Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ელექტრონული კომერცია > გაყიდვები ამაზონზე


Posted by: ImereTinski 17 Jan 2018, 11:10
ბიჭებო, კარგი სიახლეა საქართველოში შემოვიდა კომპანია Amazon Export Hub

გასწავლიან ყველაფერს დეტალურად რა და როგორ, გაგაგზავნინებენ ამაზონის საწყობში პროდუქციას და დაგეხმარებიან გაყიდვებშიც

თუ სად და როგორ ისწავლოთ აქ არის ინფორმაცია https://aeh.ge

ვის გაქვთ აქ გამოცდილება ვინც ყიდის ამაზონზე? თუ შეიძლება გაგვიმხილეთ დაახლოებით რა შემოსავლები გაქვთ რომ მეტი მოტივაციით ჩავებათ საქმეში

ჩვენ ჩრდილო სამეზობლოში ხალხმა სერიოზული ალღო აუღო და მაგარ ფულსაც შოულობენ, ჩვენ ჩამოვრჩებით ჯერ ტენდენციას აშკარაა

პ.ს თემასთან არაფერ შუაშია მაგრამ ყველა კრიპტოვალუტა გავყიდე, ვფიქრობ რომ ჯერ ადრეა ძალიან კრიპტორევოლუციისთვის. მირჩევნია რელური საქმე ვაკეთო და საკმაოდ პერსპექტიული მზარდი შემოსავალი მქონდეს დოლარში, ვიდრე ველოდო როდის ავარდება ან ჩამოვარდება კური

Posted by: Terjogio 17 Jan 2018, 12:26
ImereTinski
რად მინდა ვიღაც შუამავალი ფირმის დახმარება?
რა პრივილეგიას მთავაზობს?
ტრანსპორტირების ხარჯი რამდენია?
თავიანთ მაგაზიებში გამაყიდინებენ?
რეკლამირებას გამიწევენ სადმე?

ანუ რას მთავაზობს დამატებით რისთვისაც მაგათ % უნდა დავუტოვო ჩემი შემოსავლიდან?


Posted by: ImereTinski 17 Jan 2018, 12:35
Terjogio

ეტყობა კარგად ვერ გაიგე, %-ს არავის უტოვებ. ერთჯერადად გასწავლიან, გაგაგზავნინებენ და შემდეგ შენ ვაჭრობ ჩვეულებრივად

მე არ ვიცი ტრანსპორტირების ღირებულება და სხვა დეტალები დაუკავშირდი მათ https://aeh.ge/კონტაქტი/

Posted by: niangiko 17 Jan 2018, 14:48
რა ღირს ეგ კურსი ? ვერ ვიპოვე საიტზე ფასი

Posted by: ImereTinski 17 Jan 2018, 15:33
niangiko

250 ლარი ღირს 4 სამუშაო სემინარი. მარტო სწავლა არ არის, სანამ ამაზონის საწყობში არ მოხვდება შენი პროდუქტი და საიტზე არ აისახება, მოგყვებიან ბოლომდე

აი ამ ფორმას შეავსებ და დაგიკავშირდებიან თვითონ. 1 გაცნობით შეხვედრასაც გინიშნავენ რომ რა კითხვებიც გაქვს გიპასუხებენ ამომწურავად

https://aeh.ge/ტრენინგი/

Posted by: luckboy 17 Jan 2018, 16:23
რა გავიტანოთ ეს იდეაა მთავარი რა გავიტანოთ. ვიტეხოთ თავები.

Posted by: ImereTinski 25 Jan 2018, 10:45
luckboy

QUOTE
რა გავიტანოთ ეს იდეაა მთავარი რა გავიტანოთ. ვიტეხოთ თავები.


თიხის და ხის ხელნაკეთი ნივთები თუნდაც, დაათვალიერე ამაზონზე რა ღირს და რა მოთხოვნაა smile.gif

Posted by: ABGREITORA 25 Jan 2018, 11:22
QUOTE
რა გავიტანოთ ეს იდეაა მთავარი რა გავიტანოთ. ვიტეხოთ თავები.


ამას გადახედე http://fba.ge/showthread.php?tid=17

Posted by: neo> 25 Jan 2018, 14:15
QUOTE
ამას გადახედე რა არის Amazon FBA - მთავარი თემა-სარჩევი

+++

ამ ფორუმზე ბევრი საინტერესო ინფო წერია.
თუ მიყვებით თემებს, ყველა პასუხს იპოვით

Posted by: Terjogio 25 Jan 2018, 14:42
QUOTE
Amazon Export Hub


და FBA.ge ერთი და იგივე ხალხია??

ABGREITORA
სიპრაგიო შენ ხარ?

მახსოვს ფლეშ თამაშებში კაი კუშებზე ადიოდი biggrin.gif

Posted by: ABGREITORA 26 Jan 2018, 12:00
Terjogio
QUOTE
და FBA.ge ერთი და იგივე ხალხია??


არა
QUOTE
სიპრაგიო შენ ხარ?


კი

Posted by: Terjogio 26 Jan 2018, 12:31
ABGREITORA
QUOTE
FBA.ge


გადავხედე ძალიან სასარგებლო ინფორმაცია გაქვთ და კიდევ ბევრი დაემატება დარწმუნებული ვარ.

ასე გააგრძელეთ ბიჭებო.

მე იუთუბზე დამიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება და დავდებ რამდენიმე პოსტს თქვენს ფორუმზე. ვნახე, რომ გაქვთ იუთუბის თემაც

Posted by: luckboy 26 Jan 2018, 13:16
QUOTE (ABGREITORA @ 25 Jan 2018, 11:22 )
QUOTE
რა გავიტანოთ ეს იდეაა მთავარი რა გავიტანოთ. ვიტეხოთ თავები.


ამას გადახედე http://fba.ge/showthread.php?tid=17

გადავხედე მადლობა, გავეცანი ინფორმაციებს როგორ ჩამოვიტანოთ ჩინეთიდან ალიბაბადან და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ ვნახე ამაზონზე როგორ გავიტანოთ ჩვენი ნივთი, რომელი კომპანიის საშუალებით ხდება ამაზონის საწყობში შეტანა, რა ჯდბა შეტანა და ასე შემდეგ.

Posted by: neo> 26 Jan 2018, 13:23
Terjogio
QUOTE
დავდებ რამდენიმე პოსტს თქვენს ფორუმზე. ვნახე, რომ გაქვთ იუთუბის თემაც

დადე, სიამოვნებით წავიკითხავთ
------

Posted by: ABGREITORA 26 Jan 2018, 16:02
Terjogio
QUOTE
მე იუთუბზე დამიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება და დავდებ რამდენიმე პოსტს თქვენს ფორუმზე. ვნახე, რომ გაქვთ იუთუბის თემაც


ძალიან კარგი. სწორედ ეგაა პროექტის მიზანი რომ მოვუყაროთ თავი სასარგებლო ინფორმაციას, იყოს ერთი რესურსი სადაც იქნება ყველა რეალური სასარგებლო ინფო ინტერნეტში ფულის შოვნასთან დაკავშირებით.

luckboy
QUOTE
გადავხედე მადლობა, გავეცანი ინფორმაციებს როგორ ჩამოვიტანოთ ჩინეთიდან ალიბაბადან და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ ვნახე ამაზონზე როგორ გავიტანოთ ჩვენი ნივთი, რომელი კომპანიის საშუალებით ხდება ამაზონის საწყობში შეტანა, რა ჯდბა შეტანა და ასე შემდეგ.


ამაზონის საწყობში შეტანას არ ჭირდება რომელიმე კომპანიის მომსახურება. გჭირდებათ მხოლოდ ამაზონის გამყიდველის ექაუნთი რომელიც 40$ ღირს თვეში და მწარმოებლიდან პირდაპირ ამაზონის საწყობში აგზავნით პროდუქტს. რამდენიმე დღეში სრულად იქნება ყველა ინფო. ჯერ არ დევს ყველა დეტალი. საკმაოდ შრომატევადია ყველა წვრილმანზე ცალკე თემის დაწერა მაგრამ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე პასუხი იქნება შესაბამის თემებში

პ.ს 4 დღეში დავიწყებ პრაქტიკულ პროექტს. ველოდები ნივთების დამზადებას და უნდა გავაგზავნო ამაზონზე. პროექტი იქნება ღია (პროდუქტი, ექაუნთი, სტატისტიკები) და ყველა ნაბიჯს დეტალურად აღვწერ რასაც გავივლი. ყველას შეეძლება ნახოს რა გზა გაიარა პროდუქტმა და დააკევირდეს გაყიდვების სტატისტიკას

Posted by: Terjogio 26 Jan 2018, 16:27
ABGREITORA
QUOTE
გამყიდველის ექაუნთი რომელიც 40$ ღირს თვეში


მაგ 40 $0ს გარდა არის გამოყენებუ;ლი სივრცის შესაბამისი გადასახადი, 12 $ მგონი კუბურ ფუტზე.

Posted by: ABGREITORA 26 Jan 2018, 17:23
QUOTE
მაგ 40 $0ს გარდა არის გამოყენებუ;ლი სივრცის შესაბამისი გადასახადი, 12 $ მგონი კუბურ ფუტზე.


ნივთების ზომას გააჩნია, თუ ოვერსაიზი არ გაქვს მხოლოდ 40$

Posted by: ggela 26 Jan 2018, 23:19
QUOTE (ABGREITORA @ 25 Jan 2018, 11:22 )
QUOTE
რა გავიტანოთ ეს იდეაა მთავარი რა გავიტანოთ. ვიტეხოთ თავები.


ამას გადახედე http://fba.ge/showthread.php?tid=17

ინფორმატიული ფორუმია, მშვენიერია.. დავრეგისტრირდი და მივყევბი ნელნელა.. გაიხარე, მადლობა

Posted by: luckboy 26 Jan 2018, 23:48
ალიბაბაზე ვნახე რამდენიმე ნივთი, რამაც შეიძლება ამაზონზე იმუშაოს. ანუ სხვისი ნივთის გაყიდვა ხო შეიძლება? მაგალითად პარტიაში რო ავიღო ეხლა ალიბაბადად და ამაზონზე გავუშვა,? თუ აუცილებელია ბრენდირებული უნდა იყოს ჩემი? და ასეთი ნივთის შეკვეთა უნდა გავაკეთო ალიბაბაზე?

Posted by: ABGREITORA 27 Jan 2018, 00:25
luckboy

მაგ მიმართულებას ქვია Private Labeling (PL). შეგიძლია ნებისმიერი ნივთი გაყიდო რაც აკრძალული არ არის, არ უნდა იყოს ბრენდი, არ უნდა იყოს დაპატენტებული.

ალიბაბადან 99% ნივთებს გაყიდი, ოღონდ შენი ლოგო უნდა დააწებო მინიმუმ, თუნდაც მცირედით უნდა იყოს განსხვავებული იმისგან რაც უკვე იყიდება ამაზონზე, თუნდაც ერთი ნაკაწრით. უფრო დეტალურად აქ http://fba.ge/showthread.php?tid=14

Posted by: barbaqadze1 13 Feb 2018, 10:56
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს

თუ არსებობს რამე საიტი სადაც ამაზონის სასაჩუქრე ბარათების გამომუშავება ხდება?

Posted by: n1k-mercedes 13 Feb 2018, 12:09
როგორ და რითი აგზავნით ნივთებს ?

Posted by: devid5 14 Feb 2018, 10:40
ABGREITORA

ძალიან კარგი იქნება თუ ესე დეტალურად დაწერ ყველაფერს გაგზავნასთან დაკავშირებით, ბევრს დაეხმარება და გაიგებენ რასთან აქვთ საქმე...

Posted by: ABGREITORA 15 Feb 2018, 08:31
devid5

მიწერია ბევრი რამ დეტალურად, კიდევ ბევრი ინფო დაემატება.

Posted by: ImereTinski 11 Apr 2018, 15:56
n1k-mercedes

QUOTE
როგორ და რითი აგზავნით ნივთებს ?


https://www.facebook.com/aeh.ge აი აქ მიიწერე და გიპასუხებენ

თუ უფრო დეტალურად გაინტერესებს სწავლა https://aeh.ge/ტრენინგიი/ აქ დარეგისტრირდი smile.gif

რამდენიმემ გააგზავნა უკვე და კმაყოფილები არიან გაყიდვებით პირველივე თვეს

Posted by: MANAXH 12 Apr 2018, 21:04
ამაზონზე გაყიდვა ერთი და იბეიზე შეიძლება? ვინმეს გაგიყიდიათ რამე?

Posted by: INGATO 12 Apr 2018, 21:06
QUOTE (MANAXH @ 12 Apr 2018, 21:04 )
ამაზონზე გაყიდვა ერთი და იბეიზე შეიძლება? ვინმეს გაგიყიდიათ რამე?

კი ჩვეულებრივად შუძლია ყველას გაყიდვა თან ძალიან მარტივია

Posted by: MANAXH 12 Apr 2018, 21:09
INGATO
სადმე დევს tutorial?

ადრე ვცადე და რაღაც შეცდომას მიგდებდა, მაინც ბოლომდე ვერ დავრეგისტრირდი როგორც სელერი.
* * *
ან როგორ უნდა გაიგზავნოს მერე, dhl -ით?

Posted by: INGATO 12 Apr 2018, 21:12
QUOTE (MANAXH @ 12 Apr 2018, 21:09 )
INGATO
სადმე დევს tutorial?

ადრე ვცადე და რაღაც შეცდომას მიგდებდა, მაინც ბოლომდე ვერ დავრეგისტრირდი როგორც სელერი.
* * *
ან როგორ უნდა გაიგზავნოს მერე, dhl -ით?

youtube გადატენილი მსგავსი ტუტორიალებით.

გამყიდველის ექაუნთი ცალკე არ იქმნება რითაც ყიდულობ იმით გაყიდვაც შეგიძლია, ოღონდ გაყიდვების ლიმიტი უნდა გქონდეს , თუ არ გაქვს იბეის უნდა დაურეკო და 500$ მოგცემენ საწყისად მერე მოგიმატებენ ყოველ თვე.

გაგზავნას რაც შეეხება barami.com აგზავნის და საქართველოს ფოსტა რაც ვიცი. dhl ით ძვირი გამოვა ძაან

Posted by: MANAXH 12 Apr 2018, 21:14
INGATO
გაიხარე

არც მაქვს ექაუნთი, ამაზონის მომხმარებელი ვარ მე ძირითადად.. იბეიდან ერთხელ გამოვიწერე რაღაც და სულ სხვა რამე ჩამოვიდა, მერე კეისი გავუხსენით, ერთი ნერვების წყვეტა იყო. მეგობრის ექაუნთიდან გამოვწერეთ.

იბეის დავურეკო? შენ გაგიყიდია რამე იბეიზე?

Posted by: INGATO 12 Apr 2018, 21:16
MANAXH

კი რამდენიმე ვიდეო თამაშის ექაუნთი მაქვს გაყიდული . ისეთი არაფერი არ გამიყიდია რისი გაგზავნაც მომიწევდა.

სკაიპით შეგიძლია უფასოდ დაურეკო იბეის

Posted by: MANAXH 12 Apr 2018, 21:21
INGATO
გაიხარე. მადლობა ინფორმაციისთვის .

Posted by: beqno 12 Apr 2018, 21:22
INGATO

სკაიპით როგორ დავურეკო იბეის? ნომრIს აკტივაცია სკაიპზე FასIანია? Vერ ვრეკავ და Gამარკვიე გთხოვ

Posted by: johnoliver 19 Apr 2018, 20:51
QUOTE (ggela @ 26 Jan 2018, 23:19 )
QUOTE (ABGREITORA @ 25 Jan 2018, 11:22 )
QUOTE
რა გავიტანოთ ეს იდეაა მთავარი რა გავიტანოთ. ვიტეხოთ თავები.


ამას გადახედე http://fba.ge/showthread.php?tid=17

ინფორმატიული ფორუმია, მშვენიერია.. დავრეგისტრირდი და მივყევბი ნელნელა.. გაიხარე, მადლობა

ეს რა მაგარი ფორუმი იყო.. რატო გაითიშა sad.gif sad.gif

Posted by: აპოლდა 21 Apr 2018, 15:23
თუ დაგაინტერესებთ რაიმე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, შევეცდები გაგიზიაროთ გამოცდილება. მე ვიყავი ფბა განყოფილების ადმინი ფორუმზე, ლექციებსაც თავად ვატარებ ამ საკითხთან დაკავშირებით

Posted by: neo> 21 Apr 2018, 21:05
აპოლდა
რამდენიმე კვირის წინ ვცადე შევლა ფორუმზე და გათიშული დამხვდა
ერთი კაი სტატიაც დავპოსტე იუთუბისთვის და შენახვაც ვერ მოვასწარი

აპირებთ ონლაინში გაშცებას ისევ?

Posted by: აპოლდა 22 Apr 2018, 13:08
neo>

ფორუმთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ სხვა ადამიანია მფლობელი და მთავარი ადმინი ამ ფორუმის. კონკრეტულად ამაზონზე გაყიდვებთან დაკავშირებით თუ გექნებათ შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ

Posted by: ABGREITORA 27 Apr 2018, 02:45
johnoliver
აპოლდა
neo>

ფორუმი ჩართულია. დიენესების პრობლემაა და ვინმემ თუ იცით და დამეხმარებით 2 წუთის ამბავია.
პირადი პრობლემების გამო ვერ მოვიცალე ამისთვის

ასევე დღეს გავაგზავნე პროდუქცია იაპონურ ამაზონზე და მალე სიახლეებიც იქნება
მოკლედ გაგიზიარებთ ყველაფერს მალევე

Posted by: neo> 27 Apr 2018, 09:28
ABGREITORA
QUOTE
დიენესების პრობლემაა და ვინმემ თუ იცით და დამეხმარებით 2 წუთის ამბავია.

არ ვიცი სამწუხაროდ user.gif
ნს მისამართები ადვილია დამატება შეცვლა, აი დნს ები აზრზე არ ვარ

Posted by: ABGREITORA 27 Apr 2018, 09:36
neo>



გავასწორებ მალე
.............................

Posted by: Kobalty 10 Oct 2018, 13:20
ABGREITORA
ვერ შევდივარ თქვენ საიტზე და გაითიშა საბოლოოდ?

Posted by: johnoliver 11 Oct 2018, 13:19
QUOTE (ABGREITORA @ 27 Apr 2018, 09:36 )
neo>



გავასწორებ მალე
.............................

user.gif არ გასწორდა..? ესეთი ინფორმატიული ფორუმი იშვიატად შემხვედრია და ისიც მიითიშა უცებ.. სამწუხაროა user.gif

პს: ვიმემ არ იცით მსგავსი საიტი ან ფორუმი?

Posted by: ggela 10 Dec 2018, 00:34
QUOTE (ABGREITORA @ 27 Apr 2018, 09:36 )
neo>



გავასწორებ მალე
.............................

fig.gif გათიშულია fo good?

eeh

Posted by: Terjogio 10 Dec 2018, 07:16
ჩართეთ ფორუმი პლიზ
...............

Posted by: zaziki 10 Dec 2018, 11:36

QUOTE
ჩართეთ ფორუმი პლიზ


QUOTE
ესეთი ინფორმატიული ფორუმი იშვიათად შემხვედრია




Posted by: ggela 11 Dec 2018, 00:15

ABGREITORA-ს მივწერე და არ ჩაირთვებაო .. სამწუხაროდ..

Posted by: kautokeino 11 Dec 2018, 10:04
აპოლდა
გამარჯობა.
ვაპირებ პროდუქციის გაგზავნას ამაზონზე ჩინელი მწარმოებლებისგან. ჯერ პროდუქტის შერჩევის პროცესში ვარ.
თუ გაგიგზავნიათ ჩინეთიდან თქვენ და რა რაოდენობაა საწყისისთვის აუცილებელი მინიმუმი?

Posted by: აპოლდა 16 Dec 2018, 23:53
kautokeino

დიახ, მე ორივე მოდელზე ვმუშაობ, საქართველოდან გაგზავნდა და ჩინეთიდან, საკუთარი ბრენდის ქვეშ დამზადებული პროდუქციის გაგზავნაზეც.
საწყის ეტაპზე დაახლოებით 100 ცალს გირჩევ, თუმცა რათქმაუნდა პროდუქტზეა დამოკიდებული. ნიმუში აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში.

Posted by: neo> 17 Dec 2018, 12:43
აპოლდა
საქართველოდან უსაფრთხო ტრაპორტირების გზა შეგიძლია დაწერო?
საქართველოდან ამერიკა + მერე საწყობი
ბარამის შეფასებები ძაან მაშინებს, დაწერეს რომ დაიკარგა ამანათები ფორუმზე

Posted by: აპოლდა 17 Dec 2018, 16:41
neo>

ბარამით ვაგზავნი პირადად მე, ვერ ვიტყვი რომ კარგი კომპანიაა, თუმცა ფასებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ უალტერნატივო. თუმცა ყველაზე მეტად გირჩევ გადახედო უშუალოდ პროდუქტს, გააანალიზე ნიშა, ბეთსელერრანკი, კონკურენცია, გრძელვადიანი მოთხოვნა, დააკალკულატორე და ასე შემდეგ.

Posted by: neo> 17 Dec 2018, 17:02
აპოლდა
დიდი მადლობა smile.gif

----------------

Posted by: zurinio111 22 Jan 2022, 18:25
QUOTE (აპოლდა @ 16 Dec 2018, 23:53 )
kautokeino

დიახ, მე ორივე მოდელზე ვმუშაობ, საქართველოდან გაგზავნდა და ჩინეთიდან, საკუთარი ბრენდის ქვეშ დამზადებული პროდუქციის გაგზავნაზეც.
საწყის ეტაპზე დაახლოებით 100 ცალს გირჩევ, თუმცა რათქმაუნდა პროდუქტზეა დამოკიდებული. ნიმუში აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში.

გამარჯობა.როგორც გავარკვიე ჩინეთიდანაც აგზავნი ნივთებს ამაზონის საწყობში,მაინტერესებს როგორ ხდება ეს ყოველივე,რა სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებ გადაზიდვას,რა ჯდება 1 კგ-ს ტრანსპორტირება და ზოგადად აქვს თუ არა აზრი ჩინური პროდუქციის ამაზონზე განთავსებას და იყიდება თუ არა კარგად,რათქმაუნდა ხარისხიან პროდუქციაზეა საუბარი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)