daviti35არ არის ეგრე, მე პროგრამა მაქვს, რასაც ვიყენებ თარგმნის დროს, იქ შემაქვს ჩემი მოძიებული სიტყვები და ვამდიდრებ ლექსიკონს, ამასთან, თუ სადმე რამე მითარგმნია, ყველაფერს იმახსოვრებს მთარგმნელობითი მეხსიერება და სადმე თუ შეხვდა იგივე წინადადება, ავტომატურად ჩაგიგდებს თარგმანს, ერთხელ მქონდა ეგ ბედნიერება, 40 გვერდიანი დოკუმენტის ნახევარზე ოდნავ ნაკლები მითარგმნა.
მაგალითად, წიაღის შესახებ პირველად რომ მომცეს დოკუმენტი, მართლა უცხო და უცნობი იყო ჩემთვის და დავაკვდი, რასაც ქვია, მერე სულ მე მაძლევდა წიაღს, რადგან დამუშავებული მქონდა უკვე ძირითადი ტერმინები და თვალდახუჭული ვთარგმნიდი.
10 გვერდი არის მინიმალური, ნუ, ტექსტს გააჩნია, იოლ ტექსტებს თითქმის არასოდეს მაძლევდნენ, ეხლა შემხვდა ბოლოს საკმაოდ იოლი, 20 გვერდი გავაკეთე 1 დღეში, ნუ, გააჩნია, რა.
ჩემი საყვარელი თემებია ქართული კანონმდებლობა, სისხლის სამართლის კოდექსი და საპროცესო კოდექსი, კონვენციები, სასჯელაღსრულება, გარემოს დაცვა.
მაგრამ ერთხელ დირექტივა მქონდა ძროხის ნაკელის შესახებ და სიცოცხლე გამიმწარდა