#61225887 · 4 May 2024, 09:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
karlsoni
QUOTE | იაპონია სინამდვილეში ისედაც გაერთიანებულია და უბრალოდ ჰიდეიოშის შვილის აღზრდა და მერე მხარდაჭერა ევალებოდა. . . . არაფერი იაპონიას არ სჭირდა იმ დროს. |
აქ ვერ დაგეთანხმები. ბუნებრივია ტორანაგა/ტოკუგავა საკუთარი ამბიციებითაც ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამავე დროს ქვეყბისთვის სერიოზულ პრობლემას წამრმოადგენდა ტოიოტომი ჰიდაიოშის გლეხური წარმოშობა. ეს განაპირობებდა მისი დინასტიის სისუსტეს და იაპონიის ნობილიტეტის სერიოზული ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას მისი დინასტიის მიმართ.
რატომ იყო, რომ მან კამპაკუს ტიტული გამოთხოვა იმპერატორს და მოგვიანებით ტაიკოს ტიტული მიიღო? რატომ ვერ გაბედა ისტორიულად ყველაზე პრესტიჟული შოგუნის ტიტულის მითვისება? იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა - ტოიოტომის გვარის მიღებით კეთილშობილი წარმოშობის არ გამხდარა და სამურაები ამას არ მოითმენდნენ.
შოგუნი მხოლოდ ნობილიტეტიდან შეიძლებოდა ყოფილიყო. სამურაებს კი ზუსტად ახალი შოგუნი ჭირდებოდათ, ისევე როგორც მანამდე ასწლეულების მანძილზე.
ეს ობიექტურად განაპირობებდა ჰიდაიოშის დინასტიის სისუსტეს და არავითარი გამოსავალი აქ არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდაიში ნამდვილად აღმოჩნდა ნობუნაგას საქმის ღირსეული გამგრძელებელი.
გმირს დრო აჩენს, როგორც ცხონებული ვარლამი ამბობდა.
--------------------
"რუსეთის დედა მოვდღან!"-ის მერე მაგრამ არ იწერება! (c) B l a c k J a c k
|