forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (41) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Alice Cooper
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 15 Jul 2012, 13:15  #32136696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ელის კუპერი

ჟანრი: როკი, ჰარდ როკი, ჰევი მეტალი, შოკ როკი.
აქტიური: 1964–დღემდე
ვებ-გვერდი : http://alicecooper.com

user posted image

ელის კუპერი (ნამდვილი სახელი - ვინსენტ დეიმონ ფურნიე; დ. 1948 წლის 4 თებერვალს) — ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, რომლის კარიერა თითქმის ხუთ ათეულ წელიწადს მოიცავს. იგი ცნობილია სასცენო იმიჯით, რომელიც გამოიხატებოდა ხელოვნური სისხლის, ელექტროსკამების, ბავშვების თოჯინების, გილიოტინების გამოყენებაში.
ჯგუფმა პირველი აღიარება მოიპოვა 1971 წელს გამოშვებული ჰიტით "I'm Eighteen", რასაც შემდეგ წელს მოჰყვა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია "School's Out" . ელის კუპერს გამოშვებული აქვს 46 სინგლი, 26 სტუდიური და 8 ლაივ ალბომი, 12 მუსიკალური კლიპი. 48 წლიანი კარიერის განმავლობაში გაყიდულია მომღერლის 50 მილიონზე მეტი ალბომი.
2011 წელს ელის კუპერის ბენდი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.


დისკოგრაფია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «






* * *

"ელის კუპერი, ვისი ნამდვილი სახელია ვინსენტ დეიმონ ფურნიე (Vincent Damon Furnier), დაიბადა 1948 წლის 4 თებერვალს ქ. დეტროიტში (მიჩიგანის შტატი, აშშ). მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 1964 წელს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ახლა მის კონცერტებზე ოჯახებით დადიან. თავისი პირველი ჯგუფის შექმნა 16 წლის ვინი ფურნიეს უბიძგა The Beatles-ის შემოქმედებამ, რომლებიც აშშ-ს პირველად სწორედ 1964 წლის თებერვალს ეწვივნენ და ამერიკა მასობრივი ბიტლომანიის ვირუსით მოსწყლეს. ზუსტად ორი თვის შემდეგ (რაოდენ სიმბოლურია!) დეტროიტში გაჩნდა ჯგუფი The Earwigs, რომელიც აკეთებდა "ბითლზების" სიმღერათა პაროდიებს, ამ ჯგუფის შემადგენლობაში იყო ვოკალისტი ფურნიეც. ერთი წლის შემდეგ ჯგუფს სახელი გადაარქვეს და უწოდეს The Spiders და მუსიკალური მიმართულება ოდნავ შეუცვალეს, კერძოდ, გადავიდნენ ისეთ მუსიკაზე, რომელიც ძალზედ წააგავდა The Yardbirds-სა და The Rolling Stones-ს. The Spiders-მა 1967 წელს ჩაწერა და გამოუშვა ორი სინგლი, რის შემდეგადაც კვლავ შეიცვალა სახელწოდება და გახდა THE NAZZ. სახლწოდება აღებულია The Yardbirds-ის ერთ-ერთი სიმღერიდან. ბოლოს, 1968 წლის 16 მარტს კვინტეტი პირველად გამოვიდა Alice Cooper-ის სახელწოდებით, რომელიც ფურნიემ საკუთარ ფსევდონიმად აიღო და დღემდე ამ სახელით არის ცნობილი.
...ჯგუფის ისტორიის ეს პერიოდი განსაკუთრებული დემოკრატიზმით გამოირჩევა. ელის კუპერი მაშინ არ იყო კოლექტივი ისეთი ცენტრალური ფიგურა, როგორიც შემდგომ გახდა. მეტიც, ელისი მაშინ კომპოზიტორული უნარებითაც არ გამოირჩეოდა - სიმღერების ძირითადი ავტორები პირველ რამოდენიმე ალბომში იყვნენ ბაკსტონი, ბრიუსი, დანუეი და სმიტი, ხოლო თვით ვოკალისტს ერთხელაც არ გამოუვლენია დიდი აქტივობა ამ სარბიელზე.

კუპერის პირველი ალბომი Pretties for You ჩაწერეს ფრენკ ზაპპას (Frank Zappa) სტუდიაში მისსავე ფირმაში Straight Records 1969 წლის მარტში, ხოლო ზაფხულში ჯგუფი თავისი პირველ ნამდვილ ტურნეში გაემგზავრა, რომლის დროსაც მას ბედად ერგო ერთ სცენაზე დაეკრა ისეთ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: ფრენკ ზაპპა, Led Zeppelin, The Doors, სტივ მილერი (Steve Miller), ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis), ჩაკ ბერრი (Chuck Berry), ჯინ ვინსენტი (Gene Vincent), ლიტლ რიჩარდი (Little Richard) და მათნი მსგავსნი.

პირველი ნამდვილი წარმატება ALICE COOPER-ს 1971 წელს ერგო მესამე LP-ს გამოსვლის შემდეგ რომლის სახელწოდება გახლდათ Love It to Death და რომელიც მსხვილი კომპანია Warner-ის მარკით გამოვიდა. ალბომი ამერიკული ჰიტ-აღლუმების 35-ე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო სინგლი I’m Eighteen, რომელიც დღემდე კუპერის შოუს განუყოფელი ნაწილია, - 21-ე ადგილზე.
...
ელის კუპერი დღემდე გამოდის და სცენური ხანდაზმულობის გასაოცარ მაგალითს აჩვენებს. აი რას წერს მისი ბიოგრაფი როკში კუპერის ცხოვრების შესახებ: "შტატებში ტურნეს შემდეგ, 71-ის შემოდგომით ჯგუფი პირველად ჩამოვიდა გასტროლებით ევროპაში, სადაც მუსიკოსებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ტურნედან ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც ALICE COOPER-მა ჩაწერა თავისი ახალი ალბომი Killer, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში გამოვიდა. ალბომი შეიცავდა ორიოდე დაუვიწყარ ჰიტს, რომლის წყალობითაც ის ადრინდელ დისკებთან შედარებით მაღალ რეიტინგულ ადგილებზე ავიდა და ოქროს სტატუსიც მიიღო. დისკების ტრადიციული ოქროს ეგზემპლარები ჯგუფს პირადად "arner Bros."-ის ვიცე-პრეზიდენტმა გადაასცა. Killer-Tour-ის შემდეგ კუპერმა პირველად გამოიყენა გრიმი და სცენაზე სახრჩობელებით, გასაბერი ბურთებით და სხვა დეკორაციებით კონცერტების თეატრალიზირებული ჩვენებები დაიწყო.

1972 წლის ზაფხულში გამოვიდა მეხუთე ალბომი School’s Out, რომელმაც აშშ-ში მეორე, ხოლო ინგლისში - მეოთხე ადგილი დაიკავა; ალბომის იმავე სახელწოდების სინგლი კი ინგლისში ჰიტპარადის მწვერვალზე მოექცა.

მაგრამ ნამდვილი ტრიუმფი გახდა მომდევნო ლონგპლეი (LP) Billion Dollar Babies, რომელიც ატლანტიკის ორივე მხარის პოპულარული გრამფირფიტების ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა. გარდა ამისა, Billion Dollar Babies გახდა ALICE COOPER-ის მუსიკალური კარიერის პირველი თავის დასასრული, იმ გაგებით, რომ 1973 წლიდან ჯგუფს უკვე სტაბილური შემადგენლობა აღარ ჰყავდა. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ელის კუპერმა სტუდიებსა და კონცერტებზე გამოიცვალა იმდენი რაოდენობის მუსიკოსი, რომ ყოველი მათგანის მოხმობა უბრალოდ შეუძლებელია.
..
პირველი სოლო ალბომი (როგორც პრეს-რელიზში იყო ნათქვამი) გახდა Welcome to My Nightmare ("კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს საშინელ სიზმარში"). ალბომის მასალის შესაბამისად (როგორც ალბომის სახელწოდება გვამცნებს, სიმღერებში ასახულია სხვადასხვა კოშმარების თემატიკა) კუპერმა პუბლიკას წარუდგინა თავისი სცენური შოუ: მოცეკვავე ჩონჩხები, გიგანტური ობობები, საფლავები და უზარმაზარი ციკლოპი - 70-იანი წლების მეორე ნახევრის ALICE COOPER-ის კონცერტების კლასიკური ნაკრები. მსგავსი სპექტაკლების გარეშე შეუძლებელია კუპერის ცოცხალი გამოსვლის წარმოდგენა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კუპერს არაერთხელ მიუღია ტრავმები ამ გამოსვლათა გამო. პირველი სერიოზული ინციდენტი მოხდა 75-ის ივნისში, ვანკუვერში, როდესაც პირველი სიმღერის დროს სცენიდან გადმოვარდა უზარმაზარი ყუთი, რომელშიც, სცენარის მიხედვით, კუპერი თავის კოშმარებს ემალებოდა. შედეგი: დაემტვრა ექვსი ნეკნი და თავზე დაედო 15 ძაფი.

79-ში კუპერს გაუჩნდა ახალი თანაავტორი - ბერნი ტოპინი (Bernie Taupin), ელტონ ჯონის (Elton John) ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი. კუპერს ის დაეხმარა ალბომ From the Inside-ის შექმნაში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთმანეთი მათ გაიცნეს .... ალკოჰოლიზმისგან განკურნების კურსებზე".

* * *
80-იანი წლების დასაწყიში კუპერის პოპულარობამ დაცემა იწყო. სამი ალბომი - Special Forces, Zipper Catches Skin და DaDa მსმენელმა ვერ გაიგო და ალის კუპერის თაყვანისმცემელთა ძირითადმა მასამ არ მიიღო გადაჭარბებული ექსპერიმენტატორობის გამო. მხოლოდ 1986 წელს შესძლო კუპერმა ჩაეწერა ისეთი ალბომი, რომელიც ბრიტანეთის Тор-50-ში მოხვდა და ჯგუფს თუ მთლიანი არა, ნაწილობრივი პოპულარობა მაინც დაუბრუნდა. მით უმეტეს, რომ "ქამელეონმა" კუპერმა დროზე დაიჭირა მომენტი და გამოუშვა ნამდვილი მეტალისტური დისკი, რომელიც 80-იანი წლების "ჰარდ'ენ'ჰევის" საუკეთესო ტრადიციებში ჟღერს.

ბოლოს, 2000 წელს ALICE COOPER-მა გამოსცა ხალი, უკიდურესად მძიმე ალბომი Brutal Planet, რომელიც ჟღერადობით MARILYN MANSON-ის შემოქმედებას მოგვაგონებს. ახალი კომპოზიციებით კუპერი ახალ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. ტურნეს ეწოდა: "From The Brutal Planet". მისი ევროპული ნაწილი იხსნებოდა სანკტ-პეტერბუგრში და მთავრდებოდა მოსკოვში.

გვრჩება დავამატოთ ის, რომ გარდა თავისი მუსიკალური შემოქმედებისა, ვინსენტ ფურნიე გადაიღეს რამოდენიმე ათეულ ფილმშიც, ასევე მან შექმნა მთელი გასართობი კომპლექს
...
ელისის ახალი ალბომი "Dragon Town" გამოვიდა 2002 წელს და მის მხარდასაჭერად ელისმა კვლავ რუსეთს მიაშურა.

ორი ძალზედ არაერთგვაროვნად მიღებული ალბომის შემდეგ, ელისი კვლავ ცვლის მუსიკის სტილს და მიმართავს გარაჟულ როკს, რომლითაც მან დაიწყო თავისი კარიერა. შედეგად ალბომებმა "The eyes of Alice Cooper" и "Dirty diamonds" მსმენელი თავისი ენერგეტიკითა და სიახლეებით გააოგნა. 2007 წლის ნოემბერში ელისი მესამედ ეწვია რუსეთს ტურის "Psycho Drama" ჩარჩოებში.

This post has been edited by Glorfindel on 8 Nov 2014, 13:33
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 28 Jul 2012, 23:11  #32326572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


mo.gif
thebugymen
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 930
წევრი No.: 95674
რეგისტრ.: 13-July 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2012, 00:39  #32327834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მაგარი კაცია მაგრად მევასება
UNEEK
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13880
წევრი No.: 94743
რეგისტრ.: 30-June 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2012, 10:33  #32330409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ვა როგორ გამიხარდა თემა, დავსერჩე მაგრამ არ აღმოჩნდა.
მადლობა. 90-იანების დასაწყისიდან ვუსმენ და მიყვარს,
დიდობაში ბედმა გამიღიმა და ლაივსაც დავესწარი 3კვირის წინ ნიუ იორკში.
ჯანზეა, არის ხოშიანად ეს ბებერი)
***

***
user posted image
***
user posted image
***
user posted image


--------------------
Don't tell people how to do things, Tell them what to do and let them surprise you with their results.
deep purple_in rock
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 162
წევრი No.: 108008
რეგისტრ.: 30-December 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2012, 12:38  #32331514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არამარტო ალის კუპერის,საერთოდ მსოფლიო როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბალადაა ჩემი აზრით http://www.youtube.com/watch?v=LwqNoS_rxWM
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75092
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 16:04  #32349122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მაგარი შემსრულებელია

jump.gif

და თანაც ჯერიკოს ევასება givi.gif

ასე რომ ...

8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 17:28  #32350408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯანზეა, არის ხოშიანად ეს ბებერი

up.gif
ადრე თქვა, ჯაგერი ჩემზე 6 წლით უფროსია და ისევ სცენაზე დგას, საშუალებას არ მივცემ რომ მაჯობოსო biggrin.gif ანუ ეგ რომ დაამთავრებს კარიერას მაგის მერე კიდე 6 წელი გავქაჩავო ალისამ biggrin.gif

ისე მაგარი ევასება როლინგები, ერთ-ერთი ეგენი არიან ვინც მაგაზე გავლენა მოახდინეს....

ეს სიმღერაც სტუონზების მიმგვანო სტილში აქვს მიძღვნასავით...


This post has been edited by 8922111 on 30 Jul 2012, 17:52
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75092
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 17:33  #32350494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ადრე თქვა, ჯაგერი ჩემზე 6 წლით უფროსია და ისევ სცენაზე დგას, საშუალებას არ მივცემ რომ მაჯობოსო

შემართება მომწონს biggrin.gif
QUOTE
ისე მაგარი ევასება როლინგები, ერთ-ერთი ეგენი არიან ვინც მაგაზე გავლენა მოახდინეს....

რატომაც არ უნდ აევასებოდეს... smile.gif
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 20:30  #32352927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რატომაც არ უნდ აევასებოდეს

yes.gif

misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75092
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 20:38  #32353064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
YOU AND ME-

მევასება ამის jump.gif
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 21:44  #32353945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
YOU AND ME-

მევასება ამის

აჰა მაშინ იყოს ეგეც
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75092
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 21:47  #32353998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აჰა მაშინ იყოს ეგეც

weep.gif

მე თვითონ მინდოდა დამედო givi.gif
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 21:53  #32354102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე თვითონ მინდოდა დამედო

givi.gif givi.gif givi.gif
misha20123
The Truth Has Set Me Free


********
ჯგუფი: Members
წერილები: 75092
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 22:00  #32354199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
8922111
არაუშავს ეს ვერსია არ მქონდ ამოსმენილი მომეწონა მერე მე დავდებ სხვა ვერსიას )
8922111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2524
წევრი No.: 151059
რეგისტრ.: 17-June 12

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 22:27  #32354637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
misha20123
ეს ორიგინალია ალბომის, კიდევ სხვებიცაა ლაივიც და კიდევ რაღაც შოუდან...

მაგათზე შენ დაგითმობ ასპარეზს biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (41) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0207 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]