გამარჯობა ფორუმელებო
სათაურიდან უკვე მიხვდებოდით რის შესახებაა თემა,
ვარ მზარეული, ამასთანავე ძალიან მიყვარს დანები, დანების გამოყენების და მოვლის იაპონური კულტურა.
ახლა ვცდილობ შევქმნა ბრენდი, მაღალი ხარისხის გალესვის სერვისი შევთავაზო ადამიანებს და ორგანიზაციებს.
ამ დროისთვის შექმნილი მაქვს გვერდი ყველასთვის ნაცნობ ფეისბუქზე იხ:
https://www.facebook.com/Basri.Sharpახლა კი საქმეზე რომ გადავიდე:
ჩემი გვერდის და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, ასეთი წინადადება მაქვს მათთვის ვისაც სურს დანის გალესვა.
მომიტანე შენი დანა ნაძალადევის მეტროსთან მე მას პირველ ჯერზე უფასოდ გავლესავ და დაგიბრუნებ.
შემიძლია ასევე მოვიდე, წავიღო, გავლესო და დაგიბრუნო, ამ შემთვევაში პირველ ჯერზე მხოლოდ მგზავრობისთვის გამოგართმევთ ფულს.
ასევე ორგანიზაციის (რესტორანი, კაფე, სხვა) შემთხვევაში, პირველ ჯერზე წავიღებ 1-3 დანას, უფასოდ გავლესავ და დაგიბრუნებ.
ამ შემთხვევაშიც შემიძლია მოვიდე, წავიღო, გავლესო და დაგიბრუნო, ამავე შემთვევაშიც პირველ ჯერზე მხოლოდ მგზავრობისთვის გამოგართმევთ ფულს.
თუ ხარ დაინტერესებული წინადადებით, მომწერე:
https://www.facebook.com/Basri.Sharp ან/და ჩემს პროფილზე
https://www.fb.com/setekiდროს, ადგილს და სხვა პირობებს შევათანხმებთ ერთმანეთთან დაკავშირების შემდეგ.
რა ღირს?
სტანდარტული შეფის 20სმ-იანი დანის გალესვის ფასი დაიწყება 5 ლარიდან.
გალესვის ფასს გეტყვი ვიზუალური დათვარიელების შემდეგ(გამომიგზავნე სურათი ან/და როცა ავიღებ დანას).
ფასი დამოკიდებულ იქნება დანის ზომაზე, დაზიანების ხარისხზე, მეტალზე და გალესვის ტიპზე.
ახლა ვისაც ტექნიკური მხარე დააინტერესებს:
დანებს ვლესავ იაპონურ წყლის ქვებზე[shorturl.at/fnFM5](თუ სურვილი იქნება სურათებსაც ჩავყრი).
ამ ტექნიკის ყველაზე კარგი მხარე არის რომ, დანის მჭრელი პირი არასდროს ხურდება, ამის გამო არ კარგავს წრთობის დროს შეძენილ სიმყარეს და მარტივად არ ბლაგვდება.
იდეის შესაქმნელად, თუ როგორ ილესება დანა იხ:
https://www.youtube.com/watch?v=0fxL8v2dMho ვიდეო ან/და ეწვიე ბასრის გვერდს.
ამჟამად უმეტესად ვიყენებ:
https://amzn.to/31aArmLhttps://amzn.to/2Q9NyOKდა
https://amzn.to/2Q5Jq2i -ს ტყავზე
თუმცა მაქვს კიდევ 150/240/400/600/1000/2000/3000/8000 მარცვლოვნების მქონე ქვები.
კითხვების შემთხვევაში მომწერეთ ფეისბუქზე.
_________________________________________________________________
მოდერატორთან კითხვა
წესები გადავიკითხე, მგონი რომ ადექვატურ ადგილას დავდე.
რაიმე წესი ხომ არ დამირღვევია?
ასევე, თუ აქტიური არ იქნება კვირაში ერთხელ მე გავაკეთებ რეპლაის რომ მაღლა გამოჩნდეს, ამაზე რაიმე სასჯელი იქნება ?
This post has been edited by seteki on 20 Aug 2020, 12:54