Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > პეკინური იხვის მოშენებაზე რა აზრის ხართ?


Posted by: shuma89 26 May 2016, 22:37
ამ ჯიშზეა საუბარი ვინც არ იცის.


http://vancats.ru/Utki_Porodi_Pekinskie_utki.htm

ესეც საქართველოში

https://www.youtube.com/watch?v=Al0dLUiQXaU



6 მარტს გამოჩეკილები ვიყიდე, 5-6 დღისები წამოვიყვანე და თვენახევრიდან სახლისთვის დაკვლა დავიწყე.
ორთვენახევრისები არიან და 2.4-2.7კგ არიან ძირითადად, რამდენიმე პატარა დარჩა თავიდანვე რომლებიც ცუდები იყვნენ, ეტყობა ინკუბატორმა ვერ გაუქაჩა კარგად.

ამწუთას არიან სულ 7 ცალი, ერთი არის მდედრი მხოლოდ, სამწუხაროდ sad.gif

რატომღაც გვიან გამახსენდა რომ მდედრები დამეტოვებინა.

ახლა ვიფიქრე მოშენებაზე.
იმერეთის რაიონში მაქვს 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 3 ჰექტრიანი ერთადაა და ფერმა მაქვს ცხვარი გავუშვი შარშან ზაფხულიდან, შემოღობილია და დგას 60 კვადრატიანი შენობა რომელშიც ცხვარია, კი შეიძLება ერთი 30 კვადრატი გამოვყო იხვისთვის smile.gif
კიდევ მაქვს 5 ჰექტრიანი, შემოუღობავი მაგასაც რამეს მოვუხერხებ როგორმე smile.gif

ახლა მთავარი იდეა რაც არის, მინდა მივყო ხელი იხვის მოშენებას, წყალი ბლომადაა, 3 მეტრზე მაქვს ჭა და შარშან ივლის-აგვისტო-სექტემბერშI გამოიცადა მაგრად, ერთI არ ამოუკვნესია, წყალი არ გამოილია, ხრეშზე დგას მთელი სოფელი, 2 მეტრის ქვევით ხრეში იწყება, მოკლედ წყალი უხვადაა, არ ჭირს, პატარა ტბორსაც ადვილად გავაკეთებ, 3 მეტრზე ექსკავატორით ამოვჭრი და თუ წყალი მოაკლდება ჭIდან შევავსებ ალბათ.

კვება არც ისე ძვირი დაჯდა, 7-8 კილოგრამი შეჭამა თითომ, სიმინდი, ხორბალი და 10% კოპტონი შენარევი, მოკლედ არ დაჯდა ძვირი და ვიფიქრე მაგტო მოშენებაზე.

სავარაუდოდ 2.5 თვეში 2.5 კილოგრამზე ავა საშუალო წონა. და თვითღირებულება 5-5.5 ლარს არ გაქცევია სავარაუდოდ. სუფთა ხორცს ალბათ 2.5კგ-იანი დატოვებს 1.7 კგ-ს.
ფაქტიურად 1 კგ სუფთა ხორცი 3 ლარი დაჯდება.
გასაყიდად როგორ დავიჯერო ისე გაფუჭდება საქმე 7-8 ლარი რო ვერ ავიღო.

რას იტყვით აბაა მცდნე ხალხი?

ერთი საყინულე მანქანაც დაჭIრდება ალბათ ამ საქმეს, ტრანსპორტირებას რო მიეხედოს.

ინკუბატორზე ვზრუნავ ახლა, სავარაუდოდ მალე მექნება ორი ცალი 500 კვერცხიანი და ერთი 300-იანი ინკუბატორი, 12 ვოლტზეც რომ შეეძლებათ მუშაობა, დენის გათიშვის შემთხვევაშI ერთი აკუ ეყოფა 10 საათი დაახლოებით, ზამთარში ალბათ 5-6 საათს მაინც გაუქაჩავს.




რას იტყვით, გამოთქვით აბა აზრიიი . . .
მცოდნეებმა, გამოცდილებმა.





Posted by: Seeker 27 May 2016, 15:58
QUOTE
ინკუბატორზე ვზრუნავ ახლა, სავარაუდოდ მალე მექნება ორი ცალი 500 კვერცხიანი და ერთი 300-იანი ინკუბატორი, 12 ვოლტზეც რომ შეეძლებათ მუშაობა, დენის გათიშვის შემთხვევაშI ერთი აკუ ეყოფა 10 საათი დაახლოებით, ზამთარში ალბათ 5-6 საათს მაინც გაუქაჩავს.


რა ჯდება 1 ცალი 500 კვერცხიანი ინკუპატორი ?

მომგებიანი საქმე ჩანს წარმატებები

Posted by: shuma89 29 May 2016, 19:19
მე ორი ცალი 500-600 კვერცხიანი ვიკითხე და 3300 მითხრეს, ერთ კორპუსში, ოღონდ გაყოფილი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი.

რამდენად გაყიდვადი იქნება იხვი ნეტა? დაკლული კილო 7 ლარში არ წავა ნწტა? 1.5 კილოიანები რო იყონ შესაწვავად ისე1.8- იანიც კარგად შეიწვა და რავიიი . . .
გუშინ მივირთვი, ორი კაცი მთელი დღე ვჭამდით ძლივსოვერიეთ.

Posted by: presbiteri 30 May 2016, 12:06
მიწა არა მაქვს, თორემ ვფიქრობდი თავის დროზე. მე გირჩევთ იფიქროთ იმაზე, თუ სად უნდა გაყიდოთ, ვინ იყიდის, ვინ იქნებიან თქვენი კლიენტები?

Posted by: shuma89 31 May 2016, 12:26
ხოდა მეც მაგიტომ გავხსენი ეს თემა, რამდენად მოსალოდნელია რომ გაყიდვადი აღმოჩნდება, მაგაზე ვფიქრობ სულ.
თორე მოშენებას მიხედავდა კაცი როგორმე.

მიწაც მაქვს და პირობებიც, წყალი ოხრადაა, ჩემს საკუთარ ეზოში, მოზრილი ეზოა და რავიი . . გასაღება მაფქრებს, ინკუბატორიც არ მაქვს პრობლემა, არც მაცივრები დაკლულების შესანახად, და გასაპუტი დანადგარიც შემიძლია დავითრიო მალევე, მაგრამ გაყიდვეის ამბავზე ვფიქრობ მხოლოდ, რამდენად გასაღებადი იქნება თქვენი აზრით დაკლული 1.3-დან 1.8კგ-მდე სუფთა წონის იხვები. გაზრდილი არანაირი პრემიქსით და ქიმიებით, მხოლოდ სიმინდი, ხორბალი, კოპტონი კირქვა და ქვიშა იქნება საკვებში შერეული. ზუსტად ამით ვკვებე და გემრიელები გამომივიდნენ wink.gif

Posted by: Seeker 31 May 2016, 12:44
shuma89
QUOTE
ორი ცალი 500-600 კვერცხიანი ვიკითხე და 3300 მითხრეს, ერთ კორპუსში, ოღონდ გაყოფილი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი

რომ ააწყობინო თუ ქარხნულებია?

QUOTE
ხოდა მეც მაგიტომ გავხსენი ეს თემა, რამდენად მოსალოდნელია რომ გაყიდვადი აღმოჩნდება, მაგაზე ვფიქრობ სულ.
თორე მოშენებას მიხედავდა კაცი როგორმე.


გაზარდე ისეთი რაოდენობა რომ შეძლო ბაზარზე გატანა მცირე რაოდენობით + დაითვალე ხარჯები რომ იცოდე თვითღირებულება მერე დაადე გონივრული ფასი და
მოთხოვნას დააკვირდი რომ განსაზღვრო გასაზრდელი რაოდენობა
სამწუხაროდ ასეა მარტო პროდუქტის მიღება არაფერია რეალიზაციის ამბავი ბევრად მნიშვნელოვანია


Posted by: bususxuna 31 May 2016, 12:51
გემრიელია იხვის ხორცი ? მაგარია,რბილია, მუქი ფერის თუ ღია ?

Posted by: teneee3 31 May 2016, 14:34
კარგი იდეა ძალინ, წარმატებები!!!!!!!!

Posted by: shuma89 31 May 2016, 17:43
Seeker
ეგრე ვაპირებ, მაგრამ ფერმაში მაგათთვის ადგილის გამოძებნა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული შენობას ვგულისხმობ რათქმაუნდა და არამარტო.
ინკუბატორი კი ბლომად ხარჯია, ისე იქნებ ვამუშაო, რომ მიღირდეს ყიდვა, მერე ჩემთვისაც გამოვაჩეკინებ იხვებს.
მცირე რაოდენობა ალბათ 100 ცალი მაინც უნდა გავზარდო, მაგას 500 ლარი მარტო პატარებს უნდა, უფრო იაფად არ არის, თავად თუ არ გყავს სადედე გუნდი ისე კვერცხის ყიდვას აზრი არ აქვს.

bususuxuna
ხორცი ნამდვილად გემრიელია, ცოტა ცხიმიანია და უბრალოდ შემწვარი ცოტა არ იყოს ძნელი საჭმელია, ერთი მოზრდილი ნაჭერი რო შეჭამო ფაქტიურად განაყრებს ადამიანს.
სიმაგრით ნამდვილად არ არის მაგარი, ჩვეულებრივი სახლის წიწილივით აქვს ხორცი, მოზრდილ წიწილს რო დაკლავ, აი თეთრი ბროილერები როა ცომივით biggrin.gif ეგრე ნამდვილად არ არის smile.gif

ფერი ჩვეულებრივი აქვს, ბროილერის ქათამს რო აქვს მკერდის ხორცი სულ თეთრი ეგრე არ არის, სახლის ქათმის ხორცის ფერია დაახლოებით.

teneee3
მადლობა კეთილი სურვილებისთვის.



ახლა ვჩალიჩობ რომ ჩემით გავაკეთო ინკუბატორი, მიკროპროცესორების დაპროგრამებას ვსწავლობ, მიკროპროცესორზე აწყობილი 220 ვოლტზე დაფუძნებული აპარატი 70 დოლარზე მეტი ღირს ამაზონზე, კიდევ სენსორები რომლებიც მაგაზე მიდის ძვირებია, ტენიანობის სენსორი ტემპერატურის სენსორი და კიდევ კონტროლერი მაგის მერე ტემპერატურისთვის ტენი რო ჩართოს და ტენიანობისთვის ვენტილატორი, ამიტო ვჩალიჩობ ჩემით, მიკროპროცესორი უნდა დავაპროგრამო, იაფიანი და არა დაბალხარისხიანი სენსორები რომ გამოვიყენო, ინკუბატორის აპარატურას რომელი ფირმაც უშვებს ის აწარმოებს სენსორებსაც და კონტროლერებსაც და დიდ ფასს უბრახუნებს, თან ისეა რომ სხვა სენსორი არ მიდის მის ნაცვლად, ამიტო მიკროკონტროლერით ირჩევნია, ნაკლები საექსპლუატაციო დანახარჯები და ნაკლები რისკი აქვს ჩავარდნების.
მინდა გამათბობელიც და ყველა კონტროლერიც 12 ვოლტზე ავაწყო, ვნახოთ რა გამომივა, ვენტილატორები მანქანების რადიატორის ვენტილატორები მაქვს და შემიძლია დაბალბრუნზეც ვამუშაო, ანუ ბრუნთა რიცხვი ვმართო.


ვინმემ ხო არ იცის სტანდარტულად რამდენი დღე რა ტემპერატურა და ტენიანობა უნდა იხვს ან ქათმის კვერცხს?

Posted by: tavadze 31 May 2016, 18:13
shuma89
QUOTE
ამ ჯიშზეა საუბარი ვინც არ იცის.

ეგ ნამდვილად პეკინურია? მე ისე ვიცი, რომ პეკინურს შავ იხვს ეძახიან. თან ისიც გამიგონია, რომ იმან ყიყინი და ხმაური არ იცისო... მეზობლებს ვისაც ჰყოლია, მართლა არ ხმაურობდნენ.
ისე კი ეგ თეთრები მართლა სწრაფად იზრდებიან და ადვილადაც მრავლდებიან. ოღონდ წყალი სჭირდებათ მუდმივად.
QUOTE
ვინმემ ხო არ იცის სტანდარტულად რამდენი დღე რა ტემპერატურა და ტენიანობა უნდა იხვს ან ქათმის კვერცხს?

ტენიანობა/ტემპერატურა ანუ ინკუბატორის პირობები არ ვიცი, მაგრამ ქათამს გამოსაჩეკად 21 დღე უნდა, იხვს (თუ არ ვცდები) - 28.

Posted by: shuma89 31 May 2016, 21:10
tavadze
QUOTE
ეგ ნამდვილად პეკინურია?

კი ნამდვილად.
QUOTE
მე ისე ვიცი, რომ პეკინურს შავ იხვს ეძახიან. თან ისიც გამიგონია, რომ იმან ყიყინი და ხმაური არ იცისო...

ნამდვილი პეკინური ჯიშის იხვი თეთრია, თავიდან ყვითელი იჩეკება და მერე თეთრდება.
ყიყინებს მდედრობითი სქესის, მამალი ვერ ყიყინებს წნარადაა.
QUOTE
პეკინურს შავ იხვს ეძახიან.


სწორია, ეძახიან biggrin.gif ეგრე თეთრ იხვს ქართულ ყიყინა იხვებს ეძახიან, მაგრამ არ არის ეგრე biggrin.gif


Posted by: Seeker 1 Jun 2016, 10:40
shuma89
QUOTE
ახლა ვჩალიჩობ რომ ჩემით გავაკეთო ინკუბატორი, მიკროპროცესორების დაპროგრამებას ვსწავლობ, მიკროპროცესორზე აწყობილი 220 ვოლტზე დაფუძნებული აპარატი 70 დოლარზე მეტი ღირს ამაზონზე, კიდევ სენსორები რომლებიც მაგაზე მიდის ძვირებია, ტენიანობის სენსორი ტემპერატურის სენსორი და კიდევ კონტროლერი მაგის მერე ტემპერატურისთვის ტენი რო ჩართოს და ტენიანობისთვის ვენტილატორი, ამიტო ვჩალიჩობ ჩემით, მიკროპროცესორი უნდა დავაპროგრამო, იაფიანი და არა დაბალხარისხიანი სენსორები რომ გამოვიყენო, ინკუბატორის აპარატურას რომელი ფირმაც უშვებს ის აწარმოებს სენსორებსაც და კონტროლერებსაც და დიდ ფასს უბრახუნებს, თან ისეა რომ სხვა სენსორი არ მიდის მის ნაცვლად, ამიტო მიკროკონტროლერით ირჩევნია, ნაკლები საექსპლუატაციო დანახარჯები და ნაკლები რისკი აქვს ჩავარდნების.
მინდა გამათბობელიც და ყველა კონტროლერიც 12 ვოლტზე ავაწყო, ვნახოთ რა გამომივა, ვენტილატორები მანქანების რადიატორის ვენტილატორები მაქვს და შემიძლია დაბალბრუნზეც ვამუშაო, ანუ ბრუნთა რიცხვი ვმართო.


მაგდენ წვალებას ეს არ ჯობია? მგონი ესენი უყენია ინკუპატორებს
http://www.ebay.com/itm/Xm-18-D-controller-automatic-multifunction-incubator-management-system-/252382961162?hash=item3ac3325e0a:g:~d4AAOSw~oFXL3-a

Posted by: shuma89 1 Jun 2016, 14:50
Seeker


მადლობა რჩევებისთვის მე 12 ვოლტზე ან მაქსიმუმ 24-ზე მაქვს აქცენტი.

მოდი მაინც იხვის ხორცის გასაღების ბაზარზე ვისაუბროთ, იქნებ ვინმეს კარგი მოსაზრება აქვს და გამიზიაროს.



Posted by: bususxuna 1 Jun 2016, 15:33
shuma89
QUOTE
მოდი მაინც იხვის ხორცის გასაღების ბაზარზე ვისაუბროთ, იქნებ ვინმეს კარგი მოსაზრება აქვს და გამიზიაროს.

ისე ევროპაში უფრო პოპულარული არაა იხვის ხორცი? მე დავბერდი და არმაქვს გასინჯული, საფრანგეთი მაგალითად rolleyes.gif

Posted by: saqmiANY 1 Jun 2016, 16:32
რა ღირს წიწილა დედალ-მამალი?


-----------

Posted by: shuma89 1 Jun 2016, 19:04
saqmiANY
წიწილა თუ იხვის ჭუკი? თუ რაც ჰქვია?
5 ლარი მივეცი თითოში მე.
მოსაშენებლად კი ღირს ყიდვა, გასაზრდელად არამომგებიანია რათქმაუნდა, პატარა თითო 2 ლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს თავის ინკუბატორიანად, სადედე გუნდის შენახვის ხარჯებით და ზოგიერთი რო არ გამოიჩეკება ან რომელიც დაბადებიდან პირველ კვირაში დაიღუპება, მერე აღარაფერი ემართებათ.

Posted by: Ronnie James Dio 1 Jun 2016, 19:25
shuma89
ბაზარზე რა ფასი აქვს იხვის ხორცს არ გაგიგია ? ან რესტორნები რა ფასში იბარებენ.

ვინც გასაყიდად ზრდის ცხოველსა და ფრინველს თითქმის 100% იყენებს დანამატებს, რომლებიც წონაში მალე ამატებინებს. ასე რომ შენი ნატურალურ პროდუქტზე გაზრდილეი იხვები კი იქნებიან ჯანსაღი და შედარებით გემრიელები, მაგრამ აი ფასის პონტში როგორ გაუწევ კონკურენციას პრემიქსით გააზრდილებს დასაფიქრებელია.

Posted by: Badagon 15 Jun 2016, 00:12
საქართველოში ახლა არაა იხვი ისე პოპულარული, თორე ყოველთვის, განსაკუთრებით დასავლეთში, ბევრი ყავდათ, ხშირად ქათმებზე მეტიც. იხვის ხორცი უფრო ცხიმიანია და სასარგებლოცაა, როგორც გამიგია. გასაღება-ნიკორას ქსელთან არ შეიძლება ვითომ დალაპარაკება? ეგენი მწყერსაც ყიდიან და არა მგონია, თავიანთი ფერმა ქონდეთ. ან რესტორნების რომელიმე ქსელი-უბრალოდ, ცოტა შეჩვევა უნდა აქაურ კლიენტს მაგ პროდუქტზე.

Posted by: Zmuzu 17 Jun 2016, 11:34
ინდოიხვი უფრო დიდი არ იზრდება? 7 კგ-დე აღწევს

Posted by: torni_torni91 9 Feb 2017, 16:45
თუ ვინმეს გყავს პეკინური იხვის ჭუკები გასაყიდი ან მომავალში გეყოლებათ პმ მომწერეთ ასე 100 ცალი მინდა

Posted by: shuma89 9 Feb 2017, 23:50
მე ველოდები 23-25 რიცხვებში ჩემთვის 9 კერცხი მომიგროვდა, მხოლოდ ერთი დედალმამალი მყავს დააა . . .

ზესტაფონში ჰყავს ერთს და ყიდის ხოლმე, 2 ლარი იყო კვერცხი და 5 ჭუკი, შარშან.
ახლა არ ვიცი. აი ნომერიც 574 53 48 34

Posted by: torni_torni91 10 Feb 2017, 13:03
shuma89
მეც მყავს ასე 15 ალი მაგრამ ცოტაა რომ გამოვაჩეკინო ამიტომ მინდა რომ რაღაც რაოდენობა ვიყიდო. თან 5 ლარი ჭუკში საკმაოდ ძვირია არარეალური ფასია 4 კიდევ ჯანდაბას

Posted by: shuma89 10 Feb 2017, 16:34
torni_torni91
ასე ყიდიან და რავიი . . . ახლა უფრო ძვირი იქნება მემგონი.

15 თუ გყავს კვერცხი მოაგროვე და გამოაჩეკინე ჯობია.


მე ახლა ახლიდან ვიწყებ შეგროვებას, 20-ში ველოდები ამათ გამოჩეკვას და ისევ დავქოქავ თავიდან ინკუბატორს.

Posted by: DORO 26 Feb 2017, 20:27
bususuxuna
QUOTE
ისე ევროპაში უფრო პოპულარული არაა იხვის ხორცი? მე დავბერდი და არმაქვს გასინჯული, საფრანგეთი მაგალითად

იხვი ვაშლით -- ფრანგული დელიკატესია და მერე რუსებმა აიტაცეს biggrin.gif
გოგოლის და ტურგენევის რომანებში შემხვედრია
კიდევ სამ მუშკეტერშია ნახსენები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: shuma89 4 Mar 2017, 14:46
28 მარტს მეყოლება პატარები smile.gif

7 ცალი კვერცხი მოვაგროვე ერთი დედალ-მამალისგან და მივაბარე ინკუბატორს, იმედია კარგები გამოიჩეკებიან.
ჩემით აწყობილი კარდონის ყუთებში განთავსებული და აბსოლიტურად აღუჭურველი ინკუბატორისგან არაფერი გამოვიდა, რელემ მიიწება და 48 გრადუსზე გამოაცხო საცოდავი კვერცხები მე-12 თუ მე-13 დღეს sad.gif ამიტომ პროფესიონალებს მივანდე საქმე smile.gif


Posted by: guriaaa 5 Mar 2017, 23:28

ინტერნეტ მაღაზიაში კილო 300 იანი 24 ლარი ღირს

http://soplidan.ge/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98/%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98-1300-1700-%E1%83%92%E1%83%A0/

ცოცხალს აგერ ვიღაცა 20 დოლარად ყიდის
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10519065/

Posted by: Andy Warhol 13 Mar 2017, 02:39
უგემრიელესია, რაღაცა სხვანაირი ნოყიერი ხორცი აქვს, არ ვიცი რატომ არ არის იხვი პოპულარული აქ. ჩემის აზრით სადღესასწაულოდ და ისეც ბადალი არ ჰყავს სუფრაზე. პეკინური იხვიც მიჭამია ჩინურ რესტორანში ტკაცუნა კანით და მარილში გამოყვანილი იხვის მკერდი კიდევ სუჯუხივით დაჭრილი უფფ კაი იყო up.gif

Posted by: irakli1 16 Mar 2017, 09:59
ჩინეთში სულ იხვის ხორცს ვჭამდი გემრიელია სხვა დანარჩენ მათ საკვებთან შედარებით.მე ვიყიდიდი რომ იყოს გაყიდვაში

Posted by: shuma89 28 Apr 2017, 00:00
http://www.radikal.ru


21 დღის და 1 დღის იხვები ერთად.
94|0 თუ 950 გრამია დიდი.

Posted by: tazo1996 6 Dec 2017, 07:57
სად შეიძლება ჭუკების შეძენა. დაახლოებით 100ცალი მინდა

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 10:10
ეხლა რამდენი იხვი გყავს? smile.gif დიდი რაოდენობით რომ გყავს გასაღებაც ადვილია და მცირე რაოდენობის როცა გყავს მაინც არ უნდა გაძნელდეს, რადგანაც იხვი იმ რაოდენობის ნაღდად არაა რომ ბაზაი გაჯერებული იყოს.
ისე თბილისში ფრანგულ რესტორნებს უნდათ ვიცი. გაყინული პროდუქტი რომ გააკეთონ სახელი გაუფუჭდებათ , თან ისეთი ფასები აქვთ რომ გაყინული რომ აჭამონ აღარც შეუკვეთავს არავინ. უბრალოდ მაგათაც ურჩევნიათ რომ სტაბილური მიმწოდებელი ყავდეთ. ის რაოდენობა მაინც უნდა გყავდეს რომ კვირაში 2 ცალს აწვდიდე სტაბილურად

Posted by: shuma89 6 Dec 2017, 13:56
tazo1996
ზესტაფონში ვიცი მე საიდანაც შევიძინე 2 წლის წინ, ოღონდ გაუძვირებია, მე 5 ლარი მივეცი 3-5 დღისებში, კვერცხს 2 ლარად ყიდდა მაშინ.
ახლა 7 ლარი გაუხდია 5 დღისები და კვერცხი 3.5 თუ 3 ლარი.
ისე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სუფთა ჯიში ჰყავს, ყველა ერთნაირი თეთრი იყო, პლიუს მისი შვილებიც.


Nat_asha

კვირაში ორი ცალი არც არაფერია, თუ ყოველ კვირაში ჩამოვუტან რამდენიმე კლიენტს ვნახავ კვირაში ერთხელ კი შეიძლება, ამ ზაფხულიდან უკვე მეყოლება, ახლა რაც მყავს თვეში 60-80 უნდა დადონ მინიმუმ მაგათი 15 პროცენტი უნდა დავიტოვო, დანარჩენი უნდა გავყიდო 55-65 დღისები უკვე.

სადღაც თვეში 50 ცალს შევძლებ გასაყიდად , მაისიდან უკვე.
მომდევნო წლისთვის მეტი შემეძლება, ალბათ თვეში 300-500 გასაყიდი.

ახლა 8 დედალი მყავს და ორი მამალი.
თვეში 15-მდე დებს ზოგადად პრაქტიკული გამოცდილებიდან, მე კი 10-ს ვანგარიშობ მეტს არა.
100 ცალიან სადედე გუნდს მივაღწევ მომავალი წლისთვის, მთავარია მოვერიო მოვლას ფერმუს ტერიტორიაზე, იქ უნდა გადავიყვანო გაზაფხულიდან აქ სახლში ვეღარ დავატევ.

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 14:40
shuma89
მიდი მიდი გაფართოვდი. სტაბილური რაოდენობა როდესაც გექნება ან მაღაზიათა ქსელი ჩაიბარებს ან კიდევ რამდენიმე რესტორანს აიღებ და გასაღების პრობლემა არ დაგიდგება. მაგალითად კარფურში კატს ხორციც რომ დადო გასაყიდად უცებ გაქრება. სხვათაშორის ამბოლოს დავინახე რომ უცხოელები ყიდულობდნენ ინდაურს. ადრე არ იყო ხოლმე მაგრამ 1-2 ინდაური დევს ამბოლო პერიოდში. კურდღელი გამოჩნდა რამდენიმე დღე და მერე გაქრა. არ ვიცი სანამ მე მივალ უკვე გაყიდულია თუ აღარ შეაქვთ. პირველდღეს რომ მოიტანეს კურდღლისხორცი უცებ გაქრა დახლიდან. ნელ-ნელა შემოდის მოდაში პიკანტური სამზარეულოები და იხვი არაა პოპულარული იმიტომ რომ არ არის ბევრი ვისაც ყავს მოშენებული. მოსცხე კაი ტბა და გარკვეულ სტაბილურ რაოდენობას რომ მიაღწევ , აი უკვე რომ იტყვი სიტყვაზე ყოველკვირა 5 ან 10 ცალი შემიძლია ჩაგაბარო მაშინ უკვე კლიენტის მოძებნაზე იზრუნო. ისე კიდევ საცალოდ ცოტა გარჯა დასჭირდება გაყიდვას. ბაზარში გადამყიდველები ალბათ იაფად მოინდომებენ ყიდვას. რომ მეტი მოგება დარჩეთ. ყველაფერს თავისი კლიენტი ყავს. იხვი ქათამივით პოპულარული არ იქნება მაგრამ მყიდველი ეყოლება.

Posted by: shuma89 6 Dec 2017, 15:06
Nat_asha
საქმეც ეგაა რომ ვერ იქნება ეგრე პოპულარული, ამიტომ თვითღირებულებაც მეტი ექნება, ქათმის გაყინული ბარკლების ფასად რო გაყიდო ნამდვილად ვერ იხეირებ კაცი.
სავარაუდოდ კილოგრამის სარეალიზაციო ფასი მაღაზიაში 10 ლარამდე იქნება, მგონია, რომ გაყდვა გაუჭირდება, რავიციიი. . .

7-8 ლარზე იააფდ რო გავყიდო წაგებაა სუფთა წონა იხვზე ვამბობ, დაკლული გაუფთავებული.

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 15:24
QUOTE (shuma89 @ 6 Dec 2017, 15:06 )
Nat_asha
საქმეც ეგაა რომ ვერ იქნება ეგრე პოპულარული, ამიტომ თვითღირებულებაც მეტი ექნება, ქათმის გაყინული ბარკლების ფასად რო გაყიდო ნამდვილად ვერ იხეირებ კაცი.
სავარაუდოდ კილოგრამის სარეალიზაციო ფასი მაღაზიაში 10 ლარამდე იქნება, მგონია, რომ გაყდვა გაუჭირდება, რავიციიი.  . .

7-8 ლარზე იააფდ რო გავყიდო წაგებაა სუფთა წონა იხვზე ვამბობ, დაკლული გაუფთავებული.

კარგი რაა სოფლის ქათმის ხორცი ღირს შერეული საოჯახო ნაკრები 14.50 კილო , შიგ იყო 2 ბარკალი, 2 მენჯი და თეთრი ხორცი.(გემრიელი კი არის, მაგას ვყიდულობ ხოლმე, ეს ბიუბიუს ქათმის ხორცს გემო არააქ და არ მომწონს, უბრალო ხორცის მასაა) ქათმის თავფეხს ძაღლისთვის ვყიდულობდი ხოლმე 3 ლარად ნავთლუღში და 10 ლარზე ნაკლები იხვის ხორცი სარეალიზაციო ფასად ნაღდად არ გაიყიდება. იხვის ხორცი დელიკატესია კაცო. კარგი საგემოვნო თვისებებიც ააქვს. ბებიაჩემს ყავდა ხოლმე , ხონიდან იყო წარმოშობით და ისეთ მაგარ კერძს აკეთებდა ეგეთი რაღაცა იყო : შემწვარი იხვი მაყვლის და თხილის წვენში, აი უგემრიელესი იყო, თნა აი კარგად წვავდა, კანი რო კნაწუნაა და შიგნიდანაც რომ არაა გამომშრალი. თუ კარგად მოამზადებ მართლა ძალიან გემრიელია.
ვეცდები იქეთ კვირაში გავარკვიო იხვის სარეალიზაციო ფასი და გეტყვი თბილისის ფასს. დავინტერესდი ერთი რა ღირს. ეხლა საახალწლოდ კი მოიმატებს ფასი ალბათ და კარგადაც გაიყიდება. ყველაფერი ძვირდება და რაღა იხვი გაიაფდება? biggrin.gif gigi.gif

Posted by: shuma89 6 Dec 2017, 15:49
Nat_asha
არვიცი ნამდვილად.
ახლა რაც მყავს ამათი წაყვანა და მოვლაშI ფულის გადახდა სისულელეა.
დაჟე პატარები რო მეყოლება აქვს უნდა წამოვზარდო, 2 თვემდე, მერე ზოგს გავყიდი (მამლებს) და სადედე გუნდისთვის შევარჩევ მდედრებს რომ მომავალი წლისთვის მყავდეს უფრო დიდი სადედე გუნდი, გაზაფხულზე აპრილიდან იქეთ მინდა წავიყვანო, სხვა გზა აღარ მექნება, მერე ორი მუქთამჭამელა უნდა ვნახო იმათ მომვლელად და ხელფასი ვუხადო, ამ დროს კი გასაყიდი თითქმის არ მეყოლება, მთელი წელი მომავალი წლის აპრილ-მაისამდე გასაყიდი რასაც ჰქცვია რაოდენობა არ მეყოლება.
1 იხვი წელიწადში 120 კვერცხს დებსო, 80-ზე მეტს ვერ ვიანგარიშებ მე, ანუ 80-დან 55-60 იქნება გასაყიდი, ზოგი არ იჩეკება, ზოგი სუსტია და მალევე კვდება, ასე 5-8 პროცენტი, მაგრამ მაინც 50-ს ვანგარიშობ თითO დედიდან, 100 დედა მინდა მყავდეს მომავალ წელს ამ დროს, რომლებიც უკვვე მაისიდან გასაყიდი შVილების დედები იქნებიან.
5000 ცალი უნდა მქონდეს გასაყიდი წლიურად ანუ 2019-ის მაისიდან წელიწადში 5000 გასაყიდი 100 ცალიანი სადედე გუნდისგან, ამათმა გარეთ უნდა იბორიალონ, ბალახი ტბა და ასე შემდეგ ის 5000 კი გალიებში უნდა იყოს.
თვეში 400 ცალამდე მექნება საშუალება, ამ დროს უკვე ღირს, რომ თითოსგან სუფთა მოგება 3 ლარი გქონდეს და გიღირდეს წვალება, ისე ნამდვილად არ ღIრს.
ამ რაოდენობის გასაღება არც ისე ადვილია, 400 ცალი თვეში, ცოტა ფანტასტიკასთან ახლოს მგონია ამათი გასაღება, წონა თითოსი 1.1-1.3კგ უნდა იყოს.

მაგრამ წელს იმდენი უნდა ვიჩალიჩო, რომ 100 ცალიანი სადედე გუნდი დავაყენო მომავალი წლისთვის, მერე ვნახოთ რა იქნება.

ინკუბატორიც საკუთარი უნდა შეიძინო მერე, ისე აღარ ექნება აზრი.
თვეში 500-600 კვერცხი რო ინკუბატორში ზიდო და ფული იხადო, თან არ იცი რას გამოგატანენ ეგრე არ მიღირს.


იცი რას ვფიქრობ?
აი ნატურალური როა და ჯანსაღ საკვებზე იზრდება იმის დემონსტრაციისთვის დიდმა ფირმებმა რომ გააკეთოს ასეთი, რამ, ყველა მსურველს მისცეს უფლება ჩავიდეს ფერმაში და ნახოს თავისი თვალით, მაგალიტად თვეშI ერთხელ, თავის პროდუქციის საცნობ ნიშანზე ეტიკეტზე დაიტანოს წარწერა, რომ მსურველებიმა დარეკონ და გამოთქვან სურვილი, შეიკრიბება მაგალითად თვეშI ერთხელ მსურველების რაოდენობა და თავიანთი თვალით, ფირმის ხარჯზე ტრანსპორტირება და კვება, ნახავენ ტავიანთI თვალით, რა პირობებში იზრდებიან და როგორ ხდება დაკვლა გასუფთავება, იმისა რასაც ჭამენ.
მაგარი რამ უნდა იყოს, დიდი რეკლამა იქნება როცა ადამიანი ნახავს და ნაცნობ-მეგობრებს მოუყვება, ისინიც დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად სუფთაა და ბუნებრივ საკვებზეა.


მე მაგალითად ჩემი ხარჯებით ვერა, მაგრამ ნამდვილად არავის დავუშლი მოსვლას და ნახვას.

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 16:13
QUOTE
400 ცალი თვეში, ცოტა ფანტასტიკასთან ახლოს მგონია ამათი გასაღება,

400 ცალი თვში ანუ დღეში დაახლოებით 13-14 ცალი გამოდის. არაა ბერვი დამიჯერე. აბა დღეში 1 ცალი უნდა გაყიდო? biggrin.gif თავიდან ახალ პროდუქტს არ ეტანება ხალხი. შეიძლება დასაწყისში დღესი 2-3 გაიყიდოს და ნელ-ნელა მოიმატებს მერე რაოდენობა. ასეა ყველაფერი რაც ბაზარზე ახლად ჩნდება, თუმცა რომ ვთქვათ რომ იხვი ძალიან უცხოა ქართველებისთვისო ტყუილი იქნება. სადმე მარკეტებშიც სახორცე წერტილებში ც რომ ჩააბარო ეგეც კარგი ვარიანტი იქნება. ყასბებს მუდმივი კლიენტები ყავთ და ეტყვიან რომ აბა წაიღე ეს იხვის ხორცი ნახე რა კარგიაოდა ერთიორს რო გაატანს და მოეწონებათ მერე სხვებიც იყიდიან. აი ჩემთან იყო კარგი ხორცის მაღაზია. მოხუცი კაცი იყო და მარკეტში ქონდა სექცია აღებული, გვერდით თონის პური იყო, ნახშირი, წალამი , კუპატები და ეგეთი თემატიკის პროდუქტი. ამას ქონდა ღორის და საქონლის ხორცი ყოველთვის ახალი. ღამით კლავდნენ და ეს კაცი მთელ ღამეს ათენებდა და დილას უკვე დახარისხებული კარგი ხორცი ქონდა. მე ძაან პრეტენზიული ვარ ხორცის ამბავში, ხოდა საცხოვრებელი რომ შევიცვალე ვდარდობდი და პირდაპირ სახლთან არ დამხვდა კარგი ტოჩკა? ვცადე ერთხელ და საუკეთესო და ახალი ხორცი ქონდა. ნომერიც მქონდა ამ კაცის და ვეტყოდი რა ნაჭრები გადაენახა და მინახავდა , სამსახურის მერე რომ შევივლიდი უკვე ნარჩენებიღა იყო და მაგიტომ. მოკლედ კარგად ვაჭრობდა ეს კაცი. ერთ დღესაც ქალი დამხვდა მის ადგილზე. ვკითხე სადაა ის კაცითქო და ის კაცი ჩემი ქმარია და წნევამ დაარტყა და ეხლა მე ვარო, მაგრამ 3 თვეში დაკეტეს მაღაზია, ეს ქალი ვერ ამუშავებდა ხორცს დროულად, შესაბამისად ღამით დაკლულ საქონლეს შეაგდებდა მაცივარში და მთელი დღე მის დამუშავებას ანდომებდა და მეორე დღეს ყიდიდა და უძველდებოდა ხორცი, თან სულ რიგში გიწევდა დგომა, რადგანაც 2 საათი ანდომებდა ნაჭრის მოჭრას. ეხლა ამხელა ისტორია იმიტომ მოვყევი რომ ხარისხს მაინც ააქვს მნიშვნელობა, მაგალიტად იმ კაცს რო ეთქვა რო აი იხვი მაქვს კარგი ბუნებრივ საკვებზე გაზრდილი და ხო არ გასინჯავდიო მეც და ბევრიც გასინჯავდა და მერე რაღაცა პერიოდულობით ვიყიდდით. ასეთ ადგილას რომ მიგეტანა სიტყვაზე შენი იხვები დღეში 15-20 ცალი ლიწინით წავიდოდა. თუმცა თავიდანვე არმგონია რომ 2-3 ცალზე მეტი ვინმემ დაიტოვოს, დაჟე შეიძლება მარტო 1 ცალი აიღონ საცდელად, აი რაღაცა ეგეთიც შეგიძლია მოიფიქრო რომ შეუთანხმდე მარაზიას რომ 2 ცალი დაიტოვოს სიტყვაზე და თუ ვერ გაყიდის უკან დაიბრუნებ და შენ რომ შებოლო. შეხედო რამდენიმე დღე აქვს თუ არა შედეგი და თუ უშედეგოა მაშინ ტყუილად აღარ დაკლავ და ის შებოლილი ან ოჯახში გამოიყენო ან ისევ გაყიდვა სცადო. ისე საახალწლოდ რომ შეხვიდე ბაზარზე უკეთესია.
* * *
დაგიწერია ზემოთ მე ეხლა წავიკითხე, რეკლამა საუკეთესო ვარიანტია , მაგრამ ძვირი სიამოვნებაა biggrin.gif უკეთესი ვარიანტი იქნებოდა რომ მოძებნო ისეთი ადამიანები რამდენიმე ვინც ამ იხვებს აწარმოებს ან სურვილი აქვს და გააკეთოთ კოოპერატივი და აიღოთ რამე ქსელი და მოამარაგოთ, გუდვილი, კარფური, აგროჰაბი . ეგენი გეუბნები კატის ხორცსაც გაყიდიან biggrin.gif
* * *
იცი რა? ბიოპროდუქტების ასოციაცია რომ არის ელკანა, ეგენი გასცემენ სერთიფიკატს თუ არ ვცდები ბიოპროდუქტზე და გარკვეულ დონეზე პოპულარიზაციასაც უწევენ, რომ დაუკავშირდე და ბიოპროდუქტის სერთიფიკატი მიიღო რას იტყვი? ოფიციალური საბუთი გექნებოდა და სიტყვაზე ნდობა არ მოუწევდა მყიდველს. ეს უფრო იაფი რეკლამის ვარიანტია. ნელ-ნელა ძალიან პოპულარული ხდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ოღონდ მაგ შემთხვევაში ვერანაირ პრემიქსს ვერ გამოიყენებ, მხოლოდ ბიოპროდუქტით უნდა კვებო.
* * *

დაჟე თითონვე გეუბნებიან რა უნდა აჭამონ. ევროკავშირისგან ფინანსდება. ადრე საიტი ქონდათ და იქ ედოთ ბიომწარმოებლების პროდუქცია ვისც ქონდა გასაყიდი თავისი ფასებით და საკონტაქტო ინფორმაციით.

Posted by: tazo1996 6 Dec 2017, 20:55
სად გაქვთ ფერმა ტერიტორიულად? დასავლეთში თუ აღმოსავლეთში?
* * *
.სამტრედიაში ვერშევიძენ ამ ჯიშის იხვებს? პატარები ნკუბატორიდან რომ გამოვიყვანო

Posted by: Nat_asha 8 Dec 2017, 12:03
https://www.youtube.com/watch?v=Al0dLUiQXaU&t=451s

აი აგერ მეიხვვებიც ყოფილან smile.gif 2014 წლისაა ეს ჩანაწერი, უფრო სწორედ შეიძლება უფრო ძველიც არის მაგრამ ატვირთული 2014-შია

Posted by: shuma89 8 Dec 2017, 12:32
Nat_asha
სხვათაშორის ამ ვიდეოს ნახვის მერე დავიწყე იხვთ დაინტერესება

დაჟე მაგ ქალბატონსაც ვესაუბრე, მივიღე რამდენიმე კარგი რჩევა.

tazo1996
ზესტაფონში ვარ მე, აქ მყავს ეზოში ჩემთვის, გასაყიდი ნამდვილად არა - ჯერჯერობით smile.gif


აი საიდანაც მე წამოვიყვანე ის ფერმა ზესტაფონშია, დიდ რაოდენობაზე ვერ მუშაობდენ ვერც ისინი, ცოტა უსაქმური მეპატრონე ჰყავს ამ ბოლო დროს სხვამ იყიდა დააა . ..

თავიანთი ინკუბატორი აქვთ, ადგილზევე ყიდიან, ნომერსაც მოგცემ, პირადში მომწერე ხვალ და ზეგისთვის მექნება ნომერი საარაუდოდ, ძველ ტელეფონში მეწერა და უნდა ვიპოვო სად აგდია ის საცოდავი biggrin.gif

Posted by: Nat_asha 8 Dec 2017, 12:40
https://www.youtube.com/watch?v=VOSU_fmhxQs

აი კიდევ ეს ვიდეოც. ამ კაცის თქმით ეს ფრანგული იხვები პეკინურებს ჯობია, ნაკლებად ცხიმიანი და წითელი ხორცი ქონია, აგრეთვე პეკინურთან შედარებით ბევრად ცოტას ჭამენო. შენ გსმენია რამე მსგავსზე? ისე ბავშვობაში მინახავს ამნაირი ცხვირით იხვები, ესეიგი ფრანგულები ყოფილან. თუ ესაა უკეთესი ამასაც მოაშენებდა კაცი

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 15:45
100ჭუკი არეყოლება ერთად? 20 და 30სთვის არღირს ჩამოსვლა

Posted by: shuma89 8 Dec 2017, 16:59
tazo1996
შორს ხარ?

სავარაუდოდ 30-50 ეყოლება ერთად მაქსიმუმი ეს მგონია მე, მაგრამ მე როცა ვიყიდე 25 ყავდა მაშინ დარჩენილი, 6 დღისები იყვნენ.
ისე მგონი მაშინ 150 ჰყავდა სულ.

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 19:38
არცისე შორს მაგრამ ერთად კაი იქნება. და მარტში მინდა. მაგ პერიოდში ეყოლება ალბათ ხომ

Posted by: shuma89 8 Dec 2017, 22:37
ნომერს მოგწერ და თავად დაელაპარაკე.
მე არ ვიცი.
სად აპირებ მოშენებას?

Posted by: tazo1996 8 Dec 2017, 22:55
მომწერე მაშინ თუშეგიძლია. გურიაში სუფსაში ვაპირებ

Posted by: shuma89 9 Dec 2017, 11:32
574534834
555789828
ეს ერთი მეპატრონეა მეორე მომვლელად ჰყავს, რომელი რომლისააა არ ვიცი ოღონდ.
მეპატრონემ ბევრი არაფერი იცის smile.gif
მომვლელი უკეთ ერკვევა, მაგრამ იმისი რჩევა დარიგებები შევცვალე და მაინც სხვანაირად ვუვლი მე smile.gif

რო იყიდი გაგიზიარებ გამოცდილებას.

ისე ბევრს არ გირჩევ თავიდან მაინც, სანამ არ ისწავლი.
ჩათვალე, რომ თუ 5 დღის ასაკის მერე დაიღუპა რომელიმე 99% შენი ბრალია და 99% გეტყვი, რომ მეორე და მესამეც მიჰყვება.
კვებაში ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, 2 კვირის მერე ბალახიც უნდათ ცოტა, დღეში ერთჯერ, პატარა მწვანილის ზომის კონებად შეკრავ და ჩამოუკიდებ რამდენიმეს.
საკვებში 10 პროცენტი შეურიე ცარცი, ისე მე გიფსკარდონის ნარჩენებს ვფხვნიდი და იმას ვურევდი არანაირი პრობლემა არ გამოუწვევია.
ქვიშა უნდა დაუდგა 2-3 ადგილაას დაბალ თეფშზე, სასურველია ზემოდან მწხვილი სეტკა დააფარო რო შიგნით არ იარონ.

Posted by: tazo1996 9 Dec 2017, 20:06
მყავს ჩვეულებრივი იხვები და ვიცი რაღაც რაღაცაები ამათ თუ რამე განსაკუთრებული არჭირდებათ მგონი შევძლებ მოვლას

Posted by: shuma89 10 Dec 2017, 12:08
tazo1996
თავშ თU არაფერი ჩაარტყი ისე ვერ მოკლავ მაგარი ჯანმრთელები არიან ზოგადად იხვები მაგარი გამძლე ფრინველებია.

დაურეკე შეეხმიანე იქნებ სულაც აღარ ეწევა მაგ ბიზნესს და ტყუილად ელოდო, მერე მეორე ვარიანტი მაქვს ოღონდ თბილისში და იქით დაგაკვალიანებ.

Posted by: tazo1996 10 Dec 2017, 22:26
სამტრედიაში არიქნება ვითომ? მაქ არის ფრინველების დიდი ბაზრობა.

Posted by: shuma89 10 Dec 2017, 22:53
tazo1996
გააჩნია, სახლიდან გამოყვანილს სუფთა ჯიშს ვერ ნახავ.
აი ჩემთან ერთად ერთმა იყიდა, სოფელში ჰყავს, მეზობლის სხვა ჯიშის იხვები დადიან ამათთან ერთად, გამორიცხულია მაგისგან წამოღებული კვერცხით სუფთა ჯიში გამოვიდეს.
მე რო წამოვიყვანე ყველა ერთნაირი იყო, იმის მერე ერთ დედალმამლიდან ალბათ 40-ზე მეტი გამოვაჩეკინე და არცერთი სხვანაირი არ ყოფილა. ანუ 99 % სუფთა ჯიში ჰყოლია იმ კასც საიდანაც მე წამოვიყვანე.

Posted by: Zmuzu 15 Dec 2017, 21:48
tazo1996
QUOTE
სამტრედიაში არიქნება ვითომ? მაქ არის ფრინველების დიდი ბაზრობა.

თბილისის ქუჩის ბოლოს იხვის საწიწილეა

Posted by: shuma89 8 Jan 2018, 00:52
ჩემმა შარშან აპრილ- მაისის იხვებმა დაიწყეს კვერცხის დება, სულ 8 არის მდედრი უკვე 4-მა დაიწყო ან ხუთმა, უკვე რომ იანვრის ბოლოსთვის ინკუბატორში გავუშვა ზედმეტად ადრე ხო არ იქნება ნეტა? თებერვლის ბოლოს დაიჩეკებიან, 3-4 კვირა მაინც შენობაში უნდა მყავდეს სითბოში, ანუ მარტის დასაწყისში იქნებიან 1 თვისები და გამოვასეირნებ გარეთ.


რას იტყვით აბააა . . .



Posted by: Nat_asha 8 Jan 2018, 12:04
QUOTE (shuma89 @ 8 Jan 2018, 00:52 )
ჩემმა შარშან აპრილ- მაისის იხვებმა დაიწყეს კვერცხის დება, სულ 8 არის მდედრი უკვე 4-მა დაიწყო ან ხუთმა, უკვე რომ იანვრის ბოლოსთვის ინკუბატორში გავუშვა ზედმეტად ადრე ხო არ იქნება ნეტა? თებერვლის ბოლოს დაიჩეკებიან, 3-4 კვირა მაინც შენობაში უნდა მყავდეს სითბოში, ანუ მარტის დასაწყისში იქნებიან 1 თვისები და გამოვასეირნებ გარეთ.


რას იტყვით აბააა . . .

წელს ძალიან თბილა მგონი, ჩემთან ვარდებს კოკრები აქვს გამოტანილი იანვარში lol.gif გააჩნია მერე რა ამინდები იქნება, მაგრამ განა ისეთი რა ამინდები უნდა იყოს რომ პრობლემა შეგექმნას?

Posted by: shuma89 8 Jan 2018, 21:32
რავიციიი . ..
დავიწყე კვერცხის მოგროვება, უკვე, თვის ბოლოს წავიღებ ინკუბატორში ანუ თებრევლის ბოლოს მეყოლება პატარები და მარტიდან გარეთ გაშვებაზე ვიფიქრებ, ვნახოთ რა მოხდება, ახლა ჩემს ნაკვეთზე რაღაც ვარიანტები გამიჩნდა, გზას აკეთებენ გაზაფხულიდან იმ მიდამოებში და ტექნიკის სადგომად უნდათ დიდი ფართობი, თO მიუწონეს ჩემი ეზო ქირას არ გამოგართმევთ და პატარა ტბა გამიდიდეთთქო პლიუს არხები იქნება შესალამაზებელი ხელით წვალება აღარ მომიწევს, იქნებ დავამსგავსო ეზო რამეს, იხვების გადასახლებაზე დავიწყე ფიქრი გაზაფხულიდან, ოდნავ რო დაცხება იქ ტბა იქნებ მქონდეს და ამათ სამოთხეში ეგონებათ თავი smile.gif

Posted by: Nat_asha 9 Jan 2018, 10:07
QUOTE (shuma89 @ 8 Jan 2018, 21:32 )
რავიციიი . ..
დავიწყე კვერცხის მოგროვება, უკვე, თვის ბოლოს წავიღებ ინკუბატორში ანუ თებრევლის ბოლოს მეყოლება პატარები და მარტიდან გარეთ გაშვებაზე ვიფიქრებ, ვნახოთ რა მოხდება, ახლა ჩემს ნაკვეთზე რაღაც ვარიანტები გამიჩნდა, გზას აკეთებენ გაზაფხულიდან იმ მიდამოებში და ტექნიკის სადგომად უნდათ დიდი ფართობი, თO მიუწონეს ჩემი ეზო ქირას არ გამოგართმევთ და პატარა ტბა გამიდიდეთთქო პლიუს არხები იქნება შესალამაზებელი ხელით წვალება აღარ მომიწევს, იქნებ დავამსგავსო ეზო რამეს, იხვების გადასახლებაზე დავიწყე ფიქრი გაზაფხულიდან, ოდნავ რო დაცხება იქ ტბა იქნებ მქონდეს და ამათ სამოთხეში ეგონებათ თავი smile.gif

ძაან კარგია. გზა თუ გაკეთდება ბევრი პრობლემა მოგიგვარდება და უძრავი ქონებსი ფასიც მოიმატებს. მიაწექი მეიხვეობას. წამოწყებული გაქვს და უკვე გარკვეული ხარ და ყველაზე უკეთ ეგ გამოგივა ამ ეტაპზე. ტბაში კიდევ წყალმცენარეები მოამრავლე, ძალიან მაგრად ჭამენ იხვები

Posted by: shuma89 9 Jan 2018, 17:25
Nat_asha
კვერცხი არის ხოლმე დასვრილი და ზუსტად არ ვიცი გარეცვა და მერე შენახვა შეიძლება თუ არა, იქნებ ვინმემ იცოდეთ?
მეტისმეტად ჭუჭყიანია ხოლმე, სულ ვუსუფთავებ მაგრამ მაინც ასეა, ტალახიანია დაჟე, ბოლო ორი დღეა ვრეცხავ და ისე ვინახავ და არ ვიცი ხო არ ვაფუჭებ ამით ნეტა?

Posted by: Nat_asha 9 Jan 2018, 17:31
QUOTE (shuma89 @ 9 Jan 2018, 17:25 )
Nat_asha
კვერცხი არის ხოლმე დასვრილი და ზუსტად არ ვიცი გარეცვა და მერე შენახვა შეიძლება თუ არა, იქნებ ვინმემ იცოდეთ?
მეტისმეტად ჭუჭყიანია ხოლმე, სულ ვუსუფთავებ მაგრამ მაინც ასეა, ტალახიანია დაჟე, ბოლო ორი დღეა ვრეცხავ და ისე ვინახავ და არ ვიცი ხო არ ვაფუჭებ ამით ნეტა?

საინკუბაციო კვერცხი შენახვის დროს არ უნდა ხვდებოდეს ორპირ ქარში, რადგან ეს გამოიწვევს კვერცხიდან წყლის აორთქლებას და ნაჭუჭის შრობას.
ინკუბაციისთვის განკუთვნილი კვერცხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მშრალ სათავსოში ინახება, რომლის ტემპერატურა +14 გრადუსს არ აღემატება, ხოლო ტენიანობა − 75%-ს.
რაც უფრო ადრე დავიწყებთ კვერცხის ინკუბაციას, უფრო მეტად გამოსადეგია. კარგია, თუ არ გადავაცილებთ 7 დღეს.
ინკუბაციის დაწყების წინ თუ კვერცხს შუქზე გავხედავთ და დავინახავთ, რომ საჰაერო კამერა ან ყვითრი ადვილად მოძრაობს, ის საინკუბაციოდ არ გამოგვადგება. საინკუბაციო კვერცხს საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე უნდა ჰქონდეს და არ უნდა აღემატებოდეს ათთეთრიანის სიდიდეს. თუ საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე არ არის, ჩანასახი უჰაერობით იხრჩობა. ყვითრი საინკუბაციო კვერცხის ცენტრში უნდა მდებარეობდეს. ცილა მკვრივი უნდა იყოს და არ უნდა ლაყლაყებდეს.
საინკუბაციო კვერცხის ნაჭუჭიდან პათოგენური მიკრობების შეღწევის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საბუდრებში სისუფთავის დაცვა, კვერცხის ხშირად აკრეფა და თან, სუფთა ხელებით. საინკუბაციო კვერცხის გარეცხვა დაუშვებელია. კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი.
* * *
http://agrokavkaz.ge/agrorchevebi/sainkubatsio-gamosacheki-kvertskhis-shenakhvis-pirobebi.html

აქ წერია რომ ვერტიკალურად უნდა შეინახოო, გარეცხვაზე არაფერი წერია, მაგრამ ისე დასვრილი კვერცხი მე როგორც ვიცი არ გამოდგება საინკუბაციოდ. მიკრობები აღწევს შიგნით და ლაყდება და თუ გამოიჩეკა დიდი ალბათობით დაავადებული იქნება. ისე იხვები წყალში დებენ კვერცხს ეგ ვიცი და ის გამოდგება საინკუბაციოდ. გარეცხილი აღარ ვიცი. ქათმის საინკუბაციო კვერცხი არ ირეცხება

Posted by: shuma89 9 Jan 2018, 20:40
მეც გადავიკითხე ესენი და ვერაფერი აზრი გამოვიტანე, აიტომ ჩემებურად მივუდგები ჯობია.
კვერცხის შენახვას რაც შეეხება 14-16 დღისები გამოვაჩეკინე ხოლმე შარშან, შენახვა ჩვეულებრივ ე.წ კვერცხის ლატოკებშI მქონდა წვრილი ბოლოთI დაბლა.
გარეცხილი არ წამიღIა საერთOდ, დასვრილს ვრეცხავდი და მაცივარში საკვებად ვინახავდი.
ახლა რაოდენობა მინდა ბლომად და ამიტომ აღარ მინდა საკვებად.

ისევ ასე გავაკეთებ, ახლა 3 კვერცხი არის გარეცხილი დანარჩენი ჩVეულებრივი. ვადებზე შარშან რიცხვები დავაწერე ხოლმე ფანქრით და 7-დან 2 რო გაფუჭდა მაგალითად ის ორი ერთI ძველი იყო, მეორე 3 დღის. ასე იყო ყველა ჩეკვაზე.
აი გამოჩეკილებს კი ნომრების მიხედვით ვერ გადავარჩევ რომელი უფრო ჯამრთელია, მაგრამ ის კი ვიცი რომ მხოლოდ ერთი გამოჩეკილი დაიღუპა, მეტი არა მთელი 3 თვის ნაჩეკიდან ჯანმრთელობას არცერთIსას არ ვუჩივი.

ახლაც ასე ვაწერ ფანქრით რიცხვებს, რვეულშI ვიწერ რომელ რიცხვში არის გარეცხილი კვერცხი და ასე მინდა მივიტანო, გამოუჩეკავებს კი ცალკე განვიხილავ მერე ნომერების მიხედვით რო ვიცოდე გარეცხილი გამოიჩეკა თU არა, თან თუ რომელიმე ნაკლებად ჯანმრთელი იქნება გარეცხილ კვერცხს დავაბრალებ და ვნახავ რა შედეგს მივიღებ.

ეგრე 2-9 დღIს უნდა იყოსო ასე წავიკითხე და მე 16 დღIს კვერცხიდან გამოვაჩეკინე, 6 დან 6 გამოვიდა, ამათგან 14 და 16 დღისები იყო ორი ცალი დანარჩენი უფრო ახლები, მაშინ ერთI მდედრი მყავდა და ორი კვირა მოვანდომე 6 კვერცხის შეგროვებას sad.gif რამდენიმე კატამ შემიჭამა და ის კატა კი დავასაფლავე მერე wink.gif


Posted by: Nat_asha 10 Jan 2018, 09:47
shuma89
ეგ ჩემი აზრით ამცირებს გამოჩეკვის პროენტულობას მაგრამ არ ნიშნავს რომ აუცილებლად არ გამოიჩეკება. ბებიაჩემიც 2 კვირის კვერცხებს უდებდა ქათამს და მშვენივრად ჩეკავდა ხოლმე ქათამი. ეგ კარგი აზრია რომ დააკვირდე გარეცხილი რას იზამს და პრაქტიკულად გეცოდინება უკვე ამ თეორიის გარეშე.

Posted by: shuma89 23 Jan 2018, 01:33
მოკლედ, დიდი პოსტი გამომივა, მაგრამ მაინც დავწერ, ჯერ დავიწყებ კითხვის დასმით, როგორც ყველას წაგვიკითხავს ვერცხის შენახვა საინკუბაციოდ
QUOTE
ტემპერატურა +14 გრადუსს არ აღემატება, ხოლო ტენიანობა − 75%-

ჩემთან სახლში ზედმეტაც ცხელა, 24-25 გრადუსი მაქვს, ცენტრალურმა გათბობამ შემაჩვია სითბოს, კვერცხის შესანახად არ გამოდგება ეს ტემპერატურა, მაცივარში შევიხედე, დავტოვე თერმომეტრი და ჰოი საოცრებავ, 12 გრადუსი და ტენიანობა 60 პროცენტი.


ლოგიკური დასკვნა, მაცივარში იდეალური გარემოა საინკუბაციკ კვერცხის შესანახად.

ვინ რა აზრის ხართ აბააა?


ხო მართლა 19 რიცხვში მქონდა 13 ცალი იხვის კვერცხი შეგროვილი, ვერ მოვითმინე და გავაქანე ინკუბატორში smile.gif ვიცი ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ რა ვქნა.

გუშინ ახლები უკვე 7 მოგროვდა, დავლოდებოდი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რავიიი, ერთად 20 აჯობებდა.
მოკლედ 19-ში მიტანილი 17 თებერვალს იქნებიან.
ვნახოთ ცდების შედეგები, ამათში 3 კვერცხი გარეცხილია 12-14 გრადუსიან წყალში, გამშრალებული და მერე შენახული. დანიშნულები მაქვს ყველა დანომრილი, რომელი არ გამოიჩეკება უნდა გავიგო მიზეზი და იმის მიხედვით მოვიქცევი შემდეგში.


აქაც დავწერ შედეგებს იქნებ ვინმეს დასჭირდეს ინფო.

ხო მართლა იხვი ცუდად გამიხდა sad.gif

ჩქარა სუნთქავდა, თითქოს ქათამივით ცხელი იყო, დაჟე მეტადაც, მეუცნაურა, ფეხზე ვერ დგებოდა საერთოდ, შემეცოდა მდედრი იყო თან და ჩავრთე მედიცინა საქმეში, ჩემი დაკვურვებებიდან გამომდინარე მოვქექე ინფორმაცია ნეტში, რუსულად ძირითადად, რაღაც წამლები იყო რჩევებში ფორუმებზე, მათი შემადგენლობა წავიკითხე და ყველაზე მეტად მიახლოებული წამალი ალბათ 70 პროცენტიანი სიზუსტის დავამზადე თავად, 3 გრამი იოდინოლი 1 ლიტრ წყალში.

5 გრამი ჩავასხი პირში შპრიცით.
შუადღისკენ ალბათ 2 იქნებოდა, რახან ვერ დგებოდა წავიყვანე და ცაკლე ჩავკეტე, დავუდგი წყალი და საჭმელი თივაზე დავსვი გულმკერდით რო კაფელზე არ ყოფილიყო, ჩემი დიაგნოზით გაციებული იყო.


ექიმის შემდეგი ვიზიტი საღამოს 7ზე მქონდა biggrin.gif და საოცრება მერე უნდა გენახა, გავაღე კარი და 3 კვადრატიან საქათმეში ძლუვს დავიჭირე მეორედ რო მიმეცა წამლი, მივეცი და ისევ დავტოვე მთელი ღამით, აი დილით რო კვერცხიც დამახვედრა დადებული აი ეგ იყო ძალიან მაგარი.


გუშინწინ ერთს დაემართა ეგრე კიდევ, იმასაც ეგრე ვუმკურნალე და მერე რო არ მერბინა ცალცალჯე ყველასთვის ღამით დავუტოვე 0.5 ლიტრი მსგავსად გაზავებული წყალი დასალევად ყველას.

დღესაც დავუდგი ეგრე.


მოკლედ ექიმი ვარ ფაქტიურად, არადა სულ 1.5 წელი ვისწავლე სამედიცინოზე biggrin.gif


ეს ინფორმაციები გამოადგება ალბათ დაინტერესებულ პირებს smile.gif


ხო კიდევ გუშინწინდელი შემთხვევა უფრო მძიმე იყო, გვიან სევამჩნიე და ამიტომ უკვე აკანკალებდა, ყლაპვაც უჭირდა, ნისკარტიც და მთელი სხეული უკანკალებდა, იმას პარაცეტამოლის ჩემს მიერ შერჩეული დოზაც მივართვი თუ გინდათ დამცინეთ, ოთხად გატეხილი ტაბლეტის ნახევარი დავუფფშვენი და ჩავაყარე.

ანუ 1/8 ტაბლეტისა.

ფაქტია რო 1 საათში ჭამა დაიწყო, 3-4 საათში ფეხზე იდგა და დილით იმანაც კვერცხი დამახვედრა დადებული.

კვირაში ერთხელ იოდინოლით შეზავებულ წყალს მივცემ, უბრალო ანტისეპტიკის ვარიანტია ყელში და საყლაპავ მილში ანთებებს აქრობს, ნაწლავებში და კუჭის წვენთან უკვე ნეიტრალდება და ვსოოო ... . . .



Posted by: Nat_asha 23 Jan 2018, 14:00
shuma89
ეგ მე გამიგია კურდღლებზე, იმუნიტეტისთვის, კუჭნაწლავისთვის და ზოგადად სადეზინფექციოდ აძლევენ. მეც ინტერნეტში მაქვს წაკითხული სხვადასხვა ვარიაციებით. კურდღელს მაგალიტად 1 კვირა ასმევენ მეტი არ შეიძლება და მერე რამდენიმე თვეში უმეორებენ, ზუსტად ვადები აღარ მახსოვს, მაგრამ ბიო ფერმებში იყენებენ, თან იაფია ყველაზეო. ესეიგი იხვებშიც ყოფილა ეგ ვარიანტი მუშა.
ინკუბაციაზე თუ დაწერ საინტერესო იქნება გარეცხილი კვერცხი თუ გამოიცეკება. საერთოდ თეორია და პრაქტიკა რომ ერთმანეთს სცდება ამას თვით პრაქტიკა გვიჩვენებს ხშირ შემთხვევაში. თეორიულად კი წერია რომ ესეთი პირობები უნდაო მაგრამ ეგ არის საუკეთესო ვარიანტი გამოთვლილი. მასე ეწერა რომ იმპორტირებული ხილის კურკის აღმოცენების დონე 0-ის ტოლიაო მაგრამ ავიკადოს კურკისგან ისეთი გაბუჩქული ხე ამოვიდა რომ biggrin.gif ავოკადო ნაღდად იმპორტირებული იყო , ზედ სტიკერიც ეკრა, დავდებ ძველ ფოტოს და ახალი აღარ გადამიღია. სხვათაშორის ჰიდროფონიკურად გავზარდე . 1 წლისაა თითქმის და წყალშია, მიწაში არ გადამიტანია.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: shuma89 23 Jan 2018, 19:47
ავადმყოფობებს რაც შეეხება დღეს და გუშინ მშვიდობიანად ჩაიარა, ორ სამ დღეში თავისუფლად დავსვამ დიაგნოზს, რომ მკურნალობამ შედეგიანად ჩაიარა. ორ სამ კვირაში კიდევ გავუმეორებ და მერე კი გამოთბება.

ერთს, სავარაუდოდ ამათ დედას, შარშან ზამთარში კვერცხმადებარს ანუ ბებერს სხვებთან შედარებით ფეხზე აქვს დიდი ხანია პრობლემა, ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ კოჭლობს და ხშირად წევს, ესეიგი ტკივა, ამაღამ ცალკე ვფიქრობ დავტოვო, ხვალ ღამითაც და თუ კვერცხი არ დადო ზეგ ალბათ შებვრაწავ smile.gif

ისე ნეტა სიბერემ დააკოჭლა?ნ აი ეს ნამმდვილად არ ვიცი რატო სჭირს.


ხო და კიდევ რამდენიმე კვერცხი რაც ხვალ დამხვდება ღამით დადებულები მინდა, რომ მაცივარში გავამწესო შესანახად, ერთი მაგის შედეგიც ვნახო რა იქნება, ტემპერატურა და ტენიანობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თეორიულს. ისე გამიგია ბიცოლისგან რომ მაცივრიდან გამოიღო 4-6 დღის კვერცხი და გამოიჩეკა ყველა, ასე, რომ ცდად ნამდვილად ღირს, მითუმეტეს, რომ მუდმივად თანაბარი ტემპერატურა და ტენიანობააა.

Posted by: vixn 23 Jan 2018, 22:17
shuma89
სისხლის გასაახლებლად არ მოგყავს სხვა მამლები, არსად არ გიწერია მგონი.

Posted by: shuma89 24 Jan 2018, 03:03
ხო, ეგ არ გამიკეთებია, არც მიფიქრია მაგაზე.

ერთი დედმამისები არიან ყველა, ეს ცუდია როგორც ვიცი.

შევხედავ ახლა ჩეკვაზე და თუ ვერ იყვნენ ისეთი კარგები, როგორც შარშან, მაშინ სასწრაფოდ შევცვლი მამლებს, თუ არა და ზაფხულისკენ ვიზრუნებ მაგ თემაზე.


Posted by: vixn 24 Jan 2018, 08:35
shuma89
შენ ისეთი გეგმები გაქვს მაქ საქმეზე , ცოტა გასაკვირია, რომ მასეთი მარტივი რამ არ გაითვალისწინე. ახლონატესაური შეჯვარება ყველა სუსტ მხარეებს ამოგიღებს და შთამომავლები ძირითადად პათოლოგიური იქნება. მეყოლე ვარდივით, შენ გუ მაგას დაელოდები. არ გაგიგონია" ბოცვრები უცბად მრავლდება, უცბად იხოცებაო" მაგის ბრალია.

Posted by: bako70 24 Jan 2018, 12:54
Nat_asha
კურკოვანის ნაყოფიდან ამოსული ნერგი ძალიან გვიან იძლევა მოსავალს. დეკორატიული თვალსაზრისით სახლში კი გამოდგება.

მაგ მეთოდით გააკეთე ბატატის (ტკბილი კარტოფილი) ნერგები, (ზუსტად ასეთი მონაყრები ექნება, მოაწყვეტ და წყალში დააფესვიანებ) ზაფხულში გადარგე და მოსავალი გექნება smile.gif
მშვენივრად მოვიდა ქართლში. 1,5 კგ ვიყიდე გუდვილში და 25 კილომდე მოვიდა (ლაითად მოვუარე smile.gif )

Posted by: shuma89 24 Jan 2018, 13:34
vixn
QUOTE
შენ ისეთი გეგმები გაქვს მაქ საქმეზე ,

ჰობია უფრო ვიდრე გეგმების ამბავი, მაგრამ რათქმაუნდა მართალი ხარ
QUOTE
ცოტა გასაკვირია, რომ მასეთი მარტივი რამ არ გაითვალისწინე



ხვალ ალბათ წავალ და გავცვლი მამალს სხვა მამალში, აღარ დავუფიქრდი მაგდენს, არადა ცივ ნიავს არ ვაკარებ ფაქტიურად.

რაც ახლა გამოიჩეკება და კიდევ მაქვს უკვე 12 კვერცხი იმათ კი გამოვაჩეკინებ და რო წამოიზრდებიან დავკლავ, ანუ საჯიშედ არ დავიტოვებ და ეგ იქნება.

Posted by: Nat_asha 24 Jan 2018, 13:43
bako70
ნაყოფისთვის არ მინდა, უბრალოდ მუღამის პონშ გავაკეთე, თორემ ავოკადო საქართველოში საერთოდ ვერ ხარობს და ნაყოფს კიდევ ქოთანში საერთოდ საეწვოა თუ მომცემს. დასავლეთში რო აქვთ კარაქის ხეს რომ ეძახიან ეგ არის ავოკადო ჩემი აზრით. თბილისში შანსი არ ააქვს თუ არ დაასათბურე და არ გადაყევი რომ ავოკადომ იხაროს. ოთახში მიდგსა, წყალში დევს და ძაან საინტერესოდ გამოიყურება , სიმწვანე შემოაქვს სახლში ^_^
* * *
shuma89
აუ ამ თემაში რომ შემოვდივარ სულ შემბრაწული იხვი მინდება ხოლმე biggrin.gif

Posted by: vixn 24 Jan 2018, 18:15
Nat_asha
არადა რა გემრიელია თონეში შემწვარი იხვი და ინდაური.

Posted by: shuma89 24 Jan 2018, 23:39
მოკლედ, მამლები მამაჩემს გაუცვლია კარგა ხანია, 2 კვირით ვიყავი სოფელში და მაშინ, ასე, რომ 17-ში რაც დაიჩეკება ისინიც კარგები გამოდის, ნოემბერში გაცვლილია დაახლოებით.

Nat_asha
vixn

ხვალ დილით თუ ჩაკეტილმა მდედრმა (ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, ფეხი სტკივა კოჭლობს) კვერცხი არ დამახვედრა მოვაძრობ თავს, იმერეთისკენ თუ მესტუმრებით შეცბრაწოთ მერე.
ზესტაფონში ვარ მე, ისე აქ თონე არ მაქვს, ჭიათურასდი მაქვს სოფელი, სახლიც მიდგას, თონეც, იქ შეიძლება კარგი საღამოს მოწყობა.
4-6 კაცს კი დაანაყრებს მგონი კარგად, აბა ვინ იქნება მსურველიი?


Posted by: Nat_asha 25 Jan 2018, 09:47
QUOTE
ხვალ დილით თუ ჩაკეტილმა მდედრმა (ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, ფეხი სტკივა კოჭლობს) კვერცხი არ დამახვედრა მოვაძრობ თავს, იმერეთისკენ თუ მესტუმრებით შეცბრაწოთ მერე.
ზესტაფონში ვარ მე, ისე აქ თონე არ მაქვს, ჭიათურასდი მაქვს სოფელი, სახლიც მიდგას, თონეც, იქ შეიძლება კარგი საღამოს მოწყობა.
4-6 კაცს კი დაანაყრებს მგონი კარგად, აბა ვინ იქნება მსურველიი?

shuma89
აუ ჭიათურაში თონე მაგარი ეგზოტიკაა ისე სად თონე და სად ჭიათურა biggrin.gif biggrin.gif ეჰ სურვილი და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. 2 უბნის იქეთ ვერ ვნახულობ მეგობრებს უდროობის გამო და მანდ ჩამოსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია biggrin.gif ჭიათუაში ასაზომად ვერ ჩამოვედი, კიდევკარგი ინტერნეტი და ნაცნობობა არსებობს თორემ ვერც გავაკეთებდი აზომვას biggrin.gif biggrin.gif დისტანციურად მოვაგვარე ეგ ამაბავი.
იხვებს მეც ვიყოლიებ როდესმე, როდესაც პატარა ტბის საშუალება მექნება და ქალაქგარეთ დავსახლდები. ეხლა დედაჩემმა მოისურვა ქათმები ღორი და კურდღლები. თებერვალში ვაპირებ კურდღლების მოყვანას, აი ღორზე ცოტა ვეჭვობ რომ დედაჩემმა შეძლოს მოვლა. ვნახოთ მანამდე კიდევ ავწონ-დავწონი და მერე გადავწყვეტავ. არ მინდა ტყუილად მოვიყვანო. კურდღლებს გაქაჩავს ვიცი. ბალახიც ბლომადაა და პატარა ტყეც მაქვს ყურისძიში და ხის ტოტებითაც მოვამარაგებ, წიწვებით და აკაციაც იქნება ალბათ სადმე, უნდა შევათვალიერო. biggrin.gif ისე ტბაც არის დაახლოებით 500 მეტრში ჩემგან, მაგრამ მანდ იხვებს ვერ გავუშვებ, სათევზაოდ დადიან ხოლმე და ჩემს იხვებსაც გააყოლებენ, მთელი დღე კიდევიხვებს ვინ დაუჯდება biggrin.gif თან არც ისე სუფთა ტბაა, თევზებს როგორ ჭამენ ეგეც მიკვირს, აი ჩაყვითლებულ წყალს გავს შორიდან, რისი ტბაა ეგეც არ მიკითხავს, რარაცა ხევი ცამოდის და ალბათ იმ წყალს უგდებენ ხოლმე ჩემი ვარაუდით.

ჩემი ოცნებაა 10 ჰა შემოღობილი ნაკვეთი 3-4 ჰა ტყით, ამ ტყეში ჩადგმული სახლი. 1 ჰა ტბა და ამ ტბაშიც პატარა კუნძული და ხის სახლი 1 ოთახიანი. გედები იხვები ბატები კურდღლები ქათმები თხები და ა.შ. დანარჩენი მიწის ნაკვეთი კი საოჯახო კულტუებისთვის და ცხველფრინველისთვის. 1000 კვმ სათბრიც . biggrin.gif მოკლედ კარგი ოცნებები მაქვს biggrin.gif ვნახოთ რა გამოვა. იქნებ სიბერეში შევძლო ამ ოცნებების ცოტათი მაინც ასრულება

Posted by: shuma89 25 Jan 2018, 13:44
QUOTE
აუ ჭიათურაში თონე მაგარი ეგზოტიკაა

კი,მაგრამ მაქვს და ხო არ დავშლი და გადავაგდებ smile.gif

ძველი დიდი თOნეა, აი 2 გოჭს წვავდნენ ერთად ადრეო გამიგია ასაკიანი ხალხისგან, მთელ სოფელშI სადმე ქორწილი თუ იყო ჩემთან იწვებოდა გოჭები.


ხო, წუხელ ვერაფერი იკისრა ჩემმა ფეხატკიებულმა დაკოჭლებულმა იხვმა, ამიტომ ხვალ დილისთვის შევკერე მეუღლე და დედა გაპუტვა ხო უნდა, ცოტა რთულია და დროც ნაკლებად აქვთ ორივეს, ამიტომ დილისთვის დამთანხმდნენ, ამაღამაც მივცემ ერთ შანსს იმ საცოდავს, მერე გავაქანებ მაცივარში რამდენიმე დღით.

1.5-1.8 კოლოს ფარგლებშI თU დარჩება ალბათ შესაბოლად გავამზადებ, დავამარილებ, თუ მეტი გამოვიდა უკვე სქელი ხორცი ძნელად იბოლება და აღარ გავრისკავ, უფრო შებრაწვა მოუწევს.

QUOTE
1000 კვმ სათბრიც



აი ეს ნამდვილად მინდა მეც.
წეღან გამოვცადე ღრუბლიანშI ჩემი მზის კოლექტორის ერთI ცალი ვაკუუმური მილი, 10 წუთში 6 ლიტრი წყალი აადუღა 2 კვადრატზე ოდნავ მეტი ზომის ამრეკლი ზედაპირით, ანუ ერთ ვაკუუმურ მილზე იყო 2 კვადრატზე მოსული მზის სხივები ფოკუსირებული, ცდის ჩატარების მიზნით, ჩემი გათვლებით ერთ ვაკუუმურ მილს რაც უნდა გაეკეთებინა 16-ჯერ მეტი შეძლო.
2 კვადრატიდან მიღებული სხივები მოაგროვა ნაცვლად 0/09 კვადრატული ფართობისა.
22-ჯერ მეტი ფართობიდან მიიღO 16-ჯერ მეტი ენერგია, ღრუბლიანის კვალობაზე მაგარი შედეგია.
სათბურისთვის მისწრებაა უფასო გათბობა. თან ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ 10-ჯერ ნაკლები იქნება ვიდრე სტანდარტულის შემთხვევაშI, ახლა ვეძებ მზიადმი მედეგ ამრეკლ ზედაპირებს, ჩვეულებრივი სარკე ნაგავია მაგ საქმეში, რაღაც სხვა მინდა smile.gif

Posted by: Nat_asha 25 Jan 2018, 13:49
shuma89
ხომ იყიდება ეგ მზის პანელები? იაფად გამოხვალ თუ შენ თითონ ააწყობ. სათბურს თუ გააკეთებ მაგ მის პანელებზე, მაშინ აკუმულიატორიც დაგჭირდება შესაბამისი სიმძლავრის, ღამე და ღრუბლიან ამინდში რო ამუშაო . მოკლედ ზაფხულში უნდა შეაგროვო და ზამთარში დაწვა, მაგრამ საკმაოდ ძვირი დაჯება ალბათ მაგ რაოდენობის ენერგიის შესანახი დანაგარი თუ აკუმულიატორი რაც ქვია.

Posted by: shuma89 25 Jan 2018, 14:00
Nat_asha
არა ჩემო კარგო, მე ელექტოენერგიის გამომუშავება არ მჭIრდება, მაგისთვის ქარის გენერატორი მაქვს, ქარისგან მეტი ხეირია უფრო იაფად, ვიდრე მზისგან ელექტროენერგია, ელ-ენერგიის შესანახად კიდევ ეენრგოპრო არსებობს, როცა ზედმეტი გრჩება დენი იმას მიაქვს შენიდან და როცა დაგჭIრდება აქეთ მოგაქვს, მერე სხვაობას იხდი, ან თუ პლიუსში ხარ ის გიხდის, სემეკმა დააძალა და ვერსად გაექცნენ ამ თემას.


მე რასაც ვაკეთებ ეგ ათბობს მხოლოდ წყალს ვაკუუმური მილაკებით ესაა და ეს. აი მზის წყალგამაცხელებლების ამბავი თU გაგიგია ეგ თემაა.


მისი შენახვა კიდევ არც ისე რთულია, ცხელი წყალი რამე 2-3 ტონიან კარგად შეფუთულ დათბილულ ავზშI არანაირი პრობლემა არ არის.
დღე ცხელდება და ღამისთვი ინახავ ესაა და ეს.

ესეთი ვარიანტი მინდა იაფად რო გამოვიდე smile.gif
ამრეკლი ზედაპირის ამბავი მინდა გამძლე.

Posted by: Nat_asha 25 Jan 2018, 15:01
shuma89
მზის პანელები აკეთებენ მზის ენერგიის შთანთქმას და მერ ეროგორ გასაქანს მისცემ ეგ უკვე შენს მარიფათზეა biggrin.gif სითბური ენერგია გჭირდება მოკლედ. მზის პანელებზეც აქვთ სათბურები მინახავს. ისე შენ რასაც ამბობ ეგეთი შეიძლება ბიო მიმართულებითაც ისარგებლო. ახალი გადაუწვავი ნაკელის რეზერვუარი რო გააკეთო მიწისქვეშ და შიგ ჩადგა წყლის ავზი, ისე ჩააცხელებს რომ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shuma89 28 Jan 2018, 22:57
მოკლედ 10 იყვნენ
აქედან 8 მდედრი ორიც მამრი.
ზემოთ როგორც მქონდა ნათქვამი ერთი ფეხს ზედმეტად ითრევდა და აღარ ვაწვალე წავაძრე თავი, მერე რო დავფიქრდი 7 დედალს ორი მამალი არ სჭირდება და გავასაღე ერთი მამალიც, ეს უკანასკნელი 2 კგ და 450 გრ დარჩა ზუსტად გასუფთავებული ღვიძლისა და კუჭIს გარეშე, აუ ისე რამხელა ღვიძლი ჰქონია smile.gif აქამდე არ დავკვირვებივარ, ბევრს სვამენ ალბათ ეგენიც biggrin.gif
მდედრი ნაკლები იყო, არ ამიწონია ის ალბათ 2 კილოს ფარგლებში.

დარჩა 7 მდედრი და ერთი მამრი.
დღეის მდგომარეობით 21 კვერცი მაქვს შეგროვებული (რამდენიმე დამიზიანდა მექანიკურად 6-7 ცალი და ის კი მიირთვეს პატარებმა smile.gif


21 რიცხვიდან დღემდე 21 კვერცხი (პლიუს 6-7 ცალი) არც ისე ცუდია მგონი. პ.ს ერთი ზედმეტად პატარა მდედრია, ნაბოლაარებიდან ეგ ერთი დავიტოვე შარშან და მგონი ჯერ არც დაუწყია კვერცხის დება.

ახალი პატარები 17-ში მეყოლება 13 ცალი კვერცხიდან რა შედეგი იქნება ვნახოთ, მათში 3 ცალი გარეცხილი კვერცხია თან დანიშნულია და იმასაც დავწერ გამოიჩეკება თუ არა, მაცივარში შენახული 6 დღით, ასევე არის ამ 13 ცალში 1 ცალი საცდელად.
ახლები უნდა ჩავაბარო ინკუბატორს პარასკევს 2 თებერვალს ანუ 14-15 დღემდე იქნებიან შენახვის ვადით კვერცხები. ამის შედეგებსაც დავწერ.


Posted by: Nat_asha 29 Jan 2018, 09:38
shuma89
იხვის პაშტეტი არის ცნობილი დელიკატესი. ალბათ დიდი ღვიძლი მაგიტომ აქვთ რომ ადამიანებმა ბევრი იხვი არ დავკლათ პაშტეტის გასაკეთებლად biggrin.gif მე არასდროს არ მიჭამია, მაგრამ ამბობენ რომ უგემრიელესია იხვის პაშტეტიო

Posted by: vixn 29 Jan 2018, 09:45
Nat_asha
ბატის პაშტეტში ხომ გერევა- фуагра, ქვია თუ არ დავბერდი. მართლა გემრიელია, თუმცა გემოვნება ისეთი რამეა. ....

Posted by: Nat_asha 29 Jan 2018, 10:37
vixn
ნწუ იხვის პაშტეტი ბევრი მზარეულისგან გამიგია რომ დელიკატესია, ბატის არ ვიცი, არ გამიგია და ვერაფერს გეტყვი.

Posted by: shuma89 29 Jan 2018, 11:49
ესეიგი ორ ი დღეა იმედებს მიცრუებენ ესენი, გუშინ 2 კვერცხი ავიღე სულ, ერთI გატეხილი იყო, მგონი მამაჩემს გატყდა ცუდად დადო იმან შემოიტანა დააა . . . დღეს კიდევ ერთI კვერცხი იყო სულ, ამიტომ დღეს აქვს ინკუბატორს კვერცხის მიღების დღე და უნდა ჩავუტანო 22 ცალია მგონი სულ გადანომრილი თითოეულის დახასიეთებებით ჩანიშნული smile.gif

მერე რო ვიცოდე რა პირობებშI შენახული და ასე შემდეგ კვერცხი შეიძლება გამოდგეს საინკუბაციოდ.
აქაც დავწერ რო მომავალმა მეიხვეეებმა გაითვალისწინონ.

ისე ამ საქმით დაინტერესებული ვინმე რომ მაპოვნინა სოფელში ყოფნის დრო რო ჰქონდეს კვირაშI 3 დღე მაინც შეიძლება კარგად გაშალოს ფრთები ფერმამ.



Posted by: Nat_asha 29 Jan 2018, 12:23
shuma89
ეხლა მაცივარში შენახული კვერცხები უნდა გამოაჩეკინო?

Posted by: shuma89 29 Jan 2018, 13:14
Nat_asha
წინა პარტიაში შევურიე 1 თუ 2
ახლ;ა კიდევ 3 ცალი მაქვსმაცივარში და ვნახოთ რა გამოვა
ყველაფერს დავწერ დეტალურად მერე.

Posted by: shuma89 1 Feb 2018, 18:52
მოკლედ ჩემმა ზარმაცმა იხვებმა შეწყვიტეს კვერცხის დება, ბოლო სამი ოთხი დღეა ხან საერთოდ არ არის ხან ერთია, კვება არ აკლიათ, რა შეიძლება იყოს მიზეზი ხო არ იცით?

Posted by: vixn 1 Feb 2018, 19:37
shuma89
ბიოლოგიური საათი, ბუნებრივი თვისება - მცირე კვერცხლმდებლობა. საერთოდ რამდენს დებს?

Posted by: shuma89 1 Feb 2018, 21:20
ბუნებრივად არ ვიცი წესით რამდენი უნდა დადოს ერთ დაწყებაზე.

Posted by: vixn 1 Feb 2018, 23:06
shuma89
აბა როგორ გეგმავ, კვერცხის გარეშე ხორცს საიდან აწარმოებ?

Posted by: shuma89 2 Feb 2018, 01:09
vixn
რა სისულელეა, მე ეს პოსტი იმიტომ დავწერე, რომ იქნებ ვინმემ იცის კვერცხმადებლობა როგორ ავუმაღლო რაიმე საკვების ან დანამატის მიცემით, ისე კი 33 კვერცხი მაქვს ინკუბატორში, სამჯერ მეტი მაინც მინდა, რომ სადედე გუნდი დავაყენო, მანამდე არც ხორცის წარმოებაზეა საუბარი, ამ სადედე გუნდის გამოზრდის დროში ნამდვილად შევისწავლი რამდენად პროდუქტიულია კვერცხის დებაში. და იმის მიხედვით ვიხელმძღვანელებ მერე.


ეს ვიპოვე ინფო.
ხვალიდან ლედს დავითრევ და ვნახოთ რა შედეგს მომცემს.

В зимний период из-за недостатка света снижается яйценоскость, поэтому световой день продлевается до 12 часов в сутки за счет искусственного освещения.

Posted by: Nat_asha 2 Feb 2018, 12:38
shuma89
აცივდა და მაგიტომ , ჩემმა ქათმებმაც შეწყვიტეს, არადა ახალი დაწყებული ქონდათ. სულ 2 ქათამი მყავს მაგრამ დღეგამოშვებით კვერცხს დებდნენ და 1 კვირაზე მეტია არცერთს არცერთი კვერცხი არ დაუდია. ჩემების შემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ სიცივის ბრალია, არაფერი საჭმელი არ აკლიათ. სავარაუდოდ შენეისაც. მატყუარა ამინდებია და მოატყუეს . ეგონათ უკვე დათბაო და დაიწყეს დება, მერე რო აცივდა კიდევ დაანებეს.

Posted by: hari_poteri 2 Feb 2018, 12:39
ფასი როგორი იქნება თორემ ბაზარზე მოთხოვნა კი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით რომ მაღალი ხარისხის პროდუქტია და თანაც "ეგზოტიკური"

Posted by: shuma89 2 Feb 2018, 14:58
hari_poteri
QUOTE
ფასი როგორი იქნება

ფასს რაც შეეხება ჩვეულებრივ ბაზარში ზესტაფონში 12-14 ლარი ღირს 2 თვის როა იმ წონის, 2.0 - 2.3 კგ-ის ფარგლებში როა, ხოდა მაგ დროს 7-8 კგ აქვს შეჭმული ეს თეორიულადაც ასეა და პრაქტიკაშიც გამოვცადე 92 ლარის საჭმელი მქონდა ნაყიდი და 25 იხვი იყო ამ დროში 2 კგ-ის ფარგლებში უხეშად რო ვტქვათ 1.8-2.4-ის ფარგლებში.
სადღაც 4 ლარი ჯდება გაზრდა.
ინკუბატორის ფასი და სადედე გუნდის შენახვის ხარჯები რო მივამატოთ სავარაუდოდ 4.8-ის ფარგლებში ავა.

Posted by: shuma89 5 Feb 2018, 00:44
Nat_asha
QUOTE
მატყუარა ამინდებია და მოატყუეს . ეგონათ უკვე დათბაო და დაიწყეს დება, მერე რო აცივდა კიდევ დაანებეს.

ეს მეც ვიფიქრე, მაგრამ გამოდის ზაფხულზე საერთოდ არ უნდა გაჩერდნენ, მაგრამ შარშან რაც დაცხა იმის მერე კვერცხი არ დაუდია ამათI ასაკის იხვს, ანუ ამათმა რო არ დადონ ზაფხულზე ეგ ვარიანტი გამოვა.
აი მაგას ვერ ვხვდები სიცხეებშიც და სიცივეებშიც რო ჩერდებიან.

Posted by: Nat_asha 6 Feb 2018, 12:45
shuma89
ტემპერატურული ცვლილება ყველა ცხოველზე და ფრინველზე ეგრე მოქმედებს, პროდუქტიულობას აჩერებს მაშინვე. ეგ ინსტიქტად ააქვთ. ანუ ერთვება თავდაცვის ინსტიქტი და თვითგარაჩენის რეჯმზე გადადის. ზაფხულიც სტრესულია ცხოველ-ფრინველებისთვის.

Posted by: shuma89 17 Feb 2018, 23:10
მოკლედ დღეს 17 თებერვალია და მივაკითხე ინკუბატორს.
მაგრამ მანამდე 12 თებერვალს ჩავიტანე კიდევ კვერცხი 15 ცალამდე და ჩემს იხვის კვერცებს შევავლე თვალი, დაქნეულებს მთელი 4 დღით ადრე გადაუტანიათ საჩეკში, ანუ ხო იყო 13 ცალი და 17 თებერვალს უნდა გამომეყვანა, ანუ 14-ში უნდა გადასულიყო საჩეკში ეგენი, ამათმა კიდე თავიანთი სიშტერის გამო ადგნენ და 13-ს რო შეხედეს ეგონათ 13-ში გამოსაჩეკიაო და გააქანეს 10 რიცხვიდან საჩეკშI უკვე :@
ნაცვლად 14-ისა საჩეკშI გადავიდა 10-ში.

ახლა შედეგი როგორი ცუდი იქნებოდა მგონი არც სჭIრდება ბევრი აღწერა, 13 ცალიდან 2 ცალი ჯანმრთელი და 1 გასაცოდავებული გამოვიდა, თითქმის ყველა კვერცხი შევამოწმე (7 ცალი) და ყველაში იყო უკვე იხვი :@
იმ გასაცოდავებულს, აი სახლშI რო მივიყვანე ისე იყო რომ აი სუნთქავს თU არაო იმას ვუყურებდი, ოდნავ სუნთქავდა, პატარა კოლოფში ჩავსვი (ცოცხალს ხო არ გადავაგდებთქო ცოდოათქო) დავდგი რადიატორზე, 10 წუთში თითI დავადე და უკვე დაიყვირა ძალიან ჩუმად ოღOნდ, თვალებიც გაახილა, ცოდა მერე ხოხვაც დაიწყო, ახლა რო ვუკვირდებოდი და ვერ ჭამა კი დახოხავს მაგრამ საჭმელს და წყალს მგონი არ მიირთმევს, ცოტა კვერცხის გული კი ჩავაყარე პირში მაგრამ რავიი ვერ გავიგე გადაყლაპა თუ ვერა, მერე ავდექი და შაქრიანი წყალი ჩავასხი, მოაცოცხლა, მეორედ რო მივაკითხე შაქრიანი წყლით ხელში უკვე გამიჭIრდა თავის დაკავება რო ჩამესხა ისევ ეგეთი ნარევი წყალი, ცოტა უფრო აქტიურია მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს გაქაჩავს თუ ჭამა არ დაიწყო თავად. მარტო შაქრიანი წყალი მოშიმშილეები რო იყვნენ ხოლმე ედიკას დროს ეგ იყო მაგათი საკვები ხოდა ახლა იხვი მყავს მკაცრ შიმშილობაზე biggrin.gif
რაც შეეხება ინკუბატორის თანამშრომლებს არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ხალხს, კიდევ კარგი არ გაბედეს და ამ სამი ცალის ფული არ მთხოვეს თორე დედის რაკებს დავაცვამდი თავზე :@

ახლა სხვა ინკუბატორს ვეძებ იქნებ მისაღები ვარიანტი ვნახო ან ნაცნობი ვინმე სანდო და მცოდნე.

არადა იმათთან კიდევ 20 ცალი 27 რიცხვში უნდა იყოს და კიდევ 15 ცალამდე მარტის შUა რიცხვებშI.
შარშან მაგათთან ვიყავი ხოლმე სულ და არ ვიყავი უკმაყოფილო ახლა რა ეტაკათ არ ვიცი.


ხო რაც მთავარია 2 ცალი ხო გარეცხილი კვერცხი მქონდა იქ და ერთერთI გამოჩეკილია.
მაგრამ ახლა ვერ გამოიტან მაინც ვერანაირ დასკვნას რააა . . .

ამ 20 ცალიანშI არის 3 ცალი მაცივარში ნამყოფი თU არ მეშლება, ჩანაწერებში კი მაქვს ზუსტად.
ასევე არის 2 ცალი გარეცხილიც.
და 1 თუ 2 ცალი ეზოშI ნაპოვნი კვერცხი.



ახლა კიდევ ერთი პრობლემა შემემთხვა, როგორც ადრე ვფიქრობდი და მგონი აქაც დავწერე კალცის ნაკლებობამ იცის კვერცხის დების შემცირებათქო ეგრეც აღმოჩნდა ფაქტიურად.
ბოლო 3-4 დღეში 2-3 ცალ კვერცხს ვიღებ ხოლმე და ერთ ხელშI ორი ცალი რო დავიჭირე გატყდა ერთი, სულ ოდნავ შეიფშვნა ერთი მხრიდან, ანუ რო დამერტყა ხო იცით როგორც ტყდება კვერცხი დიდი ბზარი უჩნდება, ამას კიდევ სულ აი ნემსის ყუნწზე ოდნავ ფართოდ დაებზარა ერთ გვერდზე, ერთ კვერცხს კიდევ ციფრის დაწერის დროს ფანქრით ვაწერ ხოლმე და იმან შეამტვრია არადა სულ ოდნავ ვაწვები.
თხელკანიანი და სუსტი ნაჭუჭითაა ამიტომ დავქექე რუსული ფორუმები და ვნახე რომ კალცი გლუკონატი (მგონი სწორად ვამბობ) უნდა გაურიო 3 ლიტრ წყალში 5მლ-იანი ამპულა და დაალევინო ყოველ მესამე დღესო 4-5 ჯერ გაუმეორებ და შეივსებს კალცის ნაკლებობით გამოწვეულ დისბალანსსო.
მოკლედ 2-3 საათის წინ გავუმზადე და ჩავუსხი ხვალ წვეთიც აღარ იქნება იმ წყლისგან.



Posted by: Nat_asha 17 Feb 2018, 23:41
shuma89
ვერ მოგსვლია კაი ამბავი. მე შენს ადგილას პატარა ინკუბატორები როა იმას ვიყიდიდი. 10-20 კვერცხიანს. 5 კვერცხიანები არის ვიცი ან საერთოდაც ააწყე. ამაზე არ გიფქრია?

Posted by: vixn 18 Feb 2018, 00:15
Nat_asha
მართლა საწყენია.
shuma89
მთავარია უკან არ დაიხიო. საკუთარი ინკუბატორი კარგი გამოსავალია. რა უნდა გკითხო, რას ნიშნავს ," გამოსაჩეკად გადაიყვანეს " ო რომ წერ, სხვა ტემპერატურა და პირობებია, რატომ გაფუჭდა კვერცხი, უფრო სწორად ნაყოფი?

Posted by: shuma89 18 Feb 2018, 22:08
ვცადე შარშან და არ გამომივიდა, შუქი ჩამიქრა ხოლმე, გამათბობელი დამეწვა ხოლმე და ასე შემდეგ. რათქმაუნდა არ იმუშავა.

რაც შეეხება ინკუბატორის ტემპერატურას ეგ არის მაგალითად 38 სტანდარტულად, ოღონდ წესით თავიდან 37 უნდა მერე 38 და ბოლო სამ დღეს უნდა ისევ 36.8-37 ფარგლებში ოღონდ ტენიანობა 75 პროცენტამდე აწეული, ცალკეა ინკუბატორი ცალკე საჩეკი.
ინკუბატორი სულ ჩართულია ერთიდაიგივე ტემპერატურაზე, როცა დრო მოუვა მაგალითად ინკუბატორში სხვადასხვა დროს ვამატებთ კვერცხებს და ასევე სხვადასხვა დროს გადაგვაქვს საჩეკში, ადრე გადატანა ან დაგვიანება აფუჭებს საქმეს.


არც მთლად ზუსტი მონაცემებია აღწერილი, მაგრამ წარმოდგენის შესაქმნელად კმარა მგონი.

http://www.inkubator-info.ru/pro/inkubaciya-utinykh-yaic-rezhim-inkubacii-tablica/

Posted by: Nat_asha 19 Feb 2018, 11:05
shuma89
QUOTE
ვცადე შარშან და არ გამომივიდა, შუქი ჩამიქრა ხოლმე,

იუპიესი ან პატარა აკუ ეყოფა რომ დენის პრობლემა არ იყოს. უნდა გარანტირებული მუდმივი დენი გქონდეს, თორემ ღამით რომ ჩაქრეს ან დღისითაც შეიძLება ვერც გაიგო.
ან კიდევ კაი კრუხი დაითრიე. ინკუპატორს არაფრით არ ჩამოუვარდება ცოტა კვერცხის შემთხვევაში. კარგი კრუხი ყველა ვარგისიან კვერცხს ჩეკავს. ისე იხვის კვერცხს ქათამი ჩეკავს ნეტა? მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ბუნებრივ პირობებშიც ხო ჩეკავენ. ერთ წელს ბებიაჩემს 30 კვერცხიდან ყველა გამოუჩეკა. სოფელში ვიყავი მაგ დროს და ჩეკვა რომ დაიწყო სახლში შემოვიყვანეთ თავისი საბუდარიანად. ერთი მოგვიკვდა 2 დღეში. კისერი გადააგდო და დაბადებიდან ავადმყოფი იყო მოკლედ და 29 წიწილა უკლებლივ გაზარდა იმ კრუხმა ისეთი ფოფინა დედა იყო. ერთი ავარჩიე ლამაზი წიწილა და იმას დავარქვი ნატო biggrin.gif არადა მამალი გამოდგა, ყველა დამცინოდა, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე მშვენივარდ შეიჭამა ის მამლაყინწა ნატო biggrin.gif biggrin.gif
https://ru.aliexpress.com/item/1pc-110V-4-Eggs-Incubator-Chicken-Duck-Goose-Quail-Egg-Incubator-Electronic-Display-Automatic-Poultry-Chicken/32816632985.html?spm=a2g0v.search0204.3.205.3f1b4b20Zu2NpQ&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_1_10152_10151_10065_10344_10068_10342_10343_10340_10341_10084_10083_10618_10630_10307_5711211_10313_10059_5722311_10534_100031_10629_10103_10626_10625_10624_10623_10622_10621_10620_10142_10125,searchweb201603_25,ppcSwitch_5_ppcChannel&algo_expid=addd712e-6a41-4be5-99d6-5475d6632814-30&algo_pvid=addd712e-6a41-4be5-99d6-5475d6632814&priceBeautifyAB=0

რამე ეგეთ სტილში რო იყიდო ეს 4 კვერცხიანია და კი ძაან ცოტაა
* * *
https://ru.aliexpress.com/item/15/32845048389.html?spm=a2g0v.10010108.1000014.8.76f86816Vrgr6K&traffic_analysisId=recommend_3035_null_null_null&scm=1007.13338.80878.000000000000000&pvid=f7a50bb2-6c9f-4fbd-af1b-e763e6502454&tpp=1


აი ეს 15 კვერცხიანია თავისი საჩეკით მაგრამ კაი 200 ლარი კი გამოდის biggrin.gif

Posted by: shuma89 20 Feb 2018, 00:10
Nატ_ასჰა
QUOTE
იუპიესი ან პატარა აკუ ეყოფა რომ დენის პრობლემა არ იყოს


არც მთლად ეგრეა საქმე, ტექნიკურად ბევრად უფრო რთულადაა.

QUOTE
ან კიდევ კაი კრუხი დაითრიე

ქათმის კრუხი 7-8 კვერცხს თუ დაფარავს და თან შეიძლება სულ დაიღუპოს, 28 დღე ვერ გაქაჩა ხოლმეო უფროსებისგან მსმენია
QUOTE
მამლაყინწა ნატო

გემრიელი იქნებოდა smile.gif

QUOTE
https://ru.aliexpress.com/item/1pc-110V-4-E...iceBeautifyAB=0

რამე ეგეთ სტილში რო იყიდო ეს 4 კვერცხიანია და კი ძაან ცოტაა
* * *
https://ru.aliexpress.com/item/15/328450483...3e6502454&tpp=1


აი ეს 15 კვერცხიანია თავისი საჩეკით მაგრამ კაი 200 ლარი კი გამოდის 



200 ლარზე ცოტა რო წავამატო 300 კვერცხიანი მომივა smile.gif
ისე 500-800 კვერცხიანები 1000 ლარებში იყიდება ხოლმე მარკეტზე.

Posted by: Nat_asha 22 Feb 2018, 12:37
shuma89
ხოდა შეიძინე და ადგილობრივებისგან შეკვეთებიც მიიღე და გამოაჩეკინე ხოლმე. 500 კვერცხაიანი თუ გექნება შეაგროვებ სავარაუდოდ მიმდებარედ კლიენტურას რომ არ იზარალო

Posted by: hari_poteri 22 Feb 2018, 13:08
ერთი მამალი რამდენ მდედრს "აუდის"?

Posted by: shuma89 22 Feb 2018, 21:55
Nat_asha
მჭირდება ნამდვილად.
ერთი ცალი 500-800 იანი და ერთივ საჩეკი 250-300 იანი.

hari_poteri


იხვი 10-ს მაგრამ 8-ზე ვითვლი მე მაინც.

Posted by: Fermeri.23 25 Feb 2018, 00:28
გამარჯობათ, რამოდენიმე კითხვა მაქვს.
1) აუცილებელია რომ მდინარე ან ტბა ან ხელოვნურიად გაკეთეული ბასეინი მკონდეს რომ მოვაშენო ეს ჯიში თუ არ არის აუცილებელი წყალი ?
2) კვერცხი იჭმევა ?
3) არიან თუ არა ხმაურიანები ? ანუ მეზობლეი შეწუხდებიან ამათი ყიყინით ?

Posted by: vixn 25 Feb 2018, 09:20
Fermeri.23
წყალი აუცილებელია, თან ბევრი, რა ფორმით იქნება, ტექნიკის საქმეა,
ძალიან გემრიელი და სასარგებლო კვერცხი აქვს.
ყიყინი არ მოგაკლდება , ისევე როგორც სკლინტი ( კარგი სასუქია.

Posted by: Fermeri.23 25 Feb 2018, 11:32
vixn
ვახხ, არადა როგორ მინდოდა ამათი მოშენება მაგრამ წყალი არ მაქვს, ადგილიც აგარ მრჩება რომ ბასეინი ამოვთხარო, მადლობა პასუხისთვის

Posted by: shuma89 25 Feb 2018, 11:41
გალიაში თუ გაზრდი წყალი ეკონომიურად შეიძლება იხმარო.
დაძებნე ნეტში რუსულად იმათ ჰყავთ ეგრე.

Posted by: Fermeri.23 25 Feb 2018, 11:44
კანაოში წყალი მოდის, ეხლა მაყვალი და მალინა უნდა გავაშენო და ბასეინიც უნდა ამოვიღო მე უბრალოდ იმის პროგლემა მაკვს რომ წყალში ვერ გავუშვებ თორემ დასალევი წყალი მაგათთვის კი ორხრად მექნება

Posted by: shuma89 25 Feb 2018, 22:48
Fermeri.23
QUOTE
კანაოში წყალი მოდის,

გააჩნია რა წყალზეა საუბარი თუ მხოლოდ წვიმის დროს მოდის მაშინ მაგის იმედს ვერ იქოენიებ ან თუ საყოფაცხოვრებო წყალია, ნარეცხი და ასე შემდეგ მაშინ არ გამოდგება.
მე სიმართლე გითხრა 12 იხვი ამ ზაფხულს ისე გამოვატარე რომ 20 ლიტრიანი ტაშტი მქონდა მიწაში ჩაფლული და იმაში ვუსხამდი წყალს, მეტი არ მქონდა ეზოში და ვერაფერი მოვუხერხე, ასე რომმ ცოტას კი გააძლებინებ, დღეში 4-ჯერ მაინც ვუცვლიდი წყალს ოღOნდ.
ახლა ფერმის ეზოშI თუ გადავაბარგე ყველაფერი ფრინველ-ცხოველი მაშინ სხვანაირად წავა საქმე იქ ყველაფერი ბლომად ექნებათ.






ხო მართლა სამშაბათს ველოდები იხვებს პატარებს 20 კვერცხი მქონდა მიტანილი და ვნახოთ რა გამოვა, იმედია წინა შემთხვევასავით არ მოიქცევიან დაქნეულები.

Posted by: Fermeri.23 26 Feb 2018, 00:57
shuma89
არა სარწყავ წტალზე მაქვს საუბარი, შენი აზრით 100 ცალს რამდენ ლიტრიანი აუზი დასჭირდებათ რომ ამოვთხარო და გავუკეთო ?
* * *
ხო და კიდევ, ვერ გავიგე ჩემს კითხვაზე პასუხი, მეზობლებს შემიწუხებენ ყიყინით ??

Posted by: shuma89 26 Feb 2018, 10:48
Fermeri.23
QUOTE
ხო და კიდევ, ვერ გავიგე ჩემს კითხვაზე პასუხი, მეზობლებს შემიწუხებენ ყიყინით ??

რათქმაუნდა.
მე ეზოში მყავს ახლა 8 ცალი აქამდე 12 იყო.
ყიყინებენ მხოლოდ მდედრები, მაგრამ ერთია, თუ შიათ ან წყალი აკლიათ ან რაიმემ შეაშინათ ძაღლი ან რავიცი რამ მაშინ ატეხენ ყიყინს ძირითადად.
ისე რო იყოს აი უმიზეზოდ ყიყინებდნენ ნაკლებად რაა . . .
დილით თუ დამაგვიანდა კარის გაღება და გამოშვება საჭმელი და წყალი აი მაშინ გადადგამენ ხოლმე მთელს უბანს biggrin.gif
ოღონდ იმასაც დავამატებ რომ არავის საყვედური არ უთქვამს, არ ვიცი ალბათ არ აწუხებთ.
ესო მაქვს 1000 კვ--იანი ხან ერთ ბოლოში არიან ხან მეორეში და ალბათ მაგიტო არ აწუხებთ.
100 ცალი თუ გინდა მაგას მეტი ფართობი უნდა ან გალიებში უნდა გაზარდო და ყველანაირი საკვები ადგილზე მიუტანო სრულფასოვანი აუცილებლად.

100 ცალზე რო თქვა ერთად არ ჩახტებიან, ჩემები რო ხედავენ პატარაა წყლის საშუალება რიგში დგებიან მოკვდები სიცილით როგორ იცავენ რიგს, ბანკში არ არის ეგეთი დახვეწილი რიგი მაგათმა რო იციან. ჩემთან წყალი ისე აქვთ, რომ ერთის მეტი ვერ ეტევა.

თუ მუდმივად გამდინარე წყალი გექნება ყველაზე მარტივი იქნება ძველებური ემალირებული აბაზანები როა თუ იცი მაგ რო დაითრიო ორი ცალი, ოღონდ გადაჭერი რომ სიღრმე 40 სმ დატოვო ან 50 ძალიან ღრმად ამოტხრა არ მოუწევს მიწას. ჩააფლე მიწაში ორი ცალის ძირი და ეგაა.
ადვილი ამოსარეცხია თან.
გამდინარე წყალი თუ გაქვს ესეთი ვარიანტი კარგი იქნება 10-10 ცალი მაინც ჩავა ერთად, 2-3 წუთის მეტი არ ჩერდებიან წყალში.


ნუ ახლა ჩემტან ასეა დააა . . . .
მაქვს უზარმაზარი ეზო სოფელში 28 000 კვადრატულზე ვსაუბრობ, იქით თუ წავიყვანე მერე სხვა პირობებში მოვლას დავამუღამებ და გაგიზიარებ გამოცდილებას.
ისე სად ცხოვრობ რომელ რაიონში?
იმედია შუა თბილისშI არ აპირებ მოშენებას.

Posted by: Fermeri.23 26 Feb 2018, 11:27
shuma89
არა სოფელში მინდოდა მოშენება მაგრამ გადავიფიქრე biggrin.gif თუ ძაღლების ეშინიათ მაშინ არ გამომივა ეს საქმე რადგან 2 ჰასკი მყავს და ალბათ სულ შეშინეულები იქნებიან biggrin.gif

Posted by: shuma89 27 Feb 2018, 11:08
მოკლედ დღეს 27-ია და დილის 9-ის ნახევარზე უკვე მოვასწარი კიდევ ერთხელ დედის . . . ები მეგინებინა ინკუბატორში.
20 ცალი კვერცხიდან 5 ცალი დამახვედრეს, მოვიკითხე სად არის დანარჩენი გამოუჩეკავი კვერცხითქო და მხოლოდ 5 თუ 6 ცალი მაჩვენეს მეტი არა. ანუ 9 ცალი საერთოდ გააქრეს არც კვერცხი იყო და არც იხვი..
გაყიდეს ალბათ.
ბევრი ვიყვირე ვაძებნინე დროზე ან კვერცი იპოვეთ ან იხვითქო და ვერაფერი მიპასუხეს ნერვები მოვიშალე ტყუილად და წამოვედი.
რა გავაკეთო აღარ ვიცი უკვე.
სხვა ინკუბატორებმა გამომიცხადეს, რომ 20 ცალზე ნაკლებს არ დავიტოვებთო.
რა ჯანდაბა გავაკეთო არ ვიცი, თან ამ იხვებმა არ ვიცი რატომ, მაგრამ კვერცხის დება შეწყვიტეს 1 კვირაა და ინკუბატორები კიდევ სასწაული ფასები ღირს :@

Posted by: shuma89 27 Feb 2018, 11:25
ხო ახლა ვნახე სრულფასოვანი კვების რაციონი და რაღაცეები ვერ გავიგე, პრემიქსი 1%-იო და ვერ ვხვდები პრემიქსი საერთოდ რისთვის უნდა ისედაც ხომ ყველა კომპონენტია, რა ნივთიერებაა იმ პრემიქსში ისეთი რომ 1% აუცილებლად სჭირდება ან თუნდაც რისგან მზადდება ეგ მაინც რო გავიგო, ისე მზესუმზირის შროტი რა არის ხო არ იცით?
* * *
უი მზესუმზირის შროტი იგივე კოპტონიაო, მაგრამ კოპტონი უნდა დავფქვა ალბათ და ისე, აბა პატარები ვერ შეჭამენ ისე.
ძვლის ფქვილი როგორ გავაკეთო ერთი ეგ უნდა დავქექო ინეტში.

Posted by: Nat_asha 27 Feb 2018, 12:34
shuma89
კი მზესუმზირის შროტი კოპტონია. ბებიაჩემი წყალში ალბობდა ხოლმე და ისე გაუშლიდა დაფაზე. 10-მდე იხვი ყავდა და მაგიტომ. biggrin.gif ბევრ იხვზე დაფქვა იქნება საჭირო.
ძვლის ფქვილი როგორც ვიცი ასე სახლში დამზადება მაგისი არ გამოვა. თევზის ფქვილი და სისხლის ფქვილი, ეგენი ცოტა ისეთი თემაა რომ სახლის პირობებში მაგისი დამზადება არ ხდება. ისე სასაკლაოდან მოაქვთ ხოლმე სისხლი და ურევენ საჭმელში ეგ ვიცი. მაგრამ იმ სისხლს ვერ შეინახავ , თან რომ გაურევ ის საჭმელი მაშინვე უნდა აჭამო. ანუ წინასწარ ვერ დაამზადებ დიდი რაოდენობის საკვებს.
პრემიქსში მე როგორც ვიცი არის ვიტამინები ზუსტად შეზავებული. ანუ ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდებათ და რადგანაც კონკრეტული ფერმერი ვერ განსაზღრავს 0.001 გრამ ვიტამინს , ამიტომ შეიქმნა ეგ პრემიქსი და მასში არის შეზავებული ყველა ვიტამინი რაც სჭირდება, რომელი ცუნდა დაუმატო საკვებს, მარგამ სხვა ვარიანტებიც არის. ბიო მეურნეობაში მაგ დანამატებს არ იყენებენ. ევროპული ფერმების ვიდეობი მინახავს , სადაც ბუნებრივ კვებაზე ყავთ სრულიად. ერთ ფერმაში ქონდათ დიდი ბასეინის პონტში გაკეთებული პლასტმასის ცისტერნა და მასში მოყავდათ წყალმცენარეები, რომლებიც თურმე ზალიან სწრაფად იზრდებიან და შეიცავენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვიტამინებს. აგრეთვე აცრების ნაცვლად კონკრეტულ მცენარეებს აჭმევდნენ , რომლებსაც ანტიბიოტიკის ეფექტი ახასიათებთ. ამ წყალმცენარეებით კვებავდნენ იხვებს, ქათმებს. მარცვლეულსაც აძლევდნენ რათქმაუნდა.

Posted by: vixn 27 Feb 2018, 12:36
shuma89
ყველაფერს იშოვი სამგორში, წისქვილზე. პრემიქსი და დანამატი იქვე- ფერმერთა სახლში, როგორ დაამზადო ისინი აგიხსნიან, მაგათი პროფესიაა.

Posted by: Nat_asha 27 Feb 2018, 17:10
shuma89
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11539007/

აი დაფნები რომ გინდოდა 2 წლიანი ნერგებიო 0,60 თეთრი

Posted by: shuma89 1 Mar 2018, 13:00
Nat_asha
მადლობა ინფოსთვის.

ინკუბატორისთვის გამოვიწერე აპარატურა, არც ისე იაფიანები, მეტი სანდოობისთვის რო არ გააფუჭოს რამე.
ცალკე რეგულატორი ტემპერატურისთვის და ტენიანობისთვის რომელსაც აქვს ორივეს სენსორი და ტემპერატურის მიხედვით ჩართავს ან გამორთავს გამათბობელს, ცალკე ეს გამათბობელი 12 ვოლტიანები რამდენიმე ცალი.
ასევე გამოვწერე მისტ მეიკერი ქართუკლად არ ვიცი როგორ ვთარგმნო 24 ვოლტიანია ოღონდ, ფუქნცია არის რომ ტენიანობა აწიოს.
ასევე გამოვწერე კიდევ ერთი ტემპერატურის კონტროლერი უბრალოდ რო ტემპერატურა დაიკაოს და ეგაა სულ.

დღეს კიდევ ჩემდა გასაკვირად ერთი კარგი ინკუბატორი სადაც დამტანხმდნენ ნებისმიერ რაოდენობის გამოჩეკვაზე, სხვები 20-30 ცალზე ნაკლებს ვერ დავიტოვებთო.

Posted by: Nat_asha 2 Mar 2018, 09:44
shuma89
ინკუბატორს თუ ააწყობ კვერცხები ავტომატურად რო გადაატრიალებს ისეთი ააწყე

Posted by: shuma89 2 Mar 2018, 12:43
Nat_asha
ავტომატურ გადაბრუნებას უბრალო საათის მექანიზმით გავუკეთებ, ყოველ 8 საათში რო გადააბრუნოს მაგალითად, ან 6-ში. ეგ ტექნიკურადაა უფრო საჩალიჩო.
ყოველ შემთხვევაში ყველაფერს 12 ვოლტზე ვაკეთებ ავტომატური ტენის ამწევის გარდა, ეგ 24-ზეა.
მაგისთვის სათადარიგო 24 ვოლტს ძალიან პატარა აკუც მოერევა, იმირომტომ 3-5 ვატი უნდა სულ biggrin.gif

Posted by: vixn 2 Mar 2018, 23:34
shuma89
საიდან გამოიწერე ტემპერატურის და სინესტის საზომი მარეგულირებელი. დადე ინფო, ფუტკრის საქმეში მჭირდება, ვეცდები ავაწყო ძველ მაცივარში.

Posted by: shuma89 3 Mar 2018, 00:38
https://m.ebay.com/itm/AC-DC-12V-Digital-Intelligent-Temperature-Humidity-Control-Controller-Module/282380249919?_mwBanner=1


თუნდაც ეს.
ტენიანობას პროცენტებში წერს და ტემპერატურას ცელსიუსში ან კელვინში.

Posted by: vixn 3 Mar 2018, 12:20
shuma89
რომელიც აფიქსირებს საჭირო ტემპერატურასა და გამათბობელს თიშავს როცა საჭიროა, დადე მისამართით და რა ქვია ჩვენებურად? რაც ჭირდება ელექტრონიკა შენ ინკუბატორს, თუ არ გეზარება დაწერე,

Posted by: shuma89 4 Mar 2018, 13:30
vixn
ეს არის მმხოლოდ ტემპერატურის კონტროლერი.
ეტყვი ტემპერატურას და იმდენზე რო ავა გათიშავს გამათბობელს ან რასაც მიუერთებ.
შეგიძლია პირიქით ამუშაო. მაგალითად რო ავა მითითებულზე მაგ დროს რამე ჩართოს, მაგალითად ვენტილატორი.
მოკლედ ორივე ვარიანტში მუშაობს, გინდა გათბობაზე გინდა გაგრილებაზე.

მარტო ტემპერატურას აფიქსირებს ეს და იცავს მითითებულ ფარგლებში 0.1 გრადუსის სიზუსტეს აფიქსირებს.

საქართველოშიც იყიდება 10-15 ლარებში იგივე რაღაც.


არის კიდევ მეორე ვარიანტი რომელიც აფიქსირებს ტენიანობასაც და ტემპერატურასაც.
ორი ეკრანი აქვს უბრალოდ და ტენიანობას ცალკე აფიქსირებინებ ტემპერატურას ცალკე. ორი რელე აქვს და ორი ეკრანი.

ესეთია
https://www.ebay.com/itm/AC-DC-12V-Digital-Intelligent-Temperature-Humidity-Control-Controller-Module/282380249919?_mwBanner=1


Posted by: ibo 5 Mar 2018, 19:09
shuma89
როგორაა მართლა შენი პატარა შვიდთვიანი იხვი? smile.gif ცოტა ხნის წინ წავიკითხე რომ წერდი სუსტადაა გამოჩეკვის მერეო და გულში ჩამყვა biggrin.gif

Posted by: shuma89 5 Mar 2018, 22:48
სამი იყი და ორი კარგები, ერთი მომაკვდავი იყო მეორე დღეს დაიღუპა.
ის ორი კია ჯანმრთელად, მაგრამ ცუდები არიან, 270 გრამია 15 დღის, შარშან 21 დღის იხვი 950 იყო, ნორმა 1 კილოგრამია 21 დღეზე.
ახლა ამ დარჩენილ შვიდთვიანებს ჩამორჩენა აქვთ ასკარად, 15 დღის 270 გრამი ძალჯან ცოტაა, 21 დღის მაქსიმუმ 550 გახდეს, აშკარა ჩამორჩენაა.
კვება იგივე აქვს.

Posted by: Nat_asha 6 Mar 2018, 17:27
shuma89
რამე დანამატები რომ მისცე რო ჯანზე მოვიდნენ? ვიტამინები და რამე

Posted by: shuma89 7 Mar 2018, 00:18
Nat_asha

მომდევნო კვირამდე სამწუხაროდ ვერ მოვიცლი მაგათთვის, ჩემმა პატარა ძმამ შეითავსა ეგ საქმე დროებით. მამის ოპერაციის გამო თბილისშI ვარ.
ისე კი ვიფიქრე, ვიტამინს მივცემ აუცილებლად.

Posted by: ibo 7 Mar 2018, 12:56
shuma89
QUOTE
ერთი მომაკვდავი იყო მეორე დღეს დაიღუპა.

sad.gif

Posted by: otana 12 Mar 2018, 18:33
პეკინური იხვის კვერცხები მაქვს თუ ვინმე დაინტერესდება 1.30

Posted by: shuma89 13 Mar 2018, 14:26
მოკლედ გამაგიჟეს ამ ინკუბატორში.
13 დან 1 ცალი გამომატანეს.
ვერც ვხვდები რა პრობლემაა.
დაახლოებით ამ კვერცხების მიტანის დროისთვის ორი მამალი მყავდა და ერთI მოვაკელი. 8 ცალი დედალი და ორი მამალი იყო.
ერთი დედალი და ერთი მამალი მოვაკელი.
გამოვიდა 7 დედალი 1 მამალი.
10-ცალზე ჰყავთ ხოლმე ასე როგორც წესი.
otana
რა ჯიშისაა ეგ იხვი და სადაა ტერიტორიულად?

Posted by: Nat_asha 13 Mar 2018, 15:05
shuma89
მოკლედ მაგათ შეიძლება ეთიშებათ ინკუბატორი ან რამე ეგეთი, შეიძლება ინკუბატორი არ უვარგათ, ან კიდევ მაგარი მკიდია ხალხია biggrin.gif

Posted by: otana 13 Mar 2018, 21:08
პეკინური იხვისაა კვერცხები , დმანისშვი გვყავს თბილისშიც შემიძლია , სად ხართ თქვენ

Posted by: shuma89 14 Mar 2018, 00:58
Nat_asha
ტენიანობას ვერ იჭერენ მგონი, წელს ქათამზეც ეგრეა.
სხვასთანაც ვნახე ვარიანტი და 7 ცალი მივიტანე იქ.
ვნახოთ რა გამოვა.

თან საკუთარიც მექნება მალე.
otana
წელს როგორი კვერცხდება გქონდათ?
რით კვებავთ სადედე გუნდს?
სახლის პირობებში გაქვთ თუ ფერმაა? იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება.

ისე ას ცალზე კი ვფიქრობდი, მაგრამ სამწუხაროდ მამაჩემს გულის ოპერაცია დასჭირდა ათამდე დაჯდა და გავიჭედეთ, თან იმავე კვირაში მეუღლე მოყვა ავარიაში ქუთაისიდან მარშუტკით მგზავრობისას სერიოზულად დაშავდა და სოფლის მეურნეობა კი არა ჯანმრთელობა ძლივს შევინარჩუნეთ.
ასე რომ ჯერჯერობით კვერცხის მყიდველად ვერ მოგევლინებით, მაგრამ გამოცდილებას თუ გაგვიზიარებთ მადლობელი ვიქნებით ყველა დაინტერესებული იუზერი.

Posted by: shuma89 11 Apr 2018, 23:13
მოკლედ, კიდევ ერთი კრახი ინკუბატორების, სხვადასხვა ინკუბატორში მქონდა 7-7 ცალი კვერცხი საცდელად, ასევე ვესაუბრე ერთერთ მოზრდილ იხვების ფერმას, იქაც იგივე სიტუაციაა, მაგრამ ტენიანობა მე როცა მივედი იყო 51 პროცენტი, მიუხედავად იმისა, რომ 60-ზე ეყენათ, ვერ აწია რაღაც პრობლემების გამო ალბათ, არადა თავიდან უნდა 60-65 პროცენტი, მერ ე70 და ჩეკვისას 90 პროცენტი.
ახლა რაც შეეხება ორ სხვადასხვა ინკუბატორშI განაწილებულ კვერცხს, ყველაშI იყო ჩანასახი, თითქმის დასრულებული იხვი, მაგრამ ვერ გატეხეს ნაჭუჭი, როგორც გავერკვიე ინტერნეტში ტენიანობის მაღლა აწევა საჭიროა, რომდარბილდეს ნაჭუჭი და ადვილად გატეხოსო, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დაბალი ტენიანობის გამო მოხდა ეს ამბები.
მალე ჩამომივა ჩემი აპარატურა ტენიანობისთვის ცალკე აპარატი, რომელიც ინფრაბგერებით წევს ტენს მაღლა ანუ წყლის ცივად აორთქლებას ახდენს დაბალი ენერგომოხმარებით.

ასევე კონტროლერი ტემპერატურა, ტენიანობა გადაბრუნება სიგნალიზაცია დარღვევისას და ასე შემდეგ.
ყველაზე მეტად მაინტერესებს რა ტემპერატურული რეჟიმი უნდა დავიცვა, ინტერნეტში სხვადასხვა ვარიანტებს ვნახულობ, ზოგგან 38 უნდაო სულო, ზოგგან სხვანაირად წერია, იქნებ ვინმე კომპეტენტური მოვძებნო რომ ამ საქმეში კარგად ერკვეოდეს და გამოცდილი ჰქონდეს.

ტენიანობას სხვა ხერხით ავაწევინებ, და დამატებით დამხმარე აგრეგატად მექნება ცალკე წყალშI ჩადებული ტენი, რომელსაც ჩართავ და ცალკე კიდევ მისტ მეიქერი, ეს იქნება სასწრაფო დახმარებასავით smile.gif

მთავარია ის გავიგო ზუსტად რამდენ გრადუსი რამდენი დღე უნდა პატივცემულ იხვის კვერცხ იდეალური პირობებისთვის.

Posted by: shuma89 12 May 2018, 21:34
ჩამომივიდა ინკუბატორის აპარატურა და შევუდექი შესწავლას, ფუნქციებში მთლიანად გავერკვიე, ახლა ძველებურ მაცუვარში საჭირო თაროები უნდა მოვაწყო კვერცხის გადაბრუნების მექანიზმით, ვცდილობ ძრავები და ვენტილატორები გამოვიყენო 12 ან 24 ვოლტზე, ასევე გამათბობელზეც იმავე ძაბვას ვფიქრობ თუ გამომიციდა, დენის წასვლისას 1 ან 2 აკუმულატორით 4 საათამდე მაინც რი გავქაჩო.
ე.წ დვიჟოკიც მაქვს 2.5 კილოვატიანი, ყოველი შემთხვევოსთვის რო ამოვქოქო.


ტექნიკურ სამუშაოებს ფოტოებით დავდებ.
რაც მთავარია ტენიანობის ამწევად მაქვს მისტმეიკერი და ასევე წყალში ჩადებულ ტენს ვგეგმავ რო მქონდეს ყოველი შემთხვევისთვის.

გათბობელი ტენებიც მოსაფოქრებელი მაქვს ჯერჯერობით.

Posted by: vixn 12 May 2018, 22:30
shuma89
რა მოცულობის მაცივარს გეგმავ, ფუტკრის დედოფლის დასამწიფებლად ( გამოსაჩეკად ) ძველებურ მაცივრებს იყენებენ, ერთ განყოფილებიანს. თუმცა იქ გადაბრუნების ფუნქცია არ ჭირდება.

Posted by: shuma89 14 May 2018, 12:18
vixn
ძველებურს რაც შეიძლებ დიდს.

ლატოკების კარკასებისათვის მასალას ვარჩევ ახლა.

Posted by: Nat_asha 14 May 2018, 13:48
shuma89
წარმატებები. შენი ინკუბატორი რომ გექნება ბევრ პრობლემას აარიდებ თავს და კარგია, წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად

Posted by: shuma89 14 May 2018, 23:17
სწავლა უნდა თან ამ ინკუბატორის მუშაობის პროცესს.

კიდევ ის მაჩქარებს, რომ ინკუბატორები ამ კვირის მერე აღარ იღებენ კვერცხს, სეზონი მთავრდებაო და ჩემი კვატები კი ახლა გაგიჟდნენ. 2 კვირაში უნდა ჩავეტიო.

Posted by: Nat_asha 15 May 2018, 10:01
shuma89
ისე რატო მთავრდება სეზონი? აუ ჩემმა ქათამმა მოიკრუხა და კვერცხს აღარ მიდებს biggrin.gif ზის სულელივით საბუდარში. ავაგდებ და ისევ დაჯდება. არადა მამალი არ მყავდა და სულ უპეპლი კვერცხები მაქვს biggrin.gif რამდენხანში გამოიკრუხებს ნეტა? ან როგორ გამოვაკრუხო? რაღაცა მახსოვს თითქოს ბებიაჩმეი წყალში სვავდა გამოსაკრუხებლად და თქვენ ხომ არ გაგიგიათ რამე მსგავსი? biggrin.gif ტყუილად რო არ ვაჭყუმპალავო ჩემი ქათამი biggrin.gif

Posted by: shuma89 15 May 2018, 15:34
კი ეგრეა, რაც ხშირად დაასველებ და დაუგდებ ტემპერატურას მით უფრო გადაკრუხდება, მე მგონი მეოთხედი პარაცეტამოლიც არ იქნებოდა ურიგო, ერთხელ ვცადე ჩუმად, მაგრამ მერე სოფელში აღარ ვიყავი და არ ვიცი როგორ იმოქმედა, აი წყალში ბანაობა კი ვიცი ბებია სულ ეგრე უშვრებოდა ქათმებს

ორი არის კრუხად ჩემები და ხვალიდან დედაჩემმა აბაზანები გამოუწერა smile.gif

Posted by: Nat_asha 15 May 2018, 15:50
shuma89
კარგი აბა ჩემს შვილს საქმე გამოუჩნდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shuma89 22 May 2018, 21:47
20-ში დავსვი კრუხი იხვის კვერცხზე.
13 ცალი იხვის კვერცხი გავიმეტე სატესტოდ smile.gif

ვნახოთ რა გამოვა.
დავწერ მერე შედეგს.


მანამდე კი საკუთარი ინკუბეტორის კონსტრუქციას ვამთავრებ ნელნელა.
ამის ფოტოებსაც დავდებ ცოტა მერე.


მანამდე ვინმემ კარგი საიტი მიტხარით სად ავტვირთო, რადიკალ რუზე ატვირთულებს ვერ ვედებ რაღაეები შეცვალეს იმათმა და ვეღარ ვამუღამებ sad.gif

Posted by: Nat_asha 23 May 2018, 09:54
shuma89
ზომაში დააპატარავე 2 მეგაბაიტამდე და პირდაპირ ატვირთე. რადიკალს საერთოდ არ ვიყენებ არასდროს

Posted by: shuma89 23 May 2018, 17:17
პირდაპირ ერთის მეტი არ იტვირთება მგონი. თუ ვცდები?

Posted by: Nat_asha 23 May 2018, 17:26
shuma89
აუ არ ვიცი მგონი 2 . მე ყოველთვის პირდაპირ ვტვირთავ და არასდროს არ უთქვამს უარი და შესაბამისად არ ვიცი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: masuris 27 May 2018, 18:19
shuma89
სულ წავიკითხე თემა, მომწონს შენი შემართება რომ არ შეეშვი მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობებისა, ინკუბატორის აწყობაში თუ რამე ტექიკური პრობლემებია დაწერე, სურათების აქ ატვირთვა შეიძლება შეზღუდვა არაა მგონი
კრუხმა გამოჩიკა?

Posted by: shuma89 27 May 2018, 19:34
კრუხი 17 ში იქნება.
მანამდე 4 ში 19 კვერცხის შედეგს ველოდები და მერე 12 ში 14 ცალიდან რაც გამოვა.
ინკუბატორებმა აღარ ვიღებთო და კრუხი მეორეც გამიჩნდა, იმასაც დავსვამ 12-14 კვერცხზე. ალბათ 4-5 დღეში.

ინკუბატორისთვის გადაბრუნების მექანიზმი მაგარი რამ ვიშოვე.
ე კლასის მერსედესის რულის რეგულირების მექანიზმის ძრავი მთელი სიყვარულობებით, ძლიერია საკმაოდ, ნელია თან, იდეალური სიჩქარე აქვს ჩემი აზრით. პრაქტიკაში ვნახავ რამდენიმე დღეში.

მაცივრის კორპუსი საშოვნელი გამიხდა.
გამომპალი ჰქონდა ძირი და ქვედა პეტლი ისეა რო ვერ ინდობა, ვერც იხურწბა კარგად. ამიტო სხვა უნდა ვიშოვო.


* * *
სამწუხაროდ შემოსავლის წყაროდ, ბიზნესად იხვის მოშენება საკმაოდ რთული საქმე იქნება.

კვერცდება თითქმის შეწყვიტეს, გამოსავლიანობა ამ ინკუბატორებიდან გამომდინარე ცუდია ალბათ 30 პროცენტი მაქსიმუმ.

არადა უკვე 6 კვერცხმდებელი ასაკის მყავს, 6 კიდევ შემოდგომისკენ დაიწყებს. 15 პატარა მყავს და 46 კვერცხის შედეგს ველოდები 17 ივნისამდე იქნება. ამათგან 20 ველოდები მეტს არა, ისე ცუდი ჩეკვაა წელს.

ფასი კიდევ 12-15 ლარებში მექყეობს. როცა 6-7 ლარი ჯდება, მაგრამ სადედე გუნდის შენახვა ინკუბატორის და ფიზიკურად მოვლის ხარჯებს არ ვთვლი ამაში. მცირე რაოდენობაზე აზრი არ აქვს. 100 ცალიანი სადედე გუნდი თუ არ იქნა აზრი ეკარგება.
მერე ამდენს კიდევ ფერმაში გადაყვანა დასჭირდება და იქ მოვლა უნდა. 30 კილომეტრია ჩემიდან და მინიმუმ მანქანით ჩასვლა 10 ლარზე ამიდის ფაქტიურად. 3 ჯერ მაინც უნდა ჩავიდე კვირაში. 100 ლარი მანდ მიდის მარტო, მომვლელს 300 უნდა დაახლოებით, სხვა ხარჯებიც ერთი 100 ლარი.

ფაქტიურად 500 ლარიანი ხარჯი მთელი წელი უნდა მქონდეს რო მერე გასაყიდ ასაკამდე მივიყვანო და გავყიდო რამე.

კვების ხარჯები სხვა არის კიდევ.

მოკლედ ამ საქმის ბიზნესად ქცევა ძალიან გამიჭირდება.

კვერცხმადებარი ქათმის ყიდვა ვიფიქრე, მაგრამ ვაჭრები 20 თეთრს იხდიან მაქსიმუმ უფრო 17-ს.
თავად 32-35 ყიდიან. 17-20 თეთრი ისედაც ჯდება კვერცხი და ცოტა მეტიც.



Posted by: Nat_asha 28 May 2018, 09:38
shuma89
გეთანხმები იხვებზე, რომ თუ რაოდენობა არ გყავს აზრი არ ააქვს, 10 ცალით ბიზნესს ვერ გამართავ. 100 ცალზეც შენ სიტუაციაშია ცუდია, აი შენს ეზოში რომ გქონდეს ეგ ფართი მაშინ კი კარგი იქნებოდა. შენვე მოუვლიდი და ა.შ.
როცა დაქიარავებას აპირებ მაგ შემთხვევაში 1000 ცალი მაინც უნდა გყავდეს, მაგრამ ეგეც გაითვალისწინე რომ ეგეთ რამეს სხვას თუ ანდობ, ის კვერცხსაც მოგპარავს და საჭმელსაც. აუცილებლად უნდა იყო ადგილზე და პირადად მიაქციო ყურადღება.
ქათამს რაც შეეხება, მანდ გადამყიდველებს თუ მისცემ ვერაფერი მოგება ვერ დაგრჩება მართლაც, უნდა პირდაპირ მყიდველები გყავდეს. ან მაღაზიაში უნდა ჩააბარო 80% შენი გასაყიდი ფასიდან. თბილისში მაგალითად სოფლის კვერცხი 55 თეთრი ღირს დიდ სუპერმარკეტებში და ბაზარში 45-50 თეთრი.
ქათამი უფრო დამატებითი შემოსავლის პონტში თუ გეყოლება ალბათ, ან კიდევ ძალიან დიდი ფერმა უნდა გააკეთო რომ მოგება ნახო. ეხლა სხვათაშორის ერთი პრასვეტი გაჩნდება ქართული ქათმის ბაზარზე. ბიუ-ბიუ რომ არის, მაგათ აზერბაიჯანლებთან დადეს კონტრაქტი და დიდი რაოდენობით ხორცი უნდა გავიდეს. ამიტომ საქართველოში ნაკლებს გაყიდიან, მაღაზიებიც უნდა შეამცირონ და ფიზიკურად ვეღარ გაყიდიან ადრინდელ რაოდენობას, კონტრაქტი უნდა ააკმაყოფილონ პირველ რიგში. ამიტომ ხორცის ბაზარი ქათმის ხორცში ცოტა გამოთავისუფლდება სავარაუდოდ

Posted by: zaziki 8 Mar 2020, 14:38
shuma89

კიდევ გყავს იხვები? როგორ მიდის საქმე..

Posted by: levani169 8 Mar 2020, 15:48
Nat_asha
"გამოჩნდი ო მშვენიერო,გამოჩნდი"
სა დეიკარგა აი ბაღანა?

Posted by: ninicool 8 Mar 2020, 16:35
პეკინური იხვი რეცეპტი მეგონა მეე

ბოდიში რუსულისთვინ


Posted by: shuma89 8 Mar 2020, 18:26
ეეჰ, სადღაა იხვები, ვეღარ გამრავლდნენ და ფაქტიურად იძულებით შევეშვი საქმეს, არცერთი არ დამღუპვია საერთოდ, კვერცხს დებდნენ და ვერ იჩეკებოდა. მიზეზებიც გავიგე ბოლოს, მაგრამ გული ამივარდა და აღარ მივაწექი.

Posted by: zzz77 9 Mar 2020, 17:32
shuma89
shuma89
გაყიდვის პრობლემა არ იყო???

Posted by: გიმე 9 Mar 2020, 18:00
shuma89
QUOTE
კვერცხს დებდნენ და ვერ იჩეკებოდა. მიზეზებიც გავიგე ბოლოს


რა იყო მიზეზი>?


Posted by: shuma89 9 Mar 2020, 19:10
zzz77
ცოცხლად მიწევდა გაყიდვა, ასე რომ გაყიდვაც პრობლემა იყო.
გიმე
მიზეზი კი ის, იყო, რომ მამალი უნდა შემეცვალა, სხვა სისხლის სხვა.ოჯახის უნდა მომეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავი იჩინა ერთი სისხლის შეჯვარებამ და ჯანმრთელობის პრობლემებით იჩეკებოდნენ, მახინჯები, უძლურები, უმეტესობა ვერც იჩეკებოდა და კვერცხშივე.იღუპებოდა.
ლეგჰორნის ჯიშის ქათამს ვეძებ ახლა და ჯერჯერობით ვერ ვიშოვე, იქ აღარ დავუშვებ მსგავს შეცდომას, მეორე წელსვე უკვე ახალი ოჯახის მამლებს დავიხმარ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)