forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ექსოდუსი იამაიკურად, ანუ რასტა
მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6426
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 14:50  #39442281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლო დროს გავეცანი რასტაფარიანელთა მოძღვრებას და ჩემთვის ბევრი საინტერესო ასპექტი დავაფიქსირე. ჩემი დამოკიდებულება რწმენის მიმართ, ცოტა არ იყოს სკეპტიკური იყო აქამდე, მაგრამ ათეისტს ჩემს თავს ვერ დავარქმევ. უფრო ალბათ აგნოსტიკი ვარ პანთეისტური უკლონით და რასტას სწავლებაში დავინახე ასპექტები, რომლებიც ჩემს წარმოდგენებთან (არა რწმენასთან) ახლოს დგას. მოდით, პირველ რიგში მოკლედ განვიხილოთ თავად რასტა, მისი ისტორია და მოძღვრების ძირითადი დებულებები.
ყველაფერი დაიწყო იამაიკაზე. ახალი სამყაროს აღმოჩენის შემდეგ, იამაკაზეც, ისევე როგორც ამ სამყაროს სხვა ნაწილებში, გამოჩნდენ თეთრკანიანები (ჯერ ესპანელები მოვიდნენ, 1654 წელს კი ისინი ინგლისელებმა ჩაანცვლეს) და დაიკავეს დომინანტური პოზიცია. ადგილობრივი ინდიელები კუნძულის სიღრმეში გადაიხვეწენ და იქ გააგრძელეს ცხოვრება თავიანთი ტრადიციების მიხედვით. თეთრკანიანების გამოჩენასთან ერთად ახალ სამყაროში გამოჩნდენ შავკანიანებიც, რომლებიც ევროპელებისგან განსხვავებით აქ თავისი ნებით არ მოსულან. ისინი აფრიკიდან, კერძოდ კი თანამედროვე განის მიდამოებიდან წამოიყვანეს უფასო სამუშაო ძალის, ანუ მონების სტატუსით. საუკუნეების განმავლობაში კუნძულზე არაერთი აჯანყება მოხდა; მონების გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა თავის დაღწევა და კუნძულის სიღრმეში, ადგილობრივ ინდიელებთან დასახლდა, დიდი ნაწილი კი კვლავ თეთრების მონობაში რჩებოდნენ. ასე გრძელდებოდა 1834 წლამდე, როდესაც იამაკაში მონობა ოფიციალურად გაუქმდა. მიუხედავად ამ მოვლენისა, ზანგები მაინც რჩებოდნენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და მათი ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე გრძელდებოდა. მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე გამოჩნდა მოღვაწე, რომელმაც ეს ოცნება რელიგიად გადააქცია და შემდგომში ის მისმა მიმდევრებმა წინასწარმეტყველად გამოაცხადეს. მას მარკუს მოსაია გარვი ერქვა. გარვის მსოფლმხედველობა ძირითადად ბიბლიას ეფუძნებოდა. წამყვანი მნიშვნელობა ბიბლიის იმ ნაწილს ენიჭებოდა, სადაც ებრაელთა ბაბილონის ტყვეობიდან გამოხსნაა აღწერილი. ტრადიციული იუდაურ-ქრისტიანული ეკზეკეტიკისგან განსხვავებით, გარვი ამბობდა, რომ ბიბლიაში აღწერილი მოვლენები, რეალურად ეხება არა ებრაელებს, არამედ აფრიკელ შავკანიანებს, ბაბილონელები არიან თეთრკანიანები, ბაბილონი --- თანამედროვე ცივილიზაცია და მისი მიღწევები, ხოლო აღთქმული ქვეყანა --- ეთიოპია, აფრიკული ცივილიზაციის ყველაზე განვითარებული სახელმწიფო. გარვი აღიარებდა მესიას --- ქრისტეს. მისი ესქატოლოგიაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ქრისტიანულისგან --- გარვიმ პირდაპირ დაასახელა მეორედ მოსული ქრისტეს ვინაობა, ეს იყო რას (თავადი) ტაფარი მაკონენი, ეთიოპიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ხოლო შავი რასის გამოხსნა, მის გამეფებას დაუკავშირა. 1930 წელს რას ტაფარი ეთიოპიის ტახტზე ავიდა და სახელად ჰაილე სელასიე (სამების ძალა) I ეწოდა. ეთიოპიის სამეფო გვარის წარმომადგენლები თავს ბიბლიური მეფის, სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ. ეს გარემოება კარგად ესადაგებოდა გარვის სწავლებას და ტაფარის გამეფებამ ამ მოძღვრების იამაიკაზე გავრცელებას ძალიან შეუწყო ხელი. გაჩნდა ახალი რელიგია, რომელსაც მესიის სახელიდან გამომდინარე რასტაფარიანელობა ეწოდა.
თავიდან ეს რელიგია შავკანიანთა რელიგია იყო. ის ქადაგებდა შავი რასის აღმატებულებაზე თეთრთან შედარებით. ოღონდ ეს აღამატებულება (თეთრკანიანთა რასიზმისგან განსხვავებით, რომელიც სწორედ ცივილიზაციას თვლიდა თავის უპირატესობად) დამყარებული არის უბრალოებაზე, ბუნების შვილობაზე, რაც სწორედ აფრიკის კონტინენტმა შემოუნახა კაცობრიობას. მოგვიანებით გამოჩნდენ თეთრკანიანი რასტამანებიც, რომლებიც ამ მოძღვრების ერთერთი მიმდინარეობის მიმდევრები გახდნენ.
რა არის რასტა? რასტა რეალურად არის სინკრეტული რელიგია, რომლის უმთავრესი მიზანი არის დაბრუნება დედაბუნებასთან, ანუ აფრიკასთან. ადამიანი, ხომ სწორედ აფრიკაში გაჩნდა და იქიდან მოედო მთელ დედამიწას. ბიბლიის მითოსი სამოთხის შესახებ, ძალიან გავს კაცობრიობის რეალურ, მეცნიერულ ისტორიას. ადამიანი მართლაც ცხოვრობდა სამოთხეში და ეს სამოთხე იყო აფრიკა. მას არ ჭირდებოდა შრომა იმისთვის, რომ მოეპოვებინა საკვები. საკმარისი იყო მოეწვიტა ნაყოფი ან მოეკლა ნადირი. ცივილიზაცია დაიწო სწორედ მაშინ, როდესაც საჰარის ბუში უდაბნოდ გადაიქცა და იქ მცხოვრებნი იძულებული გახდნენ ნილოსის ნაპირებისკენ გადასახლებულიყვნენ. იქ კი საკვების მოპოვებას მიწის დამუშავება დაჭირდა, მიწის დამუშავებას --- წელიწადის დროების ათვლა, ციურ სხეულებზე დაკვირვება და მათი მოძრაობის სისტემატიზება. დაგროვდა სიმდიდრე, რომელიც დროთა განმავლობაში გარკვეული ფენის ხელში აღმოჩნდა. დაიწყო დიდი მშენებლობები და ადამიანმა დაკარგა სამოთხე. ასე დაიწყო ცივილიზაციის ისტორია. შემთხვევითი არაა, რომ ღვთისგან განდგომის სიმბოლო-შენობა ბიბლიაში, სწორედ ბაბილონში იდგა. ბაბილონის გოდოლი განასახიერებს ტექნოლოგიურ პროგრესს, რაც რეალურად აშორებს ადამიანს ღმერთისგან, ანუ დედაბუნებისგან. ამის პარალელურად დედამიწაზე არსებობდნენ ტომები, რომლებიც არ ჩაბმულან ამ ფერხულში და დღემდე ცხოვრობენ იმ წესით, რა წესითაც ჩვენი უძველესი წინაპრები ცხოვრობდნენ. მათი ღმერთი თავად ბუნებაა, რომელიც აძლევს ყველაფერს, რაც მათ ჭირდებათ. მზე გვაძლევს სიცოცხლისთვის აუცილებელ ენერგიას, ზრდის მცენარეებს, მცენარეებით იკვებებიან ცხოველები, ცხოველებითა და მცენარეებით კი --- ველური ადამიანი. ცივილიზაციის მიღწევების უარყოფა (ექსოდუსი, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება), არის დაბრუნება იქ, საიდანაც მოვდივართ --- აფრიკაში, აღთქმულ ქვეყანაში ანუ სამოთხეში. ასე ვხედავ მე რასტას.
სულიერ სამყაროსთან, ღმერთთან, რომელსაც რასტაფანები უწოდებენ ჯა-ს, შეერთებისთვის საჭიროა კანაფის მოწევა. კანაფის ზემოქმედების დროს ადამიანის გონება მთლიანად თავისუფლდება ამქვეყნიური ამაოებისგან, შეიცნობს საკუთარ თავს, რომელსაც რასტამანები I-ს (აი) უწოდებენ. თავად ღმერთ ჯასაც უწოდებენ აი-ს. საკუთარი მე-სა და ჯას ერთობა კი გამოითქმის როგორც აი-ენ-აი (I and I). სწორედ აიენაის მდგომარეობის მისაღწევადაა საჭირო კანაფის მოწევა, თუმცა ზოგიერთი რასტას ადეპტი მიიჩნევს, რომ ეს არაა აუცილებელი და მოწევის გარეშეც შეიძლება ამ მდგომარეობის მიღწევა. სწორედ კანაფის მომენტმა გახადა პოპულარული რასტაფარიანელობა მთელ მსოფლიოში. ბევრი ამოეფარა ამ მოძღვრებას მხოლოდ იმისთვის, რომ მოეწია მარიხუანა, მაგრამ ეს ხალხი ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტ რასტამანებად, რადგან რასტამანი კანაფს ეწევა არა გასართობად, არამედ აიენაის მისაღწევად --- ის წმინდა მცენარეა. მას ისეთივე ადგილი უჭირავს რასტას მოძრვრებაში, რაც ზიარებას --- ქრისტიანობაში. ჩემთვის პირადად ამ ასპექტს არ უჭირავს წამყვანი პოზიცია. ჩემთვის მთავარია აფრიკა, დედაბუნებასთან --- ჯასთან დაბრუნება და ამის მისაღწევად საჭიროა ბაბილონისგან (თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებისგან) გათავისუფლება.

This post has been edited by მანგია on 15 Jan 2014, 14:54


--------------------
რეგისტრირდები რა ფორუმზე უკვე შედიხარ პოლემიკაში მის ყველა წევრთან © Taba
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 117009
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 16:35  #39443667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სულიერ სამყაროსთან, ღმერთთან, რომელსაც რასტაფანები უწოდებენ ჯა-ს, შეერთებისთვის საჭიროა კანაფის მოწევა.

ანუ მოძღვრები პასტაიანი დაბოლილები არიან?
ასწორებს.
biggrin.gif







ჩვეულებრივი სექტაა.


--------------------
No comment
Mr Mystery
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1793
წევრი No.: 174918
რეგისტრ.: 15-October 13

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 16:36  #39443687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ის ქადაგებდა შავი რასის აღმატებულებაზე თეთრთან შედარებით.

lol.gif lol.gif
მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6426
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 16:40  #39443748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ignited
QUOTE
ანუ მოძღვრები პასტაიანი დაბოლილები არიან?

მარრტო მოძღვრები არა, ყველა. ბობ მარლი იყო რასტამანი

QUOTE
ჩვეულებრივი სექტაა

თავიდან ძალიან გავდა სექტას, მაგრამ ეხლა უფრო ღია მოძღვრებაა, არაა ორგანიზებული ეკლესიოლოგიურად, მაგრამ აქვს თავისი მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი

Mr Mystery
არაა სასაცილო. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც თეთრი რასიზმი, მაგრამ შავი რასიზმის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი იყო თეთრი რასიზმი
wolfchant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9974
წევრი No.: 154693
რეგისტრ.: 2-October 12

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 16:50  #39443873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ის წმინდა მცენარეა

yes.gif
როგორ შეიძლება შენი თავი შეიცნო რაღაცის ზემოქმედების ქვეშ? შენი თავის დაკვირვებისათვის რაც შეიძლება თავისუფალი არ უნდა იყო, ყველანაირი ზემოქმედებისაგან?


--------------------
ეს კაცი, მიუხედავად მისი 6-პარტია გამონაცვალი წარსულისა, თავისი ასეთი მერყევი იმიჯისა და კომპეტენციაზე უკვე მოგვიანებით ვისაუბრებ, მივიღეთ და ჩავრთეთ საქმიანობაში. რატომ? თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმანი!
მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6426
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 16:53  #39443910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wolfchant
QUOTE
როგორ შეიძლება შენი თავი შეიცნო რაღაცის ზემოქმედების ქვეშ?

არ ვიცი, მე არ მიცდია, მაგრამ რასტამანები ამბობენ, რომ სწორედ ამ დროს ხედავს ადამიანი საკუთარ უარყოფით თვისებებს

QUOTE
შენი თავის დაკვირვებისათვის რაც შეიძლება თავისუფალი არ უნდა იყო, ყველანაირი ზემოქმედებისაგან?

მეც ეგრე ვფიქრობ
Trance In Trance
Fuckity Bye


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7820
წევრი No.: 86839
რეგისტრ.: 17-March 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 16:55  #39443936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
შეერთებისთვის საჭიროა კანაფის მოწევა.

ვა
აქ რო სსიპ-ად დავარეგისტრიროთ , კანაფს როგორც რელიგიურ ატრიბუტს აგვიკრძალავენ?

მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6426
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2014, 17:21  #39444273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Trance In Trance
QUOTE
აქ რო სსიპ-ად დავარეგისტრიროთ , კანაფს როგორც რელიგიურ ატრიბუტს აგვიკრძალავენ?

არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რელიგიას ამოფარებული მერკანტილური მიზნები ყოველთვის მაღიზიანებდა, იქნება ეს კანაფის მოწევის მიზნით რასტაფარიანელობა, თუ ფულის მოხვეჭის მიზნით მღვდლობა
Asklipiodotaa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3357
წევრი No.: 207971
რეგისტრ.: 22-September 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2019, 18:16  #54057967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო თემა.

როგორია რასტამენის ყოველდღიური ცხოვრება?


--------------------
Password:
XsdgW236#@opNM3648ggwerxQzBbb443907163-ZAwe-qwsZ-AZX#-ZcAo-JEc4-ZAQW-Z#$%-mUep
annavita
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13969
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2019, 07:01  #54098343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რასტას სწავლებაში დავინახე ასპექტები, რომლებიც ჩემს წარმოდგენებთან (არა რწმენასთან) ახლოს დგას

QUOTE
ღმერთთან, რომელსაც რასტაფანები უწოდებენ ჯა-ს, შეერთებისთვის საჭიროა კანაფის მოწევა.



--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
llev
შტემბერი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 256
წევრი No.: 246370
რეგისტრ.: 31-October 18

გამოგზავნილია: 31 Jan 2019, 21:58  #54155557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და რა არის ამ რწმენაში საინტერესო და დასაფასებელი? ჩვეულებრივი აბდაუბდაა - ვიღაც ამბიციური ტიპმა სხვა ამბიციური ტიპების მიერ დაწერილი ტექსტები საკუთარ თავზე მოირგო, მერე სხვა ამბიციური ტიპმა ამ გადაკეთებული ტექსტის შესაბამისად საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა და ბოლოს პლანის მოწევა მდე მივიდნენ..

ბოდიალა ტიპების ბოდიალა "მრწამსია"

ბუნებასთან დაბრუნება ბულშიტია. არსად წასულა ადამიანი ბუნებისგან. განსაკუთრებით აფრიკაში biggrin.gif რა ტექნოლოგიები შექმნეს ეგეთი აფრიკელებმა რომ ბუნებას დაშორდნენ? biggrin.gif



--------------------
საკონსტიტუციო სასამართლო ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ (c) კონსტიტუციონალისტი ჩიპოლინო
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0208 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]