jonagoldერთი დღე არაა კატასტროფა, სხვა საკვები ხომ არაა? შეიძლება ვერ ეგუება ახალს.
ყველაზე მსუბუქ ვარიანტში იქნებ სტრესშია და პირობების გაუმჯობესებამ უშველოს, ხანდახან მაინც უნდა გამოუშვათ მცირე ხნით და ნორმალურად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეს.
ვეტერინარს უნდა აჩვენოთ 100%. წარმოდგენა არ მაქვს ფასებზე, მაგრამ მეეჭვება რაიმე დიდ ხარჯთან იყოს ეგ დაკავშირებული.
ia-violaრაიმე ვარიანტი არ გაქვს, როგორ ვავარჯიშო ფრენაში თუთიყუში?
დედალი გაზარმაცდა, ფრენა არ უნდა. თუ სცადა, შორს ვერ მიდის, ვერც სიმაღლეს იღებს. სიარულითაც ისე დაბანცალებს, მგონი გასუქდა უმოძრაობით
არადა მამალი ისე კარგად დაფრინავს და ისეთი ენერგიულია, იშვიათ თუთიყუშს შეეძლება ამდენი. სასწაულად მოძრავია, ძალიან კარგად დაფრინავს, დაცოცავს, დახტის... რავი.
დედალი არა, გალიიდანაც კი იშვიათად გამოდის, აძვრება გალიის თავზე და ზის მშვიდად.
როცა დიდ ბუმბულებს იცვლიან, უჭირთ ხოლმე ფრენა ან ვეღარ დაფრინავენ მცირე პერიოდი, იყო ასეთი მომენტები ადრე, მაგრამ ორი თვეა უკვე ამას ფრენა უჭირს.
ვიტამინებსაც ვაძლევდი ბუმბულისას, არც იმისი პრობლემა აქვს გალიაში დაბრუნების შეეშინდეს (მოდის ჩემთან და ყვირის, მე გალიას ვუდგამ დაბლა და ძვრება, ჩვეული პრაქტიკაა
).
არ ვიცი რა მოვუხერხო.
ზოგადად ზარმაცი სულ იყო, მაგრამ დაფრინავდა მაინც.