#52040137 · 22 Jan 2018, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართლა რაიმე გრძნობა თუ არ გაქვს ადამიანის მიმართ, არ უნდა მისცე შანსი, არც იმედი. უნდა დაელაპარაკო მშვიდად და უთხრა, რომ არ მოგწონს, არ გიყვარს, მის მიმართ არ გაქვს არანაირი მიზიდულობა და ამიტომ , არ გამოვა არანაირი ურთიერთობა.
თავიდან გაუჭირდება, მერე შეეგუება ალბათ.
რასაკვირველია, არიან ზედმეტად მგრძნობიარე ბუნების ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, ტრაგიკულ დასასრულამდე მივიდნენ ამის გამო, მაგრამ, წინასწარ ამის მიხვედრა არავის შეუძლია.
"თუ შანსს არ მომცემ, თავს მოვიკლავ", ჩვეულებრივი შანტაჟია და მეტი არაფერი.
ხოლო, ინტერესის ობიექტის მხრიდან ტყუილი დაპირებების ან იმედის მიცემა "კეკლუცობის" და "თავის დაფასების" მიზნით არის მანიპულატორობა, სხვა ადამიანით თამაში და ჩემთვის მიუღებელია.
This post has been edited by Solveig on 22 Jan 2018, 11:36
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|