#50804690 · 20 Jun 2017, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გელა გიორგობიანმა დაბადებულმა 1996 წლის 25 მარტს, დაიწყო მუშაობა სასტუმროს დაცვაში. რა დროსაც მას მისცეს სამსახურებრივი საშტატო იარაღი ,,გლოკი, მისი ტარების უფლებით სამსახურის შემდეგაც კი. მის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროს უსაფრთხოება და პერსონალის დაცვა. ინსტრუქცია კი მკაცრად არის გაწერილი და მხოლოდ უშუალოდ და რეალურად საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეუძლია მისი გამოყენება. ასევე მასთან ერთად მუშაობდა მისი მეგობარი დათო დავითაშვილი, რომელიც მასთან ერთად იყო მორიგეობის გრაფიკში. 2017 წლის 10 ივნისს საღამოს საათებში, სასტუმროს ნომრის დაჯავშნის მიზნით სასტუმროში შევიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში. მოითხოვეს 2 ოთახი, რომელიც გათვლილი უნდა ყოფილიყო ორ პირზე. მოცემული მომენტისათვის სასტუმროს არგააჩნდა მსგავსი მონაცემებით ოთახი, რის გამოც შეთავაზეს ერთ კაციანი ოთახები. გამომდინარე იქედან, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში სასტუმროს მიმღებში მომუშავე მოლარეს დაუწყეს ჩხუბი უმიზეზოდ. ითხოვდნენ მათთვის სასურველი ოთახების მიქირავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოლში გაათნებდნენ ღამეს. მათი დაჟინებული თხოვნა გამომდინარეობდა იქედან, რომ სასტუმროს მდებარეობა აწყობდათ. დაცვის თანამშრომლებმა გელა გიორგობიანმა და დათო დავითაშვილმა მოუწოდეს ახალგაზრდებს სიმშვიდისაკენ, ასევე თხოვდნენ რომ დაეტოვებინათ სასტუმროს შენობა. მათი შელაპარაკება გადაიზარდა ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი - ფიზიკურ დაპირისპიებაში. ახალგარდებიდან სამი ურტყამდა გელა გიორგობიანს, რის გამოც მას მიეშველა დათო დავითაშვილი. ამ უკანასკნელმა დაინახა რომ ჩხუბის დროს რომელიღაც პირი იქნევდა დანას, თუმცა ჩხუბის გამო ვერ გაარჩია ზუსტად ვის ეჭირა ცივი იარაღი ხელში. ამ დაპირისპირებაში ჩაერთო ასევე მეოთხე ახალგაზრდაც. რამდენიმე წამში გაისმა ზედიზედ ორჯერ გასროლის ხმა, რის შემდეგაც უგონოდ დავარდა ერთ-ერთი ახალგაზრდა, სახელად ნიკო. ხოლო მეორე ახალგაზრდამ სახელად კობამ დაიყვირა რომ დამჭრესო. ამ დროს კი ხელში დათო დავითაშვილს და გელა გიორგობიანს იარაღი ეჭირათ.
მტკიცებულებები:
1. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა - გასროლა განხორციელდა მხოლოდ ერთი იაღარით , რომელიც გაფორმებული იყო გელა გიორგობიანზე. ხოლო დავით დავითაშვილის სახელზე გაფორმებული იარაღიდან გასროლა არ განხორციელებულა. 2. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით - დენთის კვალი ამოვიდა დავით დავითაშვილის მარჯვენა ხელიდან. ხოლო დენთის კვალი გელა გიორგაძის ხელიდან არ ამოსულა. 3. ასევე ამოღებული იქნა ცივი იარაღი - დანა, რომელზეც აღმოჩნდა გარდაცლილის თითის ანაბეჭდი, ასევე - მასრები, რომელიც დაემთხვა გელა გიორგობიანის იარაღს. 4. მოწმეები - კობა - დაჭრილი ახალგაზრდა და ორი მისი თანმხლები პირი - ვაჟა და სოსო, ასევე სასტმროს პერსონალი და მოლარე, სასტუმროს დაცვა - გელა და დათო. 5. ნივთმტკიცების სახით დართულია შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს დაპირისპირების მიმდინარეობა, ასევე ჩანს გელა გიორგობიანი როგორ იღებს კაბურიდან იარაღს და როგორ მოყავს საბრძოლო მდგომარეობაში, თუმცა გასროლის მომენტი არ ჩანს. ხოლო დათოს მიერ იარაღის მომართვა ჩანაწერზე არ ირჩევა. კადრში გელა და დათო გვერდიგვერდ დგანან. 6. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ერთი ცალი ხელთათმანი , რომელზეც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება ვინმეს კუთვნილება. (დნმ -ს კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა) 7. ქიმიური ექსპერტის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ თეორიულად არის შანსი და შესაძლებლობა, თუმცა არა უტყუარადა დადგენილი ფაქტი, რომ შეიძლება გასროლოს ერთმა პირმა და დენთის კვალი, რომელიც იარაღიდან გასროლის შემდეგ ამოიფრქვევა, დარჩეს სხვის ტანსაცმელზე ან სხეულზე ან საგანზე, ერთი სიტყვით ახლომდებარე პირზე ან საგანზე.
ზუსტი ამოხსნა ხოარ იცით ამ კაზუსის?
This post has been edited by wu777ro on 20 Jun 2017, 13:55
|