საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასაქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემას (ტრანსპორტირებას, ტრანზიტს) უზრუნველყოფს ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე). ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სააქციო საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 2002 წელს შპს “ელექტროდისპეტჩერიზაციისა” და სს “ელექტროგადაცემის” შერწყმის საფუძველზე.
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი ოპერირებს 500/330/220/110/35/10/6 კვ ძაბვაზე.
საქართველოს ენერგოსისტემა 500კვ გადამცემი ქსელის საშუალებით უკავშირდება მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებს:
500 კილოვოლტიანი მაგისტრალური ელექტროგადაცემის ხაზი “ქართლი-1″ – “ქართლი-2″ – “იმერეთი” – “კავკასიონი”, რომელიც 500კვ ქვესადგურების: „გარდაბანი-500“, „ზესტაფონი-500“ და „ქსანი-500“ გავლით აკავშირებს საქართველოს ენერგოსისტემას რუსეთთან და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით განლაგებულ გენერაციის მსხვილ ობიექტებთან (მათ შორის “ენგურჰესთან”)
სსე-ს შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის” მიერ აშენებულია 500კვ მაგისტრალური ელექტროგადაცემის ხაზი ‘’ვარძია’’ – ‘’ზეკარი’’ – ‘’მესხეთი’’ რომელიც 500კვ ქვესადგურების: „გარდაბანი-500“, „ზესტაფონი-500“ და „ახალციხე-500“ (ეს უკანასკნელიც აშენებულია სსე-ს შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ მიერ), გავლით აკავშირებს საქართველოს ენერგოსისტემას თურქეთთან.
500კვ ქვესადგურიდან „გარდაბანი-500“ გადის აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი 500კილოვოლტიანი ელექტროგადაცემის ხაზი „საქართველო-აზერბაიჯანი“ და 330კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „გარდაბანი-330“
ასევე არსებობს საკმაოდ ფართო 220კვ გადამცემი ქსელი, რომელიც დაკავშირებულია გენერაციის სხვა ობიექტებთან და მოთხოვნა-მოხმარების ცენტრალურ რეგიონებთან. საქართველოს ენერგოსისტემა უკავშირდება რუსეთს, სომხეთს და თურქეთს – 220კვ გადამცემი ხაზებითაც. ასევე არსებობს იზოლირებული 110კვ კავშირები სომხეთთან და რუსეთთან.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და მისი შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსის“ ბალანსზე ირიცხება:
500-220-110-35 კილოვოლტის 130 ერთეული ელექტროგადაცემის ხაზი ჯამური სიგრძით 3221.97 კმ, მათ შორის:
500კვ. ხაზების სიგრძე-289კმ
220კვ. ხაზების სიგრძე – 1584.41 კმ.
110კვ. ხაზების სიგრძე – 856.79 კმ.
35 კვ. ხაზების სიგრძე – 491.77 კმ.
500-220-110-35 კილოვოლტის 92 ერთეული ქვესადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით – 10212.6 მვა.
მათ შორის:
500 კილოვოლტიანი ქვესადგური – 4 (ჯამური დადგმული სიმძლავრე – 5228,2 მვა)
220 კილოვოლტიანი ქვესადგური – 17 (დადგმული სიმძლავრით – 4396.5 მვა)
110 კილოვოლტიანი ქვესადგური – 25 (დადგმული სიმძლავრით – 421.4 მვა)
35 კილოვოლტიანი ქვესადგური – 46 (დადგმული სიმძლავრით – 166.5 მვა)
საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი განლაგებულია სსე-ის შენობაში, თბილისის ცენტრში. ის პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, 500/220/110/35კვ გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ეროვნული სადისპეტჩერო უზრუნველყოფს ენერგოსისტემის, როგორც ერთიანი ობიექტის მუშაობას ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რითაც შესაძლებელია სისტემის შესახებ ინფორმაციის “ონლაინ” რეჟიმში მიღება, სისტემის დისტანციური მართვა და ავარიული სიტუაციების ეფექტური მართვა. კერძოდ, ეროვნული სადისპეტჩერო ქვესადგურებიდან და სადგურებიდან იღებს სრულ ინფორმაციას და მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე ოპერატიულად რეაგირებს ავარიულ სიტუაციებში.
ენგურჰესისაქართველოში მთავარი ენერგოგენერატორი არის ეგურის ჰიდრო ელექტრო სადგური.
ის უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. შენდება მდინარე ენგურზე 1961 წლიდან. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეა 1640 ათ. კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება — 5,46 მლრდ კვტ-სთ. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქალაქ ჯვართან ქმნის წყალსაცავს (მოცულობა — 1 მლრდ მ3, სიგრძე — 30 კმ); სადერივაციო გვირაბი (დიამეტრია 9 მ, სიგრძე — 15 კმ), რომელიც მთავრდება მათანაბრებელი კოშკით (დიამეტრი — 16 მ, სიმაღლე — 167 მ). სადერივაციო გვირაბი ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს 451 მ სიგრძის 5 სადაწნეო გვირაბის საშუალებით. ნაგებობათა კომპლექსში შედის აგრეთვე მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით. მისი ტურბინებიდან წყალი გამყვანი გვირაბით (სიმაღლე — 13 მ, სიგრძე — 3,2 კმ) მიემართება № 1 ვარდნილჰესის წყალსაცავში. ვარდნილჰესებისათვის შექმნილია აგრეთვე გალის წყალსაცავი, მოცულობა 1-1,9 მლნ. მ3. 1972-1974 წლებში საექსლუატაციოდ გადაეცა ვარდნილჰესების 9 აგრეგატი, რომელთა საერთო სიმძლავრე 340 ათ. კვტ (წლიური გამომუშავება — 1,13 მლრდ. კვტ-სთ).
ენგურის კაშხალი არის მსოფლიში არის სიმაღლით მე-4, ტაჯიკეთის, ჩინეთის და შვეიცარიის კაშხლების შემდეგ.
თბილსრესიუდიდესი თბო ელექტრო სადგური არის თბილისის რაიონული თბოელექტროსადგური (თბილსრესი). ის გარდაბნის რაიონში მდებარეობს. მისი 150 მეგავატი სიმძლავრის პირველი ენერგობლოკი ექსპლოატაციაში გაუშვეს 1963წელს. 1972 წელს ელექტროსადგურის სიმძლავრემ 1250 მგვტ–ს მიაღწია. მე–20 საუკუნის 90–იანი წლებიდან მწყობრში ჩადგა მე–9 და მე–10 ენერგობლოკები, რის შედეგადაც იგისაქართველოში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური გახდა. სრული დატვირთვისას აქ შესაძლებელია წლიურად 7 მლრდ.კვტ.სთ.ელექტროენერგიის გამომუშავება.
ზაჰესიზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) — პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდინარე მტკვარზე ქ.მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა დახმარებისათვის. ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.
ჰესის პირველი რიგი 1927 წელს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. 1952 წელს დასრულდა ჰესის ავტომატიზაცია. 1947 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. 1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. ლენინის ერთ-ერთი პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე ივანე შადრი).
ამჟამად ის არის ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში
ორთაჭალჰესი“ორთაჭალჰესი” სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ორთაჭალაში, მდინარე მტკვარზე. მისი დადგმული სიმძლავრეა 18 მგვტ. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 80 მლნ კვტ/საათია. “ორთაჭალჰესი” ესპლუატაციაში შევიდა 1954 წელს.
ამჟამად ის არის ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში
ჟინვალჰესიჟინვალის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით. მდებარეობს მდინარე არაგვის შუა წელში. მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის. ფართობი 11.5 კმ². წყლის მოცულობა 520 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 370 მლნ. მ³. შეიქმნა ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მდინარე არაგვის ხეობაში. ჰესის პირველი აგრეგატი ამუშავდა 1985 წელს. საქართველოს წყალსაცავებიდან იგი ყველაზე ახალგაზრდაა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თბილისის წყლით მომარაგების საკითხში.
თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის დისტრიბუტორს ამჟამად არის სს“ თელასი“,
http://telasi.ge/ ქვეყნის მასშტაბით (დედაქალაქის გამოკლებით) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
http://www.energo-pro.ge/ka/თბილისის ქსელის ისტორიაჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში, დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, მაშინდელ ტიფლისში, გოლოვინის პროსპექტზე, ამჟამინდელ რუსთაველზე, განხორციელდა რამდენიმე შენობის, ბანკის და თეატრის განათება. აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს დედაქალაქში ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების დასაწყისად.
ქ. თბილისის მერიის არქივში დაცულია დოკუმენტები, რომელთა თანახმად ქ. თბილისის ენერგეტიკული ნაგებობების სამმართველო პირველად მოხსენიებულია 1921 წელს, მაშინ ეს ორგანიზაცია ითვლიდა მხოლოდ 36 თანამშრომელს.
„თბილელექტროქსელი“, შემოკლებით „თელასი“, რომელიც დაფუძნებულ იქნა 1937 წელს თბილისის საქალაქო საბჭოსთან, ასრულებდა ორ ფუნქციას -ტექნიკურს და კომერციულს. „თბილელექტროქსელი“ ელექტროენერგიას იღებდა გენერაციის ერთი ობიექტიდან - ზაჰესიდან, რომელიც აშენდა რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწიფო გეგმის (ГОЭЛРО) თანახმად.
1995 წლის მაისში „თელასი“ დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოების სახით.
1998 წლის დეკემბერში AES Silk Road Holdings B.V., კორპორაცია AES-მა შეიძინა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75%.
2003 წლის აგვისტოში კორპორაცია AES-მა, ფაქტობრივმა მფლობელმა, “Silk Road Holdings B.V.”-ს აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას – სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია ღსს „ინტერ რაო“. დღესდღეობით, ჯგუფი „ინტერ რაო“-ს საკუთრებაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო აქციათა დაახლოებით 25% სახელმწიფოს საკუთრებაშია.
დღესდღეობით თბილისში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ კვტ/სთ.
აბონენტების რიცხვი აჭარბებს 524,5 ათასს
დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძე შეადგენს – 4172,5 კმ, მათ შორის საჰაერო ეგხ (ჯაჭვების მიხედვით) სიგრძეა – 1844,5 კმ., საკაბელო ეგხ სიგრძეა – 2328 კმ. 110/35 კვ დამადაბლებელი ქვესადგურების რაოდენობაა - 35 ცალი. სატრანსფორმატორო ქვესადგურების 10/6/0,4 კვ - 1782 ც.
ელექტროენერგიის ტარიფები დედაქალაქშისაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ს 220/380 ვოლტ ძაბვაზე:
101 კვტსთის ჩათვლით --- 8.034 თეთრი/კვტსთ
101 კვტსთ–დან 301კვტსთის ჩათვლით --- 10.56 თეთრი/კვტსთ
301 კვტსთდან და მეტი --- 14.998 თეთრი/კვტსთ
This post has been edited by Kublicha on 25 Nov 2014, 01:04