Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > უძველესი სამაგიდო-ლოგიკური თამაში გო


Posted by: sai 6 Oct 2017, 14:19
გო სტრატეგიული სამაგიდო თამაშია ორისთვის, რომლის მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეზე მეტი ტერიტორიის შემოსაზღვრაა. თამაში დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ გამოიგონეს ძველ ჩინეთში, რომლის შემდგომაც მისი გავრცელება უკვე კორეასა და იაპონიაში მოხდა. მიუხედავად მარტივი წესებისა, გო სათამაშოდ საკმაოდ რთულია და კომბინაციათა განუსაზღვრელ რაოდენობას გულისხმობს. დღესდღეობით ამ თამაშს 200 მილიონამდე ადამიანი თამაშობს. ყოველწლიურად იმართება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, რომელთა საპრიზო ფონდი აღემატება კიდეც ჭადრაკისას. გარდა ამისა, გო ანვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ხვეწს ინტელექტს, აყალიბებს ხასიათს და აძლიერებს კონცენტრაციის უნარს.
სასიხარული ამბავია, რომ საქართველოში დაარსებულია გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაცია, რომელიც აღიარებულია, როგორც საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე მსოფლიოს მიერ. შარშან მონაწილეობაც მივიღეთ ევროპის პირველობაზე, სადაც ჩვენმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და D კატეგორიიდან C კატეგორიაში გადაინაცვლა(საკმაოდ კარგი მაჩვენებელია საწყის ეტაპზე). აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს ჩავატარეთ პირველი ჩემპიონატი, რომელმაც ყოველწლიური სახე მიიღო. წელს ტურნირი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს იგეგმება და იმედია მონაწილეობის მსურველები გამოჩნდებით აქედანაც :დ
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივესალმებით ჩვენს ფედერაციაში და დავეხმარებით თამაშის სწავლასა და ათვისებაში. მთავარია სურვილი და მონდომება smile.gif აბა გამოჩნდით გო-ს მოყვარულებო :დ

პ.ს ონლაინ შესაძლებელია თამაში. სამომავლოდ ტურნირები ჩატარდება ქართულ ჯგუფში - https://online-go.com/group/692
ფედერაციის ფეისბუქის მისამართი - https://www.facebook.com/Viswavlotgo

Posted by: Galaron 8 Oct 2017, 10:06
მაგარი თამაშია ძაან. მაგის ამოცანები მომწონდა ადრე )

სადღაც 2016-მდე კომპიუტერი ვერ უგებდა ადამიანს. მერე რაღაც მონსტრი შექმნა გუგლმა (Google Deepmind) და იმან მოიგო D

Posted by: sai 8 Oct 2017, 16:20
Kii namdvilad magari tamashia smile.gif sameuxarod jerjerobit kompiuters ver vugebt biggrin.gif

Posted by: Excentrifuge 8 Oct 2017, 17:20
QUOTE
სადღაც 2016-მდე კომპიუტერი ვერ უგებდა ადამიანს. მერე რაღაც მონსტრი შექმნა გუგლმა (Google Deepmind) და იმან მოიგო D

დიფ მაინდმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი, ალფა გოუ, რომელმაც გააცამტვერა ევროპის ჩემპიონი 5-0 და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი 4-1. ამით უდიდესი გარღვევა მოახდინეს AI შექმნის მიმართულებით. საქმე იმაშია რომ ალფა გოუ არ არის გამომთვლელი ენჯინი, ისეთი როგორც ჭადრაკის ენჯინები, რომლებიც მექნიკურად ითვლიან ყველა სვლას. ასეთი ენჯინი დღესაც ვერ ამარცხებს გოუს პროფს. ხოლო ალფა გოუ თამაშობს გათვლის გარეში, თამაშიც ცოდნის საფუძველზე, შეიძლება ითქვას რომ ადამიანივით.

მე ადრე ერთი ორჯერ ვითამაშე გოუ მაგრამ ვერ დავუჭირე მუღამი. თამაშის ტაქტიკა რთული მისახვედრია ეგრევე.

Posted by: sai 9 Oct 2017, 09:31
QUOTE (Excentrifuge @ 8 Oct 2017, 17:20 )
[QUOTE]

მე ადრე ერთი ორჯერ ვითამაშე გოუ მაგრამ ვერ დავუჭირე მუღამი. თამაშის ტაქტიკა რთული მისახვედრია ეგრევე.

კი, თავიდან რთულია თამაში, მითუმეტეს თუ არავინ გყავს ვინც აგიხსნის. საწყის ეტაპზე სულ მანადგურებდნენ :დ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)