Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > Camtasia Studio FAQ


Posted by: Landish 5 Jan 2008, 21:20
ამ თემის წაკითხვის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ რა პროგრამაა ეს, რისთვის გამოიყენება და როგორ გამოიყენება იგი.

ამ პროგრამის ფასი დაახლოებით 300$-ს უდრის, მისი გადმოწერა http://techsmith.com/ შესაძლებელი, იგი უფასოდ მხოლოდ 30 დღეს იმუშავებს.
(ან თუ ფული აქ გავთ, http://www.file.ge/?p=6586 პირდაპირ კრეკიანი რა.. biggrin.gif)

პროგრამის შექმნელები იუწყებიან იმას, რომ ამის გამოყენება შეგიძლიათ 50-ზე მეტ რამეში. მაგ. გადაიღოთ ვიდეოგაკვეთილები, გააკეთოთ ვიდეო და აუდიო პრეზენტაციები და ა.შ.

მას მოჰყვება რამოდენიმე უტილიტი : Camtasia Recorder, Camtasia Menumaker, Camtasia Audio Editor, Camtasia Theater, Camtasia Player. რომლებსაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ.

თუმცა ამ უტილიტების გარდა პროგრამას გააჩნია ბევრი საინტერესო და სასარგებლო ფუნქციაც.

user posted image

1. სამუშაო მაგიდა
2. მართვის პანელი
3. დროის ამსახველი პანელი
4. ვიდეო ფლეიერი
5. ინსტრუმენტების პანელი

Camtasia Studio-ს სამუშაო მაგიდა
ვიდეოს ჩაწერის შემდეგ სამუშაო მაგიდაზე გამოჩნდება ვიდეო და აუდიო ფაილები, მისი რედაქტირება შესაძლებელია მართვის პანელიდან (2), ხოლო რედატირებისთვის იგი უნდა გადავიდანოთ დროის ამსახველ პანელზე (3) .

Camtasia Studio-ს მართვის პანელი
ამ პანელში ჩვნეთვის მისაწვდომი იქნება შემდეგი:

ADD განყოფილება
Import Media - ვიდეო და აუდიო ფაილების იმპორტი
Title Clips - ეს არის ე.წ პრელოადერი, ამით თქვენ შეგიძლიათ ვიდეოს დაწყებამდე პატარა შესავალი გააკეთოთ, მაგ. მისალმება, ინფორმაცია ვიდეოს და ავტორის შესახებ და ა.შ.
Voice Narration - ამით თქვენ შეძლებთ ვიდეოს გაუკეთოთ მუსაკალური ფონი ან თქვენს მიერ ჩაწერილი საუბარი.
Record Camera - ეს ფუნქცია მათთვის არის ვისაც ხელი ვებკამერისთვის მიუწვდება, ამით თქვენ შეგიძლიათ პატარა ფანჯარა დაუმატოთ ვიდეოს სადაც ტქვენი კამერით გადაღებული მასალა გამოჩნდება.

EDIT განყოფილება
Picture in Picture - გამოიყენება სურათ(ებ)ის რედაქირებისთვის
Transitions - თუ თქვენ გადაღებული გაქვთ რამოდენიმე ვიდეორგოლი, მაშინ თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ეფექტური გადასვლები მათ შორის.
Callouts - ამ ფუქნციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გააკეთოთ წერილობითი ახსნა-განმარტება, კომენტარი ან უფრალოდ რაიმე ტექსტი ვიდეოს ნებისმიერ ადგილას.
Zoom-n-Pan - ეს ფუქნცია განკუთვლილია იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ დროის გარკვეულ მონაკვეთში რაღაც ადგილის გადიდება და შემდგომ კვლავ დაპატარავება.
Flash Quiz - ამ ფუნქციით თქვენ შეძლებთ ვიდეოს დაუმატოთ გამოკითხვა, რომელიც პირდაპირ ვიდეოს მსვლელობისას გამოჩნდება, თქვენ შეგიძლიათ პარამეტრებში მიუთითოთ თუ რა მოხდება სწორი ან არაწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში.
Captions - ეს ფუნქცია აკეთებს წარწერებს ვიდეოს ერთ გარკვეულ ადგილას, იგი შესაძლოა ტიტრებსაც დავამსგავსოთ.

PRODUCE განყოფილება
Produce video as - ეს ფუნქცია მოგცემთ საშუალებას რომ თქვენი ფაილი შეინახოთ შემდეგ ფორმატებში: avi, swf, mov, wmv და სხვ.
Create CD menu - ამ ფუნქციის მეშვეობით თქვენ შექმნით CD-ს და მის მენიუს, სადაც მოთავსებული იქნება თქვენს მიერ გადაღებული ვიდეოები.
Create Web menu - ეს არის ვებ-გვერდზე განსათავსებელი, swf ფორმატის ფაილებისთვის შესაქმნელი ფუნქცია.
Batch Production - ეს ფუნქცია გამოიყენეთ მაშინ, თუ თქვენს მიერ შექმნილი რამოდენიმე ვიდეოს ერთ პაკეტად გამოქვეყნება გსურთ.


Camtasia Studio-ს დროის ამსახველი პანელი

user posted image

1. ვიდეოს ფაილის დროის ამსახველი
2. დამატებითი ფუნქციების ამსახველი
3. აუდიო ფაილის დროის ამსახველი

ეს პანელი მოგცემთ საშუალებას სწრაფად და მარტივად გაზარდოთ დროის მონაკვეთი, რათა მასთან მუშაობა ადვილი გახდეს, ხმის დარეგულირებას და სხვ.

Camtasia Studio-ს ვიდეო ფლეიერი
ამ პანელის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ ვიდეოს შენახვმადე თუ როგორი გამოვა იგი თავისი გადასვლების, ხმოვანი ეფექტებით და სხვ.

Camtasia Studio-ს ინსტრუმენტების პანელი
ამ პანელში თქვენ შეგხვდებათ პროგრამის სხვადასხვა ფუქნციები:

New Project - ახალი პროექტის შექმნა
Open Project - ძველი პროექტის გახსნა
Save Project - პროექტის შენახვა
Import Media Files - მედია ფაილების იმპორტი
Produce Video Us - ვიდეო ფაილის შენახვა, ექსპორტი
Undo - ერთი ნაბიჯით უკან გადასვლა
Redo - ერთი ნაბიჯით წინ გადასვლა
Show/Hide Task List - ინსტრუმენტების პანელის ჩვენება/დამალვა (5)
Launch other tools - სხვა უტილიტების ჩართვა (Camtasia Recorder, Camtasia Menumaker, Camtasia Audio Editor, Camtasia Theater, Camtasia Player)
Camtasia Studio Help - დახმარება პროგრამის შესახებ


Camtasia Studio-ს უტილიტები


Camtasia Recorder

user posted image

1. ვებკამერით გადაღება
2. პროგრამის პარამეტრები
3. პროგრამის ხედი
4. კლავიატურაზე აკრეფის ხმის ჩაწერა
5. მაუსის ღილაკზე თითის დაჭერის ხმის ჩაწერა
6. მიკროფონით ხმის ჩაწერა

Camtasia Menumaker

user posted image

1. Open an existing projec - ძველი პროქტის გახსნა
2. Create a new project (Advanced) - ახალი პროექტის შექმნა. თქვენ ამ მენიუს შექმნა უნდა დაიწყოთ ნულიდან. ( ვგულისხმობ შაბლონის გარეშე )
3. Create a new project using Wizard - მენიუს შექმნა, ამჯერად შაბლონების დახმარებით
4. პარამეტრების ნახვა/შეცვლა
5. შექმნილი მენიუს რუქა
6. შექმნილი მენიუს ესკიზის ნახვა
7. დასრულებული პროექტის გამოქვეყნება

Camtasia Audio Editor

user posted image

1. Create a new audio file - ახალი აუდიო ფაილის შექმნა, რომელსაც თქვენ მიკროფონით ჩაწერთ
2. Edit an existing video, audio or image file - უკვე არსებული, ვიდეოს, აუდიო ჩანაწერის ან სურათის რედაქტირება
3. Edit a recent file - უკანასკნელი ფაილის რედაქტირება

პირველი პუნქის არჩევის შემთხვევაში ჩვენ გვხვდება შემდეგი სურათი

user posted image

1. ფაილის ჩაწერა
2. ხმის აწევა მონიშნულ მონაკვეთში
3. ხმის დაწევა მონიშნულ მონაკვეთში
4. ხმის თანდათან აწევა მონიშნულ მონაკვეთში
5. ხმის თანდათან დაწევა მონიშნულ მონაკვეთში
6. ხმის სიჩუმით შეცვლა მონიშნულ მონაკვეთში
7. მონიშნული მონაკვეთის წაშლა/ამოჭრა
8. მონიშნული მონაკვეთის თვალსაჩინოებისთვის გაზრდა

CamtasiaTheater

ეს არს უტილიტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას შექმნათ ისეთივე ვიდეო ფლეირეი swf ფორმატის ფაილებისთვის, როგორც ეს სურათზე მოცემული, აქვს ნავიგაციის ფუქნციაც DVD ფაილების სტილში.

user posted image

ღილაკი Menu

user posted image

1. მენიუს პარამეტრების დაყენება ( სათაური, ფონტის ზომა, და სხვა )
2. მენიუს ფერების პარამეტრები
3. swf ფაილების დამატება, რომლებიც გინდა რომ ვიდეოს სახით გამოჩნდეს პროექტში
4. Export flash menu - დამუშავებული მენიუს შექმნა/გამოქვეყნება

ღილაკი Controls

user posted image

აქ თქვენ შეგიძლიათ ვიდეოს მართვის პარამეტრების დაყენება

1. Paused at Start - გვერდის გახსნისას ვიდეო ავტომატურად არ დაიწყება, მის ჩასართველად არის სპეციალური ღილაკი.
2. Show about box - პატარა ფანჯრის ჩვენება სადაც აღწერილია ინფრომაცია ფაილის შესახებ. ( ეს ინფომრაცია თქვენ უნდა შეავსოთ )
3. ვიდეო კონტროლერის ფერის შეცვლა
4. Show elapsed time - დარჩენილი დორის ჩვენება, Show duration - ვიდეოს მთლიანი დროის ჩვენება
5. შრიფტი და ფონტის ფერი
6. Show loading movie - პრელოადერის ჩვენება ვიდეოს დაწყებამდე
7. Match movie size -
8. Loading movie URL - პრელოადირეს მისამართი
9. ვიდეოს ჩართვა, როდესაც გარკვეული რაოდენობა პროცენტების იქნება ჩატვირთული.
10. პრელოადერის ჩვენების მინიმალური დრო (წამებში)
11. მენიუს ჩართვა ექსპორტის დასრულებისთანავე

ღილაკი Export Flash Menu ქმნის მენიუს

Camtasia Player

user posted image

ეს უტილიტა განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ AVI ფორმატის ფაილების საჩვენებლად, სხვა ფუნქცია მას არ აკისრია

Posted by: Gi0rgius 5 Jan 2008, 21:40
Landish
კარგია,საღოლ და ჩაემატოს ყველაზე საჭირო ლინკებში biggrin.gif

Posted by: Landish 5 Jan 2008, 22:12
Gi0rgius

3 საათზე მეტხანს ვწერდი... მოვკვდი რასაც ქვია..user.gif

Posted by: Gi0rgius 5 Jan 2008, 22:20
Landish
QUOTE
3 საათზე მეტხანს ვწერდი...

ეგ არაფერი მე ჩემს ერთ პოსტს 3 დღე ვწერდი,თან ერთითითით,კლავიატურასთან ცუდი ურთიერთობა მაქ, ძაან ნელა ვკრიფავ

Posted by: Landish 5 Jan 2008, 22:22
QUOTE
ეგ არაფერი მე ჩემს ერთ პოსტს 3 დღე ვწერდი

lol.gif
QUOTE
კლავიატურასთან ცუდი ურთიერთობა მაქ, ძაან ნელა ვკრიფავ

ამას შენგან ვერ წარმოვიდგენდი.. biggrin.gif
მე კიდე.. ზეპირად ვიცი ყველა განლაგება .. ეხა რუსულ კლავიატურასაც ვამუღამებ.. და ავშენდები..bis.gif ...
ვსიო..აღარ გავაოფოთ.. biggrin.gif

Posted by: giojio 6 Jan 2008, 00:25
Landish
QUOTE
3 საათზე მეტხანს ვწერდი... მოვკვდი რასაც ქვია..

შენი ფანი ვარ, ოღონდ ზეგ დილიდან, დღეს ცოტა დაღლილი ვარ და ხვალ კიდევ საქმე მაქვს biggrin.gif ხო და ისე მართლა, კაი რამეა, შრომისთვის რესპეკტები შენ ჩემგან wink.gif

Posted by: KORSA 6 Jan 2008, 01:26
Landish


ეს რა ნაგავია რა დაგიწერია რა ტყუილად გიწვალია 2kiss.gif





















ყოჩაღ ყოჩაღ კაი რამეა ყოველდღე რომ იდებოდეს ასეთი შემეცნებითი პოსტები მშვენიერი იქნებოდა smile.gif

Posted by: Landish 6 Jan 2008, 02:25
ამ დღეებში ვეცდები Snagit-ზე დავწერო... ვნახოთ რა გამოვა.. smile.gif სქრინები ამ მაგ პროგით არის გაკეთებული smile.gif

Posted by: Landish 8 Jan 2008, 06:36
ე ბიჭო ჩაამტეთ ეს თემა..საუკეთესო ლინკებში.. შრომა ტყულად არ დამიკარგოთ.. ! biggrin.gif

Posted by: Gi0rgius 8 Jan 2008, 11:09
მართალია ეს კაცი ხომ უნდა დავუფასოთ შრომა smile.gif
TAZ ჩაამატე ლინკებში თუ შეიძლება

Posted by: on/off 12 Jun 2008, 21:07
ლინკების განახლება შეუძლია ვინმეს?

Posted by: Gi0rgius 12 Jun 2008, 21:20
კატალოგში ჩაამატეთ ეს თემა,წესით კარგა ხნის წინ უნდა ჩამატებულიყო .
on/off
QUOTE
ლინკების განახლება შეუძლია ვინმეს?

მიპინულ თემაში ნახე

Posted by: donkosta 12 Jun 2008, 21:55
Landish
აუუ კაკ რაზ სემინარები მაქვს გასაკეტებელი კამტაზიისთვის smile.gif) ეს ინფო რომ გამოვიყენო ხომ არ გეწყინება? smile.gif)
კოპირაით ლანდიშა თქო მივაწერ დიმა ობოლაძე ვიყო

Posted by: Landish 14 Jun 2008, 01:20
donkosta
QUOTE
ს ინფო რომ გამოვიყენო ხომ არ გეწყინება? )


პირიქით, გამიხარდება...
ისე აქედან ტუ დაესწრებიან მაგ სემინარზე მეც სიამოვნებით... წამოვიდოდი.. გავიგე რომ უფასოა... და...

Posted by: donkosta 15 Jun 2008, 20:25
Landish
QUOTE
პირიქით, გამიხარდება...
ისე აქედან ტუ დაესწრებიან მაგ სემინარზე მეც სიამოვნებით... წამოვიდოდი.. გავიგე რომ უფასოა... და...

არა, მე სხვა განხრით და სხვა სფეროში smile.gif

Posted by: one_day- 19 Dec 2008, 16:56
sad.gif აუ მიშველეთ რა... გუშინ მთელი ღამე ვჩალიჩობდი,ძლივს მივედი ფინიშამდე და produce video as -ამას რომ ვაწვები საერთოდ ითიშება პროგრამაsad.gif მერე დავტესტე,სხვა ფაილები ჩავყარე მივეცი produce video as და ჩვეულებრივად გააკეთა ვიდეო cry.gif ბევრი ვიწვალე იმ ვიდეოზე. თუ არ ეშველა vis.gif

Posted by: gegach_juve 5 May 2009, 11:03
ლანდიშ აქ ხარ?? biggrin.gif

Camtasia Recorder-ში რამენაირად არ შეიძლება რომ ვიდეოს ვიდეო გადავუღო? არ მოხერხდება? mo.gif

Posted by: SHARI 3 Jan 2010, 00:27
ხმას ვერაფრით ვერ ვიწერ sad.gif რა არ გავაკეთე , მაგრამ არ იწერს..

Posted by: ირაკლო 3 Jan 2010, 01:07
QUOTE
ხმას ვერაფრით ვერ ვიწერ sad.gif რა არ გავაკეთე , მაგრამ არ იწერს..

მეც იგივე პრობლემა მაქვს sad.gif http://forum.ge/?f=32&showtopic=33802498#

Posted by: ირაკლო 9 Apr 2010, 21:30
ხალხო კამერა ამითი როგორ ჩავიწერო?

Posted by: new economist 9 Apr 2010, 21:38
SHARI
ირაკლო
sound properties-ში(system tray-ში დინამიკს დააჭირე) და ნახე stereo mix და wave მონიშნული თუა

Posted by: ირაკლო 9 Apr 2010, 21:52
new economist
ეგ ხოო მაგრამ კამერით ჩაწერას რა ვუყო? sad.gif

Posted by: ronaldo99 25 May 2010, 16:27
გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ მასწავლეთ ვიდეოს წარწერა როგორ დავადო? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Jomardi 9 Aug 2010, 20:07
პროეკტის დასრულების შემდეგ ასეთი რამე ხდება სადაც უნდა სრულდებოდეს ვიდეო მაინც აგრძელებს ბნელი გამოსახულობIთ და მარტო ხმა რჩება ამის გამო მიწევს თავიდან დამონტაჯება. იქნება გამარკვიოთ რისი ბრალია.
მადლობთ

Posted by: 7zZzZ 21 Aug 2010, 17:00
QUOTE
გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ მასწავლეთ ვიდეოს წარწერა როგორ დავადო? დიდი მადლობა წინასწარ


Movie Maker-ით

Posted by: ფროდი 22 Aug 2010, 10:14
QUOTE (ronaldo99 @ 25 May 2010, 16:27 )
გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ მასწავლეთ ვიდეოს წარწერა როგორ დავადო? დიდი მადლობა წინასწარ

camtasia studio-საც აქვს ეგ ფუნქცია yes.gif

Posted by: ronaldo99 17 Oct 2010, 16:24
აუ მიშველეთ ვინც ერკვევა ამ პროგრამაში რა,რო ვარენდერებ ვიდეოს 10%-მდე მიდის და ჩერდება რისი ბარლია არ იცით? მადლობა წინასწარ

Posted by: AVSITKVA 12 Apr 2011, 23:00
produce video as ეს განყოფილება საერთოდ არაა აქტიური და რისი ბრალი იქნება?

ან რამე პროგრამა ხომ არ იცით რაც კამტასიათი გადაღებულ ვიდეოს ფორმატს შეუცვლის ისე რომ ვიდეოს ხარისხი არ გაფუჭდეს?

Posted by: аdministrаtоr 20 Dec 2011, 12:36
მინდა Vmware-ს გადაღება, ერთი პრობლემაა ვინდოუსის დაყენების პროცეში Vmware-ს ფანჯარა იზრდება და პატარავდება და არ გამოდის ლამაზი, შესაბამისად მინდა რო გადავიღო მთლიანი ეკრანი და შემდეგ ამოვიღო მხოლოდ შაჭირო ნაწილი მთლიანი დესკტოპიდან... რამდენად შესაძლებელია ესეთი რამე?

Posted by: totia 20 Dec 2011, 12:40
аdministrаtоr
Vmware ს თავისივე ჩამწერიც უნდა ჰქონდეს,ნახე აბა.

Posted by: akkai 29 Jan 2012, 22:18
ვიდეოს ჩაწერა გასაგებია და ხმას ვიწერ კამერით:
ანუ მიკროფონს ვდებ დინამიკთან და ისე ვიწერ, რაც ხარისხს აფუჭებს:
შესაძლებელია თუ არა ხმის ეგრევე კომპუტერიდანვე ჩაწერა:
მადლობა

Posted by: tseuq 29 Jan 2012, 23:17
akkai

QUOTE
ვიდეოს ჩაწერა გასაგებია და ხმას ვიწერ კამერით:
ანუ მიკროფონს ვდებ დინამიკთან და ისე ვიწერ, რაც ხარისხს აფუჭებს:
შესაძლებელია თუ არა ხმის ეგრევე კომპუტერიდანვე ჩაწერა:
მადლობა


http://martlmadidebeli.wordpress.com/camtasia/

camtasia-ზეც უნდა მიუთითო რომ ეს რაც ქვევითაა ნაჩვენები

ანუ აუდიო უნდა გადართო stereo mix -ზე


http://martlmadidebeli.wordpress.com/audio/

http://martlmadidebeli.wordpress.com/audio/

http://martlmadidebeli.wordpress.com/audio/






Posted by: akkai 29 Jan 2012, 23:42
tseuq
http://www.radikal.ru

ჩემტან მენიუ სხვანაირად გაიხსნა

Posted by: tseuq 30 Jan 2012, 11:41
akkai


tools დან არის მგონი უნდა შხვიდე და თოლია ჩAურთო stereo mix-ს მერე მაგ ჩამონათვალში გაჩნნდება როგორც მახსოვს

ან general დაფაზე გადადი იქ ვნახოთ აბა რა არის

Posted by: akkai 31 Jan 2012, 16:37
tseuq

ტიმ ვივერი გააქ ეგ პროგრამა?

თუ არ შეგაწუხებ როცა გეცლება, შეგილია ჩემს კომპში 'შემოძვრე" და გამასწორებინოო?

smile.gif



Posted by: аdministratоr 14 Mar 2013, 21:25
კამტასიას არ ეხბა მაგრამ ახალი თემის გახსნა არ მინდოდა ამის გამო...

მოკლედ იქნება ვინმემ იცოდეთ რატომ აკეთებს ამას



ანუ სტარტს რო ვხსნი მერე რანს და ვწერ cmd მერე ping 10.10.0.50 და ამ ყვლაფერს არ იღებს, აშავბს მაგდროს ვიდეოს... სხვადასხვა დროსაც აკეთებს გრე უბრალოდ ეს მოვიყვანე მაგალითად

პ.ს. ვიღებ თვითონ ვიმვეარ ვორკსტიშენით მე9 ვერსიით

Posted by: klondike 9 Nov 2014, 11:00
მაგარი საკაიფო პროგრამაა Camtasia Studio smile.gif

Posted by: Hermyon 5 Apr 2015, 14:49
ბრატსი MVI ფორმატს არ მიხსნის კამტასია 8 და რა მოვუხერხო ვერ მირჩევთ?

Posted by: Sento555777 26 May 2017, 13:55
ამ პროგრამის გადმოსწაერი ლინკ დადეთ რა ოღონდ რენდერის დროს რეკლამა რო არ Gამოჩინოს შუაში ისეთი

Posted by: gig@@@ 7 Apr 2019, 07:17
Camtasia Studio ზუსტად მსგავსი პოგრამა მჭირდება
დამილინკეთ რაა

Posted by: PNG 3 Apr 2024, 13:43
ეკრანის ჩამწერის CAMTASIA STUDIO და BANDICAM ალტერნატივა მინდა უფასო და დროის ლიმიტის გარეშე მე რაც ვნახე ყველას ლიმიტი აქვს 10 - 15 წუთი მე მინდა მინიმუმ ულიმიტო ან 1 საათი რომ იწერდეს უწყვეტად.

რა თქმა უნდა ფილმების ჩასაწერად რომ გამოდგებოდეს და ხარისხიანად იწერდეს

ეგეთი პროგრამა არაფერი იცით ?

Bandicam გადმოწერილი მაქვს და 10 წუთი იწერს მხოლოდ მერე ფულს მთხოვს

Windows 10 64 bit მიყენია

Posted by: 88mph 3 Apr 2024, 14:55
PNG
აბა ეს ნახე https://obsproject.com/


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)