Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > რუსული ბარბარიზმები ქართულ საუბარში


Posted by: ჰეისან 28 Jan 2023, 10:04
მოგესალმებით...

იქნებ ვინმემ იცოდეთ რუსული სიტყვა "Ну"-ს შესატყვისი ქართულად. ამ სიტყვას ქართველთა დიდი ნაწილი ისე იყენებს საუბარში (მაგალითად - ნუ, მე ასე არ ვფიქრობ biggrin.gif), თითქოს ქართული სიტყვა იყოს და აზრზე არ არის, რომ რუსულ სიტყვას წარმოთქვამს. ქართული "ნუ" აკრძალვას ნიშნავს (მაგალითად - ნუ იზამ). რუსული "Ну" კი ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ ქართულში მისი შესატყვისი არსებობს თუ არა, ეგ არ ვიცი. თქვენ ხომ არ იცით?

Posted by: sis tema 28 Jan 2023, 16:00
ჰეისან
QUOTE
რუსული "Ну" კი ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ ქართულში მისი შესატყვისი არსებობს თუ არა, ეგ არ ვიცი. თქვენ ხომ არ იცით?

მაშასადამე biggrin.gif

Posted by: ჰეისან 29 Jan 2023, 01:35
sis tema
biggrin.gif ზოგ შემთხვევაში, კი... მაგრამ ყოველთვის მასე არაა, სამწუხაროდ. მაგარი მურტალი სიტყვაა (რუსულში, რა თქმა უნდა)

Posted by: W900 30 Jan 2023, 15:27
ეს განყი მკვდარზე ვენოკია სუფთა, ავერსის ბანერს უფრო მეტი აკლიკავს 1 დღეში ვიდრე ამას 1 წელიწადში gigi.gif

Posted by: ჰეისან 1 Feb 2023, 00:16
W900
QUOTE
ავერსის ბანერს უფრო მეტი აკლიკავს 1 დღეში ვიდრე ამას 1 წელიწადში

biggrin.gif და ჩვენ გინდა, რომ აქ ჩამოსულებმა და საცხოვრებლად დარჩენის მსურველებმა ქართული ისწავლონ lol.gif

Posted by: Muziq 6 Feb 2023, 01:34
საშინელი გავლენა აქვს მტრის ენა რო არ იყოს ვერანაირ გამართლებას მოუძებნი ისე კი ყურს საკაიფოდ ხვდება აი მაგალითად რუსული შიუ-ბიზნესი ომამდე განვითარებული რო იყო არც დაგვესიზმრება ტიპები ახალ სტილებს ქმნიან

Posted by: მევესაუბრედიეგოს 8 Feb 2023, 23:05
QUOTE (Muziq @ 6 Feb 2023, 01:34 )
რუსული შიუ-ბიზნესი ომამდე განვითარებული რო იყო არც დაგვესიზმრება ტიპები ახალ სტილებს ქმნიან

ახალ სტილებს არ ქმნიან. აკოპირებენ თითქმის ყველაფერს.

Posted by: DORO 12 Feb 2023, 18:54
QUOTE
Ну"


ჩვენც გვაქვს --ნუ --ეი -- არა .

QUOTE
(მაგალითად - ნუ, მე ასე არ ვფიქრობ


არა ,მე ასე არ ვფიქრობ .

იგივეობაა .
ჩვენს ნუ -დ უნდა მივიღოთ .

biggrin.gif

Posted by: ჰეისან 12 Feb 2023, 20:54
DORO
ვერა, ვერ მივიღებ biggrin.gif

გავიმეორებ - ჩვენ უკვე გვაქვს "ნუ"... და ის აკრძალვას ნიშნავს.

Posted by: რიში სუნაკი 1 Apr 2023, 14:50
ჰეისან
QUOTE
რუსული სიტყვა "Ну"

რადგან რუსულშიც არსებობს ეგ სიტყვა, ესეიგი რუსულია?
პომიდორი რუსულია?

ან რუსული რომ იყო ამით რა?
რუსს რომ ორი თვალი ჰქონდეს და შენც გქონდეს ორი თვალი, ერთს ამოითხრი?

Posted by: ჰეისან 2 Apr 2023, 01:09
რიში სუნაკი
მაგარი ლოგიკა გაქვს, ქვას გახეთქავს biggrin.gif

ზოგიერთი სლავური ენის გარდა, სხვა ენაში ეგ Ну არ არსებობს იმ კონტექსტით, რა კონტექსტითაც რუსები იყენებენ. ჩვენთან ტრაკში პერო საუბრის პონტში შემოვიდა, როგორც ბარბარიზმი და ხალხს ქართული სიტყვა ჰგონია. მე რატომ მიტრაკებენ, როდესაც კაროჩე-ს ვიყენებ საუბარში?! რატომ მეუბნებიან, რუსული სიტყვააო?! Ну-ს ხსენებისას არავის ეუბნებიან იგივეს

P.S. მასე გააგრძელე...

Posted by: Chilembwe 2 Apr 2023, 13:11
ჰეისან
QUOTE
ზოგიერთი სლავური ენის გარდა, სხვა ენაში ეგ Ну არ არსებობს იმ კონტექსტით

Sure?
https://en.wiktionary.org/wiki/Reconstruction:Proto-Indo-European/nu
QUOTE
ხალხს ქართული სიტყვა ჰგონია

თვითონ "ხალხი" ქათული სიტყვაა?
ზოგადად ქართული სიტყვაა რა არის შეგიძლია ახსნა?
აი მაგალითად, "პური" ქართულინ სიტყვაა?
QUOTE
მე რატომ მიტრაკებენ, როდესაც კაროჩე-ს ვიყენებ საუბარში?!

იმიტომ რომ კაროჩე ქართულად არის მოკლედ. როდესაც ენაში უკვე დამკვიდრებულია სიტყვის ზუსტი შესატყვისი და ამ ენასთან ორგანულად თავსებადი სიტყვა, და შენ იღებ უცხო ენიდან და მახინჯურად გადმოგაქვს ამ ენაში, ამას ეწოდება ვანდალიზმი, ხოლო სიტყვას ბარბარიზმი.

Ну-ს არათუ ზუსტი, ახლოს მდგომიც ქართული შესატყვისი არ აქვს, მითუფრო დამკვიდრებული.
"კაროჩე" კი აბსოლუტურად უცხო სიტყვაა რომელსაც ზუსტი შესატყვისი აქვს "მოკლედ".
წესით შენ თვითონ უნდა მიხვდე ხოლმე მასეთ რაღაცებს და კითხვა არ უნდა გჭირდებიოდეს.
გაითვალისწინე შემდეგში.

და ბოლოს, Ну შორისდებულია (interjection)

Posted by: ჰეისან 3 Apr 2023, 07:02
Chilembwe
არის, უმფროსო biggrin.gif

Posted by: Khelosani63RU 3 Apr 2023, 07:44
QUOTE (ჰეისან @ 28 Jan 2023, 10:04 )
მოგესალმებით...

იქნებ ვინმემ იცოდეთ რუსული სიტყვა "Ну"-ს შესატყვისი ქართულად. ამ სიტყვას ქართველთა დიდი ნაწილი ისე იყენებს საუბარში (მაგალითად - ნუ, მე ასე არ ვფიქრობ biggrin.gif), თითქოს ქართული სიტყვა იყოს და აზრზე არ არის, რომ რუსულ სიტყვას წარმოთქვამს. ქართული "ნუ" აკრძალვას ნიშნავს (მაგალითად - ნუ იზამ). რუსული "Ну" კი ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ ქართულში მისი შესატყვისი არსებობს თუ არა, ეგ არ ვიცი. თქვენ ხომ არ იცით?

1. აბა. Ну вставай! - აბა, ადექით!, ну вот ещё! - კიდევ რა!
2. ჰო. Ну конечно - ჰო, რასაკვირველია.
3. ო. Ну нет, я туда не пойду - ო, არა, იქ არ წაბალ.

ლექსიკონიდან არის.

Posted by: ჰეისან 3 Apr 2023, 09:32
Khelosani63RU
ანუ, აქვს რაღაც ინტერპრეტაცია, მაგრამა არაპირდაპირი

Posted by: Khelosani63RU 3 Apr 2023, 11:37
QUOTE (ჰეისან @ 3 Apr 2023, 09:32 )
ანუ, აქვს რაღაც ინტერპრეტაცია, მაგრამა არაპირდაპირი

კი, არა ზუსტად შესატყვისობა.
ეს სიტყვა ჩვენ (რუსი) გვაქვს არ არის ძალიან საჭირო.

Posted by: ჰეისან 3 Apr 2023, 15:07
Khelosani63RU
ანუ, დიდად არაფრის მომცემი სიტყვაა? smile.gif

Posted by: Caucasusoul 25 Apr 2023, 13:31
ყველა ენაზე ვიცი სლენგი რასაც ვფლობ მარა არ ვიყენებ ნუ ვცდილობ მაიცა

Posted by: Meinkampf 9 Sep 2023, 16:13
ძალიან მაღიზიანებს რუსული სიტყვებით მოსაუბრე ქართველი თანამდებობის პირები, ხალხიც რომ ხშირად იყენებს ეგ ხომ "ვაპშე" მაგიჟებს smile.gif))

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 09:06
QUOTE
ძალიან მაღიზიანებს რუსული სიტყვები

Meinkampf

მხატვარი ხომ არ ხარ შემთხვევით?

Posted by: gonebadaxshuli 1 Nov 2023, 17:02
"კატაობა" რით ჩანაცვლდება ნეტა
სხვა უამრავი ნეოლოგიზმია მოსაგონი ილიები და რობაქიძეებია საჭირო

ისე ნიაზი = ინტერესი ახლახან დავუკვირდი, შესანიშნავი სიტყვა გასულა ხმარებიდან
ანიაზებს = აინტერესებს
ინტერ-ესეც კარგი სიტყვაა მაგრამ მაინც
* * *
რუსული ვულგარიზმები ყველაზე უფრო არ მომწონს
მაგრამ "ჩალიჩი" ასეთებიც მაგათ დონედ მიმაჩნია
ან "დაბოლება"
ა.შ.

Posted by: Khelosani63RU 6 Nov 2023, 20:23
QUOTE (ჰეისან @ 3 Apr 2023, 15:07 )
Khelosani63RU
ანუ, დიდად არაფრის მომცემი სიტყვაა? smile.gif

ზოგჯერ შეიძლება ნიშნავს კი.

- Ты это купил? (შენ იყიდე?)
- Ну. (კი)

ზოგჯერ შეიძლება ნიშნავს არ მინდა/ეზარება/არა

- Хочешь яблоко? (გინდა ვაშლი?)
- Да ну. (არ მინდა)

- Ты сделаешь это? (შენ გააკეთებ ამას?)
- Да ну. (არა, ეზარება)

მოქმედების დაწინაურება (მოტივაცია)

- Идём! (წავედით!)... Ну!!! (მოდით უკვე წავიდეთ)

გულგრილობა

- Я сделал это! (მე ეს გავაკეთე!)
- Ну и что? (არ მაინტერესებს)

რა გამოსავალი?

- Ну как?/Ну что? (რა გამოსავალი?)
- Ну как?/Ну что? (დაასრულა სამუშაო? გაკეთება?)

- ...
- Ну и? (მერე რა? რა არის შემდეგი?)

გაურკვევლობა
(ხუმრობა)
- Ты был в Париже? (პარიზში ნამყოფი ხართ?)
- Ну.
- Что ну?
- Ну не был (არ იყო).

რა თქმა უნდა, ნამდვილად, მე ყოჩაღ...

- Ты сделал это? (შენ ეს გააკეთე?)
- Ну так! (нУ так!) (რა თქმა უნდა, ცხადია, მე ყოჩაღ)

PS სულ ეს ხალხური ენა, მარტივი ენა.

Posted by: ჰეისან 6 Nov 2023, 20:32
Khelosani63RU
ის მაინც ვერ გავარკვიე, ვინ და რისთვის "დაამკვიდრა" ქართულ ენაში ეგ "ნუ" (მაგ კონტექტსში)... biggrin.gif მეცინება ხოლმე, სულ "ნუ"-თი რომ საუბრობენ ოფიციალურად...

Posted by: Khelosani63RU 7 Nov 2023, 08:29
QUOTE (ჰეისან @ 6 Nov 2023, 20:32 )
ის მაინც ვერ გავარკვიე, ვინ და რისთვის "დაამკვიდრა" ქართულ ენაში ეგ "ნუ" (მაგ კონტექტსში)... biggrin.gif მეცინება ხოლმე, სულ "ნუ"-თი რომ საუბრობენ ოფიციალურად...


ჩვენთან (რუსული) ოფიციალურად ენა ცდილობენ არ თქვა (არ ისაუბრო) "ნუ" ანუ ძალიან იშვიათად.

Posted by: ჰეისან 7 Nov 2023, 18:40
Khelosani63RU
QUOTE
ჩვენთან (რუსული) ოფიციალურად ენა ცდილობენ არ თქვა (არ ისაუბრო) "ნუ" ანუ ძალიან იშვიათად

ანუ, იქაც არაფორმალურ შორსდებულად ითვლება?

Posted by: Khelosani63RU 8 Nov 2023, 07:25
QUOTE (ჰეისან @ 7 Nov 2023, 18:40 )
ანუ, იქაც არაფორმალურ შორსდებულად ითვლება?

კი. ზოგი ენათმეცნიერი ითვლება "ну" სიტყვა-პარაზიტი.

"შორსდებულად" - ეს შორ_ი_სდებულად? ვერ თარგმნა.

Posted by: ჰეისან 9 Nov 2023, 17:33
Khelosani63RU
მართალი ხარ "ი" გამომრჩა სიჩქარეში biggrin.gif
QUOTE
კი. ზოგი ენათმეცნიერი ითვლება "ну" სიტყვა-პარაზიტი

ნამდვილად, პარაზიტი სიტყვაა...

Posted by: Khelosani63RU 10 Nov 2023, 12:52
QUOTE (ჰეისან @ 9 Nov 2023, 17:33 )
მართალი ხარ "ი" გამომრჩა სიჩქარეში biggrin.gif

ყველა ლექსიკონები გაიხედა smile.gif

ну - ეს თუ შორისდებულად თუ ნაწილაკი.

Posted by: Irenicon 12 Nov 2023, 08:38
QUOTE
ну

ჯენზისთან უკვე So არის
ნუს გავეყარე სოუს შევეყარე თემაა

Posted by: 20LarianiKukuri 20 Nov 2023, 13:53
ის ხო იცით რუსეთში ტაქსში რომ ჩაჯდნენ ქართველები და ერთი ეუბნება მეორეს - ბრატ ამ ტაქსის შოფერს რა პრაწივნი როჟა აქვს არაო?

Posted by: Luciferianizm 21 Nov 2023, 04:22
QUOTE (20LarianiKukuri @ 20 Nov 2023, 13:53 )
ის ხო იცით რუსეთში ტაქსში რომ ჩაჯდნენ ქართველები და ერთი ეუბნება მეორეს - ბრატ ამ ტაქსის შოფერს რა პრაწივნი როჟა აქვს არაო?

lol.gif ხო ჩემი მევალე მუშაობს მოსკოვში ტაქსე რა მაგარი გამახსენეთ რამეა თუ კიდე მანდაა და მაგ საქმეზე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)