forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (17) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Dire Straits, Mark Knopfler
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 8 Jun 2006, 16:11  #3208752      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shota_deida

OK.

Anyway, ძალიან კარგი ჯგუფია, მე მაგრათ მიყვარს, აი რა მინდა იცი გითხრა, იმ პერიოდის შემდეგ რაც DeepPurple-LedZeppelin-BlackSabbath-ის მიკრო ბუმი იყო ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ ეს ჯგუფი შემორჩა ჩემს ფლეილისტს! გამიგე ხო რისი თქმაც მინდოდა?
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 8 Jun 2006, 16:47  #3208999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ტექნიკა საკმაოდ ორიგინალური აქვს


ეგრეა ნამდვილად...
რავი, მე ვოკალიც მომწონს, რაღაცნაირად უხდება მაგის ვეშებს.
Zohar
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12024
წევრი No.: 3051
რეგისტრ.: 28-October 03

გამოგზავნილია: 8 Jun 2006, 19:14  #3209900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
არ მიყვარს ds... მაგრამ მაინც brothers in arms...
FUA
More Than This


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2052
წევრი No.: 12025
რეგისტრ.: 5-August 05

გამოგზავნილია: 8 Jun 2006, 19:15  #3209905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iasnia brother in arms!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


--------------------
Imagine accepting the truth...
THRaKaTTaK
კანონიერი მზარეული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8627
წევრი No.: 19238
რეგისტრ.: 12-April 06

გამოგზავნილია: 8 Jun 2006, 19:18  #3209927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კომუნიკე კარგია. პირველ და ბოლო სტუდიურ ალბომებს არა უშავს. დანარჩენი პაპსა ნაგავია.

This post has been edited by THRaKaTTaK on 8 Jun 2006, 19:19
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 20 Jun 2006, 10:44  #3278480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პაპსა, ბატონო, ყველაფერია, რაც პოპულარულია.


yes.gif

თითქმის ყველა ალბომში არის საშუალო, კარგი და ძალიან კარგი კომპოზიციები, ასევე ლაივები აქვთ ძალიან კარგი, მოკლედ კაი ჯგუფია რა, მსუბუქი და სასიამოვნო...
Andro_forza juve
Dov'è la Vittoria?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32826
წევრი No.: 14885
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 13 Jul 2006, 19:28  #3427798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
ბლიააად, ეს რა თემას წავაწყდი.....
ნეტავ აქამდე რატომ ვერ ვნახე? rolleyes.gif

უდავოდ, ყველა დროსი ერთ-ერთი უძლიერესი ჯგუფი boli.gif

shota_deida
QUOTE
Why Worry უდიდესი ვეშია


up.gif up.gif უდიდესი!!!


რაც შეეხება საუკეთესო ალბომს მე მიმაჩნია, რომ ეს on every street არის....პაგალოვნა ყველა სიმრერა უძლიერრესია....იშვიატობაა რომ ალბომში ერთი Yლე სიმღერა მაინც არ იყოს....

ეს კი, ჩემი აზრით, dire straits-ის ყველაზე მაგარი სიმღერა http://up.aqache.com/?act=download&fid=QnLPJtjo (planet of the new orlean)
* * *
ჯერ მარტო ამ ჯგუფის ტექსტები რად ღირს boli.gif

Romeo and Juliet

a lovestruck romeo sings a streetsuss serenade
laying everybody low with a lovesong that he made
finds a convenient streetlight steps out of the shade
says something like you and me babe how about it?

juliet says hey it's romeo you nearly gimme a heart attack
he's underneath the window she's singing hey la my boyfriend's back
you shoudn't come around here singing up at people like that
anyway what you gonna do about it?

juliet the dice was loaded from the start
and i bet and you exploded in my heart
and i forget i forget the movie song
when you gonna realize it was just that the time was wrong juliet?

come up on different streets they both were streets of shame
both dirty both mean yes and the dream was just the same
and i dreamed your dream for you and now your dream is real
how can you look at me as i was just another one of your deals?

when you can fall for chains of silver you can fall for chains of gold
you can fall for pretty strangers and the promises they hold
you promised me everything you promised me thick and thin
now you just say oh romeo yeah you know i used to have a scene with him

juliet when we made love you used to cry
you said i love you like the stars above i'll love you till i die
there's a place for us you know the movie song
when you gonna realize it was just that the time was wrong?

i can't do the talk like they talking on the tv
and i can't do a love song like the way its meant to be
i can't do everything but i'd do anything for you
i can't do anything except be in love with you

and all i do is miss you and the way we used to be
all i do is keep the beat and bad company
all i do is kiss you through the bars of a rhyme
julie i'd do the stars with you any time

juliet when we made love you used to cry
you said i love you like the stars above i'll love you till i die
there's a place for us you know the movie song
when you gonna realize it was just that the time was wrong?

a lovestruck romeo sings a streetsuss serenade
laying everybody low with a lovesong that he made
finds a convenient streetlight steps out of the shade
says something like you and me babe how about it?



--------------------
Liberté, égalité, fraternité...
Andro_forza juve
Dov'è la Vittoria?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32826
წევრი No.: 14885
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 3 Dec 2006, 01:14  #4277503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
Pendragon
QUOTE
რავი, აბა რა არის, მართლა არ ვიცი, მე მეგონა იყო...


ჰარდ როკი არა ჰიპ-ჰოპი biggrin.gif სვინგია yes.gif

დაჟე ერთ სიმღერაში Sultans of swing biggrin.gif არის ასეთი მომენტი...."ეს არ არის ის რასაც თქვენ ეძახით როკენროლს...ჩვენ სვინგის მამები ვართო" biggrin.gif

It ain't what they call rock and roll


აი, მთლიანი ტექსტიც

Sultans of Swing

You get a shiver in the dark
It's been raining in the park but meantime
South of the river you stop and you hold everything
A band is blowing Dixie double four time
You feel all right when you hear that music ring

You step inside but you don't see too many faces
Coming in out of the rain to hear the jazz go down
Too much competition too many other places
But not too many horns can make that sound
Way on downsouth way on downsouth London town

You check out Guitar George he knows all the chords
Mind he's strictly rhythm he doesn't want to make it cry or sing
And an old guitar is all he can afford
When he gets up under the lights to play his thing

And Harry doesn't mind if he doesn't make the scene
He's got a daytime job he's doing alright
He can play honky tonk just like anything
Saving it up for Friday night
With the Sultans with the Sultans of Swing

And a crowd of young boys they're fooling around in the corner
Drunk and dressed in their best brown baggies and their platform soles
They don't give a damn about any trumpet playing band
It ain't what they call rock and roll
And the Sultans played Creole

And then the man he steps right up to the microphone
And says at last just as the time bell rings
'Goodnight now it's time to go home'
and he makes it fast with one more thing
'We are the Sultans of Swing'

nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7132
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 3 Dec 2006, 01:57  #4277778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Andro_forza juve
QUOTE
სვინგია

სვინგი არის გლენ მილერის ბენდი smile.gif
ესა კიდე როკია lol.gif

This post has been edited by nakash on 3 Dec 2006, 01:58


--------------------
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო! © ვაჟა ფშაველა
Andro_forza juve
Dov'è la Vittoria?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32826
წევრი No.: 14885
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 3 Dec 2006, 03:06  #4278083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
nakash
QUOTE
სვინგი არის გლენ მილერის ბენდი
ესა კიდე როკია


no.gif no.gif no.gif

ეს არის სვინგი...რა თქმა უნდა არის სოფთ როკის ელემენტებიც...და ზოგი სოფთ როკი ალბომი საერთოდაც...მაგრამ ძირითადად სვინგია yes.gif ეგრე ბლუზ სიმღერებიც აქვთ...და ჯაზში გადასული...

This post has been edited by Andro_forza juve on 3 Dec 2006, 03:06
jemand
Streep-a-holic


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2652
წევრი No.: 8020
რეგისტრ.: 2-January 05

გამოგზავნილია: 3 Dec 2006, 12:24  #4278805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უდაოდ
QUOTE
Brothers in arms

up.gif up.gif

This post has been edited by jemand on 3 Dec 2006, 12:25
Andro_forza juve
Dov'è la Vittoria?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32826
წევრი No.: 14885
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 4 Apr 2007, 16:56  #5238712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
1978წელი...ინგლისში პანკ-როკი მეფობს...დისკო უკვე მკვდარია...მძიმე როკის კორიფეებიც ისტორიას ჩაბარდნენ პრაქტიკულად...და აი ამ დროს ვიღაც შოტლანდიელი მასწავლებელი უშვებს ალბომს...ძალიან მსუბუქი და კარგი მოსასმენი კომპოზიციებით რომლებიც კრიტიკოსებისგან დიდ შეფასებას იმსახურებენ მაგრამ ჰიტ-პარადებში ვერ ხვდებიან ... თუმცა ამ ჯგუფის წარმატება და პოპუკარობა ჯერ კიდევ წინ არის !

Mark Freuder Knopfler დაიბადა 1949წლის 12 აგვისტოს ქალაქ გლაზგოში. იგი 7წლის იყო როდესაც ნოფლერების ოჯახი გადავიდა ნიუ-კასლში საცხოვრებლად სადაც გაიზარდა და ჩამოყალიბდა მარკი და მისი უმცროსი ძმა. ნოფლერების ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო და შესაბამისად მარკი ადრეულ ასაკში დაეუფლა გიტარას, ფორტოპიანოს და ვიოლონჩელს. როგორც როკერების უმეტესობა მარკი არ დაუფლებია სრულ მუსიკალურ განათლებას. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში, როდესაც იგი უკვე პროფესიონალი იყო, შეისწავლა ნოტები თავიდან – ბოლომდე და როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა იგი თავს გრძნობდა როგორც ადამიანი რომელსაც უეცრად თვალი აეხილა და დაინახა სამყარო, მშვენიერი სამყარო რომლის არსებობა მას ვერც წარმოედგინა.
ბავშვობაში მარკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ბიძამ რომელიც ხშირად უკრავდა ბუგი-ვუგის პიანინოზე. ხოლო მისი პირველი კერპი იყო ამერიკელი გიტარისტი – ჯეიმს ბარტონი. ასევე მას ძალიან მოსწონდა ელვის პრესლის გიტარისტი სკოტი მური. ასევე მარკს ძალიან მოსწონა ჯიმი ჰენდრიქსი, ლონი ჯონსონი და ჯინგო რეიხანდრა. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე დატოვა ბი-ბი კინგმა. მარკი 16წლის იყო როდესაც დაესწრო კინგის ერთ-ერთ კონცერტს რის მერეც მან მყარად გადაწყვიტა მუსიკოსობა.

ძმები ნოფლერები გაიზარდნენ და დაიწყეს სკოლაში სიარული...სახლში დაბრუნებისას ისინი ყოვლეთვის ჩერდებოდნენ მუსიკალურ მაღაზიასთან სადაც მათი ოცნება – წითელი, ელექტრო-გიტარა ეკიდა. ერთხელ, ზაფხულში სკოლის არდადაგების დროს მშობლებმა მარკს შესტავაზეს 10დღიან ტურნე ევრპაშI მაგრამ მარკმა იუარა მოგზაურობა და სანაცვლოდ სთხოვა მაგ ფულით მისთვის მისი ოცნების გიტარა ეყიდათ. მთელ თავისუფალ დროს მარკი გიტარასთან ატარებდა...დაჟე ტუალეტშიც კი ხვეწავდა თავის ოსტატობას biggrin.gif
მარკმა მშვენირად დაამთავრა სკოლა და გაემგზავრა ლიდსში. სადაც იგი ჟურნალისტიკას შეუდგა.მან დაიწყო მუშაობა იორკშირის ერთ-ერთ გაზეთში. იგი წერდა სტატიებს ლიდსის მუსიკალურ ცხოვრებაზე. მაგრამ მისმა მუშაობამ მხოლოდ 2წელი გასტანა. და წავიდა იგი გაზეთიდან აი რატომ: “გარდაიცვალა ჰენდრიქსი... მე მთელი ღამეები ვუსმენ მის სიმრერებს და ცხარე ცრემლით ვტირი. ამასობაშო ჩემთან მოდის ჩემი რედაქტორი და მეუბნება: “გარდაიცვალა ვიღაც ჰენდრიქსი თუ ჰენდრიჰი. გაიგე ვინაა და დაწერე ერთ-ორი სიტყვა მის შესახებ”
1968წელს მარკა გაიცნო ვინმე სტივი ფრენსისი.მათ ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდად რის შედეგადაც გადაწყვიტეს დუეტის ჩამოყალიბება - The Doalain String Pickers. დღისით მარკი კვლავ მუშაობდა რედაქციაში სტივი კი რესტავრატორი იყო. საღამოობით ისინი ხვდებონენ და დილამდე უკრავდნენ. სხვათაშორის სტივმა დიდი გავლენა მოახდინა მარკზე. ასწავლა რამოდენიმე სოლო ბლექ ბლუზმენების სტილში, რომლებიც მარკმა ტავის მხრივ განავითარა და დაკვრის ტავისი სტილი ჩამოაყალიბა. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში და კარიერაში.
მარკმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა სწავლა და ჩააბარა ლიდსი უნივერსიტეტში. სწავლის ფული კი მამამ გადაუხადა. იმ წელს იგი დაქორწინდა თუმცა ქორწინება არ აღმოჩნდა მყარი. იგი გაშორდა ტავის მეუღლეს. მარკმა წარმტებით დაამთავრა უნივერსიტეტი და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მცოდნის დიპლომი აიღო. მთელი ეს წლები მას არ დავიწყებია გიტარა და სწავლის დამთავრების ბოლო დღეს იგი ჩაჯდა ავტობუსში და გაემგზარვა ლონდონში. მას მყარად ჰქონდა გადაწყევტილი რომელიმე როკ-ჯგუფში დაკვრა. ლონდონში ჩასვლისთანავე მან გადაშალა ერთ-ერთი მუსიკალური გაზეთი, ნახა ყველაზე დიდი განცხადება და დაუყონელივ წავიდა მოსმენაზე. რა თქმა უნდა მარკმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე და იგი აიყვანეს ჯგუფში სახელწოდებით Brewer's Droop. სამწუხაროდ ჯგუფი მალე დაიშალა და მარკი დარჩა გარეთ. დაიწყო მძიმე დღეები მის ცხოვრებაში. იგი გაეყარა ცოლს, წამოვიდა ჯგუფიდან. დარჩა მარტო დიდი ქალაქში. ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და ერთი პერიოდი შიმშოლობაც კი მოუწია. იგი ნებისმიერ სამსახურზე ტანახმა იყო მაგრამ არაფერი ჩანდა. გადაარჩინა მარკი კოლეჯმა , რომელმაც შესთავაზა ლექციების კურსის წაკითხვა ინგლისურ ენაში.
ამასობაშI მარკის უმცროსი ძმა დეივი ჩადის ლონდოონში პოულობს სამსახურს და იწყებს გიტარის შესწავლას. თავისუალ დროს მარკი ჩადის თავის ძმასათან დედაქალაქში და ისინი დილამდე ერთად უკრავენ. ასე ეყრება საფუძველი იმას რასაც მომავალში Dire Straits ეწოდა smile.gif
მარკა და დეივმა გადაწყვიტეს ჯგუფის ჩამოყალიბება. მარკი გაემგზავრა ლიდსში ხალხის საპოვნად. რამდენიმე თვეში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებიტ Cafe racers. ჯგუფის შემადგენლობა ძალიან ხშირად იცვლებოდა. უცვლელები მხოლოდ ძმები ნოფლერები რჩებოდნენ. ასე გრძელდებოდა რამოდენიმე თვე სანამ ჯგუფში არ აიყვანეს ვინმე ჯონ ილსი.

ჯონ ილსი დაიბადა 1949წლის 24 ივნისს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჯონი დაეუფლა გიტარის ოსტატობას. სკოლაში სწავლის დროს იგი სულ გიტარით დადიოდა, რაც სკოლის დირექტოორის აღშფოტებას იწვევდა. მან არაერთხლე მისწერა წერილი ჯონის მშობლებს თხოვნით მიეხედად შვილისთვის და აეკრძალათ გიტარაზე დაკვრა. მაგარმ ჯონი რა თQმა უნდა აგრძელებდა ბას-გიტარის საფუძვლიან შესწავლას. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯონმა დაიწყო დაკვრა ერთ-ერთ ბლუზ ჯგუფში. შემდეგ მამამისმა იგი ლონდონში გაუშვა სადაც მისმა ნაცნობმა ჯონი ერთ-ერთ ფირმაში მოაწყო სამუშაოდ. გადიოდა თვეები. ჯონს მოჰყავს ცოლი. წარმატებულია მისი კარიერა. და უეცრად 24წლის ასაკში იგი ხვდება რომ ასე ცხოვრება, უმუსიკოდ, სრულიად წარმოუდგენელია მისთვის და ჯონი კვლავ დაკვრას იწყებს. იგი ქირაობს ბინას საერთო საცხოვრებელში, რომელიც სავსეა მუსიკოსებით, დამწყები პოეტებით, მწერლებით და ხელოვნებით. ჯონი მუსიკალურ კარიერას იწყებს. ერთხელაც, ერთ-ერთ ლონდონის პაბში იგი ხვდება დევიდ ნოფლერს რომელსაც აგრეთვე არ აქვს სახლი. ჯონი დაუყოვნებლივ პატიჟებს დევიდს მასთან და ისინი მთელი დღე უკრავენ. დევიდი ხშირად ყვება თავის ძმაზე მარკზე. ერთხელ, როდესაც ნოფლერების ჯგუფის ბასისტი გახდა ავად, ჯონს შესთავაზეს მის მაგივრად დაკვრა. ისინი უკრავდნენ ზაფხულობით სხვადასხვა პაბებში. და მალე მოიპოვეს პოპულარობა თუმცა სერიოზულ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ჯგუფი დღეები დათვლილი იყო. ჯონი მიხვდა რომ მარკ ნოფლერი არამხოლოდ შესანიშნავი და ტავისებური სტილის მქონე გიტარისტია არამედ საუცხოო ტექსტებს წერაც შეუძლია. მთელი 1977წლის ზაფხული მათ ერთად გაატარეს. უკრავდნენ მარკის მიერ დაწერილ სიმღერებს. უკრავდნენ ძალიან ჩუმად, ისე რომ ძლივს ესმოდათ ერთმანეტის ხმა. უკვე იკვეთებოდა მომავალი ჯგუფის სტილი. ერთადერთი რაც მათ აკლდათ იყო ნორმალური დრამერი. მარკს ეგულებოდა ერთი კაცი – პიკ უიზერსი. და იგი დაუყოვნებლივ გაემგზარვა მის მოსაძებნად, ლიდსში.
პიკი უკვე 17წლის ასაკში პროფესიონალი ბარაბანშიკი იყო. იგი უკრავდა ერთ-ერთ ფოლკ ჯგუფში. შემდგომ გადავიდა ბლუზ ბენდში და ბოლოს ვერ უთხრა უარი მარკს და შეუერთდა მოამავლ “Dire Straits” .
დაიწყო ინტენსირუი რეპეტიციები. მუსიკოსებმა იქირავეს ერთი პატარა ოთახი და სტუდიად გადააქცის. ოთახი ძალიან პატარა იყო. ისეთი რომ გიტარისთებს ფეხზე უწევდათ დოგმა. თან ოთხივე წევრი მწეველი აღმოჩნდა და დაახლოებით 20წუთში ოთახში არაფერი ჩანდა და სიგარეტის აუტანელი კვამლი იდგა თუმცა ეს მათ არ აფერხებდათ . ისინი იკრიბებოდნენ ყოველდღე და დილამდე უკრავდნენ.
გარეთ 1977წლის საფხული იყო და ბრიტანეთი განიცდიდა პანკ-რევოლუციას. საქმე იმაშია რომ 70-იანების შუა პერიოდში სიტყვა “როკერში” იგულისხმებოდა ვინმე 28წლის ბიჭი, ბოლო კურსზე, მდგარი სცენაზე სინტეზატორების გარემოცვაში, რომელიც სამ საათიან თემას ასრულებს ვინმე მარსიანელებზე. როკერების ახალი ალბომები იწერებოდა ძვირად ღირებულ სტუდიებში და თვეობის მანძილზე გადიოდა სხვა და სხვა კორექტირებას. სუპერვასრვლავები დადიოდნენ გასტროლებზე სპეც რეისებით და თავისი პირადი ლაინერებით. მღეროდნენ ათასობით გატენილ სტადიონზე და იღებდნენ ასტრონომიულ თანხებს. ღამ-ღამობით კი ამსხვრევდნენ ბოლო მარკის ტელევიზორებს თავის ნომერში. როკ-მუსიკა აღარ იყო ახალგაზრდობი აზრის და პროტესტის გამომხატავი. ის უფრო ესთაბლიშმენტისკენ გადაიხარა.
ჯგუფის დებიუტი 1977წლის 9ივლისს მოხდა. ერთ-ერთ პანკ ფესტივალზე ღია ცის ქვეშ, მწვანე გაზონზე. შეიკრიბა 30-მდე პანკ ჯგუფი. ყველა მღეროდა ტავისთვის არავინ არავის უსმენდა. რამე შეფასებაზე საუბარი ზედმეტია. რამდენიმე კონცერტის შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა ახალი სახელი მოეგონებინათ. იყო რამოდენიმე ვარიანტი. და ბოლოს პიკის მეგობარმა როდესაც ნახა მათი მატერიალურად გამოუვალი მდგომარეობა მიაწოდა მათ იდეა დაერქვათ ჯგუფისთვის “Dire Strais” რაც იტარგმნება როგორც “გამოუვალი მატერიალური მდგომარეობა” . გადიოდა დრო...
1977წლის ზაფხულში მარკი საბოლოოდ წამოვიდა კოლეჯიდან და კვარტეტმა გადაწყვიტა ნამდვილი, პროფესიონალური მუსიკალური ცხოვრების დაწყება. ანუ ისინი ცხოვრობდნენ მხოლოდ მუსიკით ნაშოვნ ფულზე. თავიდან მათ ძალიან უჭირდათ სამუშაოს პოვნა. პირველივე კითხვა იყო: “უკაცრავად, თქვენ პანკ ჯგუფი ხართ” ? – “არა”. – “ბოდიში, ჩვენ მხოლოდ პანკები გვინდა” . იმ დღეებში როდესაც მათ უმართლებდათ და ისინი შოულობდნენ სამსახურს მთელი ჰონორარი მიდიოდა აპარატურაზე და ტრანსპორტირებაზე. ჯგუფს მართლაც დაია სთრეთს დღეები დაუდგა.
1977წლის 27ივლისს ჩაიწერა ჯგუფის პირველი სიმღრები: “Wild wild end, Sultans of swing, Down to the waterline, Sacred loving ,Water of love” . როდესაც ფირფიტა მზად იყო მათ მიიტანეს იგი ჯონის ერთ-ერთ ნაცნობTან ჩარლისთან რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა. ჩარლის ისე ძალიან მოეწონა ჯგუფის სტილი და სიმღერები რომ იგი თავის მხრივ დაეხმარა ჯგუფს “რასკრუტკაში” და ყოველ კვირა დღეს უშვებდა რადიოში. ჯგუფი მალე იხვეწდა პოპულარობას და მალე დაეწყოთ კონცერტები. ერთხელ, ერთ-ერთი კონცერტის დროს მარკი უცვლიდა სიმებს ტავის გიტარას. სხვა როკ ჯგუფის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რა საჭიროა სიმების შეცვლა და ხელახლა დაჭიმვა. მარკმა აუხსნა მათ და დაუმტკიცა იქვე, რომ ხშირი დაკვრეს შემდეგ სიმები დუნდება და ეს სხვა, ცუდ ჟღერადობას აძლევს გიტარას. ამის შემდეგ თითქმის მთელმა როკ სამყარომ დაიწყო სიმების დაჭიმვა და გიტარების გაწმენდა .

და აი, 1978 წელს გამოდის ჯგუფის პირველი, ოფიციალური ალბომი სახელწოდებით “Dire Straits” ალბომში შესულია შემდეგი სიმღერები:
1.Down to the waterline
2.Water of love
3. Setting me up
4. Six blade knife
5. Southbound again
6. Sultans of swing
7. IN the gallery
8. Wild west end
9. Lions
სიმღერების უმრავლესობა ძალიან უბარლო და უფანტაზიოა და რომ არა მარკის ოსტატობა და დაკვრის განუმეორებელი სტილი ალბომი ძალიან მოსაწყენი გამოვიდოდა. დიდ წარმატებას მიაღწიეს სიმღერებმა: “Down to the waterline, Sultans of swing, Lions"
ინგლისშI ალბომმა და მტავარმა სიმრერამ “Sultans of swing“ დიდი სიმპატიების მიუხედავათ მხოლოდ რამოდენიმე დღე იყო ჩარტების მოწინავე პოზიციებზე. ევროპაში უფრო მოეწონატ ალბომი ხოლო ყველაზე მეტი ეგზემპლარი აშშ-ში გაიყიდა. მთლიანობაში გაიყიდა მილიონი ალბომი.
როგორც იქნა გამოანატა მზემ და ჯგუფმა ამოისუნთქა. დაიწყო უამრავი კონცერტი, ტურნე. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ იყო კონცერთი ჯგუფ “Police”-სთან ერთად. ასევე 10დღეში ჩატარებული11კონცერტი ამსერდამში. ამ წარმატებების შემდგე დადგა დრო მეორე ალბომისა. ამჯერად ჩაწერა ითავა ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა ჯერი ვეკსლერმა. რამდენიმე შეხვედრის შემდგე ვაკსლერი და მარკი აწერენ ხელს კონტრაქტს. შემგედი ალბომი უნდა ჩაიწეროს ბაჰამის კუნძულებზე და ლოს ანჟელესში.
1978ლის დეკემბერში იწყება ახალი ალბომის ჩაწერა. რომელსაც ერქმევა “Communique“
ნახევარი სიმღერები ჩაიწერა ბაჰამის კუნძულებზე რომლის პლიაჟები, მზე, სითბო, პალმები რა თქმა უდნა გავლენას ახდენენ მუსიკოსებზე. ბაჰამის შემდეგ ჯგუფი დაპატიჟებულია Bob Dylan-ის ალბომის ჩაწერაზე. მარკი ძალიან ეხმარება ბობ დილანს და რამდენიმე სიმღერას ჩუქნის. ასევე თვითონ უკრავს რამდენიმე კომპოზიციაში. ბობ დილანტან თანამშრობლობამ ნამდვილ ვარსკვლავებათ ჩამოაყალიბა ჯგუფის წევრები. ბობ დილანისთვის გაწეული დახმარების შემდეგ ჯგუფი აგრძელებს მუშაობას მეორე ალბომზე და დარჩენილ კომპოზიციებს ლოს ანჟლესში ასრულებს. და 1979წლის 9მაისს გამოდის ჯგუფის რიგით მეორე ალბომი . ამ ალბომმა პირველად დაიპყრო ჰით-პარადის პირველი ადგილი მაგრამ მხოლოდ ავსტრალიაში. ინლისში ალბომი იკავებს მეხუთე ხოლო აშშ-ში მეათე ადგილს. ალბომი გამოვიდა უფრო წარმატებული მაგრამ რატომრაც კრიტიკოსებმა უფრო დაიწუნეს. ისინი ამბობდნენ რომ ყველა სიმღერა ძალიან გავს ერთმანეტს. რაც პრინციპში მართალიცაა. ალბომში შესულია სიმღერები:
1. Once upon a time in he west
2. News
3. Where do you yhink you're goin'
4. Communique
5. Lady writer
6. Ngel of mercy
7. Portobello Belle
8. Single handed sailer
9. Fallow me home
ყველაზე წარმატებული გამოვიდა “Once upon a time in he west, Where do you yhink you're goin'“ .
კვლავ იწყება ტურნეები და გასტროლები. გამოსაყოფია ალბათ ამერიკის ტურნე რომელმაც 38 დრე გასტანა და 58 კონცერტი მოიცა . 1979წლის ბოლოს ჯგუფი ჩადის ფილადელფიაში. მარკ ნოფლერი ძალიან გადაღლილი, გამხდარი და გადათეტრებულია. იქიმმა გასინკა და გამოაცხადა რომ მარკს არაფერი არ სჭირდა მას უბრალოდ ენატრებოდა მისი ყოფილი ცოლი. რომელიც იტალიაში იყო. მარკს დაეწყო დეპრესიები. ასე მიილია 70-იანები და ახალი ალბომის ჩაწერის დაწყება ხერხდება მხოლოდ 1980წლის აპრილში. მარკი კვლავ ვერაა ხასიათზე და რამდენჯერმა სერიოზული კონფლიქტი მოსდის საკუტარ ძმასთან. საქმე იქამდეც მიდის რომ ისინი ჩხუბობენ და უმცორსი დევიდი ტოვეს ჯგუფს და სოლო კარიერას იწყებს. ასე დაიწყო ჯგუფის ახალი ერა! უკვე უმცროსი ნოფლერის გარეშე. 1980წლის ბოლოს გამოდის ჯგუფის რიგით მესამე ალბომი “Making movies“ ალბომის დამთავრების თანავე ჯგუფი იწყებს ახალი გიტარისტის ძებნას და ახალი პიანისტის. რომელიც საჭირო ხდება სიმრერების ორანჟირებისთვის. დაია სთრაითსი ახალ სტილზე გადასვლას იწყებს. პიანისტად აიყვანეს ალა კლარკი. ხოლო ჯგუფის ახალი გიტარისტი ხდება Hჰაროლდ ენდრიუ ლიდსი. მიუხედავათ იმისა რომ ენდრიუ კალიფორნიაში ცხოვრობს წარმოშვებით იგი უკრაინელია. დედა კი რუსი ჰყქვს. ალანს და ენდრიუსს არ მიუღიათ მონაწილეობა ახალი ალბომის ჩაწერაში თუმცა ტურნეში მათ მიიღეს მონაწილეობა.
1980წლის 17მაისს გამოდის ალბომი”Making movies“ ეს ალბომი ძალიან წარმატებული გამოდგა. 7სიმღერიდან 3 სუპერ ჰიტი გახდა და ძალიან დიდ ხანს ინარჩუნებდნენ მოინავე პოზიციებს ავსრალიიის და აშშ-ს ჰიტ-პარადებში. სულ კი გაიყიდა 3მილიანი ეგზემპლარი.

ალბომში შესული 7 სიმღერა
1. Tunnel of love
2. Romeo & Juliet
3. Skateway
4. Exspreso love
5. Hand in hand
6. Solid rock
7. Les boys
ამ სამმა კი “Tunnel of love, Romeo & Juliet, Hand in hand“ წარმოუდგენელ წარმატბას მიაღწია. განსაკუთრებიტ კი “Romeo & Juliet“ გადაღებულია 3კლიპი. მაგრამ კლიპები მაინც და მაინც წარმატებული ვერ გამოდგა.
წლის ბოლოს იწყება ისევ ტურნეები. ყველაზე გამოსაყოფი ალბათ ევრო ტურნე იყო, რომლემაც 12ქვეყანა მოიცა. სამჯერ იყვნენ იტალიაშI. მარკი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო და იგი უკვე დიდი ავორიტეტთ სარგებლობდა შოუ ბიზნესში. ამის მერე ჯგუფმა პატარა ინტერვალი აიღო. მარკი სოლო კარიერაზე გადაერთო. მან რამოდენიმე კომპოზიცია აჩუქა რამდენიმე მომღერალს და ასევე ჩაწერა რამდენიმე საონდტრეკი. ყველაზე ცნობილი: “Local hero”. ბოლო ალბომის გამოშვებიდან გადის ორი წელი. 1982წელს იწყება ჩაწერა რიგით მეოთხე ალბომის “Love over gold” ალბომი გამოდის 1982წლის 5მაისს. ალბომი არის არტ-როკის შედევრი. მასში შესულია 5სიმღერა.
1. Telegraph road
2. Private investigation
3. Industrial disease
4. Love over gold
5. It never rains
“Telegraph road” კი არტ-როკის შედევრია. ეს ალბომი ძალიან განსხვევდება წინა ალბომებისგან. ნაკლებადაა ბლუზი თემები. სიმრერებს ემატება ხანგრძლივობა და რომანტიკული ფორტოპიანო. პირვედლ ჯგუფის ისტორიაში მათი ალბომი იკავებს პირველ ადგილს ბრიტანეთის, ავსტრალიის და აშშ-ს ჰიტ-პარადებში. სიმღერა “ Private investigation” კი სამი კვირის მანძილზე ინარჩუნებს ადგილს სამეულში. ალბომში არაა შესული ერთი შედევრი სიმღერა “Private dancer” რომელიც ჯგუფმა აჩუქა Tina Turner-ს. და რომელიც ტინას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმრერად ითვლება. ახალი ტურნეების დასაწყისში ჯგუფმა აიყვანა საქსოფონისტი – მელ კოლინზი (Crimson Kingi-ის ყოფილი). მეოთხე ალბომისთვის მიძღვნილმა ტურნემ შესანიშნავად ჩაიარა. ნაყოფიერი გამოდგა მელ კოლინზის მოღვაწეობა და ზოგ სიმღერას ახალი სახე მიეცა. მაგალითათ “რომეო და ჯულიეტაში” დამატებულია საქსაფონის თემა რაც ჩემი აზრით უფრო ლამაზს ხდის ამ ისედაც გენიალურ სიმრერას. ამ ალბომის მერე იწყება გაუთავაბელი ტურნეები რაც შეუძლებელს ხდის ახალ ალბომზე მუშაობას. ტურნეების პერიოდში გამოდის პირველი კონცერტ-ალბომი “Alchemy”. გამოდის იგი 1984წელს. ალბომში შესულია ძველი სიმღერების ახლებური ინტერპრეტაციები. სხვა და სხვა კონცერტებზე შესრულებული ახალი დრაივები. ტურნეს დამთავრების შემდეგ მარკი ეხმარება ბობ დილანს ახალი ალბომის ჩაწერაში. ოღონდ ამჯერად ეხმარება მთელი ჯგუფი. თვითონ მარკი კი ყველა სიმღერაში უკრავს. საუბარია ბობ დილანის ალბომზე სახელწოდებით “Infidels”. ასევე მარკი წერს რამდენიმე საუნდტრეკს. თუმცა დაია სთრეითსის მთავარი წარმეტება ჯერ კიდევ წინაა. იმ პერიოდში სანამ გამოვა ჯგუფის ახალი და ყველაზე წარმატებული ალბომი მარკი ასწრებს და ეხმარება რამდენიმე მუსიკოსს თავიანთი ალბომების ჩაწერაში. და ასევე მთლიანათ ჯგუფი წერს რამდენიმე კომპოზიციას 4ფილმისთვის. გადის ერთი წელი და 1985წელს 17მაისს გამოდის "დირე სტრაიტს"-ის საუკეთესო ალბომი სახელწოდებით "Brothers in amrs". კრიტიკოსები სხვადასხვა აზრებს გამოთქვამდნენ ამ ალბომის შსახებ. ზოგი წერდა რომ ეს არის არტ-როკის მარგალიტი და საუკეთესო ქმნილება, ზოგი წერდა, რომ ეს არის ძალიან ლამაზი და სიმპატიური პაპსა, ზოგმაც როკის ახალი მიმდევრობა დაინახა ამ ალბომში. ეს ყველა პოზიცია ნაწილობრივ მართალია. ეს იყო ჯგუფის ყველაზე კომერციული პროექტი. ალბომის მელოდიკა უნიკალურია. დაემატა უფრო მრავალფეროვანი ორანჟირება. მარკმა როგორც იქნა შეძლო და შექმნა ლამაზი, არაბანალური და ამავროულად ყველასთვის გასაგები მუსიკა. განსაკუთრებით პოპულალური ეს ალბომი აშშ-ში გახლდათ. ალბომში შესულია 9 სიმღერა.
1. So far away
2. MOney for nothin'
3. Walk of life
4. Your latest trick
5. Why wory
6. Ride across the river
7. The mens too strong
8. One world
9. Brothers in arms
ალბომი გატენილი ჰიტებით. პირველად ჯგუფის ისტორიაში ალბომი ყველა ჰიტ-პარადში და ყველანაირ ჩარტში პირველ პოზიციას იკავებს. 9კვირა ინარჩუნებს პირველ ადგილს ამერიკაში. ამაზე დიდ ხანს არტ-ჯგუფებიდან მხოლოდ "Pink Floyd" იყო თავის "Wall"-ით. Brothers in arms" გაიყიდა 20მილიონიანი ტირაჟით! ამ ალბომისთვის მიძღვნილ ტურნეში ჯგუფმა ჩაატარა 248კონცერტი სულ რაღაც 12თვეში! კონცერტებს დაესწრო 3მილიონზე მეტი მაყურებელი. ტურნე გაიმართლა 23 ქვეყანაში და 117 ქალაქში! ასეთი სტატისტიკა რა თქმა უნდა მეტყველებს ამ ჯგუფის უდუდეს წარმატებაზე და პოპუარობაზე. ჯგუფის კონცერტებზე ბილეთები რამოდენიმე კვირით ადრე იყიდება. ამის მერე ჯგუფს არ გამოუტოვებია თითქმის არც ერთი სერიოზული კონცერტი. გამოსაყოფია ალბათ მანდელას დაბ.დღისთვის მიძღვნილი კონცერტი 1988წელს. როდესაც მეორე გიტარისტათ ჯგუფს ერტიკ კლაპტონი ჰყავდა. ასევე კონცერტი ლაივ Iდ რომელშიც მეგა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
ამ თავბრუდამხვევი წარმეტების შემდეგ ჯგუფი ერთგვარ ტაიმ-აუტს იღებს. მარკი ისევ ეხმარება სხვა მუსიკოსებს ალბომების ჩაწერაში. გამოსაყოფია ორი ალბომი რომელიც მან კვლავ ტინა ტერნერს აჩუქა. ასევე მარკმა დიდი წვლილი შეიტანა სტინგის ალბომში "Nothing like sun" რა თქმა უდნა იყო რამდენიმე საუნდტრეკი. აგრეთვე ეხმარება ისევ და ისევ ბობ დილანს და ჩუქნის სიმღერას სახელწოდებით " Death is not the end" რომელიც ბობ დილანის "Down in the grove"-შია შესული. ასევე გამოსაყოფია 1988წლის კონცერტი. მაკის, კლეპტონის და ელტონ ჯონის მონაწილეობით.
1887-1988წელი მუსიკოსებმმთლიანად თავის პირად ცხოვრებას მიუძღვნეს.
80-იანების დასაწყისში მარკი ძალიან ბევრ საუნდტრეკს წერს. ჯგუფი კი პრაქტიკულად დაშლილად ითვლება.
და აი 1991წელს მარკი ისევ კრებს ჯგუფს. ოღონდ უკვე დრამერი ვინს გილის გამოკლებით. მისი ადგილი კი დაიკავა სუპერ პროფესიონალმა კრის უიტენმა. და 91წლის ბოლოში ალბომი როგორც იქნა გამოდის. ეს არის ამ ჯგუფის ბოლო ალბომი. სახლწოდებით "On every street". ახალი ალბომი ყველაზე მრავალმხრივია. მანდ არის ბლუზიც, აასევე ჯაზის თემები, ქანთრი, არტ-როკი, ჰავაის გიტარაც კია. ალბომში შესულია 12 სიმღერა:
1. Calling elvis
2. On every street
3. When it comes to you
4. Fade to black
5. The bug
6. You and your friends
7. Heavy fuel
8. Ticket to heaven
9. Iron hand
10. My parties
11. Plant of the New Orleans
12. How long
პირადად მე ეს ალბომი ყველაზე ძალიან მომწონს. სიმღერები "Plant of the New Orleans, You and your friends" შედევრია ! რა თქმა უნდა ამ ალბომმა ვერ მოიპოვა ისეთივე პოპულარობა როგორც წინამორბედმა. ამის მერე ჯგუფი ატარებს ბოლო კონცერტს "On the night" რის მერეც საბოლოოდ იშლება ! drug.gif user.gif



მიმაგრებული სურათი
1978.jpg
Makulatura
Urban Legend


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 71769
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 4 Apr 2007, 17:24  #5238979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დადე რამე ლინკი, მეცოდება ამხელა პოსტის გაუბედურება biggrin.gif


--------------------



სატანა მაშინ მზეს გავდა, ჩრდილი ებურა
მაგრამ ყველაზე მოელვარე ის იყო მაინც
ასევე დგანან ზეცის ცეცხლით დალახვრულები
მუხები ტყეში, ან ნაძვები მთის მწვერვალებზე:
ძირს გადამწვარა ყველაფერი, იმათ კი მაინც
არ დაუხრიათ დამეხილი კენწეროები.
gvelis_wiwila
ზეკაცთა შორის უზენაესი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6859
წევრი No.: 4870
რეგისტრ.: 13-April 04

გამოგზავნილია: 4 Apr 2007, 17:28  #5239027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
ამათზე თემა არ იყო ტო? spy.gif ხალხნო ბურზუმზე და მანოვარზეა თემები და ეს რავა გამოგრჩათ... ups.gif
მარკ კნოფლერი არის იდეალური გიტარისტი.... minor swing გადააკეთა უმაგრესად. . მართლა უდიადესი კაცია... love.gif


--------------------
http://unsignedhelp.blogspot.com/

Try this trick and spin it, yeah
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 4 Apr 2007, 19:17  #5240015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Andro_forza juve
ბიჯო, ეს ჯგუფი რომ გიყვარდა ვიცოდი, მარგამ ასეთი ფანი თუ იყავი, ნაღდად არ მეგონა 2kiss.gif

იყო დრო, როდესაც მეც დიდი გატაცებით ვუსმენდი ამ ჯგუფს... ახლაც არ ვარ გულგრილად, მარკი მართლა კარგი გიტარისტია. ლაივებიც მომწონს მათი smile.gif

Makulatura
ftp://rhayader.avoe.ge/mp3/progrockmp3/British/Dire_Straits

wink.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5033 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]