ROLIKA_24თემქის მხარეს ვიყავი ჩანჩქერთან ახლოს.
ვანკაზე ითევზავე?
ისე ჰაერის წნევასაც დიდი მნიშვნელობა აქ.ნორმაზე დაბალი თუა ძალიან პასიური ხდება თევზი
* * *
ესეც ჩვენი პარაზიტი.სოლიტერი რო მეგონა.
თასმისებური ჭიებიდან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობისაა ლიგულოზის აღმძვრელი ჰელმინთი – Ligula intestinalis.
ამ ჰელმინთის ლარვა – პლეროცერკოიდი პარაზიტობს კობრისებრი თევზების მუცლის ღრუში (ნაფოტა, ქაშაპი, ხრამული და წვერა), ხოლო სქესმწიფე ფორმა – იქთიოფაგ ფრინველებში. ჰელმინთის ლარვა ფართოდაა გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა წყალსაცავის (ხრამის წყალსაცავი, თბილისის წყალსაცავი, სიონის წყალსაცავი და სხვ.) ზემოაღნიშნულ თევზებში.
ლიგულის განვითარების ციკლი ასეთია: კვერცხი წყალში ვითარდება, მისგან გამოდის თავისუფლად მცურავი წამწამებიანი ლარვა – კორაციდი. კორაციდს ყლაპავს ნიჩაბფეხებიანი კიბო, რომლის სხეულის ღრუში იგი გადაიქცევა პროცერკოიდად. კიბოს პროცერკოიდიანად ყლაპავს თევზი, რომლის სხეულის ღრუში პროცერკოიდი 2-14 თვის განმავლობაში განვითარდება ინვაზიურ პლეროცერკოიდად.
დეფინიტურ ანუ საბოლოო მანპინძლებში, რომლებსაც იქთიოფაგი ფრინველები წარმოადგენენ, თევზთან ერთად ხვდება პლეროცერკოიდი: ფრინველების ნაწლავში პლეროცერკოიდი იზრდება, მას უვითარდება სასქესო ორგანოები, გამოყოფს განაყოფიერებულ კვერცხებს და 35-60 საათის შემდეგ იღუპება.
წყარო:
http://www.geofauna.ge/buneba/cxovelta%20s...aavadebani.html