Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > აკაკი ბაქრაძე 1994


Posted by: MargaliuS 22 Aug 2017, 17:19


ამ ჩანაწერის მერე 23 წ გასული და რას მივაღწიეთ ? რა ცვლილები განვიცადეთ ? დადებითი თუ უარყოფით შეფასებას იმსახურებს ჩვენს მიერ განვლილი ეს გზა ? და საერთოდ სად მივდივართ

Posted by: meruemi 22 Aug 2017, 17:25
MargaliuS
ესჩანაწერი ვებტურას ანახეთ!
მართალია აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც!

Posted by: Tocadero 22 Aug 2017, 17:28
რუსეთს მოვუგებთო smile.gif

ეგეც კარგათ აპარებდა პიპკიდან

Posted by: Dr_Dot 22 Aug 2017, 18:35
აფხაზეთს და სამაჩაბლოს ჩვენ არავინ დაგვიბრუნეს
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ, სხვას ერთ ადგილზე ახატია
უნდა გავძლიერდეთ და ჩვენ შანსს დაველოდოთ
ასევე უნდა ვეცადოთ რომ რუსეთს ისევ მოვაჯდეთ , როგორც ეს იყო სსრკ-ს დროს
სსრკ-ს დაშლის შემდეგ სომხებმა და სხვებმა შეძლეს ჭკვიანური პოლიტიკის საშუალებით რუსების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება
ჩვენ ჩვენი შანსი გავუშვით

Posted by: იონათან 22 Aug 2017, 18:39
ზღაპრები
ნაციონალისტური ბოდვები
ბეეეე, 1921 წელს გავიპყრეეეეენ ღვთისმშობლის წილხვედრებეეე
ვითომ ლიტვა-ლატვია-ესტონეთ-სომხეთ-თურქმენეთ და კიდევ სხვები არ დაუპყრიათ..

აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგა თბილისის უტვინობის გამო და არა რუსების მიერ საქართველოს დასჯის სურვილით
თორემ რატომ არ დასაჯეს სხვა რესპუბლიკები?

ამ ბოლო ხანს უკრაინას მოეწია.. და აქაც კიევის ბრალია

Posted by: butkuj 22 Aug 2017, 19:04
აკაკი ბაქრაძე - Эдик придэ порядок наведэ. მოვიდა ედიკა და მივიღეთ ომი .

Posted by: Lаki 22 Aug 2017, 19:06
QUOTE
აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგა თბილისის უტვინობის გამო და არა რუსების მიერ საქართველოს დასჯის სურვილით
თორემ რატომ არ დასაჯეს სხვა რესპუბლიკები?

ამ ბოლო ხანს უკრაინას მოეწია.. და აქაც კიევის ბრალია


ევროპა/ნატოსკენ რამდენმა რესპუბლიკამ გაიწია?
ბალთიისპირეთის ანექსია დასავლეთს აღიარებული რომ არ ჰქონდა ის თუ იცი?

Posted by: webtura 22 Aug 2017, 19:12
QUOTE
MargaliuS
ესჩანაწერი ვებტურას ანახეთ!
მართალია აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც!


ვერავინ უარყოფს რომ აკაკი ბაქრაძე ეროვნული მოძრაობის ავტორიტეტული იდეოლოგი იყო, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მისი იდეები რეალურ პოლიტიკურ ვითარებას დაშორდა და არათუ უვარგისი იყო, არამედ ქვეყნისთვის საზიანოც.
ასე რომ, აკაკი ბაქრაძე პოლიტიკაშიც ლიტერატორად დარჩა, ხოლო რეალური ცხოვრება და ლიტერატურა, სადავო არ უნდა იყოს, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება.

Posted by: butkuj 22 Aug 2017, 19:13
Lаki

ვის არ ქონდა აღიარებული ?)
შენ იმის თქმა გინდა რომ ევროპაში რუკებზე ეს რესპუბლიკები ცალკე ქვეყნებად აღინიშნებოდნენ ?)))))


Posted by: xronopi 22 Aug 2017, 19:17
ჩვენ რომ მოგვიწოდებდა ხმალი აისხით და რუსეთს ეომეთო
სწორედ მაგ დროს თავისი შვილი გერმანიაში გააგზავნა ედუარდ შევარდნაძის
დახმარებით. მაშინ 1992-93 წლეში ასე იოლი არ იყო წასვლა.

პირველად 80-იან წლებში კომკავშირის ხაზით გაუშვა შვილი გერმანიაში.

თან ჯაბა იოსელიანთან მეგობრობდა და თან კომპარტიის წევრი იყო, ცენზორად მუშაობდა
კინოსტუდია ქართული ფილმში გაგანია კომუნისტების დროს. მერე რუსთაველის თეატრის
დირექტორი იყო. მოკლედ ათ სკამზე იჯდა ერთდროულად.

ნამდვილად ვერ გამოდგება ასეთი ადამიანი ჩემთვის მორალურ ავტორიტეტად.
დღეს მაგის შვილი მე მლანძღავს და საბჭოთა გადმონაშტს მიწოდებს. მიუხედავად იმისა რომ
ჩემი მშობლები მამამისისგან განსხვავებით კომპარტიის წევრები არ იყვნენ ხოლო მე მისგან განსხვავებით
კომკავშირში შესვლაზე ვთქვი უარი

Posted by: ingfari 22 Aug 2017, 19:24
xronopi
კომკავშირზე უარის თქმა რა მოსატანია, მთავარია "მამა-ღმერთი" დუგინი იყოს კარგად.
დიდება ხუილოს,დუგინს და რუსეთს!!!...........
ცხადია ეს და სხვა გულმხურვალე ხოტბა იგზავნება "ლიბერასტული" გერმანიიდან, არამცადარამც სადმე სურგუტიდან ან რიაზანიდან, იქ ქართველ ძალით ინტელექტუალ რუსეთუმეებს ქუდი რომ შეგიგდოთ მაინც ვერ შეგიტყუებთ ძეხორციელი. lol.gif

Posted by: Lаki 22 Aug 2017, 19:26
butkuj

მე იმის ტქმა მინდა რომ დასავლეთი ბალტიისპირეთს ოკუპირებულად თვლიდა.
შედგა ჩვენთვის საშინელი გარიგება, ბალტიისპირეთი ევროპას, დანარჩენი რუსეთს, მაგრამ ასეთ გაყოფას ჩვენ (და უკრაინა) არ შევეგუეთ და შედეგიც მივიღეთ...

Posted by: narikuda 22 Aug 2017, 19:31
სად შეიკრიბეთ ასე ერთნაირები ერთად mad.gif ჩავძირო გემი? vik.gif

Posted by: xronopi 22 Aug 2017, 19:33
QUOTE (ingfari @ 22 Aug 2017, 19:24 )
xronopi
კომკავშირზე უარის თქმა რა მოსატანია, მთავარია "მამა-ღმერთი" დუგინი იყოს კარგად.
დიდება ხუილოს,დუგინს და რუსეთს!!!...........
ცხადია ეს და სხვა გულმხურვალე ხოტბა იგზავნება ლიბერასტული გერმანიიდან, არამცადარამც სადმე სურგუტიდან ან რიაზანიდან, იქ ქართველ რუსეთუმეებს ქუდი რომ შეგიგდოთ მაინც ვერ შეგიტყუებთ. lol.gif

ingfari

სურგუტი მეცნობა უკვე ახსენეს დღეს ჩემ ვოლზე.
კომკავშირზე უარის თქმა არაფერი თუ არ იყო ეთქვათ უარი
და კომკავშირზე თუ არ იტყოდნენ უარს, კომსომოლურ საგზურებზე
და კომსომოლურ კარიერაზე მაინც ეთქვათ უარი.

არანაირი მორალური უფლება არ ქონდა ბაქრაძეს რუსეთთან ომისკენ მოეწოდებინა ხალხისთვის
და პარალელურად საკუთარი შვილი შევარდნაძის დახმარებით გერმანიაში გაეშვა.

ემეგობრა ჯაბა იოსელიანთან და პარალელურად ელაპარაკა საქართველოს მომავალზე,

კომპარტიის ფუნქციონერი ყოფილიყო და პარალელურად პატრიოტული სტატიები ეწერა.

აკაკი ბაქრაძის ნაირებზე არის ნათქვამი ან ჯვარი ჩამოიხსენი ან ნიფხავი ჩაიცვიო

Posted by: Eric 22 Aug 2017, 19:41
xronopi
QUOTE
ჩვენ რომ მოგვიწოდებდა ხმალი აისხით და რუსეთს ეომეთო
სწორედ მაგ დროს თავისი შვილი გერმანიაში გააგზავნა ედუარდ შევარდნაძის
დახმარებით. მაშინ 1992-93 წლეში ასე იოლი არ იყო წასვლა.

პირველად 80-იან წლებში კომკავშირის ხაზით გაუშვა შვილი გერმანიაში.

თან ჯაბა იოსელიანთან მეგობრობდა და თან კომპარტიის წევრი იყო, ცენზორად მუშაობდა
კინოსტუდია ქართული ფილმში გაგანია კომუნისტების დროს. მერე რუსთაველის თეატრის
დირექტორი იყო. მოკლედ ათ სკამზე იჯდა ერთდროულად.

ნამდვილად ვერ გამოდგება ასეთი ადამიანი ჩემთვის მორალურ ავტორიტეტად.
დღეს მაგის შვილი მე მლანძღავს და საბჭოთა გადმონაშტს მიწოდებს. მიუხედავად იმისა რომ
ჩემი მშობლები მამამისისგან განსხვავებით კომპარტიის წევრები არ იყვნენ ხოლო მე მისგან განსხვავებით
კომკავშირში შესვლაზე ვთქვი უარი



up.gif

დიდებული პასუხია.

Posted by: meruemi 22 Aug 2017, 19:43
იონათან
QUOTE
ბეეეე, 1921 წელს გავიპყრეეეეენ ღვთისმშობლის წილხვედრებეეე
ვითომ ლიტვა-ლატვია-ესტონეთ-სომხეთ-თურქმენეთ და კიდევ სხვები არ დაუპყრიათ..

და რა არი იყო ოკუპაცია? თუ ძალით შევეტენეთ სსრკში?
QUOTE
ვითომ ლიტვა-ლატვია-ესტონეთ-სომხეთ-თურქმენეთ და კიდევ სხვები არ დაუპყრიათ..

ლიტვა ლატვია ესტონეთი 1939 წელს.
და ტან ვინ დაობს რომ არ დაუპყრიათ? ზუსტდადდაც დამპყრობელი ნაძირალა რომარის ეგაა პრობლემა!
QUOTE
აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგა თბილისის უტვინობის გამო და არა რუსების მიერ საქართველოს დასჯის სურვილით
თორემ რატომ არ დასაჯეს სხვა რესპუბლიკები?


და ვინ გითხრარომარ დასაჯა?
მოლდავეთი აზერბაიჯანი ზალით აბა რა საშა კოლაა!ეხლა არმითხრა აზერები სომხებმა დასაჯესო!

პ.ს ხო რათმაუნდა რუსებთან ყველა დამნაშავეა. ამ ბუნჩულაიმპერიას აღიზიანებენ!:lol:

Posted by: იონათან 22 Aug 2017, 19:51
meruemi
QUOTE
მოლდავეთი აზერბაიჯანი ზალით აბა რა საშა კოლაა!


ადამიანო, პრობლემატურია მაგ ტერიტორიებზე არსებული რეალობა, დემოგრაფიული სურათი.
დასჯა რა შუაშია? რუსეთმა დაიჭირა იმათი მხარე, ვინც მოსკოვს ლოიალურობა გამოუცხადა.
ესაა და ეს.

Posted by: 2Bua 22 Aug 2017, 19:54
QUOTE (იონათან @ 22 Aug 2017, 18:39 )
ზღაპრები
ნაციონალისტური ბოდვები
ბეეეე, 1921 წელს გავიპყრეეეეენ ღვთისმშობლის წილხვედრებეეე
ვითომ ლიტვა-ლატვია-ესტონეთ-სომხეთ-თურქმენეთ და კიდევ სხვები არ დაუპყრიათ..

აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგა თბილისის უტვინობის გამო და არა რუსების მიერ საქართველოს დასჯის სურვილით
თორემ რატომ არ დასაჯეს სხვა რესპუბლიკები?

ამ ბოლო ხანს უკრაინას მოეწია.. და აქაც კიევის ბრალია

ეუფ!

ყველაფერი ჩვენი ბრალი ყოფილა და ღორები "თეთრები და ფუმფულები" არიან.

წადი რა, კოჭი გააგორე და ასეთ სისულელეებს ნუ ბოდავ აქ!

ვებტურა და დეგაც გვეყოფა!

p.s. სასომხეთი არ დაუპყრია საბჭოთა კავშირს. იგი ნებით გახდა მისი წევრი რათა თურქებთან ბრძოლაში დახმარებოდა საღორეთი.

Posted by: ingfari 22 Aug 2017, 19:59
xronopi
"ბაქრაძეს არ ქონდა მორალური უფლება" იძახი და ამავდროულად დუგინის და ხუილოს ფანს რანაირად გაქვს იგივე "მორალური" უფლება აკრიტიკო ვინმე რუსეთუმეობისთვის ან კონფორმიზმისთვის. biggrin.gif

მეორე მხრივ ადამიანი ჰერმეტულ გარემოში არ ცხოვრობს, იცვლება გარემო, იცვლება რეალობა, იცვლება აზროვნება და შეხედულებები და თავისუფლად შეიძლება ის ვინც გუშინ არასწორ პოზიციაზე იყო დღეს აბსოლიტურად სწორი იყოს და პირიქით. wink.gif
რასაც ბაქრაძე ამბობს ამ ვიდეოში 100%-ით სწორია, ვისაც გინდა იმას ეთქვა და რა მოტივითაც არ უნდა ეთქვა.
მეორე მხრივ კომკავშირში შესვლაზე უარიც შეიძლება გეთქვა ადრე და ბევრი სხვა რამე გაგეკეთებინა, მაგრამ საქართველოს მტრების ხუილოს და დუგინის ფანობა დღეს, რომ ღალატია(მორალური კუთხით რათქმაუნდა) ამას წარსულში არსებული, რეალური თუ გამოგონილი დამსახურებები ვერ შეცვლის.
meruemi
არ გეპატიება, არანაირად არ გეპატიება, ამდენი ხანია ფორუმზე ხარ, კი უნდა იცოდე ჩვენი იონათანი, რომ ახპერია :*

Posted by: meruemi 22 Aug 2017, 20:09
იონათან
QUOTE
ადამიანო, პრობლემატურია მაგ ტერიტორიებზე არსებული რეალობა, დემოგრაფიული სურათი.

დ რომელი დემოგრაფიული სურათი?
აფაზეთშიც და სამაჩავლოში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველი იყო!
არათუ დაეხმარნენ,მაგ ყველა კომფლიკტის მიზეძი და თავი რუსები იყვნენ. რუსების გარეშე არცერთი ტყვია არ გავარდებოდა, არც საქართველოში,არცმოლდავეთში და არსად!ingfari
QUOTE
არ გეპატიება, არანაირად არ გეპატიება, ამდენი ხანია ფორუმზე ხარ, კი უნდა იცოდე ჩვენი იონათანი, რომ ახპერია :*

მშვენივრად ვიცირა კვერცხიცაა. დაისც ვიცი ხშირ ხშირადრა ექავება yes.gif

Posted by: xronopi 22 Aug 2017, 20:12
QUOTE (ingfari @ 22 Aug 2017, 19:59 )
xronopi
"ბაქრაძეს არ ქონდა მორალური უფლება" იძახი და ამავდროულად დუგინის და ხუილოს ფანს რანაირად გაქვს იგივე "მორალური" უფლება აკრიტიკო ვინმე რუსეთუმეობისთვის ან კონფორმიზმისთვის. biggrin.gif

მეორე მხრივ ადამიანი ჰერმეტულ გარემოში არ ცხოვრობს, იცვლება გარემო, იცვლება რეალობა, იცვლება აზროვნება და შეხედულებები და თავისუფლად შეიძლება ის ვინც გუშინ არასწორ პოზიციაზე იყო დღეს აბსოლიტურად სწორი იყოს და პირიქით. wink.gif
რასაც ბაქრაძე ამბობს ამ ვიდეოში 100%-ით სწორია, ვისაც გინდა იმას ეთქვა და რა მოტივითაც არ უნდა ეთქვა.
მეორე მხრივ კომკავშირში შესვლაზე უარიც შეიძლება გეთქვა ადრე და ბევრი სხვა რამე გაგეკეთებინა, მაგრამ საქართველოს მტრების ხუილოს და დუგინის ფანობა დღეს, რომ ღალატია(მორალური კუთხით რათქმაუნდა) ამას წარსულში არსებული, რეალური თუ გამოგონილი დამსახურებები ვერ შეცვლის.
meruemi
არ გეპატიება, არანაირად არ გეპატიება, ამდენი ხანია ფორუმზე ხარ, კი უნდა იცოდე ჩვენი იონათანი, რომ ახპერია :*

ხუილოს და დუგინის ფიდელ კასტროს ან ივანე მრისხანეს ფანობა არის ცილისწამება.
მაგ ცილისწამებით გინდა გადაფარო ჩემი პოსტის შინაარსი

ეგ რასაკვირველია არ გამოგივა. lol.gif

ეს თემა არის აკაკი ბაქრაძეზე.
ამიტომ ვლაპარაკობთ აკაკი ბაქრაძეზე და არა შენზე ან ჩემზე.

კიდევ ვიმეორებ კომუნისტურ ფუნცქიონერ და ქურდების ძმაკაც
კაკო ბაქრაძეს არ ქონდა არანაირი მორალური უფლება სასაკლაოზე
გაეშვა ქართველი ახალგაზრდები და პარარელურად გერმანიაში გაეშვა
საკუთარი შვილი.

მის შვილსაც არა აქვს არანაირი უფლება მორალი გვიკითხოს. ასე რომ დაანებე თავი
მათ ადვოკატობას.

Posted by: იონათან 22 Aug 2017, 20:13
meruemi
QUOTE
აფაზეთში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველი იყო!


რუსების მადლით.
რუსებმა ჯერ აფხაზები გარეკეს თურქეთში, მერე მეგრელები ჩაასახლეს.
ეგეც შენი აფხაზეთის დემოგრაფიის ქართულობა

Posted by: xronopi 22 Aug 2017, 20:16
QUOTE (იონათან @ 22 Aug 2017, 20:13 )
meruemi
QUOTE
აფაზეთში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველი იყო!


რუსების მადლით.
რუსებმა ჯერ აფხაზები გარეკეს თურქეთში, მერე მეგრელები ჩაასახლეს.
ეგეც შენი აფხაზეთის დემოგრაფიის ქართულობა

მაგდენი არ იციან ამეებმა. მოხაჯირობა არ გაუგიათ.
ოთხასი ათასი აფხაზი ცხოვრობს თურქეთში

Posted by: 2Bua 22 Aug 2017, 20:31
QUOTE (xronopi @ 22 Aug 2017, 20:16 )
QUOTE (იონათან @ 22 Aug 2017, 20:13 )
meruemi
QUOTE
აფაზეთში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველი იყო!


რუსების მადლით.
რუსებმა ჯერ აფხაზები გარეკეს თურქეთში, მერე მეგრელები ჩაასახლეს.
ეგეც შენი აფხაზეთის დემოგრაფიის ქართულობა

მაგდენი არ იციან ამეებმა. მოხაჯირობა არ გაუგიათ.
ოთხასი ათასი აფხაზი ცხოვრობს თურქეთში

ეგრე აფსუასები ბზიფის ხეობიდან დაბლობში ოსმალებმა ჩამოასახლეს ქართველების ნასახლარებში. ათვლა მაქედან დავიწყოთ? თუ კიდევ უფრო ადრე, მურვან ყრუს შემოსევის დროს აფსუასები საერთოდა არ ცხოვრობდნენ ბარში, ყველა ზღვის გასწვრივ არსებული დასახლება ან ქართველების, ან ბერძნების ან შერეული იყო. თუ აფშილებს აფსუების წინაპრებად ჩათვლი, სოხუმში ქართველებთან ერთად იყვნენ აფშილები, იყვნენ ქრისტიანები და ქართულად (მეგრულად) საუბრობდნენ.

მაი აფსუასების ზღაპრები სომხებს მოუყევით, იმათ ევასებათ ეგეთი მითები.

Posted by: Lаki 22 Aug 2017, 20:32
QUOTE (narikuda @ 22 Aug 2017, 19:31 )
სად შეიკრიბეთ ასე ერთნაირები ერთად mad.gif ჩავძირო გემი? vik.gif

წაუკიდე დროზე ფითილს lol.gif

------------------ user.gif givi.gif

Posted by: jmm75 22 Aug 2017, 20:49
xronopi
QUOTE
ნამდვილად ვერ გამოდგება ასეთი ადამიანი ჩემთვის მორალურ ავტორიტეტად.

თქვენს ავატარზე გამოხატული პიროვნება გამოდგება?

Posted by: ingfari 22 Aug 2017, 21:20
QUOTE (xronopi @ 22 Aug 2017, 20:12 )
1.ხუილოს და დუგინის ფიდელ კასტროს ან ივანე მრისხანეს ფანობა არის ცილისწამება.
2.მაგ ცილისწამებით გინდა გადაფარო ჩემი პოსტის შინაარსი
3. პარარელურად გერმანიაში გაეშვა
საკუთარი შვილი.


კარგი ახლა არ გინდა ქალიშვილის როლის თამაში და გაკვირვებული თვალების ფახუნი, რაც არის ეგ არის, ნუ გიტყდება biggrin.gif

შენი პოსტის შინაარსს ვუპასუხე ზუსტად, შენი თავი შეადარე ბაქრაძეს და თქვი-"ეგ კონფორმისტი ეგ, შემომხედეთ მე რა კრისტალი ვიყავი, მაგან უნდა მიკითხოს მორალი?" gigi.gif
მეც კიდევ გიმეორებ, რანაერი კონფორმისტიც არ უნდა ყოფილიყო ბაქრაძე კონკრეტულად მაგ სიტყვებში 100%-ით მართალია და რანაერი არაკომკავშირელიც უნდა ყოფილიყავი შენ დღეს დუგინით აღფრთოვანება, რუსეთზე სიყვარულის გულყრები, "ლიბერასტული და ჩამყაყებული" დასავლეთის პაროდიული "მხილებები" იმ დროს თავად იმავე დასავლეთში იმყოფები კომიკურ ელფერს სძენს შენ ნაწერს მხოლოდ.

შენ თუ გაქვს უფლება "გალიბერასტებულ-ჩამყაყებული" დასავლეთიდან მიუძღვნა ოდები დიად რუსეთს, იმას რას ერჩი? ჩუხლომადან ან კოსტრომადან რომ დაპოსტავ მერე სერიოზული თემა იქნება. ქართველი ადამიანი ასე რომ იაზროვნებს და თავის აზროვნებას თან საქმესაც მოაყოლებს გატეხავს მაგრად.....
მაგრამ სანამ გერმანიიდან პოსტავ ამეებს იქამდე მხოლოდ კომედიურ ჟანრში მოღვაწეობ. yes.gif

Posted by: robin 22 Aug 2017, 21:24
2Buaეგრე აფსუასები ბზიფის ხეობიდან დაბლობში ოსმალებმა ჩამოასახლეს ქართველების ნასახლარებში. ათვლა მაქედან დავიწყოთ? თუ კიდევ უფრო ადრე, მურვან ყრუს შემოსევის დროს აფსუასები საერთოდა არ ცხოვრობდნენ ბარში, ყველა ზღვის გასწვრივ არსებული დასახლება ან ქართველების, ან ბერძნების ან შერეული იყო. თუ აფშილებს აფსუების წინაპრებად ჩათვლი, სოხუმში ქართველებთან ერთად იყვნენ აფშილები, იყვნენ ქრისტიანები და ქართულად (მეგრულად) საუბრობდნენ.
+
ეგ რაში აინტერესებთ მთავარი ქართველისათვის თვითგვემაა

Posted by: meruemi 22 Aug 2017, 21:25
QUOTE
რუსების მადლით.
რუსებმა ჯერ აფხაზები გარეკეს თურქეთში,

რუსების მოსვლამდე აფხაზებთან არანაირი პრობლემა არ იყოს. პირიქით მოჰაჯიროების ეპოქაში ქართველებმა უამრავი აფხაზი შეიგფარეს,
აფხაზებთან პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც ეგ ხალხი გაყარეს, და მათ ადგილზე რუსებისმიმართ ლოიალური აფსუები ჩაასახლეს პრობლემა მაშინ დაიწყო!

QUOTE
მერე მეგრელები ჩაასახლეს.

რუსებმაკი არ ჩაასახლეს,არამედ ბერიამ. რუსებმა კიცადეს კაზაკების ცასახლბა, და არა ქართველების.
საბედნიეროდ კაზაგები ვერ შეეგუენ იქაურობას!

Posted by: xronopi 22 Aug 2017, 21:28
QUOTE (2Bua @ 22 Aug 2017, 20:31 )
QUOTE (xronopi @ 22 Aug 2017, 20:16 )
QUOTE (იონათან @ 22 Aug 2017, 20:13 )
meruemi
QUOTE
აფაზეთში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველი იყო!


რუსების მადლით.
რუსებმა ჯერ აფხაზები გარეკეს თურქეთში, მერე მეგრელები ჩაასახლეს.
ეგეც შენი აფხაზეთის დემოგრაფიის ქართულობა

მაგდენი არ იციან ამეებმა. მოხაჯირობა არ გაუგიათ.
ოთხასი ათასი აფხაზი ცხოვრობს თურქეთში

ეგრე აფსუასები ბზიფის ხეობიდან დაბლობში ოსმალებმა ჩამოასახლეს ქართველების ნასახლარებში. ათვლა მაქედან დავიწყოთ? თუ კიდევ უფრო ადრე, მურვან ყრუს შემოსევის დროს აფსუასები საერთოდა არ ცხოვრობდნენ ბარში, ყველა ზღვის გასწვრივ არსებული დასახლება ან ქართველების, ან ბერძნების ან შერეული იყო. თუ აფშილებს აფსუების წინაპრებად ჩათვლი, სოხუმში ქართველებთან ერთად იყვნენ აფშილები, იყვნენ ქრისტიანები და ქართულად (მეგრულად) საუბრობდნენ.

მაი აფსუასების ზღაპრები სომხებს მოუყევით, იმათ ევასებათ ეგეთი მითები.

ოსმალებმა რომ ჩამოასახლეს ოსმალებს მოკითხე ეგ ამბავი.
აფხაზები რუსეთ თურქეთის ომში თურქების მხარეზე იყვნენ,
ქართველები რუსების. გაიმარჯვა რუსებმა აფხაზეთი დაგვრჩა ჩვენ
მერე აფხაზებმა ჭკუა ისწავლეს და გახდნენ რუსეთის მოკავშირეები
ქართველი ხალხი კი უსმენდა კაკო ბაქრაძეს და მისნაირებს!

Posted by: rockforever 22 Aug 2017, 22:00
QUOTE
თან ჯაბა იოსელიანთან მეგობრობდა და თან კომპარტიის წევრი იყო, ცენზორად მუშაობდა
კინოსტუდია ქართული ფილმში გაგანია კომუნისტების დროს. მერე რუსთაველის თეატრის
დირექტორი იყო. მოკლედ ათ სკამზე იჯდა ერთდროულად.




მასე არა, ხომ ხართ მეცნიერი, კონკრეტულად ფაქტებით ისაუბრეთ, რა დააცენზურა აკაკი ბაქრაძემ და რომელი ფილმი ან სპექტაკლი იყო ისეთი,რომელიც ბაქრაძის ჩარევის გამო ან დაჭრილი გავიდა
ან საერთოდ ვერ გავიდა.

ჯაბასთან მეგობრობა ბრალდება არაა, უამრავ ადამიანთან შეიძლება მეგობრობდე, რომლის არცერთ შეხედულებას არ იზიარებდე პოლიტიკურს.

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძეც მეგობრობდნენ ჯაბასთან, მაგრამ ცუდი ხალხი სულაც არ იყვნენ.

Posted by: iosebovich 22 Aug 2017, 22:20
კაკო ბაქრაძის სულის ზრდა წაიკითხეთ ისე მაინც... თუმცა ზვიადის წინააღმდეგ წასვლა ლაქად დარჩება მაინც ეგ თავისთავად ...

Posted by: 2Bua 22 Aug 2017, 22:44
QUOTE (xronopi @ 22 Aug 2017, 21:28 )
ოსმალებმა რომ ჩამოასახლეს ოსმალებს მოკითხე ეგ ამბავი.
აფხაზები რუსეთ თურქეთის ომში თურქების მხარეზე იყვნენ,
ქართველები რუსების. გაიმარჯვა რუსებმა აფხაზეთი დაგვრჩა ჩვენ
მერე აფხაზებმა ჭკუა ისწავლეს და გახდნენ რუსეთის მოკავშირეები
ქართველი ხალხი კი უსმენდა კაკო ბაქრაძეს და მისნაირებს!

მე აფსუებს მოვთხოვ პასუხს იმიტომ რომ მაგათმა მოიგონეს მითი "ჩამოსახლებაზე". თითქოს და ლეონ მეფე აფსუა იყო.

ჩვენ რომ ვიყავით რუსეთის იმპერიის მხარეს მიტომ გვეყო ჭკუა და გადავარჩინეთ, მეგერელებად ჩაწერეს აფსუები რომ არ გაესახლებინათ რუს სალდათებს. მეგრულ გვარებზე გადაიყვანეს აფსუები რომ გვარებით არ გაერჩიათ რუსებს. მერე მადლობის ნაცვლად "გაქართველებაში" დაგვადანაშაულეს, აფსუობას გვართმევენო. აბა არ ჩაეწერათ ჩანბები და ეზუგბები მეგრულ გვარებათ დარჩებოდნენ ეგენი აფხაზეთში თუ თურქეთში გაუშვებდნენ რუსები? გვცოდნოდა რა ნაგავთან გვქონდა საქმე არც უნდა მივხმარებოდით.

ინგლისურშია გამოთქმა "No good deed goes unpunished!" ასე დაგვემართა ჩვენც, მაგრამ მაგათი სასჯელი გადაშენება იქნება. ხომუნდოდათ რუსულ ოკენაშე დახრჩობა, ხოდა დაიხრჩობიან ღორების განავალში.

Posted by: GIORGI XXL 23 Aug 2017, 03:27
xronopi
QUOTE
ჩვენ რომ მოგვიწოდებდა ხმალი აისხით და რუსეთს ეომეთო
სწორედ მაგ დროს თავისი შვილი გერმანიაში გააგზავნა ედუარდ შევარდნაძის
დახმარებით. მაშინ 1992-93 წლეში ასე იოლი არ იყო წასვლა.

საკვირველი ეს კი არ არის არამედ ის რომ შენი შვილი რომ გაეშვა
QUOTE
თან ჯაბა იოსელიანთან მეგობრობდა

კი ერთად ძარცვავდნენ უზბეკებს სასტუმრო პეკინში biggrin.gif
QUOTE
თან კომპარტიის წევრი იყო,

კომპარტიას როგორც მან შესცა ისეთი სექსი არნახული იყო

QUOTE
დღეს მაგის შვილი მე მლანძღავს და საბჭოთა გადმონაშტს მიწოდებს.

ასაკი რომ გიწყობდესს ხელს ალბათ დრაქში წიხლებს მოგართმევდნენ, არ განერვიულდე რეალურს ვწერ
QUOTE
ჩემი მშობლები მამამისისგან განსხვავებით კომპარტიის წევრები არ იყვნენ ხოლო მე მისგან განსხვავებით
კომკავშირში შესვლაზე ვთქვი უარი

цминдан? ალილუია biggrin.gif

Posted by: SaamI 23 Aug 2017, 05:57
webtura
QUOTE
ვერავინ უარყოფს რომ აკაკი ბაქრაძე ეროვნული მოძრაობის ავტორიტეტული იდეოლოგი იყო,

ეგ რაში გამოიხატებოდა? რამეს უჯერებდა ე.წ. ეროვნული მოძრაობა?
QUOTE
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მისი იდეები რეალურ პოლიტიკურ ვითარებას დაშორდა

ჩემი აზრით პირიქით მოხდა. "პოლიტიკური ვითარება" დაშორდა ეროვნულ ინტერესებს.
QUOTE
არათუ უვარგისი იყო, არამედ ქვეყნისთვის საზიანოც.

უვარგისი და საზიანო ვინ აღმოჩნდა, მად კარგად აჩვენა ისტორიამ.
xronopi
QUOTE
თან ჯაბა იოსელიანთან მეგობრობდა და თან კომპარტიის წევრი იყო, ცენზორად მუშაობდა
კინოსტუდია ქართული ფილმში გაგანია კომუნისტების დროს. მერე რუსთაველის თეატრის
დირექტორი იყო. მოკლედ ათ სკამზე იჯდა ერთდროულად.

ეს რა უქნია კაცო???? რატომ ცეხავიკი ან ქურდი არ იყო????
QUOTE
ნამდვილად ვერ გამოდგება ასეთი ადამიანი ჩემთვის მორალურ ავტორიტეტად.

ვინ გამოდგება?
QUOTE
მე მისგან განსხვავებით
კომკავშირში შესვლაზე ვთქვი უარი

კომკავშირში შესვლა არ შესვლა არ განსაზღვრავს საბჭოურ აზროვნებას. ქურდები რომ კომკავშირლები არ იყვნენ, ამიტომ დემოკრატები და ევროპელები იყვნენ?

Posted by: annak 23 Aug 2017, 10:38
xronopi
QUOTE
კიდევ ვიმეორებ კომუნისტურ ფუნცქიონერ და ქურდების ძმაკაც
კაკო ბაქრაძეს არ ქონდა არანაირი მორალური უფლება სასაკლაოზე
გაეშვა ქართველი ახალგაზრდები და პარარელურად გერმანიაში გაეშვა
საკუთარი შვილი.

მის შვილსაც არა აქვს არანაირი უფლება მორალი გვიკითხოს.

+1

Posted by: xronopi 23 Aug 2017, 13:27
QUOTE (2Bua @ 22 Aug 2017, 22:44 )
QUOTE (xronopi @ 22 Aug 2017, 21:28 )
ოსმალებმა რომ ჩამოასახლეს ოსმალებს მოკითხე ეგ ამბავი.
აფხაზები რუსეთ თურქეთის ომში თურქების მხარეზე იყვნენ,
ქართველები რუსების. გაიმარჯვა რუსებმა აფხაზეთი დაგვრჩა ჩვენ
მერე აფხაზებმა ჭკუა ისწავლეს და გახდნენ რუსეთის მოკავშირეები
ქართველი ხალხი კი უსმენდა კაკო ბაქრაძეს და მისნაირებს!

მე აფსუებს მოვთხოვ პასუხს იმიტომ რომ მაგათმა მოიგონეს მითი "ჩამოსახლებაზე". თითქოს და ლეონ მეფე აფსუა იყო.

ჩვენ რომ ვიყავით რუსეთის იმპერიის მხარეს მიტომ გვეყო ჭკუა და გადავარჩინეთ, მეგერელებად ჩაწერეს აფსუები რომ არ გაესახლებინათ რუს სალდათებს. მეგრულ გვარებზე გადაიყვანეს აფსუები რომ გვარებით არ გაერჩიათ რუსებს. მერე მადლობის ნაცვლად "გაქართველებაში" დაგვადანაშაულეს, აფსუობას გვართმევენო. აბა არ ჩაეწერათ ჩანბები და ეზუგბები მეგრულ გვარებათ დარჩებოდნენ ეგენი აფხაზეთში თუ თურქეთში გაუშვებდნენ რუსები? გვცოდნოდა რა ნაგავთან გვქონდა საქმე არც უნდა მივხმარებოდით.

ინგლისურშია გამოთქმა "No good deed goes unpunished!" ასე დაგვემართა ჩვენც, მაგრამ მაგათი სასჯელი გადაშენება იქნება. ხომუნდოდათ რუსულ ოკენაშე დახრჩობა, ხოდა დაიხრჩობიან ღორების განავალში.

არა გკიდია გადაშნენდებიან თუ არა? თუ გადაშენდნენ შენ რა ხეირი?
ან როგორ უნდა გადაშენდნენ 400 ათასი თურქეთში არიან, მაგაზე მეტი კი ჩრდილო კავკასიაში.
ადიღეელები = აფხაზი/აფსუა რაც გინდა დაარქვი ერთი ხალხია

Posted by: იონათან 23 Aug 2017, 14:04
2Bua
ჰოო, აფსუები და აფხაზები სხვებია
გურჯები და ქართველებიც ასევე

Posted by: Solveig 23 Aug 2017, 14:41
meruemi
QUOTE
რუსების მოსვლამდე აფხაზებთან არანაირი პრობლემა არ იყოს.

რუხის ბრძოლა გაგიგია? ვიკიპედიას მაინც ჩახედე.

რას ჰქვია, პრობლემა არ იყო? აფხაზეთის მთავრები ერთთავად ვაჭრობდნენ იმერეთის მეფესთან ოსმალეთის გამოყენებით.
ოსმალეთის გავლენით გავრცელდა მუსლიმანობა აფხაზეთში და ხშირად იყვნენ მათი დასაყრდენი იმერეთის მეფესთან ბრძოლაში. საპასუხოდ, იმერეთის მეფე თავის დასაყრდენებს ეძებდა აფხაზეთში და მიდიოდა ცილობა ასე.

QUOTE
მოჰაჯიროების ეპოქაში ქართველებმა უამრავი აფხაზი შეიგფარეს,


ქართველებს საერთოდ არავინ ეკითხებოდა მაგას. ისე, აფხაზ არისტოკრატიაში იყო დღევანდელი გაგებით პროქართულად ორიენტირებული ხალხიც, ვისაც ნათესაობა და ახლობლობა აკავშირებდა სამეგრელოს და სამურზაყანოს არისტოკრატიასთან და ბუნებრივია, მაგ ხალხი არსად წავიდოდა, თავის ქვეშევრდომებიანად.
QUOTE
რუსებისმიმართ ლოიალური აფსუები ჩაასახლეს

აფხაზებს (არისტოკრატიის გამოკლებით) არანაირი ორიენტაცია არ ჰქონდათ. რამე ენაზე წერა-კითხვაც არ იცოდნენ. თხებს აძოვებდნენ, ბაღები ჰქონდათ და მიწას ჩიჩქნიდნენ. რა ორიენტაციაზეა საუბარი, ღარიბ-ღატაკ ხალხში?

ჩასახლებით თუ ვინმე ჩაასახლა რუსეთმა აფხაზეთში-რუსები (ვერ გაუძლეს ჰავას და ციებით დაწყდნენ), სომხები, ბერძნები. ირანელები და თურქეთის ლაზები ხშირად მიდი-მოდიოდნენ და აქტიურ ვაჭრობას ეწეოდნენ. ცალკე კიდევ, მეგრელები გადადიოდნენ და დაქირავებულ მუშებად დგებოდნენ. ეგ იყო აფხაზეთის მოსახლეობა მეცრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში.

Posted by: jijialfaidze 23 Aug 2017, 15:16
აფხაზეთიც დაბრუნდება, ოსეთიც და მიშაცო! bis.gif


Posted by: SPLIYVI 23 Aug 2017, 15:19
ერთი აკაკი ბაქრაძე გვყავს და მეორე ვოსიმძისიატპერვის თასი


წითელი ინტელიგენციის მამა


თბილად იყვნენ და ჩუმად წერდნენ ვიდეოებს მერე რომ გვენახა და აი რა მაგარი კაცი იყოვო


კაგებეს ზუსტად ასეთები ყავდათ

Posted by: meruemi 23 Aug 2017, 17:10
Solveig
QUOTE
რუხის ბრძოლა გაგიგია? ვიკიპედიას მაინც ჩახედე.

რას ჰქვია, პრობლემა არ იყო? აფხაზეთის მთავრები ერთთავად ვაჭრობდნენ იმერეთის მეფესთან ოსმალეთის გამოყენებით.
ოსმალეთის გავლენით გავრცელდა მუსლიმანობა აფხაზეთში და ხშირად იყვნენ მათი დასაყრდენი იმერეთის მეფესთან ბრძოლაში. საპასუხოდ, იმერეთის მეფე თავის დასაყრდენებს ეძებდა აფხაზეთში და მიდიოდა ცილობა ასე.

მზგავსი შიდა ფეოალური გარჩევები მოცემულ ეპოქაში არც თუ ისე იშვიათიიყო.
მზგავსი მაგალიტები შემიძლია, ქართლ კახეთს, იმერეთ გურია სამეგრელოს და ა.შ მოვიტანო.
მაგით ვერავის გააკვირვებ.
QUOTE
ქართველებს საერთოდ არავინ ეკითხებოდა მაგას. ისე, აფხაზ არისტოკრატიაში იყო დღევანდელი გაგებით პროქართულად ორიენტირებული ხალხიც, ვისაც ნათესაობა და ახლობლობა აკავშირებდა სამეგრელოს და სამურზაყანოს არისტოკრატიასთან და ბუნებრივია, მაგ ხალხი არსად წავიდოდა, თავის ქვეშევრდომებიანად.

მოცემულ ეპოქაში აფხაზები არ იყვნენ ერთგვარვანიმასა, ზოგი გაოსმალდა. ან საერთოდ თურქული წარმომავლობის ხალხი გააფხაზდდა.
ზოგი დარჩა ქართველური. ზოგიც პრო რუსი.
QUOTE
აფხაზებს (არისტოკრატიის გამოკლებით) არანაირი ორიენტაცია არ ჰქონდათ. რამე ენაზე წერა-კითხვაც არ იცოდნენ. თხებს აძოვებდნენ, ბაღები ჰქონდათ და მიწას ჩიჩქნიდნენ. რა ორიენტაციაზეა საუბარი, ღარიბ-ღატაკ ხალხში?

კაი რა!
გადი ეხლა სოფლებში, ნახე ხალხი! მემგონი სკოლისმერე არაფერი წაუკითხავთ და დაუწერიათ, ჭყონდიდელ ვინ იყო იმას ვერ გეტყვიან, განათლება პრინტუს ქვევით აქვთ, და ტანზე იხევენ რუსეთის გამო. საქართველოში დრეს ეგ გაუნათლებელი მასაა ყველაზე პრო რუსი!
QUOTE
ჩასახლებით თუ ვინმე ჩაასახლა რუსეთმა აფხაზეთში-რუსები (ვერ გაუძლეს ჰავას და ციებით დაწყდნენ), სომხები, ბერძნები. ირანელები და თურქეთის ლაზები ხშირად მიდი-მოდიოდნენ და აქტიურ ვაჭრობას ეწეოდნენ. ცალკე კიდევ, მეგრელები გადადიოდნენ და დაქირავებულ მუშებად დგებოდნენ. ეგ იყო აფხაზეთის მოსახლეობა მეცრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში.

ამაზე არ გედავები, აკი ავღნიშნე კიდეც!

Posted by: ტერა 23 Aug 2017, 17:14
კარგი ვაზელინი მირჩიეთ.

41 ვაზელინი

Posted by: LuxAeterna 23 Aug 2017, 17:53
როგორ ასისინდნენ ღრუსეთმე, სომეხუმეები. ეტყობა შიგ მუდელში მოურტყია. givi.gif

Posted by: merkuriela 23 Aug 2017, 18:35
QUOTE
 აკაკი ბაქრაძე 1994, რუსეთმა დაგვსაჯა

ასე გვსჯიდნენ მუდამ, ხან სპარსეთი, ხან რომი,ხან ბიზანტია, ხან ოსმალეთი, ხან რუსეთი.
ქართველი ხალხიც მიმოიქცეოდა ორ იმპერიას შორის, ერთი იმპერია გააბრაზებდა, მეორეს ლაშქრობაში გაჰყვებოდა ქართველი, მერე მეორე იმპერია გაანაწყენებდა ქართველს პირველს გაჰყვებოდა ლაშქრობაში.
ისე, ასეთი საქციელი ხანდახან მტერზე(იმპერიაზე) ცუდად მოქმედებდა, არიქა არ განგვიდგნენ ქართველი მეომრებიო და მიდიოდნეთ დათმობაზე.

QUOTE
ვითომ ლიტვა-ლატვია-ესტონეთ-სომხეთ-თურქმენეთ და კიდევ სხვები არ დაუპყრიათ..

არათუ ესეთი პატარა ქვეყნები, იმპერიებსაც იპყრობდნენ და ხლეჩდნენ.
ჩეხოსლოვაკიას რა უქნეს.


ოღონდ ჩვენსავით არეულდარეული ქვეყნები ცოტაა. სირიის ამბავს თუ გამოვრიცხავთ.

Posted by: Solveig 23 Aug 2017, 20:49
meruemi
QUOTE
ჭყონდიდელ ვინ იყო იმას ვერ გეტყვიან,

ჭყონდიდელი რაში ენაღვლებათ აფხაზებს?

QUOTE
განათლება პრინტუს ქვევით აქვთ, და ტანზე იხევენ რუსეთის გამო.

მაგას ერთადერთი მიზეზი აქვს-ქართველების ზიზღი და სიძულვილი.

QUOTE
საქართველოში დრეს ეგ გაუნათლებელი მასაა ყველაზე პრო რუსი!

როგორ გეკადრება. განათლებული პრორუსებიც არსებობენ.

Posted by: permer 23 Aug 2017, 21:08
xronopi
QUOTE
აკაკი ბაქრაძის ნაირებზე არის ნათქვამი ან ჯვარი ჩამოიხსენი ან ნიფხავი ჩაიცვიო

ამისთანა ვითომპატრიოტმა ინწილიგენციამინწელიგენტებმა დაღუპეს ქვეყანა და ხალხი.
მაგათი სულიერი შვილებია დღეს ქვეყნის მმართველი და... ნაჩით მიდის კიდეც საქმე

Posted by: Xoshgeldi 23 Aug 2017, 21:17
QUOTE (permer @ 23 Aug 2017, 21:08 )
xronopi
QUOTE
აკაკი ბაქრაძის ნაირებზე არის ნათქვამი ან ჯვარი ჩამოიხსენი ან ნიფხავი ჩაიცვიო

ამისთანა ვითომპატრიოტმა ინწილიგენციამინწელიგენტებმა დაღუპეს ქვეყანა და ხალხი.
მაგათი სულიერი შვილებია დღეს ქვეყნის მმართველი და... ნაჩით მიდის კიდეც საქმე

შესაზლოა მართალი ბრძანდებით თუმცა დაბეჯითებით ვერ იტყვი

Posted by: meruemi 23 Aug 2017, 22:16
Solveig
QUOTE
ჭყონდიდელი რაში ენაღვლებათ აფხაზებს?

აფხაზი რა შუაშია! მე ქართველ რუსეთუმებზე გითხარი!
QUOTE
მაგას ერთადერთი მიზეზი აქვს-ქართველების ზიზღი და სიძულვილი.

ვახ გელაპარაკები ქართველ რუსეთუმებზე!
QUOTE
როგორ გეკადრება. განათლებული პრორუსებიც არსებობენ.

კიბატონო არიან,ოღონდ მათი პროცენტული ხვედრი მცირეა.
განათლებულებს, ანგარება და პირდაპირი თანამშრომლობა რუსეთის პეც სამსახურებთან, ამოძრავებთ.
ხოლო იმათზე ვისაც ვლაპარაკობ, არის უბრალოდ დაზომბირებული მასა!

Posted by: shamugiashvili 24 Aug 2017, 07:46
იონათან
QUOTE
აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგა თბილისის უტვინობის გამო და არა რუსების მიერ საქართველოს დასჯის სურვილით
თორემ რატომ არ დასაჯეს სხვა რესპუბლიკები?

დნესტრისპირეთის შესახებ გსმენია?!
ყირიმი და დონბასი რა, არაა სასჯელი?!
რუსეთის დედას რო ######, ეგაა ყველა კონფლიქტის მთავარი დირიჟორი.
აზერე4ბს და სომხებს იარაღს რატო აწვდის პა ტვოიმუ?!
იმიტომ ხომ არა ნეტა, რომ უნდა რომ "შავტრაკა ჩურკებმა" ერთმანეთი ხოცონ და ხოცონ ...

Posted by: SaamI 24 Aug 2017, 08:14
SPLIYVI
QUOTE
კაგებეს ზუსტად ასეთები ყავდათ

კგბ-ს ვინც ყავდა/ ყავს, ან ხელისუფლებაშია ან ხელისუფლებასთან ახლოს. ან დიდი ფულის განმკარგავი (საჭირო ხალხის მოსასყიდლად). ან კიდევ ეკლესიაში თანამდებობაზე. ანუ ისეთ ადგილებზე სადაც საქმე კეთდება. მორალისტები და ლექტორები ნაკლებად აინტერესებთ. ზოგადად რუსებს, თავის კოლონიებში, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან არ უყვართ ჭკვიანი და განათლებული ხალხი.

Posted by: მართვის თეორია 24 Aug 2017, 10:58
ეუფ, ჩეიცვა ხალხმა შავები ბაქრაძეზე biggrin.gif

სიმართლე სპლიყვმა დაწერა აქ, ოღონდ მისდაუნებურად biggrin.gif


ბაქრაძე და მისნაირი გველები თავის დროზე, რომ მოეშთო მიშას მეთოდებით(ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის), იმ უბედურ დღეზე გაჩენილ გამსახურდიას, ახლა შეიძლება ამ დღეში არ ვყოფილიყავით.

მაგრამ მამამისის არ იყოს, როცა ქვეყნის შიგნით ამდენი მტერია, იმ ქვეყანას მამაზეციერიც ვერ გაამარჯვებინებს.

ერთერთი მამალი ქვეყნის მტერი ეგ თქვენი ბაქრაძე იყო.

და სხვა ბევრი კიდევ...

Posted by: GIORGI XXL 24 Aug 2017, 13:56
მართვის თეორია
QUOTE
ერთერთი მამალი ქვეყნის მტერი ეგ თქვენი ბაქრაძე იყო.

ბევრი ვერ შეგედავება, მისი კარგად მცოდნეები ცოცხლები აღარ არიან. ამით შეგიძლია ისარგებლო და ნებისმიერი ვერსია განავითარო biggrin.gif
ისე კი, 80-იანების ზასტოის პერიოდში, საბოლოო ჯამში, ბაქრაძე ბუძილნიკის როლს თამაშობდა.
ყველაზე საინტერესო პერიოდში ანუ 90-იანების დასაწყისსში მისი "ფაქტორი" შეუმჩნეველი გახდა თუმცა მალევე მოკვდა კიდევაც. ალბათ მის აქტიურობას რამე ავადმყოფობა უშლიდა ხელს.
დასწრებიხარ მის საჯარო ლექციებს?

Posted by: mRvdeli giorgi sxiladze 24 Aug 2017, 14:16
მართვის თეორია
QUOTE
ბაქრაძე და მისნაირი გველები თავის დროზე, რომ მოეშთო მიშას მეთოდებით(ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის), იმ უბედურ დღეზე გაჩენილ გამსახურდიას, ახლა შეიძლება ამ დღეში არ ვყოფილიყავით.

ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას ახლოს ვიცნობდი, როგორც ქრისტეანებს, სამშობლოზე სისხლხორცეულად შეყვარებულთ, ამაღლებული სულის მოაზროვნეებს, პოეტებს, მუსიკოსებს და შესაბამისი ,,მეთოდების“ გამომყენებელთ. მერაბის ამქვეყნიდან წასვლის შემდგომ, ზვიადი აკაკი ბაქრაძეს სთხოვდა, ეროვნული ძალებისგან შემდგარ პოლიტიკურ გაერთიანებას სათავეში ჩასდგომოდა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.
1989წ. იდგა. ბაქრაძე საჯარო ლექციას კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტში. იმ კეთილგანზრახვით, რომ ახალგაზრდებში მისი ავტორიტეტი ათეისტური ცნობიერების საწინააღმდეგოდ გამოგვეყენებინა, სემინარისტებმა კითხვა დავუსვით, სწამდა თუ არა ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ვციტირებ პასუხს: ,,მე მწამს სახარება და ეს არა!“ (?!.). მას, 1996წ., რადიოინტერვიუში ვუსმინე. უთხრეს: ხალხში გავრცელებულია შთაბეჭდილება, რომ ხართ მასონური ლოჟის წევრი. პასუხი: ეს ჩემთვის დიდი პატივია...

Posted by: jmm75 24 Aug 2017, 23:09
მართვის თეორია
QUOTE
ერთერთი მამალი ქვეყნის მტერი ეგ თქვენი ბაქრაძე იყო.

რის საფუძველზე აცხადებთ ამას?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)