Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ქართული კლუბები ევროსრბიელზე


Posted by: giorgi77 13 Jul 2017, 14:57
როგორც აქ ფორუმზე დაწერეს ორ კლუბს სურს წელს ჩელენჯის თასის შესარჩევი ტურნირი ითამაშოს. ანუ ეს იქნება მომავალი სეზონის შესარჩევი ტურნირი.

კარგი იქნება თუ ერთი კლუბი მაინც გავა ძირითად ტურნირზე.... ინფორმაციისთვის რუსეთს წელს ორი კლუბი ყავს ჩელენჯზე - კრასნი იარი და ენისეი. მათ ნაკრებსაც დაეტყო... საკმაოდ მოუმატეს, ვუყურე რუსებუს თამაშს ერთა თასზე ურუგვაიში.

მაგრად წაადგება ქართულ რაგბს კლუბების ევროპაზე გასვლა, ეს ისაა რაც გვაკლდა ჩემი აზრით

Posted by: jora84 13 Jul 2017, 15:00
giorgi77

QUOTE
ინფორმაციისთვის რუსეთს წელს ორი კლუბი ყავს ჩელენჯზე - კრასნი იარი და ენისეი. მათ ნაკრებსაც დაეტყო... საკმაოდ მოუმატეს, ვუყურე რუსებუს თამაშს ერთა თასზე ურუგვაიში.

რაში გამოიხატება ეს დატყობა?

QUOTE
მაგრად წაადგება ქართულ რაგბს კლუბების ევროპაზე გასვლა, ეს ისაა რაც გვაკლდა ჩემი აზრით


ვნახოთ, ვნახოთ. პირველ რიგში მომზადების დონე მაინტერესებს მე.

Posted by: zaal1969 13 Jul 2017, 15:06
jora84
QUOTE
რაში გამოიხატება ეს დატყობა?

ცდილობდნენ თანამედროვე,სწრაფი რაგბი ეთამაშათ და პერიოდულად გამოსდიოდათ

Posted by: giorgi77 13 Jul 2017, 15:14
[სწრაფ, ლამაზ რაგბს თამაშობენ. სიმპლიკევიჩი განსაკუთრებით მომეწონა, რომელიც ყველგანაა მგონი - შვიდკაცაშიც, კლუბშიც, ნაკრებშიც.
რუსებმა ყველა კომპონენტში მოუმატეს. სამი თამაში ვნახე. ბოლოს უაზროდ წააგეს მასპინძელ ურუგვაისთან.

მომავალ წელს საინტერესო თამაში გვექნება მაგათთან.

მე მგონია რომ შვიდკაცაში და საკლუბო რაგბში როცა სტაბილურად თამაშობ, კარგ გუნდებთან ეს ეროვნულ ნაკრებზეც აისახება.

Posted by: zaal1969 17 Jul 2017, 14:19
Третьей по силе лиге Европы мало присоединения южноафриканских франшиз «Читас» и «Кингс».

Как пишет издание «Scotsman», в 2018 году ПРО-12 пополнится командой из США. РК «Вашингтон ДС» объединит под свои знамёна лучших игроков Северной Америки.

Спонсором вашингтонского клуба станет компания «Sheehy Auto Stores», сотрудничающая с мировыми брендами автомобильной промышленности, среди которых: «Тойота», «Субару», «Ниссан», «Хонда», «Лексус», «Форд», «Линкольн», «Фольцваген» и другие.

Интересно, что директор «Sheehy Auto Stores» - Пол Шихи, выступавший за сборную США на Кубке Мира-1991 по регби.

По предварительной информации, «Вашингтон ДС» будет проводить домашние матчи на 20-тысячной арене «Ауди Филд».


https://rugger.info/news/15224


აქ არის ჩვენი ადგილი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვხვდეთ ამ ლიგაში

Posted by: dc120mm 17 Jul 2017, 16:26
zaal1969
QUOTE
Как пишет издание «Scotsman», в 2018 году ПРО-12 пополнится командой из США. РК «Вашингтон ДС» объединит под свои знамёна лучших игроков Северной Америки.

ძალიან მეეჭვება ეგ ამბავი,თუმცა რაგბილიგაში კი ტამაშობს ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში კანადური გუნდი!
თავიანთი პროფესიონალური ჩემპიონატი ვეღარ გააგრძელეს ამერიკელებმა და რავი შექმნიან კლუბს და იფრენენ ატლანკიის თავზე ყოველთვე? თან მეტად საეჭვო ის ამბავია რომ გუნდი არა კალიფორნიული არამედ აღმოსავლეთ სანაპიროს "DC" არის!

QUOTE
Третьей по силе лиге Европы мало присоединения южноафриканских франшиз «Читас» и «Кингс».

თან ჯერ ესეც არ არის გადაწყვეტილი!

QUOTE
აქ არის ჩვენი ადგილი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვხვდეთ ამ ლიგაში

ეეეჰ სად გვაქვს მაგის ფული sad.gif და არც სპონსორი არ ჩანს ჰორიზონტზე!!! თან მანდ ფრანჩაიზს ვერ გააკეთებ,რასაცქვია კლუბით უნდა ითამაშო!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jul 2017, 12:40
კონტინენტის ფარი 2017-2018

წყარო http://fpr.pt/equipas-portuguesas-regressam-challenge-cup-qualifier/

@ ორი 4-გუნდა ჯგუფი

ითამაშებენ კლასიკურად: ჯგუფის შიგნით, ორ წრედ

და არა -- ოღრაშულად (2016-2017):
ერთი ჯგუფი მეორეს რომ ებმოდა 4 ტურად

@ ორ-ორი ტური: ოქტ, დეკ, იან

@ რუსეთი, ესGანეთი, ბელგია -- არა!

@ დასი:

იტალია: 1 კალვიზანო, 2 როვიგო, 3 პადოვა, 4 ვიადანა

რუმინეთი: ტიმიშოარა’სარასენს
პორტუგალია: ლისაბონის’უნივერსიტეტი
გერმანია: (( აღარ მახსოვს | გამომრჩა | მკიდია ))
საქართველო: (( ვიცი, მაგრამ დაველოდები გამოცხადებას ))

@

Posted by: dc120mm 27 Jul 2017, 12:54
QUOTE
იტალია: 1 კალვიზანო, 2 როვიგო, 3 პადოვა, 4 ვიადანა

რუმინეთი: ტიმიშოარა’სარასენს
პორტუგალია: ლისაბონის’უნივერსიტეტი
გერმანია: (( აღარ მახსოვს | გამომრჩა | მკიდია ))
საქართველო: (( ვიცი, მაგრამ დაველოდები გამოცხადებას ))

up.gif

QUOTE
რუსეთი, ესGანეთი, ბელგია -- არა!

ენისეი და კრასი იარი სხვა ევროპულ ტურნირში თამაშობენ თუ რატო არ არიან?

Posted by: Gio_G83 27 Jul 2017, 13:02
QUOTE
კონტინენტის ფარი 2017-2018


მაგადია!
alk.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jul 2017, 13:55
QUOTE
ენისეი და კრასი იარი

ორივე თამაშობს ჩელენჯზე

Posted by: jora84 27 Jul 2017, 14:02
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
საქართველო: (( ვიცი, მაგრამ დაველოდები გამოცხადებას ))

\
გამოცხადება როდისაა? შემადგენლობასავით 48 საათით ადრე? biggrin.gif

Posted by: giorgi77 27 Jul 2017, 15:00
მშვენიერია

საგზურს იღებს ორი ფინალში გასული კლუბი ხომ?

Posted by: dc120mm 27 Jul 2017, 15:50
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ორივე თამაშობს ჩელენჯზე

ეხლაღა მივხვდი,მაგის ფინალი ითამაშეს რუსებმა ხო 2 თვის წინ? ოღონდ სხვა ფორმატი იყო იქ!

Posted by: giushki 27 Jul 2017, 16:45
ქართული კლუბის პრო12-ში ანდა სხვა ჩემპიონატში გამოსვლის შანსი არის -1%, ნოლზე დაბლა))
ვინც ამას კითხულობს ისევ მინდა იმათ ვკითხო: - ჟღენტი რატო არაა გამოძახებული? biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jul 2017, 17:20
QUOTE
საგზურს იღებს ორი ფინალში გასული კლუბი

იღებს გადათამაშების საგზურს
ჩელენჯის ორ მაჩანჩალასთან – შინ და გარეთ

აქამდე მაგ მაჩანჩალებად აპრიორი თვლიდნენ
არიფებიდან (ახლანდელი კონტ’ფარი) შესულ გუნდებს

ანუ თუ არაფერი შეიცვალა,
2018 წლის აპრილში ეგენი იქნებიან
ენისეი და იარი

@

Posted by: giorgi77 28 Jul 2017, 12:25
ტროფიზე მონაწილეობაც უკვე კარგია, საწყის ეტაპზე. ჯერ ფინალში გასვლა და შემდეგ უკვე არც თუ იოლი მეტოქეები იარი და ენისეი.... ძირითადად რუსეთის ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული


დიდი 10 კლუბებს საკუთარი ვებგვერდი არ უნდა ჰქონდეთ, ბათუმს მაგალითად, ან ჩემპიონს? ნუთუ ასე ძნელია. ფეისბუკში კინკლაობა არასერიოზულია, არ შეეფერება პროფესიულ კლუბს

Posted by: BigG 28 Jul 2017, 14:14
ძალიან კარგია. ნეტა ჩვენი ერთი გუნდი მაინც მოხვდებოდეს. გამოცდილების არქონას მივსტირით და ჩელენჯი ერთ-ერთი საშუალებაა. სეზონში 6 მატჩი ევროპის კარგ გუნდებთან.

ჩვენს კლუბებს იქ მონაწილეობის ფული აქვთ? საფრანგეთიდან უკლუბოდ დარჩენილი ხალხის ჩამოყვანას ხომ არ გეგმავენ?

ამაზე გვაქვს რამე ინფორმაცია?

Posted by: Gio_G83 28 Jul 2017, 14:33
QUOTE
სეზონში 6 მატჩი ევროპის კარგ გუნდებთან.

QUOTE
ევროპის კარგ გუნდებთან.


მე-2 და მე-3 შემადგენლობებთან...
პ.ს.
если честно


Posted by: BigG 28 Jul 2017, 16:03
QUOTE
მე-2 და მე-3 შემადგენლობებთან...
პ.ს.
если честно


შეიძლება ეგ ინგლისურ კლუბებზე ვრცელდებოდეს. მე კარგად მახსოვს, რომ ედინბურგი, ბრივი კიდევ რამდენიმე კელტური გუნდი პირველი შემადგენლობით თამაშობდა. თუნდაც მე-2 შემადგენლობა იყოს. ჰარლეკუინსის ან სტად ფრანსეს მე-2 შემადგენლობა სუსტია?

საერთოდ, რომელ ევროპულ კლუბებს ვეთამაშებით ხოლმე? ახალგაზრდებისთვის ეგ უდიდესი სკოლა იქნება.

Posted by: Gio_G83 28 Jul 2017, 23:56
QUOTE
საერთოდ, რომელ ევროპულ კლუბებს ვეთამაშებით ხოლმე? ახალგაზრდებისთვის ეგ უდიდესი სკოლა იქნება


არარაბას ბევრად სჯობია

QUOTE
ახალგაზრდები
თუ მრავლად იქნებიან განაცხადში...

Posted by: giorgi77 1 Aug 2017, 16:22
https://rugger.info/news/15375

Грузия делегирует в еврокубки два клуба?
შეიძლება ორი კლუბით წარდგეს საქართველო ევროპაზეო

Posted by: Lotkinski 1 Aug 2017, 17:48
QUOTE
შეიძლება ორი კლუბით წარდგეს საქართველო ევროპაზეო


რა იციან მეზობლებმა თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 12:36
წელს ბათუმი გადის ხოლოდ, წარმატებები !!!

ბ ჯგუფში ბათუმთან ერთად - კალვიზანო, პეტრარკა, და პორტუგალიის კლუბი cdul ... უნივერსიტეტის კლუბია მგონი

user posted image

Posted by: Gio_G83 3 Aug 2017, 13:12
ვახ, ვახ, ვახ...

ბათუმი ბათუმში ითამაშებს თუ ავჭალაზე?

Posted by: qobula 3 Aug 2017, 13:22
ეს ვსიო გადაწყვეტილია? მოიძია დაფინანსება ბათუმმა?

Posted by: Gio_G83 3 Aug 2017, 13:25
თუ ინფო ნაღდია - იქნებ რამეც დაიწეროს - ოფიციალური, ინფორმაციით ტევადი

თუ ასეთი რამ ჩვენტან არ ხდება და ერთობლივად ვიჭყლიტოთ ტყვინები, და მერე ვინმე copy - paste სტატიას მიაცხობს და ის ვიკითხოთ

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 13:26
qobula
ალბათ,... ტურნირის ოფიცუალურ ვებ გვერდზე დაწერეს, ჯგუფებიც დადგენილია. არ დაწერდნენ გადაეყვეტილი რომ არ იყოს

სულ რვა კლუბია, ოთხი იტალიის, თითო გერმანიიდან, პორტუგალიიდან, საქართველოდან, და რუმინეთიდან

ჯგუფები

ტიმიშოარა, როვიგო, ვიადანა, ჰაიდელბერგი

კალვიზანო, ბათუმი, პეტრარკა, Cdul

http://www.epcrugby.com/europeanrugbychallengecup/2017-2018-continental_shield.php

Posted by: qobula 3 Aug 2017, 13:37
ვაახ, კაია თუ ეგრეა. თამაშები ალბათ ბათუმში იქნება?

Posted by: crusaders 3 Aug 2017, 13:48
QUOTE
ვაახ, კაია თუ ეგრეა. თამაშები ალბათ ბათუმში იქნება?

დიდი იმედი მაქ მაგის smile.gif smile.gif ბათუმის საყურებლად თბილისში როგორ ვიაროთ ხალხმა ბათუმიდან. smile.gif
მშვენიერი კოხტა სტადიონი გვაქ smile.gif

Posted by: qobula 3 Aug 2017, 13:53
QUOTE (crusaders @ 3 Aug 2017, 13:48 )
QUOTE
ვაახ, კაია თუ ეგრეა. თამაშები ალბათ ბათუმში იქნება?

დიდი იმედი მაქ მაგის smile.gif smile.gif ბათუმის საყურებლად თბილისში როგორ ვიაროთ ხალხმა ბათუმიდან. smile.gif
მშვენიერი კოხტა სტადიონი გვაქ smile.gif

იყოს თამაშები და ჩვენ ვივლით თბილისიდან, არაა პრობლემა smile.gif))

Posted by: Gio_G83 3 Aug 2017, 14:03
კალვიზანო (კამმი) - იტალია

გამოცდილი გუნდია (1970 წლიდან არსებობს), ჩელენჯზე / ჰეინიკენზე ლამის ორი ათეული წელია პერიოდულად აგროვებს გამოდცილებას, იტალიაში ტრევიზო და ძებრეს შემდეგ აშაკარად მოწინავე გუნდია - ხანდახან როვიგო თუ უწევს წინააღმდეგობას
შარშან 3 ლეგიონერი ჰყოლია
10 და 15 არგენტინელი, 8 ზელანდიელი
ამათ დამატებული ნაკრების ორი წევრი -
21 წელის ლუანდრე ლუსი - კვაჭი (უკეპო) და 24 წლის ბურჯი სამი პანიკ(ჩ)ო (10კეპიანი)

პეტრარკა (პადოვა) - იტალია
იტალიის ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა, როვიგოსთან ერთად ცდილობს ელიტაში იყოს, თუმც ისტორიას 1947 წლიდან ითვლის.
შარშან 4 ლეგიონერი ჰყავდა - რუმინელი ბურჯი, ზელანდიელი მხტომელი, გამთამაშებელი სამოადან და აფრიკელი ცენტრი
მცირე გამოცდილება (უფრო ძველი) აქვს ჩელენჯზეც/ჰეინიკენზეც)


ლისაბონის უნივერსიტეტი (Centro Desportivo Universitário de Lisboa) - პორტუგალია

იტორიას ითვლის 1952 წლიდან
ბოლო ათწლეულს პორტუგალიაში 2 ჯერ გამხდარა საუკეთესო
ნაკრებში 10 კაცამდე დესანტით გამოირჩევა:

Player Position Date of Birth (Age) Caps
João Corte Real _ Prop _ 17 April 1993 (age 24) _ 9
Bruno Medeiros _ Prop _ 13 November 1993 (age 23) _ 23
Geordie McSullea _ Lock _ 21 June 1990 (age 27) _ 1
Sebastião Villax _ Flanker _ 5 May 1992 (age 25) _ 12
João Lino _ Number 8 _ 7 June 1990 (age 27) _ 13
Francisco Pinto Magalhães _ Scrum-half _ 5 November 1986 (age 30) _ 44
Nuno Penha e Costa _ Fly-half _ 21 April 1987 (age 30) _ 29
Gonçalo Foro _ Wing _ 14 April 1982 (age 35) _ 63
Jorge Abecassis _ Fullback _ 25 May 1997 (age 20) _ 0

უცებ რაც მოვქექე

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 14:40
თბილისში რატომ უნდა იყოს?)

ბათუმში ყველა პირობაა.

Posted by: dc120mm 3 Aug 2017, 14:48
QUOTE
თბილისში რატომ უნდა იყოს?)

ბათუმში ყველა პირობაა

რათქმაუნდა!

თან ბათუმში 2008 წლის მერე არ ვყოფილვარ და ჩავალ თამაშზე smile.gif

Posted by: Gio_G83 3 Aug 2017, 14:51
QUOTE
თბილისში რატომ უნდა იყოს?)

კითხვა დავსვი
და
კითხვაზე კითხვით არ პასუხობენ


dc120mm
i'll be your passenger wink.gif smile.gif


Posted by: qobula 3 Aug 2017, 14:53
დადო კავშირმაც, http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6198&callerModID=17364

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 15:03
კარგი იქნება თუ წარმატებით გამოვა ბათუმი, და მოიპოვებს ჩელენჯის საგზურს, ამ შემთხვევაში მომავალ წელს კიდევ ორი ქართული კლუბი ეზიარება ევროპას.
სამი კლუბით ევროპაზე უკვე წინსვლაა

Posted by: Dr NULL 3 Aug 2017, 15:08
QUOTE
დადო კავშირმაც, http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?news...llerModID=17364

ძალიან აბსურდული ფორმატი კია smile.gif მაგრამ რას ვჩივი, გვეღირსა

Posted by: NAPSTER 3 Aug 2017, 15:14
giorgi77
QUOTE
კარგი იქნება თუ წარმატებით გამოვა ბათუმი, და მოიპოვებს ჩელენჯის საგზურს


ადგილობრივი რესურსით მინიმალურია მაგის შანსი.

QUOTE
ამ შემთხვევაში მომავალ წელს კიდევ ორი ქართული კლუბი ეზიარება ევროპას.
სამი კლუბით ევროპაზე უკვე წინსვლაა


უკაცრავად პასუხია და რომელი სამი კლუბით? biggrin.gif
ჯერ ერთი გადათამაშებაში თუ გავიდნენ მაინც ბათუმს შეხვდება ერთ-ერთი და მერე მეორე, რომელი კლუბი გეგულება, რომელიც დაფინანსებას იშოვნის და ევროპაზე წავა?

Posted by: BigG 3 Aug 2017, 15:17
ეს ტურნირი როდის იწყება (ანუ პირველი თამაში ვისთანა არის და სად?).

ბათუმი აპირებს გაძლიერებას? ამის გარეშე, აქ თუ გავიდა, რუსებთან ვერ მოიგებს.

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 15:24
NAPSTER
შეიძლება ვერცერთმა ვერ იშოვოს დაფინანსება, შეიძლება სამივემ. იდეალში სამი კლუბი შეიძლება რომ გავიდეს ევროპაზე

ბათუმმა ჯერ ფინალში უნდა გააღწიოს, შემდეგ რუსული ბარიერი და ჩელენჯის ჯგუფი. +ორი კლუბი ახალი ფორმატის ტურნირში.

Posted by: SGG 3 Aug 2017, 15:31
NAPSTER
QUOTE
ადგილობრივი რესურსით მინიმალურია მაგის შანსი.


მინიმალური კი არა,საერთოდ არანაირი შანსი არაა.

უფსკრულია ბათუმსა და ენისეის შორის.

რუსეთის ნაკრებს ბევრად დიდი შანსი აქვს ჩვენი დამარცხების,ვიდრე ბათუმს, ენისეის ან კრასნი იარის.

ჩელენჯზე გასვლა კი არა, ამ შესარჩევისაც ვერ მოიგებენ.

Posted by: otia-83 3 Aug 2017, 15:34
QUOTE
‘ბათუმი’ „ბ“ ჯგუფში ‘კალვიზანოსთან’ (იტალია), ‘ლისაბონის უნივერსიტეტთან’ (პორტუგალია) და ‘პეტრარკასთან’ (იტალია) მოხვდა. შესაბამისად, მისი მეტოქები „ა“ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან: ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ (რუმინეთი), ‘როვიგო’ (იტალია), ‘ვიადანა’ (იტალია) და ‘ჰაიდელბერგი’ (გერმანია).


მოიცა

"ბ" ჯგუფში ვართ: "ა" ჯგუფის გუნდებს უნდა ვეთამაშოთ? თუ "ბ" ჯგუფისას?


დევიბენი drug.gif

Posted by: BigG 3 Aug 2017, 15:35
QUOTE
ჩელენჯზე გასვლა კი არა, ამ შესარჩევის მოგების შანსიც არ აქვთ.


თუ გაძლიერდებიან აქვთ. რადგან გამოსვლა გადაწყვიტეს, მაშინ რაღაც გათვლები გაკეთებული ექნებათ.

საინტერესოა ბათუმის მწვრთნელთან ან ადმინისტრატორთან ინტერვიუ. იქნებ გავიგოთ რა გეგმები აქვთ.

Posted by: giushki 3 Aug 2017, 15:35
otia-83
ხოდა ალბათ იგივე სისტემითაა თამაშები რაც ანგლო-საქსურ თასსზე.

Posted by: SGG 3 Aug 2017, 15:38
BigG
QUOTE
თუ გაძლიერდებიან აქვთ. რადგან გამოსვლა გადაწყვიტეს, მაშინ რაღაც გათვლები გაკეთებული ექნებათ.


ზღაპარია ეგ. საქართველოში ბიუჯეტის გუნდები არის კლანური პონტი,მუქთა ფულის სახრავად. კლანი ზის და ჭამს.

მაქსიმუმ 2 ლეგიონერი ჩამოიყვანონ სრულიად უსისტემოდ და გაუთვლელად,როგორც ფეხბურთში ხდება.

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 15:38
იქნებ გაძლიერდნეს ბათუმი საევროპოდ,.. ვინაა ბათუმის მწრთვნელი?

წაგებაში ტრაგედიას ვერა ვხედავ ამ შემთხვევაში... კარგად გამოჩნდება სადაა საკლუბო რაგბი საქართველოში... იქნებ სერიოზულად მიხედონ

Posted by: SGG 3 Aug 2017, 15:41
giorgi77
QUOTE
კარგად გამოჩნდება სადაა საკლუბო რაგბი საქართველოში..


რა გამოჩენა უნდა. ძალიან დაბალი დონეა. წლები დაჭირდება რაღაცას რომ დაემგვანოს და სანამ სახელმწიფოს მუქთა ფულზე იჯდებიან, ვერც ვერასოდეს განვითარდებიან

Posted by: dc120mm 3 Aug 2017, 15:55
QUOTE
მაქსიმუმ 2 ლეგიონერი ჩამოიყვანონ სრულიად უსისტემოდ

წესით დიდი 10 გუნდებს აღარ ააქვთ მოთამაშის დამატების უფლება (დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა) და მაგ ფარისთვის ექნებათ ვინმეს დამატების უფლება?

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 15:56
SGG
გასაგებია ) ფეხბურთის მსგავსი მდგომარეობაა სარაგბო კლუბებში.

მე რაგბის კავშირის მიკვირს... ფულის ჩამორიგებას არ ჯობია ცოტა მეტი ორგანიზებულობა შეიტანონ ჩემპიონტში...?! მაგალითად - ჩემპიონატში მონაწილე კლუბმა უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული პირობები... თანამედროვეობის შესაბამისად...

თუნდაც საკუთარი ვებ გვერდი რომ ჰქონდეს დიდი 10 კლუბებს და ა.შ.


Posted by: SGG 3 Aug 2017, 16:07
dc120mm
QUOTE
წესით დიდი 10 გუნდებს აღარ ააქვთ მოთამაშის დამატების უფლება (დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა) და მაგ ფარისთვის ექნებათ ვინმეს დამატების უფლება?


ღადაობ ხო? smile.gif)

მაგაზე ვის ექნება ნაფიქრი თუ ძმა ხარ smile.gif)
დარწმუნებული ვარ,უმრავლეობა ქართულ რაგბში მოღვაწე ტიპებიდან ფიქრობს, ჩვენი ფული უცხოელებს რატო უნდა შევაჭამათო smile.gif
და თუ ვინმე ჭკვიანი გამოჩნდება და გადაწყვიტავს ლეგიონერების დამატებას, იმდენად უსისტემო და სპონტანური იქნება, არანაირ ღირებულ სარგებელს არ მოიტანს.
აი ხო ხედავ,რომც უნდოდეთ და ფულიც გაჩითონ,უკვე ვადა ამოწურულა და ეხლა წესების ცვლილებებზე უნდა იჩალიჩონ.

giorgi77
QUOTE
მე რაგბის კავშირის მიკვირს... ფულის ჩამორიგებას არ ჯობია ცოტა მეტი ორგანიზებულობა შეიტანონ ჩემპიონტში...?! მაგალითად - ჩემპიონატში მონაწილე კლუბმა უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული პირობები... თანამედროვეობის შესაბამისად...


არაფერი გასაკვირი არაა. ის კლუბები ხმებია, ხმები კი ყველას ჭირდება არჩევნებზე.
ზოგადად , ღატაკ და პატარა ქვენაში შეუძლებელია კონკურენტუნარიანი საკლუბო სპორტის განვითარება.

ერთდერთი გზა არის,კავშირის ბიუჯეტის 90% მოხმარდეს ერთი გუნდის შეშვებას პრო 14-ში ან სუპერ რაგბში, პლუს ერთი 10 ლეგიონერი მაინც დაგვჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი გადავიდეს სამოყვარულო სტატუსზე. ისედაც მოყვარულები არიან, 700 ლარის აღება,პროფესიონალიზმს არ ნიშნავს.

როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ყველა სახეობაში ვახერხებდით ერთი კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას და ვთამაშობდის სხვის ჩემპიონატში, ისე უნდა გავაკეთოთო რაგბში.
უელსს,შOტლანდიას,ირლანდიას და იტალიას არ ეყოთ რესურსი ძლიერი შიდა ჩემპიონატი ჰქონოდათ და ნახეს გამოსავალი,ასე უნდა ვქნათ ჩვენც.

Posted by: giorgi77 3 Aug 2017, 16:24
SGG
ამერის და იმერის ფრანჩიზა ზაალი ამბობდა. ერთი უკვე პრო 14-ში, მეორე ჩელენჯზე. ან თუნდაც ერთი კლუბი.

როგორც არგენტინამ გააკეთა. ჯერ ვოდაკომზე ითამაშეს, ახლა ზერაგბში

იდეა მშვენიერია, მაგრამ არა მგონია ამას კავშირმა თავი მოაბას როდესმე. სხვა აზროვნება, მიდგომაა საჭირო. ეს უფრო ბიზნესიც იქნება რაგბთან ერთად.


.

Posted by: xDavid_S 3 Aug 2017, 16:28
SGG
QUOTE
ერთდერთი გზა არის, კავშირის ბიუჯეტის 90% მოხმარდეს ერთი გუნდის შეშვებას პრო 14-ში ან სუპერ რაგბში,
პლუს ერთი 10 ლეგიონერი მაინც დაგვჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი გადავიდეს სამოყვარულო სტატუსზე.
ისედაც მოყვარულები არიან, 700 ლარის აღება, პროფესიონალიზმს არ ნიშნავს. (!!!)

როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ყველა სახეობაში ვახერხებდით ერთი კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას
და ვთამაშობდის სხვის ჩემპიონატში, ისე უნდა გავაკეთოთო რაგბში.

უელსს, შოტლანდიას, ირლანდიას და იტალიას არ ეყოთ რესურსი ძლიერი შიდა ჩემპიონატი ჰქონოდათ
და ნახეს გამოსავალი, ასე უნდა ვქნათ ჩვენც.

up.gifup.gifup.gif

ამ ყოლიფერს რომ გავითავისებთ, მერე იქნება და სხვანაირად დავიწყოთ ფიქრი!

Posted by: GioWEED 3 Aug 2017, 20:22
ბათუმს სასწრაფოდ ჭირდება ტრანსფერები ყველა U20 ნაკრებიდან ვინც არ/ვერ წავიდა ევროპაში.

1 ხაზი:
ხოჭოლავა გიგა
ერისთავი ზურა
სარჯველაძე აბესალომ
კვანტიძე ირაკლი
თაგაური ვაჟა
მატკავა მერაბი
ბალიაშვილი ომარი
პატარაია ნიკა
ბეჟანიძე ზურა
+
გურამ გოგიჩაშვილი
ლევან პაპიძე

2 ხაზი:
ცხადაძე მამუკა
ნიუვენჰუიზენი კორნე
მიქაძე ამირანი
ბერიძე როლანდი
ალიქაძე არჩილი
+
გიგა გრიგალაშვილი
ბექა საღინაძე

3 ხაზი:
თხილაიშვილი გიორგი
კორტავა ჯონდი
ფუტკარაძე ვანო
დუმბაძე ლაშა
ამირანაშვილი ვახტანგი
+
მჭედლიშვილი
სპანდერაშვილი
არსენ მაჩალაძე
შოთა არეშიძე

9:
თუთბერიძე ზურა
შამულო იოან
+
ვაჟა ხუციშვილი

10:
ხმალაძე ლაშა
სოხაძე თეიმურაზ
+
თედო აბჟანდაძე

ცენტრი:
დონაძე ლაშა
ნინიძე ნიკა
გაბროშვილი ვანო
ტაკუძვა ჯეიმს ჩიეზა
გოგიტიძე გიორგი
+
გიორგი კვესელაძე
გიორგი კოშაძე

ფრთა:
ტუჩაშვილი ალექსანდრე
ტრაპაიძე დავით
ევგენიძე ბადრი
ბებიაშვილი გიორგი
+
დავით მესხი
საბა სვიმონიშვილი

15:
მიმინოშვილი ლადო
კობახიძე ბახვა
+
მირიან მოდებაძე
სოსო მათიაშვილი

Posted by: kalekalebind 3 Aug 2017, 20:27
უი ბოდიში ბოდიში ფეხბურთის განყში შემშლია უკაცრავად


cry.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: dc120mm 3 Aug 2017, 21:10
SGG
QUOTE
წესით დიდი 10 გუნდებს აღარ ააქვთ მოთამაშის დამატების უფლება (დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა) და მაგ ფარისთვის ექნებათ ვინმეს დამატების უფლება?


ღადაობ ხო?

კითხვა დავსვი უბრალოდ,მაინტერესებდა smile.gif

QUOTE
და თუ ვინმე ჭკვიანი გამოჩნდება და გადაწყვიტავს ლეგიონერების დამატებას, იმდენად უსისტემო და სპონტანური იქნება, არანაირ ღირებულ სარგებელს არ მოიტანს.

ეს აღარ დავწერე დამეზარა, სამუშაოზე მცხელოდა ძაან smile.gif

QUOTE
ერთდერთი გზა არის,კავშირის ბიუჯეტის 90% მოხმარდეს ერთი გუნდის შეშვებას პრო 14-ში ან სუპერ რაგბში, პლუს ერთი 10 ლეგიონერი მაინც დაგვჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი გადავიდეს სამოყვარულო სტატუსზე. ისედაც მოყვარულები არიან, 700 ლარის აღება,პროფესიონალიზმს არ ნიშნავს.

როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ყველა სახეობაში ვახერხებდით ერთი კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას და ვთამაშობდის სხვის ჩემპიონატში, ისე უნდა გავაკეთოთო რაგბში.
უელსს,შOტლანდიას,ირლანდიას და იტალიას არ ეყოთ რესურსი ძლიერი შიდა ჩემპიონატი ჰქონოდათ და ნახეს გამოსავალი,ასე უნდა ვქნათ ჩვენც.

up.gif მაგრამ გამორიცხული ვარიანტია smile.gif
კიდევ არის სხვა კარგი ვარიანტებიც smile.gif მაგრამ ეგ რო დავწერო სადღეგრძელოების თქმაში დამადანაშაულებენ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Aug 2017, 21:42
Gio_G83
QUOTE
უცებ რაც მოვქექე


მაგათ ვეჯიბრებით, მაგრამ არ ვეთამაშებით!

ვეთამაშებით მარტო იმათ, ვინც იქეთა ჯგუფშია!
აი, ეგეთი გენიალური სისტემაა!

ანუ იქეთა ოთხეულის მოქექვა უფრო უპრიანია

@

ეგ რომ უვარგისი სისტემაა, გამოჩნდა წინა სეზონში

Krasny Yar Rugby Club (Russia) 4 4 0 0 172 61 111 25 9 4 0 20
Petrarca Rugby (Italy) 4 4 0 0 149 45 104 22 6 3 0 19
Pataro Calvisano (Italy) 4 3 0 1 134 92 42 21 9 3 0 15
Dendermonde Rugby Club (Belgium) 4 0 0 4 50 167 -117 7 21 0 0 0

Mogliano Rugby (Italy) 4 2 0 2 129 124 5 20 18 4 0 12
Club de Rugby El Salvador (Spain) 4 1 0 3 84 105 -21 11 15 1 1 6
Femi-CZ Rugby Rovigo Delta (Italy) 4 1 0 3 72 95 -23 7 15 1 1 6
Heidelberger RK (Germany) 4 1 0 3 80 181 -101 12 29 1 0 5

და გავიდნენ: იარი და მოლიანო (!?)
მეორე მოლიანომ წაასხა ენისეისთან, და იარმა წავლებით მოუგო ტიმიშოარას

@

ყველაფერი დეგენერატული ამ სპორტს რატომ უნდა სჭირდეს, მაგაზე არ გიფიქრიათ?


Posted by: dc120mm 3 Aug 2017, 22:02
QUOTE
ყველაფერი დეგენერატული ამ სპორტს რატომ უნდა სჭირდეს, მაგაზე არ გიფიქრიათ?


biggrin.gif

Posted by: Gio_G83 3 Aug 2017, 22:57
QUOTE
წესით დიდი 10 გუნდებს აღარ ააქვთ მოთამაშის დამატების უფლება (დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა) და მაგ ფარისთვის ექნებათ ვინმეს დამატების უფლება?

არა დიდი 10 ელის დამატება შესაძლებელია

ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
მაგათ ვეჯიბრებით, მაგრამ არ ვეთამაშებით!

სირინოზების პარადია რა, აი უსაქლევეთი
facepalm.gif

user posted image
* * *
80 იანი წლების უეფას დამპალი ჩინოვნიკი მთელ ირბ 4-6 ერი პარადს ზიპოს ჯიბეში ისე ჩაიტევდა ზედ კრიკეტის ზაჟიგალკასაც 2 ჩატევდა
ეს დინოზავრები ადრე თუ გვიან ხომ გადაშენდებიან, უბრალოდ ასაკი მოუწვთ და მოკვდებიან, იმედია ეგეთივე უჯიშო ტვინ ნაღრძობი არსებები არ გაჩნდებიან მათ ადგილას

რუმინული - ტიმოშორა-სარასენს
რუმინულ შიდა ასპარეზზე მუდამ ელიტაშია, გრანდია, მარგამ ბეირა მარი და ბუქარესტელი სტიაუა და დინამო მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევენ.
შარშანდელი მსამე ადგილოსანია...
5 ლეგიონერი ჰყვდა შარშან (?) ტონგელი, ზელანდიელი და ავსტრალიელი
ნაკრებში ტიმოშორას დესანტი: 5-10 კაცს ითვლის ხოლმე
(ბოლო მონაცემებით 7)
Eugen Căpățână Hooker 18 June 1986 (age 31) 30 Romania Timișoara Saracens
Andrei Rădoi Hooker 7 February 1987 (age 30) 64 Romania Timișoara Saracens
Valentin Popârlan Lock 12 June 1987 (age 30) 70 Romania Timișoara Saracens
Florin Popa Centre 27 March 1996 (age 21) 3 Romania Timișoara Saracens
Jack Umaga Centre 18 June 1984 (age 33) 11 Romania Timișoara Saracens
Tangimana Fonovai Wing 25 October 1989 (age 27) 6 Romania Timișoara Saracens
Marius Simionescu Fullback 5 September 1997 (age 19) 2 Romania Timișoara Saracens


იტალიური - როვიგო დელტა რაგბი
შარშან როვიგოც მე-3 ზე გავიდა ისე რომ ვერც უახლოესი მდევარი ეწეოდა და ვერც თვითონ ადიოდა მეორე ადგილზე, თუმცა ისტორია დიდი აქვს - 1935 წელს დაარსებულია, ტრადიციებს და მიღწევების რა მოგახსენოთ - ბენეტონს და ძებრეს კელტთა ლიგაში გადაბარგება რომ არა - როვიგოს სახელი დიდად არც არავის ეცოდინებოდა
ჰყავთ ლეგიონერები: აფრიკა, არგენიტნა, ზელანდია და მოლდოვიდან
კავკასიელებით 2 ჯერ გვითამაშია და გარდასახული ლელო დაგვკლებია smile.gif კიდეც
მედესანტე ეროვნულ ნაკრებში არც დასიზმრებიათ


იტალიური - ვიადინა
ეგ როვიგოზე მოფარჩაკოა, შარშან მე-4 ადგილი დაიკავა და რომ არა რომალებეის ბოლო მატჩში მარცხი ამ ადგილს ვერც შესწვდებოდნენ...
ეროვნულ ნაკრებში დესანტი - ფანტასტიკურ დევ-გმირულ ეპიკურ ზღაპარშიც არ დაწერილა (ჯერ) თუმც ლეგიონერები ჰყავთ - არგენტინელი, ავსტრალიელი, რუმინელი და ჰონკონგელიც კი...
მიუხედავად იმისა რომ 1970 წლიდან არსებოებონ, ამ ათასწლეულში შედგომიან რგბს პროფესიონალურ დონეზე

და

გერმანული - ჰაიდელბერგი
გერმანული რაგბი ფლაგმანი, შარშანდელი ჩემპიონი (ჰანოვერის დაუინებელი მტერი და ფრიცული სარაგბო აკვნის მოზიარე) ეგ ავანი კი 1898 წელ დაირწაო... (ამ დროს ჩვენ მხოლოს ისაკ კიზირიას 13 კაცა რაგბი გვონდა სავარარაუდოდ)
ჰაიდელბერგი ორია რკ და რგ (ჩვენ რკ გვყას მეტოქედ) რომელსაც ბუნდეს გუნდში მართლა დესანტი ჰყავს მივლენილი:

Dale Garner Hooker 14 December 1986 (age 30) 8 Germany Heidelberger RK
Thore Schmidt Prop 22 April 1996 (age 21) 0 Germany Heidelberger RK
Michael Poppmeier Lock 24 July 1982 (age 35) 18 Germany Heidelberger RK
Kehoma Brenner Flanker 12 January 1986 (age 31) 42 Germany Heidelberger RK
Jaco Otto Flanker 10 December 1989 (age 27) 8 Germany Heidelberger RK
Jarrid Els Number 8 16 October 1988 (age 28) 7 Germany Heidelberger RK
Timo Vollenkemper Number 8 10 January 1991 (age 26) 12 Germany Heidelberger RK
Sean Armstrong Scrum-half 14 November 1986 (age 30) 27 Germany Heidelberger RK
Pierre Mathurin Scrum-half 25 September 1990 (age 26) 3 Germany Heidelberger RK
Raynor Parkinson Fly-half 8 June 1988 (age 29) 19 Germany Heidelberger RK
Harris Aounallah Wing 15 March 1994 (age 23) 1 Germany Heidelberger RK
Steffen Liebig Fullback 30 June 1989 (age 28) 20 Germany Heidelberger RK

ლეგიონერებზე ინფორმაცია ვერსად ვნახე smile.gif

მეტი არ მომთხოვოთ დედის ყველაფერს ვუგნებ ამ სირინოზ ორგანიზატორებს დათქმით
QUOTE
ყველაფერი დეგენერატული ამ სპორტს რატომ უნდა სჭირდეს


Posted by: Nikalai_l2 3 Aug 2017, 23:38
GioWEED
საერთოდ სხვა შემადგენლობა ყავს რაც დაწერე biggrin.gifD მეზარება ეხლა ვინები გაუშვეს დაწერა მარა
ურჯუკა დაიმატეს , ტარასა და კიდე ჯიქის პირველი ხაზი 2 კაცი მგონი, სოხაზ გაუშვეს და რავი საერთოდ სხვა გუნდია რაც შენ გიწერია

Posted by: GioWEED 4 Aug 2017, 02:57
QUOTE (Nikalai_l2 @ 3 Aug 2017, 23:38 )
GioWEED
საერთოდ სხვა შემადგენლობა ყავს რაც დაწერე biggrin.gifD მეზარება ეხლა ვინები გაუშვეს დაწერა მარა
ურჯუკა დაიმატეს , ტარასა და კიდე ჯიქის პირველი ხაზი 2 კაცი მგონი, სოხაზ გაუშვეს და რავი საერთოდ სხვა გუნდია რაც შენ გიწერია

სრკ-ს საიტზე ეგ დევს ჯერჯერობით და იმედია განაახლებენ და გვეტყვიან შემადგენლობას.
უეჭველი შარშანდელი შემადგენლობა უდევთ.

აშკარად ეტყობა სრკ-ს მუშაობას, ფინანსების არასაკმარისობა.

ახალი შემადგენლობის ნახვა შესაძლებელია სადმე?

Posted by: giorgi77 4 Aug 2017, 08:45
ამ სულელური სისტემით უფრო მეტი შანსი აქვს ბათუმს ფინალში მოხვდეს, სუსტი ჯგუფია ჩვენი ა ჯგუფთან შედარებით. პირველი ადგილის დაკავება უფრო იოლი იქბება ვიდრე ა ჯგუფში. თან გააჩნია ვისთან ვთამაშობთ შინ, ვისთან სტუმრად.
შარშანდელი სცენარი იქნება, როცა ფინალში გავიდა 21 და 12 ქულიანი კლუბები, ხოლო 19 ქულიანი ფინალს მიღმა დარჩა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Aug 2017, 08:47
GioWEED

ფინანსები არაფერ შუაშია

ვადა 10 აგვისტოს იწურება და
გუშინაც, 19 საათზე, არც’ერთ (!) გუნდს არ ჰქონდა მოტანილი განაცხადი --
არც’ერთი ლიგისას!!!

კალენდარი ბოლომდე შევავსეთ, როგორც კი
გამოცხადდა ბათუმის მონაწილეობა ფარზე

განრიგი: მთელი სეზონი
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANRIGI/2017_D10_1-18_PO.pdf

@




Posted by: giorgi77 4 Aug 2017, 08:56
ლუკასა და ნიკოს მამა
ბატონო ზაალ 10 აგვისტო, ევროსარბიელზეც ვრცელდება? თუ მხოლოდ დიდ 10-ში მონაწილეობაზე? ხომ შეიძლება ბათუმმა მხოლოდ ევროპისთვის დაიმატოს მოთამაშეები?

Posted by: dc120mm 4 Aug 2017, 09:09
Gio_G83
QUOTE
არა დიდი 10 ელის დამატება შესაძლებელია

არ არის შესაძლებელი,დაიხურა,ვეღარავის ვერ დაიმატებ დეკემბრამდე!

Posted by: FullbackAce 4 Aug 2017, 09:16
QUOTE (SGG @ 3 Aug 2017, 16:07 )
არაფერი გასაკვირი არაა. ის კლუბები ხმებია, ხმები კი ყველას ჭირდება არჩევნებზე.
ზოგადად , ღატაკ და პატარა ქვენაში შეუძლებელია კონკურენტუნარიანი საკლუბო სპორტის განვითარება.

ერთდერთი გზა არის,კავშირის ბიუჯეტის 90% მოხმარდეს ერთი გუნდის შეშვებას პრო 14-ში ან სუპერ რაგბში, პლუს ერთი 10 ლეგიონერი მაინც დაგვჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი გადავიდეს სამოყვარულო სტატუსზე. ისედაც მოყვარულები არიან, 700 ლარის აღება,პროფესიონალიზმს არ ნიშნავს.

როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ყველა სახეობაში ვახერხებდით ერთი კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას და ვთამაშობდის სხვის ჩემპიონატში, ისე უნდა გავაკეთოთო რაგბში.
უელსს,შOტლანდიას,ირლანდიას და იტალიას არ ეყოთ რესურსი ძლიერი შიდა ჩემპიონატი ჰქონოდათ და ნახეს გამოსავალი,ასე უნდა ვქნათ ჩვენც.

ეგრეა, სხვა შანსი არ არის განვითარების. რაც არ უნდა გავიხეთ შუაზე ჩვენი ჩემპიონატით ვერასდროს ვერ ექნება ნაკრებს სათანადო შევსება. ფრენჩაიზი გვჭირდება რომელიმე ჩემპში, სხვანაირად არ გამოვა არაფერი.


მემგონი ამას თვითონაც ხვდებიან კავშირში და კლუბებში მაგრამ თავიანთ თავს ხომ არ ჩამოალაბორანტებენ. ფულს შოულობს ხალხი, რა დროს განვითარებაა
fig.gif

Posted by: crusaders 4 Aug 2017, 09:40
GioWEED
საერთოდ სხვა გუნდია ბათუმი წელს
ბალიაშვილი მატკავა თაგაური პატარაია ამირანაშვილი ცხადაძე ამირანაშვილი სოხაძე ბებიაშვილი გაბროშვილი გაუშვეს საერთოდ
ხოჭოლავა ევგენიძე დუმბაძე აღარ თამაშობენ დაანებეს თავი რაგბს
კორნე და ტაკუძავა ვერ ჩამოვიდნენ შარშანვე + შამულომ ვერ გაქაჩა და აღარ ყავდათ

ხმალაძე ურჯუკაშვილი ჯიქის პირველხაზელი ქოიავა დაიმატეს კიდევ არიან ახალი ბიჭები იმათ ვერ ვცნობ smile.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Aug 2017, 17:51
giorgi77
ამჟამინდელ ევროპულ დებულებას არ ვიცნობ – არც მაგ შეჯიბრში სხვა კლუბელთა ამატების წესებს

მაგრამ წაკითხული და შენახული მაქვს კავკასიელების დროინდელი (2014)

დიდ 10–ში დაიხურა კარგა ხანია "ზაფხულის ტრანსფერის" სარკმელი

დასრულდა სამუშაო დღე | კვირეული და არც დღეს მოიტანა ვინმემ განაცხადი

არადა, რჩებათ ოთხი დღეღა – 7, 8, 9, 10 აგვისტო

@

Posted by: otia-83 4 Aug 2017, 18:07
QUOTE
დასრულდა სამუშაო დღე | კვირეული და არც დღეს მოიტანა ვინმემ განაცხადი

არადა, რჩებათ ოთხი დღეღა – 7, 8, 9, 10 აგვისტო

იმედია არ დაავწყდებათ smile.gif

Posted by: giorgi77 4 Aug 2017, 21:09
ლუკასა და ნიკოს მამა
კლუბების ორგანიზაციაც სამოყვარულო დონეზეა.

დაგვიანებულ დღეზე -4 ქულა ცხრილში, 2 დღით დაგვიანებაზე -8 და ა.შ.



Posted by: jora84 8 Aug 2017, 13:06
ისე ცოტა ინტრიგნული შეკითხვაა და ქართულმა კლუბმა რომ მოახერხოს ჯერ შილდის მოგება, ხოლო შემდეგ ჩელენჯის, ჩემპიონთა თასზე გაუშვებენ? rolleyes.gif

Posted by: ferrari1000 8 Aug 2017, 15:57
QUOTE (jora84 @ 8 Aug 2017, 13:06 )
ისე ცოტა ინტრიგნული შეკითხვაა და ქართულმა კლუბმა რომ მოახერხოს ჯერ შილდის მოგება, ხოლო შემდეგ ჩელენჯის, ჩემპიონთა თასზე გაუშვებენ? rolleyes.gif

არა smile.gif) იტყვიან 2020 წლამდე გადაწყვეტილია ყველაფერიო, ან რომელ ფედერაციას მოვაკლოთ კვოტაო, ან ქართული კლუბი გრძელვადიან ფინანსურ უზრუნველყოფის გარანტიას ვერ გვაძლევსო, ან ჩვენ კომენტატორებს უჭირთ თქვენი მოთამაშეების გვარების წარმოთქმაო ან ასე შემდეგ smile.gif)) vik.gif

Posted by: giorgi77 8 Aug 2017, 18:10
ბათუმს ვინ წრთვნის? და კლუბის სპონსორი ვინაა?

როვიგოს ვებ გვერდზე შევედი და შემშურდა.
წარმატების ძალიან მცირე შანსია


საინტერესოა თამაშების კალენდარი, ვის ეთამაშება ბათუმი სტუმრად და შინ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Aug 2017, 09:19
ბათუმის 27-კაცა განაცხადი ესაა, მწვრთნელიანად
http://site.rugby.ge/_rugby/files/GANACXADEBI/2017/D10/BATUMI.doc

@

ბათუმი ეთამაშება როვიგოს, ვიადანას, ჰაიდელბერგსა და ტიმიშოარას --
მაგრამ ეჯიბრება კალვიზანოს, პადოვასა და ლიჟბოას,
(( ანუ უნდა აჯობოს ამათ -- ესენიც იმავე 4 გუნდს ეთამაშებიან ))

პლეი’ოფში გადის ორივე ოთხეულის პირველი --
შეიძლება იქეთა ოთხეულის მეორეზე ბევრად უარესი შედეგი ჰქონდეს --
წინა სეზონში სწორედ ეგრე მოხდა

@

კალენდარი ჯერ არ არსებობს

ლოგიკით, ერთ იტალიას მიიღებენ და მეორეს ეწვევიან

ორი ტური ოქტომბერში და ორიც დეკემბერში

@

Posted by: giorgi77 9 Aug 2017, 11:23
ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა.

კარგი იქნება თუ ერთ იტალიურ კლუბს და ტიმიშოარას შინ ვეთამაშებით

Posted by: giorgi77 11 Aug 2017, 00:41
მაგარი ლელო დაუდო ხმალაძემ როვიგოს... გამეორებებს ველოდები წელსაც


Posted by: Lotkinski 12 Aug 2017, 14:27
http://sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/107425-saragbo-turniris-idea-heinke-meieri-saqarthvelosac-itsvevs.html

რიავიცი რა გამოვა, ვნახოთ

Posted by: giorgi77 16 Aug 2017, 00:10
წელსაც ახალი ფორმატია მგონი... ჯგუფური ეტაპის შემდეგ ა ჯგუფის გამარჯვებული შეხვდება ბ ჯგუფის მეორე ადგილოსანს და შესაბამისად ბ ჯგუფის გამარჯვებული ა ჯგუფის მეორეადგილოსანს (შინ და სტუმრად)
ამ თამაშების გამარჯვებულები ასევე ხვდებიან ერთმანეთს შინ და გასვლაზე, და მოგებული კლუბი ავტომატურად იღებს 2018 წლის ჩელენჯის საგზურს + შილდის ფინალში შეხვდება იარსა და ენისეის შორის გამარჯვებულს

მოკლედ თუ ბათუმმა თუნდაც მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში კიდევ ორ თამაშს ვიხილავთ ევროპაზე .. სულ 6. შემდეგაც თუ მოიგეს, ბილბაოს ფინალის ჩათვლით გამოდის 9 თამაში.
ახალი სისტემით ჩელენჯზე მოსახვედრად ბილბაოს ფინალში გასვლაც კმარა, რუსების დამარცხება აუცილებელი აღარაა

http://m.epcrugby.com/europeanrugbychallengecup/2017-2018-continental_shield.php






Posted by: Gio_G83 19 Sep 2017, 13:07
აკრაინიდან ამბებია რუსიაზე - ჩვენც გვეხება
https://rugger.info/news/16260

Posted by: giorgi77 22 Sep 2017, 01:01
http://1tv.ge/ge/news1/view/180156.html
როგორც იყო მოსალოდნელი იტალიელებს გასვლაზე ვხვდებით, შინ ჰაიდელბერგს და ტიმიშოარას

2017/2018 წლების კონტინენტის ფარი
ჯგუფური ეტაპი
14 ოქტომბერი
როვიგო (იტალია) - ბათუმი (საქართველო)
21 ოქტომბერი
ბათუმი (საქართველო) - ჰაიდელბერგი (გერმანია)
9 დეკემბერი
ვიადანა (იტალია) - ბათუმი (საქართველო)
16 დეკემბერი
ბათუმი (საქართველო) - ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი)
* * *
კარგი ფაქტი - ორ თამაშს ქართველი მსაჯები განსჯიან

Pool A

Femi-CZ Rugby Rovigo (Italy)
Timisoara Saracens (Romania)
Rugby Viadana (Italy)
Heidelberger Ruderklub (Germany)

Pool B

RC Batumi (Georgia)
Pataro Rugby Calvisano (Italy)
Centro Desportivo Universitario de Lisboa - CDUL (Portugal)
Rugby Petrarca (Italy)

Pool fixtures

Saturday 14 October 2017

Timisoara Saracens v Rugby Petrarca, Dan Paltinisanu Stadium (15.00)
Referee : Lloyd Linton (Sco)

Femi-CZ Rugby Rovigo v RC Batumi, Stadio Mario Battaglini (15.00)
Referee : Maxime Burlet (Bel)

Heidelberger RK v Pataro Rugby Calvisano, Sportzentrum Süd (15.00)
Referee : Iñigo Atorrasagasti (Spa)

Rugby Viadana v CDUL, Stadio Pier Luigi Zaffanella (15.00)
Referee : Nika Amashukeli (Geo)

Saturday 21 October 2017
Pataro Rugby Calvisano v Rugby Viadana, Pata Stadium (15.00)
Referee: Sam Grove White (Sco)
Rugby Petrarca v Femi-CZ Rugby Rovigo, Stadio Plebiscito (15.00)
Referee: Shota Tevzadze (Geo)
RC Batumi v Heidelberger RK, Rugby Arena (15.00)
Referee:Maxime Burlet (Bel)
CDUL v Timisoara Saracens, Estadio Universitario de Lisboa (15.00)
Referee: Andrea Peardi (Ita)
Saturday 9 December 2017
Heidelberger RK v Rugby Petrarca, Sportzentrum Süd (14.30)
Timisoara Saracens v Pataro Rugby Calvisano, Dan Paltinisanu Stadium (15.00)
Rugby Viadana v RC Batumi, Stadio Pier Luigi Zaffanella (15.00)
Femi-CZ Rugby Rovigo v CDUL, Stadio Mario Battaglini (15.00)
Saturday 16 December 2017
Pataro Rugby Calvisano v Femi-CZ Rugby Rovigo, Pata Stadium (15.00)
CDUL v Heidelberger RK, Estadio Universitario de Lisboa (15.00)
RC Batumi v Timisoara Saracens, Rugby Arena (15.00)
Rugby Petrarca v Rugby Viadana, Impianti Sportivi Memo Geremia (15.00)

http://m.epcrugby.com/europeanrugbychallengecup/2017-2018-continental_shield.php

Posted by: iverieli 22 Sep 2017, 10:52
ნეტა გასვლითი თამაშების რეპორტაჟების ცქერის საშუალება თუ მოგვეცემა? იმედია იყიდიან ამ თამაშებს და ტელევიზიით ვუყურებთ

Posted by: Gio_G83 25 Sep 2017, 13:18
არ ვიცი რა და როგორ, მარაგმ
ბათუმის შანსები წლეულს იმ თამაშIთ რასაც დიდი10_ში აჩვენებენ 0_ია თუ მოწინააღმდეგეებიც მსგავსი ბედენები არ არაინ

ვერანაირი კოზირი მათ ხელთ ვერ დავინახე (ბოლო 3 მატჩი)
და
ეს ლიდერი და შეუცვლელი ბახვა მგონი ტორმუზი უფროა ვიდრე "ლიდერი" - ბაგრატთა შეიძლება მაგარია მარგამ აიასთან ვერა

თუ ვცდები გამიხარდება

Posted by: OldRuger 26 Sep 2017, 18:32
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=6277&callerModID=17364


მგონია რომ ქართველი მსაჯები უფრო წინ არიან ვიდრე კლუბები

Posted by: qobula 27 Sep 2017, 12:33
მსაჯებზე ეს ამბავი ძაან სასიამოვნოა.

Posted by: ferrari1000 10 Oct 2017, 18:17
როვიგოს და ვიადინას შეფასება ვისაც გინდათ, შეგიძლიათ თამაშის ვიდეოები იხილით აქ https://www.facebook.com/pg/rugbychannelwebtv/videos/?ref=page_internal

Posted by: iverieli 11 Oct 2017, 13:52
სამდღეში გვაქვს გასვლა იტალიელებთან და რა სიჩუმეა? არანაირი ინფორმაცია არსად არ დაიდო, რამდენი კაცი გაემგზავრა(ან მიემგზავრება) იტალიაში. boli.gif aba.gif

Posted by: jora84 11 Oct 2017, 15:44
iverieli

ბათუმის პირწიგნაკი დუმს

Posted by: SGG 12 Oct 2017, 19:11
ხვალ ენისეი- ბორდოა. ბორდო ძირითადად ესპუარებით ითამაშებს,მხოლოდ რამდენიმე კაცი ყავთ მთავარ გუნდში იშვიათად მოთამაშეების.
კუში ვერ ვნახე აჭარაზე და არ აქვთ ქართულ ტოტალიზატორებს? კაი კუში თუა,შევაგდებ ცოტას ენისეიზე smile.gif თან კრასნოიარსკშია smile.gif


Enisei-STM line-up:

1 Polivalov 2 Selskiy 3 Zykov 4 Saulite © 5 Krasilnik 6 Temnov 7 Orlov 8 Gargalyk 9 Sherban 10 Kushnarev 11 Simplikevich 12 Gerasimov 13 Kacharava 14 Baranov 15 Gaisin 16 Magomedov 17 Morozov 18 Pronenko 19 Rudoi 20 Budychenko 21 Uzunov 22 Mikhaltsov 23 Elgin

Bordeaux Bègles line-up:

1 Paiva 2 Avei 3 Ravai 4 Aliouat 5 Cazeaux 6 Roumat 7 Chalmers 8 Tauleigne 9 Doubrere 10 Jalibert 11 Etcheverry 12 Uberti 13 Dubie © 14 Talebulamaijaina 15 Domvo 16 Dufour 17 Poux 18 Tabidze 19 Gayraud 20 Woki 21 Kamikamica 22 Lesgourgues 23 Schoeman

Posted by: dc120mm 12 Oct 2017, 20:14
SGG
გაჩეჩილაძეს ტრავმა აქვს?


Posted by: giorgi77 13 Oct 2017, 11:27
მალე დაიწყება ენისეი-ბორდო, მატჩ ტვ აჩვენებს
მშურს რუსების, მაგრად ჩამოვრჩით საკლუბო რაგბში.
იმავე არხზე იქნება იარის თამაშიც

Posted by: jora84 13 Oct 2017, 12:21
giorgi77

ლინკი არის სადმე?

ბორდოს დუბლები ბერავენ ენისეის ჯერჯერობით biggrin.gif

Posted by: jora84 13 Oct 2017, 12:39
მოუმთავრა ხელი ბორდომ ენისეის 29:0

Posted by: kvangel 13 Oct 2017, 12:50
https://www.youtube.com/watch?v=FEIgfu57PAk
ლინკი

Posted by: dc120mm 13 Oct 2017, 12:54
რა ტემპი მისცა ტაიმის ბოლოს ენისეიმ? smile.gif

ოქლენდი-ქენთერბრის მერე ამათი ყურება smile.gif

Posted by: jora84 13 Oct 2017, 13:09
dc120mm

QUOTE
ოქლენდი-ქენთერბრის მერე ამათი ყურება


მაზოხიზმია biggrin.gif

თოვლმა მოაყარა თU მომეჩვენა? spy.gif

Posted by: dc120mm 13 Oct 2017, 13:15
jora84
QUOTE
თოვლმა მოაყარა თU მომეჩვენა?

არ მოგეჩვენა smile.gif

13 ოქტომბერს თოვს facepalm.gif
* * *
შემოვიდა ტაბიძე!

ტიაან შუმანი გაიჩითა ბორდოში smile.gif ბულზის 10 smile.gif 3 თვის წინ სუპერ რაგბს თამაშობდა და დღეს ციმბირში თამაშობს smile.gif

Posted by: giorgi77 13 Oct 2017, 15:01
ხვალ კრასნი იარსაც იგივე დღე ელის.

Posted by: dc120mm 13 Oct 2017, 15:21
Krasny Yar
15. Vas Artemyev; 14. Igor Galinovskiy, 13. Giorgi Pruidze, 12. Lasha Malaguradze, 11. Vladimir Chaban; 10. Fangatapu Apikotoa, 9. Vasilii Dorofeev; 1. Sione Fukofuka, 2. Valeriy Tsnobiladze, 3. Azamat Bitiev, 4. Andrei Mahu, 5. Andrei Garbuzov, 6. Viktor Gresev, 7. Viktor Arhip, 8. Oleg Prepelitse
16. Jaba Bregvadze, 17. Grigory Tsnobiladze, 18. Mikheil Tsiklauri, 19. Alexander Ilin, 20. Aleksandr Khudiakov, 21. Rushan Iagudin, 22. Evgenii Kolomiitcev, 23. Kirill Golosnitskii
Stade Francais Paris
Stade Francais Paris
15. Anthony Ensor; 14. Julien Arias, 13. Théo Millet, 12. Paul Williams, 11. Jimmy Yobo; 10. Shane Geraghty, 9. Terry Bouhraoua; 1. Zurabi Zhvania, 2. Craig Burden, 3. Giorgi Melikidze, 4. Steevy Cerqueira, 5. Mathieu De Giovanni, 6. Charlie Francoz, 7. Sylvain Nicolas, 8. Bakary Meïte
16. Lucas Da Silva, 17. Eliès El Ansari, 18. Lorenzo Cittadini, 19. Hugh Pyle, 20. Maxime Gau, 21. Arthur Coville, 22. Jules Plisson, 23. Karim Qadiri

რას ეღირსა წიკო,სტად ფრანსეს ეთამაშება biggrin.gif მგონი როგორ არ უნდა თამაში biggrin.gif

6 ნაღდი ქართველი და 2 გარუსებული ორივე გუნდის ლაინაფში!

Posted by: jora84 13 Oct 2017, 16:36
user posted image



30 ფანჯიჩარი

Posted by: GioWEED 13 Oct 2017, 18:52
dc120mm
წიკლაური ხო ხარებში იყო? თუ ვცდები?

Posted by: jora84 13 Oct 2017, 18:55
GioWEED

არა არ ცდები.

30 წიკლაური ხარებში

Posted by: jora84 14 Oct 2017, 10:32
ბათუმის პირწიგნაკმა გვამცნო სტრიმი იქნებაო smile.gif


Posted by: GioWEED 14 Oct 2017, 13:01
რომელზე იწყება თამაში? ლინკი გაიჩითა უკვე?

Posted by: giorgi77 14 Oct 2017, 13:08
იარი უგებს სტად ფრანსეს პირველი ნახევრის შემდეგ 24-17



Posted by: kobalt 14 Oct 2017, 13:22
giorgi77
სად უყურებ არი ლინკი?

Posted by: giorgi77 14 Oct 2017, 13:45
kobalt
მატჩ ტვ , ტელევიზორში მაქვს პროგრამა მეგოგო და იქაა ეგ არხი.

31-24 იარი თამაშით ჯობნის სტად ფრანსეს.

Posted by: kobalt 14 Oct 2017, 13:50
giorgi77
მადლობა, გაგიკვირდება და საფრანგეთი საერთოდ არ გადმოცემს ამ თამაშს biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 14:00
ესენი კი თავისას აწვებიან
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/296232.html

არავის გაუტანეს 29 ქულა
მაგრამ მგონი წააგეს

სრულად http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/scores/recent.html

Posted by: giorgi77 14 Oct 2017, 14:00
kobalt
მიართვა იარმა მოქმედ ჩემპიონს...
ჩვენები იარში ვერ ვიტყვი რომ საუკეთესოები იყვნენ...

პირველი ნახევარი ფრანგებს ეძინათ, შედეგიც სამართლიანია

Posted by: giushki 14 Oct 2017, 14:02
ამასობაში რუსებმა მოუგეს სტად ფრანსეს biggrin.gif ჩვენ კიდევ აგერ ამ იტალიელებს უნდა ვებღლარძუნოთ, იმის გამო რომ ამათი დონის ტურნირში ავიდეთ. facepalm.gif ფარა თუ არ გაქვს სულ რომ ზელანდია იყო სიტყვაც არ გეთქმის რა.

Posted by: jora84 14 Oct 2017, 14:24
giushki

მასეა და ჰა biggrin.gif

ფული რომც ქონდეთ როგორ ფიქრობ, შეძლებენ კონკურენტუნარიანი კლუბის გაკეთებას?(ფრანჩაიზს არ ვგულისხმონ)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 15:46
ერთი ეს გამაგებინეთ: ჯაბა
ერთ შაბათს ლოკოში თამაშობს
და შემდეგზე იარში?

რაგბეთის მორიგი კანონია?

მაგალითად, ქვეიდას შეუძლია
ხან "ბრისბენ სითიში" იყოს
და ხანაც ბრისთოლში?

Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 16:48
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ერთი ეს გამაგებინეთ: ჯაბა
ერთ შაბათს ლოკოში თამაშობს
და შემდეგზე იარში?

მაგას ჩიოდა დღეს ნიკორა (მამა) ეგ სადაური წესიაო!

სხვათაშორის ჯაბაზე გავიგე სანვულვზში მიდისო!

სთრიმი არ გვაქვს?

Posted by: zaal1969 14 Oct 2017, 17:02
[b]dc120mm[/
QUOTE
სხვათაშორის ჯაბაზე გავიგე სანვულვზში მიდისო!

ხუმრობ?

Posted by: lepori 14 Oct 2017, 17:05
QUOTE
სთრიმი არ გვაქვს?

cry.gif

Posted by: LEQSO-M 14 Oct 2017, 17:08
როვიგო - ბათუმი
https://www.facebook.com/RugbyClubBatumi/videos/1517672804991607/
0-3 იგებს ბათუმი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 17:16
https://twitter.com/RugbyRovigoDelt

Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 17:16
zaal1969
QUOTE
ხუმრობ?

არა არ ვხუმრობ,მართლა გავიგე!

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:18
მგონი 8:0 ვიგებთ biggrin.gif

ან 3:0 და ჯარიმას ვურტყამთ.

ე გაითიშა საერთოდ mo.gif

QUOTE
სარაგბო კლუბი ბათუმი - Rugby Club Batumi მამრიკიშვილმა დადო, გარდასახვა არ გავიდა. ვიგებთ 8:0

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 17:19
როვიგო გლახა გუნდია ეტყობა ხო? 0-8 ვუგებთ, ეხლა დავალელოვეთ.

აია კარგი შერკინებით ამ ტურნირის ფავორიტი იქნებოდა აშკარად.

Posted by: archilcheghe 14 Oct 2017, 17:19
8-0 და გარდასახვაზე გაითიშა ისევ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 17:19
8-0 @ 13’ ლელო დავდეთ და გავმაზეთ

Posted by: Lotkinski 14 Oct 2017, 17:23
კიდევ დავუდეთ ლელო და გარვდასახეთ ამჯერად ზუსტად. 0-15

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 17:24
https://twitter.com/RugbyRovigoDelt
რეგულარულად თვითავენ

მეორეც ლელო + გარდასახვა

15:0 @ 19’

Posted by: dishosdzisdze 14 Oct 2017, 17:24
მაგარი ტანჯვაა... ამას სოჭიდან მობილურით წარმოებული რეპორტაჟი ჯობდა!!! sad.gif wink.gif

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:25
უყურე შენ ბათუმს spy.gif

ასეა მოჩაჩAნაკებული როვიგო ვითომ?

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 17:26
კიდე ვუტევთთთთ bis.gif bis.gif aba.gif lol.gif sa.gif sa.gif sa.gif
დაგვალელოვეს აქეთ

Posted by: AVIATORI01 14 Oct 2017, 17:27
რამე მომეცით თუნდაც სურათები ან კითხვით მაინც რომ იყოს

ეს ბათუმის გვერდზე დგას სურათი ი ვსო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 17:27
სტადიონზე დი’ეს’ელ აქვს როვიგოს კლუბს -- მეტი არაფერი!

საჯარიმო ლელო 15:7 @ ?’

კითხვით https://twitter.com/RugbyRovigoDelt

Posted by: Rammstein 14 Oct 2017, 17:27
7:15

,,,,,,,,,,,,,,,,,,,წინაა ჯერ ყველაფერი

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:28
AVIATORI01

რა მოგცეთ, ტვიტერით ვუბერავთ ისევ biggrin.gif

ტექნიკური ავიკიდეთ, თან საინტერესოა რომ კაცნაკლულები ვიყავით 10 წუთI smile.gif


ლელო მეტა ყოფილა იტალიურად biggrin.gif

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 17:28
QUOTE
7:15

მგონი საჯარიმო ლელო? ტექნიკალო დაწერეს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 17:31
QUOTE
ლელო მეტა ყოფილა

"იმათ" კიდე ზანოსი ჰგონიათ მთელ დუნიაზე

Posted by: Werner Voss 14 Oct 2017, 17:34
5 მეტრიანთან ხდება რაღაცა, ოღონდ ჩვენსაზე თუ მაგათთან ვერ მივხვდი biggrin.gif

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 17:35
ღმერთო ქართველი ტვიტერისტ-ფეისბუქისტი გვაღირსე 2 წუთში ერთხელ რაცხა წინადადება რომ მოგვიგდოს, რავარც იტალიელი კაძახები შვრებიან.

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:35
ხუთ მეტრიანიდან გამოვუდევნივართ როვიგოებს mo.gif

აქვე მინდა ქართულ კლუბებს ნაწილობრივ ბოდიში მოვუხადო, სტრიმებს მაინც აკეთებენ ნორმალურად.

სტრიმი ვერ ჩართენ სტრიმი ამ შობელძაღლებმა mad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 17:36
მისკია = შერკინება იმათ 5-მეტრა შტრიხზე
ისინი თავს იცავენ კარგა ხანია

Posted by: amikoo 14 Oct 2017, 17:36
Werner Voss

იტალიელების 22 დან არ ამოვდივართ biggrin.gif

Posted by: Rammstein 14 Oct 2017, 17:38
ჯარიმა გავიტანეს...ფიზიკით გვაჯობეს ვითომ

Posted by: BigG 14 Oct 2017, 17:39
ჯარიმა გაგვიტანეს.
10-15. 34 წუთI

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 17:39
ჯარიმა გაგვიტანეს 10-15

როვიგოში ინტერნეტი რა გაუჭირდათ

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:39
ჯარიმა გავიტანეს 10:15

drug.gif

აჩქარდნენ ლურჯ წითლები თAვისი ოცდაორიდანო spy.gif

Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 17:41
რატო წვალობთ?
http://www.vipleague.mobi/rugby/499299/2/sharks-vs-western-province-live-stream-online.html

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:43
ლელოოოოოოოოოოოოოოოოოო 10:22

3003000030

dc120mm

ცუდო შენ biggrin.gif

კაროჩე ბათუმი იქედანაც უშვებაო და აქედანაცო როსობლუსო, ბოლოს დაწერეს ტვიტერზე biggrin.gif

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 17:43
ტაიმის მიწურულს ლელო და გარდასახვა მივართვით მაკარონიკებს

Posted by: amikoo 14 Oct 2017, 17:44
10-22 biggrin.gif
-----------------------

Posted by: Amadeo 14 Oct 2017, 17:44
user posted image

ნუ, ცნობილაძეები კი და მალაღურაძეს და წიკლაურს რუსეთის დროშა რატომ უხატია?

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 17:45
10-22 კიდე დაგვილელოვებია.

ეტყობა შერკინებებს ვაგებთ და დაცვაში ვტოვებთ ღრიჭოებს. წეღან საჯარიმო ლელო ავიკიდეთ ჩვენ 5 მეტრიანში, მერე იმათ ხუთმეტრიანში შერკინება წავაგეთ და აქეთ გამოგვექცნენ. ან სხვანაირად გამოგვექცნენ smile.gif შეტეა კი კარგი გვიჩანს

Posted by: Werner Voss 14 Oct 2017, 17:46
QUOTE
რატო წვალობთ?
http://www.vipleague.mobi/rugby/499299/2/s...eam-online.html

ზანგები რო არ ჩარეულიყვნენ საქმეში, იმის გარჩევაში ვიყავი ბათუმი რომელი იყო? biggrin.gif

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:48
Werner Voss

QUOTE
ზანგები რო არ ჩარეულიყვნენ საქმეში, იმის გარჩევაში ვიყავი ბათუმი რომელი იყო? 


lol.gif lol.gif lol.gif

დაგვტროლა დემემ biggrin.gif

როვიგო-ბათუმი 10:22 შეს.

BigG

იტროლება დემე biggrin.gif

არ ვუყურებთ, ვკუთხულობთ :

https://twitter.com/RugbyRovigoDelt

Posted by: BigG 14 Oct 2017, 17:48
ვიპლიგზე შარკსის თამაშია. თქვენ როგორ უყურებთ?

Posted by: Rammstein 14 Oct 2017, 17:49
სამი ლელო ხუმრობა არ არის...აშკარად ვჯობივართ ეტყობა თამაშში

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 17:54
QUOTE
ხმალლაძემ ლელო დადო, კობახიძემ გარდასახ


ბათუმის ფეისბუქიდან.

კომენტარში ვთხოვე ტექსტური ლაივი გააკეთონ, იქნებ ქნან და ცოდა მეტი ინფორმაცია წავიკითხოთ smile.gif


ეგ კიარა, ამგენს რომ ჯერჯერობით "იმასვუშვრებით" ნაკრებმა ამის გამო არ გადაიფიქროს 2018-ში ჩვენთან შეხვედრა.

დაფიქრება გვმართებს ამაზე old.gif

Posted by: giorgi77 14 Oct 2017, 17:54
ჰაიდელბერგი კალვიზანოს ამარცხებს 14-7 პირველი ტაიმის შემდეგ

Posted by: jora84 14 Oct 2017, 17:58
otia-83

დაუფიქრებლად უნდა დავცეთ ბეჭებზე თU საფანტი ვეყო, იტალიას კიდე იმას გააკეთებინებენ რასაც დაბლინიდან ეტყვიან biggrin.gif


Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 17:59
jora84
QUOTE
დაგვტროლა დემემ

კიარ ვტროლაობ,ამას უყურეთ არ არის ცუდი თამაში,50 მეტრიდან არეკნი გაიტანა ქორვინ ბოშმა smile.gif და ბათუმის თამაში წაიკითხეთ მერე როცა დამთავრდება smile.gif

Posted by: BigG 14 Oct 2017, 18:01
dc120mm

სად უყურებ დემე? ჩვენც გვითხარი.

Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:01
დაიწყო სლაიდშოუს მეორე ტაიმი smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 18:02
ჲაკომ ჯერ ვილემსეს ჰკითხა, ქერვინას არეკნი თუ გავიდაო

მერე ვიდეოზე გაარჩიეს კადრ-კადრ * 13:3

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 18:02
QUOTE
კიარ ვტროლაობ,ამას უყურეთ არ არის ცუდი თამაში,50 მეტრიდან არეკნი გაიტანა ქორვინ ბოშმა  და ბათუმის თამაში წაიკითხეთ მერე როცა დამთავრდება

ნწ გავარტყი მაგ თამაშს როცა ჩვენებურებზე რამე ინფოს წაკითხვა მაინც შეიძლება ლაივ

Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:06
კაცი გაუსინბინეს იმათ ჰაერში ბოჭვისთვის.

ჯარიმა მოედნის ცენტრში კიდეზე გადავიტანეთ.

Posted by: giushki 14 Oct 2017, 18:09
სად უყურებთ? ლინკი დამიდეთ რა, მეორე ტაიმს მაინც ვუყურო

Posted by: Rammstein 14 Oct 2017, 18:09
ნაკლები კაცით დაგვიდეს დავიჯერო

Posted by: BigG 14 Oct 2017, 18:09
დაგვალელოვეს. თუ იმათ გაუგდეს, როგორ მოხდა?

Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:10
დაგვალელოვეს გა გარდასახეს 17:22.

სრულიად უაზრო ჯარიმა ავიკიდეთ მანამდე ცენტრში.

giushki


https://www.facebook.com/RugbyClubBatumi/

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 18:10
ჯანში გვჯობნიან მაგრათ. მოლში და შერკინებაში.

პინგ-პონგშიც გვაჯობეს

giushki
QUOTE
სად უყურებთ?

https://www.facebook.com/RugbyClubBatumi/

Posted by: Werner Voss 14 Oct 2017, 18:10
5 მეტრთან ჩვენ ვიყავით და აქეთ დაგვიდეს, ჩაგვიჭრეს ალბათ ბურთი

Posted by: korbulone 14 Oct 2017, 18:14
სტრიმი ჩაირთო

https://www.facebook.com/RugbyClubBatumi/videos/1517733888318832/

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 18:15
გადაგვირბინა ტიპმა
22-24 გახდა ანგარიში

Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:16
ეუფ, ნამეტანი დაიღალნენ.

ძლივს მოძრაობენ მოედანზე mo.gif

თვითონ ვერ მიხვდა დამრტყმელზე წინ რომ იყო და დააჯარიმებდა? facepalm.gif

Posted by: otia-83 14 Oct 2017, 18:20
ღია კარის დღე გვაქვს.

მაგრად გაგვბერავენ ამის მერე ეჭვი მაქვს.

14 კაცმა 12+9 ქულა ამოგვიქაჩა და კაცი, რომ დაუბრუნდებათ მერე რაღას იზავენ.

Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:20
დავიშალეთ, მორჩა კინო, ერთ ტაიმს ვქაჩავთ ფიზიკაში.

დისციპლინა საერთოდ არ წაგვიღია იტალიაში ეტყობა.

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 18:20
მაგრად ვაგებთ უკვე ეს რა უბედურებააა... არადა ესენი რუმინელებს ვერ უგებენ და რუსების ბულკები არიან facepalm.gif facepalm.gif

Posted by: BigG 14 Oct 2017, 18:26
ჩემი აზრით, არცერთი გუნდი აზრზე არ არის.
ეს რაგბია თუ კალათბურთი?
ყოველი შეტევა შედეგიანია.

Posted by: SGG 14 Oct 2017, 18:28
BigG
QUOTE
ჩემი აზრით, არცერთი გუნდი აზრზე არ არის.
ეს რაგბია თუ კალათბურთი?
ყოველი შეტევა შედეგიანია.


დაბალი დონის რაგბია. კრასნი იარი და ენისეი როვიგოს ანადგურებს.

ბათუმს 2-3 ლეგიონერი რომ აემატებინა,უპრობლემოდ მოვუგებდით როვიგოს. ლეგიონერიც არ იყო საჭირო,ამდენი კაცი არ უნდა გაეშვათ წელს და ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა

Posted by: Christian Cullen 14 Oct 2017, 18:29
ბათუმს ჩემპიონატშიც უჭირს, მე ის გამიკვირდა 3 ლელო რომ დავუდეთ ერთ ტაიმში.

Posted by: GIORGI112 14 Oct 2017, 18:29
ენისიემ და კრასნა იარი ამათ გადააყლაპებს ხოლმე კაი 45-10 ებს და ეგეთს...
წარმოდგენა არ მინდა ჩვენს გუნდებს რას უზამენ რუსები sad.gif

Posted by: FinEx 14 Oct 2017, 18:29
31-27-ია ისევ? სტრიმი გაჭედილია

ენისე და კრასნი იარი რომ წინ არიან ლაპარაკიც ზემდეტია, რუსეთის ნაკრებს +ლეგიონერები (მათ შორის ჩვენი ნაკრების წევრები) ბათუმს თავისთავად ბევრად აჯობებს

Posted by: SGG 14 Oct 2017, 18:31
GIORGI112
QUOTE
ენისიემ და კრასნა იარი ამათ გადააყლაპებს ხოლმე კაი 45-10 ებს და ეგეთს...
წარმოდგენა არ მინდა ჩვენს გუნდებს რას უზამენ რუსები


60-70 ქულა მოუგეს ორი თამაშის ჯამში კრასნი იარმა და ენისემ როვიგოს და კალვიზანოს

Posted by: jora84 14 Oct 2017, 18:32
SGG

რაც ბევრჯერ თქმულა ფორუმზე იმის ვხედავთ ეხლა რელურად.
ძალიან დაბალ დონეზე ვარ საკლუბო რაგბში.

ჩვენ 22 ტრიალებენ.

Posted by: Werner Voss 14 Oct 2017, 18:36
ისე ჩვენი შერკინებიდან ბურთის სწრაფად გამოტანას როდის ვისწავლით, ძნელი კომპონენტია? საჭირო რამეა ზოგჯერ და იმიტომ ვკითხულობ

Posted by: SGG 14 Oct 2017, 18:38
FinEx
QUOTE
ენისე და კრასნი იარი რომ წინ არიან ლაპარაკიც ზემდეტია, რუსეთის ნაკრებს +ლეგიონერები (მათ შორის ჩვენი ნაკრების წევრები) ბათუმს თავისთავად ბევრად აჯობებს


ეგ თავისთავად. ორივე გუნდი რუსეთის ნაკრებზე ძლიერი თუა,თორე ნაკლები ნაღდად არაა.
* * *
ჰეიდელბერგმა კალვიზანოს მოუგო 23-19

ვიადანა ლისაბონთან აგებს სახლში პირველი ტაიმის მერე 7-19

დამთავრდა ჩვენების,წავაგეთ 31-27

Posted by: BigG 14 Oct 2017, 18:47
მოკლედ, 31-27 მორჩა. ჩემი სუბიექტური აზრით, ამ თამაშმა გვაჩვენა, რომ ერთი ნორმალური კლუბის შემთხვევაში ნახევარფინალში გამსვლელები ვართ.
თუმცა 1 ძლიერი კლუბის გაკეთება უაზრობაა. 2 მაინც უნდა გვყავდეს. შეიძლება უცხოეთში უკლუბო ან მარქაფაში მყოფი ჩვენი მოთამაშეების არენდით გადმოყვანა. მაგრამ, ფული სად არის?

Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 19:08
QUOTE
ჲაკომ ჯერ ვილემსეს ჰკითხა, ქერვინას არეკნი თუ გავიდაო

ეგ მაგარი იყო,თან რო გაეცინა ორივეს smile.gif

ეგრეც ვიცოდი ბოლო 20 წუთში რო გვაჯობებდნენ! ქართველების ტკივილია ბოლო 20 წუთი! ამოყარეს აჭარული ხაჭაპურები და აჩმები ბოლოს? ფიზიკა ტრაკშია ჩვენთან!

მაინც კარგია სხვას რო ეთამაშები,რაღაცას მაინც სწავლობ და თვალსაწიერს იფართოვებ!

Posted by: giorgi77 14 Oct 2017, 19:22
მე ამ შედეგსაც არ ველოდი - 2 ბონუს ქულას გასვლაზე,...

მარტო ამ ტურნირზეც რომ ვითამაშოთ უკვე კარგია

Posted by: BigG 14 Oct 2017, 19:26
ჰაიდელბერგმა რა ქნა მოიგო? მასთან შეხვედრაში საბოლოოდ გავიგებთ, რა დონეზეა ბათუმი. გერმანული კლუბი იტალიურებზე ძლიერი უნდა იყოს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2017, 19:39
http://site.rugby.ge/ka-GE/0/ >> ტაბლო
http://m.rugby.ge/GE-ka/tables/

როვიგოსაც რომ წაეგო,
ორგანიზატორ იტალიას ბალანსად ექნებოდა 0-4

ბათუმისთვის იყო დებიუტი და პირველი გასვლაც

ჩვენმა ჯგუფმა წააგო იქეთასთან 1-3

და ფორმულა ისე ორიგინალურია, რომ
ბათუმი გამსვლელ პოზიციაზეა

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/

სამ (გაცისფრებულ) გუნდს ჯერ ვერ დავურიცხე პრემია --
არადა, შეიძლება აიღეს

+ ქრონოლოგია (უსინბინებოდ) : ლ 4/4

3:0(3) 8:0(13) 15:0(19) 15:7(23შ) 15:10(34) 22:10(39) /
22:17(47) 22:24(53) 22:31(57) 27:31(62)

@

Posted by: kobalt 14 Oct 2017, 20:20
მთლიანობაში მემგონი არც ისე ცუდი შედეგია, გამოცდილება არარი პირველად გავიდნენ უნდა გაერკვენ ასეთი რანგის თამაშებში და დარწმუნებულივარ ყველაფერი კარგად იქნება თან გასვლა იყო, საინტერესოა ბონუსი თუა გათვალისწინებული, ჯგუფია და ყველა ქულა მნიშვნელოვანია.

Posted by: BigG 14 Oct 2017, 20:47
ბათუმის "პა ხოდუ" გაძლიერება შეიძლება?

Posted by: jora84 14 Oct 2017, 21:10
BigG

არა, აწი ვერ გაძლიერდებიან, მაგაზე ადრე უნდა ეზრუნათ.
ვერც ფიზიკას მოუმატებენ აწი.
ძნელია თამაშის უნახავად რამე დასკვნის გამოტანა, მაგრამ იმ მომენტში როდესაც სტრიმი მუშაობდა უფრო ბევრი უარყოფითი ჩანდა ვიდრე დადებითი.
7 წუთში 21 წულა გაგვიკეთეს.

Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 21:23
jora84
QUOTE
წულა

ახალია რამე?

Posted by: SGG 14 Oct 2017, 21:27
dc120mm

კი, საბოლოო ჯამში კარგია მაინც პირველი ჯერისთვის.. თავი ნაღდად არ შეურცხვენიათ, 2 ბონუს ქულა არაა ცუდი, ბათუმის
შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ. მწვრთნელმაც თქვა, მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვსო.

უბრალოდ საწყენი ისაა, რომ შეეძლოთ უკეთ დაეგეგმათ. 2-3 კარგი მოთამაშე გაუშვეს. რომ დაეტოვებინათ და 2-3 ლეგიონერი აემატებინათ, ბევრად კარგად გამოვიდოდნენ.

Posted by: FinEx 14 Oct 2017, 22:06
QUOTE (SGG @ 14 Oct 2017, 21:27 )
dc120mm

კი, საბოლოო ჯამში კარგია მაინც პირველი ჯერისთვის.. თავი ნაღდად არ შეურცხვენიათ, 2 ბონუს ქულა არაა ცუდი, ბათუმის
შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ. მწვრთნელმაც თქვა, მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვსო.

უბრალოდ საწყენი ისაა, რომ შეეძლოთ უკეთ დაეგეგმათ. 2-3 კარგი მოთამაშე გაუშვეს. რომ დაეტოვებინათ და 2-3 ლეგიონერი აემატებინათ, ბევრად კარგად გამოვიდოდნენ.

კოკის და ხმალაძის გარდა ნაკრების წევრი ან კანდიდატი ყავთ კიდევ ვინმე?

Posted by: BigG 14 Oct 2017, 22:07
ღმერთმა ქნას, ბათუმი გავიდეს, თუმცა ეჭვი მეპარება.

კარგია, რომ ვნახეთ რა დონეა თ2-ის საკლუბო ევროპაში. მოკლედ, დიდი არაფერი. კარგად მომზადებულ ქართულ გუნდს შემდეგ წელს გასვლა შეეძლება, მაგრამ მზადება ამთავითვე უნდა დაიწყოს.

Posted by: jora84 14 Oct 2017, 22:15
FinEx

არც არავინ.

30 ქოქოსა და კოკი.

Posted by: dc120mm 14 Oct 2017, 22:37
SGG
ხო რაღაცნაირად არასერიოზულად მიუდგნენ თითქოს,არადა ნამდვილად ააქვთ იმის სახსრები რო უკეთესი გუნდი ყავდეთ!

Posted by: qobula 14 Oct 2017, 22:45
ამდენს ნაღდად არ ველოდებოდი, (ანგარიშიდან გამომდინარე ვმსჯელობა) დამატებითი ფინანსები, უკეთესი ფიზ მომზადება და დიდი არაფერი ბედენაა ეს ფარია თუ ჯავშანი, გადალახვადია smile.gif)

Posted by: ratomac aRa 14 Oct 2017, 23:44
QUOTE
7 წუთში 21 ქულა გაგვიკეთეს


vis.gif

Posted by: GioWEED 15 Oct 2017, 02:44
FinEx
ამ შემადგენლობის ბათუმს რამდენიმე ბურჯი პრო2დ-დან და ფედერალიდან, ჭეიშვილი, სორდია, და U20ის უკანა ხაზელები და როვიგოს დააფარებენ თავზე ბურთს.

არ უთამაშია ცუდად, შედეგი დამაკმაყოფილებელია, 2 ქულა მოიპოვეს.

ისე 1 ისეთი ფრენჩაიზის შეკვრა კი შეგვიძლია იარივით რო სტადე ფრანსს კუდით ქვა ასროლინოს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2017, 11:36
ნეთში ძიებით დაზუსტებული ცხრილი
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/

ფოტოებიანი მიმოხილვა
http://www.rovigooggi.it/articolo/2017-10-14/i-bersaglieri-tirano-fuori-gli-attributi/#.WeMOY9R97Gg

უმსაჯიათ რუმინელებს (ბოდეა შერბან იონესკუ) და არა ბელგიელს


ცხრილის გრაფებმა და მათმა რიგმა არ გაგაკვირვოთ:

ტოლობაზე: 1) უკეთესი სხვაობა, 2) მეტი გატანილი ლელო, 3) ნაკლები გაშვებული ლელო, 4) ნაკლები დისკვალიფიკაცია, 5) ყომარი

1) აქედან გამომდინარე, აღარაფერშია საჭირო "გატ:გაშ"
2) "ქ" გამოითვლება "მ-წ" და "$" მეშვეობით -- მაგრამ ესენი ყველაფრის ამოსავალია
3) ორივე ჯგუფის პირისპირ დაყენებაც აუცილებელია თვალსაჩინოებისთვის




FEMI-CZ ROVIGO v RUGBY CLUB BATUMI 31-27 (10-22)

Marcatori:

p.t. 3’ c.p. Kobakhidzc (0-3), 13’ m. Maurikishvili non tr. (0-8), 18’ m. Tkhilaishvili tr. Kobakhidzc (0-15), 29’ m. tecnica (7-15), 35’ c.p. Mantelli (10-15), 38’ m. Khmaladze tr. Kobakhidzc (10-22);

s.t. 46’ m. Biffi tr. Mantelli (17-22), 53’ m. Majstorovic tr. Mantelli (24-22), 56’ m. Cioffi tr. Mantelli (31-22), 62’ m. Bujiashvili non tr. (31-27)

FEMI-CZ Rovigo: Odiete; Arrigo (53’ Cioffi), Majstorovic, Davies, Biffi; Mantelli, Pasini (53’ Loro); Ferro (61’ De Marchi), Lubian, Zanini; Parker (64’ Boggiani), Ortis; Pavesi (64’ D’Amico), Momberg (cap.), Brugnara (79’ Vecchini).
all. Joe McDonnell

Rugby Club Batumi: Kobakhidzc; Tuchasuili, Gogitidze (58’ Trapaidze), Urjukashvili, Jabnidze; Khmaladze, Tutberidze (67’ Ninidze); Bujiashvili; Alikadze, Tkhilaishvili; Koiava, Mikadze (58’ Kortava); Gogisvanidze (46’ Eristavi), Maurikishvili, Khvantidze. All. Irakli Ninidze

arb.: Bodea (ROM)
AA1 Serban (ROM), AA2 Ionescu (ROM)
Quarto Uomo: Boraso (Rovigo)
Quinto Uomo: Sgardiolo (Rovigo)

Cartellini: 8’ giallo a Bujiashvili (Rugby Club Batumi),
10’ giallo a Pasini (FEMI-CZ Rovigo),
42’ giallo ad Arrigo (FEMI-CZ Rovigo)

Calciatori: Mantelli (FEMI-CZ Rovigo) 4/4; Kobakhidzc (Rugby Club Batumi) 3/5
Note: giornata soleggiata, campo in buone condizioni. Spettatori circa 800.
Punti conquistati in classifica: FEMI-CZ Rovigo 5; Rugby Club Batumi 2
Man of the Match: Mantelli (FEMI-CZ Rovigo)

Posted by: BigG 15 Oct 2017, 12:04
ჯგუფიდან გასვლის ფორმულა იმდენად უცნაურია, რომ ბათუმი შეიძლება გავიდეს, ოღონდ შემდეგი თამაში აუცილებლად უნდა მოუგოს ჰაიდელბერგს, თანაც 4 ლელო დაუდოს. გადამწყვეტი ტიმიშოარასთან სახლში შეხვედრა იქნება. მოკლედ, ვნახავთ.

მთავარია, რომ ჩვენი გუნდი ჩელენჯზე თამაშობს. მისი გამოცდილება, სხვა ქართული კლუბებისთვისაც მნიშვნელოვანია. შემდეგ წელს 2 გუნდი უნდა გამოვიყვანოთ აუცილებლად.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2017, 13:14
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SHIELD-FF/#1_ROV

ბათუმი$$ 27:31 როვიგო$

ბთმ (საქ): კობახიძე ტუჩაშვილი გოგიტიძე (ტრაპაიძე 58) ურჯუკაშვილი ჯაბნიძე <10-9> ხმალაძე თუთბერიძე^კაპ (ნინიძე 67) / კვანტიძე მამრიკიშვილი გოგისვანიძე (ერისთავი 46) მიქაძე (კორტავა 58) ქოიავა; თხილაიშვილი ალიქაძე ბუჯიაშვილი სბ 8 – 4ლ: მამრიკიშვილი თხილაიშვილი ხმალაძე ბუჯიაშვილი; 2გ ჯ: კობახიძე

რვგ (იტა): ოდიეტე არიგო სბ 42 (ჩოფი 53) მაისტოროვიჩ დევის ბიფი <10-9> მანტელი პაზინი სბ 10 (ლორო 53) / ბრუნიარა (ვეკინი 79) მომბერხ^კაპ პავეზი (დამიკო 64) ორტის პარქერ (ბოჯანი 64) ძანინი ლუბიან ფერო (დე’მარკი 61) – შ + 3ლ: ბიფი მაისტოროვიჩ ჩოფი; 3გ ჯ: მანტელი

რეფ ბოდეა; კიდ: შერბან იონესკუ (რუმ); მე4: ბორაზო სკარდიოლო (რვგ)

შაბ 14/10_2017 * როვიგო, ბატალინი (800) @ 15.00 = 17.00 საქ

3:0(3) სბ(8ბ) სბ(10რ) 8:0(13) 15:0(19) 15:7(29შ) 15:10(35) 22:10(39) /
სბ (42რ) 22:17(47) 22:24(54) 22:31(57) 27:31(62)

Posted by: dc120mm 15 Oct 2017, 14:00
BigG
QUOTE
ჯგუფიდან გასვლის ფორმულა იმდენად უცნაურია,

კორექტული ადამიანი ხარ ბატონო გოგი და კორექტულად მოიხსენიებ ამ ფორმულასაც,ისევე როგორც ძია ზაალი!

თორე ამ ფორმატს ###ობის მეტი არაფერი არ ქვია (კახურად რო ვთქვათ)! ასეთი გაუგებარი რამის მოფიქრება არ გინდა? მარტო რაგბშია მემგონი ასეთი ფორმატები!

Posted by: xDavid_S 15 Oct 2017, 14:10
dc120mm
ჭადრაკშია მგონი მსგავსი >>> სხევენინგენის სისტემა, არა?

Posted by: BigG 15 Oct 2017, 14:24
ფორმულის უცნაურობა იმაშია, რომ 1 ჯგუფში შეიძლება 4 სუსტი გუნდი მოხვდეს და მეორეში - გაცილებით ძლიერები. მაგრამ, ჩელენჯის შესარჩევი ამით ხომ არ მთავრდება. მისი მთავარი მიზანია იმ 2 გუნდის გამოვლენაა, რომლებიც რუსებს დაუპირისპირდებიან.

ამდენად, ფორმულა ნებისმიერი შეიძლება იყოს. გადასასვლელ თამაშებში 2 უძლიერესი გავა.

Posted by: dc120mm 15 Oct 2017, 14:29
xDavid_S
QUOTE
ჭადრაკშია მგონი მსგავსი >>> სხევენინგენის სისტემა, არა?

ვერ გეტყვი,ჭადრაკის სისტემებში ვერ ვერკვევი,მაგრამ რაგბში ეს ფორმატი ...... რავიცი!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2017, 16:04
გუშინ დამირეკა
ბორჯღალოსანთა ვიდეო’ანალიტიკოსმა,
ეხლაღა ვნახე -- ეს რა მოუგონიათო

მივუგე, მხოლოდ მაშინ შეიძლება ივარგოს,
თუ ორივე ჯგუფი ძალით თანაბარია-მეთქი

თუ მაინც ასატანია, მაშინ
ორი 4-გუნდა ცხრილი კი არ უნდა იყოს,
არამედ ერთი, 8-გუნდა მეთქი,
რათა "ასე თუ ისე 4 უკეთესი" გავიდეს პლეი’ოფში

იმან კიდევ -- მერე შეხედე რა ხდება მაგ პლეი’ოფში:

ნახევარ’ფინალში კიდევ (!) ორჯერ (!!) ეთამაშები იმ გუნდს,
ვისთანაც ჯვარედინ-ჯგუფურ სტადიაზე უკვე ირაგბეო

ჰოო-მეთქი, მაგდენი ვეღარ ვიფიქრე,
მართლა უნიკალური სისტემაა-მეთქი

მომგონმა მოიგონა, მაგრამ სხვებმა ნეტა რაღად მოუწერეს ხელი?

და ვინაა ეგ გენიოსი მომგონი -- ან უფროსი არა ჰყავს, ან შემმოწმებელი?

@

Posted by: ramazi-rugby 15 Oct 2017, 20:09
http://www.flashscore.com/standings/rgoHqLB0/8joBLW04/#table;overall
გერმანიის ჩემპიონატის ცხრილია
4 თამაში.4 მოგება.+/-374-13
93.5-3.3 ქულა საშუალოდ თამაშში
ეს ჰაიდელბერგერი თამაშობს ხომ ჩვენ ბათუმთან?
თუ მეორე უფრო მოკრძალებული შედეგების ჰაიდელბერგი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2017, 20:30
ეგა, რკ = ნიჩბოსნობის (რ) კლუბი
http://www.rugbyweb.de/index.php?league=BL1S

Posted by: ramazi-rugby 15 Oct 2017, 21:46
QUOTE
თუ მეორე უფრო მოკრძალებული შედეგების ჰაიდელბერგი?

ჰო ამათ 14-ში უთამაშია და მოუგიათ კიდეც

Posted by: Gio_G83 16 Oct 2017, 15:21
QUOTE
http://www.flashscore.com/standings/rgoHqL.../#table;overall
გერმანიის ჩემპიონატის ცხრილია


ამ ჰაიდელბერგიდან (რკ) ნაკრებში მინიმუმ 10 მორაგბე ხვდება ბოლო 3 წელია
(მორაგბე-პოზიცია-ასაკი-სანაკრებო კეპი)

Dale Garner - Hooker - 30 - 8
Thore Schmidt - Prop - 21 - 0
Michael Poppmeier - Lock - 35 - 18
Kehoma Brenner - Flanker - 31 - 42
Jaco Otto - Flanker - 27 - 8
Jarrid Els - Number 8 - 28 - 7
Timo Vollenkemper - Number 8 - 26 - 12
Sean Armstrong - Scrum-half - 30 - 27
Pierre Mathurin - Scrum-half - 27 - 3
Raynor Parkinson - Fly-half - 29 - 19
Harris Aounallah - Wing - 23 - 1
Steffen Liebig - Fullback - 28 - 20

Posted by: K O R A D O 16 Oct 2017, 18:00
ლადო მიმინოშვილი ტრავმირებულია? როდის ვიხილავთ?

Posted by: ferrari1000 16 Oct 2017, 21:07
QUOTE (K O R A D O @ 16 Oct 2017, 18:00 )
ლადო მიმინოშვილი ტრავმირებულია? როდის ვიხილავთ?

იმ დღეს იპოდრომზე შემხვდა კასანიაზე შემიგვიერთდა ცოტა ხნით, კოჭლობდა კიდე. ისე კლასი და ნიჭი კი ეტყობა. ერთი თვე მინდა კიდე რომ ვარჯიში დავიწყოო. 2018 ში ვიხილავთ ისევ მინდორზე სავარაუდოდ.

Posted by: K O R A D O 17 Oct 2017, 16:15
ferrari1000
QUOTE

QUOTE (K O R A D O @ 16 Oct 2017, 18:00 )
ლადო მიმინოშვილი ტრავმირებულია? როდის ვიხილავთ?

იმ დღეს იპოდრომზე შემხვდა კასანიაზე შემიგვიერთდა ცოტა ხნით, კოჭლობდა კიდე. ისე კლასი და ნიჭი კი ეტყობა. ერთი თვე მინდა კიდე რომ ვარჯიში დავიწყოო. 2018 ში ვიხილავთ ისევ მინდორზე სავარაუდოდ.

ანუ ბათუმს ვეღარ დაეხმარება წელს, იმედია პლეი-ოფში გავლენ ევროსარბიელზე და იქ ვიხილავთ...მაგრად მომწონს მიმინოშვილი როგორც სპორტული, ისე ადამიანური კუთხით და ვგულშემატკივრობ...მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: davita_1977 17 Oct 2017, 18:12
გერმანელებს რო არ მოვუგოთ მაგრად გატეხევს !!!!!!!!!!!!

Posted by: jora84 17 Oct 2017, 18:20
davita_1977

ვითომ რატომ გატრხავს? ანუ სპორტული კუთხით როგორ უნდა დავჯაბნოთ?

Posted by: giorgi77 18 Oct 2017, 12:22
მიმინოშვილს იმედია ვიხილავთ მალე, გამორჩეული მოთამაშეა.

როგორც ჩანს მოთამაშის დამატება ბათუმს ახლაც შეუძლია, ოღონდ იჯარით. რუსულმა ენისეიმ სამი მოთამაშე დაიმატა სხვა რუსული კლუბებიდან მომდევნო თამაშისთვის

Posted by: BigG 18 Oct 2017, 13:16
QUOTE
როგორც ჩანს მოთამაშის დამატება ბათუმს ახლაც შეუძლია, ოღონდ იჯარით. რუსულმა ენისეიმ სამი მოთამაშე დაიმატა სხვა რუსული კლუბებიდან მომდევნო თამაშისთვის


ეგ თუ შეუძლიათ, აუცილებლად უნდა დაიმატონ, თანაც შერკინებაში.

Posted by: giorgi77 18 Oct 2017, 13:53
რაგბიტვ-ს ყურება სად შეიძლება ინტერნეტით?
მაივიდეო დაბლოკილია რუსეთში ისევე როგორც ფორუმ.გე როგორც ექსტრემიზმის წყარო ))) შემოვდივარ მხოლოდ მობილურით და ოპერა ბრაუზერით.



Posted by: jora84 18 Oct 2017, 18:58
ვერაფრით ვერ ჩავწვდი იმის მუღამს თუ რატომ არის უფასო ბათუმი-ჰაიდელბერგზე დასწრება. user.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Oct 2017, 11:09
არჩევნებია მეორე დღეს ............................

Posted by: crusaders 19 Oct 2017, 11:30
jora84
QUOTE
ვერაფრით ვერ ჩავწვდი იმის მუღამს თუ რატომ არის უფასო ბათუმი-ჰაიდელბერგზე დასწრება.

მე გეტყვი smile.gif
იმიტომ რომ ბათუმში ძირითადად ის კატეგორია დადის საყურებლად ვინც ან მორაგბეა ან ოჯახის წევრი ან მეგობარი მორაგბის.
ეს კი დიდი რაოდენობა ნამდვილად არაა. იმ პატარა ტრიბუნის შევსებაც ჭირს ხშირად.

Posted by: jora84 19 Oct 2017, 11:31
crusaders

ცუდია user.gif

პრინციპში კავშირმაც მასე დაიწყო თავიდან, ლამის აქეთ გვიხდიდნენ ფულს სტადონზე რომ მივსულიყავით mo.gif

Posted by: BigG 19 Oct 2017, 11:50
QUOTE
არჩევნებია მეორე დღეს ............................


+1.
მატჩი არჩევნების დღეს არის, თუმცა თვისებრივად ეს იგივეა.

Posted by: otia-83 19 Oct 2017, 13:09
ამ მატჩს მაინც ანახებს ვინმე? თუ ისევ გერმანელების ტვიტერი უნდა ვიკითხოთ?

Posted by: jora84 19 Oct 2017, 13:16
otia-83

რაგბი ტვ-ა შეპირებული გაჩვენებთო.

ყოველშემთხვევაში ბათუმში ინტერნეტიც კარგია და ტრანსლაციაც გაუკეთებიათ მაქედან biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Oct 2017, 22:05
QUOTE
მატჩი არჩევნების დღესაა

გაიხარეთ, გოგი-ბატონო, თორემ ... კვირას ვგეგმავდი არჩევნებზე წასვლას
და დამხვდებოდა უბანი დალუქული

თან ჯერ არც ნომერი მიმიღია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2017, 10:57
http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2017_1021_FAR_02_BTM-HDL.htm

მალავდნენ ის ნაბოზრები გუშინ სიას -- სმართ’ფონს ვმუხტავთო

მერე ავტორიტეტები ჩავრიეთ საქმეში და
4 საათის დაგვიანებით გადმოაგზავნინეს გერმანიიდან

დღეს რომ ბათუმის სტადიონზე მივლენ,
გერმანიიდანვე ჩამოუვათ ამობეჭდილი თაბახი ხელმოსაწერად?

Posted by: jora84 21 Oct 2017, 11:18
ლუკასა და ნიკოს მამა

QUOTE
მალავდნენ ის ნაბოზრები გუშინ სიას -- სმართ’ფონს ვმუხტავთო


იიი ნაღდი ევროპელები biggrin.gif

გადავთვალე და ამ შემადგენლობიდან 9 კაცმა ითამაშა რუსთავში თებერვალში.

Posted by: GioWEED 21 Oct 2017, 13:49
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 21 Oct 2017, 10:57 )
მალავდნენ ის ნაბოზრები გუშინ სიას -- სმართ’ფონს ვმუხტავთო


ვინა კაცო, ნემცები? დღეს დაისჯებიან ეგენი. ბახვამ მე უნდა დავარჭო აჭარის დროშა რეიხსტაგზეო!

კაია რო არჩევნებს დაემთხვა და დასვენებებია დღეს. წუხელ ჩამოვგაზეთ ღამე ბათუმში და იდეალური პირობებია სათამაშოდ.

ბათუმს კარგი შემადგენლობა ყავს და ვNახოთ რა შეუძლია. ამაზე იდეალურ პირობებში ვეღარ ითამაშებენ.
სახლში თამაშობენ, 20 გრადუსია სითბო, მზიანი ამინდია, ტრამვებიც არ აწუხებთ. კოკი და ქოქოსა ყავთ ნაკრებიდან.
მოკლედ მოსაგები თამაშია!

Posted by: Ghveda 21 Oct 2017, 14:13
სადმე არ აჩვენებენ?
--------------------------------------

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 14:38
იარს ხმარობს ედინბურგი.... 7-66

Posted by: Ptx 21 Oct 2017, 15:04
ლინკი არ არის სადმე ?
...........................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2017, 15:07
რაგბი თი’ვი ნახეთ ტელევიზორში ან ფეისბუქზე

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 15:08
რაგბი.გე-ზე ვიგებ ანგარიშს
მადლობა რაგბი გე-ს
3-0 იგებს ბათუმი, ურჯუკაშვილმა გაიტანა ჯარიმა

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 15:12
მგონი ცოტას ვნერვიულობთ
ისე არაგვიშავს - ფიზიკა ტუ გვეყოფა და ცოტა უფრო ცივსისხლიანად მივუდგებით საკითხს უნდა მოვიგოთ

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 15:16
ლუკასა და ნიკოს მამა
არა აქვთ ლაივი ფეისზე
.... მაივიდეო დაბლოკილი აქვს რუსეთს....

Posted by: amikoo 21 Oct 2017, 15:19
https://www.facebook.com/RugbyTVGeorgia/videos/685887321615304/

Posted by: jora84 21 Oct 2017, 15:20
ამ ბეტონშიკებმა ფეხით დარტყმის გარდა იციან რამე?

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 15:24
ჩართეს ფეისბუქზე.... ეს დუდუკები რა უბედურებაა... გამორთონ ... ფეხბურთია...

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 15:26
6:3

თუბერიძის დაბალი პასით, რომელიც ქოქოსმა ვერ აიღო დაიწყო ყველაფერი, მერე რამდენიმე შეცდომა და ზუსტი ჯარიმაც...

QUOTE
ამ ბეტონშიკებმა ფეხით დარტყმის გარდა იციან რამე?

ცოტცოტა ყველაფერი იციან

მთავარია ჩვენი რა ვიცით და მერე ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებთ

QUOTE
ეს დუდუკები რა უბედურებაა


კულტურა popcorn.gif

6:6
user.gif

Posted by: jora84 21 Oct 2017, 15:27
რამხელა უპირატესობებს ათამაშებს? მსაჯის თანმიმდევრულობის შესამოწმებლად ჩვენი უპირატესობა გვინდა მაგრამ სადაა ბურთი?

იმ ვუვუზელებით გაღერძეს ტვინი

Posted by: giushki 21 Oct 2017, 15:28
არა რა, მსაჯობის თემა რაგბის მარგალიტია. 22ში ბოჭვით დააგდებინეს ბათუმლებმა ბურთი და მსაჯმა უპირატესობის გამო ჯარიმა დაუბრუნა, რომელიც წყვეტილ 10 მეტრიანთან აიღო ბათუმმა თამაშგარესთვის)) ან წესები შეცვალონ, ან ამ მსაჯებს გააგებინონ რამე. რა ძედავშინაა რა არის.

Posted by: OldRuger 21 Oct 2017, 15:31
მსაჯი ხომ კარგად არის ? ამხელა უპირატესობა რა უბედურებაა

Posted by: jora84 21 Oct 2017, 15:32
giushki

უპირატესობის წესი აშკარად დიდი დირკად ყალიბდება უკვე, მსაჯს როცა აუდგება და ვისზეც აუდგება იმის მიხედვით იძლევა.

აუ მართლა ტვინი #####ა უკვე მსაჯმა mad.gif

Posted by: AVIATORI01 21 Oct 2017, 15:33
არაფერი გვეშველება არასდროს არცერთ სპორტში

მეათიათასე სპორტსმენს მოახსნევინეს ჯვარი უკვე რა ვერ შევიგნეთ ეს რა ჯანდაბაა?

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 15:34
გუნდურობა და ცივსისხლიანობა მოიგებს ამ თამაშს, რაც ჯერჯერობით გვაკლია

Posted by: jora84 21 Oct 2017, 15:36
AVIATORI01

კიდევ კარგი ხატებით არ დადიან მოედანზე biggrin.gif

მსაჯის მატრაკვეცობა ბათუმის უსუსურობას არ ამართლებს.

Posted by: qobula 21 Oct 2017, 15:45
ბათუმის შემადგელობაში, ხელით პასი იცის ვინმემ? მე შთაბეჭდილება მრჩება რომ არა. sad.gif

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 15:47
გამოვრთე ხმა... შევენებაზეც კი ზუზუნებენ..
ასეთი თამაშით ბათუმი ვერ მოიგბს.
* * *
ბათუმი წავიდა მგონი მესამე ტაიმზე.... დარჩნენ გერმანელები მარტო მოედანზე

Posted by: jora84 21 Oct 2017, 15:56
გერმანიაში ორი პროფესიული კლუბიაო, ჩვენთან რამდენია ნეტავ? biggrin.gif

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 15:59
QUOTE
გერმანიაში ორი პროფესიული კლუბიაო, ჩვენთან რამდენია ნეტავ?


1 - 1.5
რომ გადაახარისხო

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:01
Gio_G83

ერთმა პროფესიონალმა მოთამაშემ გათიშა სრულიად ბეტონის ქარხანა biggrin.gif

Posted by: OldRuger 21 Oct 2017, 16:03
QUOTE
გერმანიაში ორი პროფესიული კლუბიაო, ჩვენთან რამდენია ნეტავ?

ჩვენთან 10

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 16:05
jora84

კასპიცემენტის კონკურენტუნარიანობაზე პრეტენზიის ამაბვი იყო

ფიზიკა გვეყობა მსაჯის სასტვენამდე?
ისა და ხაჭაპურა სულ რატომ დგას? გადასატანი ძეგლივითაა

ბექა რომ ურტყამდა თავიდან გამიხარდა მარგამ მგონი დროა ბახვას გადააბაროს ეგ საქმე
facepalm.gif

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:12
Gio_G83

მგონი გვითავდება საფანტი sad.gif ეტყობა რომ არ დაიღალოს მაგიტომ დგას ხაჭაპურა biggrin.gif


Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 16:14
Gio_G83
მაგ ადგილიდან ლაშა გაიტანდა

Posted by: dc120mm 21 Oct 2017, 16:15
დამტანჯა მაივიდეომ და აღარ ვუყურებ sad.gif

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 16:16
giorgi77
რა ვიცი ამ ბიჭს სადაც იყო არის არსად არტყმევიებდნენ ოდესღაც 7-კაცას გარდა
(იქ კაჭი, ვიტო და მაჩხო ხომ არ დაარტყამდა და...)



***
წინაზეც მეწერა და ახლაც მგონია რომ ეს ჰაიდელბბერგი უფრო უხერხული მეტოექა ვიდრე როვიგო, თუ მოვუგეთ მშვენიერი ამბავი იქნება
პირველი ნაბიჯებისთვის ეს ბორძიკიც მსაღებია - მომავალში მოთხოვნაც მეტი იქნება

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:17
dc120mm

შენა და ვიღაც ფიჯელს ვეჩალიჩებოდითო ხარებში მითხრეს და მართალია?

giorgi77

რომელი ლაშა?

Gio_G83

რავი მელიტონა კი აცვეს ჯვარს ერთი პერიოდი რატომ არ იძახებს, კარგად ურტყამსო

Posted by: dc120mm 21 Oct 2017, 16:25
jora84
QUOTE
შენა და ვიღაც ფიჯელს ვეჩალიჩებოდითო ხარებში მითხრეს და მართალია?

ფიჯელს არა მარსიანელს biggrin.gif

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 16:26
QUOTE
კარგად ურტყამსო


უკეთესი დამრტყმელი თან ერთდროულად 4-5 წლევანდელ U18 იყო
(ეს ისე...)
smile.gif

პრემიალურზე გავიწევით?
არ გვაწყენდა

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:26
არ დამადუმეს ეს კრიტიკოსი ერთი ხაზის გაშლით?

არ უნდა მოდუნდნენ ეხლა.

dc120mm

დამტროლა იმჩემანალამ? biggrin.gif

Posted by: giushki 21 Oct 2017, 16:34
QUOTE (jora84 @ 21 Oct 2017, 15:32 )
უპირატესობის წესი აშკარად დიდი დირკად ყალიბდება უკვე, მსაჯს როცა აუდგება და ვისზეც აუდგება იმის მიხედვით იძლევა.

აუ მართლა ტვინი #####ა უკვე მსაჯმა mad.gif

უპირატესობის წესი და საერთოდ წესები კარგია, თუ თამაშს უფრო დინამიურს ხდის და არ კლავს. მაგრამ აი ვინ როგორ იყენებს მაგ წესებს ეგ უკვე მეორე საკითხია. შავი ლაქაა რაგბის მსაჯების თემა. ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია რატომაც არაა ისეთივე გავრცელებული სპორტი როგორც ფეხბურთი ან კალათბურთია.

ეს მსაჯი სუფთა ნაბოზარია, მაგ კრიტერიუმებით ირჩევენ მგონი ჩვენ თამაშებზე მსაჯებს.

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:35
giushki

მეც.მაგას ვამბობ, მსაჯს როცა გაუსწორდება მაშინ ასრულებს და ვერავინ ვერ მიედავება თან.


Posted by: WP-Rex 21 Oct 2017, 16:39
ვაჰ, საღოლ, მოიგეს! biggrin.gif


30 ლელო))

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 16:39
ამ ნინიძეს (21) წინაპარი ფრიცი ყავს?
facepalm.gif
ჯერ მგონი გერმანიის კანცლერს აფრთხილებს ბურთი ვისზე გააქვ და მერე თააშობს



კოკი და ქოქოსი რომ დავასვენოთ არა?

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:44
აჭარულმა ხაჭაპურმა გერმანული ცემენტი შავ ზღვაში გადაყარა biggrin.gif

Posted by: WP-Rex 21 Oct 2017, 16:46
საინტერესოა ეხლა ამ თამაშის წაგებას თუ მოახერხებენ

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 16:47
ტაქტიკურ დარტყმებს ფრთა ასრულებს დერეფანში ბურთს ბურჯი აგდებს

თუ არ დავკარგავთ კონცენტრაციას -
პირველ მოგებას გილოცავთ

Posted by: WP-Rex 21 Oct 2017, 16:49
ბუჰაჰააააა, რა სიდებილე გააკეთეს იმ ჩემისებმა ))))
გილოცავთ ყველას!

Posted by: archilcheghe 21 Oct 2017, 16:50
გილოცავთ პირველ მოგებას და პრწმიას ევრო თასებზე

Posted by: jora84 21 Oct 2017, 16:50
ხმალაძემ აჰათ თქვენ პრემიაო biggrin.gif

იმედი იმისა რომ გერმანია უახლოეს მომავალში ამოქაჩავს ნაკრებში დაიფუშა მგონი sad.gif

Posted by: Gio_G83 21 Oct 2017, 16:51
ყველაზე კარგ პასებს დღეს მგონი კოკი აკეთებს

Posted by: samxara91 21 Oct 2017, 16:54
გილოცავთ ყველას. alk.gif



30 ცემენტი

Posted by: SGG 21 Oct 2017, 16:56
გილოცავთ მოგებას.

მაგრამ ძალიან დაბალი დონის რაგბია. ხმალაძე და კოკი სხვებზე ორი თავით მაღლა დგანან. რეალურად არ იყო უკეთესი გუნდი ბათუმი,ქოქოსას ხარჯზე მოიგეს, არაფრიდან ლელო შექმნა როცა საჭირო იყო

Posted by: dishosdzisdze 21 Oct 2017, 16:58
ეგერე თქვე კაი ხალხო!!!
აფსუს რა თამაში დავთმეთ იტალიაში...
ნორმალური მეორე ტაიმი იყო, წელს საუკეთესო ბათუმისათვის...

Posted by: giushki 21 Oct 2017, 16:58
ეს ქართული სიდუხჭირე და ნარატივი რომ "რაშიც ისედაც მაგრები ვართ იმაში ფული არასდიდებით არ უნდა ჩავდოთ". ქონოდა მეტი სახსარი ბათუმს და უფრო მეტ მაგარ მორაგბეს აიმატებდა და კიდევაც იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ამ ტურნირის მოგების.

Posted by: BigG 21 Oct 2017, 16:59
გილოცავთ. შედეგია მშვენიერია.

სხვა ანგარიშები ხომ არ იცით? თუ ის თამაშები უფრო გვიან დაიწყო?

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 17:01
jora84
ხმალაძეზე ვამბობდი.

ხმალაძე ბოლოს კარგად მიყვა ბურთს, გააგდებინა ბურთი გერმანელს და მეოთხე ლელოც დაიდო.


Posted by: jora84 21 Oct 2017, 17:03
giorgi77

პირველი ლელოც ქოქოსამ გააკეთა, ზოგადად კოკი და ქოქოსა ნახევარი ბათუმია როგორც გამოჩნდა.

ცაში არ აფრინდებიან იმედია ამ მოგებით smile.gif

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 17:04
ენისეი აგებს მოსკოვში დრაკონებთან 0-21

Posted by: amikoo 21 Oct 2017, 17:07
ძალიან მცირე რესურსიანი გუნდი ვართ sad.gif მოგება კარგია smile.gif გილოცავთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2017, 17:12
QUOTE
თუ ის თამაშები უფრო გვიან დაიწყო?

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 17:15
პადოვა-როვიგო 11 წუთზე პადოვა იგებს 8-3 ტვიტერზე წერენ ანგარიშს

Posted by: ARN1994 21 Oct 2017, 17:33
Ebijo gamonaxon fuli da aia atamashon evroyssebze. Gamotstileba + tvitrtsmena

Posted by: Homo Erotikus 21 Oct 2017, 17:42
მისალოცი გამარჯვებაა!
ეს ერთი და სხვა მრავალი!

Posted by: jora84 21 Oct 2017, 18:06
ARN1994

აია ვუნმეზე რამით მეტია? დაიმსახუროს, მოიპოვოს საგზური და დააკავებთ ვინმე?

თეთრი მტრედისთვის არ დაემიზნებინა ბაბუნაშვილს შარშან და შეიძლება ქეც ყოფილიყვნენ.

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 18:58
როვიგომ წააგო პადოვასთან, კალვიზანომ გაანასგურა ვიადანა, ტიმიშოარა სტუმრად პორტუგალიაში იგებს 5-28. ბათუმი პირველზეა ჯგუფში დეკემბრამდე

Posted by: samxara91 21 Oct 2017, 19:02
სულ აიას ბაგრატს მტრედს და კალისტრატეს ლოცვა კურთხევას რომ ახსენებთ, ვინც დაიწყო ის ბინძური თამაში წინა წელს ისინი დაივიწყეთ?

ნიჩევო მომავალ წელს გავლენ smile.gif

დიდი სიძულვილია ამ განყოფილებაში უმეტესობის მხრიდან აიას მიმართ და რატომ სიმართლე რომ გითხრათ ვერ ვხვდები.

Posted by: jora84 21 Oct 2017, 19:18
samxara91

QUOTE
სულ აიას ბაგრატს მტრედს და კალისტრატეს ლოცვა კურთხევას რომ ახსენებთ, ვინც დაიწყო ის ბინძური თამაში წინა წელს ისინი დაივიწყეთ?


ამ შემთხვევაში ვინც იყო ნახსენები მაგ ბინძური თამაშებიდან იმაზე გავამახვილე ყურადღება smile.gif

თორემ მე ისიც მახსოვს ამაშუკელი თამაშის მერე რომ ხურდებოდა და გატეხილ ბოთლზე გაისერა ფეხი,

საერთოდაც სისუფთავე საკლუბო რაგბში პირობითი ცნებაა და ზუსტად რას გამოხატავს ვერავინ ვერ გვეტყვის.

QUOTE
ნიჩევო მომავალ წელს გავლენ 


დაიმსახურონ და გავლენ, აბა კი არ დააკავებთ ვინმე.

Posted by: samxara91 21 Oct 2017, 19:28
QUOTE (jora84 @ 21 Oct 2017, 19:18 )
samxara91

ამ შემთხვევაში ვინც იყო ნახსენები მაგ ბინძური თამაშებიდან იმაზე გავამახვილე ყურადღება smile.gif

თორემ მე ისიც მახსოვს ამაშუკელი თამაშის მერე რომ ხურდებოდა და გატეხილ ბოთლზე გაისერა ფეხი,

საერთოდაც სისუფთავე საკლუბო რაგბში პირობითი ცნებაა და ზუსტად რას გამოხატავს ვერავინ ვერ გვეტყვის.

დაიმსახურონ და გავლენ, აბა კი არ დააკავებთ ვინმე.


ხოდა ეგაა ზუსტად პრობლემა ის კი არაა ბაბუნაშვილმა თეთრ მტრედს გაარტყა თუ ააცილა. პრობლემა იმაშია რომ ყველა საქმე იმალება და იფუთება ისე როგორც მამებს აწყობთ, ზედმეტი ხმაურის გარეშე. დაუსჯელობის სინდრომი ზრდის დანაშაულს, შესაბამისად ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ნებას არ იბოძებენ ზემდგომები და ვინმე მკაცრად არ დაისჯება.

დაუმსახურებლად აბა ისედაც ვერ მოხვდები ევროსარბიელზე givi.gif

Posted by: jora84 21 Oct 2017, 19:38
samxara91

აწი ნებას ვეღარ იბოძებენ, ვეღარ შეძლებენ. თვითონვე ჩაეფლნენ იმ სიბინძურეში რომლის მოსუფთავების დაწყებაც შეეძლოთ.
ამაშუკელი რომ დაეცა ბოთლის ნამსხვრევზე ე მაშინ უნდა ემოქმედათ მკაცრად და შეიძლება წელს ბაბუნაშვილს არ დასჭირვებოდა მტრედისთვის ბურთის გარტყმა.

Posted by: samxara91 21 Oct 2017, 19:49
QUOTE (jora84 @ 21 Oct 2017, 19:38 )
samxara91

აწი ნებას ვეღარ იბოძებენ, ვეღარ შეძლებენ. თვითონვე ჩაეფლნენ იმ სიბინძურეში რომლის მოსუფთავების დაწყებაც შეეძლოთ.
ამაშუკელი რომ დაეცა ბოთლის ნამსხვრევზე ე მაშინ უნდა ემოქმედათ მკაცრად და შეიძლება წელს ბაბუნაშვილს არ დასჭირვებოდა მტრედისთვის ბურთის გარტყმა.

ნამეტანი ამოჩემებული გყავს შენ ბაბუნაშვილი და თეთრი მტრედი ჩემმა მზემ givi.gif
ამასობაში კიდე სანამ ჩვენ დამნაშავეებს ვერ ვსჯით "ქართული ჯიგრობის ამბავში" იტალიური კლუბი ტულონს უგებს პირველ ტაიმს.
დისციპლინა არის საწინდარი ყველანაირი წარმატების და დისციპლინა ვერ იქნება იქამდე სანამ დამნაშავეს ხელს გადაუსვამ yes.gif

და ასე გვინდა ჩვენ 2018ში იტალიის დამარცხება facepalm.gif

Posted by: dc120mm 21 Oct 2017, 19:54
QUOTE
და ასე გვინდა ჩვენ 2018ში იტალიის დამარცხება

როგორც ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი იტყოდა,ნურას უკაცრავად!

Posted by: jora84 21 Oct 2017, 19:55
samxara91

ამორჩევით რატომ მსჯელობ? ამაშუკელი და დამსხვრეული ბოთლიც ძალიან ამოჩემებული მყავს.
დისციპლინა რომ გვიჭირს არ ახალია, მაგრამ დიდ ნაკებში ასე თუ ისე ვახერხებთ კიდევ სახის შენარჩუნებას და უდისციპლინოები ნელნელა ქრებიან ცის კაბადონიდან.

აი ეხლა ბათუმმა ჰაიდელბერგს რომ მოუგო გგონია მაქედან ვინმე დასკვნას გამოიტანს? არა ფეისბუკს წალეკავენ არიქა მოვიგეთო, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ დასკვნები და ნაკლის გამოსწორება? აი მანდ გვერხევა გლობალურად.

იტალიის 2018 ში დამარცხებას 2019-ში ფიჯის დამარცხება მირჩევნია boli.gif

Posted by: iverieli 21 Oct 2017, 20:02
Gilocavt pirvel gamarjvebas evrotasebze, kide bevri gamarjvebis momscre gavmxdarikot.

Posted by: SGG 21 Oct 2017, 20:16
jora84
QUOTE
აი ეხლა ბათუმმა ჰაიდელბერგს რომ მოუგო გგონია მაქედან ვინმე დასკვნას გამოიტანს? არა ფეისბუკს წალეკავენ არიქა მოვიგეთო, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ დასკვნები და ნაკლის გამოსწორება? აი მანდ გვერხევა გლობალურად.



ეგაა ზუსტად. რა თქმა უნდა თუ გადიხარ სადმე,რაც არ უნდა სუსტი ტურნირი იყოს, მოგება და ღირსეული გამოსვლა ჯობს და ძალიან კარგია რომ ბიჭებმა თავი არ შეირცხვინეს.

მაგრამ ეს ტურნირი არანაირად არ შეესაბამება ჩვენი ნაკრების მიზნებს. ეს ტურნირი კარგია შიდა ჩემპიონატში ჩარჩენილი,ნაკრების არა წევრი მოთამაშეებისთვის,მარტო შიდა ქვაბში არ მოიხარშებიან.

თორე წმინდა სარაგბო თვალსაზრისით და იტალია/ფიჯისთან გამარჯვებისთვის,საერთოდ არაფერს ნიშნავს კონტინენტალ შილდი,იმდენად დაბალი დონეა.

Posted by: giorgi77 21 Oct 2017, 20:21
პროფესიონალიზმის დეფიციტია კლუბებში. ორი პროფესიული კლუბი გვჭირდება. მაგალითად პირობითად აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებიდან და დასავლეთიდან. ეს რომ გაკეთდეს საკმაოდ კონკურეტულ კლუბებს შევქმნით ევროპისთვის.

ამის ორგანიზება ისევ კავშირმა უნდა ითავოს, უბრალოდ სხვა პატტონი რაგბს არ ყავს საქატთ ელოში

Posted by: jora84 21 Oct 2017, 20:36
SGG

არც შილდი და არც ჩელენჯი, აი ჩემპიონთა თასზე რომ გადიოდნენ მაშინაც კი ვერ იქნება სეზონში 6 მაღალი დონის თამაში რაიმე დიდი პროგრესის მომცემი.

მწარე რელობაა რომ ფრანჩიზის ერთი ადგილი არ გვაქვს და არც ჩანს პერსპექტივაში, ერთადერთი სწორი გზა ისევ ახალგაზრდების კარგად მომზადება და ლეგიონერად გაგზავნაა საფრანგეთში. ლა მანშს იქეთ არც არავის არ ვაინტერესებთ, არც სხვა ჩეპიონატი განვითარდება ისეთ დონეზე რომ იქაც მიმავლინოთ ხალხი.

Posted by: guriaaa 21 Oct 2017, 22:27
"ბათუმის" ფანები მშენებარეს მეექვსე სართულიდან biggrin.gif

user posted image

user posted image

biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2017, 22:40
ყველა ანგარიში და ცხრილი
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/

ამაში = კალვიზანო (იტა) $ 41:14 ვიადანა (იტა)
ლელოთა ფარდობა დასაზუსტებელია! = მაგიტომ არ მიმიმატებია
(( ახლა არა მკითხოთ, რომელი წელიაო? -- მაგათთვის ჯერაც 1967 ))

დასქანებულ ოქმებს იბარებს ეპკრ’ის მუშაკი ვენსან პრებონდიე,
მაგრამ სულ ჰკიდია: მაგათი გასაჯაროება | ცხრილის განახლება
http://www.epcrugby.com/europeanrugbychallengecup/2017-2018-continental_shield.php

ჰაიდელბერგს კი დღეს სულ 19 კვართი ჰქონდა
და გამოსულის გახდილს იცვამდა შესასვლელი --
მაინც გაიძახიან, პროფესიული კლუბი ვართო!

@

Posted by: dc120mm 21 Oct 2017, 22:55
QUOTE
ჰაიდელბერგს კი დღეს სულ 19 კვართი ჰქონდა
და გამოსულის გახდილს იცვამდა შესასვლელი --
მაინც გაიძახიან, პროფესიული კლუბი ვართო!

19 კვართით დიდ 10 ში აღარ დადიან გუნდები smile.gif

Posted by: Gio_G83 22 Oct 2017, 00:34
QUOTE
ამაშუკელი რომ დაეცა ბოთლის ნამსხვრევზე


სცდებით - ქვაზე,
სად იყო ბოთლი და მნამსხვრევი?

QUOTE
ეს ტურნირი კარგია შიდა ჩემპიონატში ჩარჩენილი,ნაკრების არა წევრი მოთამაშეებისთვის,მარტო შიდა ქვაბში არ მოიხარშებიან.

მხოლოდ და მხოლოდ

samxara91
QUOTE
ამოჩემებული
-ზე ბარემ... რადგან მეც არაერთხელ მიხსენებია...

აიამ უჯიგრა ბაგრატს, რომელსაც არმაზი და ყოჩები ძირავდა?
და ამ ჯიგრობით აიამ რა მოიგო?
პლეიოფში უარესი პოზიცია და მშვიდობით ფინალისკენ გზა და შანსი...

თუ მენტალიტეტის ამბავია, რომ აბა იმას ხომ არ იყტოდა ბაგრატი გვძირავენ გამოიძიეთო... და აიაც ხომ იმგვარადვე შესაძლო ჩემპიონობის და ევროპისკენ გზის დედაც ძმაკაცებს ძირავენო...

აი ამ აჯაბსანდალის გამო არ გვეკუთვნის არც 6 ერი, არც ევროტურნირები და მსოფლიოზეც 2 მოგება ყველაზე დიდ ოცნებად უნდა გვქონდეს...

პ.ს.
ყველამ იცის არმიის "რა მაგარი გულშემატკივარი ვარ"
"როგორ თვალში მომდის" ამრმაზი
და როგორ ვქომაგობდი ბაგრატს ჯერ კიდევ პირველ ლიგაში რომ იყო იმ დროიდან
აიას კი 5 წელია მადლობას ვუხდი ბექების აზღრდისთვის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Oct 2017, 00:42
QUOTE
19 კვართით დიდ 10 ში აღარ დადიან გუნდები

როგორ აწვალეს შენი კოლეგები და მათი შეფიც, იხილე აქ
http://www.t2rugby.com/viewtopic.php?f=3&t=1332&p=70308#p70308

ვისაც ჯანი გერჩით, ეგებ გაიხსენოთ | დამიდგინოთ,
იმათი #18 ნომერი როდის გამოჩნდა #3-ის ნაცვლად

ეჭვი მაქვს, რომ შესვენებაზე და იმათმა მენეჯერმა უბრალოდ დაიკიდა --
შეცვლის ბარათიც კი არ შეავსო

ეგენი ეტყობა შინ ეგრე ბალახობას ჩვეულნი არიან და
ვერ გაიაზრეს, ჩვენი პერსონალი რას სთხოვდა ბათუმში

@

რაღას ვერჩი ბატონ ვენსანს? -- განუხალებია ცხრილი

http://www.epcrugby.com/europeanrugbychallengecup/2017-2018-continental_shield.php


###

Posted by: dc120mm 22 Oct 2017, 09:14
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
როგორ აწვალეს შენი კოლეგები და მათი შეფიც, იხილე აქ

აღარ დავწერე გუშინ,როგორ ჩაიარათქო და თურმე უყალთაბანდიათ იტალიელებსაც smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Oct 2017, 10:54
გოგიტას ფოტოებიდან ერთ’ერთი

user posted image

Posted by: samxara91 22 Oct 2017, 13:24
QUOTE (Gio_G83 @ 22 Oct 2017, 00:34 )


samxara91
QUOTE
ამოჩემებული
-ზე ბარემ... რადგან მეც არაერთხელ მიხსენებია...

აიამ უჯიგრა ბაგრატს, რომელსაც არმაზი და ყოჩები ძირავდა?
და ამ ჯიგრობით აიამ რა მოიგო?
პლეიოფში უარესი პოზიცია და მშვიდობით ფინალისკენ გზა და შანსი...

თუ მენტალიტეტის ამბავია, რომ აბა იმას ხომ არ იყტოდა ბაგრატი გვძირავენ გამოიძიეთო... და აიაც ხომ იმგვარადვე შესაძლო ჩემპიონობის და ევროპისკენ გზის დედაც ძმაკაცებს ძირავენო...

აი ამ აჯაბსანდალის გამო არ გვეკუთვნის არც 6 ერი, არც ევროტურნირები და მსოფლიოზეც 2 მოგება ყველაზე დიდ ოცნებად უნდა გვქონდეს...

პ.ს.
ყველამ იცის არმიის "რა მაგარი გულშემატკივარი ვარ"
"როგორ თვალში მომდის" ამრმაზი
და როგორ ვქომაგობდი ბაგრატს ჯერ კიდევ პირველ ლიგაში რომ იყო იმ დროიდან
აიას კი 5 წელია მადლობას ვუხდი ბექების აზღრდისთვის

ხოდა სადაც ბაბუნაშვილს და მტრედს ახსენებთ იქვე ყოჩები არმაზი და არმიაც მიაყოლეთ, საიდანაც დაიწყო ყველაფერი yes.gif

არანაირად არ ვამართლებ არც აიას საქციელს არც ბაგრატისას და მითუმეტეს არც არმია, არმაზი, ყოჩებისას. უბრალოდ ნუ აზოგადებთ ამ პრობლემას ერთ დამრტყმელთან და კლუბთან არამედ ისაუბრეთ გლობალურად ვინაიდან საიდან დაიწყო ყველაფერი თქვენც კარგათ მოგეხსენებათ (არმაზი - ყოჩების ფრე). აი სად უნდა მომხდარიყო რეაგირება, ამ ფრის მერე უკვე აქტიურად იწერებოდა და განიხილებოდა სოც. ქსელში რასაც აპირებდა ყოჩები. შესაბამისად ამ თემაზე საუბარი არმაზი - ყოჩების თამაშით უნდა დაიწყოს და არა ბაბუნაშვილის მტრედზე დამიზნებული ბურთით.
ზოგადად ქართული რაგბი ჭაობად რომ ყალიბდება ეგ ფაქტია, მოყოლებული ამაშუკელის ამბავიდან დამთავრებული წინა წლის სამარცხვინო ბოლო 2 ტურით.

რაც დაიმართა აიამ ეგ მაგათი ბრალია და ალბათ გააზრებულიც ქონდათ რას ჩადიოდნენ, შესაბამისად დაიმსახურეს ის რაც დაიმსახურეს smile.gif


Posted by: ratomac aRa 22 Oct 2017, 16:21
ამ ტურნირის ფინალში რომ გავიდეს ბათუმი იქითა წელს ჩელენჯ კაპზე ითამაშებს?

QUOTE
ზოგადად ქართული რაგბი ჭაობად რომ ყალიბდება ეგ ფაქტია, მოყოლებული ამაშუკელის ამბავიდან დამთავრებული წინა წლის სამარცხვინო ბოლო 2 ტურით.


ჰო ეს ძაან ცუდი ტენდენციაა და ასე ჩუმად რომ ჩაიარა ტეხავს

დაღუპავს რაგბის ასეთ პოზიციაში ყოფნა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Oct 2017, 17:41
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/scores/recent.html

მიხვდებით ალბათ რომელი მაჩტიც იგულისხმება TBC v TBC

Posted by: Gio_G83 22 Oct 2017, 21:20
QUOTE
ზოგადად ქართული რაგბი ჭაობად რომ ყალიბდება ეგ ფაქტია, მოყოლებული ამაშუკელის ამბავიდან დამთავრებული წინა წლის სამარცხვინო ბოლო 2 ტურით


კი, ეგრეა
მაგაზე მთელი თემა იყო, შენც გახსოვს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Oct 2017, 18:41
QUOTE
იმათი #18 ნომერი როდის გამოჩნდა #3-ის ნაცვლად?
ეჭვი მაქვს, რომ შესვენებაზე და იმათმა მენეჯერმა უბრალოდ დაიკიდა --
შეცვლის ბარათიც კი არ შეავსო


ვიპოვე უიოლესად –– ეგრე მომხდარა!

user posted image

Posted by: Qolga 2 Dec 2017, 15:04
ერთ კვირაში თამაშია. ჰოდა, ერთი კითხვა. გასვლა-შინ პრინციპით არ არის თამაშები ხომ? ტიმიშოარასთან თამაშით წყდება ჯგუფში დაკავებული ადგილები?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Dec 2017, 15:28
იტალიელთა ხუშტურით, თითოჯერ ეთამაშები იქეთა ჯგუფის ოთხივე გუნდს

ბათუმი - ორივე იტალიურს გარეთ, გერმანიასა და რუმინეთს - შინ

სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/


Posted by: Qolga 2 Dec 2017, 18:32
ლუკასა და ნიკოს მამა

მადლობა smile.gif

Posted by: giorgi77 3 Dec 2017, 16:33
როგორც ფეისბუკზე მიპასუხეს, ხმალაძე ჯანმრთელადაა და იტალიელებთან ითამაშებს, რაც ძალიან კარგია ბათუმისთვის.

Posted by: GioWEED 8 Dec 2017, 15:49
ხვალ ხო თამაშია ვიადანა ბათუმი?

შემადგენლობა რატო არ გამოცხადდა?
რა ხდება ვინ აჩვენებს თამაშს, ვინები თამაშობენ რომელზეა თამაში.

იქნება სტრიმი მაინც?

Posted by: qobula 8 Dec 2017, 16:28
QUOTE
ხვალ ხო თამაშია ვიადანა ბათუმი?

შემადგენლობა რატო არ გამოცხადდა?
რა ხდება ვინ აჩვენებს თამაშს, ვინები თამაშობენ რომელზეა თამაში.

იქნება სტრიმი მაინც?


ჯერ არ აქვთ გარკვეული, იტალიელებისგან ელოდებიან პასუხს. თუ არ გააკეთეს არაფერი, ჩვენი ძალებით 1 კამერით გადაღებულ სტრიმს გავუშვებთო.

Posted by: giushki 8 Dec 2017, 16:57
მოვიგებთ!
user posted image

Posted by: dc120mm 8 Dec 2017, 19:45
ვიადანა არ ვიცი როგორი გუნდია,მაგრამ ესენი საბრძოლო შემადგენლობით არიან და თან მაგრად რო დჩეჩქვავენ იტალიელებს ეგეც ვიცი smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2017, 20:31
ტიმიშოარას ორი თვეა, ჯამაგირი არ აუღია და დემორალიზებულიაო

Posted by: dc120mm 8 Dec 2017, 21:10
QUOTE
ტიმიშოარას ორი თვეა, ჯამაგირი არ აუღია და დემორალიზებულიაო

ეს რუმინელები კიდე სულ ფულზე წუწუნებენ რა! სულ ეგ პრობლემა აქვს მაგათ კლუბებს!

Posted by: GioWEED 8 Dec 2017, 21:38
ძალიან კარგი, მაგათი გაგორება უნდა ვცადოთ, ვიადანა დიდი ვერაფერი გუნდია, აი ტიმოშარა უნდა გავაგოროთ დებიუტშივე და სერიოზული დაძახება გამოვა ეგ ბათუმისგან.

ვიადანას წესით უნდა მოვუგოთ.

Posted by: crusaders 8 Dec 2017, 21:48
კარგი შემადგენლობაა ფაქტიურად ოპტიმალური bis.gif bis.gif

Posted by: samxara91 9 Dec 2017, 11:03
ლაივი გვექნება ბათუმის თამაშის?

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 17:26
ტიმიშოარა - კალვიზანო დაწყებული უნდა იყოს, ვერსად ვერ ვიპოვე ანგარიში.

Posted by: GioWEED 9 Dec 2017, 17:46
15:13ს უგებდა ტიმიშოარა 75 წუთზე.

ჩვენების ლინკი არ იქნება? სად ვუყურო ბათუმს?

Posted by: jora84 9 Dec 2017, 17:48
GioWEED

ბათუმის ფეისბუკ გვერდზე იქნება ლაივიო თვით ბათუმის ფეისბუკ გვედმა დაწერა smile.gif

Posted by: giushki 9 Dec 2017, 18:01
მოკლედ ჩაისვარა ვიადანამ როგორც მოსალოდნელი იყო რეპორტაჟის ამბავში

Posted by: qobula 9 Dec 2017, 18:03
QUOTE
მოკლედ ჩაისვარა ვიადანამ როგორც მოსალოდნელი იყო რეპორტაჟის ამბავში


აშკარად sad.gif((

Posted by: ARN1994 9 Dec 2017, 18:03
Angarishi datseret xolme bichebo rogorts ki sheitsvleba

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 18:04
კალვიზანომ ბონუსით წააგო ტიმიშოარასთან 15-13. ცუდია რომ ბონუსი აიღეს, კარგია რომ წააგეს

Posted by: giushki 9 Dec 2017, 18:05
https://www.youtube.com/watch?v=_DM6K4RZoc4

აბა ჩაუჯექით ბიჭებო

Posted by: kobalt 9 Dec 2017, 18:07
აუ ეს რაარი )))))
სყრათებია )))

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 18:08
ლელო დავუდეთ მგონი ეგრევე. )))) კარგია 0-7 უკვე

Posted by: qobula 9 Dec 2017, 18:08
https://www.youtube.com/watch?v=_DM6K4RZoc4

14-0 -ს იგებენო

Posted by: giushki 9 Dec 2017, 18:09
დადეს ჩვენებმა და ერთი გარდასახული ლელოთი ვიგებთ. სტრიმი არის უსაზიზღრესი, იმიტომ რომ იტალიამ ჩაიჯვა და ჩვენებმა 1 კამერით გადაწყვიტეს ტრანსლაციის გადმოცემა - სულ არაფერს ჯობია.

Posted by: ARN1994 9 Dec 2017, 18:09
Vaa! Ukve 7-0 vigebt????????????????????,,,

Posted by: Isi_Folau 9 Dec 2017, 18:15
14-0




მარტო სთრიმის გამო უნდა დავსაჯოთ

Posted by: giushki 9 Dec 2017, 18:17
მიამაკარონა ბათუმმა მეორეჯერაც და უკვე 14-0 ვუგებთ))

დაგვიდეს ლელო და 14-7

Posted by: Alex-musi 9 Dec 2017, 18:23
დაგვიდეს ლელო 7 ან (5):14 ვიგებთ

Posted by: WP-Rex 9 Dec 2017, 18:30
რა სტრიმია დაველამდი ამის დედაც sad.gif((((

Posted by: Alex-musi 9 Dec 2017, 18:34
კაია იმათი შერკინება წამოვიღეთ მეტოქის 22 ში და ტენიკური ლელო 7:21
მაგრად ვჩაგრავთ შერკინებაში

Posted by: giushki 9 Dec 2017, 18:34
21-5

5 მეტრიანთან მივაწექით იმათი 3 გადედლდა და ტექნიკური ლელო მოგვცა მსაჯმა.

Posted by: Alex-musi 9 Dec 2017, 18:38
ფაქტიურად სლაიდ შოუა smile.gif))
ისე ქართული უფრო ისმის ტრიბუნაზე ვიდრე იტალიური

Posted by: FinEx 9 Dec 2017, 18:46
ჯარიმაც გავიტანეთ, სტადიონზე ინტერნეტი არ აქვთ? მემგონი ინტერნეტის გამოა ეს სლაიდშოუ

Posted by: WP-Rex 9 Dec 2017, 18:47
ტვ "ერთსულოვნებას" რომ გადმოეცა უფრო კარგი ხარისხი იქნებოდა sad.gif

Posted by: Alex-musi 9 Dec 2017, 18:48
24:5 მოვიგეთ ტაიმი
3 მეტოქის შერკინება წამოვიღეთ. ძალიან ვჩაგრავთ.
მოვიგებთ დიდი ალბათობით ახლა მთავარია 1 ლელო და ბონუსიც ჩვენია

Posted by: giushki 9 Dec 2017, 18:49
24-5

იმათი უიშვიათესი შეტევებიდან უკანასკნელი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმიც მორჩა.

Posted by: FinEx 9 Dec 2017, 18:54
ფლეშსქორზე ჰოლანდიის რაგბის ჩემპიონატი დევს და ამ ტურნირის თამაშები არ არის down1.gif
რა ხდება/მოხდა სხვაგან?
ტიმოშოარას მოუგია 15-13

Posted by: jora84 9 Dec 2017, 18:59
ის ვინ კარნახობს ნეტავ? ტიმუშუარა 15:13, ანუ ბონუსს მივაწვეთ ბიჭებოო boli.gif


მოიცა ადგილობრივი ინტერნეტიც არ არის? ვიღაცამ იკითხა თუ გაქვთო biggrin.gif

Posted by: Alex-musi 9 Dec 2017, 19:09
კალვიზანომ 1 ბონუსი აიღო ანუ ახლა აქვს 7 ქულა.
ბათუმი თუ ბონუსით მოიგებს წქნება 12
ანუ პირველი ადგილის კარგი შანსია.

Posted by: jora84 9 Dec 2017, 19:16
უშნოდ მოგვაჯდნენ რაცხა, საფანტი არ გაგვითავდეს მთავარია.

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 19:20
უაზრო გადაწყვეტილებებს რომ ირებენ მოედანზე მაგის გამო მოგვაჯდნენ. გუნდს აჯარიმებ შერკინებაში მოედნის ცენტრში და ისევ შერკინებას ითხოვ? იმის ნაცვლად რომ აუტზე გადაიტანო და პრემიალურ ლელოზე ითამაშო

Posted by: Gadareulli_uzomod 9 Dec 2017, 19:21
რა ანგარიშია ძმატცი?????? 30 და ჯანდაბა

Posted by: jora84 9 Dec 2017, 19:25
Gadareulli_uzomod


27-17 ვიგებთ


3030303030

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 19:32
როვიგო ემართება ბათუმს მგონი..... არ შეიძლება ასე თამაში. 24-27

Posted by: jora84 9 Dec 2017, 19:33
giorgi77

მაგას როვიგო კი არა ფიზმომზადება ქვია სამწუხაროდ mo.gif

Posted by: FinEx 9 Dec 2017, 19:40
QUOTE (jora84 @ 9 Dec 2017, 19:33 )
giorgi77

მაგას როვიგო კი არა ფიზმომზადება ქვია სამწუხაროდ mo.gif

ისე ფიზმომზადების გამო ამ დონეზე რომ გიჭირს ტეხავს
13 კაცს თუ ვერ დაუდეს საღოლ იმათ
უკვე 12-ს gigi.gif
მსაჯიც დაიტანჯა და ჩათვალა ტექნიკური givi.gif მე რომ ვყოფილიყავი ცოტა ადრე ჩავთვლიდი ტექნიკურს

Posted by: jora84 9 Dec 2017, 19:49
12 კაცი ვაფშე lol.gif lol.gif


30 სიმბოლო და ჯანდაბა

Posted by: Lotkinski 9 Dec 2017, 19:51
აბა არ გაგეცინება? ამოყარეს ხინკალი და ქაბაბი ღიპუცებმა? მალაადეც ბიძია, მალაადეც biggrin.gif

Posted by: Dr NULL 9 Dec 2017, 19:52
QUOTE
12 კაცი ვაფშე 

ცოტა მეტი დრო რომ ყოფილიყო, ათსაც ვნახავდით. ისე, რეკორდი რამდენია ვინ იცის?

Posted by: jora84 9 Dec 2017, 19:53
Lotkinski

აჭარული ხაჭაპურიც დავლანდე ბოლოსკენ biggrin.gif

Posted by: SGG 9 Dec 2017, 19:54
შEმცვლელEბი არ Yავს საერთOდ ბათUმს, მეორე ლიგის Dონის ხალხი ყავდათ MარქაფაშI

Posted by: zaal1969 9 Dec 2017, 20:02
პროფესიული გუნდი კელტთა ლიგაზე და შიდა ჩემპიონატი სამოყვარულო, მოყვარულებს ვისაც სურვილი ექნებათ პროფესიული რაგბი ითამაშონ ივარჯიშებენ მაგრად და დიდი ღიპით მოძუნძულე მოტივაციის არ მქონე მორაგბე ნაკლებად გვეყოლება

Posted by: ramazi-rugby 9 Dec 2017, 20:15
zaal1969
up.gif
სირცხვილია ევროპაში ასეთი ფიზიკით
მეტოქე რომ რამეს წარმოადგენდეს,კიდევ ხო...
ორი ტანჯვა გამოვიარეთ
ერთი თამაშის ყურება უხარისხო სტრიმით
მეორე-სვარკაზე უარესი თამაში

Posted by: BigG 9 Dec 2017, 20:26
ბათუმი მორჩა? ახლახანს შემოვედი სახლში და აღარც მახსოვდა.

Posted by: NAPSTER 9 Dec 2017, 20:27
კიდე დარჩა აქ იმის მომხრე, რომ კერძო კლუბებს ფული უნდა ვაძლიოთ, რათა მერე იმათ ღიპიან ბიძებს შემწეობა აძლიონ შორტებით ძუნძულში (აბა რასაც ეგენი აკეთებენ, მაგას სირბილი არ ქვია) და ლეგიონერები არ გვჭირდება, რათა ახალგაზრდებმა გამოცდილება უნდა მიიღონ? smile.gif


Posted by: Lotkinski 9 Dec 2017, 20:36
QUOTE
რათა ახალგაზრდებმა გამოცდილება უნდა მიიღონ?



რა გინდა კაცო, ყველ წელს გამოცდილებას მიიღებენ biggrin.gif

არ უნდა ამ კერძო სექტორს რაგბში ფულის ჩადება ჯერ და რა ვქნათ? მთავარი ბიზნესი აქ ბანკებია და ეგენი ჯერ ქაფავენ მაყუთს მოსახლეობაში, დასახარჯად არ ცალიათ.

Posted by: NAPSTER 9 Dec 2017, 20:42
Lotkinski
QUOTE
არ უნდა ამ კერძო სექტორს რაგბში ფულის ჩადება ჯერ და რა ვქნათ? მთავარი ბიზნესი აქ ბანკებია და ეგენი ჯერ ქაფავენ მაყუთს მოსახლეობაში, დასახარჯად არ ცალიათ.


არაფერი, რა უნდა ქნა?!
ფრენჩაიზი და დანარჩენი შიდა ჩემპიონატი სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულო.
არგენტინელებს თუ აქვთ სამოყვარულო შიდა ჩემპიონატი, ჩვენ რითი ვართ მაგათზე მეტი?!

Posted by: jora84 9 Dec 2017, 20:44
Lotkinski

ბათუმს ვინ ყავს ახალგაზრდა? biggrin.gif

არანაირი ხეირი ნაკრებს ამ სახის ტურნინებიდან არ ექნება, შინ დარჩენილი ბიჭებისთვის კი კარგია, ქვეყანას მაინც ნახავენ biggrin.gif


NAPSTER


QUOTE
ფრენჩაიზი და დანარჩენი შიდა ჩემპიონატი სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულო.
არგენტინელებს თუ აქვთ სამოყვარულო შიდა ჩემპიონატი, ჩვენ რითი ვართ მაგათზე მეტი?!


ოღონდ ჩვენ მათსავით ის უცნაური წესი არ უნდა მივიღოთ biggrin.gif

Posted by: ramazi-rugby 9 Dec 2017, 20:46
ფულიან ბიძებს რაგბი(სპორტი)კიდიათ
თუ სახელმწიფომ არ დაავალა,თეთრსაც არ გადაიხდის.
აბა სულ თავის ნებითაა თი ბი სი სპონსორი?
ან სოკარი
ან ნატახტარი
ან ვინც გინდა ის...
დაავალეს და იხდის.
არ გადაიხდის დაერხევა.
ფულიანებს ნაშობა,მანქანები და პარლამენტარობა ევასებათ უფრო.

ვინმე ეგეთი გვამი თუ გინახავთ ოდესმე სტადიონზე?
ჩვენ ჩემპიონატს ვგულისმობ.
(გარდა ვასაძისა).
ეგ დადის ხოლმე თავის ჰარლით და ბავშვებით.

Posted by: NAPSTER 9 Dec 2017, 20:46
jora84
QUOTE
შინ დარჩენილი ბიჭებისთვის კი კარგია, ქვეყანას მაინც ნახავენ


ეგაა
პაეზდკებში დადიან ბიჭები smile.gif

ჯერ ეს ვიადანა რა ორღობის დონეა და მერე ეს ვიადანა რომ მოგიგებს
* * *
ramazi-rugby
QUOTE
ფულიან ბიძებს რაგბი(სპორტი)კიდიათ
თუ სახელმწიფომ არ დაავალა,თეთრსაც არ გადაიხდის.
აბა სულ თავის ნებითაა თი ბი სი სპონსორი?
ან სოკარი
ან ნატახტარი
ან ვინც გინდა ის...
დაავალეს და იხდის.
არ გადაიხდის დაერხევა.
ფულიანებს ნაშობა,მანქანები და პარლამენტარობა ევასებათ უფრო.

ვინმე ეგეთი გვამი თუ გინახავთ ოდესმე სტადიონზე?
ჩვენ ჩემპიონატს ვგულისმობ.
(გარდა ვასაძისა).
ეგ დადის ხოლმე თავის ჰარლით და ბავშვებით.


და რახან ფულიან ბიძიებს არ აინტერესებთ, ამიტომ ჩემი და თქვენი გადასახადებით 10 კლუბი, თავისი გაბერილი მენეჯმენტით და პენსიონერი მოთამაშეებით უნდა ვარჩინოთ?!

რატომ, რახან შორტი აცვია და სტადიონზე დაძუნძულებს?
რა ხეირია მაგაში მილიონებს რომ ვხარჯავთ?

Posted by: jora84 9 Dec 2017, 20:48
ramazi-rugby

QUOTE
აბა სულ თავის ნებითაა თი ბი სი სპონსორი?
ან სოკარი
ან ნატახტარი


ჩამოთვლილები ასპონსორებენ ნაკრებს, რომელშიც ღირს კიდეც ფულის გადახდა.

აი შიდა ჩემპიონატი ვის რა დიპლიპიტოდ უნდა?



Posted by: NAPSTER 9 Dec 2017, 20:50
jora84
QUOTE
ოღონდ ჩვენ მათსავით ის უცნაური წესი არ უნდა მივიღოთ 


დროებითია ეგ
ზოგადად, არგენტინელებს ჩვენზე მეტად აქვთ დაცურებული და არა მარტო რაგბში ახასიათებთ დებილური რეგულაციების მიღება, მაგრამ ძალიან რომ ერხევათ, მერე აუქმებენ ხოლმე.
მაგ "მინდა ვიყო ზელანდია" წესსაც არ უწერია დიდი სიცოცხლე

Posted by: Gio_G83 9 Dec 2017, 20:52
ჰა რაო,
ახლაც არ გამოჩნდა რომ სამოყვარულოა შიდა ასპარეზი?
და დიდი10 ნამეტანი დიდია და მოზრდილი_6 ჯობია?

იგებ შერკინებას, +19 ქულას და ბოლოს აგებ
facepalm.gif

Posted by: Werner Voss 9 Dec 2017, 20:52
QUOTE
აბა სულ თავის ნებითაა თი ბი სი სპონსორი?
ან სოკარი
ან ნატახტარი
ან ვინც გინდა ის...
დაავალეს და იხდის.

არა მგონია, საქართველოს ნაკრები მარკეტინგულად საინტერესო თემაა უკვე და იმიტომაც გამოყო თი ბი სიმ ფეხი.

Posted by: BigG 9 Dec 2017, 20:53
ვერ გავიგე ბათუმმა წააგო? დასრულდა?

Posted by: lepori 9 Dec 2017, 20:53
QUOTE
ფრენჩაიზი და დანარჩენი შიდა ჩემპიონატი სამოყვარულო

ამ ფრენჩაიზის თემას ისე ხატავთ აქ , გეგონება გვეხვეწებიან და ჩვენ მაინც არ ვაკეთებთ
თუ რამე იცით და არ ამბობთ? biggrin.gif

ramazi-rugby
QUOTE
ფულიან ბიძებს რაგბი(სპორტი)კიდიათ

იმიტომ ხომ ხალხს კიდია სპორტი

რატომ უნდა ჩადო ფული იმ სპორტში რომლის ჩემპიონატზეც ასი-ორასი კაცი დადის და ნაკრების თამაშზე 30 ათასამდე ძლივს გროვდება, ისიც იმ დათქმით რომ ბილეთი 2-3 ლარი ეღირება

ბიზნესმენებს კი ხალხს კიდია სპორტი და ესაა რეალობა yes.gif



Posted by: diazi 9 Dec 2017, 20:54
ramazi-rugby
QUOTE
აბა სულ თავის ნებითაა თი ბი სი სპონსორი?

თავისი ნებითაა... მართლა უყვარს ხაზარაძეს რაგბი.
თეგეტაც თავისი ნებით გახდა რაგბის სპონსორი.
დანარჩენებზე არ ვიცი....

Posted by: jora84 9 Dec 2017, 20:57
lepori

ფული დაანახე და ერთმანეთს დაასწრებენ აქ ჩამოსვლას, ერთი აეროპორტი არ ეყოფათ biggrin.gif

სამხრეთ აფრიკელები სულ ლამაზი თვალების გამო აიმატეს რას ამბობ biggrin.gif

Posted by: ramazi-rugby 9 Dec 2017, 20:58
jora84
კი ღირს ჟორა ბატონო
მაგრამ ხომ ვიცით რომ თავის ნებით არავის უმტვრევია კავშირის კარი
გინდა თუ არა მე ვიქნები სპონსორიო

შიდა ჩემპიონატზე საუბარიც არაა

სახელმწიფო ისვრის ფულს და ხარჯეთ როგორც გინდათო
კონტროლს რად გაუწევს?

ადრეც ვწერდი აქ,
კოლმეურნეობის ხუთწლედის გეგმასავითაა ჩვენი საქმე
ხომ შესრულდა,
ხომ ჩატარდა
დაიწერა ოქმი.
იმის იქეთ ვინმე რამეს კითხულობს?
ან გეკითხება?

ბათუმი -არმაზის 26-19 ხომ იყო კარგი და სუფთა
ჩაიარა როგორც ბევრს ჩაუვლია.
აპრილ-მაისში იქნება კიდევ შარშანდელი სცენარები სავარაუდოდ.

Posted by: Lotkinski 9 Dec 2017, 20:58
QUOTE
ამიტომ ჩემი და თქვენი გადასახადებით 10 კლუბი, თავისი გაბერილი მენეჯმენტით და პენსიონერი მოთამაშეებით უნდა ვარჩინოთ?!

რატომ, რახან შორტი აცვია და სტადიონზე დაძუნძულებს?
რა ხეირია მაგაში მილიონებს რომ ვხარჯავთ?



ეჰ, ეს დიდი 10-ც წესით არ უნდა იყოს 10. უნდა შემცირდეს და საბიუჯეტო სახსრები მხოლოდ ჩემპიონ - პრიზიორზე უნდა გადანაწილდეს, დანარჩენებმა ირბინონ და იშოვონ სპონსორი. კარგია თვის ბოლოს დაგეგმილი ხელფასი, მესმის კარგად ამ მორაგბეებისაც, მაგრამ ამით რაგბის ხარისხი არ (ვერ) აიწევს. ერთი კლუბი კელტებში, და თუ გაიქაჩა კიდევ ფინანსები 1 გუნდი ჩელენჯზე, დანარჩენებმა სამოყვარულო ლიგა ითამაშონ უნდა. მთვარია ასფალტზე თამაში და ვარჯიში აღარ უწევთ.

Posted by: NAPSTER 9 Dec 2017, 20:59
lepori
QUOTE
ამ ფრენჩაიზის თემას ისე ხატავთ აქ , გეგონება გვეხვეწებიან და ჩვენ მაინც არ ვაკეთებთ
თუ რამე იცით და არ ამბობთ?


4 მილიონს აძლევს სახელმწიფო კერძო კლუბებს აი დღევანდელი ხარისხის რაგბის თამაშში.
მაგ 4 მილიონს ცოტა რომ წავამატოთ, ერთი ორი ფრენჩაიზი სიხარულით დაგვთანხმდება.
მთლად პრო14 და სუპერ რაგბი არ იქნება, მაგრამ ვიადანებთან და ტიმოშოარებთან თამაშს ბევრად აჯობებს

Posted by: SGG 9 Dec 2017, 20:59
lepori

საქართველოს ნაკრებს სპონსორები ნაღდად საბაზრო პრინციპებიდან
გამომდინარე ყავს და საინტერესო პროდუქტიცაა ყველასთVის.

15-20 ლარსაც საკმაოდ დიდი რაოდენობა იხდის ტამაშEბზე

Posted by: lepori 9 Dec 2017, 21:12
jora84
NAPSTER
ეგრე მარტივად თუა, მაგს აქმეს წინ რა უდგა ვერ ვხვდები

საინტერესოა ოფიციალური პირები (სვანიძე) რას ამბობენ,
თუ დააყენეს ეგ საკითხი საერთოდ

4 მილიონი + ცოტა არ უნდა იყოს ძნელი მოსაგროვებელი


Posted by: NAPSTER 9 Dec 2017, 21:15
lepori
QUOTE
ეგრე მარტივად თუა, მაგს აქმეს წინ რა უდგა ვერ ვხვდები


მარტივი არაა, უბრალოდ ფულიც არ გვაქვს და უფულოდ არც არავის სჭირდები.

QUOTE
4 მილიონი + ცოტა არ უნდა იყოს ძნელი მოსაგროვებელი


საიდან უნდა მოაგროვონ?
მაგ 4 მილიონს კლუბებს ვერ წაართმევენ, გამორიცხულია. სახელმწიფო ფულს არ გამოდის, არც ბიზნესი
ჰოდა ვართ ასე ჰაერში გამოკიდებული

Posted by: BigG 9 Dec 2017, 21:16
თქვენ ბათუმს აღადავებთ და ბორდოს თამაში უნდა გენეხათ ნიუკასლის წინააღმდეგ.

52-24 მოიგო ნიუკასლმა. ბორდოს პირველი შემადგენლობა არ ყავდა, მაგრამ მაინც სამარცხვინო იყო (ვოლავოლას ჩათვლით).

თუ არ უნდათ, რას მონაწილეობენ ამ ჩელენჯის თასზე? გულშემატკივრების მაინც არ ერიდებათ? გაიწიონ და სხვა ითამაშებს.

Posted by: lepori 9 Dec 2017, 21:21
NAPSTER
QUOTE
საიდან უნდა მოაგროვონ?

სვანიძე გამოვიდეს და თქვას, თუ X მილინ ლარს მოგვცემთ გინესის ლიგაში ვითამაშებთო,
დარწმუნებული ვარ მეორედღიდან ისეთი აქტუალური გახდება ეგ თემა, რომელიმე არჩევნებისწინ უსათუოდ გამონახავენ მაგ ფულს

რუსეთთან მატჩის დღეებში თუ იტყვის თლა უკეთესი biggrin.gif

QUOTE
მაგ 4 მილიონს კლუბებს ვერ წაართმევენ, გამორიცხულია

ეგ მართალია, მაგ ფულის წართმევა არ გამოვა,
მთავარია კიდე გაზარდონ ეგ 4 მილიონი, თორე შემცირება გამორიცხულია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Dec 2017, 21:46
წააგო ჩვენი ჯგუფის ოთხივე (!) გუნდმა, რის გამოც
არც წყალ’გამოღმა და არც გაღმა არაფერი შეცვლილა:

ბათუმი კვლავაც პირველ ადგილზეა sa.gif

სრულად http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/

*** ჰაიდელბერგს შეიძლება წაემატოს 1 ლელო --
როცა’კი | თუკი ოდეს’მე ოქმი გამოქვეყნდება

მოკლედ >> მარჯვნივ, ტაბლოზე

Posted by: giorgi77 9 Dec 2017, 21:55
მაგარი გაბრაზებული ვარ ბათუმის თამაშის მერე. ჩემი აზრით ქართული კლუბების დონე რაგბში და ფეხბურთში ერთნაირია. რაც ძალიან ცუდია ქართული რაგბისთვის. ფეხბურთი არ მადარდებს.

ვეთანხმები ნაპსტერს ფრანჩიზებზე, და ფულზეც. უაზრობაა საქართველოს ჩემპიონატი ასეთი მწირე რესურსებით. არაა ახალის მოგონება საჭირო, აგერ შოტლანდია, გააკეთეს ორი ძლიერი კლუბი და ათამაშებენ პრო14-ში. ჩვენ რომელი დიდი სარაგბო ერი ვართ რომ დავარბენინებთ 10 გუნდს ჩემპიონატში, რომელთა დონეც ძალიან დაბალია სუსტ ევროპულ კლუბებთან შედარებით. სამოყვარულო დონეზე თუ უნდათ 10 ლიგა გააკეთონ მაგრამ პროფესიულ რაგბთან არაფერი საერთო არა აქვს ჩვენ 10 კლუბს.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Dec 2017, 22:18
დაზუსტდა ყველაფერი:

ჰაიდელბერგმა მართლა ერთი დადო
ვიადანამ დაგვალელოვა 5-ჯერ

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/

@

Posted by: BigG 9 Dec 2017, 22:22
ბოლო ტურში ბათუმი წააგებს. კალვიზანო ფრეს ითამასებს, ხოლო პადოვა მოიგებს და ჩატოვებენ ბათუმს ჯგუფში - ღირსიც იქნება.

დააკვირდით, ბოლო ტურში ოთხივე იტალიური კლუბი ერთმანეთში თამაშობს.

Posted by: ramazi-rugby 9 Dec 2017, 22:41
თუ იტალიელებმა სათავისოდ ააწყვეს ბოლო ტური
და ასეც იქნება,
ბათუმს ოთხლელოიანი ფრეც არ უშველის რუმინეთთან
მხოლოდ მოგება
რომელიც ალბათ ცოტა საეჭვოა.
ასე რომ გავვარდით ალბათ 99%

Posted by: giorgi219 9 Dec 2017, 23:16
ნორმალური შედეგია, ჯერ-ჯერობით. პირველ ადგილზე ვართ ჯგუფში და გასვლის კარგი შანსი გვაქვს. ჩვენი ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი ტოლსწორად ეთამაშება იტალიის მეორე და მეხუთეადგილოსანს და ჯგუფში ასწრებს იტალიის პირველ ადგილოსანს.
აქ რომ ჰაიდელბერგს გადავურბინეთ, იმან კალვიზანოსაც მოუგო და პადოვასაც.
2017 წელია და პირველად ვთამაშობთ უცხოურ ტურნირზე.
როგორც ნაკრები გაუშინაურადა, ისე იზამენ კლუბებიც ცოტა ხანში.
ჯერ ტიმიშოარაც ვნახოთ აქ რას იზამს.
კარგი ბიჭები გვყავს
წინ, გამარჯვებისკენ!
მიდით ბიჭებო!

Posted by: BigG 9 Dec 2017, 23:20
QUOTE
როგორც ნაკრები გაუშინაურადა, ისე იზამენ კლუბებიც ცოტა ხანში.


კი, მომავალში სხვა კლუბები კარგად გამოვლენ, მაგრამ არა ეს კლუბი, ასეთი შემადგენლობით და ფიზიკური მომზადებით

Posted by: frager 9 Dec 2017, 23:25
QUOTE (NAPSTER @ 9 Dec 2017, 20:59 )
lepori
QUOTE
ამ ფრენჩაიზის თემას ისე ხატავთ აქ , გეგონება გვეხვეწებიან და ჩვენ მაინც არ ვაკეთებთ
თუ რამე იცით და არ ამბობთ?


4 მილიონს აძლევს სახელმწიფო კერძო კლუბებს აი დღევანდელი ხარისხის რაგბის თამაშში.
მაგ 4 მილიონს ცოტა რომ წავამატოთ, ერთი ორი ფრენჩაიზი სიხარულით დაგვთანხმდება.
მთლად პრო14 და სუპერ რაგბი არ იქნება, მაგრამ ვიადანებთან და ტიმოშოარებთან თამაშს ბევრად აჯობებს

და დაახლოებით იცის ვინმემ რამდენი ჯდება ერთი გუნდის გაკეთება რო პრო 14 ში გყავდეს, დაახლოებით მაინც რა თანხაზეა საუბარი ? 20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ ?

Posted by: jora84 9 Dec 2017, 23:30
frager

QUOTE
20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ


20 მილიონი ლარი? თუ ევრო?

20 მილიონ ევროდ ზე რაგბი თბილისში ივლის სათამაშოდ biggrin.gif

Posted by: lepori 9 Dec 2017, 23:39
QUOTE
ნორმალური შედეგია,

yes.gif

frager
QUOTE
და დაახლოებით იცის ვინმემ რამდენი ჯდება ერთი გუნდის გაკეთება რო პრო 14 ში გყავდეს, დაახლოებით მაინც რა თანხაზეა საუბარი ? 20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ ?

ფორუმზეა დათვლილი
7 მილიონი მახსოვს >> დაახლოებით მასე დადგინდა

სხვამაც თუ დათვალა სადმე ეგ არ ვიცი

მოკლე წარმოუდგენელ თანხებზე არაა ლაპარაკი
ერთ კაცს რომელიმე ნახატი რო გავუყიდოთ, გვეყოფა ათი-თხუთმეტი წელიწადი biggrin.gif

Posted by: frager 9 Dec 2017, 23:40
QUOTE (jora84 @ 9 Dec 2017, 23:30 )
frager

QUOTE
20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ


20 მილიონი ლარი? თუ ევრო?

20 მილიონ ევროდ ზე რაგბი თბილისში ივლის სათამაშოდ biggrin.gif

ნუ დოლარი ვთქვათ თუნდაც ჩემი რა მიდის lol.gif რა გახდა ამ ფულის შოვნა მარტო რამდენიმე თვით რო მოაკლო ყველას(სამინისტროები, მერია, საკრებულო და ა.შ.) პრემია-დანამატები კი ავა 20 მილიონ დოლარზე თავისუფლად gigi.gif
* * *
QUOTE (lepori @ 9 Dec 2017, 23:39 )
QUOTE
ნორმალური შედეგია,

yes.gif

frager
QUOTE
და დაახლოებით იცის ვინმემ რამდენი ჯდება ერთი გუნდის გაკეთება რო პრო 14 ში გყავდეს, დაახლოებით მაინც რა თანხაზეა საუბარი ? 20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ ?

ფორუმზეა დათვლილი
7 მილიონი მახსოვს >> დაახლოებით მასე დადგინდა

სხვამაც თუ დათვალა სადმე ეგ არ ვიცი

მოკლე წარმოუდგენელ თანხებზე არაა ლაპარაკი
ერთ კაცს რომელიმე ნახატი რო გავუყიდოთ, გვეყოფა ათი-თხუთმეტი წელიწადი biggrin.gif

მითუმეტეს 7 მილიონამდე თუ ჯდება გინდაც 10 იყოს განა რა თანხაა ისეთი რო ვერ გადაიხადონ, სადაც 200 მილიონით აფინასებენ ფეხბურთს.

Posted by: SGG 9 Dec 2017, 23:49
frager
QUOTE
20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ ?


20 მილიონად ზელანდიის ნაკრებს ვარბენინებთ თბილისში smile.gif)

25-40 მილიონი ევროს ფარგლებშია ფრანგული ძლიერი გუნდების ბიუჯეტი.

პრო14-ისთვის წელიწადში 5-6 მილიონად (დოლარი)ნორმალურ გუნდს გავაკეთებთ,ტოპ ქართველების გარდა, ყველას დავაბრუნებთ და 5-7 კარგ ლეგიონერსაც ავიმატებთ.
პირველ სეზონში 3-4 თამაშს მოვიგებთ ალბათ. ლეგიონერების გარეშე გამორიცხულია რამის მიღწევა.

მაგრამ სალაპარაკოდ იოლია და ზედიზედ რამდენიმე წელი ასეთი ბიუჯეტის შოვნა,წარმოუდგენელი ჩანს ქართული რაგბისთვის.

Posted by: frager 10 Dec 2017, 00:00
QUOTE (SGG @ 9 Dec 2017, 23:49 )
frager
QUOTE
20 მილიონზე მეტი ჯდება ვითომ ?


20 მილიონად ზელანდიის ნაკრებს ვარბენინებთ თბილისში smile.gif)

25-40 მილიონი ევროს ფარგლებშია ფრანგული ძლიერი გუნდების ბიუჯეტი.

პრო14-ისთვის წელიწადში 5-6 მილიონად (დოლარი)ნორმალურ გუნდს გავაკეთებთ,ტოპ ქართველების გარდა, ყველას დავაბრუნებთ და 5-7 კარგ ლეგიონერსაც ავიმატებთ.
პირველ სეზონში 3-4 თამაშს მოვიგებთ ალბათ. ლეგიონერების გარეშე გამორიცხულია რამის მიღწევა.

მაგრამ სალაპარაკოდ იოლია და ზედიზედ რამდენიმე წელი ასეთი ბიუჯეტის შოვნა,წარმოუდგენელი ჩანს ქართული რაგბისთვის.

სახელმწიფოს გარდა ალბათ ვერავინ ვერ აიღებს ეგეთ ვალდებულებას, არამგონია ცალკეულ ინვესტორმა ამდენი ფული ჩადოს თუ მართლა რაგბი სიგიჟემდე არ უყვარს

Posted by: FullbackAce 10 Dec 2017, 01:37
რამოდენიმე ხერხია რომლითაც შეიძლება ეს მოხდეს.

1) სახელმწიფო. - მართალია მეც იმ ხალხის რიცხვს მივეკუთნები ვისაც არ მოსწონს სახელმწიფოსგან კერძო კლუბების დაფინასნება მაგრამ სადაც უკვე ვაფინანსებთ(უფრო ვანიავებთ ვიდრე ვაფინანსებთ) უამრავ საფეხბურთო და სარაგბო კლუბს იქ შეიძლება იმის მოთხოვნაც რომ 10 უდონო კლუბის მაგივრად 2 გვქონდეს ისეთი რომ მინიმალურ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. (ფეხბურთის გულშემატკივარს რომ ტვინი ქონდეს ისიც იგივეს მოთხოვდა თავის მესვეურებს, ამდენი ჭ კლასის/კორუმპირებული გუნდის მაგივრად 4 ყავდეთ ნორმალური არ ურჩევნიათ ?)

2)ხარჯის გაყოფა რამოდენიმე კომპანიის/სპონსორის მხრიდან. ვთქვათ 10მა კომპანიამ შექმნას ბორდი და გაიყონ თანხები. მაგრამ ქართული კომპანიების ამბავი რო ვიცით მაქსიმუმ ერთი ორი წელი გაქაჩონ, მერე მობეზრდებათ და დაანებებენ თავს.

3) მასობრივი დაფინანსება. - ცოტა რთული და არაორდინალური.

4) უცხოეთში უნდა ვიყიდოთ/შევქმნათ კლუბი რომელიც თავის თავს შეინახავს და იქ გავუშვათ მორაგბეები. - ნუ ეს იმ შემთხვევაში თუ აქ ნორმალური გუნდის გაკეთების ყველა პირობა გამოირიცხა.

Posted by: lepori 10 Dec 2017, 01:44
SGG
QUOTE

25-40 მილიონი ევროს ფარგლებშია ფრანგული ძლიერი გუნდების ბიუჯეტი.

პრო14-ისთვის წელიწადში 5-6 მილიონად (დოლარი)ნორმალურ გუნდს გავაკეთებთ

და შემოსავალი დაახლოებით რამდენი იქნება?
>> სპოსნორები, ბილეთები, ტელ.ტრანსილაცია და ა.შ.

თუ ეგ 6 მილიონი სუფთა ხარჯია, შესაძლო შემოსავლის გათვალისწინებით

Posted by: SGG 10 Dec 2017, 02:03
lepori
QUOTE
და შემოსავალი დაახლოებით რამდენი იქნება?
>> სპოსნორები, ბილეთები, ტელ.ტრანსილაცია და ა.შ.

თუ ეგ 6 მილიონი სუფთა ხარჯია, შესაძლო შემოსავლის გათვალისწინებით


20% რომ მოვაგროვოთ მაგ წყაროებით,მაგარი შედეგი იქნება.

FullbackAce
QUOTE
3) მასობრივი დაფინანსება. - ცოტა რთული და არაორდინალური.


ეს აუცილებლად გასაკეტებელია,თუნდაც ნაკრებისთვის.
მაგალიტად უელსის რაგბის კავშირს აქვს კავშირის ოქროს წევრობა.
ღირდეს ვთქვათ წლიური წევრობა 100 ლარი- სანაცვლოდ თბილისის ყველა თამაშზე უფასო ბილეთი,საუკეთესო ადგილები და რაღაც წვრილმანი პრივილეგიები.სპონსორების ჩართვაც შეიძლება ასეთ აქციებში.ვთვათ იყიდე წევრობა 150 ლარად
და მიღე თეგეტასგან საჩუქრად რაღაც რაოდენობა მანქანის ზეთი. პირობითად ვამბობ.
რაღაც ძვრები კი დაწყებული კომერციალიზაციის თვალსაზრისით,ფასი დაედო ბილეთებს,მაისურები იყიდება,ცოტ-ცოტა ფული აქედანაც შედის უკვე,მაგრამ მაინც ძალიან ნელი ნაბიჯებია.

Posted by: KOKOITIDZE 10 Dec 2017, 04:03
ჩვენ თუ იმის მოლოდინში ვართ, როდის გახდება რაგბი საქართველოში საინტერესო ბიზნესის საკეთებლად, წასული ყოფილა ჩვენი საქმე. თუ სახელმწიფოს რეალურად უნდა რაგბის განვითარება, მოუწევს ჯიბისკენ ხელის წაღება. სხვა შემთხვევაში ვიქნებით იქ, სადაც ვართ. ცარიელი ფრაზები - რაგბი ჩვენი თამაშია არ კმარა... ლოზუნგები ისეც ყველას ყელში აქვს ამოსული. განსაკუთრებით აქ, საქართველოში. ვიცი, რომ ახალს და საინტერესოს არაფერს ვიძახი, მაგრამ ხანდახან მიკვირს ჩვენი სურვილების და ამბიციების (პირველ რიგში ჩემი) იმ ფონზე, რასაც დღეს ხარჯავენ სპორტის ამ სახეობაში.

Posted by: barcabarcabarca 10 Dec 2017, 04:17
მე ერთი რამ მაინტერესებს.
ვიცი, რომ რაგბის კავშირი კარგად მუშაობს, მენეჯმენტი და რამე., მაგრამ
კლუბის გაკეთების პროექტი შეადგინეს?]
მთავარი პლიუსები გამოკვეთეს?

ხარჯები გაწერეს?
დასრულებული პროექტი დეტალური ბიუჯეტით სახელმწიფოს წარუდგინეს?
სპონსორებს?

თუ არა - საიდან ვასკვნით რომ 'ფულს ვერ ვშოულობთ".
თუ კი - მაშინ ხმამაღლა თქვან რომ გვქონდა პროექტი და უარი გვითხრეს,

Posted by: lepori 10 Dec 2017, 05:42
barcabarcabarca
QUOTE
მე ერთი რამ მაინტერესებს.
ვიცი, რომ რაგბის კავშირი კარგად მუშაობს, მენეჯმენტი და რამე., მაგრამ
კლუბის გაკეთების პროექტი შეადგინეს?]
მთავარი პლიუსები გამოკვეთეს?

ხარჯები გაწერეს?
დასრულებული პროექტი დეტალური ბიუჯეტით სახელმწიფოს წარუდგინეს?
სპონსორებს?

თუ არა - საიდან ვასკვნით რომ 'ფულს ვერ ვშოულობთ".
თუ კი - მაშინ ხმამაღლა თქვან რომ გვქონდა პროექტი და უარი გვითხრეს,

მანდა ვარ მეც..

ეს ამბავი უნდა გაირკვეს ჯერ:

QUOTE
დასრულებული პროექტი დეტალური ბიუჯეტით სახელმწიფოს წარუდგინეს?
სპონსორებს?

თუ არა - საიდან ვასკვნით რომ 'ფულს ვერ ვშოულობთ".
თუ კი - მაშინ ხმამაღლა თქვან რომ გვქონდა პროექტი და უარი გვითხრეს,


Posted by: GioWEED 10 Dec 2017, 08:17
lepori
barcabarcabarca

წარდგენილი ქონდათ უკვე, სვანიძემ თქვა +6 მილიონი ლარი ვთხოვეთო და უარი მივიღეთო.

Posted by: giushki 10 Dec 2017, 15:17
1,4 მილიარდი. ეს მარტო პრემიებზე რაც გაიცა მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში.
საგარეო ვალი 5+ მილიარდი აშშ დოლარი.

უჭირს ქვეყანას ბიჭებო, ხალხია დასაძღობი უძირო მუცლებით და რა დროს რაგბია.

ზუსტადაც რომ რაგბს, ძიუდოს და ყველაფერს რაც იმედის მომცემია პირველრიგში მაგას გამოუსვავენ ცელს wink.gif დაფინანსება არა იხვის ტოლმა ვაზის ფოთოლში.

თორემ კალკულაციის გაკეთებას და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოზიდვას ჩვენები როგორღაც მოახერხებენ შემდეგომ პერიოდებში. დაწყებაა ძალიან ძნელი და თემაც აქტუალურია ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, ისეთ სისულელეებში იხარჯება სახ. ბიუჯეტის ფული (მაგ: მეძავების სწავლა-განათლება), რომ რატომაც არ შეიძლება ჩაიდოს ქვეყნისთვის წარმატების მომტან და იმიჯის შემქნელ სპორტში?

არაა ეს ქვყანა და დიდი ხანი არ იქნება კიდევ..

Posted by: KOKOITIDZE 10 Dec 2017, 15:48
ბავშვების აღზრდაში ჩადებული ფულიც ზედ გადაყრილია, თუ ამ ბავშვებს შემდეგში შესაბამის დონეზე თამაშის საშუალებას არ მისცემ. რამდენიც არ უნდა ხარჯო აკადემიებში, თუ ეს ბავშვები მაღალი დონის ტურნირებში არ ჩაერთვებიან, უბრალოდ ვერ განვითარდბიან და საბოლოოდ დარჩებიან იმ დონეზე, რა დონეზეც უწევთ თამაში. ხოდა რა გამოდის? ნაწილობრივ გაკეთებული საქმე და უშედეგოფ, ზედ გადაყრილი თანხები.

Posted by: GIORGI112 10 Dec 2017, 15:58
barcabarcabarca
ქონდათ წარდგენილი და უარი ტკიცეს... sad.gif

ნუ კერძო ინტერესები მგონი საერთოდ არ იყო მაგ კუთხით

Posted by: giorgi77 10 Dec 2017, 17:07
იქნებ ჩვენ რამენაირად შევაწუხოთ ბიზნესი ან თუნდაც თბილისის მერი, ერთი პროფესიული კლუბი თბილისს ეკუთვნის. არაა თბილისი ღარიბი ქალაქი. გადავხედე დასწრებას ჩელენჯის თასზე ასევე ჩემპიონთა თასზე, მერყეობს 6000 დან 20000 ფარგლებში. 6 ათასი თბილისში მოვა ნაღდად ტოპ რაგბის საყურებლად

Posted by: barcabarcabarca 10 Dec 2017, 17:27
GIORGI112
GioWEED
მდაა, არც კი ვიცი რა ვთქვა.
კონფრონტაციაში შესვლა არ აწყობთ, ცხადია, თორემ
მე რო ვიყო რაგბის კავშირში სულ დედის ტრაკს დავაფარებდი სპორტის და ეკონომიკის სამინისტროებს.
დანაშაულია ამის არ გაკეთება და 6 მილიონი ლარის დაზოგვა.

საახალწლო განათება დაგვიჯდა 3 მილიონი, ერთი თვე რუსთაველზე 'ლამპოჩკები' ბლიად.

რაგბზე არაა საქმე და რაგბის სიყვარულზე.
ფიგურულ სრიალში ან მხატვრულ ტანვარჯიშში რომ ვიყოთ იგივე ზღურბლზე მაშინაც ამას ვიტყოდი.
ღალატია უბრალოდ.

დეტალები უნდა ვიცოდეთ კაცო. რა მოტივით ეთქვათ უარი და ა.შ.

Posted by: MAKARSKA 10 Dec 2017, 17:54
barcabarcabarca
რაგბზე არაა საქმე და რაგბის სიყვარულზე.
ფიგურულ სრიალში ან მხატვრულ ტანვარჯიშში რომ ვიყოთ იგივე ზღურბლზე მაშინაც ამას ვიტყოდი.
ღალატია უბრალოდ.

მაგ სპორტებში კიდევ უფრო წინ ვართ ძმა, უბრალოდ საქართველოში არაა პოპულარული რატომღაც.

Posted by: frager 10 Dec 2017, 18:07
QUOTE (barcabarcabarca @ 10 Dec 2017, 17:27 )
GIORGI112
GioWEED
მდაა, არც კი ვიცი რა ვთქვა.
კონფრონტაციაში შესვლა არ აწყობთ, ცხადია, თორემ
მე რო ვიყო რაგბის კავშირში სულ დედის ტრაკს დავაფარებდი სპორტის და ეკონომიკის სამინისტროებს.
დანაშაულია ამის არ გაკეთება და 6 მილიონი ლარის დაზოგვა.

საახალწლო განათება დაგვიჯდა 3 მილიონი, ერთი თვე რუსთაველზე 'ლამპოჩკები' ბლიად.

რაგბზე არაა საქმე და რაგბის სიყვარულზე.
ფიგურულ სრიალში ან მხატვრულ ტანვარჯიშში რომ ვიყოთ იგივე ზღურბლზე მაშინაც ამას ვიტყოდი.
ღალატია უბრალოდ.

დეტალები უნდა ვიცოდეთ კაცო. რა მოტივით ეთქვათ უარი და ა.შ.

ან რამე პეტიცია რო იქნას შედგენილი მაინც არ შეიბერტყავენ ყურს? და გულშემატკივრები მოაწერდნენ ხელს რო დააფინანსონ ერთი გუნდი პრო 14 ში. ერთი 50000 ხელმოწერის შეგროვება თავისუფლად შეიძლება თუ უშველის რამეს რა თქმა უნდა.
თუ ამანაც არ გაჭრა და მაშინ უკვე ხეჩიკაშვილს უნდა მოვუწყოთ სახლის პიკეტირება და არ შეუშვათ სანამ არ გაანძრევენ ერთ ადგილს და არ გამოყოფენ დაფინანსებას. gigi.gif

Posted by: giorgi77 10 Dec 2017, 18:24
პეტიცია არაა ცუდი იდეა, რაოდენობაც შეგროვდება ოღონდ ვის პეტიცია? ვინც წყვიტავს რამეს ქვეყანაში, პრემიერს ალბათ?

Posted by: dc120mm 10 Dec 2017, 19:09
MAKARSKA
QUOTE
მაგ სპორტებში კიდევ უფრო წინ ვართ ძმა, უბრალოდ საქართველოში არაა პოპულარული რატომღაც.

შენ კიდე ნუ იტყვი ხოლმე სასწაულს რა smile.gif რაგბზე წინ არის მხატვრული ტანვარჯიში? ან ფიგურული სრიალი?

barcabarcabarca
QUOTE
დანაშაულია ამის არ გაკეთება და 6 მილიონი ლარის დაზოგვა.

საახალწლო განათება დაგვიჯდა 3 მილიონი, ერთი თვე რუსთაველზე 'ლამპოჩკები' ბლიად.

არ არის ეგრე ძმა,ბიუჯეტის ფულზეა საუბარი,მეც მირჩევნია სიტყვაზე ვიღაც გასქუებული ჩინოვნიკების პრემიების ნაცვლად რაგბში წავიდეს ეს ფული,მაგრამ თავის მხრივ მირჩევნია,პენსიონერებზე და სოციალურ პრობლემებზე დაიხარჯოს ვიდრე ჩვენი ფრანჩაიზის აქეთ იქით ფრენაზე!

ხალხის ფულია და ზოგს რაგბი სულ სირზე კიდია და რუსთაველზე საახალწლო განათება უფრო ურჩევნია!

Posted by: SGG 10 Dec 2017, 19:26
dc120mm
QUOTE
არ არის ეგრე ძმა,ბიუჯეტის ფულზეა საუბარი,მეც მირჩევნია სიტყვაზე ვიღაც გასქუებული ჩინოვნიკების პრემიების ნაცვლად რაგბში წავიდეს ეს ფული,მაგრამ თავის მხრივ მირჩევნია,პენსიონერებზე და სოციალურ პრობლემებზე დაიხარჯოს ვიდრე ჩვენი ფრანჩაიზის აქეთ იქით ფრენაზე!

ხალხის ფულია და ზოგს რაგბი სულ სირზე კიდია და რუსთაველზე საახალწლო განათება უფრო ურჩევნია!


ეგრეა. თუ ფული მაინც იყრება, სიტყვაზე ჩინოვნიკების პრემიებზე,ფეხბურთზე ან კონცერტებზე მიცემას,ბაზარი არაა, მაგ ფულის რაგბზე მიცემა მირჩევნია,მაგრამ სწორი ნაღდად არაა.
მაგ სფეროებსაც ყავს თავისი ლობი და იმაზეა აწყობილი,ვისაც მეტი კავშირები აქვს ხელისუფლებასთან,ის მეტ ფულს გამოტყუებს.

პრობლემის თავი და ტავი კი მენტალიტეტია - სპორტსმენობა,მომღერლობა და მსახიობობა არის ჩვეულებრივი პროფესიები და სხვა პროფესიის ხალხი არაა ვალდებული იპახაოს და ესენი არჩინოს.

Posted by: frager 10 Dec 2017, 19:33
QUOTE (dc120mm @ 10 Dec 2017, 19:09 )
MAKARSKA
QUOTE
მაგ სპორტებში კიდევ უფრო წინ ვართ ძმა, უბრალოდ საქართველოში არაა პოპულარული რატომღაც.

შენ კიდე ნუ იტყვი ხოლმე სასწაულს რა smile.gif რაგბზე წინ არის მხატვრული ტანვარჯიში? ან ფიგურული სრიალი?

barcabarcabarca
QUOTE
დანაშაულია ამის არ გაკეთება და 6 მილიონი ლარის დაზოგვა.

საახალწლო განათება დაგვიჯდა 3 მილიონი, ერთი თვე რუსთაველზე 'ლამპოჩკები' ბლიად.

არ არის ეგრე ძმა,ბიუჯეტის ფულზეა საუბარი,მეც მირჩევნია სიტყვაზე ვიღაც გასქუებული ჩინოვნიკების პრემიების ნაცვლად რაგბში წავიდეს ეს ფული,მაგრამ თავის მხრივ მირჩევნია,პენსიონერებზე და სოციალურ პრობლემებზე დაიხარჯოს ვიდრე ჩვენი ფრანჩაიზის აქეთ იქით ფრენაზე!

ხალხის ფულია და ზოგს რაგბი სულ სირზე კიდია და რუსთაველზე საახალწლო განათება უფრო ურჩევნია!

ხო მაგრამ მაგ ბიუჯეტის ფულს მე და შენც ვავსებთ ხო ? ანუ ჩვენი ფულიცაა და რატო არ გვაქ მოთხოვნის უფლება ? პენსიებზე და ა.შ. გეთანხმები მაგრამ არავინ ითხოვს პენსიებს და სოციალურ დახმარებას მოაკელით ეგ ფულიო. ან ფეხბურთს რო 200 მილიონს აძლევენ ვის უნდოდა რო ? მაინც თვითონ წყვიტავენ ეგენი სად წავიდეს ეგ ფული და ხალხის კეთილდღეობა სუ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და იქნება როგორმე ეს 5 მილიონი მაინც გა#####უოთ როგორმე.

Posted by: GIORGI112 10 Dec 2017, 21:28
პრემია დანამატებს ვაფშე არ უნდა იღებდნენ.... რაში იღებენ პრემიებს ხ.ზ
რამდენიმე წლის წინ ჩემს რეგიონში აგვისტოში ძლიერი სტიქიური უბედურება იყო და სამთავრობო რგოლიდან ყველა შვებულებაში რომ იყო, ვერ წვდებოდნენ და ვერ ახერხებდნენ ზარალის დათვლას. კარგი აკად. მოსწრების სტუდენტებს გვთხოვეს დახმარება, აგვინაზღაურეს კიდეც.... და მერე ადგილობრივმა მთავრობის წევრებმა პრემია-დანამატები აიღეს, მოტივით სტიქიის დროს ვმუშაობდითო biggrin.gif მაგრამ ჰე რას ეტყვი ბიუჯეტის ფული რაში იხარჯება :/ რო რამე ვერც მიაწვება სრკ გინდა თუ არა მოგვეცითო. ვალდებულებაა თუ რა ? მოკლედ რა

ეგ კი არა ლარის გაუფასურების შემდეგ გაზრდა თხოვეს, ხარჯების ნაწილი დოლარში გვაქვსო... და ამაზეც უარი მიიღეს.

Posted by: LAZY@2016 11 Dec 2017, 02:33
ვაა....მაგარი კომედია გაიჩითა....ერთი ამბობს პრემიები შეიკვეცონო....მეორემ მერი შევაწუხოთო...მეასამემ სპორტის სამინისტროს დედა უნდა მოუ-ნო....

ამას თუ კითხულობენ ეხლა პარტიის ბობოლა წევრები...შეიძლება ჩაიჯვან სიცილისგან...

ხანდახან მგონია ფორუმელები საქართველოში არ ცხოვრობენ....ემიგრანტი ქართველები წერენ.....

მე ჩემ ვარიანტს შემოგთავაზებთ...მალე ახალი წელია....დავუწეროთ წერილი სანტას და რო გავიგვიძებთ დილით გვეყოლება ფრანჩიზა სუპერ რაგბში....

Posted by: barcabarcabarca 11 Dec 2017, 03:00
QUOTE (frager @ 10 Dec 2017, 18:07 )
QUOTE (barcabarcabarca @ 10 Dec 2017, 17:27 )
GIORGI112
GioWEED
მდაა, არც კი ვიცი რა ვთქვა.
კონფრონტაციაში შესვლა არ აწყობთ, ცხადია, თორემ
მე რო ვიყო რაგბის კავშირში სულ დედის ტრაკს დავაფარებდი სპორტის და ეკონომიკის სამინისტროებს.
დანაშაულია ამის არ გაკეთება და 6 მილიონი ლარის დაზოგვა.

საახალწლო განათება დაგვიჯდა 3 მილიონი, ერთი თვე რუსთაველზე 'ლამპოჩკები' ბლიად.

რაგბზე არაა საქმე და რაგბის სიყვარულზე.
ფიგურულ სრიალში ან მხატვრულ ტანვარჯიშში რომ ვიყოთ იგივე ზღურბლზე მაშინაც ამას ვიტყოდი.
ღალატია უბრალოდ.

დეტალები უნდა ვიცოდეთ კაცო. რა მოტივით ეთქვათ უარი და ა.შ.

ან რამე პეტიცია რო იქნას შედგენილი მაინც არ შეიბერტყავენ ყურს? და გულშემატკივრები მოაწერდნენ ხელს რო დააფინანსონ ერთი გუნდი პრო 14 ში. ერთი 50000 ხელმოწერის შეგროვება თავისუფლად შეიძლება თუ უშველის რამეს რა თქმა უნდა.
თუ ამანაც არ გაჭრა და მაშინ უკვე ხეჩიკაშვილს უნდა მოვუწყოთ სახლის პიკეტირება და არ შეუშვათ სანამ არ გაანძრევენ ერთ ადგილს და არ გამოყოფენ დაფინანსებას. gigi.gif

მაგ 50 000 კაცმა დღეში 30 თეთრი რო ჩარიცხოს რაგბის კავშირის ანგარიშზე ხელმოწერების მაგივრად, კლუბი გვექნება biggrin.gif


რაც შეეხება იმას, რომ თურმე თამუნას თხილამურები მოსწონს და კახას 'ლამპუჩკები'

სახელმწიფო იმისთვისაა (უნდა იყოს) სახელმწიფო, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა შეეძლოს და ზოგადი ინტერესიდან ამოვიდეს.

კარგად დაითვალონ ერთი (არაა ფულადი სახით) რას აძლევს დღეს რაგბი სახელმწიფოს და
რას მისცემდა კიდევ მეტი პროგრესის შემთხვევაში.


Posted by: Darker Side 11 Dec 2017, 11:50
ფრანჩიზას რატომ ამბობთ? საიდან მოვიდა ეს სიტყვა? ფრენჩაიზი არ ქვია მაგას?

დიდი ხანია ვკითხულობ ამ თემას და ამომასხა biggrin.gif

Posted by: giorgi219 11 Dec 2017, 12:00
ბათუმის სტადიონი რამდენ კაცს იტევს? კარგი ქომაგობა სჭირდება ეხლა ჩვენს გუნდს და ტიმიშოარას წაქცევა. მერე და მერე შანსები გაიზრდება. გუნდი ეჩვევა იმპორტულ მორაგბეებს და შეცდომებიც ნაკლები იქნება, ასე მგონია. ამ ერთ კვირაში კარგი მომზადებით შეიძლება დადებითი შედეგის დადება.


Posted by: otia-83 11 Dec 2017, 12:10
giorgi219
QUOTE
კარგი ქომაგობა სჭირდება ეხლა ჩვენს გუნდს

კიბატონო, მაგრამ უფრო მეტად კარგი ფიზმომზადეა სჭირდება მაგ გუნდს. ასევე ფსიქოლოგიურ ტაქტიკური მომზადებაც.


იტალიაში ნათამაშები ორივე მეორე ტაიმი იყო სამარცხვინო.

Posted by: NAPSTER 11 Dec 2017, 12:38
Darker Side

ოფიციალურად არც ერთია სწორი და არც მეორე.
ქართულად ფრენშაიზინგი ქვია biggrin.gif
წყარო: სამოქალაქო კოდექსი

Posted by: GIORGI112 11 Dec 2017, 13:30
ფრანები გვევასება კაცო პრობლემაა ? biggrin.gif vik.gif war.gif chest.gif old.gif popcorn.gif yes.gif rolleyes.gif aba.gif

Posted by: Gio_G83 11 Dec 2017, 13:30
QUOTE
იტალიაში ნათამაშები ორივე მეორე ტაიმი იყო სამარცხვინო.


ეგ კი ეგრეა, მარგამ
მიზეზი რაო, არ უთქვამთ?
ა, თუ ჟურნალისტს არ უკითხავს...

მოკლე სათადარიგო სკამიო - არ თქმულა?
და დისციპლინაშიც რომ მოვიკოჭლებთ?
ან ფიზმომზადება, რომ აქილევსის ქუსლია...
და ტაქტიკა არაფერშუაშია ვითომ? ზედიზედ ორი გასვლაა ამხელა უპირატესობას 10-15 წუთში რომ ვანიავებთ?

და მაინც პირველზე ვართ ჯგუფში
ჩვენ კი ეს ირბ-ული ეჯიბრება-ერკინება პრინციპი არ მოგვწონდა

ყველაფერ ამის მერე სახეშიხელშემორტყმული ღიმილუკა
facepalm.gif

Posted by: giorgi219 11 Dec 2017, 13:57
ერთი მოგება და ორი წაგება გვაქვს, თუმცა ორივე მარცხის დროს ღირსეულად იბრძოლეს ჩვენებმა. ბოლო ტურში, სულაც 12 დარჩენილან, თუმცა ქულა ავიღეთ და ეს არის მთავარი.

ბოლო ტურში, როვიგოს უეჭველი მოგება სჭირდება კალვიზანოსთან და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. თუ როვიგო დათმობს და ჰაიდელბერგი მოიგებს, მაშინ ჰაიდელბერგი გადის. როვიგოს გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ გავდივართ ჯგუფიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ტიმიშოარას ვერ მოვუგეთ. თუ ტიმიშოარასთან ფრე ვითამაშეთ, ან ისე წავაგეთ რომ 2 ქულა ავიღეთ, მაშინაც გავდივართ.

ტიმიშოარა ყველა ვარიანტში გადის და შესაბამისად მოტივაციაც არ ექნება გრანდიოზული, შესაძლოა დაასვენოს კიდეც ძირითადი შემადგენლობა. ასე რომ, შანსები დიდი გვაქვს და ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაც თავისუფლად შეიძლება მომავალი წლის თამაშებისთვის, თუ ამ ეტაპს გადავლახავთ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 12:02
user posted image

http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2017_1216_FAR_04_BTM-TMS.htm


2017-18 * კონტინენტის ფარი

IV ტური * მატჩი # 13

შაბ 16/12 2017 | ბათუმი, რაგბი’არენა @ 15.00

ბათუმი (ბთმ)

1 ზურაბ ერისთავი [1] ©
2 ბექა მამრიკიშვილი [2]
3 ტარიელ დონაძე [3]
4 ამირან მიქაძე
5 სანდრო ქოიავა
6 ვანო ფუტკარაძე
7 გიორგი თხილაიშვილი
8 ხვიჩა ბუჯიაშვილი

9 ზურაბ თუთბერიძე
10 ლაშა ხმალაძე
11 გიორგი გოგიტიძე
12 ბექა ურჯუკაშვილი
13 დავით ტრაპაიძე
14 ალექსანდრე ტუჩაშვილი
15 ბახვა კობახიძე

16 ირაკლი კვანტიძე [2]
17 მურმან ჯიჯავაძე [1]
18 შოთა გოგისვანიძე [3]
19 არჩილ ალიქაძე
20 ჯონდი კორტავა

21 დურმიშხან ჯაბნიძე
22 ნიკა ნინიძე
23 ნუკრი ფერსელიძე

მნჯ მამუკა სალუქვაძე
მწვ ირაკლი ნინიძე

ტიმიშოარა სარასენს (ტმშ)

1 ჯიჯი მილიტარუ [1]
2 მარიან საბეუ [2]
3 ხორაციუ პუნჯა [3]
4 მარიან დრენჩანუ ©
5 მაიქლ სთიუართ
6 ჯეიმზ დოილ
7 ვასილე რუს
8 რენდოლ მორისონ

9 ქევინ ლეიტერს
10 ჯოდი როუზ
11 ვლედუც ზახარია
12 ჯექ უმანგა
13 ტევიტა მანუმუა
14 მედელინ ლემნარუ
15 მარიან სიმიონესკუ

16 ანდრეი რედოი [2]
17 მესაკე ნდონგე [1]
18 სამუელ მარიშ [3]
19 ვალენტინ პოპირლან
20 დანიელ იანუშ

21 გაბრიელ რუპანუ
22 ვილიამ ჰელუ
24 ბრაიან სეფანაია

მნჯ ბოგდან ბრადუ
მწვ სოსენე ანესი

მსაჯები

რეფ ქის ალენ (შტლ)
კიდ გრემ ორმისთონ (შტლ)
კიდ ბობ ნევინს (შტლ)
დელ ლაშა ლაშხია
მე4 ილია მჟავანაძე
მე5 ლაშა ლაშხია
მდი (სრკ) ასლან დიასამიძე
მდი (ეპკრ) დავით კოხრეიძე

@

Posted by: iBoss 16 Dec 2017, 14:44
ლაივი იქნება სადმე ?


---------------------------

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 14:57
https://www.facebook.com/RugbyTVGeorgia/?fref=mentions

Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 14:59
iBoss რაგბი ტვ-ზე არის ლაივი. ტვ-ში და ფეისბუკზეც. უკვე ჩართეს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 15:02
https://www.facebook.com/RugbyTVGeorgia/videos/vb.510989615771743/708622392675130/?type=3&theater

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 Dec 2017, 15:05
iBoss
http://www.myvideo.ge/tv/rtv

Posted by: ARN1994 16 Dec 2017, 15:16
Raangarishia datseret ra xolme. Samsaxurshi var da ver vukureb.

Posted by: GIORGI112 16 Dec 2017, 15:20
დენი გაიIთიშა უეჭველი სტადიონზე რა ჯანდაბა ხდება

Posted by: giushki 16 Dec 2017, 15:20
სტრიმმა ასწია და მოკდა


30 რა უნდებიენ

Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 15:21
0-7 20 წუთისთვის, ფეისბუკზე გამოირთო ლაივი

ხმალაძე ვერაა ფორმაში, დასაწყისშივე ორი უაზრო შეცდომა... ისედაც უკეთესი გუნდია ტიმიშოარა, ეტყობათ თამაშზე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 15:23
ARN1994 წუთი - ანგარიში - მოვლენა
http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2017_1216_FAR_04_BTM-TMS.htm

Posted by: giorgi219 16 Dec 2017, 15:27
განუვითარებელ ტელეკომპანიას აძლევენ მხოლოდ უფლებას რომ რეპორტაჟი ჰქონდეს, ამიტომ ეს რაგბის კავშირიც დარჩება განუვითარებელი და ეს სპორტიც.
რადგან ნიჟარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდშია, ეს ახალი ნაცი უფროსი ჯიბრში უდგას თუ რაშია საქმე? როცა აჭარასაც შეეძლო ეჩვენებინა ეს თამაში და ადრეც ხელს უწყობდა რაგბის პოპულარობას, ეხლა აღარ სჭირდებათ?
ელემენტარულ საკითხებს ვერ აგვარებენ, რა განვითარებაზეა საუბარი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 15:28
25’ ბთმ 3:7 ტმშ

1ჯ: კობახიძე -- 1ლ: ლეიტერს; 1გ: მანუმუა
* * *
ვიგებთ 10:7 @ 35’

+ 1ლ: მამრიკიშვილი; 1გ: კობახიძე


Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 15:40
ლელო დადო ბათუმმა ყოჩაღ.

10-7, მე ლაივსქორს ვუყურებ. მოიგოს ბათუმმა და მერე მშვიდად ვუყურებ ჩანაწერს.

http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2017_1216_FAR_04_BTM-TMS.htm

Posted by: OSTAP 16 Dec 2017, 15:53
ერთı ლელო არ ჩაგვითვალეს მანამდე 100%-იანი. ურჯუკაშვილმა დადო. მერე ისევ იყო მეორე ლელოს ალბათობაც, თუმცა იქ ნათლდ არ ჩანდა დამიწება.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 15:58
ოსტპა, ისეთ ანატოლიაში ხარ და ... იქედან ფოსტავ?

Posted by: giushki 16 Dec 2017, 16:04
უაზრო ლელო მივიღეთ და ვაგებთ 12-10.

დისციპლინა facepalm.gif

Posted by: otia-83 16 Dec 2017, 16:10
რა უბედურებაა შედიან ლელოსი და ვერ დებენ. user.gif

Posted by: giushki 16 Dec 2017, 16:14
otia-83
ვერ დებენ და მსაჯთან არაფერი შეკითხვები?)) 3 ლელო გაგვიუქმა და 1 აშკარა, ურკუკაშვილმა რომელიც დადო.

Posted by: OSTAP 16 Dec 2017, 16:33
კი ანატოლიის ცენტრში გახლავართ smile.gif smile.gif

კოკი და ქოიავას საღოლ. 3 ნომერი ოქრო smile.gif smile.gif ტუჩაშვილს დაცვაც რომ ასეთი ქონდეს!!!

Posted by: dc120mm 16 Dec 2017, 16:40
მეც ოქმს ვუყურებ,მოიგებენ სავარაუდოდ,აღარ დარჩა დრო და თან 8 ქულაა სხვაობა!

ყოჩაღ ისე ბათუმს,ნაღდად არ მეგონა თუ გაქაჩავდნენ.

QUOTE
3 ლელო გაგვიუქმა და 1 აშკარა, ურკუკაშვილმა რომელიც დადო.

მითუმეტეს მსაჯიც იმათკენ ყოფილა!

Posted by: WP-Rex 16 Dec 2017, 16:45
ვაჰ, კაი ამბავია, გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ბათუმელებს)))

Posted by: OSTAP 16 Dec 2017, 16:46
გილოცავთ smile.gif smile.gif ბევრი ნაკლის მიუხედავად, ამ შემტხვევაში შედეგი უმთავრესია!!!

Posted by: iBoss 16 Dec 2017, 16:48
ყოჩაღღღღღღღღღღღღღ ბათუმელებს, გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: amikoo 16 Dec 2017, 16:50
მაგარია! bis.gif bis.gif bis.gif love.gif
------------------

Posted by: dc120mm 16 Dec 2017, 16:51
QUOTE
ბევრი ნაკლის მიუხედავად, ამ შემტხვევაში შედეგი უმთავრესია!!!

yes.gif yes.gif yes.gif


Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 16:51
მშვენიერი შედეგია დღეისტვის. მომავალი წლისთვის უნდა გაძლიერდეს ბათუმი ფინალში თუ უნდათ გასვლა.

Posted by: OSTAP 16 Dec 2017, 16:53
ამ ზამთარში საცივის ნაცვლად თუ ივარჯიშებენ მეტიც შეიძლება. ამ დონეზე პოტენციალი არის მეტის. მთავარია ფიზიკა და დაცვაში ცოტა მომატება.

Posted by: SGG 16 Dec 2017, 16:55
ღმერთს რომ ტუჩაშვილისთვის ცოტა ტვინი მიეცა, რა დაშავდებოდა ამით?smile.gif
კუნძულელები გადაჯეგა ტიპმა ხაზშიsmile.gif))

კოკი ძალიან მაგარი იყო, ქოიავამ მაგრად იმუშავა. ხმალაძე და ურჯუკაშვილიც კარგები იყვნენ

Posted by: guriaaa 16 Dec 2017, 16:57
გილოცავთ! საღოლ ..
ამ ნაქებ რუმინული რაგბის ლიდერს ქე ჩოუტარეთ ჯოვ smile.gif

ეს როგორ მორჩა ?

Saturday 16 December 2017
Calvisano v Rovigo, Pata Stadium (15.00)

Posted by: roko-toko 16 Dec 2017, 17:01
QUOTE
ვაჰ, კაი ამბავია, გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ბათუმელებს)))


მშვენიერი თამაში იყო, ერთი-ორი ისეთი სალელოვე შეტევა გავაფუჭეთ რავიცი, ბოლოსკენ საერთოდ არ მოგვიწევდა ნერვიულობასავით smile.gif

ვერ იჭერენ ეს ჩვენი ბურჯები მოცემულ პასს და რა გინდა ქნა, ზატო მიწოლაში 3 ნომერი 2kiss.gif

ყველაზე მაგრად ქოიავამ და კოკიმ იმუშავეს, რასაც ქვია ბოლომდე დაიხარჯნენ, ეს ტუჩაშვილიც მაგარ ჯანზე ყოფილა, თან საკაიფო სიჩქარეებზე up.gif

Posted by: amikoo 16 Dec 2017, 17:01
guriaaa

QUOTE
ჯოვ


biggrin.gif

QUOTE
Calvisano v Rovigo, Pata Stadium (15.00)


ახლა იწყება

Posted by: NVIDIA MAN 16 Dec 2017, 17:02
გილოცავთ! განსაკუთრებით ბათუმს!!!!!

Posted by: uefa_geo 16 Dec 2017, 17:15
როვიგოს ხვდება !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: otia-83 16 Dec 2017, 17:19
ვულოცავ ბათუმს და ყელა გულშემატკივარს!

ბევრი აქვთ სამუშაო ძაან, ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი, რესურსი მართლაც არის ამ შემადგენლობითვე უკეთესი რაგბის თამაშისა. ძაან ქაოსური გუნდია, დალაგება სჭირდებათ.

giushki
QUOTE
3 ლელო გაგვიუქმა

ნუ პრინციპში მაგ 3-დან: 2 ერთ შეტევაში იყო, ორივე ლელოს მერე შერკინება მოგვცა და ბოლოს მაინც დავდეთ. მესამე გაუქმებული ლელოს მერე ისევ შერკინება მოგვცა და უკეთეს ადგილას დავდეთ smile.gif

თუმცა ფაქტი ჯიუტია მსაჯი მაგარს მიჰქარავდა და სამივე ლელო უნდა ჩაეთვალა ეგრევე.


პ.ს. შედეგი მაინც არ შეიცვლებოდა, უბრალოდ სამართლიანობის ამბავია რაა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 17:22
guriaaa
ხაზეინ, სავესმ ნე უვაჟაეშ ...
პედერასტი ევროპა ჩამოგვრჩება სამი საათით!

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/
ყველაფერი საქართველოს დროით - მარცხივა და მარჯვნივაც

Posted by: iBoss 16 Dec 2017, 17:26
შემდეგი გაჩერება როდის და სად გაირკვევა რა ხდებბა ამის მერე
?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 17:31
13 და 20 იანვარს იქეთა ჯგუფის პირველ ან მეორე’ადგილსანთან =
ორჯერ = შინ და გარეთ

დაველოდოთ 21 საათს, რათა მორჩეს სვხა ყველა თამაში
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/
ეგებ ჰაიდელბერგი პორტუგალიაში ბონუსით იგებს?

Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 17:52
20 იანვარს შეიძლება ენისეი და იარი ჩამოვიდნენ თბილისში ჩელენჯის სათამაშოდ. რუსეთში ყველა სტადიონი დაკავებულია მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით... რაგერზე დაწერეს

Posted by: SGG 16 Dec 2017, 18:02
https://www.youtube.com/watch?v=KDfocn_wSVA

კალვიზანო-როვიგოს სტრიმი,ვისაც გაინტერესებთ

Posted by: guriaaa 16 Dec 2017, 18:27
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 16 Dec 2017, 17:22 )
guriaaa
ხაზეინ, სავესმ ნე უვაჟაეშ ...
პედერასტი ევროპა ჩამოგვრჩება სამი საათით!

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-SHIELD/
ყველაფერი საქართველოს დროით - მარცხივა და მარჯვნივაც

ჩემი ბრალი არაა, აფიციალნი წყარომ შემიყვანა შეცდომაშიsmile.gif
http://www.epcrugby.com/europeanrugbychallengecup/2017-2018-continental_shield.php

Saturday 16 December 2017

Pataro Rugby Calvisano v Femi-CZ Rugby Rovigo, Pata Stadium (15.00)
Referee: Lloyd Linton (Sco)

CDUL v Heidelberger RK, Estadio Universitario de Lisboa (15.00)
Referee: Shota Tevzadze (Geo)

RC Batumi v Timisoara Saracens, Rugby Arena (15.00)
Referee: Keith Allen (Sco)

Rugby Petrarca v Rugby Viadana, Impianti Sportivi Memo Geremia (15.00)
Referee: Andrea Piardi (Ita)

ვიფიქრე ყველა ერთ დროსაა ბოლო ტური მეთქი

Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 18:32
ისეთი პირი უჩანს რომ კალვიზანო იგებს ბონუსით, 26 წუთში ორი ლელო დაუდეს როვიგოს, შესაბამისად ბათუმი მეორე ადგილიდან ხვდება პირველ ადგილოსან ტიმიშოარას. კარგი იქნება თუ ჰაიდელბერგი ბონუსით მოიგებს პორტუგალიაში.

Posted by: duza1 16 Dec 2017, 19:04
ტუჩაშვილი ალბათ ყველაზე სწრაფი ქართველო მორაგბეა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 19:21
QUOTE
ვიფიქრე ყველა ერთ დროსაა ბოლო ტური მეთქი

ორგანიზატორმაც ეგრევე წაიტრაბახა,
ყველა თამაში ერთ დროს - 15.00 დავნიშნეთო

ეტყობა, ნოშატელ’იდან (შვეიცარია) სამყარო ერთ’ზონოვნად მოჩანს

@

ტუჩაშვილი სწორედ რომ რუმინეთში გამოიწრთო და აგერ,
კიდეც აჯობა თავის ნაცვლად აყვანილ კუნძულელებს

@

Posted by: BigG 16 Dec 2017, 19:21

QUOTE
ტუჩაშვილი ალბათ ყველაზე სწრაფი ქართველო მორაგბეა.


რამდენი წლის არის?

Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 19:29
აიღო ბონუსი კალვიზანომ... ამ უდონო როვიგოსტან წაგებას მოხერხება უნდოდა...

ნახევარფინალში ისევ ტიმიშოარასთან ითამაშებს ბათუმი, გასვლას და შინ.

Posted by: dc120mm 16 Dec 2017, 19:33
BigG
QUOTE
ტუჩაშვილი ალბათ ყველაზე სწრაფი ქართველო მორაგბეა.


რამდენი წლის არის?

30 წლის არის. 1987 იანია!

Posted by: ditosila 16 Dec 2017, 19:47
ჰაიდელბერგის ლინკი ან ლაივსქორი ხომ არ იცის ვინმემ?

Posted by: BigG 16 Dec 2017, 19:52
QUOTE
ჰაიდელბერგის ლინკი ან ლაივსქორი ხომ არ იცის ვინმემ?


ჰაიდელბერგის გულშემატკივრობას რა აზრი აქვს? ტიმიშოარა პირველზეა იმ ჯგუფში. დღეს ბონუს ქულა აიღო და გერმანელები ვეღარ გაუსწრებენ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 19:53
მოიგო კლავიზანომ ბონუსით და გადაუსზრო ბათუმს

ამიტომ 13 და 20 იანვარს ვეთამაშებით ... ისევ ტიმიშაოარას

დებულებაში არ წერია, ჯერ სად --
შემდეგი ეგეთსავე ეტაპზე კი წერია, ორგანიზატორის გადაწყვეტილებითო

ვის ეთამაშება კალვიზანო, გაირკვევა ლიშბოა - ჰაიდელბერგის შედეგად:
თუ მოიგებენე გერმანელები, როვიგოს გადაუსწრებენ

Posted by: OSTAP 16 Dec 2017, 20:08
ერთ თამაშიანია თუ ორ თამაშიანი პლეიოფები ჯერ არ არის ნათელი? როგორც მოაწყობთ ისე იზავენ?

smile.gif smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 20:14
ორ-თამაშიანია, დებულებაში წერია, 13 და 20 იანვარს
გაასარკვევია ჯერ ვინააა მასპინძელი -- ეგ გამორჩენიათ (75 გვერდა ბროშურაა)


5 წუთის წინ კი CDUL FINALLY scored a try.
მაგრამ Germans winning

Posted by: giorgi77 16 Dec 2017, 20:15
ორ თამაშიანია, და შემდეგ გასულებს შორისაც ორ თამაშიანია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Dec 2017, 21:10
ბლომად 38:7 მოიგო ჰაიდელბერგმა და შეუწყვილდა კალვიზანოს
ჯერ ვერ დავადგინე, ზუსტად რამდენი დაუდეს გერმანელებმა

სხვა ყველაფერი კარგა ხანია ტაბლოზეა
http://site.rugby.ge/ka-GE/home/
* * *
ორ’ნაირი ოქმი

ცოცხალი | საარქივო >> http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2017_1216_FAR_04_BTM-TMS.htm

საგაზეთო | სამატიანო >> http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SHIELD-FF/#4_TMS

მესამეც მაქვს, ხელ’ნაწერი, ოფიციალური, მაგრამ მაგის გამოქვეყნების გამო
შეიძლება გამიბრაზდეს ბითური "ეპკრ", ვინაც თვითერით მაყურებლებს (!) ეხვეწებოდა,
გაგვირკვიეთ, რა ანგარიშით დასრულდა ლისაბონის თამაშიო

@

Posted by: giorgi77 19 Dec 2017, 23:24
პირველი თამაში ბათუმს შინ ექნება ტიმიშოარასთან 13 იანვარს

20 იანვარს საპასუხო რუმინეთში

Posted by: rachveli1 21 Dec 2017, 15:03
რა უაზრო სისტემაა. ვიმ მოიფიქრა საერთდ რო გუნდე არა თავისი არამედ მეორე ჯგუფის გუნდებს ეტამაშებიან.
ერთი ჯგუფის 4-ვე გუნდმა 4-ვე თამაში რო მოიგოს ორო მაინც ჩარჩება ჯგუფში. მეორე ჯგუფიდან კი ორი გუნდი გავა, რომლებსაც ერთი თამაშიc კი არ აქვს მოგებული.
down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Dec 2017, 15:30
შათლაჰმა იტალიელებმა -- ორგანიზატორები ჩვენა ვართო

მაგათი 4 გუნდიდან მაინც ერთიღა გავიდა პლეი’ოფში

შარშან სწორედ რომ ეგეთი კურიოზისკენ მიდიოდა საქმე - ცოტა დააკლდა - იხილეთ ვიკი

@

უარესადაა საქმე წლევანდელ პლეი’ოფში:

კიდევ ორჯერ უნდა ეთამაშო გუნდს, ვისაც
უკვე შეხვდი ჯვარედინში, ანუ
6 თამაშიდან 3 ამ - ერთსა და იმავე გუნდთან გამოგივა

არადა. ჰო შეეძლოთ ამ სირებს,
ახლა მაინც შეეხვედრებინათ გუნდი თავისი ჯგუფელისთვის,
ასე: ა1 = ა2 და ბ1 = ბ2

მაგრამ რობოტები არიან -
აბა, ამას როგორ შეელევიან ა1 = ბ2 და ბ1 = ა2

ანაც უბრალოდ დაავიწყდათ, რომ უკუღმა დაგეგმეს ჯგუფური ეტაპი

@

Posted by: GioWEED 21 Dec 2017, 17:03
კონტინენტის ფარზე უფრო უაზრო სტრუქტურა მე არც ერთ სპორტში არ მინახავს

Posted by: dc120mm 21 Dec 2017, 20:47
GioWEED
QUOTE
უაზრო სტრუქტურა

ეს ძალიან კორექტული და რბილი ნათქვამია wink.gif

კახურად მაგას ###ობას ეძახიან! biggrin.gif

Posted by: GioWEED 21 Dec 2017, 23:35
QUOTE (dc120mm @ 21 Dec 2017, 20:47 )
კახურად მაგას ###ობას ეძახიან! biggrin.gif

კახურად რო ვლაპარაკობ ხოლმე არ ესმით ხალხს ჩემი. ასე რო ისეთივე უაზროა როგორც "კუნძებზე შეყენებული სემი"...

Posted by: Gio_G83 21 Dec 2017, 23:40
ისე ამ კახურად რომ ის ჰქვია ამბავმა გაგვიყვანა პლეიოფში

Posted by: giorgi77 13 Jan 2018, 15:09
დაწერეთ ხოლმე ანგარიში, დაიწყებოდა უკვე

Posted by: dc120mm 13 Jan 2018, 15:15
giorgi77
QUOTE
დაწერეთ ხოლმე ანგარიში, დაიწყებოდა უკვე

http://files.rugby.ge/oqmi/ASLAN/2018_0113_FAR_05_BTM-TMS.htm

თუ არ გახსნა დაარეფრეშე!

0-0 ჯერ!

Posted by: FullbackAce 13 Jan 2018, 15:16
ვაა სტრიმი და ლაივი არსად არ არის ?

კაროჩე რა....

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Jan 2018, 15:19
FullbackAce
http://www.myvideo.ge/tv/rtv

Posted by: FullbackAce 13 Jan 2018, 15:20
QUOTE (Datvlas-vin-gtxovs @ 13 Jan 2018, 15:19 )
FullbackAce
http://www.myvideo.ge/tv/rtv

მადლობა, გაიხარე


30 მადლობა.

______________

ხმალაძე რა გაუგებრობაშია, ნაკრების 10ს ვერ ქაჩავს მაგრამ ამ დონისთვის 10 წლის წინ გადაიზარდა.


________________


ეე დავიტანჯე რა ყოველ წუთში ითიშება.

Posted by: GIORGI112 13 Jan 2018, 16:18
რაგბი ტვს არსებობას ჯობია დაიხუროს ეგ ე.წ ტელევიზია

Posted by: FullbackAce 13 Jan 2018, 16:20
QUOTE (GIORGI112 @ 13 Jan 2018, 16:18 )
რაგბი ტვს არსებობას ჯობია დაიხუროს ეგ ე.წ ტელევიზია

რატო დაიხუროს? უბრალოდ ხარისხიანი და საიმედო რეპორტაჟები გვიჩვენონ.

____________________


აუ რა იარტისტა იმ რუმინელმა, დებილები ხო არ ვგონივართ givi.gif

ყველა რო ჩვენთან ჩათლახობს პირველ ხაზში.

Posted by: anonimuri 14 Jan 2018, 14:56
ჩემი ახალი სამოტივაციო ვიდეო ქართულ რაგბზე და ზოგადად სპორტზე , თუ მოგეწონებათ გააზიარეთ .
https://www.youtube.com/watch?v=o4vroP7IrA8

Posted by: giorgi77 20 Jan 2018, 15:18
რა ხდება, დაიწყო ტიმიშოარა-ბათუმი?

წარმატებები ბათუმს, იქნებ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე

Posted by: FinEx 20 Jan 2018, 15:46
QUOTE (giorgi77 @ 20 Jan 2018, 15:18 )
რა ხდება, დაიწყო ტიმიშოარა-ბათუმი?

წარმატებები ბათუმს, იქნებ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე

ჯერ ენისეის თამაში მორჩა, 4-ზე იწყება ბათუმი

Posted by: jora84 20 Jan 2018, 16:40
ნიაზას მთელი ფრონტი აქვს ჩაგდებული ხელში და უბერავს თავისას biggrin.gif

ისე საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარეს მოლი და რაქი რომ ერევა ტეხავს ამხანაგებო mo.gif

Posted by: FullbackAce 20 Jan 2018, 17:14
რა მაგრა მივაწექით და ამ დედა#####ულმა იმათ მისცა კიდე ჯარიმა mad.gif


ე ლაშა რაებს აკეთებს ტო, ტეხავს. გადაწყვეტილებებს იღებს მეხუთე კლასელს შეშურდება.

Posted by: soph12 20 Jan 2018, 17:27
ხმალაძემ დაქაჩული თამაში ფაქტიურად გაწირა, ჯერ ლელო მის სინდისზეა სრულად და მერე ფეხით რატო გადაკიდა, არადა 1 ლელოს რადიუსში მოგება გვქონდა და რა ქნეს, ბოლო წუთებში სკამიდან გამომდინარე ვერ ვიქნებით ხოდზე და სანამ დრო გვქონდა მანამდე უნდა გვევაჟკაცა რა

Posted by: tengocie 20 Jan 2018, 20:46
რა მორჩა ვინმემ დაწერეთ




30 სიმბოლო და ....

Posted by: Gio_G83 22 Jan 2018, 13:28
QUOTE
ნიაზას მთელი ფრონტი აქვს ჩაგდებული ხელში და უბერავს თავისას
ისე საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარეს მოლი და რაქი რომ ერევა ტეხავს ამხანაგებო


მგლისთავზესახარებასკითხულობდნენო შეეყარა ნიაზას თუ ზაალს არ აღიარებს?
რა ტერმინებით მიყავს რეპორტაჟი?
სხვატკა, ზაჩოტკა და დარუჩკა არ უხსენებია ერთი თორემ რეალიზაციას და ჩათვლის მოედანს ვიღა ჩივის

ამ დროს ეგ
QUOTE
რაგბი ტვ

რაგბის პოპულარიზაციას ეძღვნებაო...
boli.gif

Posted by: giorgi77 7 Jun 2018, 15:44
არ ვიცოდი, დღეს წავაწყდი ამ ინფორმაციას... ჰაიდელბერგი არ შეუშვეს ჩელენჯზე მიუხედავად იმისა რომ ფინალში გავიდა რუსულ ენისეისთან ერთად.

რომელი კლუბი შეცვლის ჰაიდელბერგს გაუგებარია...

EPCR would like to clarify a number of points regarding its recent decision that Heidelberger RK are ineligible to compete in the 2018/19 Challenge Cup.

https://www.epcrugby.com/2018/06/07/statement-heidelberger-rk-challenge-cup/


Posted by: giorgi77 22 Jun 2018, 00:38
ჰაიდელბერგის ნაცვლად ტიმიშოარა ჩასვეს ჩელენჯზე... ენისეი და ტიმიშოარა.


Posted by: jora84 23 Jun 2018, 14:11
ჭორის დონეზე ხომ არ იცის ვინმემ ჩვენები რას აპირებენ?

Posted by: Levan ch 23 Jun 2018, 14:13
jora84
ბიძინას ვანამუსებთ, იქნებ რამეს ჩამოვიდეს.

Posted by: jora84 23 Jun 2018, 14:21
Levan ch

შილდზეც მაგას ვანამუსებთ? .d

Posted by: qobula 23 Jun 2018, 14:27
და ჩვენ გვინდა გუნდი გვყავდეს ევროპაში? კონტინენტის თასზე 2 გუნდი ვერ გაგვიყვანია sad.gif(((((

Posted by: Gio_G83 23 Jun 2018, 18:52
QUOTE
ჭორის დონეზე ხომ არ იცის ვინმემ ჩვენები რას აპირებენ?


დიდი10 ის ფინალზე ლამის საფიჩხიეზე თუ პასიოლოკში (არ ვიცი) ვიჯექი და გათვალისწინებული გვაქვენ ბიუჯეტშიო, შეპირებაც ასევე გვაქვენო და... ჰა...
გამოჩნდება

Posted by: giorgi77 1 Aug 2018, 01:18
თემურ ბენდიაშვილი - „ლოკომოტივის“ „კონტინენტის ფარზე“ მონაწილეობა ჩაშლის პირასაა

https://1tv.ge/news/temur-bendiashvili-lokomotivis-kontinentis-farze-monawileoba-chashlis-pirasaa/

ისევ ბათუმი გავა? მე არა ვარ წინააღმდეგი მითუმეტეს გაძლიერდნენ... მაგრამ ასეთ ჩემპიონობას რაღა აზრი აქვს?

Posted by: jora84 1 Aug 2018, 09:08
giorgi77

ცუდია ძალიან.
აია არ გადის? თუ ის ორი ადგილი რომ გვქონდა შეგვიკვეცეს?

Posted by: Levan ch 1 Aug 2018, 09:57
QUOTE
„ლოკომოტივის“ „კონტინენტის ფარზე“ მონაწილეობა ჩაშლის პირასაა

lol.gif lol.gif

ისე პროგრესი აშკარაა, ადრე იყო რომ უეჭველი ვიცოდით რომ არ გავდიოდით
ეხლა უკვე ვჩალიჩობთ გასვლაზე და უკვე ისე გვაქვს საქმე რომ შეიძლება ვერ გავიდეთ

up.gif

Posted by: giushki 1 Aug 2018, 10:31
აი ამიტომაა მენეჯმენტი ძალიან დაბალ დონეზე და ეს თუ არ შეიცვალა, წინსვლა გამორიცხულია.

Posted by: GioWEED 1 Aug 2018, 10:33
ამ დროს რკინიგზა ფულებში ბანაობს და მაგათი კლუბი დახმარებას თხოვს ხალხს.

აია თუ ვერ გავა ბათუმი მაინც მიბრუნდეს მაგ ფარის ასაღებად.

Posted by: Pistons04 1 Aug 2018, 13:37
QUOTE
ამ დროს რკინიგზა ფულებში ბანაობს და მაგათი კლუბი დახმარებას თხოვს ხალხს.

რა ფულებში ბანაობს ერთი ხაზი ვერ გაუკეთებიათ თბილისიდამ აღმოსავლეთ საქართველოში.

ნუ თვითონ ჭამენ ეგ არ ვიცი

Posted by: lepori 1 Aug 2018, 14:03
QUOTE (Pistons04)
ა ფულებში ბანაობს ერთი ხაზი ვერ გაუკეთებიათ თბილისიდამ აღმოსავლეთ საქართველოში.

ნუ თვითონ ჭამენ ეგ არ ვიცი


პოლიტიკური პოსტი>
2017 წელს:

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. (თითქმის 19000ლ თვეში)
იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც >>> რაც თვეში, საშუალოდ, 24 132 ლარია
ახლანდელ პერმიერ ბახტაძეზეა საუბარი



რკინიგზის სახელფასო ფონდი 145 მლნ ლარი
საშტატო კონტინგენტი 12 700 ადამიანია და საშუალო ხელფასი (145 მლნ: 12 700) 1150 ლარი უნდა იყოს, ანუ, "ხელზე ასაღები" 900 ლარზე მეტი. რეალურად საშუალო ხელფასი 450-500 ლარის ფარგლებშია ("ხელზე ასაღები") (80 მლნ ჯამში) ანარჩენი 50 მლნ ლარი სად მიდის, საზოგადოებისთვის უცნობია



http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=33773


>> ბიუჯეტის წურბელებს მოხვდეს მაა ნონუს ცანცარა vik.gif

Posted by: giushki 1 Aug 2018, 14:06
საქართველოს რკინიგზა, ზუსტად მაგ 2017 წელს გახდა საქართველოს ყველაზე მომგებიანი ორგანიზაცია.
ხომ არ დავეხმაროთ რამით? ფული ავუგროვოთ მაგალითად.

Posted by: Gio_G83 1 Aug 2018, 14:12
თუ არადა რა იმედიანად იყვნენ ფინალის მოგეის მერე

Posted by: giorgi77 1 Aug 2018, 14:23
კავშირმა გაამეორა... თხოვნა

წერილის ბოლოში შეცდომებია... ვალს იხდიან რა... ასეთი მიდგომით საქმისადმი, ძალიან კარგად ვართ კიდე სადაც ვართ.

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6781&callerModID=17364&Title=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: Gio_G83 1 Aug 2018, 14:33
QUOTE
ძალიან კარგად ვართ კიდე სადაც ვართ


boli.gif

Posted by: diazi 1 Aug 2018, 22:41
jora84
QUOTE
ცუდია ძალიან.
აია არ გადის? თუ ის ორი ადგილი რომ გვქონდა შეგვიკვეცეს?

უფრო ეს იმის მაჩვენებელოია რომ აიას გამოძებნილი აქვს სახსრები, თორემ რაგბის კავშირი აიაზეც გაავრცელებდა განცხადებას

Posted by: jora84 1 Aug 2018, 22:47
diazi

ჯერ ბენდომ დაპოსტა ფეისბუკზე და მერე გააჟღერა კავშირმა, ასე რომ აიას ამბავს ვინმე შიგნიდან თუ გვეტყვის თორემ ისე არავინ არაფერს არ ამბობს.

Posted by: otia-83 2 Aug 2018, 00:59
მოიცა სრკ-ს უმფროსი არ იყო 1 კვირის წინ, რომ უბნობდა, ფული რა პრობლემაა, „ლიჟბი“ გვათამაშონო? „ტილიანი“ 300000 ვერ „გაჩითეს“ და ეგენი 5-8 მილიონ ევროპულს საიდან მოიტანენ?

აა, ლომის უკანალიდან?

კარგი მაშინ!

Posted by: giorgi77 7 Aug 2018, 16:17
როგორც შარშან წელსაც ოთხი იტალიური კლუბი ითამაშებს ევროპის ფარზე

Italian Federation has indirectly confirmed the presence of the four national top teams in the next edition of the Shield

Petrarca Padova (national champion)
Patarò Calvisano
Femi-CZ Rovigo
Fiamme Oro Roma

დანარჩენი გაურკვეველია.


Posted by: crusaders 7 Aug 2018, 16:31
QUOTE
დანარჩენი გაურკვეველია.

მთავარი დანარჩენებია smile.gif

Posted by: Gio_G83 7 Aug 2018, 22:35
QUOTE
დანარჩენი გაურკვეველია.

მთავარი დანარჩენები


დაწერა ზაალმა ტიმიოშორა, კარსნი იარი, ჰაიდელბრგი და ... და ... და ... ან ლოკო ან ლოკოს მერე პორტუგალიური ჯილაო

Posted by: giorgi77 7 Aug 2018, 23:23
ტიმიშოარა გავიდა ჩელენჯზე და წელს იქ ითამაშებს... ჰაიდელბერგის ნაცვლად (რა პრინციპით მე ვერ გავიგე). ფარზე როგორღა ითამაშებს?


Posted by: SGG 8 Aug 2018, 03:52
giorgi77
QUOTE
ტიმიშოარა გავიდა ჩელენჯზე და წელს იქ ითამაშებს... ჰაიდელბერგის ნაცვლად (რა პრინციპით მე ვერ გავიგე).


ჰეიდელბერგმა მოუგო ტიმიშოარას,მაგრამ ჰეიდელბერგს და სტად ფრანსეს ყავს ერთი მფლობელი,წესებით კი აკრძალულია ეგეთი რამ,ამიტომ ტიმიშოარა დაუშვეს.

Posted by: giorgi77 8 Aug 2018, 09:43
QUOTE
ჰეიდელბერგმა მოუგო ტიმიშოარას,მაგრამ ჰეიდელბერგს და სტად ფრანსეს ყავს ერთი მფლობელი,წესებით კი აკრძალულია ეგეთი რამ,ამიტომ ტიმიშოარა დაუშვეს.


საერთოდ რაზე დაუშვეს ეგეთი გუნდი გაუგებარია. მაგრამ ბარდაგია ფარის ტურნირზე. უკონკურსოდ ეთამაშად biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Aug 2018, 12:34
giorgi77
ამერია, გიორგი, სულ გადამავიწყდა ეგ ჰაიდელბერგის შარი

არა მგონია, რუმინეთს მეორე ადგილი მისცენ ევროპაში, ანუ
ეგრე გამოდის, რომ ერთი ვაკანსიაც გაჩენილა

Posted by: giorgi77 8 Aug 2018, 12:41
ლუკასა და ნიკოს მამა

up.gif

მეც ეპს-ს ვებგვერდზე წავიკითხე, მეპატრონეს ეხებოდა ეგ დავა, სგგ დააზუსტა. თავიდან ვერ გავიგე რატომ მოკვეთეს ჰაიდელბერგი და ტიმიშოარა შეუშვეს

მე მახსოვს კავშირის პრეზიდენტის განცხადება რომელიც შარშან გააკეთა, რომ საქართველოს მომავალ წელს ანუ წელს ორი ადგილი ექნებაო ფარზე. იმედია ფულიანი ორი კლუბი მოიძებნება დიდ 10-ში. მაგარი იქნება თუ ორი კლუბით წარდგება საქართველო.

Posted by: jora84 8 Aug 2018, 12:59
giorgi77

ბატონ პრეზიდენტს ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული user.gif

2 გუნდით გასვლა კი კაი იქნება ფულს თუ იშოვიან.

Posted by: crusaders 8 Aug 2018, 13:06
თუ უფულობის გამო ვერ უნდა გავიდეს ვერცერთი კლუბი გაუშვან ბათუმი ისევ დარწმუნებული ვარ ბათუმი მაგის ფულს ნახავს

Posted by: ferrari1000 8 Aug 2018, 14:29
crusaders biggrin.gif
წინააღმდეგი არ ვარ ბათუმის გასვლის (საკმაოდ გაძლიერდნენ და უკეთეს შედეგსაც დადებენ) მაგრამ იმედია ლოკმოტივი და/ან აია გამონახავენ გასასვლელ ფულს. თორე ასე ყოველ წელს ბათუმის ხილვა მოგვიწევს ევროსარბიელზე (არ მგონია წინააღმდეგი იყო მაგრამ მაინც gigi.gif)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Aug 2018, 12:01
გუშინწინ ბენდო მოვიდა ოფისში და
გადავხედეთ ამ მომენტში არსებულ საბუთს,
რომლის ავტორიცაა მავანი "ზექ ქიინ" --
ეტყობა, მორიგი ევროპელი რობოტი!

@

8 გუნდი: 4 იტალიისა და 4’ც სხვა

ამათ ჰქვიათ რე’1-4 და უნდა შეირჩნენ ამ ქვეყნებიდან:
GEO GER SPN BEL POR ... ანუ
წინა სეზონში ოღრაშულად მოქესტილი "კრასნი იარი" ოფსაიდშია!

რუსეთსა და რუმინეთს ისედაც გყავთ თითო გუნდი ჩელენჯზე
და მეტი რა გინდათ, თქვე ჩემისებოო

@

სისტემა ძველებურად სირულია -- ერთი ჯგუფი ერთამაშება მეორეს

პლეი’ოფში -- ისევ იქეთა ჯგუფელს ხვდები, რის გამოც
6 თამაშის შემდეგ 3 ერთი და იგივე მეტოქის წინააღმდეგ გამოგდის

შარშან ეგრე დაიწერეს ჯვარი ბათუმმა და ტიმიშოარამ

სადაა გამოსავალი? -- პლეი’ოფში უნდა ეწეროთ: ა1 - ა2 და ბ1 - ბ2

@

ენისეი და ტიმიშოარა ადგილს დაიცავენ პლეი’ოფის ორ მოგებულთან,
ის მარიაჟი, უაზრო ფინალი კი ნიუქსალში აღარ ჩატარდება
ბიუჯეტის სიმწირის გამოო -- ანუ ფარს გამარჯვებული არ ეყოლება!

@

Posted by: dc120mm 10 Aug 2018, 12:15
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
გუშინწინ ბენდო მოვიდა ოფისში და
გადავხედეთ ამ მომენტში არსებულ საბუთს,
რომლის ავტორიცაა მავანი "ზექ ქიინ" --
ეტყობა, მორიგი ევროპელი რობოტი!

@

8 გუნდი: 4 იტალიისა და 4’ც სხვა

ამათ ჰქვიათ რე’1-4 და უნდა შეირჩნენ ამ ქვეყნებიდან:
GEO GER SPN BEL POR ... ანუ
წინა სეზონში ოღრაშულად მოქესტილი "კრასნი იარი" ოფსაიდშია!

რუსეთსა და რუმინეთს ისედაც გყავთ თითო გუნდი ჩელენჯზე
და მეტი რა გინდათ, თქვე ჩემისებოო

@

სისტემა ძველებურად სირულია -- ერთი ჯგუფი ერთამაშება მეორეს

პლეი’ოფში -- ისევ იქეთა ჯგუფელს ხვდები, რის გამოც
6 თამაშის შემდეგ 3 ერთი და იგივე მეტოქის წინააღმდეგ გამოგდის

შარშან ეგრე დაიწერეს ჯვარი ბათუმმა და ტიმიშოარამ

სადაა გამოსავალი? -- პლეი’ოფში უნდა ეწეროთ: ა1 - ა2 და ბ1 - ბ2

@

ენისეი და ტიმიშოარა ადგილს დაიცავენ პლეი’ოფის ორ მოგებულთან,
ის მარიაჟი, უაზრო ფინალი კი ნიუქსალში აღარ ჩატარდება
ბიუჯეტის სიმწირის გამოო -- ანუ ფარს გამარჯვებული არ ეყოლება!

up.gif givi.gif

crusaders
QUOTE
თუ უფულობის გამო ვერ უნდა გავიდეს ვერცერთი კლუბი გაუშვან ბათუმი ისევ დარწმუნებული ვარ ბათუმი მაგის ფულს ნახავს

მეც მომხრე ვარ smile.gif

Posted by: BigG 10 Aug 2018, 12:30
jora84
QUOTE
ბატონ პრეზიდენტს ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული


კავშირი კლუბებს ჩელენჯისთვის ფულს ვერ მისცემს.

ისევ კლუბებმა უნდა "იშუსტრონ". მე მაინც მგონია, რომ რკინიგზა ბოლო მომენტში ლოკოს ფულს გამოუყოფს.

საჭირო თანხა საკმაოდ სოლიდურია, 200-250 ათასი ევრო.

Posted by: jora84 10 Aug 2018, 12:46
BigG

არ არის მაგხელა თანხა საჭიტო smile.gif


Posted by: Gio_G83 10 Aug 2018, 13:11
BigG
QUOTE
საჭირო თანხა საკმაოდ სოლიდურია, 200-250 ათასი ევრო.


მაგ თანხად ორ გუნდს გაიყვან ფინალამდე და კიდევ მომავალი წლისთვის ხურდა მოგრჩება

QUOTE
ისევ კლუბებმა უნდა "იშუსტრონ"

ამ აზრს მეც ვეთანხმები, მარგამ ობიექტური რეალობა ასეთია: ყველას უნდა ნაკრების სპონსორობა - კლუბი ყველას ჰკიდია - მითუმეტეს არც ბიზენსი ჰყვავის და თუ ჰყვავის სპორტის სხვა სახეობას აფინანსებს, ან აფინანსებინებენ - ამ რელობაში კი საკლუბო რაგბისთვის ადგილი ვერ დარჩა
ამიტომ პირველი წლები ალბათ არ იქნება ცუდი თუ კავშირის ბიუჯეტში ჩაიდება ჩემპიონის ხარჯი

ყველა ბათუმი ვერაა
ეგერ ჯიქმა ვერ იშოვა შარშან, წელს ლოკო ვერ შოულობს (ჯერ)
ხარებმა და აკადემიამ რომ იჩემპიონონ იშოვიან?
ან ლელო და აია უეჭველი იშოვის?

თუ არადა პრიორიტეტად high Importance საკლუბო რაგბი დასახელდა
* * *
წინა კვირას ფეხბურთელების გასვლითი მატჩების ხარჯთაღრიცხვას შემავლებინეს თვალი
ასაკი მიწყობს ხელს თორემ ყბა უნდა ჩამომვარდონდა
და ეს ნანახი რომ სარაგბეთში "გავაჟღერე" დასაზუსტებლად - არ მაკადრეს თორემ პათოსი მსგავსი იყო - რა იყო გვეღადავებიო?
სახელმწიფო დაფინანსებაზე მჯდომი გუნდი ვართ შეიხის საკურატორო კი არაო

ლამის საკუთარი ბუტერბროტით და თერმუსში ყავა-ჩაით წასვლას არის ყაბულს, თან არაერთი
smile.gif

Posted by: giushki 10 Aug 2018, 13:34
არადა მახსოვს აქ, მწარე კამათები იყო ხოლმე თემაზე - კლუბი რად გვინდა, მარტო ლეგიონერებით გავალთ ფონსო smile.gif
არაა ეგრე, არც მაშინ ვეთანხმებოდი ამ წინადადებას. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონერები იყვნენ ყველა, ამ ახალ 30 წლიან ისტორიაში, მსოფლიო ვარსკვლავები მართლაც: გორგოძე, ზირაქა, ნარიაშვილი, ლაბაძე.. მსგავსად ზუსტად არგენტინასაც ყავდა: პიშო, კორლეტო, ჰერნანდესი, კლასიანი პირველი ხაზი. ეხლა ისმევა შეკითხვა: რომელი უფრო კარგი იყო? მაშინდელი არგენტინა თუ დღევანდელი? მემგონი საკამათოც არაა, ის რომ დღევანდელი არგენტინა, გინდაც 2007 წლის არგენტინაზე ძალიან, ძალიან წინ არის. ამიტომაა საჭირო სასიცოცხლოდ ფრანჩაიზი, ან ერთი კლუბი მაინც. კიდევ კარგი, რაგბი ევროპა მაინც დაგვპირდა რაღაცას, თორემ ჩვენით ვერაფერს მოვახერხებდით ალბათ, სინის ფულს ვერ შოულობს ხალხი facepalm.gif არადა ვისაც არაფერში სჭირდება ის ხაპავს ყველაზე მეტს facepalm.gif
ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და არც ამ ქვეყნის სპორტს, შესაბამისად sad.gif

Posted by: Gio_G83 10 Aug 2018, 13:49
სწორი მენეჯმენტი არსებული რესუსრსის ოპტიმიზაციისას საშუალოდ 20/30 % მდე შესაძლებლობებს გამოავლენს ხოლმე

დიდ კლასიკოსებთან ეგრეა
ჩვენთან კი ეს ცნება
QUOTE
მენეჯმენტი
ისეა რა, რაღაცნაირად пинок в зад

Posted by: dc120mm 10 Aug 2018, 13:53
Gio_G83
QUOTE
ხარებმა და აკადემიამ რომ იჩემპიონონ იშოვიან?

ხარები ჩემპიონები გახდნენ და იშოვიან ფულს yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Gio_G83 10 Aug 2018, 13:59
QUOTE
ხარებმა და აკადემიამ რომ იჩემპიონონ იშოვიან?

ხარები ჩემპიონები გახდნენ და იშოვიან ფულს     


გისურვებთ ჩემპიონობას smile.gif

Posted by: MAKARSKA 10 Aug 2018, 22:35
dc120mm

ჯერ ფული რომ იშოვონ და მერე გახდნენ ჩემპიონები ვერა?

Posted by: dc120mm 10 Aug 2018, 23:01
MAKARSKA
QUOTE
ჯერ ფული რომ იშოვონ და მერე გახდნენ ჩემპიონები ვერა?

ჯერ შედეგი და მერე ფული,ფულს რო იშოვის ქართველი მერე ეზარება ერთი ადგილის განძრევა ხოლმე smile.gif

Posted by: Gio_G83 13 Aug 2018, 13:21
კლუბის მენეჯერის პოზიციაზე, თუ არის სადმე ვანაკსია არ გამომაპაროთ
smile.gif
smile.gifsmile.gif
smile.gifsmile.gifsmile.gif
smile.gifsmile.gif
smile.gif

Posted by: OSTAP 13 Aug 2018, 16:15
giushki,

არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო არც ფრანშიზის და არც კლუბის. უბრალოდ მაინტერესებს რითი სჯობს დღევანდელი არგენტინა 2007 წლის არგენტინას? ან 2015 წლის არგენტინას? შედეგით?

Posted by: NAPSTER 13 Aug 2018, 20:41
OSTAP
QUOTE
არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო არც ფრანშიზის და არც კლუბის. უბრალოდ მაინტერესებს რითი სჯობს დღევანდელი არგენტინა 2007 წლის არგენტინას? ან 2015 წლის არგენტინას? შედეგით?


არგენტინის ჩავარდნას თავისი მიზეზები აქვს. ობიექტურიც და სუბიექტურიც
1. თაობათა ცვლა
2. ახალ სტილზე გადასვლა
3. ტრადიციული არხენტინული ამპარტავნება: რამდენიმე უძლიერს არგენტინელ ლეგიონერს არ ეძახიან ნაკრებში, აქაოდა, ხაგუარესში არ თამაშობენ ეგენი და არ გვჭირდებაო. ახლა კი შეცვალეს ეგ გადაწყვეტილება, მაგრამ ბევრის დაძახებას მაინც არ აპირებენ. ძალიან უნდა გაგვიჭირდეს, ევროპაში გაბნეულ ლეგიონერებს რომ შევეხმიანოთო. ჰოდა, მოკლედ, სანამ თავი ზელანდია ჰგონიათ, მანამდე იწვალებენ ასე. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ მოსალოდნელი ფიასკოს შემდეგაც გამოფხიზლდებიან. ეგეთი ხალხია. მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, ოცდამეერთეს დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბად აქციეს და მაგათგან არაფერი გამიკვირდება.


პ.ს. ფრანშიზის მაგალითის განხილვა თუ გვინდა, აგერ, იაპონელებს შევხედოთ smile.gif

Posted by: giushki 14 Aug 2018, 01:21
OSTAP
მოდი ნუ ვიდავებთ რომ ვოდაკომის თასზე და არცერთ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირში ჩართული არგენტინა უფრო დაბალი დონის გუნდი იყო, ვიდრე სუპერ რაგბში ფრანჩაიზით და 4 ერზე ნაკრებით. კი არადა საერთოდ ნუ შევადარებთ))

Posted by: SGG 14 Aug 2018, 01:37
giushki
QUOTE
არადა მახსოვს აქ, მწარე კამათები იყო ხოლმე თემაზე - კლუბი რად გვინდა, მარტო ლეგიონერებით გავალთ ფონსო


კლუბი და ფრენჩაიზი გვინდა რამე სერიოზულ ტურნირზე. თორე ლოკომოტივი
სადაც აპირებს თამაშს ან თუნდაც იმავე ჩელენჯზე თამაში,ბევრი არაფრის მომცემი
არაა და იმავე რუმინეთის,რუსეთის,ესპანეთის და პორტუგალიის მაგალითზე,ბევჯერ
დადასტურდა. ძლიერი ლეგიონერების ყოლასთან ახლოსაც არაა ეგ ევროთასები.
იმავე არგენტინა ბევრ ევროპელ ლეგიონერს ვერანაირად ვერ ანაცვლებს სუპერ რაგბში მოთამაშე ბიჭებით.

კამათი იყო მაგაზე და არა იმაზე, რომ პრო 14-ში გუნდის შეყვანა არ გაგვაძლიერებს smile.gif

Posted by: OSTAP 14 Aug 2018, 01:46
giushki,

არ შეგეკამათები, მას შემდეგ რაც 2019-ში მინიმუმ ნახევარფინალს დადებს smile.gif smile.gif მანამდე ვერ დამარწმუნებ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: giushki 14 Aug 2018, 02:06
OSTAP
ფიჯიმაც დადო როდესღაც უელსი, მაგრამ პასიფიკ აილენდერები რაც სუპერ რაგბში შევლენ, ფიჯი გახდება სულ სხვა ნაკრები, თუნდაც დისციპლინით. რაა აქ სადაო? ერთხელ ყარაულის თოფიც ვარდება.

Posted by: OSTAP 14 Aug 2018, 03:33
მე არ გედავები არც ფრანშიზის მნიშვნელობაზე, არც სუპერ რაგბში თამაშის უპირატესობაზე და სიკეთეებზე. არც ევროტურნირებზე და ა.შ. უბრალოდ არგენტინას ამის შემდეგ არ დაუდია უკეთესი შედეგი ვიდრე ჰქონდა. ფაქტი რჩება ფაქტად. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, 2015 წლის შემდეგ არგენტინას აქვს რეგრესი და არა პროგრესი.

კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ვემხრობი და მხარს ვუჭერ ფრანშიზასაც, პრო 1რ, სუპერ რაგბის და ნების მიერ უკეთეს ასპარეზს. მაგრამ როგორც ზაალ ბატონი იძახის სტატისტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია სპირტში smile.gif smile.gif

Posted by: giushki 14 Aug 2018, 04:09
OSTAP
smile.gif არგენტინასაც, იაპონიასაც და ნებისმიერ ქვეყანასაც ექნება ცალსახა პროგრესი, იმ ჩემპიონატებიდან გამომდინარე, სადაც ისინი გამოდიან. მშრალ სტატისტიკას თუ ვადარებთ (ისიც მხოლოდ მოგება/წაგებას) და სიტყვებზე მეკიდები - მაშინ მართალი ხარ smile.gif ჩვენც მოვუგეთ ტონგას 2015, გვაქვს პროგრესი? - ვიღაცა იტყვის კის, ვიღაც არას.
მაგრამ აქ საქმე მაგაში არაა, გადახედე 2007 წლის არგენტინის შემადგენლობას - პოზიცია არაა სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ყავდეთ: 1 ხაზი:რონსერო, აჟერზა, სუპერ მარიო. 2ხ: ალბასეტე. 3ხ: ლობე, ლეგიზამონი. 9-10 აღარ დავწერ biggrin.gif ბექები: აგუჟა, ტიესი, კორლეტო, კონტეპომები. არ უნდა გასულიყო არგენტინა ამ შემადგენლობით? მე თუ მკითხავ, კანონზომიერადაც გავიდა. დიდწილად, ზუსტად ამ თაობამ დაიმსახურა ის მონაგარი, რასაც დღეს ეგენი იღებენ. აი ფიჯის მართლაც გაუვარდა მაშინ უელსთან.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს - იგივე არგენტინაა ფრანჩაიზით სუპერ რაგბში, აქვს წინა წლებთან შედარებით პროგრესი? აქვს.
4 ერში - პირველივე წელს გააგორა ავსტრალია, მანამდე 14 წელი არ ქონდათ მაგათთვის მოგებული. სამხრეთ აფრიკისთვის საერთოდ არ ქონდათ მოგებული და აგერ 4 ერში მიყოლებით 15ში და 16ში თითო თამაში მოუგეს. ჰურკადას არეულს დაალაგებს ლედესმა. არაა ეგ პრობლემა. 1-2 წელი ისედაც უნდა ჰქონოდათ ჩავარდნა, მაგის გარეშე წინსვლა არის წარმოუდგენელი - ვიცით ეგ ისედაც ყველამ. (მითიმეტეს არანორმალური კალენდრის ფონზე, რომელსაც საერთოდ მიუჩვევლები იყვნენ და ასევე ამ დონეს ზერაგბი+დიდი3).
ზოგადად, მაგათ რაგბის ეკონომიკას რაც შეეხება - 2007ში რამდენი ლეგიონერი ყავდათ და დღეს რამდენი ყავთ? შეიძლება დიდად არ მოიმატა შიდა ჩემპში ხელფასებმა, მაგრამ დონე დონედ აიწია და რჩეულებს ფრანჩაიზში არ აკლიათ პატივისცემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი ქვეყანაღა დარჩა, რომლებიც მხოლოდ შიდა ჩემპის ხალხს ათამაშებს ნაკრებში? ხოდა ადრე თუ პირიქით ლეგიონერები ყავდათ არგებს, დღეს მხოლოდ შიდა ჩემპიდან ხალხი.
ძალიან ძალიან დიდი პროგრესია ზოგადად. ადრე თუ საქართველოსავით ვინმე ხმას სადმე შეაწევდა და ეგ იყო და ეგ, დღეს ამხელა ლეგენდა ლობისტი ყავთ პიშოს სახით.
ნეტავ ჩვენ განვიცადოთ ამისთანა რეგრესი და მეტი არ მინდა არაფერი biggrin.gif

Posted by: dc120mm 14 Aug 2018, 10:21
giushki
QUOTE
შეიძლება დიდად არ მოიმატა შიდა ჩემპში ხელფასებმა,

ამ ამბავში მაგარი "ჩეგევარები" არიან biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Aug 2018, 11:26
გუშინ მენეჯერი ივა იყო ოფისში და ...
ლოკომ გავაგზავნეთ დასტური მონაწილეობაზეო!

Posted by: jora84 14 Aug 2018, 11:26
ლუკასა და ნიკოს მამა

სამგზის ვაშა, ჩამოყალიბებულან ესეიგი biggrin.gif

Posted by: SGG 14 Aug 2018, 11:45
რაზე მიდის აქ კამათი გაუგებარია smile.gif) არასოდეს, არავის ამ ფორუმზე არ უთქვამს რომ
პრო 14-ში ან სუპერ რაგბში თამაში ქართულ რაგბს დიდ პროგრესს არ მოუტანდა smile.gif

არ არსებულის მოგონება და მერე მაგაზე კამათი, ახალი რამეა smile.gif)

Posted by: giushki 14 Aug 2018, 11:49
SGG
smile.gif მეცინება ხოლმე შენს გვერდიდან ნათქვამებზე smile.gif ერთერთი თავად ბრძანდებოდი ბატონო smile.gif

მაგრამ არაუშავს smile.gif ეს ის დროა, როდესაც კომუნისტები უცებ კაპიტალისტებად გვევლინებიან და ვერც მაგით გავკვირვდი მაინცდამაინც smile.gif

Posted by: SGG 14 Aug 2018, 13:11
giushki

ვახ smile.gif) შენ ჩელენჯზე თამაში სუპერ რაგბში თამაშისგაბ ვერ გაგინსხვავებია,
ფორუმს დააბრალე, მერე მოიგონე და იკამათე smile.gif)

გინდ ახალი, გინდ ძველი ფორუმელუსგან, ერთ პოსტს ვერ დადებ, ვინც ამბობდა რომ
ფრენჩაიზა ტოპ ლიგაში არ წაგვადგება smile.gif საკუთარ აჩრდილთან კამათი თუ გსიამოვნებს, შენი ნებაა smile.gif

Posted by: Gio_G83 14 Aug 2018, 13:21
ესეც

Continental Shield 2018-19_EPCR Operational Planning

user posted image

ნათარგმნ-ნაკორექტირები
* * *
user posted image

ამ დროს აშკარად უფრო დიდი ფორმატისაა

Posted by: giushki 14 Aug 2018, 13:45
SGG
აა ეხლა ფორუმს ვაბრალებ? smile.gif კიდე რას დამავალებ აბა?))) 3-4 წლის წინანდელი არქივიც ხომ არ გავხსნა?)) ვიდეოებიც ხომ არ დავურთო თან თავისი ფარული ჩანაწერებით?))) ხომ გითხარი ერთხელ უკვე, ნუ მესაუბრები თუ არ გსიამოვნებს თქო. მე პირდაპირ გითხარი და ეხლაც იგივეს გაგიმეორებ - ნუ მელაპარაკები smile.gif შენი დემაგოგია არ მსიამოვნებს და არც მაინტერესებს.
ან საერთოდ რომელ ჩელენჯზეა საუბარი, იმის ფარზე ვერ გაგვყავს გუნდი. რაის ფრანჩაიზზეა საუბარი?))) მოდი, ჯერ მინიმუმიდან დაიწყე და მერე მიდი იმ მაქსიმუმამდე. ჩელენჯის სინზე ვერ მივედით იქამდე, რომ რელეგაციის თამაში გვეთამაშა. ფრანჩაიზი არა იხვის ტოლმა.
მაგ ფონდზეც არაერთხელ დავწერე პირადად მე და სხვებმაც, აგერ გვერდით თემაში რომ მიდის დავა. მარტო მე არ ვყოფილვარ. (რადგან შენ ჩემზე ალერგია გაქვს). თქვეს მაშინაც ხალხმა, რომ ის ფონდის ფული ბევრ რამეს გააკეთებს გაჭირვების ჟამსო. 5 წლის წინ რომ შექმნილიყო ეგ, დღეს დავიჯერო იმ სინზე გასასვლელი თანხა არ იქნებოდა იმ ფონდში ციმციმ აგროვებული???
ვიღაცამ დაწყევლა ქართველები და საქართველო ამ სიტყვებით: "არც შენი იცოდე და არც სხვისი გჯეროდესო". სანამ რამეს გააკეთებდე, თუ საქმის ადამიანი ხარ საერთოდ, ვინც არ უნდა იყო. ჯერ უნდა იცოდე როგორ კეთდება პრაქტიკაში.
ბოლოში გეტყვი ერთს - მართალი ხარ ყველაფერში, უბრალოდ ნუ გამომესაუბრები აქ და მოგვარდება შენი ყველა პრობლემა. ხომ ხედავ, ვერ მახვევ მაგ დემაგოგიურ აზრებს თავს და ტყუილად ნუღარ გაცვითავ კლავიატურას. smile.gif

Posted by: SGG 14 Aug 2018, 13:53
giushki


ვის ეკამათები კაცო?smile.gif მე თუ საკუთარ აჩრდილს?smile.gif)
კაი, დავიშალეთ smile.gif)

Posted by: giushki 14 Aug 2018, 13:57
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 14 Aug 2018, 11:26 )
გუშინ მენეჯერი ივა იყო ოფისში და ...
ლოკომ გავაგზავნეთ დასტური მონაწილეობაზეო!

აი ეს არის მთავარი. ძალიანაც კარგი!

Posted by: Gio_G83 14 Aug 2018, 14:00
შილდის მოთხოვნები:

კონტინენტურ ფარზე მოწვეული კლუბების შერჩევა მოხდება რაგბი ევროპასა და შესაბამის კავშირებთან და ფედერაციებთან ერთად, თუმცა EPCR-ის სურვილია, რომ აღნიშნულ მსოფლიო რაგბის დაფინანსებულ მნიშვნელოვან პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს ყველა კავშირის/ფედერაციის წარმომადგენელმა, რადგან ეს პროგრამა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ელემენტია მსგავსი ხასიათის მაღალი კლასის პროგრამების გასაფართოებლად.

საბოლოო გადაწყვეტილებას თუ რომელი გუნდები იქნებიან მიწვეული, ქვემოთ მოცემული მინიმალური სტანდარტებისა და მოლოდინების საფუძველზე, მიიღებს EPCR:

აუცილებელია, რომ მოწვეულ გუნდს შესწევდეს ძალა იყოს კონკურენტუნარიანი კონტინენტურ ფარზე, რაც უნდა დასტურდებოდეს EPCR წარსული გამოცდილებით;

აუცილებელია, რომ მოწვეულ გუნდს ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, გუნდისთვის ზედმეტი ფინანსური პრობლემების შექმნის გარეშე.

აუცილებელია, რომ მოწვეულ გუნდს გააჩნდეს ჯეროვნად დაკომპექტებული მენეჯერული გუნდი, რომელიც უნდა შედგებოდეს ისეთი კომპონენტებისგან, როგორებიცაა მედია მენეჯმენტი, საოპერაციო მენეჯმენტი (ადმინისტრაციული და ენობრივი უნარ-ჩვევებით), ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი (საფარის ხარისხი, თამაშების ტრანსლირება და სხვ.)

აუცილებელია, რომ მოწვეულ გუნდს გააჩნდეს პოტენციალი, შესაძლო კვალიფიკაციის შემთხვევაში, იყოს კონკურენტუნარიანი ჩელენჯ თასზე და ასევე პატივს სცემდეს ზემოთხსენებულ პრინციპებს.

უკვე მონაწილე ქვეყნების გარედან, ზემოთ ხსენებული მინიმალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, EPCR-ს განზრახული აქვს მოიწვიოს თითო გუნდი თითოეული რაგბი ევროპის ერთა თასის მონაწილე კავშირიდან, ანუ საქართველოდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და სხვ. რუმინეთი და რუსეთი უკვე წარმოდგენილები არიან აღნიშნულ შეჯიბრზე, მათი ჩელენჯ თასის მონაწილის სახით.

პლეიოფის სტადია წარმოადგენს ჩელენჯ_ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპს - მატჩების განრიგი ჯერ არ არის მზად - მოგებული გუნდები აღზევდებიან 2019-20 წლის ჩელენჯ_ქაფის გათამაშებაში.

EPCR გაიღებს მონაწილეთა მგზავრობის გარკეულ ხარჯებს
ბიუჯეტი ჯამში შეადგენს (პლეიოფების გათვალისწინებით) 125,000

მანძილი ორ წერტილს შორის გამოითვლება გუგლის მეშვეობით.
ყოველი მონაწილე კლუბი მიიღებს ანაზღაურებას 1 ევროს %-ს ჯამში სეზონის მანძილზე /დაფარული/კილომეტრების მიხედვით.

ცხოვრება
ჯგუფური ეტაპის განმავლობაში, ყოველი სტუმარი გუნდის მხარდაჭერა მოხდება შემდეგი პრინციპით
2 დღე-30 პერსონაზე-40 ევრო=არაუმეტეს 2,400 ევრო კლუბზე, ყველა მონაწილე გუნდზე გათვლით არაუმეტეს 19,200

EPCR-ის მოსაზრებით, მონაწილე ქვეყნების გათვალისწინებით, სავიზო ხარჯები არ უნდა წარმოიქმნან. აღნიშნული ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მათ ანაზღაურებაზე ეკისრება შესაბამის გუნდს ან კავშირს/ფედერაციას.

პელიოფის ორი გარანტირებული მონაწილე კლუბი, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული მონაწილეობა ჩელენჯ_ქაფის გათამაშებაში, მგზავრობა ტურნირის ორგანიზატორის მხრიდან დაუფინანსდებათ.
EPCR დაფარავს მატჩის არბიტრებისა და ადმინისტრატორების ხარჯებს 60/70 000 ევროს ფარგლებშიო...

ეგაა მთელი შილდი

Posted by: giorgi77 14 Aug 2018, 14:19
კარგია ლოკომოტივის ამბავი. იმედი მაქვს რომ ბათუმის შედეგს გააუმჯობესებენ.

ვინა ყავს ლოკომოტივს შემაგენლობაში ისეთი, გამოცდილი, კლასიანი მოთამაშე ვინც წაიყვანს თამაშს. ბათუმს ასეთი ნაკრების ორი მოთამაშე ყავდა, + მოთამაშეები რომლებსაც სანაკრებო გამოცდილება ჰქონდათ რაღაც დონეზე.

საინტერესოა ლოკომოტივის შანსებს როგორ შეაფასებდით აქა, ვინც კარგად ერკვევით დიდ 10-ში.

Posted by: ferrari1000 14 Aug 2018, 14:24
giorgi77
წინა სეზონში შადრეს და ბეგოს მიყავდათ თამაში. ალბათ წელსაც ეგრე იქნება.

Posted by: Gio_G83 14 Aug 2018, 14:31
QUOTE
საინტერესოა ლოკომოტივის შანსებს როგორ შეაფასებდით აქ


ტრადიციულად ძლიერი შერკინების პირველი ხაზი:
ქვათაძე-ქართველიშვილი
კვაჭი-მამუკაშვილი (ბორჯღ)
მეორე ხაზი: კოპაძე (ნაკრებებ გამოვლილი) გეგია (ძალიან ძლიერი ფიზიკურად)
მესამე ხაზი: ფოფხაძე, გასვიანი, ამირანაშვილი - ჯიქთან ერთად (ჯიქის შემდეგ) მიმაჩნია, რომ შიდა ასპარეზზე ერთ-ერთი საინტერესო მესამე ხაზია
ღერძი - ცოტა ექსპერიმეტულია კარგი მგეზავი ვერ იშოვა ლოკომ, მარგამ ბეგაძე-აფციაურის წყვილი (ბორჯღ) უინტერესო არ უნდა იყოს
ცენტრი: გამოცდილი კავთიძე (კაპ) ტალახაძე (ნაკრებებ გამოვლილი) გაგოშვილი, ახლა ძნელაძე დაემატათ
3/4: შკინინი (ბორჯღ) გოგოლაშვილი (ახალგაზრდულ-7_კაცა), წიკლაური (ბორჯღ),

ვნახოთ...

+ ბენდო, პაშა და სიკო (სიმონ მაისურაძე-კვაჭი[ბორჯღ])

Posted by: giorgi77 14 Aug 2018, 14:34
QUOTE
giorgi77
წინა სეზონში შადრეს და ბეგოს მიყავდათ თამაში. ალბათ წელსაც ეგრე იქნება.

up.gif

გადავხედე ლოკომოტივის შემადგენლობას... ბეგაძის გარდა კლუბში რამდენიმე მოთამაშეა რომელბსაც ნაკრებში უთამაშია.

წლევანდელი ახალგაზრდულიდან ყავთ ვინმე?

სახელებით ბათუმის შემადგენლობა უფრო ძლიერია.

წარმატებები ლოკომოტივს. ალბათ მალე ჯგუფს და განრიგს გამოაცხადებს EPC

Gio_G83 მადლობა

Posted by: ferrari1000 14 Aug 2018, 14:36
giorgi77
ლოკმოტივი და ახალგაზრდულები ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან.

Posted by: NAPSTER 14 Aug 2018, 14:43
giushki
QUOTE
ის ფონდის ფული ბევრ რამეს გააკეთებს გაჭირვების ჟამსო. 5 წლის წინ რომ შექმნილიყო ეგ, დღეს დავიჯერო იმ სინზე გასასვლელი თანხა არ იქნებოდა იმ ფონდში ციმციმ აგროვებული???


არა, არ იქნებოდა. მააააქსიმუმ, ყველაზე ოპტიმისტურ ვერსიაშიც, ჰა და ჰა რამდენიმე ათასი ლარი შეგროვებულიყო.
კაი, თუნდაც შეგროვებულიყო 200 000 ლარი და გაგვეშვა ლოკომოტივი სინზე. გაისად ვინც გახდება ჩემპიონი, იმას რა ვუყოთ? თუ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გავუშვათ გუნდი არაფრისმომცემ ტურნირზე?

არსად ეგეთი ფონდები არ მუშაობს. ერთი წარმატებული მაგალითის შესახებაც კი არ მსმენია მე პირადად. თუ მეტყვით მაგალითს, ბოდიშს მოვიხდი (კონკრეტულად სპორტის გულისთვის შექმნილ ფონდზეა საუბარი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეების შემოწირულობები აკუმულირდება და არა ბიზნესმენი ფილანტროპების).

პ.ს. აქვე, მე ვინ მეკითხება, მაგრამ SGG-ს არასოდეს უთქვამს, რომ ფრანჩიზა არ გამოგვადგება. ყოველთვის საუბარი იყო ამ რაღაც გაუგებარ ტურნირზე და ჩელენჯ ქაფზე.

Posted by: giushki 14 Aug 2018, 14:46
NAPSTER
ბრივის ისტორიას გადახედე.
ერთხელ გუნდის გაშვებაც საქმეა. საერთოდ ათასჯერ ნათქვამს, ერთხელ ნანახი სჯობიაო და ასეა ეს.

Posted by: Gio_G83 14 Aug 2018, 14:49
ხერხემლით თუ იმსჯელებ - მამუკაშვილი-ამირანაშვილი-ბეგო-ვანდამა-წიკო
უკვე არაა ცუდი
3/4
გოშა, ჩორტიკა და წიკო - უკვე ცუდი არაა
ღერძი: ბეგოს ვანდამას შეწყვილებ თუ წიკოს (შარშანდელი ექსპერიმენტებივით) ურიგოდ არ გამოიყრება

ცენტრში ბევრია ვარიაციები
მესამე ხაზი მებრძოლი და მობილური
მეორე ხაზიც ჯანიანი ბიჭებით და გააჩნია როგორ შეკრავ
დაცვის დალაგება, დაცვიდან შეტევაში გადასვლისას სისწრაფე და ვარიანტების სიმრავლე - მოკლედ ვნახოთ

დიდი 10 დან კარგი გუნდი შეიკვრებოდა
არა იმ დათქმით რომ U20 აუცილებლად იყოსო

ჯიქის და ლოკოს პირველი ხაზი, კონკურეტნებად აიას (მობილურები) ბათუმელი # 3 და ჰუკერი
მეორე ხაზი აიას ტანდემი - იგივე დაჩი, იგივე კვაჭაძე (ვიდრე ხაჭაპურა)
მესამე ხაზი - მაგარი კონკურენცია იქნებოდა ჯიქის საბაზისო და მინიმუმ თითო კაცი 3-4 გუნდიდან კონკურენტად
ღერძი - ვაჟა და ბეგო
მგეზავად - ქოქოსით დაწყებული კი არა და თედო და სასტავი smile.gif მათშორის მეკოც
ცენტრშიც ბლომად დადგებოდა - სვანიძეთი დაწყებული კვესო, კოშა, ბადრით გაგრძელებული
3/4 მეტია კონკურენცია - წიკო, მირიანი, შკინინი, სოსო,

* * *
QUOTE
წარმატებები ლოკომოტივს. ალბათ მალე ჯგუფს და განრიგს გამოაცხადებს EPC


ოქტომბერს არის პირველი და ერთად ერთი ტური წელს, დანარჩენი გაისად

Posted by: giorgi77 14 Aug 2018, 14:54
Gio_G83

რაც დაწერე ზემოთ ჩელენჯის შესარჩევი ფარისთვის არც მემეტება. ეგაა ფრანჩიზა პრო 14-თვის smile.gif

დავუმატებდი არაქართულ სტაფს. მწრთვნელები არ უნდა იყვნენ შინაურები.

Posted by: Gio_G83 14 Aug 2018, 14:57
QUOTE
რაც დაწერე ზემოთ ჩელენჯის შესარჩევი ფარისთვის არც მემეტება. ეგაა ფრანჩიზა პრო 14-თვის


ვერ ეყოფა, იქ სხვა გამოცდილება და დონეა საჭირო
ბექები ხო მაგრამ ომს შერკინება იგებსო ხომ იცი დონაძე-მამრიკიშვილ-ტორაძით ძებრეს იქით ვერ იჭიდავებ იქაც თავს არ დავდებ, ენისეი ალბათ - კაჭი თუ არ დადგა შერკინებაშ wink.gif იქაც თავს არ დავდებ


Posted by: otia-83 14 Aug 2018, 15:00
ფონდი საჭიროა ჩემი აზრით, ოღონდ ამ ფონდით შეგროვილი ფული მაქსიმუმ რეგიონებში ბავშვთა კლუბების დასახმარებლად გამოდგება. შეიძლება ამ ფულით უყიდო ბურთები, სადგამები, სხვა სავარჯიშო მარტივი ინვენტარი, შეიძლება მწვრთნელების მინიმალური ანაზღაურებაც. თან ეს ფული მაქსიმუმ 1-2 მსგავს გუნდს გასწვდეს, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით.

Posted by: giorgi77 14 Aug 2018, 15:03
QUOTE
ვერ ეყოფა, იქ სხვა გამოცდილება და დონეა საჭირო
ბექები ხო მაგრამ ომს შერკინება იგებსო ხომ იცი დონაძე-მამრიკიშვილ-ტორაძით ძებრეს იქით ვერ იჭიდავებ იქაც თავს არ დავდებ, ენისეი ალბათ - კაჭი თუ არ დადგა შერკინებაშ wink.gif იქაც თავს არ დავდებ


შეიძლება ეგრეცაა. ერთხელ უნდა ითამაშოს მაგ დონეზე წარმოსახვითმა ფრანჩიზამ რომ დავინახოთ სადა ვართ. მერე გაძლიერებაც იქნება biggrin.gif

ფანტაზიორობაც კი სასიამოვნოა ამ თემაზე მაგრამ სამწუხაროდ არა მგონია ეს რეალობად იქცეს მომავალი 4-5 წლის განმავლობაში.

Posted by: jora84 14 Aug 2018, 15:26
ჩემი აზრით შილდზე და ჩელენჯზე გამოსვლა მნიშვნელივანია იმ კუთხით, რომ თუ როდესმე დადგა ფრანჩიზის შექმნის და სადმე დამატების შესაძლებლობა იმათთან სათქმელი გვქონდეს. ასევე რაღაც დოზით გაზრდის კლუბური რაგბის კულტურას ჩვენში.
სანაკრებო პერსპექტივაში ეფექტი არ ექნება.

Posted by: MAKARSKA 14 Aug 2018, 18:35
http://lelo.ge/article/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0,-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91-7640

Posted by: giorgi77 14 Aug 2018, 19:31
„კონტინენტის ფარზე“ კვლავ ორი ბრიგადით



http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6792&callerModID=17364&Title=%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%97%2020%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

Posted by: dc120mm 14 Aug 2018, 21:01
გვირჯიკა და ამასა იმსაჯებენ ალაფაზე!

ნიკა ძირითაზე და გვირჯიკა გვერდზე.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Aug 2018, 23:41
QUOTE
ნიკა ძირითაზე და გვირჯიკა გვერდზე.

ანუ მოედანზე და კიდეზე
http://files.rugby.ge/VARIA/ragbis_tesebi_2018.pdf | გვ.24

Posted by: dc120mm 15 Aug 2018, 09:23
QUOTE
ანუ მოედანზე და კიდეზე

ნამდვილად.

Posted by: giorgi77 17 Aug 2018, 18:43
დღეს ჯგუფები და თამაშების განრიგი გამოაცხადეს ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯზე..... მაგრამ ფარზე არაფერი არ დაწერეს აქა... https://www.epcrugby.com/continental-shield/

შარშანდელი ცხრილები დადეს თანაც შეცდომით biggrin.gif ბათუმი მესამე ადგილზე გაიყვანეს ჯგუფში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Aug 2018, 11:53
ეგრე უდევთ ორი თვეა -- ვიღაც სტუდენტის გაკეთებულია,
მონაცემთა შეყვანას რომ ასწავლიდა ვებ’ადმინიო

Posted by: ika_valencia 23 Aug 2018, 01:54
http://rugby.worldsport.ge/ge/page/7667_lokomotivi-kvlav-finansebis-dziebashia-xolo-kontinentis-farze-tamashi-saechvoa-vrceli-interviu-temur-bendiashviltan “ლოკომოტივი” კვლავ ფინანსების ძიებაშია, ხოლო “კონტინენტის ფარზე" თამაში საეჭვოა – ვრცელი ინტერვიუ თემურ ბენდიაშვილთან.

Posted by: Gio_G83 23 Aug 2018, 12:21
Ayiraveben lookos....
Aia, AR vici Ras izams da batumi tyuilad ki AR gadzlierebula...

ika_valencia
Kargi statiaa

Posted by: giushki 23 Aug 2018, 12:23
ძალიან ცუდი იქნება, ბოლო-ბოლო თუ ვერ მოიძია ლოკომოტივმა საჭირო ფინანსი. წინა სეზონშიც გამოჩნდა, რომ 1 თავით მაღლა იდგნენ აიაზეც და ბათუმზეც.

Posted by: giorgi77 24 Aug 2018, 13:56
ფული თუ არა აქვთ განაცხადი რაზე გააგზავნეს....? ჯერ ფული ეშოვათ.

იქნებ სხვა კლუბს აქვს საშუალება? არანაირი პრობლემა არაა თუ აია ან ბათუმი წავა ლოკომოტივის ნაცვლად, თუ ფინანსური პრობლემები აქვს ჩემპიონს.

Posted by: Gio_G83 24 Aug 2018, 14:29
გულშემატკივართა აქტივობა 800 ლარს მიახლოებია
ეგ 800 ლარი დამოკიდებულების მხრივ ალბათ ბევრად მეტის სურვილს ტოვებს მარგამ მიმღებისთვის ალბათ ბევრი 800 ლარის ტოლფასი იქნება

დეფოლტ-ამბავში

Posted by: OSTAP 24 Aug 2018, 14:30
- დიდი 10-ის მოგებისთვის მიღებული პრიზიდან თუ გამოიყენებთ გარკვეულ თანხას “კონტინენტის ფარზე” სათამაშოდ?

- ბიუჯეტი განაწილებული ისე გვაქვს, რომ სახელმწიფოსგან და რკინიგზისგან შემოსული თანხებიდან ხელფასი 10 თვეს გვყოფნის და დარჩენილი ორი თვის ჯამაგირს სწორედ ამ თანხიდან მოვიხმართ. შარშან, როდესაც ჩემპიონი “ჯიქი” გახდა, ფინალის სპონსორისგან “ტოიოტასგან” დამატებითი ფულადი ჯილდოც მიიღო, ისევე როგორც ფინალისტმა “ბათუმმა”. სამწუხაროდ, წელს ასე არ ყოფილა.

კომენტარის გარეშე smile.gif smile.gif smile.gif


Posted by: Gio_G83 24 Aug 2018, 14:31
QUOTE
კომენტარის გარეშე 


smile.gif

ესაა ჩემი კომენტარი
https://forum.ge/?showtopic=35041430&view=findpost&p=53233080

Posted by: otia-83 25 Aug 2018, 11:04
QUOTE (OSTAP)
კომენტარის გარეშე

უეჭველი იცოდნენ ჩემპიონები, რომ ხდებოდნენ, თუ მორაგბეების "აყირავებას" აპირებდნენ ბოლო 2 თვის ხელფასის ამბავში?

ესეთი კლუბის ადგილი ევროტურნირებზე არაა! კლუბს, რომელმაც იცის, რომ წელიწადში დაფინანსება აქვს კონკრეტული X თანხა (400 000 + რკინიგზის დაფინანსება), რანაირად უნდა შეადგინო ბიუჯეტი ისე, რომ გამოგივიდეს X+Y (ბოლო ორი თვის ხელფასი)?


ესაა უპასუხისმგებლობა! დაუდევრობა! არაპროფესიონალიზმი!

Posted by: GioWEED 25 Aug 2018, 12:07
არც კი ვიცი რა ვთქვა. ასეთმა კლუბმა როგორ მოიგო ჩემპიონატი არ ვიცი.

მიდი ბათუმი მიაწექი, კონტინენტის ფარი ბათუმში უნდა ჩავიდეს! აიამაც თუ ვერ შეძლო გასვლა ბათუმი გავა.

ყველაზე დალაგებული და წესიერი გუნდი დიდ 10ში ბათუმია... თან გაძლიერდნენ კიდეც წელს.

Posted by: jora84 25 Aug 2018, 12:27
otia-83

200000 ეკუთვნის ჩემპიონობაზე ლოკოს, ამ თანხით 2 თვის ხელფასი თუ დაფარეს გამოდის რომ თვეში 100k ქონიათ გასაცემი?

მაშინ რკინიგზის წილი 600 k ყოფილა სპონსორობაში rolleyes.gif

ბუღალტერ ვ სტუდიუ spy.gif

Posted by: zaal1969 25 Aug 2018, 12:34
GioWEED
QUOTE
აიამაც თუ ვერ შეძლო გასვლა ბათუმი გავა.

აიაც ფინანსების ძიებაშია თუ გარკვეული აქვს ყველაფერი?

Posted by: otia-83 25 Aug 2018, 12:45
jora84
QUOTE
ბუღალტერ ვ სტუდიუ

მე მარტო თეთრი ბუღალტერია ვიცი ძმაუ tongue.gif

გულუხვები ყოფილან რკინიგზელები რა გინდა wink.gif


ლეგალიზებულიაო და ბენდიაშვილმა მაგარი კვამლი დააყენა.

პ.ს. არაა აუცილებელი მწვრთნელი ფინანსურ საკითხებზე (სხვა ისეთზეც რაც მას არ ეხება) კომენტარს აკეთებდეს, თორე მივიღებთ ისეთივე აბსურდს რაც ამ შემთხვევაში.


მე მაყუთა ტიპი რომ ვიყო და ფული მემეტებოდეს რაგბისთვის მილიონობით. 1 თეთრსაც არ მივცემდი ლოკომოტივს ამ სტატიების მერე.

zaal1969
QUOTE
აიაც ფინანსების ძიებაშია თუ გარკვეული აქვს ყველაფერი?

ბენდიაშვილმა მერია აფინანსებს: ბათუმს, ქუთაისს და რუსთავსო. რამდენად დაეჯერება აბა რა გითხრა.

Posted by: jora84 25 Aug 2018, 12:55
otia-83

რუსთავი ადვილი დასადგენია, მოვა დემე და გვეტყვის.

ბათუმს გულუხვად ეხმარებიან აჭარის მთავრიბიდან.

აიას წინა გუბერნქტორი შეპირებია დახმარებას შილდის საკითხებში, ეხლა რა ხდება არ ვიცი.

QUOTE
გულუხვები ყოფილან რკინიგზელები რა გინდა


მანდ არის დამარხული ძაღლის თავი, პირველი ინტერვიუ რომ დადეს იმ დროს რა თამხა ჭირდებოდათ საერთოდ არ იცოდნენ შილდისთვის, სხვება გაურკვიეს ეგეც smile.gif მაგრამ საპრიზო რომელიც ჯერ არ ჩარიცხვიათ უკვე დახარჯული ქონდათ.

Posted by: Gio_G83 25 Aug 2018, 14:30
QUOTE
ბუღალტერ ვ სტუდიუ 


მზა მორაგბეები და თანაც ვარსკვლავები ძვირი ჯდება ბრად

პ.ს.
არ ვარ ბიუსგჰალტერი

Posted by: jora84 25 Aug 2018, 14:43
Gio_G83
QUOTE
მზა მორაგბეები და თანაც ვარსკვლავები ძვირი ჯდება ბრად


მაგდენს მეც ვხვდები ჩემი მეგრულით და კალკულატორით biggrin.gif

სულ სხვაგან მქონდა აქცენტი, თუ ის ორი თვე 200 k დაუჯდათ მარტო ხელფასები ესეიგი დანარჩენი 10 თვე მილიონ სჩემტა დაჭირდებოდათ, მარტო ხელფასები ხომ არ არის დანახარჯი არა?

ხოდა ბუღალტერიაში გავიჭედე biggrin.gif

ან წინა თვეების დავალიანებაც მოყვებოდათ.

Posted by: Gio_G83 26 Aug 2018, 16:58
QUOTE
ხოდა ბუღალტერიაში გავიჭედე



Magashi Shen ki Ara sruliad kartuli ragbia gochkadili
* * *
Magitomac vambob kalatametki, kalata

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Aug 2018, 19:27
კალათა + კალათ’ბურთი

user posted image

The Six Nations Council today announced the appointment of
Benjamin Morel as Chief Executive Officer of Six Nations Rugby Ltd.

Ben brings a wealth of relevant experience having most recently served as
Managing Director for the National Basketball Association (NBA) in Europe and the Middle East,
where he played a key role in the NBA’s international growth for many years.

In his role at the NBA, Ben was managing over 70 staff across multiple lines of business ranging from
media sales, including digital and social, to sponsorship, merchandising and audience engagement.

Ben has always been a rugby fan. With a French father and British mother, of both English and Scottish descent,
Ben was brought up in a rugby loving household.

His appointment as CEO is effective from Monday 5 November.

მეილზე მომივიდა Thu 8/23/2018 1:04 PM
გლობალურმა მედიამ რატომ წაუყრუა, ვერ ვიცი

@


Posted by: lankasteri 27 Aug 2018, 17:30
არაფერი მაკავშირებს არც ბენდიაშვილთან და არც ამ გუნდთან, მარა გინდა თუ არა, ჩემპიონობაზე პრემია რომ აიღეთ, იმ ფულით რატომ არ თამაშობთ საერთაშორისო მატჩებსო, მე რომ მკითხოთ ძალზედ არა სწორი პრეტენზიაა.

ზუსტად არ ვიცი რამდენია რიგითი ქართველი მორაგბის ხ ელფასი, მაგრამ თუნდაც ქართველი ფეხბურთელის ხელფასს რომ ბევრად ჩამორჩება, მაგდენი ვიცი და რიგითი მოქალაქის ანაზღაურებას დიდად რომ არ აღEმატება.
ამის ფონზე ხალხს მოსთხოვო, ჩემპიონობისთვის მიღებული ბონუსით რამდენიმე საერთაშორისო მატჩი ითამაშეთ და დამატებითი პრემიები არ აიღოთო - ძაან არა სწორია. და არც უნდა გააკეთონ.

ფედერაციას უნდა ჰქონდეს მოძიებული თანხა ჩემპიონის ევრო-ტურნირზე გასაგზავნად და კლუბს არ უნდა უტხრან, უი, ჩემპიონი გამხდარხარ, წადი ახლა შენით მოიძიე რამდენიმე ასეულ ათასი ლარი (შენი წლიური ბიუჯეტის 30, 40 ან 50%) და გადი და ითამაშეო...

Posted by: jora84 27 Aug 2018, 18:05
lankasteri

QUOTE
ამის ფონზე ხალხს მოსთხოვო, ჩემპიონობისთვის მიღებული ბონუსით რამდენიმე საერთაშორისო მატჩი ითამაშეთ და დამატებითი პრემიები არ აიღოთო - ძაან არა სწორია. და არც უნდა გააკეთონ.


პრემიაზე არ არის საუბარი, თვითონ ამბობს 10 თვის ხელფასები გვქონდა და დანარჩენი 2 თვე საპრიზოთი დავამატეთო, პრემიები რომ გაეცათ ადამიანურად ძალიან გასაგები იქნებოდა smile.gif რომ ვერ გამხდარიყვნენ ჩემპიონები იმ 2 თვეს რითი მიცემდნენ? და რიგით მოქალაქეებზე მეტი რითი არიან?

QUOTE
ფედერაციას უნდა ჰქონდეს მოძიებული თანხა ჩემპიონის ევრო-ტურნირზე გასაგზავნად და კლუბს არ უნდა უტხრან, უი, ჩემპიონი გამხდარხარ, წადი ახლა შენით მოიძიე რამდენიმე ასეულ ათასი ლარი (შენი წლიური ბიუჯეტის 30, 40 ან 50%) და გადი და ითამაშეო...


კავშირმა ჰა-ჰა დიდი 10 ფინალის სპონსორი მოიძიოს, სხვა არაფერი არც უნდა ქნას.
მას თვითონ აქვს სახსრები მოსაძიებელი ნაკრებებისთვის.


Posted by: OSTAP 27 Aug 2018, 21:22
რატომ უნდა მოიძიოს კავშირმა ლოკომოტივის ან ლელოს ან ნებისმიერი კლუბის გასვლა ევროტურნირზე? კავშირმა უნდა უზრუნველყოს ნაკრებების გამოსვლა, მომზადება და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, რომელში მონაწილეობისთვისაც კლუბები უნდა იხდიდნენ ფულს.

კლუბმა თვითონ უნდა მოიძიოს საარსებო ფულიც, ხელფასებიც, პრემიებიც და ევროტურნირებზე თამაშის ფულიც. ეს ჩვენი კლუბების უნიათობის და სამწუხარო ქართული რეალობის ბრალია, რომ კლუბები ძირითადად საბიუჯეტო დაფინანსებით არსებობენ.

Posted by: FullbackAce 27 Aug 2018, 23:47
QUOTE (OSTAP @ 27 Aug 2018, 21:22 )
რატომ უნდა მოიძიოს კავშირმა ლოკომოტივის ან ლელოს ან ნებისმიერი კლუბის გასვლა ევროტურნირზე? კავშირმა უნდა უზრუნველყოს ნაკრებების გამოსვლა, მომზადება და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, რომელში მონაწილეობისთვისაც კლუბები უნდა იხდიდნენ ფულს.

კლუბმა თვითონ უნდა მოიძიოს საარსებო ფულიც, ხელფასებიც, პრემიებიც და ევროტურნირებზე თამაშის ფულიც. ეს ჩვენი კლუბების უნიათობის და სამწუხარო ქართული რეალობის ბრალია, რომ კლუბები ძირითადად საბიუჯეტო დაფინანსებით არსებობენ.

წესით ეგრეა მაგრამ საქართველოში ეგ ვერანაირად ვერ მოხერხდება. უცხოეთში კლაბ მემბერშიპებია რაშიც ხალხი იხდის ფულს, პლიუს ბილეთების ფული და სპონსორები. ჩვენთან ვერცერთი ვერ ხერხდება, იმ მინდვრებზე კარტოფილი რომ დათესონ უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ.

Posted by: jora84 28 Aug 2018, 00:27
FullbackAce

იყო დრო კავშირშიც კარტოფილის დსთესვას ფიქრობდნენ, მაგრამ სად მოვიდნენ კი ვხედავთ.

კლუბებსაც თუ უნდათ რამე ზუსტად ეგ გზა უნდა გაიარონ, ოღონდ უფრო რთულად და მცირე მასშტაბებით.

Posted by: Gio_G83 28 Aug 2018, 00:33
QUOTE
კლუბებსაც თუ უნდათ რამე ზუსტად ეგ გზა უნდა გაიარონ, ოღონდ უფრო რთულად და მცირე მასშტაბებით.


კაშირის სხვადასხვა დროის ორი სპონსორის მარკეტინგს ვიცნობ
ორივეს პოზიცია იყო იდენტური - ნაკრები ბრენდია
ვაფინანსებთ ბრენდს
კლუბი...
კლუბი?..
"არალიკვიდური" აქტივია

ვითომ ხომ რომ არა კლუბი საიდან ნაკრები - საიდან და ნაკრების ძირითადი ნაწილი - ლეგიონერია

ნაკკრებში ფული იხდება, ისიც არა ისე როგორც კაცი ისურვებდა, მაგრამ კლუბი სპონოსრისთვის თუ რაიმე ემოციური მომენტი არ გააჩნია ამორფული ცნებაა
* * *
იქ სადაც ფინანსური უკუგება 0-ია
და
სადაც ამ 00ის დასაბალანებლად საგადასახადო შეღვათი არ არის
სადაც მცირე მეწარმე მხოლოდ ოჯახს კვებავს და წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს და სადაც ალკოჰოლური წარმოება რეკლამით შეზღუდულია

სპონსორი = მეცენატს

Posted by: jora84 28 Aug 2018, 00:38
Gio_G83

მცირე მასშტაბები მაგიტომაც ვახსენე პატივცემულო, კლუბი ნაკრებისდარი ბრენდი ვერასდროს გვეყოლრბა, მაგრამ განვითარებით იმის მიღწევა მაინც უნდა შეძლონ, რომ შილდზე გასასვლელი ფული სამათხოვრო არ ქონდეთ.

Posted by: Gio_G83 28 Aug 2018, 00:49
jora84
ბიზნესურად აღნიშნული წინადადება ყველასთვის უნტერესოა
მარკეტინგულად თუ ცელენჯზე გააღწევ კიდევ დაფიქრდებოდა კაცი/სპონსორი
ისე ეგ ფული მართლა რთული საშოვნელია

მაგრამ მაგაში გეთანხმები რომ (დოქტრინაში) სწორი და ეფექტური მენეჯმენტი არსებული რესურსის 20-25 % მდე ოპტმიზაციას გულისხმობს

მაგრამ სწორ და ეფექტრუ მენეჯმენტზე (სპორტში) მარტივი 300 000 გელას შოვნაა, თუნნდაც დაქცეულ საქართველოში smile.gif

მაგ.:
ფოთში 2014 წელს ცხოვრობდა (იმენნა რომ ცხოვორბს) 17 დეკლარირებული "ლიმონერი" საიდანაც 3 ისიც ერთმანეთის ჯიბრზე (მსგავსი მოტივებით) ეხმარებოდა (!) და არ ასპონსორებდა ფოთის კოლხეთს
რაგბის დამხმარე ფოთელი ლიმონერებიდან კი 2 დალოცა ოვალით მორბენლებმა, თუმცა...

ის ანგედოტი მახსენდება მამაო ტაქსისტს ეტყვის სუფსადან ნატანებში 5 ლარად გამიყვანო?
ამან ტირა, იტირა და კაი ჰა გაგიყვანო
გზაზე მამაო მამა მყავდა ნაკლებ რელიგიური - ღმერთი თან წამდა და თან არა, ელესიურად ხომ არ უცხოვრიაო და ვიცი ჯოჯოხეთშია და იქნებ შენმა ლოცვებმა რამე უშველოსო...
კაცო შენ მე 5 ლარად ნატანებში არ მიგყავდი და მაგ ფასად კაცი ჯოჯხეთიდან სამოთხეში გინდა გადაგიყვანოო...

ხოდა ასე 5 ლარის ლოცვებად არიან შეწევლინილი
პ.ს.
ცვენტში ბილეთებში მე რომ უფრო მეტი მაქვს გადახდილი - იმენით

შაეCი თუ გინდა

Posted by: Beka_g 28 Aug 2018, 19:47
ჩვენი ეგრედ წოდებული კლუბების თამაშებზე დასწრება ფასიანი რო იყოს? (მაგალითად 2₾) და მერე ყველა თამაშიდან მოგროვილი თანხა რო თასზე სათამაშოდ მივცეთ არა? თუ მაინცდამაინც ხალხს ბილეთის ყიდვა არ უნდა "ფონდის ფული დავარქვათ"

Posted by: lankasteri 29 Aug 2018, 12:16
QUOTE (jora84 @ 27 Aug 2018, 18:05 )
lankasteri

QUOTE
ამის ფონზე ხალხს მოსთხოვო, ჩემპიონობისთვის მიღებული ბონუსით რამდენიმე საერთაშორისო მატჩი ითამაშეთ და დამატებითი პრემიები არ აიღოთო - ძაან არა სწორია. და არც უნდა გააკეთონ.


პრემიაზე არ არის საუბარი, თვითონ ამბობს 10 თვის ხელფასები გვქონდა და დანარჩენი 2 თვე საპრიზოთი დავამატეთო, პრემიები რომ გაეცათ ადამიანურად ძალიან გასაგები იქნებოდა smile.gif რომ ვერ გამხდარიყვნენ ჩემპიონები იმ 2 თვეს რითი მიცემდნენ? და რიგით მოქალაქეებზე მეტი რითი არიან?

QUOTE
ფედერაციას უნდა ჰქონდეს მოძიებული თანხა ჩემპიონის ევრო-ტურნირზე გასაგზავნად და კლუბს არ უნდა უტხრან, უი, ჩემპიონი გამხდარხარ, წადი ახლა შენით მოიძიე რამდენიმე ასეულ ათასი ლარი (შენი წლიური ბიუჯეტის 30, 40 ან 50%) და გადი და ითამაშეო...


კავშირმა ჰა-ჰა დიდი 10 ფინალის სპონსორი მოიძიოს, სხვა არაფერი არც უნდა ქნას.
მას თვითონ აქვს სახსრები მოსაძიებელი ნაკრებებისთვის.

პრემია ერქმევა თუ ხელფასი რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება ცათვალეს რომ "პრემია" ცუდად ჟღერდა და "ხელფასი" დაარქვეს biggrin.gif

რიგით მოქალაქეებზე მეტნი არც არაფრით არ არიან, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს უწევს თავისი ხელფასით თავის რცენა თვიდან-თვემდე და რამდენიმე ათას ლარიანი დამატებითი ერთჯერადი შემოსავალი მისთვის დიდი შეღავათია, ისევეა მორაგბეებისთვის-თქო, ეგ ავღნიშნე.



თანხების მოძიებას რაც შეეხება, ჩემი აზრით ზუსტად რომ კავშირმა უნდა მოიძიოს ეგ თანხები.
იმის იმედზე თუ ვიქნებით, რომ კლუბები თვითონ იშოვიან თავის დასაფინანსებელ ფულს, გამოვა რომ საკლუბო რაგბის გარეშე დავრჩებით, ანუ საბოლოოდ რაგბის გარეშე და აღარც კავშირის არსებობის საჭიროება იქნება შემდეგ.

საქართველოში გამორიცხულია (გუნდურმა) სპორტმა საკუთარი თავი დააფინანსოს, მითუმეტეს რაგბმა.
ერთი ბეწო, 3,7 მილიონიანი, ღარიბი ქვეყანა ვართ.... დამოუკიდებლად აქ კლუბებმა რომ ფული იშოვონ, გამორიცხულია.

კავშირს უნდა მოეფიქრებინა რომ ქვეყნის ცემპიონისთვის საერთაშორისო ასპარეზე მონაწილეობის თანხები ეშოვნა.

და საერთოდ, რომელი სპორტი იცით საქართველოში, კლუბები რომ თვითონ ჩალიჩობდნენ საერტაშორისო ასპარეზზე გასასვლელ თანხებს?

Posted by: otia-83 29 Aug 2018, 12:29
lankasteri
QUOTE
პრემია ერქმევა თუ ხელფასი რა მნიშვნელობა აქვს?

ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლუბი წლიურ ბიუჯეტს ხარჯვით ნაწილში, როცა ისე გეგმავს, რომ შემოსავლები მხოლოდ 10 თვის ხარჯს ფარავს ესაა კრეტინიზმი, შენი თანამშრომლების მოტყუება, უცოდინრობა, დაუდევრობა და ###ზე მკიდიაობა, არაპროფესიონალიზმი, შენი საქმის უპატივცემულობა და დასაღუპად გაწირვა.

აი პრემია სულ სხვა საკითხია, მაგას ამ შემთხვევაში გასცემ, როცა დამატებითი თანხა გაგიჩნდა და გინდა შენი თანამშრომლები წაახალისო. ამაში ნამდვილად ვერ დავძრახავ ღმერთმანი.

QUOTE
შეიძლება ცათვალეს რომ "პრემია" ცუდად ჟღერდა და "ხელფასი" დაარქვეს

ესეც, რომ იყოს ესაა ყველაზე უგუნური "გაპრავება", არადა არანაირი გამართლება არ სჭირდება პრემიის გაცემას. გუნდმა ჩემპიონატი მოიგო და მოპოვებული ჯილდოთი ალალად დაიმსახურეს დამატებითი ფულადი ჯილდო.


მოკლედ, ბენდიაშვილი ან საერთოდ აზრზე არ იყო რას ეუბნებოდა ჟურნალისტს და თავი "მოისაწყლასავით" აი რა ბეჩავები ვართო, ან კიდე ლოკომოტივის მმართველობაში მატყუარა არაპროფესიონალები არიან და მათი მოთამაშეები "ტრეფიკინგის" მსხვერპლი იქნებოდნენ ბოლო ორი თვე, ჩემპიონები თუ ვერ გახდებოდნენ.

Posted by: giushki 29 Aug 2018, 14:17
QUOTE (lankasteri @ 29 Aug 2018, 12:16 )
თანხების მოძიებას რაც შეეხება, ჩემი აზრით ზუსტად რომ კავშირმა უნდა მოიძიოს ეგ თანხები.
იმის იმედზე თუ ვიქნებით, რომ კლუბები თვითონ იშოვიან თავის დასაფინანსებელ ფულს, გამოვა რომ საკლუბო რაგბის გარეშე დავრჩებით, ანუ საბოლოოდ რაგბის გარეშე და აღარც კავშირის არსებობის საჭიროება იქნება შემდეგ.

საქართველოში გამორიცხულია (გუნდურმა) სპორტმა საკუთარი თავი დააფინანსოს, მითუმეტეს რაგბმა.
ერთი ბეწო, 3,7 მილიონიანი, ღარიბი ქვეყანა ვართ.... დამოუკიდებლად აქ კლუბებმა რომ ფული იშოვონ, გამორიცხულია.

კავშირს უნდა მოეფიქრებინა რომ ქვეყნის ცემპიონისთვის საერთაშორისო ასპარეზე მონაწილეობის თანხები ეშოვნა.

და საერთოდ, რომელი სპორტი იცით საქართველოში, კლუბები რომ თვითონ ჩალიჩობდნენ საერტაშორისო ასპარეზზე გასასვლელ თანხებს?

აი ყველაზე სწორი შენიშვნა, რაც აქ წავიკითხე smile.gif

Posted by: jora84 9 Sep 2018, 16:52
QUOTE
რადგან ჯგუფურ ეტაპზე ოთხის ნაცვლად, სამი გუნდი იქნება, რაც თბილისელთა ხარჯებს შეამცირებს. ჯგუფში ორი იტალიური გუნდი და “ლოკომოტივი” იქნება, კალენდარიც თბილისელთათვის კარგად იქნება აწყობილი.


Epcr-მ დებულება შეცვალა და ჩვენ გამოგვრჩა თუ სხვა მაფიაა რამე?


http://rugby.worldsport.ge/ge/page/7710_temur-bendiashvili-tanxa-kvlav-araa-magram-kontinentis-farze-mainc-gavalt-tundac-gundis-wevrebis-xardjebit?#comments

Posted by: giorgi77 9 Sep 2018, 17:03
საიტზე არაფერი ახალი არაა, ძველი დებულება, ძველი განრიგი და ა.შ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2018, 17:49
არც იტალილებს დაუწერიათ არაფერი --
იმ ჭორის გარდა, რომ შეიძლება წელს საერთოდ არ ჩატარდეს

Posted by: giorgi77 9 Sep 2018, 18:18
ალბათ ეგრეც იქნება და საერთოდ არ ჩაატარებენ იტალიელები. უკვე სექტემბერი დაიწყო არანაირი ინფორმაცია არაა.

Posted by: Gio_G83 10 Sep 2018, 13:39
რაო მერიმ
ჩამოიხსნა ნიღაბი?
რაგბთმოძულე მერი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Sep 2018, 11:56
user posted image

ღმერთი - რჯული, არ დამიმონტაჟებია!

ამათ როგორ უნდა მართონ რამე?

:::

Posted by: Lazare 4000 13 Sep 2018, 12:24
)) ნეტა მართლა ეგრე იყოს))))))))))))))))))))

Posted by: Gio_G83 13 Sep 2018, 13:23
QUOTE
ღმერთი - რჯული, არ დამიმონტაჟებია!
ამათ როგორ უნდა მართონ რამე?


boli.gif facepalm.gif

Posted by: giushki 13 Sep 2018, 15:48
QUOTE (Gio_G83 @ 10 Sep 2018, 13:39 )
რაო მერიმ
ჩამოიხსნა ნიღაბი?
რაგბთმოძულე მერი

ვის გულისხმობ? ლამბერ სექსსიმბოლოს? biggrin.gif

Posted by: Gio_G83 14 Sep 2018, 13:49
QUOTE
ვის გულისხმობ? ლამბერ სექსსიმბოლოს?


ნამეტანი კომპლიმენტების კატეგორიიდან მომეჩევნა
მე მარტივად აღვნიშნავ - ავტოგოლა

Posted by: xDavid_S 14 Sep 2018, 14:11
Gio_G83
რა თქვა ამისთანა?

Posted by: Gio_G83 14 Sep 2018, 14:18
xDavid_S

დეტალები არ ვიცი, გარდა იმისა რომ მერიას რაგბისთვის ფული არა აქვს მერიას რა მერიის სპორტის სამსახურს

Posted by: giushki 14 Sep 2018, 15:07
Gio_G83
თავის თავს როგორც ხედავს, ისე დავწერე, თორემ ჩემი აზრი რომ დავწერო, ბანი უნდა ავიკიდო biggrin.gif
რათქმაუნდა არ აქვს ფული მერიას რაგბისთვის, მწვანეები ნაძვის ხეებზე უნდა ეკიდოს, თორემ აბა რაგბს რათ უნდა ფული. კაი ბიჭები არიან ისედაცო იტყოდა smile.gif

Posted by: Gio_G83 18 Sep 2018, 11:53
QUOTE
თავის თავს როგორც ხედავს, ისე დავწერე, თორემ ჩემი აზრი რომ დავწერო, ბანი უნდა ავიკიდო 

თუ ორკაციანია შენი კარავი - შემოვალ

Posted by: giushki 18 Sep 2018, 16:58
Gio_G83
მობრძანდი ბატონო smile.gif ისე მაგ ჩვენ კარავებს ქვეყნის გარეთ გადაიტანს, უფლება რომ ჰქონდეს ხელისუფალს. ქვეყნის პრიორიტეტი რა არის? წარმატებული სპორტის სახეობის ხელშეწყობა, რომელიც ზრდის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს და ცნობადობას საერთაშორისო არენაზე, თუ ფულების ახეკვა და ჯიბეებში ჩატენვა? მარტივადაა საკითხი.
ეხლა ის არავინ დაწეროს, რომ სახელმწიფო საერთოდ არც ერთ სპორტს არ უნდა ეხმარებოდესო = ფაქტია ეხმარება და ტრაკში ტენის იმ სპორტებს, რომელიც ისედაც ჩარეცხილია ბოლომდე. რაგბმა და ძიუდომ რა დააშავა? ან ჭადრაკში რომ 50 მილიონი ჩაიდო, მაგას რომელმა დებილმა მოაწერა ხელი? რა ქნეს 50 ლიმონად ჭადრაკში? პაიკები არ ყოლია ერეკლესო თუ რა ჯანდაბად უნდა ჭადრაკს 50 ლიმონი???

Posted by: GioWEED 18 Sep 2018, 22:12
t2ფორუმზე იტალიელები ამბობენ ფარზე 4 იტალიური კლუბი იქნებაო + ლოკო და ბელგიური "ფრანჩიზაო"...

Posted by: otia-83 18 Sep 2018, 22:51
GioWEED
ბენდიაშვილმაც თქვა, ფული არ გვაქ მაგრამ მაინც გამოვალთ ფარზეო. ჩვენი - მორაგბეების საკუთარი ხარჯითო. თუ ეს ასეა მისასალმებელი და სამაგალითოა. კიდევ რაღაც აზრი მომდის მაგრამ არ ვიტყვი მაგას, იმედი მაქვს უკეთესი ვარიანტი იქნება მართალი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Sep 2018, 10:50
otia-83
ეგ "ასავალ დასავლის"ეულ იმას ლეგენდას მაგონებს,
ხრუშჩოვმა რომ აგვიკრძალა | დაგვიკონსერვა მეტროს შენება,
გოცირიძეს კი მაინც -- ჩუმად, თავისი ფულით -- გაჰყავდა გვირაბები

ეტყობა, საბჭოთა ხანის იატაკ’ქვეშა მილიარდერი იყო -- კორეიკოს ტიპისა

:::

ბელგიას კი გამოჰყავს "ბამბალოზები" -- აკი ფრანჩაიზები აღარ შაილებაო ?

:::

Posted by: otia-83 19 Sep 2018, 11:10
ლუკასა და ნიკოს მამა
ხო მეც მეორე აზრამდე ვიხრები 95%, მაგრამ რომ დავწერო ისე გამომივა თითქოს ბენდიაშვილი არ მევასება და ჩასაფრებული ვარ. ამ ბოლოდროს რამდენჯერმე შემომეკრიტიკებინა ამ თემის განხილვისას.


არადა არაფერს არ ვერჩი ბენდიაშვილს, პირიქით ვაფასებ მის ღვაწლს. უბრალოდ არადამაჯერებელ სტილში გვაწვდის რაღაც ინფორმაციებს. არაა მისი ძლიერი მხარე საზოგადოებასთან ურთიერთობა.

Posted by: Gio_G83 19 Sep 2018, 11:49
giushki
შენ ობიექტური გადასახედიდან საუბრობ და აბა სუბიექურიდან როგორ ჩანს?

ებრალეს დაიჭერენ და ეტყვიან ფულს თუ ჩამოიტან გაგიშვებთო
ამანაც ადგა და ჩაიტანა
დაფიქრდნენ გამომძიებელ-პროკურორ-მოსამართლე და კიდევ შეაწერეს, იმანაც შეიწერა...
იფიქრეს სადაც ამდენი კიდევ მოიტანსო და მესამედაც მოსთხოვეს - ამჯერადაც ჩაიტანა...
ბიჭებს მადა აღეძრათ და მეოთხედ მოსთხოვეს უფრო მეტი ვიდრე პირველ სამ ჯერზე იყო...
ადგა ეს ებრაელი და ფულის საჭრელი მანქანა ჩაუტანა - რაც გინდათ ის ჰქენით და მე თავი დამანებებთო...

შედი ატკატების სქემაში და მოგეცემა 250 ლიმონი, 50 ლიმონი
აბა გავნითარება და სლეობები ვის სჭირდება?
უფროსწორედ ფულის რომელ გამცემს?

სილქროუდ გრუპი გახსოვს?
სპორტის ყველა სახეობაში თითო "ჯილა" რომ აირჩია და ...
და...
ვერელმა ბიჭმა ისეთი წყარო მაქვს ნახშირს გააათეთრებსო, მარგამ...
დღეს ბენდო 280 000 გელას იხვეწება

Posted by: giushki 19 Sep 2018, 17:07
Gio_G83
ობიექტურიდანაც და სუბიექტურიდანაც. სქემა, როგორც ასეთი, არის სისტემა, რომელიც აწყობილად მუშაობს და ხარვეზები არ გააჩნია. მთელი საქართველო რომ დედის ტრაკს აგინებს ამათ, ეგ უკვე სქემა კი არა, სიბეცეა.
აღარ დავწერ ეხლა რაღაც-რაღაცეებს, იმიტომ კი არა, რომ ვინმესი მეშინია, ან მერიდება, უბრალოდ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. უკვე დიდი ხანია თან.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Sep 2018, 23:28
ხუთშაბათს (20\09) საღამომდე --
განრიგის გასაჯაროება
ევრო’მამაშების ნება’რთვით

ლოკო იწყებს ... ...

:::

Posted by: jora84 19 Sep 2018, 23:30
ლუკასა და ნიკოს მამა

ხვალ საღამომდე მოვითმენთ როგორმე biggrin.gif

Posted by: GioWEED 20 Sep 2018, 11:24
ლუკასა და ნიკოს მამა
დადასტურდა? მაგარია, იმედია გაპიარდება თამაშები და სანახევროდ მაინც შეივსება ლოკომოტივის სტადიონი.

კარგი გულშემატკივრობა ჭირდება ლოკოს.
და სერიოზულად უნდა იფიქრონ ჩელენჯზე გასვლაზე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Sep 2018, 11:40
ავჭალაშია!
ივან ჩერვენკას (ნოშატელ, შვც) შედგენილ საბუთში ეგრე წერია
ეგებ 30 მარტის ფინალი მაინც გადავიტანოთ ვაკეში

:::

Posted by: jora84 20 Sep 2018, 11:49
ლუკასა და ნიკოს მამა


ოფიციალური ინფორმაცია როდის დაიდება ბატონო ზაალ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Sep 2018, 12:07
ეპკრ-ის საითზე ჩვენებურად 13 საათზეო -- თუ არ დაეზარათ იმ უნაიროებს

ჩვენს სივრცეში მაგის შემდეგ -- სამუშაო დღის ბოლომდე:
გუშინ ყველაფერი მზად გვქონდა და ევროპელებს ველით

:::

Posted by: giorgi77 20 Sep 2018, 13:14
ვეღირსეთ გამააქვეყნეს - იტალია, საქართველო და ბელგია

Clubs from Italy, Georgia and Belgium will compete in the 2018/19 Continental Shield with a valuable place in the Challenge Cup up for grabs.

Four sides from the Italian Eccellenza – Argos Rugby Petrarca, Pataro Calvisano, Femi-CZ Rugby Rovigo Delta and GS Fiamme Oro Rugby – will be joined by Georgia’s RC Locomotive Tbilisi and Belgian representatives, Belgium Rugby Barbarians XV, competing in two pools of three.

Locomotive Tbilisi, Calvisano and Fiamme Oro from Rome have been drawn in Pool A while Pool B is made up of Petrarca, Belgium Rugby Barbarians XV and Rovigo. Clubs in the same pool will play one another on a home and away basis and the two pool winners will then play off over two legs to decide which club qualifies for the 2019/20 Challenge Cup.

ჩვენ ჯგუფშია - კალვიზანო და ფიამე ორო. ფორმატი შეცვალეს, გუნდები ერთმანეთს თავის ჯგუფში შეხვდებიან, ფინალში გადის ჯგუფის გამარჯვებული

FIXTURES

Round 1 – Saturday 13 October
RC Locomotive Tbilisi v Pataro Calvisano, Avchala Rugby Stadium, 15.00
Femi-CZ Rugby Rovigo Delta v Argos Rugby Petrarca, Stadio Mario Battaglini, 15.00

Round 2 – Saturday 20 October
Pataro Calvisano v GS Fiamme Oro Rugby, Pata Stadium, 15.00
Belgium Rugby Barbarians XV v Argos Rugby Petrarca, Stade Nelson Mandela, 15.00

Round 3 – Saturday 8 December
GS Fiamme Oro Rugby v RC Locomotive Tbilisi, Fiamme Oro Stadium, 15.00
Argos Rugby Petrarca v Belgium Rugby Barbarians XV, Argos Arena, 15.00

Round 4 – Saturday 15 December
Pataro Calvisano v RC Locomotive Tbilisi, Pata Stadium 15.00
Femi-CZ Rugby Rovigo Delta v Belgium Rugby Barbarians XV, Stadio Mario Battaglini 15.00

Round 5 – Saturday 12 January 2019
RC Locomotive Tbilisi v GS Fiamme Oro Rugby, Avchala Rugby Stadium, 15.00
Argos Rugby Petrarca v Femi-CZ Rugby Rovigo Delta, Argos Arena, 15.00

Round 6 – Saturday 19 January 2019
GS Fiamme Oro Rugby v Pataro Calvisano, Fiamme Oro Stadium, 15.00
Belgium Rugby Barbarians XV v Femi-CZ Rugby Rovigo Delta, Stade Nelson Mandela, 15.00

Play-offs – 30 March 2019
Winner Pool A v winner Pool B
Enisei-STM v Timisoara Saracens

Play-offs – 20 April 2019
Winner Pool B v winner Pool A
Timisoara Saracens v Enisei-STM

https://www.epcrugby.com/2018/09/20/2018-19-continental-shield-fixtures-confirmed/

Posted by: jora84 20 Sep 2018, 13:29
QUOTE
Play-offs – 30 March 2019
Winner Pool A v winner Pool B
Enisei-STM v Timisoara Saracens

Play-offs – 20 April 2019
Winner Pool B v winner Pool A
Timisoara Saracens v Enisei-STM


ამ პლეიოფში გამარჯვებული პირდაპირ გადის ჩელენჯზე?

Posted by: giorgi77 20 Sep 2018, 13:33
მაგ ეტაპზე ისევე როგორც შარშან, ენისეი ტიმიშოარას შორის გამარჯვებული დარჩება ჩელენჯზე და ფარის გამარჯვებული დაემატება, ჩაანაცვლებს დამარცხებულს... დიდი ალბათობით ტიმიშოარას.

წელს სამი თამაში გამოსდის ლოკომოტივს - პირველი შინ და ორი გასვლაზე, და ახალი წლის შემდეგ ბოლო თამაში შინ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Sep 2018, 14:06
2018-19 | კონტინენტის ფარი

მოკლედ >> http://site.rugby.ge/ka-GE/0/
ვრცლად >> http://site.rugby.ge/ka-GE/2018-19-SHIELD/
ამოსაბეჭდად >> http://files.rugby.ge/GANRIGI/2018-19_FARI.pdf

:::

Posted by: giorgi77 20 Sep 2018, 14:41
წარმატებები ლოკომოტივს, ნაღდად კარგი ამბავია.

დიდ 10-ში მათ ორ თამაშს ვუცქირე და არ მოვიხიბლე... განსაკუთრებით ბოლო თამაში... მაგრამ თუ ბათუმის შარშანდელ გამოსვლას გადავხედავთ, საკმაოდ კარგი შანსი აქვთ რომ ფინალში გავიდნენ. + იქნებ სპონსორი ახლა მაინც გამოუჩნდეს, ევროპული ასპარეზის გათვალისწინებით

Posted by: ika_valencia 21 Sep 2018, 00:11
http://www.myvideo.ge/tv/rtv/2018-09-20/21:00:16 დღეს ვიყავით ლოკოს ბაზაზე და საინტერესო სიუჟეტი ჩავწერეთ, თემურ ბენდიაშვილის, გოშა შკინინის, ვახტანგ კავთიძის და დაჩი კოპაძის კომენტარებით

Posted by: xDavid_S 21 Sep 2018, 09:42
ika_valencia
შადრეზე არ კითხეთ?

ენისეიმ ჩაწერა თავის განაცხადში ჩელენჯისთვის

http://rrpl.ru/news/enisey-stm-zayavil-51-igroka-na-kubok-vyizova/

Posted by: giorgi77 21 Sep 2018, 11:39
ვიდეოში მშენებლობა გამოჩნდა, ტრიბუნებს ამატებენ? ტექნიკის მოძრაობა იყო კიდევ

Posted by: jora84 21 Sep 2018, 12:27
შადრეს ეხლა წასვლა ცოტა უხერხული მგონია ლოკოდან.

Posted by: ferrari1000 21 Sep 2018, 12:53
jora84
სავარაუდოდ შადრე მიყიდიეს ენისეის 5,000 ევროდ და მაგ ფულით გადის ევროტურნირებზე ლოკმოტივი gigi.gif

Posted by: ika_valencia 21 Sep 2018, 13:52
xDavid_S
კი წავიდაო,ოღონდ შეეშალა და კრასნი იარი თქვა ბენდიაშვილმა ენისეის ნაცვლად და აღარ ჩავსვით მაგიტომ სიუჟეტში.

QUOTE
ვიდეოში მშენებლობა გამოჩნდა, ტრიბუნებს ამატებენ? ტექნიკის მოძრაობა იყო კიდევ

ძალიან კარგ შენობას აშენებენ, სადაც ცხოვრება თავისუფლად შეეძლებათ მორაგბეებს. 3-სართულიანი კომპლექსია.

ტრიბუნებს რაც შეეხება, ძაან პატარა, სავარაუდოდ 300დან500კაცამდე ტრიბუნაა ამოყვანილი.

1 მოედანია ბუნებრივსსაფარიანი და მეორე ხელოვნურია, თუმცა მხოლოდ ნახევარი მოედანია. არ დაეტია მეტი.

Posted by: xDavid_S 21 Sep 2018, 14:57
ika_valencia
QUOTE
თუმცა მხოლოდ ნახევარი მოედანია. არ დაეტია მეტი.

ბუნებრივი თუ ხელოვნურია ნახევარი?

Posted by: GioWEED 21 Sep 2018, 15:01
ისე ენისეიზე მაგარ კლუბსაც იშოვიდა შალვა და სადაც 1 წელი ითამაშა ლოკოში უნდა გაეგრძელებინა ეს სეზონიც და გუნდს დახმარებოდა ჩელენჯზე გასვლისთვის.

მე მის ადგილას კონტინენტის ფარისთვის დავრჩებოდი იანვრამდე და მერე საფრანგეთს მივაწვებოდი.

რუსეთი არაა სარაგბო კერა.

Posted by: crusaders 21 Sep 2018, 15:10
QUOTE
რუსეთი არაა სარაგბო კერა.

უფრო ფულს კერა

Posted by: giorgi77 21 Sep 2018, 15:12
ბოლო თამაში რბილად რომ ვთქვათ ცუდად ითამაშა. პირველ ნახევარში ერთხელ ვერ ააგდო ნორმალურად ბურთი აუტში.

Posted by: Gio_G83 21 Sep 2018, 16:01
QUOTE
ბუნებრივი თუ ხელოვნურია ნახევარი?


ბუნებრივი სტანდარტულია - ზომებით, თუმცა პატარა ტრიბუნით
მაგრამ მოედანს მიღმა სერიოზული ინფრასტრუქტურით - დევნილები დაუკმაყოფილებიათ და ორი შენობა გამოთავისუფლდა, ორივე ლოკოს ერგო

ბუნებრივის მინუსი ის ყოფილა რომ გაზონი ნაჩარევად დააგეს და ბალახს ქვედა და ხრეშს ზედა ქვიშა+შლამის ფენა დაიკიდეს, ამიტომ ბალახი ძირითადად უხარისხო იქნება

აქვე დაამატე ის რომ განათება მხოლოდ ცალი მხრიდანაა - მეორე მხარეს ვერ დაეტია და მოსახლეობისგან გამყოფი ბეტონის კედელი საკმაოდ ახლოსაა პირითი ხაზიდან / უტიდან

სხვა რა...
ხო სარეპორტაჟოდ საშინელი ადგილია ე.წ. "ვიშკა" არა აქვს რო შემაღლებულზე კამერა დაიდგას
ხელოვნური საკმაოდ კარგი ხარისხის აღმოჩნდა

QUOTE
შადრეს ეხლა წასვლა ცოტა უხერხული მგონია ლოკოდან.

boli.gif

უ - რომ მოაშორო დარჩება ხერხული
* * *
QUOTE
სავარაუდოდ შადრე მიყიდიეს ენისეის 5,000 ევროდ და მაგ ფულით გადის ევროტურნირებზე ლოკმოტივი 


არა...

ასე 25-30 წლის წინ ერთი ბინა ხომ მიასუხარა ბენდომ ნაკრებს დასახმარებლად
მას მერე 2-3 ჯერ ბანკში ჰქონდა მიზალოგებული - უკვე ლოკოს პონტში

ხოდა ახლა რა... ბინები კი არ გაიაფბულაო...
სპასობნია კი არა მგონი შედარებით დაბალ %-იან ბანკს ეძებს

80,000 მწვანე არ იძებნება სახელწიფოსა (სპორტის სამინისტრო, მერიის სპორტის სასმახური, კავშირი, სპონსორები: რკინიგზა და ლიდერბეთი, და სხვანი გულშემატკივარნი) შიგან - სარაგბოდ

Posted by: GioWEED 21 Sep 2018, 17:50
ეხლა ვუყურე სიუჟეტს და ძალიან შემრცხვა. მე არაფერ შუაში ვარ მაგრამ მეც უხერხულად ვიგრძენი თავი.

მერია, რკინიგზა რას აკეთებს ამ დროს როცა ჩემპიონი კლუბი ბინებს დებენ ბანკებში რომ ევროტურნირებზე გაემგზავრონ?!

სირცხვილია.

ამ დროს კი კოსტავას ქუჩა ზარზეიმით რო გაკეთდა 1 წლის წინ 70 მილიონ ლარად, ეხლა ისევ გადათხრილია და თავიდან კეთდება ამჯერად 83 მილიონ ლარად.

რა ქვეყანაცაა ეტყობა... ნეპოტიზმი, კორუფცია, გაყიდული მიწები, საემიგრაციო კანონი არ არსებობს, შრომის კოდექსი არ არსებობს, ბანკები მძარცველები, მთავრობა პოხუისტი.

არ შეიძლება რამე მოვიფიქროთ რომ ვაიძულოთ სპორტის სამინისტრო დაფინანსება დაუნიშნოს დიდი10ის ჩემპიონებს რომ შეძლონ მგზავრობა ევროპაში?

Posted by: giorgi77 21 Sep 2018, 20:27
მარტო რაგბი არაა ასეთ დღეში, საერთოდ საკლუბო სპორტს დედა არა ჰყავს... სამარცხვინო მდგომარეობაა ყველგან... ფეხბურთის კლუბები, საკალთბურთო კლუბები... გუშინწინ თბ დინამომ ჩაიჯვა არისთან...

სახელმწიფომ არ უნდა ხარჯოს ამაში ფული. საქართველოში საკმარისი მეწარმეობაა რომ ორ კინკილა კლუბს მიხედონ. რადგანაც მეცენატობის და სპონსორობის კულტურა არაა ქვეყანაში, სახელმწიფომ უნდა კანონით აიძულოს ბიზნესი რომ ჩაერთონ საზოგადოების სპორტულ ცხოვრებაში.... არ შეიძლება რომ მარტო საკუთარ ჯიბეზე იფიქრო. მსხვილ მეწარმეებს დავავალდებულებდი რომ თუნდაც ერთი სპორტული კლუბის სპონსორობა ითაონ. სამაგიეროდ შეღავათების შემოღება შეიძლება დაბეგვრაზე და ა.შ.

Posted by: giorgi77 25 Sep 2018, 21:09
მორაგბეთა პრობლემები ევროგათამაშებამდე - ლოკომოტივს თანადგომის იმედი აქვს

https://1tv.ge/news/moragbeta-problemebi-evrogatamashebamde-lokomotivs-tanadgomis-imedi-aqvs/

Posted by: _Sergi_ 3 Oct 2018, 12:16
საქათველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერა 13 000 000

მაშინ როცა

ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერა 6 700 000
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 000

ამ ქვეყნის საშველი არ არის რაა... მერამდენე წელია წყალში ვყრით ფულს sad.gif




Posted by: Gio_G83 3 Oct 2018, 13:15
გაზარდეს?
7 ლიმნამდე არ იყო?

არ ვიცი

ე.წ. საფეხბურთო ქვეყანაში, ფეხბურთზე მეტი დაფინანსება ვერავის ექნება
უფროსწორად და ატმოიშიკების ქვეყანაში

Posted by: jora84 3 Oct 2018, 13:27
Gio_G83

2016 ში 11 იყო თუ მეხსიერება არ მღალატობს spy.gif

Posted by: _Sergi_ 3 Oct 2018, 13:44
Gio_G83
jora84
სამწუხაროდ ბოლო წლებში არაფერი შეცვლილა sad.gif

Posted by: Gio_G83 3 Oct 2018, 13:46
სამსოფლიოდ ამატებენ, დანარჩენი 3 წელი ამცირებენ
ლობი არ გვყავს მთავრობაში
მოძულეს ფონზე ლობობა რთულია

Posted by: otia-83 3 Oct 2018, 15:59
Gio_G83
QUOTE
გაზარდეს?

jora84
QUOTE
2016 ში 11 იყო თუ მეხსიერება არ მღალატობს

მე 14 ლიმონი მახსოვს, იმედია ვცდები და არ შეუმცირებიათ.

Posted by: giorgi77 3 Oct 2018, 18:19
კალვიზანოსთან თამაშის ბილეთები იყიდება უკვე, 3-5 ლარი.

https://beta.tkt.ge/Show/5265/ragbi-lokomotivi-vs-kalvizano-ita-kontinentis-fari-2018-2019

Posted by: ika_valencia 3 Oct 2018, 21:54
https://goal.ge/news/102026-giorgi-shkininma-shesadzloa-kontinentis-farze-ver-itamashos.html შკინინის ტრავმის ამბები

Posted by: Gio_G83 4 Oct 2018, 13:43
ლოკომ იშოვა ფულის ნაწილი
sleep.gif
user.gif

პ.ს.
სპონსორი და ამბავი არაფერშუაშია

დედაც ჯეკ!

ჩელენჯზე უნდა გავიდეს - აუცილებლად

ს.პ.
ახლა იქნებოდა გეგიას და შკინინის ტრავმა და მამუკაშვილის წასვლა?
facepalm.gif

Posted by: jora84 4 Oct 2018, 14:07
Gio_G83

ვინ ჩადეს ზალოგში? facepalm.gif

Posted by: Gio_G83 4 Oct 2018, 14:20
jora84
ეჰ...


ზალოგ, ზალოგ...
მარტო ამიტომ ეკუთვნით ჩელენჯზე გასვლა - იქ კი მგონი 440 ევრო მდეა გასვლის საპრიზო ლიმონ ორასზე მეტია გელაში

მერამრენედ
დღესაც რომ ამის გარდა სხვა გზა არ იქნება

იმიტომ...
იმიტომ...
იმიტომ...
რომ...
ბევრი იმიტომ და ბევრიც რომ...

დედაც#####ან

Posted by: giorgi77 5 Oct 2018, 13:06
აგერ ზაზა ფაჩულიამ იყიდა დინამო თბილისი. გასაგებია რომ რაგბში იმდენ ფულს არ უხდიან ჩვენ ლეგიონერებს როგორც კალათბურთ-ფეხბურთში მაგრამ თუ ეს ტენდენციად იქცა კარგი იქნება. ისევ სპორტსმენებმა უნდა ამოქაჩონ საკლუბო სპორტი. ქართული ბიზნესის იმედად ჩვენი მტერი იყოს და არის ალბათ biggrin.gif

Posted by: jora84 5 Oct 2018, 13:17
giorgi77

ზაზა ერთ სეზონში რასაცი იღებს რაგბში მთელი კარიარა ჭირდება, ისიც ძაან ტოპ როჟა უნდა იყო biggrin.gif

Posted by: giorgi77 5 Oct 2018, 15:53
jora84

ეგ კი biggrin.gif დავწერე კიდეც, ალბათ ყველა ლეგიონერი ერთად არ გამოუმუშავებს იმდენს რამდენსაც ზაზა.

მაგრამ მაინც საგულისხმო ფაქტია. თან რაგბში ისეთი ხელფასები არაა როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში, შესაბამისად უფრო ნაკლები იხარჯება მეპატრონისგან. თან საქართველოს პირობაზე. თუნდაც ის რომ კლუბს გზის ფული არ ქონდეს სამათხოვრო.

Posted by: ferrari1000 5 Oct 2018, 16:37
giorgi77
არ მგონია ქართველ კალათბურთელს და ქართველ მორაგბეს ბევრად განსხვავებულ ხელფას აძლევდნენ საქართველოში. თან ქალათბურთს 12-14 კაცი უნდა და უკვე გუნდია, რაგბში მინიმუმ 30 გჭირდება.

Posted by: rugby2011 Geo 5 Oct 2018, 18:30
იდეაში არავინ არის ვალდებული თავისი ჯიბიდან ესქპერიმენტები აკეთოს.

უბრალოდ, როცა ფეხბურთით შებყრობილ ქვეყანას ვთხოვთ, რაგბის გულისთვის ფული გაიღოს, პატრიოტული მოტივებიდან გამომდინარე...

ეს ვარიანტიც უნდა ეწეროს )))) ბავშვთა გუნდები გააკეთონ, მაღალი დონის მწვრთნელები მიუჩინონ და პერსპექტიულები, რომ გაზირდებიან ლეგიონერებად გაუშვან. მომგებიანი ბიზნესი თუ არ იქნება ზარალიც არ მგონია გამოდგეს.

Posted by: GioWEED 5 Oct 2018, 18:51
QUOTE (rugby2011 Geo @ 5 Oct 2018, 18:30 )
მომგებიანი ბიზნესი თუ არ იქნება ზარალიც არ მგონია გამოდგეს.

გამორიცხულია მაგითი მოგების ნახვა!

ლოკომოტივს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა. უნდა მოიგონ ეგ ფარი რომ ჩელენჯზე ავიდნენ და ყურადღება მიიქციონ.

Posted by: Gio_G83 11 Oct 2018, 13:21
ლოკომოტივი - კალვიზანო

საქართველოს ჩემპიონი vs იტალიის ვიცე-ჩემპიონი! საქართველო - იტალიის მატჩამდე ერთი თვით ადრე, 13 ოქტომბერს, ავჭალის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონი ლოკომოტივი იტალიის ვიცე-ჩემპიონ კალვიზანოს ერკინება!

კონტინენტის ფარი 2018-2019 | I ტური | 13/10/18, 15:00
კარი გაიღება: 13:00

#უქომაგელოკოს

რეკლამა tkt.ge ზე

http://www.rugbycalvisano.it/07-giocatori.asp


შკინინი ვერ იქნება - კოჭზე ოპერაციას იკეთებს, ეგონა ითამაშებდა და მერე გაიკიეთებდა, მარგამ არაო

Posted by: enorme 11 Oct 2018, 13:32
არ იქნება შკინინი , ფოფხაძე , გაგოშვილი და ამირანაშვილი

Posted by: Gio_G83 11 Oct 2018, 13:44
QUOTE
არ იქნება შკინინი , ფოფხაძე , გაგოშვილი და ამირანაშვილი

QUOTE
გაგოშვილი

ბექი არაა?

QUOTE
ამირანაშვილი

მესამე ხაზშიც ამდენი დანაკლისი

ანუ რა გამოდის?
ფარნა, დაჩი და ზვიადი

და ფრთებზე ივა და ჩორტიკა

Posted by: enorme 12 Oct 2018, 15:57
ვახ , როგორი მოძრავი შერკინება დააყენა თემომ ))) საინტერესოა .

ჭუტალა ( ამირანაშვილის ) თამაში 50/50ზე იყო და მაინც ათამაშებს .

Posted by: giorgi77 12 Oct 2018, 17:40
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6903

user posted image

Posted by: iBoss 13 Oct 2018, 14:41
ანახეებს ტვ ?


--------------------------------------

Posted by: magogi 13 Oct 2018, 14:43
iBoss

კი, აჩვენებს რაგბი ტვ

Posted by: iBoss 13 Oct 2018, 14:56
რა ცოტა ხალხია, ჩემპზე მეტი დადის მგონი რა არის..

Posted by: Excentrifuge 13 Oct 2018, 15:03
ლოკომოტივმა მიანგრია კავასაკი რობოტის შერკინება.

თბილისურ საცობებს კი დიდება! smile.gif

Posted by: giorgi77 13 Oct 2018, 15:10
ვერ გავიგე საკრეჭი მანქანა პრობლემაა ქვეყანაში... ამ ყანა მინდორზე როგორ ათამაშებენ გუნდებს... სირცხვილია
* * *
მე რასაც ვუყურებ ბათუმი უკეთ გამოიყურებოდა შარშან.... არეულია ლოკომოტივი... ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ.

Posted by: Ghveda 13 Oct 2018, 15:34
არადა დიდი არაფერი გუნდი არ ჩანს კალვიზანო. უნდა მოვუგოთ


Posted by: iBoss 13 Oct 2018, 15:43
რა უაზრო ყვითელი აიღო..........................

Posted by: magogi 13 Oct 2018, 15:49
შადრეს არყოფნა ეტყობათ აუტებში sad.gif

Posted by: Christian Cullen 13 Oct 2018, 15:56
ქართველი ჰუკერი თუ ერთხელ მაინც არაა ნაკრებში ნათამაშევი, აუტს ვერ აწვდის (გამონაკლისი ტაისონა)

ეროვნულის მოთამაშეებს უდისციპლინობა ყოველთვის გადმოჰყვებათ ხოლმე ტესტ მატჩებსა თუ მსგავს ტურნირებზე, ამიტომაც გვაქვს წყვილ-წყვილი ყვითელი ბარათები.

ლოკომოტივის 9,10,15 არის 0. (და ამ ხალხს კვლავ ვიილავთ ნაკრებში)

Posted by: giorgi77 13 Oct 2018, 16:01
QUOTE
ლოკომოტივის 9,10,15 არის 0. (და ამ ხალხს კვლავ ვიილავთ ნაკრებში)


ბეგაძე ფორთხიალობს რაქში, წიკო ბურთს ვერ იჭერს, აუტებზე ცუდად გადააქვს ბურთი, მანძილს ვერ იგებს გუნდი.

დასამშვიდებლად... ამ დილით ლაროშელმა გადაურბინა ენისეის.... ტვიტერზე რუსებმა დაიჩივლეს რომ ვერ ვასწრებთ ანგარიში დაწერასო ისე სწრაფად გადის ლელოებიო biggrin.gif

Posted by: giushki 13 Oct 2018, 16:04
მოკლედ მორაგბე უნდა იყოს კონცენტრირებული თამაშზე და არა იმაზე, სად იშოვოს ფული სატურნიროდ. აი ეს მოუმზადებლობა ეტყობა ლოკოს და ნუ მსაჯები ხომ ჩვენი ტკივილია თავისთავად facepalm.gif

Posted by: Ghveda 13 Oct 2018, 16:09
დისციპლინა შვებულებაშია

-------------------------------------------------------

Posted by: iBoss 13 Oct 2018, 16:27
ცხელიააა ბურთი? რანაირი დერეფნებია რა არის ეს?

უსუსტესია ლოკომოტივი

Posted by: giorgi77 13 Oct 2018, 16:34
ესენი ჩემპიონები რომ გახდნენ ეგაა საკითხავი. აუტის მოწოდება არა, მოლის დაყენება არა... ერთი ნორმალური შეტევა ვერ გააკეთეს მთავრდება თამაში.

და ამათ უნდა ფარის მოგება და მერე ჩელენჯზე თამაში? facepalm.gif

Posted by: Gio_G83 13 Oct 2018, 16:39
QUOTE
აუტის მოწოდება არა, მოლის დაყენება არა... ერთი ნორმალური შეტევა ვერ გააკეთეს მთავრდება თამაში.


ბენდომ ბაითი გაწირა?!

Posted by: dishosdzisdze 13 Oct 2018, 16:46
მეტს არც მოველოდი ამ ლოკომოტივისგან...
ზედაც საკადრო პრობლემები...
თამაშზეც კი არ გავედი... sad.gif sad.gif sad.gif

ისე ოხოხოიას გადამკიდე ავჭალაში ჯობდა ამ წვალების ყურება.

Posted by: Levan ch 13 Oct 2018, 16:49
QUOTE
ქართველი ჰუკერი თუ ერთხელ მაინც არაა ნაკრებში ნათამაშევი, აუტს ვერ აწვდის (გამონაკლისი ტაისონა)

დიდი ამბავი
მამუკაშვილმა ნაკრებში ისწავლა აუტის აგდება

Posted by: emre 13 Oct 2018, 16:51
რამოხდა ბოლოს? -.-
რატომ არ ჩათვალა ან რატომ დაამთავრა შეხვედრა?

Posted by: jora84 13 Oct 2018, 16:54
QUOTE
ლოკომოტივის 9,10,15 არის 0. (და ამ ხალხს კვლავ ვიილავთ ნაკრებში)


გაწი-გამოწი 9 დაუძახონ, 10 კაი ხნის წინ დაიკიდეს, 15 ეხლახანს.
მაგრამ ეგ რა შუაშია საერთოდ.
ნოლს ქვემოთ იყო მთელი გუნდი.


პ.ს. კოკა-კოლა და ფანტა არსად დაეკარგოთ.

Levan ch

ისწავლაო გადამეტებული ნათქვამია, სხვებთან შედარებით უკეთესად გამოსდის.biggrin.gif

Posted by: magogi 13 Oct 2018, 17:11
ძნელაძისთვის დაუძახიათ "თბილისის ჯგუფში", დღეს ბევრს ცდილობდა smile.gif

Posted by: zaal1969 13 Oct 2018, 17:13
ლოკოს დახვდა გუნდი,რომელსაც ჯანით ვერ აჯობა და ამით დამთავრდა ლოკოს რაგბი, ჩემპიონატის მოგება თუ არის თვითმიზან,მაშინ კი ბატონო,მაგრამ არც ასაკობრივიდან ბიჭები და არც პერსპექტივაში სანაკრებო კანდიდატები, მეორეხაზშიც ბურჯის გაბარიტებით მოთამაშეები,რომ ჯანით დაჯაბნო მოწინააღმდეგე ჩვენს ჩემპიონატში შეიძლება მუშაობდეს,მაგრამ შემდეგ რა? არმაზიც წააგებდა ალბათ,მაგრამ მის თამაშში ბევრად მეტი აზრი იქნებოდა დიდი ალბათობით

Posted by: otia-83 13 Oct 2018, 17:26
QUOTE (zaal1969)
არმაზიც წააგებდა ალბათ,მაგრამ მის თამაშში ბევრად მეტი აზრი იქნებოდა დიდი ალბათობით

არმაზი დანიშნულ შერკინებაში, რომ იდგეს იმაზე 30%-ით უკეთ, როგორც ეხლაა, ამ იტალიელებს გადაურბენდნენ.

Posted by: Excentrifuge 13 Oct 2018, 17:32
ძალის უპირატესბა ქონდათ მაგრამ იმხელა საშემსრულებლო წუნი იყო რომ ყველაფერი წყალში იყრებოდა. ასეთი ჯანიანი ხალხი რაქში ამდენ შეცდომას უშვებდეს უცნაურია. მერე ერთი ვერ წაიღო ბურთი ვერცერთმა. საერთოდ ამხელა ვირგლა ხალხს ბურთის წაღება როგორ არ შეუძლიათ ეგრევე რომ იბოჭებიან, ესაა ქართული რაგბის გამოცანა. ერთი ბოლოს წაიღო ბეჰემოთმა მაგრამ ეგეც არ ჩაუთვლეს.

Posted by: AnRI992 13 Oct 2018, 17:47
თამაში როგორ უნდა მოიგო როცა თითქმის ყველა დერეფანს აგებ?

არა და მარტო დერეფანი რო ყოფილიყო ნორმალური მაგ პირობებშიც კი შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება...


Posted by: zaal1969 13 Oct 2018, 17:55
AnRI992
QUOTE
თამაში როგორ უნდა მოიგო როცა თითქმის ყველა დერეფანს აგებ?

არა და მარტო დერეფანი რო ყოფილიყო ნორმალური მაგ პირობებშიც კი შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება...

და დერეფანს როგორ მოიგებ ამ ფორმა-ზომის მორკინალებით? დერეფანს სიმაღლე სჭირდება და აქ მეორეხაზელებიც ბურჯების იერზე არიან

Posted by: magogi 13 Oct 2018, 19:33
3 ყვითლის და 2, 9, 10, 15 ის თამაშის ხარისხის პირობაზე კიდევ კარგი ანგარიშით წააგო ლოკომ sad.gif

Posted by: ramazi-rugby 13 Oct 2018, 19:42
წაგებას არ ვამართლებ,მაგრამ
მსაჯობა იყო არნახული.
უამრავი შეცდომა და გაუგებარი გადაწყვეტილებები.

Posted by: BigG 13 Oct 2018, 20:39
ბეგოს 9 ნომრობა ხომ არ დასრულდა ამ თამაშით? კიდევ თუ ვინმემ დაუძახა ნაკრებში და აღარ ყოფილა საშველი.

ზოგადად, ლოკოს რაგბი მე-19 საუკუნის არის. მერე რა, რომ ჩემპიონია. სანამ ასაკობრივის ბიჭები არ ათამაშდებიან, ჩვენს კლუბებს იქ არაფერი ესაქმებათ. სად არის ფული, თორემ არმაზი, აია და ხარები უნდა გააძლიერო ან საერთოდ ახალი გუნდი შექმნა.

რაც ლოკომ აჩვენა, ამას ჯობდა ფული არც ეშოვათ.

Posted by: otia-83 13 Oct 2018, 21:17
BigG
QUOTE
ბეგოს 9 ნომრობა ხომ არ დასრულდა ამ თამაშით? კიდევ თუ ვინმემ დაუძახა ნაკრებში და აღარ ყოფილა საშველი.

ბეგოს თუ დაუძახებს და ალანიას არა, ესეთი მწვრთნელი ეგრევე უნდა გაუშვა თან მაგრად სცემო წკეპლით.

Posted by: AnRI992 13 Oct 2018, 21:40
zaal1969
QUOTE

და დერეფანს როგორ მოიგებ ამ ფორმა-ზომის მორკინალებით? დერეფანს სიმაღლე სჭირდება და აქ მეორეხაზელებიც ბურჯების იერზე არიან

ეს გეგია რომ გამოვიდა, ნომერს რო შევხედე მეთქი პტოსტა ჩააცვეს 19 ნომერი თქო და მერე შერკინებაშიც მეორე ხაზში რო დადგა მივხვდი უკვე რო "მხტომელი" იყო gigi.gif

პირველად ვნახე მე რო მეორეხაზელი დერეფანში არ დგებოდა....

Posted by: burke 13 Oct 2018, 22:38
თამაში გასაგებია, რაღაა საკომენტარო
ფაქტია რომ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს
რატომღაც მეგონა რომ გაიზარდა დონე
არ ყოფილა ეგრე

ერთადერთი რამე მაინტერესებს
იოსებიძეზე რომ ვითამაშე ფორუმელებთან რაგბი, პირველად დავიჭირე მაშინ ოვალური ბურთი ხელში. ერთ -ერთ ეპიზოდში ბურთი დაარტყეს და ავარდა ჰაერში. იქიდანაც მოდიოდა კაცი , მოკლედ დავხუჭე თვალები, წავედი ამ ბურთზე და ავხტი, ავცდი ბურთსაც და ყველაფერს. მივხვდი რომ
ძნელი სათამაშო კომპონენტია და მოითხოვს ვარჯიშს. გასაგებია ბატონო პირველად ვითამაშე და მეპატიება.
და ჩვენ უკანახაზელებს ამ კომპონენტში ვინმე ავარჯიშებს?
პირველად ვნახე თამაში როცა ვერც ერთი გადაკიდებული ბურთი ვერ დაიჭირა გუნდმა. მსგავსი რამე მართლა არ მინახავს, არადა 3 კაცი ნაკრებისაა მგონი
რავიცი რავიცი

Posted by: K O R A D O 13 Oct 2018, 23:49
ლოკოდან ნაკრებში თამაშს არცერთი არ იმსახურებს, ყოველშემთხვევაში ასეთ ფორმაში მყოფი კანდიდატებიდან...

Posted by: Levan ch 14 Oct 2018, 10:21
QUOTE
ისწავლაო გადამეტებული ნათქვამია, სხვებთან შედარებით უკეთესად გამოსდის.

მართალია biggrin.gif
მე უფრო რბილად მინდოდა გამოსულიყო შავლა :დ

Posted by: GEOSPORT 14 Oct 2018, 11:14
გეზიზღებათ ხო ლოკომოტივი ამდენი ნეგატივი სირცხვილია

Posted by: jora84 14 Oct 2018, 11:46
GEOSPORT

რაც ითამაშეს იმის შეფასებაა.

სირცხვილი ისაა რასაც ლოკო მოედანზე აკეთებდა, თორემ სხვა დანარჩენს აიტანს კიდევ კაცი.

Posted by: GIORGI112 14 Oct 2018, 11:56
GEOSPORT
ზიზღი რა შუაშია biggrin.gif ვიაყავი სტადიონზე და ბევრიც ვიყვირე ვუქომაგე ლოკოს... მაგრამ საზიზღრად ითამაშეს დააა

Posted by: enorme 14 Oct 2018, 12:33
ნუ ფაქტია , რომ ლოკომ საშინლად ითამაშა , მაგრამ ისიც ფაქტია , რომ გუნდს ეკლდა ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები , რომლებიც შარშან ეგრედწოდებული ''Key Players'' იყვნენ ამ გუნდისთვის . შადრე გამოაკლდა დაწყებულ სეზონზე , ლაშა ფოფხაძე (მესამე ხაზელი) , გოშა და გაგოშვილი(13ნომერი) .
ამდენი მოთამაშე ნებისმიერი ქართული კლუბისთვის ძალიან ბევრია. ამით რა თქმა უნდა ლოკოს საშინელ თამაშს არ ვამართლებ , მაგრამ ბევრს ეტყობა აქ რო ლოკო იმენა არ ევასებათ და მათ გულის ''გასახეთქად'' წელსაც ლოკო გახდება ჩემპიონი )))).

Posted by: otia-83 14 Oct 2018, 12:36
შარშანდელი ლოკომოტივი საკმაოდ ძლიერი მანქანა იყო, უშნო რაგბს თამაშობდა აიასთან შედრებით, მაგრამ ღირსეული ჩემპიონი იყო. ეხლა გაცილებით უშნო და ამასთანავე უხარისხო რაგბს თამაშობს. ძალიან ცუდი სანახავი გუნდია დიდ 10-შიც და ევროსარბიელზე.

ქართული გუნდებიდან დღეის გადმოსახედით მხოლოდ ბათუმი შეძლებდა ამ ევროტურნირის მოგებას, ღირსეულ ასპარეზობას მაინც. მხოლოდ ბათუმია დაბალანსებული გუნდი. აია ვეღარ თამაშობს წინა სეზონებივით, შერკინებაშიც ტრადიციულად შედარებით სუსტად არიან. არმაზი ძაან მომწონს, მაგრამ ყველა შერკინებაში გაფარჩაკდებოდნენ. ლელოც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე.

Posted by: rugby2011 Geo 14 Oct 2018, 12:48
ზოგადად თქვენი მოღვაწეობით, ნებით თუ უნებლიეთ დიდი 10-ს მხარს უჭერთ, ასე, რომ არც უნდა გიკვირდეთ და არც უნდა გწყინდეთ რა ხარისხის თამაშიც ვნახეთ. რადგან ალოგიკური არაფერი მომხდარა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა არის დიდი 10.
გუნდების აბსოლიტური უმრავლეოსობა არის სამოყვარულო დონის. არასწორი მენჯმენტის, უფულობის, არასკმაირის პროფესიონალი სპორცმენების და სხვა აუცილებლად საჭირო გუნდის წევრების არ ყოლის, ან მათი არასაკმარისი პროფესიონალიზმის გამო.
25-26 წელს გადაცილებული მოთამაშე ამ ტურნირში არის უბრალოდ უპერსპექტივო სპორცმენი, რომელსაც სხვა გასაქანი არ აქვს, რომ ფული გამოიმუშავოს და უმოტივაციოდ წლიდან-წლამდე გააქვს თავი ამ გზით. ვინმე თუ დამატებით ბავშვებს ავარჯიშებს ეგაა და ეგ...


Posted by: iverieli 14 Oct 2018, 14:15
Ise mesame gundia lokomotivi vinc evrotasebze itamasha. Lokom yvelaze susti tamashi achvena. Sruli fiasko. Nu pirveli chavtvalod aqaurebis nakrebi iko da gasakviri araa ro uket etamasha. Batumic ki bevrad uket gamovida. Aseti tamashit aratu gasvla aramed mogebac ki gagvichirdeba.

Mapatiet aseti pesimizmi. Imedia mimaval tamashebs bevrad uket vitamashebt

Posted by: Gio_G83 14 Oct 2018, 14:49
QUOTE
პ.ს. კოკა-კოლა და ფანტა არსად დაეკარგოთ.


ამ დროს ვარჯიშზე რა კარგად იყო ყელაფერი - ხან დაჩი და ხანაც ფარნა - "ზეცას განაგებდნენ"
vis.gif
* * *
QUOTE
გეზიზღებათ ხო ლოკომოტივი ამდენი ნეგატივი სირცხვილია


facepalm.gif
აბა!
facepalm.gif


დაბრეხვებასაც რომ ოსტატობა უნდა





შეიწირავენ ეგენი ბენდოს აპარტამენტებს
facepalm.gif

Posted by: GioWEED 14 Oct 2018, 15:17
QUOTE (otia-83 @ 14 Oct 2018, 12:36 )

ქართული გუნდებიდან დღეის გადმოსახედით მხოლოდ ბათუმი შეძლებდა ამ ევროტურნირის მოგებას, ღირსეულ ასპარეზობას მაინც. მხოლოდ ბათუმია დაბალანსებული გუნდი. აია ვეღარ თამაშობს წინა სეზონებივით, შერკინებაშიც ტრადიციულად შედარებით სუსტად არიან. არმაზი ძაან მომწონს, მაგრამ ყველა შერკინებაში გაფარჩაკდებოდნენ. ლელოც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე.

100%... ბათუმი სტაბილურად ძლიერი გუნდია... თან კარგი შემადგენლობაც ყავს. ცოტა რო გაძლიერდნენ კიდე არ აწყენდათ.

ლოკომოტივისგან მეტს ველოდი მაგრამ როგორც ჩანს არ გაამართლა. პირველივე თამაში ავჭალაში იტალიელებთან დავთმეთ. გამოცდილებისთვის თუ ითამაშებენ თორე ამ ტურნირს ლოკო ვერ მოიგებს.

წავიდა შადრე და ბურთის ამგდებიც აღარ ყავს ლოკომოტივს?!

Posted by: ika_valencia 14 Oct 2018, 18:08
https://goal.ge/news/102873-giorgi-gegia-lelo-namdvilad-chasatvleli-iyo-xolo-kalvizanom-gamocdilebit-gvajoba.html გეგია გუშინდელ თამაშზე

Posted by: davita_1977 14 Oct 2018, 18:35
არ გამოუვიდა ლოკომოტივს თამაში, დიდ 10 შიც იგივეს აკეთებს. ბოლო თამაშებში მაგრად გაუჭირდა ლელოსთან გაუმართლა, არმაზთანაც და ხარებმა მოუგეს. თან მემგონი აკლდა რამდენიმე კაცი თორე უფრო გამოუვიდოდა თამაში და დიდი შანსია მოეგო კიდეც. არაუშავს იმედია მოუმატებენ.

Posted by: AnRI992 14 Oct 2018, 23:42
დიდი ათის გუნდების მოთამაშეების სიმაღლის და წონის შესახებ მონაცემები არის სადმე?
ძალიან საინტერესო იქნებოდა მაგის ნახვა.
ლოკომოტივს რომ ვუყურე მგონი 195სმ სიმაღლის მორაგბეც კი არ ყავდათ..




პს. ლოკომოტივის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. პირიქით, ძალიან გამიხარდა რომ მოხერხდა ამ გუნდის მონაწილეობა ევროსარბიელზე და რა თქმა უნდა ყველა თამაშზე ვუგულშემატკივრებ...

Posted by: magogi 15 Oct 2018, 00:40
AnRI992

მოთამაშეების აწონვა და გაზომვა ქართული გუნდებისთვის დიდი პრობლემაა როგორც ჩანს sad.gif თვალით გაზომვის იქით გზა არ გვაქვს

Posted by: GioWEED 15 Oct 2018, 09:54
აწონვა კი არა, 1 გუნდი უნდა ავირჩიოთ და გავაძლიეროთ სერიოზულად. რო ჩელენჯზე გავიდეს.

არც კალვიზანო და არც ტიმიშოარა არაფერი გუნდები არ არიან. მაგათი მოგება ზედმეტად ადვილია ნებისმიერი ნორმალური გუნდისთვის

Posted by: ferrari1000 15 Oct 2018, 10:45
GioWEED
გაძლიერდება ვინმე, აი თუნდაც ბათუმმა თუ მოიგო წელს და შეინარჩუნა გუნდი ექნება ნაღდად შანსი გასვლის, სხვებსაც ექნებოდათ ოღონდ საკმარის ფინანსებს ვერ მოიძიებენ მგონი.

ჯერ ლოკომოტივს ვაცადოთ, 3 თამაში თუ მოიგო გავა. ნუ ამ თამაშით კი ძნელია ოპტიმისტურად ყოფნა მაგრამ მაინც.

Posted by: Gio_G83 15 Oct 2018, 13:19
6 გუნდა ჩემპიონატი დაგვხატავს მეთქი და ჰა...
smile.gif

Posted by: FullbackAce 15 Oct 2018, 13:22
QUOTE (Gio_G83 @ 15 Oct 2018, 13:19 )
6 გუნდა ჩემპიონატი დაგვხატავს მეთქი და ჰა...
smile.gif

მეც ეგრე ვფიქრობ მაგრამ აბა თავის თავს ხომ არ მოკვეთენ ჩემპიონატიდან. popcorn.gif

თან მერე იტყვიან დიდ ექვსი ნამეტანი ცუდად ჟღერსო. იქნებ შესანიშნავ 7მდე მაინც ჩამოვიდნენ როგორმე.

ან ფრიადოსან 5მდე.

Posted by: Gio_G83 15 Oct 2018, 13:28
კენტი ფორმატისთვის ვერ ვარგა და 4 ნამეტნავად ცოტაა, 10 რომ მეტისმეტია კი ჩანს და 8 -იც იქვეა
ელემენტარულად დავალაგოთ 15 პოზიციაზე მორაგბეები სადაც მეტნაკლებად დონესთან ერთად მომატების პერსპექტივაც არის და 6 გუნდი ოპტიმალური ვარიანტი იქნება ამ ეტაპზე

საკუთარ თავს არავინ მოკვეთს
რომში დემოკრატიას რომ გაუჭირდებოდა სენატი დროებით თავისივე ნებით (სიტუაციის გამოსწორებამდე) დიქტატორს ირჩევდნენ
smile.gif

Posted by: magogi 15 Oct 2018, 14:36
10 ბევრია, პირველი ნაბიჯი 8 მდე შემცირება უნდა იყოს. რუმინეთი ჩვენზე ძლიერია ფინანსურად და იმათ აქვთ 8 გუნდა ჩემპიონატი.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები (ბათუმი, მარნეული, გორი, ქუთაისი) რამდენით აფინანსებენ კლუბებს ხომ არ იცით? ეგ ფულიც ჩემი აზრით თანაბრად უნდა გადანაწილდეს smile.gif

Posted by: Gio_G83 15 Oct 2018, 14:40
QUOTE
თანაბრად უნდა გადანაწილდეს

არაფერი უნდა განაწილდეს თანაბრად
პ.ს.
გარდა იმ დაშვებისა რომ თავიდან ყველა ერთნაირ სასტარტო პირობებში ჩააყენო - საკუთარი ბედი ყველამ თავად უნდა ჭედოს - კონკურენცია

Posted by: OSTAP 15 Oct 2018, 15:13
გადაწყვეტილების მიღებაა მთავარი:

უმაღლესი ლიგიდან ფლეიო-ოფში გასული გუნდები მომავალ წელს გააგრძელებენ ისევ უმაღლეს ლიგას. ბოლო ოთხ ადგილს დაემატოს 1-ლი ლიგის 4 გუნდი და დაკომპლეტქდეს 8 გუნდა 1-ლი ლიგა. 1-ლი ლიგის ბოლო 4 ადგილოსანი გადაბრძანდეს რეგიონალურ ლიგაში.

შემდეგ უმაღლესი ლიგის 1-4 ადგილები თამაშობენ კლასიკურ ფლეი ოფს. მე-6 ადგილოანი უცვლის ადგილს 1 ლიგის გამარჯვებულს. მე-5 ადგილი ეთამაშება გადათამაშებას. ქვემოთაც იმავე პრინციპით.

იქნება ხოცვა და ჟლეტვა, დედა შვილს არ აიყვანს. smile.gif smile.gif smile.gif

10 გუნდზე განაწილებული საბიუჯეტო ფინანსები გადანაწილდება 6 გუნდზე. 1-ლიგაზე ისევ ის თანხა გადანაწილდება რაც იყო. უბრალოდ 1-ლი ლიგის ბოლო 4 ადგილოსანი დაკარგავს დაფინანსებას. თუმცა 1-ლი ლიგის ბოლო ოთხ ადგილოსანი საბიუჯეტო თანხას არ უნდა იღებდეს ჩემი აზრით. სამოყვარულო ლიგის დონეს დიდად არ უნდა ცდებოდეს smile.gif smile.gif

Posted by: magogi 15 Oct 2018, 15:15
თუ დოტაციია ყველამ თანაბრად უნდა მიიღოს ბიუჯეტის ფული. მახინჯი სისტემაა, მაგაზე არ ვდაობ.

Posted by: OSTAP 15 Oct 2018, 15:30
საბიუჯეტო თანხას ყველა ერთნაირად იღებს, ანუ იმას რასაც რაგბის კავშირის მეშვეობით სახელმწიფო გამოუყოფს კლუბებს.

ამას გარდა თუ კონკრეტული კლუბი მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს, სხვა კლუბს არავინ უშლის იგივე ქნას. იმანაც მოიძიოს სპონსორი და დაუმეგობრდეს მუნიციპალიტეტს. შრომა უნდა ამას ყველაფერს და მონდომება. პარალელურად, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა ჩემი გაგებით უნდა მოიცავდეს ამ მუნიციპალიტეტებში კლუბის მიერ რაგბის განვითარებას, ბავშთა გუნდების შექმნას მუნიციპალიტეტების სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში და ა.შ. ანუ ვალდებულება ორმხრივი უნდა იყოს და მუნიციპალიტეტი გარკვეულწილად სერვისში უნდა იხდიდეს ფულს. ანუ მაგალითად კლუბი გორის ჯიქის ვალდებულებას უნდა ირებდეს, რომ რაგბის გუნდები გაკეთდება გორში და მისი რაიონის სოფლებში.

Posted by: crusaders 15 Oct 2018, 16:10
OSTAP
QUOTE
გადაწყვეტილების მიღებაა მთავარი:

უმაღლესი ლიგიდან ფლეიო-ოფში გასული გუნდები მომავალ წელს გააგრძელებენ ისევ უმაღლეს ლიგას. ბოლო ოთხ ადგილს დაემატოს 1-ლი ლიგის 4 გუნდი და დაკომპლეტქდეს 8 გუნდა 1-ლი ლიგა. 1-ლი ლიგის ბოლო 4 ადგილოსანი გადაბრძანდეს რეგიონალურ ლიგაში.

შემდეგ უმაღლესი ლიგის 1-4 ადგილები თამაშობენ კლასიკურ ფლეი ოფს. მე-6 ადგილოანი უცვლის ადგილს 1 ლიგის გამარჯვებულს. მე-5 ადგილი ეთამაშება გადათამაშებას. ქვემოთაც იმავე პრინციპით.

იქნება ხოცვა და ჟლეტვა, დედა შვილს არ აიყვანს.   

10 გუნდზე განაწილებული საბიუჯეტო ფინანსები გადანაწილდება 6 გუნდზე. 1-ლიგაზე ისევ ის თანხა გადანაწილდება რაც იყო. უბრალოდ 1-ლი ლიგის ბოლო 4 ადგილოსანი დაკარგავს დაფინანსებას. თუმცა 1-ლი ლიგის ბოლო ოთხ ადგილოსანი საბიუჯეტო თანხას არ უნდა იღებდეს ჩემი აზრით. სამოყვარულო ლიგის დონეს დიდად არ უნდა ცდებოდეს 

აი ამას ვამბობ დიდი ხანია ყველგან
უფრო დაძაბული ჩემპიონატი იქნება ყველა დონეზე რეგიონალურშიც კი. და ყოველ ქულას დაედება ფასი

Posted by: Gio_G83 16 Oct 2018, 13:17
QUOTE
იქნება ხოცვა და ჟლეტვა, დედა შვილს არ აიყვანს.   


ხოდა გამოიძერწება პროფესიონალიზმი

Posted by: Christian Cullen 16 Oct 2018, 14:27
QUOTE
გეზიზღებათ ხო ლოკომოტივი ამდენი ნეგატივი სირცხვილია


რა შუაშია სირცხვილი?? ფაქტი არის აღსანიშნი, ამ თამაშით ლოკომოტივის რამდენიმე მორაგბემ, რომელნიც სანაკრებო დონეზე ჰქონდათ პრეტენზია, "დაამტკიცა" რომ მათი კარიერა ბორჯღალოსნებში დასრულდა. თორემ ვინც სამსახურს და ვარჯიშს ერთმანეთს უთავსებს, იმას ენაცვალოს ჩვენი თავი, როდესაც ადამიანი მოყვარული სპროტსმენი ხარ და პროფესიონალურ გუნდს ეჭიდები, 1000 წელი მხოლოდ ქების ღირსი ხარ, სულ რომ 0-100 წააგო. მაგრამ ლოკოში 2-3 ისეთი მოთამაშეა, რომელიც ნაკრების წევრი კი არა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ჰოდა მათგან მსგავსი თამაში იყო ყოვლად გაუთვალისწინებელი რამ. ამიტომ, ყველას ურჩევნია, რომ თუნდაც მიშიკო ალანია იყოს ნაკრებში, დაუშვას შეცდომები და წავაგოთ ამ სეზონზე, ვიდრე კვლავ ჩემხელა ბეგაძე.
ფეხებზე რომ მკიდებოდა ლოკოს შედეგი, არც მოვიდოდი თამაშზე.

Posted by: FullbackAce 16 Oct 2018, 22:11
QUOTE (magogi @ 15 Oct 2018, 14:36 )
10 ბევრია, პირველი ნაბიჯი 8 მდე შემცირება უნდა იყოს. რუმინეთი ჩვენზე ძლიერია ფინანსურად და იმათ აქვთ 8 გუნდა ჩემპიონატი.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები (ბათუმი, მარნეული, გორი, ქუთაისი) რამდენით აფინანსებენ კლუბებს ხომ არ იცით? ეგ ფულიც ჩემი აზრით თანაბრად უნდა გადანაწილდეს smile.gif

რაღა რუმინეთი სადაც ირლანდია მიხვდა რომ 4ზე მეტი გუნდ სისულელე იყო ჩვენ 10ს რა ლოგიკით ვინახავთ ?

Posted by: KOKOITIDZE 16 Oct 2018, 22:18
ზუსტად 4 გუნდი იქნება საუკეთესო ვარიანტი. კონკურენციაც გაჩნდება და მოთამაშეები იძულებული გახდებიან ბევრი იშრომონ ადგილისთვის. ბევრად მოიმატებს თამაშების დონეც, სანახაობაც.

Posted by: otia-83 16 Oct 2018, 22:47
4 გუნდი კარგი იქნება, თუ რუმინეთთან და რუსეთთან ერთად შევქმნით ერთიან ლიგას 4-4 გუნდით. + 6 გუნდიანი შიდა ჩემპიონატი და 8:გუნდიანი პირველო ლიგა.

მარა ეს ძაან ბევრი ფული დაჯდება.

Posted by: GioWEED 16 Oct 2018, 23:39
ერთადერთი გამოსავალია 6 გუნდა ჩემპიონატი.
ფინანსებიც ეყოფათ და 1ლი ლიგაც გაძლიერდება...

დროა საკლუბო რაგბი განვითარდეს.

Posted by: giorgi77 6 Dec 2018, 18:26
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის

https://sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/124912-kontinentis-fari-qlokomotiviq-italiashi-midis.html

Posted by: _Sergi_ 10 Dec 2018, 11:13
QUOTE
3 Oct 2018, 12:16
საქათველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერა 13 000 000

მაშინ როცა

ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერა 6 700 000
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 000

ამ ქვეყნის საშველი არ არის რაა... მერამდენე წელია წყალში ვყრით ფულს


მეგობრებო, გახსოვთ ალბათ ეს პოსტი.

ხოდა გარკვეული პოზიტიური სიახლეები არის რაგბის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ცვლილებები შედის 2018 წლის ბიუჯეტში და წლის ბოლომდე დამატებით 3,0 მლნ ლარი გამოეყოფა რაგბის კავშირს.

ცვლილება შედის 2019 წლის ბიუჯეტშიც და რაგბის დაფინანსება იზრება 17 მილიონ ლარამდე, ნაცვლად 13 მილიონისა.


წყარო
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/206668?
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/206304?

Posted by: jora84 10 Dec 2018, 12:00
_Sergi_

ეგ თანხები იმიტომ გამოყვეს, რომ მსოფლიოს წელია და მოსამზადებელია ნაკრები.


Posted by: _Sergi_ 10 Dec 2018, 12:24
jora84

7 მილიონზეა საუბარი, მაგდენი ჯდება ნაკრების მომზადება/გამგზავრება?

Posted by: jora84 10 Dec 2018, 12:37
_Sergi_

3 მილიონი უნდა მიცენ დამატებით, შენსავე დადებულ ლინკში წერია, თუ შეიცვალა რამე და მეტს აძლევენ არ ვიცი.

Posted by: _Sergi_ 10 Dec 2018, 12:42
jora84
QUOTE
3 მილიონი უნდა მიცენ დამატებით, შენსავე დადებულ ლინკში წერია, თუ შეიცვალა რამე და მეტს აძლევენ არ ვიცი.


კი მაგ 3 მილიონს აძლევენ და +4 მილიონი მომავალ წელს.

Posted by: ferrari1000 10 Dec 2018, 13:21
_Sergi_
მსოფლიოს წელს უფრო მეტი არის ხოლმე დაფინანსება (წინა მსოფლიოზეც ასე იყო თუ სწორად მახსოვს), რადგან მომზადება საკმოდ ძვირი ჯდება. + ეს თანხა ლარის კურსის დასაკომპენსირებლად არის დამატებული, ასე მგონია. რა თქმა უნდა მისასალმებელია ეს ყველაფერი მაგრამ ამ დანამატით რაგბის კავშირი მნიშვნელოვანი ახალი პროექტების წამოწყება გაუჭირდება (მცირე შეიძლება). სამაგიეროდ ის რაც აქამდე ქონდა დაგეგმილი იმათ სრულფასოვნად განახორციელებს.

Posted by: _Sergi_ 10 Dec 2018, 14:56
ferrari1000
QUOTE
მსოფლიოს წელს უფრო მეტი არის ხოლმე დაფინანსება (წინა მსოფლიოზეც ასე იყო თუ სწორად მახსოვს), რადგან მომზადება საკმოდ ძვირი ჯდება. + ეს თანხა ლარის კურსის დასაკომპენსირებლად არის დამატებული, ასე მგონია. რა თქმა უნდა მისასალმებელია ეს ყველაფერი მაგრამ ამ დანამატით რაგბის კავშირი მნიშვნელოვანი ახალი პროექტების წამოწყება გაუჭირდება (მცირე შეიძლება). სამაგიეროდ ის რაც აქამდე ქონდა დაგეგმილი იმათ სრულფასოვნად განახორციელებს.


წინა მსოფლიომდე (2014) რაგბის კავშირის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 10 მილიონი, 2015 წელს დაუმატეს ფინანსები და გახდა 12 მილიონი.

ეხლაც გამოყოფილია თანხები მარა გაცილებით დიდი ვიდრე აქამდე, როგორც ვიცი რაგბის კავშირიდან პოსტავენ აქ და საინტერესოა რაში დაიხარჯება დამატებული 7 მილიონი ლარი.


2-3 მილიონს უმატებდნენ ხოლმე მსოფლიოსთვის, ეხლა 7 მილიონია გამოყოფილი.

Posted by: BigG 10 Dec 2018, 15:05
მსოფლიო რაგბის გრანტი ხომ არ შეადგენს მაგ "ზედმეტობას"? ყოველწლიურად მრ გრანტს გვაძლევს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წელს ეს თანხა უფრო დიდია.

Posted by: jora84 10 Dec 2018, 15:12
BigG

მთავრობამ თავის თავს მიაწერა ვითომ? rolleyes.gif

Posted by: _Sergi_ 10 Dec 2018, 15:30
BigG
QUOTE
მსოფლიო რაგბის გრანტი ხომ არ შეადგენს მაგ "ზედმეტობას"? ყოველწლიურად მრ გრანტს გვაძლევს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წელს ეს თანხა უფრო დიდია.

გრანტი რო იყოს შესაბამის გრაფაში ეწერებოდა ბიუჯეტის პროექტში.

საბიუჯეტო სახსრებში არის ჩაწერილი 17 მილიონი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)