#55306269 · 29 Sep 2019, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hoffman სამოქალაქო კოდექსში შარშან შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც: ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს.
მარტივად რომ ვთქვათ, ფიზიკური პირი იპოეკარის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ იქნება იპოთეკა ძალის მქონე, თუ იგი ნივთს საცხოვრებელ სადგომად გამოიყენებს.
შედეგად ვიღებთ შემდეგს: შენ ვიღაცას ასესხებ თანხას იმ იმედით, რომ გგონია იპოთეკითაა უზრუნველყოფილი, მაგრამ დავა რომ წარმოიშობა აღმოჩნდება, რომ ეს იპოთეკა ბათილია - არ არსებობს და სესხიც არააუზრუნველყოფილია.
|