#52670895 · 8 May 2018, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მაინტერესებს შემდეგი, მჭირდება ნივთის პროექტის შექმნა 3D-ში. ეს პროექტი მოძრავი გამოსახულება უნდა იყოს,ერთგვარი გრაფიკული ანიმაცია. ანუ მჭირდება ნივთის 3D მოდელის აგება, ოღონდ სქემატურად, დაცული უნდა იყოს ნივთის ზომები, სიგრძე, სიგანე, მოცულობა და ა. შ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ნებისმიერი ნივთი, იქნება ეს კარის ჩამკეტი, სტეპლერი და ა. შ. ავიღოთ სტეპლერი, გრაფიკულად როგორ შეიძლება ეს ნივთი გადატანილ იქნას 3D-ში ისე, რომ მისი ფუნქცია-უნარი-მოძრაობა ჩანდეს, როგორიცაა მისი გამხსნელ-ჩამკეტავი ფუნქცია და იმის ჩვენების შესაძლებლობა, რომ კბილები თავსდება მასში. ისე, რომ დამზადების შემდეგ შესაძლებელი იყოს ამ ნივთის 3D გამოსახულებაზე მუშაობა, მისი მექანიზმის გამოძრავება გამოსახულებაში.
თუ ვინმე ხართ, ვისაც შეუძლია აღნიშნულზე მუშაობა, დაწერეთ ან პირადში მომწერეთ.
|