Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > მინი კრედიტები - ბიზნესი თუ ავანტიურა?


Posted by: compleo 19 Mar 2012, 03:17
მინი კრედიტები - ბიზნესი თუ ავანტიურა?

ნებისმიერი ბიზნესის სახელმძღვანელო იწყება შემდეგი კონტექსტით, რომ ბიზნესს, რომელსაც ვაწარმოებთ უნდა ჰქონდეს მისია და მიზანი. ამასთან, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს ცალმხრივი ხეირის საფუძველი. მაგალითად, ცნობილი სპორტული ტანსაცმელის მწარმოებელ კომპანია Nike - ს აქვს მისია, მოუტანოს ინოვაცია და შთაგონება მსოფლიოს ყველა ათლეტს. ცნობილი კოპიუტერების მწარმოებელ კომპანია HP-ის კი მიზნად აქვს ისეთი პროდუქტების წარმოება, რომლებიც იქნება უმაღლესი ხარისხის და მომხმარებლებისაგან დაიმსახურებს პატივისცემასა და ლოიალურობას.

ახლა, ალბათ ჯობს უფრო მეტად დავკონკრეტდეთ და გადავხედოთ ფინანსურ პროდუქტებს ბიზნეს სამყაროში და ვნახოთ რას გვეუბნებიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები თავიანთი მისიის შესახებ. შოტლანდიის სამეფო ბანკის მისიაა „ჩვენ გაწვდით სტაბილურობისა და მდგრადობის უმაღლეს გარანტიას, რადგან ვმართავთ ბიზნესს მაქსიმალური ღიაობისა და ინტეგრირებულობის ხარჯზე; ვაღწევთ ოპტიმალურ ფინანსურ შედეგებს ზუსტად განსაზღვრული ბიზნეს პრიცნიპების მეშვეობით“.

მოდით ვნახოთ რას გვეუბნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი „Sociate General” – ი „ჩვენი მიზანია კლიენტების მხარდაჭერა მათ ფინანსურ პროექტებში, რათა უნარიანი გავხადოთ ისინი თავიანთი მიზნების მიღწევაში“.

რა არის FinBook.ge -ის მისია? რა არის ჩვენი ბიზნეს პრინციპები?

- დავიცვათ ფინანსური პროდუქტების მომხმარებლები არასწორი შედეგებისგან

- დავეხმაროთ მომხმარებელს ფინანსების სწორ მართვაში

- შევუწყოთ ხელი ბიზნესისა და პროექტების დაფინანსებას


მოკლედ, რომ ვთქვათ ჩვენი მისიაა:

„ვიზრუნოთ თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე, რადგან თქვენი კეთილდღეობა ჩვენი არსებობის მყარი გარანტიაა“.

ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, დღეს საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვესვა კითხვები ახლად გამოჩენილი ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რომლებიც ასეთი პოპულარობით სარგებლობენ საფინანსო პროდუქტების ბაზარზე. კერძოდ, საუბარია „Mini Credit” - ის, “Mo Money Credit“-სა და მსგავს საკრედიტო ორგანიზაციებზე. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურებიან ეს კომპანიები, რას წარმოადგენენ მათი მიზნები ან რა პრინციპებით სარგებლობენ ისინი.

თუ მათი მიზანია, წელიწადში იხეირონ 360% სოციალურად დაბალი ფენის ხარჯზე, მაშინ მეგობრებო, ისინი 21-ე საუკუნის ბიზნესში არასწორ გზაზე დგანან. ახლა მოდით, ამ პროცესს ქრონოლოგიურად გავყვეთ. მაგალითისთვის ავიღოთ „Mini Credit”-ის ფინანსური პროდუქტი. დავიწყოთ პროდუქტის დაგეგმვით.

ვის შეიძლება დასჭირდეს 200 ლარიანი კრედიტი?

თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ სოციალურად მაღალი ფენა 200 ლარიან კრედიტს არ აიღებს. საშუალო ფენას კი აქვს სამსახური, მინიმუმ სამსახურის ბარათი და ოვერდრაფტი -ბარათზე გაცილებით უკეთესი პირობებით. ვინ გვრჩება? აშკარაა, რომ სოციალურად დაბალი ფენა, რომლისთვისაც 200 ლარი შესაძლებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოს. ამ სასიცოხლო მნიშვნელობის ღირებულებას კი თავის მხრივ, ლოიალური, ბიზნესის მორალურ პრინციპებზე დამყარებებული პროცენტი ახლავს თან.

კიდევ ვის შეიძლება დასჭირდეს მინი კრედიტი საქართველოში?

ალბათ ყველას მოგვეხსენება ონლაინ კაზინოებისა და თამაშების მომხმარებელთა მასა საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ ფონზე უპრიანია, რომ ასეთ ხალხს „დახმარების ხელი“ გავუწოდოთ და სავარაუდოდ, წაგებულ ფულზე გაცილებით მეტი პროცენტი გამოვართვათ, ფინანსური დახმარება კი სათამაშო ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ, არა?

ახლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და დავუშვათ, რომ ავიღეთ სესხი მოტყუებულ თვიურ 30% ში. მოგვიანებით ვერ ვიპოვეთ შესაბამისი სახსრები და ვერ დავაბრუნეთ სესხი. რა ხდება ამ შემთხვევაში? შეიძლება ეს ფართო მასებისთვის უცნობია და განსაკუთრებით, იმ ხალხისთვის, ვინც დაშინებულია ფინანსური პროდუქტების ფატალური შედეგებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ არც არაფერი არ მოხდება!

რას ნიშნავს ეს?

მარტივად რომ ვთქვათ, ამ ორგანიზაციებს არ აქვთ თქვენგან ფულის იძულებით ამოღების მექანიზმი და რაც აქვთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, იმაზე მეტი უჯდებათ, ვიდრე თქვენი კრედიტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასამართლო პროცესი იმაზე მეტი ჯდება ვიდრე 200 ლარია. ამას გარდა, რამდენიმე ცუდ გადამხდელზე საქმის ერთობლივად აღძრა დაუშვებელია - ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. იმ შემთხვევაში, თუ კერძო არბიტრაჟი ჩაერთვება საქმეში, ისიც უძლურია სასამართლო დადგენილების გარეშე წაგართვათ ქონება თუ ეს ქონება თავიდანვე არ დაიტვირთა იპოთეკით (ხელშეკრულების საფუძველზე). მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სესხის არ დაფარვის შემთხვევაში შესაძლებელია გაიფუჭოთ საკუთარი საკრედიტო ისტორია.

აქედან გამომდინარე, გირჩევთ დაფაროთ კრედიტი თუ ამის საშუალება გაქვთ.

ასე, რომ მე შთაბეჭდილება მსგავსი კომპანიების მიმართ შემდეგნაირი მრჩება - „მოვატყუებინოთ თავი თუ მოვატყუოთ?“. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი თქვენდამი რჩევა შემდეგში მდგომარეობს, რომ მოიხმარეთ საბანკო პროდუქტები რომლებიც უფრო მეტად ლოიალურია კლიენტის მიმართ. თუ ბანკი უარს გეტყვით ფინანსურ დახმარებაზე, გადახედეთ თქვენს ფინანსებს კიდევ ერთხელ, გაანალიზეთ რა შემოსავლებს ფლობთ და რა შედეგი შეიძლება მოყვეს თქვენს კრედიტს. გახსოვდეთ, თუ თქვენ ფლობთ რაიმე სახის შემოსავლებს, დიდი შანსი გაქვთ ბანკში მიიღოთ კრედიტი, უკეთესი პირობებით.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვამრთოთ კონსულტაციისათვის. ჩვენ მზად ვართ უსასყიდლო მხარდაჭერისათვის.

ბოლოს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ზემოთ მოცემულ ერთერთ მინი კრედიტის ტიპის ორგანიზაციას 28 000-მდე Facebook - ის მომხმარებლის მოწონება აქვს. ჩვენ ყველა მათგანის აზრს პატივს ვცემთ და ამიტომაც გვსურს, რომ ერთმანეთის ფინანსურ კეთილდღეობას გაგებით, პატივისცემითა და ყურადღებით მოვეკიდოთ; დავიცვათ სხვისი ფინანსები რათა ჩვენი ფინანსები იყოს დაცული და არ ვაკეთოთ ბიზნესი ერთმანეთის ხარჯზე, არამედ პრინციპით - „ერთმანეთის კეთილდღეობა“.

ფინანსურ კეთილდღეობას და დაცულობას გისურვებთ http://www.FinBook.ge

Posted by: Did_Giorgi 19 Mar 2012, 22:42
QUOTE
მინი კრედიტები - ბიზნესი თუ ავანტიურა?

ალბათ უფრო ბიზნესი
მაგრამ ეს თემა რას ემსახურება ვერ გავიგე, სამწუხაროდ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)