Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ხის სოკოს მოყვანა სათბურში


Posted by: kalakala 15 Nov 2011, 14:57
მინდა ხის სოკოს სათბური გავაკეთო...ცოდნა და გამოცდილება მაქვს ფაქტორივად 00000...რაა საჭირო და როგორ ვინც იცით იქნებ პატივი დამდოთ და მირჩიოთ რამე?


Posted by: dato datuna 15 Nov 2011, 15:28
ხის სოკო დზალიან მაგარია მოვლა და საკმაოდ შრომატევადია...

Posted by: tariela 15 Nov 2011, 15:56
ითესება ბამბაზეც. ფენა ფენა აიღე ბამბა და შიგადაშიგ თესლი უნდა დათესო მერე შეკრავ ტიმარასავით და დადეფ ან დაკიდებ. მერე დანარჩენი ტემპერატურა და მორწყვა არ უნდა დააკლო. უფრო დაწვრილებით ინეტში ნახავ. არ არის ძნელიიი არ მოგატყუონ.

Posted by: Beqs 15 Nov 2011, 16:27
სოკოს მოსაყვანად, პირველ რიგში, საჭირო იქნება შესაფერისი შენობის ნახვა, რის შემდეგაც მზადდება სპეციალური ნარევი, რომელიც პოლიეთილენის პარკში თავსდება და სპეციუალურ პირობებში შენახვის შემთხვევაში სოკოს უხვ მოსავალს იძლევა. ერთ ასეთ შეფუთვას შეუძლია 3-ჯერ გამოისხას სოკო, ხოლო ბოლო მოსავლის აღების შემდეგ ნარევი მასა შეგიძლიათ გაყიდოთ როგორც სასუქი.
სოკოს მოსაყვანად საკმაოდ მცირე კაპიტალი და სივრცეა საჭირო, ხოლო მოსავალი და შემოსავალი (მისი რეალიზაციის შემთხვევაში) საკამოდ მაღალია. მისი რელიზაცია კი შეგიძლიათ პირდაპირ რესტორნებში ან უბნის მაღაზიებში გააკეთოთ. სახლის პირობებში სოკოს მოყვანა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც შემოსალების მუდმივობას უზრუნველყოფს.

ერთხელ ჩემ უბანში მოვიდნენ გამწვანებიდან გადაჭრეს ალვის ხეები...ავდექი მორები წავიღე ბაღში ნესტიან ადგილას დავალაგე ერთ მორზე დავყარე სოკოს თესლი და ზემოდან მეორე მორი დავადე ასე გავაკეთე ალბათ 8-9 ცალი და შიგადაშიგ ვრწყავდი ვასველებდი..შემოდგომაზე იმდენი მოვიდა გამოდიოდა და გამოდიოდა არ ვიცი სად წამეღო ამდენი მთელი კორპუსი მოვიმადლიერე... ასე რომ დიდ მოვლას არ საჭიროებს მართლა არავინ მოგატყუოს დზზნ მარტივია...

Posted by: kalakala 15 Nov 2011, 16:44
Beqs
საღოლ...


რა ხდება ახლა...სოფელში მაქვს შენობა,..ცალპირი ბლოკით ნაშენები...რომ გითხრათ ძალიან ჰერმენტულია მეთქი მოგატყუებთ,მგრამ არც ისეთია რო სიცივისგან გაფუჭდეს სოკო...მინდა შიგ დავთესო და დაახლოებით რა ტეპერატურა უნდა შევუქმნა ან რა საშუალებით?



და კიდევ,საიტებზე წავიკითხე რო ხის მორებზე რო დათესავ,სიბნელეში უნდა იყოს და დაახლოებით ორი თვისმერე უნდა გამოიტანო გარეთ და ჩაფლა მიწაშიო...და მე გამიგია პირდაპირ ღია ცის ქვეშ ეთესა კაცს და იქვე რწყავდა...არანაირი სიბნელე და ტემპერატურა...შეიძლება ასეც? როგორ?

Posted by: Beqs 16 Nov 2011, 01:03
QUOTE (kalakala @ 15 Nov 2011, 16:44 )

და კიდევ,საიტებზე წავიკითხე რო ხის მორებზე რო დათესავ,სიბნელეში უნდა იყოს და დაახლოებით ორი თვისმერე უნდა გამოიტანო გარეთ და ჩაფლა მიწაშიო...და მე გამიგია პირდაპირ ღია ცის ქვეშ ეთესა კაცს და იქვე რწყავდა...არანაირი სიბნელე და ტემპერატურა...შეიძლება ასეც? როგორ?

ჩემ შემთხვევაში არანაირი სიბნელის ნორმები არ დამიცვია უბრალოდ მომაფიქრდა გავაკეთე და უხვი მოსავალი მოვიდა რაც შეეხება წესებს არ მისარგებლია მე რაც ვიცოდი ისე გავაკეთე დაწვრილებით სოკოზე საუბრობენ ამ თემაში http://forum.ge/?f=41&showtopic=34050557&st=0 გადაათვალიერე და ვფიქრობ იპოვი ყველა კითხვის პასუხს..ყოველშემთხვევაში ზოგადად გაერკვევი რა როგორ გააკეთო არიან ის ადამიანები რომლებიც ჩემზე უკეთ და დაწვრილებით აგიხსნიან ყველაფერს....წარმატებები მეგობარო....

Posted by: kalakala 16 Nov 2011, 08:29
Beqs
QUOTE
..წარმატებები მეგობარო....

გაიხარე...

Posted by: SwissArmy 13 May 2015, 13:24
kalakala
QUOTE
მინდა ხის სოკოს სათბური გავაკეთო...

რა ქენი მოიყავნე სოკო ?

Posted by: abes777 13 May 2015, 13:36
მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, შენობაში როგორ შეიძლება მაგის მოყვანა.

Posted by: guramus 18 May 2015, 18:38
abes777
QUOTE
მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, შენობაში როგორ შეიძლება მაგის მოყვანა.

მართალი ხარ, მაგრამ გამწოვები კეთდება. შესვლამდე უნდა ჩართო გამწოვი და მერე უნდა შეხვიდე.

მამაჩემმა დათესა 1-2_ჯერ. თუ კარგად მოუვლი, დიდი მოსავალი იცის. რეალიზებაც არაა რთული.

Posted by: zekota 19 May 2015, 00:40
მეგობრებო,სოკოს რომელი ჯიშია კარგად გასამრავლებელი.? სახლის პირობებში მინდა ვცადო და თესლი სად იშოვება და როგორია ფასები,? ამათუ იმ ჯიშზე.?

Posted by: abes777 21 May 2015, 01:01
guramus
ვიცი გამწოვებკს შესახებაც. მე მაქვს სარდაფი ცალკემდგომი ობიექტის და ვიფიქრე სოკოს მოყვანაზე მარა ინფოს რომ გავეცანი არ ღირს შენობის გაფუჭება მაგისთვის. გამწოვი რისკს ბოლომდე არ აქრობს.

Posted by: guramus 5 Jun 2015, 20:40
abes777
QUOTE
ვიცი გამწოვებკს შესახებაც. მე მაქვს სარდაფი ცალკემდგომი ობიექტის და ვიფიქრე სოკოს მოყვანაზე მარა ინფოს რომ გავეცანი არ ღირს შენობის გაფუჭება მაგისთვის. გამწოვი რისკს ბოლომდე არ აქრობს.

გაფუჭებაში რას გულისხმობ? კედელზე გააკეთებ ცელოფნებს და როცა აღარ მოგინდება დათესვა, ჩამოხსნი. კედლებს რა უნდა მოუვიდეს?

zekota
QUOTE
მეგობრებო,სოკოს რომელი ჯიშია კარგად გასამრავლებელი.? სახლის პირობებში მინდა ვცადო და თესლი სად იშოვება და როგორია ფასები,? ამათუ იმ ჯიშზე.?

ხის სოკო ადვილად მოსავლელი და გასამრავლებელია. უნდა გაიკითხო, ზუსტად არ ვიცი ფასები.

Posted by: zekota 6 Jun 2015, 21:27
კედე;ზე ცელოფნები როგორ უნდა გააკეთო,?

ფასებთან არანაირი შეხება არ მაქვს და დაახლოებითი ფასები მაინტერესებს ამა თუ იმ ჯიშებზე

Posted by: shotanarikashvili 12 Nov 2015, 15:37
კალმახა ყოველთვე რო წამოვიდეს შეიძლება? სად შეიძლება სოკოს რეალიზაცია მოხდეს

Posted by: მუმლაძე 13 Nov 2015, 21:05
QUOTE
თესლი სად იშოვება

სამთოქიმიის სარდაფში
* * *
მაგრამ არ გირჩევ(თუ კომერციაზე ფიქრობ) ძალიან რთულია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)