ოოო, რა კარგ დროს მოვსულვააარ
პირველ გვერდზე იქნება ჩემი ვრცელი მონოლოგი ჰერაზე
დავიწყებ ეხლა და თუ დუდუმ არ შემიშალა ხელი, ასე 20 წუთში იქნება რეჩი
* * *
მოკლედ, ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. ინტერიერ ექსტერიერი
2. ექიმები და პერსონალი
3. მომსახურება
თვითონ სამშობიარო ვარსკვლავებით რომ შეაფასო, 5დან 3 მისცემ ალბათ,
ნორმალური პალატებია, ძველი საშინელი საავადმყოფოების ვიდზე არ არის, არც წამლების სუნი დგას, სამშობიარო ბლოკი იზოლირებულია და თუ ვინმე თავზე არ იმხობს, გარეთ არ ისმის ხმა.
ტექნიკური ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის.
მე იქ ყოფნის 2 დღეში 3 პალატა გამოვიცვალე
რომ ვიმშობიარე, ადგილები არ იყო პალატებში და ისევ წინასამშობიარო ბლოკში დამაბრუნეს, ნახევარი დღე იქ ვიყავი და მერე გადამიყვანეს 3 ადგილიან პალატაში,
სადაც დუშს არ ქონდა თავი. ვუთხარი ერთ გოგოს, რომელიც რაღაცის უფრო იყოს, სავარაუდოდ ბრიგადის და ძაან აქტიური იყო, უიო, შეიცხადა, ვიღაცა გამოუშვა, იმ ვიღაცამ ნახა, რომ ნამდვილად გაფუჭებული იყო და წავიდა.
იმ პალატიდან ისე გადავედი, რომ არ გაუკეთებიათ.
ასევე ვთხოვე ტუალეტის ქაღალდი და არც ის მოიტანეს იმ პალატაში.
მერე სხვაგან გადამიყვანეს, 2 ადგილიანში, გადაყვანის მოტივი უცნობია.
ზოგადად სიბინძურე არ არის,
ტელევიზორები და კონდიციონერები დგას ყველგან, თუმცა კონდიციონერი არ ჩამირთავს, ბავშვის გაცივების შემეშინდა. არც ძალიან ჩახუთულობა არ არის, თუმცა ცენტრალური ვენტილაცია არ შემინიშნავს.
ხო, ვინც უახოლეს მომავალში ჰერაში აპირებთ მშობიარობას, მადლობა მითხარით:
დღეიდან 2 კოღოთი ნაკლებია ჰერაში ჩემი წყალობით
რაც შეეხება ექიმებს:
სოსო ძალიან მშვიდია, აუღელვებელი, მონოტონური და ა.შ.
ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი, თავის საქმეში არაფერი არ შეშლია. უბრალოდ მშობიარობის დროს ჩემთან კონტაქტი ფაქტიურად არ ქონია, 2 წინადადება მითხრა სულ, დანარჩენ დროს საქმეს აკეთებდა.
ნუ ვიღაცა იტყვის, რომ მაგის საქმეც ეგ არის, რომ კარგად გამშობიაროს,
მაგრამ მე მთელი მშობიარობის განმავლობაში ყურადღება მაკლდა, ან შეიძლება გამძაფრებული მქონდა მოთხოვნილება და იმიტომ მგონია, რომ მაკლდა.
არავინ დიდად არ გადამყოლია თან. მონოტონურად აკეთებდნენ თავის საქმეს.
ბავშვი რომ დაიბადა, "აბა, გილოცავო" სოსომ, წინა მშობიარესაც ზუსტად იგივე უთხრა, ზუსტად იგივე ტონით, მადლობის თქმის სურვილი არ გამჩენია :უჟმური ქალი:
კონვეიერის პრინციპით მუშაობენ, მოკლედ, არანაირი ემოცია.
ამ მხრივ მარინა გოგავას აქებენ ძალიან, მე მეორე დილით გავიცანი და საშინლად დამწყდა გული, რომ იმან არ მამშობიარა, გვერდიდან არ შორდება მშობიარეებს და დედასავით უვლის და ეფერება ყველას.
ექთნები და საინტრები არ მომეწონა, ძაან არაორგანიზებულები არიან, დაბოდიალობენ ბატებივით,
რაც მჭირდებოდა, მეთვითონ ვეუბნებოდი და ვახსენებდი ყველას,
ეხოსკოპიაზე, ანალიზებზე, გინეკოლოგიურ შემოწმებაზე მეთვითონ შევაწუხე სუყველა.
ჩხუბი და კაჩაობა არ დამჭირვებია, აკეთებდნენ ყველაფერს, რაც ვუთხარი, უბრალოდ კარგი იქნებოდა, თვითონ ეკითხათ და ეაქტიურათ, იმიტომ რომ ჩემსავით ხოდზე ვერ არის ყველა და ზოგმა არ იცის, რომ უნდა შეამოწმოს ექიმმა, ან უნდა დაუმუშავოს ნაკერები, ან სიცხე გაიზომოს, ან წნევა და ა.შ.
რამე რომ გართულდეს, დადგება ფეხზე სუყველა, უყურადღებოდ არავის არ მიაგდებენ, მაგრამ მანამდე მარტო ხარ რაა..
ერთი გოგო იყო, აის, ძაან აქტიური და მკაცრი:
არანაირად არ ტოვებდა სანდოს და ყურადღებიანის შთაბეჭდილებას, არანაირი დადებითი ემოცია არ გამოუწვევია ჩემში,
რამდენჯერმე მოვიდა და მკითხა, რამე ხო არ გეწყინაო, უკმაყოფილო ხო არ ხარო..
პალატის გამოცვლაზე რომ მითხრეს, ვუთხარი იმ ექთანს, რომ ამოვალაგე უკვე ყველაფერი თქო, თან ვიკითხე, ხო ვრჩები ამ პალატაში, კიდე ხო არ გადავდივარ სადმე თქო და არაო, მითხრეს,
უნდა ჩავბარგდე ეხლა და გადავბარგდე სადღაც და თუ ძაან აუცილებელი არ არის, აქ ვიქნები თქო,
დაუძახა იმ გოგოს და ის არგუმენტირებულად(თუმცა ვერცერთი ვერ გავიგე), მიხსნიდა, რატომ უნდა გადავსულიყავი იქით, თან სულ მეკითხებოდა, უკმაყოფილო ხო არ ხარო.
მეთქი ვინ არი ესა, ან მოგზავნილი ვგონივარ, ან ძაან დაუზუთხია სერვის+ ის წესები...
ისიც ვიფიქრე, ფორუმზე ხო არ შემოდის თქო
მორიგე პედიატრები არ მომეწონა არცერთი, ერთი ქალი განსაკუთრებით, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა და კითხვებს რომ ვსვამდი, ძაან უხეშად მპასუხობდა,
მერეც, პირველად რომ უნდა მიმეცა ძუძუ, ძაან უკმაყოფილო იყო, რომ რატომღაც არ ვიცოდი, როგორ ჩამედო.
გამოსაცვლელად რომ შემყავდა, მალევე მაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ რატომღაც სულ ტიროდა დუდუ გამოცვლისას, სახლში არ ტირის.
გამომწვარი ხო არ აქვს თქო, ვკითხე, რომ მოვდიოდით და უცვლიდა და არაო, სახლში მოვიყვანე და ქონდა.
მომსახურებაზე პრინციპში ვთქვი უკვე,
დავამატებ სამზრეულოზე:
იქ ძალიან კარგი პერსონალია, სულ დედიკოთი გველაპარაკებოდნენ,
საჭმელიც ნორმალურია, მართალია, მე მოვკვდი მშიერი, იმიტომ რომ არ მიყვარს ის საჭმელი, მაგრამ იდეაში ეგრე უნდა იკვებოს ახალი ნამშობიარევი.
ეხლა ზოგადად რომ შევაფასო:
სოსოს: 5დან 4 ქულა
მარინა გოგავას: მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, 5დან 5 ქულა .
ეგ ქალი მაგ სამშობიაროს კოზირია
ზოგადად პერსონალს: 3 ქულა
პალატები და ჰიგიენა: 4 ქულა
საშუალო არითმეტიკული გამოვიდა 4 ქულა
კიდე თუ გაინტერესებთ რამე, მკითხეთ.