როგორც ვიცით მოხდა საპოლიციო გამოსახლების გაუქმება.
ეს ნიშნავს იმას რომ ახლა თუ ერთ დღეს სახლში დაბრუნდით და უცხო ხალხი დაგხვდათ სახლში შესახლებული, არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. მოკლავთ საკუთრების უფლების დასაცავად ვინმეს ?-დაგიჭერენ, პოლიციას დაურეკავთ? - მოვლენ მოვალეობას მოიხდიან , გეტყვიან სამოქალაქო საქმეა, სასამართლოში იჩივლეთო და წავლენ ისე რომ იმათ იქვე დასტოვებენ. არც იმაზე ექნებათ პრობლემა თუ შენ საკუთარ სახლში აღარ გიშვებენ. შემდეგ წახვალთ სასამართლოში და იჩივლებთ- დახარჯავთ ფულს, დროს , ნერვებს და ენერგიას, სასამართლო გაიწელება 2 წელი და მეტი, რადგან შეუძლიათ ყველაფერი გაგისაჩივრონ . სასამართლო კი 2 წელიწადში ერთხელ ინიშნება ისეა გადატვირთული.
საბოლოოდ გამოიტანენ დასკვნას რომ ბინა თურმე თქვენია, რომელიც მანამდეც ისედაც თქვენი იყო რეესტრის მიხედვით
მერე სააღსრულებლოში უნდა გადაიხადოთ ფული და უნდა ელოდოთ როდის დაიწყებენ გამოსახლებას. ეს დამატებით ლამის 1 წელს წაიღებს . მერე მოვლენ გამოსასახლებლად და თუ ვინმემ თავი მოიმკვდარუნა კიდევ დიდ ხანს გადადებენ. პლიუს ამას მოგიწევთ ლანძღვა-დამცირების ატანა გამოსასახლებელი ხალხის მხრიდან. საბოლოოდ მაინც გამოასახლებენ.შეგრჩებათ ნახმარი სახლი, მატერიალური და სულიერი განადგურება!
თუმცა ეს არაა ყველაფრის დასასრული. შემდეგ კვლავ შეუძლიათ გაგიტეხონ სახლი და ისევ შესახლდნენ. პოლიციას გამოიძახებთ და კვლავ გეტყვიან რომ ეს სამოქალაქო საქმეა და სასამართლოს გადასაწყვეტია
შემდეგ კვლავ იგივე ეტაპები უნდა გაიაროთ
საპოლიციო გამოსახლების გაუქმება არის ადამიანის საკუთრების უფლების ხელყოფა და აბუჩად აგდება!!!
თუ ვიღაცეები ვერ ერკვევიან წესებში და კანონებში ეს მესაკუთრის პრობლემა არაა. ნება იქონიოს სახელწიფომ და დაავალოს საჯარო რეესტრების თანამშრომლებს თუ ნოტარიუსებს, რომ განუმარტონ გამყიდველს რა შეიძლება მოხდეს!!!
ჩემი აზრით უნდა აღდგეს საპოლიციო გამოსახლება , თორემ ქვეყანა ბარდაკს დაემგვანა. ხალხი ბინებს აქირავებს და მერე ვეღარ გამოჰყავს ხალხი იქიდან, ასევე ყიდულობს ბინას და რჩება გადაგდებული სახელმწიფოს მიერ , რადგან სახელმწიფო ხელს უწყობს თაღლითებს რომ განახორციელონ თავიანთი თაღლითური საქმიანობა! ხოლო რაც შეეხება იპოთეკარებს, თუკი სახელმწიფოს არ უნდა იყოს ფულის კერძო გასესხება იყოს საქართველოში , აკრძალონ გასესხება და დაასვენონ ხალხი.
This post has been edited by Emptiness on 9 Jan 2018, 17:14