელფასიანი თანამშრომელი წავივნე და მთელი დღე მირეკავენ და რაღაც დამატებით კითხევბს მისვამენ და ეხლა ხვალ იქნებ მოიყვანოთ თავმდები რომ ისტორია გადავამოწმოთო
თუ უარია ამდენს ხო არ იჩალიჩებდნენ, ესეიგი მაძლევენ /?

Posted by: spider77 6 Dec 2016, 11:42
source
QUOTE
ეროვნული ბანკის საიტზე სად შევიდე ? ან ლინკი რომ დამიდოთ
წინა წლების სტატისტიკა რომ ვნახო რომელ თვეში რა კურსი იყო


https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582

Posted by: medzebari 9 Dec 2016, 23:27
სამომხმარებლო სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში თუ მოძრავი ქონება არ არის ჩადებული ბანკში ამ შემთხვევაში ბანკს შეუძლია მასზე ყადაღის დადება?

Posted by: Ambitious_Person 13 Dec 2016, 13:32
ბანკი რატომ ითხოვს სურათს იმ სახლის სადაც ცხოვრობ თუ უზრუნველყოფაში არ დებ? უბრალოდ სურათი გადაუღეო თუნდაც შპალერსო biggrin.gif

Posted by: assassin23 14 Dec 2016, 01:48
N-K
დისკონტური სადეპოზიტო სერთიფიკატი იკითხე .. ბანკში რო მიხვალ ანაბრის პონტია რა და მისი დარღვევა არ შეგიძლია.... საშენო შეიძლება გამოდგეს და მოიკითხე

* * *
http://bankofgeorgia.ge/wealth/ge/offering/CDs აქ გადახედე

Posted by: MRlurch 17 Dec 2016, 16:39
იმედია სწორ ადგილას ვწერ, მოკლედ მქონდა ბევრი ონლაინ კრედიტი და საქართველოს ბანკის ექსპრესი, ვივუსი გადაცილებაში მქონდა და გრაფიკით დავფარე, დანარჩენი ონლაინიც ზოგი გადამიცდა 10 დღით ზოგი ცოტა მეტით მარა ნუ მოკლედ ყველაფერი ამჟამად დაფარული მაქვს ორი ონლაინის გარდა, მონეზა და სოლვა სადაც ყველაფერს გრაფიკით ვიხდი და გადაცილება არ მაქვს. აქ მაქვს ჯამში 2000 ამდე და მინდა ბანკში გადავიტანო სესხი, თიბისი სახელფასო ვარ და თავი მოიკლეს 6 თვე ვერაფერს გიშველითო facepalm.gif , მიზეზად ვივუსი და საქართველოს გადაცილება მითხრეს, არადა კრედიტინფოში დავრეკე მითხრეს რო სუფთა ხარ ყველანაირადო და რომელიმე ბანკში მისვლას აზრი აქვს სახელფასო რო არ მაძლევს? თუ თიბისია ესეთი სტროგი სესხებზე?

Posted by: ROBERY 17 Dec 2016, 20:59
MRlurch
მე რამდენადაც მითხრეს როცა ტიბისი ონლაინ სესხს ხედავსე ეგრევე არეჯექთებსო, მეც რო მივედი გოგომ 1 წუთში მითხრა უარი აზრი არ აქვსო.
პარადოქსია მაგრამ ჩემს მეგობარს რომელსაც ხელფასი არ ერიცხება დაუბრალოდ ძმა ურიცხავს ხოლმე ბარათზე თანხას იმას დაუმტკიცეს სესხი.

Posted by: MRlurch 17 Dec 2016, 21:11
ROBERY
ანუ თიბისის ჭირია მარტო ეგ. იმედია ეგრეა, ვცდი სხვაგან მაშინ. არადა სახელფასოდან ჩამომაჭერით პირდაპირ მეთქი ვუთხარი და მაინც თავი მოიკლეს.

Posted by: Ambitious_Person 18 Dec 2016, 11:15
MRlurch
რესპუბლიკა მოგცემს უეჭველი

Posted by: გიარია 20 Dec 2016, 23:09
ევროპიდან ანგარიშზე რომ თანხა ჩამირიცხონ, რამდენი პროცენტი მიაქვთ ბანკებს? ვთქვათ თიბისის, ან საქართველოს ბანკს?

Posted by: MRlurch 22 Dec 2016, 11:31
Ambitious_Person
არ მომცა არც მაგან ცუდი რეიტინგი გაქვსო.

მოკლედ ვინმემ თუ იცით ისეთი საფინანსო 2000 ლარი მჭირდება ხელზე, სახელფასო ამონაწერს მოვუტან და ბარათიდან მაჭრას თანხა არ მაქვს პრობლემა, თავდებს და ოჯახის წევრების პირადობებს და მთელ დასტა საბუთებს ვერ მივუტან და მივუყვან, არი რამე ეგეთი? biggrin.gif. კრედომ და ჯაბამ ორივეს მთელი საბუთების დასტა მომთხოვა ;(

Posted by: ildamusa 29 Dec 2016, 19:55
სესხი მაქვს და წინსწრებად 400 დოლარი გადავიხადე. ახლა ინტერნეტ ბანკით ვნახე და ამ 400$ დან 2% ანუ 8$ საჯარიმოა, და კიდევ 12 დოლარი წაიღო პროცნტის თანხაო. და რა პროცენტის თანხა? spy.gif spy.gif spy.gif
ყოველთვიურ გგადასახდელს ვიხდი და ის პროცენტი და ძირი გადახდილი მქონდა.


სანამ ბანკში ვკითხავ ვინმე თუხართ კომპეტენტური გამარკვიეთ რა smile.gif

Posted by: spider77 30 Dec 2016, 12:30
ildamusa
QUOTE
სანამ ბანკში ვკითხავ ვინმე თუხართ კომპეტენტური გამარკვიეთ რა

აქ, ესე ზეპირად, ვერავინ ვერ გაგარკვევს.
ადგილზე უნდა მიხვიდე და კონკრეტულად შენი ანგარიში უნდა ნახოს ოპერატორმა (ან საკრედიტო მენეჯერმა),
რა, როდის, რამდენი და რატომ ჩამოგეჭრა.

Posted by: assassin23 2 Jan 2017, 18:46

გიარია
გზავნილის ჩარიცხვას თუ გულისხმობ შენ არაფერს არ იხდი ... ვინც გიგზავნის გამგზავნი იხდის გადასახდელს აქ შენ სუფთად აიღებ ....
12სახის გზავნია ყველას სხვადასხვა ლიმიტები აქვს ...

Posted by: Rom 7 Jan 2017, 11:10
გამარჯობათ, მჭირდება 3000ლარი 3 წლიანი სესხი, 900 ლარი მაქვს ხელფასი, მერიცხება საქ.ბანკში, სწრაფი სესხის ვალი მაქვს 2000ლარამდე და 2 წლიანი საქ.ბანკის სამომხმარებლო სესხი მაქვს 1700ლარამდე. საქართველოს ბანკი აღარ მაძლევს სესხს, მიზეზს არ მეუბნევა, არადა ისტორია კარგი მაქვს, 3ბინა არის ჩემზე გაფორმებული. თიბისი ბანკიც რატომღაც არ მაძლევს სესხს. ამავდროულად ეს სწრაფი სესხები გადასახდელი მაქვს, ვინ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე. ისეც არ მინდა ეს 3000ლარისაგივრად 10000გადავიხადო.

Posted by: spider77 8 Jan 2017, 11:51
Rom
QUOTE
მიზეზს არ მეუბნევა, არადა ისტორია კარგი მაქვს

ეს შენ გგონია რო ეგრეა, სინამდვილეში


QUOTE
სწრაფი სესხის ვალი მაქვს 2000ლარამდე

აი ეს, ჯერ სწრაფი სესხი რო გაქვს საერთოდ და ისიც გადაცილებაში, არათუ არ აფუჭებს ისტორიას, არამედ ჩათვალე, რომ კატასტროფულად ცუდი ისტორია გაქვს.

Posted by: Rom 8 Jan 2017, 19:59
spider77
გადაცილება არ მაქვს და თან ვეუბნევი რომ მაგის დასაფარად მინდათქო.

Posted by: kikipintre 8 Jan 2017, 20:51
Rom
სწრაფი სესხი უკვე დიიდი მინუსია...
შენ რაც ჩამოთვალე შემოსავალი და ვალები წესით არ უნდა მოგცეს ბანკმა მარტივი მიზეზის გამო, არ ედრება შენი შემოსავალი და გადახდის შესაძლებლობები ერთანეთს.
ონლაინ სესხებთან დაკავშირებით კი მარტივი ლოგიკაა.
მათ აქვთ უაზროდ დიდი პროცენტები, ადამიანი რომელიც მაგათგან იღებს სესხს არასანდოა ბევრი მიზეზის გამო...
შეხედე შენი მხრიდან, როცა ვინმე ფულს გთხოვს ხომ აანალიზებ რამდენად დამბრუნებელია და იმის მიხედვით ასეხებ...
მე მაგალითად არ ვასესხებ ადამიანს ფულს ვისაც ონლაინ სესხები აქვს, ასევე იწერება მინუსად ბანკებისთვის ეს ამბავი.
მაგას ჯობია ისე ისესხო, დაფარო და მერე მიაკითხო ბანკს

Posted by: Gam3Master 11 Jan 2017, 18:13
რამდენად სწორი ადგილია არ ვიცი მაგრამ დავსვამ მაინც კითხვას.

რომელიმე ფულის გადამრიცხავი კომპანია მუშაობს 24 საათი? ანუ უცხოეთიდან რომ გამომიგზავნონ ფული და ნებისმიერ დროს შემეძლოს აღება და მომენტალურად რომ ირიცხებოდეს

Posted by: goga19 11 Jan 2017, 19:42
გამარჯობათ.
მაქვს Peyoneer-ბარათი უკვე 2წელია სადღაც,გააქტიურებით არ გამიაქტიურებია.
მაინტერესებს რამე საკომისიო თუ აქვს კი ვიცი რო აქვს მაგრამ ზუსტად რამდენი?

და კიდევ კაპიკი არ გადამიხდია ბარათის საფასურის,რა შეიძლება რომ მოხდეს თუ არ გადავიხდი ბარათის საფასურს?
წინასწარ გმადლობთ

Posted by: TRAHMINATORI 12 Jan 2017, 21:07
გამარჯობა,დღეს გადავიხადე ვადაგაცილებული სესხი,და მითხრეს რომ შავს სიაში ჯერ ისევ ვიქნები,რა შემიძლია გავაკეთო რომ ეს პროცესი დაჩქარდეს?

Posted by: riverflows 13 Jan 2017, 08:00
გამარჯობა. დოლარში არსებული სესხი ლარში რა კურსით გადადის? ერთმა თქვა 2.2 ში გადაგვიტანესო რესპუბლიკა ბანკში მგონი. მართალი იქნება? და კიდევ, ლარში იპოთეკის ყველაზე დაბალი პროცენტი რომელ ბანაკს აქვს და რამდენი?

Posted by: spider77 17 Jan 2017, 13:45
riverflows
QUOTE
დოლარში არსებული სესხი ლარში რა კურსით გადადის?


სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/414901-galarebis-programasthan-dakavshirebith-finanstha-saministro-informacias-avrcelebs.html

Posted by: riverflows 17 Jan 2017, 18:42
QUOTE (spider77 @ 17 Jan 2017, 13:45 )
riverflows
QUOTE
დოლარში არსებული სესხი ლარში რა კურსით გადადის?


სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/414901-galarebis-programasthan-dakavshirebith-finanstha-saministro-informacias-avrcelebs.html

მადლობა, smile.gif და იპოთეკის პროცენტი სადაა ყველაზე დაბალი რომელ ბანკში, ხომ არ იცით?

Posted by: Dacier 18 Jan 2017, 11:23
ხალიკ ბანკიდან ვინმე ჰომ არ ხართ აქ შემთხვევით ?

კითხვა მაქვს .

იქნებ ვინმე გამომეხმაუროს.

მადლობა წინასწარ

Posted by: gvancula3007 27 Jan 2017, 18:41
ერთი კითხვა მაქვს.გვინდა სახლის შეძენა მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ოფიციალური შემოსავალი არ გვაქვს .ორივეს გადასარევი საკრედიტო ისტორია.გვაქვს საკუთარი სახლიც ,გაქირავებული ოთახებით (რომლებიც ასევე არსად ფიქსირდება)მეუღლე სამშენებლო საქმეშია.ხელოსანი .მე რეპეტიტორი საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკით.შანსი რამდენად გვაქვს ვიყიდოთ ბინა ?საყიდელი ბინა რომ ჩავდოტ ბანკში და ნელ ნელა ვიხადოთ .(შესაძლებელია?)
მიკროსაფინანსოები რამდენად სანდოა იპოთეკისთვის? (ვთქვათ სვის კაპიტალი ) ეგენი იძლევიან თანხას.
მადლობა წინასწარ .

Posted by: Ambitious_Person 7 Feb 2017, 15:42
ვინც გრაფიკებში ერკვევით ამაში გაამრკვიეთ
ესეიგი კლიენტს აქვს ორ ეტაპიანი (ნაშთის შემცირებით ) გრაფიკი
5 წლიანი 10 პროცენტად
სამი თვის მერე გადაწყვიტა რიცხვის შეცვლა და გადატანა ,
ანუ 10 ში იხდიდა გადაიხდის 20 ში
შესაბამისად 10 დღის პროცნეტი მინდა

მე ვითვლი ასე
60 თვის ჯამური გადასახდელი პროცენტი მიცანს გრაფიკში და ვყოფ 60 თვეზე და მერე 30 დღეზე . ვამრავლებ ათზე

არადა მეუბნებიან დარჩენილი ძირი გავამრავლო უნდა 10 პროცნეტზე გავყოთ 12 და მერე 30 ზე და გადავამრავლოთ 10 ზეო

.
მეორეს არ ვეთანხმები


Posted by: Gio1986 11 Feb 2017, 21:58
ხალხო დოლარის მსხვილი თანხის გადაცვლა თუ მინდა ლარში სად ჯობია მისვლა?

Posted by: ერთი 26 Feb 2017, 22:06
მეგობარი გაშავებულია ტბს ში,საქართველოს ბანკში და ლიბერთი ბანკში ,ყველგან ვალი აქვს
საკრედიტო ბარათის აღება უნდა და რომელიმე სხვა ბანკში რომ გააკეთოს ანგარიში და ჩარიცხოს თანხა,ხო არ ჩამოეჭრება ?

Posted by: permer 27 Feb 2017, 17:15
1) თბს ბანკს აქვს აგროსაინვესტიციო პროექტი, სოფ. მეურნ. სამინისტროსთან ერთად გააკეთეს პრეზენტაცია
2016წ. 5 სექტემბერს.
არ ითხოვს რეგულარულ შემოსავლებს, ხელფასს და ა.შ.
აუცილებელი პირობაა მინ. 1 ჰა– ს მფლობელობა.
სესხი მიზნობრივია და ირიცხება ინვოისის საფუძველზე:
ა) ნერგებისთვის.
ბ)წვეთოვანი სარწყავისთვის.
გ) შემოღობვისთვის
დ) სასუქისა და მოვლა/ფორმირებისთვის.
მოთხოვნაა გამოცდილების ქონა.
დამავიწყდა დამეწერა, ფინანსდება მხოლოდ ინტენსიური მებაღეობა.
გამოცდილებად კი გითვლიან ამღამად ბაღის ქონას, ტუნდაც არაინტენსიურის – პარადოქსულია ცოტა,
რადგან ინტენსიური ბაღის მოვლა საქართველოში(რამდენადაც ეს ახალი ტექნოლოგიაა) ტიტოოროლას თუ აქვს.
კომპანიონი მყავს აგრონომი და გამოცდილად არ მიიჩნევა.
ესეც არ იყოს, სანერგე მეურნეობა ხელშეკრულებით, მსხმოიარობამდე მიყვანის გარანტიას დებს.
პლუს– " დანერგე მომავალი" მონაწილეებს ავალდებულებს ხეხილის მოვლის სატრენინგო კურსის გავლას.
მოკლედ 12 ჰას ვდებ და 15 000 აშშ დ არ მაძლევენ – საერთოდ არ მაძლევენ.

2) ტენდერისთვის მჭირდება თანხა 10 – 15 000 ლ.– დანარჩენი მე მაქვს.
უზრუნველყოფაში ვდებ 12 ჰა. სას. სამ. მიწას კასპის რ–ში
სამი თვის შესრულება მაქვს 35 000 ლ – ტენდერით აღებული და შესრულებული.
– თბს ში აღებული მქონდა წინა საქმისთვის 5 000 ლ. დროზე ადრე დავფარე.
ვერ ვიღებ.სესხს.
ისტორია კარგი მაქვს.

Posted by: spider77 27 Feb 2017, 22:59
ერთი
QUOTE
ტბს ში,საქართველოს ბანკში და ლიბერთი ბანკში ვალი აქვს

და რომელი დარჩა? fingal.gif


Posted by: ერთი 28 Feb 2017, 09:11
spider77
რავიცი რაღაც სალობიე ბანკები ხოა კიდე

Posted by: bfjribhs 3 Mar 2017, 18:43
რეფინანსირების სესხი რა არის
.........................

Posted by: MONTY 25 Mar 2017, 02:25
სახელმწიფო ხაზინაში როგორ ხდება თანხის ჩარიცვა ? სწრაფი გადახდის მეთოდითი თუ აქვს ?

Posted by: chuboo 7 Apr 2017, 00:38
gamarjobat...

dzaan sharshi var da iqneb mirchiot rame..

erti 3 4 tvis cin megobars sesxis tavdebshi chavudeqi 20 000 larze.. 4 cliani sesxi gaaketa..

mokled imis mere ragaceebi moxda da gadavemteret ertmanets...

exla vafshe yvelaferi fexze.kidia mag sesxsac agar gadaixdis...
am shemtxvevashi ra xdeba?
rogorc vici bina aqvs tavis saxelze sxva araferi.
gadacileba rom iqnrba jer me momdfebian xom?
xelfasi mericxeba , ogond sxva vankshi...
sesxi gaketebulia respublikashi..
an name shansi aris tavidan.rom avirido es yvelaferi ?


au bodishit rom gnishnavt magram dzaaan sharshi var

Mr-Banks
spider77
Did_Giorgi
Kate789
-eka-
INA-INA
g_o_g_i_n_a
nutsiko 18
ერთი 18
shota199408 15
FishFace 13
paparesta 12
ბინლადენი 11
akoo1992 10
Homo Erotikus 10
ნოდარი13 10
donrobita 10
zabzu

Posted by: spider77 7 Apr 2017, 15:23
chuboo
საბოდიშო არაფეირა.
სერიოზულ შარში ხარ.

უფრო იურისტების რჩევა გჭირდება, ხელშეკრულება უნდა გადაიკითხოს კარგად და ყურადღებით (გააჩნია რა და როგორაა გაწერილი).
იურისტების განყოფილებაში იკითხე, ეს სუფთად იურიდიული ნიუანსებია.

Posted by: Did_Giorgi 8 Apr 2017, 12:52
chuboo
თვითონ არ აქვს ალბათ ხელფასი რომელიც ბანკში ერიცხება ხო?
რატომ გგონია რომ აღარ გადაიხდის სესხს?

პლიუსი ის არის, რომ იმავე ბანკში არ გაქვს ხელფასი, თუმცა თუ გაჭირდა სხვა ბანკშიც მოგაგნებენ ბოლოს :/

Posted by: koba1980 12 Apr 2017, 22:05
ვერ ვნახე შესაბამისი თემა და უკაცრავად აქ რომ ვკითხულობ.
დაუბეგრავ მინიმუმზე რამე ისმის წელს? თუ სიაფანტობაა რო ავრცელებენ ხან ფეისზე ხან სად...
ზუსტი ინფორმაცია ხომ არავინ იცით?
rolleyes.gif

Posted by: PANTALONE 13 Apr 2017, 13:54
მეგობრებო/
ყველაზე დაბალი პროცენტი იპოთეკაზე ვის აქვს?


9 პროცენტი წლიური საქ ბანკის აქვს/
10 წელზე რომ გავწელო. გამოდის 90 პროცენტი/
ანუ ფაქტიურად ორმაგი თანხა უნდა ჩავაბარო?



გამაგებინეთ რა ნაირი კალკულატორია ეს?
http://bankofgeorgia.ge/retail/ge/loans/mortgages/ipo-plus
რამეს არ ვითვალისწინებ?
15000(თანხა)*9(პროცენტი)*/100=1350 (წელიწადში)
10 (წელი)*1350 (წლიური პროც) =13500
13500+15000 (ძირი) = 28500 (მთლიანად ჩასაბარებელი)


ეს კალკულატორი კიდე მითვლის
190.01(თვეში)*120 (თვე ან 10 წელი) = 22800 სს

რეალურად რას ვიხდი 22800 ს თუ 28500 ს?

Posted by: Did_Giorgi 13 Apr 2017, 15:08
PANTALONE
რეალურად იხდი 22 800 ლარს
შენ ვარიანტში ზედმეტად ანგარიშობ პროცენტს. მთლიან ტანხაზე ითვლი, არა და დარჩენილ ნაშთზე უნდა დათვალო.
მაგალითად პირველ თვეში ძირს თუ დაფარავ 200 ლარს, შემდეგი თვიდან 14 800 ლარის პროცენტი უნდა დათვალო და არა 15 000 ლარის
PANTALONE
QUOTE
10 წელზე რომ გავწელო. გამოდის 90 პროცენტი/

აქაც ისევ იგივენაირად ითვლი, უფრო ნაკლები გამოვა, ბევრად ნაკლები, ვიდრე 90%

Posted by: GeorgeSword 13 Apr 2017, 15:10
PANTALONE


მგონი შემცირებადი პროცენტის მეთოდით ანგარიშობს
ანუ ძირსაც ხომ ფარავ ყოველწლიურად და შემდეგ წელს უკვე ნაკ;ლები ძირიდან ანგარიშობს პროცენტს
ანუ სიტყვაზე აიღე თანხა 10K 10% -ად პირველ წელს გაქვს გადასახდელი 1000 ლარი პროცენტის ხოლო ძირიც დაფარე სიტყვაზე 500 ლარი, შემდეგ წელს უკვე 9500 ლარის 10%-ს იხდი 950 ლარს შესაბამისად

Posted by: PANTALONE 13 Apr 2017, 15:19
Did_Giorgi
GeorgeSword
გავიგე ახლა. დიდი მადლობა/

ველაპარაკე ტელეფონით და დოლარებში ვერ მიიღებო თუ დიდი თანხა არ გინდაო/
ლარებში 11,5 პროცენტი უკეთეს შემთხვევაში/ მერე ეს უნდა ვახურდავო (თანხა დამაკლდეს) და მოკლედ პიზდეც/


Posted by: Did_Giorgi 13 Apr 2017, 15:55
PANTALONE
100 000 ლარამდე სხვა ვალუტაში ვერ აიღებ სესხს, მართალია

ახურდავო რა, ერთხელ გიწევს კონვერტაცია ან შეიძლება არც კი
ისე აბა ყოველთვე უნდა გეყიდა დოლარი სესხის დასაფარად და ხეზ კურსი რას იზამდა.

პროცენტი მაღალი უთქვამთ. თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვს, დაკლებაზეც შეგიძლია ეჩალიჩო, სადღაც 10-10.5%-მდე

Posted by: PANTALONE 13 Apr 2017, 16:06
Did_Giorgi
ანუ კურსის ტრაკის თამაშზე აღარ შეიცვლება ხომ ლარში გადასახდელი?
ეგ შეიძლება კარგიც არის/

ყველაფერი კარგად მაქვს , მარტო ხელფასი არ მაქვს /
ხელფასი მექნება თუ სესხი მომცეს/ ბინას გავაქირავებ/

რავი იმედია გაითვალისწინებენ

Posted by: Van Troy 13 Apr 2017, 16:17
სამომხმარებლო სესხის სხვა ბანკში მინდა პორტირება და სად უფრო უკეთესი პირობებია ან სად შეიძლება გავეცნო კონკრეტულ პირობებს? თუ უშუალოდ ბანკში მსვლა დამჭირდება?

Posted by: vaknari 13 Apr 2017, 23:04
ანაბრის მაქსიმალური ზღვრული მოცულობა ანაბრის მოქმედების ვადის განმავლობაში - 3.500 ლარი.

ამის განმარტებას ვინ მეტყვის?

Posted by: SHUMI 14 Apr 2017, 21:24
საქართველოს ბანკი თუ თიბისი ბანკი ?

ამ ორი ბანკიდან რომელი უფრო მაღლა დგას დღესდღეობით ? რეიტინგით , მოგებით , ფინანსებით , დაცულობით , საერთაშორისო ბაზარზე აქციების განთავსებით , დეპოზიტებით

ობიექტური შეფასება მაინტერესებს

Posted by: Neqsem 17 Apr 2017, 13:19
ქრისტე აღსდგა!



მოკლედ მაინტერესებს ბანკიდან ეს დოკუმენტები თუ დოკუმენტი როგორ უნდა გამოვიტანო რა დამჭირდება რა გავაკეთო გამარკვიეთ ვინმემ smile.gif

"Copy of your current bank statement with any recent transactions and containing a bar-code or a stamp and signature of the issuer.
Remember, document must be not older than 3 months and contain Latin characters."

Posted by: gig@@@ 27 Apr 2017, 06:36
საქართველოს ბანკი ბარათზე ფულის გადარიცხვები რა შენელებული კადრივითაა ძაან ნელა მუშაობს ამ ბანკის გადარიცხვები
ლიდერბეთიდან გადავრიცხე საქართველოს ბანკის ბარათზე ფული და 1 დღე მოუნდა ანგარისზე ფულის დაჯდომას იქნებ სასწრაფოდ მჭირდება ფული ? ერთი დღე სად ველოდო ?
ასევე ნელა მუშაობს საქართველოს ბანკის ექსპრეს ქარდიდან ფულის გადარიცხვა vivus.ge ში ამ ბანკის გამო ერთი დღის დაგვიანებით ვივუსებში ვალის დაფარვა.
საქართველოს ბანკის წრაფი ჩარიცხვების აპარატებზეც ასეთივე პრობლემაა რომ ჩარიცხო vivus.ge ში ვალის დასაფარად ფული იმ წუთას კი არა მეორე დღეს ჩაირიცხება თანხა vivus.ge ში.
ეს ბანკი 1 დღე რატომ უნდება თანხის გადარიცხვებს ?
სხვა კომპანიის სწრაფი ჩარიცხვის აპარატები სწრაფად მუშაობენ ჩარიცხვიდან 3 - 5 წუთში მოგდის მობილურზე შეტყობინება რომ სესხი დაიფარა !!!

Posted by: kanian_U 28 Apr 2017, 22:12
მამაჩემს ჰქონდა ბანკის ვალი, მაგრამ ვეღარ შეძლო გადახდა რადგან ავარიაში მოყვა და თან პირველი ჯგუფის ინვალიდიც გახდა, სამუდამო სტატუსით.
ამის გამო ბანკი ინვალიდობის პენსიას მთლიანად აჭრის (ლიბერთი), საერთო ჯამში 3000 ლარამდე აქვთ წაღებული და ეს მაშინ, როცა ბანკს სასამართლოში არ უჩივლია, არ არსებობს არანაირი სასამართლოს გადაწყვეტილება მამაჩემის სესხთან დაკავშირებით.
ხოდა მაინტერესებს, აქვს თუ არა ბანკს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე 100% ით წაართვას პენსია და მაქვს თუ არა შანსი სასამართლოს გზით დავიბრუნოთ წართმეული თანხა?

Posted by: BOBOKHA 29 Apr 2017, 21:33
მეგობრებო, გამარჯობა.

ერთი რაღაც მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ.
ექსპრეს ბანკის სტუდენტური ბარათი მაქვს, რომელზეც რამდენიმე თვის წინ შეგროვებადი ანაბარი გავხსენი, რომლის ვადაც ერთ წლიანია და ამ დროის მანძილზე იმ თანხასთან შეხება არ მექნება, თუმცა ანაბრის შექმნისას, როდესაც ხელშეკრულების პირობებს გავეცანი იქ იყო ერთი პუნქტი შეთანხმების ვადაზე ადრე დარღვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც სარგებელს პროცენტი აკლდებოდა. ხოდა ახლა რაღაც მიზეზთა გამო მიწევს ამ შეთანხმების დარღვევა და მაინტერესებს როგორ უნდა გავანაღდო ანაბრიდან ფული და როგორ გადავიტანო ანაბრიდან მთავარ ბალანსზე თანხა? ინტერნეტ ბანკი ამოვქექე და ამაზე ვერაფერს მივაგენი და იქნებ თქვენ იცოდეთ.

მადლობა წინასწარ <3

Posted by: RAO RAO ? 30 Apr 2017, 23:50
kanian_U

მოძებნეთ ნორმალური იურისტი, ვისაც საბანკო სამართალში გამოცდილება აქვს, სახეს აახევს საქართველოს ბანკს. მაგ პენსიასაც დააბრუნებინებს და ზიანსაც აანაზღაურებინებს.
* * *
BOBOKHA

მიდით იმ ფილიალში, სადაც გახსენით ეგ ანაბარი, მიიტანეთ თქვენი ხელშეკრულება და მოითხოვეთ ანაბრის შეწყვეტა და ფულის დაბრუნება. უპრობლემოდ უნდა დაგიბრუნონ წესით.

საერთოდ ანაბარს ხსნის უყაირათო ადამიანი. ფულის შეგროვებას ანაბრის გახსნა კი არ უნდა, არამედ ნებისყოფა და ბიუჯეტის გამოთვლა.
* * *
Van Troy

უნდა მიხვიდე სხვა ბანკში, დიდი ბანკებს არ გაეკარო, პატარებში მიდი სადაც კლიენტებს დასდევენ. გაყვინიზებული ბანკი არაფერში დაგეხმარება.

Posted by: jjj 2 May 2017, 20:20
საქართველოს ბანკიდან თი-ბი-სი-ში გადმორიცხული თანხა რამდენ ხანში უნდა დაჯდეს ანგარიშზე, ერთ სამუშაო დღეზე მეტი ჭირდება?

Posted by: spider77 2 May 2017, 22:37
jjj
გააჩნია სამუშაო დღის რა ნაწილში იქნა გადარიცხული.
თუ დღის მეორე ნახევარში გადარიცხავთ, იმავე დღეს ვერანაირად ვერ დაჯდება.


Posted by: jjj 3 May 2017, 00:48
QUOTE (spider77 @ 2 May 2017, 18:37 )
jjj
გააჩნია სამუშაო დღის რა ნაწილში იქნა გადარიცხული.
თუ დღის მეორე ნახევარში გადარიცხავთ, იმავე დღეს ვერანაირად ვერ დაჯდება.

მეორე დღეს მაინც აუცილებლად დაჯდება? ანუ მაქსიმუმ რა დრო შეიძლება დაჭირდეს?

Posted by: spider77 3 May 2017, 10:34
jjj
QUOTE
მეორე დღეს მაინც აუცილებლად დაჯდება? ანუ მაქსიმუმ რა დრო შეიძლება დაჭირდეს?

თუ გუშინ გადარიცხე, წესით დღეს უნდა დაჯდეს.

Posted by: kolopolo 3 May 2017, 16:54
ქართულ კომპანიას შეუძლია თუ არა ანგარიშის გახსნა ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაში?

Posted by: DIGITAL_art 20 May 2017, 21:22
გამარჯობათ, ირანული რიალს ლარში სად გადამიცვლიან?

Posted by: georgent 3 Jun 2017, 19:43
გაცნობებთ, რომ თქვენ გაქვთ 23 დღიანი ვადაგადაცილება სესხზე სესხზე N 1.06.2017 მდგომარეობით თქვენს მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 257.41 ლარს. აქედან სესხის თანხა არის 225 ლარი, საკომისიო 11.25 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 21.16 ლარი, ხოლო საფოსტო მომსახურების ღირებულება 0 ლარი.
გთხოვთ დაუყონებლივ გადმორიცხოთ აღნიშნული თანხა ჩვენს რომელიმე საბანკო ანგარიშზე:
ჩვენი რეკვიზიტებია:
მიმღები: შპს 4ფინანსი
რეგისტრაციის ნომერი:

შეგახსენებთ, რომ სესხის ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0.41% გერიცხებათ პირგასამტეხლოს სახით..
გატყობინებთ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405 და 407 მუხლები) დავალიანების იძულებითი ამოღების პროცესი, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, რომლის დაფარვაც მოგიწევთ თქვენ! მისი თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ დაუყონებლივ სრულად დაფაროთ თანხა!

არაფერია ჩემს სახელზე რა შეუძლიათ მოიმოქმედონ? 8 ჯერ გამოვიტანე და დავფარე გადაცილების გარეშე ახლა ჯარმა გამიწვია სამსახური აღარ მაქ და ვერ ვიხდი

Posted by: Damageplan 4 Jun 2017, 06:58
paypal-ზე ჩამერიცხა თანხა, MasterCard-ის ბარათი მაქვს მითითებული და გამოტანისას მეუბნება ამერიკის ბანკი დაამატეო.
არადა 1.50 ევრო მოჭრა როცა ბარათი მივუთითე.
როგორ გამოვიტანო paypal-იდან თანხა

Posted by: anderlain 5 Jun 2017, 13:27
http://caucasuscredit.ge/ ამ ბანკთან თუ გქონიათ შეხება? შევავსე სეხი და სმს მომივიდა რომ დამიმკტიცდა. მობრძანდითო და წარადგინეთო პირადობა და ხელფასის საბუთიო. და ხელფასსი არ მერიცხება და რავქნაა მირჩიეთ

Posted by: Вeorn 8 Jun 2017, 21:46
ბექ-ოფის მენეჯერი რა ნაჩალნიკ-მოხელეა ზუსტად შეგიძლიათ ამიხსნათ? :დ

ვაკანსიაზე დამირეკეს და ღირს თუ არა მაინტერესებს

Posted by: spider77 9 Jun 2017, 01:08
QUOTE
ვაკანსიაზე დამირეკეს და ღირს თუ არა მაინტერესებს

რომელ ბანკში?

Posted by: Вeorn 9 Jun 2017, 13:40
spider77

საქართველო.
ანუ მომწერეს მოვალეობები, მაგრამ ორი ვარიანტი მაქვს როგორი შეიძლება აღმოჩნდეს
თან სავარაუდო ანაზღაურებაც არ ვიცი მაგ თანამდებობის, თუ რაცაა

Posted by: spider77 9 Jun 2017, 20:54
Вeorn
QUOTE
ბექ-ოფის მენეჯერი

ნორმალური თანამდებობაა ნორმალური ხელფასით.

Posted by: kanian_U 9 Jun 2017, 21:54
მანქანა ლომბარდში რომ დავტოვო რა მოხდება? რომ გავყიდო იმაზე მეტს არ მომცემენ რამდენსაც ლომბარდი და სისწრაფის გამო მირჩევნია, მაგრამ საბანკო სექტორში ხომ არ გამაშავებენ? ყადაღა და ჯანდაბები არ მინდა იმდენი რაღაც მაბარია.

Posted by: f57 12 Jun 2017, 14:57
გამარჯობა მეგორებო.
ლიბერთი ბანკში მაქვს ანგარიში, რაღაც Maestro ბარათი არის.
მოკლედ, მინდა ამ ბანკთან ნებისმიერი კავშირის გაწყვეტა.
ანგარიშის გაუქმება, და მთელი ისტორიის. აი სოციალური ქსელში აქაუნთის დახურვის მსგავის ოპერაციის გაკეთება.
როგორ უნდა მოვიქცე? რა უნდა ვუთხრა ოპერატორს?

Posted by: krakadzil 19 Jun 2017, 19:03
epay აღარ მუშაობს თუ რატო არ ირიცხება რაჭირს?

Posted by: zekota 19 Jun 2017, 23:50
კომუნალურებს უპროცენტად როგორ გადავიხდი ინტერნეთით,,?

Posted by: Hotstreak 20 Jun 2017, 14:02
ვინც ბანკში მუშაობთ ან იცით ზუსტად, იქნებ ამიხსნათ 0% იანი განვადების დროს დამტკიცების საკომისიო შეადგენს 5 % (1 წლიანზე) 12-15 ორ წლიანზე და ამ ფულს ვის ვუხდი? ნივთის ღირებულებას აკლდება თუ ბანკის/მაღაზიის ხრიკია ვითომ და 0%

Posted by: B/S 20 Jun 2017, 17:27
ესეთი რაღაცის წინაშე ვდგავარ, პირველად მიწევს მსგავსი პროცესის გავლა და ხომ ვერ მეტყვით რამე ჭკვიანურს ? smile.gif

სამხრეთ კორეაში ვყიდულობ ნივთს და ტიპი მეუბნება რომვესტერნ იუნიონით ბრიტანეთში გადმომირიცხე ტანხაო, რამდენად რეალურია ეს პროცესი ხომ ვერ მეტყვით?
ან რამე თავის დაცვის მექანიზმი თუარის , იმისგან რომ დაუშვათ და ის არ გამომიგზავნა რაც ვუთხარი თანხა რომ დავიცვა ?

Posted by: spider77 20 Jun 2017, 23:23
B/S
QUOTE
რამე თავის დაცვის მექანიზმი თუარის , იმისგან რომ დაუშვათ და ის არ გამომიგზავნა რაც ვუთხარი თანხა რომ დავიცვა ?


არანაირი გარანტია.

Posted by: tarielabesadze 4 Jul 2017, 14:43
ზესტაფონში არსებული ბინის იპოთეკაზე ვის მივმართო,ვინ იცის? იყოს კერძოც

Posted by: Your unique security code 8 Jul 2017, 22:53
ბანკომატით ბარათზე ფულის შეტანა აღარ ხდება? ან იდენტიფიკაციას ვერ ახდენს ან უმეტესობას კლავიატურა აქვს ამოცლილი ხოდა ვინმემ ამიხსენით რა ხდება?

Posted by: spider77 10 Jul 2017, 10:51
Your unique security code
QUOTE
ბანკომატით ბარათზე ფულის შეტანა აღარ ხდება?

სად, რომელ ბანკს და რომელ ბანკომატს გულისხმობ?

Posted by: Your unique security code 10 Jul 2017, 14:11
QUOTE (spider77 @ 10 Jul 2017, 10:51 )
Your unique security code
QUOTE
ბანკომატით ბარათზე ფულის შეტანა აღარ ხდება?

სად, რომელ ბანკს და რომელ ბანკომატს გულისხმობ?

საქართველოს ბანკის ბანკომატებს ........

Posted by: Lowlander 18 Jul 2017, 14:04
ბანკებში თავი როგორ გავიშავო ან დავაბლოკინო ისე რომ სესხი არ მომცენ? ტვინი მომიხნეს უკვე...


Posted by: masuris 22 Jul 2017, 23:42
QUOTE (Lowlander @ 18 Jul 2017, 14:04 )
ბანკებში თავი როგორ გავიშავო ან დავაბლოკინო ისე რომ სესხი არ მომცენ? ტვინი მომიხნეს უკვე...

აიღე და აღარ დააბრუნო

Posted by: NikaGeorgiaX 10 Aug 2017, 21:37
კრედიტ ოფიცერი ვერ გავხდები თუ სოც მეცნიერებები მაკ დამთავრებული?
ძაან რთულია პრაკტიკის ან ვაკანსიის პოვნა?
ჯერ ბიზნესის ხალხი რამდენი არიან და პლიუს რამდნეი ჩალიჩობს ამ სპეციალობაზე რო მოხვდეს
რა შანსი აკ გარე სპეციალობის ხალხს

Posted by: spider77 10 Aug 2017, 22:47
masuris
QUOTE
ბანკებში თავი როგორ გავიშავო ან დავაბლოკინო ისე რომ სესხი არ მომცენ? ტვინი მომიხნეს უკვე...

მიკროსაფინანსოში აიღე 100 (ან 200 ლარი) 2-3-ჯერ, მალევე დაფარე (რო არ შეგეტენოს) და მორჩა, არცერთი თავმოყვარე ბანკი აღარ მოგცემს სესხს კაი ხანი.

Posted by: gig@@@ 12 Aug 2017, 17:29
Paypal მა ხო დამტანჯა

QUOTE
შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას.


ამას რატომ გვატყუებენ ? ნებიემიერი არა ის კიდე

თიბისი ბანკის ბარათი მაქვს '' მიქსი '' MastesCard

გავიარე რეგისტრაცია Paypal-ზე ვერ მივაბი ეგ ბარათი სხვათაშორის საქართველოს ბანკის ჩვეულებრივი ექსპრეს ქარდი სამგზავროდ რომ ვიყენებთ ეგეც ვცადე და არც ეგ ებმევა

რომ წავიდე ბანკში და ვიყიდო კიდევ ახალი ბარათი რა გარანტია მაქვს რომ ეგეც გამომადგება ? ბანკის თანამშრომლებს რომ ვეკითხები და ყველაფერზე კის იძახიან არადა თვითონაც აზზე არ არიან რომელი ბარათი გამოგადგება Paypal-ზე.

თიბისი ბანკის '' მიქსი '' ბარათს როცა ვიღებდი ვკითხე Paypal-ზე ბანკის თანამშრომელს და მითხრა კიო კაცოო არაა პრობლემა მაგრამ ჩემი ფეხები ებმევა არაფერში მჭირდება ეს ბარათი მაქსიმუმ ონლაინ ტოტალიზატორებზე შევამსო ბალანსი და ვივუსზე დავფარო სესხი მეტი ვერაფერში ვიყენებ ამ სირობა ბარათს.


Paypal-ზე ebay -ზე და amazon-ზე უფასო ან 10 ლარიანი ბანკის ბარათი MastesCard ან VISA არც ერთი მიდის ? ოღონდ საკომისიო ცოტა იაფი რომ იყოს თვეში ან წელიწადში.

Posted by: niseti 13 Aug 2017, 19:25
საქართველოს ბანკს მივმართე სახლის ასაშენებლად იპოთეკურ სესხზე მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით. ვინაიდან მიწის ნაკვეთის დანიშნულება არის სასოფლო-სამეურნეო საქართველოს ბანკი გასცემს სესხის ნახევარს ანუ რომ ყოფილიყო მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო ავიღებდი ორჯერ მეტ სესხს. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე როცა მერიისგან მაქვს დამტკიცებული პროექტი, ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და ბანკისგან ვერ ვიღებ საკმარის სესხს მხოლოდ იმიტომ რომ მიწის დანიშნულებაა სასოფლო სამეურნეო.

Posted by: SACHKHERE 13 Aug 2017, 19:42
გამარჯობათ, გთხოვთ ვინც ერკვევით საქართველოს ბანკის იპოთეკაში მეც გამარკვიეთ რა, ესეიგი ვაპირებ ბინის შეძენას, ამ ბინას მეპატრონე აფასებს 36000 დოლარს, ბანკის შემფასებლები მივიდნენ და ნახეს და შეაფასეს 31000 დოლარათ, კრედიტ ოფიცერმა თავიდან მითხრა რომ წინასწარი შესატანი არ გვაქვსო მაგრამ ახლა მეუბნება 28000 მოგცევთ მარტოო, კარგი ამაზეც თანახმა ვარ, დავამატებ რაც სხვაობაა მაგრამ ასევე მეუბნება ეს კრედიტოფიცერი რო 10 წელზე მეტით ვერ მოგცევთო, თავიდან მითხრა 15 წელი არაა პრობლემაო, 10 წელზე ბევრი მიწევს ყოველთვიური და მირჩევნია 15, მაგათთვის რა პრობლემაა ვერ ვხვდები, ხო უფრო მეტ პროცენტს აიღებენ? დაზღვევა და ყველანაირი მოხსნილიაო, არ შეიძლება როგორმე რო გადამიყვანონ 15 წლიანზე? თან მაგარი დებილი კრედიტოფიცერი შემხვდა, მე ვურეკავდი სულ, ხან დამავიწყდა დარეკვაო, ხან არ მეცალაო, შემფასებლებს ველოდებოდი 3 დღე და დამავიწყდა მიწერაო, არ იცით რომელ ფილიალში მივიდე რო ნორმალურად კომუნიკაცია რო შეეძლოთ?
* * *
niseti
QUOTE
საქართველოს ბანკს მივმართე სახლის ასაშენებლად იპოთეკურ სესხზე მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფით. ვინაიდან მიწის ნაკვეთის დანიშნულება არის სასოფლო-სამეურნეო საქართველოს ბანკი გასცემს სესხის ნახევარს ანუ რომ ყოფილიყო მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო ავიღებდი ორჯერ მეტ სესხს. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე როცა მერიისგან მაქვს დამტკიცებული პროექტი, ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და ბანკისგან ვერ ვიღებ საკმარის სესხს მხოლოდ იმიტომ რომ მიწის დანიშნულებაა სასოფლო სამეურნეო.



უნდა შეუცვალო სტატუსი და გადაიყვანო საცხოვრებელ ფართად, მაგრამ თუ რეკრეაციულ ზონაშია ჯერ რეკრეაცია უნდა მოხსნა, სასოფლოს გადაყვანა არასასოფლოზე ღირს 3-6 ლარი კვადრატული, რეკრეაციის მოხსნა ცალკე თანხა ღირს, 2 თვეა ვჩალიჩობ უკვე და ჯერ რეკრეაციაც ვერ მოვხსენი, იმდენი პროცედურებია ზეპირადაც ვერ დავიმახსოვრე. თუ ააშენებ და იცხოვრებ ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის საერთოდ მაგრამ ეგ ბანკის თემა არ მოგვარდება, ვისაც ყიდვა უნდა და აშენების ფული აქვს ყიდულობს სასოფლოს, უფრო იაფი ღირს. კიდევ სასოფლოს გადაყვანა არასასოფლოზე არ ხდება მხოლოდ 1 ნაკვეთის, მთელი სამეზობლო უნდა შეკრიბო, მოსააზღვრეები ვინც არიან, ყველამ ერთად უნდა დაწეროთ განცხადება და განიხილავენ, ანუ რატომ არ აკმაყოფილებენ 1 ადამიანის მოთხოვნას, როცა სასოფლო გადაგყავს არასასოფლოზე ესეიგი იქ უნდა აშენდეს სახლი, ამ სახლს ჭირდება მისამართი, დამისამართებულ სახლს ჭირდება კომუნალურები, გზა და ეგეთი რაღაცები, ხოდა 1 ადამიანისთვის არავინ აკეთებს ამას, როცა რამოდენიმე ნაკვეთი გადავა არასასოფლოზე, თუ ბევრი ნაკვეთია გამოიყოფა ცალკე ქუჩად, მიენიჭება ნომრები, გაკეთდება გენ-გეგმა განაშენიანების (სად გზა იქნება, სად კანალიზაციის ჭები, სად ელ-ენერგიის ბოძები, სად გაზი და წყალი), თუ პატარა ქუჩა გამოვიდა რომელიმე ქუჩას მიუერთებენ და ჩიხი იქნება. ანუ ძაან მაგარი ჩალიჩი გინდა რა.

Posted by: niseti 13 Aug 2017, 20:14
SACHKHERE
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

Posted by: ckupee 15 Aug 2017, 17:33
მოკლედ მეგობრებო ი მირჩიეთ რამეე...გავაკეთეთ საქართველოს ბანკის იპო ლომბარდი...ვიხდიდი ჩვეულებრივ..მოხდა ისე რომ მქონდა ბიზნეს სესხი ყოველლ დღიური და ვერ გადავიხადე და დამადეს ანგარიშებზე ყადაღა..როცა მიწევდა საქარტველოს ბანკის იპო ლომბარდის გადახდა თანხა ვერ შევიტანე რადგან უარი მითხრეს მოხსენითო და გადაიხადეთო ნუ თავდებიც არ იყო საქართველოში...არადა სხვა ბანკი გახდევინებს ...მოკლედ ეხლა მთლიანი თანხა დამისვეს ანგარიშზე გამორიცხული სხვა ბანკმა მიიღოსო ამიტომ კერდძო ეძებეთოო...არადა არაა პატარა თანხა 540000ა$ყოველ დღე 75 $ მმატებააა რა გავაკეთო მიშველეთ....

Posted by: MPOWER007 18 Aug 2017, 11:37
გამარჯობათ გთხოვთ დამეხმარეთ ერევნიდან ფული როგორ გადმოვარიცხინო საქართველოში? ანუ მიგზავნიან და არიცის როგორ გადმომიგზავნოს და როგორ მოვიქცე?

Posted by: Pakusa1 28 Aug 2017, 17:33
Salami
Kitxva maqvs. Problemur sesxze var tavdebi da sheidzkeba vis saxelzecaa im pirovnebam sxva adamiani ro chaiyrnos da me gamantavisuplon tavdebidan?

Posted by: natan fredkin 29 Aug 2017, 23:31
გამარჯობა,საქართველოს ბანკის ამგარიშიდან თანხის გამოტანის საკომისიოს რომ ავცდე რამე ხერხი არ იცით?

Posted by: Tedo-ჭოპი 17 Sep 2017, 12:27
ანგარიშზე რომ თანხა გადავურიცხო ისეთ ვისაც სესხი აქვს გამოტანილი ჩამოეჭრება ? საქართველოს ბანკში აქვს სესხი და ყოველთვიურად იხდის და რომ გადავურიცხო თანხა წაიღებს ბანკი ?

Posted by: spider77 20 Sep 2017, 12:43
გააჩნია.
ვთქვათ დღეს ჩაერიცხა და ხვალ უწევს სესხის გადახდის თარიღი,
თუ არ გაიტანა ჩამოეჭრება.

Posted by: monty7 25 Sep 2017, 22:54
გამარჯობა, გერმანული ბანკის ანგარიშზე გვაქვს 5K ევრო, ბარათი ამწუთას საქართველოშია როგორ შეიძლება ყველაზი მინიმალური საკომისიოთი ამ ფულის სრულიად განაღდება(საქართველოს ტერიტორიაზე) ?

Posted by: spider77 26 Sep 2017, 16:57
monty7
QUOTE
ბარათი ამწუთას საქართველოშია

მოპარულია თუ ლეგალურად გაქვთ?


Posted by: monty7 27 Sep 2017, 13:26
spider77
ლეგალურია რათქმაუნდა

Posted by: spider77 27 Sep 2017, 13:44
monty7
QUOTE
ბარათი ამწუთას საქართველოშია როგორ შეიძლება ყველაზი მინიმალური საკომისიოთი ამ ფულის სრულიად განაღდება

მაგ ბარათის განაღდების 2 ვარიანტია აქ (საქართველოში):

1. ბანკომატში (გინდა ლარს გამოიტან გინდა დოლარს), თუ ზედ დოლარშია თანხა ჯობია დოლარში გამოიტანო, ხოლო თუ სხვა ვალუტაშია, მაშინ ლარში. ამ შემთხვევაში საკომისიო მოგაკლდება ცოტა (ბევრი არაა), გააჩნია რომელ ბანკომატში აიღებ და რამდენს აიღებ.

2. რომელიმე სავაჭრო ობიექტის პოსტერმინალში უნდა გაატარო და იყიდო რამე. ასე მხოლოდ კონვერტაციის სხვაობა მოგაკლდება და არნაირი საკომისიო.



ხო ეხლა გამახსენდა მესამე ვარიანტიცაა, ტოტალიზატორის იგროკებს ჰკითხე და გასწავლიან (როგორ გააქეშო "პრავად") givi.gif


Posted by: assassin23 1 Oct 2017, 14:01
იანვარ-აგვისტოში (2017წ ) ₾1 მლრდ-ს გადააჭარბა და აქედან საკომისიოებიდან და მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლები 280 მლნ ლარია (01.09.2016 – ₾195 მლნ: + 44%y.y).
მაღალი ზრდა გაზრდილი მოხმარების ხარჯზეა და არა გაძვირებული მომსახურების.
გაგაცნობთ ყველაზე მეტი ტრანზაქციების მომსახურე ბანკების ტარიფებს:
სატარიფო პოლიტიკა თითქმის იდენტურია. შეთვაზებაშია სტანდარტული და მასზე ძვირი, გარანტირებული გადარიცხვა. ადრესატს გადარიცხული თანხა ანგარიშზე სრულად, გარანტირებულად რომ აესახოს (შუამავალი ბანკების მომსახურების საკომისიო ჩამოჭრის გარეშე). ზოგიერთ ბანკს, მაგ: თიბისის აქვს დაზღვეული ტრანზაქციის შეთავაზება (+₾30; +$20).
ზაფხულიდან პროკრედიტ ბანკმა ერთიანი პაკეტი შემოიღო. სერვისებზე განაკვეთები განულდა, თუმცა ამისათვის კლიენტებმა ერთვალუტიან ბარათზე თვეში 10 ლარი; 3 ვალუტაში (₾; $; €) -₾13; 2,($; ₾) -12 ლარი უნდა გადაიხადონ.



წყარო : http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=96675
პ.ს გადარიცხვებს ვინც დააპირებთ გაითვალისწინეთ

Posted by: ლადო 3 Oct 2017, 18:25
იპოთეკური სესხი რომელიმე ბანკს აქვს თანამონაწილეობა 10%?

Posted by: vlomidze 1 Nov 2017, 15:35
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ იცით, საქართველოს მოქალაქეს თურქეთის ტერიტორიაზე, თურქულ ბანკში თუ აქვს შესაძლებლობა გახსნას ანგარიში?
მადლობა წინასწარ...

Posted by: pytgon 2 Nov 2017, 20:32
vlomidze
საქართველოში თურქი პირადობით გახსნის
და ეგრე იქნება იქაც

Posted by: vakho88 13 Nov 2017, 15:36
თანხა ჩამომეჭრა ჩემდა დამოუკიდებლად საიტიდან souq.com, ანუ განხორციელდა სააბრათე ოპერაცაი რის შედეგადაც ნაწილობრივ მოიხსნა ანგარიშიდან 5 ტრანზაქციით თანხები, ასევე მე -6 ტრანზაქცია საიტიდან aramex, ამ ზემოთჩამოთვლილ საიტებთან არანაირი შეხება არ მაქვს. განვაცხადე და ბარათი დამიბლოკეს მასტერ კარდის ბარათი, ჩამოსაჭრელი თანხა ბლოკირებული იყო ორი დღის განმავლობაში შემდგომ ჩამოიჭრა. დავრეკე ბანკში და გავაკეთე თავისთავად განცხადება და გასაჩივრდა, ბანკიდან (თიბისი) მივიღე პასუხი ველოდები პასუხს მასტერ ქარდის წარმომადგენოლბისგან, იქნებ მირჩიოთ რისი გაკეთება შეიძლება ან რა მოვიმოქმედო იქნებ მირჩიოთ?

Posted by: pytgon 13 Nov 2017, 17:02
vakho88
დაზღვევა გქონდა?

Posted by: spider77 13 Nov 2017, 18:54
vakho88
ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაელოდე ბანკის პასუხს. დრო უნდა, სანამ იქიდან (უცხოეთიდან) მოვა პასუხი, სხვა არაფერი დაგრჩენია.

ხოლო მომავალში გაითვალისწინე:
1) არასდროს არ გამოიყენო ბარათი "ჭღპღ" საიტებზე;
2) სავაჭრო ობიექტებზე მომსახურე პერსონალს არასდროს არ გაატანო ბარათი ფულის გადასახდელად, უთხარი აქეთ მოგიტანონ ტერმინალი და შენ თვალწინ გაატარონ;
3) უმჯობესია ინტერნეტშოპინგისთვის თუ გამოიყენებ ცალკე ბარათს, რომელზეც ზოგადად ფული არ გიდევს და მხოლოდ შოპინგის წინ ჩადებ (თუნდაც ინტერნეტბანკინგით, მარტივია და უცბა აისახება) საჭირო თანხას და ამ გზით პრაქტიკულად დაცული იქნები მსგავსი გაუგებრობებისაგან;
4) კომპიუტერი უნდა გქონდეთ მუდმივ წესრიგში, ანტივირუსი უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ ვინმე არ შემოგიძვრეთ და ინტერნეტშოპინგის დროს ბარათების მონაცემები არ მოგპარონ ხაკურალ (თქვენ პირადად და არა ბანკს).

ამ რჩევებს თუ გაითბვლისწინებ(თ), 100%-ის გარანტიას გაძლევთ, რომ ვერასდროს, ვერავინ ვერ მოგპარავთ ინტერნეტით თანხას.

Posted by: komate 13 Nov 2017, 19:13
გამარჯობათ....

პროკრედიტ ბანკს აქვს ფიზიკური პირისთვის გერმანიაში ანგარიშის გახსნის მომსახურება. ანუ გერმანული ბანკის ანგარიშის.

სხვა ბანკს თუ აქვს ეგეთი მოსმახურება? და თუ აქვთ იურიდიული პირისთვის.

Posted by: vakho88 13 Nov 2017, 21:26
pytgon
რატომ უნდა გადავიხადო სერვისსში რასაც დაზღვევა ქვია ფული დამატებით, რატომ არაა პსუხისმგებელი ბანკი ჩემ ფულზე?



spider77
არასდროს გამომიწერია საეჭვო საიტებიდან მხოლოდ ebay amazon aliexpress...
და იმ შემთხვევაში თუ თანხა არ დააბრუნეს ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? აქ არაა საუბარი პატარა თანხაზე sad.gif

Posted by: spider77 13 Nov 2017, 22:44
vakho88
QUOTE
არასდროს გამომიწერია საეჭვო საიტებიდან

მარტო გამოწერაზე არაა საქმე.

ფაქტია, რომ ვიღაცას (თაღლითს) შენი ბარათის მონაცემები (16 ნიშნს ნომერი, მოქმედების ვადა, სახელი და გვარი და სივივი) ჩაუვარდა ხელში.
ამისი 2 ვარიანტია:
1. ვიღაცას შენი ბარათი უნდა ჩაუვარდეს ფიზიკურად ხელში და ან ჩაიწერს ზედ დატანილ მონაცემებს, ან ფოტოს გადაუღებს:
2. ხაკერულად, ინტერნეტფიშინგი, ვირუსები, აგენტები და ა.შ.

სხვა ვარიანტი ფიზიკურად არ არსებობს.


QUOTE
და იმ შემთხვევაში თუ თანხა არ დააბრუნეს ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?

თუ ბარათი დაზღვეული გაქვს, დაზღვევის პირობა რასაც ითვალისწინებს, იმის ფარგლებში აგინაზღაურებენ.
თუ არა და მაშინ ...
თუ უცხოურ საიტზეა გადარიცხული ვერსფერს მიაღწევ, დაივიწყე ის ფული.
თუ აქაურ საიტებზეა საუბარი, პოლიცია და მისი ჯანი.

Posted by: goga1009 28 Dec 2017, 21:46
გამარჯობა. მაინტერესებს ეროვნული ბანკი გადარიცხვებს რომელ საათამდე ატარებს ხოლმე? საშემოსავლო რომ გადავრიცხო საღამოს 5 საათზე გადამირიცხავს? მადლობა წინასწარ

Posted by: weird guy 2 Feb 2018, 23:05
შავ სიაში მყოფს ვერსად ვერაფერს ვერ გამოვიტან? მანქანის გამოყვანა მინდა, და ვერა ხო ? რაღაც მსმენია ავტოჰაბს ჰკიდია შავი ისტორია

Posted by: tazo_kosta 4 Feb 2018, 12:27
გამარჯობა ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ისრაელის შეკელის დახრდავება სად შემიძლია ? ბანკებში მგონი მგონი ზედმეტად დაბალი კურსია

Posted by: temart 16 Mar 2018, 09:04
შენი საბანკო ანგარიშის პინი თუ გაიგო, შეიძლება სხვამ მოგპაროს ფული?

Posted by: spider77 16 Mar 2018, 11:20
temart
QUOTE
შენი საბანკო ანგარიშის პინი თუ გაიგო

სბანკო ანგარიშის პინი რა არის?

ბარათის პინს ხო არ გულისხმობდი?
თუ ხო, მაშინ, შენი ბარათი რო ჩაუვარდება ხელში ბანკომატიდან მოგიხსნის თანხას ან სავაჭრო ობიექტში იყიდის რამეს და ტერმინალში გაატარებს უპრობლემოდ.
ამისი უებარი წამალია, გამოცვალე ბარათი და პინი აღარავის არ გაანდო.


თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ბარათზე მიუწვდება ხელი, პინ-კოდი საერთოდ არ სჭირდება ისე მოგიხსნის თანხას ინტერნეტით (რომელიმე საიტზე მიმართავს ფულს, ან ტოტალიზატორში გადარიცხავს ბოლო-ბოლო), ძალიან ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები ოჯახის წევრების და ახლობლების შესრულებით.


მოკლედ, გაუფრთხილდით თქვენს ბარათებს, მის ფიზიკურ დაცულობაზე თავად თქვენ ხართ პასუხისმგებელი და არა ბანკი.

Posted by: არწივი9 23 Mar 2018, 01:06
იქნებ დამეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში smile.gif
ფული უნდა გადმომირიცხონ უცხოეთიდან და ეს ფორმა გამომიგზანეს შესავსებად:
user posted image
აქ BIC, Account holder, Street, City, Country, Transfer Code რეებს ვწერ?

Posted by: Dreamer116 28 Mar 2018, 23:16
გამარჯობა. მოკლედ პირადობა და შესაბამისად ბანკის ანგარიში არ მაქვს და ხომ არ იცით არის თუ არა რამე გზა თანხა რომ გადმომირიცხონ? მადლობა

Posted by: spider77 30 Mar 2018, 19:03
Dreamer116
QUOTE
არის თუ არა რამე გზა თანხა რომ გადმომირიცხონ?

არანაირი.

სხვის ანგარიშზე (ვისაც აქვს) გადმოარიცხინე.


Posted by: suzgsxr 13 Apr 2018, 13:26
არ ვიცი აქამდე თუ ეწერა მაინც ვიკითხავ.ევროკრედიტში იყიდა ახლობელმა და დავუდექი თავდებში.ვეღარ იხდიდა მერე და დააბრუნა მანქანა,მაგრამ რო გაყიდეს არ ეყოო თანხა და კიდევ სთხოვდნენ 2000 ლარს ზევიდან.მოკლედ ამან დაიკიდა და ხო არ იცით თავდებს მაგ შემთხვევაში ისევ მოთხოვენ? ისტორია არ მინდა გამიფუჭდეს სესხებით ვცხოვრობ.

Posted by: კაპიტანი 19 Apr 2018, 10:26
ირლანდიური კომპანიის ფილიალის გახსნა მინდა საქართველოში. ბანკი მიქმნის ბრობლემას - მეუბნება სანამ არ დამიმტკიცებ, რომ ფილიალის ანგარიში მხოლოდ საერთაშორისო ტრანსაქციებისათვის არ იქნება განკუთვნილი, მანამდე არ გაგიხსნი ანგარიშსო. რამდენად მართებულია ასეთი პასუხი? არსებობს რაიმე ნორმა ამასთან დაკავშირებით?

Posted by: niko0099 25 Apr 2018, 23:17
შეკითხვა მაქვს: დავრეგისტრირდი ქივიზე ტელ ნომრის შეყვანით და პაროლით. ასე ჩემი საფულის სატატუსია 'მინიმალური" და ამაზე მიწერს რომ შემიძლია მარტო ინტერნეტის და კომუნალურების გადახდა, ხოლო გადარიცხვები თუ მინდა უნდა ასწიო სტატუსი 'ძირითადამდე'-ო (ოსნოვნოი). ამისთვის კი საპასპორტო მონაცემების შეყვანას მთხოვს. ვერ გავიგე, 'მინიმალური' სტატუსით ანუ მარტო ტელეფონით და პაროლით ვერ მოვახერხებ ჩემს საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვას?

Posted by: gig@@@ 8 May 2018, 04:32
paypal ზე ყველაზე კარგად რომელი ბანკის ბარათი მუშაობს ebay - ზე გამოსაწერად ?
ოღონდ რამე იაფიანი მინდა წელიწადში 10 ლარი რომ ღირდეს საკომისიო
ფულის გადმორიცხვა გადარიცხვისთვის არ მინდა ბარათი მარტო ebay - ზე გამოწერისთვის რომ იმუშაოს
ამჟამად მაქვს 2 ბარატი საქართველოს ბანკის ექსპეს ქარდი უბრალო ( სამგზავრო ) და თიბისის მიქსი ამათზე უკეთესი ვარიანტის ბარათი მინდა წელიწადში 10 ლარი რო ღირდეს საკომისიო რაა. ძალიან ძვირიანი ბარათიც არ მინდა.

Posted by: Giorgijee 29 May 2018, 19:13
მოკლედ ეხლა ესეთი კანონი შემოდის ბინის გაყიდვის შემთხვევაში ბანკის ანგარიში უნდა გახსნა და მანდ უნდა დაარიცხინო მყიდველსო.. ვისთან რამდენი ჩამომეჭრება მერე ეგ როგორ გავიგო.. თU არ ჩამოეჭრება ფულს , თანხა გატანის დროს?


mad.gif ბანკირებზეა მორგებული ეს ყვეყანა

Posted by: DaxeuliShuba 30 May 2018, 14:17
ვივუსის აღება საკრედიტო ისტორიას გამიფუჭებს? თუ კი, მაშინ რამდენ ხანში ქრება საკრედიტო ისტორიიდან?
იგივე კითხვა მაქვს ბანკების სწრაფ სესხებზე

Posted by: გიარია 11 Jun 2018, 15:15
გამარჯობა, მანიგრამით რომ ფული გამოვუგზავნო საქართველოში ანგარიშებდაყადაღებულ პირს, შეექმნება პრობლემა ფულის აღებისას?

Posted by: tatanashvili1 27 Jun 2018, 16:01
გამარჯობათ მეგობრებო. 5 წლის წინმქონდა სილნეტის ტელევიზია და ინტერნეტი. ბინა გავაქირავე და ამათმა სხვა ტელევიაზია შეიყვანეს და ეს სილქნეტის აპარატურამომცეს მე. თურმე მოუწერიათ მესიჯი რო თუ არ დააბრუნებთ 5 დღის ვადაში აპარატურას ფულადი ჯარიმა დაგეკისრებათო. გუშინ დამირეკა სილქ როუთ ბანკის წარმომადგენელმა დაა 200 ლარი გაქვთ ჯარიმა გადასახდელიო. რაჯანდაბა ვუყო ვინმემმ რამე მირჩიეთ რა მემუქრებიან გაშავებით და ძალიან არ მინდა...
* * *
გამარჯობათ მეგობრებო. 5 წლის წინმქონდა სილნეტის ტელევიზია და ინტერნეტი. ბინა გავაქირავე და ამათმა სხვა ტელევიაზია შეიყვანეს და ეს სილქნეტის აპარატურამომცეს მე. თურმე მოუწერიათ მესიჯი რო თუ არ დააბრუნებთ 5 დღის ვადაში აპარატურას ფულადი ჯარიმა დაგეკისრებათო. გუშინ დამირეკა სილქ როუთ ბანკის წარმომადგენელმა დაა 200 ლარი გაქვთ ჯარიმა გადასახდელიო. რაჯანდაბა ვუყო ვინმემმ რამე მირჩიეთ რა მემუქრებიან გაშავებით და ძალიან არ მინდა...
* * *
გამარჯობათ მეგობრებო. 5 წლის წინმქონდა სილნეტის ტელევიზია და ინტერნეტი. ბინა გავაქირავე და ამათმა სხვა ტელევიაზია შეიყვანეს და ეს სილქნეტის აპარატურამომცეს მე. თურმე მოუწერიათ მესიჯი რო თუ არ დააბრუნებთ 5 დღის ვადაში აპარატურას ფულადი ჯარიმა დაგეკისრებათო. გუშინ დამირეკა სილქ როუთ ბანკის წარმომადგენელმა დაა 200 ლარი გაქვთ ჯარიმა გადასახდელიო. რაჯანდაბა ვუყო ვინმემმ რამე მირჩიეთ რა მემუქრებიან გაშავებით და ძალიან არ მინდა...
* * *
გამარჯობათ მეგობრებო. 5 წლის წინმქონდა სილნეტის ტელევიზია და ინტერნეტი. ბინა გავაქირავე და ამათმა სხვა ტელევიაზია შეიყვანეს და ეს სილქნეტის აპარატურამომცეს მე. თურმე მოუწერიათ მესიჯი რო თუ არ დააბრუნებთ 5 დღის ვადაში აპარატურას ფულადი ჯარიმა დაგეკისრებათო. გუშინ დამირეკა სილქ როუთ ბანკის წარმომადგენელმა დაა 200 ლარი გაქვთ ჯარიმა გადასახდელიო. რაჯანდაბა ვუყო ვინმემმ რამე მირჩიეთ რა მემუქრებიან გაშავებით და ძალიან არ მინდა...

Posted by: Unknown232324 12 Jul 2018, 23:19
გამარჯობა! რუსეთში სბერბანკის ანგარიშზე მექნება ამ დღეებში რამდენიმეჯერ 5 დოლარი გადასარიცხი და რომელია ყველაზე ეკონომიური ვარიანტი საქართველოდან?
საქართველოს ბანკში დავრეკე და 10 დოლარი მაინც იქნება გადასახდელიო და ისიც რაღაც არაგარანტირებულ გადარიცხვაზეო.
შეიძლება 20 ჯერ მომიწიოს 5 დოლარის გადარიცხვა და და 100 დოლარის გამო 200 რომ ვიხადო ძაან არ მინდა.

Posted by: gig@@@ 20 Jul 2018, 18:09
საქართველოს ბანკი
რომელი სისტემა ჯობია ?
Express ქულები თუ PLUS ქულები ?

Posted by: A.Zverev 22 Jul 2018, 15:03
ძალიან გთხოვ დამეხმარეთ რა. ერთ ერთ უცხოურ საიტზე დავრეგისტრირდი მომცა ფრისპინები მოვიგე 5 დოლარი, შემდეგ ნელ ნელა ვთამაშობდი და ავედი 780 $ - ზე. ეხლა მინდა ამის გამოტანა და ვერიფიკაციის გავლას მთხოვს ამ წესებით:


1) პირადობის იდენტიფიკაცია - საჯარო ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი (პასპორტი, სახელმწიფო პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა). შესაბამისი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ზუსტ ფოტოსურავს, ნათლად განსაზღვრავს სახელი, გვარი, ასაკი; დოკუმენტის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს მოთამაშის ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას. თუ გამოგიგზავნით სახელმწიფო საიდენტიფიკაციო ბარათს (ბარათს) ან მძღოლის ლიცენზიას, მაშინ დოკუმენტის ორივე მხარე უნდა იქნეს წარმოდგენილი.

2) ბინადრობის დოკუმენტური მტკიცებულება მითითებულ მისამართზე - კომუნალური გადასახადის სახით, ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან, რომელიც ადასტურებს თქვენს ანგარიშში მითითებული საცხოვრებელი ადგილის მისამართს. ამ დოკუმენტებში მითითებული თარიღი არ უნდა იყოს დღევანდელი დღიდან სამი თვისა. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტს, რომ მობილური კავშირგაბმულობის საფასურის გადახდა არ მიიღება მითითებულ მისამართზე მითითებულ მისამართზე.

3) დეპოზიტის დამოწმება - თქვენი საბანკო ანგარიშიდან ელექტრონული საბალანსო ანგარიშის ან თქვენი PaySafeCard ვაუჩერის, საკრედიტო / სადებეტო ბარათის ფოტოდან ეკრანზე გადაღებული / ასლის სახით. ასეთ დოკუმენტში უნდა შეიცავდეს თქვენი სრული სახელი და ანგარიშის ნომერი. საკრედიტო / სადებეტო ბარათის ფოტო / სკანირების ატვირთვის შემთხვევაში, საჭიროა დამახსოვრებული ინფორმაცია თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისათვის. ბარათის ნომერში მხოლოდ პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი უნდა იყოს ნაჩვენები, ყველა სხვა ფიგურა უნდა იყოს დაფარული. მაგალითად: 456789 **** 1234. უნდა აღინიშნოს თქვენი სრული სახელი და ვადის გასვლის თარიღი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CVV კოდის 3 ციფრი ბარათის უკანა მხარეს უნდა იყოს დაფარული. თუ თქვენი ელექტრონული საფულის ანგარიშის ან თქვენი PaySafeCard ვაუჩერის ეკრანიდან ატვირთეთ სურათი, თქვენ უნდა დაინახოთ: შენი სახელი,

4) ფოტოსურათი, რომელიც ასახავს თქვენ (და) საიდენტიფიკაციო დოკუმენტ (ებ) ი ფერთაში.


ვისაც შინაარსი გესმით ეგებ მოკლედ დამიწეროთ ოთხივე მოთხოვნა გასაგებ ენაზე?

Posted by: სნუპ დოგი 25 Jul 2018, 14:43
გამარჯობათ. სესხის აღება მინდა 20.წლიდან. და რამე მარტივად რო დაამტკიცოს არ არის ისეთი ონლაინ სესხი? ისეთი არმინდა ათასნაირი ჩალიჩი რო.უნდა

Posted by: Ruud. 4 Aug 2018, 02:35
ლომბარდში თუ ვეღარ იხდი სესხის პროცენტს რა ხდება? გარდა იმისა რომ დატოვებული ნივთის რეალიზაციას შეეცდებიან..

Posted by: cuda 6 Aug 2018, 17:49
ევროს ხურდებს ახურდავებენ სადმე? 1-2 ევროანები მიყრია და ისე ყოფნას დავახურდავო ფულია მაინც biggrin.gif

Posted by: DINILD 7 Aug 2018, 19:01
ბანკს კომერციული ფართი როგორ შევთავაზო(ფილიალის გახსნა უნდათ,ვიცი)? მასწავლეთ,როგორ მივაწვდინო ხმა.

Posted by: sevastopol 7 Aug 2018, 19:16
DINILD
დარეკე საკონტაქტო ნომერზე და უთხარი რომ ფილიალის მენეჯერი ვინც არის რომელიმე მაგასთან დაგაკავშირონ.

ან პირდაპირ იგივე უბნის ფილიალში მიდი და გაიკითხე.

რომელი ბანკია?

Posted by: DINILD 7 Aug 2018, 21:21
იმ უბანში არ აქვთ ფილიალი. საქართველოს ბანკია

Posted by: cuda 7 Aug 2018, 22:24
QUOTE
ევროს ხურდებს ახურდავებენ სადმე? 1-2 ევროანები მიყრია და ისე ყოფნას დავახურდავო ფულია მაინც


Posted by: sevastopol 7 Aug 2018, 23:50
DINILD
მაშინ ტენდერს.ბოგ.გე-ზე შედი და რომელიმე კონტაქტს დაუკავშირდი.
cuda
ექსფრეს ფეი და თიბისი ფეი იღებს ევროებს. ჩარიცხე საკუთარ ანგარიშზე.

Posted by: cuda 8 Aug 2018, 07:16
sevastopol
QUOTE
ექსფრეს ფეი და თიბისი ფეი იღებს ევროებს. ჩარიცხე საკუთარ ანგარიშზე.

ხურდებს? 1-2 ევროანებს

Posted by: gobisha 14 Aug 2018, 09:15
80.000$ ანგარიშიდან გამოტანისას რამდენი ჩამომეჭრება , რამდენს გამოვიტან ანუ

Posted by: არწივი9 14 Aug 2018, 22:59
გამარჯობათ
ესე იგი რა მინდა გავიგო. მე მაქვს ანგარიში გახსნილი "საქართველოს ბანკში" და ბარათიც მაქვს რათქმაუნდა (VISA ELECTRON) და ლარებში დევს ფული მანდ. გარკვეული ხნით მიწევს წასვლა შვეიცარიაში და მაგ ანგარიშიდან/ბარათიდან უნდა ვხარჯო ფული. რა უნდა გავაკეთო საამისოდ? ეგ ლარები დოლარებში, ევროებში, შვეიცარულ ფრანკებში გადავიყვანო და მერე ამ ბარათით ვიყიდო რაც მინდა? გაჭრის ეს ბარათი მანდ? თუ რამე კიდევ სხვა უნდა გავაკეთო?

Posted by: pytgon 14 Aug 2018, 23:34
არწივი9
ფრანკი არამგონია ქონდეს ბარათს ამიტომ დოლარში დაისვი და ისე გამოიყენე

Posted by: sevastopol 15 Aug 2018, 00:58
არწივი9
ფრანკის მხარდაჭერა არ აქვს როგორც ვიცი.

გირჩევ თანხა ანგარიშზე ან დოლარში დაისვა ან ევროში და იქ მასე გადაიხადო.

საერთოდ გირჩევდი, პირდაპირ დოლარი წაიღო და შემდეგ იქ გადაახურდაო, თორემ შეიძლება ზედმეტი საკომისიო ჰქონდეს ბარათის გამოყენებისას.

+ გამოტანამაც შეიძლება საკომისიო წაიღოს, თუ არ გაქვს SOLO.

Posted by: არწივი9 15 Aug 2018, 01:32
pytgon
QUOTE
ფრანკი არამგონია ქონდეს ბარათს ამიტომ დოლარში დაისვი და ისე გამოიყენე

sevastopol
QUOTE
ფრანკის მხარდაჭერა არ აქვს როგორც ვიცი.

გირჩევ თანხა ანგარიშზე ან დოლარში დაისვა ან ევროში და იქ მასე გადაიხადო.

მერე შვეიცარიაში დოლარით ან ევროთი რისიმე ყიდვა/გადახდა შეიძლება? მეგონა იქ მარტო ფრანკი ჭრიდა

QUOTE
საერთოდ გირჩევდი, პირდაპირ დოლარი წაიღო და შემდეგ იქ გადაახურდაო, თორემ შეიძლება ზედმეტი საკომისიო ჰქონდეს ბარათის გამოყენებისას

და საზღვარზე რამდენი დოლარის გადატანა შეიძლება?

Posted by: searchER 21 Aug 2018, 12:00
ხომ არ იცით რომელი ბანკის ბანკომატში შეიძლება სბერბანკის ბარათის განაღდება ყველაზე დაბალი საკომისიოთი?

Posted by: ჩე.. 24 Aug 2018, 17:17
კრედიტ ინფო მეუბნება გაშავებული ხარო 200 ლარიანი სესხის გამოო ხოდა სავარაუდოდ Playon.ge ამ საიტის სესხია,სხვა მსვავსი სესხი არ მქონია რამე და ეს საიტი აღარ ფუნქციონირებს,არც ტელეფონზე პასუხობენ და არც ფბ გამოდიან კონტაქტზე.

გადახდა მინდა ამ სესხის,მაგრამ საიტზე მიჩვენებს 1700 ლარს,840 დღიან გადაცილებას და ამის გადამხდელი რათქმაუნდა არ ვარ. 300-350 ლარში გავანულებდი ვიფიქრე მაგრამ ვერ ვუკავშირდები კომპანიას და როგორ მოვიქცე ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: spider77 2 Sep 2018, 10:28
searchER
QUOTE
ხომ არ იცით რომელი ბანკის ბანკომატში შეიძლება სბერბანკის ბარათის განაღდება ყველაზე დაბალი საკომისიოთი?

მაგ საკომისიოს სბერბანკი აწესებს და საქართველოში არ მგონია განსხვავება იყოს რომელ ბანკომატში გაანაღდებ.

Posted by: Sky. 3 Sep 2018, 14:48
საქართველოს ბანკში მიფიქსირდება სესხის დავალიანება, მაგრამ ხანდაზმულია ხელშეკრულება და სხვა ბანკიდან ან სწრაფი სესხიდან შემიძლია ავიღო სესხი ან თუ მომცემენ ოვერდრაფტს სხვა ბანკი? და თუ მომცემს ოვერ დრაფტს რომელი ბანკი?

Posted by: just_for_today 7 Sep 2018, 10:18

--------------------------------------------------

Posted by: kurt. 12 Sep 2018, 16:43
Sky.
QUOTE
ხვა ბანკიდან ან სწრაფი სესხიდან შემიძლია ავიღო სესხი ან თუ მომცემენ ოვერდრაფტს სხვა ბანკი?

არ მოგცემს არცერთი ონლაინ სესხი, ბანკი მითუმეტეს

Posted by: vervixdiimena 23 Sep 2018, 01:30
სალამი მეგობრებო.

ვიცი ამ თემაზე ათასჯერ გექნებათ პასუხი გაცემული:

რამდენიმე მიკროდან გამოვიტანე სესხი ახლობლისთვის და ვერ გადაიხადა. ვერც გადავადებას მაძლევს და მე მიწევს გადახდა ამ თანხის. მარტო გადავადება იმდენი გამოდის რომ პროსტა ვერანაირად ვერ ვწვდები რომ გადავადებაც გადავიხადო და პლიუს ნელნელა ფული დავაგროვო სრულად დასაფარად.

ვიფიქრე რაიმე ერთ დიდ სესხს გამოვიტან და ყველას დავფარავ მეთქი, ანუ ესენი რომ დავფარო და მერე იმ დიდ სესხზე ყოველთვიური შენატანი რომ გავაკეთო, ისე რო ძილი მოაკლდეს. გაგიკეთებიათ ეგრე? თიბისიმ უარი მითხრა, რეიტინგი დაბლა გაქვს რადგან მიკროებს იყენებო. რაიმე სხვა ვარიანტი იცით ვინმემ?

გმადლობთ წინასწარ.

Posted by: Withay 24 Sep 2018, 19:35
რიკო კრედიტში უსაფრთხოების კოორდინატორს რა ევალება ხომ არ იცით?
ვინც ხართ გარკვეული თუ არ დაგეზარებათ პირადში მომწერეთ რა ევალებათ, გრაფიკი როგორ აქვთ მუშაობის, რამდენს აძლევენ და ა.შ

Posted by: 123omari123 17 Oct 2018, 15:30
გამარჯობა
ოვერდრაფტი რას ნიშნავს ვერ მეტყვით? და რა შემთხვევაში ჩამომეჭრება?

Posted by: Unkas 20 Oct 2018, 20:40
სალამი,

კივიზე მინდა თანხის ჩარიცხვა და ყველაზე კარგი ვარიანტი რომელია ? ანუ ნაკლები საკომისიო რომ გადავიხადო ...

Posted by: kamikadze_teroristi 15 Jan 2019, 21:47
ხანდაზმული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხომ არ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ?
ვის, სად, როდის (ანუ რამდენი ხანში ითვლება სესხი ხანდაზმულად) შეიძლება მივმართო?

Posted by: forum123forum 25 Jan 2019, 16:38
გამარჯობა მეგობრებო თუ შეგიძ₾იათ სასწრაფოიდ მიპასუხეთ

საქართველოს ბანკში მქონდა 500 ლარიანი ექსპრესსესხი ყოველთვევიხდიდი 25 ლარს
რომ გავიდა 1 წელი 500 ლარი არ გადამიხდია

ამასწინათ დამირეკეს რომ ამორება უნდა დავიწყოთო გუშინ მგონი უბნის პოლიციელები იყვნენ მოსულები
ამორება როგორ ხდება ვერ მეტყვით? სახლში შმეოვლენ დაათვალიერებენ ნივთებს რაც მოეწობნებათ წაირებენ?
სახლშ ფასეული მაქვს მხოლოდ გამათბობელი 400 ლარიანი და წყლის გაამთბობველი 300 ლარიანი
ტელევიზორი მაცივარი სარეცხი მანქანა ტელეფონი კომპიუტერი ესენი არა სახლი არის ძველი
დავიჯერო რომ შმეოვუშვა გამათბობლებს მომიხსნიან? ერთი სერვანდი მაქვს კიდევ ჭიქებს ხომ არ წაირებენ?

ყადაღა შემეხება? სახლი არაა ჩემს სახელზე მაამჩემის სახელზეა მაამჩემს ხომ არ დაუკავშირდებიან?
ვაპირებ რომ კარი არ გავუღო საერთოდ და ბოლოს შეწყვეტენ ალბათ სიარულს?
დამაკვალიანეთ ძალიან გთხოვთ როგორ მოვიქცე ამარტო ვცხოვრობ და არ მინდა ჩემებმა გაიგონ
არც ის მინდა სახლს რამე შეეხოს ან რამე ნივთი წაიღონ
როგორ მოვიქცე არ გავუღო თუ გავუღო და ვაჩვენო რომ სახლშ არაფერი მაქვს?
იურიდიულად შემოსვლის უფლება აქვთ? სასამართლო ორდერი არ სჭირდებათ?

ძალიან გთხოვთ ვისაც გაქვთ გამოცდილება დამაკვალიანეთ სავარაუდოდ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ მოვიქცე?

Posted by: likaka 3 Feb 2019, 10:56
მეგობრებო, თუ იცით რომელიმე ბანკი იძლევა ეხლა სესხს? დაბალი ქულა მაქვს კრედიტინფოში, მაგრამ სტაბილური შემოსავალი და სამომხმარებლო სესხი დავასრულე და ახლიდან მინდა აღება. ძაან უსამართლობა მგონია არასდროს არ მქონია დარღვევა და მხოლოდ იმის გამო რომ მიკროებით ვსარგებლობდი დაბალი ქულა მაქვს

Posted by: sevastopol 3 Feb 2019, 15:09
likaka
ყველა ბანკი მოგცემს სესხს თუ შემოსავლებს აკმაყოფილებ. კრედიტინფოს ნუ მიენდობი, ყველა ბანკი მაინც თავად აფასებს კლიენტს - თუ რომელიმე ბანკის ბარათით ხშირად იხდი მაღაზიებში მაგ ბანკს მიაკითხე, ეგეც დაგეხმარება.

Posted by: likaka 4 Feb 2019, 14:36
sevastopol
არ მომცა თიბისიმ დაბალი ქულა გაქვსო sad.gif ძაან სასცილოა, არადა პირნათლად გადავუხადე სამომხმარებლო სესხი.

Posted by: stinky 4 Feb 2019, 22:43
ლიბერთის ონლაინ ბანკში ანაბრების გვერდზე ერთ-ერთ ანაბარს საერთოდ აღარ აჩვენებს და ნორმალურია ეს?

Posted by: johnjohn 8 Feb 2019, 22:13
QUOTE (likaka @ 3 Feb 2019, 10:56 )
მეგობრებო, თუ იცით რომელიმე ბანკი იძლევა ეხლა სესხს? დაბალი ქულა მაქვს კრედიტინფოში, მაგრამ სტაბილური შემოსავალი და სამომხმარებლო სესხი დავასრულე და ახლიდან მინდა აღება. ძაან უსამართლობა მგონია არასდროს არ მქონია დარღვევა და მხოლოდ იმის გამო რომ მიკროებით ვსარგებლობდი დაბალი ქულა მაქვს

თუ ,,გაშავებული" არ ხარ რომელიმე საკრედიტო განყოფილებაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სესხის გაცემა, მტავარია რაიმე შემოსავალი გქონდეთ. შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და გაგირკვევთ ყველაფერს

Posted by: Mad Angel 13 Feb 2019, 14:24
გამარჯობა,

ლიტვაში მინდა თანხის გადაგზავნა, სულ 100 ევროა მაგრამ საბანკო გადარიცხვა 15 ევროს მახდევინებს. იქნებ იცით ვინმემ ცოტა იაფი გზა მივაწვდინო თანხა ადამიანს ლიტვაში?

Posted by: BlasTeR 9 Apr 2019, 08:09
დღეს უნდა გადმომირიცხონ უცხოეთიდან და სადმე რამე მუშაობს?..

ძალიან მჭირდება ჰელპ.... help.gif cry.gif

Posted by: WonderWomanNnN 19 Apr 2019, 20:55
ოვერდრაფტი გადავაცილე 3 დღით და კრედიტინფომ კაი 60 ქულა მომაჭრა. რომ დავფარავ ამ ოვერდრაფტს, ეს 60 ქულა აღდგება?
კიდევ ერთი კითხვა, ყველა სესხი რომ დავფარო(არცერთი არ მაქვს გადაცილებული ამ ოვერდრაფტის გარდა) საკრედიტო ქულა საგრძნობლად მემატება? კარგი ხელფასის არსებობის შემთხვევაში.

Posted by: f57 20 May 2019, 23:31
გამარჯობა
რუსული ანგარიშის გახსნა თუ შემიძლია საქართველოდან? საქართველოს მოქალაქეს.
თუ იცით რომელიმე მათ ბანკს თუ აქვს მსგავსი სერვისი?
Yande.Money-ზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ანგარიშს მიხსნიან?

Posted by: spider77 24 May 2019, 14:19
f57
QUOTE
რუსული ანგარიშის გახსნა თუ შემიძლია საქართველოდან?

რუსული ანგარიში რას ნიშნავს?

Posted by: PC_AMD 29 May 2019, 14:36

ვინმე ერკვევით თუ არა რამე სახიფათო ნიშანს ხომ ვერ ხედავთ, მოკლედ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გაკეთებული აქვს მოთხოვნა - ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, გადახდილი აქვს 10 ლარი, უძრავი ქონება ჩემს საკითრებაშია ასევე მყავს თანესაკუთრე მასაც ვკითხე იცნობ თქო.ადამიანს ვინც მოითხოვა ამონაწერი თქო და არაო, იმ ადამიანის სახელი და გვარი დავძებნე საჯარო რეესტრის საიზე და ბევრ ბინებზე აქ მოთხოვნა გაკეთებული, რამე საშიში ხომ არაა?

Posted by: Amigo-Amo 29 May 2019, 14:44
QUOTE (PC_AMD @ 29 May 2019, 14:36 )
ვინმე ერკვევით თუ არა რამე სახიფათო ნიშანს ხომ ვერ ხედავთ, მოკლედ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გაკეთებული აქვს მოთხოვნა - ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, გადახდილი აქვს 10 ლარი, უძრავი ქონება ჩემს საკითრებაშია ასევე მყავს თანესაკუთრე მასაც ვკითხე იცნობ თქო.ადამიანს ვინც მოითხოვა ამონაწერი თქო და არაო, იმ ადამიანის სახელი და გვარი დავძებნე საჯარო რეესტრის საიზე და ბევრ ბინებზე აქ მოთხოვნა გაკეთებული, რამე საშიში ხომ არაა?

"საჯარო რეესტრი" იმიტომ ჰქვია, რომ რეესტრში არსებული ინფორმაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომერციულ ან სხვა რაიმეს არ გაასაიდუმლოებს პირი). ასე, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მოითხოვოს ამონაწერის განახლება, ჩვეულებრივი ამბავია.

Posted by: gobisha 1 Jun 2019, 08:08
თანხმა მაქ ჩასარიცხი და ასეთი რეკვზიტია დაახლოებით ;;ae16reb73434200242'' ხოდა ეს ბანკის მოლარე ჩარიცხავს თუ სწრაფი ჩარიცხვის აფარატიდან უნდა ჩავრიცხო კომპანიის სახელი + ეს რიცხვები ??

Posted by: syncmaster960bg 3 Jun 2019, 15:11
WonderWomanNnN
საგრძნობლად მხოლოდ გაკლდება კრედიტინფოში ქულები არ გემატება.60 რა ამბავია, ეგ 60 რო დააგროვო ეხლა პირადი გამოცდილებიდან გეუბნები გდეტა 6 თვე დაახლოებით კარგად უნდა იხადო ყველაფერი გადაცილების გარეშე, პლიუს არაფერი ახალი არ აიღო. და ან მოგემატება 60 ან არა კიდევ.

Posted by: ლუდოვიკო 9 Jun 2019, 22:41
ყველაზე იაფად რომელ ბანკში ავიღებ პლასტიკურ ბარათს? შოპინგისთვის მინდა და სხვა მომსახურებები არ მაინტერესებს smile.gif

Posted by: ol64 17 Jun 2019, 19:57
გამარჯობა, ვითიბი ბანკის თანამშრომელი თუ ხართ აქ გთხოვ მიპასუხოთ. ანგარიშების მენეჯერის ვაკანსიაზე მიბარებენ და ანაზღაურება რამდენია?
ფუნქციები სუფთა უნივერსალური მოლარე-ოპერატორის არის როგორც ვნახე..

Posted by: xidesha* 6 Jul 2019, 02:52
მეგობრებო საქ ბანკს აქვს iosზე ის ფუნქცია ბარათის მაგივრად რო ადებ გადახდისას ტერმინალს? პ.ს მისაკრობ სტიკერს არ ვგულისხმობ

Posted by: tutonika 6 Jul 2019, 22:57
მაქვს ლარი და მინდა ვიყიდო დოლარი,სად არის ყველაზე კარგი კურსი,სად ღირს გადახურდავება იქნებ მირჩიოთ?

Posted by: tamotoi 11 Jul 2019, 09:23
ხალხოო ვინც იცით..მიკროსაფინანსოებს რა ძალა აქვთ..500 ლარიანი ნეტ კრედიტი მაქვს ,სამჯერ გადავიხადე გადაბადება..ერთ დღეს გადავწყვიტე აღარ გადამეხადა.ნუ იყო ზარები .ახლა დაუკავშირდნენ ჩემს ძმას,არ ვიცი ნომ როგორ მოიძიეს..მოკლედ.ფინანსურ ბიიროს აქვს გადაცემული..ჩემსა და ჩემი ძმის სახელზე სახლი ფიქსირდება,მესაკითრეები ვართ.. მე ვფიქრობ ჩივილი არ აწყობთ თორემ აქამდე მიჩივლებდნენ..თუმცა ცდილობენ გრაფიკით დამაფარინონ. Mშიშარა ვარ ძალიან.. რამეში შეეხებიან ჩემს საკუთრებას?/წილის დაკარგვა არ მინდა , არადა უკვე ვფიქრობ რომ მესაკუთრეობაზზ უარი ვთქვა რომ ჩემს სახელზე აღარ ფისირდებოდეს..კანონში ბახტაძეემ ხომ შეცვალა რაღაც კერძო საკუთრებას რომ.ვეღარ ეხებიან.? საკმარისზე მეტი ვიხადე მაგ მიკროსაგინანსოებში. ვინც იცით ზუსტად იქმებ მითხრათ ,.

Posted by: bignasty 12 Jul 2019, 13:36
გამარჯობა. მოკლედ, მაქვს შემდეგნაირი შეკითხვა , ვარ 18 წლის ვმუშაობ 6 თვეა და ჩემი ხელფასი შეადგენს 700 ლარს და შეგიძლიათ მითხრათ რომელ ბანკში შემიძლია სამომხმარებლო სესხის 5000 ლარამდე თანხის გამოტანა? საქართველოს ბანკი 2000 მაძლევს მხოლოდ

Posted by: ol64 13 Jul 2019, 11:36
bignasty
ვითიბის აქებენ და სცადე მანდ.

Posted by: jangulashvili 16 Jul 2019, 00:56
გამარჯობა, მაინტერესებს იპოთეკასთან დაკავშირებით, მაგალითად ვყიდულობ სახლს, მიწის ნაკვეთს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელს. ამ დროს რა ხდება სხვა სახლი ან სხვა ნაკვეთი უნდა დავტვირთონიპოთეკოთ რაც უკვე ჩემია რო ფული მომცენ ამის საყიდლად თუ რასაც ვყიდულობ იმას დატვირთავენ იპოთეკით?

Posted by: ladusha2 16 Jul 2019, 12:23
jangulashvili

თუ გმყიდველი არარი თანახმა ვერ ჩადებ, თუ დაგთანხმება შეგილი ჩადო ის ქონება რასაც ყიდულობ, ოღონდ თანამონაწილეობას Iტხოვენ 20% ბანკები. ასევე შეგილია მოელაპარაკო ბანკს და ჩადო სხვა ქონება და რო გაიფორმებ ჩაანცვლო.

Posted by: jangulashvili 16 Jul 2019, 18:45
QUOTE (ladusha2 @ 16 Jul 2019, 12:23 )
jangulashvili

თუ გმყიდველი არარი თანახმა ვერ ჩადებ, თუ დაგთანხმება შეგილი ჩადო ის ქონება რასაც ყიდულობ, ოღონდ თანამონაწილეობას Iტხოვენ 20% ბანკები. ასევე შეგილია მოელაპარაკო ბანკს და ჩადო სხვა ქონება და რო გაიფორმებ ჩაანცვლო.

აჰა გასაგებია, მადლობა

,,,,.,.,.,.,..,.,.,.,..,.,,.,.,.

Posted by: ninicool 17 Jul 2019, 15:21
მოგების გადასახადი ერთიანი სახაზინო კოდით იხდება? და 4 თვისას ერთად შევიტან და მარტი-ივნისის მოგების გადასახადი მივუთითო? წინასწარ მადლობა.
მე მაპატიეთ, ყველას გთაგავთ, ვისაც 9-ზე მეტი პოსტი გაქვთ თემაში.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: MPOWER007 18 Aug 2019, 14:36
გამარჯობათ, მოკლედ მაქვს განულებული სესხები, ვალდებულება არანაირი არცერთ ბანკთან და მიკროსაფინანსოსთან არგამაჩნია არც ლიზინგი არაფერი მაქვს ხელფასი რომელიც მერიცხება ბანკში
ვერსად ვერანაირი სესხი ვერ ავიღე თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ სადმე დარეკვა ხოარარის საჭირო რო გავარკვიო ან რადროა საჭირო სესხი როავიღო განულებიდან საკმაო დრო გავიდა და ესე უნდა იყოს სულ თუ რახდება? სადმე რომელიმე ბანკი ან მიკროსაფინანსო რომელიც ჩემზე გაცემს სესხს ხომაროცით?

Posted by: sul ertia 25 Sep 2019, 13:24
გამარჯობათ. ამექს საკრედიტო ბარათზე მაქ 500 ლარამდე და მჭირდება ნაჭდი ფული ძალიან.
განაღდების საკომისიო და მერე პროცენტიც აქვს საშინელი ამ შემთხვევაში.
ხომ ვერ დამეხმარებით რა გზა არსებობს რო გავანაღდო რამენაირად ბანკომატის გარეშე ((

Posted by: Shredinger 25 Sep 2019, 17:33
ინტერნეტში ვიყიდე რაღაც ნივთი, შემდგომ გაუქმდა ჩემი შეკვეთა რაღაცის მიზეზის გამო. გადავიხადე paypal ის ანგარიშით.

paypal ზე მაქ მიბმული ჩემი TBC ბანკის ბარათი.

შემდგომ ჩემი გადახდილი 49.99$ დამიბრუნეს უკან და paypal ზე ჩანს მწვანედ +49.99$ და აღწერაში მითითებული აქვს: Refund.

ასეა უკვე 1 კვირაზე მეტია მაგრამ ბანკის ბარათზე თანხა ჯერ კიდევ არ ასახულა.

რა ვქნა? ხომ ვერ დამეხმარებით.

Posted by: kuki 24 Oct 2019, 20:16
გამარჯობა, ტერა ბანკში მაქვს იპოთეკური სესხი ( 1$ 2.7 ექ.) 2თვეა მესიჯი მომდის რომ რეფინანსების პროცენტი გაიზარდა. თავიდან 0,5, მერე ისევ 0,5% და დღეს უკვე 1 % ჯამში 60 ლარით მოიმატა ყოველთვიურმა გადასახადმა. რამდენი % აქვს მაქსიმუმ რომ გაზარდონ და ესე დაუკითხავად რატომ? შესაძლებელია თუ არა რომ ეს პროცენტები რამენაირად გავაუქმო ?

Posted by: ნასა 25 Oct 2019, 21:49
ყველაზე იაფად რომელ ბანკში ავიღებ პლასტიკურ ბარათს? ლიბერთის ფასები ვიცი.

Posted by: sevastopol 26 Oct 2019, 12:55
ნასა
საქ ბანკში თვეში 1 ლარი ღირს პლუს ბარათი როგორც მახსოვს, ან წელიწადში 10 ლარი.

Posted by: gjeorgje 9 Nov 2019, 09:43
Google pay-ზე რომელიმე ქართული ბარათის მიბმა არის შესაძლებელი? საქართველოს ბანკის ვიზა ბარათი ვერ მიება

Posted by: sevastopol 9 Nov 2019, 17:01
gjeorgje
სალამი, ჯერჯერობით არცერთი ქართული ბანკის ბარათი ვერ მიებმევა. ოფიციალურად არ შემოსულან საქართველოში.

Posted by: gjeorgje 9 Nov 2019, 17:42
sevastopol
;-(
მადლობა პასუხისთვის, არადა ფეის ექაუნთს რომ არეგისტრირებ ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველო.

Posted by: ნასა 13 Nov 2019, 20:22
QUOTE (sevastopol @ 26 Oct 2019, 12:55 )
ნასა
საქ ბანკში თვეში 1 ლარი ღირს პლუს ბარათი როგორც მახსოვს, ან წელიწადში 10 ლარი.

მადლობა. მაინტერესებს განვადებას დამიმტკიცებენ TBC ბანკში თუ სხვა ბანკის ანგარიშზე მიდევს ამ ნივთის ღირებულებაზე მეტი თანხა ან თუ გეხმარება ეს რამეში?

Posted by: თორნიკე- 24 Nov 2019, 16:43
help.gif გამარჯობა მეგობრებო ფინკაში მაქვს კრედიტი ვიხდი პატიოსნად მაინტერესებს საზღვარგარეთ წასვლაში ბანკის ვალი ხელს თუ შემიშლის.

Posted by: sevastopol 24 Nov 2019, 19:25
თორნიკე-
სალამი, არ შეგიშლის არაფერში.

Posted by: თორნიკე- 24 Nov 2019, 20:37
მადლობა. გამოხმაურებისათვის. alk.gif

Posted by: simato 2 Dec 2019, 18:09
გამარჯობა! IBAN და ანგარიშის ნომერი მაქვს მისათითებელი დავრეკე თიბისიში და ეგ ერთიდაიგივეა და ორივეგან ერთსა და იმავეს წერო. ეგრეა მართლა?

Posted by: .apple. 24 Dec 2019, 18:09
TBC მობილ ბანკით ავიღებ სწრაფ სესხს?
სესხის ისტორია საერთოდ არ გამაჩნია და ხელფასი ირიცხება 350 ლარი და 3 თვით მინდა 500 ლარი

Posted by: თორნიკე- 27 Dec 2019, 19:57
აქ თუ ვინმე ჰპოსტავთ. მაინტერესებს ბინის საბაზრო ღირებულების რამდენ პროცენტს იძლევა დაახლოებით ბანკები იპოთეკურ სესხებს მადლობა წინასწარ yes.gif

Posted by: Zura_SX 31 Dec 2019, 01:24
ისე რა მაინტერესებს და ამ დ/მ-ებ შუბლის ძარღვი სულ გაუწყდათ ? მთხოვა ჩემა ძმამ და გამოვუტანე განვადებით და 35 პროცენტს მახდევინებენ წლიურს

მერე მითხრეს 26 პროცენტია წლიური დანარჩენი დაზღვევის არისო ... ვაი ამათ პატროს რას დაარქმევ რა მნიშვნელობა აქ წლიური გამომდის 35 პროცენტი ჯამშ


user posted image

Posted by: gordas 14 Jan 2020, 01:20
Direct debit რა ტიპის გადახდაა და საქართველოში მოსულა?

Posted by: sevastopol 14 Jan 2020, 14:21
gordas
საქართველოს ბანკს აქვს მაგალითად თუ დააყენებ თვის ბოლოს გაზის გადასახადი რომ მოვა ავტომატურად გადაიხდის, ან მაგთის ბალანსი თუ ჩამოგიცდა 5 ლარს (შენით აყენებ) ავტომატურად ჩაგირიცხავს 10 ლარს და ა.შ.

Posted by: gordas 14 Jan 2020, 22:23
sevastopol
მადლობა გამოხმაურებისთვის,

სტარტაპ იდეა მაქვს და ამიტომ გამიჩნდა ეს შეკითხვა, კარტით გადახდასთან რამე უპირატესობა აქვს?

Posted by: sevastopol 14 Jan 2020, 23:19
gordas
პირდაპირ ინტერნეტბანკში აყენებ და ისვენებ მერე. ყოველთვე არ გიწევს ბარათის ხელით შეყვანა ან მბანკ/იბანკში გადახდა. თვითონ გემსახურება მოკლედ.

Posted by: Masterchief117 15 Jan 2020, 15:54
გამარჯობა, თუ იცით რამდენად შესაძლებელია საქარველოში გამოვიტანო თანხა გერმანული ბანკის - შპარკასეს გიროქარდიდან?

Posted by: snug 26 Mar 2020, 12:01
გამარჯობათ,
ვინც ერკვევით ბანკში და სესხებში, როგორ გგონიათ.
მაქვს სესხი ლარში , ვცხოვრობ ევროპაში, ევროს კურსი იწევს ეპიდემიის გამო, რამდენად მომგებიანია ეხლა ევრო რომ დავახურდავო და ლარში შევიტანო ნაწილი სესხის? ან რაიმე კარგი გამოსავალი თუ არსებობს.

thanks.

Posted by: gobisha 29 Mar 2020, 16:30
აი პირადი ნომრით რო შეგაქ ანგარიშზე ანუ ეგ პირადობისმოწმობის ნომერია?? და მობილურის ნომრითაც ხდება ანგარიშზე ფულის შეტანა ხოდა მაგ ფუნქციებს ავტომატურად გაძლევენ ანგარიშს რო გახსნი ბანკში?

Posted by: TT-KK 4 Apr 2020, 02:54
გზავნილების აღება თბილისში რამდენად არის შესაძლებელი და სად?

Posted by: Zuraba 10 Jun 2020, 23:06
რა საბუთებია საჭირო მიკრო საფინანსოს რომ გახსნა?
ბევრი იკეტება და გადის ბაზრიდან, ვინმე თუ იცით ასეთი მომწერეთ

Posted by: Unknown232324 16 Jun 2020, 14:12
გამარჯობა! რიკოზე უკეთესად რომელიმე ლომბარდი აფასებს ხომ არ იცით ? რომელს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება ?

Posted by: NikaJiadze 8 Jul 2020, 13:06
გამარჯობა. ვივუსს როგორ დავუკავშირდე? არ გადის ზარი მაგათ ნომერზე.

Posted by: sevastopol 8 Jul 2020, 20:04
NikaJiadze
დაიხურა ვივუსი...

Posted by: gig@@@ 18 Sep 2020, 20:29
paypal მა დამიბლოკა თანხა ორშაბათს 14 სექტემბერს

ბარათი მივაბი და სმს ზე მოსული კოდიც შევიყვანე და 2 - 3 სამუშაო დღეც გავიდა და 5 ც და თანხა არ დაუბრუნებია და სად მივწერო paypal ს რომ დააბრუნოს თანხა ?

Posted by: sevastopol 18 Sep 2020, 21:47
gig@@@
ბანკს უნდა მიწერო რომ ბლოკი მოგიხსნან, განა ფეიფალს...

Posted by: gig@@@ 30 Sep 2020, 02:48
ქართულ ონლაი ტოტალიზატორებს მოგებული ფულის გატანაზე ანუ ბარათზე გადატანაზე რომ აქვთ საკომისიო 1 % ეს ფული ტოტალიზატორს მიაქვს თუ ბანკს ?
და რატომ გვახდევინებენ საკომისიოს 1 % ?
50 ლარის გატანაზე 50 თეთრი ჩამომაჭრა vik.gif

Posted by: spichuka 1 Oct 2020, 22:14
მოკლედ, სალამი აქაურებს.. ასეთი კითხვა მაქვს და მაინტერესებს ვინმეს გამოცდილება თუ გქონიათ.. დაახლოებით 4 წლის წინ არის რაღაც პუჭურიკა სესხები აღებული 4 ცალი.. 500-600 ლარის ფარგლებში.. თავიდან იხდიდნენ, მაგრამ ბოლო 900 დღეა დაახლოებით არავის გადაუხდია.. ვიღაცეები რეკავენ დღეგამოშვებით მაგრამარაფერი, ყოველთვე აძლევენ ვადას შემდეგი თვის 25 მდე და ეუბნებიან ძირი თანხა და + რაღაც 50 ლარი საკომისიო გადაიხადე ან გადაანაწილეო რამდენიმე თვეზე, ხოდა მოკლედ.. რამდენად არის შესაძლებელი რომ ამ ფინანსურ ბიუროს შესთავაზო რომ 500 ლარი როცაა ძირი თანხა, გეუბნებიან პროცენტებს ჩამოვაჭრიო და საკომისიოს ჩათვლით 550 ლარი დაფარე 6 თვეშიო, შენ კი სანაცვლოდ უთხრა რომ 550 არ მაქვს ფიზიკურად, მაგრამ თუ გაწყობთ აგერ ბაბუაჩემი მაძლევს 400 ლარს იმ შემთხვევაში თუ გამინულებთ სესხს ამ თანხაში რამდენად რეალურია? უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენად შესაძლებელია სესხის გასანულებელ თანხაზე ევაჭრო ამომღებ სამსახურს და გამოძვრე ძირ თანხაზე ნაკლებში ? წესით უნდა უღირდეთ არა? მაგათ მაინც მაქსიმუმ 50%-ში ექნებათ ნაყიდი ეგ ვალდებულებები სავარაუდოდ და რიავიცი აბა.. იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილება ამ საკითხში.

Posted by: saxelovich77 4 Nov 2020, 16:13
ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ სხვა ქვეყნის ბარათზე თანხა როგორ დავსვა??

Posted by: spider77 22 Dec 2020, 16:48
saxelovich77
QUOTE
ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ სხვა ქვეყნის ბარათზე თანხა როგორ დავსვა??

აქ, ესე პირდაპირ, აპარატით რო შეიტანო და რამე, ვერ დასვამ.

ერთი შანსია ანგარიშზე გადარიცხო სხვა ბანკის ინტერნეტბანკინგით, ან აქაური ბანკიდან გადარიცხო იმ ბარათის ანგარიშზე.

Posted by: LEOwish 22 Dec 2020, 18:43
მოგესალმებით. ჩაინიკურ კითხვაზე მიპასუხეთ. იპოთეკურ სესხზე მაინტერესებს. ვთქვათ ვიღებ 10 ათას დოლარს, პროცენტი 10 არის და ვადა ვთქვათ 10 წელი. მაინტერესებს ეს 10 პროცენტი წლიურია? ანუ გამოდის 10x10=100 შესაბამისად 10 წლის მერე გადასახადი 10 ათასი არის ძირი და 10 ათასი პროცენტი?

Posted by: Lowlander 26 Dec 2020, 09:25
გამარჯობა, მაინტერესებს ონლაინ გადარიცხვისას ბანკს კანონით ევალება თუ არა დადასტურებისთვის სმს კოდის გამოგზავნა.

Posted by: ხოინცი 26 Dec 2020, 09:35
იარაღის ლომბარდი თუ იცით მართლა არსებობს.

Posted by: spider77 26 Dec 2020, 23:31
Lowlander
QUOTE
ონლაინ გადარიცხვისას ბანკს კანონით ევალება თუ არა დადასტურებისთვის სმს კოდის გამოგზავნა.

არა.



LEOwish
QUOTE
ეს 10 პროცენტი წლიურია?

კი.

QUOTE
ანუ გამოდის 10x10=100 შესაბამისად 10 წლის მერე გადასახადი 10 ათასი არის ძირი და 10 ათასი პროცენტი?

ეგრე არ იანგარიშება, ცოტა რთული პროგრამაა. პროგრამა ასრულებს მაგ სამუშაოს. ბევრს ჰგონია, რომ თანამშრომლები ითვლიან.

ინტერნეტში შეგიძლია მოიძიო სესხის პროცენტის კალკულატორი.

Posted by: lasha-17 4 Jan 2021, 18:43
თურქული მაღაზიიდან მინდა გამოწერა და ქართულ თბს-ის მასტერქარდს არ იღებს. რომელ ბარათს მირჩევთ?

ეს 2 ვნახე ინტერნეტში და გამოდგება?

http://isbank.ge/ka/individual/cards
https://www.terabank.ge/ge/contact-information

Posted by: Shredinger 5 Feb 2021, 14:09
გამარჯობათ

ნელ-ნელა ვფარავ ბანკის ვალებს. თავიდან 15 000 იყო და ახლა 2500 ზე ჩამოვედი. ვაპირებ ამ თვეში სრულად დაფარვას.

რა მაინტერესებს. როგორ არის შესაძლებელი გავიგო ჩემს სახელზე სადმე რაღაც სესხი ან რამე ფინანსური ვალდებულება მაქ თუ არა? საქართველოში ნებისმიერ ბანკში ან მიკროსაფინანოში და ა.შ

ამ დარჩენილ სესხს რომ გადავიხდი, სულ არმინდა 1 დღესაც დამირეკონ და მითხრან რო თურმე კიდე სესხი მაქ სადმე ბანკში ან მიკროსაფინანსოში.

თიბისის არექნება ეგ ინფორმაცია? რო ვკითხო და იქნებ მითხრან. სესხის აღების დროს ხომ გეუბნებიან სად გაქ სესხი კიდე.

მინდა მაქსიმალურად სუფთა ვიყო ამ თემაში smile.gif


და მეორე კითხვა

ძმას აქვს ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები, გაშავებულია ბანკში და დაზდევენ 9 წელია რო გადაიხადოს. სესხები ყველაფერი მის სახელზეა.
არის რამე ვარიანტი რო მისი პრობლემატური სესხები ჩემი გადასახდელი გახდეს? სულ არმინდა მე მომადგნენ შენ უნდა გადაიხადოო smile.gif როცა არაფერ შუაში ვარ. ჩემს სახელზე 1 ვადა გადაცილებაც კი არ მქონია 5 წელია სესხებს ვიხდი პატიოსნად. დაჟე თიბისი აქეთ მეხვეწება კიდე აიღე სესხებიო რეკლმები მომდის ბევრი მობილურზე და ინტერნეტ ბანკში.

Posted by: spider77 15 Feb 2021, 14:40
Shredinger
QUOTE
თიბისის არექნება ეგ ინფორმაცია? რო ვკითხო და იქნებ მითხრან.

თიბისი გეტყვის თიბისიში გაქვს თუ არა.
სვხა ბანკებშიც თუ გაინტერესებს უდნა მიმართო კრედიტინფოს (დაგუგლე).


QUOTE
არის რამე ვარიანტი რო მისი პრობლემატური სესხები ჩემი გადასახდელი გახდეს? სულ არმინდა მე მომადგნენ შენ უნდა გადაიხადოო  როცა არაფერ შუაში ვარ.

არანაირად.


Posted by: ნარდი 23 Feb 2021, 19:55
100 ევრო გადმოვრიცხე უცხოური საიტიდან და ჩვეულებრივ დამიჯდა უდანაკლისოდ.
მერე 500 გადმოვრიცხე და საკორესპონდენტო ბანკმა 21 ევრო წამართვა.
ანუ გადარიცხვისას 100+ თუ არის მაშინ იღებს საკორესპონდენტო ბანკი თანხას?

რა სისტემაა ვერ დავამუღამე.

Posted by: spider77 24 Feb 2021, 19:13
ნარდი
QUOTE
ანუ გადარიცხვისას 100+ თუ არის მაშინ იღებს საკორესპონდენტო ბანკი თანხას?

რა სისტემაა ვერ დავამუღამე.

არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. ყველა ბანკი სხვადასხვა ტარიფებით, სქემით და პრინციპებით მოქმედებს.

Posted by: button nose 17 Mar 2021, 09:07
ცალკე თემის გახსნა Aრ მინდა აქ ccიკითხავ: ყველაზე კარგი სტარტ აპ სესხის პირობები რომელ ბანკს აქვს?

Posted by: Shredinger 30 Mar 2021, 22:16
spider77
მადლობა პასუხისთვის smile.gif

მაქვს დარჩენილი 2000 ლარი და ბოლო გადახდა მაქვს 2022 წლის ოქტომბერში. წინსწრებით მინდა დაფარვა რომ მოვიშორო. მესმის რო გრაფიკს ვარღვევ და საკომისიოც უნდა გადავიხადო.

მაინტერესებს რამდენად ცუდად მოქმედებს წინსწრებით დაფარვა რეიტინგზე? თუ ოდნავ ცუდად მოქმედებს გადავიხდი მიღირს და თუ ძაან უკან დამხევს რეიტინგში არმინდა მაშინ smile.gif

ძაან მეჩხირება თვალში და მინდა მოვიშორო თან არმინდა ცუდი კლიენტი გამოვჩნდე ბანკის თვალში smile.gif

პ.ს ბანკი, თიბისი, სამომხმარებლო სესხი

Posted by: spider77 30 Mar 2021, 23:36
Shredinger
QUOTE
მაინტერესებს რამდენად ცუდად მოქმედებს წინსწრებით დაფარვა რეიტინგზე? თუ ოდნავ ცუდად მოქმედებს გადავიხდი მიღირს და თუ ძაან უკან დამხევს რეიტინგში არმინდა მაშინ

ოდნავ ცუდად მოქმედებს, მაგრამ არა იმდენად, რომ არ ღირდეს წინმსწრებად დაფარვა.

ცალსახად კი წინმსწრებად დაფარვას !!! smile.gif

Posted by: iloilo603 31 Mar 2021, 22:24
https://libertybank.ge/ka/ გადაიხადე ონლაინ და 20-ლარი ანგარიშზე დაგიჯდება - ლ

იბერთიზე საინტერესო სერვისები აქვთ ამ ბოლოდროს

Posted by: meu 2 May 2021, 01:18
გამარჯობა, მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, ამიკაზე მქონდა ადრე სესხი აღებული, ნუ არ გადამიხდია და რამოდენიმე წელია ესეა, მინდა გადავიხადო, მაგრამ ეს ამიკა აღარაა, აშკარად დაიხურა კომპანია, როგორ დავფარო სესხი ?

Posted by: ნარდი 4 May 2021, 13:02
ვინმემ მირჩიეთ, რომელ ბანკში ჯობია ვალუტის გადმორიცხვა საკორესპონდენტო ბანკმა 8-9% ები რომ არ წამართვას თანხის.

მძარცველები არიან, მოდის ფული ესენი თოფით ხელში ხვდებიან და მაყუთს გახევენ.

ბარემ 80-90% აიღონ რა ჭკუა უშლით?



Posted by: spider77 4 May 2021, 20:50
ნარდი
QUOTE
მძარცველები არიან

ძირითადად შუალედური ბანკები "გართმევენ" და არა მიმღები.

ასე რომ, რომელში გადმორიცხავ დიდი განსხვავება არაა.
იმის მიხედვით ჩამოგეჭრება, შუალედური ბანკები რამდენს წაიღებენ, ამას კი ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ.

* * *

QUOTE
მირჩიეთ

ფეიფალს მიაბი აქაური ბარათი და ფეიფალზე ჩაარიცხინე თანხა. 2-3 დღეში დაგიჯდება, გადმოიტანე ბარათზე და გაანაღდებ აქ.
ასე ნაკლებს იზარალებ.

Posted by: ნარდი 4 May 2021, 22:09
spider77
ფეიფალზე რომ მირიცხავენ 6% მართმევენ თანხის, იქიდანაც განაღდება ერთი მაგდენი ჯდება smile.gif
ნაკლები როგორ გამოთვალე ვერ ვხვდები smile.gif
ფეიფალს ერთადერთი ის + აქვს რომ ონლაინ შოფინგზე საკომისიო არ აქვს და ხანდახან რაღაცეებს ვიწერ ხოლმე.


თურქულ-აზერულ ბანკებში რომ გავხსნა ანგარიში იქაც ეგრე იქნება?

ეს ჩათლახი გერმანული საკორესპონდენტო ბანკები მართმევენ ვიცი.

ლიბერთი და თბც ზე რომ ვრიცხავდი 21 ევროს მართმევდნენ, საქ ბანკის გადარიცხვისას 36 ევროზე ავიდა.

Posted by: sevastopol 4 May 2021, 22:17
ნარდი
ფეიფალზე თუ უცხოურ ვალუტაში გამოგაქვს, პირდაპირ ფეიფალის საპორტს უნდა მიწერო რომ იგივე ვალუტაში გინდა თანხის გატანა. ჩვენი ბანკები მასეთი გადმორიცხვის დროს თანხას არ იღებენ, ფეიფალი აკონვერტირებს თანხას ვიზას კურსით და ისე გისვამს.

სხვა ვარიანტი Transferwise არის, რომელიც ბევრად ნაკლები საკომისიო აქვს ხოლმე.

Posted by: ნარდი 4 May 2021, 23:22
sevastopol
მადლობა, მივწერ აუცილებლად.



QUOTE
აკონვერტირებს თანხას ვიზას კურსით და ისე გისვამს

მაგ კონვერტაციას მიაქვს 6%. სმერტელნი კურსით აკონვერტირებს.

გავარკვევ მოკლედ რამდენად გამოვა ეგ ვარიანტი.
* * *
sevastopol
ფეიფალიდან ვალუტაში ვერ გამოიტან. ნებისმიერ შემთხვევაში აკონვერტირებს ლარში. არ აქვს მნიშვნელობა რა ანგარიში გაქვს მიბმული


Posted by: spider77 6 May 2021, 16:58
ნარდი
QUOTE
ფეიფალიდან ვალუტაში ვერ გამოიტან. ნებისმიერ შემთხვევაში აკონვერტირებს ლარში. არ აქვს მნიშვნელობა რა ანგარიში გაქვს მიბმული

არაა ეგრე.
მე პირადად გამომიტანია ევრო და ამიტომ დანამდვილებით შემიძლია გითხრა.

ლარში კი არ გიკონვერტირებს, ლარის პრიორიტეტი გექნება ბარათზე მიცემული და ხელმისაწვდომს გიჩვენებს ლარებში, თორემ იქ რა ვალუტაშიც ჩაგირიცძავენ იმ ვალუტაში გამოიტან აქ.

Posted by: sevastopol 6 May 2021, 23:09
ნარდი
არასწორი ინფო გაქვს. ფეიფალის საპორტს უნდა მიწერო და გამოიტან იმ ვალუტაში, დაგიწერე უკვე.

"Paypal Currency Conversion problem
მოკლედ, ფეიფალს აქვს ისე რომ როცა ახალ ბარათს ვამატებთ და ფეიფალის ანგარიშზე თანხას დავრიცხავთ, ჩვენი ბანკის ბარათზე გადმორიცხვისას გვაიძულებს რომ თანხა ლარში გადავაკონვერტიროთ, ძალიან არასამართლიანი კურსით.

2500 დოლარზე 5 დოლარის ნაცვლად ფაქტობრივად 100 დოლარამდე გვაჭრის.
არსად არ არის ინტერფეისში ოფშენი რომ ეს გაითიშოს. ძველ ინტერფეისში ჰქონდათ, მაგრამ ძალით დამალეს ეგ ოფშენი მანდაც.

ერთადერთი გზა რითიც ამ იძულებითი კონვერტაციის გამორთვა შეიძლება არის ფეიფალის საპორტისთვის მიწერა
შევდივართ მესიჯ ცენტრში - https://www.paypal.com/smc/async/home?isvenice=false
ვეუბნებით რომ "Hello, please change my card with number <ბოლო 4 ციფრი> from GEL to USD "

ბოტს უარს ვეუბნებით ყველაფერზე რასაც გთავაზობთ და ბოლოს როცა გვკითხავს:
Would you like to chat with an agent instead?
ვპასუხობთ : Yes
ვაკოპირებთ რაც თავიდან დავწერეთ და ისევ ვწერთ
ვიცდით 1-2 დღე სანამ გვიპასუხებს საპორტი. როგორც წესი ეგრევე ცვლიან და გპასუხობენ:
Hello <Name> from your messages I understand you want the card ending <ბოლო 4 ციფრი> changed from GEL to USD . I have completed that change you will see this updated the next time you log in

სულ ეს არის და ამის შემდეგ ჩვეულებრივად დოლარში გადმოირიცხება მანამ, სანამ ახალ ბარათს დაამატებთ. (მერე ისევ თავიდან მოგიწევთ ეს საფეხურები)"

Posted by: ნარდი 7 May 2021, 00:46
sevastopol
დიდი მადლობა.
QUOTE
სანამ ახალ ბარათს დაამატებთ

ალბათ ჯობია ახალი ბარათი დავამატო და მერე მივწერო რადგან ამ თვის ბოლოს გასდის ჩემს ბარათს ვადა.

spider77
მადლობა ასევე.
ლარებად პეიპალი აკონვერტირებს ჩათლახები არიან, სევასტოპულოს სცოდნია და დამიწერა.

Posted by: Gio1986 17 May 2021, 19:45
სალამი, რომელ ქართულ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი საკომისიო (ან უფასო) swift გადარიცხვა დოლარში საზღვარგარეთ?

მაგალითად, საქართველოს ბანკს აქვს 0.2% არაგარანტირებული (SHA, min 10 dolari) და 0.3% გარანტირებული (OUR, min 30 dolari).
უფრო კარგი პირობები არის სადმე?

Posted by: gig@@@ 18 May 2021, 03:38
2 კითხვა მაქვს

1) რა განსხვავებაა დებეტი და კრედიტი ბარათებს შორის ?
2) ინტერნეტში შოპინგებში რომელი ბარათი უფრო ჯობია ? მაგალითად ebay.com გამოწერისას ან paypal მეშვეობით გადახდისას. თუ სულ ერთია და არ აქვს მნიშვნელობა ?

Posted by: ქართლოსი 30 May 2021, 23:08
კატარის რეალი სად შეილება ავიღო გამოგზავნილი ფული?

Posted by: spider77 1 Jun 2021, 00:05
QUOTE (ქართლოსი @ 30 May 2021, 23:08 )
კატარის რეალი სად შეილება ავიღო გამოგზავნილი ფული?

არამგონია ფიზიკურად სადმე შეძლო.
უნდა გადააკონვერტირო.
* * *
gig@@@
QUOTE
1) რა განსხვავებაა დებეტი და კრედიტი ბარათებს შორის ?

მარტივად გეტყვი - მაგალითად: სადებეტო ბარათია სახელფასო ბარათი, ან სხვა ბარათი რომელზეც გირიცხავენ ფულს ან შენ თვითონ შეგაქვს. საკრედიტო კი ბარათია, რომლზეც დევს ბანკის მიერ შენზე ნასესხები ფული და რო დახარჯავ რაღაც რაოდენობას, ვალდებული ხარ გარკვეულ დროში გარკ ეული თანხა დააბრუნო ანგარიშზე და ა.შ.

ინტერნეტშოპინგისას ორივეს გამოყენება შეგიძლია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით კატეგორიულად მიუღებელია საკრედიტო ბარათით სარგებლობა. ასევე არ შეიძლება სახელფასო ბარათით შოპინგიც. ამისათვის უნდა გქონდეთ ცალკე სადებეტო ბარათი.

Posted by: Gio1986 1 Jun 2021, 00:36
QUOTE (ქართლოსი @ 30 May 2021, 23:08 )
კატარის რეალი სად შეილება ავიღო გამოგზავნილი ფული?

როგორ გამოგიგზავნეს?

Posted by: ქართლოსი 2 Jun 2021, 20:59
Gio1986

გავარკვიე. მადლობა.

Posted by: ქართლოსი 7 Jun 2021, 14:21
ბარათის ნომერი არ შემიყვანია დპროგრამამ ჩამომაჭრა 40 ლარი თიბისის ბანკის კარტა. რო ქნა ეს და როგორ დავიბრუნო?

ან საიდან მივწერო პროგრამას ფული დააბრუნონ?
user posted image

Posted by: spider77 7 Jun 2021, 18:10
ქართლოსი
QUOTE
ბარათის ნომერი არ შემიყვანია დპროგრამამ ჩამომაჭრა 40 ლარი

შენ არ შეგიყვანია, მაგრამ გუგლფეის ექნება შენი ბარათის ნომერი ერთხელ უკვე დამახსოვრებული.

ბანკს მიმართე და ბანკი დაგეხმარება მაგის გაუქმებაში, თუ ტექნიკურად შესაძლებელია.

Posted by: ქართლოსი 8 Jun 2021, 22:40
spider77

მადლობა.

ბარათი გავაუქმე. დუოლინგოს მივწერე, პროგრამიდან გააუქმე მოთხოვნაო 5-10 დღეში დაბრუნდება თანხაო.
თანხა ხო უნდა წერებოდა რამდენს ითხოვდა.

ეხლა ახალი ბარათი ავიღე გუგლს ექნება ისევ ახალი მონაცემები? ან გუგლიდან როგორ გავაუქმო?

სად დავეთანხმე გუგლს არ ვიცი.

Posted by: spider77 9 Jun 2021, 00:45
ქართლოსი
QUOTE
ეხლა ახალი ბარათი ავიღე გუგლს ექნება ისევ ახალი მონაცემები?

არანაირად.
შენ თვუთონ თუ არ შეიყვანე სადმე, ისე აღსად არ დაფიქსირდება.


QUOTE
მადლობა

არაფრის
და წარმატებები.

Posted by: lasha-17 12 Jun 2021, 15:42
ყოველდღე მირეკავენ პრობლემური სესხებიდან. ვიღაც უცნობი პიროვნების სახელს და გვარს მეუბნებიან, ხომ არ იცნობთო drug.gif მასეთს არავის ვიცნობ და სესხიც არ მაქვს აღებული. ვპასუხობ, რომ სხვაგან მოხვდა. მაგრამ ყოველდღე 5 სხვადასხვა ნომრიდან მირეკავენ, თან საუბარს იწერენ. როგორ მოვიქცე? შევწუხდი უკვე

Posted by: spider77 12 Jun 2021, 22:14
lasha-17
QUOTE
როგორ მოვიქცე?

მიმართე პოლიციას.

Posted by: mapshnik 13 Jun 2021, 22:09
გამარჯობა. ჩვეულებრივ ნივთს რომ ვიწერ ამაზონიდან, (საქ ბანკის ბარათით) გადამზიდ კომპანიას ვიყენებ კამექსს და კამექსის მისამართზე მიდის ხოლმე ამანათი
მაგრამ იმდღეს სხვა უცხოური საიტიდან ვცადე გამოწერა ელექტრო სიგარეტის სითხის . კამექსის მონაცემები რომ შევიყვანე ჩვეულებრივ ჩამომაჭრა თანხა. მერე ნივთი რომ არ დაფიქსირდა მივწერე მაგ საიტის საფორთს და მითხრა payment failed მოხდაო რადგან საფოსტო მისამართები არ შეესაბამება ერთმანეთსო. გამოწერისას billing da shipping მისამართი მივუთითე როგორც ერთიანი. და ვვარაუდობ რომ დამწვა რო ამერიკის მოქალაქე არ ვარ და მაგიტომ ქნა ეგ? ასევე ასაკის შესამოწმებლად პირადობის ფოტო ამატვირთინა, სადაც ასევე ჩანს რომელი ქვეყნის მოქალაქე ვარ და როგორ მოვიქცე? მეგობარმა მითხრა ამერიკული კარტა გაჩითე მე მაგით ვიხდიდი ეხლა აღარ მაქვსო. ან საქ ბანკის ამექსი იგულისხმა? ვითომ ამექსი რო ავიღო მომივვარებს მაგ პრობლემას?

Posted by: spider77 14 Jun 2021, 15:54
mapshnik
ეს კითხვა ჯობია შოპინგების თემაში დასვა (სადღაცას არის, აქ, ფორუმზე).
იქ უკეთ გიპასუხებენ.

Posted by: Soundgarden 14 Jun 2021, 22:23
საქართველოს ბანკის ბარათით რომელიც იანვარში გავაუქმე და ავიღე ახალი იმავე ანგარიშზე, გაატარეს ტერმინალზე, გადაიხადეს 12 ლარი 2-2 ლარის ოდენობით, ორი დღის ინტერვალში, დილის 5-6 საათის შუალედში, რამოდენიმეჯერ, ტერმინალის ობიექტიც ვიცი ამონაწერში წერია, პირობითად დავუშვათ საბარათე ინფორმაცია რაიმე წამკითხველით მომპარეს, გაუქმებული ბარათის გამოყენება შესაძლებელია? პარადოქსია biggrin.gif საქართველოს ბანკის დახმარების ჯგუფი მკვდარზე ვენოკია, უაზრო პასუხებით და გაწელილი დროით, კომპეტენტურ პირთან ვერ მაკავშირებენ, ცხელ ხაზზე ლაპარაკს აზრი არ აქვს

Posted by: spider77 15 Jun 2021, 10:04
Soundgarden
QUOTE
გაუქმებული ბარათის გამოყენება შესაძლებელია?

გამორიცხულია.
ტექნიკურადაა შეუძლებელი.


QUOTE
დავუშვათ საბარათე ინფორმაცია რაიმე წამკითხველით მომპარეს,

დავუშვათ კი არა ასეა.
ოღონდ ახალი ბარათის ინფორმაცია აქვს ვიღაცას მოპარული.

ან თვითონ ბარათია გატარებული.
სხვა ვარიანტი ფიზიკურად არ არსებობს.


* * *


QUOTE
ტერმინალის ობიექტიც ვიცი ამონაწერში წერია

პოლიცია და მისი ჯანი.
ადვილად გამოსაძიებელი საქმეა, როცა ადგილზე, საქართველოში ხდება ყველაფერი.

Posted by: სურამელი 16 Jun 2021, 16:30
QUOTE

QUOTE
გაუქმებული ბარათის გამოყენება შესაძლებელია?

გამორიცხულია.
ტექნიკურადაა შეუძლებელი.


არაა შეუძლებელი, სამჯერ გავაუქმებინე ექსპრეს ბარათი. ანგარიშიც დავახურინე, მაგრამ სამარშრუტოში მაინც იხდიდა smile.gif))
მერე როგორც ამიხსნა ოპერატორმა ექსპრეს ბარათებს ეგ პრობლემა აქვთ რომ არ უქმდება საბოლოოდ და უნდა გაანადგურო ბარათიო smile.gif)
ასე ვტქვათ დახურული ანგარიში "ცოცხლდება" smile.gif

Posted by: spider77 17 Jun 2021, 13:42
სურამელი
QUOTE
არაა შეუძლებელი, სამჯერ გავაუქმებინე ექსპრეს ბარათი. ანგარიშიც დავახურინე, მაგრამ სამარშრუტოში მაინც იხდიდა

სამარშუტოში არის ოფლაინ ტრანზაქცია. ანუ სანამ უშუალოდ ბარათის მოქმედების ვადა არ ამოიწურება (რაც ზედ აწერია) მანამდე ეგეთ ადგილებში იმუშავებს და ბოლოს ბანკი შენ მოგთხოვს მაგ თანხას.

ამიტომ ბარათს რო გააუქმებინებ ფიზიკურად უნდა გაანადგურო რო ეგეთ ადგილებში არავინ გამოიყენოს.

Posted by: MeTeoRa91 1 Jul 2021, 15:56
რომელი ჯობია კონცეპტი თუ სოლო?
რომელს რა უპირატესობა აქვს?

Posted by: buenos 6 Jul 2021, 13:30
# კითხვა მაქ ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებით. მივედი ჯიხურში და მინდა 100 პესო დავახურდავო ლარში. პირადობა აუცილებელია? რა არის ის ზღვარი, რომლიც ზომოთაც შეუძლია მომთხოვონ პირადობა, ან უარი მითხრან კონვერტაციაზე. თუ შეიძლება კანონზე (წყაროზე) დაყრდნობით.

# მეორე კითხვა. რამე განსხვავებაა დახურდავებისას პირადობას მივცემ ოპრატორს თუ მართვის მოწმობას? ხომ იგივე ნომერია. აქვს უფლება უარი მითხრას მომსახურებაზე ამის საფუძველზე?

# მესამე კითხვა. ყაზბეგის გამზირზე ჩამომწკრივებულ ჯიხურებში, ყველა 5 ლარს რატო გატყუებს? 5 წლის წინ 5 ლარს გაკლებდნენ, 2 წლის წინ 5-ს, ახლაც 5-ს. ამათთვის ინფლაცია არა არსებობს? მოუმატონ ცოტა, ოჯახებს როგორ ინახავენ?

Posted by: koba71786 14 Jul 2021, 18:41
საბანკო საქმის შესწავლა სად არის ყველაზე ნორმალურად შესაძლებელი?
შემდგომში რომ ადვილად დასაქმდეს პიროვნება
არის ასეთი სასწავლებელი ან კურსები?

დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება ადამიანს რომ ნორმალურად აითვისოს საბანკო საქმეები?

Posted by: gig@@@ 16 Jul 2021, 20:03
ბაზის ბანკი სანდოა ? არასოდეს შეხება არ მქონია ამ ბანკთან
თიბისის და საქართველოს ბანკის კლიენტი ვარ
ბაზის ბანკში ანაბრის შემოტანა მინდა და სანდოა ?

Posted by: spider77 18 Jul 2021, 14:07

gig@@@
QUOTE
ბაზის ბანკი სანდოა ?

ყველა ბანკი (ბანკი რასაც ქვია და არა "ჯუმბერ კრედიტი") სანდოა.
გადადეთ გვერდზე ეჭვი და უნდობლობა.

Posted by: forumistvis 18 Jul 2021, 15:04
ყადაღა, გადაუხდელობის შემთხვევაში არ უქმდება ოდესმე?

Posted by: San7a* 19 Jul 2021, 12:52
რა მაინტერესებს ამ ბანკებმა რომ მოუმატეს სესხებზე პროცენტები, ეხლა რო დაიკლო კურსმა ისევ ისე ტოვებენ? არ დაუკლებენ?

Posted by: spider77 23 Jul 2021, 08:19
San7a*
QUOTE
რა მაინტერესებს ამ ბანკებმა რომ მოუმატეს სესხებზე პროცენტები, ეხლა რო დაიკლო კურსმა ისევ ისე ტოვებენ? არ დაუკლებენ?

ესე, პირდაპირ, სესხის პწოცენტი ვალუტის კურსთან კავშირში არაა.

სესხი ბენზინი არაა, რომელსაც ვალუტაზე ყიდულობენ და კურსის ცვალებადობაზე და საერთაშორისო სავაჭრო პლაცზე როა მისი ფასი მიბმული.

Posted by: M3BB0 28 Aug 2021, 13:33
მეგობრებო განბაჟება მაქ გადასახდელი და მინდა გადავიხადო საქ ბანკის მობაილ ბანკით. ხოდა ვერ ვიგებ სახაზინო კოდში რა უნდა ჩავწერო და ასევე მიმღების დასახელებაში. იქნებ დამეხმაროთ.
მადლობა დიდი

Posted by: sevastopol 29 Aug 2021, 16:35
M3BB0
101001000 უნდა ჩაწერო კოდი, მიმღებში შენი ინფორმაცია ვის სახელზეც უნდა გადაიხადოს განბაჟება.

დანიშნულებაში თრექინგი ჩაწერე ამანათის და განბაჟების გადასახადი.

Posted by: ბასიანი89 1 Nov 2021, 13:57
უცხოეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის ყველაზე იაფი გზა რომელია? მონიგრამი?

Posted by: sevastopol 1 Nov 2021, 19:44
ბასიანი89
Wise.com ეს არის ყველაზე იაფი ხოლმე.

Posted by: ბასიანი89 3 Nov 2021, 05:10
QUOTE (sevastopol @ 1 Nov 2021, 19:44 )
ბასიანი89
Wise.com ეს არის ყველაზე იაფი ხოლმე.

დიდი მადლობა.
ფეიფალზეც მითხრეს რომ თითქოს სრულიად უფასოა. შეგიძლიათ ორი სიტყვით ფეიფალზეც მითხრათ?

Posted by: kriketi-1985 3 Nov 2021, 23:13
სალამი. მცირე თანხის, დოლარის გადაცვლა მინდა ლარში და რომელ ბანკში არაა საჭირო იმ ბანკის ბარათის ქონა ამისთვის? და თუ დიდი სხვაობაა პროცენტში ამ ბანკებს შორის პროცენტში?

Posted by: Mogadishu 6 Apr 2022, 21:28
გამარჯობა, ბანკში მაქ სესხი, ყოველთვიურად მთხოვენ იმაზე მეტს ვიდრე ხელფასი მაქ. ვეუბნები ან წავალ ქვეყნიდან ან ხელფასის ნახევარს გადავიხიდი თქო და არ მთანხდებიან. როგორ მოვიქცე ვიცი მთელი ხელფასის მოჭრა არ შეულიათ მარა მაჭრიან.საქ ბანკში სამომხმარებლო სესხი მაქ.

დავამატებ. მივლინებები მერიცხებოდა და მაგიტო მომცეს მაგდენი სესხი და ეხლა კიდე აღარ მერიცხება ან თუ მერიცხება მე არაფერი არ მრჩება მილინებაში მეხარჯება. ხელფასის 30 მაგი აქვთ მოცემული. თან არც მითხოვია თითონ მისვამდნენ ინტ ბანკში...მიდი და არ დააჭირო ფული რო არ გაქ და ერთი კნოპკა გაშორებს ფულამდე)

აღსრულების ბიუროში მივიდე თუ როგორ ვქნა? საქმე რო დაიწყოს რო კანონი აღსრულდეს და იმაზე მეტი არ მაჭრან რისი უფლებაც აქვთ.

Posted by: mariami13 11 Apr 2022, 21:35
საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners
გთავაზობთ, სრულ იურიდიულ და აუდიტორულ მომსახურებას
იტალიაში - საქართველოში
+(39)3515 47 00 47; +(995)599505578; Viber, WhatsApp;

უძრავი ქონების რეგისტრაცია
→ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ბინაზე/ერთეულზე,

→ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე, განშლა,

→ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე ინდივიდუალურ უძრავ ნივთზე, პირველადი განშლა,

→ ექსპლოატაციაში მიღება,

→ უფლების წინასწარი რეგისტრაცია,

→ ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება უძრავ ნივთზე,

⚫️ესტუმრეთ ჩვენს საიტს Www.advokati.add.ge

⚫️ გამოიწერეთ ჩვენი "ფეისბუქის" გვერდი: ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners

⚫️ ინსტაგრამის გვერდი- https://www.instagram.com/iuridiuli_momsaxureoba/

⚫️ კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული საქმის სირთულის მიხედვით! დამატებითი ინფო იხილეთ საიტზე: https://iuristi.com/
https://advokati.add.ge

მომსახურების მიღება შეგიძლიათ, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე ადგილზე მოსვლით.ალ.ყაზბეგის47 მე-2 სართული ოფისიN212 (მეტრო დელისი)

იტალიაში+(39)351 5 47 00 47;

საქართველოში+(995)599 50 55 78; Viber, WhatsApp;

Posted by: gig@@@ 6 May 2022, 18:27
ბანკში დავრეკე მობილბანკიდან თანხის გადარიცხვასთან პრობლემის დაკავშირებით ჩემი ტელეფონის IOS 12.5.5 ესაა და რა შუაშია ეს თანხის გადარეცხასთან ? Iphone 5S ია.

Posted by: 7Hertz 13 May 2022, 21:07
ვარ 18 წლის, არ ვმუშაობ, არ მაქვს არანაერი საკრედიტო ისტორია, და მჭირდება სესხი 450 ლარამდის და რომელ ბანკში ვცადო?
სპეისი მაქვს მხოლოდ და იქ უარი მომივიდა.
თუნდაც სწრაფი!

Posted by: თუშჩი 30 May 2022, 02:59
როდესაც ფიზიკურ პირს ბანკის ვალის დროს საქმე გადაეცემა აღმასრულებელს და ანგარიშებზე დაედება ე.წ ინკასო

ამ პირს ქვეყნის დატოვება საზღვარგარეთ წასვლაზე რამე პრობლემა ექმნება?

Posted by: spider77 30 May 2022, 19:07
თუშჩი
QUOTE
ამ პირს ქვეყნის დატოვება საზღვარგარეთ წასვლაზე რამე პრობლემა ექმნება?

არა.

Posted by: theodous 1 Jun 2022, 19:58
სად ავიღო სესხი უზრუნვლეყოფის გარეშე?


Posted by: kobaia 15 Jun 2022, 14:07
გამარჯობა , მაინტერესებს კრედო ბანკში თუ არის შესაძლებელი სესხი ავიღო , ისე რო კრედიტოფიცერი სამსახურში არ დამადგეს და ფოტოები ისე გადავუგზავნო ? ონლაინ სესხი აქვთ და წესით უნდა შეიძლებოდეს მგონი , მოკლედ მიპასუხეთ რა ვინც იცით .....
* * *
QUOTE (kobaia @ 15 Jun 2022, 14:07 )
.................................................

.............................სადასდ
* * *
QUOTE (kobaia @ 15 Jun 2022, 14:07 )
................................................

................................

Posted by: Arcbell 17 Jun 2022, 14:48
............................ smile.gif

Posted by: Daთa 26 Sep 2022, 20:29
გამარჯობა,
ასეთი კითხვა მაქვს, სესხით ნაყიდი მანქანით საზღვარგარეთ გასვლა შემიძლია?
მანქანა ჩემს სახელზეა, ევროკრედიტშია სესხი და გირაო ადევს (თუ რაც ქვია რა), მაგრამ მეპატრონე მე ვარ საბუთებით.

Posted by: gig@@@ 29 Dec 2022, 22:34
ხალიკ ბანკი როგორია ვარგა ?
კარგი პირობები აქვთ ღირს მაგათთან საქმის დაჭერა ?

Posted by: Amigo-Amo 16 Feb 2023, 18:17
QUOTE (Daთa @ 26 Sep 2022, 20:29 )
გამარჯობა,
ასეთი კითხვა მაქვს, სესხით ნაყიდი მანქანით საზღვარგარეთ გასვლა შემიძლია?
მანქანა ჩემს სახელზეა, ევროკრედიტშია სესხი და გირაო ადევს (თუ რაც ქვია რა), მაგრამ მეპატრონე მე ვარ საბუთებით.

კი, არ არის პრობლემა smile.gif
ლიზინგით მიღებულ სატრანსპორტო საშუალებაზეა საჭირო ლიზინგის გამცემის თანხმობა. საზღვრის კვეთისას მოგირავნის თანხმობა არ გჭირდება.
* * *
QUOTE (theodous @ 1 Jun 2022, 19:58 )
სად ავიღო სესხი უზრუნვლეყოფის გარეშე?

ნებისმიერი ბანკი გასცემს არაუზრუნველყოფილ სესხებს yes.gif

Posted by: Daთa 6 Mar 2023, 18:45
Amigo-Amo
გასაგებია, მადლობა up.gif

Posted by: xx3xx 28 Jun 2023, 20:34
საქართველოს ბანკში საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე რამდენ პროცენტიანი განვადებებია მინიმალური და მაქსიმალური?

Posted by: adam* 10 Jul 2023, 15:57
ანგარიშის ქონაზე, ყველა ბანკს აქვს გადასახადი?

Posted by: gig@@@ 1 Aug 2023, 11:13
საქართველოს ბანკი ძაან უყლევებს
ბარათს გაუვიდა ვადა მივწერე რომ მინდა ახალი ბარათი და მომწერეს ბარათის აღებას შეძლებთ უფასოდო და ძალიან რომ ჩავეძიე თურმე 10 ლარი ღირს ბარათის დამზადება
რანაირადაა უფასო როცა ბარათი დამზადების საფასურია 10 ლარი.

კლიენტს აუხსნან რა მარტივი ენით რა იციან ეს ფილოსოფიური ლაპარაკი და ტვინის ბურღვები ამ საბანკო ტერმინებით და დამაბნეველი ლაპარაკით

პირდაპირ უთხრან კლიენტს რომ ეს და ეს ღირს ბარათი და შეკვეთა და სახლში მიტანის საფასური 5 ლარია

Posted by: Apoptosis 21 Aug 2023, 15:39
გირვანქა სტერლინგის ყიდვა სად შეიძლება ყვლაზე დაბალ ფასად?

Posted by: s-n-r 26 Sep 2023, 17:24
ტვირთი გადავყიდე გზაში, აღარ შემოსულა ფოთში.
ბანკი მეუბნება, რომ ოპერაციას საქართველოსთან კავშირი აღარ აქვს და არ გადაგირიცხავო თანხას (რახან ტვირთმა ფიზიკურად არ გადმოკვეთაო საქართველოს საზღვარი).

ვერ გავიგე ცოტა, საერთაშორისო სავაჭრო/ბიზნეს ოპერაციების განხორცილება აკრძალული აქვთ ქართულ კომპანიებს, თუ რატომ მეუბნება ბანკი უარს?

Posted by: kriketi-1985 5 Oct 2023, 16:20
სალამი. ვალუტის ყიდვასა და გაცვლას შორის რა სხვაობაა?

Posted by: Amigo-Amo 15 Mar 2024, 10:46
QUOTE (kriketi-1985 @ 5 Oct 2023, 16:20 )
სალამი. ვალუტის ყიდვასა და გაცვლას შორის რა სხვაობაა?

ალბათ უნდა დაგეწერათ ყიდვასა და გაყიდვას შორის smile.gif ყიდვა ნიშნავს, როდესაც ბანკი ყიდულობს თქვენგან ვალუტას (მაგ: გადასცემთ 100 დოლარს და გიბრუნებთ შესაბამის ექვივალენტს თქვენს სასურველ ვალუტაში) და გაყიდვა, როდესაც ყიდის კონკრეტულ ვალუტას. შეიძ₾ება იფიქროთ ერთი და იგივეაო, ეგრეცაა, უბრალოდ, კურსები რომ დაადგინოს და ნათელი იყოს, მაგისთვისაა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)