ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სერგეი ლიპინმა და მისმა მეუღლემ აღიარეს, რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოს ჯაშუშები იყვნენ და რეგულარულად აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი" ავრცელებს.
„რესის" ინფორმაციით, ლიპინის წინააღმდეგ სამხილებს ექვსი თვის განმავლობაში აგროვებდნენ. 67 წლის ლიპინს ბრალს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით წაუყენებენ, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს.
საქმეში ფიგურირებენ ლიპინის ქართველი მეუღლე ნანული ჭულუხაძე-ლიპინა და მისი ქალიშვილი ალიონა რამაზანოვა. არსებული ინფორმაციით, ლიპინის ქალიშვილი ამჟამად „საქართველოს ტერიტორიაზე" ცხოვრობს.
„დაკავებულებმა გამოძიებას უთხრეს, რომ საქართველოს სპეცსამსახურების მითითებით აგროვებდნენ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების, ასევე სამხედრო ინფრაქტრუქტურის შესახებ ინფორმაციას და მათ ქართულ მხარეს გადასცემდნენ" - წერს "რესი" ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით.
ე.წ. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ლიპინი ქართულმა სპეცსამსახურებმა 2006 წელს გადაიბირეს, როდესაც იგი სოფელ ერედვში მისი მეუღლის ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა.
სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე გასული წლის ივლისში დააკავეს. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, სერგეი ლიპინმა 2008 წლის ომის დროს ქართულ სპეცსამსახურებს გადასცა სამხედრო ინფორმაცია. მათ შორის საარტილერიო-სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია.
https://espersona.ge/article/13760გაყიდეს ქოცბმა უეჭველი
This post has been edited by Ormurin_Langi on 25 Feb 2020, 22:06