SHANSKY
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1123
წევრი No.: 104700
რეგისტრ.: 12-November 09
|
#55379690 · 18 Oct 2019, 11:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Temch @ 9 Oct 2019, 15:16 ) | შეიძლება გამოგადგეთ ჩემი გამოცდილება:
მოკლედ დავწერ, პატრულმა გამაჩერა, გაჩერების მიზეზი მითხრა შენი ჯდომის მანერა არ მომეწონაო. ნუ ავუხსენი რომ გაჩერების საფუძვლებს არეგულირებს მინისტრის ბრძანება და არ არის მოწონებაზე დამოკიდებული. მერე მითხრა ნებისმიერ ვაჩერებთ, მიზეზიც არ გვინდაო. ესეც ავუხსენი, რომ მიზეზი ჭირდება. მერე ეჭვს აწვებოდა, გადავედით იმაზე, რომ ეჭვი უნდა იყოს გონივრული.
ეს ხდებოდა ბაკურციხესთან, ცენტრალურ ტრასაზე. იყო კრიმინალური პოლიცია. ამასობაში არც საბუთები მივეცი, არც ვინაობა ვუთხარი, მანქანაც სამსახურზეა გაფომრებული და ვერ ადგენდნენ ვინ ვიყავი. გამოიძახეს დამატებით 3 კრიმინალურის ეკიპაჟი და 2 პატრულის. მერე ყველაფერი თავიდან დავიწყეთ, თანაც რამდენჯერმე. ბოლოს ვინც გამაჩერა იმან სადღაც გადარეკა და როგორც ჩანს უთხრეს მართლა გჭირდება გაჩერების საფუძველიო. იმანაც ადგა და გამოაცხო დარღვევა, ზოლიდან ზოლში გადახვედი მოხვევის მაჩვენებლის გარეშეო. ამაზე გავფსიხდი, პოლიციელს მატყუარა, ცრუოენტელა, მეღაპრე და მისთანანი ვეძახე. თან გაცეცხლებული ვიყავი. გამაფრთხილეს დაგაკავებთ შეურაცხყოფაზე და დაუმორჩილელობაზეო.
მოკლედ დამაკავეს.
ახლა მთავარი, სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განმარტა შეურაცხყოფის და დაუმორჩილებლობის ფარგლები. თქვა, რომ თუკი მძროლი საბუთებს არ წარმოგიდგენს ეს დაუმორჩილებლობა არ არის და ამ საფუძვლით დაკავების უფლება არ აქვთ. მეორე ნაწილზე, შეურაცხყოფაზე გაიზიარა ჩემია არგუმენტაცია და თქვა, რომ შეურაცხყოფად არ შეიძლება იყოს მიჩნეული მსგავსი გამონათქვამები. ერთი იმის გამო, რომ აღნიშნავს პოლიციელის არასწორ ქმედებას, მეორე იმის გამო, რომ პოლიციელს უნდა ჰქონდეს თმენის მაღალი ვალდებულება და მესამე იმის გამო, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი უფრო მაღლა დგას ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში შელახული პოლიციელის გრძნობები. |
საღოლ, ბევრი შენნაირი უნდა ამათ რომ ცოტა დააყენონ..მართლა გავიდნენ თავს
--------------------
სანამდე შენში იცოცხლებს ბავშვი, შენ სამოთხეში გექნება საშვი...
|