"ცდილობენ, ლაზები და მეგრელები დააჯერონ, რომ ქართველები არ არიან, მეტიც, მათი მტრები არიან""გერმანიაში მცხოვრებ ლაზთა ჯგუფს საქართველოს დაშლა სურს..." - ასეთი მოსაზრება ქართულ (და არა მარტო) მედიასივრცეში გავრცელდა და არცთუ უსაფუძვლოდ; ახლახან ინტერნეტით რამდენიმე ენაზე გავრცელდა ლაზი ინტელექტუალების მიმართვა "თურქეთისა და საქართველოს ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი", სადაც ნათქვამია, რომ "საქართველო, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკე ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი (ან გურჯი) ერის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, მეგრულ და ლაზურ ენებსს კი ქართული ენის დიალექტებად."...
მეცნიერთა ერთი ნაწილი, აღნიშნულ მიმართვაში საფრთხის შემცველ აქცენტებს ხედავს... ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ გეგმა, რომლითაც მოქმედებს გერმანიაში მცხოვრებ ლაზებთან დაახლოებული პირი, ლაზთა საზოგადოება "კაჩკარის" დამაარსებელი ვოლფგანგ ფოიერშტაინი, წლების წინ დაიწერა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს...
- მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოში ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, ფოიერშტაინი ჩამოვიდა თბილისში; მას აქ გადასცეს ხელნაწერი: "ნანაშინენა" - ლაზური დედაენა. ხელნაწერი წიგნად გამოვიდა გერმანიაში, ეს "დედაენა" მანვე ჩაიტანა თურქეთში ლაზებთან... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ლაზებს ამხედრებდა როგორც ქართველების, ისე თურქების წინააღმდეგ. ანტითურქული პროპაგანდა მას თურქებმა არ აპატიეს და ფოიერშტაინი თურქეთის ხელისუფლებამ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა...
სრულად:
http://www.kvirispalitra.ge/public/17246-q...ebi-arianq.htmlბოლოსდაბოლოს, რა გაახურა საქმე ამ "კვირის პალიტრამ"
სულ როგორ შეიძლება, სამეგრელოს ავტონომია-დამოუკიდებლობაზე აკეთებდნენ აქცენტს?
მერამდენე ამაზრზენი სტატია გამოაქვეყნეს უკვე...
უკვე ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი...
ალაპარაკებენ ერთი მხრივ პროვოკატორ ანტიქართველ იურა ღვინჯილიას, მეორე მხრივ ტარიელ ფუტკარაძეს, რევაზ შეროზიას და ა.შ.
კომპეტენტური ხალხი დაილია?
დაიწყებს მერე ფუტკარაძე იმაზე გოდებას, რომ გვანაწევრებენ გარედან და თუ მეგრული და სვანური ენებად მიგაჩნია, მტრის იდეოლოგიის გამტარებლად და საქართველოს დაშლის მოსურნედ გამოგაცხადებს. მას არაფრად მიაჩნია აკაკი შანიძის, ალექსანდრე ცაგარელის, იოსებ ყიფშიძის, არნოლდ ჩიქობავას, ჰაინც ფეინრიხის, ზურაბ სარჯველაძის, გურამ კარტოზიას და სხვათა შრომები და მათ რუსის იდეოლოგიის გამტარებლებად მიიჩნევს. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი ქართველური ენები, მეგრული, ლაზური და სვანური მხოლოდ ქართულის დიალექტებია.
"კვირის პალიტრის" სტატიების წაკითხვის შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ ყველა, ვისაც მეგრული ენად მიაჩნია, სამეგრელოს ავტონომიის, ან დამოუკიდებლობის მომხრეა!
ფუტკარაძე და მისი იდეოლოგიის ხალხი ნერგავს შიშს, რომ თუ მეგრული დიალექტად არ გამოცხადდა, საქართველო დაიშლება გარე ძალების მიერ.
ვიცით, რომ რუსეთი ცდილობდა სამეგრელოში და სვანეთში სეპარატიზმი გაეღვივებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა თავის დროზე.
რუსეთი დღესაც მტერია საქართველოსთვის, მაგრამ მათი შიშით მეგრული დიალექტად გამოვაცხადოთ?
ამითი თვალს ავუხვევთ მტერს?
მგლის შიშით ფარა ვის დაუხოცია?
ან ნაბან წყალს ბავშვი გავაყოლოთ?
ქართველური ენები ჩვენი საგანძურებია და მტრის შიშით დიალექტებად არ უნდა გამოვაცხადოთ.
. .