ეგ მარტივი მიზეზის გამო ხდება და აბსოლუტური სიმართლეა. ცუდი დაჭერის პირობებში (სუსტი სიგნალის დროს), კავშირის სრული დაკარგვის გამო, "კავშირის დაკიდების" გამო ტელეფონი იძულებულია უფრო ხშირად აგზავნოს ძებნის სიგნალი, რაც ინტენსიურად ხარჯავს "ბატარეებს". ეს ოპერატორის ტექნიკური სახის პრობლემაა და ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. თან, ყოველთვის ერთნაირად არ არის: ხან ბატარეები 3 დღე გყოფნის, ხან "გიღალატებს" და ერთ დღეში დაიხარჯება, იმისდამიხედვით, როგორ "უჭირს" იმ დღეს ოპერატორს.
ეს მიახლოებით მანქანის დაქოქვას ჰგავს - ყველამ იცის, რომ მანქანის დაქოქვისას მეტი საწვავი იხარჯება, ვიდრე თავისუფალ სიჩქარეში (ე.წ. "ხალასტოიში" დგომაზე) და ამიტომ წითელ შუქნიშანზე ძრავის დაქრობა არასწორია